Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > მართლწერა


Posted by: Lexo 5 Jan 2003, 12:23
მდაა, მართლწერაში ფრიად მოვიკოჭლებთ, მეგობრებო. საუბარი მაქვს არა მექანიკურ, არამედ კარგად დამკვიდრებულ შეცდომებზე, როგორიცაა "შეილება", "სახში" და ასე შემდეგ. ნეკრასივა, ტავარიში...:contract:

Posted by: GT 15 Jan 2003, 12:37
Lexo
ლიკბეზ გავხსნათ. smile.gif

Posted by: Tim 15 Jan 2003, 19:26
ისე ამბობენ რომ ვორდისთვის არის ქართული მართლწერის მოდული, ხომ არ იცით სად იშოვება ?

Posted by: GT 15 Jan 2003, 19:57
Tim
ჯეოსპელ ჰქვია. ღირს 99$, ელ პე ტე პორტზე უკეთდება გასაღები, და იმის მერე მუშაობს.

Posted by: WonderGirl 16 Jan 2003, 11:23
სახში-მეც ხშირად ვხმარობ:(

Posted by: N.G. 16 Jan 2003, 12:10
Lexo
მართალია, აქაც ხშირად შემხვედრია: კარგა , და მსგავსი რამ, აღა მახსოვს sad.gif

Posted by: ALEXA 16 Jan 2003, 13:33
ჰოდა მოდი ერთმანეთს მივუთითოთ შეცდომები.
ყველაზე კაი:D გამოსავალი

Posted by: N.G. 16 Jan 2003, 14:20
ALEXA
შეიძლება შენ არ გეწყინოს და მე არ მეწყინოს რომ მიგითითებ შეცდომაზე მაგრამ სხვას რომ ეწყინოს???? sad.gif

Posted by: Lexo 16 Jan 2003, 14:26
Hacker, "შეილება"-ს ყველაზე ხშირად შენ ამბობ. ხომ არ გეწყინა? biggrin.gif

Posted by: Luka 16 Jan 2003, 14:28
Lexo

ხო მეც ვიძახი ეგრე და ვწერ კიდეც:( არც მეწყინა და არც მეტკინა tongue.gif

Posted by: Gamge 17 Jan 2003, 01:53
QUOTE
ისე ამბობენ რომ ვორდისთვის არის ქართული მართლწერის მოდული, ხომ არ იცით სად იშოვება ?

მე მეშოვება, ჩემმა ძმამ მოიგო ადრე რაღაც გათამაშებაში. "აი ია" ჰქვია, დიდი არაფერი, მაგრამ მე პირადად კმაყოფილი ვარ, ეხლა საკურსოს ვწერდი და ძალიან გამომადგა... მართალია სპეციალურ ტერმინებთან მწყრალად არის , მაგრამ ძირითადში მომწონს wink.gif
აი მაგათი საიტი http://www.dachi.com.ge
თუ გინდათ ვინმეს გადაგაწერინებთ, (თუ შეძლებთ;) )
P.S.
QUOTE
სხვას რომ ეწყინოს????

მე არ მეწყინება, პირიქით მადლობელი დაგრჩებით... smile.gif

Posted by: Gamge 17 Jan 2003, 23:42
როგორც ვხედავ მაინცდამაინც არ გჭირდებათ მართლწერის შემმოწმებელი არა?

Posted by: xinkala 18 Jan 2003, 12:22
როგორაა მართალი უდრის ნულს, თუ უდრის ნოლს

Posted by: N.G. 18 Jan 2003, 13:38
xinkala
QUOTE
როგორაა მართალი უდრის ნულს, თუ უდრის ნოლს

მართალი არა სწორი smile.gif ნული smile.gif

Posted by: Trulala 18 Jan 2003, 23:10
Gamge
CDზე გააქვს?
თუ შეგიძლია მათხოვე გადავიწერ...
საჭირო რამეა...

Added by Trulala on 18th Jan 2003 23:13:
P.S. win 2000ზე წავა?

Posted by: Luka 18 Jan 2003, 23:17
Trulala
მეც მაქვს tongue.gif კი მიდის 2000-ზე;)

Posted by: Gamge 19 Jan 2003, 17:03
CD-ზეა 21.8mb

Posted by: Gamge 2 Mar 2003, 11:26
Tim ერთი შეცდომა ვნახე ფორუმის გაფორმებაში.
შეცდომაა: "ფორუმი გასწორებულია თბილისის დროზე. [color=red]ე[color]ხლა არის 11:21. "
სწორია: ""ფორუმი გასწორებულია თბილისის დროზე. [color=red]ა[color]ხლა არის 11:21. "

Posted by: Tenno 2 Mar 2003, 19:03
საუბარში ხშირად ხმარობენ "დაჯექით" "ყვირიხარ" " წმინდავ" "დასცინიხარ" და რა მოთვლის კიდე რამდენია მსგავსი...
მეც ბევრი მეშლება ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს ვაქცევ ყურადღებას ჩემ ლაპარაკს და ვცდილობ გადავეჩვიო.

სხვათა შორის, უნივერსიტეტში ძმაკაცები ხშირად ვუსწორებთ ერთმანეთს შეცდომებს ლაპარაკში, თუ შევამჩნევთ ხოლმე რათქმაუნდა.. რა წყენაზეა საუბარი?!! პირიქით.

Posted by: zewa 22 Jun 2018, 14:45
გადასდებ არის სწორი ფორმა, თუ გადადებ? დაავადების გადადებაზეა საუბარი

Posted by: dvbt2 28 Jul 2018, 02:02
QUOTE (zewa @ 22 Jun 2018, 14:45 )
გადასდებ არის სწორი ფორმა, თუ გადადებ? დაავადების გადადებაზეა საუბარი

თუ დაავადების გადადებაზე მაშინ ს უნდა.
თუ საქმის გადადებაზე მაშინ არა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)