forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (7) « პირველი ... 5 6 [7]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უსასრულო თუ სასრული სამყარო
vaxo55
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3711
წევრი No.: 80368
რეგისტრ.: 26-December 08

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 19:41  #52177281      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეს რწმენაა და თუ დადასტურებული ფაქტი? თუ დადასტურებული ფაქტია, დაგვიმტკიცე და დავიჯერებთ.

არა,ვინ ამბობს,რომ დადასტურებული ფაქტიაო.იქიდან მობრუნებული ჯერ არავინ მინახია.ეს ერთ–ერთი თეორიაა სამყაროს შექმნისა,რომელსაც ყოველთვის იყენებდა და იყენებს ინკვიზიცია ხალხზე ზეგავლენის მოსაპოვებლად,მაგრამ ყველა თეორიაზე მეტად ეს სჯერა ხალხს,რაზეც მორწმუნეთა რაოდენობა მიგვითითებს
QUOTE
და საერთოდ, უფლის არსებობა დამტკიცდა უკვე? არსებობს ამის რამე ექსპერიმენტული დადასტურება?

არა,არ დამტკიცებულა,მაგრამ ამას პირიქით,სათავისოდ იყენებს სამღვდლოება–თუ გწამს,ხელის შეხება არ არის აუცილებელიო!
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3925
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 04:08  #52180465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vaxo55
ზოგადად თეორიის დონეზე რათქმაუნდა არსებობს ეგეთი ვერსია თუმცა ხალხის რწმენას არაფერი აქვს საერთო იმასთან თუ რეალურად რაარის სიმართლე... არავის ასი წელი არ უფიქრია ნეტა სამყარო როგორ შეიქმნაო და ყველა შესაძლო ვარიანტს შორის ღმერთი არ აურჩევია... ხალხს უბრალოდ ბრმად სწამს იმის რასაც გარემოცვა ეტყვის მას გინდ ღმერთს დაიჯერებენ და გინდ უღმერთობას


QUOTE
და რომელი თეორიაა სრულყოფილად რომ ხსნის ყველაფერს? ნებისმიერ თეორიას დაესმევა კითხვა-მაშ რატომ....და თეორია გაჭედილია.

ყველაფერი თუ ამოიხსნა და კითხვები აღარ დარჩა მაშინ სრულყოფილი ცოდნის პატრონები ვიქნებით და მეცნიერებაც შეწყვეტს არსებობას... ჯერჯერობით ბევრი რამ უცნობია თუმცა უცნობი არ ნიშნავს ცუდს და იმას არ ნიშნავს რომ ფანტაზიით უნდა ამოვავსოთ ნაპრალები და აუცილებლად ყველა კითხვაზე გვქონდეს პასუხი იმის მიუხედავად სწორია თუ არა პასუხები... შეიძლება რაღაცა სახის ღმერთი აღმოჩნდეს სამყაროს შემქმნელი თუმცა ამის განხილვა შეიძლება მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თუ რაციონალურად მიდის მსჯელობა... ირაციონალურის შემთხვევაში ნებისმიერი რამ დაშვებულია


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10326
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 07:11  #52180530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vaxo55
QUOTE
არა,არ დამტკიცებულა

აბა ჩვენ რაღას გვაჯერებთ?

იმას თუ რას იყენებს სამღვდელოება თავისი პოზიციების გასაძლიერებლად, მეცნიერებასთან და მეცნიერულთან საქმე ნაკლებად აქვს.



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
vaxo55
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3711
წევრი No.: 80368
რეგისტრ.: 26-December 08

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 09:02  #52180612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
vaxo55
QUOTE
არა,არ დამტკიცებულა

აბა ჩვენ რაღას გვაჯერებთ?

იმას თუ რას იყენებს სამღვდელოება თავისი პოზიციების გასაძლიერებლად, მეცნიერებასთან და მეცნიერულთან საქმე ნაკლებად აქვს.

ვინ რას გაჯერებთ? სად წერია რომ მე თქვენ რამეს გაჯერებთ,ან გიმტკიცებთ,ან რწმენას გიქმნით? უბრალოდ ვადარებ ერთმანეთს. კიდევ ვიმეორებ-მომიყვანეთ თქვენის აზრით ყველაზე სრულყოფილი და დამაჯერებელი თეორია და მე მოვიყვან სად აქვს ამ თეორიას მინუსი. აბსოლიტური თეორია არ არსებობს და ზოგი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოდის.ყოველი თეორიის უკან ავტორიტეტი ბუნებისნეტყველი დგას და ესაა მისი მთელი ძალა, რაც არ უნდა აფსურდული იყოს. აღმოაჩინეს ანტინაწილაკები და იქვე გამოაცხო დირაკმა ანტისამყაროს თეორია.ალბერტამ სინათლის სიჩქარე ზღვრულად მიიჩნია, დღეს ეს უკვე აბსურდად ითვლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ველის და მატერიის ურთიერთქმედების სრულყოფილი თეორიაც არ არსებობს
Jules Winnfield
ბნელი მატერია


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8701
წევრი No.: 113880
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 12:37  #52181551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vaxo55
გასაგებია, რომ არ ამტკიცებ ღმერთის მიერ სამყაროშ შექმნას. მაგრამ მაგ ჰიპოთეზის შედარება არსებულ მუშა თეორიებთან და იმის თქმა, რომ ერთნაირად ვერ დაამტკიცებ მათ მართებულობას არ მგონია სწორი.

ერთიანი მთლიანი ტეორია არ არსებობს რაც ყველაფერს ხსნის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა თეორია, რომელიც კონკრეტულ სიტიაციას კარგად ერგება. ყოვლისმცოდნეობაზე არც დებს თავს მეცნიერება, ამბობენ რომ რაღაც არ იციან.

ნებისმიერ თეორიაში აღმოვაჩენ მინუსსო, რო ამბობ მართალი ხარ ჩემი აზრით, იმიტომ რომ არასრული ცოდნა გვაქვს სამყაროს მოწყობაზე,ზევით როგორც დავწერე ყველაფრის თეორია არ შექმნილა ჯერ. ეგ არ ნიშნავს იმას რომ ღმერთის თეორია და გრავიტაციის თეორია ერთნაირად უგულებელვყოთ ან ერთნაირად მისაღები გავხადოთ. კოსმოსში რომ ვუშვებთ რაღაც მოწყობილობებს, რომელი თეორიით გამოვთვალოთ მათი მოძრაობის ტრაექტორია? ღმერთს როგორც უნდა ისე წაიყვანს? თუ ცნობილი ფორმულებით ვიხელმძღვანელოთ?


QUOTE
ალბერტამ სინათლის სიჩქარე ზღვრულად მიიჩნია, დღეს ეს უკვე აბსურდად ითვლება

ეს აბსურდი რატომ არის უკვე? როდის და რა ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ სინათლის სიჩქარე ჩვენ სამყაროში ზღვრული არაა?


--------------------
Straight, No Chaser!
----------------------
ისე კარგად ხუმრობ, რომ მინდა სახეში აგური ჩაგარტყა და მერე ვუყურო სისხლისგან როგორ დაიცლები. :)
------------------
[img]P6iEiEisYz[/img]
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13008
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 13:26  #52181829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
vaxo55
QUOTE
ალბერტამ სინათლის სიჩქარე ზღვრულად მიიჩნია, დღეს ეს უკვე აბსურდად ითვლება.

biggrin.gif

სად ითვლება აბსურდად?

გიორგი XII
school-shooter from ohio


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 35444
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 15:49  #52182861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
სად ითვლება აბსურდად?



მაღალინტელექტუალურ ფორუმზე


--------------------
you 'll die by NATURAL SELECTION, trust me.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10326
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 19:12  #52184203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Jules Winnfield
QUOTE
კოსმოსში რომ ვუშვებთ რაღაც მოწყობილობებს, რომელი თეორიით გამოვთვალოთ მათი მოძრაობის ტრაექტორია? ღმერთს როგორც უნდა ისე წაიყვანს? თუ ცნობილი ფორმულებით ვიხელმძღვანელოთ?

ეს კაია smile.gif

QUOTE
ვინ რას გაჯერებთ? სად წერია რომ მე თქვენ რამეს გაჯერებთ,ან გიმტკიცებთ,ან რწმენას გიქმნით? უბრალოდ ვადარებ ერთმანეთს. კიდევ ვიმეორებ-მომიყვანეთ თქვენის აზრით ყველაზე სრულყოფილი და დამაჯერებელი თეორია და მე მოვიყვან სად აქვს ამ თეორიას მინუსი. აბსოლიტური თეორია არ არსებობს და ზოგი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოდის.ყოველი თეორიის უკან ავტორიტეტი ბუნებისნეტყველი დგას და ესაა მისი მთელი ძალა, რაც არ უნდა აფსურდული იყოს. აღმოაჩინეს ანტინაწილაკები და იქვე გამოაცხო დირაკმა ანტისამყაროს თეორია.ალბერტამ სინათლის სიჩქარე ზღვრულად მიიჩნია, დღეს ეს უკვე აბსურდად ითვლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ველის და მატერიის ურთიერთქმედების სრულყოფილი თეორიაც არ არსებობს

ღმერთის შემოტანა არაფერს არ ხსნის, ის უბრალოდ ამბობს რომ იმას უნდა ასე და მორჩა.

მეცნიერება კიდე ხსნის, თვლის, ამოწმებს და კაცობრიობა მერე იყენებს მის შედეგებს. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრია გამოსაკვლევი, მაგრამ ნაბიჯ ნაბიჯ წინ მიდის მეცნიერება.
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3925
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 19:36  #52184315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ალბერტამ სინათლის სიჩქარე ზღვრულად მიიჩნია, დღეს ეს უკვე აბსურდად ითვლება

ეს პირველად მესმის... რატომ ითვლება აბსურდად?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) « პირველი ... 5 6 [7]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0200 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]