WP-Rexგამარჯობა,
მე ვარ "მარსის ქრონიკის" რედაქტორი და საჭიროდ ჩავთვალე, მცირე ახსნა დამეწერა, რატომ "ქრონიკა" და არა "ქრონიკები".
თავი დავანებოთ იმას, რომ ქართულ ენაზე ეს წიგნი მუდამ "მარსის ქრონიკად" იყო ნათარგმნი - ძველი თარგმანი არგუმენტად არ გამოდგება , კი ბატონო, მაგრამ მაინც, მხედველობაში რომ მიიღოთ - ეს წიგნი ქართულად დიდი ხანია არსებობს და მას მუდამ "მარსის ქრონიკა" ერქვა.
ქრონიკა უკვე თავისთავად არის სიმრავლის შემცველი სიტყვა - ეს არის ქრონოლოგიურად დალაგებულ ამბავთა კრებული, მრავალი ამბავი ერთად. დაახლოებით იგივენაირი სიტყვაა, როგორც, მაგალითად, ხალხი - სიმრავლის აღმნიშვნელი, რომელიც მრავლობითში მხოლოდ გამონაკლის შემთხვვებში იხმარება. "ქრონიკები" ქართული ენისთვის არც მთლად სწორი ფორმაა, გასხვავებით რუსულისა და ინგლისურისგან, რომელთა გავლენითაც დამკვიდრდა მრავლობით ფორმაში და, ასე ვთქვათ, ყურში ჩაჯდა. თუმცა, ამ წესსაც, როგორც ყველა წესს, აქვს გამონაკლისი და ასეთი გამონაკლისი იყო, მაგალითად, "ნარნიის ქრონიკები", რომელიც გარდა ნარნიისა, აერთიანებს სხვა ნარნიის მეზობელი სახელმწიფოების ქრონიკასაც, ანუ აქ საქმე რამდენიმე ქრონიკის ერთობლიობასთან გვაქვს და ამ შემთხვევაში მრავლობითი რიცხვი დასაშვებია, განსხვავებით მარსის ქრონიკისგან, სადაც მრავლობით რიცხვს გამართლება არა აქვს და, უბრალოდ, გრამატიკული შეცდომაა. იმედია, გასაგებად ავხსენი და შეკითხვები აღარ დაგრჩათ.
პ.ს მახსოვს, "მარსელზეც" ბევრმა ჩაიქნია ხელი, "მარსიანელად" რატომ არ თარგმნესო, მაგრამ, მაგრამ, მაგრამ...
)))
Alien_Pigletრაც შEეხება პიედესტალს, შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ განმარტებით ლექსიკონში, რომ ეს სიტყვა ზუსტად "კვარცხლბეკის" თანაბარი უფლებით სარგებლობს. ენა.გე-ზე მარტივად, წამებში შეგიძლიათ გადაამოწმოთ, განმარტებითი ლექსიკონის განყოფილებაში. მეორე შენიშვნას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ, სად არის და ვერ გიპასუხებთ, თუ თქვენ გახსოვთ, მითხარით და ვკითხავ მის რედაქტორს
This post has been edited by kid a on 28 May 2016, 10:56