Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ტოიოტა ვიტზი,ჰონდა ფიტი,მერსედესი A-კლასი


Posted by: zik-001 10 Oct 2012, 01:46
გაუმარჯოს ყველას,თუ ვინმეს გყავთ ამათგან რომელიმე,იქნებ თქვენი აზრი მითხრად დადებითი და უარყოფითი რა აქვს.

მინდა 2002 წლიდან გამოშვებული ა/მანქანა,ეკონომიური,საწვავს ცოტას,რომ მოიხმარდეს და ნორმალურად რომ დადიოდეს.
რომელია ამ სამიდან ?

მაინტერესებს ეს ძრავები

ა კლასის მერსედესი 1.9
http://www.radikal.ru
ჰონდა ფიტი 1.5
http://www.radikal.ru
ტოიოტა ვიტზი 1.3 ან 1.5 RS
http://www.radikal.ru
ჩვეულებრივი ვიტზი არ მომწონს, RS რაღაც განსხვავებულია და მემგონი უფრო ლამაზია.
პ.ს მე რაც გავიგე "ჭორია,თუ არა არ ვიცი" ა-კლასის პრობლემა არის კაროპკებიო,ჰონდა ფიტის პრობლემა არის ვარიტორი "კარობკაო" + საჭე არ გადადის კარგადო,ელექტრონული რული აქვსო.
რაც შეეხება ტოიოტა ვიტზის,არავის არაფერი უარყოფითი არ უთქვამს.




Posted by: _DoMM_ 10 Oct 2012, 02:03
QUOTE
ჰონდა ფიტი 1.5

კაიხანია ყავს ჩემ სიძეს...ნუ მიახლოებით წელიწადნახევარზე ოდნავ მეტი იქნება თითქმის 2 წელთან მიახლოებული რა....1 ხელაც არ ყოლია ხელოსანთან სერვისის გარდა ანუ ზეთი და რამე...ვარიატორს რაც შეეხება თუ თავის დროზე არ უსხი ზეთი გაფუჭდება აბა რას იზამს მე როგორც ვიცი ყოველ 30K ზე უცვლიან ზეთს...საჭეგადატანილი მინახავს მაგრამ მე პირადად არ ვიცი ვის როგორ გადაუტანია და როგორ გამოდგომია....საჭის გადატანის მხრივ მე ცოტა ჩემებური ხედვა მაქვს...საჭე უნდა იყოს იქ სადაც ქარხანამ დაუყენა და პრობლემებიც აგცდება...

Posted by: juzi_juzi 10 Oct 2012, 02:11
ჰონდა ფიტი თუ მარჯვენა საჭის პრობლემა არ ექნება ადამიანს - ლიდერია up.gif

Posted by: m@lish 10 Oct 2012, 02:50
http://imageshack.us/photo/my-images/222/mercedesa190twin3.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/687/hondafit2002.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/805/2e5c0c8a1.jpg/

შენი ასარჩევია რათქმა უნდა,მარა ჩემი ხმა ტოიოტას + რსსს.

Posted by: karlson 10 Oct 2012, 09:42
ჰონდა ფიტი რა თქმა უნდა, მარა ტოიოტა რს მაგრა მომწონს და მაგარი უპრობლემო მანქნააა, ნუ ეს რს ცოტა ძვირიანია როგორც ვიცი მარა მაგარია up.gif ჩემი ხმა მაინც ჰონდა Fიტს

Posted by: Temch 10 Oct 2012, 10:19
ვიტზ 1.5 რს მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია. არამარტო გამძლეობის გამო. გაწევაც ძალიან ნორმალური აქვს, მანევრირებაც, ტევადობაც, ეკონომიურიცაა. 180-ს დაახლოებით 30 წამში უპრობლემოდ იღებს და ეკონომიის ამბავში 40-დან მეხუთე სიჩქარით თავისუფლად ეწევა. პატარა აღმართებშიც ადვილად ადის 40-ით და მეხუთეთი.

ფიტსაც დაახლოებით იგივე უპირატესობები აქვს. გაწევა მაგდენი არ აქვს, მარა უფრო ტევადია და სალონიც უფრო სასიამოვნო შესახედია (სუბიექტურად). საჭეზე მართალია. ელექტრო გიდრავლიკა აქვს და გადატანა სარისკოა. კარობკას უფრო მეტი ყურადღება უნდა, ვიდრე ვიტზს.

ა-კლასი დაივიწყე.


ჩემი ხმა
http://www.radikal.ru

Posted by: hyberbecka 10 Oct 2012, 10:26
მე ფიტი მირჩევნია ვიტზს გარეგნობის გამო ... თან უფრო ტევადი არის ... ა კლასი მართლა დაივიწყე ... ვიტზი რს მართლა, უბრალოდ ფიტი უფრო იაფი დაგიჯდება ვიდრე RS vitz. მე ვაპირებ ეხლა ყიდვას და ფიტი მინდა, რომ ვიყიდო smile.gif

Posted by: guga_nukri 10 Oct 2012, 10:30
A კლასი დაივიწყე, საკმაოდ პრობლ;ემური მანქანაა

მე ვტზს გირჩევდი რს

Posted by: Temch 10 Oct 2012, 10:37
მაზდა დემიოც არ უნდა იყოს ცუდი მანქანა. არ ვმჯდარვარ და ჩემს ნაცნობსაც არვის არ ყავს, მარა სიმპატიურია და აღწერებიც კარგი აქვს. სპორტ მოდელი 1.5 ძრავით და ტიპტრონიკითაა. აბვესიც განსხვავეული და მომხიბლავი აქვს. თან მემგონი ფასიც არაა მაგ ორზე მეტი.

Posted by: AgeraR 10 Oct 2012, 10:52
VITZ ყველა ვარიანტში.... ყველაფერში ჯობია fit-ს და ა კლასი დაივიწყე საერთოდ

Posted by: axlguns 10 Oct 2012, 11:02
zik-001
A კლასი გამორიცხე.
ფიტის ერთადერთი + ალბათ უფრო დიდი სალონი და საბარგულია.ჩვეულებრივ ვიტზს სჯობს,რს-ს ვერა.
მეც ვარჩევდი მეუღლისათვის და საბოლოოდ ვიტზი RS ვიყიდეთ. ძალიან მაგარი მანქანაა.

Posted by: jije1 10 Oct 2012, 11:21
http://www.radikal.ru +1

Posted by: zik-001 10 Oct 2012, 12:21
გაიხარეთ მადლობთ ბიჭებო... მერსედესი ამოვარდა საერთოდ ფიქრიდან ?

მე მინდა იაფიანი 2002 დან ზემოტ მანქანა,რომელიც იქნება ეკონომიური და რაც ყველაზე მაგრად მარელვებს,ეს არის საჭის გადატანა.

თუ საჭე იდიალურად არ გადავიდა არც ფიტი მინდა არც ვიტზი და არც მიცუბისი კოლტი ეს ვარიანტიც მაინტერესებდა.

ამ სამივე მანქანა აქვს მარჯვნივ საჭე,ყველა ვარიანტში უნდა გადავიტანო საჭე,დიზაინიტ მაგრად მომწონს ფიტი და კოლტიც,მაგრამ ეს საჭის გადატანა მაგრად არ აქვთ კარგ დღეში ?

ფასებს ვუყურებ ეხლა და ძვირია უფრო ვიტზი რს-ი ვიდრე სვა ეს მოდელები + წლითაც უფრო ახალგაზრდა მომდის ფიტი და კოლტი ვიდრე ვიტზი.

და რაც ყველაზე მთავარია უნდა იყოს აუცილებლად ავტომატი,ან ტიპტრონიკი,მექანიკამ დამტანჯა ტო,გადააგდე გადმოაგდე,თან ამ საცობებში ხომ...

მინდა განვიხილოთ,ავტომატები,მათი პრობლემები და დადებითი მხარე + საჭის გადატანა,რომელი უფრო საიმედოა და კარგი ვარიანტი + ეკონომიური საწვავით

Posted by: karlson 10 Oct 2012, 13:29
zik-001
კოლტი მყავდა მაგარი მანქანაა, უბრალოდ წვის ამბავს ვერ გავუგე ვერაფერი, კატალოგშიც მეტი უწერია წვა ვიდრე ვიტზი ან Fიტი მარა როგორც მანქანა ორივეს ჯობია სილამაზითაც და ტევადობითაც. გაწევაც მაგარი ქონდა, კარობკა ძალიან მაგრადა. სალონი უფრო დიდი აქვს სხვებთან შედარებით

Posted by: zik-001 10 Oct 2012, 13:40
karlson
საჭე გადატანილი გქონდა ?

აქ რა მანქანებზეც ვსაუბრობ,ყველას საჭე უნდა იყოს მარცხნივ,და აი მერე პრობლემები მაინტერესებს + ეკონომია და ა.შ

მარჯვენა რულით არ მინდა,უეწველი უნდა გადავიტანო მერე და,აი მერე რა ხდებ და რა მოხდება ეგ მაინტერესებს.

Posted by: jije1 10 Oct 2012, 13:45
zik-001

რულის გადატანა თუ გინდა ვიტზი უნდა იყიდო ნებისმიერ ვარიანტში, ყველაზე უპრობლემოდ გადაგის ვიტზე მარტო!

Posted by: karlson 10 Oct 2012, 13:45
zik-001
არა არ გადამიტანია, myautoზე აგდია ერთი მარცხენა რულით, მაგრა მომეწონა ზუსტად ეგეთი ფერის მყავდა.

როგორც ვიცი ვიტცებზე უპორობლემოთ გადააქვთ რული

Posted by: razzmus 10 Oct 2012, 13:55
ჩემი ხმა ფიტს! თუმცა საჭის პრობლემა თუ გაქვს და აუცილებლად გადატანას აპირებ Vitz
გიყიდია და ეგაა ... smile.gif მე მაგ ორი მანქანის მფლობელი და უკმაყოფილო ჯერ არავინ მინახავს ...
უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრით სალონით ჰონდა ბევრად ჯობია, ის ცოტა კინდერივითაა smile.gif
ჰონდა იქნება თუ ტოიოტა 1.3 იანს არ გირჩევ, 1.5 ზე მოახდინე ორიენტირება ...
კოლტთან შეხება არ მქონია და სხვები მეტს იტყვიან ალბათ smile.gif
წარმატებები !

Posted by: crv777 10 Oct 2012, 13:55
zik-001
გამარჯობა

შენი პოსტიდან როგორც ჩანს, უნდა იყიდო ამათ შორის "მალალიტრაჟკა" ავტომატიკა + ამას საჭე უნდა გადაატანინო
ფიტის შემთხვევაში
ახალი ჩამოყვანილი განბაჟებით 4500$ + ამას საჭის გადატანა (მოკლედ საწვალებელია) საშუალოდ 1200$ თუ მეტი არა... სულ გამოვიდა 5700$
http://myauto.ge/car_details.php?car_id=4780368

ამას არ გირჩევნია პირდაპირ მარცხენასაჭიანი HONDA JAZZ (იგივე FIT_ია) ევროპიდან დაითრიო?
მაგალითად ეს http://suchen.mobile.de/auto-inserat/honda-jazz-1-4-ls-automatik-klima-t%C3%BCv-neu-geesthacht-bei-hamburg/163729918.html?lang=de&pageNumber=1&__lp=29&scopeId=C&sortOption.sortBy=price.consumerGrossEuro&makeModelVariant1.makeId=11000&makeModelVariant1.modelId=12&makeModelVariant1.searchInFreetext=false&makeModelVariant2.searchInFreetext=false&makeModelVariant3.searchInFreetext=false&minFirstRegistrationDate=2002-01-01&transmissions=AUTOMATIC_GEAR&negativeFeatures=EXPORT
ამის ჩამოყვანა დაგიჯდება 3300+900 ევრო(ტრანსპორტირება... მაქსიმუმს ვამბობ) =4200 X 1.29 = 5418$ თბილისამდე + ამას განბაჟება 650$
6068$_ში გეყოლება 2003 წლის ქარხნულად მარცხენასაჭიანი გერმანულიHonda jazz (ფიტი)

იაპონიაში 1.5_ია , გერმანიაში კი 1.4 I-DSI ძრავებზეა მაღალი თორქით

მემგონი 300-400$ რაც მოგვცა სხვაობა იმათ ღირს რომ აქაურ გადამტანებს არ დააგლეჯინებ მანქანას და მერე კიდევ როგორ ააწყობენ ღმერთმა არ იცის

დანარჩენი შენ იცი, წარმატებები

P.S.zik-001 მე შენს ადგილას ჯაზს მექანიკას ვიყიდდი და ეკონომია მერე გენახა biggrin.gif

Posted by: Temch 10 Oct 2012, 14:00
მე მქონდა გატანალი საჭე იმ ვიტზ რს-ზე სურათიც რომ დავდე. ორიგინალი საჭით, რა თქმა უნდა, ჯობია. მარა პრობლემები წვრილმანებშია. სავარძელი ისე არ სწორდება, როგორც გინდა. სარკეები ბოლომდე არ სწორდება, ფეჩს და კონდიციონერს ჰაერის დანაკარგი აქვს. სიჩქარეზე საიდაღაც ფეხებთან ხანდახან ცოტა უბერავდა, მარა საიდან ვერ ვიგებდი და მასეთ რაღაცეებში. ალბათ ეს პრობლემები ნებისმიერი გადატანილი საჭისთვის ერთიდაიგივე იქნება.

Posted by: Thugsterr 10 Oct 2012, 14:08
ჩემი ხმა ვიტზ ძაან კაია მე მაგრად მომწონს A კლასი კიდე მაგარი ბანძობაააა პრობლემური მართლაა და ვიდზეც რა აი ვიტზე რა ვტქვა ერთ ფორუმელს რო ყავს ცისფერი აი ეგეთიც ძაან მაგარია მომწონს tongue.gif

Posted by: >>levani9<< 10 Oct 2012, 14:28
გამძლეობაში ტოიოტა ვიტზი ჯობია ამათ ბევრად.
მაგრამ კომფორტულობაში ჰონდა ფიტი ჯობია ბევრად ვიტზს. უბრალოდ ვარიატორ კარობკას უნდა მოფთხილება დანარცენი ამასაც არაფერი ემართება ისეთი. ჰონდის ძრავზე არაფერს ვიტყვი. უკვე ჰონდაა და ამით ნათქვმია ყველაფერი რომ მაგარი ძრავი აქვს.
მერსედესი A კლას არ გირჩევ.

Posted by: Forester 10 Oct 2012, 14:31
QUOTE
ა კლასის მერსედესი 1.9

ამამ მანქანა არ ჰქვია, კარობკის გარდა დიდი მახინჯი ელექტრო სისტყემა აქვს, მაგალითად ვოზდუხამერი ცალკე არ იცვლება, იმიტომ რომ იგი კომპიუტერთან ერთადაა და მთლიანობაში ძვირი ღირს... გარდა ამისა მისი არც მანევრირება ვარგა და სავალი ნაწილების მხრივაც მაგარი კაპრიზნია

რაც შეეხება ფიტს, მისი პრობლემა არ არის ვარიატორი, კარგი მანქანაა ძალიან, უბრალოდ ვიტცი უკეთესია რა smile.gif

Posted by: dola28 10 Oct 2012, 14:31
ვიტსი არის პირველი ამ სამიდან
არც უნდა დაფიქრდე.
ისე ფიტს კოლტი ჯობია კიდევ

Posted by: >>levani9<< 10 Oct 2012, 15:05
dola28
ვერა ნაირად ვერ ჯობია კოლტი ფიტს smile.gif

Posted by: Temch 10 Oct 2012, 15:24
QUOTE
ერთ ფორუმელს რო ყავს ცისფერი აი ეგეთიც ძაან მაგარია მომწონს

http://www.radikal.ru
ეჰ, მართლაც კარგი იყო sad.gif

Posted by: Thugsterr 10 Oct 2012, 16:24
QUOTE (Temch @ 10 Oct 2012, 15:24 )
QUOTE
ერთ ფორუმელს რო ყავს ცისფერი აი ეგეთიც ძაან მაგარია მომწონს

http://www.radikal.ru
ეჰ, მართლაც კარგი იყო sad.gif

იყო რა აღარააა??smile.gif) რა მოუვიდა? biggrin.gif

Posted by: zik-001 10 Oct 2012, 17:17
ესეიგი ვიტსი რს ჯობია ამ სამიდან რა როგორც გავიგე.
crv777
QUOTE
მექანიკას ვიყიდდი

ეს არ ახსენო ამის დედაც.... გადააგდე გადმოაგდე,ზოგჯერ იმდენს დავდივარ,რომ მაღიზიანებს უკვე მექანიკა.... ავტომატი უეჭველი!!!

Temch
QUOTE
მარა პრობლემები წვრილმანებშია.

ეს წვრილმანია ტო ? მსხვილმანია ეს !!! ფეხებში,თუ გიბერავს,კონდეციონერი კარგად არ მუშაობს,სავარძელს ვერ მოირგებ შენს გემოზე..... მსხვილმანია ეს უკვე.
dola28
QUOTE
ისე ფიტს კოლტი ჯობია კიდევ

კოლტზეც ესე მითხრეს,რომ ელეკტრონული რული აქვსო,თუ რაღაც ეგეთი და არ გირჩევთ გადატანასო,თორე გადასვლით გადადისო...
crv777
ეგ მოდელები სამწუხაროდ არ გამოდის კარგი "რულგადატანილი" sad.gif თორე ვიზუალურად კარგია ეგეც.
რას ევროპულ ვერსიას შეეხება ცუდი არ არის კარგია,ავტომატები არის ეგეთი ? ჩამოყვანა ლოდინი და მსგავსი რამე არ მინდა,მირჩევნია 500$ მეტი გადავიგახო და აქ ვიყიდო ვიდრე ველოდო ...


Temch
რიალურად რამდენს წვავს ვიტზი რს 1.5 ავტომატიკა ? ან 1.3 ავტომატიკა ?

მექანიკები არ განვიხილოთ აკ,მექანიკას მოუტ.... დედა... მხოლოდ ავტომატი-ტიპრონიკი

Posted by: Temch 10 Oct 2012, 18:15
Thugsterr
დაიმტვრა. სანაპიროზრ დამარტყა უკნიდან შავმა ბენვემ და წინ ორი მანქანა გავიტანე. იანვრის დასაწყისში მოხდა ეს ცუდი ამბავი. მერე ესე ნაავარიები გავყიდე და ახლმა პატრონმა რო აღადგინა ერთ კვირაში ეგეც ავარიაშI მოყვა. ახლა ისევ აღდგენის პროცესშია.

QUOTE
Temch
რიალურად რამდენს წვავს ვიტზი რს 1.5 ავტომატიკა ? ან 1.3 ავტომატიკა ?

1.3-1.5-ს შორის წვაში დიდი სხვაობა არაა. ჩვეულებრივი სიარულით 7-9 ლიტრი ქალაქში. ამინიდის მიხედვით. 5-ლიტრი ქალაქში და 3 ლიტრი ტრასაზე ზღაპრებია. 1.0 მექანიკაც არ წვავს ეგრე ცოტას.

Posted by: karlson 10 Oct 2012, 19:08
ახლა ვნახე კატალოგში, თურმე ავტომატი ქონია ვიტს, აი რატომაცაა უფრო გამძლე ვიდრე ჰონდა smile.gif

Posted by: _DoMM_ 10 Oct 2012, 19:30
ჰონდა ჯაზი დაითრიე და ეგაა თუ მარცხენაზე გინდა მანდამაინც...

Posted by: demna_ 11 Oct 2012, 11:01
მე მყავს ვიტზი , წელიწადზე მეტია. არასდროს ქონია პრობლემა, ნუ ზეთი, ფილტი რაც აუცილებობაა ამის გარდა ხელი არ დამიდია მანქანისთვის. საკმაოდ კაი გამავლობა აქვს, რაც ამ მანქანით ცუდ გზებზე მივლია და საკაიფოდ დადის. + მანევრირება კაი აქვს. კომპაქტურია, სადაც გინდა იქ შეტენი biggrin.gif ნუ სალონი კი არ აქვს მთლად მოწოდების სიმაღლეზე, მარა მაგარი ვირია რა smile.gif საჭე მე არა მარა , მეზობელმა გადაიტანა და უპრობლემოა.

Posted by: GrigolS 11 Oct 2012, 11:30
პირადად მე ვიტსის სალონი იმდენად არ მევასება რომ ვრანაირ ვარიანტს დადებითად ვერ შევაფასებ. ა კლასზე კიდევ ისეთი ლეგენდები მსმენია რომ ყიდვად არ ღირს.

ჩემი აზრით ფიტი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება. ასევე ვარიანტია Nissan March 1.2 SR, მაგრამ ეს მექანიკაა. თუმცა ყველა იმ მინუსს რაც სტანდარტულ მარჩს აქვს ასწორებს (საშინელი სიდენიები, უუუუუბანძესი ავტომატიკა, ძალიან პლასმასის საჭე)

Posted by: T E L A 11 Oct 2012, 12:13
zik-001
ყველაზე კარგი რჩევა მოგცა crv777 მა.
მეც ა კლასის მერსედესით დავიწყე,მერე ათას სისულელეს მოვედევი ,მაგრამ ბოლოს არჩევანი Honda Jazz-ზე შევაჩერე.
ბოლოს და ბოლოს ვიზუალურად ძალიან ეფექტურია და საკმაოდ ტევადია,ვიტცი თავისი პლიუსების მიუხედავად სათამაშო "პიპას" მაგონებს, მანქანად ვერ აღვიქამ,თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და არჩევანი თვითონვე უნდა გააკეთო.

Posted by: Nok 11 Oct 2012, 18:00
ხო მაგრამ ჯაზი გაცილებით ძვირია ვიდრე ფიტი.

yes.gif

პლიუს ევროპიდან ჩამოყვანილი უფრო ნაჯაყჯაყები იქნება ვიდრე ნიპპონიდან yes.gif

Posted by: lapsha5 11 Oct 2012, 21:02
QUOTE
ა კლასის მერსედესი

down1.gif


QUOTE
ჰონდა ფიტი 1.5

up.gif

user posted image


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: T E L A 11 Oct 2012, 21:24
QUOTE
ხო მაგრამ ჯაზი გაცილებით ძვირია ვიდრე ფიტი.

დიდი განსხვავებაც არ არის.
QUOTE
პლიუს ევროპიდან ჩამოყვანილი უფრო ნაჯაყჯაყები იქნება ვიდრე ნიპპონიდან

ევროპული არ ნიშნავს რომ აუცილებლად ნაჯაყჯაყები იქნება,და იაპონური მოვლილი.

Posted by: zik-001 11 Oct 2012, 21:25
ეკონომიური უნდა იყოს თავისთავად,გინდა ჯაზი იყოს გინდა ფიტი და გინდა ვიტზი,მაინტერესებდა,რომელი უფრო ეკონომიურია + რომელზე უფრო უკეთესად გადადის რული და სესანახად რომელია კარგი,თორემ გემოვნება მაქვს იდიალური


lapsha5
ვერ გადააქვთ ამ ფიტზე რული და რა ვუყო ტო,შე ეცი თუ გინდა ამ ხელოსნებს და... გარანტიას ვერ გაძლევენ,ისე ვიზუალურად მომწონს მეც.
Nok
ვერ ვნახე ეს ჯაზი გასაყიდი ინტერნეტში,საინტერესო არაფერია.

ვიტზე ჩევაჩერე ისევ ყურადღება 1.5 რს დანარჩენი ვიტსები მართლა ძალიან საშინელებაა,ეს რს-ი გავს კიდე მანქანას smile.gif))

შემთხვევით,ხომ არ იცით ვინმემ, ტორპედოები ვის ჩამოაქვს ? კერძოდ დუბაიდან... ტორპედო მინდა შევიძინო და არის რამე ფირმა,ან კომპანია რომელსაც დუბაიდან ჩამოაქვს ნაწილები ?

ტოპედო მინდა უეჭველი!!!

Posted by: _DoMM_ 11 Oct 2012, 21:48
zik-001
მომკალი და ვიტსის სალონი არ მომწონს საზიზღრად 2ლარიანი დიზაინერის დიზაინია facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: zik-001 11 Oct 2012, 22:30
_DoMM_
არ გადადის ისე როგორც საჭიროა სხვა მოდელზე ძმაო და... თორე მეც კი არ მხიბლავს ამის სალონი.

Posted by: Faniack 11 Oct 2012, 22:47
zik-001
http://auc.carauction.ge/aj-aHmE70PBU0vIoy.htm

ცოტა დიდი თუ გინდა აგე ეს დაითრიე ძმაო კოროლაა იგივე ფაქტიურად ვიტსზე და ფიტზე ოდნავ ძვირი დაგიჯდება მარა ნორმალური სალონი აქვს 2ვეზე დიდიცაა და პაჩწი მაგათსავით წვავს მარა ზატო მანქანას გავს

კოლტივით და ვიტსივით ბოტასს არ გავს და ფიტივით სპიჩკის კოლოფს ;D

Posted by: rezir 12 Oct 2012, 10:40
ეგ ა კლასი არ ვარგა user.gif

ვიზუალით ფიტი, მაგრამ უფრო პრაქტიკულია მგონი ვიტზი

პოლი გაგეკეთებინა ისე კარგი იქნებოდა, და სამივე მოდელს ხმას მისცემდნენ smile.gif

Posted by: zik-001 12 Oct 2012, 17:02
rezir

QUOTE
პოლი გაგეკეთებინა ისე კარგი იქნებოდა

რა პოლი გამეკეთებინა ?

Faniack
საერთოდ გაანადგურე შენ ეს პატარა მანქანები ხომ ? biggrin.gif
ამ შემთხვევასი ოკონომია მაინტერესებს მეგობარო.

Posted by: rezir 12 Oct 2012, 17:43
zik-001
გამოკითხვის ჩამატება

Posted by: aladini 14 Oct 2012, 21:22
zik-001
შენთვის გინდა ტო?
ისე, მეც ვფიქრობ ბიჯო ვიტცზე (დანარჩენები მკიდია, საჭის გადატანის პონბტშიდ ა არც განვიხილავ)
პროსტო 1.5 რს იმდენად ძვირი გამოდის, უაზრობაა მაგაში მაგდენი ფულის გადახდა, 1.3-ს დაითრევ ოპტიმალურ ფასში, 86 ცხენი აქვს და დაღუღუნებს თავისთვის (ისე, 1.0-ს ბევრად ვერ ჯობია, კაროპკის პონტში თითქმის ერთიდაიგივე შეგრძნებებია აჩქარებისას ორივე ძრავზე, მარა 1.3 მაინც 4 ცილინდრია ბოლო-ბოლო რა).
მე თუ გადავწყვიტე და თუ მშვიდობა იქნა, 1.3-ზე ვიფიქრებ ალბათ რა

* * *
რაღაც პონტში, თუ ოჯახში მხოლოდ 1 მანქანაა, ამის ყიდვასაც აქვს აზრი. იგივე ვიტცია (ძრავი, ხადავოი...), მარა უფრო ტევადი რა
http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=3326657
* * *
http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=4799814
ასეთი დაუკვეთე, გადაოტან საჭეს და ეგაა რა

Posted by: jije1 14 Oct 2012, 22:37
QUOTE
რაღაც პონტში, თუ ოჯახში მხოლოდ 1 მანქანაა, ამის ყიდვასაც აქვს აზრი. იგივე ვიტცია (ძრავი, ხადავოი...), მარა უფრო ტევადი რა
http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=3326657


ჩემი მანქანა გაიჩითა smile.gif)

Posted by: biboia777 14 Oct 2012, 23:03
zik-001
http://suchen.mobile.de/auto/search.html?scopeId=C&isSearchRequest=true&lang=ru&sortOption.sortBy=price.consumerGrossEuro&makeModelVariant1.makeId=11000&makeModelVariant1.modelId=12&ambitCountry=
აგერ ჯაზების მეტი რა არის)) მარა ძვირებია

Posted by: T E L A 14 Oct 2012, 23:48
თვითღირებულება+ ტრანსპორტირება +განბაჯება საერთო ჯამში რა დაჯდება?

კარგი ფერია გოგოსთვის up.gif თუმცა შავი და თეთრი ყველაზე მეტად უხდება ამ მოდელს.
http://suchen.mobile.de/auto-inserat/honda-jazz-1-2-cool-pirmasens/169004816.html?lang=ru&pageNumber=3&__lp=160&scopeId=C&sortOption.sortBy=price.consumerGrossEuro&makeModelVariant1.makeId=11000&makeModelVariant1.modelId=12&makeModelVariant1.searchInFreetext=false&makeModelVariant2.searchInFreetext=false&makeModelVariant3.searchInFreetext=false&negativeFeatures=EXPORT

Posted by: aladini 15 Oct 2012, 19:56
ვაა, მომილოცავს, წეღან დავინახე ეზოში smile.gif)
მაგარ საკაიფო ვიდზეა smile.gif

Posted by: zik-001 15 Oct 2012, 23:17
aladini
მადლობა.
ჯიგარი ხარ smile.gif

Posted by: ხარონი 15 Oct 2012, 23:53
zik-001
QUOTE
ა კლასის მერსედესი 1.9

1.6 მყავს ლონგი, საშუალოდ 20 ლარის ბენზინით გადის 100 კმ-ს ქალაქში
სავსე ბაკმა (50 ლიტრი) მომატარა ქობულეთი,
მთელი გზა მაღალი გაზით და კონდიციონერით ვიარე + ოჯახი და ტვირთი
რომ ჩამოვედი ორი დღე ქალაქშიც მატარა ნარჩენმა ბენზინმა

კარობკის პრობლემები აქვსო ამბობენ, მაგრამ ჩემსას ღმერთმა დამიფაროს მსგავსი არაფერი აქვს, ჯიგრულად მუშაობს
არ ვარ უკმაყოფილო მანქანით, მაგრამ მაინც უნდა გავყიდო


Posted by: natashka55 9 Dec 2012, 01:12
ხარონი
QUOTE

1.6 მყავს ლონგი, საშუალოდ 20 ლარის ბენზინით გადის 100 კმ-ს ქალაქში
სავსე ბაკმა (50 ლიტრი) მომატარა ქობულეთი,
მთელი გზა მაღალი გაზით და კონდიციონერით ვიარე + ოჯახი და ტვირთი
რომ ჩამოვედი ორი დღე ქალაქშიც მატარა ნარჩენმა ბენზინმა

კარობკის პრობლემები აქვსო ამბობენ, მაგრამ ჩემსას ღმერთმა დამიფაროს მსგავსი არაფერი აქვს, ჯიგრულად მუშაობს
არ ვარ უკმაყოფილო მანქანით, მაგრამ მაინც უნდა გავყიდო

ხო რა გულს ნუ მიხეთქვათ ერთი თვეა ვიყიდე და მე ძალიან მომწონს ა კლასი, ნუ საერთოდ მერსედესი smile.gif))

Posted by: Bosaxi 9 Dec 2012, 03:15
zik-001
A კლასი მყავს 2 წელია და აი იმენა კმაყოფილი ვარ, ნუ ჩემი არაა მალალიტრაშკა 12 ლიტრას ჭამს smile.gif
აქედან რომელს გყოლიათ A კლასი? ბიძაშვილს ყავდა და მეზობელს ყავდა არ ვიყოტ, პროსტა ერთი პერიოდი გაჭორეს რომ კარობკა აქვს სუსტიო.
კაროჩე ჩემი ხმა A კლასს იასნია, და სალონით ფიტზე, ვიტზე უფრო დიდი სალონი აქვს, შემიძლია შევადაროთ wink.gif ხო და ნახადუც ჯობია smile.gif

http://www.radikal.ru
საერთოდ არ უნდა კითხულობდე, შენ რომელიც გევასება ეგ იყიდე wink.gif
აქ ფერარს 500 ტი ჯობია smile.gif არადა არც 500 ყოლიათ ნუ ფერარზე ხომ ზედმეტია ბაზარი biggrin.gif

Posted by: Tatuka2012 18 Dec 2012, 14:40
კარგი თემააა.. მეც იგივე კითხვები მქონდა რაც ამ თემის შემქმნელს და ვიპოვე პასუხებიც tongue.gif smile.gif

Posted by: karlos913 26 Jan 2014, 15:58
საინტერესო თემაა smile.gif მე ჯაზი მომწონს უფრო... შედარებით დახვეწილია ორივე მანქანაზე. თან მექანიკა და მაგაზე ეკონომიური მანქანა არ ივლის დედამიწაზე :დდ MUGEN-ის თუნინგით ხო ვაფშე up.gif

Posted by: Berkem Al Atomi 26 Jan 2014, 17:15
A-კლასს აქვს იმდენი რამე ნამდვილ მერსედესთან, როგორც abibas-ის ფირმის ბოტასებს ორიგინალთან. ერთი უპირატესობა აქ ის, რომ (ჯერ) კიდევ ჩინეთში არ არის მათი წარმოება.

Posted by: ქართლოსი 26 Jan 2014, 21:06
zik-001
QUOTE
ა-კლასი დაივიწყე.

yes.gif


Posted by: Tatuka2012 27 Jan 2014, 12:06
ა კლასის მერსედესი მეგობარმა გოგომ იყიდა და ძალიან ნანობს :-( :-( კარობკა აფრენს ხოლმე, სიჩქარეებში რომ აგდებს პირიქით იგებს biggrin.gif ვიტზი ვიზუალურად არ მევასებაო და აჰა ირბინოს ეხლა ყოველ კვირა ხელოსნებთან :-)

პ.ს. ვინმესთვის ეკითხა მაინც...

Posted by: alekoleqso78 3 May 2014, 08:51
QUOTE (jije1 @ 10 Oct 2012, 13:45 )
რჩევა მათ ვისაც უნდა საჭის გადატანა.

მე მინდა აგიხსნათ ერთი რამ რაც დაგეხმარებათ მიიღოთ
სწორი გადაწყვეტილება საჭის გადატანასთან დაკავშირებით.

საჭე ბევრს გადააქვს მაგრამ არც თუ ისე კარგად, როგორც პირდებიან კლიენტებს. ზოგან რულავოის კარგად აკეთებენ ტორპედოს ცუდად, ზოგან კიდე პირიქით, ზოგან ერთიც და მეორეც კარგია,მაგრამ ამ დროს აგმოჩნდება ,რომ შუშის ამწევ დამწევი კნოპკების პლასტმასები არ არის კარგად გაკეთებული და კიდევ მრავალი სხვა ვარიანტი არსებობს. თქვენ თუ სადმე იცით რომ რულავოი და ელექტროობა კარგად გადააქვთ, მაგრამ ამავდროულად არ მოგწონთ სხვა დანარჩენი, შეუთანხმდით მხოლოდ მაგ მომსახურებაზე.{რულავოი და ელექტროობა ერთ ავტოსერვისში უნდა გაკედეს რათა მოახდინოთ გადაადგილება სხვა ავტოსერვისში}, დანარჩენი შეგიძლიათ სხვა ავტოსერვისში გადაატანინოთ. ამ პრინციპით თუ გადაიტანთ საჭეს ბევრად ხარისხიანი გამოვა თქვენი ავტომობილი. ასევე ყოველთვის შეამოწმეთ მანქანა ტორპედოს დადგმამდე და თუ რამე არ მოგეწონებათ მიუთითეთ, რომ გამოასწორონ ხარვეზი. და კიდევ რაც მთავარია სთხოვეთ, რომ შენადუღები და განაჭრევი ადგილები შეღებონ,რათა დაიცვათ თქვენი მანქანა კოროზიისგან. ასევე დაალუქიეთ ხვრელები კარგად რათა არ შემოაღწიოს ხმაურმა და ქარმა.

Posted by: forum-ge 8 Jul 2015, 20:32
ეს თემა მთლიანად გადავიკითხე და საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი რომელია ყველაზე ნაკლებად პრობლემური ა კლასი, ფიტი თუ ვიტზი.

ა კლასი ძალიან გაასაზიზღრეთ, მაგრამ ქალაქში ბევრი მოძრაობს და თუ ასეთი პრობლემურია ამდენ ხალხს რატომ ყავს?

მოკლედ ვისაც არ გეზარებათ იქნებ დაწეროთ რომლის ყიდვა ჯობია 3კ -ს ფარგლებში (2005 წლიანებზე მაქვს ძირითადად საუბარი)

Posted by: zik-001 8 Jul 2015, 23:28
forum-ge
ჩემი გახსნილია ეს თემა,თავის დროზე ბევრს ვფიქრობდი,თუ რომელი უნდა მეყიდა და საბოლოოდ გადავწყვითე ვიტი რს-ი.
უმაგრესი მანქანაა თავის კლასში,უპრობლემო და ა.შ
ისე მომეწონა ვიტი რს-ი,რომ გავყიდე ძველი კუზაო და ახალი კუზაოზე შევიძინე,მაგარია ტოიოტა smile.gif



Posted by: stelss93 9 Jul 2015, 00:57
მერსედესი A-კლასი თავის კლასში და აქაურ პირობებში ერთ-ერთი საუკეთესოა.
კომპ.დიაგნოსტიკა, რეალური გარბენის ნახვა 557 704 098 https://forum.ge/?f=74&showtopic=34206225&st=1065

Posted by: volovo s 9 Jul 2015, 08:16

QUOTE
მერსედესი A-კლასი თავის კლასში და აქაურ პირობებში ერთ-ერთი საუკეთესოა.

gigi.gif givi.gif
































A კლასი და საუკეთოსოა biggrin.gif

Posted by: AGENT007 9 Jul 2015, 09:10
stelss93
QUOTE
მერსედესი A-კლასი თავის კლასში და აქაურ პირობებში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბაზარი არაა შენთვის საუკეთესოა კიდევ ერთი ხშირი კლიენტი გეყოლება lol.gif lol.gif lol.gif
zik-001
გლდანში ვხედავ ხოლმე შენს RS -ს smile.gif

Posted by: gigi_gigii 9 Jul 2015, 09:55
მერსედესი უნდა გამოირიცხოს. მე ჰონდას გირჩევ იყიდე FIT ი , მარა მექანიკა მაგრათაც დადის და თან უპრობლემო მანქანაა. ფართიც დიდი აქვს ყველაზე თავის კლასში და ძველ მოდელ Vitzs RS ჯობია კიდეც.

Posted by: სალომეა12 4 Aug 2015, 17:19
ფიიიიიქქქქქქქქსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

Posted by: 13plus 4 Aug 2015, 17:29
Vitz უპირობოდ და უკონკურენტოდ
---------------------------------

Posted by: Benjamenn 5 Aug 2015, 09:59
Of course vitz !!!! უნამუსო მანქანაა biggrin.gif

Posted by: Aleqsandreee 5 Aug 2015, 10:53
წვა დაწერეთ vits da fit-ის რიალურიიი???

Posted by: Nirvanius 5 Aug 2015, 12:53
Aleqsandreee

fit 1.5 ქალაქი 7-8 თუ არ დაინდობ, ისე 6 მაქსიმუმ 7, ტრასა 5

Posted by: Aleqsandreee 5 Aug 2015, 16:33
Nirvanius
QUOTE
fit 1.5 ქალაქი 7-8 თუ არ დაინდობ, ისე 6 მაქსიმუმ 7, ტრასა 5

ოკ გასაგებიაა.
vits რამდენი უნდა ხომ არ იცით?

Posted by: quattro 5 Aug 2015, 16:40
Aleqsandreee
ვიტზიც ეგრე 1.5 ძრავზე 2005 ის მერე თაობა ,ტრასა 5 ქალაქში 7 ,თუ ნაბერეჟნი შეურიე 6 ლტ

Posted by: Nirvanius 5 Aug 2015, 17:01
quattro

ნაბერეჟზე ისეთი პროპკები იჩითება განსხვავება აღარ არის smile.gif)

Posted by: nanusia90 21 Sep 2015, 18:30
ა კლასი თუ გყავთ ვინემ საჭე გადატანილი 2005იანი?

Posted by: marcvala 21 Sep 2015, 18:49
ჩემი ხმა
user posted image

Posted by: qumida 7 Feb 2016, 22:41
პულტით დაქოქვა 5 77 40 17 91 დათო

Posted by: melika 8 Feb 2016, 10:09
https://forum.ge/?f=50&showtopic=34830899&st=15

ამ თემასაც გადახედეთ რა

Posted by: NIKI. 3 Dec 2016, 15:55
ჰონდა ფიტზე აბაროტი თამაშობს. ტახომეტრის ისარი ხან ჩამოვარდება ხან ავარდება. მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ. რა შეიძლბა იყოს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)