Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > სილქნეტი a.k.a. ორღობენეტი, იგივე კანტორა

Posted by: Grows 28 May 2023, 13:25
1 თვეც არაა, დავაყენე სილქნეტის ინტერნეტი. თავიდანვე დააყენეს დეფექტური როუტერი. მე არ ვიყავი სახლში და ჩემებმა ვერ მიაქციეს სათანადო ყურადღება. სამჯერ მომიწია დარეკვამ და ხელახლა ყველაფრის დარესტარტება-გატესტვამ რომ მაგათ ტვინამდე დასულიყო რომ დეფექტი ჰქონდა და შესაცვლელი იყო. მოვიდნენ, შეცვალეს როგორც იქნა.

გავიდა 3 კვირა და კონკრეტულ საიტებზე არ შედის. როგორც ჩანს იმ საიტებს ჩემი IP აქვთ დაბლოკილი. მაგალითად ვერ შევდივარ მაიკროსოფტ.კომ-ზე და კიდევ სხვა მრავალ სოფტის საიტზე.

სანამ დავრეკავდი, რამდენიმეჯერ ჩავატარე 10-12 სხვადასხვა პროცედურა, რაც ჩემით შემეძლო, რომ დავრწმუნებულიყავი დივაისის ბრალი არ იყო. ვინდოუსიც კი ახლიდან ჩავწერე.

1. ამის მერე დავრეკე სილქნეტში და დაიწყო ცისფერი მთები. ყველა ეს პროცედურა გამატარეს ხელახლა. პლუს ტრეისერები და რაღაც სხვები დაამატეს კიდევ. 1 საათიანი ჩალიჩის მერე დამემშვიდობნენ - ტექნიკურ ჯგუფს გადავცემთ და დაგიკავშირდებიანო.

2. რამდენიმე საათში მიკავშირდება ე.წ. ტექნიკურიდან ტიპი და გავდივართ ყველა პროცედურას ხელახლა. ისიც მემშვიდობება იმ პირობით რომ ცოტა ხანში დამირეკავენ და მეტყვიან რა ხდება.

3. რამდენიმე საათში მირეკავს ტიპი, ცივად მეუბნება რომ მაგათი პრობლემა არ არის და ვერაფრით დამეხმარებიან და მითიშავს ტელეფონს.

4. გათენდა მეორე დღე. ვრეკავ ახლიდან ოპერატორთან და ახლიდან ვაკეთებ შეტყობინებას იგივე პრობლემაზე. თან ავუხსენი რა მოხდა წინაზე. აღმოჩნდა, რომ წინა ოპერატორს არ ჩაუწერია დეტალები, რა ოპერაციები შეასრულა ჩემთან. ამიტომ ახალმა ოპერატორმა ყველაფერი გამატარა ახლიდან. ბოლოს მეუბნება იგივეს - ტექნიკურს გადავცემ და დაგიკავშირდებიან.

5. რეკავს კიდევ ტექნიკური და ისევ გავდივართ პროცედურებს ხელახლა. ოღონდ ამჯერად ის აკეთებს თავად remote desktop-ით. ისიც მემშვიდობება და მეუბნება რომ დამირეკავენ.

6. რამდენიმე საათში კიდევ ზარია და მეკითხებიან ისეთ დეტალებს, რაც უკვე მინიმუმ 4-ჯერ უკვე გავიარეთ და ჩაინიშნეს. კითხვაზე თუ რატომ მაკარგვინებენ დროს ტყუილად, მპასუხობს რომ წინა ოპერატორს არ ჩაუნიშნია ეს დეტალები და ამიტომ ახლიდან უნდა დააზუსტონ.

აქ უკვე გავაფრთხილე რო აღარ დარეკონ.

1 თვეც არ არის რაც მაგათთან ვარ და იმაზე მეტი ნერვები და დრო დამახარჯინეს, ვიდრე წინა პროვაიდერთან 10+ წლის მანძილზე.

გარდა მაგისა, არ აქვთ ქასთომერ პრეტენზიების განხილვის პროცედურა. არ გაკავშირებენ არავის, რომ შეატყობინო, რომ უვიცები არიან და 2 წინადადებას ვერ ინიშნავენ, რომ ტექნიკურ ჯგუფამდე მიიტანონ. როგორც კი დაუწყებ ამ თემაზე საუბარს, გეუბნებიან, რომ ამაზე არ დაგელაპარაკებიან და თიშავენ ტელეფონს. როგორც ჩანს შიდა ნაგლური და გაპრავებული პოლიტიკა აქვთ ასეთი, რომ ფეხზე უნდა დაიკიდონ მომხმარებელი.

მოკლედ, 2 დღიანი ეპოპეის და 5 ადამიანთან ხანგრძლივი საუბრების, ახსნების და განმარტებების მიუხედავად ვერ გავცდი ინფორმაციის შეგროვების ეტაპს. ვერ მივაღწიე ადამიანამდე, ვინც ადგება და გაარკვევს სინამდვილეში რა ხდება და მოაგვარებს პრობლემას. არავინ დაინტერესებული არ არის, რომ მე იმ საიტებზე წვდომა აღმიდგეს. ჩვეულებრივი ბიუროკრატიული ორმოა, ცისფერი მთები, ნუცას სკოლა, ორღობის ჩეჩმა.

ცხადია განაცხადი გავაკეთე ჩახსნაზე.

ჩემი აზრით, სილქნეტს ახლოს არ უნდა გაეკაროს არავინ. რო შემოაკლდებათ დარმაედი ფულები, მერე მოვლენ აზრზე ეს ხეპრე უვიცები

გაითვალისწინეთ სანამ სილქნეტთან საქმის დაჭერას გადაწყვეტთ.

Posted by: wilkinson 28 May 2023, 13:37
სილქნეთი პროვაიდერი არაა,პირდაპირი მნიშვნელობით კანტორაა. ოპერატორები სერიოზულ ხარვეზებზე უბრალოდ ვერ დაგეხმარებიან რადგან მაგათაც არ აქვთ ბერკეტები რომ რამე გამოასწორონ. ქსელის ეგეთი პრობლემები უფრო მაღალ დონეზე უნდა მოგვარდეს და იქ კიდე კიდიათ და შესაბამისად დაგაწყვეტენ ნერვებს. ნაგავი შიდა პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც არ მუშაობდა წესიერად და როგორც სჩანს ეხლაც ეგრეა. სერიოზული დაზიანებები რომ იყო მაგალითად მაგისტრალური ოპერატორებს ელემენტარულ ინფორმაციას არ აწვდიდნენ როდის მოგვარდებოდა მართლა ან დაერიგებინათ რა ეთქვათ და შესაბამისად ამათ ესხმევათ. ეგენი ჰყავთ წინა ხაზზე რომ ეგენი გამოლანძღონ და უფრო მაღალ ტიპებთან ვერ გავლენ კავშირზე. შესაბამისად სწორად მოიქეცით,მაგათ არ უნდა გაეკარო ადამიანი. თან აპარატურაც კაი ნაგავი რომელიც ღირს გროშები და აქვთ პრობლემები,ჩინური მეორადი ნაგავი

Posted by: Grows 28 May 2023, 13:40
wilkinson

QUOTE

მადლობა!
მარტო არ ვყოფილვარ.

Posted by: wilkinson 28 May 2023, 13:53
Grows

მე მანდ ნამუშევარი ვარ ტექნიკურ ოპერატორად და უბრალოდ მაშინ იყო ეგეთი საზიზღარი სიტუაცია,სრული ვაკუუმი იჩითებოდა smile.gif და ეხლაც იგივეა თქვენ ნაწერიდან ჩანს. მანდ არაფერი შეიცვლება, ფინანსური ინსტიტუტია სილქნეთი და არა პროვაიდერი.

Posted by: Grows 28 May 2023, 14:01
wilkinson

QUOTE
მე მანდ ნამუშევარი ვარ ტექნიკურ ოპერატორად და უბრალოდ მაშინ იყო ეგეთი საზიზღარი სიტუაცია,სრული ვაკუუმი იჩითებოდა

ვიფიქრე დიდი კომპანიაა დალაგებული ექნებათქო ტექსერვისი. მივქარე biggrin.gif

QUOTE
ფინანსური ინსტიტუტია სილქნეთი და არა პროვაიდერი.

რას გულისხმობ?

Posted by: Telegraph_ 28 May 2023, 14:28
ასეთ სიტუაციაში ყოფილხარ givi.gif

QUOTE
თავიდანვე დააყენეს დეფექტური როუტერი

ისედაც ფარჩაკი როუტერებია და დეფექტიანი რაღა იქნება ხო წარმოგიდგენიათ drug.gif

Posted by: Grows 28 May 2023, 18:20
Telegraph_

2 მეტრში აღარ იჭერდა biggrin.gif

QUOTE
ასეთ სიტუაციაში ყოფილხარ

დღეს კიდე დამირეკეს. დაეკონტაქტეთ იმ საიტებს, ვინც გბლოკავენ და სთხოვეთ რო მოგხსნან ბლოკიო lol.gif

ღრმად ჩავცინე

Posted by: Telegraph_ 28 May 2023, 19:41
Grows
QUOTE
2 მეტრში აღარ იჭერდა

ბრაკი იყო ალბათ. ისედაც იაფიანი როუტერები არაფრად ვარგა თუ ერთი ოთახი არ გაქვს მხოლოდ.

QUOTE
დაეკონტაქტეთ იმ საიტებს, ვინც გბლოკავენ და სთხოვეთ რო მოგხსნან ბლოკიო

ვახ, ვახ, ვახ... biggrin.gif

ვიღაცას ჰქონდა ეგ აიპი ადრე და რამე დაარღვია რა შენი ბრალია? რატო უნდა სდიო ვიღაცეებს ბანი მოგხსნან?! შავ სიაში ხვდება ხოლმე მისამართები რაღაც მიზეზების გამო. რომ შეატყობინე პრობლემაზე კეთილი უნდა ენებათ და შეეცვალათ.

ბიჯოს, მოვედი შენთან, დავრეგისტრირდი, ფულს გიხდი სერვისში. მე (მომხმარებელი) რატო უნდა ვეკაჩავო მაგ. ბილ გეითსს რომ შავი სიიდან ამომიღოს და საიტზე შემიშვას lol.gif
* * *
იუთუბერი ყოფილხარ, ჩაგეწერა საუბრები და მიგესხა, ხო არიან ღირსები biggrin.gif

Posted by: ჩეკო 28 May 2023, 23:01
და შენი როუტერი რომ გამოიყენა სილქნეტი უშვებს ეგეთ რაღაცას?

Posted by: Telegraph_ 28 May 2023, 23:09
ჰო აბა მაგათი 30 ლარიანი ტოტოლინკები თუ კუტულინკები რად გინდა.

Posted by: URAN238 29 May 2023, 00:11
ამიტომაც უნდა იყიდოთ და დააყენოთ ნორმალური როუტერი.
რაც დავაბრიჯინე სილქნეტს მაგათი GPON როუტერი და მივაერთე ჩემი TP-LINK RT470 იმის მერე დასვენებული ვარ.
Wi Fi -სთვის კიდე Grandstream 7600 ვიყენებ. სახლში მაქვს 20მდე დევაისი პლიუს მეზობლებსაც გავუყვანე ხაზები.
წლებია არ გადამიტვირთავს არაფერი.
ადრე მაგთი მქონდა მარა დენი რო მიდიოდა ითიშებოდა ინეტი.
სილქნეტი კიდე სტაბილურად გათიშვების გარეშე მუშაობს.
დაიყენეთ ნორმალური აპარატურა და თავად მართეთ ქსელი.

Posted by: Grows 29 May 2023, 00:28
Telegraph_
QUOTE
ვიღაცას ჰქონდა ეგ აიპი ადრე და რამე დაარღვია რა შენი ბრალია?

QUOTE
რომ შეატყობინე პრობლემაზე კეთილი უნდა ენებათ და შეეცვალათ.

სახეს იხევენ აიპის ვერ შეგიცვლითო
კითხვაზე რატომ - პასუხია არა და მორჩა.

ჩეკო
URAN238

შენ რაც დაწერე ჩემთვის ჩინურთან ახლოსაა

Posted by: ჩეკო 29 May 2023, 04:20
URAN238
QUOTE
რაც დავაბრიჯინე სილქნეტს მაგათი GPON როუტერი და მივაერთე ჩემი TP-LINK RT470

ძმურად დამიწერე როგორ დააბრიჯინე სილქნეტს როუტერი? მეც მაქვს კაი Fრიცბოქსი და არ მინდა ამ სილქის ბანძობა
* * *
შეხე ტიპმა რა იჩალიჩა, რაღაც ასეთი ქენი?
QUOTE
შესაძლებელია პროვაიდერის როუტერის შეცვლა rolleyes.gif
user posted image

რაღაც ესეთი მჭირდება?

Posted by: ლუკატარ 29 May 2023, 10:51
ჩეკო
გაბრიჯვა სხვა რამეა, დამატებით როუტერს ყიდულობ და სილკნეტს ეუბნები, გარე IP გამოუშვას თავიანთი მოდემიდან შენ როუტერზე

Posted by: Telegraph_ 29 May 2023, 10:56
QUOTE
დამატებით როუტერს ყიდულობ და სილკნეტს ეუბნები, გარე IP გამოუშვას თავიანთი მოდემიდან შენ როუტერზე

რამე შეფერხების დროს წამოგაძახებენ ხოლმე შენი როუტერის ბრალიაო. მიზეზად ექნებათ biggrin.gif

Posted by: Grows 29 May 2023, 16:29
მაგთი მაქვს უკვე
სერვისს არაუშავდა. გუშინ დავრეკე, დღეს მოვიდნენ
აპარატურაც მუშაობს. სიმძლავრეც კარგი აქვს. ბოლო ოთახში დგას და ჩემთან მაინც 80% მოაქვს
დანარჩენს დრო გვიჩვენებს

დაბრიჯვაზე სხვა დროს ვივარჯიშებ

Posted by: URAN238 29 May 2023, 19:42
ჩეკო
QUOTE
ძმურად დამიწერე როგორ დააბრიჯინე სილქნეტს როუტერი?

დავრეკე ცხელ ხაზზე, ვუთხარი რომ არ მაინტერესებს თქვენი როუტერი, ჩემი მაქვს, დამიბრიჯეთ მეთქი.
კარგი დაგირეკავსო სპეციალისტი. დამირეკა, 5 წუთში, დაბრიჯა, კარგად იყავით მეთქი აღარ შეგაწუხებთ აწი givi.gif
დავაყენე ჩემი როუტერი. ჩემი პაროლებით ჩავკეტე. მიიღო DHCP სილქნეტის და მორჩა smile.gif
მერე VPN, ფაილური სერვერი და ქლაუდი ავაწყე. არც გუგლის დრაივი მჭირდება და არც მაიკროსოფტის ვან დრაივი wink.gif

Posted by: ჩეკო 30 May 2023, 01:10
URAN238

ვაა მე კიდო ვიფიქრე ONT-ში უნდა შევყო სილქის ბოჭკოვანი და გამოვიყვანო ეთერნეტით რუტერისკენ.

ანუ ტყუილად შევუკვეთე ჰარდვეარი?

ერთი ჰუავეის ONU
user posted image

და მეორე TP Link-ის მედიაკონვერტორი

user posted image

მეთქი ტვინს მოდღნავენ თქო რომ ვუთხრა რომ მათი პლენიდან გათავისუფლებას ვგეგმავ თქო და დავაი გადავყარე ფული facepalm.gif

Posted by: L1nux 30 May 2023, 11:31
QUOTE (ჩეკო @ 30 May 2023, 01:10 )
URAN238

ვაა მე კიდო ვიფიქრე ONT-ში უნდა შევყო სილქის ბოჭკოვანი და გამოვიყვანო ეთერნეტით რუტერისკენ.

ანუ ტყუილად შევუკვეთე ჰარდვეარი?

ერთი ჰუავეის ONU
user posted image

და მეორე TP Link-ის მედიაკონვერტორი

user posted image

მეთქი ტვინს მოდღნავენ თქო რომ ვუთხრა რომ მათი პლენიდან გათავისუფლებას ვგეგმავ თქო და დავაი გადავყარე ფული facepalm.gif

აუ რამდენი გიწვალია და ფული გადაგიყრია + როუტერის ფული

სილკი დიდი ხანია მაგ ჯადო შავ რუტერს აყენებს ყველგან , აქამდე ნორმ მუშაობდა, 2 ადგილზე მაქვს ეგეთი. ამ ბოლო დროს ორივეგან გარეკა , შეუძლებელია მუშაობა, უნდა გადატვირთო, ხან ერთხელ, ხან რამდენიმეჯერ რომ აზრზე მოვიდეს და დაბრუნდეს ინტერნეტი. 1 ზე 1 კომპი და 3 ტელეფონი იყო, მეორეზე 5 კომპი 5 ტელე. რუტერს არ უნდა უჭრიდეს 10+ დევაისის მხარდაჭერა. დიდი ხანი ართმევდა მართლაც თავს, მაგრამ ყველამ ერთიანად გარეკა.
სილკის მთავარი პრრობლემა ეს ლარნახევრიანი როუტერებია.
არ ვიცი რა ჯანდაბა ჭირს ამათ როუტერებს,ან რა ემართება ... უნდა დაითრიოთ როუტერი, სულ ნაგავი თუ გინდათ, მაგრამ კარგი თუ იქნებნა უსაფრთოხების საკითხითაც გამოგადგებათ და დაფარვაც კარგი ექნება (ამ სილკისას 1 ბეო სკინტი ანტენები აქვს ...) გაბრიჯეთ და გეშველებათ

Posted by: URAN238 30 May 2023, 12:04
ჩეკო
მედიაკონვერტერი არ იმუშავებს.
GPON უნდა იყოს აუცილებლად.

Posted by: ჩეკო 30 May 2023, 19:09
QUOTE (L1nux)
გაბრიჯეთ და გეშველებათ

ამინ! მამაო
pop.gif

ეს მოდელი ვითრიე GPON ჰუავეის

https://aliexpress.ru/item/4001071491142.html?gatewayAdapt=glo2rus&sku_id=12000017411749605

Posted by: URAN238 31 May 2023, 11:43
QUOTE
ეს მოდელი ვითრიე GPON ჰუავეის

თავიანთი სილქნეტის GPONებიც მშვენიერად მუშაობენ ოღონდ ბრიჯზე givi.gif

Posted by: WarriorX 1 Jun 2023, 16:48
QUOTE (Grows @ 28 May 2023, 13:25 )
1 თვეც არაა, დავაყენე სილქნეტის ინტერნეტი. თავიდანვე დააყენეს დეფექტური როუტერი. მე არ ვიყავი სახლში და ჩემებმა ვერ მიაქციეს სათანადო ყურადღება. სამჯერ მომიწია დარეკვამ და ხელახლა ყველაფრის დარესტარტება-გატესტვამ რომ მაგათ ტვინამდე დასულიყო რომ დეფექტი ჰქონდა და შესაცვლელი იყო. მოვიდნენ, შეცვალეს როგორც იქნა.

გავიდა 3 კვირა და კონკრეტულ საიტებზე არ შედის. როგორც ჩანს იმ საიტებს ჩემი IP აქვთ დაბლოკილი. მაგალითად ვერ შევდივარ მაიკროსოფტ.კომ-ზე და კიდევ სხვა მრავალ სოფტის საიტზე.

სანამ დავრეკავდი, რამდენიმეჯერ ჩავატარე 10-12 სხვადასხვა პროცედურა, რაც ჩემით შემეძლო, რომ დავრწმუნებულიყავი დივაისის ბრალი არ იყო. ვინდოუსიც კი ახლიდან ჩავწერე.

1. ამის მერე დავრეკე სილქნეტში და დაიწყო ცისფერი მთები. ყველა ეს პროცედურა გამატარეს ხელახლა. პლუს ტრეისერები და რაღაც სხვები დაამატეს კიდევ. 1 საათიანი ჩალიჩის მერე დამემშვიდობნენ - ტექნიკურ ჯგუფს გადავცემთ და დაგიკავშირდებიანო.

2. რამდენიმე საათში მიკავშირდება ე.წ. ტექნიკურიდან ტიპი და გავდივართ ყველა პროცედურას ხელახლა. ისიც მემშვიდობება იმ პირობით რომ ცოტა ხანში დამირეკავენ და მეტყვიან რა ხდება.

3. რამდენიმე საათში მირეკავს ტიპი, ცივად მეუბნება რომ მაგათი პრობლემა არ არის და ვერაფრით დამეხმარებიან და მითიშავს ტელეფონს.

4. გათენდა მეორე დღე. ვრეკავ ახლიდან ოპერატორთან და ახლიდან ვაკეთებ შეტყობინებას იგივე პრობლემაზე. თან ავუხსენი რა მოხდა წინაზე. აღმოჩნდა, რომ წინა ოპერატორს არ ჩაუწერია დეტალები, რა ოპერაციები შეასრულა ჩემთან. ამიტომ ახალმა ოპერატორმა ყველაფერი გამატარა ახლიდან. ბოლოს მეუბნება იგივეს - ტექნიკურს გადავცემ და დაგიკავშირდებიან.

5. რეკავს კიდევ ტექნიკური და ისევ გავდივართ პროცედურებს ხელახლა. ოღონდ ამჯერად ის აკეთებს თავად remote desktop-ით. ისიც მემშვიდობება და მეუბნება რომ დამირეკავენ.

6. რამდენიმე საათში კიდევ ზარია და მეკითხებიან ისეთ დეტალებს, რაც უკვე მინიმუმ 4-ჯერ უკვე გავიარეთ და ჩაინიშნეს. კითხვაზე თუ რატომ მაკარგვინებენ დროს ტყუილად, მპასუხობს რომ წინა ოპერატორს არ ჩაუნიშნია ეს დეტალები და ამიტომ ახლიდან უნდა დააზუსტონ.

აქ უკვე გავაფრთხილე რო აღარ დარეკონ.

1 თვეც არ არის რაც მაგათთან ვარ და იმაზე მეტი ნერვები და დრო დამახარჯინეს, ვიდრე წინა პროვაიდერთან 10+ წლის მანძილზე.

გარდა მაგისა, არ აქვთ ქასთომერ პრეტენზიების განხილვის პროცედურა. არ გაკავშირებენ არავის, რომ შეატყობინო, რომ უვიცები არიან და 2 წინადადებას ვერ ინიშნავენ, რომ ტექნიკურ ჯგუფამდე მიიტანონ. როგორც კი დაუწყებ ამ თემაზე საუბარს, გეუბნებიან, რომ ამაზე არ დაგელაპარაკებიან და თიშავენ ტელეფონს. როგორც ჩანს შიდა ნაგლური და გაპრავებული პოლიტიკა აქვთ ასეთი, რომ ფეხზე უნდა დაიკიდონ მომხმარებელი.

მოკლედ, 2 დღიანი ეპოპეის და 5 ადამიანთან ხანგრძლივი საუბრების, ახსნების და განმარტებების მიუხედავად ვერ გავცდი ინფორმაციის შეგროვების ეტაპს. ვერ მივაღწიე ადამიანამდე, ვინც ადგება და გაარკვევს სინამდვილეში რა ხდება და მოაგვარებს პრობლემას. არავინ დაინტერესებული არ არის, რომ მე იმ საიტებზე წვდომა აღმიდგეს. ჩვეულებრივი ბიუროკრატიული ორმოა, ცისფერი მთები, ნუცას სკოლა, ორღობის ჩეჩმა.

ცხადია განაცხადი გავაკეთე ჩახსნაზე.

ჩემი აზრით, სილქნეტს ახლოს არ უნდა გაეკაროს არავინ. რო შემოაკლდებათ დარმაედი ფულები, მერე მოვლენ აზრზე ეს ხეპრე უვიცები

გაითვალისწინეთ სანამ სილქნეტთან საქმის დაჭერას გადაწყვეტთ.

2 ამხელა ამბავი გადამხდა მაგათთან. დარეკვა კიარა ფილიალებში მისვლაც არ შველოდა, დაჟე თუ გინდა გვაგინე, მაინც ვერაფერს გიშველით ჩვენო, "ის ვიღაც" უნდა მოვიდეს და დაელოდეთო. ის ვიღაც იდეაში ტექნიკური სამსახური იყო, ოღონდ მანდაც ცალკეა, სახლის შიგნით პრობლემებზე სხვები არიან, გარეთ სხვები და მოკლედ სანამ გაერკვნენ ვინ როგორ და რანაირად 15 დღის შემდეგ მოვიდნენ, 1საათის საქმე არც იყო, გააკეთეს და წავიდნენ. აი იმათ მოსვლამდე რაც ხდებოდა იყო პიზდეცი და მართლა ცისფერი მთები. პროსტა რამეში თუ დაგჭრდნენ პიზდეცია უკვე

Posted by: Grows 2 Jun 2023, 19:48

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

ქვეყანა კი არა სალობიეა
ჩვენ გვყავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. იდეაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელმაც უნდა აკონტროლოს საკომუნიკაციო კომპანიების მუშაობა. რეალურად კომუნიკაციების ქსელების მართვა პრივილეგიაა, რომელიც დროებით ეძლევა კომპანიებს რაღაც პირობების სანაცვლოდ. და მერეც აკონტროლებს სახელმწიფო რომ არ გადაიწუწონ თავზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მომსახურების ხარისხი და მომხმარებლების უფლებები, ცხადია.

ჰოდა ჩვენთან კომისიას სძინავს. ხელფასები აქვთ ვარსკვლავური. წრუპავენ მთელს დღეებს ყავას, პლუს ფასიან საჩუქრებს და ბენეფიტებს იღებენ წაღმა-უკუღმა სილქნეტ-შმილქნეტებისგან და თვალს ხუჭავენ ყველაზე და ყველაფერზე.

არ შეიძლება სილქნეტისნაირ ორღობეს ლიცენზია ჰქონდეს

უზარმაზარი კორუფციის და ვიგინდარობის ბუდეა ეს კომისია და ეს სფერო ზოგადად. იმაზე აღარაფერს ვიტყვი როგორ შეიქმნა სილქნეტი. სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რომელიც იდეაში პრივატიზების შედეგად მისი კოლექტივის საკუთრება იყო, გამოაცალეს აქტივები, გადასცეს 1 კაცს და ზემოდან ლიცენზია და ხელშეუხებლობაც დაუმატეს.

ასეთი ვიგინდარობის შედეგი კი ისაა, რასაც ვიღებთ - კარტელური შეთანხმება ბაზარზე, უბნების, რაიონების და რეგიონების გადანაწილება, ნულოვანი კონკურენცია ერთმანეთს შორის და ჩამყაყებული სერვისი. ფასები? ფასები მაღალი!

სილქნეტის ვირეშმაკობა საერთოდ ყველა საზღვარს სცდება. კანონში ამას წინათ შეიტანეს ცვლილება, რომლითაც კომუნიკაციების მოქმედ კომპანიას დაავალეს რომ ვინმე თუ მიონდომებს მობილური ქსელის შექმნას, თავის ინფრასტრუქტურაზე დაუშვას. კონკურენციის ხელშეწყობის ერთ-ერთი მიღებული ინსტრუმენტია. სილქნეტმა რა ქნა? აიღო და თავად გააკეთა ყალბი მობილური ოპერატორი. სახელი დამავიწყდა. იდენტური ფასები აქვს სილქნეტთან, არც მეტი, არც ნაკლები. სამაგიეროდ, კანონის პირობა რომ უარი არ თქვას სხვა მობილური ოპერატორისთვის ქსელის მიქირავებაზე, სილქნეტმა დე იურე შეასრულა. ჰოდა აწი აღარც დაუშვებს სხვას არავის და პასუხის მომთხოვნიც არავინ იქნება.

რეალურად ძალიან პრიმიტიული ტაქტიკაა, მაგრამ მასაზე, რომელიც ვერაფერში ერკვევა, იმოქმედებს. ამის უკან კი დიდი კორუფცია დგას. სხვანაირად ასეთ აშკარა სისხლისსამართლებრივ დარღვევაზე არავინ ხელს არ მოაწერდა.

მოკლედ, სილქნეტის პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე სერვისის დაბალი დონე. ეგ მხოლოდ შედეგია იმისა, თუ როგორ არის ორგანიზებული საერთოდ ამ კომპანიის საქმიანობა შექმნიდან დღემდე.

კორუფცია. ფულები. ძალაუფლება. გაუმაძღრობა

Posted by: JOKONDA 16 Mar 2024, 21:35
სილქნეტმა Trade-In ძველი სმარტფონების ჩაბარება რომ გამოაცხადა ვინმემ ჩააბარა და რას იხდიან ერთ სმარტფონში დაახლოებით თუ იცით?

Posted by: azzurro 20 Mar 2024, 13:21
მართლა ორღობენეტი drug.gif
https://forum.ge/?showtopic=35279993

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)