Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > სამარხვო კერძები


Posted by: Breaky 8 Dec 2006, 15:30
მოგესალმებით სუყველას და ვიწყებ საკამოდ აქტუალური თემით (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის საკმაოდ აქტუალურია).
პირველ რიგში, დავწერ რა პროდუქტებია სამარხვო და რა არა:

ზოგადად მარხვის დროს არ შეიძლება ხორცეული (ნებისმიერი სახის), თევზეული, რძის ნაწარმი და კვერცხი.
გამონაკლისია საშობაო და პეტრე-პავლობის მარხვა, რომელთა დროს დაშვებულია თევზის მიღება, ოთხშაბათისა და პარასკევის
გარდა. შობის მარხვის დროს კი თევზი დაშვებულია ამ წესით მხოლოდ 25 დეკემბრამდე.



გუშინ გავაკეთე საკამოდ ცნობილი კერძი, რომელიც იმ 100 გვერდს გადამცდარ თემაში არაერთხელ დაწერილა, მარა აქაც დავწერ, რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ wink.gif

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზის სოუსით
ერთი საშუალო თავი ყვავილოვანო კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად და მდუღარე მარილწყალში მოწალეთ. მერე კი ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ. შემდეგ სანამ კონბოსტო გაგრილდება, მოამზადეთ ასეთი სოუსი: 2 პაკეტი სამარხვო მაიონეზი გაათხელეთ ანადუღარი წყლით და შეაზავეთ სუნელებით (ხარჩოს სუნელი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ცოტა ხმელი ქინძი, სვანური მარილი). ბოლოს კი ამ სოუსში ჩააწყვეთ მოშუშული კომბოსტოები, დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში 2 საათით მაინც, რომ სუნელები კარგად გაუჯდეს.
სულ ესაა biggrin.gif


p.s. კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ biggrin.gif

Posted by: killer 8 Dec 2006, 16:26
მოშუშეთ ხახვი.
სანამ გაყავისფერებას დაიწყებს, ჩაყარეთ სოკო, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ბულგარული.
ბოლოსკენ მოასხით მაიონეზი; მოაყარეთ ყვითელი ყვავილი და თუ გინდათ რამე სხვაც.
(მაიონეზიანს ცეცხლზე ვაჩერებ 5-10 წუთი)

Posted by: abdaubda 8 Dec 2006, 17:08
აუ,სოიოს კატლეტის რეცეპტი თუ იცით ვინმემ დაწერეთ რაა biggrin.gif

Posted by: SnowFlakes 8 Dec 2006, 17:42
მაწო

სამარხვო კატლეტიც .





წვრილად დაჭრილი კომბოსტო,სტაფილო,მწვანილები.ჩავაყაროთ ზეთის ხილი,წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,ახალი ხახვი და დავუმატოთ ზეთი,მარილი,პილპილი გემოვნებით.

აპეტაიზერია up.gif

Posted by: Solveig 9 Dec 2006, 17:11
abdaubda


სოიო დაალბე და რომ გაჯირჯვდება, გაატარე ხორცისსაკეპში, თუ მზა ფარში გაქვს, მით უკეთესი. დაუმატე ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, (თუ ცხარე გინდა, წიწაკა ან პილპილიც), კვერცხი, მარილი. აურიე ერთად, ამოავლე ორცხობილაში და შეწვი.

ასევე კეთდება შიგთავსი ტოლმისთვისაც (ბრინჯი არ უნდა).

პროპორციები არ ვიცი, თვალზომით ვაკეთებდი ხოლმე. ისე, სოიის და მისი პროდუქტების ყოველდღე ჭამა არ შეიძლება.

Posted by: Breaky 9 Dec 2006, 17:23
Solveig
შენს კატლეტში ერთ შესწორებას შევიტან:
ვინაიდან კვერცხი არ არის სამარხვო, მას აუცილებლად ამოვიღებდი შემადგენლობიდან. სამაგიეროდ
დავუმატებდი გატარებულ უმ კარტოფილს და ცოტაოდენ დამბალ პურს.
თუ ასეთი წესით მომზადებული მასა არ შეიკრა, რომ კატლეტის გუნდები გამოვიდეს და არ დაიშალოს,
ცოტაოდენ პურის ფქვილს შევაზელდი.

Posted by: Solveig 9 Dec 2006, 23:48
Breaky


ხო, ეგ დამავიწყდა...

უბრალოდ, იმიტომ, რომ სოიის კატლეტს ვაკეთებდი არა სამარხოდ, არამედ გაჭირვების წლებში, როცა ბაზარში ხორცს ასტრონომიული ფასები ედო.

Posted by: ლაბუ 10 Dec 2006, 16:40
ბარდის ტოლმა

მშრალი ბარდა ჩაალბეთ წყალში და მთელი ღამე ასე დატოვეთ. მეორე დღეს გადაღვარეთ წყალი, დაასხით ცოტა ახალი წყალი და ცოტა მოხარშეთ, კარგად გაწურეთ, გაატარეთ,
შემდეგ ეს მასა მოშუშეთ ზეთში ხახვთან ერთად, დაუმატეთ მწვანილები, ნიორი, მარილი, აღმოსავლური სუნელები (კარი, კურკუმა) და შეახვიეთ კომბოსტოში როგორც ტოლმა.
ხო, ფარში ძალიან მშრალი არ უნდა იყოს, თუ გინდათ ცოტა ბრინჯიც დაამატეთ smile.gif

Posted by: radiology 10 Dec 2006, 19:42
მე სამარხვო კატლეტს ასე ვაკეთებ:
ერთი ჭიქა წიწიბურა მოვხარშოთ+5-6 მოხარშული დაჭყლეტილი კარტოფილი+გახეხილი სტაფილო ხახვსა და ცხიმში მოთუშული+2 ნაჭერი შავი დამბალი პურის ნაჭერი+სუნელები(უცხო სუნელი,ხმელი დაფქვილი ქინძი,წითელი დაფქვილი წიწაკა),ცოტა ნიორიც მოუხდება,მარილი გემოვნებით და ფარშიც მზადააა...

Posted by: DODI 11 Dec 2006, 10:02
Solveig
და სოიოს ფარშს შენ სად ყიდულობ იქნებ მისამართი მომცე ამ ბოლო დროს ვერსად ვეღარ ვხდები.....

Posted by: forever`s_NEVER 11 Dec 2006, 14:30
QUOTE
მაიონეზის სოუსი

QUOTE
2 პაკეტი სამარხვო მაიონეზი გაათხელეთ ანადუღარი წყლით და შეაზავეთ სუნელებით (ხარჩოს სუნელი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ცოტა ხმელი ქინძი, სვანური მარილი).


მე ამ ყველაფერს ვუმატებ წითელ და შავ პილპილს და აუცილებლად დანაყილ ნიორს. ჩავაწყობ შემწვარ თევზს და უუუგემრიელესია!

Posted by: forever`s_NEVER 11 Dec 2006, 15:32
თევზის თავიდან რაღაც კეთდება, მოხალადეცო, ხომ არ იცით?
პატარა თავებზე არ ვამბობ...

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 15:57
ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით
© pudelblack

ყვავილოვანი კომბოსტო ავიღოთ, გავრეცხოთ და დუღარე წყალი დასასხათ.ზეთით ცხელ ტაფაზე დავაყაროთ და შევწვათ.დავამატოდ ხახვი და ნიორი.დაკარგად შევწვათ.გატაერუბული ნიგოზი დავაყაროთ და ასე 10 წუთი ვურიოთ .
გადმოვიღოთ ყველაფერი და გავაცივოთ ცოტა.მაიონეზი და მარილი დავამატოდ და კარგავ ერთმანეთში ავურიოთ .
ლამის თვითონ ჯამის გადასანსლოთ
* * *
მაკარონი სტაფილოთი
© killer

მოკლედ მაკარონს მოხარშავ ბანალური წესით (ვინც უმარილოზე არაა, იმან მარილიან წყალში მოხარშოს, ჯობია). მერე გადაწურავ.
მანამდე მოშუშავ ხახვს, ერთ კბილ ნიორთან ერთად, კარგად რომ მოიშუშება, სანამ გაყავისფრდება, დაამატე გახეხილი სტაფილო და მოშუშე ისიც. ამ მოშუშულ მასაში ჩაყარე მოხარშული და გადაწურული მაკარონი, ნელ ცეცხლზე, აურიე 3-4 წუთი, მერე მოაყარე წვრილად დაჭრილი კამა-ქინძი და 1 წუთში გადმოდგი.
* * *
ბოსტნეულის სალათი
© sophie

წვრილად დაჭერით კომბოსტო და ხახვი, და მოათავსეთ მოზრდილ ჯამში. გახეხეთ სტაფილო და ჭარხალი, ასევე რამდენიმე კბილი ნიორი, ესენით ჩაყარეთ იმავე ჯამში. დაჭერით წვრილად მწვანილი, არჩევანი თავისუფალია, თქვენ რომელიც გიყვართ, მე მაგალითად ქინძს და "პეტრუშკას" ვიყენებ. დაჭრილი მწვანილიც ჯამში მოათავსეთ, მოაყარეთ მარილი (სვანური უკეთესია) და შავი დაფქვილი წიწაკა. მერე მოასხით მზესუმზირის ზეთი და კარგად აურიეთ. სალათი მზადაა, თუმცა უფრო გემრიელი იქნება, თუ 1-2 საათით მაცივარში გააჩერებთ.

* * *
ჭარხლის სალათა (1)
© Kesi
ჩემებური რეცეპტით: ჭარხალი, მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი, ცოტა წვრილად დაჭრილი ხახვი ან მწვანე ხახვი, ცოტა ძმარიც უხდება, ოღონდ ჭარხალი უმი არ უნდა იყოს, საშუალოდ მოხარშული..
* * *
ჭარხლის სალათა (2)
© Princess
მე მაიონეზის გარეშეც ვაკეტებ, მოხარშული ჭარხალი უნდა გახეხო, ცოტა დაჭრილი ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ძმარი უნდა უქნა იმდენი რომ სიტკბო დაკარგოს ჭარხალმა (თუ არ გიყვარს ტკბილი) და მარილი smile.gif თუ მაინეზიანს ვაკეთებ მოხარშულ კარტოფილსაც ვუშვები, და სტაფილოსაც
* * *
სამარხვო პეროგი ვაშლით
© Breaky

მასალა ცომისთვის:
სამარხვო მაიონეზი 370გრ
შაქარი 300გრ
1 ცალი მცენარეული მარგარინი (მე ONA-ს ვიყენებ), გამდნარი
1 ცალ ლიმნის წვენში გახსნილი 1 ჩ/ჭ სოდა
ვანილი
6 ჭ ფქვილი (დაახლოებით 1კგ, შეიძლება ცოტა მეტი)

მასალა გულისთვის:
6 ცალი გახეხილი ვაშლი
1/2 ჭიქა ქიშმიში (დაახლოებით 100 გრ, მე ქიშმიშს საერთოდ არ ვუშვები, ვერ ვიტან)
1/2 ჭ შაქარი (დაახლოებით 100 გრ)
ვანილი

ცომს რომ მოზილავ, ხელზე არ უნდა გეკრობოდეს, ისე, კარგი იქნება როცა შესქელებას დაიწყებს, მიქსერი გადადო გვერდზე და ხელი გააგრძელო smile.gif
შემდეგ მზა ცომი გაყავი 2 ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი დადე ჟარონაზე ცენტრში და ზედ გააბრტყელე ხელებით. მერე წაუსვი გული. რაც შეეხება ცომის ბოლო, მეორე ფენას, ცომს მოაგლიჯე პატარ-პატარა ნაწილები, აბრტყელე და "ლატკებივით" დაადე ზემოდან ვაშლის ფენას. ბოლოს შეეცადე, ნაპირები ჩაუკეცო, რომ გულმა გარეთ არ გამოჟონოს. მოკლედ, ეს მეორე ფენა რაღაცნაირად გაანაწილე ასე ნაწილ-ნაწილ, თუ ზედმეტი დაგრჩება, სადმე დადე დამატებით "ლატკად".
გამოაცხვე ღუმელში საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი. რომ გამოცხვება, შეიძლება გრეგნულად არ მოგეწონოს ასეთი "დალატკავებული" ნამცხვარი, მაგრამ გააგრილე და ზემოდან წაუსვი დაახლოებით 6 ს/კ წყალთან ერთად გამდნარი ერთი ფილა სამარხვო შოკოლადი (თუ ძალიან სქელი იქნება, ცოტა წყალი დაამატე დუღილის დროს)
* * *
ბადრიჯნის ხიზილალა
© Kesi

ბადრიჯნი კანიანად უნდა შეწვა უცხიმო ტაფაზე,ზოგი პლიტაზე დებს პირდაპირ, ნუ თუ ბუხარი გაქვს, შეგიძლია შამფურზე წამოაცვა და ნელ ცეცხლზე შეწვა,თითქმის დაწვა გარედან, მერე კანი გააცალო და შიგთავსი უნდა გაატარო, ცოტა ცხმიან ტაფაზე მოშუშე წვრილად დაჭრილი ხახვი და დაუმატე გატარებული ბადრიჯანი, ცოტა ხანი შუშე ერთად, ცოტა რომ შეგრილდება შეაზავე სუნელებით (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ) და დაამატე წვრილად დაჭრილი ცოტა ნიორი
* * *
სოკოს სალათა მაოინეზით
© N.G.

მოშუშეთ ხახვი, წვრილად დაჭერით სოკო, ქილებში რომ იყიდება მე იმით გავაკეთე, ჩაყარეთ იმ მოშუშულ ხახვში და დაუმატეთ პილიპილი და მარილი გემოვნებით.
ცალკე მოხარშეთ მაკარონი, წყალს რომ გადაწურავთ ნუ გადაასხავთ, მაკარონი ცივ წყალს შეუდგით რომ არ მიეწებოს ერთმანეთს.
მაიონეზი შეათხელეთ მაკარონის ნახარში წყლით.
ყველაფერი ერთად აურიეთ და დაამატეთ კამა თუ გნებავთ პილპილი ან ნიორი და მიირთვით გემრიელად.

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 16:41
სალათები NATALLI-სგან

1. კიტრის სალათა
კიტრი დაჭერით სიფრიფანა ნაჭრებად ( სახეხზე მთლიანი პირი რომ არის იმაზე ან კარტოფილის სათლელით) საერთოდ არაჟნით კეთდება, მაგრამ მაიონეზითაც კარგი იქნება დარწმუნებული ვარ. მოაყარეთ თეთრი დაფქული წიწაკა და მარილი

2. სტაფილოს სალათა
გახეხეთ სტაფილო და აურიეთ არაჟანი ან სამარხვო მაიონეზი. მარილი და დაფქული თეთრი წიწაკა

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 16:48
სამარხვო სალათა
© Breaky

მოხრაშეთ მაკარონი მარილწყალში, გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ზეთიან ქვაბში მოშუშეთ. შემდეგ თავის ზეთიანად გადაიღეთ რაიმე ღრმა ჯამში.
პატარა კუბიკებად დაჭერით: კიტრი, პომიდორი (რბილობის გარეშე), ბულგარული წიწაკა, უკურკო ზეთისხილი. ეს ყველაფერი შეურიეთ მაკარონს. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ მარილი და პილპილი.
* * *
სამარხვო კატლეტები წიწიბურათი
© Breaky

მოხარშეთ 1 ჭიქა წიწიბურა 2 ჭიქა ზეთიან მარილწყალში. სანამ ცხელია, ჩაზილეთ პიურეს ჩასაზელი კოვზით და თან ნელ-ნელა ამატეთ პურის ფქვილი. პურის ფქვილი რამდენი უნდა ზუსტად ვერ გეტყვი, მე თვალის ზომით ვაკეთებ. დაახლოებით იმდენი რომ წიწიბურა შეკრას და არ იშლებოდეს. შემდეგ მანქანაში გავატაროთ 1 მოზრდილი კარტოფილი, 1 მოზრდილი ხახვი, 2 საშუალო ზომის სტაფილო, 2 კბილი ნიორი, ქინძი, ნიახური, ოხრახუში, დამბალი პურის გული (დაახლოებით 4-5 ნაჭერი). ავურიოთ ეს მასა წიწიბურას მასაში, დავუმატოთ მარილი და პილპილი. გავაკეთოთ გუნდები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაში ცოტათი მაღალ ცეცხლზე.
შენიშვნა: სანამ ცალი მხარე კარგად არ დაიბრაწება, არ გადააბრუნოთ, თორემ დაიშლება.
* * *
ბადრიჯანი სატენით
© tukula

აიღეთ მსხვილი ბადრიჟანი, გააცალეთ კანი. თუ გრძელია მაშინ გაჭერით სიგანეზე ისე რომ 8-10 სმ-ის ზომის ნაჭრები გამოვიდეს. გული
გამოთალეთ ღრმად ისე რომ 0.5სმ-ის სისქის კედლები დარჩეს. მეორე ბოლო არ უნდა გაიხსნას ან გაიხვრიტოს გულის გამოღების დროს.
გამოღებული გული დაკეპეთ წვრილად და მოშუშეთ ხახვთან ერთად. დაუმატეთ ბულგარული წვრილად დაჭრილი, ქინძი, ნიახური და ხმელი
სუნელი, ნიორი, მარილი, პილპილი. ეს ყველაფერი კარგად ჩაშუშეთ. ამ მასით გამოტენეთ გაწმენდილი ბადრიჯანი, ოღონდ პირამდე ნუ აავსებთ,
და შეწვით ორივე მხრიდან.
* * *
სამარხვო ტრუფელები
© liziko

ნახევარი სამარხვო კარაქი "დაჩა"
+ 1,5 ჩ/ჭ შაქრის პუდრა
+ 1 ჩ/ჭ ჰერკულესი (აუცილებლად გერმანული)
+3 ს/კ შავი კაკაო (და თუ გინდათ + 1 ს/კ უნალექო ყავა)
+ 2 ს/კ კაკაოს ცხიმი (ნუ თუ არ გაქვთ, მაინც კარგი გამოდის)

ყევლაფერი ათქვიფეთ მიქსერით ძალაინ კარგად და მიიღებთ რბილ მასას, კოვზით ამოიღეთ ცოტ-ცოტა, და დადეთ დაფქულ ქოქოსის ფანტელებზე, თავზე დაადეთ მოხალული მიწის თხილი (ან შვეულებრივი თხილი) და მიაყარეთ ყველა მხრიდან ქოქოსი.
მიიღებთ რბილ ბურთულებს. ეს ბურთები დააწყეთ რაიმეზე და შედგით ცოტა ხანს საყინულეში.
მიირთვით როცა გინდათ, რასთანაც გინდათ და სადაც გინდათ
* * *
პომიდორი ბადრიჯნის სატენით
© Breaky

ბადრიჯანი დაჭერით და შეწვით ზეთში; შემდეგ კი წვრილად დაკეპეთ. დაუმატეთ მოხრაკული ხახვი, დანაყილი ნიორი, ცოტა დანაყილი ნიგოზი, მარილი, პილპილი. ეს ფარში მოათავსეთ გულამოცლილ პომიდორში, ზემოდან მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა, მოასხით გამდნარი სამარხვო კარაქი და შეწვით ღუმელში.
* * *
სამარხვო ნამცხვარი
© liziko

საჭიროა:
10 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (აუცილებლად რბილი ჯიშის, ბანანი ან სხვა.)
1 ცალი მარგარინი სამარხვო
1 ჩ/ჭიქა წყალი
1.5 ჩ/ჭიქა შაქარი
1 ჩ/ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. დარიჩინი
3-4 ჩ/ჭიქა ფქვილი

ცომი:
გავადნობთ მარგარინს, დაუმატებთ წყალს, 0.5 ჩ/ჭ შაქარს, სოდას და ფქვილს, იმდენს რომ მივიღოთ რბილი ცომი, (დაახლოებით როგორიც ხაჭაპურის). გაყოფთ 40 ნაწილად და თითოეულს გაათხელებთ (ისე როგორც ხინკლის ცომს).

გული:
ვაშლებს გაჭრით 4 ტოლ ნაწილად, გათლით და გულებს ამოაცლით.
ცალკე ჭურჭელში აურევთ დარჩენილ 1 ჩ/ჭიქა შაქარს, ნიგოზს და დარიჩინს.

ცომზე დადებთ 1 კოვზ ნიგვზის და შაქრის ნარევს, და დაადებთ 1/4 ვაშლს, მრგვალი ნაწილი ქვევით (უკვე გათლილს და გამზადებულს) და შეკრავთ (მე ხინკლებივით ვკრავ).
ასე გაამზადებთ დანარჩენებსაც, დადებთ ღუმელის ტაფაზე "ჟარონაზე" მრგვალი ნაწილებით ზევით, ანუ ნაკეცები ქვემოთ. და გამოაცხობთ ჯერ ქვემოდან, შეფერადებამდე, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან ერთად, შევარდისფერებამდე.
გადმოიღეთ და ვისაც გიყვართ მოაყარეთ შაქრის პუდრი.
(ან მეორე ვარიანტი: ზემოთა ნაწილს მოასხით შოკოლადი და დააყარეთ ქოქოსის ფანტელი)
სულ გამოდის 40 ცალი.
მიირთვით გემრიელად. smile.gif
P.S. თუ ვინმეს არ მოგეწონებათ დამიPM-ეთ და ზუსტად 20 წუთში სადაც მეტყვით იქ გავჩნები
და გაგინადგურებთ biggrin.gif

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 17:35
მოშუშული სტაფილო
© Kesi


ერთი კგ, სტაფილო გავხეხოთ. ტაფაზე ზეთში (ცოტა ბლომად უნდა ზეთი, თორემ იშრობს) მოვშუშოთ 3-4 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი, ცოტა კამა და ცოტა ქინძი, წვრილად დაჭრილი ან დაფქვილი წიწაკა, დავუმატოტ გახეხილი სტაფილო, დავახუროთ ტაფას და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. ცოტა რომ მოიშუშება, დავამატოთ ნახევარი ლიმონის წვენი (სტაფილოს სიტკბო რომ გაუქროს) გავაგრძელოთ შუშვა სანამ მზად არ იქნება სტაფილო, ბოლოს ვამატებთ ნახევარ ჩაის კოვზ ხმელ ქინძს, არასავზე კოვზ ხმელ სუნელს, ცოტა დაფქვილ ყვითელ ყვავილს, 2 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილ ნიორს და შავ წიწაკას და მარილს გემოვნებით და კერძიც მზადაა. გამორთულზე მოაყარეთ ცოთა მწვანე ხახვი.

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 17:37
სოკოს ფლავი
© Breaky

მასალა:
1 საშუალო ქილა სოკო (დაჭრილები)
4 სოკოს ბულიონის კუბიკი (მაგალითად გალინა ბლანკასი)
2 ან 3 საშუალო ზომის სტაფილო
1 მოზრდილი თავი ხახვი
ძირა (ან სუნელეი ფლავისთვის, არის ასეთი, იყიდება)
პილპილი, მარილი

4 კუბიკ სოკოს ბულიონს გახსნი 2 ლიტრა ადურებულ წყალში. ამავე წყალში ჩაუშვებ კონსრვირებულ სოკოსაც (ოღონდ მარინადის წვენი გადასხი და მარტო სოკოები ჩაყარე) და ადუღებ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ ამ წვენიდან ისევ გამოაცალკევე სოკოები მშრალად ცალკე ჯამში.
დაჭერი ხახვი წვრილად და გახეხე სტაფილო. ზეთიან ქვაბში მოშუშე ხახვი და სატაფილო; დაუმატე სოკოები და შუშე ასე ცოტა ხანს. შემდეგ დააყარე 1 ჭიქა ბრინჯი და დაასხი ბულიონის წვენი მთლიანად. ხარშე დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ურიე. თუ ნახე რომ ბრინჯი ჯერ არ არის მოხარშული ად წვენიც სულ ჩაიშრო, დამატე ადუღებული წყალი. ბოლოს დააყარე მარილი, პილპილი და ძირა. თუ ფლავის სუნელებიც გექნება, ხომ საერთოდ ძალიან მაგარი რამე გამოვა
* * *
სოკო ნიგვზით
© Kesi

აიღებ ერთ დიდი ქილა სოკოს (კონსერვები როა იმას), ადუღებული წყალი გადაავლე ერთი 10 წუთი გააჩერე ადუღებულ, ცხელ წყალში.
ტაფაზე ცოტა ზეთში მოშუშე 2-3 საშუალო ზომის ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატე წვრილად დაჭრილი სოკო და გააგრძელე შუშვა. როცა მზად იქნება, გამორთე, გადაიტანე ჯამში და გააციე. შემდეგ ამ ყველაფერს დაუმატე 3-4 სუფრის კოვზი (ბევრი ნიგოზი არ უხდება) გატარებული ნიგოზი, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ცოტა ძმარი და მარილი გემოვნებით (შეგიძლია ერთი პატარა კბილი ნიორიც დაუმატო). კერძი მზადაა.
* * *


სოკოს პეროგი
© Breaky

შიგთავსის მომზადება:
1 ქილა სოკო გადავწუროთ და წამოვადუღოთ. შემდეგ გავწუროთ და დავჭრათ ძალიან წვრილად. მოვშუშოთ ზეთში. ვისაც ხახვი არ გეზიზღებათ, ხახვში მოშუშეთ. შემდეგ დავუმათოთ 1 ჭიქა ზეთიან მარილწყალში მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი. კარგად ამოვურიოთ და გადავდოთ გასაგრილებლად.

ცომის მომზადება(ფენოვანი ცომი):
80 გრამი მარგარინი ONA გავადნოთ. დავუმატოთ 200მლ წყალი და 3.5 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ, გადავკეც-გადმოვკეცოთ და ისევ გავაბრტყელოთ. ასე გავიმეოროთ 2-3-ჯერ. გადავკეცოთ და შევდოთ მაცივარში 30წთ-ით. 1 მთლიანი გაყინული მარგარინი გავჭრათ 3 ნაწილად და ისევ საყინულეში დავაბრუნოთ . ცომს მაცივრიდან რომ გამოვიღებთ, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმაზე და დავახეხოთ ზედ(თანაბრად გავანაწილოთ) მარგარინის ერთი ნაწილი. მოვკეცოთ ცომი ორი მხრიდან და მოვიტანოთ ორივე მხარე შუამდე, ანუ ნაპირებით ერთმანეთთან და შემდეგ რულეტივით დავახვიოთ (უფ, რა ძნელია დაწერო ზუსტად, როცა არ მაქვს საშუალება, გაჩვენოთ). თუ ვერ გაიგეთ როგორ ვკეცავ, დამიწერეთ.
შემდეგ შევდოთ მაცივარში ისევ ცოტა ხნით, 15 წუთით მაინც და მაქსიმუმ 30წთ-ით. რომ გამოვიღებთ, ისევ გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად, დავახეხოთ მეორე
ნაწილი მარგარინი და გავიმეოროთ იგივე მარგარინის სამივე წილისთვის.
ბოლოს გამოვიღებთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ, გადავხვევიოთ რულეტივით და გავჭრათ 2 ტოლ ნაწილად.
ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, დავდოთ ჟარონაზე, დავყაროთ ზედ შიგთავსი და თანაბრად გავანაწილოთ. გავაბრტყელოთმეორე ნაწილი ცომი და დავადოთ ზემოდან. ნაპირები შევუკეცოთ ან შეძლებისდაგვარად მივაწებოთ ერთმანეთზე, რომ შიგთავსი არ გამოვარდეს.
ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 40-60 წთ.
* * *
ისპანახის პეროგი
© BEKO

მე ისპანახით ვაკეთებ პეროგს.
მოვწალოთ 2 კონა ისპანახი. გავწუროთ, დავჭრათ, დავუმატოთ მოხარსული ბრინჯი. მწვანილი, მწვანე ხახვი და მოვთუშოთ ზეთში. უხდება ცოტა შავი პილპილიც.
მერე ვდებ ფენოვან ცომში და ჰაიდა....
როცა მარხვა არ არის, ბრინჯის მაგივრად ვუმატებ ჭყინტ ყველს.
* * *
საზაფხულო
© SnowFlakes

მრგვლად დაჭრილი შემწვარი ბადრიჯანი ჩავალაგოთ ღრმა ჭურჭელში,ერთი ფენა ბულგარული წიწაკა დავალაგოთ,ხახვი მრგვლად დაჭრილი,მწვანილები,პამიდორი,შემდეგ ისევ ბადრიჯანი,ისევ ბულგარული წიწაკა და ა.შ. შევავსოთ თასი იმდენ ფენად,რამდენჯერაც გვეყოფა ინგრედიენტები.გემოვნებით პილპილი და მარილი. სასურველია მაიონეზი ყველამ თავის თეფშზე დაიმატოს.
ყველაფერი ცოცხლად,გარდა ბადრიჯნის რა თქმა უნდა.
პ.ს. ვისაც ნივრით მოგწონთ,შეგიძლიათ დანაყოთ და მოასხათ ზემოდან.
მმმმ,ძალიან გემრიელია და ზაფხულს უხდება
* * *
ბრინჯი თურქულად
© forever`s_NEVER

ფართო ქვაბში ზეთში ან ერბოში ცხიმში ჩახრაკავ ბრინჯს, რომ შეყვითლდება დაასხამ მდუღარე წყალს ისე, რომ ზედაპირი დაფაროს. ძალიან ნელ ცეცხლზე დატოვე 10-15 წუთი, მეტი არა. მაგრამ სანამ მიირთმევდე, დახურულ მდგომარეობაში კიდე ადროვე 15 წუთი.
სულ სხვანაირი ბრინჯი გამოდის. საღეჭი.

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 17:49
სოიოს ვარიაციები
© liziko


ვინაიდან და რადგანაც, ეხლა დამუშავებული სოიოს ყიდვა ძალიან გართულდა, ანუ ფაქტიურად აღარ იყიდება, ჩვეულებრივი მარცვლებიდან ასე გააკეთებთ:
გადაარჩევთ და დაალბობთ მთელი ღამე, დილით უკვე გადაწურავთ წყალს და ჩვეულებრივ მოხარშავთ, ლობიოსავითაა "პო ვიდუ" შემდეგ გადაუწურავთ წყალს და გაატარებთ. მიიღებთ რაღაცნაირ მასას "ლობიანებივითის ლობიოს" .

კატლეტებისთვის უნდა დაუმატოთ შემცვარი ზეთიანი ხახვი, მწვანილი, მარილი, ნიორი (სუნელები და სვანური მარილი wink.gif ნუ მე ვუმატებ ) გააკეთებთ კატლეტების ფორმისას და შეწვავთ ძალიან ჩვეულებრივად.

ასევე ამ"ლობიანებივითის ლობიოს" -გან შეგიძლიათ გააკეთოთ სამარხვო "მადამ ბოვარი" ანუ: კარტოფილი ძირზე, მერეეს "ხორცი" შემდეგ პამიდორი, (თუ გიყვართ ბულგარულიც), და ზემოდან სამარხვო მაიონეზი. ყველა ფენაზე აყრით მარილს და პილპილს (ოღონდ ცოტას).

და კიდევ ერთი რეცეპტი გავიგე, სამარხვო პიცა ამ სოიოს "ხორცით". ყველაფერს ჩვეულებრივ გააკეთებთ: ანუ ცომი, და დანარჩენი ინგრედიენტები, და ხორცის ნაცვლად ამ "ლობიოსავით ლობიოს" მოაყრით, და მერე სამარხვო მაიონეზი. უგემრიელესია.

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 17:51
სოიო Breaky-საგნ
ბაზრობაზე იყიდება, გამჭვირვალე პარკებშია დაფასოებული ფირმა "ბელსოტეკ"-ის (რუსულად) დამუშავებული სოიო. ერთი შეხედვით სუხარებს გავს. ზოგი სოკოს არომატითაა, ზოგი მწვადივით. უნდა დაალბო ცხელ წყალში და შემდეგ გამოიყენო როგორც ხორცი (პატარა ნაჭრებად დაჭრილ ხორცის კუბიკებს გავს დალბობის მერე). მე ხან სოუზს ვაკეთებ, ხან "ოსტრის", ხან საფანელში ვავლებ და ვწვავ. აი მაგას ცოტა არა უშავს, ისეთი მძაფრი გემო არ აქვს.

სამარხვო პიცას კიდევ იცი როგორ ვაკეთებ? აი იმ დღეს kuna-ს გავუმასპინძლდი და ძალიან მოეწონა. მოკელდ, ცომი ჩვეულებრივად, როგორც ადრე დავწერე. (ცომის რეცეპტი იხილეთ აქ: http://forum.ge/?f=82&showtopic=33695604)ზემოდან ვუსვავ სამარხვო მაიონეზისა და კეტჩუპის ნარევს. მერე ვაყრი წვრილად დაჭრილ ბულგარულს, პომიდორს და ცალკე ზეთში მოშუშულ ქილის სოკოს. ბოლოს ვაყრი პიცის სუნელს და ვაცხობ. მართლა ძალიან გემრიელია. პრინციპში, იმ დამუშავებული სოიოს მოყრაც შეიძლება თუ მაინც და მაინც "უხორცო" პიცა არ გინდა
* * *
სალათა (1)
© SnowFlakes
ესეიგი,მოხარშული ჭარხალი,კარტოფილი,სტაფილო, კომბოსტო ცოცხლად,ხახვი,მწვანილები,ძალიან ცოტა ზეთი და მარილი. ყველაფერი ეს ავურიე და მოვასხი ზემოდან მაიონეზი
* * *
უბრალოდ სალათა
© Breaky

დაჭერით წვრილად და ერთმანეთში აურიეთ ყვავილოვანი კომბოსტო (უმი) და კიტრი, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო. შეაზავეთ მაიონეზით და შავი პილპილით.
მარხვაში ძალიან სასრგებლოც არის და გემრიელიც.

* * *
სალათა (2)
© SnowFlakes
დაჭრით სალათის ფურცლებს,მოათავსებთ ღრმა ჭურჭელში,ჩაყრით შენელებულ სუხარს (პატარა ოთხკუთხედები რომ არის),ზეთის ხილს,სასურველია პატარა პამიდვრები,მაგრამ თუ ეგ არ იქნება ჩვეულებრივი პამიდორი,ოღონდ შედარებით მაგარი რომ იყოს და საშუალოზე კიდევ უფრო პატარებად დაჭრილი. მაღაზიებში იყიდება მიწის თხილის და ნუშის ასორტი,ბევრნაირი რაღაცეები ყრია მოკლედ და მაგასაც ვუშვები smile.gif ვასხავ შემდეგ სალათის გარნირს,რომელიც "დოლარ სტორში" მაქვს ნაყიდი "italian",ასე ქვია(სხვათაშორის კარგი გარნირებია მანდ ). მარილი გემოვნებით.
* * *
სალათა (3)
© paranoidis_dzmis_friends_exlove
კომბოსტო უნდა გვხეხოთ ავსრმუსნოთ მარილში.... ზემოდან დავახეხოთ სტაფილო... ნუ ბოლოკიც უხდება და ოდნავ ფერისთვის ჭარხალიც... მწვანილები: ქინძი და კამა ხახვი.... მერე ძმარი წითელი დაფქვილი წიწაკა და ზეთი....
* * *
მაკარონი ბოსტნეულით
© SnowFlakes
მოხარშეთ მაკარონი (სპაგეტი). ქვაბიდან ამოღების შემდეგ თუშფალანგზე გადმოწურვისას ცივი ცყალი არ მოავლოთ,პირდაპირ მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და ჩადეთ სამარხვო კარაქი გემოვნებით. ზემოდან მოაყარეთ მოხარშული ბროკოლი,სტაფილო,ზეთის ხილი. მარილი გემოვნებით.
* * *
ლობიო
© Johnnie Walker

მოხარშეთ ლობიო ისე, რომ წყალი არ ამოდუღდეს, ცალკე ტაფაზე ზეთში მოხრაკეთ ხახვი და მერე მოხარშულ ლობიოს თავის წყლიანად ამ ტაფაში გადაუძახეთ biggrin.gif
დაუმატეთ მარილი, რომ წამოდუღდება, გადადგით და გააცივეთ.
პრიმიტიულია, მაგრამ გემრიელი

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 18:19
სამახვო პეჩენია
© BEKO


2 ჭიქა ჰარკულესი. უმჯობესია გემანული. 250 გრამი სამარხვო მარგარინი, (მე დაჩას ვხმარობ), 100 გრ.წყალი, სოდა, ძმარი, ვანილი, ქიშმიში, დაჭრილი ნიგოზი. ფქვილი იმდენი რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. სველი ხელით ვაძლევთ მრგვალ ფორმას და ვაცხობთ ჰაერღუმელში.

Posted by: SnowFlakes 11 Dec 2006, 18:34
სამსახურში მთლიანად ამომაპრინტერებინეს ეს თემა biggrin.gif

გაგრძელებას ელოდებიან სულმოუთქმელად.

Posted by: GT 11 Dec 2006, 18:42
აიღეთ პური დაჭერით წვრილ ნაჭრებად, (ბავშვობაში რომ მატარებელს აკეთებდნენ კარაქიანი პურით იმ სტილში) იყიდეთ 1-2 ლიტრი ღვინო (სასურველია ბაზარში, იაფია და გლეხი კაცის დაწურული, ასე 1.80-2.00 ლარი 1 ლიტრის ფასი (შავი ღვინო 3-4 ლარი ლიტრი)) დაჭრილი პური ფრთხილად ჩაალაგეთ ჯამში (თიხის ან ხის ჯამი სჯობს) მოასხით ცოტაოდენი ღვინო, გააჩერეთ 35-40 წუთი ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 18:46
სალათა
©Princess

სალათი მეც ზეთიანი და ძმრიანი მომწონს, ვამატებბ მწვანე ხახვს, შეიძლება ჩვეულებრივი ხახვის ალყა-ალყა დაჭრილი ქვია მე მგონი smile.gif ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრილი ან გახეხილი წითელი ბოლოკი, ცოტა "პეტრუშკა" და კამა smile.gif მარილი
ზოგჯერ მაიონეზითაც ვაკეთებ smile.gif ასედაც გემრიელი გამოდის, ძმარი და ზეთი არ უნდა
* * *
ბრინჯის ვარიაცია
© Killer

forever`s_NEVER, შენი ბრინჯი სხვა ვარიაციით გავაკეთე.
ჩავალბე, გავრეცხე, გავაშრე (ფენით biggrin.gif) ბრინჯი.
მოვხრაკე ზეთში. მოხრაკვის ბოლოს დავუმატე სუნელები. (უკვე ფერი რომ ქონდა შეცვლილი). დავასხი ადუღებული წყალი. ჩავყარე გახეხილი სტაფილო და დაჭრილი მწვანე ხახვი. ვადუღე 10 წუთი და მერე გადმოვდგი.
* * *
უბრალო სალათა
©Kesi

ერთი უბრალო, მაგრამ საკმაოდ გემრიელი სამარხვო სალათა.
კანიანად მოხარშეთ კარტოფილი (დაახლოებით ნახევარი კგ. ან მეტი სურივილისამებრ) ჩაშლამდე არ მიიყვანოთ.
გააციეთ, კანი გააცალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, დაუმატეტ დაჭრილი კამა, ოხრახუში, საშუალო ზომის ხახვი, ბლომად მწვანე ხახვი, შავი წიწაკა, მარილი და მოასხით ზეთი (რაოდენობა სურვილისამებრ, მაგრამ ცოტა არ მოგივიდეთ, მშრალი გამოვა) ან შეიძლება სამარხვო მაიონეზიც. შეგიძლიათ შეაზავოთ სუნელებითაც.
მიირთვით გემრიელად.
* * *
სოკოს სალათა
© Breaky

ერთი დიდი ქილა დაკონსერვებული ქამა სოკო გახსენით, წვენი გადაწურეთ და სოკო წყალთან ერთად წამოადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და გააციეთ. დანაყეთ ცოტა მარილთან და წითელ პილპილთან ერთად 3-4 კბილი ნიორი. დააწურეთ ზედ ერთი ლიმონი და აურიეთ კარგად. დაასხით ეს მასა სოკოს. ხახვი გაჭერით 4 ნაწილად და მერე თითო ნაწილი ალყა-ალყად. ანუ დიდი რკალები არ უნდა იყოს smile.gif დააყაერთ ესეც სოკოს, აგრეთვე დააყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, შსავი პილპილი, დაასხით ზეთი და ამოურიეთ. სალათი მზადაა, ოღონდ ცოტა ხანი ადროვეთ, რომ კარგად გაუჯდეს ყველაფრის არომატი.
* * *
ბოსტნეულის კატლეტი
© zviangi

ინგრედიენტები და მომზადება:
კარტოფილი 500 კგ დაჩერიდ პატარა კუბიკებად და მოხარშეთ ორთქლში.(არ დაჩყლიტოდ)
ბროკოლი 2 ჭიქა (დაჭერიდ წვრილად არ მოხარშოდ ჩაყარედ ადუგებულ წყალში 10 წუთი და შემდეგ გადაწურედ)
ისპანახი 1 ჭიქა (გაიმეორედ ბროკოლის სტილი)
მწვანე გაროხი 1 ჭიქა (კაია თუ გაროხიც ხრაშუნაა)
პური შავი ან თეთრი 2 ნაჭერი არ დაალბოდ დანამედ და გაატარედ ან რამენაირად დაპშვენით
ხახვი თეთრი ან მწვანე ნახევარი ჭიქა (გატარებული ან ცვრილად დაჭრილი)
პეტრუშკა,ქინძი,ნიორი
პილპილი,მარილი,წიწაკა,ოდნავ ხმელი სუნელები
ამ ყველაფერს აურევთ კოვზით (ხელით არა აიზილება)კარგად და პატარა გუნდებს შეცვავთ სუხარში. (გამოდის გემრიელი და ხრაშუნა კატლეტი)
* * *
ფლავ - სალათა
©tata-naka

მე კიდევ მოვხარშე ბრინჯი და გავაცივე, მერე მოვთუშე ყველანაირი ბოსტნეული რაც კი რამ მომეპოვებოდა მაცივარში (კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ნიორი მწვანილი და კიდევ რავიცი რა, აღარ მახსოვს) და ესეც რომ გაცივდა ბრინჯს შეურიე და გადასარევი ფლავი ნი ტო სალათი გამომივიდა).
* * *
სამარხვო - ჰაეროვანი და მსუბუქი "კატლეტი" smile.gif
© Lotosi

2 ჭიქა წიწიბურა
2 ჭიქა ბრინჯი
ქაინძი, ხახვი, ნიორი, მარილი - გემოვნებით
ზეთი

მოკლედ, ორ-ორი ჭიქა გარჩეულ-გარცხილი წიწიბურა და ბრინჯი (ბრინჯი ცოტა მეტი თუ იქნება უკეთესია) ადუღებულ, მარილიან წყალში ჩაყარეთ და მოხარშეთ.
კარგად, რომ მოიხარშება დაგაწურეთ. დაუმატეთ ერთად გატარებული ქინძი, ხახვი, ნიორი და მარილი გემოვნებით. ეს მასა ერთად აურიეთ და კატლეტის ფორმა მიეცით, შემდეგ ორცობილაში ამოავლეთ და მანამდე გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე შეწვით.
მიიტანეთ სუფრაზე საწებელასთან ერთად. ნუ . . . ტყემალი განსაკუთრებით უხდება
* * *
ბრინჯი ქურაში მომზადებული ბოსტნეულით
© killer
"ჟარონაზე" დაასხით ზეთი (ვისაც როგორ გიყვართ, უზეთო არ ვიცი შეიძლება თუ არა) დაყარეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, ასევე მსხვილად დაჭრილი სტაფილო, სოკო (მე ქილის სოკო ვიხმარე) და ქილის გაროხი. შედგით ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი ცეცხლი ზემოდანაც უნდა. დაახლოებით ბოლოსკენ მოვასხი ლიმნის წვენი და მოვაყარე უცხო სუნელი.
ცალკე მქონდა ზეთიან და მარილწყალში მოხარშული ბრინჯი (დაახლოებით ერთი ჭიქა უფრო ცოტა). მერე ავურიე ერთად, დავუმატე ცოტა ლიმნის წვენი
* * *
შუბა
© Princess

მოხარშული კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო გავხეხოთ ფენა ფენა ფენებს დავაყაროთ ცოტა მარილი, ქილის სოკო მოვშუშოთ ხახვთან დავამატოთ ქინძი და გავაციოთ. შემდეგ ერთი ფენა დავაყაროთ გახეხილ ბოსტნეულს და ასე გავიმეოროთ რომ 2 სართულიანი გამოვიდეს smile.gif ჯობია გაკეთდეს ღრმა ჯამში ან დიდ თეფშზე. როცა მოვრჩებით ფენებს ზემოდან მოვასხათ კალვეს მაიონეზი და სალათი მოვამრგვალოთ ლამაზად. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და "პეტრუშკა"
* * *
ექსპრომტი ბრინჯით
© Breaky

მოკლედ, ავიღე ყველანაირი ბოსტნეული, რაც კი მაცივარში მოვძებნე: ხახვი(დავჭერი წვრილად), სტაფილო(გავხეხე), ბადრიჯანი(გავთალე, დავჭერი კუბიკებად და ცოტა ხნით მარილმოყრილი გავაჩერე, მერე გავწურე), ბულგარული წიწაკა(დავჭერი წვრილად), ყვავილოვანი კომბოსტო(ესეც წვრილად დაჭრილი), 1 კბილი ნიორი(წვრილად დაჭრილი); მოვშუშე ზეთში. მერე დავაყარე გარეცხილი ბრინჯი და დავასხი სოკოს კუბიკის ბულიონი (ზუსტად ისე, როგორც ფლავს), ბოლოს, ბრინჯი რომ მოიხარშა, ჩავყარე vegeta-ს ფირმის ბოსტნეულის სუნელი და ვსო, ძაან გემრეიელი იყო.

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 19:36
სალათა ნეფერტიტი
© nefertiti


მე გასწავლით ჩემს მოგონილ უადვილეს და უგემრიელეს სალათას, თან ძალიან სასარგებლოა.
აიღებთ ბულგარულ წიწაკას, (ჯობია წითელი იყოს, უფრო გემრიელიცაა და სასარგებლოც, განსაკუთრებით მწეველებისათვის) ამოაჭრით ყუნწს დანით და გაასუფთავებთ თესლებისაგან, შემდეგ დაჭრით ძალიან თხელ რგოლებად; 3-4 წიწაკაზე ერთი საშუალო თავი ხახვი დაჭერით ესეც ნახევარ რგოლებად, დააჭერით ქინძი და ოხრახუში, მოასხით ძმარი და ზეთი გემოვნებით და მარილით შეაზავეთ.
კეთდება უსწრაფესად და თითებს ჩაიკვნეტთ.
ღმერთმა შეგარგოთ...

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 19:39
ბრინჯი ბოსტნეულით
© Kesi

ნახევარი ჭიქა ბრინჯი, მოვხარშოთ მარილწყალში, (ძალიან არ გადახარშოთ), გადავასხათ წყალი და დავწრითოთ.
ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ 3-4 საშუალო ზომის თავი ხახვი, მწვანე წიწაკა (გემოვნებით), დავუმატოთ 300-400გრ. გახეხილი სტაფილო, ნახევარი კგ. მწვანე ბულგარული წიწაკა, მწვანილები - ქინძი, რეჰანი და ოხრახუში, ოღონდ ნახევარი, მეორე ნახევარი ბოლოს დაგვჭირდება და მოვშუშოთ, ბოლოს დავამატოთ ნახევარი კგ. პამიდორი (კანგაცლილი და გახეხილი) ვადუღოთ ცოტა ხანი, ბოლოს დავუმატოთ მოხარშული ბრინჯი, ერთი წამოვადუღოთ ერთად, გამოვრთოთ და დავაყაროთ დარჩენილი მწვანილი და ერთი-ორი საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ნიორი.
გემრილი და მსუბუქია..

* * *
ჩინური ფლავი
© auau

გამოცდილია და ძაან მაგარია:2 ჭიქა გრძელი ბრინჯი გარაცხე და ტაფაზე გააშრე მოხალვამდე. მერე 4 ჭიქა წყალი აადუღე ქვაბში სასურველია თუჯის,თუ არა და ემალის გარდა რაშიც გინდა.
წყალს გემოვნებით უქენი მარილი და მდუღარეში ჩაყარე გამშრალი ბრინჯი. იდგას თავდახურული ზომიერ ცეცხლზე.10 წუთის შემდეგ დაადე 100გ სამარხვო კარაქი და კიდევ 5 წუთი ხარშე.მერე გადმოდგი,მოასხი დამდნარი სამარხვო კარაქი (100-150გ),ქვაბს დააფარე გაზეთის ქაღალდი,ან თაბახის ფურცლები,ოღონდ ბრინჯს არ შეახო,მერე ტავსახური დააფარე და მთელი ქვაბი გაზეთებში გახვიე 15 წუთით. ამასობაში შაქრის სიროპში მოხარშე ქიშმიში
და კურაგა,ამისი ზომა ძნელია,დაახლოებით ჭიქანახევარი ქიშმიში და კურაგა+ 2ჭიქა წყალი+ჭიქანახევარი ან 2ჭიქა შაქარი უნდა მურაბასავით ჩაასქელო. მერე ფლავს ამოურიე,გადმოიღე თეფშზე და მოასხი ქიშმიში.
გარანტიას ვიძლევი!

Posted by: Drakula 11 Dec 2006, 19:54
სამარხვო კექსის რეცეპტს ხომ ვერ დაწერს ვინმე? smile.gif

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 20:01
აჯაფსანდალი
© killer

ბადრიჯანს ვჭრი 4-ად ან 8-ად. (ჯერ სიგანეზე და მერე თითოეულს კიდევ ერთხელ - სიგრძეზე)
ცალკე გამზადებული მაქვს კანგაცლილი და ცოტა მსხვილად დაჭრილი პამიდორი. ალყა-ალყა დაჭრილი (ცოტა თხლად) ხახვი, ბულგარული, ცოტა რეჰანი.
ამაში ჩავუმატებ ცხელ ცხელ ბადრიჯანს.
ცოტა ოხრახუშსაც ვაჭრი, ოღონდ ცოტას. და ნიორს (ვისაც უყვარს)
პ.ს. მარტო ბადრიჯანს ვწვავ, დანარჩენი ყველაფერი ცოცხალია
* * *
ბადრიჯანი (1)
© forever`s_NEVER
მრგვლად ვჭრით და ვწვავთ ბადრიჯანს. მოვშუშავთ ხახვს. დავჭრით პომიდორს, დავჭყლეთ ნიორს, დავჭრით მწვანილს, ყველანაირს და ამ ყველაფერს ავურევთ მაიონეზში. მივირთმევთ ცივად.

მეორენაირად, შემწვარი, მერე "დაძენძილი" ( biggrin.gif ) ბადრიჯანი არეული ცოცხალ ხახვში, ორივენაირში, ბევრი ოხრახუში, კამა, ცოტა ძმარი და ნიორი აუცილებლად. ესეც ცივად. ძალიან მაგარია.
* * *
ბადრიჯანი (2)
© WOMAN IN LOVE
გარეცხილ ბადრიჯანს წააჭრით თავსა და ბოლოს, შეყრით ცხელ ჰაერღუმელში და როცა კარგად დარბილდება, გააციებთ, გააძრობთ კანს (ფაქტიურად თავისით ძვრება), დაჭრით თხელ ნაჭრებად სიგრძეზე და ჩააწყობთ ცოტაოდენ წყალში გაზავებულ და მარილით, ნივრითა და სუნელებით შეკმაზულ მაიონეზში. შემწვარი ბადრიჯანი კარგია, მაგრამ ბევრი ჩალიჩი და ზეთი ჭირდება, თანაც სუნი დგება მთელ სახლში.
* * *
შაქარლამა
© auau

ნახევარლიტრიანი ქილით შაქრის პუდრი ჩავყაროთ ჯამში. იმავე ქილით იმდენივე გადამდნარი სამარხვო ერბო (უმჯობესია ტექსუნი და ისიც თბილ მდგომარეობაში, დამდნარი),ესიც მოვათავსოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ვანილი,მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. რაც მეტ ფქვილს შეაზელ, მით ფხვიერი
იქნება, ოღონდ კარგად მოზილეთ, რომ ღარები არ გაუჩნდეს ცომს. მერე გააკეთეთ სოსისივით ფორმის ცომის "ძეხვები" და დაჭერით იმხელა ზომაზე, რაც გინდათ რომ იყოს თითო "პეჩენია "(რა ვქნა, ეს სიტყვა ყველაზე მისახვედრია).დაახლოებით პინგ-პონგის ბურთის ტოლი ბურთები გააკეთე, შუაზე გაჭერი და ბრტყელი მხრიდან დააწყვე ტაფაზე .საშუალო ცეცხლზე გამოაცხვე
* * *
კარტოფილი მუნდირში
© WOMAN IN LOVE

კარტოფილის შეწვა გაუთლელადაც შეგიძლია: კარგად გარეცხავ და ზეთში შეწვავ. ამისთვის პატარა კარტოფილები ჯობს,მაგრამ თუ დიდია, გაჭრი შუაზე. შემწვარი შეგიძლია ჩანგლით კარგად დაჭყლიტო და ბოლოს კარაქი ან ერბო დაუმატო.
* * *
სამარხვო სალათი მოხარშული ბრიჯით:
© vendy

მოხარშულ ბრინჯს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი კიტრი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (მწვანე), მდუღარე დასხმული და გაწურული წვრილად დაჭრილი ხახვი, სამარხვო მაიონეზი, ცოტა მარილი, ცოტა ზეთი, ცოტა შავი პილპილი, ცოტა კამა.
* * *
კირკაში
© Jolly Roger Fan

მსხვილ, წითელ ლობიოს (სასურველია, რაჭულს, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს) ვხარშავთ მომზადებამდე, მაგრამ ისე, რომ წყალი არ ამოდუღდეს. ცალკე ტაფაზე ბლომად ხახვს ვშუშავთ მზესუმზირის ზეთში (სასურველია არარაფინიერებულში, კახურ-გლეხურში) biggrin.gif
ორივე რომ მომზადდება, ლობიოს თავის წვნიანად გადაუძახებთ ტაფაში და მარილს მოვაყრით. კიდევ 5-20 წთ დაბალ ცეცხლზე და - მზადაა.
გამოვიდა კირკაში.... smile.gif
მიითრთვით ცივ მდგომარეობაში - უფრო გემრიელია biggrin.gif
ხახვი- ლობიო 1/1. მარილი გემოზედ.
* * *
კეკალი ლობიო
© Breaky

კეკალი ლობიო (ასე ეძახიან, რა ვიცი, სხვანაირად როგორ ქვია, ნედლი ლობიო როა, ოღონდ მწვანე
ბუდიდან გამორჩეული უკვე) მოვამზადე ასე:
მოვხარშე, ცალკე მოვშუშე წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი. მერე დავაყარე გადაწურული ლობიო.
პომიდვრის სითხე არ ეყო, დააკლდა და ამიტომ დავამატე ლობიოსავე ნახარში, შემდეგ კი ნიორი, ქონდარი და ქინძი ბლომად.
* * *
ყვავილოვანო კომბოსტო
© pudelblack

მე ასეთ ნაირად ვაკეთებ .მოვშუშავ ორთქლში კომბოსტოს უმარილოდ .მერე გავაციებ.ტაფაზე ზეთს შევახურებ და შემდგომ დავუწევ მხურვალებას ( ნუ მე ელექტრო პლიტა მაქვს ) კომბოსტოს ვწვავ ზეთსი ,ვაჭრი ხახვს ,ბულგალურს,სვანურ მარილს ,ვუზამ გატარებულ კაკალს და ბოლოს ვუშვები ოდნავ მაწონს ნიორით . smile.gifთითებს ვიკნეტავ .
* * *
კარტოფილის შეწვის განსხვავებული მეთოდი(ღუმელში)
© Breaky

კარტოფილები კარგად გავრეცხოთ(გაუთლელად ანუ კანიანად) და სიგრძეზე ჩავჭრათ 8 ნაწილად(ან რამდენ ნაწილადაც გამოვა
კარტოფილის ზომისდა მიხედვით). დავაწყოთ ეს ნაჭრები ჟარუნაზე(ქართულად როგორაა????), თან ისე, რომ ზედახორა არ იყოს,
თვითეული ცალკე უნდა იწვეს მშვიდად biggrin.gif მოვასხათ ზეთი, სასურველია ზეითუნის, მაგრამ ჩვეულებრივითაც მშვენიერი გამოდის,
დავაყაროთ მარილი და შევდგათ ღუმელში. პერიოდულად გადავაბრუნოთ ხოლმე. მერე რა რომ ღუმელშია, მაინც ჭირდება
გადაბრუნება, ისე არაფრით თანაბრად დაბრაწული არ გამოდის.
* * *
სალათა, რომელმაც გადარია ისრაელელი ტურისტი biggrin.gif
© masha

ჩვეულებრივად დაჭრილ კიტრს და პომიდორს და ხახვს ვამატებ რა ვიცი რა დავარქვა ; გატარებული ნიგოზი +ყველანარი სუნელი +მარილი+ დაფქვილი წიწაკა (ვისაც უყვარს) გახსნილ ცოტაოდენ ანადუღარ წყალში. ამას ყველაფერს კარგად აურევ უკვე გამზადებულ კიტრ-პომიდვრის სალათს და ეგ არის.
* * *
უხორცო ჩანახი
© unicode

ბრტყლად მარილმოყრილ და გაწურულ ბადრიჯანს ვწვავთ ზეთში ორივე მხრიდან. ბულგარულს(უამისოდაც კარგია)ვჭრით სიგრძეზე და ზეთში ვწვავთ . სტაფილოს ვჭრით პატარა კუბიკებად და ჯერ ცოტა ზეთში ვხრაკავთ, მერე კი ცოტა წყალს ვასხამთ და ვთუშავთ. ცალკე ხახვიც მოვხრაკოთ. ერთ ქვაბში მოვათავსოთ უკვე შემწვარი ბადრიჯანი, მოხრაკული სტაფილო და ხახვი, დავუმატოთ ტომატი, წყალი ცოტა, რომ მთლად მშრალი არ იყოს, წვრილად დაჟრილი მწვანილი(ოხრახუში და ცოტა ქინძი), დაჭყლეტილი ნიორი, ერთი დაფნის ფურცელი, წიწაკა. მარილი შეიძლება აღარც დასჭირდეს.2 წუთი ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ და მზადაა.
ინგრედიენტების რაოდენობა თწვენს ნებასურვილზეა.
* * *
მოშუშული კომბოსტო
© ShadowCat

ვშუშავთ კომბოსტოს და ხახვს. ვუმატებთ 1-2 გახეხილ პამიდორს და ვაგრძელებთ შუშვას 10-15 წუთით.
ვუმატებთ 2 საშუალო ზომის გახეხილ სტაფილოს და ბოლოს, როცა სტაფილოც მოიშუშება, ვამატებთ მარილს, მწვანილს, სუნელებს - გემოვნებით და... მივირთმევთ
* * *
ისპანახი კარტოფილით
© ლაბუ

კუბიკებად დაჭრილ კარტოფილს შევწვავთ, რომ შეიწვება ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს, შემდეგ ვამატებთ დაჭრილ უმ ისპანახს; რომ ჩაიშუშება (მალევე),
ჩავამატოთ სუნელები (აღმოსავლური უხდება), წვრილად დაჭრილი ქინძი, ნიორი და მარილი, ვამატებ ხოლმე მწვანე ბარდას, ხო, მარილი გემოვნებით
* * *
უმი სალათა
© auau

სახეხზე გახეხე უმი სტაფილო, უმი ჭარხალი,ძალიან წვრილად დაჭრილი თეთრი და მელნისფერი კომბისტო, შეაზავე ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით.შეგიძლია ზეითუნის ნაცვლად კარგი სოფლის ზეთი იხმარო. მაროლო - გემოვნებით.
* * *
სალათა მწვანე პომიდვრით
© Kesi

დაჭერი პამიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი ალყა-ალყა (ბლომად), ნიორი, წიწაკა, სუნელები: ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ყველაფერი ეს აურიე ერთმანეთში, მოასხი ზეთი (ბლომად) და ძმარი (ასევე საგრძნობლად) მარილი.
ამას ვაკეთებდით ადრე შესანახად, თუ შენ შესანახად არ გინდა და უბრალოდ სადილზე მისართმევად, მაშინ როცა გააკეთებ, ერთი დღე მაინც დატოვე დახურულ ემალირებულ ქვაბში, კარგად რომ გაუჯდეს ერთმანეთს ყველაფერ და პამიდორიც ცოტა რომ "მოჯდეს" და მერე მიირთვი...
* * *
ბრინჯის კერძი ექსპრომტად
© Breaky

რაც კი რამე ბოსტნეული მაქვს, ვშუშავ ზეთში, ნუ ხახვით ვიწყებ და მერე ვამატებ
დანარჩენებს: სტაფილო, ყვავილოვანო კომბოსტო, ბულგარული, ყაბაყი, ბადრიჯანი, ნუ რაც მომხვდება ხელში რა.
მერე ზემოდან ვაყრი წინასწარ ნახევრად მოხარშულ ბრინჯს, ვასხამ ცოტა სოიოს სოუსს და ვშუშავ ბრინჯის
მზადყოფნამდე. ნუ, რამე სუნელიც შეიძლება რომ გაუკეთო, ოღონდ ქართულები არა (გარდა ძირასი), უფრო
დაფასოებულ უცხოურ რამეებს ვუკეთებ. ჩინურს რამეს თუ იშოვი, მაგარი იქნება.
* * *
სტაფილო კორეულად:
© Breaky

1კგ სტაფილო გაფცქვენით და დაჭერით დაახლოებით 5სმ-იანი სიგრძის წვრილ ჯოხებად. დააყარეთ მარილი და
დადგით ნახევარი საათი. შემდეგ გაწურეთ და წვენი გადაასხით. დაამატეთ "სტაფილოს კორეული სუნელი" (ბაზრობაზე
ვიყიდე, დაჭრილი სტაფილო ახატია და რუსული შეფუთვაა).
ცალკე აიღეთ დაახლოებით 100გრ-მდე ზეთი, ჩაუმატეთ 1 ს/კ ძმარი, აურიეთ, მიიყვანეთ დუღილამდე და დაასხით სტაფილოს მასას.
კარგად აურიეთ ყველაფერი, დაახურეთ თავზე დ შედგით მაცივარში დაახლოებით 2 საათით.

Posted by: crusader 11 Dec 2006, 21:51
კარტოფილის ჩაქაფული
© DODI

წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ახალი ნიორი ფოჩებიანად, მწვანე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა და ცოტაოდენი წიწმატი. კარტოფილი გათალეთ და გაჭერით ოთხად. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და ფენებად ჩაალაგეთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ წინასწარ დაჭრილი მწვანილეული, სასურველია თუ ამის საშუალება იქნება ერთ-ერთ ფენად მოხარშული მწვანე ლობიო ან ქამა სოკო გამოიყენოთ (შეიძლება დაკონსერვებული სახით). ამის შემდეგ დაასხით წყალი დაახლოებით ქვაბის ნახევრამდე, შედგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება დააყარეთ ახალი ტყემალი და მარილი გემოვნებით. როდესაც კარტოფილი სრულად მოიხარშება დაასხით ერთი ჭიქა თეთრი ღვინო, ადუღეთ კიდევ 5 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:
კარტოფილი - 1 კგ.მწვანე ლობიო ან სოკო - 0,5 კგ.ზეთი - 150 გ.ახალი ტყემალი -1 ჭიქა.თეთრი ღვინო - 1 ჭიქა.მწვანე ხახვი - 4-5 კონა.ახალი ნიორი - 1 კონა.ტარხუნა - 4-5 კონა.წიწმატი - 1 კონა.ქინძი, კამა, რეჰანი, ოხრახუში - თითო კონა.წიწაკა, მარილი - გემოვნებით

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 21:52
კარტოფილის სოუზი
© DODI

გაფცქვნილი კარტოფილი სიგრძეზე ოთხად დაჭერით. ღრმა ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და შეაზავეთ მარილით. 1-1,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ტომატი, მოასხით კარტოფილს, ტაფას დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ გამზადებამდე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:
კარტოფილი - 1 კგ.ხახვი - 2 თავიზეთი - 2-3 სუფრის კოვზიდაფნის ფოთოლი - 1 ცალიტომატი - 1-2 სუფრის კოვზიკამა, ოხრახუში - თითო პატარა კონამარილი - გემოვნებით

აქ ნახავთ ბლომად რამეს: http://orthodoxy.wanex.net/skhva/kerdzebi/tevzeuli.htm

Posted by: PING 11 Dec 2006, 23:39
წიწიბურა მიყვარს ძალიააააააააააააან love.gif love.gif love.gif და ბრინჯი, სულ მაგას ვჭამ ხოლმე მარხვაში smile.gif

Posted by: ShadowCat 13 Dec 2006, 16:29
ბრუსკეტას რეცეპტი
© tata-naka

აიღეთ თეთრი ბატონი, ბაგეტს რომ ეძახიან, გაჭერით შუაზე და ღუმელში შედეთ, ოღონდ არ დაწვათ, უბრალოდ უხეში და კნატუნა ზედაფირი რომ გაუხდეს
მერე აიღეთ პომიდორი და მდუღარე გადაავლეთ, გააცალეთ კანი და კურკები. დაჭერით პატარა ზომის კუბიკებათ.
დაჭერით Xახვი და მწვანილი (მწვანილიდან უმჯობესია თუ იქნება შაშხლავი ანუ "ბაზილიკო", ქართულ რეალობაში ქინძი და კამაც წავა.
პომიდორი ხახვი და მწვანილი გადაურიეთ ერთმანეთს, გახუხულ პურს ნივრის კბილი წაუსვით ოდნავ, ისე რომ გემო მიიღოს.
ზემოდან დაადეთ პომიდვრის და ა.შ. მასა და მოასხურეთ ზეითუნის ზეთი, უმჯობესია არარაფინირებული, უკეთესი არომატი აქვს.

user posted image

Posted by: LawMan 15 Dec 2006, 19:41
მე დიდი მოყვარული ვარ სამარხვო კერძების

არ ვმარხულობ, მისაყოლებლად არის კარგი.

alk.gif

Posted by: Breaky 16 Dec 2006, 16:17
გუშინ გავაკეთე სოკოს ტოლმა:
ზეთში მოხრაკავთ ხახვს, გახეხილ სტაფილოს, წვრილად დაჭრილ სოკოს, დაამატებთ ძირას, შავ პილპილს, წვრილად დაჭრილ ქინძს, შეგიძლიათ სვანური მარილის გაუკეთოთ. შემდეგ ამ ყველაფერს დაამატებთ წინასწარ მარილწყალში მოხარშულ მრგვალ ბრინჯს და კარგად აურევთ.
კომბოსტოს ფოთლებს მოწალავთ და დანით აათლით სქელ ნაწილებს. შემდეგ გაახვევთ ფოთლებში ფარშს, ჩააწყობთ ქვაბში, დაასხავთ ანადუღარ წყალში გახსნილ ტომატს (პომიდორიც თუ გაქვთ, ეგეც დაამატეთ), დაახურავთ თეფშს, შემდეგ ქვაბის თავსახურს და მოხარშავთ ნელ ცეცხლზე.
მადლობა auau-ს smile.gif

Posted by: kuna 16 Dec 2006, 16:48
QUOTE
გუშინ გავაკეთე სოკოს ტოლმა:


Breaky
დღეს შემოგრჩა რამე?
სამარხო კერძები გაცილებით გემრიელიაო ამბობენ

Posted by: forever`s_NEVER 19 Dec 2006, 17:00
საყინულეში იდო თევზის უზარმაზარი თავი. მეთქი რა გავაკეთო...
ჰოდა მოვხარშე.
შერჩენილი ხორცი და ძვალი გავაცალკევე, ხორცს დავამატე პილპილი, ნიორი, ოხრახუში, ცოტა ნახარშში წამოვადუღე და გავაცივე. ხალადეცი გამოვიდა ძალიან მაგარი. მაგრამ ცოტა smile.gif)))))))

Posted by: eloiza 20 Dec 2006, 00:28
ძალიან გემრიელია მოხარშული ბრინჯი მაიონეზით (სამარხვო), სოკოთი და ტარხუნითsmile.gif

ასევე კარგია ასატრინის ხრტილების სალათიsmile.gif ეს ხრტილები იხარშება და როგორც კუჭმაჭი ისე სდება მისი შეკაზმვა სუნელებითsmile.gif

დედაჩემია ასეთი რაღაცეების სპეცი და ჩამოვწერ ნელ-ნელა

Posted by: forever`s_NEVER 20 Dec 2006, 13:09
რაღაცა ძალიან გემრიელი:

მოვშუშოთ ბლომად სტაფილო და ხახვი. დავამატოთ 2 თავი დაჭყლეტილი პომიდორი (თუ არ გვაქვს - მაშინ ტომატი, წყალში გახსნილი) და 3-4 კბილი ნიორი, კარგად ავურიოთ და ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი, 1 ქილა გადაწურული ბარდა (გაროხი) და შავი პილპილი. ასევე, 2-3 ცალი ბულგარული წიწაკა. სუნელები, დავასხათ ანადუღარი ცხელი წყალი და იხარშოს, სანამ კარტოფილი არ შერბილდება. მწვანილი რაც მოგვეპოვება, ქინძი კამა, მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ და გადმოვდგათ. user posted image




Posted by: eloiza 5 Jan 2007, 01:51
მომარხულე ხალხს მინდა შეგატყობინოთ, რომ ქართული დათუნია კანფეტი, ლურჯ ქაღალდში გახვეული, ქართული ინსტრუქციით ნამდვილად სამარხვოაsmile.gif

ეხლა კი კარგი დროსია, მაგრამ სამომავლოდ შეგიძლიათ გაითვალისწინოთsmile.gif

Posted by: sharla IX 5 Jan 2007, 03:30
eloiza
QUOTE
ქართული დათუნია კანფეტი, ლურჯ ქაღალდში გახვეული, ქართული ინსტრუქციით ნამდვილად სამარხვოა

იგივე შემიძლია ვთქვა ვარდისფერ ქაღალდში გახსეულ ''დათუნიაზე'' და ''გრილიაჟზეც'' .... : )

Posted by: August 13 Feb 2007, 12:36
სამარხვო მაიონეზის რეცეპტს ხომ ვერ მასწავლით? help.gif

kudracha, დიდი მარხვა 19 თებერვლიდან იწყება. გუშინ კი ყველიერი დაიწყო ანუ ჭამე და იხარე სულო და გულო!
აქაც შეგიძლია იპოვო საინტერესო სამარხვო კერძების რეცეპტები:
http://mamuli.net/qartlosi/bpg/publications_list.asp?page=1&recs=10&vjob=vsub%2C55&vctsb=&vtkid=

P.S.თუ ვინმემ რამე იცით, ან ხელი მიგიწვდებათ ყველიერის შესახებ ეთნოგრაფიულ მასალებზე ძალიან დამავალებთ თუ მიმასწავლით. ჩვენს საიტზე მინდა მოვათავსო - თავისთავად ცხადია წყაროს მითითებით. help.gif გავსებულია ინტერნეტი მასლენიცას შესახებ და არაფერი გვაქვს ყველიერზე. cry.gif

P.P.S. ხალხო, წელს განსაკუთრებული მდგომარეობაა. არა, კათოლიკებს და ჩვენ რომ ერთად გვაქვს აღდგომა ამას არ ვგულისხმობ, არამედ იმას რომ ხარება (7 აპრილი ახ.სტილით) - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც მარხვაშიც კი ხსნილია თევზით, ემთხვევა უმძიმეს მარხვას - დიდი შაბათს, ანუ აღდგომის წინა დღეს. რა იცით ამის შესახებ? მაინც ხსნილია? eek.gif

Posted by: DODI 14 Feb 2007, 13:00
August
QUOTE
.P.S. ხალხო, წელს განსაკუთრებული მდგომარეობაა. არა, კათოლიკებს და ჩვენ რომ ერთად გვაქვს აღდგომა ამას არ ვგულისხმობ, არამედ იმას რომ ხარება (7 აპრილი ახ.სტილით) - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც მარხვაშიც კი ხსნილია თევზით, ემთხვევა უმძიმეს მარხვას - დიდი შაბათს, ანუ აღდგომის წინა დღეს. რა იცით ამის შესახებ? მაინც ხსნილია? 

ხსნილი არ არის! ჩვეულებრივ დიდ შაბათს როგორც მარხულობთ ისე უნდა უმარხულოთ

Posted by: August 14 Feb 2007, 20:07
DODI, 2kiss.gif

სამარხვო მაიონეზი

0,5 ჭიქა ნიგოზი ძალიან წმინდად დავფქვათ მანქანაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნიგვზის ფქვილმა ემულგატორის როლი უნდა შეასრულოს.
ნიგვზის ფქვილს ვუმატებთ მცირეოდენ მდოგვს (გემოვნების მიხედვით), გადადურებულ და გაცივებულ წყალს იმდენს, რომ ფაფისებური მასა მივიღოთ. ამის შემდეგ ვიწყებთ ზეთის (უმჯობესია მზესუმზირის ან ზეითუნის ) წვეთ-წვეთობით დამატებას. შემდეგ კი უკვე ჩაის კოვზითაც შეიძლება. სულ დაახლოებით არაუმეტეს 1ჭიქისა, რადგან ნიგვზის ფქვილის ემულგატორული შესაძლებლობები შეუზღუდავი არ გახლავთ. თუ ზედმეტი მოგივათ - მაიონეზი ფენებად დაგეშლებათ და ამას კი სამწუხაროდ უკვე აღარაფერი ეშველება. ეს მასა საჭირო კონსისტენციამდე შეგიძლიათ წყლისა და ძმრის (ძმარი ბალსამიკო აჯობებს, მაგრამ უბრალო ღვინის ძმარიც გამოდგება) დამატებით მოიყვანოთ. შეგიძლიათ სურვილის და მიხედვით ზემოთ ჩამოთვლილი სუნელებითაც გაანელოთ.

Постный майонез

Горсть кедровых орехов или кешью, на худой конец, грецкие, измельчить в кофемолке. В кашицу добавить воды до получения густой сметанообразной массы, туда же сок лимона (либо уксус виноградный или яблочный), столовую ложку раст. масла, соль, на кончике ложки горчичный порошок (можно обойтись без него). Всё взбить в блендере или вручную.

ასეთი მაიონეზი არა მხოლოდ მარხვაშია გამოსადეგი არამედ ჭარბ ჰოლესტეროლთან მებრძოლებისთვისაა პირველ რიგში სასარგებლო, რადგან მასში კვერცხი არაა გამოყენებული (თუმცა ახლა ბევრი დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ კვერცხი სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში, როგორც ადრე წერდნენო).

ნუშის კრემი (სამარხვო)

ნუშის რძეს (ბლენდერში ავთქვიფოთ ნუში და წყალი) დავუმატოთ შაქრის პუდრი და პურის ფქვილი. კარგად გავხსნათ. დავდგათ გაზზე. განუწყვეტლად ვურიოთ და ისე ვადუღოთ 3 წთ. დავუმატოთ კაკაო ან უნალექო ყავა. ჩავასხათ ფეხიან და ფართე თავიან ჭიქებში. მოვრთოთ მოხალული ნუშებით ან არაქისით.

Posted by: ShadowCat 15 Feb 2007, 11:34
August
QUOTE
სამარხვო მაიონეზი

შენზეა ნათქვამი, ვინც ეძებს, პოულობსო smile.gif

Posted by: chmorika 22 Feb 2007, 10:21
სოკო შამფურზე შეგიწვიათ ვინმეს? ისე მწვადის პონტში?

* * *
ახლა მარხვაა და ხორცის მაგივრად თუ წავა

Posted by: killer 3 Mar 2007, 17:04
ვინც პარასკევს და ოთხშაბათს უზეთო მარხვას ინახავს:

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ბრინჯი. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, რომ მოიხარშება ყველაფერი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი, ცოტა დაჭრილი ან დანაყილი ნიორი.

დაფნის ფოთოლი ამოიღეთ.

ჩვეულებრივი სუპია smile.gif


და კიდევ:
დაჭერით ფორთოხალი და ვაშლი კუბიკებად, მოასხით კაკაოთი, შაქრით და წყლით გაკეთებული გლაზური და ისიამოვნეთ smile.gif მე ხანდახან ნიგოზის ან თხილს ვამატებ.


Posted by: ratom86 3 Mar 2007, 21:31
killer იცი რა,ეგ უკვე აღარაა მარხვა,მარხვა იმას ნიშნავს რომ სულიერადაც იმ განწყობაზე იყო და არა გემრიელი კერძებით დაიგემოვნო პირი

Posted by: killer 3 Mar 2007, 23:29
ratom86
მარხვა იმას არ ნიშნავს ხორცი მოიძულო smile.gif

ელემენტარულად არ უნდა მოკვდე.


მაშინ მარტო დამბალი ხორბლით და მცენარეების ფესვებით უნდა ვიკვებოთ smile.gif

სუპი აუცილებელია ორგანიზმისთვის.
რაც შეეხბეა ვაშლს და ფორთოხალს, ვიტამინებია smile.gif

Posted by: ShadowCat 4 Mar 2007, 00:59
ratom86
მდა.. killer-ის რეცეპტებში არა მგონია რაიმე ისეთი იყოს, რაც სამარხვო შოკოლადზე, კარაქსა და თუნდაც ხორცის "შემცვლელ" სოიოზე უფრო "არა სამარხვო" იყოს smile.gif
მაშინ, შენი გაგებით, მართლა და მართლა, პურზე და წყალზე უნდა გადაიაროს იმან, ვინც მარხულობს smile.gif

Posted by: radiology 4 Mar 2007, 10:12
ხალხო სოიოს ფარში რა საშინელებაა...
რითი აკეთებთ და რას ურევთ გემრიელი კატლეტები რო გამოვიდეს??

Posted by: killer 4 Mar 2007, 19:00
კიდევ ერთი კერძი smile.gif

ანტიგრიპი რომ არის Breaky-ს დადებული. ქათამი რომ უნდა და ა.შ.


ქათამი არ გამოიყენოთ, ჩაანაცვლეთ კუბიკებად დაჭრილი კარგად შემწვარი კარტოფილით და ვისაც სურვილი გაქვთ, ასევე შემწვარი სოკოთი smile.gif

Posted by: forever`s_NEVER 5 Mar 2007, 13:23
ისევ ბრინჯი smile.gif მაგრამ up.gif


1. მდუღარე წყალში ჩავყაროთ ხმელი კამა და დაფნა, 1 კოვზი ზეთი, მარილი და ამ ნაზავში მოვხარშოთ ბრინჯი.

2.ზეთში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო . ჩავაყაროთ დაჭრილი ბულგარული და მწვანე წიწაკა, სხვათა შორის ბლომად, თუ ძალიან მწარე არ არის, მწვანე ბარდა, შავი და წითელი პილპილი, ძირა და დაბალ ცეცხლზე იშუშოს ცოტა ხნით. ამ მასას დავაყაროთ ბრინჯი და მწვანე ხახვი. კარგად ავურიოთ, ისევ დაბა ცეცხლზე იყოს ცოტა ხნით, მერე მარილი დაამატეთ გემოვნებით და მიირთვით. კარგი რამეა.

Posted by: Breaky 5 Mar 2007, 13:41
killer
QUOTE
ანტიგრიპი რომ არის Breaky-ს დადებული. ქათამი რომ უნდა და ა.შ.

ქათამი არ გამოიყენოთ, ჩაანაცვლეთ კუბიკებად დაჭრილი კარგად შემწვარი კარტოფილით და ვისაც სურვილი გაქვთ, ასევე შემწვარი სოკოთი


ალბათ მოწალული და მერე შევწვარი ყვავილოვანი კომბოსტითოც ძაან კაი იქნება.

Posted by: ShadowCat 5 Mar 2007, 14:00
გოგოებო, ეგ სოუსი არის იდეალური! smile.gif
ყველაფერთან უგემრიელესია yes.gif

Posted by: tata-naka 6 Mar 2007, 16:51
აააააააააააააააა
ესეიგი რამდენი ვწერე ყველაფერი წყალში ჩამეყარა

თავიდან

ეს არის ჩემი ფავორიტი სამარხვო სალათი
სლუშაიწე ი ზაპომინაიწეsmile.gif

ვხარშავთ პატარა ზომის კარტოფილებს, ისე რომ არ გადაგვეხარშოს, ეს მნიშვნელოვანია!

შემდეგ კარტოფილს ვჭრით მრგვალ თხელ ნაჭრებად და ვამზადებთ სოუსს სამარხვო მაიონეზი + ბავარიული მდოგვი (ნიკორაში იყიდება) ან ნებისმიერი არაცხარე მდოგვი, მე მაგალითად 50/50 ვაკეთებ და ვასხავთ კარტოფილს, გადაურევთ, ვაყრით შავ პილპილს ახალ დაფქვილს.

მწვანილი წესით არ ჭირდება.

ვისაც სურს შეუძლია ალყა-ალყა დაჭრილი ხახვიც უქნას.

იგივე კეთდება მარტო პომიდვრით ან მარტი კიტრით

Posted by: Breaky 14 Mar 2007, 22:15
ვაშლი, ფორთოხალი, კივი, ბანანი, გრეიფრუტი დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ დანაყილი ნიგოზი და მოასხით ლიქიორი.
ძალიან გემრიელი სალათა გამოდის.

Posted by: killer 14 Mar 2007, 23:05
200 300 გრამ სოიოს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ რომ, კარგად "ამობუჟბუჟდეს".
ცალკე მოხარშეთ მაკარონი (პრუჟინებიანი მომწონს მე)
ტაფაზე დაასხით ზეთი (ან რაიმე სხვა ცხიმი) და დაყარეთ სოიო. წყალს რომ შეიშრობს და შებრაწვას დაიწყებს, თუ გინდათ ოდნავ ცხიმი დაამატეთ. რომ შეიბრაწება სოიო, დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი (მე ბევრი მიყვარს), 1 წუთის შემდეგ დაასხით სოიოს სოუსი, 2 წუთის შემდეგ დაასხით მაიონეზი. და 2 კიდევ 2 წუთის მერე გადმოდგით ცეცხლიდან.
აურიეთ მაკარონს ცეცხლზე გააჩერეთ 3-5 წუთი და მერე მიირთვით smile.gif

Posted by: Sharky 15 Mar 2007, 00:16
რეცეპტი არ ვიცი, მაგრამ მარხულებს ერთ უძლიერეს რჩევას მოგცემთ - მერიის გვერდზე, დადიანზე, არის პატარა რუსული რესტორანი "ტერემოკი".
ეგეთი ბოსტნეულის კატლეტი ცხოვრებაში არ გამისინჯავს; ნებისმიერ ნამდვილ კატლეტს მირჩევნია, გორის "ძმობის დუქნის" კატლეტის გარდა biggrin.gif

Posted by: ShadowCat 15 Mar 2007, 09:10
Sharky
და მაინც რას მოიცავს ეს ბოსტნეულის კატლეტი? spy.gif
(მარხვაზე არ ვარ მაგრამ დამაინტერესა - კატლეტი მე მარტო ხორციანი გამიგია biggrin.gif)

Posted by: Sharky 15 Mar 2007, 11:28
ShadowCat
QUOTE
და მაინც რას მოიცავს ეს ბოსტნეულის კატლეტი?

მოკლედ, კარტოფილს, ჭარხალს და სტაფილოს რომ მოიცავს - ნაღდი ვიცი biggrin.gif ბევრ მწვანილსაც. და ზუსტი რეცეპტი არ ვიცი
პ.ს. მარხვაზე არც მე ვარ, უბრალოდ ლაითად ვჭამ, საერთოდ გაზაფხულობით ასე ვარ ხოლმე wink.gif

Posted by: ShadowCat 15 Mar 2007, 11:55
Sharky
და დარწმუნებული ხარ, რომ სამარხვო იყო? იმიტომ, რომ კვერცხი მაინც ხომ უნდა ქონდეს, რომ შეიკრას ეს ყველაფერი? spy.gif baby.gif

Posted by: Sharky 15 Mar 2007, 11:57
ShadowCat
QUOTE
და დარწმუნებული ხარ, რომ სამარხვო იყო?

სამარხვო მენიუში ეწერათ და... რა ვიცი... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ShadowCat 15 Mar 2007, 12:13
Sharky
ჰოო.. მაშინ ჰოო.. rolleyes.gif

Posted by: forever`s_NEVER 22 Mar 2007, 13:35
მაკარონით აკეთებთ სამარხვო სალათებს?

თასში ჩავყაროთ მოხარშული, გადაწურული "ლოკოკინა" მაკარონები, დავამატოთ სიმინდი, სოკო, მწვანე ხახვი (აააუცილებლად), მარილი და მაიონეზში ამოავლეთ. smile.gif
მარტივია და გემრიელი.

Posted by: ნაიადა 23 Mar 2007, 01:23

მარხვის დაწყებამდე კომბოსტოს ვამჟავებ ხოლმე; შეცოტავების მერე ახალს ვამზადებ და ასე;
სუპს და ბორშჩს სულ ტყუილად იწუნებს ზოგი: გემრიელად მომზადებული წვნიანი ორგანიზმისთვის აუცილებელიცაა.

მჟავე კომბისტოს ზეთს მოვასხამ და გეახლებით, ძალიან მეგემრიელება პურთან ერთად
აქ სამწნილე წიწაკა არაა, თორემ არც მაგას დავიწუნებდი დასამწნილებლად
* * *
სამარხვო კატლეტად წიწიბურა საუკეთესოა, მაგრამ, მას ,,შეკვრისათვის" უნდა დავამატოთ მოხარშულ-გახეხილი კარტოფილი და მოხარშულ-გაწურული ბრინჯი;
მწვანილ-სუნელები იგივეა, რაც ხორცისათვის
საფანელიც ისეთივეა, ოღონდ, უკვერცხო

Posted by: killer 23 Mar 2007, 01:38
nia-aneta
QUOTE
მჟავე კომბისტოს ზეთს მოვასხამ და გეახლებით, ძალიან მეგემრიელება პურთან ერთად

პლუს თხ;ად ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი up.gif

Posted by: niniko_mx 24 Mar 2007, 21:04
მოხარშეთ ბრინჯი, ცვრილად დაჭერით ქამა სოკო, დაკონსერვებული სიმინდი,ხახვი ,კამა,მაიონეზი,პილპილი და მარილი..
ესაა სულ..მაგარია ძაან smile.gif

Posted by: wroclaw 24 Mar 2007, 21:11
ხომ არ იცით, როგორ და რისგან მზადდება "მაკდონალდსის" სამარხვო მენიუ?

Posted by: ნაიადა 24 Mar 2007, 23:56
killer-ს რატომ შემოსწყრნენ რეცეპტის გამო, არ ვიცი; ეს თემა სრულიად უწყინარია; მასში მოცემულია რეცეპტები და არა გაკეთების დავალდებულება; ოთხშაბათ-პარასკეობით მთელი წლის მანძილზე სულაც პურ-წყალზე გადავდივარ(მსგეფსის გარდა), მაგრამ ამ რეცეპტებს მაინც ვკითხულობ; ახალს თუ ვერაფერს გავიგებ, მერე რა? მათი წაკითხვა არაფერს მვნებს...

ისა და, მამაპაპური ლობიო რავა გამოგვრჩა? ლობიომ გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს ქართველები იმ მძიმე წლებში

1. მოხარშული ლობიო დავყაროთ საწურზე; მერე ჩავყაროთ ღრმა თასში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთ-ძმრის ნარევი, მოვაყაროთ ალყა-ალყად დაჭრილი, ან ნამგლებად დაჭრილი ხახვი(ბლომად), დაჭრილი ქინძი, სურვილით,-პილპილიც და ფრთხილად ამოვურიოთ

2.მოხარშულ, დაწურულ მარცვლებს შევაზილოთ ნიგვზის ისეთივე ნაზავი, როგორსაც ბადრიჯნისთვის ვამზადებთ;

3.ამოლესილ ლობიოს ძალიან უხდება ხარშვაშივე ზირას, ტყლაპის, წითელი წიწაკის შეხარშვა; დანარჩენი ჩვეულებრივად;
ხოლო შენელებისას მათთან ერთად თუ გამოვიყენებთ ხმელი ქინძის ჩანაყილ მარცვლებს( და არა დაფქულს), დანაყილ ხმელ ან ცოცხალ ქონდარს, იგი არაჩვეულებრივ გემოს იძენს

შესაძლოა სხვა ვარიანტებიც, მაგალითად დაჭრილი პამიდვრის ან დაჭრილი მჟავე კომშის შეხარშვა

მჭადი, ჭარხლიანი კომბოსტოს მჟავე და ლობიო, იფ, იფ smile.gif

Posted by: ShadowCat 25 Mar 2007, 00:08
აუ, მჭადი მომინდა..
და საერთოდაც - მშია, ამ შუაღამისას user.gif
წავედი, ვისუსნაო, თორემ ვერ დავიძინებ ისე givi.gif

Posted by: mtvareuli 25 Mar 2007, 01:31
დღეეს გავაკეთე ტარხუნის პეროგიიი jump.gif


სამარხვო იყო რა.... biggrin.gif




Posted by: killer 27 Mar 2007, 11:29
nia-aneta
QUOTE
ოთხშაბათ-პარასკეობით მთელი წლის მანძილზე სულაც პურ-წყალზე გადავდივარ(მსგეფსის გარდა)

იმედია მოძღვრის კურთხევით smile.gif

Posted by: Misha30 27 Mar 2007, 11:42
Breaky
ძალიან დამეხმარე მადლობა wink.gif

Posted by: CheshireCat 27 Mar 2007, 13:07
ყველას სალამი,
მეც დავწერ ერთ-ორ რეცეპტს smile.gif.
სომხური ლავაში რომ არის, ქაბაბს რომ ახვევენ, იმით შეიძლება კარგი რაღაცეების გაკეთება, განსაკუთრებით თუ უცებ სტუმრებს ელოდები და გინდა გაუმასპინძლდე.
რულეტები ბოსტნეულით;
ლავაშს წაუსვავთ სამარხვო მაიონეზს და დაალაგებთ რა ბოსტნეულიც გაქვთ (კიტრი, პომიდორი წვრილად დაჭრილი, მწვანე ხახვი, კომბოსტო (მჟავეც შეიძლება), სალათის ფურცლები, ბოლოკი და ა.შ. ნებისმიერი კომბინაცია თქვენი ფანტაზიით) ან სალათის გაკეტება შეიძლება და მისი წასმა ლავაშზე, მთავარია საკმაოდ სქელი მასა გამოვიდეს რომ არ დაიშალოს. მერე ლავაშს დახვევთ და რულეტებად დაჭრით. დაახლოებით ისეთი უნდა გამოვიდეს, როგორც 1-ლ სურათზეა:

* * *
სხვა ვარიანტი:
ჟულიენი ლავაშში;
სოკო მოვთუსოთ ხახვთან ერთად, დავაწყოთ ლავაშზე, დავახვიოთ დავჭრათ, მოვასხათ მაიონეზში (მაიონეზი სოკოსაც შეგვიძლია ვუყოთ) და მიკროტალღურ ღუმელში განვათავსოთ ცოტა ხნით. აი ასეთი გამოვა (ოღონდ ამ სურათზე ყველი აქვს მოყრილი) (მე-2 სურათი).

თუ ლავაში არ გვაქვს, სამარხვო ბლინები შეგვიძლია გამოვიყენოთ და იგივე ბოსტნეული დავალაგოთ ოღონდ ტორტის სახით (მე-3 სურათი). ეს ვარიანტი თევზით არის ძალიან გემრიელი.

Posted by: BadbadGirl 30 Mar 2007, 01:44
ხალხო ბოდიშით ასეთი უიცობისთვის მაგრამ მითხარით აღდგომა როდისაა?

Posted by: killer 30 Mar 2007, 01:59
BadbadGirl
8 აპრილს smile.gif

Posted by: NATTALI 30 Mar 2007, 03:19
CheshireCat
ვაიმე მომშივდა user.gif რა მადისაღმძვრელად გამოიყერება სამივე
ხვალ უნდა მოვამზადო, აუცილებლად. user.gif

Posted by: Breaky 30 Mar 2007, 18:23
CheshireCat
2kiss.gif ხშირად შემო ხოლმე რაააააა smile.gif


დღეს გავაკეთე ფინველის თემაში ჩემს მიერ დადებული ანტიგრიპისა და killer-ის მიერ შემოთავაზებული ვარიაციით შემდეგი კერძი:


ზეთში მოვშუშე წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. სანამ ესენი იშუშებოდა, მაიონეზი ოდნავ გავათხელე ანადუღარი წყლით და შევაზავე წითელი პილპილითა და ხმელი ქონდარით. მერე ჩავუშვი შიგნით სტაფილო და ხახვი და კარგად ამოვურიე.
ცალკე ტაფაზე კარგად დაბრაწვამდე შევწვი დიდი კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, მეორე ტაფაში კი მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი (ზოგი საერთოდ არ დავჭერი) ქამა სოკო. კარტოფილიცა და სოკოც გაგრილების მერე ჩავუშვი მაიონეზის ნაზავში, ამოვურიე და რამდენიმე საათით დავდგი, რომ არომატები კარგად გასჯდომოდა.

შეგიძლიათ მიირთვათ ცალკეც, პურთან, ჭადთან ან ღომთან ერთად, შეგიძლიათ მოხარშულ ბრინჯს მოასხათ.

Posted by: nick_el_son 25 May 2007, 15:20
უკაცრავად და... მარხვა მგონი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა თავის თავს აუკრძალოს ასე ვთქვათ "ჭამა ჭამისთვის" და იკვებოს მხოლოდ იმდენი და ისეთი კერძებით რაც ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის საჭიროა, მინიმალურად აუცილებელი ანუ.... + ძაან რაღაც ნავაროჩენი არ უნდა იყოს, რათა გაუმაძღრობის ცოდვა არ ჩაიდინო შენდა უნებურად....

თუ ადამიანმა ხორცის მაგივრად იხმარა დაახლოებით იგივე გემოს მქონე სოიო; ნატურალურის გემოს მქონე სამარხვო მაიონეზი და ა.შ, რა აზრი აქვს მარხვას?!! spy.gif
მარხვა თავშეკავებაა უპირველესად და არა რაციონიდან ხორცეულის ამოღება და ვსიო!


არა ვიძახდი ხალხი ყველაფერს მოდის გამო აკეთებს მეთქი, მარა ვის ჯერა...... biggrin.gif

Posted by: only-u 26 May 2007, 12:38
სოიოს კატლეტზე მაქვს კითხვებიsmile.gif)
QUOTE
სოიო დაალბე და რომ გაჯირჯვდება, გაატარე ხორცისსაკეპში, თუ მზა ფარში გაქვს, მით უკეთესი

მე ფარში ვიკიდე და მაინც რამდენი ხანი უნდა დავალბო??
და რამდენი წყალი დავასხა მინტერესებს

Solveig
QUOTE
ისე, სოიის და მისი პროდუქტების ყოველდღე ჭამა არ შეიძლება.

მავნებელია??

Posted by: ShadowCat 26 May 2007, 13:00
nick_el_son
შენ ეხლა ეს განყოფილება რელიგიისაში არ აგერიოს, OK? biggrin.gif
თემას ქვია "სამარხვო კერძები" და არა "რატომ ვმარხულობთ" givi.gif

Posted by: only-u 26 May 2007, 13:57
იქნრბ ვინმემ მიპასუხოთ რა

ქმარს დავპირდი გაგიკეთებთქოsad.gif

და ისე ხშირად არ შეიძლება სოიოს ნაწარმის ჭამა??

Posted by: VAR 5 Jun 2007, 08:06
only-u

QUOTE
და ისე ხშირად არ შეიძლება სოიოს ნაწარმის ჭამა??

დედამ მითხრა არ შეიძლებაოოოო......... ქართველებსა დ ასაქართველოში მცხოვრებლებისთვის მიზანშეუწონელიაოოოო....... თვითონ ბიო-ქიმიკოსია და საჭმელებს მიკროსკოპით აკვირდება უცხოეთში ჰოდა კეთილო ხალხო ძალიან გთხოვთ აჯაფსანდალის გაკეთება მასწავლოთ. ვერ ვიპოვე და დაწერეთ თუ შეიძლება დაწვრილებით
წინასწარ მადლობა biggrin.gif

Posted by: Breaky 5 Jun 2007, 12:49
VAR
QUOTE
ეთილო ხალხო ძალიან გთხოვთ აჯაფსანდალის გაკეთება მასწავლოთ


შენ რომელი აჯაფსანდალი გინდა, მოშუშული ბადრიჯნით და კარტოფილებით როა თუ შემწვარი ბადრიჯნებით და უკარტოფილოდ?

Posted by: forever`s_NEVER 5 Jun 2007, 13:55

მოხარშული სოიო, მოხარშული მაკარონი, მწვანე ხახვი, კამა, მარილი და სამარხვო მაიონეზი.
განსაკუთრებით გემრიელია ცივი, ნამაცივრალი smile.gif


Posted by: VAR 5 Jun 2007, 14:04
Breaky
თუ შეიძლება ისეთი რომელიც მოსამზადებლად არის ადვილი

კარტოფილებით biggrin.gif

Posted by: Breaky 5 Jun 2007, 14:14
VAR
მოსამზადებლად ორივე ადვილია.

1. კარტოფილებიანი აჯაფსანდალი:
ქვაბში ჩაასხავ ზეთს და ჩაყრი ფენა-ფენა შემდეგ რამე-რუმეებს:
წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაჭყლეტილი პომიდორი, დათლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი
ბადრიჯანი, ასევე კუბიკებად დაჭრილი აკრტოფილი.
დადგავ ნელ ცეცხლზე და შუშავ თავდახურულს. როცა კარტოფილი თითქმის მზად იქნება, ამოურევ, ჩააყრი მარილსა და პილპილს გემოვნებით და
სულ ბოლოს კი წვრილად დაჭრილ ქინძს, რეჰანს, ნიორს.

2. ბადრიჯნებს გარეცხავ, დაჭრი სიგრძეზე, დააყრი მარილს, გააჩერებ ცოტა ხანს, გაწურავ და შეწვავ ზეთში.
ტაფაში ზეთში მოშუშავ წვრილად დაჭრილ ხახვს, ბულგარულ წიწაკას, პომიდორს. ბოლოს დააყრი მარილ-პილპილ და ზემოთ ხსენებულ მწვანილ-ნიორს.
ბოლოს ჩაუშვებ ამ მასაში წინასწარ შემწვარ ბადრიჯნებს, ამოურევ და მზადაა.
ამ მეორე რეცეპტში ცალ-ცალკე შუშავენ ხომე ხახვს, ცალკე ბულგარულს, ცალკე სტაფილოს და ა.შ. და მერე ურევენ ერთმანეთში. მე ერთ ღრმა ტაფაში ვშუშავ ხოლმე და მაინც ძალიან გემრიელი გამოდის.

Posted by: VAR 5 Jun 2007, 22:03
გავაკეთე და ერთ ბატალიონსაც გავუმასპინძლდი. ისეთი გემრიელი გამოდგა რომ ჩემი ორი მეგობარი საცხოვრებლად აპირებენ ჩემთან გადმოსვლას aba.gif alk.gif
მადლობა biggrin.gif

Posted by: Breaky 15 Jun 2007, 00:51
პომიდვრის ხარჩო

მოშუშეთ ღრმა ტაფაში ხახვი. დაამატეთ კან და თესლ გაცლილი სიგრძეზე 4-ად დაჭრილი პომიდვრები და შუშეთ.
დააყარეთ მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, სუნელები (ხმელი ქინძი, ყვიტელი ყვავილი, უცხო სუნელი,
ხარჩოს სუნელი) და გატარებული ნიგოზი(ტაფიდან ცოტა წვენი ამოიღეთ, იმაში გახსენით ჯერ და პომიდვრებთან
მერე ჩაუშვით). ცოტა ხანი ისევ შუშეთ და მზადაა.
ძალიან გემრიელია ღომთან ერთად.

Posted by: XAO 2 Jul 2007, 18:36
ყველაზე მაგარი და გემრიელი სამარხო კერძი რა შეიძლება რო ჭამო?

Posted by: unknown lady 5 Jul 2007, 23:09
QUOTE
მოშუშეთ ხახვი.
სანამ გაყავისფერებას დაიწყებს, ჩაყარეთ სოკო, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ბულგარული.
ბოლოსკენ მოასხით მაიონეზი; მოაყარეთ ყვითელი ყვავილი და თუ გინდათ რამე სხვაც.
(მაიონეზიანს ცეცხლზე ვაჩერებ 5-10 წუთი)





სავარაოდოდ, ეს

Posted by: maiko_27 21 Aug 2007, 02:18
ვინმემ მომწერეთ რა,ყვავილოვანი კომბოსტო როგორ უნდა გავაკეთო?არასოდეს გამიკეთებია და მაინტერესებს.მოწალვისას ადუღებული წყალი უნდა დავასხა თუ ჩავდო უნდა მდუღარე წყალში?და რამდენი ხანი გავაჩერო?რა სოუსი მოუხდება?(სამარხვო მაიონეზს აქ მაინც ვერ ვიშოვი,რამე სხვა მინდა)არც არასოდეს მიჭამია და იმედია მომეწონება.დღეს შემეხარბა და თქვენი იმედით ვიყიდე,მეთქი რამეს როგორ არ მასწავლიანთქო,აბა თქვენ იცით,არ დამაღალატოთ wink.gif

Posted by: Johnnie Walker 21 Aug 2007, 02:46
ესეიგი "ყვავილოვანი კომბოსტო" იმედია broccoli არ არის და ორდინარული ყვავილოვანი კომბოსტოა biggrin.gif

მაშინ (ე.ი.თუ სამარხვოდ გინდა, არც ვიცოდი თუ დღესაც მარხვა იყო რამე smile.gif), დაყავი "ყვავილებად" და მარილიან მდუღარეში ჩააგდე, ასე, 10-20 წუთით. რომ დალბება, ამოიღე და გადადე ზეთიან ტაფაზე, უკვე ცხელზე. მოხრაკე ზეთში (ხუფი დაახურე smile.gif) და ეგ არის. სამარხვო სხვა ვერაფერი იქნება.

Posted by: ShadowCat 21 Aug 2007, 13:01
maiko_27
QUOTE
სამარხვო მაიონეზს აქ მაინც ვერ ვიშოვი,რამე სხვა მინდა

სოუსების თემაში მაიონეზის რამდენიმე რეცეპტია.
გადაავლე თვალი, ეგებ სამარხვო რამე იპოვო და თავად გააკეთო yes.gif

Posted by: maiko_27 22 Aug 2007, 02:25
Johnnie Walker
ShadowCat


გაიხარეთ თქვენ 2kiss.gif

Posted by: Johnnie Walker 22 Aug 2007, 02:52
maiko_27
იცოცხლე biggrin.gif
ის კი დამავიწყდა, რომ ტაფაზე დადებამდე სუხარში უნდა გაგევლო, უფრო გემრიელი გამოვიდოდა smile.gif

Posted by: maiko_27 24 Aug 2007, 12:53
Johnnie Walker

არაა,გვიანი,ჯერ მაინც არ გამიკეთებია smile.gif სიმინდის ფქვილში რო გავავლო,არ წავა?თუ არა და ვიყიდი სუხარსაც,არა უშავს...

კაი გოგო ხარ,მადლობააა...მპუაააა

Posted by: Johnnie Walker 24 Aug 2007, 13:14
maiko_27
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif

Posted by: ShadowCat 24 Aug 2007, 13:22
maiko_27
QUOTE
კაი გოგო ხარ,

არაა ეგი გოგო no.gif smile.gif))

Posted by: maiko_27 28 Aug 2007, 18:55
QUOTE (ShadowCat @ 24 Aug 2007, 13:22 )
maiko_27
QUOTE
კაი გოგო ხარ,

არაა ეგი გოგო no.gif smile.gif))

eek.gif

უიმეეე,სირცხვილოოოო,ეს რა მომსვლია baby.gif

Johnnie Walker

მაპატიე სიხარულო,რატომღაც კულინარიის თემაში მამაკაცს არ ველოდი 2kiss.gif

(მეც არ გამიკვირდა,რატო ჩაბჟირდათქოოო??? rolleyes.gif )

Posted by: ShadowCat 29 Aug 2007, 12:13
maiko_27
QUOTE
რატომღაც კულინარიის თემაში მამაკაცს არ ველოდი

ხი ხი! biggrin.gif
აქ ისეთი კულინარი მამაკაცები გვყვავს, ზოგიერთი ქალბატონი ახლოსაც რომ ვერ მოვა მათთან chest.gif

Posted by: mere ra? 24 Sep 2007, 20:02
მაგარია wink.gif აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: pacient 29 Sep 2007, 11:38
ყვავილოვან კომბოსტოს მართლაც რომ ვერაფერი ჯობს...
სამარხვო სამარხვოდ და ეგეთი იოდიზირებული სხვა არაფერია...
ჯანმრთელობისთვის არის მისწრება!

Posted by: Breaky 28 Nov 2007, 16:33
საშობაო მარხვაც დაწიყო და ეს თემაც აიპინა biggrin.gif

ხოდა ბარემ ჩემი ფანტაზიის ნაყოფსაც შემოგთავაზებთ:

სოკოს "ბიფსტროგანოვი"

1 დიდ ქილა სოკოს გადაწურავთ და ხახვთან ერთად მოშუშავთ ზეთში. თუ ნედლი სოკო გაქვთ რამე, კიდევ უკეთესი, მე
არ მქონდა და ქილის ვიყიდე. მერე დააყრით 1-2 კბილ დაჭყლეტილ ნიორ. კარგად რომ მოიშუშება, დაასხამთ 1 პაკეტ
სამარხვო მაიონეზს, კარგად ამოურევთ და ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთი შუშავთ. ცალკე ჯამში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი
ფურის ფქვილი და ნელ-ნელა გაათხელეთ ანადუღარი წყლით, კარგად მოურიეთ, რომ არ დაკორკოშდეს. შემდეგ კი ჩაუშვით
სოკოსთან, ამოურიეთ, დაახურეთ თავზე და 10 წუთი ხარშეთ, რომ ფქვილი უმი არ დარჩეს. ხო, წყლის რაოდენობა სურვილისდა
მიხედვით. თუ შეხედავთ, რომ ამ 10 წუთის მერე ძალიან ჩასქელდა მასა, შეგიძლიათ ადუღებული წყალი დაასხათ და გაათხელოთ
სასურველ სისქემდე. ბოლოს დააყრით მარილს, შავ პილპილს და სურვილისამებრ რაიმე სუნელს.
მე ამ კორეულ სუნელებზე ჩავიციკლე ბოლო პერიოდია და შესაბამისად ამ კერძსაც დავაყარე.
მოასხით ეს სოუსი სპაგეტის და მიირთვით wink.gif

პ.ს. ახლა მომაფიქრდა, რომ სოკოს ბულიონის კუბიკით გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე უბრალოდ ადუღებული წყლით.
ხოდა ისა კიდევ, არასამარხვო ვარიანტში მაიონეზის მაგივრად არაჟანი უქენით.

Posted by: ikebana 1 Dec 2007, 19:23
მნდა გითხრათ, რომ გავაკეთე Breaky-ს სოკოს "ბიფსტროგანოვი" და აღფრთოვანებული ვააარ
მნია მნია.....

Posted by: bubu1234 1 Dec 2007, 19:31
სოკოს სუპი როგორ გავაკეთო?


-------------------------

Posted by: Breaky 5 Dec 2007, 13:37
ფანტაზიის მორიგი ნაყოფი - ლობიოს სალათა

მოშუშავთ ზეთში ნახევარრგილებად დაჭრილ ხახვს, გრძელ წვრილ ზოლებად დაჭრილ ბულგარულს, ასევე გრძელ წვრილ ზოლებად
დაჭრილ სტაფილოს, ძალიან პატარა ყვავილედებად დაჭრილ ყვავილოვან კომბოსტოს. ბოლოს კი აურევთ მოხარშული ლობიოს
მარცვლებს (თუ მოხარშვა გეზარებათ, იყიდება ქილებში გამზადებული) და სოკოს მარინადს (ესეც იყიდება ქილებში). ამ მარინდას
მომჟავო გემო აქვს და ამიტომაც უხდება ამ სალათას. მოშუშული სოკო ისე ძალიან არ მოუხდება, როგორც ეს მარინადი.
ბოლოს დააყრით მარილს, პილპილს და სუნელს - სურვილის მიხედვით. მე ტრადიციული ქართული ხარჩოს სუნელები დავაყარე:
ძალიან ცოტა ხმელი ქინძი, ბევრი ზაფრანა, ბევრი უცხო სუნელიც და ასევე "ხარჩოს სუნელი" რომ ქვია, ნარევი როა, ეგეც დავაყარე.

პ.ს. შუშვისას შეგიძლიათ ტომატ-პომიდორიც დაასხათ და ისე მოშუშოთ. მაგრამ მე უპომიდვროდ უფრო მომეწონა.


ikebana
QUOTE
გავაკეთე Breaky-ს სოკოს "ბიფსტროგანოვი" და აღფრთოვანებული ვააარ


ძალიან მიხარია, ჩემი "ნათითხნი" ჩემს გარდა სხვასაც რომ მოსწონს ხოლმე biggrin.gif

Posted by: Ariadna 5 Dec 2007, 14:25
ფლავი სოკოს და ლობიოს გარნირით

ბრინჯი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით მარილწყალში (ბევრ წყალში, რომ მარცვლები არ მიეწებოს ერთმანეთს), გადავწუროთ. ქვაბის ძირში დავალაგოთ კარტოფილის ბრტყლად დაჭრილი ნაჭრები, მოვაყაროთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მოვასხათ გამდნარი სამარხვო ცხიმი (მაგ. "დაჩა"), ან ზეთი (ვისაც მოსწონს ბრინჯი ზეთით), და თუ იშოვით, ცოტა ყვითელი კოჭა (куркума). დავადგათ მჭიდროდ თავდახურული ქვაბი ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ბრინჯის სრულ მომზადებამდე ("ძველ წიგნებში "დამში მოყვანა" რომ ჰქვია).
ცალკე მოვშუშოთ ხახვთან ერთად სოკო (კონსერვიც შეიძლება) და მოხარშული ლობიოს მარცვლები, მარილი, პილპილი გემოვნებით.
დიდ თეფშზე გადმოვიღოთ ბრინჯი, ზემოდან - სოკოს და ლობიოს გარნირი. გემრიელია.

Posted by: mamalo 7 Dec 2007, 13:18
ვაჰ ე რა მაგარი რამეები წერია, ნერწყვი მომადგა

Posted by: აღასპერი 10 Dec 2007, 20:16
ხალხო, ე.წ. 'მაკკოფეს რძიანი ყავა' სამარხვოა? ამბობენ, სოიოსგან მზადდება და სამარხვოაო. თქვენ გეცოდინებათ rolleyes.gif

Posted by: cagva 11 Dec 2007, 13:10
მაკკოფეე სამარხვო ყავაა! მეც ასე ვიცი სოიოს რძეზეაო

Posted by: tamunia_ch 11 Dec 2007, 22:15
ძალიან გემრიელი ნამცვარი ვიცი სამარვო მაიონეზით, რომ კეთდება...

მოვძებნი ზუსტ რეცეპტს და დავწერ wink.gif

Posted by: cesdeba 30 Dec 2007, 23:33
31 დეკემბერს და 1 იანვარს თევზი დაიშვება ამ წელს?

Posted by: Breaky 31 Dec 2007, 20:29
cesdeba
2008 წელი დადგება თუ არა, მთელი 1 იანვრის განმავლობაში დაშვებულია პატრიარქის მიერ.

Posted by: BomJ1K@ 2 Jan 2008, 05:26
.........................................................

Posted by: sharla IX 2 Jan 2008, 18:13
QUOTE
'მაკკოფეს რძიანი ყავა'

აი მისი შემადგენლობა : შაქარი 55% , მცენარეული ნაღები 32,5% , ნატუალური ხსნადი ყავა 12.5% ..
აქედან გამომდინარე ნამდვილად სამარხვოა wink.gif

Posted by: perpetua2 6 Jan 2008, 12:18
ყველას გილოცავთ შობას და მინდა გახაროთ, რომ ხვალიდან ყველაფერი გვეჭმევა! bis.gif

Posted by: sharla IX 6 Jan 2008, 19:37
perpetua2
bis.gif jump.gif bis.gif
გილოცავთ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: BadbadGirl 8 Jan 2008, 21:28
ხალხო, აღდგომა როდისაა?
ჩვენი და კათოლიკებისაც მაინტერესებს smile.gif
წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Breaky 8 Jan 2008, 21:33
BadbadGirl
ჩვენი 27 არპილსაა; კათოლიკების - არ ვიცი.

Posted by: perpetua2 9 Jan 2008, 13:08
ვინც არ იცით, ინფორმაციისთვის;
ეხლა ნათლისღებამდე, ანუ 19 იანვრამდე ხსნილია ოთხშაბათის და პარასკევის ჩათვლით და ყველაფერი იჭმევა

Posted by: Breaky 9 Jan 2008, 14:28
perpetua2
QUOTE
ეხლა ნათლისღებამდე, ანუ 19 იანვრამდე ხსნილია ოთხშაბათის და პარასკევის ჩათვლით და ყველაფერი იჭმევა


კი, მაგრამ ნათლისღების წინა დღეს, ანუ 18 იანვარს, მარხვაა.

მოდერ, ჩამოპინე ეს თემა და სააღდგომო მარხვა რომ დაიწყება, მერე აპინე ისევ. რავი, მე ეგრე ვაკეთებდი.

Posted by: perpetua2 9 Jan 2008, 14:49
Breaky
კი, 18 ში მძიმე მარხვაა, ვინც მარხულობს
უზეთო საჭმელები უნდა მივირთვათ

Posted by: August 17 Jan 2008, 21:43


მე ასეთი კითხვა მაქვს сочельник (რელიგური დღესასწაულის წინა დღე) როგორაა ქართულად?
19-ში ნათლისღებაა და 18 ნათლისღების сочельникია პოლონურად ვიგილია ჰქვია
Сочельник (сочевник) — день навечерия (канун) праздников Рождества Христова и Богоявления Господня (иногда упоминаются также сочельники на Благовещение и в первый день Великого поста). Название происходит от слова «сочиво» (первоначально — пшеничные зерна, размоченные водою); сочивом (или кутьей, которая готовится из зёрен пшеницы с добавлением меда, часто также орехов и изюма) должны, по предписанию церкви, питаться в этот день верующие.
მოკლედ წანდილის გაკეთება მინდა და გამახსენდა ეს сочельник

perpetua2
QUOTE
უზეთო საჭმელები უნდა მივირთვათ


წანდილი / კოლიო - აუცილებელია!

Posted by: Breaky 21 Jan 2008, 23:32
August
QUOTE
წანდილი / კოლიო - აუცილებელია!


რად უნდა მერე მაგას ზეთი. ეგ კერძი უზეთოების ოჯახიდანაა.
მოხარშული მარცვლები, ნიგოზი, თაფლი, ყავა, ქიშმიში - ამათი ერთმანეთში შერევით არ კეთდება?

Posted by: Mr Green 23 Jan 2008, 11:01
QUOTE (Breaky @ 21 Jan 2008, 23:32 )
August
QUOTE
წანდილი / კოლიო - აუცილებელია!


რად უნდა მერე მაგას ზეთი. ეგ კერძი უზეთოების ოჯახიდანაა.
მოხარშული მარცვლები, ნიგოზი, თაფლი, ყავა, ქიშმიში - ამათი ერთმანეთში შერევით არ კეთდება?

წანდილი / კოლიო/ კორკოტი - ძაან მაგარია ! smile.gif

ისე ჩემი აზრით და ჩემი გემოვნებით სამარხოებშიც და არასამარხოებშიც ყველაზე მაგარი საჭმელი არის - ლ ო ბ ი ო smile.gif (და მჟავე და მწვანე ხახვი და წიწაკა) იფ იფ იფ... smile.gif

Posted by: homo homini 27 Feb 2008, 12:11
ბერძნული :

აიღეთ პრასი, მოაცალეთ ფესვები და ამბები, გათუთქეთ, დაჭერით,
გაუკეთეთ ლიმონის წვენი, მარილი და ზეითუნის ზეთი და მიირთვით.
შეგიძლიათ გაუკეთოთ არაჟანიც და მაიონეზით მარა მაშინ სამარხვო აღარ იქნება.

Posted by: iakhsari 12 Mar 2008, 10:30
მოკლედ ვარ მძიმე მარხვაზე და იქნებ რაიმე ისეთი საჭმლის რეცეპტი დამიწეროთ, რომელსაც ზეთიც კი არ დაჭირდება, ოღონდ კარტოფილის პელმენები, მოხარშული, კარტოფილის ხახვითა და მწვანილით, კოლიო, ლობიო ტყემლითა და კვაწარახით არ გამაგონოთ smile.gif)) ხო არც ჩაი ან ყავა ჯემიანი პურით smile.gif))) დანარჩენს ყველაფერს დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და გავეცნობი

Posted by: Tikk 12 Mar 2008, 10:42
iakhsari
QUOTE
კარტოფილის პელმენები, მოხარშული, კარტოფილის ხახვითა და მწვანილით, კოლიო, ლობიო ტყემლითა და კვაწარახით არ გამაგონოთ

უკაცრავად, მაგრამ თუ ასეა, ჯობს მძიმე მარხვა არ შეინახო საერთოდ.

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Mar 2008, 11:01
iakhsari
ჰერკულესი, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი...

Posted by: iakhsari 12 Mar 2008, 11:04

WOMAN IN LOVE

smile.gif)) გაიხარე


Tix

ავოეეეე რას "ვგადაობთ" smile.gif)) არა მე პურზე და ცყალზეც გავდივარ, მაგრამ უბრალოდ დამინტერესა

Posted by: Tikk 12 Mar 2008, 11:10
iakhsari
QUOTE
ავოეეეე რას "ვგადაობთ" )) არა მე პურზე და ცყალზეც გავდივარ, მაგრამ უბრალოდ დამინტერესა

სულ არ ვღადაობ. smile.gif უბრალოდ - რომ ვთქვა, პურზე გადავლა მძიმე მარხვა არ არის თქო - ოფტოპიკი იქნება და ამიტომ - არ ვიტყვი. smile.gif

Posted by: iakhsari 12 Mar 2008, 11:16
Tix

ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით smile.gif. იმედია შეთანხმება შედგაsmile.gif)
მირჩიე ჩემო კარგო რაიმე კარგი და გემრიელი და მოვრჩეთ კამათს smile.gif)))

Posted by: annak 12 Mar 2008, 11:23
iakhsari
თაფლი მიირთვით,
საერთოდ ერთმა მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფმა რელიგიურმა პირმა, ჩემმა ნათესავმა და მართლა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა რო არასდროს დამეცვა მძიმე მარხვა. ვინაიდან ის მხოლოდ ბერებმა უნდა დაიცვან ან განსაკუთრებული მოწოდების რელიგიურმა პირებმა(რომლებიც რამე "გემრიელს" არ ეძებენ ამ დროს).

Posted by: iakhsari 12 Mar 2008, 11:31
annak

მადლობთ!!! შენს რჩეავს აუცილებლად გავითვალისწინებ.

Posted by: Tikk 12 Mar 2008, 11:54
annak
QUOTE
თაფლი მიირთვით,

არაჩვეულებრივი რჩევაა. smile.gif
QUOTE
ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა რო არასდროს დამეცვა მძიმე მარხვა. ვინაიდან ის მხოლოდ ბერებმა უნდა დაიცვან ან განსაკუთრებული მოწოდების რელიგიურმა პირებმა(რომლებიც რამე "გემრიელს" არ ეძებენ ამ დროს).

და უცხიმო მარხვასთან ერთად არ სხედან ინტერნეტთან, არ უყურებენ ტელევიზორს, ფიქრითაც კი არ გაივლებენ რამე ამქვეყნიურს და მთელ დღეს ლოცვაში და სინანულში ატარებენ.

ისე - მოხარშული კარტოფილი სანელებლებში და ჭარხალი - ყველაზე ადვილად მოსამზადებელია.

Posted by: Breaky 15 Mar 2008, 22:58
ვიყიდე ქამა სოკო, გავასუფთავე, გავრეცხე და დავჭერი კუბიკებად.
ხახვი დავჭერი ალყა-ალყა და ზეთიან ტაფაზე მოვშუშე ფერის შეცვლამდე. დავაყარე ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი, ამოვურიე
და ვშუშე კიდევ 1-2 წუთი. ჩავაყარე სოკო, დავახურე თავზე და ვშუშე. სოკო რომ თითქმის მზად იყო, ჩავაყარე ქონდარი, წითელი პილპილი
და კორეული სუნელები. ამის შემდეგ თავსახური აღარ დამიფარებია რომ ზედმეტი სითხე ამომშრალიყო. დავაყარე მარილი და წვრილად
დაჭრილი კამა. ამოვურიე და 2 წუთი კიდევ გავაჩერე ცეცხლზე.

ადვილი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი.

Posted by: Breaky 21 Mar 2008, 20:06
დღეს გავაკეთე ჭარხალი:

მოვხარშე, გავხეხე, ავურიე ქართული სუნელები (ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმ. ქინძი, ხარჩოს სუნელი, პილპილი) და მაოინეზი.
ჭადზე არაჩვეულებრივია.

ხო, კიდევ ის გავაკეთე:
კომბოსტო დავჭერი წვრილად და დავაყარა მარილი. სტაფილო გავხეხე და ამასაც მარილი დავაყარე. ნახევარ საათში გავწურე ორივე,
ავურიე ერთმანეთში, დავაყარე შავი პილპილი და მერე გემოვნებით აურიეთ ან კახური ზეთი, ან მაოინეზი.

Posted by: kanonika 21 Mar 2008, 21:46
Breaky
სოკოს ეს მეთოდი მარტივია, კლასიკური და გემრიელი, ხოდა მაგისი თელავური განშტოებაა ყველაფერი რაც შენ დაწერე კორეული სუნელების გარდა +ტარხუნა, ზამთარში დაფქვილს ინახავენ ხოლმე და ისე აყრიან, ხოლო ქორფა ტარხუნის შემთხვევაში თითქმსი სულ ბოლოს უნდა მოაყარო

ეგ ამბავი თელავურია, მაგრამ ჭადი უხდება jump.gif

Posted by: happy_dreamer 21 Mar 2008, 21:49
ძაან მიყვარს სამარხო კატლეტი, გრეჩიხა ცოტა ბრინჯი, ცოტა სერი პური, ქინზი, ხასხვი ნიორი და სუნელები გემოსთვის , მაგრად მიყვარს და სულ ვაკეტებ ხოლმე მარხვაში smile.gif
* * *
QUOTE
  iakhsari
მოკლედ ვარ მძიმე მარხვაზე და იქნებ რაიმე ისეთი საჭმლის რეცეპტი დამიწეროთ, რომელსაც ზეთიც კი არ დაჭირდება, ოღონდ კარტოფილის პელმენები, მოხარშული, კარტოფილის ხახვითა და მწვანილით, კოლიო, ლობიო ტყემლითა და კვაწარახით არ გამაგონოთ )) ხო არც ჩაი ან ყავა ჯემიანი პურით ))) დანარჩენს ყველაფერს დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და გავეცნობი


რავი მე მძიმე მარხვაზე უზეთო რეჩიხაზე ვარ ხოლმე ძალიან მიყვარს და კაროფილის "ჩაქაფული" რატო არ მოგწონს? biggrin.gif ტარხუნით არის უგემრიელესი, ბევრი ტარხუნა უყავი და მაგარი იქნება, ისე მძიმე მარხვაზე საჭმელზე დიდად არ ვფიქრობ საჭმელზე

Posted by: D17 22 Mar 2008, 03:10
კარტოფილის ჩაქაფული ძალიან გემრიელია! (მაგრამ ბატკნისას მაინც ვერ სჯობნის დ არა ვქნა)

Posted by: (c)TG 23 Mar 2008, 16:58
რესტორანი გახსენი lost in cooking
მუდმივი კლიენტები ვიქნებით მთელი ოჯახი, რა გემრიელ რამეებს წერ, გინდა სამარხვო, გინდა ისე (ქათმის გარდა), თან ლოსთებს ვუყურებთ

Posted by: Tikk 23 Mar 2008, 19:59
happy_dreamer
QUOTE
ძაან მიყვარს სამარხო კატლეტი, გრეჩიხა ცოტა ბრინჯი, ცოტა სერი პური, ქინზი, ხასხვი ნიორი და სუნელები გემოსთვის , მაგრად მიყვარს და სულ ვაკეტებ ხოლმე მარხვაში 

სოიოს ფარშითაც ძალიან გემრიელი გამოდის ხოლმე, ანუ - წიწიბურას მაგივრად სოიო.

Posted by: Ultra Cosmopolitan 23 Mar 2008, 20:44
Tix
QUOTE
სოიოს ფარშითაც ძალიან გემრიელი გამოდის ხოლმე, ანუ - წიწიბურას მაგივრად სოიო.


დღეს დილით რო გამიკეთე კატლეტები ეს სოიოსი იყოო?

Posted by: Tikk 23 Mar 2008, 20:49
Ultra Cosmopolitan
QUOTE
დღეს დილით რო გამიკეთე კატლეტები ეს სოიოსი იყოო?

არა, არ მომიტანე სოიო და იძულებული გავხდი კარტოფილით გამეკეთებინა.


ისე - ნიგვზიანი ფხალეული მიყვარს ძალიან სამარხვო საჭმელებიდან, მაგრამ მე ვერ ვამზადებ. user.gif

Posted by: gabarzgaleba 23 Mar 2008, 20:50
რადგან თემა აიპინა, ზნაჩიტ მოდერ მარხულობს biggrin.gif 2kiss.gif (ცოდვილი-ბოზბაშისტებიც მოიხსენიე რა ლოცვებში user.gif)

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Mar 2008, 20:54
gabarzgaleba
არა, გენაცვალე, ამჯერად შეცდი wink.gif მე რომ ვიმარხულო, შენ აჭმევ ჩემს პატარას? smile.gif

Posted by: Ultra Cosmopolitan 23 Mar 2008, 20:55
Tix
QUOTE
არა, არ მომიტანე სოიო და იძულებული გავხდი კარტოფილით გამეკეთებინა


ნუ აი ყველაფერი გემრიელი გამოგდიის რაა... აუუ ის რეცეპტი დაცერე რაა შენ რო აკეთებხ ხოლმე ხშირად ახალი ზელანდიური სალათი ჩირით. wink.gif

Posted by: Tikk 23 Mar 2008, 21:01
Ultra Cosmopolitan
QUOTE
ახალი ზელანდიური სალათი ჩირით. 

ეგ ყველით მზადდება და აქ უადგილოა.

Posted by: gabarzgaleba 23 Mar 2008, 21:09
WOMAN IN LOVE
QUOTE
მე რომ ვიმარხულო, შენ აჭმევ ჩემს პატარას?


biggrin.gif მართალია არც მე ვმარხულობ, მარა ვერა, ვერ ვაჭმევ smile.gif

Posted by: Solveig 23 Mar 2008, 21:50
Breaky
QUOTE
დღეს გავაკეთე ჭარხალი:

მოვხარშე, გავხეხე, ავურიე ქართული სუნელები (ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმ. ქინძი, ხარჩოს სუნელი, პილპილი) და მაოინეზი.
ჭადზე არაჩვეულებრივია.

ეგ ჭარხალი დამჟავებული ყოფილიყო, ჯობდა smile.gif)


Posted by: tavadze 24 Mar 2008, 13:51
სამარხვოებში რამდენად გადის, არ ვიცი, მაგრამ მამიდაჩემი სოკოსგან ჩვეულებრივად ამზადებს ჩაქაფულსაც და ოსტრსაც... რაღაც სოკოა - სახელებში ვერ ვერკვევი, მხოლოდ გემოს ვარჩევ, მაპატიეთ, biggrin.gif მაგრამ, მგონი, ხის სოკოა, დიდი, ბრტყელი სოკოა ვიზუალურად, რომელსაც მართლაც აქვს ხორცის მსგავსი გემო. მით უფრო, როცა ჩაქაფულის ან ოსტრის სუნელებს უშვება... ორივენაირად ძალიან გემრიელია.

Posted by: marmed 26 Mar 2008, 00:30
ბარდის ტოლმა ამოვიკითხე აქ და გემრიელია? წარმოსადგენად ცოტა გამიჭირდა, საინტერესოა.smile.gif

Posted by: Successful 26 Mar 2008, 12:34
იქნებ სამარხო ნამცხვრის რეცეპტი დამიწეროთsmile.gif ადვილი მოსამზადებელიsmile.gif

Posted by: agava 26 Mar 2008, 21:42
მეც ნამცხვრის რეცეპტი მინდა.
სტუმარი მყავდა. მარხულობს და ნორმალური პატივი ვერ ვეცი. მარტო სამარხო ვინიგრეტი გავაკეთე.
მაღაზიაში სამარხო ნამცხვრები რომ იყიდება საძაგლობაა.
თვითონ ხუმრობდა, მარხვა იმისია, კაი საჭმელებზე უარი უნდა თქვაო, მაგრამ მე ვგრძნობდი თავს უხერხულად.

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Mar 2008, 22:14
agava
ჩვენში დარჩეს და, მართალი უთქვამს wink.gif

Posted by: Successful 27 Mar 2008, 01:00
ხო მაგრამ რაღაც ტკბილის ჭამა გინდება ცოცხალ ადამიანსsmile.gif

Posted by: Tikk 27 Mar 2008, 01:19
Successful
ნამცხვრის რა მოგახსენო, მაგრამ ხშირად ვამზადებ ხოლმე სამარხვო ტკბილეულს, იმდენად გემრიელია, რომ ყველა სიამოვნებით მიირთმევს ხოლმე. smile.gif

მოკლედ - 1 კოლოფი "ჰერკულესი"(უკეთესია"სოლნიშკა"), 1 სამარხვო კარაქი, შაქარი, კაკაო, ქოქოსის ფხვნილი.

კარგად ავზელთ კარაქს და "ჰერკულესს", მოზელის დროს დავამატებთ შაქარს (გემოვნებით) და კაკაოს, ყველაფერი კარგად რომ აიზილება - დამარგვალებთ ბურთულებად, ამოვავლებთ ქოქოსის ფხვნილში.

სულ ესაა. smile.gif

Posted by: Successful 27 Mar 2008, 01:32
დიდი მადლობა ხვალ აუცილებლათ გავაკეთებsmile.gif მართალია"ჰერკულესი" არ მიყვარს მაგრამ ტკბილეული იმდენად და იმდენად მომბეზრდა ეს მაღაზიის საშინელი ნამცხვრები რომ....

Posted by: Tikk 27 Mar 2008, 02:20
Successful
QUOTE
მართალია"ჰერკულესი" არ მიყვარს მაგრამ ტკბილეული იმდენად და იმდენად მომბეზრდა ეს მაღაზიის საშინელი ნამცხვრები რომ....

არც მე მიყვარს და თავიდან ისე გამასინჯეს, არ ვიცოდი ჰერკულესით თუ მზადდებოდა და ვერც მივხვდი, აბსოლუტურად სხვა გემო აქვს.

Posted by: masha 27 Mar 2008, 09:51
QUOTE
მომბეზრდა ეს მაღაზიის საშინელი ნამცხვრები რომ....



ადრე იყიდებოდა სამარხვო ვაშლის ნამცხვარი: მთელ-მთელი ვაშლები გახვეული ცომში, ქიშმიშიან-ნიგვზიანი შიგთავსით: ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ დიდი ხანია აღარ შემხვედრია.
* * *
QUOTE
iakhsari



ძალიან კარგია სტაფილო კორეულად, შეიძლება სადმე არის რეცეპტი, მაგრამ მაინც:

გახეხავთ სტაფილოს ( თუ სპეც. სახეხი გაქვთ უკეთესია), დაასხავთ ძმარს და ცოტა ხანი გააჩერებთ. მერე დაამატებთ (წითელ წიწაკას (ან სპეც სუნელს "პრიპრავა დლია მორკოვკი პო კორეისკი"), დანაყილ ნიორს ამასობაში ზეთიან ტაფაზე დააგდებთ ორ ნახევრად გაჭრილ ხახვს, და როცა ზეთი ადუღდება ცხელ მდგომარეობაში დაასხამთ სტაფილოს და აურევთ.
ადრე ხახვს ვაგდებდი, მაგრამ სჯობს მიირთვათ, გემრიელია და სასარგებლოც,

Posted by: iakhsari 27 Mar 2008, 14:46
masha
გაიხარეეეეეეეეეეეეეეეე

Posted by: algulga 28 Mar 2008, 11:16
samarxvo vaSlis perogi

1 Wiqa Saqari avTvifoT 250 gr rbil margarinTan erTad. davumatoT 200 gr. samarxvo maionezi. 1 C.k. soda ZmriT, vanili, fqvili daaxloebiT 3..5Wiqa. Semdeg amoviRebT magidaze, odnav SevzelT civ tafaze wavusvamT cxims, movayriT fqvils da 2/3 coms gadavitanT tafaze da xeliT movasworebT. 1 kg antonovka gavxexoT da movayaroT coms. 1/3 coms SevaziloT fqvili, gavabrtyeloT da dabWraT zolebad. da movrTavT. zemodan wavusvamT zeTs ( samarxvo receptiT gakeTebuli Zalian cudi gasabrtyelebelia)


Posted by: MebenZinis dzma 28 Mar 2008, 19:41
ჩემმა მეგობარმა გააკეთა სოკოს ბიფსტროგანოვი და ლამის გადაირია, ისე მოეწონა... აქ დევს რეცეპტი? მიმითითეთ პლზ...
ისეთი აღშფრთოვანებული იყო, რეცეპტის კითხვა დამავიწყდა baby.gif

Posted by: Breaky 28 Mar 2008, 19:47
MebenZinis dzma
QUOTE
ჩემმა მეგობარმა გააკეთა სოკოს ბიფსტროგანოვი და ლამის გადაირია, ისე მოეწონა...


bis.gif bis.gif
კი დევს აქ, მოვძებნი და დავწერ ლინკს. წინა მარხვაში მოვიგონე ეგ კერძი და დავწერე აქაც biggrin.gif


* * *
აჰა, აგერ ბატონო: http://forum.ge/?showtopic=33695330&view=findpost&p=7522832

Posted by: aleko_tot 29 Mar 2008, 12:20
Breaky

QUOTE
მე ამ კორეულ სუნელებზე ჩავიციკლე ბოლო პერიოდია


სად იყიდება ეს კორეული სუნელები? იქნებ გამაგებინო. შენ სუყველა კერძში მაგას ხმარობ, ეტყობა გემრიელია...

Posted by: Breaky 29 Mar 2008, 12:37
aleko_tot
QUOTE
სად იყიდება ეს კორეული სუნელები? იქნებ გამაგებინო. შენ სუყველა კერძში მაგას ხმარობ, ეტყობა გემრიელია... 


მართლა ძალიან გემრიელია yes.gif
სად ვყიდულობ და პასაჟში კიკო-ს პირდაპირაა ზუსტად სუნელების კუთხე. ალბათ სხვაგანაც იყიდება, მაგრამ მე სულ მანდ ვყიდულობ ყველანაირ
სუნელს, ყველაფერი ძალიან კარგი და არომატული აქვს ამ კაცს, ეტყობა დანაყილ აგურებს და ხრეშს არ ურევს ხოლმე biggrin.gif

Posted by: (c)TG 29 Mar 2008, 16:12
Breaky
მაგ კაცს ვუთხარი ეკა რომ მოდის აქ ხშირად, ისეთ რეკლამას გიკეთებს, იმიტომ მოვედითქო და ვანილის და დარიჩინის ჩხირები ვიყიდე და ილი biggrin.gif "თვითონ ხარისხი მოგიყვანს აქო' - მიპასუხა biggrin.gif

Posted by: Breaky 29 Mar 2008, 16:19
©TG
QUOTE
მაგ კაცს ვუთხარი ეკა რომ მოდის აქ ხშირად, ისეთ რეკლამას გიკეთებს, იმიტომ მოვედითქო


მიყვება ხოლმე, მოდიან ხოლმეო და მეუბნებიან, ინტერნეტიდან მოგაგენითო biggrin.gif
მერე მოაყოლებს ხოლმე, ცნობილი რესტორნების სიას, თუ ვინები ყიდულობენ მაგასთან. ერთხელ ერთი "საიდუმლისავით" გამანდო,
აი ამ სუნელებს იყენებს ერთი ფირმა თავისი სამზარეულოს თითქმის ყველა კერძშიო, რაღაცაზე მიმითითა. ხოდა ძალიან მოსოწნს
ყველას, ეს რა გემრიელი საჭმელებიაო. ვიყიდე ის სუნელები, ხოდა არის რა, მე დიდად არ აღვფრთოვანდი biggrin.gif
ნეტა წილი არ მეკუთვნის? givi.gif

Posted by: (c)TG 29 Mar 2008, 16:46
Breaky
გეკუთვნის აბა რა. ეგ საიდუმლო რომელი, ფუუ სახელი დამავიწყდა, მგონი მივხვდი რაზეც ამბობ, პატარა მარცვლები ეყარა. ვკითხე ეგ რა არისთქო და მეჩქარებოდა. მეორედ რომ მივალ წამოვირებ. ეს ჩხირები გამისწორდა, აქამდე მარტო ვანილის კრისტალები და დაფქვილი დარიჩინი მქონდა და დაფქვილი ილი. ვაშლის ნამდვილი ძმარი გაიჩითა, მაგრამ მეძვირა 1 პატარა ბოთლი 4 ლარი ძვირი არაა? უნდა ვიყიდო.............. მოკლედ ეხლა შEვათვალიერე და მივადგები კიდევ, რა კარგი სუნებია იქ, ძლივს გამომათრია კახამ givi.gif

ოფი რომ არ გამოვიდეს:
დღეს მოვიფიქრე, გუშინდელი ღომი გავაფიცხე და ჰაინცის ანანასიან-ბანანიან-წიწაკიანი ტკბილ-მჟავე სოუსი მოვასხი
(რაში გამოვიყენო ეს სოუსი, ვერ ვხვდები, მოტკბო-მომჟავოა)

Posted by: Breaky 29 Mar 2008, 16:58
©TG
QUOTE
ვაშლის ნამდვილი ძმარი გაიჩითა, მაგრამ მეძვირა 1 პატარა ბოთლი 4 ლარი ძვირი არაა?


თუ მართლა ნაღდია, არაა ძვირი.

QUOTE
ეგ საიდუმლო რომელი

არა, მარცვლები არაა, რაღაც ნარევია სუნელების. VEGETA-ს ფირმისაა და რუსულად აწერია: Универсальная приправа из овощей.
მე რომ მანდ მივდივარ, ძალიან დიდხანს ვრჩები ხოლმე biggrin.gif
მანდ გირჩევ იყიდო პიცის სუნელები და ფლავის სუნელები (რუსულად აწერია ამათაც), ნუ, სტაფლოს სუნელზე ისედაც იცი biggrin.gif
შემდეგ წასვლაზე სხვებიც უნდა ვიყიდო, რაც აქამდე არ გამისინჯავს. დავწერ მერე შთაბეჭდილებებს.
* * *
QUOTE
ჰაინცის ანანასიან-ბანანიან-წიწაკიანი ტკბილ-მჟავე სოუსი მოვასხი (რაში გამოვიყენო ეს სოუსი, ვერ ვხვდები, მოტკბო-მომჟავოა)


შემწვარ ხორცზე biggrin.gif

Posted by: (c)TG 29 Mar 2008, 17:41
Breaky
QUOTE
მანდ გირჩევ იყიდო პიცის სუნელები და ფლავის სუნელები (რუსულად აწერია ამათაც), ნუ, სტაფლოს სუნელზე ისედაც იცი 
შემდეგ წასვლაზე სხვებიც უნდა ვიყიდო, რაც აქამდე არ გამისინჯავს. დავწერ მერე შთაბეჭდილებებს.

ეგენი მაქვს, ვაგზალზე ვიყიდე на всю жизнь biggrin.gif ყველანაირი, ბაზილიკი, ტმინი, ორეგანო, მწვადის სუნელი, ფარშის სუნელი, კურკუმა, იმბირი, კიდევ ბევრი რაღაცეები. მომწონს ერთად რომაა სხვადასხვა სუნელები და მე არ მიწევს ფიქრი, რა რითი შევკაზმო.

ხორცი კარგი აზრია ისე მაგ სოუსით

Posted by: lala 29 Mar 2008, 22:23
Breaky
©TG
მეც ვიცი ეგ კაცი კარგი ხარისხის რაღაცეები აქვს. მაგდენი სუნელები თუქონდა არვიცოდი
ერთი უნდა გავიარო და ვიყიდო
რეებს მირჩევდით? კაი სუნელები რა აქვს? საჭმელებისთვისაც და ნამცხვრებისთვისაც

Posted by: Breaky 29 Mar 2008, 22:26
lala
QUOTE
რეებს მირჩევდით? კაი სუნელები რა აქვს?


აი, ზემოთ რაც დავწერე, სტაფილოს სუნელი, პიცის სუნელი, ფლავის სუნელი (ასევე აწერია დაფასოებულ პაკეტებს რუსულად).
კიდევ ძალიან ბევრი ასეთი სხვადასხვა დაფასოებული სუნელები აქვს, იქვე სტენდზე აქვს ჩამომწკრივებული, მვდივარ ხოლმე
და გამოფენის ექსპონატებივით ვუყურებ ხოლმე და მერე ვირჩევ რამეს biggrin.gif
ნამცხვრებისთვისაც უამრავი მოსართავი და ხარახურა უდევს.

Posted by: lala 29 Mar 2008, 22:30
Breaky
ხო ნამცხვრისთვის ვიგულისხმე სუნელების პონტში, ილი კაკაო დარიჩინი და აშ. biggrin.gif თუ სუნელი ქვია ამას

Posted by: (c)TG 29 Mar 2008, 22:51
lala
QUOTE
ხო ნამცხვრისთვის ვიგულისხმე სუნელების პონტში, ილი კაკაო დარიჩინი და აშ.  თუ სუნელი ქვია ამას

ეგენი აქვს ნაირ-ნაირი, ზემოთ დავწერე დარიჩისნ და ვანილის ჩხირები აქვს, გადავირიე ისე მომეწონა. დაფქვილებიც აქვს
მუსკატნი არეხ ანუ ჯავზის ნიგოზი უხდება კექსებს (მე მიყვარს როცა იგრძნობა), ეგეც აქვს

Posted by: lala 30 Mar 2008, 16:48
©TG
Breakyხოო დღეს ვიყიდე რაღაცეები
მაგ კაცთან
პასკის სუნელები და პიცის და რაღაცეების.
ეს სტაფილოს სუნელი კაია?? კაი გამოდის სტაფილო >?

Posted by: (c)TG 31 Mar 2008, 00:49
lala
კი მაგარი, დღეს ორჯერ გავაკეთე სტაფილო სუნელებით, ერთხელ სულ ვჭამე და მერე ქმარუკასაც გავუკეთე და კიდევ ვჭამე biggrin.gif

Posted by: lala 31 Mar 2008, 15:15
©TG
იქ როგორც წერია ისე ამზადებ? თუ სხვანაირად?

Posted by: love_princess 31 Mar 2008, 19:24
სამარხვო ნამცხვარი მინდა რამე biggrin.gif რას მირჩევთ? smile.gif

Posted by: Breaky 31 Mar 2008, 20:43
ესეც ჩემი სახელგანთქმული http://forum.ge/?showtopic=33695598&view=findpost&p=4322504 ოღონდ ქათმის ხორცის მაგივრად დიდ კუბიკებად დაჭრილი და შემწვარი კარტოფილები დევს

Posted by: Tikk 31 Mar 2008, 22:02
Breaky
QUOTE
ესეც ჩემი სახელგანთქმული "ანტიგრიპი" ოღონდ ქათმის ხორცის მაგივრად დიდ კუბიკებად დაჭრილი და შემწვარი კარტოფილები დევს

მნიამ-მნიამ... chups.gif

ძალიან გემრიელი ჩანს. თან კარტოფილი ყველაფერს მირჩევნია.

Posted by: Johnnie Walker 2 Apr 2008, 02:21
ჩემი ყველაზე საყვარელი და ძალიან მარტივი სამარხვო კერძია ლობიო.

მოკლედ, კარგად მოხარშავთ ლობიოს biggrin.gif, მზესუმზირის ზეთში შეწვავთ დაჭრილ ხახვს... და მერე იმ მოხარშულ ლობიოს, თავის წყლიანად, შემწვარ ხახვში გადაუძახებთ. დაუმატებთ მარილს.

რომ შეგრილდება, მაცივარში შედგით - შესქელდება. მიირთვით ც ი ვ ა დ !

თუ ლობიო ხარისხიანია (წითელი, ამბროლაურის, მაგალითად) და ზეთიც კარგი (კახური, მამა-პაპური, გაუფილტრავი, სუნიანი!), მაგაზე გემრიელი მე ცოტა რამ ვიცი biggrin.gif

პროპორცია: ნახევარ კილო ლობიოზე 3-4 მოზრდილი თავი ხახვი, ნახევარი ჩაის ჭიქა (ან ნაკლები) ზეთი. მარილი - გემოზე.

სულ ეგაა smile.gif ღმერთმა შეგარგოთ.

Posted by: kanonika 2 Apr 2008, 10:40
პილპილი დაგავიწყდა,

და მასეთი წესით მომზადებული ლობიოს სახელი wink.gif

Posted by: (c)TG 2 Apr 2008, 13:28
lala
QUOTE
იქ როგორც წერია ისე ამზადებ? თუ სხვანაირად?

ხან მასე ხან სხვანაირად, როცა მეზარება მარტო სუნელებს ვაყრი გახეხილ სტაფილოს და ცხელ ზეთს + ცოტა ძმარი და ჩემს თეფზე ცოტა სოია სოუსი (ჩემი ქმარი ვერ იტანს სოიოს სოუსს)
* * *
Breaky
ამდენ მაიონეზს რა გაჭმევთ?!

ისა და მერე მაიონეზში ჩაწყობილ კარტოფილს კიდევ დგამ ღუმელში თუ ცივად მიირთმევთ? (მომეწონა, მაგრამ ცოტა მაიონეზით გავაკეთებ, ზემოდან მოვაწუწებ ცოტას)

Posted by: Breaky 2 Apr 2008, 14:35
©TG
QUOTE
მაიონეზში ჩაწყობილ კარტოფილს კიდევ დგამ ღუმელში თუ ცივად მიირთმევთ?


ეგრევე, ცივად, არავითარი ღუმელი.

QUOTE
ამდენ მაიონეზს რა გაჭმევთ?!


ვა, ეგრე კეთდება. თან შიგთავსის ყოველ ნაჭერს ხომ უნდა მოხვდეს. აბა ისე ჭამე ცარიელი შემწვარი კარტოფილი biggrin.gif
ისე, არაა ბევრი მაიონეზი, ეგრე ჩანს, იმიტომ რომ გატენილია ეგ ჭურჭელი კარტოფილებით. რომ ამოვიღე თეფშზე,
მარტო კარტოფილების ირგვლივ იყო, როგორც "დასაწობი" წვენი, მაგდენი არ იყო. სქელდება თან ეგ მაიონეზიან-სტაფილოიანი მასა.

Posted by: (c)TG 2 Apr 2008, 15:38
Breaky
QUOTE
მარტო კარტოფილების ირგვლივ იყო, როგორც "დასაწობი" წვენი, მაგდენი არ იყო. სქელდება თან ეგ მაიონეზიან-სტაფილოიანი მასა.

აჰააა ოკ
კარტოფილი გვიყვარს ყველა პოზაში და გავაკეთო აბა ეგეც რამე მსუბუქი მაიონეზით (მოსკოვში იყიდება ნიგვზებით და საკმაზებით, ნეტა აქ არ არის?), შენს სუნელების კაცთან ნაყიდი რამეები რომ ავურიო, მოუხდება ნეტა?

Posted by: Breaky 2 Apr 2008, 15:40
©TG
QUOTE
შენს სუნელების კაცთან ნაყიდი რამეები რომ ავურიო, მოუხდება ნეტა?


კონკრეტულად მაგ კერძს ქონდარის გარდა არაფერს ვუკეთებ. ძალიან გემრიელია სტაფილოს, მაიონეზის და ქონდარის ნარევი up.gif
არ სჭირდება მეტი არაფერი. ჰა-ჰა პლიპილი, ვისაც უყვარს biggrin.gif

Posted by: Breaky 3 Apr 2008, 19:34
მაშ ასე, მორიგი გემრიელობა: კომბოსტო მაოინეზში

კომბოსტოს ფოთლები მოვწალე კარგად, გავაგრილე, გავწურე და წვრილად დავკეპე.
ავურიე მარილი, წითელი პილპილი, ხარჩოს სუნელი, ხმელი ქინი, ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელი.
ასევე ავურიე წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი. სულ ბოლოს კი ცოოტა მაოინეზი, ერთი იმდენი, რომ
მოსდებოდა ირგვლივ და საკმარისია.
ახლა სანამ ჭადები ცხვება, ვზივარ და ვპოსტავ biggrin.gif


Posted by: Lieder_Tim 3 Apr 2008, 23:44
Breaky
შენი მისამარტი PM-ში მომწერე და შენთანაც ვივლი საჭმელად biggrin.gif

რა გემრიელად გამოიყურება რასაც აქ დებ ხოლმე, მნიამმნიამ

ეხლა კი, პატარა კონკურსი:
რა დავარქვა კერძს

მცირე რაკურსი:
დიდი უცნაური დედა მყავს. არ მომაშიებს და ამიტომაც ვიწონი სათაყვანებელ 98 კილოს. ეს რა შუაში იყო, მაგრამ მაინც.
გადავიარეთ ხორციელის კვირა, მარტის მიწურულს ქორფა ბოსტნეული გამოჩნდა და ჩემს მენიუში გაჩნდა ახალი კერძი, რომლის სახელის დარქმევა ცოტა გამიჭირდა (ნეტ ფანტაზიი ბეზ ალკოგოლია, ა პიწ რელიღია ზაპრეშჩაეტ)
ხო, კერძი ფრიად გემრიელია, ფაფუკი და ნაზი. რეცეპტი? უმარტივესი

ვის არ გაუსინჯავს "მადამ ბოვარი"
ხორცი შეცვალა სოიომ
ყველი - ბრინჯმა
დაემატა ბულგარული წიწაკა
და ვუალა
ღუმელში © დედაჩემი
დავაზუსტე:

"ჟარონკაზე" (რა ქვია ქართულად არ მახსოვს) დაასხით ზეთი, მერე ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მერე დააწყვეთ ასევე ალყა-ალყა დაჭრილი "კარტოფელი", ზევიდან მოასხით დაჭრილი პომიდორი, მემრე ბულგარული სართულია, მაგაზე მოაყარეთ ბევრი ცალი ბრინჯი (სქლად უნდა იყოს) და ზევიდან მაიონეზი. ეხლა კი ვუალა, როგორც უკვე ვთქვი

ხოდა სახელი მომწერეთ რა, რამე ხომ უნდა ერქვას ამ სიგემრიელეს user.gif
სურათი არ მთხოვოთ, რადგან მთელ მდგომარეობაში ვერასდროს ვუსწრებ biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 4 Apr 2008, 00:00
Lieder_Tim
QUOTE
შენი მისამარტი PM-ში მომწერე და შენთანაც ვივლი საჭმელად

რა გემრიელად გამოიყურება რასაც აქ დებ ხოლმე, მნიამმნიამ

ეხლა კი, პატარა კონკურსი:
რა დავარქვა კერძს

მცირე რაკურსი:
დიდი უცნაური დედა მყავს. არ მომაშიებს და ამიტომაც ვიწონი სათაყვანებელ 98 კილოს. ეს რა შუაში იყო, მაგრამ მაინც.
გადავიარეთ ხორციელის კვირა, მარტის მიწურულს ქორფა ბოსტნეული გამოჩნდა და ჩემს მენიუში გაჩნდა ახალი კერძი, რომლის სახელის დარქმევა ცოტა გამიჭირდა (ნეტ ფანტაზიი ბეზ ალკოგოლია, ა პიწ რელიღია ზაპრეშჩაეტ)
ხო, კერძი ფრიად გემრიელია, ფაფუკი და ნაზი. რეცეპტი? უმარტივესი

ვის არ გაუსინჯავს "მადამ ბოვარი"
ხორცი შეცვალა სოიომ
ყველი - ბრინჯმა
დაემატა ბულგარული წიწაკა
და ვუალა
ღუმელში © დედაჩემი
დავაზუსტე:

"ჟარონკაზე" (რა ქვია ქართულად არ მახსოვს) დაასხით ზეთი, მერე ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მერე დააწყვეთ ასევე ალყა-ალყა დაჭრილი "კარტოფელი", ზევიდან მოასხით დაჭრილი პომიდორი, მემრე ბულგარული სართულია, მაგაზე მოაყარეთ ბევრი ცალი ბრინჯი (სქლად უნდა იყოს) და ზევიდან მაიონეზი. ეხლა კი ვუალა, როგორც უკვე ვთქვი

ხოდა სახელი მომწერეთ რა, რამე ხომ უნდა ერქვას ამ სიგემრიელეს
სურათი არ მთხოვოთ, რადგან მთელ მდგომარეობაში ვერასდროს ვუსწრებ 


ხორციანი თუ მადამ ბოვარია, ამას მისტერ პიტკინი დაარქვი biggrin.gif

Posted by: Zyklon 4 Apr 2008, 01:42
კაცო მარხვისას პირის ჩატკბარუნებაზე ფიქრობთ თქვენ? spy.gif


Posted by: (c)TG 4 Apr 2008, 13:46
Breaky
ლიდერ-ტიმს მეც გამოვყვები, მაგას დაუპიემე მისამართი ;lol: რა არის რეებს აკეთებ და თან სურათებს დებ. მე კიდევ 1 კვირაა გრეჩიხას ვჭამ ნაირ-ნაირი სუნელებით (რომ არ მომბეზრდეს) (ჰმ წონას ჯერ ძვრაც არა აქვს)

Posted by: Peppi 4 Apr 2008, 14:03
©TG
QUOTE
დღეს მოვიფიქრე, გუშინდელი ღომი გავაფიცხე და ჰაინცის ანანასიან-ბანანიან-წიწაკიანი ტკბილ-მჟავე სოუსი მოვასხი
(რაში გამოვიყენო ეს სოუსი, ვერ ვხვდები, მოტკბო-მომჟავოა)



რაში და მე ბოსტნეულს ვბრაწავ და მერე მაგ საწემელში ვთუშავsmile.gif ხორცზე ან ბრინჯთან გემრიელობააsmile.gif
ბოსტნეულის სია: შამპინიონები, კარტოფილი, სტაფილო, ბარდა, ყაბაყი, ბულგარული . . . რავი რაც გაქვსsmile.gif

ისე, მე მოთუშულ - წვრილად დაჭრილ საქონლის ხორცს და მსხვილად დაჭრილ სოკოს და ხახვს ვურევ და მაგ საწებელს . . . ესეც მნიამ-გამოდისsmile.gif

Posted by: (c)TG 4 Apr 2008, 14:12
Peppi
კარგი იდეებია გმადლობთ smile.gif

მაგრამ ცოტა ხანი წიწიბურის და ბარდის სუპების მეტს არ ვჭამ არაფერს, ვდიეტობ საზაფხულოდ user.gif

Posted by: love_princess 4 Apr 2008, 18:34
Lieder_Tim

ჰოო, ვიცი ეგ.. ძალიან გემრიელია love.gif

Posted by: Lieder_Tim 4 Apr 2008, 19:24
gabarzgaleba
QUOTE
ხორციანი თუ მადამ ბოვარია, ამას მისტერ პიტკინი დაარქვი

ვაუ

ესე იგი მოდერჯან ქალბატონი სიყვარულში (თარჯიმნის ბრალია biggrin.gif )
გთხოვთ ჩემი რეცეპტი შეასწოროთ და კერძს უწოდოთ Mister Pitkin-ი

იქვე მიამატეთ, რომ სოიოს ცოტა დალბობის მერე ზეთში ჩათუშვა ჭირდება, უფრო გემრიელია თუ ცოტას წაიბრაწება wink.gif
გმადლობთ შესრულებული სამუშაოსთვის
Zyklon
QUOTE
კაცო მარხვისას პირის ჩატკბარუნებაზე ფიქრობთ თქვენ?

მე მახსოვს მარხვები, როდესაც არაფერი იშოვებოდა სამარხვო და ხალხი მხოლოდ შემწვარი ან მოხარშული კარტოფილით და ლობიოთი გადიოდა ფონს. ხოდა არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ მრავალფეროვანი გახდა მენიუ yes.gif

Posted by: zen 13 Apr 2008, 01:33
QUOTE (Breaky @ 3 Apr 2008, 18:34 )
მაშ ასე, მორიგი გემრიელობა: კომბოსტო მაოინეზში

კომბოსტოს ფოთლები მოვწალე კარგად, გავაგრილე, გავწურე და წვრილად დავკეპე.
ავურიე მარილი, წითელი პილპილი, ხარჩოს სუნელი, ხმელი ქინი, ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელი.
ასევე ავურიე წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი. სულ ბოლოს კი ცოოტა მაოინეზი, ერთი იმდენი, რომ
მოსდებოდა ირგვლივ და საკმარისია.
ახლა სანამ ჭადები ცხვება, ვზივარ და ვპოსტავ biggrin.gif

კაი იქნებოდა. მაიონეზის მაგივრად ან ერთად ცოტა ნიგოზი კიდე უკეთესი იქნებოდა მე მგონი.

Posted by: Breaky 13 Apr 2008, 01:42
zen
QUOTE
მაიონეზის მაგივრად ან ერთად ცოტა ნიგოზი


მაიონეზის მაგივრად ნიგვზით გაკეთებული, ცნობილი კერძია და ეს კი ახალია biggrin.gif

Posted by: (c)TG 13 Apr 2008, 01:45
Breaky
QUOTE
ნიგვზით გაკეთებული, ცნობილი კერძია

კოტრანას ეძახდა მაგას ბებიაჩემი, ვერ ვიტან მაგ გემოს

შენი რეცეპტი უფრო მომწონს თითქოს, თუმცა კომბოსტო ჩაშუშული მაგრად მიყვარს და მოწალულ-მოხარშულის ატანა არა მაქვს. ხვალ ვცდი მაგ რეცეპტს (დიეტას რა ვუთხარი)

Posted by: zen 13 Apr 2008, 01:51
ხო, კოტრანა ჰქვია მართლაც ნიგვზიანს... მაიონეზიანს კი ალბათ ბანკროტა უნდა დავარქვათ. biggrin.gif

Posted by: catherina_10 15 Apr 2008, 11:59
ნახევრად მოხარშეთ 4-5 ცალი კარტოფილი,
სოკო წამოვადუღოთ მარილიან წყალში,
კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად და კეცზე ფენა ფენა დავალაგოთ სოკოსთან ერთად, თან მოვაყაროთ სუნელები ნიორთან ერთად,
ბოლოს მოვასხათ სამარხვო მაიონეზი და შევდგათ ღუმელში სანამ მაიონეზი ცოტათი არ გაწითლდება

Posted by: amadeus 15 Apr 2008, 16:29
შემწვარი კარტოფილი, მოხარშული კარტოფილი, ისევ შემწვარი კარტოფილი. ისევ მოხარშული კარტოფილი biggrin.gif
გავკრახმალდი biggrin.gif

Posted by: annak 15 Apr 2008, 17:06
amadeus
კარტოფილი, გრეჩიხა, სოკო, მწვანე გაროხი სამარხო მაიონეზი, კომბოსტო, ბადრიჯანი და ნახევარფაბრიკატების დანახვა აღარ შემიძლია.
კიდევ კარგი ცოტა "სუპები" მშველის და ზეთის ხილიც.
შოკოლადი ბატონის მარგი გავანადგურე უკვე ახლომახლო მაღაზიებში და მაგსაც ვეღარ ვიტან უკვე.
კი არ ვწუწუნებ ეს ისე "ნავეილო" yes.gif

Posted by: Breaky 15 Apr 2008, 17:13
annak

არასოდეს პრობლემა არ მაქვს ხოლმე მარხვაში საჭმელთან დაკავშირებით. ცარიელ პურზე შემიძლია
გადავიდე (ვგიჟდები პურის და მდოგვის კომბინაციაზე biggrin.gif), ასევე უზომოდ შემიძლია კარტოფილის და
უბრალო სალათის ჭამაც.
აი, ჩემი ქმარი კი ვერ ნაყრდება ხოლმე და ამდენ ნაირ-ნაირი კერძებს რომ ვთხზავ, სულ მისი დამსახურებაა.
არადა ბევრს არ ჭამს, უბრალოდ მრავალფეროვნება უნდა ხოლმე პატარა პორციებით biggrin.gif

Posted by: amadeus 16 Apr 2008, 14:54
annak
QUOTE
გრეჩიხა, მწვანე გაროხი სამარხო მაიონეზი, კომბოსტო, ბადრიჯანი

აი ამეებს კი ვაფშე ვერ ვიტან და ქე დავრჩი კარტოფილისა და სოკოს ამარა biggrin.gif

Posted by: annak 16 Apr 2008, 15:40
amadeus
QUOTE
კარტოფილისა და სოკოს ამარა

რა დღეში ყოფილხარ ყოჩაღ! yes.gif
თუმცა ჩემთვისაც უკვე ყველაფერს ჩალის გემო აქვს!
აღარც აჯიკა შველის და აღარც სვანური მარილი.
Breaky
QUOTE
ვგიჟდები პურის და მდოგვის კომბინაციაზე

მდოგვი კარგი გამახსენე, ცოტა გადაასხვაფერებს ჩემს მენიუს.

Posted by: (c)TG 16 Apr 2008, 17:58
Breaky
QUOTE
უბრალოდ მრავალფეროვნება უნდა ხოლმე პატარა პორციებით

სად ცხოვრობთ? ჩემს ქმარს გამოგიგზავნით ხოლმე givi.gif

offtopic.gif აგატსტონს ვიწყებ ხვალიდან (დღეს დაბადების დღეზე მივდივარ ტორტი უნდა ვჭამო biggrin.gif)

Posted by: Breaky 16 Apr 2008, 18:03
©TG
QUOTE
სად ცხოვრობთ? ჩემს ქმარს გამოგიგზავნით ხოლმე


მოვიდეს, გაასაღებს საჭმელს, სულ ეგ პრობლემაა ჩვენთან, რომ არ იჭმევა ბოლომდე არაფერი biggrin.gif

QUOTE
აგატსტონს ვიწყებ ხვალიდან (დღეს დაბადების დღეზე მივდივარ ტორტი უნდა ვჭამო biggrin.gif)


მიდი, აიღე მარაგი, მერე კაი ხანი ვეღარ შეჭამ biggrin.gif

Posted by: miau 17 Apr 2008, 00:10
აბა, მემარხულეებს ერთ გემრიელ, მარტივ და ძალიან მალე მოსამზადებელ საჭმელს შევთავაზებ:

მოვხარშოთ 1 შეკვრა სამარხვო მაკარონი.

ზეთში მოვხრაკოთ 5-6 თავი საშუალო ზომის საშუალოდ დაჭრილი ხახვი, სანამ შეიბრაწება, დავუმატოთ 500 გრამიანი სოკოს კონსერვი, ან დაჭრილი ცოცხალი სოკო და გავაგრძელოთ ხრაკვა, დავუმატოთ 1 სავსე ჩაის კოვზი მელისა, შავი პილპილი, 1 სადილის კოვზი სოიოს სოუსი და გავაგრძელოთ ხრაკვა, საბოლოოდ (სოკო არ უნდა ჩაფლავდეს, უნდა იყოს ოდნავ ტკაცუნა) ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, გამოვრთოთ გაზქურა, დავაფაროთ საფარებელი და დავდგათ.
მაკარონს კი დავუმატოთ მცენარეული კარაქიდა გავაცხელოთ, შემდეგ სოკოსთან ერთად მივირთვათ. smile.gif
სკოს მაგივრად ძალიან გემრიელია ასე გაკეთებული კუბიკებად დაჭრილი ბადრიჯანიდა ბულგარული წიწაკა.

Posted by: amadeus 17 Apr 2008, 10:02
annak
QUOTE
რა დღეში ყოფილხარ ყოჩაღ!

აბა შენ ეგა თქვი, ზატო აღდგომა მართლაც აღდგომა იქნება ჩემთვის biggrin.gif
miau
მაგ რაღაცას ძაან სასიამოვნო სურნელი ასდის yes.gif
არ გინდა მოამზადო და აქ მყოფი მომარხულე ფორუმელები დაგვპატიჟო? gigi.gif

Posted by: auau 17 Apr 2008, 10:38
amadeus
QUOTE
მაგ რაღაცას ძაან სასიამოვნო სურნელი ასდის

მაგის სურნელი აღარ დგას, მთლიანად შეიჭამა user posted image

ისე, შეგიძლია სოკო მოშუშო ხახვთან ერთად და ბოლო წუთებში მიაშუშო დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა,
მარილის ნაცვლად შეგილია სოიოს სოუსი გამოიყენო. მერე ამ ყველაფერს მწვანე მუხუდოს კონსერვი შეურიე და თან ლამაზია, თან გემრიელი. user posted image

Posted by: XAO 22 Apr 2008, 12:40
ცხოვრებაში მარხვაზე არ ვყოფილვარ და გადავწყვიტე ეს 1 კვირა ვიმარხულო და რა ვჭამო მითხარით რა მოვკვდი ამ შემწვარი კარტოფილის ჭამით smile.gif

Posted by: tos-ka 22 Apr 2008, 12:45
XAO

ამ კვირაში ცხიმიანი საკვების მიღება რომ არ შეიძლება? მძიმე მარხვაა.

შოთი, ნიგვზიანი სალათები, სოკო (უცხიმოდ - ჩაქაფული, ან ნიგვზით შეზავებული), კიტრი-პომიდორი . . . ასეთი რამეებით მოგიწევს დანაყრება

Posted by: Breaky 24 Apr 2008, 19:48
ე.ი. ბოლო დღეებია და ვცდილობ ძალიან მარტივად გავატაროთ.
უბრალო სალათა:

დავჭერი კიტრი, პომიდორი (ბულგარული არ მქონდა), სალათის ფოთლები დავპუტე, მწვანე ხახვი, ქინძი და კამაც დავაჭერი, სიმინდის
მარცვლები დავაყარე. მარილი და ცოტა ქონდარიც. ავურიე ზეთში და ბალზამიკოში. up.gif

Posted by: Member 16 May 2008, 22:23
სოიოსგან ყველი რო გაააკეთონ არ გამოდის? როგორც ვიცი სოიო არის უნივერსალური მცნეარე , . .. რომლისგანაც გამოდის
:ფარში, კატლეტი, რძე, მაინოზი და ყველა რა გახდა კაცო .. . . . . თან პომიდორზე მაგრა მიდის და მაგიტო, .. . თუ ყველი დამზადდა, ეს კულინარიაში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, , ,

Posted by: Breaky 16 May 2008, 23:42
Member
QUOTE
სოიოსგან ყველი რო გაააკეთონ არ გამოდის?


როგორ არ გამოდის, დოუფუ ქვია სოიოს ყველს, მაგრამ მისი პირადპირ ჭამისა რა გითხრა, დაუმუშავებლად საშინელი გემო აქვს,
მინიმუმ უნდა შეწვა მაინც. შედარებით პატარა ვიყავი მამაჩემმა რომ მოიტანა ბაზრიდან და მოყვა ჩემხელა ინსტრუქცია, სადაც
ეწერა, რომ ეს იყო სოიოს ყველი და თუ რამდენი რამე შეიძლება გაკეთდეს მისგან (ახლა ნამდვილად აღარ მახოვს, რეები იყო).
უმად ჭამეთო - არ ეწერა და რომც წერებულიყო, შეუძლებელი იყო ამის გაკეთება smile.gif

Posted by: CZ88 8 Jun 2008, 05:13
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და გისურვებთ ყოველივე კარგს smile.gif

თუ ნებას დამრთავთ, რამდენიმე სამარხო კერძს სერბული სამზარეულოდან მეც შემოგთავაზებთ.

ხშირად მარხვის დროსაც გვაქვს ხოლმე რაიმე დღესასწაული, იქნება ეს რელიგიური თუ საერო, როგორც დაბადების დღე, ან პატარის გაჩენა ან მსგავსი სიტუაციები, როცა სტუმრები გვეწვევიან . მიუხედავად მარხვისა, ყველა ჩვენგანს სურს და უხარია კარგად დახვდეს სტუმარს, ასიამოვნოს რაც შეიძლება. მე მინდა აქ დავწერო რამდენიმე სამარხო რეცეპტი, რომელიც ზემოთ აღწერილ შემთხვევებში იქნებ რომელიმე თქვენგანს გამოადგეს.
(ასევე პატარების მარხვისათვის მისაჩვევად მოტივაციისთვის შეიძლება სუფრის ერთგვაროვნებას რომ მოვერიდოთ)

ტოლმა

2 თავი ხახვი წვრილად დაჭრილი,
4-5 ცალი საშუალო ზომის პატარა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,
3-4 ასევე წრილად დაჭრილი პომიდორი,
ბრინჯი , მსხვილად გატარებული ნიგოზი (ბრინჯის და ნიგოზის რაოდენობა თქვენ თვითონ გემოვნებით აირჩიეთ),
1 თავი საშუალო ზომის ცხელ წყალში მოთუთქული კომბოსტო.

ფაქტიურად, ყველაფერი ისე როგორც ჩვეულებრივი ტოლმისთვის საჭიროა, ოღონდ ფარშია განსხვავებული და მზადდება შემდეგნაირად:

1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვხრაკოთ, ჩავამატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, მოვშუშოთ ცოტა ხანი, შემდეგ კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი და ვხრაკოთ კიდევ ცოტა ხანი. შევკაზმოთ ცოტა ხმელი ქინძით, წიწაკა,მარილი, 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი,ცოტა დაკეპილი ოხრახუში. გადმოვდგათ გასაცივებლად.

ამასობაში ფოთლებად გავარჩიოთ მოთუთქული კომბოსტო. გავახვიოთ ფარში ჩვეულებრივ, როგორც ტოლმა. მანამდე კი ქვაბში ოდნავ ზეთში მოვხრაკოთ დარჩენილი ხახვი, წვრილად დაჭრილი პომიდორი ან პომიდვრის წვენი, მიღებულ სოუზში ჩავალაგოთ შეხვეული ტოლმები და დავფაროთ ადუღებული წყლით, ზუსტად ისევე როგორც ჩვეულებრივი ტოლმის შემთხვევაში. მოხარშვის შემდეგ კი სოუზი შევკაზმოთ ( ქონების შემთხვევაში) დანაყილი მწვანე ქინძით, ნოირით,
(არ აწყენს აგრეთვე უნგრული გულაშის ან შპაგეტი ნაპოლის სოუზის ფხვნილის ჩამატება) მარილით. ზემოდან კი მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ოხრახუში და მწვანე წიწაკა.

შეიძლება კომბოსტოს გარდა აგრეთვე ბულგარული წიწაკა, გამოგულული ბადრიჯანი ან ყაბაყი გამოვიყენოთ, ოღონდ ფარშის ჩატენვის შემდეგ ღია მხარე ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილას ფქვილში, ან ჩვეულებრივ პურის ან მჭადის ფქვილში. მე ჩამოთვლილ ბოსტბეულთაგან ყველას ვიყენებ ერთად და ძალიან გემრიელი გამოდის.



user posted image


სამწუხაროდ არ ვიცი თუნფიშს ქართულად რა ქვია Thunfisch,
.

"შაპიცა" თუნფიშით

(სურათზე 1-ით აღნიშნული)

ფენოვანი ცომი,
თუნფიშის კონსერვი,
პატარა თავი ხახვი,
2-3 მჟავე კიტრი,
2-3 მწვანე ზეითის ხილი,
ხმელი დაფქვილი წიწაკა,
მარილი.

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 3 მმ სისქის (ალბათ ფენოვანი გამზადებული ცომის ყიდვა მაღაზიაშიც შეიძლება, მე მანდ არ ვარ და ამიტომ არ ვიცი) . თუნფიშის კონსერვი გავხსნათ, ცხრილში გავწუროთ, გადავიტანოთ თასში და შევურიოთ წვრილად დაკეპილი მჟავე კიტრი, ხახვი, ზეთის ხილი,წიწაკა და მარილი (სურვილის შენთხვევაში ნიორიც შეიძლება , ოგონდ ზედმეტად ნუ გამოიყენებთ არ უხდება).

გაბრტყელებული ცომი კვადრატებად დავჭრათ და ფარში შევახვიოთ, ესეიგი, ისე შევახვიოთ, რომ მივიღოთ ნახევარწრეები უკვე შეხვეული "შაპიცები", გვერდები კი მაგალითად ჩანგლის ჭვერით მოვალამაზოთ, სურათზე ჩანს დაახლოებით როგორი ფორმა უნდა ქონდეს.

დამზადებული შაპიცები მოვათავსოთ ზეთწასმულ "ჟარუნაზე" ( ვერ ვიხსენებ ქართულად რა ქვია) და ღუმელში შევწვათ შეწითლებამდე.



თევზის მაჭკატები

(სურათზე 2-ით აღნიშნული)

ზღვის თევზის ფილეტი ანუ ძვლებისგან გატავისუფლებული თეთრი ხორცი,
კარტოფილი 5-6 ცალი,
ხახი, ნიორი, შავი წიწაკა, პურის ფქვილი,ცოტა დაფხვნილი ორცხობილა.
სანელებლები, ოხრახუში.

მოვხარშოთ გათლილი კარტოფილი, დავჭყლიტოთ ისე როგორც პიურე, ჩავამატოთ მარილი, წიწაკა ( სასურველია სულ ოდნავ მუსკატის კაკალსაც თუ ჩავახეხავთ)
,შევურიოთ ძვლებისგან გატავისუფლებული თევზის მოხარშული ხორცი და კარგად ავურიოთ ეს ყველაფერი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1-2 კბილი წვრილად დაკეპილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანე ოხრახუში (შეიძლება გამხმარი მწვანე ოხრახუშიც), კიდევ ავურიოთ ეს ყველაფერი. შემდეგ დავამგრვალოთ პატარა ბურთულებას, გავაბრტყელოთ ისევე როგორც კატლეტი, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში (პანიერმელ) და ცხელ ზეთიან ტაფაზე შევწვათ.



კარამელის ნამცხვარი

300 გრამი შაქარი,
300 გრამი წყალი,
300 გრამი დაქვილი ნიგოზი,
300 გრამი მცენარეული ზეთი,
18 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
1 სუფრის კოვზი სოდა.

1 ჭიქა (100 გრამი) შაქარი ცხელ ტაფაში დავადნოთ, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს, დავასხათ 3 ასეთივე ჭიქა წყალი და ცოტა ხანს ვურიოთ.მერე გადმოვდგათ და გავაცივოთ. შემდეგ გადავასხათ დიდ თასში, ჩავამატოთ დარჩენილი შაქარი, ზეთი, ნიგოზი, სოდა და კარგად ავურიოთ, შემდეგ კი ჩავაყაროთ ფქვილი და კიდევ ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. დავასხათ ზეთმოსმულ "ფიქფიტაზე" და ღუმელში გამოვაცხოთ.

გავაცივოთ და დავჭრათ კვადრატებად ან რომბებად, როგორც გსურთ, თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა ან სურვილისამებრ ისევ დაფქვილი კაკალი,ან ნუში, ან თქვენ თვითონ რასაც ირჩევთ. საზეიმო პირობებში მე ვიყენებ მწარე შოკოლადის ფილებს , ანუ ე.წ. საზარეულო შოკოლადს, რომელიც რძეს არ შეიცავს, მოკლედ, ამ შოკოლადისგან ვამზადებ გლაზურს- უბრალოდ ვადნობ მას ტაფაზე და ნამცხვარს დაჭრამდე ზემოდან ვასხამ, ჩანგლით წვერით შეიძლება ტალღების ან რაიმე ფიგურების დახატვაც, ეს უკვე თქვენი ფანტაზიაა.ძალიან აუცილებელ შემთხვევებში შეიძლება სოიოს რძეზე დავამზადოთ აგრეთვე მოხარშული კრემი და შოკოლადის ერთად კომბინაციაში მოვრთოთ ეს ნამცხვარი და ტორტის სახეც მივცეთ, ან გამოვიყენოთ მზა პუდინგის ფხვნილი, რომელსაც წყალზე დავამზადებთ (იხ. სურათი).


(სურათზე უკრემოდ და მეორე კი კრემიანი)

user posted imageuser posted image

Posted by: kanonika 8 Jun 2008, 12:00
CZ88
bis.gif bis.gif
კულინარებო, ნახეთ რა მაგარი ვიღაც გამოჩნდა

Posted by: (c)TG 8 Jun 2008, 13:39
CZ88
QUOTE
სამწუხაროდ არ ვიცი თუნფიშს ქართულად რა ქვია Thunfisch,
.

ინგლისურად yuna fish, ესპანურად atun claro, რუსულად тунец და ქართულად თინუსი. კიდევ რა ენებზე გაინტერესებს

Posted by: CZ88 8 Jun 2008, 20:27
kanonika
©TG დიდი მადლობა ძვირფასებო 2kiss.gif


©TG, მე მხოლოდ ქართულად მაინტერესებს და ძალიან დიდი მადლობა , რომ მიპასუხე. თემაც ყოფილა შესაბამისი და აწი იქ დავწერ, თუ რაიმე კიდევ არმოჩნდა,რაც არ ვიცი :ყვავილები:

Posted by: miau 10 Jun 2008, 17:34
kanonika
QUOTE
კულინარებო, ნახეთ რა მაგარი ვიღაც გამოჩნდა


შენ ეს CZ88 კულინარების სურათებში ნახე და 100-ჯერ მეტად დააფასებ. smile.gif


©TG
QUOTE
тунец
თინუსი თუ იყო ქართულად, პირველად გავიგე. smile.gif



Posted by: CZ88 19 Jun 2008, 04:44
სამარხო პიტა

წყალით და ფქვილით მოვზილოთ რბილი ცომი (ცოტა მარილი უნდა), დაახლოებით ბაქლავის ცომის მსგავსი სირბილის. 1 კილო ფქვილზე დამზადებულ ცომს 2 ნაწილად ვყოფთ და ცოტა ხანს ვაჩერებთ. პარალელურად საშუალო სიდიდის მაგიდას ვაფარებთ ტილოს ან რომელიმე სუფთა ნაჭრის მაგიდის საფარს. ცომს ოდნავ ვაბრტყელებთ (სურ. 1) და მერე ნელნელა ვწელავთ მაგიდის კიდეებამდე (სურ.2), უნდა მოვახერხოთ ეს ისე, რომ ცომი არ გაიხეს.
გაჭიმულ ცომის ფენას ვასხამთ მცენარეულ ზეთს ალაგ-ალაგ.

შიგთავსი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა : ვაშლის, ალუბლის, გოგრის.

თუ ვაშლს ან გოგრას ავირჩევთ, უნდა დავხეხოთ და შაქარი დავაყაროთ, ვაშლის შემთხვევაში შეიძლება ციმტის მიმატება (ქართულად არ ვიცი რა ქვია,Zimt ). ალუბლის შემთხვევაში კი კურკა ამოცლილ ალუბლებს ასევე ვშაქრავთ, შეიძლება ვაშლის და ალუბლის კომბინაციაც. სურათებზე ხედავთ გოგრის შიგთავსს (მერწმუნეთ, გოგრის პიტა ყველაზე გემრიელია).

(მარხვისას შეიძლება აგრეთვე კარტოფილის გამოყენებაც, მარილით, მუსკატის კაკლით და წიწაკით შეზავებული, არასამარხო შემთხვევებში კი გემრიელია ყველის და ხაჭოს ნარევი, ასევე აკეთებენ გატარებული ხორცითაც, მარილით,წიწაკით,ხმელი სუნელებით შეზავებული გატარებული ხორცი).

მოკლედ, მაგიდაზე გადაჭიმულ ცომის თხელ ფენაზე,რომელსაც მანამდე გვერდებს დანით შევუსწორებთ, ვანაწილებთ ფარშს და მაგიდის ერთი ვიწრო მხრიდან მაგიდაზე გადაფარებულ საფარს ან ტილოს წამოვწევთ , ნელნელა "ავახვევთ" და "დავაგორგვალებთ" ამ ფარშიან ცომის ფენას, სურათზე ნაჩვენებია ეს პროცესი.

ჩავალაგებთ ცხიმწასმულ "ჟარუნაზე" და შეწითლებამდე ვაცხობთ ღუმელში, ასევე მშვენივრად ცხვება ჩვეულებრივ შეშის "ფეჩშიც".

თუ პიტის ტკბილ ვარიანტს ავირჩევთ, გამოცხობის შემდეგ ბაქლავასავით მოავასხამთ შაქრის სიროპს, სიტკბო გემოვნებით.

პიტას აკეთებენ ყოფილი იუგოსლავიის ყველა მიწაზე და მეტად გავრცელებული კერძია. იქნებ კომპლექსური მოგეჩვენოთ გასაკეთებლად, მაგრამ ნამდვილად ადვილი გასაკეთებელია smile.gif


http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

Posted by: Fe_male 24 Jun 2008, 15:59
...ძალიან ცუდ დღეში ვარ ბავშვებო, საერთოდ ვერაფერს ვჭამ, სამუშაო საათებში მით უფრო.........((((

სალათების გაკეთება მინდა ვისწავლო, ოღონდ რაც შეიძლება მარტივის.. არ ვარ კარგი კულინარი, თან დროც არ მაქვს ექსპერიმენტებისთვის...........(((( user.gif

Posted by: Princess 24 Jun 2008, 16:35
Fe_male
2kiss.gif დარჩა ბავშვი მშიერი

ყველაზე ადვილია კიტრი, პომიდორი, ბულგარული, მცვანილები, ხახვი +ზეთი და ძმარი ცოტა, თუ გიყვარს.

ამაზე ადვილი არ ვიცი biggrin.gif რაც არ გაქვს სახლში შეგიძლია ამოიღო, გააKეტე იმისგან რაც გაქვს.

Posted by: Fe_male 24 Jun 2008, 17:24
Princess
QUOTE
დარჩა ბავშვი მშიერი

http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: (c)TG 25 Jun 2008, 02:24
CZ88
პიტა აქამდე ჯიბის ფორმის მეგონა ანუ მრგვალი. რა საინტერესო პიტაა, მაგრამ მაგ ცომის გამწელავი ვარ მე?
ბოსტნეულის ფარშით როგორი გამოვა საინტერესოა. თუ ვცადე და ცომი არ გაიხა, სურათს გადავუღებ. სავარაუდოდ ყველით გავაკეთებ ხაჭაპურივით

Posted by: Peppi 1 Dec 2008, 12:21
წიწიბურა ბოსტნეულითsmile.gif

მასალა:
1. მოხარშული წიწიბურა (გამოდგება წინა დღისაც);
2. 1 დიდი თავი ხახვი;
3. 2-3 საშუალო ზომის სტაფილო - გახეხილი;
4. ნიორი 2 კბილი - დაჭრილი ან დაჭყლეტილი;
5. 1/2 კონა ოხრახუში;
6. მარილი, წიწაკა (ტომატი, მჟავე კიტრის წვენი, ხმელი ქინძი - ყველაფერი ეს სურვილის მიხედვით);
7. მცენარეული ზეთი.

მომზადება:
ქვაბში ჩაუშვით იმდენი ზეთი, რაც საჭიროა ხახვის მოსათუშად (ხახვს ფერის შეცვლა არ ჭირდება) დაუმატეთ სტაფილო და ნიორი, 3-4 წუთში დაამატეთ წიწიბურა (რომელიც წინასწარ მარილიან წყალშია მოხარშული ან ეხლა დაუმატეთ ბლომად მარილი, რადგან დამოუკიდებელი კერძია და არა გარნირი - მეტი საკმაზი ჭირდება) . მოურიეთ, 2-3 წუთში კერძიც მზად არის.
დაუმატეთ სუნელები გემოვნების მიხედვით.

ხოო, მე პრასიც დავამატეsmile.gif

პ.ს. წიწიბურასა და ბოსტნეულის პროპორციები შეგიძლიათ არეგულიროთ, მე 1:1 შევაზავე. შეიძლება წიწიბურას რაოდენობა მეტი იყვეს 2-ჯერ ან 3-ჯერ ვიდრე ბოსტნეულის, ეს გემოვნების საქმეაsmile.gif

Posted by: SanJox 4 Dec 2008, 23:58
QUOTE
სამარხვო კერძები, აბა ვინ რა იცით?

თევზის ხინკალი
გაგიგიათ ვინმეს?
მე კი biggrin.gif მარა გასინჯვას ვერ ვბედავ biggrin.gif

Posted by: chorven:) 5 Dec 2008, 00:00
Peppi
რა მადისაღმძვრელად გამოიყურება! bis.gif
2kiss.gif
* * *
CZ88
გადავირევი ეხლა, გაადვირევი! bis.gif
ვგიჟდები სამარხვო საჭმელებზე! რა მაგარი რაღაცეებია!

Posted by: Peppi 5 Dec 2008, 00:34
SanJox
QUOTE
თევზის ხინკალი
გაგიგიათ ვინმეს?


ჩინელებს, ვიეტნამელებს აქვთ ნაირ-ნაირი . . . სხვადასხვა სახელი ქვია და ფორმა აქვს ყველა სამზარეულოსთვის, მაგრამ იდეა ერთია . . .

Posted by: SOULFUL 7 Dec 2008, 23:19
სამარხვო ბლინების გაკეთება ვინმემ ხომ არ იცის? user posted image

Posted by: atinnati 7 Dec 2008, 23:32
მეც მაინტერესებს სამარხვო ბლინების რეცეპტი, არავინ იცით? ....

Posted by: bachi24 8 Dec 2008, 10:53
QUOTE
მეც მაინტერესებს სამარხვო ბლინების რეცეპტი, არავინ იცით? ....

+10000000

Posted by: killer 8 Dec 2008, 12:03
რამდენი ბლინის მოყვარული ვართ თურმე biggrin.gif

არც მე ვიცი sad.gif

Posted by: bachi24 8 Dec 2008, 13:36
killer
QUOTE
რამდენი ბლინის მოყვარული ვართ თურმე

არც მე ვიცი 

შეიძლება წერემოკში ქონდეთ სამარხო ბლინები.
დავიჯერო არავის გაქვთ რეცეპტი? user.gif სოკოს ბლინები მინდა love.gif

Posted by: rtuli 8 Dec 2008, 14:31
atinnati
bachi24
killer
QUOTE
დავიჯერო არავის გაქვთ რეცეპტი?  სოკოს ბლინები მინდა 

დაიჯერე რომ ვიცით რეცეპტი biggrin.gif
ეს ბლინების რეცეპტია და არა ბლინჩიკების,განსხვავება ისაა რომ,ბლინები უფრო სქელი კონსისტენციისაა.

რეცეპტი:

500 გრ. ფქილი
20 გრ. ახალი დროჟი
0,5 ჩ.კ. მარილი(ცოტა ნაკლები)
5 ჩ.კ შაქარი
830 მლ. წყალი

მინის ჭურჭელში ,ან ემალის,პლასმასის ,მოვზილოთ თხელი ცომი და დავდგათ გასაფუებლად.
2 საათის მერე,ამოსული ცომი გადავზილოთ და კიდევ გავაჩეროთ 1 საათით.
გამოვაცხოთ ცხიმ მოსმულ ტაფაზე.




Posted by: SOULFUL 8 Dec 2008, 15:00
rtuli

"ბლინჩიკების" რეცეპტი გვინდა მაშინ, თხელი რომელიცაა, მთლიან ტაფაზე რომ ისხმევა.... მაგ. ჩაის სახლში რომ აქვთ ისეთის

Posted by: Breaky 8 Dec 2008, 15:17
rtuli

ბლინჩიკებსაც ხომ აკეთებენ ხოლმე სამარხვოს. შიგნით ზოგს სოკოს ფარში აქვს, ზოგს ბრინჯი+ტარხუნის, ზოგს კარტოფილის.
და ჩვეულებრივი ხორციან-ყველიანი ბლინჩიკებივით რომ იწვება ხოლმე.
მე ნიკორაში ვყიდულობ ხოლმე ხანდახან, მაგრამ არ მომწონს მაგათი. სახლში გაკეთებული მირჩევნია. თუმცა მე მარტო რძიან+კვერცხიანის
რეცეპტი ვიცი.

Posted by: bachi24 8 Dec 2008, 15:19
rtuli
QUOTE
დაიჯერე რომ ვიცით რეცეპტი 
ეს ბლინების რეცეპტია და არა ბლინჩიკების,განსხვავება ისაა რომ,ბლინები უფრო სქელი კონსისტენციისაა.

რეცეპტი:

500 გრ. ფქილი
20 გრ. ახალი დროჟი
0,5 ჩ.კ. მარილი(ცოტა ნაკლები)
5 ჩ.კ შაქარი
830 მლ. წყალი

მინის ჭურჭელში ,ან ემალის,პლასმასის ,მოვზილოთ თხელი ცომი და დავდგათ გასაფუებლად.
2 საათის მერე,ამოსული ცომი გადავზილოთ და კიდევ გავაჩეროთ 1 საათით.
გამოვაცხოთ ცხიმ მოსმულ ტაფაზე.

დიდი მადლობა,დედიკოს გავაკეთებინებ დღეს,იმედია ძაან კალორიული არ იქნება user posted image

Posted by: rtuli 8 Dec 2008, 16:31
SOULFUL
QUOTE
"ბლინჩიკების" რეცეპტი გვინდა მაშინ, თხელი რომელიცაა, მთლიან ტაფაზე რომ ისხმევა.... მაგ. ჩაის სახლში რომ აქვთ ისეთის

ჩაის სახლში რა აქვთ არვიცი მაგრამ ის რეცეპტი დროჯიანი რომ არის ბლინების ცომი,მთლიან ტაფაზე ცხვება,მხოლოდ ოდნავ ცქელია და ძალიან უხდება მოჭუჭული სოკო ხახვით + წიწიბურა შიგთავსით,ერთ ცალს შეჭამ და ყმაყოფილი ხარ,ნუ მაქსიმუმ ორი ცალი biggrin.gif .

თხელი ბლინების რეცეპტი სამარხვოBreaky

1 ჩ.ჭ გაცრილი ფქვილი
1 1/4 ჭიქა მინერალური წყალი(ბორჯომი მაგალითად)
0,5 ჩ.კ. მარილი
2 ჩ.კ. შაქარი
შესაძლებელია ზეთი 2 ს.კ. ცომში ან ტაფაზე დაასხათ გამოსაცხობათ.

მოამზადებთ ცომს (ზეთის გარეშე) და დადგავთ 40 წუთით,გაახურებთ ტაფას და გამოაცხობთ, თხელ ბლინებს.

Posted by: killer 9 Dec 2008, 14:19
დღეს გავაკეთE ჩემი საყვარელი მაკარონი (პრუჟინები) სოკოთი...
მოვხარშე ადამიანურად პრუჟინები მარილიან და ცოტა ზეთიან წყალში
გადავწურე და დავდგი...
პარალელურად მოვხრაკე ხახვი, დავამატე დაჭრილი სოკო, ცოტა ხანში დავუმატე სოიოს სოუსი, რომ მოიხრაკა, დავამატე ორეგანო, მაიონეზი და გადმოვდგი 5 წუთში, თან სულ ვურევდი...
ჩავყარე პრუჟინებში და მერე ვივკვნეტდი თითებს...

Posted by: dali19 14 Dec 2008, 15:29
სამარხვო პეროგი
ცომი: 2 ჩ/ჭ გახეხილი ვაშლი, 1ცალი დიდი ან 2 საშუალო ზომის Fორთოხალი გატარებული ან გახეხილი კანიანად, 3 ჩ/ჭ შაქარი, 1.5 ჩ/ჭ ზეთი,1 ჩ/ჭ დაჭრილი ნიგოზი მოხალული, 1 ჩ/ჭ ქიშმიში, 2 ჩ/კ გადალესილი ან 1 ჩ/კ თავიანი სოდა ძმრით, ვანილი, 7 ჩ/ჭ, ცოტა მეტი ფქვილი ავურიოთ კარგად.
ჟარუნას დავაფინოთ ზეთწასმული ქაღალდი,დავასხათ ცომი და გავასწოროთ კოვზით,შევდოთ ცხელ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 30-40 წუთი. გავსინჯოთ ასანთის ღერით.
როცა გამოცხვება შეგრილებულს მოვასხათ გლაზური და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები. შეგიძლიათ გლაზურის და ფანტელების გარეშეც. ძალიან გემრიელია.

Posted by: teo-n@ 17 Mar 2009, 10:42
ხალხნო ხომ არ იცით სოკოს ჩაქაფული როგორ კეთდება???

Posted by: ju_sa 17 Mar 2009, 17:49
სოკოს ჩაქაფული მშვენიერი რაღაცააააა... love.gif
მე პირადად ასე ვამზადებ

სოკოს ჩაქაფული

მასალა:
კონსერვის სოკო 2 ქილა (თუ ჩვეულებრივი სოკო გაქვთ კიდევ უკეთესი, კონსერვის სოკოსგან განსხვავებით არ ჭირდება ცხელი წყლის დასხმა)
ტარხუნა 2 კონა
ქინძი 2 კონა
"პეტრუშკა" 1კონა
მწვანე ხახვი 1/2 კონა
ხახვი 1 თავი
ტყემალი

სოკოს (კონსერვი) დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ დაახლოებით 10 წუთი... ვჭრით ტარხუნას, ქინძს, მწვანე ხახვს,პეტრუშკას ხახვს...........
გადავწურავთ სოკოს და ვყრით ქვაბში ფენებად... სოკო+მარილი გემოვნებით+შავი პილპილი+ტარხუნა+ქინძი+პეტრუშკა+ხახვი+მწვანე ხახვი+ ტყემალი (თუ ახალი ტყემლის "მარცვლები" არ გაქვთ ჩვეულებრივი ტყემალიც წავა, ოღონდ წითელი არა) ვაკეთებთ დაახლოებით 2-3 ფენას, დავასხავთ 1 ჭიქა წყალს. დავდგავთ დაბალ ცეცხლზე, ხანდახან ამოვურიოთ......... 20-25 წუთში მზადაა
გემრიელად მიირთვით
yes.gif


Posted by: maklay 17 Mar 2009, 18:57
ძალიან გემრიელი სოკოს სუპი smile.gif

კონსერვის დაჭრილი სოკო მოშუშეთ ქვაბში ხახვთან ერთად კარგად რომ მოიბრაწება, დაასხით წყალი და აცადეთ ადუღება. ამასობაში მაიონეზი ოდნავ გაათხელეთ წყლით და შეურიეთ ძალიან ცოტა ფქვილი, (1 მაიონეზზე დაახლოებით 1-2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი), ეს მასა ჩაასხით ადუღებულ წყალში, ანუ სუფში. და ურიეთ, რომ არ ჩასქელდეს. ბოლოს ყველაფერი რომ მორჩება, ჩააჭერით კამა და ტარხუნა. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ცოტა ბრინჯიც ჩაყაროთ. ოღონდ ბრინჯი და ფქვილი ერთად ძალიან ასქელებს და დოზები დაიცავით.
ძალიან გემრიელი, თეთრი ბლანტი სუპი გამოდის, ვისაც ჩიხირთმა და მაწვნის სუპი უყვარს, მოეწონება smile.gif

P.ს. როცა გახსნილდება, მაიონეზის ნაცვლად არაჟანიც შეგიძლიათ გამოიყენოთ...

Posted by: teo-n@ 18 Mar 2009, 10:19
ju_sa
2kiss.gif 2kiss.gif დიდი მადლობა დღეს ვცდი აუცილებლად smile.gif

Posted by: annak 19 Mar 2009, 12:51
ტკბილი ბრინჯის ფლავავს მარხვის დროს ხშირად ვაკეთებ.

დღეს გავაკეთე ბრინჯი თეთრი ბლის მურაბით.
(ცოტა "ვიდზე" ვერ არის რაღაც user.gif )
http://www.radikal.ru
მომზადების წესი მარტივია. დაახ 10 წუთის განმავლობაში, დახურულ ჭურჭელში და აუცილებლად ცივ წყალში ვხარშავთ თეთრ "ფანტია" ბრინჯს (1-2 ზე შეფარდებით)
როდესაც ბრინჯი უკვე მოხარშულია ვამატებთ ცხიმს ( მე ვუშვები ცოტა ზეთს) მარხვის დროსაც კი არის "ცხიმის" სხვადასხვა არჩევანი. და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვტოვებთ უკვე თავახდილ ჭურჭელში. ცხელს ვამატებთ თეთრი ან წითელი ბლის მურაბას.

ტკბილი ბრინჯის მომზადება ასევე შესაძლებელია კომშით (ძალიან მიყვარს smile.gif ) ჩირით და ქიშმიშით.

მარხვის დროს განსაკუთრებულ "დატვირთვას" იძენს კარტოფილი (რომელიც ისედაც მიყვარს biggrin.gif)
განსაკუთრებით ხშირად ვაკაეთებ "კარტოფილიანს".
მომზადების წესი ადვილია და მოვიცლი თუ არა დავდებ.
http://www.radikal.ru

maklay
QUOTE
ძალიან გემრიელი სოკოს სუპი

იქნება უგემრიელესი.
რადგან
QUOTE
ჩიხირთმა და მაწვნის სუპი
ძალიან მიყვარს. smile.gif

Posted by: ხორხე 19 Mar 2009, 13:58
annak
QUOTE
მარხვის დროს განსაკუთრებულ "დატვირთვას" იძენს კარტოფილი (რომელიც ისედაც მიყვარს biggrin.gif) განსაკუთრებით ხშირად ვაკაეთებ "კარტოფილიანს". მომზადების წესი ადვილია და მოვიცლი თუ არა დავდებ.


აუ ძაან მაგარია კარტოფილიანი, ვაბშე ხაბიზგინა (კარტოფილი + ყველი) ოხოხოხოხ რა არის? ! user.gif

: (((((((((((((((((

Posted by: miau 20 Mar 2009, 02:16
ხორხე
QUOTE
აუ ძაან მაგარია კარტოფილიანი, ვაბშე ხაბიზგინა (კარტოფილი + ყველი) ოხოხოხოხ რა არის? !


biggrin.gif ბიჭო, აქ რა გინდა, რა დაგკარგივა? biggrin.gif
კატლეტის მოყვარულ კაცს სამარხვო საჭმელებთან რა ესაქმება? gigi.gif

შემწვარი ვაშლი

მაგარ ვაშლებს ამოვუღოთ გული დადავტენოთ ქოქოსისა და შაქრის სიროფის ან თაფლის ნარევით, რომელიც გემოვნებით უნდა შეაზავოთ.
ფორმას წავუსვათსამარხვო კარაქი, დავაწყოთ ზედ ვაშლები და ღუ,ელშI გამოვაცხოთ, რომ შეიწვება ვაშლები გამოვიღოთ და ზედ გადავასხათ ვაშლის შენამწვავი წვენი.

Posted by: ხორხე 20 Mar 2009, 03:06
miau
QUOTE
ბიჭო, აქ რა გინდა, რა დაგკარგივა?
კატლეტის მოყვარულ კაცს სამარხვო საჭმელებთან რა ესაქმება?

შემწვარი ვაშლი

ვაი რომ ბოლომდე გითქვამთ ჩემი სათქმელი და ვაი რომ შემწვარი ვაშლიც მომნატრებია biggrin.gif

Posted by: tavadze 20 Mar 2009, 12:39
miau
QUOTE
ბიჭო, აქ რა გინდა, რა დაგკარგივა?

ოფი მაპატიეთ, მაგრამ შენა ახლა, რაღაცები ნუ გეშლება და ხორხეს უნივერსალობას საეჭვოდა ნუ ჰხდი, მაააშ! biggrin.gif მაგაი ხო ორსულებითვინაც შეუძლია კომპეტენტური რჩევების მიცემაი, კამათი... tongue.gif ახლა ტორტების ცხობაც დაიწყო...
ვაახ, მოკლედ, ბიჭი კი არა, ცეცხლია, ცეცხლი. თვალი დაუდგეთ ამ კულინარიელ ქალებს, ვიღაც ხუანებზე გიჟდებიან და მაგაი ვერ ამჩნევენ.

Posted by: lenalena 20 Mar 2009, 15:19
Breaky


ყველა მაკარონი სამარხვოა? მგონი არა ხომ?

Posted by: Breaky 20 Mar 2009, 15:35
lenalena

ხო, ყველა არაა სამარხვო, ხოგში კვერცხიც შედის ხოლმე, მაგრამ ეგ ძირითადად ძვირიან მაკარონებშია.

Posted by: lenalena 20 Mar 2009, 16:06
Breaky
გეხვეწებით სამარხოები რომელია მითხარით რააა

პ.ს. სმაილიკებზე პოპ აპს მიგდებს კომპი და რა ვქნა?

Posted by: marko 20 Mar 2009, 16:37
ბევრი სამარხვო კერძებია საიტზე kveba.ge

Posted by: Breaky 20 Mar 2009, 18:28
lenalena

მაგალითად Arrighi, Divella, Pagani კიდევ სტარი, რეკლამა რომ გადიოდა ხოლმე.

Posted by: lenalena 20 Mar 2009, 18:56
jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif გმადლობთ, გავითვალისწინებ

Posted by: rules 20 Mar 2009, 20:16
ამ მარხვისას ზეთით გაკეთება შეიძლება? მგონი არა ხო?
როგორ აცხობთ ზეთის გარეშე მაინტერესებს დაწერეთ რა

Posted by: irinol-ka 21 Mar 2009, 22:07
QUOTE
ამ მარხვისას ზეთით გაკეთება შეიძლება? მგონი არა ხო?


ამ მარხვის განმავლობაში ოთხშაბათი და პარასკევის გარდა ზეთით ხსნილია

Posted by: mainc 23 Mar 2009, 01:18
შეიძლება იცოდეთ
მაგრამ გაგიზიარებთ მაინც

მოვხარშოთ ბრინჯი
სასურველია მრგვალი

მოვშუშოთ ხახვი, ნახევრად
გავხეხოთ სტაფილო
და გახეხილი მოვაყაროთ ნახევრად მოშუშულ ხახვს
სანამ ხახვი მოიშუშება, სტაფილოც დარბილდებდა და მოიშუშება,
თან კარგად ვურიოთ
დავაყაროთ პილპილი, მარილი და სუნელი თუ რამე გიყვართ გამორჩეულად (უცხო სუნელი, დაფნის ფოთოლი), გემოვნებით

ეს ყველაფერი ავურიოთ ბრინჯში და თან ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ

იოლი გასაკეთებელია და ძალიან გემრიელიაuser.gif



პ.ს.
არასამარხვოდ თუ გააკეთებთ კარაქში, ის უფრო გემრიელი იქნება yes.gif


ჰო კიდე გამახსენდა
გახეხილი სტაფილო + სამარხვო მაიონეზი + მარილი
მეტი არაფერი, ესეც ძალიან ადვილი მოსამზადებელია, სწრაფად კეთდება და ძალიან გემრიელია :]

Posted by: ME 23 Mar 2009, 01:24
QUOTE
მოვშუშოთ ხახვი, ნახევრად

no.gif no.gif no.gif

Posted by: mainc 23 Mar 2009, 01:26
ME

შენთვის მაგის გარეშე იყოს
კაი :*

mo.gif pop.gif

Posted by: annak 23 Mar 2009, 10:45
ამ მარხვაში ალბათ თითქმის ყველა ოჯახში კეთდება კორკოტი
ჩვენ ვაკეთებთ ტრადიციულად. მზის ჩასვლამდე ვხარშავთ ხორბალს, რომ მოიხარშება ქვაბს თბილად ვფუთავთ და ასე ვტოვებთ მთელი ღამე.
დილას ვკმაზავთ დაჭრილი და გატარებული ნიგვზით, ქიშმიშით და თაფლით
http://www.radikal.ru

კვერცხის გარეშე ვაკეთებთ ბლინის მასას და ვაცხობთ ძალიან თხელ, სიფრიფანა ბლინებს. შემდეგ თხელ ფენად ვუსვავთ შვინდის "კონფეტიურს" გამოდის ძალიან გემრიელი.
შესაძლებელია სხვა კენკრის "კონფეტიური" იყოს მაგ მალინის.
http://www.radikal.ru

ლობიო ძალიან მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს სხვადასხვანაირად ვაკეთებთ მაგ. სირსველად მოხარშული ლობიო ნიგვზით.
http://www.radikal.ru

რეკომენდაციას ვუწევ მაკლაის მაიონეზიან სოკოს სუპს smile.gif გავაკეთე და დიდი მოწონება დაიმსახურა. up.gif up.gif
http://www.radikal.ru

Frankens†ein
QUOTE
ზეთით ხსნილია მთელი მარხვის განმავლობაში...

პირველ და ბოლო კვირას არის ნებაყოფლობითი...თუმცა თუ ზეთით მომზადებულ საკვებს მიიღებს ადამიანი, მარხვის გატეხვად არ ითვლება

თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ ბ-ნო ფრანკენშტეინ
yes.gif
smile.gif smile.gif

Posted by: Frankens†ein 23 Mar 2009, 11:39
QUOTE
ამ მარხვის განმავლობაში ოთხშაბათი და პარასკევის გარდა ზეთით ხსნილია

ზეთით ხსნილია Mტელი მარხვის განმავლობაში...

პირველ და ბოლო კვირას არის ნებაყოფლობითი...


ანუ ვისაც შეუძლია სასურველია თუ უზეთო საკვებს მიიღებს...

თუმცა თუ ზეთით მომზადებულ საკვებს მიიღებს ადამიანი, მარხვის გატეხვად არ ითვლება

Posted by: niki_ niki 23 Mar 2009, 17:05
ე.ი მე მარხვაზე ვარ? ცხოველურს არაფერს არ ვჭამ sad.gif და იმიტომ არა რომ ვეგეტარიანელი ვარ, ჯანმრთელობის გამო

მაგრამ ეს არ არის მარხვა, ეს სულ სხვა რამეა მე ესე ვფიქრობ და თუ მარხვაზე ვიქნები არც ზეთიანს და სამარხვო ხაჭაპურს არ გეახლებით

ბოდიში ყველას


2kiss.gif

Posted by: Breaky 23 Mar 2009, 17:08
niki19m

არც კვერცხს და რძის ნაწარმს არ ჭამ??

Posted by: Frankеns†еin 23 Mar 2009, 17:13
niki19m
QUOTE
ე.ი მე მარხვაზე ვარ? ცხოველურს არაფერს არ ვჭამდა იმიტომ არა რომ ვეგეტარიანელი ვარ, ჯანმრთელობის გამო

მარხვა მარტო ის არ არის რომ ხორძი და რძის ნაწარმი არ ჭამო...

უბრალოდ რაღაც-რაღაცეებზე - სიამოვნებაზე - უარის თქმა ერთ-ერთი კომპონენტია მარხვის


QUOTE
თუ მარხვაზე ვიქნები არც ზეთიანს და სამარხვო ხაჭაპურს არ გეახლებით

სამარხვო ხაჭაპურზე, ნამცხვრებზე და ა.შ... გეთანხმები...

ზეთს რაც შეეხება - არა




QUOTE
ბოდიში ყველას

რისი ბოდიში smile.gif

არცოდნა არცოდვაა smile.gif

Posted by: annak 23 Mar 2009, 17:51
ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს.
მარხვის დროს "ხიბლში" არ უნდა ჩავარდე, ზედმეტი ასკეტიზმი და ა. შ. დაუშვებელია და ცოდვაა. (თუ არ გაქვს განსაკუთრებული დაშვება მოძღვრისგან) ამაზე აუცილებლად მიიღებ გაფრთხილებას სულიერი მამისგან yes.gif ასეთი შეცდომას თითქმის ყველა "დამწყები" უშვებს. მერე უკვე არეგულირებ და იმდენ საკვებს იღებ რომ ნორმალურად იარსებო.
ტკბილი (მითუმეტეს თუ ორგანიზმი შეჩვეულია) ასევე აუცილებელია მისი ფუნქციონირებისთვის და მთლიანად ვერ ამოიღებ. ასეთ "მსხვერპლს" არც არავინ ითხოვს შენგან,(მარხვა მარტო გარკვეული საკვების აკრძალვა ხომ არ არის smile.gif) მითუმეტეს უზეთოდ და უცხიმოდ მარხვის შენახვა დიდი ცდომაა smile.gif smile.gif

ხანდახან ვაკეთებთ ნიგვზიან სტაფილოს.
მოხარშულ სტაფილოს ვაცლით გულს,
რომელსაც წვრილად ვჭრით ვურევთ დანაყილ ნიგოზს, ნიორს, წიწაკას და ყვითელ ყვავილს.
ამ სატენით ვავსებთ სტაფილოს და რგოლებად ვჭრით.

http://www.radikal.ru
ეკალაც ძალიან სასარგებლო და საჭიროა მითუმეტეს მარხვისას.
ეკალას ღეროებს ვწმენდთ, ვრეცხავთ და ვწალავთ. შემდეგ კარგად გაწურულს ვჭრით დაფაზე.
ვკმაზავთ გატარებული ნიგვზით, ქონდარით, წიწაკით და მარილით ვასხავთ ცოტა ძმარს. ზემოდან მოვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს.

http://www.radikal.ru


ეკალას მომზადება შემოდგომაზე და ზამთარშიც თავისუფლად შეგვიძლია.
თუ ეკალას ღეროებს დავაკონსერვებთ და ისე შევინახავთ.

Posted by: Frankеns†еin 23 Mar 2009, 17:56
annak
QUOTE
მარხვის დროს ზედმეტი ასკეტიზმი და ა. შ. დაუშვებელია და ცოდვაა.

რა თქმა უნდა...

თუმცა აჭარული ხაჭაპურით(რა მნიშვნელობა აქვს ნატურალური რძითაა თუ მცენარეულით) მარხვის არ მწამს smile.gif

მარხვის დროს გარკვეულწილად რაღაც სიამოვნებაზე უნდა თქვას ადამიანმა უარი და არა ჯანმრთელობისთვის სასციცოცხლო კვების პროდუქტებზე


QUOTE
ეკალა

love.gif

კახურ დელიკატესს ეძახიან ეკალას...

და ღანძილი თუ იცით კიდე

Posted by: anonymouska 23 Mar 2009, 18:14
QUOTE (Frankеns†еin @ 23 Mar 2009, 17:13 )


არცოდნა არცოდვაა smile.gif

no.gif
ცოდვაა yes.gif

Posted by: niki_ niki 23 Mar 2009, 18:16
ღანძილი biggrin.gif up.gif

Breaky
არც კვერცხს და არც რძეს ჯერჯერობით smile.gif

Frankеns†еin

არცოდნაზე არა მაქვს ლაპარაკი, მე სხვა რამე მქონდა მხედველობაში და ვერ ვთქვი smile.gif არ მესმის სამარხო ხაჭაპური და ა.შ
თუ მარხვაზე ხარ უნდა იყო რაღაც შინაგანათ სხვანაირად განწყობილი, და რა უნდა ფიქრობდე შენს მენიუზე, თუ ვერ ავხსენი კარგად იმედი მაქვს მიხვდით რისი თქმა მინდოდა და მე პირადად არ ვარ ვარ მარხვაზე no.gif

Posted by: Frankens†ein 23 Mar 2009, 18:17
anonymouska
QUOTE
ცოდვაა

შემამსუბუქებელ გარემოებაში


გამოტქმაა უბრალოდ smile.gif

Posted by: niki_ niki 23 Mar 2009, 18:20
Frankens†ein

ვიცი რომ გამოთქმაა სიხარულო smile.gif უბრალოდ მე ვეცადე ამეხსნა 2kiss.gif

Posted by: anonymouska 23 Mar 2009, 18:22
და მარხვა მხოლოდ საჭმლის ჭამა-არჭამა არაა : ) ანუ საჭმელი წინა პლანზე არ უნდა იდგეს.


ჰაჰაა.... სამარხვო ხაჭაპურიც გამოიგონეს? biggrin.gif biggrin.gif

უჟე მდაჰ...


* * *
სანამ ეს 180 წამი გავიდა რამდენს დაუპოსტავს biggrin.gif

Frankens†ein

ვიცი ძალიან გავრცელებული გამოთქმაა : )) თუმც არასწორი



მე დავამატებდი ბრინჯს სოკოთი .
ე.ი
სოკოს ხახვთან ერთად მოვშუშავთ , დავამატებთ მოხარშულ ბრინჯს, პერიცას, მარილს და ცერეცოს. user posted image


კიდევ ერთს დავწერ

მოხარშული კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, დაუმათეთ ხახვი, მაიონეზი, ცერეცო და პერიცა.

ძალიან იოლი მოსამზადებელია ორივე : ))

Posted by: Breaky 23 Mar 2009, 18:27
niki19m
აუ რა მკაცრი დიეტა გქონია sad.gif


ამ თემაში მხოლოს რეცეპტები იწერება.
თვითეული ადამიანის საქმეა, რას შეჭამს და რას უწოდებს ის მარხვას. ზოგისთვის უბრალოდ სათქმელია და მეტი არაფერი
და მართლაც არაფერს იკლებს. ზოგისთვის ვნებების მოთოკვაა და ამით სულის წვრთნა. ყველამ თავისი საქმის თვითონ იცის.

გარეთ კვების ობიექტებში რა გაიყიდება და რა არა, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ადამიანის სულში და გულში რა ხდება.

Posted by: annak 23 Mar 2009, 18:32
anonymouska
QUOTE
ვიცი ძალიან გავრცელებული გამოთქმაა : )) თუმც არასწორი

yes.gif

Posted by: taknatuna 23 Mar 2009, 19:14
ჭინჭარი მიყვარს მეეე
მოხარსULI DA სEძAVEBULI

Posted by: mainc 23 Mar 2009, 20:41
rtuli
QUOTE
1 ჩ.ჭ გაცრილი ფქვილი 1 1/4 ჭიქა მინერალური წყალი(ბორჯომი მაგალითად) 0,5 ჩ.კ. მარილი 2 ჩ.კ. შაქარი შესაძლებელია ზეთი 2 ს.კ. ცომში ან ტაფაზე დაასხათ გამოსაცხობათ.

მოამზადებთ ცომს (ზეთის გარეშე) და დადგავთ 40 წუთით,გაახურებთ ტაფას და გამოაცხობთ, თხელ ბლინებს.



ამაში დარწმუნებული ხარ
გიცდია
?

მომინდა და გავამზადე ცომი და ვერ გამოცხვა ვერანაირად
რამდენიმეჯერ ვცადე
მერე ცოტა ცხიმი დავმუმატე
მაგრამ შედეგი 0
იკრავდა საშინლად და ბლინის მეტი ყველაფერი იყო


არასამარხვოები კარგი გამომდის
ისე რომ უცოდინარობით ვერ გავამართლებ ჩემს წარუმატებოლობას
ჰოდა არ ვიცი ალბათ რეცეპტს უნდა დავაბრალო (?)


Posted by: anonymouska 23 Mar 2009, 20:50
mainc
უკვერცხოდ კეთდება, კი... ცხვება მშვენივრად : )))

ვიკითხავ და დავწერ , ზუსტად არ ვიცი რისგან კეთდება.

უპს biggrin.gif

Posted by: mainc 23 Mar 2009, 20:58
anonymouska
უკვერცხოდ ვიცი რომ კეთდება კი
ამ რეცეპტის სისწორეს ვკითხულობ თორე.. biggrin.gif

Posted by: annak 25 Mar 2009, 10:14
mainc
QUOTE
უკვერცხოდ ვიცი რომ კეთდება კი
ამ რეცეპტის სისწორეს ვკითხულობ თორე..

არასამარხვოს ვაკეთებ ესე ვიღებ 8 კვერცხს, 4 ჭიქა ფქვილს, 2 ჭიქა ნახევარ წყალს და 3 ჩაის კოვზ ზეთს. ამზადებ ბლინის მასას და შეგიძლია შეუდგე საქმეს smile.gif კიდევ ტაფა უნდა იყოს კარგად გახურებული.
სამარხვოდან თავისთავად ვარდება კვერცხი. ამიტომ ბლინის მასა ცოტა თხელი რომ იყოს ან ფქვილს ვაკლებ ან ოდნავ მეტ წყალს ვამატებ. (მე უბრალოდ თვალით ვხვდები რა სისქის უნდა იყოს) კარგად გაახურებულ ტაფაზე ყავის პატარა ჭიქით ვასხავ ამ მასას და ტაფის მოძრაობით გადავანაწილებ მთელ სივრცეზე.
***
ისპანახი
ისპანახს ვწალავთ და შემდეგ საწურზე ვტოვებთ რომ "დაიწრიტოს"
ზეთში (სასურველია იყოს ზეითუნის ზეთი) ვშუშავთ ხახვს შემდეგ ვამატებთ ისპანახს და რამდენიმე წუთი მასაც ვშუშავთ. გადაწურულ წყალს ცოტას ვამატებთ რომ ფხალი ცოტა შეთხელდეს. შემდეგ ვკმაზავთ ნიგვზით დანაყილი წიწაკით და ნივრით ვუმატებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს.
http://www.radikal.ru

დღეისთვის გავაკეთე "ქართული ვინეგრეტი" ან "ლობიოს ვინეგრეტი" (ძალიან გემრიელია)
მოვხარშე 3 ცალი სტაფილო, 2 ჭარხალი, 3 ნორმალური ზომის კარტოფილი
სახეხზე გავხეხე სტაფილო, თეთრი კომბოსტო (ცოცხლად), 3 ცალი ვაშლი და ჭარხალი, კარტოფილი დავჭერი პატარა კუბიკებად და ავურიე მოხარშულ ლობიოს მარცვლებს. შემდეგ შევაზავე და მოვაყარე მწვანილი.
http://www.radikal.ru

ძალიან ხშირად ვაკეთებთ წითელ ჭარხალს.
კარგად გარეცხილ რამოდენიმე თავ ჭარხალს ვხარშავთ. მოხარშულს ვთლით და ან ვხეხავთ ან ფიგურული დანით ვჭრით. ვკმაზავთ ნიგვზით ნივრით წიწაკით და ვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს და ოხრახუშს.
http://www.radikal.ru
ნიგვზის მაგივრად შეიძლება შევკაზმოთ წითელი ტყემლითაც.

Posted by: kato_Bato 25 Mar 2009, 12:19
anonymouska
QUOTE
და მარხვა მხოლოდ საჭმლის ჭამა-არჭამა არაა : ) ანუ საჭმელი წინა პლანზე არ უნდა იდგეს.

მარხვაში მეტს ვფიქრობ რა ვჭამო, ვიდრე ჩვეულებრივ, რადგან ყველაფერი არ მეჭმევა, მე კიდევ დრო არ მაქვს რაღაცეები ვიკეთო...

ჩემი მარხვა უმარხვო პერიოდი უფროა biggrin.gif
კვირაშI 7 დღე 3 კვერცხი და ძეხვი biggrin.gif 24 საათში 1 ხელ biggrin.gif

Posted by: MEZGVAURI 25 Mar 2009, 14:54
მე ეგრე ვაკეთებ სამარხო ბლინებს:

ავიღოთ ფქვილი(თვალით ვზომავ ყველაფერს)
+ ცოტა სოდა, 1 ან 2 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი, კარიცასაც ვამატებ ხოლმე smile.gif
და თბილი წყალი, ამ პროპორციებს იმდენს ვიღებ, რომ ნაზი ცომი გამოვიდეს, დასასხმელი, არც ძაან თხელი, არც სქელი.
ხო ზეთსაც აუცილებლად ვუკეთებ-2 სუფრის კოვხი დაახლოებით

და ოდნავ ზეთიან ტაფაზე ვასხამ ცომს. ძალიან გემრიელი გამოდის, ყველას მოწონს smile.gif, შიგ შავ ქლიავის ჯემს ან მაყვლის მურაბას გადავუსმევ, გადავახვევ და მზადაა გამოყენებისთვის smile.gif))


ჰოო და ბლინების თემას არ ეხება მაგრამ მარხვაში ყოველთვის გვაქვს სახლში კარგი წიწაკიანი კომბოსტოს მჟავე! მაგრა ასწორებს-ყველაფერთან მიდის

Posted by: mainc 25 Mar 2009, 14:59
annak
მადლობა
ვცდი მაგასაც აუცილებლად
მარა ფქვილი წყალი და ზეთის გარდ
ალბატ მარილ-შაქარიიც უნდა ხო?



Posted by: annak 25 Mar 2009, 15:09
mainc
QUOTE
ალბატ მარილ-შაქარიიც უნდა ხო?

no.gif
არაფერს ვუშვები.
და კიდევ ერთი დეტალი 1 გვერდი რომ გამოცხვება პირდაპირ ვიღებ არ ვატრიალებ. (რა თქმა უნდა მე-2 უმი არ უნდა იყოს)
ასეთ ბლინებში მარხვის დროს ვდებ მოშუშულ სოკოსაც. smile.gif smile.gif ან ვახვევ კარტოფილის პიურეს. ოღონდ პიურეს შემთხვევაში სხვანაირად მრგვალად ვახვევ.

როცა მარხვა არაა ან არაჟანს ან ხაჭოს ვდებ ან კიდევ რამეს საერთოდ ხიზილალაა ყველაზე უკეთესი. (biggrin.gif) user.gif yes.gif

QUOTE
მადლობა

არაფრის smile.gif იმედია კმაყოფილი დარჩები.
***
კიდევ ერთი სამარხვო კერძი.

კარტოფილის ყაურმა (უკვერცხოდ smile.gif )

ვიღებთ 500გ კარტოფილს , 4 თავ ხახვს,და ქინძს
წვრილად ვჭრით ხახვს და ვთუშავთ დარბილებამდე (გაწითლებამდე მიყვანა საჭირო არ არის). (საერთოდ თუშავენ კარაქში) მაგრამ მარხვის დროს ვიყენებთ ზეთს ან რამე სამარხვო ცხიმს მაგ. "დაჩას" . ვუმატებთ კუბიკებად დაჭრილ კარტოფილს და ვფარავთ წყლით.
ხარშვისას ვუმატებთ მარილს (გემოვნებით smile.gif ) და წვრილად დაჭრილ ქინძს.
ხანდახან ვუშვები სამარხვო მაიონეზსაც.
http://www.radikal.ru

Posted by: niki_ niki 26 Mar 2009, 00:24
mainc

ვიცი სიხარულო კეთდება ეგრე, ნამდვილად და გამიკეთებია yes.gif უფრო მე ეგრე უკვერცხოთ ვაკეთებ yes.gif

Posted by: kato_Bato 26 Mar 2009, 16:03
ხალხ.

გემრიელი ტომატ-აჯიკიანი თუ რაღაც მასეთი სპაგეტის გაკეთება მასწავლეთ რა!

სადღაც ვჭამე და გემრიელი იყო.

Posted by: annak 27 Mar 2009, 10:37
ძალიან მარტივი სამარხვო კერძი.
ვშუშავთ ბლომად ხახვს და ვუმატებთ გახეხილ სტაფილოს. ბოლოსკენ ვკმაზავთ მარილით, წიწაკით და მწვანილებით.
http://www.radikal.ru
ასევე მარხვის დროს ხშირად ვაკეთებ ბარდასაც (გაროხი) ვშუშავ ან ხახვთან ერთად ან უხახვოდ, საკმაოდ გემრიელი, ლაითი საუზმეა. smile.gif

QUOTE
გემრიელი ტომატ-აჯიკიანი თუ რაღაც მასეთი სპაგეტის გაკეთება მასწავლეთ რა!

როგორც საწებელს ისე არ ვუკეთებ უბრალოდ მაკარონს(სპაგეტის) ბოლოსკენ ვურევ ცხარე აფხაზურ აჯიკას და ძალიან გემრიელია. yes.gif

მარხვის დროს და ისედაც ძალიან ბევრ წვნიანს (სუპებს) ვაკეთებ yes.gif ბავშვობაში თუ ძალით მაჭმევდნენ ეხლა უზომოდ მიყვარს.
ვფიქრობ აუცილებელია, ოღონდ მარხვის დროს ვუშვები უფრო მეტ ცხიმს ვიდრე ჩვეულებრივ. yes.gif

http://www.radikal.ru
თუ ვინმემ იცით რამე ორიგინალური, სამარხვო წვნიანის (სუპის) რეცეპტი, გთხოვთ დაწერეთ. smile.gif

Posted by: MEZGVAURI 27 Mar 2009, 12:06
ლობიოს სუპი არ გიყვარს? მე ხშირად ვაკეთებ მარხვაში და ძაან გემრიელი და ნოყიერიაannak
ბორშიც მიყვარს და მჟაუნას სუპიცsmile.gif)

Posted by: Frankens†ein 27 Mar 2009, 12:17
ძირითადად ლობიოზე, ლობიანზე, კარტოფილზე, და კარტოფილის ღვეზელზე ვარ biggrin.gif
შიგადაშიგ მაკარონი, წიწიბურა და მაღაზიაში რომ იყიდება ეგ სუპები

Posted by: annak 27 Mar 2009, 12:27
Frankens†ein
QUOTE
კარტოფილის ღვეზელზე ვარ

კარტოფილიანი სცადე უფრო გემრიელია.
გული მზადდება მარტივად მოხარშულ კარტოფილს დაჭყლიტავ და ცხიმით შეაზავებ(რამე სამარხვო "ერბო", ზეთი არ იხმარო) +მარილი
საფუარიან ცომში ჩადე და ისეთ ფორმას მისცემ როგორც ხაჭაპურს ან ლობიანს.
up.gif
MEZGVAURI
QUOTE
ლობიოს სუპი არ გიყვარს?

არ ვიცი როგორ კეთდება ბევრ წყალს ასხავ? rolleyes.gif

ამდენი ლობიო უკვე vis.gif biggrin.gif თან მაინცდამაინც არ მიყვარს.
მაინც გავაკეთებ. რეცეპტი დაწერე კარგი.
QUOTE
ბორშიც მიყვარს და მჟაუნას სუპიც

ამას ვაკეთებ smile.gif

* * *
დანსერმა სხვა თემაში დაწერა როგორ აკეთებს ლუდისთვის სუხარიკებს.
და "იდეა" მომივიდა დღეს გავაკეთო იგივე ოღონდ კარაქის ნაცვლად სამარხვო დაჩათი. ჩემი აზრით ცუდი არ იქნება (ოღონდ ჩვენ ულუდოთ)ვნახოთ თუ კარგი გამოვიდა "შეგრძნებებს გაგიზიარებთ" smile.gif smile.gif

Posted by: Frankens†ein 27 Mar 2009, 12:51
annak
QUOTE
კარტოფილიანი სცადე უფრო გემრიელია.
გული მზადდება მარტივად მოხარშულ კარტოფილს დაჭყლიტავ და ცხიმით შეაზავებ +მარილი
საფუარიან ცომში ჩადე და ისეთ ფორმას მისცემ როგორც ხაჭაპურს ან ლობიანს.

ლობიანს და კარტოფილიანს შუადღეზე ვყიდულობ ხოლმე smile.gif სახლში რო არა ვარ...

QUOTE
თან ამდენი ლობიო უკვე

ყველაზე ნაკლებად ლობიო მბეზრდება მარხვაში...
ოღონდ ჩემთვის როგორ აკეთებენ სახლში ლობიოს რო ნახოთ მოკვდებით სიცილით biggrin.gif
ხარშავენ მხლოდ ლობიოს მარცვლებს smile.gif
შემდეგ ამოვიღებ ამ ლობიოს მარცვლებს, მოვასხამ ცოტა ზეთს, მოვაყრი მარილს, მშრალ აჯიკას ჩავდებ და ჩანგლით ჩავჭყლეტ და ავურევ...

იქვე მაქვს წითელი კი არა, მეწამული კობოსტოს მწნილი და ნივრის წნილი...
ზოგჯერ წიწაკის და კიტრის წნილიც (ესენი შედარებით ნაკლებად მიყვარს)
ახალი ლავაში და ეგაა...



შენელებულ ლობიოს არ ვჭამ smile.gif

მარცვლები რო იხარშება ნახევარს იღებენ და დანარჩენი ოჯახის წევრები თავიანთვის შენელებულს იკეთებენ...

მარტო ქოთანში ამოლესილ ლობიოს ვჭამ სახლის გარეთ, რადგან ხახვი არ ეტყობა... მანქანაში ატარებენ...

ხახვი თუ დავინახე იმ საჭმელს პირს არ ვაკარებ...

არადა ცოცხალი ხახვი მიყვარს მაგრად... მწვანეც და ჩვეულებრივიც



QUOTE
დანსერმა სხვა თემაში დაწერა როგორ აკეთებს ლუდისთვის სუხარიკებს.
და "იდეა" მომივიდა დღეს გავაკეთო იგივე ოღონდ კარაქის ნაცვლად სამარხვო დაჩათი. ჩემი აზრით ცუდი არ იქნება

დღეს სახლში მარტო ვარ და მეც გავაკეთებ მაგას საღამოს, თუ არ დამეზარა



ნეტა სხვა პური არ წავა?
თუ მაინცდამაინც ე.წ. "ბატონჩიკი" უნდა იყოს

Posted by: annak 27 Mar 2009, 12:55
Frankens†ein
QUOTE
შემდეგ ამოვიღებ ამ ლობიოს მარცვლებს, მოვასხამ ცოტა ზეთს, მოვაყრი მარილს, მშრალ აჯიკას ჩავდებ და ჩანგლით ჩავჭყლეტ და ავურევ...

up.gif ძალიან კარგია მეც ვაკეთებ ხოლმე ესე (ხშირად არალეგალურად) biggrin.gif იმიტომ , რომ ჩემთან უფრო შეზავებული ლობიო უყვართ. yes.gif
QUOTE
იქვე მაქვს წითელი კი არა, მეწამული კობოსტოს მწნილი

ამას თუ კახურ ზეთს უზავ და ალყა-ალყად დაჭრილ ხახვს მოაყრი უგემრიელესია შოთის პურთან.

Posted by: Frankens†ein 27 Mar 2009, 12:59
annak
QUOTE
ამას თუ კახურ ზეთს უზავ და ალყა-ალყად დაჭრილ ხახვს მოაყრი უგემრიელესია შოთის პურთან

ეგეთ რაღაცეებზე ზეთი არ მიყვარს...

კახეთში მაგალითად კიტრი-პპომიდორის სალათაზეც იციან ზეთის მოსხმა...

სახლში ეგ სალათა სამ ნაწილად კეთდებოდა...

მამაჩემი გურულია წარმოშობით და ძმრიანი უყვარს...
დედაჩემი კახელია და ზეთმოსხმული უყვარს
მე და ცემი ძმა კი შუაში ვართ და არც ერთი გვიყვარს და არც მეორე biggrin.gif

Posted by: MEZGVAURI 27 Mar 2009, 14:52
annak
ესე იგი..ზალიან გემრიელია, ამოლესილი მომაბეზრებელია და ეგ არა.

http://www.radikal.ru

ავიღებ 2 დიდ ჩაის ჭიქა ლობიოს(ნუ გაარჩევ, გარეცხავ–რათ უნდა თქმაsmile.gif ), წამოადუღებ ასე 10 წუთი იდუღოს და მერე გადაასხამ მაგ წყალს,
დაასხამ თავიდან წყალს და ადუღე 2 საათი, სანამ ლობიო არ დადნება პირში და არ გაისრისება. +დაფნა.
ამასობაში სანამ ეგ დუღს, ვჭრი 2 თავ ხახვს და წვრილად(აი მოკლე სალომკკის ნასადკა თუ აქ შენს სახეხს კაია ეგრე)ვხეხეავ სტაფილოს –1 დიდს ან 2 პატარას. ხახვს და სტაფილოს ერტად ბლომად ზეთში თავდაუხურავად ვბრაწავ. 2 საშუალო კარტოფილს დავჭრი და ჩავყრი მოთუხთუხე ლობიოში,
დავამატებ სტაფილოს და დაბრაწულ ხახვს+ტომატი ან გახეხილი პომიდორი და ბუგარული თუ გაქვს.
სანამ გამოვრთავ კერძს ვამატებ ცოტა აჯიკას, ან თუ გინდა შავ წიწაკას.
და ბოლოს მოვაყრი ბეეეეეევრ მწვანილს. ძალიან ზალიან გემრიელი და ნოყიერია.

QUOTE
ამას თუ კახურ ზეთს უზავ და ალყა-ალყად დაჭრილ ხახვს მოაყრი უგემრიელესია შოთის პურთან.

ასე მე ჯონჯოლს ვუშვები–ხარაგაულში დაკრეფილს იფ იფ

Posted by: annak 27 Mar 2009, 15:20
MEZGVAURI
მადლობა. 2kiss.gif
გავაკეთებ, მინდა რომ მომეწონოს. yes.gif smile.gif

QUOTE
ასე მე ჯონჯოლს ვუშვები

yes.gif მეც ასე ვაკეთებ და საერთოდ ძალიან მიყვარს.
http://www.radikal.ru

Posted by: Breaky 27 Mar 2009, 15:21
გუშინ გავაკეთე მოხარშული გახეხილი ჭარხალი სუნელებით და მაოინეზით და ბრინჯის ტკბილი ფლავი სხვადასხვა ჩირებით

Posted by: Frankens†ein 27 Mar 2009, 15:31
MEZGVAURI
QUOTE
ავიღებ 2 დიდ ჩაის ჭიქა ლობიოს(ნუ გაარჩევ, გარეცხავ–რათ უნდა თქმა ), წამოადუღებ ასე 10 წუთი იდუღოს და მერე გადაასხამ მაგ წყალს,
დაასხამ თავიდან წყალს და ადუღე 2 საათი, სანამ ლობიო არ დადნება პირში და არ გაისრისება. +დაფნა.
ამასობაში სანამ ეგ დუღს, ვჭრი 2 თავ ხახვს და წვრილად(აი მოკლე სალომკკის ნასადკა თუ აქ შენს სახეხს კაია ეგრე)ვხეხეავ სტაფილოს –1 დიდს ან 2 პატარას. ხახვს და სტაფილოს ერტად ბლომად ზეთში თავდაუხურავად ვბრაწავ. 2 საშუალო კარტოფილს დავჭრი და ჩავყრი მოთუხთუხე ლობიოში,
დავამატებ სტაფილოს და დაბრაწულ ხახვს+ტომატი ან გახეხილი პომიდორი და ბუგარული თუ გაქვს.
სანამ გამოვრთავ კერძს ვამატებ ცოტა აჯიკას, ან თუ გინდა შავ წიწაკას.
და ბოლოს მოვაყრი ბეეეეეევრ მწვანილს. ძალიან ზალიან გემრიელი და ნოყიერია.

კაი რაღაცა იქნება ხახვი რომ არ ფიგურირებდეს biggrin.gif
ალბათ უხახვოდაც გამოვა...

QUOTE
მე ჯონჯოლს ვუშვები–ხარაგაულში დაკრეფილს იფ იფ

ჯონჯოლს ვასხამ ცოტას...





annak
QUOTE
მეც ასე ვაკეთებ და საერთოდ ძალიან მიყვარს

იფ, იფ...მეც ეგეთი მიყვარს...
რბილი უნდა იყოს და ბევრი ხახვი უნდა ქონდეს მოჭრილი smile.gif




Breaky
QUOTE
მოხარშული გახეხილი ჭარხალი სუნელებით და მაოინეზით

ეგ არ მიჭამია, ტყემლით რომ არის ჭარხალი ეგ მაქვს 1-2-ჯერ ნაჭამი და კაია როგორც მახსოვს...

არადა წარხალი სასარგებლოა smile.gif

Posted by: MEZGVAURI 27 Mar 2009, 17:14
Frankens†ein
QUOTE
კაი რაღაცა იქნება ხახვი რომ არ ფიგურირებდეს
ალბათ უხახვოდაც გამოვა...

ხახვთმოძულეებისთვის უხახვოდ აჯობებს,biggrin.gif კი კარგი იქნება რატომაც არა
QUOTE
ტყემლით რომ არის ჭარხალი ეგ მაქვს 1-2-ჯერ ნაჭამი და კაია როგორც მახსოვს

ხო მაგარი გემრიელია და უადვილესი აგსაკეთებლად
QUOTE
წარხალი სასარგებლოა

+1
annak
არაფრის, თუ გააკეთებ–შეგვატყობინე შენი შთაბეჭდილებები 2kiss.gif

Posted by: Breaky 27 Mar 2009, 19:59
Frankens†ein

მე ტყემლიანს ეგრე მომზადებული მირჩევნია, რაც დავწერე, ძალიან გემრიელია.
ხო, დამავიწყდა ზემოტ დამეწერა, ცოცხალ ქინძსაც ვუკეთებ მაგ ჭარხალს, წვრილად დაჭრილს.
* * *
Frankens†ein

მე და შენ ხახვთმოძულეობის ამბავში მეგობრები ვყოფილვართ biggrin.gif

არის კერძები, რომლებსაც საერთოდ არ ვუკეთებ ხახვს (მაგალითად ვერც ერთ ჩემს მიერ მომზადებულ წვნიანში ხახვის ნასახს ვერ იპოვის ვერავინ) და არის კერძები, რომელთა ხახვიანობსასც მე ვარ შეგუებული givi.gif

Posted by: tavadze 27 Mar 2009, 20:10
MEZGVAURI
QUOTE
ასე მე ჯონჯოლს ვუშვები–ხარაგაულში დაკრეფილს იფ იფ

მართლაც მაგარი რამეა.
ჯონჯოლს შეგიძლიათ გატარებული ნიგოზი, ძმარი და ამგვარებიც უქნათ და გააკეთოთ, როგორც ფხალი. up.gif up.gif

Posted by: Frankens†ein 27 Mar 2009, 20:40
Breaky
QUOTE
მე და შენ ხახვთმოძულეობის ამბავში მეგობრები ვყოფილვართ

up.gif

QUOTE
არის კერძები, რომლებსაც საერთოდ არ ვუკეთებ ხახვს (მაგალითად ვერც ერთ ჩემს მიერ მომზადებულ წვნიანში ხახვის ნასახს ვერ იპოვის ვერავინ)

მეც ეგრე ვარ smile.gif


QUOTE
არის კერძები, რომელთა ხახვიანობსასც მე ვარ შეგუებული 

შემიძლია ცამოვთვალო:
ხინკალი, ქაბაბი, კატლეტი, საცივი, ამოლესილი ლობიო...

მოკლედ გატარებული უნდა იყოს ხახვი წვრილად და არ უნდა ემჩნეოდეს და არც სუნი უნდა ქონდეს smile.gif

ანუ დანახვაზე ვარ რა...

თუ დავინახე ვერ ვჭამ... თუ არ ემჩნევა საჭმელს, მაშინ კი

Posted by: Breaky 27 Mar 2009, 20:44
Frankens†ein

ხალი ხომ არ გაქვს კეფაზე?

იმ სადილებში, სადაც ხახვს ვუკეთებ, ვერ გაარჩევ, რომ ხახვია, იმდენად დაქუცმაცებულია biggrin.gif

Posted by: Frankеns†еin 27 Mar 2009, 20:51
Breaky
QUOTE
ხალი ხომ არ გაქვს კეფაზე?

მოვიწვი ლაზერით... გვარამიას ცენტრში

Posted by: Breaky 27 Mar 2009, 21:07
Frankеns†еin

ეე, მეთქი ძმა გამომიჩნდაააა

ხოდა ნამეტანი გავაოფეთ, ამიტომ:

დღეს კარტოფილი შევწვი, ასევე მქონდა გუშინდელი ჭარხალი და კიდევ "კვაშენნაია" კომბოსტო up.gif

biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 27 Mar 2009, 21:13
Breaky
QUOTE
ეე, მეთქი ძმა გამომიჩნდაააა

ძმა ვარ, უბრალოდ თანამედროვე მედიცინა წინ წავიდა და მოვიწვი ხალი biggrin.gif

QUOTE
ხოდა ნამეტანი გავაოფეთ

მოდერატორის ძმა ვყოფილვარ, ვინღა შემეხება მე biggrin.gif




QUOTE
დღეს კარტოფილი შევწვი

მე ლობიო გავაცხელე რო მოვედი biggrin.gif
და ნივრის მწნილიც მივაყოლე biggrin.gif

Posted by: Taro 27 Mar 2009, 21:21
Frankens†ein

ზდაროვა

+30

Posted by: Frankеns†еin 27 Mar 2009, 21:24
QUOTE (Taro @ 27 Mar 2009, 21:21 )
Frankens†ein

ზდაროვა

+30

გამარჯობა გენაცვალე (თამარის ტონით © "შუა ქალაქში")




givi.gif

Posted by: anonymouska 29 Mar 2009, 01:59
ლობიოს წვნიანი

გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცხელი წყალი). დაუმატეთ ტომატი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. 1-2 წუთის შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

კაკალი ლობიო - 2 ჩაის ჭიქა
კარტოფილი - 2-3 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 2 თავი
მაკარონი (სამარხვო) - 50-60 გ.
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
ნიორი - 3-4 კბილი
ტომატი - 1 სუფრის კოვზი ან პამიდორი - 2-3 ცალი
ქინძი, ნიახური, ოხრახუში - 3-3 ძირი



წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი

წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ოხრახუში, კამა - თითო პატარა კონა
მარილი, წიწაკა - გემოვნებით



წვნიანი ბარდით

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ მარილით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი (საშუალო)
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი - 3-4 კბილი
კარტოფილი - 3-4 ცალი
დაკონსერვებული ბარდა - 1,5 ჩაის ჭიქა
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
ოხრახუში, კამა, ნიახური - სამ-სამი ღერო


პ.ს არ ვიცი როგორია, დავაკოპირე... რავი, მგონი კარგი უნდა იყოს )))

Posted by: zgarbi 29 Mar 2009, 09:34
ძალიან ადვილი და გემრიელი
სომხური ტუ ირანული ლავაში უნდა დაჭრა, მოაყარო მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი ცოტა მაიონეზი გადაკეცო და ტაფაზე შეწვა დაჩაში, ძალიან გემრიელია და ეაც მთავრია იოლი, ასევე გაიხვევა დანარჩენი პროდიქტიც , მაფ სოკო, ლობიო , იხპანახი და აშშ

Posted by: anonymouska 29 Mar 2009, 14:43
კარტოფილის ხინკალი

ფქვილს შეურიეთ მარილი და წყლით მოზილეთ მაგარი ცომი (დიდხანს ზილეთ). მოზელილი ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე, გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით რგოლები.

თითოეული რგოლი გააბრტყელეთ, მასზე მოათავსეთ კარტოფილის გულსართი და თავი მოუკარით ნაოჭებად (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ).

გამზადებული ხინკალი მოათავსეთ მდუღარე მარილიან წყალში და მოხარშეთ. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, ის უკვე მზად არის. მიირთვით სამარხვო კარაქთან ერთად.

კარტოფილის გულსართის მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ალუმინის ქვაბში მოათავსეთ სამარხვო, ნებისმიერი ცხიმი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ (ხახვი ცხიმში თეთრად უნდა მოიშუშოს). შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.
მასალა:

ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
კარტოფილი - 1-1,5 კგ.
სამარხვო კარაქი - 50 გ.
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით



ხინკალი სოკოთი

ცომის მომზადების წესი იხ. კარტოფილის ხინკალის რეცეპტში (ზემოთ).

გულსართის მომზადების წესი: დაკონსერვებული სოკო გადაწურეთ საწურზე, მოასხით ცხელი წყალი, როცა დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ან სამარხვო კარაქში. შეურიეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ხახვთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

მოზელილი ცომი გააბრტყელეთ. ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი სათითაოდ გააბრტყელეთ, მოათავსეთ სოკოს გულსართი და თავი მოუკარით (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ). გამზადებული ხინკალი მდუღარე მარილწყალში ჩააწყვეთ და მოხარშეთ.

შეგიძლიათ გამზადებული ხინკალი მაცივრის საყინულეში გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ (ასევე შეიძლება კარტოფილის ხინკალიც).
მასალა:

წყალი - 0,5 ლ.
ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
სოკო - 800-1000 გ. (1 ქილა)
ზეთი ან სამარხვო კარაქი - 100 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


კარტოფილის ფუნთუშები

1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ).

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.
მასალა:

საფუარი - 1 სუფრის კოვზი
წყალი - 0,5 ლ.
შაქრის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
სპირტი - 1 სუფრის კოვზი
მარილი ცომისთვის - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი შესაწვავად - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ზეთი ცომისთვის - 2 სუფრის კოვზი
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
კარტოფილი - 1,5 კგ.
ხახვი - 2-3 თავი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით


http://eklesia.despani.com


Posted by: NMG 29 Mar 2009, 19:37
სამარხვო კატლეტების რეცეპტები მომწერეთ რა
* * *
რატო??ყველაფერ ამას პურიც და უმი კარტოფილიც კრავს გადასარევად როგორც ვიცი smile.gif

Posted by: anonymouska 29 Mar 2009, 21:18
წავიდა III ნაწილი biggrin.gif





კექსი

2 ჩაის ჭიქა გახეხილი ვაშლი, 1 ჩაის ჭიქა ზეთი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, დანის წვერით მარილი, ვანილი, 1 ლიმონის ცედრა, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს. ცომი ჩადეთ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. გამზადებულ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
მასალა:

გახეხილი ვაშლი - 2 ჩაის ჭიქა
ზეთი - 1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
მარილი - დანის წვერით
ლიმონი - 1 ცალი
ვანილი - გემოვნებით
შაქრის პუდრა - მოსაყრელად



თაფლიანი ნამცხვარი

1,5 ჩაის ჭიქა წყალს შეურიეთ 200 გ. გამდნარი მცენარეული მარგარინი ან ქოქოსი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, ძმარში გახსნილი 2 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 4 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ გამზადებული ცომი. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე. ცხელს მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით რომბისებურ ნაჭრებად.
მასალა:

შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
პურის ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
მცენარეული მარგარინი - 200 გ.
წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა
დაჭრილი ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
თაფლი - 3 სუფრის კოვზი
სოდა - 2 ჩაის კოვზი
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
შაქრის პუდრა - მოსაყრელად


ვაშლის ღვეზელი

200 გ. დარბილებულ მარგარინს დააყარეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ნელთბილი წყალი, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი (ძმარში გახსნილი) სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი გემოვნებით, დააყარეთ 3-3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გამზადებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტას მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ ცომის ერთი ნაწილი, კოვზით გაასწორეთ თანაბრად, წაუსვით ვაშლის ხილფაფა, ზემოდან დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე. გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად.
მასალა:

მცენარეული მარგარინი - 200 გ.
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის კოვზი
პურის ფქვილი - 3-3,5 ჩაის ჭიქა
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
სოდა - 2 ჩაის კოვზი
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
ვაშლი - 1 კგ.
შაქრის პუდრა - მოსაყრელად
ვანილი - გემოვნებით


ნიგვზიანი რულეტი

250 გ. დარბილებულ მარგარინს მოაყარეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი და დანით აკეპეთ კარგად. ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალს შეურიეთ ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა და მოზილეთ მარგარინის ფქვილი. ცომი მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. შემდეგ გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. სათითაოდ გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი და გადაახვიეთ. ორივე რულეტი მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე, ზემოდან გადაუსვით გამდნარი მარგარინი, დაჭერით ნაჭრებად (ბოლომდე ნუ ჩაჭრით) და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად.

გულსართის მომზადების წესი: ხორცსაკეპში გატარებულ 2 ჩაის ჭიქა ნიგოზს შეურიეთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.
მასალა:

სამარხვო მარგარინი - 250 გ.
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი, დარიჩინი - გემოვნებით



ქადა

125 გ. შერბილებულ მარგარინს შეაზილეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი, შეურიეთ 200 გ. სამარხვო მაიონეზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, ვანილი გემოვნებით და მარილი დანის წვერით. ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე და გაყავით სამ თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ, დაფარეთ გულსართით და გადაახვიეთ რულეტივით. ფიგურული დანით დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფქვილი.

გულსართის მომზადების წესი: 1 ჩაის ჭიქა ფქვილი მოხალეთ, გააციეთ და შეაზილეთ 125 გ. დარბილებული მარგარინი. შეურიეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, მიხაკი და ვანილი გემოვნებით. ხელით ასრისეთ კარგად, ბოლოს დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ქიშმიში. გულსართი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად.
მასალა:

სამარხვო მარგარინი - 250 გ.
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
სამარხვო მაიონეზი - 200 გ.
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, ლომონის ცედრა - გემოვნებით
შაქრის ფქვილი - მოსაყრელად
სოდა - 1 ჩაის კოვზი
მარილი - დანის წვერით
ქიშმიში - 0,5 ჩაის ჭიქა
* * *
QUOTE (NMG @ 29 Mar 2009, 19:37 )
სამარხვო კატლეტების რეცეპტები მომწერეთ რა

ეგ წინა გვერდებზე ეწერა:


სამარხვო კატლეტები წიწიბურათი
© Breaky
მოხარშეთ 1 ჭიქა წიწიბურა 2 ჭიქა ზეთიან მარილწყალში. სანამ ცხელია, ჩაზილეთ პიურეს ჩასაზელი კოვზით და თან ნელ-ნელა ამატეთ პურის ფქვილი. პურის ფქვილი დაახლოებით იმდენი რომ წიწიბურა შეკრას და არ იშლებოდეს. შემდეგ მანქანაში გავატაროთ 1 მოზრდილი კარტოფილი, 1 მოზრდილი ხახვი, 2 საშუალო ზომის სტაფილო, 2 კბილი ნიორი, ქინძი, ნიახური, ოხრახუში, დამბალი პურის გული (დაახლოებით 4-5 ნაჭერი). ავურიოთ ეს მასა წიწიბურას მასაში, დავუმატოთ მარილი და პილპილი. გავაკეთოთ გუნდები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაში ცოტათი მაღალ ცეცხლზე.
შენიშვნა: სანამ ცალი მხარე კარგად არ დაიბრაწება, არ გადააბრუნოთ, თორემ დაიშლება.
* * *
სამარხვო კატლეტი წიწიბურითა და სოკოთი

ინგრედიენტები:
წიწიბურა - 1 ჭიქა,
წყალი - 2 ჭიქა,
მარილი
ქამა სოკო - 700-800 გრ. (წინასწარ მოვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში)
ხახვი - 2-3 ცალი,
მარილი,
პილპილი,
ოხრახუში, კამა და ქინძი,
ფქვილი ან დაფშვნილი ორცხობილა,
მცენარეული ზეთი – შესაწვავად.

მომზადება:
წიწიბურა გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი, და ძლიერ ცეცხლზე თავდახურულ ქვაბში ადუღებამდე მივიყვანოთ. ცეცხლი გავანელოთ და ასე ვხარშოთ, სანამ წყალს არ სეიშრობს. შემდეგ შევფუთოთ ქვაბი და დავდგათ ასე -10-15 წუთით. შემდეგ მარილი მოვაყაროთ და ავურით.
სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ. ხახვი გავასუფთავოთ და წვრილად დავჭრათ.
მწვანილიც გავრეცხოთ და დავჭრათ. გახურებულ ტაფაზე მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ ხახვი.
დავუმატოთ სოკო, ისიც მოვსვათ, მარილი და პილპილი დავუმატოთ და გავაგრილოთ.
შემწვარი სოკო და ხახვი ბლენდერით ან ხორცსაკეპით დავამუშავოთ. თანდათან დავამატოთ წიწიბურა, რომ მასა უფრო გასქელდეს. დავამატოთ მწვანილი და მოვურიოთ.წიწიბურასა და სოკოს თანაფარდობა თქვენი გადასაწყვეტია. რაც ჭარბადაა, იმის გემო იქნება უპირატესი. მთავარია, მასა წებოვანი იყოს და კატლეტის ფორმის შენარჩუნება შეძლოს.დასველებული ხელებით მასას კატლეტის ფორმა მივცეთ,ამოვავლოთ ფქვილში ან დაფშვნილ ორცხობილაში. ფორმამიცემული მასა გახურებულ ტაფაზე, მცენარეული ზეთში შევწვათ.ორივე მხრიდან უნდა დაიბრაწოს, კარგად შეიწვას და მზადაა.

Posted by: sofia-jio 30 Mar 2009, 01:43
სოკოს ბლინის რეცეპტი დაწერეთ რა ვინმემ, ანუ ის მაინტერესებს თვითონ ბლინის ცომს როგორ აკეთებენ უკვერცხოდ და როგორი გამოდის ადვილი შესაწვავი თუა smile.gif

Posted by: anonymouska 30 Mar 2009, 02:50
ხო , ბლინზე უნდა დამეწერა

ბლინი

ნახევარ ლიტრ წყალში გახსენით ფქვილი იმდენი, რომ თხელი არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. შეურიეთ ზეთი, მარილი და სოდა.

კარგად გააცხელეთ ტაფა, ზეთი მოუსვით ფუნჯით, თანაბრად მოასხით გამზადებული ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.

თითოეულ ბლინს ზემოდან გადაუსვით ნებისმიერი ხილის ჯემი და გადაახვიეთ (შეგიძლიათ მოაყაროთ მარტო შაქრის ფხვნილი და გადაახვიოთ).

მასალა:

წყალი - 0,5 ლ.
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
ზეთი შესაწვავად - 2-3 სუფრის კოვზი
ზეთი ცომში - 2 სუფრის კოვზი
მარილი, სოდა - დანის წვერით
* * *
sofia-jio
სადღაც დასაწყისში წერია სოკოს ბლინის რეცეპტი ))


აგერ ლინკები, საიდანაც ვაკოპირებ/დი war.gif

http://mamuli.net/Qartlosi/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11585

http://mamuli.net/Qartlosi/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11586

Posted by: sofia-jio 30 Mar 2009, 10:39
anonymouska
ძალიან დიდ მადლობა , ამ დგეებში ვცდი გაკეთებას და იმედია კარგი გამომივა smile.gif

Posted by: annak 30 Mar 2009, 10:40
QUOTE
ლობიოს წვნიანი

გავაკეთე რეცეპტის სრული დაცვით და ..
წვენი იყო უგემრიელესი, yes.gif მაგრამ რაღაც ლობიოს წვნიანს მაინც ვერ აღვიქვავ ეტყობა.
საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად კიდევ 1 ვსინჯავ, ოღონდ უკვე თიანეთში. ჩემი დის მამათილს ყვარებია თურმე ნამეტნავად და ისიც მიირთმევს თუ რამე. ჩემი ლობიოს წვნიანი არავინ გასინჯა "მწარედ დავიცინე" user.gif user.gif
http://www.radikal.ru
გავაკეთე ჩაშუშული კომბოსტო
http://www.radikal.ru
ალბათ ამის გაკეთება ყველამ იცით, ვშუშავთ ხახვს შემდე ვამატებთ წვრილად დაჭრილ კომბოსტოს და ვამატებთ ცოტა ადუღებულ წყალს ვაფარებთ თავსახურს და კომბოსტო იშუშება. ბოლოსკენ ვკმაზავთ მწვანილით, ( მიყვარს და ამიტომ ძალიან ბევრს ვუშვები). შეიძლება ტომატის დამატება, მაგრამ მე მაინცდამაინც არ მიყვარს ამიტომ მხოლოდ აჯიკას ვუმატებ.

მინდვრის ფხალი ნიგვზით.( მინდვრის ფხალი და ჯინჭარი) კეთდება იგივენაირად , როგორც ისპანახი ნიგვზით.
http://www.radikal.ru
Frankеns†еin
Breaky
იმდენად მიყვარს მოშუშული ხახვი სადილში და საერთოდაც, რომ მე თქვენი შორეული ნათესავიც არ გამოვდივარ. biggrin.gif biggrin.gif
anonymouska
მადლობა რეცეპტებისთვის.
zgarbi
QUOTE
სომხური ტუ ირანული ლავაში უნდა დაჭრა, მოაყარო მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი ცოტა მაიონეზი გადაკეცო და ტაფაზე შეწვა დაჩაში, ძალიან გემრიელია და ეაც მთავრია იოლი, ასევე გაიხვევა დანარჩენი პროდიქტიც , მაფ სოკო, ლობიო , იხპანახი და აშშ

ძალიან კარგი იქნება.

Posted by: MEZGVAURI 30 Mar 2009, 11:27
annak
QUOTE
გავაკეთე რეცეპტის სრული დაცვით და ..
წვენი იყო უგემრიელესი,  მაგრამ რაღაც ლობიოს წვნიანს მაინც ვერ აღვიქვავ ეტყობა.

ხო ნუ გემოვნებაზე არ დაობენ-მე მიყვარს ზალიან

და აი მინდვრს ფხალზე ვგიჟდები-მმმაგარი რამეა ძაან, აწი ეკალაც შემოვაააა jump.gif

Posted by: annak 30 Mar 2009, 12:45
ასევე გავაკეთე რაღაც სამარხვო პეჩენიები ჩემი ფანტაზიით და გუმანით და სხვათაშორის გემრიელი გამოვიდა.
http://www.radikal.ru

Posted by: anonymouska 30 Mar 2009, 21:08
annak
sofia-jio
girls bon apetite )))))))))))


Posted by: sofia-jio 30 Mar 2009, 22:53
anonymouska
დღეს გავაკეთე ბლინი ისე როგორც შენ მასწავლე, მართლა კარგი გამოვიდა და ადვილადაც შევწვი, თუმცა არ მეგონა ასე ადვილად თუ გავაკეთებდი უკვერცხოდ, გაიხარე სამარხო ერთფეროვან მენიუს კიდევ 1 კერძი შეემატა smile.gif

Posted by: niki_ niki 30 Mar 2009, 23:43
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მარვა მიმდინარეობს 48 დღე და ყველაზე მკაცრია. თევზი ნებადართულია მხოლოდ ხარებასა და ბზობას.

მარხვა არ არის შიმშილობა და დიეტა. მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა. ეს ჩვენი სულის ცხონებისთვისაა საჭირო.

ყველას 2kiss.gif

Posted by: anonymouska 31 Mar 2009, 00:10
sofia-jio user posted image

ლინკები რომ დავდე იქ ბევრი წერია. შეგიძლია ნახო და კიდევ ბერი კერძი შემატო )))



niki19m ))))))))))))

Posted by: niki_ niki 31 Mar 2009, 00:19
anonymouska

ძალიან მკაცრად გამომივიდა smile.gif

და იმიტომ ყველას ვინც მარხულობს და ვინც არ მარხულობს ამ განყოფილებაში

ყველას 2kiss.gif love.gif

Posted by: Hano 31 Mar 2009, 00:56
სოიოს კატლეტი გასინჯეთ..
უგემრიელესია.

Posted by: anonymouska 31 Mar 2009, 01:31
niki19m
არა, სიმართლე თქვი და მაგიტომაც გაგიღიმე user posted image

Posted by: annak 31 Mar 2009, 11:00
ვისაც აინტერესებს როგორ კეთდება სამარხვო წვნიანი უცხიმოდ.
მე პრადად უცხიმო მარხვაზე არ შემიძლია ყოფნა yes.gif , რაღაც ოდენობის ცხიმი ჩემთვის ყოველდღიურად აუცილებელია .
გავუკეთე დედას.
ხახვს და წვრილად დაკეპილ სტაფილოს დავასხი მცირე ოდენობით წყალი და ასე "მოვხრაკე" უცხიმო წვნიანის მთავარი ნიუანსი ეს არის.შემდეგ დანარჩენი უკვე ჩვეულებრივ. მე გავაკეთე მაკარონით თუმცა გრეჩიხით, ბრინჯით, ბარდით ან "პერლოვკითაც" გემრიელიაო.
ესე გამოიყურებოდა.
http://www.radikal.ru

Posted by: MEZGVAURI 31 Mar 2009, 11:15
სოკოს შილა-ფლავი იცით ვინმემ?
მე ვაკეთებ მარხვაში და უგემრიელესია
კეთდება ასე:

2ჭ. ბრინჯი, მრგვალი მხოლოდ-წებოვნება რახან აქვს.
3-4 თეთრი ხახვი
0,5 კგ. ხის სოკო (თუ გინდათ სხვა ჯიშის სოკო იყოს)
დაფნა და შავი წიწაკა აუცილებლად, ნიორიც ბლომად(გაუფცწვნელი)

ესე იგი ბრინჯს გავრეცხავთ, დავასხამთ 6 ჭიქა წყალს,
ჩავყრით წვრილად დაკეპილ ან დაბლენდერებულ ხახვს+დაფნა
შემოვდგამთ საშუალო ცეცხლზე, იქვე ჩავამატებთ წვრილად დაკეპილ სოკოს,
შავ წიწაკას(ბურთულებიც კარგია წიწაკის), ძირას, მარილს, გაუფცქვნელ ნიორს, ასე 5 კბილი,
და ბლომად ზეთსაც თხლიშავთ. რო ადუღდება ეს მასა, დაახურეთ თავზე და ძაააალიან დაბალ ცეცხლზე იხარშოს დიდხანს.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მასა არ გამოშრეს, ანუ ცოტა წყლიანივით სანამ იქნება-მაშინ გამორთეთ.
გაამოთ smile.gif))

Posted by: sofia-jio 31 Mar 2009, 11:31
QUOTE (niki19m @ 30 Mar 2009, 23:43 )
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მარვა მიმდინარეობს 48 დღე და ყველაზე მკაცრია. თევზი ნებადართულია მხოლოდ ხარებასა და ბზობას.

მარხვა არ არის შიმშილობა და დიეტა. მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა. ეს ჩვენი სულის ცხონებისთვისაა საჭირო.

ყველას 2kiss.gif

მართალი ხარ 100%, ზოგჯერ მიჭირს მოთმენა მაგრამ მაინც რო ვითმენ და არ ვარღვევ რაღაცნაირი კმაყოფილების გრძნობა მეუფლებაა და ძალიან მსიამოვნებს. smile.gif 2kiss.gif
* * *
QUOTE (Hano @ 31 Mar 2009, 00:56 )
სოიოს კატლეტი გასინჯეთ..
უგემრიელესია.

მართლაც კარგია, თუ ვინმეს დაგაინტერესად მითხარით და რეცეპტს გადიწერთ, ხორციანს არ ჩამოუვარდება ნამდვლად yes.gif

Posted by: acdevi 1 Apr 2009, 00:12
გუშინ გავსინჯე ძალიან გემრიელი სამარხვო სალათა. ესეიგი შემადგენლობა : სოკო (ბანკებში რომ იყიდება), ბანანი, ვაშლი, სამარხვო მაიონეზი, შავი პილპილი, ცოტა მწვანილი ფერსაც და გემოსაც აცოცხლებს და გამოვიდა უგემრიელესი სალათა!

Posted by: sofia-jio 1 Apr 2009, 00:20
acdevi
ბანანი აუცილებელიააა? ვერ ვიტან მაგ რაღაცას :S

Posted by: acdevi 1 Apr 2009, 01:05
აუცილებელი ნამდვილად არაა, უბრალოდ მრავალფეროვნებისათვისაა, თუ არ მოგწონს და ამოაგდე და ეგაა smile.gif

Posted by: RENE_Z 1 Apr 2009, 09:53
სოიოს რაღაცა ფარში რომ იყიდება, მაგით რისი გაკეთება შეიძლება? baby.gif

Posted by: MEZGVAURI 1 Apr 2009, 11:40
RENE_Z
კატლეტისsmile.gif კარგია რა, გემრიელიცაა და სასარგებლოც. ხახვს შეურევ წვრილად დაკეპილს, თუ გინდა მწვანილსაც, ნიორს, ცოტა მანკა ან პურის წქვილი, მარილი, შავი წიწაკა, ზეთი-სირბილისთვის.ეგ ფარში თუ მშრალია-ცოოოტა წყალი დაჭირდება, თუ არა მშრალი-ცოტა ზეთიsmile.gif ჰოდა დააბრტყელებ და ბლომა ზეთში დაბრაწავ.

ჩემებს ასეთი სალათა უყვართ:

სოკო-არ აქვს მნიშვნელობა როგორი(ისე შამპინიონოთ უგემრიელესია), მობრაწულ მდგომარეობაში.
კარტოფილი-მოხარშული და კუბიკებად დაჭრილი,
მწვანე ხახვი და მჟავე კიტრიც ჩავაჭრათ.
მარილი, შავი წიწაკა. შემდეგ თუ გინდათ ზეთი მოასხით ან სამარხო მაიონეზი smile.gif

Posted by: ხორხე 1 Apr 2009, 11:42
RENE_Z
ეგ ფარში სად იღება?

მე მინდა


მცენარეულია (ნაკლებად ასუქებს) და ხორცის გემო აქ !!!! biggrin.gif
* * *
QUOTE
ბლომად ზეთში დაბრაწავ.


რაღა გამოვიდა, ცხიმს შეიწოვს მერე sad.gif

Posted by: MEZGVAURI 1 Apr 2009, 11:45
ხორხე
QUOTE
რაღა გამოვიდა, ცხიმს შეიწოვს მერე 

მთლად უცხიმო გინდა ხორხე?
ვეღარ გცნობ ვერა

არ მითხრა ახლა ვმარხულობო! givi.gif არავინ არ დაიჯერებს მაგას აქ!

Posted by: tos-ka 1 Apr 2009, 11:47
ხორხე

QUOTE
ეგ ფარში სად იღება?

მე მინდა


მცენარეულია (ნაკლებად ასუქებს) და ხორცის გემო აქ !!!! 


საპირველაპრილო ხუმრობაა?
თუ არ გეხუმრება, მაშინ წერეთელზე, პანდას სავაჭრო ცენტრში კვების პროდუქტებს რომ ყიდიან, იქ აქვთ smile.gif

Posted by: MEZGVAURI 1 Apr 2009, 11:52
tos-ka
ბევრგან აქვთ ეგ ფარში-ჩვეულებრივ მარკეტებშიც არის, ოპტავიკშიც smile.gif

Posted by: RENE_Z 1 Apr 2009, 12:01
MEZGVAURI
QUOTE
კატლეტისsmile.gif კარგია რა, გემრიელიცაა და სასარგებლოც. ხახვს შეურევ წვრილად დაკეპილს, თუ გინდა მწვანილსაც, ნიორს, ცოტა მანკა ან პურის წქვილი, მარილი, შავი წიწაკა, ზეთი-სირბილისთვის.ეგ ფარში თუ მშრალია-ცოოოტა წყალი დაჭირდება, თუ არა მშრალი-ცოტა ზეთიsmile.gif ჰოდა დააბრტყელებ და ბლომა ზეთში დაბრაწავ.

ჰო, კატლეტი ალბათ yes.gif
კიდევ რა შეიძლება? baby.gif

ხორხე
QUOTE
ეგ ფარში სად იღება?

რაღაცა მშრალი მასაა, მოყავისფრო ფერის
წონით იყიდება user.gif

Posted by: annak 1 Apr 2009, 12:11
მე გამისინჯავს სოიოს კატლეტი, მაგრამ "ხორცის" შთაბეჭდილებას ნაამდვილად არ ტოვებს. ასე რომ იყოს მარხვაში მართლა არ მივეკარებიდი. IMHO ეხლა ხანდახან ვყიდულობ
სამარხო "კატლეტები" მირჩევნია წიწიბურასგან გაკეთებული.
ხორხე
QUOTE
(ნაკლებად ასუქებს)

რამდენადაც ვიცი პირიქით ასუქებს, მაგრამ შენ თვითონ ხარ ისეთი ორიგინალური შეიძლება გაგხდინოს კიდევაც. smile.gif wink.gif

Posted by: RENE_Z 1 Apr 2009, 12:15
annak
QUOTE
რამდენადაც ვიცი პირიქით ასუქებს

თუ სოიო ასუქებს, მაშინ არ ვიყიდი wink.gif

Posted by: annak 1 Apr 2009, 12:17
RENE_Z
QUOTE
თუ სოიო ასუქებს, მაშინ არ ვიყიდი

არ ვიცი, გამიგია რომ ასუქებს თუმცა რეალურად არის თუ არა ასე წარმოდგენა არ მაქვს. smile.gif smile.gif

Posted by: MEZGVAURI 1 Apr 2009, 12:19
RENE_Z
შენც დღე და ღამე მაგის ჭამას ხო აპირებ? შეჭამ 1-2 დღე და გათავდა! არავინ არ გაუსუქებია ჩემს ნაცნობებში მაგას-პირველად გავიგე. კატლეტის გარდა არ ვიცი მეტი რა შეიძლება..სტაფილოს კატლეტს(კატლეტი არ ქვია მაგას მარა მაინც)ვაკეთებ და ჰერკულესიის სოკოიან კატლეტებს

Posted by: ხორხე 1 Apr 2009, 12:24
MEZGVAURI
QUOTE
მთლად უცხიმო გინდა ხორხე? ვეღარ გცნობ ვერა

არ მითხრა ახლა ვმარხულობო! givi.gif არავინ არ დაიჯერებს მაგას აქ!

არა

მსუქანი ვარ უბრალოდ biggrin.gif
და არ მინდა გიდე გავსივდე მაგრამ აგე ამხანაგი ანაკი ბრძანებს რომ ასივებს სოიო

და მე კვლავ კითხვის ნიშნის წინაშე აღმოვჩნდი
tos-ka
QUOTE
საპირველაპრილო ხუმრობაა? თუ არ გეხუმრება, მაშინ წერეთელზე, პანდას სავაჭრო ცენტრში კვების პროდუქტებს რომ ყიდიან, იქ აქვთ

არა

სუ მინდა ხოლმე და ვერ მოვახერხე, ეგ და ჭინჭარი მინდა რო ვიყიდო, აი ამ კვირას ვიყიდი ორივეს

Posted by: MEZGVAURI 1 Apr 2009, 12:36
ხორხე
ჭინჭარი კაია, მინდვრის მხალიც კარგია, აწი ეკალაც მოდის-ნიამ smile.gif მაგრამ ჭინჭარი ძალიან ძალიან სასარგებლოა. კარგი არჩევანია გასახდომად-მთლიან თონის პურს თუ არ შეატანს კაცი ნაღდად დაიკლებsmile.gif

Posted by: ხორხე 1 Apr 2009, 12:46
MEZGVAURI

მე ეგრე ვჭამ, სარამოს არ ვჭამ ვაბშე და დღისით ეგეთ რამეებს, ხანდახაბ ვერ ვუძლებ უხორცობას, დილით 8 ცალი სოსისი შევჭამე და ეხლა საძაგლად ვარ gigi.gif

პლიუს მოხარშული კვერცხები, გახუხული პურით lol.gif

Posted by: annak 1 Apr 2009, 12:47
ხორხე
QUOTE
აგე ამხანაგი ანაკი

ამხანაგი ანაკი ძლიერ ნანობს რომ დაწერა "გადაუმოწმებელი ინფორმაცია"
:უსერ: არ მინდა შეცდომაში შეგიყვანო, მართლა :უსერ:
"დიეტების" ამბებში ვერ ვერკვევი, ასე რომ "მაპაწიე" user.gif smile.gif smile.gif

Posted by: ხორხე 1 Apr 2009, 12:53
annak
წესით არ უნდა გაასიოს

ნუ მცენარეულია


ცხიმებს არ შეიცავს

თან რო მეცოდინება რო არ ასიებს არც გავსივდები biggrin.gif

Posted by: annak 1 Apr 2009, 13:01
ხორხე
QUOTE
თან რო მეცოდინება რო არ ასიებს არც გავსივდები

ჰო, ფსიქოლოგიურად მიუდექი biggrin.gif

Posted by: RENE_Z 1 Apr 2009, 13:03
annak
QUOTE
მე გამისინჯავს სოიოს კატლეტი

რისი გემო აქვს? baby.gif


annak
QUOTE
არ ვიცი, გამიგია რომ ასუქებს თუმცა რეალურად არის თუ არა ასე წარმოდგენა არ მაქვს.

წონის პრობლემა არ მაქვს, ისე რომ ვიყიდი. smile.gif

მაგრამ, გამიგია, რომ სოიო ძალიან კალორიულია smile.gif

Posted by: annak 1 Apr 2009, 13:06
RENE_Z
QUOTE
რისი გემო აქვს?

ჩემთვის არაფრის, "უგემურია" თუმცა რა ვიცი ვისთვის როგორ smile.gif
მე აშკარად არ გამოვდგები სოიოს კატლეტის ექსპერტად smile.gif
user.gif

Posted by: Frankens†ein 1 Apr 2009, 13:08
RENE_Z
QUOTE
მე გამისინჯავს სოიოს კატლეტი


რისი გემო აქვს?

სხვათაშორის არაა უგემური...

მე პირადად პრეტენზიული მჭამელი ვარ biggrin.gif
მაგრამ სოიოს კატლეტს სიამოვნებით გეახლებით smile.gif





OFFTOPIC:
რენე_ზ რას ნიშნავს, რენე ზელვეგერი? biggrin.gif


Posted by: annak 1 Apr 2009, 13:24
QUOTE
მე პირადად პრეტენზიული მჭამელი ვარ
მაგრამ სოიოს კატლეტს სიამოვნებით გეახლებით

რადგან ნახევარფაბრიკატად ვყიდულობ შეიძლება იმიტომაც არ მომწონს.
მეც ვიყიდი სოიოს ფხვნილს და გავაკეთებ. smile.gif

ხორხე
MEZGVAURI
QUOTE
დილით 8 ცალი სოსისი

QUOTE
, 8 სოსისის არ იყოს

rolleyes.gif
უნდა ვაღიარო რომ 8 ცალი სოსისი ჩემთვის პრობლემა არ არის. smile.gif
თავისუფლად შემიძლია გემრიელად მივირთვა.

Posted by: RENE_Z 1 Apr 2009, 13:25
Frankens†ein


QUOTE
რენე_ზ რას ნიშნავს, რენე ზელვეგერი? biggrin.gif

yes.gif smile.gif


annak

QUOTE
მეც ვიყიდი სოიოს ფხვნილს და გავაკეთებ. smile.giff

მეც დღეს ვიყიდი chups.gif

Posted by: MEZGVAURI 1 Apr 2009, 13:34
ხორხე
QUOTE
დილით 8 ცალი სოსისი შევჭამე და ეხლა საძაგლად ვარ

რო გადარჩი ესეც კაი biggrin.gif ნადიეტებზე მაგარი მძიმე იქნება.ჰოდა სოიოს კატლეტიც თუ უზომოდ ჭამე-გაგასუქებს აბა რას იზამს, 8 სოსისის არ იყოსsmile.gif

ესე იგი ხორხე სადაცაა იქ კატლეტის თემაც იფურჩქნებაgivi.gif
annak
QUOTE
რადგან ნახევარფაბრიკატად ვყიდულობ შეიძლება იმიტომაც არ მომწონს.

მეც ვყიდულობდი მაგას და საძაგლობა იყო ჩემი აზრითsad.gifშევეშვი მერე
სახში გაკეთებულს არაფერი ჯობს..ისე [პოპულის სოიოს კატლეტს არაუსავს. პოპულის ფანი არ ვარ მარა მაინც

Posted by: sofia-jio 1 Apr 2009, 14:17
QUOTE (MEZGVAURI @ 1 Apr 2009, 12:36 )
ხორხე
ჭინჭარი კაია, მინდვრის მხალიც კარგია, აწი ეკალაც მოდის-ნიამ smile.gif მაგრამ ჭინჭარი ძალიან ძალიან სასარგებლოა. კარგი არჩევანია გასახდომად-მთლიან თონის პურს თუ არ შეატანს კაცი ნაღდად დაიკლებsmile.gif

ჭინჭარი ახდუნებს? ბებიაჩემი სოფლად რო ჩავდივარ ხოლმე მაგას ინდაურის ჭუკებს აჭმევდა გასასუქებლად biggrin.gif:D:D

Posted by: ხორხე 1 Apr 2009, 14:20
annak
QUOTE
ო, ფსიქოლოგიურად მიუდექი biggrin.gif

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ეგ
biggrin.gif

QUOTE
უნდა ვაღიარო რომ 8 ცალი სოსისი ჩემთვის პრობლემა არ არის. smile.gif თავისუფლად შემიძლია გემრიელად მივირთვა.


მე გამიჭირდა, გადაჩვეული ვარ yes.gif
MEZGVAURI
QUOTE
რო გადარჩი ესეც კაი biggrin.gif ნადიეტებზე მაგარი მძიმე იქნება.ჰოდა სოიოს კატლეტიც თუ უზომოდ ჭამე-გაგასუქებს აბა რას იზამს, 8 სოსისის არ იყოსsmile.gif

ესე იგი ხორხე სადაცაა იქ კატლეტის თემაც იფურჩქნებაgivi.gif


ხო

კატლეტის მადლი თან დამყვება givi.gif




Posted by: MEZGVAURI 1 Apr 2009, 14:20
annak
QUOTE
უნდა ვაღიარო რომ 8 ცალი სოსისი ჩემთვის პრობლემა არ არის.
თავისუფლად შემიძლია გემრიელად მივირთვა.

გაიხარე givi.gif მე ნაღდად დავასკდებოდი, არადა კაი მჭამელი მგონია ჩემი თავი.

სურათებზე არ გეტყობა ხო იცი?მართალია რო ამბობენ გამხდარი ხალხი ყველაზე მაგარი მჭამელიაო gigi.gif
sofia-jio
ინდაურის ჭუკების არ იცი, მარა ცარიელა მხალს თუ შეჭამ რამდენიმე დღე-გახდები აუცილებლად, ტან კაი იმითია რომ ბევრი ვიტამინი და მინერალი შედის

Posted by: ხორხე 1 Apr 2009, 14:21
sofia-jio
QUOTE
ჭინჭარი ახდუნებს? ბებიაჩემი სოფლად რო ჩავდივარ ხოლმე მაგას ინდაურის ჭუკებს აჭმევდა გასასუქებლად biggrin.gif:D:D

თქვენ ბებიათქვენის ჭუკი გგონივართ

ან არ იცით რა განსხვავებაა ჭუკსა და ადამიანს შორის gigi.gif
* * *
MEZGVAURI
QUOTE
მხალს თუ შეჭამ

მხალი რომელია ?




Posted by: sofia-jio 1 Apr 2009, 14:23
ხორხე
არა როგორ გეკადრებათ ნამდვილად არ მგონიხარ, ისე დავწერე ხუმრობით, მართლა არ ვიცოდი ადამიანზე თუ ასე მოქმედებდა smile.gif

Posted by: annak 1 Apr 2009, 14:28
sofia-jio
QUOTE
არა როგორ გეკადრებათ ნამდვილად არ მგონიხარ, ისე დავწერე ხუმრობით, მართლა არ ვიცოდი ადამიანზე თუ ასე მოქმედებდა

biggrin.gif
2kiss.gif 2kiss.gif

QUOTE
სურათებზე არ გეტყობა ხო იცი?მართალია რო ამბობენ გამხდარი ხალხი

არა ვარ ძალიან გამხდარი smile.gif, მაგრამ უმადობას არ ვუჩივი wink.gif
yes.gif
QUOTE
მარა ცარიელა მხალს თუ შეჭამ რამდენიმე დღე-გახდები აუცილებლად, ტან კაი იმითია რომ ბევრი ვიტამინი და მინერალი შედის

ძალიან მძიმე იქნება მარტო მხალი :უსერ:
პირადად მე ფხალი უფრო "მაშიებს"

Posted by: MEZGVAURI 1 Apr 2009, 15:21
ხორხე
QUOTE
მხალი რომელია ?

მე მხალს ნიგვზიან მწვანილეულს ვეძახი და რავიცი..დავიბენი ახლა. მაგალითად ჭინჭარი ნიგოზში და სუნელებით-არის მხალი, არა?
annak
მძიმე რო არ იყოს ხანდახან მარტო ზეთში ვშუშავ ან მაიონეზით ვაზავებ. ისე კი ნიგვზით მართლა მძიმე იქნება

Posted by: ხორხე 1 Apr 2009, 15:36
sofia-jio
QUOTE
არა როგორ გეკადრებათ ნამდვილად არ მგონიხარ, ისე დავწერე ხუმრობით, მართლა არ ვიცოდი ადამიანზე თუ ასე მოქმედებდა smile.gif


არადა მე პირადად ჭუკები მირჩევნია ადამიანებს

და ვაბშე ჭუკი ჯობს yes.gif
* * *
MEZGVAURI
QUOTE
მე მხალს ნიგვზიან მწვანილეულს ვეძახი და რავიცი..დავიბენი ახლა. მაგალითად ჭინჭარი ნიგოზში და სუნელებით-არის მხალი, არა?

აჰა

ფხალი ხო?

გასაგებია, მეთქი მხალი კიდე სხვაა


მარტო ეგ ჩემმა მტერმა ჭამა , ერთი ცენტნერი დამჭირდება დასანაყრებლად biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 1 Apr 2009, 16:34
QUOTE
მხალი

მხალს გააჩნია მოტკბო ანისულის სუნი, სანელებლის მოტკბო, ოხრახუშის მსგავსი გემო. იყენებენ სანელებლის სახით სუპებში და სალათებში. განსაკუთრებით გემრიელად ითვლება ცოცხალი, ახალგაზრდა ფოთლები (გახმობისას ისინი თავის არომატს კარგავენ). ევროპაში თვლიან, რომ ეს მცენარე კარგად შეეხამება სხვა ბოსტნეულს და მწვანილებს - ტარხუნას, ოხრახუშს და რეჰანს. სასურველად მიაჩნიათ მისი ცოცხლად გამოყენება, რადგანაც გაყინვისა და მოხარშვის შემდეგ ის კარგავს არომატს. ამიტომ, კერძებში მას უმატებენ უშუალოდ სუფრაზე, მიტანის წინ, მაგალითად, სუპში უნდა ჩაიყაროს ცოცხლად დაჭრილი. ჩრდილოეთ ამერიკაში დაფქულ ჭყიმა მხალს იყენებენ ფრინველის შეწვისას, თევზში და კვერცხის კერძებში. გაზაფხულზე, წვრილად დაჭრილს, მას ურევენ ხაჭოს ან რბილ ყველ `კამამბერს~, შავ პურთან და კარქთან იგი სასურველ სასუსნავს წარმოადგენს ბავშვებისათვის. მას იყენებენ მოხარშულ კვერცხთან, ომლეტთან, საწებლებში, კარაქში, კარტოფილის სუპში, კარტოფილის სალათში, ისპანახში, ფრინველის, ბატკნის, ცხვრის ხორცთან, თევზთან. კარგად შეეხამება გემოთი მწვანე სალათს და შერეულ ბოსტნეულის სალათებს, ბარდას, ტომატს და კარტოფილს.

Posted by: annak 2 Apr 2009, 10:45

სანამ სოიოს კატლეტებს "შევეჭიდები" ისევ წიწიბურასი გავაკეთე გუშინ.
საერთოდ, მარხვის დროს ბევრს ვამაზადებ და მერე საყინულეში ვინახავ, უფრო პრაქტიკულია.

http://www.radikal.ru

Posted by: Frankens†ein 2 Apr 2009, 10:47
annak
QUOTE
სანამ სოიოს კატლეტებს "შევეჭიდები" ისევ წიწიბურასი გავაკეთე გუშინ.

როგორ?

მომზადების წესი დაიდოს boli.gif chups.gif


რაღაც კარგად გამოიყურება smile.gif

Posted by: bachi24 2 Apr 2009, 11:17
annak
მე მაქ ნაჭამი წიწიბურის კატლეტი, ოღონდ იმაში ბრინჯი და კარტოფილიც ერია,ძაან მომეწონა,გემრიელი იყო, მაგრამ ზუსტად როგორ კეთდება არ ვიცი, მაგ კატლეტში წიწიბურის გარდა კიდე რას უშვები?

Posted by: annak 2 Apr 2009, 11:31
bachi24
Frankens†ein
მოვხარშავ წიწიბურას და შემდეგ ვატარებ ხორცსაკეპ მანქანაში
ასევე ვატარებ 1 საშუალო ზომის უმ კარტოფილს და მწვანილს (ოხრახუში,ქინძი, კამა, ვუმატებ წიწაკასაც) ვურევ ერთმანეთში, პროპორციებს ძირითადად თვალის ზომით ვსაზღვრავ. მასას ვუშვები ცოტა ცხიმს (ძირითადად ზეთს) და ვაძლევ ფორმას. იმდენჯერ მაქვს უკვე გაკეთებული აღარც ვუყურებ მაშინალურად სწრაფად ვაკეთებ ამას, თავიდან რაღაც "უფორმოები" გამოდიოდა.
საერთოდ კარგად გახურებულ ტაფაზე ვწვავ ცოტა ცხიმს ვუშვები და სანამ 1 მხარე კარაგად არ დაიბრაწება არ ვატრიალებ. (გადატრიალებას "ექვემდებარება" მაგრამ ცოტა პრობლემატურია)
Frankens†ein
QUOTE
რაღაც კარგად გამოიყურება

კარგია თუ ესეა smile.gif smile.gif
მე კიდევ ვფიქრობდი ეს "მახინჯები" როგორ დავდო თქო?

Posted by: Frankens†ein 2 Apr 2009, 11:36
annak
QUOTE
ასევე ვატარებ უმ კარტოფილს

მერე ტაფაზე ასწრებს კარგად შეწვას უმი კარტოფილი?

Posted by: bachi24 2 Apr 2009, 11:37
annak
ცოტა სტაფილოც უქენი, მოუხდებაwink.gif

Posted by: annak 2 Apr 2009, 11:44
Frankens†ein
QUOTE
მერე ტაფაზე ასწრებს კარგად შეწვას უმი კარტოფილი?

yes.gif (ხორცსაკეპშია გატარებული და ამიტომ)

bachi24
QUOTE
ცოტა სტაფილოც უქენი, მოუხდება

ვსინჯავ smile.gif smile.gif
თუმცა, სტაფილო ასე, სტაფილო ისე, სტაფილოს დანახვაზე უკვე ... ცუდად ვხდები.

გუშინ ამ კატლეტს მოშუშული გატარებული სტაფილო ჰქონდა გარნირად და მართლა კარგი იყო. yes.gif

Posted by: Breaky 2 Apr 2009, 12:27
Frankens†ein

http://forum.ge/?showtopic=33695330&view=findpost&p=4335673

Posted by: Frankеns†еin 2 Apr 2009, 12:46
Breaky
http://smiles.myweb.ge

Posted by: Frankens†ein 2 Apr 2009, 12:49
QUOTE (GT @ 11 Dec 2006, 18:42 )
აიღეთ პური დაჭერით წვრილ ნაჭრებად, (ბავშვობაში რომ მატარებელს აკეთებდნენ კარაქიანი პურით იმ სტილში) იყიდეთ 1-2 ლიტრი ღვინო (სასურველია ბაზარში, იაფია და გლეხი კაცის დაწურული, ასე 1.80-2.00 ლარი 1 ლიტრის ფასი (შავი ღვინო 3-4 ლარი ლიტრი))  დაჭრილი პური ფრთხილად ჩაალაგეთ ჯამში (თიხის ან ხის ჯამი სჯობს) მოასხით ცოტაოდენი ღვინო, გააჩერეთ 35-40 წუთი ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

ათრობს?









QUOTE (RENE_Z @ 1 Apr 2009, 13:25 )
Frankens†ein


QUOTE
რენე_ზ რას ნიშნავს, რენე ზელვეგერი? biggrin.gif

yes.gif smile.gif


მაგრად მიყვარს ეგ მსახიობი smile.gif

გუშინაც იყო რუსთავზე, ბრიჯიტ ჯონსის დღიურები

user posted image


Posted by: niki_ niki 2 Apr 2009, 13:20
Frankens†ein


დათრობაზე რა მოგახსენო, მაგრამ ამას ჩემ შვილს აჭმევდა ბებიაჩემი და კარგად ეძინა biggrin.gif ისე ძალიან სასრგებლოა up.gif


კიდევ მარხვის დროს ყველანაირი მწვანილი დაჭერით, შეაზავეთ მარილით, სამარხო მაიონეზით ან ზეთით და ძალიან გემრიელია, თან სასარგებლოც, მასწავლეს მეც და ძალიან მომეწონა
yes.gif

Posted by: annak 2 Apr 2009, 13:46
niki19m
QUOTE
კიდევ მარხვის დროს ყველანაირი მწვანილი დაჭერით, შეაზავეთ მარილით, სამარხო მაიონეზით ან ზეთით და ძალიან გემრიელია, თან სასარგებლოც, მასწავლეს მეც და ძალიან მომეწონა

მართალია, მეც ვაკეთებ ასე smile.gif smile.gif
პ.ს. ძმრითაც შეიძლება.

Posted by: MEZGVAURI 2 Apr 2009, 14:27
მჟაუნას სუპი გავაკეთე და სოიოს კატლეტი გუშინ-მაგარია მჟაუნა! სოიო რუსეთის ჯობია თურმე-უფრო გემრიელია. ეს თურქული როგორ ყველაფერი ბანძია მოკლედ.

Posted by: RENE_Z 2 Apr 2009, 14:29
QUOTE (Frankens†ein @ 2 Apr 2009, 12:49 )
[/QUOTE]
მაგრად მიყვარს ეგ მსახიობი smile.gif

გუშინაც იყო რუსთავზე, ბრიჯიტ ჯონსის დღიურები

user posted image

ვაი, რა დამთხვევაა, მეც მიყვარს chups.gif

მოკლედ რა მაგის პასუხია და გუშინ როგორც იქნა გავაკეთე სოიოს კატლეტები givi.gif

ძალიან კარგი გამოვიდა, არც ველოდი.... lol.gif

Posted by: annak 2 Apr 2009, 14:51
MEZGVAURI
QUOTE
სოიო რუსეთის ჯობია თურმე-უფრო გემრიელია

და სად იყიდება?

Posted by: violet 2 Apr 2009, 14:56
annak
QUOTE
რადგან ნახევარფაბრიკატად ვყიდულობ შეიძლება იმიტომაც არ მომწონს

მეც ვიყიდე ერთხელ ნახევარფაბრიკატი და ძალიან უგემური იყოsmile.gif აბსოლიტურად სხვა გემო აქვს სახლში გაკეთებულს
საკმაოდ გემრიელიაsmile.gif yes.gif

Posted by: RENE_Z 2 Apr 2009, 15:09
QUOTE
აბსოლიტურად სხვა გემო აქვს სახლში გაკეთებულს
საკმაოდ გემრიელიაsmile.gif yes.gif

აბსოლუტურად გეთანხმები yes.gif smile.gif

Posted by: nadin 2 Apr 2009, 15:11
MEZGVAURI
QUOTE
სოიო რუსეთის ჯობია თურმე-უფრო გემრიელია. ეს თურქული როგორ ყველაფერი ბანძია მოკლედ.

სამწუხაროდ სოიო რაც შემოდის ჩინურია, rolleyes.gif

Posted by: MEZGVAURI 2 Apr 2009, 15:13
annak
ოპტავიკში, ხო იცი რომელზე ვამობ, აი ბავშვთა სამყარომდე არ მისული როა, მანდ ასაწონი ბრინჯი, მაკარონი, კამფეტები და ა.შ-ბევრი რამეა, გადახურულში როა მაგას ვამბობ.
nadin
რავიცი რუსეთისააოsad.gif(ძალიან კარგი კი იყო. ჩინური თუა გენმოდიფიცირებულიც იქნება ალბათ sad.gif ეეჰ

Posted by: Frankens†ein 2 Apr 2009, 15:53
სოიოზე ამბობენ გენმოდიფიცირებულიაო და არ ვარგა ჯანმრთელობისთვისო...

მართალია ნეტა?

Posted by: niki_ niki 2 Apr 2009, 16:50
სოიო არასოდეს მიხმარია და ამიტომ გააკეთეთ გრეჩიხის ან გერკულესის კატლეტები, შეაზავეთ როგორც ჩვეულებრივი ხორცის კატლეტი და up.gif

გაუკეთეთ კარტოფილიც და ცოტა ბოტჯომი ან ნაბეღლავი და ძალიან ფუმფულა გამოვა yes.gif

Posted by: Breaky 2 Apr 2009, 20:18
იმდენად არ მიყვარს სოიო, ნებისმიერი რამ, რაც სოიოსგანაა დამზადებული, ჩემს სახლში არ ჭაჭანდება.
თან საშინლად ამსუყებს კუჭს, ასე მგონია ცარიელი ცხიმი ჩავისხი კუჭშითქო და ცუდად მხდის.

Posted by: ju_sa 3 Apr 2009, 12:48
სოკო ლიმნის საკაზმით
საშუალო ზომის სოკო შამპინიონი 20 ცალი. 1 თავი ხახვი, 1 ს/კ. ლიმონის წვენი ;2‐3 ს/კ
მზესუმზირის ზეთი ; ოხრახუში, პილპილი, მარილი გემოვნებით.
სოკო გარეცხეთ, დაანაწევრეთ. ”ქუდები” მოათავსეთ ტაფაზე ცოტა წყალთან ერთად და
ხარშეთ 10‐15 წუთი. წყალი გადაღვარეთ. სანამ სოკო გაშრება მოამხადეთ საკაზმი:
დარჩენილი სოკო დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეთში ხახვთან ერთად. მოასხით
ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 5‐7 წთ.
თავდახურულ მდგომარეობაში. მიღებული ნაზავით ამოავსეთ სოკოს ”ქუდები”.
დააწყვეთ (საკაზმით ზევით) ზეთწასმულ ტაფაზე და შედგით წინასწარ გაცხელებულ,
გამორთულ ჰაერღუმელში 15‐20 წთ. rolleyes.gif


გემრიელად მიირთვით 2kiss.gif

Posted by: annak 3 Apr 2009, 16:14
ძალიან გემრიელი სამარხვო პეჩენიები.

ფქვილი-200გრამი
კაკაო(სასურველია იყოს რუსული) - 2 სუფრის კოვზი.
სამარხვო მაიონეზი-1 სუფ. კოვზი (მე ვიყენებ "ლასკა"-ს ბრენდს)
5 სუფ. კოვზი ანადუღარი თბილი წყალი.
სამარხვო დაჩა- 100 გრამი
და ნახევარი ფილა სამარხვო შოკოლადი.

ყველაფერი ამისგან ვამზადებთ პეჩენიის მასას ოღონდ შოკოლადი წინასწარ უნდა გავალღოთ. შემდეგ ცომს ვაბრტყელებთ და ფორმებად ვჭრით. თუ არ გაქვთ სპეც. ფორმები შეგიძლიათ პატარა ყავის ჭიქით "მოჭრათ" გამოვა მრგვალი პეჩენიები.
გამოჭრილ ცომის ფიგურას მოვაყრით შაქარს და ზემოდან დავადებთ მეორეს. შევდებთ გაზქურაში და გამოვაცხობთ. გაციებულ პეჩენიებზე ზემოდან ვაყრი წვრილად გახეხილ შოკოლადს.
საკმაოდ გემრიელია. smile.gif smile.gif
***
წიწიბურას და სოკოს "ზაპეკანკა"

წიწიბურა - 1 ჭიქა
სოკო (სასურველია შამპინიონები)- 500 გრამი
სამარხვო დაჩა- 3 სუფ. კოვზი
1 თავი ხახვი
სამარხვო მაიონეზი- 100 გრამი (შეიძლება ოდნავ უფრო ნაკლები)
მარილი, პილპილი გემოვნებით
მოვხარშოთ წიწიბურა და გავაციოთ. შემდეგ ხახვთან ერთად მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი სოკო. როცა სოკო გაცივდება შევურევთ წიწიბურაში და დავამატებთ სამარხვო მაიონეზსს, ასევე მარილს და პილპილს და კარგად ვურევთ , მასას გადავიტანთ ფორმაში და შევდგავთ კარგად გახურებულ გაზქურაში . ვაცხობთ დაახლოებით 20-25 წუთი.

MEZGVAURI
მადლობა. smile.gif 2kiss.gif
ზუსტად ვერ ვხვდები რა ადგილია, მაგრამ გავიკითხავ, თუმცა
QUOTE
სოიოზე ამბობენ გენმოდიფიცირებულიაო და არ ვარგა ჯანმრთელობისთვისო...
ამის მეც მეშინია.

Posted by: Taro 4 Apr 2009, 19:48
anonymouska

გაიხარე, რა მაგარ რეცეპტებს წერ love.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Apr 2009, 17:41
აბა, ორიგინალური და, სავარაუდოდ, გემრიელი სამარხვო რეცეპტი

http://www.gotovim.ru/recepts/sbs/ovoshrulet.shtml


Posted by: anonymouska 5 Apr 2009, 20:14
Taro შენც გაიხარე )))
თუ გამოიყენე რომელიმე რეცეპტი? user posted image

დავაკოპირე ერთი საიტიდან, კიდე დავაკოპირებ მერე user posted image

Posted by: annak 6 Apr 2009, 10:58
გუშინ ისევ ბლინების დღე მქონდა ოღონდ ამჯერად სოკოთი და კარტოფილით.
ბლინებს როგორ ვაკეთებ რამდენიმე გვერდით წინ დავწერე. სოკო უბრალოდ მოვშუშე ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად და აჯიკით შევაზავე.
http://www.radikal.ru
პ.ს. თუ ვინმე ყიდულობთ "შვეიცარიელი მცხობელის" პურს .
ეს პური შეიცავს რძეს. smile.gif
ჩემი და სულ ამ პურს ყიდულობს და გუშინ "აღმოაჩინა" შემთხვევით.

Posted by: Frankens†ein 6 Apr 2009, 11:17
annak
მაგ ბლინებს შენ აკეთებ ხო?

სომხური ლავაშები რომ იყიდება მაგაშიც კარგი გამოდის...

თხლად უნდა ჩადო სოკო და კარგად იბრაწება

Posted by: annak 6 Apr 2009, 11:39
Frankens†ein
QUOTE
მაგ ბლინებს შენ აკეთებ ხო?

yes.gif
მგონი, ცხოვრებაში არ გამიკეთებია ამდენი ბლინი რაც ამ მარხვაში. smile.gif

QUOTE
სომხური ლავაშები რომ იყიდება მაგაშიც კარგი გამოდის...

yes.gif კარგი იქნება ვცდი
სომხური ლავაშით ძალიან კარგი რაღაცის გაკეთება ვიცი , რომ გახსნილდება დავწერ.
yes.gif

Posted by: Anie 6 Apr 2009, 13:34
QUOTE
ეს პური შეიცავს რძეს. 
ჩემი და სულ ამ პურს ყიდულობს და გუშინ "აღმოაჩინა" შემთხვევით



wow.gif



არასამარხვო პური პირველად გავიგე


მარილიანი ჩხირები რომაა
ის სამრხვოა თუ იცით rolleyes.gif

Posted by: Frаnkеns†еin 6 Apr 2009, 14:03
Anie
QUOTE
მარილიანი ჩხირები რომაა ის სამრხვოა თუ იცით

თურქული ჩხირები რომ არის, პატარებად დამტვრეული მაგას კვერცხის ფხვნილი აქვს მგონი...

კრეკერსაც...

Posted by: Anie 6 Apr 2009, 16:58
Frаnkеns†еin

QUOTE
თურქული ჩხირები რომ არის, პატარებად დამტვრეული მაგას კვერცხის ფხვნილი აქვს მგონი...



გმადლობ


QUOTE
კრეკერსაც...



კრეკერი ვიცი რომ არაა სამარხვო

Posted by: {DATUNA} 6 Apr 2009, 17:15
სოიოს კატლეტი ასწორებს მაგრად და ხინკალი სამარხვო კერძებიდან!

Posted by: annak 6 Apr 2009, 18:20
Anie
QUOTE

არასამარხვო პური პირველად გავიგე

ჰო ნინოც ვერ წარმოიდგენდა თან ეგ გაცილებით მკაცრად იცავს მარხვას ვიდრე მე.
კარგია რო ნახა მაინც შემადგენლობა და გაიგო.


პ.ს. შემთხვევით თუ ვინმემ არ იცით ხვალ ხსნილია თევზით.

Posted by: forumeli007 6 Apr 2009, 18:28
annak
ბოდიში, მაგრამ ვერ ვიპოვე ბლინის რეცეპტი და შეგიძლია გაიმეორო??? baby.gif baby.gif წინასწარ დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: annak 6 Apr 2009, 18:39
forumeli007
QUOTE
ბოდიში, მაგრამ ვერ ვიპოვე ბლინის რეცეპტი და შეგიძლია გაიმეორო???  წინასწარ დიდი მადლობა


ვიღებ 4 ჭიქა ფქვილს, 3 ჭიქა წყალს და 3 ჩაის კოვზ ზეთს. ვამზადებ ბლინის მასას (მასა უნდა იყოს თხელი დაახლოებით არაჟანის სისქის, მე თვალით ვხვდები). კარგად გახურებულ ტაფაზე ყავის პატარა ჭიქით ვასხავ ამ მასას და ტაფის მოძრაობით გადავანაწილებ მთელ სივრცეზე. ბლინს არ ვატრიალებ.
იმედია კარგი ბლინუკები გამოგივა და კიდევ ალბათ გაგიგია რომ Первый блин комам ასე რომ თუ პირველი არ გამოვიდა არ "შეგეშინდეს" smile.gif smile.gif

Posted by: gvanc_iii 6 Apr 2009, 20:07
QUOTE (annak @ 6 Apr 2009, 18:20 )
Anie
QUOTE

არასამარხვო პური პირველად გავიგე

ჰო ნინოც ვერ წარმოიდგენდა თან ეგ გაცილებით მკაცრად იცავს მარხვას ვიდრე მე.
კარგია რო ნახა მაინც შემადგენლობა და გაიგო.


პ.ს. შემთხვევით თუ ვინმემ არ იცით ხვალ ხსნილია თევზით.

კიი ხვალაც თევზით ხსნილია და კვირასაც wink.gif

Posted by: annak 7 Apr 2009, 10:32
ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

გილოცავთ ხარებას!!!




Posted by: killer 7 Apr 2009, 10:40
Anie
QUOTE
არასამარხვო პური პირველად გავიგე

რეალურად სამარხვო პური, ანუ მთლიანად თავისუფალი ცხოველური ნივთიერებისგან არც არის. ის საფუარი, რომელსაც იყენებენ პურის ცხობისასა ცხოველურია. საპატრიარქომ რომ გამოუშვა პური, ის მცენარეული საფუარისგანაა გამომცხვარი, მაგრამ მე პირადად ვერ ვშოულობ ვერსად.

Posted by: irinol-ka 7 Apr 2009, 10:53
ხარებას გილოცავთ კეთილო ხალხო!!!

Posted by: annak 7 Apr 2009, 11:21
ეს დღეს
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

***

ჯორჯიტაში იყიდება სამარხვო შოკოლადი, საკმაოდ გემრიელია
http://www.radikal.ru

Posted by: annak 10 Apr 2009, 10:03
გუშინ გავაკეთე "ფხლუანები" (სამარხვო)

http://www.radikal.ru

ჭარხლის ფოთლებს ვრეცხავთ და ვხარშავთ. გადავწურავთ ზედმეტ წყალს , ვუშვებით ბლომად ცხიმს (სამარხვო დაჩა)
და ჩვეულებრივ საფუარიან ცომში ვდებთ. გამომცხვარს ზემოდან ვუსვავთ ცხიმს.
მართლა ძალიან გემრიელია
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
არასამარხვო კეთდება სხვანაირად და ემატება ყველი. smile.gif

Frankens†ein
QUOTE
კარგად გამოიყურება

მადლობა
გემოც მაგარი აქვს wink.gif smile.gif
პ.ს. "ელვისებური" გამოხმაურება გაქვს ხოლმე biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Anie 11 Apr 2009, 14:57
QUOTE
საპატრიარქომ რომ გამოუშვა პური, ის მცენარეული საფუარისგანაა გამომცხვარი, მაგრამ მე პირადად ვერ ვშოულობ ვერსად.



თუ ვინმემ იცის სად იყიდება ეს პური დაწეროს
მეც ძალიან მინდა ამ პურის ყიდვა
მაგრამ ვერსად ვნახე sad.gif

Posted by: tavadze 11 Apr 2009, 19:51
annak
QUOTE
ჭარხლის ფოთლებს

ერთხელ სცადე და ჭარხლის ფოთლების მაგივრად ჭინჭარით გააკეთე. მე მიჭამია და მაგარია.
კიდევ - ისპანახით იქნება და კარგი ჭითელი ფხალითაც. ფხალად ეგენი ჯობია ჭარხალს და ამიტომ ვამბობ, თორემ არ გამისინჯავს, მაგრამ სცადე - რომც არ გამოდგეს, ბევრს არაფერს დაკარგავ.
სამარხვო კერძად გამოდგება კარტოფილის, არ ვიცი, ამას რა ჰქვია - ფხალი თუ რა.
მოკლედ, მოხარშულ კარტოფილს დაჭყინტავთ+მარილი+გრძლად დაჭრილი ხახვი+დაფქული შავი წიწაკა (ჩორნი პერიცა)+ძმარი+ზეთი. ზეთის ჩანაცვლება იოლად შეიძლება, თუმცა უმაგისოდაც რომ გააკეთოთ, ეგეც მოსულა. მწვანილები, წესით, არ უნდა, მაგრამ თუ ძაან გინდათ...
Anie
QUOTE
თუ ვინმემ იცის სად იყიდება ეს პური დაწეროს

ვუერთდები მოთხოვნას.

Posted by: annak 13 Apr 2009, 10:41
tavadze
გაბარძგალებას ფორუმზე მირჩიეს ტარხუნით გაკეთება smile.gif
მე იმდენად მიყვარს ცომეული ვცდი ყველანაირს თუმცა ტარხუნით ისევ ღვეზელი გავაკეთო ჯობია.
QUOTE
მოკლედ, მოხარშულ კარტოფილს დაჭყინტავთ+მარილი+გრძლად დაჭრილი ხახვი+დაფქული შავი წიწაკა (ჩორნი პერიცა)+ძმარი+ზეთი. ზეთის ჩანაცვლება იოლად შეიძლება, თუმცა უმაგისოდაც რომ გააკეთოთ, ეგეც მოსულა. მწვანილები, წესით, არ უნდა, მაგრამ თუ ძაან გინდათ...

ამას ვაკეთებთ ოღონდ ძმრის გარეშე და უგემრიელესია. მწვანილები ძალიან უხდება
შენც მარხვაზე ხარ? smile.gif smile.gif

თევზს ამ კვირაში მეტს ვეღარ გავაკეთებთ, მაგრამ შაბათს გავაკეთე yes.gif და აი რეცეპტიც, ხახვთან ერთად მოვხრაკე გახეხილი სტაფილო, შემდეგ ქვაბში ფენა -ფენად ჩავაწყვე მოშუშული სტაფილო შემწვარი კალმახი სტაფილო კალმახი და ა. შ. დავახურე თავზე და გავაჩერე დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.
http://www.radikal.ru
დღეს დილას კი შემწვარი სოკო გავიკეთე ჩემთვის. smile.gif
'
http://www.radikal.ru


საპატრიარქოს პურზე ვეცდები გაგირკვიოთ.

Posted by: tavadze 13 Apr 2009, 13:12
annak
QUOTE
შენც მარხვაზე ხარ?

სამწუხაროდ - ვერა.
QUOTE
ამას ვაკეთებთ ოღონდ ძმრის გარეშე

სიმართლე გითხრა, მე უფრო ძმარის, შავი და წითელი წიწაკის გემოს გამო მიყვარს. სუნელებიც კარგია, მაგრამ რაღაც დიდად არ მიყვარს, მასეთ მშრალ საჭმელებს მწვანილეული რომ ეტყობა. სუპებშიც კი ძლივს მივეჩვიე მწვანილს, თუმცა ახლა, როცა მე მიწევს კეთება, მივხვდი, რომ უმაგისოდ წვნიანი არ გამოვა. biggrin.gif

Posted by: annak 13 Apr 2009, 15:18
Anie
tavadze
QUOTE
საპატრიარქოს პური

იყიდება თითქმის ყველგან სადაც იყიდება პური, ქაღალდის შეფუთვაში.
ერთგვარი ბრენდია smile.gif
ღირს 1.20 ან 1.50 ლარი.
პრადად მე ჩვეულებრივ პურს ვყიდულობ უფრო ხშირად ნიკორასას.
შეიძლება სფუარი მართლაც "ცხოველური" წარმოშობისაა, მაგრამ... rolleyes.gif
დაზუსტებით არ ვიცი, საერთოდ აქ გავიგე პირველად.
tavadze
QUOTE
მწვანილეული რომ ეტყობა

ძალიან მიყვარს მწვანილი, ამიტომ ყოველთვის ბევრს ვუშვები და წვნიანს მერე "ცოცხლადაც" ვაყრი ჩემს თეფშზე. biggrin.gif

QUOTE
თუმცა ახლა, როცა მე მიწევს კეთება, მივხვდი, რომ უმაგისოდ წვნიანი არ გამოვა. 

რა გამოცდილი კულინარი ყოფილხარ. up.gif up.gif ყოველშემთხვევაში ჩემნაირს ალბათ არ ჩამოუვარდები.

Posted by: Anie 14 Apr 2009, 17:30
annak

QUOTE
იყიდება თითქმის ყველგან სადაც იყიდება პური, ქაღალდის შეფუთვაში.
ერთგვარი ბრენდია



სახელი არ აქვს rolleyes.gif

QUOTE
პრადად მე ჩვეულებრივ პურს ვყიდულობ უფრო ხშირად ნიკორასას



ნიკორას პური არაჩვეულებრივია smile.gif

Posted by: annak 14 Apr 2009, 17:41
Anie
QUOTE
სახელი არ აქვს

საპატრიარქოს პური ქვია, პირდაპირ
მე შარშან ვყიდულობდი ხანდახან ეხლა აღარსად მინახავს, მაგრამ არც მიძებნია.




Posted by: amadeus 17 Jun 2009, 11:08
Anie
QUOTE
თუ ვინმემ იცის სად იყიდება ეს პური დაწეროს

annak
QUOTE
ღირს 1.20 ან 1.50 ლარი.


ჩემი საქმე არ არის მაგრამ ეს უმსგავსობაა!
ჩვეულებრივ დეპოს პურს ყიდიან და ფუთავენ შემდეგ და ხალხს აბოლებენ.

Posted by: Anie 17 Jun 2009, 12:32
QUOTE
ჩემი საქმე არ არის მაგრამ ეს უმსგავსობაა!
ჩვეულებრივ დეპოს პურს ყიდიან და ფუთავენ შემდეგ და ხალხს აბოლებენ.



არ გამისინჯავს და არ ვიცი
და ისე ეტყობა პურს დეპოს პურია თუ არა wink.gif
მიყიდია პური რომელიც ღირდა 1.65 ლარი
და მიფიქრია რო ესე ძვირი ღირს და კარგი იქნება თქო
მაგრამ დეპოს პური აღმოჩენილა aba.gif

Posted by: amadeus 17 Jun 2009, 13:04
Anie
ზუსტად მაგაშია საქმე, ეგეთი ვაი მორწმუნენი, რომლებიც ჯიბის გასასქელებლად არიან შესულნი საპატრიარქოში,
უშვებენ პურს, იყენებს პატრიარქის სახელს, ხატს, ჯვარს და დაინახავ მაგათ მანქანებს ნახალოვკის დეპოდან როგორ ეზიდებიან პურს
და შემდეგ როგორ ფუთავენ .... და ა.შ. როდემდე უნდა ატყუონ ეს ხალხი, ჩემამდე არ დადის.

Posted by: migamqardi 22 Jun 2009, 17:09
QUOTE
მასწავლეთ რა რამე სამარხვო ნამცხვარი ბევრი ალუბლით? დღეს მინდა გავაკეთო


ახლა ვნახე ეს თხოვნა და დამაგვიანდა? მაინც დავწერ:

1 ცალი სამარხვო მარგარინი გაადნეთ, + 0,5 ჭიქა (დაახლ.) ზეთი, + 1-2 ჭიქა მურაბა (ნებისმიერი უკურკოდ) ან ხილფაფა, ან მათი ნარევი , + 1-2 სუფრის კოვზი თაფლი, ალუბალი (კურკაგამოცლილი - რამდენიც გინდათ) + ვანილი, თუ გაქვთ და გინდათ - ქიშმიში, ნიგოზი, მიწის თხილი და მისთანები (ერთ-ერთი ან ყველა ერთად, რამდენიც გინდათ), + 2 ჩაის კოვზი სოდა (უთავო) ძმრით და ავურიოთ ყველაფერი ამ თანმიმდევრობით, ხის კოვზით. ბოლოს ფქვილი, იმდენი, რომ ნაზი და რბილი ცომი გამოვიდეს,
მზა ცომი მოათავსეთ ზეთწასმულ ფორმაში (კექსის ფორმა უხდება ძალიან) და გამოაცხვეთ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში.

პ.ს. შაქარი არ დამვიწყებია - ამ მ ურაბაჯემებით და თაფლით ზოგჯერ ზედმეტად ტკბილიც გამოდის. ბოლოს და ბოლოს გასინჯეთ ცომი ფქვილის ჩაყრამდე (და სოდის) და ჩაუმატეთ, თუ აკლია.
სეზონის მიხედვით, ალუბლის ნაცვლად შეგიძლიათ უქნათ გახეხილი ფორთოხალი, მარწყვი, ჟოლო და ა.შ.
გემრიელად მიირთვით. მთავარი მაინც თქვენი იპროვიზაციაა.

Posted by: RENE_Z 23 Jun 2009, 03:36
migamqardi
QUOTE
ახლა ვნახე ეს თხოვნა და დამაგვიანდა? მაინც დავწერ:

დიდი მადლობა, 2kiss.gif
ბევრი ვეძებე და
მეც ვნახე რეცეპტი, bis.gif

"სამარხვო პეროგი ალუბლით"



"Постный шоколадно-вишневый пирог"

Сахарный песок — 250 г
Вода горячая — 0,5 стак.
Сироп вишневый — 0,5 стак.
Вишня — 500 г
Масло растительное — 0,5 стак.
Крахмал — 3 ст. л.
Сода гашеная (яблочным уксусом) — 1 ч. л.
Орехи толченые (Грецкие, миндаль, фундук по вкусу) — 250 г
Какао-порошок — 4-5 ст. л.
Вино красное сладкое — 1 ст. л.
Мука высшего сорта — 2-2,5 стак.

Сахар + какао + крахмал перемешать. Горячую воду соединить с вареньем или сиропом, добавить к сахару. Туда же растительное масло, вино и соду гашеную уксусом. Вишню нарезать (я использовала мороженную) и добавить к тесту. У меня был миндаль. Измельчаем и добавляем к общей массе. К полученной смеси добавляем муку (консистенция густой сметаны). Выливаем в форму (предварительно выстлав ее пергаментом). Ставим в разогретую до 180 градусов духовку и выпекаем 30-40 минут. Проверяем лучинкой.



Posted by: RENE_Z 23 Jun 2009, 04:16
ეს მეორე ვარიანტი ნამცხვარი არაა, უფრო ტკბილ ღვეზელს დავარქმევდი



Тесто

1 стакан муки
1/4 стакана воды
1/4 стакана морковного сока
1 ст. ложки растительного масла
1 ст. ложка водки
1 ч. ложка соли
1 ст. ложка сахара

Варианты начинки

Джем либо повидло
Изюм, размолотый в мясорубке
Мелко нарезанные яблоки, перемешанные с небольшим числом сахара
Ягоды из варенья (без сиропа)


Способ приготовления:
Замесить тесто. Раскатать большую лепешку толщиной приблизительно 0,7 см. Стаканом нарезать кружочки одинаковой формы. Положить на каждую из них начинку. Защипнуть края и жарить в раскаленном подсолнечном масле. с тем чтобы убрать лишнее масло, пирожные выложить на 5-10 мин. на салфетку. Затем переложить их на тарелку и посыпать сахарной пудрой.


გამოდის აი ასეთი:
* * *
და კიდევ ერთი, მესამე ვარიანტი

Постный пирог с вишней

Тесто:1-1,2 кг муки,2 стакана теплой воды,1 стакан растительного масла,50г.дрожжей,1 ч.л..сах.песка,соль по вкусу.
Начинка:500-600г.свежей,консервированной вишни без косточек,3 ст.ложки сах.песка,2 ст.л.тертых сухарей.

Приготовить постное дрожжевое тесто.Дрожжи растворить 1/2 ст.теплой воды с сах. песком и поставить в теплое место.Когда дрожжи поднимуться,замесить тесто.Дважды обмять./Это значит:Тесто подниметься,а его опять опустить/
Оставить часть теста для переплета /полосок для верхнего слоя/,Остальное тесто раскатать в круглую лепешку толщиной 1см,положить в смазанную маслом круглую форму,на тесто насыпать панировочные сухари,на них ягоды смешанные с сах.песком.Поверх начинки нанести тонкий переплет из полосок теста,смазать крепким чаем/во время поста/ или яйцом.Поставить в горячую духовку,нагретую до 180-200 градусов, и выпекать до готовности...
Можно использовать и замороженную вишню,но она должа быть сухой...

Posted by: RENE_Z 23 Jun 2009, 07:43
QUOTE
"ერთი 20 კაცზე სამარხვო გაშალე რა, აბა შენიცი, ჩიტის რძე არ აკლდეს სუფრას...........

აბა რა, მარხვაშიც გვინდა ტკბილეული რომ ვჭამოთ biggrin.gif

კიდევ ვნახე ერთი ადვილი ვარიანტი ალუბლის ღვეზელის.
ფენოვანი ცომით შეიძლება გაკეთდეს და ზემოდან დაეყრება ნიგოზი ან არახისი.
აი ვიდეოც, როგორ აკეთებს ძალიან იოლად ალუბლის ღვეზელს smile.gif


Posted by: migamqardi 23 Jun 2009, 16:27
ჩაქაფული რა, სამარხვოც არსებობს, მაგ., კარტოფილის, და ძალიან გემრიელიც არის. საერთოდ, ჩვენი წინაპრები რომ ემზადებოდნენ და ინახავდნენ მარხვას, ისეთი უნდა... გრიგოლ ხანძთელმა აფახაზეთის მეფეს მონასტრის აგებაზე იმ მიზეზით უთხრა უარი, რომ აქ ,,არ ეგების მარხვაი'', რადგან ჰავა ხელს არ უწყობსო და ბერის ,,ტალანტი'', ანუ განძი და ღირსება მარხვა არისო. რას მიირმევდა თვითონ? თაფლს, ტყის ნობათს, კაკალს (მისი ნაირსახეობებით), პურს. ოჯახები ვიცი, სამარხვოდ 600-700 ცალ და მეტ ჩურჩხელას რომ ამზადებდნენ (სხვათა შორის, როგორც ვიცი, ჩურჩხელა ძველად ქართველი მეომრის მენიუში აუცილებლად შედიოდა). ღორმუცელა ხსნილშიც ღორმუცელაა და მარხვაშიც...

Posted by: RENE_Z 23 Jun 2009, 16:46
ხორხე
QUOTE
ტკბილეულს და ჩაქაფულს თუ არ ეშვებით რა აზრი აქვს მაშინ მარხვას?

ღმერთს ატყუებთ?



იშვიათად შემოვდივარ ამ განყოფილებაში, პირველად დავპოსტე,
თუ ასე გეწყინებოდა არ მეგონა! spy.gif

რა, არ შეიძლება აქ სამარხო კერძების რეცეპტების დაწერა? sad.gif
მე ღმერთს ვატყუებ თუ არა, ამას ღმერთი განსჯის sad.gif


miau

QUOTE
ფორუმი ქართულია და შესაბამისად ქართულ ენაზე ვწეროთ რეცეპტები, რაც არის დაპოსტილი, იმას არ წავშლი და სხვა დროს გავითვალისწინოთ.


კი, ბატონო, მაშინ ყველასთვის უნდა იყოს ეს წესი
spy.gif

Posted by: miau 23 Jun 2009, 17:20
RENE_Z
QUOTE
კი, ბატონო, მაშინ ყველასთვის უნდა იყოს ეს წესი


ყველასთვის იქნება. smile.gif
სულ 2-3 წევრია, ვინც უცხო ენაზე რეცეპტებს დებს ხოლმე ხანდახან და იმედია, ყველა გაგებით მოეკიდება ჩემს ტხოვნას და არ ეწყინება. smile.gif
* * *
ხორხე

იმის მაგივრად, რომ სხვას მაგალითს აძლევდე, აქეთ აოფებ ყველაფერს!
* * *
RENE_Z
QUOTE
შვიათად შემოვდივარ ამ განყოფილებაში, პირველად დავპოსტე,
თუ ასე გეწყინებოდა არ მეგონა! 

რა, არ შეიძლება აქ სამარხო კერძების რეცეპტების დაწერა? 
მე ღმერთს ვატყუებ თუ არა, ამას ღმერთი განსჯის 

ნუ უსმენ ხორხეს, მაგის განყოფილებაში რომ შეხვალ, მხოლოდ კატლეტზე, ხინკალზე და "გრეჩიხაზე" ლაპარაკობენ - ამიტომ ეწყინა wink.gif

აქ შეგიძლია რაც გსურს , ის რეცეპტი დადო 2kiss.gif




* * *
tavadze
QUOTE
სამარხვო კერძად გამოდგება კარტოფილის, არ ვიცი, ამას რა ჰქვია - ფხალი თუ რა.


ფხალი კარგი იყო biggrin.gif:D ასეთ სალთს ბებია აკეებს ხოლმე ხშირად. smile.gif არის ძალიან მარტივი და ყუათიანი. ოღონდ მწვანილსაც აჭრის და დიდ ნაჭრებად ჭრის კარტოფილს smile.gif
საერთოდ - გაუმარჯოს კოლუმბს, თორემ ვიქნებოდით ახლა ტოტია მგლებივით დამშეულები biggrin.gif

ძმარზე გეთანხმები და ზეთსაც დავამატებდი თან აუცილებლად არარაფინირებულ ზეთს - ეგ აძლევს გემოს.


რეცეპტი კი ასე გამოიყურება:
კარტოფილის სალათი
4-5 ცალი საშუალო ზომის ცხელი მოხარშული კარტოფილი
2 ს/კ ზეთი (სასურველია არარაფინირებული მზესუმზირის ან ექსტრავირჯინი - ზეითუნის ზეთი)
რამოდენიმე რერი ოხრახუში და რეჰანი
1 თავი ხახვი
მარილი, პილპილი, ძმარი - გემოვნებით

1.ვჭრით მწვანილს და ხახვს ალყა-ალყად
2. პატარა ჯამში ძმარს და ზეთს ვურევთ ერთმანეთში, ვაზავებთ მარილით და პილპილით
3. მოხარშულ კარტოფილს მოზრდილ ნაჭრებად ვჭრით.
4. სოუსს ვასხამთ მოხარშულ კარტოფილს და ვაყრით მწვანილს.
მიირთვით თბილი, ასე ძალიან გემრიელია.




Posted by: Frankens†ein 23 Jun 2009, 18:13
შემწვარ ბადრიჟანზე ვგიჟდები... + ახალი ტყემალი... + პომიდორი


მარხვაც რო არ იყოს სიამოვნებით შევჭამდი ყოველდღე

Posted by: RENE_Z 24 Jun 2009, 09:59
QUOTE
ღორმუცელა ხსნილშიც ღორმუცელაა და მარხვაშიც...


არც დიდი კულინარი არ ვარ, არც ღორმუცელა,
ხდება ზოგჯერ, როცა ველოდები ისეთ სტუმარს, ვინც მარხულობს, მინდა ვასიამოვნო და მისთვის რამე სამარხვო გავაკეთო user.gif


QUOTE
აქ შეგიძლია რაც გსურს , ის რეცეპტი დადო


გმადლობ, მიაუ, რა კეთილი ხარ!
2kiss.gif

Posted by: migamqardi 24 Jun 2009, 23:55

QUOTE
არც დიდი კულინარი არ ვარ, არც ღორმუცელა,


მოგიკვდა ჩემი თავი, ზოგადად ვთქვი.
არ გაგანაწყენე და არ წავიწყმიდე სული ამ მარხვაში?
კექსის რეცეპტი დავდე და ისიამოვნე, მართლა ძალიან კარგია. ბევრია თითქოს დაწერილი, თორემ უადვილესი გასაკეთებელია, თან სწრაფი,

Posted by: RENE_Z 25 Jun 2009, 08:53
migamqardi
QUOTE
მოგიკვდა ჩემი თავი, ზოგადად ვთქვი.არ გაგანაწყენე და არ წავიწყმიდე სული ამ მარხვაში?

ასე ძალიან ნუ განიცდი, მე უკვე დამავიწყდა 2kiss.gif smile.gif
QUOTE
კექსის რეცეპტი დავდე და ისიამოვნე, მართლა ძალიან კარგია. ბევრია თითქოს დაწერილი, თორემ უადვილესი გასაკეთებელია, თან სწრაფი,

smile.gif up.gif

Posted by: dc120mm 26 Jun 2009, 09:28
უჰ, გაიხარე, მომეშვა. ჰოდა, კი გეცოდინება, მგრამ შეგახსენებ, ქოქოსიანი ე.წ. ,,პეჩენია'' რომ არის სამარხვო, ფანტასტიური რამეა... ხსნილშიც კარგად მიდის up.gif yes.gif

Posted by: migamqardi 27 Jun 2009, 21:51
უი, ახლა ვნახე, როდის მომასწრეს შემოსვლა, ანუ დ120-თ შემთხვევით დავპოსტე. სორრრრრრრრი!

Posted by: nabucodosonori 3 Sep 2009, 18:18
ეს რა კარგი გვერდი აღმოვაჩინე. საშობაო მარხვისთვის შემოვალ და კარგ რამეებსაც გასწავლით

Posted by: miau 3 Sep 2009, 23:14
nabucodosonori
QUOTE

ეს რა კარგი გვერდი აღმოვაჩინე. საშობაო მარხვისთვის შემოვალ და კარგ რამეებსაც გასწავლით


დიდი სიამოვნებით გავიზიარებთ smile.gif

სამარხვოდ ძალიან კარგია ასეთი სალათი:
მოხარშული ბრინჯი
სიგრძეზე თხლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა
მსხვილად გახეხილი სტაფილო
უკურკო ზეთისხილი
1-2 კბილი დანაყილი ნიორი
ცოტა ოხრახუში და კამა
სამარხვო მაიონეზი
გემოვნებით აურიეთ დეა შეაზავეთ. smile.gif

Posted by: nabucodosonori 4 Sep 2009, 04:25
სამარხვო მაიონეზი უგემრიელესია საქართველოში. აქ კი, ამერიკაში, უსასიზღრესი გემო აქვს. იქნებ მოვიძიოთ ქართული რეცეპტი .

Posted by: annak 4 Sep 2009, 09:36
nabucodosonori
დიდი მადლობა, მართლა კარგი იქნება

QUOTE
სამარხვო მაიონეზი უგემრიელესია საქართველოში. აქ კი, ამერიკაში, უსასიზღრესი გემო აქვს. იქნებ მოვიძიოთ ქართული რეცეპტი .

სამარხვო მაიონეზი როგორ კეთდება არ ვიცი, მაგრამ მაინოზის რეცეპტს დავდებ თუ გინდათ და იქნებ მოახერხოთ "ადაპტირება" ? :უსერს:

Posted by: nabucodosonori 4 Sep 2009, 17:04
annak
დიდი მადლობა. მაიონეზის რეცეპტი კი ვიცი, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა და სიამოვნებით მოგისმენ.

Posted by: annak 4 Sep 2009, 17:18
nabucodosonori
QUOTE
დიდი მადლობა. მაიონეზის რეცეპტი კი ვიცი, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა და სიამოვნებით მოგისმენ

ო.კ.
ეხლა არ ვარ სახლში, ხვალ დავწერ დეტალურად. smile.gif

Posted by: miau 4 Sep 2009, 17:24
nabucodosonori

http://forum.ge/?showtopic=33695330&f=&st=30&#entry4816576 - აქ არის Augusta-ს რეცეპტი სამარხვო მაიონეზის

სამარხვიო მაიონეზი:

1 ჭიქა წყალი
1/2 ჭიქა სოიოს რძის ფხვნილი
1 ჩ/კ შაქარი
1 ჭიქა ზეთი
1 ს/კ ვაშლის ძმარი
1/2 ჩ/კ მარილი
1-2 ჩ/კ მდოგვი
წიწაკა გემოვნებით

მომზადება:
თბილი ანადუღარი წყალი კარგად ავურიოთ რძის ფხვნილში, დავუმატოთ შაქარი და გავაჩეროთ ასე 20-25 წუთი. აღნიშნული მასა გავთქვიფოთ მიქსერით. ისე, რომ თქვეფა არ შევწყვიტოთ ძალიან ცოტ-ცოტა ვუმატოთ ზეთი და ბოლოს მდოგვის, წიწაკის, ძმრისა და მარილის ნაზავი.

Posted by: annak 6 Sep 2009, 18:37
QUOTE
nabucodosonori

აქ დავწერ არასამარხვო მაიონეზის რეცეპტს.
და მერე მოდერატორებს ვთხოვ გადაიტანონ შესაბამის თემაში smile.gif smile.gif

125გ -ზეთი
1- კვერცხის გული
1/2- მდოგვი (მზა)
2 ს. კოვზი- ლიმონის წვენი ან ძმარი (3%)
1/2 ჩ. კ. შაქარი
მარილი გემოვნებით

მდოგვი, მარილი და კვერცხის გული(უმი) მოვათავსოთ ემალირებულ ან თიხის თასში და ხის კოვზით კარგად "გავთქვიფოთ" (რასწერეც).
შემდეგ ძალიან "წვრილ" ნაკადად ჩავასხათ ზეთი თან ვურიოთ. როცა მასსა შესქელებას დაიწყებს დავამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ძმარი.
შემდეგ ჩავამატოთ დარჩენილი ზეთი. ასევე,გემოვნებით ძმარი და შაქარი, თუ საჭიროა მარილიც.
შეიძლება მიქსერის გამოყენებაც ან თუნდაც ბლენდერის.
ოღონდ მიქსერს თუ გამოვიყენებთ, ვთქვიფოთ ერთი მიმართულებით.
თუ მასაა თხელი გამოვიდა შეიძლება შემდეგნაირად გავასქელოთ.
1/2 კვერცხის გული, 1/2 ჩ.კ. მდოგვი და 3-4 წვეთი ცივი წყალი და ვთქვიფოთ მანამდე სანამ მასა არ გასქელდება.
შემდეგ ეს ნელ-ნელა დავუმატოთ მაიონეზის თხელ მასას.

შეიძლება გავაკეთოთ მაიონეზისა და არაჟნის ნარევი.
პროპორციებით
1/2 მაიონეზი -1/3 არაჟანი (ცხიმიანი)

რუსეთში აკეთებენ ხალადეცისა და მაიონეზის ნარევის "საწებელსაც" მაგრამ პროპორციები არ მახსოვს.


Posted by: nabucodosonori 6 Sep 2009, 19:26
miau
QUOTE
სამარხვიო მაიონეზი:

1 ჭიქა წყალი
1/2 ჭიქა სოიოს რძის ფხვნილი
1 ჩ/კ შაქარი
1 ჭიქა ზეთი
1 ს/კ ვაშლის ძმარი
1/2 ჩ/კ მარილი
1-2 ჩ/კ მდოგვი
წიწაკა გემოვნებით

მომზადება:
თბილი ანადუღარი წყალი კარგად ავურიოთ რძის ფხვნილში, დავუმატოთ შაქარი და გავაჩეროთ ასე 20-25 წუთი. აღნიშნული მასა გავთქვიფოთ მიქსერით. ისე, რომ თქვეფა არ შევწყვიტოთ ძალიან ცოტ-ცოტა ვუმატოთ ზეთი და ბოლოს მდოგვის, წიწაკის, ძმრისა და მარილის ნაზავი.


დიდი მადლობა. გაიხარე. ფხვნილის ნაცვლად რძე არ გამოდგება? უბრალოდ, არ ვიცი სად შეიძლება შევიძინო.
annak


[quote]125გ -ზეთი
1- კვერცხის გული
1/2- მდოგვი (მზა)
2 ს. კოვზი- ლიმონის წვენი ან ძმარი (3%)
1/2 ჩ. კ. შაქარი
მარილი გემოვნებით

მდოგვი, მარილი და კვერცხის გული(უმი) მოვათავსოთ ემალირებულ ან თიხის თასში და ხის კოვზით კარგად "გავთქვიფოთ" (რასწერეც).
შემდეგ ძალიან "წვრილ" ნაკადად ჩავასხათ ზეთი თან ვურიოთ. როცა მასსა შესქელებას დაიწყებს დავამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ძმარი.
შემდეგ ჩავამატოთ დარჩენილი ზეთი. ასევე,გემოვნებით ძმარი და შაქარი, თუ საჭიროა მარილიც.
შეიძლება მიქსერის გამოყენებაც ან თუნდაც ბლენდერის.
ოღონდ მიქსერს თუ გამოვიყენებთ, ვთქვიფოთ ერთი მიმართულებით.
თუ მასაა თხელი გამოვიდა შეიძლება შემდეგნაირად გავასქელოთ.
1/2 კვერცხის გული, 1/2 ჩ.კ. მდოგვი და 3-4 წვეთი ცივი წყალი და ვთქვიფოთ მანამდე სანამ მასა არ გასქელდება.
შემდეგ ეს ნელ-ნელა დავუმატოთ მაიონეზის თხელ მასას.

შეიძლება გავაკეთოთ მაიონეზისა და არაჟნის ნარევი.
პროპორციებით
1/2 მაიონეზი -1/3 არაჟანი (ცხიმიანი)

რუსეთში აკეთებენ ხალადეცისა და მაიონეზის ნარევის "საწებელსაც" მაგრამ პროპორციები არ მახსოვს.[/quo
გმადლობ. აუცილებლად გავაკეთებ, მეცოდინება მაინც რას მივირთმევ.

Posted by: miau 6 Sep 2009, 20:08
nabucodosonori

რა ვიცი, სცადე smile.gif
ვიცი კიდევ რაღაც ვარიანტი, ფქვილით და წყლით რომ აკეთებენ, მაგრამ ზუსტად რეპეტი არ ვიცი. smile.gif

Posted by: annak 7 Sep 2009, 14:12
nabucodosonori
QUOTE
დიდი მადლობა. გაიხარე. ფხვნილის ნაცვლად რძე არ გამოდგება? უბრალოდ, არ ვიცი სად შეიძლება შევიძინო.

ჰო, მაგრამ მერე ხო სამარხვო აღარ იქნება? wink.gif wink.gif

QUOTE
გმადლობ. აუცილებლად გავაკეთებ, მეცოდინება მაინც რას მივირთმევ.

yes.gif yes.gif
დეიდა მყავს ზე-კულინარი და იმანაც იცის ძალიან კარგი რეცეპტი ეხლა აქ არაა და რო ჩამოვა დაგიპიემებ.
მე აღარ მახსოვს ზუსტად.
1 ჭიქა ზეთს თქვეფდა გათეთრება-აქაფებამდე და მერე უმატებდა კვერცხის გულს, მაგრამ მერე რა "ხდებოდა"....აღარ მახსოვს.

Posted by: gurmani 18 Sep 2009, 17:06
რა გემრიელ რამეებს წერთ, მადლობთ

Posted by: ლიკლიკა 12 Oct 2009, 17:01
ლობიო

წინა საღამოს ლობიო ჩავალბოთ წყალში. დილით გავრეცხოთ და მოვხარშოთ. ხარშვის დროს 2–ჯერ გამოვუცვალოთ წყალი,რათა ბოროტი ნივთიერებებისგან გაიწმინდოს smile.gif ოღონდ ადუღებული წყალი დავასხათ ყოველ ჯერზე.
რკალებად დაჭრილი 2–3 თავი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში,დამატოთ გრძლად დაჭრილი (თუ დაგეზარებათ მსხვილად გახეხეთ) 2 დიდი ზომის სტაფილო და რკალებად დაჭრილი მწვანე პამიდვრის მწნილი, გავაგრძელოთ ხრაკვა. მოვაყაროთ გემოვნებით პილპილი,მარილი,დაჭ###ტილი ნიორი,ხმელი ქონდარი,ხმელი ქინძი,უცხო სუნელი და აუცილებლად ზაფრანა, ძალიან ლამაზ ფერს აძლევს კერძს. შემდეგ დავამატოთ მოხარშული ლობიოს მარცვლები და 5 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მოვაყაროთ ზემოდან მწვანილი თუ მოგვინდება და მივირთვათ ცხელი ან ცივი.


სალათა

1 კგ კარტოფილი მოვხარშოთ,დავჭრათ კუბიკებად.
1 ძალიან პატარა თავი კომბოსტო დავჭრათ გრძლად და წვრილად.
2 ცალი საშუალო ზომის უმი სტაფილო გავხეხოთ.
200–300 გრ მსხვილი ვერმიშელი ან სასურველი ფორმის მაკარონი მოხარშოთ.
ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ და გემოვნების მიხედვით დავამატოთ:
მაიონეზი,მარილი,შავი პილპილი,ქინძი,ოხრახუში,მწვანე ხახვი.


ფენოვანი აჯაფსანდალი

რგოლებად დაჭრილი ბადრიჯანი შევწვათ. ხახვი, სტაფილო,ბულგარული წიწაკა მოვხრაკოთ ( ცალ–ცალკე თუ არ დაგვეზარება). ქვაბში ჩავალაგოთ ფენებად : ბადრიჯანი,კარტოფილი უმი მრგვალად დაჭრილი,კანგაცლილი მრგავალად დაჭრილი პამიდორი,ხახვი,სტაფილო,ბულგარული,მწვანილი( ქინძი,ოხრახუში,რეჰანი),წიწაკა,მარილი და ნიორი გემოვნებით. და ასე რამდენი ფენაც ჩაეტევა ქვაბში. დავდგათ დაბალ ცეცხლზე, თავის წვენს გამოუშვებს, მაგრამ საჭიროებისამებრ დავამატოთ ძალიან ცოტა წყალი. მივირთვათ ცხელი ან ცივი.


Posted by: miau 15 Oct 2009, 13:42
© liziko
სამარხვო ნამცხვარი

QUOTE



10 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (აუცილებლად რბილი ჯიშის, ბანანი ან სხვა.)
1 ცალი მარგარინი სამარხვო
1 ჩ/ჭიქა წყალი
1.5 ჩ/ჭიქა შაქარი
1 ჩ/ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. დარიჩინი
3-4 ჩ/ჭიქა ფქვილი

ცომი:
გავადნობთ მარგარინს, დაუმატებთ წყალს, 0.5 ჩ/ჭ შაქარს, სოდას და ფქვილს, იმდენს რომ მივიღოთ რბილი ცომი, (დაახლოებით როგორიც ხაჭაპურის). გაყოფთ 40 ნაწილად და თითოეულს გაათხელებთ (ისე როგორც ხინკლის ცომს).

გული:
ვაშლებს გაჭრით 4 ტოლ ნაწილად, გათლით და გულებს ამოაცლით.
ცალკე ჭურჭელში აურევთ დარჩენილ 1 ჩ/ჭიქა შაქარს, ნიგოზს და დარიჩინს.

ცომზე დადებთ 1 კოვზ ნიგვზის და შაქრის ნარევს, და დაადებთ 1/4 ვაშლს, მრგვალი ნაწილი ქვევით (უკვე გათლილს და გამზადებულს) და შეკრავთ (მე ხინკლებივით ვკრავ).
ასე გაამზადებთ დანარჩენებსაც, დადებთ ღუმელის ტაფაზე "ჟარონაზე" მრგვალი ნაწილებით ზევით, ანუ ნაკეცები ქვემოთ. და გამოაცხობთ ჯერ ქვემოდან, შეფერადებამდე, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან ერთად, შევარდისფერებამდე.

გადმოიღეთ და ვისაც გიყვართ მოაყარეთ შაქრის პუდრი.
(ან მეორე ვარიანტი: ზემოთა ნაწილს მოასხით შოკოლადი და დააყარეთ ქოქოსის ფანტელი)

სულ გამოდის 40 ცალი.

თუ სამარხვო გინდა ასე გააკეთე. თუ უმარხვოდ 2 კვერცხი დაამატე ცომში, და ვაშლებს რომ ჩადებ ჩვეულებრივი სგუშონი მოასხი 1 ჩ.კ.ნიგვზის მერე.

მაგრამ მე 1 პორციას არასდროს არ ვაკეთებ, ვაკეთებ 2-ს მაინც. იმიმტომ რომ ძალიან უცებ ფქვავენ...

Posted by: BeBeRi GrGa 8 Nov 2009, 22:57
ამდენი გემრიელი და ნაირ-ნაირი გემრიელი საჭმელი თუ ჭამეთ მარხვაზე საერთოდ რა აზრი აქვს ეგეთ მარხვას......... დიეტაზე თუ ზიხართ პირდაპირ თქვით რა..... მარხვას ნუ იმიზეზებთ..................

Posted by: anonymouska 9 Nov 2009, 03:51
BeBeRi GrGa

user posted image

Posted by: Shevchenko andrei 26 Nov 2009, 21:37
აბა ხალხო ხვალე მარხვა იწყება და ვემზადებიიიიიით biggrin.gif

Posted by: CZ88 27 Nov 2009, 03:12
QUOTE
ამდენი გემრიელი და ნაირ-ნაირი გემრიელი საჭმელი თუ ჭამეთ მარხვაზე საერთოდ რა აზრი აქვს ეგეთ მარხვას......... დიეტაზე თუ ზიხართ პირდაპირ თქვით რა..... მარხვას ნუ იმიზეზებთ..................

BeBeRi GrGa
მარხვის არსს თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა მართალი ხარ. მაგრამ არის სტუაცია, როდესაც ასე თუ ისე მრავალფეროვანი , განსხვავებული სუფრის გაშლა გვიწევს მარხვის დროს: იქნება ეს რომელიმე წმინდანის ხსენების დღესასწაული, სტუმრები თუ სხვა. რამდენადაც ქრისტიანობა მოყვასის სიყვარულს ეფუძნება, ცხადია სტუმარს რომ კარგად დახვდები და საუკეთესოს შესთავაზებ ამას რელიგია არ უარყოფს მარხვის დროსაც კი.

გარდა ამისა, როდესაც ბავშვებს ვაჩვევთ მარხვას, "მოტივაციის" მიზნით აუცილებელი ხდება მსგავსი კერძების დამზადება, შეუსაბამო ქართულით რომ ვთქვათ, რომ არ "შესძულდეთ" მარხვა . ყველაფერს მიჩვევა უნდა და მათ შორის მარხვასაც. ამას პატარების მიმართებაში ვამბობ და ასევე "რწმენაში ახლად შესულებზე", დროთა განმავლობაში კი ყველაფერი ისე იქნება, რასაც თავად მარხვის იდეა ითვალისწინებს smile.gif

არის კიდევ ერთი ვარიანტი, თუმცა სტუმრებს უკავშირდება მაინც. ის ხალხი, ვინც სხვა აღმსარებლობის მიმდევრების გარემოცვაში ცხოვრობს და მათთან მეგობრობს, მათი სტუმრობის დროს უხერხულია სუფრაზე მხოლოდ ლობიო და მოხარშული კარტოფილი დაუდო. ტოლერანტობა კი მუდამ მისაღებია. ჩემი აზრით, შენი ტრადიციებით თუ წესჩვეულებებით (ხალხური თუ რელიგიური) სხვებს თავი არ უნდა მოაბეზრო. მაქვს ამის გამოცდილება და ვიცი რა აუტანელია biggrin.gif

მარხვის მთავარი პრინციპი მაინც ზედმეტობისგან თავის არიდებაა და დათმენა. ცოტ-ცოტა მრავალფეროვანი სამარხო კერძების კონსუმი არ ითვლება ცოდვაში. რამდენადაც მონასტრული წესით ერობაში არ ვცხოვრობთ. მთავარია მცირედი და ისიც უფლის მიმართ მადლიერებით.

Posted by: BeBeRi GrGa 27 Nov 2009, 09:23
QUOTE
მარხვის არსს თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა მართალი ხარ. მაგრამ არის სტუაცია, როდესაც ასე თუ ისე მრავალფეროვანი , განსხვავებული სუფრის გაშლა გვიწევს მარხვის დროს: იქნება ეს რომელიმე წმინდანის ხსენების დღესასწაული, სტუმრები თუ სხვა. რამდენადაც ქრისტიანობა მოყვასის სიყვარულს ეფუძნება, ცხადია სტუმარს რომ კარგად დახვდები და საუკეთესოს შესთავაზებ ამას რელიგია არ უარყოფს მარხვის დროსაც კი.


თუ მაგ საფუძვლით მაშინ რათქმაუნდა მისაღებია......

მაგრამ მე ვიგულისხმე ისეთი შემთხვევები, როდესაც მარხვაზე მყოფი ადამიანი სამარხვო ნაყინს ან ნამცხვარს მიირთმევს...... სოიოდ კატლეტებს და ა.შ. როდესაც არა დღესასწაულია ან სხვა ობიექტური მიზეზი არამედ უბრალოდ მოენატრა........ ან უბრალოდ უნდა......

Posted by: Breaky 27 Nov 2009, 09:51
BeBeRi GrGa
QUOTE
სოიოდ კატლეტებს და ა.შ.

QUOTE
უბრალოდ მოენატრა........ ან უბრალოდ უნდა......


შეუძლებელია სოიოს კატლეტი მოგენატროს, ისეთი საშინელი გემო აქვს biggrin.gif ხუმრობა იქეთ იყოს და, სოიოს კატლეტი ხორცს ან ხორცის გემოს ნამდვილად
არ ცვლის, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი იმ ადამიანზე, ვინც სოიოს კატლეტს ჭამს, რომ ხორცის დანაკლისს ინაზღაურებს. რათქმაუნდა ეს ჩემი აზრია მხოლოდ.

Posted by: BeBeRi GrGa 27 Nov 2009, 10:09
Breaky
უარესებიც მინახია დამიჯერე......... გრეჩიხის და გერკულესის კატლეტებს ჭამს ხალხი და იმათი გემო უნდა ნახო შენ....... საშინელებაა......

Posted by: forever`s_NEVER 27 Nov 2009, 10:50
ვერ დაგეთანხმებით. თუმცა გემოვნების ამბავს რას გაიგებ smile.gif
მარხვაში სოიოს კატლეტს ძალიან ხშირად ვაკეთებ ჰერკულესსაც ვურევ და საშინელი გემო ნამდვილად არ აქვს. ხახვი, ნიორი, მწვანილი, სუნელები და ა.შ. ინგრედიენტები საკმაოდ აკეთილშობილებს.
P.S. თუმცა სოიოს კატლეტი როდესაც პირველად კაფე ნიკალაში გავსინჯე, მერე რამოდენიმე წელი არ გავკარებივარ, ისეთი რაღაც იყო.

Posted by: niniko-2009 27 Nov 2009, 21:22
ვინმემ თუ იცით სამარხვო ფენოვანი ცომის გაკეთება? .



Posted by: ninoma 27 Nov 2009, 21:43
1 ჭიქა წყალში ჩაასხი 1 სუფრის კოვზი ძმარი ან არაყი,მარილი, დაამატე ფქვილი და მოზილე რბილი ცომი ისეთი, რომ ხელებზე არ გეკრობოდეს( დაახლოებით 2 ჭიქაზე ცოტა მეტი).
ცალკე ჯამში კარგად აზილე 1 ჭიქა ფქვილი და 250გრ. სამარხვო მარგარინი. ეს მასა ჩადე გაბრტყელებულ ცომში(როგორც ხაჭაპურში ვდებთ ყველს) და გააბრტყელე თხლად, გაბრტყელებული ცომი თანდათან გადაახვიე რულეტივით, ბოლოს მოახვიე ლოკოკინასავით , გადააფარე თავზე საკონდიტრო ცელოფანი და შედგი მაცივარში მინიმუმ 10 წუთით მაინც

Posted by: nekato 29 Nov 2009, 21:45
გამარჯობათ.
ONA სამარხვო მარგარინია?

Posted by: tatusha25 2 Dec 2009, 20:08
სამარხვო პიცა თუ იცით რამე ცომი გავაკეთE და ეხლა ვფიქრობ სოკოს გარდა რა შეიძლება

Posted by: daknakuna 2 Dec 2009, 20:49
გამარჯობა smile.gif

რაც მარხვა დაიწყო სულწვნიანსა და ჰერკულესზე ვარ და იქნებ რამე მირჩიოთ, რადგან სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. დიდად არ მაწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ხომ მომბეზრდება ერთი და იგივე და იქნებ მირჩიოთ რამე იოლად მოსამძადებელი სამარხვო კერძი, სასურველია სოკოსა და მაიონეზის იგრედიენტებით (ისიც მიაწერეთ რომელი სოკო ვიყიდო, "პოპულში" რომ სოკოა ქილებში, კარგია? (მეშინია)) ხოდა ასეა ჩემი საქმე და არ დაიზაროთ, დიდი კულინარი არ ვარ (ჭარხალი-ნიორი-კომბოსტო არ მიყვარს biggrin.gif )

გმადლობ, წინასწარ

Posted by: Tako@Dato 4 Dec 2009, 13:41
გავაკეთე ბრინჯი პო რეცეპტუ breaky
დიდი ხანია ესეთი ბრინჯის გაკეთება მინდა ვერ ვხვდებობოდი როგორ უნდა გამეკეთებინა რო "ფანტია" გამოსულიყო.
ძალიან სიმპატიური და გემრიელი გამოვიდა

http://img130.imageshack.us/my.php?image=dscf0349f.jpg

Posted by: (c)TG 5 Dec 2009, 03:18
Tako@Dato
ბრინჯი ყველა პოზაში მიყვარს biggrin.gif აი მაგას კურკუმა (ქაღალდის "პაჩკებში" იყიდება ყველგან სუნელებში) რომ აურიო, გემოს დიდად არ უცვლის და ფერს აძლევს ოქროსფერ/სტაფილოსფერ/გადასარევს, მარტო ცქერით დანაყრდები

Posted by: cesdeba 7 Dec 2009, 16:00
ძალიან გთხოვთ პიცის რეცეპტი დამიწერეთ ისეთის, რომ მხოლოდ სამარხვო ინგრედიენტები ჰქონდეს.

Posted by: MEZGVAURI 7 Dec 2009, 18:21
cesdeba
მოკლედ მე ასე ვაკეთებ: მოვზელ ცომს დროჟით, ავაფუვებ(ამოვა ანუ), დავაფენ თხლად გახურებულ ჟარონაზე და გადავუსვამ ზედ ტომატპასტას ტხლად, დავაფენ ზედ ბლომად სოკოს(მთელ-მთელი შამპინიონების კონსერვს ვყიდულობ ხოლმე დეა ვჭრი მაგ სოკოებს შუაზე)მოვაყრი უკურკო ზეთისხილებს, მოვაჭრი ბულგარულებს(არაქართულებს რა თქმა უნდა მაგრამ პიცაზე მიდის), და დავაფენ ზედ ბლომად ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, +მარილი და შავი წიწაკა. რო გამოცხვება მერე ვასხამ ზედ მაიონეზს. ხო დამავიწყდა-მჟავე კიტრსაც ვაჭრი ზედ smile.gif

niniko-2009
ფენოვანი ცომი ძირითადად ყოველთვის სამარხოა, რადგანაც მარგარინით კეთდება, მცენარეული ცხიმით ანუ. smile.gif მე ონათი ვაკეთEბ, ხანდახან გუდვილში ვყიდულობ გაყინულს,

Posted by: miau 7 Dec 2009, 19:23
nekato
QUOTE
ამარჯობათ.
ONA სამარხვო მარგარინია?


კი.

tatusha25
QUOTE
სამარხვო პიცა თუ იცით რამე ცომი გავაკეთE და ეხლა ვფიქრობ სოკოს გარდა რა შეიძლება


სოკო, ზეთისხილი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, სამარხვო მაიონეზი. smile.gif - თუ სოკო იქნება ტყის ან ახალი, ანუ არადაკონსერვებული, მთლად დახატავს.

Posted by: cesdeba 8 Dec 2009, 11:29
MEZGVAURI
დიდი მადლობა. თონეში ნაყიდი ცომი წავა, ხომ?

Posted by: MEZGVAURI 8 Dec 2009, 12:17
cesdeba
კი რატომ არა, ოღონდ თხლად გააბრტყელე smile.gif არაფრის

Posted by: nino_sh 8 Dec 2009, 12:45
საახალწლოდ სამარხვო მენიუს ხომ ვერ შემომთავაზებთ რა გავაკეთო?

Posted by: tuta_tuta 9 Dec 2009, 14:34
MEZGVAURI

სოკოს შილაფლავს მივირთმევ ამ მომენტშიიი მიყვარს უგემრიელესიაა

ჩემს რეცეპტს დაგიწერ უგემრიელესი გამოდის..

1 ჭიქა ბრინჯს ვასხამ წყალს ბლომად მთავარია ბრინჯი კარგად მოიხარშოს...

ცალკე ტაფაზე ვასხამ ზეთს ვყრი დამარინადებულ სოკოს ვაყრი პილპილს და წვრილად დაჭრილ ხახვს ნიორს მარილს და ვთუშავ კარგა ხანს ბოლოსკენ დავაყრი 1 დიდ გახეხილ სტაფილოს და მასაც ვთუშავ, ცხიმს ბლომად ვასხამ.

ეს მასა რომ გამზადდებაა ვყრი მოხარშულ ბრინჯშიი ვურევ და ცოტახანი მიდგას გაზზე და ვთიშავ biggrin.gif


აი სტაფილო იცი როგორ უხდებაა? გაგიჟდები ისე გემრიელს აგხდის თან ფერს აძლევს კარგს

Posted by: mariaa 9 Dec 2009, 15:11
tuta_tuta
QUOTE
დამარინადებულ სოკოს

როგორ მარინადს უკეთებ?

Posted by: Breaky 9 Dec 2009, 15:24
nino_sh
აუ ლინკი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ შარშანდელ და მის წინანდელ საახალწლო სუფრის თემებში მიწერია მთელი საახალწლო სუფრა, სულ სამარხვო
კერძებით. მოდერებს სარჩევში თუ აქვთ ჩაგდებული ეგ თემები, მაშინ ადვილად ნახავ. სარჩევის თემა ნახე აბა.

აი, 2 თემა ვნახე:

http://forum.ge/?showtopic=33697180&view=findpost&p=7817677
და
http://forum.ge/?f=82&showtopic=33699858&st=0

Posted by: PING 9 Dec 2009, 15:35
ხალხო მუხუდოს შეჭამანდი მასწავლეთ რა, ძალიან მაინტერესებს, ერთხელ ვჭამე და მომეწონა

Posted by: nino_sh 9 Dec 2009, 17:26
Breaky
გაიხარე დიდი მადლობა,
პირველად ვმარხულობ ახალ წელს და აზრზე არ ვარ რა უნდა გავაკეთო. აუცილებლად მივყვები შენს რჩევას

Posted by: noniko7 9 Dec 2009, 22:51
Breaky
იცი რა მაინტერესებს სოუზი მოსასახმელი სოისოი როგორ გავაკეთო ორააგულისთვის?

Posted by: cicinog 10 Dec 2009, 15:37
user.gif ბავშვობაში ბებიაჩემი აკეთებდა უგემრიელეს კერძს მოხარშული და შემდეგ შებრაწული დედალი ნიგვზიან წვენში და კერძს უწოდებდა ტაბუცუნს. რაღაც უგემრიელესი იყო. თუ ვინმეს გაგიგიათ ამ კერძის შესახებ, დაწერეთ, რა!

Posted by: :puke: 10 Dec 2009, 17:20
ბეეეეეეეეეეეევრი თევზი უნდა ვიყიდო საახალწლოდ.


და რა მაინტერესებს: ყაბაყი კიდევ იყიდება? spy.gif

Posted by: Breaky 10 Dec 2009, 17:22
noniko7
QUOTE
იცი რა მაინტერესებს სოუზი მოსასახმელი სოისოი როგორ გავაკეთო ორააგულისთვის?


ანუ ორაგული რომ დააბასტურმო შეწვამდე? მე ვყიდულობ ხოლმე, მარკეტებში იყიდება სოიოს სოუსები.

Posted by: noniko7 11 Dec 2009, 20:14
Breaky
ხო ჩასაბასტურმებლად ,აჰა ესეიგი ვიყიდო სუპერმარკეტში მადლობააა 2kiss.gif

Posted by: Breaky 11 Dec 2009, 20:17
noniko7
QUOTE
აჰა ესეიგი ვიყიდო სუპერმარკეტში


კი, თითქმის ყველგან იყიდება. ოღონდ გაითვალისწინე, რომ ძალიან მლაშეა და მაგას სადაც ვიყენებ, იქ მარილს
არ ვხმარობ.

Posted by: noniko7 11 Dec 2009, 20:25
Breaky
კარგი გავითვალისწინებ yes.gif
.......................
ეხლა ვპიქრობ რა გავაკეთო საახალწლოდ ოჯახში ყველა ვმარხულობთ,სალათები და თევზეული ,ისე პარასკევი უწევს და ნეტა ხსნილი იქნება თევზით?

Posted by: Breaky 11 Dec 2009, 20:27
noniko7
პარასკევს ალბათ არ იქნება, მაგრამ 12-ს რომ გადასცდება, მერე გახსნილდება.
საახალწლო მენიუების თემებში ბევრი სამარხვო საახალწლო კერძები წერია, თუ არ დაგეზარება და მოძებნი.
სარჩევში დევს ლინკები.

Posted by: noniko7 11 Dec 2009, 23:06
Breaky
ხოდა 31 არის ხუთსაბათი და პარასკევი 1 ე.ი ორში იქნება თევზით ხსნილი.მოვძებნი აუცილებლად

Posted by: Tako@Dato 12 Dec 2009, 14:59
cicinog
რადროს დაბრაწული დედალია ამ გაქანებულ სამარხო თემაში ? biggrin.gif

Posted by: cicinog 14 Dec 2009, 11:23
Tako@Dato,დიდი ბოდიში. მომიტევეთ. მეგონა, არ გაღიზიანდებოდით. მე არც თევზის საცივი მინდა, მართალი რომ გითხრათ.

Posted by: annak 15 Dec 2009, 11:21
Tako@Dato
breaky
QUOTE
გავაკეთე ბრინჯი პო რეცეპტუ breaky

გავაკეთე და 1 რაღაც მინდა გკითხოთ.
თითქოს "უმის" (თუმცა უმიაო ვერ იტყვი)ბოლომდე მოუხარშავის შთაბეჭდილებას არ ტოვებს?

Posted by: S_H_I_N_Y 15 Dec 2009, 23:08
ერთი რთული კითხვა მაქვს
რამე გემრიელი, ლამაზი და იოლად ტრანსპორტირებადი ქართული კერძი თუ იცით საშობაო ვახშამზე მისატანად რომ გამოადგეს ჩემ მეგობარს გერმანიაში. მე ვერაფერი მოვუფიქრე user.gif

დამატებითი სირთულე - აირღუმელი არ აქვს fingal.gif

ნამეტანი მოვინდომეთ არა? biggrin.gif

Posted by: Breaky 15 Dec 2009, 23:16
annak
QUOTE
თითქოს "უმის" (თუმცა უმიაო ვერ იტყვი)ბოლომდე მოუხარშავის შთაბეჭდილებას არ ტოვებს?


უი, არა rolleyes.gif

Posted by: Harry Potter 16 Dec 2009, 03:46
მარხვა მე ვიცი სულიერების ამბავში და არა ძღომა სხვადასხვა ნუგბარით smile.gif

Posted by: annak 16 Dec 2009, 16:39
Breaky
QUOTE
უი, არა

ზუსტად რეცეპტის მიხედვით გავაკეთე, ანუ ბრიჯი ძალიან კარგად მოვხრაკე ზეთში, დაბალ ცეცხლზე
მერე დავამატე ცხელი წყალი ისე, რომ ბრინჯი დაეფარა, ვხარშე 15 წუთი და გამორთული თავდახურული გავაჩერე.
rolleyes.gif
რაღაცნაირი გამომშრალი გამოვიდა. user.gif

Posted by: rtuli 16 Dec 2009, 20:43
S_H_I_N_Y
QUOTE
რამე გემრიელი, ლამაზი და იოლად ტრანსპორტირებადი ქართული კერძი თუ იცით საშობაო ვახშამზე მისატანად რომ გამოადგეს ჩემ მეგობარს გერმანიაში. მე ვერაფერი მოვუფიქრე 

დამატებითი სირთულე - აირღუმელი არ აქვს 

გუბდარი მაგალითად,გემრიელია ძალიან,ტაფაზე მომზადდება,ოღონდ გემრიელად შეანელოს გულსართი. yes.gif

პ.ს. აქ სამარხვო თემაში რატომ კითხულობ boli.gif

Posted by: S_H_I_N_Y 17 Dec 2009, 00:18
rtuli
მარხვაზეცაა ის საწყალი და იმდენი პუნქტი მქონდა ჩამოწერილი ამის დამატებაც შემრცხვა და პირდაპირ ამ თემაში დავპოსტე

biggrin.gif war.gif

Posted by: akkai 19 Dec 2009, 15:35
სამარხვო ტოლმა მომეწონა ძალიან. თევზის ხორცით იყო გაკეტებული

Posted by: CZ88 22 Dec 2009, 07:31
akkai
QUOTE
სამარხვო ტოლმა მომეწონა ძალიან. თევზის ხორცით იყო გაკეტებული


ვაკეთებ მეც, მაგრამ თევზს მირჩევნია ნიგვზის და ბრინჯ-კარტოფილის ნაზავი, არ ჟღერს ისე, მაგრამ გემო შესანიშნავია, კარგად შეკაზმული თან (თან ყველაფერი თევზის მოსაწყენია სუფრაზე smile.gif სურათზე მარჯვნივ ყვითელგულიანი ფენები გოგრის პიტაა) :

http://img710.imageshack.us/i/tolma1.jpg/

ესეც ტორტი, ძალიან გემრიელი:

http://img46.imageshack.us/i/torti.jpg/


აქ ნიკოლოზობის სუფრის "ფრაგმენტები">

http://img15.imageshack.us/i/sufra1.jpg/

წითელი ბულგარული წიწაკა იწვება გრილივით ღუმელზე "ცოცხლად", მერე ვაწყობთ ზეითუნის ან სიმინდის ზეთში და ზემოდან ბლომად ნიორი. საწებლები რაც ჩანს, ძალიან გემრიელებია> გატარებული ნიორი ოხრახუშთან ერთად, მეორეა "ხრენ" სოკოსთან ერთად, წითელი კი აჯიკის მსგავსია მწარე წიწაკით.

http://img20.imageshack.us/i/sufra2.jpg/

აქ თევზის გუფთა:

http://img9.imageshack.us/i/gufta.jpg/

პური

http://img710.imageshack.us/i/puri.jpg/

პირადად ჩემთვის მხოლოდ ესეც საკმარისი იქნებოდა smile.gif მჟავეულობა:

http://img10.imageshack.us/i/mjave.jpg/

ნამცხვრები, სამარხო ცხადია>

http://img705.imageshack.us/i/namcxvrebi.jpg/

ეს კი არის ძალიან გემრიელი რაღაც, თხელი ცომის ფენები( ბაქლავის მსგავსი ფენები) პრასის და ქამა სოკოს გულსართით, კარგად შეზავებული სურნელებით და წიწაკით, ხახვით (დღესაც გამოვაცხვე სხვათაშორის, ბიჭებს მოსწონთ):

http://img15.imageshack.us/i/pitar.jpg/
და ყველაფერი ეს დამზადებული ამ ღუმელზე(-ში):

http://img15.imageshack.us/i/pec.jpg/

თუ რომელიმე კერძი მოგეწონებათ ანუ დაგაინტერესებთ, დაწერეთ და მომზადების წესსაც დავწერ



war.gif

Posted by: ლიკლიკა 22 Dec 2009, 14:13
CZ88
ვფიქრობ,ნეტავ რა აკლია CZ88-ს სურათებს, ნეტავ რა და მივხვდი, იარაღი biggrin.gif 2kiss.gif

QUOTE
და მომზადების წესსაც დავწერ

yes.gif
გოგრის პიტა და ბაქლავის მსგავსი ფენები პრასის და ქამა სოკოს გულსართით.
წითელი ბულგარულის გვერდით თევზის შემწვარი ბურთულებია და თუ რამე სხვაა?

Posted by: cortex-amygdala 22 Dec 2009, 14:34

სამარხვო ნამცხვარი 1


ცომი:

2 ჭ. გატარებული ვაშლი
1.ჭ გატარებული ნიგოზი
1ჭ. ზეთი
½ ან 1 ჭ ქიშმიში
½ ჭ წვრილად დაჭრილი ფორთოხლის კანი
1,5 ჭ შაქარი
3 ს.კ კაკაო
1.ჩ.კ სოდა
2 ჭ ფქვილი


კრემი:

3 ჭ წყალი,
4 ს.კ ფქვილი
1,5 ჭ შაქარი
მოადუღებ მოხარშულ კრემს.

ცალკე გათქვიფავ:
250 გრ. ” დაჩა”
1ჭ. შაქარი
და ნელნელა შეერევა გაციებული მოხარშული კრემი თითო-თითო კოვზე. ვანილი ( შეიძლება ცოტა არაყი, ნახ ჩ.კ ან მეტი გემოვნებით)

გამომცხვარ გაციებულ ბისკვიტს ზედ თხელი ფენა კრემი ესმევა დალაგდება დაჭრილი ბანანის ფენა (4,5 ცალი) ზემოდან ისევ კრემის ფენა.
კრემს ზემოდან მინანქარი ( 3 ს.კ შაქარი,1 ს.კ. კაკაო, 3 ს.კ წყალი 1ს.კ ფქვილი, 50 გრ. ”დაჩა” ) წვრილ ზოლებად მოესხმება,ან უბრალოდ ქიშმიში და ნიგოზი მოეყრება ან ყველაფერი ერთად .






სამარხვო ნამცხვარი 2

ცომი:
1 მაიონეზი
250 გრ მარგარინი ( უსტამი,დილა,იაილა_)
1 ჭ შაქარი
ვანილი
”რაზრიხრიტელი” 1 ც (იყიდება მაღაზიებში თუ არ არის მაშინ სოდა ძმრით)
ფქვილი (რასაც შეიზელს რო გაბრტყელდეს) 2 გუნდად იყოფა.

შიგთავსი:
5ც გახეხილი ვაშლი,
½ ჭ შაქარი
ვანილი
1ც ლიმონი ან ფორთოხალი გახეხილი

გააბრტყელებ 1 გუნდას ბევრ ფქვილზე და უნდა გადმოცურდეს ტაფაზე ( ძალიან ნაზი ცომია, ამიტომ დრეკად ბევრ-ფქვილ-მოყრილ მუყაოზე თუ გაბრტყელდება უფრო ადვილად გადაცურდება ტაფაზე.)
პირველ გაბრტყელებულ ფენაზე გაიშლება შიგთავსი ,გადაეფინება მე-2 ფენა და ცხვება . გამოცხობის შემდეგ შეიძლება შაქრის პუდრის მოყრა. უნდა დაიჭრას ცხელი, რომ გაცივდება ნაჭერ-ნაჭერ ამოიღებ.


Posted by: miau 22 Dec 2009, 19:18
CZ88

აუ, ყველაფერში მაგარი ქალი ხარ, უმაგრესი!

რომ ვუყურებ, ყველაფერი მინდააააააააააა sad.gif

ეს თევზის გუფთა მესიმპატიურება ძალიან და ტორტი smile.gif

Posted by: CZ88 22 Dec 2009, 19:44
liklika82
miau
ორივეს 2kiss.gif

ახლა ძალიან დაღლილი ვარ და რეცეპტებს ვერ დავწერ, მაგრამ მალე დავწერ smile.gif

QUOTE
ეს თევზის გუფთა მესიმპატიურება ძალიან

არ მიყვარს რა ეს თევზეულის წვნიანები sad.gif საერთოდ თევზსაც მხოლოდ აი, თეთრი რომ ჩანს იმ ფორმით თუ გეახლებით. არა და დაახვავებენ, ავსილია თევზეულით სუფრა, იმათი წმენდა და კეთება მერე - მოკლედ, გადაჭარბებულია. რამდენიმე სახის ფხალეული და 1-2 თევზის ვარიაცია საკმარისია, მარა "პრიკაზი" პრიკაზია და რიადავოი ემორჩილება biggrin.gif თუნდაც გულში შესაბამისი ეპითეტების მომძლავრებით vik.gif

Posted by: Breaky 23 Dec 2009, 00:37
კარტოფილები დაჭერით კუბიკებად და შეწვით ზეთში - კარგად დაბრაწეთ. მარილიც მოაყარეთ.
კარტოფილებს ამოიღებთ თუ არა ტაფიდან, ეგრევე ჩაყარეთ შიგნით ქამა სოკოები და ესენიც დაბრაწეთ, ასევე მოაყარეთ მარილი.
სოკოებს ამოიღებთ თუ არა ტაფიდან, ჩაყარეთ გახეხილი სტაფილო და მოშუშეთ.

მაიონეზში აურიეთ ხმელი ქონდარი და გაათხელეთ ანადუღარი წყლით. შეურიეთ მოშუშული სტაფილო და
კარგად ამოურიეთ. შემდეგ კი ამ სოუსში ჩააწყვეთ შემწვარი კარტოფილები და ქამა სოკოები.

user posted image

პ.ს. ეს არის ჩემი ე.წ. "ანტიგრიპის" სამარხვო სახესხვაობა. რათქმაუნდა ქათმის ხორცით სულ სხვაა love.gif http://forum.ge/?showtopic=33695598&view=findpost&p=4322504

Posted by: rockataka 23 Dec 2009, 01:08
CZ88
QUOTE
თუ რომელიმე კერძი მოგეწონებათ ანუ დაგაინტერესებთ, დაწერეთ

არაჩვეულებრივი სუფრაა love.gif up.gif

Posted by: (c)TG 23 Dec 2009, 03:13
CZ88
სტუმრად მომინდა თქვენთან smile.gif))))))))) თევზეული არ მიყვარს, მაგრამ ისეთი საოცრებები გაგიკეთებიაააა, პურზე გადავირიე, რა ფუმფულაა

Posted by: CZ88 23 Dec 2009, 05:46
rockataka
©TG
love.giflove.gif

მე შეფ-მზარეული არ ვყოფილვარ , მივყვებოდი გაცემულ ბრძანებებს biggrin.gif მაგათი ამბავი როგორაა იცით? აი, ასე : " ერთად მოვილაპარაკოთ , მაგრამ გავაკეთებთ ისე, როგორც მე მსურს " vik.gif თორემ მე მაგდენ თევზს არ დავუშვებდი, ჩვენებური ნიუანსები უფრო ექნებოდა სუფრას.

სტუმრობას რაც შეეხება, ძალიან მოხარული ვიქნები და არც სუფრა გვექნება ხელწამოსაკრავი 2kiss.gif
* * *
©TG
QUOTE
პურზე გადავირიე, რა ფუმფულაა

იერარქიის მიხედვით მე ჯერ არ მაქვს უფლება, ეგ პური გამოვაცხო smile.gif ვუყურებ როგორ კეთდება, მაგრამ რაღაც სულელური წესები აქვთ და ამ წესის მიხედვით ჯერ არ მაქვს უფლება სადღესასწაულო პური გამოვაცხო war.gif

პ.ს. მოთმინებითა შენითაო... ხომ იცით biggrin.gif

Posted by: catherina_10 23 Dec 2009, 13:42
CZ88 2kiss.gif 2kiss.gif როგორც ყოველთვის აქაც ორიგინალური ხარ,

Posted by: CZ88 23 Dec 2009, 23:53
catherina_10
იცოცხლე love.gif

თევზის გუფთა

( fish haddock ქვია ინგლისურად და გერმანულად Schellfisch, ქართულად არ ვიცი, ალბათ სხვა თევზებიც გამოდგება, სურათი 1 იხ.)

http://img259.imageshack.us/i/fishhaddock499.jpg/
სურ.1

თევზი გავწმინდოთ, ამოვაცალოთ ძვლები და ასევე კანიც ავაცალოთ. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევკაზმოთ მარილით, წიწაკით, აკეპილი ოხრახუშით , ოდნავ ნიახური და ოდნავ ნიორით. ამ მასისგან დავამზადოთ პატარა ბურთულები და ამოვავლოთ ორცხობილას ფხვნილში.

ცალკე ქვაბში მოვშუშოთ აკეპილი ხახვი, დავამათოთ წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული და პომიდორი, სტაფილო. გავაგრძელოთ მოთუშვა. თუ გვაქვს სახლში ვამატებთ პომიდვრის სოუზს , ავურევთ კარგად და ამ ქვაბში ახლა ჩავალაგებთ თევზის ბურთულებს. დავამატებთ ადუღებულ წყალს იმდენს, რომ ეს გუფთები დაფაროს. წამოდუღების შემდეგ დაბალ ცეცხლზე კიდევ ცოტა ხანს ვშუშავთ და მერე უნდა შეიკაზმოს გემოვნების მიხედვით: წიწაკა, მარილი, ოდნავ ნიორი, ასევე სულ ცოტა ხმელი ქინძი. გადმოდგმისას კი ვაყრით აკეპილ ოხრახუშს და ცოტა კამას.

ესაა სულ smile.gif

Posted by: mariaa 24 Dec 2009, 00:18
CZ88
up.gif

Posted by: rtuli 24 Dec 2009, 02:21
CZ88
нет слов, одни эмоции up.gif love.gif 2kiss.gif

Posted by: Solveig 24 Dec 2009, 14:46
CZ88
QUOTE
ესეც ტორტი, ძალიან გემრიელი:

ამის რეცეპტიც რაა smile.gif

სამარხო რომაა, მაგიტომ არა biggrin.gif შესახედავად მომწონს ძალიან.

S_H_I_N_Y
QUOTE
ერთი რთული კითხვა მაქვს
რამე გემრიელი, ლამაზი და იოლად ტრანსპორტირებადი ქართული კერძი თუ იცით საშობაო ვახშამზე მისატანად რომ გამოადგეს ჩემ მეგობარს გერმანიაში. მე ვერაფერი მოვუფიქრე


იოლად ტრანსპორტირებადი რას ნიშნავს..

ტრანსპორტირებას რა უნდა, ერთი შუშის ქილა და მისი ჯანი. მე ეგრე წვნიანებიც დამაქვს სამსახურში, სადილისათვის.

ქურა აქვს? ელექტროქურა ალბატ, გერმანიაში არ იციან გაზის ღუმელები.

ნიგვზიანი ბადრიჯანი გააკეთოს. ნიგოზიც იშოვება, ძმარიც, ზეთიც, ცოცხალი ქინძის ნახვაც შეიძლება ან თურქებთან an EDEKA-ში (თურქები და EDEKA გერმანიის ყველა ქალაქშია), ხმელი სუნელების მაგიერ კი შეუძლია, კური (curry) გმაოიყენოს.

ასეთივე წესით შეუძლია, დაამზადოს ნიგვზიანი სოკოც-ქამა, მიქლიო.

ანდა, იყიდოს მიქლიო სოკო (დაკონსერვებული იყიდება), გარეცხოს კარგად და ჩაშუშოს ხახვსა და ზეთში..შავი პილპილი უხდება.

იყიდოს დამჟავებული ჭარხალი (800მლ-იან ქილებშია, ძალიან გემრიელი), გახეხოს ან გაატაროს, შეკაზმოს ნიგვზით და ნივრით..ძმარი აღარ უნდა, საკმარისად მჟავეა ხოლმე.

რავი...სურვილი თქვი, თორემ ყველაფრის ცდა შეიძლება. თავს არ დავდებ, რომ ეროვნული, ქართული წარმოშობისაა ყველაფერი, რაც მე დავწერე, მაგრამ საქართველოში ყოფნისას მეც დამიმზადებია და სხვისი ნახელავიც გამისინჯავს, ასე რომ..

Posted by: S_H_I_N_Y 24 Dec 2009, 16:03
Solveig

მადლობა smile.gif
გააკეთა უკვე. ნიგვზიან ბადრიჯანს აკეთებს ხოლმე და ახლა რამე სხვა უნდოდა. ხოდა აჯაფსანდალი გააკეთა, მე კი სკეპტიკურად ვუყურებდი მაგ იდეას, მაგრამ იქ დიდი ფურორი მოუხდენია. ძალიან მოეწონათო bis.gif biggrin.gif

Posted by: Solveig 24 Dec 2009, 16:32
S_H_I_N_Y
QUOTE
აჯაფსანდალი გააკეთა, მე კი სკეპტიკურად ვუყურებდი მაგ იდეას, მაგრამ იქ დიდი ფურორი მოუხდენია. ძალიან მოეწონათო

ლოოლ biggrin.gif

ჩემთვის აჯაფსანდალი უკანასკნელი ხავსია, როცა აღარ ვიცი, რა გავაკეთო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ამიტომ აღარც ვახსენე.

Posted by: S_H_I_N_Y 24 Dec 2009, 16:36
ჩემთვისაც biggrin.gif

ვეუბნებოდი იქნებ არ ღირსო, მაგრააამ... ხომ ხედავ გაამართლა, ამის მეტი არც ჭამეს არაფერიო gigi.gif

Posted by: miau 24 Dec 2009, 17:44
CZ88
QUOTE
თევზის გუფთა


შენ დაგლოცავს და გაგახარებს ღმერთი!

ხვალვე მოვამზადებ! smile.gif

Solveig
QUOTE
CZ88QUOTE
ესეც ტორტი, ძალიან გემრიელი:


ამის რეცეპტიც რაა

სამარხო რომაა, მაგიტომ არაშესახედავად მომწონს ძალიან.



+1

biggrin.gif

Posted by: CZ88 25 Dec 2009, 21:18
rtuli
mariaa
Solveig
გაიხარეთ, ლამაზებო kiss.gif 2kiss.gif love.gif

ახლა სტუმარს ველოდები შორი გზიდან და ვერ ვიცლი, როგორც კი დროს ვნახავ დავწერ იმ შავი ტორტის რეცეპტს chest.gif

Posted by: marilis 25 Dec 2009, 21:44
ხვალ გერმანიაში მივდივარ სტუმრად მეგობართან და საახალწლოდ რამე ქართული გამიკეთეო და რა ჯანდაბა გავაკეთო არ ვიცი! help.gif
ერთადერთი რაც თავში მომივიდა, არის ბადრიჯანი ნიგვზით და ბროწეულებს მიმოვაბნევ biggrin.gif
რამე სამარხვო მირჩიეთ რა, ხორცს ვერ ვეკარები და უხორცო და ტრადიციულ-ქართული არსებობს რამე?! help.gif

Posted by: Shevchenko andrei 27 Dec 2009, 00:08
QUOTE (marilis @ 25 Dec 2009, 21:44 )
ხვალ გერმანიაში მივდივარ სტუმრად მეგობართან და საახალწლოდ რამე ქართული გამიკეთეო და რა ჯანდაბა გავაკეთო არ ვიცი! help.gif
ერთადერთი რაც თავში მომივიდა, არის ბადრიჯანი ნიგვზით და ბროწეულებს მიმოვაბნევ biggrin.gif
რამე სამარხვო მირჩიეთ რა, ხორცს ვერ ვეკარები და უხორცო და ტრადიციულ-ქართული არსებობს რამე?! help.gif

რავი ლობიანი გაუკეთე, ბაჟე თევზით, კარტოფილის ხინკალი biggrin.gif შეილება რამე რუმეები 2kiss.gif

Posted by: deida001 27 Dec 2009, 13:24
CZ88
გთხოვ ტორტის რეცეპტი მინდა ძალაინ ლამაზად გაოიყურება და გემრიელად, და ფახლავასი

Posted by: CZ88 28 Dec 2009, 14:34
deida001
QUOTE
გთხოვ ტორტის რეცეპტი მინდა ძალაინ ლამაზად გაოიყურება და გემრიელად, და ფახლავასი

დღეს საღამოს გავამგზავრებ სტუმარს და დავწერ smile.gif chest.gif

Posted by: deida001 28 Dec 2009, 21:49
CZ88

ოკ გელოდები საახალწლოდ უნდ ა გავაკეთო
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Solveig 28 Dec 2009, 23:13
tatusha25
QUOTE
სამარხვო პიცა თუ იცით რამე ცომი გავაკეთE და ეხლა ვფიქრობ სოკოს გარდა რა შეიძლება

QUOTE
სოკო, ზეთისხილი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, სამარხვო მაიონეზი.  - თუ სოკო იქნება ტყის ან ახალი, ანუ არადაკონსერვებული, მთლად დახატავს.

ბროკოლიანი პიცაც მინახავს.

ბროკოლი, სოკო, წითელი წიწაკა, პომიდორიც..

Posted by: CZ88 29 Dec 2009, 04:56
შევეცდები აბა რამდენად გამომივა biggrin.gif რეცეპტების წერა მიჭირს ხოლმე war.gif

ნიგვზის კარამელიანი ნამცხვარი (ტორტი)

http://img22.imageshack.us/i/2221z.jpg/

1 ჭიქა (1 დეცილიტრი) შაქარი დავადგათ ქვაბით ცეცხლზე და დავადნოთ კარამელის ფერის მიღებამდე. დავამატოთ ასეთივე ზომის 3 ჭიქა წყალი და ავადუღოთ. ადუღების მერე გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ჩავამატოთ კიდევ 2-3 ჭიქა შაქარი. ცოტა წყალში გახსნილი საფუარის ნატეხი (აქ საფუარის კუბიკებია და 1 კუბიკს ვხმარობ), დავამატოთ 3 სარწყავი ჭიქა მცენარეული ზეთი, 3 ჭიქა დაფქვილი ნიგოზი, 18 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა. ავურიოთ კარგად და მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში ან ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში.

კრემი

500 გ შაქარი და 5 ს/კ მწარე კაკაო (სუფთა კაკაო და არა ნარევი, კაკაოს რაოდენობა გემოვნებითაც შეიძლება განისაზღვროს), 5-7 ს/კ ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ 2 დეცილიტრი ანუ 2 ჭიქა წყალი, ავურიოთ კიდევ ერთხელ და დავადგათ ცეცხლზე, ვურიოთ თან უწყვეტად სანამ ადუღდება და სასურველ სისქეს მიირებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცოტათი გავაცივოთ. მაგრამ ჯერ კიდევ სანამ ოდნავ თბილია, ჩავამატოთ 1 შეკვრა (ალბათ 200 გრამი) საკონდიტრო მარგარინი ან კარაქი და კარგად ავურიოთ. სურვილის შემთხვევაში დავამატოთ ვანილიც.

ოდნავ რომ გაცივდება კრემი და წავუსვათ გაცივებულ, გამომცხვარ ბისკვიტს, ფორმა მივცეთ სასურველი, ან ტორტის მრგვალად ან სულაც მართკუთხა, როგორც გვსურს.

პ.ს. მე თვალით ვაკეთებ და იქნებ მსურველებმაც გააკონტროლოთ თვალით სისქე და სიტკბო გემოვნებით .

Posted by: ლიკლიკა 29 Dec 2009, 11:46
QUOTE
ბაქლავის მსგავსი ფენები) პრასის და ქამა სოკოს გულსართით

და
QUOTE
გოგრის პიტა

ესენიც რა user.gif

ოღონდ როცა გეცლება მომავალ წელს , მარხვაში მაინც ვცდილობ გემრიელობები არ გავაკეთო,ასე რომ არ მეჩქარება smile.gif მთავარია არ დაგავიწყდეს smile.gif

Breaky
QUOTE
ჩემი ე.წ. "ანტიგრიპის" სამარხვო სახესხვაობა.

მე და ანტიგრიპინი ძალიან ახლო მეგობრები ვართ biggrin.gif
მაგ წვენში ვდებ ყველაფერსმაკარონს,მოხარშულ და შემწვარ კარტოფილს, ცოცხალ ფენოვან ბოსტნეულს( შემწვარი ბადრიჯანი რგოლებად,ცოცხალი პამიდორი,სტაფილობულგარული,მწვანე წიწაკა,ხახვი ყველაფერი რგოლებად დაჭრილი,ბლომად მწვანილეულობა.ფენებად დავალაგებ და მაგ შენ ანტიგრიპინს მოვასხვამ) რამდენიმე საათით მაცივარში შევაგდებ,გაუჯდება გემო და მერე თითებს კი არა იდაყვებს აყოლებენ biggrin.gif biggrin.gif
მოიკლედ რაც ეტევა ყველაფერს ვდებ მაგაში biggrin.gif
ხსნილში მოხარშულ ან სქლად შემწვარ კვერცხს და ხორცულ-თევზეულსაც ვდებ.

Posted by: mziko 30 Dec 2009, 14:42
თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ? სოიოს რამდენი ხანი უნდა დაახლოებით წყალში დალბობა?

Posted by: fermina 30 Dec 2009, 14:45
QUOTE (mziko @ 30 Dec 2009, 14:42 )
თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ? სოიოს რამდენი ხანი უნდა დაახლოებით წყალში დალბობა?

რა ვიცი, მე ვალბობ ხოლმე ასე 45 წუთი მაინც, და მერე ცივ წყალში ვრეცხავ კარგად.

Posted by: mziko 30 Dec 2009, 15:02
QUOTE
რა ვიცი, მე ვალბობ ხოლმე ასე 45 წუთი მაინც, და მერე ცივ წყალში ვრეცხავ კარგად.



დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Barklai 30 Dec 2009, 15:11
CZ88
QUOTE
3 სარწყავი ჭიქა მცენარეული ზეთი


ეს რას ნიშნავს, სარწყავ ჭიქას რას ეძახით? მინდა გავაკეთო თქვენი რეცეპტით. smile.gif

Posted by: CZ88 30 Dec 2009, 16:06
liklika82
აუცილებლად დავწერ დღეს გვიან smile.gif
Barklai
QUOTE
ეს რას ნიშნავს, სარწყავ ჭიქას რას ეძახით? მინდა გავაკეთო თქვენი რეცეპტით. smile.gif

რას და ხომ წერია 100გრამიანი ჭიქა, ანუ ყველა მასალა უნდა დარწყო ამნაირი ჭიქით ( ანუ დოზირება გააკეთო , იმედია გასაგებია , აღარ მახსოვს ქართულად რა ქვია ზუსტად), ყველაფერი: წყალი, ზეთი, შაქარი და რაც არის, ნიგოზი ხო კიდევ smile.gif ისე, ცოტა თვალითაც შეაფასე სისქე და სიტკბო, ასევე კაკაოს რაოდენობა, მე სულ თვალით ვაკეთებ და რეცეპტის დაწერისას მიწევს მერე ფიქრი biggrin.gif

ორივეს chest.gif

Posted by: Barklai 30 Dec 2009, 17:56
CZ88

გასაგებია, გმადლობ smile.gif აუცილებლად ვცდი, იმედია გამომივა smile.gif

ზეთის ნაცვლად გამდნარი სამარხვო კარაქიც შეიძლება ალბათ არა?

Posted by: tasikuna-taso 30 Dec 2009, 18:07
QUOTE
და ყველაფერი ეს დამზადებული ამ ღუმელზე


ასეთი ღუმელი ჩემს ბავშვობაში სახლში გვქონდა.
გამიხარდა დანახვა.

სასუსნავებზე არაფერს ვამბობ, უბრალოდ საოცრებებია

Posted by: pucukia 30 Dec 2009, 22:46
საახალწლო სუფრაზე თევზი შეილება?

Posted by: CZ88 31 Dec 2009, 01:58
Barklai love.gif
QUOTE
ზეთის ნაცვლად გამდნარი სამარხვო კარაქიც შეიძლება ალბათ არა?

არ მისინჯავს, შესაძლებელია გამოდგეს თუ დაადნობ smile.gif
tasikuna-taso
იცოცხლე 2kiss.gif

Posted by: marilis 31 Dec 2009, 14:24
Shevchenko andrei
QUOTE
რავი ლობიანი გაუკეთე, ბაჟე თევზით, კარტოფილის ხინკალი biggrin.gif შეილება რამე რუმეები 2kiss.gif

დიდი მადლობა 2kiss.gif
ისე გამოვიდა, რომ არაფერსაც არ ვაკეთებ, არაჩვეულებრივად ფუსფუსებენ მასპინძლები, მე მარტო სუფრას ვშლი biggrin.gif
თან მკითხეს, ძალიან განსხვავდება ქართული სამზარეულო ჩვენისგანო და არა მეთქი ( ამ დროს ხორცის ღვეზელს მივირთმევდი ქლიავის მურაბით givi.gif )

Posted by: Princess-coco 13 Jan 2010, 22:51
მე ვიცი ასეთი სამარხვო კერძი: მაკარონი ავიღოთ (სამარხვო), მოვხარშოთ, ჩავამატოთ სიმინდის კონსერვი, სტაფილო, სანელებლები და მაგარი კერძია. თუ გინდათ შეიბრაწეთ ძალიან მოგეწონებათ.და მარილი ნაკლები არ უქნათ ნუ გემოვნებით დააყარეთ

Posted by: fermina 12 Feb 2010, 18:54
QUOTE (nick_el_son @ 25 May 2007, 15:20 )
უკაცრავად და... მარხვა მგონი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა თავის თავს აუკრძალოს ასე ვთქვათ "ჭამა ჭამისთვის" და იკვებოს მხოლოდ იმდენი და ისეთი კერძებით რაც ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის საჭიროა, მინიმალურად აუცილებელი ანუ.... + ძაან რაღაც ნავაროჩენი არ უნდა იყოს, რათა გაუმაძღრობის ცოდვა არ ჩაიდინო შენდა უნებურად....

თუ ადამიანმა ხორცის მაგივრად იხმარა დაახლოებით იგივე გემოს მქონე სოიო; ნატურალურის გემოს მქონე სამარხვო მაიონეზი და ა.შ, რა აზრი აქვს მარხვას?!! spy.gif
მარხვა თავშეკავებაა უპირველესად და არა რაციონიდან ხორცეულის ამოღება და ვსიო!


არა ვიძახდი ხალხი ყველაფერს მოდის გამო აკეთებს მეთქი, მარა ვის ჯერა...... biggrin.gif

ეეეჰ, ერცერთი სამარხო პროდუქტი არ ცვლის არასამარხოს, არც გემოთი და არც კვებითი თვისებებით smile.gif და თითქმის თვენახევარი რომ მარხულობ ადამიანი, მგონი არაფერი დაშავდება, რომ ხანდახან თავს უფლება მისცე გაიმრავალფეროვნო მენიუ.
მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი, სანამ მე თვითონ დავიწყე მარხვის შენახვა.
პ.ს. სამარხო ტორტის მირთმევის წინააღმდეგი ახლაც ვარ და უზომოდ ჩახეთქვის biggrin.gif

Posted by: akkai 14 Feb 2010, 21:32
ეს კვირა ზეთზე დამზადებული საჭმელები არ შეილებაო და რას მირჩევთ< რა ვჭამო?

სამსახურში ვარ ცოდო თორე სახლში ვიპოვი რამეს

Posted by: Breaky 14 Feb 2010, 21:53
akkai
QUOTE
ეს კვირა ზეთზე დამზადებული საჭმელები არ შეილებაო და რას მირჩევთ< რა ვჭამო?


უზეთო ანუ მძიმე მარხვა უნდა დაიცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებუკლი ხარ, რომ შეძლებ.
საერთოდ მაგის კურთხევას ანუ ნებას მოძღვარი აძლევს ხოლმე და ყველას არ აძლევენ კურთხევას.
რისი ჭამა შეგიძლია და თაფლიან ან ჯემიანი პურის, მოხარშული კარტოფილის, უცხიმო წიწიბურასი.
მოხარშული მაკარონი ტყემლის ან პომიდვრის საწებლით. უხციმოდ მოხარშული ლობიოსი. ხილი და
უმი ბოსტნეული.
მე ამდენსაც არ ვჭამდი ხოლმე.

Posted by: akkai 15 Feb 2010, 01:04
QUOTE
საერთოდ მაგის კურთხევას ანუ ნებას მოძღვარი აძლევს ხოლმე და ყველას არ აძლევენ კურთხევას.

Breaky

მომცა კურთხევა მოძღვარმა yes.gif

QUOTE
თაფლიან ან ჯემიანი პურის, მოხარშული კარტოფილის, უცხიმო წიწიბურასი. მოხარშული მაკარონი ტყემლის ან პომიდვრის საწებლით. უხციმოდ მოხარშული ლობიოსი. ხილი და უმი ბოსტნეული.


პრობლემა ისაა რომ სამსახურის სამზარეულოში ზემოთ ჩამოთვლილები მაკარონის გარდა არ აქვთ

Posted by: amadeus 15 Feb 2010, 11:00
ერთი რამ არ მესმის რატომ იკლავთ თავებს?

ვინთქვა რომ უზეთო უნდა დაიცვაო ?

დაიცავით ჩვეულებრივი მარხვა ანუ არ მიიღოთ ხორცი და რძის ნაწარმი. ნუ ბაძავთ ბერებს ჭამაში, მიბაძეთ ლოცვაში

აი ესაა მარხვის დიდი ძალა, სხვა დანარჩენი თვალთმაქცობაა.

Posted by: Maykuna 15 Feb 2010, 12:00
QUOTE
პრობლემა ისაა რომ სამსახურის სამზარეულოში ზემოთ ჩამოთვლილები მაკარონის გარდა არ აქვთ

ჩემი მეუღლე თხილებით კმაყოფილდება ხოლმე სამსახურში ერთი კოლოფი უდევს მაგიდაზე და მთელი დღე მაგით არის საღამომდე

Posted by: Peppi 15 Feb 2010, 15:08
კიტრის ცხარე სალათა

ტაი სამზარეულოს ეს მარტივი და გემრიელი სალათა თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული შეფ-მზარეულის, მიჩელინის 3* რესტორნების მფლობელისა და «ჯოჯოხეთის სამზარეულოს» წამყვანის გორდონ რამსეის «მსოფლიო სამზარეოლოების» წიგნიდან არის.

მასალა:
კიტრი' - 1 ცალი;
ლაიმი, ან მწვანე ლიმონი – 1 ცალი;
მწვანე ხახვი' – 2 ცალი;
ცხარე წიწაკა – ½ პატარა ზომის;
მარილი – ½ ჩაის კოვზი;
შაქარი - ½ ჩაის კოვზი;
ქინძი – 5-6 ტოტი.

'შენიშვნა: კიტრი თუ პატარა ზომის იქნება – 2 ცალი იანგარიშეთ; ხახვი რეცეპტის მიხედვით საჭიროა «shallot” ჯიშის, ყავისფერ კანიანი, მაგრამ მოგრძო ჯიშის, რომელიც განსაკუთრებული წვენიანობითა და «რბილი» გემოთი ხასიათდება;

ინვენტარი – საშუალო ზომის ჯამი სალათის ასარევად;პატარა ფიალა წვენისათვის; დანა და ბოსტნეულის დასაჭრელი დაფა.
მომზადების დრო 10-15 წუთი.

მომზადება:
გათალეთ კიტრი, გაჭერით შუაზე და კოვზით გამოაცალეთ თესლიანი ნაწილი. დაყავით 7-8 სმ სიგრძის ნაჭრებად და შემდეგ ეს ნაჭრები დაჭერით ძალიან წვრილ, ასევე გრძელ ზოლებად;
დაჭერით ხახვი, მწვანილი და წიწაკა ასევე ძალიან წვრილად და დააყარეთ კიტრს;
გამოწურეთ ლაიმის ან მწვანე (რაც შეიძლება მჟავე ლიმონის) წვენი, ჩაასხით ფიალაში დაამატეთ მარილი და შაქარი. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით,
შაქარი უნდა გადნეს ბოლომდე;
სუფრაზე მიტანის წინ ეს წვენი მოასხით კიტრს და მოურიეთ.

შენიშვნა:
ეს სალათა ძალიან უხდება თევზს ან ცალკეც გემრიელი საუზმეულია.
მე სუშის თანმხლებად გამოვიყენე და ჯანჯაფილის მჟავესთან ერთად საუკეთესოდ შეეხამა მას.
ასევე გემრიელი უნდა იყვეს შემწვარ კარტოფილთანაც, აწი ვცდი.
წიწაკის სიცხარე წინანწარ შეამოწმეთ, რათა ძალიან ცხარე არ გამოვიდეს სალათა საბოლოდ

ჩემი სხვა რეცეპტები http://www.perfectcook.org

Posted by: Breaky 15 Feb 2010, 18:17
amadeus
ეგ არც არავის უთქვამს. იმიტომ დავწერე მე, რომ ასეთი მარხვის კურთხევას ყველას არ აძლევენ, არამედ მოძღვარი გადაწყვეტს,
ხარ თუ არა მზად ამისათვის. ხოლო თუ მზად ხარ და სურვილი გაქვს, საერთოდ არაა ეგ თავის მოკვლა და ტანჯვა, არამედ პირიქით.
* * *
Peppi
QUOTE
შედგით მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით, შაქარი უნდა გადნეს ბოლომდე;


ვისაც მიკროტალღური არ გვაქვს, უბრალოდ შევათბოთ, რომ შაქარი გადნეს?
ძალიან საინტერესო სალათი კი ჩანს.

Posted by: amadeus 15 Feb 2010, 22:08
Breaky
მაოცებ რა ფუტკარო, ხიბლს მოძღვარი უშველის? biggrin.gif

Posted by: miau 15 Feb 2010, 22:27
Peppi
QUOTE
კიტრის ცხარე სალათა


გაოცდები და ერთი ამბავი უნდა გითხრა - ასეთ სალათს, ოღონდ მწვანე სალათის თანხლებით, ჩვენც ვამზადებთ და ვიტკბარუნებთ პირს. გვეგონა ქართული, ჰოდა, ერთხელ, დედაჩემმა ამოიკითხა მხატვრულ ლიტერატურაში, სადაც აღწერილი იყო ვინმე ჰაჯი-ბაბა ისპაჰანელის მოგზაურობა - ირანში მეფის კარზე დიდად მიღებული და პოპულარული ყოფილა ეს სალათა, აი, სადაინ ვიცით ჩვენც biggrin.gif

შაქარი, პილიპილი და ლიმონი საოცრად ეხამება ერთმანეთს. smile.gif
ძაან მაგარია! up.gif

Posted by: marilis 15 Feb 2010, 23:22
Breaky
QUOTE
უზეთო ანუ მძიმე მარხვა უნდა დაიცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებუკლი ხარ, რომ შეძლებ. საერთოდ მაგის კურთხევას ანუ ნებას მოძღვარი აძლევს ხოლმე და ყველას არ აძლევენ კურთხევას.

amadeus
QUOTE
ვინთქვა რომ უზეთო უნდა დაიცვაო ?

რა გაიმარტივეს ცხოვრება?!
ამადეუს, ამხელა კაცი ხარ, რას ქვია, უზეთოს ვერ იცავ!
მე რომ ვმარხულობდი, მერვე კლასსში
აზრად არ მომდიოდა, ზეთიანი მეჭამა! biggrin.gif

Posted by: Breaky 16 Feb 2010, 09:46
amadeus
ვერა, ვერ უშველის, მაგრამ რატომ თვლი რომ ყველა ხიბლშია, ვინც მძიმე მარხვას იცავს?

Posted by: amadeus 16 Feb 2010, 10:20
marilis
QUOTE
მე რომ ვმარხულობდი, მერვე კლასსში აზრად არ მომდიოდა, ზეთიანი მეჭამა!

მეეცხრე კლასში გადავედი ასე რომ ზეთი დაშვებულია biggrin.gif

Breaky
QUOTE
მაგრამ რატომ თვლი რომ ყველა ხიბლშია, ვინც მძიმე მარხვას იცავს?


იმარხვიდეთ სულითა yes.gif

Posted by: Peppi 16 Feb 2010, 12:59
გინდათ სამარხვო გნოჩის რეცეპტი?
თუ ინტერესი იქნება, მოვამზადებ და მერე რეცეპტს დავდებ.


Breaky
QUOTE
ვისაც მიკროტალღური არ გვაქვს, უბრალოდ შევათბოთ, რომ შაქარი გადნეს?
ძალიან საინტერესო სალათი კი ჩანს.


კი, პატარა ქვაბში ჩაასხი ეს ყველაფერი და შეათბე, თან მოურიე. ისე, რეცეპტის მიხედვით ცოტა წლის დამატებაც ეწერა და მერე დუღილი შესქელებამდე, მაგრამ მე ისე გავაკეთე რაც დავწერე.

პ.ს. შენ ყოველთვის პოულობ "ხვრელს" ჩემს რეცეპტებში, რაც მომწონს, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხულობ ამხელა "არზას" smile.gif
miau
QUOTE
გაოცდები და ერთი ამბავი უნდა გითხრა

რა საინტერესო ისტორიააsmile.gif კომენტებში ჩავამატებ ამ რეცეპტს ჩემთან (ვიცი, თანხმობა უკვე მაქვს);
ისე, გაკვირვებით, კი მართალი გითხრა - იმან გამაკვირვა, რომ ეს სალათა რამსეის წიგნში იყოsmile.gif

Posted by: miau 16 Feb 2010, 13:02
Peppi
QUOTE
ისე, გაკვირვებით, კი მართალი გითხრა - იმან გამაკვირვა, რომ ეს სალათა რამსეის წიგნში იყო


ვა, რა საინტერესოა smile.gif

ისე, თუ გინდა მრავალფეროვნებისთვის წიგნიდან ციტატას მოგწერ, თუ ძალიან დიდი არ იქნა biggrin.gif

Posted by: Peppi 16 Feb 2010, 13:15
miau
QUOTE
ისე, თუ გინდა მრავალფეროვნებისთვის წიგნიდან ციტატას მოგწერ, თუ ძალიან დიდი არ იქნა 

მინდაsmile.gif თუმცა არ გაცვალებ, ესეც კარგად წერიაsmile.gif

Posted by: marilis 16 Feb 2010, 13:31
amadeus
QUOTE
მეეცხრე კლასში გადავედი ასე რომ ზეთი დაშვებულია biggrin.gif

biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: tasikuna-taso 16 Feb 2010, 14:55
QUOTE
გინდათ სამარხვო გნოჩის რეცეპტი?




რა ტქმა უნდა გვინდა, მოუთმენლად ველოდებით

Posted by: natsu 16 Feb 2010, 15:07
http://www.radikal.ru საზაფხულო ტოლმა...გულსართი, ზეთში მოთუშული 2 ხახვი,ტომატ-პასტა,თითო კონა პრასა,ოხრახუში ,ქინძი,3 ცალი გახეხილი, უმი სტაფილო,200 გრამი კარგად გარცხილი გრძელი ბრინჯი,ნიორი,წითელი პიმპილი,მარილი. გულსართს ვათავსებთ მოხარშულ კომბოსტოს ფოთლებში,ან ბულგარულში...სუფრაზე გავიტანოთ პომიდორის სოსით,ან არაჯნით...

Posted by: Varvara 16 Feb 2010, 15:50
აუ, ოღონდ ,,პიმპილი'' არა რა..........

უკაცრავად

Posted by: natsu 16 Feb 2010, 16:34
QUOTE (Varvara @ 16 Feb 2010, 15:50 )
აუ, ოღონდ ,,პიმპილი'' არა რა..........

უკაცრავად

http://ka.wikipedia.org
Piper
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პილპილისებრნი
გვარი: პილპილი
პილპილი (Piper), მცენარეთა გვარი პილპილისებრთა ოჯახის

Posted by: Breaky 16 Feb 2010, 17:41
Peppi
QUOTE
შენ ყოველთვის პოულობ "ხვრელს" ჩემს რეცეპტებში, რაც მომწონს, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხულობ ამხელა "არზას"


ვაჰ biggrin.gif ნებისმიერ რეცეპტს როცა იმ მიზნით ვკითხულობ, რომ "აბა მოდი მეც გავაკეთო", ძალიან გულდასმით ვკითხულობ, თან წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვაკეთებ, ხოდა ეს "ხვრელებიც" ეგრევე ამოხტებიან ხოლმე biggrin.gif

პ.ს. ის ჩიზქეიქი ვერადავერ გავაკეთე, ჩემმა დამ გამომცხვარი შემიკვეთა და უგემრიელესი გამოვიდა, შენი რეცეპტის დრო აღარ
დამრჩა, მარხვა დაიწყო. მაგრამ რომ მორჩება, მერე უსიკვდილოდ უნდა გავაკეთო 2kiss.gif
* * *
Peppi
QUOTE
გინდათ სამარხვო გნოჩის რეცეპტი?


ეს თუ იგივე ნიოკია, მაშინ მინდა bis.gif

Posted by: Peppi 17 Feb 2010, 00:25
Breaky
QUOTE
ეს თუ იგივე ნიოკია, მაშინ მინდა

კი იგივეაsmile.gif
გავაკეთებ უახლოეს დღეებში.

QUOTE
ის ჩიზქეიქი ვერადავერ გავაკეთე

თუ არადა, რომ ჩამოვალ მერე ერთად გავაკეთოთsmile.gif

Posted by: shumeri 17 Feb 2010, 00:43
Peppi
QUOTE
გინდათ სამარხვო გნოჩის რეცეპტი?

ძალიან....

Posted by: ლიკლიკა 17 Feb 2010, 18:42
amadeus
QUOTE
ვინთქვა რომ უზეთო უნდა დაიცვაო ?

დაიცავით ჩვეულებრივი მარხვა

QUOTE
ხიბლს მოძღვარი უშველის?


ჩემმა მოძღვარმა. და მისი სიტყვა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს ვიდრე ნებისმიერი ადამიანის რჩევა ,რომელიც ცდილობს ხიბლისგან მიხსნას biggrin.gif



QUOTE
მიბაძეთ ლოცვაში

მართალი ხარ. მაქსიმალურად ვცდილობთ, თუმცა ვერც კი შევედრებით ,რაღა თქმა უნდა.

Posted by: ხორხე 17 Feb 2010, 18:52
სამარხვო ყაურმის გაკეთება მინდა და გამოვა ნეტა სოიოსგან ?


Posted by: WALLON 17 Feb 2010, 20:35
ხორხე
QUOTE
სამარხვო ყაურმის გაკეთება მინდა

ყაურმა არ ვიცი და ტოლმა კი, ოღონდ სოიოსგან არა

Posted by: auau 17 Feb 2010, 21:32
ხორხე
სოიოსგან არა, მაგრამ სოკოსგან გამოვა. ხის სოკოთიც კი შეგიძლია.
აი ასე გაკეთებული სოკო კი კუჭმაჭს გავს
სოკო ნიგვზით

2 კგ სოკო (ნებისმიერი ჯიშის) –
1 ჭიქა დანაყილი ნიგოზი
3 -4 კბილი ნიორი
1 კონა ნედლი ქინძი
1 ჩ/კ ხმელი ქონდარი
1 ს/კ უცხო სუნელი
2 ჩ/კ ყვითელი ყვავილი
4-5 ღერი მწვანე ხახვი
ძმარი, მარილი და წითელი წიწაკა - გემოვნებით


სოკო მოვხარშოთ მარილ წყალში, გადავწუროთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

დანაყილი ნიგოზი, ნიორი და სანელებლები კარგად შევაზილოთ ერთმანეთს, დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ გამოვიდეს სქელი ფაფის კონსისტენციის მასა, შევაზავოთ ძმრით და დაჭრილ მწვანე ხახვთან ერთად ავურიოთ მოხარშულ სოკოს.

Posted by: amadeus 18 Feb 2010, 09:55
auau
QUOTE
სოკო ნიგვზით

აეხლა ვხვდები მარხვაშიც კი არ შეიძლება აქ შემოხედვა.

დაგვინდეთ თინა დეიდა user.gif

Posted by: sindbad-name 19 Feb 2010, 00:01
თქვენს რეცეპტებს ვკითხულობ და გული მისკდება:

მაიონეზი ტონობით, შაქარი ტონობით, მარგარინი მცენარეული გასაგებია, ვინ იცის რა ცხიმებია შიგნით და როგორ ამზადებენ... ნამცხვრებში და ფანტია ფლავში ზეთს ჭიქებით უშვრებით უიმეეეეეეეეეეეეეეე აღარ უშლიან, ხალხო შაქრიანი დიაბეტი დაგემართებათ... ეს არის ძაან არაჯანმრთლი და მსუყე, გატენილი უაზროდ ბევრი შაქარით და რაღაცა გაურკვეველი ცხიმებით.

მეც ვმარხულობა, მაგრამ ეგეთ რაღაცეებს მე არ ვჭამ.
1.მოხარშეთ ბრინჯი მშრალად როგორც ფანტია ფლავს აკეთებთ ხოლმე. ცალკე კი ტაფაზე მოშუშეთ ბოსტნეული, ხახვი, სტაფილო, ქამა სოკო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა და შეანელეთ მარილით, პილპილით , ქინზით და ბრინჯთან ერთად ძაან ჯანმრთელია და გემრიელია. ადვილია და 30 წუთში მზადაა...ბევრი დრო არ უნდა
2.სალათები-იხმარეთ ზეითუნის ზეთი და ძმარი.
3. ხილი დღეში რამდენჯერმე
4.ბადრიჯანი ყველანაირ ფორმაში.
5.უხორცო ბორში.
6.შემწვარი კარტოფილი.
7.ლობიანი
8.ხაბიძგინა
9. კარტოფილის ხინკალი
10.მექსიკური ლავაშები ბოსტნეულით გამოტენილი( ხახვი, ბულგარული წიწაკა, სიმინდის მარცვლები, და რაც ხელში მოგხვდებათ)- მაგარი გიჟი რამეა.
11.გაზქურაში გამომცხვარი კარტოფილი სანელებლებით...
12.ქადა- მაგრამ ქადაც ძაან ნოყიერია...

მოკლედ გემოვნების საკითხია ყველაფერი, მაგრამ ეს სამარხვო ნამცხვრები და მაინოზი ტონობით ჯანმრთლობისთვის ცუდია, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს და ცხიმებს( თან უცნობ ცხიმებს შეიცავს)...

ჩვენი ნამცხვრები უმარხვოც ძალიან ძალიანკალორიული და უაზროდ გამოტენილია შაქრით და ცხიმებით ....
იმდენად ზედმეტია ზოგჯერ რომ ჯავრი მომდის უკვე...
შეცდომით ვიკვებებით ჩვენ, მთელი საქართველო. ამ ზაფხულს ჩამოსული ვიყავი და რაც ვნახე იმას ვყვები. ამიტომ ცოტა შაქარი და ცხიმი, სამაგიეროდ ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა ჭამოთ, ესე შეიძლება რამე დაგემართოთ!


Posted by: miau 19 Feb 2010, 02:32
sindbad-name



ზამთარში ადამიანი ბევრ ენერგიას კარგავს და მისი რაციონი უფრო კალორიული უნდა იყოს, ვიდრე ზაფხუში, მარხვისას ეს გამორიცხულია მხოლოდ ბოსტნეულის ჭამით.
სადავოა, რა უფრო წყენს ადამიანს - კონსერვანტებით და ემულგატორებით გატენილი პროდუქტები, დიდი რაოდენობით ცომეული თუ შხამიან-ქიმიკატებიანი ბოსტნეული თუ ზეთი.

საერთოდ, ზამთარში ჯანსაღი კვება ძვირი სიამოვნებაა და მითუმეტეს როდესაც მარხვისგან დამატებით შეზღუდვები გაქვს. განსაკუთრებით ცხიმს რომ არ ჭამენ მძიმე მარხვაში. ასეთ შემთხვევაში ან მართლა სულით საოცრად ძლიერი უნდა იყოს ამ შემთხვევაში - რწმენამ გაიმარჯვოს მის სხეიულზე და არ დაავადდეს, ან გაინადგუროს ჯანმრთელობა ხელმოკლეობის გამო ერთფეროვანი საკვებით( ერთ ჩემს ახლობელს მისცეს კიდეც კურთხევა - ჯანმრთელობამ უმტყუნა.), ან ხარივით ჯანმრთელი უნდა იყოს biggrin.gif


საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ მარხვა საკუთარი თავისთვის აკრძალვების დაწესებაა როგორც სულიერ, ასევე ხორციელ ასპექტში. - თუ რაღაცა ძალიან არასასარგებლოს მხოლოდ იმისთვის ჭამ, რომ აბა სხვა არ გიყვარს, მაშინ მაგას მარხვა არა ჰქვია, ვინაიდან, "არა ხოლო პურითა ერთითა ცხონდების ადამიანი!" - ამ სიმაღლემდე ვერ ავედი და ამიტომ არც ვმარხულობ.



Posted by: cicinog 19 Feb 2010, 17:01
QUOTE
ამ სიმაღლემდე ვერ ავედი და ამიტომ არც ვმარხულობ.

დაიწყე, როგორც შეძლებ, ისე დაიწყე. სიმაღლე მერე მოვა, გაგიკვირდება, ისე მალე მოვა. თუ არ დაიწყე, სიმაღლეზე ვერასდროს ვერ ახვალ. ჩვენ ხომ ასე უძლურები ვართ!


Posted by: sindbad-name 19 Feb 2010, 23:42
miau
მესმის რასაც გულისხმობ, განსაკუთრებით კი როცა ზამთარი მიდის და გაზაფხული მოდის....

ეს არ ნიშნნავს რომ ორგანიზმი საზიზღარი მაიონეზით, მარგარინებით და შაქრით გატენო. კალორიული კია მაგრამ რამდენად კარგია იმუნური სისტემის, გულის სისხლძარღვების მგონი ცხადია ძაან არაჯანმრთელია...

ხელმოკლეობა და ერთგვაროვანი საკვებიო თქვი. ესეც კარგად მესმის, მაგრამ მაიონეზიც ხომ იყიდება, მასაც ხომ ფული უნდა? მარგარინსაც და შაქარსაც...
ამიტომ ჯობია ფული მისცეს ადამიანმა იმაში რაც არგებს და არა რაც აწყენს...

ყველაფრის ჭამა შეიძლება ზომების ფარგლებში, მაგრამ ჩვენები როგორც იკვებებიან არის შეცდომა. დიდი შეცდომა.

რაც შეეხება იმას რომ მარტო ხილი და ბოსტნეული არ არის საკმარისი მეც გეთანხმები. კოლენჰიდრატები აუცილებელია რასაც პურსა , ბრინჯში და კარტოფილში მრავლად არის, ასევე მაკარონში და ბურღულეულში...

მაკარონი აქ უკვერცხოც იყიდება ასე რომ კვერცხს არ შეიცავს. შოკოლადიც შეგიძლია ჭამო, მაგრამ მხოლოდ ძAლიან მუქი, რომელიც თითქმის კაკაოა და რძეს არ შეიცავს- ძაან ჯანმრთელია რადგან მასში ასევე თითქმის არაა შაქარი, ანუ ძაან ცოტაა... ხილის წვენები და სითხეები აუცილებელია...

შენ თუ ვერ მარხულობ ეს შენი საქმეა. ვინც როგორ ფიქრობს ისე იქცევა...

გაგიმარჯოსsmile.gif


Posted by: WALLON 20 Feb 2010, 00:19
მანანის მაჭკატები თაფლით

400გ მანანა
100გ ფქვილი
800მლ ცივი წყალი
2პკ ქიმიური საფუარი
თაფლი
1/2ჩკ მარილი
ზეთი

მანანა მიქსერით აურიეთ წყალში, ნელნელა ჩაამატეთ ფქვილი
მიქსერის გაუჩერებლად ჩაყარეთ საფუარი და მარილი
ზეთი მოასხით პატარა ტაფას და გამოაცხვეთ ტხელი მაჭკატები, მხოლოდ ცალი მხრიდან
მიირთვით თაფლწასმული (კარგია თაფლის ნაზი სახეობებით)





Posted by: miau 20 Feb 2010, 01:22
sindbad-name

შენ ცხიმი და მაიონეზი მიგაჩნია პრობლემად, გეთანხმები და მე მაგ სიას იმ პროდუქტებსა და პრობლემებს ვუმატებ, რაც ჩამოვწერე და ვუკეთებ დასკვნას, რომ სულით მართლა სხვა სიმაღლეზე უნდა იდგე, რპომ იმარხულო და თუ არ ხარ - ნუ მოინდომებ ზედმეტს. smile.gif თუ სიყვარულს საკვებისადმი და მონატრებას ვერ ძლევ - ჩათვალე, რომ არც მარხულობ. smile.gif
რას ვიძახი ასეთ მიუღებელს? biggrin.gif


QUOTE
შენ თუ ვერ მარხულობ ეს შენი საქმეა. ვინც როგორ ფიქრობს ისე იქცევა...

არა მე ამას "ვერ"-ს არ დავარქმევ, არ ვმარხულობ! - როცა მარხვა ტანჯვაა, მაშინ მასეთ მარხვას, ჩემი არით, აზრი არა აქვს, თორემ მეც ვიმარხულებდი (და ძალიან ბევრზე უკეთაც - სხვა სიმაღლეში მხოლოდ კვებასაც არ ვგულისხმობ) ბევრივით და პარალელურ რეჟიმში შეიძლება გულიც დამწყვეტოდა რაიმე აკრძალულზე smile.gif - საქმე იმაშია, რომ ამ მონატრებას უნდა აჯობო, არ უნდა გინდოდეს! - ვისაც მართლაც მორწმუნედ ვთვლი, ასეც არიან - არ უნდათ და მორჩა!
და მე არავის მოვუწოდებ ისე მოიქცეს, როგორც მე ვიქცევი, ჩემს აზრს გამოვხატავ. smile.gif


Posted by: marilis 20 Feb 2010, 01:49
miau
თავს იმართლებ.
რომ გინდა და მაინც თავს იკავებ, ეგ პირველი ნაბიჯია,
მერე აღარც მოგინდება,
მერე აგური რომ ჩაგცენ, მაინც არ გაბრაზდები
და ა.შ. და ა.შ.
მე მაგალითად, არ ვმარხულობ და არ ვეძებ გამართლებებს,
უბრალოდ რწმენა შემომაკლდა, ასეა

Posted by: miau 20 Feb 2010, 01:53
marilis

QUOTE
უბრალოდ რწმენა შემომაკლდა, ასეა

პრინციპში მართალი ხარ, სწორედ მანდ მაქვს პრობლემები - იდეურ დარგში, პრობლემები კი არა უთანხმოებები რაღაც-რაღაც საკითხებში, კითხვები, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღე, თორემ მხოლოდ კვებას ეშველება wink.gif როცა რაღაცაში 100%-ით დარწმუნებული ხარ და კითხვები არ გიჩნდება, მაშინ გაცილებით ადვილია სარწმუნოებიდან წამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ეს სხვა საკითხია, ძალიან შორს წავედით მგონი.

Posted by: ინფინიტი 20 Feb 2010, 14:13
sindbad-name

ვუყურებ მომარხულეთ და სიცილს ვერ ვიკავებ givi.gif რა დღეში არიან, დღე და რამე იმას ფიქრობენ, რით გაიმრავალფეროვნონ მენიუ და რა ახალი რეცეპტები მოიგონონ. თუ ასე ძალიან გინდა თავი გაინებივრო და სამარხვო ტორტებს სანსლავ, ბარემღაც ჩვეულებრივი შესანსლე, ნაღებიანი. რატომღავ ჰგონიათ, რომ ერთი დიდი ნაჭერი სამარხვო ნაპოლეონის შთანთქმა "არა უშავს კაცო " და ერთი ნატეხი არასამარხვო შოკოლადი პირდაპირ სულს უმძიმებს.
მარხვაში ის კი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რას ჭამ, არამედ ის, რამდენად ზღუდავ საკუთარ თავს, რამდენად ხშირად ამბობ სიამოვნებებზე უარს.
იმდენად უნდათ ტოლმა, რომ აკეთებენ სამარხვო ტოლმებს.
იმდენად უნდათ კატლეტი, რომ აკეთებენ სამარხვო კატლეტებს.
მაიონეზი, ნამცხვარი, ყველიც კი სამარხვო , ხალხნო, ვაჰმეეე

QUOTE
საერთოდ, ზამთარში ჯანსაღი კვება ძვირი სიამოვნებაა და მითუმეტეს როდესაც მარხვისგან დამატებით შეზღუდვები გაქვს. განსაკუთრებით ცხიმს რომ არ ჭამენ მძიმე მარხვაში. ასეთ შემთხვევაში ან მართლა სულით საოცრად ძლიერი უნდა იყოს ამ შემთხვევაში - რწმენამ გაიმარჯვოს მის სხეიულზე და არ დაავადდეს, ან გაინადგუროს ჯანმრთელობა ხელმოკლეობის გამო ერთფეროვანი საკვებით( ერთ ჩემს ახლობელს მისცეს კიდეც კურთხევა - ჯანმრთელობამ უმტყუნა.), ან ხარივით ჯანმრთელი უნდა იყოს


და ამისთვის აუცილებელია ტორტი ჭამოს?
თუ ტკბილეული უნდა, გადაუსვას პურზე თაფლი და მიირთვას, ხილიც ტკბილეულია, ნიგოზი , ჩირეულობა -აი, რამდენი საკვები არსებობს ტკბილის შემცველი და ბევრად ჯანსაღი და იაფი, ვიდრე ტორტებია.

Posted by: sindbad-name 20 Feb 2010, 18:12
miau


მგონი ერთმანეთს კარგად ვერ გავუგეთ, მოუღებელს არაფერს არ ამბობ კაცო, პირიქით უბრალოდ მსჯელობაში აგყევი. ამიტომ დაგიბრუნე პასუხიც...

შენ რა სიმაღლე გიკავია ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა , და ასევე იმარხულებ თუ არა ეგეც შენი გადასაწყვეტია. მოკლედ რაღAცა გაუგებრობაა....

Posted by: ikebana 20 Feb 2010, 19:30
sindbad-name
მომეწონა შენი მენიუ.

QUOTE
10.მექსიკური ლავაშები ბოსტნეულით გამოტენილი( ხახვი, ბულგარული წიწაკა, სიმინდის მარცვლები, და რაც ხელში მოგხვდებათ)- მაგარი გიჟი რამეა.

ეს როგორ განვახორციელო?

Posted by: killer 20 Feb 2010, 22:19
სალათა ჩვეულებრივი:

მაკარონი (პატარა რაკუშკებით გავაკეთე მე)
სიმინდი
სოკოს კონსერვი
1 თ. ხახვი
1 ც. მაიონეზი
1 სუფრის კოვზი ტომატი.

მარილ და ზეთიან წყალში მოხარშული მაკარონი გადაწურეთ, გადაავლეთ წყალი, დანარჩენი ინგრედიენტები აურიეთ + შავი წიწაკა და მარილი.
მოგვეწონა ოჯახს smile.gif

Posted by: Dancer 20 Feb 2010, 23:51
ბოსტნეულის კატლეტი გერკულესით

ხორცის საკეპ მანქანაში გავატაროთ 3-4 საშუალო ზომის კარტოფილი,
3 ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2-3 ნაჭერი დამბალი პური, ქინძი, კამა, ნიახური, ოხრახუში

გერკულესი დავალბოთ ცხელ წყალში, იმდენი რაოდენობის რომ გამოვიდეს ერთი იმხელა მასა
რაც ბოსტნეულიანი მასაა

ავურიოთ ეს ორი მასა ერთმანეთში, თუ წვენი გაუშვა, გადავღვაროთ რომ არ გათხელდეს.
შევკმაზოთ მარილ-პილპილით და შევწვათ ტაფაზე

მასა გამოდის წებოვანი ამიტომ საფანელში ვერ ვავლებ, ვდებ ტაფაზე და ვაძლევ კატლეტის ფორმას.


http://www.radikal.ru

Posted by: Peppi 21 Feb 2010, 00:19
ikebana
QUOTE
მექსიკური ლავაშები ბოსტნეულით გამოტენილი( ხახვი, ბულგარული წიწაკა, სიმინდის მარცვლები, და რაც ხელში მოგხვდებათ)- მაგარი გიჟი რამეა.


დიდი არაფერია, მაგრამ საუზმეულად გამოდგება ..
აი რეცეპტი: წესით უნდა ტარტილია, მაგრამ სომხური ლავაშI ან ქაბაბის პური გამოდგება;
გადახვევის პრინციპია როგორც ქაბაბში ან ბლინჩიკში, ამიტომ ზომაც იმხელა აიღე პურის;
დაჭერი წვლილად პომიდორი, ხახვი, კიტრი, მოხარშული წიტელი ლობიო (ან ნებისმიერი სხვა ჯიშI) ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. შეიძLება დაჩილული ან წვრილად დაჭრილი ხორცის დამატებაც;

ასევე ემატება მწვანილი, ნიორი, სოუსები ანუ "დიპი", განსაკუთრებით ავოკადოსი ან პომიდვრის;


ეს არის ძირითადად.

ისე, ზუსტად დღეს დავწერე მექსიკური პარტის მენიუ (ტარტილა+დიპები) და სურათებსაც დავურთავ, უმოკლეს ვადაშI დავდებ. სამშაბათს სავარაუდოდ.

Posted by: (c)TG 21 Feb 2010, 03:36
Peppi
QUOTE
ისე, ზუსტად დღეს დავწერე მექსიკური პარტის მენიუ (ტარტილა+დიპები) და სურათებსაც დავურთავ, უმოკლეს ვადაშI დავდებ. სამშაბათს სავარაუდოდ.

ჩასაფრებული ვარ სამშაბათს

Posted by: კიკეთელი 21 Feb 2010, 10:20
ქაბაბი ხახვის;დიდი ხახვის თავი დაჭერით ალყად გააკეთეთ
თხელი ცომი ამოავლეთ ხახვები ამ ცომში და შეწვითც ცხელ ტაპაზე
ზეთში.










Posted by: Peppi 21 Feb 2010, 12:08
გნოჩი ანუ ნიოკი:

1 კილო კარტოფილი გარეცხეთ და მოხარშეთ კანიანად. შეარჩიეთ მოსახარშად ვარგისი, ფხვიერი ჯიშის კარტოფილი, მაგ: ვარდისეფერი კარტოფილი.
მოხარშული კარტოფილი გააცივეთ და გაარჩიეთ, დაჭყლიტეთკარტოფილის საჭ###ტით, ბლენდერი ან მიქსერი არ გამოიყენოთ, რადგან სიმშრალესა და სიფხვიერეს დაუკარგავს;
დაახლოებით გამოდის 700-800 გრ დარჩეული კარტოფილი, ამას ნელ-ნელა შეაზილეთ ხორბლის ფქვილი, დაახლოებით 100 გრ შეიზილა, თუმცა რეცეპტში კარტოფილის მასის 1/5 ეწერა.
მოზილეთ მაგარი ცომი, არ დაგავიწყდეთ მარილის შერევა, სურვილის შემთხვევაში შეგილიათ დაამატოთ შავი პილპილი და ხმელი რეჰანი, თU ცომი იმდენად მაგარია რომ ვერ ზელთ კარგად, ცომი 20 წუთIთ დაასვენეთ და დასაჭრელ-გასაბრტყელებლად მზად იქნება;
ცომის პატარ გუნდები დააგრძელეთ და დაჭერით 2 სმ სიგრძის და 1 სმ დიამეტრის ფორმებზე;
აადუღეთ ბლომად წყალი, უქენით ასევე ბლომად მარილი და ჩაყარეთ ნიოკი, როგორც კი წყლის ზედაპირზე ამოვა უკვე მზად არის.
ყურადღება მიაქციეთ არ ჩარეხარშოთ, რადგან უგემური გახდება. ფაქტიურად 2 წუთშI მზად არის.

ხოო, მე მინის დაფზე გავაბრტყელე, ამიტომ ფქვილის დამატებით გამოყენება არ დამჭირვებია.

ძალიან მოუხდა სახლში მომზადებული პომიდვრის და ხახვის საწებელი, ორეგანოთი ან ნიორ-ოხრახუშით.

ჩემი სხვა რეცეპტები კი იცით სადაც არის, თუმცა მაინც დავდებ ლინკს ;
www.perfectcook.org ამჯამად კონკურსიც ტარდებაsmile.gif

©TG
QUOTE
ჩასაფრებული ვარ სამშაბათს

დაკილინკავ აუცილებლადsmile.gif
* * *
კიკეთელი
QUOTE
ქაბაბი ხახვის;


ისე, მართლა რატომ არქმევთ ამ უცნაურ სახელებს?
რა "ჯიშის' ქაბაბია ეხლა ეგ?

ჩვეულებრივ, კლასიკურ კულინარიაში ძალიან პოპულარული და გავრცელებულია და
ქვია ხახვის ხრაშუნა რგოლები;

ასე, არც სარკაზმის საბაბი გახდება და თან სრულყოფილ რეცეპტსაც ადვილად მოძებნის ვისაც დააინტერესებს;

Posted by: rtuli 21 Feb 2010, 14:45
დაღერღილი ხორბლის ფაფა:

ვშუშავთ დაღერღილ ხორბალს ტაფაში.
ვადუღებთ წყალს(1 ჩ.ჭ. ხორბალზე 2 ჩ.ჭ.) წყალი.
მოშუშულ ხორბალს ფრთხილად ვყრით წყალში და ძალიან დაბალ ცეცხლზე,ხშირი მორევით,ვხარშავთ ფაფას.
წყალი როგორც კი დააშრება,ვაფარებთ სახურავს და ვფუთავთ 10-15 წუთით.ფაფა მზად არის.
ამოვიღებთ თეფშზე,ჩაუდებთ ცხიმს ,,დაჩა,,-ს და მარილსაც ჩავაყრით.კოვზით ამოვიღEბთ ფაფას და ცხიმში ამოწობილს მივირთმევთ.
http://www.radikal.ru

Posted by: DUPONT 21 Feb 2010, 15:52
Peppi
QUOTE
გნოჩი

რა ენაზეა? rolleyes.gif .....................................................;

Posted by: sindbad-name 21 Feb 2010, 16:33
ikebana

იყიდე შესახვევი ლავაშები, თუ საქართველოში ხარ მაშინ ძაან თხელი ლავაში სადაც ცხვება იქ უნდა იყიდო, თუკი თურქები არიან საქართVელოში ისინი აკეთებენ მასეთ ლავაშებს და მათგან შEგიძლია იყიდო... თუკი საქართველოში არ ხარ მაშინ Wrapbread- i იყიდე. სუპერმარკეტებში ძაან ბევრია და დიდი არჩევანია...

ტაფაზე მოშუშე , ხახვი ბულგარული წიწაკა ქამა სოკო, ბადრიჯანი, სატაცური, ანუ სტაფილო კონკრეტულად შენ გადაწყვიტე რა მოგხვდება ხელში ბოსტნეულიდან, მწვანე სალატის ფოთლები( ოღონდ ეგენი არ მოშუშო) სიმინდის მარცვლები- აქ კონსერვებში იყიდება...

მწვანე სალათის ფოთლებიდააყარე ლავაშზე, დაუმატე შენი მოშუშული ბოსტნეული ბოსტნეული უმიც შეიძლება იყოს, სიმინდის მარცვლები. თუ საქართველოში არ ხარ იყიდე old el paso anda fajitas სანელებლები , და თუ საქართველოში ხარ მაშინ შეანელე შენით - ნუ მექსიკური აღარ გამოვა, მაგრამ ან ტყემალი მოასხი , ანდა აჯიკა, ანდა სხვა რამე რასაც ჩათვლი რომ გემრიელია და გადაახვიე. ამ პრინციპით კეთდება ასეთი რამე. სასარგებლოც არის, რადგან ნაკლები ცხიმი აქვს , სამაგიეროდ ბევრი ბოსტნეული სახამებელი თვითობ ოურშია და ვიტამინებითაა სავსე...



Posted by: Breaky 21 Feb 2010, 20:35
Peppi
QUOTE
ისე, მართლა რატომ არქმევთ ამ უცნაურ სახელებს? რა "ჯიშის' ქაბაბია ეხლა ეგ?


user.gif
მერე შემოვა ვინმე და იტყვის, ესენი ქაბაბს ჭამენ და სადური მარხვააო givi.gif არადა რეალურად შემწვარი ხახვია ეგ და მეტი არაფერი biggrin.gif
რადგან ქაბაბი დაარქვა ვიღაცამ, ამით ხორცის გემო შეიძინა ვითომ.

ნიოკისთვის დიდი მადლობა 2kiss.gif

პ.ს. ისე, მე პირადად მარხვაში ნამდვილად მივესალმები მინიმალურ მრავალფეროვნებას, თუმცა არსებობის შესაწყვეტად და
საშიმშილოდ ნამდვილად არაა ჩვეულებრივი ხალხისთვის მარხვა დაწესებული.

Posted by: annak 22 Feb 2010, 15:59
Breaky

QUOTE
ისე, მე პირადად მარხვაში ნამდვილად მივესალმები მინიმალურ მრავალფეროვნებას,თუმცა არსებობის შესაწყვეტად და
საშიმშილოდ ნამდვილად არაა ჩვეულებრივი ხალხისთვის მარხვა დაწესებული.

+1

რაღაც "ნამცხვარი" მოვნახე რუსულ კულინარიულ ფორუმზე. გავაკეთე და ნუ... დიდად არ "მოვხიბლურვარ" user.gif მაგრამ შეიძლება ხანდახან გაკეთება. yes.gif
(ნამცხვარიც სიმბოლურად ჰქვია თორემ არანაირი ნამცხვარი ეს არაა user.gif :თავისმართლებაგამომდის: biggrin.gif)
აი რეცეპტიც:
1 ჭიქა თბილ და ანადუღარ წყალში ვხსნით 2 კოვზ თაფლს
და 1 ჭიქა შაქარს (მე შაქარი არ დამიმატებია, ჩემი აზრით მხოლოდ თაფლითაც ძალიან ტკბილია)
შემდეგ ნელა- ნელა ვუმატებთ ფქვილს იმდენს, რომ სქელი არაჟნის სისქე გახდეს.
ასევე, ვამატებთ წვრილად დათლილ ნიგოზსა და ქიშმიშს.
კინაღამ დამავიწყდა სოდა / ძმარიც საჭიროა smile.gif .
ვაცხობთ კექსის ან ტორტის პატარა ფორმაში.
დაახლოებით 20 წუთამდე სჭირდება.
მე შოკოლადის "გლაზურს" ვუკეთებ ზემოდან.
ვფიქრობ შეიძლება მასაში ცოტა ცხიმის, მაგ სამარხვო "დაჩას" და კაკაოს დამატებაც.

Posted by: fermina 23 Feb 2010, 18:50
აქ ალბათ წერია სადმე, ბრინჯის ფლავია კარგი სამარხო დესერტი, ცოტაოდენი მრავალფეროვნებისათვის. მე შემდეგნაირად ვაკეთებ: ბრინჯს მარილიან ადურებულ წყალში ვხარშავ, ძალიან მნიშველოვანია, რომ ზუსტად დროზე გადმოდგათ, რომ არც უმი იყოს, არც ჩაიხარშოს, მერე ცივ გამდინარე წყალში ვრეცხავ ცოტა ხანს, ქვაბში ვასხამ ზეთს და ვურევ სამარხო კარაქს, და ამ ცხელ ცხიმში ვყრი წვრილად დაჭრილ კომშს, ვაშლს, და მარკეტებში იყიდება ძალიან არომატული და ლამაზი ფერად-ფერადი ჩირები (გრეიფრუტის, მანდარინის, რაღაც ხასხასა წითელი ხილის, ანანასის), ქიშმიშს. ცოტა ხანი ვშუშავ ცხიმში და განსაკუთრებით არომატული ხდება, მერე ვამატებ ბრინჯს, ცოტ ავანილს, თუ მაქვს ფორთოხლის ცედრას და ცოტა შაქარს. ამ ყველაფერს ამოვურევ და ცოტა ხანი ვტოვებ დაბალ ცეცხლზე. უგემრიელესი გამოდის დ ძალიან ლამაზი. თან ფანტიაც...

Posted by: Baltimore 24 Feb 2010, 01:31
WALLON
QUOTE
2პკ ქიმიური საფუარი


ე. ი. გამაფხვიერებელი? baking powder? lievito chimico?

Posted by: annak 24 Feb 2010, 11:14
მასწავლეს "კატლეტის" გაკეთება, რომელიც მე ძალიან მომეწონა და თქვენც სცადეთ
(კატლეტი, ჰქვია მხოლოდ ფორმის გამო)

მოვხარშავთ კარტოფილს
კარგად რო მოიხარშება წყალს ცოტას დავტოვებთ, რომელშიც ჩავყრით ჰერკულესს დაახ. 1 ჭიქამდე.
ქვაბს თავს დავახურავთ და დაახლოებით 10 წთ. გავაჩერებთ.
შემდეგ ერთად "ჩავსრისავთ"
გადავურევთ წინასწარ მოშუშულ ხახვს და წვრილად გახეხილ სტაფილოს.
ასევე, დავამატებთ წვრილად დაკეპილ მწვანილს.
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მივცემთ კატლეტის ფორმას და საფანელში ამოვავლებთ.
შევწვავთ კარგად გახურებულ ტაფაზე.

Posted by: rtuli 24 Feb 2010, 23:05
იქნებ ვინმეს დაგაინტერესოთ,მსხლის პაი
http://forum.ge/?act=ST&f=82&t=34069529&st=150#entry18162233

Posted by: marilis 24 Feb 2010, 23:14
rtuli
რა საყვარელი ავატარი გაქვს

Posted by: rtuli 24 Feb 2010, 23:25
marilis
QUOTE
რა საყვარელი ავატარი გაქვს

http://smajliki.ru/smilie-861719559.html

კულინარიული yes.gif 2kiss.gif

ეტყობა მე მელოდება როდის ვაჭმევ რამე გემრიელს,როგორი დოინჯი უჭირავს.

Posted by: marilis 24 Feb 2010, 23:54
rtuli
QUOTE
ეტყობა მე მელოდება როდის ვაჭმევ რამე გემრიელს,როგორი დოინჯი უჭირავს.

2kiss.gif

Posted by: Peppi 25 Feb 2010, 02:11
DUPONT
QUOTE
რა ენაზეა?

იტალიურიაsmile.gif

©TG
QUOTE
ჩასაფრებული ვარ სამშაბათს

სამშაბათს ავცდი, მაგრამ ოთხშაბათს შევასრულე პირობაsmile.gif

"მექსიკური ტაკოს" (ტორტილიაში გახვეული ბოსტნეული)

1. იხვევა სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თხელ ბლიმენში. შეიძლება გამოყენებული იქნეს ასევე ხორბლის ფქვილისაგან მომზადებული მექსიკური ტორტილია ან ქაბაბის გადასახვევი პური.
(მექსიკური ტორტილია ესპანურში არ აგერიოთ, რადგან ეს ეს უკანასკნელი ჩვეულებრივი ომლეტია კარტოფილ დამატებული)
2. ლობიო (მარტივად ლობიანის გულსართი) - ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ბლომად მცენარეულ ზეთში, დაამატეთ დაჭ###ტილი, მოხარშული ლობიო და კიდევ რამდენიმე წუთი თუშეთ, შეკმაზეთ მარილით);
3. კიტრი და პომიდორი დაჭერით წვრილად, შეამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილები და ხახვი. შეგიძლიათ აურიოთ სიმინდის მარცვლებიც, ბარდაც და ა.შ.
4. გუაკამოლე. ამისი რეცეპტი იხილეთ აქ http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=108&Itemid=55 , რადგან დიდი რეცეპტია, მხოლოდ ლინკს დავდებ;
5. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ტაბასკო, ვორჩესტირსოუსი და ა.შ.

გაახურეთ პურები, იმხელა ტაფა გამოიყენეთ< რომ პური კარგად ეტეოდეს ტაფის ძირზე. 1-2 წუთ გახურება დაბალ ცეცხლზე საკმარისია. თუ ბევრს აცხელებთ ერთდროულად, მაშნ სუფთა ჩაის ტილოში შეინახეთ უკვე გაცხელებულები.

აწყობა: პურზე რიგ-რიგობით დადევით წინასწარ მომზადებული ბოსტნეული და გადაახვიეთ.


Posted by: Peppi 25 Feb 2010, 02:20
ესეც მზა "მექსიკური ტაკოს"

უამრავი რეცეპტი და ვარიაცია არსებობს . . ასე, რომ წინა პოსტშ დადებული რეცეპტი, მხოლოდ ჩემი "ფავორიტია"

ისე, ჩემმა მექსიკელმა მეგობარმა და ტაკოს დიდმა მცოდნემ ყველა ეს ბოსტნეული გვერდზე გადადო და აჯაფსანდალით ჩაჩუშული სუნელებიანი ბოსტნეულით მიირთვა, ასე უფრო გემრიელიაო wink.gif


Posted by: (c)TG 25 Feb 2010, 04:03
Peppi
მადლობაა chups.gif

Posted by: annak 25 Feb 2010, 13:11
Peppi
QUOTE
იხვევა სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თხელ ბლიმენში

თვითონ სიმინდის ფქვილის ბლინი როგორ მზადდება?
მგონი არ წერია აქ rolleyes.gif ან მე ვერ ვნახე smile.gif

Posted by: djindjidrinji 25 Feb 2010, 15:38
Peppi
QUOTE
იტალიურიაsmile.gif


არაა იტალიურად "გნოჩი" , g- n-ის იწინ არ იკითხება, n- არბილებს უბრალოდ და უხეშად რომ ვთქვათ нь-ს ვიღებთ. c-ს (g-ს) მერე h ჩ-ს (ჯ-ს) კი არ გვაძლევს, გვაძლევს კ-ს (გ-ს). ჩ- ს და ჯ-ს ვიღებთ c- სა g-ს შემდეგ მდგომი e და i -ს საშუალებით. ასე რომ ნიოკი და არა გნოჩი, ლამბორგინი და არა ლამბორჯინი და თბილისში რომ ძაან უყვართ, კიკო და არა ჩიკო biggrin.gif

ძაან არ მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცეების შესწორება, მითუმეტეს საჯაროდ, მარა 'ექსპრესოების" "ექსკორტების" beauty salOOn-ების და "კონდენციონერების" ქვეყანას, გნოჩი გვაკლია სრული ბედნიერებისთვის biggrin.gif

Posted by: Peppi 25 Feb 2010, 16:10
djindjidrinji
QUOTE
ძაან არ მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცეების შესწორება, მითუმეტეს საჯაროდ

მართალი ხარ, ასე უნდა დამეწერა "ghocchi ანუ ნიოკი" და არა "გნოჩი ანუ ნიოკი"



Posted by: CZ88 25 Feb 2010, 16:24
Peppi
QUOTE
გნოჩი ანუ ნიოკი"

მშვენივრად გეწერა. გერმანულ-ინგლისურენოვან ქვეყნებში ამბობენ გნოჩის და ეს სირცხვილი ნამდვილად არ არის, ასე იკითხება ამ ენებზე. ნიოკს კი ამბობენ იტალიელები და ისინი, ვინც იტალიური იცის. აქ არაიტალიურ რესტორანში ნიოკი რომ შეუკვეთო, იქნებ ვერ გაიგონ რა არის. ასე რომ, მშვენივრად გეწერა 2kiss.gif

Posted by: Peppi 25 Feb 2010, 16:48
CZ88
QUOTE
გერმანულ-ინგლისურენოვან ქვეყნებში ამბობენ გნოჩის და ეს სირცხვილი ნამდვილად არ არის

2kiss.gif შენც რომ მართალი ხარ?
თუმცა, რადგან ქართულში ნიოკი გვქონია . . იყვეს ასე smile.gif

***

annak
QUOTE
თვითონ სიმინდის ფქვილის ბლინი როგორ მზადდება?
მგონი არ წერია აქ

არა, არ წერია .. მე არასოდეს არ გამიკეთებია, სულ ვყიდულობ . . შევეცდები მოვამზადო და მერე ის რეცეპტიც დავდოsmile.gif

Posted by: lala 26 Feb 2010, 19:11
Peppi
რა გემრიელად გამოიყურებაა "მექსიკური ტაკო"

გავაკეთე ნიოკი დღეს და მომეწონა smile.gif ნივრიანი მაიონეზი გადავასხი და ძაან მოუხდა.
* * *
ეხლა დავდებ ჩემი საყვარელი ბანანის კექსის რეცეპტს
ინგრედიენტები:
4 ბანანი (სტაფილო)
1 ჩ. ჭ შაქარი
2 ჩ. ჭ ფქვილი
1 ყავის ჭიქა ზეთი
სოდა ძმრით
ნახევარი ჩ.ჭ გახეხილი ნიგოზი

ბანანი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. დავამატოთ ზეთი , შაქარი. სოდა ძმრით . ფქვილი ,გახეხილი ნიგოზი. კარგად ავურიოთ ეს ყველაფერი და გამოვაცხოთ

ძაან გემრიელია.საერთოდ ეს სტაფილოს ნამცხვარია. ამიტომ
ბანანის მაგივრად შეგიძლიათ სტაფილო უქნათ , ასეც ძაან გემრიელია. თან უადვილესი smile.gif

Posted by: MAKVARANCXI 27 Feb 2010, 03:30
საქართველოში შემოტანილ სოიოზე ისაუბრეს ბიზნეს-კურიერში, რომ გენმოდიფიცირებულია მათი უმრავლესობაო. თქვენ რა იცით ამის შესახებ?

Posted by: Breaky 27 Feb 2010, 14:22
დილას გავაკეთე გამომცხვარი ვაშლი biggrin.gif
რამდენიმე ვაშლი გავხეხე ყველაზე წვრილ სახეხზე, ავურეი შაქარი, ვანილი, ლიმონში გახსნილი 1ჩ/კ სოდა.
მერე შევაზილე იმდენი ფქვილი, რომ "ოლადებ"-ის ცომზე ცოოოტა სქელი ცომი გამოვიდა და ზეთიან ტაფაზე გამოვაცხვე
ზუსტად ოლადების ფორმით. სანამ ცხელია, დილით ჩაიზე და ყავაზე ძალიან გემრიელია.

http://www.radikal.ru

Posted by: Ssalome 27 Feb 2010, 15:51
მიშველეთ, მასწავლეთ სამარხვო ბლინების რეცეპტი... მინდა ბლინები, მარწყვის ჯემით და ბანანით... user.gif

Posted by: kukurukuku 27 Feb 2010, 21:18
საღამო მშვიდობისა
იქნებ მასწავლოთ სამარხვო კექსი ან ნამცხვარიიიი რამე ალუბლით რომ იყოს? დიდი მადლობაა

Posted by: cesdeba 1 Mar 2010, 10:31
Breaky
ცივზეც არ უნდა იყოს ურიგო. ამ საღამოს ვცდი smile.gif

Posted by: Breaky 1 Mar 2010, 10:37
cesdeba
კი, იმ დღეს უბრალოდ ცოტა გავაკეთე, საცდელად და რაც იყო, სულ შეიჭამა, სანამ ცხელი იყო.
მერე გუშინ გავიმეორე უფრო დიდი რაოდენობით(ეგ სურათიც გუშინ ავაკარი) და ცივიც მშვენიერი იყო.

Posted by: annak 1 Mar 2010, 10:57
kukurukuku
QUOTE
იქნებ მასწავლოთ სამარხვო კექსი ან ნამცხვარიიიი რამე ალუბლით რომ იყოს? დიდი მადლობაა

გუშინ მეგობარმა დამახვედრა "სამარხვო შტრუდელი"
ძალიან გემრიელი იყო და მგონი თქვენც მოგეწონებათ

ცომისთვის დაგჭირდებათ
ფქვილი 250 გრამი
ჩვეულებრივი ონკანის წყალი, ცივი - ჩაის ჭიქის 1/3
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ( ან ძმარი)
2-3 სუფრის კოვზი ზეთი
ვზელთ რბილ ცომს, მთავარია ფქვილი არ მოგვივიდეს მეტი თორემ ცომის გაბრტყელება გაგვიჭირდება.
მოზელვის შემდეგ, ცოტა ხნით "ვასვენებთ" ცომს.
შემდეგ ძალიან თხელ ფენად ვაბრტყელებთ
გაბრტყელებულ ფენაზე, დაბლა , სიგრძეზე ვდებთ წვრილად დათლილ ვაშლს, ვაყრით გატარებულ ნიგოზს (სასურველია) და შაქარს, შესაძლოა მოვაყაროთ ქიშმიშიც.
შემედეგ ვახვევთ ან ვკეცავთ ცომს (დაახ. რულეტივით) და ჩვენს შტრუდელს ვდებთ გახურებულ ღუმელში.

ვაშლის ნაცვლად შეიძლება სხვა ხილიც თუ გვაქვთ მაგ. გაყინიული ალუბალი ან ატამი.
ნიგოზის ნაცვლად შესაძლოა გამოიყენოთ დაფხვნილი სუხარი ("კლასიკურ შტრუდელში" ესეა ) smile.gif მაგრამ ნიგვზით ძალიან გემრიელია. smile.gif

Posted by: kukurukuku 1 Mar 2010, 13:43
annak
დიდი მადლობა .

Posted by: Peppi 2 Mar 2010, 12:55
უზბეკური ფლავი

უზბეკური ფლავის მოყვარულთათვის ეს სამარხვო ვარიანტი მოვამზადე, რომელიც ძალიან გემრიელია. იმედია თქვენც მოამზადებთ და შთაბეჭდილებებს კომენტარებში გაგვიზიარებთ smile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=153&Itemid=55

Posted by: frontushka 2 Mar 2010, 13:01
Peppi
გუშინ გავაკეთე ფლავი მარტივად და საკმაოდ გემრიელიც გამოვიდა, ოღონდ მე მარტო სტაფილო და ხახვი მქონდა სახლში biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: annak 2 Mar 2010, 17:04
frontushka
Peppi
QUOTE
გუშინ გავაკეთე ფლავი 

მეც smile.gif smile.gif
გამორთვის შემდეგ ყოველთვის ვამატებ კამას, ცოცხლად.
Peppi
ნიოკის გკეთება მინდა ხვალისთვის იმედია გამომივა smile.gif

Posted by: Peppi 2 Mar 2010, 19:45
annak
QUOTE
გამორთვის შემდეგ ყოველთვის ვამატებ კამას, ცოცხლად.

ვაა, ეგ არ ვიცოდი . . აწი ვსინგავsmile.gif
ძირასაც უშვები თაან?


QUOTE
ნიოკის გკეთება მინდა ხვალისთვის იმედია გამომივა

მეც იმედი მაქვს - მოგეწონება, მთავარია მეტი ხარშვა არ მოუვიდეს, ისეც იჭმება, მოუხარშვად . .
პ.ს. მე ერთხელ ჩამეხარშა და იმიტომ ვამახვილებ ასე ყურადღებას ამაზე.

Posted by: rtuli 3 Mar 2010, 20:08
სამარხო ტორტი
http://www.radikal.ru
Торт получился очень вкусный и довольно большой.
Тортик состоит из двух коржей-коврижек.
Для каждого коржа требуется:
0,5 ст. сах. песка,
1 ст воды,
2ст. ложки меда,
1ч. ложка соды,
1 ст. ложка какао,
мука,
0,5 ст растительного масла,
пряности ( чайная ложка корицы, 1\4 чайной ложки молотого мускатного ореха, чайная ложка молотой гвоздики),
полстакана крашеных ананасовых цукатов( или рахат-лукума).

В миску насыпать сахар, налить воду растительное масло, положить мед и подогреть до полного растворения сахара и меда. В остывшую до 30-40 градусов жидкость всыпать соду какао, пряности и тщательно перемешать, добавить цукаты и муку, чтобы тесто по густоте напоминало хорошую сметану. Тесто выложить на противень и выпекать до готовности.
Для начинки потребуется:
небольшая баночка консервированных ананасов( кольцами),
темный шоколад и варенье( желательно с кислинкой, чтобы не было слишком сладко) .
Сборка:
остывший корж пропитать сиропом от ананасов, выложить одним слоем кольца ананаса и залить шоколадной начинкой. Чтобы приготовить начинку надо растопить шоколад ( у меня ушло 200 гр.) и в растопленный шоколад влить варенье, чтобы шоколад стал еще более жидким. Дальше надо накрыть вторым коржом, пропитать его сиропом и тоненьким слоем смазать шоколадной начинкой. Украшен тортик у меня мастикой, марципаном и посыпками. Угощайтесь!
ხედი ზემოდან
http://www.radikal.ru

Posted by: auau 4 Mar 2010, 17:36
უგემრიელესი ტოლმა

კომბოსტოს ფოთლებს მოვამზადებთ ჩვეულებრივ - მოვწალავთ და მსხვილ ძარღვებს ავათლით
შიგთავსი:
05 ჭიქა ბრინჯი
05 ჭიქა წიწიბურა
7 ცალი ხახვი
2 მოხარშული სტაფილო
2 კოვზი ტომატის პასტა ან მოხარშული ტომატი 1 ქილა
ზეთი ხახვის მოსაშუშად
სუნელები - მარილი, პილპილი, ძირა, ქონდარი, ნიორი

3 ჭიქა მდუღარე წყალში ჩავყაროთ ბრინჯი და წიწიბურა ერთად და მოვხარშოთ სქელი ფაფა
დავჭრათ ხახვი და მოხარშული სტაფილო და მოვშუშოთ ტაფაზე. დავუმატოთ ფაფა და მივაშუშოთ ხახვთან ერთად.
შევაზავოთ სუნელებით გემოვნების მიხედვით და გავხვიოთ კომბოსტოს ფოთლებში, მჭიდროდ ჩავაწყოთ ქვაბში, მოვასხათ მდუღარეში ფგახსნილი ტომატის პასტა ან 1ლ მომზადებული ტომატი, დავაფაროთ თეფში და ვხარშოთ კომბოსტოს სრულ მომზადებამდე.








Posted by: in_visible 5 Mar 2010, 00:26
გამარჯობათ!
ახალი ვარ smile.gif მეც შემოგთავაზებთ ჩემს სამარხვო რეცეპტს. მგონი აქ არასად წერია მე არ შემხვედრია ყოველშემთხვევაში. სულ სულ ადვილია, თან მალე მზადდება და არომატულიაა.
მოკლედ ასე გვჭირდება:
მაკარონი 1შეკვრა
ხახვი 1 მოზრდილი თავი
ნიორი 2 კბილი
ტარხუნა 1 კონა
მარილი და წიწაკა გემოვნებით (შავი წიწაკა უკეთესია, თუმცა მე ორივეთი მომიმზადებია)

ცალკე ვხარშავთ მაკარონს ჩვეულებრივი წესით (ადუღებულ მარილიან წყალში და მოხარშვის მერე საწურზე გავავლებთ ცივ წყალს ფორმა რომ არ დაკარგოს).
აქეთ ქვაბში ვთუშავთ ხახვს და ნიორს, და მერე ვუმატებთ წვრილად დაჭრილ ტარხუნას და თუშვას ვაგრძელებთ სანამ ტარხუნას კარგად არ გამოუვა წვენი, შემდეგ კი გადმოგვაქ მოხარშული მაკარონი ვამატებთ მარილს და წიწაკას ამოვურევთ ერთი ორს და მზადაა. (შეგიძლიათ ტარხუნის სოუსი პირიქით მაკარონს დაასხათ, ორივენაირად გემრიელია როგორც მოგეხერხებათ.) მარხვაში ძალიან გემრიელია...

Posted by: annak 5 Mar 2010, 17:04
auau
QUOTE
უგემრიელესი ტოლმა

მართლა გემრიელია
QUOTE
მჭიდროდ ჩავაწყოთ ქვაბში, მოვასხათ მდუღარეში ფგახსნილი ტომატის პასტა ან 1ლ მომზადებული ტომატი, დავაფაროთ თეფში და ვხარშოთ კომბოსტოს სრულ მომზადებამდე.

ოღონდ ესე არ მიცდია, კომბოსტოს ფოთოლში გახვევის შემდეგ ტოლმას ზეთში ვწვავ.
Peppi
QUOTE
ძირასაც უშვები თაან?

yes.gif
QUOTE
ვაა, ეგ არ ვიცოდი . . აწი ვსინგავ

არ ვიცი, მე მომწონს თუმცა სხვას შეიძლება არც მოეწონოს.

Posted by: killer 6 Mar 2010, 15:34
სამარხვო კატლეტები, ძალინა გემრიელი:

სოიო დამბალი წინასწარ
კარტოფილი,
ხახვი,
ნიორი,
მწვანილები,
ცოტა სტაფილო,
წყალთან ერთად აურიეთ და ბოლოს დააყარეთ ჰერკულესი.
ეს უკანასკნელი უნდა ბევრი. smile.gif

არც კი მოველოდი ისეთი გემრიელი გამოვიდა. მარტო სიოიოსი არ მომწონდა, არც მარტო ჰერკულესისი მომეწონა, ერთად გამოვიდა უფანტასტიურესი.

ხო საფანელში ვავლებთ და ვწვავთ ზეთში smile.gif

Posted by: tasikuna-taso 7 Mar 2010, 18:08
QUOTE
სოიო დამბალი წინასწარ


სოიო მთელ-მთელი თუ გაატარე

Posted by: UK_addicted 7 Mar 2010, 18:36
QUOTE (Peppi @ 2 Mar 2010, 12:55 )
უზბეკური ფლავი

უზბეკური ფლავის მოყვარულთათვის ეს სამარხვო ვარიანტი მოვამზადე, რომელიც ძალიან გემრიელია. იმედია თქვენც მოამზადებთ და შთაბეჭდილებებს კომენტარებში გაგვიზიარებთ smile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=153&Itemid=55

თუ შეიძლება ამიხსენით ბრინჯს როგორ ხარშავთ აი ასე ცალცალკეს, ფანტიას და მშრალს? რაიმე განსაკუთრებულს ყიდულობთ? რამდენი წუთი ხარშავთ და როგორ? წინასწარ მადლობა

Posted by: Peppi 8 Mar 2010, 18:47
UK_addicted
QUOTE
თუ შეიძლება ამიხსენით ბრინჯს როგორ ხარშავთ აი ასე ცალცალკეს, ფანტიას და მშრალს? რაიმე განსაკუთრებულს ყიდულობთ? რამდენი წუთი ხარშავთ და როგორ? წინასწარ მადლობა


ორი გზა არსებობს ამისი:
1. იყიდო "ბასმატი" საუკეთესო (მოხარშვის წესი აწერია, თუმცა 1 წილ ბრინჯს 1.5 წილი წყალი უნდა ზოგადად, სუშის ბრინჯის გარდა);
2. ყველაზე იაფფასიანი ბრიჯიც წავა .. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი გრძელი ბრინჯი გამოვიყენე; მეთოდიც წერია იქ დაწვრილებით, აქ მოკლედ დავწერ:
გადარეცხვა (სახამებლის გასასვლელად), დალბობა, ცოტა წყალი, შეფუთვა და დროულად გადმოდგმა ცეცხლიდან . .

Posted by: Alice_ 9 Mar 2010, 16:04
სამარხო დესერტები მინდა რაც შეიძლება ბევრი biggrin.gif

Posted by: iko-iko 9 Mar 2010, 16:22
ორი ლულას შემოთავაზებაა ციცეროს ნაყოფის კატლეტები თუ ქაბაბები, მივირთვი და ძალიან გემრიელი იყო. არ ვიცი რა მცენარეა ციცერო, როგორც მოვიკვლიე ციცერო არის ბარდის ძველი ლათინური სახელი. თუ იცით ვინმემ რას გულისხმობს ორი ლულა ამ "ციცეროში"? ჩვეულებრივი ბარდაა და სახელით გვიბნევენ თავგზას თუ რამე სხვა მცენარეა?

Posted by: djindjidrinji 10 Mar 2010, 00:13
CZ88
QUOTE
მშვენივრად გეწერა. გერმანულ-ინგლისურენოვან ქვეყნებში ამბობენ გნოჩის და ეს სირცხვილი ნამდვილად არ არის, ასე იკითხება ამ ენებზე


სირცხვილია რა თქმა უნდა smile.gif როცა ადამიანი არ იწუხებს თავს, რომ სწორედ წარმოთქვას საკუთარი სახელი, ეს არის სირცხვილი. "ასე იკითხება ამ ენებზე" არგუმენტი არაა, მასე ფრანგული სახელწოდებები "ისე იკითხება" სხვა ენებზე, ფანჯრიდან გადახტები ადამიანი, მარა ხომ დავიმახსოვრეთ, რომ ყველი camembert კომამბერია და არ ცამემბერტი, პური baguette ბატეგია და არა ბაგუეტე, და foie gras ფუა გრა და არა ფოიე გრასი. ასევე ვიცით, რომ pizza არის პიცა და არა პიზზა.
ის რომ ვიღაცეები სადღაც ამახინჯებენ სიტყვებს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მისაღებია და მითუმეტეს მისაბაძი.


Posted by: Solveig 10 Mar 2010, 02:26
QUOTE (iko-iko @ 9 Mar 2010, 15:22 )
ორი ლულას შემოთავაზებაა ციცეროს ნაყოფის კატლეტები თუ ქაბაბები, მივირთვი და ძალიან გემრიელი იყო. არ ვიცი რა მცენარეა ციცერო, როგორც მოვიკვლიე ციცერო არის ბარდის ძველი ლათინური სახელი. თუ იცით ვინმემ რას გულისხმობს ორი ლულა ამ "ციცეროში"? ჩვეულებრივი ბარდაა და სახელით გვიბნევენ თავგზას თუ რამე სხვა მცენარეა?

ციცერო არის ცერცვი.

მარკუს ტულიუს ციცერონი ქართველი რომ ყოფილიყო, ცერცვაძე იქნებოდა smile.gif)

djindjidrinji

QUOTE
სირცხვილია რა თქმა უნდა  როცა ადამიანი არ იწუხებს თავს, რომ სწორედ წარმოთქვას საკუთარი სახელი, ეს არის სირცხვილი. "ასე იკითხება ამ ენებზე" არგუმენტი არაა, მასე ფრანგული სახელწოდებები "ისე იკითხება" სხვა ენებზე, ფანჯრიდან გადახტები ადამიანი, მარა ხომ დავიმახსოვრეთ, რომ ყველი camembert კომამბერია და არ ცამემბერტი, პური baguette ბატეგია და არა ბაგუეტე, და foie gras ფუა გრა და არა ფოიე გრასი. ასევე ვიცით, რომ pizza არის პიცა და არა პიზზა.
ის რომ ვიღაცეები სადღაც ამახინჯებენ სიტყვებს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მისაღებია და მითუმეტეს მისაბაძი.


მართალი ხარ. თუ გვიყვარს კერძი, პატივი უნდა ვცეთ მის მომგონებს.

აბა, ვინმეს გვსიამოვნებს, ხაჭაპურის მაგიერ ხაჩიპურის რომ ამბობენ, ან სულაც ჩებურეკის? (არადა, ჩებურეკი საერთოდ სხვა რაღაც არის).

პს. ისე, გნოჩი ძალიან სულელურად ჟღერს, მარტო შეცდომა კი არაა biggrin.gif

Posted by: cicinog 10 Mar 2010, 10:16
ქართულად ხომ უშეცდომოდ ვმეტყველებთ ტელევიზიიდან დაწყებული და ახლა უცხო სიტყვების გამოთქმები გავასწოროთ. მე მგონი ამ საიტის დანიშნულება ეს არაა!

Posted by: miau 10 Mar 2010, 12:26
djindjidrinji

ძალიან სადავო საკითხია.
მე მაგალითად, ვეთანბხმები იმ მოსაზრებას, რომ სიტყვა ისე უნდა იკითხებოდეს, როგორც დედანში, მაგრამ რაკიღა არის ამისი პრეცენდენტი სხვადასხვა ენაში, ძნელია სიზუსტის დადგენა.

Posted by: amadeus 10 Mar 2010, 12:52
აუ იმ დღეს სოიოს ხაჭო გავსინჯე მსგავსი სიმახინჯე არ გამისინჯავს

:დედარაიყოეს:

Posted by: annak 10 Mar 2010, 12:59
amadeus
QUOTE
აუ იმ დღეს სოიოს ხაჭო გავსინჯე მსგავსი სიმახინჯე არ გამისინჯავს

biggrin.gif
სოიოს ყველი მაქვს გასინჯული (მარხვის დროს არა ისე, ურალოდ მაინტერესებდა გემო)
:დედარაიყოეს:2
miau
QUOTE
ძალიან სადავო საკითხია.
მე მაგალითად, ვეთანბხმები იმ მოსაზრებას, რომ სიტყვა ისე უნდა იკითხებოდეს, როგორც დედანში, მაგრამ რაკიღა არის ამისი პრეცენდენტი სხვადასხვა ენაში, ძნელია სიზუსტის დადგენა.

გეთანხმები

Posted by: amadeus 10 Mar 2010, 13:07
annak
QUOTE
სოიოს ყველი მაქვს გასინჯული

შენ უნდა გასინჯო სოიოს ქარაქი აი მერე მოგენატრება ის დრო როცა დედა კარაქიან პურს გაძალებდა biggrin.gif
QUOTE
:დედარაიყოეს:2


:დედარაიყოეს3:

biggrin.gif

Posted by: cortex-amygdala 10 Mar 2010, 13:08
იმედია გემოთ მოყვარეობის საზვერეს გავლაში დასახმარებლად ფორუმელები ლოცვასაც არ დაიშურებენ ერთმანეთისთვის

Posted by: cesdeba 10 Mar 2010, 13:19
გუშინ გავაკეთეთ კომბოსტოს კატლეტები. ძალიან წვრილად დაჭრი კომპოსტოს, წვენს გამოწურავ, დაამატებ გახეხილ უმ კარტოფილს, ბევრ მწვანილს, ნიორს, ხახვს, სუნელს, და საფანელის გარეშე გამოაცხობ.

Posted by: amadeus 10 Mar 2010, 13:26
cortex-amygdala
QUOTE
იმედია გემოთ მოყვარეობის საზვერეს გავლაში დასახმარებლად ფორუმელები ლოცვასაც არ დაიშურებენ ერთმანეთისთვის

gigi.gif

Posted by: annak 10 Mar 2010, 14:00
amadeus
QUOTE
შენ უნდა გასინჯო სოიოს ქარაქი

არა, გმადლობ სიტყვაზე გენდობი biggrin.gif


მეგობარმა მასწავლა შემდეგი კერძი.

კარტოფილს ვჭრით მსხვილ ნაწილებად, სასურველია მომცრო ზომის კარტოფილები გავჭრათ შუაზე და შევწვათ.
კარტოფილი ცოტა რომ შერბილდება ვამატებთ წვრილად დაკეპილ ხახვს და სოკოს.
ვშუშავთ კარგად, შემდეგ ვამატებთ სამარხვო მაიონეზისა და ტომატის ნარევს და ვდგავთ გახურებულ გაზქურაში.
ვაჩერებთ დაახ. 20 წუთი ბოლოს ვამატებთ კამას და ქინძს.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.

Posted by: /////// 10 Mar 2010, 14:22
კარგით რა, და ასეთ მარხვას მარხვას ეძახით? sad.gif

Posted by: CZ88 10 Mar 2010, 14:37
djindjidrinji
QUOTE
სირცხვილია რა თქმა უნდა  როცა ადამიანი არ იწუხებს თავს, რომ სწორედ წარმოთქვას საკუთარი სახელი, ეს არის სირცხვილი. "ასე იკითხება ამ ენებზე" არგუმენტი არაა, მასე ფრანგული სახელწოდებები "ისე იკითხება" სხვა ენებზე, ფანჯრიდან გადახტები ადამიანი, მარა ხომ დავიმახსოვრეთ, რომ ყველი camembert კომამბერია და არ ცამემბერტი, პური baguette ბატეგია და არა ბაგუეტე, და foie gras ფუა გრა და არა ფოიე გრასი. ასევე ვიცით, რომ pizza არის პიცა და არა პიზზა.
ის რომ ვიღაცეები სადღაც ამახინჯებენ სიტყვებს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მისაღებია და მითუმეტეს მისაბაძი.

გასაგებია და მასეც უნდა იყოს, მაგრამ ვინაც არ იცის ფრანგული კითხვა (ან სხვა ენაზე) და სადაც პირველად ნახავს ამ კერძს - იქ ისე გააცნობენ, რა ქნას იმან, დაისიზმროს ნამდვილი სახელი? რასაც სთავაზობენ ანუ რა სახელს ისე იმახსოვრებს, გერმანიაში გნოჩის უწოდებენ, მე კი ვიცი რომ გნიოკი ქვია, თუმცა იტალიური არ ვიცი, მხოლოდ მეგობრების გამო ვიცი, ისე არ მეცოდინებოდა როგორ იკითხება. ფრანგულს რაც შეეხება, "კუხენმაისტერი" მეგობარი მყავდა, მარსელი, მისგან ვისწავლე უმეტესობის სწორად გამოთქმა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას ვხლაფორთობ თავადაც ფრანგულად, მაგრამ დიდი დრო გავიდა როცა ასე თუ ისე მესმოდა ეს ენა და ახლა თავს ვერ დავდებ.

ამიტომ ნამეტარი ნუ განსჯით ვინც არ იცის ან მხოლოდ ასე გაუგონიათ, ტაქტიანი შესწორება და მითითება ცხადია მოსულა და ზრდილობიანი პიროვნება მადლობასაც გადაგიხდის ამის გამო smile.gif გერმანულად რომ Glühwein ქვია ცხელ ღვინის სპეციალიტეტს, ბევრი აქ რაც წავიკითხე, გლუვეინს უწოდებს, მაგრამ ეს არც გერმანულის უპატივცემულობაა და არც უწიგნურობა, არ იციან ეს ენა , არ არის აუცილებელი იცოდნენ და კითხულობენ ისე როგორც წერია. თუ ჩავუსწორებთ, ეცოდინებათ მომავალში.

Posted by: amadeus 10 Mar 2010, 14:50
///////
QUOTE
კარგით რა, და ასეთ მარხვას მარხვას ეძახით?

თქვენ ალბათ მარხვაში არ ჭამთ ხო?

Posted by: CZ88 10 Mar 2010, 15:01
amadeus chest.gif
QUOTE
თქვენ ალბათ მარხვაში არ ჭამთ ხო?

რელიგიური თვალსაზრისით მართალია ///////, სულ უჭმელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს მარხვას. თუმცა, ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე, მოყვასის კარგად დახვედრა სწორედ რომ მისაღებია და ეს ნაირფეროვნება სხვა თუ არაფერი, მარხვის დროს სტუმრიანობისას ან დღესასწაულებზე შეიძლება იქნას გამოყენებული. მთავარია როგორღაც დავიცვათ და მერე ისედაც "ვიზრდებით" სულიერად, რომ შეგვეძლოს კერძით სიამოვნების კონტროლი. გე>თანხმები, რომ ყველას არ ძალუძს ერთფეროვნება კვების დროს და აქ მეც ვერ ვხედავ პრობლემას, უფალი კი ჩვენ არ გვგავს, მადლობა ამისთვის მას, ის შემწყნარებელია ჩვენგან განსხვავებით smile.gif

პ.ს. კიდევ გავიმეორებ, ადრე მეწერა> მე როდესაც ბავშვები მივაჩვიე მარხვას, იმათ რომ "მოტივაცია" ქონოდათ, ვცდილობდი სუფრა მრავალფეროვანი ყოფილიყო და არ აეღოთ მარხვაზე ხელი. როცა გაიზარდნენ, თავად იციან უკვე რა და როგორ. თუმცა, დღეს მხოლოდ ოთხსაბათს და პარასკევს მარხულობენ, მათი ცხოვრების რიტმი და წესი სხვანაირს ვერ გვთავაზობს და ღმერთი კი ჩვენზე მიმხვედრია .

Posted by: Breaky 10 Mar 2010, 15:06
///////
cortex-amygdala
თავის სულს ყველა თვითონ მიხედავს, ან მერე მიხედავენ, სადაც საჭიროა biggrin.gif
ამიტომ ნუ წამოიწყებთ ამაზე აქ მსჯელობას. ან სულაც რელიგიის განყოფილებაში არის თემა ამ საკითხზე.


Posted by: annak 10 Mar 2010, 15:08
Breaky
QUOTE
თავის სულს ყველა თვითონ მიხედავს, ან მერე მიხედავენ, სადაც საჭიროა
ამიტომ ნუ წამოიწყებთ ამაზე აქ მსჯელობას. ან სულაც რელიგიის განყოფილებაში არის თემა ამ საკითხზე.

+1

არასდროს მიკითხავს ვინმესთვის რატომ არ არის მარხვაზე არც აქ არც ცხოვრებაში. yes.gif

CZ88
QUOTE
შორიდან გეტრფოდი მუდამ

მეც yes.gif 2kiss.gif

Posted by: CZ88 10 Mar 2010, 16:17
annak
QUOTE
არავისთვის მიკითხავს რატომ არ არის მარხვაზე არც აქ არც ცხოვრებაში

შორიდან გეტრფოდი მუდამ 2kiss.gif

Posted by: amadeus 10 Mar 2010, 18:29
CZ88
QUOTE
რელიგიური თვალსაზრისით მართალია ///////, სულ უჭმელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს მარხვას.


ეგ რომ მცოდნოდა მარხვაში ჭამა შეიძლებოდა კულინარიის თემას არ მივატოვებდი sad.gif

annak
QUOTE
არასდროს მიკითხავს ვინმესთვის რატომ არ არის მარხვაზე არც აქ არც ცხოვრებაში.


რომ გეკითხა რა დაშავდებოდა? ეგეც არ შეიძლება მარხვაში? ოღონდ მართლა

Posted by: CZ88 10 Mar 2010, 21:03
amadeus
QUOTE
რომ გეკითხა რა დაშავდებოდა? ეგეც არ შეიძლება მარხვაში? ოღონდ მართლა

შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ უტაქტობაში ითვლება + სულის "მოვლა" პირადი საქმეა და იქ უფალმაც ჩვენ გვაყუდნა ეს ნება smile.gif

Posted by: annak 11 Mar 2010, 09:28
amadeus
QUOTE
რომ გეკითხა რა დაშავდებოდა? ეგეც არ შეიძლება მარხვაში? ოღონდ მართლა

biggrin.gif 2kiss.gif
ვთვლი რომ ეს მისი პირადი საქმეა yes.gif
თუ თვითონ დამიწყებს ამაზე ლაპარაკს, მაშინ აუცილებლად ვეტყვი ჩემს აზრს yes.gif smile.gif

Posted by: mariaa 11 Mar 2010, 12:59
ნიოკი სამარხვო რომ გამოვიდეს უბრალოდ გამოვაკლებთ იმ 1კვერცხს და ვანაცვლებთ 50მლ წყლით(1კვერცხი=50მლ წყალს)..

Posted by: killer 12 Mar 2010, 13:01
tasikuna-taso
QUOTE
სოიო მთელ-მთელი თუ გაატარე

გატარებული.

თუმცა გადავწყვიტე სულ ამოვიღო ხმარებიდან მაგ პროდუქტი...
ძალიან მავნე რამეაო... ყოველ შემთხვევაში ის, რაც აქ იყიდება და რასაც ვგულისხმობთ მე და შენ მაგ პდოუქტში.

Posted by: tasikuna-taso 12 Mar 2010, 13:54
QUOTE
ძალიან მავნე რამეაო... ყოველ შემთხვევაში ის, რაც აქ იყიდება და რასაც ვგულისხმობთ მე და შენ მაგ პდოუქტში.


შემოტანილი რა თქმა უნდა მავნებელია. გენური ინჟინერიის შედევრია.

ზაფხულობით სოფელში ყოფნისას მინახია იქაურების მიერ მოყვანილი, რაც მავნებელი ნამდვილად ვერ იქნება.


Posted by: annak 12 Mar 2010, 14:18
killer
QUOTE
თუმცა გადავწყვიტე სულ ამოვიღო ხმარებიდან მაგ პროდუქტი...

გამისინჯავს თუმცა არ ვიყენებ
QUOTE
გენური ინჟინერიის შედევრია
ამის გამო
რომ ვიცოდე ნატურალური სადმე იყიდება აუცილებლად შევიძენდი. smile.gif

Posted by: CZ88 12 Mar 2010, 14:38
annak
killer
tasikuna-taso
სოიო იგივე ცერცვი არაა? არ ვიცი და იმიტომ ვკითხულობ. აი, ნაადრევად მოდიოდა ჩვენთან, "ჩვეულებრივ" ლობიოს ასწრებდა დამწიფებას, პარკი კი ძალიან მაგარი აქვს, ბევრ ხანს უნდოდა ხარშვა, თუმცა მე კაკლები უფრო მომწონდა. მოკლედ, სოიო და ცერცვი ერთი და იგივეა თუ არა? თუ მხოლოდ ერთ ჯიშს მიეკუთვნება?

Posted by: cesdeba 12 Mar 2010, 15:12
CZ88
QUOTE
სოიო იგივე ცერცვი არაა

არა ძვირფასო smile.gif

აგერ ცერცვი, მარცვლეულია, და შენ სწორედ ამას გულისხმობ.
user posted image

სოიო კიდევ როცა ვყიდულობ, რაღაც ძაღლის სასუსნავს უფრო მაგონებს, ისე გამოიყურება, მომიტევეთ შედარებისთვის.

რა ვიცი იქნებ ვცდები, მე სოიო საწყის ფორმაში არც კი მინახავს. მუხუდო და ცერცვის ყანებში კი ფეხშიშველს მირბენია smile.gif)))

Posted by: CZ88 12 Mar 2010, 15:22
cesdeba
მადლობთ smile.gif
QUOTE
. მუხუდო და ცერცვის ყანებში კი ფეხშიშველს მირბენია

მეც, მაგრამ აღარ მახსოვს რომელი რომელი იყო sad.gif

Posted by: annak 12 Mar 2010, 16:26
CZ88
QUOTE
მოკლედ, სოიო და ცერცვი ერთი და იგივეა თუ არა? თუ მხოლოდ ერთ ჯიშს მიეკუთვნება?

არ ვიცი smile.gif
QUOTE
რა ვიცი იქნებ ვცდები, მე სოიო საწყის ფორმაში არც კი მინახავს

QUOTE
სოიო კიდევ როცა ვყიდულობ, რაღაც ძაღლის სასუსნავს უფრო მაგონებს, ისე გამოიყურება,

მეც yes.gif
CZ88
QUOTE
მადლობთ შეხმიანებისათვის

რისი მადლობა? smile.gif smile.gif
QUOTE
ეს კი ცერცვი

ბავშვობაში გამისინჯავს და მომწონდა smile.gif
tasikuna-taso
QUOTE
ასეთი მსგავსებაა?

ამბობენ რომ არის. თღუმცა ვერ გეტყვი ზუსტად.
ჩემთვის აქ პატარა "დილემაა" მარხვის დროს მართლა "ძნელია" ალბათ ამის ჭამა, თუმცა ეს ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს yes.gif yes.gif

Posted by: CZ88 12 Mar 2010, 16:44
annak
მადლობთ შეხმიანებისათვის smile.gif

აი, მოვძებნე სურათები:

სოიო :

http://img202.imageshack.us/i/soja.jpg/

ეს კი ცერცვი, მე რასაც ვგულისხმობდი, რომ მოგვყავდა ბოსტანში :

http://img12.imageshack.us/i/erbsen.jpg/

ცერცვი ქვია თუ არ ვცდები, მე მახსოვს "ცერცვ ლობიოს " უწოდებდა ბიცოლაჩემი smile.gif [ peas - ინგლისურად და Erbsen - გერმანულად]

Posted by: in_visible 12 Mar 2010, 17:09
annak
ისე მოყვანილობით წააგავს სოიო ცერცვს მაგრამ სხვადასხვაა, ჩვენთან რო იყიდება ის სოიო გადამუშავებულია და იმიტო წააგავს პედიგრს (კარგა ხანს მე სოიო ძაღლის საჭმელი მეგონა მართლა ისე გამოიყურება არადა ახლა ხშირი მომხმარებელი ვარ სოიოსი მარხვაში სუაკეთესო საშუალებაა...)
ჩემებს პირველად მოვატყუე და ხორცი ეგონათ biggrin.gif რო ჭამეს მერე ვუთხარი და გაგიჟდნენ biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 12 Mar 2010, 17:50
QUOTE
ჩემებს პირველად მოვატყუე და ხორცი ეგონათ


ასეთი მსგავსებაა?

Posted by: in_visible 12 Mar 2010, 18:53
tasikuna-taso
ვაიმე იცი როგორრ? გასინჯე და მიხვდები ხო იცი თვალით ნანახს არაფერი ჯობს. რო დაალბობ დაჭრილ ხორცს გავს მაგრად და მერე გინდა შეწვი გინდა მოხარშე. კარგი რამეები კეთდება იფფფ

Posted by: dali19 14 Mar 2010, 14:54
CZ88 ზემო იმერეთში სოიოს ეძახიან კუთხურად ძაძას და ძირითადად პირუტყვისათვის ხმარობენ, ზამთარში სიმინდზე უფრო ყუათიანია, მოხალულს მზესუმზირის შემცვლელადაც.

Posted by: forever`s_NEVER 14 Mar 2010, 18:34
dali19
მოიცა! smile.gif
ანუ სოიო იგივეა რაც ძაძა?! არაერთხელ დავაგემოვმე ელკანას ბიოპროდუქცია, მათ შორის ძაძა. უფრო ლობიოსნაირია. და ნამდვილად არ უნდა იყოს სოიო.
აი ძაძა:

user posted image

თემას რომ არ გადავუხვიოთ, დღეს სოკო მქონდა მენიუში.

ნახევარით გავაკეთე სოკოს სუპი, ტარხუნით.

მეორე ნახევ(ა)რით, სალათა: \
მოვშუშე სოკო, სტაფილო და ნიორი.
მოვხარშე მაკარონი, გადავწურე გავაცივე, დავამატე გაციებული მოშუშული ინგრედიენტები, დაჭრილი ზეთისხილი, მწვანე ხახვი, მწვანილი, ცოტა ბარდა მქონდა შემორჩენილი და ისიც და ავურიე მაიონეზში.

Posted by: miau 14 Mar 2010, 23:50
forever`s_NEVER
QUOTE
მოიცა!
ანუ სოიო იგივეა რაც ძაძა?! არაერთხელ დავაგემოვმე ელკანას ბიოპროდუქცია, მათ შორის ძაძა. უფრო ლობიოსნაირია. და ნამდვილად არ უნდა იყოს სოიო.
აი ძაძა:


ბებია ამას კუჭშავა ლობიოს ეძახის. smile.gif
სოიოს სავი ხალი არ უნდა ჰქონდეს და მრგვალია

Posted by: dali19 18 Mar 2010, 13:46
forever`s_NEVER
miau ბავშვობიდან მე ესე მითხრეს და ასე ვიცოდი. მე არ ვამტკიცებ რომ ჩემი ვერსიაა სწორი.

კვერცხიანი პამიდორი, ჩიჟიპიჟი გავაკეთე და ცხელ მჭადთან მივირთვი.

Posted by: iSofia 19 Mar 2010, 11:31
QUOTE (radiology @ 10 Dec 2006, 19:42 )
მე სამარხვო კატლეტს ასე ვაკეთებ:
ერთი ჭიქა წიწიბურა მოვხარშოთ+5-6 მოხარშული დაჭ###ტილი კარტოფილი+გახეხილი სტაფილო ხახვსა და ცხიმში მოთუშული+2 ნაჭერი შავი დამბალი პურის ნაჭერი+სუნელები(უცხო სუნელი,ხმელი დაფქვილი ქინძი,წითელი დაფქვილი წიწაკა),ცოტა ნიორიც მოუხდება,მარილი გემოვნებით და ფარშიც მზადააა...

ამ რეცეპტით გავაკეთე სამარხვო კატლეტები და უგემრიელესი გამოვიდა love.gif
* * *
QUOTE (Breaky @ 28 Nov 2007, 16:33 )
საშობაო მარხვაც დაწიყო და ეს თემაც აიპინა biggrin.gif

ხოდა ბარემ ჩემი ფანტაზიის ნაყოფსაც შემოგთავაზებთ:

სოკოს "ბიფსტროგანოვი"

1 დიდ ქილა სოკოს გადაწურავთ და ხახვთან ერთად მოშუშავთ ზეთში. თუ ნედლი სოკო გაქვთ რამე, კიდევ უკეთესი, მე
არ მქონდა და ქილის ვიყიდე. მერე დააყრით 1-2 კბილ დაჭ###ტილ ნიორ. კარგად რომ მოიშუშება, დაასხამთ 1 პაკეტ
სამარხვო მაიონეზს, კარგად ამოურევთ და ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთი შუშავთ. ცალკე ჯამში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი
ფურის ფქვილი და ნელ-ნელა გაათხელეთ ანადუღარი წყლით, კარგად მოურიეთ, რომ არ დაკორკოშდეს. შემდეგ კი ჩაუშვით
სოკოსთან, ამოურიეთ, დაახურეთ თავზე და 10 წუთი ხარშეთ, რომ ფქვილი უმი არ დარჩეს. ხო, წყლის რაოდენობა სურვილისდა
მიხედვით. თუ შეხედავთ, რომ ამ 10 წუთის მერე ძალიან ჩასქელდა მასა, შეგიძლიათ ადუღებული წყალი დაასხათ და გაათხელოთ
სასურველ სისქემდე. ბოლოს დააყრით მარილს, შავ პილპილს და სურვილისამებრ რაიმე სუნელს.
მე ამ კორეულ სუნელებზე ჩავიციკლე ბოლო პერიოდია და შესაბამისად ამ კერძსაც დავაყარე.
მოასხით ეს სოუსი სპაგეტის და მიირთვით wink.gif

პ.ს. ახლა მომაფიქრდა, რომ სოკოს ბულიონის კუბიკით გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე უბრალოდ ადუღებული წყლით.
ხოდა ისა კიდევ, არასამარხვო ვარიანტში მაიონეზის მაგივრად არაჟანი უქენით.

ვაიმეე ბიფსტროგანოვი გამოვიდა ფანტასტიური გადავრიე ჩემი სტუმრები gigi.gif შემდეგში კარტოფილით ვცდი მგონი ეგეც კარგი იქნება. დიდი მადლობა რეცეპტის ავტორს love.gif

Posted by: Peppi 20 Mar 2010, 01:12
ამას წინათ ერთმა სტუმარმა მთხოვა "მჟაუნის სუფი", რადგან მარხვაზეა, სამარხვო ვარიანტი მოვაზადე .. http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=182&Itemid=55

აქვე ნახავთ სტატიას მჟაუნის შესახებ და სხვადასხვა ენაზე მის დასახელებას http://www.perfectcook.org/index.php?option=com_content&view=article&id=54:2010-03-19-13-51-54&catid=36:2009-09-30-19-47-35&Itemid=65

Posted by: Breaky 20 Mar 2010, 14:33
iSofia
QUOTE
ვაიმეე ბიფსტროგანოვი გამოვიდა ფანტასტიური გადავრიე ჩემი სტუმრები gigi.gif შემდეგში კარტოფილით ვცდი მგონი ეგეც კარგი იქნება. დიდი მადლობა რეცეპტის ავტორს


smile.gif არაფრის. მიხარია, რომ მოგეწონათ chups.gif

ახლა მომაფიქრდა, რომ მაგ კერძს დავარქვა 'შრუმსტროგანოვი" biggrin.gif აბა ბიფ ანუ საქონლის ხორცი მაგაში არაა და, შესაბამისად ლოგიკურიცაა givi.gif

Posted by: Peppi 21 Mar 2010, 20:27
სოკო ბიფსტროგანოვს ისე უხდება, მე ხორციანსაც სოკოს ვამატებ აუცილებლადsmile.gif

ესეც http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=186&Itemid=55
ეს ის შემთხვევაა, როცა რაღაცის გაკეთბა გინდა, მაგრამ არ იცი რისი, მაცივარს აღებ და იწყებ ფიქრს, თუ რა მოამზადო . . . და როცა შედეგი ამართლებს, ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ, გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კერძია.

Posted by: Peppi 21 Mar 2010, 23:21
კარტოფილის "ფრიკადელკები" გავაკეთე გუშნ, სულ ვყიდულობთ, მაგრამ ეხლა სახლში მოვამზადე, რომ რეცეპტი გამეზიარებინა .. ძალიან გემრიელი "რაცხაა" , თAნ ადვილად კეთდებაsmile.gif
რეცეპტს ხვალ შემოგთავაზებთ . . ეხლა იყინება და რომ შევწვავ მოვაწყობ "ჩვენებას"


პ.ს. ბზობის ხსნილისთვის დავიწყე უკვე თევზის კერძებზე ზრუნვაsmile.gif

fx-broker
QUOTE
სამარხვო ხორცი იშოვება სადმე? ..................

გაქვს იუმორის გრძნობა ...


Posted by: frontushka 21 Mar 2010, 23:39
Peppi
მარხვაში საკმაოდ ხშირად ვაკეთებ ასე ბადრიჯანს, ზოგჯერ ბულგარულსაც ვუმატებ ხოლმე smile.gif

Posted by: IkaMac 22 Mar 2010, 00:28
არადა კაი აჩაფსანდალს რა ჯობიაა??



..............

Posted by: Peppi 22 Mar 2010, 00:47
frontushka
QUOTE
მარხვაში საკმაოდ ხშირად ვაკეთებ ასე ბადრიჯანს, ზოგჯერ ბულგარულსაც ვუმატებ ხოლმე

ბულგარული არ მომიტანა ქმარმა . . არ მომეწონაო, თორემ კი ვაპირებდი

შემწვარი ხახვით აკეთებ შენც? მეგონა ჩავეწერე ისტორიაში-თქო, თურმე "ველოსიპედი გამოვიგონე"

Posted by: forever`s_NEVER 22 Mar 2010, 11:45
ახლახანს მასწავლეს კომბოსტოს კატლეტი.

ვჭრით კომბოსტოს წვრილად. ვაყრით მარილს და ვაჩერებთ ცოტა ხნით რომ წვენი გამოუშვას. ვწურავთ როგორც შეგვიძლია. ვხეხავთ კარტოფილს წვრილად, ვჭრით ხახვს, ცოტა ნიორს. მწვანილს. მე სადღაც ბულგარულიც მქონდა და ისიც შევურიე, მარილი და სუნელები გემოვნებით, ვურევთ კარგად. ვავლებთ საფანელში ან სიმინდის ფქვილში და ვწვავთ ზეთიან ტაფაზე.

Posted by: annak 22 Mar 2010, 11:45
Peppi
QUOTE
ბზობის ხსნილისთვის დავიწყე უკვე თევზის კერძებზე ზრუნვა

smile.gif
დედას უყვარს თევზი უზომოდ და გამოტენა საყინულე smile.gif smile.gif
ვკითხე რად გინდა 1 დღისთვის ამდენი თევზი თქო და რას ამბობ 2 დღეა თევზით ხსნილო biggrin.gif
Peppi
QUOTE
იქვე იყო რეცეპტის ლინკი

სხვა რაღაც დავაქვოუთე
QUOTE
კარტოფილის "ფრიკადელკები" გავაკეთე გუშნ, სულ ვყიდულობთ, მაგრამ ეხლა სახლში მოვამზადე, რომ რეცეპტი გამეზიარებინა .. ძალიან გემრიელი "რაცხაა" , თAნ ადვილად კეთდება
რეცეპტს ხვალ შემოგთავაზებთ . . ეხლა იყინება და რომ შევწვავ მოვაწყობ "ჩვენებას


ამის რწეცეპტს ველოდები smile.gif

Posted by: Peppi 22 Mar 2010, 12:34
annak
თევზის მარინადის რეცეპტს დავწერ ეხლა, ძალიან მარტივად მზადდება . . ახალ კარტოფილს უხდება ძალიან, კამა მოყრილს (შემოვიდა უკვე ახალი კარტოფილი?)

QUOTE
ველით რეცეპტს 

იქვე იყო რეცეპტის ლინკი . URL=http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=186&Itemid=55]ბადრიჯანი შემწვარი ხახვით[/URL]

frontushka

2kiss.gif

Posted by: frontushka 22 Mar 2010, 12:38
Peppi
ასე შემწვარით ვაკეთებ, ხოლო თუ ასეთივე სტილში მაიონეზით ვაკეთებ, მაშინ უმ ხახვს ვუკეთებ, ასეც ძალიან გემრიელი გამოდის

Posted by: ბროკერა 22 Mar 2010, 13:40
Peppi

რა შუაშია იუმორი

სოიოსგან კეთდება და სამარხვო ხორცია რა


Posted by: Peppi 22 Mar 2010, 15:19
fx-broker
QUOTE
სოიოსგან კეთდება და სამარხვო ხორცია რა

წინა გვერდებზე ბევრი წერია მაგ "ხორცზე" . . მე არ ვიცი ზუსტად სად ყიდულობენ.

ხორცი ნამდვილად არ არის .. ხორცის გემოს მსგავსი გემო აქვს . .
ხუმრობა, კი იმიტომ ვახსენე, რომ ბევრი შემოდის აქ ასეთI ირონია-ნარევი კითხვებით . .

annak
QUOTE
ამის რწეცეპტს ველოდები 

დავდებ ამ ღამით და ხვალ იქნება გამოქვეყნებული smile.gif

Posted by: iSofia 22 Mar 2010, 17:03
QUOTE (annak @ 1 Mar 2010, 10:57 )
kukurukuku
QUOTE
იქნებ მასწავლოთ სამარხვო კექსი ან ნამცხვარიიიი რამე ალუბლით რომ იყოს? დიდი მადლობაა

გუშინ მეგობარმა დამახვედრა "სამარხვო შტრუდელი"
ძალიან გემრიელი იყო და მგონი თქვენც მოგეწონებათ

ცომისთვის დაგჭირდებათ
ფქვილი 250 გრამი
ჩვეულებრივი ონკანის წყალი, ცივი - ჩაის ჭიქის 1/3
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ( ან ძმარი)
2-3 სუფრის კოვზი ზეთი
ვზელთ რბილ ცომს, მთავარია ფქვილი არ მოგვივიდეს მეტი თორემ ცომის გაბრტყელება გაგვიჭირდება.
მოზელვის შემდეგ, ცოტა ხნით "ვასვენებთ" ცომს.
შემდეგ ძალიან თხელ ფენად ვაბრტყელებთ
გაბრტყელებულ ფენაზე, დაბლა , სიგრძეზე ვდებთ წვრილად დათლილ ვაშლს, ვაყრით გატარებულ ნიგოზს (სასურველია) და შაქარს, შესაძლოა მოვაყაროთ ქიშმიშიც.
შემედეგ ვახვევთ ან ვკეცავთ ცომს (დაახ. რულეტივით) და ჩვენს შტრუდელს ვდებთ გახურებულ ღუმელში.

ვაშლის ნაცვლად შეიძლება სხვა ხილიც თუ გვაქვთ მაგ. გაყინიული ალუბალი ან ატამი.
ნიგოზის ნაცვლად შესაძლოა გამოიყენოთ დაფხვნილი სუხარი ("კლასიკურ შტრუდელში" ესეა ) smile.gif მაგრამ ნიგვზით ძალიან გემრიელია. smile.gif

ღუმელში რამდენ გრადუსზე და რამდენი ხნით უნდა შევდოთ იქნებ ისიც გვითხრათ user.gif მადლობა წინასწარ

Posted by: annak 22 Mar 2010, 17:35
iSofia
QUOTE
ღუმელში რამდენ გრადუსზე და რამდენი ხნით უნდა შევდოთ იქნებ ისიც გვითხრათ

180 გრადუსამდე მაინც უნდა იყოს გახურებული, თქვენთან ზუსტად რამდენი ხანი დასჭირდება გამოცხობას ვერ გეტყვით თვითონ გაზქურაზეცაა დამოკიდებული. smile.gif
ისე ძალიან მალეა მზად, ჩემთან 10 წუთიც არ დაჭირდა მგონი

Posted by: Peppi 23 Mar 2010, 11:29
annak
აი, http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=193&Itemid=55 (ფრიკადელკები)

არ შემიწვია ჯერ, ამიტომ სურათიც არ მაქვს, შესაბამისი . .(გზაში დაგაწევთ )

Posted by: iSofia 23 Mar 2010, 11:43
QUOTE (annak @ 22 Mar 2010, 17:35 )
iSofia
QUOTE
ღუმელში რამდენ გრადუსზე და რამდენი ხნით უნდა შევდოთ იქნებ ისიც გვითხრათ

180 გრადუსამდე მაინც უნდა იყოს გახურებული, თქვენთან ზუსტად რამდენი ხანი დასჭირდება გამოცხობას ვერ გეტყვით თვითონ გაზქურაზეცაა დამოკიდებული. smile.gif
ისე ძალიან მალეა მზად, ჩემთან 10 წუთიც არ დაჭირდა მგონი

დიდი მადლობა პასუხისთვის 2kiss.gif დღეს ვცდი აუცილებლად და შემდეგ დავწერ როგორი გამომივიდა user.gif

Posted by: annak 23 Mar 2010, 12:00
iSofia
წარმატებები smile.gif
მეც დღეს ვაკეთებ, მომენატრა ტკბილი smile.gif
Peppi
QUOTE
აი, კარტოფილის ბრაწულები (ფრიკადელკები)

საინტერესო რეცეპტია, გავკეთებ smile.gif

Posted by: miau 23 Mar 2010, 15:29
Peppi
QUOTE
არ შემიწვია ჯერ, ამიტომ სურათიც არ მაქვს, შესაბამისი . .(გზაში დაგაწევთ )

ძალიან მიმზიდველია! smile.gif

Posted by: fermina 23 Mar 2010, 17:41
QUOTE (Peppi @ 23 Mar 2010, 11:29 )
კარტოფილის ბრაწულები(ფრიკადელკები)


ალბათ არასამარხვო ვარიანტს ყველიც მოუხდებოდა? rolleyes.gif

Posted by: Peppi 23 Mar 2010, 18:57
fermina
QUOTE
ალბათ არასამარხვო ვარიანტს ყველიც მოუხდებოდა?

კი, როგორ არ მოუხდება, თან ძალიანsmile.gif

გატარებული ხორცის ბურთულებიც მოუხდებაsmile.gif
მემგონი რთულმა და მარიამ უკვე შემოგვთავაზეს ასეთი ბრაწულებიsmile.gif
* * *
QUOTE
კარტოფილის ბრაწულები(ფრიკადელკები)

ვახ, ეხლა გავაკეთე და კმაყოფილი არ ვარ . . სანამ არ დავხვეწ - სამარხვო ვარიანს ნუ მოამზადებთ, ან
ექსპერიმენტები ერთად გავაგრძელოთsmile.gif

Posted by: fermina 24 Mar 2010, 12:04
ხის სოკოსგან რა გავაკეთო? სტანდარტული ხახვში/სუნელებში მოხრაკვის გარდა? rolleyes.gif

Posted by: MEZGVAURI 24 Mar 2010, 12:06
fermina
მე შილას ვაკეთებ ხოლმე. ან ხარჩოს წვენში ვდებ და გარნირად ბევრი რამ მიდის.

Posted by: fermina 24 Mar 2010, 12:09
მადლობა, შილა რატომღაც არ მიყვარს არანაირი, ხარჩოს წყვენში საინტერესოა, ანუ ნიგვზიანი ხარჩოს მსგავსად?

Posted by: MEZGVAURI 24 Mar 2010, 12:30
fermina
კი, ჩვეულებრივად ვაკეთებ ხარჩოს წვენს და ვდებ შიგნით ზეთში მობრაწულ ან უბრალოდ თავის წვენში მოშუშულ სოკოს.ძალიან გემრიელი და ნოყიერი რამაა.

Posted by: forever`s_NEVER 24 Mar 2010, 16:43
რას არ მოიფიქრებენ. კარტოფილის ჩაქაფული. ყველა ინგრედიენტი იგივე რაც ბატკანს, ოღონს ბატკანს ჩავანაცვლებთ კარტოფილის ნაჭრებით smile.gif)))

Posted by: annak 24 Mar 2010, 16:57
forever`s_NEVER
QUOTE
რას არ მოიფიქრებენ. კარტოფილის ჩაქაფული. ყველა ინგრედიენტი იგივე რაც ბატკანს, ოღონს ბატკანს ჩავანაცვლებთ კარტოფილის ნაჭრებით

და ძალიან გემრიელია yes.gif

აქ დავწერე მიყვარს ბრინჯს კამას რო ვამატებ თქო და თურმე ირანელბი ხშირად იყენებენ გარნირად კამიან ბრინჯს.
აი რეცეპტიც:
მოვხარშავთ ბრინჯს და ცოტა რომ აკლია მთლიანად შერბილებამდე გადავწურავთ.
ქვაბში ჩავასხავთ საკმაო ოდენობით ზეთს და შეგვიძლია ჩავდოთ სომხური ლავაშიც, შეიძლება ლავაშის გარეშეც, ვამატებთ ბრინჯს და ვაყრით კამას ძალიან დიდი რაოდენობით, ისე რომ ბრინჯი "გამწვანდეს"
ვდგავთ, ძალიან ნელ ცეცხლზე დაახ. 20 წუთი, უგემრიელესია.

Posted by: frontushka 24 Mar 2010, 17:17
forever`s_NEVER
ასევე ძალიან გემრიელია სოკოს ჩაქაფულიც, შესაბამისად ბატკანს ჩაანაცვლებ სოკოთი smile.gif
ისე კი მე პირადად ბატკანზე მეტად, ხბოს ჩაქაფული მომწონს

Posted by: tasikuna-taso 24 Mar 2010, 17:35
QUOTE
და ძალიან გემრიელია



მართლაც ძალიან გემრიელია. მე ახალი კარტოფილით გამიკეთებია.

Posted by: ხორხე 25 Mar 2010, 19:23
გამარჯობა



ირანია ?



ჩამოპინეთ !!!

Posted by: Peppi 29 Mar 2010, 19:35
ძალიან გემრიელი სალათაა, უფრო სწორედ ვინეგრეტი, ნაკლებ კალორიული + დიდ შრომას არ მოითხოვსwink.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=215&Itemid=55

ხსნილზე კი უამრავი რამე-რუმე შეგიძლიათ შეამატოთsmile.gif

Posted by: aks75 28 Apr 2010, 01:13
დზალიან გემრიელია:


გერკულესის კატლეტი

საჭირო მასალა:

2 ჩაის ჭიქა გერკულესს დავასხათ მდუღარე წყალი ღრმა ჭურჭელში ისე რომ ფარავდეს და
დავახუროთ თავსახური.

მომზადების წესი:


სახეხსე გავხეხოთ 1 საშ. თავი ხახვი, 2კბილი ნიორი, დავჭრათ ქინძი და პეტრუშკა
წვრილად და ჩავაყაროთ უკვე გაფუებულ გერკულესში, დავუმატოთ შავი დაფქვილი
პილპილი და მარილი გემოვნებით.ავურიოთ კარგად ეს ყველაფერი და გამოვაცხოთ ცხელ
ზეთიან ტაფაზე პატარა კატლეტები.

აქ არის კიდევ ბევრი სამარხვო კერძების რეცეპტები: http://mzareuli.ucoz.com/publ/samarkhvo_k'erdzebi/10user posted image

Posted by: cicinog 28 Apr 2010, 11:19
MEZGVAURI რა კარგი იდეა მომაწოდეთ –– სოკო ბაჟეში! გმადლობთ.

Posted by: niniko_022 6 May 2010, 20:30
QUOTE (Peppi @ 29 Mar 2010, 19:35 )
ძალიან გემრიელი სალათაა, უფრო სწორედ ვინეგრეტი, ნაკლებ კალორიული + დიდ შრომას არ მოითხოვსwink.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=215&Itemid=55

ხსნილზე კი უამრავი რამე-რუმე შეგიძლიათ შეამატოთsmile.gif

http://smajliki.ru/smilie-1134447399.html

Posted by: annak 4 Jun 2010, 11:28
იქნებ ვინმემ იცოდეთ სამარხვო ბისკვიტის რეცეპტი?
არსებობს საერთოდ სამარხვო ბისკვიტი?
მეგობარს აინტერესებს და ჰელფ პლზ.

©TG
ბისკვიტი უნდა მაინცდამაინც user.gif
ეხლა მეც გამახსენდა რაღაც ამდაგვარი მეც გავაკეთე და რეცეპტს მოვძებნი მგონი აქაც დავწერე.
და მაგრამ ისიც ისე-რა იყო.
rtuli
მადლობა ნინო smile.gif

Posted by: (c)TG 4 Jun 2010, 11:45
annak
ადრე დამპატიჟა ვიღაცამ, მაგრამ რეცეპტს რომ მაჩეჩებდა ძალ;ით, არ გამოვართვი, ისეთი უგემური იყო, ხმელი ნამცხვარი ზეთზე დამზადებული. ძაან უგემურად მახსოვს და ეგ რეცეპტი გინდა გქონია, გინდ არა. უიი ჰერკულესის "პეჩენიები"?

Posted by: rtuli 4 Jun 2010, 14:17
annak
QUOTE
მეგობარს აინტერესებს და ჰელფ პლზ.

აი ეს ნახე
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695330&st=600

Posted by: catherina_10 7 Jun 2010, 17:39
ბელაში იყიდება სამარხვო ტორტებიო მე პირადად არ მიყიდია და როგორია ვერ გეტყვი

Posted by: tasikuna-taso 8 Jun 2010, 14:01
გოგოებო ახალი კარტოფილის ჩაქაფული გააკეთეთ.

კარგია მარხვაში.

Posted by: amadeus 8 Jun 2010, 17:39
კარტოფილის ჩაქაფული და სტაფილოს ჩახოხბილის givi.gif

Posted by: tasikuna-taso 8 Jun 2010, 18:34
QUOTE
კარტოფილის ჩაქაფული და სტაფილოს ჩახოხბილის 



ნუ დაცინით კარტოფილის ჩაქაფულს biggrin.gif

Posted by: get-up 8 Jun 2010, 18:54
QUOTE
კარტოფილის ჩაქაფულს

კარტოფილის ჩაქაფულის რა გითხრათ, მაგრამ აი შემწვარი.......
და ეს ჩაქაფული როგორიაა? როგორც ნამდვილი ჩაქაფული? რათქმაუნდა ხორცის გარეშე

Posted by: tasikuna-taso 8 Jun 2010, 19:07
QUOTE
და ეს ჩაქაფული როგორიაა? როგორც ნამდვილი ჩაქაფული? რათქმაუნდა ხორცის გარეშე


თავიდან ზეთს ჩაასხამთ ქვაბში და დანარჩენი ზუსტად ისე როგორც ხორცის ჩაქაფული.

მართლა მომწონს.

Posted by: get-up 8 Jun 2010, 19:13
QUOTE
თავიდან ზეთს ჩაასხამთ ქვაბში და დანარჩენი ზუსტად ისე როგორც ხორცის ჩაქაფული.

გასაგებია
QUOTE
მართლა მომწონს.

ხორცს კარტოფილი შეცვლის და ეგაა, კარგი იქნება აბა რა

Posted by: matusala_5 10 Jun 2010, 00:34
იქნებ ვინმემ იცოდეთ თბილისში შეიძლება ოსპის ყიდვა,ვერსად ვერ მივაგენი არადა მარხვის დროს შეუცვლელი პროდუქტია თავისი შემადგენლობით.სასარგებლოა , მცირე ულუფაც დიდხანს განაყრებს,საზღვარგარეთ დიეტებში იყენებენ აქტიურად ...

Posted by: annak 10 Jun 2010, 09:57
matusala_5
დიღმის მასივში ყოფილი "წითელ ქუდას" გვერდით ეხლა რაღაც საავტომობილო მაღაზიაა გაიხსნა თურქული მარკეტი "თურსა"
ოსპი იქაა მწვანეც წითელიც და ა. შ smile.gif
VINIPUXI
რეცეპტებიც დაგვიწერეთ თუ იცით
როგორ მოვამზადოთ ოსპი
მე პირადად წვნიანის და ფაფის სახით ვაპირებდი გაკეთებას, ისიც ჩემი ვარაუდით.

Posted by: VINIPUXI 10 Jun 2010, 10:07
annak
უღრმესი მადლობა დღესვე გავივლი თუ მოვახერხე 2kiss.gif
* * *
შემიძლია ერთი რჩევა მოქცეთ როცა წონის დაკლებაზე ფიქრს დაიწყებთ მხოლოდ სასწორის შკალას ნუ უყურებთ,პირველ რიგში იფიქრეთ თქვენს ორგანიზმზე რომელსაც დაზიანების შემთხვევაში ადვილად ვერ შეაკეთებთ და ვერც გამოცვლით. აუცილებელია ორგანიზმს მიაწოდოთ ის მინუმი ენერგიისა რაც მას არსებობისთვის ჭირდება .შეურაცყოფას არავის ვაყენებ ,მაგრამ ყველაფერს განათლება და კულტურა ჭირდება,ადამიანმა უნდა იცოდეს რომ მას საკვების დანიშნულება არსებობაა და არა განცხრომა,ვეთანხმები იმ გამონათქვამს რომ ”ადამიანი ისე გამოიყურება როგორც ჭამსო”მიიღეთ მხოლოდ ისეთი პროდუქტები რომელიც უფრო ჯანმრთელს და ლამაზს გაგხდით.მაგ ოსპი....
ვისაც წონაში დაკლება გინდათ და თან ჯანმრთელობაც არ დაიზიანოდ იდეალური პროდუქტია და რატო???????იგი შეიცავს ვიტამინებს A, B1, B2, B3, B6, B12,F განცაკუთრებით ბევრია ვიტამინი C და E, ასევე რკინს, მარგანეცს, ნატრიუმს, სელენს, სპილენძს ფოსფორს ,თუთიას.და ყველაზე მთავარი იგი დიდი რაოდენობით შეიცავს სრულყოფილ ცილებს,თავიდან აგაცილებთ ანემიას ,ამაგრებს კაპილარის კედლის განვლადობას . ის საუკეთესოა გამძაფრებული შიმშილის გრძნობის თავიდან ასაცილებლად. ნახშირწყლებისა და უჯრედისის შეთავსების წყალობით, რომელიც მათ სწრაფი გადამუშავებისაგან იცავს, ტვინი დიდი ხნით არის უზრუნველყოფილი დანაყრების შესახებ ინფორმაციით. თან ძალიან გემრიელია (ნუ ჩემთვის ასე და იმედია თქვენც მოგეწონებათ)პრობლემა ისაა თბილისში ვერ ვიპოვე , თუ ვინმე შეხვდებით მომზადების წესებს გასწავლით .გისურვებთ წარმატებებსსსსსს!!!!!

* * *
მისი პლიუსი ის არის რომ მცირე ულუფა საკმარისია რომ დანაყრდეთ დიდი ხნით,არ გაგაწამოთ შიმშილის გრძნობის დათმენამ და თან ორგანიზმაც მიიღოს ყველაფერი რაც მას აუცილებლად ჭირდება...
* * *
matusala_5
როგორ უნდა მოვამზადო???????

Posted by: shumeri 11 Jun 2010, 01:19
tasikuna-taso
QUOTE
თავიდან ზეთს ჩაასხამთ ქვაბში და დანარჩენი ზუსტად ისე როგორც ხორცის ჩაქაფული.

მართლა მომწონს.

მართლა ძალიან გემრიელია....
მე ზოგჯერ სოკოსაც ვუმატებ ხოლმე და ერთად უგემრიელესია...

Posted by: tasikuna-taso 11 Jun 2010, 14:50
QUOTE
მართლა ძალიან გემრიელია....
მე ზოგჯერ სოკოსაც ვუმატებ ხოლმე და ერთად უგემრიელესია...


კი მოუხდება სოკო. ვცდი აუცილებლად.

Posted by: Peppi 14 Jun 2010, 14:46
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=370&Itemid=55

ძალიან გემრიელი დესერტიაsmile.gif

Posted by: Peppi 14 Jun 2010, 22:04
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=374&Itemid=55

Posted by: Temptation 16 Jun 2010, 20:06
მაქვს ასეთი რაღაც.
სამარხვო რომ არის ვხვდები,მაგრამ რა არის და როგორ უნდა მომზადება იქნებ მითხრააათ smile.gif


გერმანულის აზრზე არ ვარ...

როგორიც სურათზეა ზუსტად მასეთი არ არის...
ჩემსას აწერია
mit Rauchspeck und Rindfleisch

user.gif

Posted by: mesxelio 16 Jun 2010, 21:39
სამარხო არ არის, მგონი ბეკონით და ძროხის ხორცით არის smile.gif

Posted by: upwave 18 Jun 2010, 02:02
Temptation
QUOTE
სამარხო არ არის, მგონი ბეკონით და ძროხის ხორცით არის

კი, მართალია, სამარხვი არაა.
სამარხვო მაგაში მარტო მწვანე ლობიოა smile.gif

Posted by: lily 18 Jun 2010, 11:25
დილა მშვიდობისა კულინარებო smile.gif
ხვალისთვის მინდა გავაკეთო ხილის პაი, იქნებ ვინმე დამეხმაროს და სამარხვო ცომის რეცეპტი მომწეროს?! baby.gif
რაღაც-რაღაცეები მეც ვიპოვე , მაგრამ იქნებ მაინც არ დაიზაროთ გამიზიაროთ გამოცდილება chups.gif

Posted by: RENE_Z 22 Jun 2010, 13:14
lily
QUOTE
ხვალისთვის მინდა გავაკეთო ხილის პაი, იქნებ ვინმე დამეხმაროს და სამარხვო ცომის რეცეპტი მომწეროს?!
რაღაც-რაღაცეები მეც ვიპოვე , მაგრამ იქნებ მაინც არ დაიზაროთ გამიზიაროთ გამოცდილება

მეც მაინტერესებს, თუ გააკეთე და როგორი გამოგივიდა? smile.gif

Posted by: lily 25 Jun 2010, 11:02
RENE_Z

აღარ გავაკეთე ვეღარ ვასწრებდი და ვიყიდე wink.gif

Posted by: saba444 25 Jun 2010, 11:26
annak
აი სამარხვო ნამცხვრები,ძალიან გემრიელია ორივე

2ჩ ჭ.გახეხილი ვაშლი,1ჩ.ჭ.ზეთი,1ჩ.ჭ.ქიშმიში,1ჩ.ჭ.დაჭრილი ნიგოზი,1ჩ.ჭ.შაქარი
სოდა 1 კოვზი,მარილი ოდნავ,ვანილი, ცედრა 1 ლიმონის,2ჩ.ჭ ფქვილი აურიოთ.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა. უგემრიელესია.....

კიდევ ერთი: 2ჭ. ჰერკულესი(გერმანული უკეთესია),250 გრ.მარგარინი,ან სამარხვო დაჩა,100გრ.წყალი(თუ გინდა რისამე წვენით ჩაანაცვლე)
სოდა-ძმარი,ვანილი ქიშმიში და ნიგოზი-რაოდენობა სურვილით,ფქვილი იმდენი რომ ნაზი ცომი გამოვიდეს.

Posted by: lily 26 Jun 2010, 11:38
saba444
დიდი მადლობა, მარხვის დამთავრებამდე აუცილებლად გავაკეთებ 2kiss.gif

Posted by: Peppi 3 Sep 2010, 14:28
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=402&Itemid=55


Posted by: Peppi 19 Oct 2010, 18:06
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=470&Itemid=55


პ.ს. ამ თემაში მარტო მე ვპოსტავ? gigi.gif
მარხვასაც დავიწყებ, მე მალე, ვატყობ yes.gif

Posted by: annak 19 Oct 2010, 21:28
Peppi
QUOTE
ამ თემაში მარტო მე ვპოსტავ?

ამ ბოლო დროს ჰო smile.gif და მადლობა საინტერესო რეცეპტებისთვის.
მაგრამ მე აქტიურად ვკითხულობ biggrin.gif
QUOTE
მარხვასაც დავიწყებ, მე მალე, ვატყობ

არ არის ჯერ მარხვა და..
გვაცადეთ ბატონო biggrin.gif

Posted by: ათულია 3 Nov 2010, 17:59
მეც დავდებ ჩემეულ სამარხვო კატლეტის რეცეპტს
ინგრედიენტები:
100 გრ წიწიბურა
100 ბრინჯი
3 მოზრდილი კარტოფილი
ქინძი-პეტრუშკა
3 საშუალო ზომის ხახვი
2 კბილი ნიორი
ზეთი და სიმინდის ფქვილი

ვხარშავ წინსწარ გარჩეულ წიწიბურას და ბრინჯს შემდეგ ვატარებ ხორცის საკეპ მანქანაში,
შემდეგ უმად ვუტარებ კან გაფრცქვინ კარტოფილებს ხახვს ნიორს მწვანილს და როგორც ფარშ ისე ვკმაზავ მარილით
ვავლებ სიმინდის ფქვილში და ჩვეულებრივ ვწვავ
ძალიან სასარგებლო და გემრიელია!

Posted by: Solveig 4 Nov 2010, 04:15
QUOTE
ბრინჯი ბოსტნეულით და კოწახურით

Peppi

ვაი, კოწახურით არასდროს არ მიცდია smile.gif)
ძალიან ორიგინალური მიგნებაა...ლამაზი ხომ არის და არის smile.gif ალბათ გემრიელიც იქნება.


Posted by: mariaa 22 Nov 2010, 14:44
ვაშლის მინი სამარხვო ღვეზელები

http://pix.ge/

ცომი:
500გ. ფქვილი(Self-Raising )
1/3ჭ შაქარი
1/2ჭ ტახინი ფორთოხლის(ან ჩვეულებრივი ტახინი)ან მზესუმზირის ზეთი
1ჭ ფორთოხლის წვენი
3ს.კ. კონიაკი(1ჭ shot)
1ფორთოხლის და ლიმონის ცედრა
1/2ს.კ. დარიჩინი

შიგთავსი:
4-5 გახეხილი ვაშლი
1ჭ ქიშმიში
1/2ჭ ყავისფერი(შავი)შაქარი
1ჭ დატეხილი ნიგოზი
1ს.კ. დარიჩინი


ცომისთვის ვურევთ ყველაფერს ერთად და ბოლოს ვამატებთ ფქვილს ნელ-ნელა და კარგად მოვზილავთ.ცომი გამოვა ელასტიური.
შიგთავსისთვის ერთ ჯამში ვათავსებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მასალას და ვურევთ კარგად ერთმანეთში.
ვიღებთ ცომის ნაჭერს ერთი დიდი კვერცხის ზომისას,ფქვილ მოყრილ დაფაზე ვშლით მრგვალ ფორმებად.
გაშლილ ცომს დავადებთ გულში 1ს.კ. შიგთავსს და გადავკეცავთ და ჩანგლის დახმარებით ბოლოებზე დავაწვებით.
დავაწყობთ საცხობ ქაღალდზე,შევდგავთ გახურებულ ღუმელში 30' 180გრადუსზე.
ცოტა რომ გაგრილდება მოვაყრით შაქრის პუდრას.

enjoy...

Posted by: gigu73 23 Nov 2010, 12:22
სამარხვო ტომლა
ხახვი მოვთუშოთ დავაყაროთ სოკოს მარინადი + გახეხილი სტაფილო + პომიდორი გახეხილი + ოხრახუში + მარილი + პილპილი.
შევახვიოთ კომბოსტოს ფოთოლში.
ძალიან გემრიელია

Posted by: teacher-1 25 Nov 2010, 15:29
იქნებ ვინმემ იცის სსმარხოდ რაიემე შოკოლადის კექსის მსგავსი?მე ვიზუალურად არასდროს არ გამომდის ხოლმე და ბავშვებიც არ ეკარებიან....მასწავლეთ რა რაიმე სასიამოვნო რომ იყოს გემოთიც და ვიზუალურადაც...აი,ტკაცუნა შოკოლადი რომ ჰქონდეს გარშემო....
მადლობა

Posted by: <<დოლორეს>> 25 Nov 2010, 16:08
shumeri
tasikuna-taso
QUOTE
გოგოებო ახალი კარტოფილის ჩაქაფული გააკეთეთ.

კარგია მარხვაში

QUOTE
მართლა ძალიან გემრიელია....
მე ზოგჯერ სოკოსაც ვუმატებ ხოლმე და ერთად უგემრიელესია...

დამიწერეთ რა ზუსტი რეცეპტი პლზ...



August
QUOTE
სამარხვო მაიონეზი

0,5 ჭიქა ნიგოზი ძალიან წმინდად დავფქვათ მანქანაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნიგვზის ფქვილმა ემულგატორის როლი უნდა შეასრულოს.
ნიგვზის ფქვილს ვუმატებთ მცირეოდენ მდოგვს (გემოვნების მიხედვით), გადადურებულ და გაცივებულ წყალს იმდენს, რომ ფაფისებური მასა მივიღოთ. ამის შემდეგ ვიწყებთ ზეთის (უმჯობესია მზესუმზირის ან ზეითუნის ) წვეთ-წვეთობით დამატებას. შემდეგ კი უკვე ჩაის კოვზითაც შეიძლება. სულ დაახლოებით არაუმეტეს 1ჭიქისა, რადგან ნიგვზის ფქვილის ემულგატორული შესაძლებლობები შეუზღუდავი არ გახლავთ. თუ ზედმეტი მოგივათ - მაიონეზი ფენებად დაგეშლებათ და ამას კი სამწუხაროდ უკვე აღარაფერი ეშველება. ეს მასა საჭირო კონსისტენციამდე შეგიძლიათ წყლისა და ძმრის (ძმარი ბალსა

აქ მეეჭვება იშოვებოდეს და მომიწევს ალბათ ამის ჩალიჩი biggrin.gif

Posted by: teacher-1 27 Nov 2010, 15:59
QUOTE
სამარხვო ტომლა
ხახვი მოვთუშოთ დავაყაროთ სოკოს მარინადი + გახეხილი სტაფილო + პომიდორი გახეხილი + ოხრახუში + მარილი + პილპილი.
შევახვიოთ კომბოსტოს ფოთოლში.
ძალიან გემრიელია
ალაბატ ცოტა ხანი უნდა ხო ხარშვა?

Posted by: akkai 29 Nov 2010, 13:59
დრეიდან ხშირი სტუმარი ვიქნები ამ თემაში:

წავედი ეხლა შესვენებაზე;
ვნახავ რა არჩევანს მთავაზობს საცხობი და სუპერმარკეტი.

Posted by: matusala_5 29 Nov 2010, 16:57
ყველაფერი რაც მოგინდება შეიძლება მარხვაშიც მიირთვა,რაღა გამოვიდა თუ სამარხო ტორტიც ვჭამწეთ და ხაჭაპურიც?მარხვა მარტო ცხოველური საკვების აკრძალვა ხომ არ არის....რავიცი ეს ჩემი აზრია....

Posted by: shumeri 30 Nov 2010, 05:05
matusala_5
QUOTE
ყველაფერი რაც მოგინდება შეიძლება მარხვაშიც მიირთვა,რაღა გამოვიდა თუ სამარხო ტორტიც ვჭამწეთ და ხაჭაპურიც?მარხვა მარტო ცხოველური საკვების აკრძალვა ხომ არ არის....რავიცი ეს ჩემი აზრია....

დიახ, მარხვა სწორედ ცხოველური საკვების აკრძალვაა, ასევე სხვისი განკითხვის!!!!! და სასურველია ეკლესიური ცხოვრება---წირვა-ლოცვაზე სიარული, აღსარება დ ა. შ. ხოლო ვაშლის ღვეზელს, ან სოკოს ტოლმას თუ შეჭამ არაფერი შავდება, პირიქით აუცილებელიც კია, რადგან მარხვა შიმშილს საერთოდ არ ნიშნავს, არადა რატომღაც ყველას ასე ჰგონია....რაც დაშვებულია, ყველაფრის მირთმევა შეიძლება----მათ შორის არც სოკოს ტოლმა, არც სოიოს კატლეტი დ არც მითუმეტეს ვაშლის ან ბანანის ნამცხვარი აკრძალული არ არის.....

Posted by: matusala_5 30 Nov 2010, 11:01
QUOTE
დიახ, მარხვა სწორედ ცხოველური საკვების აკრძალვაა, ასევე სხვისი განკითხვის!!!!! და სასურველია ეკლესიური ცხოვრება---წირვა-ლოცვაზე სიარული, აღსარება დ ა. შ. ხოლო ვაშლის ღვეზელს, ან სოკოს ტოლმას თუ შეჭამ არაფერი შავდება, პირიქით აუცილებელიც კია, რადგან მარხვა შიმშილს საერთოდ არ ნიშნავს, არადა რატომღაც ყველას ასე ჰგონია....რაც დაშვებულია, ყველაფრის მირთმევა შეიძლება----მათ შორის არც სოკოს ტოლმა, არც სოიოს კატლეტი დ არც მითუმეტეს ვაშლის ან ბანანის ნამცხვარი აკრძალული არ არის.....

ვიცი ჩემო კარგო მარხვაც რაც არის.........

Posted by: Baltimore 30 Nov 2010, 12:09
<<დოლორეს>>
QUOTE
აქ მეეჭვება იშოვებოდეს და მომიწევს ალბათ ამის ჩალიჩი biggrin.gif


არ ვიცი სად ხარ, მაგრამ შეუძლებელია არ იყიდებოდეს, მთავარია იცოდე რა სახელით ეძებო პროდუქტი. თავად ინტერნეტში დაძებნე სადაც შენ ხარ იმ ქვეყნის ენაზე ან უკვერცხო მაიონეზი, ან ვეგეტარიანული მაიონეზი, ან - ვეგან მაიონეზი... სავარაუდოდ სოიოზე და მის რძეზე დამზადებული იქნება

Posted by: <<დოლორეს>> 30 Nov 2010, 16:23
shumeri
QUOTE
დიახ, მარხვა სწორედ ცხოველური საკვების აკრძალვაა, ასევე სხვისი განკითხვის!!!!! და სასურველია ეკლესიური ცხოვრება---წირვა-ლოცვაზე სიარული, აღსარება დ ა. შ. ხოლო ვაშლის ღვეზელს, ან სოკოს ტოლმას თუ შეჭამ არაფერი შავდება, პირიქით აუცილებელიც კია, რადგან მარხვა შიმშილს საერთოდ არ ნიშნავს, არადა რატომღაც ყველას ასე ჰგონია....რაც დაშვებულია, ყველაფრის მირთმევა შეიძლება----მათ შორის არც სოკოს ტოლმა, არც სოიოს კატლეტი დ არც მითუმეტეს ვაშლის ან ბანანის ნამცხვარი აკრძალული არ არის.....

2kiss.gif

ზოგს მოდას აყოლა ერთ რამედ უღირთ.ხომ მოდაშია ახლა მორწმუნეების დაცინვა და სწორედ რომ მარხვაში ამ საკითხის (რაც მაგ ამხანაგმა დაწერა) დაცინვა გახდა ძალიან პოპულარული smile.gif


Baltimore
ვერ გავაგებინე ამათ რა მინდა sad.gif სახელი კიდე არ ვიცი არც გუგლმა მითარგმნა biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 30 Nov 2010, 16:33
მარხვის პერიოდში კიდევ უმარავი მსგავსი შენიშვნა დაიწერება აქ. არ ღირს ყველასთვის პასუხის გაცემა. თუ თვლი,რომ ნამდვილად გინდა მარხვის შენახვა, გააკეთე ეს ისე, როგორც შეძლებ. დანარჩენი დროსთან ერთად მოვა. მთვარია სურვილი იყოს გულწრფელიsmile.gif

Posted by: matusala_5 30 Nov 2010, 17:33
<<დოლორეს>>
QUOTE
(რაც მაგ ამხანაგმა დაწერა) დაცინვა გახდა ძალიან პოპულარული

ვის გულისხმობდით არ ვიცი......დაგცინათ ვინმემ??მე არავის განვიკითხავ უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და მაპატიეთ თუ ვინმეს რამე გაწყენინით,მეტს აღარ შეგაწუხებთ აქ..........
http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Posted by: annak 30 Nov 2010, 18:01
სამარხვო ტრუფელი
(ტრუფელი კი ქვია, მაგრამ მთლად ტრუფელი არ არის, ადრე აქ დადებული ტრუფელის სამარხვო ვარიანტია user.gif )
4 ჭიქამდე შვრიის ფანტელი ( ჰერკულესი)
1 ჭიქა შაქარის პუდრა - მე ნაკლებს ვუკეთებ დაახლოებით ნახევარ ჭიქას ან შეიძლება უფრო ნაკლებსაც.
200 გრამი დარბილებული " დაჩა"
2-5 ს.კ. კაკაო
ცოტა ვანილი
ეს მასა კარგად მოვურიოთ გავაკეთოთ პატარა ბურთებივით და ამოვავლოთ ან ქოქოსის ფანტელში ან დაფხვნილ ნიგოზში,
( ნიგოზს სუნელების დასაფხვნელ მანქანაში ვატარებ და ბურბუშელასავითაა)
ამ ნიგვზის ბურბუშელას ძირითად მასაშიც ვამატებ და შემდეგ ბურთულებსაც ვავლებ
/ან ქოქოსის ფანტელებიში.
მასის შიგნით, შუაგულში შეიძლება ჩადოთ მოხალული თხილი.
თუ მაქვს ჩვეულებრივი შაქრის ნაცვლად ვხმარობ ყავისფერ შაქარს, კარამელიზირებული შაქარია და გუდვილში იყიდება, თუმცა მაინცდამაინც დიდ სხვაობა გემოში არ არის.
ხანდახან შვრიას ბლენდერით ვფქვავ და ისე ვაკეთებ, ამ შემთხვევაში უფრო მეტი შვრიაა საჭირო ვიდრე 3 ჩაის ჭიქა.
ეს არის ძირითადი პროპორციები, რომ გააკეთებთ მერე თქვენით დაარეგულირებთ სიტკობს და შვრიის რაოდენობასაც.

Posted by: Baltimore 1 Dec 2010, 09:54
<<დოლორეს>>
QUOTE
ვერ გავაგებინე ამათ რა მინდა sad.gif სახელი კიდე არ ვიცი არც გუგლმა მითარგმნა biggrin.gif


ბუნებრივია "სამარხვო მაიონეზის" სახელით ვერ იპოვი.
რა ენოვან ქვეყანაში ხარ?
აი, ინგლისურ ენაზე გუგლმა უკვერცხო მაიონეზზე ესენი ამოყარა:

http://www.google.com/#sclient=psy&hl=en&q=eggless+mayonnaise&aq=3&aqi=g4g-o1&aql=&oq=&gs_rfai=&pbx=1&fp=b69933d19f024e3b

ესენი კიდევ ვეგან მაიონეზზე:

http://www.google.com/#hl=en&expIds=17259,23756,24692,24878,24879,27400,27585,27744,27757,27879&sugexp=ldymls&xhr=t&q=vegan+mayonnaise&cp=10&pf=p&sclient=psy&aq=0sv&aqi=&aql=&oq=&gs_rfai=&pbx=1&fp=b69933d19f024e3b

Posted by: akkai 1 Dec 2010, 14:51
annak
რამე ისეთი დაწერე, მე რო გავაკეთო ადვილად. smile.gif
მარტო ვარ სახში და 2 დღეა კარტოფილს ვხარშავ sad.gif

Posted by: fermina 1 Dec 2010, 15:04
რთულის თევზი-კარტოფილის კომბინაცია, გემრიელი ჩანს და თან სამარხვოა, თევზით ხსნილია ეს მარხვა ოთხშაბატი-პარასკევის გარდა.

http://forum.ge/?f=82&showtopic=34186864&st=120

Posted by: annak 1 Dec 2010, 16:12
akkai
ჩამოვწერ რაღაც-რაღაცეებს რაც უცბად გამახსენდა
***
აი 1 ძალიან მარტივი სალათა
ვხარშავთ რამოდენიმე საშუალო ზომის კარტოფილს და სტაფილოს (სტაფილო შეიძლება არც მოხარშო და უმად, წვრილად გახეხო).
მანამდე ბარდას (გაროხს) 1 ქილას კარგად გავრეცხავთ გამდინარე წყალში და დავტოვებთ საწურზე, რომ დაიწრიტოს.
კარტოფილი და სტაფილო რომ მოიხარშება ვჭრით პატარა ნაწილებად ისე, როგორც ოლივიესთვის.
ასევე ოთკუთხედებად ვჭრით კიტრის მწნილს.
ღრმა თასში გადავურევთ ამ ინგრედიენტებს (ბარდას, სტაფილოს, კარტოფილს, კიტრის მწნილს), ვუმატებთ ალყა-ალყა, სიფრიფანად დაჭრილ ხახვს თუ გიყვარს, დავამატებთ მარილს, შავ პილპილს გემოვნებით. მე ვუმატებ ცოტა ზეითუნის ზეთს ან სხვა ნებისმიერს, ზეთის მაგივრად შეიძლება დაამატო სამარხო მაიონეზი კარგად გადაურიო და ბოლოს დააყარო ბლომად მწვანილი (კამა, ოხრახუში).
***
გათლი კარტოფილს და დაჭრი საშუალო ზომის ოთკუთხედებად მოხარშავ. როცა კარგად მოიხარშება გადაწურავ და მოხრაკავ ან ზეთში ან რამე სამარხო ცხიმში ძალიან ცოტა ხნით ( 5 წუთამდე).
გამორთვამდე დააყრი წვრილად დაჭრილ ხახვს და მწვანილს (კამა, ოხრახუში), მოაყრი მარილს და შავ პილპილს გემოვნებით, სულ ცოტა ხნით დატოვებ ცეცხლზე და გამორთავ.
*****
დაკონსერვებულ ბარდას გადაავლებ წყალს და მოთუშავ ხახვთან ერთად, ცოტა ხანში დაუმატებ შემდეგ ნარევს. ადუღებულ, ნახევარ ჭიქა წყალში გახსნი 1 ს.კ. ტომატს, 1 ჩ.კ. შაქარს და რამდენიმე თავ დაჭყლეტილ ნიორს. დამმატებ ამას და გააგრძელებ მოშუშვას, მოგვიანებით დაუმატებ მარილს, წიწაკას და შავ პილპილს გემოვნებით.
****
ძალიან ადვილი და გემრიელია თუ გაქვს კომბოსტოს ან წითელი ან თეთრი მწნილი (ორივეთი ძალიან კარგია) კარგად გადაწურე, რომ ზედმეტი სითხისგან განთავისუფლდეს. დააყარე ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და მოასხი ზეთი. თორნის პურთან ერთად ძალიან გემრიელია.
***
ბრინჯის ტკბილი ფლავი
ადუღებულ, მარილიან წყალში ვხარშავთ გრძელ ბრინჯს, (1 ჭიქა ბრინჯი, 2 ჭიქა წყალი) მოვხარშავთ ისე, რომ ძალიან არ ჩაიხარშოს , შემდეგ ვავლებთ გამდინარე წყალს და ვტოვებთ საწურზე რომ კარგად დაიწრიტოს , ღრმა ტაფაში ან ქვაბში ვასხავთ ზეთს + ვამატებთ 1. ს.კ. "დაჩას" , რომ გაცხელდება ვუმატებთ თხლად დაჭრილ კომშს ან ვაშლს ან ორივეს ერთად, თუ გაქვს კარგია დაამატო ქიშმიშიც, ამ მასას ვშუშავთ. ცოტა ხანი დაახ. 5 წუთის შემდეგ ვუმატებთ ბრინჯს და ვაგრძელებთ შუშვას. მოგვიანებით ვუმატებთ ცოტა შაქარს.
თუ არ გაქვს არც კომში და არც ვაშლი არაფერია, გული არ გაიტეხო smile.gif))ასეთი წესით მოხარშე ბრინჯი და ბოლოს უკვე რომ გამორთავ, გადმოიტანე დიდ თეფშზე და მოასხი მურაბა, ძალიან უხდება თეთრი ბლის მურაბა, მაგრამ თითქმის ყველა მურაბა მიდის.
****
ძალიან ბევრი დავწერე და იმედია რამეს ამოარჩევ
მოგვიანებით დაგიწერ სხვა რეცეპტებსაც, რაც ჩემი აზრით არაა რთული გასაკეთებელი.
ჩაშუშული კომბოსტო, სპაგეტი შემწვარი სოკოთი და ა.შ.
ქართული ვინეგრეტი ლობიოთი და კომბოსტოს მწნილით.
სირსველი ლობიო ნიგვზით.
მოხარშული ჭარხალი ან ტყემლით ან ნიგვზით.
მოხარშული სტაფილო, კომბოსტო ნიგვზით და თუ გაქვს ეკალა ესეც ჯობია გაკეთდეს ნიგვზით. ძალიან კარგია ბრინჯის შილა ფლავი შავჩოხა სოკოთი. (ბაზარში უამრავია).
ტყუილი სუპი და ბორშჩი და ა.შ.
smile.gif)))))))))))))

akkai
QUOTE
ეს იქნება გემრიელი;

ოკ. ახლა გავდივარ და დღეს, მოგვიანებით დავწერ
QUOTE
ბარდა ე.წ. "გაროხია" ?

yes.gif
QUOTE
ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი

ჯერ შუაზე გაჭრი ხახვს და მერე ფენა-ფენად დაჭრი, მრგვალად დაჭრილ ხახვსაც ეძახიან.

Posted by: akkai 1 Dec 2010, 17:03
QUOTE
დაკონსერვებულ ბარდას გადაავლებ წყალს

annak

ბარდა ე.წ. "გაროხია" ?

QUOTE
ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი


ეს როგორ?
QUOTE
მოგვიანებით დაგიწერ სხვა რეცეპტებსაც,


ო.კ.

ორშაბათამდე მარტო უნდა ვიყო სახში; იმედია რაღაცეებს ვისწავლი აქედან.

QUOTE
ჩაშუშული კომბოსტო, სპაგეტი შემწვარი სოკოთი და ა.შ.

ეს იქნება გემრიელი;
annak

Posted by: orchidea 1 Dec 2010, 22:25
fermina
QUOTE
თევზით ხსნილია ეს მარხვა ოთხშაბატი-პარასკევის გარდ

ოღონდ 25 დეკემბრამდე

Posted by: annak 1 Dec 2010, 22:46
akkai
ჩაშუშული კომბოსტო
ვიღებთ საშუალო ზომის კომბოსტოს თავს, კარგად ვრეცხავთ გარე ფოთლებს შემოვაცლით (ასეთ დეტალებს, რომ ვწერ ვიცი არასაჭიროა, მაგრამ მაინც ) და წვრიოლად სიგრძეზე დავჭრით. ალბათ თვალი მოგიკრავს როგორ იჭრება კომბოსტო მაგ. ბორშისთვის.
მანამდე რამდენიმე ხახვს გავარჩევთ და წვრილად დავჭრით, მოვშუშავთ ღრმა ქვაბში.
ხახვი კარგად რომ მოიშუშება დავამატებთ ჩვენს დაჭრილ კომბოსტოს და დავასხავთ მცირე რაოდენობით ადუღებულ წყალს. (ალბათ ასე ჭიქის მეოთხედს) ბევრი არაა საჭირო კომბოსტო თავადაც გამოყოფს წყალს, ქვაბს დავაფარებთ თავსახურს.
კარგად რომ მოიშუშება და დარბილდება დავუმატებთ 1ს. კოვზ ტომატს (შეიძლება არც დაუმატო თუმცა ტომატი ძალიან აგემრიელებს) ბოლოსკენ შეაზავებ მარილით და შავი პილპილით, დააჭრი მწვანილებს ერთს ამოურევ და ცოტა ხანში გამორთავ.
სულ ესაა.
თუ შავ პილპილს არ დაამტებ შეგიძლია, ბოლოს რომ გამორთავ სქელი მეგრული აჯიკა დაამატო.
***
ქართული ვინეგრეტი.
მოხარშავ ლობიოს , ასევე კარტოფილს, სტაფილოს და ჭარხალს.
შემდეგ ჭარხალს სტაფილოს და კარტოფილს დაჭრი მცირე ზომის ნაწილებად, დაამატებ მოხარშული ლობიოს მარცვლებს , დააჭრი ხახვს. ასევე თეთრი წვრილად დაჭრილი მჟავე კომბოსტო თუ გაქვთ იმასაც დაამატებ.
ბოლოს დაუმატებ მარილს და წიწაკას გემოვნებით, დაასხავ ზეთს და ამოურევ, ბოლოს დააჭრი მწვანილს.
ძალიან გემრიელია.
***
ამის მსგავსი უკვე დავწერე ზემოთ მაგრამ ასე უფრო გემრიელია.
გათლი კარტოფილს და დაჭრი საშუალო ზომის ოთკუთხედებად მოხარშავ. როცა კარგად მოიხარშება გადაწურავ დაამატებ ზეთს , დააყრი წვრილად დაჭრილ ხახვს და კამას, ოხრახუშს და ძალიან უხდება მწვანე ხახვი, მოაყრი მარილს და შავ პილპილს გემოვნებით.
***
აჯაფსანდალი
ხახვს და საშულო ზომაზე დაჭრილ კარტოფილს ერთად მოხრაკავ, ცოტა ხანში დაამატებ იმავე ზომაზე დაჭრილ ბადრიჯანს, დაუმატებ დაჭრილ ბულგარულს და ზემოდან დაადებ რგოლებად დაჭრილ კანგაცლილ პამიდორს, ამას ყველაფერს დაუმატებ ტომატპასტას გახსნილს ადუღებულ, ნახევარ ჭიქა წყალში +1 ჩ.კ. შაქარს და რამდენიმე თავ დაჭყლეტილ ნიორს+ მარილს. ერთხელ ამოურევ, დააფარებ თავსახურს და ცოტა ხნით დატოვებ. კეთდება მალე. მე ასევე ბოლოსკენ ვუმატებ სქელ მეგრულ აჯიკას და რა თქმა უნდა მწვანილს. smile.gif
ეს თუ არ ვცდები რთულის ვარიანტია და ძალიან გემრიელი.

Posted by: <<დოლორეს>> 1 Dec 2010, 23:36
annak
რამდენი რამე გამახსენე. 2kiss.gif

ხორცეულ თევზეული ისედაც არ მიყვარს მარა ნუ ყველი მიჭირს ერთადერთი biggrin.gif

ხუშინ ხამსა მივირთვი დრეს პომიდორი და ბრინჯი ჩინურად biggrin.gif

მიყვარს ყველაფერი სამარხვო smile.gif

Posted by: lela1972s 2 Dec 2010, 00:07
ძაან მაგარია გერკულესისი კატლეტები. smile.gif
500 გრამ ჰერკულესს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი და გააჩერეთ სანამ არ გაცივდება. მერე შეზილეთ კარგად. შევურიოთ : ზეთში მოთუშული ბლომად ხახვი, ქინზი და ნიორი დანაყილი, ხმელი სუნელები. მარილი გემოვნებით. მოვაგუნდაოთ და მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვაროთ ფქვილში ან საფანელში და გამოვაცხოთ შეწითლებამდე. (ეცადეთ სქელი არ გამოვიდეს)
გავაკეთოთ ცალკე ტომატის საწებელი,გარნირად კარტოფილის პიურე. უგემრიელესია.გაოცებული დარჩებით ისეთი გემრიელია.
რო გასინჯავთ გამაგებინეთ თუ მოგეცონათ smile.gif

Posted by: teacher-1 2 Dec 2010, 09:20
ხალხო,გამარჯობათ,ხომ არ იცით რაიმე სამარხვო ყველის შესახებ?

Posted by: ninoma 2 Dec 2010, 09:45
teacher-1
QUOTE
ხალხო,გამარჯობათ,ხომ არ იცით რაიმე სამარხვო ყველის შესახებ?

Tofu, რომელიც მზადდება სოიოს რძისგან
http://en.wikipedia.org/wiki/Tofu

Posted by: akkai 2 Dec 2010, 11:16
annak
2kiss.gif

გუშინ მეზობელმა დამაპურა smile.gif იცის რო მარტო ვარ და სოიოს კატლეტი და რაღაც ფხალი შემომიტანა;
დრეს ადრე მივალ სახში და შენი რეცეპტებიდან რამეს მოვიფიქრებ და გავაკეთებ:

თუ არ დამეზარა ფოტოსაც გადავუღებ smile.gif

Posted by: annak 2 Dec 2010, 11:32
akkai
QUOTE
ორშაბათამდე მარტო უნდა ვიყო სახში; იმედია რაღაცეებს ვისწავლი აქედან.

მეც იმედი მაქვს, რომ ეს რეცეპტები და სხვებიც გამოგადგება. yes.gif smile.gif

QUOTE
სპაგეტი შემწვარი სოკოთი და ა.შ.

სპაგეტი ძალიან მიყვარს და რადგან ახლა ისეთ სოუსს ვერ ვუკეთებ როგორც საჭიროა
ცოტა ვარიაციით სოკოთი ვაკეთებ.
კარგად ვწმენდ და ვრეცხავ სოკოს, ცოტა ხნით მარილწყალში ვაჩერებ თუ რამე ბინადარი ჰყავს სულ გარეთ გამოვა, მაგრამ მე ისეთი ტიპი ვარ ამ შემთხვევაში ერთიც, რომ დავინახო შეიძლება მერე სულ გასუფთავებულიც ვეღარ შევჭამო, ამიტომ როგორც დავწერე ამ ბოლო დროს ხშირად ვყიდულობ შავჩოხა სოკოს, რომელიც გემრიელიცაა და არ ჰყავს არაფერი, შეიძლება დაკონსერვებული სოკო გამოიყენო, კარგად გადარეცხო და მდუღარე წყალი გადაავლო.
ე.ი. სქელძირიან და ღრმა ტაფაზე ვასხავ ზეითუნის ზეთს კარგად , ვაყრი სვანურ მარილს და ვშუშავ წვრილად დაჭრილ ხახვს და სოკოს, კარგად რომ მოიშუშება ვუმატებ წვრილად დაკეპილ კანგაცლილ პომიდორს ( სამი საშუალო ზომის საკმარისია), და დაჭყლეტილ 1 ან 2 კბილ ნიორს, ცოტა ხანი ვაჩერებ ცეცხლზე , ვუმატებ ცხარე, სქელ აჯიკას და ბოლოს მწვანილს. სოუსის კონსისტენციის უნდა იყოს. პომიდორთან ერთად შეიძლება ცოტა მდუღარე წყალში გახსნილი ტომატის დამატება, ან მხოლოდ ტომატით გაკეთება. ( ამ შემთხვევაში, თუ სოუსი ძალიან გათხელდა შეიძლება 1 ან 2 ს.კ. პურის ფქვილით გაასქელო)
ამ სოუსს სპაგეტს ვასხავ ზემოდან, რომელიც უკვე წინასწარ გამზადებულია და კეთდება ძალიან მარტივად.
ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენ სამარხვო სპაგეტის, ვცილობ ხოლმე კარგი ბრენდი იყოს, რომ არც შეეწებოს ერთმანეთს და გემოც კარგი ჰქონდეს.
მერე ადუღებულ მარილიან წყალში ნელ-ნელა ჩავუშვებ ( ანუ ჯერ პირდაპირ ჯოხებივით ჩავდებ, ძირი რომ დარბილდება ნელ-ნელა მთლიანად ჩავაცურებ და მორევით კარგად განვაცალკევებ) დაახლოებით 10 წუთში იხარშება, მანამდე მაინც ვამოწმებ, რომ არ შეეწებონ ერთმანეთს. მოხარშულს თუშფალანგზე გადავიტან და ცივ, გამდინარე წყალში გავაჩერებ ცოტა ხნით, დაიწრიტება თუ არა გადამაქვს ქვაბში, ცოტა ზეითუნის ზეთში ვხრაკავ სულ ცოტა ხანი მე ასე მიყვარს, მაგრამ ზოგი პირდაპირ ასე გადაიტანს ღრმა თასში და შემდეგ მოასხავს სოუსს.
**
სოკოს შილაფლავი
სოკოს ვწმენდთ და ვრეცხავთ იგივე წესით და გადაგვაქვს თუშფალანგზე დასაწრეტად.
3-4 პატარა ხახვს წვრილად დავჭრით და სოკოსთან ერთად ვშუშავთ ქვაბში, შემდეგ ვუმატებთ მდუღარე წყალს (წყალს ყოველთვის თვალის ზომით ვასხავ და სადღაც ალაბთ 4-დან 6 ჭიქამდეა), ასევე ვუმატებთ მარილს და შავ პილპილს და 2ჩ. ჭიქა გარეცხილ მრგვალ ბრინჯს, ერთხელ კარგად ამოვურიოთ და დავტოვოთ ბრიჯის მოხარშვამდე.



<<დოლორეს>>
QUOTE
ნუ ყველი მიჭირს ერთადერთი

მეც smile.gif user.gif და საერთოდ რძის პროდუქტი, მაგრამ ვცდილობა ამაზე არ ვიფიქრო biggrin.gif

akkai
QUOTE
გუშინ მეზობელმა დამაპურა  იცის რო მარტო ვარ და სოიოს კატლეტი და რაღაც ფხალი შემომიტანა;

ყოჩაღ მეზობელს up.gif
QUOTE
დრეს ადრე მივალ სახში და შენი რეცეპტებიდან რამეს მოვიფიქრებ და გავაკეთებ:

იმედია მოგეწონება
QUOTE
თუ არ დამეზარა ფოტოსაც გადავუღებ

yes.gif
ის ვინც დიდ კულინარიას შეეჭიდება, იმასთან სიზარმაცეს რა ხელი აქვს? biggrin.gif
მოკლედ რასაც გააკეთებ , მთავარია კარგი გამოვიდეს და მოგეწონოს.

Posted by: teacher-1 2 Dec 2010, 13:32
მადლობა ყველზე ინფოსთვის აქ თუ იყიდება სადმე იქნებ მიმასწავლოთ.

Posted by: <<დოლორეს>> 2 Dec 2010, 19:44
ninoma
QUOTE
ხალხო,გამარჯობათ,ხომ არ იცით რაიმე სამარხვო ყველის შესახებ?


Tofu, რომელიც მზადდება სოიოს რძისგან

sad.gif აუ როგორ მინდა.კორტ ინგლესში უნდა ვიკიტხო,იმათ ყველანაირი ყველი აქვთ biggrin.gif

და peppi-ს ფენოვანს გამოვაცხობდი chups.gif

annak
QUOTE
მეც  და საერთოდ რძის პროდუქტი, მაგრამ ვცდილობა ამაზე არ ვიფიქრო



მე მარტო ყველი მიყვარს biggrin.gif
აგე,ყოფილა სამარხვო ყველი მგონი მე და შენ გვეშველება biggrin.gif

Posted by: shumeri 4 Dec 2010, 03:15
<<დოლორეს>>
QUOTE
გოგოებო ახალი კარტოფილის ჩაქაფული გააკეთეთ.

კარგია მარხვაში


QUOTE
მართლა ძალიან გემრიელია....
მე ზოგჯერ სოკოსაც ვუმატებ ხოლმე და ერთად უგემრიელესია...


დამიწერეთ რა ზუსტი რეცეპტი პლზ...

გვიან ვნახე თქვენი პოსტი....
ახლა დაგიწერთ კარტოფილის ჩაქაფულის რეცეპტს, ოღონდ თუ იშოვით ტარხუნას, ხოლო ახალი ტყემალი კი შეიძლება შენახული, დაკონსერვებული ტყემლით შეიცვალოს.
მოკლედ-----დავჭრით კარტოფილს საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვხარშავთ მარილწყალში, თუ სოკოც გაქვთ შეგიძლიათ ისიც დაუმატოთ კარტოფილის მასას. წყალს იმდენს დაამატებთ, როგორი სისქისაც მოგწონთ, ზოგს მაგალითად ძალიან წვნიანი უყვარს, ზოგს ნაკლებ წვნიანი....ჩავამატებთ აგრეთვე ზეთს......
ნახევრად რომ მოიხარშება კარტოფილი და სოკო(ეს უკანასკნელი უფრო ცოტა დროს საჭიროებს), ჩაამატეთ ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი -----გააჩერეთ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ ტყემალი, მარილი პილპილი და ცოტა ხანში გამორთეთ.
ძალიან სურნელოვანი და გემრიელია, "ჩაქაფული" კი ჰქვია, მაგრამ იმედია არავინ დაგვძრახავს smile.gif , ფაქტიურად მხოლოდ ტარხუნა და ტყემალი აქვთ ამ და იმ ჩაქაფულს საერთო.....

QUOTE
ზოგს მოდას აყოლა ერთ რამედ უღირთ.ხომ მოდაშია ახლა მორწმუნეების დაცინვა და სწორედ რომ მარხვაში ამ საკითხის (რაც მაგ ამხანაგმა დაწერა) დაცინვა გახდა ძალიან პოპულარული

2kiss.gif

Posted by: ninoma 4 Dec 2010, 11:43
<<დოლორეს>>
QUOTE
აგე,ყოფილა სამარხვო ყველი

დღეს შევიძინე პირველად ტაფუ და სიმართლე გითხრა, არ მომეწონა.
სტრუქტურით თითქოს ჰგავს ყველს, მაგრამ გემოთი, არანაირი მსგავსება.
რა ვიცი , გემოვნებაზე არ დაობენო და იქნებ შენ მოგეწონოს.
ჩემს ბიჭს გაუსინჯავს თავის ჩინელ კლასელთან, ტაფუ-თი მომზადებული კერძი და მოსწონებია.
ასე მითხრა, თუ გინდა გამოვართმევ რეცეპტს,მაგას იყენებენ ვეგეტარიანელები(ჩინელები, შეიძლება სხვებიც, მაგდენი აღარ ვიცი) ხორცის შემცვლელადო.

Posted by: guruliqali 4 Dec 2010, 15:10
QUOTE
დღეს შევიძინე პირველად ტაფუ

სად შეიძინეთ?
ვაჟაზე ყოფილა სოიოს პროდუქტების მაღაზია და ზუსტად ხომ არ იცით ვინმემ სად არის?

Posted by: upwave 4 Dec 2010, 22:23
lela1972s
QUOTE
ამოვაროთ ფქვილში ან საფანელში და გამოვაცხოთ შეწითლებამდე. (ეცადეთ სქელი არ გამოვიდეს)

კატლეტი უნდა შევწვათ თუ ღუმელში გამოვაცხოთ?

Posted by: lela1972s 6 Dec 2010, 17:01
ვინმემ ხო არ იცის სამარხვო ტორტი? გთხოვთ დამიწერეთ რეცეპტი

Posted by: lucky555 7 Dec 2010, 01:57
ninoma
QUOTE
მაგას იყენებენ ვეგეტარიანელები(ჩინელები, შეიძლება სხვებიც, მაგდენი აღარ ვიცი) ხორცის შემცვლელადო. 


მე tofu-ს ვჭამ რომ პროტეინი მივიღო. ისედაც მომწონს, რა ვიცი, თავიდან არ მიყვარდა მაგრამ ეხლა ხორცს ბევრად მირჩევნია...განსაკუთრებით სალათებზე და seasoned...კალციუმსაც შეიცავს და რკინასაც (ცოტას). ყველის პონტში ვერანაირად ვერ აღვიქვავ...უფრო მექათმისთეთრხორცება : D

Posted by: ninoma 7 Dec 2010, 03:07
lucky555
QUOTE
მე tofu-ს ვჭამ რომ პროტეინი მივიღო

პირდაპირ თუ თერმულად ამუშავებ(წვავ, ხარშავ)?

Posted by: lucky555 7 Dec 2010, 16:48
ninoma
გრილდ უფრო...წვა ამაგრებს

Posted by: akkai 8 Dec 2010, 12:52
გუშინ ვჭამე თევზის ტოლმა.
ვაღიარებ რომ ძალიან მაგარი იყო.
ოღონდ ისეთ ადგილას ვიყავი რო რეცეპტის კითხვა გამიტყდა.

ვინმემ იცით როგორ მზადდება?

გასაგებია რო მე არ ვარ გამკეთებელი მაგის მარა , ვინმეს გავაკეთებინებ აუცილებლად.






Posted by: annak 8 Dec 2010, 17:39
akkai
აი აქ წერია როგორ კეთდება თევზის გუფთა და ტოლმაც მსგავასად იქნებოდა გაკეთებული
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695330&st=495
მე ალბათ გატარებულ თევზის ხორცს ყველაფერთან ერთად ცოტა ბრინჯსაც დავუმატებდი, უბრალოდ შემდეგ ამ მასას მოწალულ კომბოსტოს ფურცლებში გადაახვევ და ისე მოამზადებ.

Posted by: The_Man 8 Dec 2010, 21:23
კარგი
სამარხვო
კექსის
რეცეპტი
მომეცით
რაა
ვინმემ...



Posted by: ninoma 8 Dec 2010, 21:39
lela1972s
ვინმემ ხო არ იცის სამარხვო ტორტი? გთხოვთ დამიწერეთ რეცეპტი
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695330&st=510

Posted by: akkai 9 Dec 2010, 02:56
annak
2kiss.gif

მარტო შენ მაქცევ ყურადღებას;

ერთი კითხვა მაქ ყველასთან... სოიოს არაყის დალევა შეილება?

ხო კაი..ნახევრადხუმრობით ვიკითხე;
შუტკა ნუ smile.gif

Posted by: teacher-1 9 Dec 2010, 16:25
ეს ტაფუ გუდვილში ალბათ იქნება ხო????

Posted by: lika_goga 12 Dec 2010, 16:01
იქნება მომწეროოოტ რააა....სამარხო ნამცხვრის ფირფიტები თუ იცით რამეე ან დასასხმელი რო გამოვიდეს ისეთი რაააააა

Posted by: annak 13 Dec 2010, 16:07
saba444
QUOTE
2ჭ. ჰერკულესი(გერმანული უკეთესია),250 გრ.მარგარინი,ან სამარხვო დაჩა,100გრ.წყალი(თუ გინდა რისამე წვენით ჩაანაცვლე)
სოდა-ძმარი,ვანილი ქიშმიში და ნიგოზი-რაოდენობა სურვილით,ფქვილი იმდენი რომ ნაზი ცომი გამოვიდეს

ეს გავაკეთე და ძალიან მომეწონა, გემრიელია
ოღონდ მე პეჩენიების ფორმა მივეცი და ისე გამოვაცხვე.

Posted by: orchidea 13 Dec 2010, 17:04
lika_goga
ვიცი და აუცილებლად დაგიწერ ამ ღამეს , მოვიცლი , ბევრი ვიცი და რომელი გინდა ?
დასახსმელი ფუმფულა ცომი, 2- ნიგვზიან -მურაბიანი და სხვა

Posted by: markes 13 Dec 2010, 17:14
ამ კაცს რა ვაჭამო არარ ვიცი sad.gif
სულ მარხულობს

Posted by: urabus 13 Dec 2010, 23:27
სად იყიდება ტოფუ tofu ანუ იგივე სამარხვო ყველი? თბილისში მინდა იქნებ მიმასწავლოთ!

Posted by: SuperGirl 14 Dec 2010, 00:04
markes
ყველაზე მარტივია კარტოფილი მაკარონი გრეჩიხა სოკოს სუპი ბორში ბრინჯი ჩიშმიშით ბრინჯი ბოსტნეულით ყვავილოვანი კომბოსტო რამე რუმე ))
თუ გემრიელი კერძები უნდა კარაქი გაურიე და უთხარი სამარხოაო biggrin.gif
არა ისე ხუმრობის გარეშე biggrin.gif სოიოს კატლეტი თU გიჭამია ხორცის კატლეტს მე მაგალითა ბევრად მირჩევნია )))

urabus
ვიმ გითხრა ტოFუ რომ იგივე სამარხვო ყველია? მგონი არა no.gif
სამაარხვო ყველი შეგიძლია იკითხო ჩვეულებრივ ფარჩაკ მარკეტებში (არა სუპერმარკეტებში) და ვინმე ინდმეწარმის მიერ შეტანილს ნახავ, დელისზე იყო ადრე მახსოვს სამარხვო ყველი და სამარხვო ნაყინი lol.gif ხვალ უნდა გავიარო მაგ მაღაზიებში თუ ვნახე მოგწერ


QUOTE
გუშინ ვჭამე თევზის ტოლმა

QUOTE
თევზის გუფთა

QUOTE
სამარხვო ტორტი

spy.gif spy.gif spy.gif





ხალხნო თუ შეიძლება მასწავლეთ სამარხვო შოკოლადის, სამარხვო მწვადების, სამარხვო ქათმის საქათის და სამარხვო ჩაჟუჟულის გაკეთება chups.gif
უმადური არ დაგრჩებით biggrin.gif

Posted by: orchidea 14 Dec 2010, 11:03
სამარხვო ტორტი " ხავერდი"
ცომი:
1 ჭ. შაქარი
1ჭ. ხილფაფა( ჭანჭურის ან ქლიავის ჯობია, ლამაზ ფერს აძლევს)
1ჭ. წყალი
200 გრ. მარარინი( მე გირჩევ სამარხვო კარაქი სანტესი ან დაჩა ეგეც სამარხვოა)
1 ჩ. კ. სოდა ძმარსი გახსნილი
3-4 ჭ. ფქვილი( ცომი სქელი არაჯნის სისქის უნდა იყოს)იში და შოკოლადი.

ვანილი
გამოასხვე 180 გრადუსზე სადღაც 30-40 წ. (ასანტის ღეროთი მშრალი ტუ ა ესეიგი გამოცხვა) ყალიბი 28 სმ დიამეტრის
რომ გამოცხვება გააცივე გაჭერი შუაზე და წაუსვი კრემი. შეგიდზლია ყავითაც დანამო
კრემი:
0,5 ლ.წყალი
1ჭ, ფქვილი
1ჭ. შაქარი
მოადუღე ეს რომ გაცივდება შეათქვიფე 200გრ. სამარხვო კარაქი, დარბილებული და კარგად გათქვეფილი წინასწარ.
კრემში აურიე ცოტა კონიაკი, ყავა.
წაუსვი ეს კრემი ფირფიტებზე და მერე დააყარე ცოტა ქიშმიში დაშოკოლადი
ზემოდანაც ასევე მორთე
* * *
აი ეს არი კიდე ძალიან გემრიელი
ბევრჯერ გამიკეთებია
http://www.liveinternet.ru/community/2009145/post116733179/


В тортиках себе отказывать не придется...
Одна из прихожанок Святоольгинской церкви Мария - большая умелица по части выпечки постных тортов. Сделать такой тортик можно дома, причем, не особо растрачиваясь на продукты.
250 постного маргарина (растительного) растопить, добавить 2 ст. ложки меда, ст. ложку сахара, ст. ложку воды, перемешать все это и разогреть.
В горячую смесь добавить стакан изюма и стакан измельченных орехов. Немного остудить, добавить чайную ложку соды и домешать 6-8 стаканов муки. Тесто разделить на 3 части и печь в духовке по очереди по 10-15 минут. Подрумянившийся корж вынуть из духовки, накрыть чистым полотенцем на 5 минут, потом разрезать пополам. Получится шесть коржей, которые перемазывают любым однородным вареньем (без целых ягод) и оставляют на несколько часов - чтобы начинка хорошенько пропитала тесто. Верхний корж предварительно поливают шоколадной помадкой (ст. ложка какао, 3ст. ложки сахара и 2 ст. ложки воды, немного постного маргарина) и украшают мармеладками. Чем не деликатес? И не скажешь, что постный.
Читала этот рецепт, и понять не могла, ну, как это может быть... на 250 г маргарина 6 - 8 стаканов муки Ошибка? По рецепту коржи после выпечки нужно разрезать... снова неувязочка... при таком количестве изюма вряд ли получится
Торт покоя мне не давал, засел занозой в голове....



Решила испечь, муки просеяла всего лишь 3 стакана и не ошиблась..
В тесто добавила стакан орехов, 1/2 стакана изюма и 1/2 стакана черешни.
Разделила тесто на 4 части, раскатывала на пекарской бумаге, если по краям тесто было не совсем ровным, придавливала пальцами. Выпекала при t 180* - 5 минут(10 - 15 минут - это слишком много... корж сгорит!)



Полотенцем не накрывала... коржики не сухие, а очень нежные.



Коржи перемазала джемом (крыжовник , смородина + малина). Верх залила глазурью - 1 ст. л какао, 2 ст. ложки сахара, 2 - 3 ст ложки воды и 50 гр. шоколада .



Отщипнула от коржика кусочек, вкуснятина!!! Я уже представила его со сливочным кремом... мечта
Рекомендую и не только для постной выпечки)
აი ასეთი გამოდის
http://www.radikal.ru

Posted by: fermina 14 Dec 2010, 14:39
სამარხვო ყველი იყიდება ნიკორაში დაფასოებული, სხვა მაღაზიებშიც მინახავს. მართალი გითხრათ მეც არ მიმაჩნია სწორად ამგვარი სამარხვო პროდუქტების არსებობა და მირთმევა. მე თვითონ ვმარხულობ და მეც მიჭამია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ კუჭის ძახილის აყოლაა ეს და საერთოდ, მგონი მარტო ჩვენთან არსებობს ჩვეულებრივი არასამარხვო პროდუქტების იმავე სახეობის "სამარხვოთი" ჩანაცვლების ჩვევა და შესაბამისად ეს ბიზნესიც smile.gif

Posted by: markes 14 Dec 2010, 18:14
SuperGirl
QUOTE
ყველაზე მარტივია კარტოფილი

გაკრახმალდა ეს კაცი biggrin.gif
პერანგის საყელოსავითაა გაშეშებული

Posted by: urabus 14 Dec 2010, 19:24
fermina
უბრალოდ მიანტერესებს რა გემოა აქვს... გამიგია რომ არსებობს და იმიტომ დავინტერესდი. მაშინ ფუფუნებათ რომ არ მივიჩნიოთ მარტო შავი პურიც შეიძლება ვჭამოთ...

Posted by: mesxelio 14 Dec 2010, 19:28
სოკოს ტოლმა

მოსამზადებლად დაგვჭირდება: ერთი დიდი ქილა – სოკო; 1 თავი – კომბოსტო, თანაც ისეთი, რომელიც დიდია, თუმცა ბევრს არ იწონის, ესეც იმიტომ, რომ ადვილად მოიხარშოს ფურცლები; იტალიური ბრინჯი – 300 გრამი; ტომატის წვენი; ბევრი მწვანილი, რომელიც თქვენ გინდათ, რეჰანისა და კამის გარდა; ასევე ხახვი – 2 თავი; 2 კბილი – ნიორი. ბოლოს დაგვჭირდება სუნელები.

მომზადების წესი კი ასეთია: მოვხარშოთ კომბოსტო, ოღონდ ისე არა, რომ ძალიან დარბილდეს. გააცივეთ და ცალკე ჯამზე გადადეთ. რაც შეეხება გულს, უკვე დაკონსერვებული სოკო კარგად გარეცხეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ ოდნავ მოხარშული იტალიური ბრინჯი, ჩანაყული მწვანილი და ერთი კბილი ნიორი, რომელსაც მწვანილთან ერთად დანაყავთ. მომზადებული მასა კარგად ამოურიეთ ერთმანეთში და გაახვიეთ გაციებულ კომბოსტოში, ჩაალაგეთ ქვაბში და დაუმატეთ ცალკე ზეთთან ერთად მოშუშლი ხახვი და ცოტა მწვანილი, შემდეგ, შუშვის დროს, დაუმატეთ ტომატის წვენი, იმისთვის, რომ ტოლმამ შეფერილობა და კარგი გემო მიიღოს. ვუმატებთ წყალს ისე, რომ არ გაავსოთ ქვაბი. ბოლოსთვის, შეგიძლიათ მოაჭრათ ალყა–ალყა დაჭრილი ნიორი და წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, ასევე დაუმატოთ უცხო სუნელები.

Posted by: orchidea 14 Dec 2010, 22:47
fermina
QUOTE
სამარხვო ყველი იყიდება ნიკორაში დაფასოებული, სხვა მაღაზიებშიც მინახავს. მართალი გითხრათ მეც არ მიმაჩნია სწორად ამგვარი სამარხვო პროდუქტების არსებობა და მირთმევა. მე თვითონ ვმარხულობ და მეც მიჭამია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ კუჭის ძახილის აყოლაა ეს და საერთოდ, მგონი მარტო ჩვენთან არსებობს ჩვეულებრივი არასამარხვო პროდუქტების იმავე სახეობის "სამარხვოთი" ჩანაცვლების ჩვევა და შესაბამისად ეს ბიზნესიც smile.gif

+1 მეც ასე ვფიქრობ

Posted by: annak 14 Dec 2010, 22:57
ბანანის კექსი გავაკეთე ახლა და ძალიან კარგი გამოვიდა. up.gif
up.gif
რეცეპტი აქ წავიკითხე

Posted by: TT-KK 15 Dec 2010, 00:51
მარხვაზე მყოფებს ერთ რეცეპტს გაგიზიარებთ,ჩემი ბავშვი მარხულობს და ძალიან მოსწონს ეს სალათი:

7 ცალი მოხარშული კარტოფილი, ქამა სოკოს მარინადი და გაროხი პატარა ქილები, მჟავე კიტრი 5-6 ცალი,ქინძი,ოხრახუში,შავი პილპილი და ზეთი.1 თავი ხახვი ან მწვანე ხახვი.

Posted by: Peppi 17 Dec 2010, 14:28
"ანანასის ქოხი".. ლამაზია და ეფექტურია სადღესასწაულო სუფრებისთვისsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=10&Itemid=55

Posted by: upwave 20 Dec 2010, 14:03
ჩემი მეუღლე და ძიძა მარხვაზე არიან.
რა შეიძლება გავაკეთო საახალწლოდ სამარხვო, მარტო მაიონეზიანი სალათები?

Posted by: ლიკლიკა 20 Dec 2010, 15:57
upwave
QUOTE
მაიონეზიანი სალათები?

yes.gif
ვინეგრეტი
ოლივიე
კრაბის სალათი
თევზეულობა
კომბოსტო ნიგვზით
ლობიო ნიგვზით
ფხალეულობა
სოკო სხვადასხვა სახის
ჭარხალი ტყემალში
ლობიანი
კიტრი-პიმიდვრის სალათა ბლომად მწვანილით,ბოლოკით,სალათის ფურცლებით,სტაფილოს ჩხირებით.
ლამაზ ფორმებად შემწვარი ჩაბასთურმებული კარტოფილი.
ჯონჯოლი მწნილეულითურთ.
ხილის ასორტი.

მეტი ვერაფერი გავიხსენე უცბად smile.gif



მე საშობაო სუფრისთვის ვემზადები smile.gif


Posted by: upwave 20 Dec 2010, 17:01
liklika82
მადლობა 2kiss.gif
QUOTE
ლამაზ ფორმებად შემწვარი ჩაბასთურმებული კარტოფილი.

აი ეს როგორ?

Posted by: ლიკლიკა 20 Dec 2010, 17:34
upwave
QUOTE
აი ეს როგორ?

ჭარხლის ზიგზაგი საჭრელი რომაა იმით დაჭრი სასურველ ზომებად,მოაყრი შავ პილპილს,ზაფრანას (ფერსაც კარგს მისცემს),მარილს,ცოტა ძმარს. თუ ბევრი იქნება მარილი და სუნელი,სველი ხელით მოურევ და მოეცლება. ცოტა ხანში შეწვავ ბევრ ზეთში მაღალ ცეცხლზე,ფრის ვარიანტია. გაააფორმებ მერე ლამაზად, კამით თუნდაც და სუფრაზე მიიტან smile.gif შეიძლება შემწვარი თევზი შემოუწყო.

Posted by: upwave 20 Dec 2010, 17:43
liklika82
დიდი მადლობა.
მაგას საახალწლოდ კი არა, ეხლაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებ biggrin.gif

Posted by: TT-KK 20 Dec 2010, 19:19
გოზინაყი სამარხვოა,თუ არა? უფრო სწორად თაფლი არ არის სამარხვო?

Posted by: Paranormal 20 Dec 2010, 19:23
TT-KK
QUOTE
თაფლი არ არის სამარხვო?

თაფლი როგორც მე ვიცი სამარხოა.. და საერთოდ ჩემი აზრით ადამიანი რო მარხვაზეა რა ჭამოს იმას არ უნდა ფიქრობდეს

Posted by: TT-KK 20 Dec 2010, 21:06
Paranormal
QUOTE
ადამიანი რო მარხვაზეა რა ჭამოს იმას არ უნდა ფიქრობდეს


მაშინ ადამიანი დარჩება მშიერი biggrin.gif და მოკვდება.

ჩემი ბავშვია მარხვაზე (მე არა) და მაინტერესებდა ახალ წელს გოზინაყი გავაკეთო თუ არა მეთქი.

Posted by: volli35 20 Dec 2010, 22:14
TT-KK
QUOTE
გოზინაყი სამარხვოა,თუ არა? უფრო სწორად თაფლი არ არის სამარხვო?

თამრიკო სამარხვოა აბა რაა გოზინაყიც თაფლიც და ნიგოზიც ... ასე რომ გაუკეთე აბა რაააააა

Posted by: TT-KK 21 Dec 2010, 00:44
volli35
ისევ შენ და ისევ შენ,ჩემო კეთილო

Posted by: volli35 21 Dec 2010, 00:45
TT-KK
QUOTE
ისევ შენ და ისევ შენ,ჩემო კეთილო

http://www.SmileS.ge

Posted by: anthro 22 Dec 2010, 00:43
აქ ვინც რეცეპტებს წერს მინდა ყველას დიდი და გულითდი მადლობა გადავუხადო ვეგანელების სახელით. მარხვა ცხადია სხვა რამეა, მაგრამ მე როგორც ვეგანი საერთოდ არ ვიყენებ ცხოველურ პროდუქტებს - მათ შორის თაფლსაც. აქაურ რეცეპტებს სხვა ვეგანელებსაც ვუზიარებ და ჩემს ოჯახსაც ძალიან მოწონს ეს კერძები. ეს თემა მეხმარება გემრიელი და ჯანმრთელი სამზარეულოს შენარჩუნებაში და თან ქართული გემოვნებით up.gif

გმადლობთ ყველას love.gif

Posted by: Peppi 25 Dec 2010, 23:29
QUOTE
ჩემი აზრით ადამიანი რო მარხვაზეა რა ჭამოს იმას არ უნდა ფიქრობდეს

ზოგი რა უადგილო დამოძღვრითაა დაკავებული..

anthro
QUOTE
ვეგანელების სახელით

ეს კარგი რამ დაწერე, ვაპირებდი, მაგრამ რაღაც "ფეხს ვითრევდი"..
აუცილებლად დავამატებ საიტზე ვეგან-კატეგორიასsmile.gif

ესეც გერმანული "ვაშილის შტრუდელი"
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=596&Itemid=55

Posted by: levanovna 26 Dec 2010, 23:01
კეთილო ხალხო დამეხმარეთ., ვოლის დაწერილ ოლადების რეცეპტს ვეძებ, სამარხოს, ვაშლით. ძებნა არ მუშაობს რატომგაც და თვალები დამიელამდა კითხვაში, იქნებ ვინმეს გახსოვდეთ სად წერია? 2kiss.gif

Posted by: volli35 26 Dec 2010, 23:17
levanovna
QUOTE
კეთილო ხალხო დამეხმარეთ., ვოლის დაწერილ ოლადების რეცეპტს ვეძებ, სამარხოს, ვაშლით. ძებნა არ მუშაობს რატომგაც და თვალები დამიელამდა კითხვაში, იქნებ ვინმეს გახსოვდეთ სად წერია?

გიპოვი ეხლავე მოითმინე ცოტაც http://www.SmileS.ge

Posted by: levanovna 26 Dec 2010, 23:21
უი მადლობა დიდი, ველოდები მოუთმენლად bis.gif

Posted by: volli35 26 Dec 2010, 23:34
levanovna
QUOTE
უი მადლობა დიდი, ველოდები მოუთმენლად

ვინაიდან ვერ ვიპოვე მოდი თავიდან დავწერ ...

ოლადიკები სამარხვო ვაშლით

0.5 ლ თბილი (უფრო ცხელისკენ) წყალი
100-120 გრამი შაქარი
1 სავსე (ს გორკოი) სუფრის კოვზი საფუარი
2-3 სუფრის კოვზი ზეთი
0.5 ჩაის კოვზი მარილი
ფქვილი იმდენი რომ გამოგივიდეს მოსქო ცომი (უფრო სქელისკენ)
მოზილე დადგი .... ამოფუვდეს

მერე უკვე ყველაფერი ტრადიციულად .... თაფაზე ზეთი .... ტაფის ქვეშ გამანაწილებელი ... მე დესერტის კოვზით ვდებ ხოლმე ცომს ცხელ ზეთიან ტაფაზე .... და ვადებ ვაშლის თხელ ნაჭერს .... ქვედა მხარე რომ გამოცხვება ისევ ტრადიციულად ვატრიალებ ოლადიკს ვაშლიან მხარეზე და ველოდები ისევ ცხობას .... საბოლოოდ თეფშზე ვაყრი შაქრის პუდრას

პ.ს ველი კითხვებს


Posted by: levanovna 26 Dec 2010, 23:47
bis.gif მადლობა, შეკითხვებ ჯერ არ მაქვს,უი მაქვს, სხვა ხილიც მოუხდება ალბათ არა?

Posted by: volli35 27 Dec 2010, 00:03
levanovna
QUOTE
სხვა ხილიც მოუხდება ალბათ არა?

საქმე იმაშია რომ ვაშლი ძალიან გამძლეა ცხობის ამბებში .... ნუ კიდე ალბათ კომში გამოდგება ... ნუ მე არ მიყვარს და არ მიცდია უბრალოდ

Posted by: ხორხე 27 Dec 2010, 00:30
სოიოს ყაურმა როგორ კეთდება ხომ არ იცით?

მარხვაზე ვარ და ძალიან მინდა ყაურმა sad.gif

Posted by: fermina 27 Dec 2010, 02:00
ხორხე

შენ ეს არ ხარ? http://forum.ge/?f=84&showtopic=33942533&st=0 smile.gif

ეკაიფე ჯო დასენის ნათელ ხსოვნას smile.gif

Posted by: ხორხე 27 Dec 2010, 11:13
fermina
QUOTE
შენ ეს არ ხარ?

მას მერე შევიცვალე

გავთქვენიანდი smile.gif

ადამიანს აქვს შეცდომის მონანიების უფლება

Posted by: rtuli 27 Dec 2010, 11:57
ხორხე
QUOTE
მას მერე შევიცვალე

კატლეტს ბოიკოტი გამოუცხადე ხომ sad.gif

შე მოღალატევ ....

Posted by: fermina 27 Dec 2010, 12:54
ხორხე

pop.gif მოინანიე შვილო ჩემო, მოინანიე biggrin.gif

ყაურმა არ ვიცი, სიოს ოსტრი გააკეთე, ყველაფერი იგივე, ოღონდ ხორცის ნაცვლად წყალში დამბალი/გაწურული/გარეცხილი სოიო გაუკეთე. smile.gif

პ.ს. არცანაირი იმიტაცია და სუროგატი არასოდეს ცვლის ჭეშმარიტებას. ასე რომ, ამით კუჭსაც კი ვერ ვატყუებთ, მითუმეტეს არანაირად – ღმერთს wink.gif

Posted by: Breaky 27 Dec 2010, 13:52
ხორხე
QUOTE
მარხვაზე ვარ და ძალიან მინდა ყაურმა


რაღაც არ მჯერა მე ეგ tongue.gif
და სოიო ხორცს ევრ შეგიცვლის, გინდა ყაურმა დაარქვი მაგას და გინდა ბოზბაში.

Posted by: ხორხე 27 Dec 2010, 18:14
სოიო


მენატრები ჩემო love.gif

Posted by: levanovna 28 Dec 2010, 10:18
გავაკეთე გერმანული ვაშლის შტრუდელი.მადლობა პეპის უგემრიელესი იყო.ხვალ დილით ვოლის ოლადებისტვის ვემზადებით bis.gif

Posted by: ფაშისტი 29 Dec 2010, 13:40
სამარხვო ბარამბოზე პატრიარქს არ მიუცია კურთხევაო ეს ნამდვილია? საერთო კომბაინებში მზადეება და იმიტომო.. არ ირეცხება ცალკე ის დანადგარებიო

Posted by: kato_Bato 31 Dec 2010, 15:04
ფაშისტი
QUOTE
სამარხვო ბარამბოზე პატრიარქს არ მიუცია კურთხევაო ეს ნამდვილია? საერთო კომბაინებში მზადეება და იმიტომო.. არ ირეცხება ცალკე ის დანადგარებიო

gigi.gif
რომელ დაწესებულებაში ირეცხება?

ლობიანების გვერდით წვავენ სოსისიან, ყველიან, კვერცხიან ნამნებს, იმავე ცომით და იმავე "დაუბანელი" ხელით smile.gif

Posted by: ხორხე 6 Jan 2011, 16:12

აბა დღეს რითი ვხსნით მარხვას?

მე გოჭი მაქ შემწვარი სახში და იმას შევჭამ ალბათ სულ, როდის მოვა 12 საათი smile.gif))

Posted by: GT 6 Jan 2011, 16:19
ხორხე
მარხვაზე ხარ გოჭი?
spy.gif

მეც ძალიან ველოდები მარხვის დამთავრებას.

Posted by: zazabichi 6 Jan 2011, 16:26
ხორხე
GT

ადამიანების ნაზ გრძნობებს აბუჩად რატომ იგდებთ?

მოდერატორს ვთხოვ დაუყონებლივ მიიღოს ზომები!

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Jan 2011, 16:26
ხორხე
სადაც ამდენი გიმარხულია, ხორხე, ძმაო, ცოტაც მოითმინე.

Posted by: ხორხე 6 Jan 2011, 16:38
GT
QUOTE
მეც ძალიან ველოდები მარხვის დამთავრებას.




მე მომენატრა დაწნული ყველი !

ყველაზე მეტად
zazabichi
მგონი მისამართი შეგეშალათ smile.gif

პოლიტიკის განყოფილებაში ნუ გგონიათ თავი
* * *
WOMAN IN LOVE
QUOTE
სადაც ამდენი გიმარხულია, ხორხე, ძმაო, ცოტაც მოითმინე.

ვითმენ

უბრალოდ იუზერი ფაშისტის მიერ დადებულმა ინფომ დამთრგუნა

Posted by: GT 6 Jan 2011, 16:49
ფაშისტი
QUOTE
სამარხვო ბარამბოზე პატრიარქს არ მიუცია კურთხევაო ეს ნამდვილია? საერთო კომბაინებში მზადეება და იმიტომო.. არ ირეცხება ცალკე ის დანადგარებიო

საერთოდ არამომარხულე ხალხის მიერ ნასუნთქი ჰაერის ჩასუნთქვაც უმძიმესი ცოდვა ყოფილა მომარხულე მართლმადიდებელისათვის, მოერიდეთ (აუკრძალეთ თქვენს თავს) ასეთ ხალხთან ერთად დახურულ სივრცეში ყოფნას.
zazabichi
გაგცათ თქვენ უკვე პასუხი ჩვენმა თანაფორუმელმა.
ეტყობა უზრდელი ვინმე ბრძანდებით.
ხორხე
QUOTE
მე მომენატრა დაწნული ყველი !

chups.gif

Posted by: teacher-1 6 Jan 2011, 19:14
დამდეგ შობას გილოცავთ! ეს თემა კიდევ ბევრს ადამიანს დაეხმარება!

Posted by: fermina 6 Jan 2011, 20:28
მარხვის დამთავრებას კი ველოდები, მაგრამ ბოლო დღეს ყოველთვის სინანული მიპყრობს ხოლმე იმაზე, რომ მთავრდება... რატომ ხდება ასე, არ ვიცი.

ერთი ის ვიცი, რომ ჭირივით მეზიზღება სამარხვო მაიონეზის გემო, ფხალეული და ბოლო დღეებში თვით უსაყვარლესი შემწვარი კარტოფილიც! ცოდვა გამხელილი სჯობსო და biggrin.gif

Posted by: TT-KK 6 Jan 2011, 21:15
GT
QUOTE
დახურულ სივრცეში

რა მნიშვნელობა აქვს ღია სივრცე იქნება თუ დახურული,მაინც შეერევა

Posted by: ხორხე 6 Jan 2011, 23:36
მოკლედ ეს მარხვაც გადავაგორეთ მეგობრებო

მომავალ მარხვამდე გემშვიდობებით


მიყვარხართ

ღმერთს ებარებოდეთ 2kiss.gif

GT
გილოცავ !

ხვალიდან შეგვიძლია ხორცეულს შევექცეთ, სოიოს დედაც !

Posted by: orchidea 6 Jan 2011, 23:41
ხორხე
მარხვა ხსნილია ხვალ 12 საათიდან შუადღეს

Posted by: fermina 6 Jan 2011, 23:51
orchidea
მართლა? არ მიფიქრია ამაზე, რატომ?

Posted by: orchidea 6 Jan 2011, 23:58
fermina
QUOTE
მართლა? არ მიფიქრია ამაზე, რატომ?

ანუ ხვალ წესით მიდიან დილით ლითურგიაზე და მერე რომ მთავრდება წირვა
ანუ ვინც ატარებს წირვას ის მღვდელი მისი კურთხევის შემდეგ გაძლევთ ნებართვას -ახსნილებს მარხვას

Posted by: ხორხე 7 Jan 2011, 23:02
ეგრევე დავაძინეთ ეს თემა smile.gif



მოდერატორს ვთხოვ ჩამოპინოს

მომავალ მარხვამდე მეგობრებო

Posted by: mariaa 8 Jan 2011, 12:38
წინა დღეებში ვიყიდე სამარხვო ყველი და ნეტა არ მეყიდაააა biggrin.gif აუტანელი გემო ქონდა..
აი სურათი გადავუღე,რადგან გამიკვირდა შეფუთვაზე ლორი ჩანს..ნუთუ სამარხვო ლორიც არსებობს?
http://www.radikal.ru
გადავყარე.

Posted by: rtuli 8 Jan 2011, 14:04
ხორხე
QUOTE
ეგრევე დავაძინეთ ეს თემა



მოდერატორს ვთხოვ ჩამოპინოს

მომავალ მარხვამდე მეგობრებო

სულ მინდოდა მეთქვა რომ გრინჩი ხარ biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: orchidea 8 Jan 2011, 14:10
mariaa
QUOTE
ნუთუ სამარხვო ლორიც არსებობს?

ყველაფერს ნუ ენდობით რაც აწერია .
ჩვენ არც სამარხვო ყველს ვეკარებით და არც ასეთ გადამარხვებულ
პროდუქტებს

Posted by: ხორხე 8 Jan 2011, 14:36
rtuli
biggrin.gif biggrin.gif

მე დამაბრალეთ ყველაფერი !

Posted by: ფაშისტი 8 Jan 2011, 22:02
GT
QUOTE
საერთოდ არამომარხულე ხალხის მიერ ნასუნთქი ჰაერის ჩასუნთქვაც უმძიმესი ცოდვა ყოფილა მომარხულე მართლმადიდებელისათვის, მოერიდეთ (აუკრძალეთ თქვენს თავს) ასეთ ხალხთან ერთად დახურულ სივრცეში ყოფნას.

რა დღეში ხარ? smile.gif მე უბრალოდ ვიკითხე, მეტი არაფერი ..ხორხე
QUOTE
უბრალოდ იუზერი ფაშისტის მიერ დადებულმა ინფომ დამთრგუნა

ამიტომ შემდეგ მარხვაზე ნუღარ გავრისკავთ და რუსული წარმოების "ბატონჩიკ"-ს დავჯერდეთ smile.gif

Posted by: fimo 30 Jan 2011, 21:49
მე გთავაზობთ მარტივ და დზაან გემრიელ სამარხო საჩმელს...
2 კოლოფი მაიონეზი უნდა გაიხსნას თბილ წყალში შემდეგ ვამატებთ
1სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
1ჩაის კოვზი შაქარი
ხახვი რაოდენობა გემოვნების მიხედვით
5 საშუალო ზომის კბილი ნიორი
1 კონა პეტრუშკა და ქინძი
ჩადებთ მაცივარში 1 საათით
შემდეგ კი რასაც გინდა იმას ჩააწყობთ(თევზი, კიტრი პომიდორი,სალათის ფურცლები ცოცხლად,
მმმ რაგემრიელიიია

Posted by: lashuuka 4 Feb 2011, 15:39
აუ მომშივდა biggrin.gif წავედი ვჭამე
biggrin.gif wink.gif

Posted by: maknatuna84 10 Feb 2011, 19:53
სამარხვო კატლეტი

აიღეთ 3 ჭიქა გერკულესი, დაასხით ცხელი წყალი ისე რომ დაიფაროს და აცადეთ აფუება. შემდეგ ზუსტად ისე შეანელეთ, როგორც ჩვეულებრივი კატლეტი და შეწვით, ძალიან გემრიელი

Posted by: madlen_nuka 26 Feb 2011, 18:05
სოკო ყველაზე გემრიელი რამეა - მარხვაშიც და ისეცsmile.gif

Posted by: anthro 8 Mar 2011, 22:01
მოხარშულ ბრინჯში აურიეთ ზეთში მოშუშული, ქონდარით და ქინძით შეზავებული ყაბახი, ბუკლგარული წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო (თეთრი ან მწვანე), ბადრიჯანი, ხახვი. ამას მერე მარილი და პილპილი. მორჩა .

Posted by: viko 10 Mar 2011, 21:19
http://image.geotorrents.com/

შვრიის კატლეტი

500 გრ შვრიას დაუმატეთ1 ს/კ სვანური მარილი, 1 გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი( დაბლენდერებული) 1 თავი ხახვი,ქინძი, მაკიდო, ცერეცო.

დაასხით 3-4 ჭიქა მდუღარე წყალი, 5 წთ ადროვეთ . პიურეს მსგავს მასად აქციეთ კოვზის საშუალებით ან მოზილეთ ცომივით.

გაგრილებული მასიდან მოამზადეთ ბურთულები, ამოავლეთ ფქვილში.
შეწვით ზეთიან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე.
მრგვალი ფორმა თუ გინდათ შეინარჩუნოთ,შეწვისას კატლეტებს პერიოდულად უცვალეთ გვერდი.




Posted by: orchidea 10 Mar 2011, 23:43
viko
ძალიან მომეწონა ვიდზე და უნდა ვცადო ერტხელ

Posted by: Peppi 11 Mar 2011, 15:27
ბოსტნეული ჯანჯაფილით და მწვანე ხახვითsmile.gif
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=895&Itemid=55

.. იმპროვიზაცია თემაზე - შეუზღუდავიაsmile.gif

Posted by: etrati 11 Mar 2011, 18:56
უი, ვინმემ ბულკის რეცეპტი მასწავლოს რა...თავად რომ აკეთებს და ზუსტად იცის, როგორი გამოვა, თორემ ინტერნეტში იმდენი რეცეპრი ვიპოვნე, მაგრამ ვერ გავარკვიე, რომელი ვარიანტი ჯობს....

Posted by: viko 11 Mar 2011, 20:06
orchidea



QUOTE
უნდა ვცადო ერტხელ


ხორციან კატლეტს ვერ შეგიცვლის, მარხვისას კი გამოგადგება.
მე მომეწონა yes.gif

Posted by: anthro 11 Mar 2011, 23:55
QUOTE
ხორციან კატლეტს ვერ შეგიცვლის, მარხვისას კი გამოგადგება.

შეგიცვლის, შეგიცვლის მშვენივრად smile.gif რა ჯობია უსისხლო სუფრას up.gif

Posted by: cortex-amygdala 12 Mar 2011, 16:16
ჩემმა მონაზონმა დეიდაშვილმა მასწავლა ეს კატლეტი, გავაკეთე და ძალიან გემრიელი იყო.

1ჭ ბრინჯი
1/2 ჭ წიწიბურა
2ც საშუალო ზომის კარტოფილი
1/2 თეთრი პური
ცოცხალი ქინძი
ხმელი ქინძი
ხახვი
უცხო სუნელი
ყვითელი ყვავილი
ნიორი
შეიძლება მშრალი აჯიკაც

ბრინჯი და წიწიბურა იხარშება ერთად , კარტოფილი კანიანად ცალკე. პურს ვალბობთ და ვწურავთ. ეს ყველაფერი შეგრილებული გატარდება ხორცსაკეპ მანქანაში . ხახვი და ქინძი შეიძლება გავატაროთ, შეიძლება წვრილად დავჭრათ . დავუმატებთ ნიორს, ყვითელ ყვავილს, სუნელს ,ხმელ ქინძს და სურვილისამებრ აჯიკასაც . შემდეგ ამოვავლებთ ორცხობილას საფანელში ბურთულებს და მივცემთ ან კატლეტის ან ქაბაბის ფორმებს და შევწვავთ ზეთში. smile.gif


Posted by: tasikuna-taso 12 Mar 2011, 19:46
QUOTE
ხორციან კატლეტს ვერ შეგიცვლის, მარხვისას კი გამოგადგება.



გავაკეთე ეს კატლეტები, მაგრამ ასეთი შეკრული და მკვრივი არ გამოვიდა.

შვრიას დალბობის შემდეგ სითხისგან დაწურვა ხომ არ უნდა?



Posted by: viko 12 Mar 2011, 20:02
სუპი ბულგურით, ლიმნით, პიტნით.
http://image.geotorrents.com/

ბულგური მოხარშეთ მარილიან წყალში.

წყალი უნდა ფარავდეს მარცვლებს დაახლოებით 2 სმ

მოხარშული მარცვლები, წვრილად დაჭრილ ხახვი, 2 ს/კ ტომატთან ერთად მოთუშეთ ხახვის მზადყოფნამდე. ზეთის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, რამდენად ცხიმიანი გსურთ.

დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ 1-2 კბილი ნიორი, 1 გახეხილი სტაფილო,მარილი,პილპილი, , პიტნა , ლიმნის წვენი... რამდენიც გსურთ.
მზა სუპი ოდნავ დააბლენდერეთ, ერთგვაროვანი და უფრო სასიამოვნო გამოდის.

Posted by: მაკ-კი 12 Mar 2011, 20:07
viko
ბულგური რომელია?
-----------------

Posted by: viko 12 Mar 2011, 20:11
მაკ-კი


QUOTE
ბულგური რომელია?


თურქულ მარკეტში იყიდება.




tasikuna-taso


QUOTE
შვრიას დალბობის შემდეგ სითხისგან დაწურვა ხომ არ უნდა?


წყალი იმდენი უნდა დაასხა, სულ რომ შეიწოვოს შვრიამ.
შვრია სწრაფად მოსამზადებელი თუ გაქვს, ლოდინი არ უნდა,
მსხვილ ფანტელებიან შვრიას, ალბათ ცოტა მეტი დრო დასჭირდება.

Posted by: guruliqali 13 Mar 2011, 22:54
cortex-amygdala
დღეს თქვენი რეცეპტით (უფრო სწორად, თქვენი დეიდაშვილის რეცეპტით) გავაკეთე კატლეტი, ძალიან გემრიელი გამოვიდა და რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, სამარხვო კატლეტს სათანადო ფორმას ვერასოდეს ვერ ვაძლევ და ეს მასა ძალიან კარგი გამოდგა ამისთვის, ძალიან კარგები გამომივიდა, მერე იქნებ ფოტოც დავდო, დიდი მადლობა რეცეპტისთვის 2kiss.gif

Posted by: cortex-amygdala 14 Mar 2011, 12:06
guruliqali
QUOTE
დღეს თქვენი რეცეპტით (უფრო სწორად, თქვენი დეიდაშვილის რეცეპტით) გავაკეთე კატლეტი, ძალიან გემრიელი გამოვიდა და რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, სამარხვო კატლეტს სათანადო ფორმას ვერასოდეს ვერ ვაძლევ და ეს მასა ძალიან კარგი გამოდგა ამისთვის, ძალიან კარგები გამომივიდა, მერე იქნებ ფოტოც დავდო, დიდი მადლობა რეცეპტისთვის 2kiss.gif


მეც ზუსტად ეგ მომეწონა მაგ კატლეტის smile.gif მიხარია რომ მოგეწონათ smile.gif

Posted by: unknown lady 17 Mar 2011, 17:20
მეც დავწერ ერთი სალათის რეცეპტს. სურათი , სამწუხაროდ, არ მაქვს

ქამა სოკო დაჭერით საშუალო ზომაზე და შეწვით. მოხარშეთ მაკარონი და გადაავლეთ ცივი წყალი. მარილი არ დაგავიწყდეთ მოხარშვის და შეწვის დროს biggrin.gif

წითელი, ყვითელი და მწვანე ბულგარულები დაჭერით წვრილად. ბევრი არ უნდა, სოკოსა და მაკარონში გაბნეული რომ იყოს
ცოტა უმი კიტრიც დაჭერით. (ცოტა უნდა_
მწვანე სალათის ფურცლები მსხვილად "დაგლიჯეთ"

ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და უყავით შავი პილპილი + მაიონეზი

ძალიან გემრიელია.

ყველაზე მეტი მაკარონი უნდა იყოს
სოკოც ბევრი
ბულგარულები და უმი კიტრი ცოტა
სალათის ფურცლებსაც თვალით მიხვდებით. ზემოდან მოაყარეთ სალათის ფურცლები მე არ ავურიე

თეფშზე გადმოღებისას გვერდზე მივულაგე ორი პატარა კიტრის მწნილი (შიგ არ ავურიე არ უნდა)

პ.ს. არ მაქვს რეცეპტების წერის გამოცდილება და აბნეულად დავწერე biggrin.gif თუ რამე დაგაინტერესებთ მკითხეთ

Posted by: loom 18 Mar 2011, 12:31
ტარხუნის ღვეზელი:
http://www.radikal.ru
3 კონა ტარხუნა
1 კონა მწვანე ხახვი
1 ჭიქა ბრინჯი.
დროჟიანი ცომი.
ხახვი და ტარხუნა დავჭრათ და ოდნავ ზეთიან ტაფაზე მომშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.( მე ერთი კოვზი წყალიც ჩავასხი)
მოვხარშოთ ბრინჯი და შევურიოთ ტარხუნიანი მასა. +პილპ ილი- მარილი. გულსართი მზადაა. დანარჩენი ჩვეულებრივად- როგორც ღვეზელი. გამოვაცხე დუხოვკაში. რომ გამოცხვა ცოტა მაგარი მომეჩვენა და ზემოდან ჩაის ტილო გადავაფარე და საოცრად დარბილდა და ფუმფულა გახდა.

Posted by: killer 19 Mar 2011, 15:07
მაკარონი სოკოთი

კონსერვის სოკო ტაფაზე ჩათუშეთ, ჯერ ოდნავ წყალთან ერთად, მერე უკვე ცხიმი დაამატეთ და დააყარეთ საშუალო ზომებად დაჭრილი ხახვი.
ცალკე იხარშება მაკარონი მარილიან წყალში, რომ მოიხარშება, გადაწურეთ.

ამასობაში სოკო და ხახვი ერთად ჩაიხრაკება (მე ხახვს ოდნავ დავაკელი კიდეც) ჩაუშვით ნახევარი მაიონეზი. 5 წუთის მერე ნახევარი ჩაის კოვზი ტომატის პასტა, დავაყარე სუნელებიდან ქონდარი და ბალზამიკო და თავდახრული დაბალ ცეცხლზე დავტოვე 5 წუთი.
ჩავყარე მაკარონი, და კიდევ ცოტა ხანი დაბალ ცეცხლზე გავაჩერე.

Posted by: unknown lady 19 Mar 2011, 16:51
QUOTE
მეც დავწერ ერთი სალათის რეცეპტს. სურათი , სამწუხაროდ, არ მაქვს

ქამა სოკო დაჭერით საშუალო ზომაზე და შეწვით. მოხარშეთ მაკარონი და გადაავლეთ ცივი წყალი. მარილი არ დაგავიწყდეთ მოხარშვის და შეწვის დროს biggrin.gif

წითელი, ყვითელი და მწვანე ბულგარულები დაჭერით წვრილად. ბევრი არ უნდა, სოკოსა და მაკარონში გაბნეული რომ იყოს ცოტა უმი კიტრიც დაჭერით. (ცოტა უნდა_ მწვანე სალათის ფურცლები მსხვილად "დაგლიჯეთ"

ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და უყავით შავი პილპილი + მაიონეზი

ძალიან გემრიელია.

ყველაზე მეტი მაკარონი უნდა იყოს სოკოც ბევრი ბულგარულები და უმი კიტრი ცოტა სალათის ფურცლებსაც თვალით მიხვდებით. ზემოდან მოაყარეთ სალათის ფურცლები მე არ ავურიე

თეფშზე გადმოღებისას გვერდზე მივულაგე ორი პატარა კიტრის მწნილი (შიგ არ ავურიე არ უნდა)

პ.ს. არ მაქვს რეცეპტების წერის გამოცდილება და აბნეულად დავწერე biggrin.gif თუ რამე დაგაინტერესებთ მკითხეთ


მწვანე და შავი ზეთისხილებიც ვუყავი, ბულგარულები და კიტრი თითქმის მხოლოდ სილამაზისთვის დავტოვე და უკეთესი გამოვიდა

Posted by: jorjone 20 Mar 2011, 15:45
სიმინდიც გაუკეთეთ , უხდება







..





Posted by: prezid@nt 20 Mar 2011, 16:13
ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია ეს ფორუმია

Posted by: tasikuna-taso 20 Mar 2011, 17:59
prezid@nt

ოჰო!!!! რა ორიგინალურად შემოგვიერთდი

Posted by: serafita_asuli zevaxisa 20 Mar 2011, 18:15
tasikuna-taso

პოსტებს იმატებს.... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: liongirl 21 Mar 2011, 15:40
ვინმემ ხომ არ იცით სამარხვო ფუმფულა, კრემიანი ნამცხვარი? rolleyes.gif

Posted by: cortex-amygdala 21 Mar 2011, 17:20
liongirl
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით სამარხვო ფუმფულა, კრემიანი ნამცხვარი? rolleyes.gif


მე ესენი ვიცი, პირველი განსაკუთრებით მიყვარს. უგემრიელესია. უბრალოდ ტაფაზევე ვჭრი ხოლმე. მთლიანად ვერ აიღებ და ნაჭრებად ადვილად.

სამარხვო ნამცხვარი 1


ცომი:

2 ჭ. გატარებული ვაშლი
1.ჭ გატარებული ნიგოზი
1ჭ. ზეთი
½ ან 1 ჭ ქიშმიში
½ ჭ წვრილად დაჭრილი ფორთოხლის კანი
1,5 ჭ შაქარი
3 ს.კ კაკაო
1.ჩ.კ სოდა
2 ჭ ფქვილი


კრემი:

3 ჭ წყალი,
4 ს.კ ფქვილი
1,5 ჭ შაქარი
მოადუღებ მოხარშულ კრემს.

ცალკე გათქვიფავ:
250 გრ. ” დაჩა”
1ჭ. შაქარი
და ნელნელა შეერევა გაციებული მოხარშული კრემი თითო-თითო კოვზი. ვანილი ( შეიძლება ცოტა არაყი, ნახ ჩ.კ ან მეტი გემოვნებით)

გამომცხვარ გაციებულ ბისკვიტს ზედ თხელი ფენა კრემი ესმევა დალაგდება დაჭრილი ბანანის ფენა (4,5 ცალი) ზემოდან ისევ კრემის ფენა.
კრემს ზემოდან მინანქარი ( 3 ს.კ შაქარი,1 ს.კ. კაკაო, 3 ს.კ წყალი 1ს.კ ფქვილი, 50 გრ. ”დაჩა” ) წვრილ ზოლებად მოესხმება,ან უბრალოდ ქიშმიში და ნიგოზი მოეყრება ან ყველაფერი ერთად .






სამარხვო ნამცხვარი 2

ცომი:
1 მაიონეზი
250 გრ მარგარინი ( უსტამი,დილა,იაილა_)
1 ჭ შაქარი
ვანილი
”რაზრიხრიტელი” 1 ც (იყიდება მაღაზიებში თუ არ არის მაშინ სოდა ძმრით)
ფქვილი (რასაც შეიზელს რო გაბრტყელდეს) 2 გუნდად იყოფა.

შიგთავსი:
5ც გახეხილი ვაშლი,
½ ჭ შაქარი
ვანილი
1ც ლიმონი ან ფორთოხალი გახეხილი

გააბრტყელებ 1 გუნდას ბევრ ფქვილზე და უნდა გადმოცურდეს ტაფაზე ( ძალიან ნაზი ცომია, ამიტომ დრეკად ბევრ-ფქვილ-მოყრილ მუყაოზე თუ გაბრტყელდება უფრო ადვილად გადაცურდება ტაფაზე.)
პირველ გაბრტყელებულ ფენაზე გაიშლება შიგთავსი ,გადაეფინება მე-2 ფენა და ცხვება . გამოცხობის შემდეგ შეიძლება შაქრის პუდრის მოყრა. უნდა დაიჭრას ცხელი, რომ გაცივდება ნაჭერ-ნაჭერ ამოიღებ.

Posted by: liongirl 21 Mar 2011, 20:02
QUOTE
cortex-amygdala

მადლობა 2kiss.gif
1 ჭიქა ზეთი რომ გიწერია არ შეიძლება ეგაც კარაქით ჩავანაცვლო???

Posted by: cortex-amygdala 24 Mar 2011, 13:11
liongirl
QUOTE
1 ჭიქა ზეთი რომ გიწერია არ შეიძლება ეგაც კარაქით ჩავანაცვლო???


არ ვიცი , კარაქით არ გამიკეთებია, ჩემი აზრით ზეთით თუ იქნება უფრო ადვილად ასაღები იქნება ტაფიდან, არ დაიკრობს. არ ვიცი sad.gif

Posted by: liongirl 24 Mar 2011, 15:22
cortex-amygdala
2kiss.gif დიდი მადლობა

Posted by: viko 25 Mar 2011, 09:29
ბულგური მწვანილებით,ლიმონის წვენით, ზეთით.
გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი.


http://image.geotorrents.com/

Posted by: catherina_10 28 Mar 2011, 13:53
http://www.radikal.ru

Posted by: guruliqali 28 Mar 2011, 15:42
catherina_10
პეროგი? სამარხვო? ჯემის? კარგად გამოიყურება smile.gif

Posted by: irmushela 28 Mar 2011, 21:52
გამარჯობათ სამარხვო ბლინჩიკის ცომი თუ იცით იქნებ დამიწეროთთ.......გთხოოოოვვვვთთთთთთთთთთ.... user.gif user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: grusha 29 Mar 2011, 11:24
QUOTE (catherina_10 @ 28 Mar 2011, 13:53 )
http://www.radikal.ru



რა გემრიელობაა. გვასწავლი? user.gif

Posted by: catherina_10 29 Mar 2011, 17:18
სამარხვო პეროგი
ნახევარი პაჩკა მარგარინი
1 ჭიქა (200 გრ.) შაქარი
1 ჩ.კ. სოდა ძმრით
3 ჭიქა რომელიმე ხილის წვენი მაგ. ფორთოხალი (მე ლეწვის მურაბის წვენი გამოვიყენე, თეთრი ბლის ბურაბაც გამოდგება)
ფქილი რასაც შეიზელს, ცომი უნდა იყოს მაგარი რომ გააბრტყელო
ცომს ცოტას მოაჭრი და დანარჩენს გააბრტყელებ თქვენი გაზის ფირფიტის ზომაზე და გადაუსმევთ ჯემს
შემდეგ გააბრტყელებთ იმ დარცენილ ცომის ნაჭერს, დაჭრით ზოლებად და დაალაგებთ ჯემუან ცომზე ჯვარედინის ფომით
სულ ეს არის თუ რამე ვერ გაიგეთ მზად ვარ დაგეხმაროთ
ისეტი ფუმფულა არ გამოდის როგორც ჩვეულებრივი პეროგი მაგრამ მაინც არაუშავს რააა

Posted by: guruliqali 29 Mar 2011, 17:42
catherina_10
მადლობა გამოხმაურებისთვის,
მითითებული ულუფა რა ზომის ფირფიტისთვისაა?

Posted by: irmushela 29 Mar 2011, 22:54
QUOTE
სამარხვო ბლინჩიკის ცომი თუ იცით იქნებ დამიწეროთთ.......გთხოოოოვვვვთთთთთთთთთთ....       

თუ იცით ვინმემ............თუ გესმით ვინმეს........ თუ შეგიძლიათ.........გთხოოოოოვთთთთთთთთთ............. weep.gif weep.gif weep.gif vis.gif vis.gif vis.gif

Posted by: liongirl 30 Mar 2011, 11:23
QUOTE
cortex-amygdala

უღრმესი მადლობა 2kiss.gif გუშინ გავაკეთე და ისეთი გემრიელი იყო ვერ გეტყვი... ძალიან არომატული, ფუმფულა, ჰაეროვანი კრემით... მართლა არ მეგინა სამარხვო ასეთი თუ გამოვიდოდა yes.gif თან მე ბისკვიტის ცომი ორ ნაწილად გამოვაცხვე და როგორც ტორტი ერთმანეთზე დავაწყვე... ნუ მოკლედ, არაჩვეულებრივი იყო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: cortex-amygdala 30 Mar 2011, 13:10
liongirl
QUOTE
უღრმესი მადლობა 2kiss.gif გუშინ გავაკეთე და ისეთი გემრიელი იყო ვერ გეტყვი... ძალიან არომატული, ფუმფულა, ჰაეროვანი კრემით... მართლა არ მეგინა სამარხვო ასეთი თუ გამოვიდოდა yes.gif თან მე ბისკვიტის ცომი ორ ნაწილად გამოვაცხვე და როგორც ტორტი ერთმანეთზე დავაწყვე... ნუ მოკლედ, არაჩვეულებრივი იყო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif


ოჰ ოჰ , როგორ მიხარია რომ მოგეწონათ 2kiss.gif კი ძალიან მაგარი რამე გამოდის smile.gif ბევრ არა სამარხვოს მირჩევნია smile.gif

* * *
irmushela
QUOTE
QUOTE სამარხვო ბლინჩიკის ცომი თუ იცით იქნებ დამიწეროთთ.......გთხოოოოვვვვთთთთთთთთთთ....

თუ იცით ვინმემ............თუ გესმით ვინმეს........ თუ შეგიძლიათ.........გთხოოოოოვთთთთთთთთთ............. weep.gif weep.gif weep.gif vis.gif vis.gif vis.gif


მეც მაგისთვის შემოვედი დღეს, ტარხუნის ღვეზელები მინდა გავაკეთო , და სამარხვო ბლინები არ ვიცი როგორ კეთდება. და საერთოდ ტარხუნის ღვეზელები არ გამიკეთებია, უბრალოდ ვფიქრობ მოვახერხებ,ბრინჯი ხახვი და ტარხუნა ალბათ .
თუ ვინმემ იცის იქნებ დაწეროს smile.gif

Posted by: natia555 30 Mar 2011, 14:03
irmushela
3ჭ. წყალს+2ჭ.ფქვილი+ცოტა მარილი და 3 სუფრის კოვზი ზეთი. ეს მასა კარგად ავთქვიფოთ და გამოვაცხოთ ზეთმოსმულ ცხელ ტაფაზე.

Posted by: irmushela 30 Mar 2011, 15:19
QUOTE
natia555

დიდი მადლობა.
QUOTE
ტარხუნის ღვეზელები

მე მაწვნის ცომით ვაკეთებ.გულსართი:ტარხუნას,მწვანე ხახვის კარაქში ვშუსშული ვუმატებ დაჭრილ მოხარშულ კვერცხს და ვაცხობ მთლიან ფენათ ღუმელში. სამწუხაროთ არასამარხვოა........

Posted by: tasikuna-taso 30 Mar 2011, 22:00
QUOTE
გუშინ გავაკეთე და ისეთი გემრიელი იყო ვერ გეტყვი... ძალიან არომატული, ფუმფულა, ჰაეროვანი კრემით...


ხომ ვერ მიმანიშნებ რაზეა საუბარი? მეც მომინდა

* * *
QUOTE
გუშინ გავაკეთე და ისეთი გემრიელი იყო ვერ გეტყვი... ძალიან არომატული, ფუმფულა, ჰაეროვანი კრემით...


ხომ ვერ მიმანიშნებ რაზეა საუბარი? მეც მომინდა

Posted by: cortex-amygdala 31 Mar 2011, 11:31
tasikuna-taso
QUOTE
ხომ ვერ მიმანიშნებ რაზეა საუბარი? მეც მომინდა 


სამარხვო ნამცხვარზეა , რომელიც რამოდენიმე პოსტით წინაა , 2 ნამცხვარი მიწერია და პირველზეა საუბარი smile.gif

Posted by: cortex-amygdala 1 Apr 2011, 16:28
loom ტარხუნის ღვეზელის შიგთავსის რეცეპტი თქვენგან ავიღე, დიდი მადლობა smile.gif

natia555 სამარხვო ბლინები კი თქვენი რეცეპტით დავამზადე ,ძალიან კარგი გამოვიდა , მეგონა დაიკრობდა მარა არა, საერთოდ არ დაიკრო, უბრალოდ უფრო ძნელად ევლება ტაფაზე ვიდრე კვერცხიანი. მადლობაა smile.gif

საერთო ჯამში კი უგემრიელესი ტარხუნის ღვეზელები გამოვიდა , დღეს სამსახურში წამოვიღე და დიდი მოწონება დაიმსახურა. smile.gif

Posted by: loom 4 Apr 2011, 15:24
QUOTE (natia555 @ 30 Mar 2011, 13:03 )
irmushela
3ჭ. წყალს+2ჭ.ფქვილი+ცოტა მარილი და 3 სუფრის კოვზი ზეთი. ეს მასა კარგად ავთქვიფოთ და გამოვაცხოთ ზეთმოსმულ ცხელ ტაფაზე.

თუ დანის წვერზე სოდას დაამატებთ, უფრო ფუმფულა და ნასვრეტებიანი გამოვა ბლინები.
სოკოს+ბრინჯის შიგთავსით-უგემრიელესია! უკან ჩამოტოვებს ხორციან ბლინებს smile.gif

Posted by: IuHuUuU 4 Apr 2011, 17:06
რამე სამარხვო ნამცხვრის რეცეპტი მომეცით რა smile.gif

Posted by: cortex-amygdala 4 Apr 2011, 18:31
IuHuUuU
სამარხვო ნამცხვრები წინა გვერდებზე დავწერე ორი ცალი smile.gif პირველი განსაკუთრებით მომწონს და არ ინანებთ თუ გააკეთებთ yes.gif

დღეს კი შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელ სამარხვო "პეჩოებს" (როგორც ჩემმა შვილმა დაარქვა smile.gif )


ცომი:

½ ჭ. წყალი
1 ჭ მურაბის წვენი ( შეიძლება სხვადასხვა მურაბის წვენის არევა)
1 ჭ. ზეთი
1 ჩ.კ არასავსე სოდა
ვანილი
ფქვილი


შიგთავსი:

1 ჭ. გატარებული ნიგოზი
1/2 ჭ შაქარი
თეთრი ბლის მურაბის ნაყოფი
ვანილი.

წყალს, ზეთს და მურაბის წვენს ( შეიძლება სხვადასხვა მურაბის წვენის არევა, თუნდაც ნარჩენების) აურევთ, დაუმატებთ სოდას, ვანილს და ფქვილს იმდენს, რომ ჩვილი და ნაზი ცომი გამოვიდეს, ოდნავ ფქვილიან ხელებზე რომ არ დაეკროს. გავაკეთებთ პატარა ზომის გუნდებს, დავალაგებთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ცოტახნით დავასვენებთ. ამასობაში მოვამზადებთ შიგთავსს : გატარებულ ნიგოზს ავურევთ შაქარში,დავუმატებთ ვანილს, თეთრ ბლებს გავჭრით შუაზე (ძალიან რომ არ გაიბერონ ”პეჩოები ” ) და ავურევთ შაქრიან ნიგოზში. შემდეგ თითოეულ გუნდას მივცემთ ოვალურ ფორმას ( ფქვილიანი თითებით ნაზად გავაბრტყელებთსავით smile.gif ) და ჩავდებთ მომზადებულ შიგთავსს, გადავახვევთ გრძლად ოვალის ფართე მხრიდან, მოვხრით ბანანივით, ბოლოებზე დავაჭერთ თითებს მსუბუქად, დავაწყობთ ტაფაზე და შევდგავთ გაცხელებულ ღუმელში. სასურველია ჯერ ძირი გამოვუცხოთ და შემდეგ ზემოდან დავაცხუნოთ. ეცადეთ ძალიან არ გამოხმეს. საკმაოდ რბილი უნდა იყოს. გამომცხვარ ”პეჩოებს” მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

P.S ამ ცომით ტარტალეტკებსაც აცხობენ . მოკლედ ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ მოიფიქროთ და ნებისმიერი ფორმის ”პეჩოები”. ან საერთოდ შიგთავსის გარეშე დააცხოთ უცებ. საკმაოდ დიდხანს ძლებს და რამდენიმე დღის შემდეგაც ახალი გამომცხვარივითაა . მართლა ძალიან გემრიელია yes.gif


Posted by: IuHuUuU 4 Apr 2011, 20:38
cortex-amygdala

ვნახე წინა გვერდზე და რაღაც ეს პეჩოც მომწონს biggrin.gif

მეც პეჩოებს ვეძახი პეჩენიას user.gif

Posted by: faverliki 11 Apr 2011, 18:06
QUOTE
დღეს კი შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელ სამარხვო "პეჩოებს" (როგორც ჩემმა შვილმა დაარქვა)

ამ ცომიტ თუ შეიძლება ფენების გამოცხობა?

Posted by: cortex-amygdala 12 Apr 2011, 20:19
faverliki
ეგ არ მიცდია , ვერ გეტყვი. თუმცა ალბათ ცოტა სქლად თუ გააბრტყელებ უნდა გამოვიდეს წესით. გემრიელი ცომია და რბილი ( თუ ბევრ ფქვილს არ შეაზელ რა თქმა უნდა)

Posted by: irmushela 13 Apr 2011, 18:50
ახალი ნამცხვარი ვისწავლე და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ ძალიან მაგრობა მაშ ასე:
2ჩ/ჭ თბილი წყალი,
1ჩ/ჭ ზეითუნის ან ჩვეულებრივი ზეთი
2ჩ/ჭ შაქარი
2სფ/კ თაფლი
4 სფ/კ კაკაო
სოდა-ძმარი
4ჩ/ჭ ფქვილი
ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.ვყოფთ ორათ და ვაცხობთ 200 გრადუსზე.

კრემი:

მოხარშული,
2ჭ შაქარი
1ჭ ფქვილი
1ლ წყალი
ვხარშავთ და ვთქვეფავთ 250გრ მარგარინთან ერთად+ ვანილი
ვკრმავთ და ზევიდან ვასხავთ მინანქარს.

მინანქარი:

3სფ/კ კაკაო
1ჩ ჭ შაკარი
1ჩ/კ ფქვილი
4 შფ/კ წყალი
50გრ მარგარინი

Posted by: natia555 15 Apr 2011, 12:42
cortex-amygdala
მიხარია რომ მოგეწონა smile.gif

Posted by: Ochamchirskaia 10 Jun 2011, 19:02
ადრე მქონდა პრობლემა, არ ვიცოდი როგორი კრემი გამეკეთებინა სამარხო ნამცხვრისთვის, მოხარშული მობეზრებული იყო და ინტერნეტში ვნახე ეს : 4 ჭიქა ნატურალურ წვენს (შეიძლება კომპოტიც წვენის ნაცვლად), შეურიეთ შაქარი გემოვნებით, დადგით ცეცხლზე, ურიეთ და თანდათან ამატეთ მანის ფხვნილი სანამ არ მიიღებთ სქელ მასას, ფელამუშს უნდა გავდეს. მიღებული მასა გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ, შემდეგ მიქსერით ათქვიფეთ და კრემი მზადაა... ძალიან ადვილი მოსამზადებელია და გემრიელიცაა, წარმატებები

Posted by: guruliqali 10 Jun 2011, 19:11
Ochamchirskaia
გემრიელი ჩანს, აუცილებლად გამოვიყენებ, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Ochamchirskaia 11 Jun 2011, 11:37
guruliqali
არაფრის, იმედია, როცა გასინჯავ, უფრო მოგეწონება smile.gif

* * *
სამარხო შოკოლადის მანნიკი
შემცველობა;
მანის ფხვნილი- 180 გრ ( 1 სავსე ჭიქა);
წყაი- 250 მლ. (1 მთლიანი ჭიქა);
შაქარი- 210 გრ. (1 ჭიქა),
ვანილნი- 10 გრ,
ფქვილი- 100 გრ
კაკაო- 30 გრ. (3 სავსე სუფრის კოვზი);
ზეითუნის ზეთი- 100 მლ. (ნახევარი ჩიქა),
ცომის გამაფხვიერებელი (იყიდება მაგაზიებში, სადაც ვანილს ყიდიან იქ ხოლმ და разрыхлитель ქვია, 180 გრამიანებია)- 1,5 ჩაის კ
ცუკატები (ე.წ.ჩირი) - ნახევარი ჭიქა,
ნებისმიერი თხილი - ნახევარი ჭიქა,
საქრის პუდრა ზემოდან დასაყრელად.

მომზადების წესი:
ჯამში ჩაყარეთ მანა,შაქარიდა ვანილი. დაამატეთ წყალი, აურიეთ და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე სადგაც 2-3 საათიტ, რათა ამოვიდეს...
შეურიეთ ზეთი და კარგად აურიეთ, ერთი მასა უნდა გამოვიდეს, საცერზე გაცრილი კაკაო დაუმატეთ და კარგად აურიეთ,
ფქვილი და ცომის გამაფხვიერებელი აურიეთ ერტმანეთს და საცერში გაცერით და დაუმატეთ წინა მასას (თუ საჭირო გახდა, შეიძლება კიდევ დაუმატოთ ფქვილი).
ცომი უნდა გამოვიდეს სმეტანასავით (უფრო მაიონეზს მივამსგავსებდი smile.gif)) დაუმატეთ ცომს ცუკატები და თხილი, კარგად აურიეთ.
ფორმას წაუსვიტ სალფეტკით ზეთი და ცომი გადაიტანეთ.
უნდა ცხვებოდეს სადღაც ~30-60 წუთი გახურებულ ~180 გრადუსამდე გაზქურაში (მომწადების დრო დამოკიდებულია ფორმის სიგრმეზე, წვრილი ხის ჯოხით შეამოწმედ არის თუ არა მზად), როცა იქნება მზად, ფორმიდან ამოიგეთ (მე გაციებას ვაცდი და ისე ამომაქვს, მაგრამ რეცეპტში ცხელზეა საუბარი) ცხელი დაჩრა რთულია, იფშხვნება და ცივი კარგად იჭრება wink.gif გემრიელად მიირთვით

Posted by: smileee75 18 Jun 2011, 14:39
მომშივდაააააა ........ smile.gif საინტერესო რეცეპტებია

Posted by: grusha 20 Jun 2011, 19:33
რაიმე ისეთი ნამცხვარი ხომ არ იცით, კრემის გარეშე, რომ კეთდებოდეს (ვერ ვითან სამარხვო კრემებს), მაგალითად, ფხვიერი ნამცხვარი, კექსი, ან ვაშლის პეროგის მსგავსი რაიმე ; )

ძალიან ძვირიანიც რომ არ იყოს.

Posted by: reziko17 10 Jul 2011, 11:47
სამარხვო ნამცხვარი
ბისკვიტი:
1 ჭ, ცხელი წყალი
1 ჭ შაქარი
100გრ. ზეთი
3 სუფრის კოვზი მაიონეზი
150გრ კაკაო
150გრ ფქვილი
მარილი, სოდა ძმრით
ვაცხობთ თხელ ბისკვიტს

კრემი:
სამარხვო ნაღების ფხვნილს მოვამზადებთ
1.5 წიქა ფხვნილს დავასხათ ამდენივე წყალი ავთქვიფოთ. ცალკე გავადნოთ 200გრ. შოკოლადი და შემდეგ შევურიოთ ამ კრემს
ჩიზქეიქის ფორმაშI ვაკეთებ
იმ ბისკვიტს დაასხავთ ზემოდან და შედგამთ მაცივარში 4-5 საათით
არაჩვეულებრივი გამოდის )

Posted by: anabuka 14 Jul 2011, 22:19
QUOTE
reziko17

QUOTE
სამარხვო ნამცხვარი

ძალიან საინტერესო ჩანს...და რა ზომის გამოდის?

QUOTE
სამარხვო ნაღების ფხვნილს

ეს რომელია? როგორი შეფუთვა აქვს?

Posted by: tasikuna-taso 14 Jul 2011, 23:17
QUOTE
ჩიზქეიქის ფორმაშI ვაკეთებ



ფორმა რა ზომისაა?

Posted by: radi 23 Jul 2011, 16:00
ვაიემ საჭმელი biggrin.gif ჩემი სუსრი წერტი;ლი ტკბილზე ვერ ვამბობ უარს!

Posted by: anushka_anushka 29 Jul 2011, 17:00
მე მინდოდა ასეთი ნამცხვრის რეცეპტი , რომელიც არის პირამიდის ფორმით აშენებული გამომცხვარი მილაკებისგან .ეს მილაკები სათითაოდ არის გამომცხვარი ცომისგან რომელშიც ალუბლებია შეხვეული . შემდეგ ესენი შეერთებულია მოხარშული კრემით .იშვიათი ნანცხვარია სახელი არ ვიცი .
ძალიან გემრიელია .თქვენც მოგეწონებათ.იქნებ არსებობს თქვენთან მაგის რეცეპტი. წინასწარ მადლობთ . მიყვარხართ!
* * *
მასალა:

10ს.კ. კიტრის მწნილის წვენი
10ს.კ. ზეთი
10ს.კ. შაქარი
10+/- 2 ს.კ. ფქვილი
0.5ს.კ.სოდა


მომზადება:

კიტრის მწნილის წვენს დაუმატოთ შაქარი ,ზეთი,სოდა, ფქვილი
ცომი უნდა იყოს ფაფუკი და ხელზე არ უნდა ეკრობოდეს,გავაბრტყელოთ და დავჭრათ ფორმებით. გამოვაცხოთ გაზქურაში .ძალიან გემრიელია და უცებ მზადდება.

Posted by: volli35 29 Jul 2011, 17:04
anushka_anushka
ნამდვილად არის ეს ნამცხვარი ჩვენს რეცეპტებში ... აი ნახე
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=388&Itemid=55
ოღონდ ეს ვარიანტი ნაღებითაა და არც თუ ისე სამარხვოა smile.gif

Posted by: anushka_anushka 29 Jul 2011, 17:06
500გრ. ლობიო
2ც.ხახვი
ქინძი,კამა,ქონდარი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
2კვილი ნიორი
2 დაფნის ფოთოლი
სუნელები
50გრ.ზეთი ან ღორის ქონი

მომზადება:

გავრეცხოთ და მოვხარშოთ ლობიო კარგად,უმჯობესია წინა დღეს დავალბოთ წყალში დილით უკეთესად და სწრაფად მოიხარშება ხარშვისას თუ წყალი ჩაიშრო დავამატოთ ადუღებული წყალი,ხარშვისას ასევე უმატებთ დაფნის ფოთოლს,მწიწაკას და ქონდარს
* * *
მჟავუნას ფოთლები ~ 170-200 გრ.
კარტოფილი - 2-3 ც.
სტაფილო - 1-2 ც.
ხახვი - 1-2 ც.
პამიდორი (საშუალო ზომის) - 1 ც. (სურვილით)
წყალი ~ 1,5-1,8 ლ.
დაფნის ფოთოლი -
2-3 ც.
შავი პილპილი - 2-3 ც.
მწვანილი - გემოვნებით
ზეთი
მარილი - გემოვნებით.


მომზადება:

წყალი დადგით ცეცხლზე. კარტოფილი გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით კუბიკებად, და ჩადეთ წყალში.

წყლის ადუღების შემდეგ, დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი და პილპილი.

Posted by: anushka_anushka 31 Jul 2011, 21:32
წვრილად დაჭრილი კომბოსტო,სტაფილო,მწვანილები.ჩავაყაროთ ზეთის ხილი,წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,ახალი ხახვი და დავუმატოთ ზეთი,მარილი,პილპილი გემოვნებით.

* * *
იტრი, პომიდორი (რბილობის გარეშე), ბულგარული წიწაკა, უკურკო ზეთისხილი. ეს ყველაფერი შეურიეთ მაკარონს. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ მარილი და პილპილი.
* * *

Posted by: ა თ უ კ ა 2 Aug 2011, 02:53
იმარხულეთ იმარხულეთ ბიჭოოოოოო mad.gifmad.gif
ოღონდ მგლებს არ შეგვეხოთ ბიჭოmad.gif
mad.gifmad.gifmad.gif
tkvnprshgvtv
mad.gifmad.gifmad.gif

Posted by: დიაბლო 2 Aug 2011, 02:55
ა თ უ კ ა
სახელისა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ....

Posted by: ა თ უ კ ა 2 Aug 2011, 02:59
დიაბლო
meta: მამაო ენუქი

mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: Beans 2 Aug 2011, 03:04
კალიებს მივირთმევ ლარად მშვენეირია დაჯე უფასოდ თითო კალაი სახლში უძაანმაგრესია wink.gif

biggrin.gif

გასაღებებს არავინ ჯვამს აქ ?

Posted by: vashli 18 Aug 2011, 00:20
რა აზრის ხართ სამარხო ნამცხვარზე, ნაყინზე, კარაქზე და რამის ხორცზეც? ეს მარხვაა თუ... ?

Posted by: nikaa 19 Aug 2011, 20:12
ბულგარული წიწაკის ტოლმა ხომ არ იციტ , რა თქმა უნდა სახარხო რომ იყოს

Posted by: chibukha 19 Aug 2011, 20:35
QUOTE
რა აზრის ხართ სამარხო ნამცხვარზე, ნაყინზე, კარაქზე და რამის ხორცზეც? ეს მარხვაა თუ... ?

მე ვერიდები. მაინც საზიზღარი გემო ექნება. მართალი ხარ, მარხვა აღარ გამოდის ეგ. არც იქით ხარ ბოლომდე და არც აქეთ.

სადღაც იყო ხაჭაპური სამარხო ყველითო.

Posted by: perpetua2 20 Aug 2011, 17:44

QUOTE
ბულგარული წიწაკის ტოლმა ხომ არ იციტ , რა თქმა უნდა სახარხო რომ იყოს

შეგიძლია ქამა სოკო გამოიყენო ხორცის მაგივრად, ოღონდ მანქანაში გატარება არ უნდა, უბრალოდ წვრილად დაჭერი, მოშუშე ხახვთან და მწვანილებთან ერთად და მერე ჩატენე ბულგარულში ან გაახვიე კომბოსტოს ფოთოლში.10-წთ წამოადუღე და მზადაა

Posted by: megmag 22 Aug 2011, 13:35
მარხვის დროს ადამიანს თავშეკავება მოეთხოვება ყველაფრისგან და სულირებაზე ზრუნვა, სამარხვო ნამცხვრებზე და ხაჭაპურებზე თუ ფიქრობ ჯობია ჩვეულბერივი ჭამო. მე არავის განვიკითახ, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი

Posted by: orchidea 22 Aug 2011, 18:15
megmag
QUOTE
მარხვის დროს ადამიანს თავშეკავება მოეთხოვება ყველაფრისგან და სულირებაზე ზრუნვა, სამარხვო ნამცხვრებზე და ხაჭაპურებზე თუ ფიქრობ ჯობია ჩვეულბერივი ჭამო.

yes.gif

Posted by: larakroft 4 Oct 2011, 17:53
კოტრანას გაკეთება მასწავლეთ ვინმემ???

Posted by: pepela15 18 Oct 2011, 19:01
...........................................
* * *
........................................................................................................................................................

Posted by: nica1990 25 Oct 2011, 15:40
მე სამარხო გერკულესის კატლეტი ვიცი: მოსამზადებლად საჭიროა
1. გერკულესი 2 ჩაის ჭიქა
2.ხახვი 3 ცალი
3.სტაფილო 2 ცალი
4.კამა და ქინძი
5. სვანური მარილი
6. ნიორი გემოვნები
7. მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: გერკულესს დაასხით ადუღებული წყალი და დაალბეთ სვანურ მარილთან ერთად ისე რო გამოვიდეს მკვრივი მასა, შემდეგ მოხრაკეთ სტაფილო და ხახვი და ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში რის შემდგომაც ფქვილში ამოსვრილი შეწვით.

Posted by: annak 25 Oct 2011, 19:53
nica1990
QUOTE
მე სამარხო გერკულესის კატლეტი ვიცი: მოსამზადებლად საჭიროა

ძალიან კარგი რეცეპტია, ამას თუ 2-3 ცალ მოხარშულ კარტოფილსაც დაუმატებთ უკეთესი გამოდის.

Posted by: ladybug 26 Oct 2011, 15:24
QUOTE (megmag @ 22 Aug 2011, 13:35 )
მარხვის დროს ადამიანს თავშეკავება მოეთხოვება ყველაფრისგან და სულირებაზე ზრუნვა, სამარხვო ნამცხვრებზე და ხაჭაპურებზე თუ ფიქრობ ჯობია ჩვეულბერივი ჭამო. მე არავის განვიკითახ, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი

100%
..................... . .........................

Posted by: ninucanini 26 Oct 2011, 15:40
QUOTE (megmag @ 22 Aug 2011, 13:35 )
მარხვის დროს ადამიანს თავშეკავება მოეთხოვება ყველაფრისგან და სულირებაზე ზრუნვა, სამარხვო ნამცხვრებზე და ხაჭაპურებზე თუ ფიქრობ ჯობია ჩვეულბერივი ჭამო. მე არავის განვიკითახ, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი

გეთანხმებით yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: nanuka shvelidze 27 Oct 2011, 20:30
მოკლედ მაკარონს მოხარშავ ბანალური წესით (ვინც უმარილოზე არაა, იმან მარილიან წყალში მოხარშოს, ჯობია). მერე გადაწურავ.
მანამდე მოშუშავ ხახვს, ერთ კბილ ნიორთან ერთად, კარგად რომ მოიშუშება, სანამ გაყავისფრდება, დაამატე გახეხილი სტაფილო და ყველი ზაან მაგარია

Posted by: natttiii 10 Nov 2011, 01:07
nanuka shvelidze
და ვინც უმარილოზე არაა ყველით ჭამოს?))

Posted by: annak 10 Nov 2011, 01:14
QUOTE
ყველი ზაან მაგარია

QUOTE
და ვინც უმარილოზე არაა ყველით ჭამოს?))

უკაცრავად, მაგრამ ყველი არ არის სამარხვო და ეს 'სამარხვო კერძების' თემაა. yes.gif
smile.gif

Posted by: grusha 10 Nov 2011, 19:44
megmag
QUOTE
მარხვის დროს ადამიანს თავშეკავება მოეთხოვება ყველაფრისგან და სულირებაზე ზრუნვა, სამარხვო ნამცხვრებზე და ხაჭაპურებზე თუ ფიქრობ ჯობია ჩვეულბერივი ჭამო.



მასეა, მაგრმ მაინც, ვისაც როგორ შეუძლია ისე იცავს. ზოგი მრავალფეროვანი ჭამის ხარჯზე იცავს მარხვას, სხვანაირად, დაარღვევდა. ყველაზე დიდი მსაჯული ამ დროს შენივე თავია. თავად მიხვდები, რა შეგიძლია და მრავალფეროვნებას ნაყროვანების გამო მისდევ, თუ ცოტა მაინც რომ გაიადვილო მარხვა. განსაკუთრებით კაცებს უჭირთ ხოლმე. მათ სჭირდებათ მარვალფეროვნება. აქაც ინდივუდუალურია ყველაფერი, მაგრამ მაინც.

ვაშლის პეროგი მინდა სამარხვო, რეცეპტს ხომ არ დადებთ>?

Posted by: ლიკლიკა 10 Nov 2011, 19:53
QUOTE (ლიკლიკა @ 30 Nov 2010, 16:33 )
მარხვის პერიოდში კიდევ უმარავი მსგავსი შენიშვნა დაიწერება აქ. არ ღირს ყველასთვის პასუხის გაცემა. თუ თვლი,რომ ნამდვილად გინდა მარხვის შენახვა, გააკეთე ეს ისე, როგორც შეძლებ. დანარჩენი დროსთან ერთად მოვა. მთვარია სურვილი იყოს გულწრფელიsmile.gif

იმავე აზრზე ვარ biggrin.gif

Posted by: grusha 10 Nov 2011, 19:57
ლიკლიკა
QUOTE
იმავე აზრზე ვარ



+1000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

ვაშლის პეროგი მინდა თქო, მოგახსენებდით biggrin.gif

Posted by: guruliqali 11 Nov 2011, 09:07
grusha
აბა, ეს ნახე- Breaky-ს რეცეპტია:

"სამარხვო პეროგი ვაშლით
© Breaky
მასალა ცომისთვის:
სამარხვო მაიონეზი 370გრ
შაქარი 300გრ
1 ცალი მცენარეული მარგარინი, გამდნარი
1 ცალ ლიმნის წვენში გახსნილი 1 ჩ/ჭ სოდა
ვანილი
6 ჭ ფქვილი (დაახლოებით 1კგ, შეიძლება ცოტა მეტი)

მასალა გულისთვის:
6 ცალი გახეხილი ვაშლი
1/2 ჭიქა ქიშმიში (დაახლოებით 100 გრ, მე ქიშმიშს საერთოდ არ ვუშვები, ვერ ვიტან)
1/2 ჭ შაქარი (დაახლოებით 100 გრ)
ვანილი

ცომს რომ მოზილავ, ხელზე არ უნდა გეკრობოდეს, ისე, კარგი იქნება როცა შესქელებას დაიწყებს, მიქსერი გადადო გვერდზე და ხელი გააგრძელო
შემდეგ მზა ცომი გაყავი 2 ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი დადე ჟარონაზე ცენტრში და ზედ გააბრტყელე ხელებით. მერე წაუსვი გული. რაც შეეხება ცომის ბოლო, მეორე ფენას, ცომს მოაგლიჯე პატარ-პატარა ნაწილები, აბრტყელე და "ლატკებივით" დაადე ზემოდან ვაშლის ფენას. ბოლოს შეეცადე, ნაპირები ჩაუკეცო, რომ გულმა გარეთ არ გამოჟონოს. მოკლედ, ეს მეორე ფენა რაღაცნაირად გაანაწილე ასე ნაწილ-ნაწილ, თუ ზედმეტი დაგრჩება, სადმე დადე დამატებით "ლატკად".
გამოაცხვე ღუმელში საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი. რომ გამოცხვება, შეიძლება გრეგნულად არ მოგეწონოს ასეთი "დალატკავებული" ნამცხვარი, მაგრამ გააგრილე და ზემოდან წაუსვი დაახლოებით 6 ს/კ წყალთან ერთად გამდნარი ერთი ფილა სამარხვო შოკოლადი (თუ ძალიან სქელი იქნება, ცოტა წყალი დაამატე დუღილის დროს) "


* * *
grusha
ესეც ადრე მაქვს ამოწერილი - liziko-ს რეცეპტი:

"სამარხვო ნამცხვარი
© liziko
საჭიროა:
10 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (აუცილებლად რბილი ჯიშის, ბანანი ან სხვა.)
1 ცალი მარგარინი სამარხვო
1 ჩ/ჭიქა წყალი
1.5 ჩ/ჭიქა შაქარი
1 ჩ/ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. დარიჩინი
3-4 ჩ/ჭიქა ფქვილი

ცომი:
გავადნობთ მარგარინს, დაუმატებთ წყალს, 0.5 ჩ/ჭ შაქარს, სოდას და ფქვილს, იმდენს რომ მივიღოთ რბილი ცომი, (დაახლოებით როგორიც ხაჭაპურის). გაყოფთ 40 ნაწილად და თითოეულს გაათხელებთ (ისე როგორც ხინკლის ცომს).

გული:
ვაშლებს გაჭრით 4 ტოლ ნაწილად, გათლით და გულებს ამოაცლით.
ცალკე ჭურჭელში აურევთ დარჩენილ 1 ჩ/ჭიქა შაქარს, ნიგოზს და დარიჩინს.

ცომზე დადებთ 1 კოვზ ნიგვზის და შაქრის ნარევს, და დაადებთ 1/4 ვაშლს, მრგვალი ნაწილი ქვევით (უკვე გათლილს და გამზადებულს) და შეკრავთ (მე ხინკლებივით ვკრავ).
ასე გაამზადებთ დანარჩენებსაც, დადებთ ღუმელის ტაფაზე "ჟარონაზე" მრგვალი ნაწილებით ზევით, ანუ ნაკეცები ქვემოთ. და გამოაცხობთ ჯერ ქვემოდან, შეფერადებამდე, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან ერთად, შევარდისფერებამდე.
გადმოიღეთ და ვისაც გიყვართ მოაყარეთ შაქრის პუდრი.
(ან მეორე ვარიანტი: ზემოთა ნაწილს მოასხით შოკოლადი და დააყარეთ ქოქოსის ფანტელი)
სულ გამოდის 40 ცალი.
მიირთვით გემრიელად. "

* * *
სამარხვო რულეტი---- ბესიკის26 -ს რეცეპტია, მეც გამიკეთებია და უგემრიელესია:

"სამარხვო ფხვიერი რულეტი ვაშლის და შინდის ჯემით.გემრიელია.ამას არასამარხოდაც ვაკეთებ ხშირად.

10ს/კ წყალი,10ს/კზეთი,6ს/კშაქარი,შეურიოთ კარგად კოვზით,დავაცრათ ფქვილი და 1შეკვრა გამაფხვიერებელი,ან სოდა /ძმრით.ფქვილი იმდენი რომ იყოს მორჩილი,შეკრული ცომი.როცა შეკვრას დაიწყებს უკვე ნელნელა ამატეთ ფქვილი. თუ ცოტა მოგივიდათ მეტი ფქვილი არაუშავს ,უბრალოდ ცოტა ხრამუნა გამოვა და მაგარი.(მე მასეთიც მომწონს).მერე გაყევით 2 ან 3 ბურთულად და ფქვილიან მაგიდაზე გაიყვანეთ 5მმ სისქემდე.წაუსვით ჯემი,ნიგვზის მოყრაც შეიძლება ზედ,ნიგვზიან /შაქრიანი გულსართიც უხდება.გადაახვიეთ და ფრთხილად გადაიტანეთ საცხობ ფირფითაზე. ვაცხობთ ოდნავ შეფერადებამდე. ტუ მეტად ხრამუნა გინდათ დატოვეთ ცოტა ხანი კიდე. "

Posted by: sio-beqa 11 Nov 2011, 11:39
ხომ არ ცით უზბეკური პლოვის რეცეპტი?

Posted by: anano21 12 Nov 2011, 17:11
ვიცი, მაგრამ სამარხვო არაა პლოვი

Posted by: rezi-rezi 14 Nov 2011, 17:34
როცა მარხვაზე ხარ, უნდა იმარხულო და არა ნაირ-ნაირი კერძები მიირთვა,

Posted by: grusha 14 Nov 2011, 17:50
rezi-rezi


მორჩით რა დარიგებებს! შენ რა იცი, ეგებ მხოლოდ ერთ კერძს ვსწავლობ და მხოლოდ ერთი კერძით ვაპირებ მარხვის შენახვას.

Posted by: ლიკლიკა 14 Nov 2011, 18:21
sio-beqa
QUOTE
უზბეკური პლოვის რეცეპტი?

წვრილად დაჭრილ ხახვს ვშუშავ, ვამატებ წვრილად დაჭრილ ან გახეხილ სტაფილოს + რამდენიმე მთლიანი კბილი ნიორი + შავი პილპილი + ძირა + მარილი + რამოდენიმე ნაჭერი კომში არომატისთვის და ვაყრი მდუღარე წყალში გარეცხილ ბრინჯს.ვასხამ მდუღარე წყალს კარგად რომ დაიფაროს და ძალიან ნელ ცეცხლზე ვამზადებ.

Posted by: taleiran-perigori 14 Nov 2011, 22:33
ვიჩინიანი ლობიანის რეცეპტი მინდა............

Posted by: natttiii 14 Nov 2011, 22:50
taleiran-perigori
ვიჩინა არ არის სამარხვო და არამგონია რო ეგ აქ უნდა გეკითხა)))

Posted by: saly 16 Nov 2011, 17:06
სამარხო არ მწამს არაფელი და არც უნდა ჭამო თუ მარხვაზე ხარ მარხვაზე უნდა იყო.....................

Posted by: natka-q 16 Nov 2011, 17:21

rezi-rezi
QUOTE
როცა მარხვაზე ხარ, უნდა იმარხულო და არა ნაირ-ნაირი კერძები მიირთვა,

saly
QUOTE
სამარხო არ მწამს არაფელი და არც უნდა ჭამო თუ მარხვაზე ხარ მარხვაზე უნდა იყო

მაშინ რატომ შემოდიხართ ამ თემაშI, საინტერესოა.

Posted by: ninicool 28 Nov 2011, 21:37
saly
QUOTE
სამარხო არ მწამს არაფელი და არც უნდა ჭამო თუ მარხვაზე ხარ მარხვაზე უნდა იყო.....................

QUOTE
არაფელი

QUOTE
არაფელი

QUOTE
არაფელი


ანუ რადგან შენ არ გწამს სამარხო არაფერი, ვინც მარხვაზე ვართ, არაფერი არ უნდა ვჭამოთ? lol.gif


* * *
rezi-rezi
QUOTE
როცა მარხვაზე ხარ, უნდა იმარხულო და არა ნაირ-ნაირი კერძები მიირთვა,

აი, ნეტა ისე მივიტანო თავი დეკემბრის 17 რიცხვამდე, რომ არ დავარღვიო. დღეს მშიერი ვარ, აქ სამარხოს ეძახიან ყველაფერს, რაშიც ხორცი არ არის და ძნელად თუ მოიპოვებ სამარხო საჭმელს. ჩვენს საერთო საცხოვრებელს კი სამზარეულო არ აქვს და ფაქტობრივად განწირულები ვართ შიმშილისთვის smile.gif

პ.ს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ იოლად მოსამზადებელი სამარხო კერძების რეცეპტები დადოთ (მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურას გამოკლებით, რადგან ეგენი მეზიზღება), რათა მშვიდობიანად დავბრუნდე სამშობლლოში და ნომერში შიმშილით მკვდარი არ მიპოვონ biggrin.gif
პ.ს.2 წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: RENE_Z 29 Nov 2011, 17:31
ninicool
QUOTE
გთხოვთ იოლად მოსამზადებელი სამარხო კერძების რეცეპტები დადოთ (მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურას გამოკლებით, რადგან ეგენი მეზიზღება),

ბოსტნეულის კერძები შეგიძლია მიირთვა, გააკეთე სხვადასხვანაირი სალათები( მოხარშე კარტოფილი,სტაფილო, ბარდა, ჭარხალი).
მაიონეზის მაგივრად შეგიძლია შეკმაზო ზეითუნის ზეთით და ღვინის ან ვაშლის ძმრით.
კიდევ შეიძლება თევზი, თან ნოყიერია, შიმშილით არ მოკვდები 2kiss.gif smile.gif

Posted by: ushuaia 29 Nov 2011, 17:51
აბა დზალიან მაგარი 300გრ ზეთი. 150.გრ ძმარი. დაფნის ფოთოლი 5 ცალი, შაქარი 3 ჩაის კოვზი, ტომატი 2 სუფრის კოვზი. თევზი კარასი ან სხვა ბევრ ფხიან ძვლიანი . ჩაასხით ზეთი ჩააწყვეთ თევზი და სხვა ინგრედიენტებიც ხარშეთ 7-8 საათი და გააცივეთ დზალიან გემრიელია ხდება ისეთი როგორც კონსერვის ქილაშიაა .

Posted by: ninicool 30 Nov 2011, 01:11
RENE_Z
QUOTE
კიდევ შეიძლება თევზი

დღეს თევზი მივირთვით ბარში. სახლში პრაქტიკულად შეუძლებელია სუნიანი საკვების მომზადება, თუმცა იყიდება შემწვარი თევზი ყველგან, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ხორცი დიდი ხანია არ მიჭამია და თევზზე მქონდა იერიში ისედაც მიტანილი, არადა არ მიყვარს, მხოლოდ შემწვარი და ტყემალთან ერთად, მაგრამ აქ ვინ მომაშავა ტყემალი biggrin.gif გაუსაძლის პირობებში ვართ, კონცლაგერში biggrin.gif ქინძი რომ ქინძია ეგეც არ იშოვება, ერთხელ იყო მარკეტში და მეორედ რომ მივედით კვალიც ვეღარ ვნახეთ. ეხლა ქოთანში მაქვს დათესილი და გაზრდას ველოდები smile.gif უქინძოდ რა გინდა რომ გააკეთო.

დიდი მადლობა რჩევისთვის.

პ.ს. ჭარხალიც არ არის აქ მაინცდამაინც გაყიდვაში, ერთ მარკეტში მინახავს მხოლოდ, სხვაგან არაა.

ushuaia
QUOTE
ხარშეთ 7-8 საათი

საათი? რა უბედურებაა, ხაშსაც არ უნდა მაგდენი ხანი ხარშვა

Posted by: ushuaia 30 Nov 2011, 11:10
იმიტომ რომ თევზის ფხა და ძვლები ხდება საკვებად გამოსადეგი აი კონსერვს რო ხსნი და იქ რო ტევზს მიირტმევ ზუსტად ეგეთი გამოდის

Posted by: TT-KK 30 Nov 2011, 12:46
ushuaia

QUOTE
300გრ ზეთი. 150.გრ ძმარი

ეს 1 საათში დაშრება და 7 საათი როგორ ვხარშოთ, ალბათ წყალიც უნდა

Posted by: ushuaia 30 Nov 2011, 13:00
ჰო რო დააკლდება უნდა დაამატო ერთ დონეზე უნდა იყოს სულ მარილიც გემოვნებიით

Posted by: TT-KK 30 Nov 2011, 13:13
ushuaia
QUOTE
ჰო რო დააკლდება უნდა დაამატო

თავიდან რამდენი უნდა წყალი?

Posted by: avgusta 30 Nov 2011, 16:44
ბრინჯი შებოლილი თევზი და მაიონეზი უნდოდა სამარხო სალათას კიდევ რაუნდა ხოვერ მეტყვით smile.gif)))

Posted by: ushuaia 30 Nov 2011, 17:11
წყალი თავიდან უნდა თევზი რო დაფაროს ისეეეე.........

Posted by: Zidan46 30 Nov 2011, 17:53
გემრიელიააააააააააააააააააააატტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ

Posted by: Peppi 30 Nov 2011, 18:04
სამარხვო კერძები - ბევრი, გემრიელი და გამოცდილიsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewcategory&category_id=49&Itemid=55&limitstart=40

Posted by: TT-KK 1 Dec 2011, 11:25
ushuaia
მადლობა, ძალიან დავინტერესდი, აუცილებლად მოვსინჯავ

Posted by: ushuaia 1 Dec 2011, 12:34
გაიხარე გემრიელად მიირთვიი..........

Posted by: RENE_Z 1 Dec 2011, 17:17
ninicool
QUOTE
დიდი მადლობა რჩევისთვის.

არაფრის smile.gif
QUOTE
ჭარხალიც არ არის აქ მაინცდამაინც გაყიდვაში, ერთ მარკეტში მინახავს მხოლოდ, სხვაგან არაა.

რომელ ქალაქში ხარ?
სხვათაშორის ნიგოზი თითქმის უტოლდება ხორცს კალორიულობით და ცილების რაოდენობით, ნებისმიერ ბოსტნეულს რომ დაუმატო გაცილებით კალორიული გახდება, ნიგოზი თუ ძვირი გეჩვენება, შეგიძლია თხილი ან არახისი გამოიყენო, ასევე კიდევ სოკო შეგიძლია მიირთვა,ეგეც მდიდარია ცილებით.

Posted by: mia_nano 1 Dec 2011, 19:21
ninicool
ერთ სალათს დაგიწერ,გემრიელია და ნოყიერი
კუბიკებად დაჭერი მოხარშული კარტოფილი, ზოლებად სოკო და სალათის ფოთლები, ალყა ხახვი, მოაყარე შავი პილპილი, მარილი და მოასხი ზეთი, გემრიელია, შეგიძლია ცოტა ძმარი და ცოოტა შაქარიც მოაყარო, მწვანილი არ ჭირდება

Posted by: grusha 1 Dec 2011, 22:24
სამარხვო კეკსი, მარტივი რეცეპტი მინდა..

Posted by: upwave 5 Dec 2011, 22:54
შოკოლადის ნამცხვარი

2 ჩ/ჭ ფქვილი
1 ჩ/ჭ შაქარი
3 ს/კ კაკაო
1 ჩ/კ სოდა
ვანილი
1 ჩ/ჭ წყალი
ნახ. ჩ/ჭ ზეთი.

ეს ყველაფერი უნდა აითქვიფოს ერთად. ცხვება ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე დაახლ. 180-190 გრადუსზე.

გასინჯეთ ხის ჩხირით, რომ გამოუმცხვარი არ დარჩეს.

მე ვაკეთებ 2 პორციას და ყოფნის ერთ თუნუქის ფურცელს, რომ ფუმფულა გამოვიდეს.

აუცილებლად უნდა ჩაიჭრას თუნუქის ფურცელზევე ცხელ-ცხელი რომბებად, რომ უკვე გაციებული არ დაიშალოს.

თან მინანქარი რომ ჩადის დაჭრილ ნამცხვარში, ძალიან აგემრიელებს.

მინანქარი:

1ჩ/ჭ შარქის პუდრი,
2 ს/კ კაკაო ავურიოთ.
დავუმატოთ 50 გრ. სამარხვო კარაქი,
3 ს/კ წყალი,
ვანილი.
ვადუღოთ ნელ ცეცხლზე და თბილი დავასხათ ნამცხვარს.

ამ ტორტის შეთხვევაში მე გავაკეთე 2 ცალი თითო-თითო პორცია 26 ს/მ-იან ფორმაში.

მერე ორივე სიბრტყეზე გავჭერი და გამოვიდა 4 ფირფიტა.

წავუსვი ჩვეულებრივი მოხარშული კრემის სამარხვო ვარიანტი.

ფირფიტებს თუ დანამავთ უკეთესი იქნება (მე, ყოველ შემთხვევაში, სველი ბისკვიტი მიყვარს).

მარტო ნამცხვრის სახითაც (უკრემოდ) არის ძალიან გემრიელი smile.gif

ეს ტორტის სახით:

http://www.radikal.ru

ძველი და უხარისხო სურათია, მაგრამ მაინც დავდებ-ეს კი ნამცხვარი:

http://www.radikal.ru

Posted by: ხორხე 6 Dec 2011, 12:25
სამარხვო ყაურმა რისგან შემიძლია გავაკეთო ?

Posted by: unknown lady 6 Dec 2011, 14:45
მე ასეთი რაღაც გავაკეთე:

მოშუშეთ ხახვი, ისე რომ არ დაიწვას, თეთრად დარჩეს
და ოთხკუთხედებად დაჭრილი სოკოც იქვე მოშუშეთ
ერთად ეს ყველაფერი ღრმა ტაფაში

მერე დააყარეთ ბრინჯი, ვარაუდით, ძალიან ბევრიც არ უნდა
დაასხით წყალი, რომ ბრინჯი ჩაიხარშოს
შავი პილპილი მოაყარეთ და მორჩა, ეგ არის biggrin.gif
მომეწონა

შეგიძლიათ ბლინის ფიტფიტებში გაახვიოთ, როგორც ფარში და შეწვათ
შეგიძლიათ სოკოს მაგივრად სტაფილო უყოთ და ისე მოამზადოთ ბლინები

Posted by: RENE_Z 6 Dec 2011, 16:42
grusha
QUOTE
სამარხვო კეკსი, მარტივი რეცეპტი მინდა

ძალიან მარტივი კექსი
მასალად საჭიროა:
1 ჭიქა წვენი. გამოდგება ნებისმიერი( ვაშლის, ფორთოხლის, ანანასის, ასევე შეგიძლია სტაფილოს წვენიც გამოიყენო)
მე ალუბლის მურაბის წვენი გამოვიყენე, ცოტა ანადუღარი წყალი დავუმატე.
2 ჭიქა ფქვილი
თუ წვენი ტკბილია, მაშინ 1 ჭიქა შაქარი, თუ არა და მაშინ 2 ჭიქა შაქარი
5-6 სუფრის კოვზი ზეთი ან მცენარეული მარგარინი
1/2 ჩაის კოვზი სოდა გახსნილი ცოტა ძმარში
გემოვნებით ქიშმიში, ვანილი, დარიჩინი
ყველაფერს კარგად აურევ, შემდეგ ფორმებში ჩაასხავ, თუ ფორმები სილიკონის არაა, მაშინ ტაფას ზეტი წაუსვი და ფქვილი მოაყარე, ისე ჩაასხი, ცხვება სადღაც 20-30 წთ 200 გრ. ტემპერატურაზე

Posted by: upwave 6 Dec 2011, 17:16
ხორხე
QUOTE
სამარხვო ყაურმა რისგან შემიძლია გავაკეთო ?

შენ რა ჩემი ქმარივით ხარ?
რასაც სამარხვო აწერია, ის უკვე სამარხვო აღარააო tongue.gif

Posted by: ხორხე 6 Dec 2011, 17:40
upwave
QUOTE
რასაც სამარხვო აწერია, ის უკვე სამარხვო აღარააო

ვეთანხმები ორივე ხელით
biggrin.gif

Posted by: snoopman2006 6 Dec 2011, 21:23
გამარჯობათ,
რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან და თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები. მთელი ცხოვრება მოვიხმარდი ხორცეულს დიდი რაოდენობით, უკვე ერთი კვირაა რაც არ მოვიხმარ ხორცეულს,თევზს, რძის პროდუქტებს და კვერცხს (გავხდი ვეგანი როგორც იძახიან ინგლისურად) ძალიან ძნელია ჩემთვის კერძების შერჩევა, პრაქტიკულად ვცოცხლობ შემწვარი კარტოფილით და ჯემიანი პურით, ხომ ვერ მეტყოდით რამოდენიმე რეცეპტს? მადლობა წინასწარ! smile.gif

Posted by: annak 6 Dec 2011, 22:34
სამარხვო ფხვიერი ნამცხვარი

საჭირო მასალა:3 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა სახამებელი, 0,5 ჭიქა ზეთი (მე ზეითუნის ზეთი გამოვიყენე) ან დამდნარი სამარხვო მარგარინე, 0,5 ჩ.კ. სოდა, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 3/4 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ლიმონის ცედრა.
მომზადება: ფქვილში ავურიოთ სახამებელი და ცხიმი, დავუმატოთ ლიმინის წვენში გახსნილი სოდა, წყალი, ლიმონის ცედრა და შაქარი. მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, დავჭრათ პოატარა, თხელ ნაჭრებად და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. გაციებულ პეჩენიებს ზემოდან ვრთავ შოკოლადის მინანქარით.
***
მინანქრის მომზადება:
2 ჭ. შაქარი
6 ს.კ. კაკაო
200 გრ მარგარინი
6 ს.კ. წყალი
ავურიოთ ერთმანეთში და ვადუღოთ შაქრის სრულ გადნობამდე

ძალიან მომეწონა ეს მინანქარი, ოღონდ მე ნახევარი პორცია გავაკეთე და თავისუფლად ეყო.

პ.ს. არ ვიცი ვინაა სამარხვო ფხვიერი ნამცხვარის რეცეპტის ავტორი, ვნახე ერთერთ კულინარიულ საიტზე, ასე რომ თუ ავტორი გამოჩნდა ბოდიშს ვუხდი და თუ ვინმემ იცით მიუთითეთ.
მინანქარი გავაკეთე დენსერის რეცეპტით და მეც ვუწევ რეკომენდაციას, ძალიან კარგია.
საბოლოო ჯამში მე ასეთი გამომივიდა.

http://www.radikal.ru

upwave
QUOTE
ეს ყველაფერი უნდა აითქვიფოს ერთად

მიქსერით თქვეფ?

Posted by: upwave 6 Dec 2011, 22:57
annak
კი, მიქსერით ვთქვეფ yes.gif

Posted by: tasikuna-taso 6 Dec 2011, 23:15
QUOTE
დენსერის რეცეპტით


ეს რა არის?

Posted by: guruliqali 7 Dec 2011, 21:23
სამარხვო ხრაშუნა - ქაცვით და მსხლით
ძალიან არომატული ხრაშუნებია, საოცრად მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი
http://www.radikal.ru
მოსამზადებლად დაგჭირდებათ ზამთრისთვის ცოცხლად შაქარში შენახული ქაცვი.
ორი მომცრო ზომის მსხალი გავთალოთ, გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
100 გრამი "დაჩა" გავადნოთ, შევაგრილოთ.
შევურიოთ ხის კოვზით 100 გრამი ქაცვის მასა, 100 გრამი შაქარი, შეგრილებული "დაჩა", გახეხილი მსხალი, მწიკვი მარილი, 0.5 ჩ. კ. სოდა, ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი 2 ჭიქამდე. ვზილოთ ხელით, უნდა მივიღოთ გასაბრტყელებელი მასა, მაგრამ ფქვილი ბევრი არ უნდა დავამატოთ, ოდნავ მოსველო ცომი უნდა გამოვიდეს, რომელსაც გასაბტყელებლად ოდნავ ფქვილის დამატება სჭირდება.
გავაბრტყელოთ დაახლოებით 1-1,5 სმ სისქეზე, გამოვჭრათ ფორმები, გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე, ცხვება სულ 15 წუთი.
http://www.radikal.ru

Posted by: tamuna1 8 Dec 2011, 11:21
ესეთი ხრაშუნა სამარხო ნამცხვრები არ გამომდის არანაირად, არადა თითქოს გამოცხობის წესებს სწორად მივყვები sad.gif

Posted by: orchidea 8 Dec 2011, 15:16
guruliqali
QUOTE
სამარხვო ხრაშუნა - ქაცვით და მსხლით

კარგი პეჩოები ძალიან საინტერესო რეცეპტია

Posted by: guruliqali 8 Dec 2011, 21:12
tamuna1
მე პირიქით, მგონია, რომ სამარხვო რეცეპტებით უფრო ფხვიერი ნამცხვარი გამოდის, თუ ზუსტად აღწერ, რა პრობლემა გაქვს იქნებ დაგეხმაროთ სასურველი შედეგის მიღწევაში.
* * *
orchidea
მართლა ძალიან არომატულია, ყველას მოეწონა, რა თქმა უნდა "სასაქონლო სახის" დახვეწა შეიძლება - ზედაპირის მოოქროსფერება კონფიტიურით ან ჩაის ნაყენით.

Posted by: ninuciko 9 Dec 2011, 11:54
QUOTE (Breaky @ 11 Dec 2006, 16:48 )
სამარხვო სალათა
© Breaky

მოხრაშეთ მაკარონი მარილწყალში, გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ზეთიან ქვაბში მოშუშეთ. შემდეგ თავის ზეთიანად გადაიღეთ რაიმე ღრმა ჯამში.
პატარა კუბიკებად დაჭერით: კიტრი, პომიდორი (რბილობის გარეშე), ბულგარული წიწაკა, უკურკო ზეთისხილი. ეს ყველაფერი შეურიეთ მაკარონს. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ მარილი და პილპილი.
* * *
სამარხვო კატლეტები წიწიბურათი
© Breaky

მოხარშეთ 1 ჭიქა წიწიბურა 2 ჭიქა ზეთიან მარილწყალში. სანამ ცხელია, ჩაზილეთ პიურეს ჩასაზელი კოვზით და თან ნელ-ნელა ამატეთ პურის ფქვილი. პურის ფქვილი რამდენი უნდა ზუსტად ვერ გეტყვი, მე თვალის ზომით ვაკეთებ. დაახლოებით იმდენი რომ წიწიბურა შეკრას და არ იშლებოდეს. შემდეგ მანქანაში გავატაროთ 1 მოზრდილი კარტოფილი, 1 მოზრდილი ხახვი, 2 საშუალო ზომის სტაფილო, 2 კბილი ნიორი, ქინძი, ნიახური, ოხრახუში, დამბალი პურის გული (დაახლოებით 4-5 ნაჭერი). ავურიოთ ეს მასა წიწიბურას მასაში, დავუმატოთ მარილი და პილპილი. გავაკეთოთ გუნდები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაში ცოტათი მაღალ ცეცხლზე.
შენიშვნა: სანამ ცალი მხარე კარგად არ დაიბრაწება, არ გადააბრუნოთ, თორემ დაიშლება.
* * *
ბადრიჯანი სატენით
© tukula

აიღეთ მსხვილი ბადრიჟანი, გააცალეთ კანი. თუ გრძელია მაშინ გაჭერით სიგანეზე ისე რომ 8-10 სმ-ის ზომის ნაჭრები გამოვიდეს. გული
გამოთალეთ ღრმად ისე რომ 0.5სმ-ის სისქის კედლები დარჩეს. მეორე ბოლო არ უნდა გაიხსნას ან გაიხვრიტოს გულის გამოღების დროს.
გამოღებული გული დაკეპეთ წვრილად და მოშუშეთ ხახვთან ერთად. დაუმატეთ ბულგარული წვრილად დაჭრილი, ქინძი, ნიახური და ხმელი
სუნელი, ნიორი, მარილი, პილპილი. ეს ყველაფერი კარგად ჩაშუშეთ. ამ მასით გამოტენეთ გაწმენდილი ბადრიჯანი, ოღონდ პირამდე ნუ აავსებთ,
და შეწვით ორივე მხრიდან.
* * *
სამარხვო ტრუფელები
© liziko

ნახევარი სამარხვო კარაქი "დაჩა"
+ 1,5 ჩ/ჭ შაქრის პუდრა
+ 1 ჩ/ჭ ჰერკულესი (აუცილებლად გერმანული)
+3 ს/კ შავი კაკაო (და თუ გინდათ + 1 ს/კ უნალექო ყავა)
+ 2 ს/კ კაკაოს ცხიმი (ნუ თუ არ გაქვთ, მაინც კარგი გამოდის)

ყევლაფერი ათქვიფეთ მიქსერით ძალაინ კარგად და მიიღებთ რბილ მასას, კოვზით ამოიღეთ ცოტ-ცოტა, და დადეთ დაფქულ ქოქოსის ფანტელებზე, თავზე დაადეთ მოხალული მიწის თხილი (ან შვეულებრივი თხილი) და მიაყარეთ ყველა მხრიდან ქოქოსი.
მიიღებთ რბილ ბურთულებს. ეს ბურთები დააწყეთ რაიმეზე და შედგით ცოტა ხანს საყინულეში.
მიირთვით როცა გინდათ, რასთანაც გინდათ და სადაც გინდათ
* * *
პომიდორი ბადრიჯნის სატენით
© Breaky

ბადრიჯანი დაჭერით და შეწვით ზეთში; შემდეგ კი წვრილად დაკეპეთ. დაუმატეთ მოხრაკული ხახვი, დანაყილი ნიორი, ცოტა დანაყილი ნიგოზი, მარილი, პილპილი. ეს ფარში მოათავსეთ გულამოცლილ პომიდორში, ზემოდან მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა, მოასხით გამდნარი სამარხვო კარაქი და შეწვით ღუმელში.
* * *
სამარხვო ნამცხვარი
© liziko

საჭიროა:
10 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (აუცილებლად რბილი ჯიშის, ბანანი ან სხვა.)
1 ცალი მარგარინი სამარხვო
1 ჩ/ჭიქა წყალი
1.5 ჩ/ჭიქა შაქარი
1 ჩ/ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. დარიჩინი
3-4 ჩ/ჭიქა ფქვილი

ცომი:
გავადნობთ მარგარინს, დაუმატებთ წყალს, 0.5 ჩ/ჭ შაქარს, სოდას და ფქვილს, იმდენს რომ მივიღოთ რბილი ცომი, (დაახლოებით როგორიც ხაჭაპურის). გაყოფთ 40 ნაწილად და თითოეულს გაათხელებთ (ისე როგორც ხინკლის ცომს).

გული:
ვაშლებს გაჭრით 4 ტოლ ნაწილად, გათლით და გულებს ამოაცლით.
ცალკე ჭურჭელში აურევთ დარჩენილ 1 ჩ/ჭიქა შაქარს, ნიგოზს და დარიჩინს.

ცომზე დადებთ 1 კოვზ ნიგვზის და შაქრის ნარევს, და დაადებთ 1/4 ვაშლს, მრგვალი ნაწილი ქვევით (უკვე გათლილს და გამზადებულს) და შეკრავთ (მე ხინკლებივით ვკრავ).
ასე გაამზადებთ დანარჩენებსაც, დადებთ ღუმელის ტაფაზე "ჟარონაზე" მრგვალი ნაწილებით ზევით, ანუ ნაკეცები ქვემოთ. და გამოაცხობთ ჯერ ქვემოდან, შეფერადებამდე, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან ერთად, შევარდისფერებამდე.
გადმოიღეთ და ვისაც გიყვართ მოაყარეთ შაქრის პუდრი.
(ან მეორე ვარიანტი: ზემოთა ნაწილს მოასხით შოკოლადი და დააყარეთ ქოქოსის ფანტელი)
სულ გამოდის 40 ცალი.
მიირთვით გემრიელად. smile.gif
P.S. თუ ვინმეს არ მოგეწონებათ დამიPM-ეთ და ზუსტად 20 წუთში სადაც მეტყვით იქ გავჩნები
და გაგინადგურებთ biggrin.gif

ძალიან მომეწონა აუცილებლად ვცდი

Posted by: ushuaia 13 Dec 2011, 13:11
სამარხო კატლეტების რეცეპტი მინდა ოღონდ გრეჩიხა რომ არ იყოს ეგეთიი...

Posted by: RENE_Z 14 Dec 2011, 19:12
QUOTE
სამარხო კატლეტების რეცეპტი მინდა

კომბოსტოს კატლეტები
მასალა: 1 კომბოსტო( დაახლოებით 1.5 კგ). ხახვი 1-2 ცალი, ნიორი 2კბილი, მანანის ბურღული 0,5 ჩაის ჭიქა,ხორბლის ფქვილი 0,5 ჩაის ჭიქა,მწვანილი (ქინძი,ოხრახუში, კამა,რეჰანი) მარილი გემოვნებით.
ვიღებთ კომბოსტოს, ვჭრით ოთხად და ვხარშავთ მდუღარე მარილწყალში ოდნავ შერბილებამდე, შემდეგ ვაციებთ და ვწურავთ, ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან, ნიორთან და მწვანილებთან ერთად, მიღებულ მასას ვუმატებთ მანანის ბურღულს და ფქვილს, პილპილს, მარილს გემოვნებით, ამოვაგუნდავებთ დაფქულ ორცხობილაში და ვწვავთ შიშხინა ზეთში ორივე მხრიდან

Posted by: ushuaia 22 Dec 2011, 11:32
მადლობა მადლობააა..................

Posted by: ninicool 22 Dec 2011, 20:23
snoopman2006
QUOTE
გამარჯობათ,
რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან და თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები. მთელი ცხოვრება მოვიხმარდი ხორცეულს დიდი რაოდენობით, უკვე ერთი კვირაა რაც არ მოვიხმარ ხორცეულს,თევზს, რძის პროდუქტებს და კვერცხს (გავხდი ვეგანი როგორც იძახიან ინგლისურად) ძალიან ძნელია ჩემთვის კერძების შერჩევა, პრაქტიკულად ვცოცხლობ შემწვარი კარტოფილით და ჯემიანი პურით, ხომ ვერ მეტყოდით რამოდენიმე რეცეპტს? მადლობა წინასწარ!

მე პირადად, ბულგარეთში რომ აღარ ვიცოდი რა მეჭამა მარხვის დროს, გადავწყვიტე, თვითონ მომემზადებინა. ერთხელ კომბოსტო ჩავკუწე, ხახვი დავუხრაკე, შემდეგ დავამატე ეს კომბოსტო. ცოტა რომ მიიწვება, მერე წყალი უნდა დაასხა ცოტა, ყავისფერ წვენს გამოიღებს და იმაში უნდა მოშუშო, სანამ არ მომზადდება. მარილიც უნდა, რა თქმა უნდა. გემოვნებით შეგიძლია სხვა რამეებიც დაამატო, მე პირადად შავი პილპილი და წითელი აჯიკა გავუკეთე. ჯემიან პურთან შედარებით უფრო ჯანსაღია ჩემი აზრით.

მეორედ გავაკეთე ლეჩოსებური კერძი
ხახვი დავჭერი და ზეთში ჩავშუშე, ოღონდ არ უნდა შეიცვალოს ფერი, მე ოდნავ ცოცხალი ხახვით მიყვარს, მერე გახეხილი სტაფილო დავამატე და განვაგრძე შუშვა, შემდეგ წითელი ბულგარული (სხვა ფერიც შეიძლება) და რამდენიმე ცალი დაჭრილი პომიდორი, 1 კბილი ნიორი, კამა და ოხრახუში, იქ რეჰანი არ იშოვებოდა, თორემ ეგეც ძალიან უხდება. (ზამთრისთვის თუ ვამზადებთ, მაგას ცოტა ქინძსაც ვუკეთებთ ხოლმე, შაქარსაც და ძმარსაც, მაგრამ იმ შემთხვევაში არ გამიკეთებია).

არ ვიცი მართლა გემრიელი იყო თუ არა, მაგრამ მშიერზე მართლაც გემრიელად გეახელით.

Posted by: vasasi 12 Jan 2012, 17:44
გამარჯობა. smile.gif

ისა..

სამარხვო ბლინოჩკების ცომი როგორ უნდა გავაკეთო, შეგიძლიათ, მირჩიოთ? smile.gif

Posted by: ushuaia 20 Jan 2012, 01:57
შესვენებააააა გამოცხადებულიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი wink.gif

Posted by: ninicool 20 Jan 2012, 19:14
ushuaia
QUOTE
შესვენებააააა გამოცხადებულიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

დღეს მარხვაა, არავითარი შესვენება smile.gif

შევიწვი კარტოფილი დღეს

vasasi
QUOTE
სამარხვო ბლინოჩკების ცომი როგორ უნდა გავაკეთო, შეგიძლიათ, მირჩიოთ?

ზუსტი რეცეპტი მეც არ ვიცი, მაგრამ კვერცხის ნაცვლად ცოტა სახამებელი გავუკეთე მე პირადად და ისე გამოვაცხვე, სისქე წყლით უნდა დარეგულირდეს. ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, დიდმარხვაში გამოგადგება

Posted by: colombiana 20 Jan 2012, 23:34
tqveni azri mainteresebs.ra azeis xart samarxo xachaburze?????

Posted by: nutria777 21 Jan 2012, 16:00

სოიას კატლეტი

1 კგ სოია, 300 გრ პური, 2-3 თავი ხახვი, 200 გრ ზეთი, 2-3 კბილი ნიორი, ორცხობილას საფანელი ან ფქვილი, ოხრახუში, ქინძი, შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით.
გადარჩეული და გარეცხილი სოია მოვათავსოთ მინანქრიან ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 30-40 წუთი. გაჯირჯვებული სოია გადავიტანოთ თუშფალანგზე, გავწუროთ ხელით. გაწურული სოია დამბალ პურთან, ხახვთან, ნიორთან და მწვანილთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული ფარში შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით. ავიღოთ პატარა ულუფები, მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ ორცხობილას საფანელში ან ფქვილში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

Posted by: likana 22 Jan 2012, 19:20
colombiana
tqveni azri mainteresebs.ra azeis xart samarxo xachaburze?????
სამარხვო ხაჭაპურს სამარხვო ლობიანი ჯობია,თანაც აჭარული,ძალიან გემრიელიაsmile.gif

Posted by: colombiana 23 Jan 2012, 12:58
likana
http://www.google.ge/imgres?imgurl=http://www.gurman.ge/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/0011031/w566/%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98.jpg&imgrefurl=http://www.gurman.ge/1031/%25E1%2583%25A0%25E1%2583%2594%25E1%2583%25AA%25E1%2583%2594%25E1%2583%259E%25E1%2583%25A2%25E1%2583%2598/%25E1%2583%2590%25E1%2583%25AD%25E1%2583%2590%25E1%2583%25A0%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598-%25E1%2583%25AE%25E1%2583%2590%25E1%2583%25AD%25E1%2583%2590%25E1%2583%259E%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598.html&h=359&w=566&sz=126&tbnid=SbBh4MipSPSpDM:&tbnh=76&tbnw=120&prev=/search%3Fq%3D%25E1%2583%2590%25E1%2583%25AD%25E1%2583%2590%25E1%2583%25A0%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598%2B%25E1%2583%25AE%25E1%2583%2590%25E1%2583%25AD%25E1%2583%2590%25E1%2583%259E%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%26tbm%3Disch%26tbo%3Du&zoom=1&q=%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&docid=hy9fa0N2Qcjb-M&hl=ka&sa=X&ei=4yAdT_7RJYKN-wb73anFCg&ved=0CC0Q9QEwAw&dur=658


* * *
likana
option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=60&Itemid=55

Posted by: ushuaia 24 Jan 2012, 15:03
მაგარი კულინარიის საიტი არ იციით>????/

Posted by: colombiana 24 Jan 2012, 15:12
likana
ვფიქრობ, რომ მარხვის დროს ეგეთი რაგაცეების გამოგონება და არც თუ ისე კარგია.

Posted by: ushuaia 24 Jan 2012, 15:15
მითხარიით რაა???................

Posted by: guruliqali 24 Jan 2012, 21:05
ushuaia
QUOTE
მაგარი კულინარიის საიტი

ვიცით smile.gif www.perfectcook.org

Posted by: ushuaia 25 Jan 2012, 12:08
მადლობა დიდი...................................

Posted by: tebrona777 25 Jan 2012, 22:34
:სიამოვნებით გავაკეთებ და გავსინჯააააავ smile.gif

Posted by: რაპუნცელი 27 Jan 2012, 15:44
სამარხვო ცომეულში ზეთს თუ გაურევთ ნაზი ცომი გამოგივათ, მე ვცადე და მომეწონა
* * *
სცადეთ სამარხვო "პონჩიკები": ცომი უნდა მოზილოთ ერთი ჭიქა ზეთით, ნახევარი მცენარეული მარგარინით , დროჟი, მარილი, წყალი .ფქვილი რა თქმა უნდა. აფუების შემდეგ გულში წყლით მომზადებული კრემი ჩავუდოთ და ბევრ ზეთში გამოვაცხოთ, ძალიან გემრიელია

Posted by: vasasi 28 Jan 2012, 20:46
ninicool


მადლობა. smile.gif

Posted by: likana 29 Jan 2012, 17:20
პარასკევს გავაკეთე ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში ჩადებული,ძალიან გემრიელია და თანაც სასარგებლო... თქვენც გირჩევთ მარხვის დროს გამოგადგებათ.

Posted by: ninicool 29 Jan 2012, 19:24
vasasi
QUOTE
მადლობა.

რის მადლობა, მთავარია, გამოგადგეს.

Posted by: dgnorisa 31 Jan 2012, 11:11
სამარხვო ნამცხვრის რეცეპტი ნამდვილად არ ვიცი.

Posted by: kopela 31 Jan 2012, 19:16
სამარხვო სალათი
ქილის ქამა სოკო გავწუროთ კარგად,დავუმატოთ ერთი ქილა ბარდა,ძალიან თხლად დაჭრილი კიტრი (გაუთლელი),მაიონეზი,მარილი და შავი წიწაკა.
* * *
სამარხო სალათი
ქილის ქამა სოკო გავწუროთ, დავუმატოთ 1 ქილა ბარდა, თხლად დაჭრილი კიტრი (გაუთლელი) მაიონეზი, მარილი, შავი წიწაკა.

Posted by: mavina 1 Feb 2012, 16:49
სამარხვო ბლინების ცომის რეცეპტი მითხარით რა?

Posted by: ninicool 1 Feb 2012, 17:23
mavina
QUOTE
სამარხვო ბლინების ცომის რეცეპტი მითხარით რა?

ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ბორჯომს შაქარს და ფქვილს ვურევდი მგონი და ანტონოვკა ვაშლს გახეხილს ან წვრილ ოთხკუთხედებად დაჭრილს ვუმატებდი, შაქარი ძალიან ბევრი არ უნდა, ცოტა უნდა აკლდეს კიდეც, ფქვილი თვალის ზომით, რომ არაჟნის სისქის ცომი გამოვიდეს. დანარჩენი ხომ იცი. ხოო, მართლა, ვანილიც უნდა.

ჯერ ცოტა სცადე და თუ გამოგივა, მერე მიდი და აცხე რამდენიც გინდა smile.gif

Posted by: mavina 1 Feb 2012, 18:20
QUOTE
ჯერ ცოტა სცადე და თუ გამოგივა, მერე მიდი და აცხე რამდენიც გინდა smile.gif

მადლობაააა

Posted by: lelukalela27 3 Feb 2012, 16:32
სამარხვო ვაშლის ნამცხვარი მინდა გავაკეთო..იქნებ მომწეროთ ....ჩემი რეცეპტით არ გამომდის კარგი...
* * *
QUOTE
პარასკევს გავაკეთე ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში ჩადებული,ძალიან გემრიელია და თანაც სასარგებლო... თქვენც გირჩევთ მარხვის დროს გამოგადგებათ.

ვგიჟდები ისე მიყვარს ლიკუნა,რომ მცოდნოდა სახლში გეწვეოდიი...შეგიძლიათ დამპატიჟოთ ხოლმე...არ მოგერიდოთ....:D:D:D

Posted by: ninicool 3 Feb 2012, 17:45
mavina
QUOTE
მადლობაააა

არაფრის, რომ გააკეთებ, მომწერე, მაინტერესებს გამოგივა თუ როგორი გამოგივა smile.gif

Posted by: bimi 6 Feb 2012, 15:01
სამარხვო კატლეტი

მზა სოაის მოვხარშავთ, გავატარემბთ მანქანაში+ გატარებული კარტოფილი, ხახვი, ქინძი, მაკიდო, + შავი პური,+ პერიცა+ მარილი+ ძირა, და ცოტა სვანური მარილი. ავურევთ კარგად და შევწვათ.

Posted by: mavina 7 Feb 2012, 11:16
სამარხო ბლინინების ცომის რეცეპტი მიდაა რაააა

Posted by: pandora85 7 Feb 2012, 12:59
QUOTE
აუ,სოიოს კატლეტის რეცეპტი თუ იცით ვინმემ დაწერეთ რაა

სოიოზე უკეთესი წიწიბურას კატლეტია. მოხარშე წიწიბურა გაატარე და ჩვეულებრივ კატლეტს რასაც უკეთებ სუნელებს ყველაფერი გაუკეთეთ, უგემრიელესია.

Posted by: anthro 7 Feb 2012, 14:22
snoopman2006
ძალიან კარგი რომ აქ თანამოაზრე გიპოვე:-)
მეც ვეგანი ვარ და აქაურ რეცეპტებს ძალიან ვემადლიერები. თუ საქართველოში ხარ ეს თემა ძალიან გამოგადგება. თუ საზღვარგარეთ ხარ ჩემსავით- არსებობს უამრავი ვეგანი რეცეპტი ნეტში - მოიძიე. იმ რეცეპტების შემადგენლობა შესაფერისად განსხვავებულია ქართული რეცეპტებისგან (როდუქტების მხრივ).
რახან ვეგანი გახდი, მზარეულობასაც უნდა შეეჩვიო, თუ არ გინდა რომ გასუქდე და დაავადდე:-) ცალმხრივი კვება ყოველთვის მავნეა.

Posted by: RENE_Z 8 Feb 2012, 00:07
anthro
QUOTE
რახან ვეგანი გახდი, მზარეულობასაც უნდა შეეჩვიო, თუ არ გინდა რომ გასუქდე და დაავადდე:-) ცალმხრივი კვება ყოველთვის მავნეა.

ვეგანი თუ ხარ როგორ გასუქდები, ძირითადად ალბათ ხილზე და ბოსტნეულზე ხარ, მეც არ მიყვარს ხორცი, თუმცა ვეგანი არ ვარ, თევზი და რძის პროდუქტებიც არ გეჭმევა?>

Posted by: anthro 8 Feb 2012, 17:41
RENE_Z
QUOTE
ვეგანი თუ ხარ როგორ გასუქდები, ძირითადად ალბათ ხილზე და ბოსტნეულზე ხარ, მეც არ მიყვარს ხორცი, თუმცა ვეგანი არ ვარ, თევზი და რძის პროდუქტებიც არ გეჭმევა?>


ზეთიანმა კარტოფილმა და ცომეულმა (პური, მაკარონი და აშ.), შაქრიანმაც (ჯემებმა და მურაბემბა) იცის გასუქება თუ ცალმხრავად მიეძალები, ჩიპსებიც ვეგანურია მაგალითად :-)
რაც შეეხება მეორე კითხვას: როგორც ვეგანი საერთოდ არ ვიღებ ცხოველური წარმოშობის საკვებს, ცხადია არც თევზს, არც რძის პროდუქტებს და არც თაფლს, ასევე არ ვიცვამ შალს, აბრეშუმს და ტყავს.
მიუხედავად ამისა, ცოცხალი ვარ და თანაც განსაცვიფრებლად ჯანმრთელი:-) ჩემი მოტივაცია უბრალოა:
არაეთიკურია ცოცხალი არსებების მოხმარება, ტყვეობა და მკვლელობა. და სადაც შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ თავი ავარიდო ამას.

Posted by: RENE_Z 10 Feb 2012, 21:18
anthro
QUOTE
არაეთიკურია ცოცხალი არსებების მოხმარება, ტყვეობა და მკვლელობა. და სადაც შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ თავი ავარიდო ამას.

გასაგებია რომ ხორცის ჭამაზე უარს ამბობ, მაგრამ ყველი, კვერცხი და თაფლი არ ითვალისწინებს მკვლელობას, ისე რომ არ მესმის ესენი რატომ არ უნდა ჭამო

Posted by: ninicool 10 Feb 2012, 22:31
anthro
QUOTE
ზეთიანმა კარტოფილმა და ცომეულმა (პური, მაკარონი და აშ.), შაქრიანმაც (ჯემებმა და მურაბემბა) იცის გასუქება თუ ცალმხრავად მიეძალები, ჩიპსებიც ვეგანურია მაგალითად :-)
რაც შეეხება მეორე კითხვას: როგორც ვეგანი საერთოდ არ ვიღებ ცხოველური წარმოშობის საკვებს, ცხადია არც თევზს, არც რძის პროდუქტებს და არც თაფლს, ასევე არ ვიცვამ შალს, აბრეშუმს და ტყავს.
მიუხედავად ამისა, ცოცხალი ვარ და თანაც განსაცვიფრებლად ჯანმრთელი:-) ჩემი მოტივაცია უბრალოა:
არაეთიკურია ცოცხალი არსებების მოხმარება, ტყვეობა და მკვლელობა. და სადაც შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ თავი ავარიდო ამას.

ქრისტე იღებდა თევზს. მგონი ქრისტეზე სრულყოფილი არ უნდა იყო

Posted by: anthro 12 Feb 2012, 23:51
RENE_Z
QUOTE
გასაგებია რომ ხორცის ჭამაზე უარს ამბობ, მაგრამ ყველი, კვერცხი და თაფლი არ ითვალისწინებს მკვლელობას, ისე რომ არ მესმის ესენი რატომ არ უნდა ჭამო


ამათი ჭამა გულისხმობს ცოცხალი არსებების ჩემი პირის გემოსთვის მოხმარებას. ფუტკრებს აბრუებენ და "აბოლებენ", მათ ნამუშევარს შაქრით უნაცვლებენ, რძეც სხვათაშორის ხბოსთვის არის განკუთვნილი და არა ჩვენთვის, ყველა ქათამი ბოლოს იკვლება, ისევე როგორც ძროხა. ჯერ არ არის მათთვის პენსიები დანიშნული.

ninicool
QUOTE
ქრისტე იღებდა თევზს. მგონი ქრისტეზე სრულყოფილი არ უნდა იყო


პირიქით. სწორედ იმიტომ რომ არასრულყოფილი ვარ, ვერ შევადარებ ჩემს მიერ თევზის ჭამას და მის მიერ თევზის ჭამას ერთმანეთს. ქრისტემ მრისხანებისას ვაჭრებიც გამოყარა ტაძრიდან შოლტით- მე მაქვს უფლება იგივე გავაკეთო? მე ვარ უბრალო ადამიანი, ჩემი უბრალო, ადამიანური ეთიკით.
გარდა ამისა არსებობს კიდევ ქრისტიანული სიმბოლიკა - მაგალითად იესო ქრისტეს სიმბოლო პირველი ქრისტიანებში (კატაკომბებში) სწორედ თევზი იყო; არსებობს სახარების დაფარული ენა, სადაც თევზის მიღება არ გამოხატავს ფიზიკურ პროცესს- მაგრამ ეს სრულიად სხვა განყოფილების თემაა.

ვეგანიზმის შესახებ დისკუსიას სამარხვო კერძების თემაში ცოტა არ იყოს უცნაური იქნება და არც მინდა, მითუმეტეს აქაურ იუზერებს ძალიან ვემადლიერები რეცეპტების გამო:-)



Posted by: ninicool 13 Feb 2012, 00:55
anthro
ბევრს არაფერს გეტყვი, უბრალოდ გაიხსენე ხუთი ათასის 5 პურით და 2 თევზით დაპურება.

Posted by: lelukalela27 13 Feb 2012, 19:34
QUOTE
მოშუშეთ ხახვი.
სანამ გაყავისფერებას დაიწყებს, ჩაყარეთ სოკო, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ბულგარული.
ბოლოსკენ მოასხით მაიონეზი; მოაყარეთ ყვითელი ყვავილი და თუ გინდათ რამე სხვაც.
(მაიონეზიანს ცეცხლზე ვაჩერებ 5-10 წუთი)

აუცილებლად გავაკეთებ მარხვა რომ დაიწყება..მიყვარს არეული სალათებიიsmile.gif ტუ რამე გაქვს კიდევ საინტერესო გამოუშვიიbiggrin.gif

Posted by: 4wbmaster 13 Feb 2012, 19:34
http://4wb.in ხალხნო ამის დიზოს სადმე ვნახავ ? :X:X:X

Posted by: dgnorisa 17 Feb 2012, 12:36
მოვხარჩოტ მაკარონი. ზეთში ჩავთუშოთ ხახვი, მოხარჩულ მაკარონს გადავავლოთ ცივი წყალი. რომ გაიწურება , დავაყაროთ მოტუშულ ხახვს. გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და ცჰორნიპერიცა. ცოტა ხანი გავაჩეროთ გაზზე. გაამოთ

Posted by: ninoma 20 Feb 2012, 06:24
ნამცხვარი "პრიანიკი"
1ჩ.ჭ.მუქი ჩაის ნაყენი
1ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
3ს.კ. ზეთი
1ჩ.კ.სოდა ძმარში გახსნილი
ფქვილი რასაც შეიზელს.
უნდა გამოვიდეს ნაზი ცომი.
გააბრტყელე 1 სანტიმეტრის სისქეზე, ამოჭერი ჭიქით და გამოაცხე 180 გრადუს ტემპერატურაზე.
ბავშვებმა გამომაცხობინეს ამ დღეებში და მოეწონათ. თავზე შაქრის გლაზური არ მოვასხი, ზედმეტ ტკბილს მოვერიდე და საყვედური მივიღე.
მაშინ არ ჩავინიშნე ფქვილის რაოდენობა და ცხობის დრო.
ამ დღეებში ვაპირებ კიდევ და დავაზუსტებ.

Posted by: grusha 20 Feb 2012, 10:52
ninoma


მადლობთ


30 სიმბოლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: pandora85 22 Feb 2012, 09:48
[b]Breaky[/b ბადრიჯანი სმარხოდ: რადრიჯანი დავჭრათ მრგვლად და შევწვათ ზეთში მერე( პამიდორი დავჭრათ კუკუკებად ხახვი მრგვლად დავჭრათ, ქინძი , ოხრახუში და რეჰანი წვრილად დაჭრილი ეს ყველაფერი ცოცხლად) ამას დუმატებთ უცხო სუნელს ხარჩოს სუნელს მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით მოურევთ და ეგ არის თუ მაიონეზი გიყვართ უხდება ძან თუ არადა ისეც უგემრიელესია მჭადებს უხდება ძან.

Posted by: monica8 28 Feb 2012, 21:44
გთხოვთ მითხრათ რომელია სამარხო მაკარონი
* * *
თუ ყველა მაკარონი სამარხოა
* * *
თუ ყველა მაკარონი სამარხოა

Posted by: რაპუნცელი 29 Feb 2012, 15:50
უზეთო საჭმელები ვინ იცის? მასწავლეეთ რააა...

Posted by: guruliqali 29 Feb 2012, 15:55
რაპუნცელი
QUOTE
უზეთო საჭმელები

კონკრეტულად რას გულისხმობ? წვნიანი, სალათი... უცებ რაც მახსენდება, ფხალეულია, თუ უფრო კონკრეტულად დაწერ, შევძლებთ დახმარებას.

Posted by: Peppi 29 Feb 2012, 16:49
რაპუნცელი
QUOTE
უზეთო საჭმელები ვინ იცის? მასწავლეეთ რააა...

რა აინტერესებს?
ბევრი რამ შეიძლება მოამზადო უზეთოდ და უცხიმოდ;

ყველა პროდუქტის შეწვა შეიძლება უცხიმოდ, მათ შორის არასამარხვოსიც..

ზოგადად ეძებ რეცეპტებს, თუ უზეთო მარხვისთვის, თუ ჯანმრთელობის გამო?


* * *
anthro
snoopman2006

აქ არის ვეგანი (სამარხვო) კერძები და მუდმივად შეემატება..
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewcategory&category_id=49&Itemid=55

lelukalela27
მე ამ ვაშლის შტრუდელს ვაკეთებ, სხვებიც აქებენ
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=596&Itemid=55
* * *
monica8
QUOTE
გთხოვთ მითხრათ რომელია სამარხო მაკარონი

უნდა წაიკითხოხ შემადგენლობა მაკარონის შეფუთვაზე;
ძირითადად ყველა წყალი და ფქვილი, თუმცა არის კვერცხიანიც..

ან დაწერე რომელი ფირმის ნაწარმის ყიდა გინდა და გეტყვი აქვს თU არა..
შენც შეგიძლია ჩაგუგლო, ისე, თUმცა მე არ მეზარება.. უბრალოდ სად ხარ და რა პროდუქტი არის მაქ არ ვიცი..

Posted by: anthro 2 Mar 2012, 00:35
Peppi
კარგი ლინკია ძალიან, მადლობა 2kiss.gif

Posted by: Tak 2 Mar 2012, 13:54
მე ვიცი ბადრიჯანი მაიონეზში (სამარხო მაიონეზში), ფლავი სტაფილოთი და ბადრიჯნით,
მექსიკური კარტოფილი, სოკო, უხორცო სუპები. თუ რომელიმე დაგაინტერესებთ დავწერ smile.gif

Posted by: Peppi 2 Mar 2012, 14:38
anthro
მიხარია რომ მოგეწონა 2kiss.gif
და ახალი რეცეპტით დავბრუნდიsmile.gif

***

ბლინის ცომი, გამოცხობის და გადახვევის რჩევებით:
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1899&Itemid=55

Posted by: ninoma 2 Mar 2012, 20:40
grusha
აი ასეთები გამოდის.
http://www.radikal.ru
რომ გითხრა გემრიელია, ეს რა ვჭამე-არა, "პრიანიკი" თუ გსიამოვნებს მოგეწონება.
შემმა შვილებმა მომთხოვეს, "პრიანიკი"-ის გამოცხობა არ იციო, საიდან გაიხსენეს არ ვიცი.
კი გავს მაგ ნამცხვარსო და გემრიელად მიირთვეს.
შეგიძლია ცოტა დარიჩინი დაუმატო, ვანილს ისეც ვამატებ.
ან გააბრტყელო და ნიგვზიან-ქიშმიშიანი მასა მოაყარო, რულეტივით ან ქადასავით გამოაცხო.
მოკლედ შენს გემოზე გააგემრიელო.
თავზე გლაზური აღარ გავუკეთე, ისეც საკმაოდ ტკბილი გამოვიდა.
სულ დამავიწყდა, ფქვილი სამ ჭიქაზე მეტი დასჭირდა, ჩაის ნაყენი 250მლ.-ი იყო.
ცხობის ტემპერატურა 175 გრადუსი, 25-35 წუთამდე.
თუ რბილი გინდა 25 წუთი, თუ არა-35.

Posted by: monica8 3 Mar 2012, 18:14
არაჩვეულებრივი ბლინებია და არაჩვეულებრივად ახსნილი. მადლობა.

Posted by: forever`s_NEVER 5 Mar 2012, 20:59
ტაჰინი (სეზამეს მარცვლის პასტა) რომ იყიდება სამარხვოა თუ იცით?

Posted by: berdia27 5 Mar 2012, 21:18
სოიოსგან გაკეტებული კერძები დაწერეთ რაა?

Posted by: avgusta 6 Mar 2012, 17:23
ეხლა ვაკეთებ სამარხო კატლეტებს უგემრიელესიაააააააა
შევურიე მოხარშული ბრინჯი,გრეჩიხა,გერკულესი,სტაფიო,ჭარხალი,მწვანილები, ხახვი -ნიორი,სუნელები ,აჯიკა..
არჩამოუვარდება ხორცის კოტლეტს უფრო გემრიელიცაა მგონი love.gif love.gif love.gif

მორჩენილი ბრიჯით კი ტკბილი ფლავი გავაკეთე:იგივე რაოდენობის წვრილად დაჭრილი ვაშით,ფორთოხლის ცედრით,ცოტა შაქარი ვანილი,რო მოიშუსება კი ზევიდან მოვაწყვე მარწყვის,შინდის,საზამთროს მურაბა უწვენოთ და რამდენიმე პატარა ნაჭერი ცოცხალი ფორთოხალიც..

Posted by: *Snow* 7 Mar 2012, 11:44
QUOTE
შევურიე მოხარშული ბრინჯი,გრეჩიხა,გერკულესი,სტაფიო,ჭარხალი,მწვანილები, ხახვი -ნიორი,სუნელები ,აჯიკა.. არჩამოუვარდება ხორცის კოტლეტს უფრო გემრიელიცაა მგონი


გემრიელი იქნება smile.gif

მე გავაკეთე ბოსტნეულის რაგუ. აც კი მქონდა ყველაფერი დავჭერი კუბიკებად და მოვთუშე.
ძაან ადვილი და გემრიელი რამეა yes.gif

Posted by: ხორხე 7 Mar 2012, 11:49
*Snow*
ძველი ბიჭები შავ ტყავის კურტკებში

"ქრისტე აღსდგა" lol.gif biggrin.gif

Posted by: *Snow* 7 Mar 2012, 11:53
ხორხე

"გამარჯობათ ბიჭებო" გახსოვს? gigi.gif lol.gif

- მაოფებინებ თემას და მერე მე მსაყვედურობენ rolleyes.gif


Posted by: ხორხე 7 Mar 2012, 12:04
*Snow*
QUOTE
- მაოფებინებ თემას და მერე მე მსაყვედურობენ

ბოროტი ვარ mo.gif

QUOTE
"გამარჯობათ ბიჭებო" გახსოვს?


gigi.gif

Posted by: avgusta 8 Mar 2012, 03:22
*Snow*
ესეც შეილება ტაფაზე შეწვა მთლიანი მასა..
მარა ამას ის ჯობია ბრინჯს რო ერევა ბულგარული,ხახვი,ბადრიჯანი,სტაფილო,მწვანილები და მოხრაკავ ზეთში უუუუუგემრიელესიააა ზაფხულობით ბულგარულის ტოლმის მასალადაც ვიყენებ ხოლმე..
სამარხო ვაშლის ნაცხვარიც ძალიან იოლი და გემრიელია შეილება იცით..
ორფენას შუაში ვაშლი უნდა ჩაუწყო ფქვილი და შაქარი მოაყარო მეორე ფენა დააფარო,
მალეც ცხვება ვისაც ვასწავლე კვირაში 2-3 ჯერ აცხობენ smile.gif

Posted by: tasikuna-taso 8 Mar 2012, 10:40





QUOTE
სამარხო ვაშლის ნაცხვარიც ძალიან იოლი და გემრიელია შეილება იცით..



აბა რომელია?

Posted by: rustavidan 8 Mar 2012, 11:43
ამიხსენით ვინმემ რატომ უნდა დავიცვა მარხვა და რატომ არ უნდა ვჭამო სხვა საჭმელები ?

Posted by: resurgam 8 Mar 2012, 12:59
rustavidan
QUOTE
ამიხსენით ვინმემ რატომ უნდა დავიცვა მარხვა და რატომ არ უნდა ვჭამო სხვა საჭმელები ?

ეგ კითხვა რელიგიის განყოფილებაში უნდა დასვა, ეს კულინარიაა yes.gif

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 13:20
berdia27
სოიოს კატლეყი ძაან გემრიელია.გამზადებულიც იყიდება გაყინული ,ასევე შეეგიძლია სოიოს ფარში იყიდო და სახლში გააკეთო.გუსჰინ ვჩამე პირველად როგორც კუჩმაჩი კეტდება ზუსტად ისე ოგონდ სოიოსი გადავირიე ეისეტი გემრიელი იყო... ასევე სოიოს ოსტრი .ხორცის მაგივრად სოიო და იგივე ინგრედიენტებით შეკაზმავ რითაც ჩვეულებრივი ოსტრი smile.gif

Posted by: avgusta 8 Mar 2012, 13:26
tasikuna-taso
გასამზადებელი მასალა საჭიროა:1 გამდნარ მარგარინს შევურევთ ჭიქაში ნახევარ წყალს და ზეთს , 1 ჩ\კ სოდა ძმრით,შევაზელთ ფქვილს საშუალო სისქემდე რო გახდეს და გავყოფთ ორნაწილად..ერთ გავაბრტყელებთ ჟარუნზე და მოვაწყობთ გათლილ დაჭრილ ვაშლს (ზაფხულში შეილება დამატო ატამი,მარწყვი,ვაშლატამა ,კომში ზამთარში)მოვაყრით ერთმანეთში არეულ ჭიქანახევარ შაქარს და ნახევარ ჭიქა ფქვილს ვანილით..შემდეგ გავაბრტყელებთ მეორე ნაწილს დავაფარებთ ზევიდან და შევდგავთ ცხელ ღუმელში.. ესეიგი ვაშლის პიურედ იქცა უკვე და შეგვიძლია გამოვიღოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრი ხან ჯემითაც ვრთავ..ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი ისე შეახრამუნეს.. : ) (თუვერ გაიგებთ არმოგერიდოთ მკითხეთ )

Posted by: liako_lia 8 Mar 2012, 14:06
rustavidan

პოსტებს აგროვებ???? givi.gif

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 14:13
rustavidan
ეგ კითხვა არ უნდა დასვა საერთოდ თუ მართმადიდებელი ხარ ..... facepalm.gif facepalm.gif

Posted by: natalia_74 8 Mar 2012, 14:17
QUOTE
rustavidan
ეგ კითხვა არ უნდა დასვა საერთოდ თუ მართმადიდებელი ხარ ..... 

+100000000000000000000000000000000000000

Posted by: ქეთუ 8 Mar 2012, 14:27
QUOTE (koalakoala @ 8 Mar 2012, 13:20 )
berdia27
სოიოს კატლეყი ძაან გემრიელია.გამზადებულიც იყიდება გაყინული ,ასევე შეეგიძლია სოიოს ფარში იყიდო და სახლში გააკეთო.გუსჰინ ვჩამე პირველად როგორც კუჩმაჩი კეტდება ზუსტად ისე ოგონდ სოიოსი გადავირიე ეისეტი გემრიელი იყო... ასევე სოიოს ოსტრი .ხორცის მაგივრად სოიო და იგივე ინგრედიენტებით შეკაზმავ რითაც ჩვეულებრივი ოსტრი smile.gif

რეცეპტი თუ შეგიძლია დადეე smile.gif



სოიო რო იყიდება ბაზარში წონის ეგ არის? თუ რამე სხვა უნდა ვიყიდო?

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 14:33
წიწიბურას კატლეტებზე დამავიწყდა დამეწერაა biggrin.gif უგემრიელესიაა გააკეთეთ.მოხარშულ წიწიბურას გაატარებთ ხორცის გასატარებელ მანქანაში და იგივენაირად შეკმაზავთ როგორც ჩვეულებრივ კატლეტებს.
* * *
ქეთუ
კი კი ეგ ფარშია რაც იყიდება ,ოგონდ მოხარშავ და რასაც გინდა გააკეთებ.რომლის რეცეპტი გაინტერესებს?რაც ჩამოვთვვალე ყველაფერი იგივენაირად კეთდება როგორც ჩვეულებრივი,ნუ ხორცის მაგივრად სოიო ოგონდ... smile.gif))

Posted by: rustavidan 8 Mar 2012, 14:46
QUOTE (liako_lia @ 8 Mar 2012, 14:06 )
rustavidan

პოსტებს აგროვებ???? givi.gif

არ მინდა მარხვა და ამიხსენი რატომ უნდა ვჭამო სამახვო კერძები? lol.gif

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 14:55
rustavidan
და მერე ვინმე გაძალებს?

Posted by: rustavidan 8 Mar 2012, 14:58
QUOTE (koalakoala @ 8 Mar 2012, 14:55 )
rustavidan
და მერე ვინმე გაძალებს?

მე არ მითქვამს რომ ვინმე მაძალებს.
მართლა მაინტერესებს რა სიკეთე მოაქვს მარხვას და რა საჭიროა სამარხვო კერძების მიღება ?

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 15:04
მართლმადიდებელი ხაარ? :?:?:?:?::?
* * *
წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ. ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა:

,,წმიდა ჰყავ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება” ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არის მარხვა მოცემული... ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს შეამტკიცებს, ასევე კავშირი ოთხი სათნოებისა - სიბრძნე, სიმხნევე, სიწმინდე და სიმართლე შეამტკიცებს სულსა და ამათდა შესაწევნელად მარხვა მოგვცა ღმერთმა. როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, ასევე მოკვდება სული - თვინიერ მარხვისა.
წმ. ამბროსი ჭყონდიდელი

მარადის ნაყროვანება არა არს გონებრივი მოქალაქეობა, არამედ მძოვართა ოთხფეხთა თანასწორობაა, უზომო ჭამითა და სმით უმრავლესობა სენთა მიერ მრავათა უდროვოდ დაიმკვიდრეს საფლავი... ვისაც გიყვართ სიცოცხლე, გიყვარდეთ მარხვა. ძალისაებრ თქვენისა...
წმ. ალექსი ბერი (შუშანია)

ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში.
წმ. ბასილი დიდი

მარხვა ხორცისა საზრდოა სულისა.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია, რომ ცეცეხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე.
წმ. იოანე ოქროპირი

გემოთმოყვარეობა მრუშობის დედაა.
(ძველი პატერიკი)

გაიხსენე, რომ ადამი სამოთხეში შენზე ნაკლებად სრულყოფილი არ იყო. იფიქრა, რომ შეიძლება მარხვის გარეშეც იოლად გამოსვლა - და რა გამოვიდა ამით?
წმ. იოანე ოქროპირი

ლოთი შუაგულ სოდომში ყვაოდა სათნოებებით, სოდომის გარეთ კი შეწყვიტა მარხვა და შედეგად რა მოხდა?!
წმ. იოანე ოქროპირი

დროდადრო იმარხულე საზრდელისაგან ხოლო თავშეუკავებლობისაგან - გამუდმებით...
ამბა სერაპიონი

მოერიდეთ მარხვა შეაფასოთ უბრალოდ საჭმელის თავშეკავებით. ისისნი, ვინც თავს იკავებენ საწმლისაგან და ცუდად იქცევიან, მიემზგავსებიან ეშმაკს, რომელიც თუმცაღა არაფერს სჭამს, არ წყვეტს ცოდვას.
წმ. ბასილი დიდი

ბატონობ სტომაქზე? იბატონე ენაზეც, რათა როდესაც რჩები ერთის მონა, მეორისაგან მეორისაგან განთავისუფლებაც არ იქნებოდა ურიგო.
წმ. ნილოს სინელი

და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა, მარხვა, შეერთებული ლოცვასთან ის ორი ფრთაა, რომელსაც ადამიანი სასუფეველში აღყავს. გარეგნული მარხვა ყოველთვის არაა აუცილებელი, ხოლო შინაგანი მარხვა, ნებისმიერ დროს საჭიროა. სული ისე არაფერს არ ემორჩილება,როგორც ზომიერ საზრდოს.
ამბა პიმენი

ჩვენ იმისათვის არ ვცხოვრობთ, რომ ვჭამოთ, არამედ იმისათვის ვჭამთ, შესაძლებელი იყოს ცხოვრება და საკუთარი მოვალეობების შესრულება.
ამბა სერაპიონი

წიგნიდან - სულიერი მდელო

Posted by: tasikuna-taso 8 Mar 2012, 15:08
QUOTE
avgusta


დიდი მადლობა.

ერთი შეკითხვა მაქვს, ზეთი რამდენია საჭირო.

Posted by: rustavidan 8 Mar 2012, 15:09
QUOTE (koalakoala @ 8 Mar 2012, 15:04 )
მართლმადიდებელი ხაარ? :?:?:?:?::?
* * *
წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ. ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა:

,,წმიდა ჰყავ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება” ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არის მარხვა მოცემული... ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს შეამტკიცებს, ასევე კავშირი ოთხი სათნოებისა - სიბრძნე, სიმხნევე, სიწმინდე და სიმართლე შეამტკიცებს სულსა და ამათდა შესაწევნელად მარხვა მოგვცა ღმერთმა. როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, ასევე მოკვდება სული - თვინიერ მარხვისა.
წმ. ამბროსი ჭყონდიდელი

მარადის ნაყროვანება არა არს გონებრივი მოქალაქეობა, არამედ მძოვართა ოთხფეხთა თანასწორობაა, უზომო ჭამითა და სმით უმრავლესობა სენთა მიერ მრავათა უდროვოდ დაიმკვიდრეს საფლავი... ვისაც გიყვართ სიცოცხლე, გიყვარდეთ მარხვა. ძალისაებრ თქვენისა...
წმ. ალექსი ბერი (შუშანია)

ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში.
წმ. ბასილი დიდი

მარხვა ხორცისა საზრდოა სულისა.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია, რომ ცეცეხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე.
წმ. იოანე ოქროპირი

გემოთმოყვარეობა მრუშობის დედაა.
(ძველი პატერიკი)

გაიხსენე, რომ ადამი სამოთხეში შენზე ნაკლებად სრულყოფილი არ იყო. იფიქრა, რომ შეიძლება მარხვის გარეშეც იოლად გამოსვლა - და რა გამოვიდა ამით?
წმ. იოანე ოქროპირი

ლოთი შუაგულ სოდომში ყვაოდა სათნოებებით, სოდომის გარეთ კი შეწყვიტა მარხვა და შედეგად რა მოხდა?!
წმ. იოანე ოქროპირი

დროდადრო იმარხულე საზრდელისაგან ხოლო თავშეუკავებლობისაგან - გამუდმებით...
ამბა სერაპიონი

მოერიდეთ მარხვა შეაფასოთ უბრალოდ საჭმელის თავშეკავებით. ისისნი, ვინც თავს იკავებენ საწმლისაგან და ცუდად იქცევიან, მიემზგავსებიან ეშმაკს, რომელიც თუმცაღა არაფერს სჭამს, არ წყვეტს ცოდვას.
წმ. ბასილი დიდი

ბატონობ სტომაქზე? იბატონე ენაზეც, რათა როდესაც რჩები ერთის მონა, მეორისაგან მეორისაგან განთავისუფლებაც არ იქნებოდა ურიგო.
წმ. ნილოს სინელი

და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა, მარხვა, შეერთებული ლოცვასთან ის ორი ფრთაა, რომელსაც ადამიანი სასუფეველში აღყავს. გარეგნული მარხვა ყოველთვის არაა აუცილებელი, ხოლო შინაგანი მარხვა, ნებისმიერ დროს საჭიროა. სული ისე არაფერს არ ემორჩილება,როგორც ზომიერ საზრდოს.
ამბა პიმენი

ჩვენ იმისათვის არ ვცხოვრობთ, რომ ვჭამოთ, არამედ იმისათვის ვჭამთ, შესაძლებელი იყოს ცხოვრება და საკუთარი მოვალეობების შესრულება.
ამბა სერაპიონი

წიგნიდან - სულიერი მდელო

კი ვარ მაგრამ პასიური... ზომიერი...
რატომ?

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 15:12
იმიტომ შეგეკითხე რომ ასეთი კითხვის დასმა მართლმადიდებლისგან ცოტა არ იყოს გასაკვირია, მე მაპატიე ... ეგ წაიკითხე და ნახე კიდე ბევრი რამ მარხვის შესახებ და დამერწმუნე ასე აგარ იფიქრებ... რადიკალურად შეიცვლება მარხვასთან დაკავშირებით შენი შეხედულება smile.gif)

Posted by: rustavidan 8 Mar 2012, 15:20
QUOTE (koalakoala @ 8 Mar 2012, 15:12 )
იმიტომ შეგეკითხე რომ ასეთი კითხვის დასმა მართლმადიდებლისგან ცოტა არ იყოს გასაკვირია, მე მაპატიე ... ეგ წაიკითხე და ნახე კიდე ბევრი რამ მარხვის შესახებ და დამერწმუნე ასე აგარ იფიქრებ... რადიკალურად შეიცვლება მარხვასთან დაკავშირებით შენი შეხედულება smile.gif)

დიდი მადლობა ყურადღებისათვის
ვეცდები ჩავუღრმავდე და რამე შევიცნო .
მ ა დ ლ ო ბ ა
http://www.celysvet.cz/smajlici-ke-stazeni-smajlik

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 15:29
მოინდომე აუცილაბლად 2kiss.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: avgusta 8 Mar 2012, 16:21
tasikuna-taso
ნახევარი ჭიქა წყალი და დანარჩენი ზეთი ანუ ნახევარი..ლიმონის ან ფორთოხლის ცედრაც უხდება ცომში თუ გიყვარს..

Posted by: tasikuna-taso 8 Mar 2012, 16:40
avgusta

ახლა შევნიშნე.

ცომში შაქარი არ არის საჭირო?

Posted by: avgusta 8 Mar 2012, 17:13
არა არჭირდება , ხრაშუნა იქნება რო გამოცხვება
tasikuna-taso

Posted by: amoeka 8 Mar 2012, 19:30
გამარჯობათ smile.gif

სამარხვო ქაბაბი, წიწიბურათი როგორ კეთდება? ისე მომეწონა მინდა ვცადო smile.gif

Posted by: ქეთუ 8 Mar 2012, 20:48
koalakoala ვიყიდე და მოვამზადე ბლინჩიკის გული biggrin.gif

სამწუხაროდ ფირფიტები არ გამომივიდა sad.gif

ტაფაზე რო ვასხავდი მომენტალურად ეკვროდა. რატო ვერ ვხვდები sad.gif

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 21:44
ქეთუ
ეგ იმიტომ რომ კვერცხი არ ჰქონდა... ისე ხომ გემრიელი გამოვიდა ფარში?

Posted by: ninicool 8 Mar 2012, 21:49
koalakoala
QUOTE
ეგ იმიტომ რომ კვერცხი არ ჰქონდა... ისე ხომ გემრიელი გამოვიდა ფარში?

მე სამარხოს ცოტა სახამებელს ვურევ ხოლმე. ცომში ცოტაოდენი ზეთიც უნდა, ტაფას პირველ დასხმაზე კარგად უნდა ესვას ზეთი და ძალიან ცხელი უნდა იყოს, სისქე წყლით უნდა დაარეგულირო.

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 21:53
ninicool
კი ზეთს არასამარხოსაც ვურევხოლმე...სახამებელს ცომში თუ გულში?არ მიცდია მასე ,ვსინჯავ აბა მასეც.დიდი მადლობა smile.gif smile.gif

Posted by: liako_lia 8 Mar 2012, 22:04
QUOTE
სამარხვო ქაბაბი, წიწიბურათი როგორ კეთდება? ისე მომეწონა მინდა ვცადო


დღეს გავაკეთე წიწიბურას და ბრინჯის კატლეტები. მოვხარშე, გავატარე ხორცის საკეპ მანქანაში, ხახვი, ნიორი, მწვანილები, მე ცოტა სტაფილოც დავუმატე, პური ცოტა, მარილი ... სუხარში ამოვავლე და შევწვი. გემრიელი გამოვიდა. ქაბაბისთვის უბრალოდ ფორმას შეუცვლი smile.gif



Posted by: monica8 8 Mar 2012, 22:29
ვაშლის ნამცხვარს რა რადენობით ვაშლი უნდა დაახლოებით.
* * *
და რამხელა ჟარონაზე აცხობთ

Posted by: ქეთუ 9 Mar 2012, 13:56
koalakoala უგემრიელესი იყოო biggrin.gif
ninicool არა ანუ ტაფა კი არ იკრავდა, უბრალოდ რო ვასხავდი სქელი ცომი გამოდიოდა.

დღეს ცოტა თხელი უნდა ვცადო. ისიც თხელი იყო მარა ამას ზუსტად დავარეგულირებზომებითდა ვნახოთ აბა.

სახამებელი არ მაქვს და თუ იყო მაღაზიაშივცდი მაგასაც.

Posted by: picxela777 9 Mar 2012, 14:07
ისე მომეწონა ეს თემა,მეილზე ადგილი აგარ მაქვს smile.gif)))))) სამსახურში ვარ და ვიგზავნი სახლში დიასახლისებს მოვახსენო smile.gif))))))))))))))))))) alk.gif alk.gif

Posted by: resurgam 9 Mar 2012, 16:06
გოგოშკებო, სამარხვო ბლინჩიკებისთვის ცომი რომ არ დაიშალოს, რა უნდა შევურიო რომ ცოტა შეკრას? rolleyes.gif არავის გაქვთ რეცეპტი?

Posted by: Peppi 9 Mar 2012, 16:49
resurgam
სამარხვო ბლინის რეცეპტი მაქვს და გვაქვსsmile.gif
აი, ერთი, რაც სურათზეა ისეთია ზუსტადsmile.gif

მომზადების ბმული:

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1899


Posted by: Peppi 9 Mar 2012, 16:59
ქეთუ
ბლინი ტაფას რომ არ მიკრას, ეს წესები დაიცავი:

1. კარგი ტაფა, + სუფთა და გახურებული;
2. ცომი დაასვენე 30 წუთI მაინც, ანუ რომ მოამზადებ უნდა აცალო, ეს ნებისმიერი ბლინის ცომს ეხება;
3. წყალი, ფქვილი და ცოტა ზეთI.. არანაირს სახამებელს არ ვურევ, თუმცა შეიძლება..


monica8
QUOTE
ვაშლის ნამცხვარს რა რადენობით ვაშლი უნდა დაახლოებით.

რადგან კონკრეტულად არ ეკითხები არავის - მე გიპასუხებ:
აი ამ რეცეპტით ვაკეთებ, რაოდენობა იქვე არის:
QUOTE
რამხელა ჟარონაზე აცხობთ

1 პორციით თითქმის 1 თუნუქის ფურცლის "ჟარონის" სიგრძე გამოდის, 1.5-ით რომ ვაკეთებ - მაშინ დიაგონალზე ავსებს ფორმას.

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=596

Posted by: avgusta 9 Mar 2012, 17:07
monica8
თუ კითხულობ ზევით მერო დავწერე ვაშლი დაახლოებით ორი კგ უნდა ...როცა სხვა ხილს დაამატებთ უფრო ნაკლები,მაგალითად ატამი ნახ კილო ან ერთი ერთზეც ...ჟარუნა დიდი იგულისხმებოდა ..
ვეცდები ისევ გავაკეთო ფოტოს დავდებ..

სამარხო კატლეტები ორნაირია..ერთია ბურღულეულით მეორე ბოსტნეულით..
ბოლოს რაც გავამზადე მოხარშული 1 ჩ|ჭ ბრინჯი,გერკულესი,გრეჩიხა,ხახვი-ნიორი.მწვანილენი.აჯიკა 1ჩ|კ . წითელი წიწაკაც უხდება..პირსაც ამატებენ მეარ შემირევია..საფანელად პურისფქვილი რადგან მკვრივი გამოვიდეს სანამ ტაფაზე დადებთ.. ცოტა კარტოფილიც შევურიე , ორის სტაფილოც და ერთი ჭარხალიც ვიტამინიზირებული როყოფილიყო..სოიოს კატლეტებზე ბევრად გემრიელია..

Posted by: ushuaia 9 Mar 2012, 17:32
აუ კაი ბლინიააა......................................

Posted by: ninicool 9 Mar 2012, 17:56
Peppi
QUOTE
არანაირს სახამებელს არ ვურევ, თუმცა შეიძლება..

ეგ უბრალოდ ერთხელ ჩემით მოვიფიქრე, რით შეიძლებოდა კვერცხის ჩანაცვლება მარხვაში, რადგან ახალი წელი იყო და მმარხველი სტუმრები მომდიოდნენ. იმის შემდეგ არც კი გამიკეთებია მარხვაში.
არც დრო მაქვს ხოლმე იმდენი და თან ძალიან ზარმაცი ვარ.

Posted by: ქეთუ 9 Mar 2012, 19:49
Peppi მე როგორც კი გავაკეთე ცომი მომენტალურად გამოვაცხე sad.gif
დღეს გამომივიდა. ზოგი მიიკრა ზოგი არა. ნუ ჯამში 7 ბლინი გავაკეთე biggrin.gif

არაუშავს გავაუმჟობესებ ნელ-ნელა 2kiss.gif

Posted by: monica8 9 Mar 2012, 22:26
მადლობა პეპის და ავგუატას. თერთგული მკიტხველი.

Posted by: resurgam 9 Mar 2012, 22:56
Peppi

QUOTE
სამარხვო ბლინის რეცეპტი მაქვს და გვაქვს
აი, ერთი, რაც სურათზეა ისეთია ზუსტად

მომზადების ბმული:

უღრმესი მადლობაა, გაიხარე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
ushuaia
QUOTE
აუ კაი ბლინიააა......................................

უნდა გამოვაცხოო მე tongue.gif tongue.gif jump.gif

Posted by: kiki25 10 Mar 2012, 10:18

Peppi
ძალიან სასარგებლო ბლინის რეცელტია, მე კი ვცდილობ ხოლმე ბლინის გაკეთებას მაგრამ რაგაც არ გამომდის,
მე სამარხო ჩქმერული ვიცი, თუ არ გიჭამიათ მაგრად მოგეწონებათ.
ერთი კილო თეთრი სოკო უნდა მოიშუშოს კარგად, სხვა ქვაბში ჩავასხათ ორი მაიონეზე, ცოტა ადუღებულ წყალში გავხსნათ,დავუმატოთ ნიორი, მარილი, ცოტა წიწაკა და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 10 წუთის განმრავლობაში, მოშუშულ სოკოს გადავასხათ და რამოდენიმე წუთით შევდოთ ქურაში. შემდეგ გემრიელად მიირთვით.

Posted by: annak 10 Mar 2012, 18:40
რადგან მე ტკბილის გარეშე ვერ ვძლებ, ნამცხვარს თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებ.
ამ დღეებში გავაკეთე ეს ნამცხვრები
ძალიან კარგი ნამცხვარი ვიკოს რეცეპტით, პირველი მცდელობა იყო და ანტონოვკით, ნიგვზებით და ქოქოსის ფანტელებით გავაკეთე , შემდეგში რამე მომჟავო კონფეტიურით გავაკეთებ, ალბათ უფრო მოუხდება. ადვილი გასაკეთებელია და გემრიელი.
http://www.radikal.ru
ეს აფვეივის შოკოლადის ნამცხვარია (რეცეპტი ამ თემაშია) ყველაზე ხშირად ამ ნამცხვრის ვარიაციას ვაკეთებ. ზემოდან მაყვლები, ჩირები და ნიგვზები დავუმატე და შემდეგ შოკოლადით დავფარე.
http://www.radikal.ru
ესეც მოტრუფელო ნამცხვარი, შეიძლება შიგთავსის შოკოლადსი ამოვლება და ზემოდან ნიგვზის ან ქოქოსის ფანტელის მოყრა.
http://www.radikal.ru
ეს კი სოუსი, მჭადთან ერთად ძალიან გემრიელია, დაბრაწული ხახვით ბევრი ნიორით, ყვითელი ყვავილით, ქინძით და ნიგოზით.
http://www.radikal.ru


Posted by: maiami001 10 Mar 2012, 19:11
QUOTE
ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზის სოუსით
ერთი საშუალო თავი ყვავილოვანო კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად და მდუღარე მარილწყალში მოწალეთ. მერე კი ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ. შემდეგ სანამ კონბოსტო გაგრილდება, მოამზადეთ ასეთი სოუსი: 2 პაკეტი სამარხვო მაიონეზი გაათხელეთ ანადუღარი წყლით და შეაზავეთ სუნელებით (ხარჩოს სუნელი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ცოტა ხმელი ქინძი, სვანური მარილი). ბოლოს კი ამ სოუსში ჩააწყვეთ მოშუშული კომბოსტოები, დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში 2 საათით მაინც, რომ სუნელები კარგად გაუჯდეს.
სულ ესაა

ძალიან გემრიელია.მე მაგალითად ცოტა ნიორსაც ვამატებ.უგემრიელესია
* * *
Breakyმოხარშეთ ბრინჯი,შემდეგ ცივ წყალში გაავლეთ.ცალკე მოშუშეთ ხახვი ზეთში და ჩააყარეთ სოკო.შემდეგ აურიეთ ბრინჯს სა ჩააჭერით მწვანე ხახვი.მარილი და წიწაკა გემოვნებით.
უგემრიელესიაააა
biggrin.gif
* * *
QUOTE
ამიხსენით ვინმემ რატომ უნდა დავიცვა მარხვა და რატომ არ უნდა ვჭამო სხვა საჭმელები ?
მარხვის დროს ადამიანი სულით და ხორცით იწმინდება.აუცილებლად რელიგიის განყოფილებაში დასვით ეგ კითხვა.

Posted by: patriota777 10 Mar 2012, 19:33
მარხვის დროს საჭმელებიდან სოკო ალბათ ყველაფერს ჯობია ოღონდ კარგი გაკეთებული)))

Posted by: maiami001 10 Mar 2012, 19:36
QUOTE
QUOTE
ქრისტე იღებდა თევზს. მგონი ქრისტეზე სრულყოფილი არ უნდა იყო


პირიქით. სწორედ იმიტომ რომ არასრულყოფილი ვარ, ვერ შევადარებ ჩემს მიერ თევზის ჭამას და მის მიერ თევზის ჭამას ერთმანეთს. ქრისტემ მრისხანებისას ვაჭრებიც გამოყარა ტაძრიდან შოლტით- მე მაქვს უფლება იგივე გავაკეთო? მე ვარ უბრალო ადამიანი, ჩემი უბრალო, ადამიანური ეთიკით.
გარდა ამისა არსებობს კიდევ ქრისტიანული სიმბოლიკა - მაგალითად იესო ქრისტეს სიმბოლო პირველი ქრისტიანებში (კატაკომბებში) სწორედ თევზი იყო; არსებობს სახარების დაფარული ენა, სადაც თევზის მიღება არ გამოხატავს ფიზიკურ პროცესს- მაგრამ ეს სრულიად სხვა განყოფილების თემაა.

ვეგანიზმის შესახებ დისკუსიას სამარხვო კერძების თემაში ცოტა არ იყოს უცნაური იქნება და არც მინდა, მითუმეტეს აქაურ იუზერებს ძალიან ვემადლიერები რეცეპტების გამო:-)ნუკამათობთ ჩემო კარგებო.გასაგებია ხორცეულს რომ არ მიირთმევთ ალბათ კალორიებს სხვა პროდუქტიტ იღებთ.ბოსტნეულის გარდა იქნებ მითხრათ რითი ივსებთ ხორცეულის კალორიებს რომელიც აუცილებელია ორგაბიზმისთვის


* * *
patriota777
ნახეთ მე დავწერე კარგი რეცეპტი სოკოსი და ბრინჯის.მოგეწონებათ wink.gif

Posted by: paco_paco2 11 Mar 2012, 15:44
QUOTE
Peppi

მართლაც ძაან კარგი გამოვიდა მადლობაააა რეცეპტისთვის 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Charlotta Rossi 12 Mar 2012, 12:35
იქნებ დამეხმაროოთ? თუ იცით სამარხვო ბრაუნი არსებობს? და თუ კი იქნებ რეცეპტიც მოაყოლოთ chups.gif წინასწარ დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: buka79 12 Mar 2012, 14:05
სოკოს და ბრინჯის სალათი მეც მოვამზადე და ძალიან გემრიელი გამოვიდა.ჩემი ოჯახის წევრებმა მართლაც ისიამოვნეს.დიდი მადლობა.

Posted by: crusader 12 Mar 2012, 21:04
ხალხო თუ შეიძლება რომ მირჩიოთ კაფე/რესტორანი, სადაც სამარხვო კერძების დიდი არჩევანია?
დავიღალე ლობიანის და შემწვარი კარტოფილის ჭამით.
სამსახურიდან შუადღისას რომ წავიხემსო ხოლმე.

Posted by: ninicool 12 Mar 2012, 23:39
crusader
QUOTE
ხალხო თუ შეიძლება რომ მირჩიოთ კაფე/რესტორანი, სადაც სამარხვო კერძების დიდი არჩევანია?
დავიღალე ლობიანის და შემწვარი კარტოფილის ჭამით.
სამსახურიდან შუადღისას რომ წავიხემსო ხოლმე.

აი, ეს არ მომწონს საქართველოში, რომ შესვენებაზე ქუჩაში ჯანსაღად და იაფად ვერ ისადილებ და გიწევს უსასრულოდ ხაჭაპურ-ლობიანის ჭამა.

ეგ პიზნესი უნდა განვავითარო რომ ჩამოვალ biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 12 Mar 2012, 23:44
annak
QUOTE
ეს კი სოუსი, მჭადთან ერთად ძალიან გემრიელია, დაბრაწული ხახვით ბევრი ნიორით, ყვითელი ყვავილით, ქინძით და ნიგოზით.

ამის რეცეპტს ვერ დამიწერთ user.gif

ისე გემრიელადაა აღწერილი მომინდა user.gif

Posted by: TT-KK 13 Mar 2012, 00:18
დღეს ცოტა განსხვავებულს მოვუმზადებ ჩემს მომარხულე ბიჭოს მეთქი და წვრილად დაჭრილი 1 კგ სტაფილო ჩავშუშე 2 თავ ხახვთან ერთად, სახლში დამზადებული ტომატი დავუმატე 2 ჩ/ჭიქა, ბევრი მწვანილი და ცოტა წიწაკა, სულ ნახევარი საათი დასჭირდა მომზადებას, ასე მარტივად და სწრაფად გამოვიდა ძალიან გემრიელი, რავიცი ჩემ ბიჭს მოეწონა wink.gif

Posted by: ninicool 13 Mar 2012, 00:31
TT-KK
QUOTE
დღეს ცოტა განსხვავებულს მოვუმზადებ ჩემს მომარხულე ბიჭოს მეთქი და წვრილად დაჭრილი 1 კგ სტაფილო ჩავშუშე 2 თავ ხახვთან ერთად, სახლში დამზადებული ტომატი დავუმატე 2 ჩ/ჭიქა, ბევრი მწვანილი და ცოტა წიწაკა, სულ ნახევარი საათი დასჭირდა მომზადებას, ასე მარტივად და სწრაფად გამოვიდა ძალიან გემრიელი, რავიცი ჩემ ბიჭს მოეწონა

მაგას ბულგარული წიწაკა და ცოცხალი პომიდორი ძალიან უხდება.

Posted by: ლიკლიკა 13 Mar 2012, 10:21
TT-KK
მაგას არასამარხვო პერიოდშიც ხშირად ვაკეთებ იმდენად მიყვარს love.gif
ninicool
QUOTE
ბულგარული წიწაკა

+169 თან სხვადასხვა ფერი smile.gif

მექსიკურის სტილში შეიძლება მრავალფეროვნებისთვის. კარტოფილი კანიანად ოთხად ან ექვსად გავჭრათ სიგრეძეზე, ამოვავლოთ მარილში და პილპილში, შევწვათ ღუმელში, ზემოდან ნივრიანი და მდოგვიანი სამარხვო მაიონეზი მოვასხათ.
მეც გავაკეთებ თუ არ დამეზარა biggrin.gif

გუშინ გავაკეთე ლობიოს წვნიანი, ჩვეულებრივი სუპივით, ოღონდ მაკარონის ნაცვლად მთის თეთრი მსხვილი ლობიო ვიხმარე. ძალიან გემრიელი გამოვიდა.

Posted by: Peppi 13 Mar 2012, 12:43
paco_paco2
QUOTE
მართლაც ძაან კარგი გამოვიდა მადლობაააა რეცეპტისთვის 

smile.gif როგორ გამახარეsmile.gif

Charlotta Rossi
QUOTE
იქნებ დამეხმაროოთ? თუ იცით სამარხვო ბრაუნი არსებობს? და თუ კი იქნებ რეცეპტიც მოაყოლოთ 

მე გავაკეთე, მართალი გითხრა დიდად არ მომეწონა, შეიძლება ნამდვილ ბრაუნის შემდეგ გავსინჯე და იმიტომ...
თUმცა ნახე აბა, სხვა სამარხვო ნამცხვრებს არ ჩამოუვარდება პრინციპში; ჩემი აზრით უფრო უნდა გამოშრეს, ვიდრე ნამდვილი ბრაუნი..


http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1919&Itemid=55

(არის კიდევ სხვა ვარიანტებიც, თUმცა იმ ინგრედიენტების პოვნა საქართველოშI რთულია.. ეს ყველაზე 'ლოიალური" რეცეპტია რაც მქონდა იმათ შორის)

Posted by: ninicool 14 Mar 2012, 16:18
ლიკლიკა
QUOTE
მაგას არასამარხვო პერიოდშიც ხშირად ვაკეთებ იმდენად მიყვარს

არასამარხო თურქეთში ვჭამე, პომიდორი და წიწაკები არც იყო ძალიან მოხარშული და კვერცხი ჰქონდა. არ ვიცი ძალიან მშიოდა თუ რატომ, მაგრამ ძალიან მეგემრიელა.

Posted by: ლიკლიკა 14 Mar 2012, 16:57
ninicool
QUOTE
არც იყო ძალიან მოხარშული

მეც ასე მიყვარს, თან დიდებად ვჭრი smile.gif

QUOTE
კვერცხი ჰქონდა

ჩიჟიბიჟის რომ ეძახიან მაგ ვარიანტში ალბათ, ვერ ვჭამ კვერცხიანს, შესახედავად არ მომწონს.


ეხლა ვაკეთებ ღუმელში შემწვარ კარტოფილს ნივრიან-სუნელებიანი კარაქით მოთხუპნულს. მარტივია და უპუროდაც იჭმევა , ნოყიერია.

Posted by: maiami001 15 Mar 2012, 11:23
Breaky
QUOTE
მოგესალმებით სუყველას და ვიწყებ საკამოდ აქტუალური თემით (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის საკმაოდ აქტუალურია).
პირველ რიგში, დავწერ რა პროდუქტებია სამარხვო და რა არა:

QUOTE
პომიდორი ბადრიჯნის სატენით
© Breaky
ბადრიჯანი დაჭერით და შეწვით ზეთში; შემდეგ კი წვრილად დაკეპეთ. დაუმატეთ მოხრაკული ხახვი, დანაყილი ნიორი, ცოტა დანაყილი ნიგოზი, მარილი, პილპილი. ეს ფარში მოათავსეთ გულამოცლილ პომიდორში, ზემოდან მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა, მოასხით გამდნარი სამარხვო კარაქი და შეწვით ღუმელში.

ძალიან მიყვააააარს

Posted by: ქეთუ 15 Mar 2012, 12:41
სამარხვო ""სოკოს ხვეულა"
ვინაიდან ვარ დიეტაზე ყველაფერი აწონილ გაზო,მილი მაქვა და მოდიეტეებსაც გამოგადგებათ biggrin.gif

200გრამი ქამა სოკო მოვშუშოტ 15გრამ ზეთში
ამის მერე ავიღოთ ერთი სომხური ლავაში (105გრამი) და ერთი მხრიდან ოდნავ გადავკეცოთ.

წავუსვათ 20გრამი სამარხვო მაიონეზი (მე ცოტა წყალი გავურიე რიო გათხელებულიყო) ერთი კოვზი და დანარჩენი შევინახოთ.
დავაწყოთ სოკო+ დაჭრილი პომიდორი+კიტრი+ხახვი და მოვაყაროთ მარილი, პილპილი და წიწაკა. ისევ მოვასხათ მორჩენილი მაიონეზი და კეჩუპი.
ამის მერე გადავახვიოთ და დავდოთ ტაფაზე. გავაცხელოთ კარაგდ ორივე ან ოთხივე მხრიდან.


დღეს ვგეგმავ გავაკეთო და სურათსაც დავურთავ biggrin.gif

Posted by: annak 15 Mar 2012, 13:38
ValenTine_Kelly
QUOTE
ამის რეცეპტს ვერ დამიწერთ

ისე გემრიელადაა აღწერილი მომინდა

ბოდიში აქამდე ვერ გიპასუხეთ, ვეღარ ვახერხებ ხშირად შემოსვლას
ძალიან ადვილი გასაკეთებელია და მჭადთან და ღომთან გემრიელიც.

ე.ი. წვრილად ვჭრით ხახვს და ვთუშავთ ზეთში ( სასურველია ზეითუნის იყოს)
ვუმატებთ ბლომად დაჭყლეტილ ნიორს.
ამ მასას გადავიტანთ თასში და ვუმატებთ 1ჩ.კ. უცხო სუნელს , 1 ჩ.კ. ყვითელ ყვავილს, წითელ წიწაკას, წვრილად დაჭრილ ქინძს, ძალიან წვრილად დაფქულ ნიგოზს და მარილს გემოვნებით (მე სვანური დავუმატე)
ვაზავებთ, თბილ, ანადუღარ წყალში.
მე საშუალო სისქის მასა მომწონს და თქვენ რომ გააკეთებთ თქვენით გადაწყვეტთ როგორი სისქის იყოს. smile.gif

Posted by: ValenTine_Kelly 17 Mar 2012, 12:04
annak
დიდი მადლობა smile.gif

-------------------------------

Posted by: TT-KK 17 Mar 2012, 16:12
სამარხვო სუფი
2 თავი ხახვი მოვშუშე ზეთში, ჩავამატე დაჭრილი 2 ცალი სტაფილო, 2 ცალი კარტოფილი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, რამდენიმე წუთის მერე დავასხი 2 ლიტრი ადურებული წყალი და ჩავყარე 100 გრ.ბრინჯი, როცა ბრინჯი მოიხარშა, დავუმატე ოხრახუში, "ჩორნი პერიცა", და მარილი გემოვნებით.
ისეთი გემრიელია, რომ ვისაც წვნიანი არ უყვარს, იმასაც კი მოეწონება

Posted by: Just_smile 17 Mar 2012, 16:31
არ ვიცი იყო თუ არა უკვე ეს შეკითხვა user.gif
სოიოს კატლეტები ყოველთვის მეშლება და თქვენ როგორ აკეთებთ? user.gif

Posted by: Peppi 20 Mar 2012, 14:22
smile.gif ახალი რეცეპტებით მოვედიsmile.gif

ამ ლინკზე ბოლო ხუთი რეცეპტი ახალია როგორც მახსოვსsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewcategory&category_id=49&Itemid=55&limitstart=120

ბრაუნის, მაფინის, ქოქოსის კრემის, ლობიოს "კალტელის" რეცეპტები..

Posted by: Peppi 20 Mar 2012, 14:27
ეს, კი ალუბლის ტარტი, ძალიან-ძალიან გემრიელიsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1928&Itemid=55

Posted by: Peppi 20 Mar 2012, 14:47
ეს, კი ლობიოსა და ბულგურის ბურგერი (კატლეტი)
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1921&Itemid=55

თუ იცით, როგორ უნდა მოაგვაროთ "სრული, ანუ ხარისხიანი პროტეინის" მიღების პრობლება, სამარხვო ან ვეგეტარიანული რაციონის დროს?
მინიშნება: ამ კერძში ეს დაბალანსებულია

Posted by: maiami001 22 Mar 2012, 14:49
Peppi
[quote]ეს, კი ლობიოსა და ბულგურის ბურგერი (კატლეტი)
http://www.perfectcook.org/index.php?optio...=1921&Itemid=55[/quote
რა გემრიელად გამოიყურებააააა

Posted by: QCQ 22 Mar 2012, 21:57
გამარჯობათ მიშველეთ რა.. ძლივს სამარხო კატლეტი გავაკეთე კართოფილით და ბრინჯით კიდევ სტაფილო მივეცი.. ძალიან გემრიელი მასა გამოვიდა მაგრამ ტაფაზე რომ დავდე ცოტა ხნის შემდეგ დაშლილი დამხვდა.. თუ იცით ვინმემ როგორ შევკრა?
დამეხმარეთ რაა. არაფერში ამომივლია: (

Posted by: unknown lady 23 Mar 2012, 00:38
QCQ


მჭადის ფქვილში რომ ამოავლო?
კარტოფილმა უნდა შეკრას წესით.


ერთ სალათს დავწერ.

1 ცალი მწვანე ბულგარული
1 ცალი წითელი ბულგარული
1 ცალი ყვითელი ბულგარული
1 ცალი კიტრი
სიმინდის კონსერვის მარვცლები
1 ცალი სტაფილო.

ეს ყველაფერი უმი და წვრილად დაკუწული. (ძალიან არ გაწყალდეს, კუბიკებად იყოს )

დაჭერით ბოსტნეული წვრილ კუბიკებად. მოაყარეთ სიმინდის მარცვლები. დააწურეთ ერთი ცალი ლიმონი, დაასხით ზეთი (1,5 სუფრის კოვზი დახლოებით)
უყავით მარილი. აურიეთ კარგად.

მწვანე სალათის ფურცლები "დახიეთ" ხელით და შიგ კი არ აურიოთ, გვერდზე მიუწყეთ.

რა ვიცი გემრიელია და ვიტამინებით მდიდარი...

ცხელ შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

Posted by: QCQ 23 Mar 2012, 19:52
unknown lady
მადლობა ვცდი

Posted by: unknown lady 23 Mar 2012, 23:27
QCQ
QUOTE
მადლობა ვცდი



წარმატებები....


დღეს ასეთი რაღაც "მოვიფიქრე", უფრო სწორედ სახლში რაც მქონდა იმით გავაკეთე.
შეიძლება კიდეც წერია აქ.


1 ცალი დიდი ბადრიჯანი მსხვილ კუბიკებად დავჭერი
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა წვრილ საშუალო ზომის ზოლებად დავჭერი, გრძლად
1 ცალი სტაფილო კუბიკებად ასევე დავჭერი biggrin.gif
ბროკოლს ხელით მოვწყვიტე ერთი ყვავილი და ხელით დავფლითე

ეს ყველაფერი ერთად შევწვი ღრმა ტაფაში, ზეთი და მარილი , ცხადია. არ დაწვათ, ისე მოიშუშოს

მწარე მწვანე წიწაკაც ჩავაჭერი და რომ გადმოვიღე ჯამში, წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყარე უმად.


არ მჯერა, კულინარიული წარმატებები მაქვს ეს უკვე მეორე კერძია ჩემი შესრულებით biggrin.gif

ხო კიდე მჭადები გამოვაცხე ამასთან მისატანებლად smile.gif

Posted by: narkozeli 25 Mar 2012, 17:41
Tak
QUOTE
მექსიკური კარტოფილი,


love.gif ძალიან მიყვარს


როგორ აკეთებ ხომ ვერ მეტყვი?))

Posted by: ტატა 26 Mar 2012, 13:18
სოკოს ცხელი სალათა

1 კგ ხის სოკო ადუღებულ წყალში ჩავყარე და 5 წუთი ვხარშე, გადავწურე.

ღრმა ტაფაში მოვშუშე 2 მოზრდილი თავი ხახვი + კუბიკებად დაჭრილი 2-2 ცალი წითელი და მწვანე ბულგარული + 1 მოზრდილი, გახეხილი სტაფილო + წინასწარ მოხარშული სოკო. ვშუშე 5-10 წუთი, გამორთვის წინ დავამატე 1 კონა ქინძი , 2 კონა ტარხუნა, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და 1 ლიმონის წვენი. ხოლო სუფრაზე მივიტანე კუბიკებად დაჭრილი კიტრის მწნილთან ერთად, რომელიც ძალიან მოუხდაsmile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Charlotta Rossi 26 Mar 2012, 14:00
Peppi

მე გავაკეთე, მართალი გითხრა დიდად არ მომეწონა, შეიძლება ნამდვილ ბრაუნის შემდეგ გავსინჯე და იმიტომ...
თUმცა ნახე აბა, სხვა სამარხვო ნამცხვრებს არ ჩამოუვარდება პრინციპში; ჩემი აზრით უფრო უნდა გამოშრეს, ვიდრე ნამდვილი ბრაუნი..

დიდი მადლობა wink.gif ისე გამომშრალი ბრაუნი დიდად არ მიყვარს მდნარი მირჩევნია...მარა ალბათ ამითი არ გამოვა მდნარი...

Posted by: catherina_10 27 Mar 2012, 11:46
http://www.radikal.ru
სამარხვო კექსი მაყვლით, ზალიან გემრიელია და ადვილია რაც მთავარია

Posted by: Peppi 27 Mar 2012, 12:20
Charlotta Rossi
QUOTE
ისე გამომშრალი ბრაუნი დიდად არ მიყვარს მდნარი მირჩევნია...მარა ალბათ ამითი არ გამოვა მდნარი...

პირიქით მგონი, გამოშრობა უჭირს.. უკვე გააკეთეს და კარგი და ძალიან კარგი კომენტარი აქვს..თუ დრო გაქვს, შეიხედე აბა პერფეკტის FB-ს გვერდზე - არის სტატუსი სურათით ვინც მოამზადა.., ათავად მ რეცეპტშიც დაწერეს მგონი კომენტარი....

Posted by: natalia_74 27 Mar 2012, 13:30
catherina_10
QUOTE
სამარხვო კექსი მაყვლით, ზალიან გემრიელია და ადვილია რაც მთავარია


იქნებ რეცეპტი დადოთ წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: catherina_10 27 Mar 2012, 17:35
natalia_74
ძალიან ადვილია თანაც შეგიძლია გაზზე ზევიდანაც გამოაცხო მე სქელძირიან ტაფაში ვაცხობ თავდახურული და მშვენივრად ამოდის

150 გრამი სამარხვო მარგარინი
1ჭიქა რომელიმე მურაბის წვენი
1 ჭიქა თბილი წყალი
1/2 ჭ. შაქარი
1 ჩ.კ. სოდა ძმრით
ვანილი
და ფქვილი არაჟნის სისქის ცომი უნდა გამოვიდეს (ფქვილი გაცერი აუცილებლად)
დაამატებ რაც გაქვს ხილს (ვაშლის შეგიძლია ზემოდან დაალაგო ლამამზად და ისე გამოაცხო, ნიგოზი, ქიშმიში ეს უკვე შენ გემოვნებაზეა
აურევ ყველაფერს ამას კარგად ჩაასხავ ცხიმწასულ ფორმაში და გამოაცხობ 200 გრადუსზე
ზემოდან შეგიძლია გლაზური მოასხა ან შაქრის პუდრა მოაყარო

Posted by: natalia_74 27 Mar 2012, 18:19
catherina_10

დიდი მადლობა
2kiss.gif

Posted by: natalia_74 29 Mar 2012, 10:28
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რეცეპტისთვის ძალიან გემრიელი გამოვიდა
love.gif kiss.gif

Posted by: rockataka 29 Mar 2012, 10:40
გინდათ, მაგარი კერძი გასწავლოთ? მემგონი, რომ სამარხვოა რადგან შედგება ამ ინდეგრიენტებით: სოკო, კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, ხახვი და სუნელები..

Posted by: Breaky 29 Mar 2012, 11:04
rockataka
მე მინდა smile.gif

Posted by: rockataka 29 Mar 2012, 11:17
Breaky
ეხლა გავრბივარ სამსახურში და საღამოთი როცა დავბრუნდები, დაგიწერ smile.gif

Posted by: avgusta 31 Mar 2012, 02:24
სამარხო ტოლმა გავაკეთეთ დღეს
კომბოსტოში შევახვიეთ :მოხარშული ბრინჯი,და ტაფაზე მოვშუშეთ ბულგალური,სტაფილო.მწვანილები.ხახვი-ნიორი,ბადრიჯანი,წიწაკასთან ერთად..

Posted by: კოქსი 31 Mar 2012, 10:31
კარტოფილი, ლობიო, სუპი, და დილით ჩაიზე თაფლიანი პური მეტი არ ვიცი მეsmile.gif))))))))

Posted by: Breaky 31 Mar 2012, 13:00
rockataka
მე კი ისევ გელოდები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: unknown lady 31 Mar 2012, 18:26
მოვედი მე ახალი სალათით biggrin.gif


მწვანე სალათის ფურცლები დავფლითე. ოღონდ ძირები გადავყარე, მარტო ზედა ნაწილებს ვიყენებ ხოლმე.
კიტრი დავჭერი მრგვლად და მერე ეს რგოლები შუაზე.
ცოტა კამა და ქინძი დავუმატე. ქინძი ძალიან უხდება.

ავურიე ეს ყველაფერი + ზეთი+ძმარი (ბევრი არ უნდა) +მარილი + ცოტა შავი პილპილი.

ეს შემწვარ კაროფილთან.


Posted by: Tak 1 Apr 2012, 00:29
narkozeli

QUOTE
QUOTE
მექსიკური კარტოფილი,


ძალიან მიყვარს


როგორ აკეთებ ხომ ვერ მეტყვი?))



მე ქართულად ვაკეთებ smile.gif მაგრამ მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი ყველაზე "მოწონებული" კერძია ჩემს სამზარეულოში, ასე, რომ ღირს ცდად, მართლა გემრიელი გამოდის.

ესე იგი, მე დუხოვკაში არ ვწვავ, არ მიყვარს მშრალი კარტოშკა.

დიდ, ღრმა ტაფაში ბევრ ზეთს ვასხამ და ზეთი რომ წამოდუღდება, ვყრი - მარილს, სვანურ მარილს, ცოტა ხმელ ქინძს, ცოტა უცხო სუნელს, ცოტა ყვითელ ყვავილს, ცოტა შავ და წითელ პილპილს და სულ ცოტა წითელ აჯიკას, ეს ყველაფერი რომ კარგად გაიხსნება ზეთში, მერე ვყრი კანიანად დაჭრილ კარტოშკას, თავიდანვე ამოვურევ, ვაფარებ და ვწვავ საშუალო/მაღალი ცეცხლის ცვლილებით.

სოუსი - 2 მაიონეზე - 1 საშუალო ხახვი, 5 კბილი ნიორი, დანის წვერით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სუნელი, პილპილი, მარილი + აჯიკა - ბლენდერში.

ოღონდ ბლენდერში მაიონეზეი ხო თხელდება, ამიტომ მე მხოლოს ნახევარ მაიონეზში ვაბლენდერებ და ცოტა წყალს ვამატებ და მერე რომ გადმოვიჭებ, ვურევ დანარჩენ ერთ-ნახევარ მაიონეზს.

უნდა გამოვიდეს თხელი მაიონეზის, ოდნავ თხელი არაჟნის კონსისტენცია. ძალიან თხელი არ ვარგა...

ვოტ ტაკ smile.gif

Posted by: avgusta 1 Apr 2012, 01:20
წვრილად დაჭრილი კომბოსტო ყველანაირი მწვანილებით.ზეთით,ძმრით და ხახვით ძალიან უხდება შემწვარ კარტოფილს..

Posted by: rockataka 1 Apr 2012, 13:58
Breaky
QUOTE
მე კი ისევ გელოდები   

biggrin.gif

მაშ ასე. გვჭირდება: დიდი ზომი კარტოფილები, ყაბაყი, სოკო, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ნიორი, როზმარინი.

ვიღებთ კარტფილებს. ვთლი. მერე ვჭრით შუაზე და შუაზე გაჭრილ ნაწილებს ამოვღურტნით -მოვაყრით ცოტა მარილს და შავ პილპილს..

სოკოს, წიწაკას, ყაბაყს, ხახვს ვჭრით პატარა ნაჭრებათ და ზეთში ვშოშავთ მცირე ხნით.

მერე ამ მოშუშული ბოსტნეულით გამოვტენით ამოღრუტნულ კარტოფილებს. ჟარუნის ძირს, მოვასხამთ ზეთს და ვალაგებთ ამ გამოტენილ კარტოფილებს.

ზემოდან ვაფარებთ 'ფოლგას' (ბრჭყვიალა ქაღლადს და დაბალ ტემპერატურაზე ვწვავთ. რამოდენიმე დროის შემდეგ, ვჭრით წვრილად ნიორს და მოვაყრით წემოდან (ბევრი არ გინდათ) და ვადებთ ზემოდან როზმარინის ტოტებს და ისევ ვფუთავთ მცირე ხნით.

მერე მოვხსნით "ფოლგას'და მცირე ხნით, მის გარეშე ვაგრძელებთ მცირე ხნით წვას.

დალშე, თავად მიხვდებით როდის არის მზად.
smile.gif

Posted by: Breaky 1 Apr 2012, 16:40
rockataka
არომატი ვიგრძენი biggrin.gif ძალიან გემრიელობა უნდა იყოს.

Posted by: catherina_10 2 Apr 2012, 11:42
natalia_74
არაფერს გენაცვალე 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: narkozeli 2 Apr 2012, 15:36
Tak

დიდიი მადლობაა ))))))

Posted by: tiago 2 Apr 2012, 16:25
ამაზე მეტი კაი რა უნდა კაცს მარხვაში user.gif

Posted by: mavina 2 Apr 2012, 16:59
სტაფილო დავხეხოთ დავაყაროთ ცოტა მარილი, გავაჩეროთ 15 წთ შემგეგ გავწუროთ ,მოვთუშოთ ხახვი ზეთში ცხელში ჩავყაროთ გახეხილი და გაწურული სტაფილო დაუმატოთ ცოტა უცხო სუნელი, ნიორი დაჭყლეტილი ძმარი მარილი ,ჩორნიპერიცი გემოვნევით

Posted by: RENE_Z 4 Apr 2012, 16:20
ბორში
ძალიან სწრაფად მოსამზადებელი, თან ვიტამინებით მდიდარი
მაშ, ასე:
ავიღოთ სქელძირიანი საშუალო ზომის ქვაბი ან ღრმა ტაფა,
ჩავასხათ ზეთი, რომ ძირი ოდნავ დაფაროს
ჩავყაროთ დაჭრილი 2-3 საშუალო ზომის ხახვი და 5 წთ.ოდნავ მოვბრაწოთ,
შემდეგ ჩავყაროთ ბოსტნეული შემდეგი თანმიმდევრობით:
ჯერ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ჭარხალი 1-2 ც.
5 წთ.ის შემდეგ სტაფილო -2-3ცალი , საშუალო ზომის, თან პერიოდულად ვურევთ
შემდეგ კარტოფილი 3-4 ცალი, ესეც რათქმაუნდა, გარეცხილი, გათლილი და წვრილად დაჭრილი,
და ბოლოს კომბოსტო 0,5 თავი, ამას კიდევ 5 წუთი მოვთუშავთ და ამ ყველაფერს ვასხავთ მდუღარე წყალს, რომელიც წინასწარ გვაქვს მომზადებული,
წყალი ბოსტნეულს პირზე უნდა მოადგეს,
სულ ბოლოს დავამატებთ გემოვნებით მარილს, წითელ წიწაკას ან აჯიკას,დაფნის ფოთოლს, ნიორს2-3 კბილს,ოხრახუშს,
ერთი წამოვადუღებთ და მზადაა

Posted by: buka79 6 Apr 2012, 09:31
სტაფილოს რეცეპტი მომეწონა.მგონი სამარხვო მაიონეზიც რომ დავამატო ცუდი ნამდვილად არ იქნება.:-)

Posted by: TT-KK 8 Apr 2012, 00:03
ბავშვებო, კალმახა სოკო როგორ გავაკეთო, უცბად რამე მირჩიეთ, რააა, გთხოოოვთ


Posted by: catherina_10 8 Apr 2012, 16:23
http://www.radikal.ru

სამარხვო ტორტი

2 ჭიქა თბილი წყალი
1ჭიქა ზეთი,
2 ს.კ თაფლი
სოდა ძმრით
1 ჭ. შაქარი,
ვანილი,და ლიმონის ცედრა
4 ჭიქა ფქვილი (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის)
ვაცხობთ 3 ცალ ფირფიტას

კრემი
1 ლ. წყალი
2 ჭ. ფქვილი
ჭიქა ნახევარი შაქარი
მოვადუღებთ კრემს და შევურევთ წინასწარ გათქვეფილ სამარხვო მარგარინს ან დაჩას
და ვანილი
გავაფორმებთ რაც გვაქვს იმისმიხედვით

Posted by: tasikuna-taso 8 Apr 2012, 18:51
QUOTE
სამარხვო ტორტი


ჭრილში მაინტერესებს. ბისკვიტის სტრუქტურა როგორია?

რეზინივით ხო არაა?

ყალიბი რა ზომის გამოიყენე?

Posted by: catherina_10 8 Apr 2012, 21:23
მთლად ფხვიერი არ არის, სამარხვოკექსივით გამოდის,კრემი კარგად ალბობს

Posted by: unknown lady 12 Apr 2012, 16:25
კიდევ ერთი სალათი "შევქმენი" , დიდი არაფერია, მაგრამ მაინც დავწერ.


3 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი მოვხარშე
2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი (ასევე მოხარშული)

დავჭერი ესენი + დავჭერი კიტრის მწნილი (პატარა ასე 15 ცალი) პატარა რგოლებად
უმი კომბოსტო საშუალო თავის 1/8 დაახლოებით, კუბიკებად დაჭრილი

+პილიპილი და მაიონეზი.

ცოტა ოხრახუში, წვრილად დაჭრილი და ცოტა მარილი

ხო, სტაფილოც შეიძლება უბრალოდ არ მქონდა

და კარტოფილი ტკბილია, ჭარხალიც, ეს ტკბილი პილპილს კარგად ერევა.
ვისაც გიყვართ , რა ვიცი , შეიძლება გამოგადგეთ

მაიონეზი ბევრი არ უყოთ.

user posted image

Posted by: ValenTine_Kelly 23 May 2012, 10:26
ჩემი საყვარელი ჭარხლის სალათი

მოხარშული სტაფილო და კარტოფილი დავჭრათ კუბებად,მოვასხათ ზეთი,ძმარი და მოვაყაროთ ხახვი.სურვილისამებრ დაუმატეთ ნებისმიერი მწვანილი და პილპილი.
ბევრს გეცოდინებათ ეს რეცეპტი მაგრამ მაინც user.gif

ტკბილ ჭარხალს და კარტოფილს ძალიან კარგიი გემო აქვს ძმართან ერთად love.gif

unknown lady შენმა სალათმა გამახსენა user.gif

Posted by: avgusta 13 Jun 2012, 23:43
ბრინჯის ღვეზელი როგორ კეთდება ხოვერ მასწავლიდიით : )

ეს სალათა გამახსენდა ეხლა იოლია ძალიან :მოხარშულ კარტოფილს დაახეხავთ სტაფილოს და ბულგარულს მწვანილებს, მაიონეზს იცით რა გემრიელიააა

Posted by: ლიკლიკა 14 Jun 2012, 01:26
avgusta
QUOTE
ბრინჯის ღვეზელი

მე ვაკეთებ ორნაირად. მოხარშული ბრინჯი+მარილი+ტარხუნა. ან პირდაპირ ტაჯიკური პლოვის გულსართს ვაკეთებ : ბრინჯი+მოხრაკული ხახვი და სტაფილო ერთად ,ნიორი ,მარილი და შავი პილპილი.

Posted by: avgusta 15 Jun 2012, 00:34
ლიკლიკა
მადლოობთ.პირველად გავაკეთე როგორც თქვეს ძალიან გემრიელი იყო love.gif

Posted by: TT-KK 15 Jun 2012, 07:34
ValenTine_Kelly
QUOTE
ჩემი საყვარელი ჭარხლის სალათი

მოხარშული სტაფილო და კარტოფილი დავჭრათ კუბებად,მოვასხათ ზეთი,ძმარი და მოვაყაროთ ხახვი.სურვილისამებრ დაუმატეთ ნებისმიერი მწვანილი და პილპილი.
ბევრს გეცოდინებათ ეს რეცეპტი მაგრამ მაინც 

აბა? ჭარხალი, biggrin.gif
* * *
ძალიან ადვილად და სწრაფად მზადდება, თან გემრიელია

7-8 ცალი ბადრიჯანი დავჭრათ წვრილად , 1 საათი გავაჩეროთ მარილმოყრილი, მერე გავრეცხოთ და გავწუროთ, მოვშუშოთ 2 თავი ხახვი ზეთში, დავაყაროთ ბადრიჯანი, მაღალ ცეცხლზე მოვშუშოთ თავდახურულში, ხანდახან ხის კოვზით მოვურიოთ, ბოლოს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა, ნიორი, კიდევ 5 წუთი და მზადაა.

Posted by: ValenTine_Kelly 15 Jun 2012, 09:46
TT-KK
QUOTE
აბა? ჭარხალი,

აუ რა ბოთე ვარ lol.gif სტაფილოს სალათს ვეძებდი ეგ რომ დავწერე და ჭარხალი და სტაფილო ამრევია givi.gif

მაინც მიხვდებოდა ყველა user.gif ყველაზე ცნობილი ვარიანტია ჭარხლის სალათის user.gif

Posted by: note 17 Jun 2012, 01:01
სხვა თემაშიც ვიკითხე და ჯერ ჯერობით პასუხი ვერ მივიღე.
სოიოს რძეს იყენებთ ვინმე კულინარიაში ?
სამარხვო დესერტების ამბავში?და როგორია? და როგორ იყენებთ?

Posted by: ლიკლიკა 18 Jun 2012, 14:11
ბლინის ცომს თუ სამარხვოს გააკეთებთდა გულსართში მარგარინს დაუმატებთ მშვენიერი სამარხვო დესერტი გამოვა სტუმრისთვის smile.gif
გარგარი და ატამი მოვთუთქე თაფლში და კარაქში , თბილი მოვასხი ბლინებს.
http://www.radikal.ru

Posted by: evangeline 21 Jun 2012, 14:04
უჰ ეს რა გემრიელობააა.ბლინები რამე განსაკუთრებული წესით მზადდება?

Posted by: ლიკლიკა 21 Jun 2012, 23:38
სამარხვო კვერცხის და რძის გარეშე იქნება.
ფქვილი,ცოტა მარილი,სოდა და შაქარი.ზეთი და წყალი .

Posted by: RENE_Z 22 Jun 2012, 21:56
ბლინი რძის მაგივრად ლუდით რომ გაკეთოთ, არის ძალიან კარგი გადაწყვეტა, თან ორიგინალურია გემოთი.
ცოტა მარილი და სოდა დაუმატეთ.
ძალიან კარგი გამოვიდა up.gif

Posted by: ushuaia 5 Jul 2012, 11:30
სოკოს კატლეტის რეცეპტი მინდა არ გაქვთ.>>?????????

Posted by: ხარებავა 26 Jul 2012, 12:11
რამდენჯერ არის წელიწადში მარხვა ? რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ წელიწადში სამარხვო პროდუქტებით ?
შეუძლია ვინმეს დადოს თარიღები ? რამდენი მარხვა დარჩა წლის ბოლომდე ?

Posted by: ninicool 15 Aug 2012, 08:01
ხარებავა
QUOTE
რამდენჯერ არის წელიწადში მარხვა ? რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ წელიწადში სამარხვო პროდუქტებით ?
შეუძლია ვინმეს დადოს თარიღები ? რამდენი მარხვა დარჩა წლის ბოლომდე ?

http://www.orthodoxy.ge/markhva.htm

Posted by: matusala_5 15 Aug 2012, 11:17
ამ აგვისტოში მარხვაში ადამიანს რომ ხორცი მოუნდება ვერაა ნორმალური,არადა სხვა რაც არ უნდა ვჭამო მშიერი ვარ ფაქტიურად,რა გავაკეთო არ ვიცი
(((((((((((((((

Posted by: TT-KK 18 Aug 2012, 12:46
matusala_5
QUOTE
ამ აგვისტოში მარხვაში ადამიანს რომ ხორცი მოუნდება ვერაა ნორმალური,არადა სხვა რაც არ უნდა ვჭამო მშიერი ვარ ფაქტიურად,რა გავაკეთო არ ვიცი
(((((((((((((((

ნორმალური ხარ, ნორმალური! ლობიო არისო ხორცის შემცვლელიო ასე ამბობენ და რა ვიცი,რა ვიცი

Posted by: matusala_5 18 Aug 2012, 14:38
QUOTE
ნორმალური ხარ, ნორმალური! ლობიო არისო ხორცის შემცვლელიო ასე ამბობენ და რა ვიცი,რა ვიცი

მართალიხარ,ლობიო არა მაგრამ ოსპი გავაკეთე (შეიცავს:ცილებს,რკინას და ა.შ ..) გამიარა ხორცის მოთხოვნილებამ.

Posted by: ლიკლიკა 27 Nov 2012, 19:16
QUOTE
მაგრამ ოსპი გავაკეთე (შეიცავს:ცილებს,რკინას და ა.შ ..)

უზომოდ მიყვარს ოსპი.
ოსპის წვნიანი, ოსპი ამოზელილი (ლობიოსავით), ოსპის(ბოსტნეულით) კატლეტები love.gif

Posted by: serafita_asuli zevaxisa 27 Nov 2012, 19:57
ლიკლიკა

ოსპს სად ყიდულობ? smile.gif


შენც თურქულ მარკეტში?

Posted by: Tati_a 27 Nov 2012, 20:03
serafita_asuli zevaxisa
სადაა თურქული მარკეტი?

Posted by: serafita_asuli zevaxisa 27 Nov 2012, 20:11
Tati_a


მგონი დიღმის მასივში თუ დიღომში, აქ დაწერეს ადრე, ზუსტად არ ვიცი. მაქეთ არასდროს ვხვდები და ზუსტად არასდროს დამიმახსოვრებია მისამართი. smile.gif

Posted by: ლიკლიკა 27 Nov 2012, 20:15
serafita_asuli zevaxisa
დედაჩემი მიგზავნის ხოლმე საბერძნეთიდან იქაურ სეილებზე smile.gif))

თურქული მარკეტი დიღმის მასივში, პროსპექტის ბოლოში იყო, ეხლაც არის მგონი.

Posted by: Maykuna 27 Nov 2012, 21:04
თურქული მარკეტი დიღმის მასივში, პროსპექტის ბოლოში

არა, დიღმის მასივიდან გადმოვიდნენ წერეთელზე დიდუბე პლაზაში, რესტორანი ტრიუმფი არის მაგ შენობაში, მაღაზია ჯორჯიტა და ა.შ.

Posted by: nutsa35 30 Nov 2012, 12:29
გამარჯობათ! დღეს გავაკეთე XXXIV -ს გაგრძელება აღარ აქვს თუ იცით?

Posted by: Maya - Maya 30 Nov 2012, 21:04
სოკოს ან კარტოფილის ხინკალი.
პაელია სოკოთი.
ყვავილოვანი კომბოსტო მოდაღული ხახვით და ქინძთ.
გახეხილი სტაფილო+ნორი+ მარილი და სამარხვო მაიონეზი.
მოხარშული ჭარხალი ტყემლით.

Posted by: Tati_a 30 Nov 2012, 21:08
serafita_asuli zevaxisa
ლიკლიკა
Maykuna
მადლობა 2kiss.gif

Posted by: narkozeli 2 Dec 2012, 16:43
შემთხვევით,ხომ არ იცით ცხელი შოკოლადი რომ იყიდება პაკეტებში,სამარხვოა?

აი ამას ვგულისხმობ:

user posted image

აწერია ასე: შაქარი,კაკაო და ნაღების შემცვლელი.ეს ნაღების შემცვლელი რა არის?

Posted by: IkaMac 3 Dec 2012, 01:32
narkozeli
ინგლისურად ან რუსულად როგორ აწერია სიტყვა სიტყვით გადმოწერე და გეტყვი smile.gif

Posted by: ik+so 5 Dec 2012, 12:43
სოკოს გასაწვლით გემრიელად...
ხახვი და ბულგარული მოვთუშოთ დავუმატოტ ცოტა ტომატი შემდეგ სოკო,(ჩვეულებრივი შამპინინონი სხვა არ მისინჯავს)ჩავაჭრათ მაკიდო
ცალკე მოამზადეთ დააბლენდერეთ ან გაატარეთ ნიგოზი,ქინძი,ნიორი სანელებლები და შეურიეთ მომზადებულ სოკოს ცოტა წყალი დაასხით და წამოადუღეთ..
ცხელი გემრიელი კერძია smile.gif

Posted by: qoqosha 6 Dec 2012, 20:22
გამარჯობათ,
ვინმემ თუ იცის სამარხვო სიგარეტების რეცეპტი გთხოვთ მომწეროთ smile.gif

Posted by: ლიკლიკა 6 Dec 2012, 20:35
qoqosha
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=222
ეს ცადე. კარაქის ნაცვლად მარგარინი და არაჟნის ნაცვლად სამარხო მაიონეზი. გახეხილი ვაშლიც მოუხდება გულში ნიგოზთან ერთად.

Posted by: tsqnafo 6 Dec 2012, 20:37
ბროკოლისგან რა დავამზადო სამარხვო, მასწავლეთ რა

Posted by: ლიკლიკა 6 Dec 2012, 20:50
tsqnafo
http://www.perfectcook.org/index.php?searchword=%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98&ordering=&searchphrase=all&Itemid=64&option=com_search
გადახედე, დიდი არჩევანია.

Posted by: tsqnafo 6 Dec 2012, 21:23
ლიკლიკა
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tigeona 8 Dec 2012, 10:07
QUOTE (marilis @ 31 Dec 2009, 14:24 )

თან მკითხეს, ძალიან განსხვავდება ქართული სამზარეულო ჩვენისგანო და არა მეთქი ( ამ დროს ხორცის ღვეზელს მივირთმევდი ქლიავის მურაბით  givi.gif )

ჩინური კერძები გავსინჯე და ქათმის ხორცს რაღაც სეროფი ქონდა მოსხმული,ვერმიშელსაც საოცარი გემო ქონდა biggrin.gif
* * *
QUOTE
როგორც ვეგანი საერთოდ არ ვიღებ ცხოველური წარმოშობის საკვებს, ცხადია არც თევზს, არც რძის პროდუქტებს და არც თაფლს, ასევე არ ვიცვამ შალს, აბრეშუმს და ტყავს.


ნუ ცოცხალი რომ ყველაფერი გეცოდებათ გასაგებია მაგრამ რძის ნაწარმი რა შუაშია? რძეს როგორც ვიცი ცოცხალი ძროხები იწველებიან, ამჟამად ინდოელ სიკხებთან მიწევს ცხოვრება და ეგენი არიან ვეგეტარიანელები თუ არიან biggrin.gif მაგრამ რძის ნაწარმს იღებენ biggrin.gif

ან შალი რა შუაშია? ცხვრებს კრეჭენ და ისე ართავენ, რომ არ გაკრიჭონ ისევ ცხვრებისთვის იქნება მგონი ცუდი biggrin.gif

Posted by: Peppi 10 Dec 2012, 20:28
tigeona
QUOTE
ჩინური კერძები გავსინჯე და ქათმის ხორცს რაღაც სეროფი ქონდა მოსხმული,ვერმიშელსაც საოცარი გემო ქონდა 

აი, შენ ერთ-ერთი ვარიანტი მაგ საწებლის; (სამარხვოც და ქათმითაც)


http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=749&Itemid=55

იაპონურიც დევს პერფექტზე, თუ გაინტერესებს იმასაც მოგაწვდი;



Posted by: Peppi 14 Dec 2012, 15:31
ეს რეცეპტი არ მიდევს აქ მგონი ..
სულ ვნერვიულობ, რომ მარხვისას არასრულ პროტეინს ღებულობს მომარხულის ორგანიზმი.. ამიტომ საჭიროა ბოსტნეულისა და მარცვლოვნების კომბინირებულად მიღება..

ვარიაცია ყვავილოვანი კომბოსტოს თემაზე:
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=2144&Itemid=55


Posted by: Peppi 14 Dec 2012, 15:38
b]tigeona[/b]
ეს კი, კიდევ ერთი რეცეპტი, გუმბაოსი, ქათმის ხორციც შეიძლება და მისი სამარხვო ვარიანტიც:
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=2385&Itemid=55

Posted by: narkozeli 16 Dec 2012, 15:44
IkaMac
QUOTE
ინგლისურად ან რუსულად როგორ აწერია სიტყვა სიტყვით გადმოწერე და გეტყვი


რუსულად აწერია "ზამენიტწელ სლივოკ",ინგლისურად -"creamer"


p.s. სამარხვო პიცას რა შეიძლება გავუკეთო :სოკოს,პომიდვრის,წითელი და მწვანე ბულგარულის და ზეთის ხილის გარდა? baby.gif

Posted by: kuduxona 16 Dec 2012, 22:13
ერთი კითხვა მაქვს, იქნებ დამეხმაროთ. დიდი ზომის მაკარონებს ვეძებ
აი ასეთი რამ რომ გავაკეთო
http://www.radikal.ru

Posted by: CZ88 17 Dec 2012, 00:40
Peppi
QUOTE
სულ ვნერვიულობ, რომ მარხვისას არასრულ პროტეინს ღებულობს მომარხულის ორგანიზმი.. ამიტომ საჭიროა ბოსტნეულისა და მარცვლოვნების კომბინირებულად მიღება..

არ ინერვიულო smile.gif ურჩიე და ეცოდინებათ (თუ დაგიჯერებენ).

ისე კი ხორცის და ცხოველური პროდუქტების არჭამა არ ნიშნავს, რომ არასრულფასოვნად
ვიკვებებით, ასე რომ სანერვიულო არაფერია, პირიქით smile.gif ცილების მიღება მშვენივრად შეიძლება
მცენარეული საკვებიდან და ეს რაოდენობა არანაირად არ არის ნაკლები ცხოველური პროდუქტების კონსუმატებთან
შედარებით. მე არ გეახლებით ცხოველურ პროდუქტებს კარგა ხანია, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ძალოსნურ სპორტში
ისეთივე წარმატებები მქონდეს, პირიქით, მეტი ძალა მაქვს - ფიზიკური თუ მენტალური...

ამ თემაში:

http://forum.ge/?f=82&showtopic=34450657

ბევრი სასარგებლო რეცეპტი, რჩევა და პროდუქტების ცხრილებია.
მომარხულეებს გამოადგებათ, შეიხედეთ , მარხვის შემდეგაც იქნებ უპირატესობა
ჯანმრთელი კვების მეთოდებს მიანიჭოთ, ვინ რა იცის... love.gif

Posted by: Guitar :D 25 Dec 2012, 11:53
კრევეტები , კალამარი და რვაფეხა < < სამარხვოებში საჭმელებში შედიის ხოო ???

Posted by: mashusha 25 Dec 2012, 12:31
Guitar biggrin.gif
QUOTE
კრევეტები , კალამარი და რვაფეხა < < სამარხვოებში საჭმელებში შედიის ხოო ???



ზღვის პროდუქტია.

ის, რაც არ დაიკვლება, არის სამარხვო პროდექტი.მე ასე ვიცი.

Posted by: ლიკლიკა 25 Dec 2012, 14:33
CZ88
მადლობა 2kiss.gif

Guitar biggrin.gif
კი, სამარხოა, მაგრამ მარხვებში ოთხშაბათი-პარასკევი არ შეიძლება თევზის(ზღვის პროდუქტების მიღება, ჩვეულბერივ ხსნილში ოთხშაბათი-პარასკევის მარხვის დროს შეიძლება, თან არის დრეები როცა აკრძალულია. მგონი დღეიდან აიკრძალა, 31-ში და 1-ში იქნება ნებადართული და მერე 7-მდე ისე შეწყდება მიღება. უფრო კომპეტენტური იქნებ შემოვიდეს და ის დაწერს smile.gif

Posted by: Guitar :D 25 Dec 2012, 14:49
mashusha
ლიკლიკა

მე როგორც ვიცი რასაც სისხლი არ აქვს ის ითვლება სამარხო საჭმელად (ნუ კარაქს, კვერცხს არ ვგულისხმობ biggrin.gif ) , იმიტომ რომ საბერძნეთში კალამარებს და რვაფეხას ვიცი რო მარხვაშიც ჭამენ ,. თევზს კიდე სისხლი აქვს კალამარის ,რვაფეხის და კრევეტებისგან განსხვავებით და იმიტომ არ იჭმევა .. რავიციი smile.gif მინდოდა დამეზუსტებინა

Posted by: mashusha 25 Dec 2012, 14:55
Guitar biggrin.gif
QUOTE
მე როგორც ვიცი რასაც სისხლი არ აქვს ის ითვლება სამარხო საჭმელად



ზუსტად ეს გითხარი, რაც არ დაიკვლება თქო : )


QUOTE
თევზს კიდე სისხლი აქვს

რაც არ დაიკვლება. თევზი სამარხვო საჭმელია. უბრალოდ, მძიმე მარხვებში არ იჭმევა.
რაც შეეხება რძეს და ყველას, ეს პროდუქტია მიღებული დაკვლადი საქონლისგან.

ქვირითი მაგალიტად, შეგიძლია მიიღო. ისიც ,,პროდუქტია,, მაგრამ არასისხლიანი, ანუ არადაკვლადი ,,საქონლისგან,,.


Posted by: guruliqali 28 Dec 2012, 10:52
ნამცხვარი ”ანიუტა” სამარხვო
ცომი:
მასალა: 80 გრამი ზეთი
1,5 ჩ. ჭ. შაქარი
200 გრამი ბორჯომი
ვანილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
3 ჩ. ჭ. ფქვილი
25 გრამი კაკაო
მომზადების წესი:
80 გრ. ზეთი და 1,5 ჭ. შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ 200 გრ. ბორჯომი, გამაფხვიერებელი, ვანილი, დავაცრათ 2 ჭიქა ფქვილი, გავყოთ მასა ორ ნაწილად, ერთს დავამატოთ 25 გრ კაკაო (დაახლოებით 3 ს. კოვზამდე რაოდენობით), ორივე მასას ცალ-ცალკე დავამატოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ფქვილი (ანუ, მთლიანად გვჭირდება 3 ჭიქა ფქვილი). გავაერთგვაროვნოთ. თითოეული გუნდა გავყოთ ორ ნაწილად, საბოლოოდ მივიღებთ ოთხ გუნდას: ორი თეთრი, ორიც - კაკაოიანი. მასა გამოდის მოსველო, ხელებს და კოვზს რომ ეწებება ისეთი, მაგრამ ფქვილის დამატებას არ საჭიროებს.

26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი (მე ზეთი გამოვიყენე), გავაბრტყელოთ სათითაოდ გუნდები ფქვილიანი ხელით და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე ზედა-ქვედა ცხობის რეჟიმით 15-20 წთ-ის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ ღუმელის თავისებურებები, რომ თავი არ მიეწვას. ოდნავ ფერს რომ შეიცვლის თეთრი ფენა, მზადაა. ჯერ თეთრი ფენა გამოაცხვეთ, რომ ცხობის რეჟიმი დააზუსტოთ და შავი ფენებისთვისაც იგივე გამოიყენოთ.
--------------------------------
კრემი (ნებისმიერი სამარხვო კრემი გამოდგება - რძის ნაცვლად წყლით ჩანაცვლებული)
• 1 ლ წყალი
• 6 ს.კ.ფქვილი
• 120 გრ.შაქარი
• 100 გრ.კარაქი ან მარგარინი (სამარხვო)
• ვანილი
• 1 ჩ. ჭ. მოხალული დაჭრილი ნიგოზი
კრემის მომზადება:
ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და დაასხით თბილი წყლის ნახევარი. მორევით აქციეთ ერთიან მასად და დაამატეთ დარჩენილი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ გამუდმებით, ხის კოვზით. არ უნდა მიგეწვათ. თანდათანობით მასა შესქელდება, რომ წამოდუღდება გადმოდგით და გააცივეთ.
კარაქი ცალკე ათქვიფეთ ძალიან კარგად გათეთრებამდე, დაამატეთ ცოტა ალკოჰოლი (1 სუფრის კოვზი) და ულუფობით შეათქვიფეთ მოხარშული, გაციებული მასა. ბოლოს შეურიეთ ვანილი, დაამატეთ ნიგოზი.
----------------------
გამომცხვარ გაგრილებულ ფენებს თანმიმდევრობით: შავი-თეთრი-შავი-თეთრი წავუსვათ კრემი, ზედა (უკრემო) ფენას ვასხამთ მინანქარს:
25 გრამი კაკაო და 0,5 ჩ. ჭ. შაქარი შევურიოთ, დავამატოთ 4 ს. კ. წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვურევთ ხის კოვზით დაახლოებით 5 წთ-ის მერე დავამატოთ 50 გრამი სამარხვო კარაქი. გადავანაწილოთ მინანქარი ნამცხვრის ზედაპირზე.
სასურველია რამოდენიმე საათი დააყოვნოთ დაჭრამდე, ასე კრემი უფრო "გაუჯდება" და ძალიან გემრიელია.



Posted by: CZ88 28 Dec 2012, 13:22
kuduxona
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს, იქნებ დამეხმაროთ. დიდი ზომის მაკარონებს ვეძებ
აი ასეთი რამ რომ გავაკეთო

სამწუხაროდ, მანდ არ ვარ, თორემ თუ ვერ დაგეხმარებოდი, შეგეხმიანებოდი მაინც და
უყურადღებოდ არ დაგტოვებდი sad.gif იქნებ გიპასუხოს ვინმემ...

ლიკლიკა
love.gif

Posted by: pantera1974 29 Dec 2012, 20:11
guruliqali
იდეალის რეცეპტი მინდაააააააააა ვის გაქვთ კაი ფუნფულა და ჰაეროვანი ოღონდ

Posted by: guruliqali 30 Dec 2012, 01:47
pantera1974
სამარხვო "იდეალის" რეცეპტი არ მეგულება, სამარხვო გინდოდა?

Posted by: tasikuna-taso 30 Dec 2012, 15:22
QUOTE
80 გრამი ზეთი


80 გრ ზეთი დაახლოებით რამდენი იქნება?

ჭიქით რომ მოვზომო.

Posted by: guruliqali 30 Dec 2012, 18:39
tasikuna-taso
მე ავწონე, 80 გრამი გამოვიდა ნახევარ ჭიქაზე მეტი, დაახლოებით ჭიქის ორი მესამედი.

Posted by: tasikuna-taso 30 Dec 2012, 18:56
QUOTE
მე ავწონე, 80 გრამი გამოვიდა ნახევარ ჭიქაზე მეტი, დაახლოებით ჭიქის ორი მესამედი.



დიდი მადლობა, გაიხარე...

Posted by: irina Mirzoeva 8 Jan 2013, 13:02
მოხარშული კარტოფილი, სოკოთი, ნიგოზით და სამარხვო მაიონეზით ))) გემრიელად მიირთვით

Posted by: avgusta 8 Feb 2013, 21:13
უგემრიელესია ვისაც სპაგეწი უყვარს..
ტაფაზე დავასხავთ ზეთს და წყალში გახსნილ ტომატს,დავაყრით მაკარონს მობრაწვას რო დაიწყებს(ასევე უხდება გრძლად დაჭრილი მწვანე ხახვი) მოვასხავთ თეთრ ღვინოს ,
მისაყოლებლად ძალიან უხდება ხრაშუნა ნივრის მჟავეც.(არასამარხოს უხდება ყველიც..)

Posted by: ushuaia 14 Mar 2013, 21:27
აბა დაიწყეთ წერა ახალი კერძები ................. რასიახლეებია..

Posted by: ushuaia 14 Mar 2013, 21:27
აბა დაიწყეთ წერა ახალი კერძები ................. რასიახლეებია..

Posted by: nino877 18 Mar 2013, 17:20
kuduxona
აუუ მეც მომინდა
რა მაგარია
ისე მაკარონის ცომი კვერცხით კეთდება ზოგის ხო ?

ისე მომინდა სახლშI მივალ და ატრიას გავიკეთებ

დაჩა მცენარეული კარაქია ხო ?
http://pix.ge/
http://pix.ge/




Posted by: anon 18 Mar 2013, 17:39
მთელი კვირა მძიმე უზეთო მარხვაა
გააკეთეთ კარტოფილის პიურე . გატარებული ნიგოზი, მარილი და კვანწარახი დაუმატე გემოვნებით.
ძალიან გემრიელია მწვანილთან ერთად.

Posted by: mashusha 18 Mar 2013, 17:42
anon
QUOTE
მთელი კვირა მძიმე უზეთო მარხვაა



ვისაც შეუძლია : )

წიწიბურა მოხარშული უზეთოდ.

და ყველანაირი ფხალი. ნიგვზიანი ცხადია.

ტყემალში ჩადებული ჭარხალიც.


Posted by: ushuaia 18 Mar 2013, 18:36
მაგარიაა.........................................

Posted by: nino877 18 Mar 2013, 19:42
Eხლა მოვდი სახლში
შუქი არაა ძველი დრო გამახსენდა sad.gif ავიღე კარტოფილი დავჭერი კუბიკებათ და მოვხარშე ტაფაზე smile.gif დავჭერი ხახვი და მწუანილი გასხნილი პომიდორი ვნხე ისე მშიოდა შევჭამე დანარჩენი ჩავუმეგობრე და ზეთი მოვასხი ძნ გემრიელია ხო მარილი პილპილი

Posted by: ninicool 18 Mar 2013, 20:59
მე ლობიოს ვხარშავ დიიიდი ქვაბით. მწვანილებს და სუნელებს მივაყრი და შაბათამდე მეყოფა smile.gif

Posted by: ქეთუ 21 Mar 2013, 20:24
დღეს გავაკეთე ბადრიჯანი ბრინჯით. სამარხვო, დაბალკალორიული და გემრიელი.....

თუ დაგაინტერესებთ დავწერ რეცეპტს chups.gif

Posted by: ninicool 21 Mar 2013, 22:10
ქეთუ
QUOTE
დაბალკალორიული

ისევ დიეტობ? ძვლებიც გინდა გაგიხდეს? smile.gif დაწერე, საინტერესო იქნება.

ვისაც სიტკბოება ენატრება, ვაშლი გათალოს, დაჭრას, ცოტა წყალი დაასხას, კარგად მოხარშოს და გააკეთოსს პიურე, შაქარი, დარიჩინი, ვანილი გემოვნებით.
თუ გათლა-გარჩევა გეზარებათ, მხოლოდ დაჭერით და ისე მოხარშეთ, შემდეგ კი რკინის საცერში გაატარეთ.

მე არმარხვაშიც სიამოვნებით მივირთმევ.

Posted by: ქეთუ 21 Mar 2013, 22:55
ninicool მოვიმატე 3კილო და იმას ვებრძვი თორე კაი ხანია არ მიდიეტია.

ე.ი ხახვი მოვშუშე დავუმატე 1კოვზი პომიდვრის პასტა + ცოცხალი პომიდორი (მე ქილებში შენახული მაქვს და ის გავუკეთე) ამის მერე დავასხი წყალი საკმაოდ ბევრი და ჩავყარე კუბიკებად დაჭრილი ბადრიჯანი (გაფრცქვნილი) დაახლოებით 15წუთი ვხარშე და ამის მერე ვაყრი 1ჭიქა გარეცხილ ბრინჯს და დაბალ ცეცხლზე ვხარშავ, პერიოდულად ვურევ. რომ შეკვრება და ოდნავ წვენი დარჩება ვჭრი ბევრ ქინძს და პეტრუშკას და ვაყრი + წიწაკა, მარილი, პილპილი. არის ძაალიან გემრიელი. გაცხელებისას მერე წყალს სულ ვამატებ. ოდნავ წვნიანი მომწონს.

Posted by: forever`s_NEVER 22 Mar 2013, 11:06
ბრინჯი გავრეცხე და ჩავალბე 1 საათით.

ამასობაში ფართე და ღრმა ტაფაში დაბალ ცეცხლზე მოვშუშე სოკო (კონსერვის). ცალკე ტაფაში ჩავშუშე ბლომად ხახვი და წითელ-მწვანე ბულგარული. როცა მოიხრაკა, დავამატე სოკოს.
მოვაყარე დაფქული კოწახური, ყვითელი ყვავილი, შავი პილპილი, ცოტა მარილი და კიდევ 5 წუთით ვშუშე ერთად.

მოვაყარე ცოტა ყვავილოვანი კომპოსტო, გადაწურული ბრინჯი, მწვანილი რაც მომეპოვებოდა, დავასხი ანადუღარი წყალი ისე, რომ ბრინჯის 2 სმ'ით აცდა და ნელ ცეცხლზე 35 წუთი დავტოვე. წყალი როცა შეიშრო, ბრინჯიც მოიხარშა.

გამოვრთე და ამოვურიე.

გემრიელია.

Posted by: natalia_74 23 Mar 2013, 11:11
კითხვა მაქვს აქ უნდა დაქვწერო თუ არა ესეც არ ვიცი, ჟელატინი სამარხვო პროდუქტია?

Posted by: ninicool 23 Mar 2013, 12:04
natalia_74
QUOTE
ჟელატინი  სამარხვო  პროდუქტია?

არ არის სამარხო.

Posted by: mashusha 23 Mar 2013, 12:25
ninicool
QUOTE
ისევ დიეტობ? ძვლებიც გინდა გაგიხდეს?დაწერე, საინტერესო იქნება.

ვისაც სიტკბოება ენატრება, ვაშლი გათალოს, დაჭრას, ცოტა წყალი დაასხას, კარგად მოხარშოს და გააკეთოსს პიურე, შაქარი, დარიჩინი, ვანილი გემოვნებით.
თუ გათლა-გარჩევა გეზარებათ, მხოლოდ დაჭერით და ისე მოხარშეთ, შემდეგ კი რკინის საცერში გაატარეთ.

მე არმარხვაშიც სიამოვნებით მივირთმევ.



რა ჯიშის ვაშლი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა?

რამდენი ხანი ვხარშოთ?

Posted by: ninicool 23 Mar 2013, 12:46
mashusha
QUOTE
რა ჯიშის ვაშლი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა?რამდენი ხანი ვხარშოთ?

მე კეხურაზე ვცადე და დიდხანს დასჭირდა ხარშვა. ალბათ რბილინჯიშის ვაშლს უფრო ნაკლები დრო სჭირდება. დაბალ ცეცხლზე 320-30 წუთი საშუალოდ.

Posted by: natalia_74 23 Mar 2013, 12:47
ninicool
დიდი მადლობა, უბრალოდ ბევრი პროუდქტი იყიდება რასაც სამარხვო აწერია და ჟელატინს შეიცავსს

Posted by: LUTA 23 Mar 2013, 12:57
natalia_74
სამარხვო იქნება იმ შემთხვევაში, თუ აგარ -აგარია გამოყენებული. წესით ,უნდა მიუთითონ, რომელი
ჟელატინია გამოყენებული .


Posted by: Breaky 23 Mar 2013, 13:03
ჩვენთან მცენარეული ჟელატინი არასოდეს შემხვედრია, ყველა ცხოველურია სამწუხაროდ.
არც ჟელატინის შემცველ პროდუქტებს აწერიათ ჟელატინის წარმომავლობა, ამიტომ უბრალოდ არ ვყიდულობ ხოლმე

Posted by: natalia_74 23 Mar 2013, 13:08
დიდი მადლობა ყველას მეც მასე ვიცოდი, რომ ცხოველურია 2kiss.gif

Posted by: Breaky 23 Mar 2013, 21:26
უცბად მოფიქრებული. ნოყიერი კი იყო.
მოხარშულ, მარილმოყრილ კარტფილს წავუსვი მაიონეზი, დავაყარე სიმინდები, დავადე პომიდორი და ზემოდან პიცის სუნელები დავაყარე. მერე კი ღუმელში შევწვი

http://www.radikal.ru

Posted by: ushuaia 23 Mar 2013, 22:44
მაგარი ჩანს.................................

Posted by: ლიკლიკა 23 Mar 2013, 22:52
Breaky
წინა გვერდზე პოსტი წაშალე და თავიდან დავპოსტავ. ძალიან წელავს გვერდს.
მადლობა 2kiss.gif

Posted by: Breaky 23 Mar 2013, 23:07
ლიკლიკა
წავშალე

Posted by: ლიკლიკა 24 Mar 2013, 01:29
გულწრფელი მარხვის დროს ეს
QUOTE
მე ლობიოს ვხარშავ დიიიდი ქვაბით. მწვანილებს და სუნელებს მივაყრი და შაბათამდე მეყოფა
საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ თუ სტუმარს გვინდა ვასიამოვნოთ შეგვიძლია ბრინჯი ლეჩოსთან ერთად, ოსპის კატლეტები და დესერტად ლიმონის წვენში მოხარშული ტკბილი ფლავი შავი ქლიავის ჩირით, ქიშმიშით და ფორთოხლის კანის მურაბით მოვამზადოთ bis.gif უზეთოშიც შეიძლება.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: natia555 24 Mar 2013, 11:59
ლიკლიკა

ოსპის კატლეტები როგორ კეთდება თუ შეგიძლიათ რომ დაწეროთ

Posted by: ლიკლიკა 24 Mar 2013, 13:16
natia555
ცალკე ვხარშავ ოსპს წიწიბურასავით, წყალს იშრობს, არ ვღვრი ანუ. ცალკე ვხარშავ კარტოფილს და სტაფილოს გათლილს და დიდებად დაჭრილს, კარტოფილი შეიძლება არც დავჭრათ, ზომას გააჩნია. ან ჯერ მოვხარშოთ და მერე გავფრცქვნათ. ეს იმიტომ, რომ მშრალი გამოვიდეს და შინარჩუნოს კატლეტის ფორმა. კარგად დავჭყლიტოთ ეს სამი ინგრიდიენტი, დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი,ქონდარი, ხმალი ქინძი, ზაფრანა, უცხო სუნელი ,ნიორი,სვანური მარილი (გემოვნების მიხედვით ამოვარჩევთ ). ამოვავლებთ საფანელში და ცხელ ტაფაზე მოვათავსებთ.
ოსპი და კარტოფილი 300-300 გრ.
სტაფილო 150 გრ.
მიახლოებითი პროპორციები smile.gif

Posted by: natia555 24 Mar 2013, 18:00
ლიკლიკა
მადლობაააა smile.gif ვცდი აუცილებლად

Posted by: mashusha 25 Mar 2013, 14:16
ninicool
QUOTE
მე კეხურაზე ვცადე და დიდხანს დასჭირდა ხარშვა. ალბათ რბილინჯიშის ვაშლს უფრო ნაკლები დრო სჭირდება. დაბალ ცეცხლზე 320-30 წუთი საშუალოდ.



როგორ არის დედის წინ მორბენალი კვიციო, ან რაც მოგივა დავითაო ?biggrin.gif
ვზივარ აგერ 40 წუთზე მეტია და ვეხვეწები წყალში მოჭყუმპალავე კეხურას, მოიხარშე თქო : (

Posted by: tassoo 25 Mar 2013, 20:16
მე გავაკეთე ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში )) გემრიელი )) და სამარხო


http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: ninicool 26 Mar 2013, 09:01
mashusha
QUOTE
ვზივარ აგერ 40 წუთზე მეტია და ვეხვეწები წყალში მოჭყუმპალავე კეხურას, მოიხარშე თქო : (

ბევრი წყალი დაასხი?
დაელოდე, როცა იქნება, მოიხარშება, არ ინერვიულო smile.gif
tassoo
QUOTE
მე გავაკეთე ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში )) გემრიელი )) და სამარხო

უი, ზუსტად მეც ეგ გავაკეე გუშინ. მე მეგონა ვიღაცამ ჩუმად გადამიღო მეთქი ფოტო. თან სულ თავაძე მახსენდებოდა, როცა ვაკეთებდი.

მე არ ვიცოდი გაკეთება, კომპის ჩართვაც მეზარებოდა და გავუკეთე კლიარი ფქვილით, ნივრის ფხვნილით, ცოტა სოიოს სოუსიტ და მარილით. მანამდე ადუღებულ წყალში გავაჩერე 2 წუIთ. ამოვავლე ამ კლიარში და ზეთში შევწვი. ძალიან გემრიელი გამოვიდა, მაიონეზის გარეშე უკეთესი იყო.

Posted by: Baltimore 26 Mar 2013, 17:16
QUOTE (catherina_10 @ 8 Apr 2012, 16:23 )
სამარხვო ტორტი
2 ს.კ თაფლი

თეორიულად თაფლი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია.
ამდენად, არ ვიცი, რატომაა ჩვენთან სამარხვოდ მიჩნეული.

ევროპულ ენებზე ჩვენებურ ტერმინს "სამარხვო" შეესატყვისება ტერმინი "ვეგანი". და ეს სამზარეულო თაფლსაც გამორიცხავს, რამდენადაც ცხოველური წარმოშობისაა.
ძალიან იოლია ამ ინფორმაციის გადამოწმება.

Posted by: mashusha 26 Mar 2013, 18:06
Baltimore
QUOTE
თეორიულად თაფლი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია.



რატომ კაცო, ფუტკარი ცხოველია? biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ჩვენთან სამარხვოდ მიჩნეული



სად მიიჩნევე ფუტკარს ცხოველად და ასამარებენ ბიოლოგიის სწავლებას, გაგვანათლე biggrin.gif

მეტსც გეტყვი. ბერები, ძალიან ხშირად, სწორედ თაფლიანი წყლით და მცირე პურით ცხოვრობენ წლების განმავლობში : )

Posted by: Breaky 26 Mar 2013, 18:17
Baltimore
QUOTE
ევროპულ ენებზე ჩვენებურ ტერმინს "სამარხვო" შეესატყვისება ტერმინი "ვეგანი"


ამ მცდარი მოსაზრებიდან მოდის დანარჩენი მსჯელობა.

Posted by: tassoo 26 Mar 2013, 18:54
ninicool

ხოო თავიდან მეც მოვწალე smile.gif) გემრიელიაა

Posted by: mashusha 26 Mar 2013, 19:00
Baltimore


ცოტას დავამატებ კიდეც
სამარხვო საჭმელი არა მხოლოდ ტაფლია, არამედ, თევზი და ყველა ზღვის პროდუქტი. აქ მოქმედებს პრინციპი, ,,ყველაფერი, რაც არ იკვლება, სამარხვოა,,. უბრალოდ, დიდმარხვა მძიმე მარხვით მიდის და ამ დროს, თევზის ჭამაც აკრძალულია. არამძიმე მარხვის დროს, თევზი და ყველა ზღვის პროდუქტი, რომელიც არ იკვლება, იჭმევა, როგორც სამარხვო საჭმელი.

Posted by: Baltimore 26 Mar 2013, 20:43
QUOTE (mashusha @ 26 Mar 2013, 18:06 )
სად მიიჩნევე ფუტკარს ცხოველად და ასამარებენ ბიოლოგიის სწავლებას, გაგვანათლე biggrin.gif

ამ ფრაზას არანაირი კომენტარი არ ჭირდება. თავად გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი კომენტარი დაიტევდა.

Posted by: mashusha 26 Mar 2013, 22:20
Baltimore

იმედია, გაიგე, რომ ფუტკარი ცხოველი არაა და არც ცხოველური წარმოშობისაა თაფლი . სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ : )

Posted by: ninicool 26 Mar 2013, 22:26
Baltimore
ბიოლოგიაში ვისწავლეთ როგორ მიიღება თაფლი, ყვავილის მტვრისგან აკეთებს ფუტკარი, როცა დააგროვებს ჩიჩახვში, მერე ხდება ამონთხევა, ანუ სახლში როცა მივა. ფუტკარი უბრალო ისპალნიწელია, რა lol.gif
მაგ ლოგიკით ადამიანის (ანუ მოაზროვნე ცხოველის) მიერ დამზადებული სამარხოც ცხოველური (აკა ადამიანური) გამოდის.

ვეგანიზმი და მარხვა ერთმანეთისგან განსხვავდება. სულ სხვადასხვა რამაა და მომარხულე ადამიანი ვეგანის იდეოლოგიას არ იზიარებს. givi.gif
* * *
mashusha
QUOTE
იმედია, გაიგე, რომ ფუტკარი ცხოველი არაა

ფუტკარიც ცხოველია, მერცხალიც და ნიანგიც, უბრალოდ მერე იყოფა კლასებად, ერთუჯრედიანებიდან დაწყებული ბოდიში და ძუძუმწოვრებით დამთავრებული. მწერებიც შედის ცხოველებში.

Posted by: mashusha 26 Mar 2013, 23:17
ninicool
QUOTE
მწერებიც შედის ცხოველებში.



მწერი ცხოველებში შედის??? არადა, თავის დროზე ბიოლოგია ურიგოდ არ ვიცოდი. მაშინ,ა ქაც ალბათ,,რაც არ დაიკვლების,, პრინციპი გამოიყენება. ყოველ შემთხვევაში, ხერხემლიანებში არ შედის, მწერია რა.
ყველაფერი უხერხემლო სამარხვო პროდუქტია. უშუალოდ ისინიც და მათგან ნაწარმოებიც.


QUOTE
ბიოლოგიაში ვისწავლეთ როგორ მიიღება თაფლი, ყვავილის მტვრისგან აკეთებს ფუტკარი, როცა დააგროვებს ჩიჩახვში, მერე ხდება ამონთხევა, ანუ სახლში როცა მივა. ფუტკარი უბრალო ისპალნიწელია, რა



ამ ლოგიკით, ძროხაც ისპალნიტელია smile.gif


V-VI მსოფლიო კრების 56-ე კანონი ბრძანებს, რომ მარხვაში არ ვჭამთ
1. დაკლულს
2. ყველაფერ იმას, რაც მისგან (დაკლულისგან) მიიღება (ანუ, რძე, კვერცხი...)

Posted by: Baltimore 27 Mar 2013, 06:08
mashusha
ესენი ციტატებია თქვენი შემოქმედებიდან:
"სად მიიჩნევე ფუტკარს ცხოველად და ასამარებენ ბიოლოგიის სწავლებას, გაგვანათლე ";
"იმედია, გაიგე, რომ ფუტკარი ცხოველი არაა და არც ცხოველური წარმოშობისაა თაფლი . სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ : ) "

ჩანს, ქრისტიანული ღირებულებების ნამდვილი მატარებელი ხართ:
მძიმე მარხვას იცავთ,
საეკლესიო კრებების კანონებშიც გამოწვლილვით ერკვევით
და ყველაფერ ამ ხეირთან ერთად .... ძალიან კარგად ჩანს რამდენად შორს დგახართ ამპარტავნებისაგან, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, ბოდიში, მართლმადიდებელს შეშვენის, მით უფრო - მძიმე მარხვაში.

წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში.
აშკარაა, "ქართველობას გვართმევენ" ორდენის წევრი ხართ. დაუვიწყარი შტაბეჭდილება დატოვეთ.
მე კი, თქვენის ნებართვით, დროს უფრო უპრიანად გამოვიყენებ, ვიდრე თქვენი სტილის ადამიანებთან პოლემიკაში.

Posted by: ინფინიტი 27 Mar 2013, 15:43
mashusha
QUOTE

სად მიიჩნევე ფუტკარს ცხოველად და ასამარებენ ბიოლოგიის სწავლებას, გაგვანათლე

lol.gif lol.gif

ბიოლოგიაში ყველაფერს ცხოველი ჰქვია , დაწყებული ამებიდან დამთავრებული სპილოთი smile.gif ზოგი მწერია მერე აქედან, ზოგი ამფიბია და ზოგი ძუძუმწოვარი.

სხვა საკითხია ის, რომ მარხვა არ ნიშნავს ვეგანურ კვებას, ანუ ყოველივე ცხოველურზე უარის თქმას. მარხვაში დაიშვება ხოლმე თევზიც და ზღვის პროდუქტიც, თაფლიც ასევე , ანუ ეკლესია იმ ცხოველებს, რომლებიც არ იკვლება და მათგან მიღებულ სარგებელს არასამარხვო პროდუქტად არ თვლის. ნუ, ეს რწმენის და მორწმუნეთა საქმეა, თავისთავად და ყველამ თავისი საქმის თვითონ იცის, მაგრამ ფუტკარი ნამდვილად ცხოველია , მიუხედავად იმისა, რომ ოთხ ფეხზე არ დადის biggrin.gif

Posted by: mashusha 27 Mar 2013, 20:40
Baltimore
QUOTE
და ყველაფერ ამ ხეირთან ერთად .... ძალიან კარგად ჩანს რამდენად შორს დგახართ ამპარტავნებისაგან, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, ბოდიში, მართლმადიდებელს შეშვენის, მით უფრო - მძიმე მარხვაში.


QUOTE
წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში.
აშკარაა, "ქართველობას გვართმევენ" ორდენის წევრი ხართ. დაუვიწყარი შტაბეჭდილება დატოვეთ.
მე კი, თქვენის ნებართვით, დროს უფრო უპრიანად გამოვიყენებ, ვიდრე თქვენი სტილის ადამიანებთან პოლემიკაში.


ბიჭოს : ))))

Posted by: ira-irinola 28 Mar 2013, 11:02
ყოველი ამ თემის გააქტიურებას რეცეპტემის მაგივრად ერთმანეთის ლანძღვა მოსდევს რა არის რაა sad.gif

Posted by: natalia_74 28 Mar 2013, 11:48
ira-irinola

ყოველი ამ თემის გააქტიურებას რეცეპტემის მაგივრად ერთმანეთის ლანძღვა მოსდევს რა არის რაა

+1000000000000000000000 თან როგორ თემაში

Posted by: CZ88 28 Mar 2013, 17:33
აქ იხლეთ ( სარჩევი) სხვადასხვა და მრავალფეროვანი კერძები, რომელიც მარხვისთვის გამოდგება, ძირითადად ვეგანურია და ცხელი ცხიმებისგან თავისუფალი:

http://forum.ge/?showtopic=34450657&view=findpost&p=35760561


ასევე ძალიან მარგებელი სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
იხილავთ ბევრ სასარგებლო რჩევასაც love.gif

პ.ს. ადამიანის გარდა ნებისმიერი სხვა სულიერი არსება მიეკუთვნება ცხოველების დიდ ჯგუფს. მწერები, ფრინველები და ა.შ. შემდეგ ქმნიან ამ დიდი ჯგუფის ქვეჯგუფებს.

Posted by: guruliqali 30 Mar 2013, 18:28
თუ იცით, მარგარინი "ონა კრემი" სამარხვოა? თეთრ-ცისფერი შფუთვით იყიდება.

Posted by: forever`s_NEVER 3 Apr 2013, 11:58
ჭინჭრის სვანურად მომზადების რეცეპტს ითხოვდა Maykuna

კარგად გარეცხილ და დაჭრილ ნედლ ჭინჭარს ვყრით ადუღებულ წყალში. 20 წუთში მოიხარშება. ამოვურიოთ ხის კოვზით ისე, რომ ერთგვაროვან მასად იქცეს.

ცოტა ცივ წყალში გავხსნათ 2 სუფრის კოვზი ქერის ფქვილი, ისე რომ არ შეიკრას. ამ მასას ვამატებთ ჭინჭარს და ვადუღებთ 15 წუთის განმავლობაში. კარგად ვურევთ.

ვამატებთ პიტნას, ნიორს, წიწაკას, მარილს გემოვნებით. ესაა და ეს. მიირთვით ცივად. განსაკუთრებით გემრიელია smile.gif

Posted by: CZ88 3 Apr 2013, 16:18
forever`s_NEVER
QUOTE
ჭინჭრის სვანურად მომზადების რეცეპტს ითხოვდა Maykuna

ხომ შეიძლება თქვენი რეცეპტი მეზობელ თემაში http://forum.ge/?showtopic=34450657&f=&st=555&#entry35864017 გადავიტანოთ?
ან იქნებ იქ დაწეროთ თავად, მაიკუნაც იმ თემის აქტიური მომხმარებელია.

მადლობა წინასწარ love.gif

Posted by: Maykuna 4 Apr 2013, 09:35
forever`s_NEVER
CZ88
2kiss.gif

ქერის ფქვილი არ შემხვედრია, სადმე იყიდება, თუ ქერს ფქვავ და ისე იყენებ?

Posted by: forever`s_NEVER 4 Apr 2013, 10:21
Maykuna
მე სვანეთიდან ჩამომაქვს ხოლმე. აქ არასოდეს დამიძებნია. იქნება სადმე ბაზარში.

Posted by: tassoo 8 Apr 2013, 18:21
http://pix.ge/

სამარხვო ბანანის კექსი love.gif

Posted by: ლიკლიკა 8 Apr 2013, 18:36
ნესქვიქი სამარხვოა? ფხვნილს ვგულისხმობ.

Posted by: ushuaia 8 Apr 2013, 19:04
tassoo
რეცეპტი.............................................................?

Posted by: tassoo 8 Apr 2013, 20:06
ushuaia

Bananis Keqsi
ინგრედიენტები:
4 ბანანი
1 ჩ. ჭ შაქარი
2 ჩ. ჭ ფქვილი
1 ყავის ჭიქა ზეთი
სოდა ძმრით
ნახევარი ჩ.ჭ გახეხილი ნიგოზი

ბანანი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. დავამატოთ ზეთი , შაქარი. სოდა ძმრით . ფქვილი ,გახეხილი ნიგოზი. კარგად ავურიოთ ეს ყველაფერი და გამოვაცხოთ

ეს ერთი პორციისაა და პატარა გამოდი მე 2 გავაკეთე

Posted by: ushuaia 8 Apr 2013, 21:22
tassoo
მადდლობა/........................................

Posted by: Fallen From The Mars 13 Apr 2013, 11:18
tassoo
ძალიან გემრიელად გამოიყურება love.gif
180 გრადუსზე გამოაცხე?
* * *
მე ვაკეთებ მაკარონის სალათს კარით,
თუ გინდათ მერე რეცეპტსაც დავწერ
user posted image

Posted by: tasikuna-taso 13 Apr 2013, 20:40
QUOTE
თუ გინდათ მერე რეცეპტსაც დავწერ


კი გვინდა, მომეწონა.

Posted by: Fallen From The Mars 13 Apr 2013, 21:59
tasikuna-taso
QUOTE

კი გვინდა, მომეწონა.


დაგვჭირდება:
მაკარონი
ბულგარულის კონსერვი
მაიონეზი
1 ცალი კიტრი
კარი (ინდური სანალებელია)
მწვანილები - კამა და ოხრახუში
მარილი, პილპილი

მოვხარშოთ მაკარონი, გადავწუროთ და ვაცადოთ გაციება. ცალკე ვამზადებთ სოუსს - მაიონეზს (ერთ შეკვრა მაკარონზე ერთი ცალი მაიონეზი) ვუმატებთ კარს, დაახლოებით ნახევარ ჩაის კოვზს, ვუმატებთ დაჭრილ ბულგარულის კონსერვს, 3-4 ცალს და კუბიკებად დაჭრილ კიტრს, მწვანილს, მარილსა და პილპილს.
სოუსში ამოვურევთ მაკარონს და მზად არის
bis.gif
ორიგინალ რეცეპტში ქიშმიშიც წერია, მაგრამ ვცადე და არ მომეწონა ქიშმიშით ((
ამიტომ გემოვნების საკითხია
მე ძალიან მეგემრიელება და დაწერეთ თუ გააკეთებთ yes.gif

user posted image

Posted by: tasikuna-taso 13 Apr 2013, 22:09
Fallen From The Mars


დიდი მადლობა

Posted by: Milena 17 Apr 2013, 18:07
ძველ კომპშI რაღაცას ვეძებდი და 2 წლის წინ გადაღებულ სამარხვო ნამცხვარის ფოტოებს წავაწყდი smile.gif
საფუარზე დამზადებული ცომი, ვაშლის და ქიშმიშის გულსართით.


user posted image

user posted image

Posted by: Fallen From The Mars 19 Apr 2013, 13:32
Milena
რა ლამაზია <3

გახსოვს რეცეპტი?

Posted by: ushuaia 19 Apr 2013, 13:37
მაგარიაა..................................................................

Posted by: Milena 19 Apr 2013, 14:35
QUOTE (Fallen From The Mars @ 19 Apr 2013, 13:32 )
Milena
რა ლამაზია <3

გახსოვს რეცეპტი?


ინგრიდიენტები:

1/4 წყალი
500 გრ. ვაშლი
70 გრ. მარგარინი
500 გრ. ფქვილი
80 გრ. შაქარი
42 გრ. საფუარი
150 გრ. +2 სფ. კოვზი გარგარის ჯემი
3 სკ. ლიმონის წვენი
100 გრ. თხლად დაჭრილი თხილი
150 გრ. ქიშმიში
ცოტა მარილი

ცომი:
თბილ წყალში გახსნათ შაქარი და საფუარი. დავამატოთ ფქვილი, მარილი და ზელვის პროცესში დავამატოთ დარბილებული მარგარინი. დავდგათ, თბილ ადგილას, 40 წუთით, რომ გაფუვდეს და ამოვიდეს.

გულსართი:
150 გრამი გარგარის ჯემი გავათბოთ და დავამატოთ წვირლად დაჭრილი ვაშლი, ქიშმიში, თხლად დაჭრილი თხილი და ლიმონის წვენი.

ცომი გავყოთ 4 ნაწილად. გავაბრტყელოთ, 30 X 40 სმ, სიგრძის მართხუთხედის ფორმებად. წაუსვათ გულსართი და დავახვიოთ დიდ რულეტად. კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ და შემდეგ გამოვაცხოთ, წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 50 წუთით, 150 გრადუსზე. გამოცხობამდე , 10 წუთით ადრე გამოვიღოთ გადაუსვათ 2 სკ. გაგრის ჯემი და შემვაბრუნოთ ისევ ღუმელში.
მომზადების პროცესში სურათი არ გადამიღია. ეს დავასკანერე:
user posted image

Posted by: naneee 19 Apr 2013, 17:11
tassoo
მადლობა უგემრიელესი რეცეპტისთვისს. გავაკეთე მაგრამ სასტიკად მიეკრო და ნახევარი ფორმაშივე ჩარჩა biggrin.gif

Posted by: tassoo 21 Apr 2013, 11:11
naneee

რატო ნეტააა sad.gif ჩემი ზაან თავისუფლად გადმოვიდა, 45 წუთი მაინც იყო ღუმელში მეტი თუარა, ხოარ დააკლდა?
* * *
ესეც ჩემი უგემრიელესი ბადრიჯანი <3

http://pix.ge/


Posted by: aks75 25 Apr 2013, 19:27
user posted image

საინტერესო სამარხვო რეცეპტები


http://mzareuli.info/index.php?cat=9

Posted by: Fallen From The Mars 26 Apr 2013, 13:03
aks75
QUOTE
საინტერესო სამარხვო რეცეპტები


მადლობ, გაზიარებისთვის, გემრიელად გამოიყურება

love.gif

Posted by: mashusha 26 Apr 2013, 13:06
Fallen From The Mars
QUOTE
გემრიელად გამოიყურება



და მრავალფეროცვნად

რაც მე ამ მარხვაში შემწვარი კარტოფილით ვიკვებე, შეიძლება ითქვას, კარტოფილის ბიზნესის განვითარებაში მაქვს შეტანილი ჩემი არცთუ მცირე წვლილი biggrin.gif


Posted by: aks75 27 Apr 2013, 19:34
mashusha

აი ეს დააგემოვნეთ) მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელია:

user posted image

http://mzareuli.info/index.php?cat=9&show_id=86

Posted by: tassoo 28 Apr 2013, 16:58
ჩაშუშული კომბოსტო

http://pix.ge/


Posted by: ushuaia 28 Apr 2013, 23:52
იიიიიიიიიიიიიფ................................................................

Posted by: tbilisiforum 22 Aug 2013, 23:31
======================================================================
* * *
======================================================================

Posted by: unknown lady 23 Aug 2013, 13:52
თუ სტუმრები გყავთ და მარხვაზე არიან, თან ლამაზი და გემრიელი გსურთ და თან ბევრი არაფერი გაქვთ მაცივარში

user posted image

სამარხვო მაიონეზში აურიეთ პიტნა, ორეგანო და გატარებული ნიგოზი
მრგვალად დაჭრილი კიტრის მწნილი და ცოტა მწარე წიწაკის მწნილი (ნახევარი პატარა წიწაკა ქილის, 1 ცალი პატარა წიწაკის ნახევარი, იმიტომ რომ ძალიან მწარეა), 1 ცალი დიდი გახეხილი სტაფილო და მოხარშული მაკარონი.

აურიეთ ეს ყველაფერი და შემოულაგეთ მრგვალად დაჭრილი პამიდორი, შუაში მწვანე სალათის ფურცლებით და თავზე გახეხილი სტაფილოთი, ცოტა მწარე წიწაკის რგოლები დააბინეთ (ეს უკვე მწვანე მწარე წიწაკა და არა მწნილი), მოაყარეთ ცოტა გატარებული ნიგოზი და ეგაა

Posted by: tbilisiforum 23 Aug 2013, 20:30
QUOTE (tassoo @ 28 Apr 2013, 16:58 )
ჩაშუშული კომბოსტო

http://pix.ge/

ამის რეცეპტი მომწერე რა PM-ში

________________________________________________
* * *
QUOTE (CZ88 @ 22 Dec 2009, 07:31 )
akkai
QUOTE
სამარხვო ტოლმა მომეწონა ძალიან. თევზის ხორცით იყო გაკეტებული


ვაკეთებ მეც, მაგრამ თევზს მირჩევნია ნიგვზის და ბრინჯ-კარტოფილის ნაზავი, არ ჟღერს ისე, მაგრამ გემო შესანიშნავია, კარგად შეკაზმული თან (თან ყველაფერი თევზის მოსაწყენია სუფრაზე smile.gif სურათზე მარჯვნივ ყვითელგულიანი ფენები გოგრის პიტაა) :

http://img710.imageshack.us/i/tolma1.jpg/

ესეც ტორტი, ძალიან გემრიელი:

http://img46.imageshack.us/i/torti.jpg/


აქ ნიკოლოზობის სუფრის "ფრაგმენტები">

http://img15.imageshack.us/i/sufra1.jpg/

წითელი ბულგარული წიწაკა იწვება გრილივით ღუმელზე "ცოცხლად", მერე ვაწყობთ ზეითუნის ან სიმინდის ზეთში და ზემოდან ბლომად ნიორი. საწებლები რაც ჩანს, ძალიან გემრიელებია> გატარებული ნიორი ოხრახუშთან ერთად, მეორეა "ხრენ" სოკოსთან ერთად, წითელი კი აჯიკის მსგავსია მწარე წიწაკით.

http://img20.imageshack.us/i/sufra2.jpg/

აქ თევზის გუფთა:

http://img9.imageshack.us/i/gufta.jpg/

პური

http://img710.imageshack.us/i/puri.jpg/

პირადად ჩემთვის მხოლოდ ესეც საკმარისი იქნებოდა smile.gif მჟავეულობა:

http://img10.imageshack.us/i/mjave.jpg/

ნამცხვრები, სამარხო ცხადია>

http://img705.imageshack.us/i/namcxvrebi.jpg/

ეს კი არის ძალიან გემრიელი რაღაც, თხელი ცომის ფენები( ბაქლავის მსგავსი ფენები) პრასის და ქამა სოკოს გულსართით, კარგად შეზავებული სურნელებით და წიწაკით, ხახვით (დღესაც გამოვაცხვე სხვათაშორის, ბიჭებს მოსწონთ):

http://img15.imageshack.us/i/pitar.jpg/
და ყველაფერი ეს დამზადებული ამ ღუმელზე(-ში):

http://img15.imageshack.us/i/pec.jpg/

თუ რომელიმე კერძი მოგეწონებათ ანუ დაგაინტერესებთ, დაწერეთ და მომზადების წესსაც დავწერ



war.gif

სურათში მეორე ნამცხვარი როა იმის რეცეპტი მომწერე რა PM_ში

Posted by: tbilisiforum 5 Sep 2013, 00:04
======================================================================================

Posted by: N143P 5 Sep 2013, 00:21
გამარჯობა ყველას


მე პურმა გამაგიჟა, რას უშვები მეც მომწერე რა
* * *
ორ უმარტივეს რეცეპტს დავწერ ერთმანეთს გავს მაგრამ განსხვავებული გემოთი

მოვხარშოთ ჭარხალი და დავჭრათ გავაცივოთ, ამასობაში მაიონეზი გადმოვიღოთ თასში და ანადუღარი(გაცივებული) წყლით ოდნავ დავათხელოთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, შავი წიწაკა, მარილი, სულ ოდნავ ქონდარი და დაჭრილი ჭარხალიც მოვათავსოთ იგივე თასში, ნაზად მოვურიოთ.

იგივე პრინციპით კეთდება სტაფილოს სალათიც, სტაფილოს გავხეხავთ და გავწურავთ, ამასაც იგივენაირად შეზავებულ მაიონეზს შევურევთ, იმ განსხვავებით რომ ამას მეტი ნიორი სჭირდება და ოდნავ ხარჩოს სუნელიც.

Posted by: anthro 28 Oct 2013, 23:22
tigeona
QUOTE
როგორც ვეგანი საერთოდ არ ვიღებ ცხოველური წარმოშობის საკვებს, ცხადია არც თევზს, არც რძის პროდუქტებს და არც თაფლს, ასევე არ ვიცვამ შალს, აბრეშუმს და ტყავს.


ნუ ცოცხალი რომ ყველაფერი გეცოდებათ გასაგებია მაგრამ რძის ნაწარმი რა შუაშია? რძეს როგორც ვიცი ცოცხალი ძროხები იწველებიან, ამჟამად ინდოელ სიკხებთან მიწევს ცხოვრება და ეგენი არიან ვეგეტარიანელები თუ არიან biggrin.gif მაგრამ რძის ნაწარმს იღებენ biggrin.gif

ან შალი რა შუაშია? ცხვრებს კრეჭენ და ისე ართავენ, რომ არ გაკრიჭონ ისევ ცხვრებისთვის იქნება მგონი ცუდი biggrin.gif

ძალიან ვრცალად და დეტალურად შემიძლია პასუხის გაცემა, მაგრამ არ არის ამ თემის და ამიტომ ძალიან მოკლედ გიპასუხებ: არცერთი შინაური ცხოველი არ გადის პენსიაზე, საბოლოოდ მაგ ძროხასაც კლავენ და მაგ ცხვარსაც და ყველა დანარჩენსაც. გინახავს დაკვლა?
წინააღმდეგი ვარ საერთოდ როგორც ადამიანების, ისევე ცხოველების ექსპლუატაციის და კვლის. როგორც ადამიანის თმისგან ან კანისგან გაკეთებულ ტანსაცმელს ვერ ჩავიცვამ, ასევე ვერ ჩავიცვამ ცხოველისგან გაკეთებულს. ასეთია ჩემი კომენტარი smile.gif


ეს თემა კი ჩემი სამზარეულოს ინსპირაციის წყაროა smile.gif <3

Posted by: ushuaia 7 Nov 2013, 10:00
ავიდააააააააააა............................................

Posted by: aks75 17 Dec 2013, 00:19
user posted image

http://mzareuli.info/?cat=9&show_id=85

Posted by: gio_ooo 23 Dec 2013, 01:20
სამარხვო ყველი მართლა არსებობს??? wink.gif

Posted by: YabalaxianiGuruli 25 Dec 2013, 22:06
ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვიყიდო სამარხვო ნაღები?

Posted by: ninicool 26 Dec 2013, 08:22
gio_ooo
QUOTE
სამარხვო ყველი მართლა არსებობს??? 

კი, არსებობს _ ტოფუ. ყველის გემოსთან არაფერი საერთო არ გააჩნია. სოიოს რძისგან მზადდება.

Posted by: მარიამი 3 Jan 2014, 15:32
ესეც ჩემი სამარხვო გოჭი სოკოთი და კარტოფილით smile.gif ბავშვებიც ვახალისე smile.gif

http://radikal.ru/fp/817e05e6873541698f0dcf98c7217101

ტანი ცოტა დიდი უნდა გამეკეთებინა, შემდეგში გამოვასწორებ

Posted by: killer 3 Jan 2014, 17:27
მარიამი
მარიამ, რა მაგარი რაღაცაა smile.gif

Posted by: მარიამი 3 Jan 2014, 17:32
killer
კი, გემოც კარგი აქვს. ვისაც სოკო და კარტოფილი უყვარს smile.gif ზეთისხილიც დასაყოლებლად ბოლოში biggrin.gif

Posted by: N143P 3 Jan 2014, 18:01
მარიამი
გოჭის ფორმა როგორ მიეცი? რა ლამაზი რამეა

Posted by: მარიამი 3 Jan 2014, 21:21
N143P
მშრალი პიურე გავაკეთე და გამოვძერწე. ჯერ კონტური შემოვავლე გამოსაცხობ დაფაზე. მერე შიგნით მთასავით გავავსე სოკოთი და მერე ზემოდან დავფარე ისევ პიურეთი. ბოლოს გავუკეთე დინგი და ყურები. რომ მეგონა იმაზე ადვილი გასაკეთებელი გამოდგა.

Posted by: lasha9 24 Jan 2014, 16:36
დაიღალეთ ბაზრიდან დიდი პარკებით და მეშოკებით მარაგების ტარებით?
მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურეობა.
http://produqti.myinsales.ru/
https://www.facebook.com/produqti.myinsales.ru

Posted by: tikusha 7 Feb 2014, 10:55
გუშინ სოიოს მარცვლები მოვხარშე
აი ისეთი მყრალი სუნი ადიოდა რომ არ ვიცი რააა, წინა დღეს დავალბე, ვხარშე და მივხვდი რომ ამას ამ სუნს და გემოს ვერანაირი საკმაზით ვერ გავუქარწყლებდი ,ჰოდა ამოვიღე და გადავყარე

Posted by: Jane_L 6 Mar 2014, 17:35
ფიქსირ.......................................................

Posted by: killer 8 Mar 2014, 18:34
tikusha
სოის მარცვლები როგორია? ის ასაწონი სოიო არ იყიდო, საშინელებაა.


ეხლა დავწერ სამარხვო კატლეტის ჩემებურ ვარიანტს. ოჯახს ძალიან მოგვწონს.

მოხარშული წიწიბურა ოდნავ წყლიანი (მე როგორც წესი წინა დღის მოხარშულიო რომ მრჩება იმას ვამატებ წყალს და წამოვადუღებ) ჩავზილოთ.
ცალკე ჰერკულესს დავასხათ ადუღებული წყალი, ოღონდ ძლაინა ბევრი არა, წებოვანი მასა უნდა იყოს.
2 თავი ხახვი, ნიორი ბლომად, მწვანილები და 4-5 ცალი უმი კარტოფილი.
მე ვხეხავ კარტოფილს და დანარჩენ ინგრედინტებს წვრილად ვჭრი, მეზარება გასატარებელი მანქანის აწყობა.
დაუმატეთ ცოტა ძირა, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ამოავლეთ საფანელში (სუხარში) და შეწვით ორივე მხრიდან. არც იშლება და გემოც ძალიან კარგი აქვს.


* * *
ისპანახი ფენოვან ცომში

1 კონა ისპანახი გარეცხეთ და ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში , ხარშეთ 15 წუთი, მერე გადმოიღეთ საწურზე და დაელოდოთ დაწრეტვას.
მოშუშეთ ზეთში 2 საშუალო თავი ხახვი და 2-3 კბილი ნიორი, დაუმატეთ ისპანახი, ცოცხალი ქინძი, მარილი და შავი პილპილი ბოლოსკენ. მე სვანური მარილიც მოვაყარე ცოტა. რომ გამოვრთე, მიახლოებით 2 ჩაის კოვზი მაიონეზი მოვასხი და ავურიე.

გავაბრტყელე ფენოვანი ცომი (მარშეს ცომი) ძალიან თხლად არა, პირიქით, ოდნავ სქელი რომ იყოს ჯობია.
შუაში ჩავდე სიგრძეზე ეს ისპანახის გული და აქეთ იქიდან გადმოვუკეცე (კონვერტის ზომა გამო ვიდა დაახლოებით).
დამეზარა გამოცხობა და შევწვი ტაფაზე ორივე მხარეს.
მაქსიმუმ 15 წუთი უნდა, მაგას თქვენ თვითონ მიხვდებით.
ნოყიერია საკმაოდ. მივირთვით ორმა. დანარჩენი პორციები თქვენ განსზაღვრეთ.

Posted by: 77apocalypse77 8 Mar 2014, 23:01
ტოლმა როგორ კეთდება ხორცის გარეშე???

საერთოდ არ ვჭამ ხორცს და თუ ვინმემ იცით კარგი რეცეპტი დაწერეთ რა
მადლობაsmile.gif

Posted by: ლიკლიკა 9 Mar 2014, 05:28
killer
QUOTE
ასაწონი სოიო არ იყიდო, საშინელებაა.

რატომ ??
არ ვყიდულობ, მაგრამ დამაინტერესა.



ხორცის კატლეტზე ხშირად ვაკეთებ ამას იმდენად გემრიელია
ოსპის კატლეტი.
ოსპი 300 გრ, კარტოფილი300 გრ და სტაფილო 150 გრ მოხარშული სამივე დავაბლენდერე.
ხმელი ქონდარი,სვანური მარილი.
მშრალი როცაა ”ფარში” მარტივად ინარჩუნებას ფორმას.
ნაყინის კოვზით ბურთულად ვიღებ ფარშს, ვაგდებ საფანელიან თეფშში, ვატრიალებ თეფშს, კარგად იგვანგლება კატლეტი საფანელში, მერე უკვე ხელით ვიღებ, ვაძლევ კატლეტის ფორმას და ვდებ ცხელ ტაფაზე უცხიმოდ. მაღალ ცეცხლზე. ვინაიდან შიგნით უკვე მზაა და მთავარია დაიბრაწოს გარედან.


Posted by: tolmisti 9 Mar 2014, 05:28
ტოლმა

----------------------------------------------

Posted by: ushuaia 9 Mar 2014, 13:12
კარგიაა.........................................................

Posted by: viko 10 Mar 2014, 20:32
წიწიბურას კატლეტები
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/
1. ჭიქა წიწიბურას დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი, მოხარშეთ და თავდახურულ ქვაბში ადროვეთ გაცივება.
2. დაუმატეთ დაბლენდერებული 1 საშუალო ზომის ხახვი,3 კბილი ნიორი,ქინძი,ოხრახუში,ნიახური, ცერეცო, 1 ს/კ ტომატი.
მწვანილების საერთო რაოდენობა ერთი მოზრდილი კონის ოდენობით.
3.დააბლენდერეთ წიწიბურა ხახვთან და მწვანილებთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე,დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი.
4.მოამზადეთ კატლეტები,ამოავლეთ საფანელში და შეწვით საშუალო ალზე ოდნავ ზეთმოსხმულ ტაფაზე.
P.S. ფოტოზე ზეთში შემწვარია.რამდენიმე ზეთში შევწვი,დანარჩენი კი უცხიმო ტაფაზე დაბალ ალზე.

Posted by: KotBegemot 10 Mar 2014, 23:24
ლიკლიკა
ოსპს სად ყიდულობ?

Posted by: ლიკლიკა 10 Mar 2014, 23:55
KotBegemot
დედაჩემი მიგზავნიდა , ეხლა ნუგეშის მარკეტებშიც იყიდება, ჯიხურებში არა ოღონდ. თურქულშიც არისო, მე არ მინახავს.

Posted by: kato_stropa 11 Mar 2014, 07:52
KotBegemot
QUOTE
ოსპს სად ყიდულობ?

ყველა დიდ მარკეტში იყიდება. სმარტშიც ვნახე გუშინ. კარფურშიც.

სხვადასხვა ფერებია,მე მწვანე მირჩევნია,უფრო მეგემრიელება. დაბლენდერებული სუპიც არაჩვეულებრივია,უზეთო მჭადებთან ერთად up.gif

http://yandex.ru/video/search?filmId=AF5ogWsSUXI&where=all&text=chichevitsa

Posted by: killer 11 Mar 2014, 13:15
ლიკლიკა
რაფერ ოსპს ყიდულობ?

Posted by: ლიკლიკა 11 Mar 2014, 18:09
killer
მწვანეს. ხან მსხვილს, ხან წვრილს. ორივე გემრიელია, მაგრამ მსხვილი მირჩევნია.
http://russosblog.files.wordpress.com/2013/02/lentils-242x300.jpg?w=194&h=240

Posted by: likable 11 Mar 2014, 19:32

მარიამი

რა მაგარი ხარრრრ!!! გავგიჟდი დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნებოდა.

Posted by: tasikuna-taso 11 Mar 2014, 20:15
ლიკლიკა

უცხიმოდ როგორ შეწვი?
სამარხვო კატლეტები იმის გამო არ მიყვარს ზედმეტ ცხიმს რომ შეიწოვს.


Posted by: KotBegemot 11 Mar 2014, 21:29
ლიკლიკა
kato_stropa
მადლობა

Posted by: ლიკლიკა 12 Mar 2014, 03:11
tasikuna-taso
მშრალი როცაა მარტივად იწვება უცხიმოდ. ტაფაც შესაბამისია, არ იწვავს.
და რასაც ცხიმში ვწვავ , ვდებ ხელსახოციან თეფშზე,ბავშვის გამო დავიწყე ხელსახოცის გამოყენება და ისე შევეჩვიე ცხიმიანს ვერც მე ვჭამ,

Posted by: Christopher Robin 13 Mar 2014, 19:02
სამარხვო კაი გემრიელი ნამცხვის რეცპტი
რომელიც დატესტილი გაქვთ
მირჩიეთ რა...
პლზ......

Posted by: Milena 15 Mar 2014, 21:45
ფალაფელი

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


ინგრედიენტები:

400 გრ.მუხუდო
1 კბილი ნიორი
1 თავი ხახვი
ნახევარი კონაოხრახუში
ნახევარი ქინძი
1/2 სკ. ხმელი ქინძი
1/2 სკ. ძირა
2 სკ.პურის საფანელი

მარილი, წიწაკა,პილპილი,(ახალი პიტნა), გემოვნებით
მუხუდო წინა დღეს წყალში ჩაყრით და გააჩერებთ. მუხუდოს გადაწურავთ და დააბლენდერებთ. ცალკე დააბლენდერებთ ოხრახუშს, ქინძს, ხახვა, ( პიტნას), წიწაკას. დაამატებთ ქინძს, მარილს. გააკეთებ პატარა ბურთებს და შეწვავთ ზეთში. მე სპეციალურ საფანელში ვავლებ.


ჰუმუსი


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ინგრედიენტები:

250 გრ.მუხუდო
3 სკ. თხინას (სეზამის პასტა)
5 სკ. ზეითუნის ზეთი
4თავი ნიორი
4-6 სკ. ლიმონის წვენი
წიწაკა, მარილი, ძირა გემოვნებით


წინა დღეს წყალში დალბობილი მუხუდო მოვხარშოთ, გადავწუროთ. დაახლოებით 100 გრ. ნახარშითან ერთად . დავაბლენდეროთ და თანდათან დავამატოთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, სეზამის პასტა. ბოლოს მიღებულ მასას დავამატოთ ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკა, ძირა.



კარტოფილის სალათა


user posted image

ინგრედიენტები:

700 გრ.კარტოფილი
8 ს.კ ზეთი
2 თავი ხახვი
200 გრ. ბოსტნეულის ნახარში
2 ჩ.კ მდოგვი
4 ს.კ ძმარი
მარილი, პილპილი, ნიორი გემოვნებით

კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭრათ. დაჭრილი ხახვი,ნიორი ჩავყაროთ ბოსტნეულის ნახარში და წამოვადუღოთ. დავუმატოთ მარილი, პილპილი და ცოტაოდენი შაქარი. ვადუღოთ 3-5 წუთი. ცხელივე მოვახსათ დაჭრილ კარტოფილს. დავამატოთ ძმარი, მდოგვი, ზეთი და ამოურიოთ. ბოლოს მოვაყაროთ პაპრიკა და მწვანე ხახვი.

* * *
სამარხვო მაფინები, ქოქოსის რძით smile.gif

user posted image


user posted image

user posted image
ინგრედიენტები:
250 გრ. შაქარი
200 გრ. დაფხვნილი თხილი ან ნიგოზი
270 გრ. ფქვილი
400 გრ. ქოქოსის რძე
100 გრ. ზეთი
2 სკ. გამაფხვიერებელი

შაქარი, თხილი და ფქვილი შეურიოთ ერთმანეთს, დაამატეთ ქოქოსის რძე და ზეთი, ბოლოს გამაფხვიერებელი. გადაიტანე სპეციალურ ფორმებში. ცხვება 20-25 წუთი, 170 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

Posted by: lana-ana 21 Mar 2014, 17:48
მოგესალმებით, ყველას. ძალიან მაინტერესებს სამარხვო პიცას რომელი სანელებლები უხდება. თუ ვინმეს გაგისინჯავთ სუპერმარკეტ "იოლის" სამარხვო პიცა, გამოცდილი დიასახლისები აუცილებლად მიხვდებოდით რა ანიჭებს პიცას ამგვარ სასიამოვნო არომატს და გემოს. გმადლობთ.
* * *

Posted by: levani---1 30 Mar 2014, 21:43
ცოცხალი სოიოს მარცვლებით რა შეიძლება მომზადდეს? მე ვერ ვერკევი და რამე რეცეპტი მირჩიეთ რა. მე ვერ გავაკეთებ მარა ინფორმაციის დონეზე რომ მეცოდინება მივაწვდი ვისაც არს.

Posted by: ik+so 2 Apr 2014, 13:50
tikusha
ძალინ გემრიელად ვაკეთებ ოსტრს მაგ მარცვლებით..ოღონდ ეხლა მითხრეს ცუდ რაღაცეებს შეიცავსო და აღარ ვიყენებ აი უგემრიელესი გამომიდოდა მართლა smile.gif) ხარშვა არ უნდა ადუღებულ წყალს დაასხამ ბლომად და გააჩერებ ნახ.საათით შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხე გაწურე 2 ჯერ...ხახვი ბულგარული მოვთუშე ტომატით ჩავყარე ეგ სოიო დავასხი ადუღებული წყალი სოუსივით რო იყოს ძალიან ბევრი წყალიც არა ჩავუმატე მწარე წითელი წიწაკა ქინძი ნიორი წამოვადუღე და მივირთვი smile.gif
* * *
levani---1
დავწერე გადახედე სოიოს ოსტრი smile.gif მაგრამ თუ არ მიიღებ უმჯობესია განსაკუთრებით დაორსულების პრობლემა ვისაც გაქვთ..არ ჭამოთ ეგ მარცვლები წელიწადში ერთჯერ ჭამეთ.

Posted by: tikusha 2 Apr 2014, 14:45
ik+so
შენ ფარშირებულ სოიოზე ამბობ, ეგ კი არა ლობიოს მარცვლებივით რომ არის იმ სოიოზე დავწერე მე

Posted by: ik+so 3 Apr 2014, 12:48
tikusha
არა ფარშირებული არა.გატარებული ანუ არა კატლეტისთვის რო შეიძლება ეგეთი არა..მარცვლებით გავაკეთე

Posted by: tikusha 3 Apr 2014, 13:19
QUOTE
ხარშვა არ უნდა ადუღებულ წყალს დაასხამ ბლომად და გააჩერებ ნახ.საათით შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხე გაწურე 2 ჯერ...ხახვი ბულგარული მოვთუშე ტომატით ჩავყარე ეგ სოიო დავასხი ადუღებული წყალი სოუსივით რო იყოს ძალიან ბევრი წყალიც არა ჩავუმატე მწარე წითელი წიწაკა ქინძი ნიორი წამოვადუღე და მივირთვი 

eek.gif მაგ მარცვლებს ნახევარი საათი ყოფნის? რას ამბობ, ლობიოსავით 2 საათი უნდა ხარშვა და მანამდე მთელიღამე წყალში რომ იოლად მოიხარშოს შედარებით

Posted by: TAT_TAT_TAT 3 Apr 2014, 22:37
tikusha
QUOTE
2 საათი უნდა ხარშვა


გუშინ საღამოს დავალბე,დღეს დავადგი მოსახარშად,ორი საათი კი არა სამსაათზე მეტი ვხარშე.ცალკე ქვაბში მოვხრაკე ხავი და დავამატე ეს მოხარშული მარცვლები.პატარა ჯამში ძმარში გავხსენი ორი კოვზი ნიგოზი,ნიორის ფხვნილი,წიწაკა,ძირა,კარი ნახევარ-ნახევარი კოვზი.კარგად გავგლისე,ცოტა წყალიც დავამატე და ავურიე ხახვიან მარცვლებს.მერე მწვანილები დავაყარე წვრილად დაჭრილი,ქინძი და ნიახური.მოკლედ სოიოს კირკაჟი გავაკეთე biggrin.gif თითქმის ლობიოს გემო აქვს,ვერ გაარჩევ. პ.ს. მაინც ლობიო მირჩევნია,ერთხელ ვცადე ,ინტერესი მკლავდა biggrin.gif თან მეტი დრო წაიღო და ლობიოზე წვრილი კაკლები აქვს. გარნირადაც არ მიღირს ,დიდხანს უნდა ჩალბობა-ხარშვა.ერთი პლიუსი აქვს,უფრო სასარგებლოა,ვიდრე სხვა მარცვლოვანი smile.gif

Posted by: tikusha 4 Apr 2014, 11:05
TAT_TAT_TAT
აი ხარშვისას ისეთი სუნი დააყენა, რომ ვერ გავუძელი, ამოვიღე და გადავყარე

რავიცი smile.gif

Posted by: TAT_TAT_TAT 4 Apr 2014, 14:17
tikusha

QUOTE
ისეთი სუნი დააყენა, რომ ვერ გავუძელი,



ჩემსას არ ქონდა სუნი,ნუ ოდნავ განსხვავებული ლობიოსგან,თან მე წინა დღის წყალი გამოვუცვალე,რომ ადუღდა გამოვუცვალე,მერე ქაფი მოიკიდა და ისიც გამოვუცვალე ))))))) და თან გამწოვი მქონდა ჩართული.მოკლედ რა,დავასკვენი,რომ ლობიო მირჩევნია chups.gif

Posted by: ik+so 8 Apr 2014, 13:53
QUOTE
მაგ მარცვლებს ნახევარი საათი ყოფნის? რას ამბობ, ლობიოსავით 2 საათი უნდა ხარშვა და მანამდე მთელიღამე წყალში რომ იოლად მოიხარშოს შედარებით

საინტერესოა.უმი ნამდვილად არ მიჭამია smile.gif ძალიან რბილი იყო
* * *
რაღაც სხვადასხვა სახის არის ეტყობა..ფარშირებულიც არ იყო biggrin.gif

Posted by: Jane_L 8 Apr 2014, 15:25
Milena
აუ როგორ მინდოდა კარგი სამარხვო მაფინების რეცეპტიიი <3
ქოქოსის რძე სად იყიდება?

Posted by: nia4u 13 Apr 2014, 23:53
სოკო გავაკეთე დღეს ისეთი, რომ ჩემი თავი შემიყვარდა biggrin.gif
ე.ი.
-გავრეცხე,გავასუფთავე და მოვხარშე ხის სოკო.
ამასობაში გავასუფთავე და დავჭერი ბლომად ხახვი.
თვალის ზომით,მაგრამ დაახლოებით სოკოს რაოდენობის.
-კარგად მოხარშულ სოკოს გადავუწურე წყალი, გავაგრილე, დავჭერი.
ჩავყარე ქვაბში და ზეთში ჩავხრაკე. ცოტა ხანში დავაყარე დაჭრილი ხახვიც და ერთად ვშუშე.
დავამატე დაფნის ფოთოლი, ხმელი ქონდარი და ხმელი პიტნა.
ცოტა ადუღებული წყალი დავამატე, რომ სულ ოდნავ წვნიანი ყოფილიყო.
-ერთი ჩაის კოვზი ტომატ-პასტა გავხსენი ცოტა ანადუღარ წყალში,
დავამატე ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი.
ასევე ბაჟესთვის გატარებულ-შეზავებულ-გამზადებული ნიგოზი 2 სუფრის კოვზი.
(შეუზავებელი ნიგოზიც შეიძლება, უბრალოდ, მე უკვე შეზავებული მქონდა)
ეს ტომატიან-ნიგვზიანი მასა შევურიე სოკოს და გავაგრძელე შუშვა.
-დავჭერი ქინძი და ოხრახუში,დავამატე კერძს,
შევაგემე პილპილ-მარილით და 5 წუთში მზად იყო smile.gif
მჭადებიც დავუცხე...
და დამლოცეს მომარხულეებმა smile.gif

Posted by: fermina 13 Apr 2014, 23:55
nia4u
იიფ, ფაქტიურად სოკოს ხარჩო გაგიკეთებია, ხორცისას არ ჩამოუვარდებოდა დარწმუნებული ვარ love.gif

Posted by: nia4u 13 Apr 2014, 23:57
fermina
არა,ხარჩო არ იყო,
უფრო ხახვში ჩახრაკული სოკო იყო, ბევრი მწვანილით,
ტომატი და ნიგოზი თვალით არ ეტყობოდა, მაგრამ გემო მისცა არაჩვეულებრივი!:)
მაგრამ მე სინდისი მქენჯნის, წეღან სარკეში ჩემს გაბარიტებს მოვკარი თვალი biggrin.gif

პ.ს. შენი ჯეჯილი რას შვება?

Posted by: fermina 14 Apr 2014, 00:20
nia4u
ზოგი მარცვალი ისე აბიბინდა, ყანაში მგონია თავი, ზოგს ჯერ პატარა რაღაც გამონაზარდები გამოუვიდა biggrin.gif ძაან სასაცილოა, ყოველ შემთხვვაში ჩემი შვილი კი დამცინის. მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ, რომ დარჩენილ დღეებში ინებებენ და გაიზრდებიან დანარჩენებიც. smile.gif

Posted by: gudiani_kaci 23 Jul 2014, 16:44
მანდილოსნებო, ქამა სოკო ვიყიდე და რომ შევწვა ტაფაზე დრო რამდენი დამჭირდება?

Posted by: nia4u 23 Jul 2014, 16:49
gudiani_kaci
QUOTE
ქამა სოკო ვიყიდე და რომ შევწვა ტაფაზე დრო რამდენი დამჭირდება?

ეგრე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მალე მზადდება smile.gif

Posted by: Alice_In_Wonderland 7 Dec 2014, 15:10
როგორც მახსოვს კრაბი იჭმევა ეხლა ხო?თევზეულთან ერთად 25-მდე
ანუ თევზეულშI გადის და სამარხვოა, ხო?

Posted by: IngaKh 7 Dec 2014, 15:24
QUOTE (Alice_In_Wonderland @ 7 Dec 2014, 15:10 )
როგორც მახსოვს კრაბი იჭმევა ეხლა ხო?თევზეულთან ერთად 25-მდე
ანუ თევზეულშI გადის და სამარხვოა, ხო?

KიბორჩXალა კი იჭმევა, მაგრამ, ეგრეთ წოდებული ,,კრაბოვიე პალოჩKი" არა, იმიტომ, რომ როგორც ვიცი თEვზის ფარშIსა და კვერცხისგან მზადდება.

Posted by: fermina 18 Dec 2014, 01:52
nia4u
QUOTE
სოკო გავაკეთე დღეს ისეთი, რომ ჩემი თავი შემიყვარდა


მეც გავაკეთე დღეს ეგ სოკო, ჩემი თავი შემიყვარდა და მგონი სხვასაც შევუყვარდი biggrin.gif

ოღონდ მომავალში თუ გავაკეთებ, მწვანილებს არ ვუზამ. ხარჩოს ვარიანტია, სუნელებით და ვფიქრობ მწვანილები ზედმეტია, თავის გემოზე "მიყავს".

Posted by: Q 7 18 Dec 2014, 02:02
QUOTE (Alice_In_Wonderland @ 7 Dec 2014, 15:10 )
როგორც მახსოვს კრაბი იჭმევა ეხლა ხო?თევზეულთან ერთად 25-მდე
ანუ თევზეულშI გადის და სამარხვოა, ხო?




სამარხვო თევზეული და კრაბი თუა კი იჭმევა,
საერთოდ მარხვაზე მხოლოდ სამარხვო ხორცი უნდა მიირთვათ.














Posted by: nia4u 18 Dec 2014, 11:22
fermina
QUOTE
მეც გავაკეთე დღეს ეგ სოკო, ჩემი თავი შემიყვარდა და მგონი სხვასაც შევუყვარდი

2kiss.gif ა,მასე ვიყავი მაშინ მეც biggrin.gif

QUOTE
ოღონდ მომავალში თუ გავაკეთებ, მწვანილებს არ ვუზამ

ხო, ეგ განწყობის ამბავია, ხან ასე ვაკეთებ, ხან-ისე...

გამიხარდა, რომ მოგეწონათ smile.gif

Posted by: Alice_In_Wonderland 18 Dec 2014, 22:13
Q 7
იხუმრე ეხლა თუ რა ქენი?

IngaKh
QUOTE
KიბორჩXალა კი იჭმევა, მაგრამ, ეგრეთ წოდებული ,,კრაბოვიე პალოჩKი" არა, იმიტომ, რომ როგორც ვიცი თEვზის ფარშIსა და კვერცხისგან მზადდება.

ხო, ვნახეთ და კვერცხს შეიცავს


Posted by: BWHC 18 Dec 2014, 23:07
Q 7
სამარხო ხორცი რას მიქვია?

Posted by: ushuaia 19 Dec 2014, 01:30
ხორცი არა იხვი.................................................

Posted by: sul ertia 25 Dec 2014, 16:16
სულით უნდა იმარხულო პირველ რიგში ადამიანმა ჩემის აზრით

Posted by: ninicool 25 Dec 2014, 17:24
sul ertia
QUOTE
სულით უნდა იმარხულო პირველ რიგში ადამიანმა ჩემის აზრით

ეგ სიმღერა მოსმენილი გვაქვს უკვე

Posted by: mashusha 25 Dec 2014, 18:11
sul ertia


ადამიანი სულით მარხულობს თუ არა, ამას სხვა ადამიანი ნაკლებად ხედავს. ღმერთის შესაძლებლობებია ეგ. ჩვენ ვხედავთ რას ჭამს და თუ იცი რამე საკვები, დაეხმარე მომრხულეებს. თუ არადა, უხეშობად ნუ ჩამითვლი, შენ არ მოგმართავ, სულს და გულს ყველა თვითონ მიხედავს.

Posted by: Q 7 25 Dec 2014, 18:21
ninicool
QUOTE
ეგ სიმღერა მოსმენილი გვაქვს უკვე

ორიგინალი თუ ქავერი ?


mashusha
მხოლოდ სამარხვო ხორცი უნდა მიირთვათ მარხვსი დროს
სხვაგვარად სამოთხეში ვერ მოხვდებით. გეუბნებით მე თქვენ





Posted by: ninicool 25 Dec 2014, 20:14
Q 7
QUOTE
მხოლოდ სამარხვო ხორცი უნდა მიირთვათ მარხვსი დროს

აბა დაიფიცე,

მე სამოთხეში მოხვედრის გამო არ ვმარხულობ.


პ.ს. სამარხო სოსისიც მიჭამია, სამარხო ყველიც.

Posted by: Q 7 25 Dec 2014, 21:05
ninicool
QUOTE
მე სამოთხეში მოხვედრის გამო არ ვმარხულობ.

იაღოველები არ მიგულისხმია,
თქვენ სერიოზული ხალხი ხართ.






Posted by: ninicool 25 Dec 2014, 21:17
Q 7
QUOTE
იაღოველები არ მიგულისხმია,
თქვენ სერიოზული ხალხი ხართ.

ცალ-ცალი წინდა მაცვია, თვალი რომ არ მეცეს

Posted by: tasikuna-taso 25 Dec 2014, 23:31
QUOTE
სოკო გავაკეთე დღეს ისეთი, რომ ჩემი თავი შემიყვარდა
ე.ი.
-გავრეცხე,გავასუფთავე და მოვხარშე ხის სოკო.
ამასობაში გავასუფთავე და დავჭერი ბლომად ხახვი.
თვალის ზომით,მაგრამ დაახლოებით სოკოს რაოდენობის.
-კარგად მოხარშულ სოკოს გადავუწურე წყალი, გავაგრილე, დავჭერი.
ჩავყარე ქვაბში და ზეთში ჩავხრაკე. ცოტა ხანში დავაყარე დაჭრილი ხახვიც და ერთად ვშუშე.
დავამატე დაფნის ფოთოლი, ხმელი ქონდარი და ხმელი პიტნა.
ცოტა ადუღებული წყალი დავამატე, რომ სულ ოდნავ წვნიანი ყოფილიყო.
-ერთი ჩაის კოვზი ტომატ-პასტა გავხსენი ცოტა ანადუღარ წყალში,
დავამატე ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი.
ასევე ბაჟესთვის გატარებულ-შეზავებულ-გამზადებული ნიგოზი 2 სუფრის კოვზი.
(შეუზავებელი ნიგოზიც შეიძლება, უბრალოდ, მე უკვე შეზავებული მქონდა)
ეს ტომატიან-ნიგვზიანი მასა შევურიე სოკოს და გავაგრძელე შუშვა.
-დავჭერი ქინძი და ოხრახუში,დავამატე კერძს,
შევაგემე პილპილ-მარილით და 5 წუთში მზად იყო
მჭადებიც დავუცხე...
და დამლოცეს მომარხულეებმა


ეს არის უგემრიელესი კერძი
მე ცოტა ძმარიც დავამატე ბოლოს და ძალიან მოუხდა



* * *
QUOTE
სოკო გავაკეთე დღეს ისეთი, რომ ჩემი თავი შემიყვარდა


ეს მეც დამემართა მგონი
biggrin.gif

Posted by: nia4u 30 Dec 2014, 03:00
tasikuna-taso
ამ რეცეპტით გააკეთე შენც?
მიხარია, რომ მოგეწონათ smile.gif

QUOTE
სოკო გავაკეთე დღეს ისეთი, რომ ჩემი თავი შემიყვარდა

QUOTE
ეს მეც დამემართა მგონი

კარგი გრძნობაა!
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: forever`s_NEVER 2 Jan 2015, 14:26
ჰუმუსი გავაკეთე. სამარხვოა რა თქმა უნდა.

Posted by: tasikuna-taso 7 Jan 2015, 14:39
QUOTE
ამ რეცეპტით გააკეთე შენც?
მიხარია, რომ მოგეწონათ 



კი ამ რეცეპტით.
მეზობლებსაც ვასწავლე და მოგვწონს ძალიან.

Posted by: nia4u 23 Feb 2015, 14:34
მოვიდა ამ თემის დრო!
და ველოდებით ახალ რეცეპტებს და ახალ სურათებს!
2kiss.gif

Posted by: polikarpe 23 Feb 2015, 14:49
დღეს იმგვარი ჟამია დამდგარი,რომ ვიცით უამრავი სალოცავი სიტყვები და მცირედ ვლოცულობთ...ვჭამთ სამარხვო საკვებს.მაგრამ არ ვმარხულობთ...სულიერი ცხოვრების შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას,მაგრამ მისი გამოცდილება არა გვაქვს...აღვიარებთ ცოდვებს,მაგრამ არ ვნანობთ...დავდივართ ტაძრებში და ვდგავართ მსახურებაზე,მაგრამ სულს არ შევიმუსრავთ შემოქმედის წინაშე...და ეს ყოველივე იმის მიზეზით,რომ გულის კარი გვაქვს დაკეტილი!!!
ღირსი პაისი მთაწმინდელი

Posted by: nigo 23 Feb 2015, 14:57
forever`s_NEVER
რეცეპტი თუ შეიძლება smile.gif

Posted by: tukako 23 Feb 2015, 16:18
აუუუუ რამე მარტივი ნამცხვირს პეჩენიის რეცეპტიი არ გაქვთ?? ძალიან მინდა რამე გავაკეთო ბევრი წვალება რომ არ დაჭირდესსს დამეხმარეთ რააააააააააა sad.gif((((((

Posted by: mako95 23 Feb 2015, 20:08
QUOTE
© Breaky

მე ხშირად ვაკეთებ წიწიბურას კატლეტებს და ძალიან გემრიელია

Posted by: Ronaldo9 23 Feb 2015, 21:04
რაიმე წვნიანის რეცეპტი დადეთ რა, ლობიოს სუპი არა ოღონდ

Posted by: tasikuna-taso 25 Feb 2015, 12:28
tukako


http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&id=934&catid=59&Itemid=181

აი ლინკი.

გამოცდილი რეცეპტია. მარტივია და კარგი გამოდის.

Posted by: tukako 25 Feb 2015, 15:35
ვაიმეეეე ვაფშე არ გამომივიდაა დაეკრო ჟარონებზეე ნენტა რატო biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 25 Feb 2015, 16:13
tukako


არ ვიცი რატო. ყოველთვის კარგი გამომდის.

Posted by: GuGaGeo 28 Feb 2015, 20:45
მეგობრებო შემოგვთავაზეთ თქვენი სამარხვო იდეები რამე ახალი კაი ნაცადი გემრიელი კერძების smile.gif

Posted by: nia4u 1 Mar 2015, 16:25
ამ თემის სტუმრებმა წინა გვერდებს რომ გადაავლოთ თვალი, უამრავ საინტერესო რეცეპტს ნახავთ smile.gif

Posted by: Qetevani3 1 Mar 2015, 16:29
სამარხვო კატლეტი ვიცი.უუუუგემრიელესია jump.gif jump.gif jump.gif
* * *
შემადგენლობა:
1 ჭიქა წიწიბურა
1/4 შავი პური
1 ჭიქა ბრინჯი
3 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
ნახევარი კონა ქინძი
წიწაკა და მარილი გემოვნებით
1 ც კვერცხი
200 გრ ფქვილი
მომზადება:

წიწიბურასა და ბრინჯს ცალ-ცალკე მოვხარშავთ. შემდეგ ერთმაეთში ავურევთ და ხორცსაკეპ მანქანაში გავატარებთ ან დავჭყლიტავთ ( როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება). სემდეგ წყალში დამბალ შავ პურს, გატარებულ ნიორს და მწვანილებსაც დავუამტებთ. კვერცხს დდავახლით ა მარილითა და წიწაკით შევაზავებთ. სასურველ ფორმებს მივცემთ, ფქვილში ამოვავლებთ და ტაფაზე შევწვავთ. ნამუ ნამუ wink.gif
* * *
ნუ კვერცხის მაგიერ საფანელი გამოიყენეთ smile.gif chups.gif

Posted by: shushana 7 Mar 2015, 01:49
QUOTE
 სამარხვო კერძები, აბა ვინ რა იცით?



მოვინიშნავ თემას

Posted by: forever`s_NEVER 10 Mar 2015, 21:00
QUOTE (nigo @ 23 Feb 2015, 14:57 )
forever`s_NEVER
რეცეპტი თუ შეიძლება smile.gif

500 გრამი მოხარშული მუხუდო (წინა ღამით წყალში თუ ჩაალბობ, უფრო მალე მოიხარშება)
3 სუფრის კოვზი ტაჰინი (სეზამეს სოუსი)
3 კბილი ნიორი
1 ჩ/კ მარილი
6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვა)
4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
დაფქული პაპრიკა და ოხრახუშის ფოთლები (ზემოდან მოსაყრელად)

მოხარშული მუხუდო ცოტა თავისივე ნახარში წვენით დავაბლენდეროთ. ვამატებს ტაჰინის, ნიორს, მარილს, ლიმნის წვენს, თუ ძალიან სქელია, მუხუდოს ნახარში ისევ დავამატოთ მცირე რაოდენობით. ზეთს ვასხამთ ისე რომ ბლენდერი თან ჩართულია. მზა ჰუმუსი გადავიტანოთ ღრმა თეფშზე, მოვაყაროთ პაპრიკა (ძალიან უხდება!) და ოხრახუშის ფოთლები.


Posted by: forever`s_NEVER 12 Mar 2015, 11:17
nigo
თქვენთვისაა ეს ზედა ''პოსტი' smile.gif

Posted by: tasikuna-taso 14 Mar 2015, 22:51
სამარხვო თაფლაკვერი

http://www.radikal.ru

Posted by: kato_stropa 23 Mar 2015, 18:14
მაქვს დიდი პარკით კოფჩხილო (ღანძილის გარე ბიძაშვილი). მაინტერესებს თქვენი ვარიაციები,როგორ გავაკეთო,რეცეპტი შემომთავაზეთ.

მარინადი როგორ გავაკეთო?

Posted by: nia4u 23 Mar 2015, 18:50
kato_stropa
ჩემი აზრით, სოფა უნდა დათაგო smile.gif yes.gif

Posted by: kato_stropa 23 Mar 2015, 18:54
nia4u
კომპეტენტური რჩევაა biggrin.gif _sofa_

Posted by: avelum 31 Mar 2015, 16:00
მოგესალმებით, მჭირდება ინდ მეწარმე პასკების ცხობასთან დაკავშირებით
იქნება შეკვეთები
ან თუ ვინმეს გაქვთ საცხობი
თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ პირადში

Posted by: nia4u 2 Apr 2015, 21:44
მე ისევ სოკო გავაკეთე biggrin.gif
აბა, ესეც თუ მოგეწონებათ smile.gif
ესე იგი,
ტაფაზე ზეთში მოვბრაწე დაკონსერვებული შამპინიონები (2 დიდი ყუთი).
თან მოვაყარე ცოოტა ხმელი ქონდარი.
ამასობაში დავჭერი 2 კონა ხახვი, თითო კონა ოხრახუში და ქინძი, 3-4 კბილი ნიორი (გემოვნებით).
ერთ პაკეტ მაიონეზში (მე "სლობოდა" მომწონს) გავხსენი სუნელები - ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა, მარილი გემოვნებით... smile.gif
ცოტა ანადუღარი ცივი წყალი დავუმატე, ოდნავ გავათხელე და შევურიე დაჭრილი მწვანილეულობა.
ამასობაში სოკო შეიბრაწა, გავაგრილე და ისიც ამ მაიონეზ-მწვანილებს დავამატე.
ამას გვერდით მივულაგე იმავე ქონდრიან ზეთში შემწვარი მჭადები...

და +2 კილო მოვიმატე, თუ მეტი არა...
facepalm.gif

Posted by: *ნინ* 24 Jun 2015, 10:51
გუშინ გავაკეთე >>> მოხარშულ და გახეხილ კარტოფილს + მოხარშული წიწიბურა + მარილი + პილპილი + სუნელები. მივეცი კატლეტის ფორმა და ზეთში შევწვი smile.gif იდეალური იყო bis.gif

Posted by: ik+so 29 Jun 2015, 11:55
სამარხვო ტორტი მინდა გავაკეთე და რეზინასავით იყო ,,ბისკვიტი '' იქნებ რაიმე ვარიანტი მომაწოდოთ smile.gif))))

Posted by: nia4u 29 Jun 2015, 18:34
ik+so
QUOTE
სამარხვო ტორტი

guruliqali - ს ნამცხვარი ”ანიუტა” ... smile.gif
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695330&st=1155
ფავორიტია სამარხვო ტორტებში!
yes.gif

Posted by: amoeka 15 Aug 2015, 16:42
სამარხვო ბოსტნეულის წვნიანის რეცეპტი მინდა ვინმეს თუ მოგეპოვებათ...

Posted by: nadya-nadya 17 Aug 2015, 20:03
ik+so
200 გრ ვიტამი+0,5 ან 3/4 ჩ ჭ შAქარი კარგად გათქვიფეთ მიქსერით+200 გრ სამარხვო მაიონეზი+ნახევარი ჭ იქა წყალი , შეიძლება მინერალურიც + სურვიისამებრ, ნახევარი კანიანად გახეხილი ლიმონი +2-2,5ჩაის ჭიქა ფქვილი ,რომელშიც გარეულია 1ჩკ სოდა. მოურიეთ კარგად . მიიღება სქელი არაჟნის სისქის ცომი.ამის შემდეგ რამდენიმე ვარიანტია :1. ნახევარს ამატებთ 2 სკ კაკაოს , გამოგივათ 4 ფენა ორი თეთრი, ორიც მუქი 2. + 4 სკ კაკაო და აცხობთ 4 მუქ ფენას. 3. არ ამატებთ კაკაოს და აცხობთ თეთ რ ფენებს . კრემი: 1 ჩჭ შაქარი+0,5ჩჭ ფქვილი 3ჩჭ წყალზე . გაცვებულს + 200-250გრ სამარხვო კარაქი ან იგივე ვიტამი+ბლომად ვანილი კონიაკი ან რომი ან გახეხილი ლიმონი. მზა პროდუქტის რამდენიმე ვარიანტია:ჩემი გამოცდილებით 1.სულ თეთრ ფენებს და თეთრ კრემს უხდება ხილი ფენებს შორის- ფორთოხლი კივი ბანანი ,ნესვი ,ატამი ,გულაბი მსხალი , ალუბალი და სხვ თქვენი გემოვნებით .ზემოდან ვასხამთ ზოლებად საარხვო შოკოლადის სარკალს . 2.შავ-თეთრ ფენებს ასვე ძალიან უხდება ხილი უფრო ბანანი , კივი და ნიგოზი. 3. მუქ ფენებს უხდება ფორთოხალი, ასევე ნიგოზი და ძალიან უხდება თუ კრემში კაკაოს ან შოკოლადს შევურევთ, ანუ შოკოლადის კრემი და ზევიდან მთლიანად მინანქრით დაფარვა

amoeka. წვრილად დაჭრილ ხახვს შუშავთ ზეთში +დაჭრილი სტაფილო , სხვადასხვა ფერის ბულგარული ,რამდენიმე მარცვალი სურნელოვანი და შავი წიწაკის მარცვალი . +გახეხილი პამიდორი .კარგად მოშუშულს დავამატოთ ცალკე მოხარშული კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი თავისიწყლით , ბოლოს + ნიორი და ქინძი ბლომად, ოხრახუში ან სხვა მწვანილები გემოვნებით და სურვილისამებრ დაფნის ფოთოლი. კერძის სისქეს ვარეგულრებთ კარტოფილის ნახარში წყლით .

Posted by: amoeka 17 Aug 2015, 22:24
nadya-nadya
მადლობა დიდი smile.gif

'''''''''''''

Posted by: avgusta 28 Oct 2015, 11:43
"შუბა"
ცნობილი სალათია მაგრამ დავამატე პამიდორი და სალათის ფურცლები ძალიან მოუხდა უგემრიელესი გამოვიდა


http://www.picz.ge

Posted by: xatovani-vani 8 Dec 2015, 12:34
წიწიბურას კატლეტი... მმმ, მე რაც ყველაზე ძალიან მიყვარს არასამარხვო თუ სამარხვო დღეებში, სულერთია, ეს არის წიწიბურას კატლეტი...
მასალა:
წიწიბურა – 1 ჩაის ჭიქა
ბრინჯი – 1 ჩაის ჭიქა
ხახვი – 4-5 თავი
მწვანე ხახვი – 2-3 ძირი
ნიორი – 2-3 კბილი
ოხრახუში, ქინძი, კამა – გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით
პური – 200 გ.
ზეთი – 0,5-1 ჩაის ჭიქა
ორცხობილას საფანელი – 1 ჭიქა

მომზადების წესი:

მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში. baby.gif
* * *
ოღონს მე კოვზით ვამრგვალებ ამ კატლეტებს და არა ხელით smile.gif საერთოდ, რაც უფრო ნაკლებს შეეხებით საკვებს, მით უფრო სუფთა იქნება, მიკრობებისგან დაცული... არააქვს მნიშვნელობა ხელბი თუგინდ სულ სახეხით გაიხეხოთ, მაინც რჩება მიკრობები ხელზე

Posted by: amoeka 15 Dec 2015, 12:38
xatovani-vani
მარხვაში როგრ მიყვარს მეც წიწიბურას კატლეტები smile.gif არ იშლება შეწვის დროს?

ბარბარობისთვის ლობიანი უნდა გავაკეთო და როგორ შევანელო ლობიო?

Posted by: GPS navigation 22 Jan 2016, 17:46
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მომწეროთ იმ ფქვილის სახელები რომლებიც თვითფუებადია და იყენებენ ძირითადად ნამცხვრებში. სურათიც თუ გექნებათ ან სახლში გაქვთ და სურათის გადაღება შეგიძლიათ ძალიან დამავალებთ. ჩემ უცხოელ თანამშრომელს ჭირდება და ვერ მოძებნა ძალიან ჭირდება. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: Ratatat 4 Feb 2016, 03:55
ვინმემ თუ იცით,ტოფუ სადმე იყიდება?



----------

Posted by: დოლორეს 4 Feb 2016, 04:53
xatovani-vani
QUOTE
ელბი თუგინდ სულ სახეხით გაიხეხოთ, მაინც რჩება მიკრობები ხელზე

სოდა სპობს მიკრობებს. smile.gif ლიმონიც და ძმრიანი წყალიც.
ხილის და ბოსტნეულის დეზინფექცია ასე ხდება და სეგვიძლია თამამდ მივირთვათ კანიანად. smile.gif

Posted by: usersss 6 Mar 2016, 10:57
გამარჯობა. ეს სამარხვოა თუ იცით? https://www.google.ge/search?q=roshen++батон&biw=1366&bih=658&tbm=isch&imgil=BlOuHXU3miRGXM%253A%253BMOwI37NfGVaTOM%253Bhttp%25253A%25252F%25252Fwww.roshen.com%25252Fru%25252Fproducts%25252Fukraine%25252Fbatons%25252Fbatons-chocolate%25252Fshokoladnij-baton-roshen-z-nachinkoju-112-112-112%25252F&source=iu&pf=m&fir=BlOuHXU3miRGXM%253A%252CMOwI37NfGVaTOM%252C_&usg=__zZNPx5hBPrNw9sRCy-hENcpX6c4%3D&ved=0ahUKEwi51aq9vavLAhWoJ5oKHdV8BGYQyjcIRw&ei=h9TbVvn1BqjP6ATV-ZGwBg#imgrc=FiwSFGwVgBnpNM%3A


Posted by: sona-ele 14 Mar 2016, 21:59
usersss
სამარხვოა..დღეს შევიძინე და დავაზუსტე სანამ ვიყიდდი..

Posted by: Uxbal 18 Mar 2016, 00:16
ვეგეტარიანელი გავხდი და თუ არ გეზარებათ ადვილად მოსამზადებელი კერძები მირჩიეთ რა jump.gif

პ.ს შემწვარს არ ვჭამ

Posted by: IngaKh 18 Mar 2016, 12:59
QUOTE (Uxbal @ 18 Mar 2016, 00:16 )
ვეგეტარიანელი გავხდი და თუ არ გეზარებათ ადვილად მოსამზადებელი კერძები მირჩიეთ რა jump.gif

პ.ს შემწვარს არ ვჭამ

აქვე, კულინარიის განყოფილებაში, თემაა-,, ტუტე-მჟავური ბალანსი" , მსგავსი მეთოდით მომზადებულ კერძებს-რეცეპტებს დებენ.

Posted by: avgusta 29 Jun 2016, 00:11

პიცა
პურის ფქვილი ზეთში მოზელილი,კეჩუპი,პომიდორი,კარტოფილი,ზეთისხილი,სიმინდი,სოკო,მაიონეზი
გერმიელზე გემრიელია..


http://www.picz.ge

Posted by: aninia 29 Jun 2016, 10:36
avgusta
QUOTE
პურის ფქვილი ზეთში მოზელილი,


-წყალი საერთოდ არა? rolleyes.gif

Posted by: gordas 29 Jun 2016, 15:28
avgusta
კარტოფილიანი პიზა პირველად გავიგე ;დ თან სამარხვო პიცა ;დ




Posted by: avgusta 29 Jun 2016, 15:42
aninia
წყალი ცოტა რათმქაუნდა..


gordas სამარხო თუარა ვეგეტარიანული ერქვას რამნიშვნელობაა უფრო გემრიელი იყო თუ დაიჯერებთ..

Posted by: gordas 29 Jun 2016, 17:08
avgusta
სურათზე კი კარგი ჩანს მაგრამ გემოთი რავიცი...

შენი იდეა იყო?

Posted by: avgusta 29 Jun 2016, 23:46
gordas
ვერ წარმოიდგენთ რა სხვანაირად გემრიელია,ვეგეტარიანელი ნათესავის რეცეპტია ..ცომიც მალე იზილება,მსუბუქია ..
ბროკოლიც უხდებაო,ბულგარული წითელი..

Posted by: adnow.com 20 Jul 2016, 06:03
ზამთარში უკრაქინული დატენილი ბადრიჯნის რეცეპტი. სამარხო.
ბადრიჯანი 5 კგ. 100გრ ნიორი. ტკბილი ბულგარული წიწაკა 0,5 (ნახ-კგ) ცერეცო 1კონა პეტრუშკა 1კონა 200გრ ძმარი 1სუფრის კ შაქარი მარილი გემოვნებით. მომზადების წესი. ბადრიჯანს მრგვალად დაჩერით მოაყარეთ მარილი გააჩერეთ 1 სთ. სანამ ბადრიჯანს მისი წვენი გამოუვა მანამ ბულგარულ ტკბილ წიწაკას ნიორს პეტრუშკას ვატარებთ ხორცის მანქანაში ვამატებ 200 გრ ძმარს შაქარს 1 ს კოვზს მარილს გემოვნებით. ეს მომზადებული მასა ცალკე ჯამში გვაქ. როგირც ფოტოზე განახეთ. შემდეგ ბადრიჯანს ვწვავთ ძალიან ღია ფერად. აუცილებლად სტერილური ბანკები მზად უნდა გქონდეთ. პერიოდულად სანამ იწვება ბადრიჯანი რაც შეიწვა მომზადებულ საწებელში სათითაოდ ჩანგლით ვაწებწბთ მომზადებულ სწებელში. და ვაწყობთ ბანკებში. ისე რომ ბადიჯანი ფარავდეს ბანკის ზედა პირს. 1 კოვზს ზემოდან დავასხამთ საწებელს . თავსახურს დავაფარებთ არ დავხურავთ ლ. შემდეგ როცა უკვე ყველა ბანკაში მოთავსდება ბადრიჯანი საწებელით თავზე დაფარებულ ბანკებს ვდგავთ ჯამში ვასხავთ წყალს და ვადუღებთ 15 წუთი ბანკებს. ბანკის თავსახურს არუნდა ეხებოდეს წყალი. 15 წუთის მერე გადმოდგავთ გაზიდან და ხურავთ თავსახურს. გადმოაბრუნებთ და ფუთავთ თბილად.

Posted by: suiciderspoon 4 Aug 2016, 09:43
რომელიმე საკონდიტრო სამარხვო ფახლავას აცხობს? ტელეფონის ნომერიც ხომ არ გაქვთ?

Posted by: anrito2017 10 Dec 2016, 01:53
QUOTE (Breaky @ 8 Dec 2006, 15:30 )
მოგესალმებით სუყველას და ვიწყებ საკამოდ აქტუალური თემით (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის საკმაოდ აქტუალურია).
პირველ რიგში, დავწერ რა პროდუქტებია სამარხვო და რა არა:

ზოგადად მარხვის დროს არ შეიძლება ხორცეული (ნებისმიერი სახის), თევზეული, რძის ნაწარმი და კვერცხი.
გამონაკლისია საშობაო და პეტრე-პავლობის მარხვა, რომელთა დროს დაშვებულია თევზის მიღება, ოთხშაბათისა და პარასკევის
გარდა. შობის მარხვის დროს კი თევზი დაშვებულია ამ წესით მხოლოდ 25 დეკემბრამდე.



გუშინ გავაკეთე საკამოდ ცნობილი კერძი, რომელიც იმ 100 გვერდს გადამცდარ თემაში არაერთხელ დაწერილა, მარა აქაც დავწერ, რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ wink.gif

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზის სოუსით
ერთი საშუალო თავი ყვავილოვანო კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად და მდუღარე მარილწყალში მოწალეთ. მერე კი ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ. შემდეგ სანამ კონბოსტო გაგრილდება, მოამზადეთ ასეთი სოუსი: 2 პაკეტი სამარხვო მაიონეზი გაათხელეთ ანადუღარი წყლით და შეაზავეთ სუნელებით (ხარჩოს სუნელი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ცოტა ხმელი ქინძი, სვანური მარილი). ბოლოს კი ამ სოუსში ჩააწყვეთ მოშუშული კომბოსტოები, დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში 2 საათით მაინც, რომ სუნელები კარგად გაუჯდეს.
სულ ესაა biggrin.gif


p.s. კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ biggrin.gif

კარგი რაღაც ჩანს ყვავილოვანი კომბოსტო რომ არ ქონდეს givi.gif სვანური მარილი აუცილებელია?

Posted by: Generalissimus 26 Mar 2017, 13:24
------------------------------------------------

Posted by: avgusta 3 Apr 2017, 15:15
"ტრიუფელი" შვრიის ფანტელი,კაკაო,მცენარეული კარაქი,შაქარი,ვანილი,ქოქოსი.

Posted by: adept 7 May 2017, 11:34
სამარხო მარგარინი მირჩიეთ კარგი რომელიც არის თუ იცით. "პეჩენიისთვის" მჭირდება.

Posted by: ძლივს 21 Dec 2018, 23:13
ვახრშავთ მაკარონს (ნებისმიერი სახის), ხარშვის ბოლოსკენ წვრილად დაჭრილ ხახვს ზეთში მოვთუშავთ, დავამატებთ ცოტა ნიორს, ამ ყველაფერს დავამატბს მოხარშულ მაკარონს, დავამატებთ გათხელებულ ტომატის პასტას (ბევრს არა), დავაყრით მარილს, პილპილს, მქვანე ხახვს (დაჭრილს), რეჰსნს დაჭრილს. ამოვურევთ კარგად და ეგაა. თუ გშია გემრიელი გამოდის smile.gif

Posted by: Isane 2 Feb 2019, 15:54
გუშინ გამოვაცხე "პეჩენია"
გლუტენ გაცლილი ხორბლის ფქვილი. ბრინჯის ფქვილი, ბანანის ფქვილი, მცენარეული კარაქი, ქიშმიში, ფინიკი, ჩახეხილი ნიგოზი, ბუნებრივი დამატკბობელი ფრუქტოზა ხუტოროკის, ვანილი, დარიჩინი, ერთი სავსე კოვზი თაფლი, სოდა, ვაშლის ძმარი, ჰიმალაის მარილი უმწიკვესი რაოდენობით, შოკოლადი ნაფხვენებად და გამოვიდა უგემრიელესი..
დღეს არაქისის კარაქი მაქვს გეგმაში..


ვინმეს დავპატიჟებ თუ უნდა.
მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო იძახიან lol.gif

Posted by: masai11 23 Jun 2020, 22:26
კარტოფილის სოუზი.

user posted image
--------------------------------
ინგრედიენტები:
1. კარტოფილი - 0.5 კგ
2. ოჯახური ტომატი, მორსი ან რამე მაგდაგვარი - 1 ჩაის ჭიქა. ან ტომატის პასტა - 1+1 სუფრი კოვზი
3. ნორი - 1 კიჭი
4. ზეთი - 0.5 ჩაის ჭიქა
5. ხახი - 300 გრამი
6. ქინძი და ოხრახუსი - თვალის ზომით
7. მარილი - გემოვნებით.

კარტოფილი და ხახვი, გასუფთავებული და დაჭრილი ელოდება ქვაბში ჩასხმული ზეთი კარგად გაცხელებას.
ცხელ ზეთში პირველად ჩავუშვებთ ხახვს. კარგად მოვშუშავთ და ამის შემდეგ ვამატებთ კარტოფილს.
ცოტა ხანს ვაცდიდ. შემდეგ ვამატებთ ტომატს, კარგად მოვურევთ და ცოტა ხანს ისევ გავაჩერებთ ცეცხლზე.
ვა,ტებთ ანადუღარ წყალს ისე რომ კარტოფილი დაიფაროს. მოვირევთ და ვტოვებთ ცეცხლზე კარტოფილის მოხარშვამდე.
მოხარშვას რომ ცოტა დააკლდება, კერძს ვამატებთ ნიორთან და მარილთან ერთად დანაყილ მწვანილს.
კარტოფილი მოიხარშება თუ არ კერძიც ეგრევე მზადაა. სწორედ მანდ უნდა მოვაბნოოთ კერძს დაჭრილი მწვანილი.
სულ ეგაა.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image



Posted by: Generalissimus 15 Oct 2020, 23:30


---------------------

Posted by: Artist 27 Oct 2020, 13:28
avgusta
QUOTE
სამარხო თუარა ვეგეტარიანული ერქვას რამნიშვნელობაა უფრო გემრიელი იყო თუ დაიჯერებთ..

ვეგეტერიანული თუა მაშინ ყველიც შეიძლება და ნამდვილი პიცა გამოდის... მაგრამ შენ რა რეცეპტითაც გააკეთე
სამარხვო სჩანს ანუ ვეგანური... სადაც ცხოველური არაფერია შერეული... აუცილებლად გავაკეთებ და გავსინჯავ...

* * *
მე დღეს ვაპირებ სამარხვო ლობიანების გაკეთებას, ვიღებ ცომს ვაბრტყელებ და ვდებ შიგ გამზადებულ,
ანუ შეკმაზულ ლობიოს და ამოვუკეცავ ბოლოებს, შუაში ღიას დავტოვებ რომ არ გაიბეროს და ელ. ღუმელში
გამოვაცხობ... ვნახოთ როგორი გამოვა... ისე მასეთი მეთოდით კარტოფილის ღვეზელი და კომბოსტოსიც
გამიკეთებია და კარგი გამოსულა... მანდაც წინასწარ უნდა მომზადდეს შიგთავსი, მოხარშული კარტოფილი
ხახვთან ერთად მოხრაკული და შავი პიმპილით და ცოტა მარილით... იგივე კომბისტოს შემთხვევაში, უბრალოდ
კომბოსტოს პირდაპირ ვხრაკავთ ტაფაზე.. ზეთში და ბოლოსკენ ხახვსაც დავაჭრით და შ.პიმპილი ცოტა მარილით..
შემდეგ ცომში შევახვევთ ამ შიგთავსს და ელ. ღუმელში გამოვაცხობთ....

ხო ცომიც ვეგანური ანუ სამარხვოდ უნდა კაგეკეთდეს... ანუ წყალი ცოტა მარილი(1 ჩ.კ.) და საფუარში მოვზილავთ ცომს.
მერე დავდებთ თბილ ადგილას რომ ამოფუვდეს... და შემდგომ ამოვიღებთ ბურთულებად გავაბრტყელებთ, შიგთავსს
ჩავდებთ და ელ. ღუმელში ჰერი ჰერიი... smile.gif

Posted by: avgusta 9 Dec 2020, 12:14
Artist
ეხლა ვნახე



წელს აღმოვაჩინე ლობიანში სახაჭაპურე ყველი...
საუცხოოდ გემრიელია.
გასასინჯად ცოტა შეიძლება გამოცხვეს..


Posted by: temart 22 Feb 2021, 21:11
იკრა,თევზი და ყველი ხომ ითვლება სამარხვოდ?



Posted by: GEORGEXIII 4 Apr 2021, 00:36
temart
ეგ ფუფუნებაა ჩემო ძმაო biggrin.gif

Posted by: ninicool 19 Apr 2021, 13:48
temart
QUOTE
იკრა,თევზი და ყველი

არაა სამარხო

იკრას და თევზს მიირთმევენ შობის და პეტრეპავლობის მარხვებში და დანარჩენი მარხვების გარკვეულ დღეებში, ყველი არასდროსაა დაშვებული მარხვაში.

Posted by: lalom84 14 May 2021, 12:10
test test test test test test test test

Posted by: avgusta 12 Dec 2021, 23:07
ოსპი (სტაფილოსფერი)

1ხელ გავაკაკეთე .
ცოტა წვნიანი ვარიანტია.
მოხარშულში ჩავყარე კარტოფილი, მოშუშული სტაფილო,ხახვი.
მეორეჯერ საოცრად გემრიელი გამოვიდა.
გადავწურე,მოვბრაწე ხახვი,ბულგალური,გახეხილი სტაფილო,პომიდორი,ნიორი.
ჭამით ვერ გაძღებიო ამაზე ცაა ნათქვამი.

Posted by: snizi 26 Apr 2023, 01:43
ninicool
QUOTE
იკრას და თევზს მიირთმევენ შობის და პეტრეპავლობის მარხვებში

სამარხვო კვება მცენარეულ ანუ არაცხოველურ კვებას არ ნიშნავს?
იკრა და თევზი თუ მოსულა მარხვაში ეგრე ხორცმა რა დააშავა?
კაი იკრა თუ გადავირტყი, კაი თევზეულით ტუჩები მოვიქონე, მაგარი მარხვააა და სულიერებაშიც მაგრამ იხსნება თურმე..
avgusta
QUOTE
ოსპი (სტაფილოსფერი)

1ხელ გავაკაკეთე .
ცოტა წვნიანი ვარიანტია.
მოხარშულში ჩავყარე კარტოფილი, მოშუშული სტაფილო,ხახვი.
მეორეჯერ საოცრად გემრიელი გამოვიდა.
გადავწურე,მოვბრაწე ხახვი,ბულგალური,გახეხილი სტაფილო,პომიდორი,ნიორი.
ჭამით ვერ გაძღებიო ამაზე ცაა ნათქვამი.

ყოჩაღ ავგუსტა agree.gif

Posted by: 11-F 26 Apr 2023, 13:03
QUOTE
ოსპი

ოსპის რაგუ გააკეთეთ, არ ინანებთ yes.gif

Posted by: sniz 13 May 2023, 14:16
temart
QUOTE
იკრა,თევზი და ყველი ხომ ითვლება სამარხვოდ?

მარხვა არა და ფეიქ მარხვა უნდა ერქვას ამას.
სადაც თევზია იქ ხორცმა რაღა დააშავა?




Posted by: 11-F 13 May 2023, 19:42
QUOTE (sniz @ 13 May 2023, 14:16 )
temart
QUOTE
იკრა,თევზი და ყველი ხომ ითვლება სამარხვოდ?

მარხვა არა და ფეიქ მარხვა უნდა ერქვას ამას.
სადაც თევზია იქ ხორცმა რაღა დააშავა?

ხალხს მარხვა რაღაცის "არ ჭამა" რომ ჰგონია biggrin.gif

სამარხვო ნამცხვრებით სკდება ხოლმე მეზობელი drug.gif

Posted by: sniz 13 May 2023, 20:09
მე ვიცი რომ ზოგადად მარხვაში იზღუდება ცხოველური პროდუქტი და გასაგებია რატომაც.
მაგრამ ცხადია მარხვის დაყვანა და დახურდავება საკვების მიღება არ მიღებაზე - არასწორია.


Posted by: 11-F 14 May 2023, 11:53
sniz
გეთანხმები. smile.gif

მარხვა რომ მორჩება ბოდიში და ღორებივით მიაცხრებიან ყველაფერს, ისედაც წყალში ჩაყრილია ყველაფერი და რაზე იკლავენ თავს რაღაცეების შეზღუდვით biggrin.gif

თემას რაც შეეხება, ათასნაირი ფხალეული გვაქვს, საკმაოდ კალორიული. რამდენი რამე არ მაქვს გასინჯული, წინაა მთელი სიამოვნება yawn.gif

Posted by: sniz 14 May 2023, 12:15
11-F
QUOTE
არხვა რომ მორჩება ბოდიში და ღორებივით მიაცხრებიან ყველაფერს, ისედაც წყალში ჩაყრილია ყველაფერი და რაზე იკლავენ თავს რაღაცეების შეზღუდვით

აბა :დ

Posted by: ინფლუენსერი 14 May 2023, 12:50
sniz
თუ სამარხო კერძების რეცეპტი არ იცით, თემას ნუ გააოფებთ. რელიგიის განყოფილებაში შეგიძლიათ გამოთქვათ პრეტენზიები მოწმუნეთა მიმართ givi.gif

Posted by: sniz 14 May 2023, 16:56
ინფლუენსერი
მემგონი თქვენ არ გესაუბრებით და არც მოდერატორი არ ხართ რო რაიმე მითითება მომცეთ. რამე ხო არ მეშლება?

Posted by: 11-F 14 May 2023, 18:19
QUOTE (sniz @ 14 May 2023, 16:56 )
ინფლუენსერი
მემგონი თქვენ არ გესაუბრებით და არც მოდერატორი არ ხართ რო რაიმე მითითება მომცეთ. რამე ხო არ მეშლება?

93 გვერდი რეცეპტები წერია სულ biggrin.gif

p.s.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ეკალას სეზონია ახლა, ჩავსკდები საღამოს yawn.gif

Posted by: sniz 14 May 2023, 19:15
11-F
QUOTE
93 გვერდი რეცეპტები წერია სულ

ხო მაგრამ რა გაოფება?! თემას დედა აქვს მოდღნული როგორც მთელ ფორუმს.
ბოლო პოსტი იუზერ ავგუსტას რამდენიმე წლის წინ ეწერა.

კაცი შვილი აქ არ შემოდის უკვე რამდენი ხანია.
რა გაოფებაზე მესაუბრებით.




Posted by: მაისი 1 Jun 2023, 23:50
მარხვა როგორ უნდა ისწავლო? ეკლესიაში ასწავლიან სწორ მარხვას?

Posted by: closedtab357 10 Oct 2023, 01:51
https://receptebi.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/

user posted image

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:34
სამარხვო ღორის ხორცს სად ვიყიდი?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)