Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > პიკნიკი


Posted by: Merab_Arakhamia 13 May 2011, 16:29
თბილისთან ახლოს,
დილით რომ წავიდეს ადამიანი და რომ ისიამოვნოს ბუნებით,თან მწვადი ააშიშხინოს,სხვა რაღაცეები გემრიელად მიირთვას,ზომიერად დალიოს და მოკლედ-რომ ისიამოვნოს,ეგეთი ადგილი მინდა და თუ იცით მიმასწავლეთ smile.gif


თან მწვადის და სალათის რამე ორიგინალურ,პიკნიკურ რეცეპტსაც თუ მეტყვით მაგრა გამიხარდება smile.gif


Posted by: xatatula 13 May 2011, 16:58
Merab_Arakhamia
მცხეთაში, სანამ ქალაქში შეხვალ იქ მარჯვნივ არის ძალიან მაგარი ადგილებიsmile.gif

Posted by: salometallica 13 May 2011, 17:24
დილის 7 საათზე დიდუბიდან საგურამუში მარშუტკით.. მერე საღაც 2 საათი ფეხით ზედაზენზე ასვლა.. მერე უკან ჩამოსვლისას გზაში საოცარი ბუნება და რამდენიმე კარგი დასასხდომ-დასასვენებელი ადგილი.. დაღლილ დაქანცული გემრიელი სახელდახელოდ გამზადებული ბუტერბროდებით ან რითიც გინდა დანაყრება.. მწვანეზე წამოწოლა.. საოცარი ცა და ხედები.. ერთი შეხედვით სერიოზული ხალხის არასერიოზული თამაშები.. საღამოს სახლში მკვდარივით მისვლა.. საშინელი ფეხების ტკივილი და უმაგრესი განწყობა მეორე დღეს.. უტბილესი მოგონებები სამომავლოდ.. love.gif
თუ ფეხით სიარული არ გეზარებათ გირჩევდით.. smile.gif

Posted by: Merab_Arakhamia 13 May 2011, 18:27
xatatula
QUOTE
Merab_Arakhamiaმცხეთაში, სანამ ქალაქში შეხვალ იქ მარჯვნივ არის ძალიან მაგარი ადგილები 

გმადლობsmile.gif
მანდ ვიყავი ესე 5 წლის წინ,დაახლოებით სალობიეს პირდაპირ,კაშხალთან...კაი იყო...ამ დროისთვის დარჩა მაქეთ რამე საპიკნიკე ადგილი? შემოღობილები იყო თითქოს....



salometallica
QUOTE
დილის 7 საათზე დიდუბიდან საგურამუში მარშუტკით.. მერე საღაც 2 საათი ფეხით ზედაზენზე ასვლა.. მერე უკან ჩამოსვლისას გზაში საოცარი ბუნება და რამდენიმე კარგი დასასხდომ-დასასვენებელი ადგილი.. დაღლილ დაქანცული გემრიელი სახელდახელოდ გამზადებული ბუტერბროდებით ან რითიც გინდა დანაყრება.. მწვანეზე წამოწოლა.. საოცარი ცა და ხედები.. ერთი შეხედვით სერიოზული ხალხის არასერიოზული თამაშები.. საღამოს სახლში მკვდარივით მისვლა.. საშინელი ფეხების ტკივილი და უმაგრესი განწყობა მეორე დღეს.. უტბილესი მოგონებები სამომავლოდ..  თუ ფეხით სიარული არ გეზარებათ გირჩევდით.. 

გმადლობsmile.gif
ვარ ნამყოფი და მართლა საოცარი ადგილია ზედაზენი,ზემოდან ხედი შესანიშნავი! up.gif










სხვა იდეებსაც ხომ ვერ მომაწვდით?
rolleyes.gif

Posted by: tavadze 13 May 2011, 19:38
Merab_Arakhamia - გააჩნია, მანქანით გინდა ბოლომდე მისვლა თუ ფეხით სიარულიც გიზიდავს. ფეხით ტუ გინდა, მე ჭილის ტბას გირჩევ ასე ახლოს - მუხათგვერდის სასაფლაოს უნდა გასცდე და სადრაც 1 სააში ახვალ ტბაზე. ულამაზესი ხედებია ყველა მხარეს - თბილისი, მცხეთა, შიო-მღვიმე, წყნეთი-წოდორეთი-დიდგორი, კარგ ამინდში - მთელ ჰორიზონტზე კავაკსიონი... მანდ მთლად ბოლომდე თუ ვერ ახვალ, სასაფლაოს ზევით მშვენიერი მუხის ტყეებია. ერთგან მაგიდაც არის...
სამანქანოდ ახლო-მახლოში ბევგან შეიძლება გასვლა - წყნეთი-კოჯორის მხარე. მარტყოფის ღვთაება, მამკოდა... კოჯრის ან საბადურის ტყეები...

Posted by: xatatula 13 May 2011, 19:39
მაშინ ქოროღლიზე, კოჯორში smile.gif ახლოსაა, ლამაზია ძალიან და ისიამოვნებ ნამდვილად.

Posted by: Merab_Arakhamia 13 May 2011, 22:35
LifeBloom
QUOTE
  ზედაზნიდან ისეთი ლამაზი ხედია ისეთი რო არ ვიცი..... სიტყვებით ვერ ავღწერ. ზამთარში კი ღრუბლის ზემოთ ექცევა ზედაზენი და გეგონება ცაში ხარ......მომენატრა , რამდენი ხანი არ ვყოფილვარ . ყველას გირჩევთ. 

yes.gif up.gif



tavadze
QUOTE
Merab_Arakhamia - გააჩნია, მანქანით გინდა ბოლომდე მისვლა თუ ფეხით სიარულიც გიზიდავს. ფეხით ტუ გინდა, მე ჭილის ტბას გირჩევ ასე ახლოს - მუხათგვერდის სასაფლაოს უნდა გასცდე და სადრაც 1 სააში ახვალ ტბაზე. ულამაზესი ხედებია ყველა მხარეს - თბილისი, მცხეთა, შიო-მღვიმე, წყნეთი-წოდორეთი-დიდგორი, კარგ ამინდში - მთელ ჰორიზონტზე  კავაკსიონი... მანდ მთლად ბოლომდე თუ ვერ ახვალ, სასაფლაოს ზევით მშვენიერი მუხის ტყეებია. ერთგან მაგიდაც არის... სამანქანოდ ახლო-მახლოში ბევგან შეიძლება გასვლა - წყნეთი-კოჯორის მხარე. მარტყოფის ღვთაება, მამკოდა... კოჯრის ან საბადურის ტყეები... 

გამოხმაურებისთვის გმადლობ smile.gif
მე კი მიყვარს ფეხით,მაგრამ სხვები ვერ ივლიან ბევრს...ასე,რომ მანქანით ადვილად მისადგომი ადგილი უფრო მაინტერესებს,ან ცოტა რომ იყოს ფეხით სავალი...

მარტყოფის ღვთაება სოფელ მარტყოფშია?
მამკოდა სად არის?
სურათებიც ხომ არ გაქვს შემთხვევით? smile.gif




xatatula
QUOTE
მაშინ ქოროღლიზე, კოჯორში  ახლოსაა, ლამაზია ძალიან და ისიამოვნებ ნამდვილად. 

გმადლობsmile.gif
არ ვარ მანდ ნამყოფი...ფეხით სასიარულო ბევრია?













კიდევ თუ იქნება იდეები-იქნება ძალიან ძალიან კარგი smile.gif

Posted by: tavadze 13 May 2011, 22:43
Merab_Arakhamia
QUOTE
ადვილად მისადგომი ადგილი უფრო მაინტერესებს,ან ცოტა რომ იყოს ფეხით სავალი...

მარტყოფის ღვთაება სოფელ მარტყოფშია?
მამკოდა სად არის?

ფოტოები არ მაქვს, მამკოდა კი გლდანის მერეა.
მანქანა თუ გინდათ, მაშინ თიანეთის მხარეც შეიძლება - საბადურიც მანდვეა, ზედ გზაზე - ცხვარიჭამიის მერე რომ ტყე იწყება, ეგაა. ულამაზესი ადგილია, თან მანქანა ზედ მიდის - ასფალტიანი გზა პირდაპირ ტყეში გადის. ზედგამოჭრილია საპიკნიკედ. მაქეთ სიონზეც შეგიძლიათ ასვლა.
სხვა მახრეებიდან ახლა ძალიან კარგი იქნება უჯარმაში წასვლა - ჯერ არ იქნება ნაციხარი გატყიურებული და შტამბეჭდავი სანახაობაა. ტყეც იქვეა, გზაც ნორმალური მიდის და აქვეა - 30 კილომეტრშია თბილისიდან. მაქედანაც შეგიძლია წრე დაარტყათ, გადახვიდეთ სიონში, ამოხვიდეთ საბადურში და ცხვარიჭამიით დაბრუნდეთ თბილისში, მაგრამ ეგ ცოტა მეტ დროს წაგართმევთ და პიკნიკისთვის ნაკლებად მოგრჩებათ. მარტყოფშიც შეიძლება მანქანით მისვლა და თუ არ გეშორება, ჟინვალისკენაც ბევრია კარგი ადგილი - ბოდორნა (ოღონდ აქ ფეხითაცაა სასიარულო), თვალივი (ეს სოფელი ფშავ-ხევსურეთის გზაზეა, ჩინთში უნდა გადაუხვიო და მდინარის გაღმა გადახვიდეთ), ავენისი... ეს ადგილი ძალიან მიყვარს. თუ ასეთი ვარიანტიც გაწყობთ, მანდ საოჯახო სასტუმროცაა და ღამეც შეგიძლიათ დარჩენა - ტელეფონიც მაქვს მაგათი. ავენისში ეკლესიაცაა და მანდვეა წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმესაუკუნოვანი უთხოვარი.

Posted by: Makulatura 14 May 2011, 03:52
Merab_Arakhamia
არმაზი მოინახულე smile.gif)

Posted by: guruliqali 14 May 2011, 06:02
უძოზე ადით, კოჯორშია, ძალიან ახლოა, წყაროცაა, მაგიდაც, ულამაზესი ადგილებია, მანქანით მიხვალთ თითქმის ბოლომდე, ერთი პატარა აღმართია მერე ფეხით, თუმცა ბოლომდეც შეიძლება ასვლა გააჩნია მანქანას.
ჰო, ფეხით ასვლა მხოლოდ ტაძართან მოგიწევთ, თორემ წყარი და მაგიდასთან პირდაპირ მანქანას მიაყენებთ smile.gif

Posted by: salometallica 14 May 2011, 11:04
QUOTE
არმაზი მოინახულე  )

love.gif up.gif


ბეთანიაც კარგიაო.. არ ვარ ნამყოფი ჯერ.. ვაპირებ მოვინახულო და ამბობენ სამანქანო გზაც მიდისო თითქმის ბოლომდე..

Posted by: Merab_Arakhamia 14 May 2011, 12:22
xatatula
salometallica
LifeBloom
tavadze
Makulatura
guruliqali

ყველას დიიიდი მადლობა love.gif
გაიხარეთ love.gif




მოკლედ,
ამინდმა ხელი თუ არ შემიშალა მივდივართ კოჯორში,უძოზე.
guruliqali-ს რჩევისკენ "გადავიხარეთ" smile.gif



რადგან მწვადის რამე ორიგინალური რეცეპტი არ მირჩიეთ,
მოგვიწევს ტრადიციულად შეწვა,მაგრამ არც მაგაზე ვიტყვით უარს smile.gif

ხო,
1 ჭიქით თქვენს სადღგრძელოს უეჭველი ვიტყვით biggrin.gif




Posted by: salometallica 14 May 2011, 12:35
Merab_Arakhamia
QUOTE
ამინდმა ხელი თუ არ შემიშალა მივდივართ კოჯორში,უძოზე.

შთაბეჭდილებები გაგვიზიარე.. და თუ არ შეწუხდები ისიც ფეხით წანწალის მოყვარულთათვის თუა კარგი პირობები.. smile.gif




Posted by: tavadze 14 May 2011, 12:59
salometallica
QUOTE
ისიც ფეხით წანწალის მოყვარულთათვის თუა კარგი პირობები..

უძოზე ძალიან ბევრი არჩევანია ფეხით საწანწალოდ.

Merab_Arakhamia
QUOTE
რადგან მწვადის რამე ორიგინალური რეცეპტი არ მირჩიეთ,
მოგვიწევს ტრადიციულად შეწვა,მაგრამ არც მაგაზე ვიტყვით უარს

ორიგინალურისა რა მოგახსენო, მეც ტრადიციულის მიმდევარი ვარ, მაგრამ მთავარია, კარგი სამწვადე აარჩიოთ, თუმცა ესეც პირობითია - ზოგს რა ნაწილი უყვარს და ზოგს რა, ზოგს - დაბასტურმებული, ზოგს - ნედლი... მთავარია, მწვადის ჩასაყრელად რამე კონტეინერის მსგავსი თავსახურიანი ჭურჭელი გქონდეთ ჩასაყრელად და ხახვი (თუმცა ბევრს არც ხახვიანი უყვარს). თუმცა სეგიძლიათ, შამფურიდან პირდაპირ ლავაში პურით ჩამოცალოთ, ლავაშზევე დაყაროთ და ზევიდანაც ის პირველი ლავაში დააფაროთ. biggrin.gif მასეთ პურზე ვგიჟდები და კარაველებს ტაციაობა გვაქვს, როცა ვპიკნიკობთ. biggrin.gif
პ.ს. გისურვებთ, ამინდში მართლაც გაგიმართლოთ.

Posted by: xatatula 14 May 2011, 14:26
Merab_Arakhamia
აჰა შენ ზამთრის ხედები უძოზე smile.gif
http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

Posted by: guruliqali 14 May 2011, 21:20
Merab_Arakhamia
მოგვიყევით რა, მერე შთაბეჭდილებები...

Posted by: Merab_Arakhamia 15 May 2011, 22:29
მოკლედ,
ვიყავით კოჯორში...მიკვირს აქამდე რატომ არ ვიყავი...





ჯერ ყველაზე მთავარი!
თუ უნდა იმწვადაოთ არ დაგავიწყდეთ შამფურები!
რატომ?
იმიტომ რომ არ არის ისეთი მცენარეები,რომლისგანაც შამფურებს გააკეთებთ...ჩვენ კი გავაკეთეთ(მგონი ცაცხვი იყო ეგ ხე),
თან შმფურები ცეცხლე გამოვწვით,მაგრამ ხის შმფურმა ისეთი სპეციფიური გემო მისწა მწვადს,რომ 1 ნაჭერიც არ მიჭამია (სხვებმა მიირთვეს,ჩასკდნენ კიდევაც smile.gif )
ყველამ აღნიშნა რომ გემო რაღაც სპეციფიური,რაღაცნაირად არასასიამოვნო ქონდა მწვადს...იგივე ხორცი დღეს სახლში რომ ავაშიშხინე მაყალზე,უგემრიელესი იყო,ასე რომ ეგ იყო ხის შმფურების ბრალი...გაითვალისწინეთ ეს....





ამინდმა გაგვიმართლა,ხან მოღრუბლული იყო,ხან მზე...ისე,ძან თბილად უნდა ჩაიცვათ.
ქოროღლზე არ ვყოფილვართ,მაგრამ ავედით უძოზე...
ჯერ,მანქანებით რომ გადავუხვიეთ უძოსკენ ისეთი ტყე "გაიჩითა",რომ ზღაპრული (ცოტათი მივამსგავსე იმ ტყეს,ცხვარიჭამის რომ გაცდები,თიანეთის გზაზე)
http://pix.ge/



მერე ავედით უძოზე.მონასტრამდე ჯიპით უპრობლემოდ ახვალთ...მსუბუქს ცოტა გაუჭირდება,მაგრამ ეგეც ამოვიდა(მხოლოდ ერთგან გამოსდო "გლუშიტელი" (არ ვიცი ეს ქართულად როგორაა smile.gif )

აი მაქედან კი გადაიშალა ხედი,რომის სანახავად დაუფიქრებლად ღირს ასვლა!
ულამაზესი ხედი,დაუვიწყარი (ახლა ვხვდები რა მაგარ რამეებს გრძნობენ ალპინისტები)
ხელისგულივით ჩანს მთაწმინდა,ფუნიკულიორი,სამება,წავკისი,ტაბახმელა და თბილისის ზღვა.....
http://pix.ge/

http://pix.ge/





მეორე მხარეს შეგიძლიათ გადახედოთ წყნეთს
http://pix.ge/



ესეც ეკლესია
http://pix.ge/




მერე წავედით საპიკნიკე ადგილის საძიებლად.
გზის პირას არის წყარო,მაგრამ მაგიდა და სკამები არა...თუ გადაუხვევთ ქვემოთკენ,დაბლა არის ასე ვთქვატ ქვემო წყაროები...ადრე პიონერთა განაკები ყოფილა მანდ...ახლა დანგრეულ-გაპარტახებულია...დასაჯდომი მაგიდებივით კი არის რამდენიმე ფიცრებისგან მოწყობილი...წყარო ვერ ვნახეთ...ნაკადული კი ჩამოდის,მაგრამ...ისე სასიამოვნოა მაინც....მთლიანობაში მე მაინცდამაინც არ მესიამოვნა,რადგან დანაგვიანებულია ტურისტებისგან იქაურობა
ასევე ნანგრევებისგანაც არ იყო სასიამოვნო შეგრძნებები (ცარიელი ტყე რომ ყოფილიყო და ეგ ნანაგრევები რომ არ ყოფილიყო ბევრად აჯობებდა) თუმცა,შეგიძლიათ მანდვე სხვა მხარეს წახვიდე,ტყე უზარმაზარია...
http://pix.ge/




salometallica
QUOTE
Merab_ArakhamiaQUOTE ამინდმა ხელი თუ არ შემიშალა მივდივართ კოჯორში,უძოზე.შთაბეჭდილებები გაგვიზიარე.. და თუ არ შეწუხდები ისიც ფეხით წანწალის მოყვარულთათვის თუა კარგი პირობები..

ფეხით წანწალი ნაკლებად ალბათ,რადგან სულ ტყეა,რამე სხვა ღირშესანიშნეობანი არაა...ტყეში წალწალი თუ გიყვარს,მაშინ საშენოა smile.gif
თვითონ უძოდან ხედი კი რა თქმა უნდა ზეღირშესანიშნაობაა!!!


tavadze
QUOTE
Merab_ArakhamiaQUOTE რადგან მწვადის რამე ორიგინალური რეცეპტი არ მირჩიეთ,მოგვიწევს ტრადიციულად შეწვა,მაგრამ არც მაგაზე ვიტყვით უარსორიგინალურისა რა მოგახსენო, მეც ტრადიციულის მიმდევარი ვარ, მაგრამ მთავარია, კარგი სამწვადე აარჩიოთ, თუმცა ესეც პირობითია - ზოგს რა ნაწილი უყვარს და ზოგს რა, ზოგს - დაბასტურმებული, ზოგს - ნედლი... მთავარია, მწვადის ჩასაყრელად რამე კონტეინერის მსგავსი თავსახურიანი ჭურჭელი გქონდეთ ჩასაყრელად და ხახვი (თუმცა ბევრს არც ხახვიანი უყვარს). თუმცა სეგიძლიათ, შამფურიდან პირდაპირ ლავაში პურით ჩამოცალოთ, ლავაშზევე დაყაროთ და ზევიდანაც ის პირველი ლავაში დააფაროთ.  მასეთ პურზე ვგიჟდები და კარაველებს ტაციაობა გვაქვს, როცა ვპიკნიკობთ.  პ.ს. გისურვებთ, ამინდში მართლაც გაგიმართლოთ. 
   


გმადლობ,გაიხარე smile.gif


xatatula
QUOTE
Merab_Arakhamiaაჰა შენ ზამთრის ხედები უძოზე

გმადლობ.
მაშინ აჰა შენ გაზაფხულის ხედები smile.gif


guruliqali
QUOTE
Merab_Arakhamiaმოგვიყევით რა, მერე შთაბეჭდილებები...

აუცილებლად smile.gif






მოკლე რეზუმე:
რა თქმა უნდა ღირს წასვლად,აუცილებლა წადით და იპიკნიკეთ,გირჩევთ smile.gif

Posted by: tavadze 16 May 2011, 00:33
Merab_Arakhamia
QUOTE
ჩვენ კი გავაკეთეთ(მგონი ცაცხვი იყო ეგ ხე),
თან შმფურები ცეცხლე გამოვწვით,მაგრამ ხის შამფურმა ისეთი სპეციფიური გემო მისწა მწვადს,რომ 1 ნაჭერიც არ მიჭამია

ცაცხვი არ იქნებოდა, თორემ ეგ არ მისცემდა ცუდ გემოს.
QUOTE
(ახლა ვხვდები რა მაგარ რამეებს გრძნობენ ალპინისტები)

იგრძენი, ხომ? biggrin.gif თან ისინი ბევრად უფრო მაგარ ხედებს ხედავენ - თვოლიანი მთების საუფლოს. love.gif up.gif
პ.ს. მოკლედ, კარგია, ამინდმაც რომ გაგიმართლათ და კმაყოფილები დაბრუნდით.

Posted by: miau 16 May 2011, 00:34
Merab_Arakhamia
QUOTE
რადგან მწვადის რამე ორიგინალური რეცეპტი არ მირჩიეთ,


ქალაქგარეთ სწორედ თათარიახნად შემწვარ მწვადს აქვს ,ლაზათი! smile.gif
მთავარია ხორცი იყოს კარგი, ნაკვერჩხალი - ზომიერი და ერთი კარგი, მოთმინებით აღსავსე მემწვადე. smile.gif მე მყავს ასეთი - მწვცადის დიდოსტატი რამაზ საბაშვილი. smile.gif

Posted by: guruliqali 16 May 2011, 01:02
Merab_Arakhamia
მიხარია, რომ ისიამოვნეთ, უძო მეც სწორედ მაგ ტყით (პირველ ფოტოზე რომ არის) და ხედებით დამამახსოვრდა smile.gif

Posted by: giorgi1200 24 Mar 2012, 21:59
მცხეთაში კარგ ხორცს ვიყიდი? ჯერ სვეტიცხოველში ვაპირებთ წირვას დავესწროთ შემდეგ ჯვარზე ასვლას და ხორცი ვერ გაქაჩავს თბილისიდან წაღებული მაგდენს, სად შეიძლება კარგი ხორცი ვიყიდო მიმასწავლეთ. და ახლომახლო მცხეთასთან რამე კარგი სამწვადაო ადგილი წყნარი, წყაროსთან ან რამე ეგეთთან ახლოს, და თან გარემოს დაცვამაც რო არ დაგვაჯარიმოს smile.gif

Posted by: buka79 27 Mar 2012, 14:03
ამ ტრადიციულ პიკნიკს მართლაც არაფერი შეედრება. გეთანხმებით.:-):-):-)

Posted by: furashka 21 May 2012, 02:01
ივნისის დასაწყისში მინდა სადმე პიკნკზე წასვლა და ხომ ვერ მირჩევდით სად შეიძლება წავიდე smile.gif

Posted by: tavadze 21 May 2012, 02:31
furashka
QUOTE
ივნისის დასაწყისში მინდა სადმე პიკნკზე წასვლა და ხომ ვერ მირჩევდით სად შეიძლება წავიდე

გადახედე წინა პოსტებს და აარჩიე რომელიმე ვარიანტი.

Posted by: guramata 25 Oct 2013, 19:59
ამ კვირას მინდა წავიდე ოჯახით(მეუღლე და 6 თვის ბავშვით) პიკნიკზე.. და რა ადგილებს მირჩევთ? ისეთი რომ ფეხით ბევრი სასიარულო არ იყოს, ცოტა ტყეც იყოს და ცოტა მინდორიც

Posted by: tavadze 25 Oct 2013, 21:57
guramata
QUOTE
ამ კვირას მინდა წავიდე ოჯახით(მეუღლე და 6 თვის ბავშვით) პიკნიკზე.. და რა ადგილებს მირჩევთ? ისეთი რომ ფეხით ბევრი სასიარულო არ იყოს, ცოტა ტყეც იყოს და ცოტა მინდორიც

რა მანქანა გყავს? ჭილის ტბისკენ გირჩევდი, მაგრამ მაღალი გამავლობის მანქანა გინდა, ყველა ვერ ავა. მუხათგევრდიდაბ დაახლოებით 1-2 კილომეტრში მაგიდაცაა ძაან ლამაზ ტყეში და მინდორიცაა, ოღონდ წყალი არაა.
ავენისსაც გირჩევდი - ანანურის გაღმაა და იქ ყველა მანქანა მივა. ეკლესიაცაა კარგი, წითელ წიგნში შეტანილი ურთხელი და მისი ტყე - ეკლესიის უკან, მინდორიც და ჟინვალის წყალსაცავიც. აბა, შემოდგომის ფერები და სილამაზე ხომ იქნება და იქნება!

Posted by: guramata 26 Oct 2013, 11:08
ჟინვალი შორსაა ძან.. სადმე თბილისთან ახლოს მინდა, ისე რომ სედანმა მიმიყვანოს. თანაც ძაან ძიგვეები არ მინდა.. სუფთა ტყე და მინდორი მინდა.. და კარგი ხედი.. და სუფთა ჰაერი


Posted by: tavadze 26 Oct 2013, 12:14
guramata
QUOTE
ჟინვალი შორსაა ძან.. სადმე თბილისთან ახლოს მინდა, ისე რომ სედანმა მიმიყვანოს.

მაშინ სადმე კოჯორი წყნეთის მხარეს დააწექი, ან - მარტყოფში წადი. ეკლესიაშიც ახვალთ მანქანით და ქვემოთ ძაან ლამაზ ადგილას მაგიდებია, ოღონდ ფასიანია.

Posted by: iaiameri 26 Oct 2013, 13:17
კუს ტბაზეც ქირავდება საპიკნიკე ადგილები.მაყალი ძევს ჰამაკებია..ოღონდ ფასი არ ვიცი

Posted by: giorgixec1 8 Jul 2014, 16:03
ვინმემ კარგი საპიკნიკე ადგილი მირჩიეთ რა, დაახლოებით 10 გოგო ბიჭი ვიქნებით
უნდა აკმაყოფილემდეს შემდეგ მოთხოვნებს biggrin.gif
1. უნდა იყოს თბილისთან ახლოს.
2. საპიკნიკე ადგილას უნდა იყოს სუფთა მდინარე (ბანაობა რო შეიძლებოდეს ისეთი) და ტყე, + პატარა მინდორი რო გავერთოთ

ვინმემ თუ იცით ასეთI ადგილი ახლომახო არ დაიზაროთ ძალიან გთხოვთ


Posted by: tavadze 9 Jul 2014, 09:48
giorgixec1
QUOTE
1. უნდა იყოს თბილისთან ახლოს.
2. საპიკნიკე ადგილას უნდა იყოს სუფთა მდინარე (ბანაობა რო შეიძლებოდეს ისეთი) და ტყე, + პატარა მინდორი რო გავერთოთ

დამცინებენ ახლა ზოგიერტები, მაგრამ შენც ავენისს გირჩევ, მანძილი თუ არ გეშორება - ანანურის ციხის მოპირდაპირე მხარესა... წმინდა გიორგი ეკლესიაცაა, რომლის წინაც წითელ წიგნში შეტანილი სამსაუკუნოვანი ურთხელი დგას, უკან კი მთელი ტყეა მაგ მცენარისა; მდინარეც არის საბანაოდ და ოდნავ ქვემოთ - მთლად ჯინვალის წყალსაცავი, სადაც თევზაობაც შეგიძლიათ; მინდვრებიც ბლომადაა, ტყეც და ლამაზი ბუნებაც. ეკლესისასთან მაგიდებიცაა და ცეცხლის დასანთები ადგილიც მოწყობილი. მხოლოდ წყალი არაა მანდ. დაბლა, საოჯახო სასტუმროში ან მოაგარაკეებთან კი შეიძლება შოვნა, მაგრამ წაიღეთ აქედან 2-3 ბოთლი, დაზღვეული იქნებით.

Posted by: nia4u 10 Jul 2014, 20:15
giorgixec1
QUOTE
ვინმემ კარგი საპიკნიკე ადგილი მირჩიეთ რა, დაახლოებით 10  გოგო ბიჭი ვიქნებითუნდა აკმაყოფილემდეს შემდეგ მოთხოვნებს
1. უნდა იყოს თბილისთან ახლოს.
2. საპიკნიკე ადგილას უნდა იყოს სუფთა მდინარე (ბანაობა რო შეიძლებოდეს ისეთი) და ტყე, + პატარა მინდორი რო გავერთოთ
ვინმემ თუ იცით ასეთI ადგილი ახლომახო არ დაიზაროთ ძალიან გთხოვთ

მცხეთაში, თეატრონის ტერიტორია, ტყე-პარკი არაგვის პირას smile.gif
ოღონდ ახლა შაბათ-კვირას არ გირჩევთ,
12-ში არჩევნებია მცხეთაში
და 13-სი სვეტიცხოვლობა და დიდი ნათლობა არაგვზე
და ბევრი ხალხი იქნება მაგ ტერიტორიაზე smile.gif

Posted by: zura_mer 17 May 2015, 11:08
ეს თემა მინდა გავაცოცხლო დიდი დრო გავიდა ბოლო პოსტიდან
ეხლა უკვე მოდის სითბო და კარგ ბუნებაში გამსვლელებისათვის დავპოსტოთ კარგი ადგილები, სად სჯობია ყველამ თავისი ადგილი დაწეროს smile.gif ...

Posted by: M_Ballack 6 Jun 2015, 16:11
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,..............................................................
* * *
<<<<<<<<<<<<<<<<<<<>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: FalleNnN 7 Jul 2015, 14:56
nia4u
QUOTE
ვინმემ კარგი საპიკნიკე ადგილი მირჩიეთ რა, დაახლოებით 10  გოგო ბიჭი ვიქნებითუნდა აკმაყოფილემდეს შემდეგ მოთხოვნებს
1. უნდა იყოს თბილისთან ახლოს.
2. საპიკნიკე ადგილას უნდა იყოს სუფთა მდინარე (ბანაობა რო შეიძლებოდეს ისეთი) და ტყე, + პატარა მინდორი რო გავერთოთ
ვინმემ თუ იცით ასეთI ადგილი ახლომახო არ დაიზაროთ ძალიან გთხოვთ

მცხეთაში, თეატრონის ტერიტორია, ტყე-პარკი არაგვის პირას

ეს ზუსტად სადაა?

მეც დამეხმარეთ რა..
მანქანით რომ მივიდე და პრიორიტეტები ისეთი არაფერია,საქართველოში ძალიან ბევრი რომაა ეგეთი ადგილი მინდა რა, უბრალოდ საერთოდ არ ვიცნობ გარშემო და.. ნორმალური ბუნება უბრალოდ, ტყეც რომ იყოს და გაშლილი მინდორიც და რავიცი ყვავილებიც თუ იქნება და ა.შ. უკეთესია

თბილისიდან შორსაც იყოს უბრალოდ 1 საათზე მეტი თუ არ იქნება სავალი კარგია, აი მცხეთისკენ თუ იცით რამე, ან მცხეთის შემდეგ უფრო შორსაც თუნდაც რამე ადგილი ან რამე სადაც მსგავსი სიტუაციაა..
პლედს რომ გაშლი, გარშემო მინდორი და ხეებია და ცოტა ხნით იქნები, ძალიან გთხოვთ მართლა ძაან მჭირდება.. ბრმად არ მინდა წავიდე და ვეძებო მსგავსი ადგილი biggrin.gif

Posted by: nia4u 7 Jul 2015, 19:55
FalleNnN
ზუსტად ერთი წლის წინანდელი პოსტია smile.gif
12 და 13 ივლისს მცხეთაში ძალიან ბევრი ხალხი იქნება,
განსაკუთრებით მაგ ტერიტორიაზე...
მაგ დღეების გარდა წადი... smile.gif

Posted by: FalleNnN 7 Jul 2015, 20:28
nia4u
კაკრაზ ხვალ მინდა და კარგია ანუ? biggrin.gif
შეგიძლია მითხრა როგორ მივიდე?
გზა მართლა არ ვიცი,მცხეთაშიც კი არ ვარ ნამყოფი და მნქანით უნდა გავიდე ტბილისიდან და დაჟე სად გადავუხვიო და ზუსტად როგორ მივიდე ანუ,ძაან მადლობელი ვიქნები,ნუ რუკაზე თუ მომინიშნავ მაგ ადგილს ან ადგილებს გთხოვ რა

Posted by: nia4u 7 Jul 2015, 20:34
FalleNnN
მანქანით უნდა წახვიდე თბილისი მოლის მიმართულებით, გასცდე და გააგრძელო გზა...
ჭაშნიკშიც არ ხარ ნამყოფი? biggrin.gif
ჯვრის გადასახვევსაც უნდა გასცდე და მერე გზა იყოფა, მარჯვნივ წახვალ მცხეთაში.
მანდ უკვე გზას გაყვები და პირდაპირ ქალაქში შეხვალ.
მერე იკითხე თანდათან თეატრონის ტყე-პარკი და მიგასწავლიან რა... :0

Posted by: nia4u 9 Jul 2015, 12:37
FalleNnN
იპოვე?


///////// biggrin.gif ////////

Posted by: elchi 9 Jul 2015, 22:26
დღეებს ვითვლი როდის მოვა აგვისტო.

შვებულება, მთელი ოჯახი, კარვები, ყველანაირი საველე ჭურჭელი, სათევზაო აღჭურვილობა თავისთავად და ჰაიდა მთებში რომელიმე მდინარე-ტბის ახლომახლოს.

სამ სხვადასხვა ადგილს ვირჩევთ ყოველ წელს, თითო კვირით ვკემპინგობთ.

უმაგრესია ოჯახთან ერთად ასეთი გასვლები.

Posted by: MRCesar 25 May 2019, 11:57
მეგობრებო,

თბილისთან ახლოს სად შეიძლება ოჯახით, პიკნიკზე რომ წავიდე??

Posted by: Keti-Ket 25 May 2019, 14:01
MRCesar
კოჯორი, წყნეთი, წავკისი

Posted by: max-14 28 May 2019, 00:05
QUOTE
მცხეთაში, თეატრონის ტერიტორია, ტყე-პარკი არაგვის პირას

ზუსტად ხომ არიცით როგორ მივიდეთ?

Posted by: MRCesar 28 May 2019, 14:04
ზედაზენზე ვიყავი, ძაან კმაყოფილი დავრჩით. ბუნებაც კარგია და წყალიც არიც, რაც ყველაზე მთავარია. დასასხდომი ადგილებია თავისი ტყის მაყალით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)