ისტორია უხსოვარი დროიდანვე ცურვას ადამიანისთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით თევზაობისას, ნადირობისა და მტერთან ბრძოლისას. სამეფო ოჯახებში ცურვის გაკვეთილების სცენები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულით თარიღდება. ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: "არც ცურვა იცის, არც კითხვა". ცურვა ადამიანისთვის მინიჭებული მეორე სიცოცხლეა, ამიტომაც აქცევდნენ საუკუნეების განმავლობაში მის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას.
ცურვა სპორტის სახეობად XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. პირველი შეჯიბრება 1515 წელს გაიმართა ვენეციაში. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კაცებისთვის 1896, ქალებისთვის კი 1912 წლიდან შეიტანეს. ევროპის ჩემპიონატები - 1926, მსოფლიოს ჩემპიონატები კი 1973 წლიდან ეწყობა.
ცურვის სტილები ბატერფლაი(დელფინი)მუცელზე ცურვის სტილი, რომლის დროსაც სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილები უნდა ასრულებდნენ სიმეტრიულ და ერთდროულ მოძრაობას. ხელები ასრულებენ ერთდროულ მძლავრ განსაზღვრული ტრაექტორიის მოსმას, რომელიც შესამჩნევად წევს მოცურავის კორპუსს წყლის ზედაპირზე, ხოლო ფეხები ასრულებენ ერთდროულ ტალღისებურ მოძრაობას. ყველაზე მძიმე და ენერგომხარჯველი ცურვის სტილი. ეს სტილი ითვლება სისწრაფით მეორე, კროლის შემდეგ.
გულაღმაზურგზე ცურვის სტილი, რომელიც ვიზუალურად ჰგავს კროლს (ხელები ასრულებენ მონაცვლეობით მოსმას, ხოლო ფეხები მონაცვლეობით ასრულებენ განუწყვეტლივ აწევა/დაწევას) ოღონდ აქვს შემდეგი განსხვავება: ადამიანი ცურავს ზურგზე, და არა მუცელზე, და წყლის ზედაპირზე გადასროლა სრულდება გაშლილი ხელით და არა მოხრილით, როგორც კროლში. სისწრაფით მესამე ცურვის სტილი. ამ სახეობის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ადამიანს არ უწევს წყალში ამოსუნთქვა, რადგან სახე მუდამ წყლის ზედაპირზე მდებარეობს. ამ სტილის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა - არის ის, რომ სტარტი სრულდება წყლიდან და არა სასტარტო ტუმბოდან, როგორც ყველა დანარჩენ სტილში.
ბრასიმუცელზე ცურვის სტილი, რომელშიც ხელები ერთდროული მოსმის შემდეგ იშლება მკერდიდან წინ. ფეხები ასრულებენ ერთდროულ ბიძგს, რომლის დროსაც ისინი იხრებიან მუხლში, სრულდება ბიძგი და ბოლოს იშლებიან. ყველაზე ნელი ცურვის სახეობა, ამავდროულად ითვლება ყველაზე რთულად
კროლიმკერდზე (მუცლით ქვევით) ცურვის სტილი, რომლის დროსაც ხელები ასრულებენ მონაცვლეობით მოსმას, ხოლო ფეხები მონაცვლეობით ასრულებენ განუწყვეტლივ აწევა/დაწევას, მაკრატელის მოძრაობის პრინციპით. ეს არის ცურვის უსწრაფესი სახეობა.
ცურვა საქართველოშისაქართველოში, ისევე როგორც მთელ რუსეთის იმპერიაში, სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა. 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მოცურავეთა კრახის გამო ჟურნალი “რუსკი სპორტ” წერდა: “რუსეთში ცურვა, როგორც სპორტი, ისე ცუდადაა განვითარებული, რომ ყველა დანარჩენ სახეობას ჩამორჩება. საქმეს ვერ შველის შუვალიოვის ცურვის სკოლა, რომელიც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში ერთადერთია”. (¹1, 1913). თვალუწვდენელ რუსეთის იმპერიაში იგულისხმებოდა საქართველოც, სადაც ცურვა ზღვის, ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე მცხოვრებლებმა თუ იცოდნენ. XIX საუკუნის 90-იან წლებში სახელი გაითქვა ბათუმის პორტის მუშამ მამედ ბედიამ, რომელმაც ბათუმიდან ფოთამდე 59 კმ შეუსვენებლად გაცურა. ეს 25 კმ-ით სჯობდა ინგლისის ფლოტის კაპიტნის, მეტიუ ვების მაჩვენებელს – 1875 წელს ვებმა ლა-მანშის სრუტე (34,6 კმ) 21 საათსა და 44 წუთში გადაცურა, რითაც სათავე დაუდო მარათონულ ცურვას (მამედ ბედიას შედეგი დროის მიხედვით არ აღნუსხულა და ამიტომაც ვერ მოხვდა საერთაშორისო მიღწევათა სიაში).
თინათინ ლეკვეიშვილი
ირინა გერასიმოვა
ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგებს მე-20 საუკუნის შუა წლებში მიაღწიეს. წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა პეტრე მშვენიერაძემ, რომელიც 1948 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა - ბრასით ცურვაში 11 საკავშირო რეკორდი დაამყარა, მერე წყალბურთში გადაინაცვლა და მსოფლიოში გაითქვა სახელი.
ქალთაგან სსრკ ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) ლია ფაჩულიამ დაისაკუთრა. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ხვდა თბილისელ მსოფლიოს რეკორდსმენ (4X200 მ) ბორის ნიკიტინს. მანვე ამავე დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. 1970 წელს ბარსელონის ევროპის ჩემპიონატზე გულაღმა ცურვაში ფინიშთან პირველი მიიჭრა სსრკ შვიდგზის ჩემპიონი თინათინ ლეკვეიშვილი. იგი კომბინირებულ ესტაფეტაში მეორე იყო, 200 მ. გულაღმა ცურვაში - მესამე. 1975 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ირინა გერასიმოვას (4X100, თავისუფალი ყაიდა) ბრინჯაო ერგო.
საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში – ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო სამოყვარულო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის – 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004 წლიდან).
ქართველები საერთაშორისო ტურნირებზეოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო
ბორის ნიკიტინი 1956
მსოფლიოს ჩემპიონატი
ბრინჯაო
ირინა გერასიმოვა 1982
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო
ბორის ნიკიტინი 1958
ალექსანდრე ტუტაკაევი 1966
თინათინ ლეკვეიშვილი 1970
ვერცხლი
ბორის ნიკიტინი 1958
თინათინ ლეკვეიშვილი 1970
ირინა გერასიმოვა 1983
ბრინჯაო
ვლადიმერ ლავრინენკო 1954
თინათინ ლეკვეიშვილი 1970
ვიქტორ კრასკო 1970
იგორ ომელჩენკო 1976
ცურვის ქართველი სპორტის ოსტატები და კანდიდატებიზურა ხომასურიძე(დელფინი). ვანო ლეკვთაძე(ბრასი). ოლეგ ფეიქრიშვილი(ზურგი). გიორგი სლივინი(კროლი).
გიორგი ტრაპაიძე(კროლი). სანდრო მოსეშვილი(კროლი). მიშა ჭელიძე.
ოთარ აბდალაძე(კროლი). ლექსო ყანჩაველი(კროლი). ლაშა მეტრეველი(ზურგი). კირილ შირიაევი(ზურგი).ბუკა მანჯგალაძე(ბრასი). ბესო მდივანი(ბრასი).სანდრო ხახანაშვილი(ბრასი). სოფო თევდორაძე(კროლი). ეკა კაჭახიძე(კროლი).
ალექსანდრე ნემსაძე(ზურგი). გიორგი ჩიმაკაძე(კროლი). ბექა დეკანოსიძე(კროლი).ირაკლი რევიშვილი(კროლი) გიორგი მთვრალაშვილი(კომპლექსი). დათო სიხარულიძე(კროლი).
ირაკლი შენგელია(ბრასი). თორნიკე სხილაძე(ზურგი).
ირაკლი ბოლქვაძე(კომპლექსი). თემო კობახიძე(დელფინი)....... გამომრჩებოდა ვინმე
ძველი თემები:
Curvis fanklubiSwimminGგილოცავთ მოცურავეებო ახალი თემის გახსნას.იმედია ვიაქტიურებთ და წინა თემასავით 1.5 წელი არ მოვუნდებით ახალის გახსნას
World Records This post has been edited by murjo on 19 Jan 2011, 16:35
www.facebook.com/Georgian Swimmers Club/// სპორტული ასოციაცია "საქართველოს მოცურავეთა კლუბი" ///