Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > ირაკლი ფარჯიანი


Posted by: (c)TG 23 Sep 2005, 17:18
http://www.pardjiani.ge/
გაიხსნა ირაკლი ფარჯიანის ვებგვერდი, თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ისიამოვნონ yes.gif

Posted by: BEKO 24 Sep 2005, 00:00
©TG

ვერ ვისიამოვნე.

იმდენად პატარა ზომის ფოტოები დევს, რომ მადას გიღვიძებს მხოლოდ...ნახატრბი ფაქტიურად არა ჩანს.

ცუდია.

ისე, თავისთავად კარგი ფაქტია, რომ ეკეს ვებ გვერდი არსებობს...

Posted by: პჩილა 27 Sep 2005, 16:44
©TG
საიტს თუ დახვეწავდნენ არ იქნებოდა ურიგო.

Posted by: benineli 27 Sep 2005, 16:53
©TG
QUOTE
ჩაუშვეს ირაკლი ფარჯიანის ვებგვერდი, თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ისიამოვნონ 

მადლობა, საიტით ვერ აღფრთოვანდები, მაგრამ მაინც კარგია, რომ ესეთი რაღაც გააკეთესsmile.gif

Posted by: forever`s_NEVER 27 Sep 2005, 16:55
ვერა მეგენეიშვილი გვასწავლიდა ორივეს ბოტანიკას. სხვადასხვა წელს. უმკაცრესი ქალი იყო, მაგრამ - სკოლის მემატიანე. ერთხელ, ოთახის შაბათობისას სკოლის ძველი ალბომები გამოგვიტანა, დაათვალიერეთო. ამ ალბომში მისი პირველი მოსწავლეების და მათი შემოქმედების დიდი შავ-თეთრი ფოტოები იყო. მაშინ გავიგე პირველად ირაკლი ფარჯიანზე. სახლში რომ მოვედი დედას მოვაყოლინე ყველაფერი... გაცნობა კი ვერ მოვასწარი sad.gif

Posted by: (c)TG 28 Sep 2005, 15:38
თვითონ ფაქტია მისასალმებელი, აქამდე ფარჯიანის ვებგვერდი არ უნდა ყოფილიყო?! (შეკითხვა რიტორიკულია) სურათები მართლა ვერ ჩანს კარგად, იმედია ზომებს გაზრდიან.

Posted by: Artist 29 Sep 2005, 00:17
user posted image

ასეთი ნავები ბევრი აქვს დახატული, დასანანია აქ რომ არაა ყველა.
ძალიან მომწონს, მარტოობის და სულიერი რომანტიკის გამომხატველია.
* * *
user posted image user posted image

ეს ხარების მოტივებიც ძაან მაგარია.



* * *
თითქმის ყველა ნახატი მეცნობა ორიგინალში მინახავს, ეს კი არ მინახავს მოულოდნელია ჩემთვის.
დამიმალა ეტყობა, ჩემის აზრით მარია მაგდალინელია.

user posted image

Posted by: zazabichi 5 Sep 2006, 15:01
მე პირადად ირაკლი ფარჯიანი ერთერთ ყველაზე სანტერესო ქართველ მხატვრად მიმაჩნია....

Posted by: ტემპერა 5 Sep 2006, 16:14
QUOTE
მე პირადად ირაკლი ფარჯიანი ერთერთ ყველაზე სანტერესო ქართველ მხატვრად მიმაჩნია....

მეც .

Posted by: zazabichi 5 Sep 2006, 16:25
ტემპერა
"პროექტი დაფინანსებულია კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ"

ამის დაწერა ხომ არ ავიწყდებათ...

ცოტა უკეთესი საიტი ვერ გააკეთეს? ან სურათები მაინც დაედოთ უფრო დიდი რეზოლუციის.
ფარჯიანის ნახატებს თუ არ იცნობ, საიტიდან წარმოდგენას ვერ შეიქმნი..

გადაწერა და დაასურათა იოანეს, მარკოზისა და ლუკას სახარება.
დაასურათა ჰომაროსის "ოდისეა"
ჰომეროსიც არ იციან ბლინ..

Posted by: inana 5 Sep 2006, 16:51
საიტზე არ შევსულვარ, მაგრამ ირაკლი ფარჯიანი, ჩემი აზრით, ყველაზე მაგარი ქართველი მხატვარია. ვცდილობ ხოლმე მისი გამოფენა არასოდეს გამომეპაროს. და მერე დავდივარ და ვათვალიერებ, დავდივარ, დავდივარ და აღარ მახსოვს აღარაფერი.

Posted by: Contralto 5 Sep 2006, 17:00
zazabichi

კი, "ფაუსტიც" დაასურათა არაჩვეულებრივად...
თუმცა, ყველანაირ "ფარჯიანს" მე მაინც ყველას ბოლო პერიოდის, აბსტრაქციონისტი ფარჯიანი მირჩევნია... მართალია, ამ საიტის მიხედვით ვერაფერს ვერ მიხვდები, რა ეფექტი აქვს ამ უზარმაზარ აბსტრაქტულ ტილოებს, მაგრამ მაინც... ვისაც უნახავს, დამეთანხმება...

Posted by: nacarqeqia 5 Sep 2006, 17:05
ძალიან მწყინს როცა ირაკლი XX საუკუნის მეორე ნახევრის საუკეთესო ქართველ მხატვრად მიაჩნიათ და ავიწყდებათ პიკო, რომელიც თითქმის პირველი მხატვარი იყო, რომელიც გათავისუფლდა სოცრეალიზმისგან და ახალ ქართულ მხატვრობას ჩაუდო საფუძველი...

ფარჯიანი იყო ერთადერთი მხატვარი თავის თაობაში, რომელიც საკუთარი მრწამსის ერთგული დარჩა ბოლომდე!

ფარჯიანი, მიუხედავად მისი დიდი ნიჭისა, შაგალის ეპიგონად მიმაჩნია.

კარგი იქნება თუ საიტზე "ოდისეას" ილუსტრაციებს გამოფენენ!

Posted by: Contralto 5 Sep 2006, 17:07
nacarqeqia

როცა გათავისუფლდა მაგისგან, სწორედ ეგ პერიოდი მომწონს ყველაზე მეტად: ბოლო, აბსტრაქტული ტილოები.

Posted by: nacarqeqia 5 Sep 2006, 17:16
Contralto
QUOTE
როცა გათავისუფლდა მაგისგან, სწორედ ეგ პერიოდი მომწონს ყველაზე მეტად: ბოლო, აბსტრაქტული ტილოები.


დამავიწყდა აღმენიშნა, რომ შაგალის ხაზს მისი ერთი პერიოდი აგრძელებს - "გულუბრყვილო" სერიები

Posted by: Contralto 5 Sep 2006, 17:19
nacarqeqia
ნუ, მასე ბიზანტიური მხატვრობის ხაზსაც აგრძელებს და კიდევ ბევრ რამეს... გავლენა ბევრია... თუმცა, გეთანხმები, ნაივური პერიოდის ნამუშევრები ყველაზე მეტად შაგალს წააგავს...

პ.ს. მე მიყვარს შაგალი (თავის ეპიგონებიანად)

Posted by: brokovich 7 Oct 2007, 23:15
გამოთქვით თქვენი აზრი რა და როგორ გინდათ იხილოთ საიტზე საიტი მუშავდება და გათვალისწინებული იქნება ყველა თქვენგანის აზრი ასევე მინდა ყველა გავაფრთხილო ვინც ირაკლის შემოქმედებას აფასებს და უყვარს, ქალაქში თითქმის ყველა ნახატი რაც იყიდება არის კოპიო, მე თვითონ რომ არ ვიცნობდე კარგად ირაკლის ოჯახს ალბათ შემატენიდნენ კოპიო ნახატს ნამდვილი ფარჯიანი, არ იყიდება თითქმის, ყოველ შემთხვევაში ურჩიეთ ყველას აბა ველოდები გამოხმაურებასsmile.gif))))))))))))

Posted by: S-M 7 Oct 2007, 23:27
არ ხსნის საიტს...............................

Posted by: brokovich 7 Oct 2007, 23:30
ჯერ არ გახსნის კეთდებაsmile.gif ამიტომაც მინდა რო ყველამ თქვას თავისი მოსაზრება

Posted by: cverebiani 8 Oct 2007, 00:57
QUOTE (©TG @ 23 Sep 2005, 17:18 )
http://www.pardjiani.ge/
გაიხსნა ირაკლი ფარჯიანის ვებგვერდი, თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ისიამოვნონ yes.gif

რაია, ბიჯო, მაგი? რაიზე არ ისხნება? spy.gif


აჰ, კეთდებაო... rolleyes.gif

მოსაზრება:

ფარჯიანი კაი კაცი!!!

ირაკლი ფარჯიანი ძალიან კაი კაცი!!!

კაი მხატვარი!!!

ძალიან კაი მხატვარი!!!

Posted by: annavita 8 Oct 2007, 12:14
S-M
არ იხსნება sad.gif
ირაკლის ოჯახებით ვიცნობდით. მისი შვილი გეგა ათწლედში დადიოდა მუსიკალურში..ძალიან უჭირდათ იმ პერიოდშიც კი-ქე რო "კაი ცხოვრება"ერქვა.. ნამდვილ და პატიოსან მხატვარს ალბათ ყოველთვის უჭირს.. უთქმელი კაცი იყო. დახურული. დარაბებს მხოლოდ მხატვრობაში ხსნიდა ბოლომდე და ისევ ხურავდა. არ უყვარდა ბანალური შედარებები - მხატვრისა-მხატვართან. თვითონ კი უჩვეულო და სიღრმისეულ მსგავსებებზე იტყოდა ხოლმე ძალიან უბრალოდ, ორი სიტყვით. ღრმად ჩამებეჭდა ერთი მისეული შედარება: მე მხატვარი-მინერალი ვარო, თუ შეიძლება ასე ითქვასო, ვან გოგი, მაგალითად-მხატვარი მცენარეა, გოგენი- მხატვარი- ცხოველიო (ზუსტად ასე თქვა)..ძალიან გვიან მივხვდი რას გულისხმობდა..
უანგარო იყო თავისი არსებითაც და თავის არსებობაშიც.
ბათუმის სულიწმიდის კათოლიკურ ეკლესიას (კათოლიკურს ეძახიან) რომ გადასცა სურათხატების სერია სახარების თემებზე, მაშინ გამოთქვა კიდევ ერთი ალბათ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი აზრი: სურათს, ნახატს თავისი გარემო სჭირდება სადაც ის იმეტყველებს ამ გარემოს სივრცესა და დროშიო. სივრცე დროის გარეშე არ არსებობს და შესაბამისად მოთავსებული სურათი ადამიანის აღქმას დროსა და სივრცესთან სწორად აკავშირებსო.
.. შაგალის გავლენა.. გავლენები.. ეპოქას აქვს გავლენა მხატვრებზე და არა მხატვრებს (პლაგიატობა და მოწაფეობის ფენომენი არ მაქვს მხედველობაში) ერთმანეთზე. ეს იგივე იქნებოდა,რომ გვეთქვა- ბახს აქვს შუტცის და პახელბელის გავლენა,რადგან პოლიფონიურ ფორმებში წერდა. ანდა- ბეთჰოვენს აქვს ჰაიდნის და მოცარტის გავლენა, რადგან სონატური allegro-ს ფორმაში ქმნიდა.. ფორმებს ეპოქა იძლევა, ხოლო ხელოვანნი ინდივიდუალიზირებულ იმაგინაციებს გამოხატავენ და "თავის ჭკუაზე" მოაქცევენ ფორმებს,როგორც მდინარე თავის კალაპოტს- დინამიკის შესაბამისად. love.gif

Posted by: mariastella 8 Oct 2007, 12:23
ფარჯიანის სურათი პირველად ერთი მისი დაქალის სახელოსნოში ვნახე. მთელი კედელი ამ ქალის სურათებით იყო დაფარული, მასპინძელს ერთ ნახატზე მივუთითე, ეს მომწონსთქო და გულდაწყვეტილად მითხრა, ეგო ფარჯიანიაო. პატარა სურათი იყო, მაგრამ სხვა ენერგიას ასხივებდა იმ ქალის სურათების ფონზე მაინც.

Posted by: S-M 8 Oct 2007, 14:49
საქართველოში დიდი მხატვარი ვერ გახდები.....ფარჯიანი კი არა, უცხოეთში ფიროსმანი არ იცის ხალხმა ვინ იყო.

მარტო შენს ქვეყანაში გარკვეული მასა გიცნობდეს არ არის საკმარისი...

მოვითხოვს საიტი გაიხსნას gigi.gif

Posted by: Margarita-Hanum 8 Oct 2007, 18:26


QUOTE
გაიხსნა ირაკლი ფარჯიანის ვებგვერდი, თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ისიამოვნონ 

ეჰ, ლინკიც არ მუშაობს...

Posted by: Frizzy 8 Oct 2007, 22:13
ვგიჟდები ფარჯიანზე....

მაგრამ საიტი რომ არ იხსნება?!

Posted by: brokovich 9 Oct 2007, 21:45
ტაკ პირველ რიგში ისევ ყველას სალამი, და........ ანნავიტას ვთხოვდი ასე დაუზუსტებლად რაღაცეებს ნუ დაწერს ირაკლის არ ყოლია შვილი გეგა მის ორივე შვილს გადასარევად ვიცნობ და არც ბათუმის კათოლიკური ეკლესიისთვის გადაუცია რამე ასე რომ ასეთი მაღალფარდოვანება მისასალმებელია მაშინ როცა ელემენტარული სიზუსტეებია დაცული, რაც შეეხება დანარჩენს საიტი არ იხსნება იმიტომ რომ ველოდებით გამოხმაურებებს ანუ... როგორი გინდათ რომ იყოს საიტი რა გინდათ რომ იხილოთ ზედ და ასე შემდეგ და სანამ საიტი გაიხსნება თავისი ფორუმით შეგიძლიათ ირაკლიზე მე დამისვათ შეკითხვები რაც შეეხება ირაკლის ცნობადობას ევროპაში და თითქმის ყველა ქვეყანაში ირაკლი საკმაოდ აღიარებული მხატვარია საწყენია საქართველოში რომ არ არის ასე თუმცა ალბათ ამ მხატვრის ბოლომდე შეცნობას კიდევ დრო ჭირდება თუმცა ხელოვნება არასდროს იკარგებაsmile.gif))))))))))))) ასე რომ ველი საიტთან დაკავშირებულ თხოვნებს შენიშვნებს და ამ მხატვართან დაკავშირებით კი კითხვებსsmile.gif ისე მე ლუკა მქვიაsmile.gif

Posted by: annavita 10 Oct 2007, 09:35
brokovich
QUOTE
ირაკლის არ ყოლია შვილი გეგა
მომიტევეთ -ბექა. სახელი შემეშალა. კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო ათწლედში სწავლობდა. ამ ეკლესიაში მისი ნახატები ბოლოს სამი წლის წინ ვნახე და დამთვალიერებელთა წიგნშიც ჩავწერე. ირაკლი დედაჩემის მოწაფე იყო,როცა ის უნივერსტეტის დამთავრების შემდეგ მესტიის სკოლაში გაანაწილეს სამუშაოდ. ბათუმის ეკლესიის ფოტოს მოვძებნი და აუცილებლად დავდებ აქ.
smile.gif
* * *
brokovichლუკა
smile.gif ამ ეკლესიაშია ირაკლის ნახატები

user posted image

Posted by: brokovich 11 Oct 2007, 09:59
ანნავიტა ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია მაგ ეკლესიაში არსებული ნახატების შესახებ , გადავამოწმებ ისე შენ მხატვარი ხარ?

Posted by: rainy 11 Oct 2007, 10:12
brokovich
"იმედზე" საქართველოს ტელეკომის რეკლამა რო გადის ირაკლი ფარჯიანზე, ეგ ვისი გაკეთებულია, მე მომეწონა, "შინის" მუსიკაც უხდება

Posted by: annavita 11 Oct 2007, 11:17
brokovich
[quote] გადავამოწმებ
yes.gif აუცილებლად გადაამოწმე. სამი წლის წინ ჯერ კიდევ იყო. კარგი იქნება თუ საიტზეც აისახება. თან საკმაო რაოდენობით იყო.სახარების ყველა არსებით თემაზე.[quote]ისე შენ მხატვარი ხარ?[/quote]
wink.gif შეიძლება ასეც ითქვას..

Posted by: brokovich 11 Oct 2007, 14:17
ანნავიტა კარგი გპირდებიsmile.gif)))))))რაც შეეხება იმედის კლიპს ეს გააკეთა ერთმა ძალიან კარგმა რეჯისორმა, დამავიწყდა სახელი და გვარი ხო ვებზე ეგეც იქნებაsmile.gif იქედანაც გადმოწერას ყველა შეძლებს

Posted by: S-M 11 Oct 2007, 15:33
საიტი ჩ ა გ ვ ი რ თ ე თ ! biggrin.gif

Posted by: brokovich 11 Oct 2007, 22:21
S-M
ჩაირთვებაsmile.gif))))))))))

Posted by: annavita 12 Oct 2007, 21:29
brokovich
ბათუმს ველაპარაკე და მითხრეს აქ არისო. ხვალ გამიგებენ რაოდენობას.
* * *
brokovich
დავაზუსტე. სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიას აშენებისთანავე გადაეცა სერია, რომლის სახელწოდებაა- "ქრისტეს 14 შეჩერება" ასახავს გოლგოთას მისტერიის 14 ეპიზოდს (14 ნახატი.) ტემპერა.
გაირკვა რომ თვითონაც არ იცოდნენ რომ ირაკლის ნახატები იყო. მაშინ სულ სხვა ხალხი იყო იქ. smile.gif

Posted by: S-M 14 Oct 2007, 16:31
QUOTE
ჩაირთვება

როდის ? user.gif

Posted by: revolucioneri 14 Oct 2007, 23:02
ბოდიშით, რიტი გარდაიცვალა? ეხლა დავაგოოგლე და ნახეტ

ვინმე ამერიკელი მის ნახატებს ყიდის! US $50,000.00 !!!
ეგებ, შეესყიდა ჩვენს მტავარობას და მუზუემს ?


http://cgi.ebay.com/IRAKLI-PARJIANI,Georgia,Soviet-Russian-Non-Conformism_W0QQitemZ140152929616QQcmdZViewItem
* * *
QUOTE (brokovich @ 9 Oct 2007, 21:45 )
ტაკ პირველ რიგში ისევ ყველას სალამი, და........ ანნავიტას ვთხოვდი ასე დაუზუსტებლად რაღაცეებს ნუ დაწერს ირაკლის არ ყოლია შვილი გეგა მის ორივე შვილს გადასარევად ვიცნობ და არც ბათუმის კათოლიკური ეკლესიისთვის გადაუცია რამე ასე რომ ასეთი მაღალფარდოვანება მისასალმებელია მაშინ როცა ელემენტარული სიზუსტეებია დაცული, რაც შეეხება დანარჩენს საიტი არ იხსნება იმიტომ რომ ველოდებით გამოხმაურებებს ანუ... როგორი გინდათ რომ იყოს საიტი რა გინდათ რომ იხილოთ ზედ და ასე შემდეგ და სანამ საიტი გაიხსნება თავისი ფორუმით შეგიძლიათ ირაკლიზე მე დამისვათ შეკითხვები რაც შეეხება ირაკლის ცნობადობას ევროპაში და თითქმის ყველა ქვეყანაში ირაკლი საკმაოდ აღიარებული მხატვარია საწყენია საქართველოში რომ არ არის ასე თუმცა ალბათ ამ მხატვრის ბოლომდე შეცნობას კიდევ დრო ჭირდება თუმცა ხელოვნება არასდროს იკარგებაsmile.gif))))))))))))) ასე რომ ველი საიტთან დაკავშირებულ თხოვნებს შენიშვნებს და ამ მხატვართან დაკავშირებით კი კითხვებსsmile.gif ისე მე ლუკა მქვიაsmile.gif

ბროკოვიჩ,

შენ გეუბნები ამას, რახან მისის ახლობელი გამოდექი

ვინმე ამერიკელი მის ნახატებს ყიდის! US $50,000.00 !!!
ეგებ, შეგესყიდატ მის წრეს მისი ნახატები? რატომ უნდა მოხვდეს მისი ნახატები სადრაც ვირაცასტან და დაეკარგოს საქართველოს?

http://cgi.ebay.com/IRAKLI-PARJIANI,Georgi...6QQcmdZViewItem


* * *
მისი სურათი დადეთ რა.

აი, კიდევ მისის ნახატები http://www.arabuligallery.ge/irakli_parjiani/index.php

ეს კი იმ ამერიკელს უწერია
Irakli Parjiani, one of the leading Georgian artists of the Soviet-Russian Non-Conformism. His works are an unique combination of Non-Conformism with traditional Georgian art. Recognized as one of the greatest Georgian artists of the 20th century and represented in many museums and private collections. Museum’s Quality Collection

All works in this collection were created in Summer 1989 in West Berlin, Germany during the preparation of the exhibition sponsored by the “Berliner Sparkasse” Corporation in Mai-June 1990. They represent the most interesting period in his oeuvre.

During the 1980s West Berlin was one of the most vital art metropolis’ of Western Europe. Parjiani's works created in Germany represent his ability to adapt new impulses without loosing his own ‘Georgian’ style. However, the works in this collection were considered by the artist as preparation sketches and were not exhibited. In fall 1989 Irakli’s work in Berlin was interrupted due to the worsening of his health condition. His death at the age of 41 followed two years later. The “Berlin Period” represents the climax of his art.

Irakli Parjiani (1950-1991) is considered as one of the greatest Georgian artists of the Twentieth Century. He is Lariat of “National Award of Georgia” and “Pirosmani Award”. His artworks are in following collections:

Georgian State Museum, Tbilisi
Georgian National Gallery, Tbilisi
Museum of Oriental Art, Moscow, Russia
Tretiakov Gallery, Moscow
Museum of Fine Arts, St. Petersburg, Russia
and in many private collections

“Irakli Parjiani is one of the most important painters among the Soviet artists of 1980s. Despite the fact, that he belongs to the generation of Stalin-era artists which lived in isolation from the modern western art and were hindered in the artistic development; Irakli was able to get information about the different movements of the contemporary western art. …

He kept without any compromise his personal artistic style, risking political troubles with the authorities. He never painted to satisfy the taste of the art-officials… He finished the Art Academy in 1974, but did not received his Diploma until 1976, because the professors were not satisfied with his “not-realistic enough” paintings….

Parjiani doesn’t belong to any art movement of the 1980s. Already in 1978, in the era, when the religious pictures were forbidden, he started to work on the New Testament, creating a handwritten text of St. John and St. Mark illuminated with his own illustrations. His illustrations were influenced by the medievаl miniature illuminations. His next goal was to transform miniature illustrations into monumental paintings…

Parjiani’s art represents a harmonic world in which the ancient archaic spirit is combined with monumentality of medievаl painting and expressive tension. The world of this artist is complicated and rich….

“I paint for myself”, says the artist. “My pictures have to find the way to the people on their own. Berlin gave me new impulse to work. I work in new media, in acrylic, which somehow combines the effects of my earlier media. I feel to have much more freedom, like all of my wishes came true. Now I can realize all my ideas, which I carried for a long time. I have to work”…
(by Irina Popiaschwilli, Art Expert at the Art Academy, Tbilisi; excerpts from the exhibition catalog, Berlin 1990) ; which is included in this lot.

Irakli made himself a wax-paint and wax-pencils by melting wax with pigments in the pan on the stove. These ‘self-made’ wax-paints look like pastel, have pastel like intensive colors and pastel-texture. The difference is, that pastel must be varnished in order to preserve it, while the Irakli-made wax-paint preserves itself on the surface on the picture.

Catalog of the collection:
(All works will come unframed for easier transportation)


1. “Three vases”. Wax-paint on paper. 23”x16.1/2” not signed

2. “Vases with Umbrella”. Wax paint on paper. 19” x 23”, not signed

3. “Bottles with hats”, wax paint on paper, 16.1/2” x 23”, not signed

4. “Baptism of Jesus Christ”, wax paint on paper, 33.1/2” x 24”, signed in Georgian and dated “89”

5. “Metamorphosis”, acrylic on paper, 37” x 24.1/2”, signed in Georgian

6. “TV”, acrylic on cardboard, 21.1/4” x 24”, not signed

7. “Movement”, acrylic on cardboard, 19.3/4” x 27.1/2”

8. “Nude”, sepia on paper,18” x 13.1/4”, not signed

9. “Church”, or “Georgian Cross”, watercolor and sepia on paper,18”x13.1/4”, signed in Georgian

10. “Metamorphosis of Boots”, watercolor and sepia, 18”x13.1/4”, not signed

11. Jesus (?), watercolors and wax on paper,18”x13.1/4”, signed in Georgian

12. “Composition”, acrylic (?) on paper, uneven size, approx. 27” x 17.3/4”, not singed
13. Sketch of the monumental “Crucifixion”, black and white paint on brownish packing paper, 39” x 28.1/2”, not signed

14. Sketch of the monumental “Annunciation I”, ” black and white paint on brownish packing paper, 39” x 28.1/2”, not signed

15. Composition, acrylic (?)” on brownish packing paper, the sketch of “Metamorphosis of Boots” is pained on the backside, 39”x28.1/2”, not signed

16. "Contrast”, ” black and white paint on brownish packing paper, 39”x28”, signed in Georgian
The monumental Bible paintings of Irakli Parjiani represent one of the greatest achievements of Georgian art in Twentieth Century. The first monumental (39” x 28”!!) sketches on package paper represent the development from miniature to monumental style. They are probably the most interesting part of this collection.

The buyer will receive the written confirmation of my ownership, the history of the artworks in my possession and original catalog of Irakli Parjiani’s Exhibition in West Berlin in 1990; where I had the pleasure to meet this very talented artist.

I was not able to find any of his paintings up for sale, most of his art work is sold out and many of his paintings are now exhibited in Museums and private collections around the world.

A very interesting and unique collection for very low price.

Posted by: S-M 15 Oct 2007, 00:59
ისე რომ ვთქვა გადამრია-მეთქი მოვიტყუები, მაგრამ კარგი ნამდვილად არის

Posted by: brokovich 15 Oct 2007, 13:53
მოკლედ, ვნახეთ ეგ ინტერნეტ გაყოდვა ვითომ რო ირაკლია და მინდა ვთქვა აბსოლუტური კოპიოებია ძალიან მეცოდება ის ხალხი ვინც ასე ყიდულობს ირაკლის იმიტომ რომ ოჯახის ფონდის იურიდიული დამოწმების გარეშე შერჩებათ ოხრად ეგ ნადღაპნები საიტზე კი იქეთა კვირას პირველი გვერდი აიკიდება კიდევ რავიცი პრინციპში რა ბევრს მოსწონს ბევრს არა ეგ გემოვნების საკი|თხია მე სეიძლება გოგენი არ მომწონდეს მერე რა ეგ გოგენს სულ არ აყენებს ზიანს , კიდევ მიკვირს ამ კოპიოების გამკეთებლებს ნუთუ არ ეშინიათ რომ ერთ დღეს ყველა მაგათი გვარი და სახელი სააშკარაოზე გამოვა არ ვიცი ძმურად ვურჩევ ყველას ვიცი ოჯახის დამოკიდებულება და ერთ მშვეიერ დღეს ყველას ერთნაირად რო........ . აგარ ვიტყვი რაც მოუვათsmile.gif)))))))))))))) ვინმე არის აქ ოჯახთან დაახლოებული ადამიანი იცნობთ პირადად ფარჯიანებს?და გარდაცვალების მიზეზზს პირადში მკითხეთ და გეტყვით

Posted by: revolucioneri 15 Oct 2007, 17:51
brokovich
ეხლა შენ გჯერა რაც დაწერე მაგის? რომ ვიღაცამ ფარჯიანის ნახატები დააკოპირა? მასე პატარა ბავშვს ვერ მოატყუებ, არათუ იმას ვინც მზადაა 50 000 გაიღოს! ანდა საზღვარგერტ ვინ იზავს რომ ფულის შოვნა სცადონ უცნობი მხატვრის კოპიებიტ? რა რემბრანდტი ან ვან გოგია? მიხვდი რას ვამბობ?, ანუ, ვის სჭირდება ფარჯიანის სურატები საქართველოს იქიტ? არავის! მიტომ რომ არავინ იცნობს! და მასე უცხოელი 50 000 ს კი არა მაგის მეატედსაც არ გაიღებს, მიტ უმეტს კიდევ ის, ვინც კოლექციონერია! და თუ გგონია კოლექციონერები მასეტი ბრიყვები იყვნენ ნახატი კოპიისგან ვერ გაარჩიონ, ძაან სცდები! მეორეც, უცხოეტში არავინ მასეტ რამეს არ ყიდულობს თუ გასინჯული არ არის და დამოწმებული ოფიციალურად! ანუ, მაგაზე 10 ჯერ იაფადაც რომ გაყიდონ მაინც ვერ გაყიდიან! ტუ არადა ნახე ეგ სურატები ტუ გაიყიდა! არა იმიტომ, რომ არ ვარგა, იმსი გამო, რაც უკვე ვტქვი.

რაც შეეხება მის სიკვდილს, საიდუმლოა? მე არ ვიცი, მიტომ რომ მანდ არ ვცხოვრობ და დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე ყველამ იცის, ყოველ შემტხვევაში აქ მფოსტავებმა. მე მისი სახელი თუ გამიგია, ეგეც არ მახსოვს, სამწუხაროდ.

Posted by: brokovich 15 Oct 2007, 17:55
revolucioneri
დამიჯერე კოპიოებია smile.gif)))))) სამწუხაროდ ასეა......

Posted by: revolucioneri 15 Oct 2007, 18:01
brokovich
კოპიაში არავინ 50 000 არ გადაიხდის! არც მაგდენ კაპიკს! მეორეც, კოლექციონერი ისე არ ყიდულობს არაფერს თუ შემმოწმებელი კომისიისგან არ არის დასტურდასმული! ეგ არ იცი შენ? spy.gif

Posted by: BEKO 15 Oct 2007, 18:13
revolucioneri


ეჰ, არაა ეგრე მარტივად საქმეsmile.gif


ისე ერეკლეს ავტოგრაფიანი "ხარება" აგერ მიკიდიაsmile.gif
smile.gif

Posted by: nikala_papa 15 Oct 2007, 18:33
QUOTE (BEKO @ 23 Sep 2005, 23:00 )
©TG

ვერ ვისიამოვნე.


yes.gif yes.gif

არ შედის sad.gif

ეჰ ....



Posted by: brokovich 16 Oct 2007, 08:57
revolucioneri
რაშია იცი საქმე არც დასტური აქვს მაგ ნახატებს არც კომისიის მოწმობა ასე რომ ყველას შეუძლია გამოკიდოს თავისი ნახაატი 100000 დოლარად მერე რა ეგ არ ნიშნავს რომ ნამდვილად ღორს რომ არ ვიცოდე არ ვილაპარაკებდი ხალხნო დამიჯერეთ სრული საშინელება ხდება ამ მხრივ უბრალოდ მიკვირს ადამიანი რო ამხელა ფულს ყრის ამ ნახატებში ერთხელაც არ მოსდით თავში რომ გადაამოწმონ აგერ ოჯახი და მათ მიერ დადგენილი წესები და კომისიაც სრულად უსასყიდლოდ ადებენ დასტურს ნამდვილ ნამუშევარს და ისე ვინც ასე იხდის ვითომ ფარჯიანში ღირსია რო კოპიო შერჩეს ხელში, ბაკო შენ რა ხარება გაქვს? მაინტერესებს

Posted by: zura_2107 16 Oct 2007, 09:03
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
ამ თემას გაუმარჯოს! love.gif

Posted by: brokovich 16 Oct 2007, 09:43
zura_2107
გაუმარჯოს ...გაუმარჯოსsmile.gif)))))))))))))))))))

Posted by: annavita 16 Oct 2007, 09:52
zura_2107
brokovich
გაუმარჯოს! ყველა ნაღდ ფარჯიანელს გაუმარჯოს!! bis.gif 2kiss.gif love.gif

Posted by: brokovich 16 Oct 2007, 09:55
annavita
გაიხარე ანნაsmile.gif)))))))) მართლა ანნა გქვია? გაფასებ მართლაც გაფასებ და მადლობა ინფორმაციისათვიისsmile.gif)))))))

Posted by: cverebiani 16 Oct 2007, 10:28
annavita
QUOTE
გაუმარჯოს! ყველა ნაღდ ფარჯიანელს გაუმარჯოს!!

გუმარჯოს ფარჯიანის მოწმეებს! love.gif

Posted by: brokovich 16 Oct 2007, 11:13
cverebiani
ჰაჰაჰაsmile.gif)))))))) ხო რაღაც ამისმაგვარია, კარგია

Posted by: DATOKALA 16 Oct 2007, 13:45
გაუმარჯოს სასტავს!
საიტზე რატო ვერ შევდივარ? ჩემთანაა ეგრე თუ რამე ჭირს ?

Posted by: brokovich 16 Oct 2007, 14:07
DATOKALA
არა ჯერ არ ჩართულაsmile.gif შენც შეუერთდი ფარჯიანის მოწმეებს?smile.gif)))))

Posted by: annavita 16 Oct 2007, 17:58
brokovich
cverebiani
DATOKALA

და ყველა ფარჯიანელს!
მოვიფიქროთ და გავაკეთოთ რაღაც, იმ სიყვარულის მქონე, ირაკლის რომ გაახარებდა.. სამნი უკვე ვართ,-თუ გსურთ! 2kiss.gif

Posted by: brokovich 17 Oct 2007, 10:26
annavita
რა აბა???? მოდი აბა დავყაროთ იდეები?smile.gif))))))))))))
ანა რამდენი წლის ხარ?????

Posted by: annavita 17 Oct 2007, 14:23
brokovich
QUOTE
ანა რამდენი წლის ხარ?????

spy.gif გააჩნია სად და ვისთან ვიმყოფები. spy.gif biggrin.gif

Posted by: brokovich 17 Oct 2007, 15:12
annavita
მაინც მაინც???????????smile.gif)))))))))

Posted by: annavita 17 Oct 2007, 16:10
brokovich
დავიბადე, ვცხოვრობ, სიკვტილს ცოცხალი თავით არ ვაპირებ (დანარჩენი -ცხვირადად!)!

Posted by: brokovich 17 Oct 2007, 16:36
annavita
ცხვირადად მაგარიაsmile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) აბა რა ვქნათ სექტელებმა?

Posted by: annavita 17 Oct 2007, 18:32
brokovich
მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეგვიძლია და როგორი მიზანშეწონილობით. როგორი ფორმით. თვითონ მას რომ მოეწონებოდა და მოუნდებოდა რომ რაღაც "ასე" ყოფილიყო.. ან "ისე" ანდა სულაც მოძრაობაში (მგონი მოვიფიქრე რაღაც..)

Posted by: brokovich 17 Oct 2007, 20:47
annavita
გაიხარე აბა? მე კი ვიცი დაახლოებით რისი გაკეთებაც შეიძლება მაგრამ სიტყვაზე .... მირჩევნია ჯერ ყველას აზრი დავაფიქსიროsmile.gif))))))))))0

Posted by: annavita 17 Oct 2007, 22:06
მე მაქვს რაღაც აზრი მოძრავ გალერეასთან დაკავშირებით. თუ შეჯერდება ჩვენი აზრები, ვნახოთ, აბა!

Posted by: cverebiani 17 Oct 2007, 22:15
annavita
მეც მაქვს აზრი მოძრავ გალერეასთან დაკავშირებით... კერძოდ - დამთვალიერებელთათვის ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების იდუმალმეტყველი სახეების განმარტებისათვის...

Posted by: brokovich 18 Oct 2007, 08:41
მოძრავი გალერეა ანუ????? ამიხსენით აბა კარგად?smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: annavita 18 Oct 2007, 11:59
brokovich

ეს იდეა ჯერჯერობით დახვეწის პროცესშია და არ არის მზად ფართო განხილვისათვის..
თუმცა პირად (ცხვირად) საუბარში შეიძლება ვიმსჯელოთ და დავხვეწოთ.. yes.gif

Posted by: brokovich 18 Oct 2007, 12:00
annavita
ხო მართალიაsmile.gif)))))) მაშინ ცხვირადად ჰეჰე
* * *
სხვა იდეები აგარ არიიის????smile.gif))))))))))))
* * *
მე მაგალითად ფესტივალის მოწყობა მაქ იდეაში მხატვრებისათვის

Posted by: DATOKALA 19 Oct 2007, 16:57
ნახატები რო დადოთ არ შეგიძლიათ ??
თუ არ გეზარებათ რათქმაუნდა ..ძალიან გამახარებთ
განსაკუთრებით ''ხარება'' მინდა ,თუ მოგეპოვებათ (მემგონი ესე ქვია )
საერთოდ რაც მოგეპოვებათ დადეთ რაა ...
* * *
QUOTE
ნახატები რო დადოთ არ შეგიძლიათ ??
თუ არ გეზარებათ რათქმაუნდა ..ძალიან გამახარებთ
განსაკუთრებით ''ხარება'' მინდა ,თუ მოგეპოვებათ (მემგონი ესე ქვია )
საერთოდ რაც მოგეპოვებათ დადეთ რაა ...


Posted by: brokovich 19 Oct 2007, 23:56
საიტზე იქნება ნახატები ბლომად ერთი დევს ჯვარცმა ისე ერთ ხარებასაც დავდებ თუ ნებას მომცემს ოჯახის წევრიsmile.gif)))))

Posted by: DATOKALA 20 Oct 2007, 01:40
brokovich
დადე რა რეებიც გაქვს ნახატები ..
საიტზე არ შედის ...

Posted by: annavita 20 Oct 2007, 11:56
brokovich
ფესტივალი იქნება თუ ბიენალე- შემოგთავაზებ იდეას, რომ იქვე მიმდინარეობდეს ცოცხალი პროცესი. ირაკლის ხომ უყვარდა ეს ცოცხალი პროცესი შემოქმედების.
ნებისმიერ შემთხვევაში დაჭირდება სერიოზული დაფინანსება.
შენ მიდი აბა თანდათან პროექტი მოამზადე რომ მიეცეს მსვლელობა მერე "ზემო" ეშელონებში. მერე ჩემ იდეასაც გეტყვი

Posted by: brokovich 22 Oct 2007, 16:53
annavita
მართალი ხარ იდეებს რა ვუყოთ მაგრამ მართლა ზძალიან მინდა დიდი ფესტივალის მიოწყობა ახალგაზრდა მხვატვრებიც და რაღაც არასტანდარტული რავიცი იკნებ კიდევ მოვიფიქროოოთ ა ???????

Posted by: annavita 22 Oct 2007, 17:06
brokovich
2kiss.gif კი ჭირიმე. მოვიფიქროთ. შევხვდეთ.მთელი სულით და გულით და ყველაფრით რითაც შემიძლია ამოგიდგები მხარში wink.gif ჩვენ ვიცით ეგ.

Posted by: brokovich 23 Oct 2007, 16:29
annavita
გაიხარე ჭირიმეsmile.gif))))))))))))))))))

Posted by: annavita 23 Oct 2007, 19:40
brokovich
ოკ. მგონი გამოვა ეგ საქმე.. მგონი საპატრიარქო დაინტერესდება smile.gif

Posted by: brokovich 25 Oct 2007, 16:50
annavita
ანუ????? ვერ მივხვდი?????

Posted by: annavita 1 Nov 2007, 14:09
brokovich
შეგიძლია მომაწოდო ძველი და ახალი აღთქმის ირაკლისეული ნამუშევრების კატალოგი? სრული აღწერილობა.
თუ ამას მოასწრებ სადღაც 2კვირის განმავლობაში, ძალიან კარგი იქნება. დამეკონტაქტე პმ.ზე
2kiss.gif

Posted by: Frizzy 1 Nov 2007, 14:36
როდის გაიხსნება საიტი???

თუ ეს მე ვერ შევდივარ???



Posted by: annavita 1 Nov 2007, 14:50
მარტო შენ არა. მართლა არ იხსნება. რა ხდება ლუკინო? wink.gif
და კატალოგზე მიპასუხე ზემოთ რომ მოგწერე

Posted by: brokovich 3 Nov 2007, 15:11
annavita
ანაააააsmile.gif))))) დაგეკარგეტ ხალხო მაგრამ არაუშავს ლუკინო კვლავ აქაა საიტზე რაგაც პრობლემები იკო მისამართი არასწორად არის დარეგისტრირებულკი მალე იქნება ადა ანაააა ვერ მივხვდი რა მომწერე პირადში დამიზუსტე რაsmile.gif)))))))))))))))))))

Posted by: annavita 3 Nov 2007, 15:38
brokovich
თუ შეგიძლია რომ შემიდგინო ძველი და ახალი აღთქმის თემაზე ირაკლის ნახატების ფოტოკატალოგი დისკზე. ზუსტი აღწერილობა სახელწოდება, ზომები, და ა.შ. შესაბამისად წლების მითითებით.
საკმაოდ კარგი პროექტია. მოკლედ ცუხიშვილის მეშვეობით შემიძლია დაგეკონტაქტო?
ლუკინო... biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: brokovich 9 Nov 2007, 15:11
annavita
ოკეი გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეე ცუხიშვილთანsmile.gif))))))))

Posted by: annavita 9 Nov 2007, 16:56
brokovich
ოკ. 2kiss.gif ოღონდ ცოტა გონს მოვიდეთ ხო?...
საიტი რას შვება?

Posted by: gvadalahara 10 Nov 2007, 12:30
ირაკლის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე ერთ-ერთი ჟურნალიდან. მისი ნახატებიც იყო, უფრო სწორად, მინიატურები, თუ არ მეშლება ჯვარცმას ეხებოდა. ქრისტეს ისეთი თვალები ჰქონდა, ლამის გული წამივიდა. გენიალური მხატვარი იყო, საწყენია, რომ საქართველოშიც ძალიან ცოტა თუ იცნობს.

Posted by: brokovich 12 Nov 2007, 23:18
gvadalahara
smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) საიტი გაიხსნება მალე ონლინემა სჰექმნა რაგაც პრობლემები მალე იკნება ტავის მინიატურებიანად

Posted by: Pathetikos 19 Nov 2007, 12:54
ფიროსმანის თემა ვერ ვნახე და ამიტომ რომელ ქართველ მხატვარზეც მოვძებნე თემა, იქ ვპოსტავ:
გუშინწინ სიღნაღის მუზეუმში ვნახე ფიროსმანის "რთველი", რომელმაც ჭკუიდან გადამიყვანა. თან ვერ ვცნობდი, არ ვიცი, მანამდე რეპროდუქციებში ან თბილისში ნანახი მქონდა თუ არა. შეიძლება, რეპროდუქციები ძალიან ცვლიდა და მაგიტომ ვერ ვიცანი. ან ფიროსმანს რამდენიმენაირი "რთველი" აქვს. ერთი, უფრო მომცრო ზომის და თემატურადაც უფრო მარტივი ეკიდა კიდევაც იმავე დარბაზში. ყოველ შემთხვევაში, ამ უზარმაზარმა ნახატმა, რომელშიც რთველთან დაკავშირებული ყველა მოქმედებაა შესული, ჩემი აზრით ფიროსმანის საუკეთესო ქმნილებაა და ამავე დროს ყველაზე იმპრესიონისტულია.
იქნებ ვინმეს გეგულებოდეთ ინტერნეტში მისი რეპროდუქცია?

Posted by: brokovich 7 Dec 2007, 08:52
ორშაბათს შეძლებთ ირაკლის ახალი ვებ გვერდის დათვალიერებას, საიტი დამთავრდა უკვე ცოტა გაგვეწელა მაგრამ მგონი კარგია, რაიმე სურვილები ან შენიშვნები ხომ არ იკნება რომ დავამატოთ საიტზე???

Posted by: annavita 7 Dec 2007, 09:21
brokovich
ლუკინო,ლუკინო 2kiss.gif
მეც ცოტა გამეწელა და ვეღარ მოგაწვდინე ხმა. ზუსტად სამშაბათს ვამთავრებთ ჩვენც. მარინას დავურეკავ შაბათ-კვირას და დაგიკავშირდები.
სამაგიეროდ ირაკლის კიდევ ერთ ნახატს მივაგენი ერთ ოჯახში- პატარა ანგელოსს wink.gif
ალბათ მერე სრული კატალოგი უნდა გაკეთდეს.

Posted by: brokovich 7 Dec 2007, 16:19
annavita
ოოოოოკეიიიიიიიიიsmile.gif)))))))

Posted by: babalo 9 Dec 2007, 00:17
QUOTE
მადლობა, საიტით ვერ აღფრთოვანდები, მაგრამ მაინც კარგია, რომ ესეთი რაღაც გააკეთეს

+1

Posted by: gvangvali 9 Dec 2007, 23:51
QUOTE
QUOTE
მადლობა, საიტით ვერ აღფრთოვანდები, მაგრამ მაინც კარგია, რომ ესეთი რაღაც გააკეთეს


+1



+1 lol.gif

Posted by: gvadalahara 11 Dec 2007, 16:41
რომელ ორშაბათს იხსნება საიტი? ისევ ვერ შევდივარsad.gif

Posted by: brokovich 7 Oct 2008, 14:35
საიტი განახლდა და აქვს ახალი მისამართი

WWW.PARJIANI.GE

Posted by: Tinikok 22 May 2009, 10:21
მაგთი გიწვევთ ირაკლი ფარჯიანის პირველი მასშტაბური კატალოგის პრეზენტაციასა და პერსონალურ გამოფენაზე

2009 წლის 22 მაისი, 16:00, გალერეა "ჰობი",
ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, ჭანტურიას ქ. 8

ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ...

მაგთიმ კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ქართული ხელოვნების თაყვანისმცემლებს და ამჯერად გამოსცა ირაკლი ფარჯიანის კატალოგი, რომელიც უნიკალურია თავისი მასშტბურობით და მოიცავს მხატვრის მრავალფეროვან შემოქმედებას. კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება 22 მაისს, მხატვრის დაბადების დღეს. კატალოგში შესულია
400-ზე მეტი ნამუშევარი, სადაც სრულად არის ასახული ფარჯიანის სტილი, ხელწერა, ინდივიდუალიზმი.

"ჩემი საქმე ჩემი ღმერთია..." - ეს ირაკლი ფარჯიანის ცხოვრებაა.
ი. ფარჯიანი დაიბადა 1950 წლის 22 მაისს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ეწევა თავისუფალ შემოქმედებით მოღვაწეობას, საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ.
ირაკლი ფარჯიანის საყვარელი ჟანრია მინიატურა, რელიგიური თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ციკლი გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი ფერებით.
80-იან წლებში კი, ის თვითონ იწყებს მისთვის სასურველი პასტელის ფერების დამზადებას და ამით საფუძველს უყრის მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას.
გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მას არჩევანის გაკეთება მოუხდა, შემოქმედება თუ ჯანმრთელობა? ფარჯიანი ირჩევს თავის საყვარელ საქმეს. ის ამბობდა "ჩემი საქმე ჩემი ღმერთია, ვიცი, სიბერეს ვერ მოვესწრები".
მხატვარი 1991 წლის 23 დეკემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა გაგრძელდება 2009 წლის 24 მაისის ჩათვლით.

http://www.magticom.ge/index.php?section=27&lang=geo&info_id=393


ვინმემ ხომ არ იცით რა ღირს ირაკლი ფარჯიანის კატალოგი?

Posted by: axavild 25 May 2009, 23:10
Tinikok აუუუუ! აქამდე რატომ არ ვიცოდ-წავიკითხე... ძალიან დამწყდა გული! sad.gif

Posted by: rokapi 26 May 2009, 04:00
Tinikok
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით რა ღირს ირაკლი ფარჯიანის კატალოგი?


არ იყიდება მგონი. მოსაწვევების მქონე სტუმრებს დაურიგეს მარტო.

Posted by: Tinikok 28 May 2009, 17:44
rokapi
QUOTE
არ იყიდება მგონი. მოსაწვევების მქონე სტუმრებს დაურიგეს მარტო.

ხოო, დაარიგეს და მეც შემხვდა ერთი jump.gif

Posted by: sasruli 7 Jul 2009, 15:57
“ხარება” (ირაკლი ფარჯიანს)

“1991 წელს, როცა თბილისში სროლისა და ზარბაზნების ხმა ისმოდა, მაშინ ირაკლი ფარჯიანი გარდაიცვალა, ისე, რომ ეს ამბავი არავის გაუგია”.
გოგა ჯაფარიძე

იდგა მისი მიცვალების დღე – 23 დეკემბერი 1991 წლისა.
ქვენა სოფელი მისტიურად გარინდებული,
შემცბარი ტრფობითა გველის.


ღვინია გადაიჩეხა.
თვალამოთხრილი, ბრმა ხარები თავად ეშვებიან მეტეხის კლდიდან მტკვრისა სიშავეს…


იწვა იგი სიკვდილის სარეცელზე, ქრისტეშობის თვესა, და ამა სოფლიდან განსვლამდე ჯერაც ჩაესმოდა ცოდვილიანთა ვაკხის ხმები.


რუსთაველზე იწვოდა მხატვრის სახლი…
იწვოდა ფიროსმანის ჟირაფი და ქართველთ ზოდიაქი – ლომი-მზე. იწვოდნენ ლადოს ნიამორები.
რუსთაველი – ამოგდებულ თვალთა ცარიელი უპეები…


ცეცხლთა მოგვები მიუსაფრდნენ მამა დავითს და სიძვის ქალმა ისევ შვა ქვა ქვებით ნაცემ ქვაშვეთს.
თეთრწვერა კერპი ეკიდა ტფილისის ცაზე და ადიოდნენ, ადიოდნენ დაბლა და დაბლა, გაბრუებულნი მოთოვლილი თეთრითა სისხლით, თავაკვეთის ეშაფოტს.


ნუ გეშინინ!
ნუ გეშინინ!
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა!

თენგიზ ვერულავა
http://burusi.wordpress.com/მხატ

Posted by: irusha 17 Jul 2009, 15:51
ვერ შევდივარ... http://smajliki.ru/smilie-802524423.html

Posted by: anichqa 22 Jul 2009, 17:13
QUOTE
ყველანაირ "ფარჯიანს" მე მაინც ყველას ბოლო პერიოდის, აბსტრაქციონისტი ფარჯიანი მირჩევნია...


Posted by: Parabellum_ 11 Jun 2011, 18:28
გამიხარდა ამ თემის არსებობა ფორუმზე !

რამდენიმე დღის წინ იყო ირაკლის ნახატების გამოფენა ....

საინტერესო და კარგი მხატვარი იყო,ცოტა დეპრესიულიც !

Posted by: forever`s_NEVER 20 Jun 2011, 13:46
დღეს არის ირაკლი ფარჯიანის გამოფენის ბოლო დღე! ბესიკის 26-ში, "ახალი გალერეა".
კატალოგებიც იქვე იყიდება, გრაფიკული ნამუშევრები - 20 ლარი, მხატვრობა - 30 ლარი.

Posted by: soxumski22 26 Jun 2011, 23:39
პიკასოოო ვან გოგი ამატ მიუწერ ნიკალაა პაპააას................... სჰემდეგ ფარჯიანიიიი

Posted by: qeti-qetusia 27 Jun 2011, 11:40
Pаrаbellum
QUOTE
საინტერესო და კარგი მხატვარი იყო,ცოტა დეპრესიულიც !



მხატვრულ ენაზე დეპრესიული როგორ ითარგმნება?



Posted by: Fenix Fire Bird 24 Aug 2011, 13:51
მე ირაკლი ფარჯიანის მხატვრობას რაღაც ვერ 'დავუმუღამე'... მიუხედავად მცდელობისა რო გავიგო

Posted by: asaqara 24 Aug 2011, 14:00
QUOTE (Fenix Fire Bird @ 24 Aug 2011, 13:51 )
მე ირაკლი ფარჯიანის მხატვრობას რაღაც ვერ 'დავუმუღამე'... მიუხედავად მცდელობისა რო გავიგო

არც მე აღმაფრთოვანებს. ჩემი აზრით, მისი შეფასებები გადაჭარბებული და გაბუქულია. უბრალოდ, ფარჯიანის გამოჩენა იმ დროს უკავშირდება, როცა ანგელოზის გამოსახვა დიდ ავანგარდისტობად ითვლებოდა.

დღეს კი რამდენიმე ადამიანი, ვის ხელშიც მისი ნამუშევრებია, ცდილობს რაც შეიძლება სარფიანად გაასაღოს ისინი, რაც ბუნებრივია.

Posted by: kao-mebu 26 Aug 2011, 23:52
Fenix Fire Bird

კაკაბაძის მერე ფარჯიანი ერთ ერთი კიარადა ერთადერთი ხმატვარია საქართველოში რაც საინტერესო დაგირებული შეუქმნია.. მთელი თბილისი მისი ანხატების გავლენის ქვეშ ხატავს biggrin.gif


QUOTE
ჩემი აზრით, მისი შეფასებები გადაჭარბებული და გაბუქულია.


არ შეგეკამათები smile.gif ვფიქრობ გაკლია ამ სფეროში გაანთლება smile.gif

Posted by: Fenix Fire Bird 1 Sep 2011, 10:55
kao-mebu
QUOTE
კაკაბაძის მერე ფარჯიანი ერთ ერთი კიარადა ერთადერთი ხმატვარია საქართველოში რაც საინტერესო დაგირებული შეუქმნია..

ეს შენი აზრია.

პირადად მე კაკაბაძეც არ მომწონს დიდად (გარეგნობით - კი biggrin.gif). ჩემი აზრით ფრანგული მხატვრული სკოლის გავლენას განიცდიდა და რაზეც გული მწყდება - ძალიან შესამჩნევია ეს მის ნახატებში, თუმცა იმერეთის ჩანახატებში არავის არ გავს.... და მომწონს.

ფარჯიანი უბრალოდ არ მესმის... შეგიძლია ამიხსნა რატო უნდა მომწონდეს ძალიან?

Posted by: Front National 1 Sep 2011, 11:07
Fenix Fire Bird
QUOTE
ფარჯიანი უბრალოდ არ მესმის... შეგიძლია ამიხსნა რატო უნდა მომწონდეს ძალიან?

ღრმა და მისტიურია.
თუნდაც პორტრეტების თვალსაზრისით - ყოველთვის ღრმა და არაჩვეულებრივი ჰაბიტუსები გვიყურებენ ტილოებიდან ხოლმე. ასე კი ადამიანის მეტყველი მზერის ან თუნდაც შექმნილი სურათის ასე აზრიანად გადმოცემა და დახატვა ძალიან ცოტას თუ შეუძლია.

Posted by: kao-mebu 3 Sep 2011, 12:37




QUOTE
kao-mebuQUOTE
კაკაბაძის მერე ფარჯიანი ერთ ერთი კიარადა ერთადერთი ხმატვარია საქართველოში რაც საინტერესო დაგირებული შეუქმნია..



ეს შენი აზრია.


სიამვნებით მოგისმენდი ვის თვლი მეოცე საუკუნის გამორჩეულ მხატვრად საქართველოში? ფიროსმანი და კაკაბაძე გამოვრიცხოთ.
არა რის აუცილებელი მოგწონდეს მაგრამ მაგრამ არგუმენტი მაინც დადე რამე რომ ამბობ გაბუქებულიაო მისი შემოქმედებაო smile.gif

აგერ ორი ნამუშევარი და თუ ოდნავ გემსის ფერწერა და ხელოვნება გულგრილს არ დაგტოვებს ეს ნახატები... და კდიე ვიმეორებ არ არის აუცილებელი მოგწონდეს მაგრამ თუ ამბობ რაიმეს განამრტე და მეც სიამოვნებით მოგისმენ...smile.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: Fenix Fire Bird 8 Sep 2011, 12:06
kao-mebu
QUOTE
სიამვნებით მოგისმენდი ვის თვლი მეოცე საუკუნის გამორჩეულ მხატვრად საქართველოში?

გამორჩეული მხატვრები ბევრნი არიან. მაგალითად, ელენე ახვლედიანი, ავთო ვარაზი, ნათელა იანქოშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, თენგიზ მირზაშვილი და ა.შ. ჩემთვის გამორჩეულია როცა შემოქმედება არავის არ გავს და ინდივიდუალიზმი გააჩნია, ან გამორჩეული აზროვნება...
QUOTE
არგუმენტი მაინც დადე რამე რომ ამბობ გაბუქებულიაო მისი შემოქმედებაო

მე არ მითქვია გაბუქებულიათქო... უბრალოდ ბევრი რაღაც არ მესმის , მაგალითაც ზემოთა ნახატზე ხელმარცხნივ ადამიანი ხატია, თუმცა თავს კარგად ვერ ვხედავ რამხელაა.. biggrin.gif გვერდით ქალი ტირის.... მესმის, ეს არის დახატული "ორთავ სოფლიდან" "ის" სოფელი... სულიერი სფერო და ფაქტიურად ადამიანის სულები... რაც დასაფასებელია, როცა მხატვარი ამას ხედას და ესე ხატავს, და არა ვთქვათ ისე, როგორც ფიროსმანი, კაკაბაძე ან სხვა.
QUOTE
აგერ ორი ნამუშევარი და თუ ოდნავ გემსის ფერწერა და ხელოვნება გულგრილს არ დაგტოვებს ეს ნახატები...

გულგრილი მართლაც არ დამთოვა, მაგრამ უბრალოდ დიდად არ მესმის, ასევთქვათ smile.gif

Posted by: kao-mebu 8 Sep 2011, 12:10
QUOTE
Fenix Fire Bird



გასაგებია..... smile.gif

Posted by: Indian Summer 8 Sep 2011, 15:22
Fenix Fire Bird
QUOTE
ბევრი რაღაც არ მესმის , მაგალითაც ზემოთა ნახატზე ხელმარცხნივ ადამიანი ხატია, თუმცა თავს კარგად ვერ ვხედავ რამხელაა..

აჰმ............ სერიოზული არგუმენტი..



არა კაცო, რას ლაპარაკობ.. სულ არაა ფარჯიანი გამორჩეული.. არა.. საიდან მოიტანეთ..



biggrin.gif

melpomene ჩვენ დავაკლდით ამ განყს მგონი biggrin.gif

Posted by: Melpomene 8 Sep 2011, 16:46
Indian Summer
QUOTE
melpomene ჩვენ დავაკლდით ამ განყს მგონი

მართალი ხარ! დავუბრუნდეთ.... yes.gif

QUOTE
არა კაცო, რას ლაპარაკობ.. სულ არაა ფარჯიანი გამორჩეული.. არა.. საიდან მოიტანეთ..

biggrin.gif რა იცის მაგან ხატვა biggrin.gif FუუუF!

Posted by: qeti-qetusia 8 Sep 2011, 16:56
ლექსებს ვუწერდიადრე : /



http://burusi.files.wordpress.com/2009/06/self-portrait-irakli-parjiani-1987.jpg?w=397

user.gif

Posted by: Fenix Fire Bird 9 Sep 2011, 13:41
QUOTE (Indian Summer @ 8 Sep 2011, 15:22 )
Fenix Fire Bird
QUOTE
ბევრი რაღაც არ მესმის , მაგალითაც ზემოთა ნახატზე ხელმარცხნივ ადამიანი ხატია, თუმცა თავს კარგად ვერ ვხედავ რამხელაა..

აჰმ............ სერიოზული არგუმენტი..



არა კაცო, რას ლაპარაკობ.. სულ არაა ფარჯიანი გამორჩეული.. არა.. საიდან მოიტანეთ..



biggrin.gif

melpomene ჩვენ დავაკლდით ამ განყს მგონი biggrin.gif

დავაი რა! დააკლდით კი არა, საიდანაც გამოვარდნილხართ... იქ დარჩით biggrin.gif

Posted by: irusha 9 Sep 2011, 13:45
Fenix Fire Bird
QUOTE
რეგვენი!


ესეთი გამოხდომა მეორედ და წამოვა ვორნი. sad.gif

Melpomene
Indian Summer

თქვენ კიდევ, ყველას თავისი გემოვნება აქვს.. რა გჭირთ.. ((

ახვლედიანს რომ ფარჯიანი მირჩევნია ამის გამო ახვლედიანის თემაში რომ მეჩხუბონ ხომ მეტკინება გული?! cry.gif

ვისწავლოთ სხვისი აზრის პატივისცემა.. yes.gif

Posted by: Fenix Fire Bird 9 Sep 2011, 13:50
irusha
QUOTE
ვისწავლოთ სხვისი აზრის პატივისცემა

up.gif ეს ელემენტარულია......

Posted by: ambicilini 9 Sep 2011, 13:52
მხატვრობას ისე კარგად არ ვიცნობ როგორც სხვა რამეს და არც ისე კარგად როგორც თქვენ, მაგრამ იქნებ გამახსენოთ მსოფლიოში ვინმეს გავქს ირაკლი ფარჯიანი???

გავს თუ არ გავს ეს კიდევ მეორეხარისხოვანია. სპორტული ხელოვნების მომხრე არ ვარ. უყურებ ნახატებს და გაშტერებს, ვსიო, მორჩა. ან არის შენი ან არა.

ისე მართლა ტერმინატორი უნდა იყო რომ ახსნა რატომ მოგწონს ან რატომ არ მოგწონს.

Posted by: irusha 9 Sep 2011, 13:58
QUOTE
უყურებ ნახატებს და გაშტერებს, ვსიო, მორჩა. ან არის შენი ან არა.

ისე მართლა ტერმინატორი უნდა იყო რომ ახსნა რატომ მოგწონს ან რატომ არ მოგწონს.


+1

Posted by: Indian Summer 9 Sep 2011, 14:03
Melpomene
გამოვვარდნილვართ საიდანღაც biggrin.gif

irusha
უი რეგვენიც მიწოდა Fenix Fire Bird-მა?
რა სასიამოვნოა..


QUOTE
ახვლედიანს რომ ფარჯიანი მირჩევნია ამის გამო ახვლედიანის თემაში რომ მეჩხუბონ ხომ მეტკინება გული?!

ირუშ ეგ რა შუაშია...
ერთია როცა ადამიანს რაღაც არ მოსწონს და მეორე როცა სრულიად გაურკვეველი არგუმენტით ამტიკეცებს რომ ესა თუ ის ხელოვნების წარმომადგენელი გამორჩეული არ არის.. that's all. თორემ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვიღაცას ახვლედიანი მოსწონს (რომელიც მართლა გენიალურია) და ზოგი თვლის რომ სისულელეს ხატავს, მაგრამ ამ უკანასკნელმა საკმაოდ წონიანი არგუმენტი უნდა მოიყვანოს საკუთარივე აზრის დასამტკიცებლად. დამეთანხმე და თუ ადამიანი ვერ ხვდება ნახატზე რამხელა თავია გამოსახული არაა იმის არგუმენტი რომ მხატვარი არაა გამორჩეული.

QUOTE
ვისწავლოთ სხვისი აზრის პატივისცემა..

ნუ ყოველ შემთხვევაში "რეგვენით" არ მივმართავ უცნობ ადამიანებს biggrin.gif


Posted by: irusha 9 Sep 2011, 14:06
Indian Summer

გეთანხმები.. biggrin.gif

არ ესმის.. თქვა.. ნუ თავის აზრიც გამოხატა...

მერე ცინიკურობაზე პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდა... ეს არ გეუბნებათ არაფერს?? biggrin.gif

მე არ ვამბობ, არ უნდა იკამათოთ-თქო, მაგრამ როცა ხედავ რომ აზრი არ აქვს.. არ მოსწონს და ჰა.. "უვიცებო, აზრზე არ ხართ" ქვეტექსტის მესიჯები არ არის საჭირო.. smile.gif

Posted by: Indian Summer 9 Sep 2011, 15:15
irusha
კარგი... biggrin.gif

უბრალოდ ყველაზე მეტად ეგ არ მიყვარს, ძალიან ემოციური ვარ მაგ დროს biggrin.gif როდესაც განა უბრალოდ იტყვიან "არ მომწონს", არამედ განსაკუთებული არ არისო ან რაღაც მსგავსს რომ იძახიან biggrin.gif ერთია როცა ადამიანს რაღაც არ მოგწონს და მეორე როცა ასეთ ხმამაღალ განცხადებას აკეთებ და თან არგუმენტის გარეშე..

რაღა ფარჯიანი, ვან გოგი ავიღოთ.. ვინმეს თუ გადაუტრიალდა ენა და თქვა განსაკუთრებული არ არისო, ალბათ ვიტირებ biggrin.gif

Posted by: Melpomene 9 Sep 2011, 17:11
QUOTE
Fenix Fire Bird

დავაი რა! დააკლდით კი არა, საიდანაც გამოვარდნილხართ... იქ დარჩით


ესაუბრე ეხლა ამას ფარჯიანზე, ფერთა მეტყველებაზე და ესთეტიკაზე....


irusha
შენ რაღა გინდა. biggrin.gif

QUOTE
ვისწავლოთ სხვისი აზრის პატივისცემა..

ფორუმია და ხელოვნებაში - ხელოვნებაზე ვსაუბრობთ. "სხვის აზრებს" ვკითხულობთ, ვეთანხმებთ ან არა, ან კიდევ სასაცილოდ არ გვყოფნის, ჩვენი ნება არ არის? ჩვენს აზრს რატომ არ სცემენ პატივს ???? შეურაწყოფა მიაყენა ვინმემ? არგუმენტი სთხოვეს.... დიდი სიამოვნებით მოვისმენდი განსხვავებულ აზრს ფარჯიანზე. იქნებადა, რამე საინტერესო იცის.

პოლიტიკის განყი არ არის ეს, აქ კამათში იწერება კარგი პოსტები, ირუშა.



მარტო ლიტ-ში მეგონე მოდერი. biggrin.gif ეხ... შენ ის ირუშა არ ხააარ(?) - დაბრუნდით მხატვრობასიო რო წერდაა?

Posted by: irusha 9 Sep 2011, 17:16
Melpomene

ის ვარ კი./.. პოლიტგანყი რომ არ არის მაგასაც მშვენივრად ვხედავ.... ))



კამათში რომ ჭეშმარიტება იბადება ეგ ჭეშმარტებაც დიდი ხანია ვიცი.. biggrin.gif

მაგრამ არსებობს რაღაცეები.. კამათისნაირები.. სადაც ვერ დაიბადება უბრალოდ ჭეშმარიტება.. ხოდა, ამ დროს მოვდივარ მე.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Indian Summer
QUOTE
რაღა ფარჯიანი, ვან გოგი ავიღოთ.. ვინმეს თუ გადაუტრიალდა ენა და თქვა განსაკუთრებული არ არისო, ალბათ ვიტირებ

ჰაჰაჰჰ.. შენ ხომ არ იცი, როგორ გეთანხმები და როგორ მესმის.. აი, ვერც კი მიხვდები.. იმიტომ რომ აქ როგორიც ვარ იმას ეწინააღმდეგება ეგ ამბავი.. biggrin.gif ცოტაც და ჰოროსკოპებისას ვირწმუნებ.. biggrin.gif

meta: le fou

Posted by: Melpomene 9 Sep 2011, 17:22
irusha
QUOTE
კამათში რომ ჭეშმარიტება იბადება ეგ ჭეშმარტებაც დიდი ხანია ვიცი..

ჭეშმარიტება არა კვახის ტოლმა.....

QUOTE
მაგრამ არსებობს რაღაცეები.. კამათისნაირები.. სადაც ვერ დაიბადება უბრალოდ ჭეშმარიტება.. ხოდა, ამ დროს მოვდივარ მე..

საჭირო დროს უნდა იცოდე მოსვლა. biggrin.gif და ჩვენ რას გვეჩხუბებოდი, არაფერი დაგვიშავებია დაა.... :პატიოსნები: lol.gif

Posted by: irusha 9 Sep 2011, 17:28
Melpomene

ჩხუბი და დავიდარაბა არ ვიცი მე... წყნარად.. მშვიდად ვსაუბრობ... boli.gif

ჭეშმარიტებაზე... ურთიერთპატივისცემაზე... ტოლერანტობაზე.. mo.gif biggrin.gif

Posted by: Melpomene 9 Sep 2011, 17:32
irusha

2kiss.gif


______

ეხლა მუსიკა უნდა დამედო ლიტში, მაგრამ შენ რომ არ მოგწერო არ შემიძლია. რას ვიზამთ, დაველოდები კიდევ 6 წუთი..... lol.gif




Posted by: Indian Summer 9 Sep 2011, 18:11
irusha
ფოუ რა შუაშია? biggrin.gif ეგ იძახის მაგას? biggrin.gif
Melpomene
QUOTE
აქ კამათში იწერება კარგი პოსტები, ირუშა.

აბააა, მე და შენ რომ ვიკამათეთ ერთი რეფერატი გამოგვივიდა biggrin.gif

Posted by: ADA 27 May 2012, 10:56
აუ ფარჯიანის ''ოფელია'' მინდა და ვერ ვპოულობ ნეტში, დამეხმარეთ რა თუ გაქვთ sad.gif

Posted by: bittersweet 27 May 2012, 18:06
QUOTE ((c)TG @ 23 Sep 2005, 17:18 )
http://www.pardjiani.ge/
გაიხსნა ირაკლი ფარჯიანის ვებგვერდი, თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ისიამოვნონ yes.gif

არ იხსნება გვერდი.
ძალიან მომწონს ეს მხატვარი, ჩემი აზრით ყველაზე ძლიერია ქართველ მხატვრებში, ნეტავ მომავალში არ იგეგმება მისი გამოფენის მოწყობა? სიამოვნებით ვნახავდი. იმედია თუ დაიგეგმება რამე და გაიგებთ ამ თემაში დაპოსტავთ.
* * *
QUOTE
არც მე აღმაფრთოვანებს. ჩემი აზრით, მისი შეფასებები გადაჭარბებული და გაბუქულია. უბრალოდ, ფარჯიანის გამოჩენა იმ დროს უკავშირდება, როცა ანგელოზის გამოსახვა დიდ ავანგარდისტობად ითვლებოდა.

დღეს კი რამდენიმე ადამიანი, ვის ხელშიც მისი ნამუშევრებია, ცდილობს რაც შეიძლება სარფიანად გაასაღოს ისინი, რაც ბუნებრივია.

ამას უკვე ჩაუტარეთ მასტერ-კლასი? biggrin.gif
თუ არა - გამიშვით sa.gif
facepalm.gif
რას არ გააკეთებინებს რაიმე ორიგინალურის თქმის სურვილი ადამიანს biggrin.gif

Posted by: guraaaaa 28 May 2012, 11:42
facepalm.gif



baby.gif


.........................................................

Posted by: Ashik 22 Dec 2015, 15:06
ფარჯიანის გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა.
ამ დღეს ახალი შობისთვის მოემზადა მხატვარი.
როცა ეს ქვეყანა აირია, სხვა ქვეყანას მიაშურა...

http://pix.ge/

Posted by: სენბონზაკურა 29 Mar 2017, 04:24
http://pix.ge/

კარგია , არ ჩავძიროთ ოქრო კაცი ^_^

Posted by: seeman 10 Jul 2017, 14:51
ძალიან საინტერესო წიგნი გამოიცა (გამოიცა რა მემგონი რაღაც ჯილდოც დაიმსახურა ) ფარჯიანის მხატვრობაზე. იდოს ამ თემაში

Posted by: Bettoro 26 Oct 2019, 17:53
გვერდი საბოლოოდ გაითიშა? აღარ იარსებებს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)