DC Extended Universe - ამერიკული მედია ფრენჩაიზი და საერთო ფიქციონალური სამქაროა, რომელიც აერთიანებს Warner Bros. Pictures-ს მიერ გამოშვებულ სუპერგმირულ ფილმებს. მოცემული ფილმები დაფუძნებულია DC Comics-ის პერსონაჟებზე. საერთო სამყაროში, კავშირი იქნება ძირითადად ისევე, როგორც ორიგინალ კომიქსებში : სიუჟეტის ელემეტებით, პერსონაჟებითა და მსახიობებით.
DCEU-ს პირველი ფილმია 2013 წელს გამოსული Man of Steel, რომელიც წარმოადგენს სუპერმენის ძველი ფილმების რებუთს. ფრენჩაიზის შემდგომ ფილმებს წარმოადგენენ Batman v Superman: Dawn of Justice და Suicide Squad, რომლებიც 2016 წელს გამოდის.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
DC-ს მომავალი პროექტები:
Wonder Woman (2017)The Justice League Part One (2017)The Flash (2018)Aquaman (2018)Shazam! (2019)Justice League Part Two (2019)Cyborg (2020)Green Lantern Corps (2020)ასევე ბენ აფლეკი გადაიღებს ფილმს ბეტმენზე, რომლის სცენარს ჯეფ ჯონსთან ერთად დაწერს.
Man of Steel-ის სექუელი 2016 - 2020 წლების პერიოდში გამოვა.
ვრცელდება ხმები, რომ ფილმი კიბორგზე შეიძლება თინეიჯერი ტიტანების ფილმად გადაკეთდეს. სხვა შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ თინეიჯერი ტიტანები პირველად კიბორგის ფილმში გამოჩნდებიან.
გრეგ ბერლანტი იღებს Booster Gold/Blue Beetle საერთო ფილმს, რომლის სცენარისტად ზაკ პენი მოისაზრება.
რაც შეეხება Justice League Dark-ს (Dark Universe), არ არის ცნობილი იქნება თუ არა ფილმი DCEU-ს ნაწილი. გავრცელებული ხმების მიხედვით ფილმის გადაღება 2016 წელს დაიწყება.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბარი სონენფილთან The Metal Men-ის ადაპტაციასთან დაკავშირებით.
როგორც Bleeding Cool იუწყება Warner Bros. Pictures მუშაობს ფილმზე Legion of Super-Heroes, რომელიც DC-ს პასუხი იქნება, მარველის გალაქტიკის მცველებზე.
სხვა პროექტები:
2008 წელს აპირებდნენ გადაეღოთ ფილმი Green Arrow: Escape from Super Max. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ოლივერ ქვინს დანაშაულის გამო (რომელიც მას არ ჩაუდენია) ციხეში ათავსებენ, რომელიც სავსეა საშიში ბოროტმოქმედებით. თავის გადასარჩენად გმირს უწევს ციხიდან გაქცევა. სამწუხაროდ პროექტი ვერ შედგა.
2009 წელს Warner Bros-მა დაანოსა, რომ გაი რიჩი გადაიღებდა ფილმს ლობოზე. რიჩი აპირებდა გადაღების დაწყებას 2010 წელს, მაგრამ პროექტი მიატოვა, შერლოკ ჰოლმსის სექუელი რომ გადაეღო. როლზე თავიდან განიხილებოდა დუეინ ჯონსონი, რომელმაც ასევე პროექტი დატოვა. ამჯერად ჯონსონი შავი ადამის როლს შეასრულებს ფილმ შაზამში.
2011 წლის მაისში Warner Bros-მა სცენარისტები დაიქირავა Hawkman-ის ფილმისთვის. Man of Steel-ის პრექუელ კომიქსში კარტერ ჰოლის რასა, კრიპტონელების მიერ მოხსენებულია. როგორც ბარბაროსთა რასა. რითაც დასტურდება თანაგარიანელების რასის არსებობა DCEU-ში.
2010 წელს ჯოელ სილვერმა გამოაცხადა, რომ იქნებოდა swamp thing-ის ფილმის პროდიუსერი, რომლის სცენარსაც აკივა გოლდსმენი დაწერდა. ფილმის რეჟისორად ვინჩენცო ნატალი დანიშნეს. რეჟისორმა გადაწყვიტა ფილმის გადაღება გარკვეული დროით გადაედო. რამდენადაც ცნობილია Swamp Thing ფილმ Dark Universe-ში გამოჩნდება.
დისის კომიქსებზე გადაღებული ფილმები:
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_films...ed_on_DC_Comicsდისის კომიქსებზე გადაღებული სერიალები:
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_telev...ed_on_DC_Comics
It's not the answers that matter, it's the questions.