forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ოჯახის ჭაჭას/სხვ ალკოჰოლურ სასმელს აქციზი უნდა?, ვერ გავიგე
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30298
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

  გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 22:23  #51740696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, კანონში ვკითხულობთ რომ:

QUOTE


მუხლი 253. აქციზის გადამხდელი
1. აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:
ა) აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში – თავის მიერ წარმოებულ საქონელზე;



QUOTE

მუხლი 255. დასაბეგრი ოპერაცია აქციზით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდება ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა;


ჰოდა ვერ გავიგე, კანონი რამე გამონაკლისს უშვებს ოჯახის ჭაჭასთვის, თუ რატომ იყიდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე? სუფთა იურიდიულად არღვევენ?



--------------------
2️⃣ 0️⃣ 1️⃣ 8️⃣
levani169
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10789
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 23:28  #51741062      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Internet_Contraband
QUOTE

ჰოდა ვერ გავიგე, კანონი რამე გამონაკლისს უშვებს ოჯახის ჭაჭასთვის, თუ რატომ იყიდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე?

არა მხოლოდ ჭაჭაზეა ყველა გადასახადი მოხსნილი.არამედ სოფ მეურნეობის ყველა პროდუქტზე რაც გლეხურ მეურნეობაში იწარმოება.აი რომ ჩამოასხას ბოთლებში და სამარკო ნიშნით გაიყიდოს ეგ უკვე აქციზს ექვემდებარება.მოკლედ გლეხის ნაწარმი ყველაფერი არადაბეგვრადია ხელშეწყობის მიზნით.


--------------------
ყველა ალხანას, თავის ჩალხანა გამოუჩნდება

######## არავინ დარჩება.@Walt





"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ."
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30298
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 01:17  #51741777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
levani169
QUOTE
არა მხოლოდ ჭაჭაზეა ყველა გადასახადი მოხსნილი.არამედ სოფ მეურნეობის ყველა პროდუქტზე რაც გლეხურ მეურნეობაში იწარმოება.აი რომ ჩამოასხას ბოთლებში და სამარკო ნიშნით გაიყიდოს ეგ უკვე აქციზს ექვემდებარება.მოკლედ გლეხის ნაწარმი ყველაფერი არადაბეგვრადია ხელშეწყობის მიზნით.

დღგ-ს გან გათავისუფლებაში ხო არ გერევა?
levani169
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10789
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 13:04  #51743450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Internet_Contraband
QUOTE
დღგ-ს გან გათავისუფლებაში ხო არ გერევა?

მე როგორც მახსოვს ყველანაირი პირდაპირი გადასახადისგან არის სოფ მეურნეობა გათავისუფლებული მათ შორის საშემოსავლოსაგანაც და ჭაჭას რამდენად ეხება აქციზი ეგაა საინტერესო,თუ მასე მივყვებით ღვინოსაც ვერ გაყიდის გლეხი ოჯახიდან,იგივე მარნები რომ აქვთ და ქვევრის ღვინოს ყიდიან ტურისტებზე თუნდაც,სადაა აქციზი,არ სჭირდება ეტყობა გლეხურ წარმოებას და ვსიო!
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 13:41  #51743654      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად მოგების გადასახადისგან თავისუფლდება
ე) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
ვ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები;
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30298
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 21:07  #51745841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nat_asha
ეს მოგების გადასახადია. თან ერთ თვეში აღარ იქნება.

levani169
QUOTE
მე როგორც მახსოვს ყველანაირი პირდაპირი გადასახადისგან არის სოფ მეურნეობა გათავისუფლებული მათ შორის საშემოსავლოსაგანაც და ჭაჭას რამდენად ეხება აქციზი ეგაა საინტერესო,თუ მასე მივყვებით ღვინოსაც ვერ გაყიდის გლეხი ოჯახიდან,იგივე მარნები რომ აქვთ და ქვევრის ღვინოს ყიდიან ტურისტებზე თუნდაც,სადაა აქციზი,არ სჭირდება ეტყობა გლეხურ წარმოებას და ვსიო!


ანუ რეალობაში რო ხდება ეგ გასაგებია, საინტერესო ისაა რამდენად სწორად ხდება?

კანონის მიხედვით სჭირდება, თუკი რეალიზაციას ახდენ, თუ საკუთარი მოხმარებისთვის გაქვს - მაშინ არა.

194 მუხლი საგადასახადოსი

QUOTE

5. ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია:

ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები;


ასე რომ კი - სუფთა იურიდიულად ვერ გაყიდის თუ აქციზს არ გადაიხდის

ამასთან ჩამოსასხმელ ღვინოს მარკირება არ სჭირდება, მაგრამ აქციზიც უნდა გადაიხადო და შესაბამისად ავტომატურად დღგ-ს გადამხდელად უნდა დადგე.

აგერ სამ ნოემბერს ვიღაც დაუჭერიათ კიდეც

Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 29 Nov 2017, 09:53  #51747889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Internet_Contraband
QUOTE
ეს მოგების გადასახადია. თან ერთ თვეში აღარ იქნება.

ხოდა ეს იმიტომ დავწერე რომ საგადასახადო კოდექსში სხვა შეღავათი აღარც არის შეტანილი ახალ კოდექსში რაც 2016 წელს შეიცვალა. ადრე საშემოსავლოდანაც თავისუფლდებოდა 2014 წლამდე.
1 თვეში კი არა 2017 წლის 1 იანვრამდე იყო ეგ შეღავათიც.
სხვა არანაირი შეღავათი არ არსებობს საგადასახადო კოდექსში. ჩვეულებრივად თუ დარეგისტრირდები იურიდიულ პირად და აწარმოებ ეკონომიკურ საქმიანობას მაშინ ყველაფერს იხდი ჩვეულებრივად. და თუ არც დარეგისტრირებული ხარ და ისე ეწევი ეკონომიკურ საქმიანობას მაგაზე კიდევ ჯარიმაა.
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30298
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 30 Nov 2017, 20:40  #51756282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, როგორც გავარკვიე რადგან მაღაზია რეალიზატორად ითვლება და არა მწარმოებლად, გლეხი ის პირია რომელმაც წესით უნდა აიღოს აქციზი (სწორედ ისაა მწარმოებელი), თუ რამეა მაღაზიები აჩვენებენ რომ შესყიდვების აქტით ნაყიდი აქვთ ამა და ამ გლეხისგან და სწორედ მას უნდა გადაეხადა აქციზი.

რამდენად დაცული პოზიციაა არ ვიცი.
Nat_asha
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 232284
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 09:50  #51758470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Internet_Contraband @ 30 Nov 2017, 20:40 )
მოკლედ, როგორც გავარკვიე რადგან მაღაზია რეალიზატორად ითვლება და არა მწარმოებლად, გლეხი ის პირია რომელმაც წესით უნდა აიღოს აქციზი (სწორედ ისაა მწარმოებელი), თუ რამეა მაღაზიები აჩვენებენ რომ შესყიდვების აქტით ნაყიდი აქვთ ამა და ამ გლეხისგან და სწორედ მას უნდა გადაეხადა აქციზი.

რამდენად დაცული პოზიციაა არ ვიცი.

კი ეგრეა, კანონით როცა შეღავათ არ გეკუთვნის უნდა შენც კანონის შესაბამისად მოიქცე. რეალურად მასეც უნდა იყოს რაღაც მომენტში რომ ვინც აწარმოებს იმან უნდა მიაწოდოს აქციზის და ყველენაირი ღირებულების ჩათვლით საქონელი. იგივეა ეხლა რომ ბოთლით მიიტანო და თავსახური შენ დაახურეო რო უთხრა მაღაზიას. აქციზის გადასახდმა დააქცია რამდენი ორგანიზაცია უკვე რო იცოდე lol.gif მართლაც და ჭაჭის არაყივით უმატებენ აქციზს ფასს .
dvt333
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 116
წევრი No.: 234804
რეგისტრ.: 22-August 17

გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 21:16  #51812786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არაყს თუ ჩამოასხავ და მაღაზიაში შეიტან ან რაიმე სტატუსით გაყიდი მოგიწევს აუცილებლად აქციზის გადახდა და ღვინოზე აღარაა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ მოიხსნა ღვინოზე აქციზი. აქციზს იხდის მწარმოებელი ან იმპორტიორი აქციზური საქონლის და არაპირდაპირი იმიტოა რო მომხმარებელს აკისრებს პროდუქციაზე ფასის აწევით. თორე დეკლარაციაც მწარმოებელმა უნდ აშეავსოს და გადასახადიც თითონ უნდა გადაიხადოს რათქმაუნდა
* * *
არაყს თუ ჩამოასხავ და მაღაზიაში შეიტან ან რაიმე სტატუსით გაყიდი მოგიწევს აუცილებლად აქციზის გადახდა და ღვინოზე აღარაა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ მოიხსნა ღვინოზე აქციზი. აქციზს იხდის მწარმოებელი ან იმპორტიორი აქციზური საქონლის და არაპირდაპირი იმიტოა რო მომხმარებელს აკისრებს პროდუქციაზე ფასის აწევით. თორე დეკლარაციაც მწარმოებელმა უნდ აშეავსოს და გადასახადიც თითონ უნდა გადაიხადოს რათქმაუნდა
_მანის_ქაშიო?
♒♒♒♒♒♒♒


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 798
წევრი No.: 238799
რეგისტრ.: 10-December 17

გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 21:37  #51812930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანთლის არაყია ძალიან მაგარიuser.gif

ისე ვერ ვამუღამებ არაყით ქეიფს
presbiteri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 603
წევრი No.: 149921
რეგისტრ.: 30-May 12

გამოგზავნილია: 19 Dec 2017, 09:31  #51859217      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ყველაფერი კარგი და სურსათის უვნებლობიდან რაიმე დასკვნა არაა საჭირო?
დავუშვათ დავდგი ჩამომსხმელი აპარატი. წავედი კახეთში, ვიყიდე ჭაჭის არაყი, ჩამოვიტანე, ჩამოვასხი ტარაში, დავაკარი აქციზი და შევიტანე მაღაზიებში. დაირღვევა ამით რაიმე კანონი? თუ ყველაფერი წესრიგში იქნება?
და მე თვითონ რომ არყის ქვაბი დავდა და გამოვხადო, აქციზი მაინც უნდა დავაკრა, ხო?
namo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6119
წევრი No.: 13088
რეგისტრ.: 24-September 05

გამოგზავნილია: 19 Dec 2017, 11:05  #51859513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქციზით იბეგრება ალკოჰოლი ნებისმიერი ღვინის გარდა. (თუ სწორედ მახსოვს) მაგრამ საქმე აღსრულებაშია .... ასე რო სდიონ გლეხებს მაშინ ნახევარი კახეთი უნდა დაიჭირონ ამიტომ ყიდიან ოჯახებიდან ჩვეულებრივად - პრაქტიკულად დეკრიმინილიზებულია smile.gif))

QUOTE

დავუშვათ დავდგი ჩამომსხმელი აპარატი. წავედი კახეთში, ვიყიდე ჭაჭის არაყი, ჩამოვიტანე, ჩამოვასხი ტარაში, დავაკარი აქციზი და შევიტანე მაღაზიებში. დაირღვევა ამით რაიმე კანონი? თუ ყველაფერი წესრიგში იქნება?

ხო მაგრამ შენ რომ კომპანიისგან გეყიდა ვინც ხდის მაგ ჭაჭას იმ აქციზს შენ ჩAითვლიდი იმიტომ რომ ის უაქციზოდ ვერ გაყიდდა -
dvt333
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 116
წევრი No.: 234804
რეგისტრ.: 22-August 17

გამოგზავნილია: 19 Dec 2017, 17:54  #51861689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
presbiteri
არაფერიც არ დაირღვევა, და შენ თითონ თუ მაღაზიაში შეიტან რაიმე სტატუსით იასნა უნდა დააკრა მარა შენთვის თუ გინდა აქციზი რათ უნდა. მაღაზიაში ეგეც სერიოზულ მაღაზიაში ბოთლით თუ შეიტან თორე რამე ჩვეულებრივ უბნის მაღაზიაში ვაფშეც არაფერი არ უნდა ჩვეულებრივად იბარებენ და ყიდიან
Don_Bandolero
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 351
წევრი No.: 194561
რეგისტრ.: 29-November 14

გამოგზავნილია: 15 Jan 2018, 15:39  #52002723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მრავალაზროვანი დასკვნები გამოდის იქედან თუ რა წერია კანონში და როგორ ხდება აღსრულება. ფაქტია რომ გლეხებს არც აკონტროლებენ და კიდევ კარგა ხანს არ გააკონტროლებენ რაღაც მიზეზების გამო. მაგრამ როდესაც ოფიციალურ სახეს აძლევ ამ ყველაფერს მანდ უკვე სხვა ამბავია. ესაა რეალურად გასარკვევი, თორე დღესაც გამიგია ჩვეულებრივი მაღაზიები რომ იბარებენ ღვინოს და არაყს ყველანაირი საბუთის გარეშე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0340 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]