რას ნიშნავს ვექტორული კავშირი? ეს ურთიერთობა აგებულია დაქვემდებარების პრინციპზე.ზოდიაქოს ნიშნები წყვილდებიან როგორც ბატონი და მსახური.ყოველ ნიშანს ჰყავს თავისი ბატონი და მსახური, რის შედეგადაც იკვრება ვექტორული წრე
ჩვენგან მერვე ნიშანთან ყოველთვის რთულია რომანტიული და პარტნიორული ურთიერთობები. უძველეს ასტროლოგებს მიაჩნდათ, რომ მერვე ნიშანი სიკვდილის, ტრანსფორმაციის, საბედისწერო სიყვარულის სიმბოლოა. ჩვენგან მერვე ნიშანთან ყოველთვის გვაქვს, გაურკვევლად ძლიერი მიზიდულობა. ამიტომაც ეძახიან ასტროლოგები ამგვარი ტიპის ურთიერთობას ვექტორულს. მერვე ნიშნის პარტნიორთან ჩვენ ყოველთვის გვიჩნდება აუხსნელი და ძალიან ძლიერი ემოციები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და მაგნიტივით ვეწებებით მას. ამასთან ერთად, სექსუალური თავსებადობის კუთხით ეს არის კავშირი, რომელიც იდეალურ ან იდეალურთან მიახლოვებულ ურთიერთობას განაპირობებს. მერვე სახლი ხომ სექსის თემას კურირებს ზოგადად. თუმცაღა ოჯახური ცხოვრებისთვის, ჩვენი კავშირი მერვე ნიშანთან ძალზე რთული და პრობლემატურია.
მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ "მელას მაინც თავისი მაღრჩობელა უყვარსო".
ბატონი და მსახური
ვერძი- ქალწული
კურო-სასწორი
ტყუპები- მორიელი
კიბო-მშვილდოსანი
ლომი-თხის რქა
ქალწული-მერწყული
სასწორი-თევზები
მორიელი-ვერძი
მშვილდოსანი-კურო
თხის რქა-ტყუპები
მერწყული-კიბო
თევზები-ლომი
ვექტორულ წყვილში თავიდანვე ადვილად იწყება ურთიერტზემოქმედება, ვექტორები მძაფრად გრძნობენ ერთმანეთს, ადვილად იქცევენ ყურადღებას , გამოარჩევენ მასაში და მცირე დროში ხდებიან განსაკუთრებულნი ერთმანეთისთვის.ეს ორმხრივი პროცესია და არაა დამოკიდებული იმაზე ვინ ბატონია ვინ მსახური.პირველი რაც იგრძნობა ვექტორთა ურთიერთობაში არის გაძლიერებული ენერგოინტენსივობა, ეს შეიძლება დავახასიათოთ როგორც სისავსის, მთლიანობის შეგრძნება.შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდების თავისებურებებზე, რადგან მსგავსი ურთიერთობები აბსოლიტურად არაპროგნოზირებადია.
ვექტორული ურთიერთობების პლიუსები
+პარტნიორებს შორის კავშირი სწრაფად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მყარდება.სრული ურთიერთგაგება და ურთიერთობის მოთხოვნილება "გაუმაძღრობა"
+ვექტორთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა.კარგად თუ ცუდად იქნებით , ერთად არასოდეს მოიწყენთ
+მიჩნეულია, რომ ვექტორი შემთხვევით არ ჩნდება თქვენს ცხოვრებაში.საბედისწერო შეხვედრას თავისი ჭკუის სასწავლებელი დატვირთვა აქვს და პიროვნების განვითარებას ემსახურება
ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს ბატონს შეხვდებით ის შეუცდომელი სიზუსტით აღმოაჩნეს თქვენს ყველა გაუცნობერებელ შიშს და თავდაუჯერებლობის მიზეზს და მნიშვენლობა არ აქვს რამდენი დრო გავა ის ყოველთვის მიაგენბს თქვენს აქილევსის ქუსლს.
+ასეთი კავშირი მძიმედ წყდება.შორდებიან რიგდებიან მერე ისევ შორდებიან და ასე დაუსრულებლად.ვერც ერთი ვერ ელევა მეორეს.თუ ვექტორული კავშირი შედგა, წლობით გრძელდება და მისი დარღვევა ძალიან რთულია.
ვექტორული ქორწინების ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ წყვილს არ შეუძლია ცხოვრება არც უერთმანეთოდ და არც ერთად.
მინუსები ნახეთ აქ >
http://astroblogi.com/%E1%83%9C%E1%83%98%E...3%A1-%E1%83%96/http://www.astrologi.ge/astro-shethavseba/...vin-batoni.html საწყის ეტაპზე ინიციატორად/თაყვანისმცემლად ბატონი გვევლინება.პირველადაც ბატონი ცივდება რაც უფრო გულგრილი ხდება ბატონი მით უფრო იმატებს მსახურის მხურვალებაძალიან დამაინტერესა ამ თემამ.რა გამოცდილება გაქვს თქვენთ ბატონებთან და მსახურებთან?
This post has been edited by marimari11 on 19 Nov 2015, 00:36