#54829968 · 19 Jun 2019, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ! აქამდე არ შეგაწყინეთ თავი, ვინაიდან კარგად ვიცოდით, რომ ლიტონი საუბარი შეუსაბამო იყო და არანაირი სურვილი არ გვქონდა სხვის ხარჯზე გადავსულიყავით. მაგრამ ეხლა უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა. მოკლედ რომ ვთქვათ, სულ სამმა ადამიანმა რამოდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ მორიგ რუსულ სერვერზე თამაში. გადავწყვიტეთ და განვახორციელეთ კიდევაც. ამ წუთისთვის ამ სამიდან ორი უკვე გმირია და ერთიც რიგშია უახლოეს მომავალში. ამ პოსტით ეხლა კი რისი თქმა გვინდა. მოკლედ და ძალიან მარტივად - ამ საკმაოდ რთულ და ძალიან კარგად გამართულ სერვერზე ჩვენ უკვე საკუთარი ბაზა, საკუთარი კლანი და საკუთარი ტრეინები უკვე შექმნილი გვაქვს. ეხლა გვჭირდება მხოლოდ ქართველების დახმარება რათა ეს მორიგი რუსული სერვერიც მუხლზე გადავიღუნოთ. გეპატიჟებით! ბაზა არის, გმირები არის, კლანი არის, სრული დახმარება ჩვენგან არის. მხოლოდ მოთამაშეები გვჭირდება, ვინაიდან თავად მოგეხსენებათ მარტო სამი წყვილი ხელი არ არის საკმარისი. სრული მხარდაჭერა ჩვენგან გარანტირებულია. 24/7 რეჟიმში მოთამაშეებს ვიწვევთ. 24/7 არ ნიშნავს მუდმივად საჯდომზე ჯდომას. ჩვენ უკვე აწყობილი გვაქვს საკუთარი ქართული მაკროს ტრეინ სისტემა, რაც საშუალებას მოგცემთ ზედმეტი დატვირთვის გარეშე მუდმივად ონლაინ ყოფნას. ჩვენი ტრეინები უკვე დიდი ხანია ამ სისტემით მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც. მოკლედ სურვილი გვაქვს მინიმუმ ორი კონსტა რომ გვყავდეს. თვრამეტი წყვილი ქართული ხელი ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამს! ველოდებთ ქართველ ტიტანთა პლეადას. დახმარება, მხარდაჭრა და გვერდზე ყოფნა გარანტირებულია. განსაკუთრებით სასურველია ტიტანები, ტირანტები, ბიშოპები, ვარკები,BD, SwS. თუმცა ყველა განაცხადი განიხილება.
სერვერი gamecoast. net x3 classic. რეგისტრაციის და სერვერზე შემოსვლის შემდეგ შეტყობინება ფოსტით პერსონაჟზე SUL0 (ბოლოში ნოლიანია). პასუხი და მხარდაჭერა გარანტირებულია.
|