,,ფრინველებში შაშვი მიყვარს,
შაშვი მებულბულება.
ბულბულს შაშვი მირჩევნია,
კაცია და გუნება".
ქართველი მხატვრებიდან ზუსტად კაჭარავამ და ვარაზმა მოახდინეს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება და შემდგომში ჩემი ინსპირაციაც გახდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ რასაც ახლა ვხატავ ამ ორის ,,დამსახურებაა".
მე ვარაზის ფერები მიყვარს, ღრმა და უცნაური სევდის მატარებელია. აი, ყველა რომ განვიცდით,მაგრამ თან უცხოა...და ფორმები <3
ძალიან ,,მექართულება და მეთბილისურება".
თითოეული ნახატი სახასიათოა და თავის ისტორიას გიყვება. კოლაჟები ცალკე საყაროა, ერთგვარი მემატიანეა.
მიყვარს რა <3