Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > სისხლის სამართალი თუ სამოქალაქო სამართალი?


Posted by: zoroscremlebi 30 Mar 2018, 18:00
გამარჯობა, მალე იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას დავამთავრებ და ვაპირებ ადვოკატობას(ჩემი საოცნებო პროფესიაა) უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი სისხლის სამართლით მინდა მუშაობა თუ სამოქალაქო სამართლით, ორივე თავისებურად მიზიდავს, მაგრამ მინდა ერთი კონკრეტული განხრით მუშაობა. თითქოს სისხლი უფრო მიზიდავს, მაგრამ სამოქალაქო თავისი ცნობილი მაღალი შემოსავლითაც მომხიბვლელია, მაგრამ არც სისხლი მგონია ნაკლებად შემოსავლიანი.

მოკლედ ვინც გამოცდილი ხართ ადვოკატობაში იქნებ მირჩიოთ რომელი და რატომ ჯობია? ყვეალს აზრი თანაბრად მნიშვნელოვანია ჩემატვის და გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე, ამიტომ გთხოვთ არ დაიზაროთ და მირჩიოთ თქვენი გამოცდილებიდან.

Posted by: austen 30 Mar 2018, 18:31
zoroscremlebi
სისხლი საინტერესოა უფრო, თუმცა სამოქალაქო-ადმინისტრაციულში ნორმალურ ადგილზე დასაქმების შანსები ბევრად მაღალია, შესაბამისად შემოსავლებიც

საერთოს ჩაუჯექი, საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარე და ორივე სფეროში იქნები

მე სისხლი მაქვს ჩაბარებული და ახლა შემოდგომას ვაპირებ სამოქალაქოში გამოცდების ჩაბარებას.... ბევრად მაღალი მოთხოვნაა საერთო სპეციალიზაციის იურისტებზე....
არადა სამოქალაქო ვაბშე არ მაინტერესებს

Posted by: zoroscremlebi 30 Mar 2018, 19:04
austen
საერთოს ჩაბარებას ვაპირებ, მაგრამ მუშაობა მინდა ერთი სპეციალიზაციით რატომღაც და ეგ ვერ გადამიწყვეტია თუ რომელით ვიმუშაო, სისხლის ადვოკატები საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებენ თვეში ხომ არ იცი? კარგ ადვოკატებზე მაქ საუბარი

Posted by: Zestafans 30 Mar 2018, 21:58
ყველაზე ნაღდია საერთო სპეციალიზაცია,მაგრამ თუ სისხლი გინდა და კარგად გრძნობ შენ თავს ამ სფეროში და ძალიან კარგი თუ იქნები არანაკლებ შემოსავალი გექნება.

მე პირადად ვაპირებ სისხლის სპეციალიზაციით წავიდე ))

Posted by: zoroscremlebi 30 Mar 2018, 23:20
Zestafans Oto
საერთო სპეციალიზაციის გამოცდას ჩავაბარებ, მაგრამ საერთო სპეციალიზაციით არ მინდა მუშაობა, რადგან ვთვლი რომ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ცერ დაიჭერს, თან იურისპრუდენცია ისეთი მრავლისმომცველია, რომ ჯობია ერთი მიმართულება იცოდე და ძალიან კარგად, თან მე რომ ადვოკაყი დამჭირდეს რომელ სფეროშიც დამჭირდება ისეთს ავიყვანდი რომელიც კონკრეტულ სფეროში მუშაობს უფრო მაღალი ნდობის ფაქტორია რომ თავისი საქმე კარგად იცის

Posted by: austen 31 Mar 2018, 01:24
QUOTE (zoroscremlebi @ 30 Mar 2018, 19:04 )
austen
საერთოს ჩაბარებას ვაპირებ, მაგრამ მუშაობა მინდა ერთი სპეციალიზაციით რატომღაც და ეგ ვერ გადამიწყვეტია თუ რომელით ვიმუშაო, სისხლის ადვოკატები საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებენ თვეში ხომ არ იცი? კარგ ადვოკატებზე მაქ საუბარი

სისხლში ზოგადად არ არის ვაკანსიები კერძო სექტორში... სახ. სამსახურში გინდა?
სამოქალაქო განხრით უფრო გაგიადვილდება დასაქმება და გამოცდილებას რომ შეიძენ შეგიძლია დამოუკიდებლად იმუშავო, სისხლშიც და სამოქალაქოშიც სურვილის მიხედვით....

კერძო სექტორში ორივეგან დიდი ფული კეთდება, თუ დამოუკიდებლად მუშაობ, გყავს გავლენიანი ნაცნობები და რეპუტაცია... ელემენტარული ცოდნა და უნარები

თავიდან ჯობია საერთო სპეციალობით ჩააბარო გამოცდები და დასაქმდე სამუშაო გამოცდილებისთვის...

Posted by: zoroscremlebi 31 Mar 2018, 09:37
austen
არა რა სახელმწიფო სამსახურში. ადვოკატობა მინდა მიწერია პირველ პოსტში, უბრალოდ ადვოკატობა სისხლში თუ სამოქალაქოში ვერ გადავწყვიტე

Posted by: tutonika 31 Mar 2018, 22:49
თუ ადვოკატობას აპირებთ,რა თქმა უნდა სამოქალაქო ფულის საბადოა

Posted by: nnn_lll 8 Apr 2018, 14:11
zoroscremlebi
თუ სამართალზე მაღალშემოსავლიანი სამსახურის გამო სწავლობ მაშინ სისხლის სამართალი არ უნდა აირჩიო
სამოქალაქო სამართალში მომუშავე ადვოკატს ყოველთვე შეიძლება ჰქონდეს ისეთი საქმე, რაც სისხლის ადვოკატს მთელი წლის განმავლობაში ვერ ექნება wink.gif
სამოქალაქო სამართლის სპეციალისტებზე, განსაკუთრებით საკორპორაციო სამართლის მიმართულებით სულ უფრო მზარდი მოთხოვნაა და მოკლედ თუ რამე იცი სამსახურის გარეშე არ დარჩები, და თუ კარგად იცი ხომ საერთოდ...

მაგრამ აქ კარგად ცოდნა იმისა, რასაც უნივერსიტეტში გასწვალიან არ არის საკმარისი

ხელფასებიც საკმაოდ ნორმალურია და ამასთან, უამრავი არჩევანი გაქვს, სადაც გინდა იმუშავე, უამრავი კომპანიაა და მათგან ყველას სჭირდება კარგი და საშუალო დონის იურისტი.

Posted by: nina-nina 11 Apr 2018, 14:52
zoroscremlebi

სისხლი მართლაც ბევრად საინტერესოა, თუმცა შემოსავლებსი კუთხით და შემდგომ ალტერნატიული სამსახურის მოძიების კუთხით სამოქალაქო ბევრად ჯობია

გაითვალისიწინე, რომ რაღაც დროის შემდეგ მხოლოდ საინტერესობა გრჩება და შედეგად - ინანებ არჩევანს და იფიქრებ შეცვლაზე, რაც შესასრულებლად ცოტა რთულია

ანუ დამწყებისტვის სისხლი მიმზიდველად ჩანს, მერე და მერე ხვდები რომ შემოსავლები არანაკლებ მნიშვნელოვანია




Posted by: zoroscremlebi 11 Apr 2018, 21:03
nina-nina
ალტერნატიულო სამსახურის მოძებნა არ მინდა პირველ პოსტში ვთქვი რომ მინდა მხოლოდ ადვოკატობა და სხვა არაფერი. უბრალოდ რომელი სპეციალიზაციით უფრო მინდა მუშაობა ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ. სისხლიშც გამიგია რომ თუ კარგი ადვოკატია სამოქალაქოს ადვოკატზე ნაკლები შემოსავალი არ აქვს.

Posted by: nina-nina 12 Apr 2018, 10:13
zoroscremlebi

კი წავიკითხე რა დაწერე, უბრალოდ მე მაქვს მიდგომა - გეგმა B

სისხლში ადვოკატებს შემოსავლის ბუმი ქონდათ 2012 წლიდან რამდენიმე წელი, ეხლა რამე თუ ამოხტება ეგაა, სამოქალაქოში კი ყოველთვის იქნება მსუყე დავები

მე რომ დამწყები ვიყო სამოქალაქოს ავირჩევდი, მიუხედავად სისხლის დიდი სიყვარულისა - ცოტას ვნანობ ხოლმე

წარმატებები



Posted by: zoroscremlebi 12 Apr 2018, 17:17
nina-nina
სისხლის ადვოკატი ხარ?

მადლობა smile.gif

Posted by: bakako93 15 Apr 2018, 19:21
QUOTE (zoroscremlebi @ 30 Mar 2018, 18:00 )
გამარჯობა, მალე იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას დავამთავრებ და ვაპირებ ადვოკატობას(ჩემი საოცნებო პროფესიაა) უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი სისხლის სამართლით მინდა მუშაობა თუ სამოქალაქო სამართლით, ორივე თავისებურად მიზიდავს, მაგრამ მინდა ერთი კონკრეტული განხრით მუშაობა. თითქოს სისხლი უფრო მიზიდავს, მაგრამ სამოქალაქო თავისი ცნობილი მაღალი შემოსავლითაც მომხიბვლელია, მაგრამ არც სისხლი მგონია ნაკლებად შემოსავლიანი.

მოკლედ ვინც გამოცდილი ხართ ადვოკატობაში იქნებ მირჩიოთ რომელი და რატომ ჯობია? ყვეალს აზრი თანაბრად მნიშვნელოვანია ჩემატვის და გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე, ამიტომ გთხოვთ არ დაიზაროთ და მირჩიოთ თქვენი გამოცდილებიდან.

საინტერესო თემაა და მერწმუნე ვერავინ ვერ გირჩევს, ძალიან რთული სათქმელია რომელი სჯობს.

იურიდიულზე იმის გამო ჩავაბარე რომ სისხლის სამართალი მაინტერესებდა, თუმცა, როგორც კი უნივერსიტეტში მოვხვდი მივხვდი რომ სისხლის სამართალი ჩემი არ იყო და სამოქალაქო სამართალი იყო ის სადაც უნდა მემუშავა.

დღესდღეობით ვარ ადვოკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და გამოცდაც მხოლოდ ამ მიმართულებით მაქვს ჩაბარებული.

რა თქმა უნდა, დასაქმების კუთხით ბევრად მარტივია თუ სამოქალაქო სამართალს გაყვები, რადგან მუშაობის შანსი გექნება როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში და ბევრი სისხლის იურისტისგანაც გამიგია რომ დასაქმების კუთხით ძალიან რთულია.

რაც შეეხება იმას ადვოკატობას. თუ შენი სურვილია ადვოკატობა ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს სისხლს გაჰყვები თუ სამოქალაქოს, რადგან ასე თუ ისე თანაბრად არის მოთხოვნა. შესაბამისად, სჯობს ის აკეთო რაც მოგწონს და თვლი რომ შენია, და თუ კარგი ადვოკატი იქნები არც სისხლში არ მოგაკლდება კლიენტები yes.gif

Posted by: zoroscremlebi 15 Apr 2018, 19:30
bakako93
მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: marituna 15 Apr 2018, 23:16
ადამიანზეა დამოკიდებული.

სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი ვარ, დამწყები. სულ რამდენიმე საქმე მქონდა. .. ძალიან განვიცდი ხოლმე სიტუაციას, მოწინააღმდეგე მხარისასაც კი... მე, ვერ ვიქნები სისხლის ადვოკატი :/

Posted by: zoroscremlebi 15 Apr 2018, 23:35
marituna
სისხლის ადვოკატი რატომ ვერ იქნები შეგიძლია მიზეზები თქვა? ანუ რა განსხვავებაა სისხლის და სამოქალაქოს ადვოკატისთვის პროცესის და კლიენტების ურთიერთობის მხრივ მაგალითად

Posted by: marituna 16 Apr 2018, 02:12
zoroscremlebi
ჩემთვის როგორც ავღნიშნე ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული.. ერთი შეხედვით მეც მხიბლავდა სისხლის სამართალი... მაგრამ, ძირითადად ისეთ საკითხებს ეხება გულგრილი ვერ ვიქნები...

Posted by: CloUd_NiNe 18 Apr 2018, 03:14
საერთაშორისო სამართალი




biggrin.gif

Posted by: AnEeEeE=]] 18 Apr 2018, 13:40
QUOTE
საერთაშორისო სამართალი

ა ქალი biggrin.gif

Posted by: imerameri 21 Apr 2018, 17:53
თუ სისხლის სამართალი მაინცდამაინც არ იზიდავს იურისტს და არჩევანი უნდა გააკეთოს, სამოქალაქო უნდა აირჩიოს. საინტერესოა და უფრო შემოსავლიანიც

Posted by: tutonika 21 Apr 2018, 20:21
QUOTE
სამოქალაქო უნდა აირჩიოს. საინტერესოა და უფრო შემოსავლიანიც


yes.gif

საბადოა ფულის

Posted by: imerameri 21 Apr 2018, 22:43
QUOTE
აბადოა ფულის

საბადო რა გითხრა, მაგრამ სისხლის სამართალში პროკურორებთან საპროცესო შეთანხმებაზე ღრიტინს ნამდვილად ჯობია

Posted by: dadu____ 8 May 2018, 21:37
სამოქალაქო ადმინისტრაციულს გაყევი, არ ინანებ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)