სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია გთავაზობთ ტრეინინგ კურსს Python პროგრამირებაში
ტრეინინგის ფარგლებში მსმენელები გაიცნობენ Python დაპროგრამების ენას. შეისწავლიან ამ დაპროგრამების ენის სინტაქსისს და პროგრამირების ლოგიკას. დაპროგრამების ენა Python თავის თავში მოიცავს ობიექტზე ორიენტირებულ, პროცედურულ, ფუნქციონალურ და იმპერატიულ პროგრამირებას.
სასწავლო კურსს წაიკითხავს მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
⏳ კურსის ხანგრძლივობა
ჩატარდება 10 გაკვეთილი, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს
შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი
სასწავლო კურსის ანოტაცია:
სასწავლო კურსი წარმოადგენს დაპროგრამების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების თეორიული და პრაქტიკული გამოყენების ათვისების საშუალებას. მასში შეისწავლება თანამედროვე, დინამიური და მულტიპარადიგმული ენა „პითონი“. რომელიც თავის თავში მოიცავს ობიექტზე ორინეტირებულ , პროცედურულ ფუნქციონალურ და იმპერატიულ პროგრამირებას.
კურსის განრიგი:
სასწავლო კურსი იწყება 19 თებერვალს.
მეცადინეობები ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე
კურსის საფასური: 200 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 120 ლარი
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ტელ: 599949112
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)