გაუმარჯოს,
Kubuntu დავაყენე და 4 ფართიშენი გამიკეთა ცარიელ დისკზე. 1. EFI BOOT ფართიშენი (მიუხედავად იმისა რომ MBR ფორმატშია დისკი და ბიოსზეა სისტემა; 2. BOOT ფართიშენი (ბიოსის); 3. მთავარი ფართიშენი (ext4); 4. SWAP ფართიშენი. ინსტალაციისას მთლიანი დისკი დავშიფრე LUKS-ით.
მაინტერესებს SWAP ფართიშენი დაშიფრულია თუ არა? სქრინების მიხედვით რომ მითხრათ. EFI BOOT ფართიშენი რატომ გააკეთა როცა BIOS-ზე იყო ჩატვირთული იმიჯი? ეგ რო გადავაერთო მთავარ ფართიშენს, დაშიფრავს სისტემა მაგასაც (EFI BOOT-ს რამდენიც აქვს დაკავებული, მაგ მახსოვრობას)?
BOOT ფართიშენების გარდა ყველაფერი დაშიფრულია სქრინების მიხედვით?
* * *
P.S. ბოლო სქრინზე, დაბლა, მარცხნივ, 4 ფართიშენს მიჩვენებს ფაილ მენეჯერი კუბუნტუსი. ჯიფართიდის სქრინებიდან გამომდინარე, რამე შეცდომა ხომ არაა სისტემაში ფართიშენების?
This post has been edited by Sabarchmage on 28 Jul 2020, 14:58