Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ძიძა V


Posted by: ტაბუ 7 Oct 2013, 22:53
გადმოვბარგდით ახალ თემაში.
წინა თემების ლინქები
http://forum.ge/?f=97&showtopic=33797378&st=0
http://forum.ge/?f=97&showtopic=34002972&st=0
http://forum.ge/?f=97&showtopic=34157375&st=0
http://forum.ge/?f=97&showtopic=34363219&st=0

პირველ პოსტში იქნება ძიძების "შავი სია": იმ ძიძების მონაცემები, რომლებიც ჩვენი თანაფორუმელების შვილებს უდიერად მოექცნენ


1.Temii ს ძიძა: ნონა მნაცაკანიანი. ტელ.: 855 138063

პოსტის ციტირება:
(გამოგზავნილია: 13 Nov 2009)

QUOTE
ესეიგი ხალხნო...დედებო.....მოგიწოდებთ, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს ძიძებს....ნუ ენდობით ბოლომდე.....მე დავწერ ჩემს პირად გამოცდილებას....ისტერიკა მაქვს გუშინდლიდან მოყოლებული.....რა ხდება ეხლა ჩემ ლაშიკოს რომელიც უკვე წლის ხდება უკვე 2 თვეა შევატყვე რომ სასტიკად განერვიულებული და აგზნებულია....ღამე იღვიძებდა 2ჯერ 3ჯერ.....ძიძის დანახვაზე ჭინჭყლობას იწყებდა და ა.შ. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ კამერით გვედევლკებინა თვალი რას აკეთებდა ძიძა ბავშვთან ერთად მთელი დღის განმავლობაში. მოკლედ გუშინ დილიდან ჩავრთეთ და საღამოს ვუყურეთ და რა ნახა ჩვენმა თვალებმა.......ძიძა, რომელზევ ვერც კი შევიტანდი ეჭვს თურმე ჩემს შვილს სცემს იმის გამო რომ ჩაიკუკა და იმის გამო რომ გაიზარდა და დამძიმდა.....+ ამას (რუსია ძიძა) სულ გარშოკს და სატკნის და დედიშენის და აი ესეთი ტერმინებით ეჩხუბება ბავშვს უმიზეზოდ.....თან გვლანძღავს მე და ჩემ ქმარს დამლაგებელ ქალთან.......დღეს დილით დავიბარე ეს ძიძა და რამის მეცხე სართულიდან ვიფრინე ვერ აგიღწერთ რა გადავიტანე.....ჩემ ქმარს ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან ახჩობდა ძიძას........ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა მანეჟში ჩაუძახებდა და ბავშვის ტირილზე რეაქცია არ ქონდა+ თან ლასჰიკო ცუდადა სიცხე ქონდა 38 ბრონქიტი აქვს და აი ასე ექცეოდა ჩემ სიცხიან ბავშვს.......წამლებიც არ დაალევინა მუხლის ჩოქვებზე დამიდგა არ მიჩივლოო.......სიბოროტე არ მიქნაო აგიხსნიო......მაგაზე უფრო გავჭედე....მოკლედ მოვიფრინე.....ეხლა ახალი ძიძა ავიყვანე....და ვნახოთ კამერებით დავაკვირდებით......საწყალ ჩემ შვილს ნერვოზი დამართა......ეხლა ნევროპათოლოგთან მიგვყავს ასე რომ გააკონტროლეთ ძიძები......



2. VACANT ის ძიძა: მარინა კოპაძე

პოსტის ციტირება:
(გამოგზავნილია: 18 Nov 2009)

QUOTE
გუშინ ძიძას კამერა ჩავურთეთ - ბავშვს უყვირის არადამიანური ხმით, ანჯღრევს და 2 საათზე მეტხანს მულფილმებს აყურებინა. ალბათ ამიტომაა, რომ ბავშვს ბოლო დროს თვალის ცრემლიანობა დაწყო. 2 საათი ხმის ამოუღებლად რომ იჯდა ეს იმას ნიშნავს რომ ბავშვი დათრგუნულია და ხმის ამოღებას ვერ ბედავს, გაბედავს და ბღავილით დაუყვირებს. დებილი ვარ ბავშვი დათრგუნულია, მოწყენილი ვატყობ და მაინც მეჯერა იმ ძროხა ქალის...


3. jimshera777-ს ძიძა: ბოჩიკაშვილი ( ქალიშვილობის გვარი: ლომიძე) ლიკა (ლიანა)

პოსტის ციტირება:
(გამოგზავნილია: 6 Sep 2013)

QUOTE
ბავშვის დედას ჰქონდა 4 თვიანი დეკრეტი+შვებულება 1 თვე, რამოდენიმე თვის წინ დაიწყო ძიძის ძებნა რომ სამსახურში დაბრუნების დროისთვის დაეწყო ძიძას მუშაობა,
დეკრეტის ბოლო 10 დღე მოდიოდა ძიძა, დედის თანდასწრებით არაჩვეულებრივად იქცეოდა, ბავშვთან ძალიან თბილი იყო, უფროს ბავშვთანაც შევიდა კონტაქტში,
დედა ძალიან კმაყოფილი იყო, ორშაბათს გავიდა სამსახურში, კამერის დადგმას ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდნენ, და კიდევ კარგი რომ მეორე დღესვე დადგეს,
ჩანაწერზე დაფიქსირდა რომ 5.5 თვის ბავშვთან მარტო დარჩენილი ძიძა, კარდინალურად შეიცვალა, ბავშვს ყოველ წამოტირებაზე უხამსი სიტყვებით უყვიროდა, აგრესიულად ანჯღრევდა,
საშინლად ღიზიანდებოდა იმის გამო რომ ბავშვს მთელი დღე გადაბმულად არ ეძინა,
ჭამის და ტელევიზორის კეთების მეტს ფაქტიურად არაფერს აკეთებდა, მთელი დღის მანძილზე ბავშვისთვის საფენი არ გამოუცვლია.
ფაქტის წინაშე რომ დააყენეს ბოლომდე თავხედურად ამტკიცებდა რომ არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია.
გასათვალისწინებელია ისიც რომ,თავიდანვე ბავშვის მოვლის მეტი არაფერი ევალებოდა,
არანაირი სახლის საქმე, ბავშვის სარეცხი და ასე შემდეგ, მხოლოდ ბავშვის, ჭამა, ძილი, ჰიგიენა და გასეირნება.


P.S. Vivo per Lei, შენი ძიძის სახელიც ხომ არ მოგვემატებინა სიისთვის?

Posted by: sopo1977 7 Oct 2013, 23:12

ძიძის მოძებნას ვიწყებ. იანვრიდან დამჭირდება, ჯერ კი ადრეა, მაგრამ მაინც. მგონია რომ კარგი ძიძის შერჩევას დრო სჭირდება. გყავთ ნორმალური კანდიდატურა? ისანი-სამგორის რაიონში ვცხოვრობ და ბავშვი იქნება 2 თვის.

Posted by: shkola20 9 Oct 2013, 14:29
gipvet:D
.........................................

Posted by: naneee 10 Oct 2013, 18:04
ვაიმე, ეს რა ტრილერები დამხვდა აქ. მეც ხო არ დავაყენო კამერა? spy.gif შემეშინდა. ხელი რო დაარტყას ჩემს შვილს, შეიძლება მოვკლა.

Posted by: Nanuuu 10 Oct 2013, 18:07
დავფიქსირდები, ჯერ კი არ მინდა მაგრამ....

Posted by: dii 10 Oct 2013, 21:41
მოგესალმებით,

ჯერ ადრეა ჩემთვის მაგრამ მეორე შვილს ვგეგმავთ და ძიძის შერჩევა აქედანვე უნდა დავიწყო , მინდა მაქსიმალურად მოვაგვარო ყველა საკითხი და შეძლებისდაგვარად მომზადებული ვიყო. პირველი შვილი ძიძის გარეშე გაიზარდა მაგრამ მეორეს უკვე მოუწევს ძიძა .. განვიცდი ამ ამბავს sad.gif

Posted by: WVB25 20 Oct 2013, 20:05
უკვე ახალი თემაც გაგიხსნიათ smile.gif) ვეძებ ძიძას, სახლის საქმეებიც უნდა ჩაიბაროს. სამუშაო საათები დილის 9დან საღამოს 8მდე, კვირაში 6 დღე. ძიძას ვეძებ ნოემბრის თვიდან ახალშობილისთვის. თუ ვინმეს გინთავისუფლდებათ კარგი, სანდო, ენერგიული ადამიანი, გთხოვ დამაკავშიროთ 2kiss.gif

Posted by: lulu82 20 Oct 2013, 20:53
მეც ვეძებ ძიძას მარტიდან დამჭირდება, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 9-7 მდე. ბავშვი იქნება 4 თვის. ვცხოვრობ სანზონაში. თუ ვინმეს გეგულებათ სანდო,კეთილი ძიძა შემატყობინეთ :-)

Posted by: SPC 20 Oct 2013, 21:01
ჯანდაბა რა თავიდან წავიკითხე ეხლა ეს ზემოთ რაც წერია და თავიდან მომეშალა ნერვები ჩემი ქმრის დედაზე, რომელიც გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს და იმასაც "ვერ" ახერხებს, რომ უბრალოდ ძიძის გასაკონტროლირებლად გადმოვიდეს. არადა უმუშევარია, მთელი დღე სახლშია...
ეხლა მე უნდა ვინერვიულო სამსახურიდან, კამერებს კი დავაყენებთ მაგრამ ნუ მოკლედ რა
უხეირო არსება,
მაპატიეთ smile.gif ავღელდი

biggrin.gif

Posted by: Tikk 21 Oct 2013, 11:58
ხალხო დამეხმარეთ რა

მჭირდება ძიძა, რომელსაც ბავშვს სახლში მივუყვან. იდეალური ვარიანტი იქნება თუ იცხოვრებს დიდ დიღომში, მაგრამ საბურთალოზეც მაწყობს.

თუ ვინმემ იცით ასეთი ძიძა, ლეთ მი ნოუ smile.gif)))

Posted by: Splash 22 Oct 2013, 15:04
გამარჯობათ! მეც დამჭირდება ძიძა ცოტა ხანში საათობრივად (დილით და საღამოს ბავშვი რომ წაიყვანოს ბაღში და გამოიყვანოს) ან მთელი დღის განმავლობაში (9-დან-7-მდე) კვირაში 4-5 დღე (ეს საკითხი შესათანხმებელია). თუ ვინმე იცნობთ პატიოსან, სანდო, სუფთა ადამიანს, რომელიც ბავშვს შეასწავლის ლექსებს და წაუკითხავს წიგნებს(ნუ, იმ შემთხვევაში, თუ მთელი დღე მოუვლის), მომწერეთ. წინასწარ მადლობა!

Posted by: Neno_ 22 Oct 2013, 18:05
QUOTE
ჯანდაბა რა თავიდან წავიკითხე ეხლა ეს ზემოთ რაც წერია და თავიდან მომეშალა ნერვები ჩემი ქმრის დედაზე, რომელიც გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს და იმასაც "ვერ" ახერხებს, რომ უბრალოდ ძიძის გასაკონტროლირებლად გადმოვიდეს. არადა უმუშევარია, მთელი დღე სახლშია...


ვაა, ესე იგი, მთელი დღე ლამის 10 საათი უნდა გადმოვიდეს და სხვის (შენს) სახლშI იჯდეს მოწმესავით? და რა უნდა აკეთოს, ბოდიშით და ან თავისი სახლის საქმე როდის უნდა აკეთოს biggrin.gif ეს ეტყობა ის კატეგორიაა, რომ ჰგონია, დიასახლისი მთელი დღე სახლშია მოსვენებული, რა დაღლა რის დაღლაო, ეგრეა? biggrin.gif

ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირდაპირი შეხება მაქვს სხვასთან გადაცხოვრების ამბებზე biggrin.gif დედაჩემი ზრდის შვილიშვილს დღეში ლამის 12 საათი, მარა კატეგორიულად გამოუცხადა შვილ-რძალს, რომ მე თქვენთან ვერ ვივლიო, ანუ სახლს ვერ დავტოვებ და სხვა მოვალეობებს მთელი დღეო.. ხოდა, ეხლა ყოველ დილას ჩამოგორებენ ბავშვს (1 წელზე მეტია უკვე) და საღამოს ააგორებენ biggrin.gif ბარემაც დარწმუნებული ვარ, ურჩევნიათ, ეახლოს დედამთილი სახლში ყოველ დილას სიფთაზე და დაახვედროს მიპწკრიალებული სახლი, საჭმელ-სასმელი და მოვლილი ბავშVი და მერე აითესოს, შებინდებისას, მარა ვერ მიართვეს tongue.gif

რამდენი აქაური გოგო დაიწყებდა, შეხედე, განა მოდის ჩვენთან, ბპატარა ბავშVი უნდა გავამზადოთ ყოველ დღე და ვატრანსპორტიროთ დილა-საღამოს, სიცხე სიცივეშიო! აი ეჭვიც არ მეპარება!
ასე, რომ თავად დაანებეთ თქვენ-თქვენ საქმეებს თავი და დასხედით სახლშI, სანამ სხვისგან მოითხოვთ იგივეს, ვაჰმეე.. ადამიანი დიასახლისი რომაა, არ ნიშნავს, რომ მოცლილია!

ნასინგ პერსონალ, იმიტომ არ დავთაგე პოსტის ავტორი, რომ ზოგადად ვსაუბრობ და კონკრეტული ოჯახების კონკრეტულ სიტუაციას არ ვიცნობ, ცხადია smile.gif


Posted by: Blur 22 Oct 2013, 18:17
Neno_
შენს შემთხვევაში ეტყობა იქით თხოვეს დედაშენს გაგვიზარდეო, ჩემს შემთხვევაშI პირიქით იყო აქეთ მაძალებდა გინდა თუ არა მე უნდა გავზარდოო და კიდე მე უნდა მეტარებინა იქით,
QUOTE
მარა ვერ მიართვეს

biggrin.gif
QUOTE
დაახვედროს მიპწკრიალებული სახლი, საჭმელ-სასმელი

ამაზეც ბოდიში biggrin.gif სახლში შესულს ფეხსაცმლის გახდა მომესწრო სანამ ბავშვს შემაჩეჩებდნენ ხელში იმას ვნატრობდი.

ბებიის მიერ ბავშვის გაზრდას აქვს მარტო ორი დადებითი მხარე, ერთი ფულს არ იხდი, მეორე არ ნერვიულობ რომ ბავშვს ჩაარტყამს , სპირტით დააძინებს ან რამე ეგეთი. (აქ ვწერდი რამე მავნებლურს არ იზამსთქო, მაგრამ წავშალე იმიტომ რომ კაკრას რომ ბევრი ბებია შვება მავნებლურს იმ ქვეტექსტით რომ ბებია მოგიკვდეს მშიერი არ დარჩე ან არ იტირო და ეგეთები)

პ.ს. ღმერთი არ გაგიწყრეთ და მარტო დედამთილებზე არ მიიღოთ biggrin.gif დედაჩემზეც იგივეს ვამბობ და ვეუბნები პირში.

პ.პ.ს. მეზობლად მცხოვრები ბებია დღეში ერთხელ რომ გადავიდეს და ძიძას დახედოს წაართმევს ჰაჰა ნახევარ საათს თავის ბავშვთან თამაშის და გზის ჩათვლით, სულ რომ ყოველ დღე უბორკა გქონდეს ნახევარ საათს მაინც გამონახავ ადამიანი.

Posted by: Neno_ 22 Oct 2013, 18:28
Blur
QUOTE
პ.პ.ს. მეზობლად მცხოვრები ბებია დღეში ერთხელ რომ გადავიდეს და ძიძას დახედოს წაართმევს ჰაჰა ნახევარ საათს თავის ბავშვთან თამაშის და გზის ჩათვლით, სულ რომ ყოველ დღე უბორკა გქონდეს ნახევარ საათს მაინც გამონახავ ადამიანი.

იუზერი დედების კლუბშიც წერდა, რომ უნდა სრულ დღიანი სუპერვაიზორი ძიძაზე, მე ასე მახსოვს, დღეში ერთხელ თავადაც შეირბენს სამსახურიდან ადამიანი, თუ გაიჭირვებს შესვენების დროს, არა მგონია, მავნე ძიძაზე ერთხელ შერბენა-დახედვამ იმოქმედოს და მისი ლუსტრაცია მოხდეს biggrin.gif

QUOTE
შენს შემთხვევაში ეტყობა იქით თხოვეს დედაშენს გაგვიზარდეო, ჩემს შემთხვევაშI პირიქით იყო აქეთ მაძალებდა გინდა თუ არა მე უნდა გავზარდოო და კიდე მე უნდა მეტარებინა იქით,

biggrin.gif

ხო, მართალი ხარ, დედაჩემმა გამოთქვა მზაობა ბავშVის გაზრდის საქმეში, ესენი არც დაფიქრდნენ, ისე დასთანხმდნენ biggrin.gif

არანაირი არგუმენტი არ მიმაჩნია საშუალო ბებიის ვ.ს საშუალო ძიძის შედარებისას ძიძის სასარგებლოდ biggrin.gif

დედაჩემისნაირად ვერანარი საუცხოო ძიძა ვერ მოუვლის ბავშვს, ვერანაირი!

biggrin.gif

მანიაკ და არაჰიგიენურ ბებიას კარგი ძიძა მირჩევნია, ეგეც მართალია biggrin.gif

მარა, გული მკარნახობს, რომ ბებია უფრო ხშირად გვხვდება ნორმალური (ბავშვისთვის და არა რძლისთვის, მაინცდამაინც), ვიდრე ძიძა..

ადამიანი რომელიც კუჭში გასვლის მერე ხელს არ დაიბანს, "ვიღაც" ძიძებში უფრო მეტი იქნება, იმჰო biggrin.gif

Posted by: Blur 23 Oct 2013, 12:59
Neno_
QUOTE
იუზერი დედების კლუბშიც წერდა, რომ უნდა სრულ დღიანი სუპერვაიზორი ძიძაზე

ეს არ ვცი ნამდვილად აქ რაც დაწერა იმის მიხედვით ვთქვი მეც.

QUOTE
ადამიანი რომელიც კუჭში გასვლის მერე ხელს არ დაიბანს, "ვიღაც" ძიძებში უფრო მეტი იქნება, იმჰო 

კარგი რა, ადამიანი რომელიც მაგას აკეთებს შეიძლება ძიძებშიც იყოს და ბებიებშიც, ვინ თქვა რომ ძიძა უნდა იყოს მაინცდამაინც უსუფთაო და ბებია სუფთა. შენ ეხლა დედაშენის გადმოსახედიდან უყურებ და მაგიტომ ვერ წარმოგიდგენია biggrin.gif
QUOTE
ბებია უფრო ხშირად გვხვდება ნორმალური (ბავშვისთვის და არა რძლისთვის

კაკრას რო ჩემთვის გადასარევი დედამთილია, რას მიშლის ან რას მიშავებს, როცა არ უნდა თხოვო ნებისმიერ დროს დაიტოვებს ბავშვს და ზედაც გადაყვება ის დრო, მაგრამ ხანგრძლივ ამბავშI ჩემი ძიძა მილიონჯერ ჯობია, როგორც აღმზრდელი, განა იმიტომ რომ ბებიაზე მეტად ეყვარება ჩემი შვილი (თუმცა არანაკლებ უყვარს), უბრალოდ იმ ყოველდღიურ რუტინას რაც ბავშვს ჭირდება ასრულებს ათიანზე, თავისი გასეირნებით, წიგნის კიტხვებით, ზუსტ დროს კვებით, ბავშვების სათამაშო კუთხის დალაგებით თუ სხვა დეტალებით, შენიშვნასაც ასევე იღებს და ასწორებს მაშინვე.
ბებია 3 თვე ზრდიდა ჩემს პატარას და აივნის იქით არ გაუყვანია ბავშვი ნახევარი საათი, მაგრამ რა მეთქმოდა სხვა გზა იმ დროს არ მქონდა და ამხელა პატივს მცემდა ქალი და კიდე ხმას ამოვიღებდი რამეზე?
როცა სხვა გზა არ გაქვს ადამიანს იქითაც ვუტარებ ბავშვს, გამზადებულ საჭმელსაც გავატან და რავი კიდე თუ საჭიროა რო მივალ იქითაც დავულაგებ biggrin.gif მაგას სხვისას ვერ ვიტან პატივს რო დასდებენ და კიდე იქით რო აჯდებიან რძლები თავზე.

Posted by: Neno_ 23 Oct 2013, 14:20
Blur
QUOTE
როცა სხვა გზა არ გაქვს ადამიანს

სხვა გზა რა, 300-350 ლარი ძიძისთვის ყველას აქვს მგონი, ან გამონახავს, როცა ცოლიც და ქმარიც მუშაობს biggrin.gif

სხვა გზა რო არ გაქვს, ზუსტად რომ ისევ ძიძას ავიყვან biggrin.gif

რატო არ გაყავდა ბავშVი, მოხუცი ხო არაა ან ფიზიკურად დაუძლურებული? თუ ეს შემთხვევებია, მაშინ არც უნდა გააზრდევინო, თუ არადა, რობოტ რუტინას და აქიდან აქნობამდე წიგნის კითხვას, მირჩევნია სულ ბებო შემოგევლოსში და რამეზე არ ინერვიულოს ბავშვმა და რავი, ეგეთ გარემოში იყოს biggrin.gif


QUOTE
შენ ეხლა დედაშენის გადმოსახედიდან უყურებ და მაგიტომ ვერ წარმოგიდგენია biggrin.gif

შენ კი შენი გამოანკლისურად კარგი ძიძის (ისიც, წარმოდგენა არ გაქვს მაინც 10 საათის მანძილზე რეებს შეიძლება მიჰქარამდეს, ბავშვს რომ უყვარს, ეგ დიდი ვერაფერი, ბებო არ ეყვარებოდა? მარა ხო არ ასეირნებდა? givi.gif )

პ.ს. ნებისმერი გამზრდელი დედის ინსტრუქციებს უნდა მისდევდეს მაქსიმალურად ახლოს. ბებო თუ არ მისდევს, შეიძლება ძიძაც უხვევდეს, მაგის მაგალითები არის ძალიან ბევრი..
პ.პ.ს. საქანელებზე რომ ჩავდივართო, დედაჩემიც კი ატყობს უკვე ვინ ძიძაა და ვინ ბებია (ზოგადად, ადამიანზე ცუდის შემჩნევა უჭირს, მე უფრო ფსიქოლოგა ვარ და ისე მაინტერესებს, ერთი სული მაქვს ჩავიდე და დავზვეროთ ერთად გამოცნობანაზე, ვინ ბებოა-ვინ დედა და ვინ ძიძა gigi.gif ), ბებიები ბავშVებთან ერთად დაძVრებიან და ძიძები გამეხებულები სხედან სკამებზეო gigi.gif
პ.პ.პ.ს. შენ რომ ბრილიანტი ძიძა გყავს, ეგ არის იშვიათი გამართლება, დანარჩენი ხალხი არის ჩვეულებრივი ბებოები, ოღონდ სხვისი ბებოები! და სხვისი ბებო ჩემს ბებოს ვერ აჯობებს ჩემთვის ჩემი აზრით, ანუ რანდომულად რომ ავიღოთ..ბავშVის აღზრდა კი დედ-მამის საქმეა და ბებო ვერ გარყვნის, თუ მასზე არაა სამუდამოდ მიბარებული და სულ მისი გაზრდილი..

Posted by: Blur 23 Oct 2013, 14:33
Neno_
QUOTE
მოხუცი ხო არაა ან ფიზიკურად დაუძლურებული?

არც ერთია და არც მეორე, მშვენიერ ხოდზეა biggrin.gif უბრალოდ არ თვლიდა სავალდებულოდ და არ გაყავდა, კაცია და გუნება
QUOTE
ისიც, წარმოდგენა არ გაქვს მაინც 10 საათის მანძილზე რეებს შეიძლება მიჰქარამდეს,

დედამთილი ყავდა მეთვალყურედ 1 წელზე მეტი და თვითონვე მაგას ამბობს ეგ რომ უვლის და ექცევა მასე ბევრი დედა ვერ იზამსო.
დედაჩემი ყავდა ასევე რამდენიმე თვე მეთვალყურედ და იმასაც მზე და მთვარე ამოსდის. ესენი იყვნენ 24 საათიანი დამკვირვებლები და არა დღეში ორჯერ რო დახედავ.

QUOTE
ბებო თუ არ მისდევს, შეიძლება ძიძაც უხვევდეს

ძიძას დავიფრენ თუ გადაუხვევს და ბებო სად გავუშვა biggrin.gif
QUOTE
ბავშVის აღზრდა კი დედ-მამის საქმეა და ბებო ვერ გარყვნის, თუ მასზე არაა სამუდამოდ მიბარებული და სულ მისი გაზრდილი..

შენ არ გყავს ეხლა პატარა და ცოტა სხვანაირად უყურებ რაღაცეებს, მთელი დღე გასული რომ ხარ და ის 10 საათI ბებო რყვნის, შენ რომ სახლში მიხვალ სულ რომ მკაცრი სახით იარო ვერაფერს გახდები, მოგიბრუნდება და ბებიას მიადგება თავისი სურვილის ასასრულებლად. სამწუხაროდ მომუშავე დედების ბავშვები ბევრად მეტ დროს ატარებენ სხვებთან(ბებიებთან, ძიძებთან) ვიდრე დედასთან და სასურველია (ჩემთვის აუცილებელი!) რომ დედის მითითებებს მიყვეს.

პ.ს. დედამთილის მჩაგვრელად რო არ ჩამთვალოთ, FYI იგივენაირად ვითხოვ ამ ყველაფერს დედაჩემისგანაც biggrin.gif

Posted by: Neno_ 23 Oct 2013, 14:41
Blur
QUOTE
პ.ს. დედამთილის მჩაგვრელად რო არ ჩამთვალოთ, FYI იგივენაირად ვითხოვ ამ ყველაფერს დედაჩემისგანაც biggrin.gif


მჯერა, ნუღა მიმეორებ biggrin.gif მართლა მჯერა biggrin.gif

მართლა გააჩნია ადამიანის ხასიათს, პროფესორა ადამიანები არ მიყვარს და ვერც მე ვურთიერთობ, თავად უკეთ რომ იციან ვითომ შენი შვილისა biggrin.gif

თავმდაბალი უნდა იყოს, დედაჩემივით და გარყვნაში კიდე, შენ უფრო იმას გულისხმობდი ალბათ, ბევრი რომ აჭამოს ან ბევრი ტკბილეული, რაც რა თქმა უნდა, არ უნდა ქნას და ეს უნდა აუხსნა და სურათებით და ფერადი ილუსტრაციებით შეგიძლია ამოუბეჭდო ნეტიდან, კონკრეტულად რომელ დაავადებებს აპროვოცირებს ზომაზე მეტი ტკბილი და თუ უყვარს და გული შესტკივა ბავშვზე, არა მგონია, რომ დოზა მაინც არ შეამციროს biggrin.gif და რავი, მოფერებით, ალერსით და სიყვარულით ჩემი შვილი ვინც უნდა იმან გარყვნას gigi.gif

პ.ს. რა თქმა, უნდა ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა, მარა მე კონკრეტულად არ ვსაუბრობ და არც კარგ ძIძას არ ვადრი ცუდ ბებოს, ხო ხვდები? მე ვადრი საშუალოსტატისტიკურ ძიძას, ასეთივე ბებოს და რაღაცნაირად, ბებოს ვამჯობინებ (მაგალიტად, თუნდაც ჩემს ორივე ბებოზე რომ ვფიქრობ, შენც დაფიქრდი აბა შენს ბებოებზე, კარგი ძიძა სჯობდა თუ ოჯახში გაზრდა? biggrin.gif რავი აბა, მე ბებოს არ გავუზრდივარ, ბაღში გავიზარდე და მანამდე დედასთან, მარა ეხლა ვამბობ რა, ზაფხულობით ვიყავი ხოლმე ბებოსთან და მშვენიერი იყო biggrin.gif)




Posted by: Blur 23 Oct 2013, 14:52
Neno_
QUOTE
ართლა მჯერა

biggrin.gif:D
QUOTE
გარყვნაში კიდე, შენ უფრო იმას გულისხმობდი ალბათ, ბევრი რომ აჭამოს ან ბევრი ტკბილეული

ამას ვგულისხმობ ზუსტად, პლიუს ამას არაფერს არ უშლის საერთოდ, მივა ჩაარტყამს რა მოხდა ბებო გენაცვალოს, მივა რაღაცას გააფუჭებს არაფერია. ამ ყველაფერს სახლშI თუ არ აკეთებს ესეიგი იქ შეგულიანებულია უფრო და იმიტომ აკეთებს ხო? ცუდი ბებო კი არა ბავშვებისთვის უსაყვარლესი ბებიაა, ჭკუას კარგავენ ერთმანეთზე, მაგრამ მინდა მე 1 კილო შოკოლადით პირგამოტენილი ბავშვი biggrin.gif
ლირიული გადახვევა: მაგრად უყვარს ჩემს დედამთილს ბავშვები რო არიან კარგი ნაჭამები, ნუ ეგ არის ერთადერთი მიზანი რომ ბავშვი არ იყოს მშიერი. ჩემს უმცროსს შვილს რაღაც პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან და უნდა ეჭამა რაღაც რძე რომლის სუნზეც კი გული მერეოდა ისეთI საზიზღრობა იყო, ვერანაირად ვერ ვაჭამე, ამან რას ქვია ბავშვი მშიერიაო, დღემდე არ ვიცი რანაირად მაგრამ ბოლომდე ასმევდა წვეთს არ ატოვებინებდა biggrin.gif

პ.ს. ვხვდები რასაც ამბობ და მგონი შენც კარგად ხვდები მე რას ვამბობ, ტყუილად ვდავობთ biggrin.gif

Posted by: Neno_ 23 Oct 2013, 14:58
Blur
QUOTE
პ.ს. ვხვდები რასაც ამბობ და მგონი შენც კარგად ხვდები მე რას ვამბობ, ტყუილად ვდავობთ biggrin.gif


yes.gif biggrin.gif


QUOTE
ნუ ეგ არის ერთადერთი მიზანი რომ ბავშვი არ იყოს მშიერი.

დედაჩემიც მეუბნება, რომ ბევრად ლაღად და მოსვენებულად გრძნობს თავს, როცა ბავშვმა ყველა თავისი პორცია ბოლომდე შესანსლა biggrin.gif ბავშვის დედა ვარესია ოღონდ, გეუბნები! biggrin.gif
ბავშვი არის ჯირკვა, ანუ სიგამხდრის არაფერი ეტყობა მართლა, მარა დედამისი მაინც ისეა, რომ ხო კარგად ჭამა? რა ჭამა, რამდენი? biggrin.gif

ასე, რომ ვერ გაიგებ რა, დედაჩემი უფრო ლაითია დაჟე biggrin.gif


Posted by: Kivi-kivi 24 Oct 2013, 15:57
გოგოებო, გამარჯობა smile.gif
ნახევარი დღით თუ მინდა ძიძის აყვანა დაახლოებით რა თანხა უნდა გადავუხადო?
10-დან 2სთ-მდე.
ძირითადი მოვალეობა გასეირნება ეზოში))
და რეალურია ეგეთი ადამიანის პოვნა?)) სად ვეძებო?)))))

Posted by: agr_bak 28 Oct 2013, 20:43
ძიძა თუ გჭირდებათ ვინმეს. მყავს გადასარევი და შესანიშნავი. ვშუამდგომლობ და თავს ვდებ. ფასი 400ლარი + გზის ფული. ოღონდ ისეთები ნუ გამომეხმაურებით ძიძამ რომ სახლი უნდა ალაგოს და ქმრის ტანსაცმელიც რეცხოს უვლის მხოლოდ ბავშვს და მის ნივთებს.

Posted by: Tiny 28 Oct 2013, 21:14
ეჰ რა კარგი ძიძა ვიქნებოდი, ყველაზე კარგი სამუშაო, რა უნდა იყოს იმაზე კარგი რომ სულ ერთი ციცქნა ბავშვს ეფერები და ზრუნავ მასზე, ნეტა რატომ ისეთი პროფესია არ მაქვს რომ ბაღში აღმზრდელად დავიწყო მუშაობა, დიდი სიამოვნებით მივიღებდი კონკურსში მონაწილეობას, მიყვარს პატარები, ჩემი ნათლულები სულ ჩემი დაზრდილები არიან yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: makavel1 28 Oct 2013, 21:53
ვაიმე ძიძასთა რა შუაშია მაგრამ დამხმარეზე უარს არ ვიტყოდი, კვირაში 2-3 ჯერ. ვინმე ნორმალური თუ იცით გამაგებინეთ.

Posted by: WVB25 5 Nov 2013, 16:45
ეჰ 1 თვეა ინტენსიურად ვეძებ ძიძას sad.gif რა ძნელი ყოფილა ! მინიმუმ 10 ძიძას ვესაუბრე და ყველას რაღაც არ აწყობს sad.gif ყველაზე დიდი პრობლემაა შაბათ დღეს მოსვლა.. sad.gif დავიტანჯე ძალიან (უბრალოდ სადმე უნდა დამეწერა ჩემი ტკივილის შესახებ :დ)

Posted by: anuka2009 5 Nov 2013, 17:54
WVB25
თუ საიდუმლო არაა ბიუჯეტი რამდენი გაქვს გათვლილი და დღის საათებში რა პნრიოდი გინდა?

Posted by: KeP 6 5 Nov 2013, 18:58
ise ty normaluri ikneba, imastan saxlshi mikvana araa cudi asri, mag chemi kmris natesaws ar unda rom ziza mteli dge marto datovos saxlshi, egeti xalxic aris

me mkitxet veris bagshi reebs shvebian zizebi:
sigareti
choraoba
ojaxis da mshoblebis deeeetaluri ganxilva
bavshvistvis dayvireba
camotyma

ertad abirjaweben kaliaskebit da ar izvrian adgilidan an saqanelati akataweben didi dro da tiyon mesijoben

95 %s exeba es da uatesi
unda akontrolot zalian

Posted by: merkantil 5 Nov 2013, 19:07
Neno_
QUOTE
დედაჩემიც მეუბნება, რომ ბევრად ლაღად და მოსვენებულად გრძნობს თავს, როცა ბავშვმა ყველა თავისი პორცია ბოლომდე შესანსლა 


biggrin.gif
ჩემი დედამთილი! ბავშვს ხეთქავს გეფიცები, თან ხო იცი რა უჭმელი ბავშვი მყავს, სულ მაგაზე ვწუწუნებ და ეს ქალი რა მანქანებით აჭმევს, არ ვიციbiggrin.gif მეც ბედნიერი ვარ ხოლმე bis.gif
დედაჩემთან ნახევრად მშიერია user.gif

Posted by: agr_bak 6 Nov 2013, 13:03
დედების დედამთილების და კვების თემა არ არის ეს
ნუ აოფებთ.

იკმარეთ დესპები.

Posted by: WVB25 7 Nov 2013, 09:44
anuka2009

500 ლარი, დილის 9დან 8 მდე, ხოლო შაბათს ნახევარი დღე. სახლში დახმარებაზეც წინასწარ ვაფრთხილებ.

Posted by: agr_bak 7 Nov 2013, 12:27
WVB25
QUOTE
სახლში დახმარებაზეც წინასწარ ვაფრთხილებ.

რა შედის ამაში ?

Posted by: tamar1586 7 Nov 2013, 12:58
WVB25
QUOTE
ეჰ 1 თვეა ინტენსიურად ვეძებ ძიძას  რა ძნელი ყოფილა ! მინიმუმ 10 ძიძას ვესაუბრე და ყველას რაღაც არ აწყობს  ყველაზე დიდი პრობლემაა შაბათ დღეს მოსვლა..  დავიტანჯე ძალიან (უბრალოდ სადმე უნდა დამეწერა ჩემი ტკივილის შესახებ :დ)


QUOTE
500 ლარი, დილის 9დან 8 მდე, ხოლო შაბათს ნახევარი დღე. სახლში დახმარებაზეც წინასწარ ვაფრთხილებ.

მგონი ყველაზე პრეტენზიული კანიდატები შეგხვდა.
აქ რომ იკითხო საშუალო ხელფასი 350 ლარია და ცოტა უცნაურია რა არ მოსწონთ შენს კანდიდატებს.
რას გიწუნებენ კონკრეტულად?

Posted by: SUBADARI 7 Nov 2013, 13:19
შეიძლება ანაზღაურება 500 ლარი კარგია ძიძის პოზიციისთვის არსებული რეალობიდან მაგრამ შაბათი დღე დაკავებულობა პლიუს საოჯახო საქმიანობა ალბათ ადამიანს არ აწყობს. ჩემი ძიძა ნამდვილად ვიცი რომ იმ ვარიანტებს სადაც შაბათ დღესაც უნდა ემუშავა იწუნებდა.

პ.ს: ზოგს ამასთან ერთად არ/ვერ შეუძლია ბავშვის მოვლასთან ერთად საოჯახო საქმეების შეთAვსებაც

Posted by: M-a-k-u-n-a 7 Nov 2013, 13:44
გამარჯობა გოგოებო

მაქვს ასეთი შეკითხვა
მყავს 4.5 წლის ბიჭი და 10 თვის გოგო
ბიჭი დადის ბაღში. მესაჭიროება ძიძა კვირაში 2-3 დღე. ძირითადად ეყოლება 10 თვის ბავშვი. (ან ერთი ბავშვი) თუმცა შეიძლება საღამოს 1-2 საათით თუ გასასვლელი ვარ ორივე დავუტოვო.
მოკლედ ასე ზუსტი გრაფიკი ნაკლებად ვიცი. დღეში 10-7 მდე ვფიქრობ -15-20 ლარს
მოკლედ სად ვიშოვო ადამიანი ასეთი თავისუფალი გრაფიკით???

რაც შეეხება ზაფხულს 2 თვე ბორჯომში მიმყავს ხოლმე დედაჩემთან ერთად და ზაფხულში აუცილებლად დამჭირდება რომ გაყვეს.

მოკლედ თუ ვინმე იცით ასეთი დამიწერეთ რა.

Posted by: SPC 7 Nov 2013, 13:57
ჩვენ 400 ლარს ვუხდით, დილით მოდის 10ის ნახევარზე იდეაში (რეალურად 10-ს რომ 15 აკლია) და მიდის 6-ის ნახევარზე. სახლის საქმეები არ ევალება . შაბათ-კვირას არ მუშაობს. არვიცი, ზოგი ამბობს ბევრს უხდიო მაგრამ რავიცი. მთავარია ეხლა კარგად გაართვას თავ მოვალეობას და რასაც ვეუბნები გააკეთოს. მგონი ბავშვს შეეჩვია და ჯერჯერობით მომწონს smile.gif ( ხეზე 3-ჯერ კაკუნი biggrin.gif )

Posted by: WVB25 7 Nov 2013, 15:17
agr_bak
tamar1586
ძირითAდი პრობლემაა შაბათI დღE, ყველას დასვენება უნდა, მე პირადა მთEლი კვირავმუშAობ და შAბათ კვირასაც სახლშI მომაქვს სამუშAო და არ მესმის ძIძAს რატომ უნდა შEვუწყო ხელი და დავასვენო, როცა მე თVითOნ ვერ ვისვენებ შAბათ-კვირას. უმეტესობამ შEმომთAვაზა მეორე ძIძA მოიყვანეო შAბათშ, შEნს ინტერესებშIა რომდასვენებული ძიძA გყავდესო. სულ თოთო ბავშთAნ მოუწევს მუშAობა დ. მგონიპირიქით ნაკლებისაქმეექნება. სახლიარის პატარადა სუფთA, მტვერის გადაწმენდა, პილასოსი და სველი ტილო რომ დაჭIრდეს. შAბათ დღEს უთO. სადილზე არაფერს ვეუბნები, მაგი მე თVითOნ მირჩEვნია გავაკეთO. ანალოგიურ საქმეებშI და თAნ ორ ბავშVში იხდიან ჩემი ნაცნობე ი 400 ლარს. Oრი ძიძA თAნახმაიყო, მაგრამ სამწუხაროდ ორივე მწეველი იყოდაუარის თქმა მომიწია.

Posted by: SUBADARI 7 Nov 2013, 16:36
WVB25
შენ გაწყობს მასე რომ მუშაობ და იმ ადამიანს არ აწყობს ეგ გრაფიკი, რასაც შენ სთავაზობ და რა არის ამაში გასაკვირი ვერ ვხვდები smile.gif ალბათ შეგხვდება ისეთიც ვინც შენს გრაფიკს დასთანხმდება. ძიძებსაც ყავთ ოჯახები და მათაც აქვთ პირადი საქმეები და ძნელია კვირაში 7-6 დღე მუშაობა სულ ესაა. სწორედ უთქვამთ დასვენებული ძიძა გერჩიოსო და კარგი გამოსავალიც ურჩევიათ. წარმატებები

Posted by: agr_bak 7 Nov 2013, 16:46
WVB25
QUOTE
მე პირადა მთEლი კვირავმუშAობ და შAბათ კვირასაც სახლშI მომაქვს სამუშAო და არ მესმის ძIძAს რატომ უნდა შEვუწყო ხელი და დავასვენო, როცა მე თVითOნ ვერ ვისვენებ შAბათ-კვირას.

ძიძის ბრალი არ არის შენ რომ შაბათ კვირას მუშაობ
ასე რომ ბევრი დაიწუნებს ამ გრაფიკს და გასაკვირი არც იქნება
თუმცა ძალიან ვისაც უჭირს შეიძლება დაგთანხმდე კიდეც.

პირადად მე მყავს ძიძა ვინც მაგ ფასად შაბათსაც იმუშავებს მაგრამ სახლის დალაგება და უთო არ შედის ამაში . მხოლოდ ბავშვი და მისი ნივთები. + ჩემი ძიძაც მწეველია, მგრამ სიგარეტის გამო ბავშვს არ ტოვებს არასდროს და ეწევა აივანზე. როცა ბავშვს სძინავს.

Posted by: Blur 7 Nov 2013, 16:56
WVB25
არც ისეთი პირობებია რომ ვერ იშოვო ძიძა, ვისაც ოჯახი ყავს და მითუმეთეს პატარა შვილი თვითონ ის არ დარჩება შაბათს, მაგრამ იპოვი ისეთსაც ვისაც აწყობს ეგ გრაფიკი, 500 ლარი არაა ცოტა რომ უკმაყოფილო იყოს ანაზღაურებით. რავი მე ასე მგონია

tamar1586
QUOTE
მგონი ყველაზე პრეტენზიული კანიდატები შეგხვდა.

ჩვენ გამოვალთ მგონი ისევ ძიძის მჩაგვრელები biggrin.gif

Posted by: M-a-k-u-n-a 7 Nov 2013, 18:10
გამარჯობა გოგოებო

მაქვს ასეთი შეკითხვა
მყავს 4.5 წლის ბიჭი და 10 თვის გოგო
ბიჭი დადის ბაღში. მესაჭიროება ძიძა კვირაში 2-3 დღე. ძირითადად ეყოლება 10 თვის ბავშვი. (ან ერთი ბავშვი) თუმცა შეიძლება საღამოს 1-2 საათით თუ გასასვლელი ვარ ორივე დავუტოვო.
მოკლედ ასე ზუსტი გრაფიკი ნაკლებად ვიცი. დღეში 10-7 მდე ვფიქრობ -15-20 ლარს
მოკლედ სად ვიშოვო ადამიანი ასეთი თავისუფალი გრაფიკით???

რაც შეეხება ზაფხულს 2 თვე ბორჯომში მიმყავს ხოლმე დედაჩემთან ერთად და ზაფხულში აუცილებლად დამჭირდება რომ გაყვეს.

მოკლედ თუ ვინმე იცით ასეთი დამიწერეთ რა.

Posted by: tamar1586 7 Nov 2013, 18:30
Blur
QUOTE
ჩვენ გამოვალთ მგონი ისევ ძიძის მჩაგვრელები 

მე გავჩუმდი, გეფიცები, ხმას აღარ ვიღებ ამ თემაზე boli.gif
რავი რა, არადა ამ თემაში მპოსტავებს ჰყავთ ძიძები ლამის ნახევარ ხელფასზე(ზოგს დაჟე შაბათსაც მოსდის ძიძა) და ერთი შაბათი დღე თუ ხელფასს გამიორმაგებს(თანაც ნახევარი დღეო) მე გაივიქცეოდი ღიღინ-ღიღინით შაბათს სამსახურში.

არ დამიწყოთ ახლა რა შენ სხვა ხარ და ძიძა სხვაო, და შენ რომ გაიქცეოდი, ძიძა არ გაიქცეოდაო, თქვენი ჭირიმე.
აჰა, მაინც აღმომხდა vis.gif

Posted by: Mafanya 7 Nov 2013, 18:33

რამდენი კომპანია მუშაობს შაბათსა ნახევარი დღე, ნუ გადამრიეთ ხალხო biggrin.gif


Posted by: Vivo per Lei 7 Nov 2013, 19:39
მეც მრავალმა ნორმალურმა ძიძამ შაბათის გამო მითხრა უარი.
არადა რა გავაკეთო მე, არცერთი შემოთავაზება არ მქონია სამსახურის უშაბათო.

საიდან მოვარგო ძიძის პრინციპებს ჩემი ცხოვრება და სით მივუსადაგო, აღარ ვიცი.

Posted by: anuka2009 7 Nov 2013, 19:57
WVB25
QUOTE
ლარი, დილის 9დან 8 მდე, ხოლო შაბათს ნახევარი დღე. სახლში დახმარებაზეც წინასწარ ვაფრთხილებ


ძალიან კარგი პირობაა, უბრალოდ შენ არ შეხვდა სათანადო კანდიდატები.

მე შევუთანხმდი ძიძას 10-7 მდე 450 ლარად, შაბათი აუცილებლად, ისიც ვიცოდი, რომ წინა ოჯახს ძალიან ეხმარებოდა, თქმაც არ ჭირდებოდა და საოჯახო საქმზეც დამჭირრდება დახმარება თქო. მე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან გამიართლა და კაი ქალი შემხვდა. ვაფასებ ძალიან და თვითონაც კმაყოფილია. აქვს ამბიცია, რომ იმუშაოს კარგ ოჯახში, ამის გამო ზუსტად ვიცი ერთ ოჯახს ჩემამდე უარი უთხრა. ახლა სამსახურში გავედი და 500 ლარს ვუხდი. 9 მოდის, ხან უფრო ადრეც, აბსოიტურად ყველაფერს აკეთებს. 1 კვირის წინ ითხრა, სამსახურიდან მეცოდები პროდუქტებზე რომ უნდა იაროო და ხან ხორცს გამოიყოლებს სასეირნოდ ჩასული, ხან ქათამს, ხან აუთოებს, დღეს ინგრედიენტები უპოვია და ოლივიე დამახვედრა. ამას აკეთებს ხალისით, არც თავს გრძნობს უბედურად და დაჩაგრულად. ადამიანი უბრალოდ ასეთი კარგი და უკომპლექსო. 500 ლარი რომ უნდათ და კიდევ იჯღანებიან ძალიან მიკვირს, მაშინ თუ შაბათს არ გინდა მუშაობა და სახის საქმე არ გინდა 400 ლარსაც უნდა დასჯერდე. გაიედეთ ერთი ყველგან, მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების 90% შაბათობით მუშაობს. რაა გასაკვირი ადამიანს თუ შაბათს აქვს სურვილი ძიძის დაბარების.

ერთ სააგენტოს აქებენ ამ ბოლოს, ნიუ სერვისი. 2 მა ახლობელმა აიყვანა ამ ბოლო დროს ამ სააგენტოთი ძიძები და კმაყოფილები არიან მომსახურების. მე არ მქონია გამოცდილება, მაინც დარეკე, ამ პირობით ბევრი გამოცდილი ძიძა დაგთანხმდება

http://newservice.com.ge/our-portfolio/

აჰა ფასებიც უწერიათ

ძიძის ანაზღაურება სამუშაო საათების მიხედვით:
ძიძა-0დან 3 წლამდე 09:00 დან 19:00 სთ-მდე, შაბათ-კვირა დასვენება-400 ლარი
ძიძა- 0დან 3 წლამდე 09:00 დან 19:00 სთ-მდე,კვირა დასვენება 450 ლარი
ბავშვის აღმზრდელი- 3დან 6 წლამდე 09:00 დან 19:00 სთ-მდე,შაბათ-კვირა დასვენება-450 ლარი
ბავშვის აღმზრდელი- 3დან 6 წლამდე 09:00 დან 19:00 სთ-მდე,კვირა დასვენება-500 ლარი
ძიძა ოჯახში დამხმარის ფუნქციების შეთავსებით – 09:00 დან 19:00 სთ-მდე შაბათ-კვირა დასვენება – 450 ლარი
ძიძა ოჯახში დამხმარის ფუნქციების შეთავსებით – 09:00 დან 19:00 სთ-მდე – კვირა დასვენება – 500 ლარი
ძიძა საათობრივად- საათი-10 ლარი

Posted by: makuna1980 7 Nov 2013, 20:09
QUOTE (Vivo per Lei @ 7 Nov 2013, 19:39 )
მეც მრავალმა ნორმალურმა ძიძამ შაბათის გამო მითხრა უარი.
არადა რა გავაკეთო მე, არცერთი შემოთავაზება არ მქონია სამსახურის უშაბათო.

საიდან მოვარგო ძიძის პრინციპებს ჩემი ცხოვრება და სით მივუსადაგო, აღარ ვიცი.

კი, მასეა, მეც არ მყავს შაბათობით ძიძა და დედაჩემთან ვტოვებ ყოველ შაბათს, სხვანაირად არ ვიცი რა მეშველებოდა...არადა მომწონს ჩემი ძიძა და ვერ ვუთხარი უარი მაგის გამო (დედაჩემის იმედი მქონდა smile.gif )

კიდევ ერთი, აქ ბევრი წერდა ძიძებს კამერით ვუთვალთვალებთო და ვინმემ დამიწერეთ რა ვის ან როგორ დააყენებინეთ კამერა..თფუ, თფუ, თფუ, კი ვარ კმაყოფილი მაგრამ ისეთები მესმის ხოლმე მაინც მინდა ვნახო, დავიმშვიდო გული smile.gif))) მომწერეთ რაააააა

Posted by: Vivo per Lei 7 Nov 2013, 20:58
makuna1980
https://www.facebook.com/www.georobotics.ge

ამათთან დავრეკე მე და ნორმალური ადამიანი ჩანდა, ვინც დეტალებზე მესაუბრა, მიხვალ, აარჩევ ოპტიმალურ ფასად რამდენსაც გინდა და დააყენებ.

Posted by: WVB25 7 Nov 2013, 22:45
SUBADARI
QUOTE
ძნელია კვირაში 7-6 დღე მუშაობა სულ ესაა.


ძნელი რომ არის ჩემთვის კვირაში 7 დღერ მუშაობა მაგიტომ მჭირდება დახმარება, თორემ სახლში რომ ვიჯდე ნაღდათ არ დამჭირდებოდა ძიძა. იმის გამო, რომ შაბათ-კვირასაც ვმუშაობ ვიღებ დამატებით შემოსავალს, იგივეს ვთავაზობ ძიძასაც, ნაღდათ არ ვთვლი რომ ცოტას ვთავაზობ, არც გასაგიჟებელი თანხა არ არის 500 ლარი, მაგრამ რასაც ვხედავ სხვები რამდენს უხდიან, არაა ცოტა.

agr_bak
QUOTE
ძიძის ბრალი არ არის შენ რომ შაბათ კვირას მუშაობ
მართლა? smile.gif


Blur
anuka2009
QUOTE
ძალიან კარგი პირობაა, უბრალოდ შენ არ შეხვდა სათანადო კანდიდატები.

ხო მგონი ვიპოვე კარგი კანდიდატი, კვირას შევხდები. ძალიაინ კარგი ძიძა გყოლია, იმედია ჩემიც გამგები იქნება და მეც მაქსიმალურად შევუწყობ ხელს თუ რამე დახმარება დასჭირდება.
ეგ სააგენო არც გამიგია, ერთხელ დავრეკე გადია.გე-ზე, მაგრამ მერე ისევ ნაცნობის რეკომენდაციით აყვანა ვარჩიე. თუ მომავალ კვირამდე ვინმე არ გამოჩნდა აქ დავრეკავ, ფასები მისაღები აქვთ, მადლობა smile.gif

Posted by: Blur 8 Nov 2013, 09:43
Mafanya
QUOTE
რამდენი კომპანია მუშაობს შაბათსა ნახევარი დღე

+1 ძიძები მალე ისეთ მოთხოვნებზე გადავლენ რომ მეშინია დაზღვევა არ მოითხოვონ biggrin.gif

500 ლარი ცოტაა ხალხო ქვეყანაშI სადაც რავიცი რამდენი %-ია უმუშევარი და გაჭირვების ზღვარს მიღმა. აბა კომპანია სთავაზობდეს რომელიმე თუ არ გაცუნცულდება ყველა შაბათს, მარკეტებში ზის ხალხი 9დან ლამის 10მდე გაყინული არც კვება არაფერი და 7-10 ლარს უხდიან, შაბათიც მუშაობენ და კვირაც. კარგით რა მართლა....
tamar1586
QUOTE
აჰა, მაინც აღმომხდა

biggrin.gif:D გეუბნები აღარ შემოგვიშვებენ ამ თემაში მალე biggrin.gif
WVB25
იპოვი ნუ გეშინია, უმადური და გაბლატავებული არც გინდოდეს.

Posted by: natia2203 8 Nov 2013, 10:06
Blur
QUOTE
500 ლარი ცოტაა ხალხო ქვეყანაშI სადაც რავიცი რამდენი %-ია უმუშევარი და გაჭირვების ზღვარს მიღმა. აბა კომპანია სთავაზობდეს რომელიმე თუ არ გაცუნცულდება ყველა შაბათს, მარკეტებში ზის ხალხი 9დან ლამის 10მდე გაყინული არც კვება არაფერი და 7-10 ლარს უხდიან, შაბათიც მუშაობენ და კვირაც.  კარგით რა მართლა....

მართალია. ნამდვილად არ არის 500 ლარი ის თანხა რომ დაიწუნო. თუ უფრო მაღალი ანაზღაურება გინდა მაშინ ძიძად აღარ უნდა იმუშაო. მშობელს მინიმუმ 1000 ლარი ხომ უნდა ქონდეს ხელფასი რომ ძიძას 500 მისცეს, ხომ უნდა უღირდეს მუშაობა.

Posted by: KeP 6 8 Nov 2013, 10:26
Blur
გოგო არ იცი შენ, რომ ეს საქართველოა და ნახევარს უტყდება ძიძად რომ მუშაობს ? biggrin.gif
სერიოზულად ვამბობს, აგერ ჩემს ძველ ძიძას ნაცნობი რომ შეხვდა: უი შეგეძინათო უკითხავთ და ამას არაფერი უპასუხია - შერცხვა ანუ
ეზოში სხვა ძიძებთან ერთად არ დადიოდა, სულ მარტო იყო და კიდე ბევრი რამე ..... sad.gif

ისე 500 არაა საერთოდ ცუდი, მაგ ჩემსას 1 წლისაა და ერთხელ ძIნავს 2,5 საათი, ასე რომ რაღაც ცოტა კი უნდა გააკეთოს
მწეველებს არ ვამართლებს არანაირად, საკუთარი თვალით ვხედავ, პარკში თავსე ადგანან კალიასკებ და ჭორაობენ ოჯახებზე და თა ნეწევიან sad.gif
წესით უნდა იპოვო მაგ თანხაში ... და გაჭირვებული არ გინდა დამიჯერე biggrin.gif ჯობია სახლშI არ დაგეხმაროს და აკრგი ძიძა იყოს

ისე პარკში სულ მესმის, შვებულება ქონდათ მაგ: 10 დღე და დამასვენესო ... + ფული გადამიხადესო და ესეა ?
ძიძებს ანუ ანაზღაურებადში შვეულება აქვთ, საყვედურით არ ვამბობ, არ ვიცი უბრალოდ

Posted by: natia2203 8 Nov 2013, 10:38
KeP 6
QUOTE
ძიძებს ანუ ანაზღაურებადში შვეულება აქვთ, საყვედურით არ ვამბობ, არ ვიცი უბრალოდ

შეთანხმებაზეა მაგრამ წესით კი. უმეტესობა უხდის და სწორიცაა. სამსახურშიც ხომ გვიხდიან შვებულების ფულს. ძიძისთვისაც ხომ სამსახურია და მუშაობს, ეკუთვნის რამდენიმე დღე ანაზღაურებადი შვებულება smile.gif

Posted by: ქინქლა 8 Nov 2013, 14:01
KeP 6
4 წელია ძიძა მყავს და არცერთი შვებულების და გაცდენის ფული არ გამომიქვითავს. არაფერზე შევთანხმებულვართ, თავიდანვე ჩავთვალე რომ ასე უნდა იყოს. თუმცა, ვინც სხვანაირად ფიქრობს თავიდანვე სხვანაირად შეთანხმდებიან მშობელიც და ძიძაც მაშინ არც არგადახდა იქნება პრობლემა.

Posted by: Blur 8 Nov 2013, 14:23
KeP 6
მე და ჩემი ძიძა ვიყოფთ ჩემს შვებულებას biggrin.gif ანუ 2 კვირიანი შვებულებიდან 1 კვირა იმას ვასვენებ 1 კვირა მე ვისვენებ მერე. ვუნაზღაურებ ჩვეულებრივ ისევე როგორც გაცდენილ დღეებს, არც ის მთხოვს დამატებით დროზე თანხის დამატებას.
QUOTE
ძიძებს ანუ ანაზღაურებადში შვეულება აქვთ

ჩვენს დაინტერესებაშიცაა რომ დასვენებული იყოს ხო? ადამიანია ისიც და გადაიწვება უბრალოდ. როცა მეორე პატარა მყავდა დღესასწაულებზე ხან ვასვენებდი ხან არა, თვითონაც მეუბნებოდა დავრჩებიო, ახლა რაც მოიზარდნენ დღესასწაულებზე დასვენებაც მისია biggrin.gif

Posted by: ლუნა 8 Nov 2013, 18:41
QUOTE
უმეტესობა უხდის და სწორიცაა. სამსახურშიც ხომ გვიხდიან შვებულების ფულს


სამსახურს გააჩნია, მე არ მიხდიდნენ.. no.gif
ზაფხულობით თანამშრომლები ერთმანეთს ვცვლიდით და ორი კვირა დასვენების გარეშე ვმუშაობდით რომ შემდეგ ორი კვირა ქალაქიდან გავსულიყავით რა ანაზღაურებად შვებულებაზეა ლაპარაკი..


Posted by: WVB25 8 Nov 2013, 22:57
QUOTE
ანუ 2 კვირიანი შვებულებიდან 1 კვირა იმას ვასვენებ 1 კვირა მე ვისვენებ მერე.

უი ეს რა კაი აზრია smile.gif მე ერთმა ძიძამ მკითხა რომ ანაზღაურებად შვებულებას თუ მივცემდი, ეტყობა მართლა აწუხებთ ეგ პრობლემა. მე პირადად თავიდანვე გადაწყვეტილი მაქვს რომ წელიწადეში ორი კვირა დავასვენებ და ფულსაც გადავუხდი მაგ პერიოდში. თუ კარგი ძიძა შემხვდა 2 კვირის გამო ნაღდათ არ მინდა გული დავწყვიტო და უკმაყოფილო დარჩეს. აი დასვენების დღეებზე არ ვიცი როგორ არის, ახალ წლებზე და აღდგომას ასვენებენ ალბათ ძიძებს ხო? აღდგომას რეგიონში დავ დადივართ სულ და ისედაც დავასვენებთ 4 დღე, მაგრამ ახალ წლებზე როგორ არის მიღებული?

Posted by: SUBADARI 8 Nov 2013, 23:52
WVB25
მე პირადად სამსახურში რა დღეებშიც ვისვენებ იმ დღეებში ძიძასაც ვასვენებ. ზოგადად ყველაფერი მოლაპარაფკებაზეა. ყველაფერი წინასწარ უნდა გაარკვიო და თუ შენს პირობებზე თანახმაა მაგას რა ჯობს. შეთანხმებასაც ადვილად მიაღწევთ smile.gif

Posted by: Neno_ 8 Nov 2013, 23:57
აუ, რამდენს ნერვიულობთ biggrin.gif
მარტივია, როგორი მუშაობის რეჟიმიც გაქვთ თქვენ, სავარაუდოდ იგივე უნდა შეუქმნათ ძიძასაც, სხვა რა ვარიანტია? biggrin.gif ვთქვათ, გინდა, რომ 31 დეკემბერს დაასვენო, ამ დროს თავად სასმსახურში გიხმობენ და არ გასვენებენ, რა უნდა ქნა? ცხადია, ძიძა უნდა დაიბარო, რამე განსაკუთრებული პრივილეგიაა ძიძობა, რომ დიდ-ხნიანი და ქვეყანაში სხვა სამსახურებში არსებულ პირობებზე უკეთესი ეკუთვნის?

ძიძა აგყავს ქალს იმიტომ, რომ თავად მუშაობ და ბავშვს ვერ უვლი, ანუ ავტომატურად მიბმულია ძიძა შენს გრაფიკზე, ხოდა ეგრეა რა biggrin.gif

ძიძების ბრალია კი არ არის ჩვენი სამუშაო გარემო, მარა სახელმწიფო სამსახურების გარდა მგონი, ყველგან ამუშავებენ შაბათს ხალხს, ნახევარი დღით მაინც და ძიძის პროფესია რამე მანდატივითაა, შაბათი რომ არ ეხება? (ანუ, როცა ქვეყანაში ეს მუშაობის სტანდარტია? biggrin.gif)..

როგორ გაბლატავებულა ხალხი..

პ.ს. რა მწეველი ძიძა, ხალხო.. მწეველი მშობელი უნდა იქნეს დათახოვილი თანამდებობიდან, სადაც სამართალია და ახლა ძიძა და იმის პირობები, რომ -30 ან +50 გრადუს ტემპზე გარეთ გავა,თანაც მარტო მაშIნც, როცა ბავშვს სძინავს ბლა ბლა ბლა rolleyes.gif
შორს მწეველი ბავშვისგან biggrin.gif

Posted by: SUBADARI 9 Nov 2013, 00:05
Neno_
მოლაპარაკებაზეა თქო იმიტომ ვთქვი რომ ვიცი შემთხვევები რომ დედა ისვენებს დასვენების დღეებში მაგარამ მაინც იბარებს ძიძას. ანუ წინასწარ უთანხმდები რა რომ მერე სურპრიზი არავისთვის იყოს

Posted by: ინფინიტი 9 Nov 2013, 00:10
WVB25
QUOTE
დღე, მაგრამ ახალ წლებზე როგორ არის მიღებული

როგორ და პირველი და ორი რიცხვია ოფიციალურად დასვენების დღეები და თუ 31-ში ცოტა ადრე გაუშვებ, ეგ შენზეა დამოკიდებული , თორემ ცხრადღიანი ქეიფი და ძველით ახალ წელს გამოფხიზლება ბოდიში .



Neno_
QUOTE
როგორ გაბლატავებულა ხალხი..

შენ ეგ თქვი გოგო
სიდან ამდენი ამბიციაი

Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 00:20
ინფინიტი
QUOTE
შენ ეგ თქვი გოგო
სიდან ამდენი ამბიციაი

ძიძა ვეღარ დაგიქირავებია კაცს, თან 500 ლარადო biggrin.gif

შაბათს არაო, ოთახის გამოგვა არაო, მგონი, ტუალეტის ჩარეცხვასაც დაგაყვედრიან ბოლოს მოსაქმებულზე biggrin.gif

500 ლარი აქვს ძალიან ბევრ ბანკის ოპერატორს დღეს დღეობით (დღეში 100 კაცს ისტუმრებს ზოგი, წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთური საქმე), ასევე, ბევრ დისტრიბუტორს, მძღოლს თუ რავი, ვიცნობ ბევრს.. დამლაგებლებზე, მიმტანებზე და მაღაზიის გამყიდველებზე აღარაფერს ვამბობ, ჯოჯოხეთია ნამდვილი, დღეში 14 საათი მუშაობა და ჰა-ჰა 10 ლარი, დათვალეთ აბა თვეში რამდენი გამოდის?

არ ვამბობ, კარგია მეთქი, მარა ესაა დღევანდელი რეალობა ქვეყანაში და ეს ძიძები ამერიკლები არიან, რა ვქნა? biggrin.gif


Posted by: Tak 9 Nov 2013, 00:30
Neno_
QUOTE

შაბათს არაო, ოთახის გამოგვა არაო, მგონი, ტუალეტის ჩარეცხვასაც დაგაყვედრიან ბოლოს მოსაქმებულზე

500 ლარი აქვს ძალიან ბევრ ბანკის ოპერატორს დღეს დღეობით (დღეში 100 კაცს ისტუმრებს ზოგი, წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთური საქმე), ასევე, ბევრ დისტრიბუტორს, მძღოლს თუ რავი, ვიცნობ ბევრს.. დამლაგებლებზე, მიმტანებზე და მაღაზიის გამყიდველებზე აღარაფერს ვამბობ, ჯოჯოხეთია ნამდვილი, დღეში 14 საათი მუშაობა და ჰა-ჰა 10 ლარი, დათვალეთ აბა თვეში რამდენი გამოდის?

არ ვამბობ, კარგია მეთქი, მარა ესაა დღევანდელი რეალობა ქვეყანაში და ეს ძიძები ამერიკლები არიან, რა ვქნა?



საინტერესო მიდგომაა, მე პირადად ვფიქრობ ძიძა ის ადამიანია, ვისაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ვაბარებთ, ვინც სუფთად უნდა მიხედოს, კარგად აჭამოს , მის ნერვებს მოუფრთხილდეს, ჯანმრთელობას და გონებრივ განვითარებას - ასე რომ არა მგონია ბანკის თანამშრომელს მეტი ეკუთვნოდეს ვიდრე მას smile.gif

და ზოგადად მხოლოდ საქართველოშია მიდგომა - სამსახურს ვერ ვშოულობ და მოდი ძიძა ან ბაღის მასწავლებელი ვიქნები - ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში გადიან კურსებს, სწავლობენ, აბარებენ ტესტებს... და ამბიციაც აქვთ თანხაზე და არც ვინმე შესთავაზებს რამე სასაცილო თანხას.

მე რომ შემეძლოს, ცემსს ძიძას 3 ჯერ მეტს გადავუხდიდი, მაგ ადამიანზე მადლიერი არავისი არ ვარ love.gif

QUOTE
რამე განსაკუთრებული პრივილეგიაა ძიძობა, რომ დიდ-ხნიანი და ქვეყანაში სხვა სამსახურებში არსებულ პირობებზე უკეთესი ეკუთვნის?


მე ვფიქრობ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ისევე ეკუთვნის ახალ წელს თავის ოჯახში შეხვედრა, როგორც შენ, მე ან სხვა ნებისმიერ დედიკოს. და თუ შეუძლია (ან უჭირს და თანახმაა) რო მმოვიდეს - უსაზღვრო მადლიერების გარდა ორმაგი თანხაც უნდა მისცე.

ეს ჩემი აზრია. გმადლობთ

Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 00:42
Tak
QUOTE
ასე რომ არა მგონია ბანკის თანამშრომელს მეტი ეკუთვნოდეს ვიდრე მას smile.gif

და, პრეზიდენტზე მეტი ეკუთვნის თუ ნაკლები ჩვენი ბრილიანტის გამზრდელებს, სუბიექტურად რომ ვიმსჯელოთ? biggrin.gif მე ვფიქრობ, რომ მეტი gigi.gif
ბილ გეითსზე მეტიც ეკუთვნის, იმიტომ, რომ განსაკუთრებულ როჟას ზრდის biggrin.gif

ხედავ, რა სასაცილო მიდგომაა ესე თუ ჩააჯინდი? biggrin.gif ბაღის აღმზრდელს რაღა ეკუთვნის, 50 ნატვრისთვალს რომ ზრდის?

QUOTE
და ზოგადად მხოლოდ საქართველოშია მიდგომა - სამსახურს ვერ ვშოულობ და მოდი ძიძა ან ბაღის მასწავლებელი ვიქნები - ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში გადიან კურსებს, სწავლობენ, აბარებენ ტესტებს... და ამბიციაც აქვთ თანხაზე და არც ვინმე შესთავაზებს რამე სასაცილო თანხას.


არსად გამიგია, ძIძა ტესტს აბარებდეს და კურსებს გადიოდეს (თუ რამე 1 დღიანი ტრეინინგივით აქვთ, როგორ უნდა მოიქცეს, ეს სხვაა) გუვერნანტკაში ხო არ გეშლება?
ძიძებზე ფილმს ვუყურე ცოტა ხნის წინ, მანჰეტენის მილიანრების ოჯახებზე იყო და ყველას ძიძა ან ემიგრანტი იყო ვიღაცა ან აბნეული ადგილობრივი.. კურსები, ტესტი და უცხო ენები კი არა, მუსიკისა და სამეფო ეტიკეტის ცოდნა მოეთხოვება კიდე biggrin.gif
არა მგონია, სადმე კვალიფიკაცია მოეთხოვებოდეს ან უმაღლესი განათლება ძიძას, აი ბანკის თანამშრომლებზე პირიქითაა.. ასე, რომ wink.gif

ჩემი აზრით, ხელფასი უნდა ენიშნებოდეს ხალხს, მიღებულ უნარებში წლობით დაბანდებული ენერგიის ადეკვატურად + მიმდინარე სამუშაოსთვის საჭIრო ენერგიის შესაბამისადაც და არა რაღაც სენტიმენტების გამო და ეგრეცაა ხოლმე, რა ვიცი biggrin.gif

QUOTE
მე ვფიქრობ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ისევე ეკუთვნის ახალ წელს თავის ოჯახში შეხვედრა, როგორც შენ, მე ან სხვა ნებისმიერ დედიკოს. და თუ შეუძლია (ან უჭირს და თანახმაა) რო მმოვიდეს - უსაზღვრო მადლიერების გარდა ორმაგი თანხაც უნდა მისცე.

ბინგო!
მე არასდროს ვისვენებდი 31-ში, მხოლოს 1-2 ში და მერე ჰაიდაა biggrin.gif
ხოდა, იგივეს არ ვწერ კაცო, ძიძებისთვისაც? biggrin.gif

Posted by: chudnica 9 Nov 2013, 00:45
მეც ესე ვფიქრობ რომ ძიძა ძიძაა და არა დამლაგებელი და დიასახლისი, მას მხოლოდ ბავშვი უნდა ებაროს და იმის იქეთ არაფერი ეხებოდეს,,

Posted by: taktakuna 9 Nov 2013, 00:45
რა მაინტერესებს იცით? ძიძას დაბ. დგეზე რამეს არ ჩუქნით? მცირედს მაინც, ყურადღების გამოსახატავად?
რა გირჩევნიათ ბავშვი გყავდეთ კარგად მოვლილი და ნაპატიები, თუ სახლი მილაგებული და სადილი გამზადებული? სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ჭირს და ხალხს ოჯახები ყავთ შესანახი, თანხმდებიან იმ პირობებს რასაც სთავაზობენ და არაა საჭირო ძიძის მოახლედ ქცევა. რატომ უნდა აუთაოს ძიძამ, ან ალაგოს და ხეხოს იატაკი? სულ სხვაა, რომ დალაგებულს თუ იმ დღეს ბავშვი მოთხვრის აწმინდოს, და სულ სხვაა რომ მოგიგვის სამი დღის დასაწმენდ სახლს, ან რომ წერთ ბავშვს 2.5 საათი სძინავს და დიდი რამე, თუ სხვა რამეში წამიკრავს ხელსო, დასვენება არ უნდა? რობოტი ხომ არაა? ჩემსას 2 საათი რომ სძინავს, სანამ მივლაგდები, სანამ შევჭამ, კი იღვიძებს რამის და ნახევარი საათი მაინც არ უნდა დაასვენოს ფეხები?

Posted by: KeP 6 9 Nov 2013, 00:51
taktakuna
დასვენება უნდა მაგრამ აქ სხვა რამეს წერდნენ:
500 ლარი არაა ცოტა ფული საიმისოდ რომ ოჯახის საქმეში მიეხმაროს დედას (თუ შეუთანხმდები რა თქმა უნდა)
ძიძებიც გამიგია, დიასახლისის საწოლზე რომ წამოწვებოდნენ გემრიელად და ეძინათ კარგად
10 დან 6 მდე რომ მოდის და კიდევ ძინავს (დასვენებას არ ვგულისხმობ) ნორმალურია ეგ ?


Posted by: chudnica 9 Nov 2013, 00:52
ვაიმე აია უიას რომ უბერავს კუთხურად ეგეთი ძიძა გინდათ ვინმეს? წევიდა მევიდა, და ასე შემდეგ.. სწორედაც რომ განათლებული და სუ მცირე დოხტორი უნდა იყოს.. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 00:52
taktakuna
QUOTE
რაა საჭირო ძიძის მოახლედ ქცევა. რატომ უნდა აუთაოს ძიძამ, ან ალაგოს და ხეხოს იატაკი?

მაგაზე ვრცლად ვიმსჯელეთ წინა თემაში და მე ვეღარ გავაგრძელებ biggrin.gif

2.5 საათი სადმე გინახავს შესვენება 9-10 საათიან სამუშაო დღეში? biggrin.gif

QUOTE
ჩემსას 2 საათი რომ სძინავს, სანამ მივლაგდები, სანამ შევჭამ, კი იღვიძებს რამის

ო, აი ეს უნდა ქნას იმ 2 საათში ძიძამაც, შენ ხარ ჩემი ბატონი biggrin.gif
ან 2 საათი რად უნდა მილაგებას და ჭამას, მე რავი, ნახევარ ნახევარი სჭირდება ორივეს (მე რასაც მსუბუქ მილაგებას ვეძახი და ველოდები biggrin.gif) და დანარჩენი 1 სათი წამოკოტრიალდეს bis.gif


Posted by: chudnica 9 Nov 2013, 00:55
KeP 6
ეხლა თავისი ნებით თუ დაავლებს ხელს ზოზხს ეგ სხვა რამეა..

Posted by: nino_ninuciii 9 Nov 2013, 00:57
Neno_
QUOTE
და დანარჩენი 1 სათი წამოკოტრიალდეს

ჩვეულებრივი სამსახური ხოა
ჩვეულებრივ ხელფასს იღებს
ზოგი იმაზე მეტს ვიდრე მე მაქვს და biggrin.gif
ჩვენ ვკოტრიალობთ სამსახურებში?

ყველაფერი მაინც შეთანხმებითაა და სჯობს თავიდანვე იყოს ყველაფერი განსაზღვრული
500 ლარი მე ძალიან კარგი ანაზღაურება მგონია როცა ბაღში და სკოლაშიც ესეთი დაბალი ხელფასებია და არამარტო მანდ
შაბათსაც ჩვეულებრივი რეჟიმით ვმუშაობ და რავიცი არც არაფერს მიმატებენ sad.gif


Posted by: KeP 6 9 Nov 2013, 00:57
chudnica
ისეთ სიტყვებს დაგიწერთ ... მნიშვნელობა არ გეცოდინებათ ნამდვილად biggrin.gif
კიკი გამიგია ეგეთები, ეგეთი ძიძა (თავი ძიძა რომ გონია) და მართლა გამზრდელი კიარა აღმზრდელი ძიძა ართი და იგივეა მერე ?
თავისი ნებით იციან მარტო თავიდან, მერე ყავის მოდუღებას ითხოვენ
Neno_
QUOTE

2.5 საათი სადმე გინახავს შესვენება 9-10 საათიან სამუშაო დღეში? biggrin.gif

შესვენება არა და მითუმეტეს ძილი დედის და მამის საწოლზე

nino_ninuciii
QUOTE
სჯობს თავიდანვე იყოს ყველაფერი განსაზღვრული

ნამდვილად გეთანხმები და კიდე საჭირო არაა დადაქალება ძიძასთან
ძალიან ბევრი მერე ქუჩაში არჩევს დეტალურად ოჯახის ამბებს, მათ შორის ე.წ. კარგი ძიძები
ისეთებს ვისმენ პარკში sad.gif( სამწუხაროა

Posted by: garfield1 9 Nov 2013, 01:01
ძიძა პირდაპირ დამოკიდებულია მშობლის რეჟიმზე,მე მაგალითად 31 დეკემბერს სულ ვმუშაობ ნახევარი დღე და მერე 3 იანვრიდან გავდივარ სამსახურში და ძიძამ რომ მითხრას მე 7მდე სუფრები უნდა ვშალო სახლში და ვერ მოვალო ,ნამდვილად არ მესიამოვნება.
შაბათს მუშაობაც ანალოგიურად,ძალიან ცოტა კომპანია ვიცი შაბათობით რომ ისვენებდეს,ზოგი სრული დღე მუშაობს,რომელ ნახევარ დღეზეა ლაპარაკი და მაგ დროა ბავშვს სამსახურში ხომ არ ატარებ ?
მე შეიძლება 500 კი არა მეტიც მიღირდეს კარგი ძიძა და შეთანხმებაზეა ყველაფერი,მაგრამ 500 ლარიანი ძიძის შოვნა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე რთული არ უნდა იყოს,გამოდის რომ მართლაც ძალიან გაბლატავებულია ეს ხალხი user.gif

Posted by: Tak 9 Nov 2013, 01:05
Neno_
QUOTE
არსად გამიგია, ძIძა ტესტს აბარებდეს და კურსებს გადიოდეს (თუ რამე 1 დღიანი ტრეინინგივით აქვთ, როგორ უნდა მოიქცეს, ეს სხვაა) გუვერნანტკაში ხო არ გეშლება?
ძიძებზე ფილმს ვუყურე ცოტა ხნის წინ, მანჰეტენის მილიანრების ოჯახებზე იყო და ყველას ძიძა ან ემიგრანტი იყო ვიღაცა ან აბნეული ადგილობრივი.. კურსები, ტესტი და უცხო ენები კი არა, მუსიკისა და სამეფო ეტიკეტის ცოდნა მოეთხოვება კიდე
არა მგონია, სადმე კვალიფიკაცია მოეთხოვებოდეს ან უმაღლესი განათლება ძიძას, აი ბანკის თანამშრომლებზე პირიქითაა.. ასე, რომ


იზრაელში და გერმანიაში ზუსტად ვიცი რომ ასეა.
ასევე ლონდონში ცხოვრობს ჩემი მეგობარი და მაგას მიყვებოდა ზუსტად ამას წინათ.

არ მეშლება გუვერნანტკაში smile.gif

QUOTE
ჩემი აზრით, ხელფასი უნდა ენიშნებოდეს ხალხს, მიღებულ უნარებში წლობით დაბანდებული ენერგიის ადეკვატურად + მიმდინარე სამუშაოსთვის საჭIრო ენერგიის შესაბამისადაც და არა რაღაც სენტიმენტების გამო და ეგრეცაა ხოლმე, რა ვიცი


მოაშორე სენტიმენტების ნაწილი, შეხედე დანარჩენს და იგივეს ვამბობ მეც მგონი, ძიძაზე.
სენტიმენტები კიდევ ამ შემთხვევაში მხოლოდ სუბიექტური კუთხით არის ჩემს მიერ დანახული . მე ხომ არ მითქვამს სახელმწიფო უნდა უხდიდეს ძიძასთქო. მე ვთქვი რომ მე რომ შსემეძლოს მეტს მივცემდითქო და უბრალოდ გამოვხატე რომ ჩემი აზრით მეტსაც იმსახურებსთქო და ბანკში 100 კი არა ბევრად მეტიც გამისტუმრებია, მაგრამ 100ჯერ უფრო იოლი იყო ვიდრე ბავშვის მოვლა smile.gif

მით უმეტეს როცა სხვის შვილს უვლი და ამხელა პასუხისმგებლობა გაწევს კისერზე !

taktakuna

კი მე მარტო მას არა, მის სამივე შვილს ვუკეთებ საჩუქარს love.gif

და ნინოს დასვენება მეტი მიღირს ვიდრე საკუთარი. ვაღმერთებ : )


KeP 6

თუ თავის საქმეს აკეთებს და როცა ბავშვს ძინავს, თვითონაც დაიძინა - რა მოხდა მერე?
იქნებ მთელ ღამეს ათენებს რომ სახლსიც მოასწროს რაღაცეების გაკეთება...

მე პირველი ვარ ვინც ვცოფდები უპასუხისმგებლო ძიძების და კოშმარული ისტორიების შესახებ, მაგრამ მეორე უკიდურესობაშიც არ უნდა გადავიჭრათ. თუ ადამიანი ისე უვლის ბავშვს როგორც გვინდა და რაზეც შევუთანხმდით, კეთილსინდისიერად ასრულებს - იმის იქეთ ბავშვთან ერთად დაიძინებს თუ სმს-ებს დაწერს თუ რას იზამს - არაა განსასჯელი..

მწეველ ძიძას ვერც მე ავიყვანდი.
მეც მწეველი ვიყავი ორსულობამდე და სანდრო ბაღში ან სადმე რომ მიმყავდა არ ვეწეოდი მანქანაში. სახლში არასდროს მომიწევია და ბავშვით კალთაში... ბავშვთან განა არ მომიწევია პარკში და ასე სემდეგ როცა თვიტონ ერთობოდა და მოშორებით იყო - მაგრამ ამ დროსაც სინდისი მქენჯნიდა და იმის თქმა მინდა, რომ მით უმეტეს კიდევ ძიძა მყოლოდა რომელიც ეწევა - არაჯანსაღი გადაწყვეტილება იქნებოდა ჩემგან, ასე ვფიქრობ.

Posted by: KeP 6 9 Nov 2013, 01:08
QUOTE
თუ თავის საქმეს აკეთებს და როცა ბავშვს ძინავს, თვითონაც დაიძინა - რა მოხდა მერე?


კარგი რა, ჩემი და ჩემი ქმრის საწოლში უნდა წამოწვეს და დაიძინოს ?
ამ დროს მე მთელი ღამის უძინარი ფეხზე ვიყო + სახლი საჭმელი და ა.შ.
მე რომ სამსახურში წამოვწვე (ძალიან კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს) ცოტას დავისვენებ თქო გამომაგდებენ ეგრევე

სხვის სახლში როგორ უნდა დავიძინო ვერ წარმომიდგენია

ზოგადად ბევრი იბრალებს ძიძობას და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი
ვერ იგებენ რომ სამსახურია + უტყდებათ რატომღაც ძიძობა (ქართველი ოფიციანტების არ იყოს)

Posted by: chudnica 9 Nov 2013, 01:11
KeP 6
დიდი ამბავი ისე !! biggrin.gif ბავშვს თუ კიდებს ხელს და უვლის , ზემოდან თუ წამოკოტრიალდა biggrin.gif არც მე მიყვარს ზოგადად საწოლზე ვინმე რო თუნდაც ჯდება , ქოფაკმა ბებიაჩემმა მიმაჩვია ასე :LD

Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 01:12
Tak
QUOTE
იზრაელში და გერმანიაში ზუსტად ვიცი რომ ასეა.

რავი, გერმანია მესამე სამყაროს ძიძა ოპერებით არაა სავსე, უხდიან 300 ევროს (ძველს გიყვები, ჩემი მეგობარი წავიდა ეგრე, თავად აქვთ 2000 ევრო+ დამწყები ხელფასი, ანუ biggrin.gif შეადარე ეხლა, ნამდვილი კამბეჩობაა გერმანელების მიდგომა, ჩემი დაკვირვებით biggrin.gif)
ისრაელში არ ვიცი, ნამდვილად და არც სხვაგან, მარა ძიძას თუ კვალიფიკაცია მოეთხოვება რამე, მაგრად გამიკვირდება smile.gif

QUOTE
მხოლოდ სუბიექტური კუთხით არის ჩემს მიერ დანახული .

ეგ კი, მარა აქ ზოგად ხელფასზეა საუბარი ძიძებისაზე და არა ვის რამდენი უღირს..

QUOTE
ბანკში 100 კი არა ბევრად მეტიც გამისტუმრებია, მაგრამ 100ჯერ უფრო იოლი იყო ვიდრე ბავშვის მოვლა smile.gif

შენ ეტყობა შეგაშIნეს ბავშვებმა, იმიტომ, რომ 100-ჯერ მირჩევნია ბავშვის მოვლა დღეში 100 ტუტუცის გასტუმრებას biggrin.gif
თან ხელფასი იგივეა biggrin.gif ერთი ის ნაკლია, რომ ძიძობიდან ვერ წაიწევ წინ და ბანკში იქნებ როდესმე გადმოგხედონ მოწყალე თვალით biggrin.gif

nino_ninuciii
QUOTE
ზოგი იმაზე მეტს ვიდრე მე მაქვს და biggrin.gif
ჩვენ ვკოტრიალობთ სამსახურებში?

ჩვენ უძვირფასესებთან არ გვაქვს შეხება! biggrin.gif


Posted by: taktakuna 9 Nov 2013, 01:12
KeP 6
500 ლარი ძალიან კარგი თანხაა იმისთვის, რომ შენი შვილი იყოს, სუფთად, დაბანილი, ნაჭამი, ნათამაშები, ნასეირნები და ა.შ და ცოტაა იმისთვის, რომ ამას დაუმატო კიდევ დალაგება, ხეხვა, რეცხვა და უთაობა. შენ სადაც მუშაობ, შეთავსებით სხვა სამუშაოსაც გაკეთებინებენ?
დასვენებაში წამოწოლას და დიასახლისის ოთახში გორაობას არ ვგულისხმობ, აქ ნორმალურ ძიძებზე ვლაპარაკობ და არა უმაქნისებზე და ა.შ.
Neno_
მოდი ასე ვთქვათ, ძიძა მოდის დილით, აჭმევს, აწესრიგებს და მიყავს სასეირნოდ, ასე საათნახევარი მაინც უნდა ათამაშო გარეთ, თუ დიდია და თუ პატარა, თუ კარგი ამინდია ჰაერზეც რომ ეძინოს გადასარევია. მე მყავს ორი საათი გარეთ, თან ერთ ადგილზე არ ჩერდება, უნდა ატარო აქეთ-იქით, ამომყავს და სანამ დავბან, მოვაწესრიგებ, გავუმზადებ, ვაჭმევ კი მოდის დრო ძილის, მერე სანამ დაიძინებს. მერე უნდა მიალაგო, სათამაშოები, იქ გასარეცხია, სადილი გაქვს გასამზადებელი მაგისი, შენც შეჭამ, ყავას დალევ და ჰოპაა, გაიღვიძა კიდეც. საღამოს ფეხებს ვეღარ ვგრძობ ხოლმე, მერე უნდა ეთამაშო, უმღერო, მულტიკი ანახო და დააინტერესო, გაართო და რავი ბავშვის მოვლა უფრო ძნელია, ვიდრე ზოგიერთ სამსახურში ჯდომა და კომპიუტერზე კაკუნი. ამას დამატებული უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ეზოში რომ დარბის სულ დაძაბული ხარ, არ წაიქცეს, თავი არ გაიტეხოს, პირში რამე არ ჩაიდოს.

Posted by: KeP 6 9 Nov 2013, 01:13
chudnica
ჩემი ქმარიც ჩაიგოროს და მე სამსახურში ვივლი ჰაჰაჰ biggrin.gif დაბინავებული მეყოლება ქმარ შვილი

taktakuna
QUOTE
სადაც მუშაობ, შეთავსებით სხვა სამუშაოსაც გაკეთებინებენ?

კი და ძალიან ბევრი ვიცი ზოგადად ვისაც სხვის საქმეს ტენიან გასაკეთებლად
და უამრავი ვიცი კიდევ ვისაც დამატებით საათებს არ უნაზღაურებენ ...
იმიტომ რომ არ გამოგაგდონ და საჭმლის ფული გქონდეს თვალს ხუჭავ რაღაცაზე
ესევე შეგიძლია 500 ლარად აიყვანო ძიძა + დაალაგებინო ოღონდ ხარისხი აღარ უნდა მოითხოვო biggrin.gif
მაგრამ მგონი მაინც არაა ცუდი თანხა, გააჩნაი რისი დალაგება მოუწევს და როგორ

Posted by: Tak 9 Nov 2013, 01:15
nino_ninuciii
QUOTE
ჩვეულებრივი სამსახური ხოა
ჩვეულებრივ ხელფასს იღებს
ზოგი იმაზე მეტს ვიდრე მე მაქვს და
ჩვენ ვკოტრიალობთ სამსახურებში?


არაა ჩვეულებრივი სამსახური smile.gif სახლში მოდის, ოჯახის წევრია, რომელსაც აკისრებ შენი შვილის მოვლას და არა გამოწკეპილი დრესკოდიანი თანამშრომელი, რომელსაც რა თქმა უნდა 1 საათზე (დაჟე მგონი 40 წუთზე) მეტი არ აქვს შესვენება.

ვიღაცამ აღნიშნა ზევით დედ-მამის საწოლზე ძინავსო - ნუ ეს თავხედობაა რა თქმა უნდა.

50 კაცის სუპერვაიზორი ვყოფილვარ და მიუხედავად იმისა რო მშემეძლო მეტი დამესვენა, წამით მეტი არ დამისვენია არასდროს თუ ნაკლები არა, იმიტომ რომ საერთო შესვენებაზე რომ გადიოდა მასა, ერთი მაიცნ ტუ ლაპარაკობდა - ვრჩებოდი რომ მივხვმარებოდი. მაგრამ მე რომ მცოდნონდა რომ ერთს ვუვლი და 2.5 სძინავს და სხვა საქმე არ დაუვალებიათ ჩემთვის - აქედან 1 საათი მეც რომ წამეძინა არა მგონია რამე პრობლემა ყოფილიყო, აბა დაფიქრდი...

არ ვიცი, შეიძლება მე მყავს ისეთი ძიძა, რომ სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს, მაგრამ ის ყველაფერს ასწრებს ამ ქვეყნად და იქეთ ვეხვეწები ხოლმე დაისვენეთქო და თუ ისვენებს მიხარია smile.gif

Posted by: chudnica 9 Nov 2013, 01:18
KeP 6
ეხლა ნდობის საკითხია თორე ჩაგორების გარეშეც შეიძლება biggrin.gif ისე რომ საერთოდ ხელშეუხებელი იქნება თქვენი ლოგინი.. biggrin.gif უფ რა ცუდი რამე გაიფიკრე ეხლა შენ biggrin.gif



ამიტომ დასკვნა !!!!!!!!!!!!!!!!!!!! ბავშვს დედა უნდა უვლიდეს !!!!!!!!! კიდევაც ვზივარ სახლში. biggrin.gif ვოტ ტაკ

Posted by: KeP 6 9 Nov 2013, 01:20
chudnica
QUOTE
ბავშვს დედა უნდა უვლიდეს


გაჩერდი შენ რა აზრები გაწუხებს ამ შუა ღამეს, წადი დედებში დაწერე რამე biggrin.gif
იმხელა საწოლია სამივე დავეტევით biggrin.gif აი ჩემი პასუხი
მეც და სამსახურის გამო ხანდახან დედაჩემი იტოვებს ... ველოდები ბაღის ასაკს biggrin.gif

Posted by: chudnica 9 Nov 2013, 01:23
KeP 6
კიდე მე მაწუხებს???
QUOTE
იმხელა საწოლია სამივე დავეტევით  აი ჩემი პასუხ

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Tak 9 Nov 2013, 01:23
Neno_
QUOTE
შენ ეტყობა შეგაშIნეს ბავშვებმა, იმიტომ, რომ 100-ჯერ მირჩევნია ბავშვის მოვლა დღეში 100 ტუტუცის გასტუმრებას
თან ხელფასი იგივეა  ერთი ის ნაკლია, რომ ძიძობიდან ვერ წაიწევ წინ და ბანკში იქნებ როდესმე გადმოგხედონ მოწყალე თვალით


ვინ ბავშვებმა, საკუთარმა? smile.gif

ხელფასი ნაკლები მქონდა და ბანკში აი მართლა შენი თქმის არ იყოს - როდისმე - შეიძლება დაგაწინაურონ. მარაზმი ხელფასები აქვთ, ასე რომ ეგ არაა ბანკის უპირატესობა, სხვა თემაა უკვე smile.gif

მირჩევნიაზე არაა, ჩემს შვილთან ყოფნა ყველაფერს შეიძლება მერჩივნოს, მე იმას ვამბობ რომ პანტა-პუნტიტ ვყიდიდი, ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ვასწავლიდი მოხუცებს ბარათების გამოყენებას, იდიოტებს იმას რომ ბარათს რომ გახედავ ფული არ ჩანს რამდენია ზედ და ასე შემდეგ და ძაანაც ვიღლებოდი მონურ 250 ლარზე მაგრამ მიამჩნია რომ ბავშვის - თანაც სხვისი ბავშვის - მოვლა ბევრად უფრო საპასუხისმგებლო საქმეათქო. თანაც მისი სიტუტუცე არ სიტუტუცე შენზეა დამოკიდებული და ის ვირაც ტუტუცი მოდის, როგორც მოვა ისე წავა smile.gif

taktakuna

გეთანხმები 100%

KeP 6
QUOTE
კი და ძალიან ბევრი ვიცი ზოგადად ვისაც სხვის საქმეს ტენიან გასაკეთებლად
და უამრავი ვიცი კიდევ ვისაც დამატებით საათებს არ უნაზღაურებენ ...


არა მგონია ვინმეს მოსწონდეს მერე ეს smile.gif

იცი რა, 500 ლარი კარგი თანხაა ნამდვილად. მე 450ს ვაძლევდი და ძალიან კარგი ანაზღაურება იყო მისთვის. 300დან ავედით ზევით. და ანუ იმას ვამბობ რომ თუ შეუთანხმდი ადამიანს და აწყობს და ცეცხლივით არის და უღირს რომ ბავშვს ძინავს და ამ დროს შენიც ალაგოს და ბლაბლა - კი ბატონო, ოღონდ თუ დარწმუნებულიც ხარ რომ ამას ბავშვის ძIლის დროს კი არა, სხვა დროს აკეთებს. მაგალიტად ბავშვს მულტფილმებს ურთავს და თვითონ ხეხავს რო მეტი მისცე ფული -ასეთი ხეხვა არ მინდა ბატონო. მოკლედ ყველაფერი შეტანხმებაზეა. მე იმას ვამბობ რომ არც ძიძა უნდა დაგაჯდეს თავზე მაგრამ არც შენ უნდა მოექცე მონურად თითქოს რახან ძიძაა და ფულს უხდი რასაც ეტყვი ის უნდა გააკეთოს და 500 ლარს რომ აძლევ კეთილი ინებოს და გახეხოს კიდეც და ასე შემდეგ.

ამას ვამბობ მე, მეტი არაფერს ბატონო

Posted by: chudnica 9 Nov 2013, 01:27
KeP 6
ვაიმე ბაღიი,, აი ცხონებაა.. ჩემი პირველი რომ მივიყვანე იმ დღის მერე სახლში არ უნახივარ არავის biggrin.gif

Posted by: FoXy 9 Nov 2013, 01:27
რაზე კამათობთ, 500 კი არა 1000 ცოტაა, საკმაოდ დაძაბული სამუშაო მაქვს, ხშირად შესვენებასაც კი არ ვიყენებ, რომ საქმე მოვასწრო, მაგრამ ეს ყველაფერი თურმე ზღვაში წვეთია ბავშვის მოვლასთან შედარებით, ამიტომ მიძნელდება და სამსახურზეც დროებით უარს ვამბობ. ვერ წარმომიდგენია, რომ მე ვიჯდე(რაც არ უნდა მეღლებოდეს გონება) მთელი დღე და 1000 ლარს ვიღებდე და ვიღაც ჩემს შვილს უვლიდეს 400 ლარად, ასე მგონია არ მოუვლის ისე როგორც მე მინდა(თვალებში ვერ შევხედავ იმ ადამიანს და იმაზე ხომ ზედმეტია საუბარი, რომ რამე დავავალო...იმიტომ, რომ ვიცი როგორია მთელი დღე 10კგ ხელით ატარო და კიდევ მილიონი წვრილმანი)

იმისათვის, რომ თქვენს ლოგინზე არ წამოწვეს წინასწარ გააფრთხილეთ და სხვა მოსასვენებელი ადგილი შესთავაზეთ... ის ხომ თქვენს ყველაზე ძვირფასს უვლის...



აუ რა ძიძების დამცველი გამოვედი, სინამდვილეში ძიძა ჩემთვის ძალადობასთან, გაზით დაძინებასთან და ათას უბედურებასთან ასოცირდებაbiggrin.gif

Posted by: Tak 9 Nov 2013, 01:29
FoXy
QUOTE
იმისათვის, რომ თქვენს ლოგინზე არ წამოწვეს წინასწარ გააფრთხილეთ და სხვა მოსასვენებელი ადგილი შესთავაზეთ... ის ხომ თქვენს ყველაზე ძვირფასს უვლის...


ამას თავად უნდა ხვდებოდეს, იმჰო

QUOTE
აუ რა ძიძების დამცველი გამოვედი, სინამდვილეში ძიძა ჩემთვის ძალადობასთან, გაზით დაძინებასთან და ათას უბედურებასთან ასოცირდება


sad.gif

Posted by: chudnica 9 Nov 2013, 01:30
სამაგიეროდ ეხლა ამოვუყვანე მაზოლები მეორე რომ ვბრეხვე biggrin.gif

Posted by: taktakuna 9 Nov 2013, 01:33
Tak
გეთანხმები ყველაფერში.
ძიძამ უნდა მიხედოს ბავშვს და მის ირგვლივ იტრიალოს და არა მთელი ოჯახის გარშემო.
ძიძას რომ 300 ლარს უხდი და შენს ძვირფასს შვილს უვლის, უძვირფასესად და შენ იმის დაბ. დღეც არ გახსენდება, ან იცი, რომ აქვს და ყვავილსაც არ ჩუქნი, არის ბოდიშით და ღორობა. ეხლახანს ქონდა ერთს და გული ქონდა დაწყვეტილი.
ზოგ მშობელს იცით რა უკვირს ხოლმე? ბავშვი ეზოშია ერთი საათი მინიმუმ და უიი, რატომ დაისვარა? სად დაითხვარა შარვალი? წლისა და 9 თვის ბავშვი ეზოდან სუფთა როგორ უნდა ამოიყვანო მე ის მიკვირს პირიქით biggrin.gif

Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 01:33
Tak
QUOTE
იცი რა, 500 ლარი კარგი თანხაა ნამდვილად. მე 450ს ვაძლევდი და ძალიან კარგი ანაზღაურება იყო მისთვის. 300დან ავედით ზევით. და ანუ იმას ვამბობ რომ თუ შეუთანხმდი ადამიანს და აწყობს და ცეცხლივით არის და უღირს რომ ბავშვს ძინავს და ამ დროს შენიც ალაგოს და ბლაბლა - კი ბატონო, ოღონდ თუ დარწმუნებულიც ხარ რომ ამას ბავშვის ძIლის დროს კი არა, სხვა დროს აკეთებს. მაგალიტად ბავშვს მულტფილმებს ურთავს და თვითონ ხეხავს რო მეტი მისცე ფული -ასეთი ხეხვა არ მინდა ბატონო. მოკლედ ყველაფერი შეტანხმებაზეა. მე იმას ვამბობ რომ არც ძიძა უნდა დაგაჯდეს თავზე მაგრამ არც შენ უნდა მოექცე მონურად თითქოს რახან ძიძაა და ფულს უხდი რასაც ეტყვი ის უნდა გააკეთოს და 500 ლარს რომ აძლევ კეთილი ინებოს და გახეხოს კიდეც და ასე შემდეგ.

ამას ვამბობ მე, მეტი არაფერს ბატონო


რა თქმა უნდა, გეთანხმები biggrin.gif
მე კი იმას ვამბობ, რომ მთელი დღე ნეხვში არ უნდა იჯდეს და არც სახლი დამახვედროს ყირაზე მყოფი, აქაოდა, ძიძა ვარ და ცოცხს ხელში ვერ დავიჭერო, მეტი კი არაფერი biggrin.gif

თორე ძიძის გახეხილი ტუალეტები, დარეცხილი ფარდები და გენერალური უბორკები რა ჭირად მინდა ან ამას ვინ ითხოვს biggrin.gif

არც ბავშვის მოვლა მიმაჩნია რაღაც ისეთ ამოცანად, აქ რომ წარმოაჩენთ, უბრალოდ, ყურადღება უნდა და ბავშვები არ უნდა გეჯავრებოდეს biggrin.gif
24 საათი მოვლაა რთული, თორე დღისით მოვლა, როცა ლამის ნახევარი დღე სძინავს და მეორე ენახევარი ეზოში სეირნობთ (გამისერინებია და გარეთ ბევრად წყნარად არიან ხოლმე და ნუ სახავთ აქ რაღაც საოცრებად ეზოში ჩაყვანას biggrin.gif), მე არანაირ სირთულედ არ მესახება (ბავშვი არ უნდა იყოს ძნელად აღსაზრდელი, ცხადია, ნორმალურებზე მაქვს ბაასი biggrin.gif)


Posted by: FoXy 9 Nov 2013, 01:34
Tak
QUOTE
ამას თავად უნდა ხვდებოდეს, იმჰო


იქნებ 1 ოთახია და 1 ლოგინი დგას biggrin.gif ზოგი ისეთი ადამიანია ყველაფერი უნდა უთხრა, აი ადრე ვიღაც წერდა საგარეო ტანსაცმელი ბავშვის ლოგინზე გადაკიდაო...biggrin.gif

ისევ მირჩევნია ფინანსურად გავიჭირვო სანამ ბაღში წავა, სხვა შემთხვევაში დარდი ისე დამანერვოზებს ჩემს შვილს აღარ გამოვადგები...

Posted by: taktakuna 9 Nov 2013, 01:41
Neno_
მოდი ჩემსას გათხოვებ და განახებ რა არის იოლი lol.gif
საერთოდაც კი, წყნარი ბავშვები აღარ იბადებიან მგონი ან ძალიან იშვიათად, ეზოში რომ გამყავს და ამაზე უარესებს ვხედავ, ვჯმუჯნი ხოლმე, რომ მთლად ისეთიც არაა smile.gif
ყურადღება უნდა როგორი იცი? რომც თამაშობს, თვალს ვერ მოწყვეტ, ეზოშია და დააწვება და გარბის სტადიონიდან, ძლივს ვიჭერ, მერე წუთი ერთ ადგილზე თუ თამაშობს, უკვე უკმაყოფილოა, ზუზუნებს, ხან ბურთი უნდა, ხან წყალი, ერთი თვეა გაიძახის მუუ მუუ, ანუ ძროხა უნდა biggrin.gif საიდან მოვუყვანო ეხლა შეკვეთით ძროხა? დღეს აიტეხა რომ აჩუა უნდა, ჩაიცუცქება ვითომ აჭენებს და ზმუის, უნდა და მორჩა. ტელეფონში მაქვს ვიდეოები ძროხებზე და ცხენებზე და ძალიან რომ გაჭედავს იმას ვურთავ...
მე, ასეთ ბავშვს 1000 ლარადაც არ მოვუვლიდი sad.gif

Posted by: Tak 9 Nov 2013, 01:41
taktakuna
QUOTE
ზოგ მშობელს იცით რა უკვირს ხოლმე? ბავშვი ეზოშია ერთი საათი მინიმუმ და უიი, რატომ დაისვარა? სად დაითხვარა შარვალი? წლისა და 9 თვის ბავშვი ეზოდან სუფთა როგორ უნდა ამოიყვანო მე ის მიკვირს პირიქით 


აჰაჰა შოკია biggrin.gif
Neno_
QUOTE
მე კი იმას ვამბობ, რომ მთელი დღე ნეხვში არ უნდა იჯდეს და არც სახლი დამახვედროს ყირაზე მყოფი, აქაოდა, ძიძა ვარ და ცოცხს ხელში ვერ დავიჭერო, მეტი კი არაფერი


რა თქმა უნდა, აქ მგონი ამაზე არავინ დაობს.. იმედია biggrin.gif

QUOTE
არც ბავშვის მოვლა მიმაჩნია რაღაც ისეთ ამოცანად, აქ რომ წარმოაჩენთ, უბრალოდ, ყურადღება უნდა და ბავშვები არ უნდა გეჯავრებოდეს
24 საათი მოვლაა რთული, თორე დღისით მოვლა, როცა ლამის ნახევარი დღე სძინავს და მეორე ენახევარი ეზოში სეირნობთ (გამისერინებია და გარეთ ბევრად წყნარად არიან ხოლმე და ნუ სახავთ აქ რაღაც საოცრებად ეზოში ჩაყვანას ), მე არანაირ სირთულედ არ მესახება (ბავშვი არ უნდა იყოს ძნელად აღსაზრდელი, ცხადია, ნორმალურებზე მაქვს ბაასი )


შენ არ გყავს შვილი ხო? smile.gif

FoXy
QUOTE
იქნებ 1 ოთახია და 1 ლოგინი დგას  ზოგი ისეთი ადამიანია ყველაფერი უნდა უთხრა, აი ადრე ვიღაც წერდა საგარეო ტანსაცმელი ბავშვის ლოგინზე გადაკიდაო...


აი ეგეთი ძიძა მე ვერ მეყოლებოდა : ))) ხო გავგიჟდი ყველა ნაბიჯზე თუ ვასწავლე , ცემი შვილის აღსაზრდელად მინდა, იმისთვის კი არა რომ მე აღვზარდო ჯერ ძიძა lol.gif


Posted by: annaninio 9 Nov 2013, 01:43
მე პირადად ორივე გამომიცდია. ძიძაც ვიყავი სტუდენტობის დროს და ეხლა საოფისე სამსახურშიც ვმუშაობ და ნუ ადარებთ რააა. აი ხვალ მაგალითად მეც ვმუშაობ. და ყველას ვეთანხმები იმ საკითხში რომ ძიძის გრაფიკი დედის გრაფიკზე უნდა იყოს მიბმული მაგრამ, დალაგება და მშობლების ტანსაცმლის მოვლა., და ოჯახისთვის საჭმელების კეთება მართლა ზედმეტია. ბავშვს რომ ეძინა(უფროსი ამ დროს ბაღში იყო) ვჯდებოდი დივანზე, ვსვამდი ყავას, ვფიქრობდი რითი გამერთო როცა გაიღვიძებდა. რა ჩამეცმია სათამაშო მოედანზე. რა საჭმელი წამეღო თან და ამასობაში მეც ვისვენებდი რომ მაგათი ჰიპერაქტიური ტემპისთვის ძალები აღმედგინა.იმ პეროდში შეყვერებული მყავდა, ერთ-ორ სმს -ს მივწერდი ხოლმე biggrin.gif . ამასობაში კი იღვიძებდა.. ძალიან ძნელია სხვისი შვილები რომ გყავს მიბარებული, ერთხელ სტაფილო გადასცდა, კი მივხედე იმ წამსვე მაგრამ მერე რომ გავიფიქრე რა შეიძლებოდა მოყოლოდა იქ რომ არ ვმდგარიყავი, ისე ვინერვიულეეე... მე ეხლა ზოგ უსაქმურ და უპასუხიმგებლო ძიძას კი არ ვამართლებ ამ პოსტით მაგარამ კარგი ძიძობა და კარგი დამლაგებლობა სხვადასხვაა.

Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 01:47
Tak
QUOTE
რა თქმა უნდა, აქ მგონი ამაზე არავინ დაობს.. იმედია biggrin.gif

ამაზე დავობენ ზუსტად biggrin.gif

ძალიან ბევრი ვიდავეთ წინა თემაში biggrin.gif

QUOTE
შენ არ გყავს შვილი ხო? smile.gif

ნწუ, მარა ძალიან ვარ ჩართული 1.5 წლის ძმიშვილის ყოველდღიურობაში (ოღონდ დისტანციურად gigi.gif )
მარა, მიცხოვრია ბავშვთან ერთად ერთ ჭერქვეშ შარშან და ვიცი რა სირთულეებიც და ყველაფერიც, არაა ეხლა ეგ ბირთვული ფიზიკა, რომ ვერ ჩაწვდე biggrin.gif


Posted by: Tak 9 Nov 2013, 01:48
annaninio

მეც მაგას ვამბობ, რადიკალურობას ვეწინააღმდეგები smile.gif

QUOTE
ერთხელ სტაფილო გადასცდა, კი მივხედე იმ წამსვე მაგრამ მერე რომ გავიფიქრე რა შეიძლებოდა მოყოლოდა იქ რომ არ ვმდგარიყავი, ისე ვინერვიულეეე


წარმომიდგენია sad.gif

პატარა არსების სიცოცხლე გაბარია, რომელიც ხშირ სემთხვევაში ისეთ ასაკსია რომ ვერც გეუბნება რა ჭირს... ასე,რომ - გაუმარჯოთ კარგ ძიძებს და პედიატრებს : ))


Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 01:52
annaninio
ვიიმე, შარშან ჩვენსასაც გადასცდა რაღაც და მე პარალიჩი დამემართა კინაღამ, ვაიმეე, ბავშვი ხაოდა აი უჰაერობისგან რომ შვებიან და მე ვიდექი და დედაჩემს ვუკიოდი biggrin.gif მოვარდა და ამოაცალა მგონი ის რაღაც, ნუ გიჟობო, თან მისაყვედურა biggrin.gif

მარა, არ ვიცი რა, მე 100 თავით მირჩევნია ჩემი ძმიშვილსნაირ როჟას მოვუარო 500 ლარად, ვიდრე ბანკის ოპერატორი ვიყო იგივე თანხად და იგივე დროით biggrin.gif
თან ბევრად!

Posted by: Tak 9 Nov 2013, 01:52
Neno_
QUOTE
ამაზე დავობენ ზუსტად

ძალიან ბევრი ვიდავეთ წინა თემაში


ნუ მაშინ არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის smile.gif

მე ბავშვის მოვლაში მიმაჩნია რომ ის რომ ბავსვი სისუფთავესი იყოს (პირველივე პოსტში აღვნიშნე) და მტვერზე ალერგიები არ დაემართოს კიდევ : )

მე სხვა რამეზე ვდაობდი.

QUOTE
ნწუ, მარა ძალიან ვარ ჩართული 1.5 წლის ძმიშვილის ყოველდღიურობაში (ოღონდ დისტანციურად  )
მარა, მიცხოვრია ბავშვთან ერთად ერთ ჭერქვეშ შარშან და ვიცი რა სირთულეებიც და ყველაფერიც, არაა ეხლა ეგ ბირთვული ფიზიკა, რომ ვერ ჩაწვდე


გეტყობა რომ დისტანციურად smile.gif
ბირთვულ ფიზიკაზე რთულია smile.gif ზედმეტად იოლად უყურებ მაგ ამბავს. კაკ რას შენნაირი უდარდელები არიან მერე თავის შვილებზე რომ თვალის ზედმეტი სიხშირით დაფახულებაზე ტირიან gigi.gif

მეზარება ისიც კი, რომ ცამოგითვალო 5 თვის ასაკიდან 4 წლამდე რა ევალება ძიძას.
წავალ დავიძინებ, ხვალ შემოვიჭყიტავ
იმედია ერთი ზიძა მაინც იქნება აქ და სიბინზურე არ დამხვდება biggrin.gif

შუთქა : )))))))))))

Posted by: annaninio 9 Nov 2013, 02:06
Neno_
ეს წამებში ჭარხალივით გაწითლდა და ჩაიჩოქა. მაგის გამოსწორებასაც თავისი ინსტრუქციები აქვს, ეგრევე რომ ხელი ჩაუყო პირში შიძლება ის საგანი უფრო მეტად ჩაუტენო სასულეში და გაიგუდოს. თავით დაბლა უნდა დაიჭირო და ა. შ.მასეთ სიტუაციებში არ ვიბნევი მაგრამ მერე დავიზაფრები ხოლმე...ბირთვულ ფიზიკაზე ძნელია დამიჯერე... biggrin.gif ძიძის შეცდომები გამოსწორებას არ ექვემდებარება. ბალანსს კიდე დაზუსტებულსაც კარგად გადააგზავნი თუ რამეა wink.gif

Posted by: agr_bak 9 Nov 2013, 03:02
Tak
QUOTE
ვიღაცამ აღნიშნა ზევით დედ-მამის საწოლზე ძინავსო


ჰო. დედმამის საწოლზე თუ სძინავს უცხო ადამიანია
და დედმამის ნიფხავი რომ უნდა რეცხოს და აუთოვოს ახლობელია : )


ისე ახლა დედმამის საწოლზე წამომწოლი და კბილშითითითჩიჩქნია ძიძა თუ ჰყავს ვინმეს მისი ბრალია, თავიდანვე ვერ შეურჩევია კულტურული ადამიანი


Tak

იმიტომაც არის ქრონიკული წუწუნი და კამერების ყყენება და გულისხეთქვა

300 ლარად ძიძებს ბავშვის მოვლასაც ავალებენ რეცხვა ხეხვა ლაგებასაც + მინიმუმ ორი დიპლომი უნდა ჰქონდეს
აა ჰოო რუსული უნდა იცოდეს კიდევ

ჰოდა რომ დაჰპირდება ეს ძიძა აბა რააა პოლნი სერვისო და მერე მშობლებზე გაბრაზებული ქვაბებში უფურთხებს ჩუმად (ეგეთიც გამიგია) აღარ მოსწონთ

თორემ შეთანხმებით და ადეკვატური ანაზღაურებით შეიძლება აწყობდეს კიდეც იმ ადამიანს მეტი გამოიმუშავოს დალაგებით ან ქსოვა ქარგვით ამაში არაფერია გასაკვირი


საერთოდ ხშირად ვამჩნევ წინასწარვე მტრული განწყობით არიან დედები ძიძის მიმართ
ეგეთ ქალს შვილი როგორ უნდა ვანდო რომელთანაც ვერ მოვახერხებ ზომიერების ფარგლებში სანდო და მეგობრულ ურთიერთობას. და რომლის მიმართაც ელემენტარული მადლიერების და პატივისცემის გრძნობა არ მექნება . მერე რაა რომ ფულს ვუხდი
ბანკში მუშაობას როგორ ადრით შვილის გაზრდას მე პირადად არ მესმის



Posted by: Tak 9 Nov 2013, 10:51
agr_bak
QUOTE
ჰო. დედმამის საწოლზე თუ სძინავს უცხო ადამიანია
და დედმამის ნიფხავი რომ უნდა რეცხოს და აუთოვოს ახლობელია : )


ისე ახლა დედმამის საწოლზე წამომწოლი და კბილშითითითჩიჩქნია ძიძა თუ ჰყავს ვინმეს მისი ბრალია, თავიდანვე ვერ შეურჩევია კულტურული ადამიანი


Tak

იმიტომაც არის ქრონიკული წუწუნი და კამერების ყყენება და გულისხეთქვა

300 ლარად ძიძებს ბავშვის მოვლასაც ავალებენ რეცხვა ხეხვა ლაგებასაც + მინიმუმ ორი დიპლომი უნდა ჰქონდეს
აა ჰოო რუსული უნდა იცოდეს კიდევ

ჰოდა რომ დაჰპირდება ეს ძიძა აბა რააა პოლნი სერვისო და მერე მშობლებზე გაბრაზებული ქვაბებში უფურთხებს ჩუმად (ეგეთიც გამიგია) აღარ მოსწონთ

თორემ შეთანხმებით და ადეკვატური ანაზღაურებით შეიძლება აწყობდეს კიდეც იმ ადამიანს მეტი გამოიმუშავოს დალაგებით ან ქსოვა ქარგვით ამაში არაფერია გასაკვირი


საერთოდ ხშირად ვამჩნევ წინასწარვე მტრული განწყობით არიან დედები ძიძის მიმართ
ეგეთ ქალს შვილი როგორ უნდა ვანდო რომელთანაც ვერ მოვახერხებ ზომიერების ფარგლებში სანდო და მეგობრულ ურთიერთობას. და რომლის მიმართაც ელემენტარული მადლიერების და პატივისცემის გრძნობა არ მექნება . მერე რაა რომ ფულს ვუხდი
ბანკში მუშაობას როგორ ადრით შვილის გაზრდას მე პირადად არ მესმის



ა ბატონო ზუსტად, მაგ აზრზე ვარ მეც ოტ ი დო. და მაგიტომ დავპოსტე საერთოდ, რაც შენ ბოლო წინადადება გიწერია smile.gif

მე ვფიქრობ ძიძის აყვანისას ბევრი უნდა იფიქრო ადამიანმა, მაგრამ ტუ მიიღე გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავს რომ ენდობი...

სანამ ნინო გამოჩნდებოდა, მინიმუმ 10 ძიძა ვნახე, აქედანაც გამომიგზავნეს 1-2.
იყო რამდენიმე ვინც ძალიან კარგი ქალი ჩანდა, თბილი ტკბილი საყვარელი სუფთა ა.შ. - მაგრამ ჩემმა გულმა დაბრო არ მომცა smile.gif ხელში რომ აიყვანა ერთ-ერთმა სანდრო, მინდოდა გამომეგლიჯა. რომ დამეძალებინა თავისთვის და ამეყვანა - მერე ალბათ მეც კოშმარებში ვიქნებოდი.
მადლობა ღმერთს ნინო მყავს... მასზე ძვირფასი არ ვიცი ვინმე თუ არსებობს... ახლა რაღაც ვარიანტები გამოუჩნდა სამსხურის და მე მაქვს ტრაგედია , მეორეს რომ გავაჩენ რას ვეტაკოთქო...
ამას წინათ მე და ჩემი ქმარი შევთანხმდით რომ ორმაგის გადახდა რო მოგვიწიოს, გადავუხდით ოღონდ ჩვენთან იყოს.
ზედმეტს რომ მივცემ თანხას და მადლობას რომ მეუბნება, ან ბავშვებისთვის რამეს რომ ვატან - ყოველთვის ვპასუხობ - მადლობა შენთქო. თანხას რომ ვაძლევ სულ მგონია ეცოტავება. არადა პირიქით სულ მადლიერია, მაგრამ ალბათ მე მეცოტავება და იმიტომ...
რა ჯობია იმას, მშვიდად რომ ხარ სადაც არ უნდა იყო... ზაფხულში 1 თვე მას ყავს სანდრო გაყვანილი ქალაქგარეთ და ბაკურიანში 2-3 კვირა - ამაზე მეტი საჩუქარი რა შეიძლება იყოს, იმის შრომას და სანდოობას ვერავის შევადრი love.gif


Posted by: agr_bak 9 Nov 2013, 11:49
Tak
QUOTE
მადლობას რომ მეუბნება, ან ბავშვებისთვის რამეს რომ ვატან - ყოველთვის ვპასუხობ - მადლობა შენთქო

რას ამბობ ძიძა არ უნდა გააბლატავო თორემ სანდროს რომ დააძინებს დაისვენებს ის 2 საათი. biggrin.gif

რას არ გაიგებ ადამიანი... ან ეს ამდენი აგრესია და ამბიცია საიდან ან რატომ აქვს ხალხს. ...

drug.gif

Posted by: ტაბუ 9 Nov 2013, 13:51
"მადლობა შენ-თქო" არ გამორიცხავს 500 ლარად შაბათს მუშაობას და სველი ტილოთი მტვრების წმენდა სახლში, სადაც პატარა ბავშვია.
და ნახევარი საქართველო შაბათ დღეს რომ მუშაობს 500 ლარზე ნაკლებ ხელფასზე, ძიძა რომ უნდა მოერგოს დამსაქმებელს, არც ეს მგონია ამბიცია...
არც დედებს სჭირდებათ ჩემი დაცვა და არც ძიძებს ალბათ - ორი ადამიანი რა პირობებზეც თანხმდება, ის აღარაა ჩემი გასარჩევი. უბრალოდ , 300 ლარად ბავშვის მოვლა + სახლის გენერალური დალაგება, ან 400 ლარად ბავშვის მოვლა + სახლის დალაგება + ასეთი ძიძის პირში ლანზღვა არ უდრის 500 ლარად თოთო ბავშვის მოვლას + სველი ტილოთი მტვრების გადაწმენდას, მგონი. მე არ მგონია ეს ისტორიები ერთ-ქვებში მოსახარში, რა ვიცი...

Posted by: Tak 9 Nov 2013, 14:01
ტაბუ
QUOTE
"მადლობა შენ-თქო" არ გამორიცხავს 500 ლარად შაბათს მუშაობას და სველი ტილოთი მტვრების წმენდა სახლში, სადაც პატარა ბავშვია.


შაბათი შეთანხმებაზეა რა თქმა უნდა და მტვრების წმენდაზე ზემოთაც აღვნიშნე - ორი აზრი არაა. ბავშვს რომ უვლი მტვერი რომ არ უნდა იყოს სახლში ამაზე შევთანხმდით ყველა smile.gif

QUOTE
და ნახევარი საქართველო შაბათ დღეს რომ მუშაობს 500 ლარზე ნაკლებ ხელფასზე, ძიძა რომ უნდა მოერგოს დამსაქმებელს, არც ეს მგონია ამბიცია...


ესეც და სხვა ბევრი რამეც - შეთანხმებაზეა. აქ იმაზეა საუბარი , მე პირადად იმას "ვაწვები" რომ არც აგრესიული დედის პოზიცია მომწონს "ძიძაა და უნდა გააკეთოს მით უმეტეს როცა ამდენს ვუხდი" თითის ქნევა ტექსტით და არც ძიძის, რომელიც თავის მოვალეობას არ ან მით უმეტეს ცუდად ასრულებს - ვგულისხმობ არასასიამოვნო და საკმაოდ ტრაგიკულ ფაქტებსაც, რომელიც სამწუხაროდ ყველას ოხრად გაგვიგონია.

QUOTE
არც დედებს სჭირდებათ ჩემი დაცვა და არც ძიძებს ალბათ - ორი ადამიანი რა პირობებზეც თანხმდება, ის აღარაა ჩემი გასარჩევი.


ნამდვილად! უბრალოდ თვითონაც არ უნდა განიხილონ მერე იგივე ცუდად. არც ერთმა მხარემ და არც მეორემ. ძიძებმაც იციან ხოლმე - ამდენს მაკეთებინებს იმდენს მთხოვს - მაშინ როცა თავიდანვე შეთანხმდნენ და დედებმაც - ამას არ აკეთებს იმას არ აკეთებს - თუ არ დაგივალეებია, რას ვიზამთ ყველა არაა ჩემი ძიძისნაირი, თავისი ინიციატივიტ გიკეთოს რაღაცეები. ამაშია საკითხი. მე ვგმობ რადიკალიზმს და აგრესიას ორივე მხრიდან და ვამბობ, რომ თუ ძიძა კეთილსინდისიერად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს, მასზე დასააფასებელი ადამიანი არ არსებობს smile.gif

agr_bak
QUOTE
რას ამბობ ძიძა არ უნდა გააბლატავო თორემ სანდროს რომ დააძინებს დაისვენებს ის 2 საათი. 


ვაიმე ხათო რა კარგად გამეცინა არ იცი შენ givi.gif

QUOTE
რას არ გაიგებ ადამიანი... ან ეს ამდენი აგრესია და ამბიცია საიდან ან რატომ აქვს ხალხს. ...


ჰო, საქართველო ხომ ამბიციების, დიპლომების, აგრესიის და რადიკალიზმის ქვეყანაა - სხვა საქართველო სად არის smile.gif

Posted by: KeP 6 9 Nov 2013, 14:18
annaninio
შენ კარგი ძიძა ყოფილხარ smile.gif

FoXy
QUOTE
სინამდვილეში ძიძა ჩემთვის ძალადობასთან, გაზით დაძინებასთან და ათას უბედურებასთან ასოცირდება

მაგარი ხარ biggrin.gif ეხლა ის გამახსენდა, დედებში რომ წერდი ბავშვის ჭამაზე, როგორ ნერვიულობდი ყველაფერზე biggrin.gif

Posted by: annaninio 9 Nov 2013, 15:31
KeP 6
რატო გოგო? მე რომ არ მიხეხია და მიწმენდია იატაკები ძილის დროს? biggrin.gif ძიძას უნდა ქონდეს ენერგია და ხალისი ბავშვისთვის ყველაზე კარგი ესაა. სულ რომ გადაღლილი და მოჟამულ ხასიათზეა ძიძა ბავშვზეც ცუდად მოქმედებს.ამას საკუთარი გამოცდილებიდან გწერთ. ჭორაობას რაც შეეხება კიდე, დედები ნაკლებად არ ჭორაობთ ხოლმე ერთმანეთის ძიძებზე. რა ვიცი ჩემი დაქალი სულ თავის ძიძაზე მეჭორავება... თუ რახან ფულს უხდით ეგ შეიძლება. იმედია მოვა დრო მეც დამჭირდება ძიძა და შეიძლება მეც რამე ეჭვები გამიჩნდეს. ამიტომ არავის არ ვეკამათები. უბრალოდ ჩემი მოსაზრება გაგიზიარეთ.
QUOTE

QUOTE
სინამდვილეში ძიძა ჩემთვის ძალადობასთან, გაზით დაძინებასთან და ათას უბედურებასთან ასოცირდება

აი ამას ვინც აკეთებს კი ნამდვილად დასახვრეტია.
და კიდევ რა მიკვირს. აქ რომ ყურადღებას აქცევენ რომ ძიძას თავისი შვილების გაზრდის გამოცდილება უნდა ქონდეს , საზვარგარეთ არანაირ მნიშვნლელობას ანიჭებენ ამ ფაქტს და რატომ?

Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 15:51
Tak
QUOTE
შაბათი შეთანხმებაზეა რა თქმა უნდა და მტვრების წმენდაზე ზემოთაც აღვნიშნე - ორი აზრი არაა. ბავშვს რომ უვლი მტვერი რომ არ უნდა იყოს სახლში ამაზე შევთანხმდით ყველა smile.gif

მოკლედ, მე მგონია, რომ მე და შენ ერთნაირი შეხედულება გვაქვს და რაღატო ვკამათობთ, ვერ გავიგე biggrin.gif

ძიძა მე მიმაჩნია ოჯახის წევრად, რა სისულელეა, "აგრესიული" და მომთხოვნი ვარ მანამ, სანამ ავიყვან და ვანდობ ჩემს ბავშვს, კაცო biggrin.gif

ბანკის ოპერატორთან შედარებას რაც შეეხება, ჩემი მიზანი იყო მხოლოდ ერთი: ხაზი გამესვა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ და შედარებით "კარგად" რომ ითვლება, ისეთ სამსახურში არსებულ ხელფასებზე, სხვა აბსოლუტურად არაფერი არ აქვთ საერთო ძიძას და ბანკირს smile.gif
რაც არ უნდა ძვირფას ბავშვს ვაბარებდეთ, ადამიანის ხელფასი განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ხელფასების დონის მიხედვით და დღეს საქართველოში 500 ლარი არის ბანკში მომუშავე ხალხის საშუალო ხელფასი.. ეს სამსახური კი არის საკმაოდ მოთხოვნადი და სასურველიც ბევრისთვის (ათასი ტესტის გავლაა მანდაც საჭირო), ვცდები?

ხოდა, ძიძა, რომელსაც იდეაში არ მოეთხოვება არანაირი სპეციალური უნარი და გამოცდილება რეალურია, რომ იღებდეს უფრო მეტს (სტანდარული დამქირავებლის ძიძა და არა ბიძინა ივანიშვილისა)? biggrin.gif ვინმეს ხელფასს ხო უნდა შედარდეს მაინც, აბა საიდან დავიწყოთ? მასწავლებლებს უფრო ნაკლები აქვთ ხელფასი, რომ იცოდეთ..


ვაიმე, რა ვერ შევეშვი ამ ძიძებს, რამდენ ვლაყბობ drug.gif biggrin.gif

Posted by: FoXy 9 Nov 2013, 16:26
KeP 6
QUOTE
მაგარი ხარ  ეხლა ის გამახსენდა, დედებში რომ წერდი ბავშვის ჭამაზე, როგორ ნერვიულობდი ყველაფერზე


აქ რასაც წერენ ყველაფერი, რომ წაიკითხო შენც ასეთი შეხედულება შეგექნმნებაbiggrin.gif მე ძიძა არ მყოლია გაგონილი და ეზოში ნანახი ამბებით გამომაქვს ასეთი დასკვნაbiggrin.gif იმ დღეს თანამშრომელი მიყვებოდა ვიღაცის ძიძა ბავშვს ყიფლიბანდზე ყინულს ადებდა და ისე თიშავდა...

ისე მგონია ვისაც ძიძა ჰყავს, ბევრად უფრო დასვენებულები და ემოციურად გაწონასწორებულები არიანbiggrin.gif ხანდახან სამსახურში გავდივარ და ქმარს ვუტოვებ ბავშვს, ისეთი დასვენებული მოვდივარ იქიდან, ფიზიკურად ხომ ვისვენებ მთელი დღე ვზივარ. ემოციურადაც წყნარად ვარ, რომ ბავშვს ვიცი ჩემზე არანაკლებ კარგად უვლის ქმარი.

Posted by: Tak 9 Nov 2013, 17:21
Neno_
QUOTE
მოკლედ, მე მგონია, რომ მე და შენ ერთნაირი შეხედულება გვაქვს და რაღატო ვკამათობთ, ვერ გავიგე


როგორც ჩანს ასეა smile.gif)

Posted by: tako9796 9 Nov 2013, 18:02
გამარჯობა,ვისაც გსურთ ძიძა მომწერეთ და მოგცემთ ნომერს.ძალიან უყვარს ბავშვები და არის გამოცდილი.ყველა ასაკის ბავშვთან არის ნამუშევარი და არის მოწესრიგებული.

Posted by: WVB25 9 Nov 2013, 19:00
QUOTE
მასწავლებლებს უფრო ნაკლები აქვთ ხელფასი, რომ იცოდეთ.


ძიძაც დღეში იმდენს საათს რომ მუშაობდეს, რამდენსაც მასწავლებელი ატარებს სკოლაში არამგონია მეტი ქონდეს. ჩემს ერთ ნაცნობს 200-250 ლარს უხდის ოჯახი ნახევარი დღე მუშაობს, კვირაში 5 ჯერ.
მე რა ხელფასსაც ვეუბნებოდი ძიძას დამოკიდებული იყო 2 ფაქტორზე, მის გამოცდილებაზე და საცხოვრებელ ადგილზე. ერთ კანდიდატს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ქონდ ძიძის და თან ახლოს ცხოვრობდა თავიდან შევთავაზე 450 ლარი (თვითონ 500 რომ მოეთხოვა უეჭველი მაგ თანხასაც მივცემდი), მაგრამ ჩემდა გასაუცრად სამსახურში რომ გახვალ 600 მდე მომიმატეო მთხოვა.

Posted by: FoXy 9 Nov 2013, 19:08
WVB25
QUOTE
გამოცდილება არ ქონდ ძიძის და თან ახლოს ცხოვრობდა

QUOTE
600 მდე მომიმატეო მთხოვა.

biggrin.gif



გახსენით ვინმემ ბაგა-ბაღი user.gif chups.gif

Posted by: Neno_ 9 Nov 2013, 19:25
WVB25
QUOTE
ძიძაც დღეში იმდენს საათს რომ მუშაობდეს, რამდენსაც მასწავლებელი ატარებს სკოლაში არამგონია მეტი ქონდეს.

მე როგორც ვიცი, დღევანდელ დღეს მასწებს ძალიან ბევრი ბიუროკრატიული პროცედურები შესტენეს და გაკვეთილების მერე კაი ხანი უწევთ კიდე სკოლაშI პახაობა, ყოველდღიური პროგრამების შედგენა, ბავშვების შეფასება და სხვა ათასი ფურცლის შევსება yes.gif

ჩემი მამიდაშვილია მასწი და დილის 8-ზე რომ გადის საღამოს 6-ზე მოდის ძლივს biggrin.gif

ასე, რომ ისეც არაა, რომ 2-ზე მოდიოდნენ მასწავლებლები სახლში ლამაზად biggrin.gif

და ბაღის მასწავლებლებზე რაღას იტყვით, ისინიც ნახევარ დღეს მუშაობენ? biggrin.gif


Posted by: nusa 10 Nov 2013, 13:04
Neno_
კი, სახელმწიფო ბაღებში 2 ცვლაა. პირველი 14:30-მდე, მეორე 18:00-მდე.



Posted by: natia2203 11 Nov 2013, 10:08

Neno_
რატომ თვლი რომ ძიძას არანაირი სპეციალური უნარი და გამოცდილება არ მოეთხოვება? სხვა თუ არაფერი , პირველადი სამედიცინო დახმარება უნდა იცოდეს კარგად რომ რამე რომ იყოს წივილით კი არ გავარდეს დამხმარეს მოსაძებნად, უცებ მიიღოს გონივრული გადაწვეტილება და თვითონვე უშველოს ბავშვს.

Posted by: tamar1586 11 Nov 2013, 12:29
agr_bak
QUOTE
ისე ახლა დედმამის საწოლზე წამომწოლი და კბილშითითითჩიჩქნია ძიძა თუ ჰყავს ვინმეს მისი ბრალია, თავიდანვე ვერ შეურჩევია კულტურული ადამიანი

ცემით რომ კლავენ ბავშვებს და გაზით აძინებენ, ისიც მშობლების ბრალია რომ ვერ შეარჩიეს?


რომ მქონდეს ათჯერ მეტს და ასჯერ მეტს გადავუხდიდი ძიძას კიდევ გრამაფონშია რა biggrin.gif
მასე მე რომ მქონდეს, გაჭირვებული ადამიანი არ ივლიდა ჩემს გარშემო და ყველას ჩამოვურიგებდი ევრორემონტიან ბინებს და მძღოლებს დავურიგებდი და ა.შ. bis.gif
რამე ინფორმატიული დევს ამაში ახლა?
ყველა იმდენს ვუხდით ძიძას რამდენსაც ის იმსახურებს ანუ რამდენიც ორივე მხარეს გვიღირს.

არც ძიძის გაკერპებაა კაი და არც მისი დაჩმორება.
ნიფხვების რეცხვა-უთოობა კიდევ უტრირებაა ნამეტანი, არავის არ ურეცხავს ძიძა ნიფხავს.

Neno_
QUOTE
ვაიმე, რა ვერ შევეშვი ამ ძიძებს, რამდენ ვლაყბობ

დედაშენი გიმყოფოს კარგად ღმერთმა რომ როცა დაგჭირდება, ძიძების ძებნა არ მოგიწიოს თორემ ხომ ხედავ რა ხდება გოგო, ლამის გადამზადება გავიარო და ძიძებს დავუკონკურენტდე givi.gif

WVB25
QUOTE
მე რა ხელფასსაც ვეუბნებოდი ძიძას დამოკიდებული იყო 2 ფაქტორზე, მის გამოცდილებაზე და საცხოვრებელ ადგილზე. ერთ კანდიდატს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ქონდ ძიძის და თან ახლოს ცხოვრობდა თავიდან შევთავაზე 450 ლარი (თვითონ 500 რომ მოეთხოვა უეჭველი მაგ თანხასაც მივცემდი), მაგრამ ჩემდა გასაუცრად სამსახურში რომ გახვალ 600 მდე მომიმატეო მთხოვა.

givi.gif
კი მარა, მაიბახი გიყენია ჭიშკართან?
სად შოულობ ასეთ კანდიდატებს, მართლა მიკვირს biggrin.gif

Posted by: Blur 11 Nov 2013, 14:46
WVB25
QUOTE
სამსახურში რომ გახვალ 600 მდე მომიმატეო

ეს რაღაც ახალია, ანუ სამსახურის მერე სხვა სტავკაა თუ?


natia2203
QUOTE
პირველადი სამედიცინო დახმარება უნდა იცოდეს კარგად

ეს ვინც იცის, ნუ გეშინია არ იჩაგრავენ თავს, პირველი მაგას გეტყვის სამედიცინო სფეროსთან ახლოს თუ ჩაუვლია და +100ლარსაც დაგიმატებენ ფასზე ზემოდან ზუსტად მაგის გამო biggrin.gif
აქ რა ხელფასებიც იწერება ეგ ჩვეულებრივი ძიძების სტანდარტული ხელფასებია და არა 9 დიპლომიანის და ექიმ/მედდის. ძიძას რომ ვარჩევდი 350-400 ლარი კარგ ხელფასად ითვლებოდა , მედდა შემხვდა ერთი და ისეთი გონორები დააფრქვია მეთქი წაიღე შენი დიპლომი, 500+ ლარი ხელფასი, 1 თვე ხელფასიანი დასვენება, სადმე წაყვანაზე ორმაგი, დამატებითი საათები ანაზღაურებადი და რავი კიდე რაც მოაფიქრდა, ლამის ოჯახის დაზღვევა მომთხოვა.


Posted by: KeP 6 11 Nov 2013, 14:52
Blur
QUOTE
სხვა სტავკაა თუ?

ხო აბა რა biggrin.gif სახლში რომ იქნები ხომ უნდა მიეხმარო, ბავშვი დაუჭირო biggrin.gif
მე მყავდა ეგეთი ექთანი ვარი ამბობდა და უბრალოდ საავადმყოფოში მუშოაბდა, არ დავწერ სად biggrin.gif

Posted by: Blur 11 Nov 2013, 14:57
KeP 6
QUOTE
სახლში რომ იქნები ხომ უნდა მიეხმარო, ბავშვი დაუჭირო

უკვე მართლა მეტისმეტია.


ისე მაინტერესებს კომპანიებიდან რომ აყავთ იქ რა სიტუაციაა? როგორი კადრებია და ა.შ. ჩემს დაქალს ყავდა ადრე და ახლობელმა ნახა როგორ უკიოდა-უწიოდა ეზოში, ეს ქალი გააგდეს რათქმაუნდა, მაგრამ კომპანიას არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღია. კადრების შერჩევის დროს ისინი მაინც თხოვენ რამე მინიმალურ ცოდნა/ გამოცდილებას? თუ ალალ ბედზე აყავთ?

Posted by: KeP 6 11 Nov 2013, 15:00
Blur
გოგო რამე ნორმალური კომპანიით უნდა მოაძებნო მართლა. ესე ჯობია
სიე ხანგრზლივი პროცესია ნამდვილად sad.gif

Posted by: Blur 11 Nov 2013, 15:02
KeP 6
მე მყავს ოქრო-ბაჯაღლო სახლში, ფრიად პატივცემული და პატივსაცემი biggrin.gif ეგ თავის ტკივილი მოშორებული მაქვს საბედნიეროდ biggrin.gif

ზოგადად მოვიკითხე მაგ კუთხით მაინც თუა რამე დამამშვიდებელითქო

Posted by: natia2203 11 Nov 2013, 15:42
Blur
QUOTE
ეს ვინც იცის, ნუ გეშინია არ იჩაგრავენ თავს, პირველი მაგას გეტყვის სამედიცინო სფეროსთან ახლოს თუ ჩაუვლია და +100ლარსაც დაგიმატებენ ფასზე ზემოდან ზუსტად მაგის გამო

პირველადი სამედიცინო დახმარება "ც" არაა. ყველა ძიძამ უნდა იცოდეს. მაგას სპეც განათლება და ექიმის დიპლომი არ სჭირდება და ცუდია რომ ჩვენთან თვლიან რომ ეგ თუ იცი ხელფასი მეტი უნდა მოგცენ. არადა ეგ თუ არ იცი ძიძად არ უნდა წახვიდე.

Posted by: Blur 11 Nov 2013, 16:05
natia2203
QUOTE
ეგ თუ არ იცი ძიძად არ უნდა წახვიდე.

+1 კარგი იქნება ყველა დედამაც რომ იცოდეს, ისეთი რამეა არ დაგეკარგება ცოდნა.
ნამდვილად მასე თვლიან, თან ხაზს უსვამენ რომ სამედიცინო განათლება აქვს, ან როდესღაც 20 წლის წინ მედდა იყო ან საავადმყოფოში მუშაობდა, მერე რა რომ შეიძლება სანიტარი იყო სულაც. ნუ მოკლედ ფასზე მანიპულირების ერთერთი საშუალებაა

Posted by: WVB25 11 Nov 2013, 19:16
tamar1586
QUOTE
კი მარა, მაიბახი გიყენია ჭიშკართან?


მე ყველაფერს ვაბრალებ ვაკეს, რომ იტყვი ვაკეში ვცხოვრობო მაგიტომ ურახუნებენ მერე სტავკებს smile.gif)Blur
QUOTE
ეს რაღაც ახალია, ანუ სამსახურის მერე სხვა სტავკაა თუ?

15დან 1მა ძიძამ ეგრე მომთხოვა, მაგრამ გამოუცდელი იყო თავის სფეროში და მაგიტომ მოუვიდა smile.gif რეალურად ვინც ძიძად მუშაობს, იმ კანდიდატებს არაფერი ეგეთი არ უთქვიათ.

მინდა გითხრათ რომ ვიპოვე ძიძა !! გუშინ გავესაუბრე და ძალიაან მიხარია, რადგან მართლა ყველანაირად მომეწონა. პირველ რიგში მოვძებნე ნაცნობის რეკომენდაციით, აქვს ძიძად მუშაობის დიდი სტაჟი, არის დაახლოებით 40 წლის, ენერგიული მხიარული ქალბატონი. ტელეფონზე ჩემი პირობებეი რომ შევთავაზე მომისმინა თავიდან ბოლომდე და საღამოს დამირეკა და მითხრა ყველაფერი მაწყობსო ( მგონი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც არც შაბათზე მევაჭრა და არც თანხაზე (500 ლარი ვუთხარი თავიდანვე) და არც სამუშაო საათებზე).

არ ვიცი ყველას უკვრის როგორ ვერ ვიშოვე ამ პირობებზე თანახმა კარგი ძიძა (ნაცნობის რეკომენდაციით ვეძებდი აუცილებლად), მაგრამ მართლა ბევრს გავესაუბრე და იმათ უფრო მეტი პრეტენზია ქონდათ ვიდრე მე smile.gif))

Posted by: Blur 12 Nov 2013, 09:54
WVB25
QUOTE
ვიპოვე ძიძა !!

გილოცავ, ღმერთმა ქნას რომ გაგიმართლოს იმედები


Posted by: ტაბუ 12 Nov 2013, 18:11
WVB25
QUOTE
ყველას უკვრის როგორ ვერ ვიშოვე ამ პირობებზე თანახმა კარგი ძიძ
მეც მიკვირს smile.gif
მომილოცავს ძიძის პოვნა. კარგად გეთანამშრომლოთ smile.gif

Posted by: wuna 15 Nov 2013, 14:46
გოგოებო. ვიცი ძალიან კარგი ძიძა, შემიძლია მოგცეთ საკონტაქტო ინფორმაცია.
ახალგაზრდა გოგოა ( 32 წლის) ბაღში უმუშავია ძიძად, პლუს კერძოდ ბავშვებთან (1 წლიდან ზევით).
არ იღებს ძვირს (300-350 ლარი) და ბავშვს აი მართლა კარგად უვლის. სუფთად კოხტად. არც თამაში ეზარება და არც გარეთ გაყვანა.
არ ეწევა. მხოლოდ ერთი ისაა რო შაბათ-კვირა ისვენებდეს უნდა.

Posted by: sani78 15 Nov 2013, 16:29
ჩემი აზრით ბავშვი თვითონ გაგრძნობინებს როგორია ძიძა, ანუ მშობელი აუცილებლად მიხვდება ბავშვის ემოციით ძიძის ავკარგიანობას.
მე რეკომენდაციას ვენდობი, ყველაზე მეტად ეგ ამართლებს. თან ნაკლები ექსპერიმენტია, გაამართლებს თუ არა. ბავშვზეც ხო მოქმედებს 9-ჯერ რომ შეუცვლი ძიძას.

Posted by: Vivo per Lei 15 Nov 2013, 17:45
WVB25
ვაკის ბრალია კი, მე მეუბნებოდა ჩემი ძიძა ვაკეში 700-800 ლარები აქვთო

biggrin.gif

Posted by: agr_bak 15 Nov 2013, 18:50
Vivo per Lei
QUOTE
მე მეუბნებოდა ჩემი ძიძა ვაკეში 700-800 ლარები აქვთო

არ დაიჯერო. გატყუებდა

400 მაქსიმუმ 450 აქვთ ვაკეში ძიძებს
ისიც ძალიან კარგ ძიძებს.




ისე ვაკე რა შუაშია ნეტა? ვაკეში სხვანაირი ბავშვები არიან თუ სხვა მეთოდებით უვლიან? gigi.gif

Posted by: Vivo per Lei 15 Nov 2013, 20:51
agr_bak
QUOTE
ისე ვაკე რა შუაშია ნეტა?  ვაკეში სხვანაირი ბავშვები არიან თუ სხვა მეთოდებით უვლიან? 

რავი, ლეგენდები დადის biggrin.gif

ახლა თამარაშვილზე რომ ვცხოვრობ, ვერ გადაწყვიტეს ვაკეა თუ საბურთალო და ბევრი მომიმატეო, მთხოვეს ხოლმე 450 -ზე, როცა ვიბარებ

Posted by: lileka 16 Nov 2013, 15:48
მე ვგიჟდები ჩემს 400 ლარიან მეზობლად მცხოვრებ ძიძაზე bis.gif მიყვარს!!! 9-ს რომ 15 წუთი უკლია ჩემთანაა და 7-ის 15 წუთზე მიდის, შაბათსაც ვმუშაობ და შესაბამისად თავიდანვე შევუთანხმდი შაბათზეც. მოკლედ გამიმართლა!

Posted by: nanian 18 Nov 2013, 00:19
wuna
თქვენ მეგობარს მუშაობა ჯერ თუ არ დაუწყია, მომწერეთ მისი კოორდინატები.

Posted by: shkola20 27 Nov 2013, 12:24
shemidlia kargi dzidza shemogtavazot

Posted by: tako9796 27 Nov 2013, 19:12
ძიძას მსურველებმა მომწერეთ.. .........................................................................................................................................................

Posted by: nanian 28 Nov 2013, 01:48
მჭირდება ძიძა არასრული გრაფიკით, ნუცუბიძე-ვაჟას ტერიტორიაზე მაცხოვრებელი. ენერგიული, ცოცხალი და ხალისიანი ადამიანი, რომელიც გაუმკლავდება 2 ბავშვს. წაიყვანს და წამოიყვანს ბაღიდან და დარჩება საღამოს 9 საათამდე. დღის საათებში თავისუფალი იქნება. დანარჩენ დეტალებზე პირადად გავესაუბრები.

Posted by: 7_7__7 28 Nov 2013, 16:52
გამარჯობა!
გოგოებო, ჩემი მეგობარი ეძებს ძიძას 3 თვის ბავშვისთვის. სასწრაფოდ სჭირდება, სასურველია ორშაბათიდანვე. ორშაბათდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 19:00. გადაიხდის 300ლარს. სასურველია იყოს მოწესრიგებული, პუნქტუალური, სუფთა,გამოცდილი, ენერგიული და არაზარმაცი და ა.შ ისედაც იცითsmile.gif ტერიტორიულად ვაჟა-ფშაველაზე, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკონტაქტო ნომერი- 558 685838. შეგიძლიათ მომწეროთ პმ-შიც.
მადლობა წინასწარ

Posted by: garfield1 28 Nov 2013, 20:46
დედიკოებო ერთი კითხვა მაქვს smile.gif

ძიძა მიახლოებით რა ასაკის უნდა იყოს ? ანუ ქვედა ზღვარი

მაინტერესებს, ახალგაზრდა გასათხოვარ გოგოს აიყვანდით ძიძად ?

Posted by: sopo1977 28 Nov 2013, 20:55
garfield1
მე არა. თან მგონია, რომ პროფესიით ექთანი უკეთესი იქნება.

Posted by: blblbl 28 Nov 2013, 20:58
garfield1
კი ავიყვანდი

sopo1977
და თუ ექთანია?ისე კი ექთამი ძიძა უფრო ძვირია მგონი

Posted by: garfield1 28 Nov 2013, 21:00
sopo1977
ექთანი ძიძა სად ვიშოვო sad.gif
blblbl
თან ამ გოგოს 8 წლიანი გამოცდილება აქვსო, ნუ შინაურმა მირჩია, ერთერთი სავარაუდო კანდიდატია, უბრალოდ ასაკმა დამაფიქრა , მაგრამ ასაკიან ქალს ისევ ახალგაზრდა არ ჯობია ? თან ეს რომ ცელქობას დაიწყებს და ფეხს აიდგამს, მერე მითუმეტეს

Posted by: sopo1977 28 Nov 2013, 21:23
garfield1
ძალიან ასაკიანს არ ვამბობsmile.gif ნუ დაახლოებით 40 წლის. ექთანი ბევრია გადია რომაა კომპანია, იქ. მაგრამ ძვირია. მეც ვეძებ ძიძას, მაგრამ ჯერ არ ვიცი ქუთაისში დამჭირდება თუ თბილისში. ისე იანვრიდან მინდა.

Posted by: garfield1 28 Nov 2013, 21:27
sopo1977
სააგენტოს ვერ ვენდობი sad.gif
არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ და ისევ ვინმე შინაურისგან ვნახო ჯობია

Posted by: anuka2009 28 Nov 2013, 21:31
garfield1
ჯერ ნაცნობებში მოიკიტხე, ვინმეს ხომ არ უთავისუფლდება, ფბ-ზეც იკითხე, სანაცნობოთი ჯობია. 1 კარგი ქალი მოვია ადრე ჩემთან გასაუბრებაზე, თავს ვერ დავდებ, მაგრამ ძალიან კარგმა ოჯახმა მირჩია.

Posted by: garfield1 28 Nov 2013, 21:34
anuka2009
თებერვლიდან მინდა მე, მაგრამ თადარიგს ვიჭერ უკვე

Posted by: KeP 6 28 Nov 2013, 23:02
garfield1
გოგო 12 წლის ნუ იქნება biggrin.gif
ისეთები მინახია ახალგაზრდები ცეცხლივით, ასე რომ ასაკს არ აქვს მნიშვნეობა smile.gif
და სააგენტოს ჯობია ახლობელი ვინმე, ვის ოჯახშიც მუშობდა

Posted by: ფრენოლოგი 28 Nov 2013, 23:06
რას გვიწუნებთ ახალგაზრდებს? spy.gif

ძალიან სტერეოტიპული დმაოკიდებულება გაქვთ ახალგაზრდების მიმართ
ღმერთმანი




Posted by: agr_bak 28 Nov 2013, 23:06
garfield1
მოგწერე პმ ში კოორდინატები

თებერვალი ცოტა გვიანია მაგრამ ჰკითხე აბა იქნებ შეთანხმდეთ

Posted by: garfield1 28 Nov 2013, 23:13
agr_bak
თებერვლამდე კვირაში ორი დღე უნდა დავტოვო ხოლმე ჩემს დასთან, თებერვლიდან ყოველდღე დამჭირდება .
ფრენოლოგი
არ ვიწუნებ, პირიქით smile.gif უბრალოდ დამოკიდებულება მაინტერესებს ზოგადად როგორია

Posted by: nusa 29 Nov 2013, 09:50
garfield1
8 წლიანი გამოცდილებით რანაირად გამოდის პატარა ასაკის rolleyes.gif


Posted by: Mur_Mur 29 Nov 2013, 16:36
სასწაულად გამიმართლა.

ჩემ ბავშვს ჰყავს ძიძა, რომელსაც აქამდე არასოდეს უმუშავია ძიძად, უბრალოდ მირჩიეს, რომ ძალიან წესიერი ქალია. მასთან დამყავს სახლში, თან ყვება მთელი ოჯახი, უზომოდ უყვართ, ბავშვი არის მოვლილი, არც გამოცვლა ავიწყდება ძიძას საფენის, არც ჭამა, არც სეირნობა ეზარება... მოკლედ, ძალიან გამიმართლა smile.gif

ჯერ ბაღის ასაკამდე დიდი დროა და მერე სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას სხვებისთვის smile.gif))))

Posted by: ქინქლა 1 Dec 2013, 22:14
garfield1
მე მყავდა პირველ შვილზე გასათხოვარი ძიძა ოღონდ ბავშვის გაზრდის გამოცდილება ჰქონდა. ჩვენი დაშორების მიზეზი ასაკთან და გათხოვებასთან არ იყო კავშირში. ამიტომ მე მგონია სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია როგორი პიროვნებაა

Posted by: garfield1 1 Dec 2013, 22:19
ქინქლა
30 წლისაა ეს გოგო და ბავშვის გაზრდის გამოცდილებაც აქვს , ამიტომ განვიხილავ ერთერთ კანდიდატად, იყოს გასათხოვარი

Posted by: ქინქლა 1 Dec 2013, 22:24
garfield1
smile.gif მერე მშვენიერია. ჩვენი ძიძაც 30 წლამდე იყო. ძალიან ენერგიული გოგო და უზომოდ უყვარდა ელე. ერთი დიდი მინუსი ჰქონდა- ტყუილი უყვარდა, ეს კი ასაკთან და გათხოვებასთან არაფერ შუაშია. ამ ტყუილიდან გამომდინარე რაღაც უსიამოვნება მოგვიხდა და ორივემ ვარჩიეთ ურთიერთობა გაგვეწყვიტა.

Posted by: garfield1 1 Dec 2013, 22:27
ქინქლა
ხოდა უფრო მაგიტომ ვფიქრობ რომ უკეთესიცაა ახალგაზრდა გოგო. ეს რომ ფეხს აიდგამს და დევნა დაჭირდება, ასაკიანი ქალი ალბათ ვერ მოერევა და ადვილად დაიღლება.

Posted by: KeP 6 1 Dec 2013, 22:40
garfield1
გოგო ერთხელ ვერის ბაღში ასაკიანი ქალი წაიქცა და წიოკი ატყდა, ანუ მოიტეხა ფეხი და ვერ აყებენდნენ ...
აღმოჩნდა რომ 2 ბავშვით იყო, ცოტა დიდები კი იყვნენ 4-5 წლის
იქაურმა ძიძებმა ერთი ამბავი ატეხეს: ეს ბებრები რას დადიან თუ თავი არ აქვთო და ა.შ. გადაუარეს 2 წუთში საცოდავ ქალს
არადა აღმოჩნდა რომ ბებია იყო biggrin.gif biggrin.gif

ისე კი მართალი ხარ, აშკარად ახალგაზრდა ჯობია

Posted by: annaninio 1 Dec 2013, 22:40
garfield1
გოგო მეც "ახალგაზრდობაში" ვიყავი ძიძა, 30წ.მდე და მაშინ რომ ენერგია მქონდა ეხლა სად შემიძლია ამდენი biggrin.gif . არა მართლა სერიოზულად ვამბობ.რაც მე ბავშვებთან ერთად მიგიჟია, რომ განახა. მე რომ დამჭირვებოდა ახალგაზრდას ავირჩევდი. თან შენ როგორც მიუთითებ ისე გააკეთებს ყველაფერს.საქართველოშია ეგ ტენდენცია რო ძიძა გამოცდილი სამშვილიანი მაინც უნდა იყოს. თორემ ევროპაში სხვანაირადაა,უფრო ახალგაზრდებს ანიჭებენ უპირატესობას.

Posted by: garfield1 1 Dec 2013, 22:54
annaninio
ყველაზე მეტად ეგ მხიბლავს რომ მე მივუთითებ რას და როგორ გააკეთებს, მხოლოდ ბავშვი ეყოლება ჩაბარებული და ჭკუის დარიგებებს არ დამიწყებს bis.gif bis.gif

Posted by: sopo1977 1 Dec 2013, 23:59
garfield1
30 წელი ნორმალურია გოგო, მ. 24 წლისები ვნახე ინტერნეტში დ. ეს მგონი მეტისმეტია.

Posted by: ფრენოლოგი 2 Dec 2013, 15:31
QUOTE
30 წელი ნორმალურია გოგო, მ. 24 წლისები ვნახე ინტერნეტში დ. ეს მგონი მეტისმეტია.

20 წლის ვიყავი პირველად რომ ძიძად "ამიყვანეს"
იმის მერე რამდენიმე ბავშვთან ვიყავი და ყველა მშვენივრად გრძნობს თავს


yes.gif

არც ღამის კლუბში წამიყვანია ბავშვები
არც სიგარეტი მიმიცია საჭმლის ნაცვლად



yes.gif

Posted by: makavel1 2 Dec 2013, 16:39
sopo1977
QUOTE
30 წელი ნორმალურია გოგო, მ. 24 წლისები ვნახე ინტერნეტში დ. ეს მგონი მეტისმეტია.

ვაიმე სოფო 23 წლის ვარ მარა 2 შვილს ვზრდი და აქედან ჩემი პირველი შვილი 10 ბავშვს უდრის, ძიძების გამოცდილება იმასთან არაფერია მე რომ მაქვს biggrin.gif ასეც ნუ იტყვი. სოფლებში მითუმეტეს 16 და 17 ები თხოვდებიან და ჩემხელები ლამის უკვე შვილიშვილებს უვლაინ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: gachumdii 2 Dec 2013, 16:45
sopo1977

QUOTE
30 წელი ნორმალურია გოგო, მ. 24 წლისები ვნახე ინტერნეტში დ. ეს მგონი მეტისმეტია.


რას ლაპრაკობ 19 წლის ვიყავი პირველად რომ დავიწყე ძიძაობა და ორ ბავშვს რომ დავდედი biggrin.gif ბოლოს 23 ის ვიყავი და კონფლიქტი მომივიდა ბავშვის დედასთან ერთ თვეში წამოვედი იქედან, კი არადა გამოვიქეცი

Posted by: garfield1 2 Dec 2013, 17:58
makavel1
ჩემი დაც 23 წლისაა და ორს ხომ უვლის და მე ნაგლი ჩემსასაც ამას ვუტოვებ ხოლმე როცა გავდივარ და სამივეს ეს უვლის, ჯერ სანამ ძუძუს მონაა ეს ბავშვი ვერანაირ ძიძაზე ვერ ვიფიქრებ, 6 თვემდე უნდა გავქაჩო როგომე

Posted by: agr_bak 3 Dec 2013, 04:09
ასაკს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება 19 წლის ლაწირაკმა აჯობოს სამშვილიან გამოცდილ ქალს და შეიძლება პირიქით.

ასაკით არა, ინტელექტით. ჰიგიენით, კულტურით და სანდოობით აარჩიეთ ძიძა სჯობს.

Posted by: Tak 3 Dec 2013, 09:35
sopo1977
QUOTE
30 წელი ნორმალურია გოგო, მ. 24 წლისები ვნახე ინტერნეტში დ. ეს მგონი მეტისმეტია.


ჩემნაირი თU მოგივა ვინმე 24 წლის არაა მეტისმეტი )))))))))))

17 წლიდან დედაჩემის ნათლულზე მჭირდა კეტვა, დედამისი როგორ მატანდა არ ვიცი, მაგრამ მახსოვს უნიდან მივაკითხავდი კიევის ქუჩაზე, ვასეირნებდი ყოველ დღე ვარდების ბაღში ახალფეხადგმულს, მერე უკან მიმყავდა.
მალე ძამიკო გაუჩნდა, 1 წელი და 1 თვეა მათ შორის სხვაობა და ნუ რომ მივიყვანდი ხოლმე ნინიკოს , გამოვუცვლიდი, ვაჭმევდი, მერე სახლში ვეთამაშებოდი.
რაც მე მიგიჟია, ახლა რომ მახსენდება, ამდენი ჩემს შვილთან არ მითამაშია მგონი )))
ნუ მეორე მომენტია, რომ მარტო სათამაშოდ არ გინდა ძიძა და კარგი იქნება თუ ან რამე გამოცდილება აქვს (თუნდაც ძმიშვილი დისშვილი ყავს სახლში) ან რამე... მშვიდად რომ იყო. თანაც შენც ასწავლი რა და როგორ გინდა, მასე ჯობია.

აბა მე რომ ძიძას ვარჩევდი, ერთი ბებო მოვიდა, კარი არ ქონდა გაღებული, ჭკუას მარიგებდა givi.gif

ლაივში ნახე ხალხი... შეხედავ იმასაც როგორი სუფთაა, აღზრდილი და ა.შ. მე მაგალითად რომ მომყავდა, ჯერ მე ვესაუბრებოდი , მერე ვეუბნებოდი ბავშვთან შეგიყვანთთქო, 1მა მოითხოვა მარტო ხელი სად დავიბანოო. შესაბამისად სხვა ყველა მივბლოკე biggrin.gif მერე როგორ აიყვანს,, როგორ გაუღიმებს, დამიჯერე პატარას რეაქციაზეც მიხვდები რაღაცეებს.... უF რამდენი ვეძებე მე რომ მახსენდება.....

დილა მშვიდობისა შენ 2kiss.gif

Posted by: Sargerass 3 Dec 2013, 11:05
Uჰ სიამოვნებით ვიმუშავებდი ძიძად....წამოვზარდო ჯერ ჩემი...რა ჯობია ბავშვებთან ურთიერთობას...<3

Posted by: naneee 3 Dec 2013, 12:06
QUOTE
მაინტერესებს, ახალგაზრდა გასათხოვარ გოგოს აიყვანდით ძიძად ?


არა გმადლობთ. თქვენ დაგითმობთ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Pumpula 3 Dec 2013, 12:42
QUOTE (naneee @ 3 Dec 2013, 12:06 )
QUOTE
მაინტერესებს, ახალგაზრდა გასათხოვარ გოგოს აიყვანდით ძიძად ?


არა გმადლობთ. თქვენ დაგითმობთ biggrin.gif biggrin.gif

ოხ შენ რა ხაააარ, მიგიხვდი ჭიპილია lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: chixuaxua 3 Dec 2013, 19:13
user posted image
"I've been a nanny for 6 years."
"Do you think you've heavily influenced the kids' personalities?"
"I like to think so. I've tried to read to them as much as possible, and I've taken them to a lot of Broadway shows. I can't be sure exactly how much influence I've had. But I did turn around in the kitchen yesterday, and saw the oldest one standing like this."
ძიძა chups.gif

Posted by: Breaky 3 Dec 2013, 20:51
ჩემი ერთ-ერთი ძიძა 25 წლისა ავიყვანე (გასათხოვარი იყო და ახლაც არის). ძალიან ბევრ ოჯახიან ძიძაზე უკეთ უვლიდა. ასე რომ ასაკის და გასათხოვრობის გამო პირდაპირ ნუ დაბრაკავთ biggrin.gif

Posted by: sopo1977 3 Dec 2013, 21:16
ძიძა მინდა და სად ვეძებო? ახლობლებში მოვიკითხე და ვერ ვნახე ჯერ. იყოს ნორმალური და იყოს ასაკით პატარაsmile.gif

Posted by: fernanda 3 Dec 2013, 21:25
Myavs dzidzis kandidatura,samedicino ganatlebit,pediatriul ganyofilebashi namushevari,aseve sabavshvo bagshi agmzrdelad. Shabat-kvira dasveneba da 6-7 stmde.pmsh momweret.

Posted by: tako9796 7 Dec 2013, 21:49
სანზონაში მცხოვრები ძიძა თუ ვინმეს გინდათ მომწერეთ პირადში.გამოცდილი,სუფთა და ბავშვების მოყვარული.წინასწარ მადლობა

Posted by: vinnie 11 Dec 2013, 11:18
გამარჯობათ დედიკოებო,ძიძას ვეძებ 2 ბავშვისთვის ერთი წლის და 5 თვისაა მეორე 2 წლის და 8 თვის,ვერ დამეხმარებით?ან ხომ არ იცით რამდენი უნდა გადავუხადო ამ შემთხვევაში sad.gif

Posted by: txili 12 Dec 2013, 16:10
Breaky
QUOTE
ჩემი ერთ-ერთი ძიძა 25 წლისა ავიყვანე (გასათხოვარი იყო და ახლაც არის). ძალიან ბევრ ოჯახიან ძიძაზე უკეთ უვლიდა. ასე რომ ასაკის და გასათხოვრობის გამო პირდაპირ ნუ დაბრაკავთ

ახლა სად არის, მუშაობს? მე ვეძებ ძიძას, ბავშვი თვენახევრისაა...

Posted by: _username_ 20 Dec 2013, 19:06
txili
ძალიან კარგი ძიძა თავისუფლდება 1 თვეში, სადაც მუშაობს ის ოჯახი საზღვარგარეთ მიდის და ეს ვერ მიყვება, ოჯახს ვერ დატოვებს

უზომოდ წესიერი და კარგი ქალია smile.gif

Posted by: little___mermaid 20 Dec 2013, 21:37
ნუცუბიძის მე4 პლატოზე მინდა ძიძა სასწრაფოდ. თუ ვინმეს გეგულებათ ამ უბანში იქნებ მომწეროთ. 350 ლარი 1 დღე დასვენება. 12დან 9 საათამდე. ევალება მარტო ბავშვი. (5 თვის) მეც სახლში ვარ, უბრალოდ ბავშვის დამჭერი მჭირდება, მოტეხილობა მაქვს და სიმძიმე არ შეიძლება ჩემთვის.

Posted by: shkola20 21 Dec 2013, 15:32
gamarjobat gogoebo ikneb vinmes gindodes ojaxshi dmxmare an damlaebeli an skolidan bavshvi rom gamoikvanos da amecadinos shemidlia shemogtavazot dalian patiosani da kargi diasaxli kalbatoni romlis gaketebuli sajmeli da dalagebulze laparaki zedmetia supta da dalian mowesrigebuli maswavlebeli iko 10 weli 48 wlis energiuli kalia xeli akvs dalian kargi sajmelebshi tu rashic gindat . chemi shvili ddis mastan amzadbs da dalian kmakoli var zustad 10 welia vicnob da mis patiosnebahsi shemidlia tavi davdo
* * *
piradi naxe ik mogwere little___mermaid

Posted by: tako9796 6 Jan 2014, 17:32
ძიგამოცდილი,მოწესრიგებული ძიძა თუ ვინმეს გნებავთ მომწერეთ პირადში.დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: crv777 12 Jan 2014, 01:03
აქ ვწერ დედაჩემის თხოვნით
იმუშავებს ძიძად, აქვს უცხოეთში ბავშვის მოვლის დიდი გამოცდილება,
ჩამოსვლის შემდეგ ბოლო წლებში (2012-2013) აქაც მუშაობდა ძიძად. დაუმთავრდა მუშაობის პერიოდი და ეძებს სამსახურს

არის შრომისმოყვარე, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით საქმისადმი, ენერგიული ქალბატონი

კარგად მესმის რომ ვინც არ იცნობს (და მე არ მიცნობს) გაუჭირდება უცხო ადამიანის სახლში მიყვანა და ნდობა, მაგრამ დამიჯერეთ რომ არ ინანებთ.
დაუკავშირდით, პირადად გაესაუბრეთ და შეთანხმდით, დანარჩენი თქვენთვის მომინდვია... ლია 597513039


P.S. მე რაც შემეხება, იხილეთ სპოილერში...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინასწარ დიდი მადლობა ყველას

Posted by: 7_7__7 16 Jan 2014, 16:17
გამარჯობა გოგოებო. ჩემი ძიძის გაშვება მიწევს სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო. თუ ვინმეს გჭირდებათ ძალიან კარგი,ენერგიული,მოწესრიგებული,გამოცდილი,სუფთა,წესიერი ძიძა შემეხმიანეთ პმ-ში და დაგაკავშირებთ.

Posted by: Princess 21 Jan 2014, 21:59
მჭირდება ძიძა 2 წლის ბიჭისთვის
თუ ვინმე იცით სანდო და წესიერი გამოუშვით )

Posted by: makavel1 21 Jan 2014, 22:23
Princess
Gოგო მე მყავს და მომწერე პმ მობით ვარ და ვერ დაგსერჩავ

Posted by: Sweet Paloma 22 Jan 2014, 00:40
მეც ვეძებ, 5 თვის ბავშვისთვის. მჭირდება ადამიანი, რომელიც თვალის ჩინივით გაუფრთხილდება ჩემ სკვინჩას, მოუვლის, ასეირნებს, აჭმევს, ეთამაშება და რაც მთავარია ეყვარება. სად ვიშოვო ეგეთი?

Posted by: gvantsula 22 Jan 2014, 17:54
მოკლედ, 10 თვის ბავშვისთვის ვეძებ ძიძას. სასურველია იყოს ვარკეთილში ან მესამე მასივში მცხოვრები. პმ მომწერეთ თუ ვინმეს გყავთ გამოცდილი ახლობელი, მეზობელი, ნათესავი, მეგობარი, ძალიან დამეხმარებით!

Posted by: Leyla 22 Jan 2014, 22:21
ვარ მოწესრიგებული, განათლებული, ბავშვების მოსიყვარულე, რუსულენოვანი დაწყებითი კლასების მასწავლებელი, კომუნიკაბელური და უკონფლიქტო. დიდი სიამოვნებით მოვუვლი ნებისმიერი ასაკის ბავშვს, ჩემთან ბინაზე მოყვანით. ვცხოვრობ ორთაჭალაში.

Posted by: <<მარი>> 31 Jan 2014, 00:54
https://www.facebook.com/photo.php?v=812481295445689
mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: taktakuna 31 Jan 2014, 01:00
<<მარი>>
ცუდად გავხდი, დავიჭერდი და ხორხს გადავუჭრიდი ჩემი ხელით და წიხლით შევდგებოდი ზედ, შეურაცხადი ვხდები ეგეთებზე, სიამოვნებით დავკიდებდი ფეხებით

Posted by: FoXy 31 Jan 2014, 02:08
<<მარი>>
აუ ცრემლები ვერ შევიკავე , ასეთ რაღაცეებს ნუ დებთ რა აქsad.gif( აი ეს ალბათ ყველაზე საშინელებაა რაც ცხოვრებაში მინახავსsad.gif მკვდრებზეც კი არ მაქვს რეაქცია... ეს რა არისsad.gif((((

Posted by: dadu411 31 Jan 2014, 10:29
<<მარი>>
ეგ ვიდეო ადრე მაქვს ნანახი და ისე ცუდათ გავხდი თან ახალი ნამშობიარებელმა ვუყურე და მთელი დღე რო მახსენდებოდა ვტიროდი ..ახლა ვიცანი და აღარ ვუყურე sad.gif ეგ საწყალი ბავშვი 10 თვისაა მაგ ოჯახში 2ბავშვი გაუზრდია ძAლიან კარგად და მესამეზეც მაგიტომ აიყვანეს რა ჭირი ეტაკაა მერე ვინ იცის .. დაჭერილიც იყო და რო გამოვიდა კკიდე ეგეთი რაღაც გაააკეთა....

Posted by: Mafanya 31 Jan 2014, 11:13
<<მარი>>
ძალიან ცუდად ვარ ამ ვიდეოს ნახვის მერე, ბოლომდე ვერც შევძელი ყურება sad.gif
რა ბედნიერებაა ძიძა რომ არ მჭირდება ...

Posted by: qetquta82 31 Jan 2014, 11:18
ამიტომაც არ მყავს ძიძა, 1 და 3 თვის მიმყავს ბაღში smile.gif

Posted by: FoXy 31 Jan 2014, 11:19
qetquta82
QUOTE
ამიტომაც არ მყავს ძიძა, 1 და 3 თვის მიმყავს ბაღში

აი მე და ჩემი ქმარიც რიგრიგობით დავდივართ სამსახურში ზუსტად ასეთი შიშის გამო და +1000 მირჩევნია ბაღში მივიყვანო წლის მერე, ვიდრე ესე მარტო დავუტოვო...

Posted by: qetquta82 31 Jan 2014, 11:22
FoXy
მე დედა და დეიდები მეხმარებიან, მადლობა მათ!
ოშაბათიდან კი კერძო ბაღში მივიდვართ; ვერაფრით ვერ ვანობ ჩემს საგანძურს უცხო ადამიანს;
ამ ქალ ეხლა ასამართლებენ! მალახოსვ ქონდა ამას წინათ გადაცემა. თან თავში როგორ ურტყავს; გული მეკუმშება, წარმომიდეგნია მისი დედა რო ნახავდა რაა დაემართებოდა sad.gif((
* * *
მე და ჩემი მეუღლე საღამოობით ვმორიგეობთ smile.gif))

Posted by: FoXy 31 Jan 2014, 11:28
qetquta82
საშინელებააsad.gif((((( მსგავს შენთხვევაში მე თუ გადამირჩებოდა აი ჩემი ქმარი 100% ტყვიას დაახლიდა შუბლში. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა და გოგოებო დააყენეთ კამერებიsad.gif

Posted by: qetquta82 31 Jan 2014, 11:34
FoXy
გეთანხმები sad.gif(





ვისაც ძიძები გყავთ დააყენეთ, არ ჯდება იმაზე ძვირი ვიდრე თვენს საგანძურს ანდობთ უცხო ადამიანს sad.gif((

Posted by: gachumdii 31 Jan 2014, 13:40
<<მარი>>

არ ვუყურე ბოლომდე ამივადა ტირილი. როგორ არ მოკლეს ეს ქალი

ქართველია?

Posted by: KeP 6 31 Jan 2014, 14:16
qetquta82
ბაღებშIც დაწერე რა თქვენი ამბები, მე 1,6 წლის მყავს და მიყვანას ვფიქრობ, ბიჭია
ძიძას ბაღი მირჩევნია

Posted by: <<მარი>> 31 Jan 2014, 15:06
FoXy
QUOTE
ასეთ რაღაცეებს ნუ დებთ რა აქ

გასაგებია რომ მძიმე საყურებელია, მაგრამ აბა სად დავდო? თემა ძიძებს ეხება და განსაკუთრებით
გასმულია ხაზი ძიძების ცუდ ქმედებებზე. ჯობია ყველამ იცოდეს რა სიფრთხილეა საჭირო,
როცა ბავშვს უცხოსთან ტოვებენ მარტო.
gachumdii
რუსია მგონი. კადრზეც აწერია პატარა განმარტება.

Posted by: dadu411 31 Jan 2014, 15:55
gachumdii
რუსიია .. მარა ქართველებიც არ არიან ნაკლებები

Posted by: gachumdii 31 Jan 2014, 16:00
dadu411
<<მარი>>

რავიცი კადრის გული გამიხდა ცუდად ვტოროდი და გავთიშე მალევე.

ჩემს შვილს რო ხელი ვინმემ დააკაროს ჩემი ხელით დავახრჩობ და მერე დავარტყამ დანას უკვე მკვდარს

Posted by: ikak0 31 Jan 2014, 22:08
გამარჯობათ დედიკოებოო.აბა ვის გინდათ კარგი ძიძაააა? ჩემს ძიძას გავუწევდი რეკომენდაციას.სასურველია შაბათ-კვირას იყოს დასვენება.მომწერეთ აქ თემაში,პმ- შეიძლება ვერ ვნახო და თემას ხშირად ვნახულობ და აგიხსნით დაწვრილებით. მხოლოდ კარგ ხელში და კარგ ხალხში გავიმეტებ ჩემს ძიძას,სხვანაირად არ გამიგოთ...უბრალოდ ძალიან თბილიაააა და ყურადღებიანი უზომოდ... დაწვრილებით მომმართეთ...ან დამირეკეთ 555 61 62 25

Posted by: qetquta82 5 Feb 2014, 16:43
KeP 6
თბილისში არ შემყავს(მანდ არ ვცხოვრობთ) , სხვაგან მე მგონი არ დაგაინტერესებთ smile.gif

Posted by: ELECTRA 6 Feb 2014, 12:19
გოგოები შემთხვევით ხომ არ გეგულებათ ახალგაზრდა, სანდო, გულიანი ადამიანი, დასაწყისისთვის დღიურად რომ აწყობდეს მუშაობა და შემდეგ სავარაუდოდ მუდმივად (სასურველია დიდ დიღომში ცხოვრობდეს ან სადმე ახლოს).

წინასწარ გიხდით მადლობას, თუ რომელიმე დამეხმარებით smile.gif

Posted by: MAIAMI 17 Feb 2014, 12:34
ვისაც გაქვთ გამოცდილება, გთხოვთ მირჩიეთ - სად და როგორ შეიძლება მოვძებნო სანდრო ადამიანი ძიძად 2 ბავშვისთვის 4 და 9 წლის (შესაძლოა ამას ძიძაც აღარ ქვია, არა?) . პირადი გამოცდილებით შესაბამის სააგენტოებთან თუ გქონიათ ურთიერთობა, გთხოვთ მომწერეთ მათი კოორდინატები თუ შეიძლება.
მადლობა წინასწარ.

Posted by: NENE2014 18 Feb 2014, 13:46
თქვენი აზრი მაინტერესებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით რომ მყავდეს სახლში ძიძა ჩვილისთვის, რამდენი უნდა გადავუხადო? და კანდიდატურა თუ გყავთ ვინმეს? დამეხმარეთ რაა პლზ

Posted by: garfield1 18 Feb 2014, 14:09
NENE2014
მე 450-ს ვუხდი, ბავშვის საქმე ეხება მხოლოდ, 10-ის ნახევრიდან 7-მდეა, ნუ თავისი ინიციატივით სხვა წვრილმან რამეებსაც აკეთებს, მაგალითად ჭურჭლის დარეცხვა, ოთახის მტვერსასრუტით მოწმენდა და ასე შემდეგ .

Posted by: NENE2014 18 Feb 2014, 14:16
garfield1
გასაგებია, მე მაინტერესებს სულ რომ ჩემთან იყოს, ანუ შაბათ-კვირას რომ წავიდეს. ისე, შენ რასაც უხდი, იქიდან გამომდინარე მე ალბათ 10000 უნდა მივცე ხო? sad.gif

Posted by: Girl 18 Feb 2014, 14:17

მე ვეძებ ძიძას ოღონდ აგვისტოდან. 16 - დან D:D:D:D:

დილის 10 დან საღამოს 8 საათამდე მინდა შაბათის ჩათვლით.

სახლში კიდევ ჩემი 9 წლის შვილი იქნება სკოლიდან მოსვლის მერე ( საღამოს 5 დან) მაგრამ იმას ძIძა სჭირდებათქო ვერ ვიტყვი .. ნუ ტუ სთხოვა კარტოფილი შემიწვიო ან რამე მსგავსი - შენი ძიძა არა ვარო არ უნდა უპასუხოს რა biggrin.gif:D:D

ხელფასზე ჯერჯეობით აზრზე არა ვარ ეხლა რა ფასებია ამ პირობებზე. თუ მომცემთ რჩევებს და კიდევ რა პირობები გავითვალისწინო ამასაც თუ მირჩევთ გამოცდილი ხალხი ძალიან დამეხმარებით პლზ/.


Posted by: garfield1 18 Feb 2014, 14:31
NENE2014
უი შენ ღამეც რომ დარჩეს მასე გინდა ? ეგ უკვე არ ვიცი, გაგიჭირდება პოვნა sad.gif

Posted by: Girl 18 Feb 2014, 14:45
garfield1

სხვათაშორის არა.

მე ვიცი ქალი რომელიც პირიქით ასეთს უფრო ეძებს მაგრამ ამ შემთხვევაში თავს ვერ დავდებ როგორი ძიძაა და ვერ ვურჩევ უბრალოდ. თორემ არისნ აწყობთ პირიქით ესე (რაიონიდან არიან აქ ნათესავთან ცხოვრობენ და ა.შ.. არ აწყობთ სახლი იქირაონ და ფული დახარჯონ)

Posted by: garfield1 18 Feb 2014, 14:47
Girl
და მაგ შემთხვევაში შაბათ-კვირას სად მიდის ? აუ რავიცი, სანდო ძიძა მაგ პირობებით ცოტა რთული მოსაძებნია.

Posted by: Girl 18 Feb 2014, 14:51
QUOTE
qetquta82
საშინელებააsad.gif((((( მსგავს შენთხვევაში მე თუ გადამირჩებოდა აი ჩემი ქმარი 100% ტყვიას დაახლიდა შუბლში. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა და გოგოებო დააყენეთ კამერები


აი სულ ვფიქრობ მეც კამერების დაყენებას. მემგონი ეგრეც ვიზამ..
* * *
garfield1
QUOTE
Girl
და მაგ შემთხვევაში შაბათ-კვირას სად მიდის ? აუ რავიცი, სანდო ძიძა მაგ პირობებით ცოტა რთული მოსაძებნია.


ეს ქალი აქ ნათესავთან არის მე ვინც ვიცი. ხელფასი რომ კიდე სახლი იქირაოს აღარ დარჩება ამიტომ აწყობს 24 საათიანი პირობები. შაბათ -კვირას ალბათ ასეთ შემტხვევაში იქ დარჩება მაგრამ დანარჩენი 5 დღე რომ არ შეაწუხებს ეგეც ხო საქმეა.. სხვებიც იქნებიან ესეთები.. უბრალოდ ეს რამდენად კარგი ძიძაა არ ვიცი ნამდვილად და სხვას როგორ ვურჩიო .. თორემ მეზობელი კი კარგია biggrin.gif:D:D

Posted by: NENE2014 18 Feb 2014, 15:14
Girl
ხო აი ეგრე მინდა,1-2 ვარიანტი მაქვს რაიონიდან, თუმცა მეტყველება რიავი რააა sad.gif(((( წლამდე მინდა რომ იყოს ბავშვთან, მერე დედაჩემი მიხედავს. შესაბამისად დიდად ყურადღებას არ მივაქცევ მეტყველებას-თქო, ვიფიქრე sad.gif ანუ თუ კარგად და სუფთად ეყოლება ბავშვი, დავიკიდებ მაგ ფაქტორს ანუ გამართულ მეტყველებას, სამაგიეროდ დღეც და ღამეც მოსვენებული ვიქნები, თორემ 2 სამსახური+2 ბავშვი+ქმარი+ოჯახის საქმეები=სუიციდს ძალიან მოკლე დროში smile.gif)))))))))))

Posted by: lulu82 18 Feb 2014, 16:22
მეგობარს უნდა ძიძას კამერა დაუყენოს და ხომ არ იცით ფასები და სად შეიძლება შეიძინოს?

Posted by: Girl 18 Feb 2014, 17:02
NENE2014
QUOTE
Girl
ხო აი ეგრე მინდა,1-2 ვარიანტი მაქვს რაიონიდან, თუმცა მეტყველება რიავი რააა


ხოოო აი ეგ 80% გარანტირებული გაქვს. მაგრამ კარგად მიხედოს და წლამდე ბავშვს პრინციპში რა უჭირს. არ გადაედება : ))

Posted by: Mafanya 18 Feb 2014, 18:00
NENE2014
QUOTE
ნუ თუ კარგად და სუფთად ეყოლება ბავშვი, დავიკიდებ მაგ ფაქტორს ანუ გამართულ მეტყველებას

მე ბებია მზრდიდა 6 თვიდან, რომელიც არის მთის სოფლიდან, სადაც საერთოდ სხვა ენაზე მეტყველებენ მგონი იმდენად აქვთ ქართული დამახინჯებული იმ სოფელში, ენაც შესაბამისად ისე ავიდგი. მშობლები რომ ჩამოვიდნენ (სტუდენტები იყვნენ და რუსეთში სწავლობდნენ) გულს შემოეყარათ, მაგრამ ძალიან მალე გადავედი ნორმალურ მეტყველებაზე როგორც ამბობენ. ბავშვები ადვილად ითვისებენ ყველაფერს და 1 წლამდე საერთოდ იშვიათად რომ ლაპარაკი დაიწყოს ბავშვმა. მაგის გამო ნუ დაიწუნებ ძიძას თუ სხვა მხრივ კარგი და სანდო ქალია.

Posted by: Splash 18 Feb 2014, 18:12

<<მარი>> ეგ ვიდეო ადრეც მქონდა ნანახი, მაგრამ ახლაც რომ ვნახე, ისევ ცუდად გავხდი. აი, ეგ ქალი უნდა ჩააგდო ადუღებულ წყალში და ისე ურტყა თავში ხელები. რეებს უშვება თვეების ბავშვს. რა ძნელია სხვისთვის ისეთი პატარის ნდობა, რომელმაც ლაპარაკი არ იცის (ცოტა დიდი გეტყვის მაინც რამეს0, არადა სხვა გამოსავალი რომ არ გაქვს რა უნდა ქნას ადამიანმა? მე პირველი ძიძის გარეშე გავზარდე (ძაან გავწვალდი მეც და ბავშვიც, მაგრამ ოჯახის წევრებთან ანუ სანდო ადმაიანებთან მაინც რჩებოდა) და მეორეზე რა მეშველება არ ვიცი. ან სულ უსამსახუროდ უნდა დავრჩე ან ვის უნდა ვანდო, ეგეც არ ვიცი sad.gif

Posted by: NENE2014 19 Feb 2014, 12:16
Girl
Mafanya
ალბათ ეგრეც ვიზამ, დავიღალე ამ ძიძაზე ფიქრი რაა sad.gif პირველზეც სასწაული ძიძა მყავდა, პირველ;ად რომ ვკითხე ბავშვს სადილი აჭამე-მეთქი? არა კაცო, არ დაგიტოვებია და რას ვაჭმევდიო sad.gif არადა ჩემი შვილი ყურებამდე იყო შეყვარებული ამ ქალზე, თავისი გატირებებით და მთელი კონცერტებით

Posted by: taktakuna 21 Feb 2014, 23:48
როცა ორ ბავშვს უვლის ძიძა, დაახლოებით 2 წლისას და მეორეს 4 თვისას,რამდენია სავარაუდოდ ანაზღაურება?

Posted by: Minion1 25 Feb 2014, 16:56
გოგოებო, გამარჯობა, ახალი ვარ აქ და ძალიან მჭირდება ძიძა იქნებ დამეხმაროთ არავინ ვიცი გარშემო ვისაცკარგი ძიძა შეუძლია მირჩიოს.

2თვის ბავშვისთვის

Posted by: ტაბუ 25 Feb 2014, 17:06
Minion1
პირობებიც დაწერე: ტერიტორიულად სად გჭირდება, სამუშაო საათები, რა დაევალება, ბიუჯეტს რამდენს ფიქრობ...

Posted by: Minion1 25 Feb 2014, 17:09
fernanda
ვერ გწერ პირადშიი,
გოგო კიდე გყავს ძიძის კანდიდატურა?

Posted by: Blur 25 Feb 2014, 17:56
taktakuna
QUOTE
როცა ორ ბავშვს უვლის ძიძა, დაახლოებით 2 წლისას და მეორეს 4 თვისას,რამდენია სავარაუდოდ ანაზღაურება?

მე 450ს ვუხდი. იქამდე 400ს ვუხდიდი და მერე დავუმატე.
სანამ უფროსს ბაღში გავუშვებდი მანამდე უნდა ყოლოდა ორივე (1 წელი სადღაც) მერე კიდე მხოლოდ პატარა და რადგან მერე ვეღარ შევუმცირებდი, ის რამდენიმე თვე ხან ფულს ვჩუქნიდი ხან რას ხან რას.

Posted by: kakuna_kakuna1 26 Feb 2014, 00:30
გოგოები საბურთალოს ტერიტორიაზე მჭირდება ძიძა 6 თვს ბავშვისთვის სახლის დალაგება, საჭმლი სგაკეთება და ბავშვის მოვლა 10:00-19:00 და შაბათს ნახევარ განაკვეთზე რომ მუშაობდეს .. ვინმე არ გეგულებათ სანდო ადამიანი? sad.gif

Posted by: Minion1 26 Feb 2014, 14:54
ტაბუ
სანზონაში, საათები დილის 10 დან 6-მდე.
შაბათ-კვირის გარდა.
ბავშვი 3 თვის
დაევალება მხოლოდ ბავშვის მოვლა,
სარეცხის გარეცხვა არ შედის მაგაში და არც სახლის დალაგება.

Posted by: irmam 26 Feb 2014, 16:38
KeP 6
QUOTE
ბაღებშIც დაწერე რა თქვენი ამბები, მე 1,6 წლის მყავს და მიყვანას ვფიქრობ, ბიჭია
ძიძას ბაღი მირჩევნია


ბაღი მეც მირჩევნია, მაგრამ 1,6-ისას ვინ მიიღებს?!

Posted by: blblbl 26 Feb 2014, 16:46
irmam
კერძო ბაღებში იღებენ,თუცმა ჩემი აზრით ძალიან პატარაა

Posted by: ikak0 26 Feb 2014, 19:46
მადლობა გამოხმაურებისთვის გოგოებო,ვერ მოგწერეთ წერილი ვერც ერთს,ბოდიშს გიხდით,სხვისი იუზერით შემოვდივარ და არ ვარ ხოლმე აქ. ჩემი ძიძა ძალიან კარგი ქალია და უკვე დასაქმდა,თორემ გულით გირჩევდით. თუ რამე იქნება კიდევ დავწერ,რომელსაც ჩემს თავს ვურჩევ იგივეს დავწერ თქვენთვისაც,იმიტომ რომ ძიძის აყვანა და ნდობა რთულია,თუ სანაცნობოდან არ აიყვანე ეს უკვე ყველამ იცის და ჩემი თქმა არააა საჭირ,მეც ნაცნობობით ავიყვანე ძიძა,ისე ნდობა ძნელია

Posted by: noniko77 26 Feb 2014, 19:53
irmam
1.4 იქნება ბაღში და შემყაავს ,6 ბავშვია ბაღშI და 2 ძიძა.4- 5 საათით დავტოვებ.

არ მინდა ძაან მიყვანა მაგრამ სწავლა მეწყება და არ გამოდის სხვანაირად.
ასე ცოტანი რომ არიან ჯგუფში იმიტომ შემყავს,მეტნი რომ ყოფილიყვნენ ძიძასთან მივიყვანდი იქ 4 ბავშია ოღOნდ სახლშI მიგყაავს ძიძასთAნ.


სახლში ძიძის აყავანა რამოდენიმე საათით კიდე არ მინდა მაგათი თAვი არმააქვს რანაირი იქნება და როგორი, ისე რომ დავტოვო სახლში და აქ იცხოვროს მაგხელა სახლი არ მააქვს .ასე რომ ჩემს შემთხვევაშI ბაღი ყველაზე კარგი გამოსავალია.

Posted by: irmam 27 Feb 2014, 14:22
noniko77

მადლობა პასხისთვის, და სად არის ეგ ბაღი და რამდენს იხდი?

Posted by: noniko77 27 Feb 2014, 14:25
irmam
მე არ ვარ საქართველოში .

Posted by: irmam 27 Feb 2014, 14:33
noniko77

მეც ვფიქრობდი რომ პატარაა, მაგრამ ისე უყვარს ბავშვებთან ყოფნა, ეხლა სახლში გამოკეტილი უფრო მეცოდებაsmile.gif

Posted by: noniko77 27 Feb 2014, 15:15
irmam
თუ არ მუშაობ ან სწავლობ, გყავდეს ჯერ სახლში 2 წლამდე და მერე შიყვანე.

Posted by: taktakuna 27 Feb 2014, 15:41
Minion1
რამდენის გადახდას აპირებ? მყავს კარგი კანდიდატი, ახალგაზრდა გოგოა 35 წლის, ორი მოზრდილი შვილი ყავს, ბაღში აქვს ნამუშევარი აღმზრდელად და ეხლაც ძიძად მუშაობს, კარგად მოუვლის. უბრალოდ ეხლა სადაცაა ორი ბავშვის მიხედვა უთხრეს და 300 ლარიო და ცოტაა ორი ბავშვისთვის.

Posted by: Minion1 27 Feb 2014, 16:43
taktakuna
ერთი ბავშვია3 თვის სამუშაო საათები იქნება დილის 10ის ნახევრიდან 6მდე.
შაბათ კვირის გარდა
300მინდა ძალიან მაქსიმუმ 350ლარია

Posted by: taktakuna 27 Feb 2014, 16:45
Minion1
როდიდან გინდა? ვკითხავ აბა, სადაც არის ეხლა იმათ სთხოვა მომიმატეთო, 300 ლარად 2 ბავშვს ვინ მოუვლის, ხოდა ახალ სამსახურს ეძებს და გავარკვევ.

Posted by: Minion1 27 Feb 2014, 16:49
taktakuna
300 ლრზე უთხარი ოღნდკარგი?
უკვე მინდა თუნდაც ხვალიდან smile.gif
თუ მართლა კარგია ოღონდ ხომ იცი როგორი რთულია ძიძის შერჩევა

Posted by: taktakuna 27 Feb 2014, 17:09
Minion1
კარგი გოგოა, ასეირნებს ბავშვს, აჭმევს, ათამაშებს. გაგირკვევ რავი, მაგრამ ასე უცებ ვერ წამოვა მგონი, მაინც ვკითხავ.


კარგი ვარიანტი მყავს კიდევ ძიძის, მე რომ მჭირდებოდეს ულაპარაკოდ რომ ავიყვანდი ჩემი შვილისთვის, ოღონდ სექტემბრიდან, ეხლა ყავს და შემოდგომიდან თავისუფლდება.

Posted by: Minion1 27 Feb 2014, 17:11
taktakuna
მგ გოგოს შეგიძლია კითხო ეხლა როდის შეუძლია?
ანუ შენ კარგად აფასეებ ხო? სანდოა
თუ გინდა ნომერიმომეცი და მე ვკითხავ

Posted by: taktakuna 27 Feb 2014, 17:43
Minion1
ნომერი არ ვიცი, მეზობელია, ხვალ ვნახავ ბავშვებს ერთად ვასეირნებთ ხოლმე და ვკითხავ. მანამდე აღმზრდელი იყო ბაღში და ეხლა ძიძად მუშაობს.ახალგაზრდაა, ბავშვის გასეირნება თამაში არ ეზარება, კარგად უვლის, რავი მეტი რა მოეთხოვება.ცუდი გოგო არაა.

Posted by: kakuna_kakuna1 27 Feb 2014, 23:23
გოგოები საბურთალოს ტერიტორიაზე მჭირდება ძიძა 6 თვს ბავშვისთვის სახლის დალაგება, საჭმლი სგაკეთება და ბავშვის მოვლა 10:00-19:00 და შაბათს ნახევარ განაკვეთზე რომ მუშაობდეს .. ვინმე არ გეგულებათ სანდო ადამიანი? sad.gif

Posted by: Princess 27 Feb 2014, 23:46
4 თვის ბავშვისთვის მჭირდება ძიძა მარტის შუა რიცხვებიდან.
თუ ვინმე იცით სანდო და კარგი, მითხარით! თორემ დამრჩა მგონი ბავშვი ძიძის გარეშე smile.gif

Posted by: irmam 28 Feb 2014, 13:27
Princess
ჩემი ძიძა შემიძლია გადმოგილოცო, მე თუ ვიშოვე ისეთი ვისთანაც იქეთ დავტოვებ ბავშვსsmile.gif

* * *
noniko77
კი ვმუშაობ ნონიკო თორე სახლში რომ ვიყო 3 წლამდეც გავაჩერებდი

Posted by: Minion1 28 Feb 2014, 15:33
irmam
გამარჯობა, კარგი ძიძა გყაავს?

Posted by: kakuna_kakuna1 1 Mar 2014, 02:37
გოგოები საბურთალოს ტერიტორიაზე მჭირდება ძიძა 6 თვს ბავშვისთვის სახლის დალაგება, საჭმლი სგაკეთება და ბავშვის მოვლა 10:00-19:00 და შაბათს ნახევარ განაკვეთზე რომ მუშაობდეს .. ვინმე არ გეგულებათ სანდო ადამიანი? sad.gif

Posted by: acdachi 4 Mar 2014, 17:14
გამარჯობა,
10-დან 4-მდე გვინდა ძიძა..5 თვის პატარაა
შაბათ-კვირა დასვენება
და მარტო ბავშვის მოვლა..არც საჭმელი, არც სარეცხი და არაფერი
იქნებ მირჩიოთ ვინმეე..
და ძაან გვეჩქარება, ხვალ ვის დავუტოვოთ უკვე არ ვიცი

ნუცუბიძეზე

Posted by: ikak0 5 Mar 2014, 17:32
ჩემი დედამთილის დას უნდა ძიძად მუშაობა,ძალიან თბილი ქალია, და რა თქმა უნდა ყურადღებიანი. ისე არ გირჩევდით,ჩემს თავსაც რომ არ ვურჩიო,რადგან ვიცი რა საპასუხისმგებლოა ძიძის აყვანა,ჩემი უკვე დიდია და ძიძა არ მჭირდება,ბაღშია და თუკი დაგჭირდებათ ინფრომაცია აქ მომმართეთ, ფორუმზე ვერ შემოვდივარ ხშირად. 555 61 62 25. მადლობთ

Posted by: Nanuuu 5 Mar 2014, 18:46
რუსთავში ხო არ გეგულებათ ვინმეს კარგი ძიძა?
მაისიდან დამჭირდება 4თვის იქნება მაგ დროისთვის. უმაღლესი განათლებებით და დოპლომებით არაა საჭირო, ბავშვები უყვარდეს
და სანდო იყოს მთავარია smile.gif

Posted by: nebiera28 5 Mar 2014, 18:58
Nanuuu
ქართული ძალიან ცოტა იცის, რუსულენოვანია(რუსი არ არის smile.gif)

სუპერ ქალია.

Posted by: Nanuuu 5 Mar 2014, 21:18
nebiera28
მთლად უკეთესი. ბავშვს რუსულსაც ასწავლის smile.gif
რამხელაა? ვინაა შენი? ენდობი? ბავშვთან უმუშავია?

Posted by: taktakuna 6 Mar 2014, 18:13
Minion1
ძლივს გამოვიჭირე ის გოგო, ასე უცებ ვერ წამოვალო, თორემ კი აწყობდა, ჯერ სანამ არ ნახავენ ისინი შემცვლელს ორი ბავშვით ვერ მიატოვებს.

Posted by: nebiera28 6 Mar 2014, 23:37
Nanuuu
მე ვენდობი, საოცარი ქალია და ჩემი შვილებიც ბევრჯერ დამიტოვებია.
45 ისაა თუ არ ვცდები. ძიძად არ უმუშავია, თავის შვილებზე იყო გადაყოლილი.

მიყვარს ძალიან, კაზანიდან არის,ქართველი ქმარი ყავს და ორი შვილი. რუსთავში ცხოვრობენ წლებია.

თუ რუსულად საუბრობ დაურეკე და გარსაუბრე. მე არაფერს არ ვეტყვი. ძველში ხარ თუ ახალში?
თუ რამე, მომწერე და ნომერს მოგცემ.

Posted by: aura 7 Mar 2014, 16:43
ვაიმეე, დედამთილი მიზრდის ბავშვს და მიუხედავად იმისა , რომ ზედა აკვდება რასაც ქვია , ენერგიას არ იშურებს და ჩემი შვილიც ანალოგიურად გიჯდება ბებოზე, მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან ბევრი რამე არ მომწონს, ძალინა ბევრ რამეს მე სხვანაირად გავუკეთებდი ჩემ შვილს....... ძალიან ბევრჯერ დავმჯარვარ და მიტირია იმის გამო რომ საკუთარ შვილთან ურთიერთობით ვერ ვტკბებიი.... მაგრამ ახლა ასეა საჭიროოო, 24 საათი გასული ვარ იმისთვის რომ არაფერი მოაკლდესდა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი მყავდეს............. მადლობა ღმერთს რომ ეს ქალი არსებობს ....და ძიძასთან დაკავშირებული ვაი ვუისგან შორ ვარ

Posted by: irmam 10 Mar 2014, 15:18
Minion1
კი, მე კმაყოფილი ვარ .

Posted by: ikak0 10 Mar 2014, 19:35
ჩემი დედამთილი დასაქმებულია საკმაოდ კარგ ადგილას smile.gif დედამთილის დას უნდა ძიძად მუშაობა და რეკომენდაციას გავუწევდი ვინმეს თუ ჭირდება. 50წლამდეა, საკმაოდ კარგი, თბილი და მოსიყვარულე ქალი. უგემრიელესი ხელი აქვს საჭმლების კეთების მხრივ. 2 შვილი ყავს გაზრდილი და იცის შვილების ფასი, ერთი დაღუპული ყავს 16წლის ასაკში და განამწარებია და მითუმეტეს მისთვის შვილის სიყვარული გაასმაგებულია,ასევე დიდ სიყვარულს იჩენს ყველა პატარას მიმართ,არ იცის გამორჩევა და გადარჩევა ბავშვების. ჩემს შვილს სულში იძვრენს ისე ეფერება და ბარბარეც გიჟდება. არის რაც მთავარია ყურადღებიანი და ამაზე არ შეეშინდეს არავის. ბევრჯერ მე არ მიმიქცევია ყურადღება რაღაც წვრილმანებისთვის და მას შენიშვნა მოუცია, როგორ შვილო, ბავშვის უყურადღებოდ დატოვება 1წუთით არ შეიძლებაო,გადადე ყველაფერი ამის გამო და ამას მიხედეო. თუკი რაიმე დაგაინტერესებთ, მომწერეთ ტელზე,აქ ვერ ვნახულობ პოსტებს ხშირად, 555 61 62 25. მინდა სანდომიან და თბილ ოჯახში იმუშაოს ძიძად და როგორც მორიგ მუშა ხელს ისე არ უყურებდეს ვინმე.ბევრი გამიგია ეგეთი საქციელები.

Posted by: Breaky 15 Mar 2014, 20:38
და აი, მეც უნდა დავსვა ეს კითხვა:

რა არის ძიძის საშუალო ხელფასი, რომელიც მუშაობს ჩვილ ტყუპებთან (კვირაში 6 დღე) და რომელსაც ვიღაც მუდმუვად ეხმარება, ხან ბავშვების დედა, ხან ოჯახის სხვა წევრი.

მოვალეობები სტანდარტული: კვება, გასეირნება, გამოცვლა, დაბანა (თუ საჭირო იქნება), გასუფთავება, დაძინება, მათი ტანსაცმლის გარეცხვა და დაუთოვება.

Posted by: ტაბუ 15 Mar 2014, 20:57
Breaky
QUOTE
და აი, მეც უნდა დავსვა ეს კითხვა
love.gif
წარმატებები, ეკა!

Posted by: Breaky 16 Mar 2014, 13:27
ტაბუ
მადლობა ნინ 2kiss.gif
ვიშოვე უკვე biggrin.gif ასე სწრაფად არაფერი გადამიწყვეტია მგონი.

Posted by: niniko09 16 Mar 2014, 16:59
Breaky
მოდიან უკვე სახლში? smile.gif

Posted by: Breaky 16 Mar 2014, 19:18
niniko09
არა, მაგრამ როცა მოვლენ, მერე არ მეცლება მაგისთვის

Posted by: pleita 16 Mar 2014, 19:52
Breaky
QUOTE
და აი, მეც უნდა დავსვა ეს კითხვა:

რა არის ძიძის საშუალო ხელფასი, რომელიც მუშაობს ჩვილ ტყუპებთან (კვირაში 6 დღე) და რომელსაც ვიღაც მუდმუვად ეხმარება, ხან ბავშვების დედა, ხან ოჯახის სხვა წევრი.

მოვალეობები სტანდარტული: კვება, გასეირნება, გამოცვლა, დაბანა (თუ საჭირო იქნება), გასუფთავება, დაძინება, მათი ტანსაცმლის გარეცხვა და დაუთოვება.

მეც მაინტერესებს ძალიან, დროის განაკვეთი 9 დან 16:00 მდე???

და რამდენად სანდოა სააგენტოები??

მეშინია ძალიან უცხო ადამიანს ვანდო sad.gif

Posted by: Nanuuu 16 Mar 2014, 20:56
nebiera28
ქართულად საერთოდ არ ლაპარაკობს?
მე მივლინებებში რო მომიწიოს წასვლა დედამთილი რო ეკნტაქტოს ცოტას მაინც

Posted by: pleita 18 Mar 2014, 13:23
http://gadia.ge/portal/alias__Gadia/lang__ka-GE/tabid__4805/default.aspx


იქნებ გამოგადგეთ, მე მომეწონა ფასები

Posted by: CHUNIA 29 Mar 2014, 01:15
გამარჯობათ, კითხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ გოგოებო? თქვენ უფრო გამოცდილი ხართ, ანუ დავიწყე ბავშვის მომვლელად მუშაობა, ხელფასზე შევთანხმდით რომ გადამიხდის 350 ლარს, 10ზე იქ ვარ და ვამთავრებ 18.00ზე, ხანდახან 18.30-მდეც, მევალება მარტო ბავშვი, გასეირნება, კვება, ჰიგიენა, მისი ოთახის დალაგება, დასუფთავება და ა.შ. ნუ რაც პატარას ეხება კველაფერი, ხანდახან როცა მცალია ჭურჭელსაც ვურეცხავ ჩემი ინიციატივით და მოვუხვეტავ თან, ანუ ვეხმარები ოჯახის საქმეებშიც, ვხედავ თვითონ ძალიან იღლება და ვეხმარები. შაბათ-კვირას ვისვენებ, ხომ ნორმალური თანხაა 350? და კიდევ ერთი კითხვა, 10დან 6მდე რა თქმა უნდა მომშივდება და თვითონ ოჯახმა უნდა იზრუნოს ამაზე თუ მე უნდა წავიღო რამე რომ ვჭამო?

Posted by: blblbl 29 Mar 2014, 01:22
CHUNIA
QUOTE
0დან 6მდე რა თქმა უნდა მომშივდება და თვითონ ოჯახმა უნდა იზრუნოს ამაზე თუ მე უნდა წავიღო რამე რომ ვჭამო?

ეს წინასწარ გაარკვიე ოჯახთან,ზოგს როგორ აწყობს ზოგს როგორ

Posted by: CHUNIA 29 Mar 2014, 01:35
გასაგებია დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: Sweet Paloma 30 Mar 2014, 00:01
გადიადან აქ ვინმეს აგიყვანიათ ძიძა?

Posted by: waiter 30 Mar 2014, 21:29
ხომ არ გეგულებათ სანდო და გულისხმიერი ძიძა? ძალიან ვეძებ! სააგენტოსი არ მინდა...

Posted by: CHUNIA 1 Apr 2014, 00:33
გოგოებო თქვენს ძიძებს აღდგომას ასვენებთ? კვირას ალბათ კი და მეორე დღეს მაინტერესებს...ორშაბათს?

Posted by: garfield1 1 Apr 2014, 00:40
CHUNIA
მე ვისენებ დიდი ხუთშაბათიდან მიცვალებულების ორშაბათის ჩათვლით და ძიძას პარასკევს გავუშვებ, თან სოფელში მიდის მგონი და პრემიის მიცემასაც ვაპირებ სააღდგომოდ smile.gif
და კვებას რაც შეეხება, აქ ჭამს იგივეს რასაც ჩვენ. თუ მცალია ვაკეთებ სადილს, ხან ნამცხვარსაც ვაცხობ, როცა არ მცალია და ბევრი საქმე მაქვს, თავის სამყოფს იმზადებს და ახერხებს რაღაცას, მშიერი არ რჩება

Posted by: CHUNIA 1 Apr 2014, 19:01
გასაგებია, მადლობა smile.gif მე შაბათ კვირას ვისვენებ და მინდა ვთხოვო ორშაბათსაც დამასვენოს და მაგიტომ მაინტერესებდა თქვენთან თუ როგორ ხდება.

Posted by: sopo1977 1 Apr 2014, 19:12
garfield1
ნინ პრემია რამდენია?biggrin.gif

Posted by: garfield1 1 Apr 2014, 20:59
sopo1977
არვიცი ჯერ sad.gif 50-100-მდე ალბათ

Posted by: sopo1977 1 Apr 2014, 21:11
garfield1
იმედია სამსახურში მომცემენ მეც პრემიას და მივცემ მეც. ისეთი კარგი და ყოჩაღია, ლამის ხელფასი მოვუმატო.

Posted by: garfield1 1 Apr 2014, 21:17
sopo1977
ხო ჩემიც მასე ზუსტად და მაგიტომ მინდა რომ შესაბამისად ვცე პატივი

Posted by: Blur 2 Apr 2014, 10:35
CHUNIA
QUOTE
მე შაბათ კვირას ვისვენებ და მინდა ვთხოვო ორშაბათსაც დამასვენოს და მაგიტომ მაინტერესებდა თქვენთან თუ როგორ ხდება.

შეთანხმებაზეა ყველაფერი. სანამ პატარები მყავდა ვიყოფდით ხან იმას ვასვენებდი ხან მე biggrin.gif ახლა ყველა დასვენების დღეს ვასვენებ ძიძას და ისე გამოდის ხოლმე იმას ვასვენებ და მე სახე მძვრება biggrin.gif
აპრილზე ასე შევთანხმდით რომ 9ში არ დაისვენებს (ან ადრე გავუშვებ), სამაგიეროდ აღდგომას პარასკევიდან სამშაბათამდე არ მოვა.

Posted by: CHUNIA 2 Apr 2014, 20:47
საერთოდ წითელ პარასკევს მუშაობა არ შეიძლება და ძიძებს ეხება თუ არა? biggrin.gif

Posted by: anuka2009 2 Apr 2014, 23:39
CHUNIA
იმდენ ძიძას გამოუვლია ჩემს ხელში ვინ მოთვლის, საჭმელი მოიტანე და ის ჭამე თქო არ მიკადრებია არავისთვის. ერთადერთი სამარხო საჭმელი მოაქვს ძიძას თავისთვის, თუ იცის რომ ხორციანი კერძი მაქვს. რაც შეეხება დასვენბას, თუ შაბათ კვირას გასვენებენ ორშაბათს ნუღა მოთხოვ, ჩემი რჩევა იქნებაsmile.gif იქნებ თავადც დაგასვენონ, მაგრამ ახალდაწყებული გაქვს მუშაობა და ეგრევე გათავისუფლების მოთხოვნიტ ნუ დაიწყებ smile.gif აბა წარმატებებიsmile.gif

Posted by: Sweet Paloma 3 Apr 2014, 16:02
სატესტო რეჟიმში დადის ერთი ქალი ჩემთან. ყველაფერი კარგადაა მაგრამ რაღაც ვერ ვარ ბოლომდე კმაყოფილი. მეც სახლში ვარ და რაღაცეებს მე ვაკეთებ. ბოლომდე ვერ ვისვენებ. აი ყოჩაღიო დაწერეთ, ხოდა ეგ სიტყვა სულ არ არსებობს ჩვენ შემთხვევაში. არადა თბილია, სასიამოვნო ადამიანია... მაგრამ რაღაც ვერ... და ვერ ვხვდები რატომ sad.gif

Posted by: garfield1 3 Apr 2014, 16:05
Sweet Paloma
სახლში მე თუ ვარ,ძიძას ვუშვებ ზუსტად მაგ მიზეზით.
იმას რომ დავავალო რამე და მე ვუყურო არ შემიძლია, ნუ ეს ჩემი წიკია
დამლაგებელიც ორჯერ მოვიყვანე და მე დავალაგე მაინც სახლი .
კონკრეტულად რამე არ მოგწონს თუ უბრალოდ შარზე ხარ biggrin.gif

Posted by: SPC 3 Apr 2014, 16:12
ამიხსენით რამე არაორიდნალრუს ვეუბნები ჩემს ძიძას როდესაც ვამბობ, რომ გრძელი ფრჩხილები და ლაქი არ უნდა ჰქონდეს?? თან ძალიან მიტყდება ხოლმე მსგავსი რაღაცეების თქმა და წინასწარ ვალაგებ რომ დელიკატურად ვუთხრა ის კი მაინც თავისას აწვება არაფერიაო. ვაშლს ხეხავს და ამ დროს ეს ვაშლი საკუთარი გამოცდილებით ვიცი სულ ყველგან ხვდება რა თითებზე და იასნია იმ ფრჩხილებშიც შედის, ლაქი კი მე როდესაც მქონია ყოველთვის რაღაც ნაწილი ძვრება რაა...და მინდა რომ საჭმელში ჩავარდეს? ხომ არ ვატრაკებ არა ტყუილად? ხომ მართალი ვარ? biggrin.gif დაჟე ხელთათმანები მოვუტანეთ ერთჯერადი და ვუთხარით რომ თუ ვერ ელეოდა ამ თავსი ავლა-დიდებას ეს ერთჯერადი ხელთათმანები გამოეყენებინა, მაგრამრ ა საჭიროა რა ეს ცირკი თვითონ ხომ უნდა ხვდებოდეს. ნუ ძალიან გრძელი ფრჩხილები არ აქვს მაგრამ საკმაოდ რა

Posted by: ინფინიტი 3 Apr 2014, 16:13
CHUNIA
QUOTE
აერთოდ წითელ პარასკევს მუშაობა არ შეიძლება და ძიძებს ეხება თუ არა? biggrin.gif

არც დიდ ხუთშაბათსაა მაინცდამაინც სასურველი მუშაობა და ბარემ ხუთშაბათი-პარასკევი, მერე შაბათ-კვირა ისედაც ისვენებ, ორშაბათს საფლავებზე გახვალ და იქნებ სამშაბათზეც სთხოვო , მოძველებული პასკა და ჩაი + პლედი და კაი ფილმი up.gif

Posted by: garfield1 3 Apr 2014, 16:18
SPC
გეძელ ფრჩხილებს გააჩნია. ძირში დაჭრილი არასდროს მქონია და ვერც ძიძას მოვთხოვ ნამდვილად. სხვა რა გითხრა,არ მქონია ეგ პრობლემა,არც დავკვირვებივარ უფრო სწორედ

Posted by: Neno_ 3 Apr 2014, 16:19
ინფინიტი
გამოჩნდა გიჟი ქალი lol.gif


Posted by: blblbl 3 Apr 2014, 16:20
SPC
აუ ლაქის წასმა აუკრძალო ძიძას ძააალიან ზედმეტია ჩEმი პირადი აზრით,აი ძალიან ზედმეტი,ძიძაც ადამიანია,იმასაც ჰყავს ოჯახი და მეგობრები,იმასაც უდნა მოვლილი იყოს და გაიპრანჭოს.პირადად ჩემთვის დამცირება იქნებოდა მსგავსი მოტXოვნა .თუ უსაშველოდ გრძელი ფრჩხილია რ აქვს მითუემტეს.

Posted by: SPC 3 Apr 2014, 16:22
garfield1
არა ძირში დაჭრილი არა , გრძელი რასაც ჰქვია რა... და ლაქიც.. რავიცი ხომ არ ვატრაკებ-თქო მე ძალიან? თან დღეს რომ უნდა დავებაზრო კიდევ ძალიან ვნერვიულობ მაგრა მიტყდება და ვაპირებდი ჯიგრულად ვთხოვ მეთქი რა რომ აი უბრალდო გთხოვთ-თქო

Posted by: Neno_ 3 Apr 2014, 16:23
QUOTE
აუ ლაქის წასმა აუკრძალო ძიძას ძააალიან ზედმეტია ჩEმი პირადი აზრით,აი ძალიან ზედმეტი,ძიძაც ადამიანია,იმასაც ჰყავს ოჯახი და მეგობრები,იმასაც უდნა მოვლილი იყოს და გაიპრანჭოს.

+1 biggrin.gif

კარქით რა, მართლა biggrin.gif

ნუ, თქვენიც კი მესმის (დედების), მარა რავი მაინც ნამეტანია :/


Posted by: garfield1 3 Apr 2014, 16:25
SPC
აი როგორ იფიქრე იცი ? შენ რომ გახეხო ვაშლი გრძელი ფრჩხილებით ხო ჩვეულებრივი ამბავი იქნება ? ხოდა ასევეა ძიძაც.ბავშვს ანდობ და როგორმე მის გახეხილ ვაშლსაც ენდე რა,მე არც დავკვირვებივარ ჩემ ძიძას რა ფერის ლაქი უსვია

Posted by: SPC 3 Apr 2014, 16:25
blblbl
აუ არაა რა ეგეთი როჟა იპრანჭებოდეს smile.gif ხანშიშესული ქალია და ჰკიდია ეგეტი რაღაცეები და ამაზე რატომ გაიგიჟა თავი არვიცი...ლაქზე იმიტომ გავჭედე რომ ჩემი ლაქი ხან სად ცვიოდა ხან სად...ანუ გძვრება რა მოშნად smile.gif და საჭმელში რომ ჩავარდეს არ ტეხავს?

საერთოდ მე ძალიან ლიბერალური ვარ ამასთიან მიმართებაში, ვატყობ რომ ბავშვს უვლის კარგად და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ რაღაცეებში ჯიუტობს რა რომ ვეტყვი და ეს მიტყდება. თუნდაც, ვეუბნები რომ ეგრევე ჭამის მერე წყალი არ მისცეს და ეს მაინც აძლევს. ეს ოხერი, რამეს რომ გთხოვ გააკეთე რა


Posted by: blblbl 3 Apr 2014, 16:27
SPC
ხანშიშესულებსაც სჭიდებათ გაპრანჭვა smile.gif რატომ არ უნდა ესვას და რატომ უდნა ჰქოდნეს მოუვლელი ფრჩხუილები კაი რა ასე ყველა წვრილმანს როგორ უკირკიტებ?მუდმივად მისვია ლაქი საჭმელსაც ვაკეთებ მარა ნამდვილად არ ვივა შიგ,ან რა გგონია ყველა დიასახლისი საჭმელს რომ აკეთებს ლაქს იცლის და ისე აკეთებს?

Posted by: SPC 3 Apr 2014, 16:28
garfield1
ამას ღია იასამნისფერი smile.gif))) მე დავიჭერი მაგის მერე რომ დავაკვირდი ეს ვაშლი სულ ფრჩხილებში შემდიოდა. ჩესნად biggrin.gif

კაცო მამენტ მანამდეც შევამჩნიე და არ მიმიქცევია ყურადღება და ბოლოს ამომიტივტივდა თავში როგორ მძვრებოდა ხოლმე მე ეს ლაქი...

ეეე ეხლა თქვენ ადვილად ლაპარაკობთ ულაქო ძიძები გყავთ smile.gif

Posted by: ლუნა 3 Apr 2014, 16:29
SPC
ვერც ძიძა და ვერც ვერავინ ზუსტად ისე ვერ გაზრდის ბავშვს როგორც შენ გააკეთებდი ამას, როცა სხვას უტოვებ ბავშვს (თუნდაც ბავშვის ბებია იყოს) გარკვეულ დათმობებზე უნდა წახვიდე სხვა გზა არ არის..

Posted by: blblbl 3 Apr 2014, 16:31
SPC
არასდროს არ ცვივა ლაქი საჭმელშიდა რ ა ლაქ გისვია ამისტანა რომ ასე იფშხვნება? biggrin.gif ძვირიანს არ ვხმარობ რომ ხარისხს დავაბრალო biggrin.gif საერთო არ მყავს ძიძა,მაგრამ დამამცირებელია იმის თქმა რომ ლაქი არ წაისვაო,ეგ იგივე უთხრა შენ ქალი არ ხარ და არ გჭირდება თAვის მოვლაოსულ ესაა.

Posted by: garfield1 3 Apr 2014, 16:32
SPC
არ მყავს ულაქო კაცო,ახალგაზრდა გოგოა ჩემი ძიძა და დარწმუნებული ვარ ძაანაც მოწონს ფერადი მანიკური,მე არ დავკვირვებივარ უბრალოდ ,იმიტომ რომ მასეთ წვრილმანებს ვერ გამოვეკიდები,ჭამის მერე წყლის მიცემა/არმიცემა საერთოდ სხვა თემაა და მაგაზე შეგიძლია მისცე შენიშვნა და მანიკურზე რავიცი,პირიქით კარგია,მოვლაზე და სიაუფთავეზე მიუთითებს

Posted by: ინფინიტი 3 Apr 2014, 16:36
SPC
მისვია ლაქი ხშირად, ჩვეულებრივ ვაკეთებ საჭმელს, ერთადერთი , ცომის ზელისას ვიკეთებ ხელთათმანს, ძვრება ნამდვილად yes.gif ნუ, არ მაქვს გართულება მე პირადად, ესვას, მაგრამ თუ გართულება აქვს მშობელს და მიგანიშნებს დელიკატურად და ამ დონეზე არ სიამოვნებს, მოიშორე ეგ დალოცვილი, სამსახურია რა ! სამსახურში როცა ასე მოითხოვენ შენგან, ეგუები და ასრულებ, ხომ? პირსინგი მოვიხსენი მე პირადად, არც საჭმელშ ცვიოდა, არც არაფერი lol.gif მაგრამ მოითხოვდა საქმე და მორჩა! არავინ მკითხა აზრი, დატოვება იქნება გენებოსო .



Neno_
ხო , რავი biggrin.gif ისე თქვა, პარასკევს მუშაობა არ შეიძლებაო, რომ ეტყობა არ იცის კანონის იმპერატიული მოთხოვნა რომ არაა ყველა უქმეზე დასვენება biggrin.gif და ჩვეულებრივ მუშაობს უამრავი ადამიანი, დაწყებული ექიმიდან, დამთავრებული პოლიციელით, დასუფთავები სამსახურის მუშაკით თუ მაღაზიის გამყიდველის. ყველაფერი რომ დაიკეტოს და მოისპოს აღდგომას, კარგად იქნება საქმე .

Posted by: Dido 3 Apr 2014, 16:38
SPC
რავი გოგო ჩემს ძიძასაც თითქმის სულ უსვია ლაქი და ოდნავ გრძელი აქვს ფრჩხილები, ნუ მთლად ბრჭყალებივით არა მაგრამ ცოტა მოგრძო. ხოდა თავიდან კი ვფიქრობდი ვაიმე ცუდად არ მოუხვდესთქო ბავშვზე მაგრამ არც არაფერი, არ დაუპორჭყნია biggrin.gif თქმით ნაღდად ვერ ვეტყოდი დაიჭერი და ლაქი მოიშორეთქო. ქალია და ლამაზი ფრჩხილები უნდა რომ ჰქონდეს, ამას ვერ დავუშლი.

Posted by: ინფინიტი 3 Apr 2014, 16:41
blblbl

QUOTE
დამამცირებელია იმის თქმა რომ ლაქი არ წაისვაო,ეგ იგივე უთხრა შენ ქალი არ ხარ და არ გჭირდება თAვის მოვლაოსულ ესაა.


სასამართლოში მდივნებს არ უსვიათ ლაქი, ან უსვიათ ღია ფერის smile.gif
პირდაპირ სთხოვენ და არც დამცირებულად გრძნობს თავს ვინმე smile.gif

თავის მოვლა და ფრჩხილის მოვლა მარტო ლაქის წატიტყვნით არ განისაზღრება.მოვლილი ფრჩხილები არის სუფთა, დაქლიბულ-ფორმამიცემული, ნუნებმოცილებული და ზედ ლაქის გადასმა არის მხოლოდ ბოლო შტრიხი, ურომლისოდაც მაინც მოვლილად ითვლება.

Posted by: Neno_ 3 Apr 2014, 16:43
Dido
QUOTE
არ დაუპორჭყნია

ეგ ვიფიქრე მეც, თუ ბავშვს დაკაწრულ დასახიჩრებულს გახვედრებენ, მაშIნ კი ეტყვი, მა რას იზამ, მარა მაინც, რავი, ძალიან პირადულია, ადამიანს უთხრა, ლაკი მოიშორე და ფრჩხილები დაიჭერსიო (ინფო, პირსინგი და ტატუ ცოტა სხვა რაღაცაა და შენი სამსახურიც მგონი სახელმწიფო სამსახურში იყო მთელი სამუშაო კოდექსებით და დრეს კოდებით და რას ადარებ ეხლა? biggrin.gif)

ფრჩხილში ვაშLის შესვლას რაც შეეხება, კი არის არასასიამოვნო, მარა თუ ხელი აქვს უსუფთაო და დაუბანელი, გინდა მოგრძო ჰქონდეს ის ფრჩხილი და გინდა კანამდე დაჭრილი biggrin.gif ამ ასპექტშია საჭირო ნდობა და მოწონება, ნუ ჩემი აზრით biggrin.gif

Posted by: natuluka 3 Apr 2014, 16:45
SPC
ადამიანი რომ ძიძად მუშაობს თუ ჩვილს უვლის გრძელი არც უნდა ქონდეს ფრჩხილები. მითუმეტეს თუ ვაშლაც უხეხავს და საჭმელს უმზადებს. მე პირადად გრძელფრჩხილებიანის გაკეთებული საჭმელი, ნუ რასაც ხელის შეხება უნდა, მაგალითად ცომის მოზელა და ა.შ არაჰიგიენურად მეჩვენება იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვარ რომ დაბანის დროს ფრჩხილებს ქვეშიდან კარგად ისუფთავებს, ამიტომ თვითონ თუ ვერ ხვდება უნდა უთხრა.

Posted by: ინფინიტი 3 Apr 2014, 16:49
Neno_
რა მნიშვნელობა აქვს გოგო, დამქირავებელი დამქირავებელია, გინდა კერძო იყოს და გინდა-სახელმწიფო, არ სიამოვნებს, არ უნდა, გიდგენს პირობებს და შეასრულე რა! აბსოლუტურად არ უშლის პირსინგი და ტატუ საჯარო სამსახურს, მაგრამ მოთხოვნაა ეგეთი და კეთილ უნდა ინებო biggrin.gif


Posted by: Nanuuu 3 Apr 2014, 16:51
natuluka
QUOTE
ადამიანი რომ ძიძად მუშაობს თუ ჩვილს უვლის გრძელი არც უნდა ქონდეს ფრჩხილები. მითუმეტეს თუ ვაშლაც უხეხავს და საჭმელს უმზადებს.

+1
SPC
მე რო მიყვარს გრძელი ფრჩხილი და ლაქის წასმა ისე ვიიის (ვინც მიცნობთ ქე იცით)
მაგრამ რო გავაჩინე ეს ბალღი დავიჭერი ძირში. რამდენჯერმე ვცადე ცოტა გრძელით, მაგრამ არა რაა, გაშეშებული ხო არ წევს ეს ბავშვი
მე კი ვფრთხილობდი მაგრამ თითონ რო ფუთფუთებდა გამოცვლის დროს ერთი ორჯერ გამეკრა და იმის მერე შევეშვი.
ასევე უნდა იყოს ძიძაც.ხო არის სამსახურები სადც დრესკოდია, სადაც მაღალ ქუსლიანი არ შეილება და ა.შ. იქ ხო ვემორჩილებით, ხოდა ძიძობა მაგისი სამსახურია და როგორც დამსაქმებელს უნდა ისე უნდა ქნას. გაპრანჭვა რამენაირად გრძელი ფრჩხილის გარეშეც შეილება.

Posted by: Sweet Paloma 3 Apr 2014, 16:59
ან იქნებ სულ 2 დღეა და ჯერ ბოლომდე არაა გახსნილი თუ რაღაც... sad.gif

Posted by: Neno_ 3 Apr 2014, 17:02
ინფინიტი
აუ, არ ვიცი, ზოგადად კი ხარ მართალი, კანონიერების ფარგლებშI, მარა ჩემთვის წარმოუდგენელია, ამიკრძალონ ლაკის წასმა და ფრჩხილის მოზრდა ზომიერების და ადამიანურობის ფარგლებშI და ისიც წარმოუდგენელია, ვინმეს ავუკრძალო ეს biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 3 Apr 2014, 17:04
Sweet Paloma
ორი და სამი დღე არ უნდა, პირველ სამ საათშივე ეტყობა ადამიანს, ზარმაცია, ყოჩაღი თუ სადღაც შუაში, ანუ ნელთბილი. სამი საათიც არ უნდა, გსმოხედვაზე ეტყობა. ჩემი, კარგი რომელიც მყავდა, ბდღვნიდა ყველაფერს და დავინახე თუ არა, მივხვდი, რა დაუდეგარი და ენერგიულიც იყო და მეორე მყავდა კიდევ ერთი თვით, ამის არყოფნაში და იმაზეც მივხვდი, რომ დავინახე, რა მოხარშული თევზებიც ჰყამდა თვალებში. გმოდგა კიდეც ზანტი და ოქლაქი, მაგრამ დავიკიდე

Posted by: garfield1 3 Apr 2014, 17:04
Sweet Paloma
გოგო რას გულისხმობ გახსნაში ,რას აკეთებს და რას არა ? ბავშვის საქმეს აკეთებ შენ თუ სახლისას ?

Posted by: Princess 3 Apr 2014, 17:15
ჩემმა ახალმა ძიძAმაც მიიძინა ბოლო დღეები, ეტყობა ეგონა რომ არ ვარ პრეტენზიული...ჰე ჰე ჰე
ხოდა კი მიიღო შენიშვნები! ცოტა ზედმეტად უხეშად კი მომივიდა მაგგრამ არაუშავს, გაუძლებს როგორმე. კი დამხვდა გუშინ ბავშვიც მოვლილი და ნორმალურად გამოძინებულ-ნაჭამი, ძიძაც ცქვიტად.

ხოდა ასე...ვისაც მDვიდი და დალაგებული ლაპარაკი და მითითება არ ესმის, უნდა სხვანაირად უთხრა. თუ კიდე ვერ გაიგებს...ნახვამდის!

Posted by: Sweet Paloma 3 Apr 2014, 17:27
ინფინიტი
ხო, ვიცი. ეგ კი არა, გასაუბრებიდან ხვდები რა ენერგიის პატრონია. მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული - ასეთი შთაბეჭდილება დატოვა და ისიც მითხრა, ჩემი მინუსი ისაა რომ ზედმეტად ფეთიანი ვარო, შიგნიდან ვნერვიულობო. მე თვითონ აქტიური ვარ და ერთ ოთახში მეორე ეგეტი ალბათ გამიჭირდება, მაგრამ მე ხომ ჩემთვის არ ვეძებ? smile.gif ეს ჩემი შვილი კიდე ისეთი ადამიანია, რომ... ნუ რა ვთქვა, საერთოდ არ ჩერდება, სულ სადღაც გარბის! დღეში ძინავს ძაან ცოტა, 1 საათი ან ჰაჰა ორ დაძინებაზე სულ 2 გამოუვიდეს, დანარჩენი დრო ხელში, ურთიერთობა, თამაში... ცოტა ხანს ძლებს მანეჟში. გუშინწინ დავიჭირე, ბაუნსერიდან თავით მოფრინავდა, უკვე ორჯერ დაგმოვარდა საწოლიდან, მესამეზე მივუსწარით -თავი ჰქონდა გამოყოფილი, ერთი ჯოხი მოძვრა თურმე საწოლს და ეტენებოდა იქიდან. ეს კიდე საყვარელი, ნელი ქალია, რაღაც მომენტში ხელში რომ ეჭირა, ცოტა შემეცოდა ეს ჩემი აქტიური კაცი - საწყალი თვალებით მიყურებდა - მიშველეო biggrin.gif ცოტა ცეცხლი უნდა ჰქონდეს რა... ხოდა რა ვქნა, 2 უფასო დღე მორჩა, ხვალ უკვე ფასიანი იწყება და აღარ ვიცი, ვცადო თუ არა. თAნ მართალი რომ ვთქვა, ცოტა გამიკვირდა, დღეს (ანუ სატესტო ამბავში) ადრე წავალო, შვილი მიმყავს ექიმთანო... ხოდა 22 წლისაა ის შვილი. მდა.
garfield1
სახლის საქმეს ვერ მომისწრებს ვერაფერს. ეგ უკვე გავარკვიე. ჰა,ჰა, ჭურჭელი თუ გარეცხა ისიც მგონია იმიტომ ახერხებს ახლა მაგას რომ იმ დროს მე მყავს ბავშვი. კი, სულ მეკითხება ეხლა რა უნდა გავაკეთო, ეხლა როდის უნდა ჭამოს, მაგრამ ის დრო რომ მოდის მივდივარ და მე ვაკეთებ. ჭამის დროს რომ იწყებს ამბებს ისე ვერ ახდენს ის ქალი საოცრებებს, როგორც მე მინდა რომ მოახდინოს smile.gif მაინც დიდი სტაჟი აქვს და მაგიტომ მგონია რომ უნდა შეეძლოს. გუშინ გამოუცვალა და დავიტანჯე ყურებით, შეიძლება ისიც ნერვიულობს, მაგრამ...
მოკლედ რა. ეს ქალი მინდა + ცეცხლი. ვოტ.
ეხლა ვფიქრობ ხვალ ფასიანი დღე გავუშვა კიდევ ერთი, თუ უკვე დავიკიდო.

Posted by: Dido 3 Apr 2014, 17:35
Sweet Paloma
გაუშვი ეგ ძიძა, არ გამოგადგება. სხვა ეძებე. რო აიყვან მერე უარესი იქნება. ნუ გეშინია, იპოვი ისეთ როგორსაც ეძებ.

Posted by: Nanuuu 3 Apr 2014, 17:40
Sweet Paloma
QUOTE
გაუშვი ეგ ძიძა, არ გამოგადგება.

+1

Posted by: Sweet Paloma 3 Apr 2014, 17:41
Dido
Nanuuu
sad.gif ხო არა?! უფრო მეტს მოველოდი და 2 დღეა პატარა დიზეპოინთები მაქვს.

Posted by: Princess 3 Apr 2014, 17:45
Sweet Paloma
რამდენი წლისაა?
თუ ბავშვი ასეთი აქტიურია, ახალგაზრდა ეძებე, ასაკიანებს უჭირთ აქტიურ ბავშვებთან. საკუთარი გამოცდილებით გეუბნები

Posted by: garfield1 3 Apr 2014, 17:46
Sweet Paloma
გაუშვი თუ მასეა ,შენ თუ აკეთე ყველაფერი რა აზრი აქვს

Posted by: Nanuuu 3 Apr 2014, 17:47
Sweet Paloma
გოგო, ამ 2 დღეში უნდა მოეწონებინა თავი და ეგ წესით მაგანც იცის და ეხლა თუ არ მოგწონს წარმოიდგინე მერე რა იქნება.
ეხლა უნდა ბზღრიალებდეს და ცეცხლებს ყრიდეს.

Posted by: Sweet Paloma 3 Apr 2014, 17:49
Princess
garfield1
Nanuuu
მგონი ხოო... ეგრე ჯობია. ახალგაზრდა მინდა ნაღდად, ნუ ენერგიული, ნაპერწკლებიანი უფრო სწორადsmile.gif
მიშოვეთ რა ეგეთი, ხალხი არ ხართ baby.gif

Posted by: Nanuuu 3 Apr 2014, 18:00
Sweet Paloma
ჩემთვის ვერ მიშოვია თუ ქალი ხარ, შენ რა გიშოვო biggrin.gif
ისე ნაპერწკლები მაინცდამაინც ასაკზე არაა დამოკიდებული. 20 წლის მკვდარიც მინახავს და 70 წლის ნაპერკწლებიანიც smile.gif

Posted by: Sweet Paloma 3 Apr 2014, 18:15
Nanuuu
ხოდა ვეძებ სანდო, კეთილ, თბილ, პატიოსან ძიძას ნაპერწკლებით. უნაპერწკლოები ნუ გამომეხმაურებით.

Posted by: agr_bak 3 Apr 2014, 19:22
SPC
შენი საქმის შენ იცი მაგრამ რახან გვეკიტხები მეც ჩემს აზრს დავწერ

მე მგონი ზედმეტი მოგდის.

თუ ქალს ჰიგიენა წესრიგში აქვს, ხელებს იბანს და ისეთი მოუხერხებელი დოდნდღლო არ არის რომ ვაშლს ფრჩხილები არ ჩაახეხოს ლაქი არ წაისვა და ფრჩხილები დაიჭერი ნამეტანია
მასე ხვალ შეიძლება თმის მოკლედ შეჭრაც მოსთხოვო საკვებში რომ თმა არ ჩაუვარდეს,
მერე ნიღბით სიარულიც რომ ქუჩიდან ბაცილა არ შემოიტანოს
მერე კიდევ რამე სხვა გამოჩნდება


ძიძა ჩვეულებრივი ქალია და სამსახურის საათების გარეთ ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს, ლაქიც უნდა, საყურეც და სხვა ბევრი ისეთი რამ რაც შენ მე და ყველა დანარჩენ ქალს.
ბავშვი ყველას ჰყავს და მაგ ლოგიკით სრულიად საქალეთი მოკლე და ულაქო ფრჩხილებით უნდა დადიოდეს.

Posted by: inga_72 3 Apr 2014, 22:07
agr_bak




QUOTE
ძიძა ჩვეულებრივი ქალია და სამსახურის საათების გარეთ ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს, ლაქიც უნდა, საყურეც და სხვა ბევრი ისეთი რამ რაც შენ მე და ყველა დანარჩენ ქალს.
ბავშვი ყველას ჰყავს და მაგ ლოგიკით სრულიად საქალეთი მოკლე და ულაქო ფრჩხილებით უნდა დადიოდეს.

+1
მადლობა ძიძების სახელით.........smile.gif love.gif

Posted by: SPC 4 Apr 2014, 11:23

მოკლედ დიდი მადლობა ყველას ყველანაირი აზრის გამოთქმისთვის smile.gif აქ მართლაც იმიტომ ვიკითხე რომ მაინტერესებდა თქვენი აზრი.

agr_bak
QUOTE
იძა ჩვეულებრივი ქალია და სამსახურის საათების გარეთ ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს

ნუ ამ მარტივ ჭეშმარიტებას მგონი არ სჭირდება აღნიშვნა. biggrin.gif რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ქალია smile.gif და მგონი მისი ეს მდგომარეობა არ დამიკნინებია ამ თხოვნით. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მართლა, მაგრამ რაღაც მოთხოვნები რომ მქონდეს მგონი ესეც ნორმალურია და ზოგჯერ ხუშტურების უფლებაც მაქვს მგონი თუ ამას ტაქტიანად ვეტყვი. მითუმეტეს რომ გრძელი ფრჩხილები არც თუ ისე აბსურდულ ხუშტურად მიმაჩნია.

ინფინიტი
QUOTE
მისვია ლაქი ხშირად, ჩვეულებრივ ვაკეთებ საჭმელს, ერთადერთი , ცომის ზელისას ვიკეთებ ხელთათმანს, ძვრება ნამდვილად  ნუ, არ მაქვს გართულება მე პირადად, ესვას, მაგრამ თუ გართულება აქვს მშობელს და მიგანიშნებს დელიკატურად და ამ დონეზე არ სიამოვნებს, მოიშორე ეგ დალოცვილი, სამსახურია რა ! სამსახურში როცა ასე მოითხოვენ შენგან, ეგუები და ასრულებ, ხომ? პირსინგი მოვიხსენი მე პირადად, არც საჭმელშ ცვიოდა, არც არაფერი  მაგრამ მოითხოვდა საქმე და მორჩა! არავინ მკითხა აზრი, დატოვება იქნება გენებოსო .

ხო რა მაგაზეა, ანუ შეიძლება მეც ეხლა გავუტიე ძალიან და ვაჭარბებ ბაზარი არაა, მაგრამ ამას კიდევ ეს საშინელი სიჯიუტე აქვს რა. ძალიან ჯიგრულად ვთხოვ ხოლმე და ყველაფრის მიღწევა არვიცი რის ფასად მიჯდება. თან შენიშვნის მიცემა ისე მგრუზავს ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. აი მეც სამსახურში, მყავს უფროსი ხო, ერთხელ ვეტყვი ჩემს აზრს, ორჯერ. მერე კი რადგან უფროსია რამდენეჯრ მითქვამს რომ მე სხვანაირად მიმაჩნია მაგრამ რადგან შენ ასე გინდა იყოს ასე. იერარქიაა რა ეს ოხერი რას იზამ.
ამასთან კიდევ დამღალა ამ ბატალიებმა ღმერთმანი. სხვა ბევრი ძალიან კარგი თვისება აქვს და რაც მთავარია ბავშვს აუღო ალღო და ამის გამო ვითმენ თორემ კიდევ იმდენი რამ იყო რაც ვთხოვე და ფეხებზე დაიკიდა.

Dido
QUOTE
რავი გოგო ჩემს ძიძასაც თითქმის სულ უსვია ლაქი და ოდნავ გრძელი აქვს ფრჩხილები, ნუ მთლად ბრჭყალებივით არა მაგრამ ცოტა მოგრძო. ხოდა თავიდან კი ვფიქრობდი ვაიმე ცუდად არ მოუხვდესთქო ბავშვზე მაგრამ არც არაფერი, არ დაუპორჭყნია  თქმით ნაღდად ვერ ვეტყოდი დაიჭერი და ლაქი მოიშორეთქო. ქალია და ლამაზი ფრჩხილები უნდა რომ ჰქონდეს, ამას ვერ დავუშლი.

ხო დაშილით რა თქმა უნდა ვერ დავუშლი, ვთხოვე უბრალოდ. მაგრამ ჰა biggrin.gif თხოვე და იყავი, მაინც თავისას აკეთებს ხოლმე biggrin.gif
ისე, სხვათაშორის გაჩხაპნილიც ხშირად მხვდება, ძალიან ხშირად, მაგრამ მაგაზე თავს ვერ დავდებ რომ ამ ქალმის ფრჩხხილების გამოა, შეიძლება თვითონაც იჩხაპნის შემთხვევით,

natuluka
Nanuuu
QUOTE
ადამიანი რომ ძიძად მუშაობს თუ ჩვილს უვლის გრძელი არც უნდა ქონდეს ფრჩხილები. მითუმეტეს თუ ვაშლაც უხეხავს და საჭმელს უმზადებს. მე პირადად გრძელფრჩხილებიანის გაკეთებული საჭმელი, ნუ რასაც ხელის შეხება უნდა, მაგალითად ცომის მოზელა და ა.შ არაჰიგიენურად მეჩვენება იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვარ რომ დაბანის დროს ფრჩხილებს ქვეშიდან კარგად ისუფთავებს, ამიტომ თვითონ თუ ვერ ხვდება უნდა უთხრა.

ზოგადად საჭმელზე არ მექნებოდა მაგრამ აი უშუალოდ ვაშლის ხეხვისას რა, მე რომ გავხეხე და ჩამივიდა სულ ფრჩხილებში მანდ გამიჩNდა ეგ აზრი, თორემ მანამდე არც მიფიქრია.

Posted by: Pumpula 4 Apr 2014, 11:56
SPC
აბსოლიტურად გეთანხმები, მეც მოვთხოვდი რომ დაეჭრა ფრჩხილები და ლაქი არ წაესვა..მე პირადად ასე ვიქცევი ჩემ შვილთან და ისიც მართალია რომ მოვლილი ფრჩხილები მაინც და მაინც ლაქის წასმას და გრძელ ფრჩხილს არ გულისხმობს

Posted by: natuluka 4 Apr 2014, 12:27
agr_bak
QUOTE
ბავშვი ყველას ჰყავს და მაგ ლოგიკით სრულიად საქალეთი მოკლე და ულაქო ფრჩხილებით უნდა დადიოდეს.

ბავშვი კი ყველას ყავს მაგრამ მე ჩვილზე მაქვს საუბარი, სანამ თვეების იყო ჩემი შვილი დავიჭერი რომ არ გამეკაწრა, და რა ვიცი მოუვლელის შთაბეჭდილებას ვტოვებდი ნეტა?

ისე მანიკური მოვლასთან სულაც არ ასოცირდება. ჭუჭყიან და მოუვლელ ფრჩხილებზეც ისევე ისმევენ მანიკურს როგორც სუფთაზე. თან მანიკურიანში არ ჩანს ჭუჭყი ფრჩხილების შიგნით smile.gif

Posted by: agr_bak 4 Apr 2014, 16:58
SPC
QUOTE
ამას კიდევ ეს საშინელი სიჯიუტე აქვს რა. ძალიან ჯიგრულად ვთხოვ ხოლმე და ყველაფრის მიღწევა არვიცი რის ფასად მიჯდება

აი ეს მართლა პრობლემაა. ხვეწნა არ უნდა დაგჭირდეს ძიძასთან არაფრის.
შენ გაქვს შენი წესები და რასაც სთავაზობ თუ აწყობს მუშაობს თუ არ აწყობს და ნუ მუშაობს.

ამაში მთლიანად გეთანხმები. yes.gif


natuluka
QUOTE
ისე მანიკური მოვლასთან სულაც არ ასოცირდება. ჭუჭყიან და მოუვლელ ფრჩხილებზეც ისევე ისმევენ მანიკურს როგორც სუფთაზე. თან მანიკურიანში არ ჩანს ჭუჭყი ფრჩხილების შიგნით

მანიკური სწორედ რომ მოვლასთან ასოცირდება
იმიტომ რომ
სიტყვა მანიკური ნიშნავს ფრჩხილების გაკეთების პროცესს
და იმას რასაც თქვენ მანიკურს ეძახით მარტივად ლაქი ჰქვია

Posted by: marina1957 6 Apr 2014, 14:49
10წელია ძიძა ვარ,ფრჩხილებს განსაკუთრებით ვიჭრი მოკლედ და ვამუ
შავებ,ნამდვილად საშიშია ბავშვთან,მიყვარს საყურე,მაგრამ ვერ ვიკეთებ,რომ ჩახუტების დროს არ ვატკინო,ვიცვამ თავისუფალ ტანსაცმელს რომ სწრაფად ვიმოძრაო.ყველაფერს მნიშვნელოვანს ვუთანხმებ დედას.

Posted by: Pumpula 6 Apr 2014, 15:40
marina1957
Ra kargia aseti adamiani 2kiss.gif eset ragaceebze dzidzas ar unda chirdebodes tqma..sheidzleba utxra sad gaaseirnos rogor moumzados sachmeli da a.sh..magram frchxilebis dachra da a.sh patara bavshvtan utqmelad unda mixvdes

Posted by: manine2013 6 Apr 2014, 16:00

Pumpula
QUOTE
SPC
აბსოლიტურად გეთანხმები, მეც მოვთხოვდი რომ დაეჭრა ფრჩხილები და ლაქი არ წაესვა..მე პირადად ასე ვიქცევი ჩემ შვილთან და ისიც მართალია რომ მოვლილი ფრჩხილები მაინც და მაინც ლაქის წასმას და გრძელ ფრჩხილს არ გულისხმობს


+100 გეთანხმები ცირა, რაც ბავშვი მეყოლა ფრჩხილი სულ დაჭრილ-დამუშავებული მოვლილი მაქვს, მაგრამ ლაქს ძალიან იშვიათად განსაკუთრებულ შემთხვევებში ვისვავ...ძიძა არ მყავს, დედა მიზრდის და მასაც ასევე, არანაირი ლაქი..ძიძა როცა მეყოლება კატეგორიულად მოვთხოვ როცა ბავშვთან იქნება ლაქი არ ესვას და თავისუფალ დროს, რაც უნდა ის წაისვას

Posted by: sopo1977 7 Apr 2014, 10:30
manine2013
გრძელი ფრჩხილებო ხო, მაგრამ ლაქი რა პრობლემაა?

Posted by: Lomes 7 Apr 2014, 11:18
ინფინიტი

რა გაიკვირვე ახლა ,რომ ორშაბათსაც დასვენება უნდა ადამიანს? მთელი კვირა კი არა, ორშაბათი



პ.ს აქ იწერება ხშირად : ბავშვის მოვლა,ბავშვის ჩასაცმლის გარეცხვა, ოთახის დალაგება, ბავშვის საჭმლის გაკეთება , სადილის მომზადება <<< და ამ ყველაფერში 300-350 ლარი ცოტაა? (წერენ მშობლები)

თქვენ ხართ უგულოები და ბავშვისთვის აღმზრდელს კი არ ეძებთ, თქვენ მისახედ საქმეებს იმსუბუქებთ. სახლის საქმეებისთვის სხვა უნდა აიყვანოთ smile.gif ჰო,ჩემი აზრია


ჩემს სახლშ 7 ძიძა იყო , ყველა მათგანს ბავშვის მოვლა -აღზრდა ევალებოდა მხოლოდ. მანიკურიც ესვათ და საყურეც ეკეთათ . ძიძას მკაცრად განსაზღვრულ პირობებს რომ სთავაზობთ,არ დაგავიწყდეთ,რომ თქვენზე მეტ დროს ატარებს თქვენს შვილთან დღის განმავლობაში და თქვენს სახლში ცხოვრობს ,ოჯახის წევრია

სულ ნერვებს მიშლის ეს თემა,მაღიზიანებს )) ძიძების დამოკიდებულება უკვირთ მერე,ბავშვებთან და ოჯახთან და ის ,ქუჩაში რომ ძიძები იკრიბებიან (ბავშვის გასასეირნებლად ჩადიან,ძირითადად ))) ) და საუბრობენ ოჯახებზე ))))

Posted by: SPC 7 Apr 2014, 11:19
ესეიგი, დღეს დილით ვუთხარი, რომ აი ბლაბლაბლა ექიმმაც ასე გვირჩია და აი მეც დავიჭერი-თქო და აი ძალიან გთხოვთ-მეთქი, უბრალოდ დიდი თხოვნაა და იქნებ თქვენც ასე ქნათ-თქო. ხოდა შეუვალი სახე მიიღო და მომახალა დაახლოებით ასეთი ტექსტი რომ ეს თქვენი საქმე არ არისო თუ რაღაც spy.gif
ნუ კაი, მეთქი რადგან ჩემი საქმე არაა იქნებ მაშინ ლაქზეც მაინც დამთანხმდეს-თქო და ვუთხარი ეხლა ამაზონიდან რაღაცის გამოწერას ვაპირებ და თქვენთვსიაც რამე უფრო მედეგ ლაქს გამოვიწერ, იქ უკეთესი ხარისხია, სპეციალური ორგანიქ შემადგენლობით, ფერი თქვენ აარჩიეთ-მეთქი, რომელიც ისე არ ძვრება. მეც ჩემთვისაც ვიყიდი ასე ძმურად გადავიდეთ ახალ ლაქზე-თქო biggrin.gif და მანამდე სანამ გამოვიწერ იქნებ კი მეუხერხულება მაგრამ მოიშოროთ-თქო. არაო, შანსი არააო აბა ჭუჭყიანი ფრჩიხლები ნახოს ხალხმაო? ჰაჰაჰა იკაიფეთ რა, ანუ ჭუჭყიანი ყოფილა და ლაქით მალავს თუ რა გამოდის? , ხოდა მოკლედ მაგარი დაიკიდა ჩემი თხოვნა. არ მოველოდი დაჟე. აი თვითონ რომ ასე ადამიანურად და ჯიგრულად ეთხოვნა ჩემთვის რამე მე აუცილებლად გავაკეთებდი. ვთხოვე ისე როგორც ოჯახის წევრს ვთხოვდი. თუმცა მეგობრებო, ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი რომ ეტყობა რაც უფრო ასეთი ფორმით ეუბნები მით თავზე გაჯდება. მოკლედ მე იქ არ მიღირდა ამ სიტუაციის დაძაბვა და ოკ -თქო ვუთხარი და სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, შემეშინდა მერე ბავშვზე არ ასახულიყო ეს ცუდად. თუმცა რომ გავჩუმდი ეს იმას არ ნიშნავს რომ დასკვნა არ გამოვიტანე. ანუ ეს ძიძა შესაცვლელია. თან ეს პირველი შემტხვევა არაა, რაღაც რომ მინდა ყველაფერზე მიწევს ათასჯერ გამეორება/დასაბუტება/თხოვნა რატომ ეს ოხერი რატომ უნდა ვეხვეწო ყველაფერზე? მტყუან-მართალის გარჩევა არ მიღირს მასთან. ვიპოვი სხვას და ეგ არის. ასაკის პრობლემაცაა ალბათ ასეთი სიჯიუტე არვიცი რატომ უნდა გაჯიქდე ყველაფერზე ასე. ბიჭოს...!


Posted by: Lomes 7 Apr 2014, 11:29
SPC

ბინძური არის თუ არა ადამიანი ,თავიდანვე არ ეტყობა? )))

მომავალ ძიძას ფრჩხილებზე დააკვირდი,აყვანისას ოღონდ.

Posted by: SPC 7 Apr 2014, 11:31
Lomes
QUOTE
ბინძური არის თუ არა ადამიანი ,თავიდანვე არ ეტყობა? )))

რავიცი, ეტყობა? ასე ერთი შეხედვით მთლად ხელიდან წასულ თუ არაა არ ეტყობა smile.gif

QUOTE
მომავალ ძიძას ფრჩხილებზე დააკვირდი,აყვანისას ოღონდ.

ეს რჩევად მივიღო, ოხუნჯობად თუ რა კატეგორიაში გადის?
smile.gif

Posted by: Blur 7 Apr 2014, 11:35
Lomes
QUOTE
რა გაიკვირვე ახლა ,რომ ორშაბათსაც დასვენება უნდა ადამიანს? მთელი კვირა კი არა, ორშაბათი

იქნებ დედასაც უნდა ის ერთი დღე დასვენება არა?
SPC
ზოგადად მანიკური მოიშორე და ფრჩხილები დაიჭერი მსგავსი მოთხოვნების მომხრე არ ვარ, მაგრამ მე იმაზე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას როცა რაღაც მითითებას აძლევ და იკიდებს. თუ ასე მნიშვნელოვანია ეს მანიკური თქვას მაინც რომ ვთქვათ მესმის შენი შენიშვნა, მაგრამ არ შემიძლია უმანიკუროდ ან რამე მსგავსი და ასე ერთი ყურიდან მეორეში გატარება რა წესია

Posted by: Lomes 7 Apr 2014, 11:40
SPC

QUOTE
ეს რჩევად მივიღო, ოხუნჯობად თუ რა კატეგორიაში გადის?


რჩევად smile.gif თავიდანვე გეცოდინება,რომ ფრჩხილებზე არ გექნება სადარდებელი )))))) არ მიხუმრია !

QUOTE
რავიცი, ეტყობა?


კი ეტყობა, ფრჩხილი,თმა და სურნელი ))) მთავარია

ასვე,ყოველთვის ეტყობა თითებს ჭუჭყიანზე უსვია თუ არა მანიკური ))))

პ.ს რეკომენდაციით აგყავთ ხოლმე ძიძები? ან ახლობლები არიან ?


Blur

QUOTE
იქნებ დედასაც უნდა ის ერთი დღე დასვენება არა?


აღდგომის შემდეგ ორშაბათს გადის ეს ხალხი მიცვალებულების მოსანახულებლად,გვაქვს ასეთი წესი და რას იზამ ))

+ ტრანსპორტის პრობლემა მუდმივადაა და მიცვალებულიც ყველას ჰყავს ))

ოჯახში კი,მარტო დედა არ არის smile.gif)

9 აპრილს და 26 მაისს დაისვენონ-თქო ,ხომ არ ვამბობ?

Posted by: sopo1977 7 Apr 2014, 11:49
SPC
უნდა შეცვალო, აუცილებლად. მე სამსახურში იმას ვაკეთებ რასაც უფროსი მეუბნება. არსებობენ მკაცრი უფროსები და მკაცრი დედები (ეს ისე პირობითად, თორემ შენ არ გამოგიჩენია სიმკაცრე, ნამდვილად). შესაბამისად თუ შენთან მუშაობა უნდა, ისე უნდა მოექცეს შენს შვილს, როგორც შენ გინდა. სამსახურშია და ხელფასს იღებს. არ უნდა გქონდეს იმის უფლება, რომ თხოვო და გაითვალისწინოს? მეც შეიძლება ბევრი რამ არ მომწონს ჩემს სამსახურში, მაგრამ ასეა საჭირო და იმას გავაკეთებ, რასაც უფროსი დამავალებს. ზოგან უნიფორმებიც აცვიათ, როცა ამას შინაგანაწესი მოითხოვს. "როგორც შენ იტყვი" - ასე მეუბნება ხოლმე ჩემი ძიძა და ბავშვსაც ჩემზე უკეთესად უვლის მგონი. რას ქვია, არ გავაკეთებ, რა უთხარი ისეთი, რამაც თავმოყვარეობა შეულახა? შენს ადგილას უკვე დავიწყებდი ახალი ძიძის ძებნას.

Posted by: Blur 7 Apr 2014, 11:52
Lomes
QUOTE
აღდგომის შემდეგ ორშაბათს გადის ეს ხალხი მიცვალებულების მოსანახულებლად,გვაქვს ასეთი წესი და რას იზამ ))

+ ტრანსპორტის პრობლემა მუდმივადაა და მიცვალებულიც ყველას ჰყავს ))

მერე უფროსის პრეროგატივა რაშია იცი? თუ უფროსიც გასასვლელია და დაქვემდებარებულიც ვინ გადის? რათქმაუნდა უფროსი biggrin.gif ეს ხუმრობით ისე კი ყველაფერი შეთანხმებაზეა და მეთვითონ სამსახურში ახალი მისული არ დავიწყებდი მოთხოვნების წამოყენებას პარასკევთან ერთად ორშაბათიც დამასვენეთთქო.
QUOTE
ოჯახში კი,მარტო დედა არ არის

ვისთან როგორ.

Posted by: Lomes 7 Apr 2014, 12:02
Blur

QUOTE
ვისთან როგორ.


გამო....ული პრემიერივით გამომივიდა!)))

მაპატიოს უნდა მარტო მყოფმა დედებმა ,არ ვფიქრობ პრემიერივით )))

რაც შეეხება გაშვება-არ გაშვების თემას, მე არ მაქვს ძიძებთან დამქირავებელ-დაქირავებულს შორის დამოკიდებულება. მე კი არა ,ჩემს ოჯახს და შესაბამისად, ყველაფერი 5იანზეა ))

Posted by: Dido 7 Apr 2014, 12:12
SPC
მდაა, აი სოფოს ვეთანხმები და მართლაც იფიქრე ძიძის შეცვლაზე yes.gif მე მგონი შენს ძიძას უტყდება ძიძობა და იმიტომ იქცევა მასე yes.gif ჩემსას რასაც ვეტყვი თუ არ შემისრულებს სულ კარგად იყოს. ზედმეტს და შეურაცხმყოფელს არაფერს მოვთხოვ

Posted by: Blur 7 Apr 2014, 12:13
Lomes
QUOTE
არ ვფიქრობ პრემიერივით

lol.gif
QUOTE
მე არ მაქვს ძიძებთან დამქირავებელ-დაქირავებულს შორის დამოკიდებულება

იცი რატომ მოყვა მაგ პოსტს აჟიოტაჟი, ახალი მისული ვარო რომ თქვა, მაგან თორემ შემდეგ აღდგომას შეიძლება სამშაბათიც მიუმატონ თუ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ. მე წინა გვერდზეც დავწერე ძიძას ვასვენებ სულ და მე კი ვარ აგერ უშვებულებოდ რამდენი ხანია აღარც მახსოვს, მაგრამ იმსახურებს და იმიტომ, დამეჯინოს და ძიძას კი არა ჩემს ქმარს არ დავასვენებ givi.gif

Posted by: garfield1 7 Apr 2014, 12:17
SPC
აუ წინა პოსტებშიც დავწერე რომ არ მქონია ფრჩხილის ლაქზე გართულება, მაგრამ რაც შენ მოყევი, სერიოზული პრობლემაა, მარტო მანიკურით არ შემოიფარგლება აშკარად , შესაცვლელია ეგ ქალი ნამდვილად, იმიტომ რომ ზოგადად ურჩობას და ჯიუტობას აქვს ადგილი, მე რომ დავიწყო ეხლა იგივე სამსახურში, ხომ მიმაბრძანებენ სახლში არა ?ხოდა ძაან მარტივია, იგივე შეგიძლია გააკეთო თავისუფლად და დღესვე დაიწყო ახალი ძიძის ძებნა

Posted by: ინფინიტი 7 Apr 2014, 12:19
Lomes
QUOTE
რა გაიკვირვე ახლა ,რომ ორშაბათსაც დასვენება უნდა ადამიანს? მთელი კვირა კი არა, ორშაბათი

დასვენება რომ უნდა, ეგ არ გასაკვირია გენც , ყველას რაც მეტს დავისვენებთ , ის გვირჩევნია :რაცუმფრო:
მაგრამ ჯერ ის რომ თქვა, ორშაბათსაც დამასვენებს ნეტა, მინდა, რომ ვუთხრაო და მერე ისიც მოაყოლა,არც პარასკევსაა მიზანშენწონილი მუშაობაო, ეგ გამიკვირდა smile.gif
რა, არ უნდა გამიკვირდეს?

350-ზე ცოტა მეტზე მუშაობს ხალხი, სამ-სამი დიპლომით, შაბათსაც, ორშაბათსაც და კვირას თუ დაასვენეს და კვერცხი აჭამეს წყნარად, მადლობას იტყვიან.
სად არის ეგრე !

არ მეშლებოდა არც ძიძის პატივისცემა მე, არც დასვენება, არც ოჯახის წევრად და ახლობლად მიღება და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემთან ვისაც უმუშავია , დამცირებულად და მონად არავის უგრძვნია თავი, არავის გავტყლარჭვივარ და დავლაპარაკებივარ ზემოდან ყურებით !!! თორემ დღემდე არ ექნებოდა ჩემთან კონტაქტი და მისვლა-მოსვლა
ასე რომ, არ გინდა რა
შენი ჭურუმე
QUOTE
ს  აქ იწერება ხშირად : ბავშვის მოვლა,ბავშვის ჩასაცმლის გარეცხვა, ოთახის დალაგება, ბავშვის საჭმლის გაკეთება , სადილის  მომზადება <<< და ამ ყველაფერში 300-350 ლარი ცოტაა? (წერენ მშობლები)

მოიცა, ბავშვის სარეცხი, სადილი და ოთახის მოწეწსრიგება არ შედის ბავშვის მიხედვაში? თუ მარტო ტანკლი-ტუნკლებით იზრდება ბავშვი და ან დაბანა არ უნდა, ან ტანსაცმლის მილაგება და ან -საჭმელი სრულფასოვანი?


Posted by: SPC 7 Apr 2014, 12:28

garfield1
Dido
sopo1977

კი, უკვე ამ ადამიანშია პრობლემა და რაც მგრუზავს ისაა რომ არსებობენ რიგი ადამიანებისა ვისაც სხვანაირი მიდგომა უფრო უხდება. რაც მეტად ლმობიერი ხარ, დამთმობი და ა.შ. მით მეტად გაჯდება თავზე. ვაჟა ფშაველას მოთხრობა გამახსენდა მუხას რომ რაღაც მწერი შეუჩნდება biggrin.gif ფთილი თუ რაღაც biggrin.gif ხოდა ამ ალეგორიებს შევეშვები ეხლა სჯობს და გავიკითხავ ძიძას გარშემო. ხო კიდევ, ღადაობა გამახსენდა biggrin.gifძალიან ბევრს ლაპარაკპბს ხოლმე და ამით რეალურად რაღაც-რაღაცეები გამორჩება ხოლმე. ხოდა ერთხელ პირდაპირ არ მინდოდა მეთქვა და ვუთხარი რომ აი მეთქი ზოგჯერ მამაჩემი შეყვება ხოლმე ლაპარაკს და თქვენ ნუ მოგერიდებათ-თქო, ის ვერ ამჩნევს და უთხარით რომ ბავშვი არის მისახედი თუ რაღაც. ხოდა კიო, ძალიან ბევრს ლაპარაკოპბს მართლა გააწყალა გულიო biggrin.gif ერიჰაა მეთქი. მიდი და ეხლა უგორე კაკლები და ელაპარაკე ქარაგმებით

Posted by: Lomes 7 Apr 2014, 12:37
ინფინიტი

QUOTE
პარასკევსაა მიზანშენწონილი მუშაობაო



ეს არ მინახავს )))) გამეცინებოდა

ბავშვის სარეცხი ძიძამ რატომ უნდა გარეცხოს,მე არ მესმის , ოჯახში სადილი (თუ დამატებით შეთანხმება არ არის) რატომ უნდა გააკეთოს ძიძამ არც ეს არ მესმის და არც ის, ოთახი რატომ უნდა წმინდოს ყოველ დილით , რაღაცას თუ ვერ ასწრებს დედა , შეიძლება კი, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულლ მოთხოვნებში? ) ჰო,ბავშვს რამდენიმე სახის საჭმელი უნდა და ძიძამ უნდ წვას კატლეტი,სუპი ათუხთუხოს და ა.შ? ამ დროს ბავშვი იღლიაში უნდა ამოიდოს? ))))


მომვლელიც მყავდა ბაღში და აღმზრდელიც, ცალ-ცალკე )))) გააჩნია რომელს ვეძებთ,ალბათ

ჩემი აზრია და ინფო, მე არ მითქვამსს, შენ ძიძებს პატივს არ სცემ-თქო!

2-3 დიპლომიანი ტაქსისტებიც გვყავს ამ ქვეყანაში,მაგრამ მგონია,რომ ამდენი საქმისთვის 300 -350 ლარი ცოტაა, ყირაზე რომ უნდა დადგეს ადამიანი და ბავშვსაც მოუაროს

Posted by: garfield1 7 Apr 2014, 12:40
Lomes
QUOTE
ბავშვის სარეცხი ძიძამ რატომ უნდა გარეცხოს

როცა დედა სახლში არაა აბა ვინ უნდა გააკეთოს ? რად მინდა მაშინ ძიძა ?

QUOTE
ჰო,ბავშვს რამდენიმე სახის საჭმელი უნდა და ძიძამ უნდ წვას კატლეტი,სუპი ათუხთუხოს


არა , წინა საღამოს დედამ გაუმზადოს და მეორე დღეს ძიძა თუ იკადრებს მაცივარში ნადები და გაცხელებული აჭამოს ბავშვს , მაგაზეც მადლობელი ვიქნები .

აბა რა არის ძიძის მოვალეობა ამიხსენით რა

Posted by: Lomes 7 Apr 2014, 12:48
garfield1

ინგრედიენტებს თვითონ ყიდულობს? )))))





ეს თემა ,თავიდანვე ვთქვი,ჭკუიდან მშლიდა)))))))))) ერთხელ,ჩვენს ძიძას ვაკითხებდი პოსტებს,ქალს თვალები გაუფართოვდა .

ძალიან უმართლებს მასაც,როგორც ჩანს და ჩვენც .





Posted by: natuluka 7 Apr 2014, 12:49
Lomes
QUOTE
ჰო,ბავშვს რამდენიმე სახის საჭმელი უნდა და ძიძამ უნდ წვას კატლეტი,სუპი ათუხთუხოს და ა.შ? ამ დროს ბავშვი იღლიაში უნდა ამოიდოს? ))))

კარგით რა, სულ არ მყავს ძიძა, ბაღში დამყავს ბავშვები და შაბათ-კვირას თქვენ წარმოიდგინეთ საჭმელსაც ვაკეთებ ისე რომ არცერთი ბავშვი არ მყავს იღლიაში ამოდებული. ეგრე კატასტროფულად ძნელიც არაა ბავშვების მოვლა როგორც ამ თემაში წარმოუდგენიათ. დედას თუ შეუძლია ბავშვების მოვლა და ბავშვებისთვის საჭმლის კეთება ერთდროულად, ნუ ოჯახის სადილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ძიძას რატომ არ უნდა შეეძლოს რომ ბავშვს საჭმელი მოუმზადოს. ოჯახისთვის საჭმლის კეთებაზე ხომ არაა საუბარი, ძიძას რომ ბავშვს უტოვებ დილით გაკეთებული ხომ არ უნდა გაუცხელოს საღამოს.

Posted by: Blur 7 Apr 2014, 12:52
Lomes
QUOTE
ბავშვის სარეცხი ძიძამ რატომ უნდა გარეცხოს,მე არ მესმის

აბა მე უნდა მელოდოს როდის მივალ სახლიდან და გავრეცხავ?
QUOTE
ძალიან უმართლებს

შენ თუ უკეთებ ყველაფერს კი უმართლებს მართლა biggrin.gif

Posted by: garfield1 7 Apr 2014, 12:53
Lomes
პროდუქტს ძიძა რატომ უნდა ყიდულობდეს ? სახლში არის ყველაფერი რაც საჭიროა და საჭმლის მომზადებას რა უნდა ?
მე თუ შემიძლია დასვენების დღეებში ბავშვის საჭმელი მოვამზადო, ძიძისთვის რა პრობლემაა ?

Posted by: ინფინიტი 7 Apr 2014, 12:53
Lomes
QUOTE
ბავშვის სარეცხი ძიძამ რატომ უნდა გარეცხოს,მე არ მესმის , ოჯახში სადილი (თუ დამატებით შეთანხმება არ არის) რატომ უნდა გააკეთოს ძიძამ არც ეს არ მესმის და არც ის, ოთახი რატომ უნდა წმინდოს ყოველ დილით , რაღაცას თუ ვერ ასწრებს დედა , შეიძლება კი, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულლ მოთხოვნებში? ) ჰო,ბავშვს რამდენიმე სახის საჭმელი უნდა და ძიძამ უნდ წვას კატლეტი,სუპი ათუხთუხოს და ა.შ? ამ დროს ბავშვი იღლიაში უნდა ამოიდოს? ))))

რატომ უნდა ამოიდოს იღლიაში, ან არ იძინებს ან მანეჟში არ ჯდება ?
როგორ ახერხებს აბა ხალხი შვილების გაზრდას, რანაირად იზრდება ბავშვი, ხუთ-ხუთი კაცი სად ადგას თავზე ბავშვებს? სარეცხი , მადლობა ღმერთს , ირეცხება თავისით, თორემ ის სარეცხიც მის მოვლაში შედის, პიურეც, კატლეტიც, კომპოტიც, გასერინებაც, დაბანაც და ზღაპრებიც და რაც მას ეხება, ყველაფერიც. ამისთვის სამასორმოცდაათი ლარიც ცოტაა და ხუთასიც, მასწავლებელს კი ბევრი აქვს? მშენებელს ბევრი აქვს? პოლიციელს, რომელიც სიკვდილის საფრთხის ქვეშაა? მეხანძრეს, რომელიც ასევე თავს დებს? თუ გამყიდველს, ჩამწყდარი რომაა ფეხზე დილიდან დაღამებამდე?
ტყავში თუ ვეღარ ეტევიან მშობლები და ამდენს უხდიან, არ ვიცი და რასაც იღებს ხელფასს ბევრი, იმის ნახევარს ძიძას უხდის !
QUOTE
მომვლელიც მყავდა ბაღში და აღმზრდელიც, ცალ-ცალკე )))) გააჩნია რომელს ვეძებთ,ალბათ

ბაღში დადის 40 ბავშვი და სახლში უნდა მიხედო ერთს
და იმ ერთისთვის მზარეული ცალკე ავიყვანო, მრეცხავი ცალკე და გუვერნანტკები ცალკე დავუქირაო თუ როგორ ?
თუ დორბლი რომ ჩამოუვა, მე უნდა მელოდოს, როდის ავწმინდავ ან სუპი თუ დაექცა, ტილო არ მოუსვას და ღზარდოს ამასობაში, სანამ მე მივალ? თუ თეფშს რომ ჩადებს ნიჟარაში, სანამ ზედ არ მიახმება მწვანილები, იქამდე არ მორეცხოს და მე დამახევროს?




Posted by: Lomes 7 Apr 2014, 13:04
Blur

მე შვილი არ მყავს ))))) დას ჰყავს

მაგარი ცუდი ტიპი გავიჩითე ?! ))))))) არა და არ ვაჭარბებ,ასე მგონია, რომ ძიძამ არ უნდა რეცხოს და წმინდოს და რა ვვქნა? smile.gif მე ასე ვფიქრობ,თქვენ სხვაგვარად)))

აღარ მინდა კამათი.

პ.ს ჩემი ძიძა უფრო ბედნიერი იქნება ))))))))))))


Posted by: SPC 7 Apr 2014, 13:08
Lomes
რაც ბავშვს ეხება ის უნდა წმინდოს და რეცხოს smile.gif
ხო, სხვათაშორის ჩემი არც ამას აკეთებს :DDD

:ძიძა-მჩაგრავს:


biggrin.gif

Posted by: Blur 7 Apr 2014, 13:08
Lomes
QUOTE
ასე მგონია, რომ ძიძამ არ უნდა რეცხოს და წმინდოს და რა ვვქნა?

გააჩნია რა რეცხოს და ვისი წმინდოს, ბავშვის სარეცხი უნდა გარეცხოს კიდევაც და გაუთოვებულიც დამახვედროს კარადაში და ბავშვის დასხმულიც მოწმენდილი. აბა ახლა აბაზანა-ტუალეტების ხეხვას არავინ ავალებს

Posted by: ინფინიტი 7 Apr 2014, 13:11
Lomes
QUOTE
რომ ძიძამ არ უნდა რეცხოს და წმინდოს და რა ვვქნა?  მე ასე ვფიქრობ,თქვენ სხვაგვარად)))

ეჰ, ჩემო კარგო, ნეტა მქონდეს საშუალება, ცალკე მზარეულს ავიყვანდი, ცალკე მებაღეს, ცალკე მოახლეს და ყველას ათას-ათას ლარს მივცემდი love.gif
და დაგანახვებდი, რა ბედნიერადაც მეყოლებოდნენ biggrin.gif

არ უნდა რეცხოს და წმინდოს ფანჯრები და იატაკები ( თუ ამაზე შეთანხმება არ არის) , მაგრამ ბავშვს რაც ეხება, ის უნდა აკეთოს, კაცო, რა ვქნათ, ასეა მიღებული და განა მარტო აქ, საქართველოში, სხვაგანაც უკეთებენ საჭმელს ძიძები ბავშვებს და ულაგებენ ტანსაცმელს და რა ვქნა, რაც გამიგია საბერძნეთში თუ იტალიაში თუ გეერმანიაში მომსახურე ძიძებზე, იმას ვწერ და თუ სხვას სხვანაირად გაუგია, არ ვიცი mo.gif

Posted by: ტაბუ 7 Apr 2014, 13:27
SPC
QUOTE
სხვათაშორის ჩემი არც ამას აკეთებს
შენ მართლა გჩაგრავს ძიძა user.gif
ძალიან მომწონხარ შენი პოსტებით – პოზიტიური ხარ, განსხვავებული აზრის მოსმენაც იცი smile.gif

Posted by: niniko09 7 Apr 2014, 13:28
Lomes
QUOTE
ჰო,ბავშვს რამდენიმე სახის საჭმელი უნდა და ძიძამ უნდ წვას კატლეტი,სუპი ათუხთუხოს და ა.შ? ამ დროს ბავშვი იღლიაში უნდა ამოიდოს? ))))

მაშ, იგივე სიტყვებით გიპასუხებ – თუ ძიძა ამ ყველაფერს არ გააკეთებს, სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ უნდ წვას კატლეტი,სუპი ათუხთუხოს და ა.შ? ამ დროს ბავშვი იღლიაში უნდა ამოიდოს? თუ ის დედაა და იოლად მოახერხებს, ძიძას კი ,,სად შეუძლია?!" ის სარეცხი ბავშვისაა და სწორედ ძიძასთან ურთიერთობის დროს ესვრება ბავშვს, ვითომ რატომ არ უნდა მოკიდოს ხელი,შეაწყოს სარეცხ მანქანაში და ღილაკს არ მიაჭიროს თითი, ხელი ეტკინება თუ ძვირფას დროს დაკარგავს?
საერთოდ არ ვარ ხოლმე აგრესიული, მაგრამ იმდენნაირ ძიძასთან მომიწია ურთიერთობა და იმდენი რამე გადამატანინეს, რომ უკვე აღარ მიჩნდება დაზოგვის სურვილი. ბავშვს დედაჩემი ეთამაშებოდა და ართობდა, ძიძა კი სერიალს სერიალზე უყურებდა გამწარებული, სულ ზეპირად იცოდა, რომელ არხზე რომელი როდის იწყებოდა. ნამდვილად შევცდი – უნდა დამევალებინა სარეცხიც, ჭურჭელიც (მისი და ბავშვის რასაკვირველია), სადილიც არ დამეხვედრებინა, ნაკლები წამოსაწოლი დრო ექნებოდა

Posted by: killer 7 Apr 2014, 13:35
SPC
გირჩევ კიდევ ერთხელ დაელაპარაკო გრძელ ფრჩხილებზე.
ოღონდ როგორ, არ ვიცი, ცოტა დელიკატური თემა და სათქმელია.
ლაქზე მგონია გადაჭარბებულად ფიქრობ, არ არის ლაქი ისეთი რომ ყოველ-დღე იფრცქვნებოდეს და საჭმელებში ცვიოდეს.
მაგრამ რომ გითხრა, ჭუჭყიანი ფრჩხილები უნდა ჩანდესო, მაგ დროს უნდა გეთქვა, იმედია თქვენი ფრჩხლები არ არის ჭუჭყიანი და შესაბამისად ლაქით არ მალავათY მაგათ თქო.
ზოგადად კი, აგიცრუვდა გული მაგ ქალზე ნელა-ნელა და დაიგრუზები, როცა რაღაც ერთი არ მოგწონს, იქ სხვა რაღაცეებზეც შეიძლება "გამოეკიდო".
მე სულ ახლობლები მყავდა ძიძად და არ მქონია პრობლემები, მართლა ოჯახის წევრები იყვნენ და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ ძიძას არ უნდა ქონდეს გრძელი ფრჩხილები. დედა ვარ და ხშირად გამიკაწრია მეც ჩემი პატარები როგორც კი ოდნავ წამომეზრდება.
თმები თუ უნდა იასამნისფრად შეიღებოს და ვარდისფერი მელირება ქონდეს, მე და ბავშვს მაგი არ გვეხება (პირდაპირ, თორემ შეიძლება გემოვნებას უფუჭებდეს ჩემ შვილს ამის ყურება), მაგრამ ფრჩხილები არის უპირველესი ბავშვთან ურთიერთობაში.


Posted by: SPC 7 Apr 2014, 13:46
ტაბუ
QUOTE
ძალიან მომწონხარ შენი პოსტებით – პოზიტიური ხარ, განსხვავებული აზრის მოსმენაც იცი

2kiss.gif მადლობა smile.gif



killer
QUOTE
გირჩევ კიდევ ერთხელ დაელაპარაკო გრძელ ფრჩხილებზე.

წყლის ნაყვაა რა, აღარ ღირს. რომ იცოდე რა შეუვალი სახით მითხრა, უკომპრომისოდ და უაპელაციოდ biggrin.gif. არც კამათი მინდა მასთან. ამიტომ სხვისი მოძებნა მომიწევს. არადა მართლა კარგი პირობები აქვს ჩემთან და თავისხმრივაც თვითონ ბავშვს კარგად აუღო ალღო და მადლობელი ვიყავი, მაგრამ არ უნდა მიექარა ამდენი. ამჯერად რომ არ გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება ეს არ ნიშნავს რომ არ დავინახე და შედეგს მიიღებს. აუ რა რთულია რა ეს ძიძის თემად ზოგადად

Posted by: Princess 7 Apr 2014, 17:50
QUOTE
ბავშვს დედაჩემი ეთამაშებოდა და ართობდა, ძიძა კი სერიალს სერიალზე უყურებდა გამწარებული, სულ ზეპირად იცოდა, რომელ არხზე რომელი როდის იწყებოდა.

ჰე ჰე

ჩემი ახალი ძიძაც ამას აკეთებდა. ბავშვი ხან ხელში ეჭირა, ხან მიაწვენდა დივანზე და მთელი დღე ტელევიზორი ჩართული! ხან სერიალი ხან შუა დღე ხან ეს ხან ის. არადა 5თვისაა ბავშვი, არც საჭმელი უნდა ჯერ, მარტო რძეს სვამს და ფაფაც ეხლა დაიწყო, მზა ფაფებს ჭამს.

კატეგორიულად ავუკრძალე, მეთქი არ მინდა ბავშვი მთელი დღე ტელევიზროთან რომ იყოს! როცა დააძინებ, მაშინ გამოდი და უყურე რასაც გინდა, ისე არ ჩართო მეთქი. ხო კიდე კარმა 6-7ამდე აწეული, ბავშვს სცივაო...არადა რამდენი მივედი ბავშვი ლოყებაწითებული, აშკარად სცხელოდა. გავანიავე სახლი და ამოისუნთქა ბავშვმაც! არადა არ მიყვარს ეს შენIშვნები და ტონები, მაგრამ გაიძულებენ! ყველნაირად ვცდილობ კომფორტულად იყო, ზემდეტს არაფერს გავალებ, შენც მოიქეცი რა ადამიანურად...დავიღალე ამდენი კონტროლით და შენიშვნებით უკვე vis.gif

Posted by: sopo1977 7 Apr 2014, 18:32
არადა ჩემმა ძიძამ ფანჯარაც გამიწმინდა და კარებიც. აი ისე, უბრალოდ ადგა და გამიწმინდა. მე არ მითქვამს. ქვაბებსაც მიხეხავს, ჭურჭელს ალაგებს კარადაში და ასუფთავებს სამზარეულოს, იმ ოთხს სადაც ბავშვია და ძალიან მოწესრიგებულია. ერთი ესაა, რომ საღამოს 1 საათი ჩემს მისვლამდე ბავშვი მამასთანაა და ეს ამბავი მაწუხებს. არ მინდა ასეთი ძიძის გაშვება, არც ის მინდა სამსახური ეძებოს თავიდან, მარტო ის მუშაობს სახლში. არ ვიცი როგორ მოვიქცე, სხვა ავიყვანო ამ ერთი საათისთვის?

Posted by: ქინქლა 7 Apr 2014, 20:17
sopo1977
QUOTE
საღამოს 1 საათი ჩემს მისვლამდე ბავშვი მამასთანაა და ეს ამბავი მაწუხებს.

და რატო გაწუხებს ეს ამბავი? მერე რა მოხდა თუ მამასთან არის 1 საათი ბავშვი, ამისთანა ძიძის გაშვება იქნება იმ ერთი საათის გამო? ჩემი ქმარი პირველივე თვიდან ძიძასთან შეთავსებით დღეგამოშვებით იტოვებდა ორივე ბავშვს. ფაქტიურად ძუძუ არ უწოვებია ბავშვებისთვის თორემ ჩემზე ნაკლები ამაგი არ აქვს.ხოდა რა ვიცი. მე ეს პლუსიც კი მგონია.

თუმცა ფანჯრების გაწმენდა და მსგავსი სერიოზული საოჯახო საქმეები არც მინდა ძიძამ გამიკეთოს, სულ იმის შიში მექნება ის დრო ჩემს შვილს დააკლოთქო. მე ასე მგონია. როცა მე ფანჯრებს ვწმენდ სახლში და სერიოზულ უბორკას ვაკეთებ მაშIნ ბავშვებთან ჩემი ქმარია.

Posted by: _იუზერნეიმი_ 7 Apr 2014, 20:31
QUOTE
თმები თუ უნდა იასამნისფრად შეიღებოს და ვარდისფერი მელირება ქონდეს, მე და ბავშვს მაგი არ გვეხება (პირდაპირ, თორემ შეიძლება გემოვნებას უფუჭებდეს ჩემ შვილს ამის ყურება)


QUOTE
გემოვნებას


QUOTE
უფუჭებდეს




facepalm.gif

Posted by: sopo1977 7 Apr 2014, 20:39
ქინქლა
ზუსტად მაგ დროს უწევს დაძინება და მამა ვერ აძინებს. 3 თვემდე ძალიან კარგად უვლიდა, აძინებდა, აჭმევდა. ეხლა ვეღარ. და რომ ვერ აძინებ წირვეულობს მერე ბავშვი. ეს არ მინდა, თორემ ისე რა უჭირსsmile.gif

ფანჯრებს მთელს სახლში კი არ წმენდს, ბავშვის ოთახში, როცა ბავშვი მაგ დროს ბაუნსერშია და სამზარეულოში, როცა ბავშვს ძინავს. ისე როცა ბავშვი ბაუნსერშია, ეს ისე კარგად ართობს, ელაპარაკება, მე რომ მაგდენი შემეძლოს პარალელურად ყველაფერს გავაკეთებდიsmile.gif) ბავშვი მის ხმას რომ გაიგებს, გიჟდება ისე უხარია. ვერ ვხვდები, ესე როგორ ართობს და ამხიარულებსsmile.gif)) თან ძალიან უყვარს ბავშვები, სულ ეფერება, ზედ ყვება. ერთ დღეს ადრე მოვედი და კართან ხმა შემომესმა, გავჩერდი, ვერ აგიწერთ როგორ ეფერებოდა ბავშვს, გავგიჟდი. როგორ უნდა გიყვარდეს და ზრუნავდე, რომ ასე ეფერებოდე და ყველაფერს ხალისით აკეთებდე. სახლში ვიყავი მეც და ბავშვი რომ დააძინა, დაისვენე-თქო. რამ დამღალაო, წავალ საარბაზოს ჩავგვიო. დავიშოკე. საიდან აქვს ამდენი ენერგია, ან რომ არ ეზარება. ბევრი იტყვის რა ჩემი სამქეა, ეხლა დავჯდები და დავისვენებო. ეს პირიქით. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლიაოsmile.gif) რომ შემეძლოს აუცილებლად გავუზრდიდი ხელფასს.

Posted by: SPC 7 Apr 2014, 21:31
sopo1977
QUOTE
ზუსტად მაგ დროს უწევს დაძინება და მამა ვერ აძინებს. 3 თვემდე ძალიან კარგად უვლიდა, აძინებდა, აჭმევდა.

გვატყუებენ მგონი ჩემი და შენი ქმარი biggrin.gif ჩემი ქმარიც ადრე აძინებდა და ეხლა ამბობს ვეღარ ვაძინებო,,,,სად დაკარგა ეს უნარ-ჩვევები არვიცი....biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sopo1977 7 Apr 2014, 21:38
SPC
biggrin.gif biggrin.gif გაიზარდნენ ბავშვები და აღარ ემორჩილებიანsmile.gif ჩემს შვილს მაგალითად სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება. ხანთავზე უნდა მოფერება, ხან წარბებზე, სიმღერა და რა ვიცი.

Posted by: tamar1586 7 Apr 2014, 21:40
sopo1977
SPC
დაძინებას ვინ ჩივის, ჩემმა ქმარმა პამპერსის გამოცვლის უნარ-ჩვევები დაკარგა, ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში. გვაგოიმებენ, ქალებოო! sa.gif sa.gif



აუ, ლაქს რაც შეეხება, ვერ გადავწყვიტე ვეტყოდი თუ არა, აღარ წაისვა, თქოვნა იქნება-თქო :/

Posted by: garfield1 7 Apr 2014, 21:58
SPC
sopo1977
სანდროს აძინებს მამამისი გადასარევად,ნუ ამის დაძინებას რა უნდა მაგრამ მაინც, აი პამპერსი არც უნდა ახსენო,წარმოდგენაც არ მინდა რას იზამს biggrin.gif

Posted by: SPC 8 Apr 2014, 10:19
garfield1
QUOTE
,ნუ ამის დაძინებას რა უნდა

ხო რა :DDD ეგ არ ითვლება, სანდრო თავისით იძინებს

tamar1586
ბაზარი არაა ეგ ინდივიდიალურია ვიღაც ლაქზე ეტყოდა ვიღაც სხვა რამეს, რასაც მე არ ვეუბნები. მაგრამ არსებითი ისაა, რომ ეტყოდი და გაგაგზავნიდა რა ( რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა biggrin.gif) ... ეგ უკვე ტეხავს biggrin.gif


sopo1977
ეგ კი biggrin.gif მეთოდიკა სულ დახვეწის პროცესში უნდა იყოს biggrin.gif

Posted by: chupa82 8 Apr 2014, 15:59
გოგოებო ვისაც გქონიათ გამოცდილება, ძიძას ამ ზაფხულს ვუშვებ შვებულებაში .2 კვირა მეკუთვნის მე და შესაბამისად მასაც როგორც მე ფასიან შვებულებაში გავუშვებ, მაგრამ შეიძლება ბებიამ წაიყვანოს დასასვენებლად ბავშვი და ძიძა აღარ დამჭირდება, უფრო მეტი შვებულება გამოუვა სადღაც 1 თვე და ნახევარი , ხოდა ხელფასი უნდა მივცე? კი უხერხული მომენტი იქნება, მაგრამ თქვენ როგორ აკეთებთ ხოლმე.

Posted by: ქინქლა 8 Apr 2014, 16:10
chupa82
მე ვუხდი ხოლმე ძიძას ფულს შვებულების დროს. თუ ტრანსპორტის ფულს ვამატებ ხელფასს იმას არ დავუმატებ. ძირითად ხელფასს მაინც მივცემ. სტანდარტულად როგორც ჩვენ ვიღებთ შვებულების დროს

Posted by: Dido 8 Apr 2014, 16:46
chupa82
წინასწარ რო გააფრთხილო და თადარიგი დაიჭიროს ხელფასის ამბავში? დაელაპარაკე აბა, უთხარი ასე და ასე იქნება, 1,5 თვე არ დამჭირდები და რა ვქნათქო, არც ის მინდა რომ სულ უფულოდ დაგტოვოთთქო, თვითონ გეტყვის.

Posted by: manine2013 8 Apr 2014, 18:28
sopo1977
გოგო როცა მე არ ვისმევ და მეშინია, შეიძლება ძალიან უსაფუძვლოდაც, მაგრამ მაინც მეშინია, რატომ უნდა წაისვას ძიძამ? რათქმაუნდა ვთხოვ და არ მოვთხოვ. მე თუ ღამის ორ საათამდე ვმუშაობ, იმიტომ რომ ჩემი სამსახური მოითხოვს ასე, ძიძაც ასევე დაქირავებული მუშაკია და ნამდვილად ევალება ბავშვთან დაკავშირებული ყველა იმ საქმის გაკეთება რასაც დედა გაააკეთებდა რომ არ მუშაობდეს.

Posted by: DOLPHIN 8 Apr 2014, 22:17
sopo1977
tamar1586
garfield1
SPC
user posted image

Posted by: anuka2009 8 Apr 2014, 23:25
ლაკზე ვერაფერს ვიტყვი, მე არ მივაქცევლდი ყურადღებას, აი გრძელფრჩხილებიან ძიძას ნამდვილად მოვთხოვდი დაჭრას, არ არსერბობს ბავშვი არ გაკაწროს. მოვლილი ფრჩხილები კიდევ აუცილებლად გრძელს და ლაკწასმულს არ ნიშნავს. მოკლედ დაიჭრას, ფორმა მისცეს. ისე რა გაგიკვირდათ, ნებისმიერ ფრანტში კრძალავენ გრძელ ფრჩხილებს და რა გასაკვირია თოთო ბავშვის დედას ქონდეს პრეტენზია.

Posted by: marikrusi 8 Apr 2014, 23:37
გოგოებო ჩემს მეგობარს ჭირდება ძიძა. პირადში მომწერეთ და ტელეფონის ნომერს მოგაწვდით... ეხლა რაც შეეხება ჩემს ძიძას, უკმყოფილო არ ვარ მაგრამ გადავწყვიტე მაინც დავაყენო კამერა.. რამეს ხომ ვერ მირჩევთ რა კამერა ვიყიდო, ძვირი რომ არ იყოს და თავის საქმეს აკეთებდეს

Posted by: blblbl 9 Apr 2014, 00:34
anuka2009
გრძელი ფრჩხილები არ გაგვკვირვებია მგონი არავის,ლაქის წასმის აკრძალვაზე იყო საუბარი,რომელიც ბავშვს არაფერს დაუშAვებს და იმ ძიზას სახლში ქმარი ელოდება მერე ემგობრებთან შეიზლება წავიდე ს და ა.შ. და რატომღაც მოუვლელი უნდა იყოს ?ძიძაც ადამიანია! რადგან ფულს უხდიან იმას არ ნისნავს რომ საკუთარ ცხოვრებაზე უარი უნდა თქვას smile.gif

Posted by: EXHALATING 9 Apr 2014, 00:37
სწორი თქვა ანუკამ
ნებისმიერი ფრონტის თანამშრომელს უფლება აქვს წაისვას მხოლოდ გამჭვირვალე ან მოთეთრო ფერის ლაქი
ხოდა რა გახდა ახლა ბავშვთან ურთიერთობა როცა გაქვს ამ ლაკის დათმობა

Posted by: CHUNIA 9 Apr 2014, 00:55
გოგოებო რატომ გაიგეთ ჩემი სიტყვები არასწორად? მე თქვენ უბრალოდ გკითხეთ, ის კი არ მითქვამს რომ წითელ პარასკევსაც დამასვენოს, უბრალოდ არ ვერკვევი ამ საკითხებში და მაგიტომ გკითხეთ, უკვე შევთანხმდით ორშაბათ დღეზე და თან ვუთხარი ან შაბათს ან კვირას აგინაზღაურებთქო.
* * *
ხოდა დასვენებას ორშაბათ დღეს იმიტომ კი არ ვითხოვ რომ ფიზიკურად გადავიღალე და დასვენება მინდათქო, არამედ იმიტომ რომ მეც მყავს ოჯახი და როგორც ყველა გასვლა მინდა სასაფლაოზე, თორე არც ვთხოვდი. არადა შაბათსაც მეძახის ხოლმე და კვირასაც და ჩვეულებრივ სამუშაო დღესაც თუ დავჭირდი საღამოს საათებში მაშინაც მივდივარ და უარსაც არ ვეუბნები, რა თქმაუნდა ანაზღაურებით, იყო უკვე რამდენჯერმე ეგეთი შემთხვევა 23.00ზე გადავდიოდი და დილის 4მდე დავრჩენილვარ და ფული არ გამოვართვი, მეთქი ბავშვს ეძინა და არაფერს არ ვაკეთებდი და მომერიდა რომ გამომერთვია. თავს არ ვიქებ უბრალოდ ეგეთი ვარ და რა ვქნა, აი მეც რომ დამჭირდა და გამიგო და მარტო ორშაბათი კი არა და სამშაბათსაც ნუ მოხვალო დაისვენეო, მაგრამ სამშაბათს მაინც გავალ.

Posted by: SPC 9 Apr 2014, 10:29
blblbl
QUOTE
ძიძაც ადამიანია!

ღმერთო დიდებულო ! ...... აი, ეს ფრაზა აღარ წამეკითხა ამ დილაუთენია და რა მშვენიერი დილა იქნებოდა


DOLPHIN
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: garfield1 9 Apr 2014, 10:38
CHUNIA
ყველაფერი შეთანხმებაზეა ნამდვილად , მე ეხლაც სამი დღეა დედასთან ვარ, ძიძას ვასვენებ, მაგრამ არც ხელფასის დაკლებას ვაპირებ და არაფერს მსგავს, აღდგომის დღეებშიც პარასკევიდან-ორშაბათამდე უნდა დავასვენო, იმედია როცა დამჭირდება , თვითონაც ანალოგიურად მოიქცევა

SPC

გოგო რა ქენი შენ ძიძასთან ?
რა არის იცი ? ჩვეულებრივ სიტუაციაში, მხოლოდ ლაქზე გაჭედვა არ ღირს ჩემი აზრით, უბრალოდ შენ რაც მოყევი, ეგ ქალი აშკარად შესაცვლელია .
ისე მე ბავშვითაც და უბავშვოდაც ყოველთვის ნორმალური ზომის ფრჩხილებს ვატარებ და ღია ფერის ლაქს, წითელი მხოლოდ სადმე თუ მივდივარ მაშინ .მთლად ძირში არასდროს დამიჭრია, არც მაშინ ბავშვი რომ ახალი დაბადებული იყო .
თან ფერს რა მნიშვნელობა აქვს ისე, ფერადიც დაიფხვნება და ღიაც არა ?

Posted by: SPC 9 Apr 2014, 10:40
garfield1
QUOTE
გოგო რა ქენი შენ ძიძასთან ?

არც არაფერი ჯერ smile.gif სანამ სხვას არ ვნახავ ხელ-ფეხ შეკრული ვარ...
ამ ქალს აქვს ძალიან დიდი პლიუსი ის, რომ ბავშვს აუღო ალღო და მგონია რომ გულწრფელად ეფერება როდესაც ეფერება და ამას ვერ დავუკარგავ ნამდვილად.

Posted by: natalialuka 9 Apr 2014, 10:44

გოგოებოოოოო ჩემი ნათესავი გოგოა 31 წლის, საკმაოდ სუფთა და კარგი გოგოა, მხიარული საყვარელი, თვითონაც ყავს 2 შვილი

თუ ვინმე ეძებთ ძიძას დაგაკავშირებთ, უპრეტენზიო და ყურადღებიანი პასუხისმგებლიანი გოგოა,

Posted by: <<მარი>> 9 Apr 2014, 10:47
DOLPHIN
აი, ზუსტად lol.gif

Posted by: anuka2009 9 Apr 2014, 10:52
blblbl
ძიძა ადამიანი არაა თქო ვთქვი სადმე? მე მაგალითად მიყვარს გრძელი საყურე, ასევე ჯინსი. არ შეიძლება ჩემთან სამსახურში ჩაცმა და არ ვიცვამ. სულ არ ილახება ჩემი უფლებები. როცა ჩავიცვი ჯინსი, მივიღე დელიკატური შენიშვნა, არ აღვშფოთებულვარ, რადგან მინდა ეს სამსახური. ასეა, დამქირავებელი ადგენს წესებს, არ ვარ სწორი? მაგ ლოგიკით მეც მელოდება ქმარი სახლში, მეც გავდივარ სამსახურიდან მეგობრებში და აშკარად ჯინსი უფრო მიხდება და მეკომფორტულება smile.gif თუ გინდა მუშაობა პატარა დათმობებზე უნდა წახვიდე, მე ასე მგონია.

Posted by: ინფინიტი 9 Apr 2014, 11:24
blblbl
QUOTE
გრძელი ფრჩხილები არ გაგვკვირვებია მგონი არავის,ლაქის წასმის აკრძალვაზე იყო საუბარი,რომელიც ბავშვს არაფერს დაუშAვებს და იმ ძიზას სახლში ქმარი ელოდება მერე ემგობრებთან შეიზლება წავიდე ს და ა.შ. და რატომღაც მოუვლელი უნდა იყოს ?ძიძაც ადამიანია! რადგან ფულს უხდიან იმას არ ნისნავს რომ საკუთარ ცხოვრებაზე უარი უნდა თქვას smile.gif

რატომ არ გინდა გაიგო, რომ ლაქის წაუსმელობა მოუვლელობასთან კავშირში არაა და არც საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმას ნიშნავს , და რომ უკრძლავენ სხვა სამსახურებშიც ჭრელა-ჭრულა ლაქებს, პომადებს, ჯინჯილაყებს, ჩხრიალა სამაჯურებს, ფრიალა ფერად-ფერად კაბებს, გაშლილ თმასაც კი , გესმის? გაშლილ ლამაზ გრძელ თმას და ეგუება ხალხი და მუშაობს!!!!!!!!!!!
გარეთ მერე უნდა თმას იშლიან, უნდა საყურეს იკეთებენ და უნდა კევს აღლაჭუნებენ და აქვთ საკუთარი ცხოვრება .

Posted by: Nanuuu 9 Apr 2014, 11:34
natalialuka
ჩემთვის რო გინდა ეს ის ხო არაა? biggrin.gif
ის არ დაარეკლამო, ჯერ მე უნდა ვნახო biggrin.gif

Posted by: natalialuka 9 Apr 2014, 12:32
Nanuuu

არა გოგო სენი რუსთავშია ეს თბილისსშია smile.gif

Posted by: ტაბუ 9 Apr 2014, 12:49
ინფინიტი
QUOTE
ეგუება ხალხი და მუშაობს!!!!!!!!!!!
გარეთ მერე უნდა თმას იშლიან, უნდა საყურეს იკეთებენ და უნდა კევს აღლაჭუნებენ და აქვთ საკუთარი ცხოვრება .
biggrin.gif
yes.gif

Posted by: Neno_ 9 Apr 2014, 12:50
ინფინიტი
QUOTE
რატომ არ გინდა გაიგო, რომ ლაქის წაუსმელობა მოუვლელობასთან კავშირში არაა და არც საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმას ნიშნავს , და რომ უკრძლავენ სხვა სამსახურებშიც ჭრელა-ჭრულა ლაქებს, პომადებს, ჯინჯილაყებს, ჩხრიალა სამაჯურებს, ფრიალა ფერად-ფერად კაბებს, გაშლილ თმასაც კი , გესმის? გაშლილ ლამაზ გრძელ თმას და ეგუება ხალხი და მუშაობს!!!!!!!!!!!
გარეთ მერე უნდა თმას იშლიან, უნდა საყურეს იკეთებენ და უნდა კევს აღლაჭუნებენ და აქვთ საკუთარი ცხოვრება .

lol.gif

იმდენი იმსჯელეთ, რომ გეთანხმებით უკვე ფრჩხილებზეც და ლაქზეც და დამქირავებელ-დაქირავებულებზეც biggrin.gif

Posted by: stasia 9 Apr 2014, 13:31
SPC

რათ ჩაგრავ ძიძას biggrin.gif biggrin.gif


ძალიან მიყვარს გრძელი ფრჩხილები მაგრამ წაჭრილი მაქვს ძირში, ბავშვი ხან ბევრ პეჩნიას მოკბეჩს ხან პურს სად ვეტაკო გრძელი ფრჩხილებით


გრძელი ფრჩხილების გარეშეც მშვენივრად ვეპრანჭები ქმარს biggrin.gif

არ დამიწყოთ ეხლა რანაირად ეპრანჭები თუ გრძელი ფრჩხილი არ გაქვს და ასეთები კიდომ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SPC 9 Apr 2014, 13:34
stasia
QUOTE
რათ ჩაგრავ ძიძას

ადამიანად არ მივიჩნევ boli.gif

biggrin.gif

Posted by: natalialuka 9 Apr 2014, 14:13
SPC

აი შენ მე გამაოცეეეეეე smile.gif გოგო რათ უთმენ ამდენს? ზოგადად მეც ძალიან მშვიდი და უპრობლემო ადამიანი ვარ და კომფლიქტებს ვერიდები და შენს ადგილს რომ ვიყო არ ვიცი მეც მასე მოვიქცეოდი თუ არა, მაგრამ როცა ასე გენაგლება შენც უნდა გასცე საკადრის პასუხი smile.gif

stasia

ქმარს ეპრანჭები კი არა და ის smile.gif მეც უფრჩხილოდ ვეპრანჭები ქმარს, რა ვქნა არ შემომეკაწროს ბავშვი თორე ქმარი კი აიტანს კაწრვას smile.gif

Posted by: sopo1977 9 Apr 2014, 21:19
ისე მე მოგრძელო ფრჩხილი მქონდა ახალშობილი რომ მყავდა სახლში და არ გამიკაცწია ნამდვილად. ისე, მეც არ ვარ მომხრე გრძელი ფრჩხილებისsmile.gif ლაკზე არ მიფიქრია, ალბათ არ გავაპროტესტებsmile.gif

Posted by: KeP 6 9 Apr 2014, 23:37
SPC
იმის შიშით რომ არ წყენოდა, თავი დამცირებულად არ ეგრძნო და ათასი რამე, ეგრე ვიქცეოდი მეც
მერე უკვე ის იძლეოდა განკარგულებებს biggrin.gif ბოლოს გაუტია ძალიან და გავუშვი ....

ერთი იმიტომ არ ავიყვანე რომ გამაფრთხილა შავებში დავდივარო :
ვერც ვეტყოდი გაიხადე თქო და არც ის მინდოდა მგლოვიარე ქალთან ყოფილიყო ბავშვი, როცა სხვა არჩევანიც იყო

Posted by: natuluka 10 Apr 2014, 09:31
blblbl
QUOTE
რძელი ფრჩხილები არ გაგვკვირვებია მგონი არავის,ლაქის წასმის აკრძალვაზე იყო საუბარი,რომელიც ბავშვს არაფერს დაუშAვებს და იმ ძიზას სახლში ქმარი ელოდება მერე ემგობრებთან შეიზლება წავიდე ს და ა.შ. და რატომღაც მოუვლელი უნდა იყოს ?ძიძაც ადამიანია! რადგან ფულს უხდიან იმას არ ნისნავს რომ საკუთარ ცხოვრებაზე უარი უნდა თქვას

ისე ლაქი ისეთი რამაა რასაც მერე ვერ გაიკეთებს სახლიდან რომ გავა? ქმარი ულაქო ცოლის დანახვაზე ინტერესს თუ კარგავს სახლში გასვლის წინ რომ წაისვას ვერა? თუ არ მოსწონს ბავშვის მშობელს რა გახდა რომ წაიშალოს? ეგრე ყველა ბანკის ფრონტში იკრძალება ჭყეტელა ფერის ლაქი და არა მგონია ხალხი დამცირებულად გრძნობდნენ თავს და მოუვლელების შტაბეჭდილებასაც არ ტოვებენ

Posted by: Lomes 10 Apr 2014, 11:39
მინდა გირჩიოთ შილაკი, არ შორდება მანიკური 2-3 კვირა (მოსაშორებლადაც სალონში უნდა მიბრძანდეთ)


boli.gif

ყველგან არა,მაგრამ არის სალონები,კეთდება.თუ რამე,მომმართეთ და მიგასწავლით ))))


ხომ ლამაზია?

Posted by: natuluka 10 Apr 2014, 11:47
Lomes
QUOTE
მინდა გირჩიოთ შილაკი, არ შორდება მანიკური 2-3 კვირა (მოსაშორებლადაც სალონში უნდა მიბრძანდეთ)

2-3 კვირა ფრჩხილი რომ იზრდება იმ ადგილას უნდა იმატო თუ როგორაა საქმე smile.gif)))

Posted by: Lomes 10 Apr 2014, 11:50
natuluka

ინდივიდუალურად გადაწყდება ეგ დამქირავებლის მიერ



მე გრძელ ფრჩხილს არ ვიჩერებ ,10 დღეში ერთხელ ვიცვლი ფერსაც wink.gif

Posted by: Princess 10 Apr 2014, 12:12
ლაქი და გრძელი ფრჩხილები არა აქვს, ამიტომ არ მაქვს ეს პრობლემა. მაგრამ რა სუნამოს ისხამს და რომელ ფხვნილში გარეცხილი ტანსაცმელი აცვია, ვაქცევ ყურადღებას ))

შეგიძლიათ ტირანი მიწოდოთ ))

Posted by: ტაბუ 10 Apr 2014, 12:18
Princess
QUOTE
რომელ ფხვნილში გარეცხილი ტანსაცმელი აცვია
ეს რას ნიშნავს? როგორ ფხვნილში გარეცხილი უნდა ეცვას?

Posted by: Princess 10 Apr 2014, 12:19
ტაბუ
სუნი არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი, რომელი ფირმისაა არა აქვს მნიშნველობა, მე მაქვს უბრალოდ ალერგია და ამიტომ ეგრევე მხვდება ცხვირში მკვეთრი სუნი. იგივე სუნამოზეც.

Posted by: natuluka 10 Apr 2014, 12:24
Lomes
QUOTE
მე გრძელ ფრჩხილს არ ვიჩერებ ,10 დღეში ერთხელ ვიცვლი ფერსაც

10 დღე როგორ იჩერებ ლაქს ეგ მაინტერესებს, ფრჩხილი არ გეზრდება? მითუმეტეს თუ გრძელი ფრჩხილი არ გაქვს. მე მეზრდება მარტო ისე სწრაფად რომ 2 დღეში ახალამოსული ფრჩხილი ჩანს?

Posted by: killer 10 Apr 2014, 13:03
_იუზერნეიმი_
რა არ მოგეწონა? იასამნისფერი ვარდისფერი მელირებით?

Posted by: blblbl 10 Apr 2014, 14:36
natuluka
ყოველდღე ლაქის გაცილება წასმა შენი აზრით აკრგია ფრჩხილებისთვის?და რა შუაშია ჭყეტელა აკქი თუდნაც ტეთრი ესვას აქ ლაქზეა პრობლემა და არა ფერზე biggrin.gif
* * *
Princess
კაცო ეგ სხვა რამეა,სუნი შემაწუხებელია და შეუძლია გამოცვალოს,პლიუს შეინდან რომ გავა მაშინ მიისხას თუნდაც ,მითუემტეს ალერგიას გაძლევს და ლაქი სულ სხვაა და რა ვქნა ახლა biggrin.gif მაგარი შეურაცხყოფელია კიდევ ვამბობ ალქი არ წაისვას თქმა ჩემი აზრით,ფერს არ აქს მნიშვნელობა აქ ლაქის წასმაზე აქვთ პრობლემა და არა ფერზე smile.gif ან აი ვერ ვხვდები 2ლარიან ლაქვს ვხმარობ და რსდროს გამცვენიაროორ უდნა ცAცვივდეს საჭმელში ეგ მაინც ამიხსენით ვინმემ biggrin.gif

Posted by: SPC 10 Apr 2014, 14:48
blblbl
QUOTE
ყოველდღე ლაქის გაცილება წასმა შენი აზრით აკრგია ფრჩხილებისთვის?

http://www.radikal.ru

Posted by: garfield1 10 Apr 2014, 14:53
blblbl
ვაიმე ნინ, მე სადაც ვმუშაობ, უზარმაზარი ორგანიზაციია და გაყიდვების მენეჯერებს, ოფისმენეჯერებს, მოლარეებს და ყველას ვისაც კლიენტებთან აქვს ურთიერთობა, გარდა იმისა რომ ლაქის წასმა და გრძელი ფრჩხილების ტარება აქვთ აკრძალული, მკაცრი დრესკოდი აქვთ ასევე და აბა ვინმემ გაბედოს და თუნდაც კლასიკური სტილის ჯინსით , ან თმაგაშლილი, მოკლე იუბკით, ღია ფეხსაცმლით (თითები რომ ჩანს) ერთზე მეტი საყურით, გაუპარსავი წვერით და ასე შემდეგ მოვიდეს სამსახურში, ორი შენიშვნის მერე, ულაპარაკოდ დაატოვებინებენ სამსახურს, მაგრამ ამაზე ჯერ არავის გამოუთქვამს პრეტენზია და ძიძა რომ ასე ჩაგიდგება ჯიბრში, ჩემი აზრით ულაპარაკოდ უნდა გაუშვა .

Posted by: blblbl 10 Apr 2014, 14:57
garfield1
არა ძიძის ჯიბრიანობა მთავარი პრობლემაა აქ და არა ის რომ ლაქი უსვია,ეგ ქალი მარტო ლაქზე კი არა ყველაფერში ჩAუდგება ჯიბრში და მე აქამდეც გავუშვებდი biggrin.gif რას ქვია მეჯიუტოს და არ გაიგოს,მაგრამ კონკრეტულად ლაქი არ წაისვაზე აქვს საუბარი ამ სემტხვევაში,სხვა რომ არაფერს აშავებდეს,თორემ იმის მხიედვით რა მაგ ქალზე დაიწერა აქამდეც გასაშვები იყო biggrin.gif

Posted by: stasia 10 Apr 2014, 14:59
blblbl

ხან ძაან იცი ხოლმე რა გატევა biggrin.gif

არ უნდა დამქირავებელს ეს ოხერი მანიკური და რა ქნას


Posted by: garfield1 10 Apr 2014, 14:59
blblbl
ხოდა ლაქის არ წასმა , დამქირავებლის ბუნებრივი მოთხოვნაა კაცო, მე შეიძლება არ გამახსენდეს და არც მახსენდება მაგაზე შენიშვნის მიცემა, მაგრამ ვიღაცას არ მოსწონს და რადგან მუშაობ მასთან, როგორმე შეეგუე. რა არის ამაში საოცარი ვერ ვხვდები . ბებიების ჯინიანობა და თვითნებობა რომ არ შემიძლია , იმიტომ მყავს ძიძა და ამანაც იგივე რომ დამიწყოს, ვერ მოვუთმენ ნამდვილად

Posted by: blblbl 10 Apr 2014, 15:01
stasia
ხოდა არ მესმისთქო ვაჰ რომა რუნდა გასაგებია მაგრა ძიძას მოსთხოვო არ წაისვა არ მესმის და ხო შეიძლება არ მესმოდეს ვაჰ lol.gif თან საჭმელში იყრებაო და რანაირად იყრება საჭმელში ვერ ვიგებ,თორემ ამრთლა რამე ზიანს რომ აყენებდეს ბავშვს გავიგებდი კაცო biggrin.gif

Posted by: manine2013 10 Apr 2014, 15:04

Lomes
2 კვირაში ერთხელ შილაკის გაკეთებაში თუ ხარჯა ძიძამ მთელი თავისი ხელფასი კარგად ჰქონია საქმე

Posted by: SPC 10 Apr 2014, 15:06
blblbl
კარგი არ გესმის ნუ გესმის smile.gif აი ძმურად რა, მეტი ნუღარ დაწერ მაგას biggrin.gif

Posted by: ლუნა 10 Apr 2014, 15:12
ამ ლაქის წასმას თუ ამდენი გვერდი განხილვა მოყვებოდა არ მეგონა..

SPC ააფორიაქე ხალხი.. ! lol.gif

Posted by: SPC 10 Apr 2014, 15:13
ლუნა
QUOTE
ააფორიაქე ხალხი.

არა ბიჭო თან წავა წამოვა ისევ ამაზე დაიწყებს smile.gif ამიტოვ ვთხოვე რომ იქნებ მეტი აღარ განავრცო-თქო smile.gif

ვნახოთ აბა

Posted by: stasia 10 Apr 2014, 15:16
blblbl

http://www.picz.ge

givi.gif givi.gif რაღა დავწერო არ გესმის და biggrin.gif

შალვა ხარ ნათელაშვილი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: garfield1 10 Apr 2014, 15:17
stasia
შენ კიდე გოგო, სულ როგორ უნდა მასხრობდე biggrin.gif

Posted by: stasia 10 Apr 2014, 15:19
garfield1


აბა რა ვქნა ხომ არ ვიჩხუბებ, დაძაბულობას ვანეიტრალებ მე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SPC 10 Apr 2014, 15:33
stasia
:DDD რა როჟაა ეს ზანგი....

Posted by: Nanuuu 10 Apr 2014, 16:03
ეტყობა აქაურობას, დიდი ხანია "ფიზიოლოგიური VS საკეისრო" თემაზე არ ყოფილა თაქი და ეხლა ლაქზე ატყდა ერთი ამბავი biggrin.gif

Posted by: natalialuka 10 Apr 2014, 17:32

აუ ერთსაც ვიტყვი და გავალ smile.gif

კი უხარისხო 1-2 ლარიანი ლაკები არის ისეთი რომელიც ტყდება და იყრება აქა იქ, განსაკუთრებით საჭმელს თუ აკეთებ მართლა ტყდება

მე პირადად ბევრჯერ შემიმჩნევია და ვერ ვამუღამებ რომელი ლაკი ტყდება, მაგრამ ჭადის გამოვცობისას ხშირად შემხვდა წითელი ლაკის ანაფცქვნელი, ჩემი Fრჩხილის რა თქმა უნდა, აქედან დასკვნა, არც ფრჩხილი მაქვს გრძელი და რაც იკა გავაჩინე არც ლაკი წამისვავს

Posted by: stasia 10 Apr 2014, 17:45
natalialuka

QUOTE
ვერ ვამუღამებ რომელი ლაკი ტყდება


რომელიც ხელზე გისვია ის ტყდება, თუ სხვა რამეს გვეკითხება ამოცანა? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: natalialuka 10 Apr 2014, 17:47
stasia

ფირმა რომელი ფირმა biggrin.gif

ფარმასი მესვა ხოლმე ისიც ტყდებოდა კისერში

Posted by: მანანიკო 10 Apr 2014, 18:18
ძიძებთან არაფერ შუაშია და ერთხელ დამავიწყდა ლაქის მოცილება და მოვზილე ცომი, შედეგად ვარდისფერი ნაწილაკები შეხვდა ჩემს დედამთილს ხაჭაპურის ნაჭერში და მოვკვდისირცხვილით biggrin.gif. ის კი მამშვიდებდა ხდება ასეთებიო, მაგრამ ჩემი დაუდევრობის ბრალი, ხომ იყო? რა არის იმაში დაუჯერებელი, რომ მანიკური გაგეცალოს საქმის კეთების დროს?

Posted by: Nanuuu 10 Apr 2014, 18:40
QUOTE
რომელიც ხელზე გისვია ის ტყდება, თუ სხვა რამეს გვეკითხება ამოცანა?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif შენ გაიხარე კააარგად გამეცინა biggrin.gif

Posted by: iyoarabets 11 Apr 2014, 16:04
გამარჯობა smile.gif
მყავს ერთი თვის პატარა და ვეძებ ძიძას, რომელიც კვირაში 5 დღე დამჭირდება 11დან 7მდე. თუ ვინმეს გეგულებათ სანდო და გამოცდილი ადამიანი გთხოვთ მომწეროთ. თუ რუსულენოვანი იქნება მითუკეთესი smile.gif

Posted by: crane 11 Apr 2014, 16:05
ძიძა უნდა იყოს რბილი ხასიათის,დედას უნდა უქმნიდეს კომფორტს,მისი მოსვლა უნდა უხაროდეს,დაიმედებული მიდიოდეს სამსახურში,სარეცხი,საჭმელი,უთო,ბავშვის ოთახი,უჯრები,იატაკიც თუ ბავშვი მოძრაობს, მისი საქმეა.მე ასე ვმუშაობ და დედებთან პრობლემა არ მქონია.

Posted by: piki-a 15 Apr 2014, 19:19
ვეძებ რუსულენოვან ძიძას, კვირაში ორი დღით, შაბათს და კვირას. გთხოვთ, თუ ვინმე იქნა მსურველი მომწერეთ პმ ში

Posted by: Hektorinia 16 Apr 2014, 03:57
ჩვენს ძიძას ძალიან უხდება წითელი პომადა, ბავშვსაც მოეწონა (მე არ ვხმარობ, ამიტომ ბავშვისთვის აღმოჩენა იყო), ეტყობა, სთხოვა მისთვისაც წაესვა, თამაშ-თამაშით წაუსვა ერთ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულმა ქმარმა წითელპომადიან კესოს მსუბუქად დასცინა. მეც ავყევი. არცერთს არ გვითქვამს პირდაპირ, რომ ბავშვს პომადა არ უნდა წაუსვას. მით უმეტეს, რომ თვითონ არ უნდა იხმაროს. რატომაც არა?!

იმ დღიდან, პომადიანი აღარ გვინახავს smile.gif

როცა მარტო დავრჩით, კესოს ავუხსენი, რომ სხვისი პომადის წასმა არ შეიძლება, რომ შეიძლება სტომატიტი გადაედოს. ძალიან ეშინია სტომატიტის smile.gif

ბედნიერებაა, როცა ძიძას უსიტყვოდ ესმის.

და საშინელება, როცა სიტყვითაც ვერ აგებინებ sad.gif






Posted by: buskunia 23 Apr 2014, 18:17
გამარჯობა
მჭირდება ძიძა კვირაში 3 დღე. 12დან 3 საათამდე.ორ ბავშვს უნდა მიხედოს.წლინახევრის და 6 თვის. უმჯობესია მუხიანში მცხოვრები თუ იქნება და გამოცდილი თავისთავად. ორივე გოგონაა,მშვიდი ბავშვები არიან. ანაზღაურება შეთანხმებით
ვინმე თუ იცით რომ აწყობს ასეთი გრაფიკი და პირობები პმ-ში მომწერეთ

Posted by: DOLPHIN 30 Apr 2014, 16:40
სიფრთხილეს თავი არ სტკივა, FB-ზე გავრცელდა:

user posted image

Megobrebo tu vinmes gecnobat an BAVSHVI an DZIDZA gtxovt gaagebinot mis mshoblebs es qali dzalian cudat eqceva bavshvs rac gamoixateba cemashi! Kvirilshi! Uxesh mopyribashi da sxva bevr rameshi GTXOVT GAAVRCELET!!! Mziurshi xdeba es yvelaferi teritoriac rom gaitvaliscinot!

sad.gif

Posted by: marguerite 30 Apr 2014, 16:45
QUOTE
Megobrebo tu vinmes gecnobat an BAVSHVI an DZIDZA gtxovt gaagebinot mis mshoblebs es qali dzalian cudat eqceva bavshvs rac gamoixateba cemashi! Kvirilshi! Uxesh mopyribashi da sxva bevr rameshi GTXOVT GAAVRCELET!!! Mziurshi xdeba es yvelaferi teritoriac rom gaitvaliscinot!

ამდენი რამე ერთად აღმოაჩინეს?
თუ მანამდე შენიშნეს რომელიმე ზემოაღნიშნულში, რატომ დატოვა მშობელმა შვილი ისევ მასთან?!

შავ პიარს გავს boli.gif

Posted by: garfield1 30 Apr 2014, 16:46
marguerite
არა რა შავ პიარს, პარკში აღმოაჩინეს და იქ ვინც იყო , ყველა ეჩხუბა ამ ქალსო, დიდი ჩხუბი იყოო sad.gif რაში სჭირდებათ შავი პიარი

Posted by: stasia 30 Apr 2014, 16:50
QUOTE
შავ პიარს გავს 



ხო თვითონ უნდოდა მაგ ფოტოს ავტორს მუშაობის დაწყება ძიძად და ჩალიჩობს ადგილს






















givi.gif

რაის შავი პიარი ხალხო biggrin.gif

Posted by: marguerite 30 Apr 2014, 16:50
აა, მე მეგონა, მშობელმა გაავრცელა ინფორმაცია ცუდ ძიძაზე, არასწორად გავიგე, ე.ი.

------

Posted by: nopiahopi 30 Apr 2014, 16:50
იმდენია ეგეთი საზიზღარი ძიძა..
იქნებ როგორმე გააგებინონ მშობლებს..
ცემით არ უცემია, მარა დედაჩემმა საკუთარი თვალით ნახა, ბავშვი ტიროდა და ძიძამ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ბავშვს ჩაუდო პირში საწუწნად, რომ დაწყნარებულიყოო..

Posted by: Mafanya 30 Apr 2014, 16:51
ეგრე ჩემი მეგობრის ბებია ასეირნებდა ბავშვს ვაკის პარკში, თავის შვილიშვილს და გაიგონა ორი ძიძა მუსაიფობდა, რაღაც წამალზე, იმას ვასმვე და ძინავს მთელი დღეო, ჰოდა გაყვა ჩუმად და მერე საღამოს მივიდა და მშობლებს უთხრა. მერე რა მოხდა არ ვიცი sad.gif

Posted by: marguerite 30 Apr 2014, 16:53
QUOTE
ეგრე ჩემი მეგობრის ბებია ასეირნებდა ბავშვს ვაკის პარკში, თავის შვილიშვილს და გაიგონა ორი ძიძა მუსაიფობდა, რაღაც წამალზე, იმას ვასმვე და ძინავს მთელი დღეო, ჰოდა გაყვა ჩუმად და მერე საღამოს მივიდა და მშობლებს უთხრა. მერე რა მოხდა არ ვიცი

მერამდემე ინტერპრეტაციას ვკითხულობ ამ ამბისას :შ

გაზის შეფუნთქებასა და არყიანი საფენის დადებაზე წერდნენ ადრე.

Posted by: stasia 30 Apr 2014, 16:58
sopiasopi
Mafanya

ალყა-ალყა უნდა დაჭრა ეგეთი ძიძა და ღორებს აჭამო მერე

Posted by: garfield1 30 Apr 2014, 17:01
იპოვეს მშობელი უკვეო, ფბ-ზე დაპოსტეს

Posted by: nopiahopi 30 Apr 2014, 17:03
Mafanya
კი, სმაწუხაროდ ბევრი შემთხვევაა. ერთს მიუვიდა ხმა ეგრე, ეზოში უთხრეს, ბავშვს ვინც ასეირნებსო, სულ სცემსო, ჰოდა ისიც შეამჩნია, რომ ბავშვი ძიძასთან სულ კარგად იძინებდა, შაბათ-კვირა არა. ჰოდა გაუკეთა ანალიზი ბავშვს და ტრანკვილიზატორებით თუ რაღაცეებით გაჭყეპილი აღმოჩნდა ბავშვი. უჩივლეს ძიძას რა თქმა უნდა.. გაგრძელება აღარ ვიცი sad.gif
stasia
მაგაზე უარესი ეკუთვნით..

Posted by: Dido 30 Apr 2014, 17:04
DOLPHIN
ვსიო იპოვეს მშობლები და მიიღებენ შესაბამის ზომებს. ახლა ეს სურათI პირველ გვერდზე დავდოთ ძიძების შავ სიაში. ადმინებს ვთხოვ დახმარებას.

Posted by: tikusha 30 Apr 2014, 17:07
garfield1
QUOTE
იპოვეს მშობელი უკვეო, ფბ-ზე დაპოსტეს

ვაიმე sad.gif წარმომიდგენია საწყალი მშობლები

ოხხხ რა საშინელებაააა ვიღაც რომ შენს შვილს ეჩხუბება, ვიღაც კი არა დედაჩემმა რომ უყვიროს იმას ვერ ავიტან

Posted by: Mafanya 30 Apr 2014, 17:14
marguerite
QUOTE
მერამდემე ინტერპრეტაციას ვკითხულობ ამ ამბისას :შ

ჰო არ ვიცი სხვა ინტერპრეტაციები, მე პირველწყაროდან ვიცი ეგ ამბავი, მაშIნ გათხოვილიც არ ვიყავი და მაშIნვე გადავწყვიტე რომ ძიძას არ დავუტოვებდი ბავშვს არასოდეს.

Posted by: DOLPHIN 30 Apr 2014, 17:50
Dido
QUOTE
ვსიო იპოვეს მშობლები და მიიღებენ შესაბამის ზომებს

up.gif

Posted by: coroline 30 Apr 2014, 21:12
დღეს ლაპარაკობდნენ ძიძები ეზოში , რა კარგი იყო ადრე, ერთი კარგი სახინკლე გვქონდა დამუღამებული აქვე წყნეთშიო , ავიდოდით შუადღისას კალიასკებით იქ და საღამომდე ვრჩებოდითო. ბავშვები კალიასკებში, ჩვენ ვქეიფობდითო. არ ვიცი , ალბათ ყველა დედას ყავს ბავშვი წაყვანილი ბარში , ან თუნდაც სახინკლეში, მაგრამ ნეტავ იმ ბავშვების დედებმა თუ იცოდნენ სახინკლეში რომ დადიან ძიძები სამუშაო საათებში ბავშვებთან ერთად, მერე ერთმა ძიძამ მორიდებით უთხრა , თქვენ რა კარგი სამსახური გქონიათ გოგოებო, მე სამუშაო საათებში არსად არ მივდივარ ბავშვთან ერთადო. შაბათ-კვირას თუ გინდათ წავიდეთო.

Posted by: anuka2009 3 May 2014, 20:38
coroline
წყნეთში არ ვიცი და წითელ ბაღში ვიცი, ჩემი ძიძა დაპატიჟა მეგობარმა, გამოდიო, აქვე ითამაშებენ ბავშვები და ჩვენ ხინკალი ვჭამოთო, მასე ვშვებით აქ გოგოებიო smile.gif

Posted by: Tikk 3 May 2014, 23:00
ვკითხულობ და თმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ სასწაული ძიძა გვყავს biggrin.gif არც საათებს მითვლის, არც სიყვარულს და სითბოს აკლებს ბავშვს, საკუთარი შვილივით უყვარს თითქმის, აქამდე ძიძად არასოდეს უმუშავია, მხოლოდ საკუთარი შვილები ჰყავს გაზრდილი smile.gif არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ძიძად ვეღარც აღვიქვამ, ისიც და მისი ოჯახის წევრებიც უკვე ძალიან ახლობლები არიან ჩემთვის smile.gif

მართა რომ წამოიზრდება, შემდეგი შვილებისთვის დაგითმობთ biggrin.gif

Posted by: nikotea 4 May 2014, 12:18
გოგოებო გამარჯობა.ძიძას ვეძებ რუსულენოვანს.თუ ვინმემ იცით სანდო კარგი ძიძა იქნებ მირჩიოთ.ბავშვი 4წლის ხდება და მეორეს ველოდები ზაფხულში.ვცხოვრობ 300 არაგველებთან

Posted by: Princess 6 May 2014, 15:33
ისევ ვეძებ ძიძას...

თუ ვინმე იცით ნორმალური ადამიანი, რომ აზროვნებდეს და ყველაფერზე მითითება და დაღეჭვა არ სჭირდებოდეს, მომწერეთ

ბავშვი არის 6 თვის

Posted by: jaa 6 May 2014, 16:20
ამდენი რაღაც რო წავიკითხე ძაან დამაინტერესა რას შვებიდა ჩემი ძიძა ბავშვთან ერთად მთელი დღის განმავლობაში და დღეს ლეპტოპი დავტოვე ჩართული შუადღეს შევედი და ვიდეოთვალი ჩავრთე. ისე ეთამაშებოდა, ეფერებოდა და კოცნიდა გული გამითბა <3

Posted by: Lady_Bird 7 May 2014, 10:18
ძიძებს რამდენს უხდით საშუალოდ.? 450 ლარი ძვირია თუ ნორმალური ფასია 10 თვის ბავშვისთვის.
* * *
ეზოში რასაც ძიძებს ვუყურებ ყველა ლანძღავს ბავშვის მშობლებს, ძალიან ცინიკურად საუბრობენ ხოლმე. ერთი ნორმალური არ მინახავს ჯერ. საშინელებაა რა.

Posted by: garfield1 7 May 2014, 10:22
Lady_Bird
მე 450 ვუხდი, შაბათ-კვირას ისვენებს

Posted by: ninia11 7 May 2014, 10:48
garfield1
ნინ რა გრაფიკზე ხართ მოლაპარაკებულები? მე 6მდე მყავს და ეგ ცოტა მოუხერხებელია.

Posted by: ქინქლა 7 May 2014, 10:49
QUOTE
მაგრამ ნეტავ იმ ბავშვების დედებმა თუ იცოდნენ სახინკლეში რომ დადიან ძიძები სამუშაო საათებში ბავშვებთან ერთად,

ჩვენი პირველი ძიძა სახინკლეში არ იყო, პარკში წაიყვანა ბავშვი ზაფხულის ცხელ დღეს ჩემს დაუკითხავად და ეგ გახდა მიზეზი მისი გაშვების. რომ ეთქვა შეიძლება გამეშვა კიდეც, დავუშვათ ვინმე მეგობრის ნახვა თუ უნდოდა იქ, იმდენად კარგი ურთიერთობა გვქონდა;პ მაგრამ მოგვიანებით სურათებით რომ დავადგინე სად იყო, თან ჯიუტად ისევ რომ მიმტკიცებდა სახლის წინ სკვერში ვიყავითო, ეგ ვერ ვაპატიე.

Posted by: garfield1 7 May 2014, 10:54
ninia11
10ის ნახევრიდან 7მდეა , ცოტა თუ დამაგვიანდა არც ეგაა პრობლემა. ზოგჯერ კვირის დღეებში დედაჩემთან თუ ვარ, შაბათობით ვიბარებ ხოლმე, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: ninia11 7 May 2014, 10:56
garfield1
QUOTE
მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ

რამხელა ბედნიერებაა წყნარად რომ ხარ.

Posted by: Nanuuu 7 May 2014, 11:03
jaa
QUOTE
დღეს ლეპტოპი დავტოვე ჩართული შუადღეს შევედი და ვიდეოთვალი ჩავრთე. ისე ეთამაშებოდა, ეფერებოდა და კოცნიდა გული გამითბა <3

ეს როგორ ქენი მასწავლე რაა? რამე პროგრამით თუ როგორ? smile.gif

Posted by: makavel1 7 May 2014, 11:34
გოგოებო სახლში მინდა დამხმარე კვირაში 2 დღე, ზოგჯერ სახლში მომეხმარება ზოგჯერ ბავშვებს დაიტოვებს ( მარტო არ იქნება ბავშვებთან) ვინმე ნორმალური გამოუშვით თუ იცით

Posted by: busxuna1 7 May 2014, 15:09
გოგოებო, ჩემი ძმიშვილების ძიძას მინდა გავუწიო რეკომენდაცია. ბავშვები გაიზარდნენ, აღარ სჭირდებათ ძიძა და ჩემი რძალი თავს იკლავს, ვინმე უნდა ვუპოვო, ისეთი კარგი ქალია, უმუშევარს ვერ დავტოვებო. მოკლედ, 40 წლის ქალია, ძალიან სუფთა, მოწესრიგებული და გიჟდება ბავშვებზე. თან იყო გადაყოლილი ჩემს ძმიშვილებს. ოთხი წელია ჩვენთან არის და ერთხელ არ გვქონია პრობლემა, ჩემი რძალი ისეთი გიჟი დედაა, ვერავის ანდობდა ბავშვებს, ამ ქალის გარდა. არადა თავიდან რომ მოვიდა, ჭარბწონიანია და ცოტა ცხვირი აიბზუა, როგორ მოუვლის ბავშვებს, მოძრაობა დაეზარებაო, მაგრამ მოკლედ, ძაან მაგარი ვინმე აღმოჩნდა. ჩვენ 450 ლარს ვუხდიდით, 10-დან 8 საათამდე მუშაობდა და შაბათ-კვირას ვასვენებდით. მოკლედ, თუ ვინმე დაინტერესდებით, დანარჩენს პირადად მოგწერთ. ამდენ ხანს უმუშევარი ვერ დამიცდის, თორე ოქტომბერში მეც ველოდები smile.gif

Posted by: Princess 7 May 2014, 16:05
busxuna1
სად ცხოვრობს? 2 ბავშვს უვლიდა 450ლარად?

Posted by: busxuna1 8 May 2014, 11:31
Princess
დედაჩემიც სახლში იყო და ძირითადად პატარას მოვლა უფრო უწევდა. რუსთავში ცხოვრობს, მაგრამ რა ვიცი, არ გასჭირვებია საბურთალოზე სიარული, არასდროს არ დაუგვიანია. ნუ, მოკლედ, კარგი ქალია, ძალიან გულიანი, მოვალეობის მოხდის გამო არ უვლიდა ბავშვებს.

Posted by: Nanuuu 8 May 2014, 11:45
busxuna1
რუსთაველი აქ ვააააააააააარ!!! მეც მჭირდება ძიძა smile.gif
ოღონდ 1 ბავშვი მყავს და 200-250 ლარზე მეტის გადახდას არ ვაპირებ. კითხე მინც აბა

Posted by: busxuna1 8 May 2014, 12:03
Nanuuu
მომწერე შენი პირობები და ვეტყვი. smile.gif

Posted by: Princess 8 May 2014, 12:42
Nanuuu
გითმობ biggrin.gif არ მაწყობს რუსთაველი

Posted by: Nanuuu 8 May 2014, 13:24
Princess
QUOTE
გითმობ

biggrin.gif მადლობა. მეც ვთვლი რო ძიძა უნდა ცხოვრობდეს იმ ქალაქში სადაც ხარ და + თუ ახლოს ცხოვრობს მთლად უკეთესი smile.gif
busxuna1
პმ-ში მოგწერ :*

Posted by: jaa 8 May 2014, 18:40
Nanuuu
გოგო სკაიპი ჩავრთე და ეგ იყო

Posted by: KeP 6 8 May 2014, 22:41
Lady_Bird
კი ნორმალური ფასია ანუ ძალიან ძვირი არი არის
ვერის ბაღში მეც ხშირად დამინახავს რომ ოჯახზე ჭორაობენ და გუნდურად ყველა ძიძა იგებს ოჯახის ამბებს

მეზომელმა მომიყვა, ჩემი დაქალი იყო ძიძა და მთელი დღე ჩემთან მოდიოდა სახლში და ვჭორაობდითო
ოჯახს ეგონა რომ ასეირნებდა და ამას გამოკეტილი ყავდა და სიგარეტს ეწეოდა

Posted by: Hektorinia 10 May 2014, 00:23
ვეძებ ძიძას, სასურველია ჰქონდეს სამედიცინო განათლება.

Posted by: DOLPHIN 13 May 2014, 11:37
კიდევ. sad.gif

http://aianews.ge/index.php?newsid=1632

Posted by: khatunakhatuna 13 May 2014, 11:53
გამარჯობა, გთხოვთ დამეხმაროთ sad.gif ვეძებ ძიძას. იქნებ ვინმე უშვებთ ან იქნებ უბრალოდ გაქვთ ვინმეს კოორდინატები, რომელსაც თქვენთან არ უმუშავია.

Posted by: makuna1980 13 May 2014, 14:15
QUOTE (DOLPHIN @ 13 May 2014, 11:37 )
კიდევ. sad.gif

http://aianews.ge/index.php?newsid=1632

იცით რა მაინტერესებს, 3-4 წლის ბავშვი არაა ისეთი პატარა რომ დედას ვერ გააგებინოს როცა ასე ცუდად ექცევა ვინმე...მითუმეტეს წერენ სასტიკად ცემაო...მე ისეთი მანიაკი ვარ ლამის მილიმეტრობით ვათვალიერებ ჩემ შვილს ყოველდღე ბანაობისას და თითო წერტილით ვინტერესდები (თნცა ჯერ ძიძას საბაბი არ მოუცია და იმედია არც მექნება) და ნეტა ბავშვს ასეთი მოქცევის მერე არაფერი არ ეტყობა ან ხასიათზეც ვერ მიხვდება მშობელი? მეც ძიძასთან ვტოვებ და გული მიკვდება ასეთ რაღაცეებს რომ ვკითხულობ ხოლმე...

Posted by: busxuna1 13 May 2014, 15:02
აი, არ ვიცი რა, ჩემს შვილს რომ ვინმე ამის მიმსგავსებულადაც კი მოექცეს, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ და ცემა როგორ უნდა ვაჩვენებ. მაგიჟებს ეგეთი ისტორიები sad.gif

Posted by: ABAHE 21 May 2014, 15:48
კითხვა მაქვს, გოგოებო რამდენ უხდით ძიძას?
ეხლა ცოტა გაღიზიანებული ვარ მაგ საკითხზე, ახლობელი ავიყვანე, დილით 9:30-ზე ბავშვს ვახვედრებ ნაჭამს და ჩაბანილ-ჩაცმულს, არ ევალება ბავშვის ტანსაცმელი, არც ჰიგიენა, აჭმევს, ასეირნებს აძინებს და ვსო. 6ზე მივიდვარ სახში + -10 წუთი, გახდას მაცდის და ეგრევე გარბის, ესე მგონია სულ საათზე იყურება. ნუ კვებით რასაც უნდა იმას ჭამს და როცა უნდა, არავინ უთვლის და არც არავინ უკონტროლებს. შაბათ-კვირას ისვენებს, დასვენების დღეებშიც.
ხო, შუადღეზეც შევენებაზე გადავდივარ სახლში და იმ პერიოდშიც (1 საათი) ვეხმარები.
ერთი ორჯერ შეაგვიანდა ასე 2-3 საათი, მაგრამ იმ დღეებშიც ასე გაიქცა, მე არაფერი მითქვია მაგრამ შეიძლებოდა იმისთვის მაინც მოეცადა რომ რამე მეჭამა.
არც დიდად თავს არ იწუხებს, ბავშვი ხშირად ჩასაბანი და პირდასაბანი დამხვედრია. მარა ეფერება, ვიცი რომ არაფერს უშავებს და მაგიტომ არ მაქვს პრობლემა. სულ 4 თვეა ჩვენთანაა, ამასობაში რამდენჯერმე ოჯახური მიზეზების გამო გათავისუფლდა, არც ეგ გამიხდია პრობლემად. სტაბილურად ვუხდი 300 ლარს, დაგვიანების, გაცდენის თუ სხვა მიზეზების მიუხედავად.
ხოდა ეხლა უთხრა ჩემ ახლობელს, მაგათთან ხათრის გამო ვმუშაობ თორე მანდ რა ივლიდაო, (ისანში ვართ).
მე მეგონა კარგი გავაკეთე ჩემთვისაც და იმისთვისაც, არ აქვს არანაირი გამოცდილება, არც თავს იწუხებს და იღლის დიდად, და მიუხედავად ყველაფრისა აქეთ გამოვედი კიდევ დავალებული. ეხლა მინდა შევცვალო, მაგრამ ბავშვზე მეშინია, პატარაა და ეგრე ვერ ვენდობი უცხოებს და რა ვქნა აღარ ვიცი.
მაინტერესებს თქვენ რა პირობებში გყავთ, ან რამდენს უხდი, იქნებ მართლა ცოტას უხდი ან ბევრს ან რამეს ისე ვერ ვაკეთებ, აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო.

Posted by: Princess 21 May 2014, 15:53
ABAHE
მეც 300ლარს ვუხდი მოდის დილით 9აზე და 7ამდეა.
ეს ვერ გავიგე რომ გიწერია, ბავშვის ტანსაცმელი და ჰიგიენა არ შედისო?? აბა რას აკეთებს?
ბავშვი რამდენი წლისაა? ჩაბანა არ სჭირდება?

Posted by: Mafanya 21 May 2014, 16:02
ABAHE
QUOTE
ხოდა ეხლა უთხრა ჩემ ახლობელს, მაგათთან ხათრის გამო ვმუშაობ თორე მანდ რა ივლიდაო, (ისანში ვართ).
მე მეგონა კარგი გავაკეთე ჩემთვისაც და იმისთვისაც, არ აქვს არანაირი გამოცდილება, არც თავს იწუხებს და იღლის დიდად, და მიუხედავად ყველაფრისა აქეთ გამოვედი კიდევ დავალებული. ეხლა მინდა შევცვალო, მაგრამ ბავშვზე მეშინია, პატარაა და ეგრე ვერ ვენდობი უცხოებს და რა ვქნა აღარ ვიცი.

ჯობია უთხრა რაც გაწუხებს, ბავშვი რომ უნდა ჩაბანოს და პირი დაბანოს მაგაზე არც უნდა სჭირდებოდეს თქმა, მაგრამ მაინც, ხათრით რომ მუშაობს მაგაზეც ჯობია პირდაპირ კითხო, უნდა თუ არა მუშაობა.
რაც შეეხება რანარჩენ მიზეზებს,რომ მიდიხარ და გარბის ეგრევე, მაგაზე მართლა ვერაფერს იტყვი, მითუმეტეს გარეუბანში თU ცხოვრობ, მამიდაჩემი მიზრდის ბავშვებს და საბურთლოდან დადის დიდ-დიღომში,სახლში მოვდივარ თუ რა ტყვიასავით მიქრის, თU შემგვიანდა ვისვამ მანქანაში ბავშვებთან ერთად და მივფრინავთ რომ ბოლო მარშუტკას მაინც მივუსწროთ, ანუ ტრანსპორტის ამბავში რა, რომელიღაც ერთი ნომერი გვაწყობს და თუ გაგასწრო შეიძლება 1 საათში მოვიდეს ან აღარ მოვიდეს საერთოდ.ზამთარშI მაინც ძალიან რთულია.

Posted by: ABAHE 21 May 2014, 16:12
Princess
10 თვისაა, მე ვურეცხავ, ვაუთოებ, წინსაფრებასც კი არ რეცხავს. წინა კვირას ჩავყარე პარაშოკიან წყალში და დავტოვე, მაინტერესებდა რამდენი დღე იდგებოდა, ზუსტად 3 დღე იდგა არ ამორეცხა.
ანუ დილით თუ დაუბარებ ჩამოუწერ კი გააკეთებს, მაგრამ საკმარისია არ მივუთითო რომ ეგრეა.
დღეში 3ჯერ აძინებს, ასე 2 საათამდე, ანუ ჯამში გამოსდის 6საათი ძილი, დღე, აქამდე მიხაროდა, მეგონა კარგი იყო ბავშვისთვის და ეხლა ყველა მეუბნება რომ ღამე იმიტომ არ გვაძინებს მე და ჩემ ქმარს და ვერ ძინავს კარგად რომ დღე ძინავს ბევრი.
თავიდანვე ჩემი ბრალი ის იყო, რომ ზემოთაღნიშნული ხელფასის გამო რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს, პირველი ბავშვია, სხვაზე მიბარებაც გამიჭირდა ამიტომ მაქსიმალურად ვიტვირთავდი თავს და ვუმსუბუქებდი საქმეს, მაგრამ ეხლა ისე გადავიღალე და ისე ცუდად ვარ ვგრძნობ მე თვითონ წავიქცევი მალე.
კი ახლოს არაა, ტრანსპორტი უწევს, მაგრამ დადის ეს ტრანსპორტი უპრობლემოდ ჩვენთან ზედ გზისპირზე ვართ მილიონი მარშუტკა და მეტროა ბოლო ბოლო.
ისე დღეს გაბრაზებულზე ვფიქრობდი, მე სტაჟირებაზე 1 წელი სულ უფულოდ დავდიოდი, ნახევრად მშIერი და მერე კიდე ერთი წელი 60ლარზე ვმუშაობდი კვირაში 6დღე 9-დან 9-მდე. მისი რა გადასახდელია, მაგრამ დამქირავებლებზე რომ ბრაზობენ, ფაქტია, ხელფასი ყველას უნდა მაგრამ ბოდიშით და ტრაკის განძრევა ყველას ეზარება

Posted by: Lady_Bird 21 May 2014, 16:46
ABAHE


ახლობლებთან ყოველთვის ეგრე, გგონია რომ შენ კარგი საქმე გაუკეთე და სინამდვილეში იქით დაგადებენ ვალს

Posted by: ლუნა 21 May 2014, 16:57
ABAHE

10 თვის ბავშვს დღეში სამჯერ ძილი არ სჭირდება როგორც წესი, უმრავლესობას ორჯერ სძინავს..

Posted by: coroline 21 May 2014, 16:58
ABAHE
ჯობია მიუთითო ხოლმე რა გააკეთოს, ისე რომ არ ეწყინოს. თხოვე რომ დღეში ერთხელ მაინც ჩაბანოს ბავშვი და ხელ-პირი ხშირ-ხშირად. მენინგიტია მოდებული და ძალიან მეშინია თქო. ტანსაცმელს და წინსაფრებს სარეც მანქანაში არ ურეცხავ?

Posted by: ABAHE 21 May 2014, 17:09
coroline
ტანსაცმელს კი, მაგრამ წინსაფრებს ხშირად სვრის და მანქნაში არ მიღირს, ისედაც 1 საათი რეცხავს მანქანა, რა უნდა ხელით ზუსტად 2 წამში ვრეცხავ როცა სახლში ვარ, ჭამის მერე ეგრევე ვხსნი და ვრეცხავ. თან ისედაც იმდენი წინსაფარი მაქვს 2დღე მაინც ეყოფა სულ რო არაფერი.
ალბათ სექტემბრიდან შევცვლი, უკმაყოფილო რო იყო ვერ წარმოვიდგენდი. მირჩევნია ვინმე ისეთი, ვისაც ჭირდება სამსახური და ხელფასი. რაც მთავარია ახლობლებს აღარ ავიყვან და დავაყენებ ვიდეოთვალს.

Posted by: Princess 22 May 2014, 14:06
ABAHE
შეცვალე ჯობია. ძალიან ცოტა რამე ევალება როგორც ვხედავ და მაინც უკმაკოფილოა. ისე გირჩევ ახალ ძიძას რომ აიყვან, ჯერ გამოსაცდელი ვადით აიყვანე, არ ენდო გამოცდილება მაქვს და ა.შ; (მეც ასე უნდა გამეკეთებინა, რომ დავუჯერე მის ზღაპრებს!!!) და ტავიდანვე დაავალე რაც გინდა რომ გააკეთოს. რასაც არ ეტყვი ნუ გგონია რომ მივხდება...დეტალურად აუხსენი რა უნდა გააკეთოს და როგორ! ფულზეც იგივე, არ მოსწონს...კარგად იყოს, იპოვი სხვას.

შევწუხდი უკვე რაა ამ ძიძების დატრეინინგებით! იქით ფული უნდა უხადო და კიდე ასწავლო რა და როგორ, ტან 1-2ჯერ რომ ყოფნიდეს ახსნა კიდე არაუშავს.

Posted by: Blur 22 May 2014, 16:27
ABAHE
QUOTE
სტაბილურად ვუხდი 300 ლარს,

არ ვიცი ისნის სტავკები და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ ანაზღაურებაზე, მაგრამ როცა ადამიანი რაღაც ანაზღაურებას და საქმეს თანხმდები მერე არ უნდა დაიწყო რადგან ცოტას მიხდიან არ გავაკეთებო. სამსახურშI რომელიმე მასე იქცევა? თუ კი უფროსები რას ამბობენ ნეტავ? biggrin.gif
ბავშვის ტანსაცმლის გარეცხვა, საჭმლის მომზადება, ჰიგიენა და ის ყველაფერი რაც ბავშვის მოვლასთან კავშირშია უნდა გააკეთოს ძიძამ და იმ მიზეზით რომ ვაიმე ხელფასი ეცოტავება და ამიტომ არ აკეთებს ზარმაცობაა სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
დაელაპარაკე ჯერ თუ ნამდვილად დავალებულად გრძნობს თავს და ამიტომ დადის, მასეთის გაჩერება შიეძლება არც გიღირდეს, თუ უნდა დარჩენა კიდევ ნელ-ნელა მიუთითე სათითაოდ ყველაფერზე, ვთქვათ იქნებ წინსაფარი სადილობის მერე მაშინვე ამორეცხო ლაქავდებათქო ან რამე მსგავსი რომ მოიფიქრო ყველა მიზეზზე biggrin.gif
ახლობლის აყვანას ეგ მინუსი აქვს რომ ვერ ეუბნები შენიშვნას, სამაგიეროდ დიდი პლიუსი აქვს რომ ინდობა.

Posted by: marina1957 25 May 2014, 02:25
მიკვირს, 6 საათი როგორ ძინავს? 3ბავშვი გავზარდე და ამდენი არცერთს უძინია,კიდევ500ლარზეც ვმუშაობდი და350ზეც მაგრამ მთელი ოჯახის სარეცხს ვაუთოვებდი, ყოველდღე 4ოთახიან ბინას სველ ტილოს ვუსვამდი,სამზარეულოს სრულ წესრიგში ვახვედრებდი,ჩაბანაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა დაჭირდეს ძიძას.უჯრები, ბავშვის თეთრეულის გამოცვლა, ეს ელემენტალურია.

Posted by: Xatuka 25 May 2014, 20:54
ABAHE

მოკლედ გარეთ დავჯექით ვიღAაც ქალ და ბავშვთან . Mანამ შორიდანვე ვხედავდი რო ეთამაშებოდა ბავშვს, რო დავჯექით მერეც ძან თბილად ექცეოდა, არც მიფიქრია რო დედა არ Iყო. მერე დამიწყო კითხვა თუ რას ვაჭმევდი , და ეგეთები.. Mოკლედ ლაპარაკში მოაყოლა რო ძიძა Iყო და ძან გამიკვირდა ( ზოგიერთI ძიძის გადამკიდე smile.gif)) 300 ლარად მუშაობს 10 ის ნახევრიდან 7 ის ნახევრამდე. Vკითხე იაფი არაამეთქი? მიღირს რადგან იპოდრომთან ვცხოვრობ და ვაჟას Mე 7 კვარტალში მაქ მოსასვლელიო. თან ბავშვი გამოზრდილიაო ( 8,5 თვის იყო) ისე რომელიღაც სააგენტოდან იყო, მარჯანიშვილზეა ( თუ სწორად მახსოვს) ოფისიო იქნებ Iცოდეთ ( მეც Mაინტერესებს).
* * *
რეები მიწერია ექსტრემალურ სიტუაციაში ვწერდი ბავშვთან ერთად biggrin.gif შინაარსს მიხვდებით რაც მთავარია smile.gif)

Posted by: Sweet Paloma 25 May 2014, 22:10
Xatuka
მარჯანიშვილზე ერთი ვიცი მარტო თაბუნი. მე ორჯერ ვიყავი, შემახვედრეს ძიძები მაგრამ ვერცერთი ვერ ავარჩიე sad.gif

Posted by: Xatuka 25 May 2014, 22:13
Sweet Paloma

აჰა თაბუნი მითხრაა smile.gif) ეს კარგი ქალი ჩანდა ძან და რავიცი..

Posted by: Dido 25 May 2014, 22:17
Xatuka
მე მყავს თAბუნიდან და კმაყოფილი ვარ. 5 ძIძA გამომიგზავნეს და ავარჩIე

Posted by: Sweet Paloma 25 May 2014, 22:31
Dido
მე ისე მრცხვენია რომ ვეღარ ვრეკავ. ორივეჯერ ხუთ=ხუთი ქალი დამახვედრეს, ოღონდ იქ ... ხოდა რავიცი... ვეერsad.gif
იმედი მაქვს რომ მაინც ვიშოვი, ბევრი სექტემბრიდან თავისუფლდებაო მითხრეს... მაგრამ უკვე მინდა შევხვდე თუნდაც იმათ, ვინც მერე გათავისუფლდება... დავიტანჯე რა. არადა როგორ მჭირდებაააა ერთი კარგი ოქრო ძიძააააა

Posted by: Dido 25 May 2014, 23:23
Sweet Paloma
ხოო რა ძNელია არჩEვა. არა თU თAვიდანვე არ მოგეწონა ისეთIს აყვანა არ ღIრს. დაელოდე იქნებ გათAვისუფლდეს ვინმე ოქრო ან თU არაDა დესპრითEბის ლინეტივით პარკშI წადი და საუკეთEსო ძIძA გადმოიბირე smile.gif)))) მერე იმიტომ გაუშVა რო ბავშVებს დედაზე მეტად შEუყვარდათ ისეთI იყო smile.gif)))))))

Posted by: Xatuka 25 May 2014, 23:38
Sweet Paloma

Mეც სექტემბრიდან მინდაა , მაგ დროს უკვე 1წლის იქნება ჩემიი. ძიძა არ იქნება დატვირთული მხოლოდ ბავშვის განვითარება-თამაში , საჭმელი , ჩაბანა და გარეთ გასეირნება. თან სახლში Mუდმივად იქნება ბებიაჩემი რომელიც ხელს შეუწყობს ( ესეც პლიუსად Mიმაჩნია ჩემთVისაც და რატომღაც ძიძისთვისაც ვფიქრობ კარგი Uნდა იყოს.) 300ად მინდაა ძან smile.gif))

Dido

შენ რამდენად გყავს??

Posted by: Sweet Paloma 25 May 2014, 23:59
Xatuka
ჩემიც 1 იქნება <3
Dido
მთელი ორსულობა მაგას ვუყურებდი და ალუჩას ვაკნატუნებდი, სულ ა-დან ჰ-აემდე ვუყურე, ყველა სერიას. ძაან მაგარია. ეგ მიყვარს და სექს ენდ ზი სიტი <3
აუფ... რა ივლის ეხლა პარკებში smile.gif
ძიძა მინდა ძიძაააა... გოგოებოოოო... გამოუშვით რა ვინმე ოქრო ქალიsmile.gif

Posted by: marina1957 27 May 2014, 02:17
სექტემბრიდან განვთავისუფლდები, თუ გამოგადგებით,მომწერეთ,ტ2 63 84 36მარინა





Posted by: Tikk 27 May 2014, 17:59
მე ძიძასთან დამყავს სახლში, ასე უფრო მაწყობდა.

დილით იღვიძებს, ვაჭმევ, ჩავულაგებ ჩანთაში ტანსაცმელს და მიმყავს.

10-ის ნახევრიდან 8-მდე იქ არის. არაჩვეულებრივი ოჯახია, ყველას ძალიან უყვარს ბავშვი და 1 ძიძის მაგივრად, ფაქტობრივად, ერთდროულად 4 ძიძა გვყავს smile.gif მთელი დღე მღერიან, ცეკვავენ, ერთად ხოხავენ, თამაშობენ. ყოველ საღამოს ბავშვი მხვდება მოწესრიგებული, სუფთა და ბედნიერი. smile.gif

ისე ახლოს ვართ, რომ ძიძად ვერც აღვიქვამთ, დასვენების დღეებში შემომირბენს ხოლმე, რომ ბავშვი ნახოს. არასოდეს უმუშავია სხვაგან და საკუთარი შვილივით უყვარს smile.gif

საათებს არასოდეს მითვლის, რომ დამჭირდეს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე და ძალიან დიდი სიამოვნებით ღამეც დაიტოვებს. დასვენების დღეებშიც, როცა რამე საქმე მაქვს და ბავშვს თან ვერ წავიყვან, უპრობლემოდ იტოვებს.

მოკლედ, ძიძა კი არა, ოქრო მყავს და 2 წელიწადში თუ დაგჭირდებათ, დაგითმობთ biggrin.gif


Posted by: Dido 27 May 2014, 21:35
Xatuka
ჩEმი შOრიდან დადის და ამიტომ 450ლ ვუხდი, 9ის ნახევრიდან 7მდე.

Posted by: Princess 28 May 2014, 11:02
Tikk
როგორ მინდა მეც ასეთი ძიძაა

Posted by: katusha001 29 May 2014, 15:35
გოგოებო იქნებ მითხრათ რამდენი უნდა გადავუხადო ძიძას რომელსაც ექნება ესეთი გრაფიკი: უნდა იმუშაოს 10 საათიდან 4-5 საათამდე, იქნება დედაჩემთან ერთად, შეიძლება კვირაში ერთხელ მოუწიოს ბავშვთან მარტო ყოფნა მაქსიმუმ 2 საათი, ისიც შეიძლება, აი რა დაევალება მაგაზე ვყოყმანობ, ანუ ბავშბვთან ძირიტადად დედაჩემი იქნება, ძიძას უმეტესად შეიძლება დაევალოს ბავშვის და ოჯახის სადილის მომზადება, სარეცხის გაფენა/ ჩამოხსნა, იშვიატად სახლის დალაგება, იშვიათად ბავშვის გასეირნება, სახლის დამხმარეს აყვანა არ მინდა, ძიძა მინდა, ასე თუ ისე ხო მოუწევს ბავშვთან ურთიერთობა; შაბათს არ ვიცი და კვირას და დასვენების დღეებში დაისვენებს, ვაჟაზე მოუწევს სიარული;

Posted by: Blur 29 May 2014, 16:03
katusha001
QUOTE
ბავშბვთან ძირიტადად დედაჩემი იქნება

გამოდის დამხმარე გინდა რომელიც ასევე შეითავსებს ძიძობას.
QUOTE
სახლის დამხმარეს აყვანა არ მინდა, ძიძა მინდა

თუ ძიძა გინდა მგონი ის არ უნდა უთხრა შენ სარეცხი რეცხე და საჭმელი აკეთე და ბავშვთან დედაჩემი იქნებაო, საბოლოო ჯამში არც ერთს გააკეთებს და არც მეორეს.

Posted by: natalialuka 29 May 2014, 17:25
Sweet Paloma

გოგო პმ მოგწერე და ნახე აბააა

Posted by: katusha001 29 May 2014, 19:43
Blur
წინასწარ მოვახსენებ რა უნდა აკეთოს და მგონი არ უნდა იყოს პრობლემა smile.gif
ხო უფრო ეგრე გამოდის რომ დამხმარე მჭირდება, ძიძისთვის აუციელებელი უნარ-ჩვევებით biggrin.gif

Posted by: mimiko 29 May 2014, 19:50
გოგოებო ვარ გამოცდილი, 33 წლის რუსულენოვანი ძიძა, ვარ ბავშვების მოყვარული, პასუხისმგებელი, სანდო, პუნქტუალური. ვსწავლობდი მოსკოვში, შემიძლია სარეკომენდაციო წერილის წარდგენაც, დაწვრილებით ინფორმაციისთვის დამიკავშირდით 551501721 ან 579031564 ოლგა. (სექტემბრიდან ვთავისუფლდები)

Posted by: Tikk 30 May 2014, 10:56
katusha001
ქალს, რომელსაც ძიძობა უნდა, არ დათანხმდება დამხმარეობას, ამიტომ ძიების პროფილი უნდა შეცვალო biggrin.gif

Posted by: Blur 30 May 2014, 11:14
katusha001
QUOTE
წინასწარ მოვახსენებ რა უნდა აკეთოს და მგონი არ უნდა იყოს პრობლემა

კი როცა წინასწარ უხსნი და გთანხმდება არ არის პრობლემა, უბრალოდ მგონია სხვა მიმართულებით ეძებ. დამხმარეს უფრო იპოვი ძიძობის შეთავსების სურვილით ვიდრე პირიქით, ძიძებს უფრო ეთაკილებათ ეს სახლი დაალაგე და ბავშვს მე მივხედავ სიტუაციები. რათქმაუნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი და არიან ისეთებიც რომლებიც ორივეს აკეთებენ ზედმეტი მოროჟვის გარეშე biggrin.gif

Posted by: Scrapper 2 Jun 2014, 19:53
მომვლელი გთავაზობთ კვალიფიციური ძიძების ფართო არჩევანს.
http://momvleli.ge/

Posted by: DOLPHIN 3 Jun 2014, 22:23
ახალი გაფრთხილება FB-დან:

QUOTE
Megobrebo! Vinc icit da vinc ara gamdzarcva dzidzam, romlis saxelia Manana Topuria. Rom ara dakarguli nivtebi me kamerebs ar davakenebdi da bevr sxva sazizgrobas ar vnaxavdi, kidev kargi rom moxda es kurdoba! Es adamiani aris sheuracxadi, romelic kriminalurma policiamac ver gamotexa iaragit, amitom gtxovt daasharot rom tkven axloblebtan an tkventan dasasakmeblad ar movides! Iset inteligents tamashobs, rom damijeret kvela motyuvdeba!

Posted by: makavel1 4 Jun 2014, 00:03
DOLPHIN
რა კოშმარია რა sad.gif

Posted by: laff 4 Jun 2014, 00:17
ვისაც უნდა კარგი ძიძა დიდი გამოცდილებით ექთანია თვითონ ასევე მოხუცებთანაც უმუშავია საყვარელი ქალია, ვისაც გინდათ პმ მომწერეთ ამჟამად უმუშევარია

Posted by: Sargerass 4 Jun 2014, 10:16
ეზოში როცა ჩავდიოდი კაი ხანი ვხედავდი ბებიას,რომელსაც შვილიშვილი ყავდა ეზოში გამოყვანილი..გიჟი ბებია მეგონა, სულ ეფერებოდა პატარას, სულ კოცნიდა, ჩვენც გვეფერებოდა, ეხლახანს გავიგე თურმე ძიძა ყოფილა მაგ ბავშვის smile.gif)))) ძალიან თბილი და ბავშვების მოყვარული ქალია..ძალიან დიდი გამოცდილებით..ეხლა სამსახურს ეძებს, მთხოვა ნომერი დამეწერა მისი აქ. ჩემი მეზობელია.. გლდანში ცხოვრობს.

558-45-11-36. მაია ქვია.. 45 წლის არაჩვეულებრივი ქალია..

Posted by: anushki11 6 Jun 2014, 23:46
გოგოებო მეც ვეძებ ძიძას.ყველანაირი სახლის საქმეების გარეშე.თუ იცით კარგი ძიძა მომწერეეთ.

Posted by: drozera 8 Jun 2014, 14:51
ძიძა მჭირდება 9-დან 7სთმდე,(იშვიათად შაბათს ნახევარი დღით, შეიძლება თვეში ერთხელ). სხვა შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში დაისვენებს. დაევალება ბავშვის კვება, დაძინება, დაბანა-გასეირნება, მოკლედ მარტო ბავშვთან დაკავშირებული მოვლა-პატრონობა. როცა მეზობლად ცხოვრობს (ტრანსპორტის ფული არ სჭირდება), თან გარეუბანში, რამდენი უნდა შევთავაზო?

Posted by: mashiko_5 9 Jun 2014, 09:59
drozera


300 ლარად უნდა იშოვო წესით, გარეუბნებში ეგ ფასია, თან თუ მეზობლად იქნება და გზაში არ დაეხარჯება მითუმეტეს, მე გლდანში მყავს მასე 300 ლარად, ისიც კმაყოფილია და მეც biggrin.gif

Posted by: natuluka 9 Jun 2014, 12:40
ისე რატომაა ძიძებისთვის გარეუბანში და ცენტრში სხვადასხვა ფასები? მაგალითად საბურთალოზე მცხოვრები ბავშვი სხვანაირი მოსავლელია და გლდანში სხვანაირი?

Posted by: annaninio 9 Jun 2014, 13:51
natuluka
ძიძების მეტესება გარეუბანში ცხოვრობს და გზის ფულიც ემეტება ხოლმე.თან ტრანსპორტირების დროც ხომ არ ითვლება მუშაობაში. და ნუ თავისთავად "იქ ცხოვრობენ და ფულის მეტი რა აქვთ " ფაქტორიც მოქმედებს biggrin.gif

Posted by: E N J I 9 Jun 2014, 14:23
ABAHE
QUOTE
კითხვა მაქვს, გოგოებო რამდენ უხდით ძიძას?
ეხლა ცოტა გაღიზიანებული ვარ მაგ საკითხზე, ახლობელი ავიყვანე, დილით 9:30-ზე ბავშვს ვახვედრებ ნაჭამს და ჩაბანილ-ჩაცმულს, არ ევალება ბავშვის ტანსაცმელი, არც ჰიგიენა, აჭმევს, ასეირნებს აძინებს და ვსო. 6ზე მივიდვარ სახში + -10 წუთი, გახდას მაცდის და ეგრევე გარბის, ესე მგონია სულ საათზე იყურება. ნუ კვებით რასაც უნდა იმას ჭამს და როცა უნდა, არავინ უთვლის და არც არავინ უკონტროლებს. შაბათ-კვირას ისვენებს, დასვენების დღეებშიც.
ხო, შუადღეზეც შევენებაზე გადავდივარ სახლში და იმ პერიოდშიც (1 საათი) ვეხმარები.
ერთი ორჯერ შეაგვიანდა ასე 2-3 საათი, მაგრამ იმ დღეებშიც ასე გაიქცა, მე არაფერი მითქვია მაგრამ შეიძლებოდა იმისთვის მაინც მოეცადა რომ რამე მეჭამა.
არც დიდად თავს არ იწუხებს, ბავშვი ხშირად ჩასაბანი და პირდასაბანი დამხვედრია. მარა ეფერება, ვიცი რომ არაფერს უშავებს და მაგიტომ არ მაქვს პრობლემა. სულ 4 თვეა ჩვენთანაა, ამასობაში რამდენჯერმე ოჯახური მიზეზების გამო გათავისუფლდა, არც ეგ გამიხდია პრობლემად. სტაბილურად ვუხდი 300 ლარს, დაგვიანების, გაცდენის თუ სხვა მიზეზების მიუხედავად.
ხოდა ეხლა უთხრა ჩემ ახლობელს, მაგათთან ხათრის გამო ვმუშაობ თორე მანდ რა ივლიდაო, (ისანში ვართ).
მე მეგონა კარგი გავაკეთე ჩემთვისაც და იმისთვისაც, არ აქვს არანაირი გამოცდილება, არც თავს იწუხებს და იღლის დიდად, და მიუხედავად ყველაფრისა აქეთ გამოვედი კიდევ დავალებული. ეხლა მინდა შევცვალო, მაგრამ ბავშვზე მეშინია, პატარაა და ეგრე ვერ ვენდობი უცხოებს და რა ვქნა აღარ ვიცი.
მაინტერესებს თქვენ რა პირობებში გყავთ, ან რამდენს უხდი, იქნებ მართლა ცოტას უხდი ან ბევრს ან რამეს ისე ვერ ვაკეთებ, აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო.

ზუსტად ეგრე ვართ ჩვენც, ოღონდ 9დან 4მდეა, პლიუს ბებო სახლშია და ის ეხმარება ყველაფერში, შაბათ კვირას ისვენებს, ასევე ბანკის დასვენების დღეებში, 4 თვეა რაც მყავს ბავშვს სულ ეფერება, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოუწმენდავი ტაკოთი მხვდება, ნუ პამპერსმაუცვლელი, დამწვარი, პირდაუბანელი, აძინებს შარვლით და მაიკით საგარეოთი. იმის გამო რო 4ზე გაიქცეს უნდა არ უნდა ბავშვს ძალით აძინებს ნჯღევით, რამდენჯერ მივეცი შენიშვნა მარა მეორე დღეს იგივეს აკეთებს. ხოდა გავუშვი გუშინ დავანებე სამსახურს თავი და დავჯექი სახლში, თან ვითომ ძაან დაგვიახლოვდა მარა გამაგიჟა სანამ გავლახავდი გავუშვი, აქამდე ვერ ვუშვებდი ბავშვი შეჩვეულია თქო მარა ძაან აიშვა რა, 250 ვუხდიდი, ვიცი რო ბევრი არაა მარა ჭორაობაში და უსაქმურობაში გადახდილი 250იც ბევრია მაგისთვის, ხოდა 1 წლისაა ჩემი შვილი და სანამ ბაღში არ მივიყვან არ გავალ სამასახურში

Posted by: Blur 9 Jun 2014, 17:03
natuluka
QUOTE
საბურთალოზე მცხოვრები ბავშვი სხვანაირი მოსავლელია და გლდანში სხვანაირი?

პაკაზუხა სტავკებია და იმიტომ. თვითონ ძიძებმა შექმნეს ეს მიდგომა, თუ საბურთალოზე უნდა მოვიდეს 400ზე ნაკლებს ფეხს არ მოუცვლის, გლდანში იქნებ 300ზეც შეეხვეწოს biggrin.gif
QUOTE
გზის ფულიც ემეტება ხოლმე.თან ტრანსპორტირების დროც ხომ არ ითვლება მუშაობაში.

აი ეს კი რა ვქნა არ მესმის არანაირად. ვინმე სამსახურს არჩევთ იმის მიხედვით ჩემს სახლთან ახლოსაა და დროს არ დავკარგავო? ან ხელფასზე რომ უთანხმდებით ამ ფაქტორს უთითებთ რომ გზაში ფული გეხარჯებათ? ვინც კი გზის ფული მიხსენა ტელეფონშივე უკან მოუხედავად მივაბრუნე უკან.

Posted by: natuluka 9 Jun 2014, 17:31
Blur
QUOTE
აი ეს კი რა ვქნა არ მესმის არანაირად. ვინმე სამსახურს არჩევთ იმის მიხედვით ჩემს სახლთან ახლოსაა და დროს არ დავკარგავო? ან ხელფასზე რომ უთანხმდებით ამ ფაქტორს უთითებთ რომ გზაში ფული გეხარჯებათ? ვინც კი გზის ფული მიხსენა ტელეფონშივე უკან მოუხედავად მივაბრუნე უკან.

გეთანხმები. თუ უნდა ძიძამ გორიდან იაროს, ოღონდ სამსახურში არ აგვიანოს. ისე ფეხით 20 წუთის სავალი რომ ქონდეს ტრანსპორტში იგივე არ დაეხარჯება, რაც შორიდან მომავალს? არამგონია ძიძები ტაქსით დადიოდნენ ყოველდღე რომ ხარჯის მხრივ მანძილს ქონდეს მნიშვნელობა.

Posted by: Nanuuu 9 Jun 2014, 18:51
drozera
QUOTE
გზის ფულიც ემეტება ხოლმე.თან ტრანსპორტირების

QUOTE
აი ეს კი რა ვქნა არ მესმის არანაირად.

+1
მთელი ცხოვრებაა რუსთავიდან თბილისში დავდივარ სამსახურში მაგრამ კაციშვილს მაგისგამო ხელფასი არ მოუმატებია.

გოგო, FB-ზე ვეღარ მოგწერე დღეს, ძაან მივქარე იქ რამ დამაპოსტინა biggrin.gif არადა 10 წუთი მედო მე მგონი და 10 მესიჯი მქონდა მოსული smile.gif რამდენიმეს
დავურეკე კიდეც... ზოგადად კიდე ერთხელ დავრწმუნდი რო არაფერი ჩვენ არ გვეშველება smile.gif ამდენი ბოღმა, აგრესია, შეუგნებლობა მე არ ვიცი....

Posted by: Sweet Paloma 9 Jun 2014, 22:12
Nanuuu
ვაი, რაზე წერ?
ძაან ცნობისმოყვარე ვარ, ალბათ smile.gif

Posted by: Nanuuu 9 Jun 2014, 22:17
Sweet Paloma
QUOTE
ძაან ცნობისმოყვარე ვარ,

gigi.gif
რაღაც ჯგუფია FB-ზე. რუსთაველების. იქ დავპოსტე ძიძას ვეძებმეთქი...
ჯერ ხო რაც მეწერა გარკვეული ქართულით ისინი ვერ გაიგეს biggrin.gif რო მეწერა "არ ჩაითვლება უპირატესობად"-მეთქი, კომენტარებში მიმტკიცებდნენ
უპირატესობად ჩაითვლება გიწერიაო და თან რატო გიწერია მასეო biggrin.gif და თან აღმოჩნდა რო თურმე ძიძისთვის 500-600 ლარი უნდა გადამეხადა biggrin.gif
და რადგან 200-250 ლარს ვაპირებ რო გადავუხადო, მონად ვიყვან ადამიანს თურმე biggrin.gif

არადა რუსთავში ძიძები მასე ღირს..

Posted by: Sweet Paloma 9 Jun 2014, 22:25
Nanuuu
უი უი... შე მონათმფლობელო. 400 ვეძებ მე, ესეიგი მეც შენი თანაპარტიელი ვარ? smile.gif smile.gif
საოცრება პირდაპირ რა

Posted by: garfield1 9 Jun 2014, 22:33
Nanuuu
კი ნახავ მაგრამ რამდენად სანდო იქნება მაგ ფასად არ ვიცი. ჩემმა თანამშრომელმა 4 ძიძა გაუშვა 300 ლარიანი, მეტის გადახდა არ უნდა და ნორმალური კიდე არ მოდის 300 ლარად
Sweet Paloma
400-450 რეალური ფასია, არ გაგიჭირდება პოვნა

Posted by: Blur 9 Jun 2014, 22:43
natuluka
Nanuuu
აი ზუსტად. რუსთავიდან რამდენი დადის ყოველდღე თბილისში და ზოგი ძიძა ისე განაგლდა გლდანიდან აღარ უნდათ დიღმამდე გამოსვლა

Posted by: Sweet Paloma 9 Jun 2014, 22:56
garfield1
მიჭირს და ჰა... წუნია ვარ თან. ისე მაინტერესებს სხვების ძიძები მინდა ვნახო, იქნებ გიჟი ვარ და ვერ ვხვდები? sad.gif

Posted by: garfield1 9 Jun 2014, 23:07
Sweet Paloma
აი როგორი გინდა ჩამოაყალიბე აბა
ჩემი ძიძა ძალიან მოწესრიგებული გოგოა, რაზეც შევთანხმდით იმას აკეთებს, თუ წვიმს და სარეცხი ასაკრეფია, აი თუ გაშრა და მე არ ვარ, აკრეფილი და დაკეცილი მხვდება, ბავშვის ნივთები სულ წესრიგშია,გარეთ ყავს დიდხანს, ბავშვიც სულ სუფთა და გაკრიალებული მხვდება და რაც მთავარია დილით კარის გასაღებად რომ მივდივარ ამ მაიმუნს კისერი აქვს დაგრძელებული და იყურება ბედნიერი, იცის რომ ძიძა მოუვიდა.
ხოდა ეს ყველაფერი მიღირს მე 450 ლარად +
ხანდახან წახალისებაც მოსულა.
ცეცხლი გასდის ხელებში და ბდღვნის ყველაფერსთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ბავშვს თან ყვება და მე კმაყოფილი ვარ.

Posted by: Nanuuu 9 Jun 2014, 23:13
Sweet Paloma
გოგო თბილისში მასე ღირს, მაგრამ აქ 400 ლარი რო მივცე, სახლიც უნდა ალაგოს, საჭმელიც აკეთოს და ბავშვსაც მიხედოს მაშინ რაა...
garfield1
ვნახე, 250-ად მშვენიერი ძიძები. უბრალოდ სექტემბრიდან ცალიათ და მანამდე რა ვქნა...
თან 200-250ს ვამბობ თავიდან. ეგრევე 400 ლარს დავუხატავ რააა.
მარტო ბავშვის რაღაცეები უნდა აკეთოს, შაბათ-კვირა დაისვენოს, ჩემი დასვენების დღეები, შვებულებები დაისვენოს,
+ სახლში როგორც კი ვინმე მოვა, და ვინმე მოდის 4-5 საათიდან შეუძლია წასვლა. ამ გრაფიკით 400 ლარი ძაან ძვირია ნიინ...
350-ად აქ 2 ბავშვს უვლიან ხოლმე და მე გიჟი კი არ ვარ. 400 ამას მივცე, + თბილისში უნდა ვიარო, ჩემი გზის ფული, + რამე ხო უნდა ვჭამო სამსახურში
და 200 ლარი თუ დამრჩა ბარემ დავჯდები და მე მივხედავ ჩემ შვილს smile.gif

Posted by: anuka2009 9 Jun 2014, 23:16
Nanuuu

შენ რა გრაფიკსაც წერ, შაბათ კვირა დასვენება და 4-5 საათზე წასვლა, თან რუსთავში, 400 ლარი არ უნდა ღირდეს.
ზოგადად კი ჯობია უფრო ნაკლეები უთხრა და თუ მოგეწონება მოუმატო.

მივხვდი, რომ იმდენად რთულია კარგი ადამიანის პოვნა, ამ ჩემს ძიძას არ გავუშვებ ერთი 5-6 წელი სულ მინიმუმsmile.gif

Posted by: garfield1 9 Jun 2014, 23:17
Nanuuu
ხო კაცო ყველას თავისი ანგარიში აქვს რათქმაუნდა. შეიძლება არც მე მსიამოვნებდეს დიდად ამ ფულის გადახდა მაგრამ მშვიდად ვარ. დასვენების დღეები ჩემ ძიძასაც მასე აქვს, ჩემი მიზეზით თუ დავასვენე არ ვუქვითავ თანხას და არც სხვა დღეს ვიბარებ , მარტო ბავშვი აბარია ამასაც.

Posted by: Sweet Paloma 9 Jun 2014, 23:19
QUOTE (garfield1 @ 9 Jun 2014, 23:07 )
Sweet Paloma
მოწესრიგებული გოგოა... რაზეც შევთანხმდით იმას აკეთებს... ბავშვის ნივთები სულ წესრიგშია... გარეთ ყავს დიდხანს ... ბავშვიც სულ სუფთა და გაკრიალებული მხვდება და რაც მთავარია დილით კარის გასაღებად რომ მივდივარ ამ მაიმუნს კისერი აქვს დაგრძელებული და იყურება ბედნიერი, იცის რომ ძიძა მოუვიდა...ბავშვს თან ყვება

+ მინდა რომ სასიამოვნო ადამიანი იყოს და პირს რომ გააღებს გული არ გამისკდეს. რეცხვა-ლაგების მიღმა რაღაც დავინახო თვალებში. დიდი დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მასთან და ამიტომ. ლაპარაკი უნდა დაიწყოს. ფასებზე და დასვენებისას ხელფასის გადახდის პირობებზე საუბრისას გუგების ფორმა არ უნდა შეეცვალოს და "ეჰ, გაგვიჭირდა და იმიტომ" - არც ეს მინდა. გასაგებია რომ გასართობად არავინ მუშაობს, მაგრამ გასაუბრებაზევე რომ იგრძნობ ამას, მერე აღარაფერი გინდა. ან კიდე, "რომ დაიწყებ მუშაობას, მაშინ მერე მოიმატე" - ბაზარში მგონია თავი.
აი ეს მინდა დავინახო, თორემ ეგრე ყველა გეუბნება რომ ბავშვებზე გიჟდება, არ უბრაზდება, ყვირილი რაა არ იცის, და "როგორც დედა იტყვის".
ჰა, არ ვარ გიჟი ხო? facepalm.gif

Posted by: garfield1 9 Jun 2014, 23:23
Sweet Paloma
ნუ ეგ არ დამიწერია, მაგრამ იგულისხმებოდა თავისთავად, ასწავლის ბავშვს ბევრ რამეს და ზოგჯერ დღე ისე გადის ტელევიზორს არც რთავს, მითუმეტეს მთელი დღე მარტოა და ვერ ავუკრძალავ, მაგრამ იცის რომ არაა საჭირო და კარგი.
თანხაზეც რავიცი იმან თავისი თქვა, მე ჩემი და შევთანხმდით მარტივად.

Posted by: Sweet Paloma 9 Jun 2014, 23:25
garfield1
შენი წყალი გადამსხმოდეს მეც გარფილდო gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: anuka2009 9 Jun 2014, 23:28
Sweet Paloma
არ გაქვს გარეკილი, ყველა მასე ვართ smile.gif იპოვი, აი სასექტემბროდ ბევრს გაუთავისუფლდება ძიძა. გააფრთხილე დაქალები, ფბ-ზე დაწერე, თანამშრომლები, მეზობლები. მე მასე ვიპოვე, უკვე გასაუბრებებისაგან ღონემიხდიი და იმედგადაწურული ვიყავი, როცა ფბ ფრენდმა მითხრა მე მითავისუფლდება ძიძაო smile.gif.
5-6 ქალბატონს გავესაუბრე და ყველაზე მეტად რაც იკვირდა, არცერთმა არ დასვა თუნდაც 1 კითხვა ბავშვის შესახებ. მაგალითად იძინებს თუ არა შუადღეზე, რას აჭმევთ, ალერგია ხომ არ აქვს რამეზე, რა ვიცი მილიონი კითხვა შეიძლება გაგიჩნდეს. ეს ახლანდელი ძიძა როგორც კი შემოვიდა, ივხვდი, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც გამომადგებოდა ძალიან.

Posted by: Sweet Paloma 9 Jun 2014, 23:44
anuka2009
იანვრიდან ვეძებ. ოღონდ ნუ მთლად გიჟივით არა, ამ საზაფხულოდ უფრო მომიარა, მაგრამ ამდენი ხანია ვცდილობ და... ფბ- არ მაქვს და ვიცი, ამ შემთხვევაში ეს დიდი მინუსია, დაქალებსაც რათქმაუნდა ვუთხარი - ზოგს ძაან წამოზრდილი ყავს ბავშჳი, ზოგის ძიძა დაკავებულია, მოკლედ... ქუჩაში ვინმე თუ შემხდა "გამარჯობა, როგორ ხარ, ძიძას ვეძებ" ეგრე ვიწყებ. იმდენი რამე წავიკითხე ძიძებზე... როგორ გამოიცნო, რა კითხვა დაუსვა, კარგმა ძიძამ რა უნდა გკითხოს... ბევრს ვესაუბრე მაგრამ სულ 2-3 ქალი იყო რომელმაც საერთოდ რამე იკითხა ბავშვზე. ერთმა ტელეფონზე - აა ბიჭიაო, და მივხვდი რომ არ მეოწონა, ისე მეწყინაა... sad.gif
პირველი რაც ვიცი და რასაც ველოდები - რომ დავინახავ და მივესალმებით, უნდა მივხვდე რომ ის ისაა... ნუ, ზღაპების მოყვარული კი ვიყავი, მაგრამ "მივხვდე რომ ის ისაა" სულ სხვა კონტექსტით წარმომედგინა მაშინ. ახლა სხვა სიტუაციაა. მერე მე ვკიტხავ, ის მკითხავს, დაინტერესდება ჩემი განძით... რა უყვარს, როგორ... როგორ ძინავს... ერთი ძიძა მომეწონა, საინტერესოდ საუბრობდა, გამოცდილებაც ჰქონდა, მაგრამ რომ მოაყოლა უცებ "ბავშვი უცხოსთან არ უნდა მივიდეს, უნდა იუცხოვოს, თუარადა ეს მის სუსტ თუ მერყევ (არ მახსოვს რომელი თქვა) ხასიათზე მეტყველებსო, კალმისტარი შემომეყინა ხელში... ვოტ.
ასე რომ უკვე ვიძახი სექტემბრიანებიც მოდით გასაუბრებაზემეთქი... არადა უკვე მინდა. აი გავგიჟდი რა. ჩემები დამცინიან ბაღამდე გასაუბრებები გექნებაო.
sad.gif

Posted by: natalialuka 10 Jun 2014, 09:31
Nanuuu

გოგო 350 ლარს რომ უხდის და 2 ბავშვს ავლებიებს და პლუს სახლის საქმეებიც შეტენა იმიტომ უნდა იმ ადამიანს წამოსვლა, აქ სხვა ლაპარაკია გესმის? ანუ არ იყვნენ შეთანხმებულები მაგაზე და მერე შეტენა და შეტენა, უბრალოდ ადამიანს რომ უჭირს არ უნდა გადაუარო თავზე თორე არავინ არ უვლის თუნდაც რუსთავში 350 ლარად 2 ბავშვს და პლუს სახლის საქმეებს... ამას რომ აპროტესტებს იმიტომაც უნდა მიტოვება და წამოსვლა... იმდენად უსამართლოდ ექცევა რომ ციცის რომ უჭირს და ფული ჭირდება რომ ყველა მასე ხომ ვერ მოექცევა არა? რომ იძახი 350 ლარად 2 ბავშვს უვლის და სახლის საქმეებსაც ავალებენო არ იყო ეგ შეთხმებაში, არ არის ეს გოგო კმაყოფილი მაგ თანხის... ანუ არ არის ნორმალური რასაც აკეთებიებენ მაგ თანხაში და წამოსვლა უნდა smile.gif

Posted by: Blur 10 Jun 2014, 10:23
Nanuuu
QUOTE
სახლში როგორც კი ვინმე მოვა, და ვინმე მოდის 4-5 საათიდან შეუძლია წასვლა

ჩემი რჩევა იქნება ეს არ უთხრა არცერთ კანდიდატს, ძალიან წესიერი უნდა იყოს რომ თავში არ აუვარდეს. ადრეც მაქვს დაწერილი ჩემი დედამთIლი პატივს ცემდა თავისი აზრით და რომ მიდიოდა სახლშI 4-5ს მერე ძიძას უშვებდა ხოლმე და ის კიდევ ისე განაგლდა 6მდე დარჩენაც აღარ უნდოდა და იჯდა როჟებით, ხელფასი 400 ლ თან biggrin.gif
თან შეთანხმება ერთია და მეორეა რაც მერე ყოველდღიურ ცხოვრებაშI ხდება, რასაც შეუთანხმდები გააკეთებინე ბოლომდე, თორემ მერე შენ პრეტენზია გაგიჩნდება რომ არ აკეთებს იმასაც თავის მხრივ უკმაყოფილება ექნება, ეგონება რომ მეტს თხოვ. ნახევარი საათით ადრე და საჭიროებისამებრ გაშვებაზე არ მაქვს საუბარი რათქმაუნდა
QUOTE
პირველი რაც ვიცი და რასაც ველოდები - რომ დავინახავ და მივესალმებით, უნდა მივხვდე რომ ის ისაა...

მე მართლა ასე მივხვდი biggrin.gif პირველი რომ შემოვიდა ხელების დაბანა მთხოვა და პილიონკა გარედან ვარ შემოსულიო და არ მინდა ისე ავიყვანოო, ჯერ კარგად ეთამაშა ბავშვს გამომკითხა რას ჭამს როგორია ა.შ. ყველაფერი დეტალურად და მერე ვილაპარაკეთ უკვე ჩვენს მოთხოვნებზე. ნუ მოკლედ ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული biggrin.gif სხვა მხრივ 1 თვე მაინც დაგვჭირდა შეგუებისთვის, რომ ჩემს ჭკუაზე გადმომეყვანა რაღაცეებში, განა ცუდად აკეთებდა უბრალოდ მე ჩემებურად მინდოდა და ახლა შემიძლია თავი დავდო რომ ჩემზე უფრო კარგად უვლის biggrin.gif

Posted by: Nanuuu 10 Jun 2014, 10:29
natalialuka
და მაგის გარდა სხვებიც მყავდნენ, 350 ლარად 2 ბავშბიანები და სახლს რო უვლიან. 15-მდე ძიძა ვნახე ალბათ და მაქედან 3-ს თუ 4ს ქონდა ეგრე. მე იმას კი არ ვამბობ რო ეგ კარგია, არც 2 ბავშვი მყავს და არც სახლის ლაგებას ვთხოვ, მაგრამ
თავიდან მაინც, სანამ საქმე მოემატება, თან ესეთ თავისუფალ გრაფიკში 400 ლარს ნამდვილად ვერ გადავუხდი რააა.

Posted by: Minion1 10 Jun 2014, 10:58
garfield1
anuka2009
Sweet Paloma
natalialuka
Blur
Nanuuu

მეც ვეძებ გოგოებო ძიძას,კაკრას სექტემბრიდან და ვინმე თუ გაიგეთ ან აღარ გინდათ ანნ კიდევ გასაუბრებაზე 2 მოგეწონათ 1 მირჩიეთ რა მეეც
მარტო ბავშვისთვის მინდა მეც, არანაირი სარეცხი, დალაგება და ასე შემდეგ

Posted by: Princess 10 Jun 2014, 12:10
Nanuuu
ძალიან კარგი ფასია 200-250ლარი. მე 300 ლარად მყავს თბილისში, ტავიდანვე ასე მოველაპარაკე.
თავიდანვე უთხარი რა გინდა რომ გააკეთოს. თუ ახლოს იქნება და ტრანსპორტი არ დასჭირდება 200ლარზე შეუთანხმდი, არ მოეწონება...სხვას იპოვი. თუ ნახავ რომ კარგი ადამიანია, ბავშვს კარგად უვლის, ზარმაცი არაა, მერე უკვე შეგიძლია 50ლარი დაუმატო. ზუსტი გრაფიკიც და მისი მოვალეობებიც ტვიდანვე უნდა უთხრა, რომმერე ცხვირით არ დაგხვდეს 5წუთი თუ დაგაგვიანდა.

Posted by: Nanuuu 10 Jun 2014, 12:48
Princess
QUOTE
ძალიან კარგი ფასია 200-250ლარი.

ვაიმე რავიცი, მონათმფლობელად კი გამომიყვანეს. 250 ლარი რა არისო... biggrin.gif
300-350-ად თბილისში კი დადიან აქედან. არადა ტრანსპორტის ხარჯი, + რუსთავს ნახევარ საათში მგონი ფეხით შემოივლი ისეთი პატარაა,
დავიჯერო 50 ლარი არ ღირს ის კომფორტი რო 5 წუთში სამსახურში იქნები და მერე დაღლილი ისევ 5 წუთში სახლში?
რიავიცი...

Posted by: Princess 10 Jun 2014, 14:33
Nanuuu
ყველა იხდის იმდენს რამდენიც საშუალება აქვს, მონათმფლობელი არა ის..
ხო ყველას 5000აქვს ხელფასი საქართველოში და ჩვენ ვართ მჩაგვრელები? biggrin.gif ეს სხვის ხარჯზე ხელგაშლილი და "კეთილი" ხალხი მკლავს რა...

Posted by: Minion1 10 Jun 2014, 15:14
Princess
Nanuuu
სად ნახეთ 200-250 ად ძიძა ?

Posted by: Nanuuu 10 Jun 2014, 15:28
Minion1
რუსთავზეა საუბარი smile.gif (და თან შედარებით თავისუფალ გრაფიკზე)

Princess
QUOTE
სხვის ხარჯზე ხელგაშლილი და "კეთილი" ხალხი მკლავს რა...

აი ზუსტად რააა...
და თან რკინის ლოგიკა: იმ ადამიანს შეილება სახლში მშიერი შვილები ყავს და მე კიდე 250 ლარად უნდა დავიმონო, ვამუშაო, ქანცი გავაძრო biggrin.gif და ის შვილები პირდაღებულები უნდა ელოდონ თურმე ამ ჩემ საცოდავ 250 ლარს biggrin.gif და სახლში რო ზის ისე ვინ აძლევს ნეტა იმ 250 ლარს.
თითონ რო ჩემ სახლში შეჭამს მთელი დღე და ერთი მჭამელი მოაკლდებათ მაგას არ თვლიან smile.gif არც იმას რო მოგიმატებთქო ვპირდები, თუ წესიეერად მოიქცეივი და მომეწონები, პაწა ბონუსებიც იქნებათქო.... იმას კი არ ვამბობ რო მქონდეს არ გადავიხდითქო,
კი ბატონო, ნეტა იმდენი მქონდეს რო 800 ლარს ისე ვიხდიდე ძიძაში წარბი არ მიტოკდებოდეს, მაგრამ სადააა....

Posted by: Sweet Paloma 10 Jun 2014, 23:37
Blur
აი ეგ ჩემებურობა მინდა მეც ყველაფერში. რავქნა, დაველოდები მეც ჩემს ძიძას... მოვა ალბათ, მალე.

Posted by: EXHALATING 11 Jun 2014, 00:21
QUOTE
თითონ რო ჩემ სახლში შეჭამს მთელი დღე და ერთი მჭამელი მოაკლდებათ მაგას არ თვლიან

drug.gif drug.gif

Posted by: basti-bubuuu 11 Jun 2014, 15:15
გოგოებო შაბათ-კვირას მხოლოდ 10 დან 8მდე 150 ლარი როგორია?

Posted by: Sargerass 11 Jun 2014, 16:20
გოგოებო ჩემს მეზობელ ძიძას გირჩევთ, არაჩვეულებრივი ქალია... ერთადერთია დღეგამოშვებით არ აწყობს და სოფელში ვერ წაყვება რადგან თვითონ 2 შვილი ჰყავს...16-20 წლისები.. ბავშვების გიჟია, საკუთარივით უყვარს ყველა გადამრია...

558-45-11-36. მაია.

Posted by: Chloe 13 Jun 2014, 10:06
garfield1
შენი ძიძა შაბათს მუშაობს ?

მე ვეძებ ძიძას სექტემბრიდან და ჯერ სულ 2 ვნახე და ორივემ 500 ლარიო smile.gif
მე მეგონა ალბათ გაძვირდათქო და აქ რომ შემოვიხედე .... biggrin.gif

Posted by: Tikk 13 Jun 2014, 10:35
ხალხო, საღამოობით თუ დაგჭირდებათ ხოლმე ბავშვის დატოვება ვინმესთან, ჩვენს ძიძას ვუწევ ორივე ხელით რეკომენდაციას smile.gif დღისით ჩვენთან არის, საღამოს ცალია. ძალიან სანდო, ძალიან წესიერი და თბილი ადამიანია smile.gif

Posted by: garfield1 13 Jun 2014, 10:38
Chloe
არა შაბათს არ მუშაობს, მაგრამ თუ მჭირდება ვთხოვ და მოდის, ეხლა სურამშიც მიყვება ბავშვს.

Posted by: SPC 13 Jun 2014, 13:33
garfield1
QUOTE
ეხლა სურამშიც მიყვება ბავშვს.

შენ არ მიდიხარ? და სურამში წამოსასვლელად თანხას უმატებ? ჩემმა ვერ წამოვალო , აქ შVილს ვეტ ტოვენს მარტო, კი დიდია კაცია უკვე ამის შვილი, 43 წლის, მაგრამ ნუ ეგ ჩემი საქმე არაა რატომ ვერ ტოვებს

Posted by: garfield1 13 Jun 2014, 13:51
SPC
არა მე ვერ მივდივარ
დედაჩემი, ჩემი და და ბავშვებიც მიდიან და იმათ ვატან. ვაპირებ რომ ცოტა დავუმატო, ვნახოთ რა, თვითონ არ მოუთხოვია

Posted by: SPC 13 Jun 2014, 14:06
garfield1
ძალიან კარგი, ხო დამატებით მეც დავუმატებდი 100 ლარს ალბათ

Posted by: garfield1 13 Jun 2014, 14:18
SPC
ხო მეც 100 ლარს ვფიქრობ

Posted by: anuka2009 13 Jun 2014, 20:19
როცა დასასვენებლად მიყავს ბავში, ოღონნდ ეს მარტო დადის, ვაძლევ 1.5 ხელფასს

Posted by: garfield1 13 Jun 2014, 20:21
anuka2009
რამდენი ხნით უშვებ ხოლმე ? ეს იქაც იგივეს გააკეთებს რასაც აქ, ღამე ბავშვს ისე სძინავს არ შეაწუხებს და დედჩემი და ჩემი დაც იქნებიან. 2 კვირით ვუშვებ თან და ცოტა ხომ არაა 100 ლარი ეხლა დავფიქრდი user.gif

Posted by: anuka2009 13 Jun 2014, 20:31
garfield1
10 დღით იყო ბაკურიანში, თან მარტო. ახლა დედა და დასთან ერთად სულ სხვაა გოგო და სულ მარტო რომ ხარ ბავშვთან ეგეც ხო სხვაა. ახლა გავუშვებ 15-20 დღით.

Posted by: garfield1 13 Jun 2014, 20:54
anuka2009
ხო მართალი ხარ, საჭმელს, სარეცხს ჩემები მიხედავენ და მარტო ბავშვთან მოუწევს ყოფნა , თამაში, გართობა, დაბანა, გამოცვლა , დაძIნება

Posted by: tammmta1 17 Jun 2014, 10:27
გოგოებო, ქუთაისში ერთი ძალიან კარგი ძიძა ეძებს სამსახურს, თუ ვინმე არის აქ ქუთაისელი და სჭირდება, პირადში მივწერ ნომერს

Posted by: Dido 17 Jun 2014, 11:15
garfield1
QUOTE
ცოტა დავუმატო, ვნახოთ რა, თვითონ არ მოუთხოვია

მე ხელფასის 1,5ს ვუმატებ როცა ანანურში იქნებიან. 1 თვით გავუშვებ მაგრამ შაბათ-კვირას უკან გამოვუშვებ ხოლმე მე როცა ჩავალ. დედაჩემიც იქნება მაგრამ ნუ ბავშვი ძიძაზე იქნება. კი სძინავს ღამით ბავშვს მაგრამ ეგ ხო სამსახურში იქნება მაინც, ანუ მივლინებასავითაა რა. რავიცი, შეთანხმებაზეა user.gif

Posted by: garfield1 17 Jun 2014, 11:59
Dido
გოგო რა არის იცი ? არ მოუთხოვია თვითონ დამატებით არაფერი, თან ორი კვირით ვუშვებ, ოღონდ შაბათ-კვირასაც იქ იქნება და მაგიტომ ვფიქრობ რომ 100-150 ლარი დავუმატოთქო, მგონი საკმარისი იქნება და არ ეწყინება

Posted by: Dido 17 Jun 2014, 14:19
garfield1
ხო რავი, თუ არ მოუთხოვია მაშინ არც ეწყინება.

Posted by: ინფინიტი 17 Jun 2014, 23:12
garfield1
QUOTE
2 კვირით ვუშვებ თან და ცოტა ხომ არაა 100 ლარი ეხლა დავფიქრდი user.gif


აი თქვენ თვითონ გააგიჟებთ ხოლმე და მერე დაჰკვნესით, რად შეიცვალაო და რად გახდა პრეტენზიულიო. არაფერი მოუთხოვია, ცხვირი არ აუბზეკია და მიდის კოხტად და რა თავს და ჯიბეს აწვალებ. დაუმატე ასი ლარი, გადაუხადე მადლობა და მორჩა რა. ძალიან ბევრი გაქვს? biggrin.gif

მივლინებაში დამატებით ფულს რომ გვიხდიან, ეგ ტაქსების და კვებისაა და არც არაფერი გრჩება ზედმეტი, თავს ირჩენ უბრალოდ იქ , უმეტესად ასეა. გაგულავება შეგრჩება, ერთი ეგ არის.
მეორე კიდევ, რასაც აქ აკეთებს, იგივეს თუ იქ გააკეთებს და თან სუფთა ჰაერზე იქნება და არა ივლისის ხვატში თბილისის სკვერში გააქაქანებს ბავშვს სასერნოდ და გადასკდება ოფლი, ეგ არაფერს ნიშნავს? ზოგიერთი წლები ვერ გადის ქალაქიდან და მონატრებულია გარემოს შეცვლას. თუ ოჯახი არ ჰყავს მისახედი აქ, წავა დიდი სიამოვნებით, სიგრილეში იქნება, და და დედა სადილებს გაუკეთებენ, საღამოს აივანზე ჩამოჯდება, ბავშვს რომ დააძინებს და დალევს ჩაის , ოღონდაცა რა !

Posted by: garfield1 17 Jun 2014, 23:20
ინფინიტი
აჰა, დამშვიდებული სინდისით გავუშვებ მაშინ, ვფიქრობდი და ვერ მოვიფიქრე რა მექნა, ჩემმა ქმარმაც იგივე მითხრა რასაც შენ მეუბნები და დაგიჯერებთ მაშინ bis.gif

Posted by: Nanuuu 17 Jun 2014, 23:23
garfield1
QUOTE
ორი კვირით ვუშვებ, ოღონდ შაბათ-კვირასაც იქ იქნება და მაგიტომ ვფიქრობ რომ 100-150 ლარი

ორი კვირით ვინმემ სურამში გამიშვას, საჭმელებიც მიკეთოს და მარტო ბავშვის გართობა დაძინება დამევალოს და აქეთ მივცემ 150 ლარს sad.gif

Posted by: ALEXAS FANI 18 Jun 2014, 13:26
გვჭირდება 35-45 წლის ქალბატონი ძიძად 3 წლის ტყუპებთან. ერთი ბავშვი დადის ბაღში.

უნდა იყოს აქტიური, ენერგიული და მოწესრიგებული ადამიანი. სასურველია ცხოვრობდეს საბურთალოზე. არ უნდა ქონდეს პრობლემა აგარაკზე გამოყოლაზე დამატებითი ანაზღაურებით.

საათები სამუშაო დღეებში არის 8:30დან 7:30 მდე. შაბათს 10 დან 5 მდე. სასურველია ცხოვრობდეს საბურთალოზე.

ანაზღაურება არის 500 ლარი.

Posted by: lulu82 20 Jun 2014, 17:20
გოგოებო რის მიხედვით არჩევთ ძიძას? სექტემბრიდან მეც მჭირდება და დამაკვალინეთ რა, რომ გადავხედე ძალიან გამიკვირდა ზოგს უწერია 5 ვნახე და ვერ შევარჩიეო. ერთი შეხედვით როგორ ხვდებით რო არ გამოგადგებათ? რა კითხვებს უსვამთ? რას მივაქციოყურადღება? მოკლედ ძალაინ ჩაინიკი ვარ და დამაკვალიანეთ რა რომ არ შევცდე პლიიიიიზ, ძალიან მეშინია ისეთ რაღა ცეებს წერენ ლამის გადავიფიქრო სამსახურში გასვლა

Posted by: ფრენოლოგი 21 Jun 2014, 01:19
მე მინდა ძიძად მუშაობა, ზაფხულში მცალია და სავარაუდოდ მერეც .


თუგჭირდებათ ვინმეს მომწერეთ და დაწვრილებით გეტყვით ყველაფერს.

bis.gif


ჩემს თავს ვუწევ რეკომენდაციას yes.gif

ახლა ვამთავრებ ბაკალავრიატს და ძიძად იმიტომ მინდა მუშაობა რომ მომწონს ძიძად მუშაობა და არა იმიტომ რომ სხვა არ ვიცი რა ვაკეთო, შესაბამისად არ მეზარება და ფულის ხამი არ ვარ :დ
თუ ძალიან მოგინდებათ სხვებიც გამიწევენ რეკომენდაციას


Posted by: Blur 21 Jun 2014, 01:30
lulu82
QUOTE
ერთი შეხედვით როგორ ხვდებით რო არ გამოგადგებათ?

მარტივად smile.gif ქუჩიდან შემოსული ბავშვთან ისე რომ მივა ხელს არ დაიბანს, მარტო გრაფიკს და ხელფასს რომ კითხულობს და ბავშვი გოგოა თუ ბიჭი რომ არ აინტერესებს, რაღათ უნდა იმას მეორედ დაბარება იმ წამსვე გაუშვებ. წინა გვერდზე მიწერია როგორ მივხვდი რომ ის ის იყო ვინც მე მინდოდა

Posted by: garfield1 21 Jun 2014, 01:43
ფრენოლოგი
მე დამჭირდება აგვისტოში ერთი თვით და მასე არ გაწყობს ალბათ ხო ?
ჩემ ძიძას არ სცალია აგვისტოში
და ზოგადად ძალიან მომხრე ვარ ახალგაზრდა ძიძების

Posted by: ფრენოლოგი 21 Jun 2014, 02:01
garfield1
კი, როგორ არ მაწყობს smile.gif

QUOTE
და ზოგადად ძალიან მომხრე ვარ ახალგაზრდა ძიძების

ძალიან გონივრულია ^^

Posted by: garfield1 21 Jun 2014, 02:07
ფრენოლოგი
კარგია, მაშინ დაგეკონტაქტები წინასწარ, ასე ერთ თვეში smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 21 Jun 2014, 02:10
garfield1
კი ბატონო .

დროებით smile.gif

Posted by: Elviskote 21 Jun 2014, 02:11
მე ვმუშაობდი ძიძად რამდენიმე წლის Uკან, ხოდა როცა პირველად მივედი, ეს ბავშვი დამეტაკა და ფეხებზე შემომეხვია smile.gif)))))) გაგიჟდნენ დედამისი და ბებია biggrin.gif იმის მერე როცა რამეზე "ვჩხუბობდიტ" biggrin.gif სულ იმას ვეუბნებოდი ენა გააჩუმე შენი არჩეული ვარ მეთქი smile.gif)))))) კვდებოდა ბებიამისი სიცილიტ ამაზე biggrin.gif შვილივიტ შემიყვარდა Dა სულ მენატრებაsad.gif
* * *
ძიძად ვრ Gამოდგები თუ მარტო ფულის გამო ირჩევ Aსეტ სამსახურს. ძალიან Dიდი სიყვარული უნდა შეგეძლოს smile.gif

Posted by: drozera 22 Jun 2014, 15:25
ავიყვანე ძიძა, ძალიან კარგი, თბილი, მზრუნეველი, სუფთა, სასიამოვნო, მშვიდი ნერვების (!) ადამიანი smile.gif ორშაბათი-პარასკევი 9-17 სთ, დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას, ჩემი შვებულების პერიოდში ისვენებს. მხოლოდ ბავშვის მოვლა ევალება არავითარი სახლის საქმე. ბავშვსაც ძალიან მოეწონა და მეც smile.gif
300 ლარად, ახლოს ცხოვრობს. +გავუკეთებ ბონუსებს აუცილებლად (ეს არ მითქვამს smile.gif
რასაც მივაქციე ყურადღება კიდევ "კასტინგების" დროს, არ არის ფულზე დახამებული და არ თანხმდებოდა ყველა პირობას, რაც მანამდე შესთავაზეს იმ ლოგიკით, რომ აი სამუშაო მინდა და ოღონდ რამეიყოს, ვიმუშავებ.

Posted by: tikuna22 22 Jun 2014, 15:30
drozera
გირჩიეს თუ რომელიმე კომპანიიდან ????

Posted by: Toxic:) 23 Jun 2014, 15:30
რუსი ძიძა ხომ არ გეგულებათ ვინმეს და კიდევ მაინტერესებს რუსულენოვან ძიძები მეტ ანაზღაურებას ითხოვენ?

Posted by: Nanuuu 23 Jun 2014, 15:49
drozera
sad.gif სად ნახე? გილოცავ smile.gif
მეც მყავს ერთი შეგულებული. არ მინდოდა მაგრამ ნაცნობია და ნუ იმაში მაინც ვიქნები დარწმუნებული რო ბავშვს რამეს არ უზამს.
თორე ბარეღამც სხვა მინდოდა...

Posted by: tikuna22 23 Jun 2014, 17:11
Nanuuu
აუ ძაან მენერვიულება ძიძის ამბავი ეხლა გავიგე რომ 4 თვის ბავშვს დიმედროლს ასმევდა ბოროტი

Posted by: temosabasdeda 23 Jun 2014, 17:12
თუ ვინმეს ყურადღებიანი ,პასუხისმგებლობით სავსე ძიძა დაგჭირდებათ შემიძლია ერთ კარგ ქალს გავუწიო რეკომენდაცია.საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ მოგეწონებათ .

Posted by: ქინქლა 23 Jun 2014, 17:24
garfield1
QUOTE
და ზოგადად ძალიან მომხრე ვარ ახალგაზრდა ძიძების

ახალგაზრდა ძიძა მინდა ბავშვებს სკოლაში რომ გავუშვებ მერე და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ პრობლემა არ გახდება პოვნა - სტუდენტზეც თანახმა ვარ, პრინციპში სტუდენტი უფრო მაწყობს. ჩემს სამსახურიდან მოსვლამდე ბავშვები სკოლიდან რომ მოიყვანოს, აჭამოს და ამეცადინოს. ეხლა ძალიან კარგი ბებო გვყავს და სხვა არ გვინდა მაგრამ სკოლის შემდგომ ბავშვების მისახედად სტუდენტი ძალიან მაწყობს. მეც სტუდენტი ვიყავი ბავშვებს ყველა საგანში ვამზადებდი. ძიძა არ ვიყავი მაგრამ მათ სწავლა-განათლებაზე მე ვზრუნავდი. ასე რომ სხვასაც არ გაუჭირდება - მთავარია მოწესრიგებული და კარგი ადამიანი იყოს.

Posted by: Toxic:) 24 Jun 2014, 16:29
რუსულენოვანი ძიძა ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: ფრენოლოგი 24 Jun 2014, 23:24
Toxic:)


რუსული ვიცი კარგად და აუცილებლად რუსი გინდა თუ ეგ ვარიანტიც გაწყობს :დ

Posted by: shkola20 25 Jun 2014, 06:53
სტუდენტი ვის უნდოდა მე მოგცემ იმ გოგოს ნომერს ამზადებს მოსწავლეებს მათემატიკა ინგლისური და ყველა საგანი 5 წელია უკვე

Posted by: Toxic:) 25 Jun 2014, 17:21
QUOTE
აუცილებლად რუსი გინდა თუ ეგ ვარიანტიც გაწყობს


კი სასურველია სლავური წარმოშობის იყოს.

Posted by: buttercup 26 Jun 2014, 11:33
გოგოებო, როცა ძიძა მიგყავთ ბავშვთან ერთად დასასვენებლად და 24 საათი იქ არის (შაბათს და კვირას ისვენებს) რამდენს უმატებთ ხელფასზე?

Posted by: drozera 28 Jun 2014, 12:51
tikuna22
განცხადება დავდე დასაქმების გვერდზე, გამომეხმაურა გოგო (სრულიად უცნობი), რომელმაც თავის ნათესავს გაუწია რეკომენდაცია, მოვიდა გასაუბრებაზე, რომ გავესაუბრე, მივხვდი, რომ ხელიდან ვერ გავუშვებდი smile.gif მანამდე 4 ძიძა იყო გასაუბრებაზე, 4-ვე ახლობლის რეკომენდაციით, მაგრამ მაინც ეს ვარჩიე. კარგი ინტუიცია მაქვს და მგონი არც შევმცდარვარ smile.gif

Nanuuu

Posted by: tikuna22 28 Jun 2014, 14:27
drozera
აუ რა მაგარია იმედია მეც ვიპოვი კარგ და სანდო ადამიანს , წარმატებებს გისურვებ wink.gif

Posted by: little___mermaid 30 Jun 2014, 01:06
გასაუბრებებს როგორ ატარებთ რაზე ესაუბრებით? ვერ გადავწყვიტე ძიძა ავიყვანო სექტემბრიდან თუ კერძო ბაღში მივიყვანო, წლის და 2 თვის იქნება. თანხა თითქმის ერთიდაიგივე ჯდება. ამ ასაკში მიგიყვანიათ ვინმეს ბაღში? ძიძების ცოტა მეშინია

Posted by: Nanuuu 30 Jun 2014, 12:54
little___mermaid
მე არც დავფიქრდებოდი ისე მივიყვანდი კერძო ბაღში.
თან მასეთ ბაღებში როგორც ვიცი ცოტა ბავშვები ყავთ ხო? თან უფრო გაერთობოდა და თან რავიცი.
მე ძაან მომწონს მოკლედ ეგ, უბრალოდ ჩემი ჯერ პატარაა

Posted by: akulina 30 Jun 2014, 14:41
little___mermaid
ჩემი მეუღლე მიიყვანა დედამისმა 1.2თვის თან 29წლის წინ სად იყო კერძო ბაგები.ბავშვს გააჩნია შენ თვითონ მიხვდები

Posted by: Sargerass 1 Jul 2014, 18:06
გოგოებოო ჩემი მეზობელი ძიძა გათავისუფლდა, სულ რო ვაქებ ხოლმე ის და დაურეკეთ ვისაც გჭირდებათ ვუწევ რეკომენდაციას..

558-45-11-36 მაია

Posted by: marina1957 2 Jul 2014, 09:21
სექტემბრიდან თავისუფალი ვიქნები,შემეხმიანეთ. 2 63 84 36 555 38 92 37. მარინა

Posted by: E_ko 2 Jul 2014, 16:51
little___mermaid
QUOTE
ვერ გადავწყვიტე ძიძა ავიყვანო სექტემბრიდან თუ კერძო ბაღში მივიყვანო, წლის და 2 თვის იქნება. თანხა თითქმის ერთიდაიგივე ჯდება. ამ ასაკში მიგიყვანიათ ვინმეს ბაღში? ძიძების ცოტა მეშინია

მეც ბაღი მირჩევნია, მაგრამ მემგონი მაინც ძიძა დაგვჭირდება. მოსწავლეებს ვამზადებ და 8 საათამდე დაკავებული ვარ. არა მგონია ბაღი 8 საათამდე იყოს.

Posted by: Nanuuu 2 Jul 2014, 18:18
ძლივს ძიძა ვიშოვე, ორშაბათიდან სამსახურში გავდიოდი და ბავშვი გაუხდა ცუდად, თურქეთში მიყავთ სამკურნალოდ facepalm.gif
რა დავაშავეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე???????????????

Posted by: Sweet Paloma 2 Jul 2014, 18:25
Nanuuu
უი უი sad.gif ცუდია.
ძიძა რომ იშოვე და არ გამოდის ჯერ, და იმასაც რომ პრობლემა აქვს ასეთი sad.gif

Posted by: Nanuuu 2 Jul 2014, 18:29
Sweet Paloma
თან ხვალიდან უნდა მოსულიყო, დაეწყო და შაბათს გამხდარა ის ბავშვი ცუდად და მოკლედ
დავრჩი მე გაღიმებული... იმ ბავშვს მაინც არ ჭირდეს რამე ისეთი, შემეცოდნენ sad.gif

Posted by: tikuna22 2 Jul 2014, 19:31
Nanuuu
ნანუუუ როგორ იშოვეეეე????

Posted by: Nanuuu 2 Jul 2014, 19:59
tikuna22
ნაცნობი იყო გოგო

Posted by: tikuna22 2 Jul 2014, 20:02
Nanuuu
უკვე გადიხარ სამსახურში? იქნება გამოკეთდეს ბავშვი და ისევ დაგიბრუნდეს ძიძა

Posted by: T@K 2 Jul 2014, 20:45
ფრენოლოგი -ს მე ვუწევ რეკომენდაციას, პირველ კურზე იყო ჩემთან რო მუშაობდა და დღემდე ახსოვს სანდროს love.gif

Posted by: little___mermaid 2 Jul 2014, 23:35
E_ko
კი არის კერძო ბაღი 8 საათამდე

Posted by: ფრენოლოგი 2 Jul 2014, 23:45
T@K


მეც დღემდე მახსოვს სანდრო love.gif



Posted by: drozera 3 Jul 2014, 13:08
little___mermaid
ვესაუბრები წინა გამოცდილებაზე, რა დაევალება, რას როგორ გააკეთებს და ა.შ.
მეც ვფიქრობდი ბაღში მიყვანას, მაგრამ ჯერ თავი შევიკავე, 1 წელი მაინც, 1,3 თვის არის ჩემი. სახლში დამტოვებელი არავინ მყავს და უბრალო გაციებაზე კიდევ სამსახურიდან ვერ გავეთავისუფლები ყოველთვის, ბაღში კიდევ უფრო ხშირად ცივდებიან, ამიტომ ვინმე დამტოვებელიც მინდა პარალელურად, რაც უფრო ძვირი დამიჯდება.
tikuna22
მადლობა, შენც ასევე წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: Tak 3 Jul 2014, 14:52
ხოოოდააა...
ვეძებ ძიძას...

სექტემბრიდან მინდა, ნახევარ-განაკვეთზე 9-3მდე ორშაბათი-პარასკევი.
იმ პერიოდში სანამ იქ იქნება, სხვას არაფერს არ ვთხოვ ბავშვის და მისი ნივთების მოვლის გარდა.

თაზოსნაირი მინდა ვინმე მომენტ biggrin.gif

ხოდა ღადაობის გარეშე, მოთხოვნები არის რომ პატიოსანი იყოს, ქართველი, საკუთარი შვილი თუ ეყოლება მირჩევნია, ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ ახლა მაინც და მაინც 16 ან 90 წლის არ მინდა.

200-250 ლარს მივცემ.
ჯობია იყოს ვინმე დიდუბეში მაცხოვრებელი.

თუ რამე და დამატებით დამჭირდა, დავუმატებ, კეთილი და პატიოსანი გოგო ვარ )))

ვინმე თუ იცით ვინც თქვენ გყავდათ და შეგიძლიათ მომიყვეთ რა ადამიანია და როგორ უვლიდა თქვენს შვილს, მირჩიეთ.
მთლად უცხოს ვერ ავიყვან, არ შემიძლია ((((

სექტემბრიდან მინდა, მაგრამ აგვისტოში 1 კვირა ვიყოლიებდი რომ შემეხედა, ანუ ტესტ-კვირის პონტში რა.


Posted by: garfield1 3 Jul 2014, 15:00
Tak
გოგო ჩემი ქმრისიანები ხო დიდუბეში ცხოვრობენ, ძმაკაცებიც ასევე და ცოლებს ვკითხავ აბან, დიდები ყავთ უკვე ძირითადად,უკვე ბაღის და სკოლის ასაკის და იქნებ მირჩიონ ვინმე

Posted by: DA-DU-DI 3 Jul 2014, 15:36
გოგოებო, ძალიან კარგ რეკომენდაციას გავუწევ ჩემს ახლანდელ ძიძას, გადასარევი ქალია. აი მშვიდი, წყნარი, ენერგიული ამასთანავე smile.gif არასოდეს არ ჩაყოფს ცხვირს ოჯახურ საქმეებში. ბავშვი შემყავს ბაღში და მიწევს მისი გაშვება სექტემბრიდან sad.gif
მოკლედ, თუ ვინმეს ხართ დაინტერესებული ამ პერიოდისთვის, დაუკავშირდით 555 262190, 593121752, 599736968. ნუნუ smile.gif


Posted by: Nanuuu 4 Jul 2014, 14:10
ავიყვანე ძიძა, პირველი დღეა, ხოოოოდა, თითქოს კარგი ქალია, მაგრამ აი, როგორ ვთქვა, ცოტა ისეთი რააა, აი ყოჩაღი არაა თითქოს.
ძააააან ზემორიდებულად იქცევა და რაღაც აი როგორ ვთქვა არც ვიცი. ცოტა შეშინებულივით.

მე ვუგონებ ნეტა თუ ვაცადო კიდე რამდენიმე დღე თუ რა ვქნა, ვეღარ გავიგე... თქვენები როგორ იყვნენ?
აი დღეს რასაც ვუყურებ, მშვიდად ვერ ვიქნები როცა დავუტოვებ. მეც რო აქ ვარ კიდე ხოო. და ეს პირველი დღის ბრალია
თუ თავიდანვე მოგეწონთ თქვენ მაგალითად?

Posted by: temosabasdeda 4 Jul 2014, 14:28
გოგოებო ძალიან კარგი ქალბატონი მყავს და თუ ვინმეს გინდათ ძიძა შემეხმიანეთ.არ ინანებთ.გამოცდილი ექთანია .ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

Posted by: marina1957 4 Jul 2014, 15:27
Nanuuu
მე გირჩევთ დაელოდეთ,მასაც შეჩვევა ჭირდება რამდენიმე დღე.

Posted by: inga_72 4 Jul 2014, 20:56
QUOTE
მე გირჩევთ დაელოდეთ,მასაც შეჩვევა ჭირდება რამდენიმე დღე.

+1

Posted by: Tak 5 Jul 2014, 20:15
Nanuuu

გოგო შეჩვევაც ჭირდება რა თქმა უნდა, მაგრამ მეც შენს პონტში ვიქნებოდი.
ინტუიცია რას გკარნახობს, მორიდების პონტშია?

გამოსაცდელი პერიოდით შეუთანხმდი?

garfield1
QUOTE
გოგო ჩემი ქმრისიანები ხო დიდუბეში ცხოვრობენ, ძმაკაცებიც ასევე და ცოლებს ვკითხავ აბან, დიდები ყავთ უკვე ძირითადად,უკვე ბაღის და სკოლის ასაკის და იქნებ მირჩიონ ვინმე


აუუუუ მიდი რა ნინ რაააა

იქნებ ვინმე ისეთიც იყოს რომ მთელი დღის გრაფიკზე შევუთანხმდე და ნინო ჩაჯდებოდა მთლიან გრაფიკში ბაღში....

Posted by: Girl 5 Jul 2014, 21:18
Nanuuu
ცოტა ხანი აცადე, ესე უცებ ვერ გაიგებ. შეიძლება თვითონაც გაკვირდება რა მოგწონს რა არ მოგწონს თავიდანვე ცუდი შთაბეჭდილება რომ არ დატოვოს იმასაც ხო ეშინია. : ))) რამდენიმე დღეში შეატყობ ნელ ნელა smile.gif ) ) ) შენც მიაწოდე შენზე რაღაც ინფორმაცია, შენს სურვილებზე და ა.შ რომ მიხვდეს რა როგორ გინდა და რა არა.

Posted by: maiamari 6 Jul 2014, 13:11
ვარ 45 წლის, შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანიი ვიმუშავებ ძიძად მაქვს მუშაობის გამოცდილება 558451136

Posted by: basti-bubuuu 6 Jul 2014, 16:12
მე თითქმის 1,5 არ მომწოონდა ჩემი ძიძა-ზუსტად შენი მიზეზის გამო მაგრამ ვაკვირდებოდი,დაჟე როცა მყავდა სხვაც მოვიყვანე გასაუბრებაზე.და რა მინდა გითხრა-გავიდა ის თვე ნახევარი და უკვე 2 წელზე მეტია ჩვენთანაა და ვფიქრობ რომ საუკეთესო ძიძაა მთელს მსოფლიოში

Posted by: crv777 7 Jul 2014, 09:57
აქ ვწერ დედაჩემის თხოვნით
იმუშავებს ძიძად, აქვს უცხოეთში ბავშვის მოვლის დიდი გამოცდილება,
ჩამოსვლის შემდეგ ბოლო წლებში (2012-2013) აქაც მუშაობდა ძიძად. დაუმთავრდა მუშაობის პერიოდი და ეძებს სამსახურს

არის შრომისმოყვარე, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით საქმისადმი, ენერგიული ქალბატონი

კარგად მესმის რომ ვინც არ იცნობს (და მე არ მიცნობს) გაუჭირდება უცხო ადამიანის სახლში მიყვანა და ნდობა, მაგრამ დამიჯერეთ რომ არ ინანებთ.
დაუკავშირდით, პირადად გაესაუბრეთ და შეთანხმდით, დანარჩენი თქვენთვის მომინდვია... ლია 597513039


P.S. მე რაც შემეხება, იხილეთ სპოილერში...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინასწარ დიდი მადლობა ყველას

Posted by: maiamari 7 Jul 2014, 11:20
ვარ 45 წლის შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი ვიმუშავებ ძიძად მაქვს მუშაობის გამოცდილება 558451136

Posted by: Nanuuu 7 Jul 2014, 12:27
Tak
გოგო, გავუშვი ეგ უკვე, არ გინახავს ეტყობა, იქით დავწერე. ეგეც და მაგის მერე მეორე მყავდა ისიც მივაბრძანე smile.gif
არის რაღაცეები რაც პირველივე დღეს ეტყობა ადამიანს და არ უნდა იმას არანაირი შეჩვევა-შეგუებები...
ნუ მე ესე ვთვლი და ვსიო! მივეცი 20 ლარი ნახევარ დღეში. (არაფერი გაუკეთებია 20 ლარის მაგრამ მაინც).....

Posted by: Elizabet Arden 7 Jul 2014, 14:31
ერთ კვირაში ძიძა თავისუფლდება და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ,ნამუშევარია ბევრგან და მრავალწლიანი გამოცდილება ააქვს.,უზომოდ განათლებული,ყურადღებიანი,პუნქტუალური,არამწეველი,გამოცდილი და მოკლედ თავისი საქმე 10-იანზე იცის.ესეც ნომერი 598-28-18-92 ხათუნა.ტერიტორიულად გლდანშია

Posted by: tikuna22 7 Jul 2014, 15:33
Nanuuu
ნანუ სხვა აღარ ნახე???

Posted by: maiamari 7 Jul 2014, 17:16
ვარ 45 წლის შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი ვიმუშავებ ძიძად მაქვს მუშაობის გამოცდილება 558451136

Posted by: ^Nos_ka 7 Jul 2014, 17:20
Nanuuu
რა პირობები გაქვს და ანაზღაურება?

Posted by: Nanuuu 7 Jul 2014, 18:18
tikuna22
გოგო, ეს 2 ვამუშავე და არ მომეწონა, ერთი 3 ქალი გასაუბრებაზე მყავდა.
აქედან 1 მომეწონა, გასაუბრებიდან, ნუ გამოსაცდელ დღეებში ვნახოთ რას იზამს...
ოღონდ ვინაიდან ჩემ სამსახურში გაურკვევლობებია, გადავწყვიტე რო ეხლა აღარ ავიყვანო.. სექტემბრიდან ავიყვან,
მაგ დროისთვის მყავს რამდენიმე კარგი კანდიდატი...

^Nos_ka
მარტო ბავშვის მოვლა, 300 ლარი. შაბათ-კვირის გარდა 9-დან 7მდე

Posted by: maiamari 7 Jul 2014, 18:54
ვარ 45 წლის შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი ვიმუშავებ ძიძად მაქვს მუშაობის გამოცდილება 558451136
* * *
ვარ 45 წლის შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი ვიმუშავებ ძიძად მაქვს მუშაობის გამოცდილება 558451136
* * *
ვარ 45 წლის შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი ვიმუშავებ ძიძად მაქვს მუშაობის გამოცდილება 558451136

Posted by: tikuna22 7 Jul 2014, 20:14
Nanuuu
უფ მანამდე კი შეარჩევ ნან,

Posted by: Nanuuu 7 Jul 2014, 22:27
tikuna22
გოგო, ხო გახსოვს რაც გითხარი. შენ რო დაიწყებ შერჩევას, აი ოდნავ რო შეატყობ გული გეთანაღრება ეგრევე სხვა ნახე. დედის გული არ ცდება smile.gif
და აუცილებლად თავიდანვე შეუთანხმდი რო 2-3 დღე უფასო, საცდელი მუშაობა ექნება.
არის რაღაცეები, რასაც პირველივე დღეს უნდა აკეთებდეს. შეჩვევა და შეგუება რო არაფერ შუაშია ისეთი რამეები...

Posted by: tikuna22 7 Jul 2014, 22:31
Nanuuu
გოგო ეხლა ერთმა ჩემმა ძალიან ახლობელმა მითხრა რომ ძიძობა უნდა დს ვფიქრობ რა ვქნა აი ისეთია 100 % რომ ვენდობი კარგად დავფიქრდები და გადავწყვიტავ

Posted by: ketina 7 Jul 2014, 22:32
რუსთავში მინა ძიძა სასწრაფოდ, სახლში რომ წაიყვანოს თან

Posted by: Nanuuu 7 Jul 2014, 22:51
ketina
ბავშვი რამხელაა? ძიძის ასაკს ააქვს მნიშვნელობა?

Posted by: mar adentro 7 Jul 2014, 23:18
გოგოებო,გამარჯობა, თქვენი აზრი მაინტერესებს, მჭირდება ძიძა დილის 09: 30 დან საღამოს 20:30 მდე, შაბათს 18: 30 მდე. რა თანხა უნდა შევთავაზო. 550 ლარი ძალიან ცოტაა? წარმოდგენა არ მაქვს ფასებზე sad.gif

Posted by: anuka2009 7 Jul 2014, 23:29
mar adentro

მე მყავს 500 ლარად - 09:30 დან 19 მდე, ნუ ხან ვერ მოვდივარ მთლად დროზე და არ მირბის რა თქმა უნდა. შაბათს მოდის დილით და ასე 5 თვის, ხან უფრო ადრე ვუშვებ. ძალიან ცოტა არაა ნამდვილად.

Posted by: mar adentro 7 Jul 2014, 23:36
anuka2009

ერთ_ერთ კანდიდატს ვესაუბრე დღეს ტელეფონით და ცოტა შეიცხადა, დავიბენი. ამ გრაფიკზე 600 მინიმუმიაო. გამიმართლებს იმედია, ნაცნობების რესურსი ამოვწურე და გადავედი სააგენტოებზე. სააგენტოებიც მირჩიეთ რა

Posted by: marina1957 8 Jul 2014, 00:11
mar adentro
კარგი ხელფასია,მეც ასე ვმუშაობდი.
* * *
mar adentro
სააგენტოებიდან თაბუნს გირჩევთ.

Posted by: Sweet Paloma 8 Jul 2014, 00:48
mar adentro
თაბუნი ცადე და გადია. ამ გადიადან ბევრს აუყვანია და კმაყოფილები არიან, თაბუნზეც იგივე. მე ახლობლები რომ ამოვწურე სააგენტოების მეორე წრეზე მივდივარ ახლა.

Posted by: Nanuuu 8 Jul 2014, 10:16
mar adentro
Sweet Paloma
გოგოებო, მე მირჩია ერთმა ფორუმელმა თავისი ძიძა, აი ძაააან კამყოფილი ვიყავიო და ძაან მიქო.
უბრალოდ მე რუსთავში რო მინდოდა ეგ ვერ გაითვალისწინა, ხოდა, თუ გინდა შეეხმიანეთ იმ გოგოს. იქნებ რომელიმეს გამოგადგეთ.
მითხარით და მოგწერ პირადში იმის იუზერს, ნომერიც მაქვს და დაელაპარაკეთ...

Posted by: maiamari 8 Jul 2014, 17:47
მე მყავს სანდო ძიძა ერთი კვირა რაც აღარ მუშაობს (ვეGარ უხდიდნენ და გამოუშვეს) 3 ბავშვი ყავს გაზრდილი აქ ვწერ ხოლმე მის მონაცემებსს და მტხოვა დავხმარებოდი

Posted by: stasia 9 Jul 2014, 02:15
maiamari


QUOTE
მე მყავს სანდო ძიძა ერთი კვირა რაც აღარ მუშაობს (ვეGარ უხდიდნენ და გამოუშვეს) 3 ბავშვი ყავს გაზრდილი აქ ვწერ ხოლმე მის მონაცემებსს და მტხოვა დავხმარებოდი


ანუ თქვენ
givi.gif

Posted by: Nanuuu 9 Jul 2014, 10:31
stasia
QUOTE
ანუ თქვენ

lol.gif lol.gif lol.gif
ზატო სანდოა და გამოდილი, ზუსტად იცის biggrin.gif ისე ხო არ ურჩევდა ვინმეს biggrin.gif

Posted by: Sargerass 9 Jul 2014, 10:34
stasia
არა თვითონ არაა დამიჯერე... სტუდენტი გოგოა თვითონ smile.gif

Posted by: Tak 10 Jul 2014, 00:53
Nanuuu

ააა ხო აღარ მინახავს. პირდაპირ ვერ გითხარი და მეც ესე ვფიქრობ

QUOTE
არის რაღაცეები რაც პირველივე დღეს ეტყობა ადამიანს და არ უნდა იმას არანაირი შეჩვევა-შეგუებები...


Elizabet Arden
QUOTE
ერთ კვირაში ძიძა თავისუფლდება და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ,ნამუშევარია ბევრგან და მრავალწლიანი გამოცდილება ააქვს.,უზომოდ განათლებული,ყურადღებიანი,პუნქტუალური,არამწეველი,გამოცდილი და მოკლედ თავისი საქმე 10-იანზე იცის.ესეც ნომერი 598-28-18-92 ხათუნა.ტერიტორიულად გლდანშია


თქვენთან მუშაობდა?

Posted by: maiamari 11 Jul 2014, 11:36
გოგონებო მეე სტუდენტი ვარ უბრალოდდ მტხოვა რომ დავხმარებოდი და მისი მონაცემები პირდაპირ ამიტომ დავწერეე, ისეე მართლა ძალიან კარგი ძიძა გამოცდილია რაც მთავარიაა 3 ბავშვი ყავს გაზრდილი დაა 2 კიდეე თავისი შვილი თან პათიოსანი და შრომისმოყვარე ადამიანია

Posted by: Elizabet Arden 11 Jul 2014, 18:32
QUOTE (Tak @ 10 Jul 2014, 00:53 )


Elizabet Arden
QUOTE
ერთ კვირაში ძიძა თავისუფლდება და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ,ნამუშევარია ბევრგან და მრავალწლიანი გამოცდილება ააქვს.,უზომოდ განათლებული,ყურადღებიანი,პუნქტუალური,არამწეველი,გამოცდილი და მოკლედ თავისი საქმე 10-იანზე იცის.ესეც ნომერი 598-28-18-92 ხათუნა.ტერიტორიულად გლდანშია


თქვენთან მუშაობდა?

გამარჯობათ,კი ჩემთანაც მუაობდა და ჩემ ნათესავთანაც,ძალიან კმაყოფილები ვართ,უბრალოდ ბავშვები დაგვეზარდნენsmile.gif)დაურეკეთ ნახეთ ,ნამდვილად კმაყოფილი იქნებით.დილით 10 საათზე არასოდეს იგვიანებდა და 7 მდე იყო,სუფთა ჰაერზე 2 საათი მინიმუმ ყოველთვს გარეთ ასეირნებდა,გაცივებულები ბავშვები არასოდროს მინახავს,ფთუ-ფთუsmile.gif)თან ექთანი ქალია 40 წლის ენერგიით სავსე,დადებითი აურით და ყველანაირად ვანდობდი ბავშვს.

Posted by: Minion1 14 Jul 2014, 12:01
გოგოებოო ძიძას ვეზებ ორშაბათიდაან
ვინმე ხომ არ იცით რომ მირჩიოთ??
რამდენიმეწლიანი გამოცდილებით რომ იცოდეთ ვინმე, თბილი, ყურადღებიანი, აი როგორ ძიძასაც თქვენ ისურვებდით

Posted by: 2110 23 Jul 2014, 13:08
გოგოებო , რუს ძიძებზე ისევ დიდი მოთხოვნაა? ანუ ჩემს ბავშვობაში და ცოტა მერე ძიძა რუსულ წარმომავლობასთან ასოცირდებოდა ჩვენი მსობლების თაობისთვის. ამჟამად იმდენი რუსი აღარც ცხოვრობს აქ, მაგრამ რუსი ძიძა ისევ მოთხოვნადია ბებისბის მხრიდან?? smile.gif)

Posted by: vinnie 23 Jul 2014, 14:01
ესეიგი გოგოებო ,მე მჭირდება ძიძა მარტო ბაღიდან რომ გამოიყვანოს 2 ბავშვი და 1 საათი ყავდეს,ნეტა დამთანხდება ვინმე?ან რამდენი უნდა გადავუხადო ???

Posted by: L O L I T A 29 Jul 2014, 00:27
მე მყავდა აყვანილი ძიძა სააგენტოდან. 7 საათამდე ვიყავით შეთანხმებული და 7-ს რომ 15 წუთი აკლდა უკვე კარებში იყო. ყოველდღე კისრისტეხით მოვრბოდი სამსახურიდან, რომ მომესწრო. მხოლოდ ბავშვის მოვლა ევალებოდა და ბავშვის ოთახის მოწესრიგება. ამ უკანასკნელს მუდმივად ახალტურებდა. სახლში ხო ვაფშე ხელს არ კიდებდა არაფერს და არც ვავალებდი. თუ რაკოვინაში თავის ნაჭამ თეფშს ამორეცხავდა და ჩემსასაც მიაყოლებდა, აუცილებლად მოვიდოდა და აღნიშნავდა ხმამაღლა. ვუხდიდი 400 ლარს.
ჩემს მეგობარს 350 ლარად ჰყავს ძიძა და ისე უყვარს ბავშვები, მასთან რომ მივდივართ სტუმრად მარტო თავისას კი არა ყველას ბავშვებს ათამაშებს და პატრონობს. როცა ბავშვს ძინავს და დრო აქვს ოჯახის საქმეშიც თავისი ინიციატივით ერთვება და ისე შეაყვარა ყველას თავი ოჯახის წვერივითაა ფაქტიურად.
აი ეგეთი ძიძა მინდა და ვეძებ. გულით, რომ აკეთებს საქმეს და არა მოვალეობის მოხდის მიზნით.
თუ იცნობთ ასეთ ძიძას, რომელიც თავისუფალია ან უახლოეს ხანებში თავისუფლდება მომწერეთ კონტაქტი.
ხელფასი 400 ლარი. სამუშაო გრაფიკი დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე. შაბათი-კვირა დასვენება. დღესასწაულებზე დასვენება შეთანხმებით.

Posted by: marina1957 29 Jul 2014, 17:41
'L O L I T A მოგწერეთ პირადში,გამომეხმაურეთ,არც სამსახურიდან სირბილი დაგჭირდებათ,ოჯახიც წესრიგში გექნებათ.მარინა 555 38 92 37

Posted by: Girl 29 Jul 2014, 20:40
იცით რა მაინტერესებს. ძიძას შვებულებას რომ აძლევთ ხოლმე. 2 კვირა, 3 კვირა ან 1 თვე. იმ თვეს ჩვეულებრივად უნაზღაურებთ მაინც? მე ჩვეულებრივად ვაპირებ მივცე რომ ჩამოვა აგვისტოს ბოლოს და მაინტერესებს ზოგადად როგორ არის მიღებული ყველა ესე იქცევა? უბრალოდ მაინტერესებს და დაწერეთ პლზ: ) წინა ძიძა 6 წელი ისე იყო ჩემთან შვებულებასაც ჩემთან ერთAდ ატარებდა თავის ოჯახიანად მოდიოდა ხოლმე და პირიქით ორმაგს ვაძლევდი ანუ ეგ შემთხვევა არ მქონია რომ წასულიყო და ეხლა პირველად ვარ ესეთ სიტუაციაშI : )

Posted by: garfield1 29 Jul 2014, 20:53
Girl
მე გეტყვი ეხლა როგორცაა
ჩემმა ძიძამ თავიდანვე მითხრა მთელი აგვისტო მინდა რომ დავისვენოო, ხოდა ეს თვე იქნება უხელფასო.
სამაგიეროდ მე რომ ბაკურიანში ვიყავი, მერე თურქეთში წავედი, ისედაც კვირაში ერთი დღე დედაჩემთან გავდივარ ხოლმე, ანუ ჩემი მიზეზით თუ ვასვენებ ,მაშინ ვუნაზღაურებ და რეალურად გამოსდის თვეზე მეტი დასვენება და აგვისტოში რატომ უნდა მივცე, ეგ უკვე არ ვიცი

Posted by: Girl 29 Jul 2014, 21:23
garfield1
ეგრე ამასაც გამოსდის რაAღც დღეები დასვენება ჩემი მიზეზით და მაგას არ ვთვლი. მაგას ისედაც ჩვეულებრივად ვუნაზღაურებ. მე აგვისტოს ამბავი მაინტერესებს.. ჩვენ არ შევთანხმებულვართ ამაზე თავიდანვე პირველად მაქვს ესეთი შემთხვევა და აზრადაც არ მომსვლია, ხოდა უბრალოდ სხვები როგორ იქცევიან მაინტერესებს .. იქნებ სხვებმაც დაწერონ .. : )

Posted by: kato treveli 30 Jul 2014, 14:33
მე შეთანხმებული ვარ რომ შევბულების დროს ფულს არ ვუხდი, 1 კვირა დავასვენე და ეგ არ გამომიკლია, მაგრამ ეხლა მთელი აგვისტო ვაპირებ რომ დავასვენო და ნამდვილად ვერ გადავუხდი

Posted by: jaa 30 Jul 2014, 14:46
Girl
ჩემი ძიძა 3 კვირა ისვენებს აგვისტოში და 1 კვირა მუშაობს და ვუთხარი, რომ ნახევარი თვის ხელფასს გადავუხდი, ანუ შვებულების 1 კვირასაც ავუნაზღაურებ. ისე ვისაც ვკითხე არავინ არ უხდის თავის ძიძას შვებულების ფულს

Posted by: kato treveli 30 Jul 2014, 14:50
ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ ძიძაზე, ეხლაც მაკანკალებს, 4 თვის ასაკიდან შვილი დავუტოვე ძიძას, რომელიც მეგობრის რეკომენდაციით მივიღე (მისი შვილების ძიძის დაქალი იყო), თავიდან მომეწონა, სუფთა და წყნარი გოგო იყო, მაგრამ კვების მხრივ ქონდა პრობლემა, თითქმის არაფერს ჭამდა და სულ მიხდებოდა მისთვის ანგარიშის გაწევა, თან პრეტენზიული იყო პროდუქტების მიმართ (მაგ: ბალში რა მიეცი? მეკითხება, 1,5 ლარი, მაგი არ ივარგებს მამაჩემს 4 ლარიანი მოაქვს საუკეთესოა და მე ამას არ შევჭამ, საზამთროში? 50 თეთრი, ეგ არ ივარგებს ჩემ ძმას 70 თეთრად მოაქვს საუკეთესოა). გამაგიჟა ისეთ დღეში ჩამაგდო, ყოველ საღამოს მარტო მაგისთვის ვაკეთებდი საჭმელს, ჩემ ქმარს პრეტენზიები არ ქონდა, მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, შევამჩნიე რომ ენა არ ქონდა კარგი ჩემ მულთან ერთად ერთ სართულზე ვცხოვრობ და იქ დაიწყო სიარული ჩემი ნებართვის გარეშე, რომ ვუთხარი არ მომწონს რო გადიხართქო ასე მითხრა მამიდას მიყავს ბავშვი და მე რა უფლება მაქვს არ გავატანოო? ვკითხე და ჩემი შვილი ჩემი ნებართვის გარეშე რო მიგყავს მაგის უფლება თუ გაქვსთქო? ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ჩუმ-ჩუმად დაიწყო იქ სიარული, რასაც მე ვიგებდი, ხოდა ერთ დღესაც ბავშვს ლოყაზე რომ ჩამოკაწრული დამხვდა და ვკითხე რა აქვსთქო? ასე მითხრა არ ვიციო მამიდასთან იყოო, ხოდა აქ გადავირიე და გადავწყვიტე გამეშვა, ოღონდ შესაფერის დროს დავლოდებოდი, ეს დროც დადგა, სამსახურში ხელი მომაწერინეს გაფრთხილებაზე შესაძლო შემცირების შესახებ და მეც ვუთხარი ახალი სამსახურის მოძებნა დაიწყეთო და აქ მოხდა რაც მოხდა, გაგიჟდა, გადაირია, მლანძღა (დეტალების გახსენება ეხლაც მზარავს), მერე დამაშანტაჟა და მითხრა თუ არ გადავუხდიდი ორმაგ ხელფასსს, ჩემ სახლში როცა იყო მიგდებდა ყურს რას ვლაპარაკობდი ჩემ მეგობრებთან, დედაჩემთან, ტელეფონზე და ყველაფერს მოუყვებოდა ჩემ მულს და დედამთილს, თან მიმანიშნა რომ ჩემ სახლში ყველაფერი იცოდა, ხოდა გადავუხადე რაც მთხოვა და გავუშვი, მაგრამ საქმეში ხარ? ისეთები მოუყვა ჩემ დედამთილს და მულს ჩემზე, ბევრი ფაქტი მართლა იყო, ლაპარაკში რო მოყვები რა მოხდა და როგორ, ოღონს ეს ყველაფერი თავისი ინტერპრეტაციით და ისე, რომ მე თითქოსდა ვლანძღავდი ჩემ მულს, მის ოჯახს, დედამთილს (ესეც რო ყოფილიყო ვერ ვხვდები ძიძას ვინ ეკითხებოდა), ხოდა აგერ უკვე 6 თვეა, ისე გადამკიდა ოჯახის წევრებს ლამის თავი მოვიკლა, ნერვიულობაზე მუცელი მომეშალა და ისინი არიან ბედნიერები, მე მგონი არცერთი ძიძა სახლში შემოსაშვები არ არის, ეხლა ვინც მყავს იმისიც მეშინია, მეშინია რო გამოვცვალო იმანაც რამე არ მომიწყოს არადა სად წავიყვანო ჩემი შვილი არ ვიცი, რამდენი დავწერე და მაინც არ არის საკმარისი იმის გადმოსაცემად რა განმაცდევინა და რა დღეში ვარ ეხლაც, ხანდახან მინდება რომ დავრეკო ყველა სააგენტოში და მისი სახელი და გვარი გადავცე, რომ არ მიიღონ არსად, ეგეთი ადამიანის შემოშვება არ შეიძლება, ფულს გიხდი, გაჭმევ, პატივს გცემ, არ ვტოვებ დრესასწაულებს უსაჩუქროდ, თვალებში შემოგიცინებ, შენი კვების რეჟიმზე გადავედით მთელი ოჯახი და შენ ზურგში დანას მირტყავ, აი ეხლაც ცუდად გავხდი, ვერ გავიგე მტელი ცხოვრება ჩემ სახლში უნდა ეცხოვრა თუ ჭორაობაშI შევუშალე ხელი?

Posted by: jaa 30 Jul 2014, 14:57
kato treveli
ვაი ორმაგ ხელფას გადახვუხდიდი კი არა გავაგდებდი სახლიდან და ვაბშე ვუცივლებდი გამომძალველობისთვის, მითუმეტეს მაგის გამო რო მუცელი მომშლოდა მოვკლავდი პროსტა. მართლა ძაან ცუდია ზედ რო ყვები და ესე გექცევა. ნამდვილად დავრეკავდი შენს ადგილას სააგენტოებში და დავაბლოკინებდი ყველგან, აქაც პირველ გვერდზეა ძიძების შავი სია დ მიაწერე მანდაც, რომ სხვამ არ აიყვანოს არავინ

Posted by: blblbl 30 Jul 2014, 14:58
kato treveli
აუცილებლად უდნად არეკო და უნდა გეცივლა კიდეც შანტაჟისთვის :@

Posted by: kato treveli 30 Jul 2014, 15:02
ეგ შემეძლო გამეკეთებინა, მისი ლაპარაკი ჩავიწერე ტელეფონში, მაგრამ ვერ ვაკეთებ, ღმერთის მჯერა და ის მიუზღავს სამაგიეროს, მე სხვის ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგავ, მაგრამ ისე ამირია ოჯახში ყველაფერი, თავის მოკვლა მინდა

Posted by: blblbl 30 Jul 2014, 15:03
kato treveli
ზუსტადაც სხვის ცოდვაში დგავ ფეხს,რადგან არავინ იცის კიდე რამდენს მოექცევა შენნაირად,აუცილებლდ უდნა უჩივლო.

Posted by: kato treveli 30 Jul 2014, 15:05
მე გული იმაზე უფრო მტკივა, საკუთარი ოჯახის წევრებმა თხასავით რო გამყიდეს და ვიღაცას ენას გადამაყოლეს, ამის შემდეგ რა პასუხი მოვთხოვო ძიძას, ისე კი დავრეკვამაინც სააგენტოებში და ჩავაწერინებ მის სახელს და გვარს, რამდენადაც გავიგე ჯერ ვერ იშოვა სამსახური

Posted by: NINA-LL 30 Jul 2014, 20:01
გოგონებო,ძიძა მჭირდება კვირაში 3 დღით,2 დან 9 საათამდე და დაახლოებიით რა თანხა უნდა გადავუხადო?

Posted by: garfield1 30 Jul 2014, 20:21
kato treveli
აუცილებლად ვუჩივლებდი მაგ გოგოს, დასაჭერია როგორც მინიმუმ, თავხედი.
შენ დედამთილს და მულს კიდე ყოჩაღ რაა, ვიღაცის ენას როგორ აყვნენ
აქაც დაწერე გვარი და სახელი რაა
NINA-LL
ალბათ 200 ლარი ?

Posted by: anuka2009 30 Jul 2014, 20:44
kato treveli
აუცილებლად დაწერე სახელი და გვარი, თუ გაქვს სურატიც დადე

Posted by: Sweet Paloma 31 Jul 2014, 00:11
მეც იგივეს გეტყვი რომ უნდა დაწერო. ჩვენ ვეძებთ ძიძებს და ნამდვილად არ მინდა ეგეთი ადამიანი ახლოს გავიკარო. სხვამაც რომ არ გამოიაროს იგივე, მაგისთვის რამე უნდა ჰქნაkato treveli

Posted by: tikuna22 31 Jul 2014, 21:53
kato treveli
თუ შეგიძლია დაწერე სახელი და გვარი

Posted by: ქინქლა 31 Jul 2014, 22:08
QUOTE
მერე დამაშანტაჟა და მითხრა თუ არ გადავუხდიდი ორმაგ ხელფასსს, ჩემ სახლში როცა იყო მიგდებდა ყურს რას ვლაპარაკობდი ჩემ მეგობრებთან, დედაჩემთან, ტელეფონზე და ყველაფერს მოუყვებოდა ჩემ მულს და დედამთილს, თან მიმანიშნა რომ ჩემ სახლში ყველაფერი იცოდა, ხოდა გადავუხადე რაც მთხოვა და გავუშვი,

თუ არ მოგწონდა, თუ გაშვება გინდოდა, იმისთანა რამეებს რატო ლაპარაკობდი მასთან ან მისი თანდასწრებით რომ მერე დაგაშანტაჟა და შენც ფული გადაუხადე. ან ამისთანას რას ლაპარაკობდი მულზე და დედამთილზე რომ ფულის გადახდა გიღირდა ოღონდ გაჩუმებულიყო; ქმარს რა უთხარი, ორმაგს რატო ვუხდიო? დედაშენთან რო არ დამასმინოს როგორ ვლანძღეო??? ან ბავშვი რო მამიდასთან მიყავდა ამაში ასაკრძალი და გასაგიჟებელი რა იყო? თავის დასთან ხო არ მიყავდა, იგივე შენი ოჯახის წევრთან არ იყო ბავშვი. ის არ ჯობდა შენი ოჯახის წევრის მეთვალყურეობის ქვეშაც ყოფილიყო ძიძა როგორ უვლიდა ბავშვს?

ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ჩემი აზრით შენც არასწორად იქცეოდი შენი ქმრის დის და დედის მიმართ, და ის ძიძა ხო ათი თავით უარესი შეგხვედრია.

დედამთილზე ბევრი აქაც გამოვთქვამთ უკმაყოფილებას მარა საიმისო არ უნდა ქნა ვინმემ დაგაშანტაჟოს და შენ დუმილში ფულები უხადო.

Posted by: violet 31 Jul 2014, 22:12
მე ვქიქრობ, ძიძის საუკეთესო ალტერნატივა კარგი კერძო ბაღია
1.6 წლიდან იღებენ ბავშვებს თან

Posted by: Nanuuu 31 Jul 2014, 22:32
violet
აუ მეც ძაან მიმიწევს მაგ კერძო ბაღებისკენ გული და ვერ ვხვდები რატო...
იდეაში ხო იქ ბევრი ბავშვია და უფრო შეილება ვერ მოუარონ არა? მაგრამ აი რო დავფიქრდები რომელი მირჩევნია
კერძო ბაღისკენ რაა...

Posted by: garfield1 31 Jul 2014, 23:45
Girl
დდეს ვკითხე სპეციალურად ჩემ ძიძას. შვებულების დროს, სხვა ოჯახში როცა მუშაობდი ხელფასი როგორ გქონდათქო, ხოდა ეგო შენზეა დამოკიდებულიო, რასაც საჭიროდ ჩათვლი ისეო. ანუ მე კი შემიძლია რომ არაფერი გადავუხადო, მაგრამ თუ გადავუხდი უარს არ იტყვის, ნუ ვინ იტყვის პრინციპში უარს.
4 კვირა ისვენებს სრულად, აქედან 2 კვირა მეც შვებულება მაქვს ხელფასიანი და დანარჩენი ორი კვირა უნდა ვატარო ეს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში. ამიტომ ვიფიქრე და ნახევარი თვის ელფასს გადავუხდი ალბათ, ვნახოთ , მანამდე კიდე მოვიფიქრებ

Posted by: blblbl 1 Aug 2014, 00:52
violet
Nanuuu
ბაღებში პირველი წელი ვირუსების ბუმია,აი 99% სულ ავადაა ერთი კვირა დადიან ერთი ტვე სახლში არაინ და 1.6 წლის ბავსVისთვის ძალიან ცუდია ეს ყველაფერი

Posted by: violet 1 Aug 2014, 02:45
blblbl
Nanuuu
მე ჩემს მაგალითს გეტყვით
1.8 წლის მივიყვანე ჩემი ბიჭი კერძო ბაღში, 4 თვე იარა(ოქტომბრიდან თებერვლამდე) . ერთი დღე არ ჩაგვიგდია, არანაირი ვირუსი
დავრჩი ძალიან კმაყოფილი ყველანაირად

ჩემმა მეზობელმა უამრავი ძიძა გამოცვალა, ბავშვი ჯერ 4 წლისაა, ამის შემხედვარემ ბაღის ასაკამდე მარტომ გავზარდე და მერე ბაღში მივიყვანე

Posted by: bachachuna 1 Aug 2014, 10:24
garfield1
ჩემი აზრით, რადგან თავისი ინიციატივით ისვენებს მთლიანი აგვისტო და შენ მაგის გამო ის 2 კვირა ზედმეტად უნდა გაწვალდე არ უნდა გადაუხადო, ყოველშემტხვევაში იმ 2 კვირის, აი შენი ინიციატივით რომ უწევდეს დასვენება მაშინ კი.

Posted by: kato treveli 1 Aug 2014, 12:32
ქინქლა

ჩემო კარგო, ჩემმა მეუღლემაც, დედამთილმაც და დედაჩემმაც კარგად იცოდნენ როგორ დამაშანტაჟა და ფული რომ მივეცი, იმიტომ რომ მე არასდროს ისეთ რამეს არ ვლაპარაკობ არავისთან რასაც პირადად არ ვეტყვი ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ამას თავისი ფანტაზიები ქონდა და ისეთები ილაპარაკა, ეხლაც შოკში ვარ საიდან მოქონდა, ხოდა ვინ არის ძიძა, რომ ჩემ ოჯახში ჩაერია და ასეთი ამბები დაატრიალა, ფული კი იმის გამო მივეცი, რომ არ მინდოდა ნერვების მოშლა და მივხვდი რა ადამინთანაც მქონდა საქმე, არ მიღირდა ის თანხა, მაგრამ მან თავისი მაინც გააკეთა, აბა თქვენ სახლში იკადროს ასეთი რამ ძიძამ, რაც ჩემთან იკადრა და ვნახავ როგორ ილაპარაკებთ, რაც შეეხება ჩემ მულს, მე ფულს ძიძას იმაში ვუხდიდი რომ ჩემ სახლში ყოფილიყო და ბავშვისთვის მიექცია ყურადღება, მასე რომ არ მდომოდა ბაღში წავიყვანდი 40 ბავშვში და არც მაგდენი ფული დამეხარჯებოდა (ძიძის ფულის გარდა, სახლში დამატებით ადამიანი გყავს და იამს გარკვეული ხარჯებიც მოყვება), თანაც როგორ მოგეწონებოდათ თქვენ ჩემ ადგილას შენზე რო იჭორაოს ძიძამ მულთან, აბა ჩემ ადგილას წარმოიდგინეთ თავი, რა უფლება ქონდა ვერ ვხვდები, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ ის რაც მე გამოვცადე, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საქმე ვიღაც ძიძის გასარჩევი არ არის და არ უნდა გაბედოს ადამიანმა შენ ოჯახში რო შემოდის მსგავსი რამ, ამიტომ დავწერე აქ რომ სხვებისთვისაც მეთქვა, უცხო ადამიანი არ უნდა გააღმერთო იმის გამო, რომ შენ შვილს უტოვებ და ფეხქვეშ არ უნდა გაათელინო თავი, შემიძლა მისი კოორდინატები მოგწეროთ და მიიყვანეთ სახლში აუცილებლად, ცოტახანში თქვენს ოჯახსაც იგივე დაემუქრება, მერწმუნეთ და მერე როგორ ილაპარაკებთ ვნახავ, სხვა რამეებიც მითხრა, რისი დაწერაც არ მინდა და ამიტომ ვცდილობდი წყნარად გამეშვა, მთელი დღე სახლში მარტო რჩებოდა...

Posted by: ინფინიტი 1 Aug 2014, 13:58
kato treveli
მესმის შენი გულისტკივილი და ისიც, თუ რა დღეში აღმოჩნდი, მაგრამ შენი პრობლემა ძიძა არ არის ან ვიღაც სხვა, ქინქლამ სწორი გითხრა და აქ თუ არა, საკუთარ თავთან მაინც აღიარე ეს, რომ შემდგომ მაინც წარმართო საქმე სხვანაირად.
QUOTE
ოტახანში თქვენს ოჯახსაც იგივე დაემუქრება, მერწმუნეთ და მერე როგორ ილაპარაკებთ ვნახავ,

საუკეთესო შემთხვევაში ტრაკში ჭიტლაყი და კიბეზე დაგორება იქნება მის მოთხოვნებზე პასუხი და უარეს შემთხვევაში განყოფილებაში თრევით წაყვანა.

და შენთვისაც იგივე უნდა ყოფილიყო, თუ :

1) ვერაფერს ამოგიქექავდა ისეთს, რისიც გეშინია და რის გამოც ვინმეს ფულს მისცემდი;
2) რომც გქონდეს რამე ისეთი, რისიც გეშინია, იმის ილუზია არ გექნება, რომ სულ რაღაც 400 ან 500 ლარად ვიღაც ბინძურს გააჩერებ, ამიტომ სხვანაირად აიძულებ , გაჩუმდეს;
3) გაქვს ოჯახში ისეთი სახელი და გეთქმის იმდენი, რომ დაგიჯერონ შენ და არა ვიღაც წაკლას და პატივი გცენ შენ და არა -მას;
4) გინდაც მას დაუჯერონ და გინდაც ძალიან ეწყინოთ, ვერ დაგიპირისპირდებიან აშკარად და ბოღმას გადაყლაპავენ კარაქიანი პურივით, იმიტომ რომ ხარ მათი შვილის/ძმის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი და მათი შვილიშვილის დედა. ქმარს იმდენად სჯერა შენი, რომ საკუთარ დედას და დასაც არ მოუსმენს.

აი ესაა მოცემულობა, რომელიც უნდა იყოს სახეზე და თუ არ არის, ძიძის პრობლემა დაივიწყე და იმუშავე იმაზე, რომ ასე იყოს , ზუსტად ასე!

Posted by: kato treveli 1 Aug 2014, 14:12
ინფინიტი
ეგ მოცემულობა ყველა სახეზეა, აქ მე მგონი ძიძების საკითხს არჩევენ და მეც მაგიტომ დავწერე, თორემ მე ჩემ ოჯახში პრობლემა არ მაქვს, მე ვნერვიულობ იმის გამო როატომ ჩაიდინა ასეთი რამ ადამინმა, რომელიც საკუთარ დასავით მივიღე, და არ მინდა სხვასაც იგივე დაემართოს იმის გამო, რომ სახლში უშვებს სრულიად უცნობ ადამიანს, და ანდობ ყველაზე დიდ განძს _ შვილს ეს არის და ეს, თორემ მე აქ არავისთვის არ მითხოვია ჩემი ოჯახის ამბები გაარჩიეთ და მირჩიეთ ვისთან როგორ უნდა მოვიქცეთქო, სულ ეს არის

Posted by: Neno_ 1 Aug 2014, 14:26
ინფინიტი
QUOTE
აი ესაა მოცემულობა, რომელიც უნდა იყოს სახეზე და თუ არ არის, ძიძის პრობლემა დაივიწყე და იმუშავე იმაზე, რომ ასე იყოს , ზუსტად ასე!

help.gif

მაგაზე რთული მე არაფერი მგონია და შენ ისე ადვილად უძახილისნიშნებ მაგ მოცემულობებს, გეგონება, დღეს რაღაა და აი ხვალ მოაყომარებს biggrin.gif
მე პირადად, მილიონში ერთ ქალს ვიცნობ/გამიგია, რომელსაც მაგ მოცემულობებით უწევს ცხოვრება ან მოაწყო ეგრე biggrin.gif
ნებისმიერ რამეზე რთული მგონია ეგ, თუ არ გიზის ეგეთი "ავტორიტეტული ბუნება"/ჭკუა/მოხერხება შინაგანში.. კვანტურ ფიზიკაზე ცხადია რთულია, იმას ისწავლი და მაგას ვერა user.gif

პ.ს. თქმით ეხლა ყველა იტყვის, რომ ზუსტად ეგრე ვცხოვრობო, მარა მე ფიცი მწამს - ბოლო მაკვირვებს rolleyes.gif

Posted by: Princess 1 Aug 2014, 14:29
kato treveli
დამატებით ფული რაში გადაუხადე მაინც ვერ გავიგე
შენ თავიდანვე შეგეშალა როგორც კი მიხვდი რომ ენატანია იყო, უნდა გაგეშვა.
რაც შეეხება ბავშვის მამიდასთან ყოფნას, რაც არ უნდა ცუდი იყოს, მაინც მამიდაა და ბავშვისთვის ახლობელია, ოჯახის წევრია და თუნდაც საუკეთესო ძიძას ჯობია.ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა
იმასი კი გეთანხმები რომ ჩუმად შენს ზურგს უკან არ უნდა წაეყვანა.

Posted by: garfield1 1 Aug 2014, 14:41
bachachuna
იცი რა , იმდენად კარგი გოგოა, მირჩევნია პატივი ვცე და ჩემი ინიციატივით ნაწილობრივ ავუნაზღაურო და ის ორი კვირა რაც მე უნდა ვიწვალო, იყოს ისე რა ვქნა

Posted by: ^Nos_ka 1 Aug 2014, 14:42
garfield1
წელიწადში 4 კვირა ხომ ეკუთვნის ხელFასიანი შვებულება? მისთვისაც ჩვეულებრივი სამსახურია, როგორც
შენთვის. თუ ზამთარში არ აპირებს დასვენებას, მემგონი რომ უნდა გადაუხადო.
რაც შეეხება მის პასუხს, მოერიდა სავარაუდოდ ეთქა გადამიხადეო.

Posted by: garfield1 1 Aug 2014, 14:54
^Nos_ka
მე ერთად არავინ მაძლევს იმ ფასიან შვებულებას და ზამთარში და გაზაფხულზე როცა ვიყავი თითო კვირით, მართალია ჩემი მიზეზით ისვენებდა, მაგრამ ვუხდიდი მაინც და ეს არ ითვლება ?

Posted by: kato treveli 1 Aug 2014, 16:08
Princess
როცა გავუშვი 4 დღის მიცემული მქონდა ხელფასი და ამ 4 დღეში დამატებით 100 ლარი მივეცი, მაგრამ სრული თანხა მოითხოვა და აღარ მინდოდა კამათი, ხოდა მივეცი ვიფიქრე წავიდოდა და დამაყენებდა, მაგრამ 6 თვე გავიდა და ენას არ აჩერებს, რაც შეეხება მამიდის თემას, ქალი რომლიც თავის რძალზე ვიღაც უცხო ქალთან იჭორავებს და ძმიშვილის დედას გალანძღავს, არ გექნება სურვილი შენ გარეშე წაიყვანოს შენი შვილი სახლში დამიჯერე, მაგრად გეწყინება და გეტკინება.

იცით რა მაინტერესებს? ასეთი დავარცხნილები როგორ ხართ ყველა, რომ ცხოვრებაში არც მეგობართან, არც დედასთან, არც მეზობელთან არაფერი გიჭორავიათ დედამთილზე და ქმრის ნათესავებზე? რაც ჩემთან ჩემ მეგობრებს და მეზობლებს ულაპარაკიათ დავდგე და ყველასთან მოვყვე? თუნდაც ჩემი მული ისეთებს ყვება თავის დედამთილზე ყურებში არ შეუშვებ, ეხლა ავდგე და ვიჭორაოთ და ვიყოთ ასე? მე ფაქტმა გადამრია ძიძის მხრიდან და თქვენ რა გახადეთ სადაო ვერ გავიგე? როგორ უნდა მიგდოს ყური ჩუმად ვიღაც ქალმა და მერე მაშანტაჟოს ამით ვერ გავიგე, მე იმის კი არ შემეშინდა, რომ დანაშაული ჩავიდინე და ისეთი რამ მქონდა ნათქვამი, სირცხვილით მოვკვდებოდი , უბრალოდ არ მინდოდა ვიღაც ქალის გულისთვის გულისტკენა ოჯახში, ეს არის და ეს, მაგრამ ის ქალბატონი ვისთანაც შევა სახლში იმან იკითხოს, მე იმიტონ დავწერე, რომ სხვებიც ყურადღებით იყვნენ და არ ჩავარდნენ ჩემ დღეში, ანუ ძიძასთან ახლო კონტაქტის დაჭერა არ შეიძლება. აქ კიდევ მორალის კითხვა მე დამიწყეს.

Posted by: ინფინიტი 1 Aug 2014, 16:57
kato treveli
QUOTE
ს, მე ვნერვიულობ იმის გამო როატომ ჩაიდინა ასეთი რამ ადამინმა, რომელიც საკუთარ დასავით მივიღე

აააა, აი კიდევ რა: საკუთარ დასავით ძიძა არ უნდა მიიღო .
პატივი უნდა სცე და თბილად მოეპყრო, მაგრამ დასავით და ა.შ. no.gif
QUOTE
სეთი დავარცხნილები როგორ ხართ ყველა, რომ ცხოვრებაში არც მეგობართან, არც დედასთან, არც მეზობელთან არაფერი გიჭორავიათ დედამთილზე და ქმრის ნათესავებზე?

დედასთან და მეზობელთან ლაპარაკი ერთი და იგივეა? spy.gif
არა, არ მილაპარაკია მეზობლებში დედამთილ-მულ-მაზლებზე და არც ვაპირებ.

QUOTE
რ შეიძლება. აქ კიდევ მორალის კითხვა მე დამიწყეს.

და შენი ძიძა პირუტყვია და სალაპარაკო რაღაა, მაგის საქციელს არც განხილვა უნდა რამე და არც გამართლება აქვს.


Neno_
გოგო, რა არის შეუძლებელი და მილიონში ერთი, არ გადამრიო? biggrin.gif ჩემ ქმარს ეხლა რაც გინდა ვიღაც წუნკალმა უტხრას, დედაშენზე შენი ცოლი მეჭორავაო ( თუ მაინდამაინც ბოზად არ მყავს მოხსენეიბული ან თაგვის შაქრის ჭმევას არ ვუპირებდი) , უნდა მომვარდეს და სკანდალები ამიწიოს? შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მაგის გამო ოჯახს როგორ ამირევს . ან დედამთილს რომ უთხრას ვიღაცას, ასე და ასე ლაპარაკობდა შენი რძალიო, ჯერ ერტი, რომ არ დაიჯერებს, ისეთი ბაზარნი არ ვარ, მეზობლებში მეთათხა ქალი და მეორეც, თუ დაიჯერა, ოჯახის არევა უნდა დამიწყოს? და ქმარი უნდა აყვეს ? თუ რა biggrin.gif ვინც რა გინდა , თქვას, შენი ოჯახის წევრები მას დაუჯერებენ და მიემხრობიან და შენ გადაგეკიდებიან? აბა დაფიქრდი biggrin.gif

Posted by: ქინქლა 1 Aug 2014, 17:08
QUOTE
ვინც რა გინდა , თქვას, შენი ოჯახის წევრები მას დაუჯერებენ და მიემხრობიან და შენ გადაგეკიდებიან? აბა დაფიქრდი

გავაგრძელებ - თუ ძიძამდე არ გაქვს ისეთი რამე ოჯახთან მიქარული რომ ქმრის ოჯახში ნდობა გაქვს დაკარგული, და სხვა, დროებით მომსვლელს უფრო ენდობიან და პატივს სცემენ ვიდრე შენ.

მეგობრებთან, ახლობლებთან და ფორუმზე დედამთილზე, მულზე და მაზლზე ჭორაობა არავის უკვირს მაგრამ არავის ისეთი არ გვითქვამს "დაშანტაჟებად" ღირდეს. მე პირადად რაც მილაპარაკია ზუსტად ის პირშიც მითქვამს ჩემს ქმართანაც და მის ოჯახის წევრებთან.

მაგრამ ის ძიძა მართლა რა ნამუსგარეცხილი ვინმეა, გველს რომ შეასრიალებ ოჯახში და შენ კიდე სულელივით გულს გადაუშლი, რძეს დაუდგამ ოთახის შუაგულში.
ამისთანა ადამიანს იმედია სადმე არ გადავეყრები თორემ ვხვდები მაგ დროს ძალიან ცუდის ჩამდენიც ვარ.

Posted by: ინფინიტი 1 Aug 2014, 17:16
ქინქლა
QUOTE
სხვა, დროებით მომსვლელს უფრო ენდობიან და პატივს სცემენ ვიდრე შენ.

ამან გადამრია smile.gif

ჯერ , როგორ უნდა გაბედოს მულმა, ძიძას სპეციალურად დაუახლოვდეს, შეიპატიჟოს ხოლმე სახლში, რომ მერე მე გამარჩიოს ძიძასთან. როგორ უბედავენ საერთოდ მსგავსს!!!

QUOTE
გობრებთან, ახლობლებთან და ფორუმზე დედამთილზე, მულზე და მაზლზე ჭორაობა არავის უკვირს მაგრამ არავის ისეთი არ გვითქვამს "დაშანტაჟებად" ღირდეს. მე პირადად რაც მილაპარაკია ზუსტად ის პირშიც მითქვამს ჩემს ქმართანაც და მის ოჯახის წევრებთან.

+1111 biggrin.gif

როგორ არ მითქვამს კაცო რამე, ძალიან ახლობლებთან smile.gif მითქვამს, რომ აი, ამაში არსწორები იყვნენ, ამით მაწყენინეს და სხვა... ეს შეიძლება მეგობარზეც ტქვა, თვითონ ქმარზეც თქვა მეგობართან , მაგრამ ეგ რა საშანტაჟოა biggrin.gif დარწმუნებული ვარ, დედამთილიც იქნება ჩემით ხანდახან უკმაყოფილო და ან დასთან იტყვის და ან შვილთან, რავი ... ადამიანური ამბავია smile.gif

Posted by: E_ko 1 Aug 2014, 17:21
kato treveli
ფულს გადავუხდიდი არა ის კიდე. შანტაჟისთვის გეჩივლა უნდა, მერე მუცლის მოშლას თუ მაგას აბრალებ ეგაც უნდა დაგემატებინა, უნდა ჩამორეკო ყველა სააგენტოში და მიაწოდე ინფო, აქაც დადე სახელი და გვარი, სურათიც დადე თუ გაქვს.

QUOTE
ქალი რომლიც თავის რძალზე ვიღაც უცხო ქალთან იჭორავებს და ძმიშვილის დედას გალანძღავს,

და რა იცი რომ გლანძღავდა? ექნებ ძიძის ფანტაზიის ნაყოფია?

მე არ ვარ "დავარცხნილი". რაღაც მეც მითქვია დედამთილზე დაქალებთან, დედასთან, ჩემი ქმარსთვისაც მითქვამს, მეზობლებში არ ვჭორაობ ოჯახის წევრებზე და უახლოეს ნათესავებზე.


Posted by: kato treveli 1 Aug 2014, 22:02
მოკლედ, რა მაგარი რამე დავწერე, მარტო ჭორაობა გახდა განხილვის საგანი, ცნობისთვის 5 წელია აქ ვცხოვრობ და ერთი მეზობლის გარდა არავისთან არ მაქვს ურთიერთობა იმასთანაც მხოლოდ კარგი გამარჯობა მაკავშირებს შეხვედრისას, ეს სიტყვის მასალად ვთქვი და მაგრად აიტაცეთ, მე მგონი სასიამოვნო არ არის ძიძა შენი ოჯახის წევრებთან რო გჭორავს, თანაც ეს ოჯახის წევრები თუ ჩასაფრებულის პოზიციაში არიან და ერთი სული აქვთ შენზე ცუდი რამე გაიგონ რომ მერე იძახონ ჩვენ როგორი კარგები ვართ და შენ ცუდიო, აი თავს ვერ ვპატიობ, რომ მე დამემართა ასეთი რამ და საერთოდ იმასაც რომ ცემი გულისტკივილი გაგიზიარეთ

Posted by: Neno_ 1 Aug 2014, 22:27
ინფინიტი
QUOTE
გოგო, რა არის შეუძლებელი და მილიონში ერთი, არ გადამრიო? biggrin.gif ჩემ ქმარს ეხლა რაც გინდა ვიღაც წუნკალმა უტხრას, დედაშენზე შენი ცოლი მეჭორავაო ( თუ მაინდამაინც ბოზად არ მყავს მოხსენეიბული ან თაგვის შაქრის ჭმევას არ ვუპირებდი) , უნდა მომვარდეს და სკანდალები ამიწიოს? შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მაგის გამო ოჯახს როგორ ამირევს . ან დედამთილს რომ უთხრას ვიღაცას, ასე და ასე ლაპარაკობდა შენი რძალიო, ჯერ ერტი, რომ არ დაიჯერებს, ისეთი ბაზარნი არ ვარ, მეზობლებში მეთათხა ქალი და მეორეც, თუ დაიჯერა, ოჯახის არევა უნდა დამიწყოს? და ქმარი უნდა აყვეს ? თუ რა biggrin.gif ვინც რა გინდა , თქვას, შენი ოჯახის წევრები მას დაუჯერებენ და მიემხრობიან და შენ გადაგეკიდებიან? აბა დაფიქრდი biggrin.gif


არა, გოგო, ზოგადად მართალს ამბობ, ეხლა მთლად ოჯახის დანგრევაზე არ მაქვს საუბარი, მარა, პრობლემები, შემდომში უნდობლობა, ეჭვის თვალის ყურება, გულშI ჩახვევა შეიძლება გამოიწვიოს ვიღაცის ტლიკინებმა (ნუ ყველაფერსაც გააჩნია, თან თუ მართლა მოღებული გქონდა პირი და მტყუანი ხარ და მოკლედ რა biggrin.gif. საქმის ისე დაყენება კი, რომ მხოლოდ ჩემი სიტყვაა კანონი და ეჭვს როგორ მაკადრებენ და არ უნდა მაკადრონ - ამის მიღწევა არის ურთულესი და რაღაც უნდა გქონდეს რა, აი უნებლიე შიშს და პატივისცემას რომ აგრძნობინებ ყველას - ეგეთი ხასიათი/აურა, რაც იშვიათი მგონია მე biggrin.gif

და ზოგადადაც, როგორ შენ წერ ხოლმე ქალისა და კაცის, ცოლისა და ქმრის ურთიერთობებზე და განსაკუთრებით, ქალის როლზე არის ხშირად მართალი, მარა სამწუხაროდ, დიდ ნიჭსა და მოხერხებულობაზე დამოკიდებული და ძალიან რთულად მისაღწევი mo.gif

kato treveli
აუ, დარელაქსდი რა, პირდაპირ შენზე და შენს მეზობლებზე აღარაა მაინცდამაინც საუბარი, განივრცო თემა, ფორუმია და ზოგი იმას იტყვის ზოგი ამას, ყველაფერი საკუთარ თავზე კი არ უნდა მიიღო rolleyes.gif

Posted by: ^Nos_ka 3 Aug 2014, 10:27
garfield1
ხო არ ვიცი, 2 კვირის ეკუთვნის აუცილებლად და
მეორე 2 კვირის მართლა არ ვიცი... მეორეს არ გადავუხდიდი.


P.ს რა მაინტერესებს:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9-20სთ მდე და შაბათს 9დან 2 მდე
400 ლარი როგორია? მხოლოდ ბავშვი და მისი კვება, სხვა არაFერი ...

Posted by: garfield1 3 Aug 2014, 10:31
^Nos_ka
ნორმალურია
მე ორშაბათი-პარასკევი მყავს, 9:30-19 საათამდე და 450ს ვუხდი, მაგრამ არიან ძიძები რომლებიც ამ გრაფიკით 300 ლარად მუშაობენ. ასე რომ მოძებნი მემგონი

Posted by: tamar1586 3 Aug 2014, 11:44
Neno_
QUOTE
მაგაზე რთული მე არაფერი მგონია და შენ ისე ადვილად უძახილისნიშნებ მაგ მოცემულობებს, გეგონება, დღეს რაღაა და აი ხვალ მოაყომარებს
მე პირადად, მილიონში ერთ ქალს ვიცნობ/გამიგია, რომელსაც მაგ მოცემულობებით უწევს ცხოვრება ან მოაწყო ეგრე
ნებისმიერ რამეზე რთული მგონია ეგ, თუ არ გიზის ეგეთი "ავტორიტეტული ბუნება"/ჭკუა/მოხერხება შინაგანში.. კვანტურ ფიზიკაზე ცხადია რთულია, იმას ისწავლი და მაგას ვერა

გოგო, ინფო რასაც ამბობს ისაა რომ ვიღაც უცხო რომ შენს დედამთილს ეტყვის, შენი რძალი ამას და ამას ამბობს შენზეო, კაკ მინიმუმ იმდენი პატივისცემა მაინც ექნება შენს დედამთილს რომ ეგრევე არ დაიჯეროს და ამბავი ატეხოს.

დარწმუნებული ვარ რომ მასე ხარ შენც სახლში, მეც და ბევრი აქედან. არაფერი დიდი მოხერხება არ უნდა მაგას. წესიერი ურთიერთობა თუ გაქვთ ოჯახში, რანაირად უნდა ისისინოს ვიღაცამ რომ დედამთილმა ეგრევე დაგადანაშაულოს შენ?

გასაგებია რომ არ იქნება სასიამოვნო და იასნია, უხეხულ სიტუაციაში ჩავარდებით შენც და დედამთილიც მარა დავუშვათ რომ მოხდეს ეგეთი რამე და გაბრაზებულმა ძიძამ თავის ჭკუით "ჩაგიშვას", არ გააიასნებ შენ თვითონ მერე? და არ იქნება ნათელი რომ გაბოროტებული ძიძა ფართხალებს და სისინებს იმის გამო რომ გაბრაზებულია შენზე?

მასე ყველას აქვს ეგ შანსი რომ ძიძა გაბრაზდეს და მერე დედამთილთან ან ქმართან მიირბინოს და შენი რძალი და ცოლი ამეებს ჭორაობს შენზეო უთხრას, მარა აი მე ნაღდად ვიცი რომ ააცვი ახლა აქედანო და საქმე ნახეო, ეტყვიან.

დედამთილზეც მილაპარაკია შეიძლება და მასაც ულაპარაკია ჩემზე, ღმერთმა დამიფაროს ასე არ იყოს. ანგელოზობაზე არავის გვაქვს პრეტენზია და ყველას შეშლია მარა რა მერე? biggrin.gif ისეთი არაფერი ჩამიდენია რომ ჯერ ერთი ამბად ღირდეს და მერე მეორე - დამტკიცება უნდა ყველაფერს. არავინ დაიჯერებს ძიძის ნათქვამს ასე ჰაერზე.


ზოგადად კი, მაგარი მურტალი რამეა უცხო ადამიანის სახლში შემოშვება ბევრ ასპექტში user.gif

Posted by: Neno_ 3 Aug 2014, 12:38
tamar1586
QUOTE
გოგო, ინფო რასაც ამბობს ისაა რომ ვიღაც უცხო რომ შენს დედამთილს ეტყვის, შენი რძალი ამას და ამას ამბობს შენზეო, კაკ მინიმუმ იმდენი პატივისცემა მაინც ექნება შენს დედამთილს რომ ეგრევე არ დაიჯეროს და ამბავი ატეხოს.

დარწმუნებული ვარ რომ მასე ხარ შენც სახლში, მეც და ბევრი აქედან. არაფერი დიდი მოხერხება არ უნდა მაგას. წესიერი ურთიერთობა თუ გაქვთ ოჯახში, რანაირად უნდა ისისინოს ვიღაცამ რომ დედამთილმა ეგრევე დაგადანაშაულოს შენ?

გოგო, ძიძა უცხო აღარაა, ეგ ერთი biggrin.gif ანუ, შენი ძიძა ეხლა შენთვის და შენი დედამთილისთვის უცხოა? მაგ გოგოს ძიძა კიდე ლამის მისი მულის დაქალი გამოდგა ბოლოს biggrin.gif მერე მეორე, თუკი ნათქვამი გაქვს მართლაც სისინობები, ხო შეგეტყობა თავის მართლებისას? თან ვთქვათ, ისეთი რამეები უთხრა, რაც კონტექსტურია, სიტუაციური იყო და რეალური ელფერი დაჰკრავს ვისაც ეუბნებიან იმისთვის biggrin.gif

QUOTE
ისეთი არაფერი ჩამიდენია რომ ჯერ ერთი ამბად ღირდეს და მერე მეორე - დამტკიცება უნდა ყველაფერს. არავინ დაიჯერებს ძიძის ნათქვამს ასე ჰაერზე.

biggrin.gif
ხო, გააჩნია ურთიერთობებსაც და ყველას სიტუაცია ერთნაირი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, შესაძლებელია და რეალური, რომ ავმა ენამ (თან თუ ცხრა უცხო არაა biggrin.gif) საქმე სერიოზულად გაგიფუჭოს, თან როცა ახალი ოჯახი გაქვს და პალაჟენია ისე არ გაქვს დაყენებული ჯერ.. რავი აბა biggrin.gif

Posted by: tamar1586 3 Aug 2014, 12:51
Neno_
QUOTE
თუკი ნათქვამი გაქვს მართლაც სისინობები,

ესაა მთავარი ამ საქმეში,
თუ საკაიფოდ გალანძღული გყავს, მთელი დღე დედამთილზე ჭორაობ, გეზიზღება და მეტი სალაპარაკო არ გაქვს, ეგ ხომ ისედაც ეცოდინება დედამთილს? biggrin.gif
ანუ, არ გაქვს კაი ურთიერთობა და ის ძიძა მიიტანდა თუ არა ამბავს, მაგას არც ექნებოდა დიდი მნიშვნელობა.

მეორეს მხრივ, ერთი-ორი თუ წაილაპარაკე, რაღაცაზე უკმაყოფილო აღმოჩნდი ხანდახან და ძიძასთან დაიჩივლე ყავაზე, მერე ამან ამბავი მიიტანა, ნორმალური დედამთილი კი მიხვდება რაშიცაა საქმე და დაიკიდებს იმ ძიძის ნათქვამს.

ძიძა რომ უცხო არაა გასაგებია მარა ჩემზე უცხო ხოა biggrin.gif მე ოჯახის წევრი ვარ და მე უფრო უნდა მენდობოდეს წესიერად თუ ვართ ვიდრე ძიძას, თუ მაინცდამაინც დედამთილის ან მულის დაქალი თუ არაა givi.gif

QUOTE
ჩემი აზრით, შესაძლებელია და რეალური, რომ ავმა ენამ (თან თუ ცხრა უცხო არაა ) საქმე სერიოზულად გაგიფუჭოს, თან როცა ახალი ოჯახი გაქვს და პალაჟენია ისე არ გაქვს დაყენებული ჯერ.. რავი აბა

კი, ნამდვილად გაგიფუჭებს თუ არ გაქვს ნდობა მოპოვებული, ან ისედაც დაძაბული გაქვს ურთიერთობა.
ნდობის მოპოვება კიდევ არაა რთული ჩემი აზრით, თუნდაც ახალი ოჯახი იყოთ, მე ასე მგონია რომ ეგრევე ეტყობათ ადამიანებს.

ვინმე რომ მოვიდეს ჩემთან, თუნდაც ძალიან ახლობელი და ჩემს დედამთილზე მომიყვეს, ამას და ამას ლაპარაკობს შენზეო, გამეცინება.
სულაც, რაც უნდა ის ილაპარაკოს, "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" (biggrin.gif )არის მთავარი და მაგ საქმეს კი ასრულებს 5+ - ზე tan.gif

Posted by: Neno_ 3 Aug 2014, 12:56
tamar1586
QUOTE
ვინმე რომ მოვიდეს ჩემთან, თუნდაც ძალიან ახლობელი და ჩემს დედამთილზე მომიყვეს, ამას და ამას ლაპარაკობს შენზეო, გამეცინება.

ხო, ისე, ეგეც მართალია biggrin.gif ანუ, საკუთარ თავზე რომ წარმოიდგინო რა, შენთან რომ მოიტანონ ენები biggrin.gif სერიოზულად გამოვლანძღავ მეც ამბიტანიას (თან თუ მართლა დაქირავებული მუშაკია მხოლოდ) და ნუ, თუ ჩემი დაქალი არაა gigi.gif

QUOTE
კი, ნამდვილად გაგიფუჭებს თუ არ გაქვს ნდობა მოპოვებული, ან ისედაც დაძაბული გაქვს ურთიერთობა.
ნდობის მოპოვება კიდევ არაა რთული ჩემი აზრით, თუნდაც ახალი ოჯახი იყოთ, მე ასე მგონია რომ ეგრევე ეტყობათ ადამიანებს.

ნუ, რავი, ფაქტია, რომ სტანდარტულად რძალ-დედამთილს არ აქვთ ხოლმე ია-ვარდი ურთიერთობა, აქაც ბევრი დაწერილა მაგ თემატიკაზე და კაცობრიობის ხნის პრობლემაა რძალ-დედამთილიანი biggrin.gif ესე იგი, მაინც რთულია დედამთილოზავრის ან რძალოზავრის ნდობის მოპოვება ბოლომდე bis.gif


Posted by: DOLPHIN 4 Aug 2014, 10:34
ნონა მნაცკანიანი და ჯანდაბა, მთელი ღამე ეს სახელი და გვარი მქონდა აკვიატებული და თურმე საიდან. biggrin.gif facepalm.gif

Posted by: M-a-k-u-n-a 5 Aug 2014, 14:01
სასწრაფოდ ვეძებ ძიძას. მჭირდება 11 აგვისტოდან.
ორშაბათი - შაბათი 9 30 დან 7 30 მდე

სასურველია 40 წლამდე.
დამიპიემეთ

Posted by: SnowFlakes 7 Aug 2014, 10:24
ჩემი ძიძა,რომელსაც ოქროს ხელები აქვს და ძირითადად სახლის საქმეებს აკეთებდა + ჰქონდა შეთავსებული ბავშვების ჭამა,ერთ-ერთის დატოვება ან ორივესი (როცა ეძინათ) თავისუფალია აგვისტოს 25დან.

სასურველია ტერიტორიულად საბურთალოზე იყოს. ძალიან ყოჩაღი ქალია, არაფრის თქმა რომ არ სჭირდება. მე სახლის ყოველდღიურ დალაგებაში,სარეცხი, სადილი, ამაში მეხმარებოდა და ბავშვებსაც აჭმევდა შეთავსებით. ბავშვების გართობა და მათთან თამაში ნაკლებად ევალებოდა smile.gif

Posted by: tlikina 8 Aug 2014, 12:32
SnowFlakes
პმ მოგწერე, ძიძის საკონტაქტო ნომერი რომ მომწერო თუ შეიძლება, ჩემს მეგობარს სჭირდება ძიძA,მიცკევიჩზე ცხოვრობს

Posted by: Elviskote 9 Aug 2014, 05:59
მე გირჩევთ თქვენ ძიძასთან Aხლოს იყოთ. ის Xომ თქვენ შვილს უვლის smile.gif ეცადეთ იყოთ ლმობიერი დ. საყვარელი Dა ისიც იგივეთი გიპასუხებთ. საერთო ჯამში ყველა მოგებული იქნებიტ smile.gif პირდაპირ ჰკითხეთ თქვენ ძიძას რა Dა როგორ, ოღონდ ეცადეთ იყოთ nice smile.gif

Posted by: ქინქლა 10 Aug 2014, 00:19
Elviskote
zizam ro hkitxos mshobels Ra Da rogor moeconeba, eg principi miugebelia??? Tan fuli vixado Da tan iket shevekitxo rogor mocons? Me rat aravin mekitxeba samsaxurshi ra rogor momcons? Pasuxi martivia- isini Arian damsakmeblebi. Ase rom, vinc ixdis cesebsac is adgens. :gamovedizizebisrisxva:

Posted by: _იუზერნეიმი_ 10 Aug 2014, 02:23
ნენოს უფრო ვეთანხმები ისე :დ
ჯერ ერთი, ისე არ ხდება, რომ ჰოპ და ვიღაცა უცებ საიდანღაც გამოხტება და ენას წაიგრძელებს, მაგაზე გაგეცინება კიდეოც და არამკითხე მოამბეც გამოილანძღება :დ

აი, ძიძის ნათქვამზე კი, რომელიც ფაქტიურად ოჯახის წევრი ხდება და ყოველდღიურად გაქვს ურთიერთობა, ასე თვალს ვერ დახუჭავ და ეჭვის ჭია მაინც შეგღრღნის, ეგ კი ნელ-თბილი ურთიერთობის ნგრევის დასაწყისი იქნება. შეიძლება, ისე, სხვათა შორის გადაგიკრას ერთი-ორი სიტყვა, ან ვითომ ლაპარაკში მოაყოლოს რამე, ისეთი ჩორტი ჩააგდოს აზრზე ვერ მოხვიდე და ვერც ის აკადრო, რომ ასე ხმამაღლა გაიცინო მის ნათქვამზე wink.gif ფლიდი და გაქნილ ხალხი ვარესებს ახერხებს და ეგრე ადვილი არაა ოლიმპოდან აკონტროლო სიტუაცია :დ ავტორიტეტი და პატივისცემა ერთ და ორ ავ სიტყვაზე დანგრეულა და დაკარგულა, რას ამბობთ. თქვენ მთქმელის გაქნილობა და ეშმაკობა თქვით, თორემ ისე მოაკვარახჭინებს და გადაკიდებს ადამიანებს ერთმანეთს, თვალს არ დაახამხამებს.

Posted by: ingiloo 11 Aug 2014, 12:47
Neno_
QUOTE
1) ვერაფერს ამოგიქექავდა ისეთს, რისიც გეშინია და რის გამოც ვინმეს ფულს მისცემდი;
2) რომც გქონდეს რამე ისეთი, რისიც გეშინია, იმის ილუზია არ გექნება, რომ სულ რაღაც 400 ან 500 ლარად ვიღაც ბინძურს გააჩერებ, ამიტომ სხვანაირად აიძულებ , გაჩუმდეს;
3) გაქვს ოჯახში ისეთი სახელი და გეთქმის იმდენი, რომ დაგიჯერონ შენ და არა ვიღაც წაკლას და პატივი გცენ შენ და არა -მას;
4) გინდაც მას დაუჯერონ და გინდაც ძალიან ეწყინოთ, ვერ დაგიპირისპირდებიან აშკარად და ბოღმას გადაყლაპავენ კარაქიანი პურივით, იმიტომ რომ ხარ მათი შვილის/ძმის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი და მათი შვილიშვილის დედა. ქმარს იმდენად სჯერა შენი, რომ საკუთარ დედას და დასაც არ მოუსმენს.


ესენია გოგო მილიონში ერთი? biggrin.gif მიქარულები გაქვს და ფული გაქვს ვინმესთვის მოსაკეტად სახდელი? შენი ქმარი სხვას უფრო ენდობა ვიდრე შენ? ან სახლში შენ სიტყვას ფასი არ აქვს?

რაღაც ეჭვი მეპარება და გამოდის მილიონში ერთი შენ ყოფილხარ მაშIნ biggrin.gif

ეს ისეთი ყოფითი და მართლა მოცემულობაა, რომ რა ვიცი სხვანაირად აბა როგორ უნდა იყოს? რომ დაფიქრდე.
ბევრ ვინმეზე შეიძლება იყო უკმაყოფილო, ადამიანი ხარ, გულის მოოხება რომ დაგჭირდება, ხან აქ დაწერ, ხან სახლში ქმარს ეტყვი, ხან პირშიც ეტყვი, ისეთი უკმეხი და პირდაპირი ვარ, ხანდახან უხეშადაც მითქვამს ხოლმე, მაგრამ შენიანია ის და მეორე წუთში აღარც გვახსოვს ხოლმე.


ის ძიძა მაგარი გველი და გარეწარია, ეგ რომ იკადრა, ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ შენც არ უნდა გქონდეს მიქარვები, რომ მერე ამის გამჟღავნების შეგეშინდეს.


Posted by: BURTYI 11 Aug 2014, 23:51
გოგოებო, სექტემბრიდან ჩემი ძიძა თავისუფლდება - ბავშვი ბაღში მიმყავს.. ვისაც გჭირდებათ ყურადღებიანი თბილი ბებო ბავშვის მოსავლელად მომწერეთ პმ. მიცკევიჩზე ცხოვრობს. ჩემამდე კიდევ 2 ბავშვი მიიყვანა ბაღის ასაკამდე, ჩემთან ახლობლის რეკომენდაციით მოვიდა და 3 თვიდან გამიზარდა პატარა. ნამდვილად ოჯახის წევრად მყავს მიღებული, ჩემი შვილიც ძალიან უყვარს და ძალიან მინდა რომ კარგ ოჯახში დასაქმდეს. მე სახლის საქმეს არ ვავალებდი, მარტო ბავშვს უვლიდა კვირაში 5 დღე დილიდან საღამომდე და 350 ლარს ვუხდიდი.. გამიხარდება თუ ვინმედ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია//


Posted by: Dido 12 Aug 2014, 11:09
garfield1
QUOTE
ამიტომ ვიფიქრე და ნახევარი თვის ელფასს გადავუხდი ალბათ,

კი, სწორადაც მოიქცევი yes.gif 1 თვიან ფასიან შვებულებას არც ერთი დამსაქმებელი არ მოგვცემს და რავიცი smile.gif

Posted by: Natalia23 14 Aug 2014, 10:49
ხალხნო, მინდა ოთახში, სადაც ძიძაა კამერა დავაყენო და ვინმემ ხომ არ იცით ვის უნდა მივმართო და რა ჯდება ეს სერვისი?

Posted by: Princess 15 Aug 2014, 10:53
1სექტემბრიდან მჭირდება ძიძა
სამUშაო საათები 9საათიდან საღამოს 7საატამდე. ბავშვი არის 9 თვის
ვცხოვრობ ნაძალადევში და კარგი იქნება თუ ძიძა ახლოს იცხოვრებს


Posted by: @@@@ 18 Aug 2014, 11:16
ხალხო, ძიძას რამდნს უხდით. რამდენია საშუალო ხელფასი თვეში?

Posted by: Princess 18 Aug 2014, 14:43
@@@@
300-400 ლარია


----------

Posted by: Tak 27 Aug 2014, 12:07
Gოგოებო სასწრაფოდ ვეძEბ ძIძAს
9 ა. 10 დან 4 ი. Nახევრამდე.
Mარტო მაშO შეეხება და ნუ მტვერი რომ ა. Iყოს.
300 ლარ. Mივცემდი ვინმ. Iცით?

Posted by: Princess 27 Aug 2014, 13:24
Tak
ნინო წავიდა? მთლიან გრაფიკზე იქნება ბაღში თუ იცი?

საათები დაწერე აბა ზუსტად ვკითხავ ჩემს ძIძას (მიდის 1დან ((( ) თუ აწყობს
ჩემთან 9-7ამდეა და ვერ ახერხებს

Posted by: Tak 27 Aug 2014, 14:57
Princess
Aრა ნინო Mყავს გოგო 4 ის ნახევრიდან
11 მდე.
Dა დილიდანაც მჭირდება Vინმე, მუშაობას
Vიწყებ მალ. Dა თAნ ეხლ. Gამოცდები მაქვ. Dა
Mაგისტრატურაზეც თU მოვხვდი სულ უნდა მყავდეს
Dამტოვებელი არეულ გრაფიკშI ვიქნები.

9-3:30 მინდა, შაბათEბიც.

Mარტო ბავშVი,300 ლარი. DიდიბეშI ვიქნები
Mალე , სად ცხოვრობს?

Kარგი გოგოა? Mომიყევი ))

Nინო 3 მდ. Iქნება ბაღშI, მგონი 1 ასაკით
ზედა ჯგუფში გადაყავთ , ანუ თQვენს
ჯგუფს მიყვება თU Aრ ვცდებიიი

Posted by: Princess 27 Aug 2014, 15:43
Tak
კი კარგი ქალია, მოგეწონება მაგრამ 9აზე ვერ მოვა, ვერც შაბათს
ნახევარი დღე კი აწყობს და უფრო კვირაში 2-3 დღე. მაინც ვკითხავ

QUOTE
Nინო 3 მდ. Iქნება ბაღშI, მგონი 1 ასაკით
ზედა ჯგუფში გადაყავთ , ანუ თQვენს
ჯგუფს მიყვება თU Aრ ვცდებიიი


დათუნას უკვე გადაიყვანენ ზედა ჯგუფში? 2.6თვისაა
ჯერ არამგონია გადაიყვანონ

Posted by: Summer_Rain 27 Aug 2014, 17:14
გოგოებო, ჩემს მეგობარს სჭირდება ძიძა
დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 7 საათამდე.

თუ ვინმე იცით, ვინც თავისუფალია ახლა, იქნებ მომწეროთ
ბავშვი 10 თვისაა

Posted by: ver_gamigeb 27 Aug 2014, 17:37
მეც მინდა ძიძა ისანში...............

Posted by: kato783 27 Aug 2014, 17:55
მეც მინდა მინდა ვაზისუბანში , 1 სექტემბრიდან user.gif user.gif ორშაბათი-პარასკევი 9 დან მაქსიმუმ 8ის ნახევრამდე.შაბათ კვირა და დასვენების დღეები დაისვენებს.

Posted by: Giorgi984 28 Aug 2014, 14:11
http://forum.ge/?f=34&showtopic=34681117


Posted by: little___mermaid 28 Aug 2014, 23:29
ვეძებ ძიძას ნუცუბიძის პლატოზე. ვინმე იცით ამ ტერიტორიაზე?

Posted by: makavel1 28 Aug 2014, 23:34
little___mermaid
მე ვიცი ერთი მაგრამ არ ვიცი ამ.წუთას დაკავებულია თუ არა და შაბათ კვირის გარდა მუშაობს

Posted by: little___mermaid 28 Aug 2014, 23:38
makavel1
ხოო შაბათს არც მინდა. რამდენი წლის არის? სასურველია 40-45ს ა. იყოს გადაცილებული.

Posted by: makavel1 29 Aug 2014, 10:03
little___mermaid
50 მდეა მარა ენერგიული ქალია

Posted by: Toxic:) 29 Aug 2014, 21:52
ჩვენს ძიძა ერთი კვირით გაგვენთავისუფლა , ხომ არ იცით ვინმე ვინც მოკლე დროთ დაგვეხმარებოდა ბავშვის მოვლაში,, ბავშვი არის 4 თვის.

Posted by: ni_nuka 30 Aug 2014, 13:08
გოგოებოო ძიძა მინდა სასწრაფოოოდ help.gif

Posted by: lenu 30 Aug 2014, 14:17
ძიძას ვეძებ სექტემბრის შუა რიცხვებიდან, 10 თვის ბავშვისთვის, საბურთალოზე, თუ ვინმე ათავისუფლებთ ან რეკომენდაციას გაუწევთ სხვას მომწერეთ smile.gif მადლობა!

Posted by: _Kato_ 30 Aug 2014, 20:13
მეც ვეძებ ძიძას და სასურველია საბურთალოს მიდამოებში.+ შაბათსაც რომ შეეძლოს მუშაობა...

Posted by: marguerite 30 Aug 2014, 22:42
lenu
პმ ნახეთ.

------------------

Posted by: Leo-Spy 31 Aug 2014, 19:42
kato783 შემიძლია გირჩიოთ ჩემი ძიძა. ჩემი ბავშვი 2 წლამდე გაზარდა და ბევრი ახლობლის ბავშვს უვლიდა. 56-წლისაა, რუსული კარგათ იცის და შეუძლია ასწავლოს. ესეც ტელეფონი, თუ დაინტერესდებით 593 116846 - ნანა

Posted by: Xatuka 31 Aug 2014, 22:47
მეც ვეძებ ძიძას, ვაჟას Mე4 კვარტალში ვცხოვრობთ. ახლოს რო ცხოვრობდეს ძიძა კარგი იქნება. მარტო Bავშვის დაკავება-თამაში-დაძინება დაევალება.მუდმივად იქნება სახლში ბებია, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. კვირაში 5 დღე. ბავშვი 1 წლისაა.

Posted by: tako9796 1 Sep 2014, 12:36
სანზონაში ან მიმდებარე უბნებში ახლოს ძიძა ხომ არ გინდათ ვინმეს)?? გამოცდილი,მოწესრიგებული,ბავშვების მოყვარული და სუფთა.

Posted by: little___mermaid 1 Sep 2014, 13:11
გადასარევი ბაღი ვნახე 200 ლარად. სულ აღარ მინდა ძიძა. smile.gif

Posted by: Xatuka 1 Sep 2014, 16:28
little___mermaid

სად ?)) რა ხნისაა შენი ?

Posted by: sopo1977 1 Sep 2014, 17:16
little___mermaid
სადაა ეგ ბაღი? და რა პერიოდიდან შეიძლება ბავშვის მიყვანა?

Posted by: violet 1 Sep 2014, 18:43
QUOTE
გადასარევი ბაღი ვნახე 200 ლარად. სულ აღარ მინდა ძიძა

აულ ამას ვამბობ მეც, კარგი კერძო ბაღი და მორჩა.

Posted by: Xatuka 1 Sep 2014, 19:01
QUOTE (violet @ 1 Sep 2014, 18:43 )

აულ ამას ვამბობ მეც, კარგი კერძო ბაღი და მორჩა.

ხო Mაგრამ 1 წლის ძალიან ცოდოა ბაღში user.gif

Posted by: violet 1 Sep 2014, 21:17
Xatuka
წლის ალბათ კი.... წლინახევრიდან კი ნამდვილად თამამად შეგიძლიათ მიიყვანოთ კერძო ბაღში

მე 1.8 წლის მივიყვანე და უზომოდ კმაყოფილი ვარ . ბავშვმა ბევრი რამეც ისწავლა,უფრო კონტაკტურიც გახდა და ა.შ არანაირი ვირუსი არ მოუტანია და არაფერი. ყვებოდნენ თან smile.gif

პს: ჩემმა მეზობელმა 5 წლის განმავლობაში 4 თუ 5 ძიძა გამოიცვალა და არცერთის კმაყოფილი არ დარჩენილა

Posted by: sunnn 2 Sep 2014, 13:57
მოგესალმებით, ფორუმზე 2 წლის წინ შემოვედი იმიტომ, რომ ორსულად ვიყავი და არაფერი არ ვიცოდი და ეხლა ძიძას ვეძებ... ისევ არაფერი არ ვიცი biggrin.gif
დამეხმარეთ, ვერ ვიშოვე.
მე ცოტა სპეციფიური სიტუაცია მაქვს... ძიძა მჭირდება, რომ დილით 8ის ნახევარზე იყოს სახლში.
2 ვარიანტი მაქვს და 1 კვირაში გაირკვევა რა გრაფიკით დამჭირდება: ან დილის 8ის ნახევრიდან შუადღის 12მდე. ან მხოლოდ დილით ბაღში რომ წაიყვანოს "ი ვსო". მაქვს შანსი რომ ვიპოვო ვინმე? ვიცი, ჯობია ჩემივე უბნში იყოს. ხოდა ვაშლიჯვარში ვინმე თუ გეგულებათ მითხარით რააა.
* * *
ან არსებობს კერძო ბაღი, რომელიც 8ზე იწყებს მუშაობას?

Posted by: Chloe 4 Sep 2014, 00:50
ვეძებ ძიძას , ისეთს რომელიც ცხოვრობს საბურთალოზე.
სამუშაო დღეებში 9დან 8მდე და შაბათს 10დან 5მდე.
ვეძებ სასწრაფოდ smile.gif

Posted by: agr_bak 11 Sep 2014, 14:03
გოგოებო ახლობლისთვის ვეძებ ძიძას. სამუშაო ადგილი ვაკე. ბავშვს ასაკი წლამდე. ოღონდ ვეძებ ისეთს რომელიც თქვენ პირადად გყოლიათ და ნამდვილად იცით რომ სანდოა. თუ გეგულებათ ასეთი მომწერეთ-დავასაქმებ. წინასწარ მადლობა.

Posted by: marina1957 14 Sep 2014, 14:29
სექტემბრიდან თავისუფალი ვარ,მომწერეთ პმ-ში ან დამირეკეთ 555-38-92-37 მარინა

Posted by: larakroft 14 Sep 2014, 17:01
ლოტკინის ან ნაძალადევის ტერიტორიაზე თუ ვინმეს გენდომებათ უკარგესი ქალია ჩემი მეზობელი 36 წლისაა. ძიძად უნდა მუშაობის დაწყება, მაგრამ 10დან 6 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. და მინიმუმ 400 ლარი მაინცო. თუ შორს იქნება ცოტა მეტიო.. სხვა პირობაზე არ მიღირსო..
თუ ვინმეს გენდომებათ პმ მომწერეთ და დაგაკავშირებთ.

Posted by: Leyla 17 Sep 2014, 21:25
Высококвалифицированный педагог по начальной школе с 20-летним стажем присмотрит за вашим ребенком (уход, домашнее задание, развивающие игры).
მაღალკვალიფიცირებული 20-წლიანი გამოცდილების რუსულენოვანი დაწყებითი კლასების მასწავლებელი მიხედავს თქვენ ბავშვს. (მოვლა, რუსულ ენაში მომზადება.)
(+995)574 363 058, дом. :(032) 27 74 75

Posted by: კატო 18 Sep 2014, 13:20
ვეძებ ძიძა-დამხმარეს, სასურველია ცხოვრობდეს მთაწმინდა-სოლოლაკში
დამიკავშირდით 593 150707 ლელა

Posted by: Mur_Mur 19 Sep 2014, 12:05
ძიძა გათავისუფლდა, ახალგაზრდა, ენერგიული და დაუზარელი smile.gif
559775611 ეკა

Posted by: taplika 20 Sep 2014, 17:29
გოგოებო დამეხმარეთ რაა ძიძის პოვნაში. ვცხოვრობ დოლიძეზე, ბავშვი 4 თვისაა. ტუ Iცით ვინმე კარგი, მომწერეთ რაა

Posted by: TETISA 20 Sep 2014, 20:56
გადავათვალიერე და დამაინტერესა, აქ - ფორუმში ეძებთ ძიძებს? და ვინმეს გაუმართლა? არ გეშინიათ?

Posted by: agr_bak 20 Sep 2014, 21:09
TETISA
QUOTE
ფორუმში ეძებთ ძიძებს? და ვინმეს გაუმართლა? არ გეშინიათ?

სააგენტოდან მოძებნილს გგონია რამე გარანტი ამოჰყვება?
აქ ფორუმზე თავის ძიძებს უწევენ რეკომენდაციას და ასე თუ ისე რარაც ინფორმაცია აქვს ახალ ოჯახს.

აბა სად უნდა მოძებნონ გაზეთით? smile.gif

Posted by: TETISA 20 Sep 2014, 22:42
agr_bak
მეც არ ვიცი, როგორ და საიდან უნდა მოიძებნოს ძიძა. სავარაუდოდ ყველაზე ნაკლები რისკია ახლობლის რეკომენდაცია თავის ახლობელზე.
ეხლა მიდგას ეგ ,,პრობლემა" მეორე შვილთან. აქამდე არ მყოლია და არ ვიცი საით მივედ-მოვედო.
ყოველშემთხვევაში ფორუმი მაეჭვებს

Posted by: agr_bak 21 Sep 2014, 05:34
TETISA
ნუ ახლა რამდენი ახლობელი უნდა გყავდეს რომელსაც ჰყავდა კარგი ძიძა და თან ზუსტად ახლაა თავისუფალი.
ეგრე ძალიან ძნელია მოძებნა. იშვიათად რომ გაგიმართლოს.
ფორუმზე თვითონ ძიძები რომ აცხადებენ ვიმუშავებო და არ იცნობ ძნელია რა თქმა უნდა.
მაგრამ თუ ფორუმელს იცნობ და იმას ჰყავდა ძიძა და რეკომენდაცია გაუწია მაშინ მეტი შანსია ნორმალური იშოვო.
ფორუმელიც ხომ რეალური ადამიანია რომელსაც თვეობით ( ზოგჯერ წლობით) ეკონტაქტები გხვდება მისი პოსტები და გარკვეული წარმოდგენა გექმნება.
ასე რომ ფორუმზე არც ისე ცუდი ვარიანტია ძიძის პოვნა. ნუ განცხადებებს და სააგენტოებს ბევრად სჯობს


Posted by: NENE2014 22 Sep 2014, 15:36
ჰეეეელფ smile.gif))) ძიძა მაპოვნინეთ რააააა

Posted by: CHUNIA 22 Sep 2014, 16:44
ფანასკერტელზე ვინმეს ძიძა ხომ არ გინდათ?

Posted by: Sweet Paloma 27 Sep 2014, 21:19
ძიძა მინდაააა ძიძაააააააააააა!!!

Posted by: NIANU_3 28 Sep 2014, 11:47
ჩემნაირი ძიძა ალბათ უიშვიათესია, წყნარი მშვიდი ბავშვს ხომ უვლის ძალიან კარგად , როცა ძინავს თუ რამე მაქ გასაკეთებელი მახვედრებს ხოლმე დაპრიალებულს , როგორ შეველევი არ ვიცი ბაღში რომ წავიყვან ბავშვს

Posted by: ABAHE 29 Sep 2014, 10:46
taplika
sunnn
მე ვიცნობ ერთ კარგ ადამიანს, პიროვნება სანდო, მშვიდი წყნარი, ეხლა რომ გითხრათ სახლს გაგიკრიალებთ ან საოჯახო საქმეებში მოგეხმარებათ მოგატყუებთ, უბრალოდ ბავშვს მიხედავს ისე, რომ არ გექნებათ სანერვიულო. მე მინდოდა ძიძად მაგრამ საბურთალოზე ცხოვრობს და 2 მარშუტკა და 1.5 უნდა ჩემ სახლამდე, ამიტომ ვერ გამოვიდა.

Posted by: nobe 30 Sep 2014, 22:46
გოგოებო კარგი ძიძის შესახებ მითხრეს რომელიც თავისუფალია.საოჯახო საქმეებსაც აკეთებს შეთავსებით.თუ დაინტერესდებით შემიძლია ნომერი მოგცეთ. smile.gif

Posted by: buttercup 1 Oct 2014, 12:43
nobe
ABAHE
CHUNIA

გოგონებო მე ვეძებ ძიძას, სწორედ საბურთალოზე. მომწერეთ რა ნომერი
2kiss.gif

Posted by: EV(A)LUTION3 2 Oct 2014, 10:48
ვეძებ ძიძას, საბურთალოზე, 2 წლის ბავშვისთვის, ვინმემ თუ იცით მომწერეთ რააა

Posted by: Sargerass 7 Oct 2014, 10:43
კვირაში 2ჯერ რო მოვიდეს და დამეხმაროს ბავშვის ამბავში ვინმე ალბათ არავის აწყობს ხო? ბავშვს მარტო ვუვლი მაგრამ ძალიან ვიღლები..სახლის დალაგებას ვეღარ ვასწრებ,.,,ტირის პილასოსის ხმაზე.. კვირაში 2ჯერ მაინც რო დავალაგო სახლი და მომეხმაროს ვინმე ბავშვზე ეგ მინდა (

გლდანში ვართ. 4ეში.


და რა ღირს საშუალოდ 1 დღე? 9დან 6მდე მაგალითად

Posted by: Princess 7 Oct 2014, 12:27
Sargerass

15ლარი

-------------------------


Posted by: sopo1977 7 Oct 2014, 15:51
Sargerass
არ გირჩევნია დამხმარე მოიყვანო და სახლი დაგილაგოს? შენ ბავშვთან იქნები.

Posted by: stasia 7 Oct 2014, 16:47
Sargerass
QUOTE
ტირის პილასოსის ხმაზე..


ცოცხი უხმოა biggrin.gif

ამოიყვანე დამლაგებელი და ეგაა

Posted by: vinnie 7 Oct 2014, 17:36
გოგოებო უნდა ავიყვანო ძიძა დღეში 1 საათით უბრალოდ რომ გამოიყვანოს 2 ბავშვი ბაღიდან და1 საათი ყავდეს,და დღეში რამდენი უნდა გადავუხადო? აზრზე არ ვარ baby.gif

Posted by: tikk_2 7 Oct 2014, 17:40
Princess
QUOTE
15ლარი


ვაიმე 15 ლარად ვინ დაგილაგებს ? 25 ლარი მაინც .

Posted by: Sargerass 8 Oct 2014, 00:18
stasia

ცოცხი არ იღებს..ნოხი გვაქ სულ ყველგან დაგებული.

დამლაგებელი კი მირჩევნია, მაგრამ მეუღლემ ძიძა ჯობია ცოტა შენც დაიძინებ ხოლმეო..სულ გამოუძინებელი რომ ვარ.. user.gif

tikk_2

ყველაფერი დალაგებული მაქვს, მარტო დაპილასოსებას ვერ ვასწრებ..3 დიდი ოთახია და შემოსასვლელი.. მარტო ვცხოვრობ და აივანზეც რომ გაიყვანოს ვინმემ ცოტა ხანი მაშინაც შემიძლია ვქნა ეგ ამბავი მარა "ნეკამუ". მეუღლე როცა მოდის ბავშვს უკვე სძინავს და...საჭმლის გაკეთება მიჭირს.. კუხნაში შემოდის მოარიალებს ხოლმე იქაურობას.. თუ მანეჟში ჩავსვი ტირის ჩაბჟირებამდე და ძვრება იქედან.. წლის და 2 თვისაა.. მართლა დახმარება მინდა ელემენტარულად ბავშვი დაიჭიროს თორე ჭამითაც მე ვაჭმევ..სხვისი ხელიდან არ ჭამს მაინც.. აქამდე ყველაფერს ცალი ხელით ვაკეთებდი...მაგრამ ეხლა დამძიმდა ძალიან biggrin.gif

Posted by: Princess 8 Oct 2014, 10:11
tikk_2
ბავშვზე დამეხმაროსო დაწერა და დღეში 15ლარს ვუხდიდი მე
დალაგებაზე არ დამიწერია. ისე დამლაგებელი 30 ლარია დღეში, 25თუ იშოვი უნდა ჩათვალო რომ გამგიმართლა

Posted by: masajisti 8 Oct 2014, 11:46
Gogoebo tu gchirdebat vinmes saxlshi damlagebeli dilidan shuadgemde, sadili, dautaveba, recxva da ase shemdeg.sando da patiosani qalbatoni.

Posted by: Sargerass 8 Oct 2014, 14:37
Princess
დამლაგებელს უბრალოდ ბევრი საქმე არ ექნება..წყნარად ვარ მშვივად, ყველაფერს მე ვაკეთებ როცა ბავშვს სძინავს.. ჰაჰა ნახევარ საათში წავიდეს.. biggrin.gif და ეგრე დაპილასოსების გამო ხო არ მოვიყვან ვინმეს.. ან 30 ლარს ხომ არ მივცემ.. მაგიტომ მერჩივნა ვინმე პროსტა ბავშვის დამჭერი ან გამსეირნებელი ცოტა ხნით. user.gif

Posted by: Nanuuu 8 Oct 2014, 20:03
Sargerass
თან როცა 24 საათი შენ გყავს ბავშვი, ხანდახან ბავშვის გარეშე ყოფნაც სასიამოვნოა smile.gif
ვინმე სტუდენტიც რო ნახო, ან მეზობელი არავინ გყავს ისეთი? რა უნდა რამდენიმე საათIთ ბავშვის გასეირნება-გართობას... ყოველდღე 24/7-ზე ჭირს თორეეე biggrin.gif

Posted by: marikrusi 10 Oct 2014, 21:59
გოგოებო კამერის დაყენება მინდა სახლში, მობილურზე რომ ვხედავდე ან სამასახურის კომპიდან სახლში რა ხდება.. რომელ კამრას მირჩევთ? კაბელის ინტერნეტზე რომ ერთდებოდეს.. ან სხვა რა კამერა დავაყენო იქნებ მირჩიოთ რამე ვარიანტები smile.gif))))) მადლობა წინასწარ

Posted by: ^Nos_ka 14 Oct 2014, 15:17
agr_bak
QUOTE
ფორუმელიც ხომ რეალური ადამიანია რომელსაც თვეობით ( ზოგჯერ წლობით)  ეკონტაქტები გხვდება მისი პოსტები და გარკვეული წარმოდგენა გექმნება.


თუკი პირადად არ იცნობ ამა თუ იმ Fორუმელს, მხოლოდ აქ დატოვებული წერილებით ნამდვილად ვერ მიხვდები ვინ როგორია.
ჩემზე რა წარმოდგენა უნდა შეექმენას კაცს (ქალსაც biggrin.gif )
P.ს რა მაინტერესებს დილის 09:30 დან საღამოს 7მდე ხანდახან 4-5მდე დღეში 15 ლარი ნორმალურიაა? კვირაში 2-3 ჯერ
ორი ტრანსპორტის გამოცვლის შემთხვევაში.

Posted by: CHUNIA 15 Oct 2014, 16:35
გოგოებო ერთი ნაცნობი რუსულენოვანი ძიძა თავისუფლდება, ვარკეთილში, ვინმეს ხომ არ გინდათ, ოჯახს გაუჭირდა და ვეღარ უხდიან ხელფასს, მომწერეთ პმ.
მეტროსთან ახლოს თუ იქნება ვაკეშიც კი შეძლებს და საბურთალოზეც

Posted by: norse 30 Oct 2014, 17:39
CHUNIA
ჩემი ახლობელი ეძებს,სასსურველია რუსს.დიდუბეში ცხოვრობს.

Posted by: Keso 30 Oct 2014, 18:54
გოგოებო,

სტანდარტული საათებში მუშაობის ამბავში, რა ღირს ძიძა ?

Posted by: ლუნა 30 Oct 2014, 19:42
Keso

9 დან 6-7 მდე შაბათ კვირას დასვენებით საშუალო ხელფასი 400 ლარია..

Posted by: magazia 1 Nov 2014, 00:24
გამარჯობა! smile.gif I-IV კლასის მოსწავლეთა მშობლებო ჩვენ დავეხმარებით თქვენს შვილებს სასწავლო მასალის დაძლევასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში სკოლის შემდეგ ან სკოლამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის გახსენით ლინკი და დაგვამატეთ smile.gif) https://www.facebook.com/profile.php?id=100008431028269

Posted by: Pumpula 7 Nov 2014, 23:03
Mainteresebs tqveni azrit ramdeni unda gadavuxado dzidzas romelic minda kvirashi 3ჯer dilis 9dan sagamos 7mde?da tu gkavs msgavsi kandidatura rom rekomendacia gauciot

Posted by: gvantsula 10 Nov 2014, 09:21
ძიძას ვეძებ ვარკეთილში, 1,7 ბავშვისთვის.

Posted by: მარიამი 13 Nov 2014, 15:54
მცხეთაში ხომ არ იცით ვინმემ კარგი ძიძის კანდიდატურა?

Posted by: Toxic:) 17 Nov 2014, 16:57
რუსი ძიძა ხომ არ გეგულებათ ვინმეს?

Posted by: FoXy 17 Nov 2014, 19:21

მარიამი
შემიძლია გაგიგო, რამხელა ბავშვისთვის გაინტერესებს?

Posted by: Xatuka 17 Nov 2014, 23:07
11 დან 3 ამდე კვირაში 5 დღე ძიძას რამდენი უნდა გადავუხადო? დაევალება თამაში, 1,5 საათით გარეთ გაყვანა და დაძინება.

Posted by: მარიამი 18 Nov 2014, 10:32
FoXy
ახალშობილი ტყუპებისთვის თებერვლიდან. პირობებია ასეთი: თავიდან 6-7 თვე მე თვითონაც სახლში ვიქნები + დედამთილი, მამამთილი. ამ პერიოდში შედარებით ნაკლების გადახდა მინდა. 3 დამხმარე რომ გყავს, ალბათ სათვალავში ჩასაგდები შეღავათია.
სექტემბრიდან მე გავალ სამსახურში და დარჩებიან დედამთილ-მამამთილი დამხმარეებად. ანუ მარტო 2 ბავშვთან არ იქნება. ფაქტობრივად 1 ეყოლება მისახედი, მეორეს დედამთილი მიხედავს. მამამთილი ბავშვის დაძინება-გასეირნების დარგში დაეხმარება ხოლმე. სარეცხი თითქმის არ იქნება (თუ რამე სასწრაფოდ ამოსარეცხი არ იქნა). იმდენი გროვდება, მანქანაში შევყრით ერთად. დანარჩენი, რაც ბავშვს სჭირდება, ისეთი რამეები (ჩაბანა, ჭამა, დაძინება, გასეირნება, გართობა. ბავშვის ტანსაცმლის დაუთოვება შეიძლება მოუწიოს, როცა ბავშვებს ეძინებათ). ეს ყველაფერი დამხმარეების გათვალისწინებით გადანაწილდება რამდენიმე ადამიანზე. სანამ მე სახლში ვიქნები დილას მოსვლაზე ან საღამოს წასვლაზე შემიძლია შეღავათები გავუკეთო. მერე მე რომ სამსახურში გავალ, დედამთილი ამბობს, 9-დან 7-მდე მინდაო (მაგაზე ვერაფერს ვეუბნები, თვითონ უნდა თქვას პირობები). შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე დაისვენებს.
როგორ ფიქრობთ, ასეთ პირობებში რამდენი უნდა შევთავაზო? იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად მცხეთაში ძიძას უხდიან 250-300 ლარს. ჩემს გარშემო ამაზე მეტს არავინ იხდის. მე უფრო მეტის მიცემას ვფიქრობ.
ჩეპე შემთხვევებში (ვთქვათ, მოუწია ორივეს მარტო დატოვება, ან რამით დაუმძიმდა შრომა), ანაზღაურებაზე აისახება.

თქვენ რას მირჩევთ, რამდენი უნდა ვუთხრა?

Posted by: Princess 18 Nov 2014, 15:32
მარიამი
400 ლარი მგონი საკმარისია

თბილისში ვარ მე და 300ლარს ვუხდი. მცხეთაში 300 ძვირია არა?
ჩემს თანაშრომელს ყავდა ზუსტად ასეთი პირობებით და 400ლარს უხდიდა.

Posted by: Perseus12 18 Nov 2014, 23:22
მეც მინდა კარგი ძიძა. სუფთა, ყოჩაღი, კარგად რომ მეტყველებდეს, კილოსა და რბილი ლ-ს გარეშე, აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვები და შეეძლოს მათთან ისეთი თამაში, რომელიც ბავშვს დაეხმარება განვითარებაში. ესმოდეს ელემენტარული ბავშვთა ფსიქოლოგია და არ თვლიდეს, რომ ფიზიკური დასჯით ბავშვის ზნისა და საქციელის გამოსწორება შესაძლებელია. ბავშვთან მარტო მოუწევს სახლში დარჩენა, ამიტომ მინდა ერკვეოდეს ელემენტარულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში ( შეეძლოს ნემსის გაკეთება, ჭრილობის დამუშავება და ა.შ.) იყოს კეთილსინდისიერი და აკონტროლებდეს ბავშვის რეჟიმს.
9-დან 6-მდე. შაბათ-კვირის გარდა. დღესასწაულებზე დავასვენებ. შეეძლოს მეტი დროით დარჩენაც და ღამეც, ასეთ დროს დავუმატებ თანხას. საჭიროების შემთხვევაში (თუ ბავშვი დააცდის, ძილის დროს) მოამზადებს მარტივ კერძს, თვითონაც ხომ უნდა ჭამოს. ზაფხულში თუ დავასვენე გადავუხდი ხელფასის ნახევარს.
ვარ მუხიანში, მეტროსთან ახლოს. ანაზღაურება შეთანხმებით.

Posted by: მარიამი 19 Nov 2014, 10:48
Princess
მეც 400-ს ვფიქრობდი და არ დავწერე, უფრო თავისუფლად რომ ეთქვათ თანხა. ჩემი ახლანდელი ძიძა 600-ს აწვება და მთელს მეზობლებს მოსდო, რომ 600 ლარი ღირს ამ პირობებში ძიძა. გვიჩალიჩებს მგონი, რომ სხვა ვერ ვიშოვოთ. ორ ბავშვს რომ მარტო ვუტოვებდე, მაშინ კი. მაგრამ 1000 ლარიც რომ მქონდეს ძიძისთვის გადასახდელად, ერთ ადამიანს მაინც ვერ ვანდობ ორ ჩვილ ბავშვს, რომლებსაც ერთად მოშივდებათ, ერთად ატირდებიან, ერთად მოუნდებათ დაძინება და ა.შ. თანხა ერთია და ფიზიკურად ხომ უნდა გაწვდეს.
2 ადამიანი რომ გეხმარება, კიდევ 600 ლარი რაში უნდა გადაგიხადონ, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს ადამიანს, რაღაცას რომ ითხოვ.

Posted by: Dido 19 Nov 2014, 11:37
Princess
QUOTE
თბილისში ვარ მე და 300ლარს ვუხდი

ორ ჩვილს უვლის? მე როგორც ვიცი ტყუპებზე მინიმუმ 600 ლარია თბილისში. ორი ჩვილი ბავშვის მოვლა ხო ევალება? დაეხმარებიან თუ არა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ძირითადად ძიძაზე უნდა იყოს ორივე. ერთი ბავშვი რო ევალებოდეს კი ბატონო.
მარიამი
მაშინ უთხარი რომ ერთი ბავშვისთვის გინდა ძიძა და არა ტყუპებისთვის. მეორეს დედამთილი მიხედავს. ასე უფრო წამოვლენ 400 ლარზე და ნაკლებზეც. ვისაც ტყუპები ჰყავს ყველას ერთი ძიძა ჰყავს (დამხმარეს გარეშე) და ახერხებენ მოვლას, კარგი ძიძა თუა შეძლებს უპრობლემოდ yes.gif

Posted by: Princess 19 Nov 2014, 11:44
Dido
რატომ 2? დაწერა მარიამმა რომ დედამთლიც სახლში იქნება და მამათილიც მიეხმარება. მარტო რომ იყოს 2 ბავშვთან, მაშინ ნორმალურია 600ლარი, მაგრამ მეეჭვება 2ჩვილს მარტომ მიხედოს ვინმემ.

მარიამი
იპოვი 400 ლარად. ხომ გეუბნები ჩემს თანამშრომელს ყავდა ტყუპებთან და უხდიდა 400ლარს 9-7ამდე, ბავშვების ბებიაც ეხმარებოდა. დაახლოებით 4წელი ყავდათ მერე ბაღში მიიყვანეს ბავშვები, ცხოვრებენ აღმაშენებელზე.

Perseus12
მასეთ იდეალურ ძიძას თუ იპოვი, მითხარი, გამიხარდება რომ არსებობენ ასეთებიც biggrin.gif

Posted by: მარიამი 19 Nov 2014, 11:49
Dido
მაგას ვეუბნები თავიდანვე. ფაქტობრივად 1 გეყოლება მოსავლელი მეთქი. დაეხმარებიან თუ არა, რატომ არა აქვს მნიშვნელობა? მარტო იქნები და 2 კაცი დაგეხმარება, სულ ერთია? ერთად ორივეს მოვლა არ დაევალება. ერთს თუ აჭმევს თვითონ, მეორეს აჭმევს სხვა და ა.შ. ეს იგივე ვარიანტია, რაც: ერთს რომ აჭმევ, მერე მეორეს უნდა აჭამო და ა.შ.? რა ლოგიკით? თუ მოხდა ისე, რომ ორივეს რიგ-რიგობით ჭმევა მოუწია, სამაგიეროდ ამ დროს დედამთილი გააკეთებს სხვა რამეს, რაც ძიძას უნდა გაკეთებინა. რატომ არის დამხარით და დამხმარის გარეშე ერთი და იგივე, ლოგიკას ვერ ვიჭერ. საქმეც და პასუხისმგებლობაც ნაწილდება.

* * *
QUOTE
ვისაც ტყუპები ჰყავს ყველას ერთი ძიძა ჰყავს (დამხმარეს გარეშე) და ახერხებენ მოვლას, კარგი ძიძა თუა შეძლებს უპრობლემოდ

ძიძა კი არა, დედა ვარ და ვერ მოვახერხებ ალბათ ორივეს ერთად მოვლას biggrin.gif რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ბავშვი რომ იჭაჭება და ბოლო ხმაზე ჩხავის, მშვიდად სმენა არ უნდა შეგეძლოს. თუ მაგის ხარჯზე ახერხებენ, რომ გადაბჟირებულ ბავშვს ყურადღებას არ აქცევენ, სანამ მეორეთი არიან დაკავებულები, მაშინ ჰო... მაგრამ მასეთი ვარიანტი არ მაწყობს.
ჩემი ახლანდელი ძიძაც ამბობს, 10 იყოს თუ გინდაო, რა პრობლემააო... მაგრამ ამაში იგულისხმება ის, რომ ბავშვი მიგდებულია მთელი დღე თავის ჭკუაზე. ერთხელ 3-ჯერ გამოუცვალა ერთ დღეში ტანსაცმელი იმიტომ, რომ უყურადღებობისგან ბავშვი ხან ნაგავში ჩაძვრა, ხან წყალში ჩაყო ხელები ბოლომდე, ხან რა და ხან რა. ბავშვი რომ ტირის: მერე რა, იტირებს და გაჩერდება. მაგას ბავშვის მოვლა ჰქვია? და მასეთ მოვლაში კიდევ ზედმეტი ვიხადო?

Posted by: Dido 19 Nov 2014, 11:57
Princess
QUOTE
რატომ 2? დაწერა მარიამმა რომ დედამთლიც სახლში იქნება და მამათილიც მიეხმარება. მარტო რომ იყოს 2 ბავშვთან, მაშინ ნორმალურია 600ლარი, მაგრამ მეეჭვება 2ჩვილს მარტომ მიხედოს ვინმემ.

როგორ არა smile.gif ვისაც ბებია არ ჰყავს სახლში ორი ძიძა ჰყავს ტყუპებისთვის? ნოუპ smile.gif უვლიან და ძალიან კარგადაც smile.gif.
მარიამი
კი ბატონო თუ ეუბნები რომ ერთი ბავშვის მოვლა დაევალება მაშინ რათქმაუნდა 300-400 ლარი ნორმალურია. იმედია იშოვი კარგ ძიძას wink.gif

Posted by: ინფინიტი 19 Nov 2014, 12:19
ნუ ახლა, სამასად კი არა, შეიძლება ორასადაც იშოვო, უჭირს ხალხს და ყველანაირ ჯამაგირზეა წამსვლელი , მაგრამ მე რომ ძიძა ვიყო, არ დავთანხმდებოდი სამსახურს, სადაც ვერ მარკვევენ, კონკრეტულად რა დამევალება, მეუბნებიან, რომ ერთ ბავშვს უნდა მივხედო ფაქტობრივად, არადა ბავშვი ორია, მპირდებიან, რომ მომეხმარებიან , მაგრამ რა დოზით, რამდენი საათით, რაში და როგორ - ამას ვერ მიკონკრეტებენ. შეიძლება იმ ბებია-ბაბუამ სულ არ გამანძრევინონ ხელი და თან გადაყვნენ ბავშვებს ისე, რომ საქმე არ დამიტოვონ და ასევე ისიც შეიძლება, ხან ერთს სტკიოდეს წელი და ხან მეორეს, ხანდახან თითო საათით ასეირნონ და მაგას ერქვას დახმარება. ყველას ურჩევნია, განსაზღვრული ჰქონდეს თავიდანვე , თუ რა დაევალება, მოხმარებაში რა ჩაითვლება, რამდენ ბავშვზე ეკისრება პასუხისმგებლობა და სხვა.

ამიტომ


მარიამი

ჩემი რჩევა თუ გაინტერსებს, ყველა პუნქტი დააზუსტე მასთან და აუხსენი, თუ რაში დაეხმარებიან და როგორ, რა შედის მის მოვალეობებში და რის იმედი უნდა ჰქოონდეს და რისი -არა, რომ მერე სამართლიანი თუ უსამართლო პრეტენზიები და ფუჭი მოლოდინები ნაკლებად ჰქონდეს იმასაც და შენც , იმიტომ რომ ზოგადად ნათქვამს და დაუკონკრეტებელს, ჩემი დაკვირვებით, სათავისოდ იგებს ხოლმე ორივე მხარე.

ესაა ჩემი აზრი

Posted by: tamar1586 19 Nov 2014, 12:25
მარიამი
QUOTE
ჩემი რჩევა თუ გაინტერსებს, ყველა პუნქტი დააზუსტე მასთან და აუხსენი, თუ რაში დაეხმარებიან და როგორ, რა შედის მის მოვალეობებში და რის იმედი უნდა ჰქოონდეს და რისი -არა, რომ მერე სამართლიანი თუ უსამართლო პრეტენზიები და ფუჭი მოლოდინები ნაკლებად ჰქონდეს იმასაც და შენც , იმიტომ რომ ზოგადად ნათქვამს და დაუკონკრეტებელს, ჩემი დაკვირვებით, სათავისოდ იგებს ხოლმე ორივე მხარე.

100%-იანს გეუბნება, დაუჯერე,
მეც იგივე უნდა დამეწერა,
"დახმარება" ძაან პირობითია, გაურკვეველი და ბევრ უსიამოვნებას მოიტანს ასეთი გაუგებარი პირობებით ძიძის აყვანა, დამიჯერე, შენვე შეგიქმნის პრობლემებს და არ გიღირს,
ან ეუბნები რომ იმენნა ერთ ბავშვს უვლის და აგყავს ერთი ბავშვის მოვლის პირობით, ან უზუსტებ ყველაფერს ვის როგორ და როდის მოუვლის, მოხმარებაში რა იგულისხმება ზუსტად და ა.შ.

მე რომ მითხრა გასაუბრებაზე, ორია მაგრამ ბებო მოგეხმარებაო, ნამდვილად ორი ბავშვის ფულს მოვითხოვ, იმიტომ რომ არ ვიცი მისი მოხმარება რას ნიშნავს, გამოცვლილი პამპერსის ნაგავში ჩაგდებაც შეიძლებ მოხმარებაში გავიდეს, ასე რომ...

Posted by: Neno_ 19 Nov 2014, 12:33
ინფინიტი
tamar1586
გეთანხმებით სრულად! biggrin.gif

QUOTE
ასევე ისიც შეიძლება, ხან ერთს სტკიოდეს წელი და ხან მეორეს,

მე ვიფიქრებდი, აქეთ მოსავლელები არ გამიხდნენ თქო, ზრდილობის და პატივისცემის ამბავში (ასაკსაც გააჩნია), შვილო წყალი მომიტანეს პონტში რა biggrin.gif
ანაც, ჭამის დროს მათი მომსახურების და კიდე ათასი სცენაა, სადაც უმცროსი უნდა ემსახუროს მხცოვანს gigi.gif

ასე, რომ უნდა დაზუსტდეს yes.gif

Posted by: მარიამი 19 Nov 2014, 12:47
ინფინიტი
tamar1586
Neno_
კი ბატონო, დავუზუსტებ დეტალებს smile.gif ჯერ კარგად მე თვითონაც ვერ ვარ გარკვეული, ტყუპების მოვლის გამოცდილება არა მაქვს. მაგრამ თავიდან 6-7 თვე სახლში ვიქნები და მაგ გამოცდილებასაც შევიძენ, პრაქტიკულადაც დავინახავ რა სირთულეებია და მერე ამ სირთულეებს, საქმეებს და ა.შ. შუაზე გავუყოფ დედამთილს და ძიძას. თან გავაფრთხილებ ორივეს, რომ თუ თავი დაჩაგრულად იგრძნეს მეორე მხრიდან, მითხრან და მოვაგვარებ პრობლემას. მამამთილზე თავს ვერ დავდებ (ხან ნასვამია, ხან გული აწუხებს), მაგრამ ჩემი დედამთილი არაა ის ადამიანი, გულხელდაკრეფილი იჯდეს მთელი დღე და მარტო ნახმარი პამპერსი გადააგდოს. ქალი დილით 6 სთ-ზე დგება და იწყებს საქმეების კეთებას. ანუ შეიძლება დღეს ზუსტად ვერ განვსაზღვრო მოვალეობები, მაგრამ დედამთილის მხრიდან დახმარება რომ რეალური იქნება და არა მოჩვენებითი, ეგ ზუსტად შემიძლია ვთქვა. იმ პირველ 6-7 თვეზე, რაც მე მეხება და უფრო დარწმუნებით შემიძლია ვთქვა პირობები, შევუთანხმდები და მერე კიდევ მოვილაპარაკებთ ყველა ერთად. არ ვარ მე ის ტიპი, ვიღაცა დავჩაგრო და სინდისმა არ შემაწუხოს. მაგრამ თავსაც არ დავაჩაგვრინებ smile.gif

Posted by: Neno_ 19 Nov 2014, 12:52
მარიამი
QUOTE
არ ვარ მე ის ტიპი, ვიღაცა დავჩაგრო და სინდისმა არ შემაწუხოს. მაგრამ თავსაც არ დავაჩაგვრინებ

up.gif

აბა შენ იცი, წარმატებები 2kiss.gif

Posted by: tamar1586 19 Nov 2014, 13:05
მარიამი
მართალი ხარ აბსოლუტურად,
უბრალოდ, ვინც არ გიცნობს იმის კუთხიდან შეხედე ყველაფერს, ან შენ რომ მიდიოდე უცხო ოჯახში და გეუბნებოდნენ, აგერ ბებო მოგეხმარებაო, ხომ ძალიან გაუგებარი იქნებოდა შენთვის რას ნიშნავს მოხმარება?
თორემ დანარჩენი თავისთავად, შენთვისვე აჯობებს ფუნქციების სწორად ჩამოყალიბება, არავინ რომ არ დაზარალდეს და უკმაყოფილო არავინ დარჩეს.

QUOTE
იმ პირველ 6-7 თვეზე, რაც მე მეხება და უფრო დარწმუნებით შემიძლია ვთქვა პირობები, შევუთანხმდები და მერე კიდევ მოვილაპარაკებთ ყველა ერთად.

ნამდვილად yes.gif

Posted by: Mafanya 19 Nov 2014, 15:20
ამ თემაში კი ვიჭყიტებოდი ხოლმე, მაგრამ ჯერ ძიძა არ დამჭირვებია, მამიდა მეხმარება ბავშვების გაზრდაშI, მაგრამ საქართველოდან მივდივართ და აქტუალური ხდება ძიძის თემა, თან ვნერვიულობ უზომოდ, ჯერ ძიძა და თანაც გადამთიელი რომ დამჭირდება. ხანდახან შემოვალ, დავიწუწუნებ ხოლმე biggrin.gif
ფასებიც არ ვიცი რა იქნება, შეიძლება ისე ძვირი ღირს ძიძა, ჯობია რომ არ ვიმუშავო sad.gif

Posted by: ingiloo 19 Nov 2014, 15:21
Mafanya
გოგოო, სად მიდიხარ? spy.gif სულ მიდიხარ ?

Posted by: Mafanya 19 Nov 2014, 15:54
ingiloo
კი რამდენიმე წლით, ყაზახეთში vis.gif რუსების იმედი მაქვს, ბლომად არიან იქ, იქნებ რუსი ყოჩაღი ქალი ვნახო, თან სულ რუსებს ვლანძღავ, მაგრამ რაღაცნაირად უფრო "ახლობლები" არიან.

Posted by: ingiloo 19 Nov 2014, 16:04
Mafanya
არც ისე შორს მიდიხარ.
რუსებზე მეც ეგეთი დამოკიდებულება მაქვს მაგათთან. user.gif
ისე ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ცოტა ხნით ყაზახეთში, ასტანაში კონკრეტულად და ბევრი რუსია ძალიანო. და არის ქალაქები სადაც სულ რუსები ცხოვრობენო. ადაპტაცია უფრო გაგიადვილდებათ მასეთ შემთხვევაში.

Posted by: Princess 19 Nov 2014, 17:40
Mafanya
ნუ ნერვიულობ წინასწარ :* იპოვი კარგ ყოჩაღ ქალს. აქ კარგი ძიძები არიან რუსები და ყაზახეტში რა ღმერთი გაუწყრებათ )) არამგონია ძვირი იყოს მანდ ძიძა, ცხოვრების დონე ჩვენნაირი არა აქვთ?

Posted by: lunar11 19 Nov 2014, 18:12
ახლა საქართველოშიც რატომღაც რუს ძიძებს ეძებენ და რატომ?

Posted by: Mafanya 19 Nov 2014, 18:36
Princess
QUOTE
არამგონია ძვირი იყოს მანდ ძიძა, ცხოვრების დონე ჩვენნაირი არა აქვთ?

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენზე მაღალი დონეა ცხოვრების და რაც ვნახე: ბინები, პროდუქტი და ა.შ. ძვირი ღირს, ძიძებზე არ მაქვს ინფორმაცია ჯერ. ახლა რამდენიმე იქ მცხოვრებ ქართველს გავუგზავნე კითხვარი და ვნახოთ, ძიძებზე, კლინიკებზე და ექიმებზე მაქვს კითხვები. ანუ უბავშვებოდ რომ მივდიოდე არანაირი კითხვა არ მექნებოდა biggrin.gif

Posted by: Perseus12 19 Nov 2014, 18:42
Mafanya
მერე შესვენებაზე მე ვინღა დამპატიჟებს ლანჩზე? :-) :-) :-) :-)
ასე მთელი ოჯახი როგორ, შენი სამსახურიდან?ქმარი?

Posted by: Toxic:) 22 Nov 2014, 20:12
ჩვენი ძიძა რუსეთში მიდის საცხოვრებლად და ვეძებთ შემცვლელს , ხომ არ გეგულებათ ვინმეს რუსულენოვანი ძიძა/.?

Posted by: mekomeko 25 Nov 2014, 23:18
დედებო, ძიძას ვეძებ და ხომ ვერ მეტყვით სად ვნახო აქ ძიძების სია? ჩემი 1.5 წლის გოგოსთვის მჭირდება სასწრაფოდ

Posted by: little___mermaid 26 Nov 2014, 13:23
http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=30065

Posted by: Lady_Bird 27 Nov 2014, 09:53
დედიკოებო თქვენ ან თქვენს ახლობლებს თუ გისარგებლიათ სააგენტოების სერვისით. ჩემი და ეძებს ძიძას, ორი გაუშვა. მოკლედ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას. იანვრიდან სამსახურში გადის და სანამ სახლშია უნდა რომ აიყვანოს ვინმე. კიდევ ერთი კანდიდატურა ურჩიეს და ვნახოთ რას იზავს მაგრამ თუ არ გამოვიდა მაშინ სააგენტოების იმედად უნდა აიყვანოს ძიძა/. ამ მხრივ გამოცდილება თუ გაქვთ იქნებ გამიზიაროთ.

Posted by: nino_ninuciii 8 Dec 2014, 19:37
ძიძას ვეძებ ვარკეთილის ტერიტორიაზე ვაზისუბანში გადავდივართ ოღონდ მალე. 9-დან 7 საათამდე. დაევალება მხოლოდ ბავშვი, ჭმევა გასუფთავება, გასეირნება.
ძლიერი უნდა იყოს ოღონდ ბავშვი ცოტა მძიმე წონიანია :-D
დანარჩენი პმში

Posted by: Bowman 10 Dec 2014, 17:17
გამარჯობა ხალხოsmile.gif
რა მინდა გთხოვოთ, მაინტერესებს ვინმეს ხომ არ გეგულებათ ძიძა თემქისკენ რომ იაროს...
იდეაში, დამხმარე უფრო გვჭირდება ვიდრე ძიძა, ჩემი ცოლი სამსახურში გავა მალე და ვეღარ მოვახერხებთ მთელი დღე ბავშვთან ყოფნას. დედაჩემი ფიზიკურად სახლშია, მაგრამ ბავშვი ხელში ტარებას არის ძირითადად მიჩვეული და ამის გამო მთელ დღეს ვერ გაატარებს ბავშვთან.
ჯერ კი ვცდილობ, რომ შიდა ნაცნობობით მოვნახო, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა.
ამიტომ, ვინმეს ხომ არ გეგულებათ სანდო ძიძა. მადლობელი დაგრჩებით თუ გამომეხმაურებით smile.gif

საიტი ვნახე babysitter.ge და ვინმეს გაქვთ ამათთან რამე გამოცდილება?... არის სანდო?
ჩემთვის მთავარია სანდო იყოსsad.gif ძალიან ისე ვუყურებ, ცუდი შემთხვევების შესახებ რომ გამიგია მეტისმეტად ვჭედავ მაგ საკითხზე.

Posted by: gvantsula 14 Dec 2014, 14:42
ძიძების სააგენტოსთან ვენმეს გქონიათ შეხება? რა გამოცდილება გაქვტ დაწერეთ რა...

Posted by: teklikie 14 Dec 2014, 20:14
გოგოებო ხო არ იცით ვინმე კაი ძიძა გლდანში რომ იაროს?

Posted by: მარიამი 4 Jan 2015, 14:12
ძიძების სააგანტოების ნომრები ან საიტები დამიწერეთ რა. და თუ ვინმეს აგიყვანით სააგენტოს დახმარებით ძიძა, მაინტერესებს, რამდენად კმაყოფილი ხართ და თვითონ სააგენტოს რა პირობები აქვს და რის გარანტიას იძლევა.

babysitter. ge და gadia.ge ვიცი მე. მგონი კიდევ უნდა იყოს სხვებიც.

Posted by: Dido 4 Jan 2015, 15:47
მარიამი
მე ავიყვანე თაბუნიდან და კმაყოფილი ვარ.აი ეს ნომერია და დარეკე აბა 2953591

Posted by: buskunia 5 Jan 2015, 15:34
სასწრაფოდ( 8 იანვრიდან) მჭირდება ძიძა 1 წლის ბავშვისთვის,11ის ნახევრიდან 5ის ნახევრამდე,კვირაში 4 დღე. საჭმელს გამზადებულს დავუტოვებ,მარტო ბავშვს უნდა მიხედოს. დღიურად 10 ლარი,ოფიციალურ დასვენების დღეებზე დაისვენებს.აუცილებელია ჰქონდეს გამოცდილება,თუნდაც საკუთარი შვილების აღზრდის,არაა აუცილებელი მაინცდამაინც ძიძად მუშაობის მხრივ. სასურველია ცხოვრობდეს მუხიანში.ასაკი-25დან 45 წლამდე

Posted by: taktakuna 5 Jan 2015, 22:07
buskunia
temqaze cxovrobs da 51 wlisaa, chemi axlobelia, dzidzad ar umushviq,shvilebi didi yavs, moxucs uvlida ori weli.tu gawyobs vkitxav gind?

Posted by: anuuuki 7 Jan 2015, 13:51
საბურთალოზე ძიძას ვინც ეძებთბ მომწერეთ რაღაც შემოთავაზება მაქვს, სასურველია 2 წლამდე ბავშვი. მეტისაც შეიძლება

Posted by: buskunia 8 Jan 2015, 11:44
taktakuna

აღარ მინდა,მადლობა smile.gif

Posted by: ქინქლა 10 Jan 2015, 17:16
ჩემი მეგობარი ეძებს ძიძას/დამხმარეს ასეთი გრაფიკით: პირველი ორი თვე საღამოს რომ მივიდეს და დარჩეს ღამე მასთან დილამდე; დაეხმაროს ბავშვებს თუ რამე დასჭირდათ ღამით. ყავს ორი შვილი - უფროსი 2 წლის ბიჭი და პატარა ახალშობილია, გოგო. ორი თვის შემდეგ ძიძა დასჭირდება მხოლოდ დღე..
ცხოვრობს ვარანცოვზე.
თუ ვინმეს გეგულებათ ასეთი ძიძა მომწერეთ პმ-ში. მადლობა წინასწარ

Posted by: neon 13 Jan 2015, 16:55
ვეძებ ძიძას მთაწმინდაზე. ბავშვი არის 5 თვის, გოგო.
სამუშაო საათები: 10-დან 6-მდე, შაბათ-კვირას დასვენება.

Posted by: Leo-Spy 15 Jan 2015, 21:57
ერთი კარგი ძიძა ეხლა თავისუფალია და ვისაც უნდა შეუძლია მიმართოს. რუსული იცის და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ბავშვის მოვლაში. თვითონ ვაზისუბანში ცხოვრობს, მაგრამ ქალაქის სხვადასხვა უბანში შეუძლია იაროს. მისი ტელეფონი 593116846 ნანა

ჩემი შვილი გაზარდა, გირჩევთ. ერთი კვირაა რაც სამსახურს ეძებს.

Posted by: Spin 18 Jan 2015, 09:05
anuuuki
QUOTE
საბურთალოზე ძიძას ვინც ეძებთბ მომწერეთ რაღაც შემოთავაზება მაქვს, სასურველია 2 წლამდე ბავშვი. მეტისაც შეიძლება


მე ვეძებ 4 თვის ბავშვისთვის.

Posted by: basti-bubuuu 20 Jan 2015, 22:30
მე მყავს ძიძის კანდიდატურა ძალიან კარგი.ჩემთან იყო 2 წელი.საბურთალოზე ცხოვრობს.შემეხმიანეთ

Posted by: Xatuka 3 Feb 2015, 18:51
ჩემი ძიძა თავისუფალია, 4 თვე იყო ჩვენთან ახლა დასავლეთში ვუშვებ ბავშვს Dა ძიძის გათავისუფლება მომიწია, ძალიან წესიერი Dა კარგი ქალია, ბავშვი სულ მის სახელს გაიძახის.. ცხოვრობს გლდანში , შეუძლია იაროს სხვა უბნებშიც. ვისაც Dააინტერესებს შემეხმიანეთ, პმ ში მოგწერთ ნომერს.

Posted by: larakroft 3 Feb 2015, 20:18
24 საათიანი ძიძა თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ.. მეზობლად ცხოვრობს ამჯერად ეძებს სამუშაოს. ანაზღაურება 1000 ლარი და ზემოთ... 47 წლის ქალია. შემეხმიანეთ თუ ვინმეს დაგაინტერესებთ და ნომერს მოგწერთ.

Posted by: mar adentro 4 Feb 2015, 11:49
გოგოებო, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ უნდა დავაყენო ვიდეო თვალი ? სად ვიყიდო, ვინ დამიმონტაჯებს და ა.შ.

Posted by: Perseus12 4 Feb 2015, 12:02
mar adentro
ამაზონიდან გამოწერე

Posted by: larakroft 6 Feb 2015, 14:57
QUOTE (larakroft @ 3 Feb 2015, 20:18 )
24 საათიანი ძიძა თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ.. მეზობლად ცხოვრობს ამჯერად ეძებს სამუშაოს. ანაზღაურება 1000 ლარი და ზემოთ... 47 წლის ქალია. შემეხმიანეთ თუ ვინმეს დაგაინტერესებთ და ნომერს მოგწერთ.

იშოვა უვე სამსახური................................................................. user.gif

Posted by: nipe 6 Feb 2015, 15:22
მე მყავს საკმაოდ სანდომიანი ქალბატონი, 52 წლის, რომელსაც შეუძლია 24 საათიც დაგეხმაროთ ბავშვის აღზრდაში, საკმაოდ წესიერი ქალბატონია, თავადაც შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ 598 15 65 55 ეს არის მისი ნომერი, ირინა ქვია, დაურეკეთ და დაელაპარაკეთ

Posted by: ABAHE 9 Feb 2015, 11:44
ჩემი ძიძა გავუშვი, ბავშვის ჯამრთელობის მდგომარეობის გამო საჭირო გახდა, რომ მე თვითონ მივხედო ბავშვს. შემეცოდა, ძალიამ განიცადა სამსახურიდან დათხოვნა, არადა სხვა გამოსავალი არ მქონდა. თუ ვინმეს გაინტერესებთ და ძიძა გჭირდებათ, პირადში მოგწერთ დეტალებს.

Posted by: კოლუმბიელი 9 Feb 2015, 22:07
გამარჯობათ დედიკოებო და მამიკოებო. გვჭირდება ძიძა. ბავშვი 3 თვისაა. თავიდან კვირაში სამჯერ მაინც რომ იაროს. შაბათ ან კვირაც შეიძლება მოუწიოს
(მერე შევხედავთ, თუ მოგვეწონა ფულ ტაიმზე გადავიყვანთ) 10 დან 7 მდე. (თუ საჭირო გახდა საღამოს საათებშიც რო მოვიდეს დამატებით გადავუხდი). დიღმის მასივში. ბავშვი ძუძუზეა. ასე, რომ მაქისმუმ 2-3 საათი მოუწიოს მარტო დარჩენა ბავშვტან. რუსული უნდა იცოდეს. ჩემი მეუღლე უკრაინელია და ქართული არ იცის. ბავშვთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს. გაართოს დააწყნაროს, ელაპარაკოს და აშ. თორე, აგერ საიტიდან გამოვიძახეთ და დებილივით მარტო სათამაშოს უტრიალებდა ცხვირწინ და საფენის გამოცვლაც არ იცოდა. სუფთა და მოწესრიგებული რომ უნდა იყოს მაგას მგონი თქმა არ უნდა smile.gif

დღეში 25 ლარს გადავუხდი. თუ გეგულებათ ვინმე ძალიან გთხოვთ მომწერეთ. 3 თვისაა და 8 კილოა მოგვწყვიტა წელი მე და ჩემ ცოლსsmile.gif)) მადლობა წინასწარ.

Posted by: shakaron 9 Feb 2015, 22:33
მესაჭიროება ძიძა, ბავშვი 5თვის ბიჭი.
სამუშაო საათები 9დან 6მდე, შაბათი 3მდე, კვირა დასვენება,
ვცხოვრობ ფერაძის ქუჩაზე, შავი ზღვის უნივერსიტეტთან,
გამომეხმაურეთ გამოცდილების მქონე ძიძები smile.gif

Posted by: tevzebii 11 Feb 2015, 07:31
მესაჭირეობა ძიძა 2 თვით მაისი ივნისი, მოვალეობა მხოლოდ ბავშვების მოვლა, 1 წლის ტყუპების, არ ეხება საჭმლის კეთება, რეცხვა, წმენდა, ბავშვებს გამზაადებული უნდა აჭამოს, ათამაშოს ასეირნოს
9-დან 7-მდე, კვირაში 6 დღე
დაახლოებით ფასები იქნებ მითხრათ

Posted by: larakroft 11 Feb 2015, 18:56
tevzebii
ჩემი ნაცნობი დადის 10 თვის ბავშვს უვლის მასეთი პირობებით მხოლოდ 10 საათიდან 7დამდეა, შაბათ-კვირის გარდა და 350 ლარი აქვს ხელფასი. შეპირდნენ ვითომ მოგიმატებთო ,ამგრამ ფაქტია რომ ეგეც უღირს.

Posted by: tevzebii 11 Feb 2015, 21:58
larakroft

მადლობა
ანუ 500-600 საკმარისი იქნება ხომ? მითუმეტეს არასოდეს იქნება მარტო ბავშებთან

Posted by: .ნინო 14 Feb 2015, 20:07
ჩემი ახლობელი დარჩა ეხლა უმუშევარი და ეძებს ძიძის ადგილს.

ასაკი- 58 წელი, მაგრამ ბევრი 45 წლის არ დაუდგეს გვერდით, ისეთ ფორმაშია.
ორენოვანია, მშობლიურივით იცის რუსული და ქართული და ასევე კარგად ფლობს ინგლისურ ენას. თუ სურვილი და საჭიროება გექნებათ, შეუძლია ბავშვს დაეხმაროს გაკვეთილების მომზადებაშიც.

პროფესიით პედაგოგია და 15 წელი მუშაობდა ბაღში აღმზრდელად და მერე 5 წელი სკოლაში.

ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და უმაღლესი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია.

თუ ვინმეს გაინტერესებთ, შემეხმიანეთ. ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

მოუვლის ნებისმიერი ასაკის ბავშვს. თუ რომელიმე წელზე ნაკლები ასაკის არაა, თავისუფლად მოუვლის ორ ბავშვსაც.

Posted by: TT+ 19 Feb 2015, 17:25
ABAHE
.ნინო

საცხოვრებელი ადგილი მაინტერესებს თქვენი ნაცნობი ძიძების smile.gif
და ტელეფონებიც მომწერეთ smile.gif
მადლობა

Posted by: Leyla 23 Feb 2015, 11:58
Я закончила пед. институт им. Пушкина по специальности "педагог начальных классов" в 1992 году. Работала в школе, пользовалась большим уважением и любовью как среди сотрудников, так и среди детей и родителей. В 2011 году осталась без работы в связи закрытием русской школы. Были частные ученики, работала 1 год няней в семье, где двое маленьких детей. Одна ходила в детский сад, а другой было 1год 3 месяца . Потом присматривала за 3-x летней девочкой, которую приводили ко мне домой, пока они не переехали в Россию. Она выучила много детских стихов, научилась грамотно разговаривать. С удовольствием присмотрю за ребенком.

Posted by: nuci17-89 26 Feb 2015, 15:18
ჩემ ძიძას ვუწევ რეკომენდაციას თითქმის ერთი წელი იმუშავა ჩვენთან , არის თემქელი 44 წლის ქალბატონი თემქაზე და გარეუბნებში 350 ლარად იმუშავებს, სხვაგან 400 ლარად, ბავშვს ჭამა შეაყვარა და აალაპარაკა ასე რომ თუ ვინმე დაინტერესდებით დაურეკეთ ირმა ბეღელურს 599 051397 ეს მისი ნომერია

Posted by: taktakuna 26 Feb 2015, 16:41
ძიძა ხომ არ გინდათ გოგონებო გლდანში? ერთად ვასეირნებთ ხოლმე ბავშვებს, კარგი ქალია, ორი ბავშვი გაზარდა ეხლა ბოლოს რომელ ოჯახშიცაა, ცოტა ხნის წინ, კარგი ვარიანტი ქონდა სხვა სამსახურის და არ დატოვა ასე ვერ მივატოვებ ბავშვსო და ეხლა გაუშვეს უცებ, თვის ბოლოდან აღარ გვჭირდებიო. თუ ვინმეს გინდათ, გლდანში ცხოვრობს.

Posted by: garfield1 26 Feb 2015, 16:44
taktakuna
მომწერე კოორდინატები რა
სხვა უბანი თუ აწყობს ოღონდ

Posted by: taktakuna 26 Feb 2015, 18:06
garfield1
გავიგებ აბა დღეს ყველაფერს და ნომერსაც მოგწერ. რომელ უბანში გინდა?

Posted by: Charlotta Rossi 27 Feb 2015, 15:24
თუ ვინმეს უნდა ივერთუბანში ძიძად მუშაობა ივნისიდან მომწერეთ პირადში,მართალია ტყუპებს ველოდები მარა გასაზრდელად 2ვეს არ ვტოვებ მეც სახლში ვიქნები ,შაბათ-კვირას დასვენებით ალბათ 10დან 6,7-მდე ,უკეთესია ივერთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ იქნება smile.gif)რაც დაბაი ფასი მიტ უკეთესი smile.gif

Posted by: Where Is Everybody 3 Mar 2015, 11:27
გოგოებო იქითა კვირიდან თავისუფლდება ძალიან კარგი ძიძა, აი ყველანაირად კარგი ადამიანი და კარგი ძიძაა, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ პმ მოგწერთ ნომერს

Posted by: garfield1 3 Mar 2015, 11:31
Where Is Everybody
მე მაინტერესებს,მომწერე რა

Posted by: stasia 10 Mar 2015, 19:42
გოგოებოოოო ძიძა თუ გჭირდებათ პმ

Posted by: taktakuna 11 Mar 2015, 13:38
ე.ი გლდანში ვინმეს თუ გინდათ ძიძა, თავისუფლდება თვის ბოლოდან. თუ დაგაინტერესებთ პმ-ში მოგწერთ ტელეფონს. კარგი ქალია ნამდვილად.

და მხედველობაში იქონიეთ სექტემბერში თავისუფლდება ძალიან კარგი ძიძა, მე რომ ვიყვანდე, დაუფქრებლად რომ ვანდობდი ჩემს შვილს.

Posted by: jellyboss 12 Mar 2015, 13:32
ძიძა მითავისუფლდება და თუ ვინმეს გაინტერესებთ. ვაჟა-ფშაველას 3 კვარტალში ცხოვრობს. 2.5 წელი უვლიდა ჩემს ბიჭს. 60 წლამდეა მაგრამ ძალიან ენერგიული ქალია. ბავშვს ძალიან უყვარს.

Posted by: ეთუნი 12 Mar 2015, 15:38

jellyboss
პირადში მომწერე, თუ აწყობს 24 საათით ახა;ლსობილის მოვლა, სექტემბრის შუა რიცხვებიდან? რუსულენოვანი ხომ არ არის?

taktakuna

იგივე კიტთხვები მაინტერესებს + სექტემრის ძიძა საბურთალო თუ აწყობს?
* * *
შექტემრის შუა ღიცხვებიდან მჭირდება ძიძა 24 საათის განმავლობაში ჩემტან რომ იყოს, ახალშობილის მოსავლელად, მირჩვენია რუსულენოვანი, 35-50წლამდე, საბურთალოს უბანში

Posted by: garfield1 12 Mar 2015, 16:04
jellyboss
იქნებ მომწერო ნომერი,მაინტერესებს

Posted by: taktakuna 12 Mar 2015, 16:06
ეთუნი
24 საათი არ აწყობს ნამდვილად ვიცი.


Posted by: ქინქლა 13 Mar 2015, 10:03
ალბათ უკვე ნახეთ თქვენც მაგრამ მაინც დავდებ sad.gif(((((((((

http://pirveliradio.ge/?newsid=43626

Posted by: larakroft 14 Mar 2015, 22:50
Charlotta Rossi
ივერთუბნელი მეზობელი გახლავართ ტქვენი biggrin.gif და ჩვენს სამეზობლოდ ერთი ახალგაზრდა ქალია, ამჯერად ვაკეში მუშაობს ოჯახში 8 თვის ბავშვს უვლის.. ახლოს აწყობს რა თქმა უნდა თუ ექნება სამუშაო, რადგან 1 საათი ჭირდება გზაში ამჯერად და ვიცი რომ ამ გზამ დატანჯა.. იქ 450 ლარს უხდიან... აქვე თუ ექნება სამუშაო წესით ყველა პონტში 350 ლარში თანახმა უნდა იყოს.. იქნებ უფრო ნაკლებში რავი.. ალბათ პირობებს გააჩნია... მოგცე საკონტაქტო?

Posted by: Midnight lady 20 Mar 2015, 15:52
გამარჯობა, ვიდეოთვალის მონტაჟთან დაკავშირებით ბევრს აინტერესებდა ინფორმაცია. დამიკავშირდით პირადში და მოგაწვდით კოორდინატებს. : )

Posted by: anikaaa 21 Mar 2015, 22:51
გამარჯობათ გოგოებო,

ჩემი ძიძა თავისუფლდება და რეკომენდაციას ვუწევ, ძალიან კარგი ქალია, ყურადღებიანი და ენერგიული 45 წლის.
მე ჩემს პატარას დედამთილს ვუტოვებ ეხლა და გული მწყდება ესეთ ძიძაზე, მომავალში აშკარად გამიჭირდება ესეთი ადამიანის მოძებნა...

თუ დაინტერესდებით ნომერს მოგცემთ და დაუკავშირდით.

Posted by: Spin 22 Mar 2015, 08:15
მე ვეძებ ძიძას. მომწერეთ თუ გყავთ კარგი კანდიდატურა.

Posted by: KeP 6 22 Mar 2015, 18:13
ვინმეს Xომ არ გყავთ ესე დამხმარე?
მყავს კარგი ძიძა, მაგრამ მინდა ბავშვი სახ ბაღში მივიყვანო სექტბროდან, სახლთAნ ახლოს

დილით მე წავიყვან, მინდა ეს ძიძა თვითინ მოვიდეს სახლში შუა დღეს
გააკეთოს საჭმელი, მოაწესრიგოს ან ცოტა დააუთაოს (ანუ ბევრი საქმე არ ექნება)
მერე ბავშვი გამოიყვანოს და შეოძლება მაგ. პარკში გამოატაროს
სახლში მოიყვანოს, აჭამოს და Mერე მეც მოვალ სამსახურიდან.
რა კარგად ჩამოვწერე smile.gif)))))

ეხლა 400 ვაძლევ
ამ Yველაგერში რამდენი უნდა შევთავაზო?

Posted by: anuuuki 24 Mar 2015, 11:33
ვინმეს საათობრივი ძიძა ხომ არ გეგულებათ საბურთალოზე? დღეში 3 საათი რომ იყოს ბავშვთან ან მეტი ცოტა

Posted by: sabanika 24 Mar 2015, 13:15
მე გავუშვი ძალიან კარგი რუსულენოვანი ძიძა, წესიერი და მორწმუნე, 49 წლის, ცხოვრობს დიდუბეში. ვისაც დაგაინტერესებთ მომწერეთ
* * *
მე გავუშვი ძალიან კარგი რუსულენოვანი ძიძა, წესიერი და მორწმუნე, 49 წლის, ცხოვრობს დიდუბეში. ვისაც დაგაინტერესებთ მისი მობილურია 599 29-69-39

Posted by: CHUNIA 24 Mar 2015, 21:26
QUOTE (anuuuki @ 24 Mar 2015, 11:33 )
ვინმეს საათობრივი ძიძა ხომ არ გეგულებათ საბურთალოზე? დღეში 3 საათი რომ იყოს ბავშვთან ან მეტი ცოტა

საბურთალოზე სად? რამხელაა ბავშვი და ანაზღაურებაც დაწერეთ?

Posted by: anuuuki 24 Mar 2015, 23:44
QUOTE (CHUNIA @ 24 Mar 2015, 21:26 )
QUOTE (anuuuki @ 24 Mar 2015, 11:33 )
ვინმეს საათობრივი ძიძა ხომ არ გეგულებათ საბურთალოზე? დღეში 3 საათი რომ იყოს ბავშვთან ან მეტი ცოტა

საბურთალოზე სად? რამხელაა ბავშვი და ანაზღაურებაც დაწერეთ?

ქავთარაძეზე, 9 თვის, რავი ეხლა შაბათ-კვირის გარდა ყოველ დღე მყავს და 350 ს ვუხდი დაამის მიხედვით მინდა რომ გადავუხადო, აქვე მინდა ვინმე ოღორნდ აუცილებლად, გზაშიც რომ არ დაეხარჯოს(მეტს ვერ გადავუხდი) და თან რო დამჭირდეს და დავურეკო მალე რომ მოვიდეს

Posted by: CHUNIA 25 Mar 2015, 20:17
QUOTE (anuuuki @ 24 Mar 2015, 23:44 )
QUOTE (CHUNIA @ 24 Mar 2015, 21:26 )
QUOTE (anuuuki @ 24 Mar 2015, 11:33 )
ვინმეს საათობრივი ძიძა ხომ არ გეგულებათ საბურთალოზე? დღეში 3 საათი რომ იყოს ბავშვთან ან მეტი ცოტა

საბურთალოზე სად? რამხელაა ბავშვი და ანაზღაურებაც დაწერეთ?

ქავთარაძეზე, 9 თვის, რავი ეხლა შაბათ-კვირის გარდა ყოველ დღე მყავს და 350 ს ვუხდი დაამის მიხედვით მინდა რომ გადავუხადო, აქვე მინდა ვინმე ოღორნდ აუცილებლად, გზაშიც რომ არ დაეხარჯოს(მეტს ვერ გადავუხდი) და თან რო დამჭირდეს და დავურეკო მალე რომ მოვიდეს

მე ფანასკერტელზე ვცხოვრობ და ალბად ორი ტრანსპორტი დამჭირდება მეტი თუ არა ისე კი მაწყობდა საათობრივად, სამწუხაროდ არ გამოგადგებით sad.gif

Posted by: trendy 26 Mar 2015, 15:38
sabanika
QUOTE
მორწმუნე

ეგაა მთავარი))

Posted by: chupa82 30 Mar 2015, 15:25
გოგოები მინთავისუფლდება ძიძა, ძალიან მოწესრიგებული, სუფთა განათლებული ქალი, მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა მასთან. 400 ლარს ვუხდიდი 10-დან 7 ის ნახევრამდე.
ვიცი რა რთულია ოჯახში უცხო ადამიანის შემოშვება და მითუმეტეს ბავშვის ნდობა.არანაირი პრობლემა არ გექნებათ ამ ქალთან თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ ,

Posted by: crv777 31 Mar 2015, 10:36
გამარჯობათ smile.gif

აქ ბევრი დიასახლისია და იქნებ შემოიხედოთ. წინასწარ მადლობა smile.gif


https://forum.ge/?f=34&showtopic=34744785

Posted by: tatseagull 31 Mar 2015, 23:03
ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე თუ ვინმეს გჭირდებათ სანდო ძიძა შემეხმიანეთ

Posted by: katerin@ 1 Apr 2015, 23:28
გამარჯობა გოგოებო, ძიძა მჭირდება 5 თვის ბავშვისთვის, ვაკეში, ვინმეს თუ გყავთ კანდიდატურა იქნებ მომცეთ კოორდინატები, ახლოს თუ იქნება მირჩევნია.

Posted by: CHUNIA 3 Apr 2015, 13:00
გოგოებო! აღდგომის მერე თუ გნებავთ მოკლე ვადით (ზაფხულამდე) ან თუნდაც საათობრივად ძიძა, ან წაყვანა გამოყვანა ბაღიდან მომწერეთ, საბურთალოზე, ბახტრიონის ან ფანასკერტელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი

Posted by: catherin 25 Apr 2015, 13:50
გოგოებო,ძიძა ვისაც გყავთ,საათობრივად რამდენი გამოსდით ანაზღაურება?სექტემბრიდან ვაპირებ სამსახურში გასვლას და უკვე ვფიქრობ ამ საკითხზე.კვირაში ორი დღე რომ დაისვენოს,დანარჩენი 23დღიდან 6დღე 9დან 6მდე და დანარჩენი 11-12დან 5მდე.ბებიაც სახლშია და მამასაც ხშირად მოუწევს.სახლის საქმის გარეშე,არც ოთახის დალაგება,სარეცხი,საჭმლის გაკეთება ბავშვისთვის,მხოლოდ ბავშვის ჭამა,გასეირნება და გართობა.ტელევიზორს და კომპიტერს რომ არ იყოს მიმჯდარი.ნუ დამატებით თუ ადრე დამჭირდა მოყვანა,იმ საათებსაც ავუნაზღაურებ.ბავშვი იქნება 1,2 თვის.დაახლოებით რამდენი უნდა გადავუხადო?

Posted by: Sargerass 25 Apr 2015, 18:44
ჩემი გოჭუნა შევიყვანე ბაღში და მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი ძიძად...შაბათ კვირის გარდა, რადგან ამ დღეებში ბაღიც დაკეტილია. 10მდე უნდა მივიყვანო და 7ზე გამოვიყვანო...შUალედში თავისუფალი ვარ..საბურთალო მაწყობს რადგან მაქეთ დამყავს ბაია..გზაში საათზე მეტი მიმდის გლდანიდან და არ გამოვა ალბათ.

Posted by: makachu24 5 May 2015, 23:00
SOS !!!!!!! გამარჯობა გოგოებო..სასწრაფოდ მესაჭიროება ძიძა 2თვის ბავშვისთვის ..არის კარგი ხასიათის არაჭირვეული ბავშვი,ვცხოვრობ ისანში,5 დეკემბერზე იქნებ ვინმეს გეგულებათ ამ ტერიტორიაზე სანდო პიროვნება.ძალიან ვნერვიულობ...სასურველია აქვე ახლოს ცხოვრობდენ რადგან 9ის ნახევარზე უკვე ჩემთან უნდა იყოს ხოლმე..ბავშვის მოვლის გარდა აბსოლუტურად არაფერი ევალება პირადში მომწერეთ

Posted by: tlikina 6 May 2015, 14:02
სექტემბრიდან Vეძებ ძიძას, ორშ-პარასკევის ჩათვლით. 9:30-18:00 მდე. ახალგაზრდა,ენერგიული და მხიარული რომ Iყოს. მთავარია Bავშვი კარგად გაართოს, უკითხოს , გონებრივადაც რო. Gანავითაროს. 8 თვის იქნება სექტემბერში. ერთერთი Pლიუსი იქნება , თუ დამჭორდა Dარჩენაც როM შეეძლოს, რათქმაუნდა დამატებით Gადავიხდი

Posted by: Furby 8 May 2015, 13:16
გოგოებო, ბიძაშვილი ეძებს 1 თვეში ძიძას 10 თვის გოგოშკასთვის , ვერა - ხოშტარიას ქუჩაზე. ორშაბათი - პარასკევი 9- დან 6-7 მდე, 350 მაქს. 400 რომ გადაიხადოს. თუ ვინმე გეგულებათ და რეკომენდაციას გაუწევთ იქნებ მომწეროთ. დიდი მადლობა ყველას წინასწარ.

Posted by: mar adentro 9 May 2015, 11:11
გოგოებო, ვინმეს ძიძა ხომ არ თავისუფლდება ივლისი, ან აგვისტოდან მჭირდება, 6 დღე, 09.30 დან 09.30 მდე , ანაზღაურება 600 ლარი. თუ ღამით დარჩენა დამჭირდება ბონუსები.

Posted by: furashka 9 May 2015, 18:22
გამარჯობათ გოგოებო,

გოგოებო მაინტერესებს საბურთალოზე საშუალოდ რა ღირს ძიძის მომსახურება 5 დღე. თუ შეიძლება გრაფიკიც რომ დაწეროთ.

მადლობა

Posted by: katka 14 May 2015, 10:57
ჩემი მნეგობარი ეძებს ძიძას 3 წლის ბიჭუნასთვის,საბურთალო ტერიტორიაზე.ძალიან ეჩქარება,ტუ იცით ვინმე სანდო და კარგი ადამიანი,იქნებ შემეხმიანოთ

Posted by: CHUNIA 14 May 2015, 13:00
QUOTE (katka @ 14 May 2015, 10:57 )
ჩემი მნეგობარი ეძებს ძიძას 3 წლის ბიჭუნასთვის,საბურთალო ტერიტორიაზე.ძალიან ეჩქარება,ტუ იცით ვინმე სანდო და კარგი ადამიანი,იქნებ შემეხმიანოთ

ტერიტორიულად სად გნებავთ ძიძა? და რა პირობებია

Posted by: furashka 17 May 2015, 06:22
მეც ვეძებ კარგ ძიძას 10თვის ბავშვისთვის საბურთალოზე, თუ არსებობს ეგეთი და თან თავისუფალი რომ იკოს ახლა sad.gif

Posted by: natata25 17 May 2015, 11:30
makachu24
იპოვეთ ძიძა.სავარაუდოდ მე ვუშვებ ჩემ ძიძას .5 ფეკემბერზე ცხოვრობს თუ დაგაინტერესებს მომწერე.

Posted by: makachu24 21 May 2015, 11:00
SOS !!!!!!! გამარჯობა გოგოებო..ისევ და ისევ სასწრაფოდ მესაჭიროება ძიძა 2თვის ბავშვისთვის .. უკვე მეორე ძიძა ყავს ჩემ ბიჭს და ძალიან უკმაყოფილო ვარ.არის კარგი ხასიათის არაჭირვეული ბავშვი,ვცხოვრობ ისანში,5 დეკემბერზე იქნებ ვინმეს გეგულებათ ამ ტერიტორიაზე სანდო პიროვნება.ძალიან ვნერვიულობ...სასურველია აქვე ახლოს ცხოვრობდენ რადგან 9ის ნახევარზე უკვე ჩემთან უნდა იყოს ხოლმე..ბავშვის მოვლის გარდა აბსოლუტურად არაფერი ევალება პირადში მომწერეთ.
ძალიან ცუცქნა ბიჭია და მის ფსიქოლოგიაზე იმოქმედებს როგორი ადამიანი აღზრდის და ძალიან განვიცდი გულთან ვერ მივიყვანე ვერცერთი მითუმეტეს რომ ვაკონტროლებ და არცთუ ისე კარგად ექცეოდნენ ბავშვს.ერთი სულ საათს უყურებს და გაქცევაზეა მეორე ახლანდელი სულ ტელეფონი უჭირავს ხელში და ბავშს ყურადღებას არ აქცევს sad.gif((

Posted by: Iron Butterfly 21 May 2015, 17:14
QUOTE
ე გავუშვი ძალიან კარგი რუსულენოვანი ძიძა, წესიერი და მორწმუნე, 49 წლის, ცხოვრობს დიდუბეში. ვისაც დაგაინტერესებთ მომწერეთ

მორწმუნე და მრევლი ანუ დადებითი მახასიათებელია?:დ

Posted by: free_fall 22 May 2015, 19:02
სალამი ყველას smile.gif ივნისიდან ვინმეს ხომ არ გინთავისუფლდებათ კარგი სანდო ძიძა? სასურველუა რუსულენოვანი რომ იყოს.

ან თუ შეგიძლიათ კარგი სააგენტო რომ მურჩიოთ smile.gif მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: nipe 23 May 2015, 21:39
mar adentro
იშოვეთ ძიძა?ტერიტორიულად სად ცხოვრობთ?

Posted by: makachu24 25 May 2015, 14:43
SOS !!!!!!! გამარჯობა გოგოებო..ისევ და ისევ სასწრაფოდ მესაჭიროება ძიძა 2თვის ბავშვისთვის .. უკვე მეორე ძიძა ყავს ჩემ ბიჭს და ძალიან უკმაყოფილო ვარ.არის კარგი ხასიათის არაჭირვეული ბავშვი,ვცხოვრობ ისანში,5 დეკემბერზე იქნებ ვინმეს გეგულებათ ამ ტერიტორიაზე სანდო პიროვნება.ძალიან ვნერვიულობ...სასურველია აქვე ახლოს ცხოვრობდენ რადგან 9ის ნახევარზე უკვე ჩემთან უნდა იყოს ხოლმე..ბავშვის მოვლის გარდა აბსოლუტურად არაფერი ევალება პირადში მომწერეთ.
ძალიან ცუცქნა ბიჭია და მის ფსიქოლოგიაზე იმოქმედებს როგორი ადამიანი აღზრდის და ძალიან განვიცდი გულთან ვერ მივიყვანე ვერცერთი მითუმეტეს რომ ვაკონტროლებ და არცთუ ისე კარგად ექცეოდნენ ბავშვს.ერთი სულ საათს უყურებს და გაქცევაზეა მეორე ახლანდელი სულ ტელეფონი უჭირავს ხელში და ბავშს ყურადღებას არ აქცევს sad.gif

Posted by: masajisti 28 May 2015, 09:14
მოგესალმებით გოგოებო ყველას .აგვისტოს თავისუფლდება ძალიან კარგი გოგო ,გამოცდილია ,პატიოსანი სანდო ერთგული პიროვნებაა.40 წლის .ტ.555305958 სოფო.

Posted by: Transformer26 30 May 2015, 15:37
გამარჯობათ, ვიმუშავებ ძიძად დილის 10 დან საღამოს 5 საათამდე. ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს. შემიძლია მუშაობა უცხოენოვან ოჯახში. მაქვს წლამდე ასაკის ბავშვთან მუშაობის გამოცდილება. თუ დაინტერესდებით შემომეხმიანეთ. smile.gif

Posted by: DA-DU-DI 30 May 2015, 18:40
გოგოებო რეკომენდაციას ვუწევ ჩემს ძიძას, რომელიც არის უსაყვარლესი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. გინდ ბავშვთან ურთიერთობაში და გინდა თითოეულ ოჯახის წევრთან. არის ცოცხალი, ენერგიული, მოსიყვარულე, მოკრძალებული ... მისი ტელეფონის ნომერია - 555262190, ნუნუ.

Posted by: Lady HaWaI 5 Jun 2015, 10:35
მე პირველად ვპოსტავ ამ თემაში, ეს რა წავიკითხე, გული გამიხდა ცუდად. მაგაზე საშინელება რა უნდა იყოს უსუსური ბავშვი მარტო რომ არის მონსტრთან და თან დედას წარმოდგენა არ აქვს.
ჩემი სექტემბერში ხდება 2 წლის. 7 თვიდან გვყავს ძიძა, მაგრამ მარტო არ არის, ჩემი დედამთილია სახლში და პერიოდულად სხვა ადამიანებიც. ამიტომ კამერა არ დამიყენება. ისე კი ბავშვს ეტყობა ურთიერთობისას, ძიძა რომ მიდის არ უშვებს ხოლმე და ისედაც აშკარად უყვარს. ეგ მომენტი ცოტა მამშვიდებს.


Posted by: cabalita 8 Jun 2015, 11:10
ვეძებთ გამოცდილ ძიძას კარგი რეკომენდაციით. გვყავს 4 თვის პატარა და ვცხოვრობთ ვაშლიჯვარში. იქნებ იცოდეთ და დაგვეხმაროთ.

Posted by: anuka2009 19 Jun 2015, 18:15
მოკლედ გოგოებო, ერთ კარგ ქალს ვუწევ რეკომენდაციას. უმუშავია ძიძადაც და ოჯახის დამხმარედ. ძალიან პატიოსანი დამიანია, თვალდახუ2ულო რომ ანდობთ ოჯახს და სუფთა. დანარჩენი მოლაპარაკების საგანია. ვაკე საბურთალო აწყობს ძალიან.

Posted by: anano_991 20 Jun 2015, 13:43
გოგოებო ერთ ქალს ვუწევ რეკომენდაციას, მაგრამ მარტო შაბათ- კვირას ცალია. თუ ამ დღეებში გჭირდებათ ძიძა დაგაკავშირრბთ.

Posted by: oo la la 22 Jun 2015, 07:54
masajisti
მარტო აგვისტოშია თავისუფალი თუ აგვისტოდან თავისუფლდება?

Posted by: taktakuna 22 Jun 2015, 14:23
თავისუფლდება ძალიან კარგი ძიძა, ქ. მარინა, ცხოვრობს ვარკეთილში, მაგრამ იმუშავებს სხვა უბნებშიც. მართლაც კარგი ქალბატონია და ძალიან კარგი ძიძაა, თუ გინდათ ნომერსაც მოგწერთ.

Posted by: mlad_967 25 Jun 2015, 03:38
ძიძა ძიძა ძიძა ძიძა სულ ძიძას გაიძახით და მძღოლი არ გინდათ ოჯახში თქვენივე ავტომობილით რო მოგემსახუროთ??? ბავშვებსაც კარგად ვუვლი და ძიძად მაინც ამიყვანეთ მოვკვდი უმუშევრობით

Posted by: ტაბუ 25 Jun 2015, 10:52
taktakuna
შეგიძლია, უფრო დეტალურად დაახასიათო და ხელფასი რამდენი დასჭირდება ვარკეთილშივე, რომ მითხრა?
პ.ს. ჩემთვის არ მინდა.

Posted by: taktakuna 25 Jun 2015, 15:59
ტაბუ
ჩემი ბიჭის ტოლ ბავშვს უვლის, თან ძალიან კარგად, ასეირნებს, უკითხავს, ძალიან კმაყოფილები არიან ვისთანაც ეხლა მუშაობს, ბავშვსაც ძალიან უყვარს, უბრალოდ დიდია და ბაღში მიყავთ. დანარჩენზე ვისაც აინტერესებს თვითონ რომ დაელაპარაკოს? უვლის მარტო ბავშვს, სახლის ლაგება და ასეთი რაღაცეები არ ეხება, სადილის გაკეთება, სარეცხი და სადილი ბავშვის კი. თუ გინდა მოგწერ ნომერს

Posted by: ტაბუ 25 Jun 2015, 17:11
taktakuna
QUOTE
თუ გინდა მოგწერ ნომერს
კი, გვინდა smile.gif
მადლობა

Posted by: furashka 1 Jul 2015, 11:42
გოგოებო ისევ ვეძებ ძიძას საბურთალოზე, თუ ვინმეს გყავთ სანდო ძიძა, გთხოვთ მომწეროთ PM-ში

Posted by: trendy 1 Jul 2015, 12:24
აქ მოცემული კოორდინატებით, ნაქები "ძიძების" სია მივაწოდე ჩემს ახლობელს და გასაუბრების შემდეგ მკითხა-რამე დაგიშავეო?
იმიტომ რომ, ან თქვენი ახლობელია, ან საყვარელი ქალია სიტყვაზე მეზობლად, არ შეიძლება ყველას ტელეფონი დაწეროთ და აქოთ-ადიდოთ.

Posted by: CHUNIA 1 Jul 2015, 12:40
ძიძა საათობრივად. შემიძლია შაბათ-კვირასაც ბავშვი დავიტოვო, მომწერეთ პმ

Posted by: Princess 6 Jul 2015, 12:54
გოგოებო ვისაც ძიძა მიგყავთ ზაფხულში როგორ უხდით ხელფასს?

Posted by: garfield1 6 Jul 2015, 12:59
Princess
ბაკურიანში გავატანე და ორმაგს ვუხდი. ისე ჩვეულებრივად

Posted by: Princess 6 Jul 2015, 13:45
garfield1
მარტომ წაიყვანა უშენოდ? ყოჩაღ ძიძას!

საოჯახო სასტუმროში ვაპირებ მე და კვებით არის, ანუ მე უნდა გადავიხადო ხო მისი ფულიც და ჩვეულებრივად ხელფასი?

Posted by: garfield1 6 Jul 2015, 16:00
Princess
კი უჩემოდ წაიყვანა
ესენიც საოჯახო სასტუმროში არიან კვებით
ამის ფულსაც ვიხდი ცხადია და ხელფასის 3/4 ვუმატებ იმიტომ რომ სამი კვირით არიან, მთელი თვე რომ ყოფილიყო მთლიან ხელფასს დავუმატებდი. შენ რადგან მიდიხარ ალბათ ნაკლები უნდა დაუმატო,შეუთანხმდი წინასწარ

Posted by: ინფინიტი 6 Jul 2015, 16:07
garfield1
QUOTE
კი უჩემოდ წაიყვანა

up.gif

იქნება მეხსიერება მღალატობს და შენ არ იყავი, გოგო, უჩემოდ ვერსაც გავუშვებო და რამე? biggrin.gif
ხო ხედავ რა კარგი ყოფილა biggrin.gif


Posted by: garfield1 6 Jul 2015, 16:20
ინფინიტი
უჩემოდ არა გოგო
უჩემოდ შარშანაც იყო,რას ამბობ,გადასარევად დაისვენა
ბებიებს არ გავატანთქო,არ ვენდობი biggrin.gif
ძიძას და ჩემ დას გავატან ყველგან

Posted by: ინფინიტი 6 Jul 2015, 16:32
garfield1

აა, ნუ ეგ გასაგებია biggrin.gif ანუ ბებიასაც გააჩნია და ძიძასაც biggrin.gif
მე ძიძაც გადასარევი მყავდა ისე smile.gif

Posted by: Princess 6 Jul 2015, 16:38
garfield1
კი მეც მივდივარ. ორივეს ვინ წაიყვანს თორემ მე კი გავატან biggrin.gif

QUOTE
შენ რადგან მიდიხარ ალბათ ნაკლები უნდა დაუმატო,შეუთანხმდი წინასწარ

კი შევეკითხე მაგრამ არ ვიციო, ეტყობა მოერიდა თქმა.
რამდენს იხდი სასტუმროში?
ცემში 40 ლარი მიტხრეს 1 კაცზე და როგორი ფასია?

Posted by: trendy 6 Jul 2015, 17:49
Princess
ორმაგს იღებენ ზუსტად.გინდ გაყევი, გინ დარჩი.ღამე ხომ შენთან იქნება და ეგ ეთვლებათ როგორც სადღეღამისო.რუსები, როგორც პედანტები შაბათ-კვირასაც ცალკე ითვლიან))
ინფინიტი
QUOTE
ანუ ბებიასაც გააჩნია და ძიძასაც

მაგალითად ჩემს ბებიებს ნებისმიერი ძიძა აჯობებს))

Posted by: garfield1 6 Jul 2015, 18:03
ინფინიტი
ნუ მართლა გააჩნია ალბათ. დედაჩემი ისეთი პანიკაა ვერც წაიყვანს,რა გულით უშვებო იმდღეს მეჩხუბა. სანახავად ავდივართ კვირაში ერთხელ და რატომაც არ უნდა გავუშვა რავიცი
Princess
აქაც ეგრე ვიხდი,უბრალოდ რადგან ერთი დიდი და ერთი ბავშვია 60-ს ვიხდი,თორემ მეც რომ ვიყო ბავშვი უფასო იქნებოდა

Posted by: tako20 14 Jul 2015, 01:23
გოგოებო გამარჯობათ ესეიგი რა მაინტერესებს ძიძა საათობრივად რო ავიყვანო ხო შეიძლება ? და დაახლოებით რამდენი უნდა გადავუხადო მარტო ბავშვის ჭამა და გართობა რო ევალება
* * *
გოგოებო გამარჯობათ ესეიგი რა მაინტერესებს ძიძა საათობრივად რო ავიყვანო ხო შეიძლება ? და რამდენი უნდა გადავუხადო მარტო ბავშვის ჭამა და გართობა ევალობოდეს

Posted by: makachu24 20 Jul 2015, 16:58
ვუწევ რეკომენდაციას ძიძას,არის არაჩვეულებრივი პიროვნება ბავშვის მოვლა და აღზდა განვითარება იცის 10იანზე ყავს გაზრდილი 5 ბავშვი,სამწუხაროდ 1თვეშ გაშვება მომიწია რადგან სამსახურის საათები გამიზარდეს და ფიზიკუარდ ვერ მოახერხებდა მაგ დრომდე ჩემთან ყოფნას . ცხოვრობს ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე მე პირადად 5 დეკემბერზე ვცხობრობ და ვუხდიდით 400 ლარს ხანდახან თავის სურვილით რაღაც რაღაც საჭმელებსაც გვიკეთებდა ხოლმე და სასუსნავებს მოკლედ ძალიან კარგი ადამიანი,ვინც იცნობთ ზურა ბარბაქაძის,მომღერალი ფანდურას დედაა.მსურველები დამიკავშირდით და მოგწერთ ნომერს და დანარჩენზე თქვენ თვითონ შეთანხდებით smile.gif))

Posted by: CHUNIA 20 Jul 2015, 23:40
ძიძა საათობრივად თუ გჭირდებათ მომწერეთ პირადში
* * *
ძიძა საათობრივად თუ გჭირდებათ მომწერეთ პირადში

Posted by: ჯი-ნია-ნი 30 Jul 2015, 19:34
გოგოებო, ახლახანს დაამთავრა მუშაობა ძიძამ, ბავშვი ბაღში მიდის და.. მე არ უნდა ვუწევდე წესით რეკომენდაციას (ტეხავს biggrin.gif ) , მაგრამ მართლა კარგი ქალია, გიჟდება ბავშვებზე.
თუ ვინმეს გინდათ, შემიძლია მოგწეროთ მისი ნომერი პირადში.

Posted by: teklikie 2 Aug 2015, 20:48
გოგოებო სექტემბრიდან თავისუფლდება სუპერ ძიძა ცხოვრობს თემქაზე.ჩემი ახლობელია და ვუწევ რეკომენდაციას

Posted by: Solveig 3 Aug 2015, 09:13
ჯი-ნია-ნი

წლინახევრის ბავშვთან იმუშავებს?


ჩვენ გვჭირდება ძიძა სასწრაფოდ..ძველი ძიძა ოჯახური მდგომარეობის გამო წავიდა ( რაიონში გაყვა ქმარს). ბავშვი არის წლინახევრის, ბიჭი.

სამუშაო დრო-კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 9-დან საღამოს 7-მდე. მოვალეობებში შედის ბავშვის საჭმლის მომზადება, კვება (დღეში 4-ჯერ), გართობა, გასეირნება, შუადღისას დაძინება (სძინავს 3 საათის განმავლობაში) და სარეცხის გაუთოება.

თუ ვინმეს გეგულებათ ენერგიული და პატიოსანი ძიძა, რომელიც იმუშავებს ამ პირობებში, იქნებ, მომწეროთ ტელეფონი. ოჯახი ცხოვრობს ბაგებში.


დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: irakli.d8 4 Aug 2015, 12:53
დამიკავშირდით ამ ნომერზე და იმედი მაქვს ურთიერთობა შედგება , წინასწარ დიდი მადლობა 592 701366

Posted by: Solveig 4 Aug 2015, 19:27
irakli.d8

QUOTE
დამიკავშირდით ამ ნომერზე და იმედი მაქვს ურთიერთობა შედგება , წინასწარ დიდი მადლობა 592 701366


ჩემს პოსტს ეხმაურებით?

Posted by: irakli.d8 4 Aug 2015, 19:53
დიახ , თქვენ პოსტს ვეხმაურები,გადახედეთ პირად შეტყობინებებს

Posted by: ninilion 7 Aug 2015, 21:19
გოგოებო გორში რა ღირს დამხმარე ძიძის აყვანა ხომ არ იცით? დამჭირდება....

Posted by: ThelicH 15 Aug 2015, 10:04
ძიძა გვყავს უვკე 3 თვეა, ძალიან კმყოფილები ვართ , დილის 10 დან საღამოს 7 საათამდე მოდის შაბათ კვირის გარდა, მთელი დღე გარეთ ასეირნებს საჭმელსაც უკეთებს და ვიხდით 450 ლარს, ბევრმა მითხრა 'ძვირი' არისო და თქვენ რასიტყვით ? გარშემო არ ყავს ბევრს ბავშვი და არც ძიძა და საერთოდ არ ვიცი ფასები და მაინტერესებს რამდნეად მისაღები ფასია ?

Posted by: KeP 6 18 Aug 2015, 16:15
ThelicH
QUOTE
ვიხდით 450 ლარს, ბევრმა მითხრა 'ძვირი' არისო და თქვენ რასიტყვით ? გარშემო არ ყავს ბევრს ბავშვი და არც ძიძა და საერთოდ არ ვიცი ფასები და მაინტერესებს რამდნეად მისაღები ფასია ?


თუ კარგია მთავარი ეგაა, ძვირი არ არის ... იაფს ვინც იღებს არ ასრულებენ წესიერად თავის მოვალეობებს: ძალიან ცოტას ვიღებთო იტყვიან
ერთადერთი ცხრიდანაც შეგეძლო დაგებარებინა ... ან თუ გეძვირება დასვენების დღეებში ჩვეულებრივად მოიყვანე ხოლმე მაგ: მარიამობაზე და იმუშაოს

Posted by: keme-keme 22 Aug 2015, 12:00
მჭირდება ძიძა თბილისში ნუციბიძის მე4მიკროში 3დღით 4 5 6 სექტემბერი.თანხას გადავიხდი რასაც მოითხოვს577 32 48 37დანარჩენი პირადად

Posted by: agr_bak 23 Aug 2015, 01:49
სასწრაფოდ საჭიროა ძიძა 1 წლის ტყუპებისთვის.
მუდმივად ბაღის ასაკამდე.
ამ ეტაპზე გრაფიკი ექნება დღეგამოშვებით.
9 იდან 7 საათამდე.


თუ გეგულებათ ასეთი დამაკავშირეთ.

Posted by: ingiloo 26 Aug 2015, 12:04
ვისაც ძიძა გინდათ გათავისუფლდა ძალიან კარგი ძიძა. ბავშვი გაიზარდა და ამიტომ გათავისუფლდა. 555 71 77 21 ამ ნომერზე დაურეკეთ. იკითხეთ ინგა. ცხოვრობს ვარკეთილში. 50 წლის ქალია დაახლოებით. ძალიან კარგი ადამიანია, სანდო და ერთგული.

Posted by: CHUNIA 26 Aug 2015, 18:46
ძიძა საათობრივად ხომ არ გინდათ ვინმეს? ფანასკერტელზე

Posted by: mariam__mariam 30 Aug 2015, 20:24
გამარჯობა გოგოებო! სექტემბრიდან თავისუფლდება ჩემი შვილების ძიძა, რომელიც 6 წლის მანძილზე მუშაობდა ჩვენთან სადღეღამისოდ. დიდი სურვილი მაქვს, რომ კარგ ოჯახში დასაქმდეს, ჩემს გარშემო არავინ არის, ვისაც სადღეღამისოდ სჭირდება ძიძა. არის 43 წლის უკრაინელი,რომელიც ქართულადაც კარგად მეტყელებს. არის ძალიან სუფთა, მოწესრიგებული, სანდო 100%. ბავშვებს უკითხავს ბევრს, მოატარა ყველა მუზეუმი, იცავს რეჟიმს, იცის ბავშვთან დაკავშირებული როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური საკითხები. მოკლედ ვინც ეძებს სადგეგამისო ძიძს საუკეთესო კანდიდატურაა, მეც ორსულობის 1 თვიდან ვეძებდი და ძლის მივაგენი ადანმიან, რომელიც ჩემს ყველა მოთხოვნას შეესაბამებოდა. ახლა ბავშვები სკოლაში მიდიან. ჩემტან ხელფასი 1000 ლარი ქონდა.

Posted by: stasia 30 Aug 2015, 20:58
mariam__mariam

ნომერი მომწერე პმ ში ძიძის

Posted by: NikTam 5 Sep 2015, 23:04
გამარჯობათ,

მჭირდება ძიძა/დამხმარე არასრული სამუშაო განაკვეთით. ბავშვი არის 4 წლის და დადის ბაღში. სავარაუდო გრაფიკია: კვირაში 2 დღე მჭიდება 10 დან 8:30 საათამდე. უნდა დაალაგოს სახლი და საღამოს ბავშვი უნდა გამოიყვანოს ბაღიდან. ბაღი არის სახლთან ახლოს. გარდა ამისა კვირაში 3 დღე უნდა მიაკითხოს ბავშვს ბაღში 5 საათზე და დაიტოვოს 9 მდე. დამატებითი სამუშაო საათები/დღეები დამატებით აუნაზღაურდება.

გვჭირდება სუფთა, კეთილსინდისიერი, მოწესრიგებული და კარგი დიასახლისი ქალბატონი მაქსიმუმ 45 წლამდე. უნდა შეეძლოს ბავშვთან ინტერაქტიული ურთიერთობა. სასურველია ცხოვრობდეს საბურთალოზე. უნდა შეეძლოს გამონაკლის შემთხვევაში დარჩენა გვიანობამდე, ან დასასვენებლად გამოყოლა.

სავარაუდო ანაზღაურება არის 300 ლარი.

გთხოვთ მომწეროთ პირადში მონაცემები და მე თვითონ შევეხმიანები.

Posted by: nanian 9 Sep 2015, 12:49
მჭირდება 45 წლამდე განათლებული, ენერგიული, სუფთა, მოწესრიგებული, სანდო ძიძა/დამხმარე.

მოვალეობებში შედის საოჯახო საქმიანობა და ბავშვების მოვლა (ოჯახში 3 ბავშვია, აქედან 2 ბავშვის ბაღიდან გამოყვანა, გასეირნება, მათ განვითარებაზე ზრუნვა).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით საღამოს 8 საათამდე. მოსვლა თავისუფალი გრაფიკით. მთავარია თავისი მოვალეობები შეასრულოს. საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს დილის 9 საათიდან მოსვლა მთელი დღით, ასევე -გვიანობამდე დარჩენა.

სასურველია ცხოვრობდეს ნუცუბიძე/ვაჟას ტერიტორიაზე.

ანაზღაურებასა და სხვა საკითხებზე პირადად გავესაუბრები.

გთხოვთ, მომწეროთ პირადში.

Posted by: kristi11 9 Sep 2015, 22:52
ვეძებ დიდ დიღომში მცხოვრებ ძიძას 35-45 წლამდე, წლის და 2 თვის ბავშვისთვის.გადავიხდი 400- 450 ლარს, ორშაბათIდან პარასკევის ჩათვლით. თუ დამატებით დავიბარებ, დღეში 20 ლარს გადავუხდი.გამოცდილების მქონე და დიდ დიღომში მცხოვები მჭირდება აუცილებლად. დამეხმარეეეეთ help.gif help.gif help.gif

Posted by: mziko 11 Sep 2015, 17:08
მყავს 7 თვის ბავშვი. ვეძებ ძიძას, გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11 სთ-დან 8 სთ-მდე. ანაზღაურება 400 ლარი. ვაშლიჯვარში. დეტალებზე მომწერეთ პირადში და ნომერს მოგწერთ.

Posted by: ჯი-ნია-ნი 14 Sep 2015, 20:41
598 92 08 35 თამრიკო.
ბევრი რეკომენდაცია ჩემგან, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ..

Posted by: მანანიკო 15 Sep 2015, 14:30
kristi11


პმ ნახეთ

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: marituri 15 Sep 2015, 14:50
მაინტერესებს რამდენი უნდა გადავუხადო ძიძას ბავშვი რომ ბაღიდან გამოიყვანოს და ჩემს მოსვლამდე 1 - 1.5 სთ გაჩერდეს .
ბაღიც და ჩვენი სახლებიც 5წუთის სავალზეა ერთმანეთისგან. გზაში ფული არ ეხარჯება.

მადლობა

Posted by: naneee 16 Sep 2015, 17:15
agr_bak
ჩემი მეგობრის თხოვნით ვაქვეყნებ ამ პოსტს. ძიძა ჰყავთ რამდენიმე წელია. დღეს ძიძას შემთხვევით აღმოუჩინეს საშინელი მიმოწერა ვაიბერში. გარდა იმისა რომ უკანასკნელი სიტყვებით წყევლის და ლანძღავს ოჯახის წევრებს, ასაჯაროებს ოჯახის ძალიან პირადულ დეტალებს და საშინელებებს ამბობს 3 წლის ბავშვზე (მაგ,: ამ ბავშვს და მის პატრონებს მკურნალობა სჭირდებათ და ასე შემდეგ). ჩემი თვალით მაქვა ნანახი მიმოწერა და ამიტომ ვპოსტავ. თუ შეიძლება, ძიძების შავ სიას დაემატოს ეს ქალბატონი, რომ ყველა იყოს გაფრთხილებული: ინგა ხელაშვილი, ტელ.: 555 78 14 74

Posted by: მანანიკო 16 Sep 2015, 18:34
naneee



ო ბოჟე რამდენი არაადამიანის ატანა უწევს დედამიწას და მითუმეტეს ჩვენს პატარა ქვეყანას sad.gif

Posted by: DOLPHIN 17 Sep 2015, 15:56
naneee
sad.gif ფაქტი კი არასასიამოვნოა, მაგრამ ძიძის ვაიბერში როგორ მოხვდნენ? biggrin.gif

Posted by: sofia1234 17 Sep 2015, 16:03
DOLPHIN
QUOTE
ფაქტი კი არასასიამოვნოა, მაგრამ ძიძის ვაიბერში როგორ მოხვდნენ?

მეც ეგ გავიფიქრე smile.gif))
უკანნონო ჩხრეკის დროს აღმოჩენილ სამხილებს ძალა ეკარგებათ biggrin.gif

Posted by: taktakuna 17 Sep 2015, 16:46
DOLPHIN
QUOTE
ფაქტი კი არასასიამოვნოა, მაგრამ ძიძის ვაიბერში როგორ მოხვდნენ?

+1 ძიძის ვაიბერში შემთხვევით შეძვრნენ biggrin.gif თან გადაიკითხეს კიდეც მთელი მიმოწერა ალბათ smile.gif

Posted by: sofia1234 17 Sep 2015, 17:02
იდეაში ალბათ დაეჭვდნენ biggrin.gif

ან რამე სმს ამოხტა უცებ : )))

მე რომ ვიცოდე რამე მნიშვნელოვანს გავიგებ გადავუქექავ მობილურს, ყველა პატიოსანი ვერ იქნება smile.gif))))

Posted by: Yin&Yang 17 Sep 2015, 17:06
შეიძლება ვისაც მისწერა ვაიბერში ძიძამ, იმ ადამიანისგან გაიგო ოჯახმა, იმ სხვამ აჩვენა ანუ ჩანაწერები .

chups.gif

ისე შეიძლება რაღაცაზე უკმაყოფილო იყო და გაკიცხო ვინმე, მაგრამ ბავშვის წყევლა რა უბედურებაა. ნერვები და ზრდილობა არ აქვთ ალბათ.

Posted by: garfield1 17 Sep 2015, 17:18
ტელეფონი რომ დევს და შეტყობინება მოდის,ელემენტარულია რომ თვალი გაგექცეს და შეიძლება რამე საეჭვო წაიკითხეს. ბავშვს როცა ეხება საქმე რთულია თავი შეიკავო

Posted by: taktakuna 17 Sep 2015, 22:10
sxvisi telefoni tu midevs win, asi weli ar gameqceva tvali da davuwyeb chvretas.dzidzas ki ar vamartleb, magram telefoni kerdzo sakutrebaa da namdvilad ar mesiamvneba vიnmem chemi saubrebi rom gadaqeqos.

Posted by: garfield1 17 Sep 2015, 22:58
taktakuna
ვაიმე მასე არც მე გამირბის თვალი და არ ვკითხულობ,სულ არ მაინტერესებს,მაგრამ შეიძლება დაეჭვდნენ რამეზე

Posted by: მანანიკო 17 Sep 2015, 23:06
taktakuna

სპეც ჭვრეტა სხვაა და მექანიკურად თვალის გაქცევა სხვა. აი სულ რომ არ გინდა ისე. biggrin.gif მე მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრს რომ ურეკავენ ტელეფონთან ისე ვაწვდი, რომ არც დავხედავ ვინ ურეკავს, მერიდება თუ რა არის არვიცი,ნუ თუ ვთქვათ ჩემთან უფრო ახლოს დევს, პასუხზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, თუ არ მითხრა თვითონ იმის გარდა. არასოდეს მიქექია სხვის მესიჯებში და წერილებში, მაგრამ ზოგ ეკრანზე პირდაპირ ჩანს მესიჯი ხო? მართლა შეიძLება თვალებში შემოგიხტეს წარწერა biggrin.gif
ისე კი ეგეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია, ვინმეში დავეჭვდე და ა.შ. მაგრამ ეგეთ დროს ვინ როგორ მოიქცევა არავინ იცის. მე ეხლა ამ გადასახედიდან და დაწყნარებულ გონებაზე, დარწმუნებული ვარ არ ვიზამ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს შეიძლება თავზეც გადავაფშვნა gigi.gif შენ თითქმის ოჯახის წევრად მიგაჩნია, ყველაზე სანუკვარს ანდობ და ეგეთ რამეზე თუ დაეჭვდი და ღმერთმა არ ქნას წაიჭირე, თავზე ხელის აიღებ ალბათ ადამიანი
rolleyes.gif

Posted by: tin10nio 17 Sep 2015, 23:18
ისე ძიძა ბავშვის მომვლელს ხომ ნიშნავს ?? თუ სხვისი არეული სახლის დამლაგებელსაც :ო
სამას ლარად ისეთი პირობები წერია გადავირიე.

ორივე მხარეზე იქნება მტყუან -მართალი.
თუ კი ოჯახი ჩაუძვრა ტელეფონში ცუდია ეგეც, მაგრამ არ შეიძლება!
არც წყევლა შეიძლება, მითუმეტეს ბავშვის რომლის ბრალი არაფერი არაა..

რაც შეეხება ქართველები , ძალიან კუდაბზიკა ხალხი ვართ..
არავის ვუსურვებდი ქართველის მოსამსახურეობას.. ქედმაღლობას ვერსად დამალავენ.. რადგან ფულს იხდიან ჰგონიათ , არაადამიანთან და უგრძნობ , საწყალ არსებასთან აქვთ საქმე..

თუმცა არსებობენ რათქმაუნდა ცუდი ძიძებიც..

Posted by: Yin&Yang 17 Sep 2015, 23:45
tin10nio
QUOTE
ორივე მხარეზე იქნება მტყუან -მართალი.

QUOTE
რაც შეეხება ქართველები , ძალიან კუდაბზიკა ხალხი ვართ..
არავის ვუსურვებდი ქართველის მოსამსახურეობას.. ქედმაღლობას ვერსად დამალავენ.. რადგან ფულს იხდიან ჰგონიათ , არაადამიანთან და უგრძნობ , საწყალ არსებასთან აქვთ საქმე..

+ ბევრი.

Posted by: taktakuna 18 Sep 2015, 00:08
mananiko81
ვახ, კაცო biggrin.gif მოვიდა სმს, მიდევს ცხვირწინ სხვისი ტელეფონი, აინტო ეკრანზე მესიჯი და მალევე ხომ ითიშება, კაი გაგექცა თვალი სხვაა და დაჟინებით რომ დახედავ, სიტყვებს გაარჩევ, მიმოწერას გადაფურცლავ და წაიკითხავ სხვაა და მოსულ სმს რომ გახედავ უბრალოდ, ეგ სხვა. თანაც მოვიდა სმს, წერს სხვა ვიღაც, იმ სხვისი სმს-ით წყევლებს და ამბებს ხომ ვერ გაიგებ, ანუ უნდა შეყვე და კარგად გაქექო. უბრალოდ ეჭვი ჰქონდათ, მომენტი ჩაუვარდა და წაიკითხა და დარწმუნდა, რა უნამუსო ძიძაც ყავდა, თორემ შემთხვევით შემომეკითხა, შემომაკვდა, შემომეუპატიურა, შემომეფლანგა და შემომეჭამა, დუმბაძის რომანის გმირის თქმისა არ იყოს, მგონი ქართველებს გვაქვს მარტო biggrin.gif

QUOTE
ორივე მხარეზე იქნება მტყუან -მართალი.
თუ კი ოჯახი ჩაუძვრა ტელეფონში ცუდია ეგეც, მაგრამ არ შეიძლება!
არც წყევლა შეიძლება, მითუმეტეს ბავშვის რომლის ბრალი არაფერი არაა..

რაც შეეხება ქართველები , ძალიან კუდაბზიკა ხალხი ვართ..
არავის ვუსურვებდი ქართველის მოსამსახურეობას.. ქედმაღლობას ვერსად დამალავენ.. რა-დგან ფულს იხდიან ჰგონიათ , არაადამიანთან და უგრძნობ , საწყალ არსებასთან აქვთ საქმე..

+++
ახლობელმა დაიწყო მუშაობა, ოჯახში დამხმარედ, ნუ უთხრეს, რომ ეხებოდა სახლის საქმე+საჭმელი, ბავშვი არაა თქვენი მოსავლელი, არ გევალებათ თქვენო. იმ კვირაშივე დაუტოვეს ჯერ მძIნარე, მერე გაღვიძებული, მერე ჩასვრილი, მერე უიი დაქალები მომდიან და მიხედე რა ორი საათი? ვაიმეე მანიკურზე მაგვიანდება, დაიტოვე რა მაგ ვანის ხეხვას რომ მორჩები და ა.შ. გამოდის რომ ორივეს როლს ასრულებს, ძიძისასაც და დამლაგებლისასაც, რატომღაც ზედმეტ მუშაობაში დამატებით არაფერს არ უხდიან.

მეორე ძიძა ყავდა აგერ ჩემს მეზობელს, მოურიგდნენ, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 9-დან საღამოს 7-მდე და თვეში ერთხელ შაბათს, ნახევარი დღით, სამი წლის მანძIლზე ეს ქალი ძირითადად მიდიოდა საღამოს 9-ზე სახლში, იშვიათად 8-ის წუთებზე და ძალიან ხშირად 8 საათზე და რა თქმა უნდა ყველა შაბათს მუშაობდა. არც ამისთვის დაუმატებიათ ზემოდან არაფერი. პატიოსანი ადამიანი იყო მიიყვანა ბავშვის აღზრდა ბოლომდე.


Posted by: tin10nio 18 Sep 2015, 10:26
ხო , მეც ვიცი ჩემი მეზობელი ახალგაზრდა გოგოც ეგრე იყო.
უჭირდატ და ძიძატ გავიდა, მუშაობა სირცხვილი არაა , როგორიც არ უნდა იყოს სამსახური.
ისე ექცეოდნენ გეგონება , ნივთი იყო :/
განა მდიდრები იყვნენ ? ჩვეულებრივი მაცხოვრებლები რა და ისე იჭერდნენ თავს გეგონება ზღაპრულად ცხოვრობდნენ biggrin.gif

Posted by: naneee 19 Sep 2015, 12:44
sofia1234
taktakuna
ძიძას და დამლაგებელს ჰქონდათ მიმოწერა... ოჯახის წევრმა დამლაგებელს სთხოვა, დამარეკინეო... სანამ dial up მენიუში შევიდოდა გახსნილი დახვდა ვაიბერის დიალოგის ფანჯარა... ვუპასუხე თქვენს "ჩამჭრელ" შეკითხვებს? smile.gif

+ამას, მე არ მითქვამს, რომ მარტო ძიძაა მტყუანი და დამსაქმებლები ფრთიანი ანგელოზები.... სულ რომ ტაფა ვურტყა ძიძას თავში, მე მონსტრი ვარ, გეთანხხმებით, მაგრამ რა დააშავა 3 წლის ბავშვმა, რომელსაც ავადმყოფს ეძახის? smile.gif

Posted by: sofia1234 19 Sep 2015, 16:40
naneee
QUOTE
+ამას, მე არ მითქვამს, რომ მარტო ძიძაა მტყუანი და დამსაქმებლები ფრთიანი ანგელოზები.... სულ რომ ტაფა ვურტყა ძიძას თავში, მე მონსტრი ვარ, გეთანხხმებით, მაგრამ რა დააშავა 3 წლის ბავშვმა, რომელსაც ავადმყოფს ეძახის? 

გეთანხმები ყველაფერში!

პლიუს კიდე თუ ძიძას არ მოსწონს სამსახური სხვა მოძებნოს, იდეალური არავინ არის, ყველას აქვს რაღაც წიკები, როცა ფულს იხდი , შენ აწესებ, ვისაც არ მოსწონს უნდა წავიდეს.

პ.ს რამეში რო დავეჭვდე მეც წავიკითხავვ, როცა ბავშვს ეხება მითუმეტეს

Posted by: mashusha 19 Sep 2015, 18:24
ვაიმე, ვინ ცაგრავს ძიძას, მე მგონი აქეთ ,,მცაგრავს,,

რა ვიცი რას გაუკეთეს ბავშვს ტქო, სუპის მასალას ვურეცხავ, ვუჭრი და ვუტოვებ გაზზე დადგმულს. ტავიდან მეუბნებოდა, მე ვერ ვაბლნდერებ, შენ დააბლენდერეო. მერე მიხვდა რომ მე გვიან მივდივარ და სულ მე ვერ დავაბლენდერებ, მაგრამ, 1-2-ჯერ ვრ მოვიცალე დილას სუპის მასალის მოსამზადებლად და თვითონ არ გაუკეთა : ))

ასჯერ ვუთხარი ქუჩიდან რომ მოხვალ, ხელები დაიბანე ტქო. შენც არ მამიკვდე. გაიხდის ფხსაცმელს, ჩაიცმევ შლოპანცებს და აიყვანს ხელში, ისე რომ არც იფიქრებს, ფესაცმელებს რომ შევეხე, ამ ხელიტ ეხლა ბავშვს Aშევეხო ქუჩიდან მოსულიო?smile.gif

ლოგინიდან რო ამოიყვანს, ამან ტაცება იცის ხან საბნის, ხან ზეწრის, ამობურჯგნის ყველაფერს, ისევე ტოებს, მე ვასწორებ. არც იფიქრებ გამოვუცვლი ზეწარსო. მ ვუცვლი.

ჩემი დორბლიანია და დღეში მართლა 10-12-ჯერ ვუცვლით, გულს ისველებს ზალიან. მაიკებს და ბოდეებს როგრც გახდის მოჭმუჭნულს ისევ მახვედრებს. მე ვახარისხებ და ვყრი სარცხ მანქანაში. დილის ჭამაზე საჭმელს მე ვუკეთებ. თვითონ მიყურებს ბავშვით ხელში. ანუ, სანამ წავალ სამსახურში იქ ვტრიალებ გიჟივით

ეს უარყოფითები

ეხლა რატომ ვიჩერებ


დასველებულს და ჭუჭყიანი გულით არ გააჩერებს არასოდეს.
ბავშვს ეთამასება, უმღერის, აცინებს, ათას რამეს ასწავლის, თბილია, ეფერება გულით და სულით!

მე მთავაზობს დამხარებას ჩემს საქმეში, სახლის დალაგება და აშ, რაც მე არ მინდა, ბავშვს მიხედოს, მის სარეცხს, მის სატამაშოებს. დიდი ეჭვი მაქვს რომ დიდად არ რეცხავს სატამაშოებ. ვე ვენდობი რარაცანაირად. აიტომ, მე ვურეცხავ ყოველ დღე ცხელი წყლით და ისე ვუტოვებ. ძირს რომ დააგდებს ნუღარ მისცემ ტქო, მაგრამ, რა ვიცი რას შვება : ))

მოკლედ რა, დედა უნდა იყოს ბავშვთან!!!!!

Posted by: SOULFUL 21 Sep 2015, 00:08

გოგოებო მაპოვნინეთ სანდო, სუფთა, ყოჩაღი ძიძა , სასურველია ცხოვრობდეს გლდანში ან მუხიანში ...


Posted by: garfield1 21 Sep 2015, 00:32
mashusha
QUOTE
მე ვახარისხებ და ვყრი სარცხ მანქანაში.

ეს ვერ გავიგე,რა დახარისხება უნდა ბავშვის სარეცხს?
საბავშვო რეჟიმზე 30 გრადუსზე ყველაფერი ერთად ირეცხება მშვენივრად
დანარჩენს რაც შეეხება, ძიძა იმისია , რომ ბავშვის საჭმელი გაამზადოს, სარეცხი,ოთახი ,ყველაფერი მოწესრიგებული ქონდეს და ამის გარდა დღეში მინიმუმ 3 საათი ჰაერზე ყავდეს ბავშვი. ამას თუ არ ასრულებს, ჯობია დაემშვიდობო

Posted by: WVB25 21 Sep 2015, 12:52
მეგობრებო იქნებ გამიზიაროთ რა ანაზღაურება უნდა ქონდეს ძიძას, რომელიც 2 მცირეწლოვანს უვლის? 5 დღე კვირაში 8:30-20:00 მდე? + სახლის საქმეებშიც მეხმარება.


გარდა ამისა დღიურად რომ მოვიყვანო ვინმე იგივე პირობებზე რამდენი უნშა მივცე?

მადლობა წინასწარ !

Posted by: ai-t-ai 21 Sep 2015, 13:35
ახლობელი თუ აგიყვანიათ ძიძად და რა სირთულეები ახლავს ამ ამბავს? smile.gif

Posted by: ninuchia-80 21 Sep 2015, 14:03
garfield1
QUOTE
ტელეფონი რომ დევს და შეტყობინება მოდის,ელემენტარულია რომ თვალი გაგექცეს და შეიძლება რამე საეჭვო წაიკითხეს

ძიძას რო თვალი გაექცეს შენს მობილურში და საჭვო რაღაცეები წაიკითხოს დაქალთან ჭორაობა მაგალითად? smile.gif

Posted by: garfield1 21 Sep 2015, 14:08
ninuchia-80
ძიძაზე არ ვჭორაობ მე დაქალთან. როცა ბავშვს ეხება საქმე,ამ შემთხვევაში გამართლებულია
და არ გინდა ეს ჩამჭრელი კითხვები.
ძიძის კი არა, ზოგადად ტელეფონზე ვიგულისხმე, შეიძლება გაექცეს ადამიანს თვალითქო, თორემ ჩემი ქმრის მესიჯები არ წამიკითხავს არასდროს, ძიძის მაკითხე ეხლა

Posted by: mashusha 21 Sep 2015, 17:55
garfield1
QUOTE
ეს ვერ გავიგე,რა დახარისხება უნდა ბავშვის სარეცხს?
საბავშვო რეჟიმზე 30 გრადუსზე ყველაფერი ერთად ირეცხება მშვენივრად


მეც ერტად ვყრი ცხადია, მაგრამ, არის შემთხვევა, როცა სარცხ მაქნანასი არ ვაგდებ. გვაქვს ძალიან ლამაზი ტანსაცმელი, რომელიც 30 გრადუსზეც კი სარეცხ მანქანაში ძალიან ცოდვაა და გაუწურავი თანსაცმლის გამოღება არ მაწყობს. ამას წინა არ ვიცი რატომ, ფერი გადავიდა თეთრ ჟაკეტზე ვარდისფერი მაზერქეას მაიკიდან. ძალიან ლამაზი ჯაკეტი იყო და მოგვისპო : ))) მერე გამოხარშვის რეჟიმზე დავყენეთ და გვეშველა, მაგრამ, მაზარქეას უხარისხობამ დამცა.
კაბები და ქვედაბოლოები აქვს ძალიან ძვირფასები და ულამაზესები და ნამდილად მენანება სარეცხი მანქანისთვის. სხვას ყველაფერს ვყრი მაქნანაში. დაილოცოს მაგის მოგონი. ცემი დორბლიანი დრეში ორასჯერ იცვლის, ხან ხილი ავს წინსაფარზე და ხან საჭმელი, ამას ხელიტ ვინ გარეცხავს.

Posted by: anuka2009 21 Sep 2015, 19:55
ai-t-ai
QUOTE
ახლობელი თუ აგიყვანიათ ძიძად და რა სირთულეები ახლავს ამ ამბავს?

ჩათვალე 90% გაგიფუჭდებათ ურთიერთობა. ელრმენტარილი შენიშვნა ეწყინება და არ მიიღებს. თუმცა სანდოობის ამბავში კარგია. გაშვება რომ დაგჭირდეს ვერ გაუშვებ და ასე.

Posted by: garfield1 21 Sep 2015, 20:04
mashusha
დელიკატური რეჟიმი ხომ აქვს ,ან ხელით რეცხვის
მე მეზარება ხელით გარეცხვა

Posted by: Chupa Chups 22 Sep 2015, 11:17
ძიძას თუ ეძებს ვინმე ძალიან სანდო და განათლებულ ადამიანს ვიცნობ რომელიც სამსახურს ეძებს, პროფესიით პედაგოგი, სკოლაში 20 წლის სამუშაო გამოცდილება აქვს.
ნორმალური ხელფასით, თუ დაინტერესდებით მომწერეთ და დაგაკავშირებთ, დანარჩენზე თქვენ შეთანხმდით smile.gif))

Posted by: nan32 22 Sep 2015, 19:38
ნახევარ განაკვეთზე ვინმეს ხომ არ გინდათ დამხმარე? ბავშვის გასეირნება, ბაღში ან სკოლაში მიყვანა და გამოყვანა რომ ევალებოდეს.
ჩემს მეზობელ გოგოს უნდა, გლდანში ცხოვრობს.

Posted by: კოლუმბიელი 23 Sep 2015, 21:53
მეგობრებო, ვეძებ ძიძას. ორ თვიანი გამოსაცდელი ვადით. მავნე ჩვევების გარშე (სიგარეტი აშ). სასურველია ახალგაზრდა. ან ბებიების მეთოდებით რომ არ აზროვნებდეს. 1 წლის ბიჭი მყავს. რუსული რო იცოდეს.

თვიური ან დღიური ანაზღაურებით.

გმადლობთ წინასწარ. აქ ვიპოვე ერთი ადრე მაგრამ ორ პაჩკა პალმალს ეწეოდა დღეში და ბოლოს ძაან განაგლდა. და გავუშვით.

Posted by: CHUNIA 24 Sep 2015, 00:27
QUOTE (კოლუმბიელი @ 23 Sep 2015, 21:53 )
მეგობრებო, ვეძებ ძიძას. ორ თვიანი გამოსაცდელი ვადით. მავნე ჩვევების გარშე (სიგარეტი აშ). სასურველია ახალგაზრდა. ან ბებიების მეთოდებით რომ არ აზროვნებდეს. 1 წლის ბიჭი მყავს. რუსული რო იცოდეს.

თვიური ან დღიური ანაზღაურებით.

გმადლობთ წინასწარ. აქ ვიპოვე ერთი ადრე მაგრამ ორ პაჩკა პალმალს ეწეოდა დღეში და ბოლოს ძაან განაგლდა. და გავუშვით.

პირობებიც რომ დაწეროთ? და ტერიტორიულად სად?

Posted by: larakroft 24 Sep 2015, 00:56
QUOTE (mashusha @ 19 Sep 2015, 18:24 )
. ვე ვენდობი რარაცანაირად. აიტომ, მე ვურეცხავ ყოველ დღე ცხელი წყლით და ისე ვუტოვებ. ძირს რომ დააგდებს ნუღარ მისცემ ტქო, მაგრამ, რა ვიცი რას შვება : ))

მოკლედ რა, დედა უნდა იყოს ბავშვთან!!!!!

ამაზე გამახსენდა. ჩემი მეზობლის გერმანელი რძალი კიდევ ძირს დავარდნილ სათამაშოს არ ურეცხავდა ბავშვს იმუნიტეტს უძლიერებდა იდეაში. და ჩვენც გვიკრძალlaვდა წყლის გადავლებასაც კ IE8 user.gif givi.gif lol.gif

Posted by: garfield1 24 Sep 2015, 01:01
larakroft
ძირსდაგდებულს არ ვაძლსვ, მაგრამ სსათამაშოებს ყოველდღე არ ვრეცხავ. შენი მეზობლის რძალიც მართალია რაღაც მომენტში.

Posted by: კოლუმბიელი 24 Sep 2015, 10:00
CHUNIA
QUOTE
პირობებიც რომ დაწეროთ? და ტერიტორიულად სად?

დიღმის მასივი. პირობები სტანდარტული. 10:00 - 19:00. ან 9:00-18:00- ბავშვს რაც ეხება ყველაფერი. გასეირნება, გარტობა, ჭამა გამოცვლა გარეცხვა აშ. ანაზღაურება 500 ლარი.

ზოგეჯრ არასამუშაო დღესაც რო შეეძლოს მოსვლა. ან მაგალითად საღამოს გვიანამდე დარჩენა. ზაფხულში დასასვენებლად წამოყოლა და აშ. რათქმაუნდა დამატებით ანაზღაურებით.

Posted by: bublikaluka 24 Sep 2015, 12:45
გამარჯობა დედიკოებო ,ვეძებ ძიძას კვირაში დამჭირდება მხოლოდ 2 დღე ,პარასკევი და შაბათი ,თემქაზე რომ ცხოვრობდეს საურველია,ვისაც გამოგიცდიათ და სანდოა ისეთი მინდა ,დაევალება მხოლოდ ბავშვის მოვლა (ბავშვის საჭმლის მომზადება და ჭამა,დაძინება,გასეირნება ,ბავშვთან თამაში )გადავუხდი დღეში 15 ლარს

Posted by: makavel1 27 Sep 2015, 17:59
გოგოებო თუ ვინმეს გინდოდეთ დამლაგებელი შემეხმიანეთ.

Posted by: makachu24 28 Sep 2015, 16:16
ვუწევ რეკომენდაციას ძიძას,არის არაჩვეულებრივი პიროვნება ბავშვის მოვლა და აღზდა განვითარება იცის 10იანზე ყავს გაზრდილი 5 ბავშვი,სამწუხაროდ 1თვეშ გაშვება მომიწია რადგან სამსახურის საათები გამიზარდეს და ფიზიკუარდ ვერ მოახერხებდა მაგ დრომდე ჩემთან ყოფნას . ცხოვრობს ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე მე პირადად 5 დეკემბერზე ვცხობრობ და ვუხდიდით 400 ლარს ხანდახან თავის სურვილით რაღაც რაღაც საჭმელებსაც გვიკეთებდა ხოლმე და სასუსნავებს მოკლედ ძალიან კარგი ადამიანი,ვინც იცნობთ ზურა ბარბაქაძის,მომღერალი ფანდურას დედაა.მსურველები დამიკავშირდით და მოგწერთ ნომერს და დანარჩენზე თქვენ თვითონ შეთანხდებით smile.gif))

Posted by: buttercup 28 Sep 2015, 19:28
ვეძებ ძიძას!

***

ვეძებ 2,5 წლის ბიჭისთვის წესიერ, დაუზარელ, გამოცდილ, განათლებულ, მხიარულ, თბილ და ტკბილ ძიძას. გრაფიკი 9:45 დან 19:00 მდე 5 დღე კვირაში. ვცხოვრობთ საბურთალოზე. ხელფასი 450 ლარი. მომწერეთ PM ში



Posted by: shakaron 1 Oct 2015, 11:58
ვეძებ ძიძას 1 წლის ბიჭისთვის, სუფთა მოწესრიგებული ადამინი, არამწეველი, გამოცდილი, ძიძად ნამუშევარი
გრაფიკი 9იდან 6მდე, შაბათი 9იდან 3მდე, ვცხოვრობ ფერაძის ქუჩაზე, შავი ზღვის უნივერსიტეტთან,

Posted by: shkola20 11 Oct 2015, 12:28
ძიძას ვინც Eზებთ მომწერეთ გათავისუპლდა ძალიან მაგარი ზიძა ექიმი

Posted by: ეთუნი 20 Oct 2015, 01:17
ვეძებ ძიძას , რომელსაც შეუძლია 24საათიანი გრაფიკით იმუშაოს, კვირაში 6 დღე, ანუ კვირაში 1 დღე წავა დასასვენებლად, აგრეთვე მინდა გაზარდა ისე, როგროც მე ვეტყვი და არა თვითნებურად, რასაც ბევრი არ ითვალისწინებს. შემომეხმიანეთ პირადში

Posted by: anuuuki 23 Oct 2015, 09:14
ძიძა მინდა საბურთალოზე 9-6 საათამდე, ვინმე თუ იცით მომწერეთ რა წლის და 3 თვის არის ბავშვი, და სახლში მარტო არ იქნებიან სხვაც დაეხმარება ხოლმე

Posted by: anuka2009 23 Oct 2015, 13:17
anuuuki
მე მაქვს ერთი ქალის ნომერი, ახლა გათავისუფლდა. საბურტალოზე ცხოვრობს. ახლობელს ყავდა ძიძად. 593909091 ნატო. გამოცდილი ქალია და სანდო.

Posted by: nino.t 1 Nov 2015, 15:00
გოგოებო ვეძებ ძიძას, სასურველია იყოს რუსი. მინდა ნახევარი განაკვეთით ან დღე გამოშვებთ. რა თქმა უნდა სანდო, მოწესრგებული და კარგი ნერვების მქონე smile.gif ბავშვი 6 თვის გახდა უკვე. სახლში მეც ვიქნები, უბრალოდ ყველაფერს ვერ ვასწრებ და მჭრდება დამხმარედ, როცა სამსახურში გავალ (დაახლოებით 3-4 თვეში) გადავიყვან სრულ განაკვეთზე. ვცხოვრობ ვაკეში.

Posted by: ai-t-ai 1 Nov 2015, 15:42
45 წლის ქალბატონს, პროფესიით ექთანს, სურს რომ დაიწყოს ძიძად მუშაობა.
აქამდე მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ საბავშვო ბაღში მუშაობდა.
მომწერეთ თუ დაინტერესდებით და დაგაკავშირებთ.


Posted by: makavel1 2 Nov 2015, 19:35
გოგოებო, დამლაგებელი თუ დაგჭირდათ შემეხმიანეთ

Posted by: TamoTamo1357 24 Nov 2015, 13:14
გოგოები ახლობელს ესაჭიროება ძიძა ორ ბავშვთან, დაახლოებით რამდენი უნდა გადაუხადოს თუ Aრეული გრაფიკით იქნება. თვეში 10 დღე 9 საათი და 5 დღე 5 საათი?? 5 თვისები არიან პატარები.

ან საათობრივად რამდენს იღებენ ძიძები??

Posted by: ninilion 24 Nov 2015, 14:26
მესაჭიროება ძიძა ტყუპებისთვის სასწრაფოდ. გორში.კვირაში 4 დღე,თუ სხვა დღესაც დამჭირდა დამატებით გადავუხდი დღიურად. სახლშI ვიქნები უმეტესად და უბრალოდ დამხმარე იქნება. ბავშვები თვენხევრისები არიან. სანდო ადამიანი მინდა

Posted by: shkola20 24 Nov 2015, 15:41
გოგოებო ზიძა ტუ ვინმეს გესაჯიროებათ მომწერეთ ან დამირეკეთ წინა ოჯახიდან რეკომენდაციიტ ცჰემთან 10 წელი იკო ჩემგანაც რეკონედაციიტ და გარდა ამისა ექიმია

Posted by: Boom-girl 1 Dec 2015, 10:31
გამარჯობა ყველას.მე ახალბედა მშობელი ვარ,შემოგიერთდით პირდაპირ კითხვით,მოკლედ გადავიკითხე შავი სიებიც ისტორიებიც და უფრო და უფრო მეშინია ძიძის აყვანის.ვისაც კამერებზე გაქვთ გამოცდილება შეგიძლიათ დამეხმაროთ??აქ იყიდება სადმე მსგავსი კამერები??ან ვის რამდენი გაქვთ და ა.შ. მოკლედ წინასწარ მადლობა და ველოდები რჩევებს

Posted by: niseti 6 Dec 2015, 15:07
ვეძებ ძიძას 1თვის ბავშვისთვის.ვცხოვრობ ვერაზე ფილარმონიასთან.შაბათ-კვირის გარდა დილის 10დან საღამოს 7მდე.პატიოსანი და სანდო რომ უნდა იყოს სხვა კარგ თვისებებთან ერთად აღარ ჩამოვთვლი.მომწერეთ პირადში. მადლობა წინასწარ

Posted by: mata4 18 Dec 2015, 13:56
გამარჯობათ. გოგოებო ვაკეთებ გემრიელ სადილებს და ცომეულს. დამახვედრეთ პროდუქტი და 10 ლარად მოგემსახურებით 3 საათის განმავლობაში. დამერწმუნეთ ბევრი სალათი და სადილი კეთდება და თქვენ ხართ მოწესრიგებული, მიგიკრიალებთ სამზარეულოს და წამოვალ. სასურველია ვინმე იყოს სახლში

Posted by: natuluka 18 Dec 2015, 15:22
mata4
ნომერი მომწერეთ რა თქვენი, მგონი დამჭირდებით ხოლმე smile.gif

Posted by: კოლუმბიელი 20 Dec 2015, 13:11
იანვრიდან თავისუფლდება ჩემი ძიძა.

კაი ქალია. დროზე მოდის დროზე მიდის. სახლის რაღაცებშიც ეხმარება ჩემ ცოლს. ტყუილა არ დაჯდება.

597 031 383 მაია.

Posted by: furashka 23 Dec 2015, 20:18
ai-t-ai
QUOTE
45 წლის ქალბატონს, პროფესიით ექთანს, სურს რომ დაიწყოს ძიძად მუშაობა.
აქამდე მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ საბავშვო ბაღში მუშაობდა.
მომწერეთ თუ დაინტერესდებით და დაგაკავშირებთ.

გამარჯობა, თუ ისევ თავისუფალია შენი ძიძა, რომ მომწერო ნომერი

Posted by: ჯი-ნია-ნი 29 Dec 2015, 19:15
ძიძა თუ გინდათ შემეხმიანეთ პმში, ძალიან კარგი ძიძაა, პროფესიით ბავშვთა მედდა.
აქვს 5 წლიანი ძიძად მუშაობის გამოცდილება.
მანამდე მუშაობდა პოლიკლინიკაში, აცრებზე.

Posted by: Boom-girl 30 Dec 2015, 12:18
QUOTE (კოლუმბიელი @ 20 Dec 2015, 13:11 )
იანვრიდან თავისუფლდება ჩემი ძიძა.

კაი ქალია. დროზე მოდის დროზე მიდის. სახლის რაღაცებშიც ეხმარება ჩემ ცოლს. ტყუილა არ დაჯდება.

597 031 383 მაია.

QUOTE
იანვრიდან თავისუფლდება ჩემი ძიძა.

კაი ქალია. დროზე მოდის დროზე მიდის. სახლის რაღაცებშიც ეხმარება ჩემ ცოლს. ტყუილა არ დაჯდება.

597 031 383 მაია.


რამხელა ბავშვს უვლიდა?

Posted by: კოლუმბიელი 30 Dec 2015, 14:05
Boom-girl
QUOTE
რამხელა ბავშვს უვლიდა?

10 თვიდან 12 თვემდე. მგონი ვიღაც შეუთანხმდა უკვე მარ ამაინც შეგიძლიათ დაურეკოთ.

Posted by: kato_stropa 31 Dec 2015, 10:40
QUOTE (makavel1 @ 27 Sep 2015, 17:59 )
გოგოებო თუ ვინმეს გინდოდეთ დამლაგებელი შემეხმიანეთ.

გამარჯობა. დღეს სცალია დიასახლისს? წუხელის დედა დაეღუპა ჩემს მეგობარს და არაფრის ტავი არ აქვს.

ვინმე თუ ვეგულებათ ძალიან დამავალებთ user.gif

Posted by: katherina88 5 Jan 2016, 15:40
გამარჯობათ, გილოცავთ ახალ წელს smile.gif
ვეძებ ძიძას 7 თვის ბავშვისთვის, სამუშაო გრაფიკი 9:00 -15:00, თვეში 2 შაბათი 10:00 - 19:00, კვირა-დასვენება. ანაზღაურება 270-300 ლარი, სასურველია 30-დან 45 წლამდე ქალბატონი...იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია, თუ ვინმეს გეგულებათ შესაბამისი კანდიდატურა, წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif

Posted by: nan32 5 Jan 2016, 18:33
katherina88

ტერიტორია?

Posted by: katherina88 6 Jan 2016, 17:27
QUOTE
ტერიტორია


დოლიძე

Posted by: ChioChioSan 7 Jan 2016, 22:01
ვეძებ ძიძას 5 თვის ბიჭისთვის
სამუშაო საათები 10-დან 19-მდე
თვეში ორი შაბათიც რომ მოვიდეს საღამოს 18-დან ღამის 12-მდე (შემდეგ მე გავუშვებ ტაქსით)
ტერიტორია: ნუცუბიძის 4 პლატო

Posted by: Splash 17 Jan 2016, 12:41
გოგოებო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ძალიან კარგი გოგოა ჩემი ძიძა, მაგრამ რომ მოგვის ბავშVის დაყრილს, მერე ხელს არ იბანს და როგორ ვუთხრა, რომ არ ეწყინოს? დღეს არ დაიბანა ხელი და მერე ბავშვის თეფშს მოკიდა ხელი, რომ ეჭმია და ცუდად გავხდი, მაგრამ თან მომერიდა თქმა sad.gif

Posted by: nimmer 17 Jan 2016, 12:58
Splash
ზუსტად მსგავსი პრობლემების მეშინია. 100% ეწყინება თუ ეტყვი, ართქმაც შეუძლებელია. ვერ ვიტან მიკიბვ- მოკიბვით საუბარს მარა ამ შემთხვევაში საჭიროდ ვთვლი
* * *
Splash
ზუსტად მსგავსი პრობლემების მეშინია. 100% ეწყინება თუ ეტყვი, ართქმაც შეუძლებელია. ვერ ვიტან მიკიბვ- მოკიბვით საუბარს მარა ამ შემთხვევაში საჭიროდ ვთვლი

Posted by: Splash 17 Jan 2016, 13:02
nimmer
გუშინ კი ვუთხარი ზოგადად, აი ცოცხს რომ მოკიდებს ადამიანი ხელს ან ტუალეტიდან გამოვა როგორ არ უნდა დაიბანოსთქო (ნუ, ტუალეტში კი იბანს:დ) და მეგონა, რომ გაითვალისწინებდა და დღეს ისევ ისე გააკეთა sad.gif

Posted by: nimmer 17 Jan 2016, 13:09
Splash
აღნიშნე რომ რაგაც წიკები გაქვს (სინამდვილეში წიკები კი არა, ელემენტალური ჰიგიენაა) და ბავშვთან ხელს ხშირად იბან, ძალიაააან ხშირად biggrin.gif
* * *
Splash
შენიშვნა არავის უყვარს, თუ პირდაპირ ეტყვი, შენი თანდასწრებით გააკეთებს, ისე არა. რთული თემაა ძალიან

Posted by: bublikaluka 1 Feb 2016, 16:04
ვეძებ ძიძას ,გამოცდილს და სანდოს ,ვისაც გყოლიათ და რეკომენდაციას გაუწევთ ,კვირაში მხოლოდ 2 დღე ,ხუთშაბათი და პარასკევი ,ან ორშაბათი და პარასკევი ,სასურველია ცხოვრობდეს თემქის ტერიტორაზე ,დღეში 15 ლარს გადავუხდი

Posted by: tako9796 1 Feb 2016, 16:52
bublikaluka
რამხელაა ბავშვი,რა შედის მოვალეობებში? დრო?

Posted by: cozanostra 7 Feb 2016, 18:56
ვიმუშავებ ძიძად, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. სრული სამუშაო დღე. (დილიდან საღამომდე, დროც შეთანხმებით) დაინტერესებულმა მომწეროს პირადში

Posted by: gnochebi 13 Feb 2016, 16:45
გამარჯობა,

ვეძებ ძიძას, ნახევარ განაკვეთზე 16:00 - 20:00 სთ. ორჩაბათი-პარასკევი. დიდი დიღომში. 6 და 8 წლის ბავშვებისთვის. სასურველია რომ ახლოს ცხოვრობდეს.

ვინმეს ხომ არ უნდა, ან ხომ არ გაუწევთ რეკომენდაციას?



Posted by: Furby 18 Feb 2016, 21:17
ფორუმელებო ვეძებ ძიძას/დამხმარეს დიდ დიღომში ( იმედის კლინიკის მიმდებარედ)...
რეკომენდაციით და გამოცდილებით.
დეტალებზე პირადად.
გთხოვთ პირადში დამეკონტაქტოთ.

მადლობა

Posted by: jellyboss 19 Feb 2016, 11:54
ჩემი ძიძა თავისუფალია. ორი ძიძა მყავდა და ერთი დავიტოვე მხოლოდ, თან ბაღში წავიდნენ. ასე რომ ნომერს დავწერ თუ ვინმეს გაქვთ სურვილი დაუკავშირდით:597183368 ინა. 3 წელი იყო ჩემთან. ცხოვრობს ვაჟა-ფშაველას 3 კვარტალში. გიოს დედამ მოგვცა ტელეფონითქო smile.gif

Posted by: basti-bubuuu 21 Feb 2016, 18:26
დამხმარეს და ძიძას-თუ მარტო უტოვებ ბავშვს ანაზღაურება სხვადასხა ეკუთვნით?

Posted by: Furby 21 Feb 2016, 20:44
basti-bubuuu
ჩემი აზრით კი.
და ისე 2 ერთში არ არის სასურველ რეკომენდირებული.

Posted by: jaa 24 Feb 2016, 19:55
1 მარტიდან თავისუფლდება ჩვენი ძიძა (ჩვენ ბაღში მივდივართ). არის 45 წლის არაჩვეულებრივი ქალი, 1 თვიდან უვლის ჩემს შვილს, სუპერ მოწესრიგებული და სუფთა,ძალიან დინჯი და წყნარი ქალია, ძალიან კარგად უვლის ბავშვს და ჩემი შვილიც გიჟდება ისე უყვარს. მოკლედ თუ ვინმეს სჭირდება ორივე ხელით ვუწევ რეკომენდაციას, ცხოვრობს სანზონაში. თუ ვინმე დაინტერესდებით PM-ში მომწერეთ

Posted by: teona83 28 Feb 2016, 23:37
vinc rekomendacias ucevt sakutar dzidzebs da vinc ar daizarebt shegidzliat rom momcerot dacvrilebiti onfo?

Posted by: tamunia_tamunia 3 Mar 2016, 10:17
მე ვიცნობ ძალიან კარგ ძიძას, გამოცდილებით, რეკომენდაციას ვუწევ, დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ smile.gif

Posted by: teona83 5 Mar 2016, 22:05
jaa
ikneb tkvenc momceroot

Posted by: lavie882 10 Mar 2016, 12:17
ივნისისთვის მესაჭიროება გამოცდილი ძიძა, სამუშაო საათები 08:00 - 19:00 სთ, დასვენების დღე კვირა.ბავშვი მაგ დროისთვის იქნება 2 თვის, სასურველია ცხოვრობდეს დიდუბის ტერიტორიაზე, თუ ვინმეს გყავთ,ამ დროისთვის თავისუფლდება და გაუწევთ რეკომენდაციას,ძალიან გამახარებთ smile.gif, დანარჩენი დეტალები პირადში smile.gif

Posted by: Fire-Fly 12 Mar 2016, 16:54
მესაჭიროება ძიძა/დამხმარე 6 თვის ბავშვისთვის. ძირითადად სახლში ვიქნები მეც. ბავშვი ძალიან წყნარია თუმცა სახლიდან ვმუშაობ დიდ წილად და ვერ ვახერხებ ვერც საქმეზე კონცენტრირებას, ვერც ბავშვის გასეირნებას. თანაც ველოდები მეორეს.
მინდა იყოს ჩვენთან 12დან 8მდე.
თქვენი გამოცდილებით როგორი უნდა იყოს ანაზღაურება? და თუ გეგულებათ ვაკის ტერიტორიაზე კეთილი ძიძა გამაგებინეთ გთხოვთ love.gif

Posted by: valo 17 Mar 2016, 22:23
სალამი აქაურებს.

არ მეგონა ამ განყოფილებაშI თუ დავპოსტავდი ოდესმე biggrin.gif
მოკლედ ჩემი ქალბატონი უკვე 5 თვის ბრძანდება, ჩემი მეუღლის დეკრეტიც ნელნელა ამოიწურა user.gif

მაისიდან დაგვჭირდება ძიძა, სუფთა, არამწეველი, სასურველია გამოცდილი, რეკომენდაციას თუ გაუწევთ ხომ თლა კაი smile.gif)
გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 9:00-დან 19:00-მდე,
ვცხოვრობ ვარკეთილში, მესამე მასივში.
ფინანსურ საკითხებზე პირადად შევთანხმდებით.

თუ ვინმე გეგულებად მომი-PM-ეთ გეთაყვა smile.gif
დიდად მადლობელი დაგრჩებით.

პატივისცემით smile.gif

Posted by: CHUNIA 17 Mar 2016, 23:08
QUOTE (valo @ 17 Mar 2016, 22:23 )
სალამი აქაურებს.

არ მეგონა ამ განყოფილებაშI თუ დავპოსტავდი ოდესმე biggrin.gif
მოკლედ ჩემი ქალბატონი უკვე 5 თვის ბრძანდება, ჩემი მეუღლის დეკრეტიც ნელნელა ამოიწურა user.gif

მაისიდან დაგვჭირდება ძიძა, სუფთა, არამწეველი, სასურველია გამოცდილი, რეკომენდაციას თუ გაუწევთ ხომ თლა კაი smile.gif)
გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 9:00-დან 19:00-მდე,
ვცხოვრობ ვარკეთილში, მესამე მასივში.
ფინანსურ საკითხებზე პირადად შევთანხმდებით.

თუ ვინმე გეგულებად მომი-PM-ეთ გეთაყვა smile.gif
დიდად მადლობელი დაგრჩებით.

პატივისცემით smile.gif

ძალიან კარგი ქალბატონია ელენე ჰქვია, ძალიან ენერგიულია 579807780

Posted by: valo 18 Mar 2016, 00:05
CHUNIA

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif
დავუკავშირდები

QUOTE
ელენე ჰქვია

ჩემს ქალბატონსაც love.gif




______________

QUOTE
სალამი აქაურებს.

არ მეგონა ამ განყოფილებაშI თუ დავპოსტავდი ოდესმე 
მოკლედ ჩემი ქალბატონი უკვე 5 თვის ბრძანდება, ჩემი მეუღლის დეკრეტიც ნელნელა ამოიწურა 

მაისიდან დაგვჭირდება ძიძა, სუფთა, არამწეველი, სასურველია გამოცდილი, რეკომენდაციას თუ გაუწევთ ხომ თლა კაი )
გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 9:00-დან 19:00-მდე,
ვცხოვრობ ვარკეთილში, მესამე მასივში.
ფინანსურ საკითხებზე პირადად შევთანხმდებით.

თუ ვინმე გეგულებად მომი-PM-ეთ გეთაყვა
დიდად მადლობელი დაგრჩებით.

პატივისცემით



სხვა ვარიანტებიც თუ არის მომწერეთ ფლზ 2kiss.gif

Posted by: nan32 18 Mar 2016, 13:12
ნახევარ განაკვეთზე 9-10 დან 3-4 მდე ვინმეს ხომ არ გინდათ დამხმარე? ბავშვის გასეირნება, ბაღში ან სკოლაში მიყვანა და გამოყვანა რომ ევალებოდეს.
ჩემს მეზობელ გოგოს უნდა, გლდანში ცხოვრობს.

Posted by: marrriam 28 Mar 2016, 12:11
გამარჯობა
ძიძა მჭირდება 3 საათით კვირაში 3 დღე ბავშვი არის 1 წლის

Posted by: CHUNIA 30 Mar 2016, 21:26
QUOTE (marrriam @ 28 Mar 2016, 12:11 )
გამარჯობა
ძიძა მჭირდება 3 საათით კვირაში 3 დღე ბავშვი არის 1 წლის

ტერიტორიულად სად ხართ და პირობები იქნებ დაწეროთ?

Posted by: Sattelite 31 Mar 2016, 20:54
ვინმეს ხომ არ გაქვთ ფარული კამერა რომელიც დროებით შეგიძლიათ მათხოვოთ მომაქირავოთ ან მომყიდოთ?
ისეთი მინდა ბუნებრივად რომ ჩაჯდეს სახლის ინტერიერში. რაღაც არ მომწონს და გადამოწმება მინდა.


Posted by: Perseus12 1 Apr 2016, 14:33
Sattelite
მე მგონი ფარულად ანუ გაუფრთხილებლად გადაღებისთვის ჩივილი შეუძლია ასეთ დროს ადამიანს თუ რა თქმა უნდა თვითონ უფრო მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი და უღირს ჩივილი.

Posted by: blblbl 1 Apr 2016, 14:34
Sattelite
ლეპტოპზე ტოვებენ ხოლმე ჩართულს ინტერნეტსი ნახავ პროგრამებს

Posted by: lavie882 1 Apr 2016, 15:41
Perseus12

შეგიძლია მითხრა სად იყიდე და რა დაგიჯდა?


blblbl

ლეპტოპზე დატოვებული გამოდის რო იცის smile.gif, ეგ ჩვენი ძაღლისთვის გვქონდა ეგრე, TeamViewer.com - ეს არის პროგრამა

Posted by: blblbl 1 Apr 2016, 15:50
lavie882
რატომ არ ჩანს ეუბნები რომ რაღაცას იწერ და არ გათიშოს ლეპტოპი



QUOTE
ეგ ჩვენი ძაღლისთვის გვქონდა ეგრე,

biggrin.gif რას აკეთებდა

Posted by: Perseus12 1 Apr 2016, 15:54
lavie882
არ მიყიდია მე, მაგრამ უამრავია ამაზონზე, კედლის საათის და სხვა ნივთების სახით.

Posted by: dadu87 7 Apr 2016, 05:58
ვეძებ ძიძას ტყუპებისთვის, აუცილებელია რომ ქონდეს გამოცდილება ტყუპებთან. ვინც იცის ან სურვილი აქვს მომწერეთ პირადში. ტყუპები არიან 1 თვის.

Posted by: tammmta1 7 Apr 2016, 14:14
პირველი აგვისტოდან დამჭირდება ძიძა, სამუშაო საათები 9:00-18:30, შაბათ-კვირას და უქმე დღეებში დავასვენებ, ევალება მხოლოდ ბავშვის მოვლა და არანაირი სახლის საქმეები. უნდა იყოს სუფთა, არამწეველი, გამართული მეტყველების მქონე, ნორმალური ინტელექტის ადამიანი. ვცხოვრობ დიდ დიღომში. ეგეთი პირობებით რამდენი უნდა გადავუხადო, ბარემ დამაკვალიანეთ smile.gif

Posted by: lavie882 7 Apr 2016, 14:30
blblbl

2 თვის მოვიყვანეთ სახლში ,ორ დღეში მარტო დარჩენა მოუწია და ვნერვიულობდით smile.gif, მეზობლებს 1000000 ვურეკავდით ხოლმე , მაგიტო დავაყენეთ ,დაბორიალობდა თავისთვის smile.gif, ერთხელ კი გამაქცია სახლში , ყეფდა სასწაულად , აღმოჩნდა,ჩემ ქმარს საჭმლის მიცემა დაავიწყდა, ჩათვალა რო მე ვაჭამე smile.gif ხოდა შიმშილს ვერ გუაძლო ჩემმა გოგომ love.gif love.gif

Posted by: Salikucha90 12 Apr 2016, 16:56
გამარჯობა ძიძა მჭირდება გლდანში, 9:00-დან 15:30მდე. ორშაბათი-პარასკევი. დღეში 10 ლარს გადავუხდი

Posted by: blblbl 12 Apr 2016, 21:02
lavie882
QUOTE

2 თვის მოვიყვანეთ სახლში ,ორ დღეში მარტო დარჩენა მოუწია და ვნერვიულობდით , მეზობლებს 1000000 ვურეკავდით ხოლმე , მაგიტო დავაყენეთ ,დაბორიალობდა თავისთვის , ერთხელ კი გამაქცია სახლში , ყეფდა სასწაულად , აღმოჩნდა,ჩემ ქმარს საჭმლის მიცემა დაავიწყდა, ჩათვალა რო მე ვაჭამე ხოდა შიმშილს ვერ გუაძლო ჩემმა გოგომ

კარგი ძაღლი გყოლია biggrin.gif ჩემი მაგ ასაკში ყველაფერს ანადგურებდა აბსო;უტურად biggrin.gif მეც რამდენჯერ მინატრია კამერა biggrin.gif

Posted by: კოლუმბიელი 13 Apr 2016, 15:34
მეგობრებო მოგესალმებით. ვეძებ ძიძას. საშუალოზე მაღალი ანაზღაურებით ჩემი 1.5 წლის ბიჭისთვის.

1. სამუშაო: ბავშვთან დაკავშირებული ყველანაირი საქმე. გასეირნება, დაბანა, დაძინება, კვება, გარეცხვა (ბავშის ტანსაცმლის და ნივთების), დალაგება (ბავშვის არეულის) და აშ.
2. სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი; სამუშაო საათები: 11:00 - 20:00. გარდა ამისა აუცილებელია შეეძლოს ხანდახან გვიანამდე დარჩენა. მე და ჩემს მეუღელს რომ შეგვეძლოს ვთქვათ სადე გასვლა. ან კინოში ან რესტორანში ან სტუმრად სადმე. თუ ეს მოხდება სამუშაო დღის გაგრძელების ხარჯზე, რათქმაუნდა დამატებით ანაზღაურებით. თუარადა სხვა სამუშაო დღის ხარჯზე. მაგალიტად, პარასკევს არ მოვა დღისით და მოვა საღამოს 21:00 საათზე და დარჩება 01:00 (პირველ საათამდე). ასევე უნდა შეეძლოს ხანდახან იგივე პრინციპით შაბათს ან კვირას მოსვლა. შეიძლება ოთხშაბათს არ მოვიდეს და სანაცვლოდ მოვიდეს შაბათს, ან კვირას. ასეთ შემთხვევაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე. თუ არ მოხდება ჩანაცვლება მაშIნ რათქმაუნდა დამატებით ავუნაზღაურებ. ასეთი შემთხვევები თვეში არ იქნება 4-5ზე მეტი. ანუ, თვეში მაქსიმუმ 2 დღე კვირის დღეებში მოუწევს გვიანამდე დარჩენა, და 2 დღე შაბათ კვირას მოუწევს მოსვლა. თუ სხვა დღის ნაცვლად იქნება, მაშIნ არ იქნება ანაზღაურება (საათობრივად უფრო ნაკლები საათები გამოუვა რათქმაუნა. თუ დღისით 9 საათი გამოდის, საღამოს 4-5 საათი). ტაქსის ფულს რამაუნდა მივცემ ნებსიმიერ შემთხვევაში. რათქმაუნდა დღეები წინასწარ შეუთანხმდება. რამოდენიმე დღით ადრე. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს მოქნილი. (იმ ფარგლებში რაც ზემოტ დავწერე) ქმარი არ მიშვებს 8 საათის მერე და მსგავსი შეზღუდვების მქონე პირები არ გამომეხმაუროთ.
3. განათლება: რუსულის ცოდნა აუცილებელია. მეუღლე ჩემი უკრაინელია და რუსულად მოუწევს კომუნიკაცია ძიძას. ასევე სასურველია უმაღლესი განათლების ქონა და გამოცდილება მუშაობის.
4. ანაზღაურება: ამაზე გასაუბრების დროს შევთანხმდებით. ფულს, თვეში ორჯერ გადავუხდი. თვის შუაში და თვის ბოლოს. ხელფასი არ დაუგვიანდება. მიიღებს დათქმულ დღეს. ერთი წლის თავზე მოვუმატებ (თუ კარგად იმუშავა)
5. სამუშაო ადგილი: დიღმის მასივი 3 კვარტალი. თუმცა ვაპირებ საბურთალოზე გადასვლას დელისი/ნუცუბიძის ახლომახლოს უახლოეს 2-3 თვეში.
6. უნდა შეეძლოს დასასვენებლად წამოსვლა ქვეყნის შიგნით. ბაკურიანში ან ბათუმში მაგალითად.
7. წესიერი და მოწესრიგებული ადამიანი უნდა იყოს. სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს.

თუ გეგულებათ ასეთი ადამიანი დამიკავშირდით. მადლობა წინასწარ

Posted by: pleita 19 Apr 2016, 13:18
ძიძას ვეძებ ზაფხულში ბავშვს რომ წაჰყვეს ქალაქგარეთ. იქნებ მოგეპოვებოდეთ ასეთი კადრი.
ნუ მოთხოვნები სტანდარტულია :ყურადღებიანი, მხიარული, ენერგიული, გემრიელი საკვების მომზადება უნდა იცოდეს.

Posted by: Garnison 20 Apr 2016, 23:18
QUOTE (pleita @ 19 Apr 2016, 13:18 )
ძიძას ვეძებ ზაფხულში ბავშვს რომ წაჰყვეს ქალაქგარეთ. იქნებ მოგეპოვებოდეთ ასეთი კადრი.
ნუ მოთხოვნები სტანდარტულია :ყურადღებიანი, მხიარული, ენერგიული, გემრიელი საკვების მომზადება უნდა იცოდეს.

გაანია სად გინდა რო წაყვეს
თანახმავარ up.gif ყურადღებიანი მზრუნველი პიროვნება ვარ
user.gif

Posted by: pleita 21 Apr 2016, 09:15
Garnison
lol.gif lol.gif შენ მარტო ყავის მოდუღება იცი aba.gif

Posted by: Garnison 21 Apr 2016, 10:41
QUOTE (pleita @ 21 Apr 2016, 09:15 )
Garnison
lol.gif lol.gif შენ მარტო ყავის მოდუღება იცი aba.gif

ზატო მაგარ ყავას ვადდუღებ givi.gif 2kiss.gif

Posted by: ellen86 22 Apr 2016, 17:51
ვეძებ ძიძას:

ტერიტორია: საბურთალო ( ჯობია თვითონაც აქეთ ცხოვრობდეს)
ბავშვი : 2 თვის
6 დღე კვირაში
გრაფიკი 9 - 7 :30 მდე, კვირას 5 სთ იმუშავებს სავარაუდოდ 2-7 სთმდე ( ან ჩვეულებრივი გრაფიკით)

ასაკი დაახლოებით 40-45 +-
მუშაობის გამოცდილებით.

რეკომენდაციას თუ გაუწევთ კარგი იქნება


Posted by: teklikie 25 Apr 2016, 15:25
ვეძებ ძიძას გლდანში.. 1.8 წლის ბიჭისთვის. გრაფიკი დილის 8 დან საღამოს 7 მდე.

Posted by: sofunia 26 Apr 2016, 09:23
გოგოებო,ერთი ძალიან კარგი ქალბატონი ეძებს სამუშაოს ძიძად! არის ენერგიული,სუფთა,არაჩვეულებრივი დიასახლისი,არ ეწევა,მოკლედ არ ინანებთ!!! მიშაობდა ძიძად რუსეთში!557273438

Posted by: teklikie 26 Apr 2016, 09:52
sofunia
სად ცხოვრობს??????????

Posted by: ketiL 28 Apr 2016, 21:41
ვეძებ ძიძას ტყუპებისთვის ივნისიდან. სასურველია რეკომენდაციებით. არამწეველი, სუფთა, გამოცდილი, ენერგიული. ოქტომბრამდე დილის 10 დან საღამოს 6მდე და შემდგომ 10ის ნახევრიდან 8მდე. ფასზე და სამუშაოს არწერილობაზე პირადა შევუთანხმდები. ტერიტორია სანზონა

Posted by: gia4147 5 May 2016, 15:03
მჭირდება ბავშვის ძიძა.
2 წლის ბავშვს (გოგონა) უნდა მოუაროს (აჭამოს, გაართოს, გამოუცვალოს და ა.შ.) 5-6 საათის მანძილზე (სავარაუდოდ დილის 11:00-დან საღამოს 17:00-მდე), კვირაში 6 დღის განმავლობაში (კვირა დღე დასვენება).
რასაკვირველია უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება.
მდებარეობა - მოსკოვის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორია.

დაინტერესების შემთხვევაში ან დამატებითი დეტალების გასაგებად გთხოვთ, მომწერეთ პირადში.

Posted by: teklikie 5 May 2016, 17:33
gia4147
ketiL
ერთი თვეა ძიძას ვეძებ და ისეთებმა დამირეკეს და მოვიდნენ სახლში რომ კომენტარის გაკეთებაც არ მინდა,მერე სააგენტოებს მივმართე და ერთმანეთზე უკეტესები გამომიგზავნეს , მერე ვინც ავარჩიე გავიკითხე რამდენიმეზე ვინც ყველაზე მეტად მომეწონა და ასე გადავწყვიტე საბოლოოდ

Posted by: taissimone 6 May 2016, 15:28
მოგესალმებით, მაინტერესებს ფორუმელების აზრი სააგენტოს ძიძებზე, რამდენად სანდოა და ზოგადად როგორი დონეა, მყავს უფროსი 2,5 წლის და პატარა 3 თვის გოგოები. ძირითადად პატარისთვის მჭირდება რადგან უფროსი სექტემბრიდან ბაღში შემყავს, თუმცა როგორც ხდება ხოლმე ვირუსების შემთხვევაში და ა.შ. შესაძლოა პირველ წელს უმეტესად სახლში იყოს უფროსიც. ამიტომ გამოდის რომ ორივე ბავშვის დატოვებაც შეიძლება მოუწიოს და ასეთ შემთხვევაში გადასახადები როგორ არის ხომ ვერ დამაკვალიანებთ?



Posted by: ketiL 6 May 2016, 15:31
teklikie
რომელ საგენტოს მიმაართე შეგიძლია მოიწერო? ისე მეშინია ამ ძიძების საკითხის რა გაავაკეთო არ ვიცი sad.gif

Posted by: anuka2009 6 May 2016, 18:32
taissimone
მე მყავდა ერტხელ და კაეგი გოგო იყო. ახლა აიყვანა ჩემმა მეგობარმა და 3-4 ქალი მოუძებნეს ერტმანერზე უკეთესი. hr baia ასე ერქვა სააგენტოს ამ ცემმა ნეგობარმა ვისახ მიმარტა.

Posted by: Furby 6 May 2016, 23:25
taissimone
მეც ზემოთხსენებული სააგენტოს დახმარებით მოვძებნე ძიძა. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.

Posted by: teklikie 10 May 2016, 09:49
ketiL
სააგენტოებს nanny, babysitter, hrbaia, mery popinisi. ყველა დავიარე, ყოველ საღამოს სამსახურის მერე 10 კაცის მიღება მქონდა სახლში გასაუბრებაზე, გავგიჟდი ის კვირა ლამის, და ბოლოს ავარჩიე

Posted by: taissimone 10 May 2016, 14:19
anuka2009

და ორ ბავშვზე საშუალოდ მიახლოებით როგორი ფასები უნდა ვივარაუდო ხო არ იცით?


Posted by: anuka2009 10 May 2016, 15:57
taissimone
ვერ გეტყვი ნამდვულად."( ფასები ფანსხვავდრბა ბევრი გარემოებებიდან გამომდინარე. სად ცხოვრობს დამსაქმებელი, სასაცილოა შეიძლება მაგრამ სულ ასე იყო, რომ მაგალითად ვაკეში ბევრად ძვირი ღირს ძიძა ვიდრე გლდანში smile.gif. გააცნია საიდან მოდის ძიძა, მუშაობს თუ არა შაბათს, რა გრაფიკით ამუშავებ ზოგადად და არა აც მთავარია რა ასაკისაა ბავშვები. 400 ლარად უნდოდა ჩემს მეგობარს, ბევრი კარგი და გამიცდილი ძიძა არ დათანხმდა, 1 ბავშვი 6 თვის. 450მდე გაარსა მერე თანხა და ნახა გდასარევი ქალბატონი.

Posted by: kato_stropa 8 Jun 2016, 17:03
ვეძებ ძიძა/ბეიბისითერს ნახევარ განაკვეთზე,ან მუდმივად სამუშაოდ
გრაფიკი 9:30 - 19:00,კვირაში 2 დღე დასვენება,მოლაპარაკებით
ანაზღაურება 350 გელა
მოვალეობები:
ბავშვის ტერიტორიის და ტანსაცმლის სისუფთავის უზრუნველყოფა, (არ ვაუთავებთ )))
გასეირნება დღეში რამდენჯერმე,
დაძინება,
ზღაპრების კითხვა
თამაში
თამაში და თამაში

ან
"ბეიბისითერი" ( შეიძლება იყოს სტუდენტი,ახალგაზრდა,მხიარული,გონიერი )
კვირაში 2-3 დღე 9:00- 19:00მდე 20 გელა. ოვერთაიმებს ავანაზღაურებ

სასურველია ცხოვრობდეს გლდანში
მომწერეთ პმ,ან დამირეკეთ 591 141227

გეეხვეწებით, მონათმფლობელად ნუ გამომიყვანთ, მეც არ მაქვს მინისტრის ხელფასი და არც ფაბლიქებზე მასვენებს ვინმე, ვიცი, რომ არაა ბევრი, მაგრამ ვისაც გზაში ფული არ ეხარჯება, მისთვის ცუდი არაა. ჯორჯიან მომზში დავდე პოსტი და ისეთები დამიწერეს,ცხარე ცრემლით ვიტირე sad.gif რაღა გავაკეთო არ ვიცი

ბავში არის 10 თვის ბიჭი,ენერგიული და საყვარელი love.gif

Posted by: tammmta1 8 Jun 2016, 17:33
kato_stropa
ადგილობრივისთვის მშვენიერი ანაზღაურებაა და ვერ ვიტან ეგეთ მატრაკვეცობებს, ვისაც არ აწყობს, ნუ შეგეხმიანება და ეგაა, სად ყრია ეგრე სამსახურები, ხალხი 200-300 ლარისთვის მთელი დღე მუშაობს. მეც იგივე პირობებით ვეძებ ძიძას დიდ დიღომში smile.gif

Posted by: Lady HaWaI 8 Jun 2016, 20:06
kato_stropa

მონათმფლობელობას ასრავინ დაგაბრალებს. მე 250 ლარად უფროსზე მყავდა ძიძა ერთი ქუჩის იქით ცხოვრობდა მარტო. შვილი საზღვარგარეთ ჰყავს. მთელი ზამთარი 5ლარზე მეტი დენისდ ფული არ გადაუხდია. გზაში ფული არ ეხარჯებოდა და ხუმრობდა მარტო ჩაის და გერკულესს ვყიდულობ და რომ გაძვირდეს რა მეშველებაო. ვიღაცას აწყობს ვიღაცას არა.

Posted by: ტაბუ 9 Jun 2016, 10:46
kato_stropa
QUOTE
ცხარე ცრემლით ვიტირე

აი, მოგცლია, რა! 2kiss.gif
თვითონ 50 ლარით მეტს უხდიან ხელფასს და ერთბაშად ზემოდან გიყურებენ facepalm.gif

Posted by: .ნინო 9 Jun 2016, 10:52
kato_stropa
ძალიან ბევრს ყავს ძიძა მაგ პირობით და არ ინერვიულო მაგაზე. ვისაც არ აწყობს, გზა ფართოა...

თემქაზე ჩემს მეგობარს 2 ბავშვთან ყავს ძიძა 400 ლარად. მართალია უფროსი ბაღშია შუადღემდე, მაგრამ ისიც ძიძას გამოყავს და 8-მდეა თან საღამოს... ასე რომ არ ინერვიულო smile.gif

Posted by: happy-go-lucky 9 Jun 2016, 21:02
kato_stropa
მაგ გრაფიკზე 550 ზეც ჯღანვით მთანხმდებოდნენsad.gif
წარმატებები!

Posted by: kato_stropa 12 Jun 2016, 18:12
dzidza update
ავიყვანეთ! ორშაბათიდან გამოვა.
ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა,23 წლის მარტოხელა დედაა,4 წლის შვილით,ჩემს უკან კორპუსში ცხოვრობს და ეს ძალიან დიდი პლიუსია.დედა და ეხმარებიან სახლში,ასერომ ბავშვის პრობლემა არ ექნება. ეგკიარა,შევთავაზე,შეგიძლია ბაავშვიც გადმოიყვანო ზოგჯერთქო. კვირაში 3 დღეზე შევთანხმდით დასაწყისისთვის და ოვერთაიმებზეც დავილაპარაკეთ. მშვიდი,დალაგებული საუბარი აქვს,რაც მთავარია აქვს მოსმენის კულტურა. მოკლედ,ამაღამ მშვიდად ვიძინებთ <3
ხოდა კარგი იდეაა თავის შვილსაც თუ გადმოიყვანს ხოლმე,ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ დიდებისგან ბავშვები.ძალიან დადებითი ფაქტორი მგონია ეგ.
4 წლისაა მისი შვილი და სიმღერაზე დადის. ხატვა და კუბიკები ჰყვარებია და კომპიუტერს და ტვ-ს არ აკარებენ smile.gif) სულ უყურებდახოლმეო ტვ-ს და რომ მივხვდით, არ ახდენდა კარგ გავლენას, ავკრძალეთო და გამიხარდა

Posted by: Nutsa_nuc 14 Jun 2016, 19:52
kato_stropa



მეც მინდა ძიძააააა, სად ეძებდი ???

Posted by: shkola20 14 Jun 2016, 21:02
ra xniatvis ginda? da sad cxovrob

Posted by: kato_stropa 15 Jun 2016, 19:37
Nutsa_nuc
მე გლდანში ვცხოვრობ და ადგილობრივს ვეძებდი. რამდენიმემ თემქიდან და მუხიანიდანაც დამირეკა. თუ გინდა საღამოს მოგცემ საკონტაქტოებს. ერთი ისეთი კარგი გოგოა, გული დამწყდა ძალიან, მაგრამ ჩემი სოფო იმითაა პრიორიტეტულიი, რომ აქვე ცხოვრობს,, ჩემს ქუჩაზე

Posted by: Perseus12 15 Jun 2016, 20:58
kato_stropa
უი შენ იყავი ის? მეც ვნახე ის პოსტი ჯორჯიან მომსში, კარგია რომ იშოვე.

Posted by: ingiloo 16 Jun 2016, 10:44
kato_stropa
QUOTE
ჯორჯიან მომზში დავდე პოსტი და ისეთები დამიწერეს,ცხარე ცრემლით ვიტირე  რაღა გავაკეთო არ ვიცი

ჯორჯიან მომზში ისეთებს წერენ ხოლმე, თავად აქვთ სატირლად საქმე. უნდა დასქრინო მაგათი პოსტები და თაობებს უნდა შეუნახო. ,,როგორი არ უნდა იყო შვილო" - მიზნით.

გილოცავ ძიძას. up.gif


Posted by: happy-go-lucky 16 Jun 2016, 11:25
არ სემიძLია არ დავწერო, ისე მიშLიან ნერვებს ამ ჯორჯინ მომსშI. დანევროზებული ქალების ხროვაა.

გილოცავ ძიძას!

Posted by: pearlgirl 16 Jun 2016, 11:28
ingiloo
happy-go-lucky
აუ მომენატრა ეგ გრუფი, ერთი თავიდან უნდა დავემატო მაგ გრუფს, სანამ ნერვები მომეშლება ისევ lol.gif lol.gif

Posted by: kato_stropa 16 Jun 2016, 20:02
Perseus12
ხო,მე ვიყავი და გავიჩალიჩე რა,ხო ვიცოდი რაც მოჰყვებოდა და რა ძალი მედგა biggrin.gif

happy-go-lucky
pearlgirl
ingiloo
ჩვეულებრივი ქაჯები არიან,არც გამკვირვებია
მადლობა,მართლა კარგი ძიძა გვყავს,გამიმართლა,ხოდა,წახალისებისა და შენარჩუნების მიზნით,დავუტოვე 8 სთ სამუშაო გრაფიკი და ხელფასს მოვუმატებ უახლოეს მომავალში,როგორცკი 2 თვეში მეც მომემატება bis.gif

ერთი ეგაა,ჯერ ვერ აძინებს დამოუკიდებლად,დანარჩენში სუპერგოგოა.
სანამ მე არ ვუთხარი,ისე იარა რამდენინე დღე,WI-FI პაროლი არ უკითხავს smile.gif)

Posted by: pearlgirl 17 Jun 2016, 22:17
გოგოებო მაინც დავწერ იქნებ ეძებდეთ ვინმე ძიძას. წეღან შევესწარი ჩემ ერთ ძალიან კარგ მეზობელ გოგოს მოუწია ძიძის გაშვება (მიზეზი ია რომ სკოლაში მუშაობს ეს გოგო ისვენებს დღეიდან, თან 2წელზე მეტისაა ბავშვი და სექტწმბრიდან ბაღში შეყავს, თან ფინანსურადაც ცოტა გაუჭირდა) მოკლედ ისეთმა გულდაწყვეტილმა გააცილა ეს ქალი, ჩემ მეგობრებსაც არავის არ ყავს ბავშვი ეხლა რო ვურჩიოო ისე მენანება რო ვუშვებო. სუპერ კმაყოფილია ამ ძიძით. მოკლედ თუ ვინმე ეძებთ. ნუცუბიძეზე ცხოვრობს ეს ქალი 52 წლის ვიდზე და ხოდზე. თუ დაგაინტერესებთ მეერე გამოვართმეც კოორდინატებს ჩემს მეზობელს.

Posted by: nimmer 17 Jun 2016, 22:29
pearlgirl
მე ვარ დაინტერესებული და თუ არ შეწუხდები მომწერე კოორდინატები

Posted by: happy-go-lucky 17 Jun 2016, 22:50
nimmer
nimmer
აი რომ ეძებ იქნებ მოგეწონოსsmile.gif
მეც ფორუმელმა მირჩიაsmile.gif))

Posted by: pearlgirl 17 Jun 2016, 22:51
nimmer
კაი ხვალ გამოვართმევ ტელეფონის ნომერს და მოგწერ პმ.

Posted by: nimmer 18 Jun 2016, 00:01

happy-go-lucky
pearlgirl
მოვიდა სამსახურში გასვლის დრო და ისე ვღელავ . ძიძაში თუ გამიმართლა, შვებით ამოვისუნთქებ





Posted by: happy-go-lucky 18 Jun 2016, 00:26
nimmer
როდის გადიხარ?
მე ოქტომბერში.
რაც ზიზა ვიპოვე, ბედნიერი და მსუბუქი ვარ.

Posted by: shkola20 18 Jun 2016, 00:44
mokled var 24wlis vinushaveb zizad zalian miyvars bavshvebi

Posted by: nimmer 18 Jun 2016, 01:36
happy-go-lucky
შენი მაგალითი მამშვიდებს. მე აგვისტოდან გავდივარ

Posted by: nimmer 21 Jun 2016, 22:01
pearlgirl
ხომ არ გიკითხავს ძიძასთან დაკავშირებით?

Posted by: pearlgirl 21 Jun 2016, 22:24
nimmer
გოგოებო იმიტომ აღარ დავწერე რომ ის გოგო ვეღარ ვნახე რო ნომერი გამომერთმია. დღეს ვნახე და მითხრა ვკითხავ და ისე მოგცემ ნომერსო. რომ მომცემს მოგწერ.

Posted by: nimmer 22 Jun 2016, 15:51
pearlgirl
მადლობა , ვიფიქრე იქნებ გადაავიწყდათქო

Posted by: Transformer26 23 Jun 2016, 17:28
რუსულენოვან ძიძას ეძებს ახლობელი. საყვარელი და თბილი რომ იყოს, ჭორაობა რომ არ უყვარდეს ისეთს. ხომ არ იცით ვინმე?

Posted by: ტაბუ 23 Jun 2016, 17:39
სექტემბრიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში დამჭირდება შაბათ-კვირის ძიძა. 10:30-დან 20:00-მდე. დაევალება ბავშვთან დაკავშირებით ყველაფერი - გასეირნება, თამაში, საჭმლის მომზადება და კვება, მისი ნივთების მილაგება და ზოგადი სისუფთავის დაცვა. არ დაევალება სახლის დალაგება, საუთავებლები და სხვა ბავშვთან დაუკავშირებელი საქმიანობები.
ანაზღაურება თვეში 200 ლარი.
მისამართი - დიდი დიღომი.

Posted by: nipe 30 Jun 2016, 16:47
ტაბუ
598156555 ირინა ქვია, ამჟამად დასაქმებულია და ძალიან მოსწონს ოჯახს, შაბათ-კვირას თავისუფალია და უნდა აწყობდეს, დაუკავშირდით და გაესაუბრეთ

Posted by: InsureYourself 9 Jul 2016, 13:24
ვარ რუსული ენის სპეციალისტი,მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში,რუსულში გაძლიერებულად.შემიძლია გამოვიყვანო სკოლიდან,ვიმეცადინოთ,ვიკითხოთ და ა.შ. ანუ შევითავსებ ძიძის მოვალეობებსაც. ვარ ენერგიული,მშვიდი,არა მწეველი,40 წელს გადაცილებული ქალბატონი.სასურველია(არა სავალდებულო) ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე.დაინტერესების შემთხვევაში - პმ-ში.

Posted by: shkola20 11 Jul 2016, 06:13
rusul enovani ziza vis undoda momweret

Posted by: pearlgirl 11 Jul 2016, 11:34
shkola20
გამარჯობა,
რუსულენოვანი ძიძა, რომელმაც ქართულიც იცის კარგად?

Posted by: shkola20 11 Jul 2016, 19:07
rusia zalian tbili kalia chemi dakalia zizaa danvushvebt exla bavshvi haizarda rusia mara ojaxi yavs kartul enovani kmari kartveli shvilebic da saubroben kartulad ojaxshi

Posted by: pearlgirl 12 Jul 2016, 11:02
shkola20
ანუ მე მაინტერესებს თვითონ თუ საუბრობს ქართულად კარგად? ჩემ ახლობელს უნდა ძიძა რომელიც რუსულად და ქართულად კარგად საუბრობს.

Posted by: shkola20 12 Jul 2016, 11:31
orive enaze zalian magra saubrobs ar inanebs tubshetanxmdnen

Posted by: pearlgirl 12 Jul 2016, 11:38
shkola20
მაშინ პმ-ში მომწერე ნომერი ძიძის სადაც დაუკავშირდებიან, სახელიც მომწერე.

Posted by: shkola20 13 Jul 2016, 11:20
mogwer imis.nomers visi zizacaa chemi dakalia 577072548 da anas gaesaubros da zizac mastan iknena

Posted by: DOLPHIN 13 Jul 2016, 12:51
ყოჩაღი და სანდო მომვლელი ხომ არ გეგულებათ ღამე დარჩენით ნაინსულტარ ასაკოვან ქალბატონს რომ მიხედოს შესაბამისი ანაზღაურებით (ვაკეში ცხოვრობს)?

Posted by: shkola20 13 Jul 2016, 13:57
რამდენს გადაიხდი????????????????????

Posted by: Lady HaWaI 13 Jul 2016, 16:15
სექტემბრიდან მჭირდება ძიძა. ადგილი - ჯიქიას 1. ბავშვი 6თვის. პირობებზე დავილაპარაკებთ.
* * *
დილით სასურველია 9რომ დააკლდება 10წუთინჩემთან იყოს. მე რომ მეორეს ბაღში მიყვანა და სამსახურში მისვლა მოვასწრო. და საღამოსაც 7მდე გავუშვებ. ხან 7ის ნახევარზე.შაბათს თუ ვთხოვ მოსვლას ავუნაზღაურებ.
ეხება ბავშვი. ბავშვის ტანსაცმლის დაუთავება. არანაირი სახლი და სადილები.

Posted by: shkola20 13 Jul 2016, 19:32
ramdens pikrobt rom gadaixadot?

Posted by: Lady HaWaI 13 Jul 2016, 20:16
shkola20

არ ვიცი. ვფიქრობ ჯერ. თქვენი აზრით რამდენია ოპტიმალური?

Posted by: DOLPHIN 14 Jul 2016, 14:53
ყოჩაღი და სანდო მომვლელი ხომ არ გეგულებათ ღამე დარჩენით ნაინსულტარ ასაკოვან ქალბატონს რომ მიხედოს შესაბამისი ანაზღაურებით (ვაკეში ცხოვრობს)?

Posted by: Furby 14 Jul 2016, 21:17
ვეძებ ყოჩაღ ენერგიულ პატიოსან ძიძას, რომელსაც ეყვარება ბავშვი და ფეხით სიარული.
დეტალები პირადად.

Posted by: happy-go-lucky 14 Jul 2016, 22:27
Furby
ხომ გყავდა? გაუშვი?

Posted by: Furby 14 Jul 2016, 23:14
happy-go-lucky


კი ... გავუშვი

Posted by: სიყვა 16 Jul 2016, 15:41
ვეძებ გამოცდილ ძიძას, სამომავლოდ ორი პატარისთვის, მეორეს აგვისტოს ბოლოს ველოდები და პირველი თვეები მაქსიმალურად მივხედავ რა თქმა უნდა მე თვითონ მაგრამ მინდა შევუთანხმდე წინასწარ და შეეძლოს ორი პატარა ბავშვის აღზრდა...
გრაფიკი ყოველდღე 9დან 9მდე, კვირის გარდა
აუცილებელი პირობაა უყვარდეს და შეეძლოს ბავშვთან თამაში და მისი გართობა, გასეირნება და არ იყოს ორიენტირებული სულ ბავშვის დაძინებაზე.
აქვე რჩევას გკითხავთ ვისაც გყავდათ ძიძა და "დაემატა" biggrin.gif მეორე ბავშვიც ანაზღაურება რამდენით გაუზარდეთ?

Posted by: happy-go-lucky 17 Jul 2016, 03:18
სიყვა
ალბათ 800 მინიმუმ უნდა კარგ ძიძას ეგთი გრაფიკით.
600 მთხოვდნენ 9 დან 7:30მდე. და საბათზეც არ მტანხმდებოდნენ.
* * *
Furby
მახსოვს კამყოფილი იყავი.
თუ ძალიან პირადი არაა, ძალიან მაინტერესებს მიზეზი.

Posted by: Furby 17 Jul 2016, 08:41
happy-go-lucky
კი კმაყოფილი ვიყავი. სანამ გავიდოდი სამსახურში ცოტა გვიან მოდიოდა, თუმცა შეთანხმება იყო თავიდანვე 9 დან 7 მდე. და მერეც რომ აგვიანებდა შენიშვნა, თხოვნა და შეთანხმება არ გაითვალისწინა. ვერ მოვალ 9 ზე 20 წუთი რას გიწყვეტსო. და კიდევ წვრილმანი რასაც სხვა შემთხვევაში არ მიაქცევს ადამიანი ყურადღებას. ამიტომ წავიდა, უპასუხისმგებლო საქციელია.

Posted by: niseti 17 Jul 2016, 20:41
ვეძებ ძიძას 7თვის ბავშვისთვის.ვცხოვრობ დიდ დიღომში გუდვილთან. შაბათ-კვირის გარდა დილის 9-დან საღამოს 7-მდე. ბავშვთან ურთიერთობაში როგორი უნდა იყოს ძიძა აღარ ჩამოვთვლი. მომწერეთ პირადში. მადლობა წინასწარ

Posted by: Pikosa 20 Jul 2016, 15:54







Fns dgabg bsbgsbsbzvhshshxgdhshhshsbshshshd hshsgshsj hdjd

Posted by: masajisti 24 Jul 2016, 13:58
გოგოებო ვისაც გინდათ ძალიან კარგ ძიძის კოორდინატებს მოგაწვდით571791099 ალენა .

Posted by: anuka2009 28 Jul 2016, 16:54
გოგოებო. ერთ ძალიან კარგ ოჯახს გაუთავისუფლდა ძიძა. არის კულტურული, მოწესრიგებული ქალბატონი. აქვს დიდი გამოცდილება. დამატებიტი ინფორმაციისთვის პმ მომწერეთ.

Posted by: shkola20 30 Jul 2016, 19:40
QUOTE (niseti @ 17 Jul 2016, 20:41 )
ვეძებ ძიძას 7თვის ბავშვისთვის.ვცხოვრობ დიდ დიღომში გუდვილთან. შაბათ-კვირის გარდა დილის 9-დან საღამოს 7-მდე. ბავშვთან ურთიერთობაში როგორი უნდა იყოს ძიძა აღარ ჩამოვთვლი. მომწერეთ პირადში. მადლობა წინასწარ

ia me xom gamogigzavne ziza is ar mogewona? is ar ginda?

Posted by: happy-go-lucky 31 Jul 2016, 20:41
გოგოებო, ერთი ყოჩაღი ძიძა ვიცი, როგორც ამბიბენ ძალიან პატიოსანი. (ნუ თავს ვერავიზე დავდებsmile.gif ) 40 წლის.
2 წელია ტყუპებს უვლის მარტო დღე/ღამე. უპრეტენზიო და კარჰი გოგო. მალე თავისუფლდება. დეტალები პმ

Posted by: marg0 10 Aug 2016, 17:13
გოგოებო გამარჯობა <3

ვეძებ ძიძას ჩემი 1,5 წლის პრინცესასთვის. ენერგიული, ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მხიარული, ბავშვების მოყვარული, და ა.შ.

ორშაბათი-პარასკევი 10-დან 8-ის ნახევრამდე
შაბათი 10-დან 4-მდე

სასურველია ცხოვრობდეს საბურთალოზე

ანაზღაურება 450 ლარი

გთხოვთ გამომეხმაურეთ

Posted by: basti-bubuuu 11 Aug 2016, 11:12
მეც ვეძებ ძიძას გოგოებო.რამდენიმეს მოგწერეთ პმ მაგრამ არ გიპასუხიათ.
6 თვის ბავშვისთვის მინდა საბურთალოზე.
მეჩქარება რა

Posted by: marg0 11 Aug 2016, 12:05
ჩვენ ძიძის გამოცვლა გვიწევს და ძალიან ვნერვიულობ როგორ შეეგუება ჩემი ქალი ახალ ძიძას...

თან რეკომენდაციით და საახლობლოში ვერავინ ვნახე sad.gif


Posted by: CHUNIA 12 Aug 2016, 00:36
QUOTE (basti-bubuuu @ 11 Aug 2016, 11:12 )
მეც ვეძებ ძიძას გოგოებო.რამდენიმეს მოგწერეთ პმ მაგრამ არ გიპასუხიათ.
6 თვის ბავშვისთვის მინდა საბურთალოზე.
მეჩქარება რა

პირობებიც დაწერეთ რა, ანზღაურებაც, მადლობა.

Posted by: natashka17 12 Aug 2016, 03:20
ვეძებთ ძიძას ტყუპებისათვის. საბურთალოზე. და რამდენად უნდა ვეძებო გოგოებო ხომ ვერ მეტყვით ტყუპებისთვის? 1 წლის გახდნენ ივნისში.
* * *
მეც სულ სახლში ვიქნები და დავეხმარები ყველანაირად მარტოს არ მოუწევს 2 ბავშვთან ყოფნა smile.gif

Posted by: katrini 12 Aug 2016, 11:25
გოგოებო რაღაც დავინტერესდი hrbaia- ს სააგენტოთი ,ვისაც გქონიათ შეხება ,გამიზიარეთ რა ,რამდენად სანდო და კარგი ძიძები ყავთ ,მადლობა

Posted by: happy-go-lucky 12 Aug 2016, 23:23
katrini
4 თვეა ველოდები კანდიდატს, პირადად ვესაუბრე მაგის იფროსს და ჯერაც არ დამიკავშირდა. რა ვიცი 550 ლარად ნუთუ არავინ დIნტერესდაsmile.gif)

ამასობაში კი ვიპოვე ძიძა, მადლობა ფორუმს <3

Posted by: katrini 13 Aug 2016, 02:53
happy-go-lucky
უი მართლა?რა ვიცი იმდენი კანდიდატის სურათი აქვთ საიტზე ,მე მეგონა ყოველ დღე მოვიდოდა რამდენიმე კანდიდატი..,

Posted by: happy-go-lucky 13 Aug 2016, 20:55
katrini
აბაა, არადა ისე დამაიმედა იმ ჟანამ, სააგენტოს მფლობელმა.
მარა აქებენ.

Posted by: basti-bubuuu 14 Aug 2016, 19:34
happy-go-lucky
რატო ნეტა?მე ორ დღეში 5 კანდიდატს შემახვედრეს

* * *
მოკლედ ჩემი მეგობარი უშვებს ძიძას.მხოლოდ ერთი პრობლემაა ღამე ჭირდება დარჩენა და მას არ შეუძლია,ასევე მეც დამჭირდება კვირაში ერთი დღე ღამე თორემ სიამოვნებით ავიყვანდი და თან ჩემგან შორს ცხოვრობს.პირადად ვიცნობ ამ გოგოს და ვუწევ რეკომენდაციას.თავად ორი შვილი ყავს მოზრდილები უკვე.ახალგაზრდაა საკმაოდ,ზუსტად ასაკი არ ვიცი.ტერიტორია ალბათ უფრო დიღომი,დიდუბე და ალბათ საბურთალოც აწყობს.დანარჩენი დეტალები არ ვიცი.რაც მთავარია არის სანდო და ყოჩაღი გოგო.თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ

Posted by: happy-go-lucky 15 Aug 2016, 01:16
basti-bubuuu
რამდენად ეძებ?
მე 500-550 მინდოდა ორშშაბათI პარასკევი, აასურველი იქნებოდა ორი შაბათI მაინც თVეში. ხოდა რავი არავინ დამაკაბშირა.

მე უკვე მყავს ზIძა მაგრამ მაინტერესებს როგორ კაბდიდატებს აგზავნიანნ? მოგეწონა?

Posted by: Ninito_ 15 Aug 2016, 01:52
basti-bubuuu
შეგიძლია მომწერო ნომერი?
ახლობელი ეძებს ძიძას

Posted by: basti-bubuuu 15 Aug 2016, 14:07
happy-go-lucky
იყვნენ რა.ერთი მომეწონა მაგრამ 1 წელზე მეტს ვერ ვიმუშავებო.ერთმა ზაფხულში ვერ გამოგყვებიო და დანარჩენები არ მომეწონა.მე 400 ლარად ვეძებ იქიდან გამომდიანარე რომ ჩემს გარშემო ბევრს ყავს საკმაოდ შეძლებულ ოჯახებს და ცენტრში მაცხოვრებლებს ამ ფასად ძიძები 10 დან 7 მდე.და თუ ვერაფრით ვიშოვე მომიწევს დამატება.ჩემს ნატლულთან და მის დასთან დადის ორი ძიძა გლდანიდან ორივე.ესენი საბურთალოს ქუჩაზე ცხოვრობენ და ნანახი მყავს ეს ძიძები და ძალიან მომეწონა ორივე,საკმაოდ კულტურული ხალხია.რავიცი დადიან უკვე 2 წელია 400 ლარად უპრობლემოდ

Posted by: happy-go-lucky 15 Aug 2016, 14:47
basti-bubuuu
წარმატებები, და სააგენტო გეუბნება რომ მაგ ფასად დაგტანხმდება კარგი ძიძაო? მე 600 მეუბნებოდა კარგი ქალბატონი თუ გინდაო.
400 კი არა 450ადაც კი ვერ ვნახე ვერავი, ნორმალური...

Posted by: basti-bubuuu 15 Aug 2016, 14:54
რა 600 გოგოოოო.500 9 დან 7მდეო.შენ რა პირობებით გყავს ეხლა?

Posted by: happy-go-lucky 15 Aug 2016, 15:05
basti-bubuuu
შაბათიც მინდოდა, თვეში ორი მაინც და 600ო, ჟანა მეუბნებოდა ზუსტად. კარგიო და რა თქმა უნდ აკარგი ქალი გვინდ აყველას biggrin.gif

მე მყავს 500 9-7, თვეში ორი შაბათი მოკლე დღე, უქმეებზე არ ვასვენებ, მარტო ახალი წელი და აღდგომა.

მე ვფიქრობ რომ 600 არის ძვირი და 400 არის ძალიან ცოტა. 500-550 არის ნორმალური და კარგი.
მე ცოტა სხვანაოირად ვუყურებ ძიძების შრომას, მგონია ლამის შეუფასებელია და რა ვქნა 400-450 ძალიან მეცოტავება (მიუხედავად იმისა ძალიან უნდ აგავიჭირვოთ და ისე გადავხუადოთ ჩვენ). კარგ ძიძაზე ვამბობ მართლა გულიანად ვინვ მოუვლის, მოტივაცაიც ხომ ჭიდრებათ, რავი. თორე ვნახე ბაკურიანში ძიზები დღე გადიოდა ხმას არ სცემდნენ ბავშვს.

პ.ს. მე გიჟივით ყველა ძიზას ვეკიტხები ანაზღაურებას და ყველა ანცნობს ვსიაც ძიზა ყავს და 450 ზე იაფად მართლა არ გამიგია.


Posted by: Lady HaWaI 17 Aug 2016, 22:52
basti-bubuuu


ნახავ 400ად. მე ავიყვანე ეხლა არაჩვეულებრივი ქალბატონი. ჩემი ახლობლის ოჯახში იყო. ორშაბათი - პარასკევი 9დან 7მდე და თვეში ერთი შაბათი 400 ლარად. დამატებით თუ ვთხოვ დარჩენას ავუნაზღაურებ. მარტო ბავშვი ევალება და სახლი რომ საღორეე არ დამხვდეს სამსახურიდან მისულს.
ისეთი ყოჩაღი ქალია სადაც მუშაობდა ბავშვსაც უვლიდა და ბავშვის დედმამასაც

Posted by: trendy 18 Aug 2016, 00:16
happy-go-lucky
600 არის ჩვეულებრივი ფასი 9-7 საათმდე და 2 შაბათი რომ მუშაობდეს.ყველა დასვენებაზე ისვნებენ ძიძები და შვებულებას იღებენ წელიწადში 20 დღე მაინც ანაზღაურებით. 400 ლარად უტოპიაა კარგი ძიძის პოვნა

Posted by: nimmer 18 Aug 2016, 10:09
trendy
საქართველსთვის 600 ლარი ჩვეულებრივი ფასი ნამდვილად არ არის, დამსახურებით მეტსაც იმსხურებენ, რ თქმა უნდა. და თუ დასვენების დღეებზე დედა მუშაობს, ძიძას როგორ დაასვენებ, ესეც მოლაპარაკებაზეა.

Posted by: Ia-forumze 18 Aug 2016, 10:16
სად იშოვება კარგი ძიძები?

ხო ჩაინიკური კითხვაა, მაგრამ რა მეთოდები ამართლებს ძებნისას?
სააგენტოები?
ნაცნობის რჩევები?
ისეთს გირჩევენ ზოგჯერ დაგდებენ ბეჭებზე, არადა იმათ მოსწონთ....

ოქტომბრის ბოლოს ველოდები, სადღაც დეკემბერი-იანვრიდან მინდა უკვე ავიყვანო და როდიდან უნდა დავიჭირო თადარიგი ეგეც არ ვიცი.

Posted by: nimmer 18 Aug 2016, 10:23
Ia-forumze
დაიბადება თუ არა დაიჭირე თადარიგი, რამდენიმეს გაესაუბრე. შენთვის მისაღები ადამიანების რჩევებს უგდე ყური, მარა საბოლოოდ გასაუბრებით და შენთან გატარებული დღით მიხვდები გაწყობს თუ არა. ძალიან საფრთხილო თემაა ჩემთვის, ძალიან კარგი ადამიანი უნდა იყოს და განათლებული, დანარჩენი მოგვარებადია. და კონტროლი, კონტროლი და კონტროლი!!!

Posted by: trendy 18 Aug 2016, 15:03
nimmer
საქართველოზე არც ვრცელდება ძიძაზე მოთხოვნა,დუშეთში ნაკლებად სჭირდებათ ვიდრე ქუთაისში მაგალითად.ანაზღაურების განნსაზღვრავი არის ცენტრალური უბნები,ვერა,ვაკედა საბურთალო უფრო მაღალანაზღაურებადია ვიდრე ვარკეთილი.მაგრამ ბევრ ვარკეთილელ ძიძას ურჩევნია ვაკეში იაროს 600 ლარად ვიდრე იქვე ვარეთილში 400ად. ეგრეა ეგ ამბავი.რაც შეეხება დასვენების დღეებს,თუ დედა მუშაობს გასაგებია რომ ძიძაც მუშაობს,მაგრამ თუ დედა ისვენებს ძიძაც ისვენებს ძირითადად.Ia-forumze სერიოზული ქასთინგი მქონდა ეორე ძიძაზე,12 კნდიტატურა ვნახე და შორთლისთში მოხვდა 3)) ამ წუთას აგარაკზე ვარ,მეზობლად ძიძა უვლის 7 წლის გოგოს რომელიც სულ ჩვენთანაა,ძიძა უყურებს სერიალებს და ალბათ დედაც ხარობს რა ოქრო ქალი ყავს სიტყვაზე 400 ლარად ნაშოვნი))

* * *
Ia-forumze
მე მყავს 5 წელია მეორე ძიძა,პირველი გავათხოვე და ისიც 5 წელი მყავდა.მეორე ბევრად უკეთესია ჩემი დაკვირვებებით.რც ყველაზე მეტად მომწონს ესაა დეტალურად მოლაპარაკებული პუნქტები რასაც ორივე ვასრულებთ.მეორე მყავს რუსი.რა მომწონს ძალიან და დავაკვირდი 90% რუსი ძიძების ეგეთები არიან-ნებუსმიერ ადექატურ ამინდში სეირნობენ,თვალსაწიერს უფართოვებს ბავშვს და შემეცნებითი სეიენობა აქვთ)) არ უჩლიქავს ენას,განართულად ესაუბრება.კვებას რაც შეეხება,არ გადაუხვევენ დედის მიერ მოცემულ რეკომენდაციას,შარის თავი არ აქვს და პატივს სცემს დედის მიერ გაწერილ რეჟიმს.არ ყოფენ ცხვირს ოჯახის საქმეში,ზედმეტად თავს არ ივალდებულებენ მარა რასაც ავალებ იმას ასრულებენ პურნათლად.მე ბებო ცენაცვალოს ძახილს მირჩვნიასიმკაცრე და დისტანციურობა,ძალიან თბილ ქალია დახასიათების დროს ჩემთვია არაფერს ნიშნავს.არ უყურებენ ამ ოხერ სერიაკებს,ძირითადად მაუნც ჰაერზე არიან

Posted by: Ia-forumze 18 Aug 2016, 16:23
trendy
გეთანხმები და რა ბედიერებაა როცა იპოვნი კარგ ძიძას, უფრო და უფრო რთული მეჩვენება

შენ როგორ იპოვე ეგენი, რჩევით თუ სააგენტოთი? ანუ სანამ შეხვდებოდი

პს. არ უშვებ რომელიმეს? gigi.gif

Posted by: trendy 18 Aug 2016, 17:39
Ia-forumze
ერთი მყავს) ის 5 წელი ვინც მყავდა გათხოვდა,ახკა ეს მყავს მეექვსე წელი მიდის) ორივე რეკომენდაციით ავიყვანე,მაგრამ სააგენტოთი ერთი მოეწონა ძალიან,უბრალოდ საიდანაც უნდა ევლო,ჩემთან 08:30 ვერ ასწრებდა მოსვლას,ყველაზე ადრე 09:15 გამოდიოდა მისი ტრანსპორტის გრაფიკით,მე კიდევ სკოლის დაწყებამდე უნდა გავსულიყავი სახლიდან.სააგენტომ ძალიან ნორმალური 2 კანდიდატი გამოუშვა ჩემთან,საქმის მცოდნე.ამიტომ სააგენტოდანაც აქვს აზრი ნახო ძიძები.

Posted by: ThelicH 18 Aug 2016, 18:28
კარგი ძიძა გვყავს უკვე 1 წელზე მეტია, ბიჭი 2 წლის და 6 თვის არის, ფიზიკურად ძალიან განვითარებულია ბავშვი რასაც ინტელექტუალურობაზე ვერ ვიტყვით, ვერ ლაპარაკობს, თავის გამოგონილი სიტყვებით ეძახის ყველაზე საჭირო ნივთებს, ნათქვამი ესმის ყველაფერი თითქმის..
მოკლედ რისი თქმა მინდა, ეს ძიძა ქართველია, არ ეზარება სულ ასეირნებს და კარგად ეპყრობა ქალი, მაგრამ თვითონ ეს ქალბატონი ძალიან გაუნათლებელია, არც ლექსებს ასწავლის არც სიმღერებს და ა.შ .. მითხრეს რომ ძალიან აუცილებელია ეს ბავშვის განვითარებისთვის და რას მირჩევთ?
თქვენი ძიძები ასწავლიან ლექსებს და რაღაც თამაშ/ანდაზებს რო გაუჯდეს ბავშვს ტვინში ??
პ.ს ერთი პლიუსი აქვს რომ დილით 10 ზე მოდის და საღამოს 7 საათამდე გარეთ ასეირნებს ( ნუ საჭმელზე ამოყავს მარტო სახლში და დღის ძილზე )

Posted by: Ninito_ 18 Aug 2016, 18:37
ThelicH
ამ სიცხეში 10-7 საათამდე რა უნდა გარეთ ბავშვს? დილით 11-12 საათამდე და საღამოს 5 საათის მერე
სწავლას რას ეძახი კიდე გააჩნია,ასაკის შესაბამისი წიგნები უნდა უკითხოს, განმავითარებელი სათამაშოებით ეთამაშოს,ელაპარაკოს მუდმივად,დაახატინოს შეძლებისდაგვარად და ასე შემდეგ. თუ მთელი დღე ხმას არ იღებს ძიძა ,მარტო კარგი მოვლა არაფერი არაა

Posted by: trendy 18 Aug 2016, 19:38
ThelicH
ამ პაპანაქებაში მთელი დღე გარეთაა? Ninito_გეთანხმები.მოტორიკას უვარჯიშებენ ძიძები,ეთამაშებიან,უკითხავენ.ჩემები პლასტელინისგან,გირჩებისგან სულ რაღაცეებს აკეთებენ.კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.ამ ეტაპობრივი განვითარებით ემზადება ბავშვიბბაღისთვის.

Posted by: basti-bubuuu 19 Aug 2016, 14:19
ვიპოვე ძიძა,მომილოცეთ.მადლობა სააგენტო ბაიას.მართალია დაახლოებით 10 ნანახი კანდიდატიდან მხოლოდ ეს ქალბატონი მომეწონა,მაგრამ მთავარია რომ მომეწონა.უფროსწორად თავიდან არ ავირჩიე საცდელ დღეზე.ვინც მომეწონა გასაუბრებაზე სახლში იყო ოოოო.ეს ქალბატონი კი მომეწონა თავიდანვე,თან ძალიან ახლოს ცხოვრობს ჩემთან მაგრამ სულელი რომ ვარ ცოტა მეგრული აქცენტისთვის დავიწუნე.იმ მეორემ რომ იმედები გამიცრუა მოდი ვცადოთ-მაინც ახლოს ცხოვრობსთქო და მადლობა ღმერთს.ის არის ვისაც ვეძებდი

Posted by: nimmer 19 Aug 2016, 14:50
basti-bubuuu
დიდი ტვირთი მოგიხსნია.. მაინტერესებს ის ვინც თავიდან მოგეწონა, რა გააკეთა ასეთი პირველივე დღეს რომ დაბრაკე

Posted by: anuka2009 19 Aug 2016, 17:41
nimmer
მე მყავს ერთი ძიძა დაბრაკული პირველსავე დღეს. აი რატომ:
1. მოვიდა და რომ გაოიცვალა ტანსაცნელი პორდაპირ გადაკიდა ბავშვს საწოლზე, ფეხსაცმელი მიუდო ყვერდით. ჩემმა დედათილმა ძალიან მორდებით უთხრა რომ კარადაში საკიდი გამოგყავით და იქნებ იქ გადაკიდოთო, არც გაიბარტყუნა ყურიმ მეორე დღეს მოვდა დაისევ საწლზე მიაკიდა - დასკვნა აქედან მაგრა კიდია მშობლის აზრო და ჰიგიენასთანაც შორსაა.
2. ბავშვს მე ცერ დავაძინბო. დავაძინე მე და ისეთ ხმზე ლაპარაკობდა 2 ჯერ გაახილა ბავსმა თვალი და შევაბტუნებინე ძილი.
3 ეზოშო ჩავედი და მარკეტის გოგომ 3 ჯერ გაექცა ქუჩაში და გავეკიდეომ მთელო ეზო გაიცნო სად ეცალა ბავშვისთვისო. გადარეულო დამხვდა ქალი.
მოკლდ ვუყურე 3 დღე და დავემშვიდობე. 3 დრის ფული გაავუხადე რა თქმა უნდა.

Posted by: trendy 19 Aug 2016, 19:08
anuka2009
გასაუბრებაზე რომ მოვიდა ერთი,ხელი არ დაიბანა და პირდაპირ ლოყაზე უჩქმიტა ბავშვს-გამაჟრილა)) რომ დავმშვიდობე ეგრევე მითხრაასე თქვენ ვერავის იპოვითო

Posted by: anuka2009 19 Aug 2016, 19:29
trendy
გასაუბრებაზე ნყავდა 3 ქალი. ყველას ვეკიყხებოდი ბოლოს თქვენ თუ გაქვტ რამე კითხვები თქო ან არ ქონდათ, ან მხოლოდ ხელფასი. ან ბავშვი რას ჭამს, ან რა რეჟიმი აქვს. ან იქნებ ალერგიულია და იქნება ეპილეფსია აქვს ხო, ხომ უნდა გაიგო გაქვს თუ არა მივლის თავი. ერთადერთი ამ ჩემს ოქროს ძიძას ქონდა კითხვები ჩემთან. დანარჩენებს არა.
ეს ჩემი ძიძა მუშაობდა ადრე ჩემს ახლობელთან. შორიდან შევნატროდო ისე მომწონდა და ჩემდა ბედათ გაუთავისუფლდა. სანამ დოდო არ გათხოვდება იქნრბა ჩემთან. ასეთი შეთანხმება გვაქვს. ან წავა და დოდოს გავატან. smile.gif ჩემთან ერთად შეუთავაზებიათ უფრო კარგი ხელფასი გოგოებს, ბაკურიანში. ვაი ისე ვიფრინე biggrin.gif

Posted by: ellen86 19 Aug 2016, 20:54
საკმაოდ ძნელია ძიძის პოვნა, რამდენიმესთან გავიარე გასაუბრება და ბოლოს ამათ შორის ყველაზე ნორმალურზე შევჯერდი. უფრო ასაკი მინდოდა პატარა , მაგრამ ნუ არ გამოჩნდა 40-45 წლის ძიძა.

საბოლოოდ ნაცნობობით ავიყვანე. სამუშაო დღეებში 9-7 საათამდე, კვირა დღეს ნახევარი სამუშაო დღე ( ხან ვიბარებ ხან არა , დავუშვად რომ დამჭირდეს ხოლმე დავიბარო ისე რომ კიდე თანხის დამატება არ მომთხოვოს წინასწარ მოველაპარაკე ამ ყველაფერზე და ანაზღაურება 500 ლარი.


გასაუბრებებზე ისეთები იყვნენ შოკი: ზოგი იმსისქე რომ ძლივს დადიოდა არათუ ბავშვის მოვლა, ზოგი საერთოდ გონზე არ იყორ ა უნდა ეკეთებინა, ერთს რომ ვუთხარი ბაკურიანში შეიძლება წამოგვყვეთთქო მიპასუხა : მე რომ თხილამურებზე არ ვსრიალებო?smile.gif)) ( ძიძას 2 თვის ბავშვისთვის ვეძებდი)

Posted by: blblbl 19 Aug 2016, 21:34
QUOTE
ბაკურიანში შეიძლება წამოგვყვეთთქო მიპასუხა : მე რომ თხილამურებზე არ ვსრიალებო?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: basti-bubuuu 19 Aug 2016, 22:11
არც არაფერი უქნია,მოვიდა,დაჯდა,იჯდა,იჯდა,იჯდა,მივართვი ნაყინი ჭამა,მივართვი ყავა დალია,კარგად ბრძანდებოდეთთქო და აბა კარგადო და ეს იყო და ეს

Posted by: nimmer 20 Aug 2016, 11:14
anuka2009
აი, არ ვარ აგრესიული საერთოდ, მარა ამ დროს სურვილი მიჩნდება შემოლაწუნების biggrin.gif

* * *

basti-bubuuu
lol.gif ნეტა რას ფიქრობდა

Posted by: СAФO 20 Aug 2016, 11:48
ხალხო შეიძლება არსებობს უკვე სადმე და იქნებ დამილინკოთ რა არსებობს რამე კომპანია ძიძების? აი ნორმალური რო ენდობოდეთ და პასუხისმგებლობას რომ იღებდნენ თავიანთ ძიძებზე?

კამერების დაყენებას კი ვაპირებთ მაინც მაგრამ ერთი დღეც არ მინდა ან ერთი წამიც რომ რამე ისე არ იყოს თორე ისეთი მყავს მეუღლე უეჭველი მოკლავს sad.gif

მირჩიეთ კარგი სააგენტო ან რამე.

Posted by: J&J 20 Aug 2016, 12:52
ThelicH
QUOTE
კარგი ძიძა გვყავს უკვე 1 წელზე მეტია, ბიჭი 2 წლის და 6 თვის არის, ფიზიკურად ძალიან განვითარებულია ბავშვი რასაც ინტელექტუალურობაზე ვერ ვიტყვით, ვერ ლაპარაკობს, თავის გამოგონილი სიტყვებით ეძახის ყველაზე საჭირო ნივთებს, ნათქვამი ესმის ყველაფერი თითქმის..
მოკლედ რისი თქმა მინდა, ეს ძიძა ქართველია, არ ეზარება სულ ასეირნებს და კარგად ეპყრობა ქალი, მაგრამ თვითონ ეს ქალბატონი ძალიან გაუნათლებელია, არც ლექსებს ასწავლის არც სიმღერებს და ა.შ .. მითხრეს რომ ძალიან აუცილებელია ეს ბავშვის განვითარებისთვის და რას მირჩევთ?
თქვენი ძიძები ასწავლიან ლექსებს და რაღაც თამაშ/ანდაზებს რო გაუჯდეს ბავშვს ტვინში ??
პ.ს ერთი პლიუსი აქვს რომ დილით 10 ზე მოდის და საღამოს 7 საათამდე გარეთ ასეირნებს ( ნუ საჭმელზე ამოყავს მარტო სახლში და დღის ძილზე )



რა უჟასებს წერთ sad.gif mad.gif


პ.ს.ბაღში შეიყვანეთ ცოდოა ბავშვი.

Posted by: happy-go-lucky 21 Aug 2016, 12:56
basti-bubuuu
გილოცავ! რამდენად ნახე? რამდენი დღე იმუშავა შენთან და რამ მოგცა მაგის საფუძველი რომ ისაა ვისაც ეძებდი? და რა კრიტერიუმები გქონდა შენ?

trendy
გეთანები. 400ად იპოვი როგორ არა, 300ად იპოვი, მაგრამ კარგს არა. დიდი ხანია ვიკვკევ ამ საკითXს. და საერთOდ განათლEბული აქტიური ადამიანებმა იციან საკუთარი თავის ფასი და ისიც იციან რომ მაინც გამოცNდება ვინმე ვინც გადაიხდის მინიმუმ 500 მაინც. ნუ მე ეგრე მგონია.

კამერებში ვინც ერკვევიტ იქნებ გამაგებინკთ დაბალ ფასიანი შედარებიტ. ან ვის მივმართო? და რომელ ოთAხებსI აყენებთ? მე გარულის მომხრე არ ვარ. ცემს პრინციპე ს ეწინააღმდეგენა ჩAვუსაფრდე მას ვისაც ყველაზე XVირფასი უნდა ცანდო. რომ მოვიყვანე რსე იგი ვენდობი. უბრალოდ ღია კონტროლი. (ნუ რამე რო გეეჭვება მერე ეგ უკვე ცალკე თემაა).


Posted by: annaninio 21 Aug 2016, 13:45
happy-go-lucky
ფარულები დააყენე, რომ ვერ ხვდებოდეს რა ადგილზეა, მაგრამ აუცილებლად გააფრთხილე რომ კამერებში უყურებ. მე მასე ვიზამდი.

Posted by: ellen86 21 Aug 2016, 23:43
happy-go-lucky
მიუხედავად იმისა რომ ძიძით კმაყოფილი ვარ კამერამაინც შევიძინე . გამოწერით 1 ცალი 200 ლ. ონლაინ რეჟიმით. გამოსაჩენად დავდებ თუ მკითხა ვეტყვი კი მქონდა აქამდეც. დამალულად თვალთვალს არ ვაპირებ. სამზარეულო და მისაღებში მექნება.

Posted by: happy-go-lucky 22 Aug 2016, 17:41
ellen86
ეს ონლაინ რეჯიმით ვინ ინდა დამიტენოს? დატენება რა კდება? თუ არ შEწუხდები რომ დამილინკო რონელი გამოიწერე. პორადსI თU გინდა. მადლობა

Posted by: J&J 25 Aug 2016, 23:13
ellen86
აი ვთქვათ დაინახე რამე რაც არ მოგეწონა(ყოველთვის შეიძლება რაიმე არ მოგეწონოს). რა უნდა ქნა. არ არსებობს რომ რამდენჯერმე უთხრა ეს და ეს არ მომწონს გიყურებდიო და ხანგრძლივად გაგიჩერდეს ძიძა. ძალიან დიდი სტრესია როცა იცი შენს ყველა მოძრაობას უყურებს ვიღაც. მაგას ათასჯერ მირჩევნია ბავშვი ბაგაში მივიყვანო სადაც რამდენიმე კვალიფიციური აღმზრდელი იქნება და კარგი პირობები.

Posted by: ellen86 25 Aug 2016, 23:53
happy-go-lucky მერე მოგწერ, იყიდი კამერას შეაერთებ დენში და ინტერნეტს დაუკავშირებ შენით, მერე აპლიკციას გადმოწერ მობილურში და როცცა გინდა უყურებ . ამაზონზე რო დასერჩო ბევრნაირია
J&J
მე გამოსაჩენად მიდევს , ძიძაზე მეტად იმისთვის მინდა ხანდახან თვალი შევავლო ბავშვს, ძიძას რაც შეეხება მთავარია რამე გრანდიოზუული არ დააშავოს თორემ რამე უმნიშვნელოზე არც ვეტყვი არაფერს.

Posted by: tamunia_ch 1 Sep 2016, 23:34
გოგოებო, მეც ვეძებ ძიძას იანვრიდან და თუ ვინმე გაუწევთ რეკომენდაციას მომწერეთ.

ბავშვი არის 1 წლის და 10 თვის.
იანვარში იქნება 2 წლის და 2 თვის.
სამუშაო გრაფიკი კვირაში 6 დღე 09:30-19:30 (შაბათს ან კვირას 10:00-18:00 საათამდე).
ევალება ბავშვის მოვლა, ბავშვის ნივთების და ტანსაცმლის დალაგება, ბავშვის სათამაშო ადგილის მილაგება - დასუფთავება, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, სწავლა, თამაში და გარეთ გასეირნება.
სასურველია არ ყავდეს თავადაც პატარა ბავშვები და საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს ზაფხულში დასასვენებლად გამოყოლა დამატებითი ანაზღაურებით რასაკვირველია.

ხელფასი 400 ლარი.
ტერიტორია თემქა.

Posted by: marikrusi 3 Sep 2016, 19:23
გოგოებო თუ ვინმეს გჭირდებათ საათობრივი ძიძა, ერთი ძალიან კარგი ქალია, 2 საათი 10 ლარი ღირს.. მე ძალიან კმაყოფილი ვარ.. წინასწარ თუ დაურკავთ ყოველთვის გამონახავს დროს.. გამოცდილია და ყოველი დღე დაკავებული აქვს.. რაც მთავარია მარტო დროის გაყვანაზე არ ფიქრობს, ბავშვის ასაკის მიხედვით აქვს წიგნები და სათამაშოები და მიდგომა იცის ნებისმიერი ხასიათის ბავშვთან.. მოკლედ გირჩევთ თუ ვინმეს გინდათ მსგავსი გრაფიკით

Posted by: nan32 5 Sep 2016, 21:01
გოგონებო გამოცდილი ძიძა ხომ არ გჭირდებათ ვინმეს? 3 წელი იმუშავა ჩემთან მე აღარ მჭირდება და არ მინდა უმუშევარი დავტოვო. 42 წლისაა, შაბათ კვირის გარდა 9-6 მდე 450-ს ვუხდიდი გლდანში ცხოვრობს და ახლომდებარე ტერიტორიაზე 400-დაც წამოვა, მხოლოდ ბავშვის მოვლა ევალებოდა.
მსგავსი პირობები თუ გაწყობთ პირადში მომწერეთ და კოორდინატებს მოგაწვდით.

Posted by: ValenTino77 7 Sep 2016, 18:26
ვუწევ რეკომენდაციას ძიძას, არის უენერგიულესი დადებითი და არაჩვეულებრივი ქალბატონი; ბავშვის მოვლა და აღზრდა განვითარება იცის უმაღლეს დონეზე, ადვილად პოულობს საერთოს ბავშვებთან ურთიერთობისას და მოწონთ ბავშვებს მასთან, ჩემი შვილი აალაპარაკა ააცეკვა, მოკლედ ძალიან მხიარულ დროს ატარებდნენ ერთად, ამჟამად თავისუფალია, ჩვენ ვუხდიდით 700 ლარს ვაკის ტერიტორიაზე, ჩართული იყო ყველაფერში ხელი აქვს უგემრიელესი საოცარრ ვახშმებს და ტკბილ დესერტებს გვახვედრებდა, საგურამოში გვყავდა ზაფხულში ამ პერიოდში უხდიდით 1000 ლარს, ცოტახანში მივემგზავრებით საფრანგეთში და ვერ მოგვყვება სამწუხაროდ რაზეც გული ძალიან გვწყდება, ძალიან კარგი სანდო და ერთგული ადამიანი რომელსაც თავისუფლად ვანდობდი ბავშვს და მთელ ოჯახს უპრობლემოდ მქონდა ჩაბარებული ყველაფერი, პრობლემა არასდროს მქონია ნდობას ყოველთვის ამართლებდა რაც საქართველოში ნაკლებად არის მსურველებს დაგაკავშირებთ. love.gif

Posted by: katrini 9 Sep 2016, 06:24
nan32
მომწერე რა ნომერი ,მე ვეძებ ნოემბრიდან მჭირდება,მადლობა

Posted by: Citizen* 9 Sep 2016, 11:27
გიწევთ რეკომენდაციას ერთ ქალბატონზე. ოჯახში ბავშვის მეთვალყურეობა-აღზრდა მისი სკოლიდან მოსვლის შემდეგ მშობლების სამსახურიდან დაბრუნებამდე.გუვერნანტის ან/და ეკონომკის ფუნქციით. გამართული ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული, მშვიდი, კულტურული გარემო - სეირნობა, ხელსაქმე, კულინარია და სხვაsmile.gif).კომპიუტერი დასხვა ეკრანი მხოლოდ საჭიროებისამებრ,ანუ მინიმალურად.

Posted by: kate-nini 9 Sep 2016, 14:19
გოგოებო ვეძებ ძიძას ბავშვი არის 6 წლის, 1 კლასში, მჭირდება დილით სკოლაში რომ მიიყვანოს, შემდეგ გამოიყვანოს და მშობლების მისვლამდე იყოს ბავშვთან, კვირაში ორჯერ ცეკვაზე წაყვანა. მეუღლეს აქვს ისეთი გრაფიკი 2 დღე მუშაობს და 2 დღე ისვენებს და აქედან გამომდინარე როცა მას ეცლება ძიძა თავისუფალი იქნება. ვცხოვრობ ვარკეთილში და სასურველია ახლოს მცხოვრები იყოს, თუ ვინმე გეგულებათ მითხარით რა, ანაზღაურება არც ვიცი რამდენი უნდა გადავუხად?

Posted by: tammmta1 20 Sep 2016, 11:14
nan32
თქვენმა ძიძამ იპოვა სამსახური?

Posted by: nan32 24 Sep 2016, 12:28
tammmta1

როგორც ვიცი ახლა დროებით სხვაგან დაიწყო მაგრამ წამოსვლას გეგმავს როგორც კი ნორმალური ადგილი გამოჩნდება, თუ იმ პირობებით გჭირდებათ როგორც ზემოთ მიწერია პირადში შემეხმიანეთ.

Posted by: TAT_TAT_TAT 26 Sep 2016, 15:03
რუსული ენის სპეციალისტი მოამზადებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში.ყოველ დღე ან კვირაში რამდენიმე დღე.შესაძლებელია ბავშვი გამოიყვანოს სკოლიდან და მშობლის მოსვლამდე ყავდეს თავისთან ან ბავშვთან ბინაში. ბავშვს ასწავლის დროის სწორად გამოყენებას,რომ მთელი საღამო მარტო მეცადინეობას არ დაუთმოს.გამოიყენებს დამხმარე ლიტერატურას,გაუღრმავებს ზოგად ცოდნას.ასევე შეუძლია ამეცადინოს კლასიკურ მუსიკაში(სოლფეჯიო,ნაწარმოებების გარჩევა).არის პუნქტუალური,კომუნიკაბელური,არა მწეველი.ფასი შეთანხმებით.დაახლოებითი ფასი 12-15ლარი გაკვეთილი(2-4საათი).დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ პმ-ში.

Posted by: Mr_Orgasm 26 Sep 2016, 15:58
nan32
თქვენ ძიძაზე მაინტერესებს პმ მომწერეთ

Posted by: ჯი-ნია-ნი 26 Sep 2016, 20:11
ორ ძიძას ვუწევ რეკომენდაციას.

ერთს აქვს 6 წლიანი გამოცდილება, ძირითადად უვლიდა 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებს. არ სვამს, არ ეწევა. ზამთარ-ზაფხულს ჩაჰყავს ეზოში და ასეირნებს ს უფთა ჰაერზე. ძალიან უყვარს ბავშვები.

მეორე კი, ასევე გამოცდილი, თუმცა ყოფილი ქართული ცეკვების პედაგოგია. დილის 10-დან აღამოს 6-მდე მოახერხებს ბავშვი დაიტოვოს, წაიყვანოს ბაღში და წამოიყვანოს.

თუ რომელიმე გჭირდებათ, პმ smile.gif

Posted by: ingiloo 3 Oct 2016, 10:11
რეკომენდაციას ვუწევ არაჩვეულებრივ ძიძას, 10 წლიანი სტაჟი აქვს ძიძად მუშAობის, ახალგაზრდა ქალია, ენერგიული. არ ეზარება არაფერი. ცხოვრობს ვარკეთილში. სამწუხაროდ ბავშვის დედა გაათავისუფლეს სამსახურიდან და ესეც უმუშევარი დარჩა.

ვისაც დაგაინტერესებთ პმ.

Posted by: tatitu 3 Oct 2016, 15:04
ვეძებ ძიძას ნოემბრიდან დამჭირდება. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9 იდან 7 მდე და თვეში 2 შაბათი ...
იქნებ ვინმე სანდო გყავდეთ სასურველია დიღმისკენ, დიდუბისკენ ან დიდი დიღმისკენ მაცხოვრებელი რომ არ გაუჭირდეს ტრანსპორტით მოძრაობა...

Posted by: marg0 19 Oct 2016, 12:24
ძიძა შევცვალეთ, უკვე ერთი თვე ხდება, წინა ძიძა თავისი სურვილით წავიდა, იდეალური გოგო იყო, მაგრამ ხელფასი არ აკმაყოფილებდა და მეტს მე ვერ შევწვდი (450 ლარი შაბათ-კვირის გარდა).

ახალი ძიძა ძლივს შევარჩიეთ, მაგრამ მე არ მომცეს სამსახურიდან შვებულება რომ მასთან ერთად გამეტარებინა ცოტა დრო მაინც, და ძველმა ძიძამ შეაჩვია ახალ ძიძას ჩემი პატარა.

ვერ ვეგუები ამ ახალს sad.gif

ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან. ხან სიცხიანი ბავშვი გაღებულ ფანჯარასთან დამისვა, სახლში რომ მივდივარ თხლად ჩაცმული მხვდება პატარა, 10-დან 8-ის ნახევრამდე უნდა იყოს ხოლმე და არც ელოდება 8-ის ნახევარს. ზუსტად მაგ დროს მივდივარ სახლში და არც მხვდება ხოლმე, ტელზე ვურეკავ მერე ბავშვზე რომ მოვკითხო ინფორმაცია. ცოტა დაბნეული ტიპია მაგრამ როგორც მითხრეს ბავშვს თბილად ექცევაო. არაფერს ვეუბნები, ვფიქრობ მე თვითონ რომ ვერ მოვახერხე მასთან დროის გატარება, მაგიტომ მგონია რომ ეს კარგად ვერ უვლის.

იმედი მაქვს შევეგუები და თვითონაც უფრო გამოფხიზლდება sad.gif

გამოცვლას არ ვაპირებ, მაგ სტრესს ჩემ წლინახავრის გოგოს აღარ გადავატანინებ user.gif

Posted by: pearlgirl 19 Oct 2016, 12:34
marg0
QUOTE
ხან სიცხიანი ბავშვი გაღებულ ფანჯარასთან დამისვა, სახლში რომ მივდივარ თხლად ჩაცმული მხვდება პატარა,

ეს კარგია ისე


Posted by: marg0 19 Oct 2016, 12:39
pearlgirl

კიი ძაან ))))

მაგაზე ვუთხარი რა თქმა უნდა და ვანიავებდი ოთახსო და მეტი აღარც უქნია, ჩაცმაზეც ვუთხარი რამდენი უნდა ჩააცვას ხოლმე ბავშვს და ითვალისწინებს, გუშინწინ ვუთხარი და გუშინ ისე დამხვდა მე როგორც მინდოდა. ამიტომ იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა ისწავლის რა და როგორ გააკეთოს.


უბრალოდ ჩემს შვილზე რატო სწავლობს, როცა გამოცდილება საკმაოდ დიდი აქვს ძიძობის არ ვიცი (headbang)

Posted by: pearlgirl 19 Oct 2016, 12:45
marg0
არა სერიოზულად ვთქვი, ის რომ სიცხიან ბავშვთან ფანჯარა გამოაღოა კარგია და ისიც რომ თხლად აცმევს. smile.gif

Posted by: nimmer 19 Oct 2016, 12:48
marg0
იქნებ თვლის რომ სქლად აცვია ბავშვს. მაინტერესებს როგორ აცმევს რა ტემპერატურაზე? თხოვე დაგხვდეს სახლში როცა მიხვალ
pearlgirl
ხო მარა, ვთვლი რომ ამ დროს რაღაც უნდა მოაცვას და მისი პასუხი ვანიავებდიო არ უნდა ყოფილიყო თან biggrin.gif

Posted by: marg0 19 Oct 2016, 12:56
pearlgirl
რატოა კარგი?

nimmer
არა მგონია ეგრე თვლიდეს, მეტყოდა მაშინ ალბათ, როდესაც მივანიშნე, რომ რა უნდა ჩაეცმია ხოლმე, დამეთანხმა კარგიო უბრალოდ.

ბავშვს ცხვირი და ხელები მოყინული ქონდა, ტერფები კი ცივი რეიტუზის შიგნით. ერთი კვირა სიცხეები ქონდა ეს ბოლო პერიოდი და მეშინია არ შეუბრუნდეს...

არ ვიცი რა...ჩემი მეუღლე მეუბნება აჭრილი ხარ უბრალოდ, დააცადეო და აჰა ბატონო, ვაცდი...

Posted by: happy-go-lucky 19 Oct 2016, 13:10
marg0
რა აცვია და რა ტემპერატურაზე?

ცემი ბიჭი ვითომ სიგრილეს მივაჩვიე მაგრამ ეხლა რაც აგრილდა სახლში სცივა მგონია და ვაცმევ . მე დარწმუნებული ვარ რომ თლხად რომ ეცვა და რამ,ე ხიდის მაგან გააცივა და ოტახშიც რო გრილოდა.
ნამდვიალდ არ მესიამოვნებოდა ღოა ფანჯარასთან დამახვედროს ბავშვი ტან როცა ანიავებს .

Posted by: nimmer 19 Oct 2016, 13:11
marg0
მარგალიტამbiggrin.gif სუფთა ჰაერი იგულისხმა ფანჯარასთან ყოფნით კარგია და აუცილებელია გაციების დროს განსაკუთრებით

Posted by: happy-go-lucky 19 Oct 2016, 13:28
მგონი კარგი ძიზა მყავს, წუხელ ბავშვი არ მყავდა კარგად ვიყავით და ღამ,ე დამირეკა თუ გინდ ამოვალ დავრჩებიო love.gif რამხელა იმედია. ხშირად გვიწევს ღამე მარტო ყოფნა მე და პატარას.

Posted by: marg0 19 Oct 2016, 13:44
happy-go-lucky

წინა ძიძა თავის შვილთან ერთად ერთი კვირაც კი დარჩენილა ჩემთან გადაბმულად (მის შვილსაც მოსწონდა ჩვენთან ყოფნა და თვითონაც სთხოვდა ხოლმე დავრჩეთ აქო) smile.gif აი ერთად გავზარდეთ ჩემი გოგონა, მეორე დედა იყო ბავშვისთვის მართლა...

მაგიტომ მიჭირს ამ ახალთან შეგუება...

ზოგადად ბავშვი ჩაფუთნული არ გამიზრდია, მაგრამ განსაკუთრებით ვუფრთხილდები ეხლა რადგან ავად მყავდა და მინდა ბოლომდე გამოვაჯანმრთელო...

გათბობა არ მქონდა გუშინამდე ჩართული და ყველაზე ცივი ამინდები რომ იყო მაგ დროს საღამოობით ვაცმევდი ახალნაავადმყოფარზე: მოკლეკლავიანი თხელი ბოდე + მკლავიანი მაისური + ჟაკეტი ზევიდან და დაბლიდან: თხელი წინდა + რეიტუზი +შორტები/ბოლო კაბა + სახლის ღია ფეხსაცმელი.

nimmer
ააა გასაგებია... smile.gif
სუფთა ჰაერი რა თქმა უნდა აუცილებელია , უბრალოდ ღია ფანჯარასთან არ უნდა ყავდეს პატარა smile.gif ვფიქრობ, უმჯობესია ჯერ გაანიავოს ოთახი და მერე შეიყვანოს იმ ოთახში smile.gif

Posted by: pearlgirl 19 Oct 2016, 14:07
marg0
nimmer
ორპირი თუ არ არის ღია ფანჯარა ოთახში პირიქით კარგიცაა მითუმეტეს დროებით გამოაღო ხო"?
კი არ ვიცავ მაგრა ეგ ცუდ თვისებაში არ უნდა ჩაუთვალოთქო პირიქით დაგაწყნარე smile.gif
და თხლად ჩაცმაც ასევე.

Posted by: natuluka 19 Oct 2016, 15:12
marg0
ბავშვს თვითონ თუ არ სცივა და არ ცივდება ჯობია თხლად ეცვას.

ძიძა არ ვარ, დედა ვარ მაგრამ არცერთ ბავშვზე რეიტუზი არ მიხმარია ცხოვრებაში, და არც თბილი ჯემპრი. როგორი ყინვაც არ უნდა იყოს, შენობებში ხომ არის გათბობა, ამიტომ სახლში, ბაღში, სკოლაში თხელი გრძელმკლავიანი აცვიათ, შიგნით 1 ბრეტელებიანი მაიკა, გარეთ იგივე + თბილი ქურთუკი. ზამთარი ისე გადის ხოლმე რომ არ ცივდებიან.

Posted by: happy-go-lucky 20 Oct 2016, 11:21
natuluka
საინტერესოა.
ცემი თხლადაა მიჩვეული და ღამე მაინც ცივდება, ცემინებით მაღვიძებნს biggrin.gif და მერე ეწყება ცხვირიდან გამ,ონადენი biggrin.gif

Posted by: Ninito_ 20 Oct 2016, 11:43
natuluka
შენ გაიხარე რა
რომ ვიკითხე ნაქსოვ ჯემპრებს როგორ ახმართ ბავშვებსთქო, მომხვდა ერთი-ორი მუშტი biggrin.gif
happy-go-lucky
ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით ცინგლები აქვთ ჩემებს, ეგ არც გაციებას ნიშნავს და არაფერს საერთოდ

Posted by: nimmer 20 Oct 2016, 12:19
natuluka
Ninito_
happy-go-lucky
არ ვფიქრობ რომ გაბსაკუთრებით თხლად ვაცმევ ჩემსას, მარა ჯემპრეებს მართლა ვერ ვხმარობ და თხელ რეიტუზს რაც შეეხება რომ გათოვდება მერე მკითხეთ იქნება და წამიცდეს ხელი biggrin.gif
Ninito_
აი ცხვირის ამბავი მეც ვერ გავიგე, არაა ჩემი გაციებული, მარა დილით მაინც ვერ სუნთქავს კარგად, ჩავასხამ ფიზიოლოგიურს და მერე ცოტა სისველე აქვს

Posted by: pearlgirl 20 Oct 2016, 12:20
nimmer
QUOTE
აი ცხვირის ამბავი მეც ვერ გავიგე, არაა ჩემი გაციებული, მ

სასუნთქი გზების ბაქტერიებია რა, არაფერი განსაკთრებული.

Posted by: nimmer 20 Oct 2016, 12:26
pearlgirl
დაემთხვა მამამისის გაციებას და ვიფიქრე გადაედოთქო, მარა არა, მარტო ეს სიმპტომი აქვს რამდენიმე დღეა უკვე და მეტი არაფერი, თან დღისით გადასარევადაა, აი დილის საათებში უშრება ცხვირი, ღამით რამდენიმეჯერ ვანიავებ ოთახს, გამომშრალი ხომ არაათქო ჰაერი მარა რა ვიცი

Posted by: pearlgirl 20 Oct 2016, 12:30
nimmer
ჩემსას სხვათაშორის 3ჯერ ქონდა 1 წლის და 7 თვის მანძილზე უბრალო გამონადენი ცხვირიდან და სამივეჯერ კბილები ამოუვიდა )
ირაკლის რო ვუთხარი ნუ კბილებს არ ვუკავშირებთ ხოლმეო მარა ნუ შესაძლებელიაო მაგ დროს უფრო დაძლიოს ამ ბაქტერიებმა, რომელიც სულ არის ჰაერში.

Posted by: nimmer 20 Oct 2016, 12:33
pearlgirl
დამაფიქრე, ჯერ არ აქვს კბილები, მარა ისეა გათეთრებული ღრძილები და ისე გამწარებით იქავებს ყველაფრით რომ შეიძლება ესეც იყოს მიზეზი

Posted by: ninikei13 20 Oct 2016, 17:23
marg0
მე მგონია რომ ბევრი აცვია smile.gif ღია ფანჯარაც არ უნდა იყოს პრობლემა მითუმეტეს ასე როცაა ჩაცმული smile.gif

Posted by: Spin 21 Oct 2016, 15:10
QUOTE (marg0 @ 19 Oct 2016, 12:39 )
pearlgirl

კიი ძაან ))))

მაგაზე ვუთხარი რა თქმა უნდა და ვანიავებდი ოთახსო და მეტი აღარც უქნია, ჩაცმაზეც ვუთხარი რამდენი უნდა ჩააცვას ხოლმე ბავშვს და ითვალისწინებს, გუშინწინ ვუთხარი და გუშინ ისე დამხვდა მე როგორც მინდოდა. ამიტომ იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა ისწავლის რა და როგორ გააკეთოს.


უბრალოდ ჩემს შვილზე რატო სწავლობს, როცა გამოცდილება საკმაოდ დიდი აქვს ძიძობის არ ვიცი



ყველას თავისი მეთოდი აქვს აღზრდის (და ზოგადად ყველაფრის კეთების). არ არსებობს ერთადერთი სწორი გზა. ზოგისთვის ერთია სწორი, ზოგისთვის მეორე. თუნდაც თქვენი მეგობარი შეიძლება სხვანაირად ზრდის შვილს , თქვენ კი სხვანაირად.


სიტუაციის მმართვველი ამ შემთხვევაში თქვენ ხართ და ძიძასაც ისეთი წესები უნდა დაუწესოთ რაც თქვენთვის არის მისაღები და თქვენი შვილისთვის საუკეთესო.

ყველა საკითხზე დროულად უნდა უთხრათ თქვენი შენიშვნა.

ასევე კარგი მეთოდია გქონდეთ დღიური , სადაც ბავშვის დღის რეჟიმს ჩაწერს. მაგალითად რომელზე აჭამა, რა სჭამა, რომელზე დააძინა, როდის ითამაშა, როდის გავიდა გარეთ. თვითონაც დაეხმარება და თქვენთვისაც კარგი იქნება.

განიავება კარგია, მაგრამ სიცხიანი ბავშვი სხვა ოთახში გაიყვანოს და ისე გაანიავოს ალბათ ჯობია.

ზოგადად იმის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, რომ ყველა ისე გააკეთებს ყველაფერს, როგორც თქვენ. აუცილებლად უნდა მიუთითოთ შენიშვნებზე. war.gif war.gif war.gif

Posted by: happy-go-lucky 21 Oct 2016, 16:37
Ninito_
უი კაი ფოფო ხარ ცინგლი თუ გაციება არაა biggrin.gif აბა მე თუ მაქვს და მაგ დროს გაციბული მქგონია ცემი თავი ? biggrin.gif

pearlgirl
მეც ეგრე მითხრეს, კბილების ამოსვლის ეპრიოდი როა დასუსტებულია უფრო იმუნიტეტიო, ხოდა რა ვიცი, მართლა ეგ ხო არაა..


ძიძებს გადავუხვიეთ მაინც, უცებ ვიკითხავ biggrin.gif ცემსას აცვია გრძელმკლავიანი ბოდე, და გრძელმკლავიანი კოტონის მაისური. ნუ შარვალი ქვემოთ ნორმალური. ხოა ნორმა რო არ გადახურდეს? smile.gifsmile.gif (ხო სახლის ტემპერატურა, ვფიქრობ რომ გრილა, გათბობა ჩაღთული მაქვს მაგრამ სულ გრილა ისეთი თხელი კედლები აგვიშენეს :// )

Posted by: marg0 22 Oct 2016, 13:32
natuluka
ninikei13

გოგოებო მე არ მქონდა გათბობა ჯერ ჩართული სახლში როდესაც ეგ ფაქტი მოხდა smile.gif თან ემი ორი კვირა ცუდად მყავდა. მაღალი სიცხეები ჰქონდა ბავშვს და გაღებული ფანჯარა როცა ფანჯარასთანაა აკრული სიცხიანი პატარა არა მგონია მისაღები იყოს smile.gif

მე ვახმარ ნაქსოვ ჯემპრებს ჩემს შვილს უპრობლემოდ საჭიროებისამებრ, თუ ვთვლი რომ ბავშვს სცივა რატომაც არა...



Posted by: dalai-gurji 24 Oct 2016, 15:22
ძიძა ხომ არ გეგულებათ დღიურად? ხან შეიძლება კვირაში 2 დღე დამჭირდეს, ხან ერთი... ბავშვი 6 თვისაა... ძირითადად მხოლოდ საჭმლის მომზადება და ბავშვის გამოკვება ევალება... თუ რაღაც საოცრება მოხდა და ბებია არ იქნა სახლში, მიხედვა.. ბავშვია სასწაული - არ ტირის, იცინის, არ იცის უცხოობა და გიჟდება მუსიკაზე))

Posted by: shkola20 29 Oct 2016, 09:08
კი მე ვიცი მასეთი მომწერეპირადში საუკეთესო ძიძას გამოგიგზავნი

Posted by: pastorius 30 Oct 2016, 19:14
მეგობრებო, ჩემი შვილისთვის მინდა ძიძა. ე.ი ვართ 4 თვის წყნარი გოგოშკაsmile.gif ჩუმი, მხიარული, იღიმის სულsmile.gif ტერიტორიულად ვართ ვაჟა-ფშაველაზე. ვინმეზე რეკომენდაციას ვერ გამიწევთ? ნომებრის შუა პერიოდიდან გვინდა უკვეsad.gif

მადლობა

Posted by: basti-bubuuu 5 Nov 2016, 00:28
კვლავ ძიძას ვეძებ რააააა,აღარ შემიძლია.პირველ ბავშვზე პირველივე კანდიდატი ავიყვანე და 3 წელი მყავდა.ეხლა მესამეს ვიცვლი უკვე

Posted by: shkola20 5 Nov 2016, 12:13
ramdens ixdit da ra pirobebit gindat ziza

Posted by: Parabola 7 Nov 2016, 14:53
გამარჯობა,
ვეძებ ძიძას, სასურველია რუსულენოვანი



მაინტერესებს ბაზარზე ძიძის ანაზღაურება რამდენია? ჩვეულებრივ დღეში 8 საათიან გრაფიკს ვგულისხმობ თავისუფალი ვიქენდით.

Posted by: Lady HaWaI 11 Nov 2016, 14:18
გოგოებო ვეძებ ძიძას 9 თვის ბიჭისთვის. ძალიან კარგი ხასიათის ბავშვია.
სამუშაო დრო - ორშაბათი - პარასკევი, 9ის ნახევრიდან 7ის ნახევრამდე.
ეხება ბავშვი მხოლოდ. მის სისუფთავეზე ზრუნვა.
თუ ვინმე სანდო ადამიანი იცით პმში მომწერეთ რა

Posted by: tamunia_ch 14 Nov 2016, 14:26
ვეძებ ძიძას იანვრიდან.
ბავშვი არის 2 წლის.
სამუშაო გრაფიკი კვირაში 6 დღე 09:30-19:30 (შაბათს ან კვირას 10:00-18:00 საათამდე).
ევალება ბავშვის მოვლა, ბავშვის ნივთების და ტანსაცმლის დალაგება, ბავშვის სათამაშო ადგილის მილაგება - დასუფთავება, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, სწავლა, თამაში და გარეთ გასეირნება.
სასურველია არ ყავდეს თავადაც პატარა ბავშვები და საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს ზაფხულში დასასვენებლად გამოყოლა დამატებითი ანაზღაურებით რასაკვირველია.

სასურველია ცხოვრობდეს გლდანი - ნაძალადევის რაიონში.
ტერიტორია თემქა.

Posted by: Tamuna-Tamuna 16 Nov 2016, 15:17
QUOTE (ValenTino77 @ 7 Sep 2016, 18:26 )
ვუწევ რეკომენდაციას ძიძას, არის უენერგიულესი დადებითი და არაჩვეულებრივი ქალბატონი; ბავშვის მოვლა და აღზრდა განვითარება იცის უმაღლეს დონეზე, ადვილად პოულობს საერთოს ბავშვებთან ურთიერთობისას და მოწონთ ბავშვებს მასთან, ჩემი შვილი აალაპარაკა ააცეკვა, მოკლედ ძალიან მხიარულ დროს ატარებდნენ ერთად, ამჟამად თავისუფალია, ჩვენ ვუხდიდით 700 ლარს ვაკის ტერიტორიაზე, ჩართული იყო ყველაფერში ხელი აქვს უგემრიელესი საოცარრ ვახშმებს და ტკბილ დესერტებს გვახვედრებდა, საგურამოში გვყავდა ზაფხულში ამ პერიოდში უხდიდით 1000 ლარს, ცოტახანში მივემგზავრებით საფრანგეთში და ვერ მოგვყვება სამწუხაროდ რაზეც გული ძალიან გვწყდება, ძალიან კარგი სანდო და ერთგული ადამიანი რომელსაც თავისუფლად ვანდობდი ბავშვს და მთელ ოჯახს უპრობლემოდ მქონდა ჩაბარებული ყველაფერი, პრობლემა არასდროს მქონია ნდობას ყოველთვის ამართლებდა რაც საქართველოში ნაკლებად არის მსურველებს დაგაკავშირებთ. love.gif

სამწუხაროდ, თქვენმა ძიძამ მოახერხა და შეხვდრამდე გამოავლინა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა.

Posted by: north 16 Nov 2016, 22:20
Tamuna-Tamuna
შეხვედრამდე როგორ?

Posted by: Tamuna-Tamuna 18 Nov 2016, 17:21
QUOTE (north @ 16 Nov 2016, 22:20 )
Tamuna-Tamuna
შეხვედრამდე როგორ?

დათქმულ დროს შეხვედრაზე არ მოვიდა, გადავრეკე, მივიღე პასუხი, რომ მოულოდნელად დარჩა ქალაქიდან გასასვლელი და დაავიწყდა ჩემი გაფრთხილება, ხვალ საღამოს ჩამოვა და ჩამოსვლისთანავე დამირეკავს. არც "ხვალ საღამოს" დარეკა.

Posted by: nimmer 18 Nov 2016, 17:38
Tamuna-Tamuna
მაშინ გაგმართლებია რომ არ მოვიდა

Posted by: Furby 18 Nov 2016, 19:40
Tamuna-Tamuna
ძალიან კარგი რომ დროზე ადრე გამოავლინა, მერე ძალიან ძნელია საყვედურის მიცემა.

Posted by: Na2812 18 Nov 2016, 21:03
QUOTE

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ


abg --> აბგ

სიცილაკები
BB Code Help
Check Post Length

ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

Post Options

QUOTE

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ


abg --> აბგ

სიცილაკები
BB Code Help
Check Post Length

ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

Post Options


Posted by: niseti 18 Nov 2016, 23:27
ვეძებ ძიძას 10თვის ბიჭისთვის.სამუშაო გრაფიკი ორშ-პარასკევი დილის 9დან საღამოს 6მდე.ვცხოვრობ ფილარმონიასთან.

Posted by: Na2812 19 Nov 2016, 21:28
გამარჯობათ გოგოებო,ვეძებ ძიძის ვაკანსიებს,მაქვს გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის და მუშაობის,სურვილი თუ გექნებათ შემეხმიანეთ პირადში.სურვილის შემთხვევაში გავიცნოთ ერთმანეთი

Posted by: tin10nio 21 Nov 2016, 02:32
Tamuna-Tamuna
ალბათ თავვისი დაწერილია ეს განცხადებაც ,რეკომენდაციას თავის თავს უწევდა.
ისეთი ,რამეები ვნახე ძიძებზე. ლამის გადავირიო ისე ვარ,ნეტავ საერთოდ არ ჩამერთო. ვაიმე ყველა ერთნაირი ნამდვილად არაა ,მაგრამ კამერების გარეშე ძიძის აყვანა ,რაღაც პარადოქსი მგონია.
არასდროს ,არასდროს არავის ვანდობდი ,კამერის გარეშე.

Posted by: shkola20 21 Nov 2016, 11:34
Gamarjobat gogoebo saxlis dalageba xom aravis unda ?


Posted by: Tamuna-Tamuna 21 Nov 2016, 14:36
nimmer
QUOTE
მაშინ გაგმართლებია რომ არ მოვიდა

Furby
QUOTE
ძალიან კარგი რომ დროზე ადრე გამოავლინა, მერე ძალიან ძნელია საყვედურის მიცემა.

გეთანხმებით

tin10nio
QUOTE
ალბათ თავვისი დაწერილია ეს განცხადებაც ,რეკომენდაციას თავის თავს უწევდა.

გამორიცხული არაფერია facepalm.gif

Posted by: .ნინო 24 Nov 2016, 00:36
marg0
დეტალურად არ წამიკითხავს, მაგრამ თუ მარტო იმიტომ ბრაზობ, რომ ღია ფანჯარასთან ჰყავდა ბავშვი, მგონი ჯობია აუხსნა, რომ არასწორად თვლი და მასე აღარ მოიქცეს.

დედა ვარ, 1 თვისაა ჩემი და თუ ისეთი ქარი არაა, რომ მტვერი სახლში შემოქონდეს, ყოველთვის აივნის ღია კართან ვაძინებ ბავშვს, რომ სუფთა ჰაერი ისუნთქოს.... ბევრი ვიცი ანალოგიური ტრადიციით.... ასე რომ....

Posted by: happy-go-lucky 26 Nov 2016, 01:09
როგორი კამერები გაქვთ, ვაიფაიზე რომაა? რა ქვია არ ვიცი..

მააგზე მითხრეს შეუძლია ნებისმიერს, ჰაკერს რა. გატეხოს და უყუროს რა ხდება შენს სახლშიო, ეგ არ მომწონს.

ვისაც კამერები აგქვთ, გთხოვთ, მომწეროთ რა ტიპის მკამერბი გაქვთ დაყენებული. ჯერ არ დამიყენებია რამოდენიმე თვეა მყავს ძიზა.

Posted by: oo la la 28 Nov 2016, 17:40
გოგოებო,
ძიძას ვეძებ 1.10 თვის გოგოსთვის ნახევარ განაკვეთზე, მოვალეობა ბავშვის ერთხელ კვება და სეირნობა მხოლოდ,
თუ ვინმეს შეგიძლიათ რეკომენდაცია გაუწიოთ მომწერეთ,
ვცხოვრობ საბურთალოზე,
მადლობა

Posted by: shkola20 4 Dec 2016, 21:43
Visac ziza unda momweret pm gantavisuplda zalian magari gogo

Posted by: maverick16 16 Dec 2016, 22:28
გამარჯობათ, ძიძა რო დავიქირავოთ დილის ცხრიდან ოთხ საათამდე, შაბათ კვირის გარდა,რამდენი უნდა გადავიხადო საშუალოდ

Posted by: teklikie 22 Dec 2016, 09:29
250-300 ალბათ[, მე მყავს დილის 8 დან საღამოს 7 მდე 450 ლარს ვუხდი b]maverick16[/b]

Posted by: oo la la 22 Dec 2016, 11:39
maverick16
მე მყავს 9:30 დან 2 მდე და 250 ვუხდი,
ევალება მხოლოდ ბავშვის მოვლა და სეირნობა
ვფიქრობ რომ ცოტა მეტიც არის რასაც ვუხდი,

Posted by: shkola20 24 Dec 2016, 17:04
სასწრაფოდ ძიძა ვის უნდა იანვრიდან აბააა ასეთ ძიძას ვერ იშოვით დამიჯერეთ

Posted by: khatunia 3 Jan 2017, 12:14
ვეძებ დიდ დიღომში მცხოვრებ ძიძას, თუ ვინმე გაუწევთ რეკომენდაციას

Posted by: basti-bubuuu 3 Jan 2017, 16:59
საბურთალოზე მინდა ძიძა.თუ ვინმე გეგულებათ და უწევთ რეკმენდაციას შემეხმიანეთ

Posted by: shkola20 3 Jan 2017, 19:00
ვუწევ რეკომენდაციას ჩემს ძიძას რომელიც ჩემთან მუშაობდა 10 წლის განმავლობაში , არის ექიმი პროფესიით ძალიან სანდო და კარგი ადმაიანი იცის ბავშვი ,2შვილი მას ჩავაბარე დგეების ნაკლს ვერ უპოვით მინდა კარგი ოჯაში გავუშვა ჩემიდან, ჩემი ნომერია 577072548ნინო დამკავსირდით თუ რამეა გეტყვით ყველაფერს მისი ნომერია 595252092,


Posted by: happy-go-lucky 4 Jan 2017, 00:03
basti-bubuuu
გაუშვი? .....

Posted by: basti-bubuuu 8 Jan 2017, 18:56
happy-go-lucky
ჯერ ვიპოვო სხვა და მერე უნდა გავუშვა

Posted by: ჭანჭიკი 8 Jan 2017, 19:27
მეგობრებო, ძიძას ვეძებ საბურთალოზე, სანდო და სათნო ადამიანი, ტკბილი და თბილი

Posted by: basti-bubuuu 27 Jan 2017, 20:47
შემიძლია ერთ ძალიან კარგ ქალს გავუწიო რეკომენდაცია ძIძად.ვისაც გაინტერესებთ პმ

Posted by: Voila 31 Jan 2017, 17:00
basti-bubuuu
QUOTE
შემიძლია ერთ ძალიან კარგ ქალს გავუწიო რეკომენდაცია ძIძად.ვისაც გაინტერესებთ პმ

შენთვის იპოვე ძიძა, რომ ეძებდი?

Posted by: basti-bubuuu 31 Jan 2017, 23:07
Voila
არა.არ შემიცვლია ჯერ.ისეთს ვეძებ ვინც კვირაში 2 ღამე დარჩება და ჯერ ვრ ვნახე

Posted by: shkola20 31 Jan 2017, 23:33
chm zizas ar gaesaubret tkven? ase maxsobs ragac basti

Posted by: სიყვა 4 Feb 2017, 17:07
სადღეღამისო მჭირდება 2 პატარა ბავშვთან, კვირაში 1 დღე დასვენებით

Posted by: shkola20 4 Feb 2017, 19:27
ანაზგაურება რამდენია სადგეგამისო რომ გჯირდებატ?

Posted by: ZeK 5 Feb 2017, 21:10
ღამის ძიძა გესაჭიროებათ ვინმეს ? " ვიმუშავებ ღამის ძიძად (ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით სასურველია 19:30 დან 7:30 მდე ან შევთანხმდებით დროზე) (შაბათ -კვირა ნებისმიერი დრო ) ვარ პედაგოგი დაწყებითი კლასების 25 წლიანი სტაჟით. ვმუშაობდი ძიძად რამოდენიმე ოჯახში და საბავშვო ბაღში" დაინტერესების შემთხევაში დაუკავშირდით ნომერზე: 577 33 28 84 მაია

Posted by: სიყვა 6 Feb 2017, 01:39
shkola20
არ ვიცი 1000 ს ვფიქრობდით..
თქვენ რა პირობებით გყავდათ თუ საიდუმლო არ არის ?

Posted by: happy-go-lucky 7 Feb 2017, 21:26
ვეძებ ძიძას ერთI წლის ბავშვისთვის.
ვცხოვრობთ ვერაზე.
მომწერეთ პირადში. მადლობთ. ან აქ smile.gif)

Posted by: Taxvunia 10 Feb 2017, 23:11
გოგოებო დამეხმარეთ რაა ძიძა მჭირდება პატარასთვის გამოცდილება რიმ ჰქონდეს და სანდო იყო. მე თვითონ სამგორის რაიონში ვცხოვრობ. შემიძლია 350 ლარი გადავუხადო მეტი ვერა კვირაში 5 დღე. თუ ვინმე იცით რომ უნდოდეს და პატარაც ვანდო მითხარით

Posted by: BENDIMA 14 Feb 2017, 11:56
ვეძებ ძიძას , 5 თვის ბავშვისთვის, ვცხოვრობ სანზონაში, თუ ვინმეს იცნობთ იქნებ მირჩიოთ ან თუ ვინმეს უნდა ძიძობა დეტალებზე პმ შემომეხმიანოს

Posted by: daria90 20 Feb 2017, 18:31

ვიმუშავებ ბავშვებთან, მაქვს გამოცდილება ყველა ასაკის მოზარდებთან.
თუ ვინმეს დაგჭირდით სიამოვნებით.

Posted by: CHUNIA 3 Mar 2017, 17:33
ძიძა ფანასკერტელზე ვინმეს თუ უნდა? პირადში მომწერეთ, შაბათ კვირის გარდა

Posted by: nataaa 5 Mar 2017, 16:24
მოგესალმებით დედიკოებოოოო,ძიძა არავის გჭირდებათ,მაქვს გამოცდილება,მეც მყავს 8წლის შვილი... wink.gif ააბა გელოდებიიით

Posted by: tammmta1 7 Mar 2017, 11:07
nataaa
სად ცხოვრობთ? ასაკი? მოკლედ, პირადში მომწერეთ

Posted by: shkola20 7 Mar 2017, 18:10
ძიძა არავის გჟირდებათ ვუწევ რეკომენდაციას

Posted by: nataaa 7 Mar 2017, 20:20
დიღმის მასივში ვცხოვროობ........................................................................
* * *
tammmta1 გწერთ პირადში და მოგდით სმსბიი? smile.gif

Posted by: tammmta1 9 Mar 2017, 10:40
nataaa
არ მომსვლია არაფერი

Posted by: oo la la 9 Mar 2017, 14:02
tammmta1
მე შემიძლია ჩემი ყოფილი ძიძა გირჩიო,
ძალიან კარგი ქალია,

Posted by: fly30 9 Mar 2017, 15:05
ჩემს მეგობარს ჭირდება ძიძა, ორი დღე მუშაობს და ორი დღე ისვენებს, ასეთ გრაფიკში რამდენი უნდა შეთავაზო გოგოებო ძიძას, უკმაყოფილო რომ არ იყოს, სამუშაო დღეებზე ცხრიდან ცხრამდე უნდა იყოს ძიძა ბავშვთან

Posted by: tammmta1 9 Mar 2017, 15:06
oo la la
მოგწერ პირადში

Posted by: nataaa 11 Mar 2017, 14:03
პირადში ვერ ვწერ ვერავის,მოკლედ თუ ვინმე ეძებს ძიძას ნორმალური პირობებით შემეხმიანეთ ნომერზე: 598 268471,ნატა მქვია,

Posted by: irakli1901 12 Mar 2017, 10:34
თუ ვინმეს გჭირდებათ ძიძა შემეხმიანეთ. 599040254

Posted by: mikaA87 20 Mar 2017, 12:28
მოგესალმებით ყველას.
ვეძებ ძიძას ივნისისთვის, დაჩაზე რომ ავიყვანო. 2 გოგო მყავს 9 და 6 -ის. ძირითადი მოვალეობები: ბავშვებს რომ თვალყური ადევნოს, აჭამოს და ამეცადინოს ან წიგნები წაუკითხოს. მინდა არდადაგები რომ დაიწყება და სკოლის დაწყებამდე. ესეთი თუ ვინმეს მოგეპოვებათ ან ზაფხულში უშვებთ არ გესაჭიროებათ, დამაკვალიანეთ რა

Posted by: Katerina :-) 1 Apr 2017, 16:16
გამარჯობა, ჩემი ახლობელი ეძებს ასე 40 - 55 წლამდე ასაკის ძიძას 5 თვის გოგანასთვის, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 10-იდან 6-მდე, ცხოვრობს ვერაზე, დანარჩენი დეტალები პირდად, 577773565 სოფო

Posted by: nataaa 5 Apr 2017, 14:49
მოგესალმებით ყველას,ვიმუშავებ ძიძად,+დამხმარედ,შემიძლია სადღეღამისო მუშაობაც,მაქვს შესააბამისი გამოცდილება,

Posted by: Katerina :-) 8 Apr 2017, 12:13
QUOTE (Katerina :-) @ 1 Apr 2017, 16:16 )
გამარჯობა, ჩემი ახლობელი ეძებს ასე 40 - 55 წლამდე ასაკის ძიძას 5 თვის გოგანასთვის, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 10-იდან 6-მდე, ცხოვრობს ვერაზე, დანარჩენი დეტალები პირდად, 577773565 სოფო

იშოვეს უკვე ძიძა, აღარ არის საჭირო დაკონტაქტება

Posted by: nataaa 8 Apr 2017, 16:38
კარგით,მაინც მადლობა,გაიხარეთ.....................................................
* * *
იქნებ გამოჩნდეს კიდევ ვინმე sad.gif ( sad.gif///////////////////..............

Posted by: ninobino 10 Apr 2017, 11:43
ახლობელი ეძებს ძიძას 2 წლის გოგონასთვის, 9:00-დან 19:00 საათამდე, სასურველია ცხოვრობდეს გლდანის მასივში.



Posted by: nataaa 10 Apr 2017, 12:42
ააა,მე დიღმის მასივში ვცხოვრობ.................................

Posted by: shkola20 11 Apr 2017, 07:23
Anazgaureba ? Ramdenad ezebs? Gldaneli ziza var

Posted by: ninobino 12 Apr 2017, 18:07
shkola20

მე გადავცემ და თვითონ დაგიკავშირდებათ.

Posted by: blblbl 14 Apr 2017, 22:18
nataaa
ნომერი დაწერე smile.gif

Posted by: Bulbusa 19 Apr 2017, 17:49
ვეძებ ძიძას. 6თვის ბავშვისთვის. ვცხოვრობ გლდანში. 593662484

Posted by: *MeloMani* 24 Apr 2017, 09:33
კაი გამარჯობათ smile.gif
ვეძებ ძიძას.კეთილი და პატიოსანი უნდა იყოს,ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.
ბავშვები ორნი არიან: 5წლის და 10 წლის.10 წლის რასაკვირველია დადის სკოლაში,5 წლის ბაღში არ დადის...რთული ბავშვები არ არიან,არც მარტივი,ჩვეულებრივი რაა,როგორიც უნდა იყვნენს ალბათ ისეთი smile.gif
ძიძის მოვალეობები :
საჭმლის გაკეთება(ძან რთულ კერძებს არ ვთხოვთ,მაგრამ მინიმალურად მაინც უნდა ეხერხებოდეს)
სახლის დალაგება: ლოგინი,სათამაშოები,თეფშები,ტანსაცმელი, იატაკების მოწმენდა და ამდაგვარები (ჰაი კლასი არა,მაგრამ მინიმალურად მაინც,ანუ ზარმაცი არ უნდა იყოს)
ბავშვების გართობა ეს თავისთავად,გარეთ გასეირნება და ცოტა მაინც სწავლა-აღმზრდელობითი მუშაობა(გაკვეთილების ცოდნის გადამოწმება უფროსთან,უმცროსთან ელემენტარული სკოლამდელი წამუშავება)
ძირითადი მოთხოვნები ესაა და დანარჩენი წვრილმანები რაც უნდა აკეთოს ძიძამ ეგენიც,ყველაფერი შეიძლება არ გამახსენდა ახლა.თუ რამე გამომრჩა შემისწორეთ,თუ რამე ზედმეტი მოვითხოვე ეგეც შემისწორეთ smile.gif
ჩვენი პირობები:
ვცხოვრობთ თავისუფლების მოედანთან,ცოტა ქვემოთ სანაპიროსკენ.
ძიძის დახმარება გვინდა 1 კვირა(ზედიზედ ყველა დღე) მერე 1 კვირა არა.ანუ თვეში დაახლოებით 2 კვირა გამოდის.
გადავიხდით 300ლარს
574441838 ამ ნომერზე შეგვეხმიანეთ
ყველას ვინც გამოგვახმაურება წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

P.S. დარწმუნებული ვარ ვისაც მირჩევთ აუცილებლად კარგი ადამიანი იქნება,მაგრამ პააატარა კონკურსივით მოწყობის სურვილიც გვაქ,ანუ ეგრევე პირველივე შემოთავაზებას შეიძლება არ დავსთანხმდეთ.თქვენც ხომ ეგრე მოიქცეოდით? smile.gif
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წინასწარვე! smile.gif


Posted by: nataaa 24 Apr 2017, 12:53
598 268471 ჩემ ნომერია,ვიმუშავებ ძიძად,ვცხოვრობ დიღმის მასივში

Posted by: *MeloMani* 24 Apr 2017, 19:20
ცოტა ზემოთ დავწერე ძიძაზე და დამავიწყდა მიმეთითებინა სამუშაო საათები:
დილის 9დან 5მდე.

Posted by: niseti 25 Apr 2017, 15:45
ახლობელი ეძებს ძიძას წლინახევრის ბავშვისთვის. ცხოვრობს ვერაზე ფილარმონიასთან შანიძის ქუჩაზე. გადაიხდის 400 ლარს გრაფიკი დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე.

Posted by: nataaa 25 Apr 2017, 15:49
ვიმუშავებდიიი, ოღონდ ზაფხულშიც თუ აწყობს ძიძა, შემეხმიანოს თუ სურვილი ექნებაა

Posted by: Future_mom 27 Apr 2017, 21:20
3 თვის ბავშვისთვის ვეძებ ძიძას, ივლისიდან, ვინმე თუ გაუწევთ რეკომენდაციას ვისაც ამ ასაკის ბავშვთან გამოცდილება ექნება. სახლის საქმე არ ეხება,მხოლოდ ბავშვი, გრაფიკი თავისუფალი. რამე რო იყოს ათასში ერთხელ ღამეც რო დარჩეს. ენერგიული გოგო მინდა 35-50 წლამდე. 400-500 ლარის ფარგლებში

Posted by: delphin 4 May 2017, 16:39
ვეძებ ძიძას სექტემბრის დასაწყისიდან, კვირაში 6 დღე, დილის 9-დან საღამოს 8-მდე, საჭიროების შემთხვევაში ღამეც რომ დარჩეს ხოლმე, ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონი. თუ ვინმე გეგულებათ იქნებ მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.

Posted by: teklikie 25 May 2017, 08:48
გოგოებო აგვისტოდან თავისუფლდება ჩემი ძიძა, ძალიან ვენრვიულობ მინდა კარგ ოჯახში მოხვდეს.8 თვინდა ზრდის ჩემ შვილს. ახლა 3 წლის ხდება და ბაღში უნდა შევიყვანო.... ვისაც დაგაინტერესებთ მომწერეთ

Posted by: italiashka 25 May 2017, 11:42
teklikie
რა პირობებით მუშაობს? ანაზღაურებას რამდენს უხდით? მოგვიყევით თქვენი ძიძის შესახებ smile.gif
მე ოქტომბრიდან დამჭირდება, მაგრამ არც სექტემბრიდან ვიტყოდი უარს smile.gif)

Posted by: GvanTsa1212 25 May 2017, 15:49
italiashka
გოგო მე მყავს ერთი უმაგრესი კანდიდატი smile.gif
თამამად შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია და ვიცი, რომ სექტემბერში თავისუფლდება smile.gif
საღამოს დავურეკავ და გამოვკითხავ ყველაფერს smile.gif
შენ მანამდე მითხარი რა პირობებით გაწყობს ...

Posted by: italiashka 25 May 2017, 16:04
GvanTsa1212
გოგო კვირაში ხუთი დღე მჭირდება, დროები ზუსტად როგორ დამჭირდება, არ ვიცი ამ ეტაპზე, დამოკიდებულია სამსახურიდან რა დისტანციაზე ვიცხოვრებ (ოფისიც იცვლის ადგილმდებარეობაც და ბინაც, თუმცა ბინა საბურთალოს ტერიტორიას არ გასცდება).
სავარაუდოდ 9:30 დან 19:00 მდე, +- ნახევარი საათი.
ამ ეტაპზე, შეგიძლია გამირკვიო თვითონ რა პირობებით და რა ფასზე მუშაობს? smile.gif
მიშასთანაც უნდა გავიარო კონსულტაცია და ამიტომ ზუსტ პირობებს ვერ გეუბნები ეხლა.

Posted by: GvanTsa1212 25 May 2017, 16:21
italiashka
მე გავარკვევ ამას რა პირობები აქვს და მოგწერ საღამოს smile.gif

მე მყავს 09:30-19:30 კვირის დღეებში, შაბათს 10:30-14:00 ...
არაფერი არ ევალება ბავშვის მოვლის გარდა და ხელფასს ვაძლევ 450. 00 ლარს ...


Posted by: italiashka 25 May 2017, 16:31
GvanTsa1212
ოქროსგოგო ხარ <3

Posted by: teklikie 29 May 2017, 15:54
italiashka
გრაფიკი ასეთი აქვს 7:45 ზე მოდის დილით საღამოს 7 მდე. ანუ 11 საათია ჩემთან.მუხიანში ცხოვრობს ყავს დიდი შვილები 35 წლის და 30 წლისები და არსად ეჩქარება მოკლედ. მე ვუხდი 450 ლარს. 400 ლ;არს ვუხდიდი მაგრამ მერე ასე ადრე დამჭირდა დილით და დავუმატე, ძალიან საყვარელი და თბილი ქალია, ჩემი შვილს ბებიებზე მეტად უყვარს ძიძა და რავიცი ჩემი ოაჯხის წევრია იგივე. სახლში მეხმარება ხოლმე აქა იქ-უთო არ მჭერია ხელში რაც ეგ ჩვენი ძიძააა biggrin.gif


delphin
Future_mom
niseti
ბაღში მიმყავს და იმიტომ მიწევს დავემშვიდობო თორე არ გავუშვებდი არანაირად sad.gif ერთი პერიოდი აღარ დამჭირდა და მომზების ჯგუფში ვიღაცას ვურჩიე წაიყვანა თავისთან და სულ მადლობებს მიხდიდა. მოკლედ თუ დეტალები დაგაინტერესებთ მომწერეთ , მართლა ვენრვიულობ რომ დამშვიდობება მიწევს და მინდა კარგ ოჯახში მოხვდეს ძალიან

Posted by: soffia 1 Jun 2017, 11:33
გოგოებო ძალიან შავ დღეში ვარ. ჩემი ძიძა მიდის და მითხრა 1 თვით ადრე. ნუ ორ კვირიანი ძებნის შემდეგ ვიპოვნე სხვა ძიძა და შევიპირე, რომ დაიწყებდა 1 ივნისიდან მუშაობას. ხოდა ამ გოგომ გადამაგდო და მითხრა გუშინ რომ მაგდებს : ))) თუ ვინმე იცით სანდო ადამიანი ორშაბათიდანვე რომ შეძლოს გამოსვლა მომწერეთ ნომერი გთხოვთ. დიდ დიღომში ვცხოვრობ და ტერიტორიულად ახლოს დავეძებ : )))

Posted by: kozeta123 1 Jun 2017, 11:37
გამარჯობა იქნებ დამეხმაროთ კვირაში სამი დღით 2-დან 9 საათამდე რა ფასში შეიძლება ძიძა ვიპოვო?

Posted by: TamaraKO 8 Jun 2017, 14:07
7 წლის გოგონასთვის ვეძებთ გუვერნანტს ნახევარ განაკვეთზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ბავშვთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობების განხორციელება;
** მეცადინეობაში დახმარება;
** ბავშვის გასეირნება;
** ბავშვის სხვადასხვა წრეებზე ტარება;
** ბავშვისთვის სადილის მომზადება.

პირობები:

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 15:00-იდან 21:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
ანაზღაურება: თვეში 250-300 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია პედაგოგიური);
** პედაგოგად მუშაობის სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: guvernanti@outlook.com და გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ ინფორმაცია თქვენი განათლების, გამოცდილების, ასაკის და საცხოვრებელი ადგილის შესახებ. გთხოვთ ასევე დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი.

http://www.jobs.ge/143322/

Posted by: MGD 12 Jun 2017, 12:35
ავადმყოფის მომვლელს ეძებს ვინმე?
ძალიან კარგი ქალია, გამოცდილი, 591908349 მზია. უსერიოზულესი პაოცედურები შეუძლია ჩაუტაროს, ექთანი აღარ დაგჭირდებათ წამდაუწუმ, არც მეძვირეა, დაურეკეთ.

Posted by: tammmta1 12 Jun 2017, 13:05
MGD
ანაზღაურება? და სად ცხოვრობს?

Posted by: ThelicH 26 Jun 2017, 00:51
გამარჯობა, თემა არ გავხსენი აქ დავპოსტავ , აგიხსნით სიტუაციას
10-14 დღით გვინდა მე და ჩემს მეუღლეს 2 ბავშვთან ერტად ( 3 და 1 წლის ) წასვლა ზღვაზე, ახალგაზრდები ვართ ჩვენც ცოტა დასვენება გვინდა, ამიტომ ვფიქრობ თუ არსებობს ესეთი სერვისი როგორც ძიძა წამოგვყვეს ჩვენთან ერთად დაისვენოს და თან ბავშვებზე დაგვეხმაროს , მთლად არ ვაპირებთ მივუგდოთ ბავშვები და ჩვენ ვიგულაოთ მაგრამ უფრო საღამოს საათებში გვჭირდება 3-4 საათით მარტომ დაიტოვოს. ხოდა ესეთი თემები მოსულა? )) ან ვიფიქრე იქ ადგილზე ხოარ ვიპოვო ვინმე ქალი სავარაუდოდ ურეკში წავალთ..
პ.ს ჩვენი ძიძა ვერ მიგვყავს შვებულებაში გადის მაგ დროს
პ.პ.ს არ გვყავს ნათესავისებვირი ვინმე წავიყვანოთ ))

Posted by: olanna 30 Jun 2017, 10:46
ThelicH ანაზღაურებას რას ფიქრობთ?? ჩემი ძიძა მითავისუფლდება, ბაღში ვუშვებ სექტემბრიდან და ზაფხულშიც არ დამჭირდება,ბებოს მიყავს დასასვენებლად. 52 წლის ქალია, რუსულენოვანი,მაგრამ ქართულად კარგად ლაპარაკობს, დიდი შვილები ყავს, ამიტომ წამოსვლის პრობლემა არა აქვს ზოგადად, სანამ ახალ ოჯახს ნახავს, მგონი შეძლებს წამოყოლას.




Posted by: ver_gamigeb 30 Jun 2017, 13:18
ისანში ვის გეგულებათ ძიძა?
ორთაჭალაც მაწყობს smile.gif

Posted by: italiashka 3 Jul 2017, 17:06
გოგოებო, ვინმეს თუ გყოლიათ ძიძა ნახევარი განაკვეთით? ან თუ იცით, ფასი როგორ არის?
5 თვის იქნება რომ დამჭირდება.
ანუ კვირაში 4 დღე 5 საათით. სულ გამოდის 20 საათი სამუშაო კვირაში...

Posted by: teklikie 4 Jul 2017, 09:29
italiashka
ალბათ 250-300 ლარი მაინც უნდა მისცე არა???

Posted by: teklikie 20 Jul 2017, 15:18
გოგოებო ბავშვი ბაღში მიმყავს და ჩემი ძიძა ტავისუფალია აგვისტოდან უკვე და ვისაც გინდა შემეხმიანეთ არ ინანებთ smile.gif

Posted by: ver_gamigeb 20 Jul 2017, 15:51
teklikie

სად ცხოვრობს?

Posted by: teklikie 20 Jul 2017, 16:28
ver_gamigeb
მუხიანში........

Posted by: ninoeqimi 23 Jul 2017, 15:54
teklikie
თქვენი ძიძა გამომიგზავნეთ< თუ უწევთ რეკომენდაციას.,..

Posted by: პითონი 24 Jul 2017, 16:50
გამარჯობათ

რუსთავში ან თბილისში ვის გინდათ ძიძა?

წესიერი ქალია
განათლებული
შეუძლია ბავშვების მეცადინეობა და კარგად აღზრდა(სახლის დალაგებაც)
აღზრდილი ყავს 1 ოჯახის 3 ბავშვი



Posted by: TamaraKO 24 Jul 2017, 17:32
პითონი
მე ვეძებ ძიძა/დამხმარეს 7 წლის გოგონასთვის თბილისში, საბურთალოზე. იქნებ დამაკავშიროთ.


teklikie
olanna
იქნებ თქვენც დამაკვშიროთ თქვენი ძიძები, თუ კვლავ თავისუფლები არიან.

Posted by: პითონი 24 Jul 2017, 19:22
TamaraKO
მოგწერეთ

Posted by: Frankens†ein 2 Aug 2017, 16:52
მოგესალმებით,
ერთი თვით მჭირდება ძიძა.
2 წლის ბავშვისთვის.
საკმაოდ რთული ბავშვია, უცხოებთან არ უყვარს კონტაქტი, არ უყვარს დაბანა, ჩაცმა.
ჭამითაც მაშინ ჭამს, როცა ხასიათზეა, მხოლოდ წიწიბურას, სტაფილოს და კიტრს smile.gif
ლაპარაკითაც ვერ ლაპარაკობს, აშშ-ში იზრდება, ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებთან აქვს შეხება და ვერც ერთზე ვერ ლაპარაკობს smile.gif
მოკლედ, მაგარი შარია biggrin.gif
მაქვს შანსი ძიძის პოვნის?
დილიდან საღამომდე არა, დღეში რამდენიმე საათი.
არის რამე სააგენტოები?
დაუმორჩილებლობის გამო ბავშვი რო მიტყიპონ მამაპაპურად, არ მინდა smile.gif
არადა მგონი საჭიროა ეგ აღზრდისას biggrin.gif

Posted by: Female User 2 Aug 2017, 22:33
ვისაც ძიძა გყავთ, თუ გიყენიათ კამერები? ისე რომ იცოდეს რა თქმა უნდა

Posted by: Frankens†ein 3 Aug 2017, 13:04
QUOTE (Frankens†ein @ 2 Aug 2017, 16:52 )
მოგესალმებით,
ერთი თვით მჭირდება ძიძა.
2 წლის ბავშვისთვის.
საკმაოდ რთული ბავშვია, უცხოებთან არ უყვარს კონტაქტი, არ უყვარს დაბანა, ჩაცმა.
ჭამითაც მაშინ ჭამს, როცა ხასიათზეა, მხოლოდ წიწიბურას, სტაფილოს და კიტრს smile.gif
ლაპარაკითაც ვერ ლაპარაკობს, აშშ-ში იზრდება, ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებთან აქვს შეხება და ვერც ერთზე ვერ ლაპარაკობს smile.gif
მოკლედ, მაგარი შარია biggrin.gif
მაქვს შანსი ძიძის პოვნის?
დილიდან საღამომდე არა, დღეში რამდენიმე საათი.
არის რამე სააგენტოები?
დაუმორჩილებლობის გამო ბავშვი რო მიტყიპონ მამაპაპურად, არ მინდა smile.gif
არადა მგონი საჭიროა ეგ აღზრდისას biggrin.gif

კაი ხო, მთლად ძიძა არ მინდა, დღეში 3-4 საათი რო დაიტოვოს smile.gif
ოღონდ სახლში არა, ბავშვთა გასართობ ცენტრში.
ბავშვი ირბენს, ითამაშებს და უბრალოდ ყურადღება რო მიაქციოს.
აჭამოს (სტაფილო ან კიტრი, სადილის მომზადება არაა საჭირო) და საჭიროების შემთხვევაში პამპერსი გამოუცვალოს.
ძალიან საყვარელი ბავშვია, თუ დაევასა ადამიანი ძაან ჯიგრულადაა : )) თუ არ დაევასა, შანსი არაა ჩაცმის, გამოცვლის, ჭამის...
ახალგაზრდები ევასება.
ჩვენთან არაა სტუდენტები საზაფხულო სამუშაოებს რო ეძებენ, შტატებში ეგრევე უამრავი მსურველი გამოჩნდებოდა.
იქნებ აქაც იყოს...


ეს ვიპოვე კაი გასართობი ცენტრი - თბილქიდსი.
ბავშვიც ერთობა და შენც ზიხარ წყნარად.

http://www.radikal.ru

Posted by: anuka2009 3 Aug 2017, 14:13
Frankens†ein
QUOTE

ეს ვიპოვე კაი გასართობი ცენტრი - თბილქიდსი.
ბავშვიც ერთობა და შყენც ზიხარ წყნარად.

ეგ სივრცე საერთოდ არ ნიავდება და სრული უჟანგბაფობაა

Posted by: Frankens†ein 3 Aug 2017, 14:17
QUOTE (anuka2009 @ 3 Aug 2017, 14:13 )
Frankens†ein
QUOTE

ეს ვიპოვე კაი გასართობი ცენტრი - თბილქიდსი.
ბავშვიც ერთობა და შყენც ზიხარ წყნარად.

ეგ სივრცე საერთოდ არ ნიავდება და სრული უჟანგბაფობაა

კონდიცირება არის.
აქ ვარ ეხლა და ვზივარ პუfში გრილად : )



კვირის ბოლოს მიმთავრდება შვებულება და მერე მჭირდება სამი კვირით ბავშვის გამრთობი და ყურადღების მიმქცევი, დღეში რამდენიმე საათით...



ძაან მაგარი რაღაც გავიგე <3
ბავშვის დატოვების სერვისიც ყოფილა : )
საათი - 5 ლარი

Posted by: shkola20 4 Aug 2017, 14:15
რამდენს გადაიხდით საათში მომწერეთ რამდენი საატი გინდატ და სად ცხვრობთ

Posted by: Winnie 11 Aug 2017, 01:43
გამარჯობა. გადავწყვიტე ძიძობას მივყო ხელი. ყველაზე საყვარელი და მხიარული ურეკომენდაციო ძიძა ვარ ამქვეყნად. თუკი აღარ იცით, როგორ გაუმკლავდეთ ან სად დაემალოთ თქვენს ბავშვებს, თქვენს სამსახურში მიგულეთ.^_^ არ ვცემ, არ ვაგინებ და სულში არ ვუფურთხებ პატარებს. ჩემი დევიზია:თამაში, თამაში და კიდევ ერთხელ თამაში. პამპერსის გამოცვლიდან დაწყებული და ზღაპრების კითხვით დამთავრებული ყველაფერი მეხერხება. biggrin.gif შემიძლია ინგლისური სიტყვებიც ვასწავლო. მოკლედ, თუ დაინტერესდით, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.:დ

Posted by: tin10nio 11 Aug 2017, 01:55
Winnie
ძიძის საშუალება რომ მქონდეს ,აუცილებლად განგიხილავდი smile.gif პოსტიდან დავინახე გულწრფელობა ,არვიცი smile.gif

Posted by: Anin 11 Aug 2017, 02:51
Winnie
ეს ამ ფორუმის ჯგუფია და ეძებდნენ ძიძას გოგოები
https://m.facebook.com/?_rdr#~!/groups/1121456547972613?tsid=0.6334038225950185&source=result

Posted by: giogrigolia 13 Aug 2017, 10:00
ვეძებ ძიძას, მოსავლელია 1 თვის გიგი smile.gif) უპრეტენზიო და არამტირალა smile.gif , ძიძა მესაჭიროება ნახევარ განაკვეთზე, ტერიტორია დიდი დიღომი, თუ მირჩევთ ვინმეს ან ვინმე თუ ხართ ვისაც გსურთ დასაქმება, 591979690 გიორგი.

Posted by: mkgnmc 13 Aug 2017, 19:39
გამარჯობა!
მომავალი წლიდან დამჭირდება ძიძა ახალშობილისთვის საბურთალოზე. თუ ვინმე ამ პერიოდში უშვებთ ძიძას, რომელიც მოგწონთ და თავისუფლად გაუწევთ რეკომენდაციას, გთხოვთ შემეხმიანოთ და დამაკავშიროთ თქვენ ძიძას.
მადლობა წინასწარ!

Posted by: -anano- 14 Aug 2017, 12:31
გოგოებო ძიძის ფასები დაახლოებით როგორ არის ? აი მაგალითად 1 თვის ბავშვი რო დავუტოვო დილის 10 დან საღამოს 6 საათამდე .

Posted by: Spin 14 Aug 2017, 13:34
QUOTE (-anano- @ 14 Aug 2017, 12:31 )
გოგოებო ძიძის ფასები დაახლოებით როგორ არის ? აი მაგალითად 1 თვის ბავშვი რო დავუტოვო დილის 10 დან საღამოს 6 საათამდე .

დამოკიდებულია უბანზე , სამუშაო საათებზე, ბავშვების რაოდენობაზე.

თბილისში 400-600 ლარი საშუალოდ.

Posted by: delphin 16 Aug 2017, 17:21
ჩვილი ბავშვითვის ვეძებ ძიძას სექტემბრიდან, თუ ვინმეს რამე შემოთავაზება გაქვთ, შემეხმიანეთ, მადლობა წინასწარ

Posted by: lavie882 21 Aug 2017, 16:17
user posted image
user posted image

გოგოებო ჩემი ძიძის ისტორიით თავს ვერ შეგაწყენთ , ისედაც მთელი დღე მოვუნდები მოყოლას, საბოლოოდ ესე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა, ბავშვმა მდუღარე ყავა გადაისხა, ყველას შეიძლება დაგვემართოს პრინციპით ხმა არ ამომიღია და ბავშვს გეფიცებით სიტყვა არ მითქვამს ... ეხლა რა ხდება მარტში მივიღეთ ბავშვის ბაღში მიყვანის გადაწყვეტილება , ძიძის გაგონება აღარ მინდოდა :/
... სექტემბრიდან ჩემი ბიჭი 1.4 თვის მიდის ანბანელაში, ყველა მეუბნება რომ ბავშვი ერთი კვირა ივლის ბაღში 2 კვირა ავად მეყოლება , მჭირდება ადამიანი ვინც ეგეთ დღეებში დამეხმარებაა, ალბათ უფრო დიასახლისები დაინტერესდებიან ვისაც მუდმივი სამსახური არ აწყობს ,ან არ უნდა და დამატებითი შემოსავალი არ აწყენს . მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის მოვლაზე , გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე იზრუნებს ...
20 სექტემბრიდან მჭირდება 50 წლამდე აქტიური ,კომუნიკაბელური, მხიარული , მშვიდი ნერვების მქონე, მოწესრიგებული და ა.შ დამხმარე, რომელიც როცა ბავშვი ავად გახდება ან დამჭირდება ივლის დღიურად 08:00 სთ -დან 19:00 სთ-მდე , დღიურად გადავუხდი 20 ლარს .
თუ მექნა შემთხვევა და დღე-ღამე დამჭირდა გადავუხდი 40 ლარს ....
დამჭირდება თუ არა თვეში მაინც მივცემ 100 ლარს...
ვცხოვრობ დინამოსთან , აუცილებლად გაითვალისწინეთ , რომ მყავს უსაყვარლესი ძაღლი , კანე კორსო , არ საჭიროებს მოვლას, აბსოლიტურად არაფერს უბრალოდ იქნება სახლში.
იქნებ დამეხმაროთ , ძალიან ვნერვიულობ ჩემი გადატანილი ამბების შემდეგ ისევ დამხმარის პოვნას sad.gif .....


Winnie

თავისუფალი ხარ? არასტაბილური სამსახური თუ გაწყობს ????

Posted by: fleurs 21 Aug 2017, 16:54
lavie882
ყველას შეიძლება დაემართოს ,მაგრამ მე გამართლებას ვერ მოვუნახავდი.ყავას როცა ვსვამ საერთოდ არ მყავს ახლომახლო ჟული ან უკვე ნახევრად ცივს ვსვამ. ეხლა როგორაა ბავშვი დააჩდა დამწვარი? ვირუსებზეც ვერ გაიგებ ჩემი გოგო აქ 7 თვიდან დადის ბაგაში და არასდროს არაფერი არ შეგვყრია. ერთხელ გვქონდა მხოლოდ ენტეროვირუსი ერთი დღით. ერთი წლის მანძილზე არცერთი დღე გაცდენა. ჩვებულება დამიმთავდა და დღეს წავიდა 3 კვირის შემდეგ და იტირა პირველად რაც ბაღში დადის,ეტყობა გადაეჩვია

Posted by: luxus35 22 Aug 2017, 13:53
lavie882
შემომაკვდებოდა შენი ძიძა, არასწორად მოიქეცი არაფერი თუ არ გითქვამს.. დამშვიდდი, ჩემს მეგობარს დაყავს ბავშვი 1.9 თვის ბაღში, ავად ჯერ არ ყოლია

Posted by: Winnie 23 Aug 2017, 02:53
lavie882
გამარჯობა. თავისუფალი ვარ.^_^ ბოდიში, გვიან რომ გპასუხობთ.

Posted by: tamunia_ch 23 Aug 2017, 14:19
ვეძებ ძიძას არასრული გრაფიკით 3 წლის ბიჭისთვის.

სექტემბრიდან ბაღში იწყებს სიარულს და როცა ბაღში არ ივლის მაგ შემთხვევაში მოუწევს ძიძას მთელი დღე მასთან ყოფნა, ხოლო როცა ბაღში იქნება, მხოლოდ საღამოს 5-6 საათიდან უნდა გამოიყვანოს და 8-ის ნახევრამდე იყოს სახლში სანამ მე არ მოვალ სამსახურიდან.
მოვალეობა სტანდარტული რაც ბავშვს ეხება.

ხელფასი შეთანხმებით.
ტერიტორია თემქა.

თუ ვინმეს გაუწევთ რეკომენდაციას ან თავად დაინტერესდებით მომწერეთ.

* * *
teklikie
მე მაწყობს მუხიანელი ძიძა და თუ უკვე არ უშოვნია სამსახური, ჩემი პირობები მაღლა წერია და ან მისი ნომერი მომწერე პირადში ან მე მოგწერ და დამიკავშირდეს.

Posted by: happy-go-lucky 23 Aug 2017, 14:58
QUOTE (luxus35 @ 22 Aug 2017, 13:53 )
lavie882
შემომაკვდებოდა შენი ძიძა, არასწორად მოიქეცი არაფერი თუ არ გითქვამს.. დამშვიდდი, ჩემს მეგობარს დაყავს ბავშვი 1.9 თვის ბაღში, ავად ჯერ არ ყოლია

მეც იგივეს ვიტყოდი, მაგრამ, როცა შენ გეხება საქმე რთული ყოფილა ძალიან.

მე ჩემს მაგალითზე, ჩემს ძიძას სიეტები მოვუთმინე, დღემდე მიკვირს როგორ ვუთმენდი. და საერთოდ ვერ ვპატიობ საკუთარ თავს რომ არ გავუშვი თავის დროზე.

ძაან სენსიტიურია საკითხია რა sad.gif

Posted by: tweety86 24 Aug 2017, 11:46
გოგოებო, ჩემს უბანში ძიძას დაყავს 4 წლის გოგო
მარტო ჩემს თვალწინ 2 ჯერ საქანელიდან გადმოვარდა და ერთხელ ეტლიდან რაც საბოლოოდ შუბლზე დადებული ნაკერით დასრულდა

დავიჯერო დედა ვერ ამჩნევს? sad.gif


Posted by: პითონი 25 Aug 2017, 09:11
გჭირდებათ ვინმეს გამოცდილი და განათლებული ძიძა?
შეუძლია ამეცადინოს ბავშვი და ა.შ

Posted by: teklikie 25 Aug 2017, 10:05
tamunia_ch
შვილიშვილი შეეძინა და აღარ ვაპირებ მუშაობასო სამწუხაროდ

Posted by: kapela_nino 25 Aug 2017, 16:48
Vedzeb dzidzas 1 wlis bavshvistvis. 9saatidan 6:30- 7 saatamde . Tavisuflebis metrostan axlos. Orshabati-paraskevi. Vibmes gauwevt rekomendacias? Miaxloebit ramdens moitxovs xelfass?

Posted by: Anata 25 Aug 2017, 19:48
გოგოებო, ვეძებ 50 წლამდე ძიძას 2 წლის ბავშვისთვის, ტერიტორიულად ორთაჭალაში. სამუშაო დღეები - ორშაბათი-პარასკევი.

Posted by: shkola20 31 Aug 2017, 16:09
ziza visac gjirdebat momweret piradsi sektembridan bagshi mivdivart

Posted by: mata4 5 Sep 2017, 09:20
გამარჯობათ გოგოებო. ვისაც სურს ძიძა საათობრივი, გლდანის ან მუხიანის ტერიტორიაზე ან საოჯახო საქმეში დახმარება , 50 წლის არამწეველი და სწრაფი ქალია.

Posted by: tamunia_ch 5 Sep 2017, 13:05
mata4
QUOTE
გამარჯობათ გოგოებო. ვისაც სურს ძიძა საათობრივი, გლდანის ან მუხიანის ტერიტორიაზე ან საოჯახო საქმეში დახმარება , 50 წლის არამწეველი და სწრაფი ქალია.

მე ვეძებ ეგეთ ძიძას. მომწერე ტელეფონი პირადში.
ვცხოვრობ თემქის ტერიტორიაზე.

Posted by: justdoit 11 Sep 2017, 23:05
გამარჯობათ მეგობეებო !

ვეძებთ ძიძას იყოს ახალგაზრდა და ენერგიული.... მისართი ვაკეში ბაგებში ბავშვი 3 წლის ბიჭია

Posted by: otari-1988 27 Sep 2017, 20:14
ვაშლიჯვარში ვცხოვრობ ძიძა მჭირდება 5 წლის ბავშვისთვის და თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება გთხოვთ გამომეხმაუროთ.

Posted by: soffia 29 Sep 2017, 13:53
ჩემი ძიძა აი არაფერს ასწავლის ბავშვს, სულ გაქცევაზეა. ადრე თუ მივალ ეგრევე იცვამს და მიდის სახლში. იქნებ მჭირდება? იქნებ სახლში საჭმლის გაკეთება მინდა მოვასწრო (მარტო მე და ქმარი ვცხოვრობთ). გარდა ამისა, არც ბავშვის ტანსაცმელს აუთოვებს, და არც ფენს (ბავშვისას რათქმაუნდა). სახლის საქმეებს ნამდვილად არ ვავალებ და არც მაქვს პრეტენზია. მოკლედ ძალიან საგონებელში ვარ sad.gif ჰო, კიდე ტელევიზორს აყურებინებს აშკარად ბევრს. გავაფრთხილე მანამდე ბევრჯერ, მაგრამ თხოვნით და არა შენიშვნის ტონით. როგორც ჩანს არ აღმიქვამს სერიოზულად. ბავშვი ნამდვილად უყვარს, პიროვნულად ცუდი ქალი არაა, მაგრამ ეს ზევით ჩამოთვლილი ძალიან მადარდებს. 1,3 წლის ბავშვისთვის კერძო ბაღი როგორი ალტერნატივა იქნება თქვენი აზრით?

Posted by: north 29 Sep 2017, 14:01
soffia
იქნებ ძიძა გამოცვალო? ყველაფერი უნდა გააკეთოს რაზეც შეთანხმდით და პლიუს შენი აზრიც გაითვალისწინოს ბავშვის აღზრდისას. მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა და მაგიტომ გეუბნები, არ ღირს დატოვება. შენ ხომ ფულს იმაში არ უხდი რომ კარგი ადამიანია, იმიტომ აიყვანე რომ კონკრეტულ საქმეებში კონკრეტული დახმარება გჭირდება.

Posted by: soffia 2 Oct 2017, 13:45
north
ბავშვის ფსიქიკაზეც მეფიქრება, არ მინდა დამატებითი სტრესი ქონდეს. ერთი სული მაქვს ბაღის (2-3 წლამდე) როდის მივა, რომ ამოვისუნთქო.

Posted by: sabanika 4 Oct 2017, 13:21
გოგოებო, გათავისუფლდა ჩემი ბავშვის ძიძა, ჩემი გოგო 5 წლის გახდა და შევიყვანე ბაღში, არის რუსულენოვანი, თუმცა ქართულადაც საუბრობს, ძალიან წესიერი და პატიოსანი, ეკლესიური ქალბატონია, ბავშვს ბევრ რამეს ასწავლს, სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი. ტელ: 599 296939 ნატა. უკმაყოფილო არ დარჩებით. ჩემს შვილს ორივე ენა ესმოდა სრულყოფილად.

Posted by: datooc 8 Oct 2017, 22:19
ძიძას ვინც ეძებთ, მომწერეთ დაგაკავშირებთ

Posted by: sაlოmეa 8 Oct 2017, 22:27
sabanika
რამდენს უხდიდით თუ საიდუმლო არაა?
და რა ასაკისაა ქალბატონი?

Posted by: MARIMARI123 8 Oct 2017, 23:19
sაlოmეa
სალო ძიძას ეძებ?smile.gif
..........

Posted by: Female User 9 Oct 2017, 00:28
sabanika
ეკლესიური რომ არ იყოს აუცილებლად დავინტერესდებოდი. ხომ არ იცით ვინმე ეგეთი ოღონდ არაეკლესიური?

Posted by: luxus35 9 Oct 2017, 11:43
Female User
რატომ უსვამ ხაზს ასე ამ არაეკლესიურობას ან ეკლესიურობას ვერ გავიგე - არადა საღად მიაზროვნე და სასიამოვნო ტიპი ჩანხარ შენი პოსტებიდან

Posted by: Female User 9 Oct 2017, 11:55
luxus35
მადლობა პოზიტივისთვის პირველ რიგში.
როგორც პოსტში იყო ხაზგასმული ეკლესიურობა, ისე გავუსვი მეც. თავის სახლში ვინც რა უნდა ის ქნას, მაგრამ ჩემთან ძიძობის დასაწყებად უპირატესობად ვინმე თუ მაგას ჩაითვლის, ჩემთვის ეგეთი კანდიდატურა მიუღებელი იქნება. თვითონვე უსვამს ხაზს, თორემ ძიძის გასაუბრებაზე აზრადაც არ მომივა და არც ვაკადრებ ვინმეს მაგის კითხვას. რა ჩემი საქმეა

Posted by: luxus35 9 Oct 2017, 12:17
Female User
გასაგებია.. მეც რომ სახლში მივიდე და ჩემი შვილი და ძიძა დამხობილი ლოცვისას დავინახო არ მესიამოვნება, მარა ამასთანავე ჩემს შვილს ვინმე საბავშვო ბიბლიას თუ წაუკითხავს მივესალმები. არ მიყვარს არაფერში რადიკალიზმი. ბევრისთვის ეკლესიურობა კარგის რწმენასთან და კარგ ადამიანობასთან ასოცირდება და ამიტომ გაუსვა ხაზი

Posted by: Neno_ 9 Oct 2017, 12:34
QUOTE
როგორც პოსტში იყო ხაზგასმული ეკლესიურობა, ისე გავუსვი მეც. თავის სახლში ვინც რა უნდა ის ქნას, მაგრამ ჩემთან ძიძობის დასაწყებად უპირატესობად ვინმე თუ მაგას ჩაითვლის, ჩემთვის ეგეთი კანდიდატურა მიუღებელი იქნება. თვითონვე უსვამს ხაზს, თორემ ძიძის გასაუბრებაზე აზრადაც არ მომივა და არც ვაკადრებ ვინმეს მაგის კითხვას. რა ჩემი საქმეა

ვეთანხმები გამომსვლელს biggrin.gif

ეგრევე წითელი ენთება "განცხადებებს", სადაც ხაზს უსვამენ, რომ ძიძა ძალიან ეკლესიური ქალია biggrin.gif მაგის ხაზგასმა ჩემთვის უარყოფითი დახასიათებაა - მომენტალურად ეგრე აღიქმება ჩემი ფსიქიკის მიერ.. სხვისი მორწმუნეობის დონე რა ხაზგასასმელია, ან რა შუშია ძიძობასთან.. რაღაც ბუდეა თითქოს, რაღაც სხვა ნაკლის კომპენსირება (ჩემში ეგეთი ასოციაციები მოდის)? rolleyes.gif no.gif

Posted by: .ნინო 10 Oct 2017, 07:39
Female User
Neno_

იმის მიუხედავად, რომ მე თავად ვარ ეკლესიის წევრი და მივესალმები, თუ ჩემს შვილს ძიძაც ასეთი ეყოლება, 100% გეთანხმებით ორივეს.

როგორც კი ადამიანი იმის ხაზგასმას იწყებს, რომ ეკლესიურად ცხოვრობს, ეგრევე უსიამოვნო გრძნობა მრჩება. მგონია, რომ სხვა დადებითი არაფერი აქვს...

თანაც ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეკლესია წმინდანთა შესაკრებელია და რაკი იქ დადის აუცილებლად სუფთა, მომთმენი და თანამედროვე აზროვნების ადამიანი იქნება...

Posted by: Mananaiko 10 Oct 2017, 14:18
გამარჯობა.ვეძებ დამხმარე ქალბატონს ჩემი 6 თვის თვალციმციმა ანანოსთვის.სახლში ჩემთან ერთად მოუწევს ყოფნა,უბრალოდ სანამ მე ვიმუშავებ ან ცოტას დავისვენებ(სამაგისტროს ვწერ და თან ვმუშაობ სახლიდან),ის ბავშვს გაართობს და ეთამაშება.სახლში სხვა არაფერი ევალება.ნუ თუ ცეცხლი წამეკიდება რო მომასხას წყალი biggrin.gif კვირაში დაახლოებით 5 დღე დამჭირდება.დილის 10 საათიდან საღამოს 6 მდე.ფასზე შევთანხმდებითsmile.gif)

Posted by: tako_tako1983 18 Oct 2017, 15:42
ძალიან დიდი ხანია ფორუმის სტუმარი ვარ. არ ყოფილა საკითხი, რაზეც პასუხი არ მიმეღოს აქ ამა თუ იმ განყოფილებაში, მაგრამ აი დარეგისტრირება ძიძასთან დაკავშირებული სირთულის გამო გავბედე smile.gif ბავშვი მიმყავს ბაღში იანვრიდან და მინდა ქალი ალბათ უფრო დამხმარე კვირაში სამი დღე ნახევარი დღით (4 საათიდან 8 საათამდე), რომ მოვიდეს, სადილი გააკეთოს, დაუთოოს და სახლი მიალაგოს (ზედაპირულად) და ბავშვები (1,8 თვის და 4 წლის დამჯერი გოგოები) დაიტოვოს მთელი დღითმხოლოდ მაშინ, როცა ავად გახდებიან. ესეთი სერვისით ვინმეს ხომ არ გისარგებლიათ ან ვინმე ხომ არ მოგეპოვებათ ამ პირობებს დასთანხმდეს ტერიტორიულად ორთაჭალაში 250-300 ლარად.

Posted by: VeronikaNikita 22 Oct 2017, 01:46
Gamarjoba, vedzeb dzidzas , ianvridan damchirdeba, bavshvebi tyupi gogoebi gachndebian tebervalshi, sadgegamiso , dasveneba kvira dge. shesabamisi anazgaurebit. Aucileblad gamocdili. Asaki 40_55 clamde, sasurvelia rom rusuli ena esmodes

Posted by: TamaraKO 23 Oct 2017, 11:56
QUOTE (sabanika @ 4 Oct 2017, 13:21 )
გოგოებო, გათავისუფლდა ჩემი ბავშვის ძიძა, ჩემი გოგო 5 წლის გახდა და შევიყვანე ბაღში, არის რუსულენოვანი, თუმცა ქართულადაც საუბრობს, ძალიან წესიერი და პატიოსანი, ეკლესიური ქალბატონია, ბავშვს ბევრ რამეს ასწავლს, სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი. ტელ: 599 296939 ნატა. უკმაყოფილო არ დარჩებით. ჩემს შვილს ორივე ენა ესმოდა სრულყოფილად.

იქნებ თქვენი ძიძის საკონტაქტო ინფორმაცია მომწეროთ. გმადლობთ წინასწარ.

Posted by: freecooler 29 Oct 2017, 22:31
ძიძას ვეძებ (ძმაკაცმა მთხოვა), უნდა შვილებისთვის 5 და 7 წლის, საბურთალოზე, რუსული-ქართულის ცოდნით ძიძა დილიდან 9-დან 8-მდე საღამომდე ყოველდღე, 11 ნოემბრამდე. ვინმემ თუ იცით ან უნდა მომწერეთ პმ-ში...საჩქაროა....გადაიხდიან..

Posted by: Katerina :-) 3 Nov 2017, 13:26
გამარჯობა, 9 თვის ბიჭოსთვის ვეძებ სანდო, გაწონასწორებულ და ენერგიულ ძიძას, კვირაში 4-ჯერ, 10-6 საათამდე მდე, ვცხოვრობთ ვერაზე. ფასზე თავად მოველაპარაკები :-)

Posted by: irakli1901 8 Nov 2017, 21:30
ძიძა თუ ვინმეს გჭირდებათ დამიკავშირდით 599040254. ოჯახის ერთერთ წევრს, სადაც ეს ქალბატონი მუშაობდა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ამიტომ ვერ გააგრძელეს მისი დასაქმება. არის ძალიან კარგი და მოწესრიგებული ადამიანი, კმაყოფილი დარჩებით. ასაკი 50 წლის.

Posted by: datooc 9 Nov 2017, 13:21
ვაკეში ძიძას თუ ეძებთ, მომწერეთ დაგაკავშირებთ, რუსულსაც ფლობს

Posted by: pepi grdzelicinda 13 Nov 2017, 18:31
გამარჯობა, დიდი დიღომში დამჭირდება ძიძა იანვრიდან ან თებერვლიდან, 4 თვის ბიჭისთვის, შაბათ-კვირის გარდა 9 დან 6 მდე, შუადღისით ერთი საათი შესვენებაზე მეც
მოვალ სახლში, ვარიანტები შემომთავაზეთ smile.gif

Posted by: fifqi29 23 Nov 2017, 19:56
გამარჯობათ,
ვეძებთ ძიძებს 4 თვის ტყუპებისთვის ნუცუბიძეზე.თუ ვინმეს შემომთავაზებთ კარგ და კეთილშობილ ადამიანს ძალიან გამახარებთ.ველოდები გამოხმაურებებს.

Posted by: _DelgadA_ 27 Nov 2017, 14:16
გამარჯობა, ვეძებ ძიძას 8 თვის გოგონასთვის, საბურთალოზე, შაბათ კვოროს გარდა, სახელმწიფო დასვენების დღეებში ექნენა დასვენება, 9დან 7ის ნახევრამდე. ვეძებ გაწონასწორეულ, ენერგიულ და მხიარულ ადამიანს 50 წლამდე. თუ ვინმე იცით შემეხმიანეთ

Posted by: tako_tako1983 7 Dec 2017, 16:40
QUOTE (irakli1901 @ 8 Nov 2017, 21:30 )
ძიძა თუ ვინმეს გჭირდებათ დამიკავშირდით 599040254. ოჯახის ერთერთ წევრს, სადაც ეს ქალბატონი მუშაობდა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ამიტომ ვერ გააგრძელეს მისი დასაქმება. არის ძალიან კარგი და მოწესრიგებული ადამიანი, კმაყოფილი დარჩებით. ასაკი 50 წლის.

თუ შეგიძლიათ დეტალები მომწეროთ მეილზე. მე მინდა ძიძა გოგოებისთვის. ძირითადი დრო ბაღში იქნებიან, მხოლოდ ავადმყოფობის დროს მოუწევს მოვლა. სხვა დროს მხოლოდ სახლის მიხედვა თავისუფალი გრაფიკით. დეტალები მომწერეთ

Posted by: tammmta1 7 Dec 2017, 16:46
ძიძა კვირის დღეებში საღამოს საათებში რომ ავიყვანო, 6-დან 8-მდე, ანუ ბაღიდან მოიყვანოს და ჩემს მისვლამდე მიხედოს, რამდენი უნდა გადავუხადო? ნუ, თუ ავად გახდა ბავშვი და მთელი დღე მოუწია მასთან ყოფნა, ცხადია, თანხას დავუმატებ.

Posted by: kekuna 8 Dec 2017, 11:55
გამარჯობა. ვეძებ ძიძას 1 წლის ბიჭისთვის. ნახევარ განაკვეთზე თავიდან, მერე შეიძლება სრულად დამჭირდეს. სასაურველია ვაშლიჯვარში, სოფელ დიღომში ან დიღმის მასივში მცხოვრები. ვინმეს ხომ არ გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: Winnie 15 Feb 2018, 20:42
კიდევ, ერთხელ დავპოსტავ.^_^

გამარჯობა. გადავწყვიტე ძიძობას მივყო ხელი. ყველაზე საყვარელი და მხიარული ურეკომენდაციო ძიძა ვარ ამქვეყნად. თუკი აღარ იცით, როგორ გაუმკლავდეთ ან სად დაემალოთ თქვენს ბავშვებს, თქვენს სამსახურში მიგულეთ.^_^ არ ვცემ, არ ვაგინებ და სულში არ ვუფურთხებ პატარებს. ჩემი დევიზია:თამაში, თამაში და კიდევ ერთხელ თამაში. პამპერსის გამოცვლიდან დაწყებული და ზღაპრების კითხვით დამთავრებული ყველაფერი მეხერხება. biggrin.gif შემიძლია ინგლისური სიტყვებიც ვასწავლო. მოკლედ, თუ დაინტერესდით, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.:დ

Posted by: ინდიგო 16 Feb 2018, 13:59
გამარჯობა, ვეძებ ძიძას ნუცუბიძის პლატოზე, 6 თვის ბიჭი იქნება მაისის ბოლოსთვის და მაგ დროიდან გვჭირდება, ორშბათი-პარასკევი, 10ის ნახევრიდან 8ის ნახევრამდე. თუ ვინმე გეგულებათ პირადში მომწერეთ

Posted by: (RED) 19 Feb 2018, 00:34
QUOTE (Winnie @ 15 Feb 2018, 20:42 )
კიდევ, ერთხელ დავპოსტავ.^_^

გამარჯობა. გადავწყვიტე ძიძობას მივყო ხელი. ყველაზე საყვარელი და მხიარული ურეკომენდაციო ძიძა ვარ ამქვეყნად. თუკი აღარ იცით, როგორ გაუმკლავდეთ ან სად დაემალოთ თქვენს ბავშვებს, თქვენს სამსახურში მიგულეთ.^_^ არ ვცემ, არ ვაგინებ და სულში არ ვუფურთხებ პატარებს. ჩემი დევიზია:თამაში, თამაში და კიდევ ერთხელ თამაში. პამპერსის გამოცვლიდან დაწყებული და ზღაპრების კითხვით დამთავრებული ყველაფერი მეხერხება. biggrin.gif შემიძლია ინგლისური სიტყვებიც ვასწავლო. მოკლედ, თუ დაინტერესდით, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.:დ

მე ვეძებ ძიძას, როგორ დაგიკავშირდეთ??

Posted by: PePe012 24 Apr 2018, 18:00
გამარჯობა ვინმეს თუ გყავთ მსგავსი პირობებით და რამდენს იხდით? 53 სკლლოდან რომ მოიყვანოს სახლში - 10 15 წუთის გზაა და ტანცარჯიშზე რომ წაიყვანოს და მოიყვანოს კვირაში 2 ჯერ.

არ ვიცი რამდენი უნდა შევთავაზო.
შესაძლებელია ინგლისური ენის სტუდენტი თუ იქნება კვირაში 2 ჯერ ინგლისურიც ამეცადინოს ან რომ მოვლენ სკოლიდან 5 დღიდან 2 დღე ტანვარჯკშზე წაიყვანოს და 3 დღე ამეცადინოს სკოლის გაკვეთილები, 1 კლსელი იქნება წელს.

Posted by: ჯი-ნია-ნი 24 Apr 2018, 19:05
გამარჯობა,

ვინმე თუ ეძებთ ძიძას, შემიძლია რეკომენდაცია გაგიწიოთ

Posted by: pleita 15 May 2018, 18:46
ძიძას ვეძებ 4 წლის ბიჭისთვის. ახალგაზრდას, გამართული მეტყველებით და ნორმალური ინტელექტით (რაც მეტი, მით უკეთესი)) საკვების მომზადება რომ შეეძლოს და მშვიდი ბუნება ჰქონდეს. საშიკო ძალიან უპრობლემო ადამიანია. უბრალოდ მჭირდება ვინმე, ვინც გაუწევს მეგობრობას. ზაფხულში რომ წამოგვყვეს დასასვენებლად. ხანდახან თბილისშიც, კვირაში ერთხელ საღამოს..

Posted by: ana.pertaia 29 May 2018, 15:10
გამოცდილი ძიძა თუ გჭირდებათ ვინმეს, დედაჩემის კანდიდატურას შემოგთავაზებთ.
ახლახან შეიყვანეს ბაღში მისი აღსაზრდელი და ამიტომ ეძებს სასწრაფოდ სამსახურს.
მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, 62 წლის ენერგიული, არამწეველი ქალბატონია. აქვს სამედიცინო განათლება (პროფესიით მედდა)
რუსული ენა იცის, შეუძლია პატარას მასაჟები გაუკეთოს (შესაბამისი კურსი აქვს გავლილი), ბავშვის საკვების მომზადებაც იცის რა თქმა უნდა smile.gif ლექსებსაც ასწავლის, ზღაპრებსაც წაუკითხავს, მთელი გულით უყვარს ბავშვები, მართლა ძალიან თბილი ადამიანია
სასურველ სამუშაო პირობებსაც მივაწერ აქვე.
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00-მდე 500-დან 600 ლარამდე.
სასურველია ვაკე-საბურთალოს ტერიტორია.
შეგიძლიათ ამ ნომერზე დაუკავშირდეთ: 574453092 გული

Posted by: Future_mom 9 Jun 2018, 19:13
სადღეღამისო ძიძას ხო არ ეძებთ ვინმე? ძალიან კარგ გოგოს შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. მხიარული, ენერგიული, ახალგაზრდა 35-40 წლამდეა, ზუსტად არ მახსოვს )) მუშაობის გამოცდილებით smile.gif

Posted by: italiashka 12 Jun 2018, 11:56
3 თვის წინ მქონდა საშინელი გამოცდილება ძიძასთან დაკავშირებით, უბრალოდ რატომღაც ვერ მოვიცალე და არც გამახსენდა აქ დაპოსტვა.
მინდა გაგიზიაროთ რომ მომავალში თქვენც ფრთხილად იყოთ.
ძიძის შეცვლა მოგვიწია ჩვენი პირველი ძიძის ოჯახის წევსირ ჯან. მდგომარეობის გამო.
იმის გამო რომ ბიუჯეტი შეზღუდული გვქონდა და თან გრაფიკიც არასტანდარტული იყო, ბევრმა სააგენტომ უარი გვითხრა და მოგვიწია ახლობელ-მეგობრებში გვეძებნა კანდიდატურა. ამას დავამატე ფბ ჯგუფებში პოსტები, საიდანაც ბევრი კანდიდატურა გამომეხმაურა.
ზოგი გასაუბრებაზეც არ მოვიდა და აღარც გამოჩნდა, რამდენიმე გასაუბრებაზე მოვიდა.
ზოგს მეტყველების პრობლემა ჰქონდა, ზოგს რა და ზოგს რა.
ზოგის FB პროფაილმა შემაშინა, ისეთი ფოტოები ედოთ და ა.შ.
გამოჩნდა ერთი კანდიდატი, რომლის სახელსაც შეგნებულად არ დავმალავ და გეტყვით: მაკა ამირანაშვილი (ნუ ფბ ზე ასე ეწერა).
პროფაილიც ნორმალური, ორი შვილი ყავს და მათთან ერთად გადაღებული ფოტოები ედო.
მოკლედ, მოვიდა მაკა, პოზიტიური, ნორმალურად მოსაუბრე და მოაზროვნე ქალი ჩანდა, 37 თუ 38 წლის იყო.
გრაფიკიც აწყობდა და როგორც გვითხრა, ახლოსაც ცხოვრობდა.
საცდელად 3 დღე გადავწყვიტეთ მოსულიყო და ძველ ძიძასთან ერთად ყოფილიყო, რომ ესწავლა ბავშვს რა და როდის სჭირდება.
წინასწარ იცოდა, რომ სახლში იქნებოდა ბებიაჩემი, რომელიც 85 წლისაა. მაგრამ მას ალბათ ეგონა რომ 85 წლის ქალი იქნებოდა ან ლოგინში მწოლიარე, ან არააქტიური მოხუცი რომელიც სულ ერთ ადგილას იჯდებოდა. რეალურად ბებო აქტიურია, ბაზარში დადის, სახლს უვლის, საჭმელს აკეთებს და ბავშვის მოვლაშიც კი ეხმარება ძიძას.
პირველ დღეს სახლში მეც ვიყავი და ცოტა კი გამიკვირდა, ბავშვზე ისეთ კითხვებს სვამდა, რომ 2 შვილის დედას არ უნდა გასჩენოდა ასეთი კითხვები.
სხვა დანარჩენი იდეალური იყო, ბავშვსაც მოსწონდა.
მეორე დღეს, როცა ძიძასთან ერთად მარტო დარჩა, საღამოს მწერს ფბ-ზე:
როგორც ჩანს მანდ ჩემი ადგილი არაა, ამიტომ ხვალ მოვალ და ჩემ ნივთებს წავიღებ.
გამოვშტერდი, ვერ მივხვდი რა მოხდა, მეორე დილით, ჩვენი ძველი ძიძა რომ მოვიდა, იმას მოვუყევი და მანაც ესეთი რამე მითხრა, გუშინ მარტო ვერ მოგიხელთეთ და დღეს ვაპირებდი მეთქვა, რომ მაკა ძალიან უცნაურ კითხვებს სვამდა და ცოტა შემეეჭვა მის პატიოსნებაშიო.
აღშფოთებულა, ეს ბებო ესეთი აქტიურია? მე მეგონა რომ არ იქნებოდა აქტიური და მეგონა რომ იწვებოდა.
დაინტერესდა, სახლში კაცები თუ გვყავდა.
სამსახურიდან სახლში ხშირად მოვდიოდით თუ არა (მაგ პერიოდში ჩემ ქმარს შვებულება ჰქონდა და რამდენჯერმე მივიდა იმ დღეს სახლში).
ძვირფას ნივთებს ან ფულს თუ ვინახავდით სახლში.
სახლისთვის ვიდეო გადაუღია და ვიღაცასთან გაუგზავნია.
ჩვენს ძიძას უთხრა, შვილები მეკითხებიან სად ვმუშობ და იქ ვგზავნიო.
იმდენად შემეშინდა, რომ ვერანაირი რეაგირება ვერ მოვახდინე, არ ვიცი, ალბათ ჯობდა რამე მეღონა.
მოკლედ, ფრთხილად იყავით, სახლში ქურდი ან მეძავი არ შემოუშვათ (მე მხოლოდ ეს ორი ვარიანტი მიტივტივდება თავში, ან უნდოდა რომ სახლიდან რამე მოეპარა და ჩვენი სახლი არ აღმოჩნდა კარგი "საკბილო", ან უნდოდა, რომ მიეძინებინა ბავშვი და სახლში ვინმე მოეყვანა, დამატებითი შემოსავლის მისაღებად)

Posted by: pearlgirl 12 Jun 2018, 11:59
italiashka
უიმე დედა ეს რა წავიკითხე eek.gif

Posted by: italiashka 12 Jun 2018, 12:03
pearlgirl
მეც შოკი მქონდა, მაკანკალებდა ნერვებისგან.
რეალურად, გამოსაცდელი პრეიოდი რომ გაივლიდა, პირადობა და ჯან. ცნობა უნდა მომეთხოვნა რომ მოეტანა, მაგრამ მაქამდეც ვერ მივედით...
კიდევ, კარგი, არ მოეწონა ჩვენი სახლი smile.gif))))))))

Posted by: teklikie 12 Jun 2018, 12:22
italiashka
ჯანმრთელობის ცნობას აქვს აზრი რო>? მიხვალ გამოგკითხავენ რა გაწუხებს ყველაფერზე ეტყვი რომ აარ გაწუხებს და გადაიხდი თანხას და მოგცემენ. მეც მყავდა "ეგეთი" ჩემი ძველი ძიძა ვერ ახერხებდა სიარულს და მოვიდა ერთი ელასტიკით ისეთით რომ წაიღუნებოდა ჩამდა 100 კგ-იან უკანალზე როგორ ეცვა წიტელი ტრუსი, მე თავიდნავე ვერ შევნიშნე იმიტომ რომ მერე იცვლიდა მე რომ მივდიოდი და თან მთელი დღე ტელეზე ლაპარკობდა ეხოში ბავშV სხვა უვლისო და უყურებსო ასე მითხრეს. მერე ავედევნე უკან და კი ვნახე 40 გრადუსში ბავშვი როგორ დაყავდა ტრასა ტრასა, მოკლედ იმის ტქმა მინდა რომ ეხოში კონტროლიც აუცილებელია და სახლშიც.ყველაზე ძვირფასს უნდა ანდო და კამერის 200 ლარი არავის გაგვყიდის. თუნდაც იცოდეს რომ აყენია

Posted by: italiashka 12 Jun 2018, 12:43
teklikie
ჩემთან მაგ მხრივ პრობლემა არაა. სახლში ბებო ყოველთვისაა და ძალიან ყურადღებიანია. ეზოშიც მიყვება. იდეაში ძიძასაც მაგრად ეხმარება, თან აკონტროლებს. ნუ ჯერ მესამე თვეა და ამ გოგოს წუნი არ მოეძებნება, წინა ძიძაც იდეალური იყო.
სახლში მარტო რომ რჩებოდეს, აუცილებლად კამერას დავაყენებდი, აუცილებლად
იმ მაკაზე მაგრად გადავრჩით.
ჯან.ცნობაზე გეთანხმები, არ აქვს აზრი. პირადობას უფრო აქვს აზრი, ზოგი ფრთხება მაგით, მისი პირადი მონაცემები რომ მექნებოდა smile.gif)

Posted by: Neno_ 12 Jun 2018, 12:47
QUOTE
პირადობა და ჯან. ცნობა უნდა მომეთხოვნა რომ მოეტანა

სხვათა შორის, მეც მაინტერესებს ამ საკითხზე თქვენი აზრი..

რამე სტანდარტი არსებობს ნეტა, რაც ვთქვათ ითვალისწინებს მაგალითად თუნდაც ბაღის ძიძის ვალდებულებას, რომ რეგულარულად წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა და რა ანალიზებია ყველაზე რეკომენდებული ასეთ დროს?
ერთი რაც ამ წუთს მახსენდება ესენია: აივი, ა-ბ-ც ჰეპატიტები და ტუბერკულოზი. სხვა რამე ხო არ მოგდით თავში, რა ინფექცია ან ვირუსი იქნება ბავშვისთვის სახიფათო და პრაქტიკულადაც გამართლებული რომ იყოს მათი მორიდება? ფორმალური ცნობები არ მაინტერესებს..

ძიძის აყვანის წინაშე თუ დავდექი სექტემბრიდან, ვფიქრობ, მოვთხოვო ჯან ცნობა (ჩემი დაფინანსებით, ვთქვათ)..

Posted by: italiashka 12 Jun 2018, 12:50
Neno_
სააგენტოები (ნორმალური) თვითონ სთხოვენ კანდიდატებს ჯან ცნობას, პირადობის მოწმობას, ნასამართლეობის ცნობას და კიდე რაღაცას, აღარ მახსოვს.
თუ ნაცნობობით აიყვან, მე ვთხოვდი შენ ადგილას. არაფერია მანდ "გასატეხი"

ესე მეც ეგ ინფექციები მახსენდება, მაგრამ უცხოეთში მიღებული სტანდარტები რომ ვნახოთ, ალბათ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ქართული ბაღების პრაქტიკა smile.gif

Posted by: fleurs 12 Jun 2018, 13:11
italiashka
მაგ საფრანგეთში განსაკუთრებულს არაფერს გვთხოვენ ,რომ დაიწყო ძიძად მუშაობა. 60 სთ სტაჟი ბაღში.ერთი კვირა ლექციის მოსმენა.პირველადი დახმარების ერთ დღიანი ლექციის მოსმენა. წელიწადში ერთხელ სამედიცინო შემოწმება წონა ,ზომა smile.gif ექიმი გეკითხება გტკივათ რამე? შენც პასუხობ არა smile.gif

Posted by: .ნინო 12 Jun 2018, 15:48
მეგობარი ეძებს ძიძას სექტემბრიდან. დაინტერესებული პირები შემეხმიანეთ.

Posted by: wuna 24 Aug 2018, 14:54
გოგოებო ერთმა ძალიან კარგმა ქალბატონმა მთხოვა გამეკითხა ძიძა ხომ არ სჭირდება ვუნმესო. მისი აღსაზრდელი უკვე დიდი გოგოა და ბაღში მიდის, ამიტომ ეძებს ახალ ადგილს
.
ზოგადად არ მიყვარს თავის გამოდება და ვინმეს გაპიარება მაგრამ მართლა კარგი ქალია. ისე უვლის ბავშვს როგორც საკუთარს. გამოცდილება აქვს. ნებისმიერი ასაკისას მოუვლის. 5 პატარა ჰყავს აღზრდილი. თბილი და ყურადღებიანი, ენერგიული ქალბატონია. არ უყვარს ჭორიკნობა და ეზოში სულ ბავშვზეა ორიენტირებული. ხასიათითაც გაწონასწორებული
თუ ვინმე დაინტერესდებით ნომერს მოგცემთ

Posted by: aktrisa 30 Aug 2018, 14:39
ძიძების სააგენტოს ენდობით?
.........

Posted by: north 30 Aug 2018, 19:29
T-mademoiselle
კი. ორი ძიძა ავიყვანე. ორივე გამომაგდგა. თუმცა, 100% გარანტია, რა თქმა უნდა, არ არსებობს, რომ ყველა ძიძა რომელიც სააგენტოში განცხადებას ავსებს კარგია. მე პირადად ჩერეზ ახლობელს ეგრე მერჩივნა.

Posted by: aktrisa 2 Sep 2018, 00:15
north
მადლობა პასუხისთვის.. ისე ძიძების სავალდებულო კურსებიც რო იყოს სერთიფიკატით კარგი იქნებოდა )))) ნაცნობობა ახლობლობას კი მირჩევნია

Posted by: ana.pertaia 6 Sep 2018, 23:57

* * *

* * *

* * *

* * *

Posted by: sofioge 21 Dec 2018, 21:56
გამარჯობათ, მეც ვეძებ ძიძას 5 თვის ნიკოლოზისთვის. ორშაბათი-პარასკევი 10დან-7მდე. ნუცუბიძის მე-3 ან მე-4 მიკროები გვემხრობა ტერიტორიულად.

Posted by: kekuna 12 Jan 2019, 10:22
ვეძებ ძიძას 2 წლის ბიჭისთვის. სასურველია დიდ დიღომში მაცხოვრებელი

Posted by: ლუქსუს 18 Jun 2019, 15:48
იყოს მაინც აქაც, რა იცი რა ხდება

ვეძებ ძიძას 9 თვის გოგოსთვის, კვირაში სამი დღე - 400 ლარი, დანარჩენი პირადში smile.gif

Posted by: sabanika 17 Jul 2019, 12:43
ვეძებ ძიძას სექტემბრიდან, 3 თვის გოგონასთვის, ყურადღებიან, გამოცდილ ქალბატონს. ტერიტორიულად ვერაზე, სასტუმრო საქართველოს უკან, სამუშაო გრაფიკი 09:30-19:00 ორშაბათი- შაბათი. ფასი შეთანხმებით. 577 495909

Posted by: nuci17-89 20 Jul 2019, 21:12
გამარჯობათ მაინტერესებს რა თანხა უნდა შევთავაზო ძიძას გრაფიკით 8 დან 4 მდე 4 თვის ტყუპებთან , მადლობა

Posted by: Furby 11 Aug 2019, 17:42
გამარჯობა, ვეძებთ ძიძას რუსთავში, სექტემბრიდან 4 თვის გოგონასთვის. ასევე მეორე ძიძას 6 თვის ბიჭისთვის. თუ ვინმე იცით და რეკომენდაციას გაუწევთ, დეტალებზე პირადად შეგვეხმიანეთ.

Posted by: Neno_ 21 Aug 2019, 12:53
ვეძებ ძიძას 1 წლის ბიჭისთვის..

ახალგაზრდას, გონიერს, კეთილს!

ვარკეთილში..

Posted by: Spin 21 Aug 2019, 13:38
ვეძებ ძიძას გრაფიკით 17:00-22:00 სთ.
ანაზღაურება 500 ლარი.

მადლობა

Posted by: zigfried 5 Sep 2019, 01:17
ფასები როგორ არის ჩერეზ სააგენტოებიდან იცით ვინმემ?

Posted by: sabanika 20 Sep 2019, 12:04
გათავისუფლდა ჩემი ძიძა, რუსულენოვანი, მორწმუნე, ძალიან კარგი ადამიანი, 50 წლის ქალბატონი, ვუწევ რეკომენდაციას, ტელ: 599 296939 ნატა

Posted by: takotatuli1989 4 Oct 2019, 15:25
გათავისუფლდა ჩემი ძიძა ოქტომბრის ბოლოდან, არის ძალიან ყურადღებიანი, სიამოვნებას იღებს ბავშვებთან ურთიერთობით, არის ყოჩაღი და არ ეზარება არაფერი არც გასეირნება ბავშვის, არც ახალ ახალი კერძების მოგონება ბავშვისთვის და ა.შ. არის 55 წლის და ცხოვრობს ვარკეთილში.

Posted by: pearlgirl 16 Oct 2019, 12:17
takotatuli1989
აუ აბა საკონტაქტო მომწერე პმ-ში?

Posted by: larakroft 16 Oct 2019, 17:38
ვეძებ მრავალშვილიან ოჯახს სადაც ენას ამოადგმევინებენ ჩემს სამი წლის შვილს.. ბაღში ხშირად მიცივდება და არ მინდა მიყვანა...

Posted by: teklikie 27 Oct 2019, 18:45
აუ დავიტანჯე ამ ძიძის ძებნით sad.gif

Posted by: larakroft 29 Oct 2019, 19:06
QUOTE (teklikie @ 27 Oct 2019, 18:45 )
აუ დავიტანჯე ამ ძიძის ძებნით sad.gif

და რატომ ვერ პოულობ რო??............ user.gif

Posted by: teklikie 31 Oct 2019, 14:59
larakroft
იმიტომ რონ კსეთები მოდიან გასაცნობად კარს რომ გავაღებ და დავინახავ ვხვდები უკვე და შანსი არაა ამას ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ვანდო

Posted by: shavi_kheli 4 Feb 2020, 21:29
.......
.........
..........................................

Posted by: tete- 13 Feb 2020, 16:45
ვისაც გაინტერესებთ ძიძა საათობრივად,გთხოვთ მიმართოთ smile.gif
https://www.facebook.com/%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-baby-110013747201991/?__tn__=kC-R&eid=ARA1xyP839T4qBcSWPCcFb34SrBlFawEOEm0xmQy2s6byyaLqViVYJxIcwjthUR2RY66b3Tslyijfn6Z&hc_ref=ARQBLlgS7WZMOqKzGg8sMrobxVNpGP7_u-blLY4gmSEdCMPKQeye8YhPQo4WBLbYOdU&fref=nf&__xts__[0]=68.ARDW0Wy3RMZKzh7P8eH9B7GySv-ziHeG-dICMQY7v3IyqZZ9YZVT24QRNvCSA6x8UXIz4QwW7dVyc1Tbm2c3aQlqO5QtIvwxQLbARkc2X5lYmBO3qD8xvTR40PGhyJndv-1txTN6e0haQvnvul8LVuKVvKsJk7OX0Ol84CEW9Dy7XJ2ziFXrFnDzzKAago_XfwrmV2zZvJBXakMoZ7gqbqWN5BbOg_bgIgaGrNlxpZ1XriB2EtZ8-O_e1LjQj0Tn4WWbKKOQLH-GbBEZg0fmpqKbIeFILnQTESIXJDH0e1Zwarar1YwCllNH9LdA4oZqnbu0cbJrdh0F5WOgIr6VmyDq0x5EAjNdUDjQ3nIsEVyKrxAC2LJtDQ

Posted by: goniashvili 24 Apr 2020, 13:22
ვცხოვრობ სამგორის მეტროსთან, შსს სამინისტროსთან ახლოს. ვარ მართმადიდებელი, მოწესრიგებული, არამწეველი პიროვნება. ვიმუშავებ ძიძად, გამოვიყვან ბავშვს ბაღიდან ან სკოლიდან, დავიტოვებ მშობლის მოსვლამდე, ბინაზე მისვლით. აგრეთვე მოვამზადებ მოსწავლეებს 1-7 კლასამდე ყველა საგანში, მაქვს ძიძად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ძალიან მიყვარს ბავშვები. ადვილად ვამყარებ პატარებთან ურთიერთობას. ჩემი მიზანია, ბავშვმა მიიღოს იმაზე მეტი ცოდნა, ვიდრე გათვალისწინებულია სკოლის პროგრამით. ტელ. 555123492 ფასი შეთანხმებით

Posted by: TAT_TAT_TAT 27 Jun 2020, 14:39
გამარჯობა,საშუალო ასაკის ქალბატონი,უმაღლესი განათლებით(რუსული ენის სპეციალისტია),ამჟამად უმუშევარი,სახლში მიყვანით მოუვლის ბავშვებს.სახლში აქვს ყველანაირი პირობა,საბურთალოზე, ხილიანზე.არის ძალიან თბილი,ყურადღებიანი,უყვარს ბავშვები,უმუშავია ინკლუზივ ბავშვებთან,დამხმარე სკოლაში.დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე 593648400 ნანა
პ.ს.პირადში ნუ მომწერთ,რაც ვიცოდი დავწერე,დანარჩენზე თვითონ გაესაუბრეთ smile.gif

Posted by: The DoctoR 24 Sep 2020, 12:23
მშობლებო

ვეძებ ძიძას დღიურად, საათობრივად, როგორც არის მოკლედ...

ფასებიც არ ვიცი ასეთ შემთხვევაში და იქნებ დამაკვალიანოთ და თან მირჩიონ ვინმე?

გოგო ბავშვი არის 3 წლის. საცხოვრებელი მისამართი საბურთალო

Posted by: narkozeli 24 Sep 2020, 12:55
The DoctoR

ვერ გირჩევ მაგრამ საშუალო ფასები დღეს ქართულ ბაზარზე არის სრული დღე 600 ლარი საშუალოდ. პრესტიჟულ უბნებში 800-საც უხდის ზოგი, გრაფიკსაც გააჩნია.

11-ის ნახევრიდან 6მდე ვუხდიდი 600 ლარს და მერე სამსახურში გასვლის გამო 10ის ნახევრიდან 7ის ნახევარი-7მდე მყავს ეხლა და 650-ს ვუხდი.

აგარაკზე და დასასვენებლად როცა მივდივართ მომყვება და იქ ორმაგს ვუხდი. ზაფხულში 1200 გადავუხადე.

Posted by: The DoctoR 24 Sep 2020, 13:54
narkozeli
ეგ თვეში, მაგრამ მე მინდა სიტყვაზე კვირაში 2-3ჯერ, 3-4 საათით.
ასე ვერ ვიპოვი?

Posted by: narkozeli 24 Sep 2020, 14:14
The DoctoR

კი იპოვით, ძიძების სააგენტოს უნდა დაუკავშირდეთ. ცნობილი ძიძების სააგენტოა : ბაია და მერი პოპინსი
* * *
ესაა დღიური და საათობრივი ძიძების სააგენტო
https://www.facebook.com/mynannyge/

Posted by: katika555 19 Oct 2020, 15:05
გამარჯობა მეგობრებო smile.gif

ძალიან კარგი ადამიანი ეძებს სამუშაოს ძიძად, მიზანშეწონილია ვარკეთილის მიმდებარედ.
გამოცდილი, პატიოსანი, სუფთა, შრომისმოყვარე.
ბავშვებთან (თვეების და დიდებთან) მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით.

თუ დაინტერესდებით შეეხმიანეთ:
599 613 512 - ირა

Posted by: narkozeli 1 Dec 2020, 19:21
ახალ ძიძასთან შეგუება რამდენად შეიძლება გაუჭირდეს წლის და 1 თვის ბავშვს? user.gif

ძალიან ვღელავ. დაბადებიდან ამ ადამიანთან ერთად ვზრდიდი ((

Posted by: Tua 1 Dec 2020, 22:29
narkozeli
ჩემი.მეგობრის ბავშვმა ვერ აიტანა ახალი ძიძა , სანამ ძველი არ დაბრუნდა ბავშვი საჭმელზეც უარს ამბობდა. ბავშვზეა დამოკიდებული ბევრი რამ.

Posted by: ირმაკო 25 Jan 2021, 12:09
ეხლა შემაშინეს რომ, ძიძები ახალშობილებს, რომ ძალიან არ შეწუხდნენ, დამამშვიდებლებს აძლევენო. გსმენიათ ეგეთი?
ან რას აძლევენ ნეტა?
ან როგორ უნდა გავიგო ეგ?
საგონებელში ჩავარდი sad.gif

Posted by: Nika_Kvrivishvili 13 Jan 2023, 14:55
გამარჯობათ,

ვეძებ ძიძას 1 წლის ბიჭისთვის. სასურველია რომ გქონდეთ შესაბამისი მუშაობის გამოცდილება, არამწეველი, იყოთ მოწესრიგებული, ყურადღებიანი და ენერგიული ადამიანი.
სამუშაო დრო ორშაბათი-პარასკევი 09:00დან 19:00საათამდე.
ანაზღაურება 700 ლარი.
ნახალოვკა, კინოსაქართველოს მოპირადაპირედ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)