Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > The United States of America (USA)


Posted by: lilu777 22 Jul 2020, 00:05
ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი (2018 წლის შეფასებით).

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან.
აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

აშშ თითქმის ყველა სახის სასოფლო — სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას აწარმოებს. აქ მსოფლიოში ყველაზე მეტი სიმინდი, სოია, პომიდორი, ფორთოხალი, ატამი, ყველი და საქონლისა თუ ფრინველის ხორცი იწარმოება.

ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი. აშშ-ის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 2017 წლიდან პრეზიდენტია დონალდ ტრამპი.
პოლიტიკური პარტიები: დემოკრატიული პარტია (დაარსებულია 1828 წელს), რესპუბლიკური პარტია (დაარსებულია 1854 წელს).

ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 73.1%% თეთრია, 12.7% აფროამერიკელი, 5.4% აზიელი, 1,5 % აბორიგენი ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტი.

სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არ აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 230 მლნ ადამიანი, ესპანურად — 12%, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 2,5, გერმანულად - 1,1.
რელიგია: პროტესტანტები (46.5 %), კათოლიკები (20.8 %),მართლმადიდებლობა 0.5 %, მუსლიმები (0.9 %), იუდაისტები (1.9 %), ბუდისტები(0.7 %) და სხვა.

უდიდესი ქალაქებია

1 ნიუ-იორკი / ნიუ-იორკი - 8538000
2 ლოს-ანჯელესი / კალიფორნია - 3976000
3 ჩიკაგო / ილინოისი - 2695 598
4 ჰიუსტონი / ტეხასი - 2099 451
5 ფილადელფია / პენსილვანია - 1526006
6 ფინიქსი / არიზონა - 1445 632
7 სან-ანტონიო / ტეხასი - 1327407
8 სან-დიეგო / კალიფორნია - 1 307402
9 დალასი / ტეხასი - 1197 816
10 სან-ხოსე / კალიფორნია - 945942

ცოტა ვრცელი მიმოხილვა გამოვიდა , მაგრამ ჩემი აზრით ამ ძირითადს ყველა უნდა გაეცნოს smile.gif

თემას ვუსურვებ კარგ პოსტებს, ხოლო თქვენ კი თქვენი ოცნებების ასრულებას smile.gif

In God We Trust
God Bless America



Vol 18: https://forum.ge/?f=69&showtopic=35148600

Posted by: sandricha 22 Jul 2020, 00:14
დავფიქსირდეთ ........................

Posted by: lilu777 22 Jul 2020, 00:20
madridiSSta1988


ახლახანს განხორციელდა ერთადერთი რეისი სადღაც 4-5 დღის წინ თბილისი დოჰა ნიუ იორკი. ყველასთვის შეიძლებოდა შემოსვლა. 1 კვირაა რაც ტურისტული ვიზებით შემოსვლა დაუშვეს, ანუ ვისაც უკვე აქვს იმათთვის.

დაუკავშირდით აი ამას ფბ ზე საელჩოს წარმომადგენელია თუ არ ვცდები ეკა კაკაურიძე და უკეთ გეტყვით. აპირებენ მეორე რეისის დაშვებას , მაგრამ როდის იქნება ჯერ არ იციან

https://www.facebook.com/eka.kakauridze?comment_id=Y29tbWVudDoyOTQzNTc1MzM5MDg2NTI1XzI5NDM2MzI4MzU3NDc0NDI%3D


-Alex-
ეგ არ ვიცოდი, მადლობა გავარკვევ smile.gif


thug

ფული მაქვს , მაგრამ იმდენიც არა ჰემპტონების სანაპიროებზე ვიარო smile.gif

Posted by: TRUCKER 22 Jul 2020, 05:54
ფიქსირ
..............................

Posted by: madridiSSta1988 22 Jul 2020, 14:31
lilu777
მივწერე და ყატარის ავიახაზებში ვმუშაობ და არ ვიციო, ამიტომ იგივე კითხვას გადმოვიტან წინა თემიდან:

მეგობრებო, იქნებ დამეხმაროთ.
ჩემს მეგობარს აქვს ტურისტული ვიზა, შემოდგომაზე აპირებს წასვლას, საიდანღაც გაიგო, რომ ტრამპმა არამოქალაქეების შეშვება აკრძალაო და მართლა ასეა?
ვურეკავ საკონსულო განყოფილებას, ავტომატი მპასუხობს მუდმივად და ვერაფრით ვერ მივაღწიე ოპერატორამდე.

Posted by: low flyer 22 Jul 2020, 16:45
ფიქსირ


user posted image

Posted by: madridiSSta1988 23 Jul 2020, 11:13
QUOTE (madridiSSta1988 @ 22 Jul 2020, 14:31 )

ჩემს მეგობარს აქვს ტურისტული ვიზა, შემოდგომაზე აპირებს წასვლას, საიდანღაც გაიგო, რომ ტრამპმა არამოქალაქეების შეშვება აკრძალაო და მართლა ასეა?

საკონსულომ მომწერა მეილი და აქაც დავდებ, იქნებ გამოგადგეთ ვინმეს.

Response: ძვირფასო განმცხადებელო,

მადლობას გიხდით, რომ მოგვწერეთ აშშ-ს სავიზო მომსახურების ცენტრში.

ჩვენ გვესმის რომ თქვენ გაქვთ შეკითხვა თქვენი მოგზაურობის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ორშაბათს, 22 ივნისს , პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც შეჩერებულია შეერთებულ შტატებში შესვლა იმ ემიგრანტებისა და არაემიგრანტებისათვის , რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან აშშ-ს შრომითი ბაზრის ეკონომიკის აღდგენას COVID-19 ის პანდემიისას. განაცხადი ძალაში შედის დაუყოვნებლივ და ვრცელდება გარკვეული ტიპის ემიგრანტების ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე (საპრეზიდენტო განცხადება 10014), 2020 წლის 31 დეკემბრამდე. განცხადების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ძალაში შედის ოთხშაბათს, 24 ივნისს, 12:01 საათზე, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით (EDT) და იწურება 2020 წლის 31 დეკემბერს, თუ პრეზიდენტი არ გაახანგრძლივებს მოქმედების ვადას. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, მუდმივი მაცხოვრებლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შეერთებულ შტატებში იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ ან რომლებიც განაცხადის ძალაში შესვლამდე ფლობდნენ მოქმედ არასაიმიგრაციო ან საიმიგრაციო ვიზებს, საპრეზიდენტო განაცხადს არ ექვემდებარებიან.

საპრეზიდენტო განაცხადი კრძალავს შესვლას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შემდეგ არასაიმიგრაციო სავიზო კატეგორიებში: H-1B, H-2B, J (სტაჟირების მონაწილე, უცხოელი სტუდენტი, სტაჟიორი, პედაგოგი, ბანაკის მრჩეველი, "au pair" ან საზაფხულო სამუშაო მოგზაურობის) და L ვიზების განცხადებლებისათვის, მათ მეუღლეებთან და შვილებთან ერთად. საპრეზიდენტო განაცხადის მიხედვით, არცერთი გაცემული ვიზა არ იქნება გაუქმებული. საპრეზიდენტო განცხადება No: 10014, ითვალისწინებს შეზღუდვების გამონაკლისს გარკვეული კატეგორიის საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო განმცხადებლებისათვის. საპრეზიდენტო განცხადებების სრული ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ თეთრი სახლის ვებ – გვერდზე: https://www.whitehouse.gov/presidential-actions/proclamation-suspending-entry-aliens-present-risk-u-s-labor-market-following-coronavirus-outbreak/.

საპრეზიდენტო განცხადებების 9984, 9992, 9993, 9996-ის და შემდგომი 2020 წლის 24 მაისის განცხადების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომლებიც ფიზიკურად იმყოფებოდნენ ჩამოთვლილ ქვეყნებში მოგზაურობამდე 14 დღის განმავლობაში განეცხადებათ უარი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე:

ბრაზილია;
დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია, გარდა საზღვარგარეთის ტერიტორიები ევროპის ფარგლებს გარეთ;
ირლანდიის რესპუბლიკა;
26 ქვეყანა შენგენის ზონიდან რომელიც მოიცავს ( ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, ისლანდიას , იტალიას, ლატვიას, ლიხტენშტეინს, ლიტვას, ლუქსემბურგს, მალტას, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთს, შვედეთს და შვეიცარიას);
ირანის ისლამური რესპუბლიკა;
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჰონ კონგისა და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონების გამოკლებით.
არსებობს გარკვეული გამონაკლისები ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შესახებ. მათ შორისაა გამონაკლისები შეერთებულ შტატებში კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისა და აშშ-ს მოქალაქეების გარკვეული ოჯახის წევრებისა და მუდმივი რეზიდენტების ოჯახის წევრების მიმართ.


ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ შეერთებულ შტატებში შესვლის საკითხები ექვემდებარება აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის იურისდიქციას. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდით საბაჟო და სასაზღვრო დეპარტამენტს(CBP): https://help.cbp.gov/s/?language=en_US

გთხოვთ, ეწვიოთ: https://www.surveymonkey.com/s/gss_georgia, რათა გააზიაროთ გამოხმაურება ჩვენს მიერ მოწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

აშშ-ს სავიზო მომსახურების ცენტრი

Posted by: ladusha2 23 Jul 2020, 11:41
იქნებ წელს გათამაშება ხომ არიცით? თუ ეგეც გააუქმა პატიცემულმა ტრამპმა ? საიტზე შევდივა ამერიკის სეალჩოსი და ვიზების ინფოც კი აღარარი ერორს აგდებს.

Posted by: lilu777 23 Jul 2020, 22:03
ladusha2

მემგონი სანამ არჩევნები არ ჩაივლის არაფერი გვეშველება. უკვე მგონია ყველა ყველაფერს არჩევნებისთვის იყენებს sad.gif

Posted by: tvinikosa 24 Jul 2020, 05:20
lilu777
QUOTE
მემგონი სანამ არჩევნები არ ჩაივლის არაფერი გვეშველება. უკვე მგონია ყველა ყველაფერს არჩევნებისთვის იყენებს

კორონამ გაუხანგრძლივა ყველა ქვეყანას მთავრობაში ყოფნა

Posted by: ფაშისტი 24 Jul 2020, 14:45
tvinikosa
QUOTE
კორონამ გაუხანგრძლივა ყველა ქვეყანას მთავრობაში ყოფნა

არა ჩვენთან smile.gif

Posted by: Christian Cullen 26 Jul 2020, 23:48
ხალხო გამარჯობა. 31 ში მიწევს საელჩოში შესვლა, J1 ვიზისათვის. 8 აგვისტოს უნდა ვიყო შტატებში, თუმცა შემომითვალეს უნივერსტეტიდან, რომ 15 ისთვისაც შეგიძლია ჩამოხვიდეო. არ გვეგონა 20 ში თუ გაიხსნებოდა საელჩო, თორემ მესამე მოწვევას მიგზავნიდნენ, მე გავაჩერე.
მაინტერესებს, შემექმნება თუ არა პრობლემა ბილეთის ჯავშნის გარეშე რომ შევიდე საელჩოში. ბინის დეპოზიტი გადავიხადე და ქვითარიც თან მაქვს. მთავარ საბუთებთან ერთად?

პ.ს. ტრამპის აკრძალვა ჩემზე არ მოქმედებს, კონტრაქტი ჯერ კიდევ აპრილში გამიფორმეს, უბრალოდ გადაიდო ყველაფერი.

Posted by: tatariani 27 Jul 2020, 02:36
სხვათა შორის გამიგია ბევრი აადამინისგან და მართალია რო ამერიკაში ტანსაცმელი ზოგადად ფეხსაცმელიც და ა.შ უფრო იაფია ვიდრე სიტყვაზე თირქეთში ან სტამბულში ან გინდაც ევროპაში და საქართველოში თუ მითია? საშუალო ბეენდებს ვგულისხმობ ნუ ძაან არმანებს და გუჩებს არა.

Posted by: ტანკე 27 Jul 2020, 02:59
Christian Cullen
არაა საჭირო თვითმფრინავის ჯავშანი. ეგ უფრო ევროპის ვიზებზე უნდოდა.
QUOTE
31 ში მიწევს საელჩოში შესვლა, J1 ვიზისათვის. 8 აგვისტოს უნდა ვიყო შტატებში, თუმცა შემომითვალეს უნივერსტეტიდან, რომ 15 ისთვისაც შეგიძლია ჩამოხვიდეო

რავი, მოასწრებ? 3-5 სამუშაო დღე უნდა ვიზის ჩარტყმას იმ შემთხვევაში, თუ ეგრევე მოგცემენ ვიზას და დადებით პასუხს ეგრევე გეტყვიან საელჩოში. 90% არ გეტყვინ პასუხს და ადმინისტრაციულ პროცესინგზე შეაგდებენ შენს განაცხადს და 60 დღემდე უნდა განხილვას. შეიძლება მოგიწიოს სწავლის გადავადება ერთი სემესტრით.

სადოქოტოროზე რომ ყოფილიყავი, ეგრევე გეტყოდნენ დადებით პასუხს, რადგან დაფინანსებულ პროექტებზე ერთი სემესტრი არავინ დაგელოდებოდა იქ და საქმე გაგიფუჭდებოდა.

Posted by: lilu777 27 Jul 2020, 03:54
Christian Cullen

ტურისტულზე რომ ვიყავი მაინც ვიმეტიჩრე და წავიღე ჯავშანი.
არც უთხოვიათ , ეგ კიარა სხვა საბუთებიც უკან გამომიწია , მხოლოდ პასპორტი და ამონაწერი ნახეს და მომცეს ვიზა. 4 წლის წინ

tatariani

კი უიაფესია მართლა. სეილის სეილებია ახლა თან. მაღაზიაში ბევრად იაფად ნახავ რაღაცეებს ვიდრე ონლაინ. მითუმეტეს თუ რამე ლაქა აქვს რომელიც მარტივად ამოვა მიუტან ეტყვი და კიდევ უფრო დააკლებინებ. ძვირიან ბრენდებსაც შეიძლება წარმოუდგენლად იაფად წააწყდე, დრო უნდა გქონდეს და ის ადგილები იცოდე და როდის მიხვიდე smile.gif

ამ დღეებში ვიყავი გაცლილია მაღაზიები
კორონას დროს რაც არ იარეს ეხლა იჯერეს გული.
პირსახოცებიც კი აღარ იყო ფერების მიხედვით, რამ გაამწარათ ასე არვიცი biggrin.gif

Posted by: sandroEVO 27 Jul 2020, 05:51
tatariani
QUOTE
სხვათა შორის გამიგია ბევრი აადამინისგან და მართალია რო ამერიკაში ტანსაცმელი ზოგადად ფეხსაცმელიც და ა.შ უფრო იაფია ვიდრე სიტყვაზე თირქეთში ან სტამბულში ან გინდაც ევროპაში და საქართველოში თუ მითია? საშუალო ბეენდებს ვგულისხმობ ნუ ძაან არმანებს და გუჩებს არა.


ტანსაცმელს ვზომავ ლანჩის ფასებად, მაგალითად ერთი ფეხსაცმელი სტანდარტულად ღირს 2 ლანჩი ანუ $30-40 biggrin.gif

Posted by: Christian Cullen 27 Jul 2020, 07:32
ტანკე

მაგ შემთხვევისთის ამოვბეჭდე ელ. ფოსტის გვერდი, სადაც ჩემი იქაური ხელმძღვნელი მითვლის, რომ 15-ამდეც შეგიძია ჩამოხვიდეო. ამოვბეჭდავ და წავუღებ. უბრალოდ ვერ ვჯავშნი ბილეთს ფიზიკურად, ლუფთჰანზას საიტს აქვს რაღაც პრობლემა.

პოსტ დოკზე მივდივარ, თუმცა როგორც შემომითვალეს, ჯერ ახალ პროექტებს ვერ ვიწყებთო. პლუს ამას 3 და 10 აგვისტოს აქვს ლუფთჰანზას ფრენები, ავიღებ 10 აგვისტოს ბილეთს.

Posted by: d_tsabo 27 Jul 2020, 08:04
საქართველოს მოქალაქე რომელიც ცხოვრობს მონტენეგროში,შეუძლია თუ არა ვიზაზე იქვე შევიდეს?

Posted by: ტანკე 27 Jul 2020, 08:25
Christian Cullen
რახან ახალ პროექტებს ვერ იწყებენ, შენ რატომ მიდიხარ ახლა? ანუ ძველი იმეილი უნდა ამოუბეჭდო, პანდემიამდელი და ეგ ანახო? მაგას აუცილებლად გადაამოწმებენ და ტყუილში თუ დაგიჭირეს, ძაან ცუდია.
ახალ იმეილს მოგთხოვენ სავარაუდოდ, ბოლოდროინდელ კომუნიკაციას.
ან თავად დაუკავშირდებიან შენს მომავალ სუპერვაიზორს.

დანარჩენი არანაირი პრობლემა პოსტდოკის ჯ1 ვიზაზე.

და ისიც გადაამოწმე, იძლევიან თუ არა ახალ ჯ1 ვიზებს. მნიშვნელობა არ აქვს, როდის შეუთანხმდი სუპერვაიზორს. ყველაზე ნაკლებად გინდა, რომ რაღაც სულელური მიზეზის გამო ვიზა არ მიგცენ. ეს ისტორიას სერიოზულად გაგიფყჭებს. 100% თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებულებები შენ არ გეხება, ისე არ გახვიდე ინტერვიუზე.

Posted by: Christian Cullen 27 Jul 2020, 11:28
ტანკე

ამოვუბეჭდე ზუსტად ის მონაკვეთები, სადაც მწერენ, რომ მე არ მეხება აკრძალვა და რომ შემიძლია 15 აგვსიტომდე ჩავიდე.
პროექტებს რაც შეეხება, ლაბორატორია ეს ერთი კვირაა გაიხსნა და მომიწევს ცოტა ხანს ჩემს ხარჯზე ცხოვრება, ქალაქი იაფია და, დანაზოგიც ასე თუ ისე გამწვდება.

Posted by: ტანკე 27 Jul 2020, 11:40
Christian Cullen
მაშინ გუდ ლაქ!

სავარაუდოდ ორწლიან ჰოუმსთეი მოთხოვნას მოაყოლებენ ვიზას და მზად იყავი ფსიქოლოგიურად
--------------------------------------------

Posted by: Lady_Bird 27 Jul 2020, 12:29
თუ იცით შენგენის ტრანზიტით ჩამოსვლაზე რამე შეზღუდვაა? გუშინ მოგზაურთა კლუბში წერდა ვიღაც და ვერ გავერკვიე. აგვისტოში ეარ ფრანსიც იწყებს ფრენებს და მგონი ტრანზიტად გამოდგება პარიზიც ისევე როგორც ამსტერდამი , მაგრამ დაზუსტებით ვერ ვნახე რომ შეზღუდვა არსებობს. ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

Posted by: natasha21 27 Jul 2020, 13:52
B-1 B-2 ვიზით, 10 წლიანით რომლიტაც წელიწადში 2 ჯერ ვსარგებლობდი, ეხლა ვერ შევძლებ, ოქტომბრის ბოლოს შესვლას?

Posted by: Christian Cullen 27 Jul 2020, 16:31
ტანკე

გაიხარე. ეგ აკრძალვაც ვიცი, ოღონდ დს-2019 ს უწერია, რომ 3 წლის მანძილზე შეუძლიათ გამიხანგრძლივონ.

Posted by: sevastopol 27 Jul 2020, 18:22
natasha21
6 თვეზე მეტი არ უნდა გადააცილო ერთ შესვლაზე.

იანვარში წახვიდე, ივნისში ჩამოხვიდე და ივლისში წახვიდე ეგეც შეგიძლია, უბრალოდ მიზეზი უნდა უთხრა რა მიზეზით ჩამოხვედი ისევ ასე მალე რადგან ძირითადად ეგ ვიზა ტურისტული და ბიზნეს ტურიზმისთვის არის.

Posted by: lilu777 29 Jul 2020, 07:55
ვისაც აინტერესებს თბილისი ნიუ იორკის მიმართულებით ფრენა

Posted by: CanadianMan 31 Jul 2020, 11:14
.................................................................................

Posted by: Instance 31 Jul 2020, 11:15
QUOTE (Christian Cullen @ 27 Jul 2020, 11:28 )
ტანკე

ამოვუბეჭდე ზუსტად ის მონაკვეთები, სადაც მწერენ, რომ მე არ მეხება აკრძალვა და რომ შემიძლია 15 აგვსიტომდე ჩავიდე.
პროექტებს რაც შეეხება, ლაბორატორია ეს ერთი კვირაა გაიხსნა და მომიწევს ცოტა ხანს ჩემს ხარჯზე ცხოვრება, ქალაქი იაფია და, დანაზოგიც ასე თუ ისე გამწვდება.

რა მარშრუტით აპირებ ჩასვლას?
აგვისტოში ფრენები მარტო შენგენის გავლითაა და იქიდან განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არ უშვებენ?

Posted by: Christian Cullen 31 Jul 2020, 14:49
Instance

დღეს ვიყავი საელჩოში, დაიტოვეს პასპორტი, დს-2019 ის ერთ -ერთ გვერდზე მიტხრა, რომ შტატებში შეგივსებენ თავადო.
მე ლუფთჰანზათი ვაპირებ, უნივერისტეტი მყიდულობს ბილეთს.
განსაკუტრებულ შემთხვევებზე არ მსმენია ნაღდად

Posted by: sandrikia 31 Jul 2020, 15:22
მეგობრებო რეისს მაჩვენებს ეხლა აგვისტოდან ლოტ (პოლონეთის ავიახაზები) და უკვე გახსნილი გვაქ ფრენები? თბილისი ვარშავა ნიუ იორკი. ფასიც ძალიან მაგარია ერთი გზა 385$ ჯდება. და ეხლა
ვფიქრობ ავიღო თუ დაველოდი აგვისტოს ზუსტად რომ ვიცოდე. რაღა დარჩა მარა ფასი ძაან კაია ეხლა.
* * *
ამ წამს დავრეკე ავიაციოს სააგენტოში და არ იგეგმება ფრენები პოლონეთისკენო. და ამ ნაბოზრებს ლოტის ავიახაზების საიტზე უწერიათ რომ ფრენებია. მერე ფულსაც არ აბრუნებენ! ორჯერ გამიუქმდა უკვე ფრენა ხან უკრაინით ხან თურქიშით ვეღარ გავიგე რა ვქნა ბლინ!

Posted by: Instance 31 Jul 2020, 15:59
Christian Cullen

მეგობარო ეს ლინკი ნახე:

https://travel.state.gov/content/travel/en/News/visas-news/presidential-proclamation-coronavirus.html

https://www.whitehouse.gov/presidential-actions/proclamation-suspension-entry-immigrants-nonimmigrants-certain-additional-persons-pose-risk-transmitting-2019-novel-coronavirus/
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ანუ ზოგადად აშშ-ში შესვლა შეიძლება თუ სიტყვაზე გაფრინდები ყატარის გავლით ან თურქეთის გავლით, მაგრამ არ შეიძლება თუ გაფრინდები ისე რომ ტრანზიტი მოგიწევს შენგენში

შენგენიდან შესვლა შეგიძლია თუ აკმაყოფილებ ამას:
(xi) any alien whose entry would be in the national interest, as determined by the Secretary of State, the Secretary of Homeland Security, or their designees; or


F-1 ვიზის მფლობელები ავტომატირად შედიან ამ პუნქტში:

Students traveling from the Schengen Area, the UK, and Ireland with valid F-1 and M-1 visas do not need to contact an embassy or consulate to seek an individual national interest exception to travel. Students seeking to apply for new F-1 or M-1 visas should check the status of visa services at the nearest embassy or consulate; those applicants who are found to be otherwise qualified for an F-1 or M-1 visa will automatically be considered for a national interest exception to travel.

Business travelers, investors, academics, J-1 students, and treaty traders who have a valid visa or ESTA authorization that was issued prior to PP 9993 or 9996’s effective date or who are seeking to apply for a visa, and believe they may qualify for a national interest exception should contact the nearest U.S. embassy or consulate before traveling. If a national interest exception is approved, they may travel on either a valid visa or ESTA authorization, as appropriate.

https://travel.state.gov/content/travel/en/News/visas-news/national-interest-exceptions-from-certain-travelers-from-the-schengen-area-uk-and-ireland.html

მოკლედ როგორც თქვი J-1 გაქვს ხო და ვიზის გარდა დამატებითი პროცედურა უნდა გაიარო საელჩოსთან რომ National Interest Exception-ში შედიხარ
ან თუ უკვე აიღე ვიზა უნდა გეწეროს ვიზაზევე:
NIE UDER P.P ON NOVEL CORONAVIRUS
გაქვს ასეთი მინაწერი ვიზაში?


მოკლედ გაითვალისწინე რომ შენგენზე შეზღუდვებია და შეიძლება ყატარის ჩარტერი კარგი გამოსავალი იყოს, ან აქედან თურქეთში მანქანით წახვიდე და იქიდან გაფრინდე


sandrikia

ამერიკის მოქალაქე ხარ?

Posted by: sandrikia 31 Jul 2020, 16:15
QUOTE
ამერიკის მოქალაქე ხარ


გრინ კარტა. 7 თვეა რაც დავბრუნდი ნიუ იორკიდან და უკან ვერ გავფრინდი. ბილეთის აღებაც მეშინია უკვე ) მიუქმებენ რა ჯანდაბაა ეს რაა..

Posted by: Instance 31 Jul 2020, 16:19
sandrikia

ლუფტჰანზას და ეარ ფრანსს აქვს დადასტურებულად ფრენები საქართველოდან და ამათ რეისებს რატომ არ ცდილობ?

სხვებისთვის საქართველოს მთავრობას არ მიუცია თანხმობა

Posted by: sandrikia 31 Jul 2020, 16:21
QUOTE (Instance @ 31 Jul 2020, 16:19 )
sandrikia

ლუფტჰანზას და ეარ ფრანსს აქვს დადასტურებულად ფრენები საქართველოდან და ამათ რეისებს რატომ არ ცდილობ?

და ანუ მე უპრობლემოდ შემიშვებენ შენგენიდან რომ მივფრინავ ტრანზიტით? არა ავიღებ მაგას მარა პოლონეთი იყო იაფი და აჩვენებს ფრენებს და რომ დავრეკე სამოქალაქო ავიაციაში არ გვექნება ფრენებიო. და რატოღა აჩვენებს ვერ გავიგე. თუ არაფა აირფრანსით გავფრინდები.

Posted by: Instance 31 Jul 2020, 16:23
sandrikia

სპოილერის ტექსტი გახსენი:
Sec. 2. Scope of Suspension and Limitation on Entry.

(a) Section 1 of this proclamation shall not apply to:

(i) any lawful permanent resident of the United States (გრინ კარტა ეს არაა???)

Posted by: sandrikia 31 Jul 2020, 16:35
QUOTE
any lawful permanent resident of the United States


კი ეგაა. ეხლა ვნახე აიფრანსის რეისები და კი თბილისიდან არის. და იკაიფე მიდიხარ პაროზში დანიქედან ამსტერდამში და ამსერტდამიდან ნიუ იორკში იმენა პიზდეცია facepalm.gif იმენა შანსია კორონა მანდ აიკიდო კაცმა. 40 საათი გიწევს საერთო ჯამში.

Posted by: Instance 31 Jul 2020, 16:42
sandrikia

ლუფტჰანზაც ნახე და პლიუს იქით აქეთ სხვადასხვა დღეები
რა ვიცი მე ეარ ფრანსის თბილისი - პარიზი - ამერიკა (ოღონდ არა ნიუ ორკი) ვერსია მაქვს ჩამთვის დაბრონილი რითაც გაფრენას ვაპირებ

წესით უნდა იყოს ნიუორკზეც ეგეთი ვარიანტები

პ.ს ამ ორი კომპანიის გარდა არ მგონია კიდევ გაიხსნას რამე სექტემბრამდე

Posted by: Armonida 31 Jul 2020, 17:19
მე პენსილვანიაში ვარ ჩარჩენილი. გრინ კარტა მაქვს. თურქიშს ველოდები ბათუმში ან თბილისში როდის დაიწყებს ფრენას. ყველაზე ცუდ ვარიანტში ნიუ იორკი - პარიზი - თბილისი მაქვს იდეაში. გუშინ შევამოწმე ფასი (ცალი გზა) 1400 დოლარი facepalm.gif

Posted by: Instance 31 Jul 2020, 17:43
Armonida

მგონი სექტემბერში უნდა გაიხსნას თურქიში

Posted by: Armonida 31 Jul 2020, 18:11
Instance
ნეტა გვეღირსოს მალე smile.gif სახლში ვერ ჩავსულვარ ამათი გადამკიდე.

Posted by: sandrikia 31 Jul 2020, 18:24
ძაან გამაგიჟა ამ მდგომარეობამ! თან ფასებია აი კატასტროფული! ბილეთის აღებისნრომ შეგეშინდება კაცს! ან ეს ჩემისები პოლონეთის ავიახაზები რატომ აჩვენებენ ფრენეს ვერ გავიგე ბლიად რა მაფიაა!
* * *

Instance

მე ცალი გზა მინდა და სასტიკი ფასები აქ ლუფტჰანზას! რაკაი იყო უკრაინით ორი გზით დავფრინავდი 530$ 610$ ბოლოს 740 $ გადავიხადე ორი გზა ჩამოვედი და აბრატნი გამიუქმა
მომცა პრომოკოდი. და ვაბშე არ ვიცით როდის განვაახლებთ ფრენებს ნიუ იორკშიო!

Posted by: Lady_Bird 31 Jul 2020, 19:22
მეგობრებო პირველკურსელებს არ უშვებენ საზღვარზე? ონლაინ არის სწავლა მაგრამ კამპუსზე ცხოვრების უფლება თუ გაქვს უნივერსიტეტიდან მაინც პრობლემაა? ცოტა დამაბნეველია ეს რეგულაციები

Posted by: Instance 31 Jul 2020, 19:36
Lady_Bird

თავიდან მიიღეს რეგულაცია რომელიც ეხებოდა ყველა სტუდენტს რომ თუ ყველა კლასი იქნებოდა ონლაინ მაშინ ეს ონლაინ კლასები უნდა აგეღო ამერიკის გარეთ
მერე უჩივლა ჰარვარდმა აშშ-ს მთავრობას და მიიღეს შუალედური გადაწყვეტილება რომ ვინც შტატებშია უკვე იმ სტუდენტებს არ დაადეპორტებენ ამერიკიდან იმ შემთხვევაშიც თუ ყველა საგანი ონლაინ აქვთ, მაგრამ ახალ სტუდენტებს აღარ შეუშვებენ შტატებში თუ ყველა კლასი ონლაინ აქვთ

ამიტომ ვიზის ინტერვიუზე გეკითხებიან რომ წარმოადგინო დოკუმენტაცია რომლითაც ადასტურებ რომ ყველა კლასს ონლაინ არ იღებ

Posted by: Christian Cullen 31 Jul 2020, 20:30
Instance

მსგავსი არაფერი მოუწერიათ შტატებიდან, "ეგ პროკლამაციები შენ არ გეხება, გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტი თებერვლის ბოლოს გაგიფორმეთო". კონსულაც კი არაფერი უთქვამს ამის თაობაზე. აი ვიზა ჯერ არ ვიცი. 4-5 სამუშაო დღე უნდა და დავრეკავ ფოსტაში

Posted by: lilu777 31 Jul 2020, 20:48
sandrikia

მასე ბილეთები თურქიშსაც ედო, მაგრამ აუქმებენ მერე. მე რომ დავდე ყატარის ავიახაზები გეგმავსთქო მიწერე იმ ქალს. ერთი რეისი უკვე განახორციელეს და მეორეს აპირებენ სექტემბრამდე. სავარაუდოდ ბევრი მსურველი რომ შეიკრიბოს ალბათ მაგას ელოდებიან

Posted by: Lady_Bird 31 Jul 2020, 20:56
Instance
ვიზის ინტერვიუზე მსგავსი არაფერი უკითხავთ. პასპორტი დაიტოვეს და რამდენიმე დღეში შეძლებთ პასპორტის აღებასო.

ანუ რომ წავიდეს შეიძლება დაადეპორტინ? სკოლისგანაც ველოდებით პასუხს. ვნახოთ რა რეკომენდაციას მოგვცემენ

Posted by: ტანკე 31 Jul 2020, 21:20
Lady_Bird
25 ივლისამდე თუ იყავით ინტერვიუზე, მაშინ არ გკითხავდნენ.
ვიზა თუ მოგცეს, პასპორტში ეწერება აუცილებლად NIE under P.P. on novel coronavirus
NIE= National interest exemption
P.P.= presidential proclamation

F1 ვიზაზე ავტომატურად დაარტყამენ მაგას,მაგრამ I-20-ში უნდა ეწეროს რემარკებში, რომ სკოლა 100% ონლაინ არაა, მნიშვნელობა არ აქვს, როდის იყავით ინტერვიუზე. მოთხოვეთ სკოლას, რომ ჩაწერონ ეგ კომენტარი, ანუ ახლაი I-20 გამოაგზავნონ, თორემ საზღვარზე შეიძლება პრობლემა იყოს

Posted by: Instance 31 Jul 2020, 22:21
Christian Cullen
QUOTE
მსგავსი არაფერი მოუწერიათ შტატებიდან, "ეგ პროკლამაციები შენ არ გეხება, გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტი თებერვლის ბოლოს გაგიფორმეთო". კონსულაც კი არაფერი უთქვამს ამის თაობაზე. აი ვიზა ჯერ არ ვიცი. 4-5 სამუშაო დღე უნდა და დავრეკავ ფოსტაში

არ გეხებაოში იგულისხმება ცალკე J-1 ვიზების გაცემა რომ შეზღუდა ტრამპმა
ხოლო შენგენის დაბლოკვა ეხება ეხება ყველა ვიზის კატეგორიას
მოკლედ თუ NIE UNDER P.P ON NOVEL CORONAVIRUS თუ არ გეწერება ვიზაში აშშ-ში შესვლა შეგეძლება (რადგან J-1-ზე შეზღუდბა შენ არ გეხება რადგან ძველი კონტრაქტი გაქვს), მაგრამ არ შეგეძლება ევროკავშირის გავლით მგზავრობა
თუ ეს ჩანაწერი ვიზაში გექნება მაშინ არავითარი პრობლემა არ გაქვს

Lady_Bird

შეშვება არ შეშვებას წყვეტს სასაზღვრო დაცვა და ICE,
ეს ჩანაერი (NIE under P.P. on novel coronavirus) რომც ქონდეს ვიზაზე თუ სრულად ონლაინ სემესტრი ექნება მაინც შეიძლება არ შეუშვან რადგან მე რამდენადაც ვიცი ეს ჩანაწერი ეხება აკრძალული ზონიდან (შენგენიდან) შესვლზე გამონაკლისს და არა ონალიან სწავლებაზე აშშ-ში შეშვებას

ანუ რომ შეუშვან უნდა გქონდეთ დოკუმენტი რითაც ამტკიცებთ რომ 100% ონალიან არაა სწავლება 2020-ში

https://www.ice.gov/doclib/sevis/pdf/fall2020faq.pdf

2. Can students apply for a visa to enter the United States for a hybrid program of study with online components beyond the limitations at 8 CFR 214.2(f)(6)(i)(G)?

Whether an individual is eligible to apply for an F or M visa is a decision that must be made by the U.S. Department of State and is not made by SEVP. However, per the March 2020 guidance, nonimmigrant students seeking to enroll in a program of study that includes in-person and online components beyond the limitations at 8 CFR 214.2(f)(6)(i)(G), are able to maintain F-1 or M-1 nonimmigrant status if pursuing such programs during the fall 2020 school term. Nonimmigrant students in New or Initial status after March 9 will not be able to enter the United States to enroll in a U.S. school as a nonimmigrant student for the fall term to pursue a full course of study that is 100 percent online.

Posted by: Lady_Bird 31 Jul 2020, 23:32
Instance
ტანკე
მადლობა პასუხებისთვის.
ვიზაზე გუშინ. იყო შესული და არ უკითხავთ ნამდვილად არაფერი. უნივერსიტეტი სრულად ონლაინზე გადავიდა მას შემდეგ რაც შტატებში მყოფი უცხოელ სტუდენტებზე შეზღუდვა მოიხსნა თუმცა ისე გამოვიდა რომ პირველკურსელებზე დარჩა ეს შეზღუდვა . მაგრამ უნივერსიტეტი გარკვეულ სტუდენტებს სთავაზობს მაინც კამპუსზე ცხოვრებას ვისაც საჭიროება აქვს და თხოვნით მიმართავს უნივერსიტეტს . ჩვენ მივმართეთ თხოვნით რადგან თაიმ ზონის გამო მაინც ვფიქრობ რომ რთულია აქედან სწავლა და მოთხოვნა დაგვიკმაყოფილეს თუმცა მოაყოლეს წერილი შემდეგ რომ პირვკურსელებზე შეზღუდვაა..
მოკლედ არ ვიცი ღირს თუ არა გარისკვა. ერთერთ განმარტებით სტატიაში წავიკითხე რომ სკოლებმა უნდა შეწყვიტონ I 20 ის გაცემა თუ ონლაინზე არიან გადასულები, მაგრამ ჩვენ მანამდე გვქონდა მიღებული I 20 და უბრალოდ მაინტერესებდა ვისაც უკვე აქვს მიღებული და SEVIS fee გადახდილი აქვს რაიმე გამონაკლისი ხომ არ იყო მათთვის. მაგრამ როგორც ჩანს არა

Posted by: spichuka 31 Jul 2020, 23:46
სალამი მეგობრებო..

ამერიკაში ხომ არ გეგულებათ ვინმეს კარგი ბუღალტერი, რაღაც საკითხზე რომ 1-2 შეკითხვა დავუსვათ და დაგვაკვალიანოს ? თუ ახლობელი არავინ გყავთ იქნებ არის ბუღალტრული კომპანია რომელსაც რეკომენდაციას გაუწევდით.. გადასახადებთან დაკავშირებით მაქვს კითხვები..დელავერში თუ იქნება უკეთესია, თუმცა სხვასაც არაუშავს..

Posted by: lilu777 1 Aug 2020, 02:37
spichuka

https://www.facebook.com/accounting.dk?hc_location=ufi

ბევრი აქებს და მემგონი თქვენ რაც გაინტერესებთ იმაში მარტივად დაგეხმარებათ smile.gif

Posted by: lume 1 Aug 2020, 05:29
აქ კიდე ვინმე პოსტავს? biggrin.gif


ამერიკის ხალხი იქით ვართ ეს თემა იოკოძუნოკაა facepalm.gif

Posted by: lilu777 1 Aug 2020, 17:28
lume

თემას ნუ ასუნიანებ biggrin.gif გვესმის ვერ ელევი აქაურობას

Posted by: lume 1 Aug 2020, 19:21
QUOTE
თემას ნუ ასუნიანებ  გვესმის ვერ ელევი აქაურობას


წუხელ დავიბანე facepalm.gif

დილით ვერ ვიბან მერე მანქანის კონდიციონერი მაციებს facepalm.gif



აქ არავინ აღარ პოსტავს მარტო ხარ biggrin.gif biggrin.gif წამოდი იქეთ მე თამაზა ტაგი ვართ facepalm.gif

Posted by: lilu777 1 Aug 2020, 19:48
lume

საკმარისად ხალხი პოსტავს თემის შესაბამისი პოსტებით
მეორე თემა გავხსენით უკვე. თუ მოიწყინეთ შემოგვიერთდით smile.gif
ჩვენ არ გვაქვს პრობლემა wink.gif

Posted by: Christian Cullen 3 Aug 2020, 15:26
ტანკე

გეცოდინება იმედია. ლუფთჰანზას უწერია 23 კგ მდე ქერი ონი. თუა შესაძლებელი 32 კგ იანი ჩემოდნით მივიდე და საფასური აეროპორტშივე გადავიხადო. თუ წინასწარ უნდა დავრეკო ან მივიდე ბროსეზე?

Posted by: ტანკე 3 Aug 2020, 15:34
Christian Cullen
ვერ გეტყვი, რადგან მე სულ ონლაინ ჩექინს ვაკეთებ და იქვე მაქვს მითითებული ყოველგვარი დამატებითი მომსახურება, თუ მჭირდება.
და თანხაც წინასწარ მაქვს ხოლმე გადახდილი.
მაინც გაარკვიე, გადაურეკე

Posted by: lilu777 4 Aug 2020, 03:21
Christian Cullen

საერთოდ არსებობს რომ არ გაგატანონ?
მე ასე ვიცოდი რომ ნებისმიერ რეისზე გადაჭარბებული თუ გაქვს ან იქვე აკლებ ან დამატებით თანხას იხდი smile.gif
* * *
Christian Cullen

LUFTHANSA CHECKED BAGGAGE ALLOWANCE
Economy: 1 x 23 kg/ 50 lbs; Premium Economy: 2 x 23 kg/ 50 lbs; Business: 2 x 32 kg/ 70 lbs; First Class: 3 x 32 kg/ 70 lbs. Bags may measure up to 158 cm/ 62 inches in total (width + length +depth).

No bag may exceed 32 kg/ 70 lbs in weight, for health and safety reasons.

LUFTHANSA CHECKED BAGGAGE OVERWEIGHT/ OVERSIZED FEES
Oversized bags are charged at EUR 100/ USD 150 on flights within Europe or EUR 200/ USD 300 on intercontinental flights. Overweight bags are charged at EUR 50 / USD 70 within Europe or EUR 100/ USD 150 on intercontinental flights.

Both oversized and overweight bags incur a charge of EUR 150/ USD 220 within Europe or EUR 300/ USD 450 on intercontinental flights.

Additional items of luggage that exceed your fare type’s free baggage allowance are charged as follows:

Fare Type

Within Europe

Intercontinental

Economy

EUR 75/ USD 100

EUR 150/ USD 200

Premium Economy

EUR 75/ USD 100

EUR 150/ USD 200

Business

EUR 75/ USD 100

EUR 150/ USD 200

First

EUR 75/ USD 100

EUR 150/ USD 200


Posted by: lilu777 4 Aug 2020, 20:43
fire island ზე უმეტესად სულ გეები რატომ არიან? ვინმემ იცით რამე ამ კუნძულზე?

Posted by: Illuminatus 4 Aug 2020, 23:28
lilu777
თედოუს ან ანტიქრისტეს დაუსვი ეგ შეკითხვა თორე უფლება არ მაქვს რა

Posted by: low flyer 5 Aug 2020, 00:08
lilu777
QUOTE
fire island ზე უმეტესად სულ გეები რატომ არიან?

just იკრიბებიან, როგორც Rockaway-ზე.

QUOTE
ვინმემ იცით რამე ამ კუნძულზე?

მშვენიერი ადგილია. მისასვლელად არის ცოტა საჩალიჩო, მანქანით ვერ მიხვალ, ferry უნდა აიღო.

Posted by: lilu777 5 Aug 2020, 01:29
low flyer


აუ რა ცუდია არადა მანქანით ვფიქრობდი .
ინსტაგრამზე ერთი კარგად რეალიზებული გეი ქართველი მყავს რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს smile.gif
ხოდა ვნახულობ ხოლმე სად ერთობა მერე დამაინტერესა და მაგარი კუნძული ჩანს ძალიან,
უბრალოდ სურათებში გეია ყველა და ვიფიქრე თუ მარტო ესენი არიან მყუდროებას ხომ არ დავურღვევ სხვებსთქო smile.gif


რა უცნაურია ისე ასეთი ვიწრო კუნძულია და ამდენი სახლი დგას. წარმომიდგენია დღევანდელი შტორმის დროს რა შიშის ზარი ქონდათ

Posted by: @Schizophrenic 5 Aug 2020, 05:53
QUOTE
ვიფიქრე თუ მარტო ესენი არიან მყუდროებას ხომ არ დავურღვევ სხვებსთქო

lol.gif lol.gif

Posted by: lilu777 5 Aug 2020, 20:58
ამაზე მაგარი ნაყინი არცერთი არაა love.gif


Posted by: sandroEVO 5 Aug 2020, 21:47
lilu777
მე პირადად სხვა მირჩევნია, სახელი დამავიწყდა, მაღაზიაში რომ მოვხვდები ვიპოვი, ბევრად გემრიელი იყო მაგაზე. ისე Carvel-იც საკაიფოა მაგრამ გროსერიში ეგ არ იყიდება

Posted by: lilu777 5 Aug 2020, 22:17
sandroEVO

მე არ მიყვარს კარველი ძაან მსუყეა. ზოგადად საფუარით გაკეთებულ ნაყინს არ ვჭამ
მირჩევნია მეტი გადავიხადო და გემოსთან ერთად ჯანმრთელი იყოს smile.gif


შენ ამაზე ამბობ ალბათ ეგეც კაია მაგრამ ეს მირჩევნია

Posted by: sandroEVO 5 Aug 2020, 22:22
lilu777
ხო ეგაა, მე ეგ ტალენტი მირჩევნია, ჯანმრთელობის მხრივ ერთი და იგივეა თითქმის ყველა, თუ მაგის გამო არ ჭამ სჯობს საერთოდ არ ჭამო.

Posted by: lilu777 5 Aug 2020, 22:23
sandroEVO

არა ეს ტალენტი, ბენ ენდ ჯერი და კიდევ მესამეა უკეთესი ხარისხია დამიჯერე.
მე საფუარზე და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე ალერგია მაქვს და ესენი არ მაძლევენ ალერგიას smile.gif

Posted by: Christian Cullen 5 Aug 2020, 22:31
ტანკე

არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ჩამირტყეს 5 წლიანი და, რაც მთავარია, 212E-სგან გამათავისუფლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 წლიანი სახლში მოცდა ავტომატურად მიუქმდება.

Posted by: sandroEVO 5 Aug 2020, 22:41
lilu777
საფუარს როგორ აძლევენ ნაყინს? biggrin.gif
Gluten free არი ხო უსაფუარო?

Posted by: ტანკე 5 Aug 2020, 23:17
Christian Cullen
ვააა, გილოცავ! მაგარია


Posted by: shonsky 5 Aug 2020, 23:52
ხალხო გამაგებინეთ როგორ გავფრინდე ნიუიორკში, თურქიშის ბილეთი მაქვს ნაყიდი მარტის თვეში და ესენი კიდე არ დაფრინავენ

Posted by: Harley Davidson 6 Aug 2020, 17:16
shonsky
QUOTE
ხალხო გამაგებინეთ როგორ გავფრინდე ნიუიორკში, თურქიშის ბილეთი მაქვს ნაყიდი მარტის თვეში და ესენი კიდე არ დაფრინავენ

ამსტერდამამდე აირზენათი და იქიდან დელტა

Posted by: Frankens†ein 6 Aug 2020, 17:37
QUOTE
ხალხო გამაგებინეთ როგორ გავფრინდე ნიუიორკში, თურქიშის ბილეთი მაქვს ნაყიდი მარტის თვეში და ესენი კიდე არ დაფრინავენ

QUOTE
სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით
23 ივლისი, 2020  23:48


საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. იხილეთ განკარგულების ბმული ( https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/travelers/from-other-countries.html ) ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით აკრძალულია აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.

შენიშვნა: საიმიგრაციო ვიზა არ გახლავთ Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად, საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.

განკარგულება აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.

22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ NIE (National Interest Exception) გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან. პრეზიდენტის პროკლამაციის 9993 (Schengen Area) და 9996 (United Kingdom and Ireland) მიხედვით, ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს, რომლებიც ბიზნესსაქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ, ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ენიჭებათ.

სტუდენტებს, რომლებიც მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, მოქმედი F-1 და M-1 ვიზებით, არ სჭირდებათ საელჩო/საკონსულოსთან დაკავშირება მგზავრობაზე დასტურის მისაღებად.

სტუდენტები, რომლებიც აპირებენ აშშ-ის ვიზის აღებას, სავიზო სტატუსი უნდა გადაამოწმონ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოსთან.

სტუდენტებს, რომელებიც შეესაბამებიან F-1 და M-1 სავიზო მოთხოვნებს ავტომატურად ეხებათ აღნიშული გამონაკლისი და შეუძლიათ შეუფერხებლად მგზავრობა.

ინვესტორები, აკადემიკოსები, J-1 ვიზის მქონე სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ის პირები, ვინც ბიზნესსაქმიანობით გეგმავენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, რომელთა ვიზაც გაცემულია პრეზიდენტის პროკლამაციის (9993 ან 9996) გამოქვეყნებამდე, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოს და გადაამოწმონ ეხებათ თუ არა მათ აღნიშული გამონაკლისი. იმ შემთხვევაში თუ მათზე დაიშვა გამონაკლისი, ვიზა/ESTA ავტორიზაციით შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლა.

სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან მგზავრობაზე გამონაკლისის დაშვებას იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით გეგმავენ მგზავრობას.

გამონაკლისის დაშვება აღნიშნული პირებისთვის აშშ-ში შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან მგზავრობის შესახებ, ხელს შეუწყობს „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძირითადი კომპონენტების აღდგენას.

აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იხილეთ CDC რეკომენდაცია“, – ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ჩვენთან თუ არ გაიხსნა, თურქეთში უნდა წახვიდე შენით და იქიდან.
მეც მინდა წასვლა და ველოდები საზღვრის გახსნას.
ან თურქიშით წავალ ან ყატარით, თუ ევროპას არ გაუხსნეს საზღვარი.

ოღონდ პირდაპირი უნდა იყოს თურქეთიდან, ტრანზიტი თუ გაქვს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, არ შეგიშვებენ

Posted by: Christian Cullen 7 Aug 2020, 09:28
დოლარი რომ ჩავრიცხო საქართველსო ბანკის ექსპრეს-მასტერქარდ ბარათზე, შტატებში ხომ შევძლებ გამოყენებას?

Posted by: lilu777 7 Aug 2020, 17:56
QUOTE (sandroEVO @ 5 Aug 2020, 22:41 )
lilu777
საფუარს როგორ აძლევენ ნაყინს? biggrin.gif
Gluten free არი ხო უსაფუარო?

რავიცი აბა ურევენ ბევრ ქიმიურ დანამატებს , რომ უფრო ბევრი გამოვიდეს smile.gif
გლუტენი არა yeast არის საფუარი
* * *
low flyer
sandroEVO
ტანკე
Harley Davidson

ვინც გარკვეულები ხართ მაინტერესებს ვერაიზონში , რომ გადავიდე ბუნებრივია საქართველოში ვერ გამოვიყენებ ხომ ტელეფონს და ასეთი რამე არ არსებობს ვერაიზონში, რომ მივიდე ცოტახანი შევაჩერო ჩემი ნომერი, ტელეფონზე მომიხსნან ეს CDMA და მერე , რომ დავბრუნდები ჩავრთო?

Posted by: SiBNELE 7 Aug 2020, 18:17
lilu777
QUOTE
ვინც გარკვეულები ხართ მაინტერესებს ვერაიზონში , რომ გადავიდე ბუნებრივია საქართველოში ვერ გამოვიყენებ ხომ ტელეფონს და ასეთი რამე არ არსებობს ვერაიზონში, რომ მივიდე ცოტახანი შევაჩერო ჩემი ნომერი, ტელეფონზე მომიხსნან ეს CDMA და მერე , რომ დავბრუნდები ჩავრთო?

ტელეფონს გააჩნია, თუ ბოლო მოდელი აიფონია (ან სხვა) ეგენი ორ ნომრიანია და შეგიძლია ჩადო მაგთის ფიზიკური ან ესიმი.

ვერაიზონში გადასვლისას შენს ტელეფონს არ ბლოკავენ, თუ იქ ყიდულობ გააჩნია მწარმოებელს შეიძლება GSM-ისთვის სიმ ფრიც კი იყოს.

პლიუს, თუ WiFi Calling გექნება ვერაიზონისგან, საქართველოში თუ WiFi-ის დაუკავშირდები, იგივე ტარიფები გექნება რაც ამერიკაში ყოფნისას.

Posted by: sandroEVO 7 Aug 2020, 18:18
lilu777
მე მახსოვს რომ საერთაშორისოა ამერიკული ქსელები და oversea გამოყენება შეგიძლია უპრობლემოდ.

წესით ეგ სერვისი უნდა ქონდეს ვერაიზონში, დაურეკე და კითხე, მაგათზს ზუსტ პასუხს ვერავინ გეტყვის.

Posted by: lilu777 7 Aug 2020, 18:58
sandroEVO
SiBNELE

უი რა კარგია გამიხარდა smile.gif
და ბოლო მოდელი აიფონი რომელი? აიფონ X მაქვს და ეგ წავა მაგ ამბავში? smile.gif დაბლოკილი არსად არაა

Posted by: SiBNELE 7 Aug 2020, 19:29
lilu777
QUOTE
და ბოლო მოდელი აიფონი რომელი? აიფონ X მაქვს და ეგ წავა მაგ ამბავში?  დაბლოკილი არსად არაა

არა, X-ს არ აქვს Dual Sim.

https://support.apple.com/en-us/HT209044

ახლებს აქვს, იაფიან iPhone SE-საც კი.

Posted by: lilu777 7 Aug 2020, 20:23
SiBNELE

უი ცუდია რამე სხვა გზას მოვიფიქრებ smile.gif

Posted by: Harley Davidson 7 Aug 2020, 21:28
lilu777
ვერაიზონი არ ბლოკავს დივაისებს.
ჩვეულებრივად დებ ქართულ ნომერს და იყენებ.

Posted by: lilu777 7 Aug 2020, 21:47
Harley Davidson


ვიცოდი რომ ზუსტად გეცოდინებოდა bis.gif მადლობა

Posted by: shonsky 8 Aug 2020, 09:56
Frankens†ein
თურქეთში შემიშვებენ? არამგონია შევძლო თურქეთში გადასვლა თორემ თურქიშმა მომწერა ჩამოდიო და მაგ ბილეთით წაგიყვანო

Posted by: paranoidis_dzma 8 Aug 2020, 10:39
SiBNELE
მე როგორც მახსოვს, ადრე Verizon და Sprint ტელეფონები არ მუშაობდა საქართველოში, რადგან CDMA სტანდარტით იყო, შეიძლება გასწორდა ახლა?


Posted by: SiBNELE 8 Aug 2020, 11:30
paranoidis_dzma
QUOTE
მე როგორც მახსოვს, ადრე Verizon და Sprint ტელეფონები არ მუშაობდა საქართველოში, რადგან CDMA სტანდარტით იყო, შეიძლება გასწორდა ახლა?

უბრალოდ ახლა ისეთ ტელეფონებს უშვებენ რომელიცე უმეტესობა გავრცელებულ სტანდარტებზე მუშაობს.

ანუ დრევანდელი iPhone მაგალითად ვორლდვაიდია, CDMA-ზეც მუშაობს და GSM-ზეც.

Posted by: Armonida 8 Aug 2020, 18:32
Frankens†ein
თურქეთში ან ყატარში ჩაღწევაა პრობლემა თორე მერე არაფერი არ უნდა. მაქედან პირდაპირი რეისებია უკვე. მეც თავს ვიმტვრევ მაგ 2 ქვეყანაში რანაირად ჩავაღწიო.

Posted by: lilu777 8 Aug 2020, 18:49
Armonida

ამსტერდამიდან სულ არის რეისები და მაქედან რატომ არ გინდა?

Posted by: Armonida 8 Aug 2020, 18:53
lilu777
უი, უაზროდ დავწერე. ანუ, პენსილვანიაში ვარ გაჭედილი. საქართველოში მინდა წასვლა. თურქეთში ან ყატარში კი ჩავალ აქედან მაგრამ საქართველოში ვერ შევალ იმიტო რო არაა ფრენები. კაი ტრაპიზონამდე ჩავსულვარ მარა მერე ვიჭედები, საზღვარი არაა ღია. ერთი ვარიანტი ის მაქვს რო ნიუ იორკი - პარიზი - თბილისით წამოვიდე მაგრამ 1428$ ღირს ერთი გზა facepalm.gif

Posted by: lilu777 8 Aug 2020, 19:45
Armonida


ხო აქედან უფრო ძნელია ჩაღწევა

Posted by: Frankens†ein 8 Aug 2020, 21:29
Armonida
QUOTE
თურქეთში ან ყატარში ჩაღწევაა პრობლემა თორე მერე არაფერი არ უნდა. მაქედან პირდაპირი რეისებია უკვე. მეც თავს ვიმტვრევ მაგ 2 ქვეყანაში რანაირად ჩავაღწიო.

ყატარში კი და თურექთში არც ისე დიდი პრობლემაა.
არ აქვს ჩაკეტილი საზღვარი საქართველოსთან, ავტობუსითაც შეგიძლია წახვიდე სტამბულში.
შეგიძლია დააზუსტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, რამნე შეზღუდვა ხო არაა თურქეთში გადასვლასთან.

lilu777
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით აკრძალულია იმ ადამიანების ქვეყანაში შეშვება, რომლებიც ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ შენგენის ქვეყნებში, თუნდაც ტრანზიტულად.

Posted by: lilu777 8 Aug 2020, 21:31
Frankens†ein

უი არვიცოდი ეგ . მაშინ თურქეთი აზერბაიჯანი რჩება . ნეტავ აზერბაიჯანიდან არის რეისები?

Posted by: Frankens†ein 8 Aug 2020, 21:33
lilu777
QUOTE
უი არვიცოდი ეგ

QUOTE
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. იხილეთ განკარგულების ბმული (  https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/travelers/from-other-countries.html ] ) ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით აკრძალულია აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.

QUOTE
22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ NIE (National Interest Exception) გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან. პრეზიდენტის პროკლამაციის 9993 (Schengen Area) და 9996 (United Kingdom and Ireland) მიხედვით, ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს, რომლებიც ბიზნესსაქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ, ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ენიჭებათ.

ამის გამო შევფერხდი,სექტემბრისთვის ვაპირებდი და ბილეთს ვერ ვყიდულობ.
ევროპიდან ისინი არ უშვებენ და დოჰაში და სტამბულში ჩვენ არ გვაქვს ფრენები.

https://report.ge/society/siakhle-sakartvelos-mokalakeebistvis-ashsh-shi-shesvlastan-dakavshirebit/

user posted image

Posted by: shonsky 8 Aug 2020, 22:08
შემრჩა ბილეთები, უკანაც არ მიბრუნებენ ფულს. მარტამდე შეგიძლიაო გამოიყენოო თურქიშმა, ფულს ვერ დაგიბრუნებთო. მეც არ მინდა ფული, 3000 ლარი გადავიხადე 2 კაცის ორ გზაში და ამ ფასად ისევ ვერ ვიყიდი. იქნება ალბათ მარტამდე რამე

Posted by: lilu777 8 Aug 2020, 22:15
Frankens†ein

აზერბაიჯანიდანაც არაა ფრენები? თუქეთში ავტობუსით რომ ჩახვიდე შეგიშვებენ კარანტინის გარეშე?

Posted by: sandrikia 9 Aug 2020, 00:14
QUOTE
აზერბაიჯანიდანაც არაა ფრენები?


არა არაა. და არ იციან როდის იქნება. ისევე როგორც უკრაინამ.

Frankens†ein

ანუ 14 დღეო ვინ იყოო ამ ქვეყნებში. ტრანზიტით ჩვეულებრივად გაფრინდება ადამიანი ამერიკაში.. იმედია პოლონეთს გახსნიან ყველაზე იაფი მანდედანაა.

Posted by: Instance 9 Aug 2020, 00:25
აზსრბაიჯანიდან არაა პირდაპირი ფრენები მაგრამ არის ბაქო-სტამბოლი-ამერიკა
სომხეთიდანაც არის აეროფლოტის ფრენები ერევანი-მოსკოვი-ნიუ-იორკი

Posted by: lilu777 9 Aug 2020, 03:51
sandrikia
Frankens†ein

ჩემი ახლობლები აპირებენ ჩამოსვლას და მაგრად მაინტერესებს როგორ. გაგაგებინებთ თქვენც biggrin.gif



Posted by: Armonida 9 Aug 2020, 04:24
lilu777
მეც მაინტერესებს smile.gif

Frankens†ein
ვა სარფი გახსნეს? არ ვიცოდი. გადავამოწმებ მაინც არ ჩავრჩე მანდ biggrin.gif

Posted by: Paco_rabanne 9 Aug 2020, 12:03
ჩემი ძმა წავიდა საბუთი გააკეთა ვითომ საავადმყოფოში მიდიოდა თურქეთში

Posted by: ფაშისტი 9 Aug 2020, 15:51
დილა მშვიდობის ბავშვებო, მეგობარი მყავს მანდ და მთხოვა თქვენთვისაც მეკითხა, Long Island, Hampton აი ამ ადგილად უნდა ოთახის დაქირავება 3-4 დღით , ძვირიაო თავად მითხრა და თუ დაეხმარებით ან აქ დაწერთ საიტს (airbrnb
მსგავსი) ვთქვათ შეღავათიან ფასად რომ აიღოს, მადლობელი დაგრჩებით, უყურადღებოდ არ დამტოვოთ smile.gif

Posted by: lilu777 9 Aug 2020, 19:09
ფაშისტი


მანდ ძაან ძვირია. ჰოლივუდის ვარსკვლავებს და ძაან მდიდარ ხალხს აქვთ სახლები.
აქ ჩაწეროს და ნახოს მაგრამ airbrnb ან ბუქინგი ყველაზე კაი ვარიანტია. ამ საიტზე დამატებით დიდ დეპოზიტს ითხოვენ
დიდიხნით აქირავებენ ძირითადად
https://newyork.craigslist.org/d/wanted%3A-room-share/search/sha


აა ყველაზე კარგი, ფბ ჯგუფებში დაწეროს

https://www.facebook.com/groups/1225966920763001/

ასეთი ჯგუფები სხვებიც არის ნახოს

Posted by: ფაშისტი 9 Aug 2020, 19:14
lilu777
აუ რა გოგო ხააარ
სული და გული smile.gif

Posted by: dinamosfan 9 Aug 2020, 19:23
lilu777
QUOTE
მანდ ძაან ძვირია. ჰოლივუდის ვარსკვლავებს და ძაან მდიდარ ხალხს აქვთ სახლები

მოიცა ღადაობ?
ესეიგი წუწურაქი ბიძაჩემი ცხოვრობს 18 წელია მანდ
რა ჰოლივუდის ვარსკვლავი ტიპს აქედან ვეხმარები
ჰემპტონშია ნაღდად ვიცი ოჯახით

Posted by: lilu777 9 Aug 2020, 21:06
dinamosfan

ნუ იქნება ბიუჯეტური დასახლებაც ალბათ smile.gif მასეც ნუ იფიქრებ

ბევერლი ჰილსშიც ხომ ასეა , მაგრამ ცხოვრობს საშუალო ფენაც ვინც აღზმრდელად და დამხმარედ მუშაობს ასეთ სახლებში smile.gif

Posted by: low flyer 9 Aug 2020, 23:28
QUOTE
მანდ ძაან ძვირია. ჰოლივუდის ვარსკვლავებს და ძაან მდიდარ ხალხს აქვთ სახლები.


რამოდენიმე ჰემპტონია. შენ რომელსაც გულისხმობ (ყველაზე ფეზერინზიეს) არის East Hampton.


* * *
lilu777



ტელეფონზე რომ იკითხე მაგაზე ვერ დაგეხმარები, არ ვიცი.

Posted by: lilu777 11 Aug 2020, 04:17
Moshe
-Alex-
low flyer


ვიყავი ლონგ ბიჩზე . კაცი 15 დოლარი ღირდა . ცოტა ხალხი იყო და ძაან სასიამოვნო იყო ეგ მომენტი smile.gif სფენიშები სულ არ იყვნენ , ქერა ამერიკელები და ბერძნები მგონი
ბავშვებიც ყავდატ მოყვანილი სკოლას და ასწავლიდნენ ცურვას

მაშველებიც აქტიურად დადიოდნენ, ერთი მოვიდა და მითხრა ცოტა იქით იცურე აქ არაა რეკომენდირებულიო, მაგრამ

ძალიან ჭუჭყიანი წყალი იყო ნაპირთან ჯონს ბიჩთან შედარებით sad.gif ეხლა ვაპირებ სამუშაო დღეს ჯონს ბიჩზე წავიდე დილით იქნებ იქაც არ იყოს ხალხი და შაბათ კვირის ბრალი იყო smile.gif

Posted by: SiBNELE 11 Aug 2020, 06:29
lilu777
სანაპირო სუფთა ჩანს ხო?

ეყარა ბევრი პატარა პუჭურა ნაგავი შიგა და შიგ თუ სუფთა ქვიშა იყო?

ზუსტად სად იყავი(შესასვლელი) დააგდე აბა რუკის წერტილი.

Posted by: low flyer 11 Aug 2020, 07:36
lilu777
QUOTE
ძალიან ჭუჭყიანი წყალი იყო ნაპირთან ჯონს ბიჩთან შედარებით

ბოლო სამი დღეა როკავეიზეც ძალიან ბინძური წყალია, ეტყობა შტორმის ბრალია.

Posted by: lilu777 11 Aug 2020, 18:36
SiBNELE


ქვიშა ძალიან სუფთა იყო , თვითონ წყალში ეყარა ნაპირისკენ მწვანე რაღაცეები წყლის მცენარეებივით
აი აქ ვიყავი

low flyer

ხო მეც ვიფიქრე არეული ამინდებია თან

Posted by: night-blue 11 Aug 2020, 18:56
lilu777

77 იანი ხარ?


///////////

Posted by: lilu777 11 Aug 2020, 19:08
night-blue

ვაიმე არა biggrin.gif მასეთი ასაკიანის პოსტები მაქვს ?

Posted by: night-blue 11 Aug 2020, 20:28
lilu777

სამწუხაროდ კიsad.gif 71-72 უფრო მეგონე user.gif

Posted by: lilu777 11 Aug 2020, 21:16
night-blue

ფილოლოგი ვარ და გამართული ქართულით ვწერ. ვინ ბატიფეხურად წერს პატარა შეხედულება აქვს biggrin.gif რას ვიზამთ
* * *
ნიუ იორკში 0 დან რა ბიზნესი შეიძლება დაიწყო პატარა ბიუჯეტით აბა ვის რა იდეები გაქვთ? smile.gif ყველაზე სულელური იდეაც მაინტერესებს smile.gif

Posted by: low flyer 11 Aug 2020, 22:15
lilu777
QUOTE
ნიუ იორკში 0 დან რა ბიზნესი შეიძლება დაიწყო პატარა ბიუჯეტით აბა ვის რა იდეები გაქვთ?

პოლანდ სპრინგი გაყიდე როგორც ნაკურთხი

Posted by: lilu777 11 Aug 2020, 23:00
low flyer

biggrin.gif მაგას მარტო ქართველები იყიდიან, დიდ სეგმენტზე ვერ გავალ

Posted by: madridiSSta1988 12 Aug 2020, 09:38
ხალხო, ათწლიანი ტურისტული აქვს მეგობარს და ბოლო-ბოლო როდის შეძლებს წასვლას? დაახლოებით მაინც თუ იცით რამე, გამარკვიეთ მეც.

Posted by: night-blue 12 Aug 2020, 16:40
QUOTE
ფილოლოგი ვარ და გამართული ქართულით ვწერ. ვინ ბატიფეხურად წერს პატარა შეხედულება აქვს  რას ვიზამთ


ნუ გასაგებია ესეიგი 81-85 ეს წლები ხარ სავარაუდოდsmile.gif


QUOTE
ნიუ იორკში 0 დან რა ბიზნესი შეიძლება დაიწყო პატარა ბიუჯეტით აბა ვის რა იდეები გაქვთ?  ყველაზე სულელური იდეაც მაინტერესებს


საშაურმე გახსენი smile.gif)


///////////////////////////

Posted by: lilu777 12 Aug 2020, 17:17
night-blue


არა არც ეგ წლები არ ვარ და არც შაურმას არ ვჭამ და არც ისეთ ადგილზე ვცხოვრობ შაურმის მომხმარებელი რომ ბევრი იყოს smile.gif

როგორც ჩანს შენში ყოფილა პრობლემა და არა ჩემს პოსტებში. ინტუცია არ გივარგა smile.gif
მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ ნუღარ შეწუხდები smile.gif



madridiSSta1988


მე მგონია ნოემბრის მერე ყველაფერი დასტაბილურდება და აღდგება smile.gif

Posted by: SiBNELE 13 Aug 2020, 06:42
lilu777
QUOTE
ნიუ იორკში 0 დან რა ბიზნესი შეიძლება დაიწყო პატარა ბიუჯეტით აბა ვის რა იდეები გაქვთ?  ყველაზე სულელური იდეაც მაინტერესებს

გაყიდვები
ქოლდ ქოლინგი
უბერის მსგავსები
დელივერები

Posted by: ფრანკო 13 Aug 2020, 11:32
გამარჯობა, იანვარში ავიღე ამერიკის ვიზა 10 წლიანი ტურისტული. ჭორად გავიგე რომ 6 თვეში უნდა წახვიდე თორე მერე პრობლემები გექმნებაო და მართალია ?

მადლობა

Posted by: David-NY 13 Aug 2020, 14:51
ჭორი სიმართლე არაა smile.gif პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც ვიზა მიღებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენა და პრობლემა არ შექმნია

Posted by: lilu777 13 Aug 2020, 21:46
ფრანკო

სწორს გეუბნება ტყუილია ეგ ჭორი, როცა გინდა მაშინ წახვალ smile.gif
მე რომ ავიღე 1 წლის მერე წამოვედი უპრობლემოდ

Posted by: ფაშისტი 14 Aug 2020, 04:13
lilu777
ვიცი გეცოდინება smile.gif
სასტავი როცა შედის მაგალითად ვიზაზე,ნუ ერთი სამსახურიდან და ერთნაირი კარგი შემოსავლით, არის შანსი რომ ზოგს ჩაურტყან ზოგს არა? ან კიდევ ისევ სასტავი შედის, ოღონდ სხვადასხვა ანაზღაურებით, ამ შემთხვევაშიც ფილტრავენ? სიტყვა- სასტავის გამო ბოდიშს ვიხდი

Posted by: lilu777 14 Aug 2020, 04:49
ფაშისტი

კი არის შანსი ერთი შემთხვევაც მინახავს და მეორეც smile.gif
მეთვითონ როცა ვიყავი შესული ორნი ვიყავით სხვადასხვა სამსახურიდან და სხვადასხვა ანაზღაურებით. ის არ იყო ნამყოფი საზღვრებს გარეთ, მე ვიყავი რამოდენიმე ქვეყანაში.
ორივეს ჩაგვირტყეს. გვკითხეს რატომ შეიძლება , რომ უკან დაბრუნდეო , ვუთხარი ახალ ვაკანსიაზე მაქვს შეტანილი და იმას ველოდებითქო და მეორეს რომ კითხეს რატომ არ ხარ ნამყოფი არსადო. უთხრა სამსახურებს ვიცვლიდი და შვებულების საშუალება არ იყოო. წინასწარ უნდა მოამზადო პასუხი იმაში რაშიც შეიძლება ჩაგჭრან smile.gif და ეს პასუხი სიმართლე თუ არა, სიმართლე გარეული მაინც უნდა იყოს, რომ არ გამოგიჭირონ

Posted by: kukaracha_mokles 16 Aug 2020, 20:54
მეგობრებო 25$ ჯარიმა დამოწერეს პივის დალევის გამო სანაპიროზე და რომელ საიტზე უნდა გადავიხადო ხოარ იცით?

Posted by: lilu777 17 Aug 2020, 02:09
kukaracha_mokles

თიქეთს არ აწერია სადმე?

მემგონი ესაა შენი ამბავი

Plea by Mail Program
Section 10-125 (2b) - “Consumption of Alcohol on Streets Prohibited” ( also known as “Open Container Violation” or “Consumption of Alcohol in Public”)
Effective July 1, 2004 individuals who receive a Criminal Court Summons citing a violation of Section 10-125 (2b) of the N.Y.C. Administrative Code - “Consumption of Alcohol on Streets Prohibited” ( also known as “Open Container Violation” or “Consumption of Alcohol in Public”) are eligible to plead guilty and pay a $25 fine by mail. This program is available to persons charged with this petty offense only, and only if no other summonses are issued to the individual at the same time.

In order to plead guilty by mail you must send the following:

the plea form✎ EditSign, completed and signed
the summons you received
check or money order for $25 made payable to NYC Criminal Court (DO NOT SEND CASH) with the summons number written on the payment
The above items must be mailed within 10 days of the date that the summons was issued, to:
N.Y.C. Criminal Court
P.O. Box 555
New York, NY 10013-0555
If you plead guilty by mail, you do not need to appear in Court.

To participate download and complete the form✎ EditSign.

ამ სატზე http://ww2.nycourts.gov/COURTS/nyc/criminal/specialprojects.shtml


ესაა ლუდის მსმელი და უფრო ეცოდინება smile.gif
thug

Posted by: ninikuca 18 Aug 2020, 22:08
გამარჯობათ მეგობრებო,

მართალია, რომ ძველ პასპორტსაც ითხოვს ამერიკის საელჩო? თუ აღარა მაქვს, არ გამიშვებენ?

Posted by: ფაშისტი 18 Aug 2020, 22:29
დღეს ქალბატონი ელჩი იყო ჩემს სამსახურში, რა დროს არ მქონდა პასპორტი თან ))) მივაჩეჩებდი ხელში ყელგამოწეული ))))

Posted by: DORO 19 Aug 2020, 07:15
QUOTE (ფაშისტი @ 18 Aug 2020, 22:29 )
დღეს ქალბატონი ელჩი იყო ჩემს სამსახურში, რა დროს არ მქონდა პასპორტი თან ))) მივაჩეჩებდი ხელში ყელგამოწეული ))))

რომელი ხარ გამოდი :

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: lilu777 19 Aug 2020, 07:44
ფაშისტი
DORO

ჰაჰ მაქდონალდში იყო? biggrin.gif

Posted by: DORO 19 Aug 2020, 18:27
lilu777
QUOTE
ჰაჰ მაქდონალდში იყო?

ახალი ფილიალი გააკეთეს აღმაშენებლის ხეივანზე --იდეალის გვერდით

დიდი ამბით გახსნეს ნათელამ და ჭყონიამ
ქელისაც დაუძახეს ბარემ შენც მოდიო biggrin.gif

Posted by: lilu777 19 Aug 2020, 18:38
DORO

ჭყონია როგორი დიპლომატიური ყოფილა biggrin.gif ამერიკის საელჩოსთან ცდილობს კარგ ურთიერთობას smile.gif
ჭამა მერე რამე? თუ სახლში გაატანეთ ბიგმაკი და ღვეზელი biggrin.gif

Posted by: DORO 19 Aug 2020, 20:31
lilu777
QUOTE
ამა მერე რამე? თუ სახლში გაატანეთ ბიგმაკი და ღვეზელი

შედარებით კაი ტანზეა და სავარაუდოდ არ ჭამს ჯანქ ფუდობას ალბათ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: UNEEK 20 Aug 2020, 10:17
QUOTE
ესაა ლუდის მსმელი და უფრო ეცოდინება smile.gif
thug


lol.gif

დიაგნოზი დაუსვა ტეხნიკურად.

მაგ რომელი სანაპიროს ლოთია?

Posted by: Planetarium 20 Aug 2020, 17:10
გამარჯობათ,


ვინმემ თუ იცით - ამერიკის მოქალაქეს საქართველოში შესვლისას კარანტინი უწევს?


მადლობა

Posted by: UNEEK 21 Aug 2020, 00:02
Planetarium
მემგონი არ უშვებენ ამერიკიდან

ნამდვილად ვიცი ის რომ მექსიკა კანადა საზღვრები ჩაკეტილია 26 სექტემბრამდე

Posted by: ninikuca 21 Aug 2020, 18:09
გამარჯობათ მეგობრებო,

მართალია, რომ მოქმედის გარდა ძველ პასპორტსაც ითხოვს ამერიკის საელჩო? თუ აღარა მაქვს, არ გამიშვებენ?

წინასწარ მადლობა.

Posted by: lilu777 21 Aug 2020, 22:03
QUOTE (Planetarium @ 20 Aug 2020, 17:10 )
გამარჯობათ,


ვინმემ თუ იცით - ამერიკის მოქალაქეს საქართველოში შესვლისას კარანტინი უწევს?


მადლობა

კი 2 კვირიანი კარანტინი მოუწევს smile.gif
* * *
UNEEK

რავიცი მე ბრაიტონ ბიჩის ალბათ smile.gif ეგეც ეხლა ჰემპტონებს არ იკლებდეს smile.gif

ninikuca

ეხლა არვიცი და ადრე მე რომ ვიყავი გადაწყვეტილი ქონდა ვიზა მოეცა ძველი პასპორტი უკან გამომიცურა smile.gif

Posted by: ninikuca 22 Aug 2020, 20:07
QUOTE (lilu777 @ 21 Aug 2020, 22:03 )


ninikuca

ეხლა არვიცი და ადრე მე რომ ვიყავი გადაწყვეტილი ქონდა ვიზა მოეცა ძველი პასპორტი უკან გამომიცურა smile.gif

ეგ წესი ტრამპის დროს შემოიღეს. მაგ დროში აიღეთ თქვენ ვიზა?

Posted by: lilu777 22 Aug 2020, 21:30
ninikuca

არაა , ტრამპის დროს არა, 2015 წელს ავიღე

აუცილებელი მხოლოდ მოქმედი პასპორტი და ამონაწერია, უბრალოდ ხანდახან არის დამატებით რაიმე საბუთს ითხოვენ smile.gif

Posted by: low flyer 23 Aug 2020, 17:12
მოაბრუნებენ NY-ს?

მანჰეტენზე ოფისები ცარიელია, ყველა სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადის და ბევრს ვიცნობ ვინც იაფიან შტატში გადადის ან აპირებს, ხელფას იგივეს იხდიან და დარჩენას რა აზრი აქვს.
უკვე 6 თვეა მეთვითონ სახლიდან ვმუშაობ და "ინდეფენეტლი ვორკ ფრომ ჰოუმ" გამოაცხადა კომპანიამ, ეხლა მგონი საერთოდ ბილდინგის ლიზსაც აუქმებენ.
ხოდა, ეს რენტა/ლიზების ფული რომ აღარ იტრიალებს, ხალხი იაფიან შტატში წავა და შემოსავალს იქ დახარჯავს, ბარ/რესტორნები და 5-ე ავენიუზე მაღაზიები მხოლოდ ტურისტებით ვერ იარსებებენ.

იმჰო ვეღარ იქნება NY ის რაც იყო.

Posted by: პეტრუჩი 23 Aug 2020, 18:04
low flyer
დემოკრატების მმართველობის გარდაუვალი ნაწილია ეგ

კრიმინალი ჯეჯილობს
დაბრუდნენ ჯულიანიმდე პერიოდში.

მეტის Ღირსები არიან, Შემოხაზონ დიდი ამბით დე ბლაზიო და კვომო, მარა პრობლემა ისაა, გარბის ეგ ხალხი ფლორიდაᲨი და ვინც გააქცუნა იმათ ირჩევს იქაც.

დაიქცევა ნიუ იორკი, კალიფორნია და მერე ნელ-ნელა წამოდგება ფეხზე, მარა უარესი წინაა ჯერ.

Posted by: lilu777 23 Aug 2020, 18:24
low flyer
პეტრუჩი

აუ არვიცი, ძალიან ველოდები არჩევნებმა გაიაროს და იქნებ რამე შეიცვალოს.
ადრე სადაც ვმუშაობდი სასტუმროებში დესკზე ტურებს ვყიდიდით და ბროდვეის ბილეთებს, საერთოდ გაუქმდა ეგ სამსახური და ისე დარჩა ხალხი

კიდევ რამდენი იქნება ასეთი sad.gif

Posted by: dongabo 23 Aug 2020, 22:07
როგორა ხართ ამერიკანცი?
რამოდენიმე დღეში NY ვიქნები. ქართულად ნათარგმნი წიგნების ყიდვა არის შესაძლებელი? პატარა ბიჭისთვის მინდა. ქართულად კითხვა ისწავლა და მინდა უფრო გააუმჯობესოს. კონკრეტულად ერთი წიგნი მაინტერესებს. მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი, ჰელკბერი ფინის თავგადასავალი და უფლისწული და მათხოვარი. სამივე რომანი ერთ სქელტანიან წიგნშია. არის შესაძლებელი ყიდვა ან ვინმეს თუ სახლში აქვს და ეჩუქებინება ძალიან გამახარებთ.
საქართველოში თითქმის ყველას აქვს სახლში,მაგრამ ამ კორონების გადამკიდე არ ვიცი როგორ მოვწიო აქ შორეული ჯორჯიადან))

Posted by: lilu777 23 Aug 2020, 22:14
dongabo

არა სამწუხაროდ შეუძლებელია, მაგრამ სადღაც ბრუკლინში ქართული ბიბლიოთეკა უნდა იყოს მგონი. თუმცა რა აქვთ არვიცი.

რარაც ნათარგმნები იყიდება ამაზონზე , მაგრამ ისეთი ცუდი ნათარგმნია რა ენაა ვერ გაიგებ . მოკლედ ჯობია ჩამოიტანო

Posted by: SiBNELE 23 Aug 2020, 22:19
dongabo
QUOTE
ქართულად ნათარგმნი წიგნების ყიდვა არის შესაძლებელი? პატარა ბიჭისთვის მინდა. ქართულად კითხვა ისწავლა და მინდა უფრო გააუმჯობესოს.

გაგიჭირდება, მხოლოდ ვინმე თუ გაყიდის. ჩვენ საქართველოდან გამოვიწერეთ თავის დროზე და პერიოდულად ვიწერთ ხოლმე კიდე. ნუ ვიწერთ რა, მეგობრებს ვაგზავნინებთ.

Posted by: dongabo 23 Aug 2020, 22:22
lilu777
madloba. მოვძებნე ეს ბიბლიოთეკა.
https://www.amerikiskhma.com/a/geogian-library-nyc/3287732.html

ქართული ეკლესია თუ არის ბრუკლინში სადმე ბრაიტონთან ახლოს?

Posted by: lilu777 23 Aug 2020, 22:28
dongabo

კი არის ორი, მაგრამ ეკლესიის შენობაში არაა ბინაშია გახსნილი.

მე უკრაინულში დავდიოდი მართმადიდებულში ეკლესიის შენობაა გუმბათოვანი, ნეტკოსტთან

ქართული ერთი ესაა
https://www.facebook.com/St.NinoGeorgianChurchNY/

Posted by: madridiSSta1988 24 Aug 2020, 10:02
QUOTE (lilu777 @ 12 Aug 2020, 17:17 )




madridiSSta1988


მე მგონია ნოემბრის მერე ყველაფერი დასტაბილურდება და აღდგება smile.gif

up.gif

იმედია , საელჩოში აპირებს დარეკვას და რასაც ეტყვიან აქაც დავწერ.

Posted by: shonsky 24 Aug 2020, 15:43
გამარჯობა, ტურისტული ვიზით შევძლებ აშშ-ში გამგზავრებას? რაღაც გავიგე რომ დაბლოკილიაო ვიზები, არ ვიცი ჭორია თუ სიმართლე

Posted by: lilu777 24 Aug 2020, 18:14
shonsky

გრინ ქარდი ვინც მიიღო ისინი ჩამოდიან ჩვეულებრივად და ტურისტული ვიზით არვიცი

Posted by: paranoidis_dzma 25 Aug 2020, 12:05
ENTERING THE UNITED STATES



U.S. citizens and Legal Permanent Residents (green card holders) may enter the United States at any time, regardless of origin or flight route.



Most visa holders may enter the United States unless they have been present (including transit) in the Schengen Area or other restricted countries within the last 14 days, OR are subject to another suspension determined by Presidential Proclamation.



**The U.S. Embassy is authorized to grant exceptions for some visa-holders traveling to the United States for economic, academic, or humanitarian reasons to allow them to enter the United States even after being present in or transiting the Schengen Area, United Kingdom, or Ireland. For more information, please contact the Visa Unit at TbilisiConsular@state.gov.**



For all travelers, international flights are currently only allowed to land at 15 specific airports in the United States, which are set up to provide additional health screening for arriving passengers.



After arrival: Although there is no enforced quarantine for anyone entering the United States, currently the CDC recommends that all travelers from countries with widespread, ongoing COVID-19 transmission arriving in the United States should stay at Home for 14 days after arrival.

Posted by: shonsky 25 Aug 2020, 12:50
paranoidis_dzma
ეს გასაგებია, მე თურქეთით მივფრინავ და იმედია არ მეხება ეს შეზღუდვები

Posted by: lilu777 26 Aug 2020, 04:28
ვისაც ბროდვეის შოუები მოგწონთ და ბილეთი გეძვირებათ ხოლმე დაესიეთ, იანვრის ბილეთებია 50 დოლარიდან smile.gif

Posted by: dongabo 26 Aug 2020, 20:13
ხვალ საღამოს მოვდივარ NY-ში.

lilu777 დაკალი მამალი!! lol.gif

Posted by: lilu777 26 Aug 2020, 20:55
dongabo


ჩამოდი დავაბურგერე უკვე ეგ მამალი biggrin.gif ქათმის ხორცს არ მოგაკლებთ smile.gif

Posted by: @Schizophrenic 26 Aug 2020, 22:02
lilu777

მაგ ბურგერის ზომაზე უნდა გააღო პირი თუ სხვა გზები არსებობს მაგის ჭამის biggrin.gif
;;

Posted by: lilu777 26 Aug 2020, 22:10
user posted image@Schizophrenic

ნუ გზების არჩევანში არავინ გზრუდავს, მაგრამ ძირითადად ასეთი ბურგერების დროს ერთჯერად ხელთატმანს იკეთებენ და
ხელით ჭყლეტენ და აპატარავებენ პირის ზომაზე biggrin.gif



Posted by: marimari11 26 Aug 2020, 22:15
https://www.beautylish.com

ამ საიტზე შედიხართ? შეფერხება აქვს თუ საქართველოდან აღარ მიშვებს, ვერ გავიგე

403 Forbidden
ასე აწერს

Posted by: SiBNELE 26 Aug 2020, 22:33
marimari11
QUOTE
ამ საიტზე შედიხართ? შეფერხება აქვს თუ საქართველოდან აღარ მიშვებს, ვერ გავიგე

მუშაიობს.

Posted by: marimari11 26 Aug 2020, 22:33
SiBNELE
ოოოოოო რა უნდა sad.gif((
მე რატომ არ მიშვებს?
მიშვებდა არადა

Posted by: dongabo 26 Aug 2020, 22:42
lilu777
QUOTE
ჩამოდი დავაბურგერე უკვე ეგ მამალი  ქათმის ხორცს არ მოგაკლებთ

ორგანიკი თუ არ არის,არ ვეკარები მამლის ხორცს lol.gif
ცუდ რაღაცეებს შეიცავს 2 თვეში გაზრდილი ქათამი. განსაკუთრებით კაცებისთვის

Posted by: lilu777 26 Aug 2020, 22:42
marimari11

კი შევედი. სხვა ბრაუზერით სცადე ან ქუქები გაასუფთავე აბა და იქნებ შეგიშვას

dongabo

ორგანიკია ნუ გეშინია ცენტრალ პარკში ვასეირნებდი და დარჩეულ ხორბალს ჭამდა biggrin.gif

Posted by: dongabo 26 Aug 2020, 22:45
ბოლოს 3 კვირის წინ ვიყავი NY მანჰეტენზე. ხალხი თითქმის არ დადიოდა ქუჩაში. მხოლოდ ბომჟებით იყო სავსე და ცარიელ ქუჩებში უფრო ბევრნი ჩანდნენ. მეტროც თითქმის ცარიელი დადიოდა და რაც მთავარია სუფთად გამოიყურებოდა.
* * *
QUOTE
ცენტრალ პარკში ვასეირნებდი და დარჩეულ ხორბალს ჭამდა

up.gif biggrin.gif

Posted by: marimari11 26 Aug 2020, 22:49
რამდენიმეს დავატესტინე საქართველოდან და არ შევიდა

Posted by: dongabo 26 Aug 2020, 22:52
marimari11
უპრობლემოდ შევედი. ხარისხიანად გამოიყურება

Posted by: marimari11 26 Aug 2020, 22:54
dongabo
საქართველოდან შეხვედი?

Posted by: dongabo 26 Aug 2020, 22:58
QUOTE
marimari11

QUOTE
საქართველოდან შეხვედი?

no.gif
პარფიუმერიაზე ვთქვი. მაღალი ფასები ადევს და ლოგიკურად ვიფიქრე ხარისხიანი ნაწარმიამეთქი.

Posted by: marimari11 26 Aug 2020, 22:59
dongabo
საქართველოდან ვერ შემოვდივართ და მაგიტომ ვიკკითხე
არადა გამოვიწერე ამ საიტიდან რაღაცა ორი კვირის წინ და ეხლა აღარ მიშვებს
გადავირიე :დ

Posted by: dongabo 26 Aug 2020, 23:02
QUOTE
საქართველოდან ვერ შემოვდივართ და მაგიტომ ვიკკითხე
არადა გამოვიწერე ამ საიტიდან რაღაცა ორი კვირის წინ და ეხლა აღარ მიშვებს
გადავირიე

კარგად მესმის შენი...

Posted by: kucha 28 Aug 2020, 14:13
Ezpass-ზე ამ ბოლო დროს რაიმე პრობლემები ხომ არ გქონიათ? ბოლო 2 თვეა თანხა მაქვს და ნიუ ჯერსის შტატი მიგზავნის ტიკეტებს 50$ინი დანამატით.
ეხლაც ბოლო 3 დღეში 8ჯერ გადავედი ვერაზანოზე და არ ეჭრება თანხა ბალანსიდან. დარწმუნებული ვარ ტიკეტი მოვა. მაგასაც კორონა ხომ არ შეეყარა.

Posted by: lilu777 28 Aug 2020, 18:05
kucha

შეგიძლია ის ტიკეტი გააპროტესტო თუ მოვიდა , მე არ მქონია არ გავცდენილვარ ქვინს კაი ხანია. მაქსიმუმ ლონგ აილენდზე წავიდე biggrin.gif




თეგი იქნება გაფუჭებული
ახალი გამოაგზავნინე

ტიკეტი რატო მოგდის ჩვეულებრივად თოლი არ უნდა მოვიდეს გადასახდელი?

Posted by: Harley Davidson 28 Aug 2020, 20:01
kucha
თეგის ბრალი იქნება, ბატონოჩემო.
სანომრეს თეგი თუ გაქვს, მითუმეტეს.

Posted by: kucha 29 Aug 2020, 15:02
lilu777
QUOTE
ტიკეტი რატო მოგდის ჩვეულებრივად თოლი არ უნდა მოვიდეს გადასახდელი?

"თოლი" "ტიკეტი" ერთია რა, ტერმინების დედაც ლილუ. ხო თოლია რომელსაც მოყვება 50$იანი ჯარიმა.

Harley Davidson
სანომრეს თეგი რა არის აბა მითხარი, ჩვეულებრივი თეგი მაქვს წინა საქარე მინაზე დამაგრებული.

Nj ოფისში დავრეკე, ზუსტად 1.23 საათი ველოდე ოპერატორს მაგრამ არ გავთიშე. მოპასუხე თუ არა ეგრევე ჯარიმის ნომერი მოითხოვა და თეგის, თან დააყოლა ჯარიმები გაუქმებულია და 8.50ს ჩამოგაჭრითო.

ანუ ეხლა NY ის ოფისში უნდა დავრეკო და იველოდო 1 ან 2 საათი. ამათი ბიუროკრატი დედაც რა.

Posted by: dongabo 29 Aug 2020, 22:56
QUOTE
Ezpass

მე არ მაქვს იზიპასი და ქეშს ვიხდი როცა მიწევს გასვლა.

ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ მაინც გავიარე მერილენდში და ნიუ-ჯერსიში. ამ კორონას გამო ჯიხურები ცარიელი იყო და გამოკრული ჰქონდათ სახლში გამოვგზავნითო ტიკეტებს.
საერთოდ არაფერი მოდის მე მაგაზე ვნერვიულობ რატომ არ მოდის))
საიტზეც ვერ გავარკვიე. მანქანის ნომრები შემყავს და კიდევ რაღაც ტიკეტის ნომერს მთხოვს რაც არ მაქვს.

kucha საიტზე არ გიცდია შესვლა?

Posted by: sandrikia 29 Aug 2020, 23:18
იზიპასის კანტორა არის მსოფლიოში ნომერ პირველი ღლეობა!! და ვაბშე ეგ იზიპასი! ორჯერ გამომიწერეს ჯარიმა ისე რომ წერილიც არ მომსვლია! ის ვერ გააკეთეს რომ ესმესის სახით მოგდიოდეს მესიჯი რომ გაჯარიმებენ! იმენა რაც მეზიზღება ამ ამერიკაში ყველაზე მეტად ეს იმენა კონვერტები! 21 საუკუნეა ბლიად 21! გაიარე თბილისში წითელზე მოგივიდა ერთ საათში მესიჯი რომ გაიარე წიტელზე! დავიჯერო მანდ ეგრე ჭირს მაგ სისტემის დანერგვა? ან არ ეზარებათ ამდენი ქარალდის ხარჯვა ამ ჩემისებს?!

Posted by: kucha 30 Aug 2020, 03:04
dongabo
dongabo
QUOTE
kucha საიტზე არ გიცდია შესვლა?

ყოველდღე შევდივარ და თანხა არ აკლდება, არადა ბოლო 1 კვირაში დღეში ერთხელ გადავდივარ ვერაზანოზე. საიტზე თორემ რამე არ გაარკვიო ამათ საიტზე.

sandrikia
QUOTE
ან არ ეზარებათ ამდენი ქარალდის ხარჯვა ამ ჩემისებს?!


უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგება ეგ რომ გააკეთონ smile.gif საგიჟეთია.

საკრედიტო ბარათი გამიტყდა და დავრეკე ახალი შევუკვეთე, უკვე მესამე მოვიდა 1 კვირაში, ველოდები კიდე რამდენი გამოაგზავნიან ეს ავადმყოფები biggrin.gif

Posted by: zipo-zipo 30 Aug 2020, 13:16


მაიამიში ვინც ყოფილხართ, მაინტერესებს ტრანსპორტირებისას საცობები რამდენად პრობლემატურია?



Posted by: gvelis_wiwila 30 Aug 2020, 17:02
ზეგ ვბრუნდები უსაში, ამჯერად ბოსტონში )

ვაქცინა დამახვედრეთ bis.gif

Posted by: zipo-zipo 30 Aug 2020, 18:13


gvelis_wiwila
QUOTE
ზეგ ვბრუნდები უსაში, ამჯერად ბოსტონში

ფრენები არაა და როგორ ბრუნდები



Posted by: sandricha 30 Aug 2020, 21:55
zipo-zipo

არის ფრენები თურქეთიდან მოფრინავს ძმაკაცი 3 ში

Posted by: sandrikia 30 Aug 2020, 22:11
QUOTE
საკრედიტო ბარათი გამიტყდა და დავრეკე ახალი შევუკვეთე, უკვე მესამე მოვიდა 1 კვირაში, ველოდები კიდე რამდენი გამოაგზავნიან ეს ავადმყოფები


კაკ რას ეგრე გამომიგზავნა ფედელისმა 4 კარტა დაზღვევის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kucha 31 Aug 2020, 04:34
sandrikia
QUOTE
4 კარტა

4 ცოტაა biggrin.gif

Posted by: zipo-zipo 31 Aug 2020, 05:59

sandricha
QUOTE
არის ფრენები თურქეთიდან მოფრინავს ძმაკაცი 3 ში

როდის მერე აღდგა?
ტურისტული ვიზით უშვებენ ხალხს?



Posted by: lilu777 31 Aug 2020, 07:16
sandrikia

ჩემთვისაც გამოუგზავნია ემბლემ ჰელს და თავიდან დავიბენი რა ხდებოდა ვერ მივხვდი smile.gif

zipo-zipo


ტურისტულები ვერ შემოდიან მგონი არ იქნება ტურისტულით

Posted by: Frankens†ein 31 Aug 2020, 13:17
QUOTE (zipo-zipo @ 31 Aug 2020, 05:59 )
sandricha
QUOTE
არის ფრენები თურქეთიდან მოფრინავს ძმაკაცი 3 ში

როდის მერე აღდგა?
ტურისტული ვიზით უშვებენ ხალხს?

თურქეთი არ არის აკრძალული ქვეყნების სიაში, შესაბამისად არ იქნება პრობლემა.

https://report.ge/society/siakhle-sakartvelos-mokalakeebistvis-ashsh-shi-shesvlastan-dakavshirebit/

https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/travelers/from-other-countries.html

Posted by: gvelis_wiwila 1 Sep 2020, 09:16
QUOTE
ფრენები არაა და როგორ ბრუნდები


ტურისტულით არ მოვდივარ smile.gif

და არის ფრენები, უბრალოდ 2-3 ფრენაა სულ და ძვირი

Posted by: sandrikia 1 Sep 2020, 22:13
ბრუკლინებში ხომ არ აქირავებთ ვინმე ოთახს 800$ ფარგლებში??

Posted by: lilu777 2 Sep 2020, 01:43
sandrikia


მე არ ვცხოვრობ ბრუკლინში მაგრამ ვიღაცეები აქირავებენ :

ქირავდება ოთახი ბრუკლინში, sheepshead bay, მეტრო Q, B, ნეტკოსტთან ახლოს. საკუთარი სახლი, მეორე სართული, კეთილმოწყობილი. ბინას აქვს ყველა პირობა. დარეკეთ ნომერზე 6462622609

ქირავდება ოთახი ბრუკლინში,
sheepshead bay-ზე,
მეტრო Q, B,
ნეტკოოსტთან ახლოს.
საკუთარი სახლი, მეორე სართული, კეთილმოწყობილი. ბინას აქვს ყველა პირობა.
დარეკეთ ნომერზე ☎️
(201) 667-6617
6462622609
700$

ქირავდება ოთახი ავენიუ U -ზემეტროდან სამი წუთის სავალზე კეთიმოწყობილი.ფასი 800დოლარი ბილები გაიყოფა შუაზე.
ტ3474444644

ქირავდება ოთახი ბრუკლინში, 1 სექტრმბრიდან, ფასი 800 $. 6462416300 ნინო.

ქირავდება 1 საძინებელი 2 საძინებლიან ბინაში მანჰეტენზე Washington Heights-ში, A train-თან ძალიან ახლოს. $850. შემეხმიანეთ ვისაც დაგაინტერესებთ.
https://www.facebook.com/shotal?fref=search&__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARBbVb7Ub8b9RvkmOvG0N4U6sHh_D6JnrJ6K-F9EvnfYFcix3v74WQ5BV1aM5iGNKaLjjD8jrGw39QUL


ქირავდება ნათელი, იზოლირებული დიდი ოთახი 25 ავენიუზე, Bensonhurst, ახლოს 86 ქუჩასთან, ავტობუსები B1, B3 და D train. ინტერნეტი და კომუნალური გადასახადები შედის საფასურში. ტელეფონი: 1-347-755-2122 ქალბატონი ანა

ირავდება დიდი ოთახი (19 კვ.მ) E 18 Street-ზე. Kings Highway-სთან ახლოს. B და Q თრეინები არის ფეხით 4 წუთის სავალ გზაზე. სარეცხი მანქანა დამონტაჟებულია ბინაში. ქირის ღირებულება ორი ადამიანის შემთხვევაში არის 900$, ხოლო 1 ადამიანის შემთხვევაში
700$. ოთახი ქირავდება მხოლოდ არამწეველ პირებზე. ტელ: 347 447 0752; 917 294 1968.


ამის მერეც თუ ვერ იქირავე არ გქონია ბედი smile.gif

Posted by: sandricha 2 Sep 2020, 22:12
zipo-zipo

ტურისტული არა გრინ კარტით ჩამოვიდა

Posted by: sandrikia 2 Sep 2020, 22:41
lilu777

მადლობა კი ეგენი ვნახე რამოდენიმეს ველაპარაკე.

lilu777

რა ადგილას ცხოვრობ შენ?

Posted by: lilu777 2 Sep 2020, 22:41
sandrikia

მერე, იშოვე რამე? smile.gif

Posted by: sandrikia 2 Sep 2020, 22:42
lilu777

არა ჯერ არა. მანდედან გაქირავებული აქ ერთს. ზოგმა ველოდებითო. გამოჩნდება რამე კიდე biggrin.gif

Posted by: lilu777 2 Sep 2020, 23:01
sandrikia

მე ქვინსში ვცხოვრობ. აქ აქირავებდა ერთი ოთახს თუ გაწყობს ვიკითხავ? smile.gif

Posted by: sandrikia 2 Sep 2020, 23:43
QUOTE (lilu777 @ 2 Sep 2020, 23:01 )
sandrikia

მე ქვინსში ვცხოვრობ. აქ აქირავებდა ერთი ოთახს თუ გაწყობს ვიკითხავ? smile.gif

არა ბრუკლინი მინდა ეხლა ქვინსში ვხოვრობდი მეც ))) კაია მარა ძვირი. ისე რა ადგილას არის ქვინსში?

Posted by: lilu777 3 Sep 2020, 00:12
sandrikia

კი აქ მართლა ძვირია ცხოვრება sad.gif მაგრამ კარგ ფასად გვაქვს ბინა და არ მეთმობა

Posted by: sandrikia 3 Sep 2020, 00:31
QUOTE (lilu777 @ 3 Sep 2020, 00:12 )
sandrikia

კი აქ მართლა ძვირია ცხოვრება sad.gif მაგრამ კარგ ფასად გვაქვს ბინა და არ მეთმობა

ხო კაი ფასში თუა კარგია.....................

Posted by: იაგანა_Godfather 3 Sep 2020, 10:51
ბ1 ბ2 ვიზებზე ყოფილხართ საელჩოში ვინმე მარტის შემდეგ ?

Posted by: lilu777 3 Sep 2020, 18:36
იაგანა_Godfather

არის საერთოდ გასაუბრებები ტურისტულ ვიზაზე? არ მგონია





პანერაში ძალიან გემრიელი წვნიანი აქვთ, ვისაც წვნიანი უყვარს smile.gif broccoli cheddar soup

Posted by: ტანკე 4 Sep 2020, 03:34
თუ იცით, 2 კვირიანი კარანტინი აუცილებელია აშშ-ში ჩასვლისას? თუ კი - თვითონ მიგიჩენენ ადგილს უფასოდ?
საუბარია იმათზე, ვისაც შეუძლია ჩასვლა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
მხოლოდ კარანტინის თემა მაინტერესებს. მაგალითად, უცხოელ სტუდენტებს ეხებათ კარანტინი?

Posted by: kucha 4 Sep 2020, 04:52
ტანკე
არანაირი კარანტინი არაა

Posted by: ტანკე 4 Sep 2020, 04:53
kucha
მადლობა
------------------------------------------

Posted by: madridiSSta1988 6 Sep 2020, 14:00
მეგობრებო, ახლობელი აპირებს იქით წელს ტურისტული ვიზით წასვლას, პატარა სპანიელი ჰყავს და აქ ვერავის ვერ უტოვებს, ხომ არ იცით ცხოველის გადაყვანაზე რა შეზღუდვები მოქმედებს? გაატანენ საერთოდ?

Posted by: lilu777 6 Sep 2020, 22:33
madridiSSta1988

როგორც მახსოვს ჯანმრთელობის ცნობაა საჭირო და ძაღლის პასპორტი გასაკეთებელი smile.gif

ასეე არის ჯიშები , რომელზეც შეზღუდვაა , მაგრამ სპანიელზე არ იქნება ალბათ

არ მახსოვს აეროპორტის საიტზე იდო ეს ინფო თუ ამერიკის საელჩოს საიტზე სადღაც ვნახე ადრე smile.gif









რა მაგარი იქნება ამ ახალ წელს კორონა თუ აღარ იქნება და ტურისტებიც ნაკლებად ჩამოვლენ , მაშინ მართლა ღირს მანჰეტენზე გასვლა smile.gif
user posted image

Posted by: zipo-zipo 8 Sep 2020, 19:24


აქ ხართ ვინმე, ვინც უბერზე ვინმე მუშაობთ?



Posted by: sandrikia 8 Sep 2020, 19:50
თბილისი პარიზი ნიუ იორკი ვის გიფრენიათ??!!

zipo-zipo


მე ვმუშაობდი!

Posted by: lilu777 8 Sep 2020, 20:51
zipo-zipo

უბერი ტაქსი თუ დელივერი? smile.gif

Posted by: madridiSSta1988 8 Sep 2020, 22:56
QUOTE (lilu777 @ 6 Sep 2020, 22:33 )
madridiSSta1988

როგორც მახსოვს ჯანმრთელობის ცნობაა საჭირო და ძაღლის პასპორტი გასაკეთებელი smile.gif

ასეე არის ჯიშები , რომელზეც შეზღუდვაა , მაგრამ სპანიელზე არ იქნება ალბათ

არ მახსოვს აეროპორტის საიტზე იდო ეს ინფო თუ ამერიკის საელჩოს საიტზე სადღაც ვნახე ადრე smile.gif

გმადლობთ smile.gif

Posted by: lilu777 9 Sep 2020, 00:57
sandrikia

კოვიდის პირობებში გაინტერესებს ახლა თუ საერთოდ? ანუ რა ინფო გჭირდება? smile.gif



Posted by: sandrikia 9 Sep 2020, 01:02
QUOTE (lilu777 @ 9 Sep 2020, 00:57 )
sandrikia

კოვიდის პირობებში გაინტერესებს ახლა თუ საერთოდ?  ანუ რა ინფო გჭირდება? smile.gif

რაც წავიკიტხე მაგარი კვერცხობა აეროპორტია იმ პონტში რომ ტერმინალები უაზროდაა დაშორებულიო და ძნელი გასაკვლევიაო! გადაჯდომა მაქ ძალიან პატარა! სადღაც 80 წუთი. ხო და რომ ჩამოვალ ახლოსვეა ტრანზიტის გეითი? ტერმინალ 2E ჩამოვდივარ. კოვიდის პონტში მაგარი ცარიელიაო. ნამყოოფი კი ვარ მარა მაშინ ეგრევე გავედი პარიზში. მარა ეხლა ამერიკაში მოვდივარ.

Posted by: lilu777 9 Sep 2020, 01:42
sandrikia

მე ათათურქის აეროპორტში მომიწია მასე იქაც ერთი ამბავია და გიჟივით გავრბოდით გადასაჯდომათ smile.gif



Posted by: sandrikia 9 Sep 2020, 01:47
QUOTE (lilu777 @ 9 Sep 2020, 01:42 )
sandrikia

მე ათათურქის აეროპორტში მომიწია მასე იქაც ერთი ამბავია და გიჟივით გავრბოდით გადასაჯდომათ smile.gif

ხო ეგეც ძაან საგიჟეთია. თან ამ კოვიდის პონტში შემოწმებებიც იქნება უფრო მეტი..

Posted by: lilu777 9 Sep 2020, 01:53
sandrikia


მემგონი გაითვალისწინებენ მაინც და არ გექნება პრობლემა smile.gif

Posted by: zipo-zipo 9 Sep 2020, 09:36


sandrikia
QUOTE
მე ვმუშაობდი!

საშუალო საათობრივი შემოსავალი რამდენი გამოდის, ხარჯების გამოკლებით?



lilu777
QUOTE
უბერი ტაქსი თუ დელივერი?

ტაქსი



Posted by: lilu777 9 Sep 2020, 21:22
zipo-zipo

ტაქსზე ასე დეტალები არ ვიცი, ვინ იცის დაგიწერს, მაგრამ ჩემი 2 მეზობელი მუშაობს ტაქსზე , ცოლი ყავთ და თბილისში შვილი, კმაყოფილები არიან smile.gif

Posted by: sandrikia 9 Sep 2020, 21:29
zipo-zipo

ესე არ ვიცი საშუალოდ. დიდი ხანია აღარ მიმუშავია უბერზე მარა ერთი წლის უკან 200 დოლარს გააკეთებდი ყველაპონტში დღეში! 200/300/ ყველაზე მეტი გამიკეთებია 420$ გააჩნია რამდენჯერ მოგიწევს აეროპორტში თრიფი. ერთხელ 3 ჯერ ვიყავი ნიუ ჯერსიში! და იმავე დღეს სამჯერ ჯიეფკეიში! ყველა დღე განსხვავდება რა. მარა მაქანა შენი უნდა იყოს. რო ქირაობ ბევრი არ გრჩება. და ეხლა როგორც მითხრეს ძაან გაფუჭდა მუშაობა. 500000 კაცმა დატოვა ნიუ იორკის შტატი. და იასნა აისახა მუშაობაზეც.

Posted by: zipo-zipo 9 Sep 2020, 22:20


sandrikia
QUOTE
ერთი წლის უკან 200 დოლარს გააკეთებდი ყველაპონტში დღეში! 200/300/ ყველაზე მეტი გამიკეთებია 420$ გააჩნია რამდენჯერ მოგიწევს აეროპორტში თრიფი.

დღეში საშუალოდ რამდენი საათი მუშაობდი?



Posted by: sandrikia 9 Sep 2020, 22:46
QUOTE (zipo-zipo @ 9 Sep 2020, 22:20 )
sandrikia
QUOTE
ერთი წლის უკან 200 დოლარს გააკეთებდი ყველაპონტში დღეში! 200/300/ ყველაზე მეტი გამიკეთებია 420$ გააჩნია რამდენჯერ მოგიწევს აეროპორტში თრიფი.

დღეში საშუალოდ რამდენი საათი მუშაობდი?

10/12 თუ მეზარებოდა 4/5 ან ვაბშე არ ვმუშაობდი ) იმდენად მეზიზღებოდა ეს უბერი და ლიფტი რომ ვერ აგიღწერ! ) იმდენი კლიაოზნიკი გხვდება თან. მარა ერთი ის აქ კაი რომ ქალაქს ისწავლი მაგრად. აი რავი ნიუ იორკი ძალიან მაგრად ვისწავლე ქუჩები და ა.შ და გამოცდილებას შეიძენ ხალხთან ურთიერთობის ამბავში. რაღაც დადებითი აქ. თორე ისე კაი დიდი ქაქია.

Posted by: gvelis_wiwila 11 Sep 2020, 02:54
კაცს ნიუ იორკში მიცხოვრია, ელეიში მიცხოვრია, შრი ლანკაზე მიცხოვრია ბოლო ბოლო და ეგეთი ტენიანობა და ჰუმიდიტი ბოსტონს რომ სცოდნია, ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს spy.gif

დავდივარ გაწებილი du.gif

Posted by: lilu777 11 Sep 2020, 02:58
gvelis_wiwila

ნიუ იორკზე უარესია? რა საშინელებაა. მე კიდევ აქ მგონია აუტანელი sad.gif

Posted by: kalekalebind 11 Sep 2020, 13:57
QUOTE (lilu777 @ 11 Sep 2020, 02:58 )
gvelis_wiwila

ნიუ იორკზე უარესია?  რა საშინელებაა. მე კიდევ აქ მგონია აუტანელი  sad.gif

ინდონეზიაში თუ მალაიზიაში ყოფილა რაღაც ადგილი თურმე ტენიანობის მაჩვენებელი 92% არის იქ იმ სოფელში


კუალა ლუმპურის მერის დაცვაში მუშაობს ძმაკაცის ახლობელი და იმისგან ვიცი

Posted by: gvelis_wiwila 11 Sep 2020, 18:33
lilu777

კი რავი ჩემთვის შედარებაც არაა

Posted by: sandrikia 11 Sep 2020, 23:32
ეეე აბა თქვენ ფოთში არ გიცხოვრიათ ივლისის თვეში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: lilu777 12 Sep 2020, 18:02
ikandro


მადლობა, მაგრამ მე ქვინსში ვცხოვრობ და ბეირიჯი საკმაოდ შორსაა ჩემგან smile.gif

Posted by: .DG. 12 Sep 2020, 21:01
sandrikia
QUOTE
რაც წავიკიტხე მაგარი კვერცხობა აეროპორტია იმ პონტში რომ ტერმინალები უაზროდაა დაშორებულიო და ძნელი გასაკვლევიაო! გადაჯდომა მაქ ძალიან პატარა! სადღაც 80 წუთი

რომელი ტერმინალიდან მიფრინავ?
თუ ერთიანი ბილეთი გაქვს და ბარგი არ გაქვს ასაღები საათი და ოცი წუთი ყველაფერში გეყოფა- გადაჯდომასაც მოასწრებ და დასვენებასაც.

პ.ს.
https://easycdg.com/passenger-information/connecting-flight-connections-paris-cdg-airport/transfer-terminal-2e/

user posted image

Posted by: lilu777 13 Sep 2020, 03:50
ვინმე თუ გასეირნებულხართ ბორანით? რა ადგილებიდან ხდება და რამდენი ხანი გადის ოკეანეში? კაი დროის გასატარებელია ამ პანდემიის დროს smile.gif

Posted by: kukaracha_mokles 13 Sep 2020, 06:26
მეგობრებო როგირ შევამოწმო ტოლები მაქ თუ არაგადასახდელი? წესითუბდა მქონდეს იმიტო რო ბევრჯერ ვიყავი მანქანით შტატიდან გასული მარა მისამართზე ბილები არ მოსულა და რა გზით ხდება? შეგილიათ რო დამეხმაროთ ან რამე მირჩიოთ?

Posted by: .DG. 13 Sep 2020, 11:05
lilu777
QUOTE
ვინმე თუ გასეირნებულხართ ბორანით? რა ადგილებიდან ხდება და რამდენი ხანი გადის ოკეანეში?

უოლ-სტრიტის პირსიდან იწყება და ბევრი მარშრუტია. მე East river-ზე ვიყავი-ხიდების ქვეშ გადიოდა და იმიტომ დამაინტერესა. 45 წუთი ვიყავით გზაში. ფასი 2.75. მე როცა ვიყავი კარგი ადგილებისთვის უნდა მიგესწრო (ზედა ბაქანზე). ახლა არა მგონია ბევრი ხალხი იყოს.

user posted image

user posted image

Posted by: kucha 13 Sep 2020, 16:07
kukaracha_mokles
ზოგადად მაგ თოლების დაწესებულებას დიდი კოვიდი აქვთ შეყრილი სისტემაში და ყველაფერი არეული აქვთ, ისე კი საიტზე მანქანის ნომრით და თარიღებით უნდა მოძებნო


https://www.e-zpassny.com/en/home/index.shtml

Posted by: lilu777 13 Sep 2020, 16:11
.DG.

45 წუთი ბევრი არაა? smile.gif

მანჰეტენიდან რომ გადიოდეს არ მინდა, მანქანის დაყენება ძნელია

Posted by: .DG. 13 Sep 2020, 18:53
lilu777

QUOTE
45 წუთი ბევრი არაა?

ცოტა მეტიც გამოვა. პირველ და ბოლო სურათზე ვნახე გადაღების დროები.
5 გაჩერებას ააკეთებს ბრუკლინის გაყოლებაზე და მაგასაც მიაქვს დრო.

QUOTE
მანჰეტენიდან რომ გადიოდეს არ მინდა, მანქანის დაყენება ძნელია

მანდაა საწყისი წერტილი, ყველა მხარეს მანდედან გადიან.
ისე მანქანით თუ იქნები მოუხერხებელია- ბოლო გაჩერებიდან ისევ უკან ხომ არ გაყვები ბორანს.

user posted image

Posted by: ikandro 13 Sep 2020, 19:23
lilu777

აქედან

https://goo.gl/maps/JsvjJNcgYRLUWsDk8

Posted by: wrangler7 13 Sep 2020, 22:12
ხანძარი ჩააქრეს? აუ რა ფოტოები იდება cry.gif

Posted by: lilu777 13 Sep 2020, 23:27
ikandro

მადლობა smile.gif შენ მოკელდ ყველაფერი იცი რაც ბეირიჯს ეხება biggrin.gif

wrangler7

სადაა ხანძარი?

Posted by: lilu777 13 Sep 2020, 23:41
დღეს ვიყავი ფერმაში. მოვკვდი, ძაან დასაზარებელია იქ კრეფა biggrin.gif
მაგრამ პამიდორი რომ გავსინჯე მივხვდი აქამდე რაღაც პლასტმასს ვჭამდი smile.gif
ძალიან გემრიელი და კარგია , ღირს წვალებად smile.gif

Posted by: martti 14 Sep 2020, 10:17
გამარჯობაათ. აშშ-ს 10 წლიან ვიზებს ისევ იძლევიან, თუუ იცით?შეჩერებული ხომ არ არიის კოვიდი 19-ის გამოო. ხვაალ რომ მივიდე მიმიღებენ საკონსულოში? როგორ უნდა მოვიქცეე, რა რეგულაციებია გთხოოვთ რომ დაწეროთ გაცნობიერებულებმა.

Posted by: low flyer 14 Sep 2020, 17:29
lilu777
QUOTE
დღეს ვიყავი ფერმაში.

რომელ ფერმაში იყავი?

Posted by: lilu777 14 Sep 2020, 19:05
low flyer

ლონგ აილენდში, lewin farm, სხვადასხვა ფერმები აქვს გააჩნია რისი დაკრეფა გინდა smile.gif
ვაშლი , ბულგარული წიწაკა, საზამთრო, ბევრი იყო და პამიდორი, როგორც ჩანს დიდი ხანია არის ცოტა გამიჭირდა მოგროვება smile.gif

ზოგადად შორს უნდა შეხვიდე როგორც მივხვდი იქვე რაც არის შესასვლელში სულ დაკრეფილი აქვთ smile.gif

Posted by: DORO 14 Sep 2020, 20:21
QUOTE (lilu777 @ 13 Sep 2020, 23:41 )
დღეს ვიყავი ფერმაში. მოვკვდი, ძაან დასაზარებელია იქ კრეფა biggrin.gif
მაგრამ პამიდორი რომ გავსინჯე მივხვდი აქამდე რაღაც პლასტმასს ვჭამდი smile.gif 
ძალიან გემრიელი და კარგია , ღირს წვალებად smile.gif

შემოდგომის უფრო გემრიელია
აი ბოლო ერთეულები რომ ასხია როცა ილევა -ეგენი გამსაკუთრებით )))

ერთიანი ბილეთი უნდა იყიდო და თუ როგორ უნდა შეხვიდე ?

საწებელებსაც მოხარშავ ალბათ :

Posted by: lilu777 14 Sep 2020, 21:23
DORO

biggrin.gif biggrin.gif არა საწებლების მოხარშვა და ეგეთები სად შემიძლია, ისე პამიდვრის ყველაფერი მიყვარს smile.gif

ისე გემრიელია პამიდორია რომ მარკეტის პამიდორს მერე როგორ შევჭამ არვიცი

საერთოდ ფასიანი შესვლა ნიუ ჯერსის ფერმებში როგორც ვიცი. აქ უფასო იყო smile.gif

Posted by: Salome GE 15 Sep 2020, 00:20
სალამი ნიუჯერსიდან , წელს ვაპირებდი ჩასვლას საქართველოში და პანდემიამ თავისი გაიტანა იმედი ვიქონიოთ 2021 წელს მაინც დავბრუნდები საქართველოში


Posted by: lilu777 15 Sep 2020, 00:48
Salome GE


მეც ასე და მაისში მაქვს იმედი რომ წავალ smile.gif

შენ ადრეც ხომ არ პოსტავდი? ის სალომე ხომ არ ხარ 3- 4 წლის წინ ერთად რომ ვაპირებდით ცხოვრებას? biggrin.gif

Posted by: jamestown06 15 Sep 2020, 13:17
მეგობრებო თუ გაქვთ ინფორმაცია, ტურისტული ვიზით თუ უშვებენ შტატებში ? B2/B2 აქვს ჩემს მეგობარს და აინტერესებს უკან ხოარ მოაბრუნებენ ?

Posted by: natasha21 15 Sep 2020, 13:50
მეგობრებო საქართველოდან როდის შევძლებ B1B2 ვიზით შესვლას ნიუ იორკში ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

Posted by: lilu777 15 Sep 2020, 17:03
jamestown06
natasha21


ტურისტული ვიზით ვინმე ჩამოსულიყო არ შემხვედრია, უფრო დეტალურად საელჩო გაგცემთ ალბათ პასუხს. საელჩოს ფბ გვერდზე იკითხეთ smile.gif

გრინ ქარდი ვინც მოიგო ან ოჯახის გაერთიანებით მიიღო უპრობლემოდ ჩამოდიან, თურქეთი ან საფრანგეთით smile.gif

Posted by: kukaracha_mokles 15 Sep 2020, 17:38
lilu777
ოჯახის გაერთიანებაზე კი ვინც ლატარია მოიგო ვერ მოდიან

Posted by: DORO 15 Sep 2020, 18:19
lilu777
QUOTE
ისე გემრიელია პამიდორია რომ მარკეტის პამიდორს მერე როგორ შევჭამ არვიცი

ფერმერების ბაზარი არ არის ?

ყოველდღიური ან კვირაში ერთხელ რომ მოდიან გარკვეულ ადგილას ..

QUOTE
საერთოდ ფასიანი შესვლა ნიუ ჯერსის ფერმებში როგორც ვიცი. აქ უფასო იყო

ეტყობა ხალხი არ მიუვიდა და გაფუჭებას ბარემ დაკრიფონ წაიღონო იფიქრა )))
QUOTE
არა საწებლების მოხარშვა

მარნეულის სასურსათო ქარხანას აქვს მაგარი გემრიელი პომიდვრის საწებელი .
ცარელაც შემოგეჭმევა ისეთია biggrin.gif

Posted by: dongabo 15 Sep 2020, 21:53
Google pixel 3a XL როგორი ტელეფონია?
აქვს ვინმე აქაურს?

Posted by: lilu777 16 Sep 2020, 00:13
DORO

არვიცი შეიძლება სადმე არის ფერმერების ბაზარიც მასე გარკვეული არ ვარ smile.gif

შენ საქრთველოში ხარ ეტყობა სულ უფასო რომ გეგონა?
biggrin.gif უფასო ის კიარ მიგულისხმია რომ საერთოდ არაფერს იხდი. რომ კრიფავ ფულს ყველგან იხდი გიწონიან. უბრალოდ ზოგან + დამატებული შესვლაც ფასიანია
ამერიკაში უფასო არაფერია

Posted by: DORO 17 Sep 2020, 20:14
lilu777
QUOTE
ამერიკაში უფასო არაფერია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ხედავ რამდენი რამეა უფასო ? )))

Posted by: sandrikia 18 Sep 2020, 03:16
აბა ჰელოუ გაის. უბერმა მომაბეზრა თავი და რამე ხომ არ იცით მაქანაზე ჯობი. ) ეს ბოქს თრაქიც პიზდეციაო ამბობენ ))

Posted by: lilu777 18 Sep 2020, 06:42
DORO

biggrin.gif მაგდენი სითამამე სად მაქვს სტარბაქსში წყალი ვთხოვო უფასოდ
ეგეთები მარტო რუსებს შეუძლიათ ან ძაან უნდა გიჭირდეს smile.gif



sandrikia

ამაზონ დელივერი რომ სცადო ?

Posted by: marimari11 18 Sep 2020, 15:20
დოლარი ისეთ დღეშია არაფრის გამოწერწას აღარ აქვს აზრი რა


იმედია შავი პარასკევისთვის დაწეული იქნება

Posted by: sandrikia 18 Sep 2020, 17:25
QUOTE (lilu777 @ 18 Sep 2020, 06:42 )
DORO

biggrin.gif მაგდენი სითამამე სად მაქვს სტარბაქსში წყალი ვთხოვო უფასოდ
ეგეთები მარტო რუსებს შეუძლიათ ან ძაან უნდა გიჭირდეს smile.gif



sandrikia

ამაზონ დელივერი რომ სცადო ?

კი მარა რიგში ვარ ჯერ. ვეით ლისტში ))

Posted by: lilu777 18 Sep 2020, 19:03
sandrikia

უბერის დელივერი? smile.gif


marimari11

კიდევ აიწია? რამდენზეა?

Posted by: marimari11 18 Sep 2020, 20:14
QUOTE (lilu777)
კიდევ აიწია? რამდენზეა?

322-3.23
3.08 იყო აი ხანი და სექტემბერში ზრდა დაიწყო

Posted by: DORO 18 Sep 2020, 20:54
lilu777
QUOTE
მაგდენი სითამამე სად მაქვს სტარბაქსში წყალი ვთხოვო უფასოდ
ეგეთები მარტო რუსებს შეუძლიათ ან ძაან უნდა გიჭირდეს


როგორ გგონია რომ არ ეკუთვნოდეს დაალევინებდნენ ? biggrin.gif

ეტყოდნენ აგერ იყიდება და დალიეო :


სინამდვილეში არის კანონი --ჭიქა წყლის უფლება .
ნებისმიერი კვების ობიექტი ვალდებულია მისცეს ჭიქა წყალი ნებისმიერ მსურველს -თან უფასოდ )))


Posted by: lilu777 19 Sep 2020, 00:16
DORO

აუ რავიცი მქონდა პერიოდი სტარბაქსში ვიჯექო მთელი დღე და არ დამინახავს წყალი მოეთხოვოს ვინმეს . ანუ შეიძლება ვინმე ითხოვდა , მაგრამ ისე ხშირად არა რომ დამენახა smile.gif

მერე კიდევ გარეთ იმდენ ადგილზეა წყალი რომ შედიხარ და ითხოვ უეჭველი ფულის გადახდა არ გინდა smile.gif
და მესამე რა წყალს გისხავენ ღმერთმა იცის. ევიანზე ლაპარაკი აღარ მაქვს ფოლანდ სფრინგსაც არ ჩაგისხავენ ფასიანია , მოკლედ არც ვენდობი biggrin.gif

marimari11
უი როგორ გაზრდილა, თან შემოდგომაზე კიდევ ზემოთ იწევს ხოლმე ასე თუ გაგრძელდა ცუდად იქნება საქმე



Posted by: sandrikia 19 Sep 2020, 01:55
QUOTE
უბერის დელივერი?


კაპიკებია ))) მომიწევს ისრვ უბერზე. დღეს გავიარე დრაგ ტესტი.

Posted by: lilu777 19 Sep 2020, 03:42
sandrikia

უი ასეთი განსხვავებაა? რამდენი გრჩება კვირაში ტაქსზე ?

Posted by: Brock 20 Sep 2020, 19:28
ეს შუამავალი ჩამოსატანი კომპანიები რასაც ქვია ეხვევიან ფულებში და ამაზონიც ხელს უწყობთ მგონი.

ამას წინებზე ჯერ კლასიკური ზედა გამოვიწერე და მერე ბაიკერის კურტკა. რაც ფასი გადავიხადე თითქმის იმდენი გადავიხადე წონაზე.biggrin.gif

სპეციალურად იყო თუ არა არ ვიცი მაგრამ გატენილი იყო კარდონებით და პლასტმასებით ტანსაცმელი რომელიც წონას უმატებდა საკმაოდ facepalm.gif

Posted by: lilu777 21 Sep 2020, 01:33
Brock

კომპანიას გააცნია, უნდა უთხრა ხოლმე რომ გადაფუთონ smile.gif

Posted by: Brock 21 Sep 2020, 14:04
lilu777
მე რა უნდა ვუთხრა კაცო.

მაგათ საიტზე სადაც მივუთითე tracking number და მონაცემები ნივთის, (ფასი, აღწერა, კატეგორია) იქ არსად არ მიმითითებია მსგავსი რამ პლასტმასის ყუთები ჩადეთო.biggrin.gif

თვითონ შიგნით ტანაცმელში იყო ეგ პლასტმასის რაღაცეები ჩადებული და რომ ჩაიცვავდი გრძნობდი სიუხეშეს. თავიდან რომ ჩავიცვი ერთიც და მეორეც მეგონა თვითონ ტანსაცმელი იყო მასეთი და ლამის უკან გავუშვი. მერე აღმოვაჩინე რომ შიგნით ყოფილა ეგ ყველაფერი.
შეფუთვით საიდანაც ამოვიღე, ეგ ცალკე იყო თავისთავად შეფუთული.
ადრე მსგავსი რამ არ ყოფილა. ეხლა იყო.

ლოგიკურია მეფიქრა სპეციალურად გააკეთეს ასეთი რამ რომ წონაში მომატებულიყო. კილო 8$ ღირს.

Posted by: lilu777 21 Sep 2020, 18:00
Brock

არვიცი ვერ გეტყვი. მე იუესეი2ჯორჯიათი ვსარგებლობ და აქვთ გადაფუთვის მისათითებელი მიუთითებ და ამოიღებენ ყოველგვარი ყუთიდან smile.gif

Posted by: Brock 22 Sep 2020, 01:17
lilu777

ვერ გაიგე ისევ.

ის რაღაცეები რაც ამძიმებდა, შიგ კურტკაში იდო და კურტკის გახსნა დამჭირდა ეგენი რომ ამომეღო. კლასიკურ ზედაზეც ანალოგიურად მომიხდა ამოღება.

შეფუთვა და გადაფუთვაზე არ არის აქ საუბარი. ეგ დიდად არ უმატებს წონას.


Posted by: night-blue 24 Sep 2020, 22:13
გამარჯობა


კონექტიკუტში არავინ მიფრინავთ უახლოეს პერიოდში? რაღაცეები გატანება მინდა $$ მოგცემდით თუ წაიღებდით ისეთია არაფერი წამლებია უბრალოდ

Posted by: lilu777 25 Sep 2020, 07:40
დღეს ვიყავი აქ Paul's Da Burger Joint, 131 2nd Ave
დაიმახსოვრეთ და არავის გირჩევთ vis.gif
ასეთი საშინელი ბურგერები ჯერ არ მიჭამია, უფრო სწორად ვერ შევჭამე,
არადა ხალხიც იყო და კარგი შეფასება ქონდათ

user posted image

user posted image

Posted by: ფაშისტი 25 Sep 2020, 21:36
lilu777
მეორე ფოტოზე ამაზრზენად გამოიყურება, აი გული არ მიგივა sad.gif

Posted by: lilu777 26 Sep 2020, 00:19
ფაშისტი

არადა ერთიდაიგივეა ორივე ყველია სხვადასხვა biggrin.gif
სულ ბიჭები კი იჯდნენ და ჭამდნენ გემრიელად smile.gif

Posted by: ფაშისტი 26 Sep 2020, 10:14
lilu777
და შენ რა არ მოგეწონა, გემოც ვერ გასინჯე ხო?

Posted by: DORO 26 Sep 2020, 17:26
QUOTE (lilu777 @ 25 Sep 2020, 07:40 )
დღეს ვიყავი აქ Paul's Da Burger Joint, 131 2nd Ave
დაიმახსოვრეთ და არავის გირჩევთ vis.gif
ასეთი საშინელი ბურგერები ჯერ არ მიჭამია, უფრო სწორად ვერ შევჭამე,
არადა ხალხიც იყო და კარგი შეფასება ქონდათ



user posted image

ჩვეულებრივი ყველი და პური მილიონჯერ ჯობია აი მაგას

vis.gif

Posted by: low flyer 26 Sep 2020, 19:16
lilu777
QUOTE
არადა ხალხიც იყო და კარგი შეფასება ქონდათ

მანდ რამ შეგიყვანა drug.gif
გოოგლე მაპსის სურათებიდანაც ჩანს რა იქნება.

Posted by: lilu777 27 Sep 2020, 01:46
low flyer

მარტო მანდ იჯდა ხალხი და გავრისკეთ , დამავიწყდა რომ ჯერ 4 საათი იყო და ცარიელი იყო ყველაფერი sad.gif

DORO
ფაშისტი

კი ჯობია, 1 ლუკმა გავსინჯეთ მარტო და მერე სხვაგან წავედით smile.gif


ზოგადად სულ გვავიწყდება ხოლმე გარეთ რომ გავდივართ მე და ჩემი დაქალი წინასწარ მოვიფიქროთ სად წავალთ და დავბოდიალობთ ასე , ახალი ადგილები მიყვარს და თუ გაგვიმართლა კარგია ხოლმე.
ეხლა პანდემიის დროს ყველას არ აქვს გარეთ დასაჯდომი და ცოტა უფრო ძნელია smile.gif




უი მართლა ნაყინის მუზეუმი გახსნეს სოჰოში , მანდ ვიყავით და აი მართლა ძალიან გემრიელი ნაყინი აქვთ, გასინჯეთ აუცილებლად, შეიკებიც smile.gif

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: DORO 27 Sep 2020, 20:08
lilu777
ბერძნებში წადი ხოლმე . გიროებზე .

თუ მოგწონს ეგ საერთოდ ))


ბურგერები მაკადონალდისების გარდა ყველა არასრულფასოვნები მგონია --ისე სხვაგან მაგის შეკვეთა აზრად არც მომსვლია .

ბრენძია მაინც .. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: lilu777 27 Sep 2020, 22:06
DORO

biggrin.gif აქ არის კარგი ბურგერები five guys burgers, shake shack, უბრალოდ გარშემო არ იყო ის ცნობილი ადგილები


ბერძნული სამზარეული ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯაირო არ მიყვარს ძაან ცხიმიანია ჩემთვის.
უფრო ქათამას ვირჩევ ხოლმე ან თევზს თუ არჩევანია smile.gif

Posted by: DORO 28 Sep 2020, 20:22
lilu777

ბიგმაკის ზომის ბურგერები უხერხული საჭმელი არაა ?
დიდი პირი უნდა გააღო თან აქეთ იქით ცვივა ინგრედინეტები და კეჩუპი გწუწავს biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ერძნული სამზარეული ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯაირო არ მიყვარს ძ


ვერ მოიკიდა ფეხი გიროებმა თბილისში
რამდენი გაიხსნა ,ცოტა ხანს იმუშავა და დაიკეტა .

შაურმა ჯაბ ნის biggrin.gif

ძაძიკი გიყვარს ? )))

Posted by: gvelis_wiwila 28 Sep 2020, 23:13
თქვენთანაც ასე ამოკეტილია ხალხი როგორც აქ? საერთოდ კონტაქტში ვერ შევდივარ ვერავისთან.

შარშანდელ ნიუ იორკთან და ელეისთან ხო საერთოდ შედარებაა არაა.

Posted by: misha2005 29 Sep 2020, 09:52
natasha21
QUOTE
მეგობრებო საქართველოდან როდის შევძლებ B1B2 ვიზით შესვლას ნიუ იორკში ხომ ვერ დამაკვალიანებთ?


Qatar Airways-ით შეგიძლიათ.

Posted by: natasha21 29 Sep 2020, 12:52
QUOTE (misha2005 @ 29 Sep 2020, 08:52 )
natasha21
QUOTE
მეგობრებო საქართველოდან როდის შევძლებ B1B2 ვიზით შესვლას ნიუ იორკში ხომ ვერ დამაკვალიანებთ?


Qatar Airways-ით შეგიძლიათ.

ანუ ხვალვე ქათარის გავლით შევძლებ შესვლას??? ნამდვილად?

Posted by: lilu777 30 Sep 2020, 00:32
DORO

კაი რა ვისთანაა უხერხული, ეგეც სახალისოა თუ გაგწუწავს შემთხვევით კეჩუპი biggrin.gif

ჩემი ერთი დაქალი ამბობდა ადრე, მაკდონალდსში ბიჭთან ერთად ვერ შევჭამ ბურგერსო და სულ ვფიქრობდი ეგეთი ბიჭი რად უნდა ვისთან ერთადაც ბურგერს ვერ შეჭამსთქო biggrin.gif
რამხელაზეც გააღებ პირს ისე შეჭამ არაა პრობლემა biggrin.gif აღარ მოგინდება დატოვებ
ისე იმხელა ბურგერებია აქ , ბიგმაკი აღარ მეჩვენება დიდი biggrin.gif

user posted image

შაურმას ვერ ვჭამ არ მიყვარს და ძაძიკი ძაან მიყვარს , ძაან კაი რამეა ვინც მოფიქრა love.gif





gvelis_wiwila

რავიცი ჩემ უბანში მასე არაა ასე თუ ისე მაინც თავისუფლად არიან. რამდენიმე დღის წინ სოჰოში ვიყავი იქაც ნორმალურად კონტაქტობდნენ, თუმცა ნიღბები იქ უფრო ეკეთათ ვიდრე ჩემთან ქვინსში smile.gif


Posted by: GEORGEXIII 30 Sep 2020, 11:12
იფფ რა ბურგერია


love.gif love.gif love.gif

Posted by: მეტამორფოზა 30 Sep 2020, 11:28
დიდი ხანია რაც მაქეთ იმყოფები?ადვილად შეეგუე გარემოს.შენ სადაც ცზოვრობ მჭიდროდ დასახლებული უბნებია?ჩააგდე თუ მოახერხებს ფოტოს როგორი ხედებია შენთან.ჭამის მხრივს სწრაფი კვების ობიექტებს ანიჭებ უპირატესობას ,თუ შენითაც ფუსფუსობ? კორონომანიის მხრივ რა ვითარებაა მანდ lilu777

Posted by: lilu777 1 Oct 2020, 00:38
მეტამორფოზა

სხვებთან შედარებით არაა დიდი ხანი, მეორე ჩამოსვლიდან 3 წელი სრულდება smile.gif
კარგ ფოტოებს გადავიღებ მერე და ჩავაგდებ smile.gif

აქ სახლში ფუსფუსისთვის არავის სცალია, მეც გარეთ ვჭამდი, მაგრამ სწრაფი კვების ობიექტში არა. გაზიანი სასმელები და ბურგერებეი ვცდილობ მარტო გამონაკლის დღეებში ვჭამო , ისიც თუ ძაან მომინდა smile.gif
ერთი ბეიგელი მქონდა ნაპოვნი სადაც საჭმელსაც აკეთებენ (პიურე , წიწიბურა, მოხარშული ხორცი, ქათამი ბოსტნეულით, ასპარაგუსი, სალათები, კატლეტები, ბოსტნეული კართოფილთან ერთად, კარტოფილი სოკოთი და ა.შ ) , კარგი სლავი მზარეული ყავთ
ხოდა იქ მივდიოდი თითქმის ყოველდღე.
ახლა როცა , სახლში მიწევს ყოფნა სანამ ისევ მუშაობას დავიწყებ ვაკეთებ ხოლმე რაღაცეებს. უფრო იაფი ჯდება , მაგრამ იმდენიც არა , რომ ძაან დიდი განსხვავება მოგცეს smile.gif

კორონას რავიცი შეეჩვია ხალხი, დადიან ყველგან ჩვეულებრივად ნიღბებით. უკვე შეგრძნებაა, რომ კორონა აღარ არის და უბრალოდ ნიღბებით დავდივართ ყველა biggrin.gif

Posted by: giorgixec1 1 Oct 2020, 07:03
ამერიკიხან საქართველოში როგორ უნდა გაგზავნოს ფული უსაბუთომ? 20-30K. ბანკიდან რო გააგზავნოს რამე პრობლემა იქნება? ან სხვამ, ლეგალმა, რომ გაუგზავნოს იმას რამე პრობლემა ექნება წლის ბოლოს ტაქსების გადახდისას?

Posted by: lilu777 1 Oct 2020, 07:31
giorgixec1

როდესაც დიდ თანხას აგზავნი ამლ დეპარტამენტი გამოწმებს (ტერორიზმთან ბრძოლა, ფულის გათეთრება) კითხვებს გისმევენ და შეიძლება ისე შეგაწუხონ აღარც მოგინდეს
ან უარი გითხრან რატომღაც,
ან ჩვეულებრივად გააგზავნონ გამოკითხვის მერე ,
ან არც გკითხონ არაფერი თუ უჩვეულო არ ეჩვენათ. ბევრი სავარაუდო სიტუაცია შეიძლება იყოს.

რაც შეეხება ტაქსებს ვერ გეტყვი იმიტომ, რომ იმასაც ამბობენ გამოწმებენ როდესაც არალეგალი ხარ და ბანკში თანხებს დებო და იმასაც ამბობენ არავინ ამოწმებსო.
თავი , რომ დაიზღვიო

შეგიძლია სხვადასხვა ადამიანს გააგზავნინო , სხვადასხვა ადამიანის სახელზე. დაანაწევრო. გამგზავნიც სხვა რომ იყოს და მიმღებიც smile.gif

არალეგალებს შეუძლიათ გააგზავნონ ფული გზავნილით
ზოგან უბრალოდ რაიმე სურათიან საბუთს ითხოვენ, რომ შენ ხარ და სახელს და გვარს წერენ, ზოგ ადგილზე მაგასაც არ გთხოვენ smile.gif

ზოგადად როცა დიდი თანხა იგზავნება აუცილებლად მოწმდება ვინაა მიმღები და ვინაა გამგზავნი smile.gif


Posted by: zipo-zipo 1 Oct 2020, 07:59


ჩემი ოჯახის წევრს ამერიკის ტურისტული ვიზა აქვს. შარშან იყო აშშ-ში და ჩამოვიდა დარღვევების გარეშე.

ახლა მწვანე ბარათის გათამაშებაში რომ მიიღოს მონაწილეობა, რამე პრობლემა შეექმნება?


Posted by: ტანკე 1 Oct 2020, 15:35
ხომ აარ იცით, ამერიკიდან მიუნხენში რომ ჩაამოვფრინდე ტრანზიტით და 1 დღით ქალაქის დათვალიერეება გადავწყვიტო სანამ თბილისში გამოვფრინდები, გამიშვებენ?
რაღაც ისე მახსოვს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მაშინაა შესაძლებელი, როცა საქართველოდან მიდიხარ. ამერიკიდან როცა მოდიხარ, მაგ დროს რა ხდება ნეტავ?

Posted by: MaNoFMaTch 1 Oct 2020, 16:06
ტანკე
როგორც წერია რამოდენიმე ავიაკომპანიის ვებგვერდზე ტრანზიტი გულისხმობს როცა ქვეყანაში 12 საათზე ნაკლები გაქვს გატარებული.

Posted by: giorgixec1 1 Oct 2020, 16:13
lilu777
დიდი მადლობა. სხვას რო გავაგზავნინო ფული წლის ბოლოს ტაქსებს გადამახდევინებენ მაგ თანხისას? მაგალიტ
თან 10კ ავიღოთ, ჩემ შემოსავლება დაემატება და მად თანხის ტაქსებსაც გადამახდევინებენ?

Posted by: lilu777 1 Oct 2020, 16:45
giorgixec1


არა , საბუთიანი რომ აგზავნი თანხას რა ლოგიკით უნდა მოგთხოვონ. შენ თუ ეს თანხა გამოიმუშავე ტაქსებს ხო ისედაც იხდი გამომუშავებული თანხის.
გაგზავნის დროს, ან გადარიცხვის დროს გასაგზავნი თანხა არაფერ შუაში არაა ტაქსებთან. ერთადერთი ისევ ვამბობ ბანკს დიდი თანხის წარმოშობამ შეიძლება დააინტერესოს შენ საიდან გაქვს ამდენი , ესეც შეიძლება, ყოველთვის არც ინტერესდებიან და
მეორე უსაბუთო თუ ხარ მაგ შემთხვევაში შეიძლება იყოს რაიმე შემოწმების მექანიზმი არვიცი, რომ ტაქს თუ არ იხდი, თანხებს რიცხავ საიდან გაქვს ფული , ასე არ ხდებაო smile.gif

უსაბუთო როცაა ადამიანი, მაინც მგონია ჯობია გზავნილით გააგზავნოს და არა ბანკიდან , თუმცა დიდ თანხაზე იქაც გამოგკითხავენ .


ისეთ ადამიანს თუ გადაარიცხინებ ვინც მუშაობს , ნორმალური ხელფასი აქვს და ამხელა თანხის ქონაც ეჭვს არ გამოიწვევს საიდან შეიძლება ქონდეს , არ იქნება მაშინ პრობლემა არანაირი smile.gif
* * *
ტანკე

არაა, მაგრამ ისედაც კორონას მიუხედავად შეძლებდი გასვლას? კარანტინი ან რამე არაა იქ? smile.gif

Posted by: ტანკე 1 Oct 2020, 17:07
lilu777
ზაფხულისთვის მაინტერესებდა smile.gif
მაგ დროს კორონა აღრ უნდა იყოს

MaNoFMaTch
12 საათზე ნაკლებზე ვსაუბრობდი მეც
ანუ, ვთქვთ, 9 საათი რომ აეროპორტში არ გაატარო, ლოდინში
* * *
კორონას დროს ავიაკომპანიებმა დამტნჯეს. ექსპედიაზე დავჯშნე ჯერ და რამდენიემ დღის მერე მეუბნებიან, ფულს გიბრუნებთ, რადგან ვერ მოავხრხეთ შენთვის ჯავშანიო (რომელიღაცა ავიამ გაახურაო, ზედმეტად იაფი მოეჩვენათ ეტყობა). არადა, კონფირმაცია მომივიდა იმავე წუთას,როცა დავჯაშნე და რამე. თურმე ტუფტა ყოფილა.
ფულის დაბრუნება რამდენიმე დღის მერე კი მოხდა,მაგრამ მინც ძაან გამაბრაზეს.

მერე ეგრევე ლუფტჰანზას საიტზე დავჯაშნე ბევრად უფრო ძვირად ეგ ბილეთები და დღეს მომწერეს, უნდა შევცვალოთ შენი რეზერვაციო; თუ გაწყობს, გაწყობს, თუ არადა - გაა%&იო; ანუ იგივე ფასად უნდა მაყურყუტონ ზედმეტად 9 საათი მიუნხენის აეროპორტში.
ნაგვები.
თან რა დროს კორონა იყო ივნისისთვის. მოიმიზეზეს რა.

Posted by: მეტამორფოზა 1 Oct 2020, 18:15
QUOTE (lilu777 @ 1 Oct 2020, 00:38 )
მეტამორფოზა

სხვებთან შედარებით არაა დიდი ხანი, მეორე ჩამოსვლიდან 3 წელი სრულდება smile.gif 
კარგ ფოტოებს გადავიღებ მერე და ჩავაგდებ smile.gif

აქ სახლში ფუსფუსისთვის არავის სცალია, მეც გარეთ ვჭამდი, მაგრამ სწრაფი კვების ობიექტში არა. გაზიანი სასმელები და ბურგერებეი ვცდილობ მარტო გამონაკლის დღეებში ვჭამო , ისიც თუ ძაან მომინდა smile.gif
ერთი ბეიგელი მქონდა ნაპოვნი სადაც საჭმელსაც აკეთებენ (პიურე , წიწიბურა, მოხარშული ხორცი, ქათამი ბოსტნეულით, ასპარაგუსი,  სალათები, კატლეტები, ბოსტნეული კართოფილთან ერთად, კარტოფილი სოკოთი და ა.შ ) , კარგი სლავი მზარეული ყავთ
ხოდა იქ მივდიოდი თითქმის ყოველდღე.
ახლა როცა ,  სახლში მიწევს ყოფნა სანამ ისევ მუშაობას დავიწყებ ვაკეთებ ხოლმე რაღაცეებს. უფრო იაფი ჯდება , მაგრამ იმდენიც არა , რომ ძაან დიდი განსხვავება მოგცეს smile.gif

კორონას რავიცი შეეჩვია ხალხი, დადიან ყველგან ჩვეულებრივად ნიღბებით. უკვე შეგრძნებაა, რომ კორონა აღარ არის და უბრალოდ ნიღბებით დავდივართ ყველა biggrin.gif

მეც ძალიან მინდა საზღვარგარეთ წასვლა ამერიკა არა უფრო გერმანია ოღონდ და საბოლოოდ იქ,რომ ვიმუშავო,ძალიან კარგ ადგილას ხარ და დიდი ხანი გისურვებ მანდ ბედნიერად ყოფნას მიუხედავად იმისა,რომ მონატრების შეგრძნებები გექნება.კვება ჩემი სუსტი წერტილია თითქმის ყველაფერი მიყვარს წვნიანებს ვერ ვუმუღამებ უბრალოდ,ოღონდ თუ კარგად და მწარედ არის გაკეთებული შეიძლება ვჭამო.კორონას მხრივ რა. გითხრა ერთი ჩვეულებრივი ვირუსია,რომელმაც შეიძლება რაღაც მუტაცია განიცადა და იმ ფორმითაა.ჩემი აზრით კარგი პოლიტუკური თამაშებისთვის იყენებენ ამ ყველაფერს და მოსახლეობასაც კარგად მართავენ,მაგი კი არა მაგ პერიოდში ყოველ მესამე დღეზე ვმუშაობდი და ტიპები იმაზე ჩალიჩობდნენ,რომ ამ ვირუსიანი პაციენტი მოეყვანათ,რომ მუშაობა ში ჩათვლოდათ სხვა კლინიკებისთვისაც ეჯობნათ და სახელმწიფოდან თვითონ დარიცხვოდათ პრემიები.ჩვეულებრივი ფარსია ჩემი აზრით და კარგად გვიყენებენ 80 წლის ადამიანს კი ექნება ორმხრივი პბევმონიაც და პილიუს ატიდო ქვეყნის თანმხლები დაავადებებიuser.gif

Posted by: SiBNELE 1 Oct 2020, 18:19
lilu777
QUOTE
უსაბუთო როცაა ადამიანი, მაინც მგონია ჯობია გზავნილით გააგზავნოს და არა ბანკიდან , თუმცა დიდ თანხაზე იქაც გამოგკითხავენ .

გზავნილი IRS-ს აბარებს აჩოტებს თუ დასჭირდათ.

giorgixec1
10კ არის თრიგერი IRS-ისთვის. მაგ თანხაზე მეტი თუ შემოგდის, ან გაგაქვს შენს ანგარიშზე ქვეყნის გარეთ, აინტერესებთ საიდან და როგორ. ფინანსური ინსტიტუები ვალდებულები არიან IRS-ს შეატყობინონ.

მე მოვერიდებოდი სხვა ადამიანის გარევას.

შეგიძლია სადებეტო ბარათი გააგზავნო, როცა მიიღებენ მერე გადარიცხო იმ საბარათე ანგარიშზე ფული(არა მანამდე!) და გამოიტანონ იქითან ცოტ ცოტა ათასები. ბანკი უნდა გააფრთხილო ოღონდ რო არ დაფროდონ და fee-ბს გადახედო რო არ გაიწეწო.

ასევე Transferwise-ით შეგიძლია რიცხო ხოლმე ცოტ ცოტა:
https://transferwise.com/us/blog/international-wire-over-10000


Posted by: lilu777 1 Oct 2020, 18:37
giorgixec1

ეხლახანს ვკითხე ჩემ ნაცნობ ბანკის თანამშრომელს აქ და კიო ტაქსებს აკონტროლებენ გადარიცხვის დროსო

აი SiBNELE კაი რაღაც გირჩია smile.gif

Posted by: DORO 1 Oct 2020, 19:35
ფულის შოვნა ხომ არაა მარტვი
და ფულის ფლობაც არანაკლებია კიდევ ..


* * *
QUOTE (lilu777 @ 30 Sep 2020, 00:32 )


კაი რა ვისთანაა უხერხული, ეგეც სახალისოა თუ გაგწუწავს შემთხვევით კეჩუპი biggrin.gif

ჩემი ერთი დაქალი ამბობდა ადრე, მაკდონალდსში ბიჭთან ერთად ვერ შევჭამ ბურგერსო და სულ ვფიქრობდი ეგეთი ბიჭი რად უნდა ვისთან ერთადაც ბურგერს ვერ შეჭამსთქო biggrin.gif
რამხელაზეც გააღებ პირს ისე შეჭამ არაა პრობლემა biggrin.gif აღარ მოგინდება დატოვებ
ისე იმხელა ბურგერებია აქ , ბიგმაკი აღარ მეჩვენება დიდი biggrin.gif

user posted image

შაურმას ვერ ვჭამ არ მიყვარს და ძაძიკი ძაან მიყვარს ,

დანა ჩანგლით უნდა ჭამო მაგხელა ბურგერი :დ

რავი მე არ მომწონს ეს თხუპნიაობები და ტუჩებზე მიწეპებული მწვანილები :დ

მეორედ აღარ შევხვდებოდი მაგ სტილში ბურგერების მჭამელს ასე რომ მესმის შენიდაქალის პოზიცია ))

Posted by: კასიოპეა✨ 1 Oct 2020, 20:11
lilu777

Five Guys ამ ფოტოზე ძაან გემრიელად გამოიყურება და ისე არასოდეს გამისინჯავს, არც შევსულვარ, რაღაც არ მიმაჩნდა სათანადოდ... დამაინტერესა, ახლა შევალ სპეციალურად smile.gif

აუ , ერთხელ მაკდონალდსში შევედი, სპორტის სასახლესთან, მთელი დღის უჭმელი, გადარბენა მქონდა smile.gif))
ბევრი რაღაც არ ამიღია, ბიგმაკი ან რომელიღაც დიდი ბურგერი , მოვთავსდი ძაან კომფორტულად, ფანჯარასთან "ბარის სკამზე" და მაინცდამაინც გვერდით დამიჯდა ვიღაც , მილიონში ერთი რომ გამოერევა , ისეთი სიმპათიური ტიპი, აი, კინოვარსკვლავივით ბიჭი smile.gif)) კიარაფერი, მაგრამ ძაან გამიტყდა ბურგერი რომ უნდა მეჭამა, ვაბშე ვერ ჩავკბიჩე, ძაან გავმწარდი , დავრჩი მშიერი smile.gif))

Posted by: lilu777 1 Oct 2020, 20:50
DORO
კასიოპეა✨

ეგ კომპლექსებია smile.gif
მე არ მიყვარს როცა ადამიანი ჩემთან თავისუფლად არაა ან გახსნილი არაა და პირიქით მეც არ მიყვარს ისეთ ადამიანთან ყოფნა ვინც ჩემთან ხელოვნურია და სახლში ცხვირიდან თითს არ იღებს biggrin.gif
ეხლაც ვუბრაზდები დედაჩემს ბავშვობაში, რომ მეუბნებოდა სტუმრად ყოფნის დროს ერთზე მეტი არ აიღოო რამეს რომ მთავაზობდნენ . დღემდე მაქვს ეგ სადმე, რომ ვარ როცა მთავაზობენ შეიძლება მინდოდეს და საერთოდ არ შევჭამო sad.gif
კასიოპეა✨
და რატომ გაგიტყდა თვითონ ტვალეტში არ შედის? თუ ყავას სვამს 2 გრამი რომ ჩადის ისეთი ჭიკით თან ნეკა თითი აქვს გაწეული? biggrin.gif


ამ სურათებზე ჩანს ლამაზად ჭამაც შეიძლება და კომპლექსი უფრი მსუქანი რომ ხარ იმ დროს არის ბუნებრივი , თუმცა რახან ბევრს ჭამენ ალბათ არ უტყდებათ


user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: კასიოპეა✨ 1 Oct 2020, 21:02
lilu777

უკვე საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად კარგად მყავს შესწავლილი, ასევე სხვებიც, ტიპაჟების მიხედვით smile.gif)

წონა შეიძლება გქონდეს ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ჯანმრთელობის, როგორც ჩემს შემთხვევაში, ნუ + ბურგერები არ უნდა ჭამო ამ დროს გასაგებია smile.gif)
ალბათ, მაგ ფაქტორის გამო დავრჩი მშიერი, გამხდარი რომ ვყოფილიყავი, მივცემდი თავს უფლებას smile.gif)

ულამაზესად ვჭამ, ისე, ძაან გემრიელად, ნელა biggrin.gif




Posted by: lilu777 1 Oct 2020, 21:05
კასიოპეა✨

ნუ წონის გამო თუ დარჩი კიდევ არაუშავს და ისე ვისთანაც ჭამა გაგიტყდება ის ადამიანი არ მგონია გამოგადგეს სამეგობროდ და ა.შ. smile.gif

Posted by: კასიოპეა✨ 1 Oct 2020, 21:11
lilu777

ჭამაზე ვგიჟდები smile.gif))
ყველა ჩემი მეგობარი გურმანია, ზოგი skinny, ზოგი საშუალო, ზოგი curvy, უგემურებთან ვერ ვმეგობრობ smile.gif

Posted by: მეტამორფოზა 2 Oct 2020, 00:56
QUOTE (lilu777 @ 1 Oct 2020, 20:50 )

ამ სურათებზე ჩანს ლამაზად ჭამაც შეიძლება და კომპლექსი უფრი მსუქანი რომ ხარ იმ დროს არის ბუნებრივი , თუმცა რახან ბევრს ჭამენ ალბათ არ უტყდებათ


user posted image
user posted image
user posted image
user posted image

აუ ახლა ნერწყვები გადამცდება lol.gif არა რა ხვალ უნდა წავიდე და ჩავსკდე ბურგერებით lol.gif ცხონებაა ჭამა love.gif

Posted by: giorgixec1 2 Oct 2020, 04:38
lilu777
SiBNELE
დიდი მადლობა ორივეს

Posted by: kucha 2 Oct 2020, 17:19
zipo-zipo
zipo-zipo
QUOTE

ჩემი ოჯახის წევრს ამერიკის ტურისტული ვიზა აქვს. შარშან იყო აშშ-ში და ჩამოვიდა დარღვევების გარეშე.

ახლა მწვანე ბარათის გათამაშებაში რომ მიიღოს მონაწილეობა, რამე პრობლემა შეექმნება?


არანაირი, არც მწვანე ბარათის გათამაშებაში შეუშლის ხელს ის რომ ვიზა აქვს და არც ჩამოსვლაში ის რომ გათამაშებაში მონაწილეობა აქვს მიღებული.

საერთოდ მითებია ეს ყველაფერი, საელჩო რომ ამოწმებს ბანკის ანგარიშებს, სესხებს, გადახდის ისტორიებს, მაღაზიაში ნისიებს მწვანე ბარათის ბაზებს და ბაბუის ნასროლი ტყვიების რაოდენობას მეორე მსოფლიო ომში

Posted by: Brock 4 Oct 2020, 14:37
ბურგერები და მასეთები არის ჯანქ ფუდი რაც სისტემატიურად რომ ჭამო იწყებს ნივთიერებათა ცვლებს და გასუქებას, საკმაოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

სახლში ისწავლეთ საჭმელების კეთება და ჯანსაღ კვებაზე იყავით. ჯანქ ფუდი ხანდახან შეიძლება ჭამო.

Posted by: low flyer 4 Oct 2020, 18:18
Brock
QUOTE
ბურგერები და მასეთები არის ჯანქ ფუდი რაც სისტემატიურად რომ ჭამო იწყებს ნივთიერებათა ცვლებს და გასუქებას, საკმაოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის.


არ გაგისინჯია ეტყობა ბურგერი ნორმალურ რესტორანში.
ბურგერი არაა ჯანქ ფუდი. ჯანქ ფუდია ჯანქ ფუდი, არ აქვს მნიშვნელობა ბურგერი იქნება თუ სირაქლემას კუდი.


ეს იყო გაგება, სიყვარული და ჩახუტება
user posted image

Posted by: DORO 4 Oct 2020, 18:57
lilu777
QUOTE
ვუბრაზდები დედაჩემს ბავშვობაში, რომ მეუბნებოდა სტუმრად ყოფნის დროს ერთზე მეტი არ აიღოო რამეს რომ მთავაზობდნენ .

მიხვედი სტუმრად
ხართ 4 ადამიანი და არის 6 ნაჭერი პიცა
რამდენს გადაიღებ ?

QUOTE
ეგ კომპლექსებია
მე არ მიყვარს როცა ადამიანი ჩემთან თავისუფლად არაა ან გახსნილი არაა და პირიქით მეც არ მიყვარს ისეთ ადამიანთან ყოფნა ვინც ჩემთან ხელოვნურია და სახლში ცხვირიდან თითს არ იღებს


გარეთ რომ გადიხარ რატომ წესრიგდები ? biggrin.gif

თუ უკომპლექსობაა მაშინ სახლის ლუქით უნდა იმოძრაო ქუჩაშიც biggrin.gif biggrin.gif


Posted by: lilu777 4 Oct 2020, 22:32
low flyer

ვაუ სად ჭამე გორდონის ბურგერი? smile.gif

Brock

მაკდონალდსი და მსგავსი ადგილები კი, მაგრამ აქ ორგანიკი კაფის ბურგერებიც არის ძაან კარგ გემრიელს აკეთებენ. რა მნიშვნელობა აქვს თეფშზე დაიწყობ პამიდორს ყველს კატლეტს და სალათის ფურცელს ცალცალკე თუ ასე ააწყობ? მთავარია ხორცი იყოს წესიერი და სვხა დანარჩენიც smile.gif


DORO

აი ეგ გვაქვს პრობლემა ქართველებს რომ არაფერში ზომა არ ვიცით. თუ უკომპლესობაა მაშინ ესე , ყველაფერი ბევრი და ან არაფერი smile.gif

ყველაფერს აქვს ზღვარი. იყო ხელოვნური ან თავისუფალი სხვა რამეა .

სახლის ტანსაცმლითაც შეიძლება გახვიდე გააჩნია რა გაცვია სახლში. აქ თითქმის სულ მასე გავდივარ smile.gif მაიკა მაცვია და ჯინსი ან შორტი, ერთი ნუ ბოტას ან კეტს ამოვიცმევ ხოლმე

თუ სადაც მიდიხარ იმას დრეს კოდი აქვს რას იზამ და ჭამას დრეს კოდი არ აქვს ფასტ ფუდში, თუ მიდიხარ ჭამე წესიერად ან საერთოდ ნუ წახვალ და წადი კლასიკურ რესტორანში.

ბიჭი კიდევ თუ მოგწონს და რამეს აპირებთ ბურგერი რომ ჩაკბიჩო იმასთან იმაზე უარესი არაა რა სიახლოვეც უკეთ გაცნობის დროს შეიძლება იყოს და მეტი გაიგოთ ერთმანეთზე biggrin.gif

Posted by: low flyer 4 Oct 2020, 23:12
lilu777
QUOTE
ვაუ სად ჭამე გორდონის ბურგერი?


https://goo.gl/maps/Rz1X4AxW7jGZyFub7


Posted by: lilu777 5 Oct 2020, 19:30
low flyer

მანდ ბუნებრივია smile.gif მე ნიუ იორკი მეგონა და მეთქი ნეტავ სადაა biggrin.gif


Posted by: .DG. 6 Oct 2020, 00:24
ტანკე
QUOTE
რაღაც ისე მახსოვს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მაშინაა შესაძლებელი, როცა საქართველოდან მიდიხარ. ამერიკიდან როცა მოდიხარ, მაგ დროს რა ხდება ნეტავ?

პანდემიას თუ აქვს ახლა რამე შეზღუდვა თორემ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საიდან ჩახვალ. უფრო პირიქით- ამერიკიდან უფრო ნაკლები პრობლემაა- ახალი კანონის იღებდნენ (არ ვიცი უკვე ძალაშია თუ არა) საქართველოდან შეიძლება მესაზღვრემ არ გაგიშვას თუ პოტენციურ დამრჩენად ჩაგთვალა.
QUOTE
ანუ, ვთქვთ, 9 საათი რომ აეროპორტში არ გაატარო, ლოდინში

ცოტა მეტობით რომ ავიღოთ-1 საათი თვითმფრინავიდან გამოსვლა-3 საათი ქალაქამდე და უკან-2 საათით ადრე მაინც ხომ უნდა დაბრუნდე აეროპორტში-ანუ კარგად თუ დაგეგმავ რისი მოსწრება გინდა 4 საათი სუფთა გექნება დასათვალიერებლად. ნორმალურია, აეროპორტში ჯდომას ნამდვილად ჯობია.

SiBNELE
lilu777
საქართველოდან ამერიკაში თანხის გაგზავნა როგორ ჯობია ხომ არ იცით? ანუ იაფი როგორ გამოდის- გაგზავნის სისწრაფეს მნიშვნელობა არ აქვს.
------------------------------------------------------------------------------------------
ვიღაცას რა მაგრად არ უყვარს ტრამპი smile.gif
user posted image

Posted by: SiBNELE 6 Oct 2020, 01:04
.DG.
QUOTE
საქართველოდან ამერიკაში თანხის გაგზავნა როგორ ჯობია ხომ არ იცით? ანუ იაფი როგორ გამოდის- გაგზავნის სისწრაფეს მნიშვნელობა არ აქვს.

TransferWise-ით, აჰა ჩემი რეფერალ ლინკი რითაც 500 ფუნტამდე fee-ს გარეშე უნდა გადარიცხო წესით: https://transferwise.com/invite/u/davidg247

Posted by: .DG. 6 Oct 2020, 01:22
SiBNELE
მადლობა. ამ წუთას არ მჭირდება სამომავლოდ ვიკითხე. თან უფრო დიდ თანხებზე მაინტერესებს (10 000+)

Posted by: lilu777 6 Oct 2020, 01:51
.DG.

საქართველოდან ამერიკაში თუ ხშირად მოგიწევს თანხის გაგზავნა, ყველაზე კარგია ვინმე ნახო ვინც საქართველოში აგზავნის ფულს.
შენ საქართველოშივე გადაურიცხავ ხოლმე საკომისიოს გარეშე იმის მიმღებს და ის ამერიკაში შენსას smile.gif

Posted by: .DG. 6 Oct 2020, 02:04
lilu777
QUOTE
საქართველოდან ამერიკაში თუ ხშირად მოგიწევს თანხის გაგზავნა, ყველაზე კარგია ვინმე ნახო ვინც საქართველოში აგზავნის ფულს.
შენ საქართველოშივე გადაურიცხავ ხოლმე საკომისიოს გარეშე იმის მიმღებს და ის ამერიკაში შენსას

არა ერთჯერადად უძრავი ქონებიდან წილის გამოგზავნაზეა საუბარი.
ბანკის საშუალებით თუ შეიძლება მისაღებ ფასად თორემ ქეშად ჩამოტანის საშუალებაც არის, უბრალოდ დეკლარირება მოუწევს ჩამომტანს და ეგ არ ხიბლავს სამომავლოდ მაინცდამაინც.

Posted by: lilu777 6 Oct 2020, 02:38
.DG.

ქეშად ჩატანა არა. არიან ადამიანები ვინც აგზავნიან დიდ თანხებს სახლისთვის, რემონტისთვის და ა.შ. და მერე უცვლიან სხვებს ვისაც ეს აწყობს

Posted by: SiBNELE 6 Oct 2020, 05:06
.DG.
QUOTE
მადლობა. ამ წუთას არ მჭირდება სამომავლოდ ვიკითხე. თან უფრო დიდ თანხებზე მაინტერესებს (10 000+)

How much can I send?
Up to 1 million USD per transfer.

https://transferwise.com/help/articles/2932150/usd-transferslilu777
QUOTE
შენ საქართველოშივე გადაურიცხავ ხოლმე საკომისიოს გარეშე იმის მიმღებს და ის ამერიკაში შენსას

ზუსტად მაგას აკეთებს transferwise ოღონდ ავტომატურად. Peer to Peer გადარიცხვაა. ანუ როცა დოლარს რიცხავ სადმე, იმ ქვეყანაში ვიღაცას ხომ დოლარი უნდა და თავის ვალუტას ყიდის მაგალითად, ხოდა მაგ ადამიანების დაკავშირება ხდება ავტომატურად. მაგიტომაც ჯდება უფრო იაფი ვიდრე ნებისმიერი ბანკის გადარიცხვა.

Posted by: Brock 6 Oct 2020, 11:45
lilu777
QUOTE
მაკდონალდსი და მსგავსი ადგილები კი, მაგრამ აქ ორგანიკი კაფის ბურგერებიც არის ძაან კარგ გემრიელს აკეთებენ.


ორგანიკი კაფის ბურგერები მარტო ამერიკაში არ არის. ევროპაშიც არის და საქართველოშიც მაგრამ ეგ არ ცვლის იმ ფაქტს რომ ჯანქ ფუდია. ნებისმიერი სწრაფი კვება არის ჯანქ ფუდი. თავისი კეჩუპებით და მაიონეზ,გაყინული ხორცებით.

საქართველოში საერთოდ შაურმებია რომლებიც მაყალზე კეთდება მაგრამ ეგეც ჯანქ ფუდია და ისევე როგორც სწრაფი კვების ბურგერები, ჰოთ დოგები და მსგავსი რამ, ამაზეც რომ შეჯდე და ჭამო სისტემატიურად გადაბმულად კუჭ ნაწლავს დაიავადმყოფებ და სხვა მრავალ პრობლემას შეიქმნი დროთა განმავლობაში.

აუცილებელია ნებისმიერმა მიიღოს წვნიანი რაც სახლში კეთდება ჯანსაღი პროდუქტებით თუ ზოგადად სახლში გაკეთებული საჭმელი ჭამოს ძირითადად და ხანდახან ჯანქ ფუდი შეიძლება ჩაანაცვლოს თუ უნდა ჯანმრთელად იყოს, ვიტამენები და აუცილებელი ნახირწყლები სრულ ფასოვნად მიიღოს და პრობლემები არ შეექმნას.

Posted by: low flyer 6 Oct 2020, 17:03
Brock
QUOTE
თავისი კეჩუპებით და მაიონეზ,


vis.gif
არავინ არ უშვება კეტჩუპებს და მაიონეზ ბურგერში.
და არც
QUOTE
გაყინული ხორცებით

ხმარობენ ჰიენდ რესტორნები.


Posted by: lilu777 6 Oct 2020, 18:19
Brock

არა მე არ ვჭამ არც კეტჩუპს არც მაიონეზს smile.gif

Posted by: .DG. 6 Oct 2020, 23:18
lilu777
SiBNELE
მადლობა.

Posted by: Ambitious_Person 7 Oct 2020, 13:13
წელსაც ვავსებ ხალხნო


ჯერ 30 წლის ვარ

იმედია სიბერემდე მოვიგებ biggrin.gif


ღმერთმა თუ 80 წლამდე მაცოცხლა 50 შანსი კიდევ მაქვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tvinikosa 7 Oct 2020, 16:46
Ambitious_Person
QUOTE
იმედია სიბერემდე მოვიგებ

მეც ვავსებ წელს და იმედი მაქვს რომ მოვიგებ მეც biggrin.gif

Posted by: sandroEVO 7 Oct 2020, 17:05
T-mobile მატყუარა დედას ###### და დავაყოლე Verizon ზემოდან, system glitch მაინდამაინც ჩემს პორტინგზე ემართება mad.gif

Posted by: SiBNELE 7 Oct 2020, 18:01
sandroEVO
QUOTE
T-mobile მატყუარა დედას ###### და დავაყოლე Verizon ზემოდან, system glitch მაინდამაინც ჩემს პორტინგზე ემართება

გაგაწამა თიმობაილმა? მე კაი ხანია ვგეგმავ ვერაიზონზე გადასვლას უკვე.

Posted by: lilu777 7 Oct 2020, 18:08
Ambitious_Person
tvinikosa

წარმატებებიი bis.gif

Ambitious_Person

70 წლის ასაკში რომ მოიგო რას იზამ? biggrin.gif

sandroEVO

სპრინტი მემგონი ყველას ჯობია smile.gif

შენს ვლოგს ვუყურე და გამახსენდა smile.gif მაგ უბანში ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა წამიყვანა 4 წლის წინ თავის დაქალებთან ერთად,
ისე დავთვერი ძლივს ვიპოვე ვისთვის დამერეკა რომ მოეკითხა biggrin.gif და თან მეპატიჟებოდნენ ეხლა სხვა ბარში გადავიდეთო და მეთქი არა მე წავედი biggrin.gif

Posted by: sandroEVO 7 Oct 2020, 18:17
SiBNELE
2 დღეა გადავედი და ბილი მომივიდა გაზრდილი, მივედი და ნაგლად მატყუებს, წამოვედი ვერაიზონში პორტი მინდათქო ეგრევე და ამ ჩემისებმა ვაფშე უნომროდ არ გამომიშვეს?! ახალი მობილური რომ გაქვს პორტინგს 24 საათამდე ჭირდებაო და რაც აქტიური მქონდა ეგეც აღარ მაქვს + 2 საათზე მეტი ველოდე, საპორტს ელაპარაკებოდნენ ოფისიდან რაღაც სისულელეებს და უაზროდ დროს კარგავდნენ. დღეს უნდა მივიდე იმედია მოაგვარებენ თუარა AT&T იმედზე ვარ.

lilu777
QUOTE
სპრინტი მემგონი ყველას ჯობია

მე ვერაიზონის დაჭერაზე მსმენია ყველაფერი კარგი, ხოდა იმედია დღეს მოაგვარებენ და ვცდი, თი-მობაილი ბევრგან ვერ იჭერდა.

QUOTE
ისე დავთვერი ძლივს ვიპოვე ვისთვის დამერეკა რომ მოეკითხა  და თან მეპატიჟებოდნენ ეხლა სხვა ბარში გადავიდეთო და მეთქი არა მე წავედი

მაქედან ფხიზელი მარტო მე მოვდიოდი ხოლმე, საკაიფო ადგილია ვისაც ევასება გართობა, არც პერო მანჰეტენის ვაიბი იგრძნობა და არც უაზროდ ძვირი ფასები აქვს.



პ.ს ახლა ჩამოვწერ კომპანიებს სადაც საპორტი არის 0: Uber, amazon flex, verizon, t-mobile. ეს კერძო კომპანიები მე სადაც მქონია შეხება და მე სადაც არ მქონია იქაც იგივე საყლევეთი იქნება.
სახელმწიფო სამსახურებზე არაფერს ვამბობ იმენა კატასტროფაა facepalm.gif - DMV, USPS და სხვა დანარჩენი, აღარ დავკონკრეტდები.

ბანკებსაც რომ გადავწვდე დავამატებ რომ Chase-თან არაფერი ცუდი გამოცდილება არ მაქვს, კმაყოფილი მომხმარებელი ვარ, ლიმიტი გაზარდონ მთავარია ახლა gigi.gif

Posted by: DORO 7 Oct 2020, 20:05
lilu777
QUOTE
ბიჭი კიდევ თუ მოგწონს და რამეს აპირებთ ბურგერი რომ ჩაკბიჩო იმასთან იმაზე უარესი არაა რა სიახლოვეც უკეთ გაცნობის დროს შეიძლება იყოს და მეტი გაიგოთ ერთმანეთზე

უარესი რატომაა ? spy.gif
მაგ ფორმატში მიუღებელი რაღაცეები თითქმის არ არსებობს :

15 სმ სიმაღლის ბურგერი როგორ უნდა ჩაკბინჩო როცა პირი მხოლოდ ნახევარზე თუ იღება biggrin.gif biggrin.gif

lol.gif

Posted by: Ambitious_Person 7 Oct 2020, 22:31
QUOTE
70 წლის ასაკში რომ მოიგო რას იზამ?

ჩამოვბობღდები და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას biggrin.gif

Posted by: giorgixec1 8 Oct 2020, 17:14
sandroEVO
QUOTE
T-mobile მატყუარა დედას ###### და დავაყოლე Verizon ზემოდან, system glitch მაინდამაინც ჩემს პორტინგზე ემართება

გადმოდი ნათელ მხარეზე. MetroPCS.

Posted by: sandroEVO 8 Oct 2020, 19:42
giorgixec1
T-mobile არის ეგ უბრალოდ სხვა შეფუთვით, ვერაიზონმა მოაგვარა ყველაფერი და ძლივს ნორმალური დაჭერა მაქვს.

Posted by: low flyer 8 Oct 2020, 20:35
sandroEVO
მეც ვფიქრობ ვერაიზონზე გადასვლას, ველოდები პიქსელ 5

Posted by: giorgixec1 8 Oct 2020, 21:18
sandroEVO
ვიცი ეგრევე აწერია თიმობაილი. რამდენს გახდევინებენ? ეს რო ც
ჩამოვედი მაშინვე ავიღე სახლთანვე იყო თან მარტო ეს მუშაობდა მაშინ. დაკეტილი იყო ყველაფერი და ეს შემომრჩა. იაფს კი ვიხდი 90 დოლარი 2 ტელეფონზე. როგორც კი გავცდები NYC ეგრევე ბანძდება მიღება.

Posted by: lilu777 8 Oct 2020, 23:07
giorgixec1

მეც ეგ მაქვს , ვიცი საუკეთესო არაა, მაგრამ ჯერ მაინც ნახევრად სახლში ვარ და მერე გამოვცვლი. ადრე სპრინტი მქონდა და ძაან კმაყოფილი ვიყავი,
ისეთ ადგილებში იჭერდა T-mobile რომ ინატრებს biggrin.gif

Posted by: sandroEVO 9 Oct 2020, 01:46
low flyer
QUOTE
მეც ვფიქრობ ვერაიზონზე გადასვლას, ველოდები პიქსელ 5

პიქსელ 5 მინდოდა მეც ოღონდ 5.8 ინჩი ძაან პატარაა, XL კიდე არ დაუანონსებიათ, სამსუნგი ვიყიდე, კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით.

giorgixec1
მე ერთი ხაზი მაქვს ახლა და $65-ად მომცა ვერაიზონმა, დაჭერა ყველაზე მაგარი აქვს საერთოდ, როგორც ამბობდნენ თურმე მართალი ყოფილა.
თი მობაილი დაჟე 75ამდე ჯდებოდა.

პ.ს ჩემსკენ დარბაზი დაკეტეს ისევ, დედას ##### ამათი, დროა სახლის დარბაზი მოვხოდო.

Posted by: giorgixec1 11 Oct 2020, 20:30
sandroEVO
არ ყოფილა ძალიან ძვირი.

სახლში რა ინტერნეტს იყენებთ? ოპტიმუმი დავაყენე და გამითეთრა თმები, ყოველ საღამოს ითიშება და ოპერატორს ძინავს ვერ ვუკევშირდები. დილას მუშაობს მარტო წესიერად როცა სახლში არავარ, საღამობით როცა მჭირდება მკვდარია

Posted by: Svani91 11 Oct 2020, 22:22
giorgixec1

Verizon fios თუ NY - ში ხარ

Posted by: ultraderecha 12 Oct 2020, 16:48
ჰავაიზე მინდა წასვლა. აი ეს კოვიდის ფარსი რომ დამთავრდება.
ხართ ვინმე ნამყოფი?

Posted by: All*eyes*on*me 14 Oct 2020, 04:59
კვახი გევასებათ?
user posted image

Posted by: gvelis_wiwila 17 Oct 2020, 06:56
ვერაიზონი თუ ნიუ იორკში ან ნიუ ინგლენდში ხარ.

ოღონდ ულიმიტო გიწევს, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ის 15 გეგაიბაიტი 10 დღეში ქრება სადღაც

Posted by: misha2005 19 Oct 2020, 06:04
natasha21
QUOTE
ანუ ხვალვე ქათარის გავლით შევძლებ შესვლას??? ნამდვილად?

კი.

Posted by: gvelis_wiwila 20 Oct 2020, 20:30
მანქანის ყიდვა რომ დაგჭირდეს კაცს, ყველაზე იეფში საიდან უნდა იყიდო?

Posted by: tako44 21 Oct 2020, 08:21
misha2005
natasha21
ეგ მეც მითხრეს და რამდენად სწორია, არ ვიცი. ვაზუსტებ ჯერ კიდევ

Posted by: ragezone 21 Oct 2020, 09:21
ultraderecha

ჰონოლულუზე

Posted by: misha2005 21 Oct 2020, 18:24
tako44
QUOTE
ეგ მეც მითხრეს და რამდენად სწორია, არ ვიცი. ვაზუსტებ ჯერ კიდევ

2 ადამიანი ვიცი ვინც მასე ჩამოვიდა. დარეკეთ ყატარის ავიახაზებში და იკითხეთ.

Posted by: tako44 22 Oct 2020, 00:31
misha2005
დიდი მადლობა. დავრეკავ ამ დღეებში

Posted by: .DG. 29 Oct 2020, 00:15
რაღაც დაიძინა აქაურობამ.
user posted image
ცენტრალ-პარკი

Posted by: lilu777 2 Nov 2020, 05:16
QUOTE (giorgixec1 @ 11 Oct 2020, 20:30 )
sandroEVO
არ ყოფილა ძალიან ძვირი.

სახლში რა ინტერნეტს იყენებთ? ოპტიმუმი დავაყენე და გამითეთრა თმები, ყოველ საღამოს ითიშება და ოპერატორს ძინავს ვერ ვუკევშირდები. დილას მუშაობს მარტო წესიერად როცა სახლში არავარ, საღამობით როცა მჭირდება მკვდარია

სპექტრუმი მაქვს და მშვენიერია smile.gif

Posted by: lilu777 2 Nov 2020, 05:20
ვინ იყავით გუშინ ჰელოვინზე ? smile.gif
კორონას გამო კარზე არ დააკაკუნოთო გარეთ ქონდათ კამფეტები ვაზებზე და ყუთებით გამოტანილი smile.gif

Posted by: bigbadboomboom 5 Nov 2020, 13:51
მოგესალმებით.

მაქვს ამერიკის ვიზა - ტურისტული
ნამყოფი არ ვარ. ვიზა აღებული მაქვს 2014 ში.
რამდენად შესაძლებელია ახლა პანდემიის დროს ჩამოსვლა.
და რა რისკებთანაა დაკავშირებული ?! შეიძლება თუ არა , რომ საზღვარზე არ გადმომიშვან.

2014 წლის მერე ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია. აზიაშიც ევროპაშიც და რამოდენიმე დღე რუსეთშიც ვყოფილვარ.

ასევე მაინტერესებს სამსახურის დაწყება თუ ადვილია ( არალეგალისთვის ) და დაახლოებით ანაზღაორება.


Posted by: lilu777 5 Nov 2020, 22:54
bigbadboomboom

ჩვეულებრივად ჩამოხვალ რომ დაწყნარდება ყველაფერი. ეხლა ყველაზე ცუდი დროა აქ სამსახურის დასაწყებად.

ისე არის სამსახურები სადაც უსაბუთოდ დაიწყებ და არის სამსახურები სადაც რახან უსაბუთო ხარ ტაქს აიდის აღებას გთხოვენ რომ მუშაობის შემთხვევაში ტაქსებიც მოგეჭრას ხელფასიდან.
ასეთ დროს უკვე დაფიქსირებული იქნები სამსახურში და ტურისტულით ვეღარ ივლი აქეთ იქით. მოკლედ დარჩენას თუ არ აპირებ ტაქს აიდი არ უნდა აიღო smile.gif

სამსახური ალბათ გესმის რაზეა ლაპარაკი უსაბუთოსთვის. რაც უფრო კარგი ინგლისური გაქვს უკეთეს სამსახურს ნახავ, მაგრამ საბუთის არ ქონის დროს მაინც უფრო შრომატევადი სამსახურებია ვიდრე ისე smile.gif

Posted by: lume 6 Nov 2020, 20:30
QUOTE
ასევე მაინტერესებს სამსახურის დაწყება თუ ადვილია


Bruklinshi tu icxovreb Taxis shoprobas da msheneblobis mets ver gacdebi biggrin.gif

Posted by: DORO 6 Nov 2020, 20:42
lilu777
QUOTE
გარეთ ქონდათ კამფეტები ვაზებზე და ყუთებით გამოტანილი

არის დასარიგებელი კანფეტი და ჩვეულებრივი კანფეტი .

მანდაც მასეა ?

biggrin.gif

Posted by: low flyer 6 Nov 2020, 21:29
.........................
.........................
.........................
.........................
.........................














Posted by: .DG. 6 Nov 2020, 22:41
ძველი დრო. არავითარი სოციალური დისტანცია. ეჰ....
user posted image

Posted by: lilu777 7 Nov 2020, 01:52
QUOTE (DORO @ 6 Nov 2020, 20:42 )
lilu777
QUOTE
გარეთ ქონდათ კამფეტები ვაზებზე და ყუთებით გამოტანილი

არის დასარიგებელი კანფეტი და ჩვეულებრივი კანფეტი .

მანდაც მასეა ?

biggrin.gif

biggrin.gif დაახლოებით ანუ ჰელოვინის კამფეტები სხვაა აწერია კიდეც თუმცა სხვებიც იყო გარეული

user posted image
user posted image

მეორე სურათში ჩემი არაა, მაგრამ ეგენი იყო ყველა. ვიღაცას კარგად დაულაგებია biggrin.gif



.DG.

ეჰ ხშირად ვფიქრობ უკვე ეგ დრო როდის დაბრუნდება თუ ასე დავრჩებით sad.gif

Posted by: tvinikosa 7 Nov 2020, 08:40
lilu777
QUOTE
ეჰ ხშირად ვფიქრობ უკვე ეგ დრო როდის დაბრუნდება თუ ასე დავრჩებით

როგორც ვარაუდობენ 1 წელი მაინც გასტან რომ დაუბრუნდეს ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს ან მეტხანსო.

Posted by: lilu777 8 Nov 2020, 02:49
tvinikosa

მე მგონია ეს ზამთარი და ვსო ან იმედი მაქვს რომ ასე იქნება biggrin.gif

Posted by: ragezone 8 Nov 2020, 07:21
tvinikosa
QUOTE
როგორც ვარაუდობენ 1 წელი მაინც გასტან რომ დაუბრუნდეს ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს ან მეტხანსო.

ტეხასში რამდენიმე თვეა დაბრუნდა ერთადერთი მასკა განასხვავებს biggrin.gif

Posted by: tvinikosa 8 Nov 2020, 08:23
lilu777
QUOTE
მე მგონია ეს ზამთარი და ვსო ან იმედი მაქვს რომ ასე იქნება


ნეტა მართლა ეს ზამთარი იყოს და დასრულდეს დავიღალეთ ყველა უკვე.

ragezone
QUOTE
ტეხასში რამდენიმე თვეა დაბრუნდა



ყველგან დაბრუნდა მეორედ მთავარია მესამედ და მეოთხედ არ დაბრუნდეს ეს კორონა

Posted by: ragezone 8 Nov 2020, 10:27
tvinikosa
QUOTE
ყველგან დაბრუნდა მეორედ მთავარია მესამედ და მეოთხედ არ დაბრუნდეს ეს კორონა


მე ნორმალურ ცხოვრებას ვამბობ biggrin.gif თორე კორონა არასად წასულა biggrin.gif

Posted by: DORO 8 Nov 2020, 21:26
lilu777
QUOTE
მეორე სურათში ჩემი არაა, მაგრამ ეგენი იყო ყველა. ვიღაცას კარგად დაულაგებია

შენს სადარბაზოში იდო ეგენი ?

სუ მსოფლიო ბრენდობა კანფეტებია თითქმის biggrin.gif
QUOTE
ჰელოვინის კამფეტები სხვაა აწერია კიდეც

სპეციალურად საჰელოუვინოდ გამოდის ეგენი ?
მაშინ გამორიცხული არაა ვინმე ბეისბოლოს ბილეთების მსგავსად მაგის შესაფუთების კოლექციას აგროვებდეს biggrin.gif

Posted by: godblessamerica 9 Nov 2020, 03:40
ბაიდენის გამარჯვებას ვულოცავ ყველა ქართველ ემიგრანტს,განსაკუთრებით ვიცე პრეზიდენტია მოსალოცი, მთელი კარიერის განმავლობაში უსაბუთო ემიგრანტების თავგამოდებული დამცველი იყო,იმედია იგივე შემართებით გააგრძელებს ვიცე პრეზიდენტის პოსტიდან.ყველას მიგეღოთ გრინ კარტები, ვისაც ამ პოპულისტი სირის პრეზიდენტობისას უსამართლოდ შეგიჩერეს საემიგრაციოებში

Posted by: lilu777 9 Nov 2020, 06:52
DORO

არა ჩემთან არ იდო , სახლებია რომლებიც მონაწილეობენ ჰელოვინის დღესასწაულზე, იცის ყველამ სად გაიაროს smile.gif აქ იმდენი რელიგიის და რასის წარმომადგენელია
ყველას არ ეჰელოვინება სხვა დღესასწაულები აქვთ ზოგს smile.gif


godblessamerica
ზოგადად ამერიკას ერთი კურსი აქვს და ბაიდენი მოვა, ტრამპი, თუ ანტონიო ბანდერასი მაინც იმ კურსით წავა. ანუ ამერიკას არ დაღუპავს პრეზიდენტის ცვლილება.
ისეთი დეტალები კი შეიძლება შეიცვალოს, ტრამპმა დაზღვევა და სხვა ბენეფიტები რომ აკრძალა იმათთვის ვინც სითიზენი არ იყო , ახლა შეიძლება დაუშვან smile.gif

Posted by: Brock 9 Nov 2020, 13:12
lilu777

საქართველოდან რატომ წახვედი? კარიერული უპერსპექტივობის მხრივ თუ რამე სხვა მიზეზია?

თუ კარიერული და სამსახური, განვითარების თემაა. მაგ შემთხვევაში საერთოდ არანაირი იმედი არ გაქვთ შენ და შენაირებს აქ ვინც ხართ რომ შეცვალოთ ეს მდგომარეობა და იბრძოლოთ საკუთარი ქვეყანა უკეთესი გახდეს?

თუ მიზეზი შეუთავსობაა ხალხთან მენტალიტეტი და ხასიათის მხრივ.

Posted by: Armonida 9 Nov 2020, 13:17
მეგობრებო, რა მაინტერესებს.

29_ში ვბრუნდები ამერიკაში. ოჯახის წევრების სანახავად ვიყავი საქართველოში ჩამოსული. ეს კუომო ახალ ახალ წესებს რომ აცხობს თავის დაზღვევის მიზნით 72 საათით ადრე ვიკეთებ მაინც პსრ ტესტს. ინგლისურად იქნება და ავერსის კლინიკაში გავიკეთებ. ეხლა რა მაინტერესებს. ყველა კლინიკაში გაკეთებულს არ იღებენ საზღვარგარეთო და ეგ რაზეა დამოკიდებული ხო არ იცით? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: natasha21 9 Nov 2020, 14:31
მეგობრებო , ვინმემ იცის, B1B2 ვიზით დეკემბრის ბოლოს შემომიშვებენ ნიუ იორკში მინდა საახალწლოდ ჩამოსვლა და რამე შეზღუდვაში მოვხვდები?

Posted by: lume 9 Nov 2020, 18:17
QUOTE
საერთოდ არანაირი იმედი არ გაქვთ შენ და შენაირებს აქ ვინც ხართ რომ შეცვალოთ ეს მდგომარეობა და იბრძოლოთ საკუთარი ქვეყანა უკეთესი გახდეს?


QUOTE
შეცვალოთ ეს მდგომარეობა


QUOTE
იბრძოლოთ საკუთარი ქვეყანა უკეთესი გახდეს?


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: lilu777 9 Nov 2020, 21:08
QUOTE (Brock @ 9 Nov 2020, 13:12 )
lilu777

საქართველოდან რატომ წახვედი? კარიერული უპერსპექტივობის მხრივ თუ რამე სხვა მიზეზია?

თუ კარიერული და სამსახური, განვითარების თემაა. მაგ შემთხვევაში საერთოდ არანაირი იმედი არ გაქვთ შენ და შენაირებს აქ ვინც ხართ რომ შეცვალოთ ეს მდგომარეობა და იბრძოლოთ საკუთარი ქვეყანა უკეთესი გახდეს?

თუ მიზეზი შეუთავსობაა ხალხთან მენტალიტეტი და ხასიათის მხრივ.

პირველი - ის რომ მე და ჩემნაირები ვინ არიან?
ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და ინდივიდია. თუ თავისუფლებას მისცემ ადამიანებს ზუსტად ნახავ რომ ყველა სხვადასხვა რამის კეთებას დაიწყებს smile.gif

მეორე - ყველაფერი ერთად არის წამოსვლის მიზეზი smile.gif

მესამე - თუ მოვახერხე და იმდენი ფული მექნება, რომ ჩემი ბიზნესის გაკეთების შესაძლებლობა გამიჩნდა, დავასაქმებ მანდ ადამიანებს ნუ დარდობ wink.gif მაგაზე იაფ მუშა-ხელს სხვაგან ვერც ვნახავ smile.gif

Posted by: dinamosfan 10 Nov 2020, 02:40
lilu777
რა შენი ბიზნესი აქ იბერია ბრწყინდება
შენი მექსიკელი მეზობელი ხუან მენდოსა რო ქართულად დაიწყებს საუბარს მერე დაიჯერებ
რო გაგიცვლია ხაშლამა და ჩაქაფული ბურიტო და ტაკოზე
პს
იაფი მუშახელის ფეტიში მაქვს და გამითვალისწინე

Posted by: lilu777 10 Nov 2020, 02:56
QUOTE (dinamosfan @ 10 Nov 2020, 02:40 )
lilu777
რა შენი ბიზნესი აქ იბერია ბრწყინდება
შენი მექსიკელი მეზობელი ხუან მენდოსა რო ქართულად დაიწყებს საუბარს მერე დაიჯერებ
რო გაგიცვლია ხაშლამა და ჩაქაფული ბურიტო და ტაკოზე
პს
იაფი მუშახელის ფეტიში მაქვს და გამითვალისწინე

ხუან მენდოსა არვიცი, მაგრამ მექსიკელი გოგოა ერთი ქართულს სწავლობს და ტატუ გაიკეთა ქართულად თავის სახელი smile.gif

ასე, რომ უკვე გაბრწყინდა ეტყობა საქართველო და ჯერ არვიცი biggrin.gif

თან არაფერი არ გამიცვლია , არ მიყვარს მე ბურიტო და ტაკოს გემოები biggrin.gif
ბადრიჯანი ნიგვზით ვჭამე დღეს და ჭადი smile.gif

Posted by: lume 10 Nov 2020, 03:22
QUOTE
ბადრიჯანი ნიგვზით ვჭამე დღეს და ჭადი


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dinamosfan 10 Nov 2020, 03:36
lilu777
მაგარი საყვარელი ვინმე ხარ
ბურიტო და ტაკოს გემო არ მომცონსო და
ნიგვზიანი ბადრიჯანი და ჭადი ვჭამეო
ჰაჰა
შენია ამერიკა შონ

Posted by: lilu777 10 Nov 2020, 03:48
lume
dinamosfan

ხო რა გიკვირთ smile.gif იმას რაღაც სუნელს თუ რაღაცას უკეთებენ რისი გემოც არ მიყვარს. ბევრ საჭმელს აქვს აქ ეგ დანამატი smile.gif
ბადრიჯანი ნიგვზით და ჭადი უცბად კეთდება მაქს 15-20 წუთი და ეგ არის. თბილისშიც რომ მცოდნოდა რა ადვილი იყო გავიკეთებდი ხოლმე biggrin.gif

Posted by: lume 10 Nov 2020, 03:55
QUOTE
ხო რა გიკვირთ

Me araferi ar mikvirs
Ise prosta

Me kievuri katleti damaxvedra chemma siyvarulma yes.gif




QUOTE
ბურიტო


Es ra aris? facepalm.gif


Posted by: dinamosfan 10 Nov 2020, 03:57
lilu777
დაბადების დღე როდის გაქვს რეცეპტების წიგნი უნდა გაჩუქო))
ხო არც მე მევასება ეგ გემო
ყველის ფონდუ დაამუღამე რა შვეიცარული და დამპატიჟე მერე
არ გაინტერესებს რას გეტყვი?)))))

Posted by: lilu777 10 Nov 2020, 04:03
dinamosfan


დაბადების დღე მქონდა , მაგრამ თუ მაჩუქებ ისეთი რეცეპტები იყოს 15 წუთზე მეტი რომ არ უნდა biggrin.gif

Posted by: low flyer 10 Nov 2020, 06:37
აბა აღიარეთ ვინ რომელი ხართ smile.gif
user posted image

Posted by: ragezone 10 Nov 2020, 07:09
QUOTE
თან არაფერი არ გამიცვლია , არ მიყვარს მე ბურიტო და ტაკოს გემოები


NYში არ მიჭამია წესიერი ბურიტო ან ტაკო ერთადერთი შედარებით რაც მომწონდა ფუდ თრაქი იდგა ფოსტერის მეტროსთან ღამის 8იდან 2მდე biggrin.gif
ტეხასში ძაან მაგარს აკეთებენ მექსიკელები ღორის ხორცით მაგრამ ზატო პიცაში მოვიკოჭლებთ აქეთ biggrin.gif
ასევე კალიფორნიაში და სავარაუდოთ ფლორიდაშიც biggrin.gif

QUOTE
ბადრიჯანი ნიგვზით ვჭამე დღეს და ჭადი

ეგ კი მომენატრა :|

Posted by: Armonida 10 Nov 2020, 07:58
ტესტზე რო ვიკითხე წინა გვერდზე არავინ არაფერი არ იცით?

Posted by: ragezone 10 Nov 2020, 08:26
Armonida
For travelers who were out-of-state for more than 24 hours:
Travelers must obtain a test within three days of departure, prior to arrival in New York.
The traveler must, upon arrival in New York, quarantine for three days.
On day 4 of their quarantine, the traveler must obtain another COVID test. If both tests comes back negative, the traveler may exit quarantine early upon receipt of the second negative diagnostic test.

მაქსიმუმ 3 დღით ადრე უნდა გაიკეთო სანამ ჩამოხვალ და ჩამოსვლიდან მეოთხე დღეს

Posted by: Armonida 10 Nov 2020, 08:29
ragezone
ეს კი ვიცი სხვა რაღაც მაინტერესებს. ზოგ ტესტებს არ ღებულობენო და რაზეა დამოკიდებული? პსრ ტესტი მექნება ინგლისურად72 საათით ადრე გაკეთებული და არის რამე მიზეზი რის გამოც შეიძლება არ მიიღონ?

Posted by: lilu777 10 Nov 2020, 08:39
QUOTE (ragezone @ 10 Nov 2020, 07:09 )
QUOTE
თან არაფერი არ გამიცვლია , არ მიყვარს მე ბურიტო და ტაკოს გემოები


NYში არ მიჭამია წესიერი ბურიტო ან ტაკო ერთადერთი შედარებით რაც მომწონდა ფუდ თრაქი იდგა ფოსტერის მეტროსთან ღამის 8იდან 2მდე biggrin.gif
ტეხასში ძაან მაგარს აკეთებენ მექსიკელები ღორის ხორცით მაგრამ ზატო პიცაში მოვიკოჭლებთ აქეთ biggrin.gif
ასევე კალიფორნიაში და სავარაუდოთ ფლორიდაშიც biggrin.gif

QUOTE
ბადრიჯანი ნიგვზით ვჭამე დღეს და ჭადი

ეგ კი მომენატრა :|

პიცა ტაკოს მირჩევნია მაგრამ არც ეგ მიყვარს დიდად smile.gif თუმცა რომ მშია ორივეს ვჭამ , პრეტენზიული არ ვარ smile.gif

ყველაფერი გავსინჯე, მაგრამ რაღაც მაინც ქართულ გემოებზე დავრჩი და ნუ ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარს , ეგ სულ მიყვარდა smile.gif
* * *
QUOTE (low flyer @ 10 Nov 2020, 06:37 )
აბა აღიარეთ ვინ რომელი ხართ smile.gif
user posted image

რატომ უნდა ვიყოთ? რა ადგილია? smile.gif


Armonida

ფბ ზე საელჩოს გვერდზე თუ იკითხავ ან ფბ-ის ქართველები ამერიკაში სხვა არვიცი რა გირჩიო smile.gif

Posted by: low flyer 10 Nov 2020, 08:46
lilu777
QUOTE
რატომ უნდა ვიყოთ? რა ადგილია?


მანჰეტენი, ქართველები იყვნენ ...





იკითხა კაცო იკითხა....

Posted by: ragezone 10 Nov 2020, 09:22
Armonida
QUOTE
ეს კი ვიცი სხვა რაღაც მაინტერესებს. ზოგ ტესტებს არ ღებულობენო და რაზეა დამოკიდებული? პსრ ტესტი მექნება ინგლისურად72 საათით ადრე გაკეთებული და არის რამე მიზეზი რის გამოც შეიძლება არ მიიღონ?


ეგ არ ვიცი არ გამიგია

lilu777

QUOTE
პიცა ტაკოს მირჩევნია მაგრამ არც ეგ მიყვარს დიდად  თუმცა რომ მშია ორივეს ვჭამ , პრეტენზიული არ ვარ

ყველაფერი გავსინჯე, მაგრამ რაღაც მაინც ქართულ გემოებზე დავრჩი და ნუ ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარს , ეგ სულ მიყვარდა


ჯაირო არის მანდ მისწრება biggrin.gif

Posted by: lume 10 Nov 2020, 14:29
low flyer
QUOTE
აბა აღიარეთ ვინ რომელი ხართ


Bruklineli kutaislebi iknebian

Sxvebi Vinebi iknebian

up.gif

Posted by: Tzameti_13 10 Nov 2020, 15:40
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ ვინც ამერიკაში ცხოვრობთ

მაინტერესებს ეხლა კოვიდ რეგულაციების გამო საზღვარზე შესვლის დროს საქარატველოს მოქალაქეს B1/B2 ტიპის ვიზით რამე პრობლემა ხომ არ ექნება ? მოუწევს თუ არა კარანტინი ან ჭირდება თუ არა ტესტი ან ზოგადად რამე პრობლემა ხომ არააა შეშვებაზე


ძალიან დამეხმარებით რამე ინფო თუ გექნებათ ამაზე

Posted by: tvinikosa 10 Nov 2020, 15:50
შევავსე მწვანე კარტაზე და რატომღაც მგონია რომ წელს მოვიგებ biggrin.gif

ცოლ ქმარს რომ ეყოფა ფართი რა ღირს ქირაობა biggrin.gif

new york - ში მაინტერესებს ფასები ან საიტი ხომ არ იცით რომ აქირავებენ ოთახებს და მშვიდი წყნარი უბნები რომელი არის, ყოველ ღამე რომ არ ისმოდეს სროლები.

Posted by: sevastopol 10 Nov 2020, 16:21
tvinikosa
NY $1000-დან იწყება 1 ოთახიანი ჩათვალე.

Posted by: tomhardy 10 Nov 2020, 19:22
3 თვით შემიძლია რო წავიდე ამერიკაში ზაფხულში სამუშაოდ (სტუდენტი ვარ) მერე რო დავრჩე იქ და აღარ წამოვიდე ანუ არალეგალურად რო დავრჩე რა შეიძლება მოხდეს და ... ? სარისკოა ძაან? ვიცი რო ბევრი დარჩა ეგრე და თუ ღირს ვაბშე არალეგალურად დარჩენა

Posted by: Brock 10 Nov 2020, 22:12
lilu777
QUOTE
პირველი - ის რომ მე და ჩემნაირები ვინ არიან?
ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და ინდივიდია. თუ თავისუფლებას მისცემ ადამიანებს ზუსტად ნახავ რომ ყველა სხვადასხვა რამის კეთებას დაიწყებს


ძაან შეუსაბამო ფილოსოფიაში გადახვედი.

კითხვა მარტივი და გასაგები იყო ამ დროს რომ შენაირებში მიგრანტი იგულისხმებოდა და პასუხიც შეგეძლო მარტივად გაგეცა ყოველგვარი უწი პუწების გარეშე მაგალითად როგორც ის რაც აქ იგულისხმე.

QUOTE
მეორე - ყველაფერი ერთად არის წამოსვლის მიზეზი


რაც მეორე კი არა პირველია რაზეც კითხვა დაგისვი.


QUOTE
თუ მოვახერხე და იმდენი ფული მექნება, რომ ჩემი ბიზნესის გაკეთების შესაძლებლობა გამიჩნდა, დავასაქმებ მანდ ადამიანებს ნუ დარდობ  მაგაზე იაფ მუშა-ხელს სხვაგან ვერც ვნახავ


ეს რაღა შუაში იყო საერთოდ და რა საჭირო იყო შეუსაბამო მარიაჟის პერფომანსი.

პისი

იაფი მუშა ხელი როგორც ასე მიგრანტებია ამერიკასა და ევროპაში.

Posted by: lilu777 10 Nov 2020, 22:46
Brock

სამარიაჟო აქ არაფერი იყო, სიტყვა ბიზნესი იმას არ ნიშნავს რომ ხვალ ბანკს ვიყიდი smile.gif 2 კაპიკით მეტი რომ იშოვო შენი დაფუძნებული რაღაციდან ეგეც ბიზნესს ნიშნავს.
დეტალებში რომ იცოდე რაც ვიგულისხმე მიხვდებოდი. მაგრამ დეტალების დაწერას რა მაქვს გონებაში სახალხოდ არ ვაპირებ.

საჩხუბრად თუ ხარ მოსული მე არ მაქვს სურვილი.
და შენნაირები იმას ნიშნავს რაც მე დაგიწერე იმიტომ, რომ აქ ისედაც ყველა ემიგრანტია smile.gif
შენ გაინტერესებდა რა მიზანი მაქვს და რას აკეთებო და გიპასუხე რომ ყველა სხვადასხვა მიზნით არის და სხვადასხვა რამეს აკეთებს . რაც ჩამოთვალე მე ყველა მაერთიანებს ეგეც გითხარი. იმის მაგივრად მადლობა გეთქვა და თუ კიდევ რაიმე კითხვა გქონდა დაგესვა, ისეთი პოსტი დამხვდა მარტო სიბნელეს ვხედავ შენს მხარეს
შენ მე არ მიცნობ და აზრზე არ ხარ რას რანაირად, რა ტონით გეუბნები, ამიტომ უცნობ ადამიანზე დასკვნები ნუ გამოგაქვს, თან ნეგატიური. ბოდიშს თუ მომიხდი მივიღებ. საკმაოდ საწყენი პოსტი გქონდა smile.gif
სამუშაო ადგილებში კიდევ რათქმაუნდა პირველ რიგში საქართველოში ჩემს ნაცნობებს დავასაქმებ თუ დამჭირდა და არა აქ ვინმეს smile.gif უფრო იაფიცაა ასე

პ.ს. საქართველოდან რაც წამოვედი მონატრება მაქვს , მაგრამ ერთადერთი რისგანაც მაგრად დავისვენე აი ეს ნეგატივია რაც ახლა შენი პოსტიდან მოდის smile.gif და რაც ხშირად იგრძნობა ქვეყანაში მაღაზიაში შეხვალ კაფეში თუ სხვაგან სადმე smile.gif
* * *
QUOTE (low flyer @ 10 Nov 2020, 08:46 )
lilu777
QUOTE
რატომ უნდა ვიყოთ? რა ადგილია?


მანჰეტენი, ქართველები იყვნენ ...





იკითხა კაცო იკითხა....

არადა ეს გოგოები უკნიდან ლატინოებს გვანან smile.gif


ragezone

კი ჯაიროს ყველა ვჭამთ მგონი smile.gif


tvinikosa
წინასწარ არკვევ უკვე biggrin.gif

Posted by: Brock 11 Nov 2020, 00:34
lilu777
QUOTE
შენ გაინტერესებდა რა მიზანი მაქვს და რას აკეთებო და გიპასუხე რომ ყველა სხვადასხვა მიზნით არის და სხვადასხვა რამეს აკეთებს .


არაა მართალი.

ჩემი კითხვის აზრი მდგომარეობდა იმაში რაც ისედაც გასაგებად იყო ახსნილი მაგრამ განვმეორდები. კერძოდ წასვლის მიზეზზე, მოტივი შენი მშობლიური ქვეყანა უკეთესი გახდეს და მანდ განვითარდე ამაზე აზრის გამოთქმა.

მე საერთოდ არ მიკითხავს მანდ რას აკეთებ. ეგ შენ რომ არ თქვა ისედაც ცნობილია რომ ყველა მიგრანტი სხვადასხვა რამეს აკეთებს.

QUOTE
რაც ჩამოთვალე მე ყველა მაერთიანებს ეგეც გითხარი. იმის მაგივრად მადლობა გეთქვა და თუ კიდევ რაიმე კითხვა გქონდა დაგესვა, ისეთი პოსტი დამხვდა


რაც და როგორც გამეცი პასუხი შეუსაბამოდ ფილოსოფიურ ჭრილში. მაგაზე ირონია გამოვხატე. სულ ეს არის.
QUOTE
შენ მე არ მიცნობ და აზრზე არ ხარ რას რანაირად, რა ტონით გეუბნები, ამიტომ უცნობ ადამიანზე დასკვნები ნუ გამოგაქვს, თან ნეგატიური. ბოდიშს თუ მომიხდი მივიღებ. ს


მე შენს პიროვნებაზე და მითუმეტეს ტონზე არც გამომიტანია რაიმე აზრი.რა სისულელეა საერთოდ.

იმ ფოლოსოფიურ შეუსაბამი პასუხზე რაც და როგორც მომწერე იმაზე გამოვხატე ირონია ჩემი პასუხით.

QUOTE
სამუშაო ადგილებში კიდევ რათქმაუნდა პირველ რიგში საქართველოში ჩემს ნაცნობებს დავასაქმებ თუ დამჭირდა და არა აქ ვინმეს


QUOTE
ვასაქმებ მანდ ადამიანებს ნუ დარდობ  მაგაზე იაფ მუშა-ხელს სხვაგან ვერც ვნახავ


ამაზე საქმეც იმაშია არც მიკითხავს რამე მაგრამ რაღამც ასე დაჟინებით კონკრეტდები გიპასუხებ დამატებით რომ ძალიან ცუდი ჯერ ქართველებზე და მერე მითუმეტეს შენს ნაცნობებზე მასეთი ნეგატიური დამოკიდებულება რომ გაქვს როგორც ყველაზე უკანასკნელი იაფი შავი მუშა.

Posted by: lilu777 11 Nov 2020, 00:44
Brock

შენ არ გესმის მხოლოდ იმიტომ რომ აქ არ ხარ და სხვა გადმოსახედიდან ხედავ. ფილოსოფიური არაფერია იმაში აქ რომ ჩამოდიან ადამიანები სხვა თავისუფლებას გრძნობენ და უკვე მართლა იმსი კეთებას იწყებენ რაც უნდათ.
ამის კიდევ გაშლა შეიძლება მაგრამ არ მაქვს მაგდენი დრო 2 გვერდი ამაზე ვწერო smile.gif

ნაცნობები ძალიან კარგად მოვიხსენია ეს შენთვის არის ეტყობა ეგ დამცირება smile.gif
თბილისში ჩემს მეზობელს აქვს კომპანია, ქართველი გრაფიკოსები ყავს რომლებიც ორანჟერიებს აკეთებენ 3დ ში, დოლარში უხდის ხელფას, მაგრამ გაცილებით ნაკლებს ვიდრე ამერიკაში გადაუხდიდა, თუმცა საქართველოსთვის კაი თანხაა ძაან. დამცირებაა ეხლა ეს იმათთვის? თუ რაიმე საშინელებას აკეთებს ეს ადამიანი რახან ზუსტად იმ ეკონომიკური სიზუსტით არ უხდის როგორც ამერიკაში გადაუხდიდა სხვას ?

ეხლა რომ განვმარტე ხომ ხვდები , არაფერი ამაში ისეთი არ იყო? მაგრამ როდესაც ადამიანები ჩასაფრებუყლები ვართ და ლოიალურობა და ტოლერანტობა გვაკლია, მაშინ სულ შეტევაზე ვართ და არ ვცდილობთ ცოტა მეტი დავინახოთ მოსაუბრის სიტყვებს მიღმა smile.gif
ეცადე კარგი მეტი დაინახო ხოლმე სხვის ნათქვამში, მითუმეტეს თუ გიწერს და ვერ ხედავ. მეც დამჭირდა ჩემს თავზე მუშაობა, მეც მაქედან ვარ ჩამოსული და უფრო უკეთესი გახდა ცხოვრება ასე smile.gif


Posted by: lume 11 Nov 2020, 00:54
Ra gachxubebt?

Dges kaci shemxvda iset samushaos vedzeb sadac ar daviglebio,

Tkven kide ra dgeshi xart drug.gif

Posted by: Brock 11 Nov 2020, 01:01
lilu777

კითხვა დაგისვი და სრულიად სხვა შეუსაბამო პასუხი გამეცი საერთოდ სხვა თემაზე რაც არსად მიხსენებია. ტექსტის გააზრების ამბავია ელემენტალური აქ და არა ფილოსოფიურ ჭრილში პასუხის გაცემის პრობლემატიკა. ამან გამოიწვია ირონია ჩემი მხრიდან.

QUOTE
მეც დამჭირდა ჩემს თავზე მუშაობა,


ტექსტის გააზრებაში იმუშავე პირველ რიგში და არა იმაზე ამერიკაში წავედი და აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანსში.

Posted by: lilu777 11 Nov 2020, 01:10
Brock

რჩევა თუ დამჭირდა მყავს საკმაოდ გამოცდილი და სანდო ადამიანები , ასე რომ ვინმეს რამეს რომ კითხავ უმადურივით კუდებს ნუ მოაბავ smile.gif

ტექსტის გააზრებაზე შენ გაქვს სამუშაო ჩემი პასუხი, რომ ვერ გაიგე, მაგრამ მე არც ამაში არ გდებ ბრალს გასაგებია, რომ მანდ სხვა გადმოსახედიდან უყურებ და ვერ გაიგე smile.gif მეც ასე ვიყავი სხვანაირად ვხედავდი და მესმის

და არ ტეხავს რომ ვერ გაიგე ეხლა ამაზეც ნუ მოაბავ კუდებს, წარმატებები , კარგად smile.gif


lume

ნერვები აქვთ დაწყვეტაზე ზოგადად ადამიანებს სხვა არაფერია smile.gif

Posted by: Tzameti_13 11 Nov 2020, 01:18
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ ვინც ამერიკაში ცხოვრობთ

მაინტერესებს ეხლა კოვიდ რეგულაციების გამო საზღვარზე შესვლის დროს საქარატველოს მოქალაქეს B1/B2 ტიპის ვიზით რამე პრობლემა ხომ არ ექნება ? მოუწევს თუ არა კარანტინი ან ჭირდება თუ არა ტესტი ან ზოგადად რამე პრობლემა ხომ არააა შეშვებაზე


ძალიან დამეხმარებით რამე ინფო თუ გექნებათ ამაზე

Posted by: lume 11 Nov 2020, 01:21
Tzameti_13
Yataris xazebi werda testi aris ukve sachiro NY chafrenisaso, detalebi arvici tvali movkari,

daureke an imeili miwere uket gagarkveven

Posted by: lilu777 11 Nov 2020, 01:31
Tzameti_13

პისიარ ტესტი სჭირდება ყველას აქედან მანდაც და მაქედან აქ ჩამოფრენის დროსაც smile.gif

სხვა დეტალები არვიცი

Posted by: lume 11 Nov 2020, 02:08
QUOTE
ნერვები აქვთ დაწყვეტაზე ზოგადად ადამიანებს სხვა არაფერია


Me es asakian gasatxovar kalebze makvs gagebuli drug.gif

Posted by: Tzameti_13 11 Nov 2020, 03:05
lume
lilu777
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: bigbadboomboom 11 Nov 2020, 14:57

lume

ანუ არალეგალებს შეუძლიათ ტაქსზე დაჯდომა.
და საშუალო ანაზღაურება არ გამოსდის ტაქსის მძღოლს?

ნუ ვიცი დამოკიდებულია რამდენს იმუშავებს , მაგრამ დაახლოებით რა 10 სთ რომ იმუშაოს დღეში.

Posted by: Brock 11 Nov 2020, 16:25
lilu777
QUOTE
რომ ვერ გაიგე,


რომ ვერ გავიგე არა. რომ სხვა რამეზე მომწერე საერთოდ რაც არ მიკითხავს თორე ძაან კარგად გავიგე რაც თქვი. ამან გამოიწვია ირონიაც ჩემი მხრიდან.



Posted by: lume 11 Nov 2020, 17:43
QUOTE
ანუ არალეგალებს შეუძლიათ ტაქსზე დაჯდომა.


Ki
Prava unda gkondes akauri, (shegidzlia aigo)

QUOTE
და საშუალო ანაზღაურება არ გამოსდის ტაქსის მძღოლს?


10 saats koveldge ver imushaveb didxans ver gakachav,

kvelaze bevri Daaxlovebit 180-200$ dagcheba, isic iset dgeshi gekneba nervebi rom arvici biggrin.gif

Gaketebit mets gaaketeb prosta xarjebi unda gamoaklo da polociis jarimebic,


Taxi
Traileri
Mshenebloba

Es iseni aris razec arasdros ar vimushaveb up.gif

Egeni araa samushao

Posted by: lilu777 11 Nov 2020, 22:03
QUOTE (lume @ 11 Nov 2020, 02:08 )
QUOTE
ნერვები აქვთ დაწყვეტაზე ზოგადად ადამიანებს სხვა არაფერია


Me es asakian gasatxovar kalebze makvs gagebuli drug.gif

როგორც ჩანს კაცებიც არ უჩივიან , მაგრამ რისი ბრალია მაგათ შემთხვევაში არვიცი smile.gif

Posted by: tvinikosa 11 Nov 2020, 22:51
sevastopol
QUOTE
NY $1000-დან იწყება 1 ოთახიანი ჩათვალე

მადლობააააააა
მეტი იაფად არის ?
* * *
lilu777
QUOTE
წინასწარ არკვევ უკვე

ხო გული მიგრძნობს რომ წელს გამიმართლებს. biggrin.gif

Posted by: low flyer 11 Nov 2020, 23:04
tvinikosa
QUOTE
sevastopol
QUOTE
NY $1000-დან იწყება 1 ოთახიანი ჩათვალე

მადლობააააააა
მეტი იაფად არის ?


1000$ შეიძლება სტუდიო იპოვო NY-ში, შეიძლება....

Posted by: lilu777 12 Nov 2020, 01:18
low flyer
tvinikosa

ჩემს კორპუსში არის სტუდიოები 1150 ად მაგრამ დეპოზიტია საჭირო

tvinikosa

პატარა ოთახს 800 ადაც ნახავ smile.gif

Posted by: lume 12 Nov 2020, 06:13
QUOTE
მეტი იაფად არის ?


Kraoti 450$,

erti 5-6 kaci icxovrebt otaxshi


facepalm.gif
* * *
QUOTE
1000$ შეიძლება სტუდიო იპოვო NY-ში, შეიძლება....


Mag fasad NJ saxlis sartuls kiraob up.gif



Posted by: low flyer 12 Nov 2020, 07:06
lume
QUOTE
Mag fasad NJ saxlis sartuls kiraob

ალიასკაზე მთელ სახლს up.gif

Posted by: lume 12 Nov 2020, 07:29
low flyer


Shen Chemi ar gjera


Sartuls 1000$ igeb, ezoians ikve patara samwvadit

facepalm.gif

Posted by: tvinikosa 12 Nov 2020, 08:42
lilu777
QUOTE
ჩემს კორპუსში არის სტუდიოები 1150 ად მაგრამ დეპოზიტია საჭირო

წინასწარ უნდა მიცე როგორც გავიგე.

QUOTE
პატარა ოთახს 800 ადაც ნახავ

დასაწყისისტვის ყველა ვარიანტი იქნება კაი biggrin.gif

lume
QUOTE
Kraoti 450$,

erti 5-6 kaci icxovrebt otaxshi

თუ მოვიგე მწვანე კარტა, სიმართლე გითხრა საერთოდ არ მივალ მასეთ ადგილას რომ გავიყო ფართი რადგან ბევრი უთანხოება იქნება მერე ამდენ ხალხში.
მირჩევნია იყოს პატარა და ჩემი.

Posted by: ragezone 12 Nov 2020, 11:21
lume
QUOTE
Mag fasad NJ saxlis sartuls kiraob

NJში სად ნივარკში ? givi.gif

low flyer
QUOTE
1000$ შეიძლება სტუდიო იპოვო NY-ში, შეიძლება....


ძაან სასწაული სტუდიო იქნება biggrin.gif

Posted by: lume 12 Nov 2020, 14:13
ragezone
QUOTE
NJში სად ნივარკში ?


Paseikshi up.gif


Posted by: lilu777 12 Nov 2020, 20:37
tvinikosa
წინასწარ რას გულისხმობ?
ანუ ქირას ისედაც ეგრევე აძლევ და კიდევ იმდენივე დეპოზიტს smile.gif

Posted by: low flyer 13 Nov 2020, 01:42
lume
QUOTE
Shen Chemi ar gjera


არც კი გამიფიქრებია შენთვის მეკადრებინა, პირიქით, მჯერა და ჩემი აზრით პროვინციისთვის ცოტა მაღალი ფასია.

Posted by: lume 13 Nov 2020, 05:57
low flyer
Gadmodi aket

Ezoshi shampurze shemwvari mwvadi chemze ikneba up.gif



Posted by: tvinikosa 13 Nov 2020, 08:38
lilu777
QUOTE
ანუ ქირას ისედაც ეგრევე აძლევ და კიდევ იმდენივე დეპოზიტს

გასაგებია მივხვდი

პოლონეთში რომ ვიყავი ზუსტათ მასე იყო მაგ: ბინას რომ ვქირაობდი 600 დოლარად მეორე 600 დოლარს ითხოვდა რადგან კონტრაქტზე გვქონდა გაფორმებული 1 წლიანი, და რომ დამთავდებოდა 1 წელი მერე გადახედავდა სახლს თუ რამე იყო გაფუჭებული იმ 600 დოლარიდან აკლებდა და თუ არაფერი არ იყო დაზიანებული უკან აბრუნრბდა.

მანდაც მასეა ხო როგორც გავიგე.?

Posted by: lilu777 14 Nov 2020, 01:02
tvinikosa

აქ ზოგან სამმაგსაც იხდი ანუ ბოლო თვის ქირასაც smile.gif

Posted by: Freestyle 14 Nov 2020, 03:41
სალამით, მომავალ წელს მიწევს წამოსვლა ოჯახით, სად როგორ ჯობია გაჩერება? NY ვფიქრობ მე თავიდან მაინც, ყველა ეგრე მირჩევს. ფორუმელებისგანაც მივიგებ რამდენიმე რჩევას, ვინ სად ხართ რას მოღვაწეობთ smile.gif

Posted by: lilu777 14 Nov 2020, 05:49
Freestyle

ნიუ იორკში, ბრუკლინში გირჩევ თავიდან (უფრო იაფია ცხოვრება) , მერე, რომ გათვითცნობიერდები
და მოშინაურდები უკეთ გადაწყვიტავ შენ და შენი ოჯახისთვის უკეთესი რა არის smile.gif

Posted by: tvinikosa 14 Nov 2020, 09:01
lilu777
QUOTE
აქ ზოგან სამმაგსაც იხდი ანუ ბოლო თვის ქირასაც

აუ რაამბავია სამმაგი.

კიდევ კაი ზოგან რომ არის.

Posted by: Freestyle 14 Nov 2020, 14:23
lilu777
QUOTE
ნიუ იორკში, ბრუკლინში გირჩევ თავიდან (უფრო იაფია ცხოვრება) , მერე, რომ გათვითცნობიერდები
და მოშინაურდები უკეთ გადაწყვიტავ შენ და შენი ოჯახისთვის უკეთესი რა არის

ბაღებზე ხომ არ გაქვს ინფორმაცია კერძო სასხელწიფო ბაღები ნორმალურია? ბრუკლინზე მაქვს საუბარი

Posted by: lilu777 14 Nov 2020, 18:51
Freestyle

ბრუკლინში როგორია დაზუსტებით არვიცი, რუსები არიან ძირითადად ბავშვებიც და მასწავლებლებიც.

აქ ქვინსისკენ ნორმალურია , ისეთი არაა რომ ვერ ატარო smile.gif

თუ საბუთს გააკეთებ რომ შემოსავალი არ გაქვს საკმარისი სახელმწიფო ბაღი უფასოა.
4 წლიდან ისედაც უფასოა smile.gif

Posted by: Freestyle 14 Nov 2020, 18:59
lilu777
ეგ საბუთი მომავალზე ცუდად მოქმედებსო, დახმარებების აღებას მოერიდეო და შენ როგორ იცი ეგ ამბავი?

აი რუსებთან დიდად არ მინდა არანაირი კავშირი sad.gif

Posted by: tomhardy 14 Nov 2020, 20:54
არალეგალების ხელფასი დაახლოებით რა არის ამერიკაში თვეში ? ვიცი დამოკიდებულია ქალაქზე, სამსახურზე და ... მაგრამ დაახლოებით რო მითხრათ მაინც ხო და კიდე არალეგალეად ყოფნის დროს შეიძლება გაგაჩერონ ვაბშე ტყუილად ქუჩასი და საბუთები მოგთხოვონ და გამოგადეპორტონ ? ხდება კიდე მსგავსი რაღაცეები ? ამდენი არალეგალია ამერიკაში და ხო დადიან ჩვეულებრივად ქუჩასი :დ

Posted by: Harley Davidson 14 Nov 2020, 23:18
tomhardy
QUOTE
არალეგალების ხელფასი დაახლოებით რა არის ამერიკაში თვეში ?

$2400-დან $7000-მდე. გააჩნია რას აკეთებ.
QUOTE
არალეგალეად ყოფნის დროს შეიძლება გაგაჩერონ ვაბშე ტყუილად ქუჩასი და საბუთები მოგთხოვონ და გამოგადეპორტონ ?

ნიუ იორკში ეს აკრძალულია კანონით. სხვაგან არ ვიცი.

Posted by: tomhardy 14 Nov 2020, 23:25
Harley Davidson
მადლობა და დაახლოებით რა დროა საჭირო რო მოქალაქეობა მოიპოვა ვიცი სხვადასხვა გზა არსებობს მაგრამ დაახლოებით რო მითხრა და ხელსაც ხო აწერენ იქაურ მოქალაქესთან და რამდენს ითხოვენ თანხას დაახლოებით ? new york ში ბინების ფასი 850-1000 დოლარია თვეში როგორც აქ წავიკითხე და რომელ საიტებზე შიეძლება რო ვნახო ?

Posted by: Harley Davidson 15 Nov 2020, 00:00
tomhardy
QUOTE
და დაახლოებით რა დროა საჭირო რო მოქალაქეობა მოიპოვა

ხელს თუ მოაწერ, 5-7 წელი.
QUOTE
რამდენს ითხოვენ თანხას დაახლოებით ?

25-35K
QUOTE
new york ში ბინების ფასი 850-1000 დოლარია თვეში

ბინის არა, ოთახის. 1000 დოლარად ბეისმენტი შეიძლება ნახო სადღაც მიყრუებულში, ისიც ნაკლებსავარაუდოა smile.gif
ny.craigslist.org
www.rusrek.com
აქ ნახე

Posted by: tomhardy 15 Nov 2020, 00:05
Harley Davidson
გასაგებია მადლობა დიდი

Posted by: maxoooooo 15 Nov 2020, 00:23
გამარჯობა, თებერვალში, USAID ის პროგრამით მიწევს წასვლა ამერიკაში და მაინტერესებს რა დოკუმენტაცია დამჭირდება ვიზისთვის. ვის მივმართო? მხოლოდ მე და საკონსულოს ურთიერთობით შემიძლია ნორმალურად შევავსო დოკუმენტაცია?

ასევე მაინტერესებს რომელი უფრო სავარაუდოა 10 წლიანი ვიზა რომ მომცენ თუ 3 თვიანი? 1 თვე უნდა ვიყო ამერიკაში.

მადლობა.

Posted by: lilu777 15 Nov 2020, 01:51
QUOTE (Freestyle @ 14 Nov 2020, 18:59 )
lilu777
ეგ საბუთი მომავალზე ცუდად მოქმედებსო, დახმარებების აღებას მოერიდეო და შენ როგორ იცი ეგ ამბავი?

აი რუსებთან დიდად არ მინდა არანაირი კავშირი sad.gif

ნუ თავიდან სანამ ფეხზე დადგები ბრუკლინია ყველაზე ოპტიმალური საცხოვრებლად და იქ რუსებს ვერ აცდები smile.gif




რაც შეეხება საბუთს რა მომავალზე გულისხმობ აბა?

15 თებერვლის განცხადებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა , ცუდია იმისთვის ვისაც ცოლად მოყავს უსაბუთო ან დედას იერთებს და სპონსორობის გაწევა უწევს
თუ არ გყოფნის სახრები და სარგებლობ რა პრობლემაა . ზოგადად ყველაფერს გააჩნია რას აპირებ მომავალში და იმის მიხედვით smile.gif
თუ მაღალი შემოსავალი გაქვს , ოფიციალურ შემოსავალს ვგულისხმობ მაშინ ისედაც არ მოქცემენ მასეთ საბუთს smile.gif
* * *
QUOTE (maxoooooo @ 15 Nov 2020, 00:23 )
გამარჯობა, თებერვალში, USAID ის პროგრამით მიწევს წასვლა ამერიკაში და მაინტერესებს რა დოკუმენტაცია დამჭირდება ვიზისთვის. ვის მივმართო? მხოლოდ მე და საკონსულოს ურთიერთობით შემიძლია ნორმალურად შევავსო დოკუმენტაცია?

ასევე მაინტერესებს რომელი უფრო სავარაუდოა 10 წლიანი ვიზა რომ მომცენ თუ 3 თვიანი? 1 თვე უნდა ვიყო ამერიკაში.

მადლობა.

USAID ის პროგრამით თავად გიწევს ვიზაზე ზრუნვა? არვიცი ნანა ჯაფარაშვილს დაურეკე და ის დაგეხმარება 593 152 152 ყველანაირ ვიზაზე ავსებინებს უკვე 20 წელია

ტრეინინგებზე რომ უწევთ ჩამოსვლა 6 თვიანს აძლევენ ხოლმე .
ამ შემთხვევაში არვიცი ვერ გეტყვი smile.gif გააჩნია პროგრამა რას ითვალისწინებს.

10 წლიანი ტურისტული ვიზა თვითონ ბიზნეს ვიზიტსაც მოიაზრებს smile.gif


Posted by: maxoooooo 15 Nov 2020, 02:16
lilu777
QUOTE
USAID ის პროგრამით თავად გიწევს ვიზაზე ზრუნვა? არვიცი ნანა ჯაფარაშვილს დაურეკე და ის დაგეხმარება 593 152 152 ყველანაირ ვიზაზე ავსებინებს უკვე 20 წელია

მადლობა.
კი, რა თქმა უნდა ნაწილობრივ მეც მიწევს ვიზაზე ზრუნვა. მაინტერესებს რა დოკუმენტები უნდა მოვიძიო.
მოკლედ რომ ავხნა პროგრამა ასეთია, სტარტაპი ვართ და USAID ის გრანტი მოვიგეთ და CEO მივდივართ sillicon valley - ში ინვესტორის მოსაძიებლად, მე Team member ვარ. CEO-ს აქამდე ჰქონდა 10 წლიანი ვიზა. მაინტერესებს, რახან ეს ბიზნესთან ასოცირდება უფრო დიდი შანსი არაა 10 წლიანი მომცენ?

ისიც მაინტერესებს მე მაქვს უფლება 10 წლიანი მოვითხოვო? თუ მაინც თვითონ გადაწყვეტენ მე რომელი მჭირდება?

მადლობა

Posted by: lume 15 Nov 2020, 02:53
QUOTE
$7000-მდე


biggrin.gif biggrin.gif

არალეგალმა სად უნდა იმუშავო მაგდენი რომ გააკეთო
* * *
4-6 კვირით კეტავენ ისევ

jump.gif






Posted by: Freestyle 15 Nov 2020, 03:14
lilu777
გრინ მაქვს მოგებული და მაგ საბუთებზე მაქვს საუბარი ) დარჩენას ვაპირებ, ნუ 5 წელი მაინც smile.gif

რავიცი არც მინდა დახმარება, ღმერთმა არ დამაჭირვოს smile.gif

3 სულიან ოჯახს, ბრუკლინში რა ხარჯი გექნება დაახლოებით თვეში? ნუ კომუნალურები, ქირა. და კვება -საშუალო, 3კ$ ვერ ჩაეტევი?

Posted by: lilu777 15 Nov 2020, 06:23
maxoooooo

თვითონ წყვეტენ რამდენ ხნიანი ვიზა მოგცენ. შენ წინასწარ უნდა იცოდე რომელ ვიზაზე ავსებ.
იმ ქალს დაურეკე და ზუსტად მიხვდება რომელ ვიზაზეა შევსება უკეთესი მე მაინც მგონია ეს ტურისტული-ბიზნეს ვიზა რაც არის ალბათ ეგ

smile.gif წარმატებები

Freestyle

3 სულიანის სტერეოტიპი ასეთია ბრუკლინში ქმარი უბერზე მუშაობს ცოლი ოჯახში ბავშვთან ან მოხუცთან და შვილი ბაღში.
თუ რაიმე უფრო დიდი მიზნები გაქვთ თავიდან მაინც ასე თუ არა ამის მსგავსად დაიწყებთ

ხარჯი რავიცი შემოსავალს გააჩნია იმის მიხედვით ხარჯავ

ქართული ორ ოთახიანი აქაური ერთ ბედრუმიანი 1500 ან 1600 ღირს თვეში ნაცნობობით შოულობენ, რომ მხოლოდ ქირა იყოს პირველად გადასახადი, მხოლოდ პირველი ქირა და დეპოზიტი თუ არის გადასახდელი ეგეც კარგია smile.gif

მობილური მინიმუმ 30 დოლარი თვეში
ჭამაზე იხარჯება ყველაზე მეტი ფული, ტანსაცმელი ძაან იაფია
100 დოლარის საჭმელი შეიძლება 2 კვირამდე გეყოთ თუ სახლში გააკეთებთ
ისე გარეთ გემრიელად რომ ჭამოს კაცმა 12 დოლარი უჯდება ალბათ (ფენსი რესტორანში დაჯდომას არ ვგულისხმობ smile.gif)
მე 7 დოლარიანი სალათიც მყოფნის ან ქათმის ვრაპები smile.gif




Posted by: lume 15 Nov 2020, 06:47
მაგიტომაც მარტო უნდა იყო, ნაკლები ხარჯი გაქვს yes.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: √‼‼VσÜ¥ 15 Nov 2020, 07:32
სადმე ბრუკლინში შედარებით წყნარ უბანში ცხოვრება რო შეიძლებოდეს 2-3 ოთახიანს რამდენად იყიდის კაცი

Posted by: lume 15 Nov 2020, 07:41
QUOTE
ადმე ბრუკლინში შედარებით წყნარ უბანში ცხოვრება რო შეიძლებოდეს 2-3 ოთახიანს რამდენად იყიდის კაცი


ყიდვა კაცო?

800 000$ ზემოთ

drug.gif drug.gif drug.gif


Posted by: lilu777 15 Nov 2020, 08:03
√‼‼VσÜ¥
lume

ასეც არაა საქმე 500 000$ ადაც შეიძლება, მაგრამ მთავარია რა ბილდინგია. შეიძლება ეხლა ღირს ასე . ახლახანს გადავხედე ფასებს smile.gif

რაც უკეთესი ბილდინგია მით უფრო მეტი გექნება ყოველთვე გადასახდელი,
ყოველთვიური კორპუსის მოსაკრებელი ასე რომ ვთქვათ. მინ 400 დოლარი ყველაზე კარგ შემთხვევაში smile.gif

Posted by: √‼‼VσÜ¥ 15 Nov 2020, 08:28
lume
lilu777
უი უი რაამბავია
ადრე ერთ საიტი მქონდა 150-200კ იყიდებოდა სახლები ალბათ ცუდ უბნებში იყო ..


Posted by: ragezone 15 Nov 2020, 10:56
lilu777
QUOTE
100 დოლარის საჭმელი შეიძლება 2 კვირამდე გეყოთ თუ სახლში გააკეთებთ

3 სულიან ოჯახს კვირაში არ ეყოფა 100$ საჭმელზე

Posted by: lilu777 15 Nov 2020, 17:15
ragezone

მე მყოფნის სახლში გაკეთების შემთხვევაში და გააჩნია რამდენს ჭამენ ალბათ smile.gif

√‼‼VσÜ¥

შეიძლება ცუდი უბნებიც იყო ან სხვა შტატი. ზოგადად ნიუ იორკში ძვირია smile.gif

Posted by: lume 15 Nov 2020, 20:34
რას ჭამთ მაგდენს rolleyes.gif

70$ საჭმელი 20 დღე მყოფნის

Posted by: ragezone 16 Nov 2020, 00:26
lilu777
QUOTE
მე მყოფნის სახლში გაკეთების შემთხვევაში და გააჩნია რამდენს ჭამენ ალბათ

თუ საიდუმლო არაა რას აკეთებ რო გყოფინით 3 კაცს 100$ საჭმელში ?

QUOTE
რას ჭამთ მაგდენს

70$ საჭმელი 20 დღე მყოფნის

რას ჭამ გააჩნია

Posted by: lilu777 16 Nov 2020, 01:06
ragezone

ქათმის ბულიონი, ოსპის(ლენტილის) სუპი, ბორში , ქათმის ფილე პიურესთან. თევზი ბრინჯით. (ბრინჯი , ოსპი, წიწიბურა და სხვა ბურღულელი ერთხელ იყიდი ბევრს და კაი ხანი გაქვს)
კატლეტი წიწიბურით , აჯაფსანდალი, მწვანე ლობიო, საქონლის ხორცი პამიდორში smile.gif შემწვარი კარტოფილი, მაკარონი გუფთით (აქაური მითბოლები)
დილაობით შვრიის ფაფა ან სირიალები smile.gif
bjs ში საკმაოდ დიდი პორციებია ხორცის და ზოგადად ყველაფრის, საბოლოოდ იაფი გამოგდის smile.gif

Posted by: √‼‼VσÜ¥ 16 Nov 2020, 01:35
lilu777
QUOTE
შეიძლება ცუდი უბნებიც იყო ან სხვა შტატი. ზოგადად ნიუ იორკში ძვირია smile.gif


ზუსტად არ ვიცი რა უბნები იყო ალბათ სადმე ბარიგების უბანი იქნებოდა ))

Posted by: lume 16 Nov 2020, 05:15
QUOTE
საქონლის ხორცი პამიდორში


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



Chemi kargi ....... Rac ak var kvabidan da tafidan sachmeli ar gadmomigia facepalm.gif
* * *
QUOTE

რას ჭამ გააჩნია

Kitri pamidori kvercxi grechixa up.gif

Ravi dzmao tu ert chamaze erti katami ginda sxva sakmea facepalm.gif

Posted by: გ ი ო რ გ ი 16 Nov 2020, 21:17
ამერიკაში მინდა გამგზავრება დაახლოებით 1 კვირით თურქეთის ავიახაზებით, სტამბულის გავლით.
ხომ არ იცით რა რეგულაციებია კორონავირუსთან დაკავშირებით, რა უნდა ვიქონიო ხელზე? PCR ტესტის პასუხები?

Posted by: ტანკე 16 Nov 2020, 21:54
გ ი ო რ გ ი
მე როგორც ვიცი, არაა საჭირო,მაგრამ ეს შეავსე მაინც და გაიგებ შედარებით უფრო ზუსტად

https://www.iatatravelcentre.com/passport-visa-health-travel-document-requirements.htm#

Posted by: ITALIANEC 18 Nov 2020, 18:20
გამარჯობა, ამერიკაში რა შეიცვალა? იტალიიდან მინდა ამერიკაში წასვლა ვიზა მომცეს , ტესტები მაინტერესებს რეები უნდა გავიკეთო იტალიაში წასვლამდე. დაწერეთი თუ იცით smile.gif ამერიკაში რეგულაციები თუ შეიცვალა უნდა გაარკვიოთ და რასს ითხოვენო რა ტესტებსო იქ უნდა გაიგოთო და იტალიიდან როგორ გავიგო smile.gif ჰელპ

Posted by: ფაშისტი 18 Nov 2020, 19:45
4-6 კვირით იკეტებაო მანდაურობა, ასე გავიგე, მართალია?

Posted by: lilu777 20 Nov 2020, 22:08
ITALIANEC

იტალიიდან არაა ფრენები .

Posted by: Harley Davidson 21 Nov 2020, 02:28
lilu777
ბოლო მონაცემები რა გვაქვს?
საიდან არის ფრენები?

Posted by: lilu777 21 Nov 2020, 02:57
Harley Davidson

ბოლოს საფრანგეთიდან ჩამოვიდა გრინით ახლობელი სექტემბერში
და ტურისტულით ჩამოვიდნენ ყატარით, ოქტომბერში ვიღაძეები მაგათი ამბავი არვიცი smile.gif

რომ ვნახულობ თურქიშს აქვს ფრენები და ლუფტანზას მიუნხენის გავლით smile.gif




Posted by: ტანკე 21 Nov 2020, 03:31
lilu777
QUOTE
რომ ვნახულობ თურქიშს აქვს ფრენები და ლუფტანზას მიუნხენის გავლით

ლუფტანზა აღარ გამაგონოთ smile.gif კი, “აქვთ ფრენები”. ჯერ ხომ სამჯერ შემიცვალეს ბრონი და მიუნხენიდან ფრანკფურტის გავლაზე დამითანხმეს, მერე ვაბშე მახარეს, რომ თბილისიდან მიუნხენში აღარაა ფრენები ახალი კორონარეგულაციის გამო და თბილისიდან ფეხით უნდა ჩამოხვიდე მიუნხენში და მერე გაგაფრენთ ამერიკაშიო smile.gif ეს ბოლო მე მივამატე, მაგრამ ეგ იგულისხმებოდა. ხოდა, დავაპაშოლე და დავაქენსელე ჯავშანი. 2 კვირა გავიდა და ჯერაც არ გადმოურიცხავთ ფული. იდეაში 7 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინათ. იმეილზეც არ მპასუხობდნენ. 2 დღის წინ მივაკითხე მათ ოფისს ბროსეს ქუჩაზე და ვერ მივაგენი. იქ აღარც არიან, მგონი. დღეს ამომასხა და გერმანიაში დავრეკე, მათ სათაო ოფისში. იმედია, მალე დააბრუნებენ ფულს. თურქიში უკვე დავჯავშნე და რავი, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა.

Posted by: lilu777 21 Nov 2020, 04:08
ტანკე

კორონას გამო ყველაფერი თავდაყირა დგას sad.gif გავწამდით რა უკვე

Posted by: ladusha2 21 Nov 2020, 20:47
lilu777
და ამთავრებას არუჩანს პირი,საქართველოში ორშაბათიდან ველოდებით გამკაცრებას შეილება ჩაკეტვასაც , მორჩა როგორც იქნა არჩევნები.

Posted by: lilu777 21 Nov 2020, 22:51
ladusha2

საქართველოს ამბავი ძაან მანერვიულებს თან დეიდჩემი ექიმია.
იმედია უარესი არ იქნება , იმდენი პაციენტი მიდის , ზოგი ტყუილად ითხოვს ბიულეტინს უკვე პანიკა აქვს ხალხს sad.gif

Posted by: xaxiashvili 23 Nov 2020, 16:49
გამარჯობა,ამერიკიდან წამოსული მგზავრი(თურქეთზე გადაჯდომით),საქართველოში კარანტინში რომ არ მოხვდეს რა არის საჭირო? წამოსვლამდე რომ გაიკეთოს კოვიდ ტესტი აქვს აზრი?

Posted by: Nikusha004 23 Nov 2020, 19:05
ვინმემ თუ იცით ადვოკატი ქართველი, თბილისში ვარ ცოლი მოვიყვანე და წაყვანა მინდა და საბუთებზე რომ მომეხმაროს.

Posted by: wrangler7 23 Nov 2020, 21:04
xaxiashvili
საქართველოს მოქალაქე თუა, ყველა ვარიანტში მოუწევს კარანტინის გავლა

Posted by: Gio.. 23 Nov 2020, 22:00
მეგობრებო, ორმაგი მოქალაქე ვარ და ხომ არ იცით შემომიშვებენ სქართველოში? ბოლო 4 წელია ამერიკის პასპორტს ვხმარობ, ქართულს ვადა გაუვიდა ამ ზაფხულს. კარანტინს არ დავეძებ, უკან არ გამაბრუნონ მაგას ვდარდობ biggrin.gif

Posted by: lilu777 23 Nov 2020, 22:40
Gio..

ორმაგი მოქალაქე თუ ხარ არ გექნება პრობლემა, მაგრამ დააზუსტე ამის დამტკიცე როგორ ხდება, ანუ თვითონ უჩანთ ბაზაში თუ შენ უნდა წარადგინო რაიმე საბუთი smile.gif


Nikusha004

აქ ქართველი ადვოკატები უფრო მეტს იღებენ ვიდრე რუსი ან ამერიკელი smile.gif ფბ ჯგუფში იკითხე და დაგიწერენ მონაცემებს smile.gif


Posted by: Christian Cullen 25 Nov 2020, 01:30
უნიში, მაღლა სართულზე რუსის გოგო მუშაობს და უნდა რუსეთში ან საქართველოში გამოფრენა, რომ ჯ1 ვიზა გადაცვალოს ჰ1-ზე. რამდენადაა შესაძლებელი თბილისში რომ ჩაეწეროს? ან არის კი საელჩო ღია ამ ეპიდემიის ფონზე? ან რეისები თუა?

Posted by: xaxiashvili 25 Nov 2020, 10:00
wrangler7
კი საქართველოს მოქალაქეა.მადლობა

Posted by: ფაშისტი 2 Dec 2020, 12:17
გამარჯობა ბავშვებო, მეგობარს უნდა ჩამოსვლა თბილისში NY დან და ტესტი მანდ რომ გაიკეთოს რამოდენიმე საათით ადრე, საქართველო კარანტინში ხომ აღარ გადაიყვანს? იმის ფონზე რომ მძიმე კორონიანების მკურნალობენ სახლებში და ჰოსპიტლებში ადგილებიც არ არის
* * *
................

ჩემით გავიგე პასუხი smile.gif მაინც მადლობა smile.gif მხოლოდ ტესტის პასუხია საჭირო.

Posted by: ME 2 Dec 2020, 21:57
ფაშისტი
QUOTE
ჩემით გავიგე პასუხი  მაინც მადლობა  მხოლოდ ტესტის პასუხია საჭირო.

თუ შეგიძლია წყარო ჩვენც გვითხარი რა
ანუ ამერიკული ტესტის პასუხით თბილისში კარანტინში არ გადაყავთ?
რამდენი ხნით ადრე უნდა იყოს ტესტი ჩატარებული?

Posted by: wrangler7 2 Dec 2020, 23:38
ME
https://www.ambebi.ge/article/252491-sakartvelos-mokalakeebistvis-pandemiis-pirobebshi-k/

დღეს შეცვალეს წესი, აღარაა საჭირო კარანტინი
ვიდეოც არის ბოლოში

Posted by: ME 3 Dec 2020, 00:30
wrangler7
QUOTE
ME
https://www.ambebi.ge/article/252491-sakart...s-pirobebshi-k/

დღეს შეცვალეს წესი, აღარაა საჭირო კარანტინი
ვიდეოც არის ბოლოში

მადლობა!

Posted by: ფაშისტი 3 Dec 2020, 22:19
ME
ბოდიში მეგობარო დროულად ვერ გიპასუხე... წყარო დაუდიათ, მეც მანდ წავიკითხე smile.gif

Posted by: tatariani 7 Dec 2020, 02:11
სხვათა შორის გამიგია ბევრი აადამინისგან და მართალია რო ამერიკაში ტანსაცმელი ზოგადად ფეხსაცმელიც და ა.შ უფრო იაფია ვიდრე სიტყვაზე თირქეთში ან სტამბულში ან გინდაც ევროპაში და საქართველოში თუ მითია? საშუალო ბეენდებს ვგულისხმობ ნუ ძაან არმანებს და გუჩებს არა. ახლობელმა ჩამიგდო ფოტო და მეიაფა

Posted by: lilu777 7 Dec 2020, 05:27
tatariani

ამერიკაში უფრო კარგად სეილდება, შეიძლება ითქვას და ეგ არის მიზეზი biggrin.gif


Posted by: lume 7 Dec 2020, 07:55
lilu777
Kartul-Evropuli Restorani rom gaixsna ar midixar dakalebtan ertad? drug.gif

Dzaaaaaan iseti situaciaa frtxilad ikavi foe foe da rame,

ai magalitad sachmels rom gadaigeb ar unda chamo texavs facepalm.gif facepalm.gif


Posted by: All*eyes*on*me 7 Dec 2020, 10:34
QUOTE
ai magalitad sachmels rom gadaigeb ar unda chamo texavs

lol.gif lol.gif

Posted by: Frankens†ein 7 Dec 2020, 11:51
QUOTE
ai magalitad sachmels rom gadaigeb ar unda chamo texavs

ტეხავს-ზე არ არის, ხინკალში რო 5$-ს იხდი, არ გადადის ყელში smile.gif
ხო და უყურებ, ფოტოებს იღებ და იკლავ მუღამს მაგით smile.gif

Posted by: lilu777 7 Dec 2020, 19:01
lume

სადაა აბა გვითხარი biggrin.gif რომელ უბანს გაუმართლა?
biggrin.gif რესტორნები და დიმპიტაურები არაა ჩემი სტილი არ დავდივარ მასეთ ადგილებზე ,
არც თბილისში არ დავდიოდი smile.gif თუმცა ხინკალი მიყვარს


კლუბი, ლოუნჯი, რუფ ტოპები და კაფე ბარები up.gif

Posted by: √‼‼VσÜ¥ 7 Dec 2020, 20:23
ყვითელი ტაქსები რამდენს აკეთებენ თუ იცით

Posted by: lume 8 Dec 2020, 01:04
Aravis ar getkvit Gabazrdeba facepalm.gif

facepalm.gif


Posted by: FRee_MaN 8 Dec 2020, 04:47
გამარჯობა.
ვიცი ალბათ ტვინი გაქვთ შეჭმული მსგავსი კითხვებით, მაგრამ ეს ცოტა სხვა შემთხვევაა.
16 წლიდან მოყოლებული ვმუშაობ უამრავ სხვა და სხვა კომპანიაში თუ სფეროში.
დავამთავრე უნივერსიტეტი წარმატებით და ჯარშიც ვიყავი 1 წლით.
არანაირი ნასამართლეობა და ა.შ.
დღესდღეობით მყავს მეუღლე - არქიტექტორი და ორი პატარა 4 და 2 წლის.
მე ვმუშაობ ერთ ძალიან ცნობილ და მსხვილ კომპანიაში კიბერუსაფრთხოების ოფიცრად და ასევე არასამთავრობოში სისადმინად.
გთხოვთ რაიმე ლეგალური გზა მითხარით თუ როგორ გადავსახლდე ამერიკაში ოჯახთან ერთად.
ფულზე არანაირი პრობლემა არ მაქვს, შეგროვებული და გადადებული მაქვს, მაგრამ ამ ქვეყანაში სანამ საკუთარ სახლს ვიყიდი, ალბათ აღარც ფიქიკა მექნება ნორმალური და არც სხვა დანარჩენი.
მინდა რომ დროებით 2-3 წლით გადავსახლდეთ მთელი ოჯახი. იქ კაპიტალი დავაგროვო და ჩავდო ისევ საქართველოში.
ძალიან გთხოვთ რაიმე ლეგალური გზა მიმითითეთ. 6 წელია მწვანე ბარათის გათამაშებაში ვიღებთ მონაწილეობას და არ გვიმართლებს.
არ განიხილება მსგავსი შემოთავაზებები - 15 ად გადაგივან და ნახევარი აქ მომეცი, ნახევარი იქ.
საელჩოში მოგიგვარებ შენ რა გინდა და ა.შ.
მე და ჩემს მეუღლეს გვჭირდება საცხოვრებელი და სამუშაო ვიზა.

Posted by: lume 8 Dec 2020, 23:00
Wuxel vikavi Kartul-Evropul reastoranshi, magari gaaswora

Chershi sul kudebs visrodit

yes.gif

Ukraineli kalebi ikvnen blomad up.gif

Posted by: lilu777 9 Dec 2020, 00:17
FRee_MaN

ყველაზე ლეგალური და კარგი გზაა ისევ მსხვილ კომპანიებს დაუკავშირდე შესთავაზო შენი კანდიდატურა გააგზავნო მონაცემები გაიარო ონლაინ ინტერვიუ და სამუშაო ვიზა გააკეთო smile.gif



lume

და რა მომენტში გამოგეღვიძა ? biggrin.gif

Posted by: gvelis_wiwila 9 Dec 2020, 04:50
მოკლედ 1 კვირაში მოვდივარ მანდ, მასაჩუსეტს ************, ჩემი გჯერა? biggrin.gif

ვნახოთ რა შეიცვალა ბოლო 2 წელიწადში ბიგ ეფლსა შინა. bis.gif

Posted by: lilu777 9 Dec 2020, 05:23
gvelis_wiwila

15 ში ვაქცინაცია იწყება smile.gif

Posted by: gvelis_wiwila 9 Dec 2020, 05:38
QUOTE
15 ში ვაქცინაცია იწყებ


კაკრაზ biggrin.gif

Posted by: lume 9 Dec 2020, 05:47
QUOTE
ვნახოთ რა შეიცვალა ბოლო 2 წელიწადში ბიგ ეფლსა შინა


Araferi

Ubralod isev ise unda imushao da maska geketos drug.gif
* * *
QUOTE
და რა მომენტში გამოგეღვიძა ?


Aba rodis kopila me mometyuos an araseriozulad rame metkvas


drug.gif


Posted by: ME 9 Dec 2020, 11:25
FRee_MaN
QUOTE
გამარჯობა.
ვიცი ალბათ ტვინი გაქვთ შეჭმული მსგავსი კითხვებით, მაგრამ ეს ცოტა სხვა შემთხვევაა.
16 წლიდან მოყოლებული ვმუშაობ უამრავ სხვა და სხვა კომპანიაში თუ სფეროში.
დავამთავრე უნივერსიტეტი წარმატებით და ჯარშიც ვიყავი 1 წლით.
არანაირი ნასამართლეობა და ა.შ.
დღესდღეობით მყავს მეუღლე - არქიტექტორი და ორი პატარა 4 და 2 წლის.
მე ვმუშაობ ერთ ძალიან ცნობილ და მსხვილ კომპანიაში კიბერუსაფრთხოების ოფიცრად და ასევე არასამთავრობოში სისადმინად.
გთხოვთ რაიმე ლეგალური გზა მითხარით თუ როგორ გადავსახლდე ამერიკაში ოჯახთან ერთად.
ფულზე არანაირი პრობლემა არ მაქვს, შეგროვებული და გადადებული მაქვს, მაგრამ ამ ქვეყანაში სანამ საკუთარ სახლს ვიყიდი, ალბათ აღარც ფიქიკა მექნება ნორმალური და არც სხვა დანარჩენი.
მინდა რომ დროებით 2-3 წლით გადავსახლდეთ მთელი ოჯახი. იქ კაპიტალი დავაგროვო და ჩავდო ისევ საქართველოში.
ძალიან გთხოვთ რაიმე ლეგალური გზა მიმითითეთ. 6 წელია მწვანე ბარათის გათამაშებაში ვიღებთ მონაწილეობას და არ გვიმართლებს.
არ განიხილება მსგავსი შემოთავაზებები - 15 ად გადაგივან და ნახევარი აქ მომეცი, ნახევარი იქ.
საელჩოში მოგიგვარებ შენ რა გინდა და ა.შ.
მე და ჩემს მეუღლეს გვჭირდება საცხოვრებელი და სამუშაო ვიზა.


პირველ რიგში ალბათ ჯობია მოლოდინები დაარეგულირო, ერთი შეხედვით ისე ჩანს რომ არასწორი წარმოდგენა გაქვს ამერიკაში შემოსავლებსა და ხარჯებზე, და იმაზე თეორიულად ამერიკაში შენი პროფესიით თუ იმუშავე როდის რამდენს დააგროვებ. ოჯახი და ორი ბავშვი, საკმაოდ დიდი ხარჯია.

თუ თბილისში ფულზე პრობლემა არ გაქვს, გადადებულიც გაქვს და მაინც ვერ ყიდულობ ბინას მიუხედავად კარგი სამსახურებისა, ამერიკიაში უფრო გაგიჭირდება.

მე შეიძლება რამე არასწორად გავიგე, ჯიგრულად გეუბნები საწყენად არ მიიღო.

რაც შეეხება წასვლის ლეგალურ გზას, ინგლისური ალბათ კარგად იცი, შესაბამისად გადახედე USCIS-ის საიტს და მიხვდები რა გზებია.
ძირითადად ეს არის H1B, როდესაც სპეციალიტს აძლევენ არასაემიგრაციო ვიზას მომწვევი კომპანიის სპონსორობით,
გრძელი, რთული და საწვალებელი პროცესია, თუმცა თუ მაღალი დონის სპეციალისტი ხარ გამოგივა

Posted by: FRee_MaN 9 Dec 2020, 23:21
lilu777
QUOTE
ყველაზე ლეგალური და კარგი გზაა ისევ მსხვილ კომპანიებს დაუკავშირდე შესთავაზო შენი კანდიდატურა გააგზავნო მონაცემები გაიარო ონლაინ ინტერვიუ და სამუშაო ვიზა გააკეთო
მადლობ რჩევისთვის, აუცილებლად გავყვები ამ მიმართულებას.
ME
QUOTE
პირველ რიგში ალბათ ჯობია მოლოდინები დაარეგულირო, ერთი შეხედვით ისე ჩანს რომ არასწორი წარმოდგენა გაქვს ამერიკაში შემოსავლებსა და ხარჯებზე, და იმაზე თეორიულად ამერიკაში შენი პროფესიით თუ იმუშავე როდის რამდენს დააგროვებ. ოჯახი და ორი ბავშვი, საკმაოდ დიდი ხარჯია.

თუ თბილისში ფულზე პრობლემა არ გაქვს, გადადებულიც გაქვს და მაინც ვერ ყიდულობ ბინას მიუხედავად კარგი სამსახურებისა, ამერიკიაში უფრო გაგიჭირდება.

მე შეიძლება რამე არასწორად გავიგე, ჯიგრულად გეუბნები საწყენად არ მიიღო.

რაც შეეხება წასვლის ლეგალურ გზას, ინგლისური ალბათ კარგად იცი, შესაბამისად გადახედე USCIS-ის საიტს და მიხვდები რა გზებია.
ძირითადად ეს არის H1B, როდესაც სპეციალიტს აძლევენ არასაემიგრაციო ვიზას მომწვევი კომპანიის სპონსორობით,
გრძელი, რთული და საწვალებელი პროცესია, თუმცა თუ მაღალი დონის სპეციალისტი ხარ გამოგივა

საწყენი პირადად ჩემთვის არაფერი არ არის. მირჩევნია მწარე სიმართლე მითხრან და რჩევის სახით გავითვალისწინო, ვიდრე დამიხატონ რაღაც არარეალური და პირიქით სიტუაცია დამხვდეს.
ამიტომ მადლობა კარგი რჩევისთვის.
რაც შეეხება მუშაობას. მარტო მე არ ვაპირებ მუშაობას, ჩემს მეუღლეს აქვს დიდი სურვილი რომ თავის პროფესიით უფრო განვითარდეს და მეტად დაუფასდეს შრომა, ისევე როგორც მე.
მოდი მეც პირდაპირ გეტყვი - 16 წლიდან ვმუშაობ და არასდროს არ გავჩერებულვარ. ჩემი პირველი სამსახური იყო ბენზო გასამართი სადგური, შემდეგ ტელევიზიის შენობაში ვიყავი დამლაგებელი და კიბეების ხეხვა მიწევდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ამის შემდეგ მომიწია სპორტის სასახლეში ყველა სკამის გაწმენდა war.gif
შემდეგ უკვე განვვითარდი და გადავედი Photo Express_ში. დღეში 7 ლარად მთელი სანზონის ქორწილის, დაბადების დღის, პასპორტის და მვკდრების სურათებს ვადიდებდი, ვასუფთავებდი, წითელ თვალებს ვუსწორებდი მთელი ქორწილის სტუმრებს და ა.შ. facepalm.gif
დღეში მინიმუმ 200 სურათის დამუშავება მიწევდა.
შემდეგ კიდევ განვვითარდი და ვაჟა ფშაველაზე საკუთარი კომპიუტერული სერვის ცენტრი გავხსენი, ამ დროს უკვე მეორე კურსზე ვიყავი smile.gif
ბევრი რომ არ გავაგრძელო საშუალოდ 22 სამსახური და სხვა და სხვა პროფესიები მაქვს გამოვლილი.
ტაქსაობაზე, კურიერობაზე და მსგავს პოზიციებზეც მიმუშავია როცა გამიჭირდა.
ასე რომ სადაც გამოვლილი მაქვს ქვეყანა, რომელშიც გაქვს ცოტა შანსი და ბევრი იმედ გაცრუება, მაგრამ მაინც ვუმკლავდები და დღეს ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრი ვარ არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არა მგონია გამიჭირდეს იქ, სადაც მილიონი შანსი და რამოდენიმე იმედგაცრუება მელოდება smile.gif
ჩემი თავის იმედი რომ არ მქონდეს, ვერც გავბედავდი ამ ყველაფერზე ფიქრს, მითუმეტეს ოჯახით გადასვლაზე.

Posted by: ტანკე 9 Dec 2020, 23:46
ვაქცინაცია მარტო მოქალაქეებისთვის და შრეკებისთვისაა?
უბრალო მოკვდავებს არ მიგვიწვდება მანდ ხელი უკვდავების წყალზე?

FRee_MaN
მარტივი გზა და რეცეპტი არ არსებობს.
გირჩევდი, რომ ან ბუთკამპები გაგევლო პროგრამირებაში იქ,ან ინტერნშიპები და ა.შ., თორემ შენი ქართული სივით თავს ბევრს ვერავის მოაწონებ. რამე ბაზა შეიქმენი იქ. პირდაპირ აქდანვე სამუშაო ვიზის აგდება წყალზე გარბენის ტოლფასია. თეორიულად შესაძლებელია,მაგრამ გრინ კარტის მოგების თეორიული გზა უფრო რეალური ჩანს, ვიდრე ეგ smile.gif
ან მაგისტრატურაში ჩააბარე, ფული თუ გაქვს დაზოგილი და მერე ყველა გზა ხსნილია.
თან gpa თუ 3-ზე მეტი გაქვს, უფრო ადვილია

Posted by: FRee_MaN 9 Dec 2020, 23:49
ტანკე
QUOTE
მაგისტრატურაში ჩააბარე, ფული თუ გაქვს დაზოგილი და მერე ყველა გზა ხსნილია.

მე და ჩემმა მეუღლემ რომ ჩავაბაროთ 1 უნივერსიტეტში სხვა და სხვა ფაკულტეტზე, ბავშვების წაყვანის უფლებას მოგვცემენ?

Posted by: ტანკე 10 Dec 2020, 00:02
FRee_MaN
კი, ოღონდ ზედმეტი თანხის წაღებას მოგთხოვენ თითო ბავშვზე.
საკმარისი უზრუნველყოფა თუ გაქვს, არანაირი პრობლემა არაა.

Posted by: FRee_MaN 10 Dec 2020, 00:28
ტანკე
მადლობ რჩევებისთვის.

Posted by: lilu777 10 Dec 2020, 04:50
FRee_MaN

როგორაა იცი მუშაობის რომ არ გეშინია და სრული დატვირთვით მუშაობა შეგიძლია ეგ ისედაც ''მასთ ჰევ" ამბავია
კიდევ სხვა იმდენი დეტალია რასაც აქ პოსტში ვერ ჩაატევ თავად უნდა ნახო, თუმცა ამის გამო გადაფიქრება არ ღირს ჩამოსვლაზე თუ გულით გინდა smile.gif

როდესაც ლეგალურად ჩამოდიხარ გრინით ან სამუშაო ვიზით უკვე პირდაპირ პროფესიით მუშაობის დაწყებაზე ხარ ორიენტირებული და თუ მალე ნახავ სასურველს უკვე განვითარებაზე და მეტ ხელფასზეც ფიქრობ, მაგრამ არალეგალურად ჩამოსვლას თუ საარსებო ფული არ გიჭირს ფუფუნებისთვის არავის ვურჩევ, ასეთ დროს დრო იწელება უაზროდ როდესღაც საბუთებსაც აკეთებ მაგრამ ის დრო მალე გადის რომელიც საკუთარი თავის რეალიზებისთვის შეიძლება გამოიყენო.

მუშაობის უნარით აქ ვერავის გააკვირვებ ბომჟების გარდა ყველა მაგ რეჟიმშია


ასე , რომ თუ შენს პროფესიაში კარგი ხარ მაგ ამბავს მიაწექი . ტაქსის შოფრობით და მსგავსი სამსახურით მხოლოდ საქართველოში შექმნი რაღაცას. აქ ძალიან ბევრი ფული უნდა გქონდეს, მინიმუმ შენი ბიზნესი, რომ ისე იცხოვრო როგორც საქართველოში ანუ
ბავშვები სკოლის გარდა ატარო წრეებზე ან კერძო სკოლაში. დაისვენო ხოლმე საზღვარგარეთ ან სადმე კარგ ადგილებში. სახლი იყიდო და იხადო გადასახადები , რომელსაც ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი მიაქვს და კიდევ ბევრი ასეთი რამეა ჩაცმაა ერთადერთი იაფი smile.gif

შენმა მეუღლემ საქართველოში რომ ყველა კუთხე კუნჭულშია ხელმისაწვდომი მასეთ სალონში თმა რომ შეიჭრას შეიღებოს და დაივარცხნოს მინიმუმ 300 დოლარი დაუჯდება. ( მე ვამბობ წესიერ სტილისტთან და არა ისეთთან სულ უკმაყოფილო რომ ხარ)
ფრთხილები შილაკი რაც საქართველოში ყველგანაა 10-15 ლარად უკვე აქ 30-35 დოალრი ღირს და ასე შემდეგ. აღარ მოვყვები აქ ძალიან ბევრი დეტალია ასეთი . უნდა გიხდიდნენ ძალიან კარგად რომ კარგად ცხოვრების მაგივრად უკან უკან არ წახვიდე smile.gif

ბრუკლინი ყველაზე იოლია ამისთვის ისე სულ მოიძებნება სადაც ფრჩხილს სახლში 10 დოლარად გაგიკეთებენ და რამე ,,ლევად" თუ რამე ისეთი გინდა კიდევ რავიცი smile.gif

Posted by: lume 10 Dec 2020, 06:54
QUOTE
სალონში თმა რომ შეიჭრას შეიღებოს და დაივარცხნოს მინიმუმ 300 დოლარი დაუჯდება


Milenastan iafi aris

QUOTE
შილაკი

Es ragaa? biggrin.gif : facepalm:


Posted by: შარი10 10 Dec 2020, 12:04
lume
QUOTE
შილაკი

Es ragaa?  : facepalm:

აუ მე ვიცი შილაკი და ფრენჩი რაა და შენ ამერიკაში არ იცი ტო? biggrin.gif

მანნიკიურის ნაირსახეობაა facepalm.gif

Posted by: 40dz 10 Dec 2020, 12:51
გამარჯობა,


20-30 დეკემბრის შუალედში ნიუ-იორკში ხომ არ მიფრინავს ვინმე, 3კგ-მდე ამანათი მინდა გავატანო, თანხასაც გადავიხდი, თუმცა არა იმდენს რამდენსაც ფოსტა ითხოვს (200 ლარამდე) ან სხვა მსგავსი კომპანიები

Posted by: lilu777 11 Dec 2020, 00:55


lume

მილენასთან შენ შეიჭერი smile.gif

Posted by: lume 11 Dec 2020, 05:17
QUOTE
მილენასთან შენ შეიჭერი


Mival drug.gif

Posted by: dongabo 11 Dec 2020, 09:41
ჯადოსნურ ქალაქში ვიყავი
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
მოდერაციას თუ შეაწუხებს ფოტოების რაოდენობა თუ ხარისხი,შეუძლია სინდისის ქეჯნის გარეშე წაშალოს

Posted by: გიორგი XII 11 Dec 2020, 13:08
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

რეები იწერება

რა ხდება აბა

ჭამთ ტყემალს და ჩურჩხელას?

ახვევთ ხინკალს?

Posted by: ზულფიკარი 12 Dec 2020, 21:22
ამერიკაში შპს გახსნა მინდა საქართველოდან თუ არის შესაძლებელი ? ყოფილი ცოლია იქ და მაგას მინდობილებით რო გავახსნევინო ჩემ სახელზე შეიძლება? თვითონ არ იცის ანიმატორად მუშაობს. ვერ ერკვევა. ვინმეს გქონიათ გამოცდილება ან თუ მოგიკრავთ ყური ამის შესახებ რა პროცედურები უნდა გაიაროს ? სამომავლოდ რო შევძლო ამ კომპანიის დახმარებით საბუთების ლეგალურად გაკეთება. დიდი კაპიტალი არ მაქ 100 k ფარგლებში ვფიქრობ. შპს ჯობია თუ როგორ დამაკვალიანეთ

Posted by: H.I.M 13 Dec 2020, 06:22
ზულფიკარი
ნახევარ კაკლად გაგიხსნი შეზღუდულ პასუხისმგებლობის და 1000 ად არა ფროფილურს რათუ დამთანხმდები გადასახადის გადახდას მომწერე პირადში თავისი დასაქმების საბუთით

Posted by: lilu777 13 Dec 2020, 06:29
ზულფიკარი

სჯობს შენვე დასერჩო და ნახო პირობები.

500 000 ინვესტირების პირობით ისედაც გაძლევდნენ ადრე გრინს ახლა არვიცი , ალბათ ახლაც ასეა

dongabo

როცა თემას ეხება და იუზერი არ უზრდელობს არაა ეგ სურათები პრობლემა smile.gif

გიორგი XII

საახალწლოდ ვემზადებით უკვე დაიდგა ნაძვის ხეები, განათდა ფერადი შუქებით ქუჩები და სახლები smile.gif

user posted image
user posted image
user posted image


Posted by: tatariani 13 Dec 2020, 06:37
https://www.ambebi.ge/article/252753-imedia-ar-gavigeb-kartvelis-xeli-urevia-am-axalg/
ეს ამბავი მართალია მოკლედ რა ერი ვართ მანდაც არ ინდობენ ერთმანეთს

Posted by: გიორგი XII 13 Dec 2020, 13:14
lilu777

მშვენიერი მშვენიერი
ქართული არხები იჭერს თივიში?

Posted by: dimentius 13 Dec 2020, 18:23
ზულფიკარი
QUOTE
ამერიკაში შპს გახსნა მინდა საქართველოდან თუ არის შესაძლებელი ? ყოფილი ცოლია იქ და მაგას მინდობილებით რო გავახსნევინო ჩემ სახელზე შეიძლება? თვითონ არ იცის ანიმატორად მუშაობს. ვერ ერკვევა. ვინმეს გქონიათ გამოცდილება ან თუ მოგიკრავთ ყური ამის შესახებ რა პროცედურები უნდა გაიაროს ? სამომავლოდ რო შევძლო ამ კომპანიის დახმარებით საბუთების ლეგალურად გაკეთება. დიდი კაპიტალი არ მაქ 100 k ფარგლებში ვფიქრობ. შპს ჯობია თუ როგორ დამაკვალიანეთ



მე ამათმა გამიხსნეს.
https://nationalfilingsystems.us/
ონლაინ ფორმას შეავსებ 5 წუთში. უბრალოდ შტატის მიხედვით ზოგან კვირა ზოგან თვე უნდა ელოდო რომ ოფიციალური საბუთები რეგისტრაციის ნომრით მოგივიდეს.
ფასი 175$ ჩვეულებრივი და 195$ დაჩქარებული წესით.

გაითვალისწინე რამოდენიმე მომენტი.
1. აირჩიე ისეთი შტატი სადაც გადასახადი ნაკკებია ბიზნესის დასარრგისტრებლად.
2. სულ რომ მოგება არ ანახო LLC, ანუ შპს წლის ბოლოს მაინ უნდა შეავსო დეკლარაცია და გადაიხადო $700 მდე გადასახადი.
3. ასევე დეკლარაციის შევსებაში წლის ბოლოს ბუღალტერს უნდა გადაუხადო 250-500$. არის აპლიკაციები სადაც უფასოდაც შეიძლება შევსება მაგრამ მე ცოცხალი ადამიანი მირჩევნია ვინაიდან ათობით წვრილმანი და შესწორება შედის რომელიც ბევრად მეტის დაზოგვის საშუალებას მაძლევს. აპლიკაცია კიდევ უბრალოდ არც არის ხოლმე ეს დანამატები. Turbotax.

არ არის აუცილებელი ცოლზე და მამიდაზე აფორმო ბიზნესი. ამერიკაში ნებისმიერ ამერიკის არამოქალაქეს აქვს შპს გახსნის უფლება. მათ შორის საქართველოს მოქალაქესაც. მაგრამ გაფასაცადები აქ უნდა იხადო.

Posted by: Harley Davidson 13 Dec 2020, 18:45
lilu777
დაიკერია? smile.gif)


ვაჰ, მე მგონი მომენატრა იქაურობა :დ

Posted by: lilu777 14 Dec 2020, 00:47
გიორგი XII

არა მემგონი კომპიდან გადააქვთ არვიცი smile.gif მე არ მაქვს ტელევიზია ყველაფერს კომპიუტერში ვუყურებ და
აქედან ქრომით გადამაქვს მერე ტვ ში თუ დიდ ეკრანზე მინდა რამის ყურება smile.gif


tatariani
არვიცი , მაგრამ იქ არ წერია რომ აუცილებლად ქართველი იყო . რა ცუდი ამბავია sad.gif

dimentius
მიხარია შენი გამოჩენა
bis.gif როგორც ყოველთვის დროულად და ინფორმაციით smile.gif

Harley Davidson

კი ეგ არის biggrin.gif

ყველაზე ძალიან ის მომწონს გარეთ რომ ცივა და სადაც შეხვალ სითბო და საახალწლო განწყობა გხვდება biggrin.gif

Posted by: lume 14 Dec 2020, 03:36
ქალს ვეძებ

3 კმეჩაში ვაშლს რომ ჭამდეს

Posted by: dongabo 14 Dec 2020, 22:16

2020 Toyota camry XSE vs 2020 Mazda 6 GT ?
რას იტყვი დომენტიუს და არა მხოლოდ დომენტიუს. რომელი მოდელია უფრო კარგი?

Posted by: sandroEVO 14 Dec 2020, 23:23
dongabo
QUOTE
2020 Toyota camry XSE vs 2020 Mazda 6 GT ?

მე ქემრის ავიღებდი გამძლეობის გამო და სიმარტივის.

Posted by: dimentius 15 Dec 2020, 02:25
dongabo
QUOTE
2020 Toyota camry XSE vs 2020 Mazda 6 GT ?
რას იტყვი დომენტიუს და არა მხოლოდ დომენტიუს. რომელი მოდელია უფრო კარგი?


მე მანქანის ყიდვას სულ სხვა კუთხიდან უდგები. უფრო ფინანსური გადმოსახედიდან.
ასე მარტივად ძნელია თქმა. ყველაფერი დამოკიდებულია შენს შემოსავლებზე. დაწერე რამდენია შენი წლიური საშუალო შემოსავალი. იმის მიხედვით შეიძლება ითქვას მსგავსი მანქანის ყიდვას აქვს ფინანსური აზრი თუ არა. მითუმეტეს ეხლა ამ დროს როდესაც ჯერ კრიზისიდან გამოსავალი კაცს არ აქვს მოფიქრებული და წინ 1-2 უმძიმესი წელი გველოდება.
ეს კითხე პირველ რიგში შენ თავს გაქვს კი ამის ფინასური თავი.

მე პირადად გამოუვალი მდგომარეობა რომ მქონდეს ახალს არ ვიყიდიდი. იყიდე 3 წლის ნახმარი ლიზი. მითუმეტეს ვისაც კორონის დროს ყავდა. ფაქტიურად უხმარ ავტომობილებს იპოვი ნახევარ ფასში. ჩემი მანქანით წელს 1000 მილი თუ გავიარე ისიც ეჭვი მეპარება როცა ისე 10-12 დავდივართ ხოლმე. ანუ მსგავსი დილები მოიძიე.

ზოგადად ყველა იაპონური მანქანა ერთნაირია ხარისხით თავის 100.000 მილს ყველა დადის. ამის მერე უმრავლესობა მაინც იშორებს ალᲑათ შენც გაყიდი 100ის მერე. ამიტომ გამძლეობაზე და მსგავს მითებს ნუ აყვები. უბრალოდ გადაამოწმე მაზდას ტურბირებული ძრავი არ ქონდეს ვინაიდან დამატებით მოვლას საჭიროებს, ვიდრე ატმოსფერული ძრავები.

Posted by: sandroEVO 15 Dec 2020, 03:43
dimentius
QUOTE
წინ 1-2 უმძიმესი წელი გველოდება.

როგორ იმოქმედა შენ ბიზნესზე ამ ვირუსის თემებმა?

Posted by: lume 15 Dec 2020, 04:06
QUOTE
წინ 1-2 უმძიმესი წელი გველოდება.



Ras gvirchev rogor movikcet rogor vicxovrot?

Sheni azri gvainteresebs ai Ras xedav mdgomareobidan gamosavals?

Posted by: low flyer 15 Dec 2020, 04:06
<3

user posted image
,...................................

Posted by: lume 15 Dec 2020, 06:17
Karoche

Kompiuteris monitoris datreva sad sheidzleba ufasod? Kargi rom iko tan drug.gif






facepalm.gif

Posted by: dimentius 15 Dec 2020, 12:46
sandroEVO
QUOTE
როგორ იმოქმედა შენ ბიზნესზე ამ ვირუსის თემებმა?


რეკორდული მოგება მაქვს სიმართლე რომ გითხრა მაგრამ ეს დროებითია. სანამ ხალხს კიდევ ფული აქვს და სანამ კიდევ აქ ცხოვრობენ.
სილიკონ ველი ამიტომ მომწონს რომ ამერიკაში ყველაზე მდიდარი ხალხი ცხოვრობს.

მაგრამ აქ ელვის სისწრაფით იცვლება ფინანსური კლიმატი. 10 წელიწადში ყველა გიგანტი კორპორაცია წავა აქედან სხვა შტატში.

ბოლო 6 თვეში tesla, HP და Oracle დაიწყეს მთავარი ოფისების გადატანა ოსტინში.

Google, yahoo, ebay, pay pal, uber, lyft, saleforce, youtube, netflix ესენი 2021 წლის ბოლომდე უკვე გაუცხადეს თანამშრომლებს ოფისებში არ მოხვიდეთ და სახლიდან ამუშავებენ. ჩემი 3 ნაცნობი ოჯახი უკვე წავიდა აქედან. ერთი საერთოდ მოსკოვში წავიდა და იქიდან მუშაობს აქ ეფლში. იქ სახლიც აქვს ქირა არ აწუხებს და 200კ ხელფასი მოსკოვში კიდევ დიდი ფულია. სან ფრანცისკოში სოროში ცხოვრებას კი ურჩევნია.

2008 წლის კრიზისის დროს აქ ქირა არ დაწეულა. ეხლა კიდევ 10% დაიწია.

ბილ გეითს უკვე ინტერვიუში ღიად იძახის რომ 4 წელი როგორც მინიმუმ მასკით უნდა ვიაროთ. ხოლო ეგ რასაც იძახის მთელი სამეცნიერო წრე კარმუშკაზე ყავს გამობმული და ეგენიც იგივეს დაიწყებენ.

გამოსავალი არ არი. ცხოვრების წესი შეიცვლება სამუდამოდ. გადაადგილებაზე ფრენებზე რეგულაციები დარჩება სულ. ვინაიდან ვირუსული დაავადებები და უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ბოლო 10 წელიწადში ქათმის გრიპი, ღორის გრიპი და ეხლა კიდე კორონა. მომავალში კიდე იქნება რამე აუცილებლად.

ეხლა ჩემს გარშემო და მეც მათ შორის გადასულები ვართ ფილის დაგროვებაზე რათა მომავალი 2-3 წელი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ. მოერიდეთ დიდ ხარჯებს თქვენც.

Posted by: lume 15 Dec 2020, 14:26
QUOTE
მომავალში კიდე იქნება რამე აუცილებლად.


აქლემის გრიპი


yes.gif

Posted by: sandroEVO 15 Dec 2020, 16:27
dimentius
QUOTE
მაგრამ აქ ელვის სისწრაფით იცვლება ფინანსური კლიმატი. 10 წელიწადში ყველა გიგანტი კორპორაცია წავა აქედან სხვა შტატში.

ყველა ტექსასში გადადის, მეც შევამჩნიე მაგას, კალიფორნია ცუდი გეზი უჭირავს ძაან, ქირის გაიაფებები არ ვიცოდი, ეგრე მანჰეტენზე საკაიფოდ მოიკლო ქირამ რადგან ყველა სახლიდან მუშაობს, მანამდე ვინც მანდ დადიოდა სამსახურებში + მასკმაც მოხია კალიდან.

QUOTE
ბილ გეითს უკვე ინტერვიუში ღიად იძახის რომ 4 წელი როგორც მინიმუმ მასკით უნდა ვიაროთ. ხოლო ეგ რასაც იძახის მთელი სამეცნიერო წრე კარმუშკაზე ყავს გამობმული და ეგენიც იგივეს დაიწყებენ.

ეგ კი იძახის მაგრამ ხალხს ვერ აქვს კარგი რეაქცია მაგის ბოდიალზე...
ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშიდან და არამგონია დიდხანს გაგრძელდეს მასკებით სიარული, ჩემი აზრით თუ ამ ვაქცინამ გაამართლა, ზაფხულისთვის მასკები სავალდებულო აღარ იქნება, ვისაც ვირუსის ეშინია ისინი გაიკეთებენ როგორც ადრე იკეთებდნენ ისე.

Posted by: შარი10 15 Dec 2020, 17:58
ისე სუტუაცია რომ გამოსწორდება, დარჩება ნეტავ ისევ სახლიდან მუშაობა?
ტიპი თუ სახლიდან ნორმალურად მუშაობს რა საჭიროა მისი ოფისში ბოდიალი?

Posted by: lume 15 Dec 2020, 18:02
QUOTE
ისე სუტუაცია რომ გამოსწორდება, დარჩება ნეტავ ისევ სახლიდან მუშაობა?
ტიპი თუ სახლიდან ნორმალურად მუშაობს რა საჭიროა მისი ოფისში ბოდიალი?


Pisati ebraeli an Rusi ebraeli saxlidan gamushavebs? biggrin.gif

Tu datoveben mag sistemas xelfasi dzaan dabali ikneba

Posted by: dimentius 15 Dec 2020, 18:25
sandroEVO
QUOTE
ყველა ტექსასში გადადის, მეც შევამჩნიე მაგას, კალიფორნია ცუდი გეზი უჭირავს ძაან


კალიფორნიელები იმიტომ მიდიან რომ გადასახადები აქვთ ნაკლები, უძრავი ქონება ღირს ნაკლები და ამინდია დაახლოებით იგივე.

QUOTE
გაიაფებები არ ვიცოდი, ეგრე მანჰეტენზე საკაიფოდ მოიკლო ქირამ რადგან ყველა სახლიდან მუშაობს, მანამდე ვინც მანდ დადიოდა სამსახურებში


ხალხი ჭკვიანია და ეგუება ახალ რეალობას. შენც იგიბეს გააკეთებ. სან ფრანცისკოში 1 ოთახიანი სორო ძველ სახლში ღირს 3500-4000$. მაგ ფულით სხვა შტატში იქირავებ სასახლეს 5 ოთახით და აუზით. ხოდა შტერი უნდა იყო რომ აქ ან ნიუ ორკში დარჩე თუკი დისტანციურად მუშაობ.

ეს დისტანციური მუშაობა კი დარᲕება სამუდამოდ გარკვეულ სფეროში.

ელემენტარულ მაგალითს გეტყვი მეუღლე მუშაობს yahoo ში. ხელფასი აქვს 30$. მაგრამ კომპანია მისი სამუშაო პირობების შესაქმნელად დაახლოებით 2 ამდენს იხდის ჯიბიდან. საოფისე ავეჯი, ჰერმანის 1500 სკამები, უფასო კვება, უფასო ჯიმი, უფასო აუზი, გათბობა/კონდეცირება, ოფისის ქირა და ა.შ. ამ ხარჯებს იმიტომ გადიოდნენ რომ ითვლებოდა რომ ოფისიდან მუშაობა არის უფრო პროდუქტიული. ხოლო რეალობა აღმოჩნდა სულ სხვა. დისტანციურად პროდუქრიულობა არის იგივე. ხოდა კომპანიები შტერები არ არიან რომ ეს ცალხი უკან დააბრუნონ ოფისებში.

QUOTE
ეგ კი იძახის მაგრამ ხალხს ვერ აქვს კარგი რეაქცია მაგის ბოდიალზე...

პირიქით დიდი ნდობა აქვს. ასევე პოლიტიკოსებს აქვთ მექანიზმები რომ ბიზნესი აიძულონ. ბაიდენის ადმისტრაცია სავალდებულო მასკის ტარებას შემოიღებს ფედერალურ დონეზე. ყბელა ბიზნეს თუ აიძულეს იხმაროს მაშინ ხალხიც უნებლიეთ ატარებს. მაგალითად მე ვინმემ რომ დამარეპორტოს მასკის გარეშე ვმუშაობ ბიზნეს ლივენზიას შემიჩერებენ. მაღაზიები მასკის გარეშე არ ჰიშვებენ შიგნით. ბანკში ვერ შეხვალ მასკის გარეშე და ა.შ. ხოდა როდემდე შეძლებს ვიღაც რომ იჯიუტოს და არ ატაროს. ბიზნესიც ვერ შეეწინააღმდეგება ვინაიდან ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ბერკეტები რომ ლიცენზირრბა შეგიჩეროს.

QUOTE
ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშიდან და არამგონია დიდხანს გაგრძელდეს მასკებით სიარული, ჩემი აზრით თუ ამ ვაქცინამ გაამართლა, ზაფხულისთვის მასკები სავალდებულო აღარ იქნება, ვისაც ვირუსის ეშინია ისინი გაიკეთებენ როგორც ადრე იკეთებდნენ ისე.



არცერთი ახლად მიღებული ვაქცინა ვერ აჩერებს დაავადების გავრცელებას. მხოლოდ ამცირრბს რისკს რომ უმძიმეს ფორმაში მოგიწიოს ვირუსის გადატანა.
მაგალითისთვის გრიპის ვაქცინა ათწლეულებია არის მაგრამ მხოლოდ ამერიკაში 60.000 ადამაიანს კლას წლიურად.
არც ვირუსის მუტაცია აუკრძალია ვინმეს ან კორონა 21,22,23 და ა.შ.
სამწუხაროდ ეს არის ის ფასი რასაც გაზრდილი ადამიანების პოპულაცია და ტექნოლოგიური პროგრესი იწვევს.

შენ მთავარი ფაქტორი გავიწყდება. ხალხი ზოგ რამეს აკეთებდა ინერციით. ზოგჯერ 1 წელი საკმარისია რომ ჩვევა შეიცვალო და ამით ბიზნესის კლასტერი მოკლა საერთოდ.

მაგალითად კინოთეატრები. კინოში წასვლა 3 ადამაინს მიჯდრბოდა 100$. 50 ბილეთები და 50 ჯანქი ბავშვებისთვის. პორონამდეც კაი სიბინძურე იყო ხოლმე. მაგრამ ინერციით დავდიოდით ხოლმე იმიტომ რომ ახალი კინო რომ გამოდიოდა ინეტში არ იყო ხოლმე რამოდენიმე თვე სანამ კინოთეატრებიდან არ გავიდოდა ჩვენება. ხოლო ეხლა ყველა კინო 1 დღიდან იყიდება. სახლში 60-70 ინჩიანი ტვ ყველას აქვს. ონლაინ კინო ღირს 15$. ხოდა ეხლა რატომ უნდა წავიდე კინოში სადაც 5-მაგი მეხარჯება და სიბინძურეა. ამას დაამატე რომ ვირუსის აკიდება შეიძლება. ჩემი ოჯახი ჩვენ კონოში ალბათ არასდროს არ წავალთ.

მეორე მაგალითს გეტყვი. ჯიმში დავდიოდით მე და მეუღლე. პანდემიამდე ჯიმი ანტისანიტარიის ბუდე იყო ყოველთვის. ეხლა 1 წელი რომ არ ვმჯდარიყავით ისე ვიყიდეთ ყველა სახის განტრლები, სკამი და როვინგის კარდიო ტრენაჟორი. ანუ ყველა სახის კუნთის ვარჯიში სახლშივე შემიძლია. ჩვენ ჯიმში არასდროს აღარ წავალთ.

აქ თმის შეკრეჭა მიჯდებოდა 55$ და 2-3 საათს ვკარგავდი. დაკარგულ დროში 1 კლიენტის მომსაცურებაში 200-300$ ვკარგავდი. ანუ კრეჭა 300$ მიჯდებოდა. ეხლა მანქანა ვიყიდეთ. ცოლმა გაიდები ნახა დაამოღამა ჩემი შეკრეჭა. შედეგი გამოიცანი აბა. 4 თბეა აქ სალონები გახსნილია და არც კი მივსულვარ. არც მივალ ალბათ უკვე.

1 წელი სრულიად საკმარისი არის რომ გადაეჩვიო ისეთ რამეს რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდი ინერციით.

ძველი ცხოვრების სტილი მორჩა აღარ დაბრუნდრბა უკვე.
* * *
შარი10
QUOTE
ისე სუტუაცია რომ გამოსწორდება, დარჩება ნეტავ ისევ სახლიდან მუშაობა?
ტიპი თუ სახლიდან ნორმალურად მუშაობს რა საჭიროა მისი ოფისში ბოდიალი?


ტექ , ფინანსურ და საოფისე სამსხურებში კი. ოფისებში აღარ დააბრუნებს ჩვენთან მაგალითად ტექ კორპორაციების დიდი ნაწილი. ეს კომპანიასაც აწყობს დ მუშა ხელსაც. ორივე მხარეს თუ აწყობს გიჟი არავინ არის რომ ეს შეცვალოს.


Posted by: Harley Davidson 15 Dec 2020, 18:56
lume
QUOTE
Pisati ebraeli an Rusi ebraeli saxlidan gamushavebs?

იმის იქით აღარაა სამსახურები კაცო? :დ
შარი10
QUOTE
ისე სუტუაცია რომ გამოსწორდება, დარჩება ნეტავ ისევ სახლიდან მუშაობა?
ტიპი თუ სახლიდან ნორმალურად მუშაობს რა საჭიროა მისი ოფისში ბოდიალი?

დარჩება კი yes.gif

მე პირადად მაწყობს yes.gif

Posted by: lume 15 Dec 2020, 19:07
Harley Davidson
Foto nanaxi gakvs mexikeli otaxshi blokis kedels rom ashenebs? lol.gif

Aba meubnebian saxlidan imushaveo da biggrin.gif biggrin.gif

Posted by: DORO 15 Dec 2020, 19:31
dongabo
QUOTE
2020 Toyota camry XSE vs 2020 Mazda 6 GT ?
რას იტყვი დომენტიუს და არა მხოლოდ დომენტიუს. რომელი მოდელია უფრო კარგი?

QUOTE
და მეც მათ შორის გადასულები ვართ ფილის დაგროვებაზე რათა მომავალი 2-3 წელი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ. მოერიდეთ დიდ ხარჯებს თქვენც.


+1

3 წელიწადში 1000 კმ იანი ელექტროები დაიყრება ასე რომ არ ღირს ახლა 50 000 ათასების გასროლა შიგაწვის ძრავებში .


* * *
dimentius
QUOTE
oo, ebay, pay pal, uber, lyft, saleforce, youtube, netflix ესენი 2021 წლის ბოლომდე უკვე გაუცხადეს თანამშრომლებს ოფისებში არ მოხვიდეთ და სახლიდან ამუშავებენ.


სახლში ყოფნით ხალხი უფრო დატვირთავს ტექნიკას და მეტი მომსახურება დაჭირდება .

და საერთოდ სახლის მომსახურების სერვისებში მეტი მუშაობა იქნება wink.gif

Posted by: dongabo 16 Dec 2020, 01:59
dimentius
QUOTE
მე მანქანის ყიდვას სულ სხვა კუთხიდან უდგები. უფრო ფინანსური გადმოსახედიდან.
ასე მარტივად ძნელია თქმა. ყველაფერი დამოკიდებულია შენს შემოსავლებზე. დაწერე რამდენია შენი წლიური საშუალო შემოსავალი. იმის მიხედვით შეიძლება ითქვას მსგავსი მანქანის ყიდვას აქვს ფინანსური აზრი თუ არა. მითუმეტეს ეხლა ამ დროს როდესაც ჯერ კრიზისიდან გამოსავალი კაცს არ აქვს მოფიქრებული და წინ 1-2 უმძიმესი წელი გველოდება.
ეს კითხე პირველ რიგში შენ თავს გაქვს კი ამის ფინასური თავი.

მე პირადად გამოუვალი მდგომარეობა რომ მქონდეს ახალს არ ვიყიდიდი. იყიდე 3 წლის ნახმარი ლიზი. მითუმეტეს ვისაც კორონის დროს ყავდა. ფაქტიურად უხმარ ავტომობილებს იპოვი ნახევარ ფასში. ჩემი მანქანით წელს 1000 მილი თუ გავიარე ისიც ეჭვი მეპარება როცა ისე 10-12 დავდივართ ხოლმე. ანუ მსგავსი დილები მოიძიე.

ზოგადად ყველა იაპონური მანქანა ერთნაირია ხარისხით თავის 100.000 მილს ყველა დადის. ამის მერე უმრავლესობა მაინც იშორებს ალᲑათ შენც გაყიდი 100ის მერე. ამიტომ გამძლეობაზე და მსგავს მითებს ნუ აყვები. უბრალოდ გადაამოწმე მაზდას ტურბირებული ძრავი არ ქონდეს ვინაიდან დამატებით მოვლას საჭიროებს, ვიდრე ატმოსფერული ძრავები.

შემოსავალი ისეთი არ მაქვს ვინმეს რომ გაუკვირდეს. რასაც შენ შოულობ 3-4 თვეში მე წლიურად ვიღებ) ეკონომიურ შტატში ვცხოვრობ დავყოფნი ჩემს ჯამაგირს.) მაგ. თითოეული მანქანის დაზღვევაში თვეში ვიხდი 20 თუ 22 $. ამ ეტაპზე არც არის პრიორიტეტი ფულის ბევრი ფულის შოვნა. მთავარია საკმარისი მქონდეს. სად გამექცევა მილიონერობა)))
ლიზის შემდეგ ყიდვა მაგარი რჩევაა.ოღონდ სერთიFაიდ უნდა იყო. ასე 3 წლის ნახმარ მანქანას ყიდულობ თითქმის ნახევარ ფასში ახალი მანქანის გარანტიით 100 000 მაილზე. 2015 წელს ჰონდა crv ასეთი დილით ვიყიდე და არც მინანია. მაგრამ აუცილებლად სამხრეთ შტატებში უნდა იყოს მანქანა ლიზზე ნახმარი. ტურბო გამორიცხულია.

Posted by: dimentius 16 Dec 2020, 02:18
DORO
QUOTE
სახლში ყოფნით ხალხი უფრო დატვირთავს ტექნიკას და მეტი მომსახურება დაჭირდება .

და საერთოდ სახლის მომსახურების სერვისებში მეტი მუშაობა იქნება


რასაც შენ ლაპარაკობ ეს მოკლევადიანი ეფექტია. მაგალითად ბოლი თვეებია რეკორდული მოგება გვაქვს. ვინაიდან ყველა სახლის საჭმლის კეთებაზე გადავიდა რაც ჩვენთვის უკეთესია და ამიტომაც ეს ციფრებში აისახა.

მე უფრო მადარდებს მომდევნო წლები. ანუ 5-10 წელი წინ. მასიურად დაიწყეს გადასვლა აქედან ინჟინრებმა ჯერ, მერე ამათ მდიდრებიც მიყვებიან და აი მერე დაერხევა ყველას აქ. სილიკონ ველი იმიტომ არის კარგი რომ პატარა ტერიტორიაზე უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს მხოლოდ იმის გამო რომ ახლოს იყვნენ ამ კორპორაციებთან სადაც მუშაობენ. ხოლო თუ არ იქნება აქ ფიზიკურად ყოფნა საჭირო არავინ დარჩება აქ 5-10 წელიწადში.

მსგავსი სურათია სან ფრანცისკოში. მდიდარი პენსიონერების საყვარელი ქალაქია Ლამაზი ხედებით, ოკეანე, ულამაზესი ტყეპარკები, რესტორნების დიდი ასორტიმენტი, შოუები, თეატრი და ა.შ. ზუსტად ამის გამო იხდიან ხუთმაგს სახლებშიც და ამხელა ხარჯებს გადიან.

ეხლა შენ წარმოიდგინე ხარ მდიდარი პენსიონერი გაქვს უზარმაზარი დანაზოგი. მაგრამ გარეთ ვერ სეირნობ რომ კორონა არ აიკიდო, შოუები დაკეტილია და როდის გაიხსნება კაცმა არ იცის. პლიაჟები და ტყეპარკები ცან იკეტება ხან ღიაა და ხალხის წყვეტაა ხოლმე როცა აღებენ. რესტორნები ვითომ ღიაა რაღაც ფიცრულები ააშენეს ელიავაზე მახსოვს მსგავსი სასადილო ბუტკები 90 იანებში იყო ხოლმე. ხოდა ყველაფერი ეს თუ არ არის ეს ბებრები გიჟები კი არ არიან აქ დარჩნენ. რატომ უნდა იყოს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში სადაც კორონის რისკი ბევრად მაღალია ვიდრე სხვა ამერიკის პატარა ქალაქში სადაც კორონაც ნაკლებია, დანაშაულიც და სისუფთავეც მეტია, ხარჯებს რიმ თავი დავანებოთ.

აი ეს მდიდარი ხალხი რომ გაიცლება აქედან აი მერე ეტირება ყოფა აქაურობას.

იგივე ხდება ნიუ ორკშიც. შეძლებული ხალხი გარბის ფლორიდაში. სარესტორნე ბიზნესები მოგებაზე აღარც საუბრობენ ქირის ხარჯს ვერ აუდიან. მხოლოდ ბროდვეის შოუებში და მოსასვენრბელ ინფრასტრუქტურაში 90.000 ადამიანი მუშაობს ესენი როდის აღდგება სრული მოცულობით კაცმა არ იცის. დე ბლაზიომ უკვე განაცხადა რომ 10 მილიარდამდე დეფიციტი ექნებათ და 22000 ქალაქის სერვისებში დასაქმებულების დათხოვნას არ გამორიცხავს. იგივე იქნება სან ფრანშიც. სიმართლე რომ ვთქვათ ნიუ ორკი და სან ფრანცისკო კორონამდეც კაი ჩაბინძურებულუ ქალაქები იყო. ეხლა ამას კიდევ სერვისებიდან ხალხის გაყრა დაამატე საერთოდ არანაირი ინტერესი არ აქვს უკვე შეძლებულ ხალხს ამ ქალაქებში ცხოვრების.

Posted by: sandroEVO 16 Dec 2020, 06:16
dimentius
QUOTE
არცერთი ახლად მიღებული ვაქცინა ვერ აჩერებს დაავადების გავრცელებას. მხოლოდ ამცირრბს რისკს რომ უმძიმეს ფორმაში მოგიწიოს ვირუსის გადატანა.
მაგალითისთვის გრიპის ვაქცინა ათწლეულებია არის მაგრამ მხოლოდ ამერიკაში 60.000 ადამაიანს კლას წლიურად.

როგორც გრიპი კიდია ხალხს და მაგის გამო მასკებს არ იკეთებს იგივე იქნება კორონას შემთხვევაშიც ცოტა ხანში, ზუსტად მაგიტო რომ უმძიმეს ფორმებში არ მოგიწიოს ადგები და გაიკეთებ ვაქცინას.

მე მგონია ესე განვითარდება მოვლენები: ბევრი ამ ვაქცინებს სკეპტიკურად უყურებს, იმის გამო რომ ყველა აცრან მიიღებენ რეგულაციებს, თუ ვაქცინა არ გექნება გაკეთებული ვერც იმუშავებს და ვერსად ვეღარ შეხვალ, უბრალოდ უუნარო ადამიანი გაიჩითები, ესარი ერთადერთი გზა ისევ ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად და მჯერა რომ დაბრუნდება ის რაც აქამდე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გიგანტი კომპანიები იხეირებენ მხოლოდ, პატარა ბიზნესებს და საშუალოსაც ვერ ექნება კარგად საქმე.

ბაიდენის მოსვლაზე და ტაქსების რეფორმაზე რა აზრის ხარ?
ასევე რას ფიქრობ ეს BLM სპეკტაკლი, ტრამპის გადასაგდებად დადგეს დემებმა?

Posted by: dimentius 16 Dec 2020, 09:23
sandroEVO
QUOTE
როგორც გრიპი კიდია ხალხს და მაგის გამო მასკებს არ იკეთებს იგივე იქნება კორონას შემთხვევაშიც ცოტა ხანში, ზუსტად მაგიტო რომ უმძიმეს ფორმებში არ მოგიწიოს ადგები და გაიკეთებ ვაქცინას.

მე მგონია ესე განვითარდება მოვლენები: ბევრი ამ ვაქცინებს სკეპტიკურად უყურებს, იმის გამო რომ ყველა აცრან მიიღებენ რეგულაციებს, თუ ვაქცინა არ გექნება გაკეთებული ვერც იმუშავებს და ვერსად ვეღარ შეხვალ, უბრალოდ უუნარო ადამიანი გაიჩითები, ესარი ერთადერთი გზა ისევ ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად და მჯერა რომ დაბრუნდება ის რაც აქამდე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გიგანტი კომპანიები იხეირებენ მხოლოდ, პატარა ბიზნესებს და საშუალოსაც ვერ ექნება კარგად საქმე.



რა ადვილად უყურებ შენ ვირუსებს ))
ცოტა ისტორია გაიხსენე აბა ვირუსებმა ცივილიზაციები მოსპო ))
ესპანეთის გრიპმა მსოფლიოს მესამედი დაავადა და 50 მილიონი მოკლა.
ლონდონში შავმა ჭირმა მოსახლეობის 15% მოკლა 100,000 ადამიანი.
კორონამ ეხლანდელი მედიცინის პირობებში ლამის 2 მილიონი მოკლა.

ეს ერთ რამეზე არ მიგანიშნებს? ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტაციას. მედიცინა ყოველტვის ჩამორჩება და მხოლოდ რეაგირება თუ შეუძლია.
ამიტომ მოემზადე ))) კორონა 21 მოდის )))

QUOTE
ბაიდენის მოსვლაზე და ტაქსების რეფორმაზე რა აზრის ხარ?
ასევე რას ფიქრობ ეს BLM სპეკტაკლი, ტრამპის გადასაგდებად დადგეს დემებმა?


მკიდია ერთიც და მეორეც.
შენ თუ შენ მომავალს რამენაირად პოლიტიკოსების შემხედვარე ან მათ იმედზე გეგმავ მაშინ პრობლემა გაქვს სერიოზული.
ცნობისთვის ისტორიას გადახედე არ აქვს მნიშვნელობა მოგებას რა გზით მიაღწევ, მოგებულს ყოველთვის ყველაფერი ეპატიება.
როცა საქმე ბრძოლას ან პოლიტიკურ თამაშებს ეხება აქ რა სუფთა თამაშის წესებს ეძებ ))

მე სამხედრო ხელოვნების ისტორია კარგად ვიცი. ერთერთი ყველაზე დიდებული ბრძოლა ცეზარსა და გალების მეთაურს ვერცინგეტორიქს ქონდა. გალები გამაგრებულები იყვენენ ქალაქში. ცეზარმა ქალაქს ღობე შემოარტყა რომ შიმშილით ბლოკადაში დახოცილიყვნენ გალები. მერე მოუვიდა ამბავი რომ გალებს 6 თვეში დაახლოებით დახმარება მოსდიოდათ. აიღო და ღობეს მეორე წრე შემოარტყა. ანუ ქალაქს 2 ღობე ქონდა და ღობეების შუაში თვითონ იჯდა ჯარით. 1 ღობე ქალაქიდან იერიშისგან იცავდა, 2 ე ღობე კიდევ გარე დამხმარე ძალებისგან. ქალაქში გალებს პროდუქტი უმთავრდებოდათ და ხრიკს მიმართეს. ათეულობით ათასი ქალი და ბავშვი გაუშვეს ქალაქ გარეთ რომ მათზე საკვები არ დაეხარჯათ და იმედი ქონდათ რომ ცეზარი ტყვეთ აიყვანდა და გამოკვებავდა. ცეზარი ამას მიხვდა და კედლი იქიტ დატოვა. ეს ატასობით ქალი და ბავშვი თვეების მანძილზე ყველა დაიხოცა, სანამ დაიხოცებოდნენ კანიბალიზმი მოეკიდათ დედებმა შვილები შეაჭამეს სხვა შვილების გადასარჩენად. საბოლოოდ ყველა დაიხოცა. საშინელი სუნი იდგა. რამხელა გარეწრობაზე წავიდნენ ჯერ გალები, რომ საკუთარი ცოლშვილი გაუშვეს დ აუყურებდნენ თვეები როგორ ჭამდნენ ერთმანეთს. და რამხელა სიბინძურე გააკეთა ცესარმა რომ ელემენტარული არ გაუშვა ღობის იქით ან არ დახოცა ისრებით.

საბოლოოდ ისტორიული ბრძოლა შედგა ცეზარს ერთდროულად ქალაქის შტურმი და გარე ძალებისგან მოუწია დაცვა და მოიგო ის ბრძოლა. რომშიც გამარჯვებულად მიიღეს იმის მიუხედავად რომ მსგავსი მიუღებელი გზით გაიმარჯვა. ასევე ისტორიასაც ლეგენდარული მხედარმთავრის სახელით შევიდა.

მორალი.
დიდ ბრძოლაში და პოლიტიკაში რა გზით გაიმარჯვებ არ აქვს მნიშვნელობა. გამარჯვებისთვის ყველა გზა მისაღებია.

Posted by: sandroEVO 16 Dec 2020, 15:10
dimentius
მე მაინც შვედეთის პოლიტიკას ვემხრობი ვირუსის მიმართ, არანაირი ჩაკეტვა და ეკონომიკის განადგურება, არანაირი მასკები და დისტანცია, აი შედეგი: 99.9% Mild condition.

user posted image

განსხვავება შვედეთსა და ამერიკას შორის: შტატებში იმის მაგივრად რომ ხალხს ასწავლონ სწორი კვება და მოტივაცია მისცენ ჯანსაღი ცხოვრების, პირიქით აკეთებებ, რადგან ჯანქშია ფული. შვედეთში ხალხი გაცილებით ჯანმრთელად ცხოვრობს ვიდრე აქ.

პ.ს ჯიმში სირბილის დროს მასკის კეთებას მთხოვდნენ facepalm.gif გავაუქმე აბონიმენტი და სახლის პირობებში ვვარჯიშობ ახლა

Posted by: DORO 16 Dec 2020, 17:22
dimentius
QUOTE
რასაც შენ ლაპარაკობ ეს მოკლევადიანი ეფექტია. მაგალითად ბოლი თვეებია რეკორდული მოგება გვაქვს. ვინაიდან ყველა სახლის საჭმლის კეთებაზე გადავიდა რაც ჩვენთვის უკეთესია და ამიტომაც ეს ციფრებში აისახა

რაც 1 წელიწადში უნდა გეშოვა თუ რამდენიმე თვეში გამოვიდა --რაღა მოკლევადიანია .
იგივე გამოდის .

QUOTE
მე უფრო მადარდებს მომდევნო წლები. ანუ 5-10 წელი წინ. მასიურად დაიწყეს გადასვლა აქედან ინჟინრებმა ჯერ, მერე ამათ მდიდრებიც მიყვებიან და აი მერე დაერხევა ყველას აქ. სილიკონ ველი იმიტომ არის კარგი რომ პატარა ტერიტორიაზე უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს მხოლოდ იმის გამო რომ ახლოს იყვნენ ამ კორპორაციებთან სადაც მუშაობენ.

ერთგულების ფიცი ხომ არ გაქვს დადებული სილიკონისადმი ..სადაც ეგენი გადავლენ იქ უნდა გადაინაცვლო .
მოძებნიან რამე კარგ ადგილს და ისევ ერთ ლოკაციაზე დასახლდებიან .
ქვეყნის მასშტაბით არ გაიფანტებიან ალბათ.
QUOTE
აი ეს მდიდარი ხალხი რომ გაიცლება აქედან აი მერე ეტირება ყოფა აქაურობას.

ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება --სადაც სხვა შტატები იქაც ეგენი .
არ იქნება პრობლემა .



Posted by: Freestyle 20 Dec 2020, 01:16
სალამით, სწავლის მხრივ რას მირჩევთ? რა შეიძლება მანდ რომ გამომადგეს ? მზარეულობაზე ვფიქრობ დიდად, მაგრამ მაინცდამაინც არ მომწონს და იქნებ რამე უკეთესი იდეა მომაწოდოთ biggrin.gif

Posted by: gvelis_wiwila 20 Dec 2020, 06:43
ბოსტონიდან წამოვედი მოწყენილობაა მეთქი და ჩამოვედი და აქ საერთოდ გარეთ ჭამა და სმა აკრძალეს, სახლიდან გასვლას აზრი აღარ აქვს ფაქტიურად.

სგ სგ ნიუ იორკი, ჩემპიონატზე გადი

Posted by: გიორგი XII 20 Dec 2020, 12:47
QUOTE
მე უფრო მადარდებს მომდევნო წლები. ანუ 5-10 წელი წინ. მასიურად დაიწყეს გადასვლა აქედან ინჟინრებმა ჯერ, მერე ამათ მდიდრებიც მიყვებიან და აი მერე დაერხევა ყველას აქ. სილიკონ ველი იმიტომ არის კარგი რომ პატარა ტერიტორიაზე უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს მხოლოდ იმის გამო რომ ახლოს იყვნენ ამ კორპორაციებთან სადაც მუშაობენ. ხოლო თუ არ იქნება აქ ფიზიკურად ყოფნა საჭირო არავინ დარჩება აქ 5-10 წელიწადში.


ნონსენსია


Posted by: ტანკე 20 Dec 2020, 15:34
სილიკონის ველი იქნება მუდმა ერთადერთი და განუმეორებელი. დივერსიფიკაცია და დეცენტრალზიაცია დაწყებულია დიდი ხანია, სხვა შტატებში გადადიან ბობოლა კორპორაციები ბევრი მზიეზის გამო, მათ შორის ვაშინგტონის შტატში,ორეგონსა და ტეხასში,მაგრამ ახალი სილიკონის ველი არ იქნება. ორიგინალი დარჩება ცოტა უფრო მცირე მასშტაბით, ანუ დივერსიფიცირებული სხვადასხვა შტატებში და არა მარტო შტატებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. აზიაშიც გადავიდა დიდი ნაწილი და ეს ბუნებრივია. ტექნოლოგიური პროგრესი მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა და მარტო კალიფორნიაში ან თუნდაც მარტო ამერიკაში ვერ იქნება კონცენტრირებული მათი სათაო ოფისები.ისე კი, ეს კალიფორნიისთვის კარგია,რადგან უძრავ ქონებაზე ფასები დავარდება და იქნებ ამდენი უსახლკაროც აღარ იყოს მანდ. იქნებ დაუბრუდნეს კალის ძველი ეშხი.
ვინმეს თუ ჰგონაია,რომ ცინდლიანი ოსტინი ჩაანაცვლებს ბეი არეას, ძალიან ცდება smile.gif

Posted by: Lady_Bird 20 Dec 2020, 16:04
მეგობრებო PCR ტესტს ითხოვენ საზღვარზე? ზოგადად რა შეზღუდვებია მოკლედ თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ

Posted by: ტანკე 20 Dec 2020, 16:13
Lady_Bird
გააჩნია, რომელ შტატში მიდიხარ. ზოგ აეროპორტშივეა პცრ ტესტინგი
ეს ნახე
https://www.afar.com/magazine/these-us-airports-to-have-covid-19-testing

Posted by: Lady_Bird 20 Dec 2020, 16:19
ტანკე
საბოლოო დანიშნულება პენსილვანია. მაგრამ ან ნიუ იორკით უნდა ჩამოვიდეთ ან ვაშინგტონით და შემდეგ გადავიდეთ. მესამე ფრენას ვერ გადავაბამ უბრალოდ ვერ გავუძლებ

Posted by: David001 20 Dec 2020, 16:47
რაც წავიკითხე კარგად ხართ კარგია, ვიზებთან დაკავშირებით რამე ხომარ იცით? მესამედ უნდა შევიდე ))

Posted by: lume 20 Dec 2020, 18:47
QUOTE
ვიზებთან დაკავშირებით რამე ხომარ იცით?

Zogs adzleven zogs ara

Posted by: lilu777 21 Dec 2020, 02:28
Lady_Bird

ტესტი უნდა გაიკეთო ნიუ იორკში თუ ჩამოდიხარ

David001

არ მგონია ეხლა ვიზებთან დაკავშირებით რამე კარგი ხდებოდეს საელჩოში თუ გასცემენ საერთოდ ტურისტულს,
რას ეტყვი პანდემიის დროს ტურისტად მივდივარო? smile.gif

Posted by: lume 21 Dec 2020, 04:08
QUOTE
რას ეტყვი პანდემიის დროს ტურისტად მივდივარო?


Dasasveneblad yes.gif

Posted by: David001 21 Dec 2020, 12:33
თუნდაც , ცოლი მოვიყვანე ბავშვს ველოდები დასასვენებლად , ამ ქოცების შემხედვარეს მალე რუსული პასპორტი დამჭირდება ))) პ.ს. არ ვიცი რატომ მაგრამ გმონია ტრამპოას ადმინისტრაცია სანამ არ ააჯვავს არაფერი არ გამოვა :/

Posted by: გიორგი XII 21 Dec 2020, 20:30
მაგას სჯობს რო შეხვალ პირდაპირ უთხრა რო დარჩენა და მუვინგზე მუშაობა გინდა უფრო დიდი შანსია yes.gif

Posted by: lume 21 Dec 2020, 21:09
QUOTE
მუვინგზე მუშაობა გინდა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ან პოლონელებთან ფრეიმინგზე up.gif up.gif

QUOTE
ცოლი მოვიყვანე ბავშვს ველოდები დასასვენებლად

რაღაც არ ჯდება, biggrin.gif

Posted by: night-blue 21 Dec 2020, 21:24
სალამი მეგობრებო. იცით რა მაინტერესებს? მოხუცებს რომ უვლიან (მომვლელებს) ხელფასი საშუალოდ რამდენი აქვთ? ნიუ იორკი ნიუ ჯერსიზე მაქვს საუბარი.

აი საშუალოდ თვეში მინიმუმ და მაქსიმუმ მაინტერესებს. მადლობა წინასწარ

Posted by: lume 22 Dec 2020, 03:39
QUOTE
მოხუცებს რომ უვლიან (მომვლელებს) ხელფასი საშუალოდ რამდენი აქვთ?


Bevr ramezea damokidebuli,
Rogori mosavlelia beberi,
Mankana gkavs an prava tu gakvs
Ragac bebrebis mosavleli sertifikati tu gakvs da asetebi

ise daaxlovebit dgeshi 140-150$ zemot

Kidev am bolo dros garegnobasac ukureben biggrin.gif beberi kacebi dziritadad axalgazrda kalebs itxoven momvlelebad facepalm.gif

Posted by: dimentius 22 Dec 2020, 04:07
sandroEVO
QUOTE
როგორც გრიპი კიდია ხალხს და მაგის გამო მასკებს არ იკეთებს იგივე იქნება კორონას შემთხვევაშიც ცოტა ხანში, ზუსტად მაგიტო რომ უმძიმეს ფორმებში არ მოგიწიოს ადგები და გაიკეთებ ვაქცინას.


ძაან მარტივ ჭრილში უყურებ.
ესპანურმა გრიპლა რომ პლანეტის 3% მოკლა აბა გამოიცანი რამდენი ათწლეული დაჭირდა რომ გრიპი ისე დაეკიდათ ფეხებზე როგორც შენ გგონია ))))
წლები უნდა გავიდეს თუ არა ათწლეულები რომ ასეთ სერიოზულ პანდემიას და ვირუსს ყურადღება არ მიაქციონ.

QUOTE
მე მგონია ესე განვითარდება მოვლენები: ბევრი ამ ვაქცინებს სკეპტიკურად უყურებს, იმის გამო რომ ყველა აცრან მიიღებენ რეგულაციებს, თუ ვაქცინა არ გექნება გაკეთებული ვერც იმუშავებს და ვერსად ვეღარ შეხვალ, უბრალოდ უუნარო ადამიანი გაიჩითები, ესარი ერთადერთი გზა ისევ ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად და მჯერა რომ დაბრუნდება ის რაც აქამდე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გიგანტი კომპანიები იხეირებენ მხოლოდ, პატარა ბიზნესებს და საშუალოსაც ვერ ექნება კარგად საქმე.


არცერთი ვაქცინა დამტკიცებულუ სხვადასხვა ქვეყანაში არ ზღუდავს გადადებას. უბრალოდ იმუნირერს გიმუშავებს რომ კორონა მსუბუᲥ ფორმებში გადაიტანო. მაგრამ გავრცელებით ჩვეულებრივად ვრცელდება. სკეპტიციზმი იმიტომ არის რომ ზოგადად მიღრბულია ვაქცინის დამუშავება 8-10 წლის განმავლობაში კვლებების მერე. ხოლო ეს ვაქვინები კი სულ წნეხის ქვეშ მიღებული და შემჭიდროებულ ვადებში. 1 კვირაა გასული და უკვე სახის დამბლის უკუეფექტი აღმოაჩნდა. კიდევ რამდენი რამ ამოვა მასებზე მასიურად გავრცელების მერე. მაგალითად ჩემს წლოვანების დემოგრაფიაში ბეი არეაში ათამდე ადამიანიც არაა კორონით მკვდარი. მათემატიკურად ვაქცინისგან სახის პარალიჩი რომ დამემართოს უფრო მაღალი შანსია, ვიდრე კორონამ მომკლას ))))

QUOTE
მე მაინც შვედეთის პოლიტიკას ვემხრობი ვირუსის მიმართ, არანაირი ჩაკეტვა და ეკონომიკის განადგურება, არანაირი მასკები და დისტანცია, აი შედეგი: 99.9% Mild condition.


რა ლოგიკით ადარებ ერთერთ ყველაზე ჯამრთელ და თეთრ ნაციას პლანეტაზე ამერიკას?
ამერიკაში ძირითადად კლავს ვირუსი ლათონოებს და შავკანიანებს ვინაიდან ყველაზე არასწორი კვება, სიღარიბე და ჭარბწონიანობა აწუხებთ და ამასთან დაკავშირებული სუსტი იმუნიტეტი.
ამერიკა ერის ჭარბწონიანობის პრობლემების მიხედვით 12 ადგილზეა. ისეთ ქვეყნების რიგში როგორიც არის ნაურუ, ტონგა, პალაუ, სამოა ))))
შვედეთი 96 ადგილზეა )))) აქ რომ არ მიეღოთ ეს ზომები რაც მიიღეს მართლა 2 მილიონს გადასცდებოდა მსხვერპლი.

DORO
QUOTE
რაც 1 წელიწადში უნდა გეშოვა თუ რამდენიმე თვეში გამოვიდა --რაღა მოკლევადიანია .
იგივე გამოდის .


მოკლევადიანია ზუსტად როცა 1 წელიწადს უყურებ.
მე ვლაპარაკომ მომდევნო 10-15 წლიან პერიოდზე.
წიᲜა თვეში მქონდა ზუსტად 10 წლიანი პროგნოზების განხილვა ჩემს საი ვესტივიო ბროკერთან და ბევრი რამ შევცვალეთ უკვე. მაგალითად გასართობი სფეროს, კინემატოგრაფიის, სასტუმროების აქტივები ჯერ კიდევ მარტში გავყიდეთ და მოვიშორეთ. ვიმაიდან ამ სფეროებში არანაირ ზემოგებაზე და აქციების ზრდაზე წლიური 10-15% ლაპარაკიც ზედმეტია. მკვდარი აქტივის გაჩერებას რომელსაც ფასი არ ემატება არც ერთი გიჟი არ გადაწყვეტს.


QUOTE
ერთგულების ფიცი ხომ არ გაქვს დადებული სილიკონისადმი ..სადაც ეგენი გადავლენ იქ უნდა გადაინაცვლო .
მოძებნიან რამე კარგ ადგილს და ისევ ერთ ლოკაციაზე დასახლდებიან .
ქვეყნის მასშტაბით არ გაიფანტებიან ალბათ


ჯვარი არ მაქვს დაწერილი რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ადგილი იმიტომ არის კარგი რომ აქ უძრავი ქონების ფასი არის ყველაზე მაღალი. ეს ქონების ფასი მაძლევს საშუალეალებას რომ მაღალ მოგებაზე გავიდე. კი სიტყვაზე გადავიდა ეს მდიდრები დალასში ან ოსტინში. იქ ქონების ფასია დაბალი 2-4 ჯერ. ამ ფასების პირობებში ამ ძვირიან ტექნიკას ცოტა თუ იყიდის. შენ მოგცემ გაყინულ ხორცს ერთო 400$ მასივარში მეორეს 25.000 მაცივარში. სხვაობა საერთოდ არ არის )))
ამ ძვირუან ტექნიკას მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ ვინაიდან აქ ლამის ყველა სახლი 1-2 მილიონი ღირს. სახლი აქ მარტო სახლი არ არის, ეს ინვესტიციაც არის. სამზარეულოს ტექნიკა კი სახლის ყიდვა გაყიდვის დროს აუცილებელია. შენ 2 ერთნაირი სახლიდან რომელს იყიდიდი იგივე ფასად რომელშიც 10.000 ის ტექნიკაა თი რომელშიც 100.000 ტექნიკაა? უფრო ამ ქონების გამო უფრო ყიდულობენ. რა სახლიც აქ ღირს 2 მილიონი ზუსტად იგივე დალასში 300 ღირს ეხლა. ხოდა 300 იან სახლში რომელი Გიჟი შეიტანს 100ის ტექნიკას?
ჟიგულზე გინახია 10,000$ დისკები?
ფერარზე კი მაგ ფასის აყენია ყველაზე.
ხვდები ეხლა რატომაც არ მაწყობს ამ ხალხის აქედან წასვლა და აქ ქონების ფასების ვარდნა.

Freestyle
QUOTE
სალამით, სწავლის მხრივ რას მირჩევთ? რა შეიძლება მანდ რომ გამომადგეს ? მზარეულობაზე ვფიქრობ დიდად, მაგრამ მაინცდამაინც არ მომწონს და იქნებ რამე უკეთესი იდეა მომაწოდოთ


დღესდღეობით ერთერთი ცუდი პრფეფესიაა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ასევე მომავალში სარესტორნე ბიზნესს კაი მომავალი არ უჩანს დაახლოებით 5 წელი მაინც.
ელემენფარული სან ფრანცისკოში აიღე 90% რესტორნების ქირასაც ძლივძლიობით იხდიან. მათი 15-20% უბრალოდ დაიხურა.

საინჟინრო, მომსახურების, სამშენებლო-შემკეთებელი პროფესიებს დიდი მოთხოვნილება აქვს უფრო და ხელფასებიც ბევრად მაღალი.


* * *
David001
QUOTE
თუნდაც , ცოლი მოვიყვანე ბავშვს ველოდები დასასვენებლად , ამ ქოცების შემხედვარეს მალე რუსული პასპორტი დამჭირდება ))) პ.ს. არ ვიცი რატომ მაგრამ გმონია ტრამპოას ადმინისტრაცია სანამ არ ააჯვავს არაფერი არ გამოვა :/


მსგავსი ლეგენდით ტყუილად არ დახარჯო ფული სავიზო მოსაკრებელზე )))
ანუ ფეხმძიმე ცოლი მიგყავს მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ მეგაპოლისში სადაც არც თეატრები ყველა დაკეტილია, რესტორანი არ მუშაობს, გარეთ ხალხი ერთმანეთს ერიდება, შოპინგზე რიგებია, ტურისტული წერტილები ან დაკეტილია ან წინასწარი რიგით ))))

შენ თუ არ გენანება შენი მეუღლე კონსულს უეჭველი დაენანება და უარს გეტყვის.

რუსული პასპორტი არაა ცუდი იდეა. რუსებს 6 ჯერ ნაკლებ უარს ეუბნრბია ტურისტულ ვიზაზე ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს.

გიორგი XII
QUOTE
მაგას სჯობს რო შეხვალ პირდაპირ უთხრა რო დარჩენა და მუვინგზე მუშაობა გინდა უფრო დიდი შანსია


+++++++




Posted by: c.h.I.g.u.r.h. 22 Dec 2020, 12:33
..................................

war.gif


Posted by: Frankens†ein 22 Dec 2020, 13:34
პანდემიის დროს ტურისტული ვიზით ყოფილა ვინმე თუ იცით?
თებერვალში ვაპირებ და ხო არ გაახურებენ რა გეტურისტება ამ გაგანია პანდემიის დროსო smile.gif
სან ფრანცისკოში ვაპირებ დოჰადან(ანუ შენგენის გავლით არა), ჯერჯერობით არ აქვს ოფიციალური შეზღუდვები არც შტატს და არც ქვეყანას.

Posted by: Lady_Bird 22 Dec 2020, 13:51
Frankens†ein
ჯერჯერობით თურქიშით ან ყატარის ავიახაზებით მოძრაობს ხალხი ტურისტული ვიზით. დღეს ჩართვაც ქონდათ ტვ პირველზე ისაკაძის გადაცემაში.

Posted by: Frankens†ein 22 Dec 2020, 14:06
Lady_Bird
QUOTE
ჯერჯერობით თურქიშით ან ყატარის ავიახაზებით მოძრაობს ხალხი ტურისტული ვიზით. დღეს ჩართვაც ქონდათ ტვ პირველზე ისაკაძის გადაცემაში.

მადლობა.
კი, ოფიციალურად დაშვებული თურქეთი და ყატარი, უბრალოდ ის მაინტერესებდა საზღვარზე ხო არ სვამენ დამატებით კითხვებს მეთქი.
სამჯერ ვარ ნამყოფი და სამივეჯერ ჩამოსვლის მიზეზიო და შვებულების გასატარებლად მეთქი და მეტი არ უკითხავთ არაფერი.
ეხლა ცოტა არადამაჯერებლად ჟღერდეს შეიძლება smile.gif

Posted by: Lady_Bird 22 Dec 2020, 14:29
Frankens†ein
ფორუმებზე და ფეისბუქ ჯგუფებში რაც წამიკითხავს არ აპრობლემებენ.


Posted by: Frankens†ein 22 Dec 2020, 14:42
Lady_Bird
up.gif

Posted by: lilu777 22 Dec 2020, 18:10
QUOTE (David001 @ 21 Dec 2020, 12:33 )
პ.ს. არ ვიცი რატომ მაგრამ გმონია ტრამპოას ადმინისტრაცია სანამ არ ააჯვავს არაფერი არ გამოვა :/

ზოგად მდგომარეობას საერთოდ არ უშლის ხელს ტრამპის ადმნისტრაცია იქნება თუ ხუაკინის

ამერიკა უკვე იმდენად აწყობილი ქვეყანაა პანდემიამ თუ არ დახია უკან, მთავრობის ცვლილება ძალიან მსუბუქად აისახება მოსახლეობაზე ან არც

ძალიან ბოროტი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს ფაქტიურად ნერონი უნდა იყოს , რომ არ დაიცვას ძირითადი კურსი და დაანგრიოს მთელი ქვეყანა (აქ ხომ მარტო პრეზიდენტი არ წყვიტავს)

არჩევნები როგორც კი ჩაივლის მერე უკვე არ მგონია ვინმეს ახსოვდეს ვინ გახდა პრეზიდენტი smile.gif განსაკუთრებით დაბალ ან საშუალო ფენას (მხოლოდ ქართველებს ახსოვთ ალბათ და მოსწონთ მცოდნეებივით გაუთავებელი დისკუსია smile.gif)

Posted by: გიორგი XII 22 Dec 2020, 20:29
lilu777


ფრონტ დეველოპერი ხარ?

Posted by: Harley Davidson 22 Dec 2020, 21:15
ვა ანუ თურქიში ზოგადად დაფრინავს...ძალიან კარგი. არ მომიწევს ისევ ჩარტერში ოთუზ ბირის გადახდა.
იმედია არ შეწყვეტენ

Posted by: Lady_Bird 23 Dec 2020, 23:43
Harley Davidson
დაფრინავს მაგრამ ყოველდღიური ფრენები არ აღუდგენიათ ჯერ.. ყოველი თვის ბოლოს ქვეყნდება შემდეგი თვის დადასტურებული ფრენები და იმ თარიღებზე უნდა გადააბა ფრენა. აქ არის იანვრის
http://gcaa.ge/geo/tbilisiout.php
* * *
ყატარი თუ თურქიში ? ვის რა გამოცდილება გაქვთ

Posted by: Harley Davidson 24 Dec 2020, 16:21
Lady_Bird
QUOTE
ატარი თუ თურქიში ? ვის რა გამოცდილება გაქვთ

თურქიში რა თქმა უნდა.
სხვა ყველაფერს რომ შევეშვათ, უფრო სწრაფია :დ

Posted by: Lady_Bird 24 Dec 2020, 19:12
Harley Davidson
ფრენებს შორის 9 საათიანი შუალედი აქვს თურქიშს და ეგ მაფიქრებს
ყატარის ავიახაზებით არასდროს მიმგზავრია ამიტომ არ ვიცი როგორია

Posted by: Frankens†ein 24 Dec 2020, 19:17
QUOTE (Harley Davidson @ 24 Dec 2020, 16:21 )
Lady_Bird
QUOTE
ატარი თუ თურქიში ? ვის რა გამოცდილება გაქვთ

თურქიში რა თქმა უნდა.
სხვა ყველაფერს რომ შევეშვათ, უფრო სწრაფია :დ

ძვირია თურქიში.
თებერვალში ვაპირებ სან ფრანცისკოში და თბილისი-დოჰა-სან ფრანცისკო 2450 ლარი ღირს ერთი გზა და თბილისი-სტამბული-სან ფრანცისკო 3450.
თურქიშით 18:30 საათში ჩადიხარ და ყატარით 22:00 საათში.
1000 ლარი განსხვავება ბევრია ერთ გზაში და 3:30 საათში.
თურქიშით არ მიფრენია ამერიკაში და აქებენ სერვისს, მაგრამ შარშან ყატარით ვიყავი და სუპერ მომსახურება იყო, მაგაზე მეტი არ ვიცი რა უნდა იყოს.
ლუფტჰანზას ბევრად ჯობდა და პირველად კიევის ავიახაზებით ვიყავი და იმას ხო საერთოდ.


Lady_Bird
QUOTE
ყატარის ავიახაზებით არასდროს მიმგზავრია ამიტომ არ ვიცი როგორია

ძალიან კარგია.
აეროპორტიც კარგია, თვითმფრინავიც და მომსახურებაც.

Posted by: Harley Davidson 24 Dec 2020, 21:16
Lady_Bird
QUOTE
ფრენებს შორის 9 საათიანი შუალედი აქვს თურქიშს და ეგ მაფიქრებს

თურქიშს ყველა დღე არ აქვს და აბა სცადეთ შეცვალოთ თარიღები.
მე სქაისკანერზე ვეძებ და ახლა ვნახე აგერ 2769 ლარად 2-way ბილეთი ნიუ იორკამდე.
Frankens†ein
ვესთ ქოუსთი ალბათ ზოგადად ძვირი ღირს...არ ვიცი მაქეთ არ მიფრენია (ჩემი ფულით :დ)

Posted by: Frankens†ein 24 Dec 2020, 22:03
Harley Davidson
QUOTE
ვესთ ქოუსთი ალბათ ზოგადად ძვირი ღირს...არ ვიცი მაქეთ არ მიფრენია (ჩემი ფულით :დ)

ზოგადად თურქიში ძვირი ავიახაზებია.
NY-შიც ძვირია თურქიში სხვებთან შედარებით.

user posted image

თურქიშს არც ვენდობი.
2016-ში სან ფრანცისკოში რო მივდიოდი, ორი ავიახაზიდან უნდა გამეკეთებინა არჩევანი - თურქიში ან ლუფთფანზა.
ლუფთჰანზა 1000$ ღირდა და თურქიში 1200$ და კი მეუბნებოდა ყველა, თურქიში ჯობიაო, მაგრამ 200$ დავზოგე და ლუფთჰანზათი წავედი smile.gif
და რო ჩავფრინდი, 2-3 დღეში ერდოღანი-გიულენის გადატრიალების თემა რო იყო, მაგასთან დაკავშირებით ამერიკამ თურქეთთან ყველანაირი ფრენები გაწყვიტა smile.gif
თურქიშის ბილეთი რო მქონოდა ნაყიდი, კარგ შემთხვევაში თუ ფულს დამიბრუნებდნენ უკან, კაი დიდი თანხის დამატება დამჭირდებოდა უკანა გზის ბილეთზე smile.gif
მოკლედ, ისეთი Y ქვეყანაა, ნებისმიერ დროს შეიძლება დაადონ რამე სანქიცები ან შეაჩერონ ფრენები smile.gif

Posted by: ტანკე 24 Dec 2020, 22:14
Harley Davidson
QUOTE
ვესთ ქოუსთი ალბათ ზოგადად ძვირი ღირს...არ ვიცი მაქეთ არ მიფრენია (ჩემი ფულით :დ)

გააჩნია ქალაქს. ლოს ანჯელესი იაფია. ბევრი რამ დაფრინავს მანდ და ფასებიც დაბალია კონკურენციის გამო.პატარა ქალაქები ძვირია, იგივე სან ფრანცისკო ან სან დიეგო. ლოს ანჯელესი ოდნავ ძვირია ხოლმე, ვიდრე ნიუ იორკი, თუმცა, ზამთარში ფატქობრივად ნულდება სხვაობა.
ჩემი გამოცდილებით ყველაზე იაფია ნიუ იორკი, ჩიკაგო, ბოსტონი და ლოს ანჯელესი. ზამთარში მაიამიც იაფია. აი, დენევრი, კანზას სიტი და ეგეთი მეორეხარისხოვანი ქალაქები ძვირია smile.gif



Frankens†ein
QUOTE
ზოგადად თურქიში ძვირი ავიახაზებია.

არც ისე. მიდლ ფექ, როგორც ამერიკელები იტყვიან. ლუფტანზასთან შედარებით იაფია,მაგრემ ყატართან შედარებით - იაფი

10 იანვარს მაქვს ფრენა კაკრაზ თურქიშით ლოს ანჯელესში. მაგათაც გამაწამეს, ოთხჯერ დამიქენსელეს ფრენა და თან ყოველ ჯერზე სერვის ცენტრში მარეკირებდნენ გადატანაზე.
პ.ს. ლუფტანზას ჯერაც არ დაუბრუნებია ფული. თვენახევარი გავიდა...

QUOTE
მაგრამ შარშან ყატარით ვიყავი და სუპერ მომსახურება იყო,

მოსმახურება კი,მაგრამს აკვები იყო საძაგლობა. მთელი 12 საათი ტუალეტში გავატარე. ოტხჯერ ვაღებინე (ცხოვრებასI სულ 2-ჯერ მექნებოდა ნაღებინები).
საკვების მხრივ აეროფლოტია მაგარი. უუუხ, რა ასეტრინის ბურგერები აქვთ!



Posted by: Frankens†ein 24 Dec 2020, 22:44
ტანკე
QUOTE
ლუფტანზასთან შედარებით იაფი

მე რო ვიყავი ლუფთჰანზათი, თურქიშზე იაფი იყო.
როგორც ვთქვი თურქიშით არ მაქვს ნაფრენი მაგხელა გზაზე და ყატარს ლუფთჰანზაზე ბევრად კარგი თვითმფრინავი და მომსახურება ქონდა...
QUOTE
მოსმახურება კი,მაგრამს აკვები იყო საძაგლობა. მთელი 12 საათი ტუალეტში გავატარე. ოტხჯერ ვაღებინე (ცხოვრებასI სულ 2-ჯერ მექნებოდა ნაღებინები).

რავიცი, მე ლუფთჰანზას საკვები არ მომეწონა smile.gif
ორჯერ იყო კვება და ორჯერვე რაღაც ვეგეტარიანული საჭმელები იყო, ხორცი არ ქონდათ smile.gif
სასმელიც რაღაც ბანძი ღვინო და ლუდებიდაბ მარტო ვარშტაინერი facepalm.gif
შეიძლება მე დამემთხვა რომ შეფ-მზარეული მარხვაზე იყო smile.gif
ყატარს რაც შეეხება, სხვაგან სადაც მიჭამია თვითმფრინავში, იმაზე ცუდი არ იყო მინიმუმ.
აეროფლოტის ასატრინები არ ვიცი smile.gif
ყატარს რაც ქონდა კიდე ძალიან კარგი, ისე ხო ოთხჯერადი თუ ხუთჯერადი კვება იყო და დამატებით ულიმიტო იყო სასმელ-საჭმელი smile.gif
ჯინ ტონიკს ვსვამდი მთელი გზა და სასაზღვრო ოფიცერთან კაი მთვრალი გავედი, კიდე კაი არ გამომაბრუნა უკან biggrin.gif
თან ჩემს რიგში ერთი გერმანელი სტიუარდესა იყო და მთელ რიგში მე ვიყავი მარტო თეთრი, დანარჩენები\ ჩინელები და ინდუსები იყვნენ და გამომელაპარაკა და საქართველოში აღმოჩნდა ნამყოფი, ხინკალი და ყაზბეგიო biggrin.gif
ხო და ყოველ ნახევარ საათში ჩემთან იყო და სასმელი და მისაყოლებელი მოქონდა, არ მოგერიდოსო biggrin.gif
2 კილო მაინც მოვიმატე ერთ ფრენაზე biggrin.gif

ხო, უფასო ვაი-ფაი დაამატა ყატარმა და მაგრად ასწორებს ეგეც.
ნახევარი დღე რო ცაში ხარ.
ისე კაი ძვირი ღირდა ვაი-ფაის ჩართვა.

Posted by: ტანკე 24 Dec 2020, 23:05
Frankens†ein
ყატარის ავიახაზების რაციონი:
ბრინჯი შებრაწული
ბრინჯი უმად
ბრინჯის ასორტი
ბრინჯიანი პომიდორი
ბრინჯიანი მაკარონი
ბრინჯი
ბრინჯი
ბრინჯი

ვარწყევდი, აბა რა იქნებოდა smile.gif

Posted by: Harley Davidson 24 Dec 2020, 23:06
ამწამს დავბუქე ეარ ფრანსი $680-ად smile.gif)

Posted by: ტანკე 24 Dec 2020, 23:24
Harley Davidson
თურქიში ჯობდა. დიდი შანსია, რომ გაგიუქმდეს ეგ smile.gif მე ლუფტანზამ ეგრე გამიუქმა. საქართველოში აღარ ჰქონდა ფრენები ევროკორონარეგულაციების გამო. თურქეთში არაა ეგ ევროკორონარეგულაციები და რავი. მე გერმანია-საფრანგეთს და ეგეთებს არ გავეკარებოდი ამ პანდემიისას აწი smile.gif


Posted by: Freestyle 25 Dec 2020, 01:13
dimentius
QUOTE
დღესდღეობით ერთერთი ცუდი პრფეფესიაა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ასევე მომავალში სარესტორნე ბიზნესს კაი მომავალი არ უჩანს დაახლოებით 5 წელი მაინც.
ელემენფარული სან ფრანცისკოში აიღე 90% რესტორნების ქირასაც ძლივძლიობით იხდიან. მათი 15-20% უბრალოდ დაიხურა.

საინჟინრო, მომსახურების, სამშენებლო-შემკეთებელი პროფესიებს დიდი მოთხოვნილება აქვს უფრო და ხელფასებიც ბევრად მაღალი.

დეველოპერის მხრივ რას ფიქრობ ? რამდენად რეალურია სამსახურის დაწყება?

Posted by: Harley Davidson 25 Dec 2020, 04:03
ტანკე
მე პირიქით, თურქიშმა გამიუქმა და ფული დღემდე არ ჩაურიცხავთ მაგ ოსმალოებს :დ
და გაგანია პანდემიაში ზუსტად რომ “ჩერეზ” ევროპა წამოვედი ეირ ფრანსით.
ვნახოთ smile.gif)

Posted by: ME 25 Dec 2020, 10:18
ყატარი კაია მარა LA მდე 18 საათია თუ რაღაც (ან LA-Doha) და მე გამიჭირდა მაგდენი ხანი
არადა ადრე ბევრს დავფრინავდი მარა სადღაც 14-15 საათის მერე უკვე ძაან რთული იყო

Posted by: Lady_Bird 25 Dec 2020, 12:32
თარიღს ვერ გადავწევ, კონკრეტულ დღეს უნდა ჩავიდე პლიუს მინუს ერთი დღე და სხვა დადასტურებული ფრენები არ არის იმ დროს. ყატარს ჩასვლის დრო უკეთესი აქვს შუადღისას ჩადის. ესეც ფაქტორია გარკვეულწილად
შეგიძლიათ მითხრათ ჩაფრენიდან საშუალოდ საზღვრის კვეთამდე და ბარგის აღებამდე რა დრო დაგჭირდათ ყველა პროცედურაზე. Jfk აეროპორტი მაინტერესებს კონკრეტულად. ვიცი რომ ყველგან სხვადასხვაა

Posted by: dimentius 25 Dec 2020, 13:54
Freestyle
QUOTE
დეველოპერის მხრივ რას ფიქრობ ? რამდენად რეალურია სამსახურის დაწყება?


შენ შეძლებ ამათუ იმ პროფესიაში სამსახურის დაწყებას ეს ამ ფორუმის მონაწილემ არავინ არ იცის. ეს შენ თავს უნდა კითხო.

სამსახურის დაწყება ნებისმიერ სფეროში არის ინდივიდუალური. მთავარია საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა შეგეძლოს. ეს უნარი უნდა გამოიმუშაო.

პროფესია რა გაქვს საქართველოში რო დაწერო და სტაჟი. იმას მაინც გეტყვით შენი პროფესიის ხალხი რას შოულობს. თორემ ასე მზარეულიდან დეველოპერზე ცოტა არ იყოს არასერიოზულია ასე უცბად გადასვლა.

Posted by: Frankens†ein 25 Dec 2020, 15:50
ტანკე
QUOTE
ყატარის ავიახაზების რაციონი:
ბრინჯი შებრაწული
ბრინჯი უმად
ბრინჯის ასორტი
ბრინჯიანი პომიდორი
ბრინჯიანი მაკარონი
ბრინჯი
ბრინჯი
ბრინჯი

როგორც ჩანს შენც ისე არ გაგიმარლა ყატარში, როგორც მე ლუფთჰანზაში biggrin.gif



Posted by: dimentius 25 Dec 2020, 19:19
Harley Davidson
Frankens†ein

ეხლა უსმენ თქვენ საუბარს და მეცინება )))
რეალობას სულ არ უყურებთ.
მე რომ მკითხო მადლო უნდა თქვათ რომ ფრ3ნები არის საერთოდ და აქ ტივით არ გიწევთ ვურვა ))))

დაივიწყეთ დაახლოებით 5 წელი დისქაინთები გრენებზე საერთოდ. ფასები ალბათ გაორმაგდება ან გასამმაგდება.

ეხლა თუ ვინმე დაფრინავს ეს მხოლოდ იმიტომ რომ მთავრობებმა მისცეს უზარმაზარი გრანტები თანამშრომლების შენარჩუნების სანაცვლოდ. მაგრამ ეს ფული უკვე უმთავრდება.

ლუგტცანზა ახსენეთ.
ამ კომპანიამ უკვე დაწვა 3 ბილიონი ევრო 3.67 ბილიონიანი გრანტიდან გერმანიის მთავრობიდან. 27500 თანამშრომელი გაანთავისუფლეს უკვე. 10000 კიდევ უახლოეს თვეებში განთავისუფლდება. ეს სხვათაშორის მათი სტაფის 40% (((

თურქიში ცნობისთვის.
პილოტების ხელფასები შეამცირა 50%
ეკიპაჟის სხვა წევრების ხელფასები 35%
აეროპორტებში მომუᲓავე პერსონალის ხელფასები 30%.

ამერიკის ავიაცაზებმა იმ უზარმაზარი ჰრანტის მიუხედავად უკვე გაუშვეს 40000 ადამიანი სამსახურიდან. დაახლოებით 30% ეს ოდენობა.

ყველა ამ კომპანიის გეგმაშია ყოველ 6 თვეში ერთცელ გაიშვას ხალხი ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე.

იგივე ბოინგმა მთელი წარმოება დახურა 787 ლაინერის ეს 30000 სამუშაო ადგილი იყო.
ასევე 747 ლაინერის წარმოებას წეწყბეტას და გაუქმებას აპირებს 2022 სთვის.
ბოინგს უკვე დაანონსებული აქვს 130000 თანამშრომლის გაშვება 2021 წლის ბოლომდე.

იმაზე არაფერს ვამბობ რომ ამ სფერიში ინვესტიციები და ინვესტორების ოდენობა კატასტროფულად შემცირდა.

მაგალითად ბიზნეს ფრენები ლამის ნულამდე დავიდა არადა ყველაზე მომგებიანი მგზავრი იყო. ეს არც Აღსდგება უკვე სრული მაშტაბით კორონა სულ რომ გაქრეს.
Business travelers account for 12% percent of airlines' passengers, but they are typically twice as lucrative – accounting for as much as 75% of profits.
Businesses are generally willing to pay more to book last-minute and non-stop flight options but rarely allow premium-section seats for rank and file employees.

ამიტომ შემდეგში თვითმფრინავში რომ ახვაᲚთ არ დაიზაროთ და სტუარდესას მადლობა მაინც მოუხადეთ ვინაიდან ხელფასის 30-50% ნაკლების შემთხვევაშიც კი იგივე სერვისს გიწევთ. ასევე ფრენის დასრულებისას ტაში დაუკარით რომ პილოტს რომელიც ან განთავისუფლების გზაზეა ან ხელფასის ნახევარი აქვს მოჭრილი.


Posted by: paranoidis_dzma 25 Dec 2020, 19:26
ამსტერდამამამდე თუ ჩააღწევთ მერე დელტა და მაგისი ჯანი. ისე ლუფთჰანზა არის ჩემი საყვარელი ავიაკომპანია.

ყატარს გირჩევთ, იმიტომ, რომ ნაკლები გაუქმების შანსია. ლუფთჰანზაც არ გააუქმებს წესით, დგას მყარად.

Posted by: DORO 25 Dec 2020, 19:40
dimentius
QUOTE
მე ვლაპარაკომ მომდევნო 10-15 წლიან პერიოდზე.

უპილოტო ელექტრომანქანების და უკონსულტანტო მაღაზიების სერვისები იქნება მოთხოვნადი მაგ დროს .

QUOTE
კინემატოგრაფიის,  აქტივები ჯერ კიდევ მარტში გავყიდეთ და მოვიშორეთ. ვიმაიდან ამ სფეროებში არანაირ ზემოგებაზე და აქციების ზრდაზე წლიური 10-15% ლაპარაკიც ზედმეტია.

ინტერნეტ მსოფლიო პრემიერები იქნება .
ნეტფლიქსი და ჰბო იმუშავებს ისევ biggrin.gif

QUOTE
ყიდულობენ ვინაიდან აქ ლამის ყველა სახლი 1-2 მილიონი ღირს. სახლი აქ მარტო სახლი არ არის, ეს ინვესტიციაც არის


QUOTE
ხვდები ეხლა რატომაც არ მაწყობს ამ ხალხის აქედან წასვლა და აქ ქონების ფასების ვარდნა.


სხვა რომელიმე სოფელი დაიბუსტება და მსგავსი და მეტი ფასები იქნება .


yawn.gif

Posted by: Frankens†ein 25 Dec 2020, 20:00
dimentius
QUOTE
ამიტომ შემდეგში თვითმფრინავში რომ ახვაᲚთ არ დაიზაროთ და სტუარდესას მადლობა მაინც მოუხადეთ

მადლობა ისედაც უნდა გადაუხადო, რა მნიშვნელობა აქვს რამდენს აძლევენ და ათავისუფლებენ თუ აწინაურებენ smile.gif

პ.ს. ყატარს არ ემუქრება ეგ ფინანსური პრობლემები სავარაუდოდ...

Posted by: Harley Davidson 25 Dec 2020, 21:23
dimentius
ჩარტერზე იყო გაორმაგებული, მერე დაბალანსდა.
ფრენებს მთლიანად ვერ აკრძალავენ.
ტურისტები ალბათ ვერ იფრენენ, მაგრამ ვისაც მიმოსვლა აქვს არატურისტული მიზნებით, ჩვეულებრივ იქნება ფრენები.
სრული გაუქმება კატასტროფა იქნება

Posted by: Freestyle 25 Dec 2020, 22:52
dimentius
არც მზარეული ვარ არც დეველოპერი, ანუ დამატებითი პროფესიის ათვისებას ვფიქრობ და მაგიტო ვარჩევ რა შეიძლება ვისწავლო..

მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული. სტაჯი ამ კუთხით 5 წელი მაქვს, 8 წელია ციფრული მარკეტინგით ვარ დაკავებული smile.gif

ნუ რავიცი სხვა სტაჯებიც მაქვს, მაგრამ ისეთი არაფერი )

ხოდა სწავლა მინდა რა , და რა ვისწავლო მაგას ვერ ვარჩევ.

Posted by: dimentius 25 Dec 2020, 23:07
DORO
QUOTE
ინტერნეტ მსოფლიო პრემიერები იქნება .
ნეტფლიქსი და ჰბო იმუშავებს ისევ


აქ ზოგს რომ ვკითხულობ ისეთი აზრი გამომაქ რომ ზოგად საკაცობრიობო პრობლემებზე და მომავალზე ზრუნავთ და პროგნოზირებთ )))
მე ყველაფერს ჩემი ოჯახის კეთილდღეობის პრიზმიდან უყურებ. ანუ მე როგორ ვიშოვო ფული ))))
7000 დისნეის აქციები მქონდა. ასევე 10000 მდე ლას ვეგასის mgm.
ყველა მოვიშორე ვინაიდან უახლოეს 5 წელიწადში ამ სფეროში ზრდა არ არის მოსალოდნელი.

ცნობისთვის disney, WB ესენი ნეთფლიქსზე არცერთ შემთხვევაში არ ატვირთავენ პრემიერას 1 დღეს. ვინაიდან თავისი პლათმორმები აქვთ. სტრიმინგ პლათფორმები ბევრია. ცალკე სტუდიებს ან თავისი აქვთ ან კონტრაქტები ექსკლუზიური სხვასთან. ხოლო მომხმარებელი კი ეხლა ღარიბია და არ აქვს იმის ტრაკი რომ HBO, Disney, Netflux, amazon premier, hulu და ა.შ. ჩართოს.

კინოთეატრების საპრემიერო მოსაკრებელი ამიტომ იყო კარგი რომ ყველა სტუდია მოლაპარაკებული იყო და მიქონდა პრემიერები.
კინოთეატრების ნაწილი ვერ გადაურჩება ამ კრიზისს. კორონამდეც მათი მოგება იყო არა სახარბიელო. ხოლო ეხლა საერთოდ.

მომავალში ყბელა სტუდია გადავა სტრიმინგ პლათფორმებზე. მაგრამ ეს დიდი ხნის პროცესია თუ მოგება როგორ გადაინაწილონ ისე, რომ კინოს ხარჯი დაფაროს, სტრიმინგის თანხა დაფაროს და რაც მთავარია ინვესტორს ვინც ფული გადაიხადა ყბელაფერში მოგება დარჩეს.

წელს მაგალითად WB აქვს სატესტო და თავის 17 პრემიერას HBO უშვებს. დაითბლიან ალბათ და ნახავენ თუ არის ფინანსურად მომგებიანი ეს მოდელი.
* * *
Frankens†ein
QUOTE
პ.ს. ყატარს არ ემუქრება ეგ ფინანსური პრობლემები სავარაუდოდ


რატო რა შეიხებმა ფულის თბლა არ ივიან?
მაქსიმუმ რამიდენიმე წელი ამყოფონ ზარალზე და დოტაციაზე. თუ ვერაფერი მოდელი ვერ შეიმუშავეს რომ მოგებაზე გავიდნენ შეამცირებენ ისეთ დონემდე სანამ მომგებიანი არ გახდება, ასევე სერვისებში დაწევენ ხარჯებს.


* * *
Harley Davidson
QUOTE
ჩარტერზე იყო გაორმაგებული, მერე დაბალანსდა.

მერე არ ინტერესდები რის ხარჯზე?
მე გეტყვი - ჩემი ჯიბიდან.
ფედერალებმა გამოუყბეს ჩემი და შენი ფული რომ ასი Ათასობით თავისი თანამშრომელი გარეთ არ დარჩნენ. ასევე გააკეთა გერმანიამ და თურქებმა.
ეს ფული კი იწურება უკვე. ეხლა გარდატეხის პერიოდია. ან უნდა ისწავლონ ამათმა შემცირებული ნაკადით მოგების ნახვა ან ამათ მეტ ფულს არავინ მისვემს. უკვე მიიღეს ზომები ხომ დაგიწერე 30-40% გაყარეს, ხელფასები შეუმცირეს, თბითმფრინავის წარმოების რამოდენიმე ხაზი გააუქმეს. რაც ინვესტორებისთვის პოზიტიური ნაბიჯია მაგრამ არა საკმარისი რომ მე და ჩემნაირებმა ეხლა მოვინდომოთ მათი აქციების ყიდვა.

აქ უმეტესობა მომხმარებლის პოზიციდან უყურებთ. მე კიდევ ფულის შოვნის პერსპექტივა მაინტერესებს. ჯერ ვერაფერს ვხედავ ისეათ ნაბიჯს რომ ჩემი ფული მათ აქციებში დავაბანდო. პირიქით რაც იყო ისიც მომაშორებინეს.

აბა ამ კუთხიდან შეხედე. მაგალითად შენ მზაᲓ ხარ შენი პირადი დანაზოგით ეხლა წახბიდე და ავიახაზების აქციები იყიდო?
თუ არა მაშინ აბა მე რატომ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება?


* * *
QUOTE
მიმოსვლა აქვს არატურისტული მიზნებით

ბიზნეს ფრენები რაც 15% იყო საერთო რაოდენობიდან ლამის ნულამდეა დასული.
მაგალითად გეტყვი აქ ჩბენთან intel ინჟინრებს ქონდათ ყველაზე მეტი მგზავრობა სხვადასხვა ქვეყნებში? ვინაიდან ადგილზე ემუშავათ სხვადასხვა მწარმოებლებთან ინტელის ჩიპების ოპტიმიზაციაზე მათ hardware თან. ინტელმა 20-21 სულ გააუქმა მათი ფრენები და არც აპირებს აღადგინოს.

შენ მომეცი აბა კონკრეტული ინფო რომ საქმიანი/ბიზნეს ვიზიტები კორონამდე ციტა ქონდა ვინმეს ხოლო ვაქცინაციის მერე გაზრდის ამ ფრენების ოდენობას?
კონკრეტული მაგალითი მითხარი. თუ ვერა აბა რის საფუძველზე იძახი რომ იმავე მაშტაბებით აღსდგება.

QUOTE
სრული გაუქმება კატასტროფა იქნება

სრულად არ გაუქმდება რა თქმა უნდა.
უბრალოდ განახევრდება რეალისტური პროგნოზით.
უამრავი ბიზნესი ახსოვს ისტორიას მსგავსი.
გაგეცინება მაგალითს მოგიყვან.
20-50 წლებში ამერიკაში ყინულის ბიზნესი იყო ერთერთი ყველაზე შემოსავლიანი. მაშინ ავტომატული მაცივრები არ არსებობდა და მშრალ ყინულს ყიდულობდა ხალხი რომ პროდუქტი შეენახათ. ანუ ისეთი პროდუქრი იყო რომ ყბელა ოჯახს ქონდა და სისტემატიურად ყიდულობდნენ.
ერთხელაც შექმნეა მაცივარი და ეს მრავალ მილიარდიანი ბიზნესები ერთი ხელის მოსმით ჩაირეცხა. ყინულის ბიზნესი გადარჩა რა თქმა უნდა მაგრამ იმის მწირი მოგებით იმ მილიარდებთან შედარებით.

ავია კომპანიებიც ასე იქნება შემცირდება და მორჩა. ამხელა შტატებით რაც ეხლა აქვთ და იმ შემცირებული მგზავრთა ნაკადით შანსი არაა რომ ესენი ძველ ციფრებს დაუბრუნდნენ. 30% უკვე მოიქნიეს. დახმარება ელევათ. ვნახოთ რას იზავენ. სანამ არ დამანახებენ რომ ნე ჩემს სისხლით ნაშოვნ ფულს არ მომიტანენ 10-15% მოგებას წლიურად მა მათ 1$ არ ჩავდებ.
* * *
DORO
QUOTE
სხვა რომელიმე სოფელი დაიბუსტება და მსგავსი და მეტი ფასები იქნება .


აი წინ არ იყურები გეტყობა.
სილიკონ ველის 50 წელი დაჭირდა რომ ის ფასები დაედო რაც ეხლაა და ის მასა მოეზიდა რაც ეხლა არია. ანუ მეუბნები გადავიდე ისეთ ადგილას სადაც 50 წლის მერე იქნება ის რაც აქ იყო შარშან )))

ნოე კი არ ვარ 700 წელი ვიცხოვრო ))))

თან თეორია და ისე რომ არანაირი ფინანსური ვალდებულება რომ არ გაწევს ადვილია.
ერთი ჩამოდი აქ ბიზნესი დაიწყე, წლები დახარჯე, რაღაც დონეზე ადი შემოსავლების მხრივ. და მერე უყირე შენი ყოველი მეორე ჯობი რომ სახლის მარკეტზე გასატანად ინსპექციას რომ გადის. აი მერე ვისაუბროთ დაბუსტულ სოფლებზე.
ქვეყნის მაშტაბით სულ მაქვს საებრები ამ ბიზნესში მომუშავე ხალხთან. მათთან შედარებით 2 ჯერ მეტი მაქვს შემოსავალი ზუსტად ადგილმდებარეობის გამო. როგორ გონია ჩემი ჩეკები რომ დავიდეს 12000 მდე რაც სხვა ადგილას აქვთ ამ სფეროში ჩემი ფეხი არ იქნება.

Posted by: Harley Davidson 26 Dec 2020, 13:53
dimentius
QUOTE
აბა ამ კუთხიდან შეხედე. მაგალითად შენ მზაᲓ ხარ შენი პირადი დანაზოგით ეხლა წახბიდე და ავიახაზების აქციები იყიდო?
თუ არა მაშინ აბა მე რატომ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება?

ძალიან საინტერესო შეკითხვაა.
რა პარამეტრებით ხელმძღვანელობენ შენი ბროკერები? ესეც საინტერესოა.
რამდენიმე სტატიას და მოსაზრებას გავეცანი მაგ კუთხით და არც თუ ისე უსაფუძვლოა ვარაუდი,რომ როგორც კი ვაქცინა პირველ შედეგს დადებს (ან დაადებინებენ მოსახლეობის აზრში), აქციები აიწევს. მაგაზეც ხომ შეიძლება გაკეთდეს გათვლა?
როდესაც პირველი relief package დაამტკიცეს, მაშინ option-ებზე გავაკეთე პატარა ფული, რადგან American Airlines-ი მყავდა მიზანში და რასაც ჰქვია "ვუსატკავებდი".
ასე ხელაღებით თქმაც არ შეიძლება.
ნუ გააჩნია რამხელა პორტფოლიო დათმე. რაც უფრო მეტია ფული, მით მეტია ნერვიულობა smile.gif
QUOTE
აბა რის საფუძველზე იძახი რომ იმავე მაშტაბებით აღსდგება.

სრულიად აღდგება არ ვამბობ. სრულიად არაფერი აღდგება, რადგან კონცეპტუალურად შეიცვალა მიდგომა ბიზნესისადმი, მის წარმოებისადმი და ზოგადად სამსახურში სიარულისადმი smile.gif)
ეგ გამოიხატა იმაში, რომ ზუმის აქციები %300-ით, ხოლო docusign-ის აქციები ლამის %200-ით ავარდა თავის დროზე.


ისე, პანდემიის დასაწყისი იყო ყველაზე კარგი დრო ფულის საშოვნელად.
ახლაც შეიძლება გარკვეული გათვლების გაკეთება.
თუმცა შენ long term-ზე ხარ ორიენტირებული smile.gif

Posted by: dimentius 26 Dec 2020, 19:01
Harley Davidson
QUOTE
ძალიან საინტერესო შეკითხვაა.
რა პარამეტრებით ხელმძღვანელობენ შენი ბროკერები? ესეც საინტერესოა.


ძირითადად ისევ მაგ კომოანიების კვარტლური რეპორტებით.
თანავ მე როვორც ასეთი პირდაპირ აქციებს არ ვფლობ. მე ფფლობ mutual funds. ეს რომ აგიხსნა არის დიდი ფყლის პატრონი საინვესტიციო კომპანიები რომლებიც თავისი პროგნოზის საᲤუძველზე ყიდყლობენ ასობით მათი აზრით ყბელაზე მომგებიან აქციას და მერე ერთად კრავენ როგორც პროდუქტს და უკვე თავისი ამ ფონდის ინდექს ქმნიან და ეს მაქვს ნაყიდი სულ. ხოდა ამ ფონდებში შიგნით აქციების ოდენობა სულ იცვლება. რაღაცას ამატებენ, რაღაცას რაც თვლიან რომ ცუდია იღებენ იქიდან. ეს ჩემს დაუკითხავად ხდება. მე უბრალოდ მონიტორინგი შემიძლია.

QUOTE
როდესაც პირველი relief package დაამტკიცეს, მაშინ option-ებზე გავაკეთე პატარა ფული, რადგან American Airlines-ი მყავდა მიზანში და რასაც ჰქვია "ვუსატკავებდი"


ეს მე კატასტროფულად არ მაწყობს. ძაან დიდი რისკია და თანაც ცალმხრივი რისკია რომელიც ძვირი დამიჯდება.
ეხლა რას ვგულისხმობ. მე ეხლა ვარ ჩემს ფინანსურ პრაიმში. ანუ დიდი შემოსავლი რომ მაქვს დიდ ფულს მახდევინებენ როგორც ფედრრალები ისევე შტატი. შარშან ლამის 35% მივევი მოგებიდან.
ანუ მე რომ short term ვიყიდო და გავყიდო, რომც მოვიგო იმ მოგებიდან 35% ამ სახემწიფო გადასახადებს უნდა შევტენო.
მაგ. მქონდა ვიშოვე 10.000 ხელფასის სახით. წლის ბოლოს ამ თანხიდან 3500 უკბე უკან მისავემია. მაგრამ მე წავედი და ავია აქციები ვიყიდე სულ. ვთქვათ აიწია აქვიების ფასმა და გავყიდე იმავე წელს 15.000 ად. ანუ მოგება ვნახე 5000 დამატებით. ხოდა ამ 5000 იან მოგებაშიც უნდა შემოძვრრს სახელმწიფო და 1750$ კიდევ გადამახდევინოს. ანუ მე რეალური მოგება 3250 ფამრჩა. მაგრამ მე ეს 3250 ისევ აქციებში უნდა შეატრიალო. იქიდანაც თუ რამრ იშოვი კიდევ იბეგრება ჩემი tax bracket ის მიხედვით. მოკლედ რომ დაითვალო რამდენი ფული მიდის გადასახადებში ამ მოკლე პოზიციების ვაჭრობით არ ღირს რისკად. ეს იდეალური სცენარია. რეალობაში ყველა ტრანზაქცია მომგებიანი არ არის და ფულს კარგავ. ხოლო დაკარგულს არანაირად არ ითვალისწინებს სახელმწიფო.

იგივე სცენარი.
მაგალითად 10000 ხელფასი აქციებში ჩავდე. ეს ხელფასის 3500 წლის ბოლოს უნდა მოვცე. მაგითად ავაია აქციებმა ნახა მოგრბა და გავყიდე 15000 ად. ანუ სუფთა მოგება 5000 დამრᲕა აქედანაც 1750 ბიუჯეტს უნდა გავატანო. დამრჩა 3250 რომელიც ავიღრ და კრუიზ ლაინერების კომპანიის აქვიები ვიყიდე და ამათმა არ გაამართლა და დავკარგე ფულის ნახევარი ანუ 3250 მაგივტად მივიღე 1600 დოლარი უკან.

ეხლა მოითვალე აბა. ანუ სულ ორიბე ტრანზაქციიდან მოგრბა დამრჩა სუᲤთა 1600 დოლარი. ხოლო საცელმწიფოს იმ ძირი თანხიდან 3500 მისაცემი დაამაყე პირველი ტრანზაქვიის მოგების 1750. ანუ რომ მეშოვა 1600$ მე ამხელა რისკი უნდა ავიღო და თანაც გადასახადი 3500+1750=5250$ უნდა შევტენო ამ შტერ პოლიტიკოსებს.
ანუ მე ვიშრომო 10000 ხელფასი ვიშოვო აქციებზე ვრისკო და იქიდან 1600 მოგება ვნახო და წლის ბოლოს ამ ჩინევნიკებს 5250 მივცე. ამათი მონა გამოვდივარ.

მე ვაკეთებ სხვანაირად. მე ვყიდულობ ლონგ თერმ და ვდებ ჩემს 401k Roth და Roth Ira აქაუმთებზე. ეს აქაუნთები იმიტომ არის კარგი რომ აქ მოგება აბსოლიტურად tax free არის პენსიაზე გატანის მერე.
ანუ ავიღოთ იგივე წელი ვიშოვე ის 10000 და ვიყიდე აქციების პაკეტი და შევიტანე ამ აქაუნთებზე. ისტორიულად ეს ფონდები 9-12% მოგებას გაძლევენ თავისი კაი და ცუდი წლების მიუცედავად. ეს 10000 20 წელიწადში 40000. ამ 40000 მე რომ გამოვიტან არცერთი კაპიკი არ უნდა მივცე სახელმწიფოს. ამიტომ არის ეს კარგი. მაგრამ ჩინოვნიკი რის ჩინოვნიკია რომ არ ჩააჯვას საქმეში და ეს აქაუნთები ლიმიტირებული გახადა შარშან 6000 იყო თითო ადამიანზე.

ამიტომაც დანარჩენი არის უბრალო საბროკერო აქაუნთებზე და სანამ იზრდება აქციების სახითმე არ ვიხდი გადასახადს. გადასახადი უნდა გადავიხადო მხოლოდ მათი გაყიდვის და მოგების შმთხვევაში და იმ წლის საშემოსავლო განაკვეთით ანუ ეხლა 35%. ხოლო პენსიაზე რომ გავალ შემოსავალი მექნება ნული და რადგან იმ მომენტში გავყიდი აქციებს გადავიხდი ვიტას გადასახადებს

იმედია ავხსენი რატომაც არ მიღირს მე პირადად.
Short term არ არის ცუდი ვინც ამით ცხოვრობს და სულ ამ საქმეშია და ამით შოულობს ფულს. მე უბრალო ინჟინერი ვარ ვინც სრულიად მთელ დროს სამსახურს და რაც მორჩება ოჯახს უთმობ და ამ აქციების მართვის არც დრო მაქვს არც ნერვი. უბრალოდ ზედმეტი რაც მომრჩება ხეკფასისან რაც ვერ დავხარჯეთ ტყუიკად რომ არ ეგდოს ანგარიშზე ვდებთ საპენსიო ფონდებში რომ ღირსეული ცხოვრების სტილი შევინარჩუნოდ 50 წელს რომ გადავცდებით მე და ჩემი ცოლი და ოახს ტვირთად არ დავაწვეთ და შვილიშვილებისთვის შეგვეძლოს საჩუქრის ყიდვა.
* * *
QUOTE
სრულიად აღდგება არ ვამბობ. სრულიად არაფერი აღდგება, რადგან კონცეპტუალურად შეიცვალა მიდგომა ბიზნესისადმი, მის წარმოებისადმი და ზოგადად სამსახურში სიარულისადმი )

გამარჯობა შენი. აბა მე რას ვიძახი რომ კორონა რომ გაქრეს ამ ბიზნესებმა უკვე შეცვალეს კომუნიკაციის ფორმები და უფრო იაფად და იგივე ეფექტურობით აკეთებენ იმას რაც ადრე ბევრად ძვირი უჯდებოდათ. ხოდა გიჟი უნდა იყო ძველ მოდელს რომ დაუბრუნდეს.

QUOTE
ეგ გამოიხატა იმაში, რომ ზუმის აქციები %300-ით, ხოლო docusign-ის აქციები ლამის %200-ით ავარდა თავის დროზე


ზუმმა იხეიროს სანამ ამ სფეროში დიდი მოთამაშეები შევლენ და მათ მოისვრიან სანაგვეზე აცადე ))) პრინციპში ზუმმაც იცის და ამიტომაც ცდილობ თავის თავი მიყიდოს salesforce.

QUOTE
ისე, პანდემიის დასაწყისი იყო ყველაზე კარგი დრო ფულის საშოვნელად.
ახლაც შეიძლება გარკვეული გათვლების გაკეთება.
თუმცა შენ long term-ზე ხარ ორიენტირებული

Long term არანაირად არ მიშლის ხელს კრიზისზე ფული ვაკეთო )))
პირიქით ეხლა ამ კრიზისში ბლომად დავამატე ჩემს საინვესტიციი პაკეტს ))) როცა ის ინდექსები ჩალის ფასი ღირდა ))) ხოლო ეხლა უკვე დაუბრუნდა ძველ ნიშნულს. უბრალოდ ამ მოგებას ეხლა არ მაქვს წვდომა ეგაა სხვაობა. ეხლა რომ მქონდეს წვდომა კი დაგიწერე რომ რამხელა რისკები უნდა აბიღო და პოლიტ დურაკებს რამდენი უნდა მივცე )))

Posted by: Harley Davidson 26 Dec 2020, 19:41
dimentius
QUOTE
ეს აქაუნთები ლიმიტირებული გახადა შარშან 6000 იყო თითო ადამიანზე.

თვეში თუ წელიწადში? პირველად მესმის ამ ექაუნთებზე და მაგიტომ ჩაგეკითხე.
სხვა დანარჩენზე რავი, იმდენად დეტალურად და გასაგებად ახსენი, სხვა რა გავაკეთო თუ არა დაგეთანხმო :დ
QUOTE
Short term არ არის ცუდი ვინც ამით ცხოვრობს და სულ ამ საქმეშია და ამით შოულობს ფულს. მე უბრალო ინჟინერი ვარ ვინც სრულიად მთელ დროს სამსახურს და რაც მორჩება ოჯახს უთმობ და ამ აქციების მართვის არც დრო მაქვს არც ნერვი

აი მანდ "გავიჭედე" მეც smile.gif 1 თვე მქონდა თავისუფალი, სრულიად უცხო სფერო იყო ჩემთვის, ჩავიკეტე 2 დღე სიგარეტ-რედბულებით, დავამუღამე, შევუტიე, მივხვდი რომ ჩემი არ იყო და ისევ ბიზნესს დავუბრუნდი :დდდ
ორი ჩემი მეგობარი შეეშვა ყველაფერს და დეი თრეიდინგზე არიან. საქართველოში გადმოცხოვრდნენ, აქედან მუშაობენ, პრინცებივით არიან და უხარიათ :დდდდ
საპენსიო ექაუნთებზე შეიძლება შეგაწუხო რაღაც მომენტში რომ ამიხსნა რა და როგორ smile.gif
Best of luck!

Posted by: dimentius 26 Dec 2020, 20:38
Harley Davidson
QUOTE
თვეში თუ წელიწადში?

წელიწადში.
მოიძიე ინფო Roth უნდა იყოს აუცილებლად ანდ 401K ან IRA. Roth სენატორის გვარია ვინც ეს ცვლილებები გაიტანა.

QUOTE
აი მანდ "გავიჭედე" მეც  1 თვე მქონდა თავისუფალი, სრულიად უცხო სფერო იყო ჩემთვის, ჩავიკეტე 2 დღე სიგარეტ-რედბულებით, დავამუღამე, შევუტიე, მივხვდი რომ ჩემი არ იყო და ისევ ბიზნესს დავუბრუნდი :დდდ

მეც ეგრე ვარ. კი გავერკვიე რაღაცეებში მაგრამ სტრესად არ ღირს. მე ჩემი ბიზნეს მოდელი მირჩევნია მენტალურად. ანუ რამეს ვუკეთებ კლიენტს და შესაბამის თანხას ვიღებ. არც არაფრის ანალიზი მინდა, არც რისკი არც ნერვების შლა.

მაგალიტს გეტყვი. ეს კრიზისი ამერიკისთვის არც პირველია და არც ბოლო. მაგრამ აქამდე მე როგორც მაყურებელი ვიყავი და გულთან არც მიმქონდა.
ხოლო ამ კრიზისის დროს კი მონაწილე ვარ ჩემი ნაოფლარი ფულით, სახლის ფულით, ბავშვების კოლეჯის ფულით და ა.შ.
როგორია მუშაობ ნელნელა დებ აგროვებ და გგონია რომ წინ მიდიხარ. ეხლა პამდემიის ახალი დღეებია 1 კვირით სულ დაიკეტა ყველაფერი, სანამ წესები გამოვიდოდა ან სია რომელ ბიზნესს შეეძლო მუშაობა რომელს არა, ხალხიც პანიკაშია.
რეალურად 2 კვირა რეკლამაც გაჩერებული მქონდა, არც არავინ რეკავდა ჩემი განმეორებითი კლიენტებიდან პანიკის გამო. ნელ ნელა გაიხსნა და მეც გავედი. ეხლაც მახსოვს 800 ვიშოვე იმ დღეს და გამიხარდა ცოტა გაცოცხლდა მეთქი ბიზხნეს გარემო. სახლში რომ მოვედი და კომპი გავხსენი ზუსტად 84750 დაკარგა ჩემმა პაკეტმა ((((( გული თუ არ გაჩერდებოდა არ მეგონა. დავიწყე ტელეფონების წრიალი. მოკლედ რამოდენიმე აფოინთმენტი დაჭირდა ჩემს პირად ბანკირს და ჩემი ცოლიც ეხმარებოდა რომ "აეკრძალათ" ჩემტვის ყოველწამს ანგარიშების ნახვა და შემოწმება ))))) ეხლა კვირა ისე გადის რომ შეიძლება არც კი შევიდე და ვნახო რამდენი დაემატა რამდენი დააკლდა.


Posted by: ME 26 Dec 2020, 22:46
QUOTE
კომპი გავხსენი ზუსტად 84750 დაკარგა ჩემმა პაკეტმა

უჰ :/

Posted by: paranoidis_dzma 27 Dec 2020, 16:13
Frankens†ein
QUOTE
პ.ს. ყატარს არ ემუქრება ეგ ფინანსური პრობლემები სავარაუდოდ...

ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები აქვს ყატარს, მაგრამ რადგან სახელმწიფო ავიაკომპანიაა, ამასთანავე რეგიონში არც ისე კარგად აქვს ყატარს საქმე. რეალურად, ერთადერთი გზა ჰაერში აქვთ, არადგან საუდის არაბეთმა საზღვრები ჩაუკეტა კარგა-ხანია. შესაბამისად, ყატარის ავიახაზებისათვის ძალიან სტრატეგიულია ფრენების შენარჩუნება (რაც, პანდემიის დროს შეძლეს).

ძალიან სასაცილო პარადოქსი მოხდა, მთავრობისაგან მიიღეს 2 მილიარდი დოლარი აქციების სანაცვლოდ. ანუ, მთავრობა ავიაკომპანიის 100% აქციების მეპატრონე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც 100% იანი აქციების მფლობელი იყო. : ))

Posted by: Frankens†ein 27 Dec 2020, 18:20
paranoidis_dzma
up.gif
მასე დეტალურად არ ვიცი, სახელმწიფო როა ყატარის ავიახაზები, ეგ კი.
ყატარი ბოლო სახელმწიფოა ალბათ, რომელსაც ფინანსური პრობლემები ფრენების გაძვირებას აიძულებს.
სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თუ პრესტიჟის ამბავია, ეგ მეორეხარისხოვანია.
ალბათ უღირთ ზარალიანობა იმად, რომ #1 ავიახაზები ერქვათ.

Posted by: DORO 27 Dec 2020, 19:28
dimentius
QUOTE
აი წინ არ იყურები გეტყობა.
სილიკონ ველის 50 წელი დაჭირდა რომ ის ფასები დაედო რაც ეხლაა და ის მასა მოეზიდა რაც ეხლა არია. ანუ მეუბნები გადავიდე ისეთ ადგილას სადაც 50 წლის მერე იქნება ის რაც აქ იყო შარშან )))

ეგ რომ იყო --ადრე იყო .
ახლა თავიდან რომ იწყებოდეს --მაგ პროცესს 5 წელიც არ დასჭირდებოდა .
QUOTE
ქვეყნის მაშტაბით სულ მაქვს საებრები ამ ბიზნესში მომუშავე ხალხთან. მათთან შედარებით 2 ჯერ მეტი მაქვს შემოსავალი ზუსტად ადგილმდებარეობის გამო. როგორ გონია ჩემი ჩეკები რომ დავიდეს 12000 მდე რაც სხვა ადგილას აქვთ ამ სფეროში ჩემი ფეხი არ იქნება.

მარტო პრემიუმ სეგმენტზე ორიენტაცია ყოველთვის მეტ რისკებს შეიცავს ვიდრე მასობრივ კლიენტზე მუშაობა .

ამიტომ არასდროს დაიხურება სამსუნგი და ბოში
და შეიძლება შეჩერდნენ Bang & Olufsen ები .
შენი ფეხი არ იქნება ამ სფეროში და სანამ ახალს გაიგებ ,აითვისებ , შეხვალ ,თავს დაიმკვიდრებ --დრო გავა .

დრო კი ფულია old.gif



Posted by: dimentius 28 Dec 2020, 00:18
Frankens†ein
QUOTE
ლბათ უღირთ ზარალიანობა იმად, რომ #1 ავიახაზები ერქვათ.


არ უღირთ არანაირად.
ზარალზე კომპანიის მუშაობა ნორმალური პრაქტიკაა თუკი ბაზრის წილის მონოპოლიზება ან მისი დიდი ნაწილის დათრევა გინდა.
ამის ნათელი მაგალითია ამაზონი, რომელიც წლები ზარალზე და ინვესტორების ფულის ხარჯზე მომავლის იმედად მუშაობდა.
ასევე მაგალითია უბერი რომელიც მონოპოლიის მოსაპოვებლად ზარალზე მუსაობდა წლები.
იგივე გუგლი ზარალზე იყო წლები.
თესლაც მხლოლოდ სულ ახლახან გავიდა რაღაც მოგებაზე.

რამდენად საუდებს გამოუვათ ავიაზაზების მონოპოლიზება ეს ცოტა არ იყოს ილუზიაა. ვინაიდან ეს სტრატეგიულ სფეროდ ითვლება ბევრ ქვეყანაში და სახელმწიფოს დოტაციები და უპირატესობის მინიჭება ადგილობრივი ავიაკომპანიისთვის ჩვეულებრივი ამბავია. როგორ წარმოგიდგენია ეხლა ევროპამ, ამერიკამ ან ჩინეთმა თავისი ავიაკომპანიების და ბაზრის მონოპოლიზების უფლება მისცეს საუდებს ))) რაღაც წილი ექნებათ მაგრამ მონოპოლია ან დიდი ნაწილი წილის ეს გამორიცხულია. ხოლო თუ მონოპოლია გამორიცხულია მაშინ აზრიც იმაში რომ წამგებიან კომპანიაში ფული ტენო ეკარგება ინვესტორს.

DORO
QUOTE
ეგ რომ იყო --ადრე იყო .
ახლა თავიდან რომ იწყებოდეს --მაგ პროცესს 5 წელიც არ დასჭირდებოდა .


თეორია. თეორია და თეორია.
ეს პოსტი გავს ისეთ რამეს უცბად რომ მოგადგება აზრად და პოლემიკაში შემოიტან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე.
სილიკონ ველიში ამ ფასების ბუმის კატალიზატორი იყო ე.წ. ".com" რევოლუცია და ამას თანდართული 15 წლიანი ეკონომიკის აღზევების ხანა.

ეხლა რას ატყობ ეკონომიკას რომ ".com" რევოლუცია მოდის ახალი? ან რამე გარღვევა გვაქვს ახალ სფეროებში?
რაც არის იმის შენარჩუნებას ვერ ახერხებან და კარტების სასახლესავით იშლება სფეროები ))
ერთი ანალიზი მაინც დადე ფინანსური ან უძრავი ქონების ინსტიტის რომელიც უძრავი ქონების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებს 5 წელიწადში ))))))

QUOTE
მარტო პრემიუმ სეგმენტზე ორიენტაცია ყოველთვის მეტ რისკებს შეიცავს ვიდრე მასობრივ კლიენტზე მუშაობა .

მე მომწონს ასეთ სეგმენტში მუშაობა, ვინაიდან ამ სფეროში საუკეთესო ვარ.

QUOTE
შენი ფეხი არ იქნება ამ სფეროში და სანამ ახალს გაიგებ ,აითვისებ , შეხვალ ,თავს დაიმკვიდრებ --დრო გავა .

დრო კი ფულია

მე ერთი რისი მადლობელიც ვარ ჩემს ხასიათში. არის ის თვისება რომ ყოველტვის ყველას უნდა ვჯობდე, რაც შეიძლება მოკლე დროში. ამისთვის საკუთარი ენერგია არასდროს დამნანებია, პირიქით ისე მომწონს ეგ პროცესი რომ ეხლა ვფიქრობ სერიოუზულად ავსტრალიაში გადასვლას და იქ ახლიდან დაწყებას )))) ეს ჩემთვის პირიქით მაგარი საინტერესოა.

რაც შეეხება ახალი ბიზნესის დაწყებას ან არსებულის გავრცელებას სანამ ვინმეს რამეს დაარიგებ ლოგიკურია რომ ძლიერი ბიზნესს და მენეჯმენტის უნარი გქონდეს.
მსგავსი გამოცდილება/ცოდნა გაქვს?
თუ კი. გთხოვ ამიხსენი რომელ სფეროში და რა სტაჟი.
თუ არა. მაშინ ეს უბრალოდ თეორიაა საიდან მოტანმილი კაცმა არ იცის და არც არის აუცილებელი რომ ვინმემ გაითვალისწინოს.

ცოტა მკაცრად კი დავწერე ბოდიშს ვიხდი.
უბრალოდ მე ყოველთვის ვსწავლობ საუკეთესოებისგან და იმათგან ვინც ჩემზე მეტი იცის.
ვინც ჩემზე გამოუცდელია საერთოდ ყურს არ უგდებ ხოლმე, რაც არც ისე კარგია მაგრამ რას ვიზამ ვერ ვასწავლე ჩემს თავს 40 წლის ასაკში ვარ უკვე და ალბათ ვერც ვისწავლი.

Posted by: ტანკე 28 Dec 2020, 18:51
თურქეთმა სავალდებულო პცრ ტესტირება შემოიღო და ჩერეზ თურქეთი წამსვლელებმა იცოდეთ მაინც

Posted by: ikandro 1 Jan 2021, 11:09
QUOTE (dimentius @ 26 Dec 2020, 20:38 )
სახლში რომ მოვედი და კომპი გავხსენი ზუსტად 84750 დაკარგა ჩემმა პაკეტმა (((((

გილოცავთ ახალ წელს...

დიმე გეუბნებოდი არ გადადგა ეგ ნაბიჯი smile.gif)

შენ ესე თუ ინერვიულე ყოველ დავარდნაზე პენსია რად გინდა თუ ნერვებიგ აგიფუჭდა?

ამიტომ კიდევ გეუბნები გადადი კრიპტოზე და 20 მეტს დააგროვეგ მაგ თანხით შენ კიდევ საპენსიოო )))))))

რატო უნდა ვანდო ჩემი თანხა ამ კრიზისში რაღაც ფონდს რომელიც შეიძლება ხვალ ან ზეგ გაკოტრდეს...

Harley Davidson

რას ვაჭრობდი? smile.gif

Posted by: lume 1 Jan 2021, 11:19
Gilocavt axal wels amerikelebo

facepalm.gif

Posted by: Harley Davidson 1 Jan 2021, 16:10
ikandro
QUOTE
რას ვაჭრობდი?

ოფშენებს რობინ ჰუდზე smile.gif
ზუმი, დოკუსაინი, ამდ და კიდევ რამდენიმე, არც მახსოვს smile.gif 1 თვე გავერთე რა, მივხვდი რომ ჩემი არ იყო და შევეშვი :დ
სადღაც 5კ-მდე დამრჩა. $400-ით დავიწყე

Posted by: dimentius 2 Jan 2021, 04:51
გილოცავთ ახალ წელს.
დაესწარით მრავალს


ikandro
QUOTE
შენ ესე თუ ინერვიულე ყოველ დავარდნაზე პენსია რად გინდა თუ ნერვებიგ აგიფუჭდა?


გამოჩნდი უფულო მილიონერო ))))
რა ვქნათ აბა ვის დაუთვალოᲓ და ვის ვაშოვინოთ თან ისე რომ ჩბენ თვითონ არ გვქონდეს))))
სერიოზულად რაც შეეხება 1 კრიზისი იყო ჩემი და ამიტომ თორემ ეხლა უკვე მკიდია არც ვამოწმებ. კვირაში ერთხელ დავხედავ ხოლმე და ეგაა.

QUOTE
ამიტომ კიდევ გეუბნები გადადი კრიპტოზე და 20 მეტს დააგროვეგ მაგ თანხით შენ კიდევ საპენსიოო )))))))


კრიპტო უნდა დაამტკიცოს ჯერ რომ რაიმე ღირებულება აქვს, გარდა ჭორებს აყოლიებული ვითომ ღირებულების მქონე ვალუტა.
კრიპტოს რაიმე პრაქტიკული გამოყენება რომ ქონდეს კიდევ მესმის. თან კრიპტო იმის ანალოგიურად დაეცა რაც მარკეტი კრიზის დროს. და იმდენივე მოიმატა რაც მარკეტმა. ყოველდღიური ვაჭარი მე არ ვარ რომ ვდიო. არც შენ ხარ უბრალოდ აქ არეკლამებ. რომ ქონდეს მთელი შენი დანაზოგი კრიპტოში კიდევ მესმის რომ გჯერა. თუ არ გაქვს კიდე დაბანდებული აბა აქ რატომ ცდილობ ვინმე წამოიკიდო?

სხვათაშორის ეხლა კრიპტოს გაუჩნდა რეალური გამოყენების საშუალება. აბა მითხარი თუ ასე კარგად ერკვევი მაგ მარკეტში. მრავალ მილიარდიან ინდუსტრიას შეუძლია ჩაეჭიდონ რომ ყიველდღიურ ბრუნვაში იყოს როგორც რეალური ვალუტა და არა ბუტაფორია როგორც ეხლა არის. აბა მითხარი რა შანსზე ვსაუბრობ?

QUOTE
რატო უნდა ვანდო ჩემი თანხა ამ კრიზისში რაღაც ფონდს რომელიც შეიძლება ხვალ ან ზეგ გაკოტრდეს


ლოლ. მოკლედ ეს თეორეტიკოსები მაგრაბი ხართ. შეხება არ გაქვთ საერთოდ მაგრამ მაინც უნდა მიუთითოთ სხვამ თავისი დანაზოგი სად უნდა წაიღოს. დაივიწყე ეს ქართული მიდგომა გახდი თანამედროვე კაპიტალისტი ))) თორემ საქართველოში რომ ყველა ბიძინას ფულებს რომ ითვლის და აგინებს არასწორედ ხარჯავსო ))) ამათ პონტში ხარ ))))

ეხლა სერიიზულად.
მე რაც ფონდები მაქვს მაქ აქვს სტაბილური შემოსავლის 50-80 წლიანი ისტორია. რკმლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კრიპტო უნდა დაამტკიცოს რომ აქვს მომავალი. ჯერჯერობით მხოლოდ თეორიაა არანაირი პრაქტიკული ყოველდღიური გამოყენების გარეშე.

ამერიკას მაგალითად კრიპტოს მიმართ ვალუტის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული commodity სტატუსი აქვს. ანუ "ნივთი/საგანი".

თეორიას პრაქტიკა ჯობია. დადე აბა შენი კრიპტოს ოდენობა. თუ რიᲒი დაიწყე და როგორი ზრდის დინამიკა გაქვს. თორემ ეს თეორია სულ არაა სასარგებლო.


Posted by: madridiSSta1988 2 Jan 2021, 15:04
მეგობრებო, თებერვლის ბოლოს აპირებს ტურისტული ვიზით წასვლას მეგობარი.
პატარა ცუგა მიჰყავს, კოკერი და ვინც ერკვევით, რამე პრობლემას ხომ არ შეუქმნიან?
ძაღლის საბუთები ყველაფერი წესრიგში ექნება.

Posted by: dimentius 2 Jan 2021, 18:25
madridiSSta1988
QUOTE
მეგობრებო, თებერვლის ბოლოს აპირებს ტურისტული ვიზით წასვლას მეგობარი.
პატარა ცუგა მიჰყავს, კოკერი და ვინც ერკვევით, რამე პრობლემას ხომ არ შეუქმნიან?
ძაღლის საბუთები ყველაფერი წესრიგში ექნება.


ძაღლს ჭირდება აუცილებლად აცრების პასპორტი ან რაიმე დაბითი სადაც აცრების ჩამონათვალი იქნება. ეს საბუთი შესაბამისად უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურად.

ასევე დაგჭირდება დამატებითი თანხის გადახდა მგზავრობაში. თუ გალიის ზომა პატარაა და კალთᲐში შეგიᲮლია დაიდო სალონში მაშინ დაახლოებით $125. ხოლო თუ გალიის ზომა დიდია სალონისთვის მაშინ $200 სატვირთო განყოფილებაში.

მე შენი მეგობრის ადგილზე არ წავიყვანდი ძაღლს.
აგიხსნი რატომ. როგორც იცი მესაზღვრეს აქვს უფლება გაგიუქმოს ვიზა აეროპორტშივე თუ შეატყო რომ საემიგრავიო განზრახვა გაქვს დარჩენის. ხოლო Ხაღლის წაყვანა კი ამის პირდაპირი ნიშანია. აქ დასარᲕენად ვინც მოდის ჯერ თვითონ მოდიან ხოლმე და შინაურ ცხოველებს მერე აგზავნინებენ ხოლმე როგორც წესი.

ვერანაირად ვერ აუხსნი თუ რატომ მოგყავს ტურისტს ძაღლი აქ. ეხლა არ მითხრა რომ მოგზაურობინან პოზიტიური შთაბეჭდილების მიღების სურვილი გაქვს ცუგასთვის. მთლად ასეთი დურაკებიც არ არიან მესაზღვრეები რომ მსგავსი პასუხი ჭამონ.

არც ის უნდა თქვას რომ კაციშვილი არ ყავს საქართველოში დასატოვებელი ეს ნიშნავს სუსტ კავშირს სამშობლოსთან რაც ნომერ პირველი საბაბია ვიზაზე უარის თქმის საერთოდ. ანუ ცალხი რომელსაც არანაირი ოჯახის წევრი არ ყავს საქართველოში დიდი რისკია რომ ემიგრანტად დარჩნენ.

Posted by: ტანკე 2 Jan 2021, 20:15
ამერიკულ ცხოვრებაზე თუ გინდათ ბევრი რამის გაგება, ამ გოგოს ჩენელზე შედით. მე დიდი თაყვანისმცემელი გავხდი უკვე. ვიდეოს არ ვმაზავ. ძაღლზე გამახსენდა - სფინქსის კატა მიჰყავდა ლოს ანჯელესიდან მოსკოვში და ძაან ნერვიულობდა, ცხოველებთან ცოტა მკცარად არიანო. თუ არ ვცდები, 50 დოლარი თქვა კატის ბილეთი თუ 75. სალონში არ შეაყვანინეს, ცხოველების განყოფილებაში გაუშვეს.

https://www.youtube.com/c/Nellifornication/videos

Posted by: GIORGI XXL 2 Jan 2021, 20:41
QUOTE
ვერანაირად ვერ აუხსნი თუ რატომ მოგყავს ტურისტს ძაღლი აქ. ეხლა არ მითხრა რომ მოგზაურობინან პოზიტიური შთაბეჭდილების მიღების სურვილი გაქვს ცუგასთვის. მთლად ასეთი დურაკებიც არ არიან მესაზღვრეები რომ მსგავსი პასუხი ჭამონ.

უაჰ! არა და როგორ მინდა ჩემ ძაღლს თავისი სამშობლო ვაჩვენო. ძალიან მიყვარს, შოტლანდიური ტერიერია. უკვე 14 წლისაა

Posted by: madridiSSta1988 3 Jan 2021, 04:28
QUOTE (dimentius @ 2 Jan 2021, 18:25 )


ძაღლს ჭირდება აუცილებლად აცრების პასპორტი ან რაიმე დაბითი სადაც აცრების ჩამონათვალი იქნება. ეს საბუთი შესაბამისად უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურად.

ასევე დაგჭირდება დამატებითი თანხის გადახდა მგზავრობაში. თუ გალიის ზომა პატარაა და კალთᲐში შეგიᲮლია დაიდო სალონში მაშინ დაახლოებით $125. ხოლო თუ გალიის ზომა დიდია სალონისთვის მაშინ $200 სატვირთო განყოფილებაში.

მე შენი მეგობრის ადგილზე არ წავიყვანდი ძაღლს.
აგიხსნი რატომ. როგორც იცი მესაზღვრეს აქვს უფლება გაგიუქმოს ვიზა აეროპორტშივე თუ შეატყო რომ საემიგრავიო განზრახვა გაქვს დარჩენის. ხოლო Ხაღლის წაყვანა კი ამის პირდაპირი ნიშანია. აქ დასარᲕენად ვინც მოდის ჯერ თვითონ მოდიან ხოლმე და შინაურ ცხოველებს მერე აგზავნინებენ ხოლმე როგორც წესი.

ვერანაირად ვერ აუხსნი თუ რატომ მოგყავს ტურისტს ძაღლი აქ. ეხლა არ მითხრა რომ მოგზაურობინან პოზიტიური შთაბეჭდილების მიღების სურვილი გაქვს ცუგასთვის. მთლად ასეთი დურაკებიც არ არიან მესაზღვრეები რომ მსგავსი პასუხი ჭამონ.

არც ის უნდა თქვას რომ კაციშვილი არ ყავს საქართველოში დასატოვებელი ეს ნიშნავს სუსტ კავშირს სამშობლოსთან რაც ნომერ პირველი საბაბია ვიზაზე უარის თქმის საერთოდ. ანუ ცალხი რომელსაც არანაირი ოჯახის წევრი არ ყავს საქართველოში დიდი რისკია რომ ემიგრანტად დარჩნენ.

ეს ჩემი მეგობარი იმის თქმას აპირებს, რომ ძაღლი იქაურ მეგობარს უნდა აჩუქოს, მონადირეს, რადგან ეს ძაღლი მონადირე ჯიშისაა და თავად ჩემი მეგობარი ვერ უვლის, თავად კი როგორც ხელოვანს რამდენიმე შეკვეთა აქვს და საქმიანი მიზნებით მიდის რამდენიმე დღით.
მოკლედ, როგორც ვხვდები, რისკი არის საერთოდ არ შეუშვან.

Posted by: dimentius 3 Jan 2021, 04:45
madridiSSta1988
QUOTE
ეს ჩემი მეგობარი იმის თქმას აპირებს, რომ ძაღლი იქაურ მეგობარს უნდა აჩუქოს, მონადირეს, რადგან ეს ძაღლი მონადირე ჯიშისაა და თავად ჩემი მეგობარი ვერ უვლის, თავად კი როგორც ხელოვანს რამდენიმე შეკვეთა აქვს და საქმიანი მიზნებით მიდის რამდენიმე დღით.
მოკლედ, როგორც ვხვდები, რისკი არის საერთოდ არ შეუშვან.


ანუ ძაღლს მისდევს შენი მეგობარი და არა პირიქით )))))))
ეს სიტყვები "მეგობარი მყავს ამერიკაში" არის პირველი წითელი შუქი რომ შენ გაქვს შესაძლებლობა რომ დარჩე და დაარღვიო სავიზო ვადები.
არ ახსენოს საერთოდ მეგობარი და ძაღლი კიდევ გალიით გაუგზავნოს არის ამის სერვისები.

Posted by: ME 3 Jan 2021, 07:55
QUOTE (dimentius @ 3 Jan 2021, 04:45 )
madridiSSta1988
QUOTE
ეს ჩემი მეგობარი იმის თქმას აპირებს, რომ ძაღლი იქაურ მეგობარს უნდა აჩუქოს, მონადირეს, რადგან ეს ძაღლი მონადირე ჯიშისაა და თავად ჩემი მეგობარი ვერ უვლის, თავად კი როგორც ხელოვანს რამდენიმე შეკვეთა აქვს და საქმიანი მიზნებით მიდის რამდენიმე დღით.
მოკლედ, როგორც ვხვდები, რისკი არის საერთოდ არ შეუშვან.


ანუ ძაღლს მისდევს შენი მეგობარი და არა პირიქით )))))))
ეს სიტყვები "მეგობარი მყავს ამერიკაში" არის პირველი წითელი შუქი რომ შენ გაქვს შესაძლებლობა რომ დარჩე და დაარღვიო სავიზო ვადები.
არ ახსენოს საერთოდ მეგობარი და ძაღლი კიდევ გალიით გაუგზავნოს არის ამის სერვისები.

კიდევ უფრო დიდი წითელი შუქი / ნიშანი არის "თავად კი როგორც ხელოვანს რამდენიმე შეკვეთა აქვს და საქმიანი მიზნებით მიდის რამდენიმე დღით"

სამუშაო ვიზას მოთხოვენ 99%.

Posted by: madridiSSta1988 3 Jan 2021, 07:59
dimentius
ME
გასაგებია, გმადლობთ, აუცილებლად გადავცემ .
ისე გამოდის, რომ ტურისტული ვიზით თუ მიდიხარ, ცხოველის წაყვანა თითქმის შეუძლებელი ყოფილა.

Posted by: dimentius 3 Jan 2021, 13:00
madridiSSta1988
QUOTE
ისე გამოდის, რომ ტურისტული ვიზით თუ მიდიხარ, ცხოველის წაყვანა თითქმის შეუძლებელი ყოფილა


ბერ გაიგე კარგად.
ცხოველის წაყვანა არანაირი პრობლემა არ არის.
არის ამის სერვისები.

უბრალოდ როცა ხარ ტურისტი და მოდიხარ ამერიკაში ცხობელით ეს დამატებით ეჭვებს აჩენს და ზრდის ალბათობას რომ აეროპორტიდან უკან გაგატრიალონ და ვიზა გააუქმონ.

შენ პირადად რამდენი უცხოელი ტურისტი გინახია საქართველოში ცხოველით ჩამოსული აბა გაიხსენე. ალბათ არცერთი. ანუ ცხოველით ტურიტულად მოგზაურობა არის უჩვეულო მოვლენა. ძირითადად ცხოველი იმიტომ მიყავთ რომ მუდმივ საცხოვრებელს როცა იცვლიან. ზუსტად ამ ფაქტორზეა ლაპარაკი.

Posted by: madridiSSta1988 3 Jan 2021, 16:15
QUOTE (dimentius @ 3 Jan 2021, 13:00 )

უბრალოდ როცა ხარ ტურისტი და მოდიხარ ამერიკაში ცხობელით ეს დამატებით ეჭვებს აჩენს და ზრდის ალბათობას რომ აეროპორტიდან უკან გაგატრიალონ და ვიზა გააუქმონ.

ჰოდა მაგას ვამბობ მეც, გამოდის რომ ტურისტად რომ მიდიხარ და ძაღლი მიგყავს, დიდი რისკია უკან მოგაბრუნონ.
როგორ მირჩევ, აჯობებს მარტო წავიდეს და მერე აქედან გააგზავნინოს ცხოველი?
და მაგაზე არ შეუქმნიან პრობლემას, ტურისტული ვიზით ჩასულს ძაღლს რომ უგზავნი აქედან?

Posted by: SNYPI 5 Jan 2021, 16:00
ხალხნო ბაიდენი რო მოვა ვიზებზე არ შეგვიმსუბუქებს რას იტყვით მანდაურებო?

მაის-ივნისში გვინდა მე და მეგობარს შესვლა ვიზაზე და..

რჩევებიც თუ იქნება გამიხარდება..

Posted by: dimentius 5 Jan 2021, 18:09
SNYPI
QUOTE
ხალხნო ბაიდენი რო მოვა ვიზებზე არ შეგვიმსუბუქებს რას იტყვით მანდაურებო?


არა.
ვიზების გაცემის შანსი პირდაპირ მიბმულია საქართველოს ფინანსურ კეთილდღეობას. რაც მეტი ფული ექნება ქართველებს და მეტს დახარჯავენ ამერიკაში მოგზაურობის დროს მხოლოდ მაშინ უნდა ელოდო ვიზების გაცემის პროცენტის გაზრდას.

ვიზები მიბმულია მხოლოდ ფინანსებზე და არა იმაზე ვინ უფრო მაგრად იზიარებს ამერიკის პოლიტიკურ ინტერესებს. ამის ნათელი მაჰალითია საქართველოსა და რუსეთის სტატისტიკა. რუსების აპლიკანტების 90% ეძლევა ვიზა ტურისტული. ქართველებს კი მხოლოდ 45%.

QUOTE
რჩევებიც თუ იქნება გამიხარდება..

რაც მეტედ ფინანსურად ძლიერი ხარ, სამშობლოსთან გაქვს მაყარი კავშირი, წარმატებული კარიერა და მდიდარი სამოგზაურო ისტორია მით მეტია შანსი ვიზა მიიღო.

ასევე მნიშვნელოვანია ინტერვიუს არსის ჩაწვდომა , ანუ ის რომ ვალდებულება რომ ყბელა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის დამტკიცების არის შენზე და არა კონსულზე. სამწუხაროდ აბსოლიტური უმტავლესობა პატიმარივით შესციცინებს და ელოდება კონსულის კითხვებს და ხმას არ იღებს. რიცა პირიქით უნდა იყვეს. ბოლო ბოლო ინტრრვია. სამსახურს რომ ეძებ და ინტერვიუს გადიხარ იქ ხომ უმტკივებ დამსაქმებელს სტაჟს და შენს შესაძლებლობებს აქაც იგივე უნდა ქნა. ნუ ელოდები კონსულის კითხვას. დაიწყე საუბარი შენს ძლიერ ფინანსებზე და იმაზე თუ რატომ აპირებ ამერიკაში Მათ დახარჯვას, ასევე ირიბათ უნდა აჩბენო სამშოოსთან კავშირი და კარიერაზეც 2 სიტყვა თქვა.

Posted by: Frankens†ein 5 Jan 2021, 21:13
dimentius
QUOTE
არა.
ვიზების გაცემის შანსი პირდაპირ მიბმულია საქართველოს ფინანსურ კეთილდღეობას. რაც მეტი ფული ექნება ქართველებს და მეტს დახარჯავენ ამერიკაში მოგზაურობის დროს მხოლოდ მაშინ უნდა ელოდო ვიზების გაცემის პროცენტის გაზრდას.

მეეჭვება ხელფასის ან ქონების გამო მოეცათ ჩემთვის ვიზა smile.gif
ნებისმიერ, მინიმალურ ხელფასზე მომუშავე ამერიკელს უფრო მეტი აქვს შემოსავალი, ვიდრე მე smile.gif

QUOTE
რაც მეტედ ფინანსურად ძლიერი ხარ, სამშობლოსთან გაქვს მაყარი კავშირი, წარმატებული კარიერა და მდიდარი სამოგზაურო ისტორია მით მეტია შანსი ვიზა მიიღო

ზუსტად ფინანსური სიძლიერის გარდა ვაკმაყოფილებდი სხვა პუნქტებს მეტ-ნაკლებად.

QUOTE
ნუ ელოდები კონსულის კითხვას. დაიწყე საუბარი შენს ძლიერ ფინანსებზე და იმაზე თუ რატომ აპირებ ამერიკაში Მათ დახარჯვას, ასევე ირიბათ უნდა აჩბენო სამშოოსთან კავშირი და კარიერაზეც 2 სიტყვა თქვა.

რავიცი, მე მკითხეს რატო მიდიხარო და ამერიკის ნახვა მინდა მეთქი.
როდის მიდიხარო და ვიზას თუ მივიღებ მერე დავგეგმავ მეთქი.
სად მუშაობ და რამდენი გაქვს ხელფასიო და სადაც ვმუშაობ, იმ სადაზღვევო კომპანიის კლიენტია აშშ-ის საელჩო და ეგ კი ეცოდინებოდა, მაგრამ ჩემი აქაური ხელფასი მინიმალურ ხელფასზე მომუშავე ამერიკელზე დაბალი იყო და არის smile.gif

მეტი არაფერი უკითხავს და სამ დღეში ვიზიანი პასპორტი მოგივაო...

რავიცი, ჩემს გარშემოც არაერთ ადამიანს მისცეს ვიზა და არც ერთი არაა ისე, რომ იმის დასახარჯ ფულს დახამებოდნენ smile.gif
უბრალოდ ნორმალური ტიპი თუ ხარ, გაძლევენ, მე რა დასკვნებიც გამოვიტანე ვიზამიღებული ნაცნობებიდან...


პ.ს. ბოლო ციტირებულ ფრაზას რაც შეეხება, აჯობებს რასაც გკითხავს ის უპასუხო და შენით არ დაიწყო ბაქიაობა smile.gif
ოფიციალურ საიტზეც უწერიათ, არანაირი საბანკო ამონაწერი და ხელფასის ცნობა არ არის საჭირო, მარტო პასპორტით მოდითო smile.gif
რამე თუ დაგვჭირდა დამატებით, ჩვენ გეტყვით მაგასო.
ვინმეს თუ გონია ენით დაკერავს საკონსულოს ოფიცერს, არა მგონია შორს წავიდეს biggrin.gif biggrin.gif
აპლიკაციას რო შეავსებ და რაღაც დროის მერე მიდიხარ, იმათ ზეპირად იციან უკვე რა ქონება გაქვს, რა ფინანსები და უბანში რა სახელი გაქვს ეგეც smile.gif

Posted by: ტანკე 5 Jan 2021, 21:18
Frankens†ein
QUOTE
რავიცი, მე მკითხეს რატო მიდიხარო და ამერიკის ნახვა მინდა მეთქი.

ეს ყველაზე სულელური პასუხია და გაგიმართლა, უარით რომ არ გამოგიშვეს.

სულ პირველად რომ ვიყავი ვიზაზე, ერთი ბიჭი იყო გასაუბრებაზე. კითხვა დაუსვა კონსულმა, რატომ მიდიხარ ნიუ იორკშიო და ამან უპასუხა, ქალაქის სანახავადო. დამთავრებული არ ჰქონდა პასუხი, ეგრევე გამოუცურა უარის პასუხი.

ისე კი, ინგლისურად თუ გაესაუბრებით კონსულს, ბევრად მეტი შანსი გექნებათ




Posted by: Frankens†ein 5 Jan 2021, 21:19
QUOTE (ტანკე @ 5 Jan 2021, 21:18 )
Frankens†ein
QUOTE
რავიცი, მე მკითხეს რატო მიდიხარო და ამერიკის ნახვა მინდა მეთქი.

ეს ყველაზე სულელური პასუხია და გაგიმართლა, უარით რომ არ გამოგიშვეს.

სულ პირველად რომ ვიყავი ვიზაზე, ერთი ბიჭი იყო გასაუბრებაზე. კითხვა დაუსვა კონსულმა, რატომ მიდიხარ ნიუ იორკშიო და ამან უპასუხა, ქალაქის სანახავადო. დამთავრებული არ ჰქონდა პასუხი, ეგრევე გამოუცურა უარის პასუხი.

ისე კი, ინგლისურად თუ გაესაუბრებით კონსულს, ბევრად მეტი შანსი გექნებათ

აბა რა უნდა მეთქვა.
ტურისტულ ვიზაზე შევედი.
ტურისტს რა უნდა უნდოდეს - ქვეყნის ნახვა.
სიმართლე ვუთხარი.

Posted by: ტანკე 5 Jan 2021, 21:49
Frankens†ein
გეგმა უნდა გქონოდა გაწერილი და დეტალურად გეთქვა შენი მოგზაურობის პერიპეტიები. ცოტა მეტი კონკრეტიკა დამაჯერებლობისთვის

მე რომ კონსული ვყოფილიყავი, მაგ პასუხში ვიზას არავის მივცემდი smile.gif

ამერიკის ნახვა გუგლში ან იუთუბზეც შეიძლება. თან ამერიკის ნახვა რას ნიშნავს, ყველა ქალაქი ფეხით უნდა მოგევლო?

მოკლედ, გაგმართლებია საოცრად

Posted by: Frankens†ein 5 Jan 2021, 22:03
ტანკე
QUOTE
გეგმა უნდა გქონოდა გაწერილი და დეტალურად გეთქვა შენი მოგზაურობის პერიპეტიები. ცოტა მეტი კონკრეტიკა დამაჯერებლობისთვის

რა გეგმა უნდა მქონოდა.
ტურისტული ვიზის ასაღებად შევედი საკონსულოში და ვუთხარი ვიზას თუ მომცემთ, მერე დავგეგმავ მეთქი.

სანამ გავიდოდი, ამერიკის საელჩოს საიტზე წავიკითხე ვიზაზე გასვლის შესახებ და ხაზგასმით ეწერათ, წინასწარ არაფერი იყიდოთ ან დაჯავშნოთ, ჯავშნის ან ბილეთის ქონა არანაირ გავლენას არ ახდენს ვიზის გაცემაზე და ტყუილად გაწეული ხარჯი გექნებათო.

მაისში გავედი და შემოდგომაზე მინდა ნიუ იორკში წასვლა მეთქი და რა უნდა მქონოდა დაგეგმილი.
აპლიკაციასაც რო ვავსებდი, ერთ-ერტთი ველი არის სად აპირებ გაჩერებას.
მე კიდე რა ვიცოდი სად ვაპირებდი, წინასწარაც რა ვიცოდი სად ან რომელ სასტუმროს ავიღებდი და Empire State Building-ის მისამართი ჩავწერე biggrin.gif


QUOTE
მე რომ კონსული ვყოფილიყავი, მაგ პასუხში ვიზას არავის მივცემდი

მე კიდე ისეთს უფრო არ მივცემდი ვიზას, ჯავშნებით და დეტალური გეგმებით რო მოდის, როდის რომელ ქუჩაზე უნდა გაატასაოს და რომელი მუზეუმი ნახოს smile.gif

ჩემი პასუხები იყო რეალური და მაგიტომაც მომცეს ვიზა.
და საკონსულოს თანამშრომლის გადაწყვეტილებას რომ იწუნებ, კი ჩანს ვინაა მართალი.
მე რო ესეთი "დაუვარცხნელი" გეგმებით გავედი და მივიღე ვიზა, მართლა ტურისტულად ვიყავი არაერთხელ და არ დამირღვევია და არც ვაპირებ და გეგმებით და სქემებით ვინც გადიან, უმეტესობას ხო ბრაკავენ და ვისაც აძლევენ ვიზას, იმათგან რჩება ბევრი და არღვევს...

QUOTE
მოკლედ, გაგმართლებია საოცრად

კი, გამიმართლა, ამერიკის ვიზის მიღება გამართლებაზეა მართლაც.
მაგრამ ვთვლი რომ ვიმსახურებდი.
სიმართლე ვუთხარი, დამიჯერეს და არც გადამიხვევია ჩემი სიმართლისთვის...


აი ოფიციალური ინფორმაცია ვიზებზე:
https://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-gen-faq.asp#

Posted by: SNYPI 5 Jan 2021, 22:24
ვა, დავიბენი ეხლა

გაწერილი გეგმით შევიდე თუ დავიკიდო ყველაფერი ვეღარ გავიგე :დ :დ

მაგრამ ალბათ ამრთლაც გამართლებაზეა რა..

Posted by: ტანკე 5 Jan 2021, 22:24
Frankens†ein
გეგმა თუ არ გქონდა, აბა, სუვენირად გინდოდა ამერიკის ვიზა? თუ ფეისბუქზე რომ დაგეწერა მარიაჟობისთვის? (ირონიას ნუ მიწყენ, დიდი ხნის ვირტუალური ურთიერთობა გვაკავშირებს და ვიცი, არ გეწყინება) smile.gif

გეგმა ყოველთვის საჭიროა. აბა, ისე შენ რატომ უნდა მოგცენ ვიზა და არა სხვას, ვისაც გეგმა აქვს? ყველას არ აძლევენ ვიზას, ეგ იცი

ტურისტულად რომ მიდიხარ, ავტომატურად იგულისხმება "ამერიკის ნახვა". ყველა მაგისთვის გადის იქ,მაგრამ სხვებისგან ხომ უნდა გამოირჩეოდე კარგი, მწყობრი გეგმით, რათა გამართლებული იყოს შენთვის ტურისტულის მოცემა. ეტყობა, სხვა ფაქტორებმა გადაწონა შენს შემთხვევაში და კონსულშიც გაგიმართლა იმ დღეს, თორემ 90% უარის აპლიკაცია გქონდა, როგორც ვამჩნევ საუბრიდან. მასეთ "ზარმაც" აპლიკაციას მე ნაღდადა დავარეჯექტებდი. ეტყობა, კონსულს შენი ცისფერი თვალები და ქერა თმები მოეწონა biggrin.gif თორემ აპლიკაცია არ იყო ძლიერი აშკარად.

QUOTE
და ვუთხარი ვიზას თუ მომცემთ, მერე დავგეგმავ მეთქი.

საოცარია, ოღონდ მართლა smile.gif
QUOTE
წინასწარ არაფერი იყიდოთ ან დაჯავშნოთ, ჯავშნის ან ბილეთის ქონა არანაირ გავლენას არ ახდენს ვიზის გაცემაზე და ტყუილად გაწეული ხარჯი გექნებათო.

დაჯავშნაზე არც მაქვს საუაბრი. მაგას უფრო ევროპა ითხოვს. ამერიკას ჰკიდია. ჯავშანზე არაფერი მითქვამს, რავი

QUOTE
მაისში გავედი და შემოდგომაზე მინდა ნიუ იორკში წასვლა მეთქი და რა უნდა მქონოდა დაგეგმილი.

და რატომ გინდა ნიუ იორკში წასვლა, ჯერ გეგმაც თU არ გაქვს და არ იცი, რა გინდა ვაბშეო, არ გკითხეს? თუ გკითხეს და უპოსუიხე, ქალაქის სანახავადო? საოცარია ვოლ. 2

ხალხ, ვინც ამას კითხულობთ, ფრენკის არ დაუჯეროთ, თორემ 90% არ მოგცემენ ვიზას. ასეთი პოხუისტური ინეტრვიუს მერე 10-დან 9-ს არ მისცემენ ვიზას.

QUOTE
მე კიდე რა ვიცოდი სად ვაპირებდი, წინასწარაც რა ვიცოდი სად ან რომელ სასტუმროს ავიღებდი და Empire State Building-ის მისამართი ჩავწერე

რა არასერიოზულობაა biggrin.gif

QUOTE
მე კიდე ისეთს არ მივცემდი ვიზას, ჯავშნებით და დეტალური გეგმებით რო მოდის, როდის რომელ ქუჩაზე უნდა გაატასაოს და რომელი მუზეუმი ნახოს

რავი, მე უპრობლემოდ მომცეს, თან ორჯერ. ერთი ტურისტული და მეორე სხვა სახის ვიზა. ორივე ჯერზე ძალიან მომზადბეული გავედი ოტ ი დო (მეორე გასვლა გაგანია პანდემიისას მქონდა თან, სულ 7 კაცი ვიყავით დარბაზში). მეორე ჯერზე კონსულმა ოთხჯერ შემაწყვეტინა საუბარი სტოპ, სტოპ-ით, ისე მოვიქოქე. იმდენად უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რომ მეგონა, დამარეჯექტებდნენ,მაგრამ გამიმართლა მეც. ადმინსიტრაციული პროცესინგი 1 სამუშაო დღეში მოაყომარეს, არადა, ზოგჯერ თვეები უნდნა მაგას. რაღაც გადაამოწმეს აშკარად (წინარე შესაძლო დარღვევები, ალბათ), მე ასე ვფქირობ, მაგიტომ არ მითხრეს პასუხი იმავე დღესვე. "დაგიკავშირდებით" პონტი იყო ინტერვიუს მერე,მაგრამ პარასკევს რომ მქონდა ინტერვიუ, ორშაბათს საიტზე შევამოწმე და გაცემული იყო ვიზა. მეც არ მოველოდი. თან ტრამპის პოლიტიკა და რამე, მართლა არ ველოდი.

QUOTE
ჩემი პასუხები იყო რეალური და მაგიტომაც მომცეს ვიზა.

მე ვიტყოდი "აბსტრაქტული" და ბუნდოვანი
QUOTE
მართლა ტურისტულად ვიყავი არაერთხელ და არ დამირღვევია და არც ვაპირებ და გეგმებით და სქემებით ვინც გადიან, უმეტესობას ხო ბრაკავენ და ვისაც აძლევენ ვიზას, იმათგან რჩება ბევრი და არღვევს...

მე 180 გრადუსით საპირისპიროდ გავედი და არც მე დამირღვევია არცერთხელ. სამჯერ ვარ ნამყოფი და რამდენიმე დღეში მეოთხედ მივდიდავრ, თუ ჩავაღწიე ამ კორონას გამო (ეგეც საკითხავია)

QUOTE
კი, გამიმართლა, ამერიკის ვიზის მიღება გამართლებაზეა მართლაც.

აშკარად

Posted by: Frankens†ein 5 Jan 2021, 22:56
ტანკე
QUOTE
გეგმა თუ არ გქონდა, აბა, სუვენირად გინდოდა ამერიკის ვიზა?

ჩემი გეგმა იყო, რომ ევროპის მერე ამერიკის ნახვაც მინდოდა.
სუვენირად.
რაიმე კონკრეტული მიზანი, კონცერტზე დასწრება ან მსგავსი არა.
უბრალოდ მინდოდა ამერიკაც ნანახი მქონოდა როგორც ტურისტს.
ტურისტულ ვიზაზე მეტი რეალური რა უნდა თქვა smile.gif

შენ რას ეტყოდი, ტურისტულ ვიზაზე რო გადიოდე დღეს.
საზაფხულოდ რო აპირებდე წასვლას.

QUOTE
90% უარის აპლიკაცია გქონდა

მე კიდე შთაბეჭდილება დამრჩა რომ აპლიკაციიამ საქმის 90% შეასრულა და ის სამი კითხვა ზრდილობის გულისთვის დამისვეს, ვიზუალურადაც რო შემოეხედა.
რაც მკითხა, მაგაზე პასუხები აპლიკაციაშიც მეწერა.

QUOTE
კონსულს შენი ცისფერი თვალები და ქერა თმები მოეწონა

ეგეც ალბათ biggrin.gif

QUOTE
საოცარია, ოღონდ მართლა

მაისში გავედი და სექტემბერში მინდა წასვლა მეთქი და რა გეგმა უნდა მიმეტანა - ტრუხა სასტუმროს ჯავშანი მეჩვენებინა თუ რომელ ქუჩაზე ვაპირებდი გასეირნებას,,,

QUOTE
და რატომ გინდა ნიუ იორკში წასვლა, ჯერ გეგმაც თU არ გაქვს და არ იცი, რა გინდა ვაბშეო, არ გკითხეს?

არა, მაგრამ მაგაზე ვეტყოდი შემოდგომებზე შვებულებას ვიღებ ხოლმე და აქამდე ევროპაში დავდიოდი და ეხლა ამერიკის მონახულება მინდა მეთქი.
ანუ სიმართლეს.

QUOTE
ხალხ, ვინც ამას კითხულობთ, ფრენკის არ დაუჯეროთ, თორემ 90% არ მოგცემენ ვიზას. ასეთი პოხუისტური ინეტრვიუს მერე 10-დან 9-ს არ მისცემენ ვიზას.

რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ძმაკაცი გავიდა ვიზაზე smile.gif
ზუსტად ჩემნაირი აპლიკაციით და სიტყვა-პასუხით.
ვისთაბ ერთად აპირებო და ჩემი სახელიც კი ჩაწერა, ჩემი ძმაკაცია, ვიზა აქვს და ერთად ვაპირებთ წასვლასო smile.gif
მაგასაც არანაირი გეგმა.
იგივე შეკითხვები და ჩაურტყეს ვიზა biggrin.gif
დღემდე გონია რო ჩემი სახელი რო ახსენა იმიტომ ჩაურტყეს, ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი და დაბრუნებული.
ვაკისრებინე და რამე biggrin.gif
დღესაც მადლიერია, ოღონდ არც წასულა, 4 წელი გავიდა...
QUOTE
რა არასერიოზულობაა

აბა რა ჩამეწერა, მისამართი სადაც აპირებთ გაჩერებასო...
QUOTE
მე ვიტყოდი "აბსტრაქტული" და ბუნდოვანი

ფაქტია, შენ არ მომცემდი, კონსულმა კი მომცა.
და შენ რო არ მოგეცა, შეცდებოდი, იფიქრებდი რაღაცეებს იგონებსო.
კონსული კიდე არ შეცდა, სამჯერ ვიყავი უკვე და არც ერთხელ არ დამირღვევია, ეხლა კიდე მივდივარ და არ დავარღვევ.
მაგიტომ წყვეტს ის კონსული ვიზის გაცემა/არგაცემას და მაგიტომ არ წყვეტ შენ.
ურემი გადაბრუნებულია, გზაც ჩანს და აშკარაა შენ იქნებოდი სწორი თუ ის საკონსულოს თანამშრომელი აღმოჩნდა biggrin.gif



SNYPI
QUOTE
ვა, დავიბენი ეხლა

გაწერილი გეგმით შევიდე თუ დავიკიდო ყველაფერი ვეღარ გავიგე :დ :დ

თუ გაქვს კონკრეტული გეგმა, მაშინ გეგმით გადი.
თუ არ გაქვს და ისე მიდიხარ, სიმართლე უთხარი...
მანამდე ეს გადაიკითხე, წერია რაღაცეები რაც შეიძლება გამოგადგეს:
https://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-gen-faq.asp#




ისევ გავიმეორებ, წასვლას როცა ვაპირებდი რამდენიმე თვით ადრე გავედი და შესაბამისად გეგმა არ მქონდა როდის მივდიოდი ზუსტად, სად გავჩერდებოდი და ა.შ...
რამდენიმე თვიოთ ადრე იმიტომ გავედი რომ მერე დამეგეგმა.
ერთი თვით ადრე რო გახვიდე და აიღო ვიზა, ცეცხლის ფასი აქვს ბილეთებს, ისიც თუ იყო.
რაღაც პერიოდით ადრე რო გადიხარ. დრო რო გაქვს, ხელმისაწვდომ ფასად იყიდი.

Posted by: ტანკე 5 Jan 2021, 23:10
Frankens†ein
ვიზის გაცემის საკითხს მარტო შესაძლო დარჩენის პრიზმიდან რატომ უყურებ? შეიძლება არც აპირებდე დარჩენას, მაგრამ გეგმა თუ არ გაქვს, შეიძლება რამე ხიფათს გადაეყარო ან ფინანსები ვერ დაგეგმო სათანადოდ. კონსული მაგასაც აფასებს, როგორც ვიცი. მარტო არდარჩენის სურვილი არაფერ შუაშია. ამერიკის მონახულება ყველას უნდა და უმეტესობა არც აპირებს დარჩენას, მაგრამ გასამგზავრებლად რამდენად არიან მზად, ეგ სხვა საკითხია.
ასეა თუ ისე, შენ სხვა რაღახეები დაგეხმარებოდა. შენს სიტყვა-პასუხს ნუ მიაწერ მაინცდამაინც smile.gif

Posted by: Frankens†ein 5 Jan 2021, 23:24
ტანკე
QUOTE
ასეა თუ ისე, შენ სხვა რაღახეები დაგეხმარებოდა. შენს სიტყვა-პასუხს ნუ მიაწერ მაინცდამაინც

სიტყვა-პასუხი დამეხმარა მეთქი, არც ვამბობ მაგას,
დამრჩა შთაბეჭდილება რომ გასაუბრებაზე გასვლისას 95% გადაწყვეტილი იყო რომ მაძლევდნენ, აპლიკაციის საფუძველზე.
ძირითადი როლი შეასრულა იმან, რომ ვმუშაობდი კომპანიაში, რომლის ჯანმრთელობის დაზღვევითაც წლებია აშშ-ის სელჩო სარგებლობს, რახან წლებია სარგებლობემ, კმაყოფილებიც არიან და რახან აშშ-ის საელჩო გირჩევს, ე.ი. ქვეყანაში ერთ-ერთი ტოპ-კომპანიაა და მანდ მუშაობა პრესტიჟულად ითვლება.
შეამოწმებდნენ მართლა მერიცხებოდა თუ არა ხელფასი.
ასევე შეიძლება იმანაც ითამაშა რაღაც როლი, რომ მართალია აპლიკაციაში არ არის ველი მაგ ინფორმაციაზე, მაგრამ რეგისტრაციის მისამართის/ფაქტიური საცხოვრებლის გარდა ბინაც მქონდა (ჩემს სახელზე), უსახლკარო არ ვყოფილვარ.
ასევე აშშ-ში სამოგზაუროდ შეიძლება ცოტა, მაგრამ საქართველოს კვალობაზე ასე თუ ისე ნორმალურანაზღაურებადი სამსახური მქონდა.
არ ვიყავი ნასამართლევი.
ყველაფერი გადამოწმებული ქონდათ.
აი ეგ წყვეტს რეალურად ვიზის მოცემა-არმოცემას და არა ის როგორ ზმანზე მიხვალ, როგორი მსახიობური მონაცემები გაქვს და რომელ ქუჩებს დაუსახელებ, სადაც გინდა რომ გაატასაო...

Posted by: ტანკე 5 Jan 2021, 23:30
Frankens†ein
QUOTE
აი ეგ წყვეტს რეალურად ვიზის მოცემა-არმოცემას და არა ის როგორ ზმანზე მიხვალ, როგორი მსახიობური მონაცემები გაქვს და რომელ ქუჩებს დაუსახელებ, სადაც გინდა რომ გაატასავო...

მე არსად მითქვამს, რომ მარტო კონკრეტული გეგმით გახვიდოდი ფონს, თუ სხვა ფაქტორები არ დაგეხმარებოდა,მაგრამ ერთი და იგივე ფაქტორების შემთხვევაში, კონკრეტული გეგმით მისვლა რომ ბევრად მიზანშეწონილია,მაგას ვამბობ და ჩემს აზრზე დავრჩები.

იცი, როგორი პონტია? აი, სამუშაოს შოვნა რომ გინდა და ინტერვიუზე გკითხავენ, ეს კომპანია რატომ აარჩიეო და შენ რომ უპასუხებ: რავი, კაი კომპანიაა და მომეწონება აქ მუშაობაო.
ხომ გამოგიშვებენ 90% უკან ხელცარიელი?

Posted by: Frankens†ein 5 Jan 2021, 23:41
ტანკე
QUOTE
იცი, როგორი პონტია? აი, სამუშაოს შოვნა რომ გინდა და ინტერვიუზე გკითხავენ, ეს კომპანია რატომ აარჩიეო და შენ რომ უპასუხებ: რავი, კაი კომპანიაა და მომეწონება აქ მუშაობაო.
ხომ გამოგიშვებენ 90% უკან ხელცარიელი?

მე დაახლოებით მაგ პასუხით დავიწყე მუშაობა, როცა დავიწყე, 15 წლის წინ და ეხლაც მანდ ვმუშაობ : )
სტუდენტების დასაქმების პროგრამა იყო, რაღაც ფორუმზე და რატო აირჩიე ეს კომპნიაო და რავი, კაი კომპანიაა, გამიგია მეთქი biggrin.gif

მოგზაურობა რო გისწორდება, ევროპაში ხარ ნამყოფი და ამერიკაში რატო გინდა წასვლაო, რატომაც არაო რო უპასუხო, არ ჟღერს ძაან სულელურად მგონი smile.gif
რატო არ უნდა გინოდეს ამერიკაში წასვლა, თუ გაქვს საშუალება და ქცეყნების მონახულება გიყვარს smile.gif

ტურისტულ ვიზაზე რო გადიხარ და რატო მიდიხარ ამერიკაშიო, ეგ კითხვაა Y-ეობა ჩემი აზრით და არა მაგაზე პასუხი, რაც არ უნდა უპასუხო smile.gif


თუმცა დასაქმებაზე 1-2 წლის წინ დამირეკეს, ახალი სადაზღვევო იქმნებოდა და გამოცდილი კადრები სჭირდებოდათ და გაიგეს ალბათ, უამრავი წყაროა.
HR იყო გოგო ვინ დამირეკა, ესა და ეს კომპანია და ვიცით სადაც მუშაობთ და რას აკეთებთ და თუ დაინტერესებული ხართ, გენ, დირექტორს უნდა გასაუბრებაო.
კაი მეთქი.
და შევედი გასაუბრებაზე, ეს გოგო და დირექტორი ზიან და რატო მოხვედიო, მეკითხებიან smile.gif
მეთქი თქვენ არ მთხოვეთ მოვხულიყავი გასაუბრებაზე მეთქი? biggrin.gif
შევატყე არ გაუსწორდათ პასუხი smile.gif
მაგრამ რა პასუხს ელოდნენ, რომ პერსპექტიული კომპანია, საკუთარ თავს ვხედავ აქ, განვვითარდები და ეგეთი დაწყობილი ფრაზები?
ამდენი წელია მუშაობ და სამსახურის შეცვლის მოტივაცია რა უნდა იყოსო.
და ხელფასი მეთქი, ვაჯახე biggrin.gif
ცოტა შეცბნენ, არ ელოდნენ მაგ პასუხს ალბათ, მაგრამ კაიო, დაგიკავშირდებითო.
ცოტა ხანში დამირეკეს კიდე მივედი და კიდე თქვენი პირობებიო და როგორც გითხარით ხელფასია მოტივატორი, იქ ამდენი და ამდენი მაქვს და აქა ამდენს და ამდენს თუ მომცემთ, გადმოვალ მეთქი.
დაგიკავშირდებითო და აღარ დაურეკავთ biggrin.gif
თუმცა ჩემი გასაუბრებიდან სადღაც ორ კვირაში მენეჯმენტი შეიცვალა და საერთოდ აღარ გაიხსნა ეგ კომპანია.
რამდენიმე ჩემი თანამშრომელი გადადიოდა, განცხადებაც დაწერეს წინასწარ წასვლაზე და გაუჩალიჩეს ფაქტიურად.

ჩემი მორალი თუ ცხოვრებისეული კრედო თუ რაცაა, არის რომ სიმართლე უნდა თქვა ყველგან.
ეს პადხალიმობები და ეგეთები არ მევასება.
მე რო ვიყო HR ან კონსული ან რამე ეგეთი, ზუსტადაც ეგეთ ტიპებს დავბლოკაბვდი.

Posted by: ტანკე 6 Jan 2021, 00:10
Frankens†ein
სიმართლის თქმა რატომ გამორიცხავს მწყობრი გეგმის არსებობას? smile.gif
სიმართლე შეიძლება იყოს კლასნიც და უკლასოც biggrin.gif
და ფარატინა სიმართლე არავის სჭირდება. სიმართლე მხოლოდ საფუძველია და მასზე უნდა დააშენო შენი სამომავლო გეგმებიც.
შენ კი მაგრა გიმართლებს თურმე ცხოვრებაში. იყავით ბედნიერი იმით, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი გქონია - იღბალი. შორს წახვალ მაგ ატრიბუტით smile.gif
შენ,ალბათ,იღბალს იღებ, როგორც granted...ფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს.

Posted by: SNYPI 6 Jan 2021, 00:17
Frankens†ein
QUOTE
თუ გაქვს კონკრეტული გეგმა, მაშინ გეგმით გადი.
თუ არ გაქვს და ისე მიდიხარ, სიმართლე უთხარი...
მანამდე ეს გადაიკითხე, წერია რაღაცეები რაც შეიძლება გამოგადგეს:
https://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-gen-faq.asp#

იდეაში ერთი იდეა მქონდა Burning Man ამ ივენთზე მივდივარ მეთქი მეთქვა, ზაფხულშია ოღონდ ზუსტი თარიღი არ ვიცი, ან რამე ისეთი ივენთი პოპულალური, უბრალოდ ევროპაში თითქმის არ ვარ ნამყოფი და ალბათ ეგ პრობლემა იქნება?

ამ ივენთზე ამრთლა მინდა წასვლა, უბრალოდ იქ რომ დავლაგდები მერე თუ წავალ :დ

ხოდა რას ფიქრობთ, რამე ესეთი მიზეზი ცუდი იდეაა?

Posted by: Frankens†ein 6 Jan 2021, 00:21
ტანკე
QUOTE
შენ კი მაგრა გიმართლებს თურმე ცხოვრებაში. იყავით ბედნიერი იმით, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი გქონია - იღბალი. შორს წახვალ მაგ ატრიბუტით
შენ,ალბათ,იღბალს იღებ, როგორც granted...ფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს.

კი, მასეა დაახლოებით.
ცხოვრებაში ბევრ რამეში.
ბევრ რაღაცას წესით შრომა, მონდომება, მოთმინმება რომ სჭირდება და მე თავისით მარგუნა ფორტუნამ, მარტივად biggrin.gif
თუმცა ბევრ რამეშიც არ მაქვს, მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ ლატარიაში უნდა მოვიგო ჯეკპოტი, მაგრამ ჯერ არ მომიგია biggrin.gif
ვიღაცამ ხო მოიგო ქართველმა 4 მილიონი, 2 მილიონი... იმათ თუ გაუმართლათ მეც ხო ზუსტად იმდენი შანსი მაქვს რომ გამიმართლოს.
შტატებში როა საახალწლო ლატარია, იმასაც ვთამაშობ ხოლმე, ეგ რო მოვიგო ავშენდები საერთოდ smile.gif
ვიღაცეები ხო შენდებიან და ვისზე ნაკლები ვარ smile.gif
ასე რომ როცა მიმართლებს, ჩვეულებრივად ვიღებ მაგას.


SNYPI
QUOTE
იდეაში ერთი იდეა მქონდა Burning Man ამ ივენთზე მივდივარ მეთქი მეთქვა,

მიზეზი კაია, მაგრამ ერთი 10,000$ გინდა ცალკე გადაკეცილი მაგისთვის.
ოღონდ გასაუბრებაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე რო დადებ ანგარიშზე ნასესხებ ფულს, ამონაწერეს ავირებ ბანკიდან და დაგიბრუნებო, მაგას არ ჭამენ წესით...
გაასწორებდა Burning Man, იმედია ოდესმე დავესწრები....

Posted by: SNYPI 6 Jan 2021, 00:39
Frankens†ein
QUOTE
მიზეზი კაია, მაგრამ ერთი 10,000$ გინდა ცალკე გადაკეცილი მაგისთვის.
ოღონდ გასაუბრებაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე რო დადებ ანგარიშზე ნასესხებ ფულს, ამონაწერეს ავირებ ბანკიდან და დაგიბრუნებო, მაგას არ ჭამენ წესით...
გაასწორებდა Burning Man, იმედია ოდესმე დავესწრები....

მაგ პრასვეტი რო დავდო ეგ 10კ$ რამდენიმე თვე მაინც და მიუნდა მაგით ვცადო, ჯერ მაინც გრინ კარტის პასუხს ველდოები და მერე შევალ საელჩოში თუ რამეა..


სამუშაო ვიზები არ კეთდება ხო ალბათ?

დამსაქმებელი უნდა ამერიკაში?

Posted by: Frankens†ein 6 Jan 2021, 09:37
QUOTE (SNYPI @ 6 Jan 2021, 00:39 )
Frankens†ein
QUOTE
მიზეზი კაია, მაგრამ ერთი 10,000$ გინდა ცალკე გადაკეცილი მაგისთვის.
ოღონდ გასაუბრებაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე რო დადებ ანგარიშზე ნასესხებ ფულს, ამონაწერეს ავირებ ბანკიდან და დაგიბრუნებო, მაგას არ ჭამენ წესით...
გაასწორებდა Burning Man, იმედია ოდესმე დავესწრები....

მაგ პრასვეტი რო დავდო ეგ 10კ$ რამდენიმე თვე მაინც და მიუნდა მაგით ვცადო, ჯერ მაინც გრინ კარტის პასუხს ველდოები და მერე შევალ საელჩოში თუ რამეა..


სამუშაო ვიზები არ კეთდება ხო ალბათ?

დამსაქმებელი უნდა ამერიკაში?

ტურისტულ ვიზებზე გასაუბრებები შეჩერებული აქვს საკონსულოს, მარტიდან...

სამუშაო ვიზები როგორ არ კეთდება, მაგრამ რამე განსაკუთრებული პროფესია უნდა გქონდეს.

დამსაქმებელსაც გააჩნია.
შინაურს რო ქონდეს კომპანია და მენეჯერად ვაწყებინებ მუშაობასო, მაგაზე არავინ მოგცემს სამუშაო ვიზას...

Posted by: dimentius 6 Jan 2021, 13:26
Frankens†ein
QUOTE
ზუსტად ფინანსური სიძლიერის გარდა ვაკმაყოფილებდი სხვა პუნქტებს მეტ-ნაკლებად.


არსად მიწერია რომ ყველა პუნქტს უნფა აკმაყოფილებდე. 1 იც საკმარისია რიგ შემთხვევებში. მაგალითად ლეჟავა რომ იყო მოგზაური ველოსიპედით. არაფერი ქონება არ ებადა მისი მთელი ცხოვრების აზრი ზუსტად რომ ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა იყო. ასეთ ადამიანს რა თქმა უმდა მისცემენ ვიზას.

ასევე მეგობარი მყავს. წარმატებული ბიზნესის პარტრონია. ობოლია არც დედა ყავდა ბავშვობიდან არც მამა. ინტერნატში გაზრდილია შესაბამისად კავშირი სამშობლოსთან პრაქტიკულად არ აქვს მაგრამ ეს უარის თქმის საფუძველი არ გახდა ვინაიდან საქმიანი ვიზიტები ქონდა ქვეყნის გარეათ და არასდროს დაურღვევია.

QUOTE
რავიცი, ჩემს გარშემოც არაერთ ადამიანს მისცეს ვიზა და არც ერთი არაა ისე, რომ იმის დასახარჯ ფულს დახამებოდნენ


საიდან მოიტანე რომ 1 ტურისტიდან მილიონს ელოდებიან? როგორც მინიმუმი 2-3კ მაიმც ეხარჯება თითო ადამიანს სულ მცირე. ეს თანხა ამერიკის ეკონომიკაში მიდის ამიტომ შტერი არავინ არის დაკარგოს ეს ფული. უბრალოდ ფინანსური სიდუღჭირის გამო აპლიკანტების დიდი ნაწილი რეალურად დამრჩენია და არანაირი ტურისტი არაა.

QUOTE
პ.ს. ბოლო ციტირებულ ფრაზას რაც შეეხება, აჯობებს რასაც გკითხავს ის უპასუხო და შენით არ დაიწყო ბაქიაობა


ეს არის ზუსტად ის შეცდომა რაც უმრავლესობა უშვებს. საკონსულოს ვიზიტს ეწოდება "ინტერვიუ" და არა კონსულის მიერ დაკითხვა.

შენი პასუხი ავიღოთ კონსულისთვის. ანუ კითხვაზე ამერიკაში რატომ მიდიხარ შენ უპასუხე

QUOTE
რავიცი, მე მკითხეს რატო მიდიხარო და ამერიკის ნახვა მინდა მეთქი.


შენი პასუხიდან ძალიან მწირი ინფორმაცია მიიღო კონსულმა. რაც ძალიან ცუდია.

იგივე კითხვაზე ჩემი პასუხი იყო ასეთი.

4 სულიანი ოჯახი ვაპირებთ 10 დღით მოგზაურობას. პირველი დღეები ვჩერდებით ლოს ანჯელესში სადაც უნიბერსალის, დისნეილენდის პარკების ტურები გვაქვს პირველი 3 დღე. 1 დღე ქალაქის რამოდენიმე ადგილის მონახულება. შემდეჰ 3 დღის გარარება გვინდა სან ფრანცისკოში და გარაშემო უნიკალურ ტყეპარკებში. და მოგაზურობის ბოლო სამი დღე გეზი ვაშინგრონის შტატისკენ გვაქვს სიეტლისკენ, გზად აუცილებლად ორეგონში/ პორტლენდში შევჩერდებით.

ჩემი პასუხიდან უამრავი ინფორმაცია მიიღო კონსულმა.
1. ის მარშრუტი და ტური რომ განახორციელო 4 სულმა ყველა ხარჯით ეკონომიურ ბიუჯეტზე მინიმუმ 5-6კ არის აუცილიბელი.
2. ის რომ მე მომზადებული და გამოცდილი ტურისტი ვარ. ვინაიდან ზუსტად ვიცი რისი ნახვა, რამდენი ხნით და შესაბამისად ბიუჯეტიც ვიცი მოგზაურობის.
3. ასევე ის რომ 3 შტატში ვაპირებდი გადაადგილებას და სასტუმროს ქირაობას. რაც გარკვეულწილად გადაადგილება დაბინავების ხარჯებზეც შეუქმნიდა წარმოდგენას.

დააკვირდი ეს საჭირო ინფორმაცია მივაწოდე მხოლოდ სიტყვიერად. არანაირი ჯავშანი თუ პარკის ბილეთი ნაყიდი არ გვქონდა.

ეხლა შენი თავი დასვი კონსულის ადგილას. რომელი პასუხი უფრო დაგეხმარება გადაწყბეტილების მიღებაში შენი თუ ჩემი.

იმაზე რომ არაფერი ვთქვა რომ ამერიკა უნდა ვნახოო ეს ისეთი არასერიიზული პასუხია ამ ქვეყნის მაშტაბებიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.


QUOTE
აპლიკაციას რო შეავსებ და რაღაც დროის მერე მიდიხარ, იმათ ზეპირად იციან უკვე რა ქონება გაქვს, რა ფინანსები და უბანში რა სახელი გაქვს ეგეც


ესეც აბსოლიტურად მცდარი შეხედულება არის. საკონსულოს აქვს მხოლოდ ის ინფორმაცია რაც შენ მიაწოდე სავიზო განაცხადში.

არანაირი ინფორმაცია რა ქონებას ფლობ ან საბანკო ანგარიშზე 2 დღით ადრე თუ წლები გიდევს თანხა არ აქვთ.
ზოგს გონია რომ ამერიკას რომ ამის გაგების ხერხები და საშუალებები გააჩნია ამას ყველას მიმართ იყენებს )))

თუ საჯარო პირი არ ხარ შენი ქონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომი არ არის. არც ბანკს აქვს უფლება შენი საბანკო ამონაწერი მისვეს სხვას. ანუ ამერიკამ უმდა უკანონონ აამოქმედოს სპეც სამსახურები, აგენტურული ქსელი და უწყებებში ჩანერგილი ხალხი რომ ეს ინფორმაცია მოიპოვოს. ეს ღონისძიებები თუ ჰაქვს წარმოდგენა რა ღირს? და ეს პროგესიონალი რა უჯდება ამერიკას? ანუ გამოდის რომ ტურისტი რომ შეუშვას და ამით 2000 მოგება ნახოს ამერიკის ეკონომიკამ ამისთვის ამერიკა ათეულობით ათასი დოლარის ადამიანის და ტექნიკურ რესურს ხარჯავს რომ ეს ბაზები გატეხოს და უკანონოდ ინფორმაცია მოიპობოს ხომ ხვდები რომ ეს ფინანსური სიბეცეა.

ერთადერთი რაზეც მოწმდება არის ადამიანი არის წარსულში ხომ არ აქვს სავიზო რეჟიმი დარღვეული ამერიკასი შენ ან ანკეტაში მითითებულ პირებს. ასევე შენი სახელი/გვარი ხომ არ არის მათ ხელთ არსებულ ტერორისტების და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების სიაში.


Frankens†ein
QUOTE
მე კიდე ისეთს უფრო არ მივცემდი ვიზას, ჯავშნებით და დეტალური გეგმებით რო მოდის, როდის რომელ ქუჩაზე უნდა გაატასაოს და რომელი მუზეუმი ნახოს


რა სისულელეა.
არც ერთ მოგზაურობაში არ წავსულვარ ისე რომ არ მცოდნია რამდენი Დღე დამჭირდებოდა. რითო უნდა გადავაადგილდე. სასტუმროში ადგილი არის თუ არა. სანახაობები ღიაა თუ არა. და რაც მთავარია რა არის ჩემი ბიუჯეტი.

ტურისტების დიდი ნაწილი არის ზრდასრული 40 წელს გადაცილებული ადამიანი ზოგადად. როგორ გგონია ამ ასაკში ასე ბეცურად ისე რომ აზრზე არაა რამდენი ხნით და ეყოფა თუ არა ფული ვინ მიდის მოგზაურობაში?


SNYPI

* * *
SNYPI
QUOTE
ვა, დავიბენი ეხლა

გაწერილი გეგმით შევიდე თუ დავიკიდო ყველაფერი ვეღარ გავიგე :დ :დ


რამ დაგაბნია?
ეტყიბა შენ ტურისტული გამოცდილება არ გაქვს, ან თუ გაქვს ამ ყველაფრის უზრუნველყოფას ოჯახი აკეთებდა.

ზოგადად სადმე რომ მიდიხარ უნდა იცოდე რამდენი ხნით, სად მიდიხარ, იქ რა უმდა გააკეთო, და რაც მთავარია ეს რა გიჯდება.

ინტერესისთვის გაესაუბრე აბა ევროპელ ტურისტებს საქართველოში. რომელი ჩამოვიდა თბილისში და აეროპორტში დაიწყო იმის ძებნა რა სასტუმროში დარჩეს, და სასტუმრომდე რᲘთი მივიდეს. ან აღმოაჩინოს რომ თურმე რომნᲛთელი ფული შემოეხარჯა 3 დღეში და წასასვლელი არ აქვს უკან.

მსგავსი თემები რომ ასე დაწვრილებით დასაღეჭი და ასახსნელი რიმ არის ელემენტარული რაღაცეები ამაზე მწყდება ცალკე გული.


Posted by: Frankens†ein 6 Jan 2021, 13:50
dimentius
QUOTE
ეხლა შენი თავი დასვი კონსულის ადგილას. რომელი პასუხი უფრო დაგეხმარება გადაწყბეტილების მიღებაში შენი თუ ჩემი.

არც ერთი smile.gif
მეეჭვება ეგ კონსულები იმის მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვინ უფრო ლამაზად და დალაგებულად მოუყვება რატო უნდა წასვლა და დახარჯა თუ არა ნახევარი საათი გუგლის საზიებო სისტემაში, რომ მოეყოლა რის მერე რის მონახულებას აპირებს smile.gif
მე რო ვიყო კონსული, შინაარსს ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი.

QUOTE
თუ საჯარო პირი არ ხარ შენი ქონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომი არ არის. არც ბანკს აქვს უფლება შენი საბანკო ამონაწერი მისვეს სხვას. ანუ ამერიკამ უმდა უკანონონ აამოქმედოს სპეც სამსახურები, აგენტურული ქსელი და უწყებებში ჩანერგილი ხალხი რომ ეს ინფორმაცია მოიპოვოს.

ცდები.
არანაირი უკანონობა არაა, რომ გამოითხოვოს ინფორმაცია.
შენ როცა ავსებ აპლიკაციას და ამბობ რომ ხელფასი გაქვს ამდენი და ამდენი, უფლებასაც აძლევს რომ გადაამოწმოს, ბანკი იქნება თუ შემოსავლების სამსახური.
როცა აპლიკაციაში ავსებ ნასამართლევი ხარ თუ არა, უფლება აქვს გადაამოწმოს.
მანდ კიდევ არის ერთი ველი, მგონი ესე წერია, ტერორისტი ხო არ გყავს ვინმე ან კავშირი ხო არ გქონიაო smile.gif
შენი აზრით იმიტომ არის ეგ ველი რომ იმედი აქვთ ვინმე პატიოსნად ეტყვის ბიძაშვილი წავიდა აისისშიო? smile.gif
განაცხადს რომ უვსებ და ინფორმაციას აწვდი შენი ნებით შენს თავზე, უფლება აქვთ გადაამოწმონ.

აშშ-ის საელჩის კი არა, სადაზღვევო კომპანიაში რო ავსებ განაცხადს ავტოდაზღვევაზე, მანდაცაა პუნქტები რამდენი აქვს შემოსავალი, რამდენი ავარია ქონია, ყოფილა თუ არა ნასამართლევი.
და გივსებს ამ ინფორმაციას და თუ საჭიროა, სადაზღვევოსაც შეუძლია მაგის გადამოწმება smile.gif
განაცხადზე ხელმოწერით, შენ აძლევ უფლებას რომ გადაამოწმონ იმ ინფორმაციის სისწორე, რასაც შენვე აწვდი.


QUOTE
4 სულიანი ოჯახი ვაპირებთ 10 დღით მოგზაურობას. პირველი დღეები ვჩერდებით ლოს ანჯელესში სადაც უნიბერსალის, დისნეილენდის პარკების ტურები გვაქვს პირველი 3 დღე. 1 დღე ქალაქის რამოდენიმე ადგილის მონახულება. შემდეჰ 3 დღის გარარება გვინდა სან ფრანცისკოში და გარაშემო უნიკალურ ტყეპარკებში. და მოგაზურობის ბოლო სამი დღე გეზი ვაშინგრონის შტატისკენ გვაქვს სიეტლისკენ, გზად აუცილებლად ორეგონში/ პორტლენდში შევჩერდებით.

ჩემი პასუხიდან უამრავი ინფორმაცია მიიღო კონსულმა.
1. ის მარშრუტი და ტური რომ განახორციელო 4 სულმა ყველა ხარჯით ეკონომიურ ბიუჯეტზე მინიმუმ 5-6კ არის აუცილიბელი.
2. ის რომ მე მომზადებული და გამოცდილი ტურისტი ვარ. ვინაიდან ზუსტად ვიცი რისი ნახვა, რამდენი ხნით და შესაბამისად ბიუჯეტიც ვიცი მოგზაურობის.
3. ასევე ის რომ 3 შტატში ვაპირებდი გადაადგილებას და სასტუმროს ქირაობას. რაც გარკვეულწილად გადაადგილება დაბინავების ხარჯებზეც შეუქმნიდა წარმოდგენას.

დააკვირდი ეს საჭირო ინფორმაცია მივაწოდე მხოლოდ სიტყვიერად. არანაირი ჯავშანი თუ პარკის ბილეთი ნაყიდი არ გვქონდა.

და ამ ყველაფრის მერე გააცურე საკონსულოს ოფიცერი და დარჩი ამერიკაში ხო? biggrin.gif











აშშ-ის ვიზაზე გამსვლელები წინასწარ რო გამოკითხავენ უამრავ ადამიანს, ვინ როგორ ესაუბრა კონსულს რომ დააჯეროს მართლა ტურისტული მიზნით რომ მიდის.
ამ გამოკითხულებიდან უმეტესობას უარი აქვს მიღებული, მაგრამ რომ კითხო იცის რატომ მიიღო უარი და იძლევა რცევებს smile.gif
არადა არავინ იცის რატომ მიიღო უარი.
გამოკკითხავენ დაუარებულებს, ვიზამიღებულებს, შეადგენენ ტექსტებს, დაიზეპირებენ, გაივლიან რეპეტიციებს, გავლენ და უმეტესობა უარს იღებს.
ოღონდ ამ უმეტესობიდან უმეტესობას რეალურად სამუშაოდ ან დასარჩენად უნდოდა წასვლა და არა ტურისტულად.
ვინც მართლა ტურისტულად მიდიოდა, სავარაუდოდ აყვა მცდარ რჩევებს და მტკიცება დაიწყო თავისი სიმართლის smile.gif

მე კიდე გავედი ისე, რომ საერთოდ არ მქონდა წინასწარ დაგეგმილი არც მოგზაურობა და არც რას ვეტყოდი კონსულს.
გასაუბრებაზეც იმ შეგრძნებით არ გავსულვარ რომ ჩემი ჩაჭრა უნდოდა კონსულს და არ უნდა ჩავჭრილიყავი.
დამისვა რამდენიმე შეკითხვა და მოკლედ ვუპასუხე რაც სიმართლე იყო.
და მომცეს ვიზა.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩემი ძმაკაცი გადიოდა და იმასაც უამრავი ადამიანი აძლევდა რჩევას რა უნდა ეთქვა და როგორც ვიზამიღებულმა, დავარწმუნე რო დაეკიდებინა რაღაც ზღაპრები და ეთქვა რომ უბრალოდ ამერიკაში უნდოდა ტურისტულად წასვლა, ევროპაში გასვლებით სავსე ქონდა პასპორტი.
ხო და იმასაც მისცეს ეგრევე.

ფაქტი ესაა.
სიმართლე ჭრის.
თუ მართლა სიმართლეს ამბობ...


Posted by: dimentius 6 Jan 2021, 18:50
Frankens†ein
QUOTE
მეეჭვება ეგ კონსულები იმის მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვინ უფრო ლამაზად და დალაგებულად მოუყვება რატო უნდა წასვლა და დახარჯა თუ არა ნახევარი საათი გუგლის საზიებო სისტემაში, რომ მოეყოლა რის მერე რის მონახულებას აპირებს
მე რო ვიყო კონსული, შინაარსს ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი.


რა თქმა უნდა კონსული გადაწყვეტილებას იღებს მათ შორის იმის მიხედვით რა და როგორ ესაუბრე ინტერვიუზე. აბა ინტერვიუს რატო ატარებენ? თუ გგონია რომ ინტერვიუ აუცილებელია ყბელასთვის ცდები. მაგალითად დედაჩემი არის რუსეთის მოქალაქე. რუსეთის მოქალაქეებს აქვს გამარტიბებული წესი ვიზის მიღების. პირველად როცა მიდიან ამერიკაში მხოლოდ მაშინ აქვთ ინტერვიუ. განმეორებით როცა იღრბ ამერიკის ვიზას იმყერვიუ არ ჭირდება რუსეთის მოქალაქეს. უგზავნი ანკეტას პასპორტთან ერთად და ფოსტით მოგდის ვიზიანი პასპორტი.

ანუ პრაქტიკა აჩვენებს რომ სულაც არაა საჭირო ინტევიუ ზოგ შემთხვევაში. საქართბელოში კი არის აუცილებელი პირობა. ეს იმიტომ რომ ხშირია ცდომილება ანკეტაში მომავემებს და რეალობას შორის. ინტერვიუს აზრი არის ეს ზუსტად რომ გადაამოწმონ.

ხოდა ამ გადამოწმების პროვესში თურმე გამართული და გააზრებული პასუხი რომ გასცე კითხვას ეს ყოფილა მიუღებელი ამის თქმა გინდა?

ანუ მე 2 შბილით სად მივდიოდი, როდის, რითი, ან მქონდა ამის ფული თუ არა აზრზე რომ არ ბყოფილიყავი ეს შენ სწორად მიგაჩნია?

QUOTE
ცდები.
არანაირი უკანონობა არაა, რომ გამოითხოვოს ინფორმაცია.
შენ როცა ავსებ აპლიკაციას და ამბობ რომ ხელფასი გაქვს ამდენი და ამდენი, უფლებასაც აძლევს რომ გადაამოწმოს, ბანკი იქნება თუ შემოსავლების სამსახური.



საიდან ეს არასწორი დასკვნები? დამიკოპირე გთხოვ რომელ ნორმარიულ აქტში ან ინსტრუქციაში აქვს საქართველოს უწყებებს გასცენ ეს ინფორმაცია მოსამართლის სანქციის გარეშე. მე როგორც იცი 14 წელი შსს ვიმუშავე. სადაც იმფორმაციის გამოთხოვნა ყოველდღიური საქმიანობა არის გამომძიებლების. მათ ამის გაკეთება მხოლოდ მოსამართლის დასკბნის საფუძველზე შეუძლიათ.

ქონების და ხელფასის გამოთხოვა შეგიძლია საჯარო რეესტრიდან მხოლოდ საჯარო პირებზე საქართველოში.

QUOTE
როცა აპლიკაციაში ავსებ ნასამართლევი ხარ თუ არა, უფლება აქვს გადაამოწმოს.


QUOTE
მანდ კიდევ არის ერთი ველი, მგონი ესე წერია, ტერორისტი ხო არ გყავს ვინმე ან კავშირი ხო არ გქონიაო
შენი აზრით იმიტომ არის ეგ ველი რომ იმედი აქვთ ვინმე პატიოსნად ეტყვის ბიძაშვილი წავიდა აისისშიო?


მსგავსი ველები ბევრ სახელმწიფო ანკეტებშია ეს სტანდარტული პროცედურაა და ბიუროკრატიაა.
მაგ ველში გინდა კი მიუთითე გინდა არა მაინც ამოწმებენ ტერორისტულ ბაზებში. ვიმაიდან ეს უსაფრთხოების ელემენტარული ნაბიჯია.

QUOTE
სადაზღვევოსაც შეუძლია მაგის გადამოწმება
განაცხადზე ხელმოწერით, შენ აძლევ უფლებას რომ გადაამოწმონ იმ ინფორმაციის სისწორე, რასაც შენვე აწვდი.


არ ხარ მართალი.
მოდი ეს ექსპერიმენტის სახით დაგიმტკიცო.
Ვემი სახელია დავით ყურაშვილი. დაბადებული 1981 წელს ქალაქ ლენინგრადში/ სანქტ პეტერბურგი. ხომ მუშაობ სადაზღბეოში. აბა ერთი მოიძიე ინფორმაცია ჩემი ფინანსების, უძრავი ქონების და ნასამართლეობის შესახებ და დადე აქ რის სრულ უფლებას გაძლევ. თუ ვერ დამიდებ ესეიგი არ ქონია ამის უფლება და მე ვარ მართალი. თუ შეძლებ მაშინ შენ ხარ მართალი.
ანუ ფორუმის წესები რომ არ მოიმიზეზო თუ გინდა ნუ პირად დეტალები არ დადუ და ზოგადად დამიწერე.
1. რამდენ ერთეულ უძრავ თუ მოძრავ ქონებას ვფლობ.
2. ვარ თუ არა მე ნასამართლევი სისხლის თუ ადმინისტრაციული სამართლით.
3. რამდენი მაქვს დანაზოგი. ან რომელ ბანკში.

მე კი ვიცი წინასწარ შსს თუ საჯარო რეესტრი თუ ბანკი რასაც გეტყვის მაგრამ სხვამაც რომ გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ ეგეც კარგი იქნება რომ მსგავსი ინფორმაცია საჯარო არ არის ყბელასთვის.

აბა გელოდები.

QUOTE
და ამ ყველაფრის მერე გააცურე საკონსულოს ოფიცერი და დარჩი ამერიკაში ხო?


არ გამივურებია. ეს მარშრუტი მოვიარეთ ზესტად რომ Ვამოვედით. დაჟე 6 წლის მანძილზე არაერთხელ მე რომ მკითხო )))

QUOTE
ფაქტი ესაა.
სიმართლე ჭრის.
თუ მართლა სიმართლეს ამბობ...


გეთანხმები სიმართლე ყიველთვის უფრო ბუნებრივად ჟღერს საუბრიდან ვიდრე ტყუილი.
მაგრამ რატომ არ გინდა გაიგო ის სიმართლე რომ ტურისტების უდიდესი უმრავლესობა აზრზეა სად მიდიან, როდის მიდიან, რამდენი ხნით მიდიან და რა უჯდებათ ეს წასვლა.

შენ რამდენი ევროპელი იცი ვინც საქართველოში ჩამოდის ისე რომ აზრზე არაა სად დარᲕეს, რა ნახოს და ამის ფული აქვს თუ არა. რა ელემენტარულ რამეებზე ვმსჯელობთ მე ის მიკვირს პირიქით. ეს მხოლოთ იმაზე მიმითითებს რომ ამ ფორუმის მონაწილეებს ძაან მწირი ტურისტული გამოვდილება აქვთ. თორე ვინც კი ერთხელ წასულა დაუგეგმავად და არ ცოდნით და ცხვირი წაიმტვრია პრობლემებზე ამას მეორედ არ იზავს. ვინაიდან ტურისტულ მოგზაურობამ სიამოვნება უნდა მოგიტანოს და არა პრობლემა რომ ჩახვალ ნიუ ორკში ახალ წელს და მთელ დღეს გაატარებ და დაკარგავ მხოლოდ იმის გარკვევაში რომ არცერთ სასტუმროს ადგილი არ აქვს, ან თუ აქვს მხოლოდ ყბელაზე ძვირი და იძულებული ხარ ბავშვებით რომ გარეთ არ დარჩე ორმაგი გადაიხადო. ამას მეორედ არცერთი სულელი არ იზამს. არც პრიველად უმდა ქნა მე რომ მკითხო დღევანდელი ინფორმაციის მოპოვების ხანაში. 80 იანებში მესმის ჩემს მშობლებს რომ უწევდათ ბრონი ტელეფონით სადმე მხოლოდ იმიტომ რომ ინეტი არ არსებობდა. მაგრამ ეხლა ასე ბეცივუთ სიარული რომ არაფრის აზრზე არ ხარ არ არც სად გინდა და ეს რა დაგიჯდება და აქვთ თუ არა ადგილი რომ დაგაბინაონ 21 საუკუნეში ვერც წარმკმიდგენია.

Posted by: .DG. 6 Jan 2021, 21:18
dimentius
QUOTE
ზოგადად დამიწერე.
1. რამდენ ერთეულ უძრავ თუ მოძრავ ქონებას ვფლობ.

ეგ საჯარო ინფორმაციაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
სხვა დანარჩენი კიბატონო, ძნელი მოსაპოვებელია

Posted by: ტანკე 6 Jan 2021, 22:49
კალიფორნიამ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი შემოიღო.
დდშვც


Posted by: .DG. 7 Jan 2021, 00:24
ვაშინგტონისკენ ვინ ხართ? რა ხდება მანდ? არიქა, ჩაი გადამალეთ!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Harry Potter 7 Jan 2021, 09:06
ტანკე
აქეთ ხარ შენ? აქეთ, აი მინ ამერიკებში :დ

Posted by: Frankens†ein 7 Jan 2021, 09:44
QUOTE (ტანკე @ 6 Jan 2021, 22:49 )
კალიფორნიამ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი შემოიღო.
დდშვც

sad.gif წყარო დალინკე თუ არ შეწუხდები.

ეს დაიგუგლა, ამას თუ გულისხმობ

L.A. County has long suggested that residents quarantine for 10-14 days, after traveling. But now they've made it official.

On Dec. 30, the county public health department issued a mandatory directive ordering anyone traveling from ourside the Southern California region to self-quarantine for 10 days.

This includes travel by air, bus or rail, in addition to "intermingling with non-household members."

The Southern California Region includes the following counties: Imperial, Inyo, Los Angeles, Mono, Orange, Riverside, San Bernardino, San Diego, San Luis Obispo, Santa Barbara, and Ventura.

სამხრეთ კალიფორნიაშიო.
სან ფრანცისკოში ჩახვალ და იქიდან ელეიში, თუ მანდ მიდიხარ...

ჩამივარდა კოვზი ნაცარში sad.gif

San Francisco also issued a travel quarantine order, which requires anyone who in the 10 days before arriving in San Francisco spent any time outside of the 10 Bay Area counties (San Francisco, San Mateo, Santa Clara, Alameda, Contra Costa, Solano, Sonoma, Napa, Marin, and Santa Cruz) to quarantine for 10 days, including residents. Similar to Santa Clara, San Francisco exempts healthcare professionals, employees of essential infrastructure who are traveling for work, or employees of an essential business who must return to work due to a lack of staffing.

Posted by: paranoidis_dzma 7 Jan 2021, 12:53
კაი ერთი წელი მგონი არ ჩამოისვლება მაქეთ :|

Posted by: Harley Davidson 7 Jan 2021, 15:54
paranoidis_dzma
რისთვისაც ჩავდიოდით, მაგისთვის ალბათ მართლა არ ჩამოისვლება..


ნიუ იორკისკენ მივფრინავ, დავწერ მერე რა სიტუაციაა საზღვარზე, თვითიზოლაციის წესებზე და ა.შ

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 7 Jan 2021, 16:35
პრაატიკულად არაოფიციალური სამოქალაქო ომია შტატებში smile.gif)
ნებისმიერ დროს შესაძლოა ძალიან არასტაბილური გახდეს სიტუაცია

Posted by: ikandro 7 Jan 2021, 18:03
QUOTE (dimentius @ 2 Jan 2021, 04:51 )
გილოცავთ ახალ წელს.
დაესწარით მრავალს


ikandro
QUOTE
შენ ესე თუ ინერვიულე ყოველ დავარდნაზე პენსია რად გინდა თუ ნერვებიგ აგიფუჭდა?


გამოჩნდი უფულო მილიონერო ))))
რა ვქნათ აბა ვის დაუთვალოᲓ და ვის ვაშოვინოთ თან ისე რომ ჩბენ თვითონ არ გვქონდეს))))
სერიოზულად რაც შეეხება 1 კრიზისი იყო ჩემი და ამიტომ თორემ ეხლა უკვე მკიდია არც ვამოწმებ. კვირაში ერთხელ დავხედავ ხოლმე და ეგაა.

QUOTE
ამიტომ კიდევ გეუბნები გადადი კრიპტოზე და 20 მეტს დააგროვეგ მაგ თანხით შენ კიდევ საპენსიოო )))))))


კრიპტო უნდა დაამტკიცოს ჯერ რომ რაიმე ღირებულება აქვს, გარდა ჭორებს აყოლიებული ვითომ ღირებულების მქონე ვალუტა.
კრიპტოს რაიმე პრაქტიკული გამოყენება რომ ქონდეს კიდევ მესმის. თან კრიპტო იმის ანალოგიურად დაეცა რაც მარკეტი კრიზის დროს. და იმდენივე მოიმატა რაც მარკეტმა. ყოველდღიური ვაჭარი მე არ ვარ რომ ვდიო. არც შენ ხარ უბრალოდ აქ არეკლამებ. რომ ქონდეს მთელი შენი დანაზოგი კრიპტოში კიდევ მესმის რომ გჯერა. თუ არ გაქვს კიდე დაბანდებული აბა აქ რატომ ცდილობ ვინმე წამოიკიდო?

სხვათაშორის ეხლა კრიპტოს გაუჩნდა რეალური გამოყენების საშუალება. აბა მითხარი თუ ასე კარგად ერკვევი მაგ მარკეტში. მრავალ მილიარდიან ინდუსტრიას შეუძლია ჩაეჭიდონ რომ ყიველდღიურ ბრუნვაში იყოს როგორც რეალური ვალუტა და არა ბუტაფორია როგორც ეხლა არის. აბა მითხარი რა შანსზე ვსაუბრობ?

QUOTE
რატო უნდა ვანდო ჩემი თანხა ამ კრიზისში რაღაც ფონდს რომელიც შეიძლება ხვალ ან ზეგ გაკოტრდეს


ლოლ. მოკლედ ეს თეორეტიკოსები მაგრაბი ხართ. შეხება არ გაქვთ საერთოდ მაგრამ მაინც უნდა მიუთითოთ სხვამ თავისი დანაზოგი სად უნდა წაიღოს. დაივიწყე ეს ქართული მიდგომა გახდი თანამედროვე კაპიტალისტი ))) თორემ საქართველოში რომ ყველა ბიძინას ფულებს რომ ითვლის და აგინებს არასწორედ ხარჯავსო ))) ამათ პონტში ხარ ))))

ეხლა სერიიზულად.
მე რაც ფონდები მაქვს მაქ აქვს სტაბილური შემოსავლის 50-80 წლიანი ისტორია. რკმლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კრიპტო უნდა დაამტკიცოს რომ აქვს მომავალი. ჯერჯერობით მხოლოდ თეორიაა არანაირი პრაქტიკული ყოველდღიური გამოყენების გარეშე.

ამერიკას მაგალითად კრიპტოს მიმართ ვალუტის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული commodity სტატუსი აქვს. ანუ "ნივთი/საგანი".

თეორიას პრაქტიკა ჯობია. დადე აბა შენი კრიპტოს ოდენობა. თუ რიᲒი დაიწყე და როგორი ზრდის დინამიკა გაქვს. თორემ ეს თეორია სულ არაა სასარგებლო.

ადრეც ვთქვი და გეტყვი რო არ მაქვს კრიპტო გავყიდე და დაბალი ბიუჯეტით ვაჭრობა არის ნერვების კვლა. გამოვცადე ეგ უკვე.

მოვა დრო და დავჯდები და მექნება სტაბილური შემოსავალი. ეხლა სხვა ბიზნესით ვარ დაკავებული wink.gif

მე გითხარი ადრე რო არის მარტივი საშუალება ფულის შონვის თქო და შენ მაგივრად ცოტა დანაზოგს კრიპტოში გავუშვებდი თქო.
არ დამითვლია რატო გაქვს საიდან და რამდენი უბრალოდ ჩემი აზრი იყოო და ფორუმია აქ თუ არ დავწერეთ აზრი თუნდაც სულელური ფორუმი აღარ იქნება. თორე შენ რო ნაფიქრი გაქვს და 100 ჯერ გაზომილი რას აკეთებ მაგაში ეჭვი მე არ მეპარება.

კრიპტო რო სიაფანტია ეგ მეც ვიცი და ეხლა მიტომ მიფრინავს არავინ არ ყიდულობს ვინც 20კ იყიდა 2018 მაგათმა ალბათ გაყიდეს იგივე კურსით და მერე ნაკლებად იყიდა ვინმე და მიფრინავს 100კ შეიძლება ავიდეს.

მასკის თემას თუ ამბობ ეგ ვიცი სხვა არც წამიკითხავს და მოვა დრო და ჩავუჯდები smile.gif

ამერიკელები ამბობენ ბითზე "ნო სენს" და ეგრეც არის )

Posted by: SNYPI 7 Jan 2021, 19:53
QUOTE (Frankens†ein @ 6 Jan 2021, 09:37 )
QUOTE (SNYPI @ 6 Jan 2021, 00:39 )
Frankens†ein
QUOTE
მიზეზი კაია, მაგრამ ერთი 10,000$ გინდა ცალკე გადაკეცილი მაგისთვის.
ოღონდ გასაუბრებაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე რო დადებ ანგარიშზე ნასესხებ ფულს, ამონაწერეს ავირებ ბანკიდან და დაგიბრუნებო, მაგას არ ჭამენ წესით...
გაასწორებდა Burning Man, იმედია ოდესმე დავესწრები....

მაგ პრასვეტი რო დავდო ეგ 10კ$ რამდენიმე თვე მაინც და მიუნდა მაგით ვცადო, ჯერ მაინც გრინ კარტის პასუხს ველდოები და მერე შევალ საელჩოში თუ რამეა..


სამუშაო ვიზები არ კეთდება ხო ალბათ?

დამსაქმებელი უნდა ამერიკაში?

ტურისტულ ვიზებზე გასაუბრებები შეჩერებული აქვს საკონსულოს, მარტიდან...

სამუშაო ვიზები როგორ არ კეთდება, მაგრამ რამე განსაკუთრებული პროფესია უნდა გქონდეს.

დამსაქმებელსაც გააჩნია.
შინაურს რო ქონდეს კომპანია და მენეჯერად ვაწყებინებ მუშაობასო, მაგაზე არავინ მოგცემს სამუშაო ვიზას...

მარკ აპერი ვარ, ფრონტ ენდ დეველოპერზეც ვსწავლობ

არ არის რაიმე ვარიანტი სადმე კომპანიები მოვძებნოამერიკული და გავჩითო დამსაქმებელი ?

არის რამე ვარიანტები?

Posted by: ტანკე 7 Jan 2021, 20:17
Harry Potter
იდეაში სამ დღეში ჩამოვდივარ, თუ ჩამოვაღწიე. 1 წელი (უფრო ორი) ლოს ანჯელესში ვიქნები და მერე ქარი საითაც გადამაგდებს smile.gif
ყველაზე ცუდი დრო შემირჩია განგებამ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. 6 თვით ისედაც გადავდე წასვლა კორონას გამო და ახლა რომ არ ჩავიდე, ყველაფერი გამიფუჭდება.


Frankens†ein
სოკალში, მარა ბეი არეაში ბევრად მანამდე იყო კარანტინი.
რამხელა ხარჯში გადამაგდეს. 10 დღით გადავჯავშნე სასტუმრო და ცხვირი ვერ უნდა გავყო გარეთ, ინსტაკარტით უნდა შევუკვეთო საჭმელი, ამაზონით იქაური სიმკარტა და ასე. თან ნომრებში ვაიფაი ყველგან არაა და უსეთი ნომერი ავიღე, ვაიფაი რომ ჰქონდეს, რადგან რაღაც საქმეები მაქვს დარჩენილი თბილისში 2 კვირა და იქ ღამით მომიწევს თენება (12 საათია სხვაობა). ბანკის ანგარიშსაც ვერ გავხსნი ეს 10 დღე და ვერც ბინის ძებნას დავიწყებ. კარანტინში უნდა ვეგდო. ცოტაც და გადავიფიქრებ წასვლას biggrin.gif
შენ კი ამბობ, გეგმა არ გჭირდებაო smile.gif
ისე, შენ თუ გაზაფზულზე მიდიხარ, მანამდე შეიძლება მოხსნან კარანტინი. ვაქცინაცია დაწყებულია და სექტემბრისთვის ელოდებიან ნორმალიზებას.
პ.ს. ტრამპი რას შვება? საომარი ხომ არ გამოაცხადა? სმს არ მომსვლია თურქიშისგან ფრენის გაუქმებაზე მეხუთეჯერ და ესე იგი არა, ხომ?
ვნახოთ, თუ ჩავაღწიე. თან ფეხი უკან მრჩება. პროსტა, სხვა გზა არ მაქვს.
* * *
მარტო კარანტინზეც არაა. სასტუმროები არ მოგაქირავებენ ახლა ტურისტს (non-essential travel)

Posted by: Frankens†ein 7 Jan 2021, 22:13
ტანკე
ვიკითხე წეღან და სან ფრანცისკოშიც არის ათდღიანი კარანტინი, მაგრამ არავინ გამოწმებს და გიშვებენ ეგრევე.

თებერვალში ვაპირებდი, მაგრამ ბაიდენი რო მოვა, მეორე დღეს არ ჩაკეტოს ამერიკა ან შეზღუდვები დააწესოს და 19 იანვარს ვფიქრობ წასვლას smile.gif

Posted by: webdesigner93 7 Jan 2021, 22:32
აშშ ვიზაზე საუბრობდით და Frankens†ein-ის გამოცდილებას აკრიტიკებდით , არადა მეც ეგრე ავიღე ვიზა. უბრალოდ შევედი საელჩოში , ყველანაირი გეგმის გარეშე. მეთქი ან ზამთარში წავალ , იმიტომ რომ როგორც წესი მაგ დროს ვიღებ ხოლმე ხანგრძლივ შვებულებას , ან შეიძლება გაზაფხულზე წავიდე , უბრალოდ უფრო მცირე დროით , ჯერ არ ვიცი თქო , ზაფხული იყო როცა ვიზიტი მქონდა ჩანიშნული. არც მე არ დამირღვევია , ვცხოვრობ საქართველოში , ვიყავი ნამდვილად ტურისტად , დარჩენის განზრახვების გარეშე biggrin.gif

Posted by: ტანკე 7 Jan 2021, 22:32
Frankens†ein
QUOTE
ვიკითხე წეღან და სან ფრანცისკოშიც არის ათდღიანი კარანტინი, მაგრამ არავინ გამოწმებს და გიშვებენ ეგრევე.

10 დღიანი ბრონი უნდა აჩვენო აეროპორტში. სასტუმრომ შეიძლება ჩაგიშვას, გარეთ თუ გახვედი ეს 10 დღე. ამერიკაში მოსული პონტია ეგეთები. გიღირს რისკად?
შენი სახლი რომ გქონდეს, კარანტინს დაარვევდი,კი,მაგრამ სასტუმრო გაკონტროლებს მაინც და რავი. მათ ნამუსზეა შენი ბედი smile.gif
* * *
webdesigner93
უმეტესობა გეგმის გარეშე შედის და ყველას უარს არ ეუბნებიან, რასაკვირველია,მაგრამ პროცენტულად მეტი უარი სწორედ დაუგეგმავებზე მოდის

Posted by: Frankens†ein 7 Jan 2021, 23:22
ტანკე
სტუმრად მივდივარ.
თუ რამეა ცალკე სახლიც აქვთ და ვიტყვი სახლში ვრჩები-მეთქი.

Posted by: paranoidis_dzma 7 Jan 2021, 23:44
ტანკე
www.bungalow.com ნახე, აქვთ რაღაცეები, ონლაინ ტურებსაც სთავაზობენ, რუმმეითების ვარიანტში. არ ვიცი შენ სოუშელთან და კრედიტ ისტორიასთან როგორ ხარ, მაგრამ აპლიკაცია ონლაინ ივსება.

ბანკის ანგარისშაც გახსნი ონლაინ, რა თქმა უნდა თუ მისამართი გაქვს.
ტელეფონის ნომერი/სიმ ბარათი მოიკითხე სასტუმროს რესეფშენზე, შეიძლება ქონდეთ რაიმე ბარათები, თუ არადა აეროპორტში შანსი არაა არ იყოს. rite aid/walgreens/CVS ებსაც ექნებათ. არამგონია მანდ ეგრე გამოწმებდნენ კარანტინზე, როგორც ჩვენთანაა.


Posted by: ტანკე 7 Jan 2021, 23:55
paranoidis_dzma
მანდ 900 დოლარიდან იწყება. ძვირია. აირბნბ-ც ძვირია. კრეიგსლისტი ყველაზე ნაღდია. ზამთარში ელეიში შეიძლება პრივატული ოთახისა და პრივატილი სააბაზანოს აგდება 500 დოლარადაც უტილიტებიანად. თან ბევრი ვარიანტია, ნიუ იორკზე უფრო დიდია ელეი.
კრედიტისტორია არ მაქვს, მაგრამ წინასწარ გადავუხდიდი რამდენიმე თვეს ერთად და არა მგონია, კრედიტს გამოეკიდონ. მთავარია, ეს კარანტინი დავძლიო. სად ამეკიდა...
LAX-ში არ ყიდიან სიმებს, ზუსტად ვიცი
* * *
Frankens†ein
შენ გაარკვიე, ტურისტებს უშვებენ თუ არა ევროპიდან. მე როგირც ვიცი, არ უშვებენ

Posted by: gvelis_wiwila 8 Jan 2021, 07:48
კაი ხალხს სიცოცხლე.

ეს უსაში და რუმმეითებში გამობრძმედილი კაცი ოსტინში ვერ ვნახულობ ვერაფერს, ფბ გრუპები ძალიან სლაბად არის არადა 1 კვირაში იქ უნდა ვიყო და ბინა მინდა

რამე ხოდი გაქვთ? რამე კარგი ჯიფსი ჰაუზინგ ფბ გრუპა მოგეძევებათ?

Posted by: Frankens†ein 8 Jan 2021, 11:03
ტანკე
QUOTE
შენ გაარკვიე, ტურისტებს უშვებენ თუ არა ევროპიდან. მე როგირც ვიცი, არ უშვებენ

გვიანია უკვე smile.gif
ვიყიდე ბილეთი smile.gif
იმედია შემიშვებენ smile.gif
ტურისტი შენგენიდან არ ვარ თან smile.gif
შენგენზეა აკრძალვა.
საქართველოზე და დოჰაზე არაფერი წერია.
და ტურისტადაც არ მივდივარ, რა მინდა ამ გაგანია პანდემიისას ტურისტად biggrin.gif
შვილი ცხოვრობს სან ფრანცისკოში, აშშ-ის მოქალაქე და უნდა მოვინახულო.
თუ არ შემიშვეს, დავპოსტავ smile.gif
ტერმინალი როა ფილმი, მასე ვიცხოვრებ biggrin.gif
19 იანვრის ფრენაზე ავიღე ბილეთი, ჯო რო აღსაყდრდება პრეზიდენტად, უეჭველი გაამკაცრებს შეზღუდვებს smile.gif
ჩავასწრო biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2021, 13:01
Frankens†ein
ეგ უახლესი რეისია ყატარის, მერე მოყევი როგორი იქნება. A350 ით დაფრინავს. ულამაზესი თვითმფრინავია.
* * *
gvelis_wiwila
ბუნგალოს აქვს ორი ოთახი ოსტინში, ნახე აბა: https://bungalow.com/rooms-for-rent/austin

ქრეიგსლისთზე არ არის?

Posted by: Frankens†ein 8 Jan 2021, 14:44
QUOTE (paranoidis_dzma @ 8 Jan 2021, 13:01 )
Frankens†ein
ეგ უახლესი რეისია ყატარის, მერე მოყევი როგორი იქნება. A350 ით დაფრინავს. ულამაზესი თვითმფრინავია.

ხო, ეხლა დეკემბერში დაამატეს დოჰა-სან ფრანცისკო პირდაპირი.

შარშანაც ყატარით ვიყავი და მოდელი არ მახსოვს, მაგრამ ლუფტჰანზას ეარბასს ჯობდა...

ოღონდ შარშან თბილისი-დოჰა-ბოსტონი-სან ფრანცისკო იყო და სახე ამეხა smile.gif
კიდე კაი უფასოა სასმელი ულიმიტოდ biggrin.gif
მესაზღვრესთან მთვრალი მივედი, მიკვირს რო შემიშვეს biggrin.gif


Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2021, 15:03
Frankens†ein
QUOTE
ბოსტონი-სან ფრანცისკო

ჯეტბლუ იქნებოდა, ეგეც კარგია.

ყატარას კარგი თვითმფრინავები ყავს.
ახლა პირბადით და სახის ჩამოსაფარებლით მოგიწევს ალაბათ მზგავრობა. 14 საათი რთული იქნება, მაგრამ სამაგიეროდ სან-ფრანცისკოში აღმოჩნდები. : )

Posted by: Frankens†ein 8 Jan 2021, 15:08
paranoidis_dzma
ხო, ბოსტონი-სან ფრანცისკო ჯეტბლუთი იყო და ფასიანი, მაგრამ ორი ჭიქა დავამატე და ის 7 საათიც არ გამიგია, ისე ჩავფრინდი smile.gif

ხო, ერთი იაღლიში მომივიდა მთვრალზე.
ბოსტონში გავიარე საზღვარი და ბარგი ავიღე და ახლიდან უნდა ჩამებარებინა სან ფრანცისკომდე და შემეშალა და ყატარი რო წავიკითხე, სხვას აღარაფერს მივაქციე ყურადღება და სხვა ტერმინალში შევაცურე ჩემოდანი smile.gif
რო ჩავფრინდი სფ-ში, მანდ ფავარკვიე და ორი დღის მერე ჩამოვიდა, სახლშიც მომიტანეს smile.gif

ჯეტბლუ კაია, მაგრამ ყველაზე მეტად Virgin Airlines მომეწონა, ვეგასში ვიყაფი სფ-დან.
სტიუარდესები ნაშურ ვიდზე, იასამნისფერი განათება... : D



QUOTE
ახლა პირბადით და სახის ჩამოსაფარებლით მოგიწევს ალაბათ მზგავრობა

პირბადე ვიცოდი და ეგ სახის ფარი დისკომფორტი იქნება...
თუმცა მართლა ღირს პირდაპირ სფ-ში ჩაფრენად.
შარშან ბოსტონი-სფ დავიტანჯე, ისეთი დაღლილი ვიყავი...
უკანა გზაზე დოჰა-თბილისის რეისზე მაქსიმუმ 20 მგზავრი ვიყავით და სამ სკამზე მეძინა smile.gif

Posted by: gvelis_wiwila 8 Jan 2021, 17:56
QUOTE
იმედია შემიშვებენ


უშვებენ ტურისტული ვიზით. 4 დღის წინ შეუშვეს უშუალოდ ჩემი ახლობელი.

QUOTE
ქრეიგსლისთზე არ არის?


ესეთი რამდენიმეთვიანი რენტალებისთვის კრეიგლისტს და რენტ საიტებს ვერიდები, უფრო ფბ გრუპები მუშაობს ხოლმე. მარა ვნახე მაინც მადლი

Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2021, 18:17
Frankens†ein
QUOTE
Virgin Airlines მომეწონა

სადღაა, შეიწოვა ალასკა ეარლაინსმა რამოდენიმე წლის წინ. sad.gif

gvelis_wiwila
AirBNB -ს აქვს მაშინ ეგრე ცოტა long stay ზე.

Posted by: Frankens†ein 8 Jan 2021, 21:03
QUOTE (gvelis_wiwila @ 8 Jan 2021, 17:56 )
QUOTE
იმედია შემიშვებენ


უშვებენ ტურისტული ვიზით. 4 დღის წინ შეუშვეს უშუალოდ ჩემი ახლობელი.


up.gif

Posted by: Harley Davidson 8 Jan 2021, 21:57
მოკლედ ხალხნო, ერთადერთი რაც არის გამკაცრებული ნიუ იოკრში შესვლაზე არის ბარგი და ჩურჩხელ-სულგუნები.
შესვლისას არ მოუთხოვიათ ქოვიდ-19-ის ტესტი. ფორმა შემავსებინეს, სადაც ჩავწერე მისამართი ტელეფონი და ა.შ, ავიარეისის ნომერი ადგილი და ა.შ
ეროვნული გვარდიის ხალხმა ჩაიბარა ეს ფორმა და რომ ვუთხარი ქოვიდის პასუხიც მაქვს, ტრაკში გაიკეთეო, არ გვიჭრდებაო ნუ მეთქი ოკ.

კალამი იქონიეთ ხალხნო smile.gif)) ვეფხისტყაოსანია შესავსები მაგის დედაც :დდ

paranoidis_dzma
QUOTE
ახლა პირბადით და სახის ჩამოსაფარებლით მოგიწევს ალაბათ მზგავრობა

მხოლოდ პირბადე, ოღონდ ე.წ ქირურგიული, არანაირი ნაჭრის.
თვითმფრინავში შახმატურად არის ხალხი განლაგებული smile.gif) მოკლედ ხელ-ფეხს გაშლი და "დაჟე" წამოწვები

Posted by: SiBNELE 8 Jan 2021, 21:58
Harley Davidson
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, რამფერ ხარ?

Posted by: Frankens†ein 8 Jan 2021, 22:04
Harley Davidson
QUOTE
მხოლოდ პირბადე, ოღონდ ე.წ ქირურგიული, არანაირი ნაჭრის.
თვითმფრინავში შახმატურად არის ხალხი განლაგებული ) მოკლედ ხელ-ფეხს გაშლი და "დაჟე" წამოწვები

up.gif

Posted by: Harley Davidson 8 Jan 2021, 22:11
SiBNELE
QUOTE
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, რამფერ ხარ?

გაიხარე სერ, მადლობა smile.gif არამიშავს, საშინელი ჯეტლაგი მაქვს და თავი სკდება, თან დილიდან საქმეებს შევუვარდი და ვარ ასე გაწამაწია smile.gif)
შენ რას შვრები?
ეს რა ზომიერი სიცივე დამახვედრეთ ნიუ იორკში, რა უბედურებაა რა არის :დდდ
თვის ბოლოს სიეტლი მიწევს და აი მანდ არ ვიცი, მომეყინება თუ არა ყველაფერი :დ

Posted by: ვიღაცაგადარეული 9 Jan 2021, 03:54
ფბ მარკეტიდანაც იხოდება ბინები ძმებს შემოვევლე
yes.gif

თუ იყო უკვე

Posted by: Lady_Bird 9 Jan 2021, 08:41
Harley Davidson
თვითმფრინავში გაძლევენ ფორმას შესავსებად?

Posted by: All*eyes*on*me 9 Jan 2021, 11:30
კალიფორნიაში რა კარანტინია? ანუ ფლორიდიდან რო ჩავალ ეხლა უკან 10 დღე არ გამომიშვებენ ?

სუ დაკეტონ ბარემ რა მო....ს ტვინი
აბა აქ სუ დაიკიდეს კორონაა ))
გადატენილია ბარები
user posted image
ბიჩზე ძლივს ატარა ბავშვმა ეს სათამაშო იმდენი ხალხი იყო))
user posted image

Posted by: Lady_Bird 9 Jan 2021, 12:31
შეგიძლიათ მოკლედ რამდენადაც შესაძლებელია მობილურ ოპერატორებზე და ტარიფებზე მომაწოდოთ ინფორმაცია. ? თქვენი გამოცდილებიდან

Posted by: Harley Davidson 10 Jan 2021, 00:25
Lady_Bird
QUOTE
თვითმფრინავში გაძლევენ ფორმას შესავსებად?

კი, მაგრამ აქ როგორც დაწერეს ჯობია ონლაინში შეივსოს. მე არ ვიცოდი...

Posted by: Frankens†ein 10 Jan 2021, 13:50
Harley Davidson
რა ფორმაა, თვითმფრინავში რო გაძლევენ, ქეში რამდენი გაქვს და რა მისამართზე ჩერდები, ეგ რო ივსება?
QUOTE
ერთადერთი რაც არის გამკაცრებული ნიუ იოკრში შესვლაზე არის ბარგი და ჩურჩხელ-სულგუნები.

ჩურჩხელები მიმაქვს და იმედია არ გაბურღავენ ტვინს, ერთ ჩასვლაზე მკითხეს რა არისო, ხორცი ან რძის ნაწარმი ხო არააო და არა მეთქი და გადაუმოწმებლად შემიშვეს.
1-2 ბოთლი ქართული ღვინო და ჩურჩხელები უნდა წავიღო და იმედია არ გაახურებენ... და ჩაი smile.gif
სან ფრანცისკო ძაან ფეხებზემკიდია საზღვარია და მეეჭვება გაატრაკონ.
იმ 10 დღიან კარანტინზეც როგორც გავიგე არავინ გთხოვს რამე ჯავშანს ან გამოწმებს მერე, რეკომენდაციის სახე აქვსო.

ბაიდენი რო მოვა, გაამკაცრებს უეჭველი.
მაგის გამო გადმოვწიე და 19-ში მივფრინავ smile.gif
ეგ ისეთი ტიპია, 20-ში რო ინაუგურაცია აქვს, შეიძლება 21-შივე შემოიღოს შეზღუდვები.

ტესტსაც არავინ ითხოვს, მაგრამ ავიღებ მაინც.
სწრაფ ტესტს, ინგლისურადაც გაძლევენ პასუხს.
PCR ტესტის ე.წ. კოვიდპასპორტის აღებას აზრი არ აქვს.
19-ში 02:00-ზეა ფრენა და 17-ში უნდა გავიკეთო, პასუხი რო მოესწროს და იდეაში 24 საათით ადრე უნდა იყოს ტესტი გაკეთებული.
თან არც ითხოვენ.

კიდე რა მაინტერესებს, თვითმფრინავში ჭადრაკულად იყავით?
1 თვის წინ გაფრინდნენ ჩემები და გვერდზეც არავინ იჯდა და არც წინ და უკანო, რიგების ჭადრაკულად გამოტოვებით არის ადგილებიო.
16 საათიან ფრენაზე მისწრება იქნება.

QUOTE
ჯობია ონლაინში შეივსოს. მე არ ვიცოდი...

სად ივსება ეგ?

Posted by: tsimbireli 10 Jan 2021, 18:02
Frankens†ein
QUOTE
კიდე რა მაინტერესებს, თვითმფრინავში ჭადრაკულად იყავით?
1 თვის წინ გაფრინდნენ ჩემები და გვერდზეც არავინ იჯდა და არც წინ და უკანო, რიგების ჭადრაკულად გამოტოვებით არის ადგილებიო.
16 საათიან ფრენაზე მისწრება იქნება.


პარიზამდე ვიყავით ბევრნი, პარიზიდან დისიმდე კაბინაში სამნი ვიყავით მარტო ))

Posted by: Frankens†ein 10 Jan 2021, 18:13
tsimbireli
QUOTE
კაბინაში სამნი ვიყავით

ვერ მივხვდი, კაბინაში რას გულისხმობ.
ამხელა სივრცეში სამნი?

user posted image

Posted by: Lady_Bird 10 Jan 2021, 18:47
Frankens†ein
ნამდვილად იცი რომ PCR ტესტი საჭირო არ არის? სად შეიძლება გადამოწმდეს ეს ინფორმაცია?

Posted by: Frankens†ein 10 Jan 2021, 19:20
Lady_Bird
QUOTE
ნამდვილად იცი რომ PCR ტესტი საჭირო არ არის? სად შეიძლება გადამოწმდეს ეს ინფორმაცია?

მოთხოვნებში არ უწერიათ არსად.
სადღაც თვალი მოვკარი რომ მასაჩუსეტსს აქვს კანონი, იძულებითი კარანტინი, როგორც ჩვენთან იყო გაზაფხულზე.
კალიფორნიაზე არ წერია არაფერი.
ტურისტულ ვიზაზე არ ვიცი, მაგრამ იქაური მოქალაქეები ერთი თვის წინ ჩავიდნენ, ჩემები და არაფერი მოუთხოვიათ.,
10 დღე სახლში იყავითო, ეგეც ისე უთხრეს, რეკომენდაციის სახით, არავის გადაუმოწმებია.

Posted by: Harley Davidson 10 Jan 2021, 20:12
Frankens†ein
ჩურჩხელაზე და ორ ბოთლ ღვინოზე არაფერს გეტყვიან.
მე მატანდნენ აგროჰაბს და დავტოვე ყველაფერი სახლში :დ
საქმე იმაშია, რომ ნაკადი ძალიან მცირეა და შესაბამისად უფრო ყურადღებიანები არიან საზღვარზე.

ტესტზე მე წავიკითხე 72 სთ და შესაბამისად ჩავიტარე. ნეოლაბი გამოვიძახე, 150 ლარი დაჯდა. დილას აიღეს მეორე დილას მქონდა პასუხი. მეილზე მოდის...
თვითმფრინავში შახმატურად. დისტანციას იცავს მგონი ყველა ავიაკომპანია აირზენას გარდა. ამათი ფულის ხამი დდშვც.
ფორმა მე მომცეს აეროპორტში...სადღაც ვიღაცას ედო აქ ლინკი ონლაინში შესავსებად.
ნუ ყოველ შემთხვევაში კალამი გქონდეს თან smile.gif)

QUOTE
16 საათიან ფრენაზე მისწრება იქნება.

აუ ძაან ბევრია..
ერთადერთი რაც ეირ ფრანსში მომეწონა არის საათების ბალანსი რა..პარიზამდე 5 სთ და მერე 7 სთ ნიუ იორკამდე smile.gif)
უბრალოდ რენდომ ჩეკებით გამიტრაკეს, ორჯერ შემამოწმეს და სინჯები ამიღეს ხომ არ მქონია ასაფეთქებელ ნივთიერებებთან შეხება :დდ ამათ გამო წვერს ვერ გავიპარსავდი ეხა :დ კი მიხადეს მერე ბოდიშები, მუსიე თამაზ მუსიე თამაზ...
კაროჩე რა ###ებიც იყვნენ მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს, იგივე ###ებად დარჩნენ რა :დ

Posted by: Frankens†ein 10 Jan 2021, 21:03
Harley Davidson
biggrin.gif biggrin.gif
16 საათიანი ფრენა და პირდაპირ სან ფრანცისკო მომწონს მე.
მითუმეტეს ამ ჭადრაკულ წყობაზე, წავუძინებ კარგად სამ სკამზე biggrin.gif


ეხლა წავიკითხე სან ფრანცისკომ სავალდებულო კარანტინიო.

The California Department of Public Health has issued a travel advisory recommending that people self-quarantine for 14 days after arriving from another state or country.
San Francisco and Santa Clara counties have issued mandatory quarantines for any persons arriving to and staying in these counties

ვიზამ რამეს smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 10 Jan 2021, 22:03
აქ არის ყველა COVID მოთხოვნა: https://www.iatatravelcentre.com/world.php

Posted by: Harry Potter 11 Jan 2021, 06:28
ხალხო, ნერგების შემოტანის გამოცდილება რამდენად გაქვთ? :დ ან გსმენიათ? :დ რედიტზე ვკითხულობდი ადრე პირველი თაობის ემიგრანტების პოსტებს და ძაან ბევრს ეწერა მშობლები გვაიძულებენ ხოლმე რო ნერგები შემოვაპაროთო და მაგაზე მაშინ კი გამეცინა, მარა ახლა ალუჩა და ტყემალი მინდა დავრგო და რამდენადაა შემოტანა შესაძლებელი ხო არ იცით? :დ

Posted by: tsimbireli 11 Jan 2021, 07:00
Frankens†ein
QUOTE
ვერ მივხვდი, კაბინაში რას გულისხმობ.
ამხელა სივრცეში სამნი?



კი

Posted by: All*eyes*on*me 11 Jan 2021, 07:02
Harry Potter
ტყემალი კალიფორნიიდან შეგიძლია

საზღვარგარეთიდან მემგონი რთულია, not sure

Posted by: Harry Potter 11 Jan 2021, 07:07
All*eyes*on*me
იმინა ტყემალი ტყემალი? აი, კაი ახალ ტყემალს რო გავაკეთებ სეზონზე და ჩქაფულს რო ჩავუფენ ეგეთი? :დ იმინა აქ ხო ყველაფერი ტკბილია, ბლინ და ვერ ვიშოვე მჟავე ხილი :დ

Posted by: All*eyes*on*me 11 Jan 2021, 08:54
Harry Potter
კალიფორნიაში ხარობს ნანახი მაქვს ,აი წითელი ფერის როა, ერთ ქათველს ქონდა პატარა ნერგი ეზოში, სხვებსაც აქვთ ნათქვამი დეკორატიულ ხეებად ხმარობენ და უკვირდათ რომ ვკრიფავდითო
.
კონკრეტულად როგორ იყიდო ვერ გეტყვი, მაგრამ როარი ვიცი, არ დავინტერესებულვარ იმიტომ რომ აქ არ გაიხარებს სადაც მე ვარ.

Sour plum დაგუგლე

Posted by: Harry Potter 11 Jan 2021, 09:18
All*eyes*on*me

ალუჩა ვნახე, მარა იმინა ტყემალი ცოტა საეჭვოა რაც ამომიყარა. ნიჩიო, ალუჩის ტყემალს გავაკეთებ, ჯანდაბას. :დ


Posted by: Frankens†ein 11 Jan 2021, 09:46
Harry Potter
სან ფრანცისკოში მაქვს ნანახი იმენა ტყემალი ქუჩაში smile.gif

Posted by: Harry Potter 11 Jan 2021, 10:33
Frankens†ein
შემდეგზე რო ნახავ, ყლორტი ამაგლიჯე და გამომიგზავნე :დდდდ

Posted by: Frankens†ein 11 Jan 2021, 10:50
QUOTE (Harry Potter @ 11 Jan 2021, 10:33 )
Frankens†ein
შემდეგზე რო ნახავ, ყლორტი ამაგლიჯე და გამომიგზავნე :დდდდ

ერთ კვირაში მივდივარ და შეიძლება რამდენიმე თვე გავჩერდე..
ნაყოფი რო გამოსული ექნება, შემხვდება იმ დროს იმედია, თორემ მარტო ფოთოლზე ვერ ვცნობ biggrin.gif

Posted by: ტანკე 11 Jan 2021, 12:15
მოგესალმებით ელეიდან, კოვიდის მსოფლიო ეპიცენტრიდან. კარანტინიდან, მაგრამ ძაან ლაითადაა, როგორც ვატყობ.
ამერიკელებმა არც კი შემამოწმეს საზღვარზე. ღვინო და ჩურჩხელა უფრო ადარდებთ. ფეხზეც არ გამახდევინეს, მეტალოდეტექტორშიც არ გამატარეს. სულ გაგიჟდნენ. ჩამოვედი თვითმფრინავიდან, მესაზღვრეს გავესაუბრე და ეგრევე ბარგისკენ გავემართე. არ მაქვს შევსებული ეგ ონლაინ რაღაც-თქო და დაიკიდეო. სასტუმროში რომ მიხვალ, დღეს შეავსეო (სხვამ მითხრა). კაი-თქო.
პცრ ტესტი გავიკეთე ნეოლაბში, ინგლისურადაცაა და ნოტარიულად დამოწმებაც არ უნდა. 120 ლარი და ზუსტად 24 საათში პასუხი მზადაა (არანაირი 24-48). ძაან კმაყოფილი ვარ. ისე, არაფერში გამომადგა ეგ ტესტი. არც თურქებს დააინტერესათ და არც ამერიკელებს. თბილისში მკითხეს ზრდილობის გამო, ცომ გაკეთებული გაქვსო? არც მოუთხოვიათ დასტური.
თურქიშით პირველად ვიმგზავრე და პირველად მოვხვდი ისეთ ტურბულენტობაში, ლამის მონიტორი მოვგლიჯე წინ, უსე ვებღაუჭებოდი. ზოგმა კივილი დაიწყო, ზოგჯც უემოციოდ იყო. მე კი პულსი სამასზე ამი არდა. ეს პატარა ბოინგები აპასნია. ტრანსატლანტიკური გიგანტები ადვილად უმკლავდებიან ტურბულენტობას, მაგრამ თბილი-სტამბული სულ ექსტრიმია. 13 საათი დამჭირდა სტანბულიდან ელეიმდე. ყველაფერი იდეალურად იყო. ისე, თურქიშს კარგი პილოტები ჰყავთ. კარგად დასვეს ორივეჯერ. თან სტამბულში წარღვნა იყო დაჯდომისას. გავიყინე მთელი გზა და ორჯერ მოგვცეს ცივი დელივერი ერთი და იგივე უგემური ბურგერების სახით. მთელი 10 საათი დაგვაკეტინეს ფანჯრის ლიდები, შუქი გამორთეს და დავაი დაიძინეთო. უძილარი, მშიერი, მცივანი... გავწამდი. მარტო კი ვიჯექი სამიან მწკრივში. ზატო სტამბულის რეისზე იყო ზედახორა და თბილისის აეროპორტშიც უშველებელი რიგები. არანაირი ორმეტრიანი დისტანცია.
რაც შეეხება ელეის, შავკანიანებს, განსაკუთრებით მდედრებს, თავში აქვთ ავარდნილი. რამდენიმე წამით თვალს ვერ გაუსწორებ, რაღაც კომპლექსები აწუხებთ. დღეს ვიღაც მამა აფრიკა ამიშარდა მეტროში, შუა თითიც მაჩვენა მხოლოდ იმის გამო, რომ სამი წამით შევხედე (ნიღაბი არ ეკეთა და მიიპყრო ჩემი ყურადღება). მე სხვა სახეც შემიძლია მქონდესო და შუა თითი მაჩვენა. მერე რეპლიკებით ცდილობდა ჩემს პროვოცირებას, მაგრამ არ ავყევი. მინდოდა მეთქვა, შეიძლება ბევრი სახე გაქვს, მაგრამ სეიმ შით, დიფრენტ აუტფით-თქო, მაგრამ კომონ სენსს მოვუხმე და სადაც არ ჯობდა, გაცლა ჯობდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მამა აფრიკა მიშარდება არაფრის გამო. დამთხვევა ვერ იქნება. ამ ბლმ-მა საერთოდ თავში ააგდებინათ. ელეიდი კარგი ხალხიცაა და ეგეთი ლოუ ფერსონალითი ბოზანდარებიც.

Posted by: Frankens†ein 11 Jan 2021, 12:35
ტანკე
QUOTE
მესაზღვრეს გავესაუბრე და ეგრევე ბარგისკენ გავემართე. არ მაქვს შევსებული ეგ ონლაინ რაღაც-თქო და დაიკიდეო. სასტუმროში რომ მიხვალ, დღეს შეავსეო (სხვამ მითხრა). კაი-თქო.

სად ივსება ეგ?
ლინკი ხო არ იცი?
თუ არა და ფურცელს გაძლევენ თვითმფრინავში?

ტურისტული ვიზით არ ჩასულხარ მგონი ხო?
ნეტა თუ კითხულობენ, ამ გაგანია პანდემიის დროს რა გინდათ აქო smile.gif

QUOTE
პცრ ტესტი გავიკეთე ნეოლაბში, ინგლისურადაცაა და ნოტარიულად დამოწმებაც არ უნდა. 120 ლარი და ზუსტად 24 საათში პასუხი მზადაა (არანაირი 24-48). ძაან კმაყოფილი ვარ. ისე, არაფერში გამომადგა ეგ ტესტი. არც თურქებს დააინტერესათ და არც ამერიკელებს. თბილისში მკითხეს ზრდილობის გამო, ცომ გაკეთებული გაქვსო? არც მოუთხოვიათ დასტური.

სწრაფ ტესტს გავიკეთებ, მაგაზეც იძლევიან საბუთს ინგლისურად smile.gif
უფასოა თან smile.gif
თუ არ ითხოვენ, რატო გადავიხადო ტყუილად smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 11 Jan 2021, 12:35
Harry Potter
QUOTE
შემდეგზე რო ნახავ, ყლორტი ამაგლიჯე და გამომიგზავნე :დდდდ

შენში ქართველმა ემიგრანტმა გაიღვიძა მგონი. givi.gif


Posted by: ტანკე 11 Jan 2021, 16:02
Frankens†ein
გააჩნია აეროპორტს. ლაქსს თავისი ფორმა და ვებსაიტი აქვს. სხვა აეროპორტზე ვერაფერს გეტყვი.
თვითმფრინავში ორი ფურცელი მომცეს. ერთი ტრადიციული და მეორე ქოვიდთან დაკავშირებული. მესამე ინლაინ შევავსე. ანუ სულ 3-ია.
მე ჯიგარი ტიპი შემხვდა. ინგლისური სად ისწავლეო? რავი, არ მახსოვს - სკოლაში და ინტერნეტით-თქო. კარგად საუბრობო. მადლობა-თქო.
მეორე მესაზღვრეს კი ძლივს გავაგებინე, რომ ჯორჯი კი არა, ჯორჯია ერქვა ჩემს წილხვეფრს. რავი, ელეიში კაი ტიპები არიან მესაზღვრეები.
სწრაფი ტესტი 40 ლარი ღირს. ანტისხეულებზე ტესტს გულისხმობ? ეგ არაფერში გჭირდება. მე მაინტერესებდა, გადატანილი მქონდა თუ არა ქოვიდი.

Posted by: Frankens†ein 11 Jan 2021, 16:46
ტანკე
QUOTE
სწრაფი ტესტი 40 ლარი ღირს. ანტისხეულებზე ტესტს გულისხმობ? ეგ არაფერში გჭირდება. მე მაინტერესებდა, გადატანილი მქონდა თუ არა ქოვიდი.

ანტისხეულებზე ტესტი არის გადატანილი გაქვს თუ არა, შესაბამისად ორგანიზმში თუ გაქვს ანტისხეულები.
ეგ თუ გაქვს, ე.ი. აღარ შეგხვდება...
და ანტიგენზე ტესტი არის, რომელიც ადგენს ტესტის აღების მომენტში ხარ თუ არა დაინფიცირებული...
ორივე სწრაფია, 15-20 წუთშია პასუხი.

ანტისხეულებზე თუ უარყოფითი პასუხი მოგივიდა, ე.ი. არ გაქვს გადატანილი და არაფერს ნიშნავს ეგ ტესტი.
კოვიდი რო გქონდეს, ანტისხეულებზე უარყოფითი პასუხი მოდის, სანამ არ დაამარცხებ, მანამდე არაა ორგანიზმში საკმარისი ანტისხეულები.
და ანტიგენზე თუ უარყოფითი პასუხი გაქვს, იმას ნიშნავს რომ ტესტის გაკეთების მომენტში დაინფიცირებული არ იყავი.

მეც ორივეს გაკეთებას ვაპირებ.
ანტისხეულებზე ჩემ პონტში, იქნებ გამიმართლოს და გადატანილი მქონდეს, თუმცა მეეჭვება.
და ანტიგენზე იმისთვის რო თუ რამეა ვაჩვენო, ფრენის დღეს არ ვყოფილვარ დაინფიცირებული მეთქი...

QUOTE
თვითმფრინავში ორი ფურცელი მომცეს. ერთი ტრადიციული და მეორე ქოვიდთან დაკავშირებული. მესამე ინლაინ შევავსე. ანუ სულ 3-ია.

პირველი ტრადიციული ალბათ, სად ჩერდები, ქეში რამდენი გაქვს და ა.შ...
კოვიდზე გავერკვევი და ეგ მესამე რა არის, აქამდე არ ყოფილა?

QUOTE
ელეიში კაი ტიპები არიან მესაზღვრეები.

სფ-შიც.ორჯერ ვარ სფ-ში ჩასული და ერთადერთი კითხვა დამისვეს ორივეჯერ, ჩამოსვლის მიზეზიო და შვებულებას ვატარებ მეთქი და ეგრევე ექვსთვიანები...

რა მაინტერესებს კიდე, ესე ყველას 6 თვიანებს ურტყამენ თუ შეიძლება 1 თვიანი ან 3 თვიანიც ჩაარტყან...

Posted by: შარი10 11 Jan 2021, 18:04
ეს ანტისხეულებია ტუფტა, გადატანილი მქონდა და არ აღმომაჩნდა ეგენი
დედაჩემი ორჯერ დაავადდა კოვიდით

Posted by: Iron Butterfly 12 Jan 2021, 02:43
ტანკე
QUOTE
რაც შეეხება ელეის, შავკანიანებს, განსაკუთრებით მდედრებს, თავში აქვთ ავარდნილი. რამდენიმე წამით თვალს ვერ გაუსწორებ, რაღაც კომპლექსები აწუხებთ. დღეს ვიღაც მამა აფრიკა ამიშარდა მეტროში, შუა თითიც მაჩვენა მხოლოდ იმის გამო, რომ სამი წამით შევხედე (ნიღაბი არ ეკეთა და მიიპყრო ჩემი ყურადღება). მე სხვა სახეც შემიძლია მქონდესო და შუა თითი მაჩვენა. მერე რეპლიკებით ცდილობდა ჩემს პროვოცირებას, მაგრამ არ ავყევი. მინდოდა მეთქვა, შეიძლება ბევრი სახე გაქვს, მაგრამ სეიმ შით, დიფრენტ აუტფით-თქო, მაგრამ კომონ სენსს მოვუხმე და სადაც არ ჯობდა, გაცლა ჯობდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მამა აფრიკა მიშარდება არაფრის გამო. დამთხვევა ვერ იქნება. ამ ბლმ-მა საერთოდ თავში ააგდებინათ. ელეიდი კარგი ხალხიცაა და ეგეთი ლოუ ფერსონალითი ბოზანდარებიც.



ლოს ანჟელესი სავსეა უსახლკაროებით,გარეკილებით, განსაკუთრებით მეტროთი და საზ ტრანსპორტით ვინც გადაადგილდება დაბალი სოც ფენიდან არიან, ასე რომ ასე მსჯელობა მგონი არ იქნება სწორი.
მანქანა როცა გყავს არც ეგეთ ხალხს გადაეყრები smile.gif
უბანსაც გააჩნია სად ცხოვრობ, შავკანიანების უბანში ნამდვილად არ უნდა იცხოვრო თუ ნერვები მშვიდად გინდა გქონდეს. ანუ როგორც მივხვდი პირველად ჩამოხვედი?


აქვე ვიკითხავ, ვაქცინა რომ გავიკეთო და ამის საბუთი მქონდეს, საქართველოში ისევ კარანტინში ჯდომა მომიწევს თუ ვაქცინასთან ერთად ტესტის პასუხიც უნდათ საქატრთელოში.
თუ ჯერ არ აქვთ ეს ინფორმაცია,
იმედი მაქვს ცოტა ხანში დაიწყება ვაქცინაცია ჩვეულებრივი მოკვდავების არამოხუცების და არა მედ პერსონალის და ავიცრები
* * *
შარი10
QUOTE
დედაჩემი ორჯერ დაავადდა კოვიდით


პირველ შემთხვევაში ტესტი ჰქონდა გაკეთებული? და მეორე შემტხვევაშიც დადებითი იყო პასუხი?

Posted by: Harry Potter 12 Jan 2021, 04:52
All*eyes*on*me
შენ ფლიორიდაში ხარ, როგორ პროფილში გიწერია და გველების ამბავი როგორაა მანდ? :დ ცოტა ბოდიალს ვაპირებ ამ ქვეყანაში, დაფუძნება არ მინდა ჯერ არსად, ჰოდა, ასე 1-2 წელიწადში ცოტა ხნით ფლორიდაში ვაპირებ გადაბარგებას და ვაილდლაიფი მაშინებს :დ ჰოდა, როგორია მაგ მხრივ გამოცდილება? :დ ეზოში ბასილისკო ხო არ დამხვდება ან ტუალეტიდან პითონი ხო არ ამომიძვრება? :დ

Posted by: sandroEVO 12 Jan 2021, 05:43
Harry Potter
ჩემი 6 თვიანი ფლორიდაში ცხოვრებით გველი არ მინახავს, ხვლიკები კი ბატონო, ოთახში მყავდნენ მოჩვეულები, თავიდან მეშინოდა მაგრამ მერე მივხვდი რომ კბილები არ ქონდათ და ჩავუბრატდი.
მდინარეებში ალიგატორები ყველგანაა მარა აპასნი არ არისო როგორც მეუბნებოდნენ, მე პროსტა ვთევზაობდი საბანაოდ მაინც ვერიდებოდი.
იგუანები არიან კიდე ძალიან ბლომად, მამენტ ეგენიც ბუზებს დაზდევენ, საშიში არიან თქო რომ გითხრა მოგატყუებ, ოკეანეში კიდე ზვიგენები იჩითებიან მაგრამ ხშირი შემთხვევები არ არის ნაპირთან გამოსვლის.

Posted by: Harry Potter 12 Jan 2021, 06:32
sandroEVO
იასნა, სენქიუ :დ

Posted by: ტანკე 12 Jan 2021, 07:18
Iron Butterfly
პირველად არ ვარ. მეოთხედ ვარ და ლოს ანჯელესში - მეორედ. ეგ ყველაფერი გადასარევად ვიცი, მაგრამ შენც გეცოდინება, რომ მეტროთი მარტო ბომჟები არ მგზავრობენ და თან მარტო შავკანიანი ბომჟები.
ბოდიში, მარა მალიბუზე ან ბევერლი ჰილზზე ვერ ვიყიდი ვილას. ჰოლივუდის ბულვარზეა ჩემი სასტუმრო. არაა “ზანგების უბანი”.
შანსი თუ მომეცემა, ლოს ანჯელესის მახლობლად დავბინავდები გრეითერ ლოს ანჯელეს მეტრო არეაში. პატარა და კოხტა ქალაქების მეტი რა არის. თან კოვიდის გამო მაინც სახლში მომიწევს ძირითადად ყოფნა.

Frankens†ein
ძირითადად 6 თვიანს იშვიათი გამონაკლისების გარდა


Posted by: All*eyes*on*me 12 Jan 2021, 09:10
Harry Potter
არა ავსტრალია ნამდვილად არაა, მაგრამ თუ გინდა მოახერხებ ველური პირობების ნახვასაც, Everglade ს ესტუმრები, ცხოვრებას ან Boca Raton ს ან North palm beach ს გირჩევდი

Posted by: ME 12 Jan 2021, 10:00
sandroEVO
QUOTE
მდინარეებში ალიგატორები ყველგანაა მარა აპასნი არ არისო როგორც მეუბნებოდნენ, მე პროსტა ვთევზაობდი საბანაოდ მაინც ვერიდებოდი.

საღოლ შენ,
მე ნაღადად ვერ ვითევზავებ მდინარეში როცა ვიცი რო ალიგატორები მოძრაობენ მდინარეშიც და შეიძლება უკნიდან მომეპაროს

Posted by: შარი10 12 Jan 2021, 11:15
Iron Butterfly
QUOTE
პირველ შემთხვევაში ტესტი ჰქონდა გაკეთებული? და მეორე შემტხვევაშიც დადებითი იყო პასუხი?

კი, მეორეჯერ უფრო მსუბუქად გადაიტანა

Posted by: Frankens†ein 12 Jan 2021, 11:59
QUOTE (sandroEVO @ 12 Jan 2021, 05:43 )
Harry Potter
ჩემი 6 თვიანი ფლორიდაში ცხოვრებით გველი არ მინახავს, ხვლიკები კი ბატონო, ოთახში მყავდნენ მოჩვეულები, თავიდან მეშინოდა მაგრამ მერე მივხვდი რომ კბილები არ ქონდათ და ჩავუბრატდი.
მდინარეებში ალიგატორები ყველგანაა მარა აპასნი არ არისო როგორც მეუბნებოდნენ, მე პროსტა ვთევზაობდი საბანაოდ მაინც ვერიდებოდი.
იგუანები არიან კიდე ძალიან ბლომად, მამენტ ეგენიც ბუზებს დაზდევენ, საშიში არიან თქო რომ გითხრა მოგატყუებ, ოკეანეში კიდე ზვიგენები იჩითებიან მაგრამ ხშირი შემთხვევები არ არის ნაპირთან გამოსვლის.

ხვლიკები სახლში, იგუანები, ალიგატორები, ზვიგენები... biggrin.gif biggrin.gif
ასწორებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაიამიში რო ვიყავი, ყველგან ზვიგენის ნიშანი იდგა და ვერ შევცურე ჩემ გემოზე biggrin.gif


ატლანტის ოკეანეში მასაჩუსეტსში ვიყავი კიდე პლაჟზე.
მანდაც ყველგან ზვიგენის ნიშნები smile.gif
მაგრამ მე რო ვიყავი სელაპები დაცურავდნენ ახლო-მახლოს და სელაპების ყოფნა იმას ნიშნავს რომ ზვიგენები არ არიანო და მანდ კი შევედი თავისუფლად...

დავგუგლე ეხლა ეგ პლაჟი და ეგრევე ზვიგენის გამაფრთხილებელნიშნიანი ფოტო ამოაგდო smile.gif

user posted image

Posted by: marimari11 12 Jan 2021, 14:58
Frankens†ein
ეგეთი ნიშანი რომ ვნახო სადმე შანსი არაა მუხლამდე მაინც შევიდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 12 Jan 2021, 15:19
QUOTE (marimari11 @ 12 Jan 2021, 14:58 )
Frankens†ein
ეგეთი ნიშანი რომ ვნახო სადმე შანსი არაა მუხლამდე მაინც შევიდე  biggrin.gif  biggrin.gif  biggrin.gif

მანდ სელაპები ჭყუმპალაობდნენ და სელაპები თუ არიან, ე.ი. ზვიგენი არ არის შორიახლოსო და შევცურე.
მაგრამ ცალი თვალი სელაპებისკენ მეჭირა, ეგენი თუ დაიშალნენ, მეც გავასწრო ნაპირზე მეთქი biggrin.gif

მაიამიშიც სექტემბერში ვიყავი, მაშველები არ იყვნენ რომ ეთვალთვალათ და განგაში გამოეცხადებინათ ზვიგენის გამოჩენაზე და ყველა თქვენ თავზე აგებთ პასუხსო და ვერ შევცურე ღრმად smile.gif
სადამდეც ფეხს ვდგამდი, მაქამდე შევდიოდი.
ზვიგენის შესაძლო თავდასხმისას მყარად რომ ვმდგარიყავი smile.gif
კაია რო ურეკივით biggrin.gif პლაჟი აქვს მაიამის და კაი დიდხანს არ ღრმავდება smile.gif
თუ არ ჩაგძირა კიდე, არაა მანდ იმხელა ზვიგენები რომ მოგკლას.
მაქსიმუმ კბილები ჩაგავლოს და მანდაც გეგმა მქონდა, თვალში თითს ვატაკებ და გამიშვებს მეთქი biggrin.gif

მაიამიში იყო და ზვიგენის შიშით ვერ იცურაო, ვერაა კაი ამბავი biggrin.gif

Posted by: sandroEVO 12 Jan 2021, 16:16
ME
QUOTE
მე ნაღადად ვერ ვითევზავებ მდინარეში როცა ვიცი რო ალიგატორები მოძრაობენ მდინარეშიც და შეიძლება უკნიდან მომეპაროს

კი აპასნია მაგარი
ეს შემთხვევა დაფიქსირდა მე რომ ვიყავი მაშინ თუ სწორად მახსოვს, ნახე რამხელაა და თან შუა დაუნთაუნში დაბოდიალობდა, ხო ჩავისვარე ეგრევე ეს რომ დავინახო ახლოდან.


მანეტესები ჩითავს მდინარეში ასევე ბლომად.
პირველად Manatees რომ დავინახე მდინარეში ვეშაპი მეგონა იმხელა იყო ძაან შემეშინდა თევზაობის დროს, მერე ვკითხე გავლელებს და ყველაზე უწყინარი წყლის ცხოველები არიან ეგენიო biggrin.gif

user posted image

ახლა გამახსენდა რა ###ობა დამემართა facepalm.gif
ახალი ჩასული ვარ თან ზამთარია და ცივი ზამთარი გაიჩითა, იგუანები ხეებიდან ვარდებიანო ნიუსები ამბოდნენ და სახლში შემოდიანო, ჩემ სახლში რომ შევსულიყავი პატარა ბილიკი იყო, მარჯვნივ სახლი და მარცხნივ ბუჩქები, იმ ბუჩქებში სულ რაღაც იჩიტებოდა ხოლმე, მაგ სიცივის დროს იგუანა გაიჩითა უზარმაზარი, დაახლოებით აი ამხელა იქნებოდა რაც სურათში ჩანს. ძაან სერიოზული შიში ვჭამე, თურმე კბილები არც ამ ჩემისას აქვს მაგრამ კლანჭები აქვს რაც აპასნია, მაგარი საშინელი მომენტია თვალწინ რომ დაგიდგება თან შენ სიმაღლეზე როა ბუჩქებზე, მაგის მერე მეზობლის ღობეზე ვხტებოდი და სახლში ისე შევდიოდი ხანდახან.

user posted image

Frankens†ein
QUOTE
მაიამიში რო ვიყავი, ყველგან ზვიგენის ნიშანი იდგა და ვერ შევცურე ჩემ გემოზე

ცურვა მარტო ზამთარი/გაზაფხულში. ზაფხულში წყალი ისეთი ცხელია ყველაფერი დაგეწვება ვერ შეხვალ.
ყველაზე ბანძი საცურაო ადგილია, დაჟე სერფინგისთვისაც ვერ არის კარგი ადგილები, Palm beach-ისკენ სჯობსო ამბობენ ვიდრე სამხრეთ მაიმიში.
ბრაიტონის ოკეანე ბევრად სჯობს საცურაოდ, მართალია უფრო ჭუჭყიანია მაგრამ სიცხეში გაგრილდები მაინც.

რამოდენიმეჯერ ვნახე ნიუსი რომ 3-4 ზვიგენი ნახეს სანაპიროსთანო, კორონას დროს ხალხი სულ სახლში იყო და იმათთაც მოშიებული ქონდათ, ძაან ახლოს დაცურავდნენ, ჩემი თვალით არ მინახავს და არც მინდა ვნახო biggrin.gif

Posted by: გიორგი XII 12 Jan 2021, 16:33
ზვიგენი კიდე არაფერია მთავარია ტბის ნაპირას ფეხი არ ჩაგისრიალდეთ ალიგატორებთან

Posted by: Frankens†ein 12 Jan 2021, 16:44
QUOTE (sandroEVO @ 12 Jan 2021, 16:16 )


Frankens†ein
QUOTE
მაიამიში რო ვიყავი, ყველგან ზვიგენის ნიშანი იდგა და ვერ შევცურე ჩემ გემოზე

ცურვა მარტო ზამთარი/გაზაფხულში. ზაფხულში წყალი ისეთი ცხელია ყველაფერი დაგეწვება ვერ შეხვალ.
ყველაზე ბანძი საცურაო ადგილია, დაჟე სერფინგისთვისაც ვერ არის კარგი ადგილები, Palm beach-ისკენ სჯობსო ამბობენ ვიდრე სამხრეთ მაიმიში.
ბრაიტონის ოკეანე ბევრად სჯობს საცურაოდ, მართალია უფრო ჭუჭყიანია მაგრამ სიცხეში გაგრილდები მაინც.

რამოდენიმეჯერ ვნახე ნიუსი რომ 3-4 ზვიგენი ნახეს სანაპიროსთანო, კორონას დროს ხალხი სულ სახლში იყო და იმათთაც მოშიებული ქონდათ, ძაან ახლოს დაცურავდნენ, ჩემი თვალით არ მინახავს და არც მინდა ვნახო biggrin.gif

სექტემბრის ბოლოსკენ ვიყავი მაიამიში და დახურული იყო სეზონი, მაშველებიც მაგიტომ აღარ იყვნენ.
არადა იდეალური ამინდი იყო, 30° სიცხე და წყალიც სᲙაიფო, არც ცივი და არც ადუღებული...

Posted by: ტანკე 12 Jan 2021, 16:46
მცურავ ზვიგენებზე ნუ დარდობთ ამერიკაში. მოსიარულე ზვიგენებზე (პიტბულებზე) იდარდეთ

Posted by: ME 13 Jan 2021, 01:04
არა რა, დაილოცოს კალიფონია
არც ალიგატორებია და არც მფრინავი ტარაკნები

Posted by: Harry Potter 13 Jan 2021, 01:55
ME
ეგ ვიდეო მგონი CGI-ა :დ არ ვიცი, ეგრე მახსოვს რო დებაქი გაუკეთეს მაგ ვიდეოს.

ალიგატორები სერიოზული პრობლემაა, 2 წლის წინ ბავშვი შეჭამა შუა დისნეილენდში.
* * *
ა, არა, სხვა ვიდეოა ეგ, CGI ის იყო გოლფის მოედანზე რო დადის დინოზავრივით :დ

Posted by: paranoidis_dzma 13 Jan 2021, 09:10
ჩემ თვას პირობა მივეცი, რო დავბრუნდები მზიან შტატში უნდა დავბრუნდე. აღარანაირი northeast biggrin.gif

Posted by: valfar 13 Jan 2021, 11:14
გამარჯობა, ამერიკის მწვანე ბარათი მაქ, კალიფორნიაში ვარ. ტაილანდში მინდა ჩასვლა და ტურისტული ვიზა მჭირდება? ქართულ პასპორტს ვიყენებ თუ მწვანე ბარათს?

Posted by: Harry Potter 13 Jan 2021, 11:25
paranoidis_dzma
კალიფორნია :დ

Posted by: ტანკე 13 Jan 2021, 14:06
ლოს ანჯელესი თან მიყვარს და თან მეზიზღება. ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ smile.gif
ან ორივე ერთად,მგონი. შეიძლება ყველაზე მაგარი ქალაქიცაა (სან ფრანცისკოს მერე), როცა ბომჟებს სძინავთ smile.gif

რაღაც მაინც აქვს განსაკუთრებული ამ ქალაქს

Posted by: CanadianMan 13 Jan 2021, 16:57
რაღაც განსაკუთრებული კიარა, ბევრი რამ ააქვს განსაკუთრებული/ smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 13 Jan 2021, 20:09
valfar
ქართული პასპორტის რეგულაციები შეგეხება მაგ შემთხვევაში.
* * *
Harry Potter
QUOTE
კალიფორნია :დ


სან დიეგო დამევასა ძალიან თავის ამინდიანად. ვუმიზნებ, თუმცა ძალიან მეძვირება.

Posted by: Frankens†ein 13 Jan 2021, 20:35
paranoidis_dzma
QUOTE
სან დიეგო დამევასა ძალიან

მექსიკელების სიმრავლე არაა?

ვისაც უცხოვრია, ვიცი რომ სანტა ბარბარაა უმაგრესი ქალაქი საცხოვრებლად...

წელს ვნახავ იმედია...

Posted by: ME 14 Jan 2021, 00:02
Frankens†ein
QUOTE
მექსიკელების სიმრავლე არაა?

არა

Posted by: Harry Potter 14 Jan 2021, 02:09
Frankens†ein
QUOTE
მექსიკელების სიმრავლე არაა?


და რას ერჩი მექსიკელებს? :დ ძაან კარგი ხალხია :დ მშრომელები, წყნარი და მშვიდი. მაინც და მაინც კარტელის ხალხს თუ უყურებ, ფილადელფიის ქართველ ძველბიჭობასაც გადავხედოთ, საკუთარ ხალხს რო ასხედან კისერზე წურბელებივით.

Posted by: Frankens†ein 14 Jan 2021, 10:54
QUOTE (Harry Potter @ 14 Jan 2021, 02:09 )
Frankens†ein
QUOTE
მექსიკელების სიმრავლე არაა?


და რას ერჩი მექსიკელებს? :დ ძაან კარგი ხალხია :დ მშრომელები, წყნარი და მშვიდი. მაინც და მაინც კარტელის ხალხს თუ უყურებ, ფილადელფიის ქართველ ძველბიჭობასაც გადავხედოთ, საკუთარ ხალხს რო ასხედან კისერზე წურბელებივით.

მშრომელ მექსიკელებს რას უნდა ვერჩოდე, უბრალოდ კინოებიდან/სერიალებიდან ტიხუანადან სულ ნარკობარონი და კრიმინალი ტიპები იპარებიან და იქვე აქვთ თავიანთი კარტელები.
სან დიეგოც ყველაზე ახლოსაა ქალაქებიდან, ტიხუანადან.


პ.ს. სან ფრანცისკოში არის კრიმინალური დაჯგუფებები? ხო არ იცით?
იარაღი, რეკეტი და რამე...

Posted by: Lady_Bird 14 Jan 2021, 10:57

Get tested no more than 3 days before your flight to the US departs. Make sure to be tested with a viral test (NAAT or antigen test) to determine if you are currently infected with COVID-19.

სწრაფი ტესტიც შედის ამ კატეგორიაში?

Posted by: Harry Potter 14 Jan 2021, 11:49
Frankens†ein
ეგ სასტავიც ძირითადად თავისიანებს ასხედან. ვისაც პოლიციის გამოძახების ეშინია დეპორტაციის შიშით. ადგილობრივი გენგები ძირითადად მასე ოპერირებენ. ისე არ არიან, რო შენ შეგაწუხონ, თუ რათქმა უნდა გეტოში არ იჩითები ან რავი, ხანდახან ხდება ხოლმე რაღაც ###ობებიც. მაგალითად, ბრუკლინში ლატინ კინგსის ერთი კლიკის ბოსმა მოკლა ახალგაზრდა ბიჭი, სიგარეტი არ ჰქონდა და მაგის გამო. მარა იშვიათია მასეთი ამბები. მე პირადად ვაბშე არ შემხვედრია ეგ სასტავი.

10 წლის წინ რო ვიყავი, შემთხვევით გადავეყარე რაღაც გენგს :დ ჯექსონ ჰაითში მივდიოდი მეგობართან, ქვინსის უბანია, ჰოდა, მივბოდიალობ ჩემთვის და უცებ ძაან სტრანნი რაღაც იჩითება, ყველა გამყიდველი, ვინც გარეტ იყო თავისი მაღაზიებიდან გამოსული, გარეტ ხო უწყვიათ ხოლმე და ზაფხული იყო, ყველა იმინა ადგა და შევარდა მაღაზიაში, მარტო ვარ ქუჩაში, ფაქტობრივად. გავიხედე, ვიღაც ორი ორი დაბალი ### მოაბოტებს. ჩამიარეს ჩვეულებრივად, ჯაჭვებზე ეკიდათ ოქროს ჩონჩიხ თავები. ჰოდა, რავი, ავუარე, ჩამიარეს და ეგ იყო და ეგ :დ

ერთმანეთს ერჩიან ძირითადად. აგერ 2 წლის წინ იყო მს-13-ის წევრმა დააგდო ვიღაც მოწინააღმდეგე გენდის ტიპი შუა ქვინსის მეტროში 7-ე ლაინზე. ის ### მატარებელში იდგა და ტვინს უტყნავდა თურმე და ამან ამოიღო და მისცა სახეში :დ ჰოდა, თუ ეგეთ ამბავს გადააწყდები რო ორი ტიპი ერთმანეთს ეშაირება, გაეცალე :დ სხვა საფრთხე არ დაგემუქრება :დ

Posted by: Frankens†ein 14 Jan 2021, 11:57
Harry Potter
QUOTE
ეგ სასტავიც ძირითადად თავისიანებს ასხედან. ვისაც პოლიციის გამოძახების ეშინია დეპორტაციის შიშით

ისე, მაგაზეც მაინტერესებს.
ამერიკული კრიმინალი კინოში მაქვს ნანახი და კინო კინოა biggrin.gif
მენტალიტეტი როგორია მანდ, პოლიციის გამოძახება ტეხავს?
თუ მარტო კრიმინალებშია ეგ მენტალიტეტი... ჩამშვები და რამე...
და პოლიცია როგორ უდგება მასეთ გამოძახებებს, იკიდებენ?

Posted by: Harry Potter 14 Jan 2021, 12:05
Frankens†ein
რავი, არა არ ტეხავს :დ პირიქით. ახლა მთლად კრიმინალურ კულტურას ნაღდად არ ვიცნობ :დ მარა აი, ამ გენგებზე ვიცი, რაც წამიკითხავს, რო ძირითადად იმ ხალხს ერჩიან, ვისზეც იციან რო პოლიციას არ დაურეკავენ იმის შიშით რომ პოლიცია მერე მომჩივანს გაადეპროტებს, იმიტომ რომ უსაბუთოა და წლებია აქ ცხოვრობს. და მაგის ხარჯზე ბლატაობენ ეს ჩემისები და ამდენს ვერ ხვდებბიან, რო ქომიუნითი აუთრიჩი ჰქონდეთ ამ ხალხთან და მორატორიუმი გამოაცხადონ ეგეთ ქეისებზე.

შავკანიანები ვიცი, რომ არ იძახებენ პოლიციას, იმის შიშით რომ პოლიცია ვიღაცას მოკლავს. ახლა ვიცი ანტი-ბლმ სასტავი რაღაცებს მომიჯვამს, მარა ჰკითხეთ თქვენს ნაცნობ შავკანიანებს და გეტყვიან ჩემი თუ არ გჯერათ. იმინა მხოლოდ მაგ პონტში ითვლება "გრეხად" პოლიციის გამოძახება, რო აი, ტიპს ან სიკვდილისთვის წირავ ან სისტემის მიერ დაჩაგვრისთვის, ეგ მიდგომაა.

ქართველებში არ ვიცი, შეიძლება ტეხავს :დ დიდი დიასპორები სადაცაა ქართული იმ ხალხში არ ვარ გარეული და რა მდგომარეობაა არ ვიცი.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 14 Jan 2021, 12:22
Harry Potter
QUOTE
ფილადელფიის ქართველ ძველბიჭობასაც გადავხედოთ, საკუთარ ხალხს რო ასხედან კისერზე წურბელებივით.


ფილადელფიასაც ვუყურებთ კაცო lol.gif
პოლიტგანყიდან ვიცი, რომ ლონდონს ვუყურებთ უეჭველი biggrin.gif

QUOTE
შემხვედრია ეგ სასტავი.

10 წლის წინ რო ვიყავი, შემთხვევით გადავეყარე რაღაც გენგს :დ ჯექსონ ჰაითში მივდიოდი მეგობართან, ქვინსის უბანია, ჰოდა, მივბოდიალობ ჩემთვის და უცებ ძაან სტრანნი რაღაც იჩითება, ყველა გამყიდველი, ვინც გარეტ იყო თავისი მაღაზიებიდან გამოსული, გარეტ ხო უწყვიათ ხოლმე და ზაფხული იყო, ყველა იმინა ადგა და შევარდა მაღაზიაში, მარტო ვარ ქუჩაში, ფაქტობრივად. გავიხედე, ვიღაც ორი ორი დაბალი ### მოაბოტებს. ჩამიარეს ჩვეულებრივად, ჯაჭვებზე ეკიდათ ოქროს ჩონჩიხ თავები. ჰოდა, რავი, ავუარე, ჩამიარეს და ეგ იყო და ეგ :დ

ერთმანეთს ერჩიან ძირითადად. აგერ 2 წლის წინ იყო მს-13-ის წევრმა დააგდო ვიღაც მოწინააღმდეგე გენდის ტიპი შუა ქვინსის მეტროში 7-ე ლაინზე. ის ### მატარებელში იდგა და ტვინს უტყნავდა თურმე და ამან ამოიღო და მისცა სახეში :დ ჰოდა, თუ ეგეთ ამბავს გადააწყდები რო ორი ტიპი ერთმანეთს ეშაირება, გაეცალე :დ სხვა საფრთხე არ დაგემუქრება :დ


პიზდეცია იმენა, ამერიკა ლოკმოტივია მსოფლიო კრიმინალის.
რუსეთი არაფერია უსასთან კრიმინალის მასშტაბებით, ყველა ქვეყნის კრიმინალია.

ზოგადად მექსიკელებზე და ალბანელებზე ჟისტოკი ნაროდი არა მგონია სადმე არსებობდნენ.

Posted by: Harry Potter 14 Jan 2021, 12:24
c.h.I.g.u.r.h.
ლონდონი არ ვიცი, მარა ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია ხო ჩვენია იმინა :დ

Posted by: ტანკე 14 Jan 2021, 12:24
Frankens†ein
ლოს ანჯელესია მაგის მექა. 450 ბანდაა ოფიციალურად. დაწყებული სომხური მაფიით,დამთავრებული იაკუძათი და ,მექსიკური განგებით. რაღაც უბანია, იქ წითლებით ვერ შეხვალ. მეორე უბანში ლურჯებით, თუ არ გინდა, რომ შარს გადაეყარო და მოწინააღმდეგე განგის წევრად არ მიგიჩნიონ smile.gif
მარა თუ ილეგალური აქტივობა გინდა (ნარკატა, შავი ბაზრის საქონელი, ფეიკ გრინ კარტები და ეგეთები), ლოს ანჯელესზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.
მაკარტურის პარკის მიმდებარე ქუჩებზე ნელა გაისეირნე (თვალები ახამხამე, ვითომ დაბნეული ხარ და რაღაცას ეძებ) და თვითონ დაგეკონტაქებიან biggrin.gif
ოღონდ ღამე არ გაიარო მანდ. დღისით შეიძლება წმინდა ინტერესისა და თავგადასავლის გამო

Posted by: გიორგი XII 14 Jan 2021, 12:26

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 14 Jan 2021, 12:31
Harry Potter
QUOTE
ლონდონი არ ვიცი, მარა ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია ხო ჩვენია იმინა :დ


ველოდები კანადის და ავსტრალიის ათვისებას :დდდ
და იმედია ტეხასისკენაც გავფართოვდებით ;დ

QUOTE
450 ბანდაა ოფიციალურად.


პზდც.
იმენა თხელ ყინულზე დადიხარ ყოველ დღე მანდ თუ ცხოვრობ

Posted by: Harry Potter 14 Jan 2021, 12:34
c.h.I.g.u.r.h.
QUOTE
იმენა თხელ ყინულზე დადიხარ ყოველ დღე მანდ თუ ცხოვრობ


ნწ, არაა მასე. რავი, ბიძაჩემი 22 წელია იქ ცხოვრობს და ერთხელაც არ ჰქონია რამე პრობლემა. მეც ვიყავი რამდენჯერმე, 2-3 კვირა. მიბოდიალია ფეხით აქეთ იქით. ერთადერთი ცოტა ხალხის გამოყლევებული ვეგონე ფეხიტ რო დავდიოდი :დ ყველა მანქანიტ მოძრაობს და ზოგგან ვაბშე ტროტუარი არ იყო და მომიწია ვიღაცების ბალახზე სიარული :დ ჰოდა, ცხადია ახლა რაღახა იქნება, მარა არაა ისე ძაან.

დაჟე ერთხელ მეგობარი მოვინახულე რაღაცა ისეთ ცოტა სკეჩი უბანში ცხოვრობდა და დაჟე ღამით მომიწია წამოსვლა. ცოტა პროჭი კი მიჭერდა რო დავდიოდი მარა ზედმეტადაც არ შემოუხედავს არავის :დ

Posted by: ტანკე 14 Jan 2021, 12:38
ლოს ანჯელესში მანქანის გარეშე ცხოვრება არ ღირს. მანქანა თუ არ გყავს, ადამიანადაც არ გთვლიან. ხარ ბომჟი.

ზემოთ ბეიკერსფილდი და სანტა ბარბარა, ქვემოთ ირვინი საცხოვრებლად.
ლოს ანჯელესი მხოლოდ მოსანახულებლად (უმანქანო თუ ხარ)

ფეხით მიბოდიალა ბლომად, შეღამებულშIც და არ მქონია პრობლემა (ჯერ). არც უსახლკაროები გაწუხებენ.

პროსტა, სუპერმარკეტში რომ შედიხარ, იქ მათხოვრბეო გთხოვენ ფულს/საჭმელს და ძაან ტვინს ხნავენ. ზოგი კარებს გიღებს და თიფს ელოდება და ა.შ.
თიფი ყველგან უნდა. ტაქსის მძღოლსაც უნდა, ოფიციანტსაც, ავტობუსის მძღოლსაც, როცა ჩემოდნის გადმოღებაში გეხმარება. მე უკვე ყველას ვაძლევ თიფებს.

Posted by: Frankens†ein 14 Jan 2021, 12:47
ტანკე
QUOTE
მარა თუ ილეგალური აქტივობა გინდა (ნარკატა, შავი ბაზრის საქონელი, ფეიკ გრინ კარტები და ეგეთები), ლოს ანჯელესზე უკეთესი ადგილი არ არსებობს

არ ჯობია ისეთ ქალაქს მიაშურო სადაც საერთოდ არ არიან ბანდები და შენ შექმნა დანაშაულებრივი იმპერია? biggrin.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 14 Jan 2021, 12:51
Harry Potter
QUOTE
დაჟე ერთხელ მეგობარი მოვინახულე რაღაცა ისეთ ცოტა სკეჩი უბანში ცხოვრობდა და დაჟე ღამით მომიწია წამოსვლა. ცოტა პროჭი კი მიჭერდა რო დავდიოდი მარა ზედმეტადაც არ შემოუხედავს არავის :დ


biggrin.gif

კაროჩე მე უფრო ისეთ შტატში გადავიდოდი სადაც იარაღის მაღალი კულტურაა.
სტატისტიკურად შეიარაღებული მოსახლეობა არის თავაზიანი მოსახლეობა.


Posted by: Harry Potter 14 Jan 2021, 12:54
ტანკე
QUOTE
ლოს ანჯელესში მანქანის გარეშე ცხოვრება არ ღირს. მანქანა თუ არ გყავს, ადამიანადაც არ გთვლიან. ხარ ბომჟი.


არადა მე ძაან მისწორებს ფეხით ბოდიალი :დ მთელი ნიუ-იორკი მაქვს შემოვლილი ფეხით. რა ჯობია მოწეულზე ამ ქალაქებში ბოდიალს <3 :დ

Posted by: ტანკე 14 Jan 2021, 12:59
Harry Potter
ფეხით სიარულისთვის სან ფრანცისკოა ჩემპიონი. ეგ ქალაქი მართლა ფეცით მაქვს მოვლილი ხიდიდან ხიდამდე smile.gif
სან ფრანცისკო ჩემი ქალაქია. გენეტიკურ და სუბატომურ დონეზე ვგრძნიბ და მიყვარს. ლოს ანჯელესიც ასწორებს, მაგრამ სითი ბაი ზე ბეი ხელშეუხებელია ჩემს გულში.

Frankens†ein
სან ფრანცისკოში დაკიდებული ბოტასები თუ დაინახე, ესე იგი მანდ ნარკატას ყიდიან განგები smile.gif

Posted by: Harry Potter 14 Jan 2021, 13:01
ტანკე
მანდ მარტო 4 დღით ვარ ნამყოფი და ვერ მოვასწარი შეყვარება :დ მარა გაასწორა ძაან. გოლდენ გეითი რო დავინახე შორიდან პირველად, ქალაქში რო შევედით მანქანით, შორიდან მოჩანდა ზემოდან, იმინა გულში ბოლდ იგლი ჩამეღვარა :დ

Posted by: Frankens†ein 14 Jan 2021, 16:27
ტანკე
QUOTE
ფეხით სიარულისთვის სან ფრანცისკოა ჩემპიონი. ეგ ქალაქი მართლა ფეცით მაქვს მოვლილი ხიდიდან ხიდამდე

ეს კვადრატი მართლა ფეხით მაქვს მოვლილი smile.gif

user posted image

QUOTE
სან ფრანცისკოში დაკიდებული ბოტასები თუ დაინახე, ესე იგი მანდ ნარკატას ყიდიან განგები

ექსტაზ-მდმა-კოკაინს ალბათ.
მარიხუანა ლეგალურია უკვე და ვენაში გასაკეთებელ შხამს უფასოდ ურიგებს ქალაქის თვითმმართველობა ზომბ ნარკომანებს, ეგენიც ადამიანები არიან, მოთხოვნილებები აქვთ და კრიმინალი რომ არ ჩაიდინონო...



ცუდია რომ ესეთ სან ფრანცისკოს ვერ მოვესწარი sad.gif



60-70-იანი წლების და სან ფრანცისკოა ჩემთვის საუკეთესო დრო და ადგილი საცხოვრებლად, დედამიწის თუ კაცობრიობის ისტორიაში...

Posted by: paranoidis_dzma 14 Jan 2021, 21:17
QUOTE
ფილადელფიის ქართველ ძველბიჭობასაც გადავხედოთ


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif Frankens†ein
მიუხედავად იმისა, რომ სან დიეგო საზღვარზეა, მექსიკელები ყველაზე ნაკლებად არიან.

ამინდი იდეალური!

__ შეეშვით ფილადელფიას, შუა გეტოში ვცხოვრობდი და ყველაზე ცუდი რაც შემემთხვა იყო ის, რომ ერთმა გოგომ პიცა შემიჭამა. givi.gif

Posted by: Frankens†ein 14 Jan 2021, 21:45
QUOTE (paranoidis_dzma @ 14 Jan 2021, 21:17 )


__ შეეშვით ფილადელფიას, შუა გეტოში ვცხოვრობდი და ყველაზე ცუდი რაც შემემთხვა იყო ის, რომ ერთმა გოგომ პიცა შემიჭამა. givi.gif

biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 14 Jan 2021, 22:09
ხალხო, მეგობარი ჩამოდის უსა-დან , არ მეუბნება როდის, სურპრიზიო. გამომიგზავნა ბილეთის სქრინი, მხოლოდ თარიღი დამალა. რეისის ნომერი ჩანს და ნუ კიდე ის რაც უნდა ჩანდეს.
ხოდა, ვერ მომაფენინებთ ნათელს ამ ამბავზე?

Posted by: paranoidis_dzma 14 Jan 2021, 22:10
ფაშისტი
რა ჩანს კიდევ დადე, ეგება რამე ხელმოსაჭიდი ჩანდეს სქრინზე. ბილეთის ნომერი,confirmation ან რამე მსგავსი, რეისის ნომრით კვირის დღეს გავიგებთ ჩამოსვლისას ალბათ მხოლოდ და ყოველ კვირა მაგ დღეს დახვდი აეროპორტში. givi.gif

Posted by: ფაშისტი 14 Jan 2021, 22:13
აქ რომ დავდო შეიძლება? მოსული პონტია? რამე კონფიდენციალური ხომ არ არის?

Posted by: paranoidis_dzma 14 Jan 2021, 22:19
ფაშისტი
რავი, დადე და გეტყვით : ))

Posted by: Harley Davidson 15 Jan 2021, 04:29
ხალხნო, მცირე UPDATE:
თვითკარანტინზე გამოწმებენ smile.gif გვარდიას არაფერი უთქვამს და თურმე მესიჯი მოდის ტელეფონზე და მე დამიგვინდა აქაური ნომრის ჩართვა დაახლოებით 5 დღე.
დავწანწალებდი აქეთ იქეთ :დდ
რომ ჩავრთე, მესიჯიც მომივიდა, ავტომატური ზარიც და აი ამწამს დამადგა ეკიპაჟი, როგორ მიდის თვითიზოლაციაო მეთქი გადასარევად :დ
მაინც, რომ იცოდეთ.

Posted by: Gio707 15 Jan 2021, 16:49
biggrin.gif როგორ ხართ?

ვინც არ იცის, მინდა გაცნობოთ, რომ ის აფროამერიკელი გოგო, რომელიც ყველას ნერვებს უშლიდა წასულა

ახალი სასტავია მოკლედ საკონსულოში, მაგრამ ვიზებს ჯერ არ გასცემენო და როდემდე გასტანს ეს ჯერ არავინ იცის.

Posted by: low flyer 15 Jan 2021, 21:05
ნაღები საზოგადოება love.gif love.gif love.gif


Posted by: ტანკე 16 Jan 2021, 02:19
დავიწვი. 31 გრადუსი სიცხეა
კიდევ კარგი, საღამოს ხუთზე ღამდება
———————-/

Posted by: gvelis_wiwila 16 Jan 2021, 08:36
QUOTE
და შენ შექმნა დანაშაულებრივი იმპერია?


ასეთი მცდელობები იყო მრავლად და ყველა საოცრად ანალოგიურად დასრულდა. ძველი ბიჭობა ვერ ხარობს ამერიკაში იმიტომ რომ:

1) ვერ გაუქაჩავ 90ებში გაზრდილი კაცი მარა სალვატრუჩას და ლათინ კინგებს, არ გვქონია მაგათთან მიახლოებული რეალობაც კი. ჩვენ კი გვგონია რომ ყველაზე ისპალნიწელი ხალხი ვიყავით მაგრამ მსგავსი არაფერი სინამდვილეში. არ ვართ არც სასტიკი ხალხი და არც საშიში. და აქ ისეთ ხალხს მიჰყავს პარადი რომ კაცის ცოცხლად დაწვა სრულწლოვნად გახდომამდე აქვთ სივიში

2) მარტივი რეალობების ქვეყანაა ამერიკა. ბევრნი უნდა იყოთ რომ გაუქაჩოთ რიცხვებში კონკურენციას. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ და ამერიკაში საერთოდ.

3) რაშიც მართლა დიდი ფული კეთდება - ფულის გათეთრება, იურიდიული მაქინაციები და უოლ სტრიტო-აბრაზნი კრიმინალი - მაგისთვის მასობრივად განათლება არ გვყოფნის. რამდენიმე კაცი გვყავს აქა-იქ და ეგაა. მაღალი კონკურენცია კი ჰარვარდში გამოწრთობილი 20-30 კაციანი ბანდებია რეალურად რომლებიც არნახულ ფულს ხაპავენ.

სან დიეგო და ამერიკის მხარეს მყოფი ქალაქები რაც არ უნდა ახლოს იყვნენ საზღვართან ეგ არაა გადამწყვეტი კრიმინალურობის მხრივ. მთავარი კრიმინალი თვითონ საზღვრის ქალაქებია - ტიხუანა, ლარედო, ბრაუნსვილი ა.შ.

ზოგადად ისტ - კოსტის კრიმინალურობა უკვე კარგა ხანია მითია. ნიუ იორკის ბრაუნსვილში ვვარჯიშობდი ბოქსზე ცოტა ხანი, ალბათ ნიუ იორკის ყველაზე საშიში უბანია. მარტო მე ვიყავი თეთრი და ერთ ორი შელაპარაკების და ჰუდში გავლის დროს მოძახების მეტი პრობლემა არ მქონია. ინგლვუდში ან ბატონ რუჟში გეტოში იგივე რომ მექნა ორგანოებად გამყიდიდნენ. ნიუ იორკი, მანჰეტენი 70ებში იყო ყველაზე საშიში ადგილი ინგლისურად მოლაპარაკე დედამიწაზე, ახლა წასულია ეგ დრო.

Posted by: ტანკე 16 Jan 2021, 10:48
წავედი მე ჰიუსტონში. ლოს ანჯელესი აღარ გამაგონოთ

Posted by: CanadianMan 16 Jan 2021, 14:17
gvelis_wiwila
აბსოლუტურად გეთანხმები,ქართველები მაგარი კაცთმოყვარეები არიან კრიმინალური ავტორიტეტიც კი სხვანაირია

Posted by: paranoidis_dzma 16 Jan 2021, 22:29
ბოსტონში არავინ ხართ ?

Posted by: gvelis_wiwila 17 Jan 2021, 02:45
QUOTE
ბოსტონში არავინ ხართ ?


მანდ ვიყავი 6 თვე და გამოვიქეცი ) სად ხარ გაჩერებული

Posted by: paranoidis_dzma 17 Jan 2021, 06:11
gvelis_wiwila
რატონ გამოიქეცი?

გაჩერებით თემქაზე ვარ ამ წუთას, მაგრამ
Bოსტონში Brookine თუ Jamaica Plain?

Posted by: gvelis_wiwila 17 Jan 2021, 06:39
QUOTE
რატონ გამოიქეცი?


ცივა ძალიან და მოწყენილობაა.

QUOTE
Brookine თუ Jamaica Plain?


ბრუკლაინი უფრო ახლოს არის ცენტრთან. ჯამაიკა პლეინი უფრო მოტეხილი ადგილია. უფრო ჰიპსტერული ვიდრე ბრუკლაინი მაგრამ შორსაა ცენტრიდან. გააჩნია რა გინდა და სად უნდა იარო ყოველდღე

Posted by: UNEEK 17 Jan 2021, 06:40
QUOTE (ტანკე @ 16 Jan 2021, 10:48 )
წავედი მე ჰიუსტონში. ლოს ანჯელესი აღარ გამაგონოთ

აქით ხარ?
ალბათ მუშაობ, თორემ დაჭაობებულ ხიუსტონს რით უნდა მოეხიბლე,
თან სულ კრიმინალები, ელეიდანაც მიდიან.

ჩემი აზრით დისი, მერილენდი, ვირჯინია საუკეთესო შტატებია დასასახლებლად.
ჰავა, ბუნება, ნადირობა, ფასები, სამსახურები, დელავერში ვაფშე ტაქსებიც არაა..

Posted by: ტანკე 17 Jan 2021, 07:43
UNEEK
ახლა ელეიში ვარ და მალე წავალ ჰიუსტონში (დროებით).
იდეაში ლოს ანჯელესში უნდა ვიყო, მაგრამ კორონასა და ონლაინ აქტივობების გამო შემიძლია იქ ვიქირაო ბინა,სადაც მომინდება. რატომ ჰიუსტონი, გრძელი ისტორიაა.
ნიუ იორკიც გავიფიქრე,მაგრამ მალევე გადავიფიქრე
* * *
სანსეტ ლიმითიდ მატარებლით მივდივარ. 35 საათი გზაში. ოცნება ავიხდინე და რუმეთი დავჯავშნე. კი გავიწეწე ფულის პონტში, მაგრამ მიღირს. მატარებელ-ენთუზიასტები გამიგებენ. მაინც სლეობებში მეხარჯება ეს ფული და ბარემ ისეთ მოგონებაში დამეხარჯოს, მთელი ცხოვრება რომ სასიამოვნოდ გამახსენდება

Posted by: paranoidis_dzma 17 Jan 2021, 11:15
gvelis_wiwila
QUOTE
ბრუკლაინი უფრო ახლოს არის ცენტრთან. ჯამაიკა პლეინი უფრო მოტეხილი ადგილია. უფრო ჰიპსტერული ვიდრე ბრუკლაინი მაგრამ შორსაა ცენტრიდან. გააჩნია რა გინდა და სად უნდა იარო ყოველდღე


20 -30 წუთი მეტრო/ავტობუსით არაფერია, მარტივი გადასაადგილებელია.

Posted by: ტანკე 17 Jan 2021, 11:53
ნიუ იორკის ქართველობაზე მითხრა ერთმა სანდო წყარომ, რომ ერთმანეთს ევრ იტანენ, ერთმანეთისა შურთ და არც ეხმარებიან ერთმანეთს, თუ ძალიან ვიწრო საახლობლო წრეში არ მოიაზრებენო.

მართალია? რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მართალია.

კალიფორნიისკენ ცოტა უკეთესი სიტუაციაა მაგ მხრივ.

Posted by: turist 17 Jan 2021, 13:57
ტანკე

ვაა, გამარჯობა, გამიხარდა შენი ნიკის ნახვა, იმიტომ შემოვედი ახლა ამ თემაში ))
გეგონება ვიცნობდეთ ერთმანეთს biggrin.gif

რაც მე შენი პოსტები წამიკითხავს პოლიტ. განყში )), წლების წინ...
მაშინ საქართველოში იყავი, როგორც მახსოვს და ამერიკაში ხომ არ წახვედი ემიგრაციაში? რა ჩემი საქმეა, უბრალოდ რადი ინტერესა ვიკითხე ))
სადაც არ უნდა იყო, წარმატებებს გისურვებ up.gif

QUOTE
ნიუ იორკის ქართველობაზე მითხრა ერთმა სანდო წყარომ, რომ ერთმანეთს ევრ იტანენ, ერთმანეთისა შურთ და არც ეხმარებიან ერთმანეთს, თუ ძალიან ვიწრო საახლობლო წრეში არ მოიაზრებენო.

მართალია? რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მართალია.


არც არის გასაკვირი, მანდ ხომ მილეთის ხალხი ირევა ))
ყველაზე მეტი ქართველობაც ალბათ იქ არის და
შესაბამისად უფრო ჩანს ნეგატიური მომენტებიც...
გერმანიაში ვცხოვრობ აგერ 20 წელია და იმდენ ქალაქში/მხარეში მიცხოვრია,
დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სადაც მეტია რაოდენობით ქართველობა,
იქ უფრო შესამჩნევია ეგ მომენტი...

Posted by: sandroEVO 17 Jan 2021, 15:45
ტანკე
QUOTE
ნიუ იორკის ქართველობაზე მითხრა ერთმა სანდო წყარომ, რომ ერთმანეთს ევრ იტანენ, ერთმანეთისა შურთ და არც ეხმარებიან ერთმანეთს, თუ ძალიან ვიწრო საახლობლო წრეში არ მოიაზრებენო.

მართალია? რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მართალია.

მე მხოლოდ კარგი გამოცდილება მქონია ქართველებთან ნიუ იორკში, ხშირად დახმარებიან სრულიად უცხო ხალხი და შემდეგ მეც ბევრს დავხმარებივარ, ცუდი მხოლოდ ჭორის დონეზე მაქვს გაგებული. იმედია სანამ აქ ვარ ეგრეც გაგრძელდება.


Posted by: ტანკე 17 Jan 2021, 16:12
turist
გაუმარჯოს. მადლობა დიდი smile.gif
ახლა ამერიკაში ვარ. ცოტა დიდი ხნით ვაპირებ შეყოვნებას (თუ რამე არ შეიცვალა). ახლა წამოსვლა არც მინდოდა, უბრალოდ, საჭირო იყო ასე.

გერმანია ასწორებს. საცხოვრებლად ამერიკაზე უკეთესია

sandroEVO
კარგია, ასე თუა, მაგრამ მაინც keep your wits about you

Posted by: paranoidis_dzma 17 Jan 2021, 16:35
sandroEVO
ბოსტონის ეპიზოდი არ გაქვს? :დ

Posted by: sandroEVO 17 Jan 2021, 16:49
ტანკე
For sure, There are some assholes around.

paranoidis_dzma
სხვათაშორის მაქვს გეგმაში და ვფიქრობ, ხვალ დეი ოფი მაქვს კოლეჯიდან და ჯერ ვერ გადავწყვიტე წავიდე თუარა. ზოგადად ახალი ადგილების ნახვაში კოვიდი ხელს მᲘშლის, შორ გზაზე რომ მიდიხარ ბევრი რამ გინდა ნახო და დაკეტილი რომ გხვდება ტეხავს.

Posted by: შარი10 17 Jan 2021, 17:12
ამბობენ, რომ ბოსტონში ძააან ბევრი სომეხი ჩითავს და მართალია?

ირლანდიელების და იტალიელების მერე ესენი მოდიან თურმე რიცხოვრობით smile.gif

Posted by: turist 17 Jan 2021, 22:58
ტანკე
QUOTE
გერმანია ასწორებს. საცხოვრებლად ამერიკაზე უკეთესია

ზოგი პირიქით ამბობს და ვერ გავიგე ))

ისე მიქეს აშუშუ )), ლამისაა დაცული გერმანული ბიურგერობა გავცვალე იქაურ არალეგალობაზე ))

გერმანია საცხოვრებლად მართლა კარგია, დავარცხნილ-მოწესრიგებული,
მაგრამ ამერიკას თავისი ვეებერთელა პლიუსები აქვს,
რის გამოც ბევრი ამჯობინებს და მათიც კარგად მესმის yes.gif

Posted by: ტანკე 18 Jan 2021, 01:46
სანტა მონიკას პიერი ისე აქვს პოლიციას გადაკეტილი, როგორც - ვეფხი და მოყმის ძეგლთან. ყველაფერი გაჩერებულ-დაკეტილია. ზაფხულამდე არ ღირს კალიფორნია და ბინაში ასტრონომიული თანხის გადახდა

turist
გერმანიაში თუ ლეგალურად ხარ, დარჩი მანდ smile.gif

* * *
ვაუ, როგორ ასწორებს მატარებლის პირველი კლასი! ბლომად სურათებიც გადავიღე. ფბ ექაუნთი თუ გავააქტიურე, მერე ვრცელ რივიუს მივუძღვნი.
ბევრი ნაკლის მიუხედავად, მე ვარ ადამიანი, რომელიც თავად იგონებს დაუვიწყარ თავგადასავლებს. ახლა არ დავითარსო და ლიანდაგებიდან არ ვისკუპოთ შემთხვევით.

Posted by: turist 18 Jan 2021, 11:43
ტანკე
QUOTE
გერმანიაში თუ ლეგალურად ხარ, დარჩი მანდ


მართალი ხარ, ეგ ვიხუმრე არალეგალად დარჩენაზე smile.gif
ლეგალურად ვარ, კი, 2009 წლიდან მაქვს მოქალაქეობა,
დავშლიგინებ სადაც მინდა biggrin.gif
კორონამ შემიშალა ხელი, თორემ 2020-ში დაგეგმილი მქონდა უსა-ში მოგზაურობა mad.gif
))
QUOTE
ფბ ექაუნთი თუ გავააქტიურე, მერე ვრცელ რივიუს მივუძღვნი.


აქაც ჩააგდე სადმე ეგ რივიუ. წავიკითხებ სიამოვნებით.
მიყვარს სხვის სამოგზაურო თავგადასავლების კითხვა/მოსმენა user.gif

Posted by: ტანკე 19 Jan 2021, 03:42
გაის (:დ), თქვენთან ერთი საჭირბოროტო კითხვა მაქვს. როცა ქუჩაში უცნობი გეუბნებათ “how you doing?”,თქვენ რას პასუხიბთ?
სავარაუდო პასუხები:
good/fine thx
good, (what about) you?
hey man

მესამე ვარიანტისკენ ვიხრები. ანუ გამარჯობა-გაგიმარჯოს.

პ.ს. ახლა ელ პასოში შემოვიდა მატარებელი. ზედ მექსიკის საზღვარი გაიარა და ლამის ყოველ 200 მეტრში ბორდერ პატრულის მანქანების მინი სატელიტებით. არავის გირჩევთ მექსიკიდან არალეგალურად გადაპარვას biggrin.gif

turist
ამერიკა სამოგზაუროდ ყველაზე მაგარია. ევროპაშიც მიმოგზაურია ბლომად და რანდენიმე თვე ესპანეთშიც მიცხოვრია, მაგრამ იმენნა სამოგზაუროდ ამერიკა ნომერ პირველია. აი, ცხოვრება ცოტა სხვა ხილია

Posted by: lilu777 19 Jan 2021, 03:58
ტანკე

სიტუაციას გააჩნია ასე დაზეპირებულივით ხომ არ ეტყვი, what about you და fine thx and you ძაან სახელმძღვანელოში ამოკითხულივით ჟღერს smile.gif

ძირითადად hey ან what's up და მერე ეგრევე საქმეზე გადახვალ smile.gif თუ მაინცდამაინც ფორმალობა არაა და გინდა უთხრა როგორ გრძნობ თავს მაშინ ისიც უთხარი smile.gif






* * *
QUOTE (ტანკე @ 17 Jan 2021, 11:53 )
ნიუ იორკის ქართველობაზე მითხრა ერთმა სანდო წყარომ, რომ ერთმანეთს ევრ იტანენ, ერთმანეთისა შურთ და არც ეხმარებიან ერთმანეთს, თუ ძალიან ვიწრო საახლობლო წრეში არ მოიაზრებენო.

მართალია? რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მართალია.

კალიფორნიისკენ ცოტა უკეთესი სიტუაციაა მაგ მხრივ.

გააჩნია ყველანაირი ადამიანი ტრიალებს.
თუმცა ,,ქართველები ამერიკაში " თემა , რომ არისფბ ზე იქ ჩანს ყველაზე კარგად. ვინმე რამეს დაწერს მიესევიან სვავებივით და ერთმანეთს კორტნიან sad.gif

ძირითადად შურია ალბათ ერთმანეთს უყურებენ ვინმე ვინმეს ხომ არ სჯობს .


ბევრი ისეთია ჩამოსული აქამდე რომ არც სხვა ქვეყანა უნახავს და საქართველოშიც არასდროს არაფერი, არც ქონდა და არც იცოდა, ხოდა აქ რომ ელემენტარული
მიეცა, რაღაც არაადეკვატურ ცხოველებად იქცნენ , ბოდიში ამ გამოთქმისთვის, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ არის ესეთი კატეგორიაც sad.gif

უმეტესად რაიონებიდან ან სოფლებიდან არიან ხალხი ჩამოსული, რომ ვაკვირდები smile.gif

Posted by: ტანკე 19 Jan 2021, 04:48
lilu777
არანაირი საქმეზე გადასვლა. განსაკუთრებით კალიში ყველა ერთმანეთს ესალმება მასე და მაინტერესებდა ოპტიმალური ვარიაბტი. ჰაი-იც წავა, მგონი. სად არის მაგის დრო, რომ ყველას სათითაოდ გამოესაუბრო smile.gif

Posted by: ME 19 Jan 2021, 05:57
ტანკე
ჩემთვის ეგ უფრო ქართული "რავახარ" -ის ანალოგია ))
გინდა "შერავახარ"-ს უპასუხებ და გინდა "ჯიგრულად შენა" -ს )))

უცნობი თუ მეუბნება და პოზიტიური პონტია good and you-ს ვპასუხობ

Posted by: lilu777 19 Jan 2021, 06:34
QUOTE (ME @ 19 Jan 2021, 05:57 )
ტანკე
ჩემთვის ეგ უფრო ქართული "რავახარ" -ის ანალოგია ))
გინდა "შერავახარ"-ს უპასუხებ და გინდა "ჯიგრულად შენა" -ს )))

უცნობი თუ მეუბნება და პოზიტიური პონტია good and you-ს ვპასუხობ

up.gif

,.

Posted by: ტანკე 19 Jan 2021, 07:42
ME
თავიდან ხო, მაგრამ ახლა მოცილებაზე ვარ ხოლმე და ჰეი ან რამე ეგეთს ვეუბნები ისე, რომ სიარულს არ ვანელებ. ძაან დამღლელია. თითო გამოსვლაზე მინიმუმ 3-4 ეგეთი რიტუალი

Posted by: Gio707 19 Jan 2021, 11:51
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ადმინისტრაციის პირველ დღეს გეგმავს. კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს.

https://1tv.ge/news/jo-baideni-emigrantebs-moqalaqeobis-misaghebad-rvawlian-periods-shestavazebs/?fbclid=IwAR2pxzToqZOMUzzteg21Lh-l1ZBPvi-EnOjNkEIXt-aN6RFi44Qs0gygpts

Posted by: lilu777 20 Jan 2021, 02:54
მეგობრებო კანვასის ბორდი მინდა დასახატათ და რომელია კარგი მაღაზია სადაც ასეთი რამეები იყიდება, ასევე ფანქრები გოაშები ?

ადრე ვიღაცამ დაწერა და აღარ მახსოვს sad.gif მარტო მახსოვს ლონგ აილენდზე და მანჰეტენზე იყო ის მაღაზია

Posted by: low flyer 20 Jan 2021, 04:05
lilu777
https://www.michaels.com/

ბრუკლინშიც და მანჰეტენზეც აქვთ მაღაზიები.

Posted by: lilu777 20 Jan 2021, 04:13
low flyer


აუ მადლობა , რა კარგია smile.gif ჩემს სახლთანაც ყოფილა ფეხით ნახევარი საათის გზაზე biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 20 Jan 2021, 05:12
მოკლედ, ჩამოვედი სან ფრანცისკოში.
რასაც ქვია სახე ამეხა.
ჯერ იყო და თბილისში ყატარის ტიპებმა უკან დასაბრუნებელი ბილეთი თუ არ გექნება, არ გაგიშვებთო, B2 ვიზაზე ამერიკის მოთხოვნააო.
მეთქი შიგ ხო არა გაქვთ, არაფერი არ უწერიათ მეთქი და ჩვენ ავიახაზებს სთხოვენო.
კიდე კაი მქონდა ფული ანგარიშზე, 20 წუთში უნდა მომესწრო ყიდვა, თორე მტოვებდნენ.
ჩავედი სან ფრანცისკოში და მთელ რეისზე რამდენიმე ტიპი ვიყავით ტურისტული ვიზით და ეგრევე საემიგრაციოს ოთახებში გაგვიყვანეს.
ორ საათზე მეტი რასაც ქვია ტვინი მი##ნეს, 5 თვით რა გინდა აქო, მუშაობას თუ დაიწყებ, გიპოვით და დაგენძრევაო..
მეთქი შიგ ხო არა გაქვთ, შვილის სანახავად ჩამიოედი, მაინც დისტანციურად ვმუშაობ და სანამ ესე იქნება, აქედან ვიმუშავებ და ბავშვთან ვიქნები, თბილისში რა მინდა სახლში მეთქი.
მერე დაამტკიცე რო მუშაობო და წინა თვის ხელფასი ვაჩვენე, თვის ბოლოს გამოიარეთ და ამ თვისასაც განახებთ მეთქი.
მერე ესე ცოტა ტანსაცმელი რატო გაქვსო, მეთქი აქ ვყიდულობ ტანსაცმელს როცა ჩამოვდივარ და თბილისიდან ხო არ წამოვიღებდი მეთქი.
ჩანთა გამიშმონეს კიდე, რეკომენდაცია ან რამე საბუთი თუ ვიპოვეთ, აქ დარჩენაზე რო დაგვაეჭვებს, დაგერხევაო.
მერე ID მქონდა აღებული 2016-ში და მუშაობდიო, აბა რათ გინდოდაო.
მეთქი ნახეთ, ერთ თვეზე მეტი არ ვყოფილვარ არც ერთხელ და სურათებში ხან მაიამიში ვარ ხან ლაა ვეგასში, რა უნდა მემუშავა მეთქი.
აბა რატო აიღეო.
სამარიაჟოდ მეთქი.
არ მჯერაო.
ამ ჩემ Ყ-ეს მეთქი, გადაამოწმე, არაფერში არ გამომიყენებია მეთქი..
მერე თბილისში თუ ლოქდაუნია, აქაც დაკეტილია ყველაფერიო.
მეთქი თქვე ყ-ეებო, ხო გითხარით ბავშვთან მაინც ვიქნები, თუ არ მოიხსნა შეზღუდვები ივნისამდე ვრჩები და მერე არდადეგები ეწყება და ერთად წავალთ საქართველოში მეთქი.
მერე ბავშვის დედის ნომერი გამომართვეს და მე სხვა ოთახში გამიყვანეს, დავრეკავთ და თუ არ დაემთხვა, დაგერხევაო.
დაემთხვა ყველაფერი და ახლიდან დაიწყეს ყველა კითხვა
ნერვები მეშლებოდა და არ ვამთავრებინებდი კითხვას და გვაცადეო.
მეთქი ხო მკითხეთ ეგ უკვე და გიპასუხეთ, ახლიდან რო მეკითხებით რისი იმედი გაქვთ მეთქი.
მოკლედ, 3 საათამდე მაყურყუტეს და მერე ჩამირტყეს 6 თვიანი.
გამოსვლისას ეს ტიპი მეუბნება, თვალს გადევნებთ და მუშაობა რო დაიწყო, კიდე მნახავო.
ხარაშო მეთქი და წამოვედი...
ზადნი არ მივეცი, არაფერი დამირღვევია, სამი შემოსვლა მაქვს დარღვევების გარეშე და ეჭვი თუ გეპარებათ ყ-ეზე მკიდიქ მეთქი..
მოკლედ, ტურისტული ვიზით წასვლა შარია
ბავშვის ფაქტორმა მიშველა, თორე შანსი არ მქონდა.
კარგად კი მათრიეს, 22 საათიანი ფრენის მერე.
გამოსვლისაა ტიპები იდგნენ კიდე და სად მიდიხარო და საკრამენტოში მეთქი და ეგრევე გამომიშვეს, არაფერი უთქვიათ არც კარანტინზე, არც იზოლაციაზე...
არადა 10 დღიანი სავალდებულო კარანტინია სან ფრანცისკოში...

Posted by: SiBNELE 20 Jan 2021, 06:26
Frankens†ein
ნამეტანი გიწვალია შენ...

შემოვა ახლა ვინმე და იტყვის "შემოვედი არაფერი პრობლემა არ მქონდა, ნუ იგონებო" biggrin.gif

Posted by: ტანკე 20 Jan 2021, 06:32

Frankens†ein
სამწუხაროა. არაუშავს, კარგად დასრულდა.



კარანტინი დაიკიდე.არავინ გამოწმებს კალიში

Posted by: Frankens†ein 20 Jan 2021, 07:51
SiBNELE
QUOTE
ნამეტანი გიწვალია შენ...

ხო, არ ველოდი.
წინა სამი შემოსვლა საერთოდ არანაირი ზედმეტი კითხვა არ დაუსვამთ, შვებულების გასატარებლად ჩამოვედი და "ვსო"...

ტანკე
QUOTE
სამწუხაროა. არაუშავს, კარგად დასრულდა.

შანსი არ ქონდათ ცუდად დასრულების, დანაშაული არ ჩამიდენია, კანონი არ დამირღვევია, აშშ-ის მოქალაქე შვილის სანახავად ჩამოვედი მათივე გაცემული ვიზით და თუ არ სჯერათ, არაა ჩემი პრობლემა...
დაამტკიცონ საწინააღმდეგო და კი ბატონო...
ბოლომდე ვაპირებდი გატრაკებას...

Posted by: paranoidis_dzma 20 Jan 2021, 08:04
Frankens†ein
ჩემი აზრით, პირიქით შვილის ფაქტორი იყო ამათთვის დამაეჭვებელი. რო ჩამოხვედი სანახავად, შეიძლება დარჩესო ეგ ეფიქრათ. მაგრამ რას გაუგებ CBP -ს .. smile.gif

Posted by: DORO 20 Jan 2021, 08:25
user posted image


არალეგალისთვის ამაზე კარგი ინფო არ არსებობს .

მოვიდა ამნსიტია .

გილოცავთ გრინებს და პასპორტებს bis.gif

Posted by: Frankens†ein 20 Jan 2021, 08:26
QUOTE (paranoidis_dzma @ 20 Jan 2021, 08:04 )
Frankens†ein
ჩემი აზრით, პირიქით შვილის ფაქტორი იყო ამათთვის დამაეჭვებელი. რო ჩამოხვედი სანახავად, შეიძლება დარჩესო ეგ ეფიქრათ. მაგრამ რას გაუგებ CBP -ს ..  smile.gif

შვილის თემა საემიგრაციოში რო გამიყვანეს, მაშინ წამოვწიე.
მანამდე მესაზღვრესთან რო გავედი, აქედან ვაპირებ მუშაობას დისტანციურად მეთქი.
საემიგრაციოსაც შვილის თემით ვაწვებოდი და ეგ მქონდა ახსნა, 5 თვით ჩამოსვლისა.
და მაგაზე ვეღარ თქვეს ვერაფერი, თორემ ჩვენთანაც პანდემია და შეზღუდვებია, ყველაფერი დაკეტილია და აქედან რატო უნდა იმუშაო და შენს ქვეყანაში რატო არაო...

იდეაში მართლებიც იყვნენ.
რატო უნდა ჩამოხვიდე უძვირეს კალიფორნიაში დისტანციურად სამუშაოდ, როცა ყველაფერი დაკეტილია და/ან შეჩერებული...

Posted by: lilu777 20 Jan 2021, 08:46
Frankens†ein

ძაან დაუტანჯიხარ sad.gif

ძალიან ჩასაფრებულები არიან ეტყობა ტურისტულით ამ პანდემიის დროს ვინ დაფრინავსო


Posted by: Ambitious_Person 20 Jan 2021, 10:28
Frankens†ein
შეიძლება ეს პერიოდი გაამკაცრეს ახლა ,

რადგან ბაიდენმა ლეგალიზაციაზე გააკეთა განცხდება ყველა მიაწყდება ტურისტული ვიზით


/



* * *
lilu777
რას ფიქრობ ბაიდენია ის ვინც ამერიკულ ოცნებას ამიხდენს?
დავბერდი კაცი 31 ვხდები მალე biggrin.gif





Posted by: ტანკე 20 Jan 2021, 10:52
ჰიუსტონი მართლა დაჭაობებულია. თან რამხელა ტერიტორიაზეა გადაჭიმული, მიმიქარავს ელეი და ნიუ იორკი. ონკანის წყალი აქ არ ისმევა. ერთხელ დავლიე და მუცელში რევოლუცია მაქვს. კი გამაფრთხილეს, მარა... აი, კალიში ისმევა. იოსემიტის ნაკრძალში მთებზე თოვლი რომ ლღვება, ძირითადად ეგ წყალია. 1 თვე დავრჩები ჰიუსტონში და მერე ლას ვეგასში დავაწვები. ტეხასი ცოტა მოსაწყენია.

რაც შეეხება ბაიდენს:
1. უკვე არსებულ ილეგალებზეა საუბარი. მომავლის ილეგალები არ ითვლებიან
2. კონგრესში ვერ გაიტანს, სავარაუდოდ, რადგან ზოგიერთ დემოკრატსაც არ ეპიტნავება ეგ იდეა. უფრო პოპულიზმს ჰგავს
3. ეგ მხოლოდ იმ ილეგალებდ შეეხებათ, ფეიკ სსნ რომ აქვთ და საშემოსავლოს რომ ამერიკის ბიუჯეტს ახუტებენ. ანდა ზე თეიბლ თუ იღებ შემოსავსლს, არც იოცნებოთ.
4. 5-8 წელი ბევრია. მაგას ჯობია, რომ მუშაობით თანხა დააგროვოთ და მაიამიში რომელიმე ლათინო ფუჩუ შეაბათ ფიქტიურ ქორწინებაზე.

Posted by: შარი10 20 Jan 2021, 10:53
QUOTE (DORO @ 20 Jan 2021, 08:25 )
user posted image


არალეგალისთვის ამაზე კარგი ინფო არ არსებობს .

მოვიდა ამნსიტია .

გილოცავთ გრინებს და პასპორტებს bis.gif

მანდ 11 მილიონიც იქნება არალეგელი და 31 მილიონიც
ყველას ჩამოურიგებენ?

Posted by: ტანკე 20 Jan 2021, 11:06
Frankens†ein
ისე, რომელი აიდი აიღე? სან ფრანცისკო რომ აძლევს ყველა იქ მცხოვრებს ლეგალური სტატუსის მიუხედავად? თუ ფეიკ social security card? ისე, სანამ არ გამოიყენებ, მანამდე ქონა დანაშაული არაა smile.gif

Posted by: Ambitious_Person 20 Jan 2021, 12:46
ტანკე
QUOTE
ლათინო ფუჩუ შეაბათ ფიქტიურ ქორწინებაზე.

დაახლოებით რამდენი უნდა ლათინო ფუჩუს?




Posted by: ტანკე 20 Jan 2021, 13:49
Ambitious_Person
ალბათ 30000-50000$

Posted by: Frankens†ein 20 Jan 2021, 16:31
QUOTE (ტანკე @ 20 Jan 2021, 11:06 )
Frankens†ein
ისე, რომელი აიდი აიღე? სან ფრანცისკო რომ აძლევს ყველა იქ მცხოვრებს ლეგალური სტატუსის მიუხედავად? თუ ფეიკ social security card? ისე, სანამ არ გამოიყენებ, მანამდე ქონა დანაშაული არაა smile.gif

ლეგალური, მაგათ იუსტიციის სახლში.
სანამ ვიზა გაძლევს ყოფნის უფლებას, გაძლევენ, 6 თვიანს ანუ.
ეხლაც უნდა ავიღო...

Posted by: ფაშისტი 20 Jan 2021, 17:13
მეგობარი ჩამოდის თებერვლისკენ უსადან, კოვიდის ტესი მანდედან და 10 დღე თვითიზოლაცია ხო?

Posted by: DORO 20 Jan 2021, 18:32
QUOTE (შარი10 @ 20 Jan 2021, 10:53 )
QUOTE (DORO @ 20 Jan 2021, 08:25 )
user posted image


არალეგალისთვის ამაზე კარგი ინფო არ არსებობს .

მოვიდა ამნსიტია .

გილოცავთ გრინებს და პასპორტებს  bis.gif

მანდ 11 მილიონიც იქნება არალეგელი და 31 მილიონიც
ყველას ჩამოურიგებენ?

ვერ გეტყვი .
შეიძლება საყოველთაო იყოს და სადეპორტო ციხეებიც გაიხსნას .
შეიძლება შერჩევითი იყოს ვინც რაღაც კრიტერიუმში მოხვდება .

ხალხი სჭირდება ამერიკას .
ახალი გადასახადის გადამხდელები .

Posted by: lilu777 20 Jan 2021, 18:33
QUOTE (Ambitious_Person @ 20 Jan 2021, 10:28 )

lilu777
რას ფიქრობ ბაიდენია ის ვინც ამერიკულ ოცნებას ამიხდენს?
დავბერდი კაცი 31 ვხდები მალე biggrin.gif

biggrin.gif ბაიდენი და ტრამპი თავის ოცნებას იხდენენ
შენი ოცნება შენ უნდა აიხდინო smile.gif
* * *
შარი10
DORO


რათქმაუნდა მანდ რაღაც იდება ისეთი რომ მაქსიმალურად გაიფილტრება და რაც შეიძლება ცოტა მიიღებს smile.gif


ეს ყველაფერი ხომ პოლიტიკოსების მანიპულაციებია. ჯერ ტრამპმა მოქალაქეების გულები მოიგო არალეგალებზე მუქარით რომ მისი კამპანია მომგებიანი ყოფილიყო და აირჩიეს კიდეც იმ წელს.

ახლა ბაიდენმა რაღაც მაინც ხომ უნდა გააკეთოს იქიდან რასაც მისგან მოელიან და გააკეთა ეს განცხადებაც smile.gif სადაც დაპირება შესრულდება , მაგრამ ისე არა როგორც ყველა არალეგალის ოცნებაშია


არ მჯერა მე პოლიტიკოსების არასდროს, ჭადრაკის თამაშივით არის თითო სვლა რაღაცის მომტანია მათთვის მომავალში smile.gif


Posted by: lume 20 Jan 2021, 19:49
კაროჩე ერთი 48 წლის უკან სკოლაში დავდიოდი და მაშინ აცხადებდნენ უსაბუთოებზე რომაო:

5 წელზე მეტი ვინც ცხოვრობს საბუთებს მისცემენო

მერე იყო:
10 წელზე მეტი

მერე იყო:
ვინც გადასახადებს იხდისო

ეხლა არის:
ვინც ამ წლამდე აქ არისო


facepalm.gif


ვინც მიდიოდა ფქვავდაო ვინც არა რიგს კითხულობდაო facepalm.gif

რიგს ნუ კითხულობთ ფულის კეთებაზე გადადით

დრო ფულია ფული მდგომარეობა drug.gif


Posted by: -Alex- 21 Jan 2021, 11:29
QUOTE (Frankens†ein @ 20 Jan 2021, 07:51 )
და თუ არ სჯერათ, არაა ჩემი პრობლემა...
დაამტკიცონ საწინააღმდეგო და კი ბატონო...
ბოლომდე ვაპირებდი გატრაკებას...

და ოფიცერმაც რომ იგივენაირად მიუდგეს? არ მჯერა და არაა ჩემი პრობლემა ბოლომდე გავატრაკებო?

ნაისი უნდა იყო. პრილიჩნი ხალხს არ აწუხებენ. იმის მოვალეობაა ეგ კითხვები დაგისვას და ასე მიუდექი მაგ საკითხს. გრინ კარტიანებსაც კარგად კითხავენ ხანდახან.
* * *
QUOTE (lilu777 @ 19 Jan 2021, 03:58 )
ტანკე

სიტუაციას გააჩნია ასე დაზეპირებულივით ხომ არ ეტყვი, what about you და fine thx and you ძაან სახელმძღვანელოში ამოკითხულივით ჟღერს smile.gif

ძირითადად hey ან what's up და მერე ეგრევე საქმეზე გადახვალ smile.gif თუ მაინცდამაინც ფორმალობა არაა და გინდა უთხრა როგორ გრძნობ თავს მაშინ ისიც უთხარი smile.gif






* * *
QUOTE (ტანკე @ 17 Jan 2021, 11:53 )
ნიუ იორკის ქართველობაზე მითხრა ერთმა სანდო წყარომ, რომ ერთმანეთს ევრ იტანენ, ერთმანეთისა შურთ და არც ეხმარებიან ერთმანეთს, თუ ძალიან ვიწრო საახლობლო წრეში არ მოიაზრებენო.

მართალია? რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მართალია.

კალიფორნიისკენ ცოტა უკეთესი სიტუაციაა მაგ მხრივ.

გააჩნია ყველანაირი ადამიანი ტრიალებს.
თუმცა ,,ქართველები ამერიკაში " თემა , რომ არისფბ ზე იქ ჩანს ყველაზე კარგად. ვინმე რამეს დაწერს მიესევიან სვავებივით და ერთმანეთს კორტნიან sad.gif

ძირითადად შურია ალბათ ერთმანეთს უყურებენ ვინმე ვინმეს ხომ არ სჯობს .


ბევრი ისეთია ჩამოსული აქამდე რომ არც სხვა ქვეყანა უნახავს და საქართველოშიც არასდროს არაფერი, არც ქონდა და არც იცოდა, ხოდა აქ რომ ელემენტარული
მიეცა, რაღაც არაადეკვატურ ცხოველებად იქცნენ , ბოდიში ამ გამოთქმისთვის, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ არის ესეთი კატეგორიაც sad.gif

უმეტესად რაიონებიდან ან სოფლებიდან არიან ხალხი ჩამოსული, რომ ვაკვირდები smile.gif

დეგრადაცია იცის ემიგრაციამ საწყის ეტაპზე სამწუხაროდ. წლები გინდა რომ ამოქაჩო მერე და ეგაც ინდივიდუალურია.

Posted by: ფაშისტი 21 Jan 2021, 17:16
მეგობარი ჩამოდის თებერვლისკენ უსადან, კოვიდის ტესი მანდედან და 8 დღე თვითიზოლაცია ხო?

Posted by: lilu777 21 Jan 2021, 19:00
-Alex-

კი ზუსტად, გეგონება ზოგი იქ გაჩერდა როდესაც ჩამოვიდა

Posted by: kukaracha_mokles 21 Jan 2021, 19:18
იდეაში ეიმგრანტს უსაბუთოს საბუთები რატომ უნდა ხოლმე ამერიკაში პირველი რო რა თქმა უნდა წავიდეს და მონატრებული ოჯახის წრვრები ნაზოს ხოლმე და მეორე უკეთესი სამსახური იპოვოს
თორე ვისაც მუშაობა უნდა ისაბუთოდაც წვალობს და მუშაობს ხო ესეა? ბაიდენის პროგრამა თუ განხორციელდა იმაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს რო შრომის ბაზრის გაუფასურება მოხდება არ მოხდებააა არავინ ხმას არ იღებს თორე სინამდვილეში დღევანდელი მდგომრეობით უსაბუთოს შეილება უფრო მაღალი ხელფასი ქონდეს ვიდრე მერრ იგივე ადამიანს საბუთიანს
და პირობითად ხელფასი რო აქ 100 ბუნებრივია გახდება 50 შენ როცა დამსაქმებელი ხარ და სამი სამუშაო ადგილი გაქდა 30 მსურველია რომელიც თანახმაა ნაკლებ ანაზღაურებასაც დათანხმდეს ბიზნესმენიბმეტს რატო გადაუხდის მისი მიზანია ნაკლები დანქხარჯით დიდი მოგება და მაგაზე რატო არავინ არ აკეთებს აქცენტს კიბატნო კაია ეს ყველაფერი მარა რის ხარჯზე? თუ ვეღარაფერში ვეღარ ამოიყენა ის საბუთები და ნორმალური სამსახური ვრრ ნახარას იზავს? საქართველოდან შეინახავემ და პენსიას დაელოდებაა? რავიცი
და საინტერესო იქნება კოდე რა ეტაპები უნდა გაიაროს ამ კანონ პროექტმა რომ დამტკოცდეს ვინმემ იცის?


Posted by: lume 21 Jan 2021, 20:25
QUOTE
ვისაც მუშაობა უნდა ისაბუთოდაც წვალობს და მუშაობს ხო ესეა?


კი შავ სამუშაოებზე

Posted by: dongabo 21 Jan 2021, 22:22
QUOTE
თორე სინამდვილეში დღევანდელი მდგომრეობით უსაბუთოს შეილება უფრო მაღალი ხელფასი ქონდეს ვიდრე მერრ იგივე ადამიანს საბუთიანს

yes.gif
ვიცი ერთი ე.წ. უსაბუთო 5 წლის ვადაგასული ლაისენსით დადის და 600 K სახლში ცხოვრობს და ორი 70 K ახალი მანქანა ჰყავს. თვეში მინიმუმ 20 K აქვს შემოსავალი და სულ მცირე 30-50 კაცი ჰყავს დასაქმებული. ძალიან რომ მოინდომოს შეუძლია საბუთების აღება,მაგრამ არ აინტერესებს დიდად. გადასახადებსაც იხდის. ტიპი არის სასწაულად მშრომელი და დაუზარებელი ადამიანი და ეს დალოცვალი ქვეყანაც უფასებს შრომისმოყვარეობას.
ბაიდენის რეფორმას რაც შეეხება,არ არის გამორიცხული არც არაფერი მოხდეს. ასე ობამას დროს სენატმაც მიიღო ეს კანონი,მაგრამ მერე დაიბლოკა. რაც ამერიკას არ აწყობს ვერ ტრამპი და ვერც ბაიდენი ვერ შეცვლის. თუ აწყობს,ბაზარი არ არის მწვანეს აუნთებენ. თუ სწორედ მახსოვს 2015-ში ობამამ პირადად კანონი გამოსცა დაკა და დაპა პროგრამებზე. 1 თუ 2 მილიონი მიგრანტის გალეგალებაზე ვინც ბავშვობიდან მოხვდა ამერიკაში და ვისაც ამერიკის მოქალაქე ჰყავდა შვილი . ხომ არის ჰუმანური კანონი, მაგრამ რომელიღაცა შტატის სასამართლომ დაბლოკა ეს კანონი. ჩემი აზრით თუ რაიმე ძვრა იქნება ემიგრაციაში,პირველ რიგში ამ მიგრანტებს მიხედავენ.
თუმცაღა მინიმუმ პლიუსი ის ექნება,რომ ვისაც საქმე აქვს ემიგრაციაში უფრო ადვილად დაამთავრებს ჰეფიენდიდ. იგივე ოჯახების გაერთიანება და ა.შ.

https://www.palitravideo.ge/yvela-video/skhvadaskhva/127251-batono-vice-prezidento-ra-reaqcia-hqonda-jo-baidens-zhurnalistis-shecdomaze-shemthkhvevas-mtheli-dasavluri-media-ganikhilavs.html
ეს ვის ახსოვს ობამას მეორე ინაუგურაციაზე მოხდა. აქედან მომეწონა ბაიდენი და ეხლა მომაჩნია რომ ამერიკას ლეგენდა პრეზიდენტი ეყოლება.
ყველაზე ახალგაზრდა სენატორი იყო და ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა. ამ კაცს ვინმე რომ გააკრიტიკებს შეიძლება საკუთარი 5 თითი ისე კარგად არ იცოდეს როგორც ჯო ბაიდენმა პოლიტიკა იცის yes.gif

Posted by: kukaracha_mokles 22 Jan 2021, 01:52
dongabo
ხო მარა რამ უნდა შეუშალოს ხელი უმრავლესობაში დემოკრატები არიან 50/ზე არიან რესპუბლიკელებთან მიმართებაში მარა კამილა ჰარის გაფამწყვეტი ხმის უფლება აქ როგორც ვიცე პრეზიდენტს როცა ხმები იყოფა ხო ესეა? ამშემთხვევაში შედეგები უფრო საინტერესო მგონის რასაც შრომითი ბაზრის გაუფასურება ქვია

Posted by: ფაშისტი 22 Jan 2021, 17:42
თუ ოდესმე მანდ ჩამოვალ, მანდაც ავტობუსის მძღოლი ვიქნები ასე მგონია smile.gif ვიცი ქართული მართვის მოწმობა მანდ არაფერია,მაგრამ მანდაც ავიღებ და უკვე ამერიკელ მგზავრება მოვემსახურები smile.gif
ხუმრობა.გე

Posted by: Gio707 24 Jan 2021, 00:44
QUOTE (Frankens†ein @ 20 Jan 2021, 05:12 )
მოკლედ, ჩამოვედი სან ფრანცისკოში.
რასაც ქვია სახე ამეხა.
ჯერ იყო და თბილისში ყატარის ტიპებმა უკან დასაბრუნებელი ბილეთი თუ არ გექნება, არ გაგიშვებთო, B2 ვიზაზე ამერიკის მოთხოვნააო.
მეთქი შიგ ხო არა გაქვთ, არაფერი არ უწერიათ მეთქი და ჩვენ ავიახაზებს სთხოვენო.
კიდე კაი მქონდა ფული ანგარიშზე, 20 წუთში უნდა მომესწრო ყიდვა, თორე მტოვებდნენ.
ჩავედი სან ფრანცისკოში და მთელ რეისზე რამდენიმე ტიპი ვიყავით ტურისტული ვიზით და ეგრევე საემიგრაციოს ოთახებში გაგვიყვანეს.
ორ საათზე მეტი რასაც ქვია ტვინი მი##ნეს, 5 თვით რა გინდა აქო, მუშაობას თუ დაიწყებ, გიპოვით და დაგენძრევაო..
მეთქი შიგ ხო არა გაქვთ, შვილის სანახავად ჩამიოედი, მაინც დისტანციურად ვმუშაობ და სანამ ესე იქნება, აქედან ვიმუშავებ და ბავშვთან ვიქნები, თბილისში რა მინდა სახლში მეთქი.
მერე დაამტკიცე რო მუშაობო და წინა თვის ხელფასი ვაჩვენე, თვის ბოლოს გამოიარეთ და ამ თვისასაც განახებთ მეთქი.
მერე ესე ცოტა ტანსაცმელი რატო გაქვსო, მეთქი აქ ვყიდულობ ტანსაცმელს როცა ჩამოვდივარ და თბილისიდან ხო არ წამოვიღებდი მეთქი.
ჩანთა გამიშმონეს კიდე, რეკომენდაცია ან რამე საბუთი თუ ვიპოვეთ, აქ დარჩენაზე რო დაგვაეჭვებს, დაგერხევაო.
მერე ID მქონდა აღებული 2016-ში და მუშაობდიო, აბა რათ გინდოდაო.
მეთქი ნახეთ, ერთ თვეზე მეტი არ ვყოფილვარ არც ერთხელ და სურათებში ხან მაიამიში ვარ ხან ლაა ვეგასში, რა უნდა მემუშავა მეთქი.
აბა რატო აიღეო.
სამარიაჟოდ მეთქი.
არ მჯერაო.
ამ ჩემ Ყ-ეს მეთქი, გადაამოწმე, არაფერში არ გამომიყენებია მეთქი..
მერე თბილისში თუ ლოქდაუნია, აქაც დაკეტილია ყველაფერიო.
მეთქი თქვე ყ-ეებო, ხო გითხარით ბავშვთან მაინც ვიქნები, თუ არ მოიხსნა შეზღუდვები ივნისამდე ვრჩები და მერე არდადეგები ეწყება და ერთად წავალთ საქართველოში მეთქი.
მერე ბავშვის დედის ნომერი გამომართვეს და მე სხვა ოთახში გამიყვანეს, დავრეკავთ და თუ არ დაემთხვა, დაგერხევაო.
დაემთხვა  ყველაფერი და ახლიდან დაიწყეს ყველა კითხვა
ნერვები მეშლებოდა და არ ვამთავრებინებდი კითხვას და გვაცადეო.
მეთქი ხო მკითხეთ ეგ უკვე და გიპასუხეთ, ახლიდან რო მეკითხებით რისი იმედი გაქვთ მეთქი.
მოკლედ, 3 საათამდე მაყურყუტეს და მერე ჩამირტყეს 6 თვიანი.
გამოსვლისას ეს ტიპი მეუბნება, თვალს გადევნებთ და მუშაობა რო დაიწყო, კიდე მნახავო.
ხარაშო მეთქი და წამოვედი...
ზადნი არ მივეცი, არაფერი დამირღვევია, სამი შემოსვლა მაქვს დარღვევების გარეშე და ეჭვი თუ გეპარებათ ყ-ეზე მკიდიქ მეთქი..
მოკლედ, ტურისტული ვიზით წასვლა შარია
ბავშვის ფაქტორმა მიშველა, თორე შანსი არ მქონდა.
კარგად კი მათრიეს, 22 საათიანი ფრენის მერე.
გამოსვლისაა ტიპები იდგნენ კიდე და სად მიდიხარო და საკრამენტოში მეთქი და ეგრევე გამომიშვეს, არაფერი უთქვიათ არც კარანტინზე, არც იზოლაციაზე...
არადა 10 დღიანი სავალდებულო კარანტინია სან ფრანცისკოში...

ნოემბერში წავიდა ჩემი მეგობარი, იმასაც ვიზა აქვს 10 წლიანი, ორსულად იყო და NYC იმშობიარა 18 დეკემბერს

რავიცი ტვინი არ უტყვნიათ, თავისუფლად შევიდა. ადრეც იყო ნამყოფი ანუ მეორე გასვლაა მისთვის

Posted by: Frankens†ein 24 Jan 2021, 01:50
QUOTE (Gio707 @ 24 Jan 2021, 00:44 )
QUOTE (Frankens†ein @ 20 Jan 2021, 05:12 )
მოკლედ, ჩამოვედი სან ფრანცისკოში.
რასაც ქვია სახე ამეხა.
ჯერ იყო და თბილისში ყატარის ტიპებმა უკან დასაბრუნებელი ბილეთი თუ არ გექნება, არ გაგიშვებთო, B2 ვიზაზე ამერიკის მოთხოვნააო.
მეთქი შიგ ხო არა გაქვთ, არაფერი არ უწერიათ მეთქი და ჩვენ ავიახაზებს სთხოვენო.
კიდე კაი მქონდა ფული ანგარიშზე, 20 წუთში უნდა მომესწრო ყიდვა, თორე მტოვებდნენ.
ჩავედი სან ფრანცისკოში და მთელ რეისზე რამდენიმე ტიპი ვიყავით ტურისტული ვიზით და ეგრევე საემიგრაციოს ოთახებში გაგვიყვანეს.
ორ საათზე მეტი რასაც ქვია ტვინი მი##ნეს, 5 თვით რა გინდა აქო, მუშაობას თუ დაიწყებ, გიპოვით და დაგენძრევაო..
მეთქი შიგ ხო არა გაქვთ, შვილის სანახავად ჩამიოედი, მაინც დისტანციურად ვმუშაობ და სანამ ესე იქნება, აქედან ვიმუშავებ და ბავშვთან ვიქნები, თბილისში რა მინდა სახლში მეთქი.
მერე დაამტკიცე რო მუშაობო და წინა თვის ხელფასი ვაჩვენე, თვის ბოლოს გამოიარეთ და ამ თვისასაც განახებთ მეთქი.
მერე ესე ცოტა ტანსაცმელი რატო გაქვსო, მეთქი აქ ვყიდულობ ტანსაცმელს როცა ჩამოვდივარ და თბილისიდან ხო არ წამოვიღებდი მეთქი.
ჩანთა გამიშმონეს კიდე, რეკომენდაცია ან რამე საბუთი თუ ვიპოვეთ, აქ დარჩენაზე რო დაგვაეჭვებს, დაგერხევაო.
მერე ID მქონდა აღებული 2016-ში და მუშაობდიო, აბა რათ გინდოდაო.
მეთქი ნახეთ, ერთ თვეზე მეტი არ ვყოფილვარ არც ერთხელ და სურათებში ხან მაიამიში ვარ ხან ლაა ვეგასში, რა უნდა მემუშავა მეთქი.
აბა რატო აიღეო.
სამარიაჟოდ მეთქი.
არ მჯერაო.
ამ ჩემ Ყ-ეს მეთქი, გადაამოწმე, არაფერში არ გამომიყენებია მეთქი..
მერე თბილისში თუ ლოქდაუნია, აქაც დაკეტილია ყველაფერიო.
მეთქი თქვე ყ-ეებო, ხო გითხარით ბავშვთან მაინც ვიქნები, თუ არ მოიხსნა შეზღუდვები ივნისამდე ვრჩები და მერე არდადეგები ეწყება და ერთად წავალთ საქართველოში მეთქი.
მერე ბავშვის დედის ნომერი გამომართვეს და მე სხვა ოთახში გამიყვანეს, დავრეკავთ და თუ არ დაემთხვა, დაგერხევაო.
დაემთხვა  ყველაფერი და ახლიდან დაიწყეს ყველა კითხვა
ნერვები მეშლებოდა და არ ვამთავრებინებდი კითხვას და გვაცადეო.
მეთქი ხო მკითხეთ ეგ უკვე და გიპასუხეთ, ახლიდან რო მეკითხებით რისი იმედი გაქვთ მეთქი.
მოკლედ, 3 საათამდე მაყურყუტეს და მერე ჩამირტყეს 6 თვიანი.
გამოსვლისას ეს ტიპი მეუბნება, თვალს გადევნებთ და მუშაობა რო დაიწყო, კიდე მნახავო.
ხარაშო მეთქი და წამოვედი...
ზადნი არ მივეცი, არაფერი დამირღვევია, სამი შემოსვლა მაქვს დარღვევების გარეშე და ეჭვი თუ გეპარებათ ყ-ეზე მკიდიქ მეთქი..
მოკლედ, ტურისტული ვიზით წასვლა შარია
ბავშვის ფაქტორმა მიშველა, თორე შანსი არ მქონდა.
კარგად კი მათრიეს, 22 საათიანი ფრენის მერე.
გამოსვლისაა ტიპები იდგნენ კიდე და სად მიდიხარო და საკრამენტოში მეთქი და ეგრევე გამომიშვეს, არაფერი უთქვიათ არც კარანტინზე, არც იზოლაციაზე...
არადა 10 დღიანი სავალდებულო კარანტინია სან ფრანცისკოში...

ნოემბერში წავიდა ჩემი მეგობარი, იმასაც ვიზა აქვს 10 წლიანი, ორსულად იყო და NYC იმშობიარა 18 დეკემბერს

რავიცი ტვინი არ უტყვნიათ, თავისუფლად შევიდა. ადრეც იყო ნამყოფი ანუ მეორე გასვლაა მისთვის

ორსული თუ ხარ ან ბავშვიანი ფაქტიურად ქსივაა აშშ-ში.

მე მეოთხედ ვარ და წინა სამზე ჩამოსვლის მიზანი რა არისო რო მეკითხებოდნენ, შვებულებას გასატარებლად მეთქი და ეგრევე მიშვებდნენ...
ეხლა კიდე ვინც ტურისტულით ვიყავით ყველა საემიგრაციოში გაგვიყვანეს...

Posted by: soccer28 24 Jan 2021, 03:19
მანდედან გამოფრენისას თვითფრინავში ტესტის არ გავლის შემთხვევაში თვითმფრინავში მართლა არ უშვებენ?

Posted by: ტანკე 24 Jan 2021, 04:51
26 იანვრიდან ამერიკაში ვინც მოდის, კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი მზად გქოდნეთ, თორემ არ შემოგიშვებენ

Posted by: gvelis_wiwila 24 Jan 2021, 05:25
QUOTE
20 -30 წუთი მეტრო/ავტობუსით არაფერია, მარტივი გადასაადგილებელია.


Green Line - ით, რომელიც დაახლოებით მოძუნძულე ადამიანის სიჩქარით დადის, ბოსტონის ყინვაში მთლად ეგრე უმტკივნეულოდაც არაა ყველაფერი biggrin.gif . მე მაინც ბრუკლაინს გირჩევდი. საერთოდ Mission Hill სცადე და ცენტრში ხარ ფაქტიურად, დაუნთაუნამდე 20 წუთში მიხვალ ფეხით. ცენტრი ძალიან პატარაა ბოსტონის, თბილისზე პატარა.

QUOTE
ამბობენ, რომ ბოსტონში ძააან ბევრი სომეხი ჩითავს და მართალია?


ნახევარი წლის განმავლობაში ერთი სომეხიც არ შემხვედრია არსად. ირლანდიელები იცოცხლე, დორჩესტერი/Southie არის მაგათი გეტო და იქ წასვლას თუ ბოქსის ან მშენებლობის საქმეში არ ხართ, დიდად არ გირჩევთ : )


მოკლედ მივდიოდი პატიოსნად ოსტინში. დავრჩი მეგობართან, მეორე დილას მივაცილე ტესტზე, აღმოჩნდა დადებითი. ჩავიკეტე, და 2 კვირის განმავლობაში 4 რაპიდი და 2 პისიარ ტესტი გავიკეთე, არიქა კორონა მაქვს მეთქი ყველა ექიმს ვარწმუნებდი 3 სხვადასხვა კლინიკაში. ყველა მოვიდა უარყოფითი. ოსტინი გაიმაზა ცხადია, ვზივარ ბუშვიკში ბუსავით. spy.gif

Posted by: Harley Davidson 24 Jan 2021, 06:53
ტანკე
QUOTE
26 იანვრიდან ამერიკაში ვინც მოდის, კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი მზად გქოდნეთ, თორემ არ შემოგიშვებენ

აქამდე არ იყო მასე? spy.gif

Posted by: ტანკე 24 Jan 2021, 07:06
Harley Davidson
არა
---------------------------------------------------------------------

Posted by: ფაშისტი 24 Jan 2021, 13:09
ტანკე
QUOTE
26 იანვრიდან ამერიკაში ვინც მოდის, კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი მზად გქოდნეთ, თორემ არ შემოგიშვებენ

მეგობარი ჩამოდის აქეთ, ზუსტად რიცხვი არ ვიცი არ ამბობს. |ჩამოიტანს ტესტის პასუხს იმედია თორემ არც ჩვენები შემოუშვებენ

Posted by: sDEUTSCHLANDs 24 Jan 2021, 15:53
მოგესალმებით ამერიკელებო smile.gif
კითხვა მაქვს თქვენთან ერთი პროექტისთვის მჭირდება თუ არ დაგეზარებათ მიპასუხეთ
რამდენად რელიგიურები არიან ამერიკელები და რა როლს თამაშობს რელიგია ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებაში?
და რა გავლენა აქვს ზოგადად რელიგიას მთავრობაზე?


Posted by: Lady_Bird 24 Jan 2021, 18:22
soccer28
თბილისიდან ავიაკომპანია არ დაგიშვებს თვითმფრინავში. ამოწმებენ ტესტს გაქვს თუ არა.

Posted by: babsi 25 Jan 2021, 01:57
sDEUTSCHLANDs
ჩემ მოსაზრებას დავწერ მოკლედ სანამ ვინმე გამოგეხმაურება. ალბათ არ არსებობს რელეგიური კომფესია მსოფლიოში რომელსაც ამერიკაში არნახავ, თუმცა ყველაზე მეტი კათოლიკები არიან. რამდენად რელეგიურები არიან რთული კითხვაა. რადგან უყვართ ეკლესიაში სიარული, ყოველ კვირა კათოლიკური ეკლესიები თითქმის გადავსებულია, ოჯახთან ერთად მისვლა წირვაზე თითქმის ტრადიციაა, აი რამდენად იცავენ თუნდაც 10 მცნებას ეს უკვე საჭოჭმანო საკითხია. რადგან რიგითი კათოლიკე იძახის რომ რაც არ უნდა დააშაოს ღმერთი შემდობია და მოუტევებს ყველაფერს, მთავარია ყოველ კვირა მივიდეს ეკლესიაში და შენდობა ითხოვოს.
საინტერესოა აფროამერიკელების ბაბტისტურ ეკლესიაში, რელეგიურები არიან, ლოცვების და ღმერთისადმი სამადლობელი სიმღერები და ცეკვები ენით აუღწერელი სანახაობაა, ისეთ ექსტაზში შედიან მომლოცველები რომ მთელი დარბაზი მღერის და ცეკვავს ღმერთის სადიდებლად, ეს უნდა პირადად ნახოთ. მე ჯაზფესტივალზე მეგონა თავი
საერთო ჯამში სარწმუნოებას თავისი ადგილი უკავია საზოგადოებაში. ყველა თავის რელეგიას იცავს და არავითარი ურთიერთდაპირისპირება. ამ მხრივ მართლა გამორჩეულები არიან.
QUOTE
რა გავლენა აქვს ზოგადად რელიგიას მთავრობაზე?
რათქმაუნდა გამიჯნულია მთავრობა და რელიგია. ეს ალბათ
პროფესიონალთა ნაშრომებში უნდა გადაიკითხო. თუ გინდა რომ გაერკვე. მე უბრალოდ ერთი შეხედვით პატარა ჩანახატივით დავწერე.

Posted by: All*eyes*on*me 25 Jan 2021, 07:53
sDEUTSCHLANDs
You can practise any religion, or not practise religion


ზუსტად ასე ცხოვრობენ მშვიდად, 350 მილიონი ადამიანი

Posted by: გიორგი XII 25 Jan 2021, 15:21
სანამ კათოლიკები არიან ჯერ არიან პროტესტანტები ამერიკაში.

ამერიკის ისტორია , სახელმწიფო , კონსტიტუცია და ფუნდამენტი დგას პროტესტანულ მსოფლმხედველობაზე.

QUOTE
რამდენად რელიგიურები არიან ამერიკელები და რა როლს თამაშობს რელიგია ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებაში?
და რა გავლენა აქვს ზოგადად რელიგიას მთავრობაზე?


ძალიან დიდ როლს თამაშობს ქრისტიანობა ამერიკელების ცხოვრებაში. ოღონდ რელიგიურობა იმ გაგებით არა როგორც წილხვედრშია, რაღაცა უაზრო დრომოჭმული არაქრისტიანული რიტუალებით რო ადებილებენ ხალხს.

Posted by: ფაშისტი 25 Jan 2021, 19:10
გიორგი XII
QUOTE
ძალიან დიდ როლს თამაშობს ქრისტიანობა ამერიკელების ცხოვრებაში. ოღონდ რელიგიურობა იმ გაგებით არა როგორც წილხვედრშია, რაღაცა უაზრო დრომოჭმული არაქრისტიანული რიტუალებით რო ადებილებენ ხალხს.


შეგიძლია განმარტო როგორი გაგებით მაშინ? მართლა საინტერესოა

Posted by: sDEUTSCHLANDs 25 Jan 2021, 22:39
მადლობა მეგობრებო გამოხმაურებისთვის
გიორგი XII

QUOTE
ძალიან დიდ როლს თამაშობს ქრისტიანობა ამერიკელების ცხოვრებაში. ოღონდ რელიგიურობა იმ გაგებით არა როგორც წილხვედრშია, რაღაცა უაზრო დრომოჭმული არაქრისტიანული რიტუალებით რო ადებილებენ ხალხს.

მართლაც საინტერესო იქნება მოგვიყევი ცოტა რამ

პ.ს. ერთი ყოუტუბეს არხო ვერ ვნახე ქართულად რომელიც ადგილზე დანახული თვალით აგვიხსნიოს რატომაა ამერიკა წარმატებული, რა ბისნესკულტურა აქვთ, რა საზოგადოებრივი
თვითშეგნება, დამსაქმებლის და დასაქმებულს შორის როგორი დამოკიდებულებაა ან თვითონ საზოგადოება ერთანეთთან როგორ ურთიერთობენ რომ ნომერ პირველ ქვეყანად აქციეს
ამერიკა. ქართული ბლოგი ან ყოუტუბეს არხი თუ იცით ასეთი რამე დამილინკეთ, ინგლისური ან რუსული არ მინდა ქართველის თვალით დანახული მაინტერესებს

Posted by: ფაშისტი 26 Jan 2021, 00:03
გაქანებული კომენდატის საათის დროს უწევს ჩამოსვლა მეგობარს თბილისის აეროპორტში. დილის 5 საათამდე იქ უნდა იყურყუტოს?

Posted by: Freestyle 26 Jan 2021, 00:48
QUOTE (Harley Davidson)
26 იანვრიდან ამერიკაში ვინც მოდის, კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი მზად გქოდნეთ, თორემ არ შემოგიშვებენ

რას ვფიქრობ იცი, იმენა გაფრენის დროს რომ დაგემართოს რა უნდა ქნა?? მაგაზე ვიჩალიჩო ახლა რომ წინასწარ მოვიხადო? biggrin.gif

ნუ იგივე კითხვა მაქვს საელჩოში შესვლის დროზეც

Posted by: lilu777 26 Jan 2021, 03:20
sDEUTSCHLANDs

ზოგადად ეგეთი კითხვები ამერიკელს უნდა დაუსვა და უკეთესია სხვადასხვა შტატის მკიდრს ან ისეთ ადამიანს ვისაც ბევრ შტატში ქონია ადამიანებთან კომუნიკაცია

აქ ძირითადად ტურისტული ან ემიგრანტებით სავსე შტატებიდან ვართ სადაც სულ სხვა სიტუაციაა. აბსოლიტურად გავმიჯნავ ნიუ იორკს და ალბათ კალიფორნიასაც ( ნამყოფი არ ვარ)
სხვა შტატებისგან. ამ ორ შტატში იმდენაირი რელიგიის და კულტურის ემიგრანტია ყველას თავის ცივილიზაცია და გაგება აქვს smile.gif

Posted by: ტანკე 26 Jan 2021, 04:45
lilu777
ტეხასის ნაწილიც smile.gif ჰიუსტონში თეთრები უმცირესობაში არიან,ისეთი ჭრელი ქალაქია.ძირითადადა აზიელები არიან,ლათინოები და შავები

დღეს ლას ვეგასში მივფრინავ, 6 საათი ფანჯარა მაქვს, ფანტანს ვნახავ და მერე იქიდან ლოს ანჯელესში ავტობუსით, ორი დღით უნდა დავრჩე.
პირდაპირ ლოს ანჯელესის რეისი არ ავიღე,რადგან კარანტინს თავი ავარიდე ამ გზით smile.gif

Posted by: -Alex- 26 Jan 2021, 11:47
kukaracha_mokles
პრეზიდენტი და კონგრესი დემოკრატებისაა და სასამართლო რესპუბლიკელების(დიდი უპირატესობით).

sDEUTSCHLANDs
ამერიკელები არიან ევროპელებზე და ქართველებზე ბევრად რელიგიურები.
სამხრეთი არის მეტად რელიგიური და სანაპიროები(არასამხრეთი) ნაკლებად რელიგიური.
რესპუბლიკელები არიან აბორტის წინააღმდეგი და ამიტომ რელიგიური ხალხი მათ მეტად უჭერს მხარს.

Posted by: sDEUTSCHLANDs 26 Jan 2021, 18:07
lilu777
QUOTE
ზოგადად ეგეთი კითხვები ამერიკელს უნდა დაუსვა და უკეთესია სხვადასხვა შტატის მკიდრს ან ისეთ ადამიანს ვისაც ბევრ შტატში ქონია ადამიანებთან კომუნიკაცია

ქართველების აზრი მაინტერესებდა ინგლისურად და გერმანულად ბევრი მაქვს ნაყურები/წაკითხული

QUOTE
აქ ძირითადად ტურისტული ან ემიგრანტებით სავსე შტატებიდან ვართ სადაც სულ სხვა სიტუაციაა. აბსოლიტურად გავმიჯნავ ნიუ იორკს და ალბათ კალიფორნიასაც ( ნამყოფი არ ვარ)
სხვა შტატებისგან. ამ ორ შტატში იმდენაირი რელიგიის და კულტურის ემიგრანტია ყველას თავის ცივილიზაცია და გაგება აქვს

ამდენი ემიგრანტი როა და ყველას თავის კულტურა მოაქვს ეს რატომ არ იწვევს ქაოსს? რის გარშემო ერთიანდებიან ადამიანები რომ ნიუიორკი მსოფლიო დედაქალაქად აქციეს?

Posted by: dongabo 26 Jan 2021, 21:21
sDEUTSCHLANDs
QUOTE
ამდენი ემიგრანტი როა და ყველას თავის კულტურა მოაქვს ეს რატომ არ იწვევს ქაოსს? რის გარშემო ერთიანდებიან ადამიანები რომ ნიუიორკი მსოფლიო დედაქალაქად აქციეს?

პატრიოტიზმი.
მე-2 თაობა უკვე ტიპიური ამერიკელები არიან და მესამე თაობამ პრაქტიკულად აღარაფერი იცის იმ ძველი ქვეყნის ,საიდანაც მისი პაპა ან ბებო ჩამოვიდნენ. მაქსიმუმ საუბარში აღნიშნონ რომ წარმოშობით იტალიიდან,გერმანიიდან და ა.შ. არიან. სკოლაში მისული ბავშვი უკვე ამერიკელი ხდება და ასეც უნდა იყოს. ევროპაში მუსლიმები გაჯეჯილებულები რომ არიან,აქ მოპარული მეშოკებივით დადიან და მაქსიმუმ პირად საუბარში ჩურჩულით აღნიშნოს რომ მუსლიმია. რათქმაუნდა არავინ დევნის და არც არავინ აინტერესებს ვინ რა სარწმუნოებას ეკუთვნის,მაგრამ ღმერთმა არ ქნას რომ რაიმე ამბიცია გაუჩნდეს იმიტომ რომ მუსლიმია popcorn.gif
სწორედ რომ ჩამოსული მიგრანტების მეორე-მესამე თაობა ხდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფენა.

ღმერთო დალოცე ამერიკა!! yes.gif ))))

Posted by: გიორგი XII 26 Jan 2021, 21:50
sDEUTSCHLANDs

გვიან ვნახე ეს პოსტი რო მოვიცლი დავწერ აუცილებლად

Posted by: @Schizophrenic 26 Jan 2021, 22:28
რა მაგარ რაღაცეებს წერთ, როგორ ვერ უნდა გადმოვსახლდე ამერიკაში mad.gif mad.gif

Posted by: ტანკე 26 Jan 2021, 23:49
ლას ვეგასი <3 არანაირი შეზღუდვები. ვზივარ ვეგასის სტრიპის ერთ ბისტროში და მეფურ ჰამბურგერს მივირთმევ.
აეროპორტმა დამშოკა

Posted by: sandroEVO 27 Jan 2021, 00:18
ტანკე
ვეგასის ნახვა მაგრად მინდა, ასევე ვესთ ქოუსთის.
დააგდე რამე ვიდეო/სურათები

პ.ს ნევადა ერთადერთი შტატია სადაც პროსტიტუცია ლეგალურია ოღონდ ვეგასში არ ყოფილა

Posted by: Iron Butterfly 27 Jan 2021, 02:54
ფაშისტი
QUOTE
ჩამოიტანს ტესტის პასუხს იმედია თორემ არც ჩვენები შემოუშვებენ



ჰმმ ჩემი მეგობარი დაბრუნდა ამერიკიდან საქართველოში ერთი კვირის წინ და ტესტი არ მოუთხოვიათ, არც სასტუმროში გადაუყვანიათ. ცალკე ცხოვრობს და წავიდა თვითიზოლაციაში ორი კვირით საკუთარ სახლში.

* * *


sDEUTSCHLANDs
QUOTE
ი ბლოგი ან ყოუტუბეს არხი თუ იცით ასეთი რამე დამილინკეთ, ინგლისური ან რუსული არ მინდა ქართველის თვალით დანახული მაინტერესებს



გიზო უჯარმელი და ვალერი გველუკაშვილის,
ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ თუ არ ხარ ამერიკაში და გსურს ქართველის თვალით დაინახო
ერთი ვისკონსინში ცხოვრობს, და მეორე ფლორიდაში
დანარჩენი ვითომ ვლოგები არის უნახავმა რანახავების და რაღაც მაიმუნობები smile.gif)

ლინკები :
გიზო
https://www.youtube.com/channel/UCtkFwa_zP8obP1JkXnWUSfA
georgian america
https://www.youtube.com/channel/UCBYG4ma14zk-jJDMVJ0YQeA

უი კიდევ ერთი სტუდენტი გოგო აღმოვაჩინე, ვისაც ამ კუთხით აინტერესებს
https://www.youtube.com/channel/UCb6e01k5XssnV-WW33p896A

Posted by: paranoidis_dzma 27 Jan 2021, 08:23
Iron Butterfly
რა იყო ახლა ამ ვიდეობის ჩაყრა, კიდევ ეგ გვინდა ისედაც განევროზებული ხალხს? givi.gif

მენატრება user.gif

Posted by: გიორგი XII 27 Jan 2021, 09:35
მაგარი კომენტარებია ვიდეოებზე.



lol.gif lol.gif facepalm.gif


Posted by: -Alex- 27 Jan 2021, 11:06
QUOTE (sDEUTSCHLANDs @ 26 Jan 2021, 18:07 )

ამდენი ემიგრანტი როა და ყველას თავის კულტურა მოაქვს ეს რატომ არ იწვევს ქაოსს? რის გარშემო ერთიანდებიან ადამიანები რომ ნიუიორკი მსოფლიო დედაქალაქად აქციეს?

10 ამერიკული კინოდან 7-ში სიუჟეტი ტრიალებს კანონის ირგვლივ. კანონი არის მკაცრი. და არის ყველგან. ამერიკა ადვოკატების ქვეყანაა რა biggrin.gif

Posted by: ტანკე 27 Jan 2021, 12:42
sandroEVO
ფორუმზე რთულია სათითაოდ ატვირთვა, თან ზომის ლიმიტებია
აი, მობილირიდან არც ვიდეო ატვირთა და არც სურათი

მაგარი საიტია ეს. ჩარჩა 2001-ში თავის ადმინიანად.

* * *
ლუფტანზას ლამის დედა ვაგინე, ისეთი ნეგატიური ფიდბექი გავუგზავნე და რამდენიმე დღეში სულ ბოდიშებით დამიბრუნეს თანხა. არადა, 2 თვე ვეხვეწე და არ გაჭრა. დავემუქრე კიდეც სასამართლოთი და ამან გაჭრა. გინება და მუქარა უფრო ჭრის, ვიდრე ჩიჩინი
* * *
ეს ბილბორდი არ გეგონოთ smile.gif ნაღდი შენობებია. ლას ვეგასი ძაან ჰგავს ახალ ბათუმს. უფრო სწორად, პირიქით biggrin.gif არ ვმკრეხელობ, მართლა ჰგავს. ახლა ვიცი, ბათუმის გაკეთილშობილების ინსპირაცია რაც იყო


* * *
user posted image
... 30000000000000000

ვეგასის აეროპორტი კი კაზინოა შეთავსებით აეროპორტი
ნევადა კი კალის ძაან ჰგავს ესთეტიკით.
ისე, ტეხასის ესთეტიკაზე თავისი პიკაპებიანად და ადამიანების ზრდასრულო ით ძაან მოვიხიბლე. აუ, რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი. ახლა ვფიქრობ, ფბ ხომ არ აღვადგინო ერთწლიანი შესვენების მერე

Posted by: sDEUTSCHLANDs 27 Jan 2021, 18:08
Iron Butterfly
QUOTE
გიზო უჯარმელი და ვალერი გველუკაშვილის,
ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ თუ არ ხარ ამერიკაში და გსურს ქართველის თვალით დაინახო
ერთი ვისკონსინში ცხოვრობს, და მეორე ფლორიდაში
დანარჩენი ვითომ ვლოგები არის უნახავმა რანახავების და რაღაც მაიმუნობები smile.gif)

ლინკები :
გიზო
https://www.youtube.com/channel/UCtkFwa_zP8obP1JkXnWUSfA
georgian america
https://www.youtube.com/channel/UCBYG4ma14zk-jJDMVJ0YQeA

უი კიდევ ერთი სტუდენტი გოგო აღმოვაჩინე, ვისაც ამ კუთხით აინტერესებს
https://www.youtube.com/channel/UCb6e01k5XssnV-WW33p896A

არ არიან ცუდი არხები მე პირადად უჯარმელის არხი უფრო მომწონს რამდენიმე საინტერესო ვიდეო აქვს ემიგრაციაზე ძალიან მომეწონა
აი გველუკაშვილის არხიც კარგია უბრალოდ მე ის არ მომწონს რომ ხელს იქნევს იქედან ჩამოდით ჩამოდით აქ კაია biggrin.gif, კიდე გულის აცრუება გვინდა ჩვენ საქართველოზე
(მოღალატეობას აქვს ადგილი biggrin.gif) გვასწავლოს წარმატების ფორმულა რატო არიან წარმატებული ამერიკელები smile.gif
პრობლემაა ასევე რომ რეალურად იშვიათად აღწერს სიტუაციას რისი გავლა უწევს ემიგრაციაში, ყველა ამბობს სასწაულად ცხოვრობს მაგრამ ალბათ მხოლოდ 20% ს აქვს ნორმალური ცხოვრება(გასათვალისწინებელია ვინ როგორ უყურებს ცხოვრებას ფართო თემაა), ბევრი მალავს რაზე მუშაობს მაგალითად, ცინიზმის მსხვერპლი რომ არ გახდეს, ცინიზმი ერთ ერთი დიდი პრობლებაა საქართველოში და ბევრი რამის ჩამოთვლა შეძლება.............................................
პ.ს. მადლობა მეგობრებო გამომაურებისთვის, პატარა პროექტისთვის მინდოდა ქართველების აზრიც, შედარება რომ გამომივიდეს

Posted by: All*eyes*on*me 29 Jan 2021, 00:34
sDEUTSCHLANDs
როგორ და რანაირადაც არ უნდა მოხვდე ამერიკაში, რამდენიმე წლიანი მძიმე გზის გავლა გიწევს..
მერე უკვე მართლა შენ თავზეა დამოკიდებული ყველაფერი...

Posted by: lilu777 29 Jan 2021, 18:51
QUOTE (sDEUTSCHLANDs @ 26 Jan 2021, 18:07 )

ამდენი ემიგრანტი როა და ყველას თავის კულტურა მოაქვს ეს რატომ არ იწვევს ქაოსს? რის გარშემო ერთიანდებიან ადამიანები რომ ნიუიორკი მსოფლიო დედაქალაქად აქციეს?

კანონი და ფული .
არჩევანის თავისუფლებაც თუმცა ამაზე ცოტა ვიკამათებდი (როგორც პატარა ბავშვს ისე გატყუებენ აი ორი სათამაშო და რომელი გინდა, შეგიძლია არჩევანი გააკეთო არ ხარ შეზღუდულიო, თვითონ გიწესებენ რას და რას შორის ირჩევ და მაგას ვეღარ ხვდება უმეტესობა smile.gif)
ზოგი კანონმორჩილია, ზოგს ეშინია კანონის. წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდნენ და დაკარგონ თავიანთი ეკონომიკური სტბილურობა,
იმაშიც არავინ ზღუდავს ვინმეს თუ როგორი რელიგიით იცხოვრებს და ეს გონიათ , რომ საკმარისია, ზოგს არც გონია smile.gif

ნიუ იორკში, ბევრი რამე კომუნიზმს მაგონებს, მაგალითად ყველას რომ ერთნაირი ავეჯი ქონდათ სახლში ერთნაირი მანქანა და ასე შემდეგ. ახალი ჩამოსული ნიუ იორკში რომელ მეტროსთანაც არ უნდა ამოხვიდე შეიძლება გზა ვერ გაიგნო იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს გავს. ამოხვალ დაგვხვდება სტარბაქსი , დანქინი, სივიესი და შესაბამისი რიგით მაღაზიებიც. აიკეას ავეჯი სახლებში, მწვანილის დასაჭრელი დაფაც კი ერთნაირი აქვთ ბევრს სახლში. ინდივიდუალიზმს იმიტომ აფასებენ ალბათ , ყველაზე მეტად აქაა დაკარგული smile.gif
თან ადამიანები ამ ავეჯს, მანქანას, ტანსაცმელს, რომ ყიდულობენ (ვისაც ეს ელემენტარული აკლდა თავის ქვეყანაში) გონიათ რომ კარგად ცხოვრობენ, ამ დროს ეს ხომ ელემენტარულია, ეს არის გაჭირვებული მასისთვის (რომლებიც საქართველოს პირობებთან შედარებით შეძლებულები ჩანან) . არის წრეები სადაც ეს სიტუაცია არაა, მაგრამ მასა ასე ცხოვრობს ნიუ იორკში სხვაგან არვიცი smile.gif

თუმცა არსებობს კიდევ ერთი, ,,შესაძლებლობები", რომ მართლა რაღაცას მიაღწიო . ეს რაღაც ზღაპრის სიუჟეტივით არის ამ გზაზე რომ წახვალ ან დაბრუნდები ან არაო smile.gif ანუ ცდა შეგიძლია შესაძლებლობა არის ძალიან ბევრს მიაღწიო, მაგრამ ან მიაღწევ ან არა და გიღირს თუ არა ცდად მთელი ცხოვრება ეს უნდა გადაწყვიტო smile.gif

Posted by: Gio707 29 Jan 2021, 19:01
ბოლო წლებში, CDL ვინმეს ხომ არ აგიღიათ? კითხვები მაქვს


Posted by: lume 29 Jan 2021, 20:34
QUOTE
მწვანილის დასაჭრელი დაფაც კი ერთნაირი აქვთ ბევრს სახლში


biggrin.gif



Posted by: wrangler7 29 Jan 2021, 23:22
Gio707
ამ ვიდეოს გადახედე, ტელეფონით ვარ და ვერ ჩავსვი

https://youtu.be/4vd2oNEMH5Q

Posted by: Gio707 29 Jan 2021, 23:42
QUOTE (wrangler7 @ 29 Jan 2021, 23:22 )
Gio707
ამ ვიდეოს გადახედე, ტელეფონით ვარ და ვერ ჩავსვი

https://youtu.be/4vd2oNEMH5Q

ძაან დიდი მადლობა 2kiss.gif

აქამდე სულ უკრაინელ და ბელარუსების ვლოგებს ვუყურებდი

Posted by: ტანკე 30 Jan 2021, 05:27
დავიწყე კალიფორნიის პრავის ასაღებად მზადება. თეორიულ ნაწილს ჩავუჯექი.
პროსტა, აგვსიტომდე მალე თბილსიში დავბრუდნები,ალბათ, ფულის დაზოგვის მიზნით და აგვსიტოში ავიღებ პრავას და მერე ცოტა დიდი ხნით მომიწევს აქ წამოსვლა.
თან ვფიქრობ ახლა, პანდემიამ ისე არ არიოს ყველაფერი, რომ უკან დაბრუნება გაჭირდეს. თან რამდენიმე ათასი დოლარის დაზოგვაც მინდა (მანქანის საყიდლად) და რავი, გაურკვევლობაში ვარ.

ჰიუსტონცი ცენტრი მომეწონა ღამით. ტრანსპორტიც უფრო სუფთაა, ვიდრე კალიში და ბომჟებიც უფრო ნაკლებად ბომჟურ ვიდზე არიან



lilu777

up.gif

Posted by: kucha 30 Jan 2021, 05:53
Gio707
QUOTE
ბოლო წლებში, CDL ვინმეს ხომ არ აგიღიათ? კითხვები მაქვს


გამოუშვი აბა რა კითხვები გაქვს

Posted by: ME 30 Jan 2021, 07:16
ტანკე
ტენიანობა როგორი იყო ჰიუსტონში?

Posted by: ტანკე 30 Jan 2021, 07:22
ME
რავი, არ შევუწუხებივარ. აქ უფრო ცხელა, ვიდრე ლოს ანჯელესში. დაჟე კონდიციონერის ჩართვაც მიწევდა. ტენიანობა სულ ოდნავ მაღალია, ვიდრე ლოს ანჯელესში

ის "ჭაობები" სამხრეთული-მისისიპური ჭალებია სინამდვილეში. ლუიზიანასთან ახლოსაა ჰიუსტონი და მაგ პონტში.
ყველგან მშენებელობებია. ფართოვდება და ფართოვდება ეს ქალაქი

Posted by: DORO 30 Jan 2021, 08:42
QUOTE
დაფაც კი ერთნაირი აქვთ ბევრს სახლში. ინდივიდუალიზმს იმიტომ აფასებენ ალბათ , ყველაზე მეტად აქაა დაკარგული

ინდივიდუალიზმს ბევრი თავისუფალი დრო უნდა .

როცა მუშაობ და არ გცალია --უბრალოდ მიდიხარ და ყიდულობ რაც არის და არ ფიქრობ იმაზე რომ ნათელა ბცლასაც იგივე დაფა ექნება და მოდი კიდევ სხვა მაღაზიაშიც ვნახავ .

biggrin.gif

Posted by: Gio707 30 Jan 2021, 11:39
QUOTE (kucha @ 30 Jan 2021, 05:53 )
Gio707
QUOTE
ბოლო წლებში, CDL ვინმეს ხომ არ აგიღიათ? კითხვები მაქვს


გამოუშვი აბა რა კითხვები გაქვს

PM-ში მოგწერ
----------------------

Posted by: UNEEK 30 Jan 2021, 13:17
QUOTE (ტანკე @ 27 Jan 2021, 12:42 )
sandroEVO
ფორუმზე რთულია სათითაოდ ატვირთვა, თან  ზომის ლიმიტებია
აი, მობილირიდან არც ვიდეო ატვირთა  და არც სურათი

მაგარი საიტია ეს. ჩარჩა 2001-ში თავის ადმინიანად.

* * *
ლუფტანზას ლამის დედა ვაგინე, ისეთი ნეგატიური ფიდბექი გავუგზავნე და რამდენიმე დღეში სულ ბოდიშებით დამიბრუნეს თანხა.  არადა, 2 თვე ვეხვეწე და არ გაჭრა. დავემუქრე კიდეც სასამართლოთი და ამან გაჭრა. გინება და მუქარა  უფრო ჭრის, ვიდრე ჩიჩინი 
* * *
ეს ბილბორდი არ გეგონოთ smile.gif ნაღდი შენობებია. ლას ვეგასი ძაან ჰგავს ახალ ბათუმს.  უფრო სწორად, პირიქით biggrin.gif  არ ვმკრეხელობ, მართლა ჰგავს. ახლა ვიცი, ბათუმის გაკეთილშობილების ინსპირაცია რაც იყო


* * *
user posted image
...          30000000000000000

ვეგასის აეროპორტი კი კაზინოა შეთავსებით აეროპორტი
ნევადა კი კალის ძაან ჰგავს ესთეტიკით.
ისე, ტეხასის ესთეტიკაზე თავისი პიკაპებიანად და ადამიანების ზრდასრულო ით ძაან მოვიხიბლე. აუ, რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი. ახლა ვფიქრობ, ფბ ხომ არ აღვადგინო ერთწლიანი შესვენების მერე

მანდ, ცენტრის უკან კარგი მოლია. ერთ სთორის მოგიყვები:
ელეიში ბოსის ჯაკეტი მომეწონა, ჩემი ზომა არ ქონდათ.
ლას ვეგასის მოლშიაო დიდი ზომები.
რენტით მანქანა ავიღე ჩავედი შაბათკვირას.
გზაზე შევჩერდი ვეგას სპიდვეიზე. 6 წრე ფერარიზე ვიკატავე.
მოკლედ ვიყიდე ჯაკეტი მოლში. გამოვიარე პლანეტა ჰოლივუდში გორდონ რამზის ბურგერში.
შემდეგ სიგარას მოვუკიდე და აპარატთან დავჯექი 2 ცალი ოციანით.
50 ცენტიანს ვატრიალებდი. 14 ათასი დაჯდა ჯეკპოტი.
ალბათ რომ ის ჯაკეტი არ ამომეჩემებინა, ეს დღე არ იქნებოდა ჩემს ბიოგრაფიაში.
#1 გართობის ქალაქია. წარმატებები სადაც წახვალ!

Posted by: ტანკე 30 Jan 2021, 13:40
UNEEK
მადლობა.
კარგი ისტორიაა smile.gif
მთავარი იღბალია ამ ცხოვრებაში. ბევრჯერ დავრწმუნდი

Posted by: sDEUTSCHLANDs 30 Jan 2021, 21:45
lilu777

QUOTE
თუმცა არსებობს კიდევ ერთი, ,,შესაძლებლობები", რომ მართლა რაღაცას მიაღწიო . ეს რაღაც ზღაპრის სიუჟეტივით არის ამ გზაზე რომ წახვალ ან დაბრუნდები ან არაო smile.gif ანუ ცდა შეგიძლია შესაძლებლობა არის ძალიან ბევრს მიაღწიო, მაგრამ ან მიაღწევ ან არა და გიღირს თუ არა ცდად მთელი ცხოვრება ეს უნდა გადაწყვიტო

ამ წინადადების წაკითხვისას გაორება დაემართება ადამიანს smile.gif

კანონმორჩილება უნდა იყოს, ჩემი თავისუფლება უნდა მთავრდებოდეს იქ სადაც შენი თავისუფლება იწყება
ყველაზე ცუდი რას ამერიკაშია ჩემი აზრით არის რომ სულ მუშაობს ხალხი, ძაან მოუწესრიგებელი შვებულებების სისტემა აქვთ ევროპასთან შედარებით,
საბოლოოდ მართლა ისე გამოდის რომ სარეცხი მანქანა და ტელევიზორი რომ გქონდეს სახლში მაგისთვის მუშაობ, თავი გავიწყდება საერთოდ სულ მუშაობ. საკუთარი თავისთვის ვერ იცლიან რომ საერთოდ არ ჩაიძირო და იმის იმედი გაქვს რაც მე ზემოთ დავაციტირე smile.gif შეიძლება რაღაცას მიაღწიო smile.gif ეს არ იკარგება smile.gif

პ.ს. ძაან პესიმისტური პოსტები გამოვიდა smile.gif

Posted by: gvelis_wiwila 31 Jan 2021, 04:09
QUOTE
რის გარშემო ერთიანდებიან ადამიანები რომ ნიუიორკი მსოფლიო დედაქალაქად აქციეს


QUOTE
კანონი


Cmon biggrin.gif

Posted by: sandroEVO 31 Jan 2021, 05:09
QUOTE (gvelis_wiwila @ 31 Jan 2021, 04:09 )
QUOTE
რის გარშემო ერთიანდებიან ადამიანები რომ ნიუიორკი მსოფლიო დედაქალაქად აქციეს


QUOTE
კანონი


Cmon biggrin.gif

lol.gif

მგონი ყველაზე მეტი განუკითხაობა ნიუ იორკშია.

Posted by: Gio707 31 Jan 2021, 10:59
იმ ადამიანების უფრო არ მესმის, ამერიკაში რომ ცხოვრობენ და მაინც არ მოსწონთ მანდაური ცხოვრების რითმი.

გურჯისტანში რატომ არ ბრუნდებიან? biggrin.gif

Posted by: ტანკე 31 Jan 2021, 11:18
Gio707
QUOTE
იმ ადამიანების უფრო არ მესმის, ამერიკაში რომ ცხოვრობენ და მაინც არ მოსწონთ მანდაური ცხოვრების რითმი.

გურჯისტანში რატომ არ ბრუნდებიან?

"აბა, გრეჩიხა ჯობდა?"-ს ვერ გადაეჩვიეთ, ხომ? biggrin.gif
სამყაროში მარტო ორი ფერი - შავი და თეთრი - არაა.
და ეგ ორიც არაა ფერი ფორმალურად.

Posted by: გიორგი XII 31 Jan 2021, 14:29
QUOTE
იმ ადამიანების უფრო არ მესმის, ამერიკაში რომ ცხოვრობენ და მაინც არ მოსწონთ მანდაური ცხოვრების რითმი.

გურჯისტანში რატომ არ ბრუნდებიან?


ეგ კითხვა მაქვს ბევრისათვის დასმული. იმიტო რო ყოველთვის მხოლოდ წილხვედრის ბრტყელტავა ემიგრანტისაგან შეხვდები გინებას და ფურთხებას იმ ქვეყნისას სადაც არის და საიდანაც იკვებება. ყველა მაინც ყანწებით დარბის და დღე და ღამე მისტირის მიწაწყალს მარა მაინც იქაა და პარაზიტივით ცხოვრობს.

თითქმის 90 პროცენტისაგან მივიღე პასუხი , რომ ფინანსური ვალდებულებების გამო არიან აქ. ანუ ვალდებულებები გვაქ ოჯახთანო, შვილთან, ცოლთან ,ქმართან , ნათესავთან რავი მოკლედ აკედან ვაჭმევთო რა როგორც არის ნუ იასნია.

იტოკში პარადოქსია რა.
არყებს ხდიდე ყანწებით დარბოდე ამერიკაში და აფურთხებდე თან და გინდოდეს და ვერ მიდიოდე/არ მიდიოდე.


მე მაინც მჯერა რო გულის სიღრმეში აჩუკენებენ კიდევაც ამერიკაზე და ევროპაზე მარა აღიარება უჭირს ბევრს
გონია სამშობლოს მოღალატე დაერქმევა თავის კიბოიან ტვინში და ნამუსი აწუხებს რო მწვანე დოლარების გამო წასულია


Posted by: ტანკე 31 Jan 2021, 14:58
ასე გამოიყურება ამტრაკის რუმეტი. დისერტაციის დაცვა შეიძლება საკითხზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად თითოეული მილიმეტრი მატარებრლში. მაგ პატარა ოთახში ყველაფერია. ტუალეტიც იყო, ოღონდ გააუქმეს და სწორიც ქნეს
https://share.icloud.com/photos/0hOSNxaZuoHHvBXklnEv_K8TA#Los_Angeles_Union_Station

ლინკი იხსნება?
* * *
და აგერ, ვეგასიც რომ გაინტერესებდათ
https://share.icloud.com/photos/0D5rXsVtlgaHnP_pPNqP3Vuqg#Las_Vegas

Posted by: kucha 31 Jan 2021, 17:12
გიორგი XII
ჩემს მაგალითზე გეტყვი რომ არამარტო ქართველები გამოვირჩევით მაგ ამბავში. პოსტსაბჭოთა ხალხის უმეტესობა რატომღაც აშინებს ამ ქვეყანას, არაფერი მოსწონს, თანხაც აქვს საკმარისი რომ უკან წავიდეს მაგრამ მაინც აქ რჩება. ამაში განსაკუთრებული რეკორდსმენებეი არიან რუსები.

Posted by: sDEUTSCHLANDs 31 Jan 2021, 18:23
QUOTE
იმ ადამიანების უფრო არ მესმის, ამერიკაში რომ ცხოვრობენ და მაინც არ მოსწონთ მანდაური ცხოვრების რითმი.

გურჯისტანში რატომ არ ბრუნდებიან?


შენ როგორ ფიქრობ ბოზს მოსწონს დღეში რამდენიმე კაცთან გორაობა?
კითხვა დავსვი რატო ''ასხია მანდ ხეს დოლარები'' და არა საქართველოში?

და სუ სხვამიმართულებით წავიდა საუბარი

QUOTE
"აბა, გრეჩიხა ჯობდა?"-ს ვერ გადაეჩვიეთ, ხომ? biggrin.gif

ამას მართლა ვერ გადავეჩვიეთ

Posted by: გიორგი XII 31 Jan 2021, 20:08
kucha
QUOTE
ჩემს მაგალითზე გეტყვი რომ არამარტო ქართველები გამოვირჩევით მაგ ამბავში. პოსტსაბჭოთა ხალხის უმეტესობა რატომღაც აშინებს ამ ქვეყანას, არაფერი მოსწონს, თანხაც აქვს საკმარისი რომ უკან წავიდეს მაგრამ მაინც აქ რჩება. ამაში განსაკუთრებული რეკორდსმენებეი არიან რუსები.


ეგრეა როგორც წურბელასავით ცხოვრობდა მთელი საბჭოთა ხალხი ისე აგრძელებენ დღესაც ცხოვრებას


Posted by: lume 1 Feb 2021, 00:27
10-15 წელი რომ მუშაობ და მერე ტუმბუჩკის უჯრაში რომ გამოხსნი და იქ ფულის მაგივრად გადახდილი რისიტები დაგხვდება გეწყება ცუდი ფიქრები რომელსაც ამ ქვეყნის და აქაური ცხოვრების სტილის გინებამდე მიყავხარ მეტი არაფერი


დაღლილობიდან და ნერვებიდან მოდის ყველაფერი

Posted by: kucha 1 Feb 2021, 01:23
lume
10-15 წლის მუშაობის ფონზე თუ ტუმბუჩკაში არაფერი დევს გარდა რესიტებისა მგონი ქვეყნის კი არა ტუმბუჩკის პატრონის ბრალია

Posted by: low flyer 1 Feb 2021, 02:31
QUOTE
10-15 წლის მუშაობის ფონზე თუ ტუმბუჩკაში არაფერი დევს გარდა რესიტებისა მგონი ქვეყნის კი არა ტუმბუჩკის პატრონის ბრალია

+1

Posted by: lume 1 Feb 2021, 04:22
QUOTE
10-15 წლის მუშაობის ფონზე თუ ტუმბუჩკაში არაფერი დევს გარდა რესიტებისა მგონი ქვეყნის კი არა ტუმბუჩკის პატრონის ბრალია


Roca xalxi gkavs sarcheni tumbuchkashi mshrali ar grovdeba, ubralod gamoricxulia dagrovdes

Posted by: kucha 1 Feb 2021, 05:43
lume
ხო არ ვიცი ვერ გეკამათები, მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი,

Posted by: ME 1 Feb 2021, 08:07
ცოტა უცნაური პოლემიკაა

my .02 cents

ჯერ ერთი, ბევრი ვიცი ვინც დაბრუნდა, არ მოეწონათ აქ და ვსო,
ასევე ბევრი ვიცი ვისაც არ მოწონს და არ ბრუნდება, იმიტორო აქ არ მოწონთ, და იქ კიდე ბევრად უარესია, makes sense?
ბევრი გაჭირვების გამო არ არის წამოსული, ასე რომ ასე მარტივად საუბარი არაა მართებული.

დალშე შემდეგი თემა, რაც შეეხება ტუმბოჩკაში გროვებას, ყველას არ აქვს იმის უნარი ახალ გარემოში ფხა გამოიჩინოს და ფული იშოვოს, ზოგი საქართველოშიც, თავის გარემოში და სანაცნობო წრეშიც კი ვერ ვითარდება და მარტივ საქმეზე რჩება მთელი ცხოვრება, და მსგავსი ტიპი ამერიკაში რომ მოხვდება ვერც აქ განვითარდება და პურის ფულის დონეზე იმუშავებს სანამ შეეძლება, so what?
ზოგს კიდევ უბრალოდ არ უმართლებს, ასეთებიც ვიცი,

სხვის ცხოვრებაზე და შესაძლებლობებზე ლაპარაკი ადვილია, თუმცა ყველას თავისი მიზეზები აქვს, და ვინმეს თუ რამე არ შეუძლია, გაბანძება არაა საჭირო.

Posted by: ტანკე 1 Feb 2021, 08:13
QUOTE (ME @ 1 Feb 2021, 08:07 )
ცოტა უცნაური პოლემიკაა

my .02 cents

ჯერ ერთი, ბევრი ვიცი ვინც დაბრუნდა, არ მოეწონათ აქ და ვსო,
ასევე ბევრი ვიცი ვისაც არ მოწონს და არ ბრუნდება, იმიტორო აქ არ მოწონთ, და იქ კიდე ბევრად უარესია, makes sense?
ბევრი გაჭირვების გამო არ არის წამოსული, ასე რომ ასე მარტივად საუბარი არაა მართებული.

დალშე შემდეგი თემა, რაც შეეხება ტუმბოჩკაში გროვებას, ყველას არ აქვს იმის უნარი ახალ გარემოში ფხა გამოიჩინოს და ფული იშოვოს, ზოგი საქართველოშიც, თავის გარემოში და სანაცნობო წრეშიც კი ვერ ვითარდება და მარტივ საქმეზე რჩება მთელი ცხოვრება, და მსგავსი ტიპი ამერიკაში რომ მოხვდება ვერც აქ განვითარდება და პურის ფულის დონეზე იმუშავებს სანამ შეეძლება, so what?
ზოგს კიდევ უბრალოდ არ უმართლებს, ასეთებიც ვიცი,

სხვის ცხოვრებაზე და შესაძლებლობებზე ლაპარაკი ადვილია, თუმცა ყველას თავისი მიზეზები აქვს, და ვინმეს თუ რამე არ შეუძლია, გაბანძება არაა საჭირო.

+1

ძაან უსიამოვნო წასაკითხი იყო ზოგი პოსტი

Posted by: გიორგი XII 1 Feb 2021, 11:52
QUOTE
ბევრი გაჭირვების გამო არ არის წამოსული, ასე რომ ასე მარტივად საუბარი არაა მართებული.


ხოდა საქმეც მაგაშია რო გაჭირვების გამო რო ხარ წასული და ქვეყანა გაძლევს იმის საშუალებას რო სარჩენი არჩინო
არ უნდა იგინო და იფურთხო

Posted by: -Alex- 1 Feb 2021, 12:07
QUOTE (sDEUTSCHLANDs @ 30 Jan 2021, 21:45 )
lilu777

QUOTE
თუმცა არსებობს კიდევ ერთი, ,,შესაძლებლობები", რომ მართლა რაღაცას მიაღწიო . ეს რაღაც ზღაპრის სიუჟეტივით არის ამ გზაზე რომ წახვალ ან დაბრუნდები ან არაო smile.gif ანუ ცდა შეგიძლია შესაძლებლობა არის ძალიან ბევრს მიაღწიო, მაგრამ ან მიაღწევ ან არა და გიღირს თუ არა ცდად მთელი ცხოვრება ეს უნდა გადაწყვიტო

ამ წინადადების წაკითხვისას გაორება დაემართება ადამიანს smile.gif

კანონმორჩილება უნდა იყოს, ჩემი თავისუფლება უნდა მთავრდებოდეს იქ სადაც შენი თავისუფლება იწყება
ყველაზე ცუდი რას ამერიკაშია ჩემი აზრით არის რომ სულ მუშაობს ხალხი, ძაან მოუწესრიგებელი შვებულებების სისტემა აქვთ ევროპასთან შედარებით,
საბოლოოდ მართლა ისე გამოდის რომ სარეცხი მანქანა და ტელევიზორი რომ გქონდეს სახლში მაგისთვის მუშაობ, თავი გავიწყდება საერთოდ სულ მუშაობ. საკუთარი თავისთვის ვერ იცლიან რომ საერთოდ არ ჩაიძირო და იმის იმედი გაქვს რაც მე ზემოთ დავაციტირე smile.gif შეიძლება რაღაცას მიაღწიო smile.gif ეს არ იკარგება smile.gif

პ.ს. ძაან პესიმისტური პოსტები გამოვიდა smile.gif

სხვებს არ უნდა შეეჯიბრო და მასე საერთოდ არ იქნები.
ნიუ იორკში იგრძნობა რომ ეჯიბრებიან ვინ რამდენს შოულობს.

Posted by: Sailboat 1 Feb 2021, 15:47
ახლა როგორ არის ფრენების ამბავი საქართველოდან ა.შ.შ-ში?

Posted by: kucha 1 Feb 2021, 16:13
ME
QUOTE
და ვინმეს თუ რამე არ შეუძლია, გაბანძება არაა საჭირო.


არავის გაბანძება გეგმაში არ მქონია დავწერე რასაც ვფიქრობ,

ისე კი როცა საკუტარ აზრს გამოთქვამ ვიღაცას "გაბანძება" უწევს ვიღაცას "გაბლატავება"

Posted by: Frankens†ein 2 Feb 2021, 07:57
QUOTE (Sailboat @ 1 Feb 2021, 15:47 )
ახლა როგორ არის ფრენების ამბავი საქართველოდან ა.შ.შ-ში?

თურქეთიდან და ყატარიდან ჩახვალ ჩვეულებრივ უბრალოდ ყველა შტატს ან ქალაქს სხვადასხვა კანონი აქვს.
ზოგან ტესტია საჭირო, ზოგან სავალდებულო კარანტინი...

Posted by: ტანკე 2 Feb 2021, 10:14
თბილ;ისში (დროებით) დაბრუნებამდე გრანდ კანიონზე ვიზიტს ვგეგმავ. არავინ შემომიერთდება თებერვლის შუა რიცხვებისკენ?

Posted by: შარი10 2 Feb 2021, 10:39
ტანკე
საღოლ ძმაო, რასაც შენ მოგზაურობ up.gif

Posted by: ტანკე 2 Feb 2021, 11:24
შარი10
ნიუ ორლეანისკენ ვაპირებდი ჩასეირნებას,მაგრამ გრანდ კანიონი ვარჩიე biggrin.gif ვეგასს კიდევე ერთხელ ვნახავ. თან ვიშოპინგებ.
დავბრონე უკევ სასტუმროცა და ტურიც.

იმედია, ამინდში გამიმატრთ;ებს.
ჯერ ჩავფრინდები ჰიუსტონდან ვეგასში, ორი დღე იქ დავრჩები+ტური, მერე გავფრინდები ლოს ანჯელესში და მერე ეგრევე დოჰაში, მერე იქიდან თბილისში biggrin.gif და იქიდან კარანტინის სასტუმროში biggrin.gif
დავსხივდი ტოოოო
თითო მგზავრობა სამალიოტით რამდენიმესაათიანი იგივეა, რაც ფილტვებზე რენტგენის გადაღება. მაღლა თხელი ჰაერია და კოსმიურ მაიონიზირებელ სხივებს ვერ აკავებს ისე კარგად. სტიუარდესებს და პილოტებს კიბო როგორ არ ემართებათ, მიკვირს.
ამოვწურე მომდევნო 10 წლის ლიმიტი რადიაციის კუთხით. თან წამოსვლამდე დანტისტმა 8-ჯერ გადამიღო რენტგენი ერთ კბილზე მხოლოდ იმიტომ, რომ კრეტინი იყო და ვერ დაიჭირა ის ადგილი, სადაც საინტერესო პროცესები მიდიოდა პერიაპიკალურად. მეორე კბილზე არცერთი რენტგენი არ გადავაღებინე.

მოკლედ, ჩემი შეთავაზება ძალაშია - 18 თებერვალს მაქვს ტური. არ შემომიერთდებით?

ნიო იორკის ხალხი, ქალაქიდან ფეხი რომ არ გაქვთ გადგმული და გგონიათმ, ამერიკაში ცხოვრობთ biggrin.gif
წამოით ველური დასავლეთისკენ. თვალს წყალი დაალევინეთ smile.gif სხვა რა შეგრჩებათ ამ ცხოვრებაში

Posted by: ME 2 Feb 2021, 11:56
ტანკე
QUOTE
მერე ეგრევე დოჰაში, მერე იქიდან თბილისში

გამძლეობას გისურვებ,
17 საათი მასკით, უჰ უჰ

ისე ვეგასში შოპინგს LA ჯობია ალბათ, ვეგასს ქალაქის ტაქსი ემატება ზემოდან

Posted by: ტანკე 2 Feb 2021, 12:17
ME

ელეიში ტარგეტში ვიყავი,მაგრამ ვეგასში უფრო სუვენირული ვეშებია და ეგ მომწონს.
ვეგას სტრიპზეა ჩემი სასტუმრო და სტრიპზეა ყველაფერი თავმოყრილი.

ნევადას სეილს ტაქსი ორჯერ ნაკლები აქვს, ვიდრე კალის. ეგეც გასათვალისწინებელია. 10% ვს 5% დაახლოებით

QUOTE
17 საათი მასკით, უჰ უჰ

უკვე ისე შევეჩვიე, რეაქცია აღარ მაქვს. არც მაწუხებს. თან ჭამის დრო ვიხსნი და ეგეც კაია.

Posted by: GATSBY77 2 Feb 2021, 22:48
ხალხო თებერვალში რომ მქონდეს მოწვევა ამერიკიდან სამუშაოზე, დამსაქმებელმა რა პროცედურები უნდა გაიაროს? რამდენი ხანი დამჭირდება რომ ამერიკაში წავიდე?

---------------------------------------

Posted by: All*eyes*on*me 3 Feb 2021, 00:06
Gio707
რაშვები რავახარ? გეგმავ კიდე აქეთ წამოსვლას?

Posted by: Heart_of_Darkness 3 Feb 2021, 00:24
გამარჯობა,
ვინც წახვედით აშშ-ში სამუშაოდ ან სასწავლოდ და მერე დარჩით საცხოვრებლად/დიდი ხნით როგორ წახვედით?

მხოლოდ კანონიერი გზები მაინტერესებს.
დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ დამაკვალიანებთ jump.gif

Posted by: ტანკე 3 Feb 2021, 07:18
Heart_of_Darkness
მზა რეცეპტი არ არსებობს. არც ია-ვარდით მოფენილი გზა.
შენი ბიუჯეტი დაწერე ჯერ

Posted by: H.I.M 3 Feb 2021, 07:54
Heart_of_Darkness
ინგლისური ენა თუ იცი ანგარიში გახსენი ჯერ და მერე ცადე კონსული თან ეხლა გახსნილია უკვე რა თან ხალხი წლებია ცხოვრობენ შტატებში და არ აქვს ეს ფუფუნება

Posted by: Frankens†ein 3 Feb 2021, 08:10
Heart_of_Darkness
QUOTE
გამარჯობა,
ვინც წახვედით აშშ-ში სამუშაოდ ან სასწავლოდ და მერე დარჩით საცხოვრებლად/დიდი ხნით როგორ წახვედით?

ყველაზე მარტივი და იაფი გზა ტურისტული ვიზის აღებაა.
ვიზა რო გექნება, ჩახვალ, ლრგალიზაციის პროცესს დაიწყებ და რამდენიმე წელში მოქალაქეობასაც მიიღებ...


ტანკე
მაგარია ვეგასი.
კაპიკები ეღირება ალბათ სასტუმრო.
2016-ში ვიყავი და ქობულეთის ჰასანას სასტუმროს ფასში მქონდა მეფური ნომერი Luxor-ში.
ამ კოვიდიანობისას კოიკის ფასებია ალბათ...

Posted by: ტანკე 3 Feb 2021, 08:17
Frankens†ein
QUOTE
ვიზა რო გექნება, ჩახვალ, ლრგალიზაციის პროცესს დაიწყებ და რამდენიმე წელში მოქალაქეობასაც მიიღებ...

ეს ძაან ვარდისფრად დაწერე biggrin.gif
QUOTE
მაგარია ვეგასი.
კაპიკები ეღირება ალბათ სასტუმრო.

კი, იაფია,რადგან ეგ ბაზარი გადატვირთულია და დიდი კონკურენციაა.
2 ღამე 100 დოლარი თავის ტაქსებიანად.

ამერიკაში თვითმფრინავიც იაფია ბარგის გარეშე - ტაქსზე იაფი ლამის biggrin.gif
30 დოლარად ჰიუსტონიდან ლოს ანჯელესში დავფრინავ

Posted by: Frankens†ein 3 Feb 2021, 09:33
QUOTE (ტანკე @ 3 Feb 2021, 08:17 )

QUOTE
მაგარია ვეგასი.
კაპიკები ეღირება ალბათ სასტუმრო.

კი, იაფია,რადგან ეგ ბაზარი გადატვირთულია და დიდი კონკურენციაა.
2 ღამე 100 დოლარი თავის ტაქსებიანად.

ამერიკაში თვითმფრინავიც იაფია ბარგის გარეშე - ტაქსზე იაფი ლამის biggrin.gif
30 დოლარად ჰიუსტონიდან ლოს ანჯელესში დავფრინავ

მეც ეგრე, 60$-ს ვიხდიდი ლუქსორში, ძაან მაგარ ნომერში.
ფრენაც 100$, სანფრანი-ვეგასი-სანფრანი, კვება იაფი, სტრიპტიზკლუბები იაფი, სასმელი იაფი (ძვირი არა, სანფრანთან შედარებით მაინც).
თამაშით გასართობად ვითამაშე ცოტა...
ტიპები იმდენს აგებენ, რო ჩემნაირი ხალხისთვის კაპიკებშია ყველაფერი...

Posted by: ნოდარი13 3 Feb 2021, 10:01
QUOTE
მზა რეცეპტი არ არსებობს. არც ია-ვარდით მოფენილი გზა.
შენი ბიუჯეტი დაწერე ჯერ


10 K ად რეალურია ამ ყველაფრის გაკეთება?

Posted by: ტანკე 3 Feb 2021, 10:05
ნოდარი13
QUOTE
10 K ად რეალურია ამ ყველაფრის გაკეთება?

ცოტა რთულია

Posted by: ME 3 Feb 2021, 11:32
თბილისის აეროპორტში მართლა დაიწყეს სწრაფი ტესტების კეთება ჩამომსვლეთათვის?
ვინმემ თუ იცით

რამე წესები ხომ არ შეიცვალა, შესვლის

Posted by: ტანკე 3 Feb 2021, 11:35
ME
QUOTE
თბილისის აეროპორტში მართლა დაიწყეს სწრაფი ტესტების კეთება ჩამომსვლეთათვის?
ვინმემ თუ იცით

ეგ კაი ხნის დაწყებულია და ფასიც "კაი" აქვს

QUOTE
რამე წესები ხომ არ შეიცვალა, შესვლის

https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx

Posted by: Ambitious_Person 3 Feb 2021, 12:20
ისევ შემომიტია ამერიკის სურვილმა რა sad.gif


ტურისტულ ვიზაზე ვცდი

Posted by: ტანკე 3 Feb 2021, 12:22
ჰიუსტონი
https://share.icloud.com/photos/0yb34MwsOa7v0N-1FyXqdj9nw#Market_Square_Historic_District

Posted by: CanadianMan 3 Feb 2021, 13:56
Ambitious_Person
ეგეთი კაი სამსახური გაქვს და რა პონტში არ გაძლევენ ვიზას? smile.gif

Posted by: Heart_of_Darkness 3 Feb 2021, 15:33
QUOTE (ტანკე @ 3 Feb 2021, 07:18 )
შენი ბიუჯეტი დაწერე ჯერ

ანუ ბიუჯეტიც უნდა მქონდეს?
მე ჩემი ცოდნის, ტვინის და დიპლომების იმედად ვარ sad.gif
რამე სასწავლო პროგრამებს ვეძებ, სქოლარშიპიც რომ მოვიპოვო...

QUOTE (H.I.M @ 3 Feb 2021, 07:54 )
ინგლისური ენა თუ იცი ანგარიში გახსენი ჯერ და მერე ცადე კონსული

კი, ენა ვიცი,
ანგარიშზე რამდენი უნდა მქონდეს და როგორ გავხსნა?

QUOTE (Frankens†ein @ 3 Feb 2021, 08:10 )
ყველაზე მარტივი და იაფი გზა ტურისტული ვიზის აღებაა.
ვიზა რო გექნება, ჩახვალ, ლრგალიზაციის პროცესს დაიწყებ და რამდენიმე წელში მოქალაქეობასაც მიიღებ...

ტურისტული ვიზის დარღვევის გამო არ გამიხურებენ?
თან ჩემი პროფესიით მინდა სამსახური ვიპოვო, ან მიახლოებულ სფეროში მაინც. თან მაქსიმალურად ლეგალურად რომ ვიყო.

Posted by: ტანკე 3 Feb 2021, 15:36
Heart_of_Darkness
QUOTE
ანუ ბიუჯეტიც უნდა მქონდეს?
მე ჩემი ცოდნის, ტვინის და დიპლომების იმედად ვარ sad.gif
რამე სასწავლო პროგრამებს ვეძებ, სქოლარშიპიც რომ მოვიპოვო...

QUOTE
თან ჩემი პროფესიით მინდა სამსახური ვიპოვო, ან მიახლოებულ სფეროში მაინც. თან მაქსიმალურად ლეგალურად რომ ვიყო.

არ მინდა, რომ დემოტივატორი ვიყო...უბრალოდ, წარმატებებს გისურვებ...

Posted by: Heart_of_Darkness 3 Feb 2021, 15:51
QUOTE (ტანკე @ 3 Feb 2021, 15:36 )
არ მინდა, რომ დემოტივატორი ვიყო...უბრალოდ, წარმატებებს გისურვებ...

lol.gif
გმადლობთ, უბრალოდ რასაც ვაკვირდები, ისეთი ხალხია წასული, ზოგმა იქ ისწავლა ინგლისური. ზოგი საერთოდ სოფლიდან წავიდა... დავიჯერო სასწავლო ვიზის მოპოვება ასე რთულია? თან როცა მაღალი აკადემიური მოსწრება გაქვს აქაც, მერ იქაც, პორფესიით სამსახურის პოვნა რა პრობლემაა?

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 3 Feb 2021, 15:53


ნირვანა smile.gif)
...........................

Posted by: გიორგი XII 3 Feb 2021, 17:13
QUOTE
გმადლობთ, უბრალოდ რასაც ვაკვირდები, ისეთი ხალხია წასული, ზოგმა იქ ისწავლა ინგლისური. ზოგი საერთოდ სოფლიდან წავიდა... დავიჯერო სასწავლო ვიზის მოპოვება ასე რთულია? თან როცა მაღალი აკადემიური მოსწრება გაქვს აქაც, მერ იქაც, პორფესიით სამსახურის პოვნა რა პრობლემაა?


სადაც აბარებ თუ მიგიღებენ მაგაზე ადვილი არაფერი არაა რო სასწავლო ვიზა აიღო

Posted by: Heart_of_Darkness 3 Feb 2021, 17:22
QUOTE (გიორგი XII @ 3 Feb 2021, 17:13 )
სადაც აბარებ თუ მიგიღებენ მაგაზე ადვილი არაფერი არაა რო სასწავლო ვიზა აიღო

ჰო, რავი. აქ ისე დახატეს... თითქოს მარსიანული კითხვა დავსვი და მიუღწევლის მოლოდინი მაქვს.

არადა, ჩემი კურსელი წავიდა რამდენიმე წლის წინ, ახლაც იქ სწავლობს და მუშაობს. ზუსტადაც რომ ჩვენი პროფესიით. დაახლოებით ჩემნაირი რეზიუმე ჰქონდა... აღარ მაქვს კონტაქტი, თორემ მას შევეხმიანებოდი და ვთხოვდი გამოცდილების გაზიარებას.

დაახლოებით კი ვიცი რა მინდა, პროგრამებსაც ვათვალიერებ, მაგრამ სხვისი გამოცდილებაც მნიშვნელოვანია, დამეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და დროს მაინც არ დამაკრგვინებს რაღაცებში. თან ვერ გადამიწყვეტია სასწავლო ვიზა მინდა თუ სამუშაო. მგონი სასწავლო ვიზა უფრო რეალურია, მაგრამ უფრო დაბალ საფეხურზე მომიწევს სწავლის გაგრძელება, ვიდრე აქ ვარ... user.gif

Posted by: Ambitious_Person 3 Feb 2021, 17:30
CanadianMan
არ მიცდია არადროს ტურისტული


იქ ოფისში ვერ დაიწზებ მუშაობას ტურიტული ვიყით და სხვა საქმე არ მინდა


Posted by: ტანკე 3 Feb 2021, 17:38
Heart_of_Darkness
სასწავლო ვიზა ციდან არ ცვივა. I-20 გინდა,მაგას კი ბლომად ფული, მინიმუმ 20000 დოლარი. ამიტომ ვიკითხე ბიუჯეტი.
ან გინდა კარგი ნაცნობობა და ჩაწყობა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით წახვიდე.

იქ არავინ მოგცემს სტიპენდიას, რომელიც სწავლის ხარჯების დიდ ნაწილს მაინც დაგიფარავს.
იქ არავის აინტერესებს აქაური დიპლომები. ვედრო მანეთად, როგორც იტყვიან.

მაგისტრატურაზე თუ გინდა, ასისტენტშიპის აღება კატასტროფულად რთულია,ისეთი კონკურსია და უპირატესობას მიანიჭებენ იქაური უნის კურსდამთავრებულს
დოქტორანტურაში მიღება კიდევ უფრო რთულია.

დოქტორი თუ ხარ, ყველაზე მარტივი პოსტდოკად წასვლაა ჯ1 ვიზით,მაგრამ შეიძლება უკან დაბრუნება მოგთხოვონ პროგრამის დამთავრების მერე
ამერიკაში ბაკალავრიატზე ჩაბარება ასევე რთულია, როცა უკვე გაქვს ბაკალავრის ხარისხი. კალიფორნიაზე არც იოცნებო ყოველ შემთხვევაში.

ხო,.უფროდ აბალ საფეხურზე, კოლეჯში მოგიწევს ჩაბარება, რადგან იოლია ბევრად,მაგრამ აქაც ბიუჯეტი გინდა ასევე მინიმუმ 20000. ასაკი ცალკე თემაა
პირდაპირ სამუშაო ვიზას აქედან ვერ ააგდებ, თუ არანორმალური იღბალი არ გაქვს.
შენი კურსელი ერთად ვერ ისწავლის და ვერ იმუშავებს ლეგალურად ოფ კამპუს. ეტყობა ლევად მუშაობს ან კამპუსზე რაღაც კაპიკებზე
სასწავლო ვიზის მიღება ადვილია, თუ ფული გაქვს. ისე სასწვალო ვიზას არავინ მოგცემს

ეს არის რეალობა. მარსი და ვენერა არაფერ შუაშია
და არც გასაბრაზებელი

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფრის ძაან მარტივად მიღწევა გინდა ამერიკაში. წარმატებები-თქო

Posted by: გიორგი XII 3 Feb 2021, 17:42
QUOTE
დაახლოებით კი ვიცი რა მინდა, პროგრამებსაც ვათვალიერებ, მაგრამ სხვისი გამოცდილებაც მნიშვნელოვანია, დამეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და დროს მაინც არ დამაკრგვინებს რაღაცებში. თან ვერ გადამიწყვეტია სასწავლო ვიზა მინდა თუ სამუშაო. მგონი სასწავლო ვიზა უფრო რეალურია, მაგრამ უფრო დაბალ საფეხურზე მომიწევს სწავლის გაგრძელება, ვიდრე აქ ვარ...


ჩათვალე რო აქ რა ხარისხებიც გაქ და რაც გისწავლია ამერიკაში არაფერი არ არის საერთოდ არ აინტერესებთ, მითუმეტეს ძალიან რთულია აქედან მიიღო ისეთი სტიპენდია რო სრულიად დაგიფინანსონ სწავლა ფაქტობრივად არ არსებობს ეგეთი რამე, ამერიკაში სწავლა ძვირი სიამოვნებაა. მაგიტომ გითხარი სჯობს რო ტურისტულზე შეხვიდე და ისე წახვიდე.


რაც წიხლვედრში გისწავლია ყველაფერი დატოვე ინგლისურის გარდა

Posted by: dinamosfan 3 Feb 2021, 17:50
ეგ ტურისტულის თემაზე ათასხუთასი ვერსია მესმის ხან ვისგან ხან ვისგან ))
აი ათი ათასი უნდა გედოს
ლავიწის ძვლის დონორი უნდა იყო და მსგავსები
არადა რეალურად დალაგებულ ქეისს აქვს მნიშვნელობა
რა გარანტია გაქვთ ნეტავ რომ ელჩი აიღებს და დაიწყებს თქვენი ანგარიშების თვარიელებას? ))
10 დან შეიძლება 3 ს შეუმოწმონ
ეგეც ქეისი თუ დალაგებული არ გექნა ასი ათასი გედოსთუ გინდა

Posted by: გიორგი XII 3 Feb 2021, 17:57
QUOTE
ეგ ტურისტულის თემაზე ათასხუთასი ვერსია მესმის ხან ვისგან ხან ვისგან ))
აი ათი ათასი უნდა გედოს
ლავიწის ძვლის დონორი უნდა იყო და მსგავსები
არადა რეალურად დალაგებულ ქეისს აქვს მნიშვნელობა
რა გარანტია გაქვთ ნეტავ რომ ელჩი აიღებს და დაიწყებს თქვენი ანგარიშების თვარიელებას? ))
10 დან შეიძლება 3 ს შეუმოწმონ
ეგეც ქეისი თუ დალაგებული არ გექნა ასი ათასი გედოსთუ გინდა

lol.gif lol.gif

მაგაზე გამახსენდა,
ჩემ მეგობარს ედო სახლის ფული 150 000+ დოლარი და ბარემ შევალ მომცემენო

როგორც მე გავხდი ამერიკის პრეზიდენტი ისე მაგას მისცეს ფულის გამო ვიზა

Posted by: ტანკე 3 Feb 2021, 17:59
QUOTE (dinamosfan @ 3 Feb 2021, 17:50 )
ეგ ტურისტულის თემაზე ათასხუთასი ვერსია მესმის ხან ვისგან ხან ვისგან ))
აი ათი ათასი უნდა გედოს
ლავიწის ძვლის დონორი უნდა იყო და მსგავსები
არადა რეალურად დალაგებულ ქეისს აქვს მნიშვნელობა
რა გარანტია გაქვთ ნეტავ რომ ელჩი აიღებს და დაიწყებს თქვენი ანგარიშების თვარიელებას? ))
10 დან შეიძლება 3 ს შეუმოწმონ
ეგეც ქეისი თუ დალაგებული არ გექნა ასი ათასი გედოსთუ გინდა

ბლეფია ეგ smile.gif გურჯისტანული ლეგენდა

Posted by: Heart_of_Darkness 3 Feb 2021, 18:59
ტანკე
ამ ცხოვრებაში ციდან არაფერი, რომ არ ცვივა დიდიხანია ვიცი.
მაგრამ ისიც ვიცი, რომ
ა) ჩემს კურსელს ნამდვილად არ ჰქონდა 20კ როცა სასწავლებლად წავიდა, პირიქით აქ საშუალო ხელფასზე მუშაობდა და არც მდიდარი ოჯახიდანაა
ბ) არც ნაცნობები ჰყოლია - გავლენიანი ნაცნობები რომ ჰყოლოდა აქ სწავლაში 6წელს არ დახარჯავდა.
გ) არც რამე გენიალური მიგნების ავტორია და არც რამ ექსტრაორდინალური ნაშრომი დაუწერია იქ, რომ მიეწვიათ
დ) იღბალი შეიძლება ყოფილიყო. პლუს როცა პროგრამა გაქვს სწორედ შერჩეული და იცი, რა გინდა. ამერიკელი საშუალო სტუდენტისთვის კონკურენციის გაწევა არ მგონია ურთულესი რამ იყოს.
ფსიქოლოგიიდან გამომდინარე კი განწყობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, აპრიორი, თქვენს პოზიციაზე რომ დავდგე და ჩავთვალო რომ ურთულესია, მგონია, რომ ამ ქვეყანაშიც კი ამ განწყობით ვერასდროს ვერაფერს მივაღწევ.

რეალობას რაც შეეხება, 90-იანებში, მამაჩემი წავიდა აშშ-ში, ინგლისურის მინიმალური ცოდნით. კი, შეიძლება ახლა გართულდა ბევრი რამ მაგრამ, ისეთი ხალხია წასული ამერიკაში, თავს არ დავიბულშითებ და რამდენიმე წუთითაც კი არ დავუშვებ იმ აზრს, რომ ის რაც მინდა მიუღწეველია.
გმადლობთ, ყურადღებისთვის.

Posted by: შარი10 3 Feb 2021, 19:18
Heart_of_Darkness
მეზობელი ქალი წავიდა 2-3 წლის წინათ, ორი ღერი ინგლისური არ იცოდა
ასაკი სადღაც 50-55
აზრზე არ ვარ რანაირად მისცეს ვიზა, აი ხზ რა

Posted by: dimentius 3 Feb 2021, 19:19
Heart_of_Darkness

ამ ფორუმის მონაწილეებს შორის მე როგორც ვიცი სამუშაო ვიზა მხოლოდ მე მაქვს, შესაბამისად გამოცდილებაც მის აღებაში. რამოდენიმე მომენტი.
1. წინა პრეზიდენტის 22 ივნისის განკარგულებით შეჩერებულია. ახალი პრეზიდენტის კომენტარიც არ არის ცნობილი ამაზე. იმას თუ გავითვალისწინებთ რომ წინა კვირა ყბელაზე ერთერთი უარესი იყო კორონას სიკვდილიანობის მხრივ და ვაქცინაციის პროცესიც დიდი ხარვეზებით მიდის სამუშაო ვიზა წელსაც დაკეტილი იქნება.

2. სამუშაო ვიზა სტატისტიკის მიხედვით 83% გაივემა პროგრამისტებზე. დანარჩენი 17% ძირითადად სამედიცინო მუშაკებზე, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებზე, ინჟინრებზე.
იურისტი, ფინანსისტი, მენეჯერები, აქაც ვედრო მანეთად არის სხვაგან რომ არ ეძებონ.

3. ელემენტარული იღბალი. სამუშაო ვიზა ჩვეულებრიბი ლატარიაა. ანუ ოდენობა შეზღუდულია. ხოლო განცხადებების ოდენობა როგორც წესი ბევრად მეტია. მაგალითად ბოლო წლებში მილიონამდე განაცხადი შემოდიოდა განსახილველად და მხოლოდ 65.000 ვიზა გაიცემა. უმეტესობა რჩება დაუკმაყოფილებელი.

4. დამსაქმებელი/სამსახური. ანუ კომოანია ვინც დაგასპონსორებს. დიდ კომპანიებს როგორიც არის გუგლი, ეფლი მაგათ აქვთ იურიდიული სამსახური რომ განაცხადი მოამზადონ. სხვა კომპანიები როგორც წესი შენ უნდა აიყვანო იურისტი რომ კომპანიის სახელით შეგიქმნას განაცხადი. აქ წესიერი იურისტი ძალიან ძვირია.

5. გამოცდილება. სამუშაო ვიზების მიმღებთა 95% 10+ ფროფესიული გამოცდილება აქვთ ნაჩვენები განაცხადში.


თუ გაქვს პრეტენზია ისევ და აკმაყოფილებ მაშინ გააგრძელე მუშაობა ამ მხრივ. თუ ლოდინი არ გინდა და არც გამოცდილება არ გაქვს და არც დისტანციურად მუშაოდ ამერიკულ პროექტებზე საქართველოდან მაშინ დაივიწყე სამუშაო ვიზა.

რაც შეეხება სასწავლო ვიზას.


QUOTE
ანუ ბიუჯეტიც უნდა მქონდეს?

კი. მაგალითად ჩემს სახლთან ახლოს არის სტენფორდის უნივერსიტეტი, ბერკლი ცოტა მოშორებით არის. ორივეგან 1 წლის საფასური 40.000 იწყება და მეტიც ზოგიერთ ფაკულტეტზე.
ასავე დაამატე წიგნების საფასური წლიურად 1500$, სამედიცინო დაზღვევა 800$. და კამპუსზე ცხოვრებაც ფასიანია, ქირაც დიდია კამპუსების ახლობლათ. სასწავლო ვიზის აუცილებელი პირობაა რომ როგორც წესი ანახო უკვე ჩარიცხვის დოკუმენტაცია და 1 წლის სასწავლო თანხა დამატებული ყველა ხარჯით.
მაგალითად სტენფორდი რომ ავიღოთ აქ ჩარიცხვის მერე კონსულს უნდა ანახო დაახლოებით 60.000 ყბელა ხარჯის დასაფარად.
ეს ფავწერე სტენფორდზე ხოლო სხვა შტატში და სხვა სასწავლებლებში ხარჯებიც ნაკლებია შესაბამისად და საფასურიც იაფია.

QUOTE
რამე სასწავლო პროგრამებს ვეძებ, სქოლარშიპიც რომ მოვიპოვო

ამერიკის სახელმწიფო არ აფინანსებს უცხოურ სტუდენტებს. ზოგი დიდი უნივერსიტეტი ვისაც დიდი ბიუჯეტი აქვს შეიძლება დააფინანსონ ნაწილობრივ უცხოელი ისიც მათთან ტამოდენიმე წლის სწავლის მერე. სქოლარშიპი და დაფინანსება როგორც წესი საკუთარი ქვეყნიდან ხდება შენს შემთხვევაში საქართველოდან უნდა მოხდეს.

QUOTE
თან ჩემი პროფესიით მინდა სამსახური ვიპოვო, ან მიახლოებულ სფეროში მაინც.

დაწერე რა პროფესიის ხარ და რაც მთავარია რა გამოცდილება გაქვს შენს სფეროში. და გეტყვი რამდენად რეალურია შენს სფეროში აღება თუ დროის ფუჭად ხარჯვაა.

QUOTE
გმადლობთ, უბრალოდ რასაც ვაკვირდები, ისეთი ხალხია წასული, ზოგმა იქ ისწავლა ინგლისური. ზოგი საერთოდ სოფლიდან წავიდა...

იმედია მსგავს აზრებს და შეურაცყოფას გადაეჩვევი. აქ მსგავსი მსჯელობა მიუღებელია და არასწორი.
მაგალითად გეტყვი. რამზი კაპიტალმა ჩაატარა ამერიკაში მილიონერების ყველაზე დიდი კვლევა 10.000 მდე მილიონერი იქნა გამოკითხული.
როგორც გაირკვა მილიონერების 90% ის ხალხია ვინც ფინანსურად სუსტი/საშუალო ოჯახებიდან არიან. ანუ პირველები არიან თავისი საოჯახო წრიდან. შენ რომ "სოფლელებს" ეᲮახი ))))

გამოკითხულთა მხოლოდ 10% იყო ვისაც პირველი მილიონი მემკვიდრეობით ერგო.

ამერიკაში წარმატების მისაღწევად საჭიროა შრომის მოუვარეობა, დისციპლინა, მიზანდასახულობა. ეს თვისებები არც ქალქელებს აქვთ სოფლელებზე მეტი და არც პირიქით.

სტატისტიკურად კი დაგიწერე ის ხალხი ვისაც სტარტზე არაფერი აბადია უფრო ბევრს აღწევს ვიდრე ის ვისაც სტარტზე დიდი კაპიტალი აქვს.


* * *
Heart_of_Darkness
QUOTE
არადა, ჩემი კურსელი წავიდა რამდენიმე წლის წინ, ახლაც იქ სწავლობს და მუშაობს. ზუსტადაც რომ ჩვენი პროფესიით. დაახლოებით ჩემნაირი რეზიუმე ჰქონდა..


ეტყობა არ გაქვს გამოცდილება რაც ეხება გამიჯვნას ემიგრაციაში რეალურ ყოფას და მანდ საახლობლოში სკაიპით დახატულ სურათის შორის.
ჩემი პირადი რჩევაა სანამ შენი მაგ ახლობლის საცოვრებელ პირობებს, სამსახურის ადგილს და შემოსავლის ჩეკებს არ ნახავ შენი თვალით მანამდე დასკვნებისგან თავი შეიკავე.

იუმორი/მწარე რეალობა
სამყაროში რამოდენიმე რამ არის აბსოლიტი.
1. სამყარო უსასრულოა
2. ტაქსის მძღოლის/ მონადირის/ მეთევზის/ემიგრანტის არაფერი დაიჯერება ბოლომდე )))))

Posted by: gvelis_wiwila 3 Feb 2021, 19:31
QUOTE
ანუ ბიუჯეტიც უნდა მქონდეს?
მე ჩემი ცოდნის, ტვინის და დიპლომების იმედად ვარ
რამე სასწავლო პროგრამებს ვეძებ, სქოლარშიპიც რომ მოვიპოვო...


ცოდნის და ტვინის იმედზე თუ ხარ და ინგლისური მართლა კარგად იცი, ასევე გამოირჩევი მაქაურობაში, მაშინ ფულბრაიტი შეავსე. ასე 1000 კაციდან 10ში თუ გახვალ სწავლაც უფასო გექნება და ყოველთვე ფულსაც მოგცემენ სამყოფს. მაგაზე პრესტიჟული გზა ამერიკაში მოსახვედრად არ არსებობს.

QUOTE
ისეთი ხალხია წასული ამერიკაში, თავს არ დავიბულშითებ და რამდენიმე წუთითაც კი არ დავუშვებ იმ აზრს, რომ ის რაც მინდა მიუღწეველია.


ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა არალეგალადაა ამერიკაში და მუვინგზე. მშენებლობაზე და ა.შ. მუშაობს წლობით რომ თავი დაიმკვიდროს შემდეგ საფეხურზე.

მიუღწეველი ნამდვილად არაფერია. მაგრამ უბრალოდ "წასვლა მინდა" ხშირად თავდება აქ ჩამოსვლით, ფულის დახარჯვით და მერე ან არალეგალად დარჩენით ან დახარჯული ფულით უკან დაბრუნებით.

დიპლომების რა გითხრა, ქართულ დიპლომს ამერიკაში ან ინგლისში გაეჭრას, მე არ ვიცი ეგეთი შემთხვევა. ჯობ მარკეტი კი ასეთია: ახლა ჩემს კომპანიაში ინტერნის აყვანა დამჭირდა, რომელსაც ცხადია უხელფასოდ ვამუშავებ და კომპანიაც სულ ახალი ფეხადგმულია ანუ სახელი არ აქვს. დავდე ვაკანსია და 4200 სივი შემოვიდა ამ პოზიციაზე. ეს უკვე გაფილტრული, დიპლომიანი და მუშაობის უფლებიანი ხალხი btw.

ჩემი რჩევა ყოველთვის იყო რომ ინგლისური ისწავლო იდეალურად სანამ აქ წამოხვალ. ეგ არის მთავარი საკომუნიკაციო პლიუსი თეთრი ადამიანისათვის აქ. თუ ელაპარაკები თავის ენაზე გამართულად, ყველა ბევრად იოლად მიგიღებს. ხალხს ჰგონია რომ კინოების ინგლისურად ყურება თუ შეუძლიათ ესე იგი ინგლისური იციან და არაა ეგრე.

QUOTE
ჩემი პირადი რჩევაა სანამ შენი მაგ ახლობლის საცოვრებელ პირობებს, სამსახურის ადგილს და შემოსავლის ჩეკებს არ ნახავ შენი თვალით მანამდე დასკვნებისგან თავი შეიკავე.


ამას დიდი ++

Posted by: გიორგი XII 3 Feb 2021, 20:12
lol.gif lol.gif lol.gif

იმენა დაუმსხვრიეს გოგოს იმედები

მაგიტო გკითხე რულის ტრიალი თუ იცი მეთქი

Posted by: Heart_of_Darkness 3 Feb 2021, 20:27
QUOTE (შარი10 @ 3 Feb 2021, 19:18 )
მეზობელი ქალი წავიდა 2-3 წლის წინათ, ორი ღერი ინგლისური არ იცოდა
ასაკი სადღაც 50-55
აზრზე არ ვარ რანაირად მისცეს ვიზა, აი ხზ რა

გასაღიმი ის არის, რომ შორეულ ნაცნობებში მეც მყავს ასეთი ქალი, რომელიც 50წელს ზემოთ წავიდა და ენის არ ცოდნის მიუხედავად მასაც მისცეს ვიზა. დეტალები არ ვიცი, 2წელიწადში ერთხელ მიწევს მის რძალთან კომუნიკაცია, შემდეგში რომ შემხვდება ჩავეკითხები როგორ წავიდა.
dimentius
გმადლობ დეტალური პასუხისთვის.
პირველ რიგში,
სოფლელი შეურაცმყოფელი მნიშვნელობით არ გამომიყენებია, საცხოვრებლის ტიპს აღნიშნავს, თან იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ ცოტა მეეჭვება კახეთის მთიანი სოფელის მკვიდრმა ნეითივის დონეზე იცოდეს ინგლისური ან ისეთი რეზიუმე ჰქონოდა, რომ კონსულს მხარზე ხელი დაერტყა, ჩვენიანი ხარ ბრატ, let's make America great again- განწყობით და აშშ-სკენ გზა დაელოცა.
რამდენიმე ისტორია ვიცი ასეთი და სულ მაინტერესებს როგორ მოახერხეს ასეთმა ადამიანებმა, აშშ-ში წასვლა.
დანარჩენს რაც შეეხება:
1- წელს არ ვგეგმავ, უფრო მოსამზადებელ სამუშაოებს ჩავატარებ, ისედაც პანდემიაა მსოფლიოში და ეს წელი კრიზისიდან გამოსვლას მოხმარდება. ჯერ Data-ს ვაგროვებ, რომ ვიცოდე საით წავიდე, რა მიმართულებით ჩემს განვითარებაზე ვიმუშავო და ა.შ.
2- ამ მიმართულებით - სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი.
3-ჰოო, ჩემი იღბლიანობა უნდა დავტესტო ე.ი. ჯერ user.gif
4- ოკ, ეგ არ გამოვა, უფრო სხვა სტრატეგიით წასვლა მომიწევს...
5-10+ პროფესიული გამოცდილებისთვის ჯერ ასაკი არ მიწყობს ხელს.

ეჰ, სწავლა რომ ძვირია ვიცი sad.gif
დასაწყისისთვის ერთ წლიანი პროგრამა/კურსი, თუნდაც კოლეჯიც წავა, მთავარი ჯერ იქ ჩასვლა და იქაური რეალობისთვის ალღოს აღება მგონია.
UCLA-ში ან ბერკლიში საზაფხულო კურსიც რომ გავიარო- მარტო ამით ვიქნები უზომოდ ბედნიერი user.gif
QUOTE
და გეტყვი რამდენად რეალურია შენს სფეროში აღება თუ დროის ფუჭად ხარჯვაა.
მადლობა, მაგრამ ამას ჩემს მეტი ვერავინ გადაწყვეტს.
რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებ ისეთ უკუშედეგს მივიღებ.
QUOTE
მილიონერების 90% ის ხალხია ვინც ფინანსურად სუსტი/საშუალო ოჯახებიდან არიან.შენ რომ "სოფლელებს" ეᲮახი ))))
ამას მე უფრო დაბალ საშუალო კლასს ვეძახი. სოფლელი ჩემ შემთხვევაში საცხოვრებლის ტიპს და ამ ტიპიდან გამომდინარე განვითარების საშუალებებზე ხელმისაწვდომობას აღნიშნავს.
QUOTE
სტატისტიკურად კი დაგიწერე ის ხალხი ვისაც სტარტზე არაფერი აბადია უფრო ბევრს აღწევს ვიდრე ის ვისაც სტარტზე დიდი კაპიტალი აქვს.
მეც ზუსტად ამიტომ მომწონს ამერიკა. შესაძლებლობების ქვეყანაა.
აქ კიდევ მიწერთ ურთულესი და თითქმის შეუძლებელია smile.gif

gvelis_wiwila
გმადლობთ, დამეხმარება თქვენი პასუხები მოქმედების იმ სტრატეგიის განსაზღვრაში, რომელიც უფრო ეფექტური იქნება.

გიორგი XII
ნწ, ამერიკული ოცნება ასე მარტივად, სხვის გამოცდილებებზე საუბრით, არ ითმობა sa.gif

დაშლიი?
შენი გამოცდილებაც დაწერე რა, გთხოვ. როგორ წახვედი, თორემ აქ ისეთი განწყობაა, ნობელის ლაურეატობის გარეშე, მგონი, არ გამიშვებენ, აშშ-ში biggrin.gif

Posted by: DORO 3 Feb 2021, 21:00
QUOTE
როგორ მოახერხეს ასეთმა ადამიანებმა, აშშ-ში წასვლ

https://www.monster.com/

Posted by: ME 3 Feb 2021, 23:18
QUOTE (ტანკე @ 3 Feb 2021, 11:35 )
ME
QUOTE
თბილისის აეროპორტში მართლა დაიწყეს სწრაფი ტესტების კეთება ჩამომსვლეთათვის?
ვინმემ თუ იცით

ეგ კაი ხნის დაწყებულია და ფასიც "კაი" აქვს

QUOTE
რამე წესები ხომ არ შეიცვალა, შესვლის

https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx

მადლობა

"კაი" ფასი რამდენია? მაგ ლინკზე არ უწერიათ sad.gif

Posted by: დაშლიი? 3 Feb 2021, 23:51
Heart_of_Darkness

როგორ წავედი? smile.gif
ბავშვობიდან მინდოდა ამერიკაში წასვლა. იმ ამერიკაში სადაც ყველა ოცნება სრულდება. იქ სადაც ყველა პრობლემა ქრება. იქ სადაც წარმატებული და ბედნიერი ხარ. სარკეში კი გაბრწყინებულ თვალებს ხედავ...
დრო გადის და ხვდები, რომ ყველაფერი ზედაპირულია... პლასტმასის და ადვილად მტვრევადი... ნამტვრევების იქით კი არაფერია... სიცარიელე smile.gif

დასახულ მიზნებს მიაღწიე, ახლა სახლში წასვლის დროა smile.gif

Posted by: ladusha2 3 Feb 2021, 23:58
Heart_of_Darkness

წადი წამოდი თუ არ მოგეწონა არ დარჩები, ახალგაზრდა თუ ხარ პირიქით გაეკიდე შენ ოცნებებს , შეცდომები დაუშვი რაც შეილება მეტი ცადე, ტესტე , ეძიე. ყველაფერი გამოგივა, ასე სხვისი აზრი რო ისმინო მარტო შენ საკუთარ ჭეშმარიტებამდე ვერ მიხვალ, ვერ გაიგებ რეალობას რაც შემ გინდა რო გაიგო. ცხოვრება არის ცხოვრებისეული გამოცდილებები ესე ხდები პროფესიონალი. არც მარტო ფულია საზომი ამ ცხოვრებაში ამას უფროს მერე გაიგებ ასაკი მატებასთან ერთად, ხოლო პროფესინალს თავის საქმეში ყველგან აქვს კარგი შემოსავალი.

Posted by: Heart_of_Darkness 4 Feb 2021, 00:45
დაშლიი?
კი, როგორ წახვედი მაინტერესებდა. თორემ აქ ისე აღმიწერე, თითქოს რაღაც მიუღწეველია. ან თუ წახვალ, მაქსიმუმ შავ სამუშაოზე იმუშაო.
QUOTE (დაშლიი? @ 3 Feb 2021, 23:51 )
დრო გადის და ხვდები, რომ ყველაფერი ზედაპირულია... პლასტმასის და ადვილად მტვრევადი... ნამტვრევების იქით კი არაფერია... სიცარიელე smile.gif

მე აქაურ რეალობაზე მაქვს ზუსტად ეს განცდა sad.gif

თან ბავშვობიდანვე მოყოლებული, რაც მამაჩემი ჩამოვიდა ამერიკიდან და ნიუიორკის ფოტოებს ვათვალიერებდი, ამერიკაში წასვლა მქონდა ოცნებად. სტუდენტობისას, თითქოს გადამიავწიყდა, მაგრამ ბოლო დროა, ვხვდები, რომ იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო sad.gif

ladusha2
მადლობა, ზუსტად ის ტექსტია, რომლის წაკითხვაც მსურდა.
მასკი მარსის კოლონიზაციის გეგმებს აწყობს და ამერიკაში წასვლა რა დიდი სირთულეა- როცა იცი რა გინდა და მუშაობ ამისთვის.

Posted by: ტანკე 4 Feb 2021, 01:12
ME
https://bm.ge/ka/article/aeroportshi-biznes-vizitorebistvis-pcr-testi-ukve-xelmisawvdomia---fasi-320-laramdea-/60726

Posted by: დაშლიი? 4 Feb 2021, 01:16
Heart_of_Darkness

ოჯახის აღდგენის პროგრამა იყო... გასაუბრება ბაქოში... პაროლის სტატუსი მომცეს...1 წელიწადში გრინი... მერე სითიზენი.
QUOTE
მე აქაურ რეალობაზე მაქვს ზუსტად ეს განცდა


მე ბედნიერებას აქ ვხედავ... კაცთმოყვარეობას, მეგობრობას და თანადგომას smile.gif ეს ადამიანური გარემო ჩემთვის უფრო მისაღებია

იქ მარტოობას ვხედავ... საკუთარ თავს და მიზანს. მარტო როგორ მივდივარ მიზნისკენ... მეტს ვერაფერს ://

შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია თვალები გაქვს დაღლილი... ისევე როგორც მე წასვლის წინ smile.gif ერთფეროვნებამ გადაგღალა და ცვლილებებს ეძებ. smile.gif შეიძლება იმ გზის გავლა გჭირდება, რომელიც გავიარე... შეიძლება შენი საკუთარი გზა გაქვს გასავლელი. ასეა თუ ისე... წარმატებები smile.gif

Posted by: All*eyes*on*me 4 Feb 2021, 02:09
dimentius
საწყენად არ გეუბნები, მაგრამ შენ პროგრამისტი ხარ თუ მედიკი? ჰო აიღე სამუშაო ვიზა და მუშაობ appliance repair - ზე? დავიჯერო შენი პროფესიი ხალხი ვედრა ლარად არარის? როგორც შენ გიყვარს , გლეხურად რო გითხრა მაცივრის ხელოსნები არამგონია ჭირდეს კალიფორნიაში

Posted by: Heart_of_Darkness 4 Feb 2021, 02:43
ყველგან ყველაფერი ვედრო ლარადაა, მაგრამ გააჩნია ჩვენს უნარებს,
რავიცი დისტანციურად ვშოულობ სამსახურს და ადგილზე რატომ უნდა გამიჭირდეს?! შიმშილით რომ არ მოვკვდები, ნამდვილად ვიცი.
ერთი ჩასვლა მინდა და შრომა არ მეზარება.
თუნდაც ჩემი დიპლომები არაფერს ნიშნავდეს, ჩემი პროფესიის წარმომადგენელს რომ დაველაპარაკები, ვიცი, რომ არ შემარცხვენს ჩემი პროფესიული ბაზისი და გამოცდილება.
ვხვდები, რომ რეალისტურად გინდათ შემახედოთ, მაგრამ ეგ რეალიზმი უფრო პესიმიზმია, თან ისეთი განწყობით, რომ
ვინც წახვედით თითქოს რჩეულთა კასტას წარმოადგენდით.

QUOTE (დაშლიი? @ 4 Feb 2021, 01:16 )
შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია თვალები გაქვს დაღლილი... ისევე როგორც მე წასვლის წინ smile.gif ერთფეროვნებამ გადაგღალა და ცვლილებებს ეძებ. smile.gif შეიძლება იმ გზის გავლა გჭირდება, რომელიც გავიარე... შეიძლება შენი საკუთარი გზა გაქვს გასავლელი. ასეა თუ ისე... წარმატებები smile.gif

მადლობა, მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ამ ქვეყანას არ მგონია რამე ეშველოს,
თითქმის ყველგან ნეპოტიზმია, სტაბილურობის განცდა არ გაქვს, ვიღაც პოლიტიკოსების სპიჩზეა დამოკიდებული შენი კეთილდღეობა/მომავალი, ფასები ყოველდღე იზრდება, ხელფასები არ იცვლება, ეკოლოგია დაბინძურებულია, მარტო მახინჯი კორპუსები შენდება ირგვლივ, სიმწვანეს ჩეხევენ, მანქანიდან კატალიზატორს იღებენ და მერე წუწუნებენ დაავადებათა რიცხვი რომ იმატებს. სამოქალაქო ცნობიერება არ არის, ყველა მხოლოდ დღევანდელს ისწორებს. ჯერ მარტო ჩემს უბანში ლამის ყოველ კვირა ვხედავ როგორ იქექებიან მოხუცები ბუნკერებში, იმიტომ, რომ ის მიზერული პენსია ღირსეული სიბერის შესაძლებლობას არ აძლევს.
თითქოს ყოველ ათწლეულს ერთი და იგივე წრეზე დავდივართ.
რავი, მე ჩემთვის და ჩემი მომავალი შვილებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა მინდა. მინდა ვცადო მაინც.
მართლაც დავიღალე ამ ყველაფრის ყურებით sad.gif

Posted by: All*eyes*on*me 4 Feb 2021, 03:20
Heart_of_Darkness
მშიერი არავინ მომკვდარა ჯერ, ინდენს მიაღწევ რამდენზეც იმუშავებ და არ დაგეზარება...

Posted by: ტანკე 4 Feb 2021, 03:23
ნაგავში ქექვები და დაბინძურებული ეკოლოგია ამერიკაში (დიდ ქალაქებში) რომ არის, ეგეთი უნდა.
კრიმინალის დონეც.


Posted by: Frankens†ein 4 Feb 2021, 03:56
QUOTE (Heart_of_Darkness @ 3 Feb 2021, 15:33 )


QUOTE (Frankens†ein @ 3 Feb 2021, 08:10 )
ყველაზე მარტივი და იაფი გზა ტურისტული ვიზის აღებაა.
ვიზა რო გექნება, ჩახვალ, ლრგალიზაციის პროცესს დაიწყებ და რამდენიმე წელში მოქალაქეობასაც მიიღებ...

ტურისტული ვიზის დარღვევის გამო არ გამიხურებენ?
თან ჩემი პროფესიით მინდა სამსახური ვიპოვო, ან მიახლოებულ სფეროში მაინც. თან მაქსიმალურად ლეგალურად რომ ვიყო.

გაგიხურებენში რას გულუსხმობ, გააჩნია...
ევროპის და ისრაელის მსგავსად არავინ დაგადეპორტებს, თუ დაარღვევ.
მაგრამ თუ დაარღვიე და მერე დაბრუნდი, აღარასოდეს შეგიშვებენ, თუ ხელი არ მოაწერე მოქალაქესთან...
თუ დაარღვევ, ლეგალიზაციაზე უნდა შეიტანი განაცხადი და რამდენიმე წელი ელოდო, სანამ მწვანე ბარათს ან მოქალაქეობას მიიღებ.
მეორე ვარიანტია, რომ სადმე ჩააბარო და სასწავლო ვიზა აიღო, მაგრამ ძვირია სწავლა ამერიკაში.
მესამე ვარიანტია, ისეთი პროფესია გქონდეს, რომ სამუშაო ვიზა მოგცენ, გუგლი, ამაზონი ან რამე ეგეთი თუ დაგასაქმებს.
ექიმი, იურისტი ან ეკონომისტი თუ ხარ, ჩათვალე არანაირი ფასი არ აქვს შენს დიპლომს, გინდა გქონიქ, გინდა არა.

ყველას ისსვ ტურუსტული ჯობია, ჩამოხვალ 6 თვით, მიმიოხედავ, ნახავ რისი პერსპექტივა გაქვს და იმის მერე იფიქრებ დანარჩენზე..

ყველაზე იაფი გზაა შტატებში მოსახვედრად, უბრალოდ უნდა გაგიმართლოს...

მგობია რომ გაგიმართლებს, პოსტებით კაი ტიპშა ხარ smile.gif
ფოტოს თუ გამომიგზავნი PM-ში, უკვე 90%-იანი ალბათობით გეტყვი ჩაგირტყამენ თუ არა biggrin.gif

Posted by: dimentius 4 Feb 2021, 06:26
Heart_of_Darkness
QUOTE
რომ ცოტა მეეჭვება კახეთის მთიანი სოფელის მკვიდრმა ნეითივის დონეზე იცოდეს ინგლისური ან ისეთი რეზიუმე ჰქონოდა


მე ვარ მთიანი არ და ზომიერად მთაგორიანი კასპის ბოლო სოფლის მკვიდრი. ოღონდ მართლა ჩემი სოფლის იქით არაფერ იდასახლება აღაღ აღარ არის. ნებისმიერ დროს მზად ვარ პოლემიკა გავმართო ინგლისურად ე.წ. "ქალაქელებთან"
თუ საქართველოში პროფესიულ დონეზე ყოველდღეე ინგლისურად არ საუბრობ ჩათვალე ინგლისური არ იცი, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. სამუშაო ვიზაზე მხოლოდ სალაპარაკო ინგლისური არის ტყუილი დროის ხარჯვა.
მაგალითს გეტყვი. მხოლოდ ინგლისური არ იყო საკმარისი ჩემტვის პირეადად. ინდური და აზიური ინგლისურიც აუცილებელია ))) აი ესენია რთული გასაგები ))))
აქ თუ გგონია ჯობ სერჩის დროს ამერიკელტან გექნება საუბარი ძალიან ცდები. 1-2 რაუნდი ინტერვიუების მოგიწევს ინდუს რეკრუტერებთან. აი მათი აქცენტი განახებს რამდენად შეგიძლია გაიგო ინგლისურის ლაპარაკი.
მე მაგალითად ნახევარს რასაც მელაპ[არაკებოდნენ არ მესმოდა ))) ერთხელ 2 რაუნდი ინდუს რეკრუტერის შემდეგ დამინიშნეს face to face ინტერვიუ. ტექნიკური ინტერვიუ იყო. პროგრამისტი იყო იაპონიიდან. რომ არ მოგატყუო ამისი 80% ვერ გავიგე რარ მელაპარაკებოდა )))

QUOTE
UCLA-ში ან ბერკლიში საზაფხულო კურსიც რომ გავიარო- მარტო ამით ვიქნები უზომოდ ბედნიერი

ჩემი ცოლი სწავლობდა ბერკლიში 2 წლის წინ. მე სტენფორდში მაქვს Java programing გავლილი.
და ვინ გიშლის საქართველოდან ისწავლო თუნდაც ჩამოუსვლელად?
სრული წელი აქვთ სტენფორდსაც და ბერკლისაც სხვადასხვა იუნიტები ყველა სფეროში აბსოლიტურად
აგერ სტენფორდის ყველა ონლაინ კლასი ფასებით და დროებით
https://online.stanford.edu/search-catalog?availability%5Bavailable%5D=available&credentials%5B141%5D=141&credentials%5B156%5D=156
კამპუსზე ეგ ორი უნივერსიტეტი წელს მაინც არავის არ უშვებს ყველა სწავლა ონლაინ არის. მომავალი წელს მგონი გახსნიან კამპუსს.

QUOTE
5-10+ პროფესიული გამოცდილებისთვის ჯერ ასაკი არ მიწყობს ხელს.

მაშინ ნუ კარგავ დროს ტყუილად. უნივერსიტეტის მერხიდან არავინ აგიყვანს პირდაპირ.

Heart_of_Darkness
QUOTE
მაგრამ ეგ რეალიზმი უფრო პესიმიზმია, თან ისეთი განწყობით


ჩემო კარგო გადახედე სტატისტიკას და მიხვდები შენც კარგად მართლა ჩალით ხომ არ არის დახურული რომ აქ ვინმე განზრახ შეცდომაში შემყავდეს.
ციფრების დონეზე დაგიმტკიცებ.
აგერ არის 2019 წლის ქვეყნების მიხედვით გაცემული ყველა ტიპის არასაემიგრაციო ვიზა
https://travel.state.gov/content/dam/visas/Statistics/Non-Immigrant-Statistics/NIVDetailTables/FY19NIVDetailTable.pdf

ტურისტული ვიზა გაიცა 4,539, სამუშაო ვიზა გაიცა მხოლოდ 41.
გრინ მოგებულს, ქორწინებით და ოჯახის გაერთიანებით მოხვედრილს სამუშაო ვიზა არ ჭირდება შესაბამისად ეს კატეგორია არ გვაინტერესებს აქ ჩამოსულების საერთო ოდენობიდან.
ეხლა მე შენ გეკითხები 41 სამუშაო ვიზა წლის განმავლობაში უფრო პესიმისტურ სურათს გიხატავს თუ ოპტიმისტურს.

შენი კითხვა იყო ასეთ კონტექსტში დასმული რომ ხარ ახალდამთავრებული ინდივიდი, როგორც გაირკვა გამოცდილებაც არ ისე დიდი და პირდაპირ საქართველოდან გინდოდა სამუშაო ვიზა. რაც შენს პირობებში უფრო პესიმისტური პროგნოზისკენ იხრება.

მაგალითად ვინმე რომ შემოსულიყო და ეთქვა რომ უნდა ტურისტულით ჩამოსვლა, დარღვევა, ოჯახში მუშაობა, ფულის მოგროვება, ხელის მოწერა, მერე გაყრა, ცოტა სწავლა, ლეგალურად სამსახურის ნახვა და აი მხოლოდ ამის მერე ცოტა ადამიანური ცხოვრებაზე ფიქრი. ასეთ შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნებოდა პოზიტიური. ვინაიდან ასეთი გზით 41 კი არა ათასობით ჩამოდიან და თავს იმკვიდრებენ.

All*eyes*on*me
QUOTE
საწყენად არ გეუბნები

ჩემო კარგო 40 წელს მიუკაკუნებ საცაა ამ ასაკში როგორც წესი online არაფერი აღარ მწყინს, ეს უფრო ტემპერამენტიანი ახალგაზრდების საქმეა ))

QUOTE
მაგრამ შენ პროგრამისტი ხარ თუ მედიკი?

არც ერთი.
1,5 წელი ვიმუშავე automation engineer. ანუ პატარა პროგრამებს ვწერდი რომლებიც პროგრამისტების მიერ შექმნილი კლასების თუ მოდულების ტესტირებას ახდენდა რათა სპეციფიკაციებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფილიყვნენ.
ძალიან რუტინული და მოსაბეზღებელი სამუშაოა.

QUOTE
ჰო აიღე სამუშაო ვიზა და მუშაობ appliance repair - ზე?

კი ვმუშაობ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საემიგრაციოში ამ სტატუსით მიგრძელებენ ))
ჩემს პარტნიორთან შექნილი მაქვს ამხანაგობა. სადაც 50% მფლობელი ვარ. ამ ამხანაგობას აყვანილი ყავს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად. მათ შორის ჩემი თავიც როგორც ერთერთი კონტრაქტორი. მოკლედ ჩემი თავი მყავს აყვანილი ))))

QUOTE
დავიჯერო შენი პროფესიი ხალხი ვედრა ლარად არარის? როგორც შენ გიყვარს

ჩემი პროფესიის, ანუ სერვისის სფეროში ვედრო ლარად კი არა ყუთი შაურად არის ))))
მაგრამ საკმე იმაშია რომ მე საუკეთესო ვარ )))
გლეხურად რომ ავხსნა. ჟიგულის ხელოსანი ქალაქში არის ალბათ ათასობით. ხოლო ფერარის სპეციალისტი შეიძლება თითებზე ჩამოსათვლელი იყოს. აი მე ზუსტად რომ ფერარის სპეციალისტი ვარ.
ბეი არეაში ჩემზე მაღალი კლასის სპეციალისტი არ არის ეს ზუსტად ვიცი. ვინც ეს პროფესია მასწავლა ის ამერიკაში ყველაზე დიდ კომპანიას ფრლობდა ვინც ამ სუპერ ძვირიან ტექნიკაზე მუშაობდა. ყველა დიდ ქალაქში ყავს 30 მდე ტექნიკოსი. 2 წლის მერე ჩემი ხელფასი იყო ხოლმე ყველაზე მაღალი ამ 30 დან. 3 წლის თავზე ჩემი მასწავლებელი მეკითხებოდა სხვადასხვა პრობლემა როგორ მოაგვაროს. 5 წლის თავზე მაგალითად ხახლი ევროპიდან მწერს რათა ონლაინ ესა თუ ის დახმარება გაუწიო ))) აგერ ტიერი საფრანგეთიდან რომელმაც საფრანგეთში ვერ იშოვა თავისი 35 წლის მაცივრისთვის საჭირო პროფესიონალი )))
user posted image

ხელოსნების მეტი რა არის ყველაგან. მაგრამ თავისი საქმის საუკეთესო პროფესიონალები კი მხოლოდ ერთეულები არიან.

QUOTE
მაცივრის ხელოსნები არამგონია ჭირდეს კალიფორნიაში

იმ კატეგორიის მაცივრების რასაც მე ვაკეთებ კი არ ჭირს ფიზიკურად არ არის.
მაგალითისთვის გეტყვი წეღან ჩემი მასწავლებლის კომპანია ვახსენე. როგორც კი მეჩემი გავხსენი და წამოვედი. აქ წარმომადგენლობა დაკეტა ვინაიდან ტყული ფულის ყრაა მისთვის ვინაიდან მე კონკურენციას უბრალოდ ვერ გამიწევს.
მეტსაც გეტყვი მე რა ბრენდზეც ვმუშაობ მათი ოფიციალური დილერმა კადრები გაანახევრა )) ვინაიდან დიდი ნაკადი ისედაც პატარა კლიენტურის რაც არის ისიც მე მიმაქვს სწრაფი და ხარისხიანი სერვისის გამო.



* * *
მაგალითად. ჩემი ერთერთი კლიენტია Bruce Wayne. წლები ეძებდა ვინც კინოთეატრის უკან დიდი ვირნინის უკან მაცივარს გაუკეთებდა სპეციალური მიკროკლიმატით. სადაც განათების კონტროლი, ტემპერატურის კონტროლი, ტენიანობის კონტროლი შეეძლებოდა ტელეფონის აპლიკაციიდან ვინაიდან ბევრს მოგზაურობს ))))
user posted image

Bruce Wayne ალბათ იცით Batman ია, რა არ გჯერათ რომ ბეტმენი ჩემი კლიენტია?
აგერ მისი ტრანსპორტი )))))
user posted image

Posted by: Frankens†ein 4 Feb 2021, 08:49
dimentius
რა არის საჭირო მასეთი სპეციალისტი რო გახდე.
ჩემთვის არ გეკითხდბი, ისე მაინტერესებს.
მე უნიჭო ვარ ეგეთ საკუთხებში smile.gif
რამე საიდუმლო თუ გაქვს და მაგაშია გასაღები, აქვე სანფრანცისკოში ვარ და შემოვირბენ და მითხარი biggrin.gif
კლიენტებს არ წაგართმევ biggrin.gif

ხუმრობის გარეშე კი ალბათ რამე თანდაყოლილი ნიჭი გაქვს, თორე ბეი არეაში როგორ ვერ მოიძებმებოდა შენზე პროფესიონალი...
რამე ლონდონი ან ბერლინი რო გეთქვა კიდე ხო...

Posted by: ტანკე 4 Feb 2021, 09:13
ესე იგი, გავხსენი ანგარიში ბენქ ოვ ამერიქაში და დებიტ ბარათი ავიღე,მაგრამ კრედიტ ქარდზე ყველამ და ყველაფერმა დამაპაშოლა sad.gif დაჟე secured credit card-იც არ მომცეს. ახლა რითი ავაშენო კრედიტი?! მომიწევს რამდენიმე თვე ლოდინი, სანამ social security number-ს ავიღებ. მანამდე იქნებ ჩემმა ბანკმაც გადაიფიქროს, რაღაც ისტორია რომ მექნება მაგათთან. ტ-მობაილის ყოველთვიურ გადასახდს უნდა მივაბა დებიტ ქარდი, ავტომატურად რომ ჩამომაჭრას.
ამერიკა ერთი დიდი თავის ტკივილია. ხალხს კიდევ ეგრევე ჰ1ბ ვიზის აგდება უნდა წილხვედრიდან.

Posted by: dimentius 4 Feb 2021, 09:53
Frankens†ein
QUOTE
ხუმრობის გარეშე კი ალბათ რამე თანდაყოლილი ნიჭი გაქვს,

QUOTE
რამე საიდუმლო თუ გაქვს და მაგაშია გასაღები


გენეტიკა.
რაც მთავარია ამოცანის დასმა და მისკენ ტანკივით გაწევა )))
ასევე ოჯახში მაგალითი. მე მაგალიტად მამაჩემზე ძლიერი პიროვნება ამოცანის დასახვაში და მის ბოლომდე მიყვანაში არ მეგულება და არც შემხვედრია.

კვირას შევხვდეთ თუ გინდა

Posted by: Frankens†ein 4 Feb 2021, 09:58
QUOTE (dimentius @ 4 Feb 2021, 09:53 )
Frankens†ein
QUOTE
ხუმრობის გარეშე კი ალბათ რამე თანდაყოლილი ნიჭი გაქვს,

QUOTE
რამე საიდუმლო თუ გაქვს და მაგაშია გასაღები


გენეტიკა.
რაც მთავარია ამოცანის დასმა და მისკენ ტანკივით გაწევა )))
ასევე ოჯახში მაგალითი. მე მაგალიტად მამაჩემზე ძლიერი პიროვნება ამოცანის დასახვაში და მის ბოლომდე მიყვანაში არ მეგულება და არც შემხვედრია.

კვირას შევხვდეთ თუ გინდა

გენეტიკა არ მიწყობს ხელს biggrin.gif

ეხლა კვირას არ ვიცი მოვახერხებ თუ არა, მაგრამ რამდენიმე თვე ვაპირებ აქ გაჩერებას და იმედია გაიხსნება სანფრანცისკო და ლუდი დავლიოთ, საინტერესო იუზერი ხარ და გაგიცნობ სიამოვნებით...

Posted by: dimentius 4 Feb 2021, 10:22
ტანკე
QUOTE
სანამ social security number-ს ავიღებ

ბარათს ნუ დაელოდები, Social service ნომერს გეტყვიან, ხოლო უშუალოდ ბარათი 1-2 თვის მერე მოდის. ნუ დაელოდები ნომერი გამოპართვი.

QUOTE
ესე იგი, გავხსენი ანგარიში ბენქ ოვ ამერიქაში და დებიტ ბარათი ავიღე,მაგრამ კრედიტ ქარდზე ყველამ და ყველაფერმა დამაპაშოლა  დაჟე secured credit card-იც არ მომცეს.

ნომერს რომ აიღებ
1. ონლინე შეავსე Discover credit card ზე, ან ვინმეს თხოვე ვისაც აქვს Discover რეფერალური ლინკი გამოგიგზავნოს. Discover ლამის არავის არ ეუბნება უარს საკრედიტო ბარათზე.
2. ამის მერე არსად შეავსო განაცხადი ვინაიდან ბარათს რომ ითხოვ აკეთებენ credit checks რომელსაც შენი არ არსებული credit score დაბლა დაყავს უფრო ))) და შენს რეპორტში რჩება 2 წელი, რაც ასევე ცუდია.
3. 1 ბარათის აღების მერე როგორც კი სისტემაში შეგიყვანენ რამოდენიმე თვეში დაგიწყებენ კონვერტების გამოგზავნას ყაჭაპუჭა ბანკები და შემოთყავაზებებს ბარათების American express, Bank of America. მაგრამ არ აიღო. ვინაიდან მოკლე ვადაში გახსნილი ბევრი ანგარიში/ბარათი ესეც ცუდია credit score თვის.
4. ყველაზე სწრაფად კრედიტს წევს კრედიტის გამოტანა და დაფარვა ყოველთვიურად დაგვიანების გარეშე. ვინაიდან შენ ტავიდან კრედიტის ოდენობა პატარა გექნება, მე ვიტყოდი იაფიანი მანქნის ყიდვა იქნება კარგი. რატო იაფიანი? პირველი ავტო კრედიტი როგორც წესი 8-10% გაძლევენ ვინაიდან საკრედიტო ისტორია არ გაქვს და რისკ ჯგუფში ხარ. 1 წელი იხადე დაფარე. 1 წლის დროზე გადახდის მერე 700 მდე კი უნდა გქონდეს უკვე და მერე ცოტა უკეთესი მონქანა გამოიყვანე უკვე 2-3%. ისიც იხადე დროულად და 2 წელიწადში კი ახვალ 740 მდე.
5. თუ მანქანის ყიდვა არ გინდა მაშინ ბარათის გონივრულად ხარჯვა მოგიწევს და ეგეც აშენებს კრედიტ ისტორიას ოღონ გაცილებით ნელა, ვიდრე გამოტანილი კრედიტი. ეცადე არ გადააცილო ლიმიტის 35%. მაგალიტად 1000 კრედიტ კარტა გაქვს და 350 მეტი არ დახარჯო თვის ბოლომდე.
6. 2-3 საკრედიტო ბარათზე მეტი არ იქნიო ეცადე. ბარათს რომ არ იყენებ არც ეგაა მთლად კარგი. ანგარიში არ დახურო არსად. ანგარიშის დახურვა ცუდია კრედიტ ისტორიისთვის

ამ ნაბიჯებს მიყევი 3-5 წელიწადში კი ახვალ 740-760 მეტი არც გინდა მე რომ მკითხო, მორგიჯისთვის კი საკმარისია ეს მაჩვენებელი, მორგიჯს რომ აიღებ მერე შეგიძლია დაიკიდო ეგ კრედიტ სკორი.
თუ ფინანსურად ჭკვიანი ადამიანი ხარ და რასი თავიც არ გაქვს იმას არ ყიდულობ არც არაფერში არ გჭირდება ეგ სქორი. სკორი წირდება იმას ვინც კრედიტში ცხოვრობს, დადის ისეძტი მანქანით რისი ტრაკიც არ აქვს, ყიდულობს ნივთებს რისი ტრაკიც არ აქვს, ცხოვრობს ისეზთ სახლში რისი ტრაკიც არ აქვს და ა.შ.

მაგალიტად აქაურ მილიონერებს ეს კრედიტ სქორი საერთოდ არ აქვთ )))
* * *
Frankens†ein
QUOTE
ეხლა კვირას არ ვიცი მოვახერხებ თუ არა, მაგრამ რამდენიმე თვე ვაპირებ აქ გაჩერებას


ოკ.
შემომეხმიანე აქ თუ სურვილი გექნა და შევხვდეთ.

QUOTE
იმედია გაიხსნება სანფრანცისკო

ამათ თუ ელოდე ))
გარეთ ნახე ეს 90 იანი წლების ელიავაზე და ისანში ბაზრობებზე საღორე სასასისკეები რომ იდგა ხოლმე ფიცრულები რომ დგას სან ფრანის ცენტრალურ ქუჩებში ))))
სიცილით ვკვდები რომ ვხედავ, არა რა პოლიტიკოსი არის დურაკი და სულელი ეს საქართველოსაც ეხბა და ამერიკასაც ერთნაირად ))))
შენ ის არ გინახია უსახლკაროების დისტანცირება რომ სცადეს )))))
მერიის წინ დიდ მოედანზე დახაზეს კვადრატები 2X2 მეტრზე და იდეაში თითო კვადრატში თითო ბომჟს უნდა ეცხოვრა ))))
მაგრამ დურაკი რომ არის მერია ამ კვადრატებს შორის გამყოფი ბილიკები დაავიწყდათ, ანუ ბომჟი თავის კვდრატამდე რომ მისულიყო გზად სხვის კვადრატზე უნდა გაევლო ))))
მერე ვითომ გადახაზეს და კუQები გაუკეთეს ზოლებს შორის )))))
2 კვირაში არცერტი ბომჟი აღარ იყო )))
გაშლილ მოედანზე, ასვალტზე სადაც ქარი ღრიალებს ღამე და ტენიანობაა მაღალი რომელი უსახლკარო გაჩერდება, წავიდნენ ისევ ქუჩებში, კუტოკებში და ხიდების ქვეშ.

არადა 12 მილიარდი აქვს ამ ერთ მოჯმა ქალაქს ბიუჯეტი. ქართველები კიდევ მალადეც ამის ნახევრად მთელ ქვეყანას ვინახავთ. ამათზე უკეთესი გზებიც გვაქვს, ნაკლები კრიმინალი და სისუფთავეც.

Posted by: ტანკე 4 Feb 2021, 10:46
dimentius
QUOTE

ბარათს ნუ დაელოდები, Social service ნომერს გეტყვიან, ხოლო უშუალოდ ბარათი 1-2 თვის მერე მოდის. ნუ დაელოდები ნომერი გამოპართვი.

ხო, ასე ვაპირებ
QUOTE
1. ონლინე შეავსე Discover credit card ზე, ან ვინმეს თხოვე ვისაც აქვს Discover რეფერალური ლინკი გამოგიგზავნოს. Discover ლამის არავის არ ეუბნება უარს საკრედიტო ბარათზე.

გამიგია ეგ კარტა. კი, მაქვს გეგმაში
QUOTE
2. ამის მერე არსად შეავსო განაცხადი ვინაიდან ბარათს რომ ითხოვ აკეთებენ credit checks რომელსაც შენი არ არსებული credit score დაბლა დაყავს უფრო ))) და შენს რეპორტში რჩება 2 წელი, რაც ასევე ცუდია.

ვიცი. ახლა ვინუჟდენი ვიყავი, რომ რამდენიმესთან მეცადა ბედი,მაგრამ არ მომცეს.
QUOTE
1 ბარათის აღების მერე როგორც კი სისტემაში შეგიყვანენ რამოდენიმე თვეში დაგიწყებენ კონვერტების გამოგზავნას ყაჭაპუჭა ბანკები და შემოთყავაზებებს ბარათების American express, Bank of America. მაგრამ არ აიღო. ვინაიდან მოკლე ვადაში გახსნილი ბევრი ანგარიში/ბარათი ესეც ცუდია credit score თვის.

ეს არ ვიცოდი. ძაან საინტერესო და სასარგებლო ინფოა
QUOTE
4. ყველაზე სწრაფად კრედიტს წევს კრედიტის გამოტანა და დაფარვა ყოველთვიურად დაგვიანების გარეშე. ვინაიდან შენ ტავიდან კრედიტის ოდენობა პატარა გექნება, მე ვიტყოდი იაფიანი მანქნის ყიდვა იქნება კარგი. რატო იაფიანი? პირველი ავტო კრედიტი როგორც წესი 8-10% გაძლევენ ვინაიდან საკრედიტო ისტორია არ გაქვს და რისკ ჯგუფში ხარ. 1 წელი იხადე დაფარე. 1 წლის დროზე გადახდის მერე 700 მდე კი უნდა გქონდეს უკვე და მერე ცოტა უკეთესი მონქანა გამოიყვანე უკვე 2-3%. ისიც იხადე დროულად და 2 წელიწადში კი ახვალ 740 მდე.
5. თუ მანქანის ყიდვა არ გინდა მაშინ ბარათის გონივრულად ხარჯვა მოგიწევს და ეგეც აშენებს კრედიტ ისტორიას ოღონ გაცილებით ნელა, ვიდრე გამოტანილი კრედიტი. ეცადე არ გადააცილო ლიმიტის 35%. მაგალიტად 1000 კრედიტ კარტა გაქვს და 350 მეტი არ დახარჯო თვის ბოლომდე.

მე თავიდან 200-300 დოლარიანი კრედიტ კარტა მინდოდა. არ მინდოდა, რომ თვიურად 10%-ზე მეი დამეხარჯა(7-8% არის იდელაური კრედიტის სწრაფად დასაგროვებლად, როგორც ვიცი) და ისიც მაშინვე უნდა შემევსო. მარტო მობილურის გადასახადზე მინდოდა მიბმა,მაგრამ ეგეც არ მომცეს, თან დაზღვევას ვაკეთებდი, ანუ მე ვდებდი დეპოზიტს იმ 300 დოლარს და გადაუხდელობის შემთხვევაში ის თანხა იქნებოდა დაკავებული. ბანკი არაფერს კარგავდა. ეგეც არ მაღირსეს "ახლადჩამოთრეულს".

QUOTE
2-3 საკრედიტო ბარათზე მეტი არ იქნიო ეცადე. ბარათს რომ არ იყენებ არც ეგაა მთლად კარგი. ანგარიში არ დახურო არსად. ანგარიშის დახურვა ცუდია კრედიტ ისტორიისთვის

ესეც კარგი ინფოა
QUOTE
ამ ნაბიჯებს მიყევი 3-5 წელიწადში კი ახვალ 740-760 მეტი არც გინდა მე რომ მკითხო, მორგიჯისთვის კი საკმარისია ეს მაჩვენებელი, მორგიჯს რომ აიღებ მერე შეგიძლია დაიკიდო ეგ კრედიტ სკორი.
თუ ფინანსურად ჭკვიანი ადამიანი ხარ და რასი თავიც არ გაქვს იმას არ ყიდულობ არც არაფერში არ გჭირდება ეგ სქორი. სკორი წირდება იმას ვინც კრედიტში ცხოვრობს, დადის ისეძტი მანქანით რისი ტრაკიც არ აქვს, ყიდულობს ნივთებს რისი ტრაკიც არ აქვს, ცხოვრობს ისეზთ სახლში რისი ტრაკიც არ აქვს და ა.შ.

მაგალიტად აქაურ მილიონერებს ეს კრედიტ სქორი საერთოდ არ აქვთ )))

როგორც ვიცი, 600-მდე ახვიდოდი პატარა კრედიტ კარტათი 6 თვეში (თუ ყველაფერს სწორად გააკეთებდი). ჩემთვის ამ ეტაპზე საკმარისი იქნებოდა. რას ვზიამ, საჭირო დროს დაველოდები.
კარგი კრედიტისტორია კარგია ყოველთვის. თუ რამე, სწავლისთვის სესხიც აღებაც შეიძლება

Posted by: dimentius 4 Feb 2021, 11:21
Frankens†ein
თხილამურებზე სრიალი იცი?

ტანკე
QUOTE
რას ვზიამ, საჭირო დროს დაველოდები.

კრედიტის შენება დროში გაწელილი პროცესია უცებ არ ხდება. კრედიტ ისტორიას ჭევს ბანკთან ხანგრძლივი და უმწიკლო ურთიერთობა. 5 წელს რომ გადაცდება ანგარიშია ხანდაზმულობა მაშინ ადიხარ მაღალ ქულებზე მანამდე სულ ასე 700 ფარგლებში იტრიალებ. მთავარია დისციპლინა გამოიმუშავე ფინანსურ გადაწყვეტილებებტან მიმართებაში, ანუ რაც არ გაქვს ის არ დახრჯო )))
წლები რაც გავა ეს სქორიც აშენდება.

მთავარი აქცენტი გააკეთე კარიერაზე და დიდ შემოსავალზე. ამას რომ მიაღწევ ეგ კრედიტ სქორი არაფერში არ გჭირდება საერთოდ. ეს სქორები უფრო დაბალი შემოსავლის ხალხს აინტერესებს და ადარდებს.
ტელეფონის ყიდვის ტრაკი რომ არ აქვთ ლიმიტისც ამოწურული აქვთ და დგანან იქ 20 წუთი ელოდებიან როდის მოუვათ ბანკიდან დადასტურება რომ აიფონი გამოიტანონ. ან დაბალ ხელფასზე რომ არიან და ახლაი მანქანა უნდათ და ზიან დილერშიპში საათობით აქვთ ერთი ამბავი ვაჭრობა ირანელებთან რომ კაპიკები დააკლებინონ ))))

შენ უნდა ეცადო მიაღწიო ფინანსური სიძლიერის ისეთ დონეს რომ ტელეფონი მოგინდაბა ახალი, შედი იყიდე 2 წუთში გამოდი. მანქანა მოგინდა შედი გადაიხადე ქეში 1 საათი მოგინდეს მაქსიმუმ რომ საბუთები გაგიფორმონ. ამას რომ მიაღწევ დამიჯერე კრედიტ სკორი რამდენი გაქ ან გაქ თუ არა არა გეცოდინება. მე ვინც ვიცი გამართული გლეხი აქ სკორი რომ შეუმოწმონ არც ამოვა ბაზაში )))) ვინაიდან წლობიტ არ გამოუტანიათ კრედიტი და არც საკრედიტო ბარათს ხმარობენ.

Posted by: Heart_of_Darkness 4 Feb 2021, 15:27
QUOTE (dimentius @ 4 Feb 2021, 06:26 )
თუ საქართველოში პროფესიულ დონეზე ყოველდღეე ინგლისურად არ საუბრობ ჩათვალე ინგლისური არ იცი, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. სამუშაო ვიზაზე მხოლოდ სალაპარაკო ინგლისური არის ტყუილი დროის ხარჯვა.

სადოქტორო ნაშრომის ინგლისურად დაწერის უნარი მგონი საკმარისი იქნება smile.gif
QUOTE
და ვინ გიშლის საქართველოდან ისწავლო თუნდაც ჩამოუსვლელად?
სწავლის გარდა, ამერიკაში ცხოვრებაც მინდა, თორემ სწავლით, სახლში რომ დავჯდე და შესაბამისი ლიტ-რა ვიკითხო, შეიძლება უფრო მეტი ვისწავლო, ვიდრე ნებისმიერმა ბერკლის სტუდენტმა.
QUOTE
მაშინ ნუ კარგავ დროს ტყუილად. უნივერსიტეტის მერხიდან არავინ აგიყვანს პირდაპირ.
სამუშაო გამოცდილება მაქვს, ჯერ 10წლის არა, რა თქმა უნდა.
QUOTE
ტურისტული ვიზა გაიცა 4,539, სამუშაო ვიზა გაიცა მხოლოდ 41.
გრინ მოგებულს, ქორწინებით და ოჯახის გაერთიანებით მოხვედრილს სამუშაო ვიზა არ ჭირდება შესაბამისად ეს კატეგორია არ გვაინტერესებს აქ ჩამოსულების საერთო ოდენობიდან.
ეხლა მე შენ გეკითხები 41 სამუშაო ვიზა წლის განმავლობაში  უფრო პესიმისტურ სურათს გიხატავს თუ ოპტიმისტურს.
მე ვიკითხე, ვინც წახვედით რა გზებით, იმისათვის, რომ ყველაზე მარტივად მისაღწევი ვარიანტი შემერჩია. აპრიორი, სამუშაო ვიზაზე არ მაქვს გართულება.
QUOTE
შენი კითხვა იყო ასეთ კონტექსტში დასმული რომ ხარ ახალდამთავრებული ინდივიდი, როგორც გაირკვა გამოცდილებაც არ ისე დიდი და პირდაპირ საქართველოდან გინდოდა სამუშაო ვიზა. რაც შენს პირობებში უფრო პესიმისტური პროგნოზისკენ იხრება.
ჩემი კითხვა, ნაკლებ აქცენტს სვამდა ჩემზე. თქვენგან თქვენს გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
ახალდამთავრებული, გამოცუდელი, სტუდენტი არ ვარ smile.gif
QUOTE
მაგალითად ვინმე რომ შემოსულიყო და ეთქვა რომ უნდა ტურისტულით ჩამოსვლა, დარღვევა, ოჯახში მუშაობა, ფულის მოგროვება, ხელის მოწერა, მერე გაყრა, ცოტა სწავლა, ლეგალურად სამსახურის ნახვა და აი მხოლოდ ამის მერე ცოტა ადამიანური ცხოვრებაზე ფიქრი.
და რატომ უნდა მოვიტყუო, როცა ასე არაა? biggrin.gif
მინდა ბევრი სწავლა, გამოცდილების მიღება, ქვეყნის დათვალიერება, ხალხის გაცნობა და მერე ლეგალურადაც სამუშაო და უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე აქ ვაკეთებ.

* * *
QUOTE (Frankens†ein @ 4 Feb 2021, 03:56 )
გაგიხურებენში რას გულუსხმობ, გააჩნია...
ევროპის  და ისრაელის მსგავსად არავინ დაგადეპორტებს, თუ დაარღვევ.
მაგრამ თუ დაარღვიე და მერე დაბრუნდი, აღარასოდეს შეგიშვებენ, თუ ხელი არ მოაწერე მოქალაქესთან...
თუ დაარღვევ, ლეგალიზაციაზე უნდა შეიტანი განაცხადი და რამდენიმე წელი ელოდო, სანამ მწვანე ბარათს ან მოქალაქეობას მიიღებ.

ზოგადად კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, არ მიყვარს წესების დარღვევა. ნუ, დეპორტი რომ არ აქვთ კარგია.
QUOTE

ფოტოს თუ გამომიგზავნი PM-ში, უკვე 90%-იანი ალბათობით გეტყვი ჩაგირტყამენ თუ არა biggrin.gif
lol.gif
მაინცდამაინც ქართული ჰაბიტუსი არ მაქვს. ბებიაჩემი გვარზე რომ გადავიდე საერთოდ, ცხოვრება გამარტივდება smile.gif

Posted by: შარი10 4 Feb 2021, 15:40
dimentius
QUOTE
Bruce Wayne ალბათ იცით Batman ია

ვააა, კიტონის, ბეილის თუ აფლეკის ბაითში იყავი?

Posted by: @Schizophrenic 4 Feb 2021, 16:20
პროგრამისტი ვარ, Linkedin-ზეც ჩემი პროფესია მიწერია და ძალიან ბევრი ამერიკელი HR-ი მწერს სამსახურის შემოთავაზებით, როცა ვეუბნები რომ Georgia ქვეყნიდან ვარ და არა შტატიდან ყველა მემშვიდობება
როგორც დავაკვირდი დიდ კომპანიებს უღირთ მარტო სამუშაო ვიზებზე წვალება, პირველი გეგმა მაქვს ინგლისური დავხვეწო რაც შეიძლება მაღალ დონეზე და მერე უნდა დავიწყო სამსახურის ძებნა ოღონდ მხოლოდ დიდ კომპანიებში, აუცილებლად მოვახერხებ სამუშაო ვიზის შოვნას ადრე თუ გვიან არ დავნებდები biggrin.gif

Heart_of_Darkness
ლინკდინზე დარეგისტრირდი და პირდაპირ შეგიძლია ეკონტაქტო იქ ამერიკელ ჰრ-ებს, არც შენ დანებდე და მოახერხებ აუცილებლად რაც გინდა

Posted by: All*eyes*on*me 4 Feb 2021, 17:34
dimentius
QUOTE
კი ვმუშაობ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საემიგრაციოში ამ სტატუსით მიგრძელებენ ))

აი მერე ზუსტად მაგას ველოდებოდი.... ყველა მასე ვართ აქ ჩამოსულები, მარტო შენ ხოარა ))) ეგ უნდა ურჩიო იმ ადამიანსაც, გაუხეთქე გული ))))


ისე ბეილი რა წუწკი ყოფილა, ვერ შეცვალა მაცივარიი ))))))))))

ტანკე
ტაქსები დააფაილე, tax id ს მოგცემენ რომელიც ბიზნეს social security ია, როცა მოგცემენ სოშელს იგივე ნომერი იქნება, მაგით აიღებ კრედიტ კარტებს

Posted by: Frankens†ein 4 Feb 2021, 18:37
dimentius
QUOTE
თხილამურებზე სრიალი იცი?

არ ვიცი.
ანუ არ ვიცი ვიცი თუ არა smile.gif))
დაშვებით დავეშვები, მაგრამ მიხვევ-მოხვევები და სხვა ტექნიკური ნიუანსები არ ვიცი smile.gif
მაგიტო ავიცრუე გული თავის დროზე, ჩემი მეგობრები კარგად რო სრიალებდნენ და მე ვერა, დავიკიდე საერთოდ...
არადა მეც რო დამემუღამებინა, ეგ ჯობდა...


Heart_of_Darkness
ბებიას ფოტო გამოუშვი biggrin.gif

Posted by: dimentius 4 Feb 2021, 19:29
Heart_of_Darkness
QUOTE
სადოქტორო ნაშრომის ინგლისურად დაწერის უნარი მგონი საკმარისი იქნება


არა.
სადოქტორო იწერება წყნარ მშვიდ ვითარებაში სადაც წინ გაქვს ლიტერატურა, გუგლ თრანსლეითი გახსნილი და სხვა მსგავსი რამოდენიმე ნაშრომი ნიმუშად )))
ბოლოს ინდუსს ან აზიატს როდის ელაპარაკეთ ტელეფონით? რეკრუტერების 90% ინდუსები არიან. სცადე აბა ერთხელ როცა ტექნიკურ კითხვას გისვამს იქიდან ნახევარი არ გესმის და პასუხი იმ წამსვე უნდა გასცე.

არ ეგაა პრობლემა სცადე. რომელიმე რესურსზე დარეგისტრირდი ყალბი რეზიუმეთი. რამე ინტერნეტ ვოიპ ნომერი მიაბი და ათეულობით რეკრუტერის ზარი შემოვა და გაესაუბრე გამოცადე შენი თავი. ინტერვიუს გავლა ერთგვარი სქიკი არ და ამისთვის თუ მანდედან მოემზადები რა ჯობია.

მე ვცხოვრობ ქალაქ mountain view ში. აქ თუ გგონია რიჟა ამერიკელია ვინც გამართული ინგლისურით საუბრობს ცდები )))) ზოგადად silicone valey ში ყბელაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი 35% არიან აზიატები( ჩინელები/ ინდუსები), 30% მექსიკელები (რომლებმაც ზოგმა ინგლისური საერთოდ არ ივის)
ხოლო დანარჩენი white caucasian.

ამიტომ გეუბნები ინდური ინგლისურიც უნდა იცოდე, ჩინური ინგლისურიც აი ამათთან რომ შეძლებ თავისუფლად კომუნიკაციას მერე ჩათვალე რომ ტანკში ზიხარ ))))

QUOTE
იმისათვის, რომ ყველაზე მარტივად მისაღწევი ვარიანტი შემერჩია

ეჰჰ მე კი მართლა მეგონა რომ ამერიკა გინდოდა და რაც შეიძლება სწრაფად ((((

იმ ხალხისთვის ვისაც ყველაზე ადვილი გზა უნდა პასუხი არის სამწუხაროდ ერთი. ლატარია ავსე ყოველ წელს იმის იმედით რომ მოიგებ.
ყბელაზე ადვილი გზა ეს არის.

როცა გადაწყვეტ დაუზარელად ფიზიკურ შრომას არ მოერიდები სირთულეებს, წამსბლელი იქნები ნებისმიერ მეთოდზე კანონიერსა თუ უკანონოზე შენი მიზნების მისაღწევად მერე შემოიარე ))))

შარი10
QUOTE
ვააა, კიტონის, ბეილის თუ აფლეკის ბაითში იყავი?

არცერთის.
ჩვენსკენ ჰოლივუდის ვარსკვლავები არ ცხოვრობენ. ძვირია მათვის ))))
არა ეს ენთუზიასტია უბრალოდ. .com ბუმი რომ იყო 2000 იანებში მაშინ დააბანდა ფული წარმატებით ხოდა ეხლა დამსახურებულ პენსიაზეა თავის ხელით გააკეთა ეგ აპარატი სხვათაშორის.

სელებრითებთან არ მიყვარს ზოგადად მუშაობა. ძაან წუწურაქები არიან და სანამ შეხვდები პირადად ჯერ უნდა პირადობის მოწმობა გაუგზავნო, კომპანიის ლივენზია, მერე ლაიაბილითი ინშურენსი რომელიც 2 მილიონამდე ფარავს, მერე ndi-ს მოაწერო ხელი და მხოლოდ მერე გიშვებენ შიგნით. ანუ 1 საათი უნდა ელოდო სანამ შეხვალ, დროის ტყუილი კარგვაა.



All*eyes*on*me
QUOTE
აი მერე ზუსტად მაგას ველოდებოდი.... ყველა მასე ვართ აქ ჩამოსულები, მარტო შენ ხოარა


შენც h1b ვიზაზე ხარ გილოცავ ))))
თუ ჩემს პოსტებს კითხულობ კი გეცოდინება რომ მე აქ ყველაზე გახსნილი იუზერი ვარ. Აქ ჩემი სახელი გვარიც ყველამ კარგად იცის, სამუშაო გამოცდილებაც, პროფესიაც, განათლებაც, ფინანსური შესაძლებლობები და ა.შ.
მე სხვა არავინ ვიცი ამ თემაში რომ ასე ღიად გიწერდეთ თავის ინფორმაციას.

ან ვინმემ კონკრეტული კითხვა დამისვა და არ გავეცი პასუხი? ან ნომერი არ მივწერე რომ პიტადად დაერეკათ, ან პიტადად შეხვედრა უმდოდა და არ შევხვდი? დაწერეთ თუ ზემოთ ჩამოთვლილში რამეში მივქარე და გამოვასწორებ.

QUOTE
ისე ბეილი რა წუწკი ყოფილა, ვერ შეცვალა მაცივარიი ))))))))))

ბელი არ ვიცი მაგრამ ზოგადად ფსიქო პორტრეტს მოგვემ ჩემი კლიენტების და რატომ არ ცვლიან ტექნიკას და არემონტებენ.

მარტივი პასუხია დრო.

საქმიანი ადამიანის ყველაზე ძვირფასია დრო.
მაგალითად გაგიფუჭდა რამე მე როგორც წესი მეორე დღეს მოვდივარ ხოლმე და ვაკეთებ ან შეიძლება თუ ნაწილი არ მაქვს რამოდენი დღეში.

ეხლა წარმოიდგინე ახლის ყიდვა რა პროვესია გეტყვი.
1. უნდა წახვიდე მაღაზუაში რომ შეარჩიო მოდელი და იყოდო.
2. ეხლა კორონის გამო ლოგისტიკა და ნაწილების შემოსვლა არის მომსპარი. დღესᲓღეობის პრემიუმ ტიპის ტექნიკაზე 6-9 მდე ლოდინი გიწევს.
3. მერე უნდა მოგიტანონ ეს დელივერი, უნფა იქირაონ კრანი, მექსიკელების არმია რომ ეს დააყენონ.
4. უნდა მოძებნონ დურგალი. ვინც ძველი მაცივრიდან დეკორატიულ ხის პანელებს მოხსნის გადააკეთებს და ახალზე დააყენებს.

ანუ ხვდები ალბათ რატომ ურჩევნიათ რემონტი თუნფაც ზიგ შემთხვევაში ეს რემონტი ლამის ახლის ფასია. მთავარია დრო მათთვის. ჩემთან 1 საათს დახარჯაბენ და მორჩა. ხოლო ახლის ყიდვისას ათეულობით საათი და ათეულობით ადამიანთან უწევთ ურთიერთობა რაც დროის კარგვაა. დრო კი მათვის ფულია.

Posted by: paranoidis_dzma 4 Feb 2021, 19:53
ტანკე
წავიდა ის დრო კრედიტ კარტებს რო იძლეოდნენ სოუშელის გარეშე .. smile.gif

სოუშელი გჭირდება ან TIN მაგისათვის. კაპიტალ ვანს აქვს კარგი კრედიტის ასაშენებელი პროდუქტები. ასევე, მაღაზიის ბარათებიც (არა ვიზა/მასტერქარდიც) კარგი დასაწყები გზააა.

BUILD CREDIT კატეგორია გამოიყენე, მოგცემს რამოდენიმე ვარიანტს.
https://www.nerdwallet.com/the-best-credit-cards?trk=hp_tiles_cc&trk_copy=hpbestcc

_

გაანებე ბენკ - ოფ - ამერიკას თავი. ელექტრო ბანკების დრო მოდის ახლა. CHIME გაააშანშალე ან ისევ იგივე კაპიტალ ვანის 360.
__

2000 რომელიღაცა წელია, BOFA ში ვმუშაობ შუა ფილადეფლიაში და ქართველი ქალი შემოდის, ვისი ბიჭი ხარო მეკითხება.
რა მექნა, დავიბენი უცებ, ენა მოვიჩლიფე და დედიკოში და მამიკოშ მეთქი.

მაგრა გაუტყდა : )))

Posted by: შარი10 4 Feb 2021, 19:59
dimentius
QUOTE
არცერთის.
ჩვენსკენ ჰოლივუდის ვარსკვლავები არ ცხოვრობენ. ძვირია მათვის ))))
არა ეს ენთუზიასტია უბრალოდ. .com ბუმი რომ იყო 2000 იანებში მაშინ დააბანდა ფული წარმატებით ხოდა ეხლა დამსახურებულ პენსიაზეა თავის ხელით გააკეთა ეგ აპარატი სხვათაშორის.

სელებრითებთან არ მიყვარს ზოგადად მუშაობა. ძაან წუწურაქები არიან და სანამ შეხვდები პირადად ჯერ უნდა პირადობის მოწმობა გაუგზავნო, კომპანიის ლივენზია, მერე ლაიაბილითი ინშურენსი რომელიც 2 მილიონამდე ფარავს, მერე ndi-ს მოაწერო ხელი და მხოლოდ მერე გიშვებენ შიგნით. ანუ 1 საათი უნდა ელოდო სანამ შეხვალ, დროის ტყუილი კარგვაა.

აააა, გასაგებიაა
ტიპს მართლა გონია თავი ბეტმენი biggrin.gif

Posted by: All*eyes*on*me 4 Feb 2021, 20:21
dimentius
კიი მაგ ვიზით ვიყავი))) 3 მილიონის ტექნიკა უნდა მეყიდა ჩიკაგოში )))) მერე დარჩენა გადავწყვიტე და კი ვარ ეხლა რეზიდენტი...

Posted by: Heart_of_Darkness 4 Feb 2021, 20:40
QUOTE (dimentius @ 4 Feb 2021, 19:29 )
სადოქტორო იწერება წყნარ მშვიდ ვითარებაში სადაც წინ გაქვს ლიტერატურა, გუგლ თრანსლეითი გახსნილი და სხვა მსგავსი რამოდენიმე ნაშრომი ნიმუშად )))

გუგლ თრანსლეითით დაწერილ სადოქტოროს რა ვუთხარი lol.gif
ცუდი წარმოდგენა გაქვთ აკადემიის სტანდარტებზე.
ამერიკელი მეგობრებიც მყავს, ყველაფერი ესმით, მშვენივრად.
ინდოეთის და პაკისტანის მოაქალაქეები, დიდად, არ არინ ჩემი სფეროთი დაინტერესებული. თუმცა სტუდენტობისას კი ვმუშაობდი პაკისტანელებთან. ენის ცოდნის მხრივ, თვითშეფასებას მიმაღლებდნენ, თქვენი არ იყოს biggrin.gif
QUOTE
რეკრუტერების 90% ინდუსები არიან. სცადე აბა ერთხელ როცა ტექნიკურ კითხვას გისვამს იქიდან ნახევარი არ გესმის და პასუხი იმ წამსვე უნდა გასცე.
არ მომიწევს დამსაქმებლის ამ სეგმენტთან ურთიერთობა smile.gif
QUOTE
რამე ინტერნეტ ვოიპ ნომერი მიაბი და ათეულობით რეკრუტერის ზარი შემოვა და გაესაუბრე გამოცადე შენი თავი. ინტერვიუს გავლა ერთგვარი სქიკი არ და ამისთვის თუ მანდედან მოემზადები რა ჯობია.
ეს კარგი რჩევაა. ვივარჯიშებ.
QUOTE
იმ ხალხისთვის ვისაც ყველაზე ადვილი გზა უნდა პასუხი არის სამწუხაროდ ერთი. ლატარია ავსე ყოველ წელს იმის იმედით რომ მოიგებ.
ჩემს თავზე და უნარებზე მირჩევნია ვიყო დამოკიდებული და არა ლატარეაზე smile.gif
QUOTE
დაუზარელად ფიზიკურ შრომას
ეს არ დამჭირდება. ჩემი ცოდნით და უნარებით *)
რა აზრი აქვს საზღვარგარეთ წასვლას თუ უარეს პირობებში ჩაიგდებ თავს, ვიდრე აქ გაქვს?
QUOTE
არ მოერიდები სირთულეებს, წამსბლელი იქნები ნებისმიერ მეთოდზე კანონიერსა თუ უკანონოზე შენი მიზნების მისაღწევად მერე შემოიარე ))))
სირთულეებს არ ვერიდები, თუმცა ჩემი მონაცემებით ინტელექტუალურ სირთულეებთან გამკვლავება უფრო რაციონალურია. უკანონო მეთოდებმა რატომ უნდა მიმიზიდოს, საერთოდ? კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ამ ქვეყანაში კანონი რომ არ კანონობს, ერთერთი მიზეზია- იმის, რომ წასვლა მინდა.

მახსოვს, აქ ძალიან კარგი იუზერი პოსტავდა, მიშა, რაღაც რჩევები მომცა, პმ-ში ვერ ვპოულობდი და კიდევ კარგი ნოუთებში შემინახავს, როგორც იქნა ვიპოვე მისი მოწერილი jump.gif ამ სტრატეგიით ვიმოქმედებ, მადლობა მიშას up.gif

Frankens†ein
ეჰ, ახალგაზრდობაში ისეთი ლამაზი ქალი იყო, მისი ფოტო რომ გამოვუშვა, შეიძლება შეგიყვარდეს. უნდა ახლა ბებიაჩემს მსგავსი ყურადღება? biggrin.gif
ისე რაღაც თემიდან მახსოვს, შენ მგონი ამერიკაში სწავლობდი... რამე პროგრამა იყო თუ შენით?

Posted by: ტანკე 4 Feb 2021, 20:43
paranoidis_dzma
ვიცი ეგ საიტი, გადაღეჭილი მაქვს smile.gif
QUOTE
წავიდა ის დრო კრედიტ კარტებს რო იძლეოდნენ სოუშელის გარეშე .. smile.gif

დეზერვმა მიიღო ჩემი აპლიკაცია,მაგრამ დამიწუნა და მიზეზად დაწერა "არასაკამრისი შემოსავლები" biggrin.gif
1 თვის ჩამოსულს
ბლინ

QUOTE
ან ისევ იგივე კაპიტალ ვანის 360.

სოუშელი მინდა მანდ. ჯერ არ მაქვს

QUOTE
2000 რომელიღაცა წელია, BOFA ში ვმუშაობ შუა ფილადეფლიაში და ქართველი ქალი შემოდის, ვისი ბიჭი ხარო მეკითხება.
რა მექნა, დავიბენი უცებ, ენა მოვიჩლიფე და დედიკოში და მამიკოშ მეთქი.

მაგრა გაუტყდა : )))

biggrin.gif

მანამდე ჩეისში ვიყავი და პირი დავაღე. ეგ ბანკის ფილიალი კი არა, მუზეუმია. მერე სურათს დავდებ
ზატო მომსახურება იყო სუპერ! ერთი ლიმუზინით არ მომემსახურნენ, თორემ დანარჩენი...თავი ვიპ კლიენტი მეგონა

ბოფა ცოტა დაბალი დონეა,მაგრამ სერვისი მანდაც მომეწონა. პროსტა, ერთი ქალი შემოვიდა (ზედამხედველი,მგონი) ეგრევე, როცა ჩემი ოპერატორი რაღაცაზე წამით გავიდა ოთახიდან და იმაზე მკითხა, როგორ მოგემსახურაო? 8-ზე დაბალს თუ მისცემ, ფეილია მისთვისო. დავიძაბე. ძაან უხერხულად ვიგრძენი თავი. მერე გამახსენდა, რომ ამერიკაში ვიყავი,მაგრამ ქართულ-ჯიგრულ პონტში ვაქე და ვადიდე ჩემი ოპერატორი. სულ 10-იანები დავუწერე biggrin.gif

All*eyes*on*me
QUOTE
ტაქსები დააფაილე, tax id ს მოგცემენ რომელიც ბიზნეს social security ია, როცა მოგცემენ სოშელს იგივე ნომერი იქნება, მაგით აიღებ კრედიტ კარტებს

ტაქსებს არ ვიხდი, ჯერ არ ვმუშაობ.იტინსაც ვერ ავიღებ.

Posted by: ტანკე 4 Feb 2021, 20:49
ჩეისი თუ ჩეიზი
———————————————/-

Posted by: All*eyes*on*me 4 Feb 2021, 21:10
ტანკე
შეგიძლია მაინც გადაიხადო, ეტყვი რო ქეშზე მუშაობ

Posted by: Paco_rabanne 4 Feb 2021, 22:43
გრინ კარტები ვინც მოიგო როდის გაუშვებენ ხოარივით ? ვეტო ადევს

Posted by: Frankens†ein 5 Feb 2021, 06:18
QUOTE (Heart_of_Darkness @ 4 Feb 2021, 20:40 )


Frankens†ein
ეჰ, ახალგაზრდობაში ისეთი ლამაზი ქალი იყო, მისი ფოტო რომ გამოვუშვა, შეიძლება შეგიყვარდეს. უნდა ახლა ბებიაჩემს მსგავსი ყურადღება? biggrin.gif
ისე რაღაც თემიდან მახსოვს, შენ მგონი ამერიკაში სწავლობდი... რამე პროგრამა იყო თუ შენით?

ახალგაზრდა შენ ხარ და არაო, ბებია მყავს ლამაზიო smile.gif
ბებია მეთქი და არაო smile.gif)))

სწავლით არა, ტურისტულად დავდივარ ხოლმე შტატებში.
აქამდე თითო თვით და ეხლა ქართულ ლოქდაუნს გამოვექეცი და ზაფხულამდე დავრჩები ალბათ...

ზაფხულში ჩამოვალ და სალაშქროდ წავიდეთ smile.gif

Posted by: babsi 5 Feb 2021, 06:26
ტანკე
თუ სოუშელი იგვიანებს და დაინტერესებული ხარ კრედიტ კარტით, ბანკში სადაც გახსენი ანგარიში, უთხარი რომ ზოგიერთ პროცედურის დროს მჭირდება კრედიტ კარტით გადახდა. დადე შენი კუთვნილი ქეში ვთქვათ $ 500 + და მოქცემენ კარტას რასაც ჩვეულებრივად ამუშავებ როგორც კრედიტ კარტას. არც კრედიტ ქულა დაგაკლდება და არც მოგემატება, უბრალოდ ბაზაში იქნება, დაინახავენ რომ ხარჟავ და დროულად იხდი. სოუშელის მიოსვლის შემთხვევაში უკვე გაგიადვილდება ბანკის კრედიტი მოითხოვო და უკვე შენი დაწყებული პატარა ისტორიიდან კრედიტს მეტწილად დაუბრკოლებლად მოგცენ

Posted by: dimentius 5 Feb 2021, 07:16
Heart_of_Darkness
QUOTE
გუგლ თრანსლეითით დაწერილ სადოქტოროს რა ვუთხარი
ცუდი წარმოდგენა გაქვთ აკადემიის სტანდარტებზე.


დიდი წარმოდგენა არ მაქვს.
ჩემსდა სამწუხაროდ სამეცნიერო სფერო ლამის მკვდარია.
მედიცინის მხრივაც უკან ვართ.
შსს ჩემი მუშაობის დროს 100 დაჭრილი და კიდურებ დაკარგული ჩემი თანამშრომელი თურქეთის და ისრაელის კლინიკებში გაუშვით პროტეზების მოსარგებად.
ერთადერთი შეიძლება ისტორიულ და არქეოლოგიურ სფეროს მიღწევებში დაგეთანხმო.
თუ ვცდები გთხოვ ბოლოს მეცნიერების შექმნილი ტექნოლოგია, რომელიც პრაქტიკულ წარმოებაში იქნა გამოყენებული. ან პატენტი დამისახელე რომელსაც წარმოებაში პრაქტიკული გამოყენება აქვს.

QUOTE
ეს არ დამჭირდება. ჩემი ცოდნით და უნარებით *)

წარმატებებს გისურვებ იმედია მოიწერ 1 წელიწადში უკვე ამერიკიდან. გაგვაგებინე ჩვენც რომ გიბალელშიკოთ.


QUOTE
რა აზრი აქვს საზღვარგარეთ წასვლას თუ უარეს პირობებში ჩაიგდებ თავს, ვიდრე აქ გაქვს?

ვდები ჩემო კარგო. ყველა პირობების გასაუმჟობესებლად არ მოდის აქ.
ჩემი მშობლები არიან მილიონერები. უმრავ ქონებას ვფლობთ მოსკოვსა და საქართველოში. იმის მიუხედავად რომ მე ჩემს სფეროში საქართველოში საუკეთესო ვიყავი სადაც მივდიოდი მაინც მამაჩემის შვილად ვრჩებოდი.
მაგრამ იმის მიუხედავად რომ მე და ჩემი ძმა უკიდურეს გაჭირვებაში ვიყავით გაზრდილები სანამ ფულს ვნახავდით უარს ვამბობდით მშობლებისთვის ფულის გამორთმევაზე. რაღაცნაირი პრინციპული პოზიცია გვეკავა რომელიც სულ დავის საგანი იყო. ამიტომაც ჩემი ძმა მოსკოვში წავიდა და მე ამერიკაში. აქ წამოსვლამდე მე 14 წელი შსს შინაგან ჯარებში ვმსახურობდი რიგითი პოზიციებიდან. შევარდნაძის დროს 50 ლარზე ვმუშაობდი და ბალანდას ვჭამდი, დახეული ფორმით დავდიოდი, მაგრამ მშობლებს მაინც არ ვართმევდით ფულს.

ამ პრინციპულობამ და საკუთარი შრომის ხარჯზე და იმ გაჭირვებამ რაც გამოვიარეთ სანამ რამეს ვეღირსებოდით ძლიერ პირებად ჩამოგვაყალიბა მეც და ჩემი ძმაც.
მე ამერიკაში 2014 წელს ჩამოვედი. ეხლა ჩემი დანაზოგი და საინვესტიციო პაკეტების ღირებულება მილიონზე მეტია. ამ ყველაფრის მიუხედავად საცხოვრებლის პირობების და თავისუფალი დროის მხრივ ბევრად აქ საქართველოსთან შედარებით უარესი მდგომარეობა მაქვს. თბილისში ბევრად დიდი და კომფორტული არაერთი ბინა მაქვს, დროც და ყოველდღიური ყოფის კომფორტიც ბევრად მეტია. აქ ბევრად მეტი მუშოაბა მიწევს. მაგრამ მე მუშაობის არასდროს არ მეშინოდა და არც მცხვენოდა. ჩემს შვილებს და მეუღლეს რომ მივცე უზრუნველყოფილი მომავალი ამისთვის სულ ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ოღონდ ჩემი დავით ყურაშვილის ოფლით და შრომით და არა მშობლების მიერ ლანგარზე მორთმეულით.


QUOTE
კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ამ ქვეყანაში კანონი რომ არ კანონობს, ერთერთი მიზეზია- იმის, რომ წასვლა მინდა.

თუ უკანონობა გაშინებს აქ რა გინდა?
საქართველო ამერიკაზე ბევრად უსაფრთხოა. იმ დონის კანონდარღვევები და ფინანსური მაქინაციები აქ რომ არის ქართველებს არც დაესიზმრებათ.
აქ კანონმორჩილია პატარა მოქალაქე თორემ პოლიტიკოსები და დიდი ფინანსების მქონე პირებს ეს არ ეხებათ.



* * *
ტანკე
QUOTE
თავი ვიპ კლიენტი მეგონა


შენ კი გეგონა მაგრამ არ ხარ )))
ჩეის აქვს Private client სტატუსი. შენ ჯერ არ მოგცემენ, როცა შენი ჩეისის ბანკშიდანაზოგი ან ცეისის ბროკერის აქაუნტზე შეძენილი აქტივის ოდენობა გადაცდება 250,000 მერე გამოგიგზავნიან მოწვევას.
ეს სტატუსი კარგი რამ არის.
მაგალითად
- მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომტში ჩემი ბარათის გამოყენების დროს ჩამოჭრილი საკომისიო უკან მიბრუნდება.
- 100,000 გაგზავნა შემიძლია ნებიუმიერ ჩემს ანგარიშზე საკომისიოს გარეშე.
- პირადი ბანკირი და საინვესტიციო ბროკერი.
- ამერიკის ლამის ყველა მუზეუმში უფასო შესვლა, უფრო სწორად შესვლისას კი ვიხდი მაგრამ თვის ბოლოს უკან მიბრუნდება სრულად.
- ბანკში რიგში არ გაყენებენ, ჩვენთვის ცალკე ოთახი აქვთ და ა.შ.

Paco_rabanne
QUOTE
გრინ კარტები ვინც მოიგო როდის გაუშვებენ ხოარივით ? ვეტო ადევს

2019 მოგებულები ცუდ დღეში არიან. 42.000 მოგებულის საქმე არც კი იხილება. შეჩერებულია უვადოთ. არადა დრო აღარაა განსახილველად. თქვენ უნდა ლოცვა გააძლიეროთ რომ ეს საქმეები განიხილონ 2020 მოგებულებთან ერთად ან უარესი უბრალოდ პატარა პატარა დოზებიტ გამოგიძახიონ მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ილოცეთ მოკლედ.
კორონას მხრივ ციფრებიტ თუ ვიმსჯელებთ წელსაც არ მგონია რომ გახსნან ემიგრაცია სრული მაშტაბით ეხლა უცხო მოქალაქეების შემოშვება ამერიკის პრიორიტეტებში არ არის.

Frankens†ein
QUOTE
ზაფხულში ჩამოვალ და სალაშქროდ წავიდეთ

წამო გავისეირნოთ თუ თხილამურები არ იცი მარინ ქაუნთიში ან მიურ ვუდსისკენ ))
სან ფრანში რესტორანში დაგპატიჟებდი მაგრამ ეხლა მრცხვენია როგორ შემოგკადრო და ამ სისულელეში როგორ შეგიყვანო ხომ მომეჭრა თავი ))
user posted image
user posted image

Posted by: UNEEK 5 Feb 2021, 08:09
dimentius
ერთი ჩაინიკური შეკითხვა მაქვს,
კრედიტ კარტას რომ გახარჯავ 70-80 პროცენტს,
თუ 2 კვირაზე ნაკლებში არ დაფარე, რატომ გახევს სქორებს ბლომად,
დაგვიანებულ გადახდას არ ვგულისხმობ, სანამ რეპორტი წავა, რამდენი პროცენტი გაქვს გახარჯული?

ყველა კარტა ჩავაბარე, სითის გარდა,
ისიც სასტუმროს და ქარ-რენტალის გამო დავიტოვე.

ხო ხარ ისე მაგრად?

Posted by: dimentius 5 Feb 2021, 08:42
UNEEK
QUOTE
კრედიტ კარტას რომ გახარჯავ 70-80 პროცენტს,
თუ 2 კვირაზე ნაკლებში არ დაფარე, რატომ გახევს სქორებს ბლომად,
დაგვიანებულ გადახდას არ ვგულისხმობ, სანამ რეპორტი წავა, რამდენი პროცენტი გაქვს გახარჯული?


წარმოიდგინე შენ ხარ ბანკი და გასცემ კრედიტს. გყავს 3 კლიენტი.
1. საერთოდ არ იღებს ვალებს, რაც ჭირდება ყიდულობს თავის ფულით ანუ აქვს საკმარი თანხა რომ იყიდოს ყველაფერი. ამნაირი კლიენტი გი გჭირდება მაგრამ ამ ტიპის ხალხზე ფულს ვერ გააკეთებ ვინაიდან ეს ხალხი შეძლებულია და ფინანსურად ჭკვიანი. ასეთ კატეგორიას შენ კრედიტს კი ანიჭბს 740 ფგარგლებში და ამის მაღლა არ უშვებ.
2. ტიპი ყველაფერს კრედიტით ყიდულობს, ლამის სულ ხარჯავს საკრედიტო ხაზს. არაფრის ფული არ აქვს, ყველაფერი კრედიტით გამოაქვს და თვის ბოლოს ფარავს. ანუ ფინანსურად ეს არასტაბილური და დაბალშომოსავლიანი ტიპია. ამაზე კი შეიძლება ფულის გაკეთება ვინაიდან ჩანს რომ ფინანსურად ეს კლიენტი მაგარი არიფია, მაგრამ ამავდროულად ბევრს ვერ წაართმევ ვინაიდან თავისთვისა არ აქვს და შენ რა უნდა წაართვა. ამიტომაც სჯიან ქულების დაწევიტ რომ მსგავსი სტილი მოიშორო და უფრო ზომიერად ხარჯო.
3. ეს ტიპი საშუალო ფენაა ვინც კრედიტს ჭკვიანურად უდგება, იღებს მხოლოდ ლიმიტის პატარა ნაწილს, არ ყიდულობს და არ ფლანგავს ფულს. ასეთი ტიპია ზუსტად ყველაზე კარგი შენტვის თან ჯიბეგამფხეკილი არა და თან ისეთი რომელსაც პატარა თანხა მაინც ჭირდება თვიდან თვემდე. ამიტომაც ასეთ კატეგორიას ახალისებენ მაღალი ქულებით.

ეცადე შენი ლიმიტის 30-35% ზე მეტი არ დახარჯო რაც აქვთ გაიდლაინებში. ამით შენ ანახებ რომ ფინანსურად გაწონასწორებული და ზომიერი მხარჯველი ხარ.
როი ნათესავი რომ გყავდეს ერთი ხელფასიდან ხელფასამდე რომ ცხოვრობს და ფული არასდროს არ აქვს. მეორემ შეიძლება რამოდენიმე თვეში ერთხელ გთხოვოს ცოტა ფული აუცილებელი საქმისთვის. გულზე ხელი დაიდე ფულს კი მისცემ ორივეს ვინაიდან ნათესავია, მაგრამ რომელზე უფრო ინერვიულებ დროზე დაგიბრუნებს თუ არა. დაახლოებით ასეთი მიდგომაა ბანკშიც )))))

QUOTE
ხო ხარ ისე მაგრად?

მადლობა კარგად.
შენ როგორ ხარ?
ხომ არ მოგაკლდა მუშაობა ბოინგმა წელს 20000 გაუშვა და რომელიღაცა ლაინერის წარმოება საერთოდ გააუქმა როგორც წავიკითხე. აქციასაც რომ ვაკვირდები ვერ აქვს საქმე კარგად.
შენ ხომ არ შეგეტყო ტვირთების ნაკლებობა ბევრ შეკვეთას უსრულებდი როგორც მახსოვს.

Posted by: UNEEK 5 Feb 2021, 09:34
dimentius
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.
2005 წლიდან არასდროს 712ზე მეტი და 640 ზე ნაკლები ქულა არ მქონია.
უბრალოდ სულ მაინტერესებდა 750 ქულას როგორ აგროვებენ.
მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სახლის ყიდვაში. საკმაოდ დაბალი იყო შარშან რეიტები.
უფრო მთავარი იქ სტაჟი და შემოსავლების დაფიქსირებაა.
ბოინგმა ტემპი დააგდო. თუ ადრე 7-8 საათამდე და ზოგი შტატი სადღეღამისო რეჟიმზე მუშაობდა, ახლა 2 საათამდეა ღია.
შეკვეთები ბევრი ძალიან. გადაზიდვები ისევ იმ ტემპში. ახლა კარგად იხდიან ტვირთებში, დიზელის ფასი ავარდა.
მაგრამ მძღოლები ამაზონში გაიქცნენ. იქ საგიჟეთია ახლა, ონლაინშოფინგი პიკშია. შესაბამისად მაღალ.ხელფასებს უხდიან. ალბათ დროებით, სანამ ბიზნესები გაიხსნება.

Posted by: ტანკე 5 Feb 2021, 09:42
dimentius
მეც ცალკე ოთახში ამიყვანეს ზემოთ. ლიფტით ვიღაცამ მიმაციულა, მერე პერსონალური ოპერატორი გამომიყვეს smile.gif მერე ჩამომაცილეს
მე ანგარიშის გასახსნელად ვიყავი,მაგრამ ვიპისგან ძაააააან შორს ვარ. ანუ მაგ ბანკს ახასიათებს ტოპ კლასის მომსახურება ზოგადად, და არა მარტო ვიპებისადმი. მე ჰიუსტონის ცენტრალურ ფილიალში ვიყავი

პ.ს. ვინც ტეხასში გადახვალთ, დიდი პიკაპი იყიდეთ, თორემ ადამიანად არ ჩაგთვლიან, იცედეთ biggrin.gif პრიუსები დაივიწყეთ

babsi
ვცადე ეგეც და დამაპაშოლეს

Posted by: UNEEK 5 Feb 2021, 10:11
ტანკე
შეიძლება შტატს გააჩნია,
აბა ნიუ იორკელებს შეეკითხე იქეთ რა ხდება.

აი ვინც დროებითი სტატუსებით ცხოვრობენ, პრავა, სოუშელი და ტრაილერზე სიდიელის აღების უფლება აქვთ. კრედიტ კარდებიც.

მარტო სახლის ყიდვას და ოჯახის გაერთიანებას ვერ ახერხებსნ.
* * *
ტანკე
შეიძლება შტატს გააჩნია,
აბა ნიუ იორკელებს შეეკითხე იქეთ რა ხდება.

აი ვინც დროებითი სტატუსებით ცხოვრობენ, პრავა, სოუშელი და ტრაილერზე სიდიელის აღების უფლება აქვთ. კრედიტ კარდებიც.

მარტო სახლის ყიდვას და ოჯახის გაერთიანებას ვერ ახერხებსნ.

Posted by: Gio707 5 Feb 2021, 12:45
QUOTE (All*eyes*on*me @ 3 Feb 2021, 00:06 )
Gio707
რაშვები რავახარ? გეგმავ კიდე აქეთ წამოსვლას?

კარგად შენ როგორ ხარ ? 2kiss.gif

კი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგი არ შემიცვლია და არც შემეცვლება. საქართველოში, სულ რომ 7K ხელფასი
user.gif დამირიცხონ. მეგობარმა დამილაგა ის შეცდომები, რაც გასული წლის მარტში დავუშვი.

მთავარი ის არის, რომ:

1) 2020 წლის 19 მარტიდან, საკონსულოები დახურულია, მეც ვუცდი გახსნას.

2) ისრაელში ვერ ჩავიდვარ, ისევ და ისევ საზღვრების ჩაკეტვის გამო, პლუს შეიძლება იქ შევიტანო საბუთები

მოკლედ ვუცდი როდის ამუშავდებიან.

Posted by: Heart_of_Darkness 5 Feb 2021, 12:59
QUOTE (Frankens†ein @ 5 Feb 2021, 06:18 )
ზაფხულში ჩამოვალ და სალაშქროდ წავიდეთ smile.gif

საზღვრები თუ გაიხსნა, მე საერთოდ, ევროპაში მინდა, ავტოსტოპით წასვლა.

QUOTE (dimentius @ 5 Feb 2021, 07:16 )
წარმატებებს გისურვებ იმედია მოიწერ 1 წელიწადში უკვე ამერიკიდან. გაგვაგებინე ჩვენც რომ გიბალელშიკოთ.

მადლობა, მაგრამ 1წელიწადში არ გამოვა, წელს, მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებ, დაახლოებით, 2-3წელი დამჭირდება, ჩემს ჭკუაზე, წამოსასვლელად.

აღარ შეგეკამათებით, სხვადასხვა პოზიციებზე ვართ, გასაგებია, რომ თქვენთვის შეუძლებელია ის სცენარი, რომელიც ჩემს სფეროშია აპრობირებული.

მე, საერთოდ, არ მყავს მშობლები და მხოლოდ ჩემი თავის იმედზე ვარ. არც ოჯახი მყავს და არც შვილები, ამიტომ მხოლოდ ჩემი თავის განვითარება მადარდებს. ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, უკეთესი მომავლის შექმნის საჭიროების წინ რომ ვიდგე, ნამდვილად, არ დავიზარებდი ფიზიკურ შრომას. მაგრამ ახლა ამის საჭიროება არ მიდგას და იმედია, არც არასდროს დამიდგება.
QUOTE
თუ უკანონობა გაშინებს აქ რა გინდა?
სტაბილური და მშვიდი ცხოვრება, იმის განცდით რომ ჩემი ცხოვრება და წარმატება ჩემს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ჩემი American Dream მაქვს, რომლის აღწერაზეც ფორუმზე არ დავკონკრეტდები.
მე კანონმორჩილი მოქალაქე მინდა ვიყო, ჩემი საქმე ვაკეთო, მთავრობა და პოლიტიკოსები სულ არ მადარდებდეს. საერთოდ, ისეთ რეალობაში მინდა ცხოვრება, სადაც პრეზიდენტის იქით არცერთი პოლიტიკოსის გვარი არ მეცოდინება.

Posted by: Frankens†ein 5 Feb 2021, 13:02
dimentius
QUOTE
წამო გავისეირნოთ თუ თხილამურები არ იცი მარინ ქაუნთიში ან მიურ ვუდსისკენ ))

სიამოვნებით up.gif

QUOTE
სან ფრანში რესტორანში დაგპატიჟებდი მაგრამ ეხლა მრცხვენია როგორ შემოგკადრო და ამ სისულელეში როგორ შეგიყვანო ხომ მომეჭრა თავი ))

biggrin.gif

Posted by: ტანკე 5 Feb 2021, 13:15
UNEEK
შტატს არ აქვს მნიშვნელობა ბანკის შემთხვევაში

Frankens†ein
როდემდე რჩება მანდ? აგვისტოში იქნები?

Posted by: Frankens†ein 5 Feb 2021, 14:56
Heart_of_Darkness
QUOTE
აღარ შეგეკამათებით, სხვადასხვა პოზიციებზე ვართ, გასაგებია, რომ თქვენთვის შეუძლებელია ის სცენარი, რომელიც ჩემს სფეროშია აპრობირებული

QUOTE
ჩემი American Dream მაქვს, რომლის აღწერაზეც ფორუმზე არ დავკონკრეტდები.

მე არ გეკამათები.
ამერიკა იმიტომას ამერიკა, რომ თუ მოინდომებ, აიხდენ ოცნებას.
სიამოვნებით დავდებდი ფსონს შენს ამერიკულ ოცნებაზე smile.gif


ტანკე
QUOTE
როდემდე რჩება მანდ? აგვისტოში იქნები?

აგვისტოში არა, 19 ივლისს გამდის 6 თვე...
* * *
პ.ს. ჩემი ოცნებაა ლატარიაში იმდენი ფული მოვიგო, რომ ფულის შოვნაზე ჩალიჩი აღარ დამჭირდეს biggrin.gif
პროფესიული განვითარება და მერე კარგ სამსახურში ვიღაცისთვის ან თუნდაც საკუთარი თავისთვის მუშაობა ნამდვილად არ არის ჩემი ოცნება biggrin.gif
მენანება ჩემი ცხოვრების ის დრო, რომელსაც ფულის გამომუშავებაში ვხარჯავ...
კარგი იქნება იმდენი ფული მქონდეს, რომ პირდაპირ სურვილების ასრულებაში მეხარჯებოდეს ჩემი ცხოვრება smile.gif
და დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებ ჯეკპოტს smile.gif
რო მოვიგებ, დავპოსტავ აქ, გაგაგებინებთ smile.gif))
საქართველოშიც სულ ვყიდულობდი ლატარიას, მათხოვრული 2-3 მლნ, თან ლარი რო არის ჯეკპოტი.
აქ ათჯერ და ასჯერ დიდი ჯეკპოტებია და აქაც უნდა ვიყიდო, მინიმუმ კვირაში ერთხელ smile.gif
ჩემი ამერიკული ოცნება ეგაა biggrin.gif
ელდორადო smile.gif
უბრალოდ ოქროს პოვნის ნაცვლად ლატარიის მოგების სურვილი smile.gif

Posted by: Heart_of_Darkness 5 Feb 2021, 21:04
QUOTE (Frankens†ein @ 5 Feb 2021, 14:56 )
სიამოვნებით დავდებდი ფსონს შენს ამერიკულ ოცნებაზე smile.gif

გმადლობ, მაგრამ ამ ცხოვრებაში ლატარიის იმედზე ჩემი მტერი იყოს smile.gif

Posted by: Frankens†ein 5 Feb 2021, 21:52
QUOTE (Heart_of_Darkness @ 5 Feb 2021, 21:04 )
QUOTE (Frankens†ein @ 5 Feb 2021, 14:56 )
სიამოვნებით დავდებდი ფსონს შენს ამერიკულ ოცნებაზე smile.gif

გმადლობ, მაგრამ ამ ცხოვრებაში ლატარიის იმედზე ჩემი მტერი იყოს smile.gif

ან პირიქით biggrin.gif

ერთი გამოთქმა მახსოვს სულ, დალაი ლამას მიაწერენ, მართლა მაგან თქვა თუ არა არ ვიცი, ჩემი ყურით არ მომისმენია smile.gif
კითხეს ყველაზე მეტად სამყაროში რა გაოცებსო და ადამიანიო.
ის სწირავს ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას და მთელ დროს იმისთვის რომ ფული იშოვოს და შემდეგ ამ ფულს ხარჯავს ჯანმრთელობის და დაკარგული დროის დასაბრუნებლადო...

ლატარიაა საუკეთესო გზაა smile.gif

Posted by: გიორგი XII 5 Feb 2021, 22:21
QUOTE
ერთი გამოთქმა მახსოვს სულ


if you won all that money what you would do with it?

bunch of hookers and cocaine

Posted by: შარი10 5 Feb 2021, 23:21
Frankens†ein
QUOTE
პ.ს. ჩემი ოცნებაა ლატარიაში იმდენი ფული მოვიგო, რომ ფულის შოვნაზე ჩალიჩი აღარ დამჭირდეს
პროფესიული განვითარება და მერე კარგ სამსახურში ვიღაცისთვის ან თუნდაც საკუთარი თავისთვის მუშაობა ნამდვილად არ არის ჩემი ოცნება
მენანება ჩემი ცხოვრების ის დრო, რომელსაც ფულის გამომუშავებაში ვხარჯავ...
კარგი იქნება იმდენი ფული მქონდეს, რომ პირდაპირ სურვილების ასრულებაში მეხარჯებოდეს ჩემი ცხოვრება
და დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებ ჯეკპოტს
რო მოვიგებ, დავპოსტავ აქ, გაგაგებინებთ ))
საქართველოშიც სულ ვყიდულობდი ლატარიას, მათხოვრული 2-3 მლნ, თან ლარი რო არის ჯეკპოტი.
აქ ათჯერ და ასჯერ დიდი ჯეკპოტებია და აქაც უნდა ვიყიდო, მინიმუმ კვირაში ერთხელ
ჩემი ამერიკული ოცნება ეგაა
ელდორადო
უბრალოდ ოქროს პოვნის ნაცვლად ლატარიის მოგების სურვილი

25 წელია ამ იდეით ვარ შეპყრობილი biggrin.gif
როგორც ვატყობ, ბავშვობაში უფრო იღბლიანი ვიყავი sad.gif

Posted by: Gio707 5 Feb 2021, 23:51
Frankens†ein

არადა ყველაზე დიდი კაიფია, როდესაც „ჩალიჩით" და „დვიჟენიით" შოულობ პირველ $1,000,000

Posted by: ME 6 Feb 2021, 06:59
QUOTE (Frankens†ein @ 5 Feb 2021, 13:02 )
dimentius
QUOTE
წამო გავისეირნოთ თუ თხილამურები არ იცი მარინ ქაუნთიში ან მიურ ვუდსისკენ ))

სიამოვნებით up.gif

QUOTE
სან ფრანში რესტორანში დაგპატიჟებდი მაგრამ ეხლა მრცხვენია როგორ შემოგკადრო და ამ სისულელეში როგორ შეგიყვანო ხომ მომეჭრა თავი ))

biggrin.gif

სან დიეგოში ჩამოგაზეთ, თან ქალაქს ნახავთ თან პივა მივცეთ

Posted by: ThoughtPrayer13 6 Feb 2021, 07:06
my destination is known where I come and where I'm going no need for more trend u know Jamaica

Posted by: All*eyes*on*me 6 Feb 2021, 12:50
Gio707
აუ ამ კორონამ ყველაფერი დააპაუზა,გახსნიან და წარმატებები გიო.. გაგისწორდება ამერიკა , სიდიელზე და თრაქინგზე თუ რამე დაგჭირდება შემომეხმიანე ))

Posted by: ტანკე 6 Feb 2021, 18:49
Biden Wants to Shut Down Credit Bureaus – What Would That Mean for You?
https://www.yahoo.com/finance/news/biden-wants-shut-down-credit-195528426.html

იდეების დონეზე კაია ბაიდენი,მაგრამ რამდენად გააკეთებს და აღასრულებს ხოლმე დანაპირებს, ეგ სხვა საქმეა

Posted by: კადა 6 Feb 2021, 18:58
აშშ-ში რომ მოვხვდე სამსახურის მოძებნა შესაძლებელია?
მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე ვერ ვიმუშავებ და სხვა რა ვარიანტებია?

Posted by: dimentius 6 Feb 2021, 19:34
Frankens†ein
QUOTE
. ჩემი ოცნებაა ლატარიაში იმდენი ფული მოვიგო, რომ ფულის შოვნაზე ჩალიჩი აღარ დამჭირდეს


ლატარიაში მოგებულ ფულს სამწუხაროდ ფინანსური ცოდნა არ მოყვება. მაგალითად კვლევის შედეგად მილიონს ზევით ლატარიის მოგებულებს შორის 5 წლის მერე 35% განაცხადი შეაქვს ბანკროტზე. 80% მილიონზე მეტის მოგებულებს შორის 5 წელიწადში მოგებული თანხოს მხოლოდ 10% აქვთ აქტიბის სახით.

მთავარი მიზეზი რატომაც ხალხს ფული არ აქვს ეს არის რომ არ გააჩნიათ ფინანსური დისციპლინა და არ იციან ფინანსების განკარგვა. რაც სრულიად ნორმალურია. ხალხის უმეტესობა არის ასეთი.
მაგლაითად ამერიკელების 75% პენსიაზე გასხლისას აქვს 1000$ ნაკლები ანგარიშზე. ანუ არაფერი რომ არ გაქვს ეს ნორმაა ვინაიდან ხალხის უმეტესობა ასე ცხოვრობს.

მაგრამ არის მცირე კატეგორია ვინც იცის ფინანსების განკარგვა და ესენი უფრო არანორმალურები არიან ფინანსური გაგებით.

შენი გადასაწყვეტია შენ ნორმალური გინდა იყო თუ არანორმალური )))

QUOTE
ის სწირავს ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას და მთელ დროს იმისთვის რომ ფული იშოვოს და შემდეგ ამ ფულს ხარჯავს ჯანმრთელობის და დაკარგული დროის დასაბრუნებლადო


ეს თეზისი არის არარეალური დღევანდელ ვითარებაში. მაგალითად 70 იან წლებამდე ამერიკა იყო 1 income household. ანუ ოჯახების უმეტესობას ყავდა 1 შემომტანი, ხელფასს ვგულისხმობ და ეს სრულიად საკმარისი იყო საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის.

ეხლა ოჯახების 90% ორი შემომტანია. ანუ ელემენტარულად ხარჯების ოდენობა ისეა გაზრდილი რომ 1 ადამიანი ვერ აუდის. ეს ძირითადად ტრქნოლოგოირი პროგრესის ბრალია.
ამ პროგრრსზე ვერევინ უარს ვერ იტყვის ეხლა ყოველშემთხვევაში. ხოდა თანამედრობე ცხობრების სტილი გვაიძულებს ყბელას მუშაობას თორე გიჟი არავინაა.

შენ თავს კითხე შენ მზად ხარ ყბელაფერი მოიკლო და დალაი ლამას ცხოვრების სტილზე გადახვიდე?
ინტერნეტი არა, მანქანა არა, ტელეფინი არა, მოგზაურობა არა, გართობა არა, ელექტროენერგია არა და ა.შ.
თუ არ ხარ მზად რომ ეს ყბელაფერი მოიკლო მაშინ გასცი იმუშავე ნუ ცდები )))))

მსოფლიოში დალაი ლამა არის 1. ხოლო მშრომელი ფუტკარი 7 მილიარდი. ხოდა დასკვნები შენ გამოიტანე.


* * *
Gio707
QUOTE
არადა ყველაზე დიდი კაიფია, როდესაც „ჩალიჩით" და „დვიჟენიით" შოულობ პირველ $1,000,000


არასწორია. 1 მილონის შოვნა ყბელაზე ძნელია და ყველაზე დიდ შრომას Ითხოვს. აი ამის ზევით უკვე მართლა კაიფია ვინაიდან იმიტომ რომ მილიონი გაქვს ფინანსური სისტემაც ისეა შექმნილი ვისაც მეტი აქვს იმას უკეთეს ინსტრუმენტებს აძლევს რომ მეტი იშოვონ. ასევე სხვა ხალხიც მოდის იდეებით სულ რომ არ გინდოდეს.

ჰენრი ფორდს კითხეს როგორ იშოვა ფული?
უპასუხა რომ ნებისმიერ ცენტს გეტყვით როგორ ვიშოვე პირველი მილიონის გარდაო.

ანუ მილიონამდე უწევთ ხალხს ყბელაზე მეტად რისკების აღება, უკანონობა, ტყუილი და ა.შ.
მერე მიდის მართლა წყალივით ))))

ერთერთში დაგეთანხმები რომ თვითშეფასებას ამაღლებს ადამიანისას პირველი მილიონი.


ME
QUOTE
სან დიეგოში ჩამოგაზეთ, თან ქალაქს ნახავთ თან პივა მივცეთ

ნანახი მაქვს დიდი არაფერია. ბომჟები რომ არ გყავთ ეგაა კარგი.
და საფარი გვიყვარს მანდ ზოოპარკში და ჩავდივართ ხოლმე. ამ პანდემიას რა უთხარი თორემ შარშანაც მინდოდა ზაფხულში.

QUOTE
აშშ-ში რომ მოვხვდე სამსახურის მოძებნა შესაძლებელია?
მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე ვერ ვიმუშავებ და სხვა რა ვარიანტებია


ლატარია ითამაშე. მოიგე. დაჯექი ველფერზე და food stamp ზე და ჩვენ ჩვენი გადასახადებით გაჭმევთ და გიმკურნალებთ სიცოცხლის ბოლომდე.

Posted by: lume 6 Feb 2021, 20:37
QUOTE
აშშ-ში რომ მოვხვდე სამსახურის მოძებნა შესაძლებელია?


ნებისმიერ დროს ნახავ სამუშაოს, მარტო აქამდე ჩამოსვლაა

QUOTE
მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე ვერ ვიმუშავებ და სხვა რა ვარიანტებია?


ჩემმა მტერმა იმუშაოს აქ ფიზიკურად თან მძიმე სამუშაოზე, ერთი 10-12 წელში ჯანმრთელობაზე დაგერხევა

საბუთით ჩამოხვალ თუ უსაბუთოდ ამის მიხედვით აარჩევ სამუშაოს, თან არაფიზიკურს




აქ ბევრი ნაბოზარი და დედა #####ული გაბოროტებულია, თავად რომ დედები აქვთ #####ული ფიზიკურად მუშაობისგან ახალ ჩამოსულებსაც სიბოროტით ურჩევენ და ეუბნებიან მძიმე სამუშაოებს,

1 თვის ჩამოსული ვიყავი და მეუბნებოდნენ მიდი 20 000$ მანქანა გამოიყვანე უბერზე იმუშავეო მაგარიაო, ###### იმათ ცოლებს facepalm.gif

Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 05:41
QUOTE (dimentius @ 6 Feb 2021, 19:34 )
Frankens†ein
QUOTE
. ჩემი ოცნებაა ლატარიაში იმდენი ფული მოვიგო, რომ ფულის შოვნაზე ჩალიჩი აღარ დამჭირდეს


ლატარიაში მოგებულ ფულს სამწუხაროდ ფინანსური ცოდნა არ მოყვება. მაგალითად კვლევის შედეგად მილიონს ზევით ლატარიის მოგებულებს შორის 5 წლის მერე 35% განაცხადი შეაქვს ბანკროტზე. 80% მილიონზე მეტის მოგებულებს შორის 5 წელიწადში მოგებული თანხოს მხოლოდ 10% აქვთ აქტიბის სახით.

მთავარი მიზეზი რატომაც ხალხს ფული არ აქვს ეს არის რომ არ გააჩნიათ ფინანსური დისციპლინა და არ იციან ფინანსების განკარგვა. რაც სრულიად ნორმალურია. ხალხის უმეტესობა არის ასეთი.
მაგლაითად ამერიკელების 75% პენსიაზე გასხლისას აქვს 1000$ ნაკლები ანგარიშზე. ანუ არაფერი რომ არ გაქვს ეს ნორმაა ვინაიდან ხალხის უმეტესობა ასე ცხოვრობს.

მაგრამ არის მცირე კატეგორია ვინც იცის ფინანსების განკარგვა და ესენი უფრო არანორმალურები არიან ფინანსური გაგებით.

შენი გადასაწყვეტია შენ ნორმალური გინდა იყო თუ არანორმალური )))


დალაი ლამა რა თქმა უნდა ვერ ვიქნები, ვერ ვიტყვი ამქვეყბიურ სიამოვნებზე უარს, რასაც ფული სჭირდება და ეს ფული ჰაერიდან არ ცვივა და გვიწევს გამომუშავება...

უბრალოდ თვითმიზანი ფულის შოვნა როა, ეგ არ მესმის.
ფული აუცილებელი რამაა, იმის მისაღებად რაც გინდა...

ჯეკპოტს რაც შეეხება, დამეცეს და მე ვიცი როგორც მოვიხმარ smile.gif
გამორიცხულია გავკოტრდე smile.gif
1-2 მილიონს არ ვგულისხმობ, არაფერია დღეს.
აი 10 მილიონი ან მეტი სხვა საქმეა უკვე smile.gif რაღაც თანხას აქციებში დააბანდებ ან დეპოზიტზე შეიტან, ხელი რო არ მოკიდო და რაღაც მუდმივი შემოსავალი გქონდეს.
და დანარჩენი სიამოვნებაში უნდა გაუშვა...

Posted by: All*eyes*on*me 7 Feb 2021, 05:50
QUOTE
1-2 მილიონს არ ვგულისხმობ, არაფერია დღეს.

საინტერესოა ისე რამდენ წელს აპირებ მუშაობას რო სეივინგზე გედოს, არაფერია ))))

Posted by: Iron Butterfly 7 Feb 2021, 05:50
dimentius
QUOTE
ნანახი მაქვს დიდი არაფერია. ბომჟები რომ არ გყავთ ეგაა კარგი.

ბეი არეას ნამდვილად სჯობს smile.gif)

Posted by: Harley Davidson 7 Feb 2021, 06:14
კოლორადო ძალიან მაგარი შტატი ყოფილა smile.gif))

Posted by: ტანკე 7 Feb 2021, 06:53
Harley Davidson
QUOTE
კოლორადო ძალიან მაგარი შტატი ყოფილა

უჰუ smile.gif მატარებლით (კალიფორნია ზეფირით) მაქვს გადასერილი მისი მთები თავის დროზე, როკი მაუნთინს ჰაი. გალაკტიონი რომ ვიყო, ლექსს მივუძღვნიდი,მაგრამ არ ვარ. ზატო ლეგენდარულ ჯონ დენვერს აქვს ლეგენდარული სიმღერა (სიმღერებიც კი) მიძღვნილი.
თავის დროზე აღფრთოვანება ვერ დავმალე.

Iron Butterfly
QUOTE
ბეი არეას ნამდვილად სჯობს

ბევრი რამ მინახავს ამქვეყნად,მაგრამ სან ფრანცისკოს ვერაფერი შეედრება

Posted by: gvelis_wiwila 7 Feb 2021, 06:55
QUOTE
ჩემი American Dream მაქვს,


ჰოდა აი ეგაა მთავარი. ახალგაზრდა თუ ხარ და ეგ თუ მართლა ეგრეა, ქადაც უხელოდ შეიჭმევა საერთოდ smile.gif

თუ შენი ცოდნის და გამორჩეულობის იმედი გაქვს, ფულბრაიტ სქოლარშიპი შეავსე, კიდევ ერთხელ გირჩევ. ეგ თუ მოიგე, ჩათვალე ეგაა.

Nomandland გამოვიდა ახლა კინო, მე რავიცი, ამერიკულ კინოში ეგრე ზუსტად აღწერილი მუშა კლასის ცხოვრება ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის ვნახე. უყურეთ, არ ინანებთ.

აუ ჩავჯექი ამ ნიუიორკში სახლში და ხომ არ დავაწვე სამხრეთისკენ რამე ახალი შტატი ვნახო. ფულსაც ტყუილად ვხარჯავ და საქმე და უნიც ონლაინ მაქვს. კომფორტს არ უნდა შეეჩვიო კაცი რა, დამღუპველია.

Posted by: Harley Davidson 7 Feb 2021, 07:22
ტანკე
აი ყველაფერი მომწონს, სიგარეტის ფასის გარდა :დ :დ :დ

Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 07:30
QUOTE (Iron Butterfly @ 7 Feb 2021, 05:50 )
dimentius
QUOTE
ნანახი მაქვს დიდი არაფერია. ბომჟები რომ არ გყავთ ეგაა კარგი.

ბეი არეას ნამდვილად სჯობს smile.gif)

სან ფრანცისკოში საშინელება ხდება დაუნთაუნში.
ტიპები ზომბები არიან...

user posted image

user posted image

Posted by: ტანკე 7 Feb 2021, 07:31
Frankens†ein
საშინელება შენ ლოს ანჯელესში უნდა ნახო smile.gif
რიცხობრივად უფრო ნაკლებნი არიან,მაგრამ უფრო პრაწივნები
* * *
რა ადგილას გადაიღე ეგ? ტენდერ ლოინსს და ბეივიუს არ გაეკარო

Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 07:32
Harley Davidson
QUOTE
აი ყველაფერი მომწონს, სიგარეტის ფასის გარდა :დ :დ :დ

საქართვწლოში ვაპირებდი დანებებას ფასის გამო, 7.50 რა ამბავია მეთქი და აწ 13$ ღირს American Spirit და არ/ვერ ვანებებ smile.gif
გემრიელია biggrin.gif

Posted by: ტანკე 7 Feb 2021, 07:36
მიყვარს და რა ვქნა. თავს ვერ ვერევი
--------------------------------------------


Posted by: Harley Davidson 7 Feb 2021, 07:37
Frankens†ein
QUOTE
საქართვწლოში ვაპირებდი დანებებას ფასის გამო, 7.50 რა ამბავია მეთქი და აწ 13$ ღირს American Spirit და არ/ვერ ვანებებ

8.75 ღირს აქაურ ვოლმარტში :დდდ

Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 07:44
ტანკე
QUOTE
რა ადგილას გადაიღე ეგ? ტენდერ ლოინსს და ბეივიუს არ გაეკარო

დაუნთაუნის მარკეტის ახლო-მახლო ქუჩებზე სულ ესენი ყრიან.

საშიშები არ არიან ჩემი აზრით, გაზომბებულები არიან, მინიმუმ სამი-ოთჯერ ნელა მოძრაობენ...

5-6 ეგეთ ზომბს ისე ვცემ, ერთი არ მომხვდება...

ძაან ბევრნი თუ იქნებიან მოვხევ, ეგენი კი არა ჩვეულებრივი ტიპები ვერ დამეწევიან biggrin.gif

დღეს ველოსიპედისტების პარადი იყო, რაღაცას აპროტესტებენ ხოლმე.
და ვიღაც ზანგს დავაფარე გამზრდელი დედის ###### თავზე ქართულად.
გზაზე გადავდიოდიბდა ველოსიპედით ჩემკენ მოუხვია, ბითომ მარტყამდა და მერე უცებ ისევ იქით გაუხვია...
ქართულ გამზრდელის გინებაზე გაჩერდა და გაკვირვრბული მიყურებდა...
რას მიყურებ შენი დდშვც, მოდი აქ მეთქი და ხელითაც ვანიშნე და წავიდა smile.gif))
ასობით იყვნენ...
დდშვც, თეთრი დამინახა და შემაშინა ვითომ...
ქართული გინება მაგარია smile.gif

user posted image




Harley Davidson
QUOTE
8.75 ღირს აქაურ ვოლმარტში

კალიფორნიას კი აქვს უფრო მაღალი ტაქსები მგონი, მაგრამ მაგხელა სხვაობა რატო...
დღეს მენთოლიანი პატარა მალბორო ვიყიდე კიდე, 11.50$

user posted image

Posted by: ტანკე 7 Feb 2021, 07:48
Frankens†ein
ანუ მარკეტ სთრითზე. კი,მანდ ბლომად ყრიან

ისე, ქომონ სენსს მოუხმე და შარს ნუ ეძებ,გირჩევ smile.gif სხვა ზანგი სხვაგვარად მოიქცევა

Posted by: dimentius 7 Feb 2021, 08:23
Iron Butterfly
QUOTE
ბეი არეას ნამდვილად სჯობს )


კონკრეტულად რითი?

Frankens†ein
QUOTE
სან ფრანცისკოში საშინელება ხდება დაუნთაუნში.


რა გინდა დაუნტაუნში?
იგივეა თბილისში რომ ტურისტი ჩამოვიდეს და გლდანის მიკროებში წავიდეს.
დაუნთაუნი ყველა ამერიკულ ქალაქში არის ერთნაირი და საღორე.
პრესიდიოში, გოლდენ გეით პარკში, სან ფრანის ჩრდილოეთ ნაწილში, მარინაზე, ხიდზე გადადი, მარინ ქაუნთიში გადაისეირნე, ბელბედეში წადი.
მოკლედ რამდენი კაი ადგილია და ამ დაუნთაუნს რას ეტაკებით.
რამ დაგაინტერესა სერიოზულად გეკითხები რომ დაუნთაუნში უნდა გენახა?
კლიენტი რომ მირეკავს ხოლმე დაუნთაუნში სამუშაოდ არ მივდივარ ფულის საშოვნელად უარს ვეუბნებით მომსახურებაზე და თქვენ რა პონტში მიდიხართ თქვენით )))

QUOTE
დედის ###### თავზე ქართულად.

ინგლისურად რატომ არა?


* * *
ტანკე
QUOTE
ისე, ქომონ სენსს მოუხმე და შარს ნუ ეძებ,გირჩევ  სხვა ზანგი სხვაგვარად მოიქცევა


სან ფრანის შავკანიანი მოსახლეობა არაა აგრესიული მაქსიმუმ სიტყვიერი შეურაცხოფით შემოიფარგლოს.
სამაგიეროდ ოკლანდში რომ გადახვალ აი იქ კი ძალიან მავნებლები და საშიშები. ოკლანდში გეტოებში საშინელებები ხდება. იქ ნამდვილად არ გირჩევთ ფეხით მოხვედრას.


Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 08:37
dimentius
QUOTE
რა გინდა დაუნტაუნში?

საქმეზე ვიყავი და სახლში ფეხით ამოვისეირნე, ნახევარი საათის გზაა.
ფეხით სიარული მიყვარს.
და მასეთი ადგილებიც საიბტერესოა...

QUOTE
ინგლისურად რატომ არა?

ქართულად ვფიქრობ და გადათარგმნაზე არც მიფიქრია...
აფექტის მდგომარეობაში შევაგინე smile.gif



ტანკე
QUOTE
ისე, ქომონ სენსს მოუხმე და შარს ნუ ეძებ,გირჩევ  სხვა ზანგი სხვაგვარად მოიქცევა

მერე კი ვიფიქრე, კიდე კაი არ გამოიწია მეთქი, თორე დამესეოდნენ...

ძაან დდმო###ული ტიპი იყო, მაგათი მსვლელობის დროდ გზაზე რო გადავდიოდი, მაგიტო მაჯახებდა ვითომ...

QUOTE
სან ფრანის შავკანიანი მოსახლეობა არაა აგრესიული მაქსიმუმ სიტყვიერი შეურაცხოფით შემოიფარგლოს

ყველაზე არააგრესიული ხალხია მგონი აქ.. .

ბომჟები რო ბომჟები არიან და ქუჩაში ყრიან, ერთხელ არ მინახავს რომ რომელიმე გამვლელის მიმართ რამე ისე გაეკეთებინოთ.
ან ერთმანეთში ეჩხუბათ...



dimentius
ისე, ეხლა დავფიქრდი და ინგლისურ-ამერიკული გინება არ ვიცი...
ერთი ფაქ იუ ვიცი, რაც სანფრანში გინებად შეიძლება არ გადიოდეს smile.gif
და მეორე ესჰოულ...
და თბილისელი ძერსკი კაიბიჭისგან biggrin.gif ესჰოულის ძახილი ცოტა მეგოიმება smile.gif)

ჩვენთან რომ დედის გინებაა, მაგ სიმძიმის გინება რა არის აქ, სამომავლოდ რო ვიცოდე smile.gif

Posted by: dimentius 7 Feb 2021, 09:02
Frankens†ein
QUOTE
მაგ სიმძიმის გინება რა არის აქ, სამომავლოდ რო ვიცოდე


trump supporter ))

Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 09:39
QUOTE (dimentius @ 7 Feb 2021, 09:02 )
Frankens†ein
QUOTE
მაგ სიმძიმის გინება რა არის აქ, სამომავლოდ რო ვიცოდე


trump supporter ))

თუ ტრამპის მხარდამჭერია, არაფერია მაგისთვის...
სხვათაშორის ტრამპს ვინც უჭერდა მხარს ყველა ნორმალური ტიპია ვინც მე ვიცი და ქონდათ არგუმენტები...

საქართველოში ნაციონალების მხარდამჭერს ნაცი რო დაუძახო, ხო არ მიიღებს შეურაცხყოფად smile.gif

Posted by: ტანკე 7 Feb 2021, 09:41
Frankens†ein
ბევრია.მაგ:
fuck off - გააჯVი
motherfucker - დედამოდღნული
fucking bitch - სლექალა
cunt - ძუკნა
asshole - პროჩი
faggot - პიდარიუგა
are you nuts? - შიგ ხომ არ გაქვს? (ცოტა ზრდილობიანად)
sucker - მწოველა
shitty - სლეობა
kiss my ass - მაკოცე დრაკზე
son of the bitch - ბოზიშVილი
bastard - ნაბიჭვარი

და ა.შ.

ჩვენ უფრო მდიდარი ენა გვაქვს, იასნია

Posted by: dimentius 7 Feb 2021, 10:02
Frankens†ein
QUOTE
თუ ტრამპის მხარდამჭერია, არაფერია მაგისთვის...


ლოლ სან ფრანში )))
აქ რა უნდა მაგათ )))
სან ფრანმა წაართვა პირდაპირი გაგებით მას გამარჯვება ))) და ეხლა კიდევ დაბანულია ყველა პლათფორმაზე. ეს პლათფორმები კი ყველა აქ არის სილიკონ ველიში.

Posted by: Мiami 7 Feb 2021, 11:15
QUOTE
სამაგიეროდ ოკლანდში რომ გადახვალ აი იქ კი ძალიან მავნებლები და საშიშები. ოკლანდში გეტოებში საშინელებები ხდება.

ვთქვათ მუშაობ დელივერიზე პიცას დაატარებ. up.gif ან ხელოსანი ხარ. გამოგიძახება არის ოკლენდის გეტოდან ანდ ქვინსის პროჯექტები როა. რას შვები ამ დროს? biggrin.gif

Posted by: ტანკე 7 Feb 2021, 11:16
2016 წლის მარტი. სან ფრანცისკო, ემბარკადერო, პიერ 39 smile.gif

Posted by: ramsted 7 Feb 2021, 13:10
Frankens†ein
აი რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ სიგარეტს არ ეწეოდი smile.gif

Posted by: ტანკე 7 Feb 2021, 13:22
წინა გვერდებზე ამერიკულ ოცნებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო მგვიანებით, რომ მთავარი შეცდომა, რასაც ამერიკის შორიდან მოტრფიალეები უშვებენ, მათ შორის - ამ ფორუმზეც, არის ის, რომ ამერიკას და ამერიკულ ოცნებას განიხილავენ, როგორც fairy tale-ს. მათ ავიწყდებათ, რომ ამერიკა wild west-ია და წარმატებას აღწევს არა ჭკვიანი, არამედ ძლიერი ან/და ძალიან იღბლიანი. ამერიკული ოცნება ქართული ბაგაჟით/დიპლომებით მზითვად არავის ერგება, ის ძალით უნდა გამოგლიჯო მაგ ქვეყანას და თუ საჭიროა, მელკი კანონდარღვევებითაც. მხოლოდ ასე მიაღწევ საწადელს. ამერიკა ძალიან კორუმპირებულია ყველა დონეზე თითქმის. მორიდებული თუ ხარ, დარჩი თბილისში.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 7 Feb 2021, 14:30
ტანკე
QUOTE
წინა გვერდებზე ამერიკულ ოცნებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო მგვიანებით, რომ მთავარი შეცდომა, რასაც ამერიკის შორიდან მოტრფიალეები უშვებენ, მათ შორის - ამ ფორუმზეც, არის ის, რომ ამერიკას და ამერიკულ ოცნებას განიხილავენ, როგორც fairy tale-ს. მათ ავიწყდებათ, რომ ამერიკა wild west-ია და წარმატებას აღწევს არა ჭკვიანი, არამედ ძლიერი ან/და ძალიან იღბლიანი. ამერიკული ოცნება ქართული ბაგაჟით/დიპლომებით მზითვად არავის ერგება, ის ძალით უნდა გამოგლიჯო მაგ ქვეყანას და თუ საჭიროა, მელკი კანონდარღვევებითაც. მხოლოდ ასე მიაღწევ საწადელს. ამერიკა ძალიან კორუმპირებულია ყველა დონეზე თითქმის. მორიდებული თუ ხარ, დარჩი თბილისში.


საინტერესოა))
ისე ამ ლოგიკით და ამ მეთოდებით რუსეთშიც შეგიძლია მიაღწიო წარმატებას და გამდიდრდე.
ალბათ ცოტა მეტი სისხლია დაღვრა და მეტ გვამზე გადაბიჯება მოგიწევს, მარა ზატო უფრო ნაცნობია იქაური სამთავრობო, ქუჩის თუ ზონის კრიმინალი ქართველისთვის ვიდრე ამერიკული ;დდ


Posted by: Heart_of_Darkness 7 Feb 2021, 14:41
QUOTE (კადა @ 6 Feb 2021, 18:58 )
აშშ-ში რომ მოვხვდე სამსახურის მოძებნა შესაძლებელია?
მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე ვერ ვიმუშავებ და სხვა რა ვარიანტებია?

არანაირი, არაფერი.
მსგავსი ტიპის კითხვა აქ არ უნდა დასვა biggrin.gif
,,უმჯობესია, შეეგუო იმ აზრს, რომ ლუზერი ქვეყნის ლუზერი მოქალაქე ხარ და ცხოვრებაშიც არაფერი გამოგივა.

ამ თემაში მხოლოდ ის ადამიანები პოსტავენ ვინც რჩეულები და საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან. შენ კი არარაობა ხარ, თავად დაფიქრდი, 100კ ანგარიშზე თუ არ გაქვს, ამერიკაში რა გინდა?
მით უმეტეს თუ მძიმე ფიზიკური შრომისთვის მზად არ ხარ. ამერიკაში წასვლა თუ გინდა მინიმუმ იმისთვის მზად უნდა იყო საკუთარი სხეულიც გაყიდო და სულიც, როცა დაგჭირდება. უკადრებელი იკადრო, თორემ ისე ვის რად სჭირდები."

აგერ მეც ვიკითხე და საბოლოოდ ამ ,,დასკვნამდე" მიმიყვანეს smile.gif

Posted by: გიორგი XII 7 Feb 2021, 14:56
QUOTE
აშშ-ში რომ მოვხვდე სამსახურის მოძებნა შესაძლებელია?
მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე ვერ ვიმუშავებ და სხვა რა ვარიანტებია?


ბევრი ვარიანტი არ არის თუ უსაბუთო ხარ
ან რულის ტრიალი ან ფიზიკური მუშაობა

დანარჩენი თუ ვინმეს რამეს გეტყვის ესეგი გატყუებს

თუ საბუთიანი ხარ და პერმიტი გაქვს მაშინ შენზეა დამოკიდებული რა სქილები გაქვს, ნებისმიერი რამე შეგიძლია გახდე

Posted by: gvelis_wiwila 7 Feb 2021, 18:41
QUOTE
აშშ-ში რომ მოვხვდე სამსახურის მოძებნა შესაძლებელია?


თუ არც სსნ გაქვს და არც უნივერსიტეტში ირიცხები:

ძაღლების გამსეირნებელი, დოგ / ქეთ სითერი, მიმტანი, ჭურჭლის მრეცხავი, სამზარეულოში დამხმარე, პარკინგ გარდი, დამლაგებელი, შემფუთველი, ამაზონში პერსონალი, სწრაფი კვების ობიექტში პერსონალი, მომვლელი, ფლაერები, საწყობში ასისტენტი, დელივერი, დელივერის მძღოლი, ჰოსტელში პერსონალი.

როგორც წესი ამის იქით ან სქილი გინდა რამე მართლა კარგად რომ იცოდე, ან ვიზა რომელიც მუშაობის უფლებას გაძლევს და შესაბამისი ინგლისური.

რეალურად საქმე იმაშია, რომ არც საბუთია აუცილებელი და არც ესესენი, თუ სქილი გაქვს კარგი და marketable და მართლა მაგარი ხარ შენს საქმეში. მაგარი კრიპტო თრეიდერი თუ ხარ ან დატა ანალიზი იცი ხუთიანზე, ან ვთქვათ მაღალი კლასის ფიტნეს ტრენერი, ან მუსიკოსი მაგარი, ან ხელოსანი რაღაცის ან პროგრამისტი, მოკლედ ყველაფერი - მაგარი თუ ხარ მართლა, ტაშისკვრით მიგიღებენ ბევრგან, entry level ჯობებზე ნამდვილად. საქმე იმაშია, რომ თბილისში ძალიან ძალიან ძნელია იმ ცოდნის და სქილის განვითარება რომ აქ კონკურენტუნარიანად ჩაითვალო + ინგლისური. საქართველო გაძლევს ფუჭ თავდაჯერებას რომ მაგარი ხარ და აქ როგორც წესი (არის გამონაკლისები) ძალიან მალე გიხსნიან, რომ არ ხარ. ამას დაუმატე რომ ვერ ლაპარაკობს 1000დან 990 ქართველი ამათ ენაზე ისე რომ დისკომფორტი არ შეიქმნას კომუნიკაციაში. ჰოდა ეგაა რა. მერე ფული მალე თავდება და გადადიხარ ზემოთაღწერილ სამუშაოებზე, როგორც წესი.

Posted by: dimentius 7 Feb 2021, 19:02
Мiami
QUOTE
ვთქვათ მუშაობ დელივერიზე პიცას დაატარებ.  ან ხელოსანი ხარ. გამოგიძახება არის ოკლენდის გეტოდან ანდ ქვინსის პროჯექტები როა. რას შვები ამ დროს?


დელივერი რას შვრება არ ვიცი მაგ შემთხვევაში. ერთი ეს ვივი იქ თიფს არავინ მიცემს )))

მე რას ვაკეთებ გეტყვი.
მსგავს უბნებში ჩემი კლიენტი არ ცხოვრობს, ანუ მდიდრებს ვგულისხმობ. ამიტომაც რეკლამა მაგ ზიპ კოდებში გათიშული მაქვს. ანუ ვინმემ რომ დაგუგლოს რემონტი ჩემს კომპანიას უბრალოდ ბერ იპოვის გუგლზე.

მაგალითად თუ ტერიტორიულად სხვა უბნიდან დაგუგლა მაშინ მანახებს, მაგრამ აპოინტმენთი რომ გააკეთოს ჩვენ ვეკითხებით ტექნიკის სახეობას, ბრრნდს და მისამართს. თუ აღმოჩნდრბა რომ გეტოდან არის და ტექნიკაც იაფია ოპერატორს იმსტრუქცია აქვს რომ უარი უთხრას მომსახურებაზე. ყველა ბიზნესი ასე შვრება მათ არ ემსახურებიან ვინაიდან რისკი რომ იქიდან ფულს არავინ მოგცემს არის მაღალი. უფასოდ კიდე დედა ტერეზა არავინ არის რომ იმუშაოს აქ.


ტანკე
QUOTE
წინა გვერდებზე ამერიკულ ოცნებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო მგვიანებით, რომ მთავარი შეცდომა, რასაც ამერიკის შორიდან მოტრფიალეები უშვებენ, მათ შორის - ამ ფორუმზეც, არის ის, რომ ამერიკას და ამერიკულ ოცნებას განიხილავენ, როგორც fairy tale-ს. მათ ავიწყდებათ, რომ ამერიკა wild west-ია და წარმატებას აღწევს არა ჭკვიანი, არამედ ძლიერი ან/და ძალიან იღბლიანი. ამერიკული ოცნება ქართული ბაგაჟით/დიპლომებით მზითვად არავის ერგება, ის ძალით უნდა გამოგლიჯო მაგ ქვეყანას და თუ საჭიროა, მელკი კანონდარღვევებითაც. მხოლოდ ასე მიაღწევ საწადელს. ამერიკა ძალიან კორუმპირებულია ყველა დონეზე თითქმის. მორიდებული თუ ხარ, დარჩი თბილისში.


100%


c.h.I.g.u.r.h.
QUOTE
ისე ამ ლოგიკით და ამ მეთოდებით რუსეთშიც შეგიძლია მიაღწიო წარმატებას და გამდიდრდე

რუსეთში წარმატებას მიღწეული და მილიონერი ქართველი ბევრად მეტია ვიდრე ამერიკაში.

QUOTE
ალბათ ცოტა მეტი სისხლია დაღვრა და მეტ გვამზე გადაბიჯება მოგიწევს, მარა ზატო უფრო ნაცნობია იქაური სამთავრობო, ქუჩის თუ ზონის კრიმინალი ქართველისთვის ვიდრე ამერიკული ;დდ


რუსეთში ფული იშოვება მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში. ამ ორ ქალაქში მსგავსი რამ არ ხდება კაი ხანი. შეგიძლია ბიზნესს ფლობდე თავისუფლად იმის შიშის გარეშე რომ ვინმემ წილი არ მოგთხოვოს. თუ რომელიმე დურაკმა გაბედა პოლიცია მიხედავს. მითუმეტეს ეხლანდელ რეალობაში როცა ყველა ყველაფერს იწერს ვიდეო/აუდიოზე და გაგოგაჭენებენ სასახლხოდ მთელი ქვეყნის მაშტაბით.


გიორგი XII
მსგავსი კითხვების დამსმელი ძირითადად აქ აქვს ამერიკულ სამუშაო ბაზართან შეხება და ამიტომ სვავენ.

ფიზიკური სამუშაო რომ წერენ ძირითადად წარმოუდგენიათ ლაფატკის ქნევა )) რაც რა თქმა უნდა არასწორია.

მძიმე ფიზიკური სამუშაოებია.
1. ქირურგი. მაღალი სტრესის, ფიზიკური დატვირთვის და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი.
2. სატვირთოს მძღოლი. არანორმირებული სამუშაო დღე. გაუნძრევლად დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა.
3. სამედიცინო პერსონალი/ექთნები უმძიმესი სამუშაო. არანორმირებული დღე, ღამის ცვლებით და შენობის შიგნით ათეულონით კილომეტრის გავლა.
4. პროგრამისტი. ამერიკაში ყველაზე სტრესული სამუშაო. მუდმივი ოვერთაიმებით, ქრაუჩებით, დედლაინებით. მე პირადად ამ სამსახურიდან მოვდიოდი ბევრად დაღლილი და გამოფიტილი ბიდრე რემონტებზე ეხლა.
5. სახანძრო/პოლიცია/ჯარი ფიზიკურად ურთულესი პროფესიებია, სასწაულ ფიზიკურ მომზადებას გადიან და მაღალი სტრესის დონე აქვთ.
6. ელექტრიკოსი/სანტექნიკი/სერვისის სფერო/მშენებლობა. აქაც არანორმირებული სამუშაო დღე და მაღალი სტრესია ვინაიდან დღიურად სხვადასხვა ადამიანებთან გიწევს მუშაობა, როგორც სახლში ისევე სახლის დაბლა თუ სახურავში.
7. ტაქსის მძღოლი. მძიმე სამუშაოა 8-10 საათი რულის ტრიალი თუ ადვილი გონია ვინმეს და გაუნძრევლად ჯდომა ძალიან ცდება.
8. რითეილ სფერიში მუშაობა ძალიან რთულია. ამაზონის საწყობში მუშაობა სადაც ხალხს სრული კომპიუტერული კონტროლის ქვეშ უწევთ მუშაობა, იდიდესი მანძილის გავლა საწყობის შიგნით, ამანათის დამუშავების დღოში ჩასატევად და ელემენტარული ტუალეტში გასვლის დროის არ ქონა.
9. სარესტორნე ბიზნესი. დილის 4-5 ადგომა, მთელი დღე ფეხზე ტრიალი, ტემპუს სისწრაფე, სასადილოში დახუთულ პირობებში მუშაობა.
10. სამეცნიერო სფერო. ვისაც ტვინით მუშაობა ფიზიკურზე ნაკლები გონია, ან აუდიტორიისთვის ცოდნის გადაცემა, სტუდენტების სწავლა და დღეში ასეულობით ადამიანთან ურთიერთობა ძალიან ცდებით. ამ სფერიში მუდმივი სწავლა და განვითარება რადგან პროგრესს და ტექნოლოგიას არ ჩამორჩე.

არადა ამ სფეროებში ამერიკის უმეტესობაა დასაქმებული. ფიზიკური კიდევ ვუძახი ლაფატკა არ არის მხოლოდ.

არაფიზიკური, სადაც არც ტვინით მუშაობა გიწევს არც დაღლა, მეტიც შეგიძლია სრული დურაკი იყო მე ერთი პროფესია ვიცი ამერიკაში ეს არის პოლიტიკოსი, სენატორი,წარმომადგენელი. მუქთა ფული არაფრის კეთებაში ვისაც უნდა ყველას გირჩევთ სენატორობას ))))


* * *
gvelis_wiwila
QUOTE
რეალურად საქმე იმაშია, რომ არც საბუთია აუცილებელი და არც ესესენი, თუ სქილი გაქვს კარგი და marketable და მართლა მაგარი ხარ შენს საქმეში. მაგარი კრიპტო თრეიდერი თუ ხარ ან დატა ანალიზი იცი ხუთიანზე, ან ვთქვათ მაღალი კლასის ფიტნეს ტრენერი, ან მუსიკოსი მაგარი, ან ხელოსანი რაღაცის ან პროგრამისტი, მოკლედ ყველაფერი - მაგარი თუ ხარ მართლა, ტაშისკვრით მიგიღებენ ბევრგან, entry level ჯობებზე ნამდვილად. საქმე იმაშია, რომ თბილისში ძალიან ძალიან ძნელია იმ ცოდნის და სქილის განვითარება რომ აქ კონკურენტუნარიანად ჩაითვალო + ინგლისური. საქართველო გაძლევს ფუჭ თავდაჯერებას რომ მაგარი ხარ და აქ როგორც წესი (არის გამონაკლისები) ძალიან მალე გიხსნიან, რომ არ ხარ. ამას დაუმატე რომ ვერ ლაპარაკობს 1000დან 990 ქართველი ამათ ენაზე ისე რომ დისკომფორტი არ შეიქმნას კომუნიკაციაში. ჰოდა ეგაა რა. მერე ფული მალე თავდება და გადადიხარ ზემოთაღწერილ სამუშაოებზე, როგორც წესი.


100%

Posted by: Heart_of_Darkness 7 Feb 2021, 19:21
ვახ, პროგრამისტობა ფიზიკური შრომა თუ იყო, არ ვიცოდი lol.gif
Let me google for you: White-collar vs Blue-collar

,,მთავარი შეცდომა" რაც აქ იწერება არის ის, რომ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად დიდ და არაფრის მომცემ, დემოტივაციურ, ტექსტებს წერთ, მაშინ როცა თქვენთვის ვინმე კონკრეტული იუზერის ამერიკული ოცნების თუ შესაძლებლობების შეფასება არავის უკითხია ან უთხოვია.

კითხვა იყო: თქვენ როგორ წახვედით?

თან ქვეყანას რა მნიშვნელობა აქვს? რამის მიღწევა თუ გინდა ყველაფრისთვის უნდა იბრძოლო და მაქსიმუმი გამოქაჩო იქიდან რაც თვლი რომ გეკუთვნის!

საქართველოდან, upwork-ზე და ფრილანსერზე თუ ვპოულობ სამსახურს, არ მგონია ადგილზე ვინმესთვის სამსახურის გამოგლიჯვა გამიჭირდეს.
ნეტა, თქვენს შვილებსაც ასე ესაუბრებით?! facepalm.gif

Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 19:32
ტანკე
QUOTE
are you nuts? - შიგ ხომ არ გაქვს?

ეს მომეწონა smile.gif
ქართულია.
თან კითხვითი შეურაცხყოფა smile.gif
"შიგ ხო არ გაქვს?" " გინდა დედა მო######?" და ეგეთები smile.gif

dimentius
QUOTE
ლოლ სან ფრანში )))
აქ რა უნდა მაგათ )))

არადა სანფრანში ვიცნობ ტიპებს, დემოკრატებს, წინა არჩევნებზე ჰილარის პლაკატებს რო აფრიალებდნენ და ეხლა ტრამპს უჭერდნენ მხარს, ეკონომიკის წინ წამოწევის პონტში.
ასევე სანფრანის გაბანძებას დემოკრატებს აბრალებენ, მაგათ შეუქმნეს სასათბურე პირობები უსაქმურებსო, ქურდებბაცაცებს და ბომჟებსო.
ასევე ბაიდენი გადასახადების გაზრდას რო უპირებს მაღალშემოსავლიანებს, დაბალშემოსავლიანების და უსაქმურების დასახმარებლად, ეგეც არ მოწონთ...
პლუს ის რომ ამ კოვიდზეც ბაიდენი შეზღუდვების გამკაცრების მომხრეა.
და ზუსტად მაგას ამბობდნენ, რას ვიფიქრებდით სანფრანელი დემოკრატები ტრამპისკენ თუ ვიქნებოდითო...
სანფრანის მოსახლეობის უმრავლესობა რა თქმა უნდა ბაიდენს უჭერდა მხარს, ტრამპის რასისტ-ქსენოფობ-ჰომოფობობის გამო...

მე პირადად გამისწორდა რო წააგო ტრამპმა.
ერთი იმაზე მწყდება გული, რომ ჩინეთს ემუქრებოდა პასუხს გაგებინებ კოვიდისთვისო და ეგ აღარ მოხდება



ramsted
QUOTE
აი რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ სიგარეტს არ ეწეოდი

ხან ვეწევი, ხან არა...
აქ ცოტა ხანს ვეწევი, ვისიამოვნებ კარგი სიგარეტით და დავანებებ თავს ზაფხულამდე.
40 ლარის სიგარეტში გადახდა მიტყდება...



გიორგი XII
QUOTE
ბევრი ვარიანტი არ არის თუ უსაბუთო ხარ
ან რულის ტრიალი ან ფიზიკური მუშაობა

და მეტი რა გინდა smile.gif
როცა მაგ რულის ტრიალით და/ან ფიზიკური მუშაობით იმაზე მეტი გამოიმუშაო, ვიდრე ლეგალურად დასაქმებულმა ბანკის მოლარე-ოპერატორმა smile.gif

Posted by: Harley Davidson 7 Feb 2021, 19:40
Frankens†ein
QUOTE
40 ლარის სიგარეტში გადახდა მიტყდება...

ცოტა დიდი ხნით დარჩი, სერ smile.gif სხვანაირად გააკეთებ ბუღალტერიას biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 19:46
QUOTE (Harley Davidson @ 7 Feb 2021, 19:40 )
Frankens†ein
QUOTE
40 ლარის სიგარეტში გადახდა მიტყდება...

ცოტა დიდი ხნით დარჩი, სერ smile.gif სხვანაირად გააკეთებ ბუღალტერიას biggrin.gif

ხო, აქაური შემოსავლებით უნდა გააკეთო ბუღალტერია წესით...
ივლისამდე მაქვს ვიზა.
ისედაც მინდა თავის დანებება, ზაფხულამდე.
ყოველ წელს ვანებებ ხოლმე თავს რამდდნიმე თვით.
ზაფხულისწინა პერიოდში, ზაფხულში ასწორებს მოწევა - მთა, ზღვა, აუზი...

Posted by: dimentius 7 Feb 2021, 20:33
Heart_of_Darkness
QUOTE
ვახ, პროგრამისტობა ფიზიკური შრომა თუ იყო, არ ვიცოდი


ცხოვრებაში 1 ხაზი კოდი დაგიწერია?
როცა მუდმივი სტრესის ქვეშ ხარ, მუდმივად გიწევს ფიქრი და ლოგიკაზე მუშაობა რათა მოთხოვნებს შეუსაბამო კოდი.
უძილობა, ძლიერი დაღლა, ტკივილი წელსა, სახსრებში, თვალების ტკივილი და ა.შ. დიახ მე გეუბნები რომ მძიმე ფიზიკური შრომაა.
აქ არის ბევრი იუზერი ვინც მსგავს სფეროში მუშაობს და იმედია დაწერენ.
სამსახურს რომ მორჩები და სახლში მკვარივით მოდიხარ ისე რომ შვილებთან ურთიერთობის თავიც არ გაქვს ითვლება რომ მძიმე ფიზიკური სამუშაოა ამერიკაში ყოველ შემთხვევაში.

Frankens†ein
QUOTE
ეხლა ტრამპს უჭერდნენ მხარს,

ძალიან ცოტაა აგერ წლევანდელი შედეგები
San Francisco: 86% Biden, 12% Trump
რაც შეეხება სენატს და წარმომადგენელთა პალატას მგონი კანდიდატიც არ ყოლიათ რესპებს წარდგენილი, მხოლოდ დემოკრატსა და დემოკრატს შორის იყო არჩევანი.

რაც შეეხება მსოფლმხედველობას კონსერვატორები არც ისე ცოტანი არიან ლიბერალებთან შედარებით.
მათი დათვლა ცოტა რთულია ვინაიდან სფეციფიკური კვლევები არ არსებობს მაგრამ სხვადასხვა წყაროებით 35-40% კონსერვატორი ცხოვრობს ბეი არეაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისისნი რესპებს აძლევენ მხარს. ფიზიკურად ვერ მისცემენ ვინაიდან კანდიდატიც არ ყავთ. ამიტომ გვიწევს ისევ დემოკრატის არჩევა.

Frankens†ein
QUOTE
მე პირადად გამისწორდა რო წააგო ტრამპმა.

ღირსი იყო. როგორც ჰილარი იყო ღირსი რომ მასხარად იგდებდა ოპონენტს. იგივე შეწცდომა დაუშვა ამ გიჟმაც.

QUOTE
40 ლარის სიგარეტში გადახდა მიტყდება...

გაძალებს ვინმე მოწევას მითხარი თუ რამეა ერთად მივხედოთ შენს გვერდში ვარ ))


Frankens†ein
QUOTE
ზაფხულში ასწორებს მოწევა - მთა, ზღვა, აუზი...

შენ სუფთა ჰაერი არ გყვარერბია ამიტომ ეწევი )))
* * *
Heart_of_Darkness
QUOTE
პლუს ის რომ ამ კოვიდზეც ბაიდენი შეზღუდვების გამკაცრების მომხრეა.

ბაიდენს ისევე როგორც ტამპს არავინ კითხვას მუნიციპალიტეტმა თუ შტატმა გაამკაცროს თუ შეამსუბუქოს რეგულაციები. მათ შეუძლიათ ფედერალურ ორგანოებსა და დაწესებულებებში დაავალონ იმის გარეთ მათი საქმე არაა.

QUOTE
ასევე ბაიდენი გადასახადების გაზრდას რო უპირებს მაღალშემოსავლიანებს

და შენც გჯერა პოლიტიკოსების ))
ბაიდენს კომპანია ფაქტიურად არ ქონია, მთელი მისი პროპაგანდა იყო მასმედია, ინტერნეტ პლათფორმები და მათი 100% მხარდაჭერა და პროპაგანდა. ამერიკაში ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელები და მდიდრები ზუსტად ტექ ინდუსტრიაა. ეხლა შენ გჯერა რომ ესენი ესთ კადრს გაიყვანენ რომ ისევ მათ მოაჭრას მოგება ))) ეს რიტორიკა უფრო უტვინო ამომრჩეველზეა გათვლილი.

როგორც ტრამპის დროს არაფერი შეიცვალა, ისე ბაიდენის დროს არაფერი შეიცვლება, არც მათ მერე ვინც მოვა კიდევ )))

QUOTE
ტრამპის რასისტ-ქსენოფობ-ჰომოფობობის გამო...

მე არ ვთვლი მაგალიტად ესეთად. ვისთანაც მქონია საუბარი არც მაგათგან. ამას ეძახის ტვინგამორეცხილი პოლიტიკოსები, ტვიტერის/ფეისბუკის ლომები და ა.შ. ჩვეულებრივი ხალხი მე არ მინახია ამ ტერმინებით რომ იხსენიებდეს.
ტრამპი იყო და არის შოუმენი, ბაქიბუქა და არა გუნდური მოთამაშე.

მაგალითს გეტყვი. დიდი როლი ითამაშა არჩევნებში შავკანიანთა ვნებებმა წინა წელს ფლოიდის სიკვდილის გამო.
ამ კუთხიტ შეხედე აბა ვითარებას. ეს ფაქტი მოხდა დემოკრატების ტერიტორიაზე, ვნებებიც და ყველა ქალაქის გადაწვა დემოიკრატების ტერიტორიაზე, პოლიცცის დაწვა დარბევა დემოკრატებნის ტერიტორიაზე, დემოკრატებმა აბსოლიტურად ჩაისვარეს მომიტინგეებთან ურთიერთოიბაში და მათ დაწყნარებაში. აიმის მაგივრად რომ ამით რესპებს და ტრამპს ესარგებლა, თავისი უტვინობით ბოლოს ისე გამოვიდა რომ მთელი ეს მასა ისევ თავის საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა ))) არადა ეს უბედურება ზუსტად რომ დემოკრატების კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქებში მოხადა ))) ეს რომ მოახერხო მაგარი შტერი უნდა იყო )))

Posted by: Heart_of_Darkness 7 Feb 2021, 21:12
QUOTE (dimentius @ 7 Feb 2021, 20:33 )
როცა მუდმივი სტრესის ქვეშ ხარ, მუდმივად გიწევს ფიქრი და ლოგიკაზე მუშაობა რათა მოთხოვნებს შეუსაბამო კოდი.
უძილობა, ძლიერი დაღლა, ტკივილი წელსა, სახსრებში, თვალების ტკივილი და ა.შ. დიახ მე გეუბნები რომ მძიმე ფიზიკური შრომაა.

ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას შორის განსხვავებას, ნამდვილად, ვერ ხედავთ?
ნებისმიერი სამსახური შეიძლება იყოს გამომფიტავი, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ინტელექტუალური სამსახური გაუთანაბრო ფიზიკურ შრომას. ის, რასაც წერთ არის mental exhaustion.

Let me Google that for you, again:
Physical labour is that in which the labourer has to undergo a great deal of physical exertion.Rickshaw pullers, cobblers, tailors, weavers, iron-smiths are examples of physical labour.

Mental labour involves a lot of intellect of an individual.Teachers, accountants, doctors, managers etc., are good examples of mental labours.
პროგრამირება არის ინტელექტუალური შრომა. ისევე როგორც ქირურგობა ან მეცნიერ მუშაკობა.
ფიზიკური შრომა არის როდესაც შენი ინტელექტუალური შესაძლებლობების ნაცვლად იყენებს შენს ფიზიკურ ძალას.
ფიზიკურად ვინც შრომობს არის ლურჯსაყელოიანი. ხოლო ის ვინც, ინტელექტუალურად შრომობს არის თეთრსაყელოიანი.
საყელოების ისტორიაც შეგიძლიათ დაგუგლოთ, რამ განაპირობა ფერების არჩევა.... ძალიან მარტივია, ლურჯი საყელო ჭუჭყგამძლეა. თეთრი კი არ.

აი, ასეთი მარტივი რამის ახსნა რომ მიწევს, იმის შემდეგ უკვე არანაირი აზრი არ აქვს რას დამიწერთ ამერიკაში ცხოვრების შესახებ.

კარგი იქნება პროგრამისტებიც თუ შემოგვიერთდებიან, მაგალითა იუზერი მიშა, ვიცი რომ ამ სფეროში მუშაობს. ძალიან კარგი რჩევებიც მომცა. თან ისე, რომ არ უცდია ჩემთვის დემოტივაცია მოეცა ან ეგრძნობინებინა რომ ,,ლუზერობისთვის განწირული არარაობა ვარ, რომლის ცოდნა და სურვილი არაფერს ნიშნავს".
მიშას შემთხვევაში, ნამდვილად, მჯერა, რომ თავისი ცოდნის და პროფესიონალიზმის შედეგად ჩავიდა ამერიკაში. ამასთანავე სრულად კანონიერი გზებით ცხოვრობს და მუშაობს. რაც ძალიან დიდ პატივისცემას იწვევს ადამიანისადმი. თანაც, კარგი მაგალითია, იმის რომ შრომისმოყვარეობას და ძალისხმევას მოაქვს წარმატება. თურმე შესაძლებელი ყოფილა ის, რაც თქვენს წარმოდგენაში ასეთი არარეალურია.
და კიდევ რამდენი ასეთი ადამიანი ვიცი, ვერც წარმოდიგენთ...

Posted by: gvelis_wiwila 7 Feb 2021, 21:13
//////////////

ედიტ შმედიტ popcorn.gif

Posted by: Heart_of_Darkness 7 Feb 2021, 21:29
QUOTE (gvelis_wiwila @ 7 Feb 2021, 21:13 )
მაგრამ რეალურად მართლა ეგრეა. მე რასაც ვწერ, იმაზე დაყრდნობით ვწერ რაც ჩემს გარშემო გამოვცადე, მინიმუმ ასობით ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობ და შესაბამისად თავს უფლებას ვაძლევ გავაზიარო. მე გამიმართლა თან. ძალიან ბევრს არა. განსაკუთრებით ნიუ იორკში. ჩემი რჩევაა რომ თუ არალეგალ ჯობს არ ეძებ, თავიდან ამ ქალაქს თავი აარიდო.

კარგით რა, მართლა და მართლა, ისე დახატეთ თითქოს ზეკაცობაა საჭირო, იმისათვის რომ ამერიკაში წახვიდე.
მამაჩემი მაინც არ იყოს ამერიკაში ნაცხოვრები, დავიჯერებდი. ბავშვობიდანვე მესმის ნიუ-იორკულ ცხოვრებაზე და იმაზე იქ თუ როგორ ცხოვრობდა. ჩასვლიდან მალევე გავიდა რუსულ კომპანიაზე და თავისი პროფესიით მუშაობდა. ნიუ-იორკში იმდენი ეროვნების ხალხია. ინგლისურის გარდა, ჩემი რუსულითაც არ დავიკარგები. სადაც მამაჩემა მინიმალური ინგლისურის დოზით იცხოვრა ორი წელი... ბაბუაჩემი რომ არ გარდაცვლილიყო, მოულოდნელად, არც დაბრუნდებოდა.
ნათლია ჩემიც იქ არის, უკვე 20წელზე მეტია და გენიალურობის ან საუკეთესოობაზე პრეტენზიას არ აცხადებს. უბრალოდ ცხოვრობს, მუშაობს და კმაყოფილია იმით, რომ წავიდა.

Posted by: gvelis_wiwila 7 Feb 2021, 21:36
QUOTE
კარგით რა, მართლა და მართლა, ისე დახატეთ თითქოს ზეკაცობაა საჭირო, იმისათვის რომ ამერიკაში წახვიდე.


დავიღალე ) წადი და იმედია გაგიმართლებს.

Posted by: Heart_of_Darkness 7 Feb 2021, 21:49
QUOTE (gvelis_wiwila @ 7 Feb 2021, 21:36 )
დავიღალე ) წადი და იმედია გაგიმართლებს.

მეც არანაკლებ smile.gif

ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, უბრალოდ გამაღიზიანებელი პოსტინგი გაქვთ აქაურებს.
თითქოს თქვენ ზენიჭიერები ხართ, სხვა დანარჩები კი უხერხემლო ლუზერები.

ბოდიში, მაგრამ არცერთ ფორუმელს არ განვასაზღვრინ-შევაფასებინებ ჩემს თავს და შესაძლებლობებს.

Posted by: Frankens†ein 7 Feb 2021, 21:51
dimentius
QUOTE
გაძალებს ვინმე მოწევას მითხარი თუ რამეა ერთად მივხედოთ შენს გვერდში ვარ ))

გადაწყვეტილი მაქვს, ერთ კვირაში ვანებებ smile.gif
მაქსიმუმ მარიხუანა საღამოს, განსატვირთად smile.gif
კვირაში 1-2-ჯერ smile.gif
QUOTE
შენ სუფთა ჰაერი არ გყვარერბია ამიტომ ეწევი )))

სუფთა ჰაერზე აქვს მუღამი...
აბა ცუდ ჰაერს თუ სუნთქავ, სიგარეტის დამატება უარესია smile.gif))

Posted by: gvelis_wiwila 7 Feb 2021, 22:17
QUOTE
უბრალოდ გამაღიზიანებელი პოსტინგი გაქვთ აქაურებს.
თითქოს თქვენ ზენიჭიერები ხართ, სხვა დანარჩები კი უხერხემლო ლუზერები.


ორ გვერდიანი პოსტი დაგიწერე, გზები გითხარი როგორ შეგიძლია მოხვედრა, საკუთარი ისტორია მოგიყევი რომელიც ზუსტად იმას ასახავს რომ ნიჭიერება და მაქაური სტატუსი არაფერს ნიშნავს, ინფორმაცია მოგაწოდე, და გამაღიზიანებელი პოსტი იყოო მეუბნები ) აბა შენ იცი, იმ პოსტსაც წავშლი ახლა და წარმატებები, არ დააჩაგრინო თავი არავის.

Posted by: Heart_of_Darkness 7 Feb 2021, 22:31
QUOTE (gvelis_wiwila @ 7 Feb 2021, 22:17 )
ორ გვერდიანი პოსტი დაგიწერე, გზები გითხარი როგორ შეგიძლია მოხვედრა, საკუთარი ისტორია მოგიყევი რომელიც ზუსტად იმას ასახავს რომ ნიჭიერება და მაქაური სტატუსი არაფერს ნიშნავს, ინფორმაცია მოგაწოდე, და გამაღიზიანებელი პოსტი იყოო მეუბნები ) აბა შენ იცი, იმ პოსტსაც წავშლი ახლა და წარმატებები, არ დააჩაგრინო თავი არავის.

თქვენთან ყველაზე ნაკლებად მაქვს პრეტენზია.

უბრალოდ, ბოლო 7 გვერდი გადაიკითხეთ, დამკვირვებლის პოზიციიდან და მერე გულახდილად მითხარით, ამ პასუხების შემდეგ რამდენი დაიჯერებს რომ რამედ ღირს ან რამე შეუძლია საერთოდ ცხოვრებაში, არათუ ამერიკაში?
ძირითადი განწყობა ამ პოსტების როგორია - მოტივაციას გაძლევთ თუ საბოლოოდ ჩაგაქნევინებთ ხელს?
გულახდილად მიპასუხეთ და მერე საუბრის ტონსაც შევცვლი.

გასაგებია რომ მარტივი არ არის, საერთოდ, არსად არაფერი არ არის მარტივი, არსად არ ცვივა ფული ციდან, მაგრამ არაერთი წარმატებული ადამიანის ისტორია ვიცი და მჯერა, რომ როცა რაღაც ძალიან გინდა და ამისთვის ძალისხმევას არ მოაკლებ, შედეგსაც იღებ.
მესმის თქვენი პესიმისტური-რეალიზმი, მაგრამ მე არ მინდა ცხოვრებას ლუზერის პოზიციიდან ვუყურო.

Posted by: Harley Davidson 7 Feb 2021, 22:36
ფიზიკური შრომა ასჯერ მირჩევნია მენტალურს.
მე პირადად, ყოველ შემთხვევაში

Posted by: gvelis_wiwila 8 Feb 2021, 01:36
QUOTE
უბრალოდ, ბოლო 7 გვერდი გადაიკითხეთ, დამკვირვებლის პოზიციიდან და მერე გულახდილად მითხარით, ამ პასუხების შემდეგ რამდენი დაიჯერებს რომ რამედ ღირს ან რამე შეუძლია საერთოდ ცხოვრებაში, არათუ ამერიკაში?
ძირითადი განწყობა ამ პოსტების როგორია - მოტივაციას გაძლევთ თუ საბოლოოდ ჩაგაქნევინებთ ხელს?


ფორუმზე პოსტები თუ არის შენი დემოტივაციის ტრიგერი, ვერაა კაი ამბავი. 90% იმისა რაც აქ წერია, არის სრული სიმართლე. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩემს გარშემო მინიმუმ ასი ისტორია ვიცი ადამიანის რომელმაც ეს გზა გაიარა ან ვერ გაიარა. ამ ასიდან ასე 70 ფეილია არასწორი მოლოდინების და შეფასებების გამო.

რჩევა ფული ღირს, განსაკუთრებით ამერიკაში. მე მოვისმენდი რასაც მეუბნებიან და ეგოს გავეშვებოდი, არავის არ აინტერესებს რეალურად შენი ან ლუზერეობა, ან მოტივაცია. ადამიანები გეუბნებიან იმას, რაც საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ დრო არ დაკარგო. მე რომ ეს გამეთვალისწინებინა, ორ წელს არ დავკარგავდი. Cheers.

Posted by: Heart_of_Darkness 8 Feb 2021, 02:17
ანადაც არ ღირს.
მეც მაგარი ვარ, რაში ვხარჯავ დროს.

Posted by: Iron Butterfly 8 Feb 2021, 03:39
Heart_of_Darkness
გამარჯობაsmile.gif
ზოგადად არ ვიცი ქართველებს სჭირთ ასე თუ სხვებთანაც ასეა, როცა თვითონ რაიმეს მიაღწევენ კვარცხლბეკიდან მოსწონთ ყურება, შეიძლება გაუმართლა ვიღაცას მაგრამ არა, მაინც უნდა თქვას რომ ძალიან რთული გზაა , შიმაგანად თითქოს უნდათ რომ დაისტრესო და ხელი ჩაიქნიო. კი ინფორმაციას მოგაწვდის იმიტომ რომ ლაპარაკი უყვარს და საკუთარი შესაძლებლობლების აღნიშვნაც სიამოვნებას გვრის.
ერთი ვლოგერია ქართველი და ისიც ამბობს ზუსტად ამას, თითქოს არ უხარიათ რომ სურვილი გაქვს ამერიკაში წასვლის და არც დადებითად განგაწყობენsmile.gif
მე კი ვფიქრობ რომ მთავარია მოხვდე ამერიკაში, და მთავარია ეს შენი სურვილი იყოს.

აი მაგალითად გრინ კარტს შემთხვევით რომ იგებენ ისინი დიდად მონდომებულები არამგონია იყვნენ.
მთავარია ჯანმრრთელი იყო ადამიანი.
არაა აუცილებელი პირდაპირ კალიფორნიაში ჩახვიდე რომ რაიმე წარმატებას მიაღწიო, უბრალოდ წლები სჭირდება ფეხზე დადგომას და ამისთვის მორალურად უნდა იყოს ადამიანი მზად.
ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლადp არ მიდის ყველა, რასაც ვუყურებ საქართველოში უკან წავიდა ყველაფერი, არ ვითარდება საზოგადოება და როცა მატერიალურად მყარად ხარ მერე არც იმ ჭაობში გინდა ცზოვრება..

მოკლედ მივხვდი რამაც გაგაღიზიანათsmile.gif

* * *
Frankens†ein

ამერიკაში რომ იცხოვრებ მიხვდები რომ სიგარეტის მოწევა შეზღუდული გაქვს და რაღაც ძალისხმევა გჭირდება ერთი ღერი რომ მოწიო. იმდენი დრო გინდა ჯერ ადგილი რომ იპოვო. არ ვიცი მანდ რა უბანში ხარ მაგრამ მაგალითად კარგ დასახლებებში, თაუნჰოუმებს და აპარტმენტებს ვგულისხმობ( კერძო სახლი თუა ვერავინ დაგიშლის) არ შეიძლება არც აივანზე არც ეზოში მოწევა. არც პარკებში არც ქუჩაში, გზაში მოსიარულე მწეველი აქ არც მინახავს.
ხოდა ასე რომ იზღუდები თეთრი ყვავივით ყოფნაც გაგიტყდება და დაანებებ.

Posted by: ტანკე 8 Feb 2021, 04:05
ესე იგი, ამ გოგოს ბოლო გვედებია არ ვზარდებით და ვაკვალიანებთ, რჩევებსაც ვაძლევთ და აქეთ გვეჩხუბება. ასეთი არაფერი გამიგია. იქნებ ჩამოგვიწეროს გაიდლაინის სახით, რა დავწეროთ? რა ესიამოვნება? რავი, მასზე ბევრად გამოცდილი ხალხი აძლევს რჩევებს, არ ვზარდებით და მადლობის ნაცვლად, აქეთ გვეჩხუბება...

Heart_of_Darkness
QUOTE
კითხვა იყო: თქვენ როგორ წახვედით?

ონლაინ აპლიკაცია შევავსეთ და კონსულმა ვიზა ჩაგვირტყა.


QUOTE
და მაქსიმუმი გამოქაჩო იქიდან რაც თვლი რომ გეკუთვნის!

ბოდიში,მაგრამ, არაფერი გეკუთვნის. არავისზე ზედმეტი არ ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში რაღაც დიპლომები დააგროვე. პირადად მე დოქტორანტურაც კი მივატოვე... და 6 უნიში ვიყავი ლექტორი და ეგეც მივატოვე იმის გამო, რომ ამერიკაში არავის არაფერში აინტერესებდა ეგ და სხვა გზით გადავწყვიტე წასვლა. და შენ მეუბნები, რომ შენ ისეთი ცისფერსისხლიანი ხარ, რომ ყველაფერი მზად უნდა გერგოს ამერიკაში?! გინდა ომლეტის გაკეთება? - მაშინ რამდენიმე კვერცხის გატეხვაც მოგიწევს. გინდ გაბრაზდი, გინდ არა, ეს არც ისე მნიშვნელოვანია ჩემთვის. რახან საჯაროდ წერ კითხვას, საჯაროდვე გპასუხობთ ისე, როგორადაც საჭიროდ მივიჩნევთ.
შენზე მეტი გამოცდილება გვაქვს და ვიცით,რასაც გეუბნებით.
ან უნდა იყო ძალიან იღბლიან ვარსკლავზე დაბადებული და ციდან დაგეცეს ყველაფერი.

ჩამოდი და ონლაინ ტუტორი გახდი, თუ რამე საგანში ძლიერი ხარ. უამრავი კომპანიაა და იქნებ გაგიმართლოს. პეიპალზე დაგისვამენ თანხას,მაგრამ მანდაც სსნ უნდა ძირითადად (ან ტუფთა სსნ უნდა მიუთითო). სხვა რისი მოსმენა გინდა, ვერ ვხვდები. ოცნების კოშკებს არავინ აგიგებს. გელის ეკლებით მოფენილი გზა. რისი მოსმენა გესიამოვნებოდა? რომ ია-ვარდით მოფენილი გზა გელის? ბოდიში.

gvelis_wiwila
სასტუმროში დამლაგებლებს მასე მარტივად არ მიიღებენ უსაბუთოდ. პირიქით, მანდ სერიოზული ბექგრაუნდ ჩეკი უნდა გასაგები მიზეზების გამო (კლიენტთა ნივთების უსაფრთხოება)



Posted by: Harley Davidson 8 Feb 2021, 04:33
Heart_of_Darkness
QUOTE
ბოდიში, მაგრამ არცერთ ფორუმელს არ განვასაზღვრინ-შევაფასებინებ ჩემს თავს და შესაძლებლობებს.

შენი შესაძლებლობები შეფასდება in real life, ეს იქნება გამოცდა და მანდ გამოჩნდება.
სწორს გირჩევენ აქ და რატომ ღიზიანდები, არ მესმის.
როდესაც ჩამოხვალ ამერიკაში, დაივიწყე რა იყავი საქართველოში, შენი შესაძლებლობები, რეგალიები, მიღწევები. ერთი ხელის თითები გეყოფა, რათა ჩამოთვალო სფეროები სადაც დიდი შანსია შენნაირ კადრებზე წყვეტა იყოს. სხვა შემთხვევაში ხარ 0. ოღონდ ლუზერობაში ნუ მიიღებ ამას. ნოლი იმ ამბავში ხარ, რომ ათვლისს წერტილი აქ იწყება და აქ უნდა შექმნა შენი თავი. აქ კონკურენცია დიდია, ყველა სფეროში. შეიძლება გაგიმართლოს და უსაბუთოდ ნახო ნორმალური სამსახური, ოღონდ გაითვალისწინე, რომ გადაგიხდიან ნაკლებს ვიდრე, სიტყვაზე საბუთიანს. იქნება თუ არა ეს შენთვის წარმატება? შეიძლება. დააჯერებ საკუთარ თავს ბოლობოლო და ეგაა. აი, არ მაქვს საბუთები და არ ვარ ბებიის მომვლელი 130 დოლარად დღეში, ან ებრაელებთან დამლაგებელი. იეეე. But...
არავინ არაა აქ ზეკაცი. მე რასაც ვაკვირდები, რამდენიმე ფორუმელია, რომელიც მომზადებული ჩამოვიდა და გარკვეულწილად აარიდა თავი იმ გზას, რის გავლაც ბევრი თავს ვერ არიდებს. გირჩევ, რომ მათი მაგალითებიდან გამოიტანო დასკვნა. ეს ის ხალხია, რომელმაც დროთაგანმავლობაში ფინანსური pipeline შექმნა და მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ოჯახით ან მის გარეშე.
Manage your perceptions.
ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები ყველაფერში.

Posted by: lume 8 Feb 2021, 05:01
Heart_of_Darkness

ჰა აბა რა გადაწყდა?

biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 8 Feb 2021, 08:05
"ოხ, რა ხართ ეს ქართველი ემიგრანტები .. გვმოძღვრავთ ქართველებს ოკეანის გადაღმიდან." ჩვენ ხომ ყოფლიშემძლე ერი ვართ, ყველაფერი ვიცით ყველაზე უკეთ და რას ქვია, ვიღაცა გადაკარგულმა ქართველმა გვასწავლოს რამე?!

__

ჩემი პირადი აზრით, ადამიანმა მინიმიმ 5 წელი მაინც უნდა იცხოვროს ამერიკაში, რომ რაღაცა შეიგრძნოს და ნელ-ნელა ასიმილაცია დაიწყოს. სადღაც მესამე წელზე იწყება უკვე ასიმილაციის პროცესი, როცა უკვე სისტემაში ერკვევი და იცი სად რა მოიკითხო.

რაც შეეხება საუთებზე, ვთვლი, რომ საბუთების გარეშე ჩამოსვლა ცუდი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა არც მთლად კარგი გადაწყვეტილებაა. რადგან საბუთებს ბევრი ბენეფიტი აქვს, ერთ-ერთი მათგანი მოგზაურობის პრივილეგიაა და დეპრესიის მოსახსნელი თუ მარტო ხარ.
დეპრესიები 6-12 თვეზე იწყება და გრძელდება რამოდენიმე თვე სანამ ასიმილაციის პროცესს არ დაიწყებ.

ბევრი ქართველი მეგობარი მყავს მაქეთ, თუმცა ბევრსაც თავს ვარიდებ, იმეებს ვინც არ ცადა ასიმილაცია და იმ ემიგრანტული ეკონომიკური გეტოდან გამოსვლა, რომელშიც თავიდან მოხვდა. როდესაც ამ ქვეყანაშ ცხოვრობ, ენაც უნდა ისწავლო და ადგილობრივი წესებიც. 10 წლის მერე თუ ისევ რუსულ მაღაზიებში შოპინგობ და რუსებთან მუშაობ, არ იქნება შენი საშველი.

ეს არის ჩემი კომენტარი.


Posted by: Iron Butterfly 8 Feb 2021, 09:27
paranoidis_dzma
QUOTE
10 წლის მერე თუ ისევ რუსულ მაღაზიებში შოპინგობ და რუსებთან მუშაობ, არ იქნება შენი საშველი.
ეს არის ჩემი კომენტარი.

ისე ზოგი მაგითაც კმაყოფილია და თავისი გადმოსახედიდან ბედნიერია.

ზუსტად აღწერე, ერთი წელი მაგალითად მარტო იმისთვის დამჭირდა მე პირადად რომ გზები დამემახსოვრებინა biggrin.gif თავიდან მეგონა რომ ყველა პლაზა ყველა ტრასა და ქუჩა ერთნაირი იყო.
აუცილებელია ადგილობრივებთაბ ურატიერთობა რომ გაერკვე რა ხდება.

QUOTE
"ოხ, რა ხართ ეს ქართველი ემიგრანტები .. გვმოძღვრავთ ქართველებს ოკეანის გადაღმიდან." ჩვენ ხომ ყოფლიშემძლე ერი ვართ, ყველაფერი ვიცით ყველაზე უკეთ და რას ქვია, ვიღაცა გადაკარგულმა ქართველმა გვასწავლოს რამე?!
__

არ შეგხვედრია ალბათ ეგეთი ემიგრანტი თავის უპორატესობას ყველა წინადადებაში რომ აღნიშნავს smile.gif)

Posted by: Frankens†ein 8 Feb 2021, 09:30
................ ................

Posted by: ტანკე 8 Feb 2021, 09:44
Frankens†ein
ძაან რისკავ.
დარჩი მანდ, თორემ შეიძლება აღარ გამოგატარონ მეორედ საზღვარზე smile.gif

თან მიკროსკოპის ქვეშ ხარ, როგორც ვიცი

Posted by: ME 8 Feb 2021, 10:01
Frankens†ein
მაინდამაინც ნუ გააბაზრებ, თორე შემდეგ შემოსვლაზე თუ ამოგიგდეს მორჩება შენი ამერიკული ისტორიები, ალბათ სამუდამოდ

Posted by: Frankens†ein 8 Feb 2021, 10:16
ტანკე
ME
შვილი მყავს აქ, აშშ-ის მოქალაქე და სანახავად ჩამოვდივარ smile.gif
მეგობრებს თუ დავეხმარე მუშაობაში და ქეშს მჩუქნიან დახმარების სანაცვლოდ მაგაზე ვინ რა უნდა მითხრას...


ტანკე
QUOTE
დარჩი მანდ

რა მინდა აქ სამუდამოდ.
ზაფხულში მოვდივარ, ბავშვსაც არდადეგები აქვს და ჩამომყავს...

Posted by: ME 8 Feb 2021, 11:05
Frankens†ein
QUOTE
შვილი მყავს აქ, აშშ-ის მოქალაქე და სანახავად ჩამოვდივარ
მეგობრებს თუ დავეხმარე მუშაობაში და ქეშს მჩუქნიან დახმარების სანაცვლოდ მაგაზე ვინ რა უნდა მითხრას...

ეჭვი თუ შეეპარათ, სოციალურ ქსელში ან ფორუმზე ნახეს რამენაირად, ბევრ ლაპარაკს არ დაგიწყებენ, დაგბლოკავენ და მაგით მორჩება.
ხომ გახსოვს რომ შემოსვლა პრივილეგიაა, მესაზღვრე არაა ვალდებული რამე აგიხსნას, მისი ეჭვი საკმარისია ამ გადაწყვეტილებისთვის.

თუ გინდა ნეტფლიქსზე ჩაუჯექი დოკუმენტური სერიალია მესაზღვრეებზე და ნახავ რა და როგორ ხდება

Posted by: ტანკე 8 Feb 2021, 11:09
Frankens†ein
QUOTE
მეგობრებს თუ დავეხმარე მუშაობაში და ქეშს მჩუქნიან დახმარების სანაცვლოდ მაგაზე ვინ რა უნდა მითხრას...

მაგას არავინ ჭამს იქ smile.gif ვიზა ოდენ საბუთია,რათა ამერიკის საზღვრამდე მიაღწიო. დანარჩენი საემიგრაციო ოფიცერზეა დამოკიდებული, შემოგიშვებს თუ გაგაბრუნებს.
ME
არა მგონაი, ფორუმს ვინმე კითხულობდეს,მაგრამ უფროსმა თუ აითვალწუნა და მისი მონაცემები საემიგრაციოს გადასცა,მაშინ ოოოოოო

რისკია მოკლედ აქეთ-იქით ტასაობა მაგ დროს

Posted by: Iron Butterfly 8 Feb 2021, 11:10
Frankens†ein
QUOTE
მეგობრებს თუ დავეხმარე მუშაობაში და ქეშს მჩუქნიან დახმარების სანაცვლოდ მაგაზე ვინ რა უნდა მითხრას...


ფულს რომ იღებ მომსახურებაში, გინდ საჩუქარი ეძახე გინდ ჰონორარი და შემოწირულობა ეგ უკვე მუშაობაა smile.gif

Posted by: Heart_of_Darkness 8 Feb 2021, 12:54
QUOTE (Iron Butterfly @ 8 Feb 2021, 03:39 )
როცა თვითონ რაიმეს მიაღწევენ კვარცხლბეკიდან მოსწონთ ყურება, შეიძლება გაუმართლა ვიღაცას მაგრამ არა, მაინც უნდა თქვას რომ ძალიან რთული გზაა , შიმაგანად თითქოს უნდათ რომ დაისტრესო და ხელი ჩაიქნიო. კი ინფორმაციას მოგაწვდის იმიტომ რომ ლაპარაკი უყვარს და საკუთარი შესაძლებლობლების აღნიშვნაც სიამოვნებას გვრის.
ერთი ვლოგერია ქართველი და ისიც ამბობს ზუსტად ამას, თითქოს არ უხარიათ რომ სურვილი გაქვს ამერიკაში წასვლის და არც დადებითად განგაწყობენsmile.gif
მე კი ვფიქრობ რომ მთავარია მოხვდე ამერიკაში, და მთავარია ეს შენი სურვილი იყოს.

yes.gif

lume
რავი, აბა. ველოდები როდის დამიწერენ, რომ საბოლოოდ იქ სამსახურს ვერ ვიშოვი და იმედგაცრუებულზე, გავნარკომანდები ან გავბოზდები gigi.gif

მოვრჩი მე ამ თემაში, დროის ფლანგვას.

Posted by: DeLuca1 8 Feb 2021, 14:13
“კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”.
მეგობრებო, აქ ვინმეს ადვოკატად არ გამოვდგები, არც ხშირად ვპოსტავ, უბრალოდ თვალს ვადევნებ ხოლმე.

როდესაც ვკითხულობ, რომ რთული გზა გაიარეს და შეძლეს მოტივაციასაც გიძლიერებს და იმედიც არის.
მქონია შემთხვევები რთულად გამიკეთებია/მიმიღწევია რაღაცისთვის, კარგი იქნებოდა ბევრი მაგალითი მომესმინა.
მე კიდე მითქვამს, რომ იცი რთულია, მე ამის გადალახავა მომიწია, მაგრამ უფრო ყურადღებით უნდა იყო შენ, შეიძლება ეს პრობლემი გაჩნდეს, მაგარამ იყავი მზად(იმას არ ნიშნავს რომ მანდამაინც მოხდება). და დაუფასებია ადამიანს ეს.

ამიტომ სჯობს თავიდანვე განეწყოთ სირთულეებისთვის(ისევ ვიმეორებ, იმას არ ნიშნავს რომ მოხდება) და შეიძლება ძალიან მარტივადაც წავიდეს ყველაფერი.
ეს ყველაფერი ისედაც იცით, და არ ჩათვალოს ვინმემ რამეს ვასწავლი. უბრალოდ ჩემი აზრია.

პ.ს დიმენტიუსიც და ბევრი სხვა იუზერიც აქ, საინტერესოა რომ წერთ თქვენს გამოცდილებას. ცუდია, კარგია მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 8 Feb 2021, 14:57
Heart_of_Darkness
აი ვცდილობ გავიგო და ვერ გამიგია რატომ ეჩხუბები ხალხს biggrin.gif
ადამინებმა დაწერეს თავიანთი გამოცდილება და ეჩხუბები რატომ გაქვთ ეგეთი გამოცდილება და რატო მილიონრები არ ხართ პირველივე დღიდანო biggrin.gif ?

შედარებით მარტივი გზა ევროპაშია. მაგ. გერმანია რიგ ქართულ დიპლომებსაც აღიარებს და ცხოვრების ხარისხიც საკმაოდ მაღალია, რასაც ეძებ იქაც იპოვი შესარებით ნაკლები წვალებით

* * *
dimentius
QUOTE

რუსეთში ფული იშოვება მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში. ამ ორ ქალაქში მსგავსი რამ არ ხდება კაი ხან


შეიძლბეა ამ ორ ქალაქში რეკეტი ნაკლებადაა, მაგრამ დიდ კაპიტალზე გასვლა თუ გინდა სამთავრობო ბოსების მინიმუმ ნებართვაა საჭირო.
ეხლა მულტიმილიონერი გახდე და არავინ მოგაქციოს ყურადღება ქვეყანაში, სადაც დღემდე კლანური მმართველობაა და კლანები მართავენ უმდიდერეს მიწას ზღაპარს ჰგავს.
ერთ და ორ მილიონზე კი ბატონო, შეიძლება არ დაინტერესდნენ.

Posted by: Heart_of_Darkness 8 Feb 2021, 15:04
c.h.I.g.u.r.h.
არავის არ ვეჩხუბები.

რჩევის მიცემა რას ნიშნავს- დეფინიცია უნდა მომეყოლებინა, უბრალოდ biggrin.gif

Posted by: nantuta 8 Feb 2021, 17:45
ამერიკელი ჯარისკაცის ხელფასი რამდენია განსაკუთრებით ცხელ ზონებში სამშვიდობო მისიით ვინც არის? და რა პრივილეგიებით და შეღავათებით სარგებლობენ სახელმწიფოსგან?

Posted by: lume 8 Feb 2021, 19:58
QUOTE
რავი, აბა. ველოდები როდის დამიწერენ, რომ საბოლოოდ იქ სამსახურს ვერ ვიშოვი და იმედგაცრუებულზე, გავნარკომანდები ან გავბოზდები



biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 9 Feb 2021, 00:47
ტანკე
QUOTE
არა მგონაი, ფორუმს ვინმე კითხულობდეს,

სპლიყვსაც მასე ეგონა smile.gif))



Posted by: Harley Davidson 9 Feb 2021, 04:42
Frankens†ein
QUOTE
სპლიყვსაც მასე ეგონა ))

ძალიან ბოროტი ხარ biggrin.gif
nantuta
QUOTE
ამერიკელი ჯარისკაცის ხელფასი რამდენია განსაკუთრებით ცხელ ზონებში სამშვიდობო მისიით ვინც არის? და რა პრივილეგიებით და შეღავათებით სარგებლობენ სახელმწიფოსგან?

დამოკიდებულია სამსახურის ადგილზე, განათლებაზე, ოჯახურ მდგომარეობაზე და კიდევ ბევრ ფაქტორზე.
https://www.military.com/benefits/military-pay/charts/military-pay-charts.html
აქ ნახეთ

Posted by: Frankens†ein 9 Feb 2021, 08:03
Harley Davidson
QUOTE
ძალიან ბოროტი ხარ

biggrin.gif
უკვე სახალისოა smile.gif

აშშ-ის ჯარის დედა ვატირე, გაქანებული დედოვშინაა smile.gif
ფილმებში მასეა smile.gif))

Posted by: operageo 9 Feb 2021, 12:18
lilu777
სად ცხოვრობ ? >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: Faulkner 9 Feb 2021, 16:01
Heart_of_Darkness
გარბიხარ? rolleyes.gif ვერ დაგიფასეს ტალანტი? biggrin.gif ორ სიტყვაში გეტყვი რაცაა. თუ ნიჭიერი ტიპი ხარ და მოთხოვნაა შენზე, მუთაქებს გამოტენი. აქ შეიძლება ნეპოტიზმის მსხვერპლი გახდე. მაგ მხრივ იქ უკეთესია. თუ პროსტა ჩადიხარ, ლიშბი სადმე იმუშაო, ეგეთიც არ დაიკარგება, იმდენი ექნება რო ნიკორას 400 ლარიან სასტავზე უკეთ იქნება და ნელ-ნელა ეგეც ამოტენის მუთაქებს. პროსტა პირველ შემთხვევაში თუ 1-2 წელიწადში იზავ მაგას, მეორეში შეიძლება 10 წელი მოანდომო. ვსიო, ესაა მთელი ფილოსოფია.

Posted by: paranoidis_dzma 9 Feb 2021, 19:33
spy.gif spy.gif

Posted by: low flyer 9 Feb 2021, 19:47
Faulkner
რომელ ქალაქში ცხოვრობ?

Posted by: Faulkner 9 Feb 2021, 20:09
low flyer
QUOTE
რომელ ქალაქში ცხოვრობ?

სოფელ თბილისში.

Posted by: low flyer 9 Feb 2021, 20:20
Faulkner
QUOTE
სოფელ თბილისში.

საქართველოდან მარტივად ჩანს
QUOTE
ორ სიტყვაში გეტყვი რაცაა. თუ ნიჭიერი ტიპი ხარ და მოთხოვნაა შენზე, მუთაქებს გამოტენი.

არაა ასე,

Posted by: Faulkner 9 Feb 2021, 20:26
low flyer
QUOTE
არაა ასე

ნიჭიერი ხარ და ვერ გამოტენე თუ რას ეფუძნება დასკვნა?

Posted by: lume 9 Feb 2021, 21:04
1-2 წელში მინიმუმ 30 000$ გადადება შეგიძლია up.gif


Posted by: NinjaRacer 9 Feb 2021, 21:26
c.h.I.g.u.r.h.
ევროპაში ყოველთვის როგორც ჩამოთრეულს შემოგხედავენ.
ყოველშემთხვევაში ასე იყო ადრე. ამერიკაში კიდე ჩამოთრეულებისგან შედგება ამერიკა და ვინუნდა შემოგხედოს ცუდად biggrin.gif
არის მგონი ლოღიკა.
ასევე ამერიკაში ძალიან დიდი ბაზარია. ელემენტალურად რომ აიღო რაიმე დასაქმების ვებგვერდის განცხადებების რაოდენობა და შეადარო გერმანიის მაგალითად. რაოდენობა მეტია უესაიში და გერმანიაში მგონია რო უფრო საცერში გაგატარებენ ვიდრე ამერიკაში. იმიტორო მიწოდება მეტია ვიდრე მოთხოვნა და უფრო გაჯანჯღარებენ. ამაშიც არის ლოღიკა ხო? ბაზარი დაარეგულირებს თემაა აქაც. ევროპაში მოხვედრა უფრო ადვილია ვიდრე ამერიკაშიც ესეც ერთერთი ფაქტორია.

Heart_of_Darkness
QUOTE
გავნარკომანდები ან გავბოზდები

ან ორივე ერთად ხო? კაი ეს ხუმრობაა ცუდი შეიძლება არ მიწყინო wink.gif არცერთი გახდები და არც მეორე ეჭვიც არ მეპარება. თუ საქართველოში შეძელი ყველგან შეძლებ. ეს მენტალობა გქონდეს. ამერიკაში ზუსად შენნაირი მენტალობის ხალხი მიდის. მე ყველაფერს შევძლებ ტიპები) პოსტინგზეც ეტყობათ gigi.gif

Posted by: low flyer 9 Feb 2021, 21:40
Faulkner
QUOTE
ნიჭიერი ხარ და ვერ გამოტენე თუ რას ეფუძნება დასკვნა?


ისეთ რაღაცაზე წერ რაზედ არ გაქვს პირადი გამოცდილება



lume
QUOTE
1-2 წელში მინიმუმ 30 000$ გადადება შეგიძლია


ვის შეუძლია? დელივერიზე მომუშავეს, ბანკირს თუ მეეზოვეს? მომვლელს რომელიც 10 წელია აქ ცხოვრობს და LI ანდ NJ იქით არ უნახია არაფერი? დაოჯახებულს თუ მარტოხელას? NY-ში მცხოვრებს თუ ალიასკაზე?

Posted by: Faulkner 9 Feb 2021, 21:46
low flyer
QUOTE
ისეთ რაღაცაზე წერ რაზედ არ გაქვს პირადი გამოცდილება

მყავს ნაცნობები. აქ მპოსტავების დიდი ნაწილიც ის კატეგორიაა მუთაქები რო აქვთ გამოტენილი. თრაქ დრაივერები თვეში 10-20კ-ს აკეთებენ. წელიწადში 50-100კ შეუძლიათ გადადონ.

Posted by: Мiami 9 Feb 2021, 22:31
თრაქი რა ღირს? ერთი 50-60ად ვერ დაითრევ? რო იყიდო, გააიქირაო და წამოწვე boli.gif

Posted by: -Alex- 10 Feb 2021, 07:46
dimentius
ერთიანად არ იძლევიან ლატარიის ფულს. და ყოველ წელს 5 თუ 10 %-ით მეტს იძლევიან რო შეცვლილი lifestyle შეინარჩუნო. Frankens†ein -ც ამ ოპციას აირჩევს smile.gif

dimentius
ეგზიტპოლებში ჩანს რომ ჩრდილო კალიფორნია მაგარი წითელია. ნიუ იორკიც სხვათაშორის. ტეთრებს თუ აიღებ ნიუ იორკშიც(შტატი) თრამპს ქონდა უპირატესობა. როგორც აღნიშნეთ ამ არჩევნებზე შავებმა თქვეს თავის გადამჭყვეტი სიტყვა რა.

Frankens†ein
სპლიყვს მასე ნამდვილად არ ეგონა რადგან მთავარი არხებიც კი ყავდა დატროლილი biggrin.gif

Heart_of_Darkness
შენ პოსტებს კი ვნახულობ მაგრამ არ ვიცი რა სფეროში მუშაობთ და ან რა სახის სამუშაოზე ფიქრობთ ამერიკაში. თუ დაწერთ მემგონი ყველანი უკეთესად გავუგებთ ერთმანეთს.

გაითვალისწინეთ. Unlike other classics, West Side Story only grows Younger !
საკამათოა რომ - ქალების ტექსტი არის ოცნება და კაცების კი რეალობა. თავად განსაჯეთ. 60 წლის წინანდელია! და ეჭვი მაქვს მანამდეც მასე იყო.



უკეთესი ხარისხით ლირიკით ვერ ვნახე.

Posted by: Frankens†ein 10 Feb 2021, 08:58
-Alex-
QUOTE
საკამათოა რომ - ქალების ტექსტი არის ოცნება და კაცების კი რეალობა.

რეალობა ისაა, რომ ვერასოდეს ვიშოვი იმდენ ფულს, რომ ყველა სურვილი დავიკმაყოფილო.
ერთადერთი გზა არის რამდენიმე ათეული მილიონის მოგება...
ასე რომ ოცნებას გაუმარჯოს რეალობის დდშვც biggrin.gif

Posted by: moverie 10 Feb 2021, 09:49
მე და ჩემს მეუღლეს არ გვაქვს ხელი მოწერილი. გვყავს შვილი და ერთად ვცხოვრობთ. დავუშვათ ორივემ შევავსეთ გრინ ქარდზე და მივუთითეთ რომ ვართ ოჯახი (შეიძლება თუ არა ასეთ შემთხვევაში საერთოდ ამის გაკეთება რაკი ხელი არ გვაქვს მოწერილი თუ ცალცალკე უნდა შეივსოს ანკეტა?) თუ ერთერთმა მოიგო შეუძლია მეორე უპრობლემოდ წაიყვანოს?

Posted by: idallgo 10 Feb 2021, 21:46
QUOTE
1-2 წელში მინიმუმ 30 000$ გადადება შეგიძლია


არ მეჩვენება არარეალურად 2 წელიწადში მაგდენის გადადება შტატებში.

მაგდენის გადადება მოვახერხე საქართველოში 4 წელიწადში ჩემი შემოსავლიდან (იპოთეკა რომ არ მქონოდა მეტიც გამომივიდოდა biggrin.gif ).

Posted by: Gio707 12 Feb 2021, 12:31
dimentius
QUOTE
Gio707
QUOTE
არადა ყველაზე დიდი კაიფია, როდესაც „ჩალიჩით" და „დვიჟენიით" შოულობ პირველ $1,000,000


არასწორია. 1 მილონის შოვნა ყბელაზე ძნელია და ყველაზე დიდ შრომას Ითხოვს. აი ამის ზევით უკვე მართლა კაიფია ვინაიდან იმიტომ რომ მილიონი გაქვს ფინანსური სისტემაც ისეა შექმნილი ვისაც მეტი აქვს იმას უკეთეს ინსტრუმენტებს აძლევს რომ მეტი იშოვონ. ასევე სხვა ხალხიც მოდის იდეებით სულ რომ არ გინდოდეს.

ჰენრი ფორდს კითხეს როგორ იშოვა ფული?
უპასუხა რომ ნებისმიერ ცენტს გეტყვით როგორ ვიშოვე პირველი მილიონის გარდაო.

ანუ მილიონამდე უწევთ ხალხს ყბელაზე მეტად რისკების აღება, უკანონობა, ტყუილი და ა.შ.
მერე მიდის მართლა წყალივით ))))

ერთერთში დაგეთანხმები რომ თვითშეფასებას ამაღლებს ადამიანისას პირველი მილიონი.



ეგ ციფრი ჩათვალე, რომ პირობითია.

მე იმის თქმა მინდა, რომ კაიფია, როდესაც ფულის შოვნის „ფორმულას" რომ მიაგნებ.

სუფთა მოგებას სამად ყოფ. 1. 60 % ისევ რეინვესტირებაში მიდის 2. 25 % შავი დღისთვის გადადება ხოლო 3. 15%-ს თავს აძლევ უფლებას დახარჯო



* * *
QUOTE (All*eyes*on*me @ 6 Feb 2021, 12:50 )
Gio707
აუ ამ კორონამ ყველაფერი დააპაუზა,გახსნიან და წარმატებები გიო.. გაგისწორდება ამერიკა , სიდიელზე და თრაქინგზე თუ რამე დაგჭირდება შემომეხმიანე ))

მირიან მადლობა დიდი

ლიჟბი ჩამოვაღწიო old.gif

იმდენათ მაქვს კარეკილი, რომ თვისუფალ დროს: ხან მანდაურ პრავის ბილეთებში ვმეცადინeობ და ხანაც სხვადასხვა შტატის კანონებს ვეცნობი, lol.gif ბინის რენტს ვუზივარ და ა.შ.
lol.gif ა ცალკე სლენგს ვუზივარ



* * *

მენტალურად იმ ადამიანებს ერხევათ, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოში მიღებული ძიპლომები თუ ვითომ მარკეტინგის ჰედობა, ამერიკაშიც გაჭრის.

ამერიკაში, რომ მიდიხარ უნდა აცნობიერებდე: შენ არავინ ხარ, მითუმეტეს, თუ ტურისტული ვიზით აპირებ ჩარჩენას.

ადამიანები საკუთარ თავს არ უსვამენ კითხვებს:

1. ამერიკაში რაზე უნდა ვიმუშაო ?

2. რამდენია უნდა გამოვიმუშაო კვირაში ?

3. რამდენი $ მაქვს საგზავნი საქართველოში ?

4. რა არის ჩემი პროგრამა მინიმუმი ?

5. საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, რომ შეიტყო, გააქვს კი ტრაკი იმისა, ცივი გონებით შეხვდე და არ დაჰკრა ფეხი ამერიკიდან ? smile.gif

6. გააქვს კი ტრაკი იმისა, მხოლოდ იმუშაო და არ იყო ადამიანებზე დამოკიდებული. მაგალითად ჩემი მეგობარი დროებით იყო ჩასული და ტვინი მოდღნა: „ჰაიმეე აქ ჩემთვის არავის ეცალა, ყველა მუშაობდა ფუფ ამერიკა რა ###ობა ყოფილა :დ "

და ასე შემდეგ.

აგერ თბილისში, მე და ჩემი ძმაკაცის ხელფასი თითქმის იგივეა, მაგრამ ის ვერ ახერხებს ( შენახვას), მისი ხედვა ასეთია: „ფული უნდა დაიხარჯოს" ჩემი კი პირიქით შემოსავლების მინ. 15 % უნდა შეინახო.

Posted by: UNEEK 12 Feb 2021, 15:12
Gio707
Save save save ადვილი საქმეა ძალიან.
ვერ დაზოგავ, თუ პარაზიტი მეგობრები გყავს ირგვლივ.
შენ შრომობ, ისინი შენთან ფულს ეგულებიან.
ვერ დაზოგავ, თუ უარის თქმა არ ისწავლე, გულავზე, ძვირ ტანსაცმელზე, ღამის ცხოვრებაზე, (კაზინო-ნარკოტიკს არ ვახსენებ, იმიტომ რომ მასეთების სიცოცხლეს ვაფშე რა აზრი აქვს)
დანარჩენი ვისაც ტრაკის აწევა არ ეზარება და მუშაობა სურს, მილიონი საქმეა.
მოკიდე ხელი იმ სამსახურს, რომელიც სტაბილურად შემოსავლიანია, და წაგწევს წინ.
სამსახურიდან სამსახურში ხტომიალს და შტატიდან შტატში ბოდიალს, დროის კარგვის და ფინანსურად ჩამორჩენის გარდა არაფერი მოაქვს.
დააგროვე პატარა კაპიტალი, ყოველთვის მოასწრებ უკეთეს სამსახურის შოვნას.



Posted by: GoodWell 12 Feb 2021, 15:47
Heart_of_Darkness
QUOTE
საბოლოოდ იქ სამსახურს ვერ ვიშოვი და იმედგაცრუებულზე, გავნარკომანდები ან გავბოზდები

ეგრც საქმეა უსერ

რატომ გინდა ამერიკაში მუშაობა?

პს. ტურისტული მიზნით არ გამიშვებენ უახლოეს თვეებში?

Posted by: porcodio 12 Feb 2021, 15:53
იტალიური პრავა თუ გამოდგება მანდ ან იტალიურის ცოდნა წამადგება რამეში ?

Posted by: Gio707 12 Feb 2021, 18:50
QUOTE (UNEEK @ 12 Feb 2021, 15:12 )
Gio707
Save save save ადვილი საქმეა ძალიან.
ვერ დაზოგავ, თუ პარაზიტი მეგობრები გყავს ირგვლივ.
შენ შრომობ, ისინი შენთან ფულს ეგულებიან.
ვერ დაზოგავ, თუ უარის თქმა არ ისწავლე, გულავზე, ძვირ ტანსაცმელზე, ღამის ცხოვრებაზე, (კაზინო-ნარკოტიკს არ ვახსენებ, იმიტომ რომ მასეთების სიცოცხლეს ვაფშე რა აზრი აქვს)
დანარჩენი ვისაც ტრაკის აწევა არ ეზარება და მუშაობა სურს, მილიონი საქმეა.
მოკიდე ხელი იმ სამსახურს, რომელიც სტაბილურად შემოსავლიანია, და წაგწევს წინ.
სამსახურიდან სამსახურში ხტომიალს და შტატიდან შტატში ბოდიალს, დროის კარგვის და ფინანსურად ჩამორჩენის გარდა არაფერი მოაქვს.
დააგროვე პატარა კაპიტალი, ყოველთვის მოასწრებ უკეთეს სამსახურის შოვნას.

მართალი ხარ. 100% დასამატებელი არაფერია.

Posted by: gvelis_wiwila 12 Feb 2021, 19:08
QUOTE
ხან მანდაურ პრავის ბილეთებში ვმეცადინeობ


ქართული პრავა მუშაობს უმეტეს შემთხვევაში აქ. საერთაშორისო აიღე და ყველგან იმუშავებს საერთოდ. ტყუილად არ შეაკლა თავი biggrin.gif

QUOTE
ბინის რენტს ვუზივარ და ა.შ.


თუ დიდ ქალაქებში აპირებ, gypsy housing და sublet ჯგუფები ნახე ფბზე, მანდ ყველაზე ნორმალური ხალხია, ვინც რუმმეითებს ეძებენ. კრეიგსლიტი რუსული რულეტკაა თუ კარგად არ გაქვს დამუღამებული.

QUOTE
1-2 წელში მინიმუმ 30 000$ გადადება შეგიძლია


თუ ფულია პირველი მოტივაცია, კალიფორნიაში მარიხუანას მკრეფავად წადით ქომიუნითებში. თვეში $2500-3000 და ხარჯი არ გაქვს ფაქტიურად ვინაიდან ტყეში ხარ საცხოვრებლებში და ფული არაფერში გეხარჯება, სიგარეტი და უიქენდებზე თუ რამეს შვრები კიდევ. წელიწადში 30კს აგროვებს ხალხი თავისუფლად, თუ გაქვთ მაგის ნერვები

Posted by: paranoidis_dzma 12 Feb 2021, 19:30
UNEEK
QUOTE
სამსახურიდან სამსახურში ხტომიალს და შტატიდან შტატში ბოდიალს, დროის კარგვის და ფინანსურად ჩამორჩენის გარდა არაფერი მოაქვს.
დააგროვე პატარა კაპიტალი, ყოველთვის მოასწრებ უკეთეს სამსახურის შოვნას.

გენიოსი ხარ!

Posted by: ტანკე 12 Feb 2021, 19:55
მთავარი პრინციპი ყველას ავიწყდება: ით თეიქს მანი თუ მეიქ მანი. სხვაგვარად თუ ფიქრობ, ესე იგი ამერიკაში თავის გადარჩენა გინდა, ფულის გაკეთება კი არა...

Posted by: Gio707 12 Feb 2021, 23:26
gvelis_wiwila
QUOTE
ქართული პრავა მუშაობს უმეტეს შემთხვევაში აქ. საერთაშორისო აიღე და ყველგან იმუშავებს საერთოდ. ტყუილად არ შეაკლა თავი


B კატეგორია 17 წელია მაქვს, რაც მთავარია უწყვეტი სტაჟი biggrin.gif

უბრალოდ მანდ, რომ ჩამოვალ და ლეგალიზაციის მიმართულებას მივცემ, მერე მაინც მომიწევს CDL-ის აღებაში $2-3000-ის გადახდა.

Posted by: ტანკე 12 Feb 2021, 23:53
საერთაშორისო პრავა მარტო 1 თვიანია, როგორც ვიცი. ან მაქსიმუმ 3

ადრე მქონდა აღებული

გარდა ამისა, სამსახურის ძებნა თუ გინდათ, იქ იმ შტატის ლიცენზიას და სუფთა ისტორიას ითხოვენ კონკრეტულად

Gio707
კეპკაც უნდა შეიტრიალო?

Posted by: dongabo 12 Feb 2021, 23:55
Мiami
QUOTE
თრაქი რა ღირს? ერთი 50-60ად ვერ დაითრევ? რო იყიდო, გააიქირაო და წამოწვე

დათრევით შეიძლება 25-30 000 დაითრიო,მაგრამ ჯართი იქნება. ერთი თრაკით ვერ წამოწვები. მაგ. რომ გაფუჭდეს თრაკი, შეიძლება 15-20 000 დაგიჯდეს შეკეთება. ამ დროს გაცდენილი დრო, პლიუს პეიმენთები და დიდ ზარალში გადახვალ. მეგობარი მყავს ,სადღაც 25 000 იყიდა თრაკი, დაშალა მოტორიანად და თავიდან ააწყო. 2 მეტრიანი კლუჩებით მოძრაობს))) ევასება მანქანების შეკეთება და კარგადაც ერკვევა. ახალი თრაკები120 000 მეტი ღირს.
ჩემი დაკვირვებით მინიმუმ 3-4 და მეტი თრაკი უნდა გყავდეს, ეს ბიზნესი კარგად რომ ააწყო და რაც მთავარია ჯერ შენ უნდა გქონდეს დიდი გამოცდილება მიღებული და მინიმუმ რამოდენიმე წელი მძღოლად ნამუშევარი. მაგრამ არც ეს მოგცემს წამოწოლის უფლებას და საკმაოდ რთულია ამერიკაში წამოუწვე. რაც უფრო დიდია ბიზნესი,მით უფრო ნაკლები გაქვს თავისუფალი დრო. ეხლა აქაურ სენატორების ძმაკაცებზე არ მაქვს საუბარი biggrin.gif

Posted by: Harley Davidson 13 Feb 2021, 02:29
dongabo
QUOTE
ეხლა აქაურ სენატორების ძმაკაცებზე არ მაქვს საუბარი

ამათაც დანძრეული აქვთ, რა გგონია :დ
ახტა სტოკი
დახტა სტოკი
მოვუტყან ვლადივასტოკი :დდდ
კორსიზებით დარბიან ასისტენტები

Posted by: Frankens†ein 13 Feb 2021, 07:53
იქით კვირაში საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ და გამაკარანტინებენ?
იცით ვინმემ?
კოვიდკალიფორნია მაგრად არ დამევასა...
არაფერი არ ხდება, მარტო კარგი ამინდი...
სან ფრანცისკო რო სან ფრანცისკოა და კასტროს ქუჩა კასტროს ქუჩა, ყველა პირბადით დადის.
ყველაფერს დედა აქვს ნატირები და არანაირი პროტესტის გრძნობა...
ფულს უხდიან და შეეგუენ თავისუფლების შეზღუდვას.
კომენდანტის საათიან თბილისში ჩქეფს ცხოვრება უკომენდანტო სანფრანთან შედარებით...

და კიდევ, აეროპორტში (სან ფრანცისკოს) ტესტს ითხოვენ?
საერთაშორისო ფრენებზე.
ვერ დავაზუსტე ეგ...
ყატარს არ უწერია არსად...

Posted by: ტანკე 13 Feb 2021, 08:02
Frankens†ein
QUOTE
იქით კვირაში საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ და გამაკარანტინებენ?

მე 20-ში ვბრუნდები ყატარით ლოს ანჯელესიდან (აგვისტომდე). მანამდე ლას ვეგასში ჩავისეირნებ ისევ და კანიონსაც ვნახავ.
კარანტინი გიწევს ოფიციალურად,მაგრამ ფულში ერხევათ გურჯებს და თუ ეტყვი, რომ თვითიზოლაციას შეძლებ (ან მარტო ცხოვრობ, ან ისე შეძლებ),მაშინ გაგიშვებენ სახლში, თან თუ ტესტიც გექნება,მარა 350 დოლარია ამერიკაში. მე არ ვარ დარწმუინებული, რომ კარანტინი არ მინდა, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ არაფერს ჩავიტან თბილისში
QUOTE
კოვიდკალიფორნია მაგრად არ დამევასა...

მთელი ამერიკა ეგრეა.
QUOTE
და კიდევ, აეროპორტში (სან ფრანცისკოს) ტესტს ითხოვენ?

მე დავურეკე ყატარს და მითხრეს, რომ არ აქვთ ეგ ინფო. როგორც ვიცი, აუთბაუნდ ფრენებზე არ ითხოვენ




Posted by: Frankens†ein 13 Feb 2021, 08:14
ტანკე
QUOTE
მაგრამ ფულში ერხევათ გურჯებს და თუ ეტყვი, რომ თვითიზოლაციას შეძლებ (ან მარტო ცხოვრობ, ან ისე შეძლებ),მაშინ გაგიშვებენ სახლში

მარჩინონ სასტუმროში.
სახლში შეიძლება გამიშვან, მაგრამ გადამამოწმონ და 2000 ლარი ჯარიმა დამიწერონ smile.gif
ხო და მარჩინონ smile.gif

QUOTE
თან თუ ტესტიც გექნება,მარა 350 დოლარია ამერიკაში

ჩვენებს რო კითხო, 6 თვე უნდა გაიტანო ამ ფასად თავი, სამსახურის დაკარგვაზე რო უხდიან ხალხს კომპენსაციას...

QUOTE
მე არ ვარ დარწმუინებული, რომ კარანტინი არ მინდა, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ არაფერს ჩავიტან თბილისში

წამოვწვები და დავისვენებ smile.gif

QUOTE
მთელი ამერიკა ეგრეა.

ძაან არაამერიკულად ცხვრებივით არის ყველა...

QUOTE
მე დავურეკე ყატარს და მითხრეს, რომ არ აქვთ ეგ ინფო. როგორც ვიცი, აუთბაუნდ ფრენებზე არ ითხოვენ

დავრეკავ ხვალ, ყატარის ავიახაზებშიც და აეროპორტში.
ერთგან წავიკითხე ტესტია საჭიროო, მეორეგან საერთაშორისო ფრენებზე ავიახაზების მოთხოვნის შესაბსმისადო...

Posted by: ME 13 Feb 2021, 10:09
ასე "მთელ ამერიკას" რატომ იძახით ასე პირდაპირ smile.gif

Phoenix -ში ვიყავი 2 დღით, რესტორნებში შიგნით ჭამაც ღიაა, ხალხიც უმასკოდ მოძრაობს,

ჩვეულებრივი პერიოდისგან დიდად არ განსხვევდება
როგორც ვიცი ფლორიდაც მეტნაკლებად ღიაა და ტეხასიც

რესტორანში შიგნით რომ დავჯექით საჭმელად ძაან უცნაური გრძნობა იყო )) მივიწყებული

Posted by: ტანკე 13 Feb 2021, 10:25
ME
ლას ვეგასშიც არის ეგრე,მაგრამ ყველაფერი ფარდობითია - სხვა ქალაქებს ახლა კი სჯობს,მაგრამ ეს მაინც არაა ლას ვეგასი. ყველაფერს თავი დავანებოთ, როლერ კოსტერიც არ მუშაობს. არადა, დაჯდომას ვაპირებდი smile.gif

ლას ვეგასში ვაპირებ ისევ ბისტროში შესვლას და მოლხენას, ლუდის ბარშიც, და ამიტომ მეშინია, ოჯახს რამე არ ჩავუტანო.

Frankens†ein

QUOTE
ერთგან წავიკითხე ტესტია საჭიროო, მეორეგან საერთაშორისო ფრენებზე ავიახაზების მოთხოვნის შესაბსმისადო...


გააჩნია დესთინეიშენს, რომელ ქვეყანაში მიემგზავრები. საქართველოში არ მჭირდება ტესტი, რადგან მოქალაქე ვარ და გამაკარანტინებენ თავიანთ სასტუმროში smile.gif
თავად ავიახაზებს რა უფლება აქვთ, ტესტი მოგთხოვონ, თუ ის ქვეყენა არ ითხოვს, სადაც მიდიხარ.

აი, ამერიკა უკვე ითხოვს და ავაიხაზები არ აგიშვებენ სამალიოტში, თუ ტესტი არ გაქვს მურიქა ინბაუნდ ფრენისას


Posted by: ვახტანგი 13 Feb 2021, 17:17
მეგობრებო f1 ვიზით ინგლისურის სასწავლად თუ წასულა ვინმე აქედან 1 წლით და რეალურია თუ არა?

Posted by: ტანკე 13 Feb 2021, 20:57
ვახტანგი
მ1 ვიზას მოგცემენ. ფ1 არა მგონია

Posted by: ვახტანგი 13 Feb 2021, 22:50
ტანკე
მადლობა

ენის კურსებისთვის ფ1 საჭირო როგორც ვიცი, მ1 არის ტექნიკური-პროფესიული ანუ ფ1 თუ წასულა აქედან ვინმე ეგ მაინტერესებს

Posted by: ტანკე 13 Feb 2021, 23:12
ვახტანგი
ესლ თუ გინდა,მაშინ კი,მაგრამ პროსტა ენის სწავლა თუ გინდა რაღაც არააკადემიური კურსის გავლით,მაშინ მ1

შესაძლებელი როგორ არაა,უბრალოდ, დიდი შანსია, რომ ესლ-სთვის ფ1 ვიზა არ ჩაგირტყან

Posted by: Frankens†ein 14 Feb 2021, 04:53
სანფრანის სომხურ მაღაზიაში შტატებში დამზადებული ჩურჩხელა გაიჩითა biggrin.gif

user posted image

Posted by: David001 14 Feb 2021, 12:25
სალამი ყველას, რაო აბა რამე ახალი ხომ არ იცით ? როდიდან ხსნიან საელჩოს?

Posted by: Gio707 14 Feb 2021, 15:51
QUOTE (David001 @ 14 Feb 2021, 12:25 )
სალამი ყველას, რაო აბა რამე ახალი ხომ არ იცით ? როდიდან ხსნიან საელჩოს?

მე რაც გავიგე შეიძლება მარტიდან გაიხსნას old.gif

Posted by: ტანკე 14 Feb 2021, 16:30
საელჩოს გახსნას რატომ ელდოებით? ვიზა თუ გაქვთ (და ბევრი ამერიკაში ნამყოფი ხართ),წესით, 10 წლიანი გაქვთ და ისედაც წამოხვალთ, საზღვარზე თუ გამოგატარეს.
თუ არ გაქვთ ტურისტული ვიზა, მაშინ მცირე შანსია, რომ ამ პანდემიისას მოგცენ, თუ სუპერ დუპერ აპლიკაცია და ინტერვიუ არ გექნათ.
კონსულთან ძალიან გაგაიჭირდებათ ახსნათ, ამ პანდემიისას რა მოგზაურობა აგიტყდათ

Posted by: David001 14 Feb 2021, 19:11
Gio707
იმედია ქოცები რამე ლეობას არ მოიგონებენ ისევ biggrin.gif




Posted by: Frankens†ein 14 Feb 2021, 19:56
ტანკე
QUOTE
წესით, 10 წლიანი გაქვთ და ისედაც წამოხვალთ, საზღვარზე თუ გამოგატარეს.
თუ არ გაქვთ ტურისტული ვიზა, მაშინ მცირე შანსია, რომ ამ პანდემიისას მოგცენ, თუ სუპერ დუპერ აპლიკაცია და ინტერვიუ არ გექნათ.
კონსულთან ძალიან გაგაიჭირდებათ ახსნათ, ამ პანდემიისას რა მოგზაურობა აგიტყდათ

საზღვარზეც ან გამოგატარებენ ან არა, მაგას გკითხავენ ზუსტად, რა ტურისტობა აგიტყდა ამ პანდემიისას, ყველაფერი დაკეტილიაო...
ორი საათი მაკაჩავებდა საემიგრაციო, გამოტყდი რო დასარჩენად ჩამოხვედიო...
შვილო მყავს და მაგან მიშველა ბოლოს, გადაამოწმეს, თორემ არ შემომიშვებდნენ smile.gif
ზეგ მაქვს ბილეთი, ვბრუნდები საქართველოში და ნეტა ის პოლიციელი შემხვდეს, ირონიულად უნდა მივესალმო smile.gif

Posted by: Gio707 14 Feb 2021, 20:34
QUOTE (ტანკე @ 14 Feb 2021, 16:30 )
საელჩოს გახსნას რატომ ელდოებით? ვიზა თუ გაქვთ (და ბევრი ამერიკაში ნამყოფი ხართ),წესით, 10 წლიანი გაქვთ და ისედაც წამოხვალთ, საზღვარზე თუ გამოგატარეს.
თუ არ გაქვთ ტურისტული ვიზა, მაშინ მცირე შანსია, რომ ამ პანდემიისას მოგცენ, თუ სუპერ დუპერ აპლიკაცია და ინტერვიუ არ გექნათ.
კონსულთან ძალიან გაგაიჭირდებათ ახსნათ, ამ პანდემიისას რა მოგზაურობა აგიტყდათ

ვიზა, რომ მქონოდა აქამდე წასულიც ვიქნებოდი და საბუთიც მექნებოდა და საქართველოს პასპორტიც ჩაბარებული.

ჩემი სამსახური მაძლევს საშუალებას, გამიშვას :დ

პარტიის დამაარსებელიც ვარ, წევრიც gigi.gif და ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი.

მთავარია გაიხსნას საკონსულო

Posted by: ტანკე 14 Feb 2021, 20:38
Frankens†ein
ასე მოულოდნელად რომ გადაწყვიტე დაბრუნება.მაინმც საეჭვოა. არ მოგეწონა "ის დვიჟენიები", რა დვიჟენიებსაც ეწეოდი?

Gio707
QUOTE
ჩემი სამსახური მაძლევს საშუალებას, ნებისმიერი მიმართულებით გამიშვას :დ

ნებისმეირი სამსახური მასეა - ყველა ბოსს აქვს უფლება, რომ ყველა მიმართულებით გაგვიშვან,მათ შორის - შუა თითზეც biggrin.gif

QUOTE
პარტიის დამაარსებელიც ვარ, წევრიც

უნდა გამოვიცნო - გირჩი?
ახლა, რესპუბლიკური პარტიის დამაარსებელი ვერ იქნები biggrin.gif

QUOTE
მთავარია გაიხსნას საკონსულო

მერე? ეტა ძელა წეხნიკი?

Posted by: Gio707 14 Feb 2021, 20:49
ტანკე

შარშანდელი ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მანქანების მეტი ჩემს სახელზე არაფერია.

პროსტა შევავსე განაცხადი და ვთქვი აპრილში მინდა ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო გამოფენას ვესტუმროთქო. ავტო ბლოგერი ვარ, ვწერდი სტატიებს, სტატიები ეხლაც ფაბლიკზეა და ლინკიც მითითებული მქონდა.

დებილი ვარ (კოხორას ხმით) ორგანიზაციის ანგარიშით უნდა მეყიდა დასასწრები ბილეთიც. ჩემი გასაუბრება ადრეც დავწერე 13 წუთი გრძელდებოდა, მომედავნენ შემოსავლებზე. დამისაბუთე შემოსავლებიო, რომ მართლა გაქვს საიჯაროოო და საიდან მომეჩხრიკაა იმ მომენტში ?

დებილი ვარ, რომ გადაფორმების თანხების დაჟოჟკვის გამო, რომ დავიკიდე ეს მნიშვნელოვანი საიკითხი და ღირსიც ვარ, რომ არ მომცეს ვიზა !

თუმცა არაუშავს, век живи век учись

ეხლა ვიცი, რომ ჯერ ისრაელში უნდა ჩავიდე ჩემს რეპატრირებულ ებრაელ ძმაკაცთან ორჯერ biggrin.gif და მერე უნდა შევავსო განაცხადი

Posted by: ტანკე 14 Feb 2021, 21:03
Gio707
მე რომ ვიყავი 2016-ში,მაშინ დაბალი ხელფასი მქონდა (ძაან დაბალი და არც ქონება მქონდა, არც მანქანა) და არავის გაუხურებია. ჩამირტყეს,ოღონდ მანამდე რამდენიმე კითხვა დამისვეს და ერთ-ერთი იყო ეს? - თუ ხარ ნამყოფი რუსეთში, ირანში, ისრაელში?

ასე რომ, ისრაელთან ფრთხილად მაინც smile.gif

Posted by: Gio707 14 Feb 2021, 21:08
ტანკე

დღეს ისრაელის შესვლა / გამოსვლა, პირიქით პლუსში გეთვლება.

იქ შესვლა ძალიან რთულია, მე დამხვედრი მყავს


Posted by: Frankens†ein 14 Feb 2021, 22:15
QUOTE (ტანკე @ 14 Feb 2021, 20:38 )
Frankens†ein
ასე მოულოდნელად რომ გადაწყვიტე დაბრუნება.მაინმც საეჭვოა. არ მოგეწონა "ის დვიჟენიები", რა დვიჟენიებსაც ეწეოდი?


სიტუაცია არ მომეწონა, ყველაფერი დახურულია აქ, არანაირი ურთიერთობა ხალხთან...
მარტო მუშაობა რო მინდოდეს, დავრჩებოდი...
არ მაქვს საქმე ისე, რომ ფულის საშოვნელად თანახმა ვიყო თვეების მანძილზე სახლი-სამსახური იყოს ჩემი ცხოვრება.
საეჭვო რა არის, შვებულება დამიმთავრდა და ვბრუნდები, სამსახურიც მელოდება.
საემიგრაციოს ტიპს ვუთხარი ერთი თვე შვებულება მაქვს და მერე ან დისტანციურად ვიმუშავებ ან დავბრუნდები მეთქი, სიმართლე...
ხო და ვბრუნდები....არაფერი არ ხდება სანფრანში, ყველა სახლებშია შეკეტილი.
ჩასვლით ყოველთვის ჩავალ, შვილი ცხოვრობს, ამერიკის მოქალაქე.
ყველანაირად დავანტკიცებ მაგას smile.gif
4 ჩამოსვლა მაქვს თითო თვით, ბავშვთან.
სურათებითაც დავადასტურებ და აშშ-ის მოქალაქე მშობელიც დაადასტურებს.
ეხლაც არ ვუთხარი თავიდანვე ბავშვზე, თორე შეიძლება არც გავეყვანე გამოკითხვაზე.

Posted by: ladusha2 14 Feb 2021, 22:27
Frankens†ein
ეგრე მემგონი ყველაზე კაია ამერიკა და მთელი მსოფლიო , გაისერნო და დაბრუნდე შენ ბუდეში

Posted by: ტანკე 14 Feb 2021, 22:42
Frankens†ein
სან ფრანცისკოს მუღამი ხალხი კი არა, მარტობაა და ის ატმოსფერო,რაც სუფევს - გეოგრაფია, არქიტექტურა, მოღუშული კლიმატი...
ხალხი ნიუ იორკის მთავარი ატრიბუტია. სან ფრანცისკოს შემთხვევაში - პირიქით, ხალხი აფუჭებს ყველაფერს.

თან უმაგრესი დროა სან ფრანცისკოში - თებერვალი. გაისეირნე, გამოისირნე. ტურისტებიც არ შეგაწუხებენ და არაფერი


ladusha2
QUOTE
ეგრე მემგონი ყველაზე კაია ამერიკა და მთელი მსოფლიო , გაისერნო და დაბრუნდე შენ ბუდეში

პირადად მე დეპრესია მაქვს ხოლმე დაბრუნებიდან 2 თვე

Posted by: Iron Butterfly 14 Feb 2021, 23:11

Frankens†ein
QUOTE
სიტუაცია არ მომეწონა, ყველაფერი დახურულია აქ, არანაირი ურთიერთობა ხალხთან...
მარტო მუშაობა რო მინდოდეს, დავრჩებოდი...


უკაცრავად მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში დახურულია და შეზღუდულია იმიტომ რომ პანდემიაა და ამ დროს ყველამ იცის რომ დისკოტეკებზე და ფესტივალებზე და პარადებზე სიარული არ გამოვა, რა უნდა გააპროტესტოს ხალხმა? პირბადის ტარება? თუ რესტორანში ჭამა სმა რომ არ შეიძლება ?
სხვა მიზეზი თუ არის უკან ასე მალე დაბრუნების გასაგებია მაგრამ ადამიანი ამხელა გზაზე როცა მიდის ისიც ხომ იუნდა იცოდეს რა სიტუაციაც ხვდება.

აი სამოგზაუროდ თუ გინდა წასვლა და კაი დასვენება თურმე პანდემია და ვირუსი არ ყოფილა აპრილის მერეო წერს ეს ტიპი smile.gif)
ალბათ მკვდრებს ჩუმჩუმად წვავენ ხოლმე ტურიზმი რომ არ ჩაუკვდეთ biggrin.gif

https://www.facebook.com/photo?fbid=10219218784767361&set=a.4905899172239


Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 00:23
ladusha2
QUOTE
ეგრე მემგონი ყველაზე კაია ამერიკა და მთელი მსოფლიო , გაისერნო და დაბრუნდე შენ ბუდეში

კაი იყო, ამ ჩამოსვლაზე შევატყე რო გავგიჟდებოდი, პანდემიის გამო...

ტანკე
QUOTE
სან ფრანცისკოს მუღამი ხალხი კი არა, მარტობაა და ის ატმოსფერო,რაც სუფევს - გეოგრაფია, არქიტექტურა, მოღუშული კლიმატი...
ხალხი ნიუ იორკის მთავარი ატრიბუტია. სან ფრანცისკოს შემთხვევაში - პირიქით, ხალხი აფუჭებს ყველაფერს.

თან უმაგრესი დროა სან ფრანცისკოში - თებერვალი. გაისეირნე, გამოისირნე. ტურისტებიც არ შეგაწუხებენ და არაფერი

მესამე წრეზე ხო არ წავალ სეირნობის smile.gif))
ფეხით მაქვს მოვლილი მთელი ქალაქი.
წინა ჩამკსვლებზე ტურისტები იყვნენ ბლომად, აქაური გართობის მოყვარული სასტავი.
ეხლა კაცის ჭაჭანებაც არაა.
ყველა ბარი დაკეტილია...

QUOTE
პირადად მე დეპრესია მაქვს ხოლმე დაბრუნებიდან 2 თვე

დეპრესიის მსგავსი ამინდის გამო შეიძლებოდა წინა დაბრუნებებისას.
სულ ლურჯი ცა და იდეალური ტემპერატურა.
იანვარი-თებერვალი ყველაზე ცუდი დროა ჩემთვის, ძირითადად მოღრუბლულია...
მზე და ლურჯი ცა მიყვარს მე, ეგ მიქმნის ბედნიერ განწყობას...


Iron Butterfly
ზოგ შტატში ღიაა ყველაფერი როგორც ამბობენ.
თბილისშიც დაკეტილია ყველაფერი, მაგრამ ახერხებს ხალხი რაღაცას.
სან ფრანცისკოზე ცოტა სხვა მოლოდინი მქონდა, თავისუფლება და რამე...
მთავარი მიზანი ბავშვის ნახვა იყო, რისთვისაც ჩამოვედი, მაგრამ ვფიქრობდი სანამ საქართველოში ჩაკეტილობაა, დავრჩები რამდენიმე თვე მეთქი, ზაფხულამდე მაქვს ყოფნის უფლება...
მაგრამ თბილისი რო მოგენატრება, ისეთი სიტუაციაა აქ, რასაც არ ველოდი.
თბილისში კომენდანტის საათიო და ბუნებრივი კომენდანტის საათია აქ, 7-ზე ღამეა უკვე, გარეთ კაციშვილი არაა და ყველაფერი დაკეტილია.
სავარაუდოდ აქაც არიან ტიპები ჩუმად რო გულაობენ, მაგრამ არავის რო არ იცნობ, როგორ უნდა ჩაჯდე სადმე სასტავში...
ბიძინაზე რო ღადაობენ, საღამოს 9-ზე იძინებს და 6-ზე იღვიძებს დილასო, მაგ რეჟიმზე ვარ აქ smile.gif)
მე ძაან სოციალური ტიპი ვარ და ჩემთვის არაა ცხივრების ეს რიტმი, რაც კოვიდსანფრანცისკოშია დღეს.

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 00:30
Frankens†ein
ზამთარში კალიში მალე ღამდება. ლოს ანჯელესშისაერთოდ 5-ზე ღამდება.

კალიში ხალხი სამსახურის მერე სახლებში მიდის. სხვაგვარი ცხოვრების წესია.

მზე და ოკეანე თუ გინდა, ლოს ანჯელესში წადი ან საერთოდ ჰავაიზე.
ფლორიდაშიც.

სან დიეგოში იდეალური კლიმატია 12 თვე

თუ ისეთი ქალაქი გინდა, რომელსაც ღამით არ სძინავს,მაშინ - ნიუ იორკი ან ლას ვეგასი

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 00:44
ტანკე
QUOTE
თუ ისეთი ქალაქი გინდა, რომელსაც ღამით არ სძინავს,მაშინ - ნიუ იორკი ან ლას ვეგასი

ერთი ნიუ იორკში ვერ მოვახერხე ჩასვლა, რამდენიმე ახლო მეგობარი მყავს, რო არ მომაწყენენ.
ერთი დღე ვიყავი მარტო და მანჰეტენი დავათვალიერე გავლით, ერთ დღეში რაც შეიძლება რომ მოასწრო.

ვეგასი მომეწონა მაგრად, წავალ კიდე...

მაიამი იყო მაგარი, პლაჟი და ოკეანე სულ სხვაა, უბრალოდ მანდ ძაან ბევრი ფული გინდა რო იგულაო...
მარტო არ უნდა ჩახვიდე მანდ.
ისე ძაან იაფი, ვეგასივით.
მაიამი ბიჩზე პლაჟიდან ას მეტრში ქობულეთის ჰასანას სასტუმროს ფასში მქონდა ნომერი, 1 ვარსკვლავიან ან უვარსკვლავო სასტუმროში, მაგრამ მაინც smile.gif

ვეგასშიც Luxor-ში 60$-ად მქონდა ნომერი, მაგ ფასად ბაკურიანში ვერ დაისვენებ მგონი ყველაზე ბანძ სასტუმროში...

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 00:59
Frankens†ein
ვეგასში ვიქნები 17-ში, 2 ან 3 დღე დავრჩები.

ჩამო smile.gif კანიონის ტურზე წავიდეთ. მოცეკვავე ფანტანებიც ვნახოთ. 18-ში მაქვს კანიონის ბრონი. 100 დოლარამდე ჯდება. სამწუხაროდ, სამხრეთ რიმის ტური არ მუშაობს. ვესტის რიმზე მივდივარ. 3 საათია გზა ვეგასიდან
სამხრეთი რიმი უფრო ლამაზია,მაგრამ რას ვზიამ. პანდემიის გამო მარტო ვესტ რიმი შეიძლება ახლა

https://www.canyontours.com/

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 01:24
ტანკე
QUOTE
ვეგასში ვიქნები 17-ში, 2 ან 3 დღე დავრჩები.

ჩამო  კანიონის ტურზე წავიდეთ. მოცეკვავე ფანტანებიც ვნახოთ. 18-ში მაქვს კანიონის ბრონი

ზეგ მაქვს ბილეთი, 16-ში, წამომიარა გუშინ და პირველივე ბილეთი ვიყიდე, ყატარის ერთგადაჯდომიანი რაც იყო smile.gif

სან ფრანცისკო რო მოგბეზრდება და თბილისი მოგენატრება სულ რაღაც ერთ თვეში, მასეა ჩემი საქმე smile.gif))

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 01:31
Frankens†ein
რა მიეცი ბილეთში? ბევრს მისცემდი, ასე მალე თუ გაქვს ფრენა

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 01:36
QUOTE (ტანკე @ 15 Feb 2021, 01:31 )
Frankens†ein
რა მიეცი ბილეთში? ბევრს მისცემდი, ასე მალე თუ გაქვს ფრენა

835$

იქიდანაც მასე ღირდა, ორი კვირით ადრე ვიყიდე.
თებერვალში ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე ბაიდენმა შეზღუდვები არ დააწესოს მეთქი და 20-ში ხო ინაუგურაცია ქონდა და 19-ში ჩამოვედი smile.gif))

780$ გადამიხდია იქიდან, ეხლა ვნახე ინტერნეტბანკში.
აქედან ფრენა ყოველთვის უფრო ძვირია ხოლმე...

ნეტა ისევ ჭადრაკულად თუ იქნება.
სამადგილიან რიგში შუაში ავიღე ბილეთი, გავწვები და ვიძიბებ გზაში...
აქეთ-იქით თუ არაბები დამისვეს, მაგარი ღადაობა იქნება...

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 02:00
Frankens†ein
ერთი გზა? მეც მაგდენი მიჯდება ლოს ანჯელესიდან, ოღონდ ორი გზა smile.gif

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 02:15
ტანკე
QUOTE
ერთი გზა?

კი
QUOTE
მეც მაგდენი მიჯდება ლოს ანჯელესიდან, ოღონდ ორი გზა

user.gif

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 03:04
რა საზიზღარი ხმა აქვს ამ შეტყობინებებს. სულს მიკაწრავს ხოლმე. ამასწინათ ამბერმა წამომაგდო ლოგინიდან გიჟივით - 2 წლის ბავშვი გაიტაცა მამამ ყოფილი ცოლის სახლიდან და მთელი ჰიუსტონი ფეხზე დააყენეს. ხვალ ყინვა და თოვლია ჰოუსტონში გამოცხადებული
https://share.icloud.com/photos/01qhVyHlesoPqwCc3QPDniJcA

ჩექ ონ ნეიბორს მომეწონა smile.gif

Posted by: Iron Butterfly 15 Feb 2021, 03:52
Frankens†ein

პანდემიასთან ეს ყვალაფერი არ არის კავშირში, ზოგადად ეგეთი ცხოვრების წესია აქ. გარეთ მობოდიალე ხალხს ისედაც ვერ ნახავ, ძაღლს თუ გაასეირნებენ და დარბიან, ნუ შეიძლება ნახო პარასკევს საღამოს სადმე პლაზებში ბარებში, მაგრამ თბილისს ნუ შეადარებ, თბილისი არის ინდოეთივით, მჭიდროდ დასახლებული, ფეხით გადაადგილდება ბევრი, ასევე ურთიერთობებიც არის მჭიდრო, ყველა ყველას იცნობს და ა.შ.

თავიდან რომ ჩამოვედი ამერიკაში მეც ძალიან გამიკვირდა სადაა ეს ხალხი რომ არჩანს თქო.
მანქანით მიდიან დანიშნულების ადგილამდე და მოდიან, იმიტომ რომ დიდი მანძილებია.
პროდუქტზე რომ წახვიდე უნდა დაგეგმო და აფთიაქში და პურზე ვერ ჩაირბენ კორპუსის ქვეშ ბუტკაში გახსნილ თონეშიsmile.gif

ალბათ ნიუ იორკში სხვა სიტუაციაა სადაც მჭიდროდ დასახლებული კორპუსები და ხალხმრავლობაა და რა თქმა უნდა ტურიზმი. ყველა იქ ჩადის და ქართველებსაც მთელი ამერიკა ნიუ იორკი და მაღალი კორპუსები ჰგონიათ.
მე პირადად ბევრი ხალხის მოძრაობას გადავეჩვიე და პირიქით დისკომფორტს მიქმნის

ჰოდა ისე თავისთვის მოგულავე ხალხის და ტურისტების სიმრავლემ ან ნაკლებობამ რატომ უნდა განგაწყოს ცუდად?

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 04:14
Iron Butterfly
ლოს ანჯელესი და სან დიეგო უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაშლილი, მაგრამ სან ფრანცისკო ერთი მუჭის ხელაა. ფეხით შემოივლი. მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და მანდ მანქანაც არ გჭირდება დიდად.

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 04:32
Iron Butterfly
QUOTE
პანდემიასთან ეს ყვალაფერი არ არის კავშირში, ზოგადად ეგეთი ცხოვრების წესია აქ. გარეთ მობოდიალე ხალხს ისედაც ვერ ნახავ, ძაღლს თუ გაასეირნებენ და დარბიან, ნუ შეიძლება ნახო პარასკევს საღამოს სადმე პლაზებში ბარებში, მაგრამ თბილისს ნუ შეადარებ, თბილისი არის ინდოეთივით, მჭიდროდ დასახლებული, ფეხით გადაადგილდება ბევრი, ასევე ურთიერთობებიც არის მჭიდრო, ყველა ყველას იცნობს და ა.შ.

მესამედ ვარ სან ფრანცისკოში და ურთიერთობების დეფიციტი არ მქონია...
ძირითადად ტურისტებთან.
ვიფიქრე ტურისტები რო არ იქნებიან, აქაურები გამოჩნდებიან მეთქი...
ისე, კასტროზე მთელ ქუჩაზე ღია ბარებია და ხალხის ნაკლებობა არაა, მაგრამ მანდ 90%, შეიძლება 99%-იც ლგბტ თემის წევრია და მაგ სეგმენტთან არ მაქვს საერთო ინტერესები, სავარაუდოდ არც იმათ ჩემთან...
ხო და კასტროზე თუ ნორმალურად მიდის ცხოვრება, სხვა "არალგბტ" ადგილებში რატო არ შეიძლება...

პ.ს სან ფრანცისკო ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია აშშ-ში.
და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული.
მაგიტომ მქონდა სხვა მოლოდინები.
ისევ გავიმეორებ რომ წინა ჩამოსვლებზე სხვანაირად იყო.
ბარების დახურვაა მიზეზი, ალბათ და ტურისტების არყოფნა.
მართალი იმაში ხარ, რომ არასწორი მოლოდინებით ჩამოვედი.
მეგონა აქაური მოსახლეობა არ იქნებოდა შეზღუდვების მიმართ ლოიალური...

აგერ თბილისში გირჩელი ჯაფარა იკიდებს შეზღუდვებს და ხსნის ბარს და აქ თუ არავის არ ექნებოდა პროტესტი, არ მეგონა...
ან ახალგაზრდა სასტავს არ ამოუვიდოდა ყელში სახლში ჯდომა.

განათლების/ინფორმირებულობის დონეც ნაკლებია როგორც ჩანს - სხვა რა ახსნა უნდა მოვუძებნო იმას, რომ ბევრი მარტო ზის მანქანაში და პირბადე უკეთია...

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 04:45
Frankens†ein
QUOTE
მაგრამ მანდ 90%, შეიძლება 99%-იც ლგბტ თემის წევრია და მაგ სეგმენტთან არ მაქვს საერთო ინტერესები, სავარაუდოდ არც იმათ ჩემთან...

ეს მცდარი შეხედულებაა. ჯერ ერთი, კასტროზე მარტო ლგბტ თემის (biggrin.gif) წარმომადგენლები არ არიან, ერთ-ერთი უპრესტიჟულესი უბანია სფ-ში. მერე კიდევ, ამერიკაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა ჰეტეროების შესვლა ჰომოების ბარში და მოლხენა. არავის უკვირს ეგ მანდ. საქმე ისაა, რომ საუკეთესო ბარები ლგბტ ბარებია ხოლმე, როგორც წესი. საუკეთესო პერფორმანსები მანდ იდება და ხალხი ლამის ოჯახებით დადის ვიქენდებზე.



QUOTE
განათლების/ინფორმირებულობის დონეც ნაკლებია როგორც ჩანს

ლოლ. სან ფრანცისკო ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქალაქია აშშ-ში. ძაან ბევრს აქვს არა მარტო ბაკალავრის,არამედ მაგისტრის ხარისხიც და პჰდ-იც ხშირ შემთხვევაში

QUOTE
რომ ბევრი მარტო ზის მანქანაში და პირბადე უკეთია...

იქნებ კანონია ეგეთი? ან იქნებ წამდაუწუმ არ უნდათ მასკასთან ხელით შეხება?

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 05:38
ტანკე
QUOTE
ეს მცდარი შეხედულებაა. ჯერ ერთი, კასტროზე მარტო ლგბტ თემის () წარმომადგენლები არ არიან, ერთ-ერთი უპრესტიჟულესი უბანია სფ-ში

სულ სავსეა ეგ ღია ბარები და 99% ერთი სქესის ტიპები ან ტრანსები სხედან მაგიდასთან...
ჩაცმულობაც განსხვავებული.
1-2 თუ ვნახე გოგო და ბიჭი.

QUOTE
ამერიკაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა ჰეტეროების შესვლა ჰომოების ბარში და მოლხენა

ბარში შესვლა და გამოლაპარაკება სხვაა და ორი-სამი ადამიანი რო ზის ღია კაფეში, ხო არ მიუჯდები...

QUOTE
ლოლ. სან ფრანცისკო ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქალაქია აშშ-ში. ძაან ბევრს აქვს არა მარტო ბაკალავრის,არამედ მაგისტრის ხარისხიც და პჰდ-იც ხშირ შემთხვევაში

შეიძლება ვიწრო კუთხით, ყველაზე მაღალი შემოსავლები აქ აქვს ხალხს - სილიკონ ველის სასტავს...
კარგი უნივერსიტეტებიც არ აკლია ბეი არეას - ბერკლი, სტენფორდი, კალიფორნიის უნივერსიტეტი...
ტესლას ვიღაც ინჟინერს შეიძლება ისეთი განათლება ქონდეს მიღებული და ისეთ რაღაცეებს აკეთებდეს რო არ დაგვესიზმრება, მაგრამ პოლიტიკის გა ყოფილებაში კოვიდის თემაში რო პოსტავს სასტავი, იმათ რაც იციან კოვიდზე, იმის მეათედიც არ იცოდეს შეიძლება...
QUOTE
იქნებ კანონია ეგეთი? ან იქნებ წამდაუწუმ არ უნდათ მასკასთან ხელით შეხება?

კანონი მარტო საზ. ტრანსპორტში და მაღაზიებში, გარეთაც კი არ არის კანონი, გარეთ რეკომენდაციებია...
ჯარიმები არაა საერთოდ უპირბადობაზე საქართველოსავით, უბრალოდ უპირბადოდ არ აგიშვებს მძღოლი ავტობუსში.
საკუთარ მანქანაში რეკომენდაციაც არა...

Posted by: Iron Butterfly 15 Feb 2021, 10:34
Frankens†ein
QUOTE

განათლების/ინფორმირებულობის დონეც ნაკლებია როგორც ჩანს

განათლების ნაკლებობა საქართველოში უფროა გიჟებივით რომ აპროტესტებენ შეზღუდვას ტყიურებად ჩანან აქედან smile.gif)
რაც შეეხება ნიღაბს ზუსტადაც რომ განათლება და შეგნება რომ აქვთ და იციან ვირუსი რა არის არ იხსნიან წამდაუწუმ ხელი რომ არ მოხვდეთ, ზოგს მაგალითად ისეთი სამსახური აქვს ხშირად უწევს გადასვლა მანქანიდან , მაგალითად უბერ ეატზე ვინც მუსაობს და ასევწ უბერის მძღოლებს ვაკდებულება აქვთ ეკეთოთ.

პ.ს
კალიფორნიის გუბერნატორი დღეში მგონი სამჯერ გამოდის და ელაპარაკება ხალხს,
ყურმოკრულით ნუ დაასკვნით რაღაცეებს

Posted by: Gio707 15 Feb 2021, 11:00
Frankens†ein
QUOTE
აგერ თბილისში გირჩელი ჯაფარა იკიდებს შეზღუდვებს და ხსნის ბარს და აქ თუ არავის არ ექნებოდა პროტესტი, არ მეგონა...
ან ახალგაზრდა სასტავს არ ამოუვიდოდა ყელში სახლში ჯდომა.


ჯაფარა პოლიტიკოსია, შენ რომ დაარღვიო და მე 2,000 ლარს აგვარტყამენ. არ გადაიხდი და ყადაღა-ინკასო დაგედება.

მე მაგალითად ვერასდროს დავარღვევ ასეთ შეზღუდვას, თუნდაც 17 წელი ისე ვატარე მანქანა მაქსიმუმ ბიუჯეტში 500 ლარი მაქვს გადახდილი და ეხლა, რომ 2,000 ლარი დამაკისრონ ხო დამარტყა წნევამ biggrin.gif


QUOTE
მე ძაან სოციალური ტიპი ვარ და ჩემთვის არაა ცხივრების ეს რიტმი, რაც კოვიდსანფრანცისკოშია დღეს.


ჩემთვის პირიქით, ჯერ სამსახური და მეტი „დოვლათის" შექმნაა. დაჟე კვირის დღეებში გამორიცხულია სამეგობროსთან ერთად რამე მექნა, მაქსიმუმ სამსახურის შემდეგ GYM-ში და ჩოგბურთზე ვარჯიში

სასტავის ნახვა, მხოლოდ შაბათს ან კვირას. ზოგჯერ ამასაც ვერ ვახერხებდი, რადგან user.gif ძმაკაცთან ერთად ჟოლოს ბაღის გაშენება დავიწყე 5 დღე ოფისის საქმე 2 დღე ფიზიკური შრომა

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 11:52
Frankens†ein
მერე მალევე დაწერე, ტესტის გარეშე თუ აგიშვებენ თვითმფრინავში და თბილისში კარანტინში გადაგიყვანენ თუ არა smile.gif

Posted by: aiasofia 15 Feb 2021, 14:27
გამარჯობა.
მწვანე ბარათის გათამაშებაზე იცით ვინმემ რამე?

Posted by: Gio707 15 Feb 2021, 15:18
QUOTE (aiasofia @ 15 Feb 2021, 14:27 )
გამარჯობა.
მწვანე ბარათის გათამაშებაზე იცით ვინმემ რამე?

https://forum.ge/?f=19&showtopic=35173702&st=720

აქ იკითხე

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 19:50
Iron Butterfly
QUOTE
განათლების ნაკლებობა საქართველოში უფროა გიჟებივით რომ აპროტესტებენ შეზღუდვას ტყიურებად ჩანან აქედან )

რამდენია აქ დახმარება, ამ პანდემიის დროს.
ბევრს საერთოდ ესე ურჩევნია, არ იმუშაოს და ფული მიიღოს.
საქართველოში კიდე ხალხი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი და აქედად ადვილია ტყიური ეძახო ტიპს, რომელიც ითხოვს, რომ მუშაობის საშუალება მისცე სახლში პური რომ მიუტანოს ბავშვებს.

Gio707
QUOTE
ჩემთვის პირიქით, ჯერ სამსახური და მეტი „დოვლათის" შექმნაა

საშენო დრო ყოფილა აქ smile.gif
შეგიძლია იმუშაო და ვერაფერში დახარჯო ფული smile.gif
თან ბევრსაც გამოიმუშავებ, მუშაობის გარდა არაფრის პონტი არაა...

ტანკე
QUOTE
მერე მალევე დაწერე, ტესტის გარეშე თუ აგიშვებენ თვითმფრინავში და თბილისში კარანტინში გადაგიყვანენ თუ არა

ეგ გავარკვიე წინასწარვე და ამიშვებენ.
საერთაშორისო ფრენებზე არც სანფრანის აეროპორტს აქვს ტესტის მოთხოვნა და არც ყატარის ავიახაზებს.
თბილისზეც გავარკვიე, მომთხოვენ რო 8 დღე თვითიზოლაციაში ვიყო, მაგრამ შესაბამისი პირობები არ მაქვს, რომ 8 დღე მარტო ვიყო სახლში და კონტაქტი არ მქონდეს არავისთსან და სასტუმროში გადამიყვანეთ მეთქი.
ისიც გავიგე გაუჭირდათ ფულში და არ უნდათ ხალხის სასტუმროში გაკარანტინებაო.
შევთავაზებ თუ გინდათ პისიარს გავიკეთებ ჩემი ხარჯით და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საერთოდ მომიხსენით თვითიზოლაციაში ყოფნის ვალდებულება, თუ არადა წამიყვანეთ სასტუმროში და მარჩინეთ მეთქი smile.gif
უცხოეთიდან ჩამოსულ ხალხს ამბასადორებში და ეგეთ სასტუმროებში აგულავებდნენ ბიუჯეტის ხარჯზე, სადაც მეც ვიხდი გადასახადებს და მეც მარჩინონ როგორმე 8 დღე.
სახლშო ერთ ოთახში გამოკეტილი ვერ ვიქნები და გარეთ გასვლის და 2000 ლარი ჯარიმის არტყმის ცდუნებაც მექნება.

Posted by: ტანკე 15 Feb 2021, 20:33
Frankens†ein
რას აჭმევენ? ჩაის და კარაქიან პურს? უნდა გავარკვიო ეს ყველაფერი, სანამ გაკარანტინების გადაწყვეტილებას მივიღებ.

* * *
გავარკვიე, რომ საჭმელი ნორმალურია და ოჯახსაც შეუძლია გარედან შემოგაწოდოს

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2021, 23:40
ტანკე
რავიცი, ერთი ჩემი მეგობარი ჩამოვიდა და კახეთში გაუშვეს ამბასადორში, ძალიან კმაყოფილი იყო.
მეორე მეგობარს მსუბუქად ქონდა კოვიდი და თბილისში ყავდათ კოვიდსასტუმროში და კვებაც ნორმალური იყო და რამე განსაკუთრებული თუ გინდა, შეგიძლია გამოიძახო.
ოჯახიც შემოგაწვდის რაც დაგჭირდება...

Posted by: UNEEK 16 Feb 2021, 04:12
სჯობს თუ პისიარს ჩაიტარებ წასვლის წინა დღეს.
48საათიან ტესტს ითხოვს თბილისის აეროპორტში ჯანდაცვის სასტავი ზის.
Და თავი ქუდში გაქვს. მერე თვითიზოლაცია ჯობია.

მე ასე მოვიქეცი, ნოემბერში ვიყავი თბილისში.
იქედანაც ტესტით დავბრუნდი. დიდუბეში ჩავიტარე პისიარი. 200 ლარამდე გამომართვეს.

Posted by: All*eyes*on*me 16 Feb 2021, 05:03
Gio707
აუ ამერიკა მოგწამლავს, დოვლათი და ფული, ამას თუ აყევი როგორაა იცი? დასვენების უფლებას აღარ მიცემ თავს )))

Posted by: Harley Davidson 16 Feb 2021, 05:58
Colorado Springs, CO.
არაადამიანური სიცივე იყო. Feels like -33.
user posted image
user posted image

Posted by: Iron Butterfly 16 Feb 2021, 06:41
Frankens†ein
QUOTE
საქართველოში კიდე ხალხი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი და აქედად ადვილია ტყიური ეძახო ტიპს, რომელიც ითხოვს, რომ მუშაობის საშუალება მისცე სახლში პური რომ მიუტანოს ბავშვებს.

Gio707
QUOTE

მაგ მდგომარეობაში მყოფ გაჭირვებულ ხალხზე ნამდვილად არ ვამბობ,
სიგარეტის ბარებში აკრძალვაზე რომ გაიგიჟეს თავი, ღვედებზე, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია და კულტივაცია ერთმანეთში რომ ერეოდა იმ ხალხზე და გულაობა რომ შემოაკლდათ smile.gif აი ეგენი მიმაჩნია ტყიურებად

რაც შეეხება ტესტს, მარტის დასაწყისში ავიღეთ ბილეთები და მივდივარ , თვითიზოლაციის პრობლემა არ მაქვს და პირიქით 8 დღე აკლიმატიზაციისთვის კარგიცაა, ბავშვებიც აზრზე მოვლენ, ტესტის გაკეთებას არ ვაპირებ აქედან, 72 საათი უნდა იყოს მაქსიმუმ და შეიძლება ვერც მოვასწრო.
ვთქვათ გაიკეთე ამერიკაში და აღმოჩნდა რომ კორონა გაქვს biggrin.gif და სიმპტომები არ გაქვსრ , რა უნდა ქნა მაგ დროს? ბილეთს დააბრუნებ?
smile.gif)
* * *
UNEEK

ნოემბერში სხვა წესები იყო, ახლა არ ითხოვენ ტესტის პასუხს.
ადრე არც თვითიზოლაციაში უშვებნენ ხალხს პირდაპირ სასტუმროებში გადაჰყავდათ.
1 თბერვლიდან შეიცვალა და კიდევ შეიცვლება ალბათ
https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?fbclid=IwAR36sAqM79cvP099RyPID0E6Yxm7mYzOWefvA8OSBxZkd_wTsrh-6__ywIE

Posted by: Frankens†ein 16 Feb 2021, 07:03
Iron Butterfly
QUOTE
სიგარეტის ბარებში აკრძალვაზე რომ გაიგიჟეს თავი, ღვედებზე

ეგ თავიდან, ახალი აკრძალვები არასოდეს არ მოწონს ხალხს.
თუმცა ეხლა მიეჩვია ყველა ღვედს.
სიგარეტის გარეთ მოწევასაც.
პირადად ჩემთვის ღვედიც მისაღები იყო, წლების წინ ავარიისას ღვედმა გადამარჩინა სიკვდილს და სიგარეტის გარეთ მოწევაც, სახლში სიგარეტის სუნით გაჟღენთილი რო არ მიდიხარ ასწორებს, თავის ტკივილს რო თავი დაანებო.
თუმცა ეს უკანასკნელი სხვა მხრივ იქცა კარგ რამედ, კლუბიი კართან სიგარეტის მწეველთა ჯგუფები ახალ, ჯიგრულ ურთიერთობად იქცა smile.gif))

QUOTE
რაც შეეხება ტესტს, მარტის დასაწყისში ავიღეთ ბილეთები და მივდივარ , თვითიზოლაციის პრობლემა არ მაქვს და პირიქით 8 დღე აკლიმატიზაციისთვის კარგიცაა, ბავშვებიც აზრზე მოვლენ, ტესტის გაკეთებას არ ვაპირებ აქედან, 72 საათი უნდა იყოს მაქსიმუმ და შეიძლება ვერც მოვასწრო.
ვთქვათ გაიკეთე ამერიკაში და აღმოჩნდა რომ კორონა გაქვს  და სიმპტომები არ გაქვსრ , რა უნდა ქნა მაგ დროს? ბილეთს დააბრუნებ?
)

ხო, ეგ ცუდი მომენტია, რო აღმოგაჩნდეს შარში ხარ smile.gif
ბილეთს გადაცვლი ჩვეულებრივად, მაგრამ გეგმები გეცვლება.
კარანტინში ჯობია.
თან სან ფრანცისკოსგან განსხვავებით, სადაც შენ იხდი სასტუმროს ხარჯებს, საქართველოში სახელმწიფო იხდის.
ჩემ შვილს გაუკეთეს ტესტი სკოლისთვის, თავისუფლად შემიძლია ფოტოშოპით სახელის და თარიღის შეცვლა, მაგრამ რატო, 8 დღე დასვენება არაა ცუდი smile.gif

ისე, ბავშვისთვის მაგრად ტეხავს კარანტინი.
ზაფხულში იყო ჩემი შვილი ჩამოსული თბილისში და კარანტინში გაუშვეს, დედასთან ერთად. ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.
სამი დღე იყვნენ და ბავშვი ვეღარ ძლებდა, ვერც აუხსნი 5 წლისას რატო არ უშვებენ გარეთ. აივნიდან ველაპარაკებოდი.
სამი დღის მერე ტესტი გაუკეთეს და უარყოფითი პასუხი რო მოვიდა, უფლება მისცეს სახლში თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ, რადგან პატარა ბავშვი იყო, ისე არ უშვებდნენ მაშინ.
ეგრევე ურეკში წავედით, სახლი მაქვს.
არავის არ შევუმოწმებივართ.

ღადაობა ის იყი, რონ იმავე რეისით (ლუფტჰანზათი ჩამოფრინდნენ) ჩამოსული გერმანიის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოუშვეს, მწვანე ქვეყანა იყო გერმანია...

Posted by: UNEEK 16 Feb 2021, 07:07
Iron Butterfly
ფაქტიურად იგივე წესები მოქმედებს 1 თებერვლიდან, რაც გასულ ნოემბერს მოქმედებდა.
დაემატა მხოლოდ ვაქცინიანების თავისუფლად შეშვება.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა
საქართველოს მოქალაქეებისათვის

საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

QUOTE
ვთქვათ გაიკეთე ამერიკაში და აღმოჩნდა რომ კორონა გაქვს biggrin.gif და სიმპტომები არ გაქვსრ , რა უნდა ქნა მაგ დროს? ბილეთს დააბრუნებ?
smile.gif)


facepalm.gif

Posted by: Frankens†ein 16 Feb 2021, 07:09
UNEEK
QUOTE
საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;

არადა სისულელეა.
ფრენისას რო დაინფიცირდე, გამოფრენამდე ხო უარყოფითი პასუხი გექნებოდა და სამი დღის შემდეგაც უარყოფითს აჩვენებს.
8 დღე იმიტომაა, რონ დაინფიცირებიდან მეშვიდე დღესაც არ აჩვენოს ტესტმა შეიძლება...

Posted by: UNEEK 16 Feb 2021, 07:20
Frankens†ein
ნეგატივით შეხვედი ქვეყანაში. წადი სახლში და დაჯექი 8 დღე.
მერე ხელმეორედ ტესტი გაიკეთე.

გერმანელმა თავის თავზე და ოჯახზე იზრუნოს, როცა უკან დაბრუნდება.
მეც არ მომწონდა ეგ წესი, ბურჭულაძეს უარი უთხრეს ჩასვლაზე, ცოლი შეიძლებაო, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
ან ის წესი ცოლი უკან იჯდესო მანქანაში.

რას გაიგებ, ყველგან არეულია. ნიუ მეხიკოში ერთ ადამიანზე მეტი მანქანაში აკრძალულია.
პენსილვანიაში მანდატორი თვითიზოლაციაა გამოცხადებული გარეშემსვლელთათვის. ან ციხე.

ექიმი გურული ამბობს ჭკვიანურ რჩევებს, ვინც მოქნილი წესებით დაემორჩილება იზოლაციას, ნაკლები რისკი აქვს ქოვიდი შეეყაროს.
* * *
საიტზე ტყუილია 72 საათიანი ქოვიდ ტესტის პასუხი.
ნაბოზრები ითხოვენ 48 საათიანს.
დაჟე 48 საათის არ იყი გასული ჩემი ტესტის პასუხიდან, კარანტინში მიმათრევდნენ.
ავუხსენი დედაᲛᲝტყნულებს, ამერიკა უკან არის 10 საათით.
მოსმენაც არ ისურვეს სანამ გვარები არ ვუხსენე. მერე კი გამიშვეს მუქარებით, სახლის მისამართი ჩაიწერეს, დაგადგებითო, შეგამოწმებთო.

ვერ გაძღენ ქოვიდის ფულებით მაგენის დედებს შᲔვეცი

Posted by: Frankens†ein 16 Feb 2021, 08:05
UNEEK
QUOTE
ნეგატივით შეხვედი ქვეყანაში. წადი სახლში და დაჯექი 8 დღე.
მერე ხელმეორედ ტესტი გაიკეთე

გამოფრენამდე 78 ან 48 საათით გაკეთებულ ტესტს რა აზრი აქვს.
იქნებ აეტოპორტში ან თვითმფრინავში დაინფიცირდი.
ეგ მოთხოვნა შეიძლება ქონდეს ავიახაზებს, ლოგიკური იქნება, მაგრამ ქვეყანა რო გამოფრენამდე ტესტს გთხოვს, არაფრის გარანტია არაა რომ ჩამოფრენისას დაინფიცირებული არ ხარ.

QUOTE
ექიმი გურული ამბობს ჭკვიანურ რჩევებს, ვინც მოქნილი წესებით დაემორჩილება იზოლაციას, ნაკლები რისკი აქვს ქოვიდი შეეყაროს.

კოვიდის მხრივ პროფესიონალი არის თენგიზ ცერცვაძე, დანარჩენები ჰაერზე ლაპარაკობენ, მაგათი ექიმის დიპლომი არაფერს ნიშნავს, ინტერნეტით მიღებული ინფორმაციებით გამოაქვთ დასკვნები, რასაც მათი ამ დარგში პროფესიონალობა არ უმაგრებს ზურგს.
მოწონებით შეიძლება მოგეწონოს, შენც თუ იგივე აზრის ხარ, მაგრამ მაგ უამრავი ექიმის ჭკვიანურ დასკვნებს იგივე დამაჯერებლობა აქვს, როგორც რომელიმე ფორუმელის, რომელიც ყველა სიახლესვეცნობა, რაც საჯაროდ ცხადდება...

QUOTE
ვერ გაძღენ ქოვიდის ფულებით მაგენის დედებს შᲔვეცი

მგონი გაძღნენ უკვე.
ეხლა სასტუმროში გადაყვანა აღარ უნდათ და გეჩალიჩებიან სახლში წახვიდე თვითიზოლაციაში.
მაგრამ ვერ მივართვი smile.gif
სხვა თუ არჩინეს, მარჩინონ მეც 8 დღე ბიუჯეტით, სადაც მეც ვიხდი გადასახადებს.
სახლში რო ვიყო, დიდია ცდუნება გარეთ გავიდე და რისკიცაა 2000 ლარიანი ჯარიმის.
ან იქნებ მართლა კოვიდი მაქვს 8 დღე სრულ იზოლაციაში ვერ ვიქნები სახლში.

Posted by: Iron Butterfly 16 Feb 2021, 08:10
ანუ თუ გაქვს შესვლისას ტესტი უარყოფითი პასუხით გავქს ორი ვარიანტი:
1. შენი ნებით 8 დღით წახვიდე თვითიზოლაციაში. და არ გაიკეთო ფასიანი პცრ ტესტი და მერე თავისუფალი ხარ
2. სამი დღით წახვიდე თვითიზოლაციაში და მესამე დღეს შენი ხარჯით პცრ გაიკეთო
( ეს მეორე პუნქტი კიდევ შეიძლება დაიშალოს ორ ვარიანტად, 2(ა) თუ დადებითი პასუხი მოვიდა მიყავხარ კიდევ 14 დღით კოვიდ სასტუმროში 2(ბ) უარყოფითის შემთხვევაში ხარ თავისუფალი)

და თუ შეხვედისაერთოდ ტესტის გარეშე 8 დღიანი თვითიზოლაცია გაქვს.

აი რა უაზრობაა

პირველ შემთხვევაში გაცილებით მეტი წვალება გიწევს +ხარჯი+ დრო+ნერვიულობა რომ საქართველოს საზღვრამდე 72 საათს არ გადასცდეს
ამერიკაში 200 დოლარამდეა ეს სამოგზაურო ტესტი.

Posted by: Frankens†ein 16 Feb 2021, 08:22
უბეჭდო არ წავა?
აქ ესე აგზავნიან, ბეჭდის გარეშე.
ბავშვის პასუხზე გადავაკეთე სახელი, დაბადების წელი და თარიღი smile.gif.


Posted by: utonega 16 Feb 2021, 19:26
გამარჯობათ თანაფორუმელებო,
დავიწყებული მქონდა ამ თემის შესახებ, რაც "ბუნტი" მოხდა მას მერე აღარ შემოვსულვარ. გამეხარდა ისევ ამბები რომ მიდის და დომენტიუსი აქ რომ გვყავს.
მოკლედ 2 წელზე მეტია აქ ვარ, ტურისტულად ჩამოვედი და მეორე 1 წლიან სამუშაო უფლებას ვიყენებ.
ნუ მე არ მომიწია ბევრი ემიგრანტივით ეკლიანი გზის გავლა. ჩემი ცოლისდის და ქვისლის სახლში ვცხოვრობდი 10 თვე. მქონდა ოთახი, საჭმელ სასმელი, ტელეფონი და პირადი მანქანაც კი.
რომ ჩამოვედი მეგონა ენა ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, სალაპარაკო კი არა, არც მესმოდა არაფერი რეალურად )))
დელივერებზე დავდიოდი თავიდან, ქეშზე ვმუშაობდი და 3ზე ვამრავლებდი გამომუშავებულ თანხებს ლარების პონტში smile.gif ადვილად შევაგროვე აქაური პირველი მანქანის ფული, რადგან ხარჯი არ მქონდა არაფერი, ლუდს თუ ვიყიდიდი ხოლმე და 2-3 პურს კვირის განმავლობაში.
მერე სატრანსპორტო კომპანიაში დავიწყე ოფისში მუშაობა, ენას და სხვადასხვა შტატების დიალექტსაც მიეჩვია ყური, მერე უკვე ავლაპარაკდი(სავით) smile.gifsmile.gifsmile.gif
დღემდე ვმუშაობ ამ კომპანიაში, მაგრამ წამოსვლას ვპირებ, არ მყოფნის 800 დოლარი, წინა კვირას კომერშალ ლაისენსი ავიღე და შევუდგები რეისებს smile.gif ბევრი ვიცი ეხლა იტყვის, ხალხი ყველაფერს შვრება რომ მაქედან გამოიქცეს და შენ მაგ "ჭაობი ეფლობიო" მაგრამ ამ მომენტისთვის ესე მჭირდება. ჯერ მეუღლე ისწავლის და მე დავაპადეშკებ მაყუთით, მერე მე დავიწყებ სწავლას, ჩემს პროფესიაში გადავემზადები და ჩემი საყვარელი საქმის გაკეთებას დავიწყებ. ნუ მანამდე მომიწევს 2-3 წელი ეკლიანი გზის კაფვა. ხო, მოსაწევს დავანებებ თავს ამასობაში კიდე smile.gif
ჯერჯერობით საქართველოში წამსვლელი ვერ/არ ვარ და ვნახოთ.

Posted by: გიორგი XII 16 Feb 2021, 21:37
utonega

მანდ რო სულ 300ლარი გქონდეს ხელფასი აქ რა ჩამოხვიდე გეუბნები მეგობრული რჩევაა

Posted by: Frankens†ein 17 Feb 2021, 00:46
ტანკე
პისიარზე ტვინი მომ####ა ყატარმა smile.gif
ჩემ ქვეყანაში არ არის მოთცოვნა, მოქალაქე ვარ და სავალდებულო კარანტინი მეკუთვნის მეთქი.
გადავამოწმებთო და ნახევარი საათი მალოდინეს.
მერე ვიღაც უფროსი მოვიდა და იმასაც იგივე ვუთხარი.
პასპორტით გადაამოწმეს და ჩვენებს ყ#ეურად უწერიათ, თან ითხოვენ და თან არა თუ რაღაც ეგეთი.
უეჭველი ვიცი რო არ ითხოვენ მეთქი და ბოლოს ხელი მომაწერინეს რო პასუხისმგებელი ვარ თუ არ შემიშვეს და მომცეს ბილეთი smile.gif

Posted by: ტანკე 17 Feb 2021, 00:50
Frankens†ein
ანუ მეც ეგ რიტუალები უნდა გავიარო sad.gif

თბილისური ამბებიც დაწერე მერე smile.gif
ჰეფი ლენდინგ

* * *
Frankens†ein
ეს ლინკი გენახებინა.

მე ამას ვანახებ
https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US

Posted by: Frankens†ein 17 Feb 2021, 02:40
ტანკე
QUOTE
ანუ მეც ეგ რიტუალები უნდა გავიარო

ალბათ
QUOTE
ეს ლინკი გენახებინა.

მე ამას ვანახებ

თვითონ გადაამოწმებენ მაინც.
პასპორტს ასკანერებენ და ვარდება იმ ქვეყნის კანონი.
ჩვენებს ცოტა გაუგებრად უწერიათ...

ერთი ცუდი ამბავი კიდე, ავედი თვითმფრინავში და აქედან აღარაა ჭადრაკულად sad.gif
ყველა ადგილი შევსებულია.
შუა სკამი მქონდა მონიშნული, გავწვები სამ სკამზე მეთქი და თვითნებურად გადამიცცალეს კიდე კაი განაპირაში...
შუა რიგში რო დამსვეს, ეგ მაინცაა კაი, არავის გატარება არ მომიწევს.
მოკლედ ცარიელი თვითმფრინავი და წამოწოლა არ იქნება ალბათ არც შენთან.

დოჰა-თბილისის რეისზე 2019-შიც 20 კაცი ვიყავით სულ და ეხლა შეიძლება მარტომ ვიმგზავრო smile.gif))

Posted by: ტანკე 17 Feb 2021, 04:24
Frankens†ein
ხვალ მაქვს ვეგასში ფრენა. შუა ადგილი შემხვდა (წინაზეც შუა შემხვდა, სპირიტის დ.შ.),მაგრამ არ დავჯდები ჩემს ადგილას. თავისუფალი რიგები იქნება და სადმე მოვძებნი ადგილს. წინაზეც მასე ვქენი. თან წინაზე ტეხასელი მსუქანა ცოლ-ქმარი შემხვდა აქეთ - იქიდან და გამჭყლიტეს, მეც მძიმეწონიანი ვარ და...
ეს ჭადრაკული განლაგება მითი მგონია. სტამბულიდან ელეიში რომ წამოვედი, არანაირი ჭადრაკი არ ყოფილა. თუმცა, გამიმართლა და მარტო ვიყავი რიგში და წამოვწექი კიდეც smile.gif
არ მინდა ჭადრაკი და წამოწოლა. მთავარია, შუაში არ აღმოვჩნდე 15 საათიანი ფრენისას, თორემ ამას ვერ გადავიტან biggrin.gif

Harley Davidson
კაი სურათებია. მოგონებები ამომიგდო smile.gif

Posted by: Harley Davidson 17 Feb 2021, 10:26
ტანკე
QUOTE
მოგონებები ამომიგდო

კარგი თუ ცუდი? :დ

მე კოლორადოზე კარგ მოგონებებს ვერ შევინახავ.
გამყინა ამ ჩემისამ.

Posted by: Gio707 17 Feb 2021, 14:10
QUOTE (Harley Davidson @ 17 Feb 2021, 10:26 )
ტანკე
QUOTE
მოგონებები ამომიგდო

კარგი თუ ცუდი? :დ

მე კოლორადოზე კარგ მოგონებებს ვერ შევინახავ.
გამყინა ამ ჩემისამ.

gigi.gif the north face კომპლექტი და აღარ შეგცივდება

Posted by: ტანკე 17 Feb 2021, 17:01
Harley Davidson
კარგი smile.gif
ცუდი მოგონებები და გაყინვა ჩემთვის როჩესტერთან ასოცირდება

Posted by: UNEEK 17 Feb 2021, 19:19
ცუდი მოგონებები არც ერთ შტატზე არ მაქცს,
პენსილვანია-მერილენდზეც კი, სადაც სამჯერ დამიჭირა საემიგრაციო სამსახურმა მუშაობის დროს. და ჩამსვეს იორკის ქაუნთი ჯეილში ათ-ათი დღე.
მიუხედავად ყველაფრისა ფეხზე ვდგავარ, სახლიც მერილენდში ვიყიდე. პირველი სახლი პენსილვანიაში.
არც იმ დაკარგულ ათ წელს ვნანობ, რომელმაც უსაბუთობაში და წვალებაში ათი წუთივით ჩქარა გაირბინა. ჩვენი თაობის ემიგრანტების უმეტესობას ასე მოუწია.
დღეს ყველა წინაპირობა აქვს ახალ ჩამოსულს, სწრაფად გაიარონს ინტეგრაცია, ახალი ცხოვრება დაიწყოს. მთავარია ორი რამე, სურვილი და მოტივაცია.❤

user posted image

Posted by: Frankens†ein 17 Feb 2021, 19:41
ტანკე
QUOTE
ხვალ მაქვს ვეგასში ფრენა. შუა ადგილი შემხვდა (წინაზეც შუა შემხვდა, სპირიტის დ.შ.),მაგრამ არ დავჯდები ჩემს ადგილას. თავისუფალი რიგები იქნება და სადმე მოვძებნი ადგილს. წინაზეც მასე ვქენი. თან წინაზე ტეხასელი მსუქანა ცოლ-ქმარი შემხვდა აქეთ - იქიდან და გამჭყლიტეს, მეც მძიმეწონიანი ვარ და...
ეს ჭადრაკული განლაგება მითი მგონია. სტამბულიდან ელეიში რომ წამოვედი, არანაირი ჭადრაკი არ ყოფილა. თუმცა, გამიმართლა და მარტო ვიყავი რიგში და წამოვწექი კიდეც
არ მინდა ჭადრაკი და წამოწოლა. მთავარია, შუაში არ აღმოვჩნდე 15 საათიანი ფრენისას, თორემ ამას ვერ გადავიტან

თავისუფალი რიგი მეც გავჩითე და ვიწექი მთელი გზა.

თვითმფრინავს რაც შეეხება:
ბევრი ქართული საიტი, მათ შორის ფორუმი დაბლოკილია.
10$ მთელი ფრენა.
4 ფილმს ვუყურე გზაში smile.gif
საჭმელები გემრიელი, რეკომენდაციაა, რომ კარტოფილი/პოტატო რომელშიცაა, ის აიღო..
წინაზე ბრინჯიანი ავიღე და საშინელებაა...
კვება - სამჯერ.
სასმელი + სნეკები ულიმიტოდ, კარგად გამოვთვერი ჯინ ტონიკით smile.gif
სხვა არ ვიცი, ცალკე რიგში წამოწოლამ და ძილმა გაასწორა, თორე დავიბრიდებოდი.
სასმელი - ძილი და ვერც გაიგებ ისე ჩამოფრინდები smile.gif

დოჰა-თბილისის მოსაცდელში 10 კაცამდე ვართ, წამოწოლა მანდ იქნება თუ იქნება smile.gif

საქართველოს საზღვარიღა დამრჩა და დავწერ მაგასაც.
თვითიზოლაცია თუ მომთხოვეს, სასტუმრო უნდა მოვითხოვო...

Posted by: gvelis_wiwila 17 Feb 2021, 19:46
ნიუ იორკიო და ნიუ იორკი რომ ჩამკვდარია, ეგრე არცერთი ქალაქი არაა ახლა ამერიკაში ) ბოსტონი გაცილებით უფრო გახსნილი და ლაღი იყო

Posted by: Frankens†ein 17 Feb 2021, 20:00
gvelis_wiwila
QUOTE
ბოსტონი გაცილებით უფრო გახსნილი და ლაღი იყო

არადა ინფორმაციებს რო ვეცნობოდი, სხვა შტატებში რო არაფერი, მასაჩუსეტსში იყო მთელი რიგი შეზღუდვები, პისიარ ტესტების მოთხოვნა, კარანტინი...
ისე, შტატებში პირველ ჩასვლაზე ბოსტონში ვიყავი და ძაან საკაიფო ქალაქია.
უბრალოდ ზამთარია ძაან მკაცრი...

Posted by: gvelis_wiwila 17 Feb 2021, 21:53
QUOTE
მასაჩუსეტსში იყო მთელი რიგი შეზღუდვები, პისიარ ტესტების მოთხოვნა, კარანტინი...


შეზღუდვები ბევრი იყო და ხალხიც ყველაზე მეტად უფრთხოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მშვენივრად დავდიოდი ბოქსის ვარჯიშებზეც და 10მდეც ყველაფერი ღია იყო. ნიუ იორკისგან განსხვავებით სადაც დღეც ვერ შეჭამ გარეთ და ყველაფერი დაკეტილია 24 საათის განმავლობაში თეიქევეიების გარდა. სახლიდან სახლში სიარულის გარდა ვერაფერს ვერ გააკეთებ, ან ანდერგრაუნდ ფართიებს და ეგეც არ ასწორებს

Posted by: lume 17 Feb 2021, 22:47
QUOTE
მოსმენაც არ ისურვეს სანამ გვარები არ ვუხსენე.



მებაჟეებს დაემუქრე თუ როგორ გაგიშვეს?

Posted by: UNEEK 17 Feb 2021, 22:51
lume
სად წაიკითხე მუქარა?

საბუთი გაქვს, მორჩა გათავდა.
თუ გაყევი ცხვარივით, იასნია ჩაგტენიან მარშუტკაში

მებაჟე არ გეხება საერთოდ.
ჯანდაცვა ზის კორიდორში, მაგენი ატრაკებენ.

აეროპორტის პოლიციასაც არ უჭირავს თავი სათანადო დონეზე.

Posted by: Frankens†ein 18 Feb 2021, 03:57
და ბოლოს, საქართველოს საზღვარი.
მესაზღვრემ პისიარი თუ არ გაქვს, სახლში იყავი იზოლაციაშიო.
მარტო არ ვცხოვრობ, იზოლაციაში ვერ ვიქნები, სასტუმროშო გადამიყვანეთ მაშინ მეთქი.
დაუძახა ვიღაც თანამშრომელს და არ გაუსწორდათ, სასტუმროს სასტავი წავიდა უკვე, აქ დაგველოდეო.
მომბეზრდა ლოდინი და პისიარი არა, მაგრამ ისე ტესტი გავიკეთე წამოსვლის წინ და უარყოფითი პასუხი იყო მეთქი.
აგაშენა ღმერთმაო, წადი სახლში, ოღონდ სამ დღეში პისიარი გაიკეთე და თავისუფალი ხარო.
ამ სამი დღით წამიყვანეთ სასტუმროში, როგორც გითხარით იზოლაციაში ვერ ვიქნები მეთქი.
ეს სამი დღეც არაა საჭირო იზოლაციაო...
smile.gif

გამოვედი გარეთ და პოლიცია და ქსივიანი ტიპები იყვნენ, ტაქსი ხო არ გინდაო.
კი მეთქი და 60 ლარიო.
აეროპორტიდან დიდ დიღომში უნდა გამევლო გასაღებზე და მერე თემქაზე.
45 ლარი მქონდა ეროვნულ ვალუტაში და გამიყვანე მეთქი.
ვიღაც ტიპიც ააგდო და ჯერ იმას დავტოვებ ჭავჭავაძეზე და მერე შენო.
კაი მეთქი.
შავი იქსით იყო, ნომერიც დავიმახსოვრე.
მანქანა ცოდვილობდა, მე კამრი მყავს, მაგრამ თოვლის პონტში თანამშრომელს ვეთხოვეო.
და გაჩერდა კიდეც შუა გზაში, ჩაქრა.
დაურეკა ვიღაცას და ესე და ესეა, გზაშო გამიფუჭდა, მგზავრები მყავს და ვინმე ქსივიანი გამოუშვითო.
5 წუთში მოგვაკითხა ასტრამ და გადავჯექით.
მანამდე წითელზე გადიოდა, კავსაძესთან ღერძულაზე მოატრიალა, კამერებიც იყო და ვუთხარი და დაიკიდეო....
ბოლოს მომიყვანეს სახლში და მივეცი ფული და წავიდა.
სადარბაზოში ვიყავი ჯერ კიდე და სიგნალებით მოაბრუნა, პატარა ჩანთა გადმოგივარდაო.
დამტენი და ეგეთი რაღაცეები მედო.
ჯიგრულად მოიქცა და მაგ პონტში არ გამოვაჭენებ არც იმ იქსის და არც ასტრას ნომრებს.
მოკლედ, მენტები ფულს შოულობდნენ, ესენიც ან თანამშრომლები იყვნენ ან იმათი დასაქმებულები...

Posted by: Harley Davidson 18 Feb 2021, 04:34
Frankens†ein
მაგარი ისტორია მოყევი, სერ.
როგორც ჩანს, საყლევეთი თავის სტიქიაშია, as always up.gif
პს: ვინც ჩვენ სავიზო მოგვიხსნას, იმის დედას ###### მე

Posted by: ტანკე 18 Feb 2021, 05:18
Frankens†ein
ანუ სახლში გამიშვებენ მეც,ალბათ.
ოქეიი

პ.ს. ლას ვეგასი ვაუუუუუ. აქ კორონა არაა. ტურისტრბს მიაქვს აქაურობა, მუსიკა, ნეონები და მოკლედ გულაობაა სტრიპზე

Posted by: Iron Butterfly 18 Feb 2021, 06:03
Frankens†ein

კარგი ისტორიაა smile.gif) სუფთა ქართულიsmile.gif)

ანუ ისე გენდო ტიპი ?
არ მოუთხოვია საბუთი აბა ტესტის პასუხიო?:დ
ჩემი მეგობარი არც შეუმოწმებიათ ნუ თავისი ნებით იჯდა 12 დღე. არც არავის დაურეკავს და არც მისულან.
ჩრდ კორეაა მაგრამ ბოლომდე ვერ ქაჩავენ რა



Posted by: ტანკე 18 Feb 2021, 07:07
ვეგასში პირველად ვარ შებინდებულზე. ამ ქალაქზე გავაფანატე. როლერ კოსტერიც მუშაობს.

Posted by: ME 18 Feb 2021, 10:09
ტანკე
რომელი როლერ კოსტერი? New York New York ზე როა?

Posted by: Frankens†ein 18 Feb 2021, 11:31
Iron Butterfly
QUOTE
კარგი ისტორიაა ) სუფთა ქართული)

ანუ ისე გენდო ტიპი ?
არ მოუთხოვია საბუთი აბა ტესტის პასუხიო?:დ

ჩვეულებრივი ვორდში აკრეფილი ფურცელი მქონდა.
ჩემი შვილის პასუხი რო მოვიდა, სახელი და თარიღი გადავაკეთე და ამოვბეჭდე, არც ბეჭედი, არც ხელმოწერა, არც არაფერი.
სკოლაში უკეთებენ ხოლმე პერიოდულად და ის პასუხი.
ვუთხარი კიდეც, არაფერი ძალა არ აქვს ამ დოკუმენტს, ჩემ პონტში მაქვს მეთქი.
აშშ-ის საზღვარზე არ გამიტრაკონ მეთქი, მაგისთვის მქონდა ყოველი შემთხვევისთვის და გამომადგა smile.gif

ქართული პონტი ხო, მაგრამ ამერიკული არანაკლებია, თუ მეტი არა.
სან ფრანცისკოში სავალდებულო კარანტინია და რო ჩავფრინდი, აეროპორტიდან გამოსვლისას მეკითხება პოლიციელი, სად მიდიხარო და საკრამენტოში მეთქი და კაიო, არც მისამართი უკითხავს, არც ტელეფონი, გამიშვეს ეგრევე.

ამათ ტელეფონი და მისამართი მაინც ჩაიწერეს.
ბაზაც საერთოა და 72 საათში რო გაიკეთებ ტესტს, გამოჩნდებაო.

ისე, არ ვარ უკმაყოფილო ჩვენებით.
ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს.
72 საათით ადრე პისიარი რო გამეკეთებინა, ეგ რას ცვვლის რეალურად, იქნებ იმ 72 საათის, ტესტის გაკეთების შემდეგ დავინფიცირდი. მთავარია 72 საათში ვიკეთებ აქ.
თუ ეგეთი წესებია.
ეგ ავუხსენი, რეალურად აზრი არ ქონდა 72 საათით ადრე ტესტის გაკეთებას და 350$ მაგიტო არ გადავყარე მეთქი.
სწრაფი ტესტი კიდე მქონდა გაკეთებული, ჩემ პონტში.
დაჟე ჩანთაშიც მიდევს ეხლა, ორი ცალი შემომრჩა.
ის ამობეჭდილი ვორდის ფურცელი გამომართვეს, ეპიდემიოლოგებს ვანახებთო და მალევე მოვიდა და 72 საათში გაიკეთე და არაა პრობლემაო.

ეს ფურცელი მქონდა, არც ლოგო, არც ბეჭედი smile.gif

user posted image

ბავშვს პეეიოდულად უკეთებენ ტესტებს სკოლაში და აგზავნიან პასუხს.
ეგ სწრაფი ტესტი მეც მქონდა.
თუმცა უაზრობაა ეგ.
როგორც თქვეს თუ სიმპტომები არ გაქვს, არ აჩვენებს დადებითს.
ისედაც 100% დარწმუნებული ვარ რომ არ მაქვს.
თუ თვითმფრინავში არ დავინფიცირდი smile.gif))

Posted by: ტანკე 18 Feb 2021, 13:04
ლას ვეგასის ორივე ვიზიტზე 15 წუთიანი სლაიდ შოუ გავაკეთე (ვიდეოებიანად). იმედია, ვინმეს მაინც დააინტერესებს.
ME
ხო
——————————

Posted by: ladusha2 18 Feb 2021, 13:59
ტანკე
ეჰ ოცნება ჩემი მანდ მოხვერდა ლასვეგასში , პროსტა რამაგარია, ფროსტა ფულიც მოშნად გინდა დოლარები რაsmile.gif ერთი 5-6000 $ ხო გინდა ერთი კვირით მანდ და სადმე კიდე ათვალეიერო , რო წახვიდეთ დასასხვენებლად ალბათ არც გეყოფათ მარა ნუ მინიმალურს ვიძახი. 2 კვირაზე ნალკლებს აზრიც არაქვს ჩემი აზრით თბილისდან რომ მოდიხარ ამერიკაში. თქვენი რჩევები კაი იანება!! რათქმაუნდა მოგზაურობა კორონაც რო მოსლაბდება მერე,

Posted by: Frankens†ein 18 Feb 2021, 16:04
QUOTE (ტანკე @ 18 Feb 2021, 13:04 )
ლას ვეგასის ორივე ვიზიტზე 15 წუთიანი სლაიდ შოუ გავაკეთე (ვიდეოებიანად). იმედია, ვინმეს მაინც დააინტერესებს.

ლარი ფლინტის ჰასტლერის სტრიპტიზ-კლუბში შეიარე smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 18 Feb 2021, 17:10
შარშან ვიყავი The Beatles LOVE -ზე. ძალიან სერიოზულია შოუა. ახლა ალბათ არ დაკეტილია, თორე ძააან მაგარია სანახავია.

Posted by: ტანკე 19 Feb 2021, 05:37
ვიყავი კანიონზე. გაასწორა
30-ჯერ გაასწორა
* * *
ლას ვეგასი ფულის მახე რომ არის, ეგეთი არცერთი ქალაქი არაა smile.gif
* * *
ვაიმეეეეე, ეს რა იყოოოო. სულ მუხლები მიკანკალებს პირველად ვიჯექი კოსტერზე biggrin.gif
თან პირველ რიგში მოვხვდი
* * *
ზუსტად პირველ რიგში და ზუატად შეღამებულზე . ჩათვალეთ, რომ მე ვიღებდი. ვიდეოში არ ჩანს ყველაფერი. სუნთქვა რომ გეკვრის, არც ეგ smile.gif სისწრაფეც არ ჩანს ვიდეოში სათანადოდ
https://youtu.be/JNS2hPSTDX8

Posted by: Gio707 21 Feb 2021, 22:50
QUOTE (Мiami @ 9 Feb 2021, 22:31 )
თრაქი რა ღირს? ერთი 50-60ად ვერ დაითრევ? რო იყიდო, გააიქირაო და წამოწვე boli.gif

FB-ს ჯგუფში დაიდო

---------------------------

Posted by: ტანკე 21 Feb 2021, 23:28
ესე იგი, კიდევ კარგი, რომ დაუნთაუნისა და ფრემონტის ქუჩის ნახვის გარეშე არ წამოვედი ვეგასიდან. რაის თაიმს სქვერი?! ფრემონტი ჰაერში აბზრიალებს თაიმს სქვერს. ეს უკანასკნელი დიდი არაფერი არაა. ფრემონტი კი ... მესამე ვიდეოში იქნება ფრემონტი. ახლა კი, მეორე ვიდეო და კანიონის ტური

Posted by: Harley Davidson 22 Feb 2021, 07:42
Gio707
გარბენი რა აქვს? არ ჩანს კარგად ფოტოზე.


ჩამოვედი დღეს ჩრდ. კაროლინაში. ძალიან მაგარი ამინდი, მზე, სითბო. ისეთი ამინდია, ოკეანეზე ვაპირებთ გასვლას და კოცონის დანთებას smile.gif
ამ დროს ნიუ იორკი გაიყინა :დდდ

Posted by: Frankens†ein 22 Feb 2021, 10:52
ტანკე
QUOTE
ზუსტად პირველ რიგში და ზუატად შეღამებულზე . ჩათვალეთ, რომ მე ვიღებდი. ვიდეოში არ ჩანს ყველაფერი. სუნთქვა რომ გეკვრის, არც ეგ  სისწრაფეც არ ჩანს ვიდეოში სათანადოდ

მაგარია.
პირველად რო ვიყავი ბოსტონში, იქვეა სპრინგფილდი ქალაქი და მანდ წამიყვანეს მასპინძლებმა smile.gif
ამ ატრაქციონზე მახსოვს ვითაც ბავშვი მეჯდა უკან, მთელი გზა ცხარე ცრემლით ტიროდა, მოსთქვამდა.
გული დამეწვა, მეთქი ვინც ეს აქ დასვა იმის დდშვც მეთქი.
და გავიდა ცოტა ხანი და სხვა, უფრო მეტი სირთულის ატრაქციონის რიგში დგას ჩემ გვერდით biggrin.gif biggrin.gif

https://www.facebook.com/1257504119/videos/10205287711573127/

Posted by: Gio707 22 Feb 2021, 14:05
QUOTE (Harley Davidson @ 22 Feb 2021, 07:42 )
Gio707
გარბენი რა აქვს? არ ჩანს კარგად ფოტოზე.


ჩამოვედი დღეს ჩრდ. კაროლინაში. ძალიან მაგარი ამინდი, მზე, სითბო. ისეთი ამინდია, ოკეანეზე ვაპირებთ გასვლას და კოცონის დანთებას smile.gif
ამ დროს ნიუ იორკი გაიყინა :დდდ

495,130 მილი

--------------------------

Posted by: UNEEK 22 Feb 2021, 18:41
QUOTE (Gio707 @ 22 Feb 2021, 14:05 )
QUOTE (Harley Davidson @ 22 Feb 2021, 07:42 )
Gio707
გარბენი რა აქვს? არ ჩანს კარგად ფოტოზე.


ჩამოვედი დღეს ჩრდ. კაროლინაში. ძალიან მაგარი ამინდი, მზე, სითბო.  ისეთი ამინდია, ოკეანეზე ვაპირებთ გასვლას და კოცონის დანთებას smile.gif
ამ დროს ნიუ იორკი გაიყინა :დდდ

495,130 მილი

--------------------------

ჯართია. ასეთი თრაქით ბიზნესს ვერ მოხოდავ.
თრაქი უნდა იყოს ახალი, ნონსტოპ ირბინოს 48 შტატში.
და არა სერვის ცენტრებში ათრიოს ევაკუატორმა.

ზოგს ბულკების ჭამა ჰგონია თრაკინგი.
ჩემი აზრით მილიონი ფული უნდა საქმის მოხოდვას. 3 ახალი ტრაქტორ-ტრაილერი,
თითო ჯდება 200-220 ათასი დოლარი.
6-8 თვე რეპუტაციის შენებას უნდა, მანამდე ბანძი ტვირთები უნდა ზიდო, რომელშიც მიზერს იხდიან, მძღოლს და ხარჯებს თუ დაფარავ.

კარგი მძღოლის პოვნა არც ისე ადვილია,შეიძლება ამოგიტრიალოს ტრაილერი..

ანუ ფეხზე დადგომას წლები სჭირდება. რისკები სულ თან ახლავს შეიძლება დაეცე ერთ დღეს ყველაფერი დაკარგო. როგორც ბევრს დაუკარგავს. მინახავს და ვიცი.

ჩვენს მეგობარ კომპანიას ათი ახალი ვოლვო/ფლეტბედი ყავდა 2 წლის წინ. ახლა ყავს 4. ერთზე თავად პატრონი ზის. ამ მომენტში ჭირს მძღოლის პოვნა. ყველა ამაზონში გაიქცა. ასეთი ამბუშკებია.

user posted image





Posted by: kukaracha_mokles 22 Feb 2021, 18:53
UNEEK
ბუნებრივია დიდ კომპანიაში მუშაობა ბრვრად უფრო კომფორტულია ჩემთვის ქართველს უფრო დიდი ხელფასი შემოუთავაზებია მარა არ გადავსულვარ და არც გადავალ ვიცი რაცაა და იმიტო ამერიკაში კაი თრაქერი (გამოცდილი) რომელმაც ენა კარგად ი ცი რატო უნდა მუშაობდე ქართველთან? ამდენი წლის განმავლობაში ერთი ნორმალური კომპანია ვერ მოხოდეს ჩვენი ბიზნესი ხო ჭამა სმას და ქართულ რესტორანს ვერ გაცდა .
რაც ამერიკელებთან ვმუშაობ არასდროს არ დაუგვიანებიათ ხელფასი არასდროს დაუტოვებიათ უყურადღებოთ როცა მითქვამს რო მანქანას რამე ჭირს და თავის შაპი აქვთ თვითონვე აკეთებენ და რავიცი ყველაფერი მოწესრიგებული და თავის ადგილზე და ქართველს უნდა რო თვეში ერთხელმოგცეს ხელფასი და ამერიკაში ვართ თორე ალბათ 100ლარზე გამუშავებს არც შაპი აქ და რამე თუ მოუვა გებნევა რამე იპოვე როუდზე ახლოსო შენთან თან გახსენებს რო ძვირი არ უნდა იყოს ხელფას თხოვ და ბროკერს არ ჩაურიცხია ჯერ ველოდებიო და მოკლედ მეგობრებო ქართველთან არ უნდა იმუშაოთ რაა ჩემი რჩევაა ესეთი სამწუხაროდ როგორც ბებერი თრაქერის

Posted by: paranoidis_dzma 22 Feb 2021, 19:53
UNEEK
რო ჩამოვალ, 1-2 გრძელ რეისზე გამოგყვები, მაკატავე. ქვეყანას ვნახავ თრაქერის თავლით. givi.gif

Posted by: UNEEK 22 Feb 2021, 20:05
kukaracha_mokles
მართლა არ ვიცნობ ქართულ კომპანიებს, არც შემხვედრია.
უკრები ბევრი, აქებენ მაგათ.
მთავარი ჩემი აზრით სტაბილური სამსახურუა, ახალი ტრაქტორ-ტრაილერი იყოს. და არა 75 ცენტს იხდიან თუ 80 ცენტს მილზე,
წარმატებები, be safe bro!

paranoidis_dzma
კი ძმაო, გელოდები.
Air Ride 2021 Volvo VNL740
S კლასის კომფორტი.


Posted by: paranoidis_dzma 22 Feb 2021, 20:13
UNEEK
გვატყუებ შენ, რაის სიეტლი, რაჭის ტრასაა, ასეთი ნაძვებით. smile.gif)

დეპრესია მეწყება ამერიკის ვიდეობზე sad.gif

Posted by: Gio707 22 Feb 2021, 20:46
QUOTE (UNEEK @ 22 Feb 2021, 18:41 )
QUOTE (Gio707 @ 22 Feb 2021, 14:05 )
QUOTE (Harley Davidson @ 22 Feb 2021, 07:42 )
Gio707
გარბენი რა აქვს? არ ჩანს კარგად ფოტოზე.


ჩამოვედი დღეს ჩრდ. კაროლინაში. ძალიან მაგარი ამინდი, მზე, სითბო.  ისეთი ამინდია, ოკეანეზე ვაპირებთ გასვლას და კოცონის დანთებას smile.gif
ამ დროს ნიუ იორკი გაიყინა :დდდ

495,130 მილი

--------------------------

ჯართია. ასეთი თრაქით ბიზნესს ვერ მოხოდავ.
თრაქი უნდა იყოს ახალი, ნონსტოპ ირბინოს 48 შტატში.
და არა სერვის ცენტრებში ათრიოს ევაკუატორმა.

ზოგს ბულკების ჭამა ჰგონია თრაკინგი.
ჩემი აზრით მილიონი ფული უნდა საქმის მოხოდვას. 3 ახალი ტრაქტორ-ტრაილერი,
თითო ჯდება 200-220 ათასი დოლარი.
6-8 თვე რეპუტაციის შენებას უნდა, მანამდე ბანძი ტვირთები უნდა ზიდო, რომელშიც მიზერს იხდიან, მძღოლს და ხარჯებს თუ დაფარავ.

კარგი მძღოლის პოვნა არც ისე ადვილია,შეიძლება ამოგიტრიალოს ტრაილერი..

ანუ ფეხზე დადგომას წლები სჭირდება. რისკები სულ თან ახლავს შეიძლება დაეცე ერთ დღეს ყველაფერი დაკარგო. როგორც ბევრს დაუკარგავს. მინახავს და ვიცი.

ჩვენს მეგობარ კომპანიას ათი ახალი ვოლვო/ფლეტბედი ყავდა 2 წლის წინ. ახლა ყავს 4. ერთზე თავად პატრონი ზის. ამ მომენტში ჭირს მძღოლის პოვნა. ყველა ამაზონში გაიქცა. ასეთი ამბუშკებია.

user posted image

დავით მე უბრალოდ ინფო მივაწოდე, თორემ თრაქი იყიდო და გააქირაოსი არ მწამს, იმიტომ, რომ მაგ ბიზნესს ვერ მოხოდავთ თუ რამდენიმე წელი თავად არ იმუშავე და არ შეისწავლე სპეციფიკა. old.gif


ახალი სატვირთო კი იცი 100-დან 150,000-მდე მერყეობს

კარგი მეორადი 80-85,000

Posted by: All*eyes*on*me 22 Feb 2021, 21:17
Gio707
ოუნერ ოპერატორები უნდა ტვირთო, ყველაზე მაგარია

Posted by: UNEEK 22 Feb 2021, 21:24
paranoidis_dzma
biggrin.gif მართლა სუნთქვის შემკვრელად ლამაზია ორეგონ-ვაშინგტონის შტატები.
მკაცრი ზამთარი იცის.
ჰო დეპრესია ყველას გვაქვს უკვე, დღეს ფაუჩიმ გვახარა: 2022 შიც პირბადეებით ვივლით.

Gio707
ვიცი ბრო, ჩემი კომენტი მივაწერე,
ვისაც თრაკინგ კომპანია აქვს, ყველამ მძღოლობიდან დაიყო, მეორადი თრაქებით.
შემდეგ აახლებენ დროდადრო ახლებით.

400 ათასი მილის შემდეგ იშორებენ.
ახალი მიდ-რუფ ვოლვო 740 ღირს -165 ათასი დოლარი.
ორ გლუშიტელიანი. 550 hp. მართლა ვორქ-ჰორსი რასაც ქვია.
არ ფუჭდება (თუ ავღანელები არ დასვი)
465 ათასი გავატარე წინა თრაქს, 2019. რიგორც ახალი ისე იყო. არასდროს სერვისი არ დასჭირვებია. დეფ სენსორის გარდა.

user posted image

2 Twin bed.
32" satellite TV
Fridge, microwave, wardrobe, 2 zone climate etc..

Posted by: გიორგი XII 22 Feb 2021, 22:39
რა სილამაზეები დადებულა ბოლო ორი გვერდია love.gif love.gif


Posted by: ME 22 Feb 2021, 23:00
ვა რა ლამაზი გზაა

ვანკუვერში უნდა გადავიდე კანადა რო გაიხსნება და მანქანით მივგაზავ

Posted by: low flyer 22 Feb 2021, 23:37
შეგიზლიათ ბრუკლინში დენტისტი მირჩიოთ?

Posted by: UNEEK 23 Feb 2021, 00:20
low flyer
მე6 ბრაიტონ სტრიტ. და ბრაიტინ ავენიუს კუთხეში.
დიდი შენობაა, რუსულად აწერია.
მანდ ვიკეთებდი. კაი ხალხია

Posted by: ME 23 Feb 2021, 00:40
QUOTE (UNEEK @ 23 Feb 2021, 00:20 )
low flyer
მე6 ბრაიტონ სტრიტ. და ბრაიტინ ავენიუს კუთხეში.
დიდი შენობაა, რუსულად აწერია.
მანდ ვიკეთებდი. კაი ხალხია

იცი რა მაინტერესებს,

ხო ყველა შტატი კარგად იცი,
ისთ ქოსთ ზე რატომ გადაწყვიტე სახლის შეძენა,
რამე კონკრეტული პრეფერენციები თუ გქონდა?

Posted by: UNEEK 23 Feb 2021, 00:59
ME
ალბათ იმიტომ, რომ მეტი წილი აქეთ ვიცხოვრე.
პირველად (98-ში) ვირჯინიაში დავსახლდი. დი-სიდან 200 მილში, როუნოკთან პატარა თაუნში.
ძალიან ლამაზია ვირჯინია-მერილენდი. ახლა დისიდან 60მილში დავსახლდი. არც ახლოს, არც ძალიან შორს. მდინარე ფოტომაკთან.

ვესტ ქოსთზე პირველად 2014ში ვიყავი. ერთი ნახვით არ მომეწონა სუბტროპიკული ჰავა, ქვიშა და პალმები. უჟანგბადობამ შემაწუხა.
რაც თრაქზე დავიწყე მერე მუშაობა, მქონდა მცდელობა შევზრდოდი იქაურ კლიმატს, მაგრამ ვერ მოხდა. თანაც სიძვირე.
285 ათასად ახალი (2020) სახლი მომივიდა რესპეკტაბელურ ნეიბაჰუდში მერილენდში.
ვესტ ქოსტზე 500 ათასადაც ვერ იოცნებებ ისეთს. ნიუ იორკში ერთ მილიონად.
თან ლათინოებზე აცრილი ვარ,.

მოკლე ვიდეო იუტადან. არიზონა და მერე ვეგასი.

Posted by: Harley Davidson 23 Feb 2021, 03:11
UNEEK
QUOTE
285 ათასად ახალი (2020) სახლი მომივიდა რესპეკტაბელურ ნეიბაჰუდში მერილენდში.

სკოლების ამბავი როგორ არის მანდ?
მე სადღაც 2 წელიწადში მომიწევს უკვე დამკვიდრება და ერთი ადგილის დაყენება smile.gif ბავშვის ჩამოყვანასაც ვაპირებ და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, საერთოდ სად დავსახლდე.
კომფორტულად თავს სამხედრო ქომიუნითებში ვგრძნობ. ჩემი ხალხია მაინც. ჩრდ. კაროლინაში, ჯექსონვილისკენ, ნიუ ბერნი, მორჰედი და ა.შ
ვირჯინია ბიჩისკენ მომწონს ძალიან, ნორფოლკი.
აუცილებლად მინდა მოვინახულო ორეგონი, ვაშინგტონი. ვაიომინგიც მიზიდავს თავისი სკუჩნობით და სიწყნარით smile.gif
მანამდე კიდევ მოხეტიალე ვარ :დ
ერთი ის ვიცი, რომ ნიუ იორკში ჩემი ფეხი არ იქნება.

Posted by: ტანკე 23 Feb 2021, 03:44
ჩამოვედი თბილისში. 16 საათი გზა და მერე 3 საათი სვერხუ. ყატარმა გამიუქმა ფრენა მგზავრების დეფიციტის გამო და შემდეგ დღეს გამოვფრინდი (ექსტრა ხარჯები სასტუმროსი, ტაქსების, კვების) დ.შ.
ტესტზე არ გაუხურებიათ. უპრობლემოდ მომცეს ბილეთი. საქართველოს საზღვარზეც მკითხეს, მქონდა თუ არა ტესტი. არა-თქო ვაჯახე და 8 დღე თვითიზოლაციაო. კაი-თქო. არც უკითხავთ, მქონდა თუ არა პირობები. გამომატარეს ეგრევე. 15 აგვისტომდე აქ ვარ, მოკლედ.

Posted by: ტანკე 23 Feb 2021, 05:09
და ესეც დაპირებული ფრემონტი. დიდებული ფრემონტი. თურმე ახალი წლის ღამეს საოცრებები იდება (მხოლოდ მაგ დღეს არის შესვლა ფასიანი).
დააკვირდით ხალხის ოდენობასა და ატმოსფეროს შუა პანდემიისას. 2022 წელს მე მანდ ვხვდები უეჭველი. შეგიძლიათ შემომიერდეთ

Posted by: ME 23 Feb 2021, 05:23
UNEEK
QUOTE
ალბათ იმიტომ, რომ მეტი წილი აქეთ ვიცხოვრე.
პირველად (98-ში) ვირჯინიაში დავსახლდი. დი-სიდან 200 მილში, როუნოკთან პატარა თაუნში.
ძალიან ლამაზია ვირჯინია-მერილენდი. ახლა დისიდან 60მილში დავსახლდი. არც ახლოს, არც ძალიან შორს. მდინარე ფოტომაკთან.

ვესტ ქოსთზე პირველად 2014ში ვიყავი. ერთი ნახვით არ მომეწონა სუბტროპიკული ჰავა, ქვიშა და პალმები. უჟანგბადობამ შემაწუხა.
რაც თრაქზე დავიწყე მერე მუშაობა, მქონდა მცდელობა შევზრდოდი იქაურ კლიმატს, მაგრამ ვერ მოხდა. თანაც სიძვირე.
285 ათასად ახალი (2020) სახლი მომივიდა რესპეკტაბელურ ნეიბაჰუდში მერილენდში.
ვესტ ქოსტზე 500 ათასადაც ვერ იოცნებებ ისეთს. ნიუ იორკში ერთ მილიონად.
თან ლათინოებზე აცრილი ვარ,.

მადლობა

მე ატლანტაში ვცადე ცხოვრება მაგრამ, ტენიანმა ჰავამ და ტარაკნებმა დამბრიდეს

Posted by: UNEEK 23 Feb 2021, 06:46
Harley Davidson
სკოლებზე კერძოდ ვერ გიპასუხებ, კრიმინალის დონე დაბალია.
გვაქვს კარგი ქრაფტსახარშები ირგვლივ, Troegs, Flying Dog, Antietam,
ბალტიმორ ჰარბორი, დელფინარიუმი, ჰერში პარკი, შოკოლადების ქარხანა, დისიში კარგი დრო.
დულეს აეროპორტი 1 საათის მანძილზე. შენანდოას ხეობა, სადაც სამი შტატი ვირჯინია, ვესტ ვირჯინია და მერილენი, და ორი მდინარე ერთდება. რაფტინგი, კაიაკინგი, ფიშინგი, ჰაიკინგი, მოკლედ ქვეყნის საქმეა როცა თავისუფალი დრო აქვს ადამიანს.


ტანკე
გამიკვირდა მგზავრების ნაკლებობის გამო რომ გადაიდო. დაახლოებით 20-25 მგზავრი იყო პარიზი-ატლანტას რეისზე.
დოჰას არ ვიღებ ხოლმე.

ME
ხო ატლანტა ძალიან ყრუა, ხანდახან მიწევს იქეთ, არც კაროლინები მიზიდავს და ნესტი.
სიეტლიც კაი ყრუ შტატია, სინესტე არც იმას აკლია.

ბევრი ფული რომ მქონდეს, ლონგ აილენდზე დავბრუნდებოდი. 7-8 წელი ვიცხოვრე. ძვირზე ძვირია.
ამიტომ სადაც აირჩევ სახლს, ის ყველაზე მეტად გიყვარს და მოგწონს. ანუ სხვაგან აღარ გიწევს გული.

Posted by: kukaracha_mokles 23 Feb 2021, 08:35
UNEEK

გქლაიხარე მეგობარო
კარგი თრაქია ნამდვილად არის კიდევ 455იანი გადაცემათა კოლოფიც ისიიც კარგებია და კარგად კუშაობს ნამდვილად მარა ეგ ჯობია თუმცა ეგ ვერსია 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაც არის და არ მომეწონა ბევრად უფრო ხმაურიანი იყოისე რომ სქლონშიც შემოდის და გაწუხებს თან სიჩქარის გადატანის დროს გაკვრები ქონდა და ვინაიდან მე ძირითადად ნორტვესტში დავდივარ და ზამთარ ზაფხულს ჩემთვის გაკვრები დამღუპველია პანიჟენიაზე ლაპააკიც ზედმეტია ამიტო 12 სიჩქარიანს ვემხრობი თუ ავტომატზეა პაპარაკი უფრო პლავნად გადააქ და აღმართვდაღმართშიც შესაბამის სიჩქარეს უფრო ადვილად პოულობს ისე კი მაგარი მაგძლე თრაქია ნამდვილად.

Posted by: Gio707 23 Feb 2021, 09:55
QUOTE (All*eyes*on*me @ 22 Feb 2021, 21:17 )
Gio707
ოუნერ ოპერატორები უნდა ტვირთო, ყველაზე მაგარია

მაგდენი არ ვიცი gigi.gif ესეც რომ თბილისიდან შევაგროვე ინფოები საკვირველია lol.gif

Posted by: გიორგი XII 23 Feb 2021, 14:32
Gio707

თრაქერობა გინდა?

Posted by: Gio707 23 Feb 2021, 14:41
QUOTE (გიორგი XII @ 23 Feb 2021, 14:32 )
Gio707

თრაქერობა გინდა?

კი რამდენიმე წელი კარგი საშუალებაა, რომ Cash შეაგროვო, მითუმეტეს, როდესაც ცოლ-შვილ იარ გყავს სარჩენი wink.gif

ტრაქერობის პლუსიც ისაა, რომ მოივლი შტატებს, ნუ მე 17 წელია მანქანას ვმართავ, სერვის ცენტრშიც ვმუშაობდი და დიდ მანქანებსაც ვემსახურებოდი ანუ რაღაც შეხებაც მაქვს ტექნიკური და უცხო არაა smile.gif

Posted by: გიორგი XII 23 Feb 2021, 14:53
Gio707
QUOTE
ი რამდენიმე წელი კარგი საშუალებაა, რომ Cash შეაგროვო, მითუმეტეს, როდესაც ცოლ-შვილ იარ გყავს სარჩენი

ტრაქერობის პლუსიც ისაა, რომ მოივლი შტატებს, ნუ მე 17 წელია მანქანას ვმართავ, სერვის ცენტრშიც ვმუშაობდი და დიდ მანქანებსაც ვემსახურებოდი ანუ რაღაც შეხებაც მაქვს ტექნიკური და უცხო არაა

up.gif love.gif

კიდევ ბევრი პლიუსი აქვს , შეილება გადამატებულად იყოს ნათქვამი მარა ჩემთვის პირადად ყველაზე მაგარი პროფესიაა დედამიწაზე.

ნონ სიდიელი ბოქს თრაქიც ცადე თავიდან ასწორებს სანამ სიდიელს აიღებ

+ თრაქერსრეპორტზე დარეგისტრირდი დიდი ფორუმია ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს
აფსოლუტურად და თუ არაა და გაინტერესებს უშუალოდ შენ დასვამ

Posted by: All*eyes*on*me 23 Feb 2021, 17:39
Gio707
მფლობელები არიან მანქანის, უნდათ დისპეჩინგი და კომპანიის MC და DOT სხვა არაფერი, სუფთა ფულს გიხდიან 10-12%-ს
კარგად უნდა ამუშავო ოღონდ და ეგარი

Posted by: UNEEK 23 Feb 2021, 19:19
QUOTE (All*eyes*on*me @ 23 Feb 2021, 17:39 )
Gio707
მფლობელები არიან მანქანის, უნდათ დისპეჩინგი და კომპანიის MC და DOT სხვა არაფერი, სუფთა ფულს გიხდიან 10-12%-ს
კარგად უნდა ამუშავო ოღონდ და ეგარი

თბილიში გახსნა თან ოფისი, ათ კამპიუტერს იყიდი და იქაურებს ამუშავებ იაფათ.
შენ მილიონებს იშოვი..

ამერიკელი გრუზინების ფიქრები. ტარიფებს დავწევთ, მთელი ამერიკის თრაქები ჩვენთან მოვლენ lol.gif
თან ისეთი გამიხედვა აქვთ, იფიქრებ შოტებზე ექვს ექვსი მილიონი უდევთ

Posted by: All*eyes*on*me 23 Feb 2021, 19:45
UNEEK
სხვათაშორის შენ არ ვიცი ღადაობ თუ რას შვები, ბევრი მუშაობს თბილისიდან, 2000 ლარად ახალგაზრდა ბიჭები ღამის 4 საათამდე კომპიუტერთან ზიან, ჭირს თბილისში მასეთი ხელფასი ალბათ გსმენია

Posted by: paranoidis_dzma 23 Feb 2021, 19:48
UNEEK
QUOTE
მოკლე ვიდეო იუტადან. არიზონა და მერე ვეგასი.

ამ გზით წავედი მეც მგონი. არიზონადან სანდიეგოში რო ჩადიხარ, ის დიდი ლოდების კლდეები როა შემზარავად საშიში და ამასთანავე ლამაზია ძალიან. მოკლედ, დაბრუნება 2 რო მექნება, უნდა მოვიარო ამერიკა მანქანით.

Posted by: გიორგი XII 23 Feb 2021, 20:20
ნავთობით დატვირთულ ტრეინს შეჯახებია ტექსასში თრაქი
დიდი აფეთქება იყო

Posted by: UNEEK 23 Feb 2021, 20:44
paranoidis_dzma
მე-15 გზაა. იუტა. არიზონას კვეთავ და შემდეგ ნევადა. ლას ვეგასში მიდის.
სანდიეგო არიზონაში იუმას გაივლიდი. იქაც კლდიანი მთებია.
მანდ როგორ ცხივრობენ, კლდის წვერზე სახლებში

Posted by: ტანკე 24 Feb 2021, 09:40
მართალია, თქვენ ტრაკებზე ბაზრობთ და ლუკმა პურის შოვნაზე, შესაბამისად, ამ სილამაზისთვის არავის გცალიათ,მაგრამ მე მაინც ვეგასზე დავწერ ისევ...მოკლედ, ყურებამდე ვარ უკვე შეყვარებული ამ ქალაქზე. არ მოველოდი, ასე თუ შემაყვარებდა თავს. უსაყვარლეს ქალაქებს შორის მეორე ადგილზეა მყარად, სან ფრანცისკოს ქვემოთ და ლოს ანჯელესის ზემოთ.
ისე, ლოს ანჯელესს ნიუ იორკთან ისეთი დიდი უპირატესობა აქვს, რომ ნიუ იორკს არც დაესიზმრება - 4 საათის გზა ვეგასამდე!

პ.ს. 6-ის ნახევარზე ირთვება განათება, დავამუღამე. თან ნელ-ნელა შეიყვანება და საოცარი სანახავია. მზის ჩასვლაზე უეკთესიც კი smile.gif ვიდეოს ბოლოსკენაა დაფიქსირებული თაიმ ლაფსი




პ.პ.ს. love.gif

Posted by: Gio707 24 Feb 2021, 15:49
QUOTE (ტანკე @ 24 Feb 2021, 09:40 )
მართალია, თქვენ ტრაკებზე ბაზრობთ და ლუკმა პურის შოვნაზე, შესაბამისად, ამ სილამაზისთვის არავის გცალიათ,მაგრამ მე მაინც ვეგასზე დავწერ ისევ...მოკლედ, ყურებამდე ვარ უკვე შეყვარებული ამ ქალაქზე. არ მოველოდი, ასე თუ შემაყვარებდა თავს. უსაყვარლეს ქალაქებს შორის მეორე ადგილზეა მყარად, სან ფრანცისკოს ქვემოთ და ლოს ანჯელესის ზემოთ.
ისე, ლოს ანჯელესს ნიუ იორკთან ისეთი დიდი უპირატესობა აქვს, რომ ნიუ იორკს არც დაესიზმრება - 4 საათის გზა ვეგასამდე!

პ.ს. 6-ის ნახევარზე ირთვება განათება, დავამუღამე. თან ნელ-ნელა შეიყვანება და საოცარი სანახავია. მზის ჩასვლაზე უეკთესიც კი smile.gif ვიდეოს ბოლოსკენაა დაფიქსირებული თაიმ ლაფსი




პ.პ.ს. love.gif

old.gif ასეთ სილამაზეებს მუღამი მაშინ აქვს, როდესაც კარგად შოულობ + შემოსავლების 15-20 % დანაზოგსაც აკეთებ.





* * *
All*eyes*on*me
გიორგი XII
UNEEK


ამის ვიდეოებს ვუზივარ, ერთ-ერთი ხარისხიანი „კონტენტია"

https://www.youtube.com/channel/UCSHnfL6UcnPS96_culsMaUQ

Posted by: UNEEK 24 Feb 2021, 16:09
QUOTE
მართალია, თქვენ ტრაკებზე ბაზრობთ და ლუკმა პურის შოვნაზე, შესაბამისად, ამ სილამაზისთვის არავის გცალიათ


QUOTE
არავის გცალიათ


facepalm.gif

რატომ ფიქრობთ ახალი ჩამოსულები, თქვენი აღმოჩენილია ამერიკა?

მე ისე გავიგე, თქვენ სანამ აქ პახაობთ ლუკმა პურზე, ნახეთ რას ვგულაობ ლას ვეგასებში.
ფანტაზიორები ხართ.

Posted by: გიორგი XII 24 Feb 2021, 16:31
Gio707

Riding with Dave ნახე ახალბედა დრაივერია კაი ვიდეოებს იღებს
სი ეფ აისთვის დადის რავი ისე აქებენ ახალბედები არ იხდისო ცუდად და პრობლემები ნაკლებიაო

Posted by: paranoidis_dzma 24 Feb 2021, 19:45
UNEEK
QUOTE
მე ისე გავიგე, თქვენ სანამ აქ პახაობთ ლუკმა პურზე, ნახეთ რას ვგულაობ ლას ვეგასებში.
ფანტაზიორები ხართ.

givi.gif

Posted by: All*eyes*on*me 24 Feb 2021, 21:05
ვეგასი ყველას ევასება ))) აი ვეგასს ყველა კიდია

Posted by: ტანკე 24 Feb 2021, 21:14
ეუჰ, ხალხი თურმე რაზე იბოღმება. არადა, განყოფილებას ჰქვია მოგზაურთა კლუბი.
ბოდიში, აღარ დავდებ ბრჭყვიალა ვიდეოებს და დისონანსს აღარ შემოვიტან.
ლას ვეგასში გულაობას ბევრი ფული უნდა. მე მხოლოდ ვიმოგზაურე და ამაზე რა არის დასაბოღმი, ვერ ვხვდები.
ან ეს “ახალჩამოსული” და “ამერიკის აღმოჩენა“ რა უბედურება იყო...
არც ახალჩასული ვარ და ფეხითაც მაქვს ამერიკა შემოვლილი ბევრისგან განსხვავებით, და ამაზე ბოდიში უნდა მოვიხადო?
კარგით, გააგრძელეთ და ამ პოსტს ნუ უპასუხებთ. ვიცი, კარგს არაფერს დაწერთ და ჯობია, საერთოდ არაფერი დაწეროთ, თორემ მეც მომიწევს თქვენთვის გულსატკენი რაღაცეების დაწერა და არ მინდა.
* * *
ადრე მთხოვეს აქ ვეგასის ფოტო-ვიდეოების დადება და მაგიტომ ვდებდი. სულელი მე ვარ, თქვენთვის რომ ვიწვალე ვიდეოების დამერჯვა-აფლოუდზე.
ნახუი ვსიო ეტა რა...
* * *
ერთი საინტერესო, აპოკალიფსური ისტორიის მოყოლა მინდოდა ჩემს ტეხასურ ზამთარზე - რამდენიმე დღე უდენობაზე, უწყლობაზე, გაყინვაზე, პანიკაზე, ტედ კრუზის სკანდალზე, სახლების დაცარიელებაზე და სხვ., მაგრამ არ ღირს, რადგან დამიწერენ, რომ არც ტეხასური ზამთარი და ზოგადად არც ბნელი 90-იანები ჩემი აღმოჩენილი არაა.
მოდერს ვთხოვ, რომ ამ თემაში ჩემი ყველა პოსტი წაშალოს, რომელიც ბოლო ორი თვით არის დათარიღებული
მადლობა წინასწარ.
სხვა აუდიტორიას შემოვუნახავ საინტერესო ისტორიებს, ფოტოებსა და ვიდეოებს. აქ არ ღირს..

Posted by: utonega 24 Feb 2021, 22:04
გუშინ მაგარი დღე გამითენდა, გრინი მომივიდა კონვერტში ჩადებული, დამთავრდა 2 წლიანი ჰაერში ყოფნა. ბოლოს მოიწერეს რო 2 კვირის განმავლობასი მოვაო, მარა სანამ არ გავხსენი არ მჯეროდა.
ნელნელა მინდება საქართველოში წასვლა როგორც ვატყობ. თან სანამ თრაქზე წავალ მანამდე მინდა წავიდე, თორემ მერე მაგის 2 კვირა შუალედი სადღა იქნება sad.gif
პროსტა ეხლა ერთი პრობლემაა, 2500 პრავაში გამძვრა 2 კვირის წინ და ერთი 1500 ტაქსებში მძვრება ეხლა. რენტის ფული, ბილეთის ფული და ჯიბის ფული მაქვს საჩალიჩო რომელიც ცოტა არ არის ამ გადმოსახედიდან, მარა წავალ მაინც ალბათ მალე.
ყველას გისურვებთ სურვილების ასრულებას და ბევრ სიხარულს

Posted by: UNEEK 24 Feb 2021, 22:23
utonega
გილოცავ, მაგარი ამბავია!
რამდენ წლიანია ბრო?

ხო ეგრევე წადი, მუშაობას სულ მოასწრებ.

Posted by: Kakha.G 24 Feb 2021, 22:24
მეგობრებო ყველა თქვენთაგანის პოსტები ძაან საინტერესოა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავის გამოცდილება და ინტერესები.
ეხა უფასო რჩევა დარიგებებს მოვერიდები, არ საჭიროებთ.
უბრალოდ ეგრე განაგრძეთ.

Posted by: ME 24 Feb 2021, 22:51
utonega
გილოცავ! მაგარია!

Posted by: utonega 24 Feb 2021, 23:59
UNEEK
10 წლიანი მომცეს ეგრევე, მაგან გაასწორა რომ გრძელ პერსპექტივაში მაგ მიმართულებით დარდი არ მომიწევს. 4-5 წელიწადში ისედაც მოქალაქეობაზე შეიტანო. 2 წელშ და 4 თვეში ტურისტული ვიზიდან გრინის ბარათი ჩავიდე ჯიბეში. ძალიან მაგარი დროა.
ხო ალბათ წავალ, ბოლო ბოლო რაღაც პატარა ჯიბის ფულს გავიქანებ და ეგაა რა. ამ ეტაპზე მე ფული არ მექნება კაი ხანი და მაგას ვერ დაველოდები

Posted by: UNEEK 25 Feb 2021, 00:46
utonega
მაგარია ძალიან.
შარშან ჩემ ამხანაგებს 2 წლიანები მისცეს, რატო არ ვიცი.
ტრამპის ახალი კანონიო.

ისე ბაიდენი არბილებს საემიგრაციო პოლიტიკას.

Posted by: შარი10 25 Feb 2021, 10:41
QUOTE (ტანკე @ 24 Feb 2021, 21:14 )
ეუჰ, ხალხი თურმე რაზე იბოღმება. არადა, განყოფილებას ჰქვია მოგზაურთა კლუბი.
ბოდიში, აღარ დავდებ ბრჭყვიალა ვიდეოებს და დისონანსს აღარ შემოვიტან.
ლას ვეგასში გულაობას ბევრი ფული უნდა. მე მხოლოდ ვიმოგზაურე და ამაზე რა არის დასაბოღმი, ვერ ვხვდები.
ან ეს “ახალჩამოსული” და “ამერიკის აღმოჩენა“ რა უბედურება იყო...
არც ახალჩასული ვარ და ფეხითაც მაქვს ამერიკა შემოვლილი ბევრისგან განსხვავებით, და ამაზე ბოდიში უნდა მოვიხადო?
კარგით, გააგრძელეთ და ამ პოსტს ნუ უპასუხებთ. ვიცი, კარგს არაფერს დაწერთ და ჯობია, საერთოდ არაფერი დაწეროთ, თორემ მეც მომიწევს თქვენთვის გულსატკენი რაღაცეების დაწერა და არ მინდა.
* * *
ადრე მთხოვეს აქ ვეგასის ფოტო-ვიდეოების დადება და მაგიტომ ვდებდი. სულელი მე ვარ, თქვენთვის რომ ვიწვალე ვიდეოების დამერჯვა-აფლოუდზე.
ნახუი ვსიო ეტა რა...
* * *
ერთი საინტერესო, აპოკალიფსური ისტორიის მოყოლა მინდოდა ჩემს ტეხასურ ზამთარზე - რამდენიმე დღე უდენობაზე, უწყლობაზე, გაყინვაზე, პანიკაზე, ტედ კრუზის სკანდალზე, სახლების დაცარიელებაზე და სხვ., მაგრამ არ ღირს, რადგან დამიწერენ, რომ არც ტეხასური ზამთარი და ზოგადად არც ბნელი 90-იანები ჩემი აღმოჩენილი არაა.
მოდერს ვთხოვ, რომ ამ თემაში ჩემი ყველა პოსტი წაშალოს, რომელიც ბოლო ორი თვით არის დათარიღებული
მადლობა წინასწარ.
სხვა აუდიტორიას შემოვუნახავ საინტერესო ისტორიებს, ფოტოებსა და ვიდეოებს. აქ არ ღირს..

კარგი რა, ერთი კაცის რეპლიკის გულისთვის სხვებს რას გვერჩი? war.gif boli.gif
არ დანებდე, დაყარე ხოლმე პოსტები war.gif

Posted by: wu777ro 25 Feb 2021, 13:17
ამერიკაში ვინც ხართ, პატარა დახმარება მჭირდება თუ შეგიძლიათ ვინმეს? 2 წუთი მინდა ამერიკულ ყიდვა- გაყიდვის ტიპის საიტზე დარეგისტრირება,(უბრალოდ მონაცემებს გეტყვით და რომ ჩაწეროთ ) საქართველოს აიპით ვერ ვაკეთებ, თუ ვინმეს შეგიძლიათ და დამეხმარებით მადლობა წინასწარ.

Posted by: iBoss 25 Feb 2021, 18:54
როგორც ჩანს საკმაოდ იზრდება ქართველი თრაქქერების რიცხვი

ეს თუ იცით ძალიან კარგი არხი აქ
https://www.youtube.com/channel/UCMngchUZ0PRNflXASXo5nDQ/videos?view=0&sort=p&flow=grid


Posted by: paranoidis_dzma 25 Feb 2021, 21:23
utonega
გილოცავ!
მე რო მომივიდა კაი ერთი კვირა რაღაცა მაკლდა თითქოს და მერე მივხვდი, რომ ნერვიულობა მაკლდა. ძალიან კარგი შეგრძნებაა!

აბა წარმატებები და law abiding citizen ყოფილიყავი. smile.gif

Posted by: Harley Davidson 26 Feb 2021, 04:14
All*eyes*on*me
QUOTE
სუფთა ფულს გიხდიან 10-12%-ს

საქართველოს ოფისებში იხდიან 10-12%-ს? დარწმუნებული ხარ? smile.gif
UNEEK
QUOTE
თან ისეთი გამიხედვა აქვთ, იფიქრებ შოტებზე ექვს ექვსი მილიონი უდევთ

ეს ხომ ზოგადად გრუზინების სენია :დ
ჩემს ძმაკაცს ვეღადავები ხოლმე, მეთქი აბა ბრო, რამდენ თრაქზე ვპროჭდებით და ვიყენებთ დეზლურ გამოხედვას? :დდდ

პს: დისპეჩინგის და სეილების აუთსორსინგი ცუდი იდეა არ არის ისე.
ზუსტად მასე გავაკეთე ჩვენი კომპანიის სეილის აუთორსინგი.
აბსოლუტურად ყველა ბედნიერია :დ

Posted by: გიორგი XII 26 Feb 2021, 17:12
QUOTE
საქართველოს ოფისებში იხდიან 10-12%-ს? დარწმუნებული ხარ?

საქმეც ეგაა რო არ იხდიან
გიხდიან გაცილებით ცოტას ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობისას გააკეთებდი

იმდენად მეტად ცოტას რო არც ღირს
(ნუ ეს უკანასკნელი დავის საგანია)

Posted by: Мiami 26 Feb 2021, 18:09
გიორგი XII
აბა რატო მუშაობენ საქართველოს ოფისებში ხალხი? არ ურჩევნიათ დამოუკიდებლად იმუშაონ ფირმის გარეშე?

Posted by: გიორგი XII 26 Feb 2021, 18:19
Мiami
QUOTE
აბა რატო მუშაობენ საქართველოს ოფისებში ხალხი? არ ურჩევნიათ დამოუკიდებლად იმუშაონ ფირმის გარეშე?

იმიტო რო ვერ იმუშავებ ეგრე, ელელსი გინდა ამერიკაში და ნამბერები , დაზღვევები და ათასი მაკულატურა
+ ბევრი საკითხია მოკლედ რასაც საქართველოდან ვერ გააკეთებ მარტო კაცი.


და ვინუჟდენები არიან იმუშაონ მაინც ასე თუ ისე დოლარებით შემოდის ხელფასი და მეტი გაქ საქართველოს კვალობაზე

Posted by: Мiami 26 Feb 2021, 18:21
გიორგი XII
გასაგებია................................................................................................

Posted by: Harley Davidson 26 Feb 2021, 18:34
გიორგი XII
მე მომცა ახლა მეგობარმა კომპანია მოქმედი ემსით და დოტით და აქტიური დაზღვევებით.
თავად დრო არ აქვს და მძღოლი ჰყავს დასმული პიკაპზე და სხვა სადისპეჩეროს ამუშავებს.
ხოდა ვფიქრობ, side hustle-ს ამბავში ხომ არ მოვკიდო თქო ხელი

Posted by: utonega 26 Feb 2021, 19:44
Harley Davidson
აუცილებლად მოკიდე ხელი, ცოტა მეტი დრო დაუთმე, კარგ ექაუნთებზე გახვალ. რეალურად ნაკლებობაა კარგი კომპანიების და ხარისხის კარგად კონტროლირების შემთხვევაში გეყოლება ოვნერები

Posted by: Harley Davidson 26 Feb 2021, 20:42
utonega
მეც მაგ აზრზე ვარ.
მაგ სფეროში მთავარია არ გაღორდე smile.gif
ხალხს ვიცნობ, 6-7 ტრეილერი ჰყავთ აკიდებული :დ მაგ რასკლადით აი უბრალოდ როგორ მუშაობენ ჩემამდე არ დადის

Posted by: All*eyes*on*me 27 Feb 2021, 03:19
Harley Davidson
ეგ არ მითქვამს, კომპანია თუ გაქვს და დატვირთავ მძღოლს, რომელსაც მანქანა თავისი ყავს, ეგ ღირს 10 12 პროცენტი.. საქართველოში ხელფასს უხდიან უბრალოდ

დისპეჩერობა და სრულად უზრუნველყოფა ოუნერ ოპერატორის სხვადახვა რამეა

Posted by: Harley Davidson 27 Feb 2021, 13:12
All*eyes*on*me
QUOTE
ეგ არ მითქვამს, კომპანია თუ გაქვს და დატვირთავ მძღოლს, რომელსაც მანქანა თავისი ყავს, ეგ ღირს 10 12 პროცენტი.. საქართველოში ხელფასს უხდიან უბრალოდ

ხო, ვერ გაგიგე სწორად. არადა ერთსა და იგივეზე ვსაუბრობთ smile.gif
QUOTE
დისპეჩერობა და სრულად უზრუნველყოფა ოუნერ ოპერატორის სხვადახვა რამეა

კი ბატონო.
QUOTE
საქართველოში ხელფასს უხდიან უბრალოდ

ეკონომია არის ძალიან დიდი. ძალიან. პირად მაგალითზე შემიძლია გითხრა.
მუვინგის კომპანიაში ვმუშაობ + მეგობრებთან ერთად ჩვენსას ვამუშავებთ. თბილისში ავიყვანე 3 თანამშრომელი. მოჭრილად აქვთ $150 კვირაში და + 3% გაყიდვებიდან.
ნიუ იორკში ასეთი რასკლადით არავინ დათანხმდებოდა (გარდა იმ კომპანიებისა რომლებიც ბევრ თრაქს ამუშავებენ და თვეში მინიმუმ 450 ჯაბის გაკეთება შეუძლიათ).

Posted by: Haidi 27 Feb 2021, 17:48
როცა გაიხსნება ყველაფერი მინდა საელჩოში შევიდე
რუს უთუბერებს გადავხედე და იძახიან ენის კურსების ვიზას უფრო გასცემენ ვიდრე ტურისტულსო.
ვინმეს გაქვთ რამე გამოცდილება? რას მირჩევდით?

Posted by: CanadianMan 27 Feb 2021, 17:54
Haidi
ეგ შეიძლება რუსებისთვის,ჩვენთვის ისევ ტ.... და შიმშილია

Posted by: All*eyes*on*me 28 Feb 2021, 07:39
Harley Davidson
ამერიკულ კომპანიაში ხარ მუვინგის? ვიტონში ვიყავი , ჩემიანი იყო დრაივერი
და დავყვებოდი, გამძვრა სული))) მუვინგი მაგარია მარა ძალიან ბევრი საჩალიჩოა რა.. პეკინგი ასწორებს ფულის პონტში )))
* * *
Haidi
საქმიანი ვიზიტი, ბიზნეს ვიზიტი ანუ, ყველაზე მეტი შანსი მანდარის

Posted by: Harley Davidson 28 Feb 2021, 12:30
All*eyes*on*me
კი ამერიკული კომპანიაა. ებრაელისაა და გამიშრო სისხლი :დ მაგრამ სანამ იხდის, ვუძლებ :დ
პეკინგი მაგარია, ყველაზე კაი ფული მანდ კეთდება, + თუ ლონგ დისტანსის პეკინიგია ხო საერთოდ, ბანკს ხსნი :დ

Posted by: @Schizophrenic 28 Feb 2021, 15:09
Harley Davidson

შენი იუთუბ არხი შეგიძლია დალინკო? ადრე ვნახე 1-2 ვიდეო და დამავიწყდა არხის სახელი

Posted by: Harley Davidson 28 Feb 2021, 19:58
@Schizophrenic
https://www.youtube.com/channel/UC4ylDDhk-F9DS9W4FFVLFaA
მიგდებული მაქვს, საუკუნეა არაფერი დამიდია.
რამე კონკრეტული კითხვა თუ გექნა, მომწერე პირადში yes.gif

Posted by: @Schizophrenic 1 Mar 2021, 17:00
QUOTE
https://www.youtube.com/channel/UC4ylDDhk-F9DS9W4FFVLFaA
მიგდებული მაქვს, საუკუნეა არაფერი დამიდია.
რამე კონკრეტული კითხვა თუ გექნა, მომწერე პირადში


მადლობა, არა კონკრეტული არაფერი გაიხარე, რაც ვუყურე დამევასა და მეთქი სხვებსაც ვნახავთქო, დაგასაბსქრაიბებ მაინც რომ გადაწყვიტო გაგრძელება up.gif

Posted by: Haidi 1 Mar 2021, 20:40
All*eyes*on*me
ეგ ,არ ვიცი როგორ კეთდება.
მე ვფიქრობდი ,ტურისტულ ვიზას მოვითხოვ და მერე მანდ გავაკეთებ კურსების ვიზასთქო.
სამწუხაროდ,ქართველებისგან იმფორმაციის მიღება ,არც ისე ადვილია.
ძირითადად შავ ფერშია ყველაფერი.

Posted by: All*eyes*on*me 1 Mar 2021, 21:38
Haidi
კიარ კეთდება, იგივე ტურისტულ ვიზას მოგცემენ, უბრალოდ შენ იმას კიარ ეტყვი მანჰეტენი უნდა დავათვალიეროვო, არამედ რაიმეს შეძენა გინდა, ან რომელიმე გამოფენას უნდა დაესწრო შენივე პროფესიიდან გამომდინარე.. და რავიცი ამდაგვარი მიზეზი, ხომ შეიძლება რეალურად რაიმე საქმეზე ჩამოხვიდე, მაგას ვგულისხმობ

Posted by: Haidi 1 Mar 2021, 22:35
Mასეთი ვიზა ,რო მოვითხოვო ,არც მსგავსი პროფესია მაქვს და არც ბიზნესი სამწუხაროდ.

Posted by: All*eyes*on*me 2 Mar 2021, 04:15
Haidi
მასე რო იყოს რათქმაუნდა აქ არ დაწერდი, მარა დამიჯერე მოიკვლევ რამეს თუ კარგად ჩაუჯდები...მოიფიქრე დაგეგმე და ,,ფურცლებს'' შეკრავ დამიჯერე

Posted by: Frankens†ein 2 Mar 2021, 18:52
QUOTE (All*eyes*on*me @ 1 Mar 2021, 21:38 )
Haidi
კიარ კეთდება, იგივე ტურისტულ ვიზას მოგცემენ, უბრალოდ შენ იმას კიარ ეტყვი მანჰეტენი უნდა დავათვალიეროვო, არამედ რაიმეს შეძენა გინდა, ან რომელიმე გამოფენას უნდა დაესწრო შენივე პროფესიიდან გამომდინარე.. და რავიცი ამდაგვარი მიზეზი, ხომ შეიძლება რეალურად რაიმე საქმეზე ჩამოხვიდე, მაგას ვგულისხმობ

საკონსულოს თანამშრომელი რომ ვიყო და ამერიკაში გამოფენაზე დასასწრებად ან შმოტკების საყიდლად მივდივარო რო ეთქვა ვიზის მსურველს, ეგრევე უარის ფურცელს ავუფრიალებდი smile.gif
ტურისტულ ვიზაზე რო შედიხარ, ყველაზე ლოგიკური ისაა მანჰეტენის ან დიდი კანიონის დათვალიერება გინდოდეს და არა რაღაც გამოფენაზე დასწრება.
ან აქ იუზერმა გიო 707-მა რო თქვა, ვუთხარი მანქანებზე სტატიებს ვწერ და გონკებზე მინდა დასწრება, კაი სტატია რო გამოვაცხოო (თუ დამახინჯებუად მახსოვს ფაქტები, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეგრე იყო მგონი).
ეგეთ მიზეზებზეა უარს რო იტყნმევინებიან.
მაგიტო მოსდის მგონი ბევრს უარი, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ლოგიკურად და ეგეთ სისულელეებს ეუბნებიან მგონი გასაუბრებაზე.
რა გამოფენა და კონფერენცია.
ტურისტულ ვიზაზე თუ შედიხარ, სასაცილოც კია იმაზე ლაპარაკი რომ ყველაზე სწორი არგუმენტია უთხრა, რომ ტურისტად გინდა ჩასვლა.
იგივე მანჰეტენის დათვალიერება, ვეგასში გაგულავება, მაიამი ბიჩზე დაზაგვრა ან დიდ კანიონში ფოტოების გადაღება.

რავიცი, მე ეგრე ავიღე ვიზა.
რატო გინდა ვიზაო და ევროპის ქვეყნებში ვარ ნამყოფი და ამერიკის ნახვაც მინდა მეთქი და მომცეს, დამატებითი კითხვების ან რაიმე საბუთების მოთხოვნის გარეშე.
და აქ მეუბნებიან არასწორად უთხარიო, შეეშალა კონსულს ალბათ და მაგიტო მოგცაო biggrin.gif


რაღაც ზღაპრების მოგონებას რომ თვითნასწავლი მეწაღე ხარ და ბიზონის ტყავის დამუშავების პროცესს გინდა დაესწრო ამერიკაში პირადად არ ჯობია მარტივად უთხრა, რომ შვებულების ამერიკაში მოგზაურობაში გატარება გინდა?

იმ საკონსულოშიც Y-ეები ხო არ სხედან smile.gif
Y-ეებად რო თვლის ბევრი და გონია დააბოლებს, მაგიტომ იღებენ იმ პასუხს, რისი ღირსებიც არიან.

Posted by: utonega 2 Mar 2021, 19:54
ტურისტულ ვიზაზე აბსოლუტურად სწორად აღნიშნავს ჩემს ზემოთ იუზერი.
მე და ჩემი და შევედით 2015 ში თუ 16 ში, ორივე ჰოსფითალითი ბიზნესში ვიყავით დასაქმებულები, კარგ პოზიციებზე და ნუ ძალიან ცნობილ ჯგუფში (მანდ) ხოდა ტიპიური შეკითხვების შემდეგ, რაღაცაზე უთხრა ჩემმა დამ იქაური სასტუმროს ნახვა და სპეციფიკაში გარკვევა გვინდაო და უცბათ შეეშალა მანამდე კეთილგანწყობილი სახე, რაო რამე ბიზნესიო? კაროჩე ძლივს გამოვძვერით და ჩვენი ბრალიც იქნებოდა. ნუ რა თქმა უნდა უპრობლემოდ მოგვცეს ორივეს ვიზები.

Posted by: Мiami 2 Mar 2021, 20:28
მე რო გავედი ვუთხარი ტურისტად მივდივართქო. მარტო აპირებო მერე სეირნობასო?! biggrin.gif მეთქი კი რატომაც არა.
უპრობლემოდ მომცა 2-3 კითხვის მეტი არც დაუსვავს.

Posted by: All*eyes*on*me 2 Mar 2021, 20:29
Frankens†ein
2000 ლარი რო გაქ მაქსიმუმ ხელფასი და მოგზაურობას გეგმავ ამერიკაში უფრო მაგარი იდიოტი ჩანხარ ჩემი აზრით, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ მეც და არა დასიზმრებულს

არ ვამბობ ტურისტულად არ უშვებენ თქო, მაგრამ ესეთი ვიზიტები უფრო რეალურია

Posted by: Frankens†ein 2 Mar 2021, 20:42
QUOTE (All*eyes*on*me @ 2 Mar 2021, 20:29 )
Frankens†ein
2000 ლარი რო გაქ მაქსიმუმ ხელფასი და მოგზაურობას გეგმავ ამერიკაში უფრო მაგარი იდიოტი ჩანხარ ჩემი აზრით, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ მეც და არა დასიზმრებულს

არ ვამბობ ტურისტულად არ უშვებენ თქო, მაგრამ ესეთი ვიზიტები უფრო რეალურია

2000 ლარი მქონდა ხელფასი რო გავედი, ხელფასისწინა დღეები იყო და 200 ლარიც არ მექნებოდა ანგარიშზე, არც ანაბარი რამე...
მეძახე იდიოტი და მაგ 2000 ლარიანი ხელფასით დავდიოდი ევროპაშიც და ამერიკაშიც smile.gif
ოთხჯერ ვიყავი უკვე შტატებში ტურისტულად - ბოსტონი - ნიუ იორკი - მაიამი - სან ფრანცისკო - ვეგასი და ა.შ... და თუ ვინმე სგონია რომ 10000-იანი ხელფასით დავდივარ, რავიცი smile.gif

რაღაც გამოფენისთვის ამერიკაში წასვლა არ არის არარეალური?
ვიზაში 160$-ს იხდი, ან ჩაგირტყამენ ან არა, მერე ბილეთი ცეცხლის ფასი, ხარჯებიც ძვირი...
ევროპაში არაა ეგ გამოფენები?
თან შენი ხარჯით რო მიდიხარ, რომელიმე კომპანია რო გიშვებდეს რამე მოწვევით კიდე ხო...

QUOTE
არ ვამბობ ტურისტულად არ უშვებენ თქო, მაგრამ ესეთი ვიზიტები უფრო რეალურია

ვამბობ, ეგეთ ზღაპრებს თუ უყვებიან, მაგიტო აქვს უარი უმეტესობას...

Posted by: All*eyes*on*me 2 Mar 2021, 20:46
Frankens†ein
გაგმართლებია , რა დაზოგე ამნაირი 2000 ლარიდან
მე პირადად რასაც ვამბობ ისე ჩამოვედი, მაგალითები ორივე მხარესაა ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოდ )) პლიუს კიდე კარგი არც მე და არც შენ იქ რომ არ ვმუშაობთ, მაგ ხელფასით ტურისტად არც მე გამოგიშვებდი ))))

შენც ეძახე სისულელე და ჩემი მეგობარი ერთი პარფიუმერიის გამოფენას დაესწრო, მეორე ფოტორაფების... მოკლედ როგორც გინდათ ისე გაიგეთ

Posted by: იაგანა_Godfather 2 Mar 2021, 20:50
ვინმემ ხო არ იცით საელჩო როდიდან იწყებს ტურისტულ ვიზებზე მიღებას ?

31 მარტამდეა შეზღუდვა როგორც ვნახე და იმისი იქით რა ხდება იცის ვინმემ ?

ახლობელს უნდა შესვლა ტურისტულზე, რომელიც ორჯერაა ამერიკაში ნაყოფი და იმედია ამ კოვიდის გამო ტურისტულებზე დიდი შეზღუდვები არ აქვთ

Posted by: Frankens†ein 2 Mar 2021, 21:52
All*eyes*on*me
QUOTE
გაგმართლებია , რა დაზოგე ამნაირი 2000 ლარიდან

მარტო ხელფასით ხო არ ცხოვრობ ადამიანი.
ხან რა გამოჩნდება, ხან რა smile.gif
საქართველოში მასეა smile.gif
ხალხი საერთოდ არ მუშაობს, მაგრამ 2000 ლარ ხელფასიანებზე კარგად ცხოვრობს biggrin.gif

Posted by: All*eyes*on*me 2 Mar 2021, 22:40
Frankens†ein
გეთანხმები .

Posted by: ikandro 3 Mar 2021, 07:40
QUOTE (იაგანა_Godfather @ 2 Mar 2021, 20:50 )
ვინმემ ხო არ იცით საელჩო როდიდან იწყებს ტურისტულ ვიზებზე მიღებას ?

31 მარტამდეა შეზღუდვა როგორც ვნახე და იმისი იქით რა ხდება იცის ვინმემ ?

ახლობელს უნდა შესვლა ტურისტულზე, რომელიც ორჯერაა ამერიკაში ნაყოფი და იმედია ამ კოვიდის გამო ტურისტულებზე დიდი შეზღუდვები არ აქვთ

ტურისტული ვიზა სავარაუდოდ ნოემბერის შემდეგ. მანამდე ძალიან ბევრია რიგში და არც არის ჯერ გახსნილი არასაემიგრაციო ვიზის გასაუბრება.

მხოლოდ საემიგრაციო ვიზაზე დაიწყო საბუთების მიღება.

Posted by: Gio707 3 Mar 2021, 12:16
QUOTE (Frankens†ein @ 2 Mar 2021, 18:52 )
QUOTE (All*eyes*on*me @ 1 Mar 2021, 21:38 )
Haidi
კიარ კეთდება, იგივე ტურისტულ ვიზას მოგცემენ, უბრალოდ შენ იმას კიარ ეტყვი მანჰეტენი უნდა დავათვალიეროვო, არამედ რაიმეს შეძენა გინდა, ან რომელიმე გამოფენას უნდა დაესწრო შენივე პროფესიიდან გამომდინარე.. და რავიცი ამდაგვარი მიზეზი, ხომ შეიძლება რეალურად რაიმე საქმეზე ჩამოხვიდე, მაგას ვგულისხმობ

საკონსულოს თანამშრომელი რომ ვიყო და ამერიკაში გამოფენაზე დასასწრებად ან შმოტკების საყიდლად მივდივარო რო ეთქვა ვიზის მსურველს, ეგრევე უარის ფურცელს ავუფრიალებდი smile.gif
ტურისტულ ვიზაზე რო შედიხარ, ყველაზე ლოგიკური ისაა მანჰეტენის ან დიდი კანიონის დათვალიერება გინდოდეს და არა რაღაც გამოფენაზე დასწრება.
ან აქ იუზერმა გიო 707-მა რო თქვა, ვუთხარი მანქანებზე სტატიებს ვწერ და გონკებზე მინდა დასწრება, კაი სტატია რო გამოვაცხოო (თუ დამახინჯებუად მახსოვს ფაქტები, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეგრე იყო მგონი).
ეგეთ მიზეზებზეა უარს რო იტყნმევინებიან.
მაგიტო მოსდის მგონი ბევრს უარი, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ლოგიკურად და ეგეთ სისულელეებს ეუბნებიან მგონი გასაუბრებაზე.
რა გამოფენა და კონფერენცია.
ტურისტულ ვიზაზე თუ შედიხარ, სასაცილოც კია იმაზე ლაპარაკი რომ ყველაზე სწორი არგუმენტია უთხრა, რომ ტურისტად გინდა ჩასვლა.
იგივე მანჰეტენის დათვალიერება, ვეგასში გაგულავება, მაიამი ბიჩზე დაზაგვრა ან დიდ კანიონში ფოტოების გადაღება.

რავიცი, მე ეგრე ავიღე ვიზა.
რატო გინდა ვიზაო და ევროპის ქვეყნებში ვარ ნამყოფი და ამერიკის ნახვაც მინდა მეთქი და მომცეს, დამატებითი კითხვების ან რაიმე საბუთების მოთხოვნის გარეშე.
და აქ მეუბნებიან არასწორად უთხარიო, შეეშალა კონსულს ალბათ და მაგიტო მოგცაო biggrin.gif


რაღაც ზღაპრების მოგონებას რომ თვითნასწავლი მეწაღე ხარ და ბიზონის ტყავის დამუშავების პროცესს გინდა დაესწრო ამერიკაში პირადად არ ჯობია მარტივად უთხრა, რომ შვებულების ამერიკაში მოგზაურობაში გატარება გინდა?

იმ საკონსულოშიც Y-ეები ხო არ სხედან smile.gif
Y-ეებად რო თვლის ბევრი და გონია დააბოლებს, მაგიტომ იღებენ იმ პასუხს, რისი ღირსებიც არიან.

კი მე მივდიოდი New York International Auto Show-ს გასაშუქებლად.

ჩემი სტატიები აქ დევს: https://blog.myauto.ge/ka/

ვმუშაობდი დიდ კომპანიაში, TBC-ის შვილობილში My.ge / myauto, myhome, mymarket /

ხელფასი კომპანიიდან მერიცხებიდა: 1,200 ლარი

სხვა ჩარიცხვები სტაბილურად $ 400

დეპოზიტი $3,500

ჩემი შეცდომა ის იყო, რომ უძრავი ქონება რასაც ვაქირავებთ ისინი უნდა გადმომეფორმებინა და შემოსავლებს მარტივად დავუდასტურებდი. ავცდებოდი 4,000 ლარს


კითხვა N1 იყო პროფესიული - გავეცი ჩვეულებრივად

კითხვა N2, სხვაგან თუ ხარ მსგავს ღონისძიებაზე ნამყოფიო ? - არათქო 1 წელია ამ პოზიციაზე ვმუშაობდა მინდა გაშუქებათქ, რადგან ჟენევის შოუ კოვიდის გამო გადაიდოთქო.

კითხვა N3 შენი მშობლები რას საქმიანობენ ? ვუპასუხე

კითხვა N4 შემოსავლებიო - ვუპასუხე, რომ გვაქ საიჯარო შემოსავლები, დამისაბუთეო, ვერათქო, რადგან ჩემს სახელზე არაათქო

კითხვა N5. ამ სასტუმროში როგორ მიდიხარ შენი ხელფასი ხომ ცოტაააო? აქ გავბრაზდი და ემოციას ავყევი, თუ არ გაკმაყოფილებთ, ჰოსტელ ფილადელფიაში შევალ უფრო იაფიანი ეგაათქო, რა პროემას ხედავთ ამაშითქო?. არაო შენო 5 ვარსკვავიანი გაქვს მითითებულიო ! არა და 3-იანი ჰოსტელი მქონდა მითითებული და ამაში გამჭედა smile.gif რადგან იგივე სახელწოდების იყო თურმე 5-იანიც.

მერე დავიბენი ინგლისურში ანუ ტრანსლიტში გავიჭედე ნერვიულობის ფონზე. ჩემი მიზანი იყო რუსულად საუბარი ან ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ საკომუნიკაციო ენა ინგლისური ვიცი ემოციამ სახე ამახია.

დაიდო ჩემი 6 თვის ამონაწერი და სულ კალკულატორით იანგარიშა biggrin.gif

მერე მითხრა, რომ არ ხარ მზად ტურისტულისთვისო, ანუ შენი შემოსავლები არ აკმაყოფილებსო.

Posted by: Frankens†ein 3 Mar 2021, 14:28
Gio707
აშშ-ის ვიზაზე რაიმეს მტკიცება რომ ამის გამო არ იძლევიან ან იმის გამო იძლევიან, სასაცილოა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მასე ჩაძიებას იმათ მიმართ ახდენენ, ვინც ეუბნება რომ რაღაც კობკრეტული საქმიანი ვიზიტისთვის უნდა ტურისტული (!) ვიზა.

იმის გარდა, რომ ლიგიკურად ვფიქრობ ტურისტული ვიზის მისაღებად მოგზაურობის მიზნად ტურიზმი ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტია, ჩემი და არაერთი ნაცნობის მაგალითზე ვამბობ, ვინც ვიზა მიიღო.

800$-იც არ მქონდა ხელფასი რო გავედი და ერთი არ უკითხავს, მთელი თვის ხელფასი ბილეთში თუ გეყოფა მარტო და რას შვრები მერეო.

უცბად გავიხსენე ეხლა და 4 ძალიან ახლო მეგობარი მყავს, ისე რო გავიდნენ ვიზაზე, ყოველგვარი გეგმის ან მიზნის გარეშე, უბრალოდ ამერიკის ნახვა გვინდაო და ჩაურტყეს, 5 წელზე მეტია და არც წასულან "დაჟე", ისე აქვთ ვიზა smile.gif

ეგ მიზეზები არადამაჯერებელია.
საქმიანი ვიზიტისთვის რატო უნდა მიდიოდეს ადამიანი 3000$-ად აშშ-ში, როცა იგივე საქმეზე 500 ევროდ წავა ევროპაში.
რაც გინდა ის თქვი, არადამაჯერებელია.

შენი ქეისიც არადამაჯერებელია.
3000$-ს ან მეტს იხდი შენი ჯიბიდან იმის გამო რომ იმ სამსახურისთვის დაწერო სტატია, ვინც 500$-ს გიხდის თვეში.

რო გეთქვა ტურისტად მივდივარ ისეო, დიდი ალბათობით არც გამოგეკიდებოდნენ ეგრე, ჩემი აზრით.
საქართველოა და იციან ტიპებმა რომ აქ ხალხი ოფიციალურ ხელფასზე არ ცხოვრობს.
იმაზე კარგად იცნობენ საკინსულოში საქართველოს და ქართველებს, ვიდრე წარმოგვიდგენია...

ხო და ეგეთი რაღაცეებით არ ბოლდებიან.
შეიძლება ვიღაცაზე შეცდნენ და გაეპაროთ, მაგრამ არ ბოლდებიან.
და თუ გგონია ზღაპრით დააბოლებ, ეგ არის შეცდომა.

მე, ვიღაც ჩვეულებრივი ტიპი ვიეჭვებდი შენს ისტორიაზე რო ტრუხაა და სპეციალურად გადამზადებული საკონსულოს ოფიცერი რო არ ჭამდა, არ უნდა იყოს გასაკვირი...


მასეთი დალაგებულ-დავარცხნილი სამოგზაურო გეგმა რო შეგაქვს, რომელ სასტუმროში ჩერდები, ტაქსის რამდენს აძლევ და რომელ საბურგერეში რას ჭამ რა ფასად, აშკარად აჩენს სურათს რომ ამ გეგმის დამაჯერებლობაზე ბევრი გაქვს ნამუშევარი და ეჭვსაც იწვევს ეგ...


Posted by: გიორგი XII 3 Mar 2021, 14:36
Frankens†ein
აბსოლუტურად სიმართლეს წერ ყველაფერს
სისულელეა ეგ ყველაფერი მომზადებები და ზღაპრების მოგონებები

Posted by: Gio707 3 Mar 2021, 14:57
QUOTE (Frankens†ein @ 3 Mar 2021, 14:28 )
Gio707
აშშ-ის ვიზაზე რაიმეს მტკიცება რომ ამის გამო არ იძლევიან ან იმის გამო იძლევიან, სასაცილოა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მასე ჩაძიებას იმათ მიმართ ახდენენ, ვინც ეუბნება რომ რაღაც კობკრეტული საქმიანი ვიზიტისთვის უნდა ტურისტული (!) ვიზა.

იმის გარდა, რომ  ლიგიკურად ვფიქრობ ტურისტული ვიზის მისაღებად მოგზაურობის მიზნად ტურიზმი ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტია, ჩემი და არაერთი ნაცნობის მაგალითზე ვამბობ, ვინც ვიზა მიიღო.

800$-იც არ მქონდა ხელფასი რო გავედი და ერთი არ უკითხავს, მთელი თვის ხელფასი ბილეთში თუ გეყოფა მარტო და რას შვრები მერეო.

უცბად გავიხსენე ეხლა და 4 ძალიან ახლო მეგობარი მყავს, ისე რო გავიდნენ ვიზაზე, ყოველგვარი გეგმის ან მიზნის გარეშე, უბრალოდ ამერიკის ნახვა გვინდაო და ჩაურტყეს, 5 წელზე მეტია და არც წასულან "დაჟე", ისე აქვთ ვიზა smile.gif

ეგ მიზეზები არადამაჯერებელია.
საქმიანი ვიზიტისთვის რატო უნდა მიდიოდეს ადამიანი 3000$-ად აშშ-ში, როცა იგივე საქმეზე 500 ევროდ წავა ევროპაში.
რაც გინდა ის თქვი, არადამაჯერებელია.

შენი ქეისიც არადამაჯერებელია.
3000$-ს ან მეტს იხდი შენი ჯიბიდან იმის გამო რომ იმ სამსახურისთვის დაწერო სტატია, ვინც 500$-ს გიხდის თვეში.

რო გეთქვა ტურისტად მივდივარ ისეო, დიდი ალბათობით არც გამოგეკიდებოდნენ ეგრე, ჩემი აზრით.
საქართველოა და იციან ტიპებმა რომ აქ ხალხი ოფიციალურ ხელფასზე არ ცხოვრობს.
იმაზე კარგად იცნობენ საკინსულოში საქართველოს და ქართველებს, ვიდრე წარმოგვიდგენია...

ხო და ეგეთი რაღაცეებით არ ბოლდებიან.
შეიძლება ვიღაცაზე შეცდნენ და გაეპაროთ, მაგრამ არ ბოლდებიან.
და თუ გგონია ზღაპრით დააბოლებ, ეგ არის შეცდომა.

მე, ვიღაც ჩვეულებრივი ტიპი ვიეჭვებდი შენს ისტორიაზე რო ტრუხაა  და სპეციალურად გადამზადებული საკონსულოს ოფიცერი რო არ ჭამდა, არ უნდა იყოს გასაკვირი...


მასეთი დალაგებულ-დავარცხნილი სამოგზაურო გეგმა რო შეგაქვს, რომელ სასტუმროში ჩერდები, ტაქსის რამდენს აძლევ და რომელ საბურგერეში რას ჭამ რა ფასად, აშკარად აჩენს სურათს რომ ამ გეგმის დამაჯერებლობაზე ბევრი გაქვს ნამუშევარი და ეჭვსაც იწვევს ეგ...


1) სტამბოლში, რომ წავედი ისიც კი მივლინება იყო. Automechanika Istanbul 2014, დაწყებული Castrol-ით დამთავრებული რაღაც ჩინური ხლამით იღებს მონაწილეობას. გეძლევა საშუალება ინვესტორებთან კომუნიკაციის. თან რომელი კომპანიის იმპორტიორიც ვიყავი 2014-2017 წლებში, ის იღებდა მონაწილეობას.

2) მეორე გასვლა პრაღა მაქვს იქ ვიცოდი, რომ სალვადორ დალის გამოფენა ემთხვეოდა აპრილის 6-10 რიცხვს და ისე წავედი. ცხოვრებაში სადღაც ისე არ წავსულვარ დაუგეგმავად. აი ამიდგა დ ამოდი დავაი ბათუმში თუნდაც.

თითოეული ჩემი ნაბიჯი კარგად გათვლილია, დასვენების დღეებშიც კი.

Posted by: ტანკე 3 Mar 2021, 14:59
არადა, ფეისკონტროლია საკონსულოში. ფეისკონტროლში ვგულისხმობ არა სიფათის სილამაზეს ან კარგ ზმანებს, არამედ კონსულის ემოციურ დამოკიდებულებას შენს მიმართ.
მე ყოველთვის ზედმიწევნით მომზადბეული შევდიოდი (დააფასეთ კონსული და მოემზადეთ სათანადოდ ინეტრვიუსთვის. ამას ისინიც აფასებენ) და მაძლევდნენ ვიზას. არადა, ჩემს გევრდით არეჯექტებდნენ მოუმზადებლებს - "მანჰეტენის ნახვა მინდა და იმიტომ მივდივარ, აბა, სხვა რისთვის?" ტიპებს.

მთავარია, ინეტრვიუზე თავს როგორ წარმოაჩენ. ინგლისურად თუ დაელაპარაკებით და გამართულად, თქვენი შანსი ერთი-ორად იზრდება (თან აფასებთ კონსულს და თან საკუთარ თავს წარმოაჩენთ კარგი კუთხით). კიდევ ვამბობ, მათი ემოციური დამოკიდებულება თქვენდამი ყველაფერია მანდ. გამართლებაზეც არის - კვოტა აქვთ შესავსები და თუ ისეთ პერიოდში მოგიწიათ შესვლა, როცა ბევრი დაარეჯექტეს, ვინმე უდნ აგაუშVან და შეიძლება მოუმზადებელი ტიპები ხელს გააყოლონ,მაგრამ ეს უფრო გამართლებაა, ვიდრე "порядок вещей..."
ისიც სისულელეა, რომ წინასარ აქვთ პასუხი მზად, ვის მისცენ ვიზა და ვის - არა. საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ კონსული ინფორმაციულ ვაკუუმში იყო ჩემს შემთხვევაში და როცა ვუთხარი, რომ მანამდე სამჯერ ვიყავი ამერიკაში ნამყოფი, თვალები შუბლზე აუვიდა, ისე გაუკვირდა. როგორ გგონიათ, ჰქონდა მას ჩემზე რამე ინფო წინასწარ? - არა! იქ იგებენ ყველაფერს, რაც სურთ. არც აქვთ მაგის დრო, რომ წინასწარ იმუშაონ თქვენს ქეისებზე, თუ საემიგრაციო ვიზაზე არ შედიხართ მაინცდამაინც.

პ.ს.
და ფრენკი, შენ რომ მომზადბეული პასუხები არ გქონოდა, მათ შორის - ბავშვთან დაკავშირებით, ეგრევე დეპორტზე იჯექი სან ფრანცისკოს აეროპორტში. ეს აღიარე smile.gif

Posted by: Frankens†ein 3 Mar 2021, 15:40
Gio707
კაი რო მინდა შენთვის და მინდა ვიზა მიიღო, მაგიტო ვწერ ჩემს მოსაზრებას.
რომელიც ლოგიკურიც მგონია და პირადად ჩემს თავზე და რამდენიმე ახლობელ ადამიანზე დაყრდნობითაც ვამბობ.
რავიცი, მასე მგონია მე.
ჩემი ნაცნობები, ვინც გავიდნენ და მართლა ტურისტული მიზნისთვის უნდოდათ ვიზა და ეგრეც უთხრეს, ყველამ მიიღო, ვერ გავიხსენე უცბად, ვინმესთვის უარი ეთქვათ...
არავის ქონია ისეთი ხელფასი, რომ აშშ-ში მოგზაურობისთვის საკმარისი ყოფილიყო.
ანუ 2000 ლარიანი ხელფასით ამერიკაში სამოგზაუროდ როგორ გადიხარ ვიზაზე, Y-ე ბაზარია.
მასეთი ხელფასით ავიღე მეც და კიდევ ბევრმა ვიზა.
და ვითომ რაღაც გეგმებზე/საქმეებზე რო მიდიან, ეგეთი ბევრი იღებს უარს.
ზოგი ვიზასაც იღებს, მაგრამ ბევრიც უარს...



ტანკე
QUOTE
და ფრენკი, შენ რომ მომზადბეული პასუხები არ გქონოდა, მათ შორის - ბავშვთან დაკავშირებით, ეგრევე დეპორტზე იჯექი სან ფრანცისკოს აეროპორტში. ეს აღიარე

ეს ეხლა ჩასვლაზე.
და მანდ ზუსტადაც ტრუხა მომზადებული პასუხები მქონდა და კინაღამ დამადეპორტეს.
სან ფრანცისკოში სავალდებულო კარანტინი რადგან იყო, არც მიხსენებია ბავშვი საერთოდ და ახლობელთან ჩამოვედი, როზვილში მივდივარ საკრამენტოსთან და იქ უნდა ვიყო თვეები მეთქი, იქიდან უნდა ვიმუშაო დისტანციურად მეთქი.
სან ფრანცისკო და ბავშვი რო ვახსენო, გამაკარანტინებენ მეთქი.
და შიგ ხო არა გაქვსო და გამიყვანეს ეგრევე საემიგრაციოში, ამ პანდემიისას ტურისტად რა გინდაო.
და მერე რო ვუთხარი ბავშვზე, რატო არ ახსენე თავიდანვეო და რავიცი, ოფიციალურად არ ვარ მამა დაბადების მოწმობაში, ისე კი აქვს ჩემი გვარი და ფოტოებითაც დაგიმტკიცებთ რო ამ ხუთი წლის მანძილზე მეც დავდივარ აქ ბავშვთან და ისიც ჩამომყავს, ეხლაც აგვისტოდან სექტემბრამდე საქართველოში მყავდა მეთქი და შემიშვეს.
მანამდე შვილის დედის ნომერი გამომართვეს, დავრეკავთ და თუ დაგვიდასტურა რო მასეა, არაა პრობლემაო.

თორე დაწყობილი პასუხები მანამდე მქონდა რო საქართველოშიც ჩაკეტილია ყველაფერი და მაინც სახლიდან ვმუშაობ და ბარემ აშშ-ში ვიქნები და მზიანო კალიფორნიიდან ვიმუშავებ.
მაგრამ არ არიან Y-ეები და არ დაიჯერეს smile.gif

წინა სამ ჩასვლაზე რო მეკითხებოდნენ მიზეზს, შვებულებას ვატარებ მეთქი და მიშვებდნენ ეგრევე, სხვა რამის კითხვის გარეშე.
ან ფული რამდენი გაქვს ან სად რჩები, არასოდეს უკითხავთ...

და ეხლა პირველად ვთქვი რაღაც მოგონილი ზღაპარი და ეგრევე პრობლემა შემექმნა.
სიმართლე უნდა თქვა smile.gif
მართალ კაცს Y-ეს მოგჭამენ, გაატრაკებ ბოლომდე.

საემიგრაციოშიც ბავშვის თემა რო ვახსენე, რაც სიმართლე იყო და მართლა ბავშვის სანახავად ჩავედი, იმის მერე იქით გადავედი შეტევაზე და აგრესიაზე, ეჭვის თვალით რო მიყურებდნენ,,,
ვიცოდი რო სიმართლე ჩემ მხარეს იყო...


აქ ვიღაცა მწერდა, თუ მოუნდებოდათ, ისე დაგადეპორტებდნენ, არც შეგეკითხებოდნენო და არაა მასე.
ჩემ Y-ეს დამადეპორტებდნენ.
ლეგალურად ვიყავი ჩასული, მანამდეც არაფერი დარღვევა არ მქონია, მიზეიც 100%-იანი სიმართლე - ბავშვის სანახავად ჩავედი...
ეგრევე კაი ადვოკატი და იქით ვუჩივლებდი და შეიძლება კაი კომპენსაციაც დამეთრია.

Posted by: Gio707 3 Mar 2021, 15:58
Frankens†ein

მესმის რასაც ამბობ, უბრალოდ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ


1. შემოსავლები რაცკი აქვს ოჯახს დამესაბუთებინა ჩემი გავლით

2. უძრავი ქონება გადამეფორმებინა

3. გამოფენისთვის საჭირო ბილეთები, კომპანიის ბიზნეს ბარათით მეყიდა

4. სასტუმრო კომპანიის ბიზნეს ბარათით დამეჯავშნა

5. კომპანიას უნდა გაეწერა ოფიციალურად მივლინება

Posted by: Frankens†ein 3 Mar 2021, 15:59
Gio707
მაგაში არც გეკამათები, არც აქვს რამე მნიშვნელობა, არ ვიცი სპეციფიკა და შეიძლება მარტო მანდ ტარდება.
მაგრამ ტურისტულ ვიზაზე მაგ მიზეზით გასვლა რომ საქმის პონტში მიდიხარ, ეჭვს იწვევს.
მასეთ დროს მაშინ სამსახური უნდა გიშვებდეს და იქიდანაც მოწვევა უნდა გქონდეს კონფერენციიდან, დამაჯერებელი რომ იყოს.
მანდ ის კი არაა მთავარი მართლა ტარდება თუ კონფერენცია, ის არის რომ რამდენად რეალურია თვეში 500$-იანი სამსახური გქონდეს და სტატია რომ დაუწერო, მაგის გამო შენი ხარჯებით 3-4 ათას დოლარს ისვრიდე.



წარმატებები მოკლედ.
ეხლა უკვე იგივეს უნდა მიაწვე, სხვა გზა აღარ გაქვს.
იქნება წინა გასვლის დეტალები შენს საქმეში საკონსულოში და ეხლა ვაფშე სვა მიზეზით რო გახვიდე, შეიძლება უფრო შეეპაროთ ეჭვი.

Posted by: Gio707 3 Mar 2021, 16:02
Frankens†ein

მადლობა, კი ისევ მაგ ქეისს უნდა მივაწვე biggrin.gif

რა თქმა უნდა, შეცდომებზე ვსწავლობთ. ეხლა გაცილებით მომზადებული ვარ ყველა კუთხით, როგორც სიტყვა-პასუხი, ასევე ფინანსური საბუთებით.

Posted by: ME 4 Mar 2021, 00:32
Frankens†ein
QUOTE
აქ ვიღაცა მწერდა, თუ მოუნდებოდათ, ისე დაგადეპორტებდნენ, არც შეგეკითხებოდნენო და არაა მასე.
ჩემ Y-ეს დამადეპორტებდნენ.
ლეგალურად ვიყავი ჩასული, მანამდეც არაფერი დარღვევა არ მქონია, მიზეიც 100%-იანი სიმართლე - ბავშვის სანახავად ჩავედი...
ეგრევე კაი ადვოკატი და იქით ვუჩივლებდი და შეიძლება კაი კომპენსაციაც დამეთრია.

არ არის ასე.
ტურისტული ვიზა გაძლევს ამერიკის საზღვრამდე მისვლის უფლებას
ამის შემდეგ საემიგრაციო ოფიცერი წყვეტს შეგიშვას თუ არა,
0 ვალდებულება აქვს რომ რამე აგიხსნას, თუ არ მოეწონები გაგაბრუნებს უკან (ეს დეპორტი არ არის, დეპორტი როგორც ასეთი მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეიძლება მოხდეს)

ამერიკაში ტურისტისთვის შესვლა არის პრივილეგია, და არა უფლება
მნიშვნელოვანია ამის გააზრება.

გრინ კარტიანი რომ არ შეუშვან ეს უკვე სულ სხვა თემაა, თუმცა ტრამპის დროს ესეც ხდებოდა თავიდან, აქ მართლა შეიძლება ადვოკატის აყვანა

Posted by: Frankens†ein 4 Mar 2021, 11:07
QUOTE (ME @ 4 Mar 2021, 00:32 )
Frankens†ein
QUOTE
აქ ვიღაცა მწერდა, თუ მოუნდებოდათ, ისე დაგადეპორტებდნენ, არც შეგეკითხებოდნენო და არაა მასე.
ჩემ Y-ეს დამადეპორტებდნენ.
ლეგალურად ვიყავი ჩასული, მანამდეც არაფერი დარღვევა არ მქონია, მიზეიც 100%-იანი სიმართლე - ბავშვის სანახავად ჩავედი...
ეგრევე კაი ადვოკატი და იქით ვუჩივლებდი და შეიძლება კაი კომპენსაციაც დამეთრია.

არ არის ასე.
ტურისტული ვიზა გაძლევს ამერიკის საზღვრამდე მისვლის უფლებას
ამის შემდეგ საემიგრაციო ოფიცერი წყვეტს შეგიშვას თუ არა,
0 ვალდებულება აქვს რომ რამე აგიხსნას, თუ არ მოეწონები გაგაბრუნებს უკან (ეს დეპორტი არ არის, დეპორტი როგორც ასეთი მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეიძლება მოხდეს)

ფაქტია რომ არ დავევასე ტიპებს, ოფრო სწორად საემიგრაციოს ტიპს, თორემ მესაზღვრე ლოგიკურად დაეჭვდა, გაქანებული პანდემიისას ცარიელ სანფრანში ტურისტად რო ჩავედი biggrin.gif
ის საემიგრაციოს ტიპი მეუბნებოდა, უეჭველი ვიცი რო დასარჩენად ჩამოხვედი, მოდი ალალად აღიარეო, მკერავდა biggrin.gif მაგრამ ყველა მაგათ არგუმენტზე კონტრარგუმენტად 100%-იანი ფაქტი რომ მქონდა, სხვა გზა აღარ ქონდათ და შემომიშვეს...

მეოთხეჯერ ჩავდიოდი დარღვევის გარეშე, შტატების მოქალაქე შვილი მყავს, შვილის დედაც შტატების მოქალაქე, დაურეკეს კიდეც და დაუდასტურეს რომ მართლა მაგათთან ჩავედი და სხვა გზა აღარ ქონდათ, ვერ გამაბრუნებდნენ.

თან ერთი ოფიცერი მაკაჩავებდა კაი ხანს, იტყუებიო და კაი ხანი რო გაგვეწელა საუბარი და კამათი, ვიღაც სხვა ტიპი მოვიდა, ალბათ უფროსი და იგივე კითხვებს მისვამდა smile.gif
და არც ვაცლიდი კითხვის დამთავრებას და პასუხს ვიწყებდი და დამამთავრებინეო smile.gif
და საათზე მეტია აქ ვარ გაჩერებული და ერთსა და იმავეს მეკითხებით, ვიცი რა კითხვასაც მისვამ მეთქი.
ხო და გადახედა ამას და უნდა შევუშვათო.
და ის პირველი ოფიცერი მეუბნება, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე, შენი ტელეფონი აღრიცხვაზე ავიყვანეთ და გადაადგილებებს ვუყურებთ, თუ სამუშაოდ და ემიგრაციისთვის ჩამოხვედი, მე დაგაპატიმრებო biggrin.gif
ოკ მეთქი და გამოვედი biggrin.gif

ერთი თვის მერე რო მოვდიოდი, ნეტა ეგ ოფიცერი შემხვდეს საზღვარზე მეთქი biggrin.gif
მაგრამ არ შემხვდა smile.gif

Posted by: webdesigner93 4 Mar 2021, 12:48
მეც ყველანაირი გეგმების გარეშე შევედი საელჩოში და ეგრე ავიღე ვიზა. არაფერი არ მქონდა დაჯავშნილი , სამოგზაუროდ ვაპირებ წასვლას თქო , ზუსტი პერიოდიც არ ვიცოდი , ვიზის აღების შემდეგ ვიზრუნებ მაგ დეტალებზე თქო. ძალიან მსუბუქად ჩაიარა გასაუბრებამ და ვიზაც მივიღე. თუმცა გასვლები მანამდე ბევრი მქონდა , ევროპაშიც , აზიაშიც და 2 აფრიკაშიც.

Posted by: Lekso-Dav 5 Mar 2021, 01:38
ხმა მიეცით აქ war.gif

https://forum.ge/?act=ST&f=34&t=35193344

Posted by: UNEEK 5 Mar 2021, 09:39
ME
გრინკარტიანი რომ არ შეუშვან, მიზეზი უნდა ქონდეს, ჩხუბი, კრიმინალი, ფელონი ჩარჯისთვისაც კი დააპაშოლონ შეიძლება.
ისე თუ საქმე საქმეზე მიდგა, პასპორტის ჩამორთმევა და მოქალაქეობის გაუქმებაც მოსულა❤

პს. არამც და არამც არ შეიძლება არალეგალური გზით უცხო მოქალაქის დახმარება და შემოყვანა.

Posted by: Frankens†ein 5 Mar 2021, 12:48
UNEEK
QUOTE
მოქალაქეობის გაუქმებაც მოსულა❤

ეს მეეჭვება შესაძლებელი იყოს.
მოქალაქეობის გაუქმება არ მოსულა შტატებში კი არა არსად მგონი...

Posted by: sanfol 5 Mar 2021, 19:40
სთარ აქადემიზე გსმენიათ რამე?

სააგენტოა და ოპერად უშვებს ხალხს

გასვლები არსად არ მაქვს უკრაინას თუ არ ჩავთვლით და ღირს ცდა სამუშაო ჯ3 ვიზაზე თუ ტყუილად ფულს გადავყრი?

Posted by: PC_AMD 5 Mar 2021, 19:52
ბევრი ფაქტორია ვიზის მიღების და ვერ მივღების. ძალიან ბევრი შედის ძააან გადაპრანჭული მძივებით და ოქროებოთ ასმხული ქალები მეტი წილი და კაცებიც არანკლებ შეიძლება 80 % ან მეტიც კი. ჩემ დღესაც ეგრე იყო ხალხის 70% შუბლზე აწერია დამრჩენია თუ არა..ჩემს. წინ სასწტავი გავიდა 3000 და 5000 ლარიანი ხელფასებით და უარი მიიღო.უმეტესობამ კი არა ფაქტიურად ყველამ. სადღაც 5 ვიზა გაიცა ჩემიანად. კიდე ერთი ფაქტორი დიდი მნიშვნელობა აქბს საუბრის მანერასაც ბოდიშით და ინგლისური.ხომ არ იცის ბევრმა და ქარტულდაც არ შეუძლიათ გამართულად საუბარი ცუდად არ გაიგოთ მოსოფლელო ბაზარი აქვთ, სოფლელებს არ ვაკნინებ. კონსული რომ კითხავს სად მიდიხარ და რავი აბა, ან დაიბნევა უცებ პაუზა აქვს და ამერიკაში მანჰეტენზე გევისეირნებ სიმონ რომ ეტყვის უარია.

Posted by: .DG. 5 Mar 2021, 22:48
Frankens†ein
QUOTE
ეს მეეჭვება შესაძლებელი იყოს.
მოქალაქეობის გაუქმება არ მოსულა შტატებში კი არა არსად მგონი...

უმეტეს ქვეყნებში მოსულა მეტ-ნაკლები მიზეზების გამო, მათ შორის საქართველოშიც.

https://www.usa.gov/renounce-lose-citizenship

ახლა უცებ რაც ვნახე --https://en.wikipedia.org/wiki/Shamima_Begum დიდ ბრიტანეთში დაბადებით მოქალაქეს გაუუქმეს მოქალაქეობა ტერორისტებთან კავშირის გამო

უცხო ქვეყნის მოქალაქეობას თუ მიიღებ საქართველოც ავტომატურად გიუქმებს აქაურ მოქალაქეობას.

Posted by: Frankens†ein 5 Mar 2021, 22:55
QUOTE (.DG. @ 5 Mar 2021, 22:48 )
Frankens†ein
QUOTE
ეს მეეჭვება შესაძლებელი იყოს.
მოქალაქეობის გაუქმება არ მოსულა შტატებში კი არა არსად მგონი...

უმეტეს ქვეყნებში მოსულა მეტ-ნაკლები მიზეზების გამო, მათ შორის საქართველოშიც.

https://www.usa.gov/renounce-lose-citizenship

ახლა უცებ რაც ვნახე --https://en.wikipedia.org/wiki/Shamima_Begum დიდ ბრიტანეთში დაბადებით მოქალაქეს გაუუქმეს მოქალაქეობა ტერორისტებთან კავშირის გამო

უცხო ქვეყნის მოქალაქეობას თუ მიიღებ საქართველოც ავტომატურად გიუქმებს აქაურ მოქალაქეობას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ხო, მაგრამ ჩვეულებრივ კრიმინალზე ვერა, სულ რო სერიული მკვლელი იყოს ვერ ჩამოართმევენ მაგის გამო.
ჩვენთანაც ორი რამის გამოა შესაძლებელი მოქალაქეობის ჩამორთმევა - სხვა ქვეყნის მოქალაქეობას თუ მიიღებ ან სხვა ქვეყნის ძალოვან სისტემაში დაიწყებ მუშაობას...

ვიღაც მესაზღვრე ვერანაირად ვერ ჩამოგართმევს, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და იქაურმა სასამართლომ რობგაგანტყუნოს, ისეთი მტკიცებულებები უნდა იყოს, ქვას ხეთქავდეს...
მინიმუმ ფსბ-ს დაზვერვის ოფიცერი უნდს იყო ალბათ...

Posted by: .DG. 5 Mar 2021, 23:20
Frankens†ein
QUOTE
ვიღაც მესაზღვრე ვერანაირად ვერ ჩამოგართმევს, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და იქაურმა სასამართლომ რობგაგანტყუნოს, ისეთი მტკიცებულებები უნდა იყოს, ქვას ხეთქავდეს...

ეგ კიბატონო.
კარგად უწვალებიხართ. მესაზღვრეებს smile.gif
მე არც მომესალმნენ. მესაზღვრმ არც შემომხედა ისე ჩაარტყა შტამპი.
ცოტა მეწყინა კიდეც, კინაღამ თავიდან ჩავდექი რიგში- მეთქი- welcome სად არის ბიჭოოო? smile.gif
საღამო იყო და დაღლილები იყვნენ ეტყობა smile.gif
პ.ს. მოტყუვდნენ-თქო ვერ ვიტყვი. დასარჩენად არ ვიყავი ჩასული - 1 კვირაში გამოვბრუნდი უკან.


Posted by: UNEEK 6 Mar 2021, 03:48
QUOTE (Frankens†ein @ 5 Mar 2021, 12:48 )
UNEEK
QUOTE
მოქალაქეობის გაუქმებაც მოსულა❤

ეს მეეჭვება შესაძლებელი იყოს.
მოქალაქეობის გაუქმება არ მოსულა შტატებში კი არა არსად მგონი...

QUOTE
Commit an act of treason against the United States


დაგილინკა მეგობარმა.

პასპორტს ართმევენ, პანღურით აძევებენ ქვეყნიდან.

პს. ნუ ხარ ნაცი, გეიგონე ხანდახან.

Posted by: ME 6 Mar 2021, 09:01
მეორე მიზეზი როგორც მახსოვს არის ნატურალიზაციის პროცესთან დაკავშირებული გაყალბება/ფროდი

Posted by: idallgo 6 Mar 2021, 10:45
ამ ამბავზე გამახსენდა. ერთი 3 წლის წინ ვიყავი ნიუ იორკში და რო ჩავფრინდი იასნა ეგრევე საემიგრაციოში შემაგდეს. არაბებს მიმისვეს გვერდით... biggrin.gif. მაგრამ ყველაზე პრიკოლი იყო, ჩემს უკან გერმანელების ოჯახი გადიოდა საპასპორტო კონტროლს და ეგენიც გაიყვანეს საემიგრაციოში და დეტალურად გაშმონეს... biggrin.gif ჩემს წინ მყოფი ვიღაც ფრანგულად მოსაუბრე ზანგები უპრობლემოდ გაატარეს... givi.gif

Posted by: Frankens†ein 6 Mar 2021, 13:41
QUOTE (UNEEK @ 6 Mar 2021, 03:48 )
QUOTE (Frankens†ein @ 5 Mar 2021, 12:48 )
UNEEK
QUOTE
მოქალაქეობის გაუქმებაც მოსულა❤

ეს მეეჭვება შესაძლებელი იყოს.
მოქალაქეობის გაუქმება არ მოსულა შტატებში კი არა არსად მგონი...

QUOTE
Commit an act of treason against the United States


დაგილინკა მეგობარმა.

პასპორტს ართმევენ, პანღურით აძევებენ ქვეყნიდან.

პს. ნუ ხარ ნაცი, გეიგონე ხანდახან.

რამე ქეისი იცით რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმიათ და გაეგდოთ?
სულ რო 20 კაცო ყავდეს მოკლული...

ჩვეულებრივ, სისხლის სამართლებრივ საქმეზე ვერავინ ჩამოგართმ,ევს მოქალაქეობას.
სხვა ქვეყნის აგენტი თუ ხარ, მაშინ კ, გაგაძევებენ იმ ქვეყანაში, ვისი აგენტიც ხარ, მაგრამ ეგეთი მოქალაქეობის ჩამორთმევა რა კავშირშია ამ საუბართან ან თემასთან.

შტატების მოქალაქე როა ადამიანი და სხვა ქვეყნის არა, რო ჩამოართვან მოქალაქეობა, სად უშვებენ მერე, ვინ მიიღებს...


* * *
.DG.
QUOTE
კარგად უწვალებიხართ. მესაზღვრეებს
მე არც მომესალმნენ. მესაზღვრმ არც შემომხედა ისე ჩაარტყა შტამპი.

აქამდე ეგრევე მირტყამდნენ,
ეხლა რეალურად სწორად მოიქცა თავიდან მესაზღვრე, მიზეზზე ტურისტულად ჩამოვედი მეთქი რო ვუთხარი, რა გინდა ტურისტს აქო...
მეზარებოდა დაწვრილებით რაღაცეების მოწოლა და მაგიტო არ ვუთხარი შვილის სანახავად ვარ მეთქი.
მაგრამ რო ვუთხარი მერე და აღარ მიჯერებდნენ, მაგაზე მომეშალა ნერვები smile.gif
ბოლოს დაიჯერეს, სხვა გზა არ ქონდათ...

Posted by: zabzu 7 Mar 2021, 02:55
შტატიდან შტატში გადაფრენაზე რამე ლეგულაციები თუ არის
ხო არ იცით ვინმემ

Posted by: Harley Davidson 7 Mar 2021, 02:58
zabzu
არაფერი.
არც ტესტს ითხოვენ და არც რას.
შეიძლება რომელიმე შტატს ინდივიდუალურად რამე შეზღუდვა ჰქონდეს.

Posted by: zabzu 7 Mar 2021, 03:03
Harley Davidson
მასაჩუსეტსის შტატში ვარ წასასვლელი ნიუჯერსიდან
მანქანით წავიდე თუ გადავფრინდე ვფიქრობ
ფრენაზე შეზღუდვებია და 2 კვირიან კარანტინს ითხოვენო ზოგმა თქვა

Posted by: Harley Davidson 7 Mar 2021, 03:36
zabzu
ასეთ შედარებით მოკლე მანძილზე მანქანით წასვლას გირჩევდი.

Posted by: paranoidis_dzma 7 Mar 2021, 12:06
https://www.mass.gov/info-details/covid-19-travel-order

mandate აქვთ კარანტინზე ყველასათვის ვინც მასაჩუსეტში მოგზაურობს.

მანქანა აჯობებს.

Posted by: kukaracha_mokles 9 Mar 2021, 20:13
Frankens†ein

ჩვეულებრივად ართმევს ამერიკა მოქალაქეობას ფელნის შემთხვევაში და 5 კაცს ვიცნობ პირადად გაგდებულს ამერიკაში თუ ხარ ჩემნომერს გეტყვი და თუ გინდა ერთს ეხლაც გაგაცნობ რომელსაც ამერიკამ უკვე გამოუტანა სასამართლოში განაჩენი რო ქვეყანა უნდა დატოვოს თუ დაბადებული ხარ ამერიკაში ვეტ წაგართმევს თუ მიღებული გაქ მოალაქეობა კი შენი და აკერიკაში დაბადებულის პასპორტი ერთი და იგოვე არ არის wink.gif

რას ქვია ჩვეულებრივ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ ჩამოგართმევს? ვინ ხარ შენ ან საიდან ლაპარაკობ მაგას რა კომპეტენცია გაგაჩნია? ელენტარული გაუპატიურების მცდელობის გამო დაკარგავ შენ სითიზენშიპს და გაგიშვებენ ჯორჯიაში და არის კიდე რიგი მუხლების მთელი სია მარა მაგას რა მნიშვნელობა აქ Aქცენტს გიკეთებ იმაზე ღო Aრთმევს

Posted by: Lekso-Dav 9 Mar 2021, 20:52
kukaracha_mokles
ეს ალბათ იმიტომ რომ ორმაგი მოქალაქეობა როცა აქვს, და ჩამორთმევისას არ რჩება მოქალაქეობის გარეშე

თორემ მარტო ერთი ქვეყნის მოქალაქე რომ ხარ იმის ჩამორთმევა არაა ესე მარტივი

Posted by: kukaracha_mokles 9 Mar 2021, 21:00
Lekso-Dav
Ვაფშე არ უყურებს ამერიკა იმ დროს რამდემაგი მოქალაქე ხარ მეგობარო სასამართლოზე კიტხვასაც კიარ უსვავენ მაგაზე დაგიბრეიქებს და ვსო
Crimes That Permanently Bar Applicants From Citizenship
If you have ever been convicted of one of the following, you are permanently denied U.S. citizenship: murder, or. an aggravated felony (if the conviction was after November 29, 1990).
ეს ძველია ამის მერე კიდე გამკაცრდს ასერომარაფერ შუაში არ არი ორგი დ სამმაგი ნატურალიზაციით როგორც იღებ ისევე ხდებს დენტურალზება თუ დაბადებით არ ხარ ამერიკის მოქალაქე და შენზე არ ვამბობ მარა სანამრამის მტკიცებას დიწყებენ კანონში მაინც ჩაიხედეთ და თვალი მინც გადაავეთ იქნებ ტყუილებს ავრცელებთ ყველაფრის პროფესორობა საჭირო არ არის

Posted by: Lekso-Dav 9 Mar 2021, 21:44
kukaracha_mokles
შენ ამბობ ამას ფორუმზე და ფაქტი არის სულ სხვა

ხელის თითზე ჩამოსათვლელია მსგავსი ქეისები რომ მოქალაქეობა ჩამოერთვეს
და ისიც მაგარი სერიოზული მიზეზების გამო, როგორიც ტერორიზმი ან ნაციზმი
Key of reasons
Hiding World War II crimes or association with Nazis
Serious crimes, suspicion of spying for the communists, or association with terrorists

https://en.wikipedia.org/wiki/List_of_denaturalized_former_citizens_of_the_United_States


QUOTE
Crimes That Permanently Bar Applicants From Citizenship
If you have ever been convicted of one of the following, you are permanently denied U.S. citizenship: murder, or. an aggravated felony (if the conviction was after November 29, 1990).

ვაბშე ინგლისური თუ იცი ნორმალურად შენ ? აქ წერია რომ აპლიკანტი რომელიც განცხადებს აკეთებს არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი რაიმეო
ანუ თუ გაქვს რაიმე ჩადენილი და მოქალაქეობის აპლიკაციაში მიუთითე ტყუილი რომ არ გაქვს ჩადენილი ან გააყალბე რაიმე ინფორმაცია მაშინ აქვთ უფლება ჩამოგართვან


Naturalized citizens cannot lose their citizenship except in rare cases and quite limited circumstances:

If your citizenship was derived through military service, it can be revoked upon a dishonorable discharge after a general court-martial.
Your citizenship could be revoked if, within 5 years of naturalization, the U.S. government proved you joined a subversive group. Such groups include Al Qaeda and the Nazi Party, for example.
Your citizenship could be revoked if, within 10 years of naturalization, you refused to testify before a U.S. congressional committee investigating your involvement in an allegedly subversive act. Subversive acts include trying to harm U.S. officials or overthrow the government.
If you lied or concealed relevant facts in order to obtain U.S. citizenship, your citizenship could be revoked. This is called illegally procuring citizenship.

https://www.david-ware.com/blog/2018/01/when-can-the-government-revoke-your-naturalized-citizenship/

https://www.google.com/search?q=can+a+naturalized+citizen+have+their+citizenship+revoked&rlz=1C1CHBF_en-GBDE880DE880&oq=can+a+naturalized+citizen+be+revoked&aqs=chrome.1.69i57j0i22i30j0i390.13140j0j4&sourceid=chrome&ie=UTF-8

Posted by: Montoya 11 Mar 2021, 15:47
სალამი, აქ ადრე ერთი პიროვნებს ეხმარებოდა სხვა მომხმარებლებს ვიზის აპლიკაციის შევსებასა და სხვა ვიზასთან დაკავშირებულ პროცედურებში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

ვის შეიძლება მივმართო აშშ-ს ვიზაზე დახმარებისთვის?

Posted by: Lekso-Dav 11 Mar 2021, 19:03
QUOTE
სალამი, აქ ადრე ერთი პიროვნებს ეხმარებოდა სხვა მომხმარებლებს ვიზის აპლიკაციის შევსებასა და სხვა ვიზასთან დაკავშირებულ პროცედურებში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

ვის შეიძლება მივმართო აშშ-ს ვიზაზე დახმარებისთვის?

https://www.georgianamerica.ge/

Posted by: Paco_rabanne 12 Mar 2021, 17:29
გამარჯობათ ..ჩემი სიდედრი წელიწადია ამერიკაშია გრინ კარტა მოიგო ..მე რა შანსები მაქვს მეუღლესთან ერთად?დრო უნდა დიდი?

Posted by: GoodWell 12 Mar 2021, 19:01
ტურისტულ ვიზას მომცემენ? პანდემიის გამო ხო არაა შეზღუდვა..

Posted by: lume 15 Mar 2021, 05:05
ქართული ტრაილერი რომ გადატრიალდა მძღოლი ქართველი იჯდა?

Posted by: Frankens†ein 15 Mar 2021, 08:41
kukaracha_mokles
QUOTE
Ვაფშე არ უყურებს ამერიკა იმ დროს რამდემაგი მოქალაქე ხარ მეგობარო სასამართლოზე კიტხვასაც კიარ უსვავენ მაგაზე დაგიბრეიქებს და ვსო

მარტო აშშ-ის მოქალაქე რო ვარ, მოქალაქეობა რო ჩამომართვას, სად მიშვებს, კოსმოსში?


Posted by: All*eyes*on*me 15 Mar 2021, 18:04
https://www.usa.gov/renounce-lose-citizenship

Posted by: utonega 24 Mar 2021, 02:14
ვა, ძალიან გამაკვირვა ამ თემის გვერდის შუაში ყოფნამ. ყველამ მიივიწყა ფორუმი, თუ ამერიკაშია ძალიან ბიზი პერიოდი smile.gif
თბილისში ჩამოვედი 3-4 დღის წინ, აქაურ კარანტინის წყობილებაზე გადავდიბარ.

Posted by: ჩემი_ძმა 1 Apr 2021, 20:09
ამერიკაში ვინაც წავიდა ბოლო პერიოდში მათთან მაქვს კითხვა: კორონავირუსზე სად გაიკეთეთ ტესტი და საზღვარზე რამე პროვლემა ხომ არ შეგიგქმნეს?

Posted by: paranoidis_dzma 3 Apr 2021, 21:51
დენვერში ხო არ ხართ ვინმე ?

Posted by: zviozvio 4 Apr 2021, 02:32
QUOTE (ჩემი_ძმა @ 1 Apr 2021, 20:09 )
ამერიკაში ვინაც წავიდა ბოლო პერიოდში მათთან მაქვს კითხვა: კორონავირუსზე სად გაიკეთეთ ტესტი და საზღვარზე რამე პროვლემა ხომ არ შეგიგქმნეს?

გორის სამხედრო ჰოსპიტალში. დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, მთავარია ინგლისურად იყოს. თბილისში მეგალაბშია იაფი შედარებით

Posted by: dimentius 5 Apr 2021, 20:20
utonega
QUOTE
ვა, ძალიან გამაკვირვა ამ თემის გვერდის შუაში ყოფნამ. ყველამ მიივიწყა ფორუმი, თუ ამერიკაშია ძალიან ბიზი პერიოდი


ბიზი ვართ ალბათ. ეხლა იხსნება ყველაფერი ნელ ნელა. სკოლაც კი იხსნება ჩვენს დისთრიქტში 19 აპრულს. ჯუნიორი და მიდლი. ჰაი სქულს შემს გოგოს არჩევანი მისცეს ან ონლაინ დაამთავროს ეს წელი ან ინდოდ. ცოტა ამოისუნთქებს მეუღლე. მე ჩემის მხრივ მეუღლის ამ ერთწლიან შრომას ვაფასებ და ახალი სათამაშო უყიდე ))))
user posted image

Posted by: Hunter2 5 Apr 2021, 20:53
QUOTE (dimentius @ 5 Apr 2021, 20:20 )
utonega
QUOTE
ვა, ძალიან გამაკვირვა ამ თემის გვერდის შუაში ყოფნამ. ყველამ მიივიწყა ფორუმი, თუ ამერიკაშია ძალიან ბიზი პერიოდი


ბიზი ვართ ალბათ. ეხლა იხსნება ყველაფერი ნელ ნელა. სკოლაც კი იხსნება ჩვენს დისთრიქტში 19 აპრულს. ჯუნიორი და მიდლი. ჰაი სქულს შემს გოგოს არჩევანი მისცეს ან ონლაინ დაამთავროს ეს წელი ან ინდოდ. ცოტა ამოისუნთქებს მეუღლე. მე ჩემის მხრივ მეუღლის ამ ერთწლიან შრომას ვაფასებ და ახალი სათამაშო უყიდე ))))
user posted image

რა სილამაზეა. დაფასებაც ამას ქვია

Posted by: dimentius 6 Apr 2021, 01:49
Hunter2
QUOTE
რა სილამაზეა. დაფასებაც ამას ქვია


არადა პირველად რომ ვახსენეთ რომ ტესლას განვიხილავდით ერთერთ ოფციად ორივე შვილმა იმხელა უარი დასცხეს რომ მე და ცოლს პირი დაგვრჩა ღია )))
პატარა 10 წლისაა და ისიც კი გვითხრა რომ მაგაში ჩაჯდომას ურჩევნია ფეხით იაროს. რომ ვიყიდეთ მერე თქვა იმედია ის დებილობა არ იყიდეთ კარები რომ ზევით ეღებაო )))))
მეორე თინეიჯერი შვილიც ძალიან უარზე იყო და სხვა ოფციები რაც განიხილებოფა იმისკენ ძალაობდა ))))
რა დაუშავა ამ იანგსტერებს ტესლამ ასეთი ((( სხვა მშობლებსაც მსგავსი უთხრეს თინეიჯერებმა )))

Posted by: UNEEK 7 Apr 2021, 07:31
dimentius
მშვიდობაში. ტესლას რა ბენეფიტები მოყვება, ტაქს ბრეიქი და ასე შემდეგ?
ისე შორს ვარ ელექტრიკების თემისგან, დაჟე ჰიბრიდიც ვერ განვიხილე.
ტურბო ბენზინი ავუღე ჩემსას. 29/34

user posted image

Posted by: spasalara 7 Apr 2021, 13:39
გამარჯობათ მეგობრებო, როდის იწყებს საელჩო ტურისტული ვიზების გაცემას?

Posted by: dimentius 8 Apr 2021, 02:39
UNEEK
QUOTE
მშვიდობაში. ტესლას რა ბენეფიტები მოყვება, ტაქს ბრეიქი და ასე შემდეგ


გამარჯობა.
პრინციპში არაფერი.
ჩემსას მხოლოდ კალიფორნიის ზერო ემისიონ კრედიტი მოყვა. ფასის 1500$ გადაიხადა შტატმა. უფრო სწორედ კი არ გადაიხაფა პირდაპირ არამედ ტესლას გადასახადების გადახდის დრო რომ მოუვა შტატისთვის იქიდან გამოუქვეთავენ.

სხვა არაფერი. რაც შეეხება ფლობის ხარჯებს ჩვენი ტარების სტილს თუ გავითვალისწინებ ბენზინის მანქანასთან შედადებით იგივეა. ჩვენ წელიწადში 10.000 მილს გავდივართ.

დატენვა ბენზინის ფასის 30% ჯდება ამას დაამატე 100$ მეტი დაზღვევაში რასაც ვიხდით. სულ თვეში 150$ ვხარჯავდით ისედაც ბენზინს.

ვინც ბევრს დადის იმისთვის დიდი შეღავათია ტესლა მითუმეტეს აქ ბენზინი უკვე 4$ აიყვანეს.

მომავალში ალბათ ელექტროსაც დაადებენ გაზრდილ გადასახადს დატენვაზე. თორემ რაც რიცხვი იმატებს ელექტრო მანქანების და გზას ვცვითავთ. ხოლო ბენზინის ფასს მიბმულ საგზაო გადასახადს არ ვიხდით, რადგან ბებზინს არ ვასხავთ, უსამართლობაა ერთგვარი. ტესლა უმეტეს წილად მდიდრებს ან 2-ე, 3-ე მანქანად. გამოდის მდიდრები საგზაო გადასახადს არ იხდიან/ან ნაკლებს იხდიან. ხოლო ღარიბებს აწევთ ვინც უმეტეს წილად ბენზინის მანქანებზეა. უსამართლოა ცოტა )))
* * *
QUOTE
ისე შორს ვარ ელექტრიკების თემისგან, დაჟე ჰიბრიდიც ვერ განვიხილე.
ტურბო ბენზინი ავუღე ჩემსას. 29/34


მეც რომ გითხრა მაფანატებს მეთქი არა. უბრალოდ გამოვცადეთ. თან ვხვდები რომ მომავალი ამ ტიპის მანქანებისაა. კალიფორნიაში მაგალითად 2035 წელს აიკრძალება ნახმარი ბენზინის მანქანების გაყიდვა.
ჰიბრიდს რას ერჩი. მე მყავდა პრიუსი და არ იყო ცუდი. მე კაი ბებერივით დავდივარ ეგეცაა და სხვა კუთხიდან უყურებ.


QUOTE
ტურბო ბენზინი ავუღე ჩემსას. 29/34

სხვათაშორის მე ვიხრებოდი პორშას მაკანისკენ. მაგრამ მაგ ტურბო ძრავის გამო არ ავიღე. ამის ფლობას 6 წელი მაინც ვაპირებ და პორშას ტურბო რომ გამოსაცვლელი გახდება იმის 10K ნამდვილად არ გადავიხდი. თან სალონი და საბარგულიც ტესლაზე ცოტა პატარა აქვს. ერთი ისაა ტესლაში რომ შიგნით არაფერი არაა ))) არცერთი ღილაკი, სატრიალო, ასაწევ დასაწევი და ა.შ. შიგნიდან სახელურიც არ აქვს )))) რულზე აქვს 2 სატრიალო და ფანჯრების ასაწევი ღილაკები. დანარჩენი სულ ცარიელი პანელია. ყველაფერი მიბმულია ეკრანზე და იქიდან უნდა აკონტროლო რაც არაა მოსახერხებელი რომ მიდიხარ.

Posted by: გიორგი XII 8 Apr 2021, 11:45
ტესლას ერთი პლიუსი ეგაა რო ზამთარში 3 წუთში ათბობს სალონს boli.gif

Posted by: dimentius 9 Apr 2021, 05:50
გიორგი XII
QUOTE
ტესლას ერთი პლიუსი ეგაა რო ზამთარში 3 წუთში ათბობს სალონს


ან 3 წუთი რატომ უნდა იჯდე ცივ მანქანაში?
ტესლა აპიდან შეიძლება კლიმატის მართვა, როგორც კლიმატ კონტროლის ჩართვა, რულის გათბობა და სკამის გათბობა აპლიკაციიდან ირთვება.

Posted by: All*eyes*on*me 9 Apr 2021, 08:20
dimentius
გილოცავ გილოცავ


ასწორებს თესლა, თანამედროვე რაღაცაში რო ზიხარ ეგ განცდა ნაღდად აქვს

Posted by: UNEEK 10 Apr 2021, 20:11
dimentius
გერმანულები 6 წელში კი არა, 6 თვეში ბოლავს უკვე. დააკვირდი პორშე აუდებს შუქნიშანზე lol.gif
ჰონდა ლექსუსს ვერ გააფუჭებ ასე ადვილად.

ამბობენ ტესლას მილიონ-მაილ ბატარეიკები აქვსო up.gif

ისე რა ელ-მობილები უშველის კალის უჟანგბადობას, რაც მანდ მეტალურგიული ქარხნები, ნავთობაზები და პლუს 18 ბორბლიანი ტრაილერები 24 საათიან საცობებში გუგუნებენ.

გუშინ 2 ხე დავრგე ეზოში.
Purpleleaf sand cherry.
user posted image

ფილტვები მეკეტება მაქეთ.

Posted by: მამაო თამაზი 11 Apr 2021, 02:41
სანამ ჯიპი არ გამოვა მთლიანად ელექტრო მანამდე მანქანას აღარ გამოვცვლი!



Posted by: dimentius 11 Apr 2021, 05:06
All*eyes*on*me
QUOTE
გილოცავ გილოცავ


რომ დაფიქრდე მოსალოცად არ მაქვს საქმე )))))
ტესლაში გადაჯდომით მე უფრო დაბალ ფასიან მანქანაში გადავჯექი )))

ნაცნობმა რომ მერსედესი ტყვავის სალონით გაყიდოს და ტოიოტო ნაჭრის სალონით და იაფი პლასტიკით გარშემო იყიდოს. რას იზამ მიულოცავ?
ტესლა უფრო ტექნოლოგიის განვითარების გზაზე შენი წვლილის შეტანას გავს. თორემ სალონი და მოპირკეთების მასალები სადღაც კია/ჰიუნდაი დონეზე აქვს. ხოლო აწყობის ხარისხი და აწყობის სიზუსტე მათზე უარესიც.

UNEEK
QUOTE
გერმანულები 6 წელში კი არა, 6 თვეში ბოლავს უკვე. დააკვირდი პორშე აუდებს შუქნიშანზე

რაც შენ გგონია ეს ბოლი არ არის ))
ეს თანამედროვე მოთხოვნენაა. უბრალოდ გამონაბოლქვი გაზი იმდენ ტრანსფორმაციას გადის გამონაბოლქვის სისტემაში რომ მძიმე მეტალებიდან განიწმინდოს რომ ორთქლის სახით გამოდის. ასევე თუ ხარ დაკვირვებული რომ დაძვრის დროს სითხის დიდი ოდენობა გადმოდის გამონაბოლქვის მილიდან, უფრო სწორად კონდენსატი ცხელი აირებისა.

სხვათაშორის პორშას მე რომელიც მინდოდა იმდენად კარგი მოდელია რომ დეპრიშიეშენი ერთერთი ყველაზე დაბალი აქვს. ტესლაზე დაბალიც კი.
რაც ჩემთვისაც გასაკვირია. თორემ მერსედესი და ბმჭ რომ 60% კარგავს ღირებულების პირველ 4 წელიწადში ეს კი ვიცი. პორშას ეს მოდელი გამონაკლისია.
უბრალოდ მაგ ფასში 2 ლიტრიანი ტურბო ძრავი მოდიოდა რაც არ მინდოდა ვინაიდან მისის რემონტი მომიწევს უეჭველი რაც დამატებითი ხარჯებია. ხოლო 6 და 8 ცილინდრიანები 80-90K ღირს.

QUOTE
ისე რა ელ-მობილები უშველის კალის უჟანგბადობას, რაც მანდ მეტალურგიული ქარხნები, ნავთობაზები და პლუს 18 ბორბლიანი ტრაილერები 24 საათიან საცობებში გუგუნებენ.

ამერიკაში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე შტატია აბა როგორ გინდა. ამერიკაშჩვენ ვაჭმევთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით, ტექნოლოგიით, კულტურით, კინემატოგრაფიით ))) ამას დაამატე ნავთობგადამუშავება და ჩინეთიდან შემოსული პროდუქციის დისტრიბუცია მტელს ამერიკაში.

მამაო თამაზი
QUOTE
სანამ ჯიპი არ გამოვა მთლიანად ელექტრო მანამდე მანქანას აღარ გამოვცვლი!


წელს აპირებს ჯიპი კონცეპტის გამოშვებას მხოლო ელექტროს, წარმოებამდე ალბათ წლები უკლია.

სხვა ყველგანმავალი არ მოგწონს? ჯიპს რომ არ დაელოდო.


Posted by: მამაო თამაზი 11 Apr 2021, 05:56
dimentius

როგორა ხარ რას შვები? გილოცავ ახალ მანქანას

QUOTE
სხვა ყველგანმავალი არ მოგწონს? ჯიპს რომ არ დაელოდო.

არაა biggrin.gif
ბავშვობიდან ეგ მინდოდა biggrin.gif. რაც ფიატმა იყიდა ხარისხი მთლად დაეცა. ეხლა ნელ ნელა ელექტროს აპარებენ და მეც ველოდები ხარისხის აწევას. მანამდე ელექტროც გამოვა.




Posted by: dimentius 11 Apr 2021, 06:37
მამაო თამაზი
QUOTE
როგორა ხარ რას შვები? გილოცავ ახალ მანქანას


კარგად.
შენ როგორ ხარ. მორჩი სწავლას?

ნიუ ორკში გაფიცებ დიდი მანქანა რათ გინდა?
სან ფრანცისკოსი არ იყოს ეს დიდი ფორდები 150 არც ყავთ, მხოლოდ კონტრაქტორებს. ფ150 ძველი ბილდინგის გარაჟებშიც კი ვერ ეტევა, ქუჩაში პარგინსაც ვერ ნახავ. SUV კი ყავთ მაგრამ უფრო კომპაქტურები.

Posted by: მამაო თამაზი 11 Apr 2021, 07:39
dimentius
QUOTE
ნიუ ორკში გაფიცებ დიდი მანქანა რათ გინდა?

ნიუ იორკში არ ვარ. LA ში გადავედი. ეხლა ამ წუთას ნიუ ჯერსიში ვარ და კიდე რამდენიმე თვე აქ ვიქნები. მერე აცრები რო მორჩება წამოვალ უკან.

QUOTE
შენ როგორ ხარ. მორჩი სწავლას?

კი. სხვა და სხვაგან ვისწავლე ბევრი სხვა და სხვა განხრა.

Posted by: dimentius 11 Apr 2021, 09:45
QUOTE
ნიუ იორკში არ ვარ. LA ში გადავედი

რა გინდა მაგ სოფელში ))))

QUOTE
კი. სხვა და სხვაგან ვისწავლე ბევრი სხვა და სხვა განხრა.


სამსახური თუ დაიწყე?


Posted by: tvinikosa 11 Apr 2021, 09:50
იმედია წელს მოვიგებ მწვანე კარტას და მომავალში მანდ ვიქნები მეც

Posted by: All*eyes*on*me 11 Apr 2021, 09:50
dimentius
ვიზიარებ შენს მწუხარებას მაშინ ))))

მოდელ იქსი რო გეყიდა ჰო გეყოლებოდა ძვირიანი თესლა ))) მერსედესზე მეტი ღირს )))

Posted by: dimentius 11 Apr 2021, 10:52
All*eyes*on*me
QUOTE
მოდელ იქსი რო გეყიდა ჰო გეყოლებოდა ძვირიანი თესლა ))) მერსედესზე მეტი ღირს )))


ბიუჯეტი 60K იყო. თან ჩვენ აპარტმენტებში ვცხოვრობთ. ავტოფარეხი მიწის ქვეშ გვაქვს და სიმაღლე არ იძლევა კარების გაღების საშუალებას. მანქანის გულისთვის სახლს არ შევიცვლი ქვეყანა რომ გადატრიალდეს ))) თან მანძილი აქვთ პატარა ამ მოდელთან შედარებით. თან ეს ტესლა უფასოდ გამოგვივიდა ფაქტიურად, ხოდა იქსზე ფულის გადახდა მიწევდა ))


Posted by: მამაო თამაზი 11 Apr 2021, 14:21
dimentius
QUOTE
სამსახური თუ დაიწყე?

დავიწყე მაგრამ რაც საყოველთაო აცრები დაიწყო მთავრობამ აქ გამამწესა. ნიუ ჯერსიში არ დამიწყია სამსახური. აქ მხოლოდ სექტემბრამდე ვარ. სანამ არ დამთავრდება აცრები.

QUOTE
რა გინდა მაგ სოფელში ))))

სოფელშიარა ვარ. იმენა ერევანში ვარ lol.gif

Posted by: All*eyes*on*me 11 Apr 2021, 17:21
dimentius
აი რა მაგარი დილია თესლა ხო ხედავ, გილოცავდი მაგიტომ ))


Posted by: dimentius 11 Apr 2021, 20:02
All*eyes*on*me
QUOTE
აი რა მაგარი დილია თესლა ხო ხედავ, გილოცავდი მაგიტომ


ტესლა კი არ არის დილი მე ვარ ჭკვიანი ))))
აქციები მქონდა და ფასში მოიმატა ძაან ბევრი და სხვაობით ვიყიდე ))))

ტედლას დილი როგორც ასეთი არასდროს არ აქვს. კაი თავგასული კომპანიაა. ტესლას შუამავალი არ ყავს. მანქანას პირდაპირ მწარმოებლისგან ყიდულობ ამიტომ ფასს არასდროს არ გიკლებს ეგეთი ოპციაც არ აქვს. თან რიგები აქვთ. მე მაგალითად 2 თვე ველოდე მანქანას. ამ ფასიან სეგმენტში სხვა მწარმოებლებს ბევრად მეტი სერვისი აქვთ. ერთადერთი ტესლა რიმელიც იაფია შედარებით არის საჩვენებელი მოდელები რომლებიც თვეების მანძილზე ტესტ დრაივისთვის იხმარება და ბატარეის რესურსი ალბათ შემცირრბული აქვთ.

ასევე ტესლასი არ მომწონს რომ სათადარიგო ნაწილებს არ ყიდის საერთოდ. ეხლა მოძრაობასავით გვაქვს ამ შემკეთებელ ხალხს სენატში ვაპირებთ კანონის შეტანას რათა ვაიძულოთ ყველა კომპანია რომ სქემები და სათადარუგო ნაწილები მისაწვდომი იყოს.

Posted by: All*eyes*on*me 12 Apr 2021, 18:40
dimentius
აბა რო გატეხო ვინდშილდი რაუნდა ქნა

Posted by: dimentius 12 Apr 2021, 19:14
All*eyes*on*me
QUOTE
აბა რო გატეხო ვინდშილდი რაუნდა ქნა


მხოლოდ ტესლასთან უნდა მიიყვანო და ისინი გამოცვლიან. მაგალითად ჩემი მოდელისთვის 1400 გართმევს ტესლა. 850 შუშა და 400 ხელობა.
ნებისმიერი რამე რომ გაფუჭდეს პლასმასის უბრალო ნაწილი იმასაც ვერ იშოვი ელემენტარულად უბრალოდ არ ყიდიან.
მაგალითად გინდა რომ ორიგინალი კალოდკები იყიდო ტესლასგან, რაც ჩვეულებრივი ცვეთაა მანქანის. ვერ იყიდი იმიტომ რომ არ ყიდის. უნდა იყიდო არა ორიგინალები ან ტესლას მიუყვანო მანქანა სადაც ხელობის ფულს ბევრად მეტს გამოგართმევენ.

Posted by: paranoidis_dzma 12 Apr 2021, 20:47
dimentius
QUOTE
ნებისმიერი რამე რომ გაფუჭდეს პლასმასის უბრალო ნაწილი იმასაც ვერ იშოვი ელემენტარულად უბრალოდ არ ყიდიან.

ელიავას დაშლილებში ექნება ჯემალას!

__

დენვერში მართლა არავინ ხართ?
ოფერი დავაექსეფთე და ვიწყებ 17 მაისს ...

Posted by: dimentius 12 Apr 2021, 21:29
paranoidis_dzma
QUOTE
ელიავას დაშლილებში ექნება ჯემალას!


შენ ღადაობ და მართლა ასეა.ერთადერთი გზა ორიგინალი ნაწილები იყიდო ტესლას გარეთ არის დაშლილები ))) ანუ დამტვრეული მანქანებიდან შეხსნილი.
გასაგებია ტესლას პოზიცია რომ არ უნდა რომ ვიღაცამ უცოდინარმა იძრომიალოს და თავი მოიკლას ამ მაღალ ძაბვაზე მაგრამ. რომ ისწავლოს სხვამ დოკუმენტაცია და სქემებია საჭირო. ხოლო ამის გაცემა არ უნდა სულელური მიზეზების გამო. პლასმასის პანელებს და სამუხრუჭე ხუნდებს რა უდგას წინ რომ გაყიდოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ხელობის ფულს დაკარგავს და ეს არ უნდა.
* * *
paranoidis_dzma
QUOTE
დენვერში მართლა არავინ ხართ?


კაი მიყრუებული ადგილია. დენვერი მგონი იშვიათი დიდი ქალაქია რომელიც სხვა დიდ ქალაქს 10 სათის სავალ გზაზეა მოწყვეტილი.
თხილამურები წაიღე ერთერთი საუკეთესო სათხილამურო ტრასებია დენვერთან ახლოში ))))

Posted by: All*eyes*on*me 13 Apr 2021, 04:45
dimentius
ვა მანდ არარი უფასო ვინდშილდი? აქ უფასოა ეგ

Posted by: dimentius 13 Apr 2021, 05:38
All*eyes*on*me
QUOTE
ვა მანდ არარი უფასო ვინდშილდი? აქ უფასოა ეგ

რა არის უფასო მინის გამოცვლა. სად?

Posted by: Hunter2 13 Apr 2021, 10:19
QUOTE (dimentius @ 11 Apr 2021, 20:02 )
All*eyes*on*me
QUOTE
აი რა მაგარი დილია თესლა ხო ხედავ, გილოცავდი მაგიტომ


ტესლა კი არ არის დილი მე ვარ ჭკვიანი ))))
აქციები მქონდა და ფასში მოიმატა ძაან ბევრი და სხვაობით ვიყიდე ))))

$GME ან $TSLA იქნებოდა უეჭველი :დ

Posted by: შარი10 13 Apr 2021, 11:22
QUOTE (dimentius @ 12 Apr 2021, 19:14 )
All*eyes*on*me
QUOTE
აბა რო გატეხო ვინდშილდი რაუნდა ქნა


მხოლოდ ტესლასთან უნდა მიიყვანო და ისინი გამოცვლიან. მაგალითად ჩემი მოდელისთვის 1400 გართმევს ტესლა. 850 შუშა და 400 ხელობა.
ნებისმიერი რამე რომ გაფუჭდეს პლასმასის უბრალო ნაწილი იმასაც ვერ იშოვი ელემენტარულად უბრალოდ არ ყიდიან.
მაგალითად გინდა რომ ორიგინალი კალოდკები იყიდო ტესლასგან, რაც ჩვეულებრივი ცვეთაა მანქანის. ვერ იყიდი იმიტომ რომ არ ყიდის. უნდა იყიდო არა ორიგინალები ან ტესლას მიუყვანო მანქანა სადაც ხელობის ფულს ბევრად მეტს გამოგართმევენ.

მასე შენც არ გინდა შენს ხელობაში რომ მექსიკელებმა იძრომიალონ და შენ რომ ძვირადღირებულ მაცივრებს ძვირად შეაკეთებ იმათმა რომ შენი შემოსავლის ნაწილი წაგართვან. ხომ მასეა?

ასეა თესლაც ძმაო, რათ უნდა ეხლა მაგის ბიზნესში ვინმემ რომ ჩაყოს თავისი ხელები?
აწყობს?



Posted by: Frankens†ein 13 Apr 2021, 12:51
კაი ხანია აღარ შემომიხედია აქ, რა ხდება ამერიკაში.
ჩვენთან მესამე ტალღა მოდის, ჩაიკეტება ისევ ყველაფერი და გავასწრო უნდა.
მაისის დასაწყისში 3000 ლარად არის ბილეთი თურქიშით ორივე გზა, თბილისი-სტამბული-სანფრანცისკო/სანფრანცისკო-სტამბული-თბილისი.
იანვარში მარტო წასვლა 2700 დამიჯდა ყატარით და თებერვალში წამოსვლა 2800...
შევადარებ აბა ყატარის და თურქიშის სერვისს, თურქიშით არ მიფრენია...
ვისაც გიფრენიათ, ალკ. სასმელი ულიმიტოა მანდაც? smile.gif
13 საათი ფხიზელმა ჩემმა მტერმა იფრინა smile.gif

ხო და კიდე ერთი რაღაც - წელს 18 იანვარს ჩავედი და 18 ივლისამდე ჩამირტყეს შტამპი ვიზაზე.
ეხლა უკანა ბილეთს 17 ივლისს ვიღებ და ამ შესვლაზე არ იქნება ისე, რომ უფრო ნაკლები დროით ჩამირტყან ხო?
წამოსვლა მაგ დღეს მაწყობს.

ყოფილხართ ვინმე ისე რომ 6 თვიანი ჩაგირტყეს, უფრო მალე დაბრუნდით უკან და ამ ექვსი თვის გასვლამდე ჩახვედით ისევ შტატებში?
იგივე თარიღს გიტოვებენ, 6 თვეს აკლებენ იქ გატარებულ დროს და იმდენი ხნით გირტყამენ თუ ახლიდან 6 თვეს...


Posted by: მამაო თამაზი 13 Apr 2021, 17:19
Frankens†ein
თურქიში და ყატარი ყველაზე კარგი იყო

ფრენა მაგრადმ მევასება. 2015 ში ყატარით ჩამოვედი 13 საათი და 40 წუთი ვიფრინე NON stop


Posted by: Frankens†ein 13 Apr 2021, 17:22
მამაო თამაზი
QUOTE
ფრენა მაგრადმ მევასება. 2015 ში ყატარით ჩამოვედი 13 საათი და 40 წუთი ვიფრინე NON stop

წელს აქედანაც და იქიდანაც nonstop 16 საათი ვიფირინე ყატარით, დოჰა-სანფრანცისკო smile.gif
კოვიდმა გაასწორა, სამ სკამზე ვიწექი და მეძინა.
დაძინებამდე ჯინ-ტონიკები შევუბერე და არც გამიგია smile.gif

Posted by: dimentius 13 Apr 2021, 17:32
შარი10
QUOTE
მასე შენც არ გინდა შენს ხელობაში რომ მექსიკელებმა იძრომიალონ და შენ რომ ძვირადღირებულ მაცივრებს ძვირად შეაკეთებ იმათმა რომ შენი შემოსავლის ნაწილი წაგართვან. ხომ მასეა?


ცდები. შენ თუ გგონია რომ ტესლას ხელოსნები მაგრები არიან ცდები )))
მაგრები რომ იყვნენ თესლას ამდენი წუნით არ გამოუშვებდნენ. ეხლაც კი ტესლას აწყობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. დაბალი კი იმიტომ არის რომ ინჟინრებს და მუშა ხელს არ უხდის საკმარისს კომპანია.

მეორეს ერთი ტესლას ნაირად და ეფლის ნაირად რო მოიქცეს ყბელა მე საერთოდ არ მექნება ბიზნესი. აგიხსნი ეხლა. მე რომ მივდივად კლიენტთან პირველი რასაც ვაკეთებ ვოოულოდ მოდელის და სერიის ნომერს. ამ ნომრით ვპოულობ ამ კომკრეტული მოდრლის ნაწილების სქემას და მათ ნომერს. ეს იმიტომ მჭირდება რომ ზუსტად ის ნაწილი ვიყიდო რომელიც ამ კონკრეტული მოდელისთვის არის. ასევე თანამედროვე ტექნიკაში არის ყოველთვის შიდა ტესრი და შეცდომების ჩვენების მექანიზმი. წარმოიდგინე რომ წვდომა არ მაქვს შეცდომების დოკუმენტაციასთან და მათ დიაგნოსტიკის იმსტრუქციებთან. ეს ინფორმაციაა ზუსტად საიდანაც მე ვსწავლოდ ამ ხელობას თორემ სკოლა და უნივერსიტეტი კი არ დამიმთავრებია. რაც ვიცი ყველაფერი მხოლოდ ამ დოკუმრნტაციებიდან მაქვს ნასწავლი.

არის ასეთი ბრენდი Miele ესენი იქცევიან ასე. აქვთ თავისი სერვისი და არც სქემას გაძლევენ და არც დიკუმენტაციას. შედეგად უბრალოდ არ ვარემონტებთ ამ ბრენდს. ამით ზარალდება კლირნტი.

ტესლა და ეფლი იმიტომ კი არ მალავენ ამ სქემებს რომ შეკეთების ფული იქონიონ. არამედ იმიტომ რომ თავის პროდუტს დიზაინის სტადიაზევე ისე ქმნიან რომ შეკეთებისთვის ძნელი, ძვირი ან შეუძლებელი იყოს შეკეთება. ამით გაიძულებენ რომ სულ ახალი პროდუქტი გაყიდინონ, რაც ღორობაა.

მაგალითად ეხლა დიდი ამბავი იყო ატეხიკი ეფლი ისე განაგლდა რომ ნაწილების სოფტით მიბმა დაიწყო. მაგრამ ჩვენი/შემკეთებელი ხალხის წყალობით უკან დაიხიეს. ეს ბიზნესს მოკკავდა შეკეთების. მაგალითად 2 ახალი ტელეფონი რომ იყოდო ეფლისგან. დაშალო და კამერის მოდული შეუსვალო, ან ელემენტი. არცერთი ტელეფონი არ იმუშავებს. ეს არის ღორობა და ძალით ლიმიტირება ოპციების შენს ნივთზე რომელშიც ფილი გაქვს გადახდილი.

მანქანა გყავს ალბათ. კალოდკები ხომ შეგიცვლია ან სვეჩები. ეხლა წარმოიდგინე რომ ამათ უბრალოდ არ ყიდიან )))) რა უნდა ქნა?

ან ეფლის პროდუქტზე რაღაც წვრილმანი გაფუჭდა და ამის გულისთვის მთელს ინფორმაციას კარგავ რაც მასშია და ეფლის არცერთი ნაწილი არ იყიდება ორიგინალი. არა ორიგინალს თუ დააყენებ უბრალოდ არ მუშაობს. ორიგინალიც რომ დააყენო სხვა ეფლიდან მოხსნილი მაშინაც არ იმუშავებს. ანუ არᲕევანი არ გაქვს და იძულებული ხარ ახალი პროდუქცია იყიდო.

ან უარეს გეტყვი. ხარ ქართველი და იყიდე ტესლა. საქართველოში ოფიციალური დილერი არ არის. გზაზე ზამთარში მარილს ყრიან საქართველოში რაც იწვევს ტესლას კაბელების ოქსიდაციას და გადაერთების წერტილების გაფუჭებას. ტესლას ბატარიის ნაწილის ცვლის დროს შენ იცი რომ ლამის ყველა ნაწილი მიბმული აქვს სოფტით და სხვა თუნდაც ორიგინალი ნაწილის (სხვა ტესლადან მოხსნილის) დაყენების შემთხვევაში მანქანის დატენვის უფლებას კარგავ ))) მოგეწონებოდა შენ რომ პატარა 50$ მოდულის გაფუჭების შედეგად ახალი უნდა იყიდო ან ევროპაში წაიყვანო დილერთან? დაშლილებიდან რომ დააყენო ორიგინალი და ამან კიდევ საერთოდ მანქანის დატენვის ფუნქცია გაგითიშოს ))))

ანუ მოგწონს ასე რომ გექცევა მწარმოებელი?

Posted by: ტანკე 13 Apr 2021, 17:34
Frankens†ein
მე ვიყავი ადრე 2 კვირის ინტერვალით და ცალ-ცალკე ჩამირტყეს ექვსთვიანები
ის პირველი ექვსთვიანი ანულირებულია, როცა ტოვებ ამერიკას

Posted by: Frankens†ein 13 Apr 2021, 17:40
QUOTE (ტანკე @ 13 Apr 2021, 17:34 )
Frankens†ein
მე ვიყავი ადრე 2 კვირის ინტერვალით და ცალ-ცალკე ჩამირტყეს ექვსთვიანები
ის პირველი ექვსთვიანი ანულირებულია, როცა ტოვებ ამერიკას

გასაგებია smile.gif

ისე, მაგრად მაინტერესებს კიდე მაკაჩავებენ თუ არა ამ პანდემიაზე აქ რამ ჩამოგიყვანაო smile.gif
ავუფრიალებ პასპორტს smile.gif
ივლისამდე ლეგალურად შემეძლო ყოფნა smile.gif

თუ კიდე გაგვიყვანეს ტურისტულვიზებიანები, ნეტა ისევ ის ოფიცერი შემხვდეს biggrin.gif

Posted by: შარი10 13 Apr 2021, 17:45
dimentius
გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ არ აწყობთ და გინდ შეეცი ეხლა
მაგიტომ არიან მულტიმილიარდერები, ასე რომ წარმართავენ ბიზნესს biggrin.gif

მაგიტომ არ მევასება ეფლი და არც ვყიდულობ, ყველაფერი რომ ფასიანია და ფულის გამოძალვაზეა

Posted by: Frankens†ein 13 Apr 2021, 17:53
dimentius
QUOTE
ნ უარეს გეტყვი. ხარ ქართველი და იყიდე ტესლა. საქართველოში ოფიციალური დილერი არ არის. გზაზე ზამთარში მარილს ყრიან საქართველოში რაც იწვევს ტესლას კაბელების ოქსიდაციას და გადაერთების წერტილების გაფუჭებას.

ეს მარტო ტესლებზეა თუ ყველა ელექტრომანქანაზე...

Posted by: dimentius 13 Apr 2021, 19:22
Frankens†ein
QUOTE
ეს მარტო ტესლებზეა თუ ყველა ელექტრომანქანაზე...


მანქანებში მხოლოდ ტესლა შვრება. მაგრამ სხვაც მიყვება ამას თუ გაუვა.
ყველა ვერ მოიქცევა. ასე მხოლოდ ისეთი კომპანიები იქცევიან რომლებიც არის ხატის დონეზე აყვანილი. და დარწმუნებულები არიან რომ თავისი ფანები ყველაფერს გადაყლაპავენ. ტესლა ესეთად გრძნობს თავს და ამიტომაც იქცევა. თუ ის კანონი გავიტანერთ ეხლა სენატში კენჭისყრაზე რომელიც აიძულებს რომ სათადარიგო ნაწილები ყიდონ და სქემაც საჯარო გახადონ მაშინ ვეღარ გააკეთებენ ასე.


ნათელ მაგალითს გეტყვი სინაგლის.
ალბათ შეგიმჩნევიათ რომ 2-3 წლის ტელეფონები ასე სწრაფები არ არიან როგორც ახლები. ეს დაიწყო ეფლმა და 2 წლის უკან საჯაროოდ გამოიტანა ვიღაცამ და მერე ეფლსაც მოუწია აღიარება.
ხელოვნურად ანელებდა ძველ მოდელებს, ყველა შემდეგი აფდეითით. ეს რომ გაუგეს ცოტა მოუკლო მაგრამ ამინც ანელებს პროცესორის მუშაობას ხელოვნურად. მიზეზად ბატარეის რესურსს იმიზეზებენ. თუმცა რატომ არ მეკითხებიან იქნებ მე არ მინდა ეს და ჩემს ზურგსუკან ფარულად მსგავსის კეთება იმ პროდუქტზე რომელიც არის 100% ჩემი.

ეფლს ეს რომ გაუვიდა მიყვა სამსუნგიც და სხვაებიც. ეხლა ნორმასავით არის. ეს კორპორაციები სულ უნდა იზრდებოდნენ ღირებულებაში, აქციის ფასს ვგულისხმობ. რომ მოგება მოქონდეთ ინვესტორებისთვის. ინოვაციის მხრივ ეფლი კაი ხანია უკან მისდევს ტექნოლოგიებს. ამიტომ ასეთი ნაგლი მეთოდებით ცდილობს შეანელოს შენი კუთვნილი ტელეფონი რათა გაიძულოს ახალი იყიდოს, ამით იზრდება გაყიდვები, იმატებს მოგება, ინვესტორი კმაყოფილია. წაგებული მხოლოდ მომხმარებელია.



Posted by: ME 14 Apr 2021, 00:38
QUOTE
ამით იზრდება გაყიდვები, იმატებს მოგება, ინვესტორი კმაყოფილია. წაგებული მხოლოდ მომხმარებელია.

და სახელმწიფო ჩაჯმულია რომელიც უნდა არეგულირებდეს ამას

Posted by: მამაო თამაზი 14 Apr 2021, 03:46
დოჯ კოინი როგორ ავარდა ბლიად. 1 დოლარი თუ გახდა 80 კ მიდევს ჯიბეში

Posted by: dimentius 14 Apr 2021, 04:49
ME
QUOTE
და სახელმწიფო ჩაჯმულია რომელიც უნდა არეგულირებდეს ამას


ჩაჟმულისა რა მოგახსენო მაგრამ კარგად ხეირობენ.
როგორ გგონია სენატორები არ ლობირებენ ამ კომპანიებს და ამაში ფულს არ იღებენ ))
როგორ გგონია ეფლი, ამაზონი და გუგლი რატომ არიან BLM მთავარი დონორები?
ზუსტად ამისთვის შექმნეს და გააძლიერეს ეს ორგანიზაცია რომ ეს ქმედითი ინსტიტუტი იყოს პოლიტიკოსების წინაააღმდეგ რამე ისე რომ გააკეთონ რაც კორპორაციებს არ უნდათ, მთელი ეს რასისტული ინსტიტუტი შემოუტრიალდებათ აქეთ ))))
ამ კორპორაციებს უდიდესი ძალა აქვთ. ნებისმიერი პერსონის, ქვეყნის და პუბლიკაციის ჩახსნა შეუძლიათ ვინც გზაზე გადაუდგება. ამერიკის პრეზიდენტი მიაჩუმეს. როცა 100 წლის რეპუტაციის მქონე გაზეთმა მიუღებელი სტატია დაწერეს ჩახსნეს ტვიტერიდან ეგრევე. ეს დიდი ტელევიზიები ხმას ვერ იღებენ ვინაიდან 1 წქამში შეუძლია რომ დაკარგონ ყველაფერი. ერთერთი ვიდეო სტრიმის კომპანია საერთოდ გააუქმეს "პარლერი", სერვერები გაუუქმეს ))) ანუ დაკარგა მთელი კონტენტი ))))
ამ ბოლოს გუგლი და ფეისბუკი ისე განაგლდა რომ მთელი ქვეყანა გათიშეს ))) ავსტრალიაზე მაქვს ლაპარაკი და მის ახლა კანონზე რომელიც დაავალდებულიებს მათ წილის გადახდას მოგებიდან კონტენტის შემქნელისთვის. ამათმა 1 კვირით ავსტრალიის შესახებ და ამ ინიციატივის შესახებ ყველა ლინკი დაბლოკეს პოპულარული ფიდიდან, ანუ ონლაინ გაქრა ავსტრალია )))


ამიტომაც ისევ ჩვენ თუ ვიზამთ ამას ამიტომაა რომ louis rossmann ამ იუთუბერს და ამ მოძრაობის მთავარ აქტივისტს უდგევარ გვერდში და ეხლა go fund me კომპანიაში ერთერთი შემომწირველი ვარ.



Posted by: UNEEK 14 Apr 2021, 06:10
Frankens†ein
ვა გაუტყავებიხართ.
მე ნოემბერში 800 დოლარად რაუნდ ტრიპ ბილეთი ვიყიდე.
აბა აქ ცადე: www.cheapoair.com
ჩერეზ პარიზი, ან გერმანია.
სტამბული შორსაა. იქედან სუტკა მოფრინავს მგონი

Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 10:40
UNEEK
QUOTE
ვა გაუტყავებიხართ.

წასვლამდეც და წამოსვლამდეც ერთი კვირით ავიღე ბილეთი და მაგიტო გავტყავდი.
თან მარტო ყატარი დაფრინავდა იანვარ-თებერვალში, ევროპიდან არ უშვებდნენ თუ აშშ-ის მოქალაქე არ იყო მგზავრი.

QUOTE
აბა აქ ცადე: www.cheapoair.com
ჩერეზ პარიზი, ან გერმანია.
სტამბული შორსაა. იქედან სუტკა მოფრინავს მგონი


თურქიში ჯობია ბევრად.
დრო ზუსტად იგივე უნდა, 18 საათი და 50 წუთი, მაგრამ თურქიში ერთი გადაჯდომითაა სტამბულში და ლუფტჰანზა ორი გადაჯდომით, ფრანკფურტი და პარიზი...
თან ფრანკფურტში 45 წუთია გადაჯდომა და შარია, ან თვითმფრინავმა დაიგვიანოს ან რამე სხვა შეფერხება იყოს, გამაზული გაქვს ფრენა.
ნონ-სტოპ ფრენაც პარიზიდან 11 საათი და 30 წუთი გიწევს.

თურქიშით კიდე 3 საათია გადაჯდომა სტამბულში და მერე 13 საათი და 30 წუთი ნონ-სტოპ ფრენა სანფრანამდე, 2 საათია სულ განსხვავება...
ორ აეროპორტში გადაჯდომას ჯობია ყველა შემთხვევაში.

თან თურქიშით არ მიმგზავრია შტატებში და მაინტერესებს, ამბობენ ყველაზე კარგიაო.
ყატარით და ლუფტჰანზათი მიმგზავრია და ყატარი ჯობია...

ფასი იგივეა თითქმის, 250 ლარია განსხვავება. 75$...

თუმცა თურქიშზე ხელბარგის გარდა ორი 23 კილოგრამიანი ჩემოდნის წაღება შეგიძლია ბარგით და ლუფტჰანზაზე მარტო ხელბარგის და ჩემოდნების ჩაბარება 400 ლარამდეა თითო...

მოკლედ თურქიში ჯობს ყველა მხრივ.
ლუფტჰანზას ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ უკეთესი სასტავი იქნება თვითმფრინავში...

user posted image

Posted by: forumistvis 14 Apr 2021, 15:11
აშშ-ში ჩავალ ნეტა ოდესმე? არ ვიცი...

Posted by: UNEEK 14 Apr 2021, 17:59
Frankens†ein
ადრე შემიცვალეს უამინდობის გამო ბილეთი, და ფრანკფურტის მაგივრად თურქიშზე დაგვსვეს.
ხო აი ეგ 13 საათი ნონსტოპ ფრენას მირჩევნია პარიზი ან გერმანია.
ორი კი არა, ერთი გადაჯდომაა.


Posted by: Frankens†ein 14 Apr 2021, 18:21
QUOTE (UNEEK @ 14 Apr 2021, 17:59 )
Frankens†ein
ადრე შემიცვალეს უამინდობის გამო ბილეთი, და ფრანკფურტის მაგივრად თურქიშზე დაგვსვეს.
ხო აი ეგ 13 საათი ნონსტოპ ფრენას მირჩევნია პარიზი ან გერმანია.
ორი კი არა, ერთი გადაჯდომაა.

აქედან ორი გადაჯდომაა.
ერთი მიუნხენი, მეორე ფრანკფურტი.
ზემოთაც წერია სქრინზე და ჩაშლილსაც დავდებ.

user posted image

იქიდან კი არის ერთი გადაჯდომით:

user posted image



მაგრამ ბარგზეა დამატებით.
აქედან კი მივდივარ ერთი ჩემოდნით, მაგრამ იქიდან ორით მოვდივარ ხოლმე biggrin.gif

ნონ-სტოპ ფრენაზე კიდე 11 საათი იფრენ თუ 13 საერთოდ არაა განსხვავება biggrin.gif

Posted by: sandrikia 15 Apr 2021, 06:10
ბილეთები თუ გინდათ იაფად არ აქ მნიშვნელობა საით მიფრინავთ მომწერეთ და ჩემი ბიძაშვილის შვილია აგენტი თრეველერ და იაფად გაყიდინებთ ბილეთებს.თავადაც შეამოწმეთ ფასები და შეადარეთ. 900 ბილეთი მაყიდინა 625$

Posted by: paranoidis_dzma 15 Apr 2021, 08:13
dimentius
QUOTE
კაი მიყრუებული ადგილია. დენვერი მგონი იშვიათი დიდი ქალაქია რომელიც სხვა დიდ ქალაქს 10 სათის სავალ გზაზეა მოწყვეტილი.
თხილამურები წაიღე ერთერთი საუკეთესო სათხილამურო ტრასებია დენვერთან ახლოში ))))

სხვა მეგა ქალაქებთან შედარებით შეიძლება მიყრუებული უწოდო, მაგრამ საკმაოდ აქტიური და outdoorsy ქალაქია. ბევრი პარკებით, მთებითა და სუფთა ჰაერით. : )

Posted by: Frankens†ein 15 Apr 2021, 11:33
QUOTE (sandrikia @ 15 Apr 2021, 06:10 )
ბილეთები თუ გინდათ იაფად არ აქ მნიშვნელობა საით მიფრინავთ მომწერეთ და ჩემი ბიძაშვილის შვილია აგენტი თრეველერ და იაფად გაყიდინებთ ბილეთებს.თავადაც შეამოწმეთ ფასები და შეადარეთ. 900 ბილეთი მაყიდინა 625$

თბილისი-სანფრანცისკო-თბილისის რეისზე უნდა ვიყიდო ბილეთი.
7 მაისი - 17 ივლისი.
ხელბარგი თავისთავად და მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი ბარგიც რო შედიოდეს.
რა ვარიანტები აქვს აბა და რა ფასად.

Posted by: CanadianMan 15 Apr 2021, 16:12
ყველაზე კარგი კრიმინალური სიტუაცია რომელ შტატშია?

Posted by: sandrikia 15 Apr 2021, 17:13
QUOTE (Frankens†ein @ 15 Apr 2021, 11:33 )
QUOTE (sandrikia @ 15 Apr 2021, 06:10 )
ბილეთები თუ გინდათ იაფად არ აქ მნიშვნელობა საით  მიფრინავთ მომწერეთ და ჩემი ბიძაშვილის შვილია აგენტი თრეველერ და იაფად გაყიდინებთ ბილეთებს.თავადაც შეამოწმეთ ფასები და შეადარეთ. 900 ბილეთი მაყიდინა 625$

თბილისი-სანფრანცისკო-თბილისის რეისზე უნდა ვიყიდო ბილეთი.
7 მაისი - 17 ივლისი.
ხელბარგი თავისთავად და მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი ბარგიც რო შედიოდეს.
რა ვარიანტები აქვს აბა და რა ფასად.

(917) 935-1977 დაუკავშირდი ვათსაპზე და დაგეხმარება ყველაფერში. სანდრო ქვია. ისიც უთხარი სანდრომ დაპოსტათქო მეც სანდრო მქვია ) და მოგხედავს თუ რამეა კაი ვარიანტი გინახავს. წარმატებები.

Posted by: All*eyes*on*me 15 Apr 2021, 17:14
dimentius
ფლორიდაში ვინდშილდს გიცვლიან უფასოდ, არ იხდი არც დიდაქთიბელს, არც ქლეიმად გიწერენ

Posted by: paranoidis_dzma 15 Apr 2021, 18:58
Frankens†ein
QUOTE
თბილისი-სანფრანცისკო-თბილისის რეისზე უნდა ვიყიდო ბილეთი.

11 მაისს წამო თურქიშზე ... ეგრე ვაპირებ მე.

Posted by: Frankens†ein 15 Apr 2021, 19:22
QUOTE (paranoidis_dzma @ 15 Apr 2021, 18:58 )
Frankens†ein
QUOTE
თბილისი-სანფრანცისკო-თბილისის რეისზე უნდა ვიყიდო ბილეთი.

11 მაისს წამო თურქიშზე ... ეგრე ვაპირებ მე.

თერთმეტი გვიანია, 7-ში ვაპირებ...
რამე თუ შემეცვალა, მაგ დღეს ავიღებ...

არადა გაასწორებდა მაგხელა გზაზე ხმის გამცემი smile.gif
თან როგორც მახსოვს სეხნიები ვართ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dimentius 15 Apr 2021, 20:34
All*eyes*on*me
QUOTE
ფლორიდაში ვინდშილდს გიცვლიან უფასოდ, არ იხდი არც დიდაქთიბელს, არც ქლეიმად გიწერენ


არ მგონია ტესლა რამეს ცვლიდეს ან აკეთებდეს უფასოფ გარდა საგარანტიო ნაწილებისა.

შენ ალბათ იძახი დაზღვევის პუნქტზე რომელსაც აქვს ცალკე ოფცია ვინდშილდის დაფარვის.

ჩრმს შემთხვევაში ეს ოფცია 14$ თვეში დამატებით. ეს უნდა იხადო 6 წლის მანძილზე რაც იგივეა რაც 1 გამოცვალო შენით. იმედია არ გამიტყდება 6 წლის მანძილზე )))

წინა შუშის არ მეშინია იმდენად რაც სახურავის. სახერავის მაგივრად ერთი დიდი მინაა მთელ სიგრძეზე. ამიტომ სან ფრანში ციტა მეშინია ხოლნე რომნვინმე ვანდალმა არ ესროლოს რამე. აი ეს სახურავის მინაა ძვირი ))))

Posted by: paranoidis_dzma 15 Apr 2021, 20:52
Frankens†ein
QUOTE
თან როგორც მახსოვს სეხნიები ვართ 

კი, მეც ეგრე მახსოვს givi.gif

QUOTE
არადა გაასწორებდა მაგხელა გზაზე ხმის გამცემი

მე აფრენისთანავე მეძინება ხოლმე. biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 16 Apr 2021, 01:07
QUOTE (paranoidis_dzma @ 15 Apr 2021, 20:52 )
Frankens†ein
QUOTE
თან როგორც მახსოვს სეხნიები ვართ 

კი, მეც ეგრე მახსოვს givi.gif

QUOTE
არადა გაასწორებდა მაგხელა გზაზე ხმის გამცემი

მე აფრენისთანავე მეძინება ხოლმე. biggrin.gif

ძილი ასწორებს.
ნეტა თურქიშსაც თუ აქვს ადგილები გამოტოვებული...

Posted by: dimentius 16 Apr 2021, 04:12
CanadianMan
QUOTE
ყველაზე კარგი კრიმინალური სიტუაცია რომელ შტატშია?


ნებისმიერი პატარა ქალაქი რომელიც დიდ მეგაპოლისებს მოშორებულია 150-200 კილომეტრით ჩათვალე რომ ყველა უსაფრთხოა.

მაგრამ როგორც წესი ასეთ ქალაქებში ქართველი ემიგრაცია არ ჩადის. ხოლო დიდი ქალაქები უსაფრთხოებით არცერთი არ გამოირჩევა. თბილისში რომ ხართ მიჩვეული უსაფრთხო გადაადგილებას ყველგან და მანქანის უშიშრად დაყენებას აქ ასე არცერთი დიდი ქალაქი არაა.

მე სან ფრანცისკოს მახლობლად ვად და სან ფრანცისკოში ჩვეულებრივი ამბავია საჭის რკინის საკეტები რომ იყო შევარდნაძის დროს )))
ასევე შუშაზე თაბახის ფურცლები თხოვნით რომ შიგნით არაფერი არაა და შუშა ტყუილად არ ჩალეწონ. იმის მიუხედავად რომ სან ფრანცისკოში ქონება ამერიკაში ყველაზე ძვირია და ყბელაზე მდიდარი ხალხი ცხოვრობს მაინც არის უბნები სადაც ღამე სიარული არ შეიძლება დიდი ალბათობით ვიღაცა ან შეგაგინებს ან აგეკიდება ფულის თხოვნით/გამოძალვით. არის უბნები სადაც შეკვეთა რომ მომდის კომპანიაში უბრალოდ არ მივდივართ და ა.შ.

უსაფრთცოება თუ გინდათ საქართველომდე ამათ უკლიათ ძალიან ბევრი.

Posted by: DORO 16 Apr 2021, 07:18
dimentius
QUOTE
მაგივრად ერთი დიდი მინაა მთელ სიგრძეზე. ამიტომ სან ფრანში ციტა მეშინია ხოლნე რომნვინმე ვანდალმა არ ესროლოს რამე. აი ეს სახურავის მინაა ძვირი ))))

ბრონირებული ფირი გადააკარი.

ტყვიაგაუმტარი კი ეღირება კაი ბლომად.
მარა ქვას რომ გაუძლოს არც იმდენად.

Posted by: dimentius 16 Apr 2021, 19:01
DORO
QUOTE
ბრონირებული ფირი გადააკარი.


რაღაცნაირი დამუქებული შუშაა და რაც არ უნდა გადააკრა შიგნიდან შავდება რაღაცნაირად. მთელი მუღამი კი მაგაშია რომ მთელი ჭერი გამჭვირვალეა და ცა ჩანს )))
მეტი არაა ჩემი მტერი მე მანქნას რამე დაუყენო. ჩემთვის მანქნანა არის რკინა რომელიც გადაადგილებაში მეხმარება. არანაირი ემოციური ბმა არ მაქვს. საქართველოში რაღაცნაირი ფეტიში ქონდა ხალხს ბავშვივით უვლიდნენ და ქვეყანა ფულს ახარჯავენ. მე კიდე გასარეცხათ მეზარება ხოლმე მიყვანა და სულ ისეთ ფერებს ვყიდულობ რომ რეცხვა არ უნდოდეს ))) მეტრი წილი მანქანები თეთრი ამიტომ მყავდა )))
ცხოვრებაში არც დისკები დამიყენებია, არც ფირი გადამიკვრია, საერთოდ არ მახსოვს რაიმე აფგრეიდი დამეყენებინოს. არაა ჩემი მანქანის ფეტიში.

Posted by: DORO 16 Apr 2021, 19:44
dimentius
QUOTE
. საქართველოში რაღაცნაირი ფეტიში ქონდა ხალხს ბავშვივით უვლიდნენ და ქვეყანა ფულს ახარჯავენ


ხო ,მოვლა არ არის აუცილებელი .
დიდი ამბავი ..
ასეთიც შეიძლება იყოლის კაცმა ))

user posted image

Posted by: მამაო თამაზი 17 Apr 2021, 02:03
dimentius
სან ფრანცისკოს ბინძური დედაც

მანდ ჯერ ჯერობით ბობოლებს ვერ და არ ეხებიან თორე მოვა დრო მაგათაც მიადგებიან biggrin.gif.

მანქანას ვერსად ვერ დატოვებ. ორჯერ გამიტეხეს მანქანა biggrin.gif

Posted by: dimentius 17 Apr 2021, 05:32
მამაო თამაზი
QUOTE
სან ფრანცისკოს ბინძური დედაც


კაი ეხლა. რომელი დიდი ქალაქი არაა ბინძური?
თუ აქ რაიმე განსაკუთრებული ხდება? ნიუ ორკივით ნაგავს არ ვაგროვებთ ტროტუარზე )))
ცოტა ცივილიზაციაა და ბუნკერები გვაქვს.


QUOTE
მანდ ჯერ ჯერობით ბობოლებს ვერ და არ ეხებიან თორე მოვა დრო მაგათაც მიადგებიან

როდის მისდგომიან რომ ეხლა მიადგნენ?
მსოფლიოს ისტორიის მანძილზე ყოველთვის ძლიერი/ მდიდარი მართავდა ღარიბს/სუსტს. პლებეის ყოველთვის მართავდა პატრიციუსი.

თუ ვცდები დრო და ეპოქა შემახსენე როცა პირიქით იყო.

QUOTE
მანქანას ვერსად ვერ დატოვებ. ორჯერ გამიტეხეს მანქანა

შენი ბრალია ))))
ნიუ ორკის ნომრით რომ მიაყენებ მაგ უნნებში ეს იგივეა რომ აქაურ ბომჟებს განცხადებით მიმართო რომ გთხოვთ დალეწონ ))))

ხომ იცი რომ west coast and east coast ვერ არიან კარგად და სულ მასხარად იგდებენ ერთმანეთს )))
წინა ნომერზე უნდა მიკეკრა fuck trump უკან fuck east coast, ან ცისარტყელა მიგეხატა კაციშვილი არ მოკიდებდა ხელს ))))

Posted by: UNEEK 17 Apr 2021, 07:53
მდინარე კოლორადო.
CA - AZ საზღვარი.
user posted image

მხოლოდ ტეხასის შტატში 10700 ქარის ტურბინაა.
user posted image

QUOTE
ნიუ ორკივით ნაგავს არ ვაგროვებთ ტროტუარზე

lol.gif
40 გალონიანი შავი გარბიჯ-პარკების მთები რომ დგას ღამ-ღამობით.
დილით ადრე რო უნდა ადგე, მანქანა გადმოაყენო აქითა ტროტუარზე, რომ ნაგავს არ გააყოლონlol.gif


Posted by: dimentius 17 Apr 2021, 19:14
UNEEK
QUOTE
40 გალონიანი შავი გარბიჯ-პარკების მთები რომ დგას ღამ-ღამობით.


მე იცი რა მიკვირს.
ნიუ ორკელებს აქვთ რაღაცნაირი ეგო რომ მსოფლიოს დედაქალაქია. რაც თუ ფინანსურ ნაკადებს შეეხება და ფინანსურ გადაწყვეტილებებს სიმართლეს შეესაბამება. ანუ ფული ქალაქში არის რომ ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრას.
ათწლეულებია კი ეს პრობლემა არ მოუგვარებიათ. ის არგუმენტი რომ ამ ინფრასტრუქტურისთვის ადგილი არ არის ქალაქში და დიდ ცვლილებებს მოითხოვს ამას ვერ გავიზიარებ. ვინაიდან არც ევროპული ქალაქები შენდებოდა ნაგვის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით მაგრამ რაღაცნაირად ჩაატიეს ევროპის ვიწრო ქუჩებიან და პატარა ისტორიულ ქალაქებში.
ფინანსების არ ქონაც თავისთავად გამოირიცხება ვინაიდან ერთერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე ქალაქია მსოფლიოში.

ერთადერთი ახსნა რასაც მე ვხედავ არის ის რომ უბრალოდ შეეგუა ხალხი და ქუჩაში ნაგვის დაყრა და კატისხელა ვირთხების სირბილი ნორმაა.
მაგალითად ანალოგია რომ გაავლო. წინა საუკუნეების ლონდონი იყო ცივილიზაციის წამყვანი ქალაქი, მაგრამ მანდაც ფეკალიების ქოთანში მოგროვება და მათი ფანჯრიდან გადასხმა ნორმა იყო. ამას გლეხიც და მდიდარიც სრულიად ნორმალურად უყურებს. ტექნოლოგია კანალიზაციის მოწყობის და დასალევი წყლის ტრანსპორტირების ჯერ კიდევ ბერძნებს და რომაელიბს ქონდათ. ეყლაც შემორჩენილია აკბედუკების ცალკეული ნაგებობები. ანუ აქ უფრო ასეთ ქმედებასთან შეგუების და ნორმად ქცევის პრობელმაა.

ბოლო ბოლო თბილისში და ჩვენს არც ისე განვითარებულ საზოგადოებაში ვერ ავიტანეთ ეს ფატი და ფული და ენერგია დავხარჯეთ და ეს პრობლემა მოვაგვარეთ.
ხოდა ამ ნიუ ორკელებს რა ჭირთ? არც მსმენია რომ ეს პრობლემა უდგათ დღის წესრიგში. შეიძლება ვცდები და არ ვარ ინფორმირებული, შემისწორეთ ნიუ ორკელებმა თუ ვცდები.

Posted by: DORO 17 Apr 2021, 19:27
QUOTE
40 გალონიანი შავი გარბიჯ-პარკების მთები რომ დგას ღამ-ღამობით.

ვიდეოებში რაც ჩანს სულ დგას --დღისითაც . უბრალოდ გამოაქვთ და ალაგებენ .

სოპრანოების ხელში იქნება ეგეთი ბიზნესები .

მეტ დაფინანსებას ელოდებიან და ჯინაზე არ მიაქვთ biggrin.gif

და ისე მდიდარი ქალაქები და მდიდარი კვარტლები ბევრ ნაგავს აკეთებენ .

მაგრამ ხალხს გააჩნია .
იაპონიის ქალაქებში ძაღლების სასეირნო ცალკე ბილიკებია ჯერ მარტო .

Posted by: paranoidis_dzma 17 Apr 2021, 20:14
უსაფრთხო ქალაქების სია დაიდო: https://realestate.usnews.com/places/rankings/safest-places-to-live?utm_source=usn_fb&fbclid=IwAR2XD0iOuZCg7Qg16TPQcEPg-0l7rt7jldUe0OlER-4k-m0hX9N9nOoZkyE

Posted by: dimentius 17 Apr 2021, 20:48
paranoidis_dzma
QUOTE
უსაფრთხო ქალაქების სია დაიდო: https://realestate.usnews.com/places/rankin...-m0hX9N9nOoZkyE


ზღაპარია ეგ სია ))
ნიუ ორკი რომ 24 ადგილზე იქნება ))
მაკლერების ჩატარებული კვლევას რა უთხარი, ნიუ ორკი ცხელი ქონების მარკეტია სადაც კაი ფულს შოულობენ ამიტომც ყავთ მანდ ციფრების/სტატისტიკის მანიპულაციის გზებით. იმ ადგილზე სადაც მილიონებს შოულობენ ხომ არ იტყვიან ნაგავია ამის დედაც არ ჩამოხვიდეთო.

ყველაზე კარგი და მიუკერძოებელი რესურსი არის https://www.city-data.com/
მაგრამ აქ უბრალო ციფრებია ყველა ქალაქზე. ასობით კრიტერიუმია განხილული. მაგრამ არის მშრალი ციფრები რომელიც შენ უნდა ამოკრიფო და შეადარო შენი პრიორიტეტების მიხედვით.

Posted by: paranoidis_dzma 17 Apr 2021, 21:01
dimentius
მაკლერების გაკეთბეული არ არის, არის კონკრეტული მეთოდოლოგია მაგ ციფრებიდან გამოყვანილი: https://realestate.usnews.com/places/methodology

How We Did the Math
The data we collected from each of our sources came in a variety of forms, from flat numbers to negative numbers to percentages. Before imputing each data point into our equations, we had to standardize it so it could be compared on an apples-to-apples basis with other data points we evаluated.

To balance these metrics, we used a standard deviation (or Z-Score) calculation to determine each data point's differentiation from the data set's mean and then used the Z-Score to create a standardized U.S. News score using the method outlined below:

Calculating the Z-Score: The Z-Score represents a data point's relation to the mean measurement of the data set. The Z-Score is negative when the data point is below the mean and positive when it's above the mean; a Z-Score of 0 means it's equal to the mean. To determine the Z-Score for each data point, we calculated the mean of that same data point across all ranked metro areas. We then subtracted the data point from the mean and divided it by the standard deviation.
Calculating the T-Score: We used a T-Score calculation to convert the Z-Score to a 0-100 scale by multiplying the Z-Score by 10. To ensure that the mean was equal across all data points, we added our desired scoring mean (between 0 and 10) to the T-Score to create an adjusted T-Score.
Calculating the U.S. News Score: To calculate the U.S. News Score, we divided the adjusted T-Score by 10 to create a 0-10 point system across the board that allowed us to accurately apply our methodology.

Posted by: All*eyes*on*me 18 Apr 2021, 09:15
dimentius
ნიუორკში კიარაა დიდი ფული, იმათ ჯიბეშია ვინც ნიუიორკს მართავენ, ეგენი კიდე მანდ არ ცხოვრობენ არცერთი , დაახლოებით იგივე პონტია ცეხი რო გქონდეს დათრეული და ფულს აკეთებდეს, დაახარჯავდი ფულს? მაინც ხო იგივეს გააკეთებს, ჰოდა მასე უყურებენ ისინიც ნიუიორკს

ჰოდა ეგოს რქც შეეხება ))) გოძილას რო უყურეს იმის მერე ამაყობენ ნიუორკელობით ))))

ეგოც ხელოვნურია აბა ამდენ ხალხს და უმეტესად ემიგრანტს რით დააინტერესებ რო მაგ სიბინძურეში იცხოვროს, ხალხსაც ეტყობა ჩასისინდებიან ნიუიორკში და დაყრიან სურათებს ფეისბუქზე ბრუკლინ ბრიჯიდან ))) მერე და მერე ხვდებიან რო მანდ სურათის გადასაღებადაც ვერ იცლიან და ბელტ პარკვეის მიდამოებთან იმსხვრევა ბევრის ამერიკული ოცნება ))

Posted by: ბაღა 19 Apr 2021, 21:08
dimentius

ჰაი

ჩექ პმ ფლიზ tan.gif

Posted by: dimentius 20 Apr 2021, 02:00
paranoidis_dzma
QUOTE
მაკლერების გაკეთბეული არ არის


მე არ ბიქნებოდი ასე დარწმუნებული ))
დომეინს მაინც შეხედე "Უძრავი ქონების ამერიკის ამბები" სიტყვა სიტყვით რომ გადმოიტანო )))
როგორ გინდა რომ დაუჯერო )))

ეს სფერო არის დიდი ფულის მომტანი ამერიკაში ერთერთი უდიდესი ინდუსტრიაა. ამიტომ ნებისმიერ კვლევას, სტატისტიკას და შედეგს ისე დასვავენ ზუსტად როგორც ინვესტორებს ჭირდებათ მეტი მოგების მოსატანად.

ნიუ ორკი ბევრ რამეშია ლიდერი ამ ქვეყანაში მაგრამ უსაფრთხოებაში ნაღდად 24 ადგილზე არაა ))) ან კიდევ სან ხოსე მიუწერიათ კიდევ რომელიც ჩემს გვერდზეა 25 კმ სახლიდან. სან ხოსეში ქირები 1,5-2 ჯერ დაბალია ჩემს ადგილთან შედარებით. ზუსტად ცუდი უსაფრთხოების, ცუდი სკოლების და ცხოვრების ნაკლები კომფორტის გამო.

QUOTE
Calculating the T-Score: We used a T-Score calculation to convert the Z-Score to a 0-100 scale by multiplying the Z-Score by 10. To ensure that the mean was equal across all data points, we added our desired scoring mean (between 0 and 10) to the T-Score to create an adjusted T-Score.
Calculating the U.S. News Score: To calculate the U.S. News Score, we divided the adjusted T-Score by 10 to create a 0-10 point system across the board that allowed us to accurately apply our methodology.


ზუსტად ამაზე მაქვს ლაპარაკი როცა ვიძახი ციფრებით და გრაფიკებით მანიპულაცია ))))
X unda გაყო Y,გამოვა C.რომელსაც უნდა დაუმატო D. მათი შედეგი აიყვანო კვადრატში. ხოლო ამ კვადრატიდან უნდა ამოიყვანო ფესვი ))))
ხოდა რასაც უნდა დაგისვავენ რომ ხალხი ხელოვნურად მიიყვანონ იმ უძრავი ქონების ბაზარზე სადაც ყველაზე მეტ ფულს წაგლეჯენ.

უსაფრთხოება ვისაც უნდა მარტივია შედიხარ საცემწიფო სტატისტიკურ სააგენტოებში და სხვადასხვა დანაშაულებების მიხედვით ამოწმებ 1000 სულ მოსახლეზე რამდენი ხდება. რათ უნდა ამას ამდენი გაყოფა/გამრავლება/გამოკლება/მიმატება.


* * *
All*eyes*on*me
QUOTE
ნიუორკში კიარაა დიდი ფული, იმათ ჯიბეშია ვინც ნიუიორკს მართავენ


ნიუ ორკში საშუალო ხელფასები რომ შეადარო სხვა ადგილებს მაღალი აქვს უფრო. რაც აქვს ნუ უკარგავთ ქალაქს.

მდიდრებს რაც შეეხებათ ლამის ყველა მილიარდერი აქეთ სანაპიროზეა ))))
მანდ ისე "დიშოვკა" მილიარდერები არიან )))
20ულიდან მგინი მხოლოდ 2 მანდედან დანარჩენი კალიფორნია და ვაშინგტონის სტატია )))

ეგოს რაც შეეხება ეს აქვთ. ამაში არ ვადანაშაებ. დიდ მეგაპოლისში წარმატებას რომ მიაღწიო ნამდვილად სხვაბზე უკეთესი უნდა იყო. ასეთი წარმატებული ხალხი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია და ჩანს ტელევიზიებში თუ სოც მედიაში. ალბათ აქედან გვექმნება ჩვენც წარმოდგენა ეგოზე ))))

Posted by: utonega 20 Apr 2021, 05:03
რა მაგარია ამ თემაში შემოხედვა. კაი გამარჯობა ხალხო, დიმენტიუს მშვიდობაში შენაძენი. ძალიან მაგარი რამეა, ცოლისდამაც გამოიყვანა შემოდგომაზე და ძალიან მოწონს.
მოკლედ ჩამოვედი თბილისიდან და ეგრევე წავედი პირველ ტრიპში (აწ უკვე თრაქერ) სან ფრანცისკო არეაში ვიყავი. ისთისგან განსხვავებით სიცხის შეგრძნებამ გამაგიჟა, +80 გრდუსია და არ სველდები, აქეთ წარმოვიდგინე ამხელა სიცხეზე რა მოგდის ადამიანს. მერე იყო სასიამოვნო ყვავილების სუნები ნეიბარჰუდებში და დაჟე მაგისტრალურ გზებზე. სოფლის მეურნეობა ზე ხარისხში არის აყვანილი, ერთი შეხედვით ეგრევე ჩანს. ხო კიდე, ფასები მომეჩვენა არათუ ძვირი, ზოგ შემთხვევაში დაჟე იაფიც ერთიდაიგივე ქსელებში, ნუ არ ვიცი რა. ბევრი და ერთმანეთზე გემრიელი მექსიკან ფუდები ვჭამე, არ დამავიწყდება გემოები. ეხლა პროფესიიდან გამომდინარე მომიწევს ბევრი ადგილის მოვლა და რაღაც პონტში საინტერესოც იქნება პირველი პერიოდი, მერე ჩეკებზე დაწერილი მოზრდილი თანხები დააკომპენსირებს უარყოფით მხარეებს (ეგეც შეიძლება არ გაჩნდეს )))) მოკლედ ესე ვითომ
ოფისურ სამსახურში უფრო მეტ დროს ვიყავი სახლიდან გასული. ვითომ
დასვენების დღეებში იქ უბერიო, იქ დელივერიო მოკლედ არ ვიცი რა. ეხლა 5 დღეა სახლში ვარ და ვისვენებ რასაც ქვია, დამყავს ბავშვები სკოლა/ბაღ/აუზებზე

Posted by: მამაო თამაზი 20 Apr 2021, 05:47
utonega
utonega
QUOTE
. მერე იყო სასიამოვნო ყვავილების სუნები ნეიბარჰუდებში

აქ სან ფრანცისკოს გულისხმობ თუ სან ფრანცისკოს გარეთ ბეი არეა?


Posted by: UNEEK 20 Apr 2021, 06:54
utonega
Welcome back!
4-6მაისი დიდი შემოწმებები იქნება გზებზე. ლოგ ბუქი ბოლო 7 დღის რეკორდი, ფარები, საბურავები მოწესრიგებული გქონდეს. სამმაგი პოინტებია.

user posted image

Posted by: utonega 20 Apr 2021, 21:04
მამაო თამაზი
ბეი არეას ვგულისხმობდი. დაუნთაუნში არ ვყოფულვარ, ერთადერთი ოკლენდის დაყნთაუნში ვიარეთ, მთელი ბავშვობის თუფაქური მოგონებები გადამეშალა ))))

UNEEK
მაქსიმალურად ფრთხილად ვიქნები, მადლობელი. მოწესრიგებული თრაქით დავდივართ. ერთადერთი დრაგ ტესტი არ მაქვს გაკეთებული და როგორც გავიგე სერიოზული პრობლემაა მაგაზე. კორონის აცრებს მოვრჩები და მაგასაც მივედავ

Posted by: paranoidis_dzma 20 Apr 2021, 23:52
dimentius
QUOTE
დომეინს მაინც შეხედე "Უძრავი ქონების ამერიკის ამბები" სიტყვა სიტყვით რომ გადმოიტანო )))

USNEWS არის საკმაოდ რეპუტაბელუტი, დამოუკიდებული მედია ჰაუსი, რომელიც ბევრ სხვადასხვა სფეროს რენქინგს აქვეყნებს ყოველწლიუად, მათ შორის უძრავი ქონებისაც.

წესით არ უნდა აწყობდეთ სტატისტიკის გაყალბება. smile.gif

ამათი კოლეჯების რენქინგი ერთ-ერთი ყველაზე სანდოა.

QUOTE
უსაფრთხოება ვისაც უნდა მარტივია შედიხარ საცემწიფო სტატისტიკურ სააგენტოებში და სხვადასხვა დანაშაულებების მიხედვით ამოწმებ 1000 სულ მოსახლეზე რამდენი ხდება. რათ უნდა ამას ამდენი გაყოფა/გამრავლება/გამოკლება/მიმატება.

ნუ, ეს შესაბამისად დიდ ქალაქებში უფრო მეტი იქნება კრიმინალი, პატარა ქალაქებში უფრო ნაკლები და ა.შ. ყველაფერი შედარებითია.
ამიტომ, USNEWS გარდა კრიმინალისა, ითავილსწინებს დასაქმებულთა რაოდენობას, ქალაქის ცხოვრების თირებულებასა და ა.შ.

მოკლედ, ეს მეთოდოლოგია შორს წაგვიყვანს ... smile.gif

Posted by: dimentius 21 Apr 2021, 02:19
paranoidis_dzma
QUOTE
USNEWS არის საკმაოდ რეპუტაბელუტი, დამოუკიდებული მედია ჰაუსი


ამერიკაში რესპექტაბელური მედია არ არსებობს. ყბელა არის უსინდისო დონის პროპაგანდისტი ეს ეხება ყბელა მხარეს ლიბერალებს, კონსერვატორებს თუ ბილიონერების ტრაკის მწმენდავებს. ამიტომაა რომ ამ ერთ დროს "რესპექტაბელურ" მრავალ მილიარდიან მედია იმაზე ნაკლები მაყურებელი ყავს ვიდრე დაუბანელ თინეიჯერს სარდაფში ))))

ყბელა დიდი მედია გამომცემლობა ან სტამბა არის დოტაციაზე დღეს. შესაბამისად მათი ყბელა პუბლიკავია ემსახურება გარკვეულ მიზანს ან გარკვეული ინფორმაციის ისეთნაირად მიწოდებას რომ ამათ იმვესტორებს მოგება მოუტანოს.

QUOTE
USNEWS გარდა კრიმინალისა, ითავილსწინებს დასაქმებულთა რაოდენობას, ქალაქის ცხოვრების თირებულებასა და ა.შ


ხო მარა იუზერმა იკითხა კონკრეტულად კრიმიმალური ვითარება. ზოგადი ცხოვრების ხარისხი და ფინანსური სტაბილურობა კი არ უკითხია.

Posted by: UNEEK 21 Apr 2021, 09:34
utonega
ხო დრაგ ტესტი დამავიწყდა მეთქვა, აგრეთვე მედიკალ ქარდი.
Be safe!

Posted by: მამაო თამაზი 21 Apr 2021, 14:44
dimentius
QUOTE
ამერიკაში რესპექტაბელური მედია არ არსებობს. ყბელა არის უსინდისო დონის პროპაგანდისტი ეს ეხება ყბელა მხარეს ლიბერალებს, კონსერვატორებს თუ ბილიონერების ტრაკის მწმენდავებს. ამიტომაა რომ ამ ერთ დროს "რესპექტაბელურ" მრავალ მილიარდიან მედია იმაზე ნაკლები მაყურებელი ყავს ვიდრე დაუბანელ თინეიჯერს სარდაფში ))))

1000000000% ეგრეა.

utonega
QUOTE
ბეი არეას ვგულისხმობდი. დაუნთაუნში არ ვყოფულვარ, ერთადერთი ოკლენდის დაყნთაუნში ვიარეთ, მთელი ბავშვობის თუფაქური მოგონებები გადამეშალა ))))

ხო მეც არ გამიკვირდა? biggrin.gif სან ფრანცისკო მძღნერის სუნად ყარს.


Posted by: Frankens†ein 22 Apr 2021, 09:18
მოკლედ 7-ში შტატებში ვარ.
მაინც ლუფტჰანზას ყიდვა მომიწია.
თურქიში 3000 ღირდა პარასკევს თბილისი-სტამბული-სანფრანცისკო-სტამბული-თბილისი და ორშაბათს შევედი საყიდლად და 4100 იყო გამხდარი smile.gif
2800-ად ვიყიდე თბილისი-მიუნხენი-ფრანკფურტი-სანფრანცისკო-მიუნხენი-თბილისი.
მინუსი ის აქვს, რომ ბარგზე დამატებით გადასახადია, მაგრამ აქედან 8 კილოიანი ხელბარგით წავალ, აღარ წავიღებ ტყემლებს და ჩურჩხელებს biggrin.gif
თურქიშით მაინც ვერ ვიფრინე ამერიკაში biggrin.gif
პლუსი ის არის რო ევროპეიდულ რასასთან ერთად ვიმგზავრებ, კომუნიკაცია მექნება smile.gif
რასისტი არ ვარ, მაგრამ ყატარის რეისებზე თეთრი ყვავივით ვარ ხოლმე biggrin.gif

Posted by: theodous 22 Apr 2021, 09:19
Frankens†ein
https://www.angloinfo.com/how-to/greece/moving/residency/eu-citizens

Posted by: dimentius 22 Apr 2021, 11:13
მამაო თამაზი
QUOTE
ხო მეც არ გამიკვირდა?  სან ფრანცისკო მძღნერის სუნად ყარს.


ვერ აპატიე მოკლედ ის შუშა შენ სან ფრანს.
შენ როგორ მოგდის სასახლეში რომ შეხვიდე და ტუალეტში შეუარდე და სუნიაო ))))
სანფრანის ჩემთვის ყველაზე ლამაზი ადგილები
- პრესიდიო
- გოლდენ გაითი
- ბროადვეის მიმდებარე ტერიტორია
- გოლდენ გეით პარკი
- ემბარკადერო
- ლომბარდ სთრითი
- პლიაჟები

ამ ადგილებში სუნი არ არის )) თუ ოკენის სპეციფიურ სურნელს არ ჩათვლი.

მე უფრო ის მაინტერესებს შენ რატომ მიდიხარ მაინცდამაინც დაუნთაუში სუნის დასაგემოვნებლად ))))
ამერიკაში დაუნთაუნს რომ ნახავ ერთ ქალაქში, მეორე ქალაქში რატომ უნდა მიხვიდე საერთოდ ? გაჭრილი ვაშლივით გავს ყველა მეგაპოლისის დაუნთაუნები. ნუ ისიც ტრადიციასავით არის რომ უსახლკაროების თავშეყრის ადგილია. რაც თავისთავად ანტისანიტარიას და მისგან გამოწვეულ სუნს იწვევს.


Posted by: Frankens†ein 22 Apr 2021, 13:50
QUOTE (dimentius @ 22 Apr 2021, 11:13 )
მამაო თამაზი
QUOTE
ხო მეც არ გამიკვირდა?  სან ფრანცისკო მძღნერის სუნად ყარს.


ვერ აპატიე მოკლედ ის შუშა შენ სან ფრანს.

biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
სანფრანის ჩემთვის ყველაზე ლამაზი ადგილები
- პრესიდიო
- გოლდენ გაითი
- ბროადვეის მიმდებარე ტერიტორია
- გოლდენ გეით პარკი
- ემბარკადერო
- ლომბარდ სთრითი
- პლიაჟები

up.gif
ნოე ველი მომწონს მე და ეურიკა ველი....
ეგაა სანფრანცისკო და არა დაუნთაუნის მარკეტის ქუჩა და ცათამბჯენები...

Posted by: tako44 23 Apr 2021, 00:21
დისის დაუნთაუნში არც სუნი შემინიშნავს და არც "ბომჟები".
Frankens†ein
ნიქაბიანი ქალები მთრგუნავს ხოლმე, მათაც თრგუნავთ ჩვენი მოშიშვლებული პირისახე, ალბათ.
მომენატრა აეროპორტული თავგადასავლები

Posted by: მამაო თამაზი 23 Apr 2021, 05:10
dimentius
QUOTE
ვერ აპატიე მოკლედ ის შუშა შენ სან ფრანს.

შუშის დედაც, მთელი ჩემი საბუთები გაქრა. მედლები სიგელები და 1000 რამე.


Posted by: Frankens†ein 23 Apr 2021, 10:29
მამაო თამაზი
QUOTE
შუშის დედაც, მთელი ჩემი საბუთები გაქრა. მედლები სიგელები და 1000 რამე.

რა უნდა მაგ ვყველაფერს მანქანის ბარდაჩოკში biggrin.gif

QUOTE
მედლები

მიშენზე გაგევლო, მაგათი მშრალი ხიდის და ვაგზლის მიქსია, შეიძლება მანდ ყიდიდა ვინმე smile.gif

Posted by: irakli1901 23 Apr 2021, 12:08
dimentius
გამარჯობა
სულ ვკითხულობ თქვენს პოსტებს და ძალიან მომწონს თქვენი დამოკიდებულება ყველაფერზე.
თქვენი რჩევა მაინტერესებს მოცემულობა ასეთიაsmile.gif
მოგებული მაქვს 2021-ის მწვანე ბარათი. ვარ 32 წლის, მეუღლე 31, ბავშვი 3-6 თვის იქნება წამოსვლის დროს.
სალაპარაკო ინგლისური ორივემ ვიცით C1, მაგრამ ინგლისურენოვან საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება არ გვქონია.
სამუშაო გამოცდილება 10 წელი ორივეს საბაჟო-საბროკერო სპეციალობით + ბოლო 2 წელი საკუთარი ბიზნესი იმპორტი და საბითუმო ვაჭრობა.
თავიდან გვინდოდა კალიფორნიში ცხოვრება, მაგრამ ამ დიდი მიგრაციის შემდეგ დავიწყეთ სხვა შტატებზე ინფორმაციის მოგროვება. ბევრი ძებნის შემდეგ დარჩენილი გვაქვს ვირჯინია, მერილენდი, ნიუჯერსი და მასაჩუსეტსი. ძალიან არ გვინდა ცივი შტატი მაგრამ ცხოვრების ხარისხის მიხედვით ჩრდილოეთის შტატები უკეთესია და ვერ მოვიფიქრეთ რა ვქნათ.
თქვენ რას ფიქრობთ კალიფორნიაზე, ღირს თუ არა კალიფორნიაში ცხოვრების დაწყება, როგორი იქნება კალიფორნიის მომავალი და ჩემს ადგილას სად დაიწყებდით დღევანდელ ამერიკაში ცხოვრების შენებას. საქმიანობას რაც შეეხება Handyman-ად მინდა ვიმუშავო, შესაბამისი უნარები მაქვს, შემოსავალი ნორმალურია და ადგილობრივი ცხოვრების გასაგებად ვფიქრობ კარგი საშუალებაა. გარკვეული დროის შემდეგ ვფიქრობ იქაც საერთაშორისო ვაჭრობას დავიწყებ რადგან უკვე მაქვს ამ სფეროში გამოცდილება.

Posted by: Frankens†ein 23 Apr 2021, 12:43
irakli1901
QUOTE
ძალიან არ გვინდა ცივი შტატი

მასაჩუსეტსი დაივიწყე, საშინლად ცივი ზამთარი იცის.
მერილენდს აქებენ, უბრალოდ ნამყოფი არ ვარ და ვერ გეტყვი რა არის კარგი.
იმით აქებენ რომ სისუფთავია და მოწესრიგებული შტატია.

მაინცდამაინც აღმოსავლეთ ნაწილი რატო smile.gif
ვისაც ორივეგან უცხოვრია, ყველა ამბობს რომ დასავლეთი ბევრად ჯობს.

Posted by: irakli1901 23 Apr 2021, 15:32
Frankens†ein
QUOTE
მაინცდამაინც აღმოსავლეთ ნაწილი რატო
ვისაც ორივეგან უცხოვრია, ყველა ამბობს რომ დასავლეთი ბევრად ჯობს.

დასავლეთით კალიფორნიაში არ ვიცი რა ხდება ყველა გამორბის და უჭკუოა ეგ ხალხი?
ვაშინგტონში ბევრი წვიმაა და მზის ნაკლებობა ყოფილა რაც არ მომეწონა სხვა მხრივ ერთ-ერთი ვარიანტი ეგ იყო

Posted by: შარი10 23 Apr 2021, 17:09
irakli1901
ორეგონი ნახე აბა
აქ იყო ერთი იუზერი ორეგონიდან, მაგრად აქებდა

Posted by: neosat 23 Apr 2021, 17:32
QUOTE
მერილენდს აქებენ, უბრალოდ ნამყოფი არ ვარ და ვერ გეტყვი რა არის კარგი.
იმით აქებენ რომ სისუფთავია და მოწესრიგებული შტატია.



კი ბალტიმორი განსაკუთრებით up.gif

Posted by: akako78 23 Apr 2021, 17:45
ჩარლტონიც კარგი ქალაქი ჩანს წყნარი..საკურორტო ზონაა ეტყობა..უთებრი ცხოვრობს და მისი არხის წყალობით დავათვალიერე..სიამოვნებით ვიცხოვრებდი..

Posted by: dimentius 24 Apr 2021, 05:23
irakli1901
QUOTE
სულ ვკითხულობ თქვენს პოსტებს და ძალიან მომწონს თქვენი დამოკიდებულება ყველაფერზე.

დიდი მადლობა.

QUOTE
მოგებული მაქვს 2021-ის მწვანე ბარათი. ვარ 32 წლის, მეუღლე 31, ბავშვი 3-6 თვის იქნება წამოსვლის დროს.

ანუ აქ ჩამოსვლის თანავე მხოლოდ 1 მშობელი იმუშავებს? ხოლო მეორე შესაბამისად ბავშვთან იქნება.


QUOTE
სალაპარაკო ინგლისური ორივემ ვიცით C1, მაგრამ ინგლისურენოვან საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება არ გვქონია.

აქ წამოსვლამდე არ დაიზარო და ორივემ გაიარეთ კურსები, სადაც პრაქტიკა გექნება. ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. სამსახურში ბევრად უკეთ აგიყვანენ როცა შენთან კომუნიკაციის პრობლემა არ ექნებათ. თუ შAეგატყვეს რომ 1 საათი დაჭირდებათ რომ მარტო გაგაგებინონ რა უნდათ. ბევრი დამსაქმებელი უბრალოდ უარს გეტყვის და მოგიშორებს.


QUOTE
სამუშაო გამოცდილება 10 წელი ორივეს საბაჟო-საბროკერო სპეციალობით + ბოლო 2 წელი საკუთარი ბიზნესი იმპორტი და საბითუმო ვაჭრობა.

ეს შეუძლია მეუღლემ გააგრძელოს აქ. უამრავი ხალხი შოულობს ამაზონი/იბეის გადაყიდვებით ფულს. დრო თუ ექნება რა თქმა უნდა ბავშვის მერე. ან რაიმე ონლაინ კურსი მაინც გაიაროს მომავალ სპეციალობაში სადაც აპირებს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და არ იზარმაცოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალჩამოსული რაც შეიძლება მალე ჩაერთოს აქაურ რითმში და მუშაობის კილტურაში, ნუ თუ რა თქმა უნდა რამის მირჭევა გინდათ თქვენთვის და შვილებისთვის.


QUOTE
თავიდან გვინდოდა კალიფორნიში ცხოვრება, მაგრამ ამ დიდი მიგრაციის შემდეგ დავიწყეთ სხვა შტატებზე ინფორმაციის მოგროვება.

აქ წამოსვლამდე იუთუბი გათიშე თორემ გაგაგიჟებენ )))
ცოტა სხვანაირადაა საქმე.
1. კალიფორნიიდან მიდის ხალხის ცალკეული კატეგორია. ეს არის ან ძალიან დიდი შემოსავლის მქოპნე ინდივიდები რომლებსაც ქონება სხვადასხვა შტატებში აქვთ და უბრალოდ რეგისტრირდებიან სხვა შტატების ქონებით რომ ნაკლები გადასახადი იხადონ. მაგრამ როგორც წესი ისევ კალიფპორნიაში აგრძელებენ დროის ტარებას. ამათი გადმოსახედიდან შენ არ უნდა აფასო. ვინაიდან შენ რომ მათ ფინანსურ დონემდე მიხვიდე და მსგავსმა ფინანსურმა საგადასახადო საკითხებმა შეგაწუხოს გჭირდება 10 წელი მაინც ))

2. კორპორაციებში დასაქმებული ინჟინრები მიდიან ასევე. ანუ ის ხალხი ვინც წლობით მუშაობს კომპანიებში, დაამტკიცეს რომ დისტანციურად მათი შრომის ეფექტურობა არ იკლებს. ხოდა ამ მიზნით გადადიან აქაური ძალიან ძვირი პატარა საცხოვრებლებიდან ბევრად უფრო კომფორტულ და დიდ სახლებში სხვა შტატებში. ეს კატეგორიაც შენ არ გამოგადგება ვინაიდან კიდევ ვიძახი შენ წლები გინდა რომ მაგ საყოფაცხივრებო და ფინანსურ დონეზე მიხვიდე.

3. ბოლო კატეგორია ეს არის უბრალო სტატისტიკური მოხელე. რომელიც არ სხვას ჯობნის, არ ნაკლებია სხვაზე. მაგრამ არ უნდა ტავის შეწუხება რომ ამოვიდეს კომფორტის ზონიდან და თავისი კვალიფიკაცია აიმაღლოს, გაზარდოს თავისი შრომის ეფექტურობა და აიღოს ბევრად მეტი ჯამაგირი. ასეთი ხალხი ძალიან ბევრია. ამ კატეგორიისთვის კალიფორნიის ზოგი ნაწილი არის ჯოჯოხეთი ვინაიდან რქასაც გამოიმუშავებენ 70-80% იხდიან აქ ყოფნის ხარჯებში ხარჯებში.
მეუღლის ნათესავის მაგალითს გეტყვი. ნიუ ორკში ცხოვრობდნენ ჩვენს ჩამოსვლამდე 6 წელი მგონი. მე კალიფორნიაში ჩამოვედი პირდაპირ და უკვე 1 წლის მიწურულს მათზე წინ ვიყავი ფინანსების კუთხით. ალბათ მერე შეუჩნდა ნათესაობა "ჩადი შენც კალიფორნიაში ფული ხეზე ასხიაო აგერ Dავითი კრეფავსო და შენც მოკრიფეო" მაგრამ მას არ გააჩნდა არ განვითარების და არც ფინანსური კეთილდღეობის რეალური სურვილი. უბერზე კატაობდა დღისით, დილა საღამოთი კანაფსს ბოლში იყო გახვეული. 2 წელი გაძლეს აქ და ბოლოს ისევ ნიუ ორკში წავიდნენ.

QUOTE
თქვენ რას ფიქრობთ კალიფორნიაზე, ღირს თუ არა კალიფორნიაში ცხოვრების დაწყება, როგორი იქნება კალიფორნიის მომავალი და ჩემს ადგილას სად დაიწყებდით დღევანდელ ამერიკაში ცხოვრების შენებას.


რაც შეეხება კალიფორნიას. ეს შტატი ძალიან დიდ სპექტრს მოიცავს ცხოვრების მრავალფეროვნებით. კალიფორნიის ცალკეული ნაწილები არის ძალიან ძვირი საცხოვრებლად და აქ ჩამოსვლას პირდაპირ არ გირჩევ რა თქმა, თან იმ პირობებში რომ 1 მშობელმა უნდა იმუშაოს. არ გირჩევ ლოს ანჯელესს და ბეი არეას (სან ფრანცისკო, სილიკონ ველი) ეს სასწაულად ძვირი ადგილებია საცხოვრებლად. მაგრამ შეგიძლია თავისუფლად იცხოვრო სან დიეგოში ან საკრამენტოში. აქ ბინის ქირები არ არის ძვირი და სამსახურებიც ძალიან ბევრია ვინაიდან დიდი ქალაქებია და სერვისი ყოველთვის წირდებათ.

აქ რიგი ჩამოდგება იუზერების რომ სუნი და ფეკალიები დაგიდოს კალიფორნიის ცუდად გამოჩენაში. რაშიც მართლები არიან მსგავსი ხდება. ვისაც მხოლოდ ფეკალიების და უსახლკაროების დანახვა უნდა ის მათ ყოველთვის მოძებნის ამერიკაში. ჩემთვის კალიფორნია არის ამერიკაში ყველაზე დიდი ეკონომიკა, ყველაზე მაღალი ხელფასები, ყველაზე კომფორტული ამინდი ჩემი ოჯახისთვის, საუკეთესო გარემო ჩემი შვილებისათვის. ჩემი ბიზნესისთვის მაგალითად მე სილიკონ ველიზე უკეთესი ადგილი ამერიკაში არ ვიცი. ეს შემიძლია ციფრების და ინვოისების დონეზე დაუმტკიცო ნებისმიერს. ასეთი კონცენტრაცია ასეთი ძვირი უძრავი ქონების და ასეთი კონცენტრაცია მდიდარი ხალხის ვინც მზად არის ნებისმიერი ფული გადიხადოს ხარისხიან სერვისში სხვაგან არ მეგულება. აქ 50.000 ქალაქში ცხოვრობს იმაზე მეტი მილიარდერი ვიდრე 20 მილიონიან ნიუ ორკში ))) შედარებისთვის ჩემს სერვისში საათობრივად აქ 4 მეტს მიხდიან ვიდრე დანარჩენ ამერიკაში. ხოლო 1,5 მეტს ვიდრე ნიუ ორკში. მაგრამ ეს არ მოდის თავისი ცუდი ნიუ ანსების გარეშე. ამხელა მოგებას რომ ნახულობენ ბიზნესები აქ ეს ზრდის კონკურენციას. კონკურენცია ზრდის რეკლამის ღირებულებას. როგორც შედეგი მე პირადად ვიხდი ძალიან დიდ ფულს რეკლამაში. პირდაპირ გეტყვი. მე რომ ვიყო ჩვეულებრივი სტატისტიკური მოხელე ვინც არაფრით მეტია/ნაკლები სხვაზე. აქ ვიქნებოდი გუგლის მონა. მოგების დიდი ნაწილი მათვის უნდა მიმეცა.
მაგრამ ვინაიდან ჩემს საქმეში ვარ საუკეთესო, ეს მაძლევს საშუალებას რომ ყველა შემოსულ კლიენტს მოვემსახურო და შევაკეთო ნებისმიერი სირთული პროექტი. ამიტომაც ჩემი მოგება აქაურ კოლეგებზე მეტია.

ანუ ისევ იქამდე მიმყევხარ რომ სხვას ნუ უყურებ რას შვრება. შენ მთავარია არ დაიზარო და ისეთ ადგილშიც შეძლებ ღირსეულად ყოფნას, სადაც ქართველების უმეტესობა ვერ ახერხებს, ან ვერ ახერხებენ.

QUOTE
საქმიანობას რაც შეეხება Handyman-ად მინდა ვიმუშავო, შესაბამისი უნარები მაქვს, შემოსავალი ნორმალურია და ადგილობრივი ცხოვრების გასაგებად ვფიქრობ კარგი საშუალებაა.

ეს თუ აირჩიე პროფესიად, მაშინ შენ საცხოვრებელ არეალს ბევრად ამცირებს. შენ უნდა აირჩიო მეგაპოლისი, ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ხალხი დიდ ქალაქებში ძალიან დაკავებულები არიან და დროის უქონლობის გამო ცდილობენ ყველა სერვისი იყიდონ. ამან გამოიწვია ძირითადი მასის გაუსუსურება ელემენტარული რამის შეკეთებაში. შესაბამისად შენ უნდა ისარგებლო ამ,ით და მაქსიმალური მოგება ნახო. მაგრამ ასეთი კატეგორია ხალხის არის მხოლოდ დიდ ქალაქებში. პატარა ქალაქებში ამერიკაში ხალხი საკმაოდ მარჯვეა და ბევრ რამეს თავისით აკეთებენ, შესაბამისად ხენდიმენიც არ ჭირდებათ.

QUOTE
გარკვეული დროის შემდეგ ვფიქრობ იქაც საერთაშორისო ვაჭრობას დავიწყებ რადგან უკვე მაქვს ამ სფეროში გამოცდილება.

საერთაშორისო რად გინდა? აქაური ბაზარი ყველაზე მომგებიანია. აქ რომ აქვს ხალხს ფული და კულტურა ნებისმიერი ჯღლართის ყიდვის ასე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა.


* * *
irakli1901
QUOTE
დასავლეთით კალიფორნიაში არ ვიცი რა ხდება ყველა გამორბის და უჭკუოა ეგ ხალხი?


უმეტეს შემთხვევაში კი.
1. კალიფორნიიდან გადადის ან ძლაინ მდიდარი, ვინც კალიფორნიაში ქონება იშოვა და საპენსიოდ არ უნდა რომ ძვირი გადადასახი იხადონ.
2. ასევე გადადიან მაღალხელფასიანი ინჟინრები ვინც დინტანციურად დაამტკიცა რომ მუშაობის ეფექტორობა არ დააგდო. ხელფასი იგივე რჩებათ მაგრამ საყოფაცხოვრებო პირობები უუმჯობესდებათ, ანუ იგივე ფასად უფრო დიდ და კოფორტულ სახლში უწევთ ცხოვრება.
3. საშუალო სტატისტიკური მუშახელი. ანუ ხალხი ვინც ვერ იპოვა გზა როგორ გაზრდოს თავისი შრომის პროდუქტიულობა და შესაბამისად ფინანსური კეთილდღეობა.
1 და 2 კატეგორიის ხალხი არის აქედან გადასულების ძალიან მწირი ნაწილი. უმეტესობა არის 3 კატეგორიის ხალხი.
3 კატეგორიის შემტხვევაში ეს რამდენად შტატის ბრალია ვერ გეტყვი. მაგრამ მე ის ვიცი რომ 1000 ადამიანი რომ გამ,ოკითხო რატომ ვერ მიაღწია წარმატებას. ყველა მიზეზად გეტყვის სხვა ფაქტორებს. არავინ გეტყვის მე ვერ ვივარგე, ვიზარმაცე და ამიტომ არ გამომივიდა.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 24 Apr 2021, 09:45
QUOTE
ორეგონი


love.gif

ვენახების და წალკოტის მხარე ))
ოდესმე აუცილებლად ვნახავ და მაგათ ღვინოსაც დავაგემოვნებ ადგილზე...
* * *
dimentius
ხომ არ იცი, ვისაც winery აქვს და ვენახებს ფლობს, იბეგრებიან როგორც მიწის მფლობელებიც და როგორც ბიზნესის მფლობელებიც?

Posted by: paranoidis_dzma 24 Apr 2021, 11:37
irakli1901
დაიწყე შედარებით იაფი და დიდი ზომის ქალაქიდან.
ფილადელფია იდეალურია მაგისათვის. smile.gif მდინარის მეორე მხარეს არის ნიუ ჯერზიც და ცოტა მოშორებით დელავერის შტატიც. მოცულობის არეალი დიდი, მეექსვე მარკეტია ამერიკაში სიდიდით.

ცხოვრების დონე ნორმალურია, კლიმატი თითქმის თბილისის მსგავსი. ცხოვრება არ ღირს ძვირი. ნიუ იორკიდან 2 საათია სულ (იაფი ბილეთები საქართველოსკენ).
ზაფხულში ოკეანიდან საათნახევარია, სამუშაოებიც ბევრია და ემიგრანტებიც უყვართ.

Frankens†ein
ვიყიდი მეც, ოღონდ ყატარით, მიყვარს ყატარის ავიახაზები. კაი გემრიელი ფრენა კი გამომივიდა, თბილისი > დოჰა > ჩიკაგო > დენვერი.

Posted by: irakli1901 24 Apr 2021, 13:14
dimentius
QUOTE

ანუ აქ ჩამოსვლის თანავე მხოლოდ 1 მშობელი იმუშავებს? ხოლო მეორე შესაბამისად ბავშვთან იქნება.

კი მარტო მე უნდა ვიმუშავო შეთავსებით თუ რამე იმუშავა მეუღლემ არვიცი ჯერ ეგ საკითხი არ დგას დღის წესრიგში.
QUOTE
აქ წამოსვლამდე არ დაიზარო და ორივემ გაიარეთ კურსები, სადაც პრაქტიკა გექნება. ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. სამსახურში ბევრად უკეთ აგიყვანენ როცა შენთან კომუნიკაციის პრობლემა არ ექნებათ. თუ შAეგატყვეს რომ 1 საათი დაჭირდებათ რომ მარტო გაგაგებინონ რა უნდათ. ბევრი დამსაქმებელი უბრალოდ უარს გეტყვის და მოგიშორებს.

ვეცდებით რაიმე კურსის გავლას, დრო თუ გამოვნახე, რაც შეეხება დასაქმებას არამგონია აწი მე ვინმესთან ხელფასზე ვიმუშავო ძალიან მეეჭვებაsmile.gif
QUOTE
ეს შეუძლია მეუღლემ გააგრძელოს აქ. უამრავი ხალხი შოულობს ამაზონი/იბეის გადაყიდვებით ფულს. დრო თუ ექნება რა თქმა უნდა ბავშვის მერე. ან რაიმე ონლაინ კურსი მაინც გაიაროს მომავალ სპეციალობაში სადაც აპირებს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და არ იზარმაცოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალჩამოსული რაც შეიძლება მალე ჩაერთოს აქაურ რითმში და მუშაობის კილტურაში, ნუ თუ რა თქმა უნდა რამის მირჭევა გინდათ თქვენთვის და შვილებისთვის.

ჩემი მეუღლე მეუბნება სულ რამე კურსი გავიაროთო, მე ჯერ ვპასიურობ მაგ მიმართულებით, ვერ ვხედავ მაგის ეფექტურობას ამ ეტაპზე.
QUOTE
საერთაშორისო რად გინდა? აქაური ბაზარი ყველაზე მომგებიანია. აქ რომ აქვს ხალხს ფული და კულტურა ნებისმიერი ჯღლართის ყიდვის ასე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა.

ზუსტად მაგ ჯღლართის აზიაში ყიდვა და ამერიკაში გაყიდვა მინდა საბოლოოდ. ყველაფერი რაც ამაზონზე იყიდება მინიმუმ მესამედ ფასად შეგიძლია აზიაში შეუკვეთო და კარგი მარკეტინგის მეშვეობით გაყიდო. ეხლა რა კომპანიის წარმომადგენელიც საქართველოში ვარ იქნებ მაგის რეალიზაცია მოვახდინო ამერიკაში, ან ერთი ორი წელი რომ ვიცხოვრებ/ვიმუშავებ და გავიგებ ადგილობრივი ბაზრის ნიუანსებს მერე ვიპოვი ჩემს ადგილს, მიმართულება სამშენებლო სფერო იქნება.
QUOTE
აქ წამოსვლამდე იუთუბი გათიშე თორემ გაგაგიჟებენ )))

რა იცოდი რომ თავისუფალი დროის 80%-ს იუთუბზე ვატარებ რამე სასარგებლო ინფორმაციის მოსაძიებლად smile.gif))) ლამისაა მართლა გამაგიჟებსsmile.gif
QUOTE
მაგრამ შეგიძლია თავისუფლად იცხოვრო სან დიეგოში ან საკრამენტოში

ყველაზე დიდი დახმარებაა ჩემთვის ეს შენი რჩევა, არაფერი ჯობია კარგი ადამიანისგან მიღებულ რჩევას. სან დიეგო იყო პირველი ქალაქი როცა თავიდან დავიწყე ძიება, საკრამენტოში არის ერთი ხენდიმენი იუთუბ არხი აქვს 3წლის წინ დაიწყო და მოვყვები ყველა ვიდეოს ვუყურებ მაგ ბიჭისას, რომ გავიგო ამერიკაში როგორი ტექნიკაა და რასთან მექნება შეხება. ელემენტარული შტეფცელიც კი სხვანაირია. წელიწადნახევრის ვიდეოები ნანახი მაქვს, მეორე ნახევარი დამრჩაsmile.gif
QUOTE
ანუ ისევ იქამდე მიმყევხარ რომ სხვას ნუ უყურებ რას შვრება. შენ მთავარია არ დაიზარო და ისეთ ადგილშიც შეძლებ ღირსეულად ყოფნას, სადაც ქართველების უმეტესობა ვერ ახერხებს, ან ვერ ახერხებენ.

99%მა იცის რომელ შტატში მიდის და რომ ვეკითხები რატომ აირჩიეს ეს შტატი, ყველას პასუხია იმიტომ რომ იქ ვიღაც ყავს და ის დაეხმარება. საბოლოოდ ვიღებთ სიტუაციას რომ ყველა ერთიდაიგივე ადგილას მიდის და ერთიდაიგივე საქმეს აკეთებს. ასე არ მინდა მე ჩემს მიერ გაკვალულ გზაზე უნდა ვიარო.
QUOTE
უმეტესობა არის 3 კატეგორიის ხალხი.
3 კატეგორიის შემტხვევაში ეს რამდენად შტატის ბრალია ვერ გეტყვი. მაგრამ მე ის ვიცი რომ 1000 ადამიანი რომ გამ,ოკითხო რატომ ვერ მიაღწია წარმატებას. ყველა მიზეზად გეტყვის სხვა ფაქტორებს. არავინ გეტყვის მე ვერ ვივარგე, ვიზარმაცე და ამიტომ არ გამომივიდა.

ჩემი ყველაზე საყვარელი ანდაზაა რაც მოგივა დავითაო... ადამიანებს ძალიან ემარტივებათ სხვა ადამიანების თუ ფაქტორების დადანაშაულება საკუთარი თავის გასამართლებლად, ვერაფერს ვიზამთ ასეა მოწყობილიsmile.gif

ძალიან მიხარია რომ აქ ხარ და შენ გკითხე აზრი, 1 საღად მოაზროვნე ადამიანის რჩევა მირჩევნია ყველას რჩევას. მადლობა!

დავუბრუნდები ისევ კალიფორნიაზე ფიქრსsmile.gif

Posted by: Frankens†ein 24 Apr 2021, 14:47
QUOTE (paranoidis_dzma @ 24 Apr 2021, 11:37 )

Frankens†ein
ვიყიდი მეც, ოღონდ ყატარით, მიყვარს ყატარის ავიახაზები. კაი გემრიელი ფრენა კი გამომივიდა, თბილისი > დოჰა > ჩიკაგო > დენვერი.

ყატარი ასწორებს.
პირდაპირი რო აქვს სანფრანცისკოში.
კომფორტულიცაა.

უბრალოდ თბილისი-დოჰა-სანფრანცისკო-დოჰა-თბილისი 4100 ლარი ღირს ბილეთი და ლუფტჰანზათი 2800-ად ვიყიდე,
ფრენაც ნაკლები მიწევს.
აქედან 4 საათი მიუნხენამდე, 1 საათი ფრანკფურტამდე და 11:30 სანფრანცისკომდე.
ჯამში 19 საათი გადაჯდომიანად.
უკანა გზაზე მარტო ერთი გადაჯდომაა, ფრანკფურტში.


ყატარით კიდე დოჰა-სანფრანი 16 საათია და ჯამში 22 საათი, გადაჯდომიანად.
მაგას ისევ თურქიში რატო არ არჩიე, ფასი იგივეა.
4100 ღირს თურქიშით თბილისი-სტამბული-სანფრანცისკო-სტამბული-თბილისი, სტამბული-სანფრანი 13:30 საათი, ჯამში 19 საათი გადაჯდომიანად.

წინა პარასკევს 3000 ღირდა თურქიში და ეგ უნდა მეყიდა და ორშაბათამდე გადავდე და 4100 დამხვდა, თორე მაგას ავიღებდი.
ლუფტჰანზაში მარტო ხელბარგი შედის 8 კილომდე, ერთ ჩემოდანზე 250 ლარია გადასახდელი, მაგრამ აქედან არ მიმაქვს და იქიდან კი გადავიხდი, მაინც იაფი გამოდის...



user posted image

Posted by: paranoidis_dzma 24 Apr 2021, 15:27
Frankens†ein
QUOTE
მაგას ისევ თურქიში რატო არ არჩიე, ფასი იგივეა.

არ მიყვარს თურქიში რატომღაც. თუ რაღაც სასწაულად დაბალი ფასი არ დადო ისე არ ვიღებ. ძირითადად ლუფთჰანზა და middle eastern ავიაკომპანიებიდან ყატარი მიყვარს. კი მივფრინავ სამხრეთით, რომ მერე ისევ ჩრდილოეთით გამოვფრინდე, თუმცა ხარისცი მაინც თავისას შვება ..

+ Oneworld ის ავიაკომპანიებში ვაგროვებ მაილებს. Miles & Smiles -ზე 12 000 მილი გამიუქმეს პანდემიის დროს რადგან ვერ ვიფრინე და ნაწყენი ვარ givi.gif
ყატარი a350-900 ით მიფრინავს, ამ ბორტით არასდროს მიმგზავრია მაგის გამოცდაც მიდნა.

Posted by: Frankens†ein 24 Apr 2021, 16:00
QUOTE (paranoidis_dzma @ 24 Apr 2021, 15:27 )
Frankens†ein
QUOTE
მაგას ისევ თურქიში რატო არ არჩიე, ფასი იგივეა.

არ მიყვარს თურქიში რატომღაც. თუ რაღაც სასწაულად დაბალი ფასი არ დადო ისე არ ვიღებ. ძირითადად ლუფთჰანზა და middle eastern ავიაკომპანიებიდან ყატარი მიყვარს. კი მივფრინავ სამხრეთით, რომ მერე ისევ ჩრდილოეთით გამოვფრინდე, თუმცა ხარისცი მაინც თავისას შვება ..

+ Oneworld ის ავიაკომპანიებში ვაგროვებ მაილებს. Miles & Smiles -ზე 12 000 მილი გამიუქმეს პანდემიის დროს რადგან ვერ ვიფრინე და ნაწყენი ვარ givi.gif
ყატარი a350-900 ით მიფრინავს, ამ ბორტით არასდროს მიმგზავრია მაგის გამოცდაც მიდნა.

მაგით ვიფრინე ეხლა, ახალი ა350-ით.
რავიცი, ჩვეულებრივი თვითმფრინავია...
ლუფტჰანზას ორსართულიანზე უფრო ვიკაიფე, ტუალეტი ქვემოთ სართულზე როა...

ყატარში რაც მომწონს, მომსახურებაა.
და მაგხელა გზაზე იმდენი სასმელი, რამდენიც გინდა smile.gif

ლუფტჰანზაზე არ მახსოვს როგორ იყო.
ბოლო ორი ფრენა ყატარით ვიფრინე.

თურქიშს აქებენ და მაინტერესებდა, მაგრამ 1300-ით მეტი რატო გადავიხადო.

ყატარის და ალბათ თურქიშის მინუსიც ისაა რო სულ აზიელები არიან თვითმფრინავში, ჩინელები, არაბები... ვერ გამოელაპარაკები...

ლუფტჰანზაზე ის მისწორდება რო გერმანულს გავიხსენებ biggrin.gif

Posted by: მამაო თამაზი 25 Apr 2021, 07:01
Frankens†ein
QUOTE
ყატარში რაც მომწონს, მომსახურებაა.

რაც მიფრენია ყატარი ყველაზე კარგი იყო. 16 საათი ვიფრინე ყატარიდან ეგეც ყველაზე კარგი იყო. ძილიც მოვასწარი, ჭამაც და კინოს ყურებაც.

Posted by: Frankens†ein 25 Apr 2021, 07:37
QUOTE (მამაო თამაზი @ 25 Apr 2021, 07:01 )
Frankens†ein
QUOTE
ყატარში რაც მომწონს, მომსახურებაა.

რაც მიფრენია ყატარი ყველაზე კარგი იყო. 16 საათი ვიფრინე ყატარიდან ეგეც ყველაზე კარგი იყო. ძილიც მოვასწარი, ჭამაც და კინოს ყურებაც.

მეც ეგრე, იანვარი-თებერვალში, ორი 16 საათიანი ფრენა.
თან ამ პანდემიის პირობებში გვერდითაც არავინ მეჯდა...
ფილმებს ვუყურე, ჯინ-ტონიკი სადღაც 7-8 ჭიქა და მერე სამ სკამზე ძილი biggrin.gif
ვაიფაი რო აქვთ, ასწორებს ეგეც.
იმედია ლუფტჰანზასაც ექნება...

Posted by: paranoidis_dzma 25 Apr 2021, 13:27
QUOTE
ლუფტჰანზას ორსართულიანზე უფრო ვიკაიფე, ტუალეტი ქვემოთ სართულზე როა...

ჩაბარდა წარსულს ორ-სართულიანები sad.gif

შედარებით უფრო ეკონომიურ ბორტებზე გადავიდნენ ვისაც შეუძლია.

ლუფთჰანზას აქვს ვაიფაი, მაგრამ ყატარივით 10 დოლარი არ ღირს უფრო ძვირია. givi.gif

Posted by: Frankens†ein 25 Apr 2021, 15:53
paranoidis_dzma
QUOTE
ჩაბარდა წარსულს ორ-სართულიანები

ცუდია, დიდი ფართი იყო უფრო თვითმფრინავში.


QUOTE
ლუფთჰანზას აქვს ვაიფაი, მაგრამ ყატარივით 10 დოლარი არ ღირს უფრო ძვირია.


user posted image

8$ ყოფილა მარტო ვოთსაფ-მესენჯერები.
სულ არაფერს ჯობია...
მეტის გადახდა ტეხავს...
ნეტა ფბ-ზე და ინსტაზე თუ შედის, მარტო ჩამოსასქროლად smile.gif ...
ისე, ყატარზეც ვიყიდე წელს და ფორუმზე შემოსვლაც ვცადე და დაბლოკილი იყო საიტი smile.gif)))

Posted by: paranoidis_dzma 25 Apr 2021, 21:37
Frankens†ein
მესენჯერების გარდა ვერ GაგიქაჩაVს 8 დოლარიანი.

Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 11:00
QUOTE (paranoidis_dzma @ 25 Apr 2021, 21:37 )
Frankens†ein
მესენჯერების გარდა ვერ GაგიქაჩაVს 8 დოლარიანი.

ხო, მესენჯერში ვიკაიფებ, ძირითადად მაგისთვის მინდა.
ფილმებს კი ვუყურებ მაგათივე მონიტორში, იმედია ფასიანი არ იქნება ეგეც smile.gif
თუ არა და ტელეფონში ჩავაგდებ ერთ ფილმს და მეტს მაინც ვერ მოვასწრებ 11 საათში, ძილიც ხო მინდა smile.gif))
იმედია სასმელი იქნება, თორე გამიჭირდება დაძინება...

Posted by: Harley Davidson 26 Apr 2021, 13:30
Frankens†ein
QUOTE
იმედია სასმელი იქნება, თორე გამიჭირდება დაძინება...

წამალი ხიე და აყირავდები ეგრევე :დ

აი ტრანსატლანტიკურზე მიჭირს ყველაზე მაგრად და მაგიტომაც ისევ ეირ ფრანსით გავფრინდები ალბათ yes.gif

Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 15:47
Harley Davidson
QUOTE
წამალი ხიე და აყირავდები ეგრევე :დ

წამლებს არ ვსვამ biggrin.gif
ათასში ერთხელ ექსი ვხიო ან მდმა biggrin.gif
ბალახს მოწევდა კაცი, თან გერმანულ აეროპორტებში მოსაწევი ოთახებიც არის, მაგრამ არ გამსტროგონ biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
აი ტრანსატლანტიკურზე მიჭირს ყველაზე მაგრად და მაგიტომაც ისევ ეირ ფრანსით გავფრინდები ალბათ

და ეგ ეარფრანსი რას შვრება, რამე განსაკუთრებული მომსახურება აქვთ?
მასაჟი ან მასაზი ან რამე, მოსადუნდებლად და ჩასაძინებლად smile.gif

Posted by: Harley Davidson 26 Apr 2021, 15:55
Frankens†ein
QUOTE
თასში ერთხელ ექსი ვხიო ან მდმა
ბალახს მოწევდა კაცი, თან გერმანულ აეროპორტებში მოსაწევი ოთახებიც არის, მაგრამ არ გამსტროგონ 

არადა ძილის წამალი ვიგულისხმე, რას მომითრიე აქ მთელი კოლუმბია :დდდდ
QUOTE
და ეგ ეარფრანსი რას შვრება, რამე განსაკუთრებული მომსახურება აქვთ?
მასაჟი ან მასაზი ან რამე, მოსადუნდებლად და ჩასაძინებლად

ეარ ფრანსს დროის განაწილება აქვს ჩემთვის იდეალური.
5 სთ პარიზამდე და მერე 7 სთ ნიუ იორკამდე. ეგრე მირჩევნია, ვიდრე 2.5სთ, სიტყვაზე, სტამბულამდე და იქიდან 10-11სთ მერე დამენძრეს :დდ
+ ამას, პარიზის აეროპორტში მოსაწევი ადგილია <3

Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 16:01
Harley Davidson
QUOTE
არადა ძილის წამალი ვიგულისხმე, რას მომითრიე აქ მთელი კოლუმბია :დდდდ
QUOTE

მივხვდი რო ძილის წამალი იგულისხმე, მაგრამ არ ვსვამ არანაირ აბებს, გარდა ზემოთნახსენები ხასიათის შესაცვლელი აბებისა, ისიც ძაან იშვიათად...
QUOTE
ეარ ფრანსს დროის განაწილება აქვს ჩემთვის იდეალური.
5 სთ პარიზამდე და მერე 7 სთ ნიუ იორკამდე. ეგრე მირჩევნია, ვიდრე 2.5სთ, სიტყვაზე, სტამბულამდე და იქიდან 10-11სთ მერე დამენძრეს :დდ
+ ამას, პარიზის აეროპორტში მოსაწევი ადგილია <3

ნიუ იორკი და კაი ცხოვრება კაია, მაგრამ კალიფორნიაში რო მიდიხარ და ნიუიორკიდან კიდე 5 საათის საფრენია, მანდ უკვე დიდი მნიშვნელობა არ ექნება გერმანია-საფრანგეთს შორის 1-2 საათიან განსხვავებას...
QUOTE
+ ამას, პარიზის აეროპორტში მოსაწევი ადგილია <3

პარიზში არ ვარ ნამყოფი.
გერმანიას აქვს, მიუნხენს.
დოჰაში ისეთი მოსაწევი ოთახებია, თბილისში ქუჩაში რო გვქონდეს მასეთი ჰაერი, კაი იქნებოდა...
ამერიკაში რატო არაა მოსაწევი ადგილები ვერ ვხვდები...

შარშანწინ ყატარით რო ვიყავი სანფრანში, დოჰადან პირდაპირები არ ქონდათ და დოჰა-ბოსტონი-სანფრანცისკო იყო...
ხო და 12 საათი ვიფრინე დოჰადან და 3 საათი მქონდა გადაჯდომა ბოსტონში.
მაგრად მეწევინებოდა, არადა ამათ ხო არა აქვთ მოსაწევი ოთახები და გარეთ გავედი ვაფშე მოსაწევად.
მერე ერთი საათი სექიურითი კონტროლზე ვიდექი რიგში biggrin.gif
კი ვინანე, რამე იაღლიში არ მოხდეს, არ შემაფერხონ და არ დავრჩე ისე მეთქი, მაგრამ არ მოხდა არაფერი smile.gif

Posted by: Harley Davidson 26 Apr 2021, 19:49
Frankens†ein
სულ დამავიწყდა, რომ იქითა სანაპიროზე მიდიხარ smile.gif მისკუზი. ხო მანდ უკვე არ აქვს მნიშვნელობა.
მე ნიუ იორკის კლიენტი ვარ და შესაბამისად აქეთა ბერეგი მაძლევს რაზნიცას :დ
QUOTE
ამერიკაში რატო არაა მოსაწევი ადგილები ვერ ვხვდები...

მე მგონი ორგან არის მხოლოდ, ნუ მე რაც ვიცი. ატლანტაში არის, ბარია და მანდ უნდა შეხვიდე რამე იყიდო და იქ შეგიძლია მოწევა.
დალასში მეც მომიწია გარეთ გასვლა :/

Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 20:54
Harley Davidson
QUOTE
მე მგონი ორგან არის მხოლოდ, ნუ მე რაც ვიცი. ატლანტაში არის, ბარია და მანდ უნდა შეხვიდე რამე იყიდო და იქ შეგიძლია მოწევა.
დალასში მეც მომიწია გარეთ გასვლა :/

მანდ არ ვარ ნამყოფი.
პაპსა ქალაქებში/აეროპორტებში ძირითადად - ნიუიორკი-მაიამი-სანფრანცისკო-ვეგასი...
არაპაპსადან ბოსტონი...

Posted by: ტანკე 26 Apr 2021, 21:07
Frankens†ein
ვეგასში კაზინოებში ყველა ეწევა. ვეგასი კი დიდი კაზინოა.
ქუჩაზე რომ გადახვიდე, რომელიმე კაზინო უნდა გაიარო.
ვეგასი ყველაზე თავისუფალი ქალაქია სამყაროში.

Posted by: Frankens†ein 26 Apr 2021, 21:45
ტანკე
QUOTE
ვეგასში კაზინოებში ყველა ეწევა. ვეგასი კი დიდი კაზინოა.

ყველა სასტუმრო კაზინოცაა.
აპარატებთან შეიძლებოდა მოწევა თუ არა, არ მახსოვს ეგ.

ამ აპარატებს თბილისშიც არ ვთამაშობდი არასდროს, ზრდილობის გულისთვის ვითამაშე იქაც, ვეგასში იყო და არ ითამაშო, ტეხავს biggrin.gif
მახსოვს პოკერის ტურნირში მინდოდა მონაწილეობა, უბრალოდ საათები გრძელდებოდა და ვერ გამოვყავი დრო, დამენანა.
სულ ოთხი დღით ვიყავი, თან მარტო არ ვიყავი და თანამგზავრსაც ვერ დავტოვებდი საათობით უყურადღებოდ...
მაგრამ ეგ ჩამრჩა, ვეგასში პოკერი რო ვერ ვითამაშე smile.gif
ისეთი შეგრძნება მქონდა რო თბილისელი შენძრეული ტიპი მოვუგებდი ამერიკელ სირებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ახდენით უეჭველი ავიხდენ, უნდა მოვიგო მაყუთი smile.gif
QUOTE
ქუჩაზე რომ გადახვიდე, რომელიმე კაზინო უნდა გაიარო.

ქუჩაზე გადასვლა კი არა ქუჩის ერთი ბოლოდან მეორეში სასტუმროებით გავდიოდი დღისით, გარეთ რო 50 გრადუსი იყო biggrin.gif
QUOTE
ვეგასი ყველაზე თავისუფალი ქალაქია სამყაროში.

კარგი მოგონებები მაქვს.
უბრალოდ ვეგასის წესია - რაც ხდება ვეგასში, რჩება ვეგასში biggrin.gif

Posted by: All*eyes*on*me 27 Apr 2021, 07:06
QUOTE
რაც ხდება ვეგასში, რჩება ვეგასში 

ჰერპესის გარდა )))

Posted by: მამაო თამაზი 28 Apr 2021, 06:52
Harley Davidson
QUOTE
სულ დამავიწყდა, რომ იქითა სანაპიროზე მიდიხარ  მისკუზი. ხო მანდ უკვე არ აქვს მნიშვნელობა.
მე ნიუ იორკის კლიენტი ვარ და შესაბამისად აქეთა ბერეგი მაძლევს რაზნიცას :დ

კიდე ნიუ იორკში ხარ? biggrin.gif

მე ჯერსიში ვარ ეხლა მაგრამ ისე LA ში გადავედი. იმენა პატარა ერევანია biggrin.gif


Posted by: ნიკუშ-ა 2 May 2021, 07:46
მამაო თამაზი
რავა ხარ? ბრუკლინსა შინა როდის მოხვდები

Posted by: მამაო თამაზი 2 May 2021, 21:10
ნიკუშ-ა
QUOTE
რავა ხარ? ბრუკლინსა შინა როდის მოხვდები


გაუმარჯოს
არ მიწევს ხშირად ჩამოსვლა მაგრამ პარასკევს ვიქნები უეჭველი. პარასკევი შაბათი და კვირა მცალია

Posted by: Harley Davidson 4 May 2021, 19:48
მამაო თამაზი
QUOTE
კიდე ნიუ იორკში ხარ?

ნიუ იორკში მხოლოდ ადრესი დამრჩა ბრო :დდდ

Posted by: Frankens†ein 7 May 2021, 03:59
მე ხო სულ შარში ვეხვევი smile.gif
მივაჭერი ცოტა ხნის წინ აეროპორტში, გავდივარ ლუფტჰანზას ჩექინს და B1/B2 ვიზით ჩერეზ ევროპა ვერ გაგიშვებთო.
აღვშფოთდი biggrin.gif მეთქი შანსი არაა გადამოწმებული მაქვს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და ეგ შეზღუდვა აღარ არის მეთქი.
მაგრამ არაო, ჩვენთან არ შეცვლილა გაიდლაინიო. დავარეკინე ლუფტჰანზაში, საელჩოს ცხელ ხაზზე და ვერ გაგიშვებთო.
მეთქი ვინმეს შემახვედრეთ, რამე უნდა მიშველოთ მეთქი და ვიღაც ტიპი გამოვიდა და იქნება დაგეხმაროო.
რაღაც მონაცემები ატვირთა კაცს ბილეთი აქვს აღებულო და კოვიდის გამო არ უშვებენო.
გადარეკეს-გადმორეკეს და თურქიშია მარტო დილასო.
მერე ლუფტჰანზას ოფისში მივაჭერო და მიშველეთ მეთქი და გადარეკეს-გადმორეკეს ისევ biggrin.gif ესე და ესეაო, არ იცოდაო, არც ჩვენ საიტზე წერია და არც აშშ-ის დეპარტამენტისაზეო და მიცვლიან დილის ბილეთში, თურქიშში smile.gif
კარგად კი ვინერვიულე, მაგრამ ბედი მაქვს biggrin.gif
დუხზე არ უნდა დაეცე რა, ტიპები უკან მაბრუნებდნენ, შანსი არაა ვერ გაგიშვებთო და მაინც გამოვიდა smile.gif
ორი გადაჯდომის ნაცვლად ერთით მივფრინავ smile.gif
1300 ლარით ძვირი ღირდა თურქიში და თანხის დამატების გარეშე მიცვლიან smile.gif
მოკლედ, ვინმე თუ აპირებთ ევროპის გავლით შტატებში, იცოდეთ smile.gif

Posted by: Harley Davidson 7 May 2021, 04:07
Frankens†ein
ვახ smile.gif
კარგად გიწვალია აი.
მიხარია, რომ ყველაფერი შენს სასარგებლოდ განვითარდა.
გილოცავ და აბა შენ იცი, ბედნიერი მგზავრობა!

Posted by: Frankens†ein 7 May 2021, 04:45
QUOTE (Harley Davidson @ 7 May 2021, 04:07 )
Frankens†ein
ვახ smile.gif
კარგად გიწვალია აი.
მიხარია, რომ ყველაფერი შენს სასარგებლოდ განვითარდა.
გილოცავ და აბა შენ იცი, ბედნიერი მგზავრობა!

up.gif

იმაშიც გამიმართლა რო ხელბარგით მივდიოდი biggrin.gif თურქიშზე კიდე ერთი ჩემოდანი მეკუთვნის და გამომიტანენ ჩანთას და გავძეძგავ ჩურჩხელებით და წავიღებ გრევს biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 7 May 2021, 08:33
Frankens†ein
ბედნიერი ფრენა!


Posted by: wu777ro 7 May 2021, 14:59
გამარჯობა,
ვინც შტატებში ხართ შეგიძლიათ დამეხმაროთ mercari.com -ზე რეგისტრაციაში? საქართველოდან ფიზიკურად არ რეგისტრირდება ლოკაციიდან გამომდინარე (მონაცემებს მოგწერთ) თუ არ შეწუხდებით, დიდი მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: Frankens†ein 8 May 2021, 15:57
დავწერ ფრენის ამბებს.
ლუფტჰანზაზე რო არ ამიშვეს ბოლო წუთებზე და თურქიშში გადაცვლა მომიწია, კი დავწერე ზემოთ.
თურქიშით დავიწყოთ- შტატებში არ ვიყავი აქამდე ნაფრენი და მესმოდა და ფასიდან გამომდინარე სულ მეგონა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
გამიხარდა კიდეც, თურქიშით რო მომიწია ბოლო წუთებზე.
და რავიცი, ბოლო ორ ფრენაზე შეიძლება ყატარმა აწია თამასა ზემოთ, მაგრამ თურქიში არის სალობიე, ოღონდ ცუდი გაგებით რო იციან ხოლმე თქმა, თორემ ლობიანი ასწორებს.
კანტორაც იციან ხოლმე და კანტორა ჯობია...
ყატართან განსხვავება არის ცა და დედამიწასავით...
თვითონ თვითმფრინავი კარგია, მაგრამ მომსახურება - 0.
თურქი ბორტგამცილებლები ქართველი მოლარეებივით სახეებით მოძრაობენ, ვალი რო გაქვს მაგათი.
14 საათიან ფრენაში ორჯერ იყო კვება სულ, ისიც რაღაც უგემური მცირე ულუფები.
ამ ორ კვებას შორის არც ყავაზე ჩამოუვლიათ, არც წყალზე...
ალკოჰოლური სასმელი არც ჭამის დროს ქონდათ რამე და არც ისე გასაყიდად, ლუდიც კი...
ხო და შედეგად ვერ დავიძინე საერთოდ, ფხიზელმა... და ცოტა მშიერმაც smile.gif

დავაფასე ყატარი smile.gif
კვება ოთხჯერადია, დამატებით სნეკები და თან ბორტგამცილებლები ხშირად ჩამოივლიან, რამე ხო არ გინდათო.
სასმელი ულიმიტო, დალიე რამდენიც გინდა - ჯინი, ვისკი, ლუდი, რაც გიყვარს.
ბორტგამცილებლები პოზიტიურები.

მოკლედ, თურქიშს 1-იანი შეფასებაში, 10 ბალიანი შკალით.

ყატარი სუპერ!

აეროპორტიც.
ახალი დიდი აეროპორტით წამოვედი.
მომსახურე პერსონალი ძაან მეჩხრად არის, უნდა ეძებო რამე რო დაგჭირდეს.
მოსასვენებელი ადგილები ნაკლებია.
მოსაწევ ოთახებშიც დიდი განსხვავებაა - სტამბულში ერთი სულო გაქვს მოწიო, არ გისწორდება, ჰამადში კიდე ლაუნჯებია, გამოსვლა არ მოგინდება biggrin.gif

ეხლა შემოსვლა.
PCR ტესტი თბილისში ვანახე და სტამბულში, ამერიკაში არავის გადაუმოწმებია.
რო გავედი ოფიცერთან, რამდენიმე კითხვა დამისვა და საემიგრაციოში გამიშვა ეგრევე.
იქ ერთი ჯიგარი ოფიცერი დამხვდა, კაი ტიპი იყო.
ჩამოსვლის მიზანიო და ბავშვის დაბადების დღეზე ჩამოვედი მეთქი.
ბავშვის პასპორტი ხო არ გაქვსო და ვანახე ფოტო, აშშ-ის პასპორტისაც და საქართველოსიც, ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ნახა რო გვარი ემთხვეოდა.
სადამდე დარჩებიო და ივლისამდე, სკოლა რო დაუმთავრდება ერთად წავალთ მეთქი.
ეს ორი-სამი თვე რა უნდა აკეთოო და არაფერი გეგმა არ მაქვს, ისე ვიქნები მეთქი, სამსახურში remote შემიძლია მუშაობა მეთქი.
და რაღაც აკრიფა კომპიუტერში, 1-2 წუთი აკაკუნა კლავიატურაზე და ჩაარტყა ბეჭედი, ექვსთვიანი და მომცა პასპორტი.
უკვე ჩარტყმული რო მეჭირა გავბლატავდი და მეხუთედ ვარ აქ და სულ მარტივად შემოვდიოდი და ეს ბოლო ორი ჩამოსვლა რატო გამოგყავართ საემიგრაციოში, რამე დავარღვიე მეთქი?
და არ ვიციო : D

რო გამოვდიოდი, შეფუთული მქონდა ბარგი და დაეზარათ გახსნა და საჭმელი ხო არ გიდევსო, ვიღაც აზიური რასის ტიპი მეუბნება.
მარტო ჩურჩხელა მეთქი biggrin.gif
ცურცხელა ვიციო და აღარც გამახსნევინა, გამომიშვა ეგრევე.
არც კარანტინზე უთქვამს ვინმეს რამე, არც ტესტზე...
არადა უწერიათ საიტზე, 3-5 დღეში ან ტესტი უნდა გაიკეთო ან 7 დღე თვითიზოლაციაში იყო smile.gif

Posted by: ტანკე 8 May 2021, 17:06
Frankens†ein
თურქიშით წავედი და ყატარით დავბრუნდი. 100% გეთანხმები ბანძ თურქიშზე.

რაც შეეხება კარანტინს, კალიფორნიაში ჰკიდიათ. არავის გადავუმოწმებივარ (და მეც რამდენიჯერმე მომიწია დარღვევა) smile.gif ისე, ვერიდებოდი დარღვევას,მაგრამ შეუძლებელი იყო არდარღვევა ბევრი მიზეზის გამო

ისიამოვნე სან ფრანცისკოთი. მე კიდევ სამი თვე თბილსიში უნდა ვეგდო

Posted by: UNEEK 8 May 2021, 17:43
Frankens†ein
მგზავრი ბევრი იყო თურქიშზე?
აუ 14 საათი რას აკეთებდი ცაში
* * *
თურქიში მოკლედ პაპუტკა მარშუტკასავითაა.

თუ ქარია ინგლისში, თურქიშზე ერეკებიან მგზავრებს.
ახლა ბ1ბ2 ვიზიანები არაო, წაით თურქიშზეოlol.gif

Posted by: Frankens†ein 8 May 2021, 18:09
ტანკე
QUOTE
რაც შეეხება კარანტინს, კალიფორნიაში ჰკიდიათ

მასეა, არადა წესით პირიქით უნდა ყოფილიყო.
იანვარშიც რო ვიყავი, სავალდებულო კარანტინი ქონდა სულაც სანფრანცისკოს, მაგრამ ჩვეულებრივად შემოვედი, სიტყვაზე მენდნენ, სხვა ქალაქში მივდივარ მეთქი smile.gif


UNEEK
QUOTE
მგზავრი ბევრი იყო თურქიშზე?
აუ 14 საათი რას აკეთებდი ცაში

თითო სკამის გამოტოვებით, შუაში არ იჯდა არავინ.
და შევსებული იყო მასე...
რავიცი, გავგიჟდი smile.gif
ხან ფილმს ვუყურებდი, ხან მუსიკას ვუსმენდი, ხან რაღაც თამაშებს ვთამაშობდი მონიტორზე.
იმდენი ხელი ჭადრაკი ვითამაშე, დიდოსტატის რანგში დავტოვე ბორდი biggrin.gif

თურქიშით ნაღდად აღარ ვიფრენ.
ეხლა მადლობის მეტი რა მეთქმის, ლუფტჰანზასიც და თურქიშისაც.
ლუფტჰანზაზე ნახევარი საათი იყო დარჩენილი და მიუქმდებოდა ბილეთი და გადამიცვალეს თურქიშთან, თვითონ იჩალიჩეს.
თურქიშმაც თანხის დამატების გარეშე გადამიცვალა...
ხო, აეროპორტის პოლიციისაც მადლობელი ვარ, მაგათ მირჩიეს ავტვირთავთ ბაზაში რო არ გიშვებთ და იქნებ გადაგიცვალონ მერეო...
მოკლედ, რა რეალობაშიც შეიძლება ვყოფილიყავი, იმასთან შედარებით კმაყოფილი ვარ გუშინდელით smile.gif

Posted by: Harley Davidson 8 May 2021, 18:29
Frankens†ein
ისე კაათ ყვები, უეჭველი იუთუბ არხი უნდა მოხოდო :დდ

Posted by: paranoidis_dzma 8 May 2021, 20:30
Frankens†ein
კანტორაა თურქიში აბა რა არის. გიჟდება ხალხი, მაგრამ მგონი უკეთესით არ უფრენია ბევრს და მაგიტომ .. : )

ჩემი პირადი ყველაზე კარგი გამოცდილება დელტაზე. დავორიტებია, დელტა, კატარი და ლუფთჰანსა.

ნუ საუსვესთი ყველაზე ძალიან მიყვარს დომესთიქებიდან.

Posted by: Frankens†ein 8 May 2021, 21:23
paranoidis_dzma
QUOTE
გიჟდება ხალხი, მაგრამ მგონი უკეთესით არ უფრენია ბევრს და მაგიტომ

აქამდე არ მქონდა ნაფრენი და ალბათ მე არ ვიცი მეთქი.
ფასიც მაღალია...
ეხლა მეც მგონია რომ თურქიშით და პეგასუსით არის ნაფრენი მარტო, ვინც თურქიშის მაგარ ავიაკომპანიობაზე ლაპარაკობს...

დელტა არ ვიცი, ლუფტჰანზა კარგია, არაფერი არ დაეწუნება, მაგრამ ყატარი იმდენად კარგია, ბევრი რაღაც რომც არ ქონდეს, მაინც ძალიან კარგი იქნებოდა...

Posted by: Frankens†ein 10 May 2021, 06:19
გაიხსნა ამერიკა up.gif
უბრალოდ 90%-ს პირბადე უკეთია ღია სივრცეშიც facepalm.gif
ასეთ მზეში პირბადეზე მეტი რა უნდა გიქნას კორონამ smile.gif

user posted image

user posted image

პ.ს.

user posted image

Posted by: jebota 10 May 2021, 09:01
დადგა ის ნანატრი დღე და გრინიც მოვიგე როგორც იქნა smile.gif 24706 მაქ რიგის ნომერი და რამდენი შანსი მაქ გასაუბრებაზე გასვლის ან რამდენად მომიწევს საერთოთ გასაუბრებაზე გასვლა გთხოვთ გამოზიაროთ გრინიანებმა გამოცდილება მადლობა წინასწარ

Posted by: ME 10 May 2021, 10:21
-----------------------------------------------------------------------------

Posted by: _mavne_ 10 May 2021, 23:49
მოგესალმებით, ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ამერიკის 10 წლიანი ტურისტული ვიზის აღებიდან მაქსიმუმ რამდენ ხანში შეგიძლია წახვიდე.
დავუშვათ ავიღე და 5 წელიწადში რომ წავიდე?

Posted by: მამაო თამაზი 11 May 2021, 03:00
jebota
QUOTE
დადგა ის ნანატრი დღე და გრინიც მოვიგე როგორც იქნა  24706 მაქ რიგის ნომერი და რამდენი შანსი მაქ გასაუბრებაზე გასვლის ან რამდენად მომიწევს საერთოთ გასაუბრებაზე გასვლა გთხოვთ გამოზიაროთ გრინიანებმა გამოცდილება მადლობა წინასწარ

გილოცავ

აუჰ დიდი სიამოვნებით გიპასუხებდი მარა მე რო მოვიგე ჯერ კიდე წერილები მოდიოდა სახლში ინტერნეტით არ იყო. 2 კვირა მქონდა დარჩენილი ძლივს მოვასწარი გაგზავნა. იმედია ვინმე გიპასუხებს

Posted by: dimentius 11 May 2021, 05:23
jebota
QUOTE
დადგა ის ნანატრი დღე და გრინიც მოვიგე როგორც იქნა  24706 მაქ რიგის ნომერი და რამდენი შანსი მაქ გასაუბრებაზე გასვლის ან რამდენად მომიწევს საერთოთ გასაუბრებაზე გასვლა გთხოვთ გამოზიაროთ გრინიანებმა გამოცდილება მადლობა წინასწარ


შარშან რომ გეკითხა პასუხი ძალიან იოლი იქნებოკა. კი.
როგორც წესი ინტერვიუზე ასწრებდნე 35,000-38,000 გამოძახებას.

წელს კი პასუხვს ვერავინ გაგცემს სამწუხაროდ. რამოდენიმე ფაქტორის გამო.
1. კორონა. მთელი საემიგრაციო მუშაობს სახლიდან. სან ფრანცისკოს ოფისი მაგალითად 25-30 ინტერვიუს ასწრებდა დღეში კოვიდამდე. ეხლა ეს რიცხვი არის 3 ინტერევიუ დღეში.
2. კრიზისი საზღვარზე. ყველა საემიგრაციო აგენტი გადასროლილია სამხრეთ საზღვარზე 25,000 ბავშვის მისახედად და გადასანაწილებლად. მეტიც მაინც არაა საკმარისი და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეც ყავთ ნაწილი და სამხედროებიც ეხმარებიან. ამას როდის მოახერხებენ კაცმა არ იცის.

იმაილში ალბნათ მოგივიდა ლინკი სადაც უნდა ამოწმო რიგის მსვლელობა. ხშირად შეიხედე ხოლმე. შენ ვერაფერს ვერ იზამ სამწუხაროდ, არც დარეკვა და არც მიწერა ამას არც დააჩქარებს, ან შეანელებს. საემიგრაციო ერთერთი ყველაზე უნიათო და უსუსური ორგანოა.

Frankens†ein
მდაა.
ძალიან ცალმხრივი შეფასება გაქვს სერვისზე, მითუმეტეს ეხლანდელ ფრენებზე. მე შენს ადგილზე მადლობას მოვიხდიდი საერთოდ რომ გაქვს შესაძლებლობა რომ ჩამოფრინდე. აგიხსნი რატომ.
ეხლა თუ რომელიმე თვითმფრინავი ცაშია, ამისთვის მადლობა უნდა გადაუხადო იმ ქვეყნის გადასახადის გადამხდელებს რომელი ქვეყნიდანაც არის ავიაკომპანია. ამ შემთხვევაში თურქებს. რომ არა მათი გადასახადები და მომავლის იმედათ ავიახაზების დაფინანსება რომ როგორც ბიზნესი არ გაქრეს. შენ კიდევ საუზმეზე და მომღიმარ სახეებს თხოვ )))
თურქიშმა 60% გაუშვა სამსახურიდან. ამერიკის ავიახაზებმა 45% გაუშვა სამსახურიდან. მაგ სფეროში რომ იმუშაო ძალიან დიდი შრომა და გამოცდილებაა საჭირო. ეს მომსახურე პერსონალსაც ეხება, ტექნიკოსებს, თუ პილოტებს. ზოგს ათწლეულები აქვს ჩადებული. ამ ვირუსმა ნახევარი გააშვებინა სამსახურიდან თან ისე რომ უკან მაგათ არავინ მიიღებს. ეხლა შენ დააყენე შენი თავი მათ ადგილზე. ლაფატკაზე ზიხარ, დღეს და ხვალ გაგიშვებენ სამსახურიდან. მაღალი კვალიფიკაციის მქონეს ხელფასის 30-40% დაქვეთილი გაქვს უკვე. კომპანია სულს ღაფავს, ანუ შენი საპებნსიო ვალდებულებები და უზრუნველყოფილი სიბერე ტუალეტისკენ მიდის.

ამ დროს ბორტზე ამოდის ქართველი ))) საქართველოში კლიენტის მომსახურება/სერვისი როგორც მცნება სააერთოდ არ არსებობს ))) უფასო ალკოჰოლიც კი მოითხოვაა ))) ამ გაგანია კრიზის დროს როცა ყველა ავიაკომპანიამ თვითმფრეინავების 30% დააკონსერვა მწარმოებლის და ბანკის მეშვეობით ვინაიდან ლიზის თანხებს ვერ იხდის )))

ჩემი რჩევაა იმ მწირი რესურსებით რაც მათ გააჩნიათ რომ მიიღო კარგი სერვისი, ბორტზე რომ ახვალ სტუარდესას სახელი კითხე, უთხარი რომ გესმის მათი პრობლემების და რა ტიტანური შრომა უწევთ ასეთი მწირი ხელფასით და რისკებით რომ დაკარგოს სამსახური. დამიჯერე ის მწირი რესურსი რქაც აქვს ეცდება რომ გასიამოვნოს.



Posted by: Kvirila 11 May 2021, 05:44
QUOTE (Frankens†ein @ 8 May 2021, 15:57 )


ყატარი სუპერ!

აეროპორტიც.

კი ძირითადად ეგრეა

აეროპორტი სუფთა. ტუალეტებიც, სანამ შევედი ტიპი შევარდა და მოაპრიალა ყველაფერი.
თვითმფრინავები ახალი,
საჭმელსაც არუშავს, თუ ინდურ/არაბულები მოგწონთ.
ბორტგამცილებლები დახატულები, ერთი მოვიდა და პირადად გამეცნო (ალბათ ეგონა შემოწმებაზე ვიყავი შემოგზავნილი).
ერთი დიდი მინუსი აქვთ ყატარს, მაგარი ბანძი სასტავი ზის ქაჯური ზამაშკებით,სუნებით და ასე შემდეგ.

ლუფთჰანსა ყველაზე დაბალანსებულია, მიუნხენის აეროპორტის ჩათვლით.

Posted by: Frankens†ein 11 May 2021, 06:06
QUOTE (dimentius @ 11 May 2021, 05:23 )

Frankens†ein
მდაა.
ძალიან ცალმხრივი შეფასება გაქვს სერვისზე, მითუმეტეს ეხლანდელ ფრენებზე. მე შენს ადგილზე მადლობას მოვიხდიდი საერთოდ რომ გაქვს შესაძლებლობა რომ ჩამოფრინდე. აგიხსნი რატომ.
ეხლა თუ რომელიმე თვითმფრინავი ცაშია, ამისთვის მადლობა უნდა გადაუხადო იმ ქვეყნის გადასახადის გადამხდელებს რომელი ქვეყნიდანაც არის ავიაკომპანია. ამ შემთხვევაში თურქებს. რომ არა მათი გადასახადები და მომავლის იმედათ ავიახაზების დაფინანსება რომ როგორც ბიზნესი არ გაქრეს. შენ კიდევ საუზმეზე და მომღიმარ სახეებს თხოვ )))
თურქიშმა 60% გაუშვა სამსახურიდან. ამერიკის ავიახაზებმა 45% გაუშვა სამსახურიდან. მაგ სფეროში რომ იმუშაო ძალიან დიდი შრომა და გამოცდილებაა საჭირო. ეს მომსახურე პერსონალსაც ეხება, ტექნიკოსებს, თუ პილოტებს. ზოგს ათწლეულები აქვს ჩადებული. ამ ვირუსმა ნახევარი გააშვებინა სამსახურიდან თან ისე რომ უკან მაგათ არავინ მიიღებს. ეხლა შენ დააყენე შენი თავი მათ ადგილზე. ლაფატკაზე ზიხარ, დღეს და ხვალ გაგიშვებენ სამსახურიდან. მაღალი კვალიფიკაციის მქონეს ხელფასის 30-40% დაქვეთილი გაქვს უკვე. კომპანია სულს ღაფავს, ანუ შენი საპებნსიო ვალდებულებები და უზრუნველყოფილი სიბერე ტუალეტისკენ მიდის.

ამ დროს ბორტზე ამოდის ქართველი ))) საქართველოში კლიენტის მომსახურება/სერვისი როგორც მცნება სააერთოდ არ არსებობს ))) უფასო ალკოჰოლიც კი მოითხოვაა ))) ამ გაგანია კრიზის დროს როცა ყველა ავიაკომპანიამ თვითმფრეინავების 30% დააკონსერვა მწარმოებლის და ბანკის მეშვეობით ვინაიდან ლიზის თანხებს ვერ იხდის )))

ჩემი რჩევაა იმ მწირი რესურსებით რაც მათ გააჩნიათ რომ მიიღო კარგი სერვისი, ბორტზე რომ ახვალ სტუარდესას სახელი კითხე, უთხარი რომ გესმის მათი პრობლემების და რა ტიტანური შრომა უწევთ ასეთი მწირი ხელფასით და რისკებით რომ დაკარგოს სამსახური. დამიჯერე ის მწირი რესურსი რქაც აქვს ეცდება რომ გასიამოვნოს.

ყატარით გაგანია პანდემიისას ვიფრინე იანვარში და შედარება გავაკეთე სერვისებში.
თურქიშით ფრენა ყოველთვის ძვირია და დიახ, უნდა მოეთხოვებოდეთ კიდეც მომსახურების მაღალი სტანდარტი.

ალკოჰოლს რაც შეეხება, არც უფასო იყო და არც ფასიანი და ეგ არანაირად არ უნდა იყოს პანდემიასთან კავშირში.
სავარაუდოდ თურქეთის ერდოღანიზაცია-ისლამიზაციის შედეგია...

ხო, ბოდიში რო ბორტგამცილებლისგან პოზიტიურობას ველოდი smile.gif
აქამდე ქართველი ბორტგამცილებელი ვიცოდი "დაკერილი როჟით", ეხლა თურქიც მიემატა smile.gif


თუ უჭირთ, ვიზიარებ მწუხარებას, მაგრამ რატო ითვლება თურქიში ტოპ-ავიახაზებად, მაგას ვამბობ.
რითი ჯობია პეგასუსს.
ან ვიზეარს.
ლუფტჰანზაზე ძვირი ღირს და ყატარზე.
2015-ში ვიყავი შტატებში პირველად და იმის მერე ხუთჯერ და სულ მქონდა თურქიშის ინტერესი, ყოველთვის სხვაზე ძვირი იყო და ყოველთვის სხვას ვირჩევდი უფრო დაბალი ფასის გამო...

Posted by: მამაო თამაზი 11 May 2021, 08:40
Frankens†ein
რო ჩავიდე ეხლა საქართველოში 2 კვირიან კარანტინს როგორ უნდა ავარიდო თავი? მაგალითად ვაქცინის კარტა რო ვანახო ან ტესტის პასუხები, ავარიდებ თავს?

Posted by: dimentius 11 May 2021, 09:41
Frankens†ein
QUOTE
ყატარით გაგანია პანდემიისას ვიფრინე იანვარში და შედარება გავაკეთე სერვისებში.


ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია რომ შეიხებს დიდი ფული აქვთ და ატენიან კომპანიას რათა ბიზნესიდან არ გავიდნენ.

QUOTE
თუ უჭირთ, ვიზიარებ მწუხარებას, მაგრამ რატო ითვლება თურქიში ტოპ-ავიახაზებად, მაგას ვამბობ.

იმიტომ რომ იყო ))
ეხლა ყველა კომაპნია არის წაგებაში და გადასახადის გადამხდელების დოტაციაზე. ფული სხვათაშრის ელევათ უკვე ათვისებული.
სამწუხაროდ კორონას ზოგი ბიზნესი ვერ გადაურჩება.
ფრენების 50% იყო ბიზნეს/საქმიანი ფრენები. დანარჩენი მიმოსვლა და ტურიზმი. ბიზნეს ფრენებს ეხლა მხოლოდ დურაკი/ან გადაუდებელი აუცილებლობით თუ ვინმე ახორციელებს.
ყველაფერი იმისკენ მიდის ავიაკომპანიები დარჩებიან 20-30% ზომის რაც იყვნენ ეს ფრენების ფასს სასწაულად გააძვირებს და როგორც 50 წლის უკან იყო, ხმოლოდ მდიდრები რომ დაფრინავდნენ ასე იქნება.

ეს იყო დიდი სისულელე ამ ხალხის ჩაკეტვა და ათწლეულების მანძილზე გამომუშავებული რუტინების აკრძალვა.
მაგალითისთვის გეტყვი.
კინოთეატრები. კალიფორნიაში თვეა უკვე ყველა კინოთეატრი გახსნილი.
შედი ერთი ნებისმიერის საიტზე და პრაიმ თაიმები ბილეთები საერთოდ არ არის გაყიდული 100% ზოგ შემთხვევაშია )))
ეს იმას ნიშნავს რომ ხალხი გადაეჩვია კინოში სიარულს, და ამჯობინებს სახლში უყუროს იაფად და რისკის გარეშე.

მეუღლე პანდემიამდე ფეისბუკში მუშაობდა. სამსახურის ლეპტოპიუს ჩართვის უფლება არ ქონდა სახლის ვაიფაიზე, მკაცრი პოლისი და პირადი მონაცემების დაცვის გამო.
მერ ეიაჰუში იმუშავა და ეხლა ისევ ფეისბუკში გადავიდა დაწინაურებით. ეხლა ისეთმა ღორმა და პირადი ინფორმაციაზე გადარეულმა კომაპნია სრულად შეცვალა მიდგომა. ოფისი გზის მეორე მხარეს არის. თვეებია გახსნილია საოფისე ფართები, მაგრამ ესნიც კი არ აპირებენ უკან დააბრუნონ თანამშრომლები.

ასევე ალბათ ნახე მთელი სანფრანი მასკით დადის ქუჩაში. თვეზე მეტია მოხსნილია იძულებითი სიარული მასკით ქუჩაში, მაგრამ ხალხი იმდენად მიეჩვია რომ არავინ იხდის. აპარტმენტებში ეხლაც აუცილებელია მასკით სიარული ყველაგან.
ეს ასეც დარჩება.

ათწლეულებია მაგალითად პეკინი/შენჟენი/ჰონკონგი მასკით დადის ხალხი. აქაც ეგრე დარჩება დიდ ქალაქებში. დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში.
დააკვირდი სრულიად ჟამრთYელი ახალგაზრდები მანქანაში მარტო რომ ზიან მასკებით სან ფრანში.

ამით იმის თქმა მინდა რომ შეიცვალეთ ეს მიდგომები მსოფლიო არის ძალიან შეცვლილი ამ მოვლენების მერე.

ეხლა რეისები ძალიან შეზღუდულია და ამიტომ არის რომ მგზავრებს ქუთაისის მარშრუტკებივით რომ ისვრია ერთი კომაპნიიდან მეორეში. თუ თურქიში არ შეივსო, ლუფხანზადან ისვრიან. მერე პირიქით ლუფხანზას მგზავრი აკლდება ყატარიდან გადმოუსვავენ.
შენი ისტორიაც ამის მაგალითია. ეს რატომ ხდება ვერ ხვდები?
პ[ანდემიამდე ეს კომპანიები კონკურენტები იყვნენ და მგზავრის გულისთვის მილიარდობით ხარჯავდნენ მარკეტინგისთვის და მგზავრის მოზიდვისთვის.
ეხლა აბსოლიტურად ყველა არის წამგებიანი ბიზნესი.
მგზარის ნაკადი მესამედია. ეს ამდენი თვითმფრინავი ლიზით აქვთ და ხარჯათ აწევთ, საწვავის ფასი გაუძვირდათ, აეროპორტის ქირები იგივე დარჩა.

ამას დაუმატე რომ ყველა საბროკერომ ავიახაზების და კრუიზების აქციები ამოიღეს თავისი კლიენტების პორთფოლიოებიდან.

ვერ აქვთ საქმე კარგად და ვერც მომავალს ვხედავ, მაგრად დაიფერთხება ეს ბიზნესი და ზომაშიც შემცირდება.
რამოდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგან რომ მოგებისკენ წავიდნენ. ხალხის შემცირება ნახევარით. ეს უკვე ქნეს. ფასის გაორმაგება, ამას ნელნელა აწევენ ეხლა.
70 წლის უკან ფრენა და გემით მგზავრობა მხოლოდ შეძლებულების ფუფუნება იყო, მგონი უკან ვბრუნდებით ))))

Posted by: New+Georgia 12 May 2021, 23:29
QUOTE (jebota @ 10 May 2021, 09:01 )
დადგა ის ნანატრი დღე და გრინიც მოვიგე როგორც იქნა smile.gif 24706 მაქ რიგის ნომერი და რამდენი შანსი მაქ გასაუბრებაზე გასვლის ან რამდენად მომიწევს საერთოთ გასაუბრებაზე გასვლა გთხოვთ გამოზიაროთ გრინიანებმა გამოცდილება მადლობა წინასწარ

გილოცავ
მერამდენე ცდაზე გაამართლა?

Posted by: Frankens†ein 13 May 2021, 01:04
I love.gif San Francisco

user posted image

Posted by: utonega 13 May 2021, 07:42
Frankens†ein
გილოცავ მშვიდობით დაბრუნებას. კარგია რომ მესაზღვრეებმა არაფერი აღარ გითხრეს წინა ჩამოსვლისგან განსხვავებით.
ყატარზე დაგეთანხმები, ამას წინათ ჩამოვედი მეც ყატარით უკვე მეორედ, კომპანია არ შეედრება მომსახურებაში და საჭმელ/სასმლის მრავალფეროვნებაში. დალიე ჯინტონიკები და ისიამვნე 14 საათიანი ფრენებით, ნუო ფრაბლემ. ძალიან ძნელია ფხიზელი ფრენა, გავქურავ ხოლმე ერთი 4 კაცის სამყოფს, ავდივარ და 3-4 საათში კაი სასმელს ვაყრი ხოლმე. შედეგად საერთოდ 0 დაღლა ))))
მოკლედ ისთიც იხსნება ნელ ნელა, აქ dimentius-სს დავეთანხმები, ხალხი გადაეჩვია ჩვეულებრივ ყოფა ცხოვრებას, კინოთეატრები ცარიელია, ამას წინათ ბავშვები მყავდა და მაქს 20 პროცენტი ოკუპანსი.
ვინც არ შეცვალა წეს/ზნე ჩვეულებები, მიზურ/არკანზა/ოკლაჰომა შტატებია. ეხლა შავიქმენ თრაქ დრაივერი, დავდივარ აქეთ იქით და შუა შტატებში პერსონალს არ უკეთია დახურულ სივრცეში მასკა, მომხმარებელზე არ მაქვს საუბარი. არავინ არ გეუბნება და არ მიგანიშნებს მასკების გაკეთებაზე, რავი მე მომწონს ესე, დავიღალე ამ ბამბეულის ტუჩებზე შეგრძნებით. )))
jebota გილოცავ გრინ კარტს

Posted by: paranoidis_dzma 13 May 2021, 08:11
დავბრუნდი სამშობოლოში.

ბედნიერად ვიმგზავრე ყატარით, დოჰა - ჩიკაგოს 15-მა საათმაც კარგად ჩაიარა. ინტერნეტი ძალიან კარგი აქვთ სხვა ავიაკომპანიისა და ფასის კვალობაზე. მთელი ფრენა 10 დოლარი იდეალური ფასია.

ვისაც საბუთები გაქვთ და შეგიძლიათ არ თქვათ უარი Global-Entry -ზე, აუცილებლად აიღეთ, TSA Pre-Check იც შედის. 100 დოლარია 5 წელიწადში ერთხელ და საზღვარზე წამებში შემოდიხარ ხოლოდ TSA pre-check ით ლეპტოპის ამოღება, ქამრის მოხსნა და ა.შ. ზედმეტობები არ გჭირდება.

უკვე კაი მეშვიდე წელია მაქვს და ძაან კარგად ვხმარობ.

dimentius
QUOTE
ყველაფერი იმისკენ მიდის ავიაკომპანიები დარჩებიან 20-30% ზომის რაც იყვნენ ეს ფრენების ფასს სასწაულად გააძვირებს და როგორც 50 წლის უკან იყო, ხმოლოდ მდიდრები რომ დაფრინავდნენ ასე იქნება.

ეს ყველაფერი დროებითია, ავიაკომპანიები იწყებენ უკვე რიქავერის და ბიზნესის გარდა ამატებენ ე.წ. ლიჟა მიმართულებებს, შესაბამისად ტურისტული მიმართულებები აქტიურდება. ფრენების ფასი ზოგი მიმართულებით გაიფდება და ზოგი მიმართულებით გაძვირდება. დიდი ზომის თვითმფრინავები დროებით შენახულები ყავთ, თუმცა რამოდენიმე ავიაკომპანიამ დაიწყო უკვე ფლოტის დაბრუნება ბაზარზე.

ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს, ნელი ტემპით, თუმცა 2023 ში უკვე 2019 ის ნიშნულებს დავუბრუნდებით, შეიძლება უფრო მალეც. ამერიკის მასშტაბით ადგილობრივი ბაზარი უფრო მალე აღდგება. საერთაშორისო ბაზრებთან ცოტა გაგვიჭირდება.

სავსე იყო ყველა ფრენა რითიც ბოლო ორი დღე ვიმგზავრე და წინა ვიქენდზე 2021 ის რეკორდი მოიხსნა, ერთ დღეში TSA -მ 1.7 მილიონი მგზავრი გაატარა.

__

რაც შეეხება დენვერს კარგი ქალაქია ერთი შეხედვით, სუფთა და საყვარელი. საქართველოში გატარებული 6 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდი. smile.gif

Posted by: UNEEK 13 May 2021, 12:48
paranoidis_dzma
ასე მალე მოასწარი ტრიპი?
რამდენი დღით იყავი?
QUOTE
არ თქვათ უარი Global-Entry -ზე, აუცილებლად აიღეთ, TSA Pre-Check


ეს რაღაა? ვინ იძლევა

Posted by: paranoidis_dzma 13 May 2021, 16:50
UNEEK
QUOTE
ასე მალე მოასწარი ტრიპი?

საით? დავბრუნდი საქართველოდან ამერიკაში. : )

დენვერისკენ არ გაქვს რეისები? კაი ლუდებია აქეთ.

QUOTE
ეს რაღაა? ვინ იძლევა

მთავრობა არიგებს, 100 დოლარად 5 წელი.

https://www.cbp.gov/travel/trusted-traveler-programs/global-entry

Posted by: ტანკე 13 May 2021, 17:26
paranoidis_dzma
რამე საინტერესო ხდება დენვერში? თაზოც მანდაა მგონი.

კონსორციუმი გაქვთ? დენევრ ქერინგტონი 2?

Posted by: UNEEK 13 May 2021, 17:32
QUOTE (paranoidis_dzma @ 13 May 2021, 16:50 )

საით? დავბრუნდი საქართველოდან ამერიკაში. : )

დენვერისკენ არ გაქვს რეისები? კაი ლუდებია აქეთ.

QUOTE
ეს რაღაა? ვინ იძლევა

მთავრობა არიგებს, 100 დოლარად 5 წელი.

https://www.cbp.gov/travel/trusted-traveler-programs/global-entry

ხოო..
კარგი დრო ატარე.
არა დენვერში ტვირთები არაა,
ფილა-ჯერზი და იქეთ სანფრან-ელლეი.

ლუდები ერთმანეთზე უკეთესები კოლორადოში ძმაო.

მადლობა დავხედავ და ავიღებ.

Posted by: Harley Davidson 13 May 2021, 18:40
მამაო თამაზი
კაი ხანია აღარ არის კარანტინი შემოსვლაზე.
მით უფრო ვაქცინის ბარათს რომ აჩვენებ, ხსნილია.
თან დიდი ალბათობით მოდერნათი დაიჩიპე, უაფშე ფაშასავით იქნები :დდდ იარე და აშეარე 5G.
paranoidis_dzma
QUOTE
საქართველოში გატარებული 6 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდი.

გილოცავ სერ smile.gif
კოროლადო მშვენიერი ადგილია დასაბინავებლად.
კოლორადო სპრინგსი ერთ-ერთი desired destination-ად მაქვს.

Posted by: paranoidis_dzma 13 May 2021, 19:53
Harley Davidson
QUOTE
კოლორადო სპრინგსი ერთ-ერთი desired destination-ად მაქვს.


კარგი ყოფილა უკემნდანტის საათო ცხოვრება ნაკლები შეზღუდვებით : )

რო მოხვდები აქეთ მოაკაკუნე, მანამდე დავამუღამებ საკაიფოდ ქალაქსაც.
რაც მთავარია ყვეელაზე მაგარი კრაფტ ლუდები აქ არის.

Posted by: მამაო თამაზი 14 May 2021, 21:16
Harley Davidson
QUOTE
მით უფრო ვაქცინის ბარათს რომ აჩვენებ, ხსნილია.

ვაქცინის კარტა არაა პრობლემა




* * *
Harley Davidson
QUOTE
თან დიდი ალბათობით მოდერნათი დაიჩიპე, უაფშე ფაშასავით იქნები :დდდ იარე და აშეარე 5G.

ფაიზერით biggrin.gif

არც ერთით არ დავჩიპულვარ. არ მიყვარს ვაქცინები. უბრალოდ ჩემი იუნიტია გააქტიურებული. იანვრიდან ნიუ ჯერსიში რაც აცრები დაიწყო პირველივე დღიდან აქ ვარ. ხო და ... მაქ კარტა მოკლედ. ოფიციალური.

Posted by: Frankens†ein 14 May 2021, 23:56
ვაქცინაციაზე კითხვა მაქვს:
გუშინ დავრეგისტრირდი და შევავსე მონაცემები.
SSN არ მაქვს და მოვნიშნე ეგ და მაინც დამარეგისტრირა.

user posted image

და ეხლა მეილზე მომივიდა, სანამ მოხვალ.ეს ამობეჭდე და ისე მოდიო.
არც მედიქეარი მაქვს და არც ssn და მარტო ID-ით გამიკეთებენ?
DMV-შიც ID-ზე რო შევიტანე, იქაც მკითხეს განაცხადის მიღებისას, ssn არ გაქვსო? და B2 ვიზით ვარ და ვაქცინაციისთვის მინდა ID მეთქი და მაშინ კაიო და მიიღეს განაცხადი...
2016-შიც მქონდა ID B2 ვიზით, ვადა ქონდა გასული და განახლება გავაკეთე...

ეს უნდა შევავსო და მედიქეარზე და ssn -ზე N/A-ს ჩავწერ.

user posted image



და რა მაინტერესებს კიდე, ვაქცინირებულის ბარათს როგორ იძლევიან, ელექტრონულად გიგზავნიან თუ რამე საბუთსაც გაძლევენ, ე.წ. ჰარდკოპის...
და აქაური ID-ის ნომერი რო ეწერება, ჩემი პასპორტის ნომერიც რო ჩავაწერინო შეიძლება?

Posted by: .DG. 15 May 2021, 00:25
Frankens†ein
user posted image
QUOTE
ვაქცინირებულის ბარათს როგორ იძლევიან, ელექტრონულად გიგზავნიან თუ რამე საბუთსაც გაძლევენ, ე.წ. ჰარდკოპის...

ჰარდკოპის
არ წერია არც იდ, არც პასპორტის ნომერი. მარტო სახელი-გვარი-დაბადების თარიღი

პ.ს.off topic mode on
შენს მეილს შევხედე smile.gif
ჯიმეილი არ ცნობს წერტილებს მეილის დასახელებაში
ანუ gv.murvanidze@gmail.com და gvmurvanidze@gmail.com ერთიდაიგივეა, მეილი ორივე შემთხვევაში შენთან მოვა, ისევე როგორც მაგალითად g.v.m.u.r.v.a.n.i.d.z.e@gmail.com შენ შეგეძლება განასხვავო ვინ გიგზავნის - ვთქვათ თუ გადაწყვეტ რომ სამსახურში მარტო gv.murvanidze@gmail.com გამოიყენო და პირადი მიმოწერისთვის gvmurvanidz...e@gmail.com, მეილები ერთ ინბოქსში მოვა.
პასვორდიც ამ მეილებისთვის ერთია
შეგიძლია აღარ შეწუხდე წერტილის დასმით. gvmurvanidze@gmail.com-ც შენი მეილია და ისევე შეგიძლია გამოიყენო როგორც წერტილიანი.
off topic mode off
smile.gif

Posted by: Frankens†ein 15 May 2021, 02:02
.DG.
ელექტრონულადაც აგზავნიან ალბათ...

მეილზე მადლობა, არ ვიცოდი smile.gif

Posted by: UNEEK 15 May 2021, 05:26
Walk in დაგუგლე შენს გარშემო, უკვე დაიწყეს აპოტმენტის გარეშე.
არ მახსოვს სს თუ მკითხეს, არც მედიქეარ უნდა. უფასოა.
ტელზე მომივიდა ბარ-კოდი და ისე შემიშვეს.

პრავაზე შტატს გააჩნია.
მერილენდში გრინი უნდა.
ნიუ იორკში ვიზიანებს აძლევენო.

დალევაზე თავი შეიკავეთო.
მარა მაინც გამექცა ხელი.

დღეს სისხლი გავიღე ნახევარი ლიტრი.
user posted image

Posted by: ME 15 May 2021, 07:41
UNEEK
ნახევარი ლიტრი? ვა ბევრია

მე რეგულარულად ვაბარებ და ცოტას იღებენ საკმაოდ, ზუსტად არ მახსოვს გრამები

Posted by: UNEEK 15 May 2021, 10:12
ME
550ml. ნახევარ ლიტრზე ცოტა მეტი.
ხო მებევრება, პარკი რო ივსება იმდენი მოჩანს, მეშინია.
თითონ იციან.
(უფასოდ ვაბარებ)

პლაზმაც ჩავაბარე ერთხელ, ვერ გავძელი სრული 30 წუთი.
თაბრუ დამეხვა და სახე გამიბუჟდა, გამომრთეს.
მაშინ 2 ცალი ბეისბოლის თამაშის ბილეთი მაჩუქეს იანკიზე.

Posted by: მამაო თამაზი 15 May 2021, 23:48
Frankens†ein
QUOTE
გუშინ დავრეგისტრირდი და შევავსე მონაცემები.

საერთოდ არ არი არანაირი პრობლემა. ინდოეთიდან ჩამოვიდნენ ინდოელები საერთოდ რეზიდენტებიც არ არიან, აცრა გაიკეთეს წავიდნენ. კალიფორნიაში მითუმეტეს. მე ნიუ ჯერსის მეგასაიტზე ვარ.


QUOTE
SSN არ მაქვს და მოვნიშნე ეგ და მაინც დამარეგისტრირა.

არ არი საჭირო. არც დაზღვევა არაა საჭირო. მერე ექიმი თუ გყავს მიუტან მაგ კარტას და აფდეითს გაუკეთებს სისტემაში რო აცრილი ხარ.

რითი აიცრები გააჩნია. უკუ ჩვენება დიდი ალბათობით გექნება. შეიძლება სიცხე მოგცეს მაგრამ 1 დღეში გაგივლის. დიდად არ ინერვიულო მაგაზე. თანმდევი პროესია ეგ.

თუ ალერგიული ხარ აუცილებლად უთხარი ადგილზე რომ ხარ ალერგიული იმიტო რომ არა ალერგიულზე მეტ ხანს მოგიწევს მოსაცდელ ადგილზე ყოფნა და ექიმებიც ან სამხედროებიც ვინც იქნება იქ მეტი ყურადღებით იქნებიან.


* * *
Frankens†ein
ვოქ ინიც შეგიძლია უკვე. ადრე არ იყო.

Posted by: Frankens†ein 16 May 2021, 01:30
QUOTE (მამაო თამაზი @ 15 May 2021, 23:48 )
Frankens†ein
QUOTE
გუშინ დავრეგისტრირდი და შევავსე მონაცემები.

საერთოდ არ არი არანაირი პრობლემა. ინდოეთიდან ჩამოვიდნენ ინდოელები საერთოდ რეზიდენტებიც არ არიან, აცრა გაიკეთეს წავიდნენ. კალიფორნიაში მითუმეტეს. მე ნიუ ჯერსის მეგასაიტზე ვარ.


QUOTE
SSN არ მაქვს და მოვნიშნე ეგ და მაინც დამარეგისტრირა.

არ არი საჭირო. არც დაზღვევა არაა საჭირო. მერე ექიმი თუ გყავს მიუტან მაგ კარტას და აფდეითს გაუკეთებს სისტემაში რო აცრილი ხარ.

რითი აიცრები გააჩნია. უკუ ჩვენება დიდი ალბათობით გექნება. შეიძლება სიცხე მოგცეს მაგრამ 1 დღეში გაგივლის. დიდად არ ინერვიულო მაგაზე. თანმდევი პროესია ეგ.

თუ ალერგიული ხარ აუცილებლად უთხარი ადგილზე რომ ხარ ალერგიული იმიტო რომ არა ალერგიულზე მეტ ხანს მოგიწევს მოსაცდელ ადგილზე ყოფნა და ექიმებიც ან სამხედროებიც ვინც იქნება იქ მეტი ყურადღებით იქნებიან.


* * *
Frankens†ein
ვოქ ინიც შეგიძლია უკვე. ადრე არ იყო.

არ ვარ ალერგიული და ვაფშე კაჟივით ვარ smile.gif
ვაქცინამ რა უნდა მიქნას, თვითონ კოვიდიც მკიდია, რო შემხვდეს ვერც გავიგებ ალბათ, თუ უკვე გადატანილი არ მაქვს smile.gif უბრალოდ ცხოვრებას გავიადვილებ ამ საბუთით smile.gif

იმედია საქართველოშიც გაჭრის ამერიკული ვაქცინაცია biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 16 May 2021, 21:59
მივედი მაგ სტადიამდეე


yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

რა ვაქცინა უნდა გავიკეთო და რა პროცედურები უნდა გავიარო გასაუბრებაზე რომ მოვხვდე ელჩთან?

ადრეც ვიკითხე რააა დავიწყე კიდევაც SD160 შევსება ეგ არ ივსება შესვლაზე?


ნებისმიერ რჩვას მივიღებ.... yes.gif yes.gif

Posted by: მამაო თამაზი 16 May 2021, 22:44
Frankens†ein
QUOTE
არ ვარ ალერგიული და ვაფშე კაჟივით ვარ


ოკ. ძალიან კარგი. თუ რამე კითხვა გექნება მკითხე. 5 თვეა უკვე მაგ აცრებზე ვარ biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 17 May 2021, 01:51
QUOTE (მამაო თამაზი @ 16 May 2021, 22:44 )
Frankens†ein
QUOTE
არ ვარ ალერგიული და ვაფშე კაჟივით ვარ


ოკ. ძალიან კარგი. თუ რამე კითხვა გექნება მკითხე. 5 თვეა უკვე მაგ აცრებზე ვარ biggrin.gif

მარცხენაში გინდა თუ მარჯვენაშიო და მარცხენა ავირჩიე.
და წინასწარ რა პონტში კითხულობენ, რამე განსხვავებაა?
თუ იცი, ხშირია შემთხვევები როცა ტკივილები ან სისუსტე აქვთ ხელში?
მარცხენა ბევრად მოუხერხებელი ხელი მაქვს მარჯვენასთან შედარებით და ადვილად გავწირე smile.gif

ხო, პროცედურა როგორია, ვაქცინის გაკეთების მერე ეგრევე გამომიშვებენ თუ უნდა ვიყო რაღაც დრო.
საბუთს როდის მაძლევენ, მეორესაც რო გავიკეთებ?
და რო დავკარგო ეგ ბარათი, არის სადმე ბაზა ჩემი მონაცემები რო იყოს და შეიძლევოდეს ნახვა? ან აღდგენა შეიძლება?

Posted by: მამაო თამაზი 17 May 2021, 02:29
Frankens†ein
QUOTE
და წინასწარ რა პონტში კითხულობენ, რამე განსხვავებაა?

არაფერი. უბრალოდ სადაც გინდა იქ გიკეთებენ

QUOTE
თუ იცი, ხშირია შემთხვევები როცა ტკივილები ან სისუსტე აქვთ ხელში?

კი აი ეგაა გვერდითი მოვლენები რასაც გეუბნებოდი. ხელში სისუსტე არაფერია. შეგიძლია ავარჯიშო გაწელვების სახით. წყალი სვი კიდე ბევრი


QUOTE
ხო, პროცედურა როგორია, ვაქცინის გაკეთების მერე ეგრევე გამომიშვებენ თუ უნდა ვიყო რაღაც დრო.

ვაქცინამდე გკითხავენ სხვა და სხვა წამლებზე თუ გქონდა ალერგია. თუ არ გქონდა ალერგია 15 წუთი უნდა დაელოდო იქ ვაქცინის მერე. 15 წუთის ემრე გეტყვიან რო წახვიდე. თუ ეტყვი რომ გქონდა რეაქცია ოდესღაც მაინც გაგიკეთებენ წამალს მაგრამ ვაქცინის მერე 30 წუთი ელოდები. ანუ ეს აუცილებელი დროა იყო იქ რომ თავი დაიზღვიო შენც და იმათაც რო არ გაქ რეაქცია. ყველა ელოდება იქ კაჟებიც და არა კაჟებიც.

საბუთებს არ გაძლევენ გაძლევენ აი ამ ქაღალდს. სადაც წერია შენი მონაცემები და LOT NUMBER. ლოთ ნამბერი არი ძალიან მნიშვნელოვანი. ან სტიკერის სახით დააკრავენ ზედ ან ქაღალდზე იქნება დაბეჭდილი. ლოთ ნომერი არი როცა ვაქცინა მოდის ყველა ყუთს აქვს თავისი ნომერი. იმ ყუთიდან ამოღებული ვაქცინის ნომერი არის ეგ ლოთ ნამბერი. ზოგ შემთხვევაში დაბეჭდილია უკვე ზედ ქაღალდზე იმიტომ რომ იმ დღეს იმ ლოთ ნამბერიან ვაქცინას უკეთებენ.

user posted image

რაც შეეხება მედიკების ჯგუფს ნიუ ჯერსიში Atlantic Health აკეთებს ვაქცინებს. სამხედროებს სხვა საქმე ევალებათ. ამიტომ ეგეც მანდ ფურცელზე დაეწერება თუ რომელმა ჯგუფმა გაგიკეთა ვაქცინა და ვინ იყო ექიმი.

ვაქცინის მერე იქვე მოვა ვიღაც და დაგინიშნავს მეორე აპოიტმენტს. ვაქცინის თარიღი და დრო იქნება მაგ ბარათის მეორე მხარეს. აქ ჩვენ ვაძლევთ ქაღალდის ჩასადებს რო ეგ ბარათი არ დაზიანდეს. კალიფორნიაშიც სავარაუდოდ აძლევენ. ეგ ბარათი არ დაკარგი. და მეორე აცრას როცა გაიკეთებ გირჩევ სტეპელში წახვიდე და ლამინირება გაუკეთო. რა იცი რაში გამოგადგეს.

მეორე აცრის დროს 90% გექნება რეაქცია როცა სახლში მიხვალ და დაიძინებ. შეიძლება გაციებდეს, შეიძლება სიცხეც მოგცეს ან წელში გამტვრევდეს ან გაციებულივით იყო. ან სხვა რამე ან საერთოდ იმ 10% გახვიდე და საერთოდ არ გქონდეს არაფერი. მაგრამ საგანგაშო არაფერია. ეს იმას ნიშნავს რომ ვაქცინა მოქმედებს. თუ ხელი გეტკინება ან რამე შეგიძლია ტკივილ გამაყუჩებელიც დალიო.

ჭამე სვი რაც გინდა მაგაზე არაა შეზღუდვა. და კიდევ სვი ბევრი წყალი ვაქცინის შემდეგ. პირველზეც და მეორეზეც.


Posted by: Frankens†ein 17 May 2021, 05:15
მამაო თამაზი
QUOTE
მეორე აცრის დროს 90% გექნება რეაქცია როცა სახლში მიხვალ და დაიძინებ. შეიძლება გაციებდეს, შეიძლება სიცხეც მოგცეს ან წელში გამტვრევდეს ან გაციებულივით იყო.

ამათი დდშვც mad.gif
ვითომ ნებაყოფლობითი და რეალურად სავალდებულო როა ვაქცინაცია, სხვა შემთხვევაში ტვინი რო მოგე##ნება.
ცხოვრებაში გრიპი არ მქონია ან რაიმე დაავადება, მაქსიმუმ ცხვირში გავჭედილიყავი, წამლებწ საერთოდ არ ვსვამ და ეხლა ამ რაღაც Y ვირუსის გამო ვაქცინის გაკეთება მიწევს, ნორმალურად ცხოვრების საშუალება რო მქონდეს...
და შეიძლება იმუნიტეტი დამიქვეითოს ვაქცინამ...
100% დარწმუნებული ვარ, რო შემხვდეს უსიმპტომოდ გადავიტანდი...
ან არც შემხვდება ვაფშე, ეს რეგულაციები და ხელის დეზინფექციები და Y-ეობები მკიდია, როგორც ვცხოვრობდი, ისე ვცხოვრობ.
ავტობუსიდან რო ჩამოვალ და ავტობუსში სახელურებზე მოკიდებული ხელით ფულს ვაძლევ სიგარეტში, ხურდას ვართმევ და მერე იმ დაუსპირტავი ხელით ვიღებ კოლოფიდან და ვეწევი, კორონა თუ მართლა არსებობს უნდა შემხვედროდა, რამის ტრაკი რო ქონდეს ჩემთან smile.gif

იმ რჩევასაც ხო არ მომცემ, ფაიზერი გავიკეთო თუ მოდერნა...
რა სტატისტიკა გაქვს შენ, რომელი ჯობია.

Posted by: მამაო თამაზი 17 May 2021, 06:43
Frankens†ein
QUOTE
იმ რჩევასაც ხო არ მომცემ, ფაიზერი გავიკეთო თუ მოდერნა...
რა სტატისტიკა გაქვს შენ, რომელი ჯობია.

ჩვენ ორივე გვქონდა თავიდან. ფაიზერი 95% პროცენტიან შედეგს დებს. მოდერნა 90% და ჯონსონი და ჯონსონი მგონი 65%. ეგ არ გვქონია არასოდეს. მოდერნას ყველაზე მეტად ქონდა რეაქციები ხალხზე. 100 კაციდან ოცს მაინც ქონდა წამლის მიღებიდან რამოდენიმე წუთში საშინელი თავბრუს ხვევა და გულის წასვლა. მაგრამ ექიმების ბრიგადა არის ადგილზე და იქვე შველიან რამე რო იყოს.

ფაიზერს უფო ნაკლები ქონდა ამიტომ მეგასაიტები რაც იყო მთლიანად ფაიზერზე გადავიდნენ. ხოლო კერძო კლინიკებში შეგიძლია მოდერნაც და ჯონსონი და ჯონსონი გაიკეთო.

მაგრამ რაც შეეხება უკვე წამლის შემდგომ განვითარებულ რეაქციებს ძალიან ბევრს აქვს ეგ. თითქმის ყველას. ერთ დღიანი სიცხე ან გაციების მაგვარი რეაქცია.

ნუ ჩემი აზრით რასაც აქ ვუყურებ ფაიზერი ჯობია. ეხლა მიცეს ნება 12 დან 15 წლამდე ბავშვების აცრის ფაიზერით. სხვა დანარჩენს არც ერთს არ ავქს



QUOTE
ან არც შემხვდება ვაფშე, ეს რეგულაციები და ხელის დეზინფექციები და Y-ეობები მკიდია, როგორც ვცხოვრობდი, ისე ვცხოვრობ.

ეგრე ვარ მეც. არც აცრას ვიკეთებ. მაგრამ საბუთები გავაკეთე რო აცრილი ვარ. ეგ ნიღაბიც იმიტო მიკეთია რო სავალდებულოა.
მირჩევნია ჩემით გადავიტანო ვიდრე ვაქცინით.

მაინც არის შანსი რომ შეგხვდეს ვირუსი და რა აზრი აქვს ვაქცინას? გაქ თუ არა ვაქცინა სულერთია. ამბობენ რო ნიღაბი იმიტომ უნდა გეკეთოს რომ სხვას არ გადასდო. ანუ მოუშორებელი ჭირია biggrin.gif.


Posted by: Frankens†ein 17 May 2021, 07:40
მამაო თამაზი
რავიცი, ბაიდენმა ვაქცინირებულებს შეუძლიათ აღარ ატარონ ნიღაბი ღია სივრცეშიო...
იანვარი-თებერვალშიც ვიყავი აქეთ და ყველას ნიღაბი ეკეთა, მოხსნილი თუ მქონდა ან ცხვირზე ჩამოწეული, შეშინებულები მიყურებდნენ და ქუჩის მეორე მხარეზე გაფადიოდნენ smile.gif
ხალხიც ძაან ცოტა იყო ქუჩაში.
ეხლა უკვე დაემსგავსა სანფრანცისკო სანფრანცისკოს.
ბლომად ხალხიც ირევა ქუჩაში და სადღაც 10-20%-ს არ უკეთია პირბადე, უფრო ახალგაზრდებს.
მეც უპირბადოდ დავდივარ, თუ რამეა ვაქცინირებული ვარ biggrin.gif მაგრამ ხალხიც აღარ გიყურებს უცნაურად smile.gif

1-2 წელში გაბანძდება უკვე ვირუსი.
პირბადეს რაც შეეხება, ბევრს უსწორდება კიდეც, ინტროვერტა სასტავს...
აღარც მოიხსნიან, ვირუსის რომც არ ეშინოდეთ...


ვაქცინას რაც შეეხება, ფაიზერს გავიკეთებ.
ტრამპმა და ბაიდენმა გაიკეთეს ბოლო-ბოლო.
მოდერნა მოდის პონტში მინდოდა, გავამარიაჟებდი საქართველოში, მაგრამ უფრო მეტი რისკი თუა გვერდითი მოვლენების, მაგის დედაც biggrin.gif

Posted by: UNEEK 17 May 2021, 08:45
ახლობელმა გაიკეთა გუშინ მეორე დოზა.
სუსტად იყო, სიცხე და თავის ტკივილები. ცოტა შემაშინაო.(გოგოა)

როგორც ამბობენ მეორე დოზას მეტი ხალხი უჩივის უკურეაქციებს.

Posted by: GEORGEXIII 17 May 2021, 08:53
დღეს უნდა დავკრეკო ცხელხაზზე გავიგო რა უნდათ კონკრეტულად.

yes.gif

იმედია მეც ვაქცინაცია არ შემიშლის ხელს...

Posted by: მამაო თამაზი 17 May 2021, 18:47
კი როგორც ზემოთ დავწერე მეორე დოზას 90% აქვს რეაქცია. მაგრამ 1 დღიანი ან რამოდენიმე საათიანი. მერე გადის



Posted by: ME 18 May 2021, 23:25
მე პირიქით მქონდა
პირველ დოზაზე თავი მტკიოდა და სუსტად ვიყავი
მეორე დოზაზე რო მოვემზადე დიდი ამბით რავი, ვაბშე არაფერი

Posted by: მამაო თამაზი 19 May 2021, 03:37
ME
სად გაიკეთე?

პატარებზე ძაან მოქმედებს. ექიმების ჯგუფი გაზარდეს. ძალიან ხშირად აქვთ რეაქციები პირველ დოზაზევე

Posted by: ME 19 May 2021, 06:35
მამაო თამაზი
QUOTE
ME
სად გაიკეთე?

სად ანუ?
მკლავში ))
კალიფორნიაში, ფაიზერი

Posted by: forumistvis 19 May 2021, 13:58
იოლია ამერიკაში ცხოვრება და თავის გატანა?

Posted by: მამაო თამაზი 20 May 2021, 04:31
ME
QUOTE
კალიფორნიაში, ფაიზერი

შტატი გკითხე

მგონი მანდ მანქანით უნდა მიხვიდე ხო?


Posted by: ნიკუშ-ა 20 May 2021, 08:00
მამაო თამაზი
მამაოო მიჩალიჩე მეც ვაქცინის საბუთი))

Posted by: ME 20 May 2021, 09:31
მამაო თამაზი
ორივეა

მე შიგნით შევედი, კაცი შვილი არ იყო

Posted by: Rejkavik2021 20 May 2021, 19:31
QUOTE (forumistvis @ 19 May 2021, 13:58 )
იოლია ამერიკაში ცხოვრება და თავის გატანა?

არა საქართველოში ყოფნა სჯობს და 200 ლარიან სამსახურზე მუშაობა და ეგ თუ არა ჯინშერა მოგცემს ბიტკოინის ფაუსეტებს smile.gif მაგით ავშენდებით

Posted by: forumistvis 20 May 2021, 20:03
Rejkavik2021
შენ ენა ნუ შემაჩვიე ვიღაცა ხარ
წადი ტოლი ნახე კოჭი გააგორე შვილო

Posted by: Paco_rabanne 21 May 2021, 19:27
ლოს ანჯელესშია ერთი პატიოსანი კაცი ვიზით მანქანის ქირაობა უნდა ცოტა შეღავათიან ფასში თვიურად ცოტას რო წვავდეს პრიუს მაგალითად. .. ვინმე ხართ მაქეთ ?

Posted by: ME 22 May 2021, 02:23
Paco_rabanne
QUOTE
ლოს ანჯელესშია ერთი პატიოსანი კაცი ვიზით მანქანის ქირაობა უნდა ცოტა შეღავათიან ფასში თვიურად ცოტას რო წვავდეს პრიუს მაგალითად. .. ვინმე ხართ მაქეთ ?

მარტის მერე საგიჟეთია მანქანის გაქირავების ბიზნესში,
რამდენიმე თვით წინ არის ყველაფერი გაქირავებული

Posted by: UNEEK 22 May 2021, 07:19
QUOTE (ME @ 18 May 2021, 23:25 )
მე პირიქით მქონდა
პირველ დოზაზე თავი მტკიოდა და სუსტად ვიყავი
მეორე დოზაზე რო მოვემზადე დიდი ამბით რავი, ვაბშე არაფერი

ზოგს პირიქით,
ამხანაგს მეორე ნემსზე მიცა რეაქცია.

მე პირველი საერთოდ ვერ გავიგე.
ხუთშაბათს მეორე ნემსი მაქვს.
ფაიზერი.
* * *
Frankens†ein
ბუსტერიც სავალდებულო იქნებაო. ჯანმოში რო ზის ზანგი, იმან.
ყოველ წელს.

პაჩტი გრიპის ვაქცინასავითაა. თითქმის ყოველ წელს ვიცრები.
რა შეყარე ქვეყანა)))

Posted by: Frankens†ein 22 May 2021, 09:40
QUOTE (UNEEK @ 22 May 2021, 07:19 )

Frankens†ein
ბუსტერიც სავალდებულო იქნებაო. ჯანმოში რო ზის ზანგი, იმან.
ყოველ წელს.

პაჩტი გრიპის ვაქცინასავითაა. თითქმის ყოველ წელს ვიცრები.
რა შეყარე ქვეყანა)))

აუცრელებზე აღარ იყოს შეზღუდვები და მკიდია კოვიდი smile.gif
არასოდეს გამიკეთებია გრიპის ვაქცინა, მაგრამ არასოდეს მქონია გრიპი smile.gif
ან უსიმპტომოდ მქონია smile.gif
კოვიდიც რო შემხვდეს, 100% დარწმუნებული ვარ ვერც გავიგებ ისე გადავიტან.

პ.ს. ეგ ჯანმოს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მაგარი სირბანჯოა smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 22 May 2021, 22:21
აცრა აუცილებელია, მაგის გარეშე გავიჭირდება უკვე ახალი ცხოვრება. ხვალ ვიკეთებ მე პირველ აცრას.

Posted by: PlayerUNO 22 May 2021, 23:39
ნიუ ჯერსიში ხართ ვინმე?
1 თვით მინდა ბინის/ოთახის ქირაობა, cliffside park-თან ახლოს
იქნებ ვინმე იცოდეთ ვინც აქირავებს sad.gif
აირბნბზე ვერ ვნახე ცოტა შეღავათიან ფასში

Posted by: Paco_rabanne 23 May 2021, 20:18
ვიზიანისთვის რამე სამსახური არ გაქვთ ლოს ანჯლწსში ანრაშეიძლება როვნახო ? დამაკვალიანეთ მცირდი ინფორმაციაც საკმარისი იქნება ..

Posted by: Rejkavik2021 24 May 2021, 00:50
QUOTE (forumistvis @ 20 May 2021, 20:03 )
Rejkavik2021
შენ ენა ნუ შემაჩვიე ვიღაცა ხარ
წადი ტოლი ნახე კოჭი გააგორე შვილო

ისეთი რა გითხარი ბრატან
მაგრად მიდის ყველაფერი ქვეყანაში მეთქი რა ვერ ხედავ აღმშენებლობას?
რაც შეეხება ენის შეჩვევას, ნერვები მოიწესრიგე ძმაო და სამსახური მონახე როგორმე
შვილოებზე კი ნუ გადახვალ, ძაან მეზარება ფორუმელი რაზბორკები მარა დაუკრეფავი ქვია მაგას უკვე. ირონია იყო ჩემი მხრიდან და დასტოინად შეგიძლია შენც მიპასუხო. არავისი მეშინია საერთოდ და თუ რამე გინდა პმ კიდევ რა

Posted by: მამაო თამაზი 25 May 2021, 06:25
ნიკუშ-ა
მომწერე სახელი გვარი პირადში და დაბადების თარიღი

პარასკევს ნიუ იორკში ვარ და მოგცემ



ME
QUOTE
მე შიგნით შევედი, კაცი შვილი არ იყო

ხო მეგასაიტებია გაკეთებული. ჩვენ SEARS ის მაღაზია მოგვცეს დაიკეტა კოვიდის დროს. ორ სართულზე ვართ.

პირველი ვაქცინები რო დაიწყო იმდენი ხალხი იყო დილის 7 დან საღამოს 10 საათამდე ვმუშაობდით ყოველ დღე. კატასტროფა იყო კიდე კაი გაჩერდა.

პირველი ტალღის უმეტესობა ისეთი ხალხი იყო რო მეორე აცრამდე ვერ მოაღწიეს. ძალიან მოხუცები იყვნენ საწყლები.

Paco_rabanne
QUOTE
ლოს ანჯელესშია ერთი პატიოსანი კაცი ვიზით მანქანის ქირაობა უნდა ცოტა შეღავათიან ფასში თვიურად ცოტას რო წვავდეს პრიუს მაგალითად. .. ვინმე ხართ მაქეთ ?

სომხებთან იაფია.

სატაქსაოდ უნდა?
* * *
Paco_rabanne
QUOTE
ვიზიანისთვის რამე სამსახური არ გაქვთ ლოს ანჯლწსში ანრაშეიძლება როვნახო ? დამაკვალიანეთ მცირდი ინფორმაციაც საკმარისი იქნება ..

რა ძალა გედგა ვიზიანისთვის პირდაპირ ლოს ანჯელესი?

სომხებში უნდა ნახო ალბათ სავარაუდოდ რამე. ჯერ მეც ახალი ვარ მაქეთ ბევრის აზრზე არა ვარ. ჩამოვედი თუ არა ლოს ანჯელესში 3 თვეში ნიუ ჯერსიში წამოვედი. ერთ ორ თვეში უკან წამოვალ ისევ.

Posted by: Paco_rabanne 25 May 2021, 20:16
QUOTE (მამაო თამაზი @ 25 May 2021, 06:25 )
ნიკუშ-ა
მომწერე სახელი გვარი პირადში და დაბადების თარიღი

პარასკევს ნიუ იორკში ვარ და მოგცემ



ME
QUOTE
მე შიგნით შევედი, კაცი შვილი არ იყო

ხო მეგასაიტებია გაკეთებული. ჩვენ SEARS ის მაღაზია მოგვცეს დაიკეტა კოვიდის დროს. ორ სართულზე ვართ.

პირველი ვაქცინები რო დაიწყო იმდენი ხალხი იყო დილის 7 დან საღამოს 10 საათამდე ვმუშაობდით ყოველ დღე. კატასტროფა იყო კიდე კაი გაჩერდა.

პირველი ტალღის უმეტესობა ისეთი ხალხი იყო რო მეორე აცრამდე ვერ მოაღწიეს. ძალიან მოხუცები იყვნენ საწყლები.

Paco_rabanne
QUOTE
ლოს ანჯელესშია ერთი პატიოსანი კაცი ვიზით მანქანის ქირაობა უნდა ცოტა შეღავათიან ფასში თვიურად ცოტას რო წვავდეს პრიუს მაგალითად. .. ვინმე ხართ მაქეთ ?

სომხებთან იაფია.

სატაქსაოდ უნდა?
* * *
Paco_rabanne
QUOTE
ვიზიანისთვის რამე სამსახური არ გაქვთ ლოს ანჯლწსში ანრაშეიძლება როვნახო ? დამაკვალიანეთ მცირდი ინფორმაციაც საკმარისი იქნება ..

რა ძალა გედგა ვიზიანისთვის პირდაპირ ლოს ანჯელესი?

სომხებში უნდა ნახო ალბათ სავარაუდოდ რამე. ჯერ მეც ახალი ვარ მაქეთ ბევრის აზრზე არა ვარ. ჩამოვედი თუ არა ლოს ანჯელესში 3 თვეში ნიუ ჯერსიში წამოვედი. ერთ ორ თვეში უკან წამოვალ ისევ.

დელივერზე მინდა ვინმე სომეხის კონტაქტი ხოარ გავს ვინც აქირავებს ?

Posted by: მამაო თამაზი 25 May 2021, 21:07
Paco_rabanne
QUOTE
დელივერზე მინდა ვინმე სომეხის კონტაქტი ხოარ გავს ვინც აქირავებს ?

ქართველები ლოს ანჯელესში << ეს ფეისბუქ ჯგუფში ვნახე ვიღაცა აქირავებდა აპლიკაციებს.

https://www.facebook.com/groups/399990357003807

ესაა ლინკი

user posted image

მანქანაზე ნაღდად არავინ ვიცი. თუ რამე გავიგე გაგაგებინებ აუცილებლად



Posted by: dongabo 26 May 2021, 19:43
ნიუ ჯერსიში როგორ ხდება დრაივერ ლაისენსის გადაცვლა? აპოიტმენტი არის საჭირო?

Posted by: მამაო თამაზი 27 May 2021, 14:28
dongabo
QUOTE
ნიუ ჯერსიში როგორ ხდება დრაივერ ლაისენსის გადაცვლა? აპოიტმენტი არის საჭირო?

ღიაა დმვ.

Posted by: Frankens†ein 27 May 2021, 18:17
მამაო თამაზი
დღეს მიწევს ვაქცინაცია და 1-2 კითხვას დაგისვამ ამ შესავსებ ფორმაზე

Medicare part B ID# და last 4 digit of SSN-ზე N/A- ს ჩავწერ, არ მაქვს.
Drivers lisense #-ში DMV-ში რო ID ავიღე, მაგრამ უბრალოდ ID-ია და დრაივერ ლაისენსი არაა იმას.
და Primary care provider name და address-ში რა უნდა ჩავწერო? რა იგულისხმება?

user posted image

Posted by: UNEEK 28 May 2021, 02:52
Frankens†ein
ქოვიდზე მიდიხარ თუ ჯაბ აპოიტმენტზე? biggrin.gif

რამდენი კითხვები იციან კალიში.

დღეს მეორე ფაიზერი ავიცერი. რეკორდ ქარდ მომცეს.

საინტერესოა თ ითმფრინავში თუ ამიშვებენ მარტო ქოვიდ რექორდ ქარდით, თუ ისევ ტესტის პასუხს ითხოვენ 72საათიანს?

Posted by: Frankens†ein 28 May 2021, 03:23
QUOTE (UNEEK @ 28 May 2021, 02:52 )
Frankens†ein
ქოვიდზე მიდიხარ თუ ჯაბ აპოიტმენტზე? biggrin.gif

რამდენი კითხვები იციან კალიში.

დღეს მეორე ფაიზერი ავიცერი. რეკორდ ქარდ მომცეს.

საინტერესოა თ ითმფრინავში თუ ამიშვებენ მარტო ქოვიდ რექორდ ქარდით, თუ ისევ ტესტის პასუხს ითხოვენ 72საათიანს?

გავიკეთე პირველი.
როგორც უწერიათ მარტო ვაქცინაციაც ჭრის...
როდის აპირებ ფრენას...

Posted by: მამაო თამაზი 28 May 2021, 05:46
Frankens†ein
QUOTE
Primary care provider name და address

ვინც გყავს ექიმი ის უნდა ჩაწერო ან კლინიკა სადაც დადიხარ

მაგეებს მოგიგვარებენ იქ ნუ დარდობ. ექიმი ვინც ვაქცინას გაგიკეთებს ის ადასტურებს სისტემაში რო აცრილი ხარ.


Posted by: Frankens†ein 28 May 2021, 06:52
QUOTE (მამაო თამაზი @ 28 May 2021, 05:46 )
Frankens†ein
QUOTE
Primary care provider name და address

ვინც გყავს ექიმი ის უნდა ჩაწერო ან კლინიკა სადაც დადიხარ

მაგეებს მოგიგვარებენ იქ ნუ დარდობ. ექიმი ვინც ვაქცინას გაგიკეთებს ის ადასტურებს სისტემაში რო აცრილი ხარ.

https://youtu.be/251DfuXExtU

ამცრეს უკვე biggrin.gif

მედიქეარზე, ესესენზე და ექიმზე ვუთხარი არ მაქვს/მყავს ესენი აქ, B2 ვიზით ვარ მეთქი.
მეორე სამ კვირაში გიწევს და მანამდე თუ არ წახვალ, არაა პრობლემაო...

ჩინელი ქალბატონი იყო, ძალიან კეთილგანწყობილი smile.gif
საერთოდ, ერთი რჩევა მომცეს აქ, ჩინელ ან შავკანიან მომსახურე პერსონალს (ქალბატონებს) მაგრად ევასებათ დაბნეული თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცებიო, ყველანაირად ცდილობენ დახმარებასო smile.gif))
აი აქაურები ან ქალები არ ევასებათო smile.gif

DMV-ში გამოვცადე რო მასეა.
ვიღაც შავკანიანი ახალგაზრდა ქალბატონი არეგულირებდა რიგს ხიპიშით, გაიწიეთო, დისტანციაო, მე თვითონ დაგიძახებთო smile.gif
მე ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი არ ვარ აქაური, ტურისტულით ჩამოვედი და ვაქცინისთვის მინდა ID მეთქი და მომკიდა ხელი, ურიგოდ შემიყვანა, ყველაფრის შევსებაში მომეხმარა და წარმატებებიც მისურვა smile.gif)

აქაც გავიგე რო აცრის მერე ზოგს ნანემსარი ტკივა, ალბათ ზერელედ უკეთებენ ნემსს.
მეც ცოტა წავითამაშე ამ ამცრელ ქალბატონთან, ხელები მოვისრისე და ერთი-ორი ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე, ვნერვიულობ მეთქი biggrin.gif
ხო და ნუ ნერვიულობო, ვერც იგრძნობ ისე გაგიკეთებო და მართლაც, ჩხვლეტა მარტო იმ დონეზე ვიგრძენი რო ოდნავადაც არ მტკენია და ეხლაც თითქოს არ გამიკეთებია...

ლუდზეც ვკითხე და არაა პრობლემაო, დავარტყამ ძილის წინ smile.gif

Posted by: ViPeR 28 May 2021, 11:38
რავახართ?
თუ იცით დროებითი სამსახური სად მოვძებნო,?2-3 თვიანი.გინდ ფერმა იყოს ,ნებისმიერი ვირული სამსახური დასაწყისისთვის ფეხზე რომ დავდგე.

Posted by: Harley Davidson 28 May 2021, 18:12
ViPeR
ნიუ იორკში ხარ?
მამაო თამაზი
Grunt, სად იქნები ივნისის შუა რიცხვებში?

Posted by: მამაო თამაზი 28 May 2021, 21:56
Harley Davidson
QUOTE
Grunt, სად იქნები ივნისის შუა რიცხვებში?

ისევ აქა ვარ biggrin.gif ჯერსიში ვიქნები დიდი ალბათობით

Posted by: ViPeR 28 May 2021, 23:09
Harley Davidson
ესპანეთში ვარ.1 ივნისიდან გვიხსნიან საზღვარს ჩამოსვლას ვგეგმავ.იქნებ ვინმე დამეხმაროს რომ ჩამოსვლისთანავე გავიდე სამსახურში.

ოთახის(საწოლის )ფასები როგორია ნიუ-იორკში,?

Posted by: Harley Davidson 29 May 2021, 00:03
მამაო თამაზი
ჩამოვალ და ამცერი, მამაო
ViPeR
მუვინგის ამბები გუგუნებს ამ დროს, რავი თუ დაინტერესდები

Posted by: ViPeR 29 May 2021, 00:34
Harley Davidson
.მოგწერ პმ ში ხვალ თუ შეიძლებ

Posted by: jebota 29 May 2021, 16:41
QUOTE (New+Georgia @ 12 May 2021, 23:29 )
QUOTE (jebota @ 10 May 2021, 09:01 )
დადგა ის ნანატრი დღე და გრინიც მოვიგე როგორც იქნა smile.gif  24706 მაქ რიგის ნომერი და რამდენი შანსი მაქ გასაუბრებაზე გასვლის ან რამდენად მომიწევს საერთოთ გასაუბრებაზე გასვლა გთხოვთ გამოზიაროთ გრინიანებმა გამოცდილება მადლობა წინასწარ

გილოცავ
მერამდენე ცდაზე გაამართლა?

მადლობა ზუსტად არ მახსოვს მეხუთე იყო ალბათ smile.gif

Posted by: Haidi 29 May 2021, 17:21
ვიზებზე არის რამე ახლიი ?
ისევ მარტო 1% იღებს ვიზას biggrin.gif

Posted by: მამაო თამაზი 30 May 2021, 02:34
Harley Davidson
QUOTE
ჩამოვალ და ამცერი, მამაო

აგცრი არაა პრობლემა.

სადაც გინდა და როგორც გინდა როცა გინდა იქ აგცრი tuk.gif love.gif

Posted by: ME 30 May 2021, 08:05
ამერიკაში შესვლაზე პსრ ტესტი უნდა ხო თუნდაც აცრილი იყო?

Posted by: მამაო თამაზი 31 May 2021, 07:26
ME
QUOTE
ამერიკაში შესვლაზე პსრ ტესტი უნდა ხო თუნდაც აცრილი იყო?

აცრის ბარათი გააქვს?


Posted by: ME 31 May 2021, 07:44
მამაო თამაზი
კი, მარა მაინც საჭიროა პსრ

https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/travelers/testing-international-air-travelers.html
Updated May 7, 2021
What if I have had a COVID-19 vaccine or have tested positive for antibodies? Do I still need a negative COVID-19 test or documentation of recovery from COVID-19?

Yes, at this time all air passengers traveling to the US, regardless of vaccination or antibody status, are required to provide a negative COVID-19 test result or documentation of recovery.

სლეობა კაროჩე

Posted by: Harley Davidson 31 May 2021, 16:20
ME
6 თვის წინ რომ მივდიოდი, მზად მქონდა საბუთი და არც კი მოუთხოვიათ.
ნუ ალბათ უკეთესია, რომ გქონდეს. ვაი და უცებ მოგთხოვონ smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 31 May 2021, 20:03
ME
ითხოვს კი ამერიკა PCR-ს, თუმცა არ ამოწმებენ, მაგრამ ავიაკომპანია ამოწმებს სანამ დაგაჩექინებს.


Posted by: Harley Davidson 31 May 2021, 20:44
მამაო თამაზი
QUOTE
სადაც გინდა და როგორც გინდა როცა გინდა იქ აგცრი 

ჯონსონ&ჯონსონი ხოდშია?
ორი დოზის დრო არ მექნება...
paranoidis_dzma
რა ხდება კოლორადოში? <3
შეიძლება კოლორადო სპრინგსში მომიწიოს ისევ ორიოდე კვირით ჩამოსვლა და უეჭვ გადავიკვეთოთ

Posted by: paranoidis_dzma 31 May 2021, 22:05
Harley Davidson
QUOTE
რა ხდება კოლორადოში? <3

ნელ-ნელა კარგად დათბა და სასიამოვნო ამინდებია. მეც ვამუღამებ ქალაქს. რო ჩამოხვალ უკვე კარგი ლუდ-სახარშები მეცოდინება : ))



Posted by: მამაო თამაზი 31 May 2021, 22:17
Harley Davidson
QUOTE
ჯონსონ&ჯონსონი ხოდშია?
ორი დოზის დრო არ მექნება...

მე ჯერსიში ვარ მეგასაიტზე. ჯონსონი ჩვენთან არასოდეს ყოფილა. ფაიზერი და მოდერნა იყო. მერე მოდერნას უფრო ბევრი რეაქციები ქონდა და შეაჩერეს. მთლიანად ფაიზერია ეხლა. მაგრამ კერძო კლინიკებში სამივე აქვთ. ნიუ იორკში მაგალითად კონი აილენდზე მეტროსთან ცრიან და პლიუს 1 კვირიან მეტროკარტას გაძლევენ.


Posted by: UNEEK 1 Jun 2021, 00:34
user posted image

___
ჩვენი ჯანდაცვის საიტზე უწერიათ, თუ ჩამომსვლელებს აცრის ბილეთი აქვთ, პისიარ აღარაა სავალდებულო.
ამერიკაში შემოსვლისას არ ვიცი.

Posted by: SoulPrayer13 1 Jun 2021, 04:40
ახლობელი წავიდა ეხლა 23 და არანაირი აცრა არ ქონია უბრალოდ ტესტი გაიკეთა

Posted by: Dont-tread-on-me 2 Jun 2021, 21:39
მამაო თამაზი
QUOTE
მე ჯერსიში ვარ მეგასაიტზე. ჯონსონი ჩვენთან არასოდეს ყოფილა. ფაიზერი და მოდერნა იყო. მერე მოდერნას უფრო ბევრი რეაქციები ქონდა და შეაჩერეს. მთლიანად ფაიზერია ეხლა. მაგრამ კერძო კლინიკებში სამივე აქვთ. ნიუ იორკში მაგალითად კონი აილენდზე მეტროსთან ცრიან და პლიუს 1 კვირიან მეტროკარტას გაძლევენ.



მალე ცხვარს და ოც ლიტრიანსაც იკისრებენ ოღონდ აცრა გაიკეთოს ხალხმა

Posted by: მამაო თამაზი 3 Jun 2021, 03:38
Dont-tread-on-me
QUOTE
მალე ცხვარს და ოც ლიტრიანსაც იკისრებენ ოღონდ აცრა გაიკეთოს ხალხმა

ჯერსიში მაღაზიები სთავაზობენ ფასდაკლებებს, კაფეებიც.

ზოგი მშობელის მიკვირს, თვითონ არ იკეთებენ აცრებს და ბავშვებს უკეთებენ


Posted by: Dont-tread-on-me 3 Jun 2021, 17:12
მამაო თამაზი
QUOTE
ზოგი მშობელის მიკვირს, თვითონ არ იკეთებენ აცრებს და ბავშვებს უკეთებენ


მე გავიკეთე იმისთვის რომ ჩემმა შვილებმა აირიდონ თავიდან, სკოლამ მანდათორი თუ გახადა აცრა აუცილებლად ჰოუმ სქულინგზე გადავიყვან და ეგრევე ვიფიქრებ კონსერვატიულ შტატში გადაყვანას სადაც მანდატორი არ იქნება.

Posted by: Frankens†ein 4 Jun 2021, 04:12
QUOTE (UNEEK @ 1 Jun 2021, 00:34 )
user posted image

___
ჩვენი ჯანდაცვის საიტზე უწერიათ, თუ ჩამომსვლელებს აცრის ბილეთი აქვთ, პისიარ აღარაა სავალდებულო.

ლინკი გაქვს?
ივლისში ვაპირებ უკან საქართველოში, ტესტის გაკეთებას ისედაც არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც...

ცოტა ხნის წინ წავიკითხე ტესტი მაინც სავალდებულოა წამოსვლამდე და ჩამოსვლის შემდეგო...

მაგრამ მოქალაქე რო ვარ ვერ დამბლოკავენ...

Posted by: kucha 4 Jun 2021, 07:23
Harley Davidson
Harley Davidson
QUOTE
ჩამოვალ და ამცერი, მამაო

როგორ ხარ? სერიოზულად თუ გაინტერესებს შენი სახლის გვერდზე აფთიაქში შევედი პამპერსზე და თან ავიცერი, ლამის დანკინშიც ცრიან უკვე

Posted by: ME 4 Jun 2021, 08:49
----------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: paranoidis_dzma 4 Jun 2021, 08:50
შეცვალა გუშინწინ საქართველომ, აცრა აღარ ყოფნის, PCR-საც ითხოვენ უკვე. sad.gif

ნუ, საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ ტესტის გარეშე, მაგრამ 8 დღე იზოლაციაოო .

Posted by: UNEEK 4 Jun 2021, 14:03
Frankens†ein
https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US

ეცადე არ დაგიძველდეს ტესტის პასუხი. თბილისში 72ის ნაცვლად 48 საათი დათვალეს, არ უნდოდათ შეშვება. იზოლაციაში გადაგიყვანთო.
გაფრენამდე 24 საათში უნდა დაითრიო ტესტის პასუხი.

Posted by: Frankens†ein 4 Jun 2021, 17:19
QUOTE (UNEEK @ 4 Jun 2021, 14:03 )
Frankens†ein
https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US

ეცადე არ დაგიძველდეს ტესტის პასუხი. თბილისში 72ის ნაცვლად 48 საათი დათვალეს, არ უნდოდათ შეშვება. იზოლაციაში გადაგიყვანთო.
გაფრენამდე 24 საათში უნდა დაითრიო ტესტის პასუხი.

ანუ ჩვენ ვაქცინაციას არ ვცნობთ smile.gif
გინდა ყოფილხარ ვაქცინირებული, გინდა არა smile.gif


Posted by: მამაო თამაზი 4 Jun 2021, 18:32
Frankens†ein
QUOTE
ანუ ჩვენ ვაქცინაციას არ ვცნობთ
გინდა ყოფილხარ ვაქცინირებული, გინდა არა


ნუ საქართველოში სხვა სიტუაციაა. იმენა ღლე მთავრობაა. ხალხის კონტროლის გამო ხდება ეგ ყველაფერი. აქციები მიდის ეხლა და რამენაირად უნდა ჩააწყნარონ. არც ის გამიკვირდება ეხლა უცბად რო ავარდეს ციფრები და თქვან რო ათიათასობით ხალხია ინფიცირებული lol.gif lol.gif

Posted by: ME 4 Jun 2021, 18:42
QUOTE (Frankens†ein @ 4 Jun 2021, 17:19 )
QUOTE (UNEEK @ 4 Jun 2021, 14:03 )
Frankens†ein
https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US

ეცადე არ დაგიძველდეს ტესტის პასუხი. თბილისში 72ის ნაცვლად 48 საათი დათვალეს, არ უნდოდათ შეშვება. იზოლაციაში გადაგიყვანთო.
გაფრენამდე 24 საათში უნდა დაითრიო ტესტის პასუხი.

ანუ ჩვენ ვაქცინაციას არ ვცნობთ smile.gif
გინდა ყოფილხარ ვაქცინირებული, გინდა არა smile.gif

1 კვირის წინ საკმარისი იყო
ახლა მოიმატა შემთხვევებმა და უკვე აღარ არის ვაქცინაცია საკმარისი

Posted by: მამაო თამაზი 4 Jun 2021, 18:47
ME
QUOTE
1 კვირის წინ საკმარისი იყო
ახლა მოიმატა შემთხვევებმა და უკვე აღარ არის ვაქცინაცია საკმარისი

სამწუხაროდ არაფერმა არ მოიმატა


ან 11 დან 4 საათამდე კომენდანტის საათი რა პონტია. უაზროა ყველაფერი

Posted by: Harley Davidson 4 Jun 2021, 18:49
kucha
QUOTE
როგორ ხარ? სერიოზულად თუ გაინტერესებს შენი სახლის გვერდზე აფთიაქში შევედი პამპერსზე და თან ავიცერი, ლამის დანკინშიც ცრიან უკვე

ჰაჰა შენ გაიხარე ბატონოჩემო smile.gif))
არამიშავს, შენ ხომ ხარ კარგად? smile.gif

Posted by: მამაო თამაზი 4 Jun 2021, 18:58
Harley Davidson
QUOTE
ჰაჰა შენ გაიხარე ბატონოჩემო ))
არამიშავს, შენ ხომ ხარ კარგად?

უბერს თუ გამოიძახებ უბერის მძღოლიც აგცრის ლოლ. ნაღდად. თან უფასოა. რავიცი თუ გინდა ჩემთან გაიკეთე მარა შორს ვარ მე ნიუ ჯერსიში. თვის ბოლომდე მთლიანად ვიკეტებით

Posted by: Harley Davidson 4 Jun 2021, 19:06
მამაო თამაზი
QUOTE
უბერს თუ გამოიძახებ უბერის მძღოლიც აგცრის ლოლ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
დროში ვიჭრები მე და მაგიტომ მინდა ჯონსონი, რადგან ერთ ინიექციას ითვალისწინებს. რამდენიმე დღე ვჩერდები ბრუკლინში, შემდეგ ლეჯუნზე და მერე ისევ აქეთ..

Posted by: UNEEK 4 Jun 2021, 19:08
QUOTE (Frankens†ein @ 4 Jun 2021, 17:19 )
QUOTE (UNEEK @ 4 Jun 2021, 14:03 )
Frankens†ein
https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US

ეცადე არ დაგიძველდეს ტესტის პასუხი. თბილისში 72ის ნაცვლად 48 საათი დათვალეს, არ უნდოდათ შეშვება. იზოლაციაში გადაგიყვანთო.
გაფრენამდე 24 საათში უნდა დაითრიო ტესტის პასუხი.

ანუ ჩვენ ვაქცინაციას არ ვცნობთ smile.gif
გინდა ყოფილხარ ვაქცინირებული, გინდა არა smile.gif

სიმართლე გითხრა, ვაპირებდი მაინც პისიარ ტესტს.safe case.
მოხუცებული დედა, დისშვილები ძმისშვილები, ნათესავები ისე როგორ ვნახო.

როცა ამბობენ აცრილიც შეიძლება გახდეს ინფექციის მატარებელი.

პირველი აცრის შემდეგ 10 დღეში ქალს შეეყარა ქოვიდი, აქამდე აპარატზე ყავთ შეერთებული.ღმერთმა გადაარჩინოს.

Posted by: მამაო თამაზი 5 Jun 2021, 07:21
Harley Davidson
QUOTE
დროში ვიჭრები მე და მაგიტომ მინდა ჯონსონი, რადგან ერთ ინიექციას ითვალისწინებს. რამდენიმე დღე ვჩერდები ბრუკლინში, შემდეგ ლეჯუნზე და მერე ისევ აქეთ..

ეხლა როგორაა იცი რო სხვა და სხვა ადგილზე შეგიძლია გაიკეთო. დღეს ერთ ლუიზიანელს გავუკეთეთ. პირველი აცრა ლუიზიანაში ქონდა

Posted by: ME 5 Jun 2021, 08:52
UNEEK
QUOTE
როცა ამბობენ აცრილიც შეიძლება გახდეს ინფექციის მატარებელი.

ვაქცინა მხოლოდ შენს იმუნიტეტს ავარჯიშებს რომ მძიმე ფორმით არ წარიმართოს თუ შეგეყარა (ესეც არ არის 100% იანი)

შესბაამისად ჩვეულებრივად შეიძლება შეგეყაროს და გაავრცელო

Posted by: Haidi 6 Jun 2021, 14:33
ვაქცინა იქეთიყოსდა ,ტურისტულ ვიზაზე რო 2022 წლამდე ვერ შედიხარ ეგ რა უბედურებაა facepalm.gif mad.gif

Posted by: მამაო თამაზი 6 Jun 2021, 19:42
Haidi
QUOTE
ვაქცინა იქეთიყოსდა ,ტურისტულ ვიზაზე რო 2022 წლამდე ვერ შედიხარ ეგ რა უბედურებაა 

"პანდემიაა"

Posted by: SoulPrayer13 6 Jun 2021, 22:59
რაო აღარ მუშაობს საკუნსულო 2022 მდეო თუ ტურისტულს არ იღებს

Posted by: მამაო თამაზი 7 Jun 2021, 18:29
Harley Davidson
ჰე რა ქენი აბა ? აგცრა? biggrin.gif

...............................


მართლა მართლა გინდა აცრა თუ "აცრა" გინდა. ორივე შემიძლია biggrin.gif

Posted by: ME 8 Jun 2021, 14:13
LAX-ში ყველამ მაგრად დაიკიდა, არავის არაფერი უკითხავს, არც ვაქცინაციის ფურცელი, არც პსრ, არც LAX-ის რაღაც ფორმა რაც კატარმა შემავსებინა თბილისში

Posted by: მამაო თამაზი 9 Jun 2021, 03:33
ME
QUOTE
LAX-ში ყველამ მაგრად დაიკიდა, არავის არაფერი უკითხავს, არც ვაქცინაციის ფურცელი, არც პსრ, არც LAX-ის რაღაც ფორმა რაც კატარმა შემავსებინა თბილისში

ლაქსში დაიკიდეს?

რავი მე რო ქუჩაში მხედავდა ხალხი მეორე მხარეს გადადიოდნენ lol.gif

სომხებთან მაგარია ისე. ყველას ყველაფერი კიდია

Posted by: ME 9 Jun 2021, 04:41
QUOTE
ლაქსში დაიკიდეს?

ხო ლაქსში ჩამოვედი

ყველაფერი მზად მქონდა და არც კი უკითხავთ თითქოს აღარ არის პანდემია ))

Posted by: მამაო თამაზი 9 Jun 2021, 07:50
ME
QUOTE
ყველაფერი მზად მქონდა და არც კი უკითხავთ თითქოს აღარ არის პანდემია ))

აღარ არი პანდემია

ნახევარიც კი არ აიცრა და ხალხი უკვე უნიღბოდ დადის

Posted by: 40dz 11 Jun 2021, 18:38
tow truck ბიზნესის გაკეთება მინდა,

რამე ინფოები ხომ არ გაქვთ, ან გამოცდილება რომ გამიზიაროთ

Posted by: utonega 11 Jun 2021, 18:43
აღარ გამიკეთებია ნიღაბი ალბათ 1 თვე იქნება. ბოლოს ნეტკოსტში მთხოვეს და დღეს მოტოციკლეტის პრავის ჩასაბარებლად მოვედი დიემვიში და აქ მთხოვეს.
მოკლედ აღარავის ახსოვს ეს პანდემია თუ რაღაც ჯანდაბაა, ნელნელა
ყველაფერი დაუბრინდენა ჩვეულ ფორმებს

Posted by: ME 11 Jun 2021, 19:42
utonega
რომელ შტატში?
=---------------------------------------

Posted by: Dont-tread-on-me 11 Jun 2021, 19:56
QUOTE
ყველაფერი დაუბრინდენა ჩვეულ ფორმებს


ბევრი უკლია, სერიოზული პრესი მიდის იმ ხალხზე ვისაც ვაქცინაცია არ უნდა გარკვეული მიზეზების გამო.

აგერ ბროდვეიზე ბრიუს სპრნგსტინის კონცერტზე მარტო ვაქცინირებულებს უშვებენ, დაჟე ტსტიც და მასკაც აღარ არის საკმარისი, იმენა პასპორტით უნდა მიაჭრა რომ შეგიშვან smile.gif

თუ რესპუბლიკურ შტატში ცხოვრობ მაშინ სხვაგვარად იქნება

Posted by: მამაო თამაზი 12 Jun 2021, 08:07
utonega
QUOTE
აღარ გამიკეთებია ნიღაბი ალბათ 1 თვე იქნება. ბოლოს ნეტკოსტში მთხოვეს და დღეს მოტოციკლეტის პრავის ჩასაბარებლად მოვედი დიემვიში და აქ მთხოვეს.
მოკლედ აღარავის ახსოვს ეს პანდემია თუ რაღაც ჯანდაბაა, ნელნელა
ყველაფერი დაუბრინდენა ჩვეულ ფორმებს

სად ეგ? შტატი?

ჯერსიში მანქანით მოვდიოდი კალიფორნიიდან ხოდა ტექსასში გავჩერდი ყავაზე biggrin.gif. ნიღაბით რო შევედი ხალხმა ლამის იარაღი მომიშვირა რატომ ხარ ნიღაბითო lol.gif lol.gif მოვიხსენი მერე მეც. რავიცი კორონა არ შემხვედრია.

Dont-tread-on-me
ნიუ იორკში კი. პასპორტია საჭირო biggrin.gif. ნიუ ჯერსიში უკვე დადიან უნიღბოდ. ვინც აცრილია. მარა პასპორტები არ აქვს არავის. არც მე. ყველგან უნიღბოდ დავდივარ.

თუკი my body my choice so they can kiss my entire ass

თუკი გაქ ვაქცინა ადვილად გადაგაქ ვირუსი ხომ ამბობენ ესე? მაგრამ ასევე ხარ მატარებელი და შეიძლება სხვას გადასდო. ანუ ყველა ვარიანტში შეიძლება იყო მატარებელი. გაქ ვაქცინა არ გაქ სულერთია. ხოდა გადამდოს თუ უნდა ვინმეს. არ მაქ პრობლემა.

ვაქცინას არ ვიკეთებ და ვსიო


* * *
Dont-tread-on-me
QUOTE
აგერ ბროდვეიზე ბრიუს სპრნგსტინის კონცერტზე მარტო ვაქცინირებულებს უშვებენ

არც კლუბებში და ღამის ბარებში უშვენებ ნიუ იორკში უვაქცინოდ.

ხოდა ტრაკში გაირჭონ ეგ ვაქცინაც და ბრიუს სპრინგსინი თუ ვიღაცა. სულ არ მინდა.

არ მიყვარს ეს შეთქმულების თეორიები მარა იმენა ძალით უკეთებენ ხალხს.
* * *
Dont-tread-on-me
ნახევარიც არაა ხალხი აცრილი

43% ია სრულად ვაქცინირებული.

მარა იმას არსად ამბობენ რომ ბევრი არა ამერიკელი ხალხი აიცრა. კოლუმბია და ინდოეთი ლიდერობს მაგ საკითხში, პოლონელები კიდე.

Posted by: turist 12 Jun 2021, 08:56
სანამ გუგლში ძებნას დავიწყებდე, პირდაპირ აქ ვიკითხავ მცოდნე ხალხთან ))

მოკლედ, გაკეთებული მაქვს პფაიზერი ორივე დოზა, მაქვს გერმანიაში გაცემული აცრის წიგნაკი/ცალკე დაკუმენტიც )) და უსაში შესვლისას ხომ უნდა გაჭრას, თუ მაინც უნდა PCR ტესტები, კარანტინები ) და ჯანდაბა ?

Posted by: მამაო თამაზი 12 Jun 2021, 14:34
turist
QUOTE
კარანტინები

არანაირი კარანტინი არაა. ადრე გეუბნებოდნენ რომ 2 კვირა უნდა იყო თვით იზოლაციაში. ანუ წახვიდე სახლში და იჯდე 2 კვირა. მარა მაგას არავინ აკეთებდა. ეხლა მგონი მაგასაც არ გეუბნებიან

QUOTE
მაქვს გერმანიაში გაცემული აცრის წიგნაკი/ცალკე დაკუმენტიც

სხვა და სხვა შტატს თავისი კანონები აქვს. გააჩნია სად ჩადიხარ. ტეხასში სულ კიდიათ გაქ აცრა არ გაქ აცრა მაინც არ გიკეთია არც ნიღაბი და არც არავინ არაფერს გთხოვს. ნიუ იორკში პასპორტები აქვთ. ნიუ ჯერსისი პასპორტი არაა საჭირო უბრალოდ თუ აცრილი ხარ ნიღაბი აღარ გინდა მარა არც გთხოვენ საბუთEბს აცრილი ხარ თუ არა

Posted by: utonega 12 Jun 2021, 17:52
ME
ფილადელფიაზე მაქვს ძირითადად საუბარი, არავინ არსად არ გთხოვს. ისე თრაქზე ვარ წასული 2 თვეა და შუა შტატებში თავიდანვე არსად არ ითხოვდნენო, აი 2020 ის ზაფხულშიც მაგრად ეკიდა ხალხსო )))

Posted by: ME 12 Jun 2021, 18:56
turist
QUOTE
სანამ გუგლში ძებნას დავიწყებდე, პირდაპირ აქ ვიკითხავ მცოდნე ხალხთან ))

მოკლედ, გაკეთებული მაქვს პფაიზერი ორივე დოზა, მაქვს გერმანიაში გაცემული აცრის წიგნაკი/ცალკე დაკუმენტიც )) და უსაში შესვლისას ხომ უნდა გაჭრას, თუ მაინც უნდა PCR ტესტები, კარანტინები ) და ჯანდაბა ?


თვითმფრინავზე არ დაგაჩეკინებენ PCR-ის გარეშე

Posted by: turist 13 Jun 2021, 00:34
მამაო თამაზი
ME

მადლობა ინფოსთვის.

როგორც ახლახან გავიგე,
ევროპიდან ტურისტული მიზნით, ჯერ მაინც არ შემიშვებენ user.gif

Posted by: მამაო თამაზი 13 Jun 2021, 04:56
turist
QUOTE
ევროპიდან ტურისტული მიზნით, ჯერ მაინც არ შემიშვებენ


ეგ არ ვიცოდი


Posted by: PlayerUNO 14 Jun 2021, 04:01
imovies.ge და ეგეთები მოსულა აქ? ცოტა ხნით ვარ და ნუ მაყიდინებთ რამე ###ობა სტრიმინგ სერვისს
ნეტფლიქსი მაქვს და არაფერი არ დევს drug.gif

Posted by: მამაო თამაზი 14 Jun 2021, 07:23
PlayerUNO
QUOTE
imovies.ge და ეგეთები მოსულა აქ?

გახსენი და ნახავ. თუ იმუშავებს იმუშავებს და თუ არა არ იმუშავებს

QUOTE
ცოტა ხნით ვარ და ნუ მაყიდინებთ რამე ###ობა სტრიმინგ სერვისს
ნეტფლიქსი მაქვს და არაფერი არ დევს


რისი ყურება გინდა?

Posted by: PlayerUNO 15 Jun 2021, 02:33
მამაო თამაზი
მუშაობით მუშაობს,მაგრამ ვინმე არ დამადგესთქო რავიცი :დ

მთლად ლეგალური ხომ არაა

QUOTE
რისი ყურება გინდა?

https://www.imdb.com/title/tt1340800/?ref_=nv_sr_srsg_0
ეს მინდოდა და არ უდევთ
state of play- სერიალი ოღონდ,არც ეგ არ აქვთ
ძაან ბევრი რამ არ აქვთ ზოგადად

Posted by: მამაო თამაზი 15 Jun 2021, 05:03
PlayerUNO
იმიტომ არ აქვთ რომ ყველაფერი რომ იყოს მანდ მონოპოლია ექნებოდა. ამიტომ რაც მანდ არ დევს ან amazon prime ზე დევს, ან hulu ან disney plus და არის კიდე სხვა და სხვა პლატფორმები.

ზოგან უყურებ ფილს მაგრამ რეკლამებით. იუთუბსაც აქვს ეგ სერვისი.

Posted by: Vixen 19 Jun 2021, 17:37
გამარჯობა, აშშ-ში ტურისტულად შემოსვლაზე როგორ არის საქმე? იტალიიდან.

Posted by: ტანკე 22 Jun 2021, 13:51
მეგობრებო,სალამი. ჩემს ახლობელს აქვს ამერიკის ტურისტული ვიზა და სურს, ამერიკაში გაიკეთოს ვაქცინა. შეუშვებენ? რამე დამატებითი საბუთია საჭირო? მისი და და სიძე ამეირკის მოქალაქეები არიან და რამე მოწვევა უნდა გამოაგზავნინოს? აქ უნდა იჩალიჩოს რამეზე საელჩოში თუ პირდაპირ საზღვარზე წარადგინოს ყველა დოკუმენტი? და აცრის გარეშე აუშვებენ თვითმფრინავში მარტო პცრ ტესტით?
იქნებ მიპასუხოთ. ეჩქარება ძაან.
მადლობა

* * *
Frankens†ein
შენ რას იტყვი? შენ ხომ ტურისტულით წახვედი?

Posted by: Frankens†ein 22 Jun 2021, 18:36
QUOTE (ტანკე @ 22 Jun 2021, 13:51 )
მეგობრებო,სალამი. ჩემს ახლობელს აქვს ამერიკის ტურისტული ვიზა და სურს, ამერიკაში გაიკეთოს ვაქცინა. შეუშვებენ? რამე დამატებითი საბუთია საჭირო? მისი და და სიძე ამეირკის მოქალაქეები არიან და რამე მოწვევა უნდა გამოაგზავნინოს? აქ უნდა იჩალიჩოს რამეზე საელჩოში თუ პირდაპირ საზღვარზე წარადგინოს ყველა დოკუმენტი? და აცრის გარეშე აუშვებენ თვითმფრინავში მარტო პცრ ტესტით?
იქნებ მიპასუხოთ. ეჩქარება ძაან.
მადლობა

* * *
Frankens†ein
შენ რას იტყვი? შენ ხომ ტურისტულით წახვედი?

მესაზღვრეები შეუშვებენ თუ არა მაგ მიზეზით, მაგას ვერავინ გეტყვის.
სავარაუდოდ ეჭვის თვალით შეხედავენ.
ამხელა გზაზე ვაქცინის გასაკეთებლად რატო უნდა წახვიდე.

პსრ ტესტით უშვებენ თვითმფრინავში.

და საზღვრის ოფიცერს საერთოდ კიდია ტესტი თუ ვაქცინა, არც გეკითხება მაგაზე.
მარტო ჩამოსვლის მიზეზს გეკითხება.

ამ პანდემიის მერე ორჯერ ვიყავი და ორივეჯერ საემიგრაციოში გამიყვანეს, ტურისტული ვიზა რო გავაძრე.
მიზეზიო და შვილი მყავს აქ მეთქი და შემომიშვეს ეგრევე.
ტურისტული ვისაც აქვთ, ყველა საემიგრაციოში გაყავთ მგონი...

მოკლედ, ჩამოსვლის მიზანიო რო კითხავენ, ვაქცინა უნდა გავიკეთოო, არ თქვას ეგ, სისულელეა.
და ცხოვრობს აქ, მოქალაქეა და სტუმრად ვარო, ეგ უთხრას.
მოწვევა არაა საჭირო.

Posted by: ტანკე 22 Jun 2021, 19:01
Frankens†ein
გაიხარე smile.gif

Posted by: SoulPrayer13 25 Jun 2021, 01:45
რაო ოცნება გაუთანაბრდა შავები და პიდარასტების უფლებები ერთიმეორეს ნუ ერთმანეთს რაც რა

Posted by: gio3870X2 26 Jun 2021, 00:31
არავინაა მსურველი თუ იცით ქალი ხელის მოწერა ან გრინკარტიანი 35კ ვიხდი.

Posted by: SoulPrayer13 26 Jun 2021, 00:37
gio3870X2
მძულს უგულო სიყვარული, ხვენა კოცნა მტლაში მტლუში!

Posted by: gio3870X2 26 Jun 2021, 11:54
QUOTE (SoulPrayer13 @ 26 Jun 2021, 00:37 )
gio3870X2
მძულს უგულო სიყვარული, ხვენა კოცნა მტლაში მტლუში!

lol.gif რას ამბობ მთელი ფორუმი გამონათქვამებით ცხოვრობს. მე სიყვარულის ყიდვა არ მინდა გრინ ქარდი მინდაჯ vik.gif

Posted by: გიორგი XII 27 Jun 2021, 19:50
QUOTE
არავინაა მსურველი თუ იცით ქალი ხელის მოწერა ან გრინკარტიანი 35კ ვიხდი.


ქრეიგლისთზე შემხვედრია მსგავსი განცხადებები

Posted by: goniashvili 27 Jun 2021, 20:39
გამარჯობათ, ვიცი რო საქართველოდან ამერიკაში პირდაპირი თვითფრინავის რეისი არ არის ტურისტულად რო წახვიდე. რომელიმე ქვეყნების გავლით როგორ უნდა წასვლა თუ შეილება დამაკვალიანეთ

Posted by: მამაო თამაზი 28 Jun 2021, 06:38
goniashvili
QUOTE
გამარჯობათ, ვიცი რო საქართველოდან ამერიკაში პირდაპირი თვითფრინავის რეისი არ არის ტურისტულად რო წახვიდე. რომელიმე ქვეყნების გავლით როგორ უნდა წასვლა თუ შეილება დამაკვალიანეთ

ვიზა თუ გაქ ნებისმიერი ქვეყნის გავლით წადი. სულერთია. საიდანაც იაფად და სწრაფად წახვალ ეგ იქნება საუკეთესო
* * *
Frankens†ein
QUOTE
სავარაუდოდ ეჭვის თვალით შეხედავენ.

ჩემდა გასაკვირად ყველაზე მეტი ინდოელი ავცერით.

ზოგი ინგლისურად ვერც ლაპარაკობდა და სპეციალურად იყო ჩამოსული ასაცრელად. უფლება არ გვქონდა გვეკითხა რა სტატუსი ქონდა ვიზა თუ მწვანე ბარათი მარა ხალხი რო სპეციალურად ჩამოვიდა აქ ვიცი.

დაჟე პოლონელები. ეხლა კოლუმბიელები ჭარბობენ. კიდე კაი გვყვავს თარჯიმანიც.

Posted by: ME 28 Jun 2021, 10:08
goniashvili
QUOTE
გამარჯობათ, ვიცი რო საქართველოდან ამერიკაში პირდაპირი თვითფრინავის რეისი არ არის ტურისტულად რო წახვიდე. რომელიმე ქვეყნების გავლით როგორ უნდა წასვლა თუ შეილება დამაკვალიანეთ

ხალხი ძირითადად სტამბულის ან დოჰას გავლით დაფრინავს (ცხადია რის არის კიდევ ლუფთანზა მიუნხენით თუ სწორად მახსოვს, ასევე ბაქო, ვარშავა და სხვა)
მე პირადად დოჰას გავლით მომწონს, კატარის ავიახაზები,
თვითმფრინავი, მომსახურება, აეროპორტი ყველაზე კარგი აქვთ, მაგალითად კვება და და $8 იანი ინტერნეტი მთელ გზაზე

Posted by: გიორგი XII 28 Jun 2021, 14:10
QUOTE
ლუფთანზა მიუნხენით

იდეაში ყველაზე იაფი ეს გამოდის ხოლმე

Posted by: Ladiesman 28 Jun 2021, 15:15
გაიზ ჩემი 2 მეგობარი წავიდა ამერიკაში.

1 მოდიოდა 3 კვირაში და ჩამოვიდა მეორე 1 კვირაში და დარჩა თურმე იქ.

ეხლა დაურეკეს ვინც ჩმაოვიდა პატიოსნად მაგასთან დაკავშირებით უნდა გაგესაუბროთო.

გქონიათ ასეთ გამოცდილება ?

არანაირი კავშრი არ აქვთ იმის გარდა რომ ერთად იყვნენ ვიზის ასაღებად.

Posted by: Frankens†ein 28 Jun 2021, 16:42
goniashvili
ლუფტჰანზათი არ წახვიდე ტურისტულით.
ევროკავშირიდან არ იღებს ამერიკა არამოქალაქეებს ან მწვანე ბარათის არმქონეებს.
მაისში მქონდა ლუფტჰანზას ბილეთო და აეროპორტში რო მივედი, არაო, ფრანამდე 1 საათით ადრე.
მივდექი-მოვდექი, ცოტა გავატრაკე, ცკტა ვიწუწუნე, ცოტა თავი შევაცოდე და გამიმართლა რო 2 საათშო თურქიშის ფრენა იყო და ქონდათ ადგილები და გადამიცვალეს უფასოდ.

ისე, ყატარს გირჩევდი.
პანდემიამდეც და პანდემიის შემდეგაც.
თითქმის ყველაფრით მიფრენია რაც თბილისიდანაა შტატებისკენ- ლუფტჰანზა, კიევის ავიახაზები, თურქიში... და ყატარს არ ჯობია არც ერთი.
სერვისია ძაან კარგი.
ეხლა იანვარშიც ვიყავი, გაგანია პანდემიისას...
მოკლედ, ყატარის ავიახაზებს არ ჯობია არც ერთი...


მამაო თამაზი
რაც არ ვიცი, არ ვიცი.
უბრალოდ მგონია რომ ეჭვის თვალით შეხედავენ.
მამაო თამაზი

Posted by: tatariani 28 Jun 2021, 18:18
QUOTE
გამარჯობათ, ვიცი რო საქართველოდან ამერიკაში პირდაპირი თვითფრინავის რეისი არ არის ტურისტულად რო წახვიდე. რომელიმე ქვეყნების გავლით როგორ უნდა წასვლა თუ შეილება დამაკვალიანეთ

ესე იგი ყველა რეისი მაქვს დატესტილი ყატარი კარგია მაგრამ ერთი მინუსია დრო ძალიან დიდხანს უნდება, დაიმახსოვრეთ ყველაზე მოკლე რეისია ლონდონით ან პარიზით. ბევრს არ ჯერა მაგრამ ნიუ იორკიდან პარიზამდე ბოლოს რო წავედი 6 საათში ჩაფრინფა ზუსტად 5-58 წუატს მოუნდა. სხვა დროს 6 ხან 6-30 მეტს არ ანდომებს ხოლმე კარგია ის რომ.გადაბმულად არ გიწევს ფრენა 9-10 საათი და ყატარიდან ვაფშე 15 საათი. თან სისულელეა წარმოიდგინეთ რუკა თბილისიდან დოჰაAი.მიდიხარ უნდება 2 სთ და 40 წუთიდან 2-50 ხან 3 საათს. მერე დოჰადან ნიუ იროკში რო მიდის ჩათვალეთ ისევ უკან მოდიხარ და საქართცელოს თავზე არა მაგრამ გვერდზე უნდა გადაუფრინო და დაკარგე კიდე 3 საათი. და გამოგივიდა ფრენა სადღაც 15 საათი ძაან ბევრია რა.
ამიტომ ყველაზე რეალურია ეარფრანსი, თბილისი პარიზი ნიუ იორკი. ჩემ ტოპ სამეულია პარიზი, ლონდონი, გერმანია--- ლუფტჰანზა და შემდეგ თურქიშ ეარლაინსი. შემდეგ ყატარი და ა.შ

Posted by: მამაო თამაზი 28 Jun 2021, 18:34
Frankens†ein
QUOTE
მოკლედ, ყატარის ავიახაზებს არ ჯობია არც ერთი...

ყატარი ძააან თესლია.

15 საათი ფრენა ღირდა love.gif

Posted by: Frankens†ein 29 Jun 2021, 00:56
tatariani
QUOTE
ესე იგი ყველა რეისი მაქვს დატესტილი ყატარი კარგია მაგრამ ერთი მინუსია დრო ძალიან დიდხანს უნდება, დაიმახსოვრეთ ყველაზე მოკლე რეისია ლონდონით ან პარიზით. ბევრს არ ჯერა მაგრამ ნიუ იორკიდან პარიზამდე ბოლოს რო წავედი 6 საათში ჩაფრინფა ზუსტად 5-58 წუატს მოუნდა. სხვა დროს 6 ხან 6-30 მეტს არ ანდომებს ხოლმე კარგია ის რომ.გადაბმულად არ გიწევს ფრენა 9-10 საათი და ყატარიდან ვაფშე 15 საათი

ყატარით დოჰადან 15 საათი უნდა სანფრანცისკომდე.
პარიზიდან/ლონდონიდან 10 მაინც დასჭირდება.
სადღაც 5 საათია განსხვავება.
ნიუ იორკში თუ მიდიხარ, მაგ შემთხვევაში ევროპიდან ჯობია, მაგრამ დასავლეთ სანაპიროზე თუ მიფრინავ, 10 საათი იჯდები თუ 15 დიდი განსხვავება აღარაა და რომელიც უფრო კომფორტყულია, იმას აიღებ.
მაისში თურქიშით ჩამოვფრინდი, სტამბული-სანფრანცისკო 12 სთ და უფრო მეტად დავიღალე, ვიდრე იანვარშო დოჰა-სანფრანცისკო 15 სთ...
ალკოჰოლი არ ქონდათ და ფხიზელმა ვიფრინე, ვერც დავიძინე წესიერქდ და საჭმელიც, რო ჩამოვფრინდი, მშიოდა biggrin.gif
ყატარში კვება ხო ოთხჯერაა, სასმელი და სნეკები რამდენიც გინდა.
შეჭამ, დალევ და დაიძინებ საკაიფოდ.

15 საათი არ უნდა შეადარო 6 საათს ნიუ იორკიდან სანფრანცისკომდე კიდე 6 საათია smile.gif

Posted by: tatariani 29 Jun 2021, 02:27
QUOTE
ყატარით დოჰადან 15 საათი უნდა სანფრანცისკომდე.
პარიზიდან/ლონდონიდან 10 მაინც დასჭირდება.
სადღაც 5 საათია განსხვავება.
ნიუ იორკში თუ მიდიხარ, მაგ შემთხვევაში ევროპიდან ჯობია, მაგრამ დასავლეთ სანაპიროზე თუ მიფრინავ, 10 საათი იჯდები თუ 15 დიდი განსხვავება აღარაა და რომელიც უფრო კომფორტყულია, იმას აიღებ.

კი პარიზი სნ ფრანცისკო სადღაც 10-10:25 უნდება მეტი არა. მე ყატარი მაგ პონტში არ მიყვარს ხო იცი მეგრელს რო კითხეს ყური სად გაქო ეგ პრინციპია ტყუილი დროის კარგვაა წარმოიდგინე თბილისი დოჰადან მიდიხარ 3 სააათი და მერე ამერიკაში რო მიფრინავ კიდე უკან გამოდიხარ იმ მანძილს რაც გაიარე, ჩათვალე 5-6 საათი დაკარგე ტყუილად რა.
ბაზარი არაა კომფორტია ყატარი მარა მე მაინც ეარფრანსი მირჩევნია 3 ჯერ ჭამაა მანდაც. ბოინგ 777 ია თან.

Posted by: Frankens†ein 29 Jun 2021, 06:09
QUOTE (tatariani @ 29 Jun 2021, 02:27 )
QUOTE
ყატარით დოჰადან 15 საათი უნდა სანფრანცისკომდე.
პარიზიდან/ლონდონიდან 10 მაინც დასჭირდება.
სადღაც 5 საათია განსხვავება.
ნიუ იორკში თუ მიდიხარ, მაგ შემთხვევაში ევროპიდან ჯობია, მაგრამ დასავლეთ სანაპიროზე თუ მიფრინავ, 10 საათი იჯდები თუ 15 დიდი განსხვავება აღარაა და რომელიც უფრო კომფორტყულია, იმას აიღებ.

კი პარიზი სნ ფრანცისკო სადღაც 10-10:25 უნდება მეტი არა. მე ყატარი მაგ პონტში არ მიყვარს ხო იცი მეგრელს რო კითხეს ყური სად გაქო ეგ პრინციპია ტყუილი დროის კარგვაა წარმოიდგინე თბილისი დოჰადან მიდიხარ 3 სააათი და მერე ამერიკაში რო მიფრინავ კიდე უკან გამოდიხარ იმ მანძილს რაც გაიარე, ჩათვალე 5-6 საათი დაკარგე ტყუილად რა.
ბაზარი არაა კომფორტია ყატარი მარა მე მაინც ეარფრანსი მირჩევნია 3 ჯერ ჭამაა მანდაც. ბოინგ 777 ია თან.

როგორც მახსოვს თბილისიდან სანფრანცისკომდე ეარფრანსის დრო იყო მინიმუმ 18 საათი, თავის გადაჯდომიანად.
ყატარიდან 22 საათი.
3 საათი დოჰამდე, 3 ლოდინი და 16 სანფრანცისკომდე.
პარიზიდან/ლონდონიდან/მიუნხენიდან მინიმუმ 11 საათია სან ფრანცისკომდე.
თბილისიდან კი მიფრინავ სხვა მიმართულებით 3 საათი, მერე 3 საათი გადაჯდომა და 3 უკან, მაგრამ არ ნიშნავს რო 9 საათით მეტს მგზავრობ smile.gif
4 საათია განსხვავება smile.gif
უკანა გზაზე ლონდონს კი არ გამოივლოს, ზემოდან უვლის დედამიწას.
სფერო რო წარმოიდგინო, ლონდონიდან შუაწელზე მოფრინავ, დიდი გზით და დოჰადან მოკლე გზით, ზემოდან, "ჩერეზ"გრენლანდია.
მოკლედ, სანფრანამდე 4 საათია განსხვავება.
ეარფრანსით არ მიფრენია, მარტო ლუფტჰანზათი და თურქიშით თითოჯერ და ყატარით ორჯერ და ყატარი ბევრად მირჩევნია...
მომსახურების/კომფორტის მხრივ, თორემ გვერდზე ვიღაც არაბის ნაცვლარ ევროპელი რო გიზის, ეგ დიდი პლუსია...

Posted by: მამაო თამაზი 29 Jun 2021, 07:27
tatariani
QUOTE
ბაზარი არაა კომფორტია ყატარი მარა მე მაინც ეარფრანსი მირჩევნია 3 ჯერ ჭამაა მანდაც. ბოინგ 777 ია თან.

ერთხელ სპეციალურად ავიღე ბილეთი ყატარით. ჯერ ბაქოში ჩავფრინდი, მერე იქიდან ყატარში 13 საათი ვიყავი.

მერე ყატარიდან სან ფრანცისკომდე 14 საათი. უჰ რა კარგი იყო. მევასება ფრენა

Posted by: Frankens†ein 29 Jun 2021, 09:24
მამაო თამაზი
ყატარით დავიტანჯე 2019-ში.
უფრო სწორად ყატარით არა, ფრენით.
მაშინ არ ქონდათ სანფრანცისკოსკენ პირდაპირი, 2020-ში დაამატეს.
და თბილისი-დოჰა-ბოსტონი-სანფრანცისკო იყო.
დოჰამდე საკაიფოდ ვიმგზავრე, ჯანზე ვიყავი.
დოჰაშიც უცბად გავიდა 2 საათი იმ აეროპორტში.
დოჰა-ბოსტონმაც გაასწორა, 10+ ჯინ ტონიკი დავლიე და მეძინა საკაიფოდ ბოსტონამდე.
აი ბოსტონი-სანფრანცისკოს 6+ საათიანმა ფრენამ დამბრიდა პახმელიაზე.
ჯეტბლუთი იყო ფრენა თან, მომწონს ჯეტბლუ...
ისე შიდა ფრენებიდან 2016-ში Virgin Airlains- ით ვიფრინე სფ-ვეგასი-სფ და მაგრად გამისწორდა, მაგარი ნაშობა ყავდათ სტიუარდესები biggrin.gif
სპეციალურად ნაშობა smile.gif
ულტრაიისფერი ინტიმური განათებები სალონში და რამე... smile.gif

Posted by: ASIMO 1 Jul 2021, 15:46
ახლობელი ჯდება ამ დღეებში ტრაკზე, ხოდა რაღაც პერიოდის შემდეგ, დისპეჩერობაზე ხომ არ იფიქრებდიო, გუშინ დამირეკა.
მე თბილისში ვარ.
ამ ამბავში გამოცდილებმა იქნებ რაღაც რჩევები მომცეთ, გავქაჩავ? ანუ ინგლისური ვიცი საშუალოზე ოდნავ კარგად. ამერიკის და ზოგადად ჩრდ.ამერიკის გეოგრაფია და ტერიტორიული მოწყობა შესანიშნავად.
რას ფიქრობთ? ინგლისურს უნდა ვსხლავდე რომ გავქაჩო თუ ჩემი დონეც წავა?
მოკლედ რა ევალება დისპეჩერს?

თუ არ დაიზარებთ და მიპასუხებთ, გამიხარდება.

Posted by: tsimbireli 1 Jul 2021, 16:57
ყატარი არის ყველაზე ### კომოანია რითიც მიმგზავრია, მაგრად მივქარე , აწი აღარ გავეკარები მაგათ.

ყლეებმა ჯერ საერთოდ სხვა თვითმფრინავი დამახვედრეს, მერე ისიც გაFუცჰებული იყო და 3 საათით გვიან აფრინდა. სულ 3,45 მქონდა გადასხდომაზე.L,ძლივს მივასწარი მეორეს,მერე ბარგის გადატანა ვერ მოასწრეს , არც გვითხრეს აქ რომ ჩამოვედით, აქ იმდენი ხანი ველოდე, მერე მავსებინეს რაღაცები და კაროჩე რა. ###ობაა.

ხო, ადგილები რაც ნაყიდი მქონდა, ისინიც დამიიგნორეს, სადღაც ტრაკში დამსვეს ტუალეტთან

Posted by: მამაო თამაზი 1 Jul 2021, 20:57
ASIMO
ვიცი რო ძალიან ბევრი ხალხია თბილისიდან მუშაობენ.


არასოდეს დაეჭვდე შენ თავში. ძალიან ბევრმაც არ იცის ინგლისური მაგრამ მუშაობენ.

QUOTE
რას ფიქრობთ? ინგლისურს უნდა ვსხლავდე რომ გავქაჩო თუ ჩემი დონეც წავა?

არ გინდა გასხვლა. საშუალო და დაბალი დონეც წავა

QUOTE
მოკლედ რა ევალება დისპეჩერს?

ტვირთების აღება მგონი. მოლაპარაკება და ფასის დადგენა. უნდა იცოდე რამდენს წვავს მანქანა რა წონაზე და რა მანძილზე. ყველა ტვირთს კიდე თავისი ფასი აქვს. როგორც ვიცი არის მაგის კურსებიც.

Posted by: ASIMO 1 Jul 2021, 21:14
მამაო თამაზი
QUOTE
არასოდეს დაეჭვდე შენ თავში. ძალიან ბევრმაც არ იცის ინგლისური მაგრამ მუშაობენ.

პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს უმაღლეს ნიშნულზე და აი ეგ არის რომ მსგავს რამეებზე ვბრკოლდები.
QUOTE
არ გინდა გასხვლა. საშუალო და დაბალი დონეც წავა

მოლაპარაკებების დროს რომ ამერიკული ლაპარაკის და იდიომების ამბები რომ ვერ გავიგო უცბად, არ არის პრობლემა?
დაბალი დონის მოსაუბრეები როგორ ახერხებენ, ეგ არის საინტერესო.
QUOTE
როგორც ვიცი არის მაგის კურსებიც.

ამერიკაშია კურსები?

მადლობა რომ მიპასუხე.

Posted by: ME 1 Jul 2021, 23:25
ASIMO
თვითონ არ იციან ინგლისური კარგად ვისთანაც უნდა იმუშავო

თუ რამე იდიომა ან სლენგი არ იცი 2-3 დღეში აკრიფავ ყველაფერს

მიაწექი

Posted by: ASIMO 1 Jul 2021, 23:55
ME
QUOTE
თვითონ არ იციან ინგლისური კარგად ვისთანაც უნდა იმუშავო

შეკვეთა ვისგანაც უნდა აიღო მაგათ გულისხმობ ხომ?

Posted by: A.L.I.E.N 2 Jul 2021, 03:03
The United States and America smile.gif

Posted by: მამაო თამაზი 2 Jul 2021, 05:50
ASIMO
QUOTE
მოლაპარაკებების დროს რომ ამერიკული ლაპარაკის და იდიომების ამბები რომ ვერ გავიგო უცბად, არ არის პრობლემა?

იდიომებს ვინმე თუ ხმარობს აქ არ ვიცი. გაიგებ მაგ იდიომებსაც.

QUOTE
დაბალი დონის მოსაუბრეები როგორ ახერხებენ, ეგ არის საინტერესო.

ისე ახერხებენ რო მაღალი დონის ინგლისურის მცოდნეები უფრო შემოსავლიან სამსახურში მუშაობენ. იმიტომაა ამერიკა გავსებულია ინდური ქასთომერ სერვისებით. კაციშვილი ვერ იგებს რაზე ლაპარაკობენ.

მძღოლების უმეტესობაც ეგრეა. ბევრი ძააააააალიან ცუდად ლაპარაკობს ინგლისურს. მაგრამ ახერხებენ რა.
შენც მოახერხებ. მითუმეტეს თუ მოინდომებ. რამოდენიმე თვეში ყურიც შეეჩვევა და ენაც გაგიტყდება. რაც არ უნდა კარგად იცოდე ინგლისური პირველი მაინც ტეხავს.


Posted by: zviozvio 2 Jul 2021, 07:20
ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, ან ვინმეზე რაიმე ხომ არი გაგიგიათ, აშშ-ში მყოფ ქართველს რომელსაც არ დაურღვევია აშშ ვიზა, იმყოფება ამერიკის ტერიტორიაზე და სურს კანადის ტურისტული ვიზა, სად და როგორ ხდება ამ შემთხვევაში კანადის ტურისტული ვიზის აღება? და კანადის ტურისტული ვიზა აშშ-ს ტურისტულივით 10 წლიანია თუ როგორა?

Posted by: ikandro 2 Jul 2021, 09:55
QUOTE (ASIMO @ 1 Jul 2021, 15:46 )
ახლობელი ჯდება ამ დღეებში ტრაკზე, ხოდა რაღაც პერიოდის შემდეგ, დისპეჩერობაზე ხომ არ იფიქრებდიო, გუშინ დამირეკა.
მე თბილისში ვარ.
ამ ამბავში გამოცდილებმა იქნებ რაღაც რჩევები მომცეთ, გავქაჩავ? ანუ ინგლისური ვიცი საშუალოზე ოდნავ კარგად. ამერიკის და ზოგადად ჩრდ.ამერიკის გეოგრაფია და ტერიტორიული მოწყობა შესანიშნავად.
რას ფიქრობთ? ინგლისურს უნდა ვსხლავდე რომ გავქაჩო თუ ჩემი დონეც წავა?
მოკლედ რა ევალება დისპეჩერს?

თუ არ დაიზარებთ და მიპასუხებთ, გამიხარდება.

არ უნდა სხლავდე უბრალოდ საღამოს 5-6 საათიდან ღამის 3-4 საათამდე კომპთან უნდა იჯდე და მაილებს უნდა წერდე ალბათ მოგივა დღეში 200 მაილი გააჩნია პერიოდს. ეგ ვიცი მეტი არაფერი მანდ :დ

Posted by: ASIMO 2 Jul 2021, 12:33
მამაო თამაზი
გასაგებია, დიდი მადლობა ინფორმაციებითვის smile.gif

ikandro
QUOTE
არ უნდა სხლავდე უბრალოდ საღამოს 5-6 საათიდან ღამის 3-4 საათამდე კომპთან უნდა იჯდე და მაილებს უნდა წერდე ალბათ მოგივა დღეში 200 მაილი გააჩნია პერიოდს. ეგ ვიცი მეტი არაფერი მანდ :დ

smile.gif გასაგებია. მადლობა

Posted by: utonega 6 Jul 2021, 09:33
დაწერე რაც გაინტერესებს დისპეჩერობაზე და შევეცდები გიპასუხო. მე 1.5 წელი ვმუშაობდი, ოღონდ მანქანებს ვიღებდით ჩვენ მარტო, მერე დავიღალე უფულობით და თრაქზე მე თვითონ წავედი მეორე თვეა wink.gif

Posted by: ViPeR 6 Jul 2021, 16:43
სალამი

რა მაინტერესებს.აუცილებლად ამერიკის მართვის მოწმობა და საბუთები უნდა მქონდეს რომ თრაქზე დავჯდე?სამუშაო ვიზა რომ გამომიგზავნონ ან ადგილზე რომ ჩამოვიდე ვერ გამიკეთებენ კონტრაქტს?ევროპის მოქალაქე ვარ,მარტოდ ტურისტულად შემიძლია შემოსვლა.ვერც ჩავბარდები ,რა მიზეზით ჩავბარდე,უსაფრთხოა ევროპა,როგორ ვქნა სამუშაო უფლება მოვიპოვო თრაქზე დასაჯდომად

Posted by: utonega 6 Jul 2021, 17:11
ViPeR
წარმოდგენა არ მაქვს რა გზებით შეიძლება გალეგალება, მაგრამ იმას დანამდვილებით გეტყვი რომ მხოლოდ აქაური კლასის მართვის მოწმობით შეიძლება თრაქზე დაჯდომა

Posted by: Kakha.G 6 Jul 2021, 17:50
ViPeR
გუგლში ნახე, ამერიკაში არიან კომპანიები რომლებიც ტურისტულ ვიზას სამუშაო ვუზად გადაგიკეთებენ.

Posted by: ViPeR 6 Jul 2021, 19:25
utonega
QUOTE
წარმოდგენა არ მაქვს რა გზებით შეიძლება გალეგალება, მაგრამ იმას დანამდვილებით გეტყვი რომ მხოლოდ აქაური კლასის მართვის მოწმობით შეიძლება თრაქზე დაჯდომა

აი ეგ არი ცუდი.არც გადაცვლა ხდება და არც არაფერი.ესპანეთში კატეგორიები რომ ამეღო წელი დამჭირდა და კიდე ბოლომდე ვერ გავსულვარ.
Kakha.G
QUOTE
გუგლში ნახე, ამერიკაში არიან კომპანიები რომლებიც ტურისტულ ვიზას სამუშაო ვუზად გადაგიკეთებენ

რავი ჩემთვის უვიზოა წელიწადში 6 თვე და სამუშაო ვიზა უნდა გამომიგზავნონ ან ადგილზე კონტრაქტი გამიფორმონ.მარა თუ ევროპული პრავით ვერ ვიმუშავებ რაზე გააკეთებენ,რავიცი.

Posted by: Kakha.G 6 Jul 2021, 20:15
ViPeR
ძმაკაცი წავიდა ამერიკაში, სამხედროა და ვიზა არ ჭირდება, რომ ვკითხე ჩაბარდი მეთქი, არაო სამუშაო ვიზად გადავაკეთეო, გამიკვირდა ამერიკაში ლეგალიზება თუ ეგრე ადვილი იყო, რომ დავინტერესდი კი ბრატ ვნახე საიტები დაგასაქმებთ და სამუშაო ვიზას გაგიკეთებთ, მაგრამ ცხადია ადგილზე უნდა იყო.
რავი მე სიტყვაზე ნუ მენდობი გადაამოწმე.

Posted by: შარი10 6 Jul 2021, 21:00
Kakha.G
QUOTE
ძმაკაცი წავიდა ამერიკაში, სამხედროა და ვიზა არ ჭირდება

ანუუ?
საქართველოს ჯარში მსახურობს და ვიზა არ ჭირდება ამერიკაში ჩასასვლელედ?

Posted by: Kakha.G 6 Jul 2021, 21:10
შარი10
მსახურობდა, მაღალი რანგის და დამსახურების ნაომარი ოფიცერია.

Posted by: ViPeR 6 Jul 2021, 22:23
Kakha.G
QUOTE
ძმაკაცი წავიდა ამერიკაში, სამხედროა და ვიზა არ ჭირდება, რომ ვკითხე ჩაბარდი მეთქი, არაო სამუშაო ვიზად გადავაკეთეო, გამიკვირდა ამერიკაში ლეგალიზება თუ ეგრე ადვილი იყო, რომ დავინტერესდი კი ბრატ ვნახე საიტები დაგასაქმებთ და სამუშაო ვიზას გაგიკეთებთ, მაგრამ ცხადია ადგილზე უნდა იყო.
რავი მე სიტყვაზე ნუ მენდობი გადაამოწმე.

მადლობა გაიხარე
შარი10
QUOTE
ანუუ?
საქართველოს ჯარში მსახურობს და ვიზა არ ჭირდება ამერიკაში ჩასასვლელედ

არ მახსოვს ზუსტად მარა ერაყში ვინც იყო მაგათ ქონდათ ვიზები და ბევრი ჩავიდა ეგრე.

Posted by: zviozvio 7 Jul 2021, 00:12
QUOTE (შარი10 @ 6 Jul 2021, 21:00 )
Kakha.G
QUOTE
ძმაკაცი წავიდა ამერიკაში, სამხედროა და ვიზა არ ჭირდება

ანუუ?
საქართველოს ჯარში მსახურობს და ვიზა არ ჭირდება ამერიკაში ჩასასვლელედ?

ყველა სამხედროს ჭირდება, მაგრამ სამსახურიდან თუ გაგზავნეს უპრობლემოდ მისცემდნენ თავის დროზე

Posted by: მამაო თამაზი 7 Jul 2021, 01:15
Kakha.G
QUOTE
ძმაკაცი წავიდა ამერიკაში, სამხედროა და ვიზა არ ჭირდება,


QUOTE
სამუშაო ვიზად გადავაკეთეო

რომელი ვიზა გადააკეთა სამუშაო ვიზად? რომელიც არ ქონდა? biggrin.gif

ვიზა ჭირდება ყველას. რამე სტატუსი უნდა ქონდეს აქ როცა ჩამოდის. ნაომარი არა ნაომარი სულერთია. ვიზა უნდა ყველას. უბრალოდ ერაყი ავღანეთში ვინც იყო ისინი ადვილად იღებენ.


Posted by: შარი10 7 Jul 2021, 10:57
Kakha.G
ViPeR
zviozvio
გასაგებია, მადლობა!
მე ცოტა სხვანაირად გავიგე smile.gif

Posted by: lume 8 Jul 2021, 01:07
QUOTE
უბრალოდ ერაყი ავღანეთში ვინც იყო ისინი ადვილად იღებენ


ახალი კანალი გააბაზრე

up.gif

Posted by: SoulPrayer13 9 Jul 2021, 06:57
ერთ წლიანი, რიგები დგასო და B1 და B2 ერთ კატეგორიაში გადის , როგორ იცით

Posted by: მამაო თამაზი 9 Jul 2021, 08:46
ამერიკაში რო შემოდიხარ პსრ ტესტი საჭიროა?



Posted by: ნიკუშ-ა 10 Jul 2021, 01:13
მამაო თამაზი
ეხლა ჩამოვიდა მეუღლე და შვილი, 3 კვირის წინ ხოდა თბილისსში გამოართვეს ტესტის პასუხი, ნიუ იორკში აეროპორტშო საერთოდ არაფერი უკითხავთ არც ტესტი და არაფერი

Posted by: მამაო თამაზი 10 Jul 2021, 06:38
ნიკუშ-ა
QUOTE
ეხლა ჩამოვიდა მეუღლე და შვილი, 3 კვირის წინ ხოდა თბილისსში გამოართვეს ტესტის პასუხი, ნიუ იორკში აეროპორტშო საერთოდ არაფერი უკითხავთ არც ტესტი და არაფერი

მადლობა

მოგწერე პმ რაღაც გინდოდა მგონი.


Posted by: ნიკუშ-ა 11 Jul 2021, 00:36
მამაო თამაზი
PM არ მიხსნის ტელეფონით

Posted by: Frankens†ein 13 Jul 2021, 03:12
QUOTE (მამაო თამაზი @ 9 Jul 2021, 08:46 )
ამერიკაში რო შემოდიხარ პსრ ტესტი საჭიროა?

ამერიკის საზღვარზე არ მოუთხოვია არავის.
უბრალოდ თბილისშიც მომთხოვეს და სტამბულშიც, თვითმფრინავში ასვლამდე.

user posted image

Posted by: Harley Davidson 13 Jul 2021, 06:00
Frankens†ein
QUOTE
უბრალოდ თბილისშიც მომთხოვეს და სტამბულშიც, თვითმფრინავში ასვლამდე.

უკან საწვლაზე რა ხდება, ხომ არ იცი?

Posted by: Frankens†ein 13 Jul 2021, 06:47
QUOTE (Harley Davidson @ 13 Jul 2021, 06:00 )
Frankens†ein
QUOTE
უბრალოდ თბილისშიც მომთხოვეს და სტამბულშიც, თვითმფრინავში ასვლამდე.

უკან საწვლაზე რა ხდება, ხომ არ იცი?

ეხლა შაბათს მოვდივარ და ლუფტჰანზას უწერია ტესტი, ვაქცინაციის ბარათი ან იმუნიტეტის ცნობაო...
ვაქცინაციის ბარათი მაქვს.
ვნახოთ აბა რა იქნება smile.gif
* * *
QUOTE (Harley Davidson @ 13 Jul 2021, 06:00 )
Frankens†ein
QUOTE
უბრალოდ თბილისშიც მომთხოვეს და სტამბულშიც, თვითმფრინავში ასვლამდე.

უკან საწვლაზე რა ხდება, ხომ არ იცი?

ეხლა შაბათს მოვდივარ და ლუფტჰანზას უწერია ტესტი, ვაქცინაციის ბარათი ან იმუნიტეტის ცნობაო...
ვაქცინაციის ბარათი მაქვს.
ვნახოთ აბა რა იქნება smile.gif

Posted by: Harley Davidson 13 Jul 2021, 07:13
Frankens†ein
ბედნიერი ფრენა აბა up.gif
წამოგეწევი მეც ცოტახანში :დ

Posted by: Frankens†ein 13 Jul 2021, 07:20
QUOTE (Harley Davidson @ 13 Jul 2021, 07:13 )
Frankens†ein
ბედნიერი ფრენა აბა up.gif
წამოგეწევი მეც ცოტახანში :დ

რო ვუფიქრდები საიდან სად მივდივარ... biggrin.gif

Posted by: Harley Davidson 13 Jul 2021, 07:37
Frankens†ein
სან ფრანიდან მიფრინავ ხო?
QUOTE
რო ვუფიქრდები საიდან სად მივდივარ...

აუ ეგ რა პიზდეცია...:დდდდ

Posted by: Frankens†ein 13 Jul 2021, 07:55
Harley Davidson
QUOTE
სან ფრანიდან მიფრინავ ხო?

კი.
ლუფტჰანზათი.
"ჩერეზ" დოიჩლანდ...
QUOTE
აუ ეგ რა პიზდეცია...:დდდდ

აქამდე თითო თვით ჩამოსვლებმა ვერა, მაგრამ ეხლა სამთვიანმა აქ ცხოვრებამ ნათლად დამანახა რო არაფერი გვეშველება.
ძაან უკან ვართ biggrin.gif
ან რას გისხნი, ჩემამდე შენ დაინახავდი მაგას sad.gif

Posted by: elchi 13 Jul 2021, 08:08
Harley Davidson
Frankens†ein

მე რაღა ვთქვა?
პორტლენდიდან ან სიეთლში, ან SF-ში, ან LA-ში უნდა გადავფრინდე და მერე დაუჯდომლად ევროპის რომელიმე ქვეყანამდე უნდა ვიფრინო.
მოკლედ, მიწევს სამი ლაინერის გამოცვლა და ოთხი აეროპორტის ნახვა.
ეს ყველაზე უკეთეს ვარიანტში.

პ.ს. არ ვიცი ფრენკი იცი თუ არა, SF-ში ორწელიწად ნახევარი ვიცხოვრე.
არ არის ეგ ქალაქი ოჯახისთვის, ახალგაზრდებისთვის კი ბატონო.

Posted by: მამაო თამაზი 13 Jul 2021, 19:24
Frankens†ein
QUOTE
ამერიკის საზღვარზე არ მოუთხოვია არავის.

მადლობა

Frankens†ein
ბედნიერი ფრენა ჯიგარო

QUOTE
რო ვუფიქრდები საიდან სად მივდივარ...

დაგხვდება ეხლა იქ. ცალკე საპატრიარქო ცალკე ელგებეტე lol.gif

არც ერთი არ უქნია ღმერთს

elchi
QUOTE
არ არის ეგ ქალაქი ოჯახისთვის, ახალგაზრდებისთვის კი ბატონო.

lol.gif

მეზიზღება მაქაურობა

Posted by: Frankens†ein 13 Jul 2021, 21:47
elchi
QUOTE
პ.ს. არ ვიცი ფრენკი იცი თუ არა, SF-ში ორწელიწად ნახევარი ვიცხოვრე.
არ არის ეგ ქალაქი ოჯახისთვის, ახალგაზრდებისთვის კი ბატონო

გეთანხმები.
ჩემი შვილიც კუპერტინოში გადავიდა ეხლა.
უკეთესი სკოლაცაა და უკეთესი სიტუაციაც.
და ნორმალური ხალხი ცხოვრობს.

მამაო თამაზი
QUOTE
დაგხვდება ეხლა იქ. ცალკე საპატრიარქო ცალკე ელგებეტე

გადავწყვიტე დავიკიდო ყველაფერი.
მყავს მეგობრები ვისაც სულ არ აინტერესებთ არც პოლიტიკა, არც საპატრიარქო, არც უმცირესობების უფლებები...
და ძაან საკაიფოდ არიან smile.gif
ძაან რა, ვისაც ამ Ყ ქვეყნის ბედი ანაღვლებს, იმათზე ბევრად კარგად smile.gif

Posted by: bigmaster 13 Jul 2021, 22:29
Frankens†ein
ტურისტულით დადიხარ 6 თვეშI ერთხელ? თუ არ გსურს მაგაზე საუბარი გავიგებ

Posted by: Harley Davidson 13 Jul 2021, 22:30
elchi
QUOTE
პორტლენდიდან ან სიეთლში, ან SF-ში, ან LA-ში უნდა გადავფრინდე და მერე დაუჯდომლად ევროპის რომელიმე ქვეყანამდე უნდა ვიფრინო.
მოკლედ, მიწევს სამი ლაინერის გამოცვლა და ოთხი აეროპორტის ნახვა.

სერიოზული მოგზაურობა გიწევს, ბატონოჩემო smile.gif))

Posted by: Frankens†ein 14 Jul 2021, 01:28
QUOTE (bigmaster @ 13 Jul 2021, 22:29 )
Frankens†ein
ტურისტულით დადიხარ 6 თვეშI ერთხელ? თუ არ გსურს მაგაზე საუბარი გავიგებ

კი, ტურისტულით.
6 თვეში ერთხელ არა, აქამდე 5-ჯერ ვიყავი თითო თვით, 2015 წლიდან...
ამ ბოლოჯერ 2.5 თვით.
შვილი მყავს აქ(აშშ-ში), შტატების მოქალაქე, შვილის დედაც შტატების მოქალაქე და ჩამოვდივარ ხოლმე სანახავად ან ისინი ჩამოდიან საქართველოში.
ამ პანდემიის დროს გამომიჩნდა საშუალება რო 4 თვე ამეღო შვებულება.
1 თვე იანვარში და 3 თვე მაისში...

Posted by: paranoidis_dzma 14 Jul 2021, 04:19
ჩამოდით დენვერში, არც სიცხე მაწუხებს, არც ნესტი და არც გეტოები smile.gif

__

საქართველოში შესვის წესები: https://www.geoconsul.gov.ge/en/newsFeed/nId/291?lang=en-US

Posted by: Frankens†ein 14 Jul 2021, 04:25
paranoidis_dzma
QUOTE
ჩამოდით დენვერში, არც სიცხე მაწუხებს, არც ნესტი და არც გეტოები

სხვა რა ხდება, არის რამე გასართობი თუ სამოთხის მსგავსი მოწყენილობაა biggrin.gif


პ.ს. რა მაინტერესებს კიდე, სან ფრანცისკოში ჩვენი ბასიანის მსგავსი კლუბები არ არის?
ან ვაფშე ამერიკაში...
სიბნელე, რეივი, ექსტაზ-მდმა...
ერთი ნიუ იორკში როა ეგ ვიცი.
სადაც ვიყავი სან ფრანცისკოში ღამის კლუბში, ქობულეთის დისკოთეკები გამეჩითა ყველგან, ლათინური მუსიკებით biggrin.gif

Posted by: Harley Davidson 14 Jul 2021, 19:48
Frankens†ein
QUOTE
სხვა რა ხდება, არის რამე გასართობი თუ სამოთხის მსგავსი მოწყენილობაა

ჰეჰე, მანდ რესტორანი გაიჩითა, სამარკანდი (თუ სწორად მახსოვს სახელი). ხინკალი გაგვიძრო ოუნერმა :დდდ
დავიმხეთ დენვერი ზამთარში smile.gif
სამოთრე კიდევ სულ რაღაც 1 სთ-ის სავალზეა კოლორადო სპრინგში. ასევე ჰქვია პრინციპში, the Garden of the Gods <3

Posted by: paranoidis_dzma 15 Jul 2021, 06:01
Frankens†ein
QUOTE
სხვა რა ხდება, არის რამე გასართობი თუ სამოთხის მსგავსი მოწყენილობაა

დააწვები მთებში და სულაც არ მოიწყენ : )

არაა მოწყენილობა, საკმაოდ ბევრი ბარი, რესტორანი გასართობი ადგილები და რაც მთავარია red rocks გვაქვს.

Harley Davidson
QUOTE
ჰეჰე, მანდ რესტორანი გაიჩითა, სამარკანდი (თუ სწორად მახსოვს სახელი). ხინკალი გაგვიძრო ოუნერმა :დდდ

უი, არ ვიცი. ნახვა უნდა მაგას!

Posted by: ASIMO 15 Jul 2021, 15:52
მეგობრებო, რამე რეალურად მომუშავე app არ იცით სმარტფონისთვის, საწვავის იაფ ფასებს რომ აჩვენებდეს?

Posted by: white 15 Jul 2021, 18:28
ტურისტულ ვიზაზე ვინმემ დამაკვალიანეთ
ადვილად იძლევიან ტუ ომი გჭირდება ?

10 დღით წასვლის შემთხვევაში (უკან დაბრუნებით, არ ვრჩები) რა ბარიერები უნდა გადაილახოს?

Posted by: Frankens†ein 15 Jul 2021, 19:27
white
QUOTE
ტურისტულ ვიზაზე ვინმემ დამაკვალიანეთ
ადვილად იძლევიან ტუ ომი გჭირდება ?

ლატარიაა.
ომით ვინ გაომებს smile.gif

QUOTE
10 დღით წასვლის შემთხვევაში (უკან დაბრუნებით, არ ვრჩები)

QUOTE
რა ბარიერები უნდა გადაილახოს?

უნდა დაიჯერონ რო მართლა არ რჩები smile.gif

Posted by: მამაო თამაზი 17 Jul 2021, 06:29
ოფიციალურად მორჩა კოვიდ მისია. მგონი ბოლო ჩვენ დავიხურეთ


lol.gif lol.gif lol.gif

კოვიდ კოინიც მომცეს

Harley Davidson

მცალია ყველანაირად ორშაბათამდე. მერე რამოდენიმე დღე არ მეცლება.

user posted image
user posted image

Posted by: Frankens†ein 17 Jul 2021, 06:58
რა უცნაური რაღაც მჭირს, ხვალ საქართველოში მოვფრინავ და დღეს არაფრის მუღამი არ მაქვს, მინდა მალე დაღანდეს, გათენდეს და თვითმფრინავში ჩავჯდე biggrin.gif

ადრე ფეხები უკან მრჩებოდა ხოლმე biggrin.gif
ბოლო დღეებში სულ გადარბენებზე ვიყავი, რაც ვერ მოვასწარიბრო მენახა.

ძაან ერთფეროვანია ცხოვრება აქ biggrin.gif
უტურისტო სანფრანცისკო მკვდარი ქალაქია.
ვინმე შინაური გინდა რა, "პადელნიკი"... : D
თბილისის უბნის ბირჟა მომენატრა, დომინოს თამაში biggrin.gif
დალევები, პოკერი...
ლაშქრობები...
ფეხბურთის თამაში...
ყველგან სტადიონებია აქ პარკებში, ყველა უბანში და კაციშვილი არ თამაშობს რო დავემატო biggrin.gif და ვანახო კლასი biggrin.gif

ანუ სასტავი გინდა რა...
მინიმუმ ერთი შენი ჭკუის...

ვითომ კაია, კარგად გადის დღეები და არ გაწუხებს, მაგრამ რო ჩაუფიქრდე, Y- ეობაა.

ექშენი არაა არაფერი.

Posted by: Harley Davidson 17 Jul 2021, 07:18
მამაო თამაზი
QUOTE
მცალია ყველანაირად ორშაბათამდე. მერე რამოდენიმე დღე არ მეცლება.

მე ისევ მივლინებაში ვგაზავ ბრო..რამდენიმე დღე გავჩერდი ნიუ იორკში. ხვალ ისევ ლეჯუნზე ვგაზავ :/
ხუთშაბათისკენ ჩამოვალ და შემდეგი უიქენდი იქნებ გადავიყაროთ.
ბეი რიჯზე ქართული რესტორანი მესამე ავენიუზე ხომ იცი?
მაგ ტერიტორიაზე ვარ კაროჩე

Posted by: Frankens†ein 17 Jul 2021, 07:23
Harley Davidson
QUOTE
დავიმხეთ დენვერი ზამთარში

ამერიკა პირველად დენვერით გავიგე biggrin.gif
დინასტია რო იყო სერიალი თუ გახსოვს, დაწყებით კლასებში ვიყავი smile.gif ჯეე კიდევ XX საუკუნე.
დენვერ ქერინგტონი smile.gif
ცოცხალი გეიც მანდ ვნახე სერიალში, ცისფერად ითარგმნებოდა გეი მაშინ biggrin.gif
და მახსოვს მიკვირდა, გარეგნობით ჩვეულებრივ ადამიანს გავს მეთქი biggrin.gif
"პიდარასტი" ადამიანისგან განსხვავებული არსება მეგონა : D
ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რო სერიალია, მსახიობიც ცისფერი ხო არ იქნება და მაგიტო გავს ჩვეულებრივ ტიპს მეთქი biggrin.gif










შვილი რო არ მყავდეს აქ, ერთ თვეზე მეტს ვერ გავძლებდი.

მოკლედ, თბილისში გაზრდილი კაცისთვის ძმაკაცი და სასტავიც აუცილებელი რაღაცაა კარგი ცხოვრებისთვის...

ჩემხელა, 30+ წლის ხალხში ვერ ჩასასტავდები.
ყველას თავისი ცხოვრება აქვს.
ან არ აქვს საერთოდ.

Posted by: ნიკუშ-ა 17 Jul 2021, 15:21
Frankens†ein
ეგეთი ჩამკვდარია სან ფრანი? ნიუ იორკი გადატენილია ტურისტებით, ყოველ პრასკევ-შაბათს კაი ივენთებიც არის ვილიამსბურგში) მანჰეტენზე ნემსს ვერ ჩააგდებ საღამოს იმსენი ხალხია

Posted by: Frankens†ein 17 Jul 2021, 16:12
QUOTE (ნიკუშ-ა @ 17 Jul 2021, 15:21 )
Frankens†ein
ეგეთი ჩამკვდარია სან ფრანი?  ნიუ იორკი გადატენილია ტურისტებით, ყოველ პრასკევ-შაბათს კაი ივენთებიც არის ვილიამსბურგში) მანჰეტენზე ნემსს ვერ ჩააგდებ საღამოს იმსენი ხალხია

ღამის ცხოვრება არაა ფაქტიურად.
თბილისი ჯობია ბევრად biggrin.gif

ტურისტებიც ცოტანი არიან.
მოლებში თითქმის არ გიწევს სალაროსთან რიგში დგომა biggrin.gif
ერთ-ერთი ინდიკატორია ეგ smile.gif
* * *



ყველა ###ობა ხო მე უნდა დამემართოს smile.gif
თბილისიდან ხო ერთი ამბები მქონდა, გერმანიით რო არ მიშვებდნენ და თურქიშში გადამიცვალეს.
და უკანა ბილეთო სანფრანცისკო-მიუნხენი-თბილისი მქონდა და მოვედი აეროპორტშო და სან ფრანცისკო-მიუნხენი გაუქმებულა და სქნფრანცისკო-ფრანკგურტი-მიუნხენი- თბილოსი მიწევს.
მაგრამ ფრანკფურტი-მიუნხენის ბილეთო არ მაქვს და ვდგავარ და ველოდები რო გამიძრონ რამენაირად biggrin.gif

მოკლედ, ლუფტჰანზაც ###თა ჯოგია.
დაილოცოს ყატარი.
ამერიკაში მაგით უნდა იფრინო მარტო...
* * *



ეჰ, კაი იყო კოვიდი.
გაძეძგილ თვითმფრინავში მოვხვდი და თან შუაში sad.gif

Posted by: მამაო თამაზი 18 Jul 2021, 05:31
Frankens†ein
QUOTE
ღამის ცხოვრება არაა ფაქტიურად.
თბილისი ჯობია ბევრად


კვდება ეგ ქალაქი ჩემი აზრით. მომკალი და მაინც მაგ აზრზე ვარ biggrin.gif



ტიპს გაქანებული მანქანიდან მოპარეს დრონები lol.gif lol.gif lol.gif

ჩესა ბიუდონი მაგარი ###ა . იმენა პიტალო ###. პოლიცია იჭერს ეგ უშვებს გარეთ დამნაშავეებს.


Posted by: Frankens†ein 18 Jul 2021, 12:25
QUOTE (მამაო თამაზი @ 18 Jul 2021, 05:31 )
Frankens†ein
QUOTE
ღამის ცხოვრება არაა ფაქტიურად.
თბილისი ჯობია ბევრად


კვდება ეგ ქალაქი ჩემი აზრით. მომკალი და მაინც მაგ აზრზე ვარ biggrin.gif


კი, აზიელები, ლათინოები, სლავები და შავკანიანები რჩებიან.
ვისაც ფული არ უჭირს, ყველა გადადის იქვე ბეი არეაში პატარა მშვიდ ქალაქებში - პალო ალტო, მაუნთინ ვიუ, კუპერტინო, სარატოგა, რედვუდ სიტი და ეგეთებში...

პირველად 5 წლის წინ ვიყავი და 5 წელი რა დიდი დროა და საგრძნობლადაა გაბანძებული

თვითონ ქალაქი უმაგრესია - არქიტექტურა/ქუჩები/ჰავა...



გუშონ სეიფვეიში ვიღაც ლათინო ტიპი შემოვიდა, ნაგლად გაავსო დიდი პარკი პროდუქტებით და გადიოდა.
დაცვამ გააჩერა, დატოვე პარკიო და ამან ხიპიშო დაიწყო.
პოლიციაც მოვიდა და დიდი ხვეწნა-მუდარებით დაატოვებინეს პარკები biggrin.gif

პატარა ზანგი თესლი ბავშვები შემოდიქნ, დაითრევენ ჩიფსებს და წვენებს და გაფიან ნაგლად
დაცვა არაფერს ეუბნება.
დაჟე თვალს უკრავდა ერთხელ, საღოლო smile.gif
* * *



დავბრუნდი წილხვედრში.
ლუფტჰანზას დდშვც.
ალკოჰოლური მარტო ღვინო ქონდათ ერთი ჭიქა ჭამის დროს.
უფრო ძლიერი არაფერი.
მივედი მერე ვერ ვიძინებ ესე მეთქი და ერთი ჭიქა ღვინო დამისხეს მარტო, აქვევდალიე ოღონდო, არ შეიძლებაო.
კი დავლიე, მაგრამ რას მიშველიდა.

კვება ერთხელ იყო პომიდვრის სოუსიანი კარტოფილის პელმენი და მეორე კვებასავით რაღაც უგემური სენდვიჩი, ვერც ვჭამე...

წყალი ერთი ბოთლი, რაღაც უგემური, რუსულად ეწერა რაღაც.

ყავა/ჩაიზეც არ ჩამოუვლიათ.

და სკამებს შორის მანძილი პატარა, მეც კი მიჭირდა ჯდომა და 180-185 სმ + ადამიანისთვის საშინელება იქნება.

მოკლედ, ლუფტჰანზას დდშვც.


ჯერ ხო სანფრანცისკო-მიუნხენი-თბილისი სანფრანცისკო-ფრანკფურტი-მიუნხენი-თბილისით შეცვალეს, სფ-მიუნხენი გაძვირდაო და რო მივედი ფრანკფურტი-მიუნხენის ბილეთი არ იყო.

ერთი კაი ქალი იყო, I კლასის მგზავრებს ვინც ემსახურებოდა, რო დაინახა რა Y-ეებიც იყვნენ, დამიძახა და მე მოგეხმარებიო და 1 საათის წვალების მერე გაჩითა ბილეთი.
ამათ იმედზე რობყოფილიყავი, შეიძლება არც მოსწრებულიყოო...

მოკლედ, ლუფტჰანზას დდშვც.
შტატებში, დასავლეთ სანაპიროზე ყატარით წასვლა ჯობია ყველას, მიუხედავად 6 საათით მეტი მგზავრობისა.



ხო, საზღვარზე სან ფრანცისკოს აეროპორტში მომთხოვეს ვაქცინაციის ბარათის ჩვენება და თბილისში.
გერმანიაში არც უხსენებიათ.

არც იზოლაცია, არც ტესტი არაა საჭირო.
* * *



ჩასწორება: 6 საათი არა, 4 საათია სხვაობა.
18 საათი ლუფტჰანზათი უნდა, 22 საათი ყატარით.

Posted by: მამაო თამაზი 19 Jul 2021, 08:51
Frankens†ein
QUOTE
ვისაც ფული არ უჭირს, ყველა გადადის იქვე ბეი არეაში პატარა მშვიდ ქალაქებში - პალო ალტო, მაუნთინ ვიუ, კუპერტინო, სარატოგა, რედვუდ სიტი და ეგეთებში...

პალო ალტო მგონი უძვირესია. მახსოვს ერთხელ 6 დოლარად ჩავასხი ბენზინი lol.gif

QUOTE
პოლიციაც მოვიდა და დიდი ხვეწნა-მუდარებით დაატოვებინეს პარკები

facepalm.gif


Posted by: Frankens†ein 19 Jul 2021, 09:23
QUOTE (მამაო თამაზი @ 19 Jul 2021, 08:51 )
Frankens†ein
QUOTE
ვისაც ფული არ უჭირს, ყველა გადადის იქვე ბეი არეაში პატარა მშვიდ ქალაქებში - პალო ალტო, მაუნთინ ვიუ, კუპერტინო, სარატოგა, რედვუდ სიტი და ეგეთებში...

პალო ალტო მგონი უძვირესია. მახსოვს ერთხელ 6 დოლარად ჩავასხი ბენზინი lol.gif

სადღაც წავიკითხე, პალო ალტოში უფრო მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოშიო.

მანდ, ბეი არეაში სულ ძვირი ქალაქებია.
და ულამაზესი.
ამინდიც კაი, სულ მზეა, სითბო.
რედვუდ სიტია ულამაზესი ქალაქი, სანფრანცისკოს სამხრეთით, 30 კმ-ში სადღაც.
სულ ტყეში ჩაფლული, ტბები...
კუპერტინო-სანივეილ-სარატოგაა ულამაზესი კიდე.
ჩრდილოეთით გოლდენ გეიტზე რო გადახვალ, სან ანსელმოა პატარა ქალაქი.
სულ ტყეში ჩაფლული, სამოთხეში გეგონება თავი.
ბერკლია ძაან ლამაზი ჩრდილოეთით.
კონკორდიც ძაან კარგია.
სამხრეთითაც სულ ლამაზი ქალაქებია...
აზიურ-ლათინური დიასპორისგან თავისუფალი...

აი, ეს სახლი 4 მილიონად იყიდეს, ჩემი შვილის კლასელის მშობლებმა, სტუმრად ვიყავი.
მარტო სახლია, სულ ტყეში ჩაფლული.
ასწლოვანი ხეები, აივანი ტყეზეა...

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

გურიაში ან რაჭაში რო ჩადგა სახლი ტყეში და 4 მილიონი დაადო ფასი.
არც ეზო, არც არაფერი.

სან ფრანცისკოდან გადავიდნენ, იქაც მაგარი სახლი ქონდათ კარგ უბანში, მაგრამ გაბანძდა სანფრანცისკო საცხოვრებლად.
თან ცივა სან ფრანცისკოში.
ზამთარ-ზაფხულ დილას 15°, შუადღეს 25°, საღამოს 15°...
ოჯახისთვის საშინელი ქალაქია, ბავშვუ/ბავშვები თუ გყავს.
სკოლებიც არ ვარგა.
საჯარო სკოლები საშინელებაა და კერძო კიდე ძაან ძვირი და არც იქაა კაი სწავლა.

ახლო-მახლოს კი არის კარგი საჯარო სკოლები, მაგალითად ბერკლიში, მაგრამ საჯარო სკოლაში ვერ შეიყვან ბავშვს, იმ უბანში/სექტორში თუ არ ცხოვრობ

Posted by: მამაო თამაზი 19 Jul 2021, 15:54
Frankens†ein
QUOTE
სადღაც წავიკითხე, პალო ალტოში უფრო მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოშიო.

პალო ალტო , მაუნთინ ვიუ და გარშემო ქალაქები მთლიანად ლაბორატორიებია. ფაქტიურად მსოფლიო მაქედან მოძრაობს. ხოდა ძალიან ბევრი მეცნიერი და ეგეთი ხალხი ყველა მანდაა. მაგათ კიდე ფული ოხრად აქვთ.

როგორ დაგხვდა წილხვედრი და როგორ შეხვდი შენ მას? 5 წელია არ ვყოფილვარ. ამ ახალ წელს წავალ

QUOTE
ოჯახისთვის საშინელი ქალაქია, ბავშვუ/ბავშვები თუ გყავს.
სკოლებიც არ ვარგა.

გეუბნებოდი და არ მიჯერებდი biggrin.gif დედა ედღვნება ქალაქს. biggrin.gif. ეხლა რასიზმის ხათრით ითმენენ და მერე მაგათაც ამოუვათ ყელში შავების ბოგინი და მთლიანად გაშავდება. მერე ის მოხდება რაც ეხლა ჩიკაგოში ხდება. ვიღაცა რეპერი გამოვიდა ციხიდან და 64 ტყვია ესროლეს თავში

ნელ ნელა მიდის სან ფრანცისკო მაქეთკენ.
ახალგაზრდებისთვის კარგია მაგრამ ხომ ხედავ შენც აღარ გინდა მანდ. ყველგან ცენტრალურ უბანშიც კი ფსელის სუნად ყარს.

Posted by: შარი10 19 Jul 2021, 17:25
QUOTE
სადღაც წავიკითხე, პალო ალტოში უფრო მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოშიო.

ჩვენი დიმენტიუსიც მანდ არაა?

Posted by: Frankens†ein 19 Jul 2021, 17:38
მამაო თამაზი
QUOTE
გეუბნებოდი და არ მიჯერებდი

კრიმინალი რასაც ქვია არ არის, წვრილმან ქურდობებს თუ არ ჩავთვლით..
საცხოვრებლად უსაფრთხო ქალაქია.
უბრალოდ დაუნთაუნში ბომჟები და ნარკომანები ყრიან ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
კაი უბნები სადაცაა, იქ არ არიან...
უბრალოდ აზიელებით, ლათინოებით და ზანგებითაა სავსე.
ქუჩაში ყოველი 10 კაციდან მაქსიმუმ 3 იყოს ჩვენი რასის.
აქამდე არ ჩანდა და პანდემიამ გამოაჩინა, ტურიზმი რო აღარ იყო

სან ფრანცისკო რო საბავშვო/საოჯახო ქალაქი არ იყო, ეგ პირველად რო ჩავედი უკვე ვიცოდი.
უბრალოდ ჩემი შვილი რო შევიდა სკოლაში, უფრო ნათლად დავინახე.
ჯერ კერძო სკოლა 30000 ღირდა წელიწადში, და არაფერი განსაკუთრებული სწავლა.
სან ფრანცისკოში საჯარო სკოლაში ვერ შეიყვან ბავშვს.
და მერე კლასში მარყო ჩემი ბავშვი იყო თეთრი.
ეხლა კუპერტინოში გადავიდნენ
იდეალური მშვიდი და ლამაზი ადგილია, სულ კაი ხალხი ცხოვრობს, სილიკონ ველის სასტავი და ბევრად უკეთესი კერძო სკოლაა, ნახევარ ფასში.

თვითონ ქალაქი ულამაზესია.
არქიტექტურა, ქუჩები და ჰავა იდეალურია.
ზოგს ცივად მიაჩნია.

Posted by: ტანკე 24 Jul 2021, 21:06
Frankens†ein
პრივეტ. შეგიძლია მასწავლო, ამერიკაში ვაქცინა როგორ გაიკეთე? სად დარეგისტრირდი, რა საბუთებია საჭირო და რა დროში გაიკეთე? ფასი?

Posted by: utonega 24 Jul 2021, 23:53
12 დღეა ვისვენებ, არაფერს არ ვაკეთებ, კიდე 2 დღე მაქვს რეისში გასვლამდე. ჭამა სმა და ოჯახთან ერთად ბოდიალი კი მოვახერხე კარგად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მარტო მუშაობისთვისაა ეს ქვეყანა smile.gif ან ზემოთ როგორც ითქვა, შენი ჭკუის გჭირდება, შენიანი, თბილისელი მოკლედ ვინმე და მაშინ სხვა არის.
Frankens†ein
დაბრუნებას გილოცავ წილხოში smile.gif
ამდენი მინუსის მიუხედავად მაინც ვერ წარმომიდგენია მანდ დაბრუნება. ფული და ხარისხიანი ცხოვრება დედა&&&& რამ არის smile.gif


Posted by: Frankens†ein 25 Jul 2021, 01:50
QUOTE (ტანკე @ 24 Jul 2021, 21:06 )
Frankens†ein
პრივეტ. შეგიძლია მასწავლო, ამერიკაში ვაქცინა როგორ გაიკეთე? სად დარეგისტრირდი, რა საბუთებია საჭირო და რა დროში გაიკეთე? ფასი?

დავგუგლე და ვნახე, რომ ყველა ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს ან მუშაობს სან ფრანცისკოში, ვაქცინა უფასოა.

შესავსები აპლიკაციაც ვნახე და ID ნომერიც იყო ჩასაწერი.

მერე მივედი DMV-ში(იქაური იუსტიციის სახლო) და განაცხადი შევავსე ID-ის აღებაზე.
მკითხეს რად გინდაო.
ვუპასუხე ტურისტი ვარ, 6 თვე მაქვს უფლება და ვაქცინაციისთვის მჭირდება, აუცრელი რო არ ვიყო მეთქი.
კაიო და მომცეს ID.
მერე სახლის გვერდით Safeway-ში გადავირბინე, შევავსე განაცხადი და გამიკეთეს.
სოციალური დაცვის ნომერიც იყო საჭირო და ტურისტი ვარ მეთქი და მაშინ არაა საჭიროო.

ეს გავიკეთე, სამი კვირის მეორე და სეიფვეიში 10%-იანი ფასდაკლების ბილეთები მომეცს.
ცოტა ხანში მეილიც მომივიდა, კალიფორნიის შტატი 50$-იანი სუპერმარკეტებში გამოსაყენებელ ვაუჩერს გჩუქნითო...
* * *
utonega
ჩემი პლუსი ისაა რომ ტურისტული ვიზა მაქვს და ყოველი დაბრუნების შემდეგ 100% ვიცი რო მინიმუმ შემდეგ წელს ისევ ჩავალ...

Posted by: ტანკე 25 Jul 2021, 02:28
Frankens†ein
გასაგებია, მადლობა smile.gif მე სხვა გზის არჩევა მომიწევს, რადგან ლოს ანჯელესში მიწევს მეორე დოზა ფაიზერზე

მაინტერესებდა, ვოქინი თუ იყო ლოკალურ აფთიაქებში და აცრის პირდაპირ გაკეთება

Posted by: paranoidis_dzma 25 Jul 2021, 02:37
ტანკე
კი კაცო, ვოქინებია სულ. მირეგისტრირდები და ეგაა. ID ში ჩაწერე პასპორტის ნომერი.

კოლორადოში არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ტელეფონის ნომერი, მეილი და მისამართი იყო მხოლოდ. არც აი დი და არც სოუშელია. არამგონია ვინმემ აცრაზე უარი გითხრას.
იხვეწებიან, შენ ოღონდ გაიკეთე smile.gif

https://www.cvs.com/vaccine/intake/store/covid-screener/covid-qns

Posted by: ტანკე 25 Jul 2021, 02:39
paranoidis_dzma
სპასიბა smile.gif
მაგ ლინკს ამერიკაში გავხსნი. აქ არ მიხსნის


CVS.com® is not available to customers or patients who are located outside of the United States or U.S. territories. We apologize for any inconvenience.

For U.S. military personnel permanently assigned or on temporary duty overseas, please call our Customer Service team at 1-800-SHOP CVS (1-800-746-7287) if you need assistance with your order.

Posted by: paranoidis_dzma 25 Jul 2021, 19:30
ტანკე
პროქსით ცადე, tunnelbear გადმოწერე.

Posted by: Harley Davidson 25 Jul 2021, 23:16
Frankens†ein
ფრენკი, ჩეკინზე და ჩასხდომაზე პისიარი მოგთხოვეს?

Posted by: Frankens†ein 26 Jul 2021, 06:43
QUOTE (Harley Davidson @ 25 Jul 2021, 23:16 )
Frankens†ein
ფრენკი, ჩეკინზე და ჩასხდომაზე პისიარი მოგთხოვეს?

საქართველოდან კი.
იქიდან ვაქცინაციის ბარათი საკმარისი იყო...

Posted by: Harley Davidson 26 Jul 2021, 19:23
Frankens†ein
გაიხარე, მადლობა.
მაგრად მეზარებოდა დღეს პისიარზე გასვლა smile.gif)

Posted by: Frankens†ein 26 Jul 2021, 19:46
QUOTE (Harley Davidson @ 26 Jul 2021, 19:23 )
Frankens†ein
გაიხარე, მადლობა.
მაგრად მეზარებოდა დღეს პისიარზე გასვლა smile.gif)

safe flight up.gif

Posted by: Harley Davidson 27 Jul 2021, 00:21
Frankens†ein
QUOTE
safe flight

merci biggrin.gif

Posted by: bigbadboomboom 27 Jul 2021, 13:20
მეგობრებო გამარჯობა.

თქვენი დახმარება მჭირდება.

მაქვს ამერიკის ვიზა 10 წლიანი. ( ვადა აქვს 2024 წლის ბოლომდე )
აქამდე არ ვყოფილვარ ამერიკაში არასდროს.

საქართველოში დავკარგე სამსაური და მინდა წავიდე.
წასვლა მიწევს ამერიკის მოქალაქესთან ერთად იანვარში.
სამწუხაროდ არალეგალურ სამუსაობში ჩემი მეგობარი გარკვეული არ არის და მაინტერესებს შემდეგი :

შევედი საზღვარზე როგორც ტურისტი. ნიუ იორკში.

1. სად შემიძლია ვიმუშავო ?
2. ოთახი რომ ვიქირავო რამდენი უნდა გადავიხადო ? რამდენია დაახლოებით თვიური ხარჯი ქირა+ჭამა კომუნალურები.
3. თუ შემიძლია საქართველოში გამოშვებული მართვის მოწმობით ტაქსაობა ?
4. ტაქსისთვის მანქანას როგორ და სად უნდა ვიშოვო არალეგალმა ?!
5. არის იმის შანსი რომ დამადეპორტონ , თუ რათქმაუნდა არაფერი დავაშავე ?! ან თუ ავარიაში მოვყევი მაგ შემთევაში როგორ ხდება.
6. დაახლოებით რამდენს შოულობს ტაქსის მძღოლი დღეში ? ნუ 8-10 სთ მუშაობით.
7. და ბოლო კითხვა , ტოლვილად ჯობია ჩაბარება თუ უბრალოდ სანამ ხელს არ მოვაწერ ვინმესთან ან წამოსვლას არ გადავწყვეთ უკან მაქამდე არალეგალად ვიყო უბარლოდ. თუ ჩაბარება ჯობია როგორ ხდება და რითი ჯობია.

იმედია ვინმე მიპასუებთ.

პატივისცემით


* * *
ნუ საქართველოში IT ის სფეროშ ვმუშაობდი 11 წელია.
ვერკვევი ქსელში , უსაფრთხოების კამერებში და ასე შემდეგ...

მსგავს სამსახურს არალეგალი ვერ ნახავს ნიუ იორკში ?

Posted by: Frankens†ein 27 Jul 2021, 15:09
bigbadboomboom
ერთი-ორ კითხვაზე შემიძლია გიპასუხო.
QUOTE
არის იმის შანსი რომ დამადეპორტონ , თუ რათქმაუნდა არაფერი დავაშავე ?

არავინ დაგადეპორტებს, თუ რამე განსაკუთრებულ დანაშაულს არ ჩაიდენ.
QUOTE
ლტოლვილად ჯობია ჩაბარება

ლტოლვილად რო ჩაბარდე, ეგრევე მიგიღებენ, მაგრამ წლები სჭირდება მწვანე ბარათის მიღებას.
შეგიძლია მალეც მიიღო, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ ჩამოხვალ.
ჩამოხვალ და გაგიუქმებენ, თუ ჩადიხარ აღარ იდევნებიო.
უნდა დაელოდო მაშინ მოქალაქეობას, წლები...
მოკლედ თუ აქეთ გამოხედვაც აღარ გინდა, შეგიძლია ლტოლვილად ჩაბარდე...

დანარჩენი არ ვიცი...

Posted by: Harley Davidson 27 Jul 2021, 17:20
bigbadboomboom
როგორც კი ჩამოხვალ, ეგრევე აიღე მართვის მოწმობა. ტურისტული ვიზით გასცემენ. მოწმობით დიდი შანსია ე.წ "შავ" სამუშაოს მალევე შეეშვა და ან სპრინტერზე დაჯდე, ან პიკაპზე (მანქანები გადაზიდვა). მანამდე, პირველ ეტაპზე, ყველაზე ნაღდია მუვინგი (ავეჯის გადაზიდვა). ზამთარში მოდიხარ და სეზონი ამ დროს არ არის ხოლმე, მაგრამ წლევანდელი სეზონი ცოტა ჩავარდნილია, რაც ზოგჯერ იმის მანიშნებელია რომ ზამთარი იქნება პიზდეცი smile.gif
QUOTE
2. ოთახი რომ ვიქირავო რამდენი უნდა გადავიხადო ? რამდენია დაახლოებით თვიური ხარჯი ქირა+ჭამა კომუნალურები.

ნორმალურ უბანში ნორმალურ ხალხთან, ოთახი თავის კომუნალურებით უნდა გათვალო $800-$900. ტრანსპორტი თვეში $132 (თუ სწორად მახსოვს), ჭამა გააჩნია, შენ აკეთებ თუ მზას იყიდი. მწეველი თუ ხარ, არ გაქვს კარგი დღე გათენებული smile.gif $7-$8 ღირს ერთი კოლოფი ისიც ბარიგასთან.
QUOTE
3. თუ შემიძლია საქართველოში გამოშვებული მართვის მოწმობით ტაქსაობა ?

არა. მაგრამ აქაურის აღებას წინ არაფერი უდგას.
QUOTE
4. ტაქსისთვის მანქანას როგორ და სად უნდა ვიშოვო არალეგალმა ?!

არალეგალი ვერ იშოვი, კომპანიამ უნდა დაგასაქმოს. ვიცი პრეცედენტები, ებრაულ უბნებში მუშაობენ ბიჭები მძღოლებად.
QUOTE
6. დაახლოებით რამდენს შოულობს ტაქსის მძღოლი დღეში ? ნუ 8-10 სთ მუშაობით.

$150-$250მდე. უბერზე $300-$350. მეტსაც შოულობენ გარკვეულ დღეებში.
QUOTE
7. და ბოლო კითხვა , ტოლვილად ჯობია ჩაბარება თუ უბრალოდ სანამ ხელს არ მოვაწერ ვინმესთან ან წამოსვლას არ გადავწყვეთ უკან მაქამდე არალეგალად ვიყო უბარლოდ. თუ ჩაბარება ჯობია როგორ ხდება და რითი ჯობია.

ეს ინდივიდუალურია.
თუ ხარ შინაგანად მზად, რომ წლებია ვერ ჩახვალ საქართველოში, შეიტან პოლიტიკურზე, აიღებ მუშაობის უფლებას 4-5 თვეში და გზა ხსნილი გაქვს. გინდა აიტიში, გინდა ნასა-ში, თუ გინდა თეთრ სახლში. მაგრამ ქეისის განხილვა წლები გრძელდება, მაგ პერიოდში ყოველ 2 წელიწადში მუშაობის უფლებას განაახლებ. დილემაა ფაქტობრივად, და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია.

QUOTE
მსგავს სამსახურს არალეგალი ვერ ნახავს ნიუ იორკში ?

მცირე, მაგრამ მაინც არის შანსი, რომ ნახო.
არ გადაგიხდიან იმდენს, რამდენსაც შენი პროფესიის ხალხს აქ უხდიან და ისინი ბედნიერნი იქნებიან და შენ smile.gif
ოღონდ უნდა გაგიმართლოს.

წარმატებები

Posted by: bigbadboomboom 27 Jul 2021, 17:48
Frankens†ein
მადლობა.
Harley Davidson
მადლობა.

მართვის მოწმობის აღება მანდ ძნელია ?
რა სახის გამოცდა ბარდება ? თეორია + პრაქტიკა ?
ან რამე ონლაინ ტრეინინგი თუა უბარლოდ რომ შევხედო და წინასწარ მოვემზადო .

და ერთი კითხვაც
მართვის მოწმობიანი არალეგალი , მაგალითად უბერზე ტაქსაობას შეძლებს ?
ან რომელ კომპანიაში შეძლებს არალეგალი ტაქოსაბას ?

ანდაც მაგალითად ესეთი ქეისი რომ ავიღოთ :
ჩემი მეგობარი არის მოქალაქე და მის სახელზე რომ იყოს მანქანა და ის იყოს მიბმული უბერზე. უბარლოდ მე ვიჯდე მძროლად და ვმართავდე მანქანას რათმქუნდა მართვის მოწმობით.
ანუ ეს ქეისი რეალურია.
ჩემი მეგობარი გამომიყვანს მანქანას რომლის ხარჯებს მე გადავიხდი და ტაქსით გამომუშავებული ფულიც მე დამრჩება.

წინასწარ მინდა მაქსიმალურად გავერკვე დეტალებში , რომ მერე ბევრი სიურპრიზი და იმდედ გაცრუება რომ არ დამხვდეს.
საკმაოდ რეალისტი ვარ და ვიცი ამერიკაში ესე ადვილი არააა, არც სამსახურის შოვნა და არც საბუთების გაკეთება .
უბრალოდ მინდა რამოდენიმე წელი წავიდე რაღაც გარკვეული თანხა მოვაგროვო და ჩამოვიდე.
ტოლვილად ჩაბარება გამორუცხულია , შვილები მყავს და დიდხანს ვერ დავტოვებ....


მადლობა დიდი , პასუხებისთვის.

Posted by: ME 28 Jul 2021, 00:05
bigbadboomboom
გაითვალისწინე რომ იტ -ში ნამუშევარს, ტაქსაობა გაგიჭირდება, მითუმეტეს 8-10 საათი, პირველი 1-2 კვირა ინერციით გაქაჩავ და მერე გაძნელდება
მაგას ჯობია შენივე პროფესიით იშოვო სამსახური, რაც იცი გამოიყენო, კამერების დაყენება ამერიკაშიც იგივენაირად ჭირდებათ.

პოლიტიკურს რაც შეეხება, შეიცვალა სისტემა და მალევე განიხილავენ შენ საკითხს, (First-in-First-Out), ადრინდელივით უამრავი წელი აღარ ჭირდება(მაშინ First-in-Last-Out იყო), და ქეისი თუ რეალურად არ გაქვს, მალევე წახვალ უკან, ან არალეგალად დარჩები და მერე სავარაუდოდ ვეღარ გალეგალდები

თუმცა, მზად იყავი რომ საზღვარზე secondary-ში გაგიყვანენ და გაარკვევენ 7 წლის წინ აღებული ვიზა რატომ არ გამოგყიყენებია, და მაინდამაინც ეხლა რატომ იყენებ, შეიძლება ისიც მოძებნონ რომ სამსახური დაკარგე) და ტყუილში თუ დაგიჭირეს გაგაბრუნებენ და ბანს დაგადებენ

შესაშინებლად არ ვწერ ცხადია, უყრალოდ მზად რომ იყო ცუდი სცენარისთვის,
თუ შეძლებ წასვლის წინ ფორმალურად მაინც გაფორმდი ვინმე ახლობელთან, რომ საბუთი გქონდეს თუ რამეა

Posted by: .DG. 28 Jul 2021, 00:19
Harley Davidson
QUOTE
ტრანსპორტი თვეში $132

მეტროქარდს თუ გულისხმობ $127+$1

bigbadboomboom

QUOTE
ართვის მოწმობის აღება მანდ ძნელია ?
რა სახის გამოცდა ბარდება ? თეორია + პრაქტიკა ?
ან რამე ონლაინ ტრეინინგი თუა უბარლოდ რომ შევხედო და წინასწარ მოვემზადო .

საქართველოსთან შედარებით ადვილია


https://dmv.ny.gov/driver-license/drivers-manual-practice-tests
აქ ნახე წინასწარ შეგიძლია ისწავლო. თუ აიტიში მუშაობდი ინგლისურის პრობლემა არ გექნება, თუ არა და ქართულადაც ბარდება მგონი მანჰეტენზე სადღაც. გაკითხვა უნდა
თუ წესების სწავლა გეზარება ბრაიტონზე იყიდება ბილეთები თავის პასუხებით.

]
QUOTE
მართვის მოწმობიანი არალეგალი , მაგალითად უბერზე ტაქსაობას შეძლებს ?

ვერ შეძლებს.

QUOTE
ანდაც მაგალითად ესეთი ქეისი რომ ავიღოთ :
ჩემი მეგობარი არის მოქალაქე და მის სახელზე რომ იყოს მანქანა და ის იყოს მიბმული უბერზე. უბარლოდ მე ვიჯდე მძროლად და ვმართავდე მანქანას რათმქუნდა მართვის მოწმობით.
ანუ ეს ქეისი რეალურია.
ჩემი მეგობარი გამომიყვანს მანქანას რომლის ხარჯებს მე გადავიხდი და ტაქსით გამომუშავებული ფულიც მე დამრჩება.


უბერი იდენტიფიკაციას ითხოვს ყოველდღე. სურათს გიღებს აპლიკაცია. ეს ლეგალურად. არალეგალური ხვრელები თუ არსებობს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში შარია შენთვისაც და შენი ახლობლისთვისაც.
QUOTE
უბრალოდ მინდა რამოდენიმე წელი წავიდე რაღაც გარკვეული თანხა მოვაგროვო და ჩამოვიდე.
ტოლვილად ჩაბარება გამორუცხულია , შვილები მყავს და დიდხანს ვერ დავტოვებ....

მასე იძახის ყველა და ბოლოს.....
[YOUTUBE]https://www.youtube.com/watch?v=TrCHHtOeCu0&t=3s&ab_channel=MegiBezhanishvili[/YOUTUBE]
ასე რომ თუ წასვლას გადაწყვეტ ამისთვისაც მზად უნდა იყო
პ.ს. ყუტუბეს ვიდეოს დადება დამავიწყდა. facepalm.gif

Posted by: ტანკე 28 Jul 2021, 00:19
ისე მარტივად საუბრობთ ლტოლვიალდ ჩაბარებაზე, თითქოს მაკდონალდსში შესეირნება იყოს.
უმყარესი დოკუმენტები გინდა, თუ რატომ გინდა ჩაბარება და საქართევლოში რა საფრთხე გელოდება ასეთი.


Posted by: Kakha.G 28 Jul 2021, 00:19
ME
ძმაკაცმა ტურისტული გადააკეთა სამუშაო ვიზად, მაგაზე არაფერი იცით? რამდენად რეალურია და რთულია?

Posted by: .DG. 28 Jul 2021, 00:28
ტანკე
QUOTE
უმყარესი დოკუმენტები გინდა, თუ რატომ გინდა ჩაბარება და საქართევლოში რა საფრთხე გელოდება ასეთი.

ცარიელ ფურცელსაც აბარებს ბევრი. სანამ განხილვა მოუწევთ წლები გადის.

Posted by: ME 28 Jul 2021, 00:32
Kakha.G
შესაძლებელია, მაგრამ ორი პირობაა
1) ძალიან უნდა დაგეხამროს ვიღაცა, ლამის საკუთარ ძმას რომ ვერ დაეხმარება ისე
2) ძალიან უნდა გაგიმართლოს, 99.99% ვერ აკეთებს და უწევთ არალეგალად დარჩენა

ძაან იშვიათია რო გამოვიდეს

Posted by: Kakha.G 28 Jul 2021, 00:45
ME
რავი მე დავგუგლე და რაღაც რუსული დასაქმების სააგენტო ვნახე, დაგასაქმებთ და სამუშაო ვიზად გადაგიკეთებთო.
გამიკვირდა ეგრე ადვილი თუ იყო.

Posted by: ME 28 Jul 2021, 00:46
Kakha.G
QUOTE
რავი მე დავგუგლე და რაღაც რუსული დასაქმების სააგენტო ვნახე, დაგასაქმებთ და სამუშაო ვიზად გადაგიკეთებთო.
გამიკვირდა ეგრე ადვილი თუ იყო.

ჰო, წინასწარ $500 გადაგვიხადეო ალბათ მაგასაც დაწერენ, და სდიე მერე ))

Posted by: Kakha.G 28 Jul 2021, 01:30
ME
ტექნიკის რემონტსაც შეგასწავლითო და 6 თვეში სრულ განაკვეთზე გადახვალთო, ანუ კვირაში 1კ და მერე თქვენ იცითო, ზოგი კვირაში 2კ საც აკეთებსო.
ჩვეულებრივი ახალ ჩამოსული ლოხების გადაგდებაა? smile.gif)

Posted by: ME 28 Jul 2021, 01:44
Kakha.G
აბა რა გითხრა, ეგ კონკრეტული კანტორა არ ვიცი რას აკეთებს,
მაგრამ სტატუსის ცვლილება სამუშაოზე არის ურთულესი პროცესი და ერთეულებს უმართლებთ რომ გადააკეთონ

Posted by: მამაო თამაზი 28 Jul 2021, 02:34
Frankens†ein



...................

Posted by: Frankens†ein 28 Jul 2021, 07:53
QUOTE (მამაო თამაზი @ 28 Jul 2021, 02:34 )
Frankens†ein



...................

ხო, ჩაბანძდა.
2016-ში პირველად რო ჩავედი სფ-ში, საერთოდ არ მახსოვს ბომჟები ესე.
2019-ში ისე რა...
და წელს უკვე მაგათია დაუნთაუნი...

Posted by: Harley Davidson 28 Jul 2021, 13:20
Kakha.G
QUOTE
რავი მე დავგუგლე და რაღაც რუსული დასაქმების სააგენტო ვნახე, დაგასაქმებთ და სამუშაო ვიზად გადაგიკეთებთო.

სათოფეზე არ უნდა გაეკარო რუსებს.

Posted by: მამაო თამაზი 28 Jul 2021, 23:29
Frankens†ein
QUOTE
და წელს უკვე მაგათია დაუნთაუნი...

მალე მთელი ქალაქი ეგენი იქნებიან სამწუხაროდ.

არა და რა მაგარი ქალაქია

Harley Davidson

როგორა ხარ სადა ხარ?

Posted by: zviozvio 29 Jul 2021, 05:56
ვაშინგტონშიც ცხოვრობენ ასე კარვებში, სხვა ქალაქებშიც შემხვედრია. მერიას, პოლიციას, სახელმწიფოს არ აინტერესებს და არაფერს აკეთებს ასე შუა ქუჩებში რომ კარვები აქვთ გაშლილი? ასე ყველას შეუძლია სადაც გაუსწორდება დასცეს კარავი?

Posted by: Dont-tread-on-me 29 Jul 2021, 16:20
zviozvio
QUOTE
ვაშინგტონშიც ცხოვრობენ ასე კარვებში, სხვა ქალაქებშიც შემხვედრია. მერიას, პოლიციას, სახელმწიფოს არ აინტერესებს და არაფერს აკეთებს ასე შუა ქუჩებში რომ კარვები აქვთ გაშლილი? ასე ყველას შეუძლია სადაც გაუსწორდება დასცეს კარავი?



ქალაქის ლიდერშიფს გააჩნია, არიან ქინძები რომლ;ებიც თვლიან რომ ჰოუმლესების უფლებები ბევრად მაღლა დგას ვიდრე იგივე რიგითი ტაქსების გადამხდელი მოქალაქეების, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც პრიქით ტვლიან და მათ ქალაქებში გადასარევი სისუფთავეა

Posted by: Frankens†ein 29 Jul 2021, 16:33
QUOTE
კარვებში, სხვა ქალაქებშიც შემხვედრია

QUOTE
ჰოუმლესების უფლებები ბევრად მაღლა დგას ვიდრე იგივე რიგითი ტაქსების გადამხდელი მოქალაქეების

ადამიანს სახლი არ აქვს და სხვა გზა რო არ აქვს ქუჩაში ცხოვრობს კარავში.
ხო და რახან იმის საშუალება აქვს რომ ღია ცოს ქვეშ კი არ დაიძინოს, ტენტი მაინც ქონდეს გადაფარებული, ნიშნავს რომ გაბლატავებულია?
შენი გადადხდილი გადასახადებით ჭამენ, სვამენ და იღებენ სამედიცინო თუ სხვა მომსახურებებს და კარგად ცხოვრობენ? გავარტყი ეგეთ ცხოვრებას.
მეც არ მომწონს უსახლკაროები და კარვები ქალაქში, მაგრამ მაგათაც აქვთ ცხოვრების უფლება.
ამერიკაა.
თუ არ მოგწონს, წადი და იცხოვრე ბელარუსში.
იმაზე ვღადაობ მე, ამერიკა რო მოწონს სასტავს და ყველა ადამიანის უფლებები რომ დაცულია, ეგ არ მოწონს.
თუ არ მოგწონს აშშ-ის 40% ტაქსები და შენი ტაქსებით გამოკვებილი უსახლკაროები და გაცემული სოციალური დახმარებები, დაბრუნდი საქართველოში, ტაქსებიც დაბალია და უსახლკაროები და გაჭირვებულებიც კიდია ყველას.

ისეთ ქვეყანაში რო ცხოვრობ, სადაც ბევრს შოულობ, ბევრიც უნდა გადაიხადო.
თვითმფრინავში ეკონომ-კლასში ხო ნაკლებს იხდი და ბიზნეს-კლასში მეტს, მასეა ქვეყნებიც smile.gif

Posted by: Dont-tread-on-me 29 Jul 2021, 17:54
Frankens†ein
QUOTE
ადამიანს სახლი არ აქვს და სხვა გზა რო არ აქვს ქუჩაში ცხოვრობს კარავში.
ხო და რახან იმის საშუალება აქვს რომ ღია ცოს ქვეშ კი არ დაიძინოს, ტენტი მაინც ქონდეს გადაფარებული, ნიშნავს რომ გაბლატავებულია?


ჰოუმლესების მხოლოდ 20% ცხოვრობს გარეთ უფულპობის გამო, დანარჩენ 80% მენტალური პრობლემები აქვთ, გადახედე სტატისტიკას

QUOTE
შენი გადადხდილი გადასახადებით ჭამენ, სვამენ და იღებენ სამედიცინო თუ სხვა მომსახურებებს და კარგად ცხოვრობენ? გავარტყი ეგეთ ცხოვრებას.



კი, როგორც სხვა ბევრი წურბელა. სეიფთი ნეტი ერთია, მუდმივი სისტემაზე დმოიკუდებულად ცხოვრება მეორე

QUOTE
მეც არ მომწონს უსახლკაროები და კარვები ქალაქში, მაგრამ მაგათაც აქვთ ცხოვრების უფლება.


რავა მოკალით თქო ვიძახი? smile.gif არსებობს იამრავი პროგრამა, მაგრამ მაინც ქუჩებს უბრუნდებიან

ეს სანამ ,მორალის კითხვას გააგრძელებ

Even worse, this comes despite homelessness spending more than doubling under the current mayor, from $1.2 billion in FY2014 to $3.5 billion in FY2020. That works out to about $58,000 for every homeless person—enough to rent each of them an apartment in Hudson


QUOTE
თუ არ მოგწონს, წადი და იცხოვრე ბელარუსში.



facepalm.gif


QUOTE
იმაზე ვღადაობ მე, ამერიკა რო მოწონს სასტავს და ყველა ადამიანის უფლებები რომ დაცულია, ეგ არ მოწონს.


მე კიდე იმაზე ვღადაობ კალიფორნიის მზიან სანაპიროებზე რომ გაისეირნებენ, მერ ეკიდევ ნაქირავები მანქანით კრუგს მოარტყავენ რამოდენიმე შტატს და ამერიკელზე მეტი ამერიკელები რომ ხდებიან smile.gif



QUOTE
დაბრუნდი საქართველოში, ტაქსებიც დაბალია და უსახლკაროები და გაჭირვებულებიც კიდია ყველას.


ოკ

QUOTE
ისეთ ქვეყანაში რო ცხოვრობ, სადაც ბევრს შოულობ, ბევრიც უნდა გადაიხადო.
თვითმფრინავში ეკონომ-კლასში ხო ნაკლებს იხდი და ბიზნეს-კლასში მეტს, მასეა ქვეყნებიც


კი, იმ სერვისებისთვის რასაც მე ვიყენებ, შენ რომ ყიდულობ თვითმფრინავის ბილეთს, მოგეწონება სხვისი ბილეთის ფულსაც რომ იხდიდე? smile.gif

Posted by: Frankens†ein 29 Jul 2021, 23:14
Dont-tread-on-me
QUOTE
რავა მოკალით თქო ვიძახი?

არ დაუფინანსდება მშრომელი მოქალაქეების გადახდილი გადასახადებიდან საჭმელ-სასმელი ან წამალი და ისევ მაგ პატიოსან მოქალაქეებს გაქურდავენ, დააყაჩაღებენ და დახოცავენ.
აქვს ქვეყანას იმის რესურსი რომ ეგ ხალხიც დაპურებული და კმაყოფილი ყავდეს და მაგას რა ჯობია...
დიდ ფულს რო შოულობ, არ უნდა დაინანო სახელმწიფოს წილი თუ მიაქვს და ისევ შენ უსაფრთხოებას ახმარს, ადამიანური ფაქტორები გვერდზე რო გადადო...

QUOTE
მე კიდე იმაზე ვღადაობ კალიფორნიის მზიან სანაპიროებზე რომ გაისეირნებენ, მერ ეკიდევ ნაქირავები მანქანით კრუგს მოარტყავენ რამოდენიმე შტატს და ამერიკელზე მეტი ამერიკელები რომ ხდებიან

რომელ ამერიკელებზე.
ამერიკელების უმეტესი ნაწილი ზუსტად ამ პოლიტიკას და იდეოლოგიას უჭერს მხარს..სხვანაირად რო ყოფილიყო, ტრამპი გაიმარჯვებდა ისევ....

მე მეორენაირად ვიტყვი, ცალ-ცალი კალოშით რო ჩავლენ ამერიკაში, ფეხზე დადგებიან, მოქალაქეობას მიიღებენ და სახელნწიფო პოლიტიკას აგინებენ, გაავსეს ქვეყანა ემიგრანტებითო...
QUOTE
კი, იმ სერვისებისთვის რასაც მე ვიყენებ, შენ რომ ყიდულობ თვითმფრინავის ბილეთს, მოგეწონება სხვისი ბილეთის ფულსაც რომ იხდიდე?

იქნებ ვიხდი კიდეც.
ერთი ავიახაზებით მგავრობა ერთი ფასია, მეორეთი მეორე..
მე სერვისში ვიხდი ფულს და მაგ ფულიდან ვინმე გაჭირვებულს ფასდაკლებას თუ გაუკეთებენ, რატო უნდა აღვშფოთდე..


Posted by: Dont-tread-on-me 29 Jul 2021, 23:51
Frankens†ein
QUOTE
არ დაუფინანსდება მშრომელი მოქალაქეების გადახდილი გადასახადებიდან საჭმელ-სასმელი ან წამალი და ისევ მაგ პატიოსან მოქალაქეებს გაქურდავენ, დააყაჩაღებენ და დახოცავენ.



არც ეხლა აკლებენ, ზემოთ უკვე აღნიშნეს მასიური ქურდობები, კიდევ ნათლად ადასტურებს ეს იმას რომ პრობლემაზე ფულის სროლა პრობლემას არ აგვარებს, ხშირად პრიქით შვება.

QUOTE
აქვს ქვეყანას იმის რესურსი რომ ეგ ხალხიც დაპურებული და კმაყოფილი ყავდეს და მაგას რა ჯობია...


ანუ მათ უმეტესობას თუ კმაყოფილებისთვის უსაქმურად ჯდომა, ბურგერი და წამალი ჭირდება გასაჩხერად ეს უნდა დავუფინანსოთ? smile.gif

ჟილეზნაია ლოგიკა


QUOTE
დიდ ფულს რო შოულობ, არ უნდა დაინანო სახელმწიფოს წილი თუ მიაქვს და ისევ შენ უსაფრთხოებას ახმარს, ადამიანური ფაქტორები გვერდზე რო გადადო...



არ ვიცი შენ დიდ ფულს რას ეძახი, საქართველოს მეტრიკებით შეიძLბეა "დიდ" ფულს ვშოულობ, მაგრამ რეალურად ვალებიდან ვერ ამოვსულვარ, აქედან მორგიჯი მახჩობს, იქიდან ტაქსები. სხვისი ფულების თვლა ადვილი საქმეა


QUOTE
რომელ ამერიკელებზე.
ამერიკელების უმეტესი ნაწილი ზუსტად ამ პოლიტიკას და იდეოლოგიას უჭერს მხარს..სხვანაირად რო ყოფილიყო, ტრამპი გაიმარჯვებდა ისევ....



აქ ეხლა სხვა თემაზე შეიძLება გადავიდეს კაცი როდესაც ტრამპის წაგებაზე საუბარს იწყებს, მოდი არ გვინდა smile.gif ჰოუმლესებზე ან სახელმწიფო ხარჯვების პოლიტიკს გამო ტრამპს არ წაუგია, პირიქით, მაგ პოლისებზე საუბრით მოიგო 2016-ში

არავის უნდა ზედმეტი ხარჯვა, მითუმეტს იმ ხალხზე რომელიც იცი რომ არასდროს მოშორდება მსგავს დახმარებას, ნათელი მაგალითია გეტოები რომელიც 80-იანი წლებიდან იკვებება ფუდსტემპებით და სხვა სახელმწიფო პროგრამებით.

და ბოლოს, უამრავი თავშესაფარია უკვე, მაგრამ არა, შუა ქუჩებში, გამოსაჩენ ადგილას და ტურისტულ დანიშნულებებში უნდა იყვნენ "გაჭირვებულები" ეგ შნეი ჰოუმლესები ხომ? smile.gif


* * *
QUOTE
მე მეორენაირად ვიტყვი, ცალ-ცალი კალოშით რო ჩავლენ ამერიკაში, ფეხზე დადგებიან, მოქალაქეობას მიიღებენ და სახელნწიფო პოლიტიკას აგინებენ, გაავსეს ქვეყანა ემიგრანტებითო...


არ ვიცი ვიზე ლაპარაკობ, ცდილობ მე მომიყოლო მაგ ამბავში მაგრამ არ გამოგივა smile.gif

5 წელი ერაყში, 10 წელი თბილიში ვემსახურე ამერიკელებს. მწვანე ბარათიც სპეციალური პროგრამIტ მომენიჭა, არც ცალი კალოშით ჩმაოვუსულვარ, და არც ვიზა დამირღვევია.

თან რა არის იცი, ამითი რომ ჩემს დაკნინებას ცდილობ მაგრად მეცინება smile.gif

რომც ვყოფილიყავი ცალი კალოშIთ რა მერე? არ შეიძLება სოციალურ გარემოში იმდენი ვიმუშაო და წყვლილი შევიტანო რომ ნაწილი გავხდე? smile.gif

QUOTE
იქნებ ვიხდი კიდეც.
ერთი ავიახაზებით მგავრობა ერთი ფასია, მეორეთი მეორე..
მე სერვისში ვიხდი ფულს და მაგ ფულიდან ვინმე გაჭირვებულს ფასდაკლებას თუ გაუკეთებენ, რატო უნდა აღვშფოთდე..


გადაიხადე კაცო, ჩამოდი, და გადაიხადე იმ ჰოუმლესების წამლის ფული რომლებზეც ასე შეგტკივა გული, ვინმემ დაგიშალა? smile.gif

მაგრამ მე რომ მომდგები, მორალის კითხვით, აი მანდ ცოტა სტოპ

Posted by: Harley Davidson 30 Jul 2021, 00:09
Frankens†ein
ბრო...
ბერნი სანდერსის ვიდეოებს ჩაუჯექი თუ რა თემაა? :დ

Dont-tread-on-me
QUOTE
5 წელი ერაყში, 10 წელი თბილიში ვემსახურე ამერიკელებს

კრწანისის სკოლა გაიარე, ბატონოჩემო? smile.gif)

მამაო თამაზი
QUOTE
როგორა ხარ სადა ხარ?

ტიფლისში დავბრუნდი.
წამოვალ ისევ მალე

Posted by: Fredo_Corleone 30 Jul 2021, 00:13
Dont-tread-on-me
რისპექთ ბრო
გეთანხმები 100 ფერსენთ

Posted by: Dont-tread-on-me 30 Jul 2021, 00:14
Harley Davidson
QUOTE
კრწანისის სკოლა გაიარე, ბატონოჩემო? )


გახლავართ სერ, თავადაც? smile.gif


Posted by: Harley Davidson 30 Jul 2021, 00:17
Dont-tread-on-me
QUOTE
გახლავართ სერ, თავადაც?

გახლავართ, ბატონოჩემო smile.gif
2008-2015

Posted by: Dont-tread-on-me 30 Jul 2021, 00:21
QUOTE
გახლავართ, ბატონოჩემო
2008-2015


ა ვაა, კაი გვარიანი დრო გიტარებია smile.gif

2004-2009 smile.gif მერე საელჩოში გადმოვედი თბილიში სამხედრო ატაშესთან

Posted by: Frankens†ein 30 Jul 2021, 00:43
Dont-tread-on-me
და შენი გადახდილი გადასახადებით საქართველოს და სხვა დაქცეულ ქვეყნებს რო ეხმარებიან, ეგეც არ მოგწონს?

და ცალ-ცალი კალოშით ჩასვლა დამამცირებელი რატოა
დალხენილი ვინ ჩადის ამერიკაში
ყველა მანდ იწყობს ცხოვრებას.
და ამერიკა იმიტომაა ამერიკა, რომ ვისაც ცხოვრების აწყობა უნდა, მაგის საშუალებას აძლევს და ვისაც უსაქმურობა, იმასაც კვებავს.
მოქალაქე მოქალაქეა.
უსაქმურ შვილს გააგდებ სახლიდან?
ზოგი გააგდებს, ზოგი არა.

Posted by: ME 30 Jul 2021, 01:39

Frankens†ein
QUOTE
დალხენილი ვინ ჩადის ამერიკაში
ყველა მანდ იწყობს ცხოვრებას.

ცდები

ამერიკაში მხოლოდ გაჭირვების გამო არ მიდიან

Posted by: მამაო თამაზი 30 Jul 2021, 04:26
Harley Davidson
იმენა რამდენჯერ დადიხარ წელიწადში biggrin.gif


მორჩა ვაქცინები. იქით კვირაში მივდივარ კალიფორნიაში

Posted by: Frankens†ein 30 Jul 2021, 08:20
QUOTE (ME @ 30 Jul 2021, 01:39 )
Frankens†ein
QUOTE
დალხენილი ვინ ჩადის ამერიკაში
ყველა მანდ იწყობს ცხოვრებას.

ცდები

ამერიკაში მხოლოდ გაჭირვების გამო არ მიდიან

მაინცდამაინც გაჭირვება არა, მაგრამ უმეტესობა უკეთესი ცხოვრებისთვის მიდის...
მეტი თავისუფლება, მეტი შესაძლებლობები...

Posted by: Dont-tread-on-me 30 Jul 2021, 16:26
Frankens†ein
QUOTE
და შენი გადახდილი გადასახადებით საქართველოს და სხვა დაქცეულ ქვეყნებს რო ეხმარებიან, ეგეც არ მოგწონს?



ამერიკელი პირდაპირი ან ირიბი სახით თუ ამით რამ ეკარგს მიიღებს მაშინ კი, ისიც სხვა ქვეყნების პოლიტიკაში ზედმეტი ჩარევების გარეშე.

QUOTE
და ცალ-ცალი კალოშით ჩასვლა დამამცირებელი რატოა



გადახედე წინა პოსტს, შენ თქვი ეგ დამამცირებელი ფორმით, მე არა.

QUOTE
დალხენილი ვინ ჩადის ამერიკაში


რავი მეც და ბევრიუ ჩემს გარშემო ფინანსური გამორჩენისთვის არ ვართ აქ, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ზედმეტი სოციალური კონტროლის გარეშე ცხოვრება გვიდნოდა ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. მაგრამ რად გინდა, აქაც მოგვაგნეს smile.gif

QUOTE
და ამერიკა იმიტომაა ამერიკა, რომ ვისაც ცხოვრების აწყობა უნდა, მაგის საშუალებას აძლევს და ვისაც უსაქმურობა, იმასაც კვებავს.


ნწუ, ისტორიას გადახედე ამერიკის, ცნობისთვის 80-იანი და 90-იანი წლების კინოების ყურება ისტორიის გაცნობა არ არის. ყველა წინ სვლა ამერიკის როგორც ქვეყნის და ხალხის მოხდა მაშIნ როდესაც ხალხს არანაირი კომფორტული სეიფთი ნეტები არ ჰქონდათ, იყო ხელსაწყო, იყო ნედლეული და იყო თავისუფლება, დანარჩენი ყველაფერი თავისი ხელით გამოიყვანეს. ბევრიდ შეაკვდა და ბევრიც გაუბედურდა ამ პროცესში.

მოკლედ და კონკრეტულად, ხალხი არ უნდა იხოცებოდნენ ქუჩებში არც შიმშილით და არც სიცივით. მაგრამ დიდი განსხვავებაა სასათბურე პირობების შექმნასა და აუცილებელი დახმარების გაწევას შორის

QUOTE
მოქალაქე მოქალაქეა.



ამერიკს საზღვრის ხაზს გადმოჰკვეთ თუ არა, თუნდაც ცალი ფეხით და შვილს გააჩენ მაშინვე ამერიკის მოქალაქეობას აძლევენ smile.gif 1 ცენტი, 1 წუთი წყვლილი არ შეუტანია მშობელს ქვეყნის წინსვლაში და ბავშვს უკვე ბენეფიტები ეკუთვნის, დედასაც smile.gif ნუ აქ ზედმეტია ლაპარაკი


QUOTE
უსაქმურ შვილს გააგდებ სახლიდან?



პირადად მე თუ მეკითხები კი, კიდევ კარგი არ მომიწია, თავისით წავიდნენ, მაგრამ რომ მქონოდა მსგავსი შემთხვევა აუცილებლად.

QUOTE
ზოგი გააგდებს, ზოგი არა.


ზოგიც სტაფილოს წვენს უკეთებს დილით თავის 40 წლის მუტრუკს და სიგარეტის ფულს უდებს კომოდზე, მშობლის გადასაწყვეტია როგორ გააზულუქებს, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტია ეგ გაზულუქებული ჩემი შრომით შევინახო თუ არა.



QUOTE
მეტი თავისუფლება, მეტი შესაძლებლობები...


კი ბატონო, მათ შორის სოციალური და ფინანსური თავისუფლებისთვის wink.gif

* * *
მამაო თამაზი
QUOTE
მორჩა ვაქცინები. იქით კვირაში მივდივარ კალიფორნიაში


ესეთით წადი, გამოგადგება smile.gif
user posted image

Posted by: Frankens†ein 30 Jul 2021, 18:09
Dont-tread-on-me
ბომჟიც ცუდია და უსაქმური შვილიც, მაგას ხო არ ვამბობ.
მაგრამ შვილსაც ვერ მიაგდებ და სახელმწიფო მოქალაქეს.
40 წლის მუტრუკი რატო მოგყავს მაგალითად, იქნებ 6 წლის შენძრეული თესლი ბავშვია.
სახელმწიფო ისე უნდა ზრუნავდეს მოქალაქეზე, როგორც მშობელი პატარა ბავშვზე.

ბომჟებს რაც შეეხება, სახელმწიფო პოლიტიკა ხო არ მოქმედებს ბომჟების რაოდენობაზე.
შენი აზრით ვინც ბომჟია, ნორმალური ტიპი იყო და სახელმწიფო თურმე უფასოდ გვაძლევს ყველაფერს და მოდი გავბომჟდებიო?
უფასოდ ექნებათ საჭმელ-სასმელი თუ არა, მაინც იქნებიან ეგ ბომჟები, იგივე რაოდენობის.
ეხლა შეიძლება უფრო ადრე დაიხოცონ, თორემ გაბომჟებით მაინც გაბომჟდებიან.
ხო და ბომჟები თუ მაინც იქნებიან, ყველანაირად სწორია თუ გაქვს რესურსი, დაკმაყოფილებულები გყავდეს, რომ არსებობისთვის დანაშაულის ჩადენა არ დასჭირდეთ.
მაინც ხდება ქურდობებიო და წარმოიდგინე ამდენი ადამიანი მშიერი რო იყოს, მერე რაღა მოხდება...

კრიმინალი რასაც ქვია არ არის თუნდაც იგივე ბომჟებით გადავსებულ სან ფრანცისკოში.
მაინტერესებდა და სპეციალურად გავდიოდი ხოლმე ღამით ეგეთ დაქცეულ ადგილებში, ზანგები და ნარკომანები რო ეწევიან რაღაც საშინელებებს და კაციშვილი არაფერს გეუბნება.
იყვნენ აბა მშივრები, რიოს ფაველებში როგორც გამოგიშვებენ უკეთეს შემთხვევაში ცოცხალს და ტრუსისამარა, მასე იქნებოდა მანდაც.

გადასახადებს რაც შეეხება კიდე.
მანდაც მომისმენია ბევრისგან უკმაყოფილება ახლობლები ვინც მყავს და ფულს შოულობენ, ბევრს გვართმევენო.
თუნდაც კალიფორნიაში იმიტომაა მაღალი გადასახადები რომ უკეთესი ცხოვრებაა და ბევრის გამომუშავება შეგიძლია.
თორემ პატარა შტატებში ბევრად დაბალი ტაქსებია.
ბევრის საშუალებას გაძლევს სახელმწიფო, გადაუხადე მეტი.
2000$ რო აქვს შემოსავალ;ი ერთს და 200000$ მეორეს, თანაბარი პროცენტი რატო უნდა გადაახდევინო.
მე სამართლიანად მიმაჩნია.
მეტის საშუალებას გაძლევ - მეტი გადაიხადე.
საბოლოო ჯამში სახელმწიფო იმაში ხარჯავს გადასახადებს, რომ ფულის შოვნის და კაი ცხოვრების საშუალება გქონდეს და მადლობელი იყავი თუ მასეა...


ყველას სურვილს ხო არ მოარგებს სახელმწიფო რაში გადაანაწილოს აკრეფილი გადასახადები.
აქაც ეგრეა, საქართველოში.
ზოგი იმას წუწუნებს ჩემი გადახდილი გადასახადებით უფასოდ რატო უკეთებენ სხვას ოპერაციასო, ზოგს პენსიონერი არ ყავს ოჯახში და პენსია თუ იზრდება, ეგ არ მოწონს, ზოგს რა და ზოგს რა...
იმას უნდა შეეგუო რო შენი გადახდილი გადასახადები შენი აღარაა.
გადაიხადე? - უკვე აღარაა შენი,
ვისიცაა ის განკარგავს.
და განკარგავს ის, ვისაც მოსახლეობის უმრავლ;ესობა მისცემს ამ ფულის განკარგვის საშუალებას.
თუ არ მოგწონს. ან იმის იმედი უნდა გქონდეს რომ შენნაირები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და არჩევნების გზით საშენო ტიპს მოიყვან, ან კიდევ თქვენი დედაც ვატირეო და უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან...


Posted by: Dont-tread-on-me 30 Jul 2021, 18:38
Frankens†ein
QUOTE
იქნებ 6 წლის შენძრეული თესლი ბავშვია.



"შენძრეული" ბავშვი არ არსებოსბ, ან მენტალური პრობლემა აქვს ადამიანს მაგ ასაკში თუ "შენძრეულია" ან აღზრდის მეთოდია არასწორად შერჩეული. ორივე შემთხვევაში სიტუაციაა გამოსასწორებელი და არა "შენძრულობის" ცხოვრების წესის შენარჩუნება.


QUOTE
სახელმწიფო ისე უნდა ზრუნავდეს მოქალაქეზე, როგორც მშობელი პატარა ბავშვზე.


აი აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა და აზრთა სხვადასხვაობა მე და შენ შორის, არა კონკრეტულ პოლიტიკაზე ჰოუმლესებზე თუ ტაქსებზე, არამედ სახელმწიო რა როლს თამაშობს ინდივიდის ცხოვრებაში

შენთვის სახელმწიფო ის არის რაც საბჭოთა იდეოლოგიამ გვასწავლა, ძლიერი ინდივიდი, განსაკუთრებული კასტა რომელიც პასუხისმგებელია შენი ცხოვრების სტაბილურობაზე, გიდგენს წესებს შენივე სასიკეთოთ და გსჯის როდესაც ამ წესებიდან გადახვევას იწყებ, რათქმაუნდა ისევ შენდა სასიკეთოთ

ჩემთვის და ბევრი ამერიკელისთვის, სახელმწიფო ცალკე რაღაც ზე-არსება არ არის, ეს არის სისტემა რომლის მცირე ზომაც, სწორი მენეჯმენტი და გამჭვირვალობამ შეიძLება მოუტანოს საზოგადოებას სიკეთე, მიზანი მთავრობის შექმნისაც ეგ იყო, რადგან ჩვენი ნება, რიგითი ხალხის ნების განმახორციელებელი იყოს რადგან მე პირადად რომ განვახორციელო მაგის დრო არ მაქვს, ამიტომ ვქირაობ ვიღაც ჩინოვნიკს რომელიც ამას აკეთებს. მაგრამ ეს როდესაც იზრდება და აქეთ გიწყებს ჭკუის სწავლებას, შნეი ცხოვრების კონტროლს, აი მაშინ ეს სისტემა ჩემივე სიკეთისთვის შექმნილი ხდება ჩემი მტერი.

ამიტომ გითXარი, გაეცანი ამერიკის საწყისებს, გაარკვიე რატომ დაიწერა კონსტიტუცია ისე როგორც დაიწერა, რა წერია დამოუკიდებლობის დეკლარაციაში და რატომ წერია, რაოტმ შეიქმნა მეორე შესწორება რომელიც გარკვევიტ აღნიშნავს იმ ფაქტს რომ მოქალაქეებს მთავრობისგან დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეს, ეს ტყუილად არ უქნიათ ჭკვიან ხალხს wink.gif

QUOTE
ბომჟებს რაც შეეხება, სახელმწიფო პოლიტიკა ხო არ მოქმედებს ბომჟების რაოდენობაზე.
შენი აზრით ვინც ბომჟია, ნორმალური ტიპი იყო და სახელმწიფო თურმე უფასოდ გვაძლევს ყველაფერს და მოდი გავბომჟდებიო?


არ არის აუცილებელი ვინმეს დაცემას შეუწყო ხელი, შეიძLება მის დაცემაში წყვლილი არ მიგიძღვის მაგრამ წამოხენებაში კი უშლი ხელს

QUOTE
უფასოდ ექნებათ საჭმელ-სასმელი თუ არა, მაინც იქნებიან ეგ ბომჟები, იგივე რაოდენობის.


რატომ? მოწოდებით ბომჟები არიან? შენ თუ ამბობ რომ მათი არსებობა ნორმალურია და ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია ეს ნორმალური მდგომარეობა მივიღოთ და ვუპატრონოთ, მაშინ აქ გასარჩევი არაფერი, მაგრამ თუ ამბობ რომ ეს არ არის ნორმალური და უნდა გამოსწორდეს მაშIნ თქვი როგორ უნდა გამოსწორდეს.

QUOTE
ხო და ბომჟები თუ მაინც იქნებიან, ყველანაირად სწორია თუ გაქვს რესურსი, დაკმაყოფილებულები გყავდეს, რომ არსებობისთვის დანაშაულის ჩადენა არ დასჭირდეთ.
მაინც ხდება ქურდობებიო და წარმოიდგინე ამდენი ადამიანი მშიერი რო იყოს, მერე რაღა მოხდება...


შენი არ ვიცი მაგრამ მე არ მჯერა რომ ბომჟები ნორმალურია და ისინი მაინც იქნებიან

QUOTE
კრიმინალი რასაც ქვია არ არის თუნდაც იგივე ბომჟებით გადავსებულ სან ფრანცისკოში.
მაინტერესებდა და სპეციალურად გავდიოდი ხოლმე ღამით ეგეთ დაქცეულ ადგილებში, ზანგები და ნარკომანები რო ეწევიან რაღაც საშინელებებს და კაციშვილი არაფერს გეუბნება.
იყვნენ აბა მშივრები, რიოს ფაველებში როგორც გამოგიშვებენ უკეთეს შემთხვევაში ცოცხალს და ტრუსისამარა, მასე იქნებოდა მანდაც.


როგორ გიყვართ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა, არიან ბომჟები რომლებიც არავის უშავებენ არაფერს გარდა საკუთარი თავისა, არიან ისეთებიც რომ;ლებიც სრულიად არსაიდან, სპონტანურად ესხმიან თავს, გადახედე ახალ ამბებს, ნიუ-იორკში ყოველ დღე ხდება მსგავსი, ყოველ დღე რეპორტებს ვკითხულობ სამსახურის გამო და იმდენია რომ ვერც წარმოიდგენ, თუმცა ახალ ამბებში თითქმის არ შუქდება.

მეორეც, ბომჟების მსგავსი მოქმედება ნათლად უსვამს ხაზს მათ მენტალურ პრობლემას, საჭიროებას მკურნალობის. როგორ წარმოგიდგენია, ვიღაც რომ ამბობს ნაპოლეონი ვარო, რავა ცხენი უნდა მისცე და საფრანგეთში გაუშვა თუ უნდა უმკურნალო?

QUOTE
გადასახადებს რაც შეეხება კიდე.
მანდაც მომისმენია ბევრისგან უკმაყოფილება ახლობლები ვინც მყავს და ფულს შოულობენ, ბევრს გვართმევენო.
თუნდაც კალიფორნიაში იმიტომაა მაღალი გადასახადები რომ უკეთესი ცხოვრებაა და ბევრის გამომუშავება შეგიძლია.


ვისთვის? smile.gif სილიკონის ველში? იქ კი, მაგრამ ისნიც მაგრად წუწუნებენ. რიგით ხალხზე რას იტყვი ვინც 17-20$ შოულობს თვეში? კარგი ცხოვრება აქვთ?

და მაღალი გადასახადები რომელ კარგ ცხოვრებას უზრუნველჰყოფს საშუალო კლასისთვის? აი რომ სეირნობ იმ კალიფორნიაში სად იგრძNობა ის მეტი გადახდილი ტქასები რაც არ იგრძNობა სხვა შტატში?

QUOTE
ბევრის საშუალებას გაძლევს სახელმწიფო, გადაუხადე მეტი.
2000$ რო აქვს შემოსავალ;ი ერთს და 200000$ მეორეს, თანაბარი პროცენტი რატო უნდა გადაახდევინო.


რატო არა? 2კ ვინც შოულობს და 200კ ვერ ხვდები სხვაობას? 200კ ვინც შოულობს იგივე პროცენტითაც იმაზე ბევრს იხდის ვინც 2კ-ს შიულობს, რატო უზრდი პროცენტსაც? ანუ მე რახანც უფრო უკეთესად ვმუშაობ და უფრო წარმატებული ვარ მეტი პროცენტით უნდა დავიტაქსო? აი ლოგიკაა..

QUOTE
საბოლოო ჯამში სახელმწიფო იმაში ხარჯავს გადასახადებს, რომ ფულის შოვნის და კაი ცხოვრების საშუალება გქონდეს და მადლობელი იყავი თუ მასეა...


ეუფფფ... სახელმწიფო იმაშI ხარჯავს ფულს უმეტეს წილად რაც მე საერთოდ არ მადგება და არც რიგით ამერიკელებს smile.gif მეორეც ერთი, ჩემს ფულს იღებენ, წილს იღებენ იქიდან, მერე არაეფექტურად რაღაცას მიფლანგავენ, მიტრლიალდებიან და აქეთ მორალს მიკითახევნ და კიდევ აქეთ მადლობელი ვიყო ? smile.gif

გამოდი ამ კომუნისტური აზროვნებიდან, ჩემზე ხარჯავენ არა ის, ჩემსას ხარჯავენ, ჩემივე დასმულ პოზიციაზე ხოდა თუ ვინმე უნდა იყოს მადლობელი უნდა იყვნენ ჩინოვნიკები.

QUOTE
ყველას სურვილს ხო არ მოარგებს სახელმწიფო რაში გადაანაწილოს აკრეფილი გადასახადები.


ამიტომ პრიორიტეტი უნდა იყოს ყველაზე პროდუქტიული ნაწილი საზოგადოების, საშუალო კლასი და არა ქვედა 5% ან ზედა 1%, მითუმეტეს საერთოს სხვა ქვეყნოის მოქალაქეები.

QUOTE
აქაც ეგრეა, საქართველოში.


lol.gif lol.gif გეხვეწები საქართველო მაგალითად ნუ მოგყავს, მეცინება

QUOTE
იმას უნდა შეეგუო რო შენი გადახდილი გადასახადები შენი აღარაა.



რატო? smile.gif არც მეკითხები რამდენი წაიღო როცა მიგაქვს, აღარც იმას კადრულობ მითხრა რაში ხარჯავ ჩემს ნაშრომს და კიდე აქეთ მიბრაზდები რა პონტში გაქვს ორეტენზიაოო? smile.gif

QUOTE
უ არ მოგწონს. ან იმის იმედი უნდა გქონდეს რომ შენნაირები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და არჩევნების გზით საშენო ტიპს მოიყვან, ან კიდევ თქვენი დედაც ვატირეო და უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან...


საქართველოში თუ გინდა სრული სოციალიზმი დაგიმყარებიათ (ასეც იქნება მალე), აქ კიდევ არის ძალთა ბალანსი, შტატების არსებობა ხელს უწყობს იმას რომ ზოგი გამოსირებული კალიფორნიელი არ უწყვიტავდეს მონტანაში ხალხს როგორ იცხოვროს, ამიტომაც იყო ფედერალური მთავრობა სუსტ მთავრობად ჩაფიქრებული თავიდან, მაგრამ გაუნათლებელმა და ძალაუფლებას მოწყურებულმა ხალხმა ფედერალებს ძალაუფლება მისცეს რომ გადაუწყვიტონ ერთნაირად ყველას როგორ და რა კრიტერიუმებით იცხოვრონ.


მოდი აქ გავწყვიტოთ ეს არაფრის მომტანი დავა, არ მიწყინო მაგრამ მწირი ინფორმაცია გაგაჩნია და საკმაოდ მყარი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით იმისთვის რომ კამათი რაიმეს მომტანი იყოს შენთვის. თუ სურვილი გექნება რეალურად გაიგო რა არის კაპიტალიზმის და ამერიკის წარმატების საწინდარი გაეცანი ჯერ ისტორიას, მაგრამ თუ გგონია რომ საკმარისი იცი, გააგრძელ სხვებისთვის მორალის კითხვა.

წარმატებები wink.gif

Posted by: მამაო თამაზი 30 Jul 2021, 21:28
Dont-tread-on-me
ოჰ ოჰ

ოცნების მანქანას გავს. ამ ეტაპზე ვრანგლერს დავჯერდები. 300 000 დოლარამდე ღირს. არა და რა სექსუალურია.

არც მინახავს ეგ მანქანა.



Posted by: Dont-tread-on-me 30 Jul 2021, 21:44
მამაო თამაზი
QUOTE
ოცნების მანქანას გავს. ამ ეტაპზე ვრანგლერს დავჯერდები


ვრანგლერი კარგია <3 მეც მინდოდა ვრანგლერი ერთ დროს, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც პიკაპზე გავაჩერე, უფრო პრაქტიკული იყო

Posted by: მამაო თამაზი 30 Jul 2021, 22:04
Dont-tread-on-me
QUOTE
ვრანგლერი კარგია <3 მეც მინდოდა ვრანგლერი ერთ დროს, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც პიკაპზე გავაჩერე, უფრო პრაქტიკული იყო


პიკაპიც მინდა. RV ის ყიდვას ვაპირებ როცა ჩავალ კალიფორნიაში. ერთი ისაა იარაღის ლიცენზიას ველოდები მეორე წელია lol.gif

მოკლედ 5 დღემდე მაქ გზა კალიფორნიაში. რამე არ იცით სანახავი გზაზე? 40 ცე გზით ვაპირებ წასვლას ქვემოდან

Posted by: Frankens†ein 31 Jul 2021, 00:00
Dont-tread-on-me
კაი, შევწყვიტოთ კამათი, სხვადასხვა აზრზე ვართ.

უბრალოდ ერთზე გამოგეხმაურები მარტო smile.gif - საბჭოთა კავშირი მიხსენე და საბჭოეთში იყო "ვინ არ მუშაობს, არ ჭამს" თუ რაღაც მსგავსი ლოზუნგი smile.gif

Posted by: ME 31 Jul 2021, 01:28
ისე კონკრეტულად რაზე კამათობთ არ წამიკითხავს,

უნდა შეუქმნას თუ არა სასათბურე პირობები ბომჟებს სანფრანცისკომ?
თუ რა იყო თემა

Posted by: მამაო თამაზი 31 Jul 2021, 05:51
ME
QUOTE
უნდა შეუქმნას თუ არა სასათბურე პირობები ბომჟებს სანფრანცისკომ?
თუ რა იყო თემა


არც მე წამიკითხავს მაგრამ...

სან ფრანცისკოში ყველაზე ნაკლები პრობლემა ეხლა უსახლკაროებია. უსახლკაროები სულ იყვნენ არიან და იქნებიან. ეგ ყოველთვის იქნება მაგრამ ნელ ნელა უკვე ჩიკაგო ხდება. წარმოიდგინე ციხეში არ მიდიხარ თუ 1000 დოლარზე ნაკლებს მოიპარავ. biggrin.gif. დაცვამაც რომ გაგაჩეროს დაცვა წავა ქურდის მაგივრად ციხეში.


მანქანის გარეთ გაჩერება საშიშია თუ მანქანა მთლიანად ცარიელი არაა. ეგრევე ტეხავენ და არც არავინ იჭერს. ბარიგებს მიაქვს ქალაქი და DA კიდე იძახის რომ წვრილი ბარიგები არ მაინტერესებს მხოლოდ დიდებს დავიჭერო lol.gif

იმენა პიტალო ###ა. სან ფრანცისკოს მაგარი გადებული აქვს.

ნებისმიერ პოლიციის განყოფილებაში რომ მიხვიდე რიგები დგას ოღონდ მართლა lol.gif ყველას ან მაღაზიას უტეხავენ და პარავენ რაღაცეებს ან მანქანებს.

Posted by: Frankens†ein 31 Jul 2021, 07:37
ეგ ღლეობაა, ბაზარი არაა.
800$-მდე არაფერი არაა რო მოიპარო.
ეხლა კარგ მაღაზიებში დაცვა დგას და არ მოგაპარინებენ.
სუპერმარკეტებში რაც გინდა ის ქენი.
შემოდიოდნენ თესლი ბავშვები სეიფვეიში, რაც შეეძლოთ იღებდნენ, ჩიფსებს, შოკოლადებს, წვენებს და გადიოდნენ, დაცვა არაფერს ეუბნებოდა.
მაგრამ ერთხელ ტიპი გაიჩითა ზანგი, ორი პარკი გაავსო და გადიოდა და გააჩერა დაცვამ, დატოვეო.
ამან ხიპიში დაიწყო, მშიაო.
პოლიციაც მოვიდა და ეს ატრაკებს მშია და რა ვქნაო.
იმათ ამდენი რაღაც რად გინდაო...
ბოლოს შეთანხმდნენ და რამდენიმე რაღაც გაატანეს და დანარჩენი დაატოვებინეს...

სან ფრანცისკოს დედა აქვს ნატირები.
არადა უმაგრესი ქალაქია, უკეთესი არ მეგულება დედამიწის ზურგზე.
იდეალურია ჩემი თერმოდინამიკის ადამიანისთვის, არც ცხელა არც ცივა.
ქალაქის დაგეგმარებაც სუპერ.

ჩემებიც კუპერტინოში გადავიდნენ ეხლა.
ბავშვისთვისაა უკეთესი პირველ რიგში.
აღარ იცხოვრება სან ფრანცისკოში.

ამ პანდემიამ განსაკუთრებით გამოაჩინა რეალური სახე.
უტურისტო სან ფრანცისკო აზიელების და ბომჟების ქალაქია...

Posted by: მამაო თამაზი 31 Jul 2021, 07:58
Frankens†ein
QUOTE
ეხლა კარგ მაღაზიებში დაცვა დგას და არ მოგაპარინებენ.

დიზელი იმდენჯერ გატეხეს იანვარში კეტავენ საერთოდ.

QUOTE
სან ფრანცისკოს დედა აქვს ნატირები.
არადა უმაგრესი ქალაქია, უკეთესი არ მეგულება დედამიწის ზურგზე.
იდეალურია ჩემი თერმოდინამიკის ადამიანისთვის, არც ცხელა არც ცივა.
ქალაქის დაგეგმარებაც სუპერ.

ხოოოოოოოოოოოოდა მაგას ვამბობდი და შენ კიდე იძახდი რო უსაფრთხო ქალაქიაო biggrin.gif. დაძრული მანქანიდან რო მოგპარავენ ყველაფერს ის უსაფრთხო აღარააა biggrin.gif

აგერ უსმინე. ჩესა სულით ### ბუდინი. პატარა ბარიგებს არ სჯის biggrin.gif. არა და იმენა წამალს მიაქ იქაურობა. ტიპმა ზურგზე დაცა ქალაქი



რენტის ფასზე ხო აღარაფერს ვამბობ. ერთი ბეწო კუილ ოთახში 1700 დოლარს ვიხდიდი lol.gif პლიუს დენის წყლის და ინტერნეტის ფული.

მაგის გარდა სადაც გინდა ჩაიხადე მოფსი მოჯვი. არავინ არაფერს გეტყვის.

Posted by: Frankens†ein 31 Jul 2021, 08:45
მამაო თამაზი
QUOTE
შენ კიდე იძახდი რო უსაფრთხო ქალაქიაო

ერთი მაგაზე შემიძლია კამათი, ჩემთვის უსაფრთხოა.
არ გეშინია რო ვიღაც დაგაყაჩაღებს, ქუჩაში შარს მოგდებს
რაც მანდ ხდება, კრიმინალს ვერ დავარქმევ, საფრთხის შემცველს.
ქურდბაცაცების ქალაქია და არა კრიმინალური.
გეტოები, იარაღი და ბანდები არ მინახავს ან გამიგია მანდ.
არადა მაინტერესებდა და ვეძებდი biggrin.gif


ვიღაც ორი ზანგი გავაძრე.
სიგარეტი მთხოვეს და მივეცი.
დაიწყეს ჩხუბი ამ ერთ ღერზე და მეორეც გავაძრე, რა გაჩხუბებთ მეთქი.
და ჯიგარი ხარო და გამომელაპარაკნენ.
და საღოლო, ყველა ერიდება ჩვენთან ლაპარაკს თეთრებიო.
მეთქი რა პრობლემაა, რა არის საშიში მეთქი.
შორტები მეცვა და კაი ნავარჯიშები ფეხები მაქვს და დღეს UFC-ია და შენც MMA- ს მოჩხუბარი ხო არ ხარო biggrin.gif
მეთქი პროფრსიონალი არა, მაგრამ დღეს ჩხუბობს ჩემი ქვეყნიდან ილია თოფურია, ჩემი ბავშვობის მეგობარია და ერთად ვვარჯიშობთ მეთქი.
არ იცოდნენ ვინ იყო და იუთუბზე ვანახე smile.gif
ვააო, გამოყლევდნენ, მართლა შენი მეგობარიაო?
კუ, ერთად გავიზარდეთ მეთქი : D
მიდი აბა რამე ილეთი გვაჩვენეო biggrin.gif
მარტო ჩხუბში ვიყენებ და თქვენ ხო არ გეჩხუბებით მეთქი biggrin.gif
გადახედეს ერთმანეთს და კაი ტიპიაო და რაღაც ###ობა გააძრეს, მოუკიდეს და აჰა მოწიეო smile.gif
მეთქი არ მინდა, საქმეზე მივდივარ და ფხიზელი უნდა ვიყო, თან მარტო მარიხუანას ვეწევი მეთქი.
მიდი მიდიო და კიდე უარი რო ვუთხარი, მეორე გააძრეს შეკეთებული და გაჩუქებთ და როცა გაგისწორდება მოწიეო
ყლეზე მკიდია, მარტო პლანს ვეწევი მეთქი და ეხლა არ გვაქვს და საღამოს დამირეკე და ერთ ჯოინთს გაჩუქებო.
კაი მეთქი smile.gif
იასნა არ დამირეკია, მაღაზიაში იყიდებოდა სახლის გვერდით 5$-ად, 100% სატივა...
ერთი ის მაინტერესებს რას მაძლევდნენ, რაღაცას რო ეწევიან და ერთ ადგილას ირწევიან თქვჩახრილები, მაგას ალბათ...

ბარიგის ნომერი თუ გინდათ - +16282807965 რეინალდო biggrin.gif

Posted by: ME 1 Aug 2021, 01:56
QUOTE
ბარიგის ნომერი თუ გინდათ - +16282807965 რეინალდო

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dansnM 5 Aug 2021, 10:31
გამარჯობათ მეგობრებო.


ახლო მომავალში ვინმე ხომ არ მიფრინავთ კალიფორნიაში რაღაცა პატარა ნივთის გაგზავნა მინდოდა....


Posted by: ViPeR 5 Aug 2021, 16:39
გაუმარჯოს.ვინმემ თუ იცით საზღვრები გაიხსნა თუ არა ტურისტებისთვის?მექსიკიდან ღია არიო საზღვარი,რამდენად მართალია.ჩამოსვლა მინდა და დაკეტილია ყველა იძახის.

Posted by: ტანკე 5 Aug 2021, 18:22
ნიუ იორკში მართვის მოწმობა რომ აიღეთ, მარტო თეორიული გამოცდა ჩააბარეთ თუ პრაქტიკულიც?
ანუ ვისაც უცხოური პრავა აქვს, იმათთვის მაინც აუცილებელია პრაქტიკული გამოცდა?

Posted by: ME 6 Aug 2021, 04:43
ტანკე
კალიფორნიაში საჭიროა

სავარაუდოდ იქითაც

Posted by: ტანკე 6 Aug 2021, 08:26
ME
კალიში ვიცი, ხო. ნიუ იორკში სხვა წესებია და იმედი მქონდა, რომ მანდ არ იქნებოდა საჭირო.

Posted by: lume 6 Aug 2021, 15:16
NY-ში ვაფშე ყველა აბარებს ტესტებს და ტარებას



up.gif

Posted by: fermina 8 Aug 2021, 22:34
Frankens†ein
იქნებ შენ (ან სხვებმაც) ზუსტად მითხრათ რა, ამერიკაში შესვლისთვის ორჯერ აცრის დამადასტურებელი QR კოდი (და არა ბეჭდიანი ე.წ კოვიდ-პასპორტი ) საკმარისია, თუ პსრ ტესტი მაინც საჭიროა? და თუ საჭიროა, გაფრენამდე რამდენი საათით ადრე უნდა გავიკეთო? მადლობა

Posted by: Harley Davidson 8 Aug 2021, 22:38
fermina
შესასვლელად არ მოუთხოვიათ არცერთხელ
თვითფრინავში ასასვლელადაა საჭირო პისიარ ტესტი, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არსებობის შემთხვევაშიც კი

Posted by: fermina 8 Aug 2021, 22:54
Harley Davidson
QUOTE
fermina
შესასვლელად არ მოუთხოვიათ არცერთხელ
თვითფრინავში ასასვლელადაა საჭირო პისიარ ტესტი, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არსებობის შემთხვევაშიც კი


აჰა, გასაგებია, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: bebe__MU 8 Aug 2021, 23:43
მამაო თამაზი
რავა ხარ? biggrin.gif

Posted by: fermina 9 Aug 2021, 10:54
კიდევ ერთი შეკითხვა - იაფად ბილეთის ყიდვა სად ჯობია? ონლაინ საიტებზე მომონდო და სქაისქანერი და ეგეთები თუ ტურისტულ სააგენტოს მივმართო? თქვენი გამოცდილებით სად უფრო იაფია
* * *
მოკლედ ახლა მითხრეს, ევროპის გავლით ვერ წახვალო და თუ იცით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

Posted by: fermina 10 Aug 2021, 12:20
Dont-tread-on-me
QUOTE
ბევრი უკლია, სერიოზული პრესი მიდის იმ ხალხზე ვისაც ვაქცინაცია არ უნდა გარკვეული მიზეზების გამო.

აგერ ბროდვეიზე ბრიუს სპრნგსტინის კონცერტზე მარტო ვაქცინირებულებს უშვებენ, დაჟე ტსტიც და მასკაც აღარ არის საკმარისი, იმენა პასპორტით უნდა მიაჭრა რომ შეგიშვან

თუ რესპუბლიკურ შტატში ცხოვრობ მაშინ სხვაგვარად იქნება


რაღაც მოგწერე პმ-ში და თუ შეგიძლია, რომ მიპასუხო, მადლობა.

Posted by: Frankens†ein 10 Aug 2021, 12:52
fermina
QUOTE
იაფად ბილეთის ყიდვა სად ჯობია?

კიდევ გაითვალისწინეთ რომ უკანა ბილეთიც გქონდეთ ნაყიდი.
იანვარში ყატარის არ მიშვებდა თვითმფრინავში, აშშ-ის მოთხოვნაა უკანა ბილეთის ქონაცო.
იქვე ვიყიდე აეროპორტში და მერე ამიშვეს...


QUOTE
მოკლედ ახლა მითხრეს, ევროპის გავლით ვერ წახვალო და თუ იცით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

მეეჭვება ჩემზე მეტი ინფორმაცია ქონდეს ვინმეს smile.gif
მე გადამხდა თავს smile.gif
აი ის პოსტიც smile.gif
https://forum.ge/?showtopic=35163216&view=findpost&p=57874033

ეს მეორე პოსტი, უკვე ფრენის შემდეგ.
თურქიშის და ყატარის შედარება და საზღვარზე შესვლა - https://forum.ge/?showtopic=35163216&view=findpost&p=57878572




ესეც გამოგადგებათ:
https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/travelers/testing-international-air-travelers.html
უწერიათ რო სწრაფი ტესტიც მისაღებიაო.
იანვარში სწრაფი ტესტით შევედი.
მაისში აღარ გავრისკე და პისიარი გავიკეთე მაინც...

Posted by: fermina 10 Aug 2021, 14:00
Frankens†ein
QUOTE
მეეჭვება ჩემზე მეტი ინფორმაცია ქონდეს ვინმეს
მე გადამხდა თავს
აი ის პოსტიც


კი, უკვე გავარკვიე, მადლობა smile.gif

პსრ-იც მექნება, ახლა ვარკვევ ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც საერთაშორისოა, სად და როგორ შეიძლება მოვიპოვო, ანუ კი მაქვს ელექტრონული ვერსია, სადაც ქიუარ კოდიცაა, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად მოქმედებს ამერიკაში.

ეს საზღვრისთვის არ მინდა, კონკრეტულ ღონისძიებაზე მოსახვედრად მჭირდება აცრის დამადასტურებელი საბუთი და თავი მინდა დავიზღვიო.

Posted by: Frankens†ein 10 Aug 2021, 14:12
fermina
QUOTE
ახლა ვარკვევ ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც საერთაშორისოა, სად და როგორ შეიძლება მოვიპოვო, ანუ კი მაქვს ელექტრონული ვერსია, სადაც ქიუარ კოდიცაა, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად მოქმედებს ამერიკაში.

ეს საზღვრისთვის არ მინდა, კონკრეტულ ღონისძიებაზე მოსახვედრად მჭირდება აცრის დამადასტურებელი საბუთი და თავი მინდა დავიზღვიო.

ასტრაზენეკას აღიარებს აშშ.
ინგლისურენოვანი ბეჭედდარტყმული ვაქცინაციის ცნობა თუ გექნებათ, არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა.
QR კოდითაც შეიძლება მიიღონ, წესით ჩვენი დაავადებათა კონტროლის ოფიციალურ საიტზე უნდა გადაყავდე მაგ QR კოდს.
გაუკვირდებათ კიდეც, ჩვენზე განვითარებული ქვეყანა ყოფილაო biggrin.gif QR კოდებზე აქვთო biggrin.gif
მაგათთან ამ ფარატინა ქაღალდს გაძლევენ, არც ბეჭედი, არც პირადი ნომერი...

user posted image

Posted by: ტანკე 10 Aug 2021, 19:34
fermina
QUOTE
ახლა ვარკვევ ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც საერთაშორისოა, სად და როგორ შეიძლება მოვიპოვო, ანუ კი მაქვს ელექტრონული ვერსია, სადაც ქიუარ კოდიცაა, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად მოქმედებს ამერიკაში.

ეს საზღვრისთვის არ მინდა, კონკრეტულ ღონისძიებაზე მოსახვედრად მჭირდება აცრის დამადასტურებელი საბუთი და თავი მინდა დავიზღვიო.

დღეს ავიღე ქრ კოდი და აპოსტილით დავამოწმებინე. ჩვენი ქრ კოდები არაა საერთაშორისო ბაზაში და აპოსტილის გარეშე ძალა არ აქვს.
ვერც წაიკითხავს იმათი სისტემა (ამ ეტაპზე მაინც)

ყველამ გაითვალისწინეთ, ვინც ამერიკაში მიდიხართ
მე ერთჯერადად ვარ აცრილი აქ, მეორე დოზე ამერიკაში მიწევს და იქ რომ პრობლემები არ მქონდეს მეორე დოზაზე და პირველის აღიარებაზე, ამიტომ დავამოწმებინე აპოსტილით

Posted by: fermina 10 Aug 2021, 20:25
ტანკე
QUOTE
დღეს ავიღე ქრ კოდი და აპოსტილით დავამოწმებინე. ჩვენი ქრ კოდები არაა საერთაშორისო ბაზაში და აპოსტილის გარეშე ძალა არ აქვს.
ვერც წაიკითხავს იმათი სისტემა (ამ ეტაპზე მაინც)

ყველამ გაითვალისწინეთ, ვინც ამერიკაში მიდიხართ
მე ერთჯერადად ვარ აცრილი აქ, მეორე დოზე ამერიკაში მიწევს და იქ რომ პრობლემები არ მქონდეს მეორე დოზაზე და პირველის აღიარებაზე, ამიტომ დავამოწმებინე აპოსტილით


კი, თუ მოვასწარი, მეც ასე ვაპირებ. მითხარი რა, ზუსტად რა პროცედურა გაიარე.
ანუ, მიხვედი დაავადებათა კონტროლის ცენტრში, აიღე ბეჭდიანი, ქრ კოდიანი ცნობა (მე ორჯერ ვარ აცრილი) და მერე მიხვედი იუსტიციის სახლში? წინასწარ საჭიროა ჩაწერა მანდ? და აპოსტილს რამდენ ხანში აკეთებენ?

მაგრამ მე მინდა კონკრეტულ შოუზე მოსახვედრად ეგ ცნობა და არ მგონია აპოსტილებს სდიონ, წესით ორენოვანი, ქრ კოდიანი, ბეჭდიანი და ხელმოწერილი საკმარისი უნდა იყოს იმ თეატრის შენობაში შესასვლელად.

მაგ კონცერტის გამო მივდივარ ამხელა გზაზე და რომ არ შემიშვან, თავს დავიწვავ სტ. ჯეიმსის თეატრის წინ smile.gif ან, თეატრს დავწვავ biggrin.gif

Posted by: ტანკე 10 Aug 2021, 20:30
fermina
QUOTE
ანუ, მიხვედი დაავადებათა კონტროლის ცენტრში, აიღე ბეჭდიანი, ქრ კოდიანი ცნობა

კი, 20 წუთი დასჭირდა და ისიც იმიტომ, რომ პრინტერის პრობლემა იყო
QUOTE
და მერე მიხვედი იუსტიციის სახლში?

კი
QUOTE
წინასწარ საჭიროა ჩაწერა მანდ?

კი, 1-2 დღით ადრე. მომდევნო დღეს შეიძლება შევსებული იყოს ადგილები და 2 დღე დაიტოვე ზაპასში. ჩაწერა აუცილებელია. მე საიტზე ჩავეწერე
QUOTE
და აპოსტილს რამდენ ხანში აკეთებენ?

5 სამუშაო დღე,მაგრამ მე იმავე დღესვე გავაკეთებინე და 100 ლარი გადავიხადე,ოღონდ ჩემს ცნობას თარგმანი არ უნდოდა. თარგმნით 200 ლარამდე ჯდება დაჩქარებულად. იმავე დღეს თუ აკეთებინებ, ფოსტა აღარაა საჭიროი და მე ფოსტას არ ვენდობი, მინიმუმ 3 დღე უნდა თან.
თუ არ გეჩქარება,მაშინ სტანდარტულად, იაფად და ფოსტით გააკეთებინე

Posted by: fermina 10 Aug 2021, 21:04
ტანკე

მადლობა ინფორმაციისთვის, მე მოსწრებაზე ვარ, ორშაბათს დილით მივფრინავ და თან ვყოყმანობ, არ ვარ დარწმუნებული, აპოსტილიანი ცნობა დამჭირდება თუ არა თეატრის შენობაში შოუზე შესაღწევად smile.gif
ცხრაჯერ მივწერე იმ თეატრის ქასთომერ სერვისს, მაგრამ იქ ზომბები სხედან და რაღაც სტანდარტულ ტექსტებს მიკოპირებენ და საიტის ლინკებს მიგზავნიან, რომელსაც ისედაც ვნახულობ.
ბევრჯერ წავწყდომივარ ამერიკული სერვისის სფეროში სრულ მოუქნელობას და სიდებილეს, ტიპებს იმპროვიზაციის ელემენტარული უნარი არ გააჩნიათ.

Posted by: UNEEK 10 Aug 2021, 22:13
QUOTE (fermina @ 8 Aug 2021, 22:34 )
Frankens†ein
იქნებ შენ (ან სხვებმაც) ზუსტად მითხრათ რა, ამერიკაში შესვლისთვის ორჯერ აცრის დამადასტურებელი QR კოდი (და არა ბეჭდიანი ე.წ კოვიდ-პასპორტი ) საკმარისია, თუ პსრ ტესტი მაინც საჭიროა? და თუ საჭიროა, გაფრენამდე რამდენი საათით ადრე უნდა გავიკეთო? მადლობა

პისიარს ითხოვენ აეროპორტებში კი.(3 კვირის წინანდელი ამბავი)
კერძოდ თბილისი-პარიზი-ჯფკ დავბრუნდი, სამივეგან მომთხოვეს. ქოვიდ პასპორტი არ უთხოვიათ.
პისიარი სამშაბათ საღამოს გავიკეთე ავერსში, საბურთალო. ფასი 120 ლარი. (ვუთხარი სამოგზაუროდ მჭირდებათქო)
ოთხშაბათს საღამოს ცნობა ავიღე, ხუთშაბათს გამოვფრინდი. 72საათი ძალაშია.
(აქედანაც იგივე, პისიარს ითხოვენ, აიღებ ნებისმიეტ აფთიაქში, ჩაუწერლად. ვოლგრინსი, სივიესი. უფასოდ. პასუხი მესამე დღეს გაქვს)
ბედნიერად იფრინე.

Posted by: fermina 10 Aug 2021, 22:43
UNEEK
QUOTE
კერძოდ თბილისი-პარიზი-ჯფკ დავბრუნდი, სამივეგან მომთხოვეს. ქოვიდ პასპორტი არ უთხოვიათ.


მადლობა
ანუ შენ ან გრინ კარტის მფლობელი ხარ, ან მოქალაექე, შენგენის ზონიდან რომ გაფრინდი?
ორიჯერ იაფი იყო ევროპის გავლით ბილეთები, მაგრამ არ შეგიშვებენო და თურქიშით მომიწია.
პისიარი ხელზე გქონდა ცნობა თუ ელექტრონული საკმარისია?
მე შაბათს ვიკეთებ და კვირას მეილზე მომივა, ორიგინალი სავარაუდოდ არ მექნება.

Posted by: ტანკე 10 Aug 2021, 22:44
UNEEK
72 საათი თბილისიდან გამოფრენისას იანგარიშება თუ,მაგალითად, დოჰადან ან სტამბულიდან?
fermina
ქრ კოდების წამკითხველით ვერ წაიკითხავენ შენს ქრ კოდს და უნდა დააჯერო, რომ ნაღდია


ორიგინალი გინდა და ქსეროასლიც თან გქონდეს. ინგლისურად უნდა იყოს პასუხი. ყველგან არ აკეთებენ ინგლისურად, გაითვალისწინე. კვირას ნოტარიუსი დაკეტილია და ვერ ათარგმნინებ-დაამოწმებინებ.

მე ნეოლაბში ვიკეთებ ხოლმე სულ

Posted by: fermina 10 Aug 2021, 22:45
QUOTE (UNEEK)
(აქედანაც იგივე, პისიარს ითხოვენ, აიღებ ნებისმიეტ აფთიაქში, ჩაუწერლად. ვოლგრინსი, სივიესი. უფასოდ. პასუხი მესამე დღეს გაქვს)
ბედნიერად იფრინე.


ამის დაზუსტება მინდოდა, ანუ მაქედანაც პსრ დამჭირდება... დავგუგლე და 250 $ ამომიგდო ფასი, ალბათ კერძო ლაბორატორიებია smile.gif კარგი ინფოა, მადლობა.
* * *
ტანკე
QUOTE
fermina
ქრ კოდების წამკითხველით ვერ წაიკითხავენ შენს ქრ კოდს და უნდა დააჯერო, რომ ნაღდია


გასაგებია, ბეჭდიანი და ხელმოწერილი რომ იქნება, ბლანკზე და ორენოვანი, იმედი მაქვს, გაჭრის.
იქნებ წინა დღეს მივიდე ადგილზე და გავტესტო და გავარკვიო, რომ შესვლაზე პრობლემა არ შემექმნას. ეს ჩლუნგები მეილზე ვერ მპასუხობენ ადეკვატურად.
* * *
ეს რა კაი ინფოა მაგათ საიტზე smile.gif
The only exception to the above will be for guests under the age of 12, or those who need reasonable accommodations due to a medical condition or sincerely held religious belief that prevents vaccination.

მთლად საჩვენოა, ბოლო-ბოლო მაგას დავაბრალებ, რომელიმე ოხროხინეს ქადაგების ვიდეოს ჩავწერ სუბტიტრებით და ეგაა biggrin.gif

Posted by: UNEEK 10 Aug 2021, 23:11
fermina
იმეილი მეორე დილასვე მივიღე.
ამობეჭდილიც გამოართვი ბარემ. მიდი საღამოს.
მოქალაქე, მარა რა მნიშვნელობა აქვს, ტრანსფერი იყო პარიზი.
დამავიწყდა ბილეთს cheapoair.com ზე ვყიდულობ. ხან 800 ღირს, ბოლოს 990 მივეცი. პლუს დაზღვევაც თუ გექნება კარგია. ექსტრა 65$

ტანკე
კი ძმა თბილისიდან.
სასურველია გამოფრენის წინა დღეს აიღო ცნობა. ანუ 2 დღით ატრე ტესტი გაიკეთო. ერთი დღე უნდა პასუხს თბილისში.
ამერიმაში 2 დღე ელიდები ტესტის პასუხს.
* * *
fermina
რატო კერძო, მიდი CVS ან Walgreens ფარმაციში, უფასოა. აიღებ საღამოს ტეტს ფანჯარაში, ხოდა მეორე არა, და მესამე დღეს მოგივა პასუხი იმეილზე. ამოასკანერე და გოუ.

Posted by: fermina 10 Aug 2021, 23:26
UNEEK
QUOTE
fermina
იმეილი მეორე დილასვე მივიღე.
ამობეჭდილიც გამოართვი ბარემ. მიდი საღამოს.


შაბათს შუადღეზე ვიკეთებ ტესტს და თუ მოესწრება, კი რა თქმა უნდა, გამოვართმევ. კვირას მგონი არ მუშაობენ, მეილს აგზავნიან კვირას საღამოს.

QUOTE
მოქალაქე, მარა რა მნიშვნელობა აქვს, ტრანსფერი იყო პარიზი.


არ აქვს მნიშვნელობა, ტრანსფერია თუ არა, არამოქალაქეებს არ უშვებენ შენგენის ზონიდან აშშ-ში, მხოლოდ ყატარი და თურქეთია ჩვენთვის აშშ-ში გაფრენის ვარიანტი ამ ეტაპზე. თორემ მიუნჰენი, ამსტერდამის გავლით კი ღირს 800 $.
* * *
QUOTE (ტანკე)
ორიგინალი გინდა და ქსეროასლიც თან გქონდეს. ინგლისურად უნდა იყოს პასუხი. ყველგან არ აკეთებენ ინგლისურად, გაითვალისწინე. კვირას ნოტარიუსი დაკეტილია და ვერ ათარგმნინებ-დაამოწმებინებ.

მე ნეოლაბში ვიკეთებ ხოლმე სულ


გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში ჩავეწერე, 55 ლარი ღირს და საერთაშორისოა, ანუ ინგლისურადაცაა.
* * *
QUOTE (UNEEK)
fermina
რატო კერძო, მიდი CVS ან Walgreens ფარმაციში, უფასოა. აიღებ საღამოს ტეტს ფანჯარაში, ხოდა მეორე არა, და მესამე დღეს მოგივა პასუხი იმეილზე. ამოასკანერე და გოუ.


არ ვიცოდი ეგ ვარიანტი, მე მალევე ვბრუნდები უკან და გავითვალისწინებ, რომ გამოფრენამდე სამი დღით ადრე გავიკეთო.
* * *
QUOTE (ტანკე)
72 საათი თბილისიდან გამოფრენისას იანგარიშება თუ,მაგალითად, დოჰადან ან სტამბულიდან?


ანუ, რომ დავაზუსტოთ, ტესტი აჩვენებს პასუხს ტესტის გაკეთების თარიღის და დროის დაფიქსირებით, თუ როდესაც პასუხი მოგდის?
მე კი ვკითხე, და როცა მიიღებთ პასუხს, ანუ როცა გამოიგზავნება, იმ დროს აფიქსირებსო, ასეა ნამდვილად?

და ტესტში დაფიქსირებული დროიდან 72 საათზე მეტი არ უნდა იყოს გასული, თბილისში რომ ჯდები თვითმფრინავში, თუ ამერიკაში რომ ჩადიხარ?

Posted by: zviozvio 10 Aug 2021, 23:39
ამერიკის აცრის ბარათს არც ბეჭედი აქვს და არც ქრ კოდი. არ აღიარებენ ევროპაში და სხვა ქვეყნებში?

Posted by: UNEEK 11 Aug 2021, 00:14
fermina
არ ვიცოდი.
ხო გერმამია ან პარიზია ტრანსფერი. ლონდონიც.
თურქიშით მიჭირს, ცოტა გრძელი ფრენაა.
@@@
ატლანტამ დააგვიანა მიღება, გამასწრო პარიზის თვითმფრინავმა,
იმ საღამოსვე მოფრინავდა მეორე პარიზი.
ჯიგრულად შემიშვითთქო შევეხვეწე.
მართლა არ შემიშვეს))
პრემიუმ კლასში აღმოვჩნდი, რექლაინერ კრესლოში ასე დაუმსახურებლად biggrin.gif

user posted image

Posted by: მამაო თამაზი 11 Aug 2021, 01:12
zviozvio
QUOTE
ამერიკის აცრის ბარათს არც ბეჭედი აქვს და არც ქრ კოდი. არ აღიარებენ ევროპაში და სხვა ქვეყნებში?

ლოთ ნომრები აქვს თავისი რომელიც ბეჭედიცაა და ხელმოწერაც.


Posted by: Frankens†ein 11 Aug 2021, 01:45
fermina
UNEEK
იქიდან გამოფრენისას მარტო ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობაც ჭრის მგონი.
19 ივლისს ჩამოვფრინდი და არავის მოუთხოვია.
აეროპორტში ითხოვენ ტესტს, გამოჯანმრთელების (recovered) ცნობას ან ვაქცინაციის საბუთს.
ამას გარდა მაინცდამაინც პისიარს არ ითხოვენ, ანტიგენის რაპიდ ტესტიც მოსულა.
სამი კვირის წინ მასე იყო, ეხლა თუ არ შეცვალეს.
პისიარი ძვირია შტატებში და ტყუილად არ გადაიხადო, გაარკვიეთ კარგად.
* * *
zviozvio
QUOTE
ამერიკის აცრის ბარათს არც ბეჭედი აქვს და არც ქრ კოდი. არ აღიარებენ ევროპაში და სხვა ქვეყნებში?

მაგ ბარათით გამოვფრინდი სანფრანცისკოდან ფრანკფურტში, მერე ფრანკფურტიდან მიუნხენში შიდა ფრენაზე და მერე მიუნხენიდან თბილისში.
აქაც ისე შემომიშვეს, სამ დღეში გატესტვაც არ მოუთხოვიათ.
ბეჭედი და ქრ კოდი კი არა, პირადი ნომერიც არ აწერია biggrin.gif
მარტო სახელი და დაბადების თარიღი

ვაქცინაციის მერე ეგ ბარათი რო მომცეს, ვიკითხე და ყველგან ჭრისო...
* * *


შეცვლილა წესები.
ტესტი აუცილებელია.

user posted image

მაგრამ ანტიგენიც წავა, მაინცდამაინც პისიარი არა..

user posted image

Posted by: fermina 11 Aug 2021, 09:02
ანუ იქიდან კვირას საღამოს თუ მაქვს ფრენა, ტესტი როდის უნდა გავიკეთო, რომ მოესწროს? პარასკევს რომ გავიკეთო კვირას მომივა ნეტა პასუხი?

Posted by: UNEEK 11 Aug 2021, 09:37
QUOTE (fermina @ 11 Aug 2021, 09:02 )
ანუ იქიდან კვირას საღამოს თუ მაქვს ფრენა, ტესტი როდის უნდა გავიკეთო, რომ მოესწროს? პარასკევს რომ გავიკეთო კვირას მომივა ნეტა პასუხი?

თუ კვირას გაქვს ფრენა, უმჯობესია ხუთშბათს დღის პირველ ნახევარში ტესტი.
2 დღის შემდეგ მოდის პასუხი.
შაბათს რომ მიიღო. ცოტა თრიქია ხო შაბათკვირა.
იმიტომ.რომ აფთიაქიც ვერ ამბობს ზუსტ პასუხის დროს.
ისინი ლაბში აგზავნიან და ლაბის პასუხს ელოდებიან.
* * *
Frankens†ein
არა რა ვაქცინაცია.
დააბრუნეს პარიზიდან მგზავრები.
რიგში მოდის წინასწარ, გაა.ზადეთ პისიარი აფრთხებს მგზავრებს.
დოჰაზე არ ვიცი.
თბილისშიც პისიარი მომთხოვეს საპასპორტოში.

Posted by: Frankens†ein 11 Aug 2021, 09:50
fermina
ჩვენთან მეორე დღეს არის პასუხები.
კონკრეტულად სადაც აპირებთ, იქ კითხეთ ფრენისთვის მინდა და თუ მოესწრებაო.

Posted by: UNEEK 11 Aug 2021, 10:00
Frankens†ein
აეროპორტებში რომ აწერია ქოვიტ ტესტებიო,
ნეტა იქ რა ხდება, რაპიდით არ უშვებენ და სუტკა ტესტს ვინ დაელოდება აეროპორტში?
* * *
QUOTE
ანუ, რომ დავაზუსტოთ, ტესტი აჩვენებს პასუხს ტესტის გაკეთების თარიღის და დროის დაფიქსირებით, თუ როდესაც პასუხი მოგდის?
მე კი ვკითხე, და როცა მიიღებთ პასუხს, ანუ როცა გამოიგზავნება, იმ დროს აფიქსირებსო, ასეა ნამდვილად?

და ტესტში დაფიქსირებული დროიდან 72 საათზე მეტი არ უნდა იყოს გასული, თბილისში რომ ჯდები თვითმფრინავში, თუ ამერიკაში რომ ჩადიხარ?


რა თქმა უნდა ტესტის პასუხის მიღების დროს იწყება ათვლა. დღე და საათი აწერია ფურცელს.

აბა თუ ხუთშაბათს ტესტი გაიკეთე, კვირას როგორ აგიშვებენ.

Posted by: fermina 11 Aug 2021, 10:14
UNEEK
Frankens†ein

მადლობა, გასაგებია

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 12 Aug 2021, 17:59
მოგესალმებით

ერთი კითხვა მაქვს
არც ისე მარტივი, მაგრამ რახან ამ თემას გადავწყდი დავსვა:

ვარ ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი.
უმაღლეს დამთავრებული (ბაკალავრი და მაგისტრატურა საქართველოში; მეორე მაგისტრატურა გერმანიაში).
ინგლისური ვიცი ბრწყინვალედ.

დიდი ხანია ვფიქრობ ემიგრაციაზე აშშ-ში.
ჩემი რესურსებით ჩემს ქვეყანაში როგორც ვარ, მაგრად აღარ მომწონს.

რა შეგიძლიათ რომ მირჩიოთ.
ვიცი ძალიან ზოგადი კითხვაა, მაგრამ როგორც ვთქვი, რახან ამ თემას წავაწყდი, შემოვედი და დავპოსტე.
საიდან დავიწყო გარკვევა ამბების.
შრომა არ მეთაკილება. სტუდენტობისას ფოსტალიონიც ვყოფილვარ და სკოლის დამლაგებელიც

Posted by: Kakha.G 12 Aug 2021, 18:31
მოძუძგეაქედანსანამახალგაზრდახარ smile.gif

Posted by: ტანკე 12 Aug 2021, 18:54

ჩვენს ლაბში მითხრეს, რომ დროის ათვლა (72 საათი) იწყება იმ მომენტიდან, როცა საზღვარგარეთის პასპორტს აჩვენებო, ანუ ტესტის გაკეთების მომენტიდან, და არა პასუხების მიღების მომენტიდან

Posted by: UNEEK 12 Aug 2021, 20:40
QUOTE (ტანკე @ 12 Aug 2021, 18:54 )
ჩვენს ლაბში მითხრეს, რომ დროის ათვლა (72 საათი) იწყება იმ მომენტიდან, როცა საზღვარგარეთის პასპორტს აჩვენებო, ანუ ტესტის გაკეთების მომენტიდან, და არა პასუხების მიღების მომენტიდან

გიზუსტებ: ოთხშაბათს გავიკეთე ტესტი ორგან. CvS-ში და მერიტუსში.
პარასკევს 2 საათზე მქონდა ფრენა. პარასკევს მივიღე პასუხები. ორივე.
7 საათი გადაიდო ფრენა. უამინდობის გამო.
ჩავფრინდი პარიზში დაგვიანებით. ხოლო თბილისის აეროპორტში უკვე ვიყავი კვირას 3 საათზე დღისით.
მომთხოვეს პისიარი, ვაჩვენე ერთერთი პასუხი. და გამომატარეს.

ამერიკაში ტესტის პასუხს 48 საათი ელოდები ლაბიდან. მეორე დღეს ვერ ესწრება.
როგორც ამიხსნეს ხალხის სიმრავლის გამო.

Posted by: ტანკე 12 Aug 2021, 20:48
UNEEK
ეგ გასაგებია. შაბათსაც შეგეძლო ამერიკიდან გამოფრენა უპრობლემოდ. დრო ითვლება პირველი გამოფრენისას, ანუ 72 საათი უკან გადაითვლება ამერიკიდან გამოფრენის მომენტიდან.
ანუ ვინმე თბილისიდან თუ მიფრინავს ორშაბათს, ტესტის გასაკეთებლად ვერ მივა ხუთშაბათს. უნდა მივიდეს პარასკევს მაინც.
საკმარისზე მეტი დროა

Posted by: UNEEK 12 Aug 2021, 21:02
ტანკე
ხო თავისუფლად ასწრებ.
არ უშვებდნენ პარიზიდან იმ მგზავრებს, ვისაც საერთოდ არ ქონდა პისიარი. აცრების იმედად იქნებოდნენ ალბათ.
თბილისში კი ჩაფიქრდა გოგო, რიცხვი არ მოეწონა ვადა გავიდაო.
შევახსენე ამერიკა 10 საათით უკანაა. გამიშვა.

Posted by: მამაო თამაზი 12 Aug 2021, 21:37
Გთხოვთაირჩიოთნიკი
როგორც ამბობ მშრომელი ხარ დიდი რესურსებით

რა სფეროში?

თუ კომპიუტერული სფერო კარგად იცი სილიკონ ველიზე გადადი საცხოვრებლად. ცხოვრება ძვირია იქ მაგრამ სამაგიეროდ ხელფასებია ძალიან დიდი.

Posted by: fermina 13 Aug 2021, 00:26
მოკლედ აპოსტილით აცრის ბარათის დამოწმებას სავარაუდოდ ვერ ვასწრებ, მაქვს მარტო დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ ხელმოწერილი და დაბეჭდილი ქრ კოდიანი ცნობა. მექნება პსრ ტესტის პასუხიც.

რამე პრობლემა შეიძლება შემექმნას ამერიკაში შესვლაზე?

Posted by: UNEEK 13 Aug 2021, 01:01
fermina
საჭმელები არ წამოიღო. გაგიხსნიან.
აცრას არ მოგთხოვენ.
მთავარია პისიარი გექნეს.
თუ ვერ გაიგეს, თარჯიმანს გამოიყენებენ.

ისე საღამოს დამიბარეს, გადათარგმნილი მომცეს ავერსში.

Posted by: fermina 13 Aug 2021, 01:12
UNEEK
QUOTE
fermina
საჭმელები არ წამოიღო. გაგიხსნიან.
აცრას არ მოგთხოვენ.
მთავარია პისიარი გექნეს.
თუ ვერ გაიგეს, თარჯიმანს გამოიყენებენ.

ისე საღამოს დამიბარეს, გადათარგმნილი მომცეს ავერსში.


არა რა საჭმელები smile.gif
ერთი პატარა ჩემოდანი მექნება, ბარგში არც ვაბარებ სავარაუდოდ.
რა ვიცი რა ვერ უნდა გაიგონ, ორ ენაზე აწერია იმ აცრის ცნობასაც და პისიარიც ორენოვანია ალბათ, რადგან საერთაშორისოა.
ინგლისურის პრობლემა არ მაქვს, თუ ჩემს გაგებაზეა ლაპარაკი smile.gif
პირველადაც არ მივდივარ, უბრალოდ ამ კოვიდის პერიოდში ვნერვიულობ.

ავერსში რა მოგცეს გადათარგმნილი?

Posted by: ME 13 Aug 2021, 01:49
fermina
რომელი ავიაკომპანიით მიდიხარ?

მე ბოლოს რომ მოვდიოდი სპეციალურად თვე სიტყვიერად ჩავაწერინე პსრ პასუხში,
მეთქი ვინმე დებილი რო შემხვდეს და ევროპული სტილის თარიღი ვერ წაიკითხოს თქო


Posted by: fermina 13 Aug 2021, 01:56
ME
QUOTE
fermina
რომელი ავიაკომპანიით მიდიხარ?

მე ბოლოს რომ მოვდიოდი სპეციალურად თვე სიტყვიერად ჩავაწერინე პსრ პასუხში,
მეთქი ვინმე დებილი რო შემხვდეს და ევროპული სტილის თარიღი ვერ წაიკითხოს თქო


თურქიშით

კარგი რჩევაა, მადლობა

Posted by: UNEEK 13 Aug 2021, 03:34
fermina
თუ ორენოვნია, მაშინ ხო.
ჩემი იმეილ პისიარ ვერსია ქართულია სულ.
და ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი დამახვედრეს საღამოს 5ზე.
ანუ ტესტის აღების დღეს ჩაიწერა გოგონამ, სამოგზაუროდ მჭირდებოდა პსრ ცნობა.

არაფერია სანერვიულო. სით ბექ და რელაქს.

Posted by: paranoidis_dzma 13 Aug 2021, 05:26
არადა, ბოლო რეგულაციით, თუ საჰაერო გზით შედიხარ საქართველოში, მაშინ არ გჭირდება PCR მხოლოდ სრული ვაქცინაციაა საკმარისი, ან ბოლო 120 დღის განმავლობაშI გადატანილი კორონა და პირველი დოზიდან 14 დღე გასული.

https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage/Html/View?id=2131&lang=Eng

თუ მოითხოვეს და ქართული პასპორტით შევალ. givi.gif მაგ შემთხვევაი 8 დღიანი თვით იზოლაცია, ან კარანტინია გამოწერილი.

Posted by: Harley Davidson 13 Aug 2021, 05:37
შემოვედი დღეს.
საზღვარზე არც პისიარი არც აცრა.
მაგრამ პარიზში ბორდინგის წინ იმენა პოლი გამძვრა. ითხოვენ პისიარს (აცრა არ მოუთხოვიათ).

Posted by: paranoidis_dzma 13 Aug 2021, 07:11
Harley Davidson
QUOTE
შემოვედი დღეს.

რომელ ქვეყანაში? :დ

Posted by: fermina 13 Aug 2021, 09:21
ბოლო კითხვა და შეგეშვებით biggrin.gif

ამერიკიდან დაბრუნებისას რისთვის მჭირდება პსრ ტესტი? ამერიკაში ან თურქეთში თვითმფრინავში ასვლისთვის? თუ საქართველოში რომ შემომიშვან კარანტინების და იზოლაციის გარეშე?

Posted by: UNEEK 13 Aug 2021, 09:49
QUOTE (fermina @ 13 Aug 2021, 09:21 )
ბოლო კითხვა და შეგეშვებით biggrin.gif

ამერიკიდან დაბრუნებისას რისთვის მჭირდება პსრ ტესტი? ამერიკაში ან თურქეთში თვითმფრინავში ასვლისთვის? თუ საქართველოში რომ შემომიშვან კარანტინების და იზოლაციის გარეშე?

პირველ რიგში პისიარი გჭირდება აეროპორტში (ამერიკაში)
ბორდინგის წინ.
შემდეგ ტრანსფერზე, ბორდინგის წინ.
ბოლოს საქართველოში, სავარაუდოდ. ცვლიან წესებს ყოველ კვირა.

მე ნოემბერში არ გამიშვეს ბორდინგზე ვაშინგტონში. პისიარმა ვერ მომისწრო.
და ბილეთის გადაცვლა მომიწია.

Posted by: fermina 13 Aug 2021, 09:53
UNEEK
QUOTE
პირველ რიგში პისიარი გჭირდება აეროპორტში (ამერიკაში)
ბორდინგის წინ.
შემდეგ ტრანსფერზე, ბორდინგის წინ.
ბოლოს საქართველოში, სავარაუდოდ. ცვლიან წესებს ყოველ კვირა.

მე ნოემბერში არ გამიშვეს ბორდინგზე ვაშინგტონში. პისიარმა ვერ მომისწრო.
და ბილეთის გადაცვლა მომიწია.


ყველაფერი გასაგებია, მადლობა smile.gif

Posted by: UNEEK 13 Aug 2021, 10:07
QUOTE (fermina @ 13 Aug 2021, 09:53 )

ყველაფერი გასაგებია, მადლობა smile.gif

up.gif always!
ბილეთი ონლაინ იყიდე?
იმეილი უნდა მიიღო წესით, გაფრთხილება პისიარის აუცილებლობის ქონის შესახებ.

Posted by: dongabo 13 Aug 2021, 11:23
აცრა არ მაქვს და ამერიკიდან ევროპაში (ესპანეთში) გადაფრენა-დაბრუნება რა ტესტები დამჭირდება? აზრზე არ ვარ რა ხდება და დამაკვალიანეთ არ დაიზაროთ))

11 წლის ბავშვსაც დასჭირდება იგივე ტესტები?

Posted by: fermina 13 Aug 2021, 12:33
UNEEK
QUOTE

always!
ბილეთი ონლაინ იყიდე?
იმეილი უნდა მიიღო წესით, გაფრთხილება პისიარის აუცილებლობის ქონის შესახებ.


ბილეთი ტურისტულს ვაყიდინე, რეალურად ვარიანტები ჩემით მოვძებნე, მაგრამ ჯავშანს უფრო დიდხანს აკავებდნენ და ასე მერჩივნა, მეილზე გამომიგზავნა, ასევე რაღაც ფორმა PASSENGER DISCLOSURE AND ATTESTATION TO THE UNITED STATES OF AMERICA, რომელიც ორი ეგზემპლარად უნდა მქონდეს ამობეჭდილი და შევსებული.

პისიარის პასუხი მარტო მეილზე მექნება, გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში თუ გავიკეთე და საკმარისია? თუ ამობეჭდილიც აუცილებელია? ვერ ვასწრებ ამობეჭდვას და თვითონაც არ იძლევიან ამობეჭდილ ვარიანტებს. იქნებ ჯობს თავი დავიზღვიო და სხვაგან გავიკეთო, სადაც ამობეჭდილსაც მომცემენ.

Posted by: Frankens†ein 13 Aug 2021, 12:47
QUOTE (fermina @ 13 Aug 2021, 12:33 )
UNEEK
QUOTE

always!
ბილეთი ონლაინ იყიდე?
იმეილი უნდა მიიღო წესით, გაფრთხილება პისიარის აუცილებლობის ქონის შესახებ.


ბილეთი ტურისტულს ვაყიდინე, რეალურად ვარიანტები ჩემით მოვძებნე, მაგრამ ჯავშანს უფრო დიდხანს აკავებდნენ და ასე მერჩივნა, მეილზე გამომიგზავნა, ასევე რაღაც ფორმა PASSENGER DISCLOSURE AND ATTESTATION TO THE UNITED STATES OF AMERICA, რომელიც ორი ეგზემპლარად უნდა მქონდეს ამობეჭდილი და შევსებული.

პისიარის პასუხი მარტო მეილზე მექნება, გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში თუ გავიკეთე და საკმარისია? თუ ამობეჭდილიც აუცილებელია? ვერ ვასწრებ ამობეჭდვას და თვითონაც არ იძლევიან ამობეჭდილ ვარიანტებს. იქნებ ჯობს თავი დავიზღვიო და სხვაგან გავიკეთო, სადაც ამობეჭდილსაც მომცემენ.

მე ამობეჭდილი მქონდა და იმას ვანახებდი, მაგრამ ვიღაცეები ტელეფონშიც ანახებდნენ და არავის შექმნია პრობლემა.

კოვიდტესტს მოგთხოვენ ორგან - ჩვენთან გაფრენისას და სტამბულში აშშ-ის თვითმფრინავში ასვლისას.

ნიუ იორკში აღარავინ მოგთხოვს წესით, რახან თვითმფრინავში აგიშვეს, ე.ი. გქონდა.



dongabo
QUOTE
აცრა არ მაქვს და ამერიკიდან ევროპაში (ესპანეთში) გადაფრენა-დაბრუნება რა ტესტები დამჭირდება? აზრზე არ ვარ რა ხდება და დამაკვალიანეთ არ დაიზაროთ))

11 წლის ბავშვსაც დასჭირდება იგივე ტესტები?

პისიარი დაგჭირდება უეჭველი.
სავარაუდოდ 11 წლის ბავშვზეც, ზუსტად არ მახსოვს რა ასაკიდან ითხოვენ, მაგრამ 11 წლისაზე ითხივენ ტესტს როგორც მახსოვს...

Posted by: fermina 13 Aug 2021, 14:00
QUOTE (Frankens†ein)
მე ამობეჭდილი მქონდა და იმას ვანახებდი, მაგრამ ვიღაცეები ტელეფონშიც ანახებდნენ და არავის შექმნია პრობლემა.

კოვიდტესტს მოგთხოვენ ორგან - ჩვენთან გაფრენისას და სტამბულში აშშ-ის თვითმფრინავში ასვლისას.

ნიუ იორკში აღარავინ მოგთხოვს წესით, რახან თვითმფრინავში აგიშვეს, ე.ი. გქონდა.


up.gif

Posted by: webdesigner93 13 Aug 2021, 15:24
დღეს დილას დავბრუნდი საქართველოში აშშ-დან სტამბულის გავლით. კოვიდზე აცრა გაკეთებული მაქვს , მაგრამ პისიარი მაინც გჭირდება ბორდინგზე თვითმფრინავისთვისო , ისე არ აგიშვებენო. თუმცა რომ ვუთხარი I'm fully vaccinated-თქო , აღარც პისიარი უკითხავთ და არც კოვიდ პასპორტი, ასე გავიარე ბორდინგი აშშ-შიც და სტამბულიც. საქართველოში საზღვარზე აცრის საბუთი , ე.წ.კოვიდ პასპორტი ვაჩვენე და ეგ იყო.

Posted by: fermina 13 Aug 2021, 16:29
webdesigner93
QUOTE
დღეს დილას დავბრუნდი საქართველოში აშშ-დან სტამბულის გავლით. კოვიდზე აცრა გაკეთებული მაქვს , მაგრამ პისიარი მაინც გჭირდება ბორდინგზე თვითმფრინავისთვისო , ისე არ აგიშვებენო. თუმცა რომ ვუთხარი I'm fully vaccinated-თქო , აღარც პისიარი უკითხავთ და არც კოვიდ პასპორტი, ასე გავიარე ბორდინგი აშშ-შიც და სტამბულიც. საქართველოში საზღვარზე აცრის საბუთი , ე.წ.კოვიდ პასპორტი ვაჩვენე და ეგ იყო.


აშშ-ში გაკეთებული პისიარი გქონდა ალბათ მაინც?

Posted by: UNEEK 13 Aug 2021, 18:05
QUOTE (fermina @ 13 Aug 2021, 12:33 )
UNEEK
QUOTE

always!
ბილეთი ონლაინ იყიდე?
იმეილი უნდა მიიღო წესით, გაფრთხილება პისიარის აუცილებლობის ქონის შესახებ.


ბილეთი ტურისტულს ვაყიდინე, რეალურად ვარიანტები ჩემით მოვძებნე, მაგრამ ჯავშანს უფრო დიდხანს აკავებდნენ და ასე მერჩივნა, მეილზე გამომიგზავნა, ასევე რაღაც ფორმა PASSENGER DISCLOSURE AND ATTESTATION TO THE UNITED STATES OF AMERICA, რომელიც ორი ეგზემპლარად უნდა მქონდეს ამობეჭდილი და შევსებული.

პისიარის პასუხი მარტო მეილზე მექნება, გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში თუ გავიკეთე და საკმარისია? თუ ამობეჭდილიც აუცილებელია? ვერ ვასწრებ ამობეჭდვას და თვითონაც არ იძლევიან ამობეჭდილ ვარიანტებს. იქნებ ჯობს თავი დავიზღვიო და სხვაგან გავიკეთო, სადაც ამობეჭდილსაც მომცემენ.

პირადი ინფო და ჩასვლის მისამართი აინტერესებთ,
შეავსებ იმ ფორმას და აკრიფავს ბორტგამცილებელი.
ტელეფონში იმეილით დაუდასტურე პისიარი.
როგორც ფრენკიმ თქვა, მგზავრები ზოგი ასე შვრება.

webdesigner93
რადგან ერთხელ არ გამიშვეს ბორდინგზე პისიარის გარეშე, და სახლში დამაბრუნეს,
მეორედ არ გავრისკავდი.
რჩევაა უბრალოდ.

Posted by: fermina 13 Aug 2021, 18:27
UNEEK
QUOTE
პირადი ინფო და ჩასვლის მისამართი აინტერესებთ,
შეავსებ იმ ფორმას და აკრიფავს ბორტგამცილებელი.
ტელეფონში იმეილით დაუდასტურე პისიარი.
როგორც ფრენკიმ თქვა, მგზავრები ზოგი ასე შვრება.


კი, ის ფორმა ადრეც ივსებოდა ხოლმე, ეს კიდევ რაღაც ახალია, კონკრეტულად კოვიდზე გეკითხებიან, აცრილი თუ ხარ, ან გადატანილი და აშ.

Posted by: webdesigner93 13 Aug 2021, 18:37
fermina
QUOTE
შშ-ში გაკეთებული პისიარი გქონდა ალბათ მაინც?

კი მქონდა , უბრალოდ არ უკითხავთ.

UNEEK
QUOTE
რადგან ერთხელ არ გამიშვეს ბორდინგზე პისიარის გარეშე, და სახლში დამაბრუნეს,
მეორედ არ გავრისკავდი.
რჩევაა უბრალოდ.

რა თქმა უნდა, მაგაზე რისკი არ ღირს , უბრალოდ ჩემ შემთხვევაში როგორ იყო ეგ დავწერე , ალბათ random მიდგომა აქვთ. თუმცა ჯობს გვქონდეს თან ვიდრე ბილეთის გადაჯავშნა მოგვიწიოს, 100%.

Posted by: fermina 13 Aug 2021, 18:49
webdesigner93
QUOTE
რა თქმა უნდა, მაგაზე რისკი არ ღირს , უბრალოდ ჩემ შემთხვევაში როგორ იყო ეგ დავწერე , ალბათ random მიდგომა აქვთ. თუმცა ჯობს გვქონდეს თან ვიდრე ბილეთის გადაჯავშნა მოგვიწიოს, 100%.


თან უფასო თუ არის და ყველა ფეხის ნაბიჯზე კეთდება, მითუმეტეს.

Posted by: dongabo 13 Aug 2021, 21:42
Frankens†ein
QUOTE
dongabo
QUOTE
აცრა არ მაქვს და ამერიკიდან ევროპაში (ესპანეთში) გადაფრენა-დაბრუნება რა ტესტები დამჭირდება? აზრზე არ ვარ რა ხდება და დამაკვალიანეთ არ დაიზაროთ))

11 წლის ბავშვსაც დასჭირდება იგივე ტესტები?

პისიარი დაგჭირდება უეჭველი.
სავარაუდოდ 11 წლის ბავშვზეც, ზუსტად არ მახსოვს რა ასაკიდან ითხოვენ, მაგრამ 11 წლისაზე ითხივენ ტესტს როგორც მახსოვს...

ვერ არის კარგი ამბავი. დადებითი სადმე რომ ამოაგდოს ტეხავს.
ალბათ წასვლას გადავიფიქრებთ...

Posted by: ME 13 Aug 2021, 22:23
dongabo
კი ბავშვებსაც ჭირდებათ პსრ, 2 წლიდან

Posted by: dongabo 13 Aug 2021, 22:31
ME
აქ ან ესპანეთიდან დაბრუნების დროს ტესტი პოზიტივი რომ აღმოჩნდეს ასეთ დროს რა ხდება?

Posted by: Frankens†ein 14 Aug 2021, 01:11
QUOTE (dongabo @ 13 Aug 2021, 21:42 )
Frankens†ein
QUOTE
dongabo
QUOTE
აცრა არ მაქვს და ამერიკიდან ევროპაში (ესპანეთში) გადაფრენა-დაბრუნება რა ტესტები დამჭირდება? აზრზე არ ვარ რა ხდება და დამაკვალიანეთ არ დაიზაროთ))

11 წლის ბავშვსაც დასჭირდება იგივე ტესტები?

პისიარი დაგჭირდება უეჭველი.
სავარაუდოდ 11 წლის ბავშვზეც, ზუსტად არ მახსოვს რა ასაკიდან ითხოვენ, მაგრამ 11 წლისაზე ითხივენ ტესტს როგორც მახსოვს...

ვერ არის კარგი ამბავი. დადებითი სადმე რომ ამოაგდოს ტეხავს.
ალბათ წასვლას გადავიფიქრებთ...

დადებითი თუ ამოაგდო, რა გემოგზაურება.
მარტივად რო გადაიტანოთ და სხვებზეც არ გაავრცელოთ, ეგ უნდა იყოს მთავარი საფიქრალი...

პირიქით, შენი ინტერესი უნდა იყოს, რომ თუ კოვიდდადებითი ხარ, არ იმოგზაურო...

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 04:22
Frankens†ein
QUOTE
დადებითი თუ ამოაგდო, რა გემოგზაურება.
მარტივად რო გადაიტანოთ და სხვებზეც არ გაავრცელოთ, ეგ უნდა იყოს მთავარი საფიქრალი...

პირიქით, შენი ინტერესი უნდა იყოს, რომ თუ კოვიდდადებითი ხარ, არ იმოგზაურო...

პირველი ის რომ მკიდია ეს კორონები და ხელისშემშლელ მიზეზად განვიხილავ. ამ ირიბული საყვედურებისგანაც თავი შეიკავეთ თუ კონკრეტულად რჩევის მოცემა არ შეგიძლიათ. არავის საქმე არ არის სად წავალ და არ წავალ.
მე ის მეფიქრება ვთქვათ და დადებითი ამოვიდა აქ ან იქ, მერე როგორი გაგრძელება ექნება თადარიგში რომ მქონდეს

Posted by: Frankens†ein 14 Aug 2021, 09:03
QUOTE (dongabo @ 14 Aug 2021, 04:22 )
Frankens†ein
QUOTE
დადებითი თუ ამოაგდო, რა გემოგზაურება.
მარტივად რო გადაიტანოთ და სხვებზეც არ გაავრცელოთ, ეგ უნდა იყოს მთავარი საფიქრალი...

პირიქით, შენი ინტერესი უნდა იყოს, რომ თუ კოვიდდადებითი ხარ, არ იმოგზაურო...

პირველი ის რომ მკიდია ეს კორონები და ხელისშემშლელ მიზეზად განვიხილავ. ამ ირიბული საყვედურებისგანაც თავი შეიკავეთ თუ კონკრეტულად რჩევის მოცემა არ შეგიძლიათ. არავის საქმე არ არის სად წავალ და არ წავალ.
მე ის მეფიქრება ვთქვათ და დადებითი ამოვიდა აქ ან იქ, მერე როგორი გაგრძელება ექნება თადარიგში რომ მქონდეს

შენ არ გედარდება, სხვას ედარდება.
და სადაც გინდა იქ ვერ წახვალ თუ დაავადებული ხარ და სხვასაც უნდა გადასდო
"ამოგივარდება" კორონა და არ აგიშვებენ თვითმფრინავში.
ვის რა კანონი აქვს, იმის მიხედვით.
ესპანეთში თუ ამოგივარდა სავარაუდოდ გაგაკარანტინებენ შენი ხარჯებით...

Posted by: მამაო თამაზი 14 Aug 2021, 09:34
dongabo
QUOTE
აქ ან ესპანეთიდან დაბრუნების დროს ტესტი პოზიტივი რომ აღმოჩნდეს ასეთ დროს რა ხდება?

ტესტს ხო თვითმფრინავში ჩაჯდომამდე იკეთებ? ხოდა აქ არ გიკეთებენ ტესტს როცა შემოდიხარ.

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 13:27
Frankens†ein
QUOTE
და სადაც გინდა იქ ვერ წახვალ თუ დაავადებული ხარ და სხვასაც უნდა გადასდო
"ამოგივარდება" კორონა და არ აგიშვებენ თვითმფრინავში.

დაავადებული არა და ჩონჩხის ###. თვალი ნუ დამადგი ცუდად
* * *
მამაო თამაზი
ტესტი პოზიტივი რომ ამოვიდეს ბილეთებზე რა ხდება ამ დროს? თანხას აბრუნებენ თუ დაიკარგება?

დიდი ალბათობით გაქენსელება მომიწევს(
ნოემბერში გვიწევდა წასვლა. მაგ დროს ისედაც ვირუსების ბუმია და რაიმე შარში არ გავყო თავი. ჩემს თავს არ ვჩივი მაგრამ ბავშვზე ვერ გავრისკავ...
არა და რა ვოიაჟი იმაზება (

პ.ს. აცრა როცა არის ჩატარებული, პსრ ტესტი მაინც საჭიროა?

Posted by: მამაო თამაზი 14 Aug 2021, 22:17
dongabo
QUOTE
ტესტი პოზიტივი რომ ამოვიდეს ბილეთებზე რა ხდება ამ დროს? თანხას აბრუნებენ თუ დაიკარგება?

გაგიუქმებენ ბილეთს. არ მგონია ვინმემ უკან დააბრუნოს ეგ თანხა.

QUOTE
პ.ს. აცრა როცა არის ჩატარებული, პსრ ტესტი მაინც საჭიროა?

კი.

QUOTE
არა და რა ვოიაჟი იმაზება (

სად აპირებ? ეხლა ვიყავი გრანდ კანიონზე. ნიუ მექსიკოშიც ჩავედი. იუთაც და არიზონაც ვნახე. 2 კვირა გზაში ვიყავი. ემოციებიდან ვერ გამოვდივარ. biggrin.gif

კიდე ვგეგმავ წასვლას.

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 23:07
მამაო თამაზი
ვაპირებდი ესპანეთში ბარსელონაში ნოემბრის მეორე ნახევარში და უკვე გადავიფიქრე 99,99%-თ.
https://www.bing.com/videos/search?q=ISL+soccer+barcelona+2019&docid=608026502906781480&mid=C98D50811C494F1D89BFC98D50811C494F1D89BF&view=detail&FORM=VIRE
ამერიკიდან 5000-ზე მეტი ბავშვი გატესტეს ქემპებში და მოწვევა მივიღეთ როგორც სელექთიდ პლეიერმა
მაგარი გატეხავს მოემზადო, ბილეთები იყიდო და ბოლო წუთზე ვინმე გამოშტერებულმა წყალში ჩაგიყაროს ყველაფერი. ძნელი გადასატანი იქნება იმედგაცრუება დამატებული უაზრო ხარჯები რისგანაც დაზღვეული არ ხარ ამ დედამისექსილ კორონაზაციაში. იმედი მქონდა ბავშვებზე მაინც არ იქნებოდა ეს ტესტები 12 წლამდე ქვემოთ მაგრამ არისო 2 წლიდან ზემოთ.

Posted by: paranoidis_dzma 15 Aug 2021, 02:57
dongabo
QUOTE
ტესტი პოზიტივი რომ ამოვიდეს ბილეთებზე რა ხდება ამ დროს? თანხას აბრუნებენ თუ დაიკარგება?

ავიაკომპანიას გააჩნია და ბილეთს. შარშან და წელს ბერვი ავიაკომპანია გაძლებდა უფლებას ან გადაგეწია, ან გაგეუქმებინა და კრედიტათ შეგენახა.

Posted by: UNEEK 15 Aug 2021, 04:37
QUOTE (paranoidis_dzma @ 15 Aug 2021, 02:57 )
dongabo
QUOTE
ტესტი პოზიტივი რომ ამოვიდეს ბილეთებზე რა ხდება ამ დროს? თანხას აბრუნებენ თუ დაიკარგება?

ავიაკომპანიას გააჩნია და ბილეთს. შარშან და წელს ბერვი ავიაკომპანია გაძლებდა უფლებას ან გადაგეწია, ან გაგეუქმებინა და კრედიტათ შეგენახა.

თუ ბილეთი დაზღვეულია, ასჯერ გადაჯავშნე რა პრობლემაა.
ნოემბერში 2ჯერ შევცვალე, ჯერ ტესტმა დაიგვიანა არ შემიშვეს, შემდეგ ჯერზე დავიგვიანე, მესამედ კუ გავფრინდი.
65$ ექსტრა - დაზღვევა.

ჩვენს ამხანაგს გაასწო პარიზმა, ხელმეორედ იყიდა ბილეთი.
არ ქონდა დაზღვეული.

Posted by: lume 15 Aug 2021, 05:21
კაროჩე

პივას და თევზს ვკისრულობ ერთი თუ ვინმემ იცით თქვით როგორ უნდა გავიგო რომელ მაიკას არ ჭირდება გაუთოვება?
კიდევ საშრობი რატომ კეცავს და კუნჭავს მაიკებს? drug.gif

Posted by: ტანკე 15 Aug 2021, 07:32
lume
ღიპი დაიდე და უთოს დაივიწყებ. ბოლოს როდის დამჭირდა მაისურის გაუთოვება, აღარც მახსოვს

Posted by: შარი10 15 Aug 2021, 11:21
lume
რეცხვის მერე კარგად გაფერთზე და დაკიდე

სინთეტიკურებს არ ჭირდებათ დაუთოება, აი ცოტა მორეზინო მაიკები როა


Posted by: gioo1331 15 Aug 2021, 18:18
QUOTE (lume @ 15 Aug 2021, 05:21 )
კაროჩე

პივას და თევზს ვკისრულობ ერთი თუ ვინმემ იცით თქვით როგორ უნდა გავიგო რომელ მაიკას არ ჭირდება გაუთოვება?
კიდევ საშრობი რატომ კეცავს და კუნჭავს მაიკებს? drug.gif

100% პოლიესტერის მაიკას არ სჭირდება გაუთოება.

Posted by: მამაო თამაზი 16 Aug 2021, 00:09
lume
ცოლი მოიყვანე და იმას დააუთოვებინე. facepalm.gif

აბა სხვა რისთვის გინდა ცოლი? კუხნა დალაგება და უფასო სექსი facepalm.gif

Posted by: mGeLo777 16 Aug 2021, 00:16
ჩერეზ პოლონეთით შემოდიანო

და თან ძალიან მარტივადო


და რამე ინფო ხო არ გაქვთ ? biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 16 Aug 2021, 06:59
UNEEK
QUOTE
ჩვენს ამხანაგს გაასწო პარიზმა, ხელმეორედ იყიდა ბილეთი.

ეგ სხვა ამაბვია, მაგას no-show ქვია და რა თქმა უნდა არ ანაზღაურდება.

lume
UNIQLO -ს აქვს no-iron მაისურები და პერანგები.

Posted by: ViPeR 16 Aug 2021, 16:44
mGeLo777
QUOTE
ჩერეზ პოლონეთით შემოდიანო

და თან ძალიან მარტივადო


და რამე ინფო ხო არ გაქვთ ?

ჩერეზ პოლონეთი როგორ?გაიხსნა საზღვარი ტურისტებისთვის?ეგრე ფრენები ყოველდღე არი ესპანეთიდან.

Posted by: fermina 17 Aug 2021, 17:16
ისე შემოვედი, ერთი კითხვაც არ დაუსვამს საიმიგრაციოს ოფიცერს, ან სად მიდიხარ ან რა გინდა, ანაბეჭდები ამიღო და გამიშვა 2 წუთში საატესტაციო ფორმაც არ უთხოვია, საერთოდ არანაირი არაფერი.

Posted by: Frankens†ein 17 Aug 2021, 17:30
QUOTE (fermina @ 17 Aug 2021, 17:16 )
ისე შემოვედი, ერთი კითხვაც არ დაუსვამს საიმიგრაციოს ოფიცერს, ან სად მიდიხარ ან რა გინდა, ანაბეჭდები ამიღო და გამიშვა 2 წუთში საატესტაციო ფორმაც არ უთხოვია, საერთოდ არანაირი არაფერი.

up.gif

Posted by: Lady_Bird 18 Aug 2021, 09:58
Air france ზე რას მეტყვით? თუ გაქვთ გამოცდილება. სტუდენტური ვიზით მგონი არ უნდა იყოს პრობლემა როგორც ვიცი

Posted by: Dont-tread-on-me 18 Aug 2021, 16:34
QUOTE
ისე შემოვედი, ერთი კითხვაც არ დაუსვამს საიმიგრაციოს ოფიცერს, ან სად მიდიხარ ან რა გინდა, ანაბეჭდები ამიღო და გამიშვა 2 წუთში საატესტაციო ფორმაც არ უთხოვია, საერთოდ არანაირი არაფერი.



პრახადნოი დვორია იმენა

Posted by: lume 18 Aug 2021, 17:03
QUOTE
ღიპი დაიდე და უთოს დაივიწყებ. ბოლოს როდის დამჭირდა მაისურის გაუთოვება, აღარც მახსოვს


რას ლაპარაკობ
ქართულ რესტორნებში მიწევს ხშირად სიარული და იქ ცოტა ისე ხომ უნდა გამოვიყურებოდე up.gif

QUOTE
სინთეტიკურებს არ ჭირდებათ დაუთოება, აი ცოტა მორეზინო მაიკები როა


ზაფხულში პიზდეცია ეგ, როგორც ცხელი ნაკვერჩხალი დაგაყარონ ისე ხარ მასეთ მაიკაში facepalm.gif


* * *
QUOTE
ცოლი მოიყვანე და იმას დააუთოვებინე.

აბა სხვა რისთვის გინდა ცოლი? კუხნა დალაგება და უფასო სექსი


ქართველი უნდა მოვიყვანო იპონი რომ გამიკეთოს და ბეჭებზე დამცეს,


იმ დღეს რაღაც წრეში ვიყავი და ღამის 3 მდე მხოლოდ ისენი დავრჩით ვინებიც ტრაილერზე და მშენებლობაზე არ ვმუშაობდით lol.gif lol.gif


Posted by: utonega 18 Aug 2021, 19:05
გაუ აქაურ სასტავს, ვეღარ შემოვდივარ თემაში ადრე ოფისიდან როგორც შემოვდიოდი. თრაქერობისას თავს ვერ ვუყრი თავისუფალ დროს smile.gif კარგი ისაა, ჩადიხარ სახლში და ის 4-5 დღე მართლა არაფერს აკეთებ, ოჯახი, სეირნობა, რილაქსი.
ცოტა კულტურულ მერაპრიაწებში smile.gif მინდა ჩავება. მომენატრა მუსიკა. ვნახულობ ხოლმე ლაივ კონცერტების განრიგს.
https://capjazzfest.com/
ამაზე რა აზრის ხართ? ჯაზფესტივალები მენატრება, ოღონდ კლასიკური ჯაზის კონცერტზე არ მინდა აღმოვჩნდე, რამე უფრო ფანკ/ჯაზზ/ჰიპჰოპი გაასწორებდა. თუ გაქვთ გამოცდილება სად მიდის ხოლმე ამ მიმართულებით გუგუნი. ნიუიორკის არეის გარდა ყველაფერი განიხილება. უფრო ნჯ, პა, ვა, დისი

Posted by: მამაო თამაზი 18 Aug 2021, 19:56
utonega
ჯაზის მსმენელი არ ვარ. ძალიან შორს ვარ ჯაზისგან. ბლუზი მიყვარს ძაან. მემფისში ვიყავი მაგის გამო. 3 დღე დავრჩი მაგის გამო biggrin.gif

user posted image
user posted image


Posted by: Frankens†ein 18 Aug 2021, 20:01
QUOTE (Dont-tread-on-me @ 18 Aug 2021, 16:34 )
QUOTE
ისე შემოვედი, ერთი კითხვაც არ დაუსვამს საიმიგრაციოს ოფიცერს, ან სად მიდიხარ ან რა გინდა, ანაბეჭდები ამიღო და გამიშვა 2 წუთში საატესტაციო ფორმაც არ უთხოვია, საერთოდ არანაირი არაფერი.



პრახადნოი დვორია იმენა

როცა ხედავს რომ სანდომიანი გარეგნობის ტურისტი ჩამოდის, რატო უნდა დაუსვა კითხვები და უბურღო ტვინი.
რო არ ყოფილიყო შემოსაშვები, ვიზასაც არ მისცემდნენ...

გაიხსნა როგორც ჩანს ამერიკა უკვე და უშვებენ ტურისტებს კითხვების გარეშე.

იანვარში საემიგრაციოში გამიყვანეს და რასაც ქვია ტვინი მი###ეს ეჭვიანობით, ამ გაგანია პანდემიისას რამ ჩამოგიყვანა ტურისტადო.
მაისში უბრალოდ მკითხეს ესე მალე რატო ჩამოხვედიო.

წინა წლებში ჩამოსვლის მიზეზე on holiday-ს ვეუბნებოდი და ეგ იყო მარტო...

პანდემიის დდშვც biggrin.gif

Posted by: fermina 18 Aug 2021, 22:35
Dont-tread-on-me
QUOTE
პრახადნოი დვორია იმენა


რით ხართ უკმაყოფილო? smile.gif

მექსიკის კედლიდან ან გადმოვმძვრალვარ, ოფიციალურად, ვიზით შემოვედი, თან პირველადაც არა

Posted by: lume 18 Aug 2021, 23:17
მამაო თამაზი

როგორ საყვარლად მოგზაურობ



facepalm.gif



Posted by: ViPeR 19 Aug 2021, 00:20
fermina
ტურისტული ვიზით შეხვედი?

Posted by: fermina 19 Aug 2021, 01:37
ViPeR
QUOTE
fermina
ტურისტული ვიზით შეხვედი?

დიახ, თან ეს ვიზა 2014 წლიდან მაქვს და ახლა წავედი პირველად

Posted by: UNEEK 19 Aug 2021, 02:19
fermina
რა მაგარია.
Enjoy your journey.
დიდ ხანს რჩები?
ალბათ ბევრი გეგმები გაქვს.


Posted by: fermina 19 Aug 2021, 07:27
UNEEK
QUOTE
fermina
რა მაგარია.
Enjoy your journey.
დიდ ხანს რჩები?
ალბათ ბევრი გეგმები გაქვს.


არა მალე მივდივარ
რომ იცოდე რისთვის ჩამოვედი ამ გაგანია პანდემიისას
სპრნგსტინის შოუ ბროდვეიზე
ამწამს დავბრუნდი და უბრალოდ გონზე არ მოვსულვარ ჯერ
ჰი იზ ზი ბოსს!!!!

სხვა არანაირი გეგმა არ მაქვს, ვიბოდიალებ ცოტას და კვირას ვბრუნდები

Posted by: მამაო თამაზი 19 Aug 2021, 09:21
lume
QUOTE
როგორ საყვარლად მოგზაურობ

ამაზე ორი აზრი არი?

დღეს გამოვაჭენე ახალი პიპია

Posted by: UNEEK 19 Aug 2021, 10:04
fermina
ყოჩაღ. ნეტავი ბოსმა თუ იცისbiggrin.gif ავტოგრაფი გეკუთვნისup.gif
არ ვარ ნამყოფი სპრინგსტინზე. უამრავ ლაივ კონცერტზე ვყოფილვარ.
ბოლოს პანდემიამდე ფილ კოლინსზე, ვეგასში.
ბილეთების კოლექციასაც ვაგროვებ.

ვაშინგტონში რომ მოხვდები, მერილენდის განთქმულ ლობსტერზე და ჩიზქეიქზე დაგპატიჟებ სიამოვნებით.
მე რომ შენ ვიყო ბილეთს გადავცვლიდი ერთი კვირით.

Posted by: ViPeR 19 Aug 2021, 13:04
fermina
QUOTE
დიახ, თან ეს ვიზა 2014 წლიდან მაქვს და ახლა წავედი პირველად

მადლობა.ესეიგი შემიძლია შემოსვლა

ნიუ-იორკში ოთახს ან კოიკას ვინმე ხო არ აქირავებთ?

Posted by: fermina 19 Aug 2021, 13:05
UNEEK
QUOTE
fermina
ყოჩაღ. ნეტავი ბოსმა თუ იცის ავტოგრაფი გეკუთვნის
არ ვარ ნამყოფი სპრინგსტინზე. უამრავ ლაივ კონცერტზე ვყოფილვარ.

ბოსმა არა, მაგრამ სამაგიეროდ დარბაზში გაიგო ყველამ და ეგზოტიკური ცხოველივით მიყურებდნენ, მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ ათას რამეს. რიგში ჩემს უკან ვინც იდგა, იმას ვუთხარი და ხო იცი როგორი ხალხია. ამერიკელები, ძალიან მალე მთელმა რიგმა იცოდა biggrin.gif

QUOTE
მე რომ შენ ვიყო ბილეთს გადავცვლიდი ერთი კვირით.


ნუ მაწვეთებ ასეთ აზრებს,ბევრი კი არ მინდა smile.gif



Posted by: Dont-tread-on-me 19 Aug 2021, 16:26
Frankens†ein
QUOTE
როცა ხედავს რომ სანდომიანი გარეგნობის ტურისტი ჩამოდის, რატო უნდა დაუსვა კითხვები და უბურღო ტვინი.
რო არ ყოფილიყო შემოსაშვები, ვიზასაც არ მისცემდნენ...



არ მეგონა ღამის კლუბი თუ ვიყავით და ფეის კონტროლი გვქონდა.


fermina
QUOTE
რით ხართ უკმაყოფილო?

მექსიკის კედლიდან ან გადმოვმძვრალვარ, ოფიციალურად, ვიზით შემოვედი, თან პირველადაც არა


სასაზღვრო კონტროლით და იმით თუ როგორ მოიშალა სისტემა, პირადად შენ არაფერშუაში ხარ.


მამენტ დღეში 100კ კაცი კვეთს საზღვარს ისე რომ ერთ შემოწმებასაც არ გადის, ალბათ აეროპორტის მესაზღვრეებმა აბა ჩვენ აქ რისთვის ვიწვალოთო და იმათაც დაიკიდეს lol.gif

Posted by: fermina 19 Aug 2021, 17:19
ამ დროს ყველაფერი უფრო მარტივადაა
ვიზიტორები შემოაკლდა ნიუ იორკს
შესაბამისად, უფრო ადვილად უშვებენ ტურისტებს

Posted by: Dont-tread-on-me 19 Aug 2021, 17:59
fermina
QUOTE
ამ დროს ყველაფერი უფრო მარტივადაა
ვიზიტორები შემოაკლდა ნიუ იორკს


საზღვარზე შმეოწმება ტურისტების გასაფილტრად არ ხდებოდა, პირიქით, იმ ხალხის გასაფილტრად რომლებიც ტურისტებად ასაღებდნენ თავს და რეალურად აქ ფულის გასაკეთებლად ჩამოდიოდნენ, ტურისტ=შემოსულ ფულს, ფეიქ ტურისტი=გასულ ფულს.

Posted by: fermina 19 Aug 2021, 18:25
Dont-tread-on-me
QUOTE
საზღვარზე შმეოწმება ტურისტების გასაფილტრად არ ხდებოდა, პირიქით, იმ ხალხის გასაფილტრად რომლებიც ტურისტებად ასაღებდნენ თავს და რეალურად აქ ფულის გასაკეთებლად ჩამოდიოდნენ, ტურისტ=შემოსულ ფულს, ფეიქ ტურისტი=გასულ ფულს.


დამშვიდდით, არ ვაპირებ დარჩენას, ისე კი რაღაც რაოდენობა ფეიქ ტურისტიც სჭირდება ამერიკას.

პ.ს. პმ-ში რაღაც გკითხეთ და პასუხს ველოდებოდი, მაგრამ ახლა უკვე შეგიძლიათ აღარც შეწუხდეთ smile.gif

Posted by: Dont-tread-on-me 19 Aug 2021, 19:20
fermina
QUOTE
დამშვიდდით, არ ვაპირებ დარჩენას,


სად დაინახე რომ შენ ბედს განვიცდი? smile.gif

QUOTE
ისე კი რაღაც რაოდენობა ფეიქ ტურისტიც სჭირდება ამერიკას.
მილლიონობით გგვყავს უკვე და ყოველ დღე სავსე თვითმფრინავები ჯდებია wink.gif


QUOTE
პ.ს. პმ-ში რაღაც გკითხეთ და პასუხს ველოდებოდი, მაგრამ ახლა უკვე შეგიძლიათ აღარც შეწუხდეთ


პმ-ს არ ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ კარგი, არ "შევწუხდები" smile.gif

Posted by: Harley Davidson 19 Aug 2021, 19:27
fermina
QUOTE
ნუ მაწვეთებ ასეთ აზრებს,ბევრი კი არ მინდა

რა ფიქრი უნდა მაგას smile.gif
გადაცვალე და ეგრევე Virginia Beach-ზე smile.gif)

Posted by: fermina 19 Aug 2021, 19:40
Dont-tread-on-me
QUOTE
მილლიონობით გგვყავს უკვე და ყოველ დღე სავსე თვითმფრინავები ჯდებია


მე მიჩვენა, როგორც წაკითხული, აქვს ფორუმს ასეთი ფუნქცია smile.gif


QUOTE
სად დაინახე რომ შენ ბედს განვიცდი?


ამის ილუზია არც მქონია, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ კიდევ ერთი არალეგალი ემივრანტი არ ემუქრება თქვენს მყუდროებას.

პ.ს. ამერიკას არ უხდება თუნდაც ირიბი აგრესია, კეთილგანწყობილი და გულღია ხალხია smile.gif

Posted by: Dont-tread-on-me 19 Aug 2021, 19:56
fermina
QUOTE
ამის ილუზია არც მქონია, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ კიდევ ერთი არალეგალი ემივრანტი არ ემუქრება თქვენს მყუდროებას.


მოშვებული პროცედურაზე გამოვთქვი პროტესტი და მაშინვე პირადზე მიიღე, გავიგეთ რომ სფრინგსთინის კონცენტრზე ჩამოხვედი და ძვირიანი ბილეთი გავქს, უკვე დიდი ხანი წერ ამაზე ამ ჯგუფში. მეორეც, დასარჩენად რომც ჩამოდიოდე მაინც არანაირი პრობლემა არ მექნება, თუ ქვეყანა გაძლევს საშუალებას რომ ჩამოხვიდე და დარჩე უნდა გამოიყენო კიდევაც ეგ შესაძლებლობა, მე პრობლემა არა ხალხთან მაქვს რომელიც რჩებიან ან რიო გრანდს გადმოდიან, არამედ იმ ხალხზე ვინ ამის საშუალებას აძლევს და სხვა გზას არ უტოვებს.

QUOTE
პ.ს. ამერიკას არ უხდება თუნდაც ირიბი აგრესია, კეთილგანწყობილი და გულღია ხალხია


ერთი კვირაში ვილაპარაკოთ როგორი "კეთილგანწყობილები" არიან ნიუ იორკელები, ამერიკელების უმეტესები კარგები არიან, რასაც სამწუხაროდ ნიუ იორკზე ვერ ვიტყვი.

კიდევ ერთხელ გიმეორებ, არანაირი აგრესია შენს მიმართ, არც ირიბი და არც უკუღმართი. ნუ იცით ხოლმე ეგერევე პირადუზლე მიღება smile.gif ძირითადად პოსტ-საბჭოთა ხალხის დამახიასიათებელია ეგ smile.gif

Posted by: UNEEK 19 Aug 2021, 20:21
გაანებე რას ალაპარაკებ.
რატომ უნდა შეგშურდეს ბავშვი ამერიკაში კონცერტისთვის ჩავიდა..

ერთხელ გავიპარე ბონ ჯოვის კონცერტზე სტამბულში ინონუ სტადიონზე,
სახლში წნევები ქონდათ ვერც დავრეკე ისე.
ამერიკაში წასვლის საშუალება მქონოდა წარ.ოუდგენელი იყო.

მოდიან აქ და თითქოს არაფერი,
მეც დავწერდი, სხვა თემაშიცbiggrin.gif

რამდენი ტოქსიკურია ირგვლივ

Posted by: fermina 19 Aug 2021, 22:25
QUOTE

მოშვებული პროცედურაზე გამოვთქვი პროტესტი და მაშინვე პირადზე მიიღე, გავიგეთ რომ სფრინგსთინის კონცენტრზე ჩამოხვედი და ძვირიანი ბილეთი გავქს, უკვე დიდი ხანი წერ ამაზე ამ ჯგუფში


საკუთარი კომპლექსების გადმოსახედიდან მსჯელობ smile.gif ამის დაწერა რომ მდომოდა საჯაროდ, პმ-ს არ მოგწერდი მარტივი კითხვით, რომელიც დააიგნორე, მაგრამ საერთოდ აღარიმიქცევია ყურადღება.
შენთვის სპრინგსტინი შეიძლება ძვირიან ბილეთთან და მარიაჟობასთან ასოცირდება, ჩემთვის კი ისეთი მოვლენაა, რომელიც დოლარში და არანაირ ვალუტაში არ იზომება smile.gif შენნაირების გამო ვერიდებოდი საჯაროდ დაწერას და მართალიც ვყოფილვარ, ეგრევე მოაბი კუდები. ცნობისათვის, 75 $ იანი ბილეთების ყიდვაც იყო შესაძლებელი და 1000+ იანიც და არსად დაიმიწერია რამდენი გადავიხადე. და საერთოდ ძალიამ ბედნიერი ვარ გუშინ საღამოს მერე და არ ჩავიშხამებ ამ კომენტარებით.
ძაან მივქარე, რომ საერთოდ კონტაქტში შემოვედი. ამ თემაში მართლა რაღაცინფოს მისაღებად შემოვედი და დამეხმარნენ აქაური იუზერები, ყველას დიდი მადლობა.
* * *
QUOTE
ერთი კვირაში ვილაპარაკოთ როგორი "კეთილგანწყობილები" არიან ნიუ იორკელები, ამერიკელების უმეტესები კარგები არიან, რასაც სამწუხაროდ ნიუ იორკზე ვერ ვიტყვი.


მე ნიუ იორკელებზე არ დამიწერია, ამერიკელებზე დავწერე. შენ ამასაც მარიაჟობად ჩათვლი საკუთარი პერსონიდან გამომდინარე, მაგრამ სხვებსაც ვიცნობ ნიუ იორკელების გარდა.

საიმიგრაციოს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაკითხვის და შეყოვნების, ბევრი მიზეზის გამო.
* * *
UNEEK
QUOTE
რატომ უნდა შეგშურდეს ბავშვი ამერიკაში კონცერტისთვის ჩავიდა..


ბავშვის რა მოგახსენო, მაგრამ ბავშვობის ოცნება ავიხდინე და არც ბავშვზე უნდა დაიბოღმო ადამიანი და არც ზრდასრულზე smile.gif

საერთოდ არაფერს დავწერდი ამ თემაშიც, რომ არა კოვიდი და ახალი, ხშირად გაუგებარი რეგულაციები, შემეშინდა რამე არ გამომრჩენოდა უბრალოდ. თორემ პირველად ამერიკაში მაშინ ვიყავი, ეს ფორუმი საერთოდ რომ არ არსებობდა და არც არავის ვიცნობ ამ ფორუმზე, რომ ვინმეს ვემარიაჟო smile.gif

Posted by: Dont-tread-on-me 19 Aug 2021, 23:49
fermina
QUOTE
საკუთარი კომპლექსების გადმოსახედიდან მსჯელობ


ოკ smile.gif

QUOTE
ამის დაწერა რომ მდომოდა საჯაროდ, პმ-ს არ მოგწერდი მარტივი კითხვით, რომელიც დააიგნორე, მაგრამ საერთოდ აღარიმიქცევია ყურადღება.


წინა გვერდზე დაწერე უკვე

QUOTE
შენთვის სპრინგსტინი შეიძლება ძვირიან ბილეთთან და მარიაჟობასთან ასოცირდება


არანაირად არ ასოცირდება smile.gif

QUOTE
ჩემთვის კი ისეთი მოვლენაა, რომელიც დოლარში და არანაირ ვალუტაში არ იზომება


კარგია, ხოდ აიმედია მიიღებ რისთვისაც ჩამოხვედი

QUOTE
შენნაირების გამო ვერიდებოდი საჯაროდ დაწერას და მართალიც ვყოფილვარ


ანუ? როგორი ვარ? smile.gif შურიანი? ბოროტი? კომპლექსების კონა? smile.gif და ამ ყველაფერს მიხვდი მაშIნ როცა დავწერე პრახადნოი დვორია თქო?

მაკრიტიკებ იმისთვის რაც თავად ქენი, ეგრევე ჩარჩოში ჩამსვი მაშინ როდესაც შენ პირადად არც შეგხებივარ, უბრალოდ ფაქტზე გავაკეთე კომენტარი.

QUOTE
ეგრევე მოაბი კუდები


რაის კუდი კაცო, საერთოდ არ შეგხებივარ პირადად, smile.gif

QUOTE
ცნობისათვის, 75 $ იანი ბილეთების ყიდვაც იყო შესაძლებელი


დაინიშNა თუ არა კონცერტი მინიმალური ბილეთი $200+ დან იწყებოდა, არ ვიცი სად ნახე $75, თუმცა თუ ვინმეს შეხვდა მაშინ ძალიან გაუმართლა და მიხარია რომ რიგითი "მოკვდავებიც" დაესწრებიან.

QUOTE
არსად დაიმიწერია რამდენი გადავიხადე


არც მე დავინტერესებულვარ რამდენი გადაიხადე smile.gif



QUOTE
და საერთოდ ძალიამ ბედნიერი ვარ გუშინ საღამოს მერე და არ ჩავიშხამებ ამ კომენტარებით



რატომღაც ერთი ვირაც რიგითი ფორუმელის გამო რომ ჩაიშხამო, თანაც უმიზეზოთ მაშინ როდესაც არც არაფერი მითქვამს ჩასაშხამებელი lol.gif

QUOTE
მ თემაში მართლა რაღაცინფოს მისაღებად შემოვედი და დამეხმარნენ აქაური იუზერები, ყველას დიდი მადლობა


კაი სასტავია აქ და იმიტომ, ზოგიერთებს თუ არ ჩაგვთვლი smile.gif

QUOTE
მე ნიუ იორკელებზე არ დამიწერია, ამერიკელებზე დავწერე. შენ ამასაც მარიაჟობად ჩათვლი საკუთარი პერსონიდან გამომდინარე, მაგრამ სხვებსაც ვიცნობ ნიუ იორკელების გარდა.


spy.gif

QUOTE
საიმიგრაციოს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაკითხვის და შეყოვნების, ბევრი მიზეზის გამო.


ოკ.

Posted by: ladusha2 19 Aug 2021, 23:56
fermina

ყველას გეტყობათ რომ კავკასიელები ხართ, მეკიდე ყველა მიყვარხართ და მიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, სადაც არ წახვალთ მაინც ის სისხლი ჩქეფს თქვენ ვენებში. ცუდი და კაი ყველაგანა ნებისმიერ ადგილას დედამიწაზე. ჩემი თხოვნა იქნება რომ აღარ გაგრძელოთ პოლემიკა. უფრო დადებით ემოციებზე გადავიდეთ დავეხმაროთ ერთმანეთის კითხვების გაცემაში. Dont-tread-on-me

Posted by: fermina 20 Aug 2021, 00:28
Dont-tread-on-me
QUOTE
დაინიშNა თუ არა კონცერტი მინიმალური ბილეთი $200+ დან იწყებოდა, არ ვიცი სად ნახე $75, თუმცა თუ ვინმეს შეხვდა მაშინ ძალიან გაუმართლა და მიხარია რომ რიგითი "მოკვდავებიც" დაესწრებიან.


ვისაც სპრინგსტინის მუსიკა უყვარს და ესმის, არც 200 $ დაენანება მის ლაივ შოუში და არც ბევრად მეტი.

დანარჩენზე, ჩემგანაც ოკ smile.gif
* * *
QUOTE
რაის კუდი კაცო, საერთოდ არ შეგხებივარ პირადად,


მაგალითად ამაზე. მარიაჟობა დამაბრალე სრულიად უმიზეზოდ. არც გამივლია თავში და მერეც სიტყვას მოყვა. ეს ვიგულისხმე კუდში. მოკლედ მოვრჩეთ, შეგიძლია რაც გინდა იფიქრო. იმაში მართალი ხარ,რომ მე პიროვნულად არ მიგულისხმე შემოშვება არშემოშვებაში

Posted by: ტანკე 20 Aug 2021, 01:06
fermina
ვაა, სპრინგსტინი ჩემს ტოპ სიაშია. ადრე ბილეთი მქონდა ნაყიდი ტომ პეტის კონცერტზე, ლონდონში იმართებოდა და ვერ წავედი. დღემდე ვერ მომინელებია. მერე მალევე დაიღუპა ტომ პეტი. იმედია, ბრიუსზე მაინც მოვახერხებ. ეგენი ერთი ჟანრის ლეგენდები არიან თან და ორივეზე ვგიჟდები.

პ.ს. მეც ჩამოვედი ლოს ანჯელესაში და ყველაზე მარტივი შემოსვლა იყო რატომღაც (მეხუთედ ვარ)

Posted by: fermina 20 Aug 2021, 03:55
ტანკე
ვაა გამიხარდა, მოკლედ ეს შოუ ორი წლის წინ იყო ბროდვეიზე,'მერე კოვიდის გამო დაიხურა და ახლა ამ ზაფხულს შემთხვევით ვნახე რომ აღუდგენიათ,4 სექტემბერსაა ბოლო შოუ. მე ვიხელმძღვანელე იმ მოსაზრებით, რომ ამ არეულ დროში ეს შეიძლება ბოლო შანსი ყოფილიყო ჩემთვის და რა ვიცი, არ დავიშურე არაფერი იქ მოსახვედრად და მინდა გითხრა, რომ ით ვოზ ვორს ევრი ფენი (ტელეფონით ვარ და ვერ ვწერ ნორმალურად)!!!! საოცარი შოუა და თან ძალიან ინტიმური, მოკლედ გირჩევ, იქნებ მოხერხო!

Posted by: ნიკუშ-ა 22 Aug 2021, 06:27
ეს იმ სერიიდანაა ქართველები რო ჩამოვლენ ამერიკაში და რამდენიმე ხნის მერე იწყებენ ლაპარაკს პრახადნოი დვორია და არალეგალებად რჩებიან ტურისტები და ა.შ ))) ჯერ შენ ვინ გკითხავს არალეგალებად რჩებიან თუ რას შვებიან?

პ.ს გრინ კარტით ვარ, არავის ეგონოს რო არალეგალი ვარ მაგრამ არავის ჩამოსვლა და წინსვლა არ მწყინს არც ლეგალის და არც არალეგალის)

ხოო ისე, ნიუ იორკში თუ ცხოვრობ არალეგალი არ დაუძახო ვინმეს თორე თუ გიჩივლა 250კ არის ფაინი)))

Posted by: lume 22 Aug 2021, 07:08
მოერიდეთ ქართველებს


თუ წყნარი ცხოვრება გინდათ

biggrin.gif

Posted by: •winner• 22 Aug 2021, 08:30
კულინარიის და კიდე რამდენიმე თემაში გადავკვეთილვართ ადრე, ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს ამ თანაფორუმელის მიმართ smile.gif
fermina


ველქამ ❤️

10 სექტემბრამდე ნიუ-იორკში ვარ. თუ დროს გამონახავ, რამე საინტერესო აქტივობაზე, სანახაობაზე, სტეიკჰაუსში ან თუნდაც მანჰეტენზე ქართულ რესტორანში smile.gif) სიამოვნებით გიმასპინძლებ smile.gif

Posted by: ikandro 22 Aug 2021, 10:49
lume

ვიღაცამმ აგარი გაწყენინია biggrin.gif


Posted by: fermina 22 Aug 2021, 12:13
ნიკუშ-ა
QUOTE
ხოო ისე, ნიუ იორკში თუ ცხოვრობ არალეგალი არ დაუძახო ვინმეს თორე თუ გიჩივლა 250კ არის ფაინი)))


ასეა კი smile.gif

•winner•
QUOTE

10 სექტემბრამდე ნიუ-იორკში ვარ. თუ დროს გამონახავ, რამე საინტერესო აქტივობაზე, სანახაობაზე, სტეიკჰაუსში ან თუნდაც მანჰეტენზე ქართულ რესტორანში ) სიამოვნებით გიმასპინძლებ 


დიდი მადლობაყურადღებისთვის, სამწუხაროდ დღეს მივდივარ უკან.

Posted by: lume 22 Aug 2021, 14:55
QUOTE
ვიღაცამმ აგარი გაწყენინია



არა რა მაწყენინა biggrin.gif
* * *
QUOTE
დღეს გამოვაჭენე ახალი პიპია

უბერზე გამოგადგება,
დღეს აუცილებლად გადი მაგარი მუშაობა იქნება, პრომოუშენებს და ლონგ ტრიპებს იძლევა უნდა იწვიმოს yes.gif

Posted by: Frankens†ein 23 Aug 2021, 01:49
QUOTE (Dont-tread-on-me @ 19 Aug 2021, 16:26 )
Frankens†ein
QUOTE
როცა ხედავს რომ სანდომიანი გარეგნობის ტურისტი ჩამოდის, რატო უნდა დაუსვა კითხვები და უბურღო ტვინი.
რო არ ყოფილიყო შემოსაშვები, ვიზასაც არ მისცემდნენ...



არ მეგონა ღამის კლუბი თუ ვიყავით და ფეის კონტროლი გვქონდა.



შენ დაკითხვა მოგიწყეს საზღვარზე, როცა ჩახვედი?

პ.ს. ვიყავით ანუ ვინ იყავით, მესაზღვრე ხართ?


* * *
QUOTE (•winner• @ 22 Aug 2021, 08:30 )

fermina


ველქამ ❤️

10 სექტემბრამდე ნიუ-იორკში ვარ. თუ დროს გამონახავ, რამე საინტერესო აქტივობაზე, სანახაობაზე, სტეიკჰაუსში ან თუნდაც მანჰეტენზე ქართულ რესტორანში smile.gif) სიამოვნებით გიმასპინძლებ smile.gif

ერთი რჩევა ან თხოვნა მექნება - დროებით ჩამოსული ქართველი არასოდეს დაპატიჟოთ ქართულ რესტორანში biggrin.gif

15 საათს არავინ დაფრინავს იმისთვის რო ოკეანისგაღმა ისე რა მზარეულის მოხვეული ხინკალი ჭამოს biggrin.gif

პატივისცემა თუ გინდათ, რამე იქაურზე დაპატიჟეთ smile.gif


მე თვითონ მაქვს მსგავსი ტრავმა გადატანილი, სან ფრანცისკოში ახალი ჩასული იქაური მოსკოვ-თბილისის საცხობის ხაჭაპურზე რო დამპატიჟეს smile.gif

Posted by: lume 23 Aug 2021, 04:26
დღეს ბრუკლინელი ქართველი რომ ავაგდეთ ჰაერში იმენა ტიპი იხვეწებოდა აქ მეყოფა ეხლა აქ დამარტყითო

დაგა და დაგა #####ან იმას ჯიში და ჯილაგი

სკოლის შემდეგ არ მიჩხუბია biggrin.gif


ისე ბრუკლინელებო ფილტრაცია უნდა გქონდეთ ნაბოზარ ხალხს არ უნდა უშვებდეთ ბრუკლინში
biggrin.gif

Posted by: •winner• 23 Aug 2021, 05:09
fermina

მაშინ, კეთილი მგზავრობა smile.gif

Frankens†ein

ზოგადად, ცუდ საჭმელს და საცხობის ხაჭაპურებს საკუთარ თავს არ ვაკადრებ, მითუმეტეს სტუმარს smile.gif


ჩემი გამოხმაურების მიზეზი , რეალურად იყო აღშფოთება და პროტესტი, როგორც მიმართეს თანაფორუმელს, რა ტონით და სიტყვებით...

აღარ განვავრცობ.

თან არართი თემიდან მახსოვს, როგორც კულტურული, გაწონასწორებული და საინტერესო ადამიანი და მხარი დავუჭირე, ამ ფორმით.

სიამოვნებით გადავეკვეთებოდი , როგორც ადეკვატურ ადამიანს . არაფერი პირადული.

ისე, რადგან კვებაზე ჩამოვარდა საუბარი, ამ წამსაც ერთ-ერთ რეიტინგულ და საინტერესო ადგილს ვსტუმრობ, ვითომ და ქაღალდის თეფშები და პლასტმასის დანა-ჩანგლებია smile.gif))

ნიუ-იორკის რესტორნების უმეტესობაში სერიოზული ანტისანიტარიაა.
ასეა ამერიკის სხვა ქალაქებშიც, სადაც ვყოფილვარ.

Chama Mama - ს ვგულისხმობდი ქართულ რესტორანში.

Posted by: fermina 23 Aug 2021, 07:22
•winner•
QUOTE
Chama Mama - ს ვგულისხმობდი ქართულ რესტორანში.



ასეც ვიფიქრე, ოდნავ მაინც მონატრებული რომ ვიყო ქართულ სამზარეულოს, ნამდვილად არ ვიტყოდი უარს, ძალიან აქებენ ამ კონკრეტულ რესტორანს და ზოგად პათოსში ვეთანხმები ფრანკეს smile.gif




Posted by: ikandro 23 Aug 2021, 08:24
სოჰოში გაიხნსა ახალი, რაც მითხრეს ყველაზე ნორმალური სიტუაციაა: https://www.instagram.com/cafeubaninyc/

მედოგი თუ მოგენატრათ მანდ არის biggrin.gif

ხაჭაპური საქართველოში ტოპ რესტორნებში უკვე 15 ლარი ღირს და ზემოთ.

ამერიკისთვის 15$ არაფერია ჩემი აზრით

ჭადი 10 ლარი biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 23 Aug 2021, 12:55
•winner•
QUOTE
ნიუ-იორკის რესტორნების უმეტესობაში სერიოზული ანტისანიტარიაა.
ასეა ამერიკის სხვა ქალაქებშიც, სადაც ვყოფილვარ.

ჩინურ და ინდურ რესტორნებშია განსაკუთრებული ანტისანიტარია.
მაგაზე არ უნდა იფიქრო, თორე ვერ შეჭამ ვერაფერს smile.gif

გარეთ ფასტ/სტრიტ-ფუდს მიაწვე ჯობია მანდ, ჩემი გამოცდილებით.
სამზარეულოს რო ვერ ვხედავ, ეგეთ კვების ობიექტებზე არ მიმდის გული, თუ მაღალი კლასის არაა.
თუ მომინდა კიდე, მაგაზე არ ვფიქრობ და გემოთი ვიღებ სიამოვნებას smile.gif
და გემრიელი საჭმელი სახლშიც შეგიძლია მოამზადო.
პროდუქტები ყველაფერი უგემრიელესი და უმაღლესი ხარისხისაა, ნორმალურ სუპერმარკეტში თუ ყიდულობ.
და ე.წ. სტრიტფუდი მაღალ დონეზეა ძაან.
ნიუ იორკში ერთი ღამით ვარ ნამყოფი, ღამის მანჰეტენზე გავისეირნე და არ ვიცი კარგად რა როგორაა.
ჩრდ. კალიფორნია - ბეიარეა - სანფრანცისკო კი ვიცი ხუთი თითივით უკვე smile.gif

ეგ ჭამა-მამა გამიგია, ერთი ჩემი ნაცნობი მუშაობდა ცოტა ხნით.
პალო-ალტოშია კიდე ერთი ქართული რესტორანივით.
აჭარული ხაჭაპურია #1 ჯერძი.
ვინც ნამყოფი იყო, ყველა მაგას მეუბნებოდა smile.gif
რა თქმა უნდა არ ვყოფილვარ smile.gif
3 თვეშიც კი არ მომენატრა არაფერი ქართული სამზარეულოდან.
თუმცა ვთვლი რომ ხუთეულში შედის ალბათ ქართული სამზარეულო, მსოფლიოში, ობიექტურად.
სუბიექტურად არაერთი ევროპელი მეგობარი მყავს, ყველაფერი რომ აქვთ დაგემოვნებული მსოფლიოში და ქართული სამზარეულო მიაჩნიათ #1-ად - ხინკალი, ხაჭაპური, ფხალეულობა, ნიგვზიან-ნივრიანი კერძები.,..

Posted by: UNEEK 23 Aug 2021, 12:59
მე მაჭამეს ვენდიში ლანჩი lol.gif
არადა ფენოვანი მინდოდა როგორ.

ტელეფონით შეუკვეთა ჩემმა დისშვილმა მწვადები და ხაჭაპური ხინკალიც.
ხაჭაპური ძველი კარაქით იყო აყროლებული.
მარა არაფერი მითქვამს.

Posted by: Lady_Bird 23 Aug 2021, 13:01
ფორუმელებო , ნიუ იორკში გამგზავრებამდე ელექტრონული ფორმა ისევ არის შესავსები? თუ სავალდებულოა ისევ ლინკი ხომ არ გაქვთ?

Posted by: Frankens†ein 23 Aug 2021, 13:36
UNEEK
QUOTE
მე მაჭამეს ვენდიში ლანჩი

2013-ში ერთი ამერიკელი ტურისტი გოგო გავიცანი აქ.
რამე-რუმე და დილას ვიღვიძებ სახლში და ძინავს გვერდზე და საუზმეს მივართმევ ლოგინში მეთქი.
ჩავედი მაღაზიაში და ბურგერის პურები, მდნარი ყველის ფირფიტები და დაჭრილი ლორი ამოვიტანე, ბუტერბროდები გავაკეთე და ამაყი სახით მივართვი ლოგინში.
კინაღამ სამი ასო მეძახა biggrin.gif
მომიწია ახლიდან ჩასვლა და თონის პურის და სულგუნის ამოტანა და მერე კი შეუბერა გემრიელად biggrin.gif

Posted by: Dont-tread-on-me 23 Aug 2021, 20:26
ნიკუშ-ა
QUOTE
ეს იმ სერიიდანაა ქართველები რო ჩამოვლენ ამერიკაში და რამდენიმე ხნის მერე იწყებენ ლაპარაკს პრახადნოი დვორია და არალეგალებად რჩებიან ტურისტები და ა.შ )))


აჰჰ, მორალისტების სერიიდა lol.gif

პირველი, აი შენ ვინ გკითხავს მე რას დავწერ და რა აზრი მექნება არალეგალებზე smile.gif

მეორეც, დიახ, პრეტენზია მექნება იმ ხალხზე რომელიც წოვენ რესურსებს ქვეყანას და სამაგიეროდ მცირედს იძLევიან, ეს ლეგალები იქნებიან, არალეგალები თუ გრინმკარტინები არ აქვს მნიშვნელბა.

მესამეც, უსაფრთხოების ინდუსტრიაში ვარ და ვიცი რა ნაგავი ხალხი კვეთს საზღვარს ამერიკის და ამიტომაც შემტკივა გული და შენნაირი მორალისტები ვაფშე არ მადარდებს

მეოთხეც, საერთოდ არ გამომიტქვამს პრეტენზია კონკრეტულად იმ პიროვნების შემოსვლაზე საზღვარზე, ზოგადად ვთქვი რომ სკრინინგი საჭიროა საზღვარზე რათა არასაჭრიო ხალხი არ იქნან შემოშვებული, კონცერტზე ჩამოსული ხალხი ვაფშე არ მოიაზრებოდნენ იქ.

ეს უბრალოდ კომპლექსების თემაა რომე ეგრევე ახტა-დახტა აქ ზოგიერთი, წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს smile.gif



P.S სიტყვა "არალეგალი" იურიდიული ლექსიკაში ოფიციალურად გამოიყენება და ამას ვერავინ აკრძალავს, მითუმეტეს ნიუ იორკის მერი დე ბლასიო smile.gif რეალურად აიკრძალა ბლექმეილი არალეგალობის გამო, ანუ ადამიანის მიმართ მუქარა და დისკრიმინაცია არალგალობის გამო, ამას მე ვეთანხმები, ადამიანის დაშინება არ უნდა ხდებოდეს მისი სტატუსის გამო.

Posted by: მამაო თამაზი 23 Aug 2021, 21:46
ტანკე
QUOTE
პ.ს. მეც ჩამოვედი ლოს ანჯელესაში და ყველაზე მარტივი შემოსვლა იყო რატომღაც (მეხუთედ ვარ)

ვახ LA ში ხარ? biggrin.gif

მეც
* * *
ტანკე
რამ ჩამოგიყვანა LA ში?
* * *
ვაბშე არავის ვიცნობ ვცდილობ ვინმე გავიცნო

Posted by: fermina 24 Aug 2021, 11:48
მოკლედ დავუბრუნდი წილხვედრს
ახლა უკანა გზის გამოცდილებას დავწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს

როგორც ვიცოდი, ამერიკაშიც უნდა გამეკეთებინა პსრ ტესტი უკან დასაბრუნებელი ფრენებისთვის
დავიარე უამრავი აფთიაქი როგორც მანჰეტენზე, ასევე ნიუ ჯერსიში და არსად არ აკეთებდნენ პსრ-ს, არც უფასოდ, არც ფასიანს, სვს, ვოლგრინსი, დუანე რიდი და რა ვიცი რა აღარ. სავარაუდოდ, რომელიღაც კონკრეტული ფილიალები აკეთებენ და ისიც წინასწარი ეფოინთმენთის საფუძველზე და ეგ გამომრჩა.

უკვე დავპანიკდი, მეთქი ფასიანს გავიკეთებ, თუ სხვა გზა არაა, არადა კი ღირდა 250 $-მდე, სადაც კი ვიკითხე.
მერე მირჩიეს, რომ მივსულიყავი მაუნთ სინაის ჰოსპიტალში მანჰეტენზე და ემერჯენსი განყოფილებაში გამიკეთებდნენ. 70 $-მდე ღირსო, უთხარი, რომ სასწრაფოს გჭირდება ფრენისთვისო.

მივედი, უპრობლემოდ გავიარე რეგისტრაცია, შემიყვანეს, მალევე გამიკეთეს ტესტი და პასუხი ხვალ იქნებაო.
დადგა ჩექაუთის დრო, წინასწარ არც არაფერი მიკითხავს ფასზე. მოკლედ ორი შუშისთვალა არსება ავსებს საბუთებს. მოქალაქე ხარო? არა მეთქი, დაზღვევა გაქვსო (ამერიკული) ან სოუშალ სექიურითიო? მეთქი არა. ამ შემთხვევაში ტესტი უფასოაო. მაგრამო ამ ჰოსპიტალში ვიზიტი ღირს 1350 $. biggrin.gif მეთქი ოქ, კარგად თუ ხართ. მე ვიცი რომ ტესტი ღირს მეთქი 70 $ და მზად ვიყავი გადამეხადა. არა ტესტი უფასოაო. მაგრამ ვიზიტის 1350 $ უნდა გადაიხადოო. აბა რამდენის გადახდა შეგიძლიაო? მეთქი 70 $ მაქსიმუმ. არაო. დაზღვევა საერთოდ არ გაქვსო? კი მეთქი, მაგრამ არ ვიცი რამდენად აანაზღაურებს პსრ-ის 1350 $. დაურეკე და კითხეო, არა ახლა ევროპაში არ მუშაობენ მეთქი, ამსტერდამში თუ სადღაც აქვთ ჰედ ოფისი. გადავრეკე მეგობართან, ვინც მირჩია, იმან მითხრა, უთხარი ჰოუმლესი ბომჟი ვარ და ობამაქეა გადაიხდისო biggrin.gif
მოკლედ ბევრი რომ არ ვიპალარაკოთ, შევბრუნდი ისევ იმ ოთახში და მეკითხებიან შეწუხებული სახით, ვერ გადაიხდიო? ვერა, ძაან ძვირია მეთქი და კაი, კარგად იყავიო, მეც დავემშვიდობე, აბა კარგად და ღმერთი მოგცემთ ამ ფულს მეთქი და წამოვედი ბედნიერად smile.gif

მეორე დღეს მივედი ტესტის პასუხზე, უპრობლემოდ მომცეს, მაგრამ საერთოდ არც არავის მოუკითხავს არცერთ აეროპორტში. მხოლოდ თბილისში საპასპორტომ, აცრის ფურცელი თუ გაქვსო, ვაჩვენე, დახედა და ეგრევე გამომიშვეს.

Posted by: Frankens†ein 24 Aug 2021, 11:52
fermina
up.gif

კოვიდსიტუაცია როგორია ნიუ იორკში, დაბრუნდა ძველი ცხოვრება?

Posted by: ტანკე 24 Aug 2021, 13:06
მამაო თამაზი
QUOTE
რამ ჩამოგიყვანა LA ში?

აქ მანამდეც ვიყავი. ახლა დავბრუნდი. გრძელი ისტორიაა. ამჟამად ფ1 ვიზაზე ვარ.
QUOTE
ვაბშე არავის ვიცნობ ვცდილობ ვინმე გავიცნო

არაფერში გჭირდება ვინმეს გაცნობა. ბევრი არაფერი დაგიკარგავს. ისე კი, ფბ-ზე ნახე ჯგუფი ქართველები ელეიში.
მე ჯერ ვერიდები ყველას, ამ ეტაპზე მაინც.
დიდი ხნით რჩები ელეიში?

Posted by: fermina 24 Aug 2021, 14:34
Frankens†ein
QUOTE
კოვიდსიტუაცია როგორია ნიუ იორკში, დაბრუნდა ძველი ცხოვრება?


ჩემი აზრით ბოლომდე ვერა, სხვა თუ არაფერი, მანჰეტენზე იმდენი დაკეტილი ოფისი, მაღაზია და კომერციული ფართია, წარმოუდგენელია უბრალოდ.

Posted by: Frankens†ein 24 Aug 2021, 22:12
QUOTE (fermina @ 24 Aug 2021, 14:34 )
Frankens†ein
QUOTE
კოვიდსიტუაცია როგორია ნიუ იორკში, დაბრუნდა ძველი ცხოვრება?


ჩემი აზრით ბოლომდე ვერა, სხვა თუ არაფერი, მანჰეტენზე იმდენი დაკეტილი ოფისი, მაღაზია და კომერციული ფართია, წარმოუდგენელია უბრალოდ.

ის ცხოვრება აღარ დაბრუნდება, კოვიდი საერთოდ რო გაქრეს.
რეალობამ დაანახა ბევრ ბიზნესს რომ ოფისები და კომერციული ფართები ზედმეტი ხარჯია.

ადამიანების განწყობას ვგულისხმობ, იგრძნობა რამე დაძაბულობა?

Posted by: fermina 24 Aug 2021, 23:17
Frankens†ein
QUOTE
ადამიანების განწყობას ვგულისხმობ, იგრძნობა რამე დაძაბულობა?


სხვათა შორის, პირბადეები ბევრს უკეთია, თითქმის ყველა შენობაში და დახურულ სივრცეში სავალდებულოა, ზოგან უბრალოდ კეთილ ნებაზეა, ორჯერ აცრილი თუ ხარ არ გავალდებულებენ. ზოგან ყველა შემთხვევაში უნდა გეკეთოს. ერთ რესტორანში აცრის საბუთი მომთხოვეს, ისე არ მიშვებდნენ smile.gif
უფრო ვიტყოდი, რომ კი, იგრძნობა, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ადრე იყო, new normal სიტუაციაა რა....

Posted by: მამაო თამაზი 25 Aug 2021, 01:37
ტანკე
QUOTE
დიდი ხნით რჩები ელეიში?


მთელი ცხოვრება

Posted by: UNEEK 25 Aug 2021, 06:57
ელეიში ვერ ვიცხოვრებ სულ რო მაჩუქონ.
უჟანგბადობას ვუჩივი გამოქცევაზე ვარ.
კადრი ერთერთი ქუჩიდან.
სუპერანტისანიტარია, არსად სხვაგან არ მინახავს.
user posted image

fermina, გილოცავ სახლში მშვიდობით დაბრუნებას.


Posted by: Frankens†ein 25 Aug 2021, 08:15
fermina
QUOTE
სხვათა შორის, პირბადეები ბევრს უკეთია

ამერიკელებს ყველაზე ნაკლებად ალბათ.
სან ფრანცისკოში უმეტესობას პირბადე უკეთია, მაგრამ 90% ჩინელი, ინდუსი ან ლათინოა მაქედან.
ცოტა მოშორდები დიდ ქალაქს და ახლო-მახლოს პატარა ქალაქებში, სადაც ძირითადად ამერიკელები ცხოვრობენ, არავის უკეთია პირბადე.

Posted by: ტანკე 25 Aug 2021, 11:50
QUOTE (UNEEK @ 25 Aug 2021, 06:57 )
ელეიში ვერ ვიცხოვრებ სულ რო მაჩუქონ.
უჟანგბადობას ვუჩივი გამოქცევაზე ვარ.
კადრი ერთერთი ქუჩიდან.
სუპერანტისანიტარია, არსად სხვაგან არ მინახავს.
user posted image

fermina, გილოცავ სახლში მშვიდობით დაბრუნებას.


Posted by: fermina 25 Aug 2021, 17:16
UNEEK
QUOTE
fermina, გილოცავ სახლში მშვიდობით დაბრუნებას.


მადლობა
QUOTE
ელეიში ვერ ვიცხოვრებ სულ რო მაჩუქონ.
უჟანგბადობას ვუჩივი გამოქცევაზე ვარ.


მე ნიუ იორკის ნესტმა მომსპო, გასული არ ვიყავი ქუჩაში, რომ წებოვანი ვიყავი წამებში. თავიდან მეგონა კორონა დამემართა smile.gif

Frankens†ein
QUOTE
ცოტა მოშორდები დიდ ქალაქს და ახლო-მახლოს პატარა ქალაქებში, სადაც ძირითადად ამერიკელები ცხოვრობენ, არავის უკეთია პირბადე.

მგონი მართალი ხარ, ისე ეგ პატარა ქალაქები ძალიან მომეწონა, ბრონქსვილი, ვაით ფლეინი და ლონგ-აილენდის რაღაც პატარა დასახლება, სულ სხვა გარემოა, მანჰეტენს არც შევადარებ.

Posted by: paranoidis_dzma 25 Aug 2021, 23:20
კოლორადო ჯერ ისევ კარგად ვართ კოვიდთან, ზოგიერთმა გროშერიმ ისევ დაიწყო პირბადის მოთხოვნა, მაგრამ ჯამში ნორმალურადაა ყველაფერი. აქ 70% ზე მეტია ვაქცინირებული.

Posted by: მამაო თამაზი 26 Aug 2021, 00:22
fermina
QUOTE
მგონი მართალი ხარ, ისე ეგ პატარა ქალაქები ძალიან მომეწონა, ბრონქსვილი, ვაით ფლეინი და ლონგ-აილენდის რაღაც პატარა დასახლება, სულ სხვა გარემოა, მანჰეტენს არც შევადარებ.

ეგ ნიუ იორკზე ამბობ ხო?

Posted by: fermina 26 Aug 2021, 01:43
მამაო თამაზი
QUOTE
ეგ ნიუ იორკზე ამბობ ხო?



კი,ნიუ იორკთან ახლომდებარე პატარა ქალაქები.

Posted by: მამაო თამაზი 26 Aug 2021, 10:41
fermina
QUOTE
კი,ნიუ იორკთან ახლომდებარე პატარა ქალაქები.

ხო თავიდან მეგონა კალიფორნიაზე ლაპარაკობდი და ეგ ქალაქები ნიუ იორკშია. ვერ მივხვდი თავიდან მაგიტომ გკითხე


Posted by: Frankens†ein 26 Aug 2021, 11:05
ბეი არეაში, სან ფრანცისკოს მიმდებარე ქალაქები ძალიან პრესტიჟული და ძვირია და ძირითადად მდიდრები ცხოვრობენ.
პალო ალტო, მაუნთინ ვიუ, კუპერტინო, სანივეილი, რედვუდ სიტი, სან ანსელმო და ა.შ...

ნიუ იორკის მიმდებარედ რა ხდება, პრესტიჟულია მანდ ცხოვრება?

Posted by: fermina 26 Aug 2021, 11:14
Frankens†ein
QUOTE
ნიუ იორკის მიმდებარედ რა ხდება, პრესტიჟულია მანდ ცხოვრება?


როგორც ვიცი, მე სადაც დავწერე კი, ფაქტიბრივად მილიონერები ცხოვრობენ მაგ. ბრონქსვილში, პატარა ევროპული სტილის ქალაქია ცენტრი და სადაც საცხოვრებელი სახლებია, ბევრია მკვეთრად გამოხატული გერმანული სტილის არქიტექტურით აშენებული კერძო სახლები, ძალიან გემოვნებიანი და მოვლილი ტერიტორიაა

Posted by: lume 27 Aug 2021, 01:44
QUOTE
ნიუ იორკის მიმდებარედ რა ხდება, პრესტიჟულია მანდ ცხოვრება?


ბრაიტონზე rolleyes.gif

Posted by: Harley Davidson 27 Aug 2021, 04:03
მამაო თამაზი
Frankens†ein
fermina
მდიდარი ნიუ იორკერები ცხოვრობენ კონექტიკუტში.
ნუ..ვისაც ორი მასტერკა ტვინი უდევს თავში

Posted by: ნიკუშ-ა 27 Aug 2021, 05:06
Frankens†ein
ლონგ აილენდზე ჰემპტონებში ბეი არეაზე
მეტი თუ არა ნაკლები ფასები და პრესტიჟი არაა))

Posted by: Frankens†ein 27 Aug 2021, 08:42
QUOTE (ნიკუშ-ა @ 27 Aug 2021, 05:06 )
Frankens†ein
ლონგ აილენდზე ჰემპტონებში ბეი არეაზე
მეტი თუ არა ნაკლები ფასები და პრესტიჟი არაა))

ფასებით სან-ფრანცისკოს კარგ უბნებში რო ფასებია, მასეთი არ ვიცი.
მაგრამ მანდ ცხოვრება როგორაა თბილისზე რო გავავლოთ პარალელი - ერთის მხრივ ტიპები სოლოლაკში რო ცხოვრობენ დაბზარულ იტალიური ეზოს ტიპის სახლებში იმის გამო, რომ მეოთხე თაობა არიან მაგ სახლში/უბანში ვინც ცხოვრობს და ერთგვარი სტატუსია სოლოლაკელ-ნამდვილთბილისელობა.
და მეორეს მხრივ ტიპებმა ისტორიული ძველი სახლები რო გაყიდეს სოლოლაკში და ქინგ დევიდში ან აქსის პალასში იყიდეს ბინა - ესენი კუპერტინოში და მასეთ ქალაქებში ვინც გადადიან...
სან ფრანცისკო წარსულია.
აღარც ძველი სოლოლაკი და თბილისი არსებობს და აღარც ძველი სან ფრანცისკო...

Posted by: მამაო თამაზი 27 Aug 2021, 09:05
Frankens†ein
ყველაზე ცუდ უბანში ვცხოვრობდი სან ფრანცისკოში და 1700 დოლარს ვიხდიდი ოთახში. ერთი ოთახი იყო. სტუდიოზე პატარა. სამზარეულოც ეგ იყო და საძინებელიც. ერთი ტოალეტი იყო ცალკე. იმდენად პატარა ოთახი რო ვერ ვეტეოდით ორი კაცი. შკაფიც კი ნაჭრის ვიყიდეთ ადვილი მისაწევ მოსაწევი რო ყოფილიყო lol.gif კარგ უბნებში ალბათ ორმაგი ფასია.

Harley Davidson
QUOTE
ნუ..ვისაც ორი მასტერკა ტვინი უდევს თავში

ან ტეხასში biggrin.gif. გავიგე ბევრი ქართველები გადასულან ოსტინში. და კიდე ბევრი გადადის ნიუ იორკიდან.

კალიფორნიის ტაქსები ძალიან მაღალია ძალიან. იმედია გადაყენებენ ნიუსამს.


* * *
Harley Davidson
ტეხასი ნომერ პირველია კალიფორნიის შემდეგ სადაც წავალ


Posted by: Frankens†ein 27 Aug 2021, 09:39
მამაო თამაზი
QUOTE
კალიფორნიის ტაქსები ძალიან მაღალია ძალიან

ქეშზე ვინც მუშაობს იმათთვისაა კარგი.
ხელფასი მაღალია და გადასახადებს არ იხდიან...

QUOTE
ყველაზე ცუდ უბანში ვცხოვრობდი სან ფრანცისკოში და 1700 დოლარს ვიხდიდი ოთახში. ერთი ოთახი იყო. სტუდიოზე პატარა. სამზარეულოც ეგ იყო და საძინებელიც. ერთი ტოალეტი იყო ცალკე. იმდენად პატარა ოთახი რო ვერ ვეტეოდით ორი კაცი. შკაფიც კი ნაჭრის ვიყიდეთ ადვილი მისაწევ მოსაწევი რო ყოფილიყო  კარგ უბნებში ალბათ ორმაგი ფასია.

კარგ უბნებში ოთახები არ ქირავდება მასე.
არამდიდრულ უბნებში კი არის იგივე ფასები, რასაც წერ...


მე კი გამიმართლა, ფაქტიურად ცენტრში ვცხოვრობდი ახალაშენებულ აპარტამენტებში, მისაღები და ორი საძინებელი, + სამზარეულო-აბაზანა...
ჩემს ნაცნობს აქვს ნაქირავები, 1000$-ად თვეში.
წლების წინ იქირავა და იქაური კანონით ფასის გაზრდა არ შეგიძლია გაქირავებული რო გაქვს ბინა smile.gif
ხო და ეხლა საქართველოში წამოვიდნენ პანდემიის გამო და ეს ბინა რო არ დაკარგონ ამ ფასში, მაინც იხდიან ფულს.
და მე მომცა გასაღები და ქირის ნახევარში შევედი smile.gif
500$-ად მქონდა აპარტამენტები, რომელიც 4000$-მდე ღირს ეხლაsmile.gif

Posted by: dongabo 27 Aug 2021, 21:12
USA to Spain ბილეთების აღება როდის იქნება უფრო კარგი გამგზავრებამდე 2-3 კვირით ადრე თუ 2-3 თვით ადრე. ნოემბერში მჭირდება.

Posted by: Vixen 27 Aug 2021, 23:05
ევროპიდან ტურისტებს შეუძლიათ ამჟამად აშშ-ში ჩასვლა?

Posted by: fermina 28 Aug 2021, 00:23
Vixen
QUOTE
ევროპიდან ტურისტებს შეუძლიათ ამჟამად აშშ-ში ჩასვლა?

რამდენადაც ვიცი, შენგენის ზონიდან არა და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან

user posted image

user posted image

Posted by: Harley Davidson 28 Aug 2021, 02:10
მამაო თამაზი
იმედია მალე დაერხევათ ლევაკ-დერმოკრატიულ შტატებს <3

Posted by: მამაო თამაზი 28 Aug 2021, 03:31
Harley Davidson
QUOTE
იმედია მალე დაერხევათ ლევაკ-დერმოკრატიულ შტატებს <3

დარხეული აქვთ უკვე. LA შიც სადაც სომხები არიან ძალიან კაი სიტუაციაა. დანარჩენი ადგილები საერთოდ გახედვად არ ღირს. ხალხიც არ დადის ქუჩებში.
* * *
ტანკე
QUOTE
არაფერში გჭირდება ვინმეს გაცნობა. ბევრი არაფერი დაგიკარგავს. ისე კი, ფბ-ზე ნახე ჯგუფი ქართველები ელეიში.

რავი როგორ არ მინდა აბა ისე ხო არ ვიქნები სახლში გამოკეტილი. ერთი ორი მექსიკელი ძმაკაცი მყავს იმათთან ვატარებ დროს როცა მაქ საშუალება

Posted by: ME 28 Aug 2021, 06:03
ტანკე
მამაო თამაზი

სან დიეგოში მოგაზეთ, პივა დავლიოთ

Posted by: მამაო თამაზი 28 Aug 2021, 07:37
ME
QUOTE
სან დიეგოში მოგაზეთ, პივა დავლიოთ

შენ ჩამო ელეიში კაი ნეკნებს გაჭმევ. ისეთ ნეკნებს გაჭმევ წასვლა აღარ მოგინდება

შარშან ვიყავი სან დიეგოში პარაშუტით გადმოვხტი. საღამოს კიდე საჰაერო ბუშტით ავედი მაღლა.

ზოოპარკშიც ვიყავი. მაგარი ზოოპარკია მანდ.


Posted by: ME 28 Aug 2021, 08:51
ერთხელ ვიყავი მანდაურ ქართველებთან, მგონი გიორგობაზე რამდენიმე წლის წინ, კაი ხალხი ყველანი,
ცხადია ბევრი "სასტავია" ალბათ

ჩემი მაქით ჩამოსვლა არ ვიცი და თუ მართლა ჩამოხვალთ კაი იქნება, სტეიკებს ვიკისრებ

Posted by: ტანკე 28 Aug 2021, 08:56
ME
მამაო თამაზი
სან დიეგოს ნახვა ჯერაც ვერ მოვახერხე.. სულ მინდა და ვერ ვახერხებ.

ჯერ აქ დავლაგდე, კოვიდიც ჩაცხრეს და მერე დიდი სიამოვნებით

Posted by: მამაო თამაზი 28 Aug 2021, 11:46
ME
QUOTE
ცხადია ბევრი "სასტავია" ალბათ

საერთოდ არ ვიცნობ არავის. როცა აქ ჩამოვედი 2 თვესი პანდემია დაიწყო და ნიუ ჯერსიში გამომიძახეს.

ეხლა 1 თვეც არაა რაც აქ ვარ. მთლიანად 3 თვე არ მიცხოვრია ჩემ სახლში lol.gif


QUOTE
ჩემი მაქით ჩამოსვლა არ ვიცი და თუ მართლა ჩამოხვალთ კაი იქნება, სტეიკებს ვიკისრებ

მადლობა ჯიგარო. როცა შევძლებ გაგაგებინებ აუცილებლად.
* * *
bebe__MU
ვახ ეხლა ვნახე. ცოცხალი შენ რას შვები?

სადა ხარ ვაბშე?


* * *
user posted image

გრანდ კანიონი მონუმენტ ვალი
* * *
user posted image


...............................................
* * *
იუთაზე გადასასვლელი პერევალი. ძლივს ავედი მანქანით.

user posted image
* * *
user posted image

ესეც როზველი. ვინც იცის 1947 წელს უფო ჩამოვარდა მანდ biggrin.gif


Posted by: ნიკუშ-ა 28 Aug 2021, 15:13
ნიუ იორკში ჩამპდით კაი ჩიქენ რაისზე დაგპატიჟებთ lol.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: lume 28 Aug 2021, 20:20
user posted image



up.gif

Posted by: .DG. 28 Aug 2021, 23:19
მეც მაქვს ეგეთი smile.gif

user posted image


Posted by: Fredo_Corleone 28 Aug 2021, 23:26
სად იყიდეთ დაწერეთ ჩვენც ვიყიდით.........................

Posted by: .DG. 28 Aug 2021, 23:35
Fredo_Corleone
QUOTE
სად იყიდეთ დაწერეთ ჩვენც ვიყიდით.........................

მე რაც დავდე კოვიდამდელი სურათია.2019 წლის. მანჰეტენზე 23 ქუჩის და მე-5 ავენიუს კუთხეში ვყიდულობდი ხოლმე. ბრტყელ უთოსთან. აი აქ.
user posted image
ყველაზე ძალიან მაგათი მომეწონა.
ახლა გაზაფხულისთვის ჩამოვდივარ და იმედია დამხვდებიან.

Posted by: მამაო თამაზი 29 Aug 2021, 07:31
user posted image

რა დავიჭირე არ ვიცი მაგრამ დავიჭირე. პირველი თევზია რაც ცხოვრებაში დამიჭერია
* * *
QUOTE (.DG. @ 28 Aug 2021, 23:35 )
Fredo_Corleone
QUOTE
სად იყიდეთ დაწერეთ ჩვენც ვიყიდით.........................

მე რაც დავდე კოვიდამდელი სურათია.2019 წლის. მანჰეტენზე 23 ქუჩის და მე-5 ავენიუს კუთხეში ვყიდულობდი ხოლმე. ბრტყელ უთოსთან. აი აქ.
user posted image
ყველაზე ძალიან მაგათი მომეწონა.
ახლა გაზაფხულისთვის ჩამოვდივარ და იმედია დამხვდებიან.

ცოტა მოერიდე ეგეთ საჭმელებს. რამდენჯერ დადეს ფოტო აღარ გავიმეორებ როგორი lol.gif

Posted by: .DG. 29 Aug 2021, 13:02
მამაო თამაზი
QUOTE
ცოტა მოერიდე ეგეთ საჭმელებს. რამდენჯერ დადეს ფოტო აღარ გავიმეორებ როგორი

ვიცი. biggrin.gif
თბილისში ვირის შაურმაზე გამოწრთობილს რა უნდა დამაკლოსთქო და რამდენიმე ადგილას გავსინჯე. ყველაზე კარგი მანდ იყო.

Posted by: Harley Davidson 29 Aug 2021, 19:59
QUOTE (მამაო თამაზი @ 29 Aug 2021, 07:31 )
user posted image

რა დავიჭირე არ ვიცი მაგრამ დავიჭირე. პირველი თევზია რაც ცხოვრებაში დამიჭერია
* * *

მოგიხდა გრაჟდანი ხო იცი :დ

Posted by: მამაო თამაზი 29 Aug 2021, 22:04
.DG.
QUOTE
თბილისში ვირის შაურმაზე გამოწრთობილს რა უნდა დამაკლოსთქო და რამდენიმე ადგილას გავსინჯე. ყველაზე კარგი მანდ იყო.

lol.gif

არაუშავს. რაც მე ზეიკიძის კალბასი მაქ ნაჭამი

Harley Davidson
ჩამო ვითევზავოთ
Harley Davidson

Posted by: .DG. 29 Aug 2021, 22:50
მამაო თამაზი
QUOTE
არაუშავს. რაც მე ზეიკიძის კალბასი მაქ ნაჭამი

შენც კაი ნაწვალები ყოფილხარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეკონომ-ტურისტის სტატუსით ვიყავი, ახლა გრინით უნდა ჩამოვიდე და იმედია სხვა საკვებზე გადასვლის შანსი მექნება.


Posted by: მამაო თამაზი 30 Aug 2021, 01:34
Harley Davidson
QUOTE
მოგიხდა გრაჟდანი ხო იცი :დ

კი.

ასაკი თავისას შვება biggrin.gif მარა ვერ ველევი. ნახევრად იქ ვარ. თვეში ერთხელ biggrin.gif

.DG.
QUOTE
ეკონომ-ტურისტის სტატუსით ვიყავი, ახლა გრინით უნდა ჩამოვიდე და იმედია სხვა საკვებზე გადასვლის შანსი მექნება.

გილოცავ

სად აპირებ? ნიუ იორკი?

Posted by: lume 30 Aug 2021, 03:30
მამაო თამაზი
ბებერი ხარ?

up.gif

Posted by: მამაო თამაზი 30 Aug 2021, 04:55
lume
QUOTE
ბებერი ხარ?

არა

Posted by: lume 30 Aug 2021, 06:33
QUOTE
პირველი თევზია რაც ცხოვრებაში დამიჭერია


შავთვალა კეფალია?


drug.gif

Posted by: .DG. 30 Aug 2021, 09:06
მამაო თამაზი

QUOTE
გილოცავ

გაიხარე

QUOTE
სად აპირებ? ნიუ იორკი?

დასაწყისისთვის კი.

Posted by: BeRa_ChoX 1 Sep 2021, 15:43
გამარჯობათ!

როგორ შეიძლება ამერიკის რომელიმე უნივერსიტეტში ჩაირიცხო საერთაშორისო გრანტით? როგორც უცხოელი სტუდენტი?

Posted by: .DG. 2 Sep 2021, 02:10
BeRa_ChoX

QUOTE
გამარჯობათ!

როგორ შეიძლება ამერიკის რომელიმე უნივერსიტეტში ჩაირიცხო საერთაშორისო გრანტით? როგორც უცხოელი სტუდენტი?


ბოლომდე კომპეტენტური არ ვარ მაგ საკითხში მაგრამ როგორც ვიცი https://en.wikipedia.org/wiki/SAT(ამ ლინკზე ნახე) და ტოეფელი უნდა ჩააბარო აქ და პასუხები გააგზავნო სადაც გინდა რომ მიგიღონ.
გამოცდები ფასიანია- სადღაც 400-500$ ჯდება. გაგზავნაც-20-30-50$ თითო კოლეჯში ან უნივერსიტეტში.
ისე სადაც გინდა რომ ჩააბარო უფრო დაწვრილებით ექნებათ ვებგვერდზე რა მოთხოვნები აქვთ.


Posted by: lume 3 Sep 2021, 01:28
მამაო თამაზი
იყავი საქეიფოდ?

drug.gif biggrin.gif


Posted by: მამაო თამაზი 3 Sep 2021, 02:38
lume
QUOTE
იყავი საქეიფოდ?

?

არ ვსვა ჯიგარო

Posted by: UNEEK 3 Sep 2021, 05:56
მდინარე კოლორადო
არიზონა კალიფორნიას ყოფს.
აქ ვიბანავე
user posted image

Posted by: Beroname 3 Sep 2021, 17:29
გამარჯობათ

ოქტომბერში 2 კვირით მივდივარ NY-ში, სასტუმრო ვიზით

მაინტერესებს თუ არის რამე შანსი მაგ პერიოდში იქ რაიმე სამსახურის შოვნის, იქნებ რამე რჩევა მომცეთ. ზედაპირული კითხვაა და პასუხიც ალბათ ეგეთი იქნება, მაგრამ იქნებ რაიმე ინფო მაინც დაიდოს რომელიც გამომადგება, მადლობა.

Posted by: ViPeR 3 Sep 2021, 22:49
დღეს ველაპარაკე დამსაქმებელს.იქნებ გამარკვიოთ.
ჩამოფრინდი მაიამიშიო,დაგხვდებიანო და სამ დღეში მართვის მოწმობას აგაღებინებენო .მართვის მოწმობის და სასტუმროს ფულს იხდი თავადო.მერე ჩიკაგოში სტაჟირებაზე ჩვენი ხარჯებითო 14 დღე.მერე უკვე იმუშავებო სამ მანქნიან თრაქზე.სამი თვე მაქვს შტატებში ყოფნის მერე უნდა გავიდე და ისევ შემოვიდე ESTA ვიზათი.რას ფიქრობთ?რამდენი ხანი უნდა მართვის მოწმობის აღებას?რამდენად რეალურია ამნაირი სამსახური

Posted by: ME 3 Sep 2021, 23:07
ViPeR
რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ?

Posted by: ViPeR 3 Sep 2021, 23:27
ME
QUOTE
რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ?

ესპანეთის

Posted by: ნიკუშ-ა 4 Sep 2021, 01:14
Beroname
მუვინგზე ან რამე ეგეთზე ნახავ 2 კვირით სამსახურს, მაგრამ მაგრა დაიღლები ეგ ორი კვირა მუვინგზე იმენა არაფრის დათვალიერების თავი აღარ გექნება

Posted by: Harley Davidson 4 Sep 2021, 01:46
ნიკუშ-ა
ორი კვირით ოქტომბერში მუვინგზე არავინ აიყვანს.
ნუ შეიძლება თვის ბოლო თუ დაემთხვა, რამდენიმე დღე გავიდეს.
ViPeR
QUOTE
ჩამოფრინდი მაიამიშიო,დაგხვდებიანო და სამ დღეში მართვის მოწმობას აგაღებინებენო .მართვის მოწმობის და სასტუმროს ფულს იხდი თავადო.მერე ჩიკაგოში სტაჟირებაზე ჩვენი ხარჯებითო 14 დღე.მერე უკვე იმუშავებო სამ მანქნიან თრაქზე.სამი თვე მაქვს შტატებში ყოფნის მერე უნდა გავიდე და ისევ შემოვიდე ESTA ვიზათი.რას ფიქრობთ?რამდენი ხანი უნდა მართვის მოწმობის აღებას?რამდენად რეალურია ამნაირი სამსახური

და რა კუშს გთხოვენ მართვის მოწმობის 3 დღეში აღებაში?

Posted by: ViPeR 4 Sep 2021, 01:58
Harley Davidson
QUOTE
და რა კუშს გთხოვენ მართვის მოწმობის 3 დღეში აღებაში?

Изначально все водители прилетают в Майами, там необходимо будет сдать экзамен на американские права , по срокам это 2 дня, также в Майами нужно будет оформить медицинскую карту. Это полдня займет примерно. За права нужно будет на месте в Майами оплатить 398 долларов, за мед карту 150 долларов. Всего в Майами вы пробудете 3 дня, на это время нужно будет забронировать себе отель.398 ევრო პრავაზე და 150 დოლარი მედ კარტაზე.
მე რა დამიჯდება ჩემით რომ გავაკეთო და რა საბუთები მჭირდება?

Срок одного контракта 3 месяца, потом 3 месяца перерыв, потом повторно можно приехать на вакансию.კაროჩე ყოველი სამი თვე უნდა დაისვენოო.

Posted by: Harley Davidson 4 Sep 2021, 02:39
ViPeR
სამედიცინო ბარათი ჯდება $60 (ადრე $42 იყო თუ არ ვცდები). მიდიხარ, წაიკითხავ რამდენიმე ხაზს და მოგცემენ medical card-ს.
ჩემთვის წარმოუდგენელია 2 დღეში ლეგალურად მართვის მოწმობის აღება. ყველაფერს რომ შევეშვათ, 5-7 დღე უშუალოდ პრავის მოსვლას სჭირდება, მანამდე გაძლევენ ე.წ permit-ს, საბუთია სადაც წერია რომ გაქვს მოწმობა და ელოდები უშუალოდ პლასტიკურ ბარათს. ნიუ იორკში შენით რომ ჩააბარო, დროში გეწელება სადღაც 1 თვე. გინდა ამონაწერი ბანკიდან, ამონაწერი რომ ხარ ჩასმული (ჩაწერილი) რომელიმე მისამართზე და შენს სახელზე მოდის კომუნალური გადასახადი და ა.შ. ფინანსურად მართვის მოწმობა ჯდება სადღაც $40-მდე გამოცდიან ყველაფრიანა.
მომწერე კომპანიის სახელი და შევამოწმებ საერთოდ არსებობენ თუ არა და აქვთ თუ არა ლიცენზია.

Posted by: ნიკუშ-ა 4 Sep 2021, 06:41
Harley Davidson
არის ხოლმე რო დროებით ჭირდებათ კადრი ან არ ეტყვის რო 2 კვირით უნდა ადგება და წამოვა რა)) პროსტა 2კვირით რო ხარ ჩამოსული ნიუ იორკში და ისიც მუვინგზე იმუშაო პიზდეცია))

Posted by: ViPeR 4 Sep 2021, 10:57
Harley Davidson
QUOTE
ნიუ იორკში შენით რომ ჩააბარო, დროში გეწელება სადღაც 1 თვე. გინდა ამონაწერი ბანკიდან, ამონაწერი რომ ხარ ჩასმული (ჩაწერილი) რომელიმე მისამართზე და შენს სახელზე მოდის კომუნალური გადასახადი და ა.შ.

გასაგებია.თუ არის ვინმე თანხის სანაცვლოდ აკეთებდეს ამეებს.მე რომ ჩამოვიდე ერთი თვე კიარა მეტი გამეწელება სანამ ავიღებ მართვის მოწმობას



user posted image
DIC ესე ჰქვია კომპანიას

Posted by: Beroname 4 Sep 2021, 20:53
QUOTE (ნიკუშ-ა @ 4 Sep 2021, 01:14 )
Beroname
მუვინგზე ან რამე ეგეთზე ნახავ 2 კვირით სამსახურს, მაგრამ მაგრა დაიღლები ეგ ორი კვირა მუვინგზე იმენა არაფრის დათვალიერების თავი აღარ გექნება

არა არა, ეგეთს არაფერს ვაპირებ.

გასაუბრებებზე მისვლა ან რამე ეგეთი ვიგულისხმე იმ 2 კვირაში ადგილზე რომ მოვაგვარო და მერე რაც გამოვა გამოვა თუ გამოვა რა თქმა უნდა.

დასასვენებლად მივდივარ 2 კვირით და პახოდუ თუ გავაძრე რამე თქო, თორემ პახაობა აქაც არ მაკლია givi.gif

Posted by: Harley Davidson 5 Sep 2021, 04:59
Beroname
დაისვენე და შეირგე, ბატონოჩემო :დ
ნიკუშ-ა
QUOTE
არის ხოლმე რო დროებით ჭირდებათ კადრი

ეგ ზაფხულში, როდესაც გაგანია სეზონია და ისეთი ბიზია ხალხი პარკინგზე ათენებს :დდ აი მაგ დროს კეთდება მოშნად ფული :დ
2 კვირაში თაიმშითის შევსებასაც ვერ მოასწრებს და ჩაშხამვით ხომ ჩაეშხამება დასვენება და მუშაობაც არ შერჩება მუშაობად :დ

Posted by: ნიკუშ-ა 5 Sep 2021, 05:14
Harley Davidson
ხოო მეც მაგას ვეუბნები რა, დაისვენოს და დაათვალიეროს ჯობი)) მუვინგის დედაც თავის დროზე წელი მაქვს მოწყვეტილი))

Beroname
არა არა მაგეებს ვერ მოსწრებ და დაიკიდე რა, დაისვინე, იგულავე))

Posted by: მამაო თამაზი 5 Sep 2021, 12:15
სან ფრანცისკოში რა კანონი მიიღეს ნახეთ? lol.gif lol.gif

Harley Davidson

რა მინდოდა აქ

Posted by: giorgixec1 5 Sep 2021, 19:17
ნიკუშ-ა
QUOTE
მუვინგის დედაც თავის დროზე წელი მაქვს მოწყვეტილი))

შენ ბატონო ჩემო წლები მუშაობდი მუვინგზე გეტყობა...
Harley Davidson

QUOTE
ზაფხულში, როდესაც გაგანია სეზონია და ისეთი ბიზია ხალხი პარკინგზე ათენებს :დდ აი მაგ დროს კეთდება მოშნად ფული :დ

ძირითადად დამბოს ხალხია მაგ რეჟიმში biggrin.gif

Posted by: Harley Davidson 5 Sep 2021, 20:22
giorgixec1
QUOTE
ძირითადად დამბოს ხალხია მაგ რეჟიმში

სხვათაშორის, დამბოში ვინც კარგად და პატიოსნად მუშაობს, ლიორა ზამთარშიც არ აკლებს შეკვეთებს :დ რაც მართალია, მართალია. მეზიზღება დამბო თავისი დაბალი ფასებით, მაგრამ ლიორა მაგარი კაცია :დ
ახლა დამბოს ვარდისფერი ანალოგი ხნავს ბაზარს...piece of cake :დ
მამაო თამაზი
QUOTE
რა მინდოდა აქ

მე მაგრად გამიკვირდა შენი იქ გადაბარგება. გოგოს თემა იქნებოდა, შენ შენით მაგ საყლევეთში არ წახვდოდი lol.gif
ნიკუშ-ა
QUOTE
მუვინგის დედაც თავის დროზე წელი მაქვს მოწყვეტილი))

ეჰ...

Posted by: მამაო თამაზი 6 Sep 2021, 03:07
Harley Davidson
QUOTE
მე მაგრად გამიკვირდა შენი იქ გადაბარგება. გოგოს თემა იქნებოდა, შენ შენით მაგ საყლევეთში არ წახვდოდი

user posted image

კი გოგოს ამბავია. აქ რა მინდა ბლიად lol.gif

Posted by: Harley Davidson 6 Sep 2021, 03:14
მამაო თამაზი
QUOTE
კი გოგოს ამბავია

იმედია გიფასებს და ხედავს, თუ რამხელა მსხვერპლზე ხარ წასული :დდდ
მაგათი ლიბერალი როჟების ნახვა ყოველდღე სრული პიზდეცია :დ

Posted by: Beroname 6 Sep 2021, 11:05
Harley Davidson
ნიკუშ-ა

ვატყობ მომიწევს, ძაან კი ვეწინააღმდეგები მაგრამ, მომიწევს givi.gif

Posted by: გიორგი XII 6 Sep 2021, 11:44
რა მოუვინგი ტო ეგ არ შეცდე. ჯობია შხამიან გველებს სდიო და ეგ აბარო

Posted by: lume 6 Sep 2021, 19:40
პოლონელებთან ფრეიმინგზე გაუშვით

რამდენჯერმე მაქვს ნანახი პოლონელების ფრეიმინგი biggrin.gif

არ უნდა ისუნთქო ისე უნდა იმუშაო, რომ სუნთქავ დროს კარგავ სუნთქვაში და ვეღარ მუშაობ

facepalm.gif



Posted by: მამაო თამაზი 7 Sep 2021, 00:17
Beroname
QUOTE
ვატყობ მომიწევს, ძაან კი ვეწინააღმდეგები მაგრამ, მომიწევს

გინდა რო ამერიკა შეგზიზღდეს?

ალბათ გინდა რო გძულდეს ამერიკა. ხოდა ან მუვინგზე წადი ან კედლები სენდე და როცა აქედან წახვალ დამიჯერე უკან გამოხედვა აღარ მოგინდება

Posted by: Harley Davidson 7 Sep 2021, 02:32
მამაო თამაზი
ჩემთან ფორმენია, ორ კვირაში ხელფას-საკომისიოიანად $6.2კ დაწერა.
გკითხე აბა, სძულს თუ არა ამერიკა :დ

Posted by: მამაო თამაზი 7 Sep 2021, 09:06
Harley Davidson
QUOTE
ჩემთან ფორმენია, ორ კვირაში ხელფას-საკომისიოიანად $6.2კ დაწერა.

ქართველი ებრაელი მყავდა ადრე ბოსი. მართლა სულით და გულით ვეხმარებოდი. მერე რო გაიგო რო მანქანა მყავდა ზედმეტი საქმეები ამკიდა. მაგალითად ხელოსნების სახლში დარიგება. სამშენებლო მასალის მოტანა და ბოლოს ისე აღმოჩნდა რო ის 10 დოლარი რასაც მიხდიდა საათში ისევ უკან იმას ვახარჯავდი. რო ვუთხარი რომ მეტი მოეცა იმიტო რო მანქანას ვიყენებდი უარზე გავიდა. საკმარისია ეგეცო. ხოდა ავდექი მეც და 40 საათის მაგივრად 80 ან მეტ საათს ვწერდი სამუშაო დროში lol.gif

Posted by: lume 7 Sep 2021, 18:37
მაგარს გასწავლით

უფროსს თუ ატყობთ რომ ფულს არ გიხდით სამუშაო ინსტრუმენტები უნდა წაართვათ სანამ ფულს არ მოგცემთ

drug.gif



ებრაელებს ქართველების ეშინიათ იციან რომ დამრტყმელი ხალხი ვართ

facepalm.gif

Posted by: Harley Davidson 7 Sep 2021, 19:27
მამაო თამაზი
you gotta hustle თუ როგორც არის :დ
ებრაელებთან არ ვიმუშავებ არასდროს, იმენა ფიცი დავდე მაუნთ სინაიზე.
იმედი მაქვს არც მომიწევს, აქ დამბრუნებელი არ ვარ და სადაც გადასვლა მინდა იქ არ არიან biggrin.gif

Posted by: მამაო თამაზი 8 Sep 2021, 11:14
Harley Davidson
QUOTE
იმედი მაქვს არც მომიწევს, აქ დამბრუნებელი არ ვარ და სადაც გადასვლა მინდა იქ არ არიან

აღარ მჯერა შენი biggrin.gif.
მიდიხარ მოდიხარ და ისევ ბოლოს მწერ ბრუკლინში ხო არ ხარ ხინკალი გვეჭამაო lol.gif

ჩამოდი ელეიში. მარტო ლიბერალები კი არ არიან აქ

Posted by: Frankens†ein 8 Sep 2021, 12:26
ქართველებს ლიბერალურ შტატს კონსერვატორული გვირჩევნია ხო? smile.gif

Posted by: Harley Davidson 8 Sep 2021, 12:40
Frankens†ein
QUOTE
ქართველებს ლიბერალურ შტატს კონსერვატორული გვირჩევნია ხო?

მასე ერთხმად ყველაზე, ცხადია, არ ვიტყვი.
პირადად მე პოლიტიკური განხრით შტატს არ ვარჩევ smile.gif
სადაც სიწყნარე, სიმშვიდე და ცოტა ხალხია, პატარა ქალაქები. კონსერვატიზმი უფრო add on-ია.
მამაო თამაზი
QUOTE
მიდიხარ მოდიხარ და ისევ ბოლოს მწერ ბრუკლინში ხო არ ხარ ხინკალი გვეჭამაო

ბიჯო საბუთების ბოლო ეტაპზე ვარ და ახლა ადრესის შეცვლა არ მაწყობს :დ როგორც კი მოვრჩები ეგრევე ვესტ ვირჯინიაში ვგაზავ.

Posted by: Frankens†ein 8 Sep 2021, 13:37
Harley Davidson
QUOTE
მასე ერთხმად ყველაზე, ცხადია, არ ვიტყვი.

ზოგადად ვამბობ.
ქართველები მაინც რაღაც დაწესებულ მორალურ ჩარჩოებში ვართ მიჩვეული ცხოვრებას.
თავისუფლება გვეუცხოება...
რიგ შემთხვევაში გვაღიზიანებს კიდეც, ჩვენ რო ვერ ვართ ბოლომდე თავისუფლები...

QUOTE
სადაც სიწყნარე, სიმშვიდე და ცოტა ხალხია, პატარა ქალაქები

ეგეთი ადგილები მომწონს ცოტა ხნით, განსატვირთად.
პატარა, წყნარ და მშვიდ ქალაქში გამიჭირდებოდა ცხოვრება, არაფერი საინტერესო რო არ ხდება...

Posted by: Harley Davidson 8 Sep 2021, 13:50
Frankens†ein
QUOTE
პატარა, წყნარ და მშვიდ ქალაქში გამიჭირდებოდა ცხოვრება

ასაკთან ერთად მოვა, ბატონოჩემო smile.gif
QUOTE
ქართველები მაინც რაღაც დაწესებულ მორალურ ჩარჩოებში ვართ მიჩვეული ცხოვრებას.
თავისუფლება გვეუცხოება...
რიგ შემთხვევაში გვაღიზიანებს კიდეც, ჩვენ რო ვერ ვართ ბოლომდე თავისუფლები...

აქ, ვგონებ, პირიქით smile.gif უფრო შენ ხარ რაღაც ჩარჩოებში.
ზუსტად იმიტომ არ მიზიდავს ლიბერალური შტატები, რომ მანდ თავისუფლების საკუთარ ხედვას გახვევენ თავზე. agree with me or else პრინციპით.
ხოდა დაახვიონ და გაიკეთონ უკან :დ
აი დაახლოებით ასეთი მიდგომა მაქვს

Posted by: Frankens†ein 8 Sep 2021, 16:32
Harley Davidson
QUOTE
უფრო შენ ხარ რაღაც ჩარჩოებში.

მეც ქართველი ვარ biggrin.gif

Posted by: DaNGeR_DaNGeR 8 Sep 2021, 16:47
Harley Davidson

QUOTE
პირადად მე პოლიტიკური განხრით შტატს არ ვარჩევ
სადაც სიწყნარე, სიმშვიდე და ცოტა ხალხია, პატარა ქალაქები. კონსერვატიზმი უფრო add on-ია.

+1

ჭეშმარიტებას ღაღადებ smile.gif რაფერ ხარ ისე? smile.gif


QUOTE
ქართველები მაინც რაღაც დაწესებულ მორალურ ჩარჩოებში ვართ მიჩვეული ცხოვრებას.
თავისუფლება გვეუცხოება...
რიგ შემთხვევაში გვაღიზიანებს კიდეც, ჩვენ რო ვერ ვართ ბოლომდე თავისუფლები...


99% ქართველებისა ჩემი დაკვირვებით ვინც ამერიკაში ჩამოდის დემოკრატებს უჭერენ მხარს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ უმეტესწილად დემოკრატიულ შტატებში სახლდებიან და შესაბამისად მათ "წეს-ჩვეულებებს" ეჩვევიან, კიდევ ერთი მიზეზი ამისა ის არის რომ ქართველები მიჩვეულები ვართ სახწელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას (პენსია, დახმარება, ჯანდაცვა ა.შ.), დემოკრატები ამითი ძლალიან ჰგვანან საქართველოს და საბჭოთა მთავრობებს, მოსწონთ როდესაც ხალხი მათზეა დამოკდიებული.

ხოლო ის ქართველები რომლებიც უფრო კონსერვატიულობისკენ ან თუნდაც ლიბერტანიალიზმისკენ იხრებიან არიან ზუსტად ის ხალხი (ჩემი პირადი დაკვირვებით) რომლებიც ნამდვილი თავისუფლებისკენ ილტვიან და მხოლოდ ბუნების მიერ შექმნილ ჩარჩოებს აღიარებენ და არა ადამიანების მიერ თავმოხვეულს smile.gif

ესაა ჩემი აზრი smile.gif

Posted by: member0532 8 Sep 2021, 21:36
გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ ვაპირებ ვირჯინიაში სასწავლებლად წასვლას. სწავლის პერიოდშიც და მერეც მინდა რომ იქ ვიმუშავო და დავრჩე ლეგალურად. თუ გქონიათ გამოცდილება, როგორ ხდება F1 ვიზის გადაცვლა სამუშაო ვიზაში და რამდენად რთულია ეს ყველაფერი?

ასევე ვირჯინიაში ცხოვრების გამოცდილება ვისაც გაქვთ, რამდენად ძვირიანი შტატია?

მადლობა წინასწარ

Posted by: DaNGeR_DaNGeR 8 Sep 2021, 21:40
member0532
QUOTE
გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ ვაპირებ ვირჯინიაში სასწავლებლად წასვლას. სწავლის პერიოდშიც და მერეც მინდა რომ იქ ვიმუშავო და დავრჩე ლეგალურად. თუ გქონიათ გამოცდილება, როგორ ხდება F1 ვიზის გადაცვლა სამუშაო ვიზაში და რამდენად რთულია ეს ყველაფერი?


სანამ მეოთხე კურს დაამთავრებ უნდა მოიძიო სამსახური რომელსაც სურვილი ექნება დაასპონსოროს შენი სამუშაო ვიზა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლია.

ვირჯინია არ არის იაფიანი შტატი, გააჩნია რათქმაუნდა რომელ უნივერსიტეტში აბარებ, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში ხომ არა შემთხვევით ? smile.gif


Posted by: member0532 8 Sep 2021, 21:45
DaNGeR_DaNGeR

მასტერსზე ვაბარებ, ბაკალავრი დავამთავრე მრავალი წლის წინ. ჯორჯ მეისონში არა მაგრამ იმავე ქალაქშია University of North America. IT-მიმართულებაზე. მხოლოდ სამსახურის "კეთილ ნებაზეა" დამოკიდებული ჩემი ვიზის გაგრძელება? პროცედურულად რთულია დოკუმენტების მოგვარება თუ ყველაფერს სამსახური აკეთებს?

Posted by: DaNGeR_DaNGeR 8 Sep 2021, 21:50
member0532
QUOTE
მასტერსზე ვაბარებ, ბაკალავრი დავამთავრე მრავალი წლის წინ. ჯორჯ მეისონში არა მაგრამ იმავე ქალაქშია University of North America. IT-მიმართულებაზე.



კარგია კარგი, კარგად მახსოვს ფაირფაქსი და მიდამოები, პირველად ამერიკაში რომ ჩამოვედი მეისონის უნივერსიტეტში ჩამოვედი ტრეინინგებზე, კაკრაზ აიტის მიართულებით, კარგია ადგილია ძაან.

QUOTE
ხოლოდ სამსახურის "კეთილ ნებაზეა" დამოკიდებული ჩემი ვიზის გაგრძელება? პროცედურულად რთულია დოკუმენტების მოგვარება თუ ყველაფერს სამსახური აკეთებს?


მე როგორც მახსოვს თუ მასტერს იღებ დამთავრების შემდეგ კიდევ ერთი წელი გაქვს ქვეყანაში გაჩერების და სამსახურის ძიების საშუალება.

თუ აიტი მიმართულებით ხარ, თან მასტერს იღებ აქ დამიჯერე არ გაგიჭირდება ისეტი კომპანიის ნახვა რომელიც დაგიფინანსებს სამუშაო ვიზას. კი ყველაფერს სამსახურის მხარე და მათი ადვოკატები აგვარებენ.

Posted by: member0532 8 Sep 2021, 21:58
DaNGeR_DaNGeR

QUOTE
კარგია კარგი, კარგად მახსოვს ფაირფაქსი და მიდამოები, პირველად ამერიკაში რომ ჩამოვედი მეისონის უნივერსიტეტში ჩამოვედი ტრეინინგებზე, კაკრაზ აიტის მიართულებით, კარგია ადგილია ძაან.

მეც საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ, გეგმები დიდია ყოველშემთხვევაში.

QUOTE
მე როგორც მახსოვს თუ მასტერს იღებ დამთავრების შემდეგ კიდევ ერთი წელი გაქვს ქვეყანაში გაჩერების და სამსახურის ძიების საშუალება. 

საელჩოში სავარაუდოდ მომცემენ 2-წლიან ვიზას, რაც საკმარისია სწავლის პერიოდისთვის. ამის შემდეგ ვადა რომ გაუვიდეს და სამსახური ჯერ არ მქონდეს, მაინც მაქვს ქვეყანაში დარჩენის უფლება სამსახურის მოსაძებნად?

QUOTE
თუ აიტი მიმართულებით ხარ, თან მასტერს იღებ აქ დამიჯერე არ გაგიჭირდება ისეტი კომპანიის ნახვა რომელიც დაგიფინანსებს სამუშაო ვიზას. კი ყველაფერს სამსახურის მხარე და მათი ადვოკატები აგვარებენ.

შენ ხომ არ გქონია მსგავსი გამოცდილება?

Posted by: DaNGeR_DaNGeR 8 Sep 2021, 22:12
member0532
QUOTE
მეც საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ, გეგმები დიდია ყოველშემთხვევაში.


კარგია, ოპტიმიზმი საჭიროაა

QUOTE
საელჩოში სავარაუდოდ მომცემენ 2-წლიან ვიზას, რაც საკმარისია სწავლის პერიოდისთვის. ამის შემდეგ ვადა რომ გაუვიდეს და სამსახური ჯერ არ მქონდეს, მაინც მაქვს ქვეყანაში დარჩენის უფლება სამსახურის მოსაძებნად?


საელჩო იმდენი ხნით გაძლევს ვიზას რამდენი ხნითაც შენი უნივერსიტეტი მოითხოვს, ხოლო დასრლებისას აგზავნი მოთხოვნას ვიზის გაგრძელებაზე კიდევ ერტი წლით და გიგრძელებენ.

QUOTE
შენ ხომ არ გქონია მსგავსი გამოცდილება?



მე არა, მე სხვა ტიუპის ვიზით ჩამოვედი

Posted by: member0532 8 Sep 2021, 22:25
DaNGeR_DaNGeR

გასაგებია, მადლობა ინფორმაციისთვის.
წარმატებები შენს საქმეში

Posted by: DaNGeR_DaNGeR 8 Sep 2021, 22:28
member0532
QUOTE
წარმატებები შენს საქმეში


ასევე!

Posted by: Frankens†ein 9 Sep 2021, 00:59
DaNGeR_DaNGeR
QUOTE
99% ქართველებისა ჩემი დაკვირვებით ვინც ამერიკაში ჩამოდის დემოკრატებს უჭერენ მხარს,

თავიდან მოწონს ყველას დემოკრატები, სოც. დახმარებების და ლიბერალური პოლიტიკის სიკეთე რომ ეხებათ.
და ფულს რო იშოვიან, მერე რესპუბლიკელები მოწონთ უკვე
ლიბერალები გადასახადებს ართმევენ და ღარიბებს და უსაქმურებს ურიგებენ.
და ჩვენი გამომუშავებული ფული ვიღაც უსაქმურის კვებაზე ან სხვა დახმარებაზე რატო უნდა მიდიოდესო...
არადა თვითონ რო ჩავიდნენ და სხვადასხვა დახმარებით თუ შეღავათებით სარგებლობდნენ, ავიწყდებათ რომ სხვების გადახდილი გადასახადებით იყო ეგ...

გეძლევა ქვეყანაში ფულის შოვნის და კაი ცხოვრების საშუალება?
რატო გაღიზიანებს თუ სახელმწიფო შენი გადახდილი გადასახადით ვიღაც უსაქმურს უფასოდ აჭმევს.
შენთვის ხო აქვს პირობები შექმნილი კაი ცხოვრებისთვის.

Posted by: მამაო თამაზი 9 Sep 2021, 02:06
Harley Davidson
Harley Davidson
QUOTE
როგორც კი მოვრჩები ეგრევე ვესტ ვირჯინიაში ვგაზავ.

იტოკში ჩამოდი გრანდ კანიონი მაინც ვნახოთ

ბლიად არავის არ უნდა აქ ჩამოსვლა. რას ვიკლავდი თავს lol.gif


Posted by: DaNGeR_DaNGeR 9 Sep 2021, 03:06
Frankens†ein
QUOTE
თავიდან მოწონს ყველას დემოკრატები, სოც. დახმარებების და ლიბერალური პოლიტიკის სიკეთე რომ ეხებათ.
და ფულს რო იშოვიან, მერე რესპუბლიკელები მოწონთ უკვე


არ ვიცი ლიბერალურ პოლიტიკაში რას გულისხმობ, მაგრამ სოც. დახმარებაში გეთანხმები, მოსწონთ რადგან მათთვის სახელმწიფო ეს რაღაც ცალკე მდგომი არსებაა, რომელსაც თავისი რესურის და ფული გააჩნია, ხოლო ეს რაღაც არსება რომ თავის ფულს გაძლევს და გეხმარება რათქმაუნდა გიხარია. მაგრამ როდესაც სოციალურ ინტეგრირებას ახდენ, იწყებ გადასახადების გადახდას, ეცნობი ამერიკის ისტორიას და მოწყობას, უკვე ხვდები რომ მთავრობა ეს არ არის რაღაც ცალკე მდგომი მანქანა სადღაც იქ შორს მოსკოვში ან ვაშინგტონში, არამედ ძალიან დიდი ჯგუფი ხალხის რომელის ერთადერთი დანიშნულებაა დისტრიბუცია მოახდინოს იმ ფულისა და რესურსის რომელსაც შენ, რიგითი ადამიანი შოულობ და ქმნი მაშIნ უკვე კითხვის ნიშნები გიჩნდება, რამდენად ეფექტურია ის და რამდენად სწორად ახდენს ჩემი და ჩემნაირების მიერ შექმნილი რესურსების განკარგვას.

QUOTE
ლიბერალები გადასახადებს ართმევენ და ღარიბებს და უსაქმურებს ურიგებენ.


მარტივად რომ თქვათ ეგრეა, მაგრამ რეალურად ცოტა ჩახლართულია. ბევრ ლეფთისთ ჰგონია რომ კონსერვატორებს სურთ რომ ყველ;ა სოციალური პროგრამა გააუქმონ და გაჭირვებულები შიმშილისთვის გასწირონ, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. რეალურად ჩვენ გვსურს ჯანსაღი, გაამრთული სეიფთი ნეთი იყოს, რომელიც საშუალებას არ მისცემს ვინმეს ქუჩაში მოკვდეს დაუხმარებლობის გამო. სისტემა უნდა იყოს ისეთი რომელიც დავარდნის დროს დაგიჭერს, და ფეხზე წამოდგომაში შეგიწყობს ხელს, მაგრამ არ გათრევს მთელი ცხოვრება როგორც თოთო ბავშვს ხელჩაკიდებულს.

QUOTE
არადა თვითონ რო ჩავიდნენ და სხვადასხვა დახმარებით თუ შეღავათებით სარგებლობდნენ, ავიწყდებათ რომ სხვების გადახდილი გადასახადებით იყო ეგ...



მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, კი დიდი რაოდენობა ქართველებისა იყენებენ ამ სოციალურ დახმარებებს, მაგრამ რატო აიგნორებ იმ არანკლებ დიდ მასას ხალხისა რომელებიოც ჩამოსვლისთანავე საქმეს შეუდგნენ და თავიდანვე დაიწყეს შრომა ყოველგვარი ფუდსტემპების, უფასო მეტროს ბარათების და შუფასო ჯანდაცვის გარეშე? smile.gif რატომ გგონია რომ ყველა წველის სახელმწიფოს და ეს ავტომატურად მორალურ უფლებას ართმევს რომ ლოგიკური კრიტიკა გამოხატოს არასწორი სისტემის გამო ? smile.gif

მე თუ ნიუ იორკის გზით ვსარგებლობ ყოველ დღე, მაგრამ დღის ბოლოს მინდა გავაკრიტიკო მისი საშინელი მდგომარეობა ეს ავტომატურად მორალს მოკლებულია? ანუ რახანც მე ვისარგებლე ამ გზით მინუსებზე და გაუმართაობაზე საუბარი აღარ შემიძლია? smile.gif


QUOTE
გეძლევა ქვეყანაში ფულის შოვნის და კაი ცხოვრების საშუალება?
რატო გაღიზიანებს თუ სახელმწიფო შენი გადახდილი გადასახადით ვიღაც უსაქმურს უფასოდ აჭმევს.


სახელმწიფო არ ეხმარება, მთავრობა ეხმარება, ნუ აიგივებ, ხოლო მთავრობა მე არ მეხმარება, თავისუფალი ბაზარი მეხმარება რომ ჩემი შრომისთვის სათანადო ანაზღაურება მივიღო, არც ბაიდენი და არც ტრამპი არ დამხმარებია მესწავლა, მემუშავა და რაღაც ღირებული პროდუქტი შემექმნა რისთვისაც სხვა მზად არის ფული გადაიხადოს, მაგრამ მტავრობა რასაც აკეთებს არის ის რომ ამ შრომიდან წილს იღებს, შესაბამისად მე სიტყვა მეთქმის ცემს მიერ ნაშრომი სად მიდიოდეს. მეორეც ერთი არ არის მგონი "გაღიზიანებს" სიტყვის ხმარება, ჩემის აზრით ეს ცოტა დამაკნინებელია, თუ არ მეთანხმები ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე ცუდი განზრახვა მაქვს ან სხვა ადამიანების კარგი მწყინს.

QUOTE
შენთვის ხო აქვს პირობები შექმნილი კაი ცხოვრებისთვის.


არა, არ აქვს, ფედერალებს ჩემთვის არაფერი გაუკეთებიათ, სახლის ტაქსებს რომ ვიხდი ამით სკოლა, ადგილობრივი გზები, სახანძრო პოლიცია და ა.შ. ფინანსდება... შტატის გადასახადი და გაყიდვიდან გადასახადი შტატის კეთილმოწყობაში მიდი, ხოლო ფედერალური საშემოსავლო კი უფრო მაშტაბური რაღაცეებისთვის, ანუ სახელმწიფო მე კი არ მიწყობს არაფერს არამედ მე და სხვა ამერიკერლები ვუზრუნველჰყოფთ ბაიდენის თეთ სახლს, პელოსის კაპიტოლის ოფისს და ყველა სხვა იმ კომფორტს რითაც სარგებლობენ, რეალურად ისინი არანაირ პროდუქტს არ ქმნიან, უბრალოდ არსებულის დისტრიბუციას ეწევიან და მინდა გითხრა საკმაოდ არეფექტურად.

შენ რომ კომპანიას ფლობდე და მათი მსგავსი ფინანსური მენეჯერი გყავდეს დამიჯერე ერთ კვირაზე მეტს არ გააჩერებდი სამსახურში smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 9 Sep 2021, 05:27
ოფერი დავაექსეფთე წინა კვირას, მაინც მომიგრიხა ნიუ იორკმა კისერი. გადმოვდივარ მაქეთ smile.gif)

Posted by: UNEEK 9 Sep 2021, 06:53
paranoidis_dzma
უჟანგბადობამ თუ შეგაწუხა, წამოდი დისი/მერილენდ)))
ისევ აქ ხარ?
ჩამო ლუდი ბევრი მაქ, ვისკი და წითელი ღვინო, არ შეგარცხვენ
სიგარაც კიდე))

Posted by: paranoidis_dzma 9 Sep 2021, 07:37
UNEEK
givi.gif

დენვერში ვარ და ალბათ გაზაფხულზე გადავალ ნიუ იოკრში ოფისს რო გახსნიან, მანამდე აქედან ვიმუშავებ.

ლუდები აქაც ბევრია მოხვდი ერთი კოლორადოში.

მოვხვდები როდისმე დი სისკენ.

Posted by: ME 9 Sep 2021, 09:51
paranoidis_dzma
ნწნწ ნწ

აქით ჩამოსულიყავი

Posted by: გიორგი XII 9 Sep 2021, 15:13
ვისაც ცენტრიდან გყავთ გამოყვანილი მანქანები, ფაინენსს აკეთებეთ თუ ლიზინგს?
რომელი სჯობს?

Posted by: Frankens†ein 9 Sep 2021, 17:30
ისე რამხელა ქვეყანაა ეს ამერიკა...
ნაცნობ-მეგობრები ერთ ქვეყანაში რო ცხოვრობთ და ეპატიჟები ჩამო ჩემთანო და ერთი შტატიდან მეორე შტატამდე იმაზე ორჯერ მეტი დრო გინდა საფრენად, ვიდრე თბილისიდან გერმანიაში რო გაფრინდე biggrin.gif
საქართველოს პლუსი ეგაა biggrin.gif დილას კახეთში ქეიფობ, საღამოს გურიაში smile.gif
მყავს მეგობრები სხვადასხვა შტატებში და რო ჩავდივარ, მეპატიჟებიან ხოლმე, გვნახეო, მოგვენატრეო და ვერ ვახერხებ.
თავიდან კი მეუხერხულებოდა ცოტა(ისინი მაინც უფრო მონატრებულები არიან მეგობრებს), მაგრამ მართლა ზემოთ რო დავწერე ისეა, გერმანიაში რო ვერ ჩახვიდე ნაცნობის სანახავად არ ტეხავს...
ამერიკის მინუსი ისაა, რომ ძაან შორსაა ჩვენგან და ოჯახის წევრთან, მეგობართან ან უბრალოდ ქართველთან ურთიერთობა რო მოგენატრება, 5-10-15 საათი ვერ იფრენ...

Posted by: lume 9 Sep 2021, 19:09
რომელ მოგზაურობაზე და ქეიფზეა ლაპარაკი, ერთი ბილი არ გაქვს გადახდილი მეორე რომ მოგდის ხან მობილურზე ხან ფოსტის ყუთში up.gif

ამ ქვეყანაში სანამ ადამიანი ჯანმრთელია და ფეხზე დგას მიდი ვირო იმუშავე biggrin.gif

აი ცუდად რომ გახდები და ფეხზე ვეღარ დგები ნახუი ამ ქვეყნიდან, არც არავინ შეგინახავს არც მოგხედავს gigi.gif








ჩეჩნურ სიმღერებს უსმენ მაგარი ასწორებს facepalm.gif facepalm.gif

Posted by: UNEEK 9 Sep 2021, 22:27
lume
არალეგალურად თუ ცხოვრობ, სამწუხაროდ ასეა.
თუ დარჩენა გინდა ამ ქვეყანაში, ხანგრძლივად ცხოვრება:
1. გახდე უნდა ლეგალი.
2. იმუშავო ვირივით დააგროვო კაპიტალი.
3. აიწყო კრედიტ ისტორია, ჯანმრთელობის დაზღვევა.

მერე აკეთე ბიზნესი და ფული, იმდენი რამდენიც სურვილი გაქვს.

ბევრი ჩერდება რაღაც ლეველზე, როცა სახლი, ბიზნესი, სამყოფი ფული აქვს
და უბრალოდ ათენ აღამებს თავის სიამოვნებისთვის. აყენებულზე კიდია შენი მილიონები❤

გიორგი XII
ვერავინ გირჩევს, შენ რომელიც გაგეხარება ისე.
ლიზით იაფია. 2-3წელში უკან აბრუნებ.
ფაინანსი ძვირია, 5 ან სამწლიანი, და ბოლოს გრჩება.
მე ფაინანსი მირჩევნია. ლიზი არასდროს მყოლია.

Frankens†ein
ნამეტანი მოგივიდა, დილას კახეთში საღამოს გურიაშიოlol.gif

ისე მართლა სამი დღე ზედიზედ მომიწია რაჭა, თბილისი, კახეთში სუფრაზე.
უბრა როდ მე ვერ ვიტან ღვინოს, და ამას გაუმარჯოს იმას გაუმარჯოსlol.gif

ცოლიკაურის დედას ######))) ქრაფტი ლუდი მასვი

Posted by: lume 10 Sep 2021, 00:18
QUOTE
კრედიტ ისტორია


ადრე ერთს ვიცნობდი პივას რაღაც კარტით ყიდულობდა და მერე იძახდა ვალი მაქვსო biggrin.gif მეთქი კაცო რის ვალი ხო გადაიხადე არაო კარტის ვალიო

facepalm.gif

Posted by: მამაო თამაზი 10 Sep 2021, 03:09
Frankens†ein
QUOTE
ამერიკის მინუსი ისაა, რომ ძაან შორსაა ჩვენგან და ოჯახის წევრთან, მეგობართან ან უბრალოდ ქართველთან ურთიერთობა რო მოგენატრება, 5-10-15 საათი ვერ იფრენ...

ვისაც ნიუ იორკში ვიცნობდი ყველა სხვა და სხვა შტატებში გადასახლდა. აგერ ჰარლი დევიდსონიც გადადის. მეც კალიფორნიაში ვარ., ერთი ძმაკაცი კიდე ტეხასში გადავიდა. ვინც თრაქის მძღოლია კიდე და ლოს ანჯელესისკენ ხვდება ყველას ვნახულობ biggrin.gif

lume
QUOTE
რომელ მოგზაურობაზე და ქეიფზეა ლაპარაკი, ერთი ბილი არ გაქვს გადახდილი მეორე რომ მოგდის ხან მობილურზე ხან ფოსტის ყუთში

ყველა ახალი ჩამოსული ეგრეა. მხოლოდ მუშაობა. გავა დრო და იშოვნი ფულს. მარტო სამსახური სახლი სამსახური სახლი რო ვიყო ინფაქრტი დამარტყავს
* * *
გიორგი XII
QUOTE
ისაც ცენტრიდან გყავთ გამოყვანილი მანქანები, ფაინენსს აკეთებეთ თუ ლიზინგს?
რომელი სჯობს?

ვის რომელი ურჩევნია. მე ფაინანსით გავაკეთე და 1 წელში გადავიხადე.

მე ფაინანსი მერჩივნა. არ მინდა დაუსრულებლად ვიხდიდე ფულს მანქანაში. ერთ წელში დავფარე მთლიანად და ეხლა აღარაფერს ვიხდი. 3 წელია უკვე მყავს. ჯერ გამოცვლას არ ვაპირებ. რამდენსაც მინდა დავდივარ. 3 ჯერ გადავლახე ამერიკა. ქვეყანა ადგილები ვნახე. ლიზინგით ცოტა შეზღუდულია მაილები

Posted by: lume 10 Sep 2021, 14:53
QUOTE
ცოლიკაურის


ეს რაღაა კაცო? facepalm.gif
* * *
QUOTE
ყველა ახალი ჩამოსული ეგრეა. მხოლოდ მუშაობა. გავა დრო და იშოვნი ფულს. მარტო სამსახური სახლი სამსახური სახლი რო ვიყო ინფაქრტი დამარტყავს


ტყეში გორები რომ არის რა ქვია დამავიწყდა იმის სანახავად მინდა წასვლა ძაან საინტერესო რაღაც არის და ვერ დავაყენე საშველი, დარწმუნებული ვარ ჩემი ცხოვრება შეიცვლება ნახვის შემდეგ

drug.gif

Posted by: გიორგი XII 10 Sep 2021, 16:34
UNEEK
მამაო თამაზი

მადლობა. ახალი ჩასულებისთვის ყველაზე ლიბერალური პოლიტიკა რომელ მწარმოებელს აქვს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: .DG. 10 Sep 2021, 23:43
Frankens†ein
QUOTE
საქართველოს პლუსი ეგაა biggrin.gif დილას კახეთში ქეიფობ, საღამოს გურიაში

ეგ რა პლიუსია, კახეთიდან გურიაში საქეიფოდ რა წამიყვანს smile.gif
ეგ შეიძლება მოგისაჯონ,
მაგრამ არჩევანი თუ იქნება მე კახეთშივე დამხვრიტონ ჯობია. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: მამაო თამაზი 11 Sep 2021, 08:10
გიორგი XII
QUOTE
მადლობა. ახალი ჩასულებისთვის ყველაზე ლიბერალური პოლიტიკა რომელ მწარმოებელს აქვს ხომ ვერ მეტყვით?

ტოიოტა ან ჰონდა. ყველა ერთმანეთის კონკურენტია ასე რომ ყველა ცდილობს თავისი ვარიანტი შემოგთავაზოს

Posted by: member0532 12 Sep 2021, 11:08
გამარჯობა მეგობრებო,

მაქვს ქართული მართვის მოწმობა, ამერიკული რომ ავიღო თეორიული და პრაქტიკული გამოცდაც უნდა ჩავაბარო? სტუნდეტური ვიზით თუ მაქვს უფლება მართვის მოწმობის აღების?

Posted by: ikandro 12 Sep 2021, 12:01
QUOTE (member0532 @ 12 Sep 2021, 11:08 )
გამარჯობა მეგობრებო,

მაქვს ქართული მართვის მოწმობა, ამერიკული რომ ავიღო თეორიული და პრაქტიკული გამოცდაც უნდა ჩავაბარო? სტუნდეტური ვიზით თუ მაქვს უფლება მართვის მოწმობის აღების?

-მართვის მოწმობა თუ გაქვს ქართული მოქმედებს შენი მართვის მოწმობა სანამ ლეგალურად იმყოფები ამერიკის ტერიოტორიაზე.

თუ გინდა უბრალოდ აღება კი შეგიძლია და ორივე თეორიაც და პრაქტიკაც უნდა ჩააბარო.

ამისტათვის გინდა 6 ქულა. 3 ქულა არის პასპორტი. 1 ქულა არის ბილი. 1 არის ბანკის ბარათი. 1 არის სხვა ბანკის ამონაწერი. 1 არის სტუდენტური ბარათი. მოკლედ ოფიციალურ გვერდზე წერია დეტალურად.

Posted by: member0532 12 Sep 2021, 13:39
ikandro

QUOTE
-მართვის მოწმობა თუ გაქვს ქართული მოქმედებს შენი მართვის მოწმობა სანამ ლეგალურად იმყოფები ამერიკის ტერიოტორიაზე


მადლობა ინფორმაციისთვის.ესეიგი ის ორი წელო, რაც სტუდენტი ვიქნები ჩემი ქართული მართვის მოწმობა ლეგალურია და არ დამჭირდება ამერიკულის აღება, სწორად გავიგე?

Posted by: ტანკე 12 Sep 2021, 14:25
კალიფორნიაში 1 წელი მოქმედებს ჩვენი პრავა (საერთაშორისო). სტუდენტებს აქვთ აღების უფლება.

ოქტომბერში მაქვს პრაქტიკული გამოცდა. საშინლად ვღელავ. თეორია ძლივს ჩავაბარე, პირველ ცდაზე,მაგრამ ძლივს. 31 ქულა ავიღე 36-დან. გამსვლელი 30 იყო.

მე მაქვს საერთაშორისო პრავა და გამოცდისთვის მამქანას ვქირაობ რამდენიმე დღით. არ დამჭირდება კალიფორნიელი მძღოლის მოძებნა და ხვეწნა, მანქანა რომ მათხოვოს და რამე

Posted by: Harley Davidson 12 Sep 2021, 21:25
DaNGeR_DaNGeR
QUOTE
რაფერ ხარ ისე?

არამიშავს ბატონოჩემო, შენ როგორ ხარ? smile.gif საით ხარ?
მამაო თამაზი
QUOTE
იტოკში ჩამოდი გრანდ კანიონი მაინც ვნახოთ

ზამთარში თუ მიმიღებ, ჩამოვალ :დ

Posted by: მამაო თამაზი 13 Sep 2021, 00:29
Harley Davidson
QUOTE
ზამთარში თუ მიმიღებ, ჩამოვალ :დ

მიგიღებ

Posted by: ikandro 13 Sep 2021, 21:20
QUOTE (member0532 @ 12 Sep 2021, 13:39 )
ikandro

QUOTE
-მართვის მოწმობა თუ გაქვს ქართული მოქმედებს შენი მართვის მოწმობა სანამ ლეგალურად იმყოფები ამერიკის ტერიოტორიაზე


მადლობა ინფორმაციისთვის.ესეიგი ის ორი წელო, რაც სტუდენტი ვიქნები ჩემი ქართული მართვის მოწმობა ლეგალურია და არ დამჭირდება ამერიკულის აღება, სწორად გავიგე?

კი ანუ სანამ ლეგალურად იმყოფები ნეუორკში/ჯერსი მართვის მოწმობაც ლეგალურია. სხვა შტატებში სხვა მოთხოვნებია.
თუ დაგაჯარიმა გაუნათლებელმა მილიციამ ხდება ეგეთებიც გაასაჩივრებ და მოიგებ მარტივად.

Posted by: member0532 13 Sep 2021, 22:06
ikandro

QUOTE
კი ანუ სანამ ლეგალურად იმყოფები ნეუორკში/ჯერსი მართვის მოწმობაც ლეგალურია. სხვა შტატებში სხვა მოთხოვნებია.
თუ დაგაჯარიმა გაუნათლებელმა მილიციამ ხდება ეგეთებიც გაასაჩივრებ და მოიგებ მარტივად.


მე ვირჯინიაში ვაპირებ წასვლას. რაც გუგლში ვნახე ჩემით 6 თვე შემიძლია მხოლოდ, მიუხედავად იმისა რომ ლეგალურად ვიქნები.


Posted by: lume 15 Sep 2021, 03:43
ავთანდილსკი გამოვიდა


მივულოცოთ მეგობრებო


up.gif


Posted by: KobSak 16 Sep 2021, 18:37
QUOTE
The United States of America

love.gif love.gif love.gif

Posted by: shavi_kheli 23 Sep 2021, 07:37
ამერიკაში ვაპირებდი ჩამოსვლას და ბებრები სულ ამოწყვიტა კორონამო.

დავრჩი ხახამშრალი.

Posted by: lume 23 Sep 2021, 18:31
shavi_kheli
რა პრობლემაა ჩემთან გამუშავებ


















მაგ: დილით პახმელიაზე რომ ვიქნები გაზიან წყალზე გაგზავნი და მომიტან ან მანქანას გამირეცხავ და მსგავსები რა ხო ხვდები

ხანდახან დაგჩაგრავ ხოლმე ხელფასის მომატება რომ არ მომთხოვო


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: godblessamerica 24 Sep 2021, 23:28
ადრე ბექფეიჯი რომ იყო და რომ დახურეს, ახლა რაიმ ეეგეთი ონლაინ ჰუკერების საიტები არის ამერიკაში?

Posted by: მამაო თამაზი 25 Sep 2021, 01:13
godblessamerica
QUOTE
ადრე ბექფეიჯი რომ იყო და რომ დახურეს, ახლა რაიმ ეეგეთი ონლაინ ჰუკერების საიტები არის ამერიკაში?

ეგ არ ვიცი მაგრამ დარქ ვებზე შეგიძლია ნახო ყველაფერი. ოღონდ ძალიან ფრთხილად. არასწორად თითის დაჭერა რამეზე და FBI მოგადგება სახლში.

Posted by: lume 25 Sep 2021, 11:18
ამერიკელები მაგარი ძმები არიან

ტიპებს საქმეზე ველაპარაკები და უცებ მეკითხება პოლიციაში დაკითხვაზე ნამყოფი ხარო? lol.gif აბა ამ .... უყურე რას მეკითხება მეთქი, lol.gif
ავდექი გამოვერიდე და უკნიდან მეძახის დავიბენიო, დაიბნევი შე ... აბა რა მოგივა კაცი საქმეზე გელაპარაკები და ტყემალზე ზიხარ lol.gif

მაგარი ხალხი არიან facepalm.gif

Posted by: Ambitious_Person 25 Sep 2021, 20:37
მართალია სხვადასხვა ქვეყანაში მაგრამ მაინც ემიგრანტები ვართ და მაინტერესებს როგორ გაქვთ განაწილებული ხელფასიდან პროცენტულად
ქირა (კომუნალურების ჩათვლით ) , კვება, დასვენება , დანაზოგი


Posted by: godblessamerica 25 Sep 2021, 22:45
QUOTE (Ambitious_Person @ 25 Sep 2021, 20:37 )
მართალია სხვადასხვა ქვეყანაში მაგრამ მაინც ემიგრანტები ვართ და მაინტერესებს როგორ გაქვთ განაწილებული ხელფასიდან პროცენტულად
ქირა (კომუნალურების ჩათვლით ) , კვება, დასვენება , დანაზოგი

6000$ -მდე მაქვს, დაახლოებით 2000$ ვხარჯავ, 4000$ ვინახავ. 400$ ბინა,კვება- 1000$. 600$ სხვა წვრილმანი ხარჯები. ეს იმიტომ რომ მალე ვაპირებ ისევ სახლში ჩამოსვლას და ვაგროვებ. აქ რომ ვრჩებოდე. 5000$ -მეტს არ ვიმუშავებდი, 3000$ დავხარჯავდი 2000$ შევინახავდი.

Posted by: webdesigner93 26 Sep 2021, 13:04
godblessamerica
QUOTE
6000$ -მდე მაქვს, დაახლოებით 2000$ ვხარჯავ, 4000$ ვინახავ. 400$ ბინა,კვება- 1000$. 600$ სხვა წვრილმანი ხარჯები. ეს იმიტომ რომ მალე ვაპირებ ისევ სახლში ჩამოსვლას და ვაგროვებ. აქ რომ ვრჩებოდე. 5000$ -მეტს არ ვიმუშავებდი, 3000$ დავხარჯავდი 2000$ შევინახავდი.

წარმატებები ,მიყვარს მიზანდასახული ხალხი up.gif

Posted by: მამაო თამაზი 27 Sep 2021, 02:27
Ambitious_Person
QUOTE
მართალია სხვადასხვა ქვეყანაში მაგრამ მაინც ემიგრანტები ვართ და მაინტერესებს როგორ გაქვთ განაწილებული ხელფასიდან პროცენტულად
ქირა (კომუნალურების ჩათვლით ) , კვება, დასვენება , დანაზოგი

შემოსავალს გააჩნია.

კონკრეტულად პროცენტი არა. რამდენიც ქირაა ვიხდი იმას. რაც მჭირდება საჭმლისთვის ვყიდულობ.კონკრეტულად პროცენტი არ მაქ

Posted by: paranoidis_dzma 27 Sep 2021, 02:42
godblessamerica
QUOTE
400$ ბინა,კვება- 1000$.

რომელ შტატში/ქალაქში ხარ კი მარა კვება ბინაზე ძვირი როა და ბინა $400

Posted by: godblessamerica 27 Sep 2021, 08:51
QUOTE (paranoidis_dzma @ 27 Sep 2021, 02:42 )
godblessamerica
QUOTE
400$ ბინა,კვება- 1000$.

რომელ შტატში/ქალაქში ხარ კი მარა კვება ბინაზე ძვირი როა და ბინა $400

იმიტომ რომ სულ გარეთ ვარ მანქანაში, გარეთ ვჭამ უმეტესად კაფეებში ან მზა კვებას, ბინაში იმ 400$ თითქმის ტყუილად ვიხდი იშვიათად მიწევს ბინაში მისვლა

Posted by: manvela888 29 Sep 2021, 21:12
მექსიკიდან გადადიან და როგორღაც ბარდებიან ქართველები როგორც გავიგე, როგორ ხდება ეგ ხო არ იცით?

Posted by: babsi 4 Oct 2021, 05:07
manvela888
QUOTE
მექსიკიდან გადადიან და როგორღაც ბარდებიან ქართველები როგორც გავიგე, როგორ ხდება ეგ ხო არ იცით?


ყუტუბზე უამრავი ვიდეოა ამის შესახებ, ბევრნაირი გზა არსებობს, ვიდეოებს უყურე და კარგად გაერკვევი. აქ ყველაფერს ვერავინ დაგიწერს.

Posted by: shavi_kheli 4 Oct 2021, 11:24
lume
QUOTE
ხანდახან დაგჩაგრავ ხოლმე ხელფასის მომატება რომ არ მომთხოვო

ჩემი უფროსი ყოველ თვე ხელფასს მაკლებს მას შემდეგ, რაც მიხვდა რომ გასაქცევი არსად მაქვს user.gif


პ.ს. ისევ მოსახარშ მაკარონს სჭამ? biggrin.gif

Posted by: lume 4 Oct 2021, 20:47
QUOTE
ისევ მოსახარშ მაკარონს სჭამ?


ადრე ვჭამდი

ეხლა კიევურ კატლეტებზე ვარ
2 წელი ხდება უკრაინელ გოგოს სახლში ვცხოვრობ ასე რომ
საჭმლის და ქირის პრობლემა დიდი ხანია რაც აღარ მაქვს

Posted by: Bettoro 5 Oct 2021, 00:12
ტანკე
QUOTE
ოქტომბერში მაქვს პრაქტიკული გამოცდა. საშინლად ვღელავ. თეორია ძლივს ჩავაბარე, პირველ ცდაზე,მაგრამ ძლივს. 31 ქულა ავიღე 36-დან. გამსვლელი 30 იყო.

დიდი ხანია კალიფორნიაში ხარ?

Posted by: Crøs 5 Oct 2021, 00:20
კიდევ ცდებით ვინმე და ჩერეზ შენგენის ქვეყნებით იღებთ ბილეთს?

Posted by: ტანკე 5 Oct 2021, 01:08
Bettoro
რამდენიმე თვეა
----------------------------------------------------------

Posted by: Bettoro 5 Oct 2021, 20:34
QUOTE (member0532 @ 8 Sep 2021, 21:36 )
გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ ვაპირებ ვირჯინიაში სასწავლებლად წასვლას. სწავლის პერიოდშიც და მერეც მინდა რომ იქ ვიმუშავო და დავრჩე ლეგალურად. თუ გქონიათ გამოცდილება, როგორ ხდება F1 ვიზის გადაცვლა სამუშაო ვიზაში და რამდენად რთულია ეს ყველაფერი?

ასევე ვირჯინიაში ცხოვრების გამოცდილება ვისაც გაქვთ, რამდენად ძვირიანი შტატია?

მადლობა წინასწარ

ვიზა ადრე გქონდა აღებული თუ ეხლახანს აიღე, 2021-ში?
დიდი რიგებიაო ამბობენ, არაა 2022მდე ადგილები საელჩოში შესასვლელადო .

ტანკე
QUOTE
რამდენიმე თვეა

მაგარია !

Posted by: მამაო თამაზი 9 Oct 2021, 08:33
ნელ ნელა მომწონს კალიფორნია.

ფულის საშოვნელად იმდენი იოლი გზაა. სწორად თუ მიუდგები ფულის შოვნა ძალიან მარტივია.

განსხვავებით ნიუ იორკისგან სადაც კატასტროფა კანონები იყო

Posted by: KobSak 9 Oct 2021, 18:06
QUOTE
ნელ ნელა მომწონს კალიფორნია.

ფულის საშოვნელად იმდენი იოლი გზაა. სწორად თუ მიუდგები ფულის შოვნა ძალიან მარტივია.

ფასების მხრივ როგორია კალიფორნია?

მე როგორც ვიცი ძვირი შტატიაო.

Posted by: lume 10 Oct 2021, 01:11
მამაო თამაზი

ამერიკელების მოტყუება და გამოდის მანდ?


facepalm.gif

Posted by: მამაო თამაზი 10 Oct 2021, 08:34
lume
გამოთქმაა ეგეთი. სადაც ჭამენ იქ არ ჯვავენო.

ამ ქვეყანაში ხარ და ეს ქვეყანა გაჭმევს პურს და მგონი ტეხავს როცა ამ დროს ამერიკელებს აჯვავ და აგინებს. უნდა ტეხავდეს ჩემი აზრით. ესაა და ეს

Posted by: lume 10 Oct 2021, 22:11
მამაო თამაზი
რა უნდა გკითხო

ხაშლამა ძვლიანი უფრო მალე იხარშება თუ მჭლე?


Posted by: Beroname 11 Oct 2021, 13:37
რა საბუთებია საჭირო კოვიდის ამბავში ამერიკისთვის? ჩერეზ სტამბული მივდივარ და პსრ ვიცი რომ საჭიროა წინა დღეს. აცრის საბუთი მაქვს. კიდე რამეა საჭირო?

Posted by: seamen 11 Oct 2021, 18:19
მწვანე ბარათზე შემივსეთ ვინმე იღბლიანმა აპლიკაცია რა, 10 წელია მემგონი ვავსებ და ჩემი შევსებულით მე ვერაფერი მოვიგე...

Posted by: dongabo 11 Oct 2021, 20:31
მინდობილობა როგორ კეთდება usa citizen ბავშვზე? მშობლები ვერ მიჰყვებიან და ოჯახის ახლობელთან ერთად მიდის ამერიკის გარეთ 2 კვირით.

Posted by: მამაო თამაზი 13 Oct 2021, 02:03
lume
QUOTE
ხაშლამა ძვლიანი უფრო მალე იხარშება თუ მჭლე?


როგორ უნდა ქნა იცი რო რაც მეტ ბენზინს ჩაასხავ მანქანაში უფრო მეტს გაივლის.

Posted by: SoulPrayer13 13 Oct 2021, 02:47
მამაო თამაზი
ეგ 37 ოქტანიანი ბიზ.გეგმა რომელ გრაფიტზე წაიკითხე და დვიჟოკში არ წავა გაზი.

Posted by: მამაო თამაზი 13 Oct 2021, 04:52
SoulPrayer13
QUOTE
ეგ 37 ოქტანიანი ბიზ.გეგმა რომელ გრაფიტზე წაიკითხე და დვიჟოკში არ წავა გაზი.

დვიჟოკს გააჩნია

Posted by: lume 13 Oct 2021, 17:04
მამაო თამაზი

სასეირნოდ აღარ დადიხარ?

drug.gif

Posted by: ტანკე 14 Oct 2021, 02:13
დღეს მივედი დმვ-ში, პრაქტიკული გამოცდა უნდა მქონოდა სა არ დამიშვეს - კალიფორნიელი მძღოლი მოიყვანე კალიფორნიის ლიცენზიითო. ეგ შენი უცხოეთის პრავა უკან გაიკეთეო, ეგ შენი და სამართალდამცავების საქმეა, ჩვენ არ გვეხებაო.
ძაან იმედგაცრუებული ვარ. რისთვის ჩავაბარე ტესტი და დღეს 110 დოლარი დავხარჯე ჰერციდან მანქანის 1 დღით ქირაობაზე. კარგად გავიკატავე და ეგაა sad.gif
რეალ აიდი მაინც ავიღო, თუ პრავა ვერა. მოკლედ რა… ადამიანს რიცა არ გიმართლებს, რაც არ უნდა გააკეთო, ფუჭია ყველაფერი.
პ.ს. არადა მითხრეს დმვ-ში ადრე, რომ ქირაობა შეიძლებაო.

Posted by: მამაო თამაზი 14 Oct 2021, 06:39
lume
QUOTE
სასეირნოდ აღარ დადიხარ?

კემპინგზე დავდივარ

ტანკე
ამაღამ ნიუ ჯერსიში მივდივარ. კვირას ჩამოვალ. არც ქირაობა გინდა არაფერი. ჩემი მანქანით გაგატარებ.



* * *
ტანკე
რომელ დი ემ ვიში იყავი?

და ჰერცმა მანქანა როგორ მოგცა თუ პრავა არ გქონდა?


Posted by: paranoidis_dzma 14 Oct 2021, 07:14
ტანკე
QUOTE
პ.ს. არადა მითხრეს დმვ-ში ადრე, რომ ქირაობა შეიძლებაო.


ავტო-სკოლა ნახე და მაგათი მანქანით შეგიძლია მიხვიდე.

Posted by: ტანკე 14 Oct 2021, 09:58
მამაო თამაზი
კალიფორნიის პრავა გაქვს და მანქანა კალიფორნიაშია ლიცენზირებული?
საზიზღარი მოთხოვნები აქვთ.
ვინეტკაში ვიყავი. მანდ ასვილია, 80% აბარებს და თან ვიცნობ გზებს მანდ უკვე, იმდენი ვატარე დღეს 5 საათი.
ჰერცმა მომცა უპრობლემოდ, რადგან პრავა მაქვს და ერთი წელი შემიძლია სიარული აქ ჩემი ქართული პრავით. პროსტა, საკრედიტო ბარათი არ მქონდა და 500 დოლარი დეპოზიტი დაიტოვეს (რომელიც უკვე დამიბრუნეს). ენტერპრსიზმა არ მომცა მანქანა საკრედიტო ბარათის გარეშე, ჰერცმა მომცა.
მადლობა.
paranoidis_dzma
არა, ვინმე უნდა მოგყვესო.

Posted by: მამაო თამაზი 14 Oct 2021, 10:08
ტანკე
QUOTE
კალიფორნიის პრავა გაქვს და მანქანა კალიფორნიაშია ლიცენზირებული?

კი კალიფორნიის პრავა მაქვს.

მანქანაც კალიფორნიაშია დარეგისტრირებული. ამაღამ ნიუ ჯერსიში მივდივარ და კვირას ჩამოვალ. ორშაბათს შეგეხმიანები. არ გადაყარო ფული არაფერში.

Posted by: ტანკე 14 Oct 2021, 10:15
QUOTE (მამაო თამაზი @ 14 Oct 2021, 10:08 )
ტანკე
QUOTE
კალიფორნიის პრავა გაქვს და მანქანა კალიფორნიაშია ლიცენზირებული?

კი კალიფორნიის პრავა მაქვს.

მანქანაც კალიფორნიაშია დარეგისტრირებული. ამაღამ ნიუ ჯერსიში მივდივარ და კვირას ჩამოვალ. ორშაბათს შეგეხმიანები. არ გადაყარო ფული არაფერში.

გაიხარე. უკვე გადავყარე ფული. სხვების შეწუხება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ამჯერად სასოწარკვეთაში ვარ. ბენზინი, ექსტრა დაზღვევა (თუ საჭიროა) და ეგეთები ჩემზეა.

Posted by: Saturn 14 Oct 2021, 14:32
ტანკე
შენ აშშ-ში ხარ? მახსოვს აშშ-ს გინებაში იყავი სულ rolleyes.gif

Posted by: ტანკე 14 Oct 2021, 14:58
Saturn
ჯერ ერთი, გამარჯობა გეთქვა, ურიგო არ იუქნებოდა. ასეა თუ ისე, წლებია, არ გადაკვეთილა ჩვენი გზები და ძაან ნიტო კომენტარით შემოხვედი.
მერე კიდევ, ხო, ამერიკაში ვარ. იმედია, კრიმინალი არ ჩამიდენია.
სულ გინებაში არ ვიყავი. იყო პერიოდი, როცა ვაფანატებდი მაგ ქვეყანაზე; იყო პერიოდი, როცა პოლიტიკის გამო ავითვალწუნე. ახლა ინდიფერენტული ვარ - არც ვაგინებ და არც ვაქებ მაგ ქვეყანას. ობიექტურად ვაფასებ მის პლუსებს და მინუსებს (ასაკმა მოიტანა).
დავაკმაყოფილე შენი ინტერესი?

Posted by: Saturn 14 Oct 2021, 15:06
ტანკე
QUOTE
ამერიკაში ვარ. იმედია, კრიმინალი არ ჩამიდენია

კარგია, ძალიან მაგარ ქვეყანაში ხარ. უბრალოდ რომ აგინებდი ხოლმე და მაინც მანდ წახვედი ეგ აღვნიშნე biggrin.gif

წარმატებები up.gif

Posted by: ტანკე 14 Oct 2021, 15:09
Saturn
ჩემი ნება/საშუალება რომ ყოფილიყო, ევროპას ავირჩევდი, კანადას ან ავსტრალიას. წავედი იქ,სადაც გამოვიდა. ბევრი რამ ისე დაჯდა. აქ (განსაკუთრებით აქ) ზედმეტად ეკლიანი გზაა გასავლელი. მაქედან სხვაგვარად ჩანს.

მადლობა


Posted by: lume 14 Oct 2021, 15:38
მანჰეტენზე რა პონტში უნდა გყავდეს მანქანა

drug.gif

Posted by: Dont-tread-on-me 14 Oct 2021, 16:52
ტანკე
QUOTE
დღეს მივედი დმვ-ში, პრაქტიკული გამოცდა უნდა მქონოდა სა არ დამიშვეს - კალიფორნიელი მძღოლი მოიყვანე კალიფორნიის ლიცენზიითო. ეგ შენი უცხოეთის პრავა უკან გაიკეთეო, ეგ შენი და სამართალდამცავების საქმეა, ჩვენ არ გვეხებაო.
ძაან იმედგაცრუებული ვარ. რისთვის ჩავაბარე ტესტი და დღეს 110 დოლარი დავხარჯე ჰერციდან მანქანის 1 დღით ქირაობაზე. კარგად გავიკატავე და ეგაა
რეალ აიდი მაინც ავიღო, თუ პრავა ვერა. მოკლედ რა… ადამიანს რიცა არ გიმართლებს, რაც არ უნდა გააკეთო, ფუჭია ყველაფერი.
პ.ს. არადა მითხრეს დმვ-ში ადრე, რომ ქირაობა შეიძლებაო.



ტეხავს რომ ამდენი ფული დაგეხარჯა, ახლადჩასულზე მითუმეტეს არასასიამოვნოა ზედმეტი ხარჯი, მაგრამ რჩევა იქნება კარგად მოემზადო ხოლმე შემდეგში, საიტზეც უნდა დასერჩო დ აუნდა დაურეკო და კარგად გაარკვიო ხოლმე.
You will then be issued a permit if you have never been licensed before. When you
practice, you must have an accompanying adult who is 18 years or older, with a valid
California license. This person must be close enough to you to take control of the
vehicle if necessary. It is illegal for you to drive alone.
If you have a license from another country, you will be required to take a driving test. If
you have a license from another state, the driving test can be waived.
To take your driving test, you will need to:
 Make a driving test appointment. (Driving tests are not given without an
appointment.) You may also call 1-800-777-0133 between 8 a.m. - 5 p.m.
Monday-Friday, to make a driving test appointment.
 Provide proof of financial responsibility
 Meet the California insurance requirements

ყველგან უწერიათ რომ უნდა გეჯდეს ადამიანი კალიფორნიული ლიცენზიითო. კი ტექნიკურად შენი საქართველოს პრავით გაქვს უფლება იმოძრაო მარტო, მაგრამ ისინი წესებს მისდევენ და არა უბრალო ლოგიკას.


მეორეც, როგორც თქვი ემიგრაცია ეკლიანი გზაა, და ეს ეკლიანი გზა რომ ისეთ ქვეყანაში გაიარო რომელიც გულზე დიდად არ გეხატება დიდი ტანჯვაა და არ ღირს ამათ. ევროპაში გიცდია ემიგრაცია? აი ეკლიანი გზა იქ არის თუ არის, საზოგადოებაში ინტეგრაცია საშინელებაა, ხოლო საბუთების წარმოუდგენელი.

შორს რომ არის ეს ქვეყანა იდეალურობისგან ეს აქ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც გვიყვარს, გვიყვარს იმიტო რომ ჩვენია, გვაძლევს იმას რაც შეუძლია, მაქსიმალურად გვიფასებს შრომას და გვაძლევს სტაბილურობის შეგრძნებას.

მეგობრული რჩევაა, თუ დიდხან აპირებ აქ დარჩენას შეიყვარე შენც და სხვა თვალით შეხედე, დიდხან ვერ გაქაჩავ "ევროპა მერჩივნა მაგრამ არ გამომივიდა" გაპრავებით. ბევრს შევხვედრივარ "მაყუთუის გამო ვარ აქ თორე ამათი დედაც!" სასტავს და ყველას ერთი და იგივე რამ ახასიათებთ, უბედურები არიან ძალიან.

წარმატებები შენს ეკლიან გზაზე

Posted by: ტანკე 14 Oct 2021, 17:20
Dont-tread-on-me
ამდენი რისთვის წერე, მართლა მაინტერესებს.

ან გგონია, ეგ ინფო (და საერთოდ ყველანაირი ინფო) არ მქონდა? მე თუ მოუმზადებელი ვარ და... არ მიცნობ და ზედმეტებს ნუ აიღებ თავზე.
ან სად უნდა დამერეკა,როცა ადგილზევე მითხრა ერთმა ოფიცერმა დმვ-ში, რომ მანქანის ქირაობა შეგიძლიაო?! იქნებ შემდეგში კარგად წაიკითხო ხოლმე ჩემი პოსტები, სანამ არამკითხე მორალისტობას დაიწყებ.

და შეყვარება და რომანტიზმი რაღა უბედურებაა?! აქ რომ არ მომწოდნეს რაღაც დონემდე, არც ვიქნებოდი. აი, კონკტროლიორები კი არ მჭირდება.
ბოდიში,მაგრამ რასაც ვაკვირდები, სულ ასეთი არაადეკვატური პოსტები გაქვს, რასაც ვაკვირდები.
პ.ს. მაყუთის გამო არ ვარ აქ. არ ვმუშაობ საერთოდ. სტუდენტური ვიზით ვარ და სხვა გეგმები მაქვს.

მოკლედ, ან გაერკვიე, ან ნუღარ მომწერ ასეთებს საერთოდ.

* * *
ინფორმაციის მოძიებასაც რომ მასწავლიან. რას აღარ გაიგებ ამ ფორუმზე
https://www.quora.com/Can-I-use-rental-car-for-behind-the-wheel-test-in-California-if-I-have-a-foreign-driver-license

და დმვ ოფიცერმაც იგივე მითხრა, მაგრამ იმ არაადეკვატურმა ქალებმა მეორე დმვ-ში უარით გამომისტუმრეს მაინც.


Posted by: Dont-tread-on-me 14 Oct 2021, 17:39
ტანკე

რა დღეში გაქვს ნერვები smile.gif

ოკ, აბა შენ იცი

Posted by: ტანკე 14 Oct 2021, 17:46
Dont-tread-on-me
კაქი

პაკა

Posted by: ME 14 Oct 2021, 21:04
ტანკე
ჩამო სან დიეგოში, ვქნათ

Posted by: ტანკე 15 Oct 2021, 01:35
ME
20 დეკემბრამდე დაკავებული ვარ და მერე დიდი სიამოვნებით.
სან დიეგოში არასოდეს ვყოფილვარ. სულ მინდოდა და ვერ ვახერხებდი.

Posted by: rakovsky 17 Oct 2021, 06:14
ნათელია, რომ აქ არის დაახლოებით 10 ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი აშშ -ში.

Posted by: .DG. 17 Oct 2021, 21:36
გახსენით ვინმემ ახალი თემა. ცხრამეტი რაღაც არ მომწონს, Vol:20 უნდა ჩამოვიდე smile.gif

Posted by: rakovsky 17 Oct 2021, 22:48
მიყვარს ეს თემა. მე ვიცი ამ ადგილის შესახებ "უშუალოდ".

user posted image

Posted by: UNEEK 18 Oct 2021, 05:05
QUOTE (rakovsky @ 17 Oct 2021, 22:48 )
მიყვარს ეს თემა. მე ვიცი ამ ადგილის შესახებ "უშუალოდ".

user posted image

მე აღარ მიყვარს.
ათასში ერთხელ შემოვიხედავ და მაშინაც ###ობებს ვკითხულობ.

აჰა თუნდაც ახლა.
იტყვი რამეს და იბუსებიან.
ვინ გაძალებთ ამ ამერიკას.

მე 24 წლის წინ ოქტომბერში ჩამოვედი.
ნეტავი მაშინ ყოფილიყო ფორუმები, უფასო სავეტები და ინფო
სრულ ვაკუუმში ვიჯექით.

ადამიანმა ერთი გვერდი სავეტები დაწერა,
იმან მადლობის ნაცვლად ჩხუბი დაუწყო.. ვაიმეე((

Posted by: ტანკე 18 Oct 2021, 07:26
UNEEK
თუ არ მოგწონს, გექაჩება ვინმე აქ შემოსასვლელად?
და როცა მომმართავ, თუნდაც ირიბად, ცოტა ლექსიკა გაფილტრე, შენ შმეოგევლე. შენი "ისა" არ ვარ.

ჩხუბი მე სხვანაირი ვიცი და არ გირჩევ ჩემს გამოცდას. რასაც აქ ვაკეთებ, ეს არის მრავალწლიანი ფორუმული გამოცდილება, რაც მიბიძგებს, რომ ტროლები და არაკეთილმოსურნეები (უბრალოიდ, ცუდი ადამიანები) მომენტალურად გავუშვა ერთ ადგილას და გაითვალისწინე მაინც.

ზემოდან ყურება, ნიშნის მოგება, დატუქსვა, საკუთარი უპირატესობის დამტკიცება (მაშინ, როცა არ გაქვს) და მსგავსი სავეტები დაახვიეთ და კარგად შეინახეთ.

ეს მოტიპო როჟები...კაროჩე რა...იმიტომ გავურბივარ ქართველებთან კონტაქტს ამერიკაში ჭირივით (თუმცა, ყველა ასეთი არაა და უნდა ვისწავლო, ვის ვუთხრა გამარჯობა და ვინ დავაიგნორო).

რაც შეეხება იმ იუზერს, რომელსაც გამოესარჩლე, მისი პოსტები წაიკითხე, რა დაუწერა ბრიუს სპრინგსტინის კონცერტზე ჩამოსულ გოგონას. კაი საზღვრის ოფიცერივით რომ დაუწყო კონტროლი და მორალისტობა, აქ დასარჩენად ჩამოდიხარ და წაგვლეკეს შენნაირებმა, რომლებიც აფუჭებენ ამერიკასო.

მე კი აღარ გამომეპასუხო აღარასოდეს, თან ვითომ უმისამართოდ,თორემ იგნორში ჩაგსვამ (ეს კაი ფუნქცია აქვს ფორუმს).

ცუდ ადამიანებს, თან ვირტუალუშკებს, სათოფეზე აღარ ვიკარებ უკვე.



Posted by: neosat 18 Oct 2021, 12:04
QUOTE
რაც შეეხება იმ იუზერს, რომელსაც გამოესარჩლე, მისი პოსტები წაიკითხე, რა დაუწერა ბრიუს სპრინგსტინის კონცერტზე ჩამოსულ გოგონას. კაი საზღვრის ოფიცერივით რომ დაუწყო კონტროლი და მორალისტობა, აქ დასარჩენად ჩამოდიხარ და წაგვლეკეს შენნაირებმა, რომლებიც აფუჭებენ ამერიკასო.



ძაან ###ები არიან ეგეთი ხალხი, თითქოს რამე სამარცხვინო იყოს იმაში, რომ უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით ადამიანი არამიზნობრივი ვიზით შესვლას და დარჩენას ცდილობდეს


გეგონება თვითონ საგანგებო და სრულუფლებიანი დიპლომატის სტატუსით იყვნენ ჩასულები ან პრეზიდენტის პირადი ვიზიტით :დ

იშოვიან ხოლმე 2 კაპიკს და საკუთარი წარსულიც ავიწყდებათ და სხვებზე უწყებენ ზემოდან ყურებას

Posted by: UNEEK 18 Oct 2021, 14:10
QUOTE
გგონია, ეგ ინფო (და საერთოდ ყველანაირი ინფო) არ მქონდა? მე თუ მოუმზადებელი ვარ და... არ მიცნობ


ამდენ კაჩავს, და როცა წესდებას ვერ გებულობ,
გეკითხა ფორუმელებისთვის, 10 პრავიანიდან ათივე გეტყოდა, გამოცდაზე პრავიანი და მანქანიანი თან უნდა წაიყვანო. ახლა პრავა გექნებოდა.

მაგრამ ახალ ჩამოსულებს ახასიათებს "მე თითონ",
თითქოს მათ პირველმა უნდა აღმოაჩინონ ახალი ამერიკა.

Harassment & hate თბილისის აეროპორტში დატოვეთ რჩევაა.

გუდლაქები.

Posted by: ტანკე 18 Oct 2021, 15:20
ოოოო, ღმერთებო, რა დავაშავე...

დმვ-ში ოფიცერს ვკითხე და დამიდასტურა, რომ შეგიძლია მანქანის ქირაობა შენი უცხოური პრავით და ისე გამოსვლაო, და აქ მეუბნებიან, ფორუმელებისთვის გეკითხაო...

12 სექტემებერს დავპოსტე ამ თემაში, რომ მანქანის ქირაობას ვაპირებდი პრაქტიკული გამოცდისთვის და კაციშვილს არ დაუწერია, რომ არ დამიშვებდნენ.

ხო, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე ადვილია დიდაქტიკა...


როგორცაა, რა...

* * *
ერთი პატარა ინფო. შეიძლება ვინმეს გამოადგეს:
დმვ-ში ვიყავი რეალ აიდის ასაღებად და მითხრეს, რომ რახან მეორე ტიპის რეალ აიდი (პრავა) ინიცირებულია და თეორია ჩაბარებული გაქვს, მაგის გაუქმება არ შეიძლებაო. ვადა უნდა გაუვიდესო (1 წლის მერე ანუ).
პრაქტიკული გამოცდა ჩასაბარებელია ყველა ვარიანტში.

გირჩევთ, ჯერ ჩვეულებრივი რეალ აიდი (პირადობა) აიღოთ და მერე პრავაზე შეავსეთ განაცხადი. ორივე ვერ იქნება რეალ აიდი,მარა პრავა თუ ვერ აიღეთ, ჩვეულებრივი რეალ აიდი მაინც შეგრჩებათ.

მე მითხრეს: ისე აიდის დაგიმზადებთ, თუ გინდაო. მე ვუთხარი, არ მინდა, მარტო რეალ აიდი მინდა-თქო. კაიო, მაშინ ჩააბარე პრაქტიკული გამოცდა ან ერთი წელი მოიცადეო.

მე ვუთხარი: კაი, ჩავაბარებ-თქო

თუ ვერ ნახეთ ვერავინ, ვინც დაგეხმარებათ (მანქანას გათხოვებთ და წამოგყვებათ გამოცდაზე),სპეციალური ფირმები და სკოლებია, რომლებიც იმენნა მაგ გამოცდისთვის მოგაქირავებენ მანქანას და თან წამოგყვებიან კიდეც გამოცდაზე. 130 დოლარი ღირს თავისი ერთსაათიანი წინარე "გახურებით". ესეც ინფორმაციისთვის.

Posted by: Killuminater 19 Oct 2021, 00:22
გამარჯობა,
რამდენად არის შესაძლებელი იაფი კოლეჯი ან უნივერსიტეტი რომ ვნახო და სტუდენტური ვიზა ავიღო ?

მადლობა


Posted by: ტანკე 19 Oct 2021, 04:41
Killuminater
თუ ბაკალავრი ხარ ან მაგისტრის დიპლომი გაქვს, მოგიწევს კონსულის დარწმუნება, თუ რატომ კოლეჯი. იგივე პროფესიას არავირჩევდი კოლეჯში. პროგრამირება ადვილად გაჭრის, თუ უკვე არ ხარ პროგრამისტი.
ეჭვის თვალით შემოგხედავს მაინც. ტურისტული ვიზით თუ ხარ ნამყოფი ამერიკაში და არ დაარღვიე, მაშინ შანსები ბევრად იზრდება.
ამერიკული კოლეჯის ფასები (ერთი წელი თავის ცხოვრებიან-კვებიანად) მერყეობს 12000 დოლარიდან (კანზასის მიყრუებული სოფლები) 25000 დოლარამდე (კალიფორნია, მაგალითად).
კოლეჯის ნახვა რთულია, რომელიც ერთწლიანზე მიგიღებს (თუ მერე ოპტ გინდა). 10-დან 9 ასოცირებულზე მიგიღებს, რაც ორწლიანია და ხედმეტი ხარჯია (უაზრო).

Posted by: zviozvio 19 Oct 2021, 06:58
QUOTE (UNEEK @ 18 Oct 2021, 14:10 )
QUOTE
გგონია, ეგ ინფო (და საერთოდ ყველანაირი ინფო) არ მქონდა? მე თუ მოუმზადებელი ვარ და... არ მიცნობ


ამდენ კაჩავს, და როცა წესდებას ვერ გებულობ,
გეკითხა ფორუმელებისთვის, 10 პრავიანიდან ათივე გეტყოდა, გამოცდაზე პრავიანი და მანქანიანი თან უნდა წაიყვანო. ახლა პრავა გექნებოდა.

მაგრამ ახალ ჩამოსულებს ახასიათებს "მე თითონ",
თითქოს მათ პირველმა უნდა აღმოაჩინონ ახალი ამერიკა.

Harassment & hate თბილისის აეროპორტში დატოვეთ რჩევაა.

გუდლაქები.

თუ გაქვს მართვის მოწმობა ქართული, თეორიის ჩაბარება გიწევს მარტო თუ პრაქტიკაც უნდა ჩააბარო? მაგ. ვირჯინიის შტატში. ფორუმზე, თუ ფეისბუკ რომელიღაც ამერიკის ჯგუფში შევხვდი რაღაც ესეთ ინფოს

Posted by: paranoidis_dzma 19 Oct 2021, 07:26
ტანკე
QUOTE
თუ ვერ ნახეთ ვერავინ, ვინც დაგეხმარებათ (მანქანას გათხოვებთ და წამოგყვებათ გამოცდაზე),სპეციალური ფირმები და სკოლებია, რომლებიც იმენნა მაგ გამოცდისთვის მოგაქირავებენ მანქანას და თან წამოგყვებიან კიდეც გამოცდაზე. 130 დოლარი ღირს თავისი ერთსაათიანი წინარე "გახურებით". ესეც ინფორმაციისთვის.

ეგ გითხარი იმ დღეს, ავტოსკოლებს ყავს მეთქი. smile.gif


Posted by: UNEEK 19 Oct 2021, 09:08
QUOTE (zviozvio @ 19 Oct 2021, 06:58 )

თუ გაქვს მართვის მოწმობა ქართული, თეორიის ჩაბარება გიწევს მარტო თუ პრაქტიკაც უნდა ჩააბარო? მაგ. ვირჯინიის შტატში. ფორუმზე, თუ ფეისბუკ რომელიღაც ამერიკის ჯგუფში შევხვდი რაღაც ესეთ ინფოს

ვირჯინიაში შესაძლებელია ასეც იყოს, მარტივად ავიღეთ პრავები ძალიან დიდი ხნის წინ. ჩვენც იქ ვცხოვრობდით. მერე ვადა გაუვიდა.

ნიუ იორკში ლეგალ სტატუსს ითხოვდნენ მე რომ პრავა ავიღე (2005) , ახლა მხოლოდ ვიზას ითხოვენ. იცცლება დროდადრო კანონები.

მერილენდში მაგალითად უგრინკარტოდ არ უშვებენ პრავის გამოცდაზე.

სად შტატში როგორ. ვინც სად აიღო, იმან უკეთესად იცის.

პრაქტიკის გამოცდაზე ოფიციალურად პრავიანი და მანქანიანი გჭირდება,
რომელი მანქანითაც ქალაქში გამოცდას აბარებ. გამომცდელი გვერდზე გიჯდება.

Posted by: ტანკე 19 Oct 2021, 09:35
paranoidis_dzma
QUOTE
ეგ გითხარი იმ დღეს, ავტოსკოლებს ყავს მეთქი.

ააა, მე მარტო ქირაობაზე ვწერდი, წამოყოლის გარეშე
წამოყოლით და ქირაობით ერთად შეიძლება smile.gif

Posted by: zviozvio 21 Oct 2021, 03:01
QUOTE (UNEEK @ 19 Oct 2021, 09:08 )
QUOTE (zviozvio @ 19 Oct 2021, 06:58 )

თუ გაქვს მართვის მოწმობა ქართული, თეორიის ჩაბარება გიწევს მარტო თუ პრაქტიკაც უნდა ჩააბარო? მაგ. ვირჯინიის შტატში. ფორუმზე,  თუ ფეისბუკ რომელიღაც ამერიკის ჯგუფში შევხვდი რაღაც ესეთ ინფოს

ვირჯინიაში შესაძლებელია ასეც იყოს, მარტივად ავიღეთ პრავები ძალიან დიდი ხნის წინ. ჩვენც იქ ვცხოვრობდით. მერე ვადა გაუვიდა.

ნიუ იორკში ლეგალ სტატუსს ითხოვდნენ მე რომ პრავა ავიღე (2005) , ახლა მხოლოდ ვიზას ითხოვენ. იცცლება დროდადრო კანონები.

მერილენდში მაგალითად უგრინკარტოდ არ უშვებენ პრავის გამოცდაზე.

სად შტატში როგორ. ვინც სად აიღო, იმან უკეთესად იცის.

პრაქტიკის გამოცდაზე ოფიციალურად პრავიანი და მანქანიანი გჭირდება,
რომელი მანქანითაც ქალაქში გამოცდას აბარებ. გამომცდელი გვერდზე გიჯდება.

მადლობა smile.gif

ნოემბერში მოვფრინავ საქართველოში ნიუ იორკიდან საქართველოში, პარიზში მიწევს მოცდა 9 საათამდე, ამ პერიოდში შემიძლია აეროპორტის დატოვება და ქალაქის დათვალიერება? რამე შეზღუდვები ხომ არ არის კორონას გამო? კოვიდ ბარათი მაქვს აშშ აღებული ფაიზერის ორი აცრით

Posted by: .DG. 21 Oct 2021, 06:48
zviozvio
QUOTE
ნოემბერში მოვფრინავ საქართველოში ნიუ იორკიდან საქართველოში, პარიზში მიწევს მოცდა 9 საათამდე, ამ პერიოდში შემიძლია აეროპორტის დატოვება და ქალაქის დათვალიერება? რამე შეზღუდვები ხომ არ არის კორონას გამო? კოვიდ ბარათი მაქვს აშშ აღებული ფაიზერის ორი აცრით

შეგიძლიაო:

user posted imagezviozvio







https://www.diplomatie.gouv.fr/en/coming-to-france/coronavirus-advice-for-foreign-nationals-in-france/ გადახედე.

9 საათში რამე თუ გინდა მოასწრო დრო არ უნდა დაკარგო, დაგეგმე წინასწარ მარშრუტი და რისი ნახვა გინდა.
დე გოლის აეროპორტში თუ ჩადიხარ - აეროპორტიდან მატარებლის სადგურზე გასასვლელთან ავტომატებია და იყიდე 1 დღიანი სამგზავრო ბილეთი. Mobilis ჰქვია, ყიდვისას დააკვირდი რომ 1-5 ზონებს მოიცავდეს, 17.80 ევრო ღირს და საგარეუბნო მატარებლებიც შედის, მეტროც და ავტობუსებიც. ყიდვისას შენი სახელი დააწერე პასტით. შეგამოწმებენ, განსაკუთრებით უკან რომ დაბრუნდები და აეროპორტში გამოხვალ სადგურიდან და ბილეთი თუ არ გექნა შეიძლება შარში ამოყო თავი. 1 დღიანი სამგზავრო ბილეთი უფრო იაფია ვიდრე ერთჯერადი ბილეთები აეროპორტიდან და უკან, თან ქალაქშიც გამოიყენებ მეტრო და ავტობუსი თუ დაგჭირდება.
დეგოლიდან ცენტრისკენ საგარეუბნო მატარებელი მიდის RER -B, მეტროს ქსელში შედის და სადღაც 40 წუთი უნდა ცენტრამდე.
უკან დაბრუნებაც ასევე საგარეუბნო მატარებლით ჯობია, საცობში არ მოყვები.

Posted by: UNEEK 21 Oct 2021, 17:42
zviozvio
გამომგზავრებამდე იმეილი მოგივა,
აცრის ფურცელთან ერთად ფორმას შეავსებ,
ბორდინგის წინ რომ აჩვენო.
user posted image

ქალაქში გასვლას აეროპორტის ბარში ვისკის წრუპვა მირჩევნია) 9 საათი ისე ნამეტანია.

პს. ქოვიდ ტესტიც გქონდეს, ზედმეტი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად.(თბ ილისში შესვლაზე)

Posted by: ME 21 Oct 2021, 20:16
QUOTE
ქალაქში გასვლას აეროპორტის ბარში ვისკის წრუპვა მირჩევნია

აუ მეც ნაღდად

ჯერ მარტო გასვლა შესვლის ვალაკიტა,
მერე იმაზე ფიქრი არ დაგაგვიანდეს

თან არ მევასება ჭუჭყიანი პარიზი ))) ეს სუბიქტურია ცხადია

Posted by: rakovsky 22 Oct 2021, 09:27
QUOTE (UNEEK @ 18 Oct 2021, 05:05 )
QUOTE (rakovsky @ 17 Oct 2021, 22:48 )
მიყვარს ეს თემა. მე ვიცი ამ ადგილის შესახებ "უშუალოდ".

user posted image

მე აღარ მიყვარს.
ათასში ერთხელ შემოვიხედავ და მაშინაც ###ობებს ვკითხულობ.

აჰა თუნდაც ახლა.
იტყვი რამეს და იბუსებიან.
ვინ გაძალებთ ამ ამერიკას.

მე 24 წლის წინ ოქტომბერში ჩამოვედი.
ნეტავი მაშინ ყოფილიყო ფორუმები, უფასო სავეტები და ინფო
სრულ ვაკუუმში ვიჯექით.

ადამიანმა ერთი გვერდი სავეტები დაწერა,
იმან მადლობის ნაცვლად ჩხუბი დაუწყო.. ვაიმეე((

მე ნამდვილად არ მესმის რას ამბობ, რადგან ჩემი ენები არის ინგლისური (ამერიკიდან) და რუსული.
გთხოვთ, სცადოთ ამის თქმა ინგლისურად ან რუსულად?


Posted by: zviozvio 23 Oct 2021, 03:18
.DG.
UNEEK
მადლობა smile.gif
_______________________________________________

Posted by: godblessamerica 23 Oct 2021, 22:25
ჰელოუინისწინა პარადი ბრონქსშიsmile.gif)user posted image

Posted by: Saturn 23 Oct 2021, 23:17
ისე ეკლიან გზებს რაც შეეხება, ემიგრანტის გზა მინიმუმ თავიდან რომ ეკლიანი იქნება, ეს გასაგებია და პროგნოზირებადი. მაგ ეკლებს თუ ადამიანი ნორმალურია, შემდეგში ნორმალური ცხოვრება მოჰყვება და წილხვედრში რა ეკლებიც თავიდანაა, იგივეა ბოლომდე. ის მაინც რად ღირს რომ რუსეთიც და ყველა სხვა აგრესორი ქვეყანა სულ პუტინზე გკიდია რადგან N1 სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოში ცხოვრობ.

Posted by: KobSak 23 Oct 2021, 23:57
QUOTE
ისე ეკლიან გზებს რაც შეეხება, ემიგრანტის გზა მინიმუმ თავიდან რომ ეკლიანი იქნება, ეს გასაგებია და პროგნოზირებადი. მაგ ეკლებს თუ ადამიანი ნორმალურია, შემდეგში ნორმალური ცხოვრება მოჰყვება და წილხვედრში რა ეკლებიც თავიდანაა, იგივეა ბოლომდე. ის მაინც რად ღირს რომ რუსეთიც და ყველა სხვა აგრესორი ქვეყანა სულ პუტინზე გკიდია რადგან N1 სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოში ცხოვრობ.

yes.gif

Posted by: lovelock 24 Oct 2021, 04:43
QUOTE (Saturn @ 14 Oct 2021, 15:06 )
ტანკე
QUOTE
ამერიკაში ვარ. იმედია, კრიმინალი არ ჩამიდენია

კარგია, ძალიან მაგარ ქვეყანაში ხარ. უბრალოდ რომ აგინებდი ხოლმე და მაინც მანდ წახვედი ეგ აღვნიშნე biggrin.gif

წარმატებები up.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

პარანოიდის ძმის ნიკსერჩს მოვყევი

:დდდდ მართლა გამეცინა ამაზე


user posted image

Posted by: paranoidis_dzma 24 Oct 2021, 07:18
lovelock
QUOTE
პარანოიდის ძმის ნიკსერჩს მოვყევი

givi.gif givi.gif

Posted by: Saturn 24 Oct 2021, 12:54

biggrin.gif

Posted by: akako78 24 Oct 2021, 14:40
Saturn
მაგრად გაუმართლადა რომუცელში ან მკერდში არ დააცალა აბოიმა-დაიბნა ის ავაზაკი კიდევ კარგი..იარაღს ხელს რომ კიდებ კაცი არ უნდა გაუშვა-მაგრამ სპონტანურად იყო მოძრაობა და კიდევ კარგი გადარჩა..

Posted by: მამაო თამაზი 26 Oct 2021, 01:55
ჩამოვედი

ვის უნდოდა მანქანა? მანქანა მზადაა ინშურენსით და კალიფორნიის პრავით
* * *
ტანკე
ჩამოვედი

მზადაა მანქანა


Posted by: ტანკე 26 Oct 2021, 02:09
QUOTE (მამაო თამაზი @ 26 Oct 2021, 01:55 )
ჩამოვედი

ვის უნდოდა მანქანა? მანქანა მზადაა ინშურენსით და კალიფორნიის პრავით

პრივეტ. ამ პარასკევს გცალია 2-ის ნახევარზე smile.gif
მარცხენასაჭიანი ავტომატიკაა, ხომ?

Posted by: UNEEK 26 Oct 2021, 04:31
QUOTE
მარცხენასაჭიანი ავტომატიკაა, ხომ?


lol.gif up.gif

ანეგდოტი გამახსენდა, მანქანამ დაარტყა ტიპს უკნიდან, გადმოიღეს მძღოლი იმდენი სცემეს,
ეს ყვირის ჰო ჰო ჰო..
წამით შეჩერდნენ,
-ჰონდას რული მარჯვნივ აქვს lol.gif

Posted by: Frankens†ein 26 Oct 2021, 08:28
https://www.interpressnews.ge/ka/article/680427-jo-baideni-saertashoriso-mogzaurebis-vakcinaciastan-dakavshirebul-axal-cesebs-acesebs-da-arsebul-shezgudvebs-aukmebs/

QUOTE
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აწესებს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ახალ მოთხოვნებს უცხო ქვეყნებიდან ჩასული ავიამგზავრების უმეტესობისთვის და ხსნის ჩინეთთან, ინდოეთთან და ევროპის დიდ ნაწილთან მოქმედ შეზღუდვებს.


თეთრი სახლის ინფორმაციით, ცვლილებები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება.


ახალი წესების თანახმად, საჰაერო გზით აშშ-ში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურები ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხით.


ამასთან, გამონაკლისი შეეხება 18 წლამდე ასაკის მოგზაურებსა და გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე პირებს. არატურისტული მიზნით 50-მდე ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს, მათ შორის ნიგერიიდან, ეგვიპტიდან, ალჟირიდან, სომხეთიდან, ლიბიიდან და ა.შ., სადაც ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლები 10%-ზე ნაკლებია, ასევე უფლება ექნებათ გათავისუფლდნენ წესებისგან, თუმცა იმ პირებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, შეერთებულ შტატებში ჩასვლიდან 60 დღის განმავლობაში ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ.


საერთაშორისო ავიამგზავრებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი კოვიდ-19 ტესტის პასუხი და ტესტი ჩატარებული უნდა იყოს გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში. არავაქცინირებულმა ამერიკელებმა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, კოვიდ -19-ზე ტესტი გამგზავრებიდან ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩაიტარონ.


აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ უცხოელი მოგზაურებისთვის მისაღები იქნება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა


ანუ უკვე შეიძლება ფრენა ევროპიდან?

ტურისტული ვიზით...

Posted by: მამაო თამაზი 26 Oct 2021, 11:23
ტანკე
QUOTE
პრივეტ. ამ პარასკევს გცალია 2-ის ნახევარზე

მოვიცლი

QUOTE
მარცხენასაჭიანი ავტომატიკაა, ხომ?

ავტომატიკა შეიძლება იყოს როგორც მარცხენა ისე მარჯვენა საჭიანი მანქანა. ასევე მექანიკაც. ხან მარჯვენაა ხან მარცხენა. მაგრამ ამერიკაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი მარჯვენა საჭიანი მანქანა.




Posted by: ტანკე 26 Oct 2021, 11:48
მამაო თამაზი
QUOTE
ავტომატიკა შეიძლება იყოს როგორც მარცხენა ისე მარჯვენა საჭიანი მანქანა. ასევე მექანიკაც. ხან მარჯვენაა ხან მარცხენა. მაგრამ ამერიკაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი მარჯვენა საჭიანი მანქანა.

ეგ ვიცი smile.gif მე ის ვიკითხე, შენი მანქანა ავტომატიკა და მარცხენა საჭიანი თუ იყო (კომფორტისთვის).
ორნაირად შეიძლებოდა ჩემი შეკითხვის წაკითხვა smile.gif
მადლობა, რომ არ დაგავიწყდა. მადლობა გულისხმიერებისთვის.

პმ-ში მოგწერ ჩემს მობილურს. იმედია, ტყუილად არ გაგაწვალებ და არ დავფეიდლები ტესტზე რაღაც (ტრადიციულ) სისულელეზე.

Posted by: godblessamerica 28 Oct 2021, 09:57
დღეს გადავიღე ეს სურათი, ყველა აქეთ ჩამოსვლას,მაგარია ამერიკა, აქ მუშის ხელფასი უფრო დიდია , ვიდრე საქართველოში მინისტრის ოფიციალური ხელფასი

user posted image

Posted by: Frankens†ein 28 Oct 2021, 10:04
godblessamerica
QUOTE
აქ მუშის ხელფასი უფრო დიდია , ვიდრე საქართველოში მინისტრის ოფიციალური ხელფასი

საქართველოსთან შედარება არასწორია.

მანდ ტრაილერის მძღოლის ხელფასიც უფრო მეტია, ვიდრე მანდვე სენატორის ან კონგრესმენის ხელფასი smile.gif
უბრალოდ შრომა ფასდება...
მუშა უფრო მეტს შრომობს ვიდრე მინისტრი smile.gif

Posted by: lume 28 Oct 2021, 15:48
მე ის ვერ გამიგია დილით რომ გამოდიან სახლიდან რას გარბიან პონჩიკების საჭმელად biggrin.gif

დილით ხომ ჭამენ სახლში და მერე რაღას გარბიან პონჩიკების საჭმელად, facepalm.gif

წადი აიღე ლაფატკა რა პონჩიკი რის პონჩიკი

drug.gif

Posted by: Harley Davidson 28 Oct 2021, 17:47
QUOTE
უბრალოდ შრომა ფასდება...


Posted by: .DG. 29 Oct 2021, 22:58
Frankens†ein
QUOTE
მანდ ტრაილერის მძღოლის ხელფასიც უფრო მეტია, ვიდრე მანდვე სენატორის ან კონგრესმენის ხელფასი

ნეტა ეგრე იყოს (ტრაილერს ვუმიზნებ რომ ჩავალ)
მაგრამ არანაირად არაა ტრაილერის მძღოლის ხელფასი სენატორის ხელფასზე მეტი.
არც მუშის ხელფასია მინისტრზე მეტი, და არც უნდა იყოს.
QUOTE
მუშა უფრო მეტს შრომობს ვიდრე მინისტრი

მეტს კი არ შრომობს, ფიზიკურად მეტს მუშაობს, იმიტომ რომ თავის დროზე გონებრივად არ (ან ვერ) იშრომა.
ტრაილერის მძღოლების ანაზღაურება გამონაკლისია არაკვალიფიციურ პროფესიებს შორის, ისაც ალბათ იმიტომ რომ ფაქტიურად წასული ხარ სახლიდან და გზაზე ცხოვრობ. დღეში 11 საათი საჭესთან როგორი გასაძლებია?

Posted by: ME 30 Oct 2021, 08:11
QUOTE
დღეში 11 საათი საჭესთან როგორი გასაძლებია?

აბა..

სხვისი პროფესიების შებასება არ მიყვარს, მითუმეტეს ისეთ რამეზე ლაპარაკი რაც არ გამომიცდია,
მაგრამ, ოჯახისგან მოწყვეტილი, მთელი დღე რულის ტრიალი და მაღალი რისკის საქმე ათასი იდიოტი რო ჩაგიხტება, ურთულესი რაღაცაა

Posted by: Frankens†ein 30 Oct 2021, 11:02
.DG.
QUOTE
მაგრამ არანაირად არაა ტრაილერის მძღოლის ხელფასი სენატორის ხელფასზე მეტი.

სენატორის წლიური ხელფასი 174,000$-ია შტატებში.

ME
QUOTE
მაგრამ, ოჯახისგან მოწყვეტილი, მთელი დღე რულის ტრიალი და მაღალი რისკის საქმე ათასი იდიოტი რო ჩაგიხტება, ურთულესი რაღაცაა

ემიგრანტები ვინც არიან ჩასული ფულის საშოვნელად, ოჯახი არ ყავს უმეტესობას და იმისთვის სულ ერთია ღამე ნაქირავებ ოთახში დაიძინებს თუ ტრაილერის კაბინაში, მთავარია მეტი ფული იშოვოს...

.DG.
QUOTE
მეტს კი არ შრომობს, ფიზიკურად მეტს მუშაობს, იმიტომ რომ თავის დროზე გონებრივად არ (ან ვერ) იშრომა.

ეხლას მაინცდამაინც მუშას და სენატორს თუ შევადარებთ, კი.
მუშას ვერ ექნება 174 ათას დოლარზე მეტი.
მაგრამ საშუალოსტატისტიკურ საჯარო მოხელეზე მეტი ექნება სავარაუდოდ...
მაგალითად DMV-ს კლერკზე მაღალი ხელფასი ექნება მუვინგზე მომუშავეს ან სანტექნიკოსს ან ხალიჩის მწმენდავს...


Posted by: All*eyes*on*me 31 Oct 2021, 03:50
lume
ლუმე ლუმე, შენ მანქანების ყიდვა გაგიდვა იცი როგორც მახსოვს, მანჰეიმიდან რო ვიყიდო ბევრი რამე მაქ საჩალიჩო?

Posted by: korneliusi 31 Oct 2021, 13:48
გამარჯობა

მექსიკაში შესვლა როგორც ამბობენ გართულდა , რამე ხო არ იცით ამაზე

ნოემბრის ბოლოსთვის მსურვლი ხო არაა ვინმე გოგო მექსიკიდან წასვლაზე , მგონი უფრო მარივი იქნთბა მექსიკაში შესვლა წყვილისთვის

Posted by: მამაო თამაზი 31 Oct 2021, 22:59
ტანკე
QUOTE
მარცხენა საჭიანი თუ იყო

ხოო ვერ გავიგე კითხვა

მარჯვენა საჭიანს ვერ ნახავ ამერიკაში. თითქმის არააა

Posted by: ტანკე 31 Oct 2021, 23:25
მამაო თამაზი
მადლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ. ნახევარი დღე კი დაგაკარგინე. გამიხარდა შენი გაცნობა smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 1 Nov 2021, 02:30
ტანკე
ჩააბარე?

Posted by: ტანკე 1 Nov 2021, 02:37
paranoidis_dzma
ძლივს. 16 შეცდომა დამითვალა (არადა, მე 1 დავთვალე) და გამსვლელი 15 იყო. იჯიგრა და 1 შეცდომა ჩამომაკლო.
აქსელერაციას და ტორმუზს ისე აწვები, გული მერეოდაო, ინსტრუქტორი მეუბნება smile.gif მე ვუხარი, 10 წუთის პრაქტიკა მაქვს ამ მანქანაზე და სენსიტიური პედლები აქვს (ჩემთვის) და არ ვარ შეჩვეული-თქო. კაი, ჯანდაბასო, გაქრი აქედანო.

Posted by: ME 1 Nov 2021, 03:50
ტანკე
გილოცავ!
------------------------------------------------------------------------

Posted by: paranoidis_dzma 1 Nov 2021, 04:05
ტანკე
QUOTE
16 შეცდომა დამითვალა (არადა, მე 1 დავთვალე) და გამსვლელი 15 იყო.

ხო, რა თქმა უნდა აბა, ხო არ დაეთანხმებოდი რაღაცაში? givi.gif

ვერ უთხარი, თბილისში მაქვს ნატარები თქვენ მასწავლით მეო? smile.gif)

__

სულ მწვანეზე გევლოს და მარჯვივ შეგეხვიოს წითელზეც! smile.gif

Posted by: ტანკე 1 Nov 2021, 05:39
ME
მადლობა smile.gif

paranoidis_dzma
QUOTE
ხო, რა თქმა უნდა აბა, ხო არ დაეთანხმებოდი რაღაცაში?

biggrin.gif
მართლა ვერ მივხვდი, საიდან დააგროვა მაგდენი შეცდომა. მე მგონი, ის 15 ქულაა, და არა შეცდომა. შეცდომები ფასდება, 3,4, 5 ქულით თუ რაღაც.
ერთგან კონცენტრაცია დავკარგე და სპიდ ჰამპზე სწრაფად გადავატარე,მაგრამ დანარჩენს ვერ ვხვდები, სად დავუშვი შეცდომები. ალბათ, სულ ტორმუზზე და გაზზე დაჭერისას smile.gif


QUOTE
სულ მწვანეზე გევლოს და მარჯვივ შეგეხვიოს წითელზეც!

სპასიბა

Posted by: ტანკე 4 Nov 2021, 02:10
ME
სან დიეგოში მომიწია ჩამოსვლა საქმეზე. 5 საათიანი ფანჯარა მაქვს. 8-ზე გადის ჩემი ავტობუსი ელეიში. ამ პოსტს თუ ნახავ და გცალია 1 საათით, შემეხმიანე და პივაზე დაგპატიჟებ smile.gif

Posted by: ME 4 Nov 2021, 21:09
ტანკე
ვეგასში ვარ sad.gif
---------------------------------------------------

Posted by: ტანკე 4 Nov 2021, 22:08
ME
ვეგასი ჩემი საყვარელი ქალაქია სან ფრანცისკოს შემდეგ. ინჯოი smile.gif
ფრემონტის ქუჩაზე გაიარე აუცილებლად. თაიმს სქვერს ჯიბეში ისვამს

Posted by: ME 5 Nov 2021, 07:59
ტანკე
მადლობა, საქმეზე ვარ
მარა აქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი, და არ მიყვარს საერთოდ, რომ არ მჭირდებოდეს არასოდეს ჩამოვიდოდი

Posted by: UNEEK 5 Nov 2021, 08:14
ME
+1
ვეგასი ტურისტებისაა.
არც მე ვჩერდები 1 დღეზე მეტი.
შოპინგი, რესტორანი და საღამოს ფილკოლინზის ან როდ სტიუარტის კონცერტზე.

ნუ დევიდ კოპერფილდის შოუ ყველამ ერთხელ მაინც უნდა ნახოს MGM გრანდში.

#Stratosphere

user posted image


Posted by: ტანკე 5 Nov 2021, 09:38
ME
კსტაწი, სან დიეგომ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მეტს ველოდი და უფრო სუფთა ქალაქიც მეგონა.

მთლიანობაში ნორმაა, რა.

Posted by: KobSak 6 Nov 2021, 22:16
ისე საინტერესოა ყველაზე მეტი ქართველი რომელ შტატში ცხოვრობს?

დევს სადმე სტატისტიკა?

ან ჯამში რამდენი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში?

Posted by: მამაო თამაზი 8 Nov 2021, 01:26
KobSak
QUOTE
ისე საინტერესოა ყველაზე მეტი ქართველი რომელ შტატში ცხოვრობს?

ნიუ იორკში. ყველაზე მეტი ქართველია

Posted by: Frankens†ein 8 Nov 2021, 17:56
QUOTE (მამაო თამაზი @ 8 Nov 2021, 01:26 )
KobSak
QUOTE
ისე საინტერესოა ყველაზე მეტი ქართველი რომელ შტატში ცხოვრობს?

ნიუ იორკში. ყველაზე მეტი ქართველია

ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე ყველა დანარჩენ შტატში ერთად biggrin.gif


Posted by: Harley Davidson 8 Nov 2021, 18:27
Frankens†ein
მამაო თამაზი
Kings Highway-ზე, განსაკუთრებით

Posted by: Frankens†ein 8 Nov 2021, 18:42
QUOTE (Harley Davidson @ 8 Nov 2021, 18:27 )
Frankens†ein
მამაო თამაზი
Kings Highway-ზე, განსაკუთრებით

მე იმ ხალხის მიკვირს, ამ Y ქვეყნიდან რო გააღწევენ, უკეთესი ცხოვრებისთვის შტატებში ჩავლენ და ბრაიტონზე სახლდებიან biggrin.gif

პ.ს. ისე არ ვარ ნამყოფი ბრაიტონზე, გადმოცემით ვიცი...
NY-ში ერთი დღე ვიყავი და მანჰეტენზე დავხარჯე...

Posted by: gio3870X2 8 Nov 2021, 19:03
QUOTE (Frankens†ein @ 8 Nov 2021, 18:42 )
QUOTE (Harley Davidson @ 8 Nov 2021, 18:27 )
Frankens†ein
მამაო თამაზი
Kings Highway-ზე, განსაკუთრებით

მე იმ ხალხის მიკვირს, ამ Y ქვეყნიდან რო გააღწევენ, უკეთესი ცხოვრებისთვის შტატებში ჩავლენ და ბრაიტონზე სახლდებიან biggrin.gif

პ.ს. ისე არ ვარ ნამყოფი ბრაიტონზე, გადმოცემით ვიცი...
NY-ში ერთი დღე ვიყავი და მანჰეტენზე დავხარჯე...

მე უფრო ის მაღიზიანებს ტრაკ დრაივერები ელჯიპიტი ხალხის სურათებს რომ დებენ და ღლიცინებენ. vik.gif

Posted by: zipo-zipo 8 Nov 2021, 20:42


მწვანე ბარათზე დარეგისტრირება რომელ საიტზე ხდება? დამილინკეთ. წინასწარ დიდი მადლობა



Posted by: Harley Davidson 8 Nov 2021, 21:24
Frankens†ein
QUOTE
მე იმ ხალხის მიკვირს, ამ Y ქვეყნიდან რო გააღწევენ, უკეთესი ცხოვრებისთვის შტატებში ჩავლენ და ბრაიტონზე სახლდებიან

ენა არ იციან, ბრო.

Posted by: შარი10 8 Nov 2021, 23:14
zipo-zipo
QUOTE
მწვანე ბარათზე დარეგისტრირება რომელ საიტზე ხდება? დამილინკეთ. წინასწარ დიდი მადლობა

https://dvprogram.state.gov/

მარა, მგონი მორჩა უკვე რეგისტრაცია

Posted by: gio3870X2 9 Nov 2021, 01:53
QUOTE (შარი10 @ 8 Nov 2021, 23:14 )
zipo-zipo
QUOTE
მწვანე ბარათზე დარეგისტრირება რომელ საიტზე ხდება? დამილინკეთ. წინასწარ დიდი მადლობა

https://dvprogram.state.gov/

მარა, მგონი მორჩა უკვე რეგისტრაცია

თუ ცხრამდეა მაშინ არაა მორჩენილი აქ ჯერ 8 რიცხვია 17:00 და მოასწრებ

Posted by: მამაო თამაზი 9 Nov 2021, 04:33
Harley Davidson
QUOTE
Kings Highway-ზე, განსაკუთრებით

კინცხაივეი ქვია მაგას ჰაჰაა.

სმაილებს ვერ ვწერ ტელეფონით ვარ დღეს

ხო მართლა კალიფორნოოსკენ სან დიეგოში ვინ იყო გუშინ? ბევრი ქართველი იყო იქ ჩასული. აქ პოსტავს 1 სან დიეგოდან. დამავწიყდა რომელია

Posted by: ტანკე 9 Nov 2021, 06:12
მამაო თამაზი
ME ცხოვრობს სან დიეგოში. მე ერთი დღით ვიყავი ოთხშაბათს ჩასული.ტროლეიბუსითაც დავათვალიერე ქალაქი, სამივე ხაზით.
ნიუ იორკთან და ელეისთან შედარებით ცოტა სუფთაა,მარა...თბილისი ასჯერ უფრო სუფთაა

Posted by: მამაო თამაზი 9 Nov 2021, 06:23
ME
შენ ხარ სან დიეგოში? იყავი შეკრებაზე თუ ეროვნებათა დღეზე?

გუშინ იყო მაგარი ამბავი

ტანკე
ხოო გაიხარე აღარ მახსოვდა

Posted by: ME 9 Nov 2021, 07:17
მამაო თამაზი
არა წასული ვარ საქმეებზე

Posted by: UNEEK 9 Nov 2021, 07:44
QUOTE
თბილისი ასჯერ უფრო სუფთაა


რამდენ ###ობას არ წაიკითხავ..

ყოველი მეორე მანქანა თბილისის ქუჩებში ჰგავს სვალკსზე ნაგდებ დამტვერილ ჯართს.
ლარიანი მოიკა, მეორე დილით ისევ ჭუჭყიანი.

ვინც შენ აშშ ვიზა მოგცა დიდ დიღომს გაგაცილა იმის დებილი დედა #####ან


Posted by: ტანკე 9 Nov 2021, 08:23
UNEEK
გააჯვი
--------------------------------------------------------

Posted by: lume 9 Nov 2021, 08:51
QUOTE
ხო მართლა კალიფორნოოსკენ სან დიეგოში ვინ იყო გუშინ?


მე ვიყავი

მაგარი გაასწორა 800$ სასმელი დავლიეთ


up.gif

Posted by: UNEEK 9 Nov 2021, 09:38
QUOTE (ტანკე @ 9 Nov 2021, 08:23 )
UNEEK
გააჯვი
--------------------------------------------------------

რატომ აჯვავ ამ თემას და ამერიკას ტეხნიკურად?

ტეხნიკურად აქაურ ქართველებსაც.
მაგრამ როცა დახმარება შემოგთავაზა ქართველმა, მაშინვე კარგი გახდა.

ვერ ვიტან შენნაირ გამოყლეებულებს


Posted by: ტანკე 9 Nov 2021, 09:57
UNEEK
აგრძელებ ჩემს ფეხებში აბლანდვას მაინც?
ბოლო პოსტს მოგიძღვნი და მერე ტრადიციულად დაგემშვიდობები, თბილისურად.
შენ ხარ ჩვეულებრივი ქალოია, დაძვრები ამ თემაში, დასდევ ჩემს პოსტებს და თან ნიკის მონიშვნის გარეშე საძაგლობებს მიწერ უკვე მერამდენედ. ამჯერად რისთვის გადმოხვედი პირადულზე? რახან დავწერე, თბილისი უფრო სუფთაა, ვიდრე რაღაც ამერიკული ქალაქი-თქო? შენ ქართველი არ ხარ, ამერიკელიც ვერასოდერს გახდები, რადგან კაციც არ ხარ. ჩვეულებრივი ნარწყევი ხარ, რომელიც ემიგრანტ ქართველობას სახელს უფუჭებს. ხო, შენნაირების გამოა, ქართველებს რომ გაურბიან, განსაკუთრებით ამერიკაში. მე ვარჩევ, ვის ვუთხრა გამარჯობა და ვის არა. აი, შენი ტრაკის საქმე არაა, მე სხვა ქართველთან როგორი ურთიერთობა მექნება ამერიკაში. შენ ქუჩაში რომ შემხვდე, ალბათ, სიტყვასაც არ გეტყოდი, პროსტა შეგაფურთხებდი და გავივლიდი. შენნაირების გამო დროისა და ენერგიის ხარჯვაც არ ღირს. ძაან არარაობა ხარ,დაკომპელქსბეული კაცუნა, კოლონიალური მენტალობის მქონე იმბეცილი. თბილისში სტუმრად ჩამოთესლებაც არ გაბედო ოდესმე...ამერიკის უნახავი ქაჯი. ვითომ რამეს წარმოადგენდეს ცხოვრებაში.
და თბილისურად დაგემშვიდობები ბარემ: იდი ნახუი, შე ###ო!
და აკაკის ეს ლექსი ამობეჭდე და საწოლის თავთან გაიკარი!

ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
“იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!
“ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
“რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთს წამსა
გადავივლიდი მთებსაო!”
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესხმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყოვნებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
“თვალ-ტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო!
“ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!...”
დაჰჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
“ჰკა მაგასაო!” დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და მისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით
და მუდამ ამას წრიპინობს
კვნესით და გულის ტკივილით:
“კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
“ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
“გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
“ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
“კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”...

პ.ს. იმ სირს გადაეცით (ან თვითონ წაიკითხავს), რომ იგნორირებულ ფორუმელთა სიას დავამატე და მის პოსტებს აღარ გამომიჩენს ფორუმი. თავს ნუ შეუწუხებს აწი ჩემი ჰეითერობით,რადგან ცარიელი ადგილია უკვე (მადლობა ფორუმს ამ ფუნქციისთვის).

Posted by: UNEEK 9 Nov 2021, 10:33
იგნორი არ მუშაობს.
გარედან მაინც იკითხება.
შენიშვნა მოგეცი, შენ კი გააჯვიო, არაქართველოო..
ტყუილების წერას არ გაგიტარებ. ხალხი კითხულობს თემას.

///
უზბეკი გამეცნო
მოქალაქე ვარო. 300 ათასი სახლში მივეციო.
ჩიქენ ბოქსიაო.
სახლშიპირიქით, ცოლს ებლატავება.

ღმერთო, რა უნდათ თქვენნაირებს ამერიკაში))


Posted by: ნასა 11 Nov 2021, 11:05
გამარჯობა, მოკლედ ამერიკის მოქალაქეს, შეუძლია გამომიგზავნოს სამუშაო ვიზა და მაინტერესებს რა პროცედურებთანაა დაკავშირებული და რამდენად რთულია ამ გზით წასვლა ამერიკაში.

Posted by: lume 14 Nov 2021, 05:11
კაროჩე რა მაინტერესებს

გადაკარგულ ადგილებში ფერმები რომ არის იქ როგორ უნდა მოვხვდე?

Posted by: kucha 14 Nov 2021, 16:45
lume
მანქანით.
ისე რა გინდა მანდ? სამუშაოდ გინდა წასვლა თუ ისე დასათვალიერებლად?

Posted by: lume 15 Nov 2021, 05:06
QUOTE
მანქანით

უბერით up.gif

QUOTE
ისე რა გინდა მანდ? სამუშაოდ გინდა წასვლა თუ ისე დასათვალიერებლად?


არა რა სამუშაოდ
პროსტა გასართობად,

მევასება ცხოველური ადგილები facepalm.gif

Posted by: მამაო თამაზი 15 Nov 2021, 06:34
lume
QUOTE
უბერით

უბერი ყველგან არ დადის მანქანა ჯობია

Posted by: lume 15 Nov 2021, 22:09
მამაო თამაზი

კალიფორნიაში ვარ სად გნახო?


up.gif

Posted by: DaNGeR_DaNGeR 15 Nov 2021, 23:17
ნასა
QUOTE
გამარჯობა, მოკლედ ამერიკის მოქალაქეს, შეუძლია გამომიგზავნოს სამუშაო ვიზა და მაინტერესებს რა პროცედურებთანაა დაკავშირებული და რამდენად რთულია ამ გზით წასვლა ამერიკაში.



როგორც ვიცი ამერიკის მოქალაქეს როგორც პიროვნებას არ შეუძლია სამუშო ვიზაზე პეტიცია, ეს უნდა გააკეთოს კომპანიამ. თუ კომპანია აკეთებს სტანდარტულ სამუშაო ვიზაზე პეტიციას (H1B), ეს უნდა მოახდინოს ამ კომპანიის საემიგრაციო ადვოკატმა. გაითვალისწინე რომ სამუშაო ვიზების რაოდენობა ლიმიტირებულია და ამთ უმეტეს ნაწილს დიდი ტექ კომპანიები ინაწილებენ, ხოლო დარჩენილზე სერიოზული ლატარიაა, როგორც მახსოვს აპრილის თვეში ხდება ვიზების გადანაწილება იმ წლისთვის. კარგად გაარკვიე რა"სამუშაო"ვიზას გიგზავნის, რადგან როგორც ასეთი ვიზის გამოგზავნა არ ხდება ამერიკიდან პიროვნების მიერ.

Posted by: მამაო თამაზი 16 Nov 2021, 05:44
lume
QUOTE
კალიფორნიაში ვარ სად გნახო?



სანტა მონიკაში
* * *
lume
მოხვალ? ბევერლი ჰილზში ლიმუზინს დაგახვედრებ

Posted by: lume 17 Nov 2021, 04:11
QUOTE
მოხვალ? ბევერლი ჰილზში ლიმუზინს დაგახვედრებ


სად მოვალ

ვქეიფობ ქართულ რესტორანში

yes.gif

Posted by: მამაო თამაზი 17 Nov 2021, 08:28
lume
სად რომელ რესტორანში?

კონიაკი მაქ 55 წლის დაძველებით 950 დოლარი მივეცი. თუ მოხვალ დავლიოთ

Posted by: lume 17 Nov 2021, 16:31

QUOTE
ონიაკი მაქ 55 წლის დაძველებით 950 დოლარი მივეცი.


biggrin.gif biggrin.gif ჩამოიტანე ბრუკლინში ვარ

Posted by: მამაო თამაზი 17 Nov 2021, 23:59
lume
აბა კალიფორნიაში ვარ?

მომატყუე?

Posted by: lume 19 Nov 2021, 00:50
QUOTE
მომატყუე?


რა მოგატყუე
კალიფორნიაში ვიყავით, მერე ბრუკლინში რესტორანში ხათუნას დაბადების დღე იყო

მე და ჩემი მეგობარი გოგო ვმოგზაურობთ, ეხლა ბოსტონში მივდივართ, ძალიან ნასიამოვნები ვართ ორივე მოგზაურობით,







smile.gif

Posted by: მამაო თამაზი 19 Nov 2021, 11:05
lume
გადამაგდე აბა რა ქენი.
ნიუ ჯერსიში გირეკავდი არ მიპასუხე. ეხლაც გითხარი ლიმუზინს გიგზავნიდი კალიფორნიაში ვარო და არ ყოფილხარ აქ

Posted by: lume 21 Nov 2021, 02:29
მამაო თამაზი
შენ რომ სხვას ეტყვი დაიმალეო drug.gif



Posted by: მამაო თამაზი 22 Nov 2021, 05:46
lume
QUOTE
შენ რომ სხვას ეტყვი დაიმალეო

გირეკავდი და არ მიპასუხე და მე როგორ დავიმალე?

ლოს ანჯელესში ლიმუზინს გახვედრებდი და არაო. არც ყოფილხარ აქ და მე ვიმალები?

Posted by: C17H19NO3 23 Nov 2021, 11:04
გამარჯობა ხალხო smile.gif

რამდენიმე გვერდი ვნახე და ვერ მივაგენი იქნებ დამიდოთ ლინკი დეტალურად თუა ინფორმაცია როგორ ვიქცევით ოჯახი, თუ წასვლა გვინდა,
მწვანე ბარათს არ ვგულისხმობ .. შესვლა და რა პროცედურებია გასავლელი ?

მივიღებ რჩევებს, ოჯახით მინდა წავიდე (ნუ ვცადო მაინც).


წარმატებები ყველას ! bis.gif

Posted by: shavi_kheli 23 Nov 2021, 14:19
გამარჯობათ მეგობრებო,

იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ რაიმე რჩევა, ტვირთის გაგზავნა ამერიკაში როგორ ხდება? დაახლოებით 50-60 კილო.
(გოჭი და ტყემალი არაა)

ფოსტა დავგუგლე და მცირე ტომარა, რაც მგონი ამანათი არის, არ იგზავნებაო.
არა და დიდი იმედი მქონდა.

Posted by: night-blue 23 Nov 2021, 15:46
shavi_kheli

barami.ge მაგათ დაურეკე ეგენი აგზავნიან ამერიკაში

Posted by: UNEEK 23 Nov 2021, 17:10
QUOTE (shavi_kheli @ 23 Nov 2021, 14:19 )
გამარჯობათ მეგობრებო,

იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ რაიმე რჩევა, ტვირთის გაგზავნა ამერიკაში როგორ ხდება? დაახლოებით 50-60 კილო.
(გოჭი და ტყემალი არაა)

ფოსტა დავგუგლე და მცირე ტომარა, რაც მგონი ამანათი არის, არ იგზავნებაო.
არა და დიდი იმედი მქონდა.

ბარამის ოფისი კლარა ცეტკინზე, ახლოს რკინნიგზასთან
შეზღუდული ნივთების სია კედელზე წერია
საჭმელებს უშლიან მგონი ცოტა ძალიან.

ადრე იცოცხლე, ვიჩინები ჩამოდიოდა ღვინო თხილი ჩურჩხელა

Posted by: sandrikia 23 Nov 2021, 17:15
გამარჯობათ კაი ხალხო. ვინც იყავით ამ ორი წლის განმავლობაში მოქალაქეობის გასაუბრებაზევიქნებ ცოტა დაწეროთ როგორაა რანაირად. ანუ რა უნდა ვიცოდე ზუსტად. გამოცდებზე არ ვნერვიულობ ვიცი ყველაფერი. მაინტერესებს აპლიკაციიდან რომ სვავენ კითხვებს. იქნებ ორი სიტყვით დაწეროთ.

Posted by: shavi_kheli 23 Nov 2021, 19:43
night-blue
UNEEK
გმადლობთ ყურადღებისთვის ახალგაზრდებო.

Posted by: Ambitious_Person 24 Nov 2021, 20:03
ემიგანტებო შემოსავლის რამდენ პროცენტს ხარჯავთ ქირაზე?


Posted by: DaNGeR_DaNGeR 24 Nov 2021, 20:18
sandrikia
QUOTE
გამარჯობათ კაი ხალხო. ვინც იყავით ამ ორი წლის განმავლობაში მოქალაქეობის გასაუბრებაზევიქნებ ცოტა დაწეროთ როგორაა რანაირად. ანუ რა უნდა ვიცოდე ზუსტად. გამოცდებზე არ ვნერვიულობ ვიცი ყველაფერი. მაინტერესებს აპლიკაციიდან რომ სვავენ კითხვებს. იქნებ ორი სიტყვით დაწეროთ.



რა ტიპის მწვანე ბარათია? 3ქორწინებაა თუ სხვა?

თუ მოგბული გავქს მწვანე მაშინ იქნება კითხვები შემდეგნაირი:

1. რა მისამართებზე ცხოვრობდი ბოლო 5 წელი?
2. ტაქსებს თუ ავსებდი და თუ გაქვს რაიმე ვალი IRS მიმართ
3. თუ გისარგებლია სახელმწიფო ბენეფიტებით და თუ კი რა სახის?
3. სად გიმოგზაურია მას შემდეგ რაც ამერიკის რეზიდენტი ხარ და რამდენი ხნით?
4. სამუშაო ადგილები, წლები და ა.შ.

კიდე რაღაც კითხვებინ იყო უმნიშვნელო რომელიც არ მახსოვს

ცოტა ხნის წინ გავიარე მეც მაგრამ უმეტესი კითხვები დამავიწყდა.


მოქალაქეობა ქორწინებით, აი აქ გარდა ზემოთ აღნიშნული კითხვებისა იქნება კითხვები ქორწინებაზე

1. მეუღლის სახელი, გვარი დაბადება
2. სად მუშაობს მეუღლე?
3. როდის დაქორწინდით?
4. რაღაც დეტალები მეუღლის ცხოვრებიდან (თუ შვილები ჰყავს მათი სახელები და დაბადებები და ა.შ.)
5. სად მშაობს მეუღლე?

კიდე ბლომად კითხვები, რომ დარწმუნდნენ რომ ქორწინება რეალურია და არაფერს იტყუები. ხო კიდე, ახლობელს ისიც კითხეს ალიმენტს თუ უხდის შვილებს წინა ქორწინებიდან და თუ კი დამადასტურებელი საბუთის წარსდგენა მოსთხოვეს smile.gif

მოკლედ თუ ტაქსები წესრიგში გაქვს და მწვანე ბარათი მოგებული გავქს და 5 წლიანი ვადით ავსებ მაშნ სანერვიულო არაფერი, მთავარია სალაპარაკო ინგლისური იცოდე და კითხვის გაუაზრებლად პასუხი არ გასცე. დაიმახსოვრე რომ შენ ინგლისურის ტესტ აბარებ არა მხოლოდ უშუალოდ კითხვა წერით, არამედ საუბრითაც, თუ ბევრი შეცდომა დაუშვი და კითხვის გაუაზრებლად პასუხები გაეცი შეიძ₾ება არ ჩაგითვალოს ინგლისურის ტესტის გავლა.
* * *
Ambitious_Person
QUOTE
ემიგანტებო შემოსავლის რამდენ პროცენტს ხარჯავთ ქირაზე?


ემიგრანტს გააჩნია, ოჯახურ სტატუს, შემოსავალს და ა.შ.

ზოგი $800 ხარჯავს, ზოგიც $3800 smile.gif

Posted by: Frankens†ein 24 Nov 2021, 20:41
QUOTE (DaNGeR_DaNGeR @ 24 Nov 2021, 20:18 )

Ambitious_Person
QUOTE
ემიგანტებო შემოსავლის რამდენ პროცენტს ხარჯავთ ქირაზე?


ემიგრანტს გააჩნია, ოჯახურ სტატუს, შემოსავალს და ა.შ.

ზოგი $800 ხარჯავს, ზოგიც $3800 smile.gif

3800$-ს ვერ დაზარჯავს, შემოსავალი თუ 5000$ აქვს.

სადღაც 20% მოგიწევს ადამიანს ქირის გადახდა ალბათ...

სადაც მაღალი შემოსავლებია, ქირაც მაღალია...
სადაც დაბალი - ბინაც იაფი ღირს...

ანუ პროცენტულობა დიდად არ იცვლება...

Posted by: DaNGeR_DaNGeR 24 Nov 2021, 20:46
Frankens†ein
QUOTE
3800$-ს ვერ დაზარჯავს, შემოსავალი თუ 5000$ აქვს.


ბევრი ემიგრანტი ვიცი 5კ-ზე ბევრად მეტს შოულობენ თვეში smile.gif ამიტომ ვთქვი ემიგრანტს გააჩნია თქო


Posted by: Ambitious_Person 24 Nov 2021, 20:50
Frankens†ein
ხო სწორად მიხვდი

მაგიტომ ვიგულისხმე პროცენტი და არა თანხის ოდენობა


აქ სადაც ვარ ექსპო დაიწყო დიდი მსოფლიო ღონისძიება და ქირა ისე გაძვირდა რომ სრული კოშმარია
მეც 20 პროცენტზე ვიყავი მარა 30 % ზე მიწევს გაზრდა ,

Posted by: OLALA6.9 25 Nov 2021, 03:36
ამერიკანეც ლტოლვილად ჩაბარება როგორ ხდება ? მექსიკაში ვარ და სად მივიდე პოლიტიკური მინდა მოვითხოვო. ამერიკელ მესაზღვრემდე ადვილად მიმიშვებენ? რომელ გამშვებ პუნქტზე ჯობია მისვლა?

Posted by: UNEEK 26 Nov 2021, 15:15
QUOTE (Ambitious_Person @ 24 Nov 2021, 20:03 )
ემიგანტებო შემოსავლის რამდენ პროცენტს ხარჯავთ ქირაზე?

რანაირი კითხვაა?
ქირა რა ღირს გაინტერესებს თუ ხელფასი რამდენი აქვთ ემიგრანტებს?

ქირა ნიუ იორკ სიტიში და ლოს ანჟელესში ცამდე მაღალია.
2-4 ათასი 2 ბედრუმიანი.
შტატებში 1500-1800 ორ ბედრუმიანი.

თუ სახლს იყიდი 300 ათასიანს, თვეში 1750$ მორტგეჯი.
სესხს დაგიმტკიცებენ თუ 87 ათასს და მეტს აკეთებ (ხარჯების შემდეგ)

ფასები პოსტ პანდემიის დროს ისე იცვლება, ზუსტ რიცხვებს ვერავინ გეტყვის.
შარშან 300 ათასიანი სახლის ფასი წელს 425 ათასი და ზემოთ.
ნახმარი მანქანები ახლების ფასზე მაღალია.



Posted by: sandrikia 26 Nov 2021, 23:55
DaNGeR_DaNGeR

გაიხარე. კი მწვანე ბარათით ვარ. ტაქსებს სულ ვავსებდი ეხლა ვავსებ მეექვსეჯერ. 5 წელი გავიდა უბრალოდ ერთი გასვლა მქონდა 6 თვეზე მეტ ხანს. მარა უპრობლემოდ შემოვედი. კორონა იყო აი რო დაიწყო მაშინ. და რეისები გაუქმდა ასევე მეც დამიქენსელეს. აუ ბევრგან ვიცხოვრე. მარა პრავა სულ მაქ სამჯერ შეცვლილი. უბრალო უსპესიდან ვცვლიდ ხოლმე. რომ მომსვლოდა მეილები მისამართზე მარა ზოგი არ მახსოვს. ფლორიდაშიც ვიყავი 20 დღე. იქაური პრავაც მქონდა მერე წამოვედი და ისევ ნიუ იორკში ვიყავი. პპპ ლოანი რომ იყო ეგ ავიღე და მერე მაპატიეს ))) 20კ ალბათ ეგ ითვლება სახელმწიფო ბენეფიტად? )
ტესტებიც ვისწავლე ზეპირად ვიცი. ნუ ინგლისური საშუალო დონემდე ვიცი.

პარალეგალმა გაგიგზავნა ფორმა? კი ვნახე ეგ ფორმა და იმდენი რამე არ მინდა შემეშალოს რამე.

Posted by: მამაო თამაზი 27 Nov 2021, 02:51
Frankens†ein
ხედავ რა ხდება შენ საყვარელ სან ფრანცისკოში?

ხალხი გადადის. მაღაზიები იკეტება, ვოლგრინსი საერთოდ გადის ბიზნესიდან, დიზელის მაღაზია უკვე გავიდა. სივიესიც კეტავს ყველა მაღაზიას.

ნორმალური ხალხიც გადადის.

DA ის წინააღმდეგ შეგროვდა უკვე ხელმოწერები. იმპიჩმენტი უნდა მოუწყონ.

იქნება შეიცვალოს რამე თუ არა და განწირულია ქალაქი. არანაირი პანიკა. სრული რეალობაა

Posted by: Frankens†ein 27 Nov 2021, 08:27
მამაო თამაზი
QUOTE
ხედავ რა ხდება შენ საყვარელ სან ფრანცისკოში?

ვერა, აქეთ ვარ ეხლა...
სან ფრანცისკო რელიეფის/ქუჩების/დაგეგმარების, ისტორიის, ჰავის გამო მევასება და არა ბომჟების გამო smile.gif

Posted by: lume 27 Nov 2021, 18:36
ტრაილერზე ვარ

კვირაში ხარჯების შემდეგ სუფთა 6000$ მრჩება



smile.gif

Posted by: turist 27 Nov 2021, 21:08
QUOTE (lume @ 27 Nov 2021, 18:36 )
ტრაილერზე ვარ

კვირაში ხარჯების შემდეგ სუფთა 6000$ მრჩება



smile.gif

იფ, იფ, შენი ჭირიმე, როგორ დამხატავდა ))

ამერიკელებო, მიშოვეთ ერთი ტრაილერის შოფრობა, რა იქნება ? biggrin.gif
ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, თუ რამეა ), გერმანული პასპორტით, ბეზ პრაბლემ გადავფრინდები ))

Posted by: Harley Davidson 27 Nov 2021, 21:28
turist
QUOTE
ამერიკელებო, მიშოვეთ ერთი ტრაილერის შოფრობა, რა იქნება ?

რა შოვნა უნდა? smile.gif) იმხელა მოთხოვნაა მძღოლებზე, ლამის საკუთარი მამიდები დასვან smile.gif
გასწავლიან კიდეც, ფულსაც გადაგიხდიან სწავლის smile.gif))

Posted by: turist 27 Nov 2021, 23:06
Harley Davidson

biggrin.gif
შენ გაიხარე, მშვენიერი, თუ ასეა ))

მართლა იცით რამე (საშუამავლო) ფირმები/კომპანიები,
რომელიც ამერიკაში ჩასვლისთანავე დაასაქმებს კაცს ამ სფეროში?

პრობლემა ისაა, რომ მე არ ვარ იქ და არც არავინ მყავს ვინც თავიდან დამეხმარება.
არც ტრაილერის პრავა მაქვს და არც გამოცდილება )). იკითხავ ლოგიკურად, აბა რა შაფრობა გინდაო ? ))
და მართალიც იქნები, მაგრამ ისეთ ხელფასებს იძახიან...გავკარი ერთი გერმანიაში ცხოვრებას ))

პლიუსი კი ის მაქვს, რომ ჩასვლა და თავიდან საჭირო ხარჯების ფულის პრობლემა არ მაქვს (ცოტა ინგლისურიც ვიცი)), მაგრამ სანდო ფირმები მინდა, რომ ტყუილად არ ჩამიყვანონ და არ გამომაბუნძულონ ისევ უკან, აქაოდა არ გაქვს აქ მუშაობის უფლებაო user.gif

Posted by: Harley Davidson 27 Nov 2021, 23:12
turist
მასე ტრაილერის პრავას ვერ აიღებ. მაგისთვის ლეგალური სტატუსი გინდა (მუშაობის უფლება, სოც. დაზღვევის ნომერი და ა.შ)...პირველ რიგში ეგ უნდა მოაგვარო, თუ მაგ სფეროში აპირებ მუშაობას.
შეგიძლია მანამდე, ასე ვთქვათ, პრაქტიკა გაიარო ისეთ სატვირთოზე, რომელსაც ჩვეულებრივი მართვის მოწმობა უნდა smile.gif
არის კიდევ მანქანების გადაზიდვა, მინივენები მცირე ტვირთებისთვის და ა.შ.
ლუმემ რა ხელფასიც დაწერა, ეს იმ შემთხვევაში გამოდის, როდესაც ტრაილერი შენია და შენ ხარ ე.წ owner/operator.
მძღოლად (დღეის მონაცემებით), საშუალოდ გამოდის $2200-$2600 კვირაში, ნორმალური მუშაობით და ლოგ ბუქთან ჩალიჩის გარეშე.
დანარჩენს რავი, თუ რამე შემეშალა, დაამატებენ კიდევ აქაურები smile.gif

DaNGeR_DaNGeR
QUOTE
ბევრი ემიგრანტი ვიცი 5კ-ზე ბევრად მეტს შოულობენ თვეში

მესწავლა ე დედანაქაჩი კომპიუტერი...:დდ

Posted by: turist 28 Nov 2021, 00:03
Harley Davidson
QUOTE
მასე ტრაილერის პრავას ვერ აიღებ. მაგისთვის ლეგალური სტატუსი გინდა (მუშაობის უფლება, სოც. დაზღვევის ნომერი და ა.შ)...პირველ რიგში ეგ უნდა მოაგვარო, თუ მაგ სფეროში აპირებ მუშაობას.


ევროპული ან ქართული პრავა თუ ჭრის ? ))
QUOTE
ლუმემ რა ხელფასიც დაწერა, ეს იმ შემთხვევაში გამოდის, როდესაც ტრაილერი შენია და შენ ხარ ე.წ owner/operator.

ჰო, მაგი მეც ვიფიქრე, ალბათ თვითონ რომ ხარ მფლობელიც, უმფროსიც და შაფიორიც, თორემ ისე ნამეტნავი მაღალი ხელფასია დაჟე ამერიკისთვის rolleyes.gif

QUOTE
მძღოლად (დღეის მონაცემებით), საშუალოდ გამოდის $2200-$2600 კვირაში, ნორმალური მუშაობით და ლოგ ბუქთან ჩალიჩის გარეშე.


მაინც მაგარია, თან როცა სხვა არაფერი პასუხისმგებლობა არ გაქვს (ფირმის ხარჯებს ვგულისხმობ) up.gif

მოკლედ, როგორც ვხვდები, ლეგალური სტატუსის გარეშე, ტრაილერი ჩკა...))



* * *
Harley Davidson
მადლობა, გაიხარე

Posted by: Lekso-Dav 28 Nov 2021, 02:16
QUOTE
ტრაილერზე ვარ

კვირაში ხარჯების შემდეგ სუფთა 6000$ მრჩება


მაგარია bis.gif bis.gif bis.gif
სხვა პროფესიებიც ეგეთი მომგებიანია ? თუ ტრაილეზე არის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნილება?

ევროპაში დაჟე შვეიცარია რომ აიღო სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია მაგდენი კვირაში ვერ გამოვა, თვეში შეილება კიდე ჰო

Posted by: utonega 29 Nov 2021, 18:52
გამარჯობა მეგობრებო. 3 წელი გამიხდა რაც ჩამოვედი ამერიკაში. პირველი წელი სტროგად გინებაზე ვიყავი გადასული, არაფერი არ მომწონდა, ყველაფერში მინუსების დანახვით ვიწყებდი და ვამთავრებდი. თავიდან ქეშზე ვმუშაობდი, მერე წელიწადნახევარი ოფისში დისპეჩერად და საბუთები რომ მომივიდა უბერი/ლიფტზე. ეხლა ე.წ. ტრაილერის შოფერი ვარ ნახევარი წელია. დავდივარ ბედნიერად ისტი-კალიფორნია-ისტზე, დამყავს მანქანები. სტრესული საქმეა ერთი შეხედვით, მაგრამ ასწორებს რო ისვენებ მართლა ისვენებ, არაფერზე არ ფიქრობ, ოჯახი მიდი მოდი, რელაქსი smile.gif
რეისში სხვებივით თავს არ ვიკლავ. მძინავს 7-8 საათი (თრაქის კაბინაში, თუმცა მძინავს smile.gif ) არ ვჭამ ჰათდოგებს და ჯანკფუდს, ვცდილობ მარტო კარგ რესტორნებში ვჭამო, ამიტომაც 12 დღიან რეისში მინიმუმ 500 დოლარს ჭამაში ვხარჯავ, ზოგჯერ მეტსაც smile.gif
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ისე უბედურად აღარ ვარ 3 წლის წინ როგორც ვიყავი.
ეხლა სახლსაც ვყიდულობ ამ დღეებში, სესხი დამიმტკიცდა ხოდა მაგის სურათებსაფ დავდებ.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 30 Nov 2021, 01:27
sandrikia
QUOTE
გაიხარე. კი მწვანე ბარათით ვარ. ტაქსებს სულ ვავსებდი ეხლა ვავსებ მეექვსეჯერ. 5 წელი გავიდა უბრალოდ ერთი გასვლა მქონდა 6 თვეზე მეტ ხანს. მარა უპრობლემოდ შემოვედი. კორონა იყო აი რო დაიწყო მაშინ. და რეისები გაუქმდა ასევე მეც დამიქენსელეს. აუ ბევრგან ვიცხოვრე. მარა პრავა სულ მაქ სამჯერ შეცვლილი. უბრალო უსპესიდან ვცვლიდ ხოლმე. რომ მომსვლოდა მეილები მისამართზე მარა ზოგი არ მახსოვს. ფლორიდაშიც ვიყავი 20 დღე. იქაური პრავაც მქონდა მერე წამოვედი და ისევ ნიუ იორკში ვიყავი. პპპ ლოანი რომ იყო ეგ ავიღე და მერე მაპატიეს ))) 20კ ალბათ ეგ ითვლება სახელმწიფო ბენეფიტად? )
ტესტებიც ვისწავლე ზეპირად ვიცი. ნუ ინგლისური საშუალო დონემდე ვიცი.

პარალეგალმა გაგიგზავნა ფორმა? კი ვნახე ეგ ფორმა და იმდენი რამე არ მინდა შემეშალოს რამე.


აი ის ერთი გასვლა 6 თვეზე მეტიანი შეიძLება პრობლემა იყოს, როგორც მახსოვს გადაბმულად უნდა იყო ნაცხოვრები ამერიკაში 5 წელი, გადაბმუLში იგულისხმება წელიწადიდან მინიმუმ 6 თვე, შესაბამისად 5 წლის მაგივრად შეიძლება 4 ჩაგიტვალონ. ამიტომ გირჩევ კარგ საემიგრაციო ადვოკატს გაესაუბრო, მე არასდროს მქონია შეხება ადვოკატებთან, ყველაფერს თავად ვავსებდი და არასდროს დამჭირვებიან, მაგრამ შენ შემთხვევაში თუ გინდა რომ თავი დაიზღვიო მაინც გაესაუბრე.

პპპ ლოანი მემგონი ბენეფიტებში არ გადის, თუმცა დასაზუსტებელია. ბენეფიტებში უფრო ფუდსტემპები, სახელმწიფო დაზღვევა, იაფი ჰაუზინგი და ა.შ. შედის.

ნუ ფორმა არ არის რთული, გირჩევ თუ შენით შეავსებ ონლაინ შეავსო, ბევრად მარტივია და წყნარად შეგიძლია გაუყვე ეტაპ ეტაპ.

მოკლედ წარმატებები!


Harley Davidson
QUOTE
მესწავლა ე დედანაქაჩი კომპიუტერი...:დდ




აჰაჰაჰაჰ, ზატო საქართველოდან ღუნავ შენ ბენჟამენებს, რა გინდა lol.gif

Posted by: ME 30 Nov 2021, 02:15
QUOTE (utonega @ 29 Nov 2021, 18:52 )
გამარჯობა მეგობრებო. 3 წელი გამიხდა რაც ჩამოვედი ამერიკაში. პირველი წელი სტროგად გინებაზე ვიყავი გადასული, არაფერი არ მომწონდა, ყველაფერში მინუსების დანახვით ვიწყებდი და ვამთავრებდი. თავიდან ქეშზე ვმუშაობდი, მერე წელიწადნახევარი ოფისში დისპეჩერად და საბუთები რომ მომივიდა უბერი/ლიფტზე. ეხლა ე.წ. ტრაილერის შოფერი ვარ ნახევარი წელია. დავდივარ ბედნიერად ისტი-კალიფორნია-ისტზე, დამყავს მანქანები. სტრესული საქმეა ერთი შეხედვით, მაგრამ ასწორებს რო ისვენებ მართლა ისვენებ, არაფერზე არ ფიქრობ, ოჯახი მიდი მოდი, რელაქსი smile.gif
რეისში სხვებივით თავს არ ვიკლავ. მძინავს 7-8 საათი (თრაქის კაბინაში, თუმცა მძინავს smile.gif ) არ ვჭამ ჰათდოგებს და ჯანკფუდს, ვცდილობ მარტო კარგ რესტორნებში ვჭამო, ამიტომაც 12 დღიან რეისში მინიმუმ 500 დოლარს ჭამაში ვხარჯავ, ზოგჯერ მეტსაც smile.gif
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ისე უბედურად აღარ ვარ 3 წლის წინ როგორც ვიყავი.
ეხლა სახლსაც ვყიდულობ ამ დღეებში, სესხი დამიმტკიცდა ხოდა მაგის სურათებსაფ დავდებ.

მაგარია!
სახლიც ასწორებს, გილოცავ!

Posted by: shavi_kheli 30 Nov 2021, 14:58
მაპატიეთ მეგობრებო შეწუხებისათვის და კიდევ მაქვს კითხვა.

ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები და ლითონები ანუ სამკაულებზე როგორ ხდება, არსებობს რაიმე შეხღუდვა?
ანტიკვარული არაფერი არ არის.

Posted by: sandrikia 30 Nov 2021, 20:23
QUOTE (DaNGeR_DaNGeR @ 30 Nov 2021, 01:27 )
sandrikia
QUOTE
გაიხარე. კი მწვანე ბარათით ვარ. ტაქსებს სულ ვავსებდი ეხლა ვავსებ მეექვსეჯერ. 5 წელი გავიდა უბრალოდ ერთი გასვლა მქონდა 6 თვეზე მეტ ხანს. მარა უპრობლემოდ შემოვედი. კორონა იყო აი რო დაიწყო მაშინ. და რეისები გაუქმდა ასევე მეც დამიქენსელეს. აუ ბევრგან ვიცხოვრე. მარა პრავა სულ მაქ სამჯერ შეცვლილი. უბრალო უსპესიდან ვცვლიდ ხოლმე. რომ მომსვლოდა მეილები მისამართზე მარა ზოგი არ მახსოვს. ფლორიდაშიც ვიყავი 20 დღე. იქაური პრავაც მქონდა მერე წამოვედი და ისევ ნიუ იორკში ვიყავი. პპპ ლოანი რომ იყო ეგ ავიღე და მერე მაპატიეს ))) 20კ ალბათ ეგ ითვლება სახელმწიფო ბენეფიტად? )
ტესტებიც ვისწავლე ზეპირად ვიცი. ნუ ინგლისური საშუალო დონემდე ვიცი.

პარალეგალმა გაგიგზავნა ფორმა? კი ვნახე ეგ ფორმა და იმდენი რამე არ მინდა შემეშალოს რამე.


აი ის ერთი გასვლა 6 თვეზე მეტიანი შეიძLება პრობლემა იყოს, როგორც მახსოვს გადაბმულად უნდა იყო ნაცხოვრები ამერიკაში 5 წელი, გადაბმუLში იგულისხმება წელიწადიდან მინიმუმ 6 თვე, შესაბამისად 5 წლის მაგივრად შეიძლება 4 ჩაგიტვალონ. ამიტომ გირჩევ კარგ საემიგრაციო ადვოკატს გაესაუბრო, მე არასდროს მქონია შეხება ადვოკატებთან, ყველაფერს თავად ვავსებდი და არასდროს დამჭირვებიან, მაგრამ შენ შემთხვევაში თუ გინდა რომ თავი დაიზღვიო მაინც გაესაუბრე.

პპპ ლოანი მემგონი ბენეფიტებში არ გადის, თუმცა დასაზუსტებელია. ბენეფიტებში უფრო ფუდსტემპები, სახელმწიფო დაზღვევა, იაფი ჰაუზინგი და ა.შ. შედის.

ნუ ფორმა არ არის რთული, გირჩევ თუ შენით შეავსებ ონლაინ შეავსო, ბევრად მარტივია და წყნარად შეგიძლია გაუყვე ეტაპ ეტაპ.

მოკლედ წარმატებები!


Harley Davidson
QUOTE
მესწავლა ე დედანაქაჩი კომპიუტერი...:დდ




აჰაჰაჰაჰ, ზატო საქართველოდან ღუნავ შენ ბენჟამენებს, რა გინდა lol.gif

გაიხარე. ხო აი დავაზუსტებ მაგას. მარა როგორც მითხრეს ერთი აელი გეწვება. და ახლოდან იყვლება როდესაც შედიხარ უსაში. და კაკ რას ეგ ერთიბწელი დავრჩი და ეხლა ისევ დავბრუნდი საქართველოში. წესით უნდა გაჭრას. და ეხლა მიწევს მეექვსეჯერ ტაქსების გადახდა. იმედია არ იქნება პრობლემა.

Posted by: UNEEK 1 Dec 2021, 15:56
პროსტა ტყუილებს რატომ კადრულობთ?
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ფორუმიც,
მიუნჰაუზენი იუზერებიც.

Posted by: turist 1 Dec 2021, 16:44
UNEEK
ანუ ამ ბოლო/ბოლოსწინა გვერდზე, რაც ხელფასებზე დაიწერა, მიუნჰაუზენის ზღაპრებია ?
rolleyes.gif ups.gif

მე მარტო ეგ მაინტერესებს ))
დანარჩენი პოსტები არც წამიკითხავს წესიერად user.gif

Posted by: Kakha.G 2 Dec 2021, 20:14
აგერაა all about truks
მართალია რუსულად
https://forum.govorimpro.us/t/%D0%B2-%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%BE%D1%89%D1%8C-%D0%BD%D0%B0%D1%87%D0%B8%D0%BD%D0%B0%D1%8E%D1%89%D0%B5%D0%BC%D1%83-%D1%82%D1%80%D0%B0%D0%BA-%D0%B4%D1%80%D0%B0%D0%B9%D0%B2%D0%B5%D1%80%D1%83/74727

Posted by: მამაო თამაზი 6 Dec 2021, 05:10
utonega
QUOTE
ეხლა სახლსაც ვყიდულობ ამ დღეებში, სესხი დამიმტკიცდა ხოდა მაგის სურათებსაფ დავდებ.

ვაა. ძაან მაგარია. გილოცავ


Posted by: Winter- 10 Dec 2021, 14:24
..............................................

Posted by: lume 11 Dec 2021, 20:05
მამაო თამაზი
ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელი ქმარი ნანახი გყავს?


Posted by: Vixen 12 Dec 2021, 15:33
გამარჯობა. ცოტა ხნის წინ გავაკეთე ახალი პასპორტი, 2 თვეა. მინტერესებს, შეიძლება თუ არა იგივე ფოტოს გამოყენება ვიზის აპლიკაციის შევსებისას ? თუ ახალი სჯობს?

Posted by: მამაო თამაზი 13 Dec 2021, 23:16
lume
QUOTE
მამაო თამაზი
ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელი ქმარი ნანახი გყავს?

ამერიკელი არა მაგრამ მექსიკელი კი


შენ ხო იცი ტოჩკები სადაც ეგაა?

100 დოლარად რო იძლევა. ეგრე არ მითხარი?

Posted by: qqwerty 14 Dec 2021, 09:31
გამარჯობა,
ვინმე ფლორიდაში თუ იმყოფებით რომ გამომეხმაუროთ რაღაც კითხვა მაქვს

Posted by: svennagel 15 Dec 2021, 22:50
turist
რომელ ქალაქში ხარ?

Posted by: GEORGEXIII 16 Dec 2021, 10:36
ტოეფელის ტესტები რომ ჩავაბარო რა შანსები მაქვს წასასვლელად?

Posted by: SabaAfa 16 Dec 2021, 19:28
QUOTE (GEORGEXIII @ 16 Dec 2021, 10:36 )
ტოეფელის ტესტები რომ ჩავაბარო რა შანსები მაქვს წასასვლელად?

ტოეფელი უნივერსალური გამოცდაა რომელსაც ყველგან იღებენ, უნივერისტეტს თუ ფიქრობ ვინაიდან international student-ად ჩაითვლები, მგონი SAT-გამოცდის მოთხოვნას მოგიხსნიან (თუ ბაკალავრი გინდა) და ტოეფელს ჩაგითვლიან. როგორც წესი, დამსაქმებლები არ ითხოვენ არანაირ ენის გამოცდას თუ სპეციალიზირებულ სამსახურზე არ ჩალიჩობ (კომპ.მეცნიერება და მსგავსი სფეროები) მოკლედ, წასვლას აპირებ თუ არა ტოეფელი მაინც კარგი რაღაცაა, თუ ჩააბარებ და მაღალ ქულას აიღებ ნებისმიერ ქვეყანაში გექნება პრასვეტი რამის.

Posted by: Vixen 18 Dec 2021, 19:51
ახლა უნდა შევავსო ონლაინ აპლიკაცია ტურისტული ვიზისათვის იტალიიდან, ტურისტული მარშრუტის მონაცემები რა ფორმით უნდა შევიყვანო? ამ წამისთვის ვიცი მხოლოდ ის, რომ ლოს ანჯელესში მინდა 10/14 დღით წასვლა სექტემბრისთვის. სასტუმროს აღება მინდა თუ airbnb და ა.შ. ჯერ არ გადამიწყვეტია. აპლიკაციაში რა ინფორმაციის შეყვანას მომთხოვს, თუ იცით ? მადლობა

Posted by: Wikinewser 18 Dec 2021, 20:16
ისე თემა 100 გვერდის მერე არ არქივდება ხოლმე? მეორე ნაწილი აღარ უნდა დაიწყოს? :დ

Posted by: turist 24 Dec 2021, 19:04
QUOTE (svennagel @ 15 Dec 2021, 22:50 )
turist
რომელ ქალაქში ხარ?

მე არ ვარ ამერიკაში, გერმანიში ვარ, უბრალოდ მაინტერესებდა უსას ამბები.

Posted by: KobSak 25 Dec 2021, 18:10
არის უკვე ახალი თემა და დახურეთ ეს.

https://forum.ge/?f=69&showtopic=35224173

Posted by: giorgixec1 26 Dec 2021, 01:26
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
ის დროს კლავიშით "~" )

Posted by: მამაო თამაზი 27 Dec 2021, 03:43
giorgixec1
QUOTE
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
ის დროს კლავიშით "~" )

სხვა გზაცაა


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)