Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > მესაქონლეობის ფერმა


Posted by: Real Estate Tbilisi 13 Oct 2010, 20:54
ძალიან მჭირდება, იქნებ პატარა ბიზნეს გეგმა გქონდეთ რა.


მადლობთ

Posted by: tezevs 15 Oct 2010, 13:12
ძროხების ყიდვა მინდა და ფასები იცის აქ ვინმემ?

Posted by: lipu 15 Oct 2010, 13:29
მე მაქვს ბიზნეს გეგმა

თქვენ როგორი ფერმა გინდათ? რძისთვის?
თუ ხორცისთვის?

Posted by: zeppelin3 15 Oct 2010, 15:14
tezevs
QUOTE
ძროხების ყიდვა მინდა და ფასები იცის აქ ვინმემ?

500 დან 800 მდე გააჩნია ეგ დამიკიდებულია რამხელააა ძროხა

Posted by: iko-iko 15 Oct 2010, 17:27
tezevs
QUOTE
ძროხების ყიდვა მინდა და ფასები იცის აქ ვინმემ?


ლაქტაციის პირველ ნახევარში დღიური მონაწველის მიხედვით 1ლ=100 ლარი
* * *
lipu79
თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით? თქვენი შედგენილია ბიზნესგეგმა თუ უბრალოდ გაქვთ?

Posted by: lipu 16 Oct 2010, 16:36
QUOTE
? თქვენი შედგენილია ბიზნესგეგმა თუ უბრალოდ გაქვთ?


ფერმა მქონდა და გავყიდე
არ მახსოვდ ბიზნესგეგმა მე შევადგინე თუ სხვას გავაკეთებინე მაგრამ რო მქონდა ვიცი და დავძებნი თუ დაგაინტერესებს

სად გინდა, რომ გააკეთო? (რომელ რაიონში, სოფელში) მითხარი და შემიძლია რჩევები მოგცე

Posted by: iko-iko 16 Oct 2010, 18:57
lipu79
არა ისე უბრალოდ გკითხე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ძალიან ახლოს ვარ და მაგიტომ დამაინტერესა.

Posted by: Real Estate Tbilisi 19 Oct 2010, 17:41
lipu79
კი მინდა რა.ბორჯომის რაიონში ვფიქრობ და ძალიან მჭირდება ბიზნეს გეგმა. იქნებ მოძებნო თუ საშუალება გაქვს.

Posted by: shuma89 6 Jan 2011, 22:13
lipu79
აუუ თუ ძმა ხარ ძალიან გთხოვ იქნებ იოვო ეგ ბიზნესგეგმა და მომაწოგო როგორმეეე . . .
მაგრად მჭირდება მამაჩემმა უკვე ტვინი გადამჭამა, მიწები იყიდა ფერმერობა მინდაო და ახლა ამ თემას გადააწყდა და იკითხეო იქნებ მოგცენო ბიზნესგეგმაო და მიშველო იქნება რააა . . .

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: lipu 8 Jan 2011, 12:03
shuma89
პმ-ში მომწერე ნომერი, დაგირეკავ და მოგაწოდებ
ისეც პატარა რჩევებსაც მოგცემ

Posted by: Tamada99 9 Jan 2011, 06:55
Real Estate Tbilisi

საქონლის ფერმას დაანებე თავი, ღორის ფერმა მქონდა 10 წლის წინ და გავყიდე... თუ მეღორე არა ხარ და თუ მზგნერში დგომას არ აპირებ და იქ ყოფნას ყოველ დდღე შენს საქონელს არავინ მოუვლის, მოგიკვდება, ზოგი დაიკარგება და ასე შემდეგ...

მე ოფისში ჯდომა უფრო მისწორდება მეღორეობას... მარა თუ გააკეთებ და 100%-ით ჩართული იქნები, მერე კარგსაც მოიგებ $$$ smile.gif

უბრალოდ - ძალიან რთული ბიზნესია, და ძალიან ბევრ YLესთან გექნება საქმე smile.gif

Posted by: iko-iko 9 Jan 2011, 10:28
QUOTE
და თუ მზგნერში დგომას არ აპირებ და იქ ყოფნას ყოველ დდღე შენს საქონელს არავინ მოუვლის, მოგიკვდება, ზოგი დაიკარგება და ასე შემდეგ...

yes.gif 100%-იანი ხარ. ილუზიებს ნურავინ შეიქმნით რო ფერმა შეგიძლია მართო დისტანციონით. biggrin.gif მეცხოველეობა ვიცი ხუთი თითივით და თავად არაფერს არ ვაკეთებ. (ადრე შეხება მქონდა მემგონი ყველა სას. სამეურნეო ცხოველთან და ფრინველთან) ყველას უკვირს რატო არ ვკიდებ ხელს. იმიტომ არ ვკიდებ ხელს რო ხუთი თითივით ვიცი biggrin.gif თუ როდისმე მოვიცლი და მეთვითონ ჩავებმები ადგილზე მეურნეობაში აი მაშინ მოვკიდებ ხელს, თუ ვერმოვიცლი და არასოდეს არ შევეხები შორიდან.

სხვებსაც გირჩევთ ან გაისვარეთ ქაქებში!!!! ან ნურც იფიქრებთ. მეთევზეს ტრაკი სველი უნდა ქონდესო ტყუილად კიარ იძახიან.

Posted by: ლ.დანელია 9 Jan 2011, 10:34
QUOTE
ძროხების ყიდვა მინდა და ფასები იცის აქ ვინმემ?


1 ლიტრი 100 ლარი yes.gif ანუ რამდენსაც იწველება ძროხა ფასები იმის მიხედვითაა.



QUOTE
500 დან 800 მდე გააჩნია ეგ დამიკიდებულია რამხელააა ძროხა


ხუთასლარიანი ძროხა რაღაა? smile.gif

Posted by: irakli_tikurishvili 9 Jan 2011, 15:01
QUOTE
მაგრად მჭირდება მამაჩემმა უკვე ტვინი გადამჭამა, მიწები იყიდა ფერმერობა მინდაო და ახლა ამ თემას გადააწყდა და იკითხეო იქნებ მოგცენო ბიზნესგეგმაო და მიშველო იქნება რააა . . .

აუ მეც ეგრე ვარ biggrin.gif მამაჩემა ამოიჩემა ფერმა რა biggrin.gif მარა მამაშენისგან განსხვავებით მამაჩემს სულ კიდია ბიზნეს გეგმა smile.gif რაღაცეებს ითვლის და არის რა biggrin.gif

Posted by: mmmmm111 9 Jan 2011, 16:10
ვაა რამაგრები ხართ, ამ ბოლო პერიოდში სულ პატარა ფერმაზე ვფიქრობ და კარგია ამ თემას რო გადავაწყდი...
ე.ი. მაქვს კარგი ადგილი, მინდა წამოვიწყო მეცხოველეობა, რძის წარმოება რეალიზაცია მხოლოდ.

მაინტერესებს ყველაფერი, გამოცდილი ადამიანების რჩევები დასაწყისთან დაკავშირებით. საძროხე მაქვს მაგრამ უფრო უკეთესის, კაპიტალურის აშენებას ვაპირებ თავისი წყლით და სათავსოებით. რეალიზაციას თვითონ გავუკეთებ პროდუქტს.
თავიდანვე არმინდა გავიწეწო ანუ ჯერ რასაც თითონ გავწვდები მაგის გაანგარიშებით დავიწყო. თავიდან რამდენი ძროხა არის საკმარისი რო თავიანთი ხარჯები დაფარონ, ნუ საკვები,ბენზინის ფული და ა.შ. წვრილმანები რითაც საქმეს შევეჩვევი და გაფართოებაზე შემდეგ ვიფიქრებ.

გამგები გაიგებს ნაწერს. ბიზნეს გეგმაც კარგი იქნებოდა თუ გაიმეტებთ.

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: bagha 9 Jan 2011, 16:41
დასაწყისისათვის რამდენი ძროხაა საჯირო რო თავისი ხარჯები ამოიღოს?

Posted by: shuma89 9 Jan 2011, 17:56
მამაჩემი თავისთვის რო ანგარიშობდა ასე ამბობდა რო ძროხას თავისი თავის შესანახად რაც ნაშიერი ყავს იმის ფასი ეყოფაო, ანუ სიტყვაზე 1 თვისა რო გაყიდო იმდენს იღებ დაახლოებით რაც საჭმელად დაჭირდება, ზამთარში თIვა და რამე, ზაფხულში მომვლელი და ასე შემდეგ. დალშე რძე სულ ჯიბეში ჩავა ფულის სახით, ნუ ახლანაშიერს არ გაყიდი და სამომავლოდ გაფართოვდება ფერმა ისე რო ვერც კი შეამჩნევ.

10-15 ჰექტარი მიწა რო გაყო 3-4 ნაწილად და ნაწილნაწილ აძოვო საქონელი მემგონი 20 ძროხას ეყოფა, თუ სურვილი იქნება რო მოზვერი გაზარდო და რამე მაშინ აუცილებლად ცალცალკე უნდა აძოვო, არ უნდა გააკარო მდედგობით სქესს და მაგრად აიყრის ტანს, ზომაში გაიზრდებ, მერე უნდა დაკოდო და მერე იწყებს გასუქებას, ადრევე რო დაკოდავ ტანით რჩება დაბალი და შესაბამისად როგორც არ უნდა გააასუქო ვერ გაძლვეს იმდენ მოგებას რასაც ტანაყრილი და მოზრდილი საქონელი.

ისე 15 დან თუ დაიწყებ კარგია მემგონი, მცირე მეურნეობა იაფი საწყისი ხარჯებით და მომავალში პერსპექტივით, ისე 10 კარგი ძროხიდანაც არ არის ცუდი დაწება, 3 წელიწადში თუ ცოტას შეამატებ უკვე 40-50 მეწველი საქონელი უნდა გყავდეს, თუ რათქმაუნდა რაც მოგება იქნება ისევ უკან ჩაარუნებ და ამატებ და ამატებ საქონელს. სამი წლის მერე შეგიძლია ისე მოიქცე როგორც გაგისწორდება, თუ გყოფნის შემოსავალი მაშინ დახარჯე რასაც მოიგებ თუ არა და ნაწილი ისევ უკან ჩააბრუნე და ეგაა.

დიდი გამოცდილი არ ვარ მაგრამ მამაჩემისგან ბლომად თეორიები მომისმენია, მიწა იყიდა კარგა ხანია და ნელნელა რაღაცეებს ჩალიჩობს და რავიი . . დასავლეთშია აჯამეთის ნაკრძალთან ახლოს ის მიწები, ისე ვინმეს საინტერესო რჩევა თU ექნება აქ ვარ smile.gif


Posted by: irakli_tikurishvili 9 Jan 2011, 19:42
shuma89 რა არის იცი თეორიაში ყველაფერი ეგეთი ადვილი ჩამოსაყალიბებელია მაგრამ რეალში რთულია ძაან. საქმე საქმეზე რო მიდგება მერე ძაან რთული ხდება ყველაფერი wink.gif მე ისე ცხვარზე ჩალიჩს ვაპირებ . ჯერ ნიადაგს ვამზადებ მაგისთვის.

Posted by: bagha 9 Jan 2011, 21:30
ვინმეს ხო არააქვს მესაქონლეობის ბიზნეს გეგმაა?

Posted by: shuma89 9 Jan 2011, 21:57
მაქვსო აგერ კაცმა და ნომერიც მომცა ხვალ საღამოს შევეხმიანები და დავაქსეროქსებ და მერე უკვე მეც მექნება smile.gif სკანერამდე თუ მივაღწიე ხუთშაბათისთვის დავდებ აქაც ელ ვერსიას.

Posted by: bigmisha 9 Jan 2011, 22:26
shuma89
QUOTE
მიწა იყიდა კარგა ხანია და ნელნელა რაღაცეებს ჩალიჩობს და რავიი . . დასავლეთშია აჯამეთის ნაკრძალთან ახლოს ის მიწები, ისე ვინმეს საინტერესო რჩევა თU ექნება აქ ვარ

მშვენიერი ადგილებია smile.gif
რომელი ნაკვეთია თქვენი, აჯამეთისკენ რომ მიდიხარ, ეხლა მარცხენა მხარეს ე.წ. კანაოებით რომ შემოიღობა თუ ტყის პატარა ნაწილს რომ გაცდება მარჯვენა მხარეს რომაა?

სოფელი მეც მაგ მხარეს მაქვს, მარა სოფელში წასვლა ცოტა ..... smile.gif არა და 3-4 წელიწადში მაგარ შემოსავალს შემოიტანს

იქნებ დაასკანერო და დადო, მაინტერესებს ძაან მაგრად.

Posted by: shuma89 9 Jan 2011, 22:30
გავაკეთებ ელ ვერსიას ხუთშაბათამდე არ მცალია ოღონდ გამოცდები მაქვს და კიდე რაღაც ამბები და მანამდე გამოვართმევ ამ კაცს დავასკანერებ და ყველას ეშველება smile.gif

მაგ ადგილის ზუსტი მდებარეობა არ ვიცი ვერ ვერკვევი მაგ ადგილებში smile.gif სამწუხაროდ sad.gif

Posted by: lasha1981 10 Jan 2011, 19:40
ზოგადად ხორცის და რძის გასაღების პრობლემა რამდენადაა?

Posted by: bagha 10 Jan 2011, 22:07
საინტერესო კითხვაა და არავინ იციიის?

Posted by: ლ.დანელია 11 Jan 2011, 09:42
lasha1981
QUOTE
ზოგადად ხორცის და რძის გასაღების პრობლემა რამდენადაა?


ამ ეტაპზე მაგის პრობლემა არაა, პირიქით yes.gif იმერეთში და სამეგრელოში 1 კგ. სულგუნს 10 ლარში გაყიდი, ხორცის ფასები კი საკმაოდ ცვალ ებადია, ნუ ამ ეტაპზე შეიზლება იმის თქმა რომ ფასები საკმაოდ მაღალია ზემოთხსენებული პროდუქტების yes.gif


Posted by: bachuki999 15 Feb 2011, 13:41
თბილისთან ახლოს არიცით მესაქონლეობის ფერმა ? .... სადაც ყველს ყიდიან და აშშშ ..

Posted by: tavadze 15 Feb 2011, 13:47
bachuki999
QUOTE
თბილისთან ახლოს არიცით მესაქონლეობის ფერმა ? .... სადაც ყველს ყიდიან და აშშშ ..

გამარჯვებაში.

Posted by: bachuki999 15 Feb 2011, 13:50
tavadze
გაიხარე დიდი მადლობა ...

Posted by: koba81 21 Feb 2011, 22:13
3 წელიწადში რა გექნებათ გინდათ დავიანგარიშოთ?

დავუშვათ იყიდეთ 10 ძროხა:
ამისთვის გჭირდებათ ,,ბოსელი" - კეთილმოწყობილი და ზამთრისთვის ვარგისი.
10 მანქანა თივა, ან 600 ტუკი ჩალა (ერთი ტუკი რირს 4-5 ლარი) ერთი ზამთრისთვის
ერთი ძველი ნივის მსგავსი
ერთი ყოჩაღი ძაღლი
ერთიც მწველავი, თუ თვითონ მოწველით არ ვიცი...
ქატო დაგჭირდებათ როცა ძროხა მოიგებს
+ აცრები, ვეტერინარის ვიზიტები, ქვამარილი

და ძროხების დევნა ყოველდღე, თუ მწყემსი გყავთ ეგ სხვა საქმეა...

დავუშვათ პირველივე წელს იმაკა 10-ვე ძროხამ, 9 თვეში გეყოლებათ 10 ხბო - ზოგი ,,დედალი" ზოგიც ,,მამალი,, (როგორც ჩვენი სოფ. მეურნეობის მინისტრი იტყოდა) wink.gif

ეხლა, სახარე ხბო რომ გაიზრდება ის ხომ ვერ დაფეხმძიმდება და ვერ იმშობიარებს, ამიტომ აქ გავჩერდეთ

რაც შეეხება ,,დედლებს" ანუ ფურებს - მინიმუმ 3 წელი ისინი ვერ იმაკებენ, ვერც რძეს მოიწველიან ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ smile.gif

ასე რომ, პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში თქვენ წველით მხოლოდ 10 ძროხას ისიც 7-8 თვის განმავლობაში.

მეორე წელსაც და მესამე წელსაც რომ კიდევ 10-10 ხბო დავუმატოთ თქვენ გეყოლებათ 40 სული, აქედან 10 ძროხა, 10 დეკეული (რომელიც მზადაა იმაკოს და შთამომავლობა გააძლიეროს) და 20 ხბო.

ეს ყველაფერი არის იდეალური ვარიანტი. ამ სამი წლის განმავლობაში არც უნდა მოკვდეს რამე, არც - დაიკარგოს, არც უნდა გაიყიდოს და არც ძროხამ ,,გამაზოს" მაკეობა ანუ ბერწი დარჩეს

ჩემი რჩევა იქნება დამწყები ფერმერებისთვის, რომ ცოტა ხნით დააკვირდნენ უკვე მოქმედ მეურნეობას, გაიგონ ძროხის დაავადებების და მკურნალობის შესახებ ცოტ მაინც, და მერე თუ ექნებათ სურვილი, მოაგვარონ ტექნიკური საკითხები - ძროხების სადგომი, მანქანა, საკვები, მწველავი, მწყემსი და ა. შ.

თანაც იყიდონ პირველ წელს 10, თუ მოეწონებათ მერე იყიდონ კიდევ 10 და ასე გაამრავლონ.





Posted by: geoeg 21 Feb 2011, 22:51
QUOTE
10 მანქანა თივა, ან 600 ტუკი ჩალა

ეს ძროხებს ხო, ხბორებს რამდენი დაჭირდება? ამის მესამედი ეყოფა თუ ნახევარი?
და დღეში რამდენი ლიტრა უნდა მოიწველოს საშუალოდ?

Posted by: davita74 22 Feb 2011, 01:53
geoeg
QUOTE
დღეში რამდენი ლიტრა უნდა მოიწველოს საშუალოდ?

8დან ზემოთ. გააჩნია რომელი ჯიშის ძროხები გეყოლებააააა

Posted by: iko-iko 22 Feb 2011, 11:08
koba81
ცოტ-ცოტას ჩაგისწორებ.
QUOTE
ან 600 ტუკი ჩალა

10 ძროხისთვის ნამეტანი ცოტაა, თან ჩალა თუ აჭამე მთელი ზამთარი ძროხებს მერე მთელი ზაფხული ენერგიის აღდგენას მოანდომებენ. ძროხას აუცილებლად ესაჭიროება კარგი, მაღალხარისხიანი თივა. ჩალა შეგიძლია კვირაში ერთხელ მისცე ისე სატყუარად.
QUOTE
დავუშვათ პირველივე წელს იმაკა 10-ვე ძროხამ

თუ ძროხამ ყოველ წელს არ იმაკა ჩათვალე რო დაღუპული ხარ და იმას ნიშნავს რო არც ნორმალურად კვებავ და არც ნორმალურ შენახვის პირობებში გყავს, პროფილაქტიკის უზრუნველყოფაზე ლაპარაკი ზედმეტია.
QUOTE
ეხლა, სახარე ხბო რომ გაიზრდება ის ხომ ვერ დაფეხმძიმდება და ვერ იმშობიარებს, ამიტომ აქ გავჩერდეთ

აქ არ უნდა გაჩერდე, თუ საშუალება გაქვს რო ხბო გაზარდო და მერე სუქებაზე დააყენო ც/მ კილო 4 ლარი ღირს, შესაბამისად 2 წელიწადში სახარეები შეგიძლია ჩააბარო და თავისუფლად იყიდო ძროხები. თუ იმის საშუალება არაგაქ რო საქონელი გამოზარდო და გაასუქო ფერმას ხელი არც უნდა მოკიდო.
QUOTE
ასე რომ, პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში თქვენ წველით მხოლოდ 10 ძროხას ისიც 7-8 თვის განმავლობაში.

კი თავიდან მხოლოდ 10 ძროხა მარა 7-8 თვე რატო? და რატო არა 8-9 თვე? ან საერთოდ რატო ითვლი ძროხის პროდუქტიულობას ლაქტაციის ხანგრძლივობით? არასწორია! ძროხის პროდუქტიულობა ითვლება ლაქტაციაზე მოცემული პროდუქციის რაოდენობით და თუ ფერმა დაფუძნებულია 10 ჯანდაგ ძროხაზე რომელიც იკვებება ჩალით და იწველება მხოლოდ 7-8 თვე ასეთ შემთხვევაში ძროხაც ცოდოა და პატრონიც რადგან პატრონი ვერ მიიღებს მოგებას და ძროხა კიდე უნდა ელოდოს გაზაფხულს რო ფაშვი გაივსოს.

* * *
koba81
QUOTE
მეორე წელსაც და მესამე წელსაც რომ კიდევ 10-10 ხბო დავუმატოთ თქვენ გეყოლებათ 40 სული, აქედან 10 ძროხა, 10 დეკეული (რომელიც მზადაა იმაკოს და შთამომავლობა გააძლიეროს) და 20 ხბო.

ეს ყველაფერი არის იდეალური ვარიანტი. ამ სამი წლის განმავლობაში არც უნდა მოკვდეს რამე, არც - დაიკარგოს, არც უნდა გაიყიდოს და არც ძროხამ ,,გამაზოს" მაკეობა ანუ ბერწი დარჩეს

ჩემი რჩევა იქნება დამწყები ფერმერებისთვის, რომ ცოტა ხნით დააკვირდნენ უკვე მოქმედ მეურნეობას, გაიგონ ძროხის დაავადებების და მკურნალობის შესახებ ცოტ მაინც, და მერე თუ ექნებათ სურვილი, მოაგვარონ ტექნიკური საკითხები - ძროხების სადგომი, მანქანა, საკვები, მწველავი, მწყემსი და ა. შ.

თანაც იყიდონ პირველ წელს 10, თუ მოეწონებათ მერე იყიდონ კიდევ 10 და ასე გაამრავლონ.

აქ ძირითადად გეთანხმები. კიარ გეწყინოს რასაც გისწორებ, მივხვდი რასაც წერ. შენ გინდა რო შეცდომაში არ შევიდნენ დამწყები ფერმერები და არ გადავარდნენ, მარა პირველრიგში რაც ევალებათ დამწყებებს ესაა: არ უნდა დაიზარონ ნაკელის ზელა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის რო ცხოველები გამოკვებონ სწორად, უნდა აწარმოონ პროფილაქტიკური ღონისძიებები ყველა იმ დაავადების წინააღმდეგ რომელიც ემუქრება საქონელს.

მოკლედ საქმის კეთება თუ გინდათ სხვისი ხელებით არ უნდა გააკეთოთ და ყველაფერი გამოგივათ!

Posted by: geoeg 22 Feb 2011, 13:35
iko-iko
QUOTE
10 მანქანა თივა, ან 600 ტუკი

ეს ძროხებს, ხბორებს რამდენი დაჭირდება? ამის მესამედი ეყოფა თუ ნახევარი? და დღეში რამდენი ლიტრა უნდა მოიწველოს საშუალოდ?


Posted by: iko-iko 22 Feb 2011, 13:47
10 ძროხას თავისი ხბოებით ზამთარში 600 ტუკი თივა არ ეყოფა. ერთ ჩვენებურ ცოტა ნორმალური პროდუქტიულობის ძროხაზე + თავის ხბოზე უნდა იანგარიშო ზამთარში 100 პრესი. ანუ 10 ძროხაზე თავის მონაგართან ერთად 1000 მაინც გინდა yes.gif

Posted by: geoeg 22 Feb 2011, 13:53
iko-iko
QUOTE
10 ძროხას თავისი ხბოებით ზამთარში 600 ტუკი თივა არ ეყოფა. ერთ ჩვენებურ ცოტა ნორმალური პროდუქტიულობის ძროხაზე + თავის ხბოზე უნდა იანგარიშო ზამთარში 100 პრესი. ანუ 10 ძროხაზე თავის მონაგართან ერთად 1000 მაინც გინდა yes.gif

10 ძროხას და 10 ხბოს 1000 პრესი?
მოკლედ 10 ძროხას 650 პრესი და 10 ხბოს 350 ეყოფა?

Posted by: iko-iko 22 Feb 2011, 14:18
geoeg


კი, ეყოფა. yes.gif smile.gif

Posted by: geoeg 22 Feb 2011, 14:58
iko-iko
QUOTE
კი, ეყოფა.

მადლობთ.
და ათიდან ათმა უნდა მოიგოს არა?
რამდენი თვე უნდა იწველოს?

Posted by: iko-iko 22 Feb 2011, 15:37
geoeg
QUOTE
და ათიდან ათმა უნდა მოიგოს არა?

თუ არ მოიგო ჩათვალე რო ძროხა არაა და შესაბამისად უნდა მოიგოს
QUOTE
რამდენი თვე უნდა იწველოს?

9 თვე უნდა იწველოს

Posted by: geoeg 22 Feb 2011, 16:25
QUOTE (iko-iko @ 22 Feb 2011, 15:37 )
geoeg
QUOTE
და ათიდან ათმა უნდა მოიგოს არა?

თუ არ მოიგო ჩათვალე რო ძროხა არაა და შესაბამისად უნდა მოიგოს
QUOTE
რამდენი თვე უნდა იწველოს?

9 თვე უნდა იწველოს

კი მარა 9 თვის განმავლობაში ხომ ვერ მოიწველის 8 ლიტრას. რაღაც პერიოდი ხო უმცირდება, საშუალო როგორ უნდა გამოიყვანო?

Posted by: iko-iko 22 Feb 2011, 16:41
smile.gif უკვე ბევრგან ვახსენე ამ ფორუმზე ძროხის პროდუქტიულობის შესახებ და კიდევ გავიმეორებ. ძროხა ლაქტაციის პირველ მესამედში იწველის მთლიანი პროდუქტიულობის 60%-ს მერე მცირდება წველადობა, რათქმაუნდა მთელი 9 თვე ერთიდაიგივეს ვერ მოიწველის. ამიტომ ძროხის პროდუქტიულობა არ ისაზღვრება ამდენ და იმდენ ლიტრას იწველის!!! შეცდომაააა!!!

ძროხის პროდუქტიულობა ისაზღვრება მთლიან ლაქტაციაზე მოცემული პროდუქტით. მაგალითად ლაქტაციაზე ჩვენი ადგილობრივი ძროხები იწველიან 1,5-2 ტონა რძეს. იშვიათად 3-4 ტონას. ჰოლშტინოფრიზული პირუტყვი იწველის 8-10 ტონას ეს უკანასკნელი შედარებისთვის wink.gif ასე რომ ამ 8 ლიტრას და 20 ლიტრას დაანებეთ თავი!
* * *
geoeg
ისე პრაქტიკული აზროვნება გაქვს up.gif ზოგი მაგას ვერ ხვდება.

Posted by: geoeg 22 Feb 2011, 16:57
iko-iko
QUOTE
მაგალითად ლაქტაციაზე ჩვენი ადგილობრივი ძროხები იწველიან 1,5-2 ტონა რძეს

ერთი სეზონის განმავლობაში?
იქნებ გამარკვიო ეს ლაქტაცია რა არის?

ესეც ბიზნეს გეგმაsmile.gif ველი შესწორებებს.
=====================================================
I - წელი:
10 ძროხა -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
(1 პრესი - 5 ლარი)

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ
--------------------------------------------

II - წელი:
10 ძროხა -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
10 ხბო -- 5 მანქანა თივა ან 350 პრესი - 1 750 ლარი
------------ 15 მანქანა თივა ან 1 000 პრესი - 5 000 ლარი

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ
--------------------------------------------

III - წელი:
10 ძროხა -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
10 დეკეული -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
10 ხბო -- 5 მანქანა თივა ან 350 პრესი - 1 750 ლარი
------------ 25 მანქანა თივა ან 1 650 პრესი - 8 250ლარი

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ
--------------------------------------------

IV - წელი:
20 ძროხა -- 20 მანქანა თივა ან 1 300 პრესი - 6 500ლარი
10 დეკეული -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
20 ხბო -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
------------ 40 მანქანა თივა ან 2 600 პრესი - 13 000ლარი

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ
=====================================================

Posted by: iko-iko 22 Feb 2011, 17:02
მოგებიდან (წველის დაწყებიდან) გაშრობამდე (სანამ მეორეს მოიგებს)

Posted by: koba81 22 Feb 2011, 23:22
ჩალა დაახლოებით 60 ტუკი ვიანგარიშე ერთ სულზე ამას პლიუს ქატო მივაწერე კიდევ ქვევით. თივა უმჯობესია. ეს პირველ წელს, მეორე წელს კი ემატება ხბორების საკვებიც, ზამთარში რა თქმა უნდა.
სახარე ხბორები შეიძლება გაყიდო და იყიდო იმის ფასად მეწველი ძროხა (თუ მოგივათ).

წველაზე იმიტომ არაფერი არ დავწერე რომ ეს სტანდარტი არ არის, ზოგი ძროხა იწველის 3-4 ლიტრს, ზოგი - 10 ლიტრს. გააჩნია ტერიტორიას. თუ ვაკე ადგილას იქნება ფერმა და საძოვარი, მაშინ შესაძლებელია დიდი ზომის (მაგ. ჰოლანდიური) ძროხების შეძენა, რაც ფასზეც აისახება. თუ მთაშია ფერმა და საძოვარი - დაივიწყეთ ჰოლანდიური საქონელი, რადგან ის იქ ვერ ივლის და ახლომახლო იტანტალებს.

ხევსურული, მთიულური და მსგავსი ჯიშის ძროხა სადღაც 5 ლიტრამდე მოიწველის ალბათ.

გასული საუკუნის ბოლოს, 5-6 წელი ,,მქონდა ბედნიერება" აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სოფლის მეურნეობაში საქმიანობის და რაღაცეები პრაქტიკიდან ვიცი

8 თვეში გამოდის რომ 1200 ლიტრი რძე გაქვს, მაგრამ ამას გამოვაკლოთ ხბოს მოსაწოვიცsmile.gif

ისე ძალიან ძნელია წინასწარ თქმა ამდენი ლიტრი რძე გექნება და ამდენი ხბო გეყოლება და ა.შ.

თუ აპირებს ვინმე სოფელში ცხოვრებას, აბა სხვა რა უნდა გააკეთოს თუ არა იყოლოს ძროხა, ღორი, ქათამი და ცხვარი, დაამუშაოს მიწა, დარგოს ხეხილი და რა ვიცი კიდევ ათასი საქმეა, იქ რომ იქნება კაცი მერე მიხვდება, რომ უამრავი საქმეა და მიმხმარებელიც დასჭირდება აუცილებლად.

მთავარია სიძნელეებს არ შეუშინდეთ. სოფელში შრომა კი ძნელია, მითუმეტეს ამ დროში. ყველაფრის ხელით გაკეთება მოგიწევთ.

მაგ. შვეიცარია რომ ადარებენ საქართველოს, შვეიცარიაში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 3-4 % დაკავებული და ეს 4% ქმნის მთელ პროდუქტს. სახლემწიფო უწევს დიდძალ სუბსიდირებას. ჩვენნაირად კი არ არიან გაბეჩავებულ გასაწყლებულები.
ამის გამო მეშლება ნერვები, სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ გამოვა და ბაყაყის ბარკლებზე ლაპარაკობს, მაშინ როდესაც ჩვენ სამყოფ კარტოფილს და ლობიოს ვერ ვამზადებთ, სატირალია სასაცილო კი არა.




Posted by: goga 1983 24 Feb 2011, 00:32
მებოცვრეობაზე თუ იცით ვინმემ რაიმე?

ბოცვერის ხორცის წარმოების დაწყება მინდოდა, მაგრამ ზოგი მეუბნება ზალია მომგებიანიაო, ზოგი კი თუ გინდა თავი დაიღუპო დაიწყეო.

ცოტა გაურკვევლობაში ვარ. თუ ვინმეს შეხება გქონიათ ამ საკითხთან იქნებ რაიმე მირჩიოთ.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: dzleviskedeli 24 Feb 2011, 09:46
goga 1983
არის მაგაზე აქ თემა გახსნილი საკმაოდ ინფორმაციული

Posted by: ვეგა 24 Feb 2011, 11:35
გამარჯობათ,

ტაკ რაზე შეთანხმდით რომ დასაწყისისთვის 10 ძროხა ჯობია? და არა ვთქვათ 30-50?
ასეთ საქმეზე სადაც ამხელა შრომას და ნებისყოფას მოითხოვს და შემოსავალი ძირითადად ენთუზიაზმზეა არ ჯობია მეტით დაიწყო რომ მოტივაცია მეტი გქონდეს?

მაგრამ მეორეს მხრივ რა პრობლემებია როცა უფრო მეტი გყავს (ცხადია უფრო მეტი შრომა რომ დაგჭიდება ამის გარდა და ფინანსები)

Posted by: davita74 24 Feb 2011, 14:27
geoeg
QUOTE
IV - წელი:
20 ძროხა -- 20 მანქანა თივა ან 1 300 პრესი - 6 500ლარი
10 დეკეული -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
20 ხბო -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
------------ 40 მანქანა თივა ან 2 600 პრესი - 13 000ლარი

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ

რატომ 10 ძროხა და 1500 ლიტრი?? ამ წელს ხომ 20 ძროხა გყავს??

Posted by: geoeg 24 Feb 2011, 17:11
davita74
QUOTE
რატომ 10 ძროხა და 1500 ლიტრი?? ამ წელს ხომ 20 ძროხა გყავს??

შემეშალაsmile.gif
რძე:
20 ძროხა x 1 500ლ = 30 000ლ

ისე როგორი ბიზნეს გეგმაა?smile.gif

Posted by: ვეგა 24 Feb 2011, 17:18
QUOTE (geoeg @ 24 Feb 2011, 17:11 )
davita74
QUOTE
რატომ 10 ძროხა და 1500 ლიტრი?? ამ წელს ხომ 20 ძროხა გყავს??

შემეშალაsmile.gif
რძე:
20 ძროხა x 1 500ლ = 30 000ლ

ისე როგორი ბიზნეს გეგმაა?smile.gif

ძალიან ბევრი რამე აკლია ბიზნესგეგმის კვალობაზე
biggrin.gif

Posted by: geoeg 24 Feb 2011, 19:16
VAN-WEGA
QUOTE
ძალიან ბევრი რამე აკლია ბიზნესგეგმის კვალობაზე

მერე შეამატეთ რაც აკლია და რაღაც გამოვაsmile.gif

Posted by: davita74 24 Feb 2011, 19:21
geoeg
არა მგონი მარტო თივის პრესები ეყოს საკვებად მგონი დაჭირდება კიდევ რამე საკვები. და კიდევ უნდა დაემატოს აცრები და + გაუთვალისწინებელი ხარჯები

Posted by: geoeg 24 Feb 2011, 20:28
davita74
ეს არის ბიზნეს გეგმის ხერხემალიsmile.gif

Posted by: davita74 25 Feb 2011, 03:27
geoeg
და სად ჯობია საქონლის ყიდვა და რომელი ჯიშია ნორმალური? და რა ღირს ნეტა?????

Posted by: geoeg 25 Feb 2011, 14:40
davita74
QUOTE
და სად ჯობია საქონლის ყიდვა და რომელი ჯიშია ნორმალური? და რა ღირს ნეტა?????

მაგდენი არ ვიცი. ალბათ ისევ ადგილობრივი ძროხები აჯობებს.

Posted by: webmastereke 27 Feb 2011, 23:25
სად შეიძლება შვეცური ძროხის ყიდვა ხომ არ იცით?

Posted by: davita74 28 Feb 2011, 01:59
geoeg
QUOTE
მაგდენი არ ვიცი. ალბათ ისევ ადგილობრივი ძროხები აჯობებს.

რა ვიცი ჩემს ახლობელს ააქვს დიდი ფერმა და ადგილობრივი ყავდა თავიდან და ეხლა ჰოლანდიური შემოიყვანა საკმაო რაოდენობის და ბაგურ კვებაზე მყავსო ამბობს და რა ვიცი რამდენი ვნახავ სულ წუწუნებს არ ვიცი წუწუნი აქვს კარგად დაცდილი თუ რა ჭირს???

Posted by: geoeg 28 Feb 2011, 17:08
davita74
QUOTE
რა ვიცი ჩემს ახლობელს ააქვს დიდი ფერმა და ადგილობრივი ყავდა თავიდან და ეხლა ჰოლანდიური შემოიყვანა საკმაო რაოდენობის და ბაგურ კვებაზე მყავსო ამბობს და რა ვიცი რამდენი ვნახავ სულ წუწუნებს არ ვიცი წუწუნი აქვს კარგად დაცდილი თუ რა ჭირს???

საძოვარი თუ არის როტომ უნდა დააბა ვერ ვხვდები. არ სჯობია მწვანე ბალახი ჭამოს მინდორში. შენთვისაც შეღავათია და ძროხაც ნატურს ჭამსsmile.gif

Posted by: shako70 1 Mar 2011, 00:53
webmastereke

QUOTE
სად შეიძლება შვეცური ძროხის ყიდვა ხომ არ იცით?



iko-iko - ს კითხე....

Posted by: datmeni 3 Mar 2011, 20:41
სალამი ყველას...
მოკლედ გადაკითხული მაქვს თქვენი პოსტები მესაქონლეობასტან დაკავშირებით, მაქვს ასეთი შეკითხვა და სურვილი: ვაპირებ ქვემო ქართლში ვიყიდო სამი ან ოთხი ძროხა,მაქვს ვარიანტებიც 1200-1300 ლარად მაკე საქონელი, მესამე მოგებაზე არიან,ჩვეულებრივი ქართული ჯიშები,რომელიც სინამდვილეში დაახლოებით 7-8 ლ იწველება (რათქმა უნდა არა ყოველთვის,წაკითხული მაქვს ლაქტაციის პერიოდთან დაკავშირებით)...
...მაქვს ასეთი შეკითხვა-გამოცდილებთან: ეს უნდა გავაკეთო ამჟამინდელი ბიზნესის (თუ ბიზნესი ქვია...) კვალობაზე, უნდა გავყიდო და საქონელი ვიყიდო,(ამჟამინდელი არასტაბილური საქმეა) რომელიც ამჯამად მაძლევს 350ლ. და არა მეტს...
მირჩიეთ გამოცდილებმა ყველა ნიუანსის გათვალისწინებით მიღირს ამის გაკეთება ???

Posted by: ვეგა 3 Mar 2011, 22:16
datmeni
ერთ ჩემ ახლობელს უნდა ყიდვა მასე 3 ძროხის და იცი როგორ მოიფიქრა, რო იპოვოს ვინმე ნორმალური შინაური და ამ სამიდან თავისი მონაგებიანად მისცეს იმას ვინც მოუვლის და პლიუს ზამთრის საკვებს აძლევს რაგაც ოდენობით, რამე დაემართება შენ ძროხას და წაართმევ უკან იმ მიცემულს biggrin.gif (ნუ იასნია ვიგაც წესიერი უნდა იყოს)

ექნება სახლში სულ რძე და ყველი, ალბათ იშვიათად ყველის გაყიდვასაც შეძლებს smile.gif

Posted by: iko-iko 3 Mar 2011, 22:24
datmeni
თუ იქვე ახლომახლო ცხოვრობ და შენთვითონვე უნდა მიხედო, მაშინ შეიძლება დაფიქრდე. თუ უნდა მიაბარო და ხალხი უნდა ამსახურო მაშინ არც კი გაეკარო, ბოლოს შეიძლება რძის გემოც კი დაგავიწყონ biggrin.gif ხუმრობა იქით იყოს მარა მიბარებულზე ყოველთვის ასე ხდება ხოლმე.

Posted by: datmeni 4 Mar 2011, 09:29
არის ადამიანი რომელიც პარალელურად მწყემსია და იღებს თვეში 15 ლ. ერთ საქონელზე (სოფლის მწყემსი) პლუს ამ ადამიანთან დალაპარაკებული ვარ არაკონკრეტულად და (მანამდე მუშაობდა სხვასთან 150ლ. მხოლოდ ფულზე) მე მომთხოვა 200ლ.თან იქვე იქნება ღამე (ასე ურჩევნია თვითონ)და რძის ნაწარმსაც თვითონ მიხედავს ჩემი სურვილისამებრ - გინდა ყველსაც ამოვიყვანო...მამაკაცია თან.

თან ეს სათავსო სოფელში, ჩემი სახლის ტერიტორიაზეა....

Posted by: shuma89 4 Mar 2011, 12:06
რ ამაინტერესებს იცით?
აი 5 ქექტარი მიწის ფართი რამდენ საქონელს ეყოფა?

აი ისე რო არ გავყიდო ნაშიერი და გავზარდო ყველა იქვე.
და შენობა რა ფორმის ავაშენო. ნახაზის პონტში მინდა რაა. რო ადვილი იყოს ექსპლუატაციისას, ნარჩენების გატანა წველის პროცესი და საჭმლის შეტანა.

Posted by: iko-iko 4 Mar 2011, 13:27
მიახლოებითი უხეში სქემაა სადაც ნაჩვენებია როგორი განლაგებით რა უნდა იყოს, რომ იოლი იყოს პირუტყვის მოვლა პატრონობა.

http://pix.ge/

Posted by: chupa_chups 5 Mar 2011, 15:31
ალბათ მინიმუმ 10 ძროხა მაინც უნდა გყავდეს რომ პურის ფული გქონდეს რადა მერე თუ გაფართოებას აპირეპ მერე უკვე ჯერ 1-2 ბუღა უნდა შეუგდო საძინებელში და შენც მოგებიდან დარჩენილი პულით უნდა ეცადო რომ მაგ საქმეს მოახმარო ისევ,ეგ ჩემი გამოცდილებიდან ,იმიტომ რომ რასაც ფულს ვშუოლობდი სულ სხვადასხვა რამეებში ვხარჯავდი

Posted by: geoeg 5 Mar 2011, 18:14
QUOTE (iko-iko @ 4 Mar 2011, 13:27 )
მიახლოებითი უხეში სქემაა სადაც ნაჩვენებია როგორი განლაგებით რა უნდა იყოს, რომ იოლი იყოს პირუტყვის მოვლა პატრონობა.

http://pix.ge/

ან ესეთი უფრო კომპაქტური მაგრამ ნაკლებად მოხერხებული.

Posted by: datmeni 6 Mar 2011, 18:55
არანაირად (უზომოდ) გაფართოვებას არ ვაპირებ, მინდა მხოლოდ ამჟამინდელი არასტაბილური საქმიანობის შეცვლა,რომლიდანაც ვიღებ350ლარს თვეში...მითხარით გამოცდილებმა სამი ან ოთხი მაკე ძროხის ყიდვის შემთხვევაში,სოფელში ჩემს ტერიტორიაზე, მომვლელს გადავუხადო150-ლ,მაქვს სათიბიც (ოღონდ მცირე),იგივე მომვლელს დაყავს ნახირიც - თვეში 15ლ...მითხარით:ამჟამინდელ ანაზღაურებას ვერ დამიტოვებს ??? შეცვლა მინდა საქმის - უფრო სტაბილურით,გამდიდრება არა...მადლობთ წინასწარ.

Posted by: turok13 6 Mar 2011, 22:43
ფერმის გაკეთება გიირს ეხლა რო გააკეთოს კაცმა?

Posted by: iko-iko 7 Mar 2011, 09:51
datmeni
350 ლარს მოგცემს თვეში როგორ არ მოგცემს. უბრალოდ ძალიან დიდი ყურადღება გინდა, ყველაფერი თავისდროზე და სწორად უნდა გააკეთო. მინდა რჩევის სახით გითხრა, რომ განსაკუთრებით ყურადღება გმართებს სხვაზე მიბარებულ საქონელზე. დამიჯერე ძალიან ბევრს გადავეყარე და თითქმის პრეცენდენტი არ შემხვედრია რომ მიბარებულ საქონელზე კმაყოფილი იყოს პატრონი. ამაშია საქმე თორე 4 სული 350 ლარზე მეტსაც მოგცემს. თუ კარგად მოუვლი, კარგად აჭმევ და საქონელიც კარგი გეყოლება გაცილებით მეტსაც მოგცემს.

Posted by: datmeni 7 Mar 2011, 12:33
iko-iko
დიდი მადლობა...
...უბრალოდ იმის იმედი მაქვს რომ ჩემი სახლის ტერიტორიაზეა ეს სათავსო და სახლში კიდევ ჩემი ოჯახი ცხოვრობს.ყურადღება იქნება თავისთავად.

Posted by: iko-iko 7 Mar 2011, 16:58
datmeni
არაფერს ძმობილო, ძალიან კარგ საქმეს კიდებ ხელს. ეს ის საქმეა სადაც იცი რომ შენი შრომა დაფასდება wink.gif

Posted by: chupa_chups 7 Mar 2011, 17:34
არც ძროხები მყავს და არც ფერმა მაქ მაგრამ რატომგაც ეგ ბიზნესი დღეს-დღეობით კველაზე წარმატებული მგონია ,ნუ რათქმაუნდა მაგ ფასში რაც ამ ბიზნესს ჭირდება.არავის არაფერს არ ართმევ და ისე ჭამ საჭმელს მაგას რამე ჯობია????

Posted by: ვეგა 7 Mar 2011, 17:37
iko-iko
QUOTE
4 სული 350 ლარზე მეტსაც მოგცემს

ანუ წლის განმავლობაში თითო სული დაახლოებით თვეში 100 ლარის (გრუბათ) შემომტანია? ანუ წლიურად დაახლოებით 1000-1200ლ იძლევა?

Posted by: iko-iko 8 Mar 2011, 15:05
VAN-WEGA
1000-1200ლ-ს ყველა ხარჯების გარეშე მოგცემს თავისუფლად, თუ ძროხის მაგივრად თხა არ გყავს. თუ კარგი ძროხა გყავს მაგაზე გაცილებით მეტს მოგცემს.

Posted by: ვეგა 8 Mar 2011, 20:46
iko-iko
QUOTE
1000-1200ლ-ს ყველა ხარჯების გარეშე მოგცემს თავისუფლად, თუ ძროხის მაგივრად თხა არ გყავს. თუ კარგი ძროხა გყავს მაგაზე გაცილებით მეტს მოგცემს.

ეგ დაახლოებით 7-10% თვეში თვითღირებულების

საღოლ ძროხას up.gif up.gif

დიდი მადლობა შენ რომ არ გეზარება და უპასუხოდ არ ტოვებ კითხვებს რომელიც ამ სოფლის მეურნეობას ეხება

და საერთოდ გააკეთეთ რა ქვეთავი მაინც ბიზ. & ეკონ> განყში (მე თუ მკითხავ საერთოდ თავი უნდა იყოს გამოყოფილი და არა ქვეთავი)
იმ დღესაც მივმართე ადმინისტრაციას

გადავხედე და ნახეთ რამდენი თემა აღმოჩნდა
ფუტკარი
სასოფლო სამეურნეო მიწა იჯარით
ღვინის ბიზნესი
კურდღლის ფერმა
ფქვილი იაფად
მესაქონლეობის ფერმა
ჰოლანდიური ვარდები
რა იცის ფუტკარზე და ფუტკის ბიზნესზე
ფერმაა
ძროხები!
ქათმის ფერმა
სასათბურე მეურნეობა
ნუშის პლანტაცია
ხახვი
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა
თევზსაშენი,საკალმახე ან უბრალოთ თევზის ფერმა
კაკალი
სოკო, სოკო და კიდევ სოკო
ღვინის ჩამოსხმა!
ხილის შენახვა მაცივრის საშუალებით
თხილის ბიზნესი
ღორების ფერმა
მიწა
მაქვს სახლი 2 სართულიანი და მიწა
მიწა-მიწა-მიწა
ინდაურის ფერმა
რამდენს გადაიხდით ხარისხიანი ბოსტნეულის თესლებში?
ლობიოს რეალიზება
კარტოფილი
მწყრის ფერმა
პავლოვნია და სარფიანი წინადადება
ბაყაყი...
თაფლის ჩაბარება მინდა
ვისაც გაქვთ სათბურები გიწვევთ სათანამშრომლოდ
ფერმა
ქათმის ფერმა
ხილ-ბოსტნის მაღაზია
ჰოლანდიური და შვედური ძროხები
ქათმის გამოზრდელი ფერმა და ინკუბატორი
რა შეიძლება 15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაკეთდეს
მეფუტკრეობა
ქათმის ფერმა

და ქვეთავი მაინც რომ იყოს ვგონებ გაორმაგდებოდა

გააკეთეთ ცალკე განყოფილება
sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: sonex2009 8 Mar 2011, 21:35
გუშინ ვიყავი ახალ ქალაქში კაი ძროხები 1400 ზევით ღირდა

Posted by: zXXXz 8 Mar 2011, 21:52
VAN-WEGA
QUOTE
და საერთოდ გააკეთეთ რა ქვეთავი მაინც ბიზ. & ეკონ> განყში (მე თუ მკითხავ საერთოდ თავი უნდა იყოს გამოყოფილი და არა ქვეთავი)
იმ დღესაც მივმართე ადმინისტრაციას

გადავხედე და ნახეთ რამდენი თემა აღმოჩნდა
ფუტკარი
სასოფლო სამეურნეო მიწა იჯარით
ღვინის ბიზნესი
კურდღლის ფერმა
ფქვილი იაფად
მესაქონლეობის ფერმა
ჰოლანდიური ვარდები
რა იცის ფუტკარზე და ფუტკის ბიზნესზე
ფერმაა
ძროხები!
ქათმის ფერმა
სასათბურე მეურნეობა
ნუშის პლანტაცია
ხახვი
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა
თევზსაშენი,საკალმახე ან უბრალოთ თევზის ფერმა
კაკალი
სოკო, სოკო და კიდევ სოკო
ღვინის ჩამოსხმა!
ხილის შენახვა მაცივრის საშუალებით
თხილის ბიზნესი
ღორების ფერმა
მიწა
მაქვს სახლი 2 სართულიანი და მიწა
მიწა-მიწა-მიწა
ინდაურის ფერმა
რამდენს გადაიხდით ხარისხიანი ბოსტნეულის თესლებში?
ლობიოს რეალიზება
კარტოფილი
მწყრის ფერმა
პავლოვნია და სარფიანი წინადადება
ბაყაყი...
თაფლის ჩაბარება მინდა
ვისაც გაქვთ სათბურები გიწვევთ სათანამშრომლოდ
ფერმა
ქათმის ფერმა
ხილ-ბოსტნის მაღაზია
ჰოლანდიური და შვედური ძროხები
ქათმის გამოზრდელი ფერმა და ინკუბატორი
რა შეიძლება 15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაკეთდეს
მეფუტკრეობა
ქათმის ფერმა

და ქვეთავი მაინც რომ იყოს ვგონებ გაორმაგდებოდა

გააკეთეთ ცალკე განყოფილება


მეც იგივე იდეა მაწუხებს ძალიან გთხოვთ გააკეთეთ რა ცალეეეეეეეეეეეეეე!!!

Posted by: iko-iko 9 Mar 2011, 10:13
VAN-WEGA
QUOTE
და საერთოდ გააკეთეთ რა ქვეთავი მაინც ბიზ. & ეკონ> განყში (მე თუ მკითხავ საერთოდ თავი უნდა იყოს გამოყოფილი და არა ქვეთავი)
იმ დღესაც მივმართე ადმინისტრაციას

+1

QUOTE
დიდი მადლობა შენ რომ არ გეზარება და უპასუხოდ არ ტოვებ კითხვებს რომელიც ამ სოფლის მეურნეობას ეხება

მთავარია დაინტერესება იყოს და ცოდნის გაზიარებაზე როგორ შეიძლება კაცს დაზარდე? smile.gif კარგი ის იქნებოდა ამას თუ პრაქტიკულად გამოიყენებდა ვინმე. ვიცი რო იყენებენ მარა სასურველია უფრო ბევრმა გამოიყენოს.


* * *
sonex2009
QUOTE
გუშინ ვიყავი ახალ ქალაქში კაი ძროხები 1400 ზევით ღირდა

თუ კარგი ძროხაა ძვირი არ არის, ამ ფასს ძროხა ამოიღებს ერთ ლაქტაციაზე თავისუფლად, +ხბო ბონუსის სახით.

Posted by: geoeg 10 Mar 2011, 15:14
QUOTE
sonex2009

QUOTE
გუშინ ვიყავი ახალ ქალაქში კაი ძროხები 1400 ზევით ღირდა

მანდაც უნდა იცოდე არჩევა ალბათ, თორე ისეთს შემოგტენიან....

Posted by: iko-iko 10 Mar 2011, 15:24
ადრეც დავწერე მემგონი, ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ძროხას შეიძენთ აუცილებლად შეუთანხმდით მეპატრონეს, ძროხას იყიდით იმ შემთხვევაში თუ ჯერ ბრუცელოზზე გადაამოწმებთ. ეს ისეთი ინფექციაა რომელიც კლინიკურად არაა გამოხატული და ძროხას აქვს ქრონიკულად. დაავადებული ძროხა პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ვისაც შეხება აქვს დაავადებულ პირუტყვთან და მის პროდუქტებთან. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები როდესაც მეპატრონემ იცის ძროხის დაავადების შესახებ და არ იძახის, ხვდებით ალბათ რატომაც.

Posted by: Sogoyan 11 Mar 2011, 17:18
ეგრე ნუ ანგარიშობთ თუ რამდენი პრესი უნდა ძროხას. გააჩნია სად გეყოლება. მეც ვეპირებ მინი-ფერმის გაკეთებას ოღონდ იქ სადაც მე მინდა იქ ერთ ძროხას უნდა მინიმუმ 100 პრესი. თუ თბილ ადგილას აკეთებთ ფერმას მაგ. თბილისთან ახლოს ალბათ 40-50 პრესიც ეყოფა.

Posted by: iko-iko 12 Mar 2011, 17:36
Sogoyan
QUOTE
40-50 პრესიც ეყოფა.

40-50 პრესი არსად არ ეყოფა, მაგდენი რო ამყოფინო ძროხას ზამთარში გაზაფხულისთვის შეიძლება მარტო ყურები დაგრჩეს. მერე დაეწყება დასუსტებულზე ათასი პრობლემა. პირველ რიგში კახექსიურ ძროხებს ემართებათ ხოლმე მშობარობის შემდგომი პარეზი, ამ მდგომარეობიდან ძალიან ძნელია ძროხის გამოყვანა. ხშირია მშობიარობამდე პარეზებიც და ეს მთლად საშინელებაა, ამ დროს ჩათვალე რო მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს გადმობრუნება 80%-ით გარანტირებული გაქვს. ასევე ხშირია მომყოლის შეჩერებები და მოკლედ ძროხა საშიმშილებლად არ უნდა გაიმეტო რა, თორე თვითონაც გაუბედურდება და პატრონსაც გააწვალებს. 100 პრესი ეს არის ის მინიმუმი რომელიც აქ, თბილისის შემოგარენში ჭირდება ძროხას. ამასთან ერთად სხვა საკვებიც აუცილებელია.

Posted by: kerek 13 Mar 2011, 19:25
სახორცედ რომ ვიყიდო ხბოები,რა ხნის უნდა იყოს და რამდენი უნდა გადავიხადო საშუალო ფასი. შეგიძლიათ რომ მითხრათ?
ცოტა დამატებით ინფოსაც თუ მიმიწერთ დიდად მადლობელი დაგრჩებით baby.gif 2kiss.gif
მინდა ამ ბიზნესის წამოწყება და რა ხარჯები დაჭირდება? ადგილი მაქვს და თუ აჯობებს რძის ბიზნენსს?
წინასწარ დიდი მადლობა rolleyes.gif

Posted by: iko-iko 14 Mar 2011, 10:13
kerek
მერძეული მიმართულების მესაქონლეობა უფრო მომგებიანია, სამაგიეროდ მეხორცული უფრო იოლია. ხარჯებს ვერ გეტყვი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რითი გამოკვებავ და ეგ შენთვითონ უნდა დაიანგარიშო. მაგას ვერავინ ვერ დაგიანგარიშებს.

Posted by: kerek 14 Mar 2011, 17:45
დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif
ისე,პირველი კითხვის პასუხს ველოდებოდი sad.gif
კიდევ ერთხელ მადლობა smile.gif

Posted by: sonex2009 14 Mar 2011, 18:24
მიალოებით 1 ძროხას ხარჯების გარდა თვეში რამდენი მოაქ შემოსავალი????

Posted by: Gasartobi 16 Mar 2011, 17:38
აუ ძროხი ყიდვა მინდა ოგონდ შვეციურის ხომ არ იცი სად ვისჰოვო?

Posted by: sonex2009 16 Mar 2011, 22:40
სად იშოვო არ ვიცი მაგრამ 5000 ღირს რო იცოდე

Posted by: ვეგა 22 Mar 2011, 11:57
ყველაზე იაფად საწყისი კაპიტალის დაზოგვის ან არ ქონის შემთხვევაში როგორი შენობის გაკეთება შეიძლება საქონლისთვის ისე რო ზამთრისთვისაც გამოსადეგი იყოს
შეიძლება თუ არა ბლოკის ცემენტის და სინკარების მაგივრად სხვა მასალის გამოყენება და რისი?

მგონი კითხვას მიმიხვდით

Posted by: iko-iko 22 Mar 2011, 13:40
VAN-WEGA
ხის მასალა გამოიყენე. მემგონი უფრო იაფი დაგიჯდება სხვა დანარჩენებთან, დიდიხანი ვერ მოგემსახურება და რათქმაუნდა არაკაპიტალური გამოვა. შენ რისთვისაც გინდა მისწრებაა, თავისუფლად შეინახავ თავიდან ხის შენობაში საქონელს მთელ სოფლებში სულ ხის გომურებია, პრობლემა არაა. ცოტას რო მოაძლიერებ მეურნეობას და კაპიტალურს მერე ააშენებ ან ნელნელა ააშენებ და ეგაა.

Posted by: ვეგა 22 Mar 2011, 14:31
QUOTE
ხის მასალა გამოიყენე. მემგონი უფრო იაფი დაგიჯდება სხვა დანარჩენებთან, დიდიხანი ვერ მოგემსახურება და რათქმაუნდა არაკაპიტალური გამოვა. შენ რისთვისაც გინდა მისწრებაა, თავისუფლად შეინახავ თავიდან ხის შენობაში საქონელს მთელ სოფლებში სულ ხის გომურებია, პრობლემა არაა. ცოტას რო მოაძლიერებ მეურნეობას და კაპიტალურს მერე ააშენებ ან ნელნელა ააშენებ და ეგაა.

ხო ხის ვიფიქრე მაგრამ კონსტრუქციად და კედლების ამოყვანა ფიცრის გარდა რაიმეთი არ შეიძლება ნეტა რომ ზამთარში საჭირო სითბო შეინარჩუნოს და იაფ მასალაში გადიოდეს

ისე ამთემაში ბიზნეს გეგმა მაინც არ დაიდო sad.gif

Posted by: iko-iko 22 Mar 2011, 15:45
ხის კედლებზე შეგიძლია გააკეთო აბშივკა ტოლით, თუ მაინცდამაინც ტოლის ქვეშ შეგიძლია რომელიმე თერმოიზოლატორი დაუდო, იაფიანი რამე. მაინცდამაინც დიდი სითბოს მომთხოვნი საქონელი არაა, ზამთარში მთავარია ორპირის ფაქტორი გათიშო შენობაში, ხბოებს კი ქვეშსაფენს დაუყრი ნამჯის სახით და ეგაა მეტი სითბო საქონელს არ ჭირდება. ზაფხულის პერიოდში კი საჭიროა კარგი ვენტილაცია. ვენტილაცია ზამთარშიც აუცილებელია მარა ზამთარში შიგნითა და გარეთა ტემპერატურის მაღალი კონტრასტის გამო ვენტილაცია თავისთავადაც ხდება.

Posted by: ვეგა 22 Mar 2011, 16:09
QUOTE
ხის კედლებზე შეგიძლია გააკეთო აბშივკა ტოლით, თუ მაინცდამაინც ტოლის ქვეშ შეგიძლია რომელიმე თერმოიზოლატორი დაუდო, იაფიანი რამე. მაინცდამაინც დიდი სითბოს მომთხოვნი საქონელი არაა, ზამთარში მთავარია ორპირის ფაქტორი გათიშო შენობაში, ხბოებს კი ქვეშსაფენს დაუყრი ნამჯის სახით და ეგაა მეტი სითბო საქონელს არ ჭირდება. ზაფხულის პერიოდში კი საჭიროა კარგი ვენტილაცია. ვენტილაცია ზამთარშიც აუცილებელია მარა ზამთარში შიგნითა და გარეთა ტემპერატურის მაღალი კონტრასტის გამო ვენტილაცია თავისთავადაც ხდება.

საინტერესოა, მადლობა

Posted by: geoeg 26 Mar 2011, 15:53
VAN-WEGA
QUOTE
ხო ხის ვიფიქრე მაგრამ კონსტრუქციად და კედლების ამოყვანა ფიცრის გარდა რაიმეთი არ შეიძლება ნეტა რომ ზამთარში საჭირო სითბო შეინარჩუნოს და იაფ მასალაში გადიოდეს

გარშემო სიმინდის ჩალა შემოაკარი სითბოც ექნებათ და საჭმელიც.

Posted by: ვეგა 26 Mar 2011, 16:36
geoeg
QUOTE
გარშემო სიმინდის ჩალა შემოაკარი სითბოც ექნებათ და საჭმელიც.

კედლები შეჭამონ biggrin.gif

Posted by: geoeg 26 Mar 2011, 18:14
VAN-WEGA
QUOTE
კედლები შეჭამონ

არა. ჯერ ხის კედელი ხოლო გარედან ჩალა.
ეკოლოგიურად სუფთა სადგომი biggrin.gif

Posted by: beshtena 4 Jul 2011, 22:53
ნაკვეთი მაქვს მეჯვრის ხევში მინდა გავაკეთო ფერმა საქონლის ფული მაქვს დაახლოებით 20000 ლარი თავიდან ვფიქრობ პატარა შენობა ავაშენო და პატარა ხბოები ვიყიდო დაახლოებით ვფიქრობ 15-20 ცალს მაქვს ასევე სხვა ნაკვეთი ზუსტად არ ვიცი რამხელაა იქ კიდე ვფიქრობ იონჯის დათესვას, თანხა ვფიქრობ ეყოფა,მხოლოდ ის ვერ გადამიწყვეტია დაუსჰვატ ვიყიდო პატარები და მერე ცოტა მოზრდილები გავყიდო დაახლოებიტ ერთი წელი სჰევინაცხო და მერე გავყიდო თუ გავამრავლო და რძეზე ვიჩალიჩო,მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს მიახლოოებით რა დაჯდება ეს ყველაფერი და ტუ კარგათ წავა ყველაფერი რა მოგების ნახვა შეიძლება ამ ბიზნესით მიმიხვდებიტ რასაც ვფიქრობ ,ძალიან დამეხმარება და დამჭირდება თქვენი რჩევები. მადლობთ წინასწარ

Posted by: iko-iko 5 Jul 2011, 11:36
beshtena
რა როგორ დაგიჯდება ნამდვილად ვერ გეტყვი და ვერც ვერავინ გეტყვის, ფაქტია რო ორივე შემთხვევაში მეხორცულადაც და მერძეულადაც საქონელი მოგებას იძლევა. მერძეული მიართულება გაცილებით უფრო მომგებიანია ვიდრე მეხორცული. ჩალიჩი მერძეულს უფრო მეტი ჭირდეება. დანარჩენს შენთვითონ გადაწყვეტ wink.gif

Posted by: beshtena 5 Jul 2011, 13:38
გეთანხმები, მაგ ფულსში 10 ზროხა მომივა რძეზე რო ვიცჰალიცჰო არ ეყოფა მემგონი ანუ ისევ დაახლოებით 20-25 ხბო ვიყიდო და გავზარდო ვფიქრობ აჯობებს

Posted by: iko-iko 5 Jul 2011, 14:15
beshtena
მე მეხორცულ მესაქონლეობას დიდ პატივს ვცემ. განსაკუთრებით ისეთ ზონებში სადაც ძნელია რძეის ჩაბარება. თუ რძეს ვერ აბარებ ე.ი. მაშინ უნდა იჩალიჩო რო რძისგან პროდუქტები აკეთო. ეს კი იმდენ შრომას მოითხოვს და თანაც საკმაოდ არარენტაბელური ხდება შინაური წარმოების რძის პროდუქტები. შინაური რძის პროდუქტებიდან მარტო ყველსღა ყიდის გლეხი, ისიც სეზონზე ჩალის ფასად. ამიტომ ისეთ რეგიონებში სადაც ეს პრობლემა დგას ძალიან კარგია მეხორცული მიმართულება.

Posted by: giorgi6262 3 Sep 2011, 01:08
გაუმარჯოს კაი ხალხს... ძლივს ვიპოვე ეს თემა ასე რომ პირველ რიგში
QUOTE
და საერთოდ გააკეთეთ რა ქვეთავი მაინც ბიზ. & ეკონ> განყში (მე თუ მკითხავ საერთოდ თავი უნდა იყოს გამოყოფილი და არა ქვეთავი)
იმ დღესაც მივმართე ადმინისტრაციას

+1000000
ეხლა რა ხდება.... smile.gif მთელი თემა გადავიკითხე და მაინც ვერ ვიპოვე ის რაც მაინტერესებს. მე საქონელი მჭირდება ხორცისთვის, ანუ რძე არ მჭირდება. ჩემი საკუთარი მაღაზია მაქვს, დღეში მინიმუმ 2 სულს ვყიდი. ამ ბოლო დროს ხორცი მაგრად გაძვირდა, ფასს მეტს ვერ ვუმატებ, თან დ.ღ.გ-ს გადამხდელი ვარ და თითქმის აღარაფერი მრჩება. გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავაკეთო, ხბოები ვიყიდო, დეკეულებამდე გავზარდო და მერე გავაქანო მაღაზიაში. რას იტყვით ხალხო გამოვა? რა ხარჯებია ან საერთოდ რა ჭირდება ეგეთ ფერმას?

Posted by: davita74 3 Sep 2011, 11:01
VAN-WEGA
ხო ხის ვიფიქრე მაგრამ კონსტრუქციად და კედლების ამოყვანა ფიცრის გარდა რაიმეთი არ შეიძლება ნეტა რომ ზამთარში საჭირო სითბო შეინარჩუნოს და იაფ მასალაში გადიოდეს

ბაზრობაზე იკითხე სენდვიჩ-პანელი სჰიგნით და გარეთ ჟესჰტი აქ და შუაში პენოპლასტია თან ზომებია 6 მეტრი 90 სალტიმეტრზე დაჭრაც ტავისუფლად შეგიძლია სასურველ ზომებზე და ერტმანეტში შიპებით ჯდება პარკეტივით. მეორადები იაფია.
* * *
beshtena
ნაკვეთი მაქვს მეჯვრის ხევში მინდა გავაკეთო ფერმა საქონლის ფული მაქვს დაახლოებით 20000 ლარი თავიდან ვფიქრობ პატარა შენობა ავაშენო და პატარა ხბოები ვიყიდო დაახლოებით ვფიქრობ 15-20 ცალს მაქვს ასევე სხვა ნაკვეთი ზუსტად არ ვიცი რამხელაა იქ კიდე ვფიქრობ იონჯის დათესვას, თანხა ვფიქრობ ეყოფა,მხოლოდ ის ვერ გადამიწყვეტია დაუსჰვატ ვიყიდო პატარები და მერე ცოტა მოზრდილები გავყიდო დაახლოებიტ ერთი წელი სჰევინაცხო და მერე გავყიდო თუ გავამრავლო და რძეზე ვიჩალიჩო,მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს მიახლოოებით რა დაჯდება ეს ყველაფერი და ტუ კარგათ წავა ყველაფერი რა მოგების ნახვა შეიძლება ამ ბიზნესით მიმიხვდებიტ რასაც ვფიქრობ ,ძალიან დამეხმარება და დამჭირდება თქვენი რჩევები. მადლობთ წინასწარ


მერძეული ჯობია ჩემი აზრით და იონჯას თუ ესპარცეტიტ შეცვლი უკეთესი იქნება.
giorgi6262
დეკეულებამდე გავზარდო და მერე გავაქანო მაღაზიაში. რას იტყვით ხალხო გამოვა?

ვინ დაგაკვლევინებს? ნატახტარში უნდა ჩაიყვანო და იქ უნდა დაგიკლან და მაგიტომაც მოიმატა ხორცის ფასმა, გლეხს ტავისი საქონლის დაკვლის უფლებას რომ არ აძლევენ ..............................................

Posted by: giorgi6262 3 Sep 2011, 20:02
davita74
QUOTE
ვინ დაგაკვლევინებს? ნატახტარში უნდა ჩაიყვანო და იქ უნდა დაგიკლან და მაგიტომაც მოიმატა ხორცის ფასმა, გლეხს ტავისი საქონლის დაკვლის უფლებას რომ არ აძლევენ

მაგაზე არ მაქვს პრობლემა, მაღაზიაში რაც მომდის სულ ნატახტარში დაკლულია. 10.50ში ვიღებ ეხლა დეკეულებს და საერთოდ არაფერი არ მრჩება, თან იმ ნაწილებს ვიღებ რაც მინდა, ბარკალი იქნება თუ რაც იქნება. 9.50ში რომ ვიღებდე არ მექნებოდა პრობლემა, 4000 ტონამდე ხორცი გავყიდე ერთ თვეში და 1500 ლარი დამრჩა. ლარით იაფში რო ვიღებდე უკვე 5500 დამრჩებოდა. მაგიტოა რო მინდა ამ საქმეს მოვკიდო ხელი. ვთქვათ ხბო ვიყიდე და დავაყენე კორმაზე, სანამ მივა დაკვლამდე რამდენი აქვს ხარჯი, ანუ საბოლოოდ კილო ხორცი რა დამიჯდება მერე? ერკვევით ვინმე? smile.gif

Posted by: iko-iko 5 Sep 2011, 12:27
giorgi6262
QUOTE
ეხლა რა ხდება....მთელი თემა გადავიკითხე და მაინც ვერ ვიპოვე ის რაც მაინტერესებს. მე საქონელი მჭირდება ხორცისთვის, ანუ რძე არ მჭირდება. ჩემი საკუთარი მაღაზია მაქვს, დღეში მინიმუმ 2 სულს ვყიდი. ამ ბოლო დროს ხორცი მაგრად გაძვირდა, ფასს მეტს ვერ ვუმატებ, თან დ.ღ.გ-ს გადამხდელი ვარ და თითქმის აღარაფერი მრჩება. გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავაკეთო, ხბოები ვიყიდო, დეკეულებამდე გავზარდო და მერე გავაქანო მაღაზიაში. რას იტყვით ხალხო გამოვა? რა ხარჯებია ან საერთოდ რა ჭირდება ეგეთ ფერმას?


აუცილებლად გამოვა და აუცილებლად მოგცემს მოგებას მარა რა რამდენი დაგიჯდება ეგ არ ვიცი.

Posted by: brutal_88 6 Sep 2011, 01:58
საქართველოს რომელ რეგიონში სჯობს ფერმის გაკეთება, რძის ხარისხი არის დამოკიდებული კლიმატზე?

თბილისთან ახლო მახლოს კარგია რეალიზაციისთვის, მაგრამ კლიმატი? ალბათ უფრო დასავლეთ საქართველო, ხომ?

100 სული ძროხა რომ იყოლიო, ბაგურ კვებაზე, რამდენი ჰექტარი დაგჭირდება? ანუ კორმი შენ თვითონ რომ აწარმოო, ხარჯის შესამცირებლად.

Posted by: avto_07 6 Sep 2011, 04:22
ამ ბიზნესის დაბეგვრა როგორ ხდება ჩვეულებრივი პროცენტი აქვს?
ბუღალტერი საჭირო არ არის?

Posted by: Zichi 6 Sep 2011, 08:17

Posted by: iko-iko 6 Sep 2011, 11:32
brutal_88
ერთ ძროხას ჭირდება 1 ჰა

Posted by: rastafari 6 Sep 2011, 14:46
iko-iko
QUOTE
ერთ ძროხას ჭირდება 1 ჰა

ეს გაშვებული რომ გყავს ხო?
ანუ საძოვარი?

Posted by: brutal_88 6 Sep 2011, 22:56
iko-iko
QUOTE
ერთ ძროხას ჭირდება 1 ჰა

ეს როგორ გავიგოთ, ანუ მთელი წლის სამყოფი საკვები შემიძლია მოვიყვანო ერთ ჰექტარზე? ანუ 100 ძრხიან ფერმაზე, 100 ჰექტარი მიწა მინდა?

მირჩიეთ სად ჯობია ფერმის გაკეთება, როგორ კლიმატურ პირობებში.

რძეზე ორიენტირებული ფერმისთვის, ბაგური კვება სჯობს, თუ თბილ სეზონზე მინდორში გაშვება?
* * *
ეხლა რაც ლიტერატურა წავიკითხე, ყველგან წერია, რომ მაძოვარი ძროხა უკეთესს შედეგს იძლევა, ვიდრე მუდმივად სადგომში მყოფი ძროხა.
არადა ჰოლშტინის ჯიში (რომელიც ყველაზე მეტ რძეს იძლევა) ბაგურ კვებას საჭიროებს, ეგ რომ მდელოებზე გაუშვა საძოვრად ხომ დაავადდება?

Posted by: iko-iko 9 Sep 2011, 14:02
brutal_88
QUOTE
ეს როგორ გავიგოთ, ანუ მთელი წლის სამყოფი საკვები შემიძლია მოვიყვანო ერთ ჰექტარზე? ანუ 100 ძრხიან ფერმაზე, 100 ჰექტარი მიწა მინდა?

კი მასეა როდესაც საკვებს აწარმოებ საკუთარი ძალებით ერთ სულ საქონელზე გჭირდება 1 ჰა. მწვანე მასა, თივა, სილოსი, წვნიანი საკვები, კონცენტრატი.
QUOTE
მირჩიეთ სად ჯობია ფერმის გაკეთება, როგორ კლიმატურ პირობებში.

სადაც უფრო იდიალური პირობებია საკვების მოსაყვანად.
QUOTE
რძეზე ორიენტირებული ფერმისთვის, ბაგური კვება სჯობს, თუ თბილ სეზონზე მინდორში გაშვება?

სერიოზული მესაქონლეობა არ ითვალისწინებს მინდორში გაშვებას, ეგ უკვე უაზრობაა.
QUOTE
ეხლა რაც ლიტერატურა წავიკითხე, ყველგან წერია, რომ მაძოვარი ძროხა უკეთესს შედეგს იძლევა, ვიდრე მუდმივად სადგომში მყოფი ძროხა.
არადა ჰოლშტინის ჯიში (რომელიც ყველაზე მეტ რძეს იძლევა) ბაგურ კვებას საჭიროებს, ეგ რომ მდელოებზე გაუშვა საძოვრად ხომ დაავადდება?

ბაგური შენახვა არ გულისხმობს ძროხების ბაგაზე მიხრჩობას biggrin.gif არასწორად გესმით, ბაგური შენახვის დროს საქონელს აქვს მუდმივი ე.წ. სეირანი ანუ გამოსაშვები ადგილი სადაც ასევე მოწყობილია საკვებურ საწყურებლები.

* * *
QUOTE
რძეზე ორიენტირებული ფერმისთვის, ბაგური კვება სჯობს, თუ თბილ სეზონზე მინდორში გაშვება?

ეხლა ჩამოგითვლი რამდენიმე მიზესს რატომაცაა უაზრობა საძოვარზე საქონლის გაშვება.

არარაციონალური მიწის გამოყენება

დაავადებების და პარაზიტების 100% გარანტია

საძოვარზე ბალახის სხვადასხვა ვეგეტაციის პერიოდები იძლევა ძალიან არაყუათიან მწვანე მასას, რაც კულტურულ ნათესებზე გამორიცხულია რადგან თქვენს ხელთაა და რაც უფრო ყუათიანია კულტურა იმას დათესავ და რაც უფრო რეკომენდირებული ვადებია მაშინ აიღებთ.

ვერ აწარმოებ ხელოვნურ დათესლვას. როდესაც ფერმერულ მეურნეობას ეწევით მაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ ბუნებრივი განაყოფიერება (ამას თავის მხრივ კიდევ უამრავი მიზეზი აქვს), გაშვებული საქონელი კი ჩათვალე რო ვერ იქნება დაცული უცხო, დაავადებული და უჯიშო ბუღისგან.

გაგრძელება აღარ ღირს მემგონი თორე კიდევ უამრავი მიზეზია. . . . . .


Posted by: brutal_88 9 Sep 2011, 15:44
iko-iko
QUOTE
სადაც უფრო იდიალური პირობებია საკვების მოსაყვანად.

ანუ აზრი არ ააქვს, მაგალითად მთიან ადგილას ფერმის გაკეთებეას, იმ მიზნით რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა იქნება და ბლა, ბლა, ბლა...
ისე კი, მე უფრო სამეგრელო და იმერეთი მიმაჩნია ოპტიმალურ ადგილად, მესაქონლეობა შედარებით განვითარებულია, ყველის კულტურაც მაღალია, თან მიწაც უფრო იაფი ეღირება, ვიდრე დავუშვათ ქვემო ქართლში ან კახეთში.

QUOTE
სერიოზული მესაქონლეობა არ ითვალისწინებს მინდორში გაშვებას, ეგ უკვე უაზრობაა.

მინდორში გაშვებაში ვიგულისხმე, კულტივირებულ საძოვარზე გაშვება. აი მაგალითად ასე, დავყო მიწები საძოვრებად, მაგალითად 4 დღე ერთ საძოვარზე ვაძოვო, მერე გადავიყვანო სხვა საძოვარზე იქაც 4 დღე და ასე შემდეგ... 4 დრეში კი უნდა აღდგეს საძოვარი.


QUOTE
ეხლა ჩამოგითვლი რამდენიმე მიზესს რატომაცაა უაზრობა საძოვარზე საქონლის გაშვება.

არარაციონალური მიწის გამოყენება

დაავადებების და პარაზიტების 100% გარანტია

საძოვარზე ბალახის სხვადასხვა ვეგეტაციის პერიოდები იძლევა ძალიან არაყუათიან მწვანე მასას, რაც კულტურულ ნათესებზე გამორიცხულია რადგან თქვენს ხელთაა და რაც უფრო ყუათიანია კულტურა იმას დათესავ და რაც უფრო რეკომენდირებული ვადებია მაშინ აიღებთ.

ვერ აწარმოებ ხელოვნურ დათესლვას. როდესაც ფერმერულ მეურნეობას ეწევით მაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ ბუნებრივი განაყოფიერება (ამას თავის მხრივ კიდევ უამრავი მიზეზი აქვს), გაშვებული საქონელი კი ჩათვალე რო ვერ იქნება დაცული უცხო, დაავადებული და უჯიშო ბუღისგან.


ესეიგი მე ძალიან ტრადიციული თვალით ვუყურებ მესაქონლეობას, ბევრი თანამედროვე წიგნი უნდა წავიკითხო, რომ აზრი შევიცვალო მესაქონლეობაზე biggrin.gif



ჰო, კიდევ ერთი პრობლემა, ძროხის ჯიშის არჩევა და მერე მათი მოძიება. საქართველოში როგორც ვატყობ არ არის სერიოზული საჯიშე მეურნეობები, თუ არის და იმისთანა ფასები ადევს ძროხებს, რომ არარენტაბელურია, მაგალითად ჰოლშტინის ძროხა 5 000 დოლარი ღირსო, სენაკის ფერმაშიო...
უცხოეთიდან შემოყვანა კი ძნელია, გარდა იმისა რომ უამრავი ინსტანციები უნდა გაიარო უცხოეთში, ამასთან არ ვიცით როგორ შეეგუება ზრდასრული მაკე ძროხა ახალ კლიმატურ თუ სხვა პირობებს. რუსეთში მაგალითად, დანაკარგი 40% აღწევს, ანუ შემოყვანილი 100 თავიდან შეიძლება 40 ძროხა დაკრაგო, ძალიან დიდი რისკია!

მე მინდა 100 ძროხით დავიწყო, მაგრამ ადგილობრივი 7-10 ლიტრიანი ძროხები, დიდ იმედებს არ მაძლევენ sad.gif

Posted by: iko-iko 12 Sep 2011, 10:57
QUOTE
მინდორში გაშვებაში ვიგულისხმე, კულტივირებულ საძოვარზე გაშვება. აი მაგალითად ასე, დავყო მიწები საძოვრებად, მაგალითად 4 დღე ერთ საძოვარზე ვაძოვო, მერე გადავიყვანო სხვა საძოვარზე იქაც 4 დღე და ასე შემდეგ... 4 დრეში კი უნდა აღდგეს საძოვარი.

არა, არა ეგ არაეფექტური მეთოდია.
QUOTE
ჰო, კიდევ ერთი პრობლემა, ძროხის ჯიშის არჩევა და მერე მათი მოძიება. საქართველოში როგორც ვატყობ არ არის სერიოზული საჯიშე მეურნეობები, თუ არის და იმისთანა ფასები ადევს ძროხებს, რომ არარენტაბელურია, მაგალითად ჰოლშტინის ძროხა 5 000 დოლარი ღირსო, სენაკის ფერმაშიო...

არც მაგ ჰოლშტინურს მოგყიდიან ნორმალურს biggrin.gif ასე რომ ჯობია ადგილობრივი საქონელით დაიწყო, რათქმაუნდა შეარჩევ და გადაარჩევ საუკეთესოებს, იმ პირობებში რომელზეც მე ვსაუბრობ (ბაგური კვება, დაბალანსებული ნორმალიზებული საკვები, კარგი შენახვის პირობები და ა.შ.) ადგილობრივი ძროხებიც მშვენივრად იწველებიან. რათქმაუნდა ისე არა როგორც ხალასი ჯიშები მაგრამ . . . . მოკლედ აქაურით უნდა დაიწყო და ხელოვნური დათესლვა უნდა დანერგო, სხვანაირად სერიოზულ კარგი ჯიშის საქონელს ძალიან ბევრი ფული ჭირდება.

QUOTE
მე მინდა 100 ძროხით დავიწყო, მაგრამ ადგილობრივი 7-10 ლიტრიანი ძროხები, დიდ იმედებს არ მაძლევენ

შეარჩიე საქონელი არა 7-10 ლიტრიანი არამედ ცოტა ნორმალური, რაც გითხარი ასეთ პირობებში დამიჯერე ნორმალური წველა გექნება. როდესაც საკვები მაღალყუათიანი იქნება ძროხაც მაქსიმალურად მოიწველის.. მერე კი ხელოვნური დათესლვა forever!!!!

Posted by: enticing92 10 Jan 2012, 17:56
გამარჯობათ.. ყველა პოსტი გადავიკითხე ბევრი ინფორმაციაც მივიღე.. მარა რამდენიმე კითხვა არი პასუხის გარეშე და თუ ვინმემ იცით
avto_07-ს კითხვაზე არის პასუხი საინტერესო (ამ ბიზნესის დაბეგვრა როგორ ხდება ჩვეულებრივი პროცენტი აქვს?
ბუღალტერი საჭირო არ არის?)
და კიდე, ძროხა იწყებს მოწველას 3 წლიდან ანუ როგორც გავიგე და რამდენ წლამდე შეუძლია მეწველი იყოს? 5-6?

და კიდე ერთიც.. ბიზნეს გეგმაზე იყო საუბარი დავდებო
shuma89
lipu79
თუ ნახავთ ამ პოსტს იქნებ რომელიმემ დადოთ ან მომაწოდოთ რამენაირად...

სერიოზულად ვარ დაინტერესებული ამ ბიზნესით, დამწყები ვარ მინდა მაქსიმუმ 15 ძროხით დავიწყო და გამოცდილი ადამიანის ბიზნეს გეგმას თუ ვნახავ ჩემს გაცილებით ადვილად ავაწყობ... თითქმის ყველაფერი მაქ რაც ჩამოთვლილი იყო, ფართობი 30 ძროხასაც ეყოფა, ველი არის.. არის ბოსელიც ახალაშენებული და არის მანქანაც... ტერიტორია გურიაში სოფელ ლაითურში.. აჭარის საზღვართან...

Posted by: lipu 10 Jan 2012, 19:33
enticing92

დავკარგე ბიზნესგეგმა, (ერთერთ აქაურ იუზერს გავატანე, არ მახსოვს ნიკი, ჩემი ფაილი კი წამეშალა)
ახლის დაწერის დროც არ მაქვს


აუცილებელ პირობებს ჩამოგიწერ და განავრცე

მოკლედ მთავარია: ნახო და დაიქირავო კარგი ვეტერინარი, რომელიც გაყიდინებს ახალგაზრდა და ჯიშიან ძროხებს, რომელიც შენი სიტუაციისათვის საუკეთესო ვარიანტი იქნება და უზრუუნველყოფს საქონლის მოვლას, ერთი სიტყვით პროფესიონალი ვეტერინარი საქმის ნახევარია და ფული არ უნდა დაინანო

საკვები ბაზა, ანუ აუცილებელია საკვების მინიმუმ 70% თვითონ აწარმოებდე, საკუთარ მიწაზე

სასაწყობე მეურნეობა და ტექნიკა

და სარეალიზაციო ბაზარი

მოკლედ შენ გაქვს კარგი სასტარტო პირობები: საკუთარი მიწა, შენობა, ტექნიკა და საქმიანობ ტურისტულ რაიონთან ახლოს(გასაღების ბაზარი)
არცერთი ბანკი კრედიტს არ დაგიკავებს smile.gif
დანარჩენს განავრცობ, კარგი ვეტერინარი დაგეხმარება როგორ დაწერო შემოსავალი დ ხარჯები
ნუდაახლოებით ასე
15 ძროხა=X ლიტრ რძეს
X ლიტრი რძე = Y კილოგრამ ყველს(ან სულგუნს)
Y კილოგრამი ყველი=მილიონს

დაახლოებით ეგ არის მოკლე მონახაზი
დაწერე უპირატესობები და მიუთითე ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად რამდენი გჭირდება
წარმატებები



Posted by: enticing92 10 Jan 2012, 20:45
lipu79
გაიხარე, კარგი ხალხი ხართ ბევრი საინტერესო და გამოსადეგი პოსტია და არ გენანებათ რაც მთავარია...
ჯერ სტუდენტი ვარ 1 წელი კიდე დამრჩა, ამ დროის მანძილზე სრულად შევისწავლი ბაზარს და ყველაფერს.. ეგ მიწა და ბიზნესი მაინც არსად გაიქცევა) ეტაპობრივად თუ რაღაც დამაინტერესებს ალბათ შემიძლია თქვენს იმედზე ვიყო.. smile.gif მადლობთ

Posted by: lipu 10 Jan 2012, 21:15
enticing92
QUOTE
ამ დროის მანძილზე სრულად შევისწავლი ბაზარს და ყველაფერს


კარგი აზრია

ერთი გაითვალისწინე, ფერმერობა ძალიან დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს საწყის ეტაპზე
QUOTE
ალბათ შემიძლია თქვენს იმედზე ვიყო


რაც შეგვეძლება არ დაგზარდებით

წარმატებები

Posted by: enticing92 10 Jan 2012, 21:38
lipu79
შრომის მოყვარეობის გარეშე გამართულ ბიზნესს ვერ მართავ წამოწყებაზეც ხო ზედმეტია ლაპარაკი... წამოწყებული იყო თავიდან ღორის იდეით, ვირუსების გამო გაჩერდა მერე კიდე რაღაც პრობლემები.. ეხლა უკვე არაფერი აღარ უშლის ხელს რო დავიწყოთ...

სერიოზული პრობლემა დღევანდელი გადასახედიდან არაფერია რამაც შეიძლება გადამაფიქრებინოს..

Posted by: Delta-8 6 Sep 2012, 10:43
iko-iko
და სწორად გამოკვებაში საქონლის რას გულისხმობ და ვეტერინარს რო მიიყვან იცის ვეტერინარმა რა და როგორ უნდა კვებო?
* * *
კიდე ერთი მაინტერესებს, ნუ მე მაქ ტერიტორია მაგრამ როგორ უნდა განვსაზღვრო კარგია გასაღებისთვის თუ არა და როგორ უნდა განვსაზღვრო, ამს წინად ერთმა მითხრა რომ 40-50 ძროხაო და იმენა სანტე და ეკო ფუდი ივლის თავადო შენთანო და წაიღებენ რძესო და ნ ამას ვინ მეტყვის რამდენად რეალურია მარა იქნებ ესეც მიტხრათ ვინმემ, კიდე ერთი ახალგორთან მაქვს ადგილები და მანდ ნორმალურია ფერმის მოწყობა?

Posted by: giorgiste 8 Sep 2012, 12:23
ხალხო რა მაინტერესებს. დავუშვათ ვიყიდე 15-20 ადგილობრივი ჯიშის ძროხა და ნახირში გავგზავნე ხოლმე დღისით რამდენად რენტაბელური იქნება? აუცილებელი ხომ არ არის ბაგაზე იყოს დაბმული ? ადგილობრივ ჯიშზე მაქვს ლაპარაკი.

Posted by: ROWAN ATKINSON 10 Sep 2012, 16:43
ბაგური კვება ზოგადად ჯობია ხორცზე ორიენტირებული ფერმებისთვის. თბილ სეზონზე საძოვრაზე თუ არ გაუშვებ აზრი არ ექნება ვერ მოიწველის როგორც საჭიროა ისე
* * *
თუ მოახდენთ მხოლოდ რძის ჩაბარებას არ დაიბეგრებით. როგორც ვიცი პირველადი პროდუქცია არ იბეგრება.
5-6 მოგების შემდეგ ძროხა საკალბასეში უნდა ჩააბარო უეჭველი smile.gif

Posted by: giorgiste 11 Sep 2012, 12:00
QUOTE
ბაგური კვება ზოგადად ჯობია ხორცზე ორიენტირებული ფერმებისთვის. თბილ სეზონზე საძოვრაზე თუ არ გაუშვებ აზრი არ ექნება ვერ მოიწველის როგორც საჭიროა ისე

არა მეხორცულზე არ მაქვს საუბარი.
QUOTE
თუ მოახდენთ მხოლოდ რძის ჩაბარებას არ დაიბეგრებით. როგორც ვიცი პირველადი პროდუქცია არ იბეგრება.
5-6 მოგების შემდეგ ძროხა საკალბასეში უნდა ჩააბარო უეჭველი


5-6 მოგება ფაქტიურად 5-6 წელს უდრის ასე, რომ არც ისე პატარა პერიოდია

Posted by: chiefangel 19 Oct 2012, 23:42
ვინ არიან გამოცდილი მეცხოველეები კონტაქტები რომ დაწეროთ რა და ვეტერინარები. აგერ გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურას და სტანდარტები შესაბამისად ავაწყვე სადგომი, დაუსრულებელია მაგრამ მაინც შენიშვნებს შევიტანთ.
user posted image

Posted by: Mateo Falcone 1 Nov 2012, 17:02
ხომ არ იცის ვინმემ:

1. ნედლი, მწვანე ქერი როგორ უხდება მერძევე ძროხას?

2. რამდენი კგ დასჭირდება საშუალოდ ძროხას დღეში?

Posted by: anamch 3 Nov 2012, 08:36
მე ახლა ვაშენებ (ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი "ვაშენებ") 10 თხის და 5 შვილიანი(ხბოუკების) ძროხის სადგომს..
დამხვდა სამი კედელი..(მეოთხეს ვვარაუდობ ჩანართებს , რაზეც ჟალუზები დამაგრდება--
ასაწევ- დასაწევი რომლიც ძირითად სულ ღია იქნებააა.

სადაც ახლა მიწევს ყოფნა- თელთის ცნობილი სანაშენე მეურნეობააა.. ყოველდღე ვაკვირდები საქოელს და ვსაწვლობ ბევრ რამეს ვეტერინარებისგან დ მონვლელებისგან...
ძროხები ყავთ ზამთარ- ზაფრხულ ღია სივრცეში ,, გადახურულია მხოლოდ სახურავი და კედლები საერთოდ არა აქვს..
ზამთარის სადგომიც აქვს საქონელს , მაგრამ მაინც გარეთ არიან .. მშრალ თივას უცვლიან პერიოდულად და ერთად წამოუწვებიან ხოლმე ყინვასს..
smile.gif
მეტი ჰაერი და სინათლე ... წყალი გამდინარე და საჭმელი ოხრადდ. ამის გამოაა ამ საქონლის წველადობაც ფანტასმაგორიული 25 ლიტრიდან ზემოთ.
ეს ჯგუფი უზარმაზარი წვალებით მივიდა ამ შედეგამდე..
უამრავმა ქართველმა და უცხოელმა ე. წ ექპერტმა გადააგდოო..

კარგ საქონელს, არავინ გაყიდის თუ შემთხევვით არ გადააწყდები რაღაც პრობლემის გამო ყიდდეს ფერმერი..

ყველას, ვისაც ჰყავს ნორმალური საქონელი , საკუტარი ხელით ყავს გამოყვანილი და ამას წლები ჭირდება.კარგი მომვლელი და ყურადღებიანი ვეტერინარი..

სხვა შემთხევაში , ეს საქმე განწირულია.. ბიზნესითვის არ გამოდგება , თორემ
საგლეხო მეურნეობა (საოჯახო) 10- 15 სული, სოფლის საძოვარზე მიშვებული, პრობლემა არაა!
ოჯხსაც გირჩენს და მოგებასაც დაგიტოვებს განვითარებისთვის...


http://www.facebook.com/pages/თელეთის-სანაშენე-მეურნეობა-Teleti-farm/208172162588968?ref=ts&fref=ts

Posted by: Mateo Falcone 3 Nov 2012, 12:24
anamch
თხის კომერციულ სარგებლიანობაზე შეგიძLია მითხრა რამე?anamch
QUOTE
სადაც ახლა მიწევს ყოფნა- თელთის ცნობილი სანაშენე მეურნეობააა.. ყოველდღე ვაკვირდები საქოელს და ვსაწვლობ ბევრ რამეს ვეტერინარებისგან დ მონვლელებისგან...
ძროხები ყავთ ზამთარ- ზაფრხულ ღია სივრცეში ,, გადახურულია მხოლოდ სახურავი და კედლები საერთოდ არა აქვს..
ზამთარის სადგომიც აქვს საქონელს , მაგრამ მაინც გარეთ არიან .. მშრალ თივას უცვლიან პერიოდულად და ერთად წამოუწვებიან ხოლმე ყინვასს..

yes.gif
ზამთარშიც და ზაფხულშიც ძროხა უნდა სუნთქავდეს სუფთა ჰაერს, მოძრაობდეს, სეირნობდეს, უბრალოდ საჭმელს მინდორში არ უნდა ეძებდეს. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ძროხამ რომ ბევრი მოიწველოს უნდა დააბა წლობით და დააყარო თივა givi.gif

წველადობის 15-20% გაზრდა თუ გინდა და ხარჯების 30-50% შემცირება აჰა შენ ნამიოკი smile.gif

http://imageshack.us/photo/my-images/525/657829721fotosdeforraje.jpg/


Posted by: giorgiste 3 Nov 2012, 12:36
anamch
რა მაინტერესებს ღია სადგომში მარტო ძროხები ყავთ თუ მეხორცული ხარებიც?
ზამთარში არ იყინებიან მეწველები?

Posted by: anamch 3 Nov 2012, 19:23
Mateo Falcone
QUOTE
წველადობის 15-20% გაზრდა თუ გინდა და ხარჯების 30-50% შემცირება აჰა შენ ნამიოკი

პლზ ეს ნამიოკი გამიშიფრე რაა პლზზ.. ეს სიმინდია ..?


giorgiste
QUOTE
ზამთარში არ იყინებიან მეწველები?

არა, საყვარალდ ჩახუტებლები არიან ერთმანეთთან, წვანან მშრალ თივაზე და ცოხნიან საჭმელსს..

Posted by: giorgiste 3 Nov 2012, 20:24
anamch
QUOTE
ეს სიმინდია

მემგონი ხორბალია

QUOTE
არა, საყვარალდ ჩახუტებლები არიან ერთმანეთთან, წვანან მშრალ თივაზე და ცოხნიან საჭმელსს..

ქარის დროს არ ცივდებიან? ცოტა დილეტანტური კითხვაა მაგრამ არაუშავს smile.gif

Posted by: anamch 3 Nov 2012, 20:25
giorgiste
QUOTE
ქარის დროს არ ცივდებიან? ცოტა დილეტანტური კითხვაა მაგრამ არაუშავს

არც ყინვების დროს, ერტ მხარეს აფარებულია ლიტონის ნაჭრები და ფიცრები..და არ უბერავს..

Posted by: Mateo Falcone 3 Nov 2012, 21:11
anamch
ეს სიმინდია, მარა მაგაში არაა ნამიოკი givi.gif

http://imageshack.us/photo/my-images/853/imagen4q.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/37/82221683.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/542/forrajeverde20hidroponi.jpg/

მთავარი პრინციპია smile.gif

Posted by: anamch 3 Nov 2012, 22:14
Mateo Falcone
ამ სიმინდის გადარგვა მოსულა ღია სივრცეში?
ადრეულა გამოვა?
მიდი რა პლზზ ნუ მენამიოკები.. სად მაქუს მაგისი თავი.. სიმინდი ქერი, ხორბალი, ხბო და ერკემალი ..
ერთად მელანდება ყოველ ღამე..
შეპყრობილი ვარ. facepalm.gif

Posted by: Mateo Falcone 4 Nov 2012, 00:21
anamch
QUOTE
მიდი რა პლზზ ნუ მენამიოკები.. სად მაქუს მაგისი თავი.. სიმინდი ქერი, ხორბალი, ხბო და ერკემალი ..
ერთად მელანდება ყოველ ღამე..
შეპყრობილი ვარ.

biggrin.gif

არამ, გადარგვა არაფერ შუაში არაა.

მოკლედ

კოდური სიტყვა ჰიდროპონიკა


ჰიდროპონიკის წესით შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს ყოველდღიურად ერთ კვადრატულ მეტრზე 10 დან 20 კგ-მდე ნედლი, მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის საკვების მიღება მეწველი, სახორცე საქონლისა და სხვა ცხოველებისათვის (თხა, კურდღელი).

20-25 სმ სიმაღლის ბალახი მიიღება დათესვიდან 10-12 დღეში, საქონლისთვის იჭმევა მთლიანი მცენარე (ფესვი, ღერო) უნდა დაიგეგმოს ისეთი ციკლი, რომ ყოველდღიურად ითესებოდეს და ყოველდღიურად ხდებდეს "მოსავლის" აღება.

პირადად მე არ დამითვლია ჯერ, რადგან არ ვიცი სხვა და სხვა კულტურის თესლის ფასი, ასევე არ ვიცი თივის ფასი შესადარებლად, მაგრამ სავარაუდოდ დაახლოებით 40-50 %-ით ამცირებს საკვების ხარჯებს ფერმერისთვის. მაგრამ ამავე დროს ზრდის მეწველი ძროხის წველადობას რაოდენობაში და რძის ცხიმიანობას.

Posted by: anamch 4 Nov 2012, 06:39
Mateo Falcone
ეგ რომ ფესვებიანად შეიჭმევა გასაგებია და რა რის დაფენილი ქვეშ რაზე დევს სიმინდის ტესლი..ბადე თესლის ამონაყარია?
პლზზ გთხოვ დაადგინე ზუსტი ტანმიმდევრობით ამ ტიპის სასიმინდე , ჰიდროპონიკის ორგანიზება 50 კბ -ზე რა დმიჯდება სად ვიშოვი მასალებს- რაც უნდა ცავუყარო წყალში და რამდენად ოპერატიულად.. ვიშოვი ამას..
რამხელა გაიზრდება ეს სიმინდი ან უნდა გიაზარდოს კია.. ტუ ამ მდგომარეობაშივე უნდა მივართვა საქონელს ..
მე ვაპირებ ადრეულების დათესვას,, რომ მეორედაც მოვასწრო და მწვანე სულ ქონდეს საქონელს..
სულ 10 სულზეა ბააასი ტავდაპირბველა ტავის ტხიან ზროხიან ხბოებიანად და 1 დედა რორზრ და დანრჩენ წყვილ წყვილი ყველა ტიპის ფრტოსანზეე...
+ბოცვრები, მწვანე ბალახი ყველას ჭირდება..

პლზზზ
დამეხმარე რა ამის გარკევევაში..
თანმიდევრობა-სივრცის შექმნა სტელაჟები.. სარწყავი სისტემა... მერეეეეე.................

Posted by: Mateo Falcone 4 Nov 2012, 13:58
anamch

პირადად ჩემს იმედზე ნუ იქნები, ისეთივე გამოუცდელი ვარ როგორც ნებისმიერი სხვა. ასეთი ბალახი და სათბური ცხოვრებაში პირველად 1 კვირის წინ ვნახე ისიც 5 წუთით სულ.



ქვეშ არაფერია დაფენილი, პირდაპირ თესლი იყრება და იხლართება მერე ერთმანეთში.


პირველ რიგში სათბურია საჭირო.

შემდეგ თითქმის ჩვეულებრივი რკინის სტელაჟები, ერთადერთი თავისებურება ისაა, რომ თაროები დახრილი უნდა იყოს (სურათს მოგვიანებით დავდებ) რადგან მორწყვით მხოლოდ ზედა მხარე ირწყვება და დრენაჟით ჩადის დაბლითა თარომდე წყალი.

ეგ თარო-ჯამები არ ვიცი სად იშოვება sad.gif

სარწყავ სითხეს დავაზუსტებ, მარა მგონი 5 დღე წყალი უნდა მხოლოდ და 5 დღე ნარევი.

თესლს დამუშავება უნდა თავიდან დათესვმდე.


1 კგ. თესლიდან 8-10 კილო ბალახი გამოდის.


მოკლედ დავაზუსტებ ყველაფერს და დაწვრილებით დავწერ მერე შეძლებისდაგვარად.

Posted by: giorgiste 4 Nov 2012, 16:00
ძროხას როგორ უნდა აჭამო? უნდა დააკუწინო თუ მთლიანად უყრი?
რა გამოდის თუ 1 კილოდან 8-10 კილო ბალახს იღებ ე.ი თითქმის ნახევარი რაციონია ეგ და გიჯდება მაქსიმუმ 1 ლარი?
ხო მართლა საშუალოდ რამდენ საჭმელს ჭამს 1 ძროხა დღეში?

Posted by: Mateo Falcone 4 Nov 2012, 16:14
giorgiste
QUOTE
ხო მართლა საშუალოდ რამდენ საჭმელს ჭამს 1 ძროხა დღეში?

16-20 კილოს.

QUOTE
ძროხას როგორ უნდა აჭამო? უნდა დააკუწინო თუ მთლიანად უყრი?

პირდაპირ ეგრევე უდებ, მთლიანად იჭმევა.


QUOTE
რა გამოდის თუ 1 კილოდან 8-10 კილო ბალახს იღებ ე.ი თითქმის ნახევარი რაციონია ეგ და გიჯდება მაქსიმუმ 1 ლარი?

ნუ, მთლად ერთი ლარიც არ გიჯდება. სათბურს აშენება უნდა, გათბობა უნდა, მუდმივი ზედამხედველობა, და ბევრი მუშაობა - ყოველდღე თესავ და ყოველდღე იღებ მოსავალს, მინერალური ხსნარი უნდა, თესლი უნდა...

Posted by: giorgiste 4 Nov 2012, 16:22
QUOTE
ნუ, მთლად ერთი ლარიც არ გიჯდება. სათბურს აშენება უნდა, გათბობა უნდა, მუდმივი ზედამხედველობა, და ბევრი მუშაობა - ყოველდღე თესავ და ყოველდღე იღებ მოსავალს, მინერალური ხსნარი უნდა, თესლი უნდა...

ანუ მე პირადად ყველაზე დიდი ხარჯი სათბურის აშენება არ მომიწევს საკმაოდ დიდი სათბური მაქვს სულ ცინცხალი შუშის smile.gif
დამრჩაა მარტო საძროხის აშენება მარა იქაც ძირითადი შავი საქმე გაკეთებულია, თითქმის ნახევრად არის აშენებული, თან რაღაც მასალებიც მომეპოვება ამას გარდა.

პ.ს დაახლოებით რა დაჯდება 1 კილო სიმინდის მწვანე მასად გარდაქმნა. ანუ ამ კონდინციამდე მიყვანა? მაქსიმუმ 3 ლარი? თავის სათბურის გათბობასთან ერთად მეტი არამგონია.

Posted by: Mateo Falcone 4 Nov 2012, 16:52
giorgiste
QUOTE
საკმაოდ დიდი სათბური მაქვს სულ ცინცხალი შუშის

აბა სათბური თუ უკვე აშენებული გაქვს მაშინ დანაშაული იქნება ამის არ გამოყენება თუ არა, საცდელად არგასინჯვა მაინც biggrin.gif

დაჯდომით რა დაჯდება ვერ გეტყვი, არ ვიცი ფასები არც თესლის, არც ხსნარების.

შეგვიძლია უხეშად აქვე დავთვალოთ, არც მე ვარ სპეციალისტი, ჰიდროპონიკის წიგნში შემხვდა უბრალოდ და დამაინტერესდა. კოკრეტულად ამ საქმის წიგნიც არსებობს საკმაოდ სქელტანიანი ესპანურად, მაგრამ ვერ მოვიძიე ვერსად ვერც ინტერნეტში და ვერც ცოცხალი.

დავიწყოთ:

სათბური გაქვს უკვე და ამ სათბურში დაგჭირდება საცდელი ვარიანტისთვის მაქსიმუმ 20 კვადრატული მეტრი ადგილი

გჭირდება მარტივი სტელაჟი თაროებისთვის (ჯამებისთვის სადაც თესლი იყრება და იზრდება სიმინდი) დაახლოებით ასეთი

http://imageshack.us/photo/my-images/266/anaquelesconfvh.jpg/

გჭირდება თვითონ ჯამები, რომელიც უნდა იყოს დახვრეტილი დრენაჟისთვის რადგან მორწვით ირწყვება მხოლოდ ზედა თარო და წყალი დაბლა ჩადის თავისით. ამიტომ თაროებიც დახრილად უნდა იყოს დალაგებული, ესეც გასათვალისწინებელია სტელაჟისთვის. აი ესეთი თარო დაახლოებით, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძLება იშოვნოს კაცმა.

http://imageshack.us/photo/my-images/846/charola20para20fvh.png/

გჭირდება სარწყავი მილი და თავაკები. უნდა ირწყვებოდეს არა ნაკადით როგორც ჩვეულებრივი კრანიდან, არამედ ერთი თავაკით წყალი მთელ ჯამზე უნდა იშლებოდეს მინიმუმ. ავტომატური მორწყვა მთლად კარგია, მარა ალბათ ძვირი იქნება ცოტა, თუმცა დროთა განმავლობაში მაინც აუცილებელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან შრომატევადია ხელით მორწყვა.

შემდეგ უკვე თესლის დამუშავებას წაკიტხა უნდა, წავიკითხავ კარგად მერე და დავწერ, ასევე ხსნარის შესახებ უნდა კაგად წაკიტხვა, მაგასაც ვნახავ მოგვიანებით.

ციკლი შენ თვითონ უნდა დაგეგმო ცდების შემდეგ, გაარკვევ რამდენ დღეში იზრდება დაახლოებით 25 სანტიმეტრამდე და მაგის მიხედვით რომ ყოველდღე ახალი ბალახი გქონდეს და ყოველდღე სამაგიეროს თესავდე.

პ.ს. ჰო, გათბობის გარდა განიავებაც უნდა კარგად და ზაფხულში მწერების საწინააღმდეგო ბადეც კარგი იქნებოდა განიავების დროს.


რამე ვიდეოს მოვძებნი და დავდებ ახლა, მარა ესპანურად იქნება, რადგან ეს მეთოდი ყველაზე კარგად ლათინურ ამერიკაშია პოპულარული და გავრცელებული
* * *
გასაცნობად ეს ვიდეო გამოდგება, ესპანურია, მარა ინგლისური ტიტრებიც აქვს

Posted by: rastafari 4 Nov 2012, 19:24
სათბურში ამის მაგივრად კიტრი/პომიდორი რომ მოიყვანო ბევრად მომგებიანი იქნება.
სათბურში ამას ადგილი როგორ უნდა დააკარგინო!?

Posted by: Mateo Falcone 4 Nov 2012, 21:48
rastafari
10 ძროხის გამოკვებას იცი რამდენი მიწა და თივა სჭირდება?

Posted by: rastafari 4 Nov 2012, 22:12
QUOTE (Mateo Falcone @ 4 Nov 2012, 21:48 )
rastafari
10 ძროხის გამოკვებას იცი რამდენი მიწა და თივა სჭირდება?

ჩემ დროს მთელი გაზაფხულ, ზაფხულ, შემოდგომა საძოვარზე სძოვდა ძროხა და ზამთრისთვის ერთ სულზე ერთ მანქანა თივას ანგარიშობდნენ და ეხლა რა შეიცვალა არ ვიცი.

Posted by: Mateo Falcone 4 Nov 2012, 22:28
rastafari
QUOTE
ჩემ დროს მთელი გაზაფხულ, ზაფხულ, შემოდგომა საძოვარზე სძოვდა ძროხა და ზამთრისთვის ერთ სულზე ერთ მანქანა თივას ანგარიშობდნენ და ეხლა რა შეიცვალა არ ვიცი.

biggrin.gif

არა, პამიდორი და კიტრიც ძალიან მომგებიანია ჰიდროპონიკის შემთხვევაში, მაგაში გეთანხმები.

Posted by: anamch 5 Nov 2012, 08:33
Mateo Falcone
ნუ მოკლედ მოსვენება დამაკარგინა ამ ბალახმა.. და ამბავმა..
ეგ უნდა ვქნა უცილობლადდდ..
კჩორტუ კიტრი და პამიდოდრი ბალახი და მწვანე სიმინდი ხაჩუ და ბუდეეეტ..
Mateo Falcone

პლზზ...იქნებ დამეხმარო რა მისამრთიდან გამოვიწერო სითხეე..


Posted by: iko-iko 5 Nov 2012, 09:33
ამ თემის აქტივისტებო ვინმემ დაიანგარიშეთ სენაჟი და სილოსი რა ჯდება? რატო გამოგყავთ მწვ. მასა სათბურში? საქართველოში გამყინვარება დაიწყო?

Posted by: Mateo Falcone 5 Nov 2012, 09:58
iko-iko
QUOTE
ამ თემის აქტივისტებო ვინმემ დაიანგარიშეთ სენაჟი და სილოსი რა ჯდება?

რა ჯდება?

anamch
რა ჯდება მართლა სილოსით კვება დღეში ძროხაზე?

კარგად უნდა დათვლა მართლა, რომ თხა ვიყიდე თხა გავყიდე არ გამოვიდეს.

iko-iko
QUOTE
რატო გამოგყავთ მწვ. მასა სათბურში? საქართველოში გამყინვარება დაიწყო?

მწვანე მასა ხარისხით ყოველთვის ჯობია ნებისმიერ სილოსს.

Posted by: anamch 5 Nov 2012, 10:33
Mateo Falcone
QUOTE
რა ჯდება მართლა სილოსით კვება დღეში ძროხაზე?

იმას ვისაც საკუთარი საზოვარი აქსვ წელიადშიე რტი ზროხის გამოკვება უჯდება 135 ლარი(ვარზიელი ფერმერი)
ვისაც ყველაფერი საყიდელი აქსვ 1800ლარი წელიწადში...
ეს ვიცი ფერმერების გამოცდილებიდან და გათველბიდან..

რაც შეეხება ზამთარში მწვანე მასის მიშველებას- ეს გადარჩენააა!
და ნებისმიერ ფასად ღირს ..
არავითარი თხა ვიყიდე თხა გავყიდე!

Posted by: iko-iko 5 Nov 2012, 12:25
QUOTE
რა ჯდება?

ნუ მე ვიკითხე თუ დაგიანგარიშებიათ, თუ შეგისწავლიათ ეფექტურობა და თუ ღირს ამის გაკეთებათქო. მე არ დამიანგარიშებია რა ჯდება მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რო სენაჟთან და სილოსთან შედარებით გაცილებით ძვირი დაჯდება.

QUOTE
მწვანე მასა ხარისხით ყოველთვის ჯობია ნებისმიერ სილოსს.

გააჩნია რა შემთხვევაში, ზაფხულში როდესაც მწვანე მასის პრობლემა არ დგას მაშინაც კი სვავენ რაციონში სილოსს და სენაჟს, ეს იძლევა რაციონის სწორად დაბალანსების საშუალებას. ასე რომ სილოსს და სენაჟს ნუ უყურებთ ხელის წამოკვრით, ძალიან ძვირფასი წვნიანი საკვებია.


QUOTE
რაც შეეხება ზამთარში მწვანე მასის მიშველებას- ეს გადარჩენააა!
და ნებისმიერ ფასად ღირს ..
არავითარი თხა ვიყიდე თხა გავყიდე!

მაინც გადაგემოწმებინა თორე მე საკამათო არაფერი მაქვს.

Posted by: Mateo Falcone 5 Nov 2012, 12:45
iko-iko
უხეში გათვლებით:

ერთი ძროხის დღიურ რაციონს სჭირდება 2 კგ თესლი

მორწყვა: ირწყვება პირველი სამი დღე ჩვეულებრივი წყლით, შემდეგ 4 დღე საკვები ხსნარით, შემდეგ ისევ წყლით. ეს ხსნარი ღირს დაახლოებით 10-20 ლარი 1 ტონა წყალზე

გათბობა 50კვ/მ სათბურის დაჯდება არ ვიცი რამდენი, სავარაუდოდ 200 ლარამდე თვეში

თესლი არ ვიცი რა ღირს.

თაროების და კარადის აწყობა კუსტარულადაც შეიძლება


მეტი არაფერი უნდა მარჯვე ხელების გარდა თუ არ გამომრჩა რამე.

Posted by: anamch 6 Nov 2012, 09:18
Mateo Falcone
QUOTE
10 ძროხის გამოკვებას იცი რამდენი მიწა და თივა სჭირდება?

10 ჰექტარი sad.gif

Posted by: kaki96_ 6 Nov 2012, 15:39
ჰიდროპონიკა.

http://vivci.kardash.com.ua/maxwell.htm


http://zerno-ua.com/?p=11550

Posted by: ramini19852 12 Nov 2012, 13:44
გამარჯობათ

აქ ბევრი გამოცდილი ადამიანი პოსტავს, იქნებ იცოდეთ ზამთრის პერიოდში რა შემადგენლონით რა უნდა აჭამო ძროხას

Posted by: ramini19852 13 Nov 2012, 19:39
ჰიდროპონიკაზე ვინმემ იცის აქ რაიმე კონკრეტული? ან აკეთებს ვინე?

Posted by: dzleviskedeli 13 Nov 2012, 19:49
https://www.facebook.com/pages/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-Teleti-farm/208172162588968?fref=ts

Posted by: iko-iko 14 Nov 2012, 16:07
dzleviskedeli
QUOTE
https://www.facebook.com/pages/%E1%83%97%E1...2588968?fref=ts

გაუმარჯოს, როგორახარ, როგორ მიდის შენი საქმეები? რა ღირს მაგათი ბიოჰუმუსი 20 ლ-იანი შეფუთვებით რომაა ხომ არ იცი შემთხვევით?

Posted by: ramini19852 14 Nov 2012, 22:40
აუუ რა მაგარი ფერმაა ეს თელეთის ვისია, როოგოოორ მომინდა დაახლოვებით ეგეთი!!! ძაალიან მაგარი ძროხები ყავთ!! ყოჩაღ!

წარმატებები!

Posted by: anamch 15 Nov 2012, 06:57
ramini19852
QUOTE
აუუ რა მაგარი ფერმაა ეს თელეთის ვისია, როოგოოორ მომინდა დაახლოვებით ეგეთი!!! ძაალიან მაგარი ძროხები ყავთ!! ყოჩაღ!

წარმატებები!

მანდ ვარ ყოველდრე. და ვუყურებ მაგ ზროხუკებს და ხბოუკებს


ახლა ვმეცადინეობ ხბოების საწოვარით კვებაში..

ასეთი სასაცილო არაფერი მინახავს
10 ხბოდან არცერტი არ წოვს ერთნაირად. ყველას თავის მანერა აქვს...
ძალიან ხასიათა ტიპები არიან...
მართლა მაგარი ფერმაა
მაგათ რომ მენიუ აქვთ , კაცს შეშურდაბა ზოგს..smile.gif


Posted by: ladusha2 15 Nov 2012, 10:45
ხოდა აგერ არანაკლები ფერმა თუ უკეთესი არა აზერბაიჯანელებზეა მაკ მიქირავებული.
ვინმეს თუ გსურთ სერიოზული და კაი ფერმის ბიზნესის გაკეთება და აწყობა გამოეხმაურეთ ტერიტორია, მუშა ხელი,ექიმი და ა.შ ჩემზეაsmile.gif ტქვენზეა ინვესტიცია დეტალები უკვე მოლაპარაკებისას.(დაინტერესებულ პირებს სურატების შემტხვევაში შემილია გამოგიგზავნოთ.)

ფერმა გამოდგება : ქატმის, საქონლის ან მეღორეობისთვის ან შეილება გადაკეთდეს ყველა შენობა რომელიმე კონკრეტულისთვის.

ჩვენი ფერმა მდებარეობს:

სოფლის მეურნეობის საწარმო(ფერმა) თბილისთან ახლოს ლილოს ბაზრობიდან 1 კილომეტრში(მდინარის პირას). მიწის საერთო ფართი 45000კვ.მ მაზე განთავსებული შენობა ნაგებობებით:

1. ადმინისტრაციული შენობა 2 სართული - 600კვ.მ +300 სარდაფი
2.ინკუბატორის შენობა - 400კვ.მ
3. 4 შენობა საფრინველის თვითეოული - 900კვ.მ
4.საკვების დამამზადებელი წარმოების შენობა - 500კვ.მ
5. 2 შენობა მეღორეობისა და მსხვილ ფეხა საქონლის გამოსაზდელად თვითეოული - 1200კვ.მ

მოქმედი ქვესადგურის შენობა.
შესაძლებელია ტერიტორიის გაზდა 110 000 კვ.მ-დეramini19852

Posted by: dzleviskedeli 15 Nov 2012, 21:46
iko-iko


გამარჯობა,არამიშავს ვარ რა wink.gif არ ვიცი მივწერ აბა ფბ ზე და მიპასუხებენ იმედია

შენ რას შვები? რას საქმიანობ?

არავინ წამოხვალთ?

https://www.facebook.com/events/396425950427060/

Posted by: dzleviskedeli 18 Nov 2012, 16:23
ა გამოფენა ეს არის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!






ცხვრები




ქათმები


Posted by: ramini19852 19 Nov 2012, 12:46
საშუალოდ თუ დაგითვლიათ ან სადმე თუ წაგიკითხავთ ქართული ძროხა რამდენს იწველება წელიწადში (ლიტრებში) მე მქონდა გარკვეულ მონაცემებთან შეხება და 1600 ლიტრს ითვალისწინებდნენ, რამდენად ლოგიკურია ეს მონაცემი

Posted by: sonex2009 19 Nov 2012, 16:13
გამარჯობათ ვაპირებ ძროხების ფერმის გაკეთებას თავიდან მინდა 15 სული რო ვიყიდო ადგილი და შენობა მაქ მაინტერესებს საწველი აპარატი რა დამიჟდება? მინდა მაქციმუმამდე დავიყვანო ხარჯები ამიტომაც მირჩევნია ერთხელ ვიყიდო საწველი აპარატი რო წველაში ფული არ ვიხადო ვინც რა იცით დაწერეთ რა დამჭირდება კიდე და რა რამდენი ღირს მადლობთ წინასწარ

Posted by: iko-iko 19 Nov 2012, 17:58
dzleviskedeli
QUOTE
iko-iko


გამარჯობა,არამიშავს ვარ რა  არ ვიცი მივწერ აბა ფბ ზე და მიპასუხებენ იმედია

შენ რას შვები? რას საქმიანობ?

არავინ წამოხვალთ?

მეც არამიშავს ვარ რა ძველებურად, ეხლა საწარმოს გაშვების პროცესში ვარ და საქმე ბევრი მაქვს, აქაც მაგიტომ შემოვდივარ ხოლმე იშვიათად.

თუმცა ჩვევად მაქვს გადავავლებ ხოლმე თვალს თითქმის ყოველდღე. წინა წლებში კარგად მქონდა ატრიალებული აქ თემები, ეხლა ისე ვიღლები რო მეზარება ხოლმე წერა. აქტიურობაც ძალიან დაბალია აგრარულ თემებში.

თუ ისევ მისდევ ხოლმე ძველებურ საქმიანობას ხო შეიძლება რომ მომავალი სეზონისთვის შევარჩიო რამეები და შენი დახმარებით ჩამოვიტანოთ? ოღონდ არა ისე როგორც შარშან.
* * *
http://www.eurotier.com/home-en.html
აქ ვიყავი მიწვეული მარა ვერ წავედი აი აქაც მაგარი გამოფენა იმართება ხოლმე.

Posted by: bacavi 19 Nov 2012, 19:34
sonex2009
ლილოზე აქვთ ჩინური საწველი აპარატები, ერთ ძროხიანი თუ სწორედ მახსოვს 1100 ლარი ღირს .ორ ძროხიანი 1300

Posted by: sonex2009 19 Nov 2012, 21:57
bacavi
ჩინურები ვარგა მინიმუმ 5 ძროხაზე რო ის გამომადგება იმიტო რო სამომავლოთ გაფარტოებას ვგეგმავ აკ არავის აქვს რო მირჩიოთ

Posted by: dzleviskedeli 20 Nov 2012, 15:35
iko-iko

რა სახის საწარმოს უშვებთ?

გადავავლე თვალი საინტერესო გამოფენა იქნებოდა

ჩვენთან რომ იმართება იმაზე რა აზრის ხარ?

იმედია გაამართლებს და სისტემატიურ ხასიათს მიიღებს

Posted by: iko-iko 20 Nov 2012, 17:44
dzleviskedeli
QUOTE
iko-iko

რა სახის საწარმოს უშვებთ?

პმ-ში მოგწერე

QUOTE
გადავავლე თვალი საინტერესო გამოფენა იქნებოდა

ძალიან საინტერესო გამოფენაა ყოველ წელს. აგრარულ სექტორში მომუშავე უამრავი წამყვანი კომპანიის პროდუქცია გამოდის. ჩემი ერთი კოლეგა იყო ვისთან ერთადაც უნდა წავსულიყავი და აღფრთოვანებული დარჩა. უამრავი სიახლე იყო წარმოდგენილი რამდენიმე კომპანიასთან ჩვენი კომპანიაც ტანამშრომლობს.

Posted by: amigo84 24 Nov 2012, 20:49
გამარჯობათ ფორუმელებო.სახორცე საქონლის ,ფერმის გაკეთებას ვაპირებ ზაან კაი პროგნოზები დამილაგეს წინნ,და მეც დავინტერესდი.ბაგურ კვებაზე დაყენებული სახორცე საქონელი კაი მოგბას იძლევაო ,, მოკლეთ ამ დღეებში დავალაგებ ყველა საკითხს და ალბათ დავიწყებ საქონლის შესყიდვას,ტუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება ამგვარ ბიზნესში,იქნებ რაიმე გასათვალისწინებელი რჩევა მომცეთ.გმადლობთ წინასწარ.

Posted by: Mateo Falcone 26 Nov 2012, 19:02
კითხვა:

საკლავიდან მაღაზიამდე ხორცს (ხბოს, ძროხას) მანქანა-მაცივარი სჭირდება თუ ჩვეულებრივი პატარა მანქანითაც წავა?

პ.ს. ახლა ვუყურე სპეციალურად აკრედიტაციის გარეშეს ხბოზე და სასაკლაოზე, გაჭირვებული მანქანიანი კაცისთვის მშვენიერი საქმეა, ტაქსაობას რომ სჯობია ისეთი.. დეკეულით 50-60 ლარი დაგრჩება კაცს ერთ პაეზდკაზე. smile.gif

რას იტყვით? რა ღირს ხორცი ახლა ბაზარში და რა ღირს ხბო ბაზრობაზე?

Posted by: touch 26 Nov 2012, 22:33
საშუალოდ რამდენს იწონის ხევსურული ძროხა ანუ მაღალ მთიან რეგიონებში რომ ყავთ და რამდენია ძროხის წონიდან სუფთა ხორცი ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: ramini19852 26 Nov 2012, 23:08

QUOTE

amigo84

კარგი რამეა, უბრალოდ შენ უნდა მოუარო და რაც მტავარია საქონლის ცნობა იცოდე, თორე შეიძლება ისეთი ჯიში იყიდო რომ რაც არ უნდა აჭამო ვერ გაზარდო და გაასუქო,

მეორე მომენტი: კარგად დაფიქრდი რა წონის საქონელს იყიდი!!! თუ კონკრეტულად დაგაინტერესებს გეტყვი კიდევ.

Posted by: giorgiste 27 Nov 2012, 10:16
QUOTE
არგი რამეა, უბრალოდ შენ უნდა მოუარო და რაც მტავარია საქონლის ცნობა იცოდე, თორე შეიძლება ისეთი ჯიში იყიდო რომ რაც არ უნდა აჭამო ვერ გაზარდო და გაასუქო,

მეორე მომენტი: კარგად დაფიქრდი რა წონის საქონელს იყიდი!!! თუ კონკრეტულად დაგაინტერესებს გეტყვი კიდევ.

ჩემი აზრით სჯობია მოზვრები იყიდო სადღაც 60-70 კილოს ფარგლებში და ეგენი დაზარდო, წესით მატება მაგათ უნდა ქონდეთ ყველაზე მეტი. იმედია არ მეშლება.

Posted by: ramini19852 27 Nov 2012, 11:23
QUOTE
ჩემი აზრით სჯობია მოზვრები იყიდო სადღაც 60-70 კილოს ფარგლებში და ეგენი დაზარდო, წესით მატება მაგათ უნდა ქონდეთ ყველაზე მეტი. იმედია არ მეშლება.

მანდ გასათვალისწინებელია ის რომ პატარა ს რომ ყიდულობ რასაც აჭმებ ზრდაში მიაქვს და მომატებიტ ნაკლებად იმატებს სიმსუქნეში, როცა ზრდასრულს სულ ხორცში მიაქვს,თუ საშუალება გაქვს რაც შეიძლება დიდი უნდა იყიდო, ჩემი აზრი ასეთია.

Posted by: giorgiste 27 Nov 2012, 12:37
ანუ რამა რაც უფრო დიდი აქვს მით უკეთესი gigi.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: amigo84 28 Nov 2012, 15:03
QUOTE (ramini19852 @ 26 Nov 2012, 23:08 )
QUOTE

amigo84

კარგი რამეა, უბრალოდ შენ უნდა მოუარო და რაც მტავარია საქონლის ცნობა იცოდე, თორე შეიძლება ისეთი ჯიში იყიდო რომ რაც არ უნდა აჭამო ვერ გაზარდო და გაასუქო,

მეორე მომენტი: კარგად დაფიქრდი რა წონის საქონელს იყიდი!!! თუ კონკრეტულად დაგაინტერესებს გეტყვი კიდევ.

მადლობა რჩევებისათვის.ვაპირებ ასე 70-80 კილოიანი მოზვრების ყიდვას.სპეციალური ჯიშიაო ასე მითხრეს.არჩევას რაც შეეხება მინდა ვინმე მცოდნე წავიყვანო შესარჩევად.
* * *
ramini19852
კიდევ ერთი რამ მაინტერესებს,მითხრეს თუ იყიდი ასე 80 კილოიანსო 5-6 თვეში 320 კილოგრამზე ადისო,ცოცხალ წონაზეა ლაპარაკი,თქვენ გააქვთ ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია?

Posted by: ramini19852 28 Nov 2012, 15:35



QUOTE
amigo84

კარგად გაარკვიე რა სპეციალური ჯიშია, დიდი მატებააა ჩემი აზრით საკვებზეც კითხე რა უნდა აჭამო ეგრე რომ იმატებს, მე ცოტა მეეჭვება

Posted by: amigo84 28 Nov 2012, 20:37
QUOTE (ramini19852 @ 28 Nov 2012, 15:35 )
QUOTE
amigo84

კარგად გაარკვიე რა სპეციალური ჯიშია, დიდი მატებააა ჩემი აზრით საკვებზეც კითხე რა უნდა აჭამო ეგრე რომ იმატებს, მე ცოტა მეეჭვება

სიმინდი უნდა აჭამოვო.დგეღში ხუთ კილოს ჭამს.ქვამარილი და წყალი.და მაგრად ასუქებსო რავიცი ასე მითხრეს.ჯისჰს რაქვია ზუსტად არვიცი მაგრამ თითონ საქონელი ვნახე მოშავო ფერისები არიან .

Posted by: GURAMI2 29 Nov 2012, 16:57
ნათესავმა მითხრა მოზვრები იყიდე აზერბაიჯანში გადის ექსპორტზე და ფასი ყოველთვის კარგი ექნებაო.
100 კილოიანზე ნაკლები არ იყიდოვო და კილოს რამდენად ვიყიდი ეხლა მაქსიმუმ თებარვალში, მაგრამ ისე მინდა რო ბალახიც იყოს უკვე ამოსული.

Posted by: ramini19852 29 Nov 2012, 17:06
აღარ გადის ისე როგორც გადიოდა, თან ფასებიც ვეღარ არის ისე როგორც იყო

Posted by: china123 16 Dec 2012, 21:16
dzleviskedeli
iko-iko

პმ-ში მოგწერეთ და ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ...

Posted by: dzleviskedeli 16 Dec 2012, 21:55
china123

აქ ჩამოწერე აბა რა გაინტერესებს და თუ შევძელით დაგეხმარებით

Posted by: iko-iko 17 Dec 2012, 14:32
china123
პმ-ში რა საჭიროა? ფორუმის ხიბლი სწორედ ინფორმაციის საჯარო გაცვლაშია. დასვი შეკითხვები კონკრეტულად რა გაინტერესებს და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.

Posted by: china123 17 Dec 2012, 17:24
iko-iko
dzleviskedeli

3 მეგობარი ვაპირებთ ძროხების პატარა ფერმის გაკეთებას,თუმცა ჯერ მხოლოდ იდეაა და ვიფიქრე ზოგად რჩევებს მომცემენ თქო...

მნიშვნელოვანი აქტივია ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი,რომელიც სოფელში ცხოვრობს და აზრზეა ამ საქმის...

გვინდა რომ მეწველი საქონელიც გვყავდეს(თუნდაც 10-ით რომ დავიწყოთ) და ასევე საკლავად ხბოები რომ ვიყიდოთ და გავზარდოთ...

ფერმა უნდა ავაშენოთ,არ გვაქვს,გვაქვს დაახლოებით 2 ჰ. მიწა,სადაც ვფიქრობთ ამ ფერმის მოწყობას...

მირჩიეს შვეცური ძროხების ყიდვა,რომელიმე მეურნეობაში თუნდაც...(ნანახი მაქვს თელეთის,სხვაგან სად მირჩევდით?)

როგორც ვიცი,უფრო რენტაბელურია საკვების დათესვა ვიდრე ყიდვა,ზამთრის სამყოფად ვაპირებთ კიდეც რომ იჯარით ავიღოთ მიწა და იქ დავთესოთ,
მაგრამ გვინდა თბილ სეზონზე საქონელი მთაში წავიყვანოთ,სადაც მივხედავთ ჩვენვე,ამაზე რას მეტყვით?აქ ვიღაცას ეწერა სახიფათოაო დაავადების ამბავში,თუმცა მითხრეს რომ აცრებს თუ გაუკეთებ პრობლემა არ იქნებაო და მართალია?

ჯერ ჩვენც არ ვართ კონკრეტულად ჩამოყალიბებული რა და როგორ,მომავალში მექნება კითხვები უფრო მრავლად და გთხოვთ მიპასუხოთ...

წინასწარ დიდი მადლობა


Posted by: kaki96_ 29 Dec 2012, 03:27
QUOTE
3 მეგობარი ვაპირებთ ძროხების პატარა ფერმის გაკეთებას,თუმცა ჯერ მხოლოდ იდეაა და ვიფიქრე ზოგად რჩევებს მომცემენ თქო...

მნიშვნელოვანი აქტივია ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი,რომელიც სოფელში ცხოვრობს და აზრზეა ამ საქმის...

გვინდა რომ მეწველი საქონელიც გვყავდეს(თუნდაც 10-ით რომ დავიწყოთ) და ასევე საკლავად ხბოები რომ ვიყიდოთ და გავზარდოთ...

ფერმა უნდა ავაშენოთ,არ გვაქვს,გვაქვს დაახლოებით 2 ჰ. მიწა,სადაც ვფიქრობთ ამ ფერმის მოწყობას...

მირჩიეს შვეცური ძროხების ყიდვა,რომელიმე მეურნეობაში თუნდაც...(ნანახი მაქვს თელეთის,სხვაგან სად მირჩევდით?)



1. ეგ დიდი აქტივი ვერ არი. ადგილზე უნდა იყო შენაც,თავიდან ჰგონიათ რო ყველაფერი იციან,მაგრამ როცა ფერმაზეა ლაპარაკი მაქ უკვე ყველაფერი რთულდება.
2.კარგი შვიცი ძვირი ღირს 4000 ლარამდე.შეიძლება იყიდო 2700 ში,ოგონდ გამობრაკულები.

3.გჭირდება 15 ჰ მინიმუმ რო დათესო და მოიყვანო იონჯა, სიმინდი,ქერი და თივაც თვიტონ უნდა დაამზადოთ,თორე ყველაფერი აზრს კარგავს მაგ საქონელს განსაკუთრებული ჭამის მადა აქვს, ზამთარში 2 პრესი + 4-6 კგ კომბინირებული, რომ ნორმალურ ფორმაში გყავდეს და მოიწველონ.
4-5
და საერთოდ შვიცი ალპური ზონის საქონელია და ზაფხულში მარტო შვეულებრივი ბალახით ჯანზე ვერ მოდის.

მყავდა ეგ საქონელი 15 სული და ახლობელიც რომელმაც თითქოს ყველაფერი იცოდა საბოლაოდ 1-2 დაიხოცა დანარჩენები დავყიდე


http://pix.ge/

Posted by: ჩერქეზა 29 Dec 2012, 11:17
kaki96_

შენ სად იშოვე ამ ჯიშის საქონელი ?

Posted by: grishka_rasputini 30 Dec 2012, 14:10
ხბოების (თუნდ მოზვერის) ყიდვისას კარგი მცოდნე გჭირდებათ. სანამ გასაყიდათ გამოიყვანენ მარილს აჭმევენ, მარილის მერე წყალი უნდათ და ცონაში ზრდის.

მოგესალმებით ყველას. მეც აქტიურად ჩავებმები თქვენს განხილვებში
* * *
კიდევ საუბარი მიდიოდა ზამთარში საქონლის გამოკვებასთან დაკავშირებით.
ყოველდღე არ უწვეს ჭამა, იმიტომ რომ ზამთარშიც გაყავთ საქონელი საძოვარზე (ხმელ ბალახზე)
მაშინ როდესაც თოვლი არ არის.
კიდევ 1 საკითხი, რამდენს იწველებაო ძროხა.
ეგ საქონლის ჯიშზეც არის დამოკიდებული და ბალახზეც. არის ძროხა რომელიც შეიძლება 10 ლიტრს იწველიდეს, არის 5-ს იწველის.
რაც აკლდება ნედლი ბარაკი საქონელს უფრო და უფრო უკლებს რძის რაოდენობას.

Posted by: iko-iko 30 Dec 2012, 17:38
china123
შვიცური ჯიშის საქონელი ძალიან კარგი პროდუქტიული საქონელია. სუფთა სისხლის შვიცები ერთი თელეთს ყავს და შესაძლოა რამდენიმე მეწარმესტანაც მოინახოს მაგრამ, ბევრი ნამდვილად არარის, თუმცა ჯიშთან ახლოს ბევრ საქონელს ნახავთ რომელიც კარგ პირობებში ხელწამოსაკრავი ნამდვილად არარის. საქონელს შეარჩევთ რამენაირად. მთავარია ყიდვის წინ მოელაპარაკო მეპატრონეს რომ იმ შემთხვევაში წაიყვან თუ ბრუცელოზი არ ექნება საქონელს, უნდა აუღოთ სისხლი და გამოიკვლიოთ ლაბორატორიაში.

რაც შეეხება მომთაბარეობას მე ამ ტიპის საქონლის შენახვას არ გირჩევთ რამდენიმე მიზეზის გამო: 1. "მგელი" ძალიან ბევრს შეჭამს, 2. ნებისმიერ შემთხვევაში უინდა მოატარო ყველა არაკეთილსაიმედო კერა. 3. პროდუქტიულობის დონეს ვერასდროს ვერ მიაღწევ ისეთს როგორსაც ინტენსიურ ბაგურ-სეირანულ შენახვაზე. 4. ნედლეულის (რძის) კლიენტზე მიწოდების სტაბიილურობა დაგერღვევა, ეს იწვევს საბოლოო ჯამში ნედლეულის გადამუშავების დანერგვის აუცილებლობას, რომელსაც ძალიან არ გირჩევთ. და ა.შ.

აუცილებლად მოემზადეცოდნის მხრივ, პირველრიგში შეისწავლეთ საკვებწარმოება, დაჯექით და დათვალეთ რა ტექნიკაა აუცილებელი და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საკვებწარმოება, ფერმის აშენებისას კი გაითვალისწინეთ ძირითადი სულადობის შლეიფიც, სასაწყობო ფართები და სეირანის ფართობი.

აუცილებლად დანერგეთ ხელოვნური დათესლვა შესაბამისი ჯიშებით, მაგ. შვიცი შვიცთან, ჰოლშტეინური ჰოლშტეინურთან და ა.შ.

ეს არის ისეთივე ზოგადი რჩევები როგორიც შეკითხვებია. მინდა რო კარგად აწონდაწონოთ თუ როგორ ხართ მზად მეურნეობას მოკიდოთ ხელი, ვირტუალურად წარმოიდგინეთ რა შრომა უნდა გასწიოთ, სასურველია რომელიმე ფერმერთან გაიაროთ პრაქტიკა, იმუშაოთ უსასყიდლოთ. სინამდვილეში უსასყიდლოთ კიარა პრაკტიკას თქვენ მიიღებთ მუქთად. ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, თუ ხართ ამისთვის მზად მაშინ მოკიდეთ ხელი! თუარადა არ გირჩევთ.

მოკლედ ჯერ გადაწყვეტილებაზე უნდა დაფიქრდეთ კარგად, მერე კი უკვე ბევრი კონკრეტული კითხვა გაგიჩნდებათ, დასვით და დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ ადრე თუ გვიან. მოუცლელობა კი მჭირს მარა ხანდახან მაინც შემოვდივარ ფორუმზე. ასე რომ შეუბერეთ ოღონდაც რამე გააკეთეთ და რაც შემეძლება გირჩიოთ ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში, ჩემი თავი გენაცვალოთ.


Posted by: ჩაკრულო 2 Jan 2013, 02:53
QUOTE (amigo84 @ 24 Nov 2012, 20:49 )
გამარჯობათ ფორუმელებო.სახორცე საქონლის ,ფერმის გაკეთებას ვაპირებ ზაან კაი პროგნოზები დამილაგეს წინნ,და მეც დავინტერესდი.ბაგურ კვებაზე დაყენებული სახორცე საქონელი კაი მოგბას იძლევაო ,, მოკლეთ ამ დღეებში დავალაგებ ყველა საკითხს და ალბათ დავიწყებ საქონლის შესყიდვას,ტუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება ამგვარ ბიზნესში,იქნებ რაიმე გასათვალისწინებელი რჩევა მომცეთ.გმადლობთ წინასწარ.

გამარჯობა, არც ისე ადვილია ეს საქმე, გარკვეული გამოცდილება მაქვს, ასე რომ თუ გჭირდება მცირე კონსულტაციები შემიძლია მოგცეთ კიდეც smile.gif

ბექა

Posted by: bidzu 9 Jan 2013, 18:56

საერთოდ სახორცე ფერმა უფრო მომგებიანია თუ სარძევე?

Posted by: iko-iko 9 Jan 2013, 19:05
bidzu
მერძეული მიმართულება ბევრად უფრო მომგებიანია.

Posted by: shuma89 9 Jan 2013, 19:12
მაქვს 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთ, არის ჩემს სახელზე რეგისტრირებული, მდებარეობს ზესტაფონის რაიონში სოფელ აჯამეთს ტერიტორიაზე, ახლოს არის რამდენიმე ფერმა, ერთი მსურველია ყიდვის, 30 თეთრს იხდის კვადრატულში, მე დიდი ხანია ამ მიწის ფართებს ვყიდულობ და ვაგროვებ, არის 5 ჰექტარი ერთად და 3 ცალკე 300-400 მეტრის დაშორებით, თთქმის ყველა ფერმაში არის სათევზე მეურნეობა ტბებია ბევრი, სახოცე და ყველის გაყიდვით არიან დაკავებულები, ამ მიწების შეძენისას მქონდა საშალება და ვგეგმავდი გამეკეთებინა ფერმა, ახლა ვეღარ გავქაჩავ, მინდა სესხი გავაკეთო და რომელ ბანკს მივმართ ვერ დამეხმარებით?
ზესტაფონშ მაქვს 3 ოთახიანი კორპუსის ბინა 25 000 დოლარის ღირებულების, მაქვს ასევე საკუთარი სახლი 2 სართლზე 130 კვადრატი თითო სართული, საშალო რემონტით, 1000 ვადრატული მიწის ფართით, ქალაქის ტერიტორიაზე, ალბათ 35 ათასი ღირებლების ასევე სოფელში სახლი ჭათურაში, და ზღვის პირას გრიგოლეთში 300 კვადრატი მიწის ნაკვეთი, ესეც ჩემი ქონება ხოდა ახლა რომელ ბანკს მივადგე რომ დამიფინანსონ დაახლოებით 25 000 ლარი, ეს თანხა მინდა 15 X 10 ზე ფერმის შენობა და პატარა 3 X 5 საცხოვრებელი ფართIს აშენება სამშენებლო მასალები ძალიან იაფად შემიძლია ადგილზევე შევიძინო, ამიტომ 10 000 ლარში ვეტევი შენობებისთვის თანხაში სრულად მოწესრიგებული შენობებისთვის.
10-15 ათას ლარს ვვარაუდობ საქონლისთვის, 600-650 ლარად კარგი ჯიშის "მაკე დეკეულების" ყიდვაა შესაძლებელი ახლო ტერიტორიებზე. 5-6 მინდა დაახლოებით 4 000 ლარის.
200-250 ლარად მოზრდილი მოზვერი შეიძლება იყიდო ესეც 5-6 ცალი 1500 ლარის.
ამას დავამატებ გაუთვალისწინებელი ხარჯები თუ რაც გინდა და 6 000 ლარს ვიანგარიშებ ამათზე, დანარჩენი 4 000-ით 4 კარგი ძროხა შეიძლება ვიიდო დაჟე 1000 ლარზე იააფდაც ბევრია, 1კილოგრამ ყველს რომ იძლევა დღეში, მყავს სანაცნობო და არ მაქვს მაგაზე პრობლემა კარგს ვიყიდი და გარანტიით თუ არ შეასრულებს 1კილოგრასმ უკან დაიბრუნებენ მოკლედ ამაზე არ შემექმნება პრობლემა, გამოცდილება მამაჩემს აქვს ძალიან კარგი ამ საქმესთან მიმართებაში, იმის იდეა იყო მიწის ნაკვეთების შეძენა.

მოკლედ 20 - 25 ათასი მინდა დაახლოებით სესხი რაც შეიძლება დაბალ პროცენტში და იქნებ მირჩიოთ,ფინკაშI ვიყავი და მითხრეს უკვე დაწყებული უნდა გქონდეს და გაფართOებისთვის მოგცემთო და ისე ვერაო, მოკლედ ასეთი პასუხით რომ არ გამომიშვან ისეთი ტოჩკა მინდა, უძრავ ქონებას რომელსაც აირჩევენ იპოტეკას გავაკეთებ არ მაქვს პრობლემა, დაახლოებით 5-7 წლიანი მინდა, ოღOნდ სავარაუდდ მესამე წელს სრულად გადავიხდი ( ამდენ მოზვერს ტყუილად კი არ ვყიდულობ ხორცი მოშNად ფულია ეგეც გამოცდილი მაქვს და ვიცი) მაგრამ ნა ვსიაკი სლუჩI 5-7 წლიანი მინდა მაინც.

Posted by: bidzu 9 Jan 2013, 19:27
1ლიტრი რძე რამდენად ბარდება ეხლა ხომ არ იცით?

Posted by: iko-iko 9 Jan 2013, 20:18
ყველგან სხვადასხვა ფასი აქვს, გააჩნია ვინ იბარებს. დაწყებული 70 თეთრიდან დამთავრებული 1,20 ლარამდე.

Posted by: shuma89 9 Jan 2013, 20:36
ქუთაისში არის 60 თეთრი და არ მომწონს ფასი იქაური, მაგ ფასში ჩაბარებას ჯობია ყველი გაყიდო, 6 ლიტრში ამოდის მაგ ადგილებშI ადგილობრივი საქონლის რძისგან და 3.6-ზე მტი ყოველთვის ეღირება რავი იმერეთში ასეა.

Posted by: zukka2007 11 Jan 2013, 17:28
http://www.2dan1.com/?fun=2&ref=34959 დღეში 20თ-დან 20ლარამდე.დარეგისტრირდით ))მე უკვე გამოვიტანე))წარმატებები

Posted by: ჩაკრულო 13 Jan 2013, 22:32
shuma89
200-250 ლარად რამხელა მოზვრებია? რამდენი კგ ცოცხალი წონა? და ეგ დეკეულებიც რამდენი კილოა ცოცხალი? 600 ლარად როა?

Posted by: shuma89 13 Jan 2013, 23:01
ზუსტ წონას ვერ ვიტყვი, 750 ლარად ყიდიან ახლა ძროხებს 1კილოგრამი გარანტიით დღეში, და 1000 ლარად 1.5 კილო ყველი დღეში,

იმათი წონები არ ვიცი ზუსტად, კარგა მოზრდილი საქონელია, წინა კვირაში გადავხედე ბაზარს.

Posted by: ჩერქეზა 17 Jan 2013, 14:45
shuma89
სად იყიდება ასე იაფად საქონელი ? ძალიან იაფია smile.gif

Posted by: shuma89 17 Jan 2013, 23:02
ზესტაფონის ბაზარზე, ისე 5 ლარი ღირს ან ნაკლები ცოცხალი წონა.

Posted by: ჩერქეზა 17 Jan 2013, 23:12
საერთოდ დასავლეთში უფრო იაფობა არი ხოლმე, აღმოსავლეთთან შედარებით. ფაქტიურად ორმაგი ფასი გამოდის ,თუ მართლა მასე იფად ყიდიან საქონელს , კახეთში ხბოს ვერ იყიდი 250 ლარად :დ

Posted by: makaveli222 24 Jan 2013, 21:54
გამარჯობათ ) მაინტერესებს 7წლიანი ბალახი როა მაგის თესლი სადიშოვება ,როგორ ითესება,რა პირობები უნდა,მოკლედ დაწვრილებითი ინფორმაცია ბალახის შესახებ, კიდე იონჯაზე,და სხვა ჯიშებზე რაცმე არვიცი )მაგრამ იონჯა როგორც ვიცი კახეთში ისე ვერმოვა ტენიანი ჰავა უნდაო და რაგაც ეგეთი.მაგრამ საინტერესოა მაინც )ან საქართველოში რაჯიშს თესავენ ძირითადათ საქონლისთვის,თუთესავენ საერთოდ) იმედია დამეხმარება ვინმე,მადლობათ წინასწარ)ახალი ვარ ამ ფორუმზე იმედია კარგად მიმიგებთ და უფრო იაკტიურებთ კიდე უფრო ხშირ ხშირად გაცვლით ინფორმაციას მესაქონლეობაზე)
* * *
კიდე რამაინტერესებს) ეს შვიცერის ჯიშის ზროხები კაი გასაგებია იშოვება საქართველოში და ჯდება 4ათასი მაგრამ აი ამ ძროხების ხბოებს მოგკიდიან მაგ ფერმაში ?ნაგდად არამაქ მაგდენი რო 4000ერთსულ ძროხაში მივცე აი ხბოებს თუ გაკიდიან კიდე ცოტა შეგავათიან ფასებში გამოზრდი როგორგაც მოიცდი ადედააშვილებ და ბოლოს რაგაცა გამოვა რა)
* * *
კიდე ერთი კითხვა) ხელოვნურ განაკოფიერებას რაჯიშის სპერმით აკეტებენ საქარველოში)?აი ეს სოფლებშირო ვეტექიმები არიან)30ლარი გირს კახეთში მაგალითად მაგრამ როგორი ჯიშის სპერმაა ვარგა არვარგა იმხელახბოს ხოარმოიგებს ძროხა რო გადაკვეს მშობიარობას ამაზე ვერც ვერავინ გპასუხობს და ვერც ამისგარანტიას ვერავინიძლევა
* * *
QUOTE (ჩერქეზა @ 17 Jan 2013, 23:12 )
საერთოდ დასავლეთში უფრო იაფობა არი ხოლმე, აღმოსავლეთთან შედარებით. ფაქტიურად ორმაგი ფასი გამოდის ,თუ მართლა მასე იფად ყიდიან საქონელს , კახეთში ხბოს ვერ იყიდი 250 ლარად :დ

სამაგიეროდ დასავლეთის საქონელი არვარგა საჯიშედ) yes.gif

Posted by: ჩერქეზა 25 Jan 2013, 12:27
makaveli222
ხო შეილება ჯიშიანები არ არიან მარა ეხა ერთი წლის პერსპეკტივით თუ იყიდი მარტო გასუქებ და მერე გაყიდა საკმაოდ კარგი მოგება დარჩება კაცს . http://caucasusgenetics.ge/index.php?lang=ka ამ საიტზე შედი და ნახავ რაც გაინტერესებს ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით და შვეცის ჯიშის ძროხები თელეთის სანაშენე მეურნეობაში ყავთ, ძირითადათ სახარე ხბოებს ყიდიან მარა დედლებსაც იშვიათად, ფეისბუქზე გვერდი აქვთ და მიწერე კონკრეტულად რაც გინდა და გაინტერესებს smile.gif

Posted by: makaveli222 25 Jan 2013, 13:13
ჩერქეზა--------კი ძმაო მასეც შეიძლება,იაფია,ნეტა კახეთშიც ეგრე იაფი გირდეს) და კიდე სუქებააზეც რო დააკენო დაკლადა ჩააბარო თბილისსში გააჩნია რამხელა ძროხებია ) სუქებაზე დაკენებაც ტოვებს ფულსო ამბობენ,მეჯერარმიცდია მაგრამ ალბათ ვცდი მაგასაც ერთი ძროხა მიბერდება უკვე და)
* * *
ჩერქეზა-----ვნახავ მაგ საიტსაც და იმ ფერმასაც მივწერ ფეისბუკზე,მისცრება იქნება დედალი ხბოები თუ გაკიდეს,როგორგაც გავწვდები და ვიკიდი რამოდენიმეს) დიდი მადლობა კაცურიკაცი)
* * *
ბალახზე თუვინმემ იცით თუვინმე თესავთ საქონლისთვის ძირითადად აის 7წლიანი თესლი როა ან კიდე რაბალახი მოდის რაბალახის დათესვა შეიძლება კახეთში მაგალითად,დაწერეთ არ დაიზაროთ)
* * *
ისე ეგ შვიცის ჯიში როა ნახირს ვერგაქაჩავს დასაწკისისთვის როგორ ფიქრობთ თავიდანვე ხბო რო შეაჩვიო?გამიგია ამტანიაო მაინც.თუ ბაგური კვება უნდა ჰოლანდიურივით მაგასაც უეჩველი )

Posted by: ჩერქეზა 25 Jan 2013, 14:59
makaveli222
თავისუფლად ეჩვევა ნახირის პორობებს, თავიდავე როგორც გაზრდი და მიაჩვევ რა , ერთი ეგ არი ეხა კახეთში ცოტა არეული კლიმატია ხოლმე უცბათ დაცხება უცბათ აგრილდება და მაგ დროს ნაბარევს ეგრევე აიგებს და კიდე ტკიპაზეც საკმაოდ მგძნობიარეა. ნუ მოკლედ თუ კარგად მოუვლი თავისუფლად აიტანს ჩვეულებრივ პირობებს smile.gif

Posted by: makaveli222 25 Jan 2013, 18:36
ჩერქეზა-----მესადაც ვარ ლამის მთისპონტია,ცივა ანუ მაგალითად თბილისთან შედარებით.ზაფხულშიც საკაიფოდ გრილა.აი ტკიპაზე კი რამოგახსენო ტკიპები არიან ოხრადbiggrin.gifორკვირაში ერთხელ ვწამლი ხოლმე როცა ცხელა კარატე როა მაგით)

Posted by: ჩერქეზა 25 Jan 2013, 19:36
makaveli222
მშვენიერი პირობები გქონია, მისწრებაა მთა და სიგრილე მაგათთვის საერთოდ ალპებში წარმოიქმნა ეგ ჯიში და smile.gif ტკიპაზე კიდე შეწამლი და ეგ არი .

Posted by: makaveli222 25 Jan 2013, 20:14
ჩერქეზა-----ხო პირობებს არაუშავს ძმაო და,ვნახოთ,ჯერთუ მომკიდეს თუვიშოვე)) დამწკებივარ ამსაქმის,რმდენირამე არვიცი,რამდენ რამეს ვსწავლობ,რამოდენიმე კვირისწინ ეს შვიცები თუ არსებობდნენ ეს ჯიში ესეცკიარვიცოდი საერთოდyes.gif

Posted by: ჩერქეზა 26 Jan 2013, 00:55
ესე ორი კვირის ხბოებს ეგენი 700 ლარად ყიდიან და ისევ ხელოვნური განაყოფიერება რო გაუკეთო შენ საქონელს ეგ გირჩევნია ,თან აი იმ საიტს გადახედე და ნახავ რამდენი ჯიშის გამოყვანა შეგიზლია ნელნელა მარტო შვიცის კი არა wink.gif

Posted by: makaveli222 26 Jan 2013, 11:24
ჩერქეზა
მივწერე და მითხრეს დაახლოვებით ერთი თვის ხბოებს ვკიდით 700ლარად და ზევითო ხბოს გააჩნია ალბად თან დედლებს არკიდიან მარტო მამლებიო მოკლედ არგირს რა)დედალ ხბოებს რო კიდდნენ გირდა მარა მამალზე მაგხელა ფასის გადახდა არგირს.გადავხედე ძმაო მაგ საიტსაც და ვერაფერი გავიგე რავი )მოკლედ მანდაც მისვლა უნდა რა პირადად და იქ ამიხსნიან ალბათ ვეტერინარები რა ჯობია რომელი ჯიშის განაკოფიერება ჯობია როგორ ჯობია უფრო გარკვევით აქედან არაფერი მესმის)

Posted by: ჩერქეზა 26 Jan 2013, 12:31
makaveli222
რავი ხან დედლებსაც ყიდიან ხოლმე, ვერ გავიგე მაგათი ვერაფერი, სანაშენე თუ ქვია მაგათ მეურნეობას დედლებსაც ხო უნდა ყიდიდნენ .

Posted by: kaki96_ 26 Jan 2013, 15:40
QUOTE
რავი ხან დედლებსაც ყიდიან ხოლმე, ვერ გავიგე მაგათი ვერაფერი, სანაშენე თუ ქვია მაგათ მეურნეობას დედლებსაც ხო უნდა ყიდიდნენ .


დედლებსაც ყიდიან.ველაპარაკე ადრე 5-6 მამალის ყიდვის შემთხვევაში 3 დედალს იძლეოდნენ.პირდაპირ რომლებსაც ყიდიან მთლად ჯანზე ვერ არიან.გამობრაკულებს

მე ეხლა მყავს 8 თვიდან წლის ერთ თვემდე 3დედალი 4 მამალი.უფროსები ძროხებია ფაქტიურად რო შეხედავ. ვნახოთ აბა რა გამოვა

Posted by: makaveli222 26 Jan 2013, 18:41
ჩერქეზა
რავიციძმაო ფაქტიარო ეგეთი პასუხი გამცესsmile.gifკიმითხრეს სამომავლოდ რაგაცა პროექტებს ვგეგმავთო და რაც სიახლე იქნება ჩვენი გვერდიდან შეიტკობთო.იმედია გაკიდიან მერე მართლა მინდა არადა მაგ ჯიშის კოლა )

Posted by: ჩერქეზა 26 Jan 2013, 18:47
kaki96_
შენ საიდან გყავს ეგ ჯიში მაგათ მოგყიდეს ?

Posted by: makaveli222 26 Jan 2013, 18:53
kaki96_
ეგრეა დედლები 500 კილო იზრდება მამლები 700-850 დიდი ძროხებიაsmile.gifუბრალოდ თავიდანუნდა ჩემიაზრით ბავშვივით მოფრთხილება რძე არუნდა მოაკლო და მერე აგარაფერი გაუჩირდება მე ესე ვფიქრობsmile.gifდა რაადგილზე გკავს პიროპბებს როგორ შეეჩვივნენ?ან როგორპირობებში გკავს რასაჩმევ?რავიმე ეგრევე უარი მითხრეს გუშინ დედალ ხბოებზედა არცისუთქვიათ მამლებსთუიკიდი დედლებსაც მოგცემთო.

Posted by: kaki96_ 27 Jan 2013, 22:12
QUOTE
შენ საიდან გყავს ეგ ჯიში მაგათ მოგყიდეს ?


მე ძროხები მყვდა წამოყვანილი მაგათგან


Posted by: makaveli222 27 Jan 2013, 22:59
kaki96_
მიპასუხე როგორ ეჩვევიან პირობებს რაპირობებში გკავსთქო რაიკოთ წერა გეზარებათ ეს დედა მოტკნული?თუწერთ რაგაცას დაწერეთ რა ბარემ ბოლომდე თუვინმემ რამე გკითხოთ რო დაკვალიანდეს სხვაც ჯიგრულად და სხვამაც ისწავლოს.სოჩიკზე ხოარარი ეს ფორუმი შეერთებული რო ფული დაგიწეროთ გადასახდელი

Posted by: orovela87 28 Jan 2013, 13:32
მაინტერესებს მარნეულში ხბოები რომ იყიდო გაზარდო და მერე ხორცად გაყიდო ცოცხლები რამდენად გამართლებულია ეგ? როგორც იძახიან ყოველ კვირას ძაან ბევრი ცოცხალი ძროხა გაყავთ აზერბაიჯანელებს მარნეულის ბაზრიდან და ვინმეს თუ გაქვთ მაგის გამოცდილება?

Posted by: kaki96_ 28 Jan 2013, 15:24
პმ ში მომწერე კონკრეტული კითხვები რაც გაინტერესებს და დაგაკვალიანებ რა როგორ ,რა განერვიულებს თუ ძმა ხარ gigi.gif

Posted by: makaveli222 28 Jan 2013, 21:42
orovela87
მე როგორც ვიცი ადრე უფრო გადიოდა აზერბაიჯანში კაიფასად,ეხლა დავარდნილია ფასები.და კველაფერი გამართლებულია რასაც მოინდომებ და რაც გაგიმართლებს თუარცადე შენ თვითონ ესე ვერავინ გეტკვის,მთავარი ისარიკიდე უჯიშო ხბოები არავინ შემოგტენოს აი ისეთები ძნელად რო იზრდებიან ანკიდე საერთოდ დიდებიც რო არიზრდებიანyes.gifკარგებირო გაზარდო ზამთარში ქერი უნდა მიაშველო და ათასი კომპონენტია კიდე.წაგებაში კოველშემთხვევაში არდარჩები ნაგდად რა თუ გაზარდე მშვიდობითbiggrin.gif

Posted by: orovela87 29 Jan 2013, 12:59
დიდი მადობა ინფორმაციისთვის. ეხლა ზამთარია და ალბათ მაგიტომ არ გადის ხორცი კარგად.

Posted by: kaki96_ 29 Jan 2013, 15:45
QUOTE
დიდი მადობა ინფორმაციისთვის. ეხლა ზამთარია და ალბათ მაგიტომ არ გადის ხორცი კარგად.


პირიქით ხორცი ზამთარში იყიდება კარგად.თორე ზაფხულში როცა ცხელა და ათასგვარი ბოსტნეულია შემოსული ხალხი უფრო თავს იკავებს ხორცისაგან

Posted by: orovela87 29 Jan 2013, 16:44
ეგეც შესაძლებელია, მაგრამ ალბათ ზამთარში უფრო რთულია საქონლის შენახვა და გასაყიდი ხორციც ნაკლებია. smile.gif

Posted by: ჩერქეზა 29 Jan 2013, 23:36
აზერბაიჯანში ყველანაირი პირუტყვი კი არ გაყავთ, მარტო მოზვრები და თანაც შავები .დღესასწაული რო აქვთ ყურბან ბაირამს რო ეძახიან აი მაშინ მიყავთ ძალიან ბევრი და ყველაზე კარგად ეგენი იხდიან ხოლმე იმიტო რო იქეთ ორი იმდენ ფასად ყიდიან და უღირთ, მარა ეხა რაღაცა გართულდა მგონი საზღვარზე ისე იოლად ვეღარ გადაყავთ როგორც ადრე და მაგიტოა ეგ ამბავი შეფერხებული , მარა ეგ დღესასწაული გვიან შემოდგომით აქვთ ხოლმე და იქამდე დროა. smile.gif

Posted by: makaveli222 30 Jan 2013, 10:11
ჩერქეზა
ეგრეა საზგვრის პრობლემაა მეც ეგრე ვიცი.გააძვირეს გადატანა თუ რაგაც ეგეთი და აგარიხდიან თათრები იმდენს.ორიკვირისწინ 2წლამდე კაი დიდი ხოშიანი თან შავი მოზვერი 900ლარად გაკიდა ერთმა მეტად ვერა იტოგში მაგრად აქ დაგდებული ფასი.ისე ქართველებმაც რო დაამუგამონ სად მიკავთ თათრებს მაგ დგესასწაულზე რა ბაზარიაქთ ქართველმაც რო წაიკვანოს კაი ფულს დატოვებს ჩემი აზრით.მარა ბაზარი არიცი კაცმა თორე გადაკვანა არარი პრობლემა და ფასშიც გაკიდი
* * *
რასაც ქართველი გლეხი ზრდის მთელი ერთი წელი ზედ ევლება ძროხას მერე იმის ხბოს და მაქსიმუმ თავის რძიან ხბოიანად დაუტოვოს 1500ლარი მოგება თათრები ერთ დგეში გადაიკვანენ გლეხის გაზრდილ 2-3მოზვერს და ერთ დგეში რჩებათ ქართველი გლეხის ნაწვალებიდან იმდენი რამდენის გულიზეც ქართველი გლეხი მთელი წელი წვალობს.

Posted by: msroleli 30 Jan 2013, 10:36
გამარჯობა, თვალყურს ვადევნებ ამ განყოფილებას რადგან ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის. ორი შეკითხვა მაქვს და ძალიან გთხოვთ კომპეტენტურმა ადამიანმა გამეცით პასუხი:

1) ფერმის უკვე არსებობის შემთხვევაში (შენობა, ტერიტორია, ბინა და ა.შ.), ღირს თუ არა 25-30 ათასამდე დოლარის სესხის მერძეული მიმართულებით ჩადება? ანუ ბანკიდან, რომ გამოიტანო დაახლოვებით მაგ ოდენობის თანხა და ჩადო მეწველ ძროხებში, მოიტანს ეს იმხელა შედეგს, რომ სესხიც დაფარო და ცოტაოდენი შენც დაგრჩეს? (სესხის დაფარვას დაახლოვებით დაჭირდება 1000 ლარი თვიურად).

2) მეხორცული მიმართულებით კამეჩებზე არაფერი იყო ნახსენები და ამ საკითხზე რას იტყვით?

P.S. ლაპარაკია კახეთზე და იგულისხმება რომ ფერმის ქირა არ დაგჭირდება და არც რაიმეს აშენება. ასევე ისიც, რომ იქ უნდა იყო და თავად გაუძღვე საქმეს.

Posted by: orovela87 30 Jan 2013, 10:46
msroleli

მე მერძევეობის კუთხით არ გირჩევ რადგანაც რთული ბიზნესია. ჩემს მეგობარს აქვს დმანისში საკმაოდ დიდი ფერმა და იმდენი ყველი აქვს გასაყიდი რომ არ იცის სად გაყიდოს. (ყველის და რძის გასაყიდი ფასი საკმაოდ დაბალია და არ არის გამართლებული). მოკლედ საუბარი იმაზეა რომ რძიდან და ყველის რეალიზაციიდან შემოსულმა თანხამ უნდა დაგიფაროს ძროხების მოვლის და შენახვის ხარჯები და მოგებაც უნდა დატოვოს.

ყველაზე მარტივად თუ გინდა დაიწყო უნდა იყიდო პატარა მამალი მოზვერი smile.gif გაზარდო და ცოცხლად გაყიდო. მე როგორც ვიცი ნორმალური კვების პირობებში მოზვერი მარტო ბალახზე რომ გყავდეს 3 თვეში თანხას გააორმაგებ. ანუ თუ იყიდე პირობითად 500 ლარად მოზვერი 3 თვის მერე ადგილზე გაყიდი 1000 ლარად.

თან სესხზე თუ არის საუბარი სარისკოა და არ გირჩევ ისევ ჯობია გამოიტანო ბევრად უფრო ნაკლები სესხი ვთქვათ 5000 დოლარი და მაგით დაიწყო. უფრო დეტალურად თუ დაგაინტერესებს "პმ" ში მომწერე და დავილაპარაკოთ. შემიძლია ჩემი მეგობრის ტელეფონის ნომერიც მოგცე ვისაც უკვე აქვს ფერმა და იმას დაელაპარაკე.

Posted by: ჩერქეზა 30 Jan 2013, 11:02
makaveli222
მაგათ ლევად გაყავდათ ლაგოდეხის მხრიდან ადრე საერთოდ და ერთი დიდი დიდი გზის ფული ეხარჯებოდათ. ბაზრებიდან რასაც ქვია ტრაილერებით ეზიდებოდნენ ხოლმე პირუტყს. აქაური თათრები კიდე ერთ ბაზარზე იაფად ყიდულობდნენ მეორეში კიდე თავიათ ჩამოსულ ზემლიაკებს უფრო ძვირად ასყიდებდნენ :დ msroleli
კახეთში გაჩნია რა ადგილას გაქ ფერმა თუ გვალვები იცის მეწველი საქონელი მალევე გაშრება და ანუ რძეს სტაბილურად ერთ დონეზე ვერ მიიღებ ხან მეტი იქნება ხან ცოტა და შესაბამისად 1000 ლარი ყოველ თვიურად შეიძლება ვერ შეიტანო და გაიწედო მაგრად . ხო და კამეჩის ხორცი იაფი გირს და არ გირჩევ თან ბევრი წამა უნდა და მაგას ისევ ძროხები ჯობია smile.gif

Posted by: msroleli 30 Jan 2013, 11:08
orovela87
ჩერქეზა
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ისე კახეთში არის ადგილი გვალვა რომ არ იცოდეს?! smile.gif smile.gif ეს ისე ხუმრობით.
სიღნაღის რაიონზე მაქვს საუბარი.
კამეჩებს რაც შეეხება ბევრი ჭამა კი უნდა, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერს ჭამსო ასე მითხრეს და...

Posted by: orovela87 30 Jan 2013, 11:16
msroleli

გვალვის რა გითხრა მაგრამ თუ ნაკვეთთან ახლოს წყალი არ არის მაგრად გაუჭირდება საქონელს. კამეჩების ყველაფრის ჭამის იმედზე ნუ იქნები მაინც და მაინც. smile.gif

მეც სიღნაღის რაონში მაქვს სოფელი და ეგ რაონი დიდი სიგრილით მაინც და მაინც არ გამოირჩევა smile.gif

Posted by: ჩერქეზა 30 Jan 2013, 11:26
msroleli
კახეთი დიდია ეხა ზოგან მაგარი სიგრილეა მარა სიღნაღის რაიონიში ნაკლებან და კაი გემრიელი გვალვაც იცის, ასე რომ რძის იმედზე ყოფნა არ შეიძლება მასეთ პირობებში . ცარიელი ნამჯაც რო მისცე მაგასაც წამს კამეჩი მარა რა ხეირი მატება ხო უნდა ჰქონდეს შენ ხო გასასუქებლად გინდა ამიტომ ბევრი უნდა აწამამო და თან ხარისხიანი საკვები უნდა შეურჩიო მერე მოვა ყასაბი ესაო ისაო კამეჩიაო და კარგ ფას არ გადაიხდის ასე რომ წვალებად არ ღირს ისევ პატარა მოზვრები იყიდე კამეჩზე ცოტასაც ჭამს და მეტი ფასიც აქვს . ეხა ეგ არი მოდაში ტან და :დ

Posted by: msroleli 30 Jan 2013, 11:42
ჩერქეზა
orovela87
მადლობა რჩევებისთვის. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე ჯობია პატარა ბიზნესით დაიწყო და ისიც მეხორცული მიმართულებით.

ანუ მაგ რაიონში მერძეული მიმართულებით არ ღირს? გინდ დიდი ინვესტიცია ჩადო გინდ პატარა? (წყლის პრობლემა არ არის)

Posted by: orovela87 30 Jan 2013, 11:50
msroleli

მაგას უფრო დეტალური გარკვევა სჭირდება მასე ზუსტად ვერ გეტყვი. smile.gif ისე მეხორცეობა უფრო პერსპექტიულად მეჩვენება ვიდრე მერძევეობა.

Posted by: ჩერქეზა 30 Jan 2013, 11:53
msroleli
ბანკიდან მაგხელა თანხა რო გამოიტანო და რძის იმედათ იყო ნაგდად არ ღირს იმიტო რო რძეს პირუტყვი სტაბულურათ ვერ გაწვდის და თან ფასებიც არ არი სტაბილური ხან 0.50 გირს ხან 0.30 ხან 0.80 მე თვითონ მაქ სიღნაღის რაიონში ფერმა და შეხებამა მაქ მაგ ამბავთან . ნუ ეხა ორკაპიკი რჩება რძიდანაც მაგრა ხორცად რო ყიდი პირუტყვს ის გაცილებით ბევრს ტოვებს და წკვიანუად თუ მოიქცვა კაცი კაი ფულსაც იშოვის .

Posted by: kaki96_ 30 Jan 2013, 15:19
QUOTE
ფერმის უკვე არსებობის შემთხვევაში (შენობა, ტერიტორია, ბინა და ა.შ.), ღირს თუ არა 25-30 ათასამდე დოლარის სესხის მერძეული მიმართულებით ჩადება? ანუ ბანკიდან, რომ გამოიტანო დაახლოვებით მაგ ოდენობის თანხა და ჩადო მეწველ ძროხებში, მოიტანს ეს იმხელა შედეგს, რომ სესხიც დაფარო და ცოტაოდენი შენც დაგრჩეს? (სესხის დაფარვას დაახლოვებით დაჭირდება 1000 ლარი თვიურად).


ბანკები რძეზე თანხის გაცემას ერიდებიან.გეტყვიან რა გარანტია არის რო მოიწველისო.აი ხორცზე კი იძლევიან

Posted by: msroleli 30 Jan 2013, 18:05
QUOTE
ბანკები რძეზე თანხის გაცემას ერიდებიან.გეტყვიან რა გარანტია არის რო მოიწველისო. აი ხორცზე კი იძლევიან

აი ეგ კი არ ვიცოდი, მადლობა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვანაირადაა საქმე, სესხის პრობლემა არ არის. smile.gif

Posted by: ushuaia 14 Feb 2013, 13:15
მესაქონლეობზე მჭირდება ბიზნეს გეგმა კანადაში ვინ დამეხმარება და რა ფასში??

Posted by: ushuaia 16 Feb 2013, 17:10
არ იის ვინმეემ<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<>>>>>>>>>>>>>>>>>>>?

Posted by: iorkezi7777 17 Feb 2013, 01:39
QUOTE (orovela87 @ 30 Jan 2013, 10:46 )
msroleli

მე მერძევეობის კუთხით არ გირჩევ რადგანაც რთული ბიზნესია. ჩემს მეგობარს აქვს დმანისში საკმაოდ დიდი ფერმა და იმდენი ყველი აქვს გასაყიდი რომ არ იცის სად გაყიდოს. (ყველის და რძის გასაყიდი ფასი საკმაოდ დაბალია და არ არის გამართლებული). მოკლედ საუბარი იმაზეა რომ რძიდან და ყველის რეალიზაციიდან შემოსულმა თანხამ უნდა დაგიფაროს ძროხების მოვლის და შენახვის ხარჯები და მოგებაც უნდა დატოვოს.

ყველაზე მარტივად თუ გინდა დაიწყო უნდა იყიდო პატარა მამალი მოზვერი smile.gif გაზარდო და ცოცხლად გაყიდო. მე როგორც ვიცი ნორმალური კვების პირობებში მოზვერი მარტო ბალახზე რომ გყავდეს 3 თვეში თანხას გააორმაგებ. ანუ თუ იყიდე პირობითად 500 ლარად მოზვერი 3 თვის მერე ადგილზე გაყიდი 1000 ლარად.

თან სესხზე თუ არის საუბარი სარისკოა და არ გირჩევ ისევ ჯობია გამოიტანო ბევრად უფრო ნაკლები სესხი ვთქვათ 5000 დოლარი და მაგით დაიწყო. უფრო დეტალურად თუ დაგაინტერესებს "პმ" ში მომწერე და დავილაპარაკოთ. შემიძლია ჩემი მეგობრის ტელეფონის ნომერიც მოგცე ვისაც უკვე აქვს ფერმა და იმას დაელაპარაკე.

არა რეალურია ეგ ესე რო სამ თვეში საქონელი იორმაგებდეს წონას დზალიან მაგარი იქნებოდა კაცობრიობისთვის ბევრი შრომა არ დაჭირდებოდა მაგრამ სამწუხაროდ არაა ეგრე.
* * *
QUOTE (msroleli @ 30 Jan 2013, 11:42 )
ჩერქეზა
orovela87
მადლობა რჩევებისთვის. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე ჯობია პატარა ბიზნესით დაიწყო და ისიც მეხორცული მიმართულებით.

ანუ მაგ რაიონში მერძეული მიმართულებით არ ღირს? გინდ დიდი ინვესტიცია ჩადო გინდ პატარა? (წყლის პრობლემა არ არის)

ძმაო დასავლეთში მაგალითად თუ გაგიგია ქობულეთური რძის გადამამუშავებელი ქარხანა სოფლებში გადიან და 90 თეთრად იბარებენ 1ლიტრ რძეს თან ეუბნებიან გლეხებს რა 400 ლიტრზე ნაკლებისტვის არ ჩამოვალთო.ჩემი აზრი ეგეთია რო სწორად მუშაობის შემთხვევაში ორჯერ რენტაბელურია ხორცზე მუშაობასტან შედარებით თან ამავდროულად ხორც ნუ გამორიცხავ ნამატი ხომ ეყოლება,მთავარია ნორმალური ჯიში იყოლიო და პირობები შეუქმნა რო შემდგომში შენი ბიზნესი წარმატებულად აქციოს.ასე რო მთავარია საქმე და პროდუქცია შექმნა ხარისხიანი.
* * *
QUOTE (makaveli222 @ 24 Jan 2013, 21:54 )
გამარჯობათ ) მაინტერესებს 7წლიანი ბალახი როა მაგის თესლი სადიშოვება ,როგორ ითესება,რა პირობები უნდა,მოკლედ დაწვრილებითი ინფორმაცია ბალახის შესახებ, კიდე იონჯაზე,და სხვა ჯიშებზე რაცმე არვიცი )მაგრამ იონჯა როგორც ვიცი კახეთში ისე ვერმოვა ტენიანი ჰავა უნდაო და რაგაც ეგეთი.მაგრამ საინტერესოა მაინც )ან საქართველოში რაჯიშს თესავენ ძირითადათ საქონლისთვის,თუთესავენ საერთოდ) იმედია დამეხმარება ვინმე,მადლობათ წინასწარ)ახალი ვარ ამ ფორუმზე იმედია კარგად მიმიგებთ და უფრო იაკტიურებთ კიდე უფრო ხშირ ხშირად გაცვლით ინფორმაციას მესაქონლეობაზე)
* * *
კიდე რამაინტერესებს) ეს შვიცერის ჯიშის ზროხები კაი გასაგებია იშოვება საქართველოში და ჯდება 4ათასი მაგრამ აი ამ ძროხების ხბოებს მოგკიდიან მაგ ფერმაში ?ნაგდად არამაქ მაგდენი რო 4000ერთსულ ძროხაში მივცე აი ხბოებს თუ გაკიდიან კიდე ცოტა შეგავათიან ფასებში გამოზრდი როგორგაც მოიცდი ადედააშვილებ და ბოლოს რაგაცა გამოვა რა)
* * *
კიდე ერთი კითხვა) ხელოვნურ განაკოფიერებას რაჯიშის სპერმით აკეტებენ საქარველოში)?აი ეს სოფლებშირო ვეტექიმები არიან)30ლარი გირს კახეთში მაგალითად მაგრამ როგორი ჯიშის სპერმაა ვარგა არვარგა იმხელახბოს ხოარმოიგებს ძროხა რო გადაკვეს მშობიარობას ამაზე ვერც ვერავინ გპასუხობს და ვერც ამისგარანტიას ვერავინიძლევა
* * *
QUOTE (ჩერქეზა @ 17 Jan 2013, 23:12 )
საერთოდ დასავლეთში უფრო იაფობა არი ხოლმე, აღმოსავლეთთან შედარებით. ფაქტიურად ორმაგი ფასი გამოდის ,თუ მართლა მასე იფად ყიდიან საქონელს , კახეთში ხბოს ვერ იყიდი 250 ლარად :დ

სამაგიეროდ დასავლეთის საქონელი არვარგა საჯიშედ) yes.gif

და კვარაცხელიას ჯიშის ძროხები ხომ გაგიგია? და რას უწუნებ მაგ ჯიშს? მეგრული დზროხაა დასავლეთის

Posted by: tokaato 18 Feb 2013, 12:10
მოგესალმებით.
დიდი სურვილი მაქვს რომ გავაკეთო ფერმა და ვიყოლიო მოზვრები...ვფიქრობ რომ ვიყიდო დაახლოებით 1წლიანი მოზარდები და ერთი წლის მერე გავყიდო... დასაწყისისთვის ვაპირებ დაახლოებით 25 სულამდე...რას მირჩევთ გამოვა ეგ საქმე??? და კიდე მაინტერესებს ყვარელის რაიონი საძოვრების მხრივ რამდენად მისაღებია?? ძმაკაცს აქვს მანდ საფერმე შენობა...თან ზამთარიც არ არის ხანგრძლივი და ამიტო უფრო კახეთისკენ მიმიწევს გული...თან იონჯას დავთესავთ და საკვებშიც შედარებით იოლად გავალთ

Posted by: shuma89 18 Feb 2013, 13:36
ვინმემ არ იცის ფერმა როგორ უნდა გავაოფიციალურო? ანუ დარეგისტრირება თუ რაღაც როგორ უნდა, სად უნდა მივიდე, სალარო აპარატი მინდა?
შემოსავალ გასავალი რო ვაჩვენო როგორც წესი და რიგია.

Posted by: LSoso 18 Feb 2013, 19:36
QUOTE (tokaato @ 18 Feb 2013, 12:10 )
რას მირჩევთ გამოვა ეგ საქმე???

რას ქვია არ გამოვა, მთავარია თავად მიაქციო ყურადღება მაქსიმალურად. წარმატებას გისურვებ!!!
* * *
QUOTE (shuma89 @ 18 Feb 2013, 13:36 )
ვინმემ არ იცის ფერმა როგორ უნდა გავაოფიციალურო? ანუ დარეგისტრირება თუ რაღაც როგორ უნდა, სად უნდა მივიდე, სალარო აპარატი მინდა?
შემოსავალ გასავალი რო ვაჩვენო როგორც წესი და რიგია.

http://forum.ge/?f=41&showtopic=33825385

Posted by: tokaato 18 Feb 2013, 20:16
QUOTE
წარმატებას გისურვებ!!!

გაიხარე smile.gif

Posted by: davita33d 28 Feb 2013, 17:49
გამარჯობათ ფორუმელებო, რაღაც მაინტერესებს
უცხოური საქონლის ყოლას რომელსაც დღეში 40 კილო ბალახი და 5 კილო კონცენტრირებული საკვები ჭირდება პლუს ბევრი მზრუნველობა და კომფორტი არ ჯობია ჩვენებური საშუალოდ მეწველი ძროხების ყოლა? ისინი თუ 30 40 ლიტრას იწველებიან ერთის შენახვის ფასად ცჰვენებურს 4ს შეინახავ რძესაც იგივეს მოგცემს ხარჯიც ნაკლები იქნება და ნამატიც მეტი გეყოლება რომელსაც სჰემდეგ ხორცის სახიტ გაყიდი, რას იტყვით ოთხი ერთზე უფრო მომგებიანი არ იქნება?

* * *
საქონელი მინდა ვიყიდო მერძეული მიმართულებით წავიდე, მაგიტომ ვთვლი რომ ერთი უცხოურის ყოლას 3, 4 მყავდეს ჩვენებური ნაკლები ხარჯია, სახორცედაც მეტი ნამატი მეყოლება შემდეგ გასაყიდად

Posted by: mirian77 2 Mar 2013, 14:00
100 კილოიანის ზრდა რომ დაიწყო ბაგურ კვებით5-6 თვეში საშუალოდ რამდენ კ.გ-ს,მოიმატებს და რა რაოდენობა საკვები დასჭირდება,ან რა რაოდენობის თანხა,ხომ ვერ მეტყოდით..... 1კგ.ხორცის მიღება რამდენი ჯდება საშუალოდ.

Posted by: ushuaia 4 Mar 2013, 22:17
აბა საოცარი ძროხებიიიი იფ იფ იფ

Posted by: orovela87 6 Mar 2013, 09:58
QUOTE (davita33d @ 28 Feb 2013, 17:49 )
გამარჯობათ ფორუმელებო, რაღაც მაინტერესებს
უცხოური საქონლის ყოლას რომელსაც დღეში 40 კილო ბალახი და 5 კილო კონცენტრირებული საკვები ჭირდება პლუს ბევრი მზრუნველობა და კომფორტი არ ჯობია ჩვენებური საშუალოდ მეწველი ძროხების ყოლა? ისინი თუ 30 40 ლიტრას იწველებიან ერთის შენახვის ფასად ცჰვენებურს 4ს შეინახავ რძესაც იგივეს მოგცემს ხარჯიც ნაკლები იქნება და ნამატიც მეტი გეყოლება რომელსაც სჰემდეგ ხორცის სახიტ გაყიდი, რას იტყვით ოთხი ერთზე უფრო მომგებიანი არ იქნება?

* * *
საქონელი მინდა ვიყიდო მერძეული მიმართულებით წავიდე, მაგიტომ ვთვლი რომ ერთი უცხოურის ყოლას 3, 4 მყავდეს ჩვენებური ნაკლები ხარჯია, სახორცედაც მეტი ნამატი მეყოლება შემდეგ გასაყიდად

კი ქართული ძროხა ჯობია იმიტომ რომ უცხოური ძროხა ძვირი შესანახია და თან ძაან საფრთხილოა რამე რომ შეგეშალოს მალე დაერხევა და ფეხებს გაფშეკავს. smile.gif

Posted by: Lord_Crusader 6 Mar 2013, 10:43
თემა შემეშალა

Posted by: davita33d 10 Mar 2013, 14:56
გაფშეკავს და კარგ ზარალშიც გადაგაგდებს, უცხოური მომავალში გამოცდილების შეძენის მერე შეიძლება შეიძინო
უკვე მორჩეული სიმინდის ფეჩეჩისაგან თუ შეიძლება სილოსის დამზადება და რამდენად ნოყიერი იქნება-?


Posted by: don04 12 Mar 2013, 10:45
გამარჯობათ smile.gif

ძალიან გთხოვთ იქნებ ამიხსნათ ან დამაკვალიანოთ.მოკლედ გადავწყვიტე საბოლოოდ,წავიდე სოფელში და მივხედო სოფლის მეურნეობას.პატარა ბიჭი აღარ ვარ რო რაღაცეები მიქროდეს თავში ან ვფანტაზიორებდე,უბრალოდ აქ დაბადებულ გაზდილი ვარ (თბილისში) smile.gif და სოფელთან არ მქონია შეხება თუ არ ჩავთვლით ბავშვობაში ზაფხულობით ჩასვლას. smile.gif

რა მინდა გავაკეთო. მინდა ვიყიდო დასაწყისისთვის 5 ძროხა და გავაკეთო სათბური. ძროხიებით ყველის წარმოება ვაწარმოო სათბურით კიტრი და პამიდორი.დასაწყისისთვის ჯერ ამით დავკმაყოფილდები თუ გამიმართლა მერე გავაფართოვებ.სოფელი მდებარეობს ჩოხატაურის გზაზე მთიან ზონაში.პირველ რიგში მინდა ვიყიდო ან იჯარით ავიღო მიწა სიმინდისთვის მარტო კორმაზე რო არ ვიყო დამოკიდებული.

ეხლა ყველაზე მთავარი.ამისთვის მინდა ბანკიდან გამოვიტანო გრძელ ვადიანი სესხი, კი ძალიან სარისკოა,მარა სხვა გამოსავალი არ მაქვს. დაახლოებით 15 -20 ათასამდე ლარი. ან რამდენი ჭირდება ამ საქმეს იქნებ მითხრათ.

Posted by: ushuaia 12 Mar 2013, 10:54
don04
მეხორეობას მიაწვე ჯობია თავიდან. რძე რთული თემაა
10 000 ლარი გეყოფა დასაწყისისთVIს.... 5 სულზე

Posted by: don04 12 Mar 2013, 11:15
ushuaia

მადლობთ ყურადღებისთვის ძამი მარა სადაც მე ვაპირებ წასვლას მანდ დაახლოებით 5-6 წელია ღორი ვერ გაახარეს.

Posted by: jean luc godard 13 Mar 2013, 19:33
ვინმეს რამე ინფორმაცია ხო არ მოგეპოვებათ ძროხების ხელოვნურ საკვებზე ? (კორმი)
და ამ საკვების წარმოებაზე

Posted by: Little Mistress 13 Mar 2013, 23:22
სად შეიძლება შევიძინო შვიცის ჯიშის მეწველი ძროხა?იქნებ ვინმემ მირჩიოს?

Posted by: ushuaia 14 Mar 2013, 21:58
don04
მე საქონელი ვიგულისხმე უნდა იყიდო გაზარდო გაყიდო გაამრავლო .
ყველაზე მარტივია .........აი რძე რთულია თავიდან.

Posted by: don04 15 Mar 2013, 19:43
QUOTE (ushuaia @ 14 Mar 2013, 21:58 )
don04
მე საქონელი ვიგულისხმე უნდა იყიდო გაზარდო გაყიდო გაამრავლო .
ყველაზე მარტივია        .........აი რძე რთულია თავიდან.

დიდი მადლობა ძამი yes.gif

მარა მარტო ყველზე რო გავამახვილო ყურადღება? მაგალითად.თავიდან 5-7 ძროხა.

Posted by: ushuaia 15 Mar 2013, 19:57
ყველი თავისთავადდ გექნება და გაყიდი ......5.10. არაფერია მააგრამ მე მივაგნე მარტივ რაგაცას
ვყიდულობ 500 ლარამდე მოზვერს ვასუქებ 3.4 თვე და ვყიდი 1000ლარად მინიმუმ...
ხორცი..კარგად გადის ხარჯიც ცოტა... მოსინჯე 2. 3 მოზვერი და ნახავ.

Posted by: david49bk 17 Mar 2013, 22:41
გამარჯობათ მინდაა გავაკეთო ფერმა მაქვსს 6 ჰეკტარი მიწა გურიაში სადაც უმარავი ბალახიაა და მინდა მოვაშენო 10 სული მერძეული ძროხა sრომლებიც რძეს მომცემენ როგორც მითხრესს 10 ძროხა სავარაუდოთ 70 ლიტრა რძეს მოცემსს დღეში ხოდა მინდა ამ რძით გავაკეთო ყველი რა და ჩავაბარო როგორც მითხრეს ამ 70 ლიტრიდან გამოდის 10 კილოგრამი ყველი დღეში ხოდა თვეში გამოდის სადღაც სავარაუდოთ 300 კილოგრამი ყველი ... მაინტერესებსს ?? მართლაც შეიძლებაა ასეთ შედეგს რომ მივახწიო რომ 10 ძროხიდან თვეში 300 კგ ყველი გავაკეთო??????????? და კიდევ მაინტერესებსს საშვალოდ 1 ძროხისს შენახვაა თვეში რა ჯდებაა რომ ნორმალურათ???? ბალახის გარდაა სხვააა რამცე რომ ვაჭამო?????????და კიდევ ზამთარში რა დაჯდებაა 1 ძროხსი შენახვააა??????

Posted by: ლევანი1982 17 Mar 2013, 23:29
გამარჯობა, ხალხო.
თუ იცით ვინმემ რამდენად შეიძლება ვიყიდო 1-2 თვის ხბოები. ძუძუდან ახალი მოცილებილები? და სად არის ყველაზე იაფი(რომელ რეგიონში)?

Posted by: gtc45 20 Mar 2013, 13:45
დადევით ბიზნეს გეგმა ადამიანებო ..... კულუარებში ყველას აქვს და ყველამ იცის მაგრამ რეალურად? ხალხი არ ხართ დადევით


Posted by: ushuaia 29 Mar 2013, 20:41
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3979320
ხბორები

Posted by: anamch 3 Apr 2013, 07:01
david49bk
QUOTE
გამარჯობათ მინდაა გავაკეთო ფერმა მაქვსს 6 ჰეკტარი მიწა გურიაში სადაც უმარავი ბალახიაა და მინდა მოვაშენო 10 სული მერძეული ძროხა sრომლებიც რძეს მომცემენ როგორც მითხრესს 10 ძროხა სავარაუდოთ 70 ლიტრა რძეს მოცემსს დღეში ხოდა მინდა ამ რძით გავაკეთო ყველი რა და ჩავაბარო როგორც მითხრეს ამ 70 ლიტრიდან გამოდის 10 კილოგრამი ყველი დღეში ხოდა თვეში გამოდის სადღაც სავარაუდოთ 300 კილოგრამი ყველი ... მაინტერესებსს ?? მართლაც შეიძლებაა ასეთ შედეგს რომ მივახწიო რომ 10 ძროხიდან თვეში 300 კგ ყველი გავაკეთო??????????? და კიდევ მაინტერესებსს საშვალოდ 1 ძროხისს შენახვაა თვეში რა ჯდებაა რომ ნორმალურათ???? ბალახის გარდაა სხვააა რამცე რომ ვაჭამო?????????და კიდევ ზამთარში რა დაჯდებაა 1 ძროხსი შენახვააა??????



10 ძროხას უნდა საკუთრივ 10 ჰექტარი მიწა...
ტუ საკუთარი მიწა-სატიბ საძოვარი არ გაგაჩნიატ, სავარაუდოდ ერთი ძროხა წელიწადში 1000 დან 1800 ლარამდე დაგიჯდებათ ,(წამლებიან მწყემსიან საკვებიანად) თუ საკვებწარმოება მოგვარებული გაქვთ მაშინ 135 -200 ლარი!

Posted by: shuma89 3 Apr 2013, 14:58
ბიზნესგეგმა თუ ვინმეს აქვს მოგვეცით ხალხი არ ხართ? თუ ფურცელზეა მე დავასკანერებ და დავდებ აქ.

Posted by: gogilord 4 Apr 2013, 13:19
lipu-მ

მისცა რომელიღაცა თქვენთაგანს ბიზნეს-გეგმა თემის გახსნიდან 2-3 კვირის(თვის?) მერე და ეხლა თვითონაც ჭირდება... იქნებ ვინც წაიღო ის ბიზნეს-გეგმა გამოგვეხმაუროს... მეც ჭირდება და სხვა ბევრ აქაურებსაც..

პატივცემულო გამოგვეხმაურეთ რაია...smile.gif
ან დადევით დასქრინული ლიპუს ბიზნეს გეგმა

Posted by: ladusha2 15 Apr 2013, 10:42
გამარჯობათ შეგიძლიათ ვინმემ დამეხმაროთ ბიზნეს გეგმა მჭირდება მეცხოველეობაზე კონკრეტულად ღორი, ძროხა და ხბოებზე.
მადლობას მოგახსენებთ დახმარებისთვის

Posted by: davita33d 22 Apr 2013, 22:51
საკუთარი საძოვარი თუ გაქვს მწყემსი არ გჭირდება? 10 ძროხაზე წელიწადში 10X200 ლარი არანაირად არ გეყოფა თუ შემოღობილი არ გაქვს საძოვარი, 20X200 კიდევ შეიძლება მაგრამ გაჭირვებით
* * *
200 ლარი და ნაკლები ძროხა შეიძლება მაშინ დაჯდეს როდესაც დიდი რაოდენობა გყავს 40, 50 სული. მწყემსს გინდა 10 უმწყემსია და გინდ 40 ერთია, ერთი კაცი შეზლებს მწყემსვას

Posted by: shuma89 23 Apr 2013, 00:41
მე ვაპირებ ახლა დასავლეთში ფერმის გაკეთებას, ლარად იბარებენ რძეს და რძის ამბებს უნდა მივყვე, მგონი კარგი იქნება, ოღონდ ტრადიციული იმერული ძროხებით. 8 ლიტრი დღეში რო მომცეს 12 ძროხაზე მაქვს ნაანგარიშები დღეში 70 ლაიტრი, ერთიდაიგივე დროს ხო ყველა არ იწველება საშუალოდ 70 ლიტრი ალბათ გამოვა დღეში.
თვეზე უკვე 2100 ლიტრი გამოდის, ნუ ის 100 ვითომ არ არის.
2 000 ლარი კარგი საქმეა, მიწა საკუთარი მაქვს, ზამთარში კიდე 500 ტუკი იონჯა მეყოფა, ამას მე თვითონ დავთესავ და მოვიყვან, თან სამჯერ ითიბება, ჰექტარზე 750 ტუკი მოდისო ვისგანაც გავიგე და მე 500 რო ვიანგარიშო დანარჩენი არ მჭირდება, მინიმალური რო მომივიდეს მაინც გავიტან ზამთარს.

20-25 სულს იმ სოფელშI სადაც მიწა მაქვს 150-200 ლარად მიხედავს კაცი, გამოიყვანს შენობიდან და შერეკავს საძოვარში, საკუთარი მაქვს მიწა, ორ ნაწილად გავყოფ 4 ჰექტრიან ნაკვეთს და უნდა ეყოს დასაწყისისთვის 10-15 სულს, მერე მიწასაც შემოვიმატებ რაოდენობის ზრდასთან ერთად, მგონი ცუდი აზრი არ არის, ჰოლანდიური ძროხების ყიდვის და მერე იმათი წამლებით გაჭყეპვის თავი ნამდვილად არ მაქვს, ამათ კიდე რაც უნდათ და რა დროსაც ეგ ვიცი, ჰოლანდიურები ჰოლანდიაში იყოლიონ biggrin.gif

მწველავი 100-150 ლარის ფარგლებში 10 ძროხას წველის ერთI ქალი, არის ასეთი ვარიანტები სოფლად.

რძის ჩასაბარებელ პუნქტამდე კიდე 2-3 ლარის გაზით ვიმოძრავებ.

აბა რას იტყვით?

კრიტიკის მოსმენა მინდა, ანუ უარესი შემთხვევები.





Posted by: anamch 23 Apr 2013, 08:22
QUOTE
კრიტიკის მოსმენა მინდა, ანუ უარესი შემთხვევები.

ხბოებს არ აჭმევ?
+მწველავი რომ ჩაუტოვებს , აი ქე რომ ჯიუტდება ძროხა და დაეზარება მოქაჩვა(მწველავს)-იმას რას უშობიი..?

ლაქტაციის პერიოდს როგორ დაარეგულირებ..
რძე მთელი წელი გექნება?
როგორ?
ხელოვნური განაყოფიერებ გექნება თუ ბუნებრივი..
QUOTE
მიწა საკუთარი მაქვს

რამდენი-12 ძროხა თუ გყავს ამდენივე ჰექტრია?8ჰექტარიმაინც გაქვს?
ტუ არა მასინ არხეინად ნუ იქნები..

Posted by: shuma89 23 Apr 2013, 11:57
ზუსტად 8 ჰექტარი მაქვს საკუთრებაში, თან იმ სოფელში მყავს ბებიაბაბუა და 1.5 ჰექტარი იმათ აქვთ ჩემის გვერდით და არ იყენებენ, ისიც ჩემი იქნება, ანუ მე გამოვიყენებ უპრობლემოდ.

პლიუს 2 ჰექტრიანი შენობის და ეზოს ვარიანტში. ამ მთლიანი ნაკვეთიდან 200-300 მეტრში.

ხბოებს რაც შეეხება მაგისთვის და მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ვთქვი 500 ტუკი მექნება 750-ის ნაცვლადთქო, თან მინდა ვთქვა რომ ზამთრის განმავლობაში 1 თვეზე მეტი სულ ერთმანეთს რომ მივაბათ არ გამოვა ისეთი ამინდები როცა მთლიანად თივაზე ან იონჯაზე უწევს ყოფნა, მთელ სოფელს თითქმის მტელი წელი გაშვებული ყავს საქონელი, თბილი ამინდებია, გარეთ მუდმივადაა მწვანე ბალახი, მაგრამ მიუხედავად ამისა ორმაგი გავთვალე საქონლისთვის იონჯა. პლიუს ამას 2 000 კვადრატი მაქვს გათვლილი საქონლის ჭარხლისთვის, ჰექტარზე, 80-დან 100 ტონამდე მოდის ეგ ჭარხალი, 2 000-ზე დათესილი 10 ტონაზე მეტი მაინც ხო მომივა, მაგასაც ვაჭმევ ლაქტაციის მოსამატებლად.


ახლა რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, 10-12 ძროხიდან ჩვეულებრივ თავის ბუნებრივ ნებაზე რომ მიუშვა, კარგად კვებო პრაქტიკა გვიჩვენებს რომ საშუალოდ ორი მესამედი საქონელი მუდმივად წველაზე გეყოლება, ანუ 12-დან 8 მაინც იქნება მთელი ქლის განმავლობაში,
აქ იმას არ ვგულისხმობ რომ მხოლოდ 4 ძროხა იქნება გამშრალი ერთმანეთის მონაცვლეობით, მე იმას ვგულისხმობ რომ ყველა ნორმალური ძროხა როგორც მინიმუმ 8 თვე იწველება, ამიტომ საშუალოდ წლიურად 12-დან 8 ძროხა იქველება, 8-ის ნაცვლად 7 ლიტრს ვანგარიშობ, ზოგადად 8-10 ლიტრია დასავლეთშ კარგი ძროხის გამოსავალი, იკლებს მერე რათქმაუნდა, ამიტომ ვამბობ 7 ლიტრი საშუალოდ იმ 8 თვის განმავლობაში. ერთი ძროხისგან 1680 ლიტრი გამოდის, 7 X 30 ერთ თვეში 210 ლიტრი თითოდან, და ეს 8 თვეზე 210 X 8 1680-ია მაგრამ 1600 ვითვლი.

წლიურად შემოსავალი 12 ძროხიდან 12 X 1600-ზე 19 200 გამოდის.
ჩავთვლი 16 000-ს მეტი რაღა მოვაკლო გაუთვალისწინებელი ხარჯები რძის ჩაბარებასთან დაკავშირებით , ტრანსპორტირება და რავიი. 16 000 ლიტრი ამდენივე ლარია.


მწველავს დროდადრო შევამოწმებ ხლოლმე, დაუტოვებს თუ არა.

განაყოფიერება ბუნებრივი, დავაკვირდები რომელი ძროხაც უკეთესი იქნება მეც იმათ ნაშიერს დავიტოვებ და ნელნელა სულ ერთ ჯიშზე გადავალ.


Posted by: ushuaia 23 Apr 2013, 12:12
1 ძროხა 250 ლარი იანგარიშე .............. რძე თუ გინდა......
ისე ხორცს მიაწვე ჯობია მარტივია და ნაკლებად სარისკო....

Posted by: shuma89 23 Apr 2013, 12:31
ushuaia
ვერ გავიგე, რას ნიშნავს 1 ძროხა 250 ლარი იანგარიშე .............. რძე თუ გინდა......

ისე 12 ძროხასთან ერთად, 5-7 სახორცე მოზვერი, ერთი წლის მინდა შევიძინო და როცა მეტად მომგებიანი იქნება მაშინ გავყიდი.
სავარაუდოდ შემოდგომაზე ვიყიდი და ერთი ქელი მაინც მეყოლება, გავზრდი გავბერავ და მერე მივასუხარებ, შეიძლება ცოტა მეტხანსაც დავიტოვო.

Posted by: ushuaia 23 Apr 2013, 12:46
[b]shuma89[/b
ზამთარში ასე ჯდება შენახვა რძესთუ აწარმოებ.......
ბაგაზე

Posted by: shuma89 23 Apr 2013, 12:56
ბაგაზე შენახვა არ ჭირდება ზამთარში, 250 ლარი 50 ტუკი თივაა რო იყიდო, ჯერ ერთი არ ვყიდულობ, თავად ვაწარმოებ, მერე მეორე ამდენს ვერც შეჭამს, 3 დღე რო ჭამოს ერთი ტუკი ძლივს ერევა. თვეშI 10-12 ტუკი მაქსიმუმი, კიდევ საქონლის ჭარხალი, კიდევ რაიმე რასაც ალბათ ვიყიდი, აბა ციდან არ ჩამოცვივა smile.gif

Posted by: ushuaia 23 Apr 2013, 13:08
მარტო თივა რძეს არ იძლევა 250 ლარის საკვები უნდა 1 ძროხას 1 თვე რძეც რო მოგცეს და ხბოც გაზარდოს...... 250 უნდა იანგარიშო თვეში გამოკვება.

Posted by: shuma89 23 Apr 2013, 17:09
რა უნდა კვებო, რა უნდა აჭამო აბა მითხარი . . .



Posted by: ushuaia 23 Apr 2013, 17:39
ხან სიმინდი ხან ქატო ხან იონჯა .... .........

Posted by: uchinski 24 Apr 2013, 14:44
მაინტერესებს ტუ დამეხმარებით რა ასაკის მოზვერები სჯობს ბაგაზე დაბმულის გამოკვება და სჰემდეგ გაყიდვა როგორც სახორცედ, ასევე რამდენი თვე უნდა მყავდეს დაბმული და რაც მთავარია მაინტერესებს როგორი კვებაა საჭირო? დამეხმარეთ გთხოვთ თუ შეგიძლიათ

Posted by: ჩერქეზა 24 Apr 2013, 16:35
uchinski
ესე ერთი წლისები ყველაზე კაია, რაც უფრო პატარა ასაკის არის მით უფრო მეტი მატება აქ და რო იზდება მერე ნელნელა კლებულობს მატება, ნუ ეხლა თან ჯიშსაც გაჩნია და კვებასაც რა. სადმე პრაკტიკულად ნახე ეგ ყველაპერი ,სადმე ფერმაში თორე ესე თეორიულად მთლად ძანაც ვერავინ დაგეხმარება smile.gif

Posted by: uchinski 24 Apr 2013, 16:57
მადლობა, კვება მეტად მაინტერესებს იონჯა ტივა კორმა ტუ როგორ უნდა გამოიკვებოს?smile.gif ანუ საკვებად რა უნდა მივცეsmile.gif

Posted by: ჩერქეზა 24 Apr 2013, 17:09
საერთოდ იონჯა ყველაზე კარგია ძალიან ბევრი ცილები აქვს და ყუათიანია ,თივაც ძალიან კარგია .მე მაგალითად არც ერთს ვაჭმევდი უბრალო ნამჯის ბალახიანი ტუკები მქონდა ,მარა კორმას ვაჭმევდი კარგად და ვფიქრობ ეგ ყველაზე აუცილებელი რამეა დაფქული ქერი და სიმინდი ერთმანეთში არეული და მაგის ჯანი დილა საგამო აწმევ და ეგ არი , ნუ მე ესე მყავდა ადრე და მშვენიერი შედეგი მივიღე smile.gif

Posted by: uchinski 24 Apr 2013, 17:27
რამდენი თვე უნდა ვკვებო ასე? ხარჯი დიდი აქვს? მაქვს სათიბი ადგილი ანუ იონჯა ჩემი მაქვსsmile.gif მე მყავს მეწველი საქონელი 4, ასე ვთქვათ დამწყები ვარ: ) დაინტერესებული ვარ სახორცედ გამოვზარდო მოზვერები, რაშიც დიდად გარკვეული ვერ ვარ თეორიულად მაქვს გაგონილი და მოსმენილი მაგრამ არა საფუზვლიანადsmile.gif განხორციელება არ გამიწირდება რომ ვიცოდე საფუძვლიანად შევისწავლოsmile.gif

Posted by: ჩერქეზა 24 Apr 2013, 17:45
ძალიან კარგი თუ ძროხები გყავს სახარე ხბორებიც გეყოლება , რძე მიეცი კარგად თავიდანვე ჯანმრთელები რო იყვნენ , ნელნელა რო წამოიზდებიან კორმაც მიეცია და როგორც კი აშორდებიან დედას ეგრევე დააბი და მიაყა ინჯა და კორმა საშუალობა გქონია თან და მაგას რა ჯობია და ეხა თუ კარგი საქონელი გყავს შედეგიც ძალიან კარგი გექნება. ესე მყავდა ზუსტად ერთი წლის იყო უკვე და 250 კილოზე მეტი იყო მერე აგარც შემინახავს გავყიდე , რაც დიდხანს გყავს ზარალია ერთ წელზე მეტი აგარ შეინახო , მასეთ პირობებში ესე გირჩევ ძმაო smile.gif

Posted by: uchinski 24 Apr 2013, 18:24
არა მე ძროხები არ მყავს მეწველი კამეჩები მყავსsmile.gif და მინდა მოზვრების გამოზრდა სახორცედsmile.gif

Posted by: ჩერქეზა 24 Apr 2013, 20:35
ხო მაშინ პატარა სახარე ხბოები იყიდე და გაზარდე, კამეჩს უფრო კაი რძე აქვს და სამომავლოდ კი არ გირჩევ კამეჩების გამრავლებას ბევრს ჭამენ და მაგის ხორცი ყველას იაფათ უნდა smile.gif

Posted by: uchinski 24 Apr 2013, 21:25
ხბოები რამდენი თვისებია უკეთესი რომ დავაბა?

Posted by: ჩერქეზა 24 Apr 2013, 23:47
7-8 თვისები რძე რო აგარ წირდებათ უკვე დახლოებით ერთ წლამდე ანუ , და უნდა დამთხვიო რა ესე შემოდგომით უნდა იყიდო და უშუალოდ ბაგურ კვებაზე ზამთარში გადაიყვანე და რო გამოგაზაფხულდება გაყიდე მაშინ ძალიან იშვიათია ხოლმე კარგი საქონელი და ყასაბიც ეტანება და შეცედა თან შავები რო იყიდო უფრო მეტს იხდიან smile.gif

Posted by: uchinski 25 Apr 2013, 01:10
გაიხარე დიდი მადლობა

Posted by: levan_aragveli 25 Apr 2013, 22:54
მოგესალმებით, საჭირო თემას გადავაწყდი, კაი ხანია ვფიქრობ ამ საკითხზე და გამოცდილი ხალხის რჩევა მჭირდება,

დასაწყისისთვის ვაპირებ 10 ამდე ხბოს ყიდვას და ერთი სეზონის შემდეგ რეალიზაციას. მაინტერესებს, რა ჯიშის (თბილისის შემოგარენში ვაპირებ ვიყოლიო) და ასაკის ხბოების ყიდვაა უმჯობესი, წონაში უკეთესი ნამატისათვის და შესაბამისად მეტი მოგების მოსატანად?

ამბობენ ბოგდანოვკაში შედარებით იაფად ყოფილა შესაძლებელი ხბოების შეძენა, რამდენად მართალია?



* * *
ჩერქეზა
ამ პერიოდში ხბოს ყიდვას და შემოდგომით რელიზაციას თუ აქვს აზრი?

* * *
იმედი მაქვს ჩემი შეკითხვა უყურადღებოდ არ დარჩება, რადგან დიდი ხნის ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე , როგორც აქ ითქვა ,, ქაქში გავისვარო,, მაგრამ უმაგისოდ , რომ არაფერი გამოვა ეგ დღესავით ნათელია, ამიტომ მინდა გამოცდილი ადამიანი წამეშველოს .

როგორც მივხვდი მეხორცეული მიმართულებით უმჯობესია სახარე ხბოების ყიდვა, წონაში უკეთესი ნამატის თვალსაზრისით.

ვფიქრობ , როგორ უფრო უმჯობესი იქნება , შემოდგომით ვიყიდო ხბოები, გამოვაზამთრებინო (რაც დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული) თუ გაზაფხულზე შევიძინო, რეალიზაციამდე ერთი თვით ადრე დავაბა და რაციონი გავუზარდო?

Posted by: ჩერქეზა 26 Apr 2013, 16:59
levan_aragveli
რაც პატარა ასაკის არის პირუტყვი მით მეტი ნამატი აქ წონაში, ნუ პრინციპში ადამიანიც ეგრეა :დ და ეხა მთლად რძეზე რო არიან ეგეთების მოვლა გაგიწირდება ხოდა იყიდე ესე 7-8 თვისები შემოდგომით, მაშინ იაფია, გამოაზამთრე და გაყიდე არაფერი ძნელი არ არი მაგაში მთავარია ხელის გასვრა არ ეზარებოდეს კაცს wink.gif გაზაფხულზეც შეძლება მარა ერთ თვეში დიდ ვერაფერს მოიმატებენ და შესაბამისად ცოტაც დაგჩება, მაგას ისევ შემოდგომით ჯობია, სანამ არ დაზამთრდება ძან ბევრიც არ მიაყარო და მერე იცოცხლე კარგად აჭამე ესე მარტი აპრილში გაძვალ ტყავებული საქონელი როა შენ კარგები გეყოლება ასე რომ რიალიზაციაზე პრობლემა არ გექნება , ხო და მაგ პერიოდში უნდა გაყიდო თორე მერე ზაფხულისკენ სუ მსუქნად არი საქონელი და კონკურენციაც იზდება , კიდე ყიდვისას შეეცადე შავები იყიდო კარგად იხდიან ხოლმე შავებში smile.gif

Posted by: levan_aragveli 26 Apr 2013, 18:24
ჩერქეზა
საინტერესო აზრი მომაწოდე, აქამდე ვფიქრობდი გაზაფხულზე მეყიდა და შემოდგომით გამოვმშვიდობებოდი, გაგებული მაქვს მაგ დროს აზერბაიჯანელების გაზრდილ ინტერესზე საქონლის მიმართ.
შემოდგომით ყიდვის შემთხვევაში საკვების მომარაგება დამჭირდება და ეს არც ისე პატარა ხარჯია ამ ბიზნესში, თუმცა მაქვს ვარიანტი იჯარით აღებულ მიწაზე იონჯა დავთესო და ეგ წავიშველიო.
დამატებით რა შეიძლება კიდევ მივცე წონის ასაკრეფად?

მაინცდამაინც შავები რატო? smile.gif

Posted by: ჩერქეზა 26 Apr 2013, 18:36
აი აზერბაიჯანელების გამო თეთრში თუ გაძლევენ ათას შავში ასი ორასი ლარით მეტს მოგცემენ , ამბობენ უფრო კაი ხორცი აქვთო მარა მე არ მჯერა მაგის უბრალოდ უფრო კაი ვიდი აქ , ეგენი კიდე გადამყიდველები არიანდა რაც კაი ვიდი ექნება მით უფრო მეტ ხეირს ნახავენ . იონჯის პრესი არასოდეს მიჭმევია ეგ ძვირი ფუფუნებაა მთავრია კორმა მისცე კაი და ნამჯის კაი ბალახიან პრესეც არ ამბობენ უარს wink.gif ეგ კიდე ორლარნახევარი დაგიჯდება სადღაც თავის დროზე რო იყოდო, თან შენ მოზარდისთვის გინდა და გაცილებით ცოტას ჭამს ვიდრე დიდი ძროხა , მაგის ნახევრს წამენ დახლოებით. ნუ იონჯის პრესი თუ გექნება მთლა უკეთესი, საერთოდ მაგას რო აჭმევენ მერე კორმას აგარ აძლევენ იმდენათ ყუათიანი და ნოყიერია :smile.gif

Posted by: levan_aragveli 26 Apr 2013, 18:47
ამ ბოლო დროს ცოტა აიწია ტუკის ფასებმა.

დაკოდვა რაიმე გავლენას ახდენს მოზვრის წონაზე?

Posted by: ჩერქეზა 26 Apr 2013, 18:55
ადგილზე უნდა იყიდო ტუკი, სადაც პრესავენ ეგრევე ,თორე სახში მიტანილი ძვირია აბა რა და ესე ადგილზე ყოველთვის იფად იყიდი, შარშან მაგის ბუმი იყო და მაინც სამ ლარნახევარზე მაღლა არ ასულა და რავი წელს როგორ იქნება არ ვიცი , არამგონია გაძვირდეს . კასთრაციას ერთი ეგ გავლენა ექნება რო აზერები აგარ იყიდიან ,დანარჩენი მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მოკლე ვადიან პერსპეკტივაში .

Posted by: levan_aragveli 26 Apr 2013, 18:58
მადლობა საჭირო რჩევებისათვის , ისღა დამრჩენია რეალურად განვახორციელო ეს ყველაფერი.

Posted by: ჩერქეზა 26 Apr 2013, 19:05
levan_aragveli
აი სადმე პრაკტიკასი ნახე ეგ ყველაპერი და უფრო გაგიადვილდება , წარმატებები აბა smile.gif

Posted by: levan_aragveli 26 Apr 2013, 19:43
QUOTE
პრაკტიკასი ნახე

მომიწევს smile.gif
ხო კიდევ რაღაც მინდოდა მეკითხა
10 ხბოს უხეშად , რომ ვიანგარიშოთ რა რაოდენობის კორმა დაჭირდება ? smile.gif

Posted by: ჩერქეზა 26 Apr 2013, 20:22
შემოდგომით 2 კილო დღეში ეყოფა დილით ერთი კილო საგამოსაც და ზამთაში კილო ნახევარი მიეცი ჯერზე ხოლმე , დაფქული სიმიდი, ქერი და ხორბალი აურიე ერთმანეთში და მისწრება პონჩიკებივით გახდებიან . უნდა ეცადო რო იფად იყიდო ეგ ყველაფერი smile.gif

Posted by: levan_aragveli 26 Apr 2013, 20:46
QUOTE
უნდა ეცადო რო იფად იყიდო ეგ ყველაფერი

აეგაა საქმე smile.gif
ამ დღეებში მიწევს ახალქალაქში ჩასვლა და გადავხედავ ბაზარსაც , გული ვერ მითმენს შემოდგომამდე biggrin.gif
ისე ახალქალაქის კლიმატს შეგუებულ მოზვერს თბილისის შემოგარენის კლიმატთან ადაპტირება ხო არ გაუჭირდება ?

Posted by: ჩერქეზა 26 Apr 2013, 23:13
levan_aragveli
ეხა მარცვლეულის ფასი მაღალია იმიტო რო ახალი არ შემოსულა ჯერ და აი ახალი შემოსული რო იქნება გაცილებით იაფია მაშინ და კიდეც უნდ იყიდო მაგ დროს, ხორბლის ფასი ესე 40 -35 თეთრია ხოლმე და არც დანარჩენია ძვირი smile.gif არა რა გაუჭირდება ეგ ეხლა რამე ისეთი ჯიშიანები ხო არ არიან და :დ ხო რო გადახედავ ბაზარს, რა ფასები იქნება გამაგებინე მე ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოსკენ მაქ შეხება და მაქეთ რა ხდება გარკვეული არ ვარ .

Posted by: levan_aragveli 26 Apr 2013, 23:20
გაგაგებინებ აუცილებლად, წალკისკენაც ყოფილა რაღაც ვარიანტები და საბოლოოდ ჩამოვყალიბდები. ხორბალი და ქერი თუ ვიშოვე იაფად მერე ყეფოს ძაღლმა რამდენიც უნდა, smile.gif

Posted by: ვეგა 1 May 2013, 10:36
მოკლედ აღარ ვიცი რა როგორ განვახორციელო ეს საქმე smile.gif ადრე რო შემოვდიოდი რაიონის ბინის გაყიდვას ვაპირებდი და ქალაქისკენ დაწყებას ამ ბოლო დროს კიდე პირიქით ქალაქის ბინა ხო არ გავყიდომეთქი წავიყნვანო ოჯახი რაიონში ვიყიდო ერთი 20 სული მეწველი ძროხა და ჩავეფლო ამ საქმეშიმეთქი, გადასაწყვეტად არ არის ადვილი საქმე და ვცდილობ არც ვიჩქარო და წყელაფერი ავწონ-დავწონო და მივიდე დასკვნამდე ღირს თუ არა, ნუ გეგმა დაახლოებით ესეთია და ჩემი ინტერიერ-ექსერიერ-ინფრასტრუქტურა smile.gif არ მაქვს არაფერი არც მიწა და არც ფერმა, ერთადერთი რაც შესაძლებელია მეგობარს თავის სახლში აქვს დიდი ეზო და იქ დამთანხმდა გაკეთებას (ნუ რაღაც მისთვის საინტერესოს შევთავაზებ სანაცვლოდ) ამით მომეხსნა ყარაულის და ძირითადი მეთვალყურის პრობლემა, ვიფიქრე საძოვრებზე გავუშვებ ჩვეულებრივ ნახირში და მწველავებს კი ვნახავ, არც ვეტექიმის პოვნა იქნება ძნელი გამომდინარე იქიდან რო რაიონია და ზამთრის საკვებისთვის კიდე იჯარით აღებას ვფიქრობ მიწის და დათესვას, თქვენ რას ფიქრობთ? 3-ჯერ მაქვს ეს თემა თავიდან ბოლომდე წაკითხული და ყოველ წაკითხვაზე ისე მინდება რო რავიციsad.gif

Posted by: ladusha2 1 May 2013, 10:53
VAN-WEGA

არა ძმაო სახლის გაყიდვას და მაგ ბიზნესის დაწყებას მე არ გირჩევsmile.gif 1 რიგში იმიტომ რომ ყველა ბიზნესი რისკია თუ რამოდენიმე სახლი გაკ კიბატონო მარა...

Posted by: ვეგა 1 May 2013, 11:15
ladusha2
ხო პატარაც აღარ ვარ უაზროდ არ მინდა გავაკეთო, 2 სახლი მაქვს, ერთი ქალაქში და მეორე რაიონში, ხო რისკია ზოგადად ყველა ბიზნესი sad.gif ძალიან გამომადგება თქვენი რჩევები

Posted by: ჩერქეზა 1 May 2013, 11:44
VAN-WEGA
ეგ არ ქნა ძმაო რა სახლი უნდა გაყიდო კაცო smile.gif ხალხი წლებია მაგ საქმეს მისდევეს და არაფრით არიან დაზღვეულები ისეთი რამე შეიძლება დაემათოს პირუტყვს რო ვეტერინარი კი არა ღმერთიც რო ვეგარ დაეხმარება და შენ სახლი გაყიდო და მერე რამე ჩეპე მოგივიდეს ხო დარჩები გაღიმებული smile.gif 20 ძროხისგამო მწველავები თუ დაიქირავე მაგათვის გიმუშავია და ეგ არი თან ის მეგობარიო და ეგრე არ ხდება ეგ ამბავი, შეხება უნდა გქონდეს ცოტა მეტი პრაკტიკა გინდა smile.gif

Posted by: ვეგა 1 May 2013, 11:58
ჩერქეზა
აი ეგრე გადამაფიქრებენხოლმე გავა დრო და შემომაწვება ისევ sad.gif
QUOTE
შეიძლება დაემათოს პირუტყვს რო ვეტერინარი კი არა ღმერთიც რო ვეგარ დაეხმარება
აი ესაა, მეც ვაპირებ საქმეში ყოფნას,მეგობარი ყარაულის მაგივრობას გაწევს მწველავი 20 ძროხას ხო აუცილებლად დაჭირდება,ვფიქრობ საწველ აპარატზეც რავიცი დასახვეწია ყველაფერი, ენთუზიაზმი მაქვს დიდი ამ საქმეში რაღაცნაირად "მეჩემება" ეს საქმე და იმიტომ ვშფოთავ smile.gif

Posted by: ჩერქეზა 1 May 2013, 12:07
VAN-WEGA
კარგი საქმეა მარა სახლის გაყიდვა დიდი რისკია smile.gif ნუ დაიწყებ 20 ძროხიდან 5 დან დაიწყე მერე ნელნელა მიუმატე ეგრე გირჩევნია ხელათ გამრავლებ და ნახავ ეხა თუ გამოგივა რამე რა კარგი თუ არადა თავს მაინც დანებებ რა , საწველი აპარატი კაია მარა ერთი ძროხის ფასი აქ რამის და ისევ ხელით წველა დამუგამე დასწყისისათვის,თან კაი ჯანზე მოხვალ :დ

Posted by: ვეგა 1 May 2013, 12:52
ჩერქეზა
მეკიდე როგორ ვფიქრობ იცი 5 დაინ დაიწყებ თუ 20დან მაინც ყურადღება უნდა და 5მა რა უნდა შემოსავალი მომცეს, თუ საქმეა მეთქი საქმეს გავდეს და იმიტომ მეფიქრება 20 სული,საწველს კი აქვს ცოტა დიდი ფასი მაგრამ საერთო ჯამში ალბათ გადაფარავს მწველავის ხელფასს ესე 1 წელში თუ უფრო მალე არა, შენ რა შეხება გაქვს ფერმასთან

Posted by: ჩერქეზა 1 May 2013, 14:02
ხუთი იმიტო გითხარი რო პირველრიგში სახლის გაყიდვა არ მოგიწევს ნუ მაგ თანხის შოვნა უფრო გაგიადვილდება , ოცს რო იყიდი გინდა დიდი თანხა , გჭირდება საძოვარი რომელიც უშუალოდ შენი იქნება და პლიუს მაგასაც თავისებური მოვლა სწირდება გადაძოვება რო არ მოხდეს , შენ გინდა მეწველი საქონელი ანუ შენ მაგათ კონბინირებული საკვებიც უნდა მისცე თორე მარტო ბალახზე გამოიფიტებიან და დასუსტდებიან , ასევე უნდა ჩაუტარო სრული ვეტ მომსახურება აცრები , ტკიპაზე შეწამლა , ჭიის წამალი და კიდე რავიცი გმერთმა არ დაგაწირვოს მეტი რამე , კიდევ გწირდება მიწა რომელითაც ზამთრისათვის საკვებ ბაზას დაუგროვებ , ეს ყველაფერი შენ იცი ეჭვი არ მეპარება მარა იმაზე იფიქრე რამდენი დრო ,ენერგია ,ყურადგება და მთავარი რამხელა თანხა გჭირდება, ჯერ ერთ სულზე დაიანგარიშე ეს ყველაფერი და მერე ოცზე გადამრავლე მაგდენს ვერ შეძლებ თავიდანვე, პლიუს კიდე წველა მერე ხბოების სწორად გაზდა , ყურადგება უნდა მაგატაც. შენ დამწყები ხარ და თუ შეხება არ გქონი მაგ საქმესთან ეგრევე ოცი სულით ძალიან გაგიწირდება, გული აგიცრუვდება და მარტო ეგ ხო არ არის დიდი თანხაა სწირო, დაძგვეული არაფრით ხარ ამიტომ არ გირჩევ ეგრვე მაგდენით დაიწყო smile.gif ექვსი წლიდან მაგ საქმეში ვარ ჩაფლული ოჯახური ბიძნესია რა, გამოცდილება დიდი მაქვს და დამიჯერე დიდ ენერგიასა და წვალებას მოითხოვს მაგიტო არ გირჩევ ესე გამოუცდელმა კაცმა მაგხელა მაშტაბით რო დაიწყო ,შენ სახლი უნდა გაყიდო მაგის გამო და ზოგს თავძე გადასდის , შენც მასე რო იყო არაფერს გეტყოდი თითონვე მიხვდებოდი მერე რა როგორ არი მაგ საქმეში .

Posted by: ladusha2 1 May 2013, 16:01
მეც გირჩევ დაიწყო 5 და მერე 1 წლის მერე მიხვდბი გიღირს რომ გხავდეს 20 - 30 ან 50 თუ ეს შენი საკმე არ არის..
ან შეილება ნახო რომ ძალიან კარგათაც გამოგდის. ნუ იჩქარებ ჯობია პატარათი დაიწხო და ეგ ხველაფერში გაგარკვევს და მერე უკვე მეტად დარწმუნებული გარისკავ..
* * *
ისე როიცოდე ერთსაც გეტყვი შენ როგორც მოული შენ ძროხას ან სხვა რამეს ნებისმიერს ისე ვერავინ მოუვლის და არც მოუვლისი შენსას. ამიტომ თუ რამე საქმეს იწხებ უნდა იცოდე რომ იქ უნდა იყო სულ ხურახება მიაქციო, ისე ძალიან რთულია შედეგის მიხწევა.

Posted by: david49bk 2 May 2013, 17:25
რაგაც მაინტერესებსს წლიურად რა თანხხა დაჯდება ერთი ძროხისს საკვებით უზრუნველყოფაა??????????????? ველი თქვენგანნ პასუხს

Posted by: ვეგა 3 May 2013, 22:20
ჩერქეზა
ladusha2
გაიხარეთ მეგობრებო გულწრფელი რჩევებისთვის,თითოეული რჩევას ვითვალისწინებ საბოლოო გადაწყვეტილებამდე,
QUOTE
შეიძლება დაემათოს პირუტყვს რო ვეტერინარი კი არა ღმერთიც რო ვეგარ დაეხმარება

რამდენად ხშირად ხდება მსგავსი რამ? ეს ინდივიდუალურად თუ ყველას რო დაემართოს კურდღელივით რაიმე ჭირი არსებობს ეგეთი ვარიანტებიც?
* * *
კიდევ რძის რეალიზაციაზე რა ხდება? კახეთისკენ თუ იბარებენ რა რაოდენობაზეა საუბარი და რა ფასად, ასევე თბილიში თუ იბარებენ და რაოდენობა/ფასი

Posted by: mirian77 4 May 2013, 22:13
QUOTE
ერთი ტუკი ძლივს ერევა. თვეშI 10-12 ტუკი მაქსიმუმი, კიდევ საქონლის ჭარხალი,

საქონლის ჭარხალი რა ღირს ხოლმე,მოსავლის აღებისას რომ იყიდო ხო არ იცით? ან რამდენად კალორიულია და პრაქტიკული.

Posted by: ჩერქეზა 6 May 2013, 19:07
VAN-WEGA
კურდღლებივით ნამდვილად არ ემართებათ უბრალოდ შეიძლება რამე ისეთი ჭამოს და ასე შემდეგ დანარჩენი აცრები უნდა და ყურადღება რათქმაუნდა smile.gif რძის ფასი სეზონურად არის რა რაც ნაკლებია მით მეტი აქ ფასი 50 თეთრიდან 80 მდე მერყეობს ეს პირდაპირ რო ჩაიბარო და შენ თუ სადმე გაყიდი მეტად ეგ სხვა ამბავია , კახეთში ეგრეა ხოლმე ფასები და თბილიშში არ ვიცი .

Posted by: ვეგა 6 May 2013, 20:29
ჩერქეზა
ანუ კახეთში 50 თეთრი ზაფხულობით sad.gif

აი თბილისისკენ რა ხდება ნეტა და წერეთ რა ვინც იცით

Posted by: ჩერქეზა 6 May 2013, 22:13
VAN-WEGA
ხო თუ ბევრი იყო ფიზიკურად, უფრო დაიკლებს sad.gif

Posted by: frzurab01 7 May 2013, 18:32
VAN-WEGA

თუ ფერმერობა გადაწყვიტე შემეხმიანე.
არის ერთი ფერმა კახეთში გასაყიდი.

Posted by: Guro_ 10 May 2013, 17:54
ერთ კარგ ძროხას რამდენი მეტრ კვადრატი მიწის ნაკვეთი უნდა საძოვრად??


კიდევ ქართული ძროხა აი ყველაზე კარგი ჯიში რომ ავიღოთ რამდენ კილო ყველს მოგვცემს დღეში, ოღონდ ისე რო ყველის ხარისხი არ გაფუჭდეს. შეილება ერთმა ძროხამ 2.5 კილოაინი ყველი შობოს?? biggrin.gif


და ბოლოს დავუშვათ ერთი ჰოლანდიური ძროხის და 5 ქართული ძროხის ყველი ერთმანეთს შეერიოს ისე რო რამე არ გაფუჭდეს??? biggrin.gif



აბა გელით smile.gif

Posted by: ushuaia 10 May 2013, 18:06
ველოსიპედს გაგიცვლიან კარგ მოზვერში............. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: david49bk 22 May 2013, 16:22
ტუ შეგიიძლიატ მომცეთ რჩევა მინდა რომ ფერმა გავაკეტო სადგაც 10 ხბოს ყიდვას ვაპირებბ და მერე გაზრდასს სადგაც 1 წლამდე რომ ნორმალურად გაიზარდოსს.. საბალახო მიწები მაქვსს და მგონი ასე ვტვლი მე რომ ზაფხულში შემოდგომაას და გაზაფხულს არ დამჭრდებაა საკვების ყიდვაა.
ეხლა მინდა რომ დამეხმაროტ და ამ კითხვებს გასცეთ პასუხი: 1) რამდენათ შეიძლება მამრი ხბოების ყიდვაა?? 2.)რამდენი თვის ხბოების ყიდვააა მომგებიანი 3 თუ 2 თვის ????3)) ზამთარში რა დაჯდება ამ 10 ხობოს შენახვაა ????4)და კიდევ ზაფხულს შემოდგომას და გაზაფხულს თუ დამჭირდება მათი საკვების ყიდვააა????

Posted by: bavaria87 27 May 2013, 17:00
QUOTE (david49bk @ 22 May 2013, 16:22 )
ტუ შეგიიძლიატ მომცეთ რჩევა მინდა რომ ფერმა გავაკეტო სადგაც 10 ხბოს ყიდვას ვაპირებბ და მერე გაზრდასს სადგაც 1 წლამდე რომ ნორმალურად გაიზარდოსს.. საბალახო მიწები მაქვსს და მგონი ასე ვტვლი მე რომ ზაფხულში შემოდგომაას და გაზაფხულს არ დამჭრდებაა საკვების ყიდვაა.
ეხლა მინდა რომ დამეხმაროტ და ამ კითხვებს გასცეთ პასუხი: 1) რამდენათ შეიძლება მამრი ხბოების ყიდვაა?? 2.)რამდენი თვის ხბოების ყიდვააა მომგებიანი 3 თუ 2 თვის ????3)) ზამთარში რა დაჯდება ამ 10 ხობოს შენახვაა ????4)და კიდევ ზაფხულს შემოდგომას და გაზაფხულს თუ დამჭირდება მათი საკვების ყიდვააა????

მე მოგყიდი თუ გინდა, მამლებიც მყავს და დედლებიც. ორი სამ თვიანებიც და შარშანდელებიც, შედარებით იაფად მოგცემ.ვინც დაინტერესდება პმ მომწეროს. თბილისთან ახლოს

Posted by: mirian77 27 May 2013, 17:04
მოლას მოუკვდება ვირი....მოლა იძახის,ჭამას რო გადავაჩვიე რაღა მაშინ მოკვდა ეს ჩემისაო biggrin.gif

Posted by: iorkezi7777 7 Jun 2013, 14:04
ვინმე ხოარ იცით ძროხის ხელოვნურ განაყოფიერებაზე მუშაობენ საქართველოში? და თუ მუშაობენ აი ჯერსული ჯიშს რო ედძახიან ამ ჯიშიშს ძროხის გენს თუ თესლავენ?

Posted by: iko-iko 9 Jun 2013, 19:22
iorkezi7777
მაგის მეტი რაარის, აგერ რაიონების მიხედვით ნახე სერვისცენტრები. http://www.caucasusgenetics.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2&Itemid=19&lang=ka

ამ კომპანიამდეც იყო ეს მომსახურეობა. 2001წლიდან ჩვენს მეურნეობაში ხელოვნური დათესლვით ვმუშაობდით სულ და კარგ შედეგებს ვიღებდით.

ამ სამი წლის უკან დავთესლეთ რამდენიმე სული შვიცური და ჰოლშტინური, გადასარევი თაობა მივიღეთ. დღეს უკვე ფურები არიან თან კარგი ფურები.

Posted by: iorkezi7777 10 Jun 2013, 02:51
QUOTE (iko-iko @ 9 Jun 2013, 19:22 )
iorkezi7777
მაგის მეტი რაარის, აგერ რაიონების მიხედვით ნახე სერვისცენტრები. http://www.caucasusgenetics.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2&Itemid=19&lang=ka

ამ კომპანიამდეც იყო ეს მომსახურეობა. 2001წლიდან ჩვენს მეურნეობაში ხელოვნური დათესლვით ვმუშაობდით სულ და კარგ შედეგებს ვიღებდით.

ამ სამი წლის უკან დავთესლეთ რამდენიმე სული შვიცური და ჰოლშტინური, გადასარევი თაობა მივიღეთ. დღეს უკვე ფურები არიან თან კარგი ფურები.

აგვისტოს ბოლოსთვის მომყავს ჩვეულებრი ჩვენი ჯიშები 6 თვის ხბოები და მინდა რო ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული ჯიშები მყავდეს,შენ რას მირჩევ ამ ეტაპზე ჯერსზე და შვეციურზე ვარ შეჩერებული რომელი ჯობია დასავლეთ საქართველოს პირობებში?

Posted by: iko-iko 10 Jun 2013, 12:37
iorkezi7777
ორივე ძალიან კარგი ჯიშია. მე თანაბარ შეფასებას ვაძლევ, თან ჩვენი პირობებისთვის საუკეთესო ვარიანტია. უბრალოდ ჩვენთან ვერ უქმნიან საქონელს საკვებ ბაზას და ნორმალურ ეპიზ და სანიტარულ პირობებს თორე ჰოლშტინური ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის ჯერ ცოტა ადრეა.

Posted by: iorkezi7777 10 Jun 2013, 15:23
QUOTE (iko-iko @ 10 Jun 2013, 12:37 )
iorkezi7777
ორივე ძალიან კარგი ჯიშია. მე თანაბარ შეფასებას ვაძლევ, თან ჩვენი პირობებისთვის საუკეთესო ვარიანტია. უბრალოდ ჩვენთან ვერ უქმნიან საქონელს საკვებ ბაზას და ნორმალურ ეპიზ და სანიტარულ პირობებს თორე ჰოლშტინური ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის ჯერ ცოტა ადრეა.

ხო მეც მაგ აზრზე ვარ ჰოლშტეინი ჯერ ადრეა.ანუ ორივეს დათესვლა შეიძლება და მერე დრო მიჩვენებს რომელს რა პრიორიტეტი აქვს.ძამი ფასები როგორაა დათესვლის? თავისთავად სპერმის ფული შედის ფასში ხო ?

Posted by: iko-iko 10 Jun 2013, 16:12
iorkezi7777
QUOTE
ხო მეც მაგ აზრზე ვარ ჰოლშტეინი ჯერ ადრეა.ანუ ორივეს დათესვლა შეიძლება და მერე დრო მიჩვენებს რომელს რა პრიორიტეტი აქვს.ძამი ფასები როგორაა დათესვლის? თავისთავად სპერმის ფული შედის ფასში ხო ?

სპერმის ფულიც შედის და მომსახურებისაც, თუ არ ვცდები სპერმის ფასებიც განსხვავდება, ჩვენ როდესაც ჩავატარეთ ხელოვნური მაშინ 45 ლარი გადავიხადეთ მგონი მარა სამი წლის წინ იყო და მაინცდამაინც ჩემს მითითებულ ფასს არ ენდო, ეხლა არ ვიცი.

პრინციპში დაურეკე და კითხე, მაგათი საქმე ეგაა ინფორმაციაზე და სერვისზე არ უნდა დაგზარდეს.

Posted by: GURAMI2 10 Jun 2013, 19:31
ყვარელში პაპაშვილის დაკვეთით შენდება მეცხოველეობის ფერმა, 1 სული 6კ $ შემოყავთ, ხომ არ გაქვთ ამ ფერმაზე რაიმე ინფორმაცია?

Posted by: iorkezi7777 10 Jun 2013, 21:23
QUOTE (iko-iko @ 10 Jun 2013, 16:12 )
iorkezi7777
QUOTE
ხო მეც მაგ აზრზე ვარ ჰოლშტეინი ჯერ ადრეა.ანუ ორივეს დათესვლა შეიძლება და მერე დრო მიჩვენებს რომელს რა პრიორიტეტი აქვს.ძამი ფასები როგორაა დათესვლის? თავისთავად სპერმის ფული შედის ფასში ხო ?

სპერმის ფულიც შედის და მომსახურებისაც, თუ არ ვცდები სპერმის ფასებიც განსხვავდება, ჩვენ როდესაც ჩავატარეთ ხელოვნური მაშინ 45 ლარი გადავიხადეთ მგონი მარა სამი წლის წინ იყო და მაინცდამაინც ჩემს მითითებულ ფასს არ ენდო, ეხლა არ ვიცი.

პრინციპში დაურეკე და კითხე, მაგათი საქმე ეგაა ინფორმაციაზე და სერვისზე არ უნდა დაგზარდეს.

ხო რა ეგრე სჯობს დავურეკავ და გავარკვებ დეტალურად

Posted by: spana84 7 Jul 2013, 10:41
მოგესალმებით. ყურადღებით გადავიკითხე თემა და ბავრ საინტერესო დეტალს წავაწყდი. მეც ვიცი რომ ბაგურ კვებაზე ჯობია საქონლის ყოლა მეხორცული იქნება თუ მერძეული მაგრამ მაქვს ასეთი შეკითხვა. ქართული მაგალითად კვარაცხელიას ჯიშის ძროხა აიტანს ბაგურ კვებას? ხომ არ გადაგვარდება ან რამე დაავადება ხომ არ შეიძLება აიკიდოს? მე როგორც ვიცი სპეციალურად გამოყავთ ჯიშები ბაგური კვებისთვის.

Posted by: levan666 10 Jul 2013, 18:17
სვის ბრაუნის ძროხა რამდენ ლიტრ/ტონას მოიწველის წლის განმავლობაში? კარგი მოვლით ფერმის პირობებში და თუ ჩავთვლით რომ ხბოსაც მოიგებს?

Posted by: ucxo777 5 Aug 2013, 13:19
პირველ რიგში გამარჯობათsmile.gif
მოკლედ კარგი და მომგებიანი ბიზნესია ჩემი აზრით და გაზაფხულიდან მინდა დავიწყო მეც მეხორცეულ მოზვრებზე ჩალიჩიsmile.gif გაზაფხულზე ასე მარტი აპრილში ვიყოდო მოზვრები დაახლოებით 500 ლარიანები 1 წლის(უკვე გამოზამტრებულები არიან ) და შემოდგომით სადღაც ოქტომბერში გავყიდოო, ამ 7 თვეში მისი ღირებულება ორამაგდება. ეხლა ჩემი კითხვები რაში მდგომარეობს:
1. ყიდვის დროს როგორ უნდა აარჩიო კარგი მოზვრები რა კრიტერიუმებით ირჩევა?
2.სად ღირს ყიდვა და შედარებით იაფად ( აღმოსავლეთით)?
3. რა და რა აცრები, ვიტამინები ესაჭიროებათ?
იმედია უპასუხოდ არ დამტოვებთsmile.gif

მადლობა

ადგილი დუშეთის მაღალ მთიან სოფელში, ბალახი ყელამდეა და მეხორცეული საქონლისთვის ვფიქრობ იდეალურიsmile.gif

Posted by: salve777 7 Aug 2013, 19:38
გამარჯობა ყველას. კითხვა მაქვს ესეთი; ერთი ან ორი ძროხა რომ შეინახოს კაცმა ბაგურ კვებაზე დაახლოებითი კალკულაციის გაკეთება თუ შეგიძლიათ ვინმეს,ანუ რაციონი და მოვლა როდესაც ეს 2 ჰექტარი მიწა არ გაქვსsmile.gif ამას იმიტომ ვკითხულობ,რომ როგორც ზემოთ იყო რჩევა სხვის ფერმაში პრაქტიკის მიღებას საკუთარს მოუარო (თან გაერთობიsmile.gif) , ისწავლო და გაფართოების შესახებ ზუსტი დასკვნები გააკეთო ხომ არ ჯობია?

Posted by: Pshaveli 7 Aug 2013, 21:31
QUOTE
სად ღირს ყიდვა და შედარებით იაფად ( აღმოსავლეთით)?

კახეთში ყველაზე დიდი ბაზარი თელავთანაა, ყარაჯალაში.

Posted by: ucxo777 7 Aug 2013, 21:47
Pshaveli
მიახლეოებით 1 წლის მოზვრები რა ღირს მანდ?

Posted by: Pshaveli 7 Aug 2013, 22:19
ucxo777
ვერ გეტყვი, საქართველოში არ ვარ.
გაიარე თელავში, თუმცა გაზაფხულზე რა ეღირება არავინ არ იცის.

Posted by: Sogoyan 8 Aug 2013, 12:06
QUOTE (ucxo777 @ 5 Aug 2013, 13:19 )
პირველ რიგში გამარჯობათsmile.gif
მოკლედ კარგი და მომგებიანი ბიზნესია ჩემი აზრით და გაზაფხულიდან მინდა დავიწყო მეც მეხორცეულ მოზვრებზე ჩალიჩიsmile.gif გაზაფხულზე ასე მარტი აპრილში ვიყოდო მოზვრები დაახლოებით 500 ლარიანები 1 წლის(უკვე გამოზამტრებულები არიან ) და შემოდგომით სადღაც ოქტომბერში გავყიდოო, ამ 7 თვეში მისი ღირებულება ორამაგდება. ეხლა ჩემი კითხვები რაში მდგომარეობს:
1. ყიდვის დროს როგორ უნდა აარჩიო კარგი მოზვრები რა კრიტერიუმებით ირჩევა?
2.სად ღირს ყიდვა და შედარებით იაფად ( აღმოსავლეთით)?
3. რა და რა აცრები, ვიტამინები ესაჭიროებათ?
იმედია უპასუხოდ არ დამტოვებთsmile.gif

მადლობა

ადგილი დუშეთის მაღალ მთიან სოფელში, ბალახი ყელამდეა და მეხორცეული საქონლისთვის ვფიქრობ იდეალურიsmile.gif

თელეთში ყავთ რაღაც კარგი ჯიშის. ზუსტი ადგილი არ ვიცი სოფელში რო იკიტხო მიგასწავლიან. ფასები არ ვიცი მაგრამ ყველა როგორც ამბობს ღირს მაგათი შენახვა.

Posted by: FRIDRIX 14 Aug 2013, 03:22
ucxo777
იმაზე თუ გიფიქრია ვინ მოგყიდის 500 ლარად 1 წლის მოზვერს როცა თვითონ ზამთარში მაგ მოზვერს 10 ტონა თივა აჭამა biggrin.gif

და რატო ვერ გაყიდის საკუთარ მოზვერს ნოემბერში გაორმაგებულ ფასად თვითონ ? biggrin.gif

ჯობია ეს გააკეთე


დაიარე სოფლები გლეხები ბუღებს არ იტოვებენ ხარები აღარავის აღარ ჭირდება და ტყუილად შენახვა უნდა ზამტარში თან რძეც

იყიდი 5 თVისებს 150-200 ლარად უნდ აიყიდო აპრილის დასაწყისში ზრდი ნოემბრის ბოლომდე ისე რომ ზამტარში არ შეინახო ნოემბრის ბოლოს აბარებ ხორც კომბინატს ამ გაზრდილ მოზვრებს აპრილიდან ნოემბრამდე გახდება კარგ საბალახოზე 200 300 კილოზე მეტი

10 მოზვერი


10 გამრავლებული 300 = 3.000 კგ ხორცი

1 კგ 4.50 5.00 ლარი

13.500 ლარი


აპრილში იყიდე ახლიდან ახალი ბუღები

Posted by: ucxo777 16 Aug 2013, 22:21
FRIDRIX
ხალხი აქეთ სულ მასე 500 ლარიან მოზვრებს ყიდულობენ და შემოდგომით ყიდიან და რაღა მე რო მომინდება მაშინ უნდა გაწყდესbiggrin.gif

თუმცა შენც კარგი იდეა მომაწოდე ვიფიქრებsmile.gif
* * *
და FRIDRIX 300 კგს სუფთა ხორცის წონას ანგარიშობ თუ ცოცხალს?

Posted by: FRIDRIX 17 Aug 2013, 05:37
ucxo777
QUOTE
300 კგს სუფთა ხორცის წონას ანგარიშობ თუ ცოცხალს?

სუფთას

500 კილომდე უნდა გაასუქო თითოეული

Posted by: ucxo777 17 Aug 2013, 13:02
[b]FRIDRIX[/b

კი მაგრამ 500 კილომდე რა ჯიში უნდა იყოს რომ 1 წლამდე მიაღწიოს, რაგაც არარეალური მგონია მე fingal.gif

Posted by: mirian77 1 Sep 2013, 23:06
ცოცხალ წონას როგორღაც რო ითვლიან სიგრძე სიგანით, ხო არ იცით ვინმემ როგორ ითვლება?

Posted by: kaki96_ 3 Sep 2013, 14:05
QUOTE

QUOTE
300 კგს სუფთა ხორცის წონას ანგარიშობ თუ ცოცხალს?

სუფთას

500 კილომდე უნდა გაასუქო თითოეული


რას ამბობ ,6-7 წლის შვიცებს არ გამოსდით მაქსიმუმ 240-260 კილოზე მეტი და მაგ 1წლის დვარნიაშკებმა საიდან უნდა მოისხან მაგდენი ხორცი

Posted by: iorkezi7777 18 Sep 2013, 01:18
QUOTE (ucxo777 @ 17 Aug 2013, 13:02 )
[b]FRIDRIX[/b

კი მაგრამ 500 კილომდე რა ჯიში უნდა იყოს რომ 1 წლამდე მიაღწიოს, რაგაც არარეალური მგონია მე fingal.gif

რა ჯიშია და ფრანგული და ბელგიური შაროლე იზრდება მაგდენს

Posted by: ucxo777 18 Sep 2013, 10:05
iorkezi7777
იყიდებ წგ ჯიში აქ მერე,ან თუ იყიდება სად? რა ღირს?

Posted by: ushuaia 18 Sep 2013, 10:46
სადაა მერე შაროლე..........................................................

Posted by: muraba83 21 Sep 2013, 20:35
რა მაინტერესებს იცით?
რომ დაგიჩემებიათ კარგი ძროხა აი ეგ კარგი ძროხა რამდენს იწველება და კარგად აჭმევ რამდენი და რა უნდა აჭამო???

და საერთოდ ე.წ. კარგი ძროხა რამდენი ღირს?
* * *
რა იყოთ ამ თემაში ამოწურეთ თქვენი რესურსი???

Posted by: iko-iko 31 Oct 2013, 09:40
ეს თემა უნდა ამოვწიო ზევით, ძალიან ინერტულობას გატყობთ, მაგრამ მაინც არიან დაინტერესებული პირები. გელოდებით თემაში.

Posted by: L_O_RD 31 Oct 2013, 17:37
iko-iko
მოგესალმებით ყველას
პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულწრფელი რჩევებისა და ამ თემის საკმაოდ გავრცობისათვის. მაქვს კონკრეტული კითხვები და თუ არ შეგეზარებათ მოხარული ვიქნები თქვენი პასუხები, რჩევები ან თუნდაც აზრები მოვისმინო.
დასაწყისშივე არ შემიძლია არ ავღნიშნო დაკარგული ბიზნეს გეგმა, ძალიან გთხოვთ პატივი ვცეთ ერთმანეთს და როცა თქვენს მიმართ იჩენენ ყურადღებას, თქვენ ნუ გამოიჩენთ უპასუხისმგებლობას და ბოლოს და ბოლოს დადეთ ბიზნეს გეგმა, ჩვენ ეს ყველას გვჭირდება.
წინასწარ გიხდით ბოდიშს თუ ჩემი კითხვები ზედმეტად დილეტანტური იქნება.

1. მაინტერესებს საქონლის აცრის სიხშირე, სავალდებულო აცრების რაოდენობა და დასახელება იმ იმფექციებისა რომელზე აცრაც აუცილებელია.
2. რომელ აცრებს აფინანსებს სახელმწიფო და ვრცელდება თუ არა ამ სახის დაფინანსება ბიზნეს სექტორზე (ამ შემთხვევაში ფერმებში).
3. როგორია დღიური რაციონი ერთი პირუტყვისა სხვადასხვა სეზონზე (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი).
4. თუ შეგიძლიათ დაწეროთ მინიმუმი, ნორმალური და ძლიერი საკვები რაციონი ერთ სულ პირუტყვზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
5. ზემოთ აღნიშნული რაციონების ფასი (საბაზრო ღირებულება)
6. თუ შეგიძლიათ მითხრათ სად ჯობია ძირითადი საკვები რაციონის შემადგენლობაში შესული საკვების შეძენა და რა რაოდენობით ჯობია.
7. მწველავი აპარატი ჯობია თუ მწველავი ადამიანი და რატომ? (თავდაპირველ ღირებულებას ნუ გაითვალისწინებთ, ექსპლოატაციის მომენტში მაინტერესებს)
8. აქ წავიკითხე ფერმის ორი ვარიანტი, დახურული და ღია, თქვენ რომელს არჩევდით თქვენი ფერმის შემთხვევაში და რატომ?
9. ბაგაზე გაზრდილი საქონლის პრინციპი უფრო დეტალურად რომ განმიმარტოთ თუ შეიძლება, მე როგორც ვხვდები ეს ძროხის ბაგაზე დაკვრას არ გულისხმობს biggrin.gif
10. "ლოკი-ბლოკი"-ს შესახებ ალბათ გსმენიათ და ვინმეს თუ გაქვთ რეალური სტატისტიკა ამ საკვების შესახებ, რამდენად რეალურია წველადობის გაორმაგება?
11. როგორც ვიცი აცრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რძე საკვებად უვარგისია, თუ შეგიძლიათ მითხრათ რა დროის განმავლობაშია რძე საკვებად უვარგისი? (სხვა გარემოებები თუ არსებობს, რაც რძეს საკვებ ღირებულებას უკარგავს?)

წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისათვის
პატივისცემით მირიანი.




Posted by: iko-iko 31 Oct 2013, 17:58
L_O_RD
დავიწყოთ:
QUOTE
1. მაინტერესებს საქონლის აცრის სიხშირე, სავალდებულო აცრების რაოდენობა და დასახელება იმ იმფექციებისა რომელზე აცრაც აუცილებელია.

ჯილეხი არის №1 იცრება წელიწადში ერთხელ, არაკეთილსაიმედო ზონებში ორჯერ.
თურქული A,O,C,asia1 შტამები წელიწადში ორჯერ. შესაძლებელია თურქულის შტამები შეიცვალოს იმის მიხედვით რომელიც გავრცელდება, ნუ ძირითადად ეგრეა.
ემკარი (ემფიზემატოზური კარბუნკულოზი) წელიწადში ერთხელ ახალგაზრდა ცხოველებს.
აცრების გარდა პერიოდულად უნდა შემოწმდეს ბრუცელოზზე.
ეს რაც შეეხება ინფექციებს.
QUOTE
2. რომელ აცრებს აფინანსებს სახელმწიფო და ვრცელდება თუ არა ამ სახის დაფინანსება ბიზნეს სექტორზე (ამ შემთხვევაში ფერმებში).

სახელმწიფო აფინანსებს ჯილეხს და თურქულს დანარჩენს იძულებითი ვაქცინაციების მიხედვით და კერების გავრცელების მიხედვით.

გაგრძელება იქნება. . . smile.gif

Posted by: L_O_RD 31 Oct 2013, 18:33
iko-iko

ძალიან დიდი მადლობა,
კიდევ ერთი კითხვა მაქვს

არსებობს რაიმე ორგანიზაცია, ვთქვათ ფერმერთა კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გაუმჯობესებას?
ასეთი კავშირი თუ არსებობს, წესით არაკეთილსაიმედო ზონებისა და სხვადასხვა ახალი პრობლემების შესახებ, ურთიერთობების გაცვლაც არ იქნებოდა რთული და ბევრად გაამარტივებდა ამ სფეროში საქმიანობას.

Posted by: Koala 1 Nov 2013, 20:29
ვყიდი http://forum.ge/?f=92&showtopic=34589034

Posted by: iko-iko 2 Nov 2013, 10:58
L_O_RD
გავაგრძელოთ შეკითხვების მიხედვით.
QUOTE
3. როგორია დღიური რაციონი ერთი პირუტყვისა სხვადასხვა სეზონზე (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი).

ეს თემა არის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესი, ამ შეკითხვას პასუხი ბოლომდე რომ გაეცეს მინიმუმ 2-3 სემესტრი უნდა გაიარო ზოოტექნიურ ფაკულტეტზე (ცხოველთა მომშენებლობა, ცხოველთა ფიზიოლოგია, ცხოველთა კვება, საკვებწარმოება, ცოტაოდენი ბიოქიმიაც smile.gif )ძალიან ძნელია ასე ლაპარაკი რადგან აქ გასათვალისწინებელია საქონლის ცოცხალი მასა, მონაწველის დღიური რაოდენობა მოცემული მომენტისათვის, შენახვის ტიპი, ფიზიოლოგიური მდგომარეობა და შენახვის პირობები.
ძალიან უხეშად სემიძლია ასეთი რაციონი დავდო. პირუტყვის ცოცხალი მასა 500 კგ; შენახვა ბაგური; დღეღამური მონაწველი 20 ლიტრი (ეს ციფრი ძალიან გვიყვარს ქართველებს).
ეხლა რაციონი თივა 4 კგ; წვნიანი საკვები 20-25 კგ;კონცენტრატი 8 კგ.
აქვე დავძენ რომ ეს არის ძალიან უხეშად დათვლილი რაციონი.

შემდეგი
QUOTE
4. თუ შეგიძლიათ დაწეროთ მინიმუმი, ნორმალური და ძლიერი საკვები რაციონი ერთ სულ პირუტყვზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ასეთი რაციონი არარსებობს, ჩვენი მთავრობის სადაო საკითხივით არსებობს ცხოველისთვის ფიზიოლოგიური სასიცოცხლო მინიმალური ნორმა.
ეხლა მე გისვავთ შეკითხვას: თქვენ პირუტყვი იმისთვის გინდათ რომ მთავარია ცოცხალი დარჩეს და შიმშილით არ მოკვდეს თუ პროდუქცია გინდათ რომ მიიღოთ? wink.gif
აქვე იმასაც დავძენ რომ ძლიერი საკვები რაციონის მნიშვნელობასაც ვერ ვიგებ. არსებობს ნორმა და მორჩა, დაახლოებითი რაციონი ზევით დაგიწერეთ.

* * *
გაგრძელება იქნება wink.gif სამწუხაროდ დიდ დროს ვერ ვუთმობ ხოლმე ფორუმს, იმედი მაქვს ცოტახანში ისევ სემოგხედავთ.
* * *
L_O_RD
ხოოოდა გავაგრძელოთ smile.gif
QUOTE
5. ზემოთ აღნიშნული რაციონების ფასი (საბაზრო ღირებულება)

მე ვერ გეტყვი, იქნებ ფორუმელები დაგეხმარონ დრევანდელ სიტაუაციაში.
QUOTE
6. თუ შეგიძლიათ მითხრათ სად ჯობია ძირითადი საკვები რაციონის შემადგენლობაში შესული საკვების შეძენა და რა რაოდენობით ჯობია.

ვერც ამ შეკითხვაზე გპასუხობ, ჩემი აზრი ამ შემთხვევაში უცვლელია, საკვებწარმოებას თავად უნდა აწარმოებდეს ფერმერი, თუ გინდა რომ ეფექტური მეურნეობა შექმნა. საზრვარგარეთ ფერმერი მიწისა და ტექნიკის გარეშე თითქმის არ არსებობს. ახლაც მყავს გერმანელი ფერმერი სტუმარი სახში მას აქვს მერძეული საქონლის ფერმა და კონცენტრატების გარდა ყველა დანარჩენ საკვებ ბაზას თვითონ ქმნის და საერთოდაც ასეთი ტიპის ფერმერები უფრო დიდი დოზით მექანიზატორები არიან ვიდრე . . .
QUOTE
7. მწველავი აპარატი ჯობია თუ მწველავი ადამიანი და რატომ? (თავდაპირველ ღირებულებას ნუ გაითვალისწინებთ, ექსპლოატაციის მომენტში მაინტერესებს)

მასშტაბებს გააჩნია და საწველი აპარატის ტიპსაც. მე მანქანური წველის მომხრე ვარ.
QUOTE
8. აქ წავიკითხე ფერმის ორი ვარიანტი, დახურული და ღია, თქვენ რომელს არჩევდით თქვენი ფერმის შემთხვევაში და რატომ?

ალბათ ღიას გულისხმობთ საძოვრულ შენახვას. მე პირადად საძოვრული შენახვის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მიზეზები შემდეგია:
საძოვრის ათვისებაზე საქონელი ხარჯავს დიდ ენერგიას;
საძოვარი არ წარმოადგენს სტაბილური საკვების წყაროს და მისი პოტენციური კვებითი ღირებულება დამოკიდებულია ამინდებზე, სეზონზე და ვეგეტაციის პერიოდზე;
საძოვარი წარმოადგენს ინფექციური დაავადებების გავრცელების წყაროს;
საძოვარი წარმოადგენს გარე პარაზიტებით დაინვაზირების, ასევე სხვა უამრავი ინვაზიების წყაროს;
საძოვრული შენახვის დროს სელექციური მუშაობა, ხელოვნური დათესლვა, გენოტიპის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუზლებელია. (არ ვგულისხმობ მთის ენდემურ ჯიშებს, რომლებიც შეგუებულნი არიან მოცემულ პირობებს და იმყოფებიან ზღვის დონიდან ისეთ სიმაღლეზე სადაც ექტო და ენდოპარაზიტები აღარ ვრცელდებიან)
საძოვრული შენახვის დროს კარგავ ყველანაირ კონტროლს მთლიან ნახირზე, არ ხარ დარწმუნებული, რომ მწყემსი კეთილსინდისიერად გააძოვებს უკეთეს სავარგულებზე. აქვე მიზეზია სავარგულების მარალი სეგმენტაცია და ყველგან ვერ ჩადგავ ფეხს. არ ხარ დარწმუნებული, რომ მინდორში ხბოს "მგელი" არ შეჭამს (სხვადასხვა გაგებით).
საძოვრული შენახვის დროს ვერ აკონტროლებ დეკეულების დამაკების პერიოდს, ანუ ამ დროს ხშირია დეკეულების ბუნებრივი დაგრილება პირველივე ახურებაზე, როდესაც დეკეულს ჯერ არ მიუღწევია სათანადო წონას და ასაკს.
ცოტა არგუმენტებია???


* * *
QUOTE
9. ბაგაზე გაზრდილი საქონლის პრინციპი უფრო დეტალურად რომ განმიმარტოთ თუ შეიძლება, მე როგორც ვხვდები ეს ძროხის ბაგაზე დაკვრას არ გულისხმობს

რათქმაუნდა ბაგაზე არ უნდა დააკრა საქონელი. ეს უკანასკნელი გულისხმობს შენობასა და სეირანში შენახვას. ანუ საქონელი იმყოფება ფერმაში სადაც განთავსებულია ბაგა-საწყურებლები და დღის მანძილზე გაშვებულია სეირანში სადაც ასევე მოწყობილია ბაგა-საწყურებლები. სეირანი შეიძლება მოეწყოს ნახევარფარდულში ან სულაც ღია ბაკის პრინციპით.

QUOTE
10. "ლოკი-ბლოკი"-ს შესახებ ალბათ გსმენიათ და ვინმეს თუ გაქვთ რეალური სტატისტიკა ამ საკვების შესახებ, რამდენად რეალურია წველადობის გაორმაგება?

პირველად მესმის, მომეცი წყარო რაარის საიდანაა და რას სახის საკვებს წარმოადგენს, ისე ყველაფერს ნუ დაუჯერებ wink.gif

QUOTE
11. როგორც ვიცი აცრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რძე საკვებად უვარგისია, თუ შეგიძლიათ მითხრათ რა დროის განმავლობაშია რძე საკვებად უვარგისი? (სხვა გარემოებები თუ არსებობს, რაც რძეს საკვებ ღირებულებას უკარგავს?)

ვაქცინაციის შემთხვევაში ასეთი შეზრუდვები ძირიტადად არ არის, შეზღუდვა არის მხოლოდ რძის გამოყენება გადადუღების შემდეგ და ეს დამოკიდებულია ვაქცინის მწარმოებლის მითითებაზე.
სხვა და უფრო სარწმუნო გარემოებებია რძის გამოუსადეგარობაზე ანტიბიოტიკოთერაპია ან სხვა ქიმოთერაპიული საშუალებების გამოყენება, ყველა პრეპარატს ახლავს მითითებები ინსტრუქციაში, ანუ პრეპარატის გამოსვლის პერიოდები.

ვოოოოოტ!!!

Posted by: Koala 2 Nov 2013, 22:17
ვყიდი ფერმას, $3000 ვაძლევ ვინც გამაყიდინებს http://www.youtube.com/watch?v=oRwEPyvm6ac

Posted by: L_O_RD 3 Nov 2013, 22:37
iko-iko

პირველ რიგში უღრმესი მადლობა ვრცელი და გასაგები პასუხებისათვის. თქვენის ნებართვით, განვაგრძობ კითხვებს და პასუხებს.

QUOTE
თქვენ პირუტყვი იმისთვის გინდათ რომ მთავარია ცოცხალი დარჩეს და შიმშილით არ მოკვდეს თუ პროდუქცია გინდათ რომ მიიღოთ?

არსებობს ჯვარედინა კითხვები,რომელიც მე ვეცადე გამომეყენებინა დღიური რაციონის ასე ვთქვათ მაქსიმალურ სიზუსტემდე მისაყვანად, მინიმალური და მაქსიმალური რაციონების მეშვეობით, რასაც შემდეგ შევადარებდი თქვენს მიერ მითითებულ რაციონს.

QUOTE
მასშტაბებს გააჩნია და საწველი აპარატის ტიპსაც. მე მანქანური წველის მომხრე ვარ.

სავარაუდოდ 30-40 პირუტყვის შემთხვევაში. ეს კითხვა იმიტომ დამებადა, რომ მექანიკური წველის შემთხვევაში როგორც ამ ფორუმზეც იყო ნახსენები, დიდია ალბათობა იმისა, რომ მწველავი იზარმაცებს და ფიზიკურად შეუძლებელია, ყოველ დილა საღამოს ჩამოუარო და ძროხების ჯიქნები ამოწმო იმის შიშით, რომ მწველავმა იხალტურა ))

გარე საძოვრებთან დაკავშირებით
QUOTE
ცოტა არგუმენტებია???

არგუმენტები ნამდვილად საკმარისზე მეტია, თუმცა მეეჭვება საქართველოს პირობებზე შეძლოს დამწყებმა ფერმერმა თავიდანვე 40 ჰეკტარს პლიუს 5000კვმ ფართობი იშოვოს (პირველ რიგში ამის შესაძენი ფინანსების შოვნას ვგულისხმობ). რა აზრის ხართ შერეული ტიპის კვებაზე ანუ ბაგურს პლიუს საძოვრები, რაღაცნაირად რომ დაბალანსდეს, ანუ საქონელი არ წავიდეს შორ მანძილებზე და ახლო საძოვრებზე ვთქვათ ფერმიდან მაქსიმუმ 2 კილომეტრის რადიუსში რომ მოიპოვოს საკვები?
წვნიან საკვებში ხილიც იგულისხმება?

ლოკი ბლოკის შესახებ მკითხეთ, ეს არის ლინკი საიდანაც მე შევიტყე ასეთი სალოკავი ბლოკის შესახებ biggrin.gif
http://www.caucasusgenetics.ge/index.php?option=com_content&view=article&id=25&Itemid=28&lang=ka

საბოლოო ჯამში კითხვები:
1. 30-40 სული პირუტყვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, წველის რომელ ვარიანტს ანიჭებთ უპირატესობას?
2. რამდენად შესაძლებელი და რეალურია, კვების მეთოდებს შორის "ოქროს შუალედის" პოვნა და საძოვართან ერთად ბაგური კვებაც შევათავსოთ?
3. წვნიან საკვებში ხილიც იგულისხმება? (მაგალითები რომ მითხრათ თუ შეიძლება)
4. რამდენად შესაძლებელია წველის ვადის გახანგრძლივება? (ველი რჩევებს და მითითებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
5. არსებობს რაიმე ორგანიზაცია, ვთქვათ ფერმერთა კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გაუმჯობესებას?
6. რამდენად მართალია ის რომ შვიცის ჯიშის ძროხები იწველიან 20 ლიტრიდან ზევით?

ბოლოს კი მინდა დაახლოებით ჩემი გეგმების შესახებაც მოგითხროთ, ვფიქრობ მესაქონლეობისა და სასათბურე მეურნეობის გაშენებას თბილისთან ახლოს დაახლოებით 5000კვმ-ზე. ფერმის მიმართულება იქნება მერძევეობა.

Posted by: kaki96_ 4 Nov 2013, 01:14
QUOTE
რამდენად მართალია ის რომ შვიცის ჯიშის ძროხები იწველიან 20 ლიტრიდან ზევით?



მართალია

* * *
QUOTE
ვერც ამ შეკითხვაზე გპასუხობ, ჩემი აზრი ამ შემთხვევაში უცვლელია, საკვებწარმოებას თავად უნდა აწარმოებდეს ფერმერი, თუ გინდა რომ ეფექტური მეურნეობა შექმნა. საზრვარგარეთ ფერმერი მიწისა და ტექნიკის გარეშე თითქმის არ არსებობს. ახლაც მყავს გერმანელი ფერმერი სტუმარი სახში მას აქვს მერძეული საქონლის ფერმა და კონცენტრატების გარდა ყველა დანარჩენ საკვებ ბაზას თვითონ ქმნის და საერთოდაც ასეთი ტიპის ფერმერები უფრო დიდი დოზით მექანიზატორები არიან ვიდრე . . .


თუ საკვების უმეტეს ნაწილს თუ თითონ არ აწარმოებ არც ღირს მაგ საქმის დაწყება,მითუმეტეს რძის მიმართულებით
* * *
QUOTE
ალბათ ღიას გულისხმობთ საძოვრულ შენახვას. მე პირადად საძოვრული შენახვის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მიზეზები შემდეგია:
საძოვრის ათვისებაზე საქონელი ხარჯავს დიდ ენერგიას;
საძოვარი არ წარმოადგენს სტაბილური საკვების წყაროს და მისი პოტენციური კვებითი ღირებულება დამოკიდებულია ამინდებზე, სეზონზე და ვეგეტაციის პერიოდზე;
საძოვარი წარმოადგენს ინფექციური დაავადებების გავრცელების წყაროს;


yes.gif

შარშან ზაფხულში შვიცებს ვერაფრით მოვამატებინე წონა ისე როგორც მინდოდა, მუხლამდე ბალახში იდგნენ მთელი დღე,მაგრამ საძოვრამდე მისვლაში,უკან დაბრუნებასა და საძოვარზე ე/წ საყვარელი ბალახის ძებნაში იტყობა იმდენ ენერგიას ხარჯავდნენ რო ასე ვთქვათ ჯანზე ვერ მოდიოდნენ ისე როგორც საჭიროა.საძოვარი კარგია მაგათთვის თუ ალპურ ზონაში გეყოლება,აი მაქაური ბალახი მაგათი ბუნებრივი და ნოყიერი საკვები

საკვებს რაც შეეხება, უხეშად წვნიანის გარეშე მინ . პრესი პრესნახევარი თივა და 6-8 კონცენტრირებული.უამისოდ ვერ გაქაჩავს
* * *
QUOTE
ა ჯიშია და ფრანგული და ბელგიური შაროლე იზრდება მაგდენს


მაგ შაროლე თავისი კვებით კი დაჯდება ჩვენთან ახალი შევროლეს ფასი
biggrin.gif

Posted by: iko-iko 4 Nov 2013, 10:54
L_O_RD
QUOTE
პირველ რიგში უღრმესი მადლობა ვრცელი და გასაგები პასუხებისათვის. თქვენის ნებართვით, განვაგრძობ კითხვებს და პასუხებს.

არაფერს. მზად ვარ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში გიპასუხოთ კითხვებზე.

QUOTE
არსებობს ჯვარედინა კითხვები,რომელიც მე ვეცადე გამომეყენებინა დღიური რაციონის ასე ვთქვათ მაქსიმალურ სიზუსტემდე მისაყვანად, მინიმალური და მაქსიმალური რაციონების მეშვეობით, რასაც შემდეგ შევადარებდი თქვენს მიერ მითითებულ რაციონს.

გასაგებია. მე ისევ დავძენ რომ არსებობს მხოლოდ ნორმა და რაც ნაკლებია ნორმიდან გადახვევა მით ეფექტურია რაციონი. სამწუხაროდ ამ ნორმებს ფორუმის დონე არ ეყოფა რადგან კვება ერთი მთლიანი მეცნიერებაა და კარგი ზოოტექნიკოსი გჭირდებათ რაციონის შესარჩევად.

QUOTE
სავარაუდოდ 30-40 პირუტყვის შემთხვევაში. ეს კითხვა იმიტომ დამებადა, რომ მექანიკური წველის შემთხვევაში როგორც ამ ფორუმზეც იყო ნახსენები, დიდია ალბათობა იმისა, რომ მწველავი იზარმაცებს და ფიზიკურად შეუძლებელია, ყოველ დილა საღამოს ჩამოუარო და ძროხების ჯიქნები ამოწმო იმის შიშით, რომ მწველავმა იხალტურა ))

30-40 ფურისთვის ნამდვილად ღირს მანქანური წველის დანერგვა. თუ ეს არ იქნება სტაციონარული საწველი, მობილური საწველი აპარატებით მაინც ჯობია. სულადობა 30-40 ფური ის ზღვარია სადაც არჩევანის გაკეთებაზე დაფიქრება ღირს თუ როგორი იყოს საწველი აპარატი, კერძოდ: სტაციონარული თუ მობილური.
მობილური იმითია კარგი რომ რამდენიმე ძროხისთვის იაფი და ეკონომიურია, ერთი მობიულური აპარატით შეგიძლია მოწველო 10 სულამდე. მარა როცა ბევრია საქონელიუკვე აპარატების დამატებითი რაოდენობა გჭირდება და შესაბამისად ოპერატორებიც (ეს არის მისი ძირიტადი დადებითი და უარყოფითი თვისებები).
რაც შეეხება სტაციონარულს ცოტა საქონელისთვის არარენტაბელურია მისი სიძვირის გამო, სამაგიეროდ სტაციონარზე საკმარისია ერთი ოპერატორი იმისთვის რომ მოწველოს 100 და მეტი ფური.

QUOTE
რა აზრის ხართ შერეული ტიპის კვებაზე ანუ ბაგურს პლიუს საძოვრები, რაღაცნაირად რომ დაბალანსდეს, ანუ საქონელი არ წავიდეს შორ მანძილებზე და ახლო საძოვრებზე ვთქვათ ფერმიდან მაქსიმუმ 2 კილომეტრის რადიუსში რომ მოიპოვოს საკვები?

ნწუ no.gif მთელი ეფექტურობის "პრელესტები" ისევ ქარს მიაქვს. ვერ მიაღწევ ოპტიმალურ შედეგებს. მოდი ზემოთ მოცემულ არგუმენტებს კიდევ დავუმატებ რამდენიმეს: ერთ საშუალო ზომის ნახირი (80-120 სული) თავისუფლად პარსავს 150-200ჰა საძოვარს ისე რომ იქ თუ მეორე ნახირიც დადის ჩათვალე რომ ბალახი არ ეყოფათ. პლიუს ამას აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან მოკლე პერიოდიანი ვეგეტაცია აქვს მდელოს, დიდი-დიდი 2 თვე ჩაიტკბარუნოს პირი საქონელმა. დასავლეთ საქართველოში ვეგეტაციის პერიოდი გაცილებით მეტია და სულ მწვანეა იქაურობა მარა რათ გინდა ყუათიანობა ორჯერ ნაკლებია. თან აქვე არ დაგავიწყდეს ყველა წინა პოსტში ჩამოთვლილი არგუმენტები რატომაც არ ვარგა საძოვრული შენახვა. აქ მესაქონლეობის ეფექტურობაზეა საუბარი თორე განა ვერ შეინახავ, კიბატონო მარა ეფექტურობა იმდენად დაბალი იქნება, რომ დაფიქრდები საქონელი საერთოდ ხომ არ გამეყიდაო. ვერ აქაჩავ პროდუქტიულობას და ის ოცნებები რომელიც ტელევიზიაში და ინტერნეტში ასე მრავლადაა დიდ ჯიქნებიანი ძროხების სახით დარჩება ისევ ოცნებებად ან ეგეც გაქარწყლდება wink.gif
* * *
L_O_RD
QUOTE
წვნიან საკვებში ხილიც იგულისხმება?

წვნიანი საკვებია: ბალახი, სილოსი, სენაჟი და ძირხვენები.

QUOTE
ლოკი ბლოკის შესახებ მკითხეთ, ეს არის ლინკი საიდანაც მე შევიტყე ასეთი სალოკავი ბლოკის შესახებ 


გირჩევნია კარგი კონცენტრირებული საკვები შეარჩიო სადაც უკვე დაბალანსებულია ყოველივე ლოკიბლოკში ხსენებულით და არა მარტო. wink.gif


QUOTE
1. 30-40 სული პირუტყვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, წველის რომელ ვარიანტს ანიჭებთ უპირატესობას?

ერთმნიშვნელოვნად მანქანურს.

QUOTE
2. რამდენად შესაძლებელი და რეალურია, კვების მეთოდებს შორის "ოქროს შუალედის" პოვნა და საძოვართან ერთად ბაგური კვებაც შევათავსოთ?

100% არის შესაზლებელი და რეალურიც, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს ბევრი "მაგრამ". ერთი ასეთი პრინციპი არსებობს smile.gif ბევრ კარგ რჩევას მოგცემენ, თავისი არგუმენტებით, შენც გეცოდინება რომ ეს ასე ჯობია და ა.შ. მაგრამ მაინც შეინი შეხედულებისამებრ გააკეთებ. wink.gif მოკლედ ჩვენ გიპასუხებთ, შენ გააკეთე.


QUOTE
3. წვნიან საკვებში ხილიც იგულისხმება? (მაგალითები რომ მითხრათ თუ შეიძლება)

უჟე დავსწერე smile.gif

QUOTE
4. რამდენად შესაძლებელია წველის ვადის გახანგრძლივება? (ველი რჩევებს და მითითებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში)

შეუძლებელია!

QUOTE
5. არსებობს რაიმე ორგანიზაცია, ვთქვათ ფერმერთა კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გაუმჯობესებას?

აზრზე არ ვარ.

QUOTE
6. რამდენად მართალია ის რომ შვიცის ჯიშის ძროხები იწველიან 20 ლიტრიდან ზევით?

მართალია!

QUOTE
ბოლოს კი მინდა დაახლოებით ჩემი გეგმების შესახებაც მოგითხროთ, ვფიქრობ მესაქონლეობისა და სასათბურე მეურნეობის გაშენებას თბილისთან ახლოს დაახლოებით 5000კვმ-ზე. ფერმის მიმართულება იქნება მერძევეობა.

დიდ წარმატებებს გისურვებ!!! მოხარული ვიქნები თუ შეემატება საქართველოს კიდევ ერთი ფერმერული მეურნეობა.

Posted by: L_O_RD 4 Nov 2013, 13:06
iko-iko
kaki96_

გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა!

1, http://www.gurianews.com/2010-11-25-17-01-44/3906-2012-05-31-19-43-36.html რამდენათ ეთანხმებით ამ სტატიას? როგორც აქ არის აღნიშნული საქონლის პროდუქტიულობაზე გავლენას ახდენს, მემკვიდრეობა 24%, კვება და შენახვის პირობები 59% და სხვა ტექნოლოგიური ფაქტორები 17%
2.
QUOTE
ძირხვენები
ეს რა არის? როგორც ინტერნეტში მოვიძიე ეს ბოსტნეულთან არის დაკავშირებული, მაგრამ კონკრეტულად არაფერი წერია.
3. მირჩიეს, რომ თავიდან დამეწყო ქართული ჯიშებით, რომლის მოძებაც შესაძლებელია ჩვენს სოფლებში და შემდეგ დაკვირვებისა და დათესლვის შედეგად მიმეღო, ახალი გაუმჯობესებული პროდუქტიოლობის მქონე საქონელი. ჩემი აზრით, ეს თავიდან მომცემს შეღავათს სტარტაფის მომენტისათვის, თუმცა ძალიან ხანგრძლივ პერსპექტივებზე მიდის და ამ პერიოდში გაცილებით მეტი მოგების მიღება შეიძება, თუ თავიდანვე შვიცებით დავიწყებ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
4. http://www.caucasusgenetics.ge/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=3&Itemid=3&lang=ka აი აქ ვნახე რძის საწველი, მობილური აპარატი, რომლის გადაადგილებაც მარტივია და ორ ძროხაზეა გათვლილი. ხომ არაფერი გსმენიათ ამ საწველი აპარატის ხარისხზე ან იქნებ მირჩიოთ, რომელი ფირმის ჯობია? (იქნებ მომაწოდოთ კოორდინატები ვისგან ჯობია შეძენა?)
5. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000502/SAKVEBI.pdf ეს არის ერთერთი ლიტერატურა, რომელიც ვიპოვნე, იქნებ მირჩიოთ კვებასთან დაკავშრებული ლიტერატურა, რომელიც არ იქნება კომუნისტური biggrin.gif wink.gif და მაქსიმალურად რეალობასთან ახლო იქნება.
6, ძალიან მინდა პრაქტიკის გავლა და ხომ ვერ დამეხმარებით?
7. მიწის იჯარით აღება ჯობია და იქ მოსავლის მოყვანა თუ საკვების შეძენა? (სავარაუდო პასუხი ვიცი, მაგრამ მაინც ვაზუსტებ wink.gif )

გარკვეული ინფორმაცია მოვიძიე ფერმერთა ასოციაციის შესახებ და ლინკებს დაგიპოსტავთ, იქნებ თქვენც დაინტერესდეთ.
https://www.facebook.com/pages/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/230389890311291
http://www.agro.ge/index.php?m=965
http://www.sense.ge/news/53/Cven-vayalibebT-Zlier-fermerTa-asociacias.html
ვფიქრობ ეს ბოლო ყველაზე რეალურია, თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომელიმე მათგანის შესახებ, გავუზიაროთ ერთმანეთს.

QUOTE
დიდ წარმატებებს გისურვებ!!! მოხარული ვიქნები თუ შეემატება საქართველოს კიდევ ერთი ფერმერული მეურნეობა.

გაიხარე ძმაო, უღრმესი მადლობა, ასევე გისურვებ წარმატებებს, უფალი გფარავდეთ!


* * *
ვფიქობ ეს დაგაინტერესებდათ,

მაკე მშრალი ფურის საკვების სტრუქტურა ზამთრის პერიოდისათვის შეიძლება
ასეთი იყოს:
თივა - 50%,
წვნიანი საკვები - 25,
კონცენტრატი - 25.
ზაფხულის პერიოდში თივა და წვნიანი საკვები შეიცვლება მწვანე საკვებით.
საშუალოდ ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე მაკე მშრალ ფურს შეიძლება მიეცეს 2-2,5 კგ
თივა და ნამჯა. უხეშ საკვებზე დამატებით მაკე-მშრალ ფურს აძლევენ 1-1,5 კგ სენაჟს, 2-
2,5 კგ სილოს, 1 კგ ძირხვენეულს. კონცენტრატი ეძლევა 1,5-2 კგ-ის რაოდენობით. საუ-
კეთესო კონცენტრულ საკვებად ამ პერიოდისათვის ითვლება ხორბლის ქატო, შვრიის
ღერღილი, სელის და მზესუმზირის კოპტონი და შროტი. არ შეიძლება ბამბის კოპტონის
და შროტის გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მომწამლავ ნივთიერებას, ჰოსიპოლს,
რამაც შეიძლება აბორტი ან დასუსტებული ხბოს დაბადება გამოიწვიოს. არ შეიძლება
შარდოვანის გამოყენება, ულუფაში უნდა ჩაირთოს მხოლოდ კეთილხარისხოვანი
საკვები.

სამაგალითო ზამთრის ულუფა მაკე-მშრალი ფურისათვის
(5000 კგ დაგეგმილი მონაწველი)

საკვები შედგენილობა
თივა, კგ 5
სენაჟი - მარცვლოვან-პარკოსნების, კგ 7
სილოსი, კგ 12
ბალახის ფქვილი, კგ 1
ძრხვენეული, კგ 5
კონცენტრატი, კგ 2-2,5
სუფრის მარილი, გ 70
საკვები ფოსფატი, გ 130
გოგირდმჟავა სპილენძი, მგ 120
გოგირდმჟავა თუთია, მგ 800
ქლოროვანი კობალტი, მგ 8
იოდოვანი კალიუმი, მგ 3

Posted by: iko-iko 4 Nov 2013, 17:23
L_O_RD
QUOTE
1, http://www.gurianews.com/2010-11-25-17-01-...1-19-43-36.html რამდენათ ეთანხმებით ამ სტატიას? როგორც აქ არის აღნიშნული საქონლის პროდუქტიულობაზე გავლენას ახდენს, მემკვიდრეობა 24%, კვება და შენახვის პირობები 59% და სხვა ტექნოლოგიური ფაქტორები 17%

ფაქტიურად სრულიად ვეთანხმები.
QUOTE
ძირხვენები
ეს რა არის

ნუ ძირითადად გამოიყენება საკვები ჭარხალი, ტურნეპსი, საკვები კარტოფილი . . . და ეგეთები
QUOTE
3. მირჩიეს, რომ თავიდან დამეწყო ქართული ჯიშებით, რომლის მოძებაც შესაძლებელია ჩვენს სოფლებში და შემდეგ დაკვირვებისა და დათესლვის შედეგად მიმეღო, ახალი გაუმჯობესებული პროდუქტიოლობის მქონე საქონელი. ჩემი აზრით, ეს თავიდან მომცემს შეღავათს სტარტაფის მომენტისათვის, თუმცა ძალიან ხანგრძლივ პერსპექტივებზე მიდის და ამ პერიოდში გაცილებით მეტი მოგების მიღება შეიძება, თუ თავიდანვე შვიცებით დავიწყებ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

მე ამ მოდელის მომხრე გახლავართ, რაც არაერთხელ დამიფიქსირებია ფორუმზე. დაიწყე ადგილობრივით და გააუმჯობესე ნელნელა. ადგილობრი ჯისებიც კარგი პროდუქტიულობის გახლავთ კარგი კვების და მოვლაშენახვის პირობებში.
QUOTE
4. http://www.caucasusgenetics.ge/index.php?o...temid=3&lang=ka აი აქ ვნახე რძის საწველი, მობილური აპარატი, რომლის გადაადგილებაც მარტივია და ორ ძროხაზეა გათვლილი. ხომ არაფერი გსმენიათ ამ საწველი აპარატის ხარისხზე ან იქნებ მირჩიოთ, რომელი ფირმის ჯობია? (იქნებ მომაწოდოთ კოორდინატები ვისგან ჯობია შეძენა?)

არა მის ავკარგიანობაზე არაფერი მსმენია.
QUOTE
5. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...502/SAKVEBI.pdf ეს არის ერთერთი ლიტერატურა, რომელიც ვიპოვნე, იქნებ მირჩიოთ კვებასთან დაკავშრებული ლიტერატურა, რომელიც არ იქნება კომუნისტური  და მაქსიმალურად რეალობასთან ახლო იქნება.

გადასარევი წიგნია, ავტორებიც ძალიან კომპეტენტურები ყავს.
QUOTE
6, ძალიან მინდა პრაქტიკის გავლა და ხომ ვერ დამეხმარებით?

არცერთი ფერმერი არ დაგზარდება პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაში, სრულყოფილებას კი ვერ მიარწევ სანამ შენსას არ მოუვლი. ამიტომ კავშირი იქონიე ფერმერებთან და პარალელურად საქმეც დაიწყე.
QUOTE
7. მიწის იჯარით აღება ჯობია და იქ მოსავლის მოყვანა თუ საკვების შეძენა? (სავარაუდო პასუხი ვიცი, მაგრამ მაინც ვაზუსტებ  )

ეგ სავარაუდო პასუხი თუ მოსავლის მოყვანაა მაშინ დაგიზუსტებია კიდევაც smile.gif

QUOTE
გარკვეული ინფორმაცია მოვიძიე ფერმერთა ასოციაციის შესახებ და ლინკებს დაგიპოსტავთ, იქნებ თქვენც დაინტერესდეთ.

აგრო.გე საკმაოდ დიდი ხანია რაც ქართულ ბაზარზეა, მაგ სასტავს ვიცნობ, გამოცდილება საკმარისი აქვთ, ბევრი საჭირო შემოთავაზება აქვთ. სხვათაშორის საწველი აპარატებიც შემოქონდათ ხოლმე. საერთოდ მომწოდებლები ყველაფერს გთავაზობენ და ყველაფერს ვარდისფრად გიხატავენ მაგრამ შენ თვითონ მიხვდები რა გჭირდება და რა გამოარჩიო.
QUOTE
გაიხარე ძმაო, უღრმესი მადლობა, ასევე გისურვებ წარმატებებს, უფალი გფარავდეთ!

იცოცხლე!!!

Posted by: L_O_RD 4 Nov 2013, 17:41
1.
QUOTE
მე ამ მოდელის მომხრე გახლავართ, რაც არაერთხელ დამიფიქსირებია ფორუმზე. დაიწყე ადგილობრივით და გააუმჯობესე ნელნელა. ადგილობრი ჯისებიც კარგი პროდუქტიულობის გახლავთ კარგი კვების და მოვლაშენახვის პირობებში.

რატომ არის უკეთესი ადგილობრივი ჯიშებით დაწყება და დროში გაწელილი კარგი ჯიშების გამოყვანა, მაშინ როდესაც შეგიძლია შეიძინო უკვე გამოყვანილი ჯიშები? გასაგებია რომ უფრო იაფი ღირს, სხვა არგუმენტები მაინტერესებს. მე იმიტომ არ მომწონს ეგ აზრი რომ თავიდან ფულის ეკონომიას კი აკეთებ, მაგრამ დროც ფულია, ჯიშიანი საქონლის გამოყვანას კი ცდები, დაკვირვებები და დრო საკმაოდ სჭირდება მინიმუმ 3 წელი ))

2.
QUOTE
ეგ სავარაუდო პასუხი თუ მოსავლის მოყვანაა მაშინ დაგიზუსტებია კიდევაც

მეც ასე ვფიქრობდი და როგორც აღნიშნეთ ადრე, ერთ საქონელზე ერთი ჰეკტარია საჭირო. შეგიძლიათ მირჩიოთ ერთ საქონელზე, ერთ ჰეკტარზე რისი დათესვა ჯობია და რა პროპორციებით?


Posted by: iko-iko 4 Nov 2013, 17:53
L_O_RD
QUOTE
რატომ არის უკეთესი ადგილობრივი ჯიშებით დაწყება და დროში გაწელილი კარგი ჯიშების გამოყვანა, მაშინ როდესაც შეგიძლია შეიძინო უკვე გამოყვანილი ჯიშები? გასაგებია რომ უფრო იაფი ღირს, სხვა არგუმენტები მაინტერესებს. მე იმიტომ არ მომწონს ეგ აზრი რომ თავიდან ფულის ეკონომიას კი აკეთებ, მაგრამ დროც ფულია, ჯიშიანი საქონლის გამოყვანას კი ცდები, დაკვირვებები და დრო საკმაოდ სჭირდება მინიმუმ 3 წელი ))

მხოლოდ იმის გამო რომ იაფი დაგიჯდება საქმის დაწყება, თორე თუ კაპიტალი საკმარისი გაქვს რაღატქმაუნდა პირდაპირ კარგი და სასურველი ჯიშებით უნდა დაიწყო. მეტი არაფერი.

Posted by: L_O_RD 4 Nov 2013, 18:17
iko-iko
kaki96_

შეგიძლიათ მირჩიოთ ერთ საქონელზე, ერთ ჰეკტარზე რისი დათესვა ჯობია და რა პროპორციებით?

Posted by: iko-iko 5 Nov 2013, 13:45
L_O_RD
პროპორციებს ვერ გეტყვი, მაგრამ მე პირადად დავთესავდი ბალახს და სასილოსე კულტურებს რომ შემექმნა თივის და წვნიანი საკვების მარაგი, კონცენტრატულ საკვებს ანუ კომბისაკვებს კი შევიძენდი. რადგან უფრო მეტი პროცენტული წილი მიწის ფართობისა ერთ სულზე მაინც მიაქვს მარცვლეული კულტურების მოყვანას.

Posted by: L_O_RD 5 Nov 2013, 17:06
iko-iko
იონჯა რომელ მათგანში შედის? როგორც ვიცი იონჯას რომ დათესავ, შემდეგ რამოდენიმეჯერ იღებ მოსავალს.
აი როცა ამბობენხოლმე, რომ ერთ საქონელზე ერთი ჰექტარი მიწაა საჭირო, ამას საიდან ანგარიშობენ?
ეს რომ მეცოდინება, შემდეგ მივხვდები რა უნდა დავთესო იმ ერთ ჰექტარზე...
* * *
ამის შესახებ რას ფიქრობთ?
http://vivci.kardash.com.ua/maxwell.htm
http://www.zerno-ua.com/?p=11550

Posted by: iko-iko 5 Nov 2013, 22:53
QUOTE
იონჯა რომელ მათგანში შედის?

წვნიან საკვებში.
QUOTE
ამის შესახებ რას ფიქრობთ?

დაანებე თავი. მაგას გირჩევნია სასილოსე ორმო გააკეთო და შესაბამისი ტექნიკა შეიძინო რომ სილოსი აწარმოო. 1000-ჯერ იაფი დაგიჯდება.

Posted by: kaki96_ 6 Nov 2013, 15:26
QUOTE
რატომ არის უკეთესი ადგილობრივი ჯიშებით დაწყება და დროში გაწელილი კარგი ჯიშების გამოყვანა, მაშინ როდესაც შეგიძლია შეიძინო უკვე გამოყვანილი ჯიშები? გასაგებია რომ უფრო იაფი ღირს, სხვა არგუმენტები მაინტერესებს. მე იმიტომ არ მომწონს ეგ აზრი რომ თავიდან ფულის ეკონომიას კი აკეთებ, მაგრამ დროც ფულია, ჯიშიანი საქონლის გამოყვანას კი ცდები, დაკვირვებები და დრო საკმაოდ სჭირდება მინიმუმ 3 წელი ))



ერთს გირჩევ .1 შენ თუ გინდა პირდაპირ ჯიშიანი საქონელი იყიდო და არ დაკარგო დრო
2.მიიღო პრაქტიკა
3.გაერკვე კვების რაციონსა და მოვლის თავისებურებებში
4.გაწიო ნაკლები რისკი

მაშინ გაიარე პრქტიკა აუცილებლად ,ძაან თავისებური საქონელია და გამოცდილებიდან გეუბნები პირდაპირ ნუ მოკიდებ ხელს

შენ ისეთი მონდომებული ხარ პრაქტიკის გავლაზე არ დაიხევ უკან და მიდი თელეთში,სიმონიშვილის ფერმაში, მაგათზე უკეთესად არავინ არ იცის ეგ საქონელი საქართველოში .მაგათ ყავთ შვიცებიც და შვეიცარული ჰოლშტეინებიც.საკვებსაც თვიტონ აწარმოებენ, მოკლედ აწყობილი მეურნეობაა,ყოველშემთხვევაში ასე იყო შარშან.პრაქტიკის გავლაზე არ გეტყვიან მგონი უარს ნუ რაღაც ფორმა გამონახე რომ კარგათ, შიგნიდან გაერკვე სიტუაციაში.

მეც შენსავით ძაან მოწადინებული ვიყავი და მინდოდა პატარა ფერმის აწყობა,სუფთა ჯიშის მაკე 18 შვიცი და 4 ჰოლშტეინი მყავდა სწორედ მაგ გამოუცდელობამ და პარტნიორის ვითომ ყოვლისმცოდნეობამ მაგ საქმეში მაზარალა,არადა კარგად მომზადების პირობებში შეიძლებოდა პატარა პერსპექტიული საქმე გამოსულიყო. ფულზე არ მწყდება იმდენად გული რაც საქონელზე,მართლა კარგი და თვინიერი ძროხებია
* * *
QUOTE
6. რამდენად მართალია ის რომ შვიცის ჯიშის ძროხები იწველიან 20 ლიტრიდან ზევით?


20 ლიტრიანი შვიცები ექვემდებარება გამობრაკვას ანუ ბრაკია , მასეთი გამობრაკული წამოვიყვანე მე

Posted by: L_O_RD 6 Nov 2013, 16:24
iko-iko

QUOTE
დაანებე თავი. მაგას გირჩევნია სასილოსე ორმო გააკეთო და შესაბამისი ტექნიკა შეიძინო რომ სილოსი აწარმოო. 1000-ჯერ იაფი დაგიჯდება.

ძალიან დიდი მადლობა, აი ეს ტექნოლოგიები, ასე რომ ვკითხულობ აღსაქმელად მიჭირს ცოტა, ბევრი დეტალია, რომელიც თუ არ ვნახე ფიზიკურად როგორ კეთდება, ისე ძნელია წარმოდგენა, ფანტაზია კი მყოფნის, მაგრამ რეალურად მაინტერესებს როგორ კეთდება biggrin.gif )) ვფიქრობ პრაკტიკის გავლა ძალიან მჭირდება, ოღონდ ესაა რომ მე თბილისში ვარ, თან ვმუშაობ და თელეთში სიარული, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული...
kaki96_
QUOTE
ძაან მოწადინებული ვიყავი და მინდოდა პატარა ფერმის აწყობა,სუფთა ჯიშის მაკე 18 შვიცი და 4 ჰოლშტეინი მყავდა სწორედ მაგ გამოუცდელობამ და პარტნიორის ვითომ ყოვლისმცოდნეობამ მაგ საქმეში მაზარალა

ძალიან ვწუხვარ ძმაო, მართლა... როცა რაღაც გინდა და არ გამოდის, მითუმეტეს შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქოლოგიურად, მაგრამ არ გაჩერდე, კარგად დაგეგმე ყველაფერი, დეტალები უკეთ იცი და ისევ დაიწყე. მე სიამოვნებით შემოგთავაზებდი ჩემს პარტნიორობას, მაგრამ ვინც ბიზნესში ან პატარა საქმეში გვერდში დავიყენე, ყველა დავკარგე, ზოგი რის გამო და ზოგი რის გამო, ამიტომ გადავწყვიტე, ან დამოუკიდებლად ვაკეთო საქმე, ან საერთოდ არ ვაკეთო, ნერვები აღარ მაქ უკვე, ძროხები ვმწყემსო თუ ხალხი ? biggrin.gif biggrin.gif ))
QUOTE
მაშინ გაიარე პრქტიკა აუცილებლად ,ძაან თავისებური საქონელია და გამოცდილებიდან გეუბნები პირდაპირ ნუ მოკიდებ ხელს

ძალიან მინდა რა, თან მაგათ მართლა სრული სერვისი აქვთ და მაინტერესებს რა და როგორ ხდება, მანძილი მაფერხებს მხოლოდ...

ბიჭებო საწველ აპარატებთან დაკავშირებით მაინტერესებს, რომელი ჯობია, ან შეძენის დროს რას უნდა მივაქციო ყურადღება? ისეთი მომწონს, რომ შეგიძლია აგორიალო წინ და უკან biggrin.gif მობილური ანუ,,, ))) და კიდევ ერთი კითხვა, შვიცის ჯიშის ძროხები წლის განმავლობაში რამდენი თვე იწველიან?

Posted by: mirian77 7 Nov 2013, 13:46
iko-iko
ცოცხალი წონას როგორღაც რომ ითვლიან ზომებითროგორ ითვლება, ხომ ვერ დაგვაკვალიანებდით......უღრმესი მადლობა....

Posted by: kaki96_ 7 Nov 2013, 14:03
QUOTE
ძალიან ვწუხვარ ძმაო, მართლა... როცა რაღაც გინდა და არ გამოდის, მითუმეტეს შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქოლოგიურად, მაგრამ არ გაჩერდე, კარგად დაგეგმე ყველაფერი, დეტალები უკეთ იცი და ისევ დაიწყე. მე სიამოვნებით შემოგთავაზებდი ჩემს პარტნიორობას, მაგრამ ვინც ბიზნესში ან პატარა საქმეში გვერდში დავიყენე, ყველა დავკარგე, ზოგი რის გამო და ზოგი რის გამო, ამიტომ გადავწყვიტე, ან დამოუკიდებლად ვაკეთო საქმე, ან საერთოდ არ ვაკეთო, ნერვები აღარ მაქ უკვე, ძროხები ვმწყემსო თუ ხალხი ?   ))

lol.gif lol.gif lol.gif

კაკრაზ ჩემ სათქმელს ამბობ რა,მეც ვინც დავიყენე და ჩემი სახსრებით რაღაცა გავაკეთე აქეთ ვალის დადება უნდოდათ.ვიფიქრე აღარავინ მინდა მეტქი,მაგრამ არც ასე გამოდის. საქართველოში საქმეს მარტო ვერ გააკეთებ და საგულდაგულოდ უნდაა შეარჩიო გვერდზე მდგომი ისე რო წინასწარ გარკვეული იყოს ყველა ნიუანსი.
თავიდან დაწყებით აღარ გამოვა ალბათ ფინანსური სახსრების გამო, ეხლა იმ საქონლიდან ხბორები დამრჩა ,თუცა რაღა ხბორები 2 წლამდე დეკეულებია უკვედა ერთის ჯიშიანი საბუღე
* * *
QUOTE
და კიდევ ერთი კითხვა, შვიცის ჯიშის ძროხები წლის განმავლობაში რამდენი თვე იწველიან?


270 დან მაქსიმუმ 300 დღემდე + -
* * *
QUOTE
მე სიამოვნებით შემოგთავაზებდი ჩემს პარტნიორობას


რავიცი აბა, შეძლება რაღაცა ფორმით მოხდეს ჩვენი თანამშროლობა მითუმეტეს სათბურებიც გაინტერესებს,მე ირანში ვმოძრაობ ხოლმე და მაგათ აქვთ საინტერესო სასათბურე მასალები

Posted by: L_O_RD 7 Nov 2013, 17:20
kaki96_

QUOTE
რავიცი აბა, შეძლება რაღაცა ფორმით მოხდეს ჩვენი თანამშროლობა მითუმეტეს სათბურებიც გაინტერესებს,მე ირანში ვმოძრაობ ხოლმე და მაგათ აქვთ საინტერესო სასათბურე მასალები

საინტერესოა, შენ შემოგაქვს სათბურები?
სად გაქვს ეხლა ფერმა? ანუ ეგ ხბორები ))
რა დაემართა შენს ფერმას, რატომ ვერ გაქაჩეთ? ასე ვთქვათ შენს მაგალითზე მინდა ვისწავლო რაღაცეები biggrin.gif ))
iko-iko
სად დაიკარგე ძმაო, ხო მშვიდობაა ? ? ? ))

ბიჭებო კიდევ ერთი კითხვა მაქვს, დღეში 45 ტონა ნაკელი რომ გქონდეთ რაში გამოიყენებდით? biggrin.gif biggrin.gif ))სასაცილოა, მაგრამ რეალურად ამდენს ველოდები და სად წავიღო ვერ ვფიქრობ biggrin.gif ))

Posted by: iko-iko 7 Nov 2013, 17:38
მდააა აი აქ საუბარი წავიდა ზუსტად იმ მიზეზებზე რაზეც ბევრ თემაში ხალხს უკვირდა ის თუ რატომ არ ვთანხმდებოდი არავის პარტნიორობაზე. უამრავმა შემომთავაზა ე.წ. პარტნიორობა მარა ნწწწუ.
kaki96_ L_O_RD თქვენ კი გქონიათ გამოცდილება. მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება, რაც მე ერთმანეთში არეულდარეული პარტნიორები მინახია, ტან ეს ხდება განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, რადგან ბევრს გონია რო ოჰ რა უნდა აჭამე ასვი და მოხვეტე სემოსავალი.


QUOTE
სად დაიკარგე ძმაო, ხო მშვიდობაა ? ? ? ))

მშვიდობაა მშვიდობა.

QUOTE
დღეში 45 ტონა ნაკელი რომ გქონდეთ რაში გამოიყენებდით?

სად კაცო რას ამბობ შენ, ამდენი ნაკელი საიდან გექნება? ღმერთმა გისმინოს ნეტა უახლოეს მომავალში იმხელა მეურნეობა მოგცეს, მაგდენი ნაკელი გქონდეს მოსაშორებელი და შენ ხო წარმოგიდგენია რამხელა პროდუქტიულობა გექნება მეურნეობაში.

Posted by: L_O_RD 7 Nov 2013, 17:59
iko-iko

აუ მემგონი იმ კაცმა რაღაც ვერ დამითვალა, 70 ძროხის შემთხვევაში 35 კილოს იძლევა ეს ძროხა დღეში და ეს 2.5 ტონა გამოდის დღეში, ისე ესეც არაა ცოტა და სად წავიღო ? biggrin.gif ))
თელეთის ფერმას მივწერე და მეკითხებიან ვეტერინარი ხარ, თუ რა გინდაო? biggrin.gif biggrin.gif მეთქი მიმაპრქატიკეთ რა იქნებათქო და რიავი, მომწერენ ალბათ...
20 ნოემბერს სოფლის მეოურნეობის თემაზე, გამოფენაზე მიდიხართ???

Posted by: kaki96_ 7 Nov 2013, 21:07
QUOTE
საინტერესოა, შენ შემოგაქვს სათბურები?


სათბურები არ ჩამომაქვს,სხვა რაგაცეები ჩამომაქვს ხოლმე.უბრალოდ დავინტერესდი და გავიგე ეგენიც აწარმოებენ მაგ მასალებს.მინდა მომავლისთვის მოვსინჯო აქ რიალიზაცია.თან რამე რო იყოს სათბურზეც არ ვიტყოდი უარს მომავლისთვის,მითუმეტეს თუ ჩემთვის შეღავათიან ფასებში ვიშოვიდი ამ მასალებს.

QUOTE
სად გაქვს ეხლა ფერმა? ანუ ეგ ხბორები ))


ფერმა აღარამაქვს.3 დეკეული და ერთი საბუღე თიანეთში მყავს აყვანილი

საქონელის აყვანის დროს დროში აღმოვჩნდით შეზღუდულები,არ გვქონდა სრულად საკვების პრობლემა გადაწყვეტილი,პლუს ცუდი ზამთარი დაემხვა და კვებამ წაიღო დიდი სახსრები.

პირველ რიგში მოსაგვარებელია სრულად საკვების პრობლემა საქონელს რო აიყვან თივის პრესი უნდა გეწყოს უნდა საკმარისი და მეტიც,მიწა იჯარით და
წვნიანი საკვებისათვის და კონცენტრატისთვის საჭირო მცენარეების დათესვა მოყვანა.

საკვები ბაზა არი მთავარი ამ საქმეში დაარჩენს ასე თუ ისე მოევლება.

QUOTE
ბიჭებო კიდევ ერთი კითხვა მაქვს, დღეში 45 ტონა ნაკელი რომ გქონდეთ რაში გამოიყენებდით?  ))სასაცილოა, მაგრამ რეალურად ამდენს ველოდები და სად წავიღო ვერ ვფიქრობ  ))



QUOTE
70 ძროხის შემთხვევაში 35 კილოს იძლევა ეს ძროხა დღეში და ეს 2.5 ტონა



biggrin.gif

რა ჯიშის საქონელზე დაგიანგარიშა ეგ,შვიცები დინოზავრებივით არიან და მაგდენი მაგათ არ გამოუვათ. 15 კ ფარგლებში მაქსიმუმ.

მაგდენ ნაკელს ,მითუმეტეს სათბურთან ერთად? არ ვიცი შენ გაგიგია თუ არა, არსებობს ბიო დანადგარები სადაც ათავსებ მაგ ნაკელს და იღებ ბიო გაზს მიუერთე ეგ სათბურს და გათბობის პრობლემაც გადაჭრილია.დარჩენი გამომწვარი ნაკელი კიდე სასუქია უმაღლესი
* * *
QUOTE
მდააა აი აქ საუბარი წავიდა ზუსტად იმ მიზეზებზე რაზეც ბევრ თემაში ხალხს უკვირდა ის თუ რატომ არ ვთანხმდებოდი არავის პარტნიორობაზე. უამრავმა შემომთავაზა ე.წ. პარტნიორობა მარა ნწწწუ.
kaki96_ L_O_RD თქვენ კი გქონიათ გამოცდილება. მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება, რაც მე ერთმანეთში არეულდარეული პარტნიორები მინახია, ტან ეს ხდება განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, რადგან ბევრს გონია რო ოჰ რა უნდა აჭამე ასვი და მოხვეტე სემოსავალი.


ეგრეა ,ეგრე გამოუცდელი კაცი ეგრევე დაალაგებს ხოლმე გეგმებს და უკვე შემოსავალს ელოდება.

სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ ეხლა კი ვიცი რო .ასვი ,აჭამე და მოხვეტე არ არი ადვილი საქმე biggrin.gif

Posted by: mirian77 7 Nov 2013, 21:28
QUOTE
ცოცხალი წონას როგორღაც რომ ითვლიან ზომებითროგორ ითვლება, ხომ ვერ დაგვაკვალიანებდით......უღრმესი მადლობა....


Posted by: L_O_RD 7 Nov 2013, 21:32
kaki96_
სათბური რომ გაათბო ძალიან დიდი ბიოგაზის დანადგარი გინდა, ეგეც გაარკვიე, შეიძლება ასე ვთქვათ დაიხმარო, მაგრამ მთლიანად ბიოგაზზე ვერ გააკეთებ, არასტაბილურია, ბუნებრივი აირი უნდა გქონდეს და მაგ ბიოგაზსაც მიახმარ wink.gif
QUOTE
საკვები ბაზა არი მთავარი ამ საქმეში დაარჩენს ასე თუ ისე მოევლება.

შეგიძლია დაწვრილებით ამიხსნა, 35 სულზე 35 ჰექტარ მიწას რომ ავიღებ იჯარით, როგორი პროპორციებით და რეები უნდა დავთესო?
თქვენ ტრაქტორები გყავდათ, თუ რითი ამუშავებდით იჯარით აღებულ მიწებს?

Posted by: kaki96_ 7 Nov 2013, 21:46
QUOTE
სათბური რომ გაათბო ძალიან დიდი ბიოგაზის დანადგარი გინდა, ეგეც გაარკვიე, შეიძლება ასე ვთქვათ დაიხმარო, მაგრამ მთლიანად ბიოგაზზე ვერ გააკეთებ, არასტაბილურია, ბუნებრივი აირი უნდა გქონდეს და მაგ ბიოგაზსაც მიახმარ 
QUOTE


რათქმა უნდა მთლიანად არ ეყოფა, მაგრამ კარგ შეღავათს მოგცემს მთლიანობაში.


QUOTE
შეგიძლია დაწვრილებით ამიხსნა, 35 სულზე 35 ჰექტარ მიწას რომ

ავიღებ იჯარით, როგორი პროპორციებით და რეები უნდა დავთესო?
თქვენ ტრაქტორები გყავდათ, თუ რითი ამუშავებდით იჯარით აღებულ მიწებს?


მაგ პროპორციებს iko-iko უკეთესად ახსნის , ტრაქტორებამე ვეღარ მივედით.იჯარაც და ტრაქტორი საკითხი გეგმაში გვქონდა,მაგრამ იძულებული გავხდი მანამდე გამეყიდა საქონელი

http://pix.ge/

Posted by: L_O_RD 7 Nov 2013, 21:53
kaki96_
QUOTE
მაგ პროპორციებს iko-iko უკეთესად ახსნის

პროპორციები ვერ მითხრა, მხოლოდ ის ვიცი, რომ წვნიანი და სასილოსე უნდა დავთესო, ოღონდ რა პროპორციებით არ ვიცი, მაინტერესეს.. რადგან მაგასაც აქვს მნიშნველობა საბოლოო ჯამში...

კიდევ მაინტერესებს სასილოსე მასალის დასათესასად, თესლს სად ყიდულობთ, სად ჯობია ფასების და ხარისხის მიხედვით...

Posted by: iko-iko 7 Nov 2013, 23:19
L_O_RD
არა პროპორციებს მე ვერ გეტყვით, სხვადასხვა კულტურებს სხვადასხვა მოსავლიანობა აქვთ. უნდა დაითვალო რაციონის მიხედვით სულზე რამდენი რა გჭირდება, მერე ალბათ აგრონომის დახმარება დაგჭირდება რომელი კულტურა რამდენი მოვა. მოკლედ მაგის მიხედვით რა.

რაც შეეხება სათესლე მასალას, ბალახზე ბევრ ჩალიჩს ნუ დაიწყებ, იონჯის თესლი ეძებე, რომელიც უხვად შემოაქვთ აგრომაღაზიებს. სასილოსედ კი სიმინდი და მზესუმზირა დაგჭირდება.

Posted by: L_O_RD 8 Nov 2013, 16:49
iko-iko
QUOTE
რაც შეეხება სათესლე მასალას, ბალახზე ბევრ ჩალიჩს ნუ დაიწყებ, იონჯის თესლი ეძებე, რომელიც უხვად შემოაქვთ აგრომაღაზიებს. სასილოსედ კი სიმინდი და მზესუმზირა დაგჭირდება.

მადლობა ძმაო გაიხარე.
ვინმე კარგ აგრონომს ხომ ვერ გაუწევდი რეკომენდაციას?


* * *
kaki96_
QUOTE
სათბურები არ ჩამომაქვს,სხვა რაგაცეები ჩამომაქვს ხოლმე.უბრალოდ დავინტერესდი და გავიგე ეგენიც აწარმოებენ მაგ მასალებს.

საცალო ვარიანტში, პირადი საჭიროებისათვის და არა შემდგომი რეალიზაციისათვის, უკვე ჩამოტანილის მონტაჟი ჯობია თუ მაინც ღირს ჩამოვიტანო?
შეგიძია რაიმე სახის ინფორმაცია მომცე, რაც მათთან დაკავშირებაში დამეხმარებოდა?

ბიჭებო სასათბურე მეურნეობაში როგორ ერკვევით? მარწყვის მოყვანის ტექნოლოგია მაინტერესებს...

Posted by: kaki96_ 8 Nov 2013, 18:32
QUOTE
საცალო ვარიანტში, პირადი საჭიროებისათვის და არა შემდგომი რეალიზაციისათვის, უკვე ჩამოტანილის მონტაჟი ჯობია თუ მაინც ღირს ჩამოვიტანო?
შეგიძია რაიმე სახის ინფორმაცია მომცე, რაც მათთან დაკავშირებაში დამეხმარებოდა?

ბიჭებო სასათბურე მეურნეობაში როგორ ერკვევით? მარწყვის მოყვანის ტექნოლოგია მაინტერესებს...


რომელი საქმის დაწყებას აპირებ?სათბურის თუ ფერმის?

Posted by: L_O_RD 9 Nov 2013, 00:05
kaki96_

QUOTE
რომელი საქმის დაწყებას აპირებ?სათბურის თუ ფერმის?

კომპლექსური ვარიანტი მიდნა, ორივე ერთად ...

Posted by: iko-iko 9 Nov 2013, 10:32
L_O_RD
QUOTE
ვინმე კარგ აგრონომს ხომ ვერ გაუწევდი რეკომენდაციას?

არ ვიცი ვინ გირჩიო.

Posted by: kaki96_ 9 Nov 2013, 15:12
QUOTE
შეგიძლია დაწვრილებით ამიხსნა, 35 სულზე 35 ჰექტარ მიწას რომ ავიღებ იჯარით, როგორი პროპორციებით და რეები უნდა დავთესო?


მოკლედ დაახლოებითი ყველაზე ღარიბული საკვები რაციონი მაღალპრდუქტიული პირუტყვის, 20-30 ლიტრი სუტკაში მონაწველით(უცხოეთში დაბალ მონაცემად ითვლება) არი

სილოსი 12-15კგ

ძირხვნეული 15-17 კგ

კონცენტრირებული საკვები 12კგ

უხეში საკვები 1 პრესი 25 კგ



სასილოსედ - ძირითადი სიმინდი.მზესუმზირა

ძირხვენეული - ძირითადი ჭარხალი, კარტოფილი , სტაფილო

კონცენტრირებული - 50% ქატო,დანარჩენი სიმინდის,ქერის ან შვრიის ღერღილი და მსეზუმზირის კოპტონი და შროტი

თივა - იონჯა


ეხლა გასარკვევია რისი დათესვა _ მოყვანაა შესაძლებელი და რისი შესყიდვა


ჩემი აზრით დასათესია - სიმინდი, მზესუმზირა ორივე მადგანი გჭირდება სასილოსედ და კონცენტრირებული საკვებისთვის.

დასათესია - ჭარხალი,რომლის წილი დიდია რაციონში

დასათესია - იონჯა

დანარჩენის ყიდვა შეიძლება კახეთში სეზონზე პირდაპირ მინდვრიდან -ხორბალი,ქერი,შვრია

დაამონტაჟე ერთი პატარა ელექტრო წისქვილი და დაფქვი,დაღერღე რაც გინდა. შეგიძლია ბალახიც დაფქვა

შეგიძლია კუსტარული დასაგრანულებელი აპარატი ააწყო და პირდაპირ გრანულირებულს მიაწვდი საქონელს.


დაახლოები აქედან უნდა განსაზღვრო სულ რამდენი რა დაგჭირება, რა ფართობი და სათესლე მასალა დაგჭირდება თითეული მცენარის მოსაყვანად.

დადარჩენი უკვე არჩევისა და ტექნიკის საქმეა


მე რო ვიწყებდე ეხლაა დაახლოებით ესე მოვიქცეოდი საწყისი ეტაპისათვის


Posted by: L_O_RD 10 Nov 2013, 13:13
kaki96_
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა smile.gif
კითქვას რაც შეეხება,
QUOTE
20-30 ლიტრი სუტკაში მონაწველით(უცხოეთში დაბალ მონაცემად ითვლება)

რომელ ქვეყანას(ქვეყნებს) გულისხმობ და ხომ არ იცი შემთხვევით, ისინი რძის რაოდენობის გაზრდას რის ხარჯზე ახდენენ, ან რაიმე ტექნოლოგიის შესახებ ხომ არ გსმენია, რასაც ისინი იყენებენ?


Posted by: kaki96_ 11 Nov 2013, 03:42
QUOTE
რომელ ქვეყანას(ქვეყნებს) გულისხმობ და ხომ არ იცი შემთხვევით, ისინი რძის რაოდენობის გაზრდას რის ხარჯზე ახდენენ, ან რაიმე ტექნოლოგიის შესახებ ხომ არ გსმენია, რასაც ისინი იყენებენ?


შვეიცარია,გერმანია,ავსტრია,ჰოლანდია.30 ლიტრი სუტკაში არი 5000 კგ წლიური5000 დან 8000მდე ეს არი საშუალო მაჩვენებელი.8 დან 10 ნდე კარგი.ხოლო ზევით უკვე ზე პროდუქტული საქონელია.თელეთშიც ყავთ 50 ლიტრიანი საქონელი და და ტექნოლოგიაც კარგი ექნებათ,ევროპელი ზოოტექნიკოსებიც ეხმარებიან და მუშაობენ მაგათთან.

ისე რო გითხრა მაგ ტექნოლოგიებზე ფიქრი ჯერ ნაადრევი მგონია,რაღან დონემდე უნდა ახვიდე და მერე შესაძლებელი იქნება ახლის მიღება ათვისება.

მოკლედ შენმა მონდომებულმა ძიებამ მეც ამაგდო ასე ვთქვათ და ინტერესი გამიჩინა შენი პროექტის მომავლისადმი,მზად ვარ მოხალისის სტატუსით მივიღო მონაწილეობა

Posted by: L_O_RD 11 Nov 2013, 16:38
kaki96_
QUOTE
მზად ვარ მოხალისის სტატუსით მივიღო მონაწილეობა

მიხარია თუ ადამიანებს სტიმულს ვაძლევ, მე სიამოვნებით, მოხარული ვიქნები ამ საქმეში საკმაოდ ჩახედული ადამიანები თუ დამიდგებიან გვერდით, დაქოქვაა მთავარი თემა, მერე კიდევ უფრო მეტს ვისწავლი პროცესში.
ისე თუ 40 ლიტრს მაინც მივაღწევ, დღიურ წველაზე, წარმატება უბრალოდ გარდაუვალი იქნება biggrin.gif )) 16ში სტარტაფ ვიკენდია დაგეგმილი, იქაც მაინტერესებს, რა რჩებეს მომცემენ, როგორც კი ჩემი გეგმების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გადავალ, ერთერთი პირველი იქნები ვისაც ამის შესახებ ეცოდინება smile.gif
გაზაპხულამდე პროექტს დავასრულებ და გაზაფხულის განმავლობაში, უკვე ფინანსების მოძიებაზე ვიმუშავებ, დეტალური გეგმა მჭირდება. ისე პროდუქციის რეალიზაცია საკმაოდ ადვილია, მთავარია ფასები და იმედი მაქვს, შევძლებ ნორმალურ დასად რეალიზაციას...

* * *
ე.ი. ლუდის სახარშიდან მჩუქნიან ქერს,ანუ ის ქერი ხარშეს ხარშეს და მერე რომ აღარ ჭირდებათ რაღაც რაოდენობას მაძლევენ....
როგორი სახით უნდა მიიღოს ძროხამ?
ზოგმა გაბერავსო
ზოგმა კუჭს აუშლისო...
ანუ მითხარით როგორი სახით შეიძლება მიიღოს ძროხამ(მაკემ ან ლაკტაციის პერიოდში მყოფმა) უკვე მოხარშული ქერი....

ეს სხვისი პოსტია, უბრალოდ არ უპასუხეს და მე კიდე დამაინტერესა biggrin.gif)) იქნებ თქვენ იცით რაიმე ამის შესახებ?
ისე საინტერესო ის არის რომ აქამდე მხოლოდ ის კითხვები მიჩნდებოდა რა უნდა ვაჭამო ძროხასთქო და ეხლა პირველად დამებადა კითხვა, არის ისეთი რამ რაც არ უნდა ვაჭამო ძროხას??

Posted by: iko-iko 11 Nov 2013, 19:54
QUOTE
არის ისეთი რამ რაც არ უნდა ვაჭამო ძროხას??

კი, ლობიო.

რაც შეეხება ჟომს, ჟომი უნდა ჭამოს პირდაპირ ყოველგვარი დამუშავების გარეშე და რაც მთავარია ახალახალი. მაკეობის ბოლო პერიოდში უკვე აღარ უნდა აჭამო.

Posted by: L_O_RD 12 Nov 2013, 17:16
iko-iko
kaki96_
როგორ ხართ ბიჭებო? არ მოდუნდეთ ჯერ კიდევ მაქვს კითხვები თქვენთან biggrin.gif ))
ეკოფერმაში გაწევრიანებაზე ვფიქრობ, საინტერესო შემოთავაზება აქვთ
გადაიხდიდით სამომავლოდ თქვენი შემოსავლიდან 3-10%-მდე იმისათვის რომ მიიღოთ შემეგი სახის მომსახურებები?
ა. მხარდაჭერა ბიზნეს პროექტის მომზადებაში და წარმოების დეტალური სამუშაო გეგმის შედგენაში;
ბ. ტრეინგები წარმოების ტექნოლოგიების კუთხით;
ც. მხარდაჭერა წარმოების სისტემის აწყობაში;
დ. განვადებით ნერგებით, თესლებით მომარაგება;
ე. განვადებით პესტიციდებით და სასუქებით მომარაგება;
ფ. მონიტირინგი წარმოების პროცესებში და კონსულტაციები დაავადებების შემთხვევაში;
გ. ხელმისაწვდომობა აგრო ტექნიკის ფართო არჩევანთან;
ჰ. მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში;
ი. პროდუქციის შესყიდვა სადისტრიბუციო კომპანიის მიერ;
ჯერ ერთი აქ წერია, შემოსავლების და არა მოგების, მერე მეორე 3-დან 10%მდე როგორ ფიქრობთ, რამდენად ღირს ასეთ შემოთავაზებაში, ასეთი ფინანსების გადახდა? წლიურად დაახლოებით 30 000 ლარია ჩემი გაანგარიშებით 10%ის შემთხვევაში.
თქვენ ხომ არაფერი იცით დეტალების შესახებ?

Posted by: kaki96_ 13 Nov 2013, 13:50
QUOTE
ხელმისაწვდომობა აგრო ტექნიკის ფართო არჩევანთან;


ეს რას ნიშნავსო?


აბა რა გითხრა 30 000 დიდი ფულია მაგითვის.მაგ ფასად კარგა მოზრდილ სასათბურე მეურნეობას გამართავს კაცი ,რომ ვიღაცას არ უხადო.

საწყისისთვის შეიძლება ღირდეს კიდეც,ხელშეკრულება რახნიანი აქვთ?

Posted by: L_O_RD 13 Nov 2013, 16:52
kaki96_
მეც ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, მათთან შეხვედრას ვაპირებ, ყველა კითხვაზე მინდა პასუხის მიღება, თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია თქვენც გაგიზიაროთ შეხვედრის შედეგები.
http://www.top.pro/
ამათ შესახებ ხომ არაფერი იცით ?

Posted by: kaki96_ 13 Nov 2013, 19:05
კარგი იქნება თუ გაგვიზიარებ

სათბურებს რაც შეეხება ,მინდა მასალების ფასები დავაზუსტო და შემგომში ვცადო შემოტანა.პოლიეთინენის სპეცფირი,სასათბურე კარბოლუქსის რულონი და წვეთოვანი მორწყვის სპეც მილები.
ვეძებ სხვა მასალებსაც,ერთიანობაში საკმაოდ იაფი უნდა გამოვიდეს აქ არსებულ ფასებთან შედარებით.
თუ შენი პროექტი განხორციელების ფაზამდე მივა მაშინ საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარები ამ მასალების პირველი ხელიდან შეძენასა და შემოტანაში,რაგან მეც გამიჩნდა ბოლო დროს სათბურებისადმი ინტერესი


Posted by: L_O_RD 13 Nov 2013, 20:35
kaki96_
QUOTE
კარგი იქნება თუ გაგვიზიარებ

აუცილებლად გაგიზიარებთ, რა ინფორმაციასაც მოვაგროვებ.
QUOTE
სათბურებს რაც შეეხება ,მინდა მასალების ფასები დავაზუსტო და შემგომში ვცადო შემოტანა.პოლიეთინენის სპეცფირი,სასათბურე კარბოლუქსის რულონი და წვეთოვანი მორწყვის სპეც მილები.
ვეძებ სხვა მასალებსაც,ერთიანობაში საკმაოდ იაფი უნდა გამოვიდეს აქ არსებულ ფასებთან შედარებით.
თუ შენი პროექტი განხორციელების ფაზამდე მივა მაშინ საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარები ამ მასალების პირველი ხელიდან შეძენასა და შემოტანაში,რაგან მეც გამიჩნდა ბოლო დროს სათბურებისადმი ინტერესი

ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები!!!

Posted by: stephanozi 14 Nov 2013, 12:57
სილოცი როგორ უნდა გააკეთო, როცა სპეციალური სასილოსე ტრაქტორი არ გაქვს? ჩვეულებრივი წისქვილები არსებობს მაგისთვის? ხო კიდე 1 ჰექტარზე რო დათესო სიმინდა, გადამუშავების შემდეგ რამდენ ტონა მზა სილოსს მიიღებ, ვგულისხმობ საბოლოო სახეს?
და კიდევ ერთი დაახლოებით რამდენ ძროხას გამოკვებავს 1 ჰექტარზე მოწეული სილოსი წლის განმავლობაში?

Posted by: ramini19852 14 Nov 2013, 13:49
QUOTE
stephanozi

ვინმე ძველი ფერმერი გინდა თორე ამჟამად რამდენად აკეთებენ სილოსს ეგ აღარ გამიგია

Posted by: stephanozi 20 Nov 2013, 14:43
QUOTE
სილოცი როგორ უნდა გააკეთო, როცა სპეციალური სასილოსე ტრაქტორი არ გაქვს? ჩვეულებრივი წისქვილები არსებობს მაგისთვის? ხო კიდე 1 ჰექტარზე რო დათესო სიმინდა, გადამუშავების შემდეგ რამდენ ტონა მზა სილოსს მიიღებ, ვგულისხმობ საბოლოო სახეს?
და კიდევ ერთი დაახლოებით რამდენ ძროხას გამოკვებავს 1 ჰექტარზე მოწეული სილოსი წლის განმავლობაში?

აქ არავინ არ იცით?

Posted by: Beqa B 21 Nov 2013, 08:22
საქონლის ხორც სად გავყიდი(ჩავაბარებ) დიდი რაოდენობით?

Posted by: tengiz chochishvili 22 Nov 2013, 12:59
გამარჯონა, მე დაინტერესებული ვარ მესაქონლეობით, როგორც სახორცე, ასევე რძის განხრით, მინდა შერეული, ანუ ორივე ერთად ვაწარმოო, სახორცე უკვე საკუთარი ნამატის სახით, რომელიც ხელუვნური განაყოფიერების შედეგად იქნება მიღებული. საქონლის ყოლას მაღალმთიან რეგიონში ვაპირებ, მაქვს საკუთარი 20 ჰექტარი მიწა.. დასაწყისისთვის მინა 10 მეწველი ძროხა და ამდენივე მოზვერი, თუ შეგიძლიათ პასუხი რომ გამცეთ ამაზე-ბარში ყიდვის შემთხვევაში, თუ ძროხა იწველის 10 ლიტრს დღეში, მთაში აყვანა ხომ არ აისახება მის მეწველობაზე და რამდენად? წინასწარ დიდი მადლობა


Posted by: kaki96_ 22 Nov 2013, 14:22
QUOTE
თუ შეგიძლიათ პასუხი რომ გამცეთ ამაზე-ბარში ყიდვის შემთხვევაში, თუ ძროხა იწველის 10 ლიტრს დღეში, მთაში აყვანა ხომ არ აისახება მის მეწველობაზე და რამდენად? წინასწარ დიდი მადლობა


ერთნაირი პირობების არსებობის შემთხვევაში მთაში წველადობაც მეტი ექნება,რძის ხარისხიც უკეთესი და მთის ბალახით უფრო ჯანზე იქნება საქონელი ვიდრე ბარში.

Posted by: spana84 23 Nov 2013, 01:07
L_O_RD
QUOTE
ამის შესახებ რას ფიქრობთ?
http://vivci.kardash.com.ua/maxwell.htm
http://www.zerno-ua.com/?p=11550

iko-iko
QUOTE
დაანებე თავი. მაგას გირჩევნია სასილოსე ორმო გააკეთო და შესაბამისი ტექნიკა შეიძინო რომ სილოსი აწარმოო. 1000-ჯერ იაფი დაგიჯდება.



რატომ მოიხსენიეთ ასე გულაცრუებით ეს მეთოდი? მე გავაკეთე ცოტა ხნის წინ და საკმაოდ ეფექტურია. ამ ეტაპზე 55 თეთრად ნაყიდი ქერით ვიღებ 17-20 კილო მწვანე ბალახს და ეს ცუდი შედეგია? მითუმეტეს ზამთრის პირობებში როცა მწვანე მასა ძროხისთვის დიდი ფუფუნებაა. smile.gif სასილოსე ორმო მისი სასილოსე ტრაქტორით, ნაქირავები ჰექტრობით მიწით და კიდევ ბევრი დეტალით ცოტა რთულია ამ მეთოდთან შედარებით. 30 სულ საქონელს თავისუფლად გამოკვებავთ 40-45 კვადრატულ მეტრიანი სათბურით. მე პირადად სათბური ძველ შენობაში გავაკეთე რომელსაც სათავსოდ ვიყენებდით. 46 კვადრატია. კარგი თბოიზოლაცია გავუკეთე, კარგი კონდიციონერიც დავდგი "ზიმალეტა" როგორც ვედზახით smile.gif გაჩნდა საფრთხე რომ ტენიანობა დაიწევდა კონდიციონერის მუშაობის ფონზე და ამერიკიდან ტენიანობის რეგულატორიც ჩამოვიტანე და მუდმივი 70 პროცენტი უჭირავს, გავაკეთე ავტონომიური სარწყავი სისტემა რომელიც ატრიალებს 1 ტონა წყალს, კიდევ პატარა დეტალებით მივაღწიე იმას რომ ოთახის ტემპერატურა და წყლის ტემპერატურა თითქმის ერთიდაიგივეა (ნუ 2-3 გრადუსიან განსხვავებას იტანს თავისუფლად) და დღეში 600 კილო სუფთა, მწვანე და ხასხასა ბალახი მაქვს. თუ ამ ბალახს სილოსი ჯობია ძალიან გთხოვთ მითხარით რით ჯობია. თანაც ამ მეთოდით მხოლოდ ქერის მოყვანა არაა შესაძლებელი. საცდელად დავთესე სიმინდი და ისიც მშვენივრად გაიზარდა. ეხლა მინდა ვცადო კიდევ სხვა კულტურები მაგრამ ქერს ყველაზე კარგი აღმოცენების კოეფიციენტი აქვს და მემგონი ძროხისთვის ყველაზე კარგიცაა.

Posted by: kaki96_ 23 Nov 2013, 03:50
QUOTE
რატომ მოიხსენიეთ ასე გულაცრუებით ეს მეთოდი? მე გავაკეთე ცოტა ხნის წინ და საკმაოდ ეფექტურია. ამ ეტაპზე 55 თეთრად ნაყიდი ქერით ვიღებ 17-20 კილო მწვანე ბალახს და ეს ცუდი შედეგია? მითუმეტეს ზამთრის პირობებში როცა მწვანე მასა ძროხისთვის დიდი ფუფუნებაა.  სასილოსე ორმო მისი სასილოსე ტრაქტორით, ნაქირავები ჰექტრობით მიწით და კიდევ ბევრი დეტალით ცოტა რთულია ამ მეთოდთან შედარებით. 30 სულ საქონელს თავისუფლად გამოკვებავთ 40-45 კვადრატულ მეტრიანი სათბურით. მე პირადად სათბური ძველ შენობაში გავაკეთე რომელსაც სათავსოდ ვიყენებდით. 46 კვადრატია. კარგი თბოიზოლაცია გავუკეთე, კარგი კონდიციონერიც დავდგი "ზიმალეტა" როგორც ვედზახით  გაჩნდა საფრთხე რომ ტენიანობა დაიწევდა კონდიციონერის მუშაობის ფონზე და ამერიკიდან ტენიანობის რეგულატორიც ჩამოვიტანე და მუდმივი 70 პროცენტი უჭირავს, გავაკეთე ავტონომიური სარწყავი სისტემა რომელიც ატრიალებს 1 ტონა წყალს, კიდევ პატარა დეტალებით მივაღწიე იმას რომ ოთახის ტემპერატურა და წყლის ტემპერატურა თითქმის ერთიდაიგივეა (ნუ 2-3 გრადუსიან განსხვავებას იტანს თავისუფლად) და დღეში 600 კილო სუფთა, მწვანე და ხასხასა ბალახი მაქვს. თუ ამ ბალახს სილოსი ჯობია ძალიან გთხოვთ მითხარით რით ჯობია. თანაც ამ მეთოდით მხოლოდ ქერის მოყვანა არაა შესაძლებელი. საცდელად დავთესე სიმინდი და ისიც მშვენივრად გაიზარდა. ეხლა მინდა ვცადო კიდევ სხვა კულტურები მაგრამ ქერს ყველაზე კარგი აღმოცენების კოეფიციენტი აქვს და მემგონი ძროხისთვის ყველაზე კარგიცაა.



საინტერესოა.

მაგ 600 კილო მწვანე მასის მიღებას რამდენი კვადრატი ფართობი და რა დრო ჭირდება ეგრეთწოდებული დათესვიდან კონდიციამდე მისასვლელად

Posted by: spana84 23 Nov 2013, 11:23
kaki96_
QUOTE
საინტერესოა.

მაგ 600 კილო მწვანე მასის მიღებას რამდენი კვადრატი ფართობი და რა დრო ჭირდება ეგრეთწოდებული დათესვიდან კონდიციამდე მისასვლელად


თუ ყველა პირობას იდეალურად დავიცავთ 7 დღეში მზადაა რომ მივართვათ საქონელს საკვებად. ფართს რაც შეეხება 30-35 კვადრატი ფართი სჭირდება. 1 კვადრატულ მეტრზე ითესება 1 კილო ქერი და 20 კილომდე მწვანე მასა ამოდის.

იდეალურ პირობებს რაც შეეხება ესაა იდეალური პირობები:
The ideal growing room conditions are:

• 40-80% humidity
• 16-24C ambient temperature
• Good fresh air movement
• 16-24C water temperature

Posted by: iko-iko 23 Nov 2013, 15:13
spana84
QUOTE
რატომ მოიხსენიეთ ასე გულაცრუებით ეს მეთოდი?

მე ამ მეთოდს იმიტომ არ ვურჩევ დამწყებებს, რომ სილოსი გაცილებით უფრო იაფი ჯდება ვიდრე ჰიტროპონიკით გამოზრდილი მწვანე მასა. ტარანი თვლითაა, დაითვალე და მიხვდები რომ ეს ასეა. თან დალოცვილი საქართველოს პირობებში სილოსის წარმოება გაცილებით ეფექტურია.
QUOTE
მე გავაკეთე ცოტა ხნის წინ და საკმაოდ ეფექტურია

რათქმაუნდა მას თავისი ეფექტურობა აქვს, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია?
QUOTE
ამ ეტაპზე 55 თეთრად ნაყიდი ქერით ვიღებ 17-20 კილო მწვანე ბალახს და ეს ცუდი შედეგია?

ვინ გითხრა რო ცუდი შედეგია? დაითვალე სილოსის წარმოება და სედეგიც არ დააყოვნებს, თან სილოსის კულტურა შეგიძლია მოიყვანო მარცვლეულის აღების შემდეგ ან სულაც მრავალწლიანი ბალახით დაამზადო (ბევრად უფრო ყუათიანია ვიდრე ტრადიციული სიმინდი-მზესუმზირის სილოსი)
QUOTE
სასილოსე ორმო მისი სასილოსე ტრაქტორით, ნაქირავები ჰექტრობით მიწით და კიდევ ბევრი დეტალით ცოტა რთულია ამ მეთოდთან შედარებით

ვერ დაგეთანხმები სირთულეში, ყველაფერი ტექნიკის ამბავია. უშრომელად ვერცერთს ვერ დაამზადებ.
QUOTE
თუ ამ ბალახს სილოსი ჯობია ძალიან გთხოვთ მითხარით რით ჯობია.

აი მაგ ბალახის ყუათიანობა დამიდე და გეტყვი რითიც ჯობია wink.gif

ერთადერთი ჰიდროპონიკამ შეიძლება აჯობოს იმაში, რომ საწყისი კაპიტალი ნაკლები დაჭირდეს. თუმცა მე არ ვიცი რა თანხა დაჯდება წელიწადში 500 ტონა მწვანე მასისთვის საჭირო სათბურს და ტექნიკას. შეიძლება ამ საკითხშიც არ ჯობდეს.

იმას ვერასდროს ვერ დაამტკიცებ, რომ სილოსის წარმოებაზე იაფი დაგიჯდება ჰიდროპონიკა no.gif იმიტომ რომ ძვირი ჯდება ყველანაირ სემთხვევაში wink.gif
* * *
ჩრდილოეთში რო ვცხოვრობდეთ და მიწის ეფექტურობას რომ ვუჩიოდეთ კიდე ხმას არ ამოვირებდი მაგრამ . . .

Posted by: spana84 23 Nov 2013, 15:30
iko-iko

მე არ ვდავობ რომ იმაზე რომ სილოსი ცუდია ან კარგია. მე უბრალოს ის აღვნიშნე რომ 20–40 სულიანი მეურნეობისთვის სილოსის გაკეთებას იმდენი ხარჯი აქვს რომ ჯობია უკვე არსებული რაღაც შენობა გამოიყენო და ჰიდროპონიკის სათბური გააკეთო. სათბურს რაც შეეხება მე პირადად 3000 ლარამდე დამიჯდა სრული აღჭურვილობით. (შრომის ფასს არ ვგულისხმობ ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე მხოლოდ მასალების და ტექნიკის ფული მაქვს დათვლილი) ეს ერთჯერადი ხარჯი და ეხლა თვეში საშუალოდ იწვება 70–100 ლარამდე ელექტროენერგია და პლიუს თესლის ფასი. ეხლა დავთვალოთ 20 სულის ბალახით გამოკვება რა დაგვიჯდება. საშუალოდ 10–11 ლარის ქერის თესლი და დაახლოებით 3–4 ლარის ელექტროენერგია. ყველაზე უხეში გათვლებით. 20 სული საქონლის მწვანე მასით უზრუნველყოფა დაგვიჯდა მაქსიმუმ 15 ლარი. მემგონი არაა ცუდი შედეგი ხომ? ზუსტად არ ვიცი კილო სილოსი რა ჯდება თორე შევადარებდით.

Posted by: iko-iko 23 Nov 2013, 15:52
spana84
QUOTE
20 სული საქონლის მწვანე მასით უზრუნველყოფა დაგვიჯდა მაქსიმუმ 15 ლარი. მემგონი არაა ცუდი შედეგი ხომ?

ცუდი ნამდვილად არაა. ცუდი ისაა როცა ხალხს საქონელი მშიერი ყავს და მისგან პროდუქტს ელიან.

შენი შემთხვევა მისასალმებელიც არის იმ ვარიანტში რო საქონელს სწორად კვებავ, არააქვს მნისვნელობა რა მეთოდს იყენებ. მთავარია რომ ხელი მიგიწვდება და აკეტებ.

მე უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ თუ დანერგავთ სილოსის წარმოებას თქვენი ფერმის პროდუქტიულობის ეფექტურობა უფრო გაიზრდება. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, დრო მოვა და სესაბამის ტექნიკასაც სეიზენ, ფერმას მოაძლიერებ და ეფექტურობასაც გაზრდი up.gif

Posted by: tengiz chochishvili 23 Nov 2013, 16:05
icit ra mainteresebs? tua shesadzlebeli rom sawveli aparati amushavo dvujokze,

Posted by: iko-iko 23 Nov 2013, 16:10
QUOTE
icit ra mainteresebs? tua shesadzlebeli rom sawveli aparati amushavo dvujokze,

თუ შესაბამისი სიმძლავრის გენერატორი გექნება რატომაც არა.

Posted by: tengiz chochishvili 23 Nov 2013, 16:17
da es aparatebi mal male xo ar puchdeba

Posted by: spana84 23 Nov 2013, 19:24
iko-iko
QUOTE
spana84
QUOTE
20 სული საქონლის მწვანე მასით უზრუნველყოფა დაგვიჯდა მაქსიმუმ 15 ლარი. მემგონი არაა ცუდი შედეგი ხომ?

ცუდი ნამდვილად არაა. ცუდი ისაა როცა ხალხს საქონელი მშიერი ყავს და მისგან პროდუქტს ელიან.

შენი შემთხვევა მისასალმებელიც არის იმ ვარიანტში რო საქონელს სწორად კვებავ, არააქვს მნისვნელობა რა მეთოდს იყენებ. მთავარია რომ ხელი მიგიწვდება და აკეტებ.

მე უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ თუ დანერგავთ სილოსის წარმოებას თქვენი ფერმის პროდუქტიულობის ეფექტურობა უფრო გაიზრდება. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, დრო მოვა და სესაბამის ტექნიკასაც სეიზენ, ფერმას მოაძლიერებ და ეფექტურობასაც გაზრდი 



რაც მე ამ სისტემის აცყობაზე ვიწვალე რომ გეყურებინა დაიწვებოდი საცოდაობით smile.gif საქართველოში ხომ ხარისხიან პროდუქტს ამ სისტემისთვის ვერაფერს იშოვი და უნდა გენახა როგორ დავრბოდი სხვადასხვა ბაზრობებზე რომ რაღაცეები მეპოვნა და გამომეყებინა ამ საქმისთვის smile.gif თუ ჩემი მეურნეობა გაიზრდება და მიწის პრობლემასაც მოვაგვარებ შეიძლება სილოსზეც ვიფიქრო მაგრამ ამ ეტაოზე ასე მირჩევნია. თანაც ფერმა სადაც მაქვს ის სოფელი ძალიან მცირემიწიანია და სასილოსე კულტურების დასათესად მიწის პოვნა ცოტა ძნელია. მაქსიმუმ ერთი ჰექტარია რაც აქვთ იქაურ მაცხოვრებლებს. ასე რომ იქაური პირობებისთვის ეს ვარიანტი მივიჩნიე ყველაზე ხელსაყრელად.

tengiz chochishvili
QUOTE
icit ra mainteresebs? tua shesadzlebeli rom sawveli aparati amushavo dvujokze,



გააჩნია რა სიმძლავრის საქველი აპარატი გაქვს და რა სიმძლავრის გენერატორი. მე მაქვს 3.5 კილოვატიანი გენერატორი და საწველი აპარატი მაქვს 550 ვატიანია სულ. ამ დაანგარიშებით 6 საწველ აპარატს ამუშავებს ჩემი გენერატორი. მაგრამ არის 700 ვატიანი გენერატორებიც და 2 კილოვატიანი საწველი აპარატებიც. ასეთ შემთხვევაში გენერატორიშ ძრავის შკივს გატეხავთ ძალიან წარმატებულად smile.gif რომელი ფირმის და რომელი ქვეყნის წარმოებული საწველი აპატარი გაქვთ?

Posted by: tengiz chochishvili 23 Nov 2013, 20:38
me jer araperi makvs ubralod sadac vapireb ik albad elektroenergiis depiciti ikneba , dasawyisistvis erti sawveli aparati meyopa , shen rogor mirchev chemo megobaro ? da ramdens wvavs generatori benzins ( martla didi madlobas gixdit dauzarebeli pasuxebistvis )

Posted by: spana84 23 Nov 2013, 20:50
tengiz chochishvili
QUOTE
me jer araperi makvs ubralod sadac vapireb ik albad elektroenergiis depiciti ikneba , dasawyisistvis erti sawveli aparati meyopa , shen rogor mirchev chemo megobaro ? da ramdens wvavs generatori benzins ( martla didi madlobas gixdit dauzarebeli pasuxebistvis )



არსებობს საწველი აპარატები ბენზინის ძრავზეც. თუ ეგეთი ელექტროენერგიის პრობლემაა სწორედ ეგეთი სიტუაციებისთვისაა შექმნილი. ანუ საძოვარზევე რომ წველო საქონელი. მე ვისგანაც ვიყიდე აპარატი იმათ აქვთ ეგეთი აპარატიც გასაყიდი. უკრაინულია და ერტ წლიანი გარანტიაც მოყვება.

Posted by: stephanozi 23 Nov 2013, 21:10
QUOTE
სილოცი როგორ უნდა გააკეთო, როცა სპეციალური სასილოსე ტრაქტორი არ გაქვს? ჩვეულებრივი წისქვილები არსებობს მაგისთვის? ხო კიდე 1 ჰექტარზე რო დათესო სიმინდა, გადამუშავების შემდეგ რამდენ ტონა მზა სილოსს მიიღებ, ვგულისხმობ საბოლოო სახეს?
და კიდევ ერთი დაახლოებით რამდენ ძროხას გამოკვებავს 1 ჰექტარზე მოწეული სილოსი წლის განმავლობაში?

ვინმემ მიპასუხეთ რა

Posted by: spana84 23 Nov 2013, 21:31
stephanozi
http://www.youtube.com/watch?v=FClY6kG0r8s

გარკვეულ მცირე ინფორმაციას აქედანაც მიიღებ და უფრო მეტი ინგლისურენოვანი ლიტერატურა უნდა ეძებო.

Posted by: tengiz chochishvili 24 Nov 2013, 15:07
vaa eg kargia tu benzinze mushaobs , albad bevri ar saschirdeba benzini ara ?

Posted by: iko-iko 24 Nov 2013, 17:43
spana84
QUOTE
რაც მე ამ სისტემის აცყობაზე ვიწვალე რომ გეყურებინა დაიწვებოდი საცოდაობით  საქართველოში ხომ ხარისხიან პროდუქტს ამ სისტემისთვის ვერაფერს იშოვი და უნდა გენახა როგორ დავრბოდი სხვადასხვა ბაზრობებზე რომ რაღაცეები მეპოვნა და გამომეყებინა ამ საქმისთვის  თუ ჩემი მეურნეობა გაიზრდება და მიწის პრობლემასაც მოვაგვარებ შეიძლება სილოსზეც ვიფიქრო მაგრამ ამ ეტაოზე ასე მირჩევნია. თანაც ფერმა სადაც მაქვს ის სოფელი ძალიან მცირემიწიანია და სასილოსე კულტურების დასათესად მიწის პოვნა ცოტა ძნელია. მაქსიმუმ ერთი ჰექტარია რაც აქვთ იქაურ მაცხოვრებლებს. ასე რომ იქაური პირობებისთვის ეს ვარიანტი მივიჩნიე ყველაზე ხელსაყრელად.

up.gif

Posted by: kaki96_ 24 Nov 2013, 19:42
QUOTE
რაც მე ამ სისტემის აცყობაზე ვიწვალე რომ გეყურებინა დაიწვებოდი საცოდაობით  საქართველოში ხომ ხარისხიან პროდუქტს ამ სისტემისთვის ვერაფერს იშოვი და უნდა გენახა როგორ დავრბოდი სხვადასხვა ბაზრობებზე რომ რაღაცეები მეპოვნა და გამომეყებინა ამ საქმისთვის  თუ ჩემი მეურნეობა გაიზრდება და მიწის პრობლემასაც მოვაგვარებ შეიძლება სილოსზეც ვიფიქრო მაგრამ ამ ეტაოზე ასე მირჩევნია. თანაც ფერმა სადაც მაქვს ის სოფელი ძალიან მცირემიწიანია და სასილოსე კულტურების დასათესად მიწის პოვნა ცოტა ძნელია. მაქსიმუმ ერთი ჰექტარია რაც აქვთ იქაურ მაცხოვრებლებს. ასე რომ იქაური პირობებისთვის ეს ვარიანტი მივიჩნიე ყველაზე ხელსაყრელად.



კარგია,გისურვებ შემდგომ წარმატებებს.

საჭიროების შემთხვევაში გაგვიზიარებ ალბათ გამოცდილებას

Posted by: spana84 24 Nov 2013, 20:30
kaki96_
QUOTE
კარგია,გისურვებ შემდგომ წარმატებებს.

საჭიროების შემთხვევაში გაგვიზიარებ ალბათ გამოცდილებას



მადლობა. გამოცდილების გაზიარებას რაც შეეხება დიდი სიამოვნებით. ცოტა ცოტა დასახვეწი დამრჩა ეხლა რაღაცეები და მაგასაც მივხედავ და მერე საჩვენებელ ფოტოებს და ვიდეოსაც შემოგთავაზებთ smile.gif

Posted by: nikandro25 4 Dec 2013, 12:54
რა ჯდება დაახლოებით 10 სულიანი ფერმის გაკეთება. ძროხების ყიდვით და მშენებლობით? და როგორ დავითვალოთ ეკონომიურად რამდენად მომგებიანია?

Posted by: spana84 5 Dec 2013, 16:23
nikandro25
QUOTE
რა ჯდება დაახლოებით 10 სულიანი ფერმის გაკეთება. ძროხების ყიდვით და მშენებლობით? და როგორ დავითვალოთ ეკონომიურად რამდენად მომგებიანია?



გააჩნია შენობას რა მასალით აშენებ. მე მაგალითად 30 სულზე გათვლილი შენობის აშენება 8000 ლარამდე დამიჯდა. საქონლის ყიდვას რაც შეეხება მანდაც "გააჩნია" რა ჯიშის საქონელს ყიდულობ. არის 1500 ლარიანი საქონელიც და არის ასევე 4-5 ათას ლარიანიც. მოგებაც შესაბამისად დამოკიდებულია საქონლის ჯიშზე და წველის რაოდენობაზე. ასევე იმაზე თუ რა საკვებს აჭმევ, ეს საკვები შენს მიწაზე მოგყავს თუ ყიდულობ და ასე შემდეგ. ასე რომ ამ საკითხზე საუბრისას დზალიან ბევრი ნიუანისია გასათვალისწიინებელი. ცოტა კონკრეტულად თუ ჩამოაყალიბებ კითხვას შეიძლება უფრო კონკრეტულადაც გიპასუხოთ.

Posted by: L_O_RD 5 Dec 2013, 16:51
nikandro25

პირველ რიგში რა მიმართულების ფერმა გინდა, მერძეული თუ მეხორცული?
ამის შესაბამისად, შეირჩევა ჯიშები და შესაბამისად საქონლის ღირებულებასაც აქედან დაითვლი.
ასევე ამის შესაბამისად არის საქონლისთვის რა პირობები გჭირდება, კვებიდან გამომდინარე, ბაგური იქნება, ნახევრად ბაგური თუ საძოვრული?
რა მანძილით არის დაშორებული შენი ფერმა, იმ ბაზრიდან სადაც უნდა მოხდეს პროდუქტის რეალიზაცია.
რამდენი ადმაიანი გჭირდება რომ მოუარონ ფერმას და რა სახის განათლება უნდა ჰქონდეთ მათ?
სად უნდა იშოვო სასურველი ჯიშის ძროხები?

ეს მხოლოდ დასაწყისია smile.gif
გისურვებ წარმატებებს!!!

Posted by: barberi 10 Dec 2013, 22:25
გამარჯობათ, ძალიან მჭირდება ბიზნეს გეგმა, ეს ყველაფერი გადავიკითხე რაღაც რაღაცეებში გავერკვიე, რაღაცეებზე წარმოდგენა შემექმნა, მაგრამ

ბიზნეს გეგმა დადოს ვინმემ რა sad.gif(

Posted by: ushuaia 11 Dec 2013, 00:16
barberi
biggrin.gif მაგას ვინ დადებს უფასოდ..................

Posted by: shuma89 25 Dec 2013, 10:58
barberi
ბიზნესგეგმა ბანკებისთვის გინდა მისატანად? ეგენი ითხოვენ თუ შენთვის გინჯდა გასაანგარიშებლად?

==================

Posted by: ucxo777 25 Dec 2013, 17:22
ჯიგრებო მოზვრების (12 თვემდე) ყიდვისას რა კრიტერიუმებით არჩევთ რომელია ჯიშიანი და რომელი უჯიშო?რას უნდა მივაქციო ყურადღება ? ვინმემ ჩამოწერეთ რა

Posted by: ushuaia 25 Dec 2013, 20:34
ავიდაა............................................................

Posted by: ramini19852 25 Dec 2013, 22:40
ავიდა და ავიდაა!!! smile.gif კარგია!!!


QUOTE
ჯიგრებო მოზვრების (12 თვემდე) ყიდვისას რა კრიტერიუმებით არჩევთ რომელია ჯიშიანი და რომელი უჯიშო?რას უნდა მივაქციო ყურადღება ? ვინმემ ჩამოწერეთ რა

ბაგურზე გინდა?

Posted by: ucxo777 25 Dec 2013, 22:44
ramini19852
არა აი მარტი აპრილისთვის ვიყიდო ან ეხლაც ზოგი და შემოდგომით გავყიდო რა

Posted by: ramini19852 26 Dec 2013, 00:08
მაშინ მარტივი რჩევა: იყიდე იმ ტერიტორიაზე მოზვრები სადაც უნდა გყავდეს და გაზარდო, შეჩვეულები იქნებიან, რაც შეეხება ჯიშებს დიდი ხანია სუფტა ჯისჰები აღარ არსებობენ.. გამოცდილი თვალი უნდა აქ ნარჩევით შენ ვერ აარჩევ.. ვინმე სოფლელი კარგი გლეხი გაიყოლე smile.gif

Posted by: kikilooo 3 Feb 2014, 18:46
მაინტერესებს ერთი რაღაცა - სართიჭალაში მაქვს 10 ჰექტარი მიწა სარწყავი წყლებით გზსისპირზე და რამე. გამომადგება საქონლის საკვები რო მოვიყვანო? სილოსი და ეგეთი რამე. ფერმა ლისის ტბასთან ახლოს კეთდება.

Posted by: iko-iko 3 Feb 2014, 20:27
kikilooo
რათქმაუნდა გამოგადგება, მითუმეტეს თუ გასარწყავებულია შესანიშნავი საკვებწარმოება დაინერგება.

Posted by: kikilooo 3 Feb 2014, 23:19
რის მოყვანას მირცჩევ ამ მიწაზე? სახნავი მიწაა. მე საკვები მინდა მოვიყვანო საქონლისტვის. რა უნდა დავთესო?

Posted by: iko-iko 5 Feb 2014, 14:34
იონჯა ან სასილოსე კულტურები. ნებისმიერი მწვანე საკვები შეგიძლია მოიყვანო მაგ მიწაზე.

Posted by: shuma89 7 Feb 2014, 11:11
ქუთაისთან ახლოს სოფელ აჯამეთში მაქვს 8-10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საქონლის ფერმის გაკეთების შემთცვევაში ზამთრისთვის რისი მოყვანა იქნება კარგი? მარტო იონჯა რო დაითესოს დიდი არაფერი არის მემგონი, საქონლის ჭარხალზე ვფიქრობ კიდევ, ბევრი მოვლა თU არ უნდა და თან გადაყოლა მაინცადამაინც თოხით სირბილი არ მიზიდავს biggrin.gif
ასე ორ სამიათას კვადრატზე რო დავთესო მემგონი კარგი იქნება, 100 ტონამდე მოდის ჰექტარზეო გამიგია და რამდენად მართალია ხო ვერ მეტყვით?

და კიდევ დათესვის შემდეგ რა ჭირდება ამ საქონლის ჭარხალს, ან სად იყიდება კარგი სათესლე მასალა რო არ დამაღალატოს?
ხო და კიდევ ირგვლივ ღობეში რომელი ხილი შეიძლება დავრგო ცოტა შემოსავალი მაგანაც რომ მომცეს, თან საქონელს ჩრდილიც ექნება, შავი ქლიავი, ტყემალი, ან კიდევ უკეთესი, თეთრი ქლიავი შეიძლება დავრგო, ღობესაც გაამაგრებს (ეკლიანი მავთული 7 რიგზე გაწყობილი მშვენივრად მიემაგრება ცოცხალ ხეზეც) და შემოსავალსაც მომცემს, საერთოდაც ვფიქრობ, რომ საგალახო ადგილი სადაც იქნება ყოველ 10-15 მეტრში რო ჩავაყოლო თითო ნარგავი ხილი და რომელი ვერ ამირჩევია, თეთრი ქლიავი იმიტომ მომწონს რომ არაყი გამოდის ოხრად, ძალიან შაქრიანია, ჭიათურაში მაქვს სოფელი და იქ მაქვს რამდენიმე ნარგავი თეთრი ქლიავის, ერთ წელიწადს არყის გამოსახდელად გამოვიყენე და იმდელი გამოვიდა გაკვირვებული დავრჩი. თან ის სოფელი სადაც მე მიწის ნაკვეთი მაქვს მაგარი გამსაღებელია სასმელის biggrin.gif

Posted by: gigibuba 7 Feb 2014, 20:55
ბიზნეს გეგმის მომზადება!!! ქართული და უცხოური საინვესტიციო ფონდების მიერ აკრედიტირებული კომპანია AG Consulting გთავაზობთ ბიზნეს გეგმის, საინვესტიციო პროექტის და სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის მომზადებას საერთაშორისო სტანდარტებით. ბიზნეს გეგმა ეს არის კომპანიის მიმდინარე ან მომავალი პერიოდისათვის სავარაუდო მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის ასახული ნეიტრალური პოზიციის მქონე პროფესიონალის თვალით დანახული დადებითი და უარყოფითი მხარეები, პოტენციური რისკები და ღრმა ანალიტიკური დასკვნა.
გახსოვდეთ, რომ კარგი ბიზნეს გეგმა თქვენი წარმატების საწინდარია. ტელ: 592152635, 2226313
მისამართი: მოსეშვილის 11.

Posted by: ucxo777 8 Feb 2014, 14:15
gigibuba
მიახლოებით რა ჯდება მესაქონლეობის სფეროში ეგ ბიზნეს გეგმა?

Posted by: beqnesa 12 Feb 2014, 18:39
ცოცხალია ეს თემა? ხბორების ყიდვა მინდა და |ღირს ეგ ბიზნესი დაწერეთ

Posted by: vaxusti 15 Feb 2014, 01:54
შენ როგორ გინდა იყიდო ხბორები გაზარდო და გაყიდო თუ ფერმის ამუშავება გინდა???

Posted by: beqnesa 15 Feb 2014, 10:37
ორივე ვარიანტს განვიხილავე, რომელი ჯობია

Posted by: dato22 21 Feb 2014, 15:48
იყიდება მაღაზიათა ქსელიდან უკან დაბრუნებული პური დიდი რაოდენობით
პური გამიზნულია სოფლის მეურნეობის სფეროში გამოსაყენებლად
თეთრი პურის ღირებულებაა 30-თეთრი
რუხი პურის 25-თეთრი
597277242

Posted by: javaxa777 21 Feb 2014, 19:55
მოგესალმებით, ძალიან მომეწონა ეს თემა და საკმაოდ გამოცდილი ხალხი ბრძანდებით, მადლობა რომ ასე გულუხვად გასცემთ თქვენს გამოცდილებას და იძლევით რჩევებს. ამ საქმეში საერთოდ არ ვარ ჩახედული და არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ ახლობელმა მითხრა რომ აქვს ტერიტორია და მცირე ფერმა. დავინტერესდი და ფულის შოვნის იდეამ შემიპყრო, რათქმაუნდა ბოლომდე გადავიკითხე ეს თემა და როგორც გამოცდილი ხალხი ბრძანებთ გავიგე რომ შორიდან საქმის მართვით არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც მინდა რომ რჩევა მივიღო. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ასეთ ვარიანტია: არის არსებული ფერმა (ოჯახისთვის ყავს დატოვებული რამოდენიმე სული) , ლილოსთან ახლოს მდებარეობს. არის მომვლელი (ოჯახი იქვე ცხოვორბენ, ანუ დაასახლა ახლობელმა ფერმაში და თავშესაფარი აქვთ ასე ვთქვათ და თავისი საქონელიც გაიჩინეს და ჩემი ახლობლის საქონელსაც უვლიან), მე პირადად იმის დრო არ მაქვს რომ ჩემით მოვუარო და გამოვზარდო საქონელი მაგრამ თუნდაც ყოველდღიურად გავუწევ კონტროლს და ადგილზე ჩავალ ხოლმე, ასევე ისეთ პიროვნებასთან ვიჭერ საქმეს რომ არ მიღალატებს და დანარჩენი კიდევ მომვლელზეა დამოკიდებული და ყველანარიად ვეცდეები გავაკონტროლო და მითითებები მივცე. ვინაიდან არ მაქვს გამოცდილება ვფიქრობ რომ უკეთესი იქნება მოვიმარაგო საკვები და ვიყიდო მაგალითად 10-15 ხბო, მგონი კარგი პერიოდია და მოვასუქო და შემდეგ გავყიდო. ოქტომბერ-ნოემბრისთვის. რას მირჩევთ, როგორი საქონელი ავარჩიო, რა ასაკის ? ჩვეულებრივი ადგილობრივი ჯიშები მაგალითად ცოტა წამოზრდილები რძეს რომ აღარ საჭიროებენ რამდენი კილო არის ხოლმე და ამ პერიოდში ნორმალურად რომ გამოვკვებო ნამატი რამდენი შეიძლება მივიღო ? ღიირს რომ გავრისკო ეს საქმე და ამით შევეჩვიო ნელ-ნელა ??

Posted by: kaki96_ 22 Feb 2014, 12:32
QUOTE
მოგესალმებით, ძალიან მომეწონა ეს თემა და საკმაოდ გამოცდილი ხალხი ბრძანდებით, მადლობა რომ ასე გულუხვად გასცემთ თქვენს გამოცდილებას და იძლევით რჩევებს. ამ საქმეში საერთოდ არ ვარ ჩახედული და არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ ახლობელმა მითხრა რომ აქვს ტერიტორია და მცირე ფერმა. დავინტერესდი და ფულის შოვნის იდეამ შემიპყრო, რათქმაუნდა ბოლომდე გადავიკითხე ეს თემა და როგორც გამოცდილი ხალხი ბრძანებთ გავიგე რომ შორიდან საქმის მართვით არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც მინდა რომ რჩევა მივიღო. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ასეთ ვარიანტია: არის არსებული ფერმა (ოჯახისთვის ყავს დატოვებული რამოდენიმე სული) , ლილოსთან ახლოს მდებარეობს. არის მომვლელი (ოჯახი იქვე ცხოვორბენ, ანუ დაასახლა ახლობელმა ფერმაში და თავშესაფარი აქვთ ასე ვთქვათ და თავისი საქონელიც გაიჩინეს და ჩემი ახლობლის საქონელსაც უვლიან), მე პირადად იმის დრო არ მაქვს რომ ჩემით მოვუარო და გამოვზარდო საქონელი მაგრამ თუნდაც ყოველდღიურად გავუწევ კონტროლს და ადგილზე ჩავალ ხოლმე, ასევე ისეთ პიროვნებასთან ვიჭერ საქმეს რომ არ მიღალატებს და დანარჩენი კიდევ მომვლელზეა დამოკიდებული და ყველანარიად ვეცდეები გავაკონტროლო და მითითებები მივცე. ვინაიდან არ მაქვს გამოცდილება ვფიქრობ რომ უკეთესი იქნება მოვიმარაგო საკვები და ვიყიდო მაგალითად 10-15 ხბო, მგონი კარგი პერიოდია და მოვასუქო და შემდეგ გავყიდო. ოქტომბერ-ნოემბრისთვის. რას მირჩევთ, როგორი საქონელი ავარჩიო, რა ასაკის ? ჩვეულებრივი ადგილობრივი ჯიშები მაგალითად ცოტა წამოზრდილები რძეს რომ აღარ საჭიროებენ რამდენი კილო არის ხოლმე და ამ პერიოდში ნორმალურად რომ გამოვკვებო ნამატი რამდენი შეიძლება მივიღო ? ღიირს რომ გავრისკო ეს საქმე და ამით შევეჩვიო ნელ-ნელა ??



აქ ხშირად კითხულობენ ამაზე და მინდა გითხრათ მაგ ხბოს არჩევასა და ყიდვას მაგ საქმეში გამოცდილი კაცი ჭირდაბა,რომელიც ვიზუალური და ფიზიკური დათვალიერებით გაარკვევს როგორი ზრდის რესურსი აქვს ხბოს,სხვანაირად არ მოკიდოთ ხელი ტორე შეიდზლება ხბო კარგად გამოიYურება მაგრამ ისე ვერ გაიზარდოს როგორც საჭიროა.კვებაც სპეციალური ჭირდება

Posted by: javaxa777 22 Feb 2014, 16:13
kaki96_
მართალი ბრძანდებით, რათქმაუნდა ყიდვის დროს გამოცდილი ადამინი უნდა იყოს არჩევისას რომ საქონელი შეაფასოს და იმდაგვარად მოხდეს ყიდვა. დავუშვათ კარგი საქონელი ავარჩიეთ, ვინაიდან შეონობა და მომვლელის პრობლემა არ იქნება ღიირს რომ საკვები ვიყიდო და დავიმარაგო და მოვკიდო ამ საქმეს დასაწყისისთვის ხელი ? არ ვიცი რამდენი კილოა მაგალითად 7-8 თვის ხბო, ალბათ 70 კგ ? და ნოემბრამდე რომ გამოვზარდო რამდენი უნდა გახდეს დაახლოებით ჩვენი ადგილობრივი ჯიშის. მექნება რეალურად სარგებელი როგორც გამოცდილმა ხალხმა რომ მითხრათ.

Posted by: ucxo777 23 Feb 2014, 20:12
ბიჭებო პრემიქსთან დაკავშირებით მაინტერესებს მოზვრებისთვის ქატოში თუ შეიძლება აურიო და რამდნი??

ცოტა თემას კი გადაუხვიე მაგრამ არაუშავს


Posted by: ushuaia 23 Feb 2014, 20:14
ხბორების ყიდვა სადაა მიზანშეწონილი.....................?

Posted by: ucxo777 23 Feb 2014, 20:19
ushuaia
სოფლებში უფრო იაფად დაითრევ ბევრადsmile.gif თუ არა და საქონლის ბაზარში, ნუ გააჩნია სად ხარ

Posted by: ushuaia 23 Feb 2014, 20:26
ucxo777 ფერმა კახეთში ............... კარგი კავშირები მაქვს ლეჩხუმში და სამეგრელოში...........


თუ აღმოსავლეთში ჯობია.......?

Posted by: ucxo777 23 Feb 2014, 20:54
ushuaia
თუ ფერა კახეთში გაქვს ალბათ უფრო აღმოსავლეთი ჯობია არ ვიცი ,შემოვლენ აქ უფრო გამოცდილები და ისინი უფრო სწორ პასუხს გაგცემენsmile.gif

Posted by: ushuaia 23 Feb 2014, 20:59
ლეჩხუმში კილოგრამი 4 - 4.5 - 5 ლარი ღირს.................

Posted by: javaxa777 24 Feb 2014, 01:26
თუ არ დამზარდებით და მეც მომცემთ რჩევას ჩემს პირველ პოსტზე მადლობელი დაგრჩებით.

მეც მაინტერესებს კახეთისკენ სად შეიძლება ყიდვა ? სადაა შედარებით იაფი ბაზარი? (გამიგია იორმუღანლო, ალბათ სართიჭალაშიც ყავთ ხოლმე და ლაგოდეხში კაბალზე არის თუ არ ვცდები)

იქნებ მირჩიოთ რა ასაკის? წონით რამდენის? ყიდვაა უკეთესი რომ გამოვზარდო ნოემბრამდე და მერე გავყიდო, ექნება თუ არა აზრი როდესაც საკვები საკუთარი წარმოების არ მაქვს და საყიდელია ეგეც. ამჟამად 1 კგ ცოცხალი 4.5 - 5 ლარი ღირს ანუ ?

Posted by: ucxo777 24 Feb 2014, 10:24
javaxa777
მე ვიყიდე გუშინ და ფასებმა მაგრად აიწია მოზვრებზე,ვინაიდან გაზაფხულია უკვე ყველას მოზვრები უნდა საყოლად, თითოს ფასი 350 და ზევით იყო 50 60 კგ იანები.რა თქმა უნდა აზრი ექნება ნუ ეხლა თითქმის 1 თვეში თვე ნახევარში უკვე მწვანე ბალახიც ამოვა და მარტო ეს დრო გეყოლება გამოსაკვები მერე კი შემოდგომით მაშინ გაყიდე სანამ საკვები დასჭირდებათ, თუ ფული გაქვს იყიდე 15-20 სული მაგრამ მანდ რომელი ბაზრებია არ ვიცი სამწუხაროდ მე დუშეთში ვარ და მუხრაანის ბაზარში ვიყიდეsmile.gif ვაჭრებით არის გატენილიი:/

Posted by: ushuaia 24 Feb 2014, 12:57
ლეჩხუმში უნდა ჩავირბინოო..................გავარკვევრა სიტუაციააა

Posted by: javaxa777 24 Feb 2014, 23:46
ucxo777
მადლობა ინფორმაციისთვის, უკვე გავარკვევ მეც სადაც შევძლებ ფასებს

Posted by: bolgha 23 Mar 2014, 20:53
QUOTE (javaxa777 @ 24 Feb 2014, 01:26 )
თუ არ დამზარდებით და მეც მომცემთ რჩევას ჩემს პირველ პოსტზე მადლობელი დაგრჩებით.

მეც მაინტერესებს კახეთისკენ სად შეიძლება ყიდვა ? სადაა შედარებით იაფი ბაზარი? (გამიგია იორმუღანლო, ალბათ სართიჭალაშიც ყავთ ხოლმე და ლაგოდეხში კაბალზე არის თუ არ ვცდები)

იქნებ მირჩიოთ რა ასაკის? წონით რამდენის? ყიდვაა უკეთესი რომ გამოვზარდო ნოემბრამდე და მერე გავყიდო, ექნება თუ არა აზრი როდესაც საკვები საკუთარი წარმოების არ მაქვს და საყიდელია ეგეც. ამჟამად 1 კგ ცოცხალი 4.5 - 5 ლარი ღირს ანუ ?

მე გირჩევ შემოდგომის ბოლოს იყიდო ხბორები,მაშინ ღირს იაფი,შენკი მაშინ აპირებ გაყიდვას.თან მანამდე ზაფხულია და შეგიძლია იაფად დაიმარაგო საკვები,ზამთარში საკვები ყველაზე ძვირია და შესაბამისად გამოზამთრებული საქონელიც.დანახარჯები განსაზღვრავს მერე შენს მოგებას.
ეს ისეთი საქმეა ჭკვიანურად თუ მიხედავ არ იზარალებ,რაც მნიშვნელოვანია თან თუ სესხით აკეთებ ამ საქმეს

Posted by: ushuaia 24 Mar 2014, 00:37
ახლა სად ჯობია ყიდვა 5 ცალი მოზვერი მინდა სასწრაფოდ.......................

Posted by: Golden Talon 26 Mar 2014, 20:14
იქნებ მომაწოდოთ იდეა,მყავს 16 ხევსურული ძროხა,წლიური მონაწველი დაახლოებით თითოსი1400 ლიტრია, მაქვს ასევე 20 ჰა სათიბი, 10 ჰა სახნავ სათესი მიწა. მინდა ავიღო კრედიტი და გავაფართოვო,ვიყიდო დეკეული 3-4 წლის და რაოდენობა გავზარდო 50 ძროხამდე, ჯერ-ჯერობით წლირად მაქსიუმუმ 40 ტონის გასაღების თავი მაქვს,შემდეგში უკვე რძის პროდუქტების მცირე საწარმოზე ვფიქრობ. დამეხმარეთ რომელი ბანკიდან გამოვიტანო სესხი თუ რომელიმე ფონდს მივმართო.
* * *
ან იქნება და დადოთ ის დალოცვილი ბიზნეს გეგმა,რომელზეც თავიდანვეა საუბარი.
* * *
თან იქნება და დადოთ ის დალოცვილი ბიზნეს გეგმა,რომელზეც თავიდანვეა საუბარი.
* * *
არის კონტაქტი? სადაა ის კაცი მომაშველოს ის ბიზნეს გეგმა და დანარჩენზე მირჩიეთ რამე

Posted by: Golden Talon 28 Mar 2014, 02:34
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: ushuaia 28 Mar 2014, 02:35
Golden Talon
გეგმას არავინ მოგცემს აქ..ისევ შენით მიაწექიი.................

Posted by: Golden Talon 28 Mar 2014, 03:00
QUOTE
გეგმას არავინ მოგცემს აქ..ისევ შენით მიაწექიი.................




სხვისი გეგმა მარტი იმისთვის მინდა რომ შევადარო. დანარჩენი რაში გამოვიყენებ,თან წერდნენ მაქვსო და დავდებო

* * *
თუნდაც გინეკოლოგიური კაბინეტის გაფართოებაზე იყოს და ნუ იქნება მესაქონლეობაზე ,შემახედა ერთი მარტო,რა სახით უნდა იყოს რომ აზზე მოვიდე.

Posted by: Golden Talon 30 Mar 2014, 22:47
დავწერე ხალხო,ეხლა იქნება ვინმე გამოჩნდეს ვინც გადახედავს და ჩამისწორებს,რა დავამატო ის მითხრას და რაც დვწერო ჩამისწოროს

Posted by: PaKuRa 1 Apr 2014, 23:57
მაინტერესებს 5 ძროხის 1 წლით გამოკვება რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ისე რომ რაც შეიძლება ბევრი რძე ვიმიღო? სიტყვაზე რა რაციონია ყველაზე კარგი. რითი გამოვკვებო და რა დოზებით? გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ვაბალახებ და რა იქნება კიდე საჭირო რომ ბევრი რძე მივიღო? და რა თანხაბთანაა დაკავშირებული? ვინმემ გამეცით პასუხი. წინასწარ მადლობა.

Posted by: shuma89 4 Apr 2014, 01:59
QUOTE (Golden Talon @ 30 Mar 2014, 22:47 )
დავწერე ხალხო,ეხლა იქნება ვინმე გამოჩნდეს ვინც გადახედავს და ჩამისწორებს,რა დავამატო ის მითხრას და რაც დვწერო ჩამისწოროს

Atvirte da rac shemedzleba chavasworeb.

An skupeshi mome da me avtvirtav da davdeb.
Skype: Shuma89

Posted by: Odontos 5 Apr 2014, 12:44
ბიზნეს გეგმები-რუსულ საიტებზეა ბევრი-
* * *
http://www.planagro.ru/biznes-plan-razvedeniya-krupnogo-rogatogo-skota.html

Posted by: sham 9 Apr 2014, 12:22
ვინმე თუ ყიდის სარძევე ძროხებს ან ხბოებს ? ... კარგი ჯიშის ...

Posted by: daviti007 22 Apr 2014, 14:58
QUOTE (spana84 @ 23 Nov 2013, 11:23 )
kaki96_
QUOTE
საინტერესოა.

მაგ 600 კილო მწვანე მასის მიღებას რამდენი კვადრატი ფართობი და რა დრო ჭირდება ეგრეთწოდებული დათესვიდან კონდიციამდე მისასვლელად


თუ ყველა პირობას იდეალურად დავიცავთ 7 დღეში მზადაა რომ მივართვათ საქონელს საკვებად. ფართს რაც შეეხება 30-35 კვადრატი ფართი სჭირდება. 1 კვადრატულ მეტრზე ითესება 1 კილო ქერი და 20 კილომდე მწვანე მასა ამოდის.

იდეალურ პირობებს რაც შეეხება ესაა იდეალური პირობები:
The ideal growing room conditions are:

• 40-80% humidity
• 16-24C ambient temperature
• Good fresh air movement
• 16-24C water temperature

დაინტერესებული ვარ ჰიდროპონიკით, სიამოვნებით ვნახავდი შენს მეურნეობას.წინასწარ მადლობა

Posted by: ushuaia 22 Apr 2014, 15:26
6 მოზვერი შევიძინე 1300 ლარად 2 თვიანები.....................მგონი კარგი ფასიაა,,,,,,,,,,

Posted by: GaBBaDa 28 Apr 2014, 02:55
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ, მაინტერესებს : ხორბლის ქატოს , საკვები ჭარხლის , კირის , ქერის , სიმინდის , ხორბლის სილოსის და სოიოს შროტის ფასები. და ასევე მაინტერესებს , რას შეიცავს კომბინირებული საკვები ? ( კერძოდ ძროხისთვის ) . იქნებ პირადში მომწეროთ . მადლოვა წინასწარ

Posted by: sham 28 Apr 2014, 11:15
ushuaia
QUOTE
6 მოზვერი შევიძინე 1300 ლარად 2 თვიანები.....................მგონი კარგი ფასიაა,,,,,,,,,,


სად შეიძინე ?

2 თვის რამდენი კილოა დაახლოებით ?

Posted by: ushuaia 28 Apr 2014, 12:25
sham
კახეთში .... მანავში 9 მყავს უკვე,,,
40 კილოზე ნაკლები არაა არცერთი
4 ცალი 54 კილომდეა.

Posted by: safety 6 May 2014, 14:34
iko-iko
შენ რაც დღე და მოსწრება მახსოვს სულ აქ ფორუმზე ხარ სოფლის მეურნოენბაში ....


ეღტი რჩევა მინდა მეც... რა დამიჯდება რძის გადამამუშავებელი ხაზის შეძება და დამონტაჯება ? როგორ უნდა ავარჩიო ეს ხაზები ან სად შეიძლაბ მოვიძო . ან რა ფასებშია.
ან რამდენი ძროხა საჭირო დაახლოებით რომ მისი წარმადობაიყოს ნორმალური ?ანუ ყავს მეგობარს საკუტარი 20 მდე ძროხა და და კიდევ უნდა გაძლიერება

იქნებ მირჩიო რაიმე

Posted by: ramini19852 6 May 2014, 16:28
Golden Talon
გაუმარჯოს,სესხი რამდენი გინდა?

Posted by: iko-iko 8 May 2014, 08:04
safety
გამარჯობა, აქ ხანდახან შემოვიხედები ხოლმე, კითხვებს გადავხედავ ხოლმე და მერე გავდივარ wink.gif თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული აინტერესებს ისეთი რომელზეც შემიძლია ვუპასუხო არც ეხლა მეზარება.

ეხლა რაც შეეხება შენს შეკითხვას, ფასები ნამდვილადარაფრის არ ვიციმათ შორის არც რძის გადამამუშავებლის ხაზი. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ პირველრიგში რა პროდუქტები უნდა აწარმოო, მერე უნდა შეიმუშაო ტექნოლოგიური პროცესი და ჩამოწერო (რომელიც პრაქტიკაში ბევრჯერ შეგეცვლება დაიხვეწება), აი ამ ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით ყველა ნაბიჯზე რა ინვენტარი და ტექნიკაცგჭირდება ეგეც შენი ე.წ.ხაზი, თორე მართლა ხაზები ბევრი ფული ღირს.

აგერ ბმულები ჩინა:
http://www.360dairy.com/

http://www.shjimei.cn/complete-uht-milk-processing-line.html?gclid=CNrjiLy3m74CFZShtAodgyoAaw

ბმულები სხვა
http://www.iec-il.com/
http://www.heuvelzuivelmachines.nl/ და ა.შ.



Posted by: Golden Talon 8 May 2014, 13:21
QUOTE
iko-iko


მოკლედ სანამ აქ ვინმე დამეხმარა, დავგეგმეთ ყველაფერი და უკვე ძროხებსაც გადმოვრეკავთ, არის მთის ქართული ჯიში, არის გამძლე და ეგუება პირობებს ადვილად, არის მცირე ტანის მოიხმარს საკვების მცირე რაოდენობას და ამჟამად შესაბამისად იწველება წლიურ 1600 ლიტრს, თუმცა გაუმჯობესებულ პირობებში მისი წველადობა იზრდება 2300 ლიტრამდე, სამაგიეროდ მისი ცხიმიანობა 7 %ს აღწევს. ვაკეთებთ ბიოგაზის დანადგარს, სათბურს და ყველის მცირე ქარხანას, ბიოგაზი საკმარისია როგორც სათბურისათვის ასევე საწარმოს ,, დასაქოქად'', ბიოგაზის ნარჩენს ვიყენებთ ნიადაგში გასანოყიერებლად, მოგვყავს საკუთარი საკვები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეთრი ჭარხალი. შემდეგში ვგეგმავთ დავაყენოთ მზისა და ქარის კოლექტორი, რომელიც შეამცირებს კომუნალური გადასახადების რაოდენობას. რას დაუმატებდით, ყველას ეხება რა რჩევას მომცემდით.

P.S. ბაზარი მოძიებულია

Posted by: asbalo 9 May 2014, 23:46
Gmertma xeli mogimartos, kai sakme wamoiwye.

Posted by: iko-iko 10 May 2014, 11:12
Golden Talon
კარგი გეგმაა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

ადგილობრივი მთის პოპულაციის საქონელი მაღალ ცხიმიანობასთან ერთად მაღალი ცილოვნებაც აქვს შედარებით. თუმცა 7%-ნუ გამოეკიდებით, თუ რაიმე დასაყრდენ გათვლას აკეთებთ 5,5-6% ცხიმიანობა უნდა დაიანგარიშოთ თქვენს შემთხვევაში.

Posted by: ucxo777 11 May 2014, 09:58
რა მაინტერესებს , тектин супер ეს ჭიის წამალი ათი დღის მერე უნდა განმეორდეს თუ ერთხელ რომ გაუკეთებ 6 თვემდე აარფერი აღარ უნდა??

Posted by: presbiteri 14 May 2014, 17:16
კარგო ხალხო, ერთი კითხვა მაქვს: რა ღირს და სად იყიდება ის პატარა აპარატი (დაახლოებით სალარო აპარატზე ოდნავ დიდია) რომელიც აკეთებს რძის ანალიზს. ანუ ტემპერატურა, წყლის შემცველობა, ცხიმიანობა, მჟავიანობა და ა.შ. წინასწარ დიიიიდი მადლობა.

Posted by: meurne 24 May 2014, 14:05
საძოვრებს და სახნავ-სათეს ფართს სად იყიდი იაფად ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: ushuaia 24 May 2014, 14:05
კახეთში მოიძიო უნდა.................................................

Posted by: meurne 24 May 2014, 14:31
ჰექტრის ფასი მიახლოებით რა არის?

Posted by: sham 24 May 2014, 22:34
meurne
საძოვრები მაქსიმუმ 1000$-მდე , გააჩნია ადგილს, სახნავი 2-3-ჯერ ძვირი.

რა მინდა გკითხოთ,

რომ ვიყიდო მერძეული ძროხა, რომელსაც საძოვარზე არ გავუშვებ. ანუ სულ შენობაში მეყოლება და გამოვკვებავ თივით და კორმით, რამდენად აზრი ექნება მსგავს ბიზნესს?


Posted by: safety 27 May 2014, 15:01
iko-iko
ramini19852
ushuaia
L_O_RD
spana84
kaki96_

ხალხო იქნებ თქვენი მაილები მოიწეროთ რა... ვცდილობ გავაკეთო ერთ მთლიანი ბიზნეს გეგმა და კალკულაციები ამ მეცხოველეობის ფერმასთან დაკავშირებით , და ერთი საღი ფაილი დავწერო და ავტვირთო აქ რომ ყველას ქონდეს საშუალება ერთი დაკლიკებით smile.gif ამდენი 12 გვერდით "ბაჯაღლო ინფორმაცია " მიიღოს...

დავწერ ექსელში და განახეთ რა კონსულტაციასაც გავივლი თქვენთანაც. რომ მცდარი ინფორმაცია არ გავიდეს დამწყებებისათვის.....

რავი კიდევ ვინმეს თუ შეიძაბ რომ ჭკუა დამარიგოს სხვებმაც დაწერეთ ტქვენი მაილები . ( ან პირადში მომწერეთ)

Posted by: Hello-Goodbye 27 May 2014, 17:04
მოგესამლებით ყველას
თავიდან ბოლომდე გადავიკითხე თემა და საკმაოდ საინტერესოა, ვაპირებ ფერმა გავაკეთო მხოლოდ რძის წარმოების მიმართულებით, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ არაა ნახსენები ყველაზე მნიშნელოვანი როდის არის ყველაზე ხელსაყრელი ამ საქმის დაწყება, რა პერიოდია რძის სასიცოცხლო ციკლი ანუ მაქსიმუმ რა პერიოდში უნდა ჩააბარო მყიდველს რომ მან შემდეგში თავისი ბიზნესის მხრივ მოიხმაროს. ვაპირებ პროექტის გაკეთებას და შეიძლება ბევრი ელემენტარული შეკითხვა დავსვა (ძალიან ცოტა ვიცი ამ საქმეზე) მინდა ნიუანსებში გავწერო რამდენადაც შევძლებ, წინასწარ მადლობა ყველას

Posted by: Golden Talon 28 May 2014, 00:19
QUOTE
კარგო ხალხო, ერთი კითხვა მაქვს: რა ღირს და სად იყიდება ის პატარა აპარატი (დაახლოებით სალარო აპარატზე ოდნავ დიდია) რომელიც აკეთებს რძის ანალიზს. ანუ ტემპერატურა, წყლის შემცველობა, ცხიმიანობა, მჟავიანობა და ა.შ. წინასწარ დიიიიდი მადლობა.



ტელ.: (+ 995 032) 243 26 64
მობ.: (+ 995 570) 103 405
აქ დარეკე და უთხარი ანალიზატორი მინდა თქო

Posted by: safety 28 May 2014, 14:15
QUOTE
iko-iko
ramini19852
ushuaia
L_O_RD
spana84
kaki96_

ხალხო იქნებ თქვენი მაილები მოიწეროთ რა... ვცდილობ გავაკეთო ერთ მთლიანი ბიზნეს გეგმა და კალკულაციები ამ მეცხოველეობის ფერმასთან დაკავშირებით , და ერთი საღი ფაილი დავწერო და ავტვირთო აქ რომ ყველას ქონდეს საშუალება ერთი დაკლიკებით  ამდენი 12 გვერდით "ბაჯაღლო ინფორმაცია " მიიღოს...

დავწერ ექსელში და განახეთ რა კონსულტაციასაც გავივლი თქვენთანაც. რომ მცდარი ინფორმაცია არ გავიდეს დამწყებებისათვის.....

რავი კიდევ ვინმეს თუ შეიძაბ რომ ჭკუა დამარიგოს სხვებმაც დაწერეთ ტქვენი მაილები . ( ან პირადში მომწერეთ)

რავი მოვახერხე მთელი ინფორაცაიის ერთად შეკრება და ვისაც გაინტერესებთ გამოგიგზავნით .
არის ძირითადად ფორუმიდან აღებული წყარო . არ ვიჩემებ საკუტარ განათლებულობასsmile.gif)) და იმედია იდეების მოპარვაშიც არ ჩამოამართმევთ. რადგან შემეცნებითია და აქ უნდა იდეოს მზა შედეგი რომ სხვებმაც ნახონ შემეცნებისათვის. ნუ ძირითადად ბიოენერგის იდეებია ჩაქსოვილი . მაგრამ იმედია მომიტევებენ ....

მომწერეთ მაილები რომ თქვენც გადახედოთ და მზა ინფორმაცია დავდოთ საბოლოოო

სხვებს რომ გამოადგეთ თორემ ჩმეთვის ეს ინფორმაცია უკვე საკმარისია smile.gif

Posted by: ushuaia 28 May 2014, 23:29
safety
გამოუშვი......................................

Posted by: MR_OZIKA 29 May 2014, 00:09
safety
ჩემთანაც გამოუშვი რა

Posted by: safety 29 May 2014, 00:15
ushuaia
QUOTE
safety
გამოუშვი......................................

ხო მოგწერე უკვე ????? ნახეაბა მაილი ან სპამებში ნახე .იქ ხომ არ ჩააგდო ?
QUOTE
ჩემთანაც გამოუშვი რა

მომე მაილი

Posted by: astamuri 29 May 2014, 00:40
აბა ხალხო! დაახლოებით ერთ კვირაში მექნება იონჯის პრესები ასე 300 ცალი. შემეხმაურეთ იაფი იქნება(საბაზროს ნახევარი).მე არ მჭირდება. თუ დავაბინავე მერე ცოტა გაძვირდება.

Posted by: safety 29 May 2014, 00:51
astamuri
QUOTE
შემეხმაურეთ იაფი იქნება(საბაზროს ნახევარი)

რამდეად ყიდი ტუკს 25 კგ ?

Posted by: ushuaia 29 May 2014, 01:57
astamuri
რა ადგილზეგაქვს....................?

Posted by: Hello-Goodbye 30 May 2014, 10:26
safety
თუ შეგიძია მეც გადმომიგზავნე

Posted by: astamuri 31 May 2014, 18:27
ქარელთან.ცენტ.მაგისტრალიდან 25 მეტრი. ფასი : რავიცი აბა, შემოდგომაზე საბაზრო ფასი 7-8 ლარი იყო. smile.gif

Posted by: ToDsSoN 24 Jun 2014, 23:08
გამარჯობათ, მაინტერესებს სად შემიძლია ვნახო თანამედროვე ტიპის ძროხის ფერმებს ვინ აშენებს და თუ რა ჯდება გარკვეულ სულზე და აგრეთვე მაინტერესებს თუ რა ჯდება საწველი დანადგარი და სხვა.. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ წინასწარ დიდი მადლობა
* * *
უკეთესად რომ ავხსნა "ყვარლის ბაგა" რომ არის კომპანია ისეთი თანამედროვე ტიპის ფერმა მეხორცეული და მერძეული, 100-150 სულზე

Posted by: kikilooo 29 Jun 2014, 02:25
daviti007
არსებობს ეგეტი სათბური მართლა?

Posted by: gurjii 9 Jul 2014, 22:03
iko-iko
tengiz chochishvili
spana84
kaki96_
Beqa B
stephanozi
ramini19852
ესეიგი ბიჭები. სოფელში მაქვს დაახლოებით 2 გექტარი მიწა სადაც ყველაფერი მოდის. მინდა რომ დავთესო საქონელითის რაიმე იონჯა ან რაღაც მსგავსი . მოსავალი ყოველთვის საშუალოზე მაღალია ამ მიწებზე. რომ დავთესო დაახლოებით 10 მოზვერს ეყოფა ზამთარში მოსავალი?არც ის ვიცი საშუალოდ რამდენი პრესი გამოვა ან მსგავსი. გამოუცდელი ვარ ამ სფეროში. ეხლა რაც შეეხება მთავარ კითხვას. რომ ვიყიდო სადღაც 40-60 კილოანი მოზვრები. 200 ლარად 10 ცალი- 1 წლის განმავლობაში რამდენს მოიმატებს საშუალოდ? ზაფხულში მთაში გავუშვებ30 ჰექტარი მაქვს მთაში. იქნებ მირჩიოთ რამე ღირს მარტო მოზვრების ყიდვა და გაზრდა

Posted by: Vano52 10 Jul 2014, 03:15
Mag fasad ra unda iyido chemtan 300 lari minimum unda rdzes acilebul mozvers, ki ats tavisuflad eyofa mara xoici pirvel wels marto 2 jer itibeba ertxel balaxi ertxel ionja at mozvers 40-60kg dgeshi unda 2 presi 40kg ionja 5kg marcvleuli da gazafxulamde shenaxvis xarji titoze 100 laria yvelafrianad me myavda 100 suli masetebi da sakmaod kargi mogeba datova,

Posted by: ushuaia 10 Jul 2014, 10:58
gurjii
200 ლარად სადმე თუ იშოვი ჩვენც გვასწავლე..............................

Posted by: presbiteri 10 Jul 2014, 12:22
QUOTE (gurjii @ 9 Jul 2014, 22:03 )
iko-iko
tengiz chochishvili
spana84
kaki96_
Beqa B
stephanozi
ramini19852
ესეიგი ბიჭები. სოფელში მაქვს დაახლოებით 2 გექტარი მიწა სადაც ყველაფერი მოდის. მინდა რომ დავთესო საქონელითის რაიმე იონჯა ან რაღაც მსგავსი . მოსავალი ყოველთვის საშუალოზე მაღალია ამ მიწებზე. რომ დავთესო დაახლოებით 10 მოზვერს ეყოფა ზამთარში მოსავალი?არც ის ვიცი საშუალოდ რამდენი პრესი გამოვა ან მსგავსი. გამოუცდელი ვარ ამ სფეროში. ეხლა რაც შეეხება მთავარ კითხვას. რომ ვიყიდო სადღაც 40-60 კილოანი მოზვრები. 200 ლარად 10 ცალი- 1 წლის განმავლობაში რამდენს მოიმატებს საშუალოდ? ზაფხულში მთაში გავუშვებ30 ჰექტარი მაქვს მთაში. იქნებ მირჩიოთ რამე ღირს მარტო მოზვრების ყიდვა და გაზრდა

გასწავლი, ოღონდ არავის უთხრა biggrin.gif

ე.ი. დავიწყოთ იმით, რომ ზამთარში მოზვრები არ უნდა შეინახო. უნდა იყიდო აპრილში. და არა 200 ლარად. არამედ 400-500 ლარის ფარგლებში. გააგდო მთაში, ანუ ე.წ. "მშრალებში". ოქტომბრამდე მწყემსი მიხედავს და გადაუხდი თვეში 15 ლარს, ან 10 ლარს სულზე. სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა ფასია. ოღონდ ჯერ უნდა დაიგულო ადგილი, სადაც ასე წაიყვანენ მოზვრებს. ყველგან არ მიყავთ


ჰოდა რომ ჩამოვა ოქტომბერში ეს შენი მოზვრები, დააბავ, ბაგურ კვებაზე კარგად მოასუქებ და დეკემბერში გაყიდი. ყველაზე კარგი ვარიანტია მარნეულის ბაზარი. თუ კარგად გეყოლება გასუქებული, უპრობლემოდ გაყიდი.500 ლარად ნაყიდ და გაზრდილ მოზვერს მინიმუმ 1200 ლარად გაყიდი. ოღონდ გაითვალისწინე, რომ აზერებში შავი ფერის მოზვერს მეტი ფასი აქვს. თეთრებს და ჭრელებს არ ყიდულობენ.

ე.ი, რა დაგრჩება: აიღე მოზვერში 1200 ლარი. აქედან 500 ლარი ყიდვის ფული. 7 თვე მთაში ყოფნის ფული 15*7=105 ლარი. ოქტომბერ-დეკემბერში ბაგური კვება სადღაც 150 ლარი. ტრანსპორტირება და წვრილი ხარჯები სადღაც 50 ლარი. გამოვიდა ხარჯი 800 ლარი. მოზვრიდან უნდა დაგრჩეს 400 ლარი წელიწადში.

ეხლა პრობლემები: მთაში სად მიყავთ, უნდა გაიგო. ყიდვისას მცოდნე კაცი უნდა გახლდეს, შენ ვერ აარჩევ, შეხება ტუ არ გქონია. შეიძლება ხევსურკა ძროხის მოზვერი მოგყიდონ და მერე უყურე როგორ ეზრდება მარტო რქები biggrin.gif მწყემსი უნდა იყოს სანდო. და ნოემბერ-დეკემბერში დასაბმელი ადილი უნდა გქონდეს, რომ დააბა. და ასევე ვინმე უნდა გყავდეს, რომ თივა დაუყაროს. ისე,, ქერი უფრო ასუქებს.

Posted by: Vano52 10 Jul 2014, 12:39
:-Dyvelaze kargia oqtomber noembershi iyido mozvrebi patarebi ase 40-50kg 3-4 tvidan zevit am asakshi ukve kargad whamen da tan cotas whamen rac gamozamtrebis iaf danaxarjs nishnavs gamozamtreba sulze sashualod 50 lari dajdeba maqsimumi bagurze 80-100lari gazafxulame ukve gaxdebian didebi mere gaushveb mtashi da sadgac oqtombershi gayidi bagurze dabmas kargi codna unda elementarulad simindi xo gonia zogs asuqebso awhmev da ise aeshleba kuwhi 1 kvira vegar moarchen:-D,

Posted by: ucxo777 10 Jul 2014, 13:01
presbiteri
მე ტაროიანი სიმინდის ყიდვას ვაპირებ 3 ტონამდე მერე ტაროიანად დავფქავტქო ტან შვრიაც მაქვს და შეურევთქო და და ამას ჯობია ქერი რო აჭამო მარტო?
* * *
Vano52
მეც მასე ვაპირებ რასაც ავიგებ უკან ჩავაბრუნებ და 6 7 თვისებს ვიყიდითქო,თუ გაზაფხულზე 450 500 უნდა მივცე 300 350 მგოი კარგებს ვიყიდიsmile.gif გაზაფხულზე ცეცხლის ფასები აქვს

Posted by: Vano52 10 Jul 2014, 15:08
Taroianad kargia me marcvali davfqvi da gamawvala, pirvel rigshi dasavleturi da fshaur xevsuruli ar iyido dzaan nela izdebian vinme mcodnestan ertad aarchie zogi jishia 2 wlis minaxia -70kg yvelaze kargi iqneba urqo jishs tu shearchev mag wonisebs rac shen tqvi 1 sm ze meti rqa tu eqneba ar gaekaro da maglebi aarchie grdzelebi nacrisferebi da shavebi jobia mara zviria, mtavari jishia da mogebas kargad datovebs chemebshi zogi 1300 larad gavyide zogi 400-500 larad , ki masea su qeri ar varga unda aurio simindshi, gazafxulze ararealuri fasebia yoveltvis da isev gamozamtreba jobia welsac vapireb 100 bocholis moyvanas ionja maq mwvaned dapresili dzaan magrad whamen, cota gagawvalebt shriftze mara chamirtaven nets male:-D
* * *
Am linkze davdeb ramdenime foto mqonia shemorchenili eseni myavda adre gansakutrebuli jishebi araa mara kargebia:-D http://vano54025.spaces.ru/pictures/?Dir=8330454;sid=8158061814326145

Posted by: ucxo777 10 Jul 2014, 22:37
Vano52
მაგ ტაროიან დაფქულს შვრიასაც შეურევ და იქნება კანფეტsmile.gif რავი უმეტესი ვაჭრები არიან და ღმერთმა იცის საიდან ყავთ ნაყიდი და ჩამოყვანილი, ერთმა ნაცნობმა მითხრა დუშეთშის ბაზარში უმეტესად მთის ყაზბეგის საქონელი ჩამოყავთო თან მაგარი საქონელიო,კი ღირს გავლა.ისე შენ სად გყავს და რამდენი მიეცი თითოში?

ხო წინაზე ჩემით ავარჩიე და ეხლა ასე თუ ისე ვისწავლე როგორები ვიყიდო თან ყიდვისას აუცილებლად წავიყვან მცოდე კაცსაც. 100 რაამბავია მოვლა არ უნდა ტო biggrin.gif (ღმერთმა ბევრი მოგცეს) 35 რომ გავქაჩო წელს მადლობას ვიტყვი :დ

მაგ ლინკზე რომ ბოჩოლებია რო იყიდე მაშინდელი ფოტოებია? რაგაც მეპატარავებიან ,შეიძლება სურათებია ისეთიsmile.gif

Posted by: Vano52 10 Jul 2014, 23:01
Ki kargi gamova, saqonels etyoba zedve rac gaizdeba tu 5 tvisaa dabali da ushno ratqmaunda isetive nagavi gaizdeba:-D, es suratebi ro viyide mashindelebia da maleve gavyide 300 larebi gaaswora ertimeoreze didi jishisebi ariyvnen chveulebrivi soflis jishi iyo, asi bochola exla gebevreba tore dzaan cotaa arc dzneli mosavleli araa me bevri xarjebi maqxolme sadgomis qira 400l tveshi 2 mwyemsi 1000l tveshi 2 musha 800l wamlebi veterinari 70l tveshi da atasi ragac kidev, mara 30 dan 40k mde tovebs mogebas tu kargad gasuqdebian amindebsac didi mnishvneloba aq magalitad wels wvimebic kargad iyo da arc dzan ar cxela axla vnanob welsac ro ar vzdi:-( kaxetshi myavs telavtan axlo tan aqedan tianetis mtebic axloa da iq magari balaxi modis

Posted by: ucxo777 10 Jul 2014, 23:25
Vano52

საგოლ შენ სერიოზული ფერმა გქონია და საკმაოდ დიდი ხარჯიც. წარმატებებს გისურვებ.ხო წელს საკმაოდ გრილი ზაფხულია და ბალახიც აქეთ უფრო კარგი მოვიდა.

უჯისოებზე გასაგებია და მაგ ჯიშიანებს სად ყიდულობ "ტოჭჯები" იცი თუ სხვა და სხვა ბაზარში არჩევ?

Posted by: Vano52 11 Jul 2014, 07:30
Sp, dziritadad axlo soflebidan vyidulob saxshi gazdili bochola mainc sxvanairia jamteli da tamami zogsac bazrebshi

Posted by: ucxo777 11 Jul 2014, 09:00
Vano52
ზამთარში შენ 100 სულზე რამდენი პრესი გყოფნის?

Posted by: Vano52 11 Jul 2014, 10:55
4000 eyo aprilis bolomde da damcha kidec cota. 4 larad viyide alaverdshi aqt 80 heqtari da imatgan mara me didebic myavda su patarebi maqsimum 300 presi whamon atma mteli zamtari tan tu swrafad gaizardnen, tu nela gaizardnen 200 c eyofa

Posted by: ucxo777 11 Jul 2014, 10:58
Vano52
აჰა გასაგებიაsmile.gif ისე იაფად გიშოვია აქეთ 5 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვი

Posted by: Vano52 11 Jul 2014, 10:59
4000 eyo aprilis bolomde da damcha kidec cota. 4 larad viyide alaverdshi aqt 80 heqtari da imatgan mara me didebic myavda su patarebi maqsimum 350 presi whamon atma mteli zamtari tan tu swrafad gaizardnen, tu nela gaizardnen 300 c eyofa

Posted by: presbiteri 11 Jul 2014, 12:20
QUOTE
მე ტაროიანი სიმინდის ყიდვას ვაპირებ 3 ტონამდე მერე ტაროიანად დავფქავტქო ტან შვრიაც მაქვს და შეურევთქო და და ამას ჯობია ქერი რო აჭამო მარტო?


მაგან მეც დამაინტერესა თავის დროზე და ჭკვიანმა ხალხმა მასწავლა, რომ სიმინდი წონას მატებს უფროო, ანუ დაკვლით თუ გაყიდვას აპირებ, სიმინდი ჯობიაო. და გარეგნულად თუ გინდა ვიდზე იდგეს, ქერი უფრო ვიდზე აყენებსო. მე მგონი დიდი განსხვავება არაა და ორივე დაახლოებით ერთნაირ შედეგს იძლევა. ჯობია ორივე იყიდო და აურიო ხოლმე. მაგრამ ტაროიანად დაფქვილი სიმინდი დიდხანს არ ინახება. მჟავდება და ჯობია ნელნელა დაუფქვა.

* * *
QUOTE
უჯისოებზე გასაგებია და მაგ ჯიშიანებს სად ყიდულობ "ტოჭჯები" იცი თუ სხვა და სხვა ბაზარში არჩევ?

ჯიშიანში რას გულისხმობ? შემოყვანილი ჯიშები 3 თვის ბოჩოლა უკვე 500 დოლარი ღირს, ისე თელეთში ყავთ ჯიშიანი საქონელი. კუმისშიც. ზოგადად მაგ ზონაზე მესაქონლეობა მაგრადაა განვითარებული.
* * *
QUOTE (Vano52 @ 10 Jul 2014, 23:01 )
Ki kargi gamova, saqonels etyoba zedve rac gaizdeba tu 5 tvisaa dabali da ushno ratqmaunda isetive nagavi gaizdeba:-D, es suratebi ro viyide mashindelebia da maleve gavyide 300 larebi gaaswora ertimeoreze didi jishisebi ariyvnen chveulebrivi soflis jishi iyo, asi bochola exla gebevreba tore dzaan cotaa arc dzneli mosavleli araa me bevri xarjebi maqxolme sadgomis qira 400l tveshi 2 mwyemsi 1000l tveshi 2 musha 800l wamlebi veterinari 70l tveshi da atasi ragac kidev, mara 30 dan 40k mde tovebs mogebas tu kargad gasuqdebian amindebsac didi mnishvneloba aq magalitad wels wvimebic kargad iyo da arc dzan ar cxela axla vnanob welsac ro ar vzdi:-( kaxetshi myavs telavtan axlo tan aqedan tianetis mtebic axloa da iq magari balaxi modis

სად ყიდით ხოლმე გაზრდილ მოზვრებს? ცოცხლად ყიდით თუ კლავთ?
* * *
QUOTE (Vano52 @ 10 Jul 2014, 12:39 )
:-Dyvelaze kargia oqtomber noembershi iyido mozvrebi patarebi ase 40-50kg 3-4 tvidan zevit am asakshi ukve kargad whamen da tan cotas whamen rac gamozamtrebis iaf danaxarjs nishnavs gamozamtreba sulze sashualod 50 lari dajdeba maqsimumi bagurze 80-100lari gazafxulame ukve gaxdebian didebi mere gaushveb mtashi da sadgac oqtombershi gayidi bagurze dabmas kargi codna unda elementarulad simindi xo gonia zogs asuqebso awhmev da ise aeshleba kuwhi 1 kvira vegar moarchen:-D,

არ გიჭირთ მერე მაგ პერიოდში საჭირო ხბორების მოძებნა? ჩვენთან საქონელი ძირითადად მაის-ივნის-ივლისში მაკულობს და იანვარ-თებერვალ-მარტში იგებს და ოქტომბერ-ნოემბერში ძნელი არაა შოვნა?

Posted by: ucxo777 11 Jul 2014, 13:28
QUOTE
ტაროიანად დაფქვილი სიმინდი დიდხანს არ ინახება. მჟავდება და ჯობია ნელნელა დაუფქვა.

ეს არ ვიცოდი, მადლობა
QUOTE
ჯიშიანში რას გულისხმობ? შემოყვანილი ჯიშები 3 თვის ბოჩოლა უკვე 500 დოლარი ღირს, ისე თელეთში ყავთ ჯიშიანი საქონელი. კუმისშიც. ზოგადად მაგ ზონაზე მესაქონლეობა მაგრადაა განვითარებული.

არა მაგას არ ვგულისხმობ,აი ჭოტა და უშნო დაბალტანიანი რომ არ იყოს რა ნორმალური გაიზარდოს და ვიდიც კარგი ქონდეს,შემოყვანილებზე და 1000$ იანებზე არ ვამბობsmile.gif

Posted by: Vano52 11 Jul 2014, 15:14
QUOTE (presbiteri @ 11 Jul 2014, 12:20 )
...

Me rac gavzarde didebi yvela tatrebma iyides azerbaijanshi gasayvanad, oqtomber noembershi dznelia ki masetebis shovna mara marto chem sofelshi daaxloebit 900 dzroxaa aqvea pankisis xeoba sadac mecxoveleoba kargadaa ganvitarebuli, aseve alvnebi iq adre shemoyvanili veliswitelia shemorchenili da a.h fuli iyos da bocholebis meti raa kaxetshi:-D:-D

Posted by: presbiteri 11 Jul 2014, 15:39
QUOTE (Vano52 @ 11 Jul 2014, 15:14 )
QUOTE (presbiteri @ 11 Jul 2014, 12:20 )
...

Me rac gavzarde didebi yvela tatrebma iyides azerbaijanshi gasayvanad, oqtomber noembershi dznelia ki masetebis shovna mara marto chem sofelshi daaxloebit 900 dzroxaa aqvea pankisis xeoba sadac mecxoveleoba kargadaa ganvitarebuli, aseve alvnebi iq adre shemoyvanili veliswitelia shemorchenili da a.h fuli iyos da bocholebis meti raa kaxetshi:-D:-D

რა ფასად ყიდულობ და რა ასაკისებს მაგ პერიოდში?

ჰო, აზერები კარგად ყიდულობენ. იქაურ საქონელს ჯობია ჩვენი გემოთი. ასე თქვეს, ხორცს ნავთობის გემო აქვსო. ეტყობა ბალახიდან იღებს. იქ ხორცი იმდენად ძვირია, რომ საქონლის გაყვანისას რაც გვიჯდება საქონლის ჩაყვანაო, ერთი იმდენი საბაჟოზე ქრთამი უნდა მივცეთ აზერბაიჯანის მხარესო და მაინც ერთი-ერთში გვრჩებაო. აქაური კაცი იქით ვერ გაიყვანს, თუ საბაჟოზე არავინ ყავს. თორემ კაი ვარიანტია შენ თვითონ წაიყვანო.

Posted by: ucxo777 11 Jul 2014, 17:21
Vano52
მარნეულის ბაზარში მიგყავსხოლმე თუ თვთონ მოდიან ადგილზე? და ღირს მაგ ბაზარში ჩაყვანა?

Posted by: Vano52 11 Jul 2014, 21:45
ucxo777, tviton modian kitxuloben vis yav aqet saqonelio da ase ezeben axla cota gartulda sazgvarze gadayvana. Arvici arasdros vyofilvar mag bazarshi, tan amdens bazarshi verc waviyvandi dzaanac ro mdomoda:-D wels 3 laradac iyo meore tibva mwvane ionjis presi 18-25kg
* * *
Presbiteri, mtlad masec araa gadayvana marto sabajo 150 kilo cocxali wona asi dolari girso ase mitxres da iq rac girs ki vnaxe turqul arxze cocxali wona ati lari girs tan magrad asuqeben ician saqme, chemidan rac waiyvana ase mitxra rac axlaa 3-4 tveshi or amden xorcs gavaketebinebto:-D, 300 laris farglebshi vyidulob 3-4 tvidan zevit

Posted by: bavaria87 13 Jul 2014, 12:49
გამარჯობათ ფორუმელებო,რა მაინტერესებს ვინმეს ჰყავს შვიცის ან ჰოლშტაინის ჯიშის ძროხები? როგორ და რა ჯდება 1 ცალის საქართველოში ჩამოყვანა და თუ ამართლებს აქ საერთოდ, ანუ რძე როგორი აქვს და ასე შემდეგ. მე ვგეგმავ ფერმის გაკეტებას მაგრამ პირველ რიგში მიწა მინდა ასე 40 ჰექტარი მაინც, მერე რომ ავაშენო ფერმა, ასეთი გეგმა მაქვს რომ დავთესო ბალახი,იონჯა ან რამე მსგავსი და საქონელს ის მოტიბული ვაჭამო, ანუ გარეთ არ გავრეკო და რამე, ბევრად უფრო ეფექტურია ეს მგონი. მაგრამ ხარჯები მაინტერესებს რა დამიჯდება მიახლოებით 40 ჰექტარი სატიბი მიწის ყიდვა? ანუ ისეთი რომ წყალი ჰქონდეს და ირწყვებოდეს, ჰექტარი 800 ლარი, ასე ვფიქრობ მე. ასევე აშენებაც 50 მეტრი სიგრძე და 10 მეტრი სიგანე მგონი ნორმალურია და მიახლოებით რა დაჯდება? მეც რომ მივეხმარო და ხარჯები მინიმუმამდე დავწიო რათქმაუნდა. ადრე ერთმა მომწერა მაგრამ იქ ზოგადად იყო საუბარი და უფრო კონკრეტული ციფრები მინდა,ნუ მიახლოებიტი ამაზე. და თავიდან ხბორების ყიდვა ჯობს ალბათ არა ასე 300 ლარის ფარგლებში რომ დიდი თანხა არ წამივიდეს. ესაა ჩემი ოცნება ბავშვობიდან და ისე როგორ რომ არ ავისრულო და ერთი კაი ფერმა არ გავაკეტო. მე ყველა თანხას და ხარჯს,მიწის ყიდვიდან დაწყებულს და მუშის ხელფასით დამთავრებულს 100 ათას ლარს ვფიქრობ და თქვენ რას ფიქრობთ? ეყოფა ეს თანხა?

Posted by: Vano52 13 Jul 2014, 14:54
BAvaria87, sufta jishi shvici imdenad dzviria ro azri ar aq yidvas, unda iyido bochola sabutebiani cali minimum 500$ dajdeba.(am shemtxvevashi 3 weli unda zardo ro imakos, mere 2 weli elodo srul wveladobas ro miagwios da uazroba gamodis.) an iyido mewvelebi, 30 litri dgeshi cali 3000+ dajdeba. kargad egueba aqaur klimats mara marto ionjaze da balaxze 20 litrsac ar moiwvelis spec kveba unda rac dzviri jdeba. 40 heqtari ertad ro iyido gaachnia sad 50k lari unda. shenoba 50-10-2.2 ze kargi ferma ro aasheno marto kedlebi da poli mushis fulianad 20k dajdeba. erti 10k krishas, xoda mere dzroxebi- amxela fermashi 20 minimum xo unda iyolio? dasawyebad, xoda es ukve minimum 60k, uxeshad vangarishob mara ase dajdeba 150k ionjis datesva, heqtarze 500 lari jdeba sucota da miamate. amis mere ginda otaxi mushebistvis, dagwhirdeba 3 kaci an 1 ojaxi minimum 1k tveshi xelfasze da amis mere sheni dzroxebi moiwvelian maqsimum 5-6 tona welwadshi. (maqsimumi)=es oc dzroxaze udris daaxloebit 60-70k lars gaachnia ra fasad chaabareb, mushebis fuls bocholebis namati dafaravs da sadgac 40-50k wesit sufta mogeba unda dagches weliwadshi daaxloebit 160k laris investiciit, es ucbat zepirad gadaviangarishe amito marto am statistikit ar aasheno:-D shriftistvis bodishi
* * *
Aes ginda shen http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=4_603&product_id=6378419

Posted by: gurjii 17 Jul 2014, 18:55
ერთი დაწერეთ რა ვისაც შეხება გქონიათ და ცოტა მაინც გაგეგებათ ამ საქმის. 10 მოზვერი რომ ვიყიდო 1 წელი რომ ვზარდო დამერე გავყიდო რაიმე მოგებას დატოვებს? ნაკვეთები მაქვს რო დავთესო შვრია. გაზაფხულობით მთაში გავუშვებ თითოსული 15 ლარი ღირს. 10x15=150 5 tve mtashi. 750 lari. rom viyido titoshi 200 ze mets ar gadavixdi albat 2000 +750 lari amas plius gautvaliswinebeli xarjebi transportis +350=3000. amas plius nakvetis damushaveba da mosavlis dabinaveba +1000 jamshi 4000. 10 suli shedzlebs 4000 + zemot tanxis amogebas

Posted by: Vano52 18 Jul 2014, 00:00
200 lariani vici ra jishis da tanisac iqneba 1 welshi eg 200 lariani 700 lariani gaxdeba tu mtlad nagavi jishis ar iqneba,

Posted by: gurjii 18 Jul 2014, 17:41
200 ლარში 50-60 კილოანი ხბო შეიძლება რომ ვიყიდო?. და 1 წლის განმავლობაში რამდენი კილო გახდება დაახლოებით?

Posted by: ucxo777 20 Jul 2014, 16:42
gurjii
მაგ 200 ერთი 100 დაუმატე და ხოშიან ბოჩოლებს იყიდი და შეიძლება 1000+ გახდესsmile.gif
------------
რა მინდა გკითხოთ
აგრო სესხებს დაბალი პროცენტით და ასე თუ ისე ნორმალური პირობებით რომელი ბანკი იძლევა ხომ არ იცით?

Posted by: Vano52 26 Jul 2014, 12:54
Aesenia 300 larianebi da normaluri jishebia, 200 larad sufta awharulebs an 30kg gamxdar cocxalmkvdars tu iyidi da isic samidan 1 mokvdeba:-D http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=4_603&product_id=6427930
* * *
Amat ro gavyidi mteli fulis presi unda viyido:-D zamtarshi vapireb bevris moyvanas da damwhirdeba

Posted by: ucxo777 26 Jul 2014, 13:10
Vano52
ნორმალური ბოჩოლები ჩანს, ფული რომ მქონდეს ვიყიდიდი მოზვრებს:/

ეგ ბოჩოლები პატარები იყიდე და შენ გაზარდე თუ შენი საქონლის ნამატია?
* * *
QUOTE
Amat ro gavyidi mteli fulis presi unda viyido:-D zamtarshi vapireb bevris moyvanas da damwhirdeba

ისე პრესი მაგრად დაიაფდა, 3 ლარამდე ჩამოვიდაო:/ სათიბიდან თუ წაიღებ მგონი

Posted by: Vano52 26 Jul 2014, 13:19
Ki patarebi gavzarde dzroxebi ar myavs ufrosworad mogeba araa mewvelshi sharia da xels ar vkideb mag saqmes, xorcis masa mshrali mozardi saqoneli marto amat gazda gasuqebashi da mere wonit gayidvashi vnaxe girebuli mogeba, eseni dasaklavad ar varga jer,
* * *
Rasamob sadaa 3 lari shoria chemidan? Chemtan 4-6 lari gaxda ukve

Posted by: ucxo777 26 Jul 2014, 13:40
ახლობელმა მითხრა ახალგორთანაა ახლოს სოფელი, 3 ლარად გაყიდა ზოგმა ბაღიდან პრესებიო

Posted by: Vano52 26 Jul 2014, 13:47
Xo mase aqac girda 3-3.5 lari exla bolo tibvebia da dadzvirda mere daiafdeba isev

Posted by: chegesto 29 Jul 2014, 17:04
მოგესალმებით მეგობრებო
მადლობა ყველას, გაწული შრომისთვის და უანგარო ენთუზიაზმისთვის

მეც მაქვს რამდენიმე კითხვა. მიუხედავად იმისა რომ თემა ბოლომდე წავიკიტხე გულდასმით, მაინც დარჩა რამდენიმე საკითხი

safety
იქნებ გამომიგზავნოთ მეც ის გეგმა
მადლობა წინასწარ


..............................................................

მოდი ასეთი რამ გავაკეთოთ, ვისაც აქვს კომპეტენცია და სურვილი გაგვცეს პასუხი კითხვებზე
ვინაიდან

გავყოთ თემა ორად, ერთი სახორცე მეურნეობა მეორე სარძევე


დავიწყოთ სახორცე მეურნეობით
1. რა ჯიშის საქონლის შეძენა და გაზრდაა უფრო გონივრული? მაგალითად ჩამოვწეროთ 3 დან 5 ჯიშამდე იერარქიულად 1. ყველაზე საუკეთესო 2. კარგი, 3 საშუალო და ა.შ ...
2. რა პერიოდშია კარგი საქონლის რეალიზება. აქ იყო ორი ვარიანტი. ერთი მხრივ საქონლის შეძენა შემოდგომაზე(ავტორი ამტკიცებს რომ იაფია) მისი გამოზრდა ბაკური მეთოდით (ფერმაში გამოზრდა) ზამთარში და გაზაფხულზე გაყიდვა.

მეორე ამტკიცებს რომ პირიქით სჯობს გაზაფხულზე იყიდო მერე მთაში გაუშვა და ცოტახანი ბაკური მეთოდით მოასუქო, მერე უკვე დეკემბერში გაცილებით ძვირად გაყიდი.

რომელია ამ ორიდან ოპტიმალური, ან სიტუაციური და გარემოებებიდან რა გამომდინარეობს?

3. ფერმაში გამოზრდა საკვებით თუ საძოვრები. ეს საკითხიც საკმაოდ აქტუალურია, როგორც უმრავლესობა(უფრო კომპეტენტური ნაწილი) ამტკიცებს, სჯობს ფერმაში გავზარდოთ ცხოველი. ამასთანავე მაღალი რენტაბელობისთვის აუცილებელია, საკვებსაც შენ აწარმოებდე.

აქ არის 2 მეთოდი 1. სასათბურე მეურნეობა და მწვანე ბალახის მუდმივი განახლება 2. სალოსი და დიდი მიწა შესაბამისად დიდი მოსავლით
მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენია პირობითად 10 სული საქონელისთის საჭირო სასათბურე მეუნეობა ან სალოსის საწარმოებლად ააუცილებელი მიწა.

რა თავისებურებები ახასიათებს ერთი მხრივ სასათბურე მეუნეობას (ანუ რა ჯდება დაახლოებით პროპორციები თქვენ თითონ მოიტანეთ საილუსტრაციოდ) და რა ჯდება ამავე რაოდენობის სალოსის წარმოება(მიწა, ხვნა თესვა და ა.შ)

4. ბაზრის კონდიციები. რამდენად ციკლურია ეს ბაზარი, ხორცზე ფასები რამდენად მერყევია. არის თუ არა შესაძლებელი სტაბილური პარტნიორის მოძიება და რამდენად ლოიალურები არიან ფერმერები ერთანეთის მიმართ?



მეც ვაპირებ ფერმის გაკეთებას, პირველ რიგში სახორცე მეურნეობის, როგორც მირჩიეს საქონელი გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე ღორი

დაახლოებით 30-40 ხარზე სპეკულაციებს ვაპირებ, გამოცდილებასაც შევიძენ უშუალოდ მეუნეობაში
ერთადერთი რაც მადარდებს ბაზარზე თავის დამკვიდრების ნიუანსებია. ამ ქვეყანაში არაფერი სტაბილური და გრძელვადიანი არავის არ უნდა, ყველა მოკლევადიან ინტერესებს იკმაყოფილებს.

Posted by: Mateo Falcone 29 Jul 2014, 17:33
chegesto
QUOTE
ერთადერთი რაც მადარდებს ბაზარზე თავის დამკვიდრების ნიუანსებია. ამ ქვეყანაში არაფერი სტაბილური და გრძელვადიანი არავის არ უნდა, ყველა მოკლევადიან ინტერესებს იკმაყოფილებს.


ჰო, იასნია, მაგრამ ხორცი ისევე სუპერ ლიკვიდურია ყოველთვის, როგორც ოქრო. ეგ არასტაბილურობა უფრო ბევრ საქმეს და სარბენს გაგიჩენს, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა არ გექნება.



მწვანე ბალახს რაც შეეხება დაახლოებით აზრზე რომ მოხვიდე აი ინგლისური ტიტრებითაა.

http://www.youtube.com/watch?v=v-LuZMYx2lw
* * *
რუსულად...

http://www.youtube.com/watch?v=OE82FsyqpNY

Posted by: Humanoid1 30 Jul 2014, 01:33
მოგესალმებით მეგობრებო, თუ შეგიძლიათ გთხოვთ მითხრათ თბილისთან ყველაზე ახლოს რომელი ფერმები მდებარეობს? (ძროხების ფერმას ვგულისხმობ)

Posted by: Vano52 30 Jul 2014, 09:05
Gazafxulze rac 500 lari girs shemodgomaze minimum 100 larit iafia, exla me rasac gazafxulze 280-320 larebshi vyidulobdi bocholebs 250-270 laramde daiafda, shemodgomaze an gazafxulze yidvas rac sheexeba ori azri aravis ar aq, shemodgomaze jobia yidva tu patarebs yidulob. TU didebs yidulob anu 500+ larianebs shemodgomaze ukve unda chatvalo ro zaralshi waxval imden tivas shewhamen, masetebi aucileblad gazafxulze unda iyido, da tu kargi sadzovaria isedac kargad imatebs kormis dauxmareblad, bagurze aucileblad dzaan jishianebi unda daibas chveulebrivi soflis jishebi imdens ver moimatebs xarjebi ro dafaros,
* * *
Humanoid1, lilos zevidan ramdenime fermaa, da mand vafshe dzan bevri fermebia yvelgan

Posted by: Humanoid1 30 Jul 2014, 10:22
Vano52 დიდი გაიხარე მადლობა............................

Posted by: astamuri 8 Aug 2014, 14:15
გამარჯობათ თანაფორუმელებო! აბა მოვიდა იონჯის პრესები 5 ლარად ცალი, ჯერ კიდევ ბაღში აწყვია.ცენტრალური გზიდან 30 მეტრში.თუ დავაბინავე მერე გაძვირდება wink.gif 140 ცალია ამჯერად.

Posted by: ushuaia 8 Aug 2014, 17:27
რომელ რაიონშია.......................................? სოფელი?

Posted by: mishoo902 10 Aug 2014, 14:58
საჩხერეში სოფ.ჭალაში იყიდება კეთილმოწყობილი საღორე და საძროხე ფერმა, საცხოვრებელი სახლით და მწყემსის საცხოვრებელი ბინებით. დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ მხოლოდ ამ ნომრებზე:
599100108
592755710
597910797
595310308
გოდერძი

Posted by: odontos1 27 Aug 2014, 15:38
1ჰა სათიბიდან-რამდენი ტუკი იონჯის მიღება შეიძლება და რამდენ გათიბვაში?

Posted by: fermeri_fermeri 20 Sep 2014, 23:29
გამარჯობათ. შეკითხვები მაქვს და თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ!

1) სათბურში მოყვანილი ბალახი რო აჭამო ძროხას და ბაგურ კვებაზე გყავდეს რამდენად შედეგიანი იქნება?

2) მთელი წლის გამავლობაში შესაძლებელიასათბურის ბალახით შენახვა ძროხის?

3) ზამთარში თივა მაინც დასჭირდება?

4) სათბურში მოკვანილ ბალახს დღეში რამდენ კილოგრამს ჭამს ძროხა კარგი წველა რო ქონდეს?

5) ერთი კილო ყველი რამდენი ლიტრი რძისგან ამოდის?

მადლობთ წინასწარ.

Posted by: ucxo777 22 Sep 2014, 20:59
აბა რას შვებით ფერმერებო გაყიდეთ მოზვრები?

რა მაინტერესებს ბაგურზე რო დააბავ რა და რამდენი უნდა აჭამო,რამდენი თვე უნდა დაიბას და საშუალოდ რამდენს მოიმატებს ნორმალური საქონელი?

Posted by: Hawley 24 Sep 2014, 14:48
აქ დავწერ და კიდევ სხვა თემებშიც, სიმინდი მექნება ცოტა ხანში გასაყიდი, ჯერ არაა კარგად გამხმარი მაგრამ დაახლოებით 2 კვირაში ავიღებ. პირველად დავთესე და რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ 2 ტონა იქნება. ვინმეს უფრო მეტის ყიდვა თუ უნდა მაგაზეც შემეხმიანეთ.

Posted by: ucxo777 24 Sep 2014, 19:36
Hawley
ტერიტორიულად სად არის და 1 კგს რამდენად ყიდი ტაროიანს?

Posted by: Hawley 26 Sep 2014, 14:37
ucxo777
30-35 თეთრი იქნება ფასი ტაროიანი. სიმართლე გითხრა არ ვიცი ბაზარზე რა ფასებია, გავიგებ და დავწერ ზუსტად ერთ ორ დღეში. ტერიტორიულად ბაზალეთის ტბასთანაა. ფუჩეჩსაც გავყიდი

Posted by: ucxo777 28 Sep 2014, 22:32
ხალხო 7 8 თვის მამალი ხბოების ყიდვა ცოტა იაფად(300 ლარამდე) სად შეიძლება მიმასწავლეთ რა?! user.gif

Posted by: ushuaia 29 Sep 2014, 00:21
QUOTE (ucxo777 @ 28 Sep 2014, 22:32 )
ხალხო 7 8 თვის მამალი ხბოების ყიდვა ცოტა იაფად(300 ლარამდე) სად შეიძლება მიმასწავლეთ რა?! user.gif

ხუმრობ 7 თვის ხბოს 300ლარად ვინ მოგცემს............

2 თვის ღირს ეგ ფასი.....

Posted by: ushuaia 30 Sep 2014, 09:16

რაჭულ-შვეიცარიული "5-ვარსკვლავიანი" ფერმა
UP Down
რაჭულ-შვეიცარიული "5-ვარსკვლავიანი" ფერმა
29 სექტემბერი / 2014
"თუ ხბოს დედის რძეს მოვაკლებთ, არც მეწველად ივარგებს და არც სახორცედ"

როცა შარდომეთის ფერმის შესახებ გავიგე, დაუჯერებლად მეჩვენა - დაცლილ რაჭაში ასეთი სერიოზული საქმე ვის რა იმედით უნდა წამოეწყო! თუმცა, როცა რიონის ნაპირას გაშენებულ ფერმას შევხედე, მეგონა, უცხო ქვეყანაში მოვხვდი. ამ ფერმის ამშენებელი ირაკლი კერვალიშვილი რაჭველია. ჩვენ შარდომეთის ფერმის დირექტორს, როსტომ კერვალიშვილს ვესაუბრეთ:

-ამ ფერმამ მარტო მე არ ჩამისახა გულში იმედი, მისი შემხედვარე ბევრი ჩვენებური ფიქრობს, რომ რაჭაშიც შეიძლება საქმის დაწყება და ცხოვრება. ასეთ მიტოვებულ ადგილებში საქმის წამოწყებას ისეთი კაცი სჭირდება, ვისაც ეს ადგილები უყვარს. გვახსოვს, თბილისიდან ჩამოსულ სხვა ბავშვებს გული რომ გასართობად მიუწევდათ, ირაკლი მთაში მიდიოდა, სათიბებში. ფერმის შენება ხუთი წლის წინ საკუთარი ხარჯებით სულ მარტომ დაიწყო და საქმე ისე ააწყო, შვეიცარიელების დარწმუნებაც კი შეძლო, რომ მასთან თანამშრომლობა საიმედო იყო.

5 წლის შემდეგ ჩვენს ფერმას კაპიტალურად მოწყობილი საქონლის ორი სადგომი, თივის საშრობი, ტექნიკის სადგომი, სასადილო, ადმინისტრაციული შენობა და სტუმრების მისაღები ოთახებიც კი აქვს. ფერმამ გარშემო სოფლებში სიცოცხლე დააბრუნა - აქ, საშუალო ხელფასი დაახლოებით 870 ლარია, სამუშაო პირობებიც თანამედროვეა და თუკი მუშახელს ასეთ პირობებს შესთავაზებ, რატომღა უნდა გაჩერდეს შხამიანი გამონაბოლქვით სავსე ქალაქში?! ახლა ჩვენს ფერმაში 40-მდე კაცი მუშაობს და კიდევ უამრავი მსურველია. სოფელში სულ 10 კაცი ცხოვრობდა, ახლა ბევრი დაბრუნდა, ახალგაზრდა ოჯახიც კი, და ჩვენთან დასაქმდა. შვეიცარიელებს მეტი გამოცდილება აქვთ და წარმატების მიღწევის გზებს გვასწავლიან. ჩვენი სპეციალისტები პირუტყვთან მუშაობას ისე არ იწყებენ, ვიდრე მომზადების კურსს არ გაივლიან. შარდომეთის გარდა, მიკროფერმები შქმერსა და გლოლაშიც შევქმენით, მომავალში კი სხვა სოფლებშიც ვაპირებთ. როცა ჩვენს ფერმაში პირუტყვის რაოდენობა 2000-მდე მიაღწევს, მთელი პირუტყვი მიკროფერმებში განაწილდება და ხალხს შემოსავალი ექნება - ხორცსა და რძეს გაყიდის.

- როგორც ვიცი, ჯერჯერობით რძის პროდუქტს არ აწარმოებთ...
- მომავალში ესეც იქნება. ოღონდ ჯერ უნდა გამრავლდეს მთის პირუტყვის ის ჯიშები, რომლებიც ხორცისა და რძის პროდუქტს მოგვცემს და ამასთან, მათი შენახვა ძვირი არ დაჯდება - მთის პირუტყვი რამდენიმე თვეს საძოვარზე ატარებს. ჩვენში ასეთი ჯიშები არ არსებობდა, ახლა კი გამოგვყავს. ბევრი დადებითი თვისება ჩვენებურ ჯიშსაც აქვს, - ადგილობრივ პირობებს კარგად არის შეგუებული, ადვილად შესანახია, თუმცა ტანად პატარაა, ხორცის წარმოებისთვის არცთუ მომგებიანი და ცოტას იწველის - საშუალოდ 5-7 ლიტრს.

მთის ახალი ჯიშის გამოსაყვანად კომპანიამ ადგილობრივთან ერთად სომხეთიდანაც შემოიყვანა კავკასიური ჯიშის 87 სული პირუტყვი და შვეიცარიულთან შეაჯვარა. იყო სირთულეებიც. მაგალითად, ის უცხოური ჯიშები, რომლებსაც ადგილობრივ პირუტყვთან ვაჯვარებდით, იმდენად დიდი ტანის იყო, რომ პირუტყვს მშობიარობა უჭირდა. ამჟამად პირუტყვს ისეთ შვეიცარიულ ჯიშებთან ვაჯვარებთ, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილია.

უკვე 500 სულამდე ჯანმრთელი პირუტყვი გვყავს. გენეტიკურ მასალას ხელოვნური განაყოფიერებისთვის შვეიცარიული კომპანიისგან ვიღებთ. ამ ნაჯვარს ადგილობრივი პირუტყვისგანაც ბევრი დადებითი თვისება დაჰყვა. მაგალითად, კარგად განვითარებული ჩლიქები, რაც კლდიან ფერდობებზე მოძრაობას უადვილებთ. საძოვრები, საბედნიეროდ, გვაქვს და თანაც, ეკოლოგიურად ჯანსაღი. პირუტყვს ინსტრუქტორები და ვეტერინარებიც მიჰყვებიან. ამ ხალხსაც ადამიანური პირობები აქვს შექმნილი - კაცი რომ ოჯახს არის მოწყვეტილი და მთაში წასული, სანაცვლოდ ყველაფერი უნდა ჰქონდეს. შხაპისთვის წყალს მზის ენერგიის ბატარეებით ვათბობთ. და ერთი სიახლეც - ვისაც არაფერი გაუგია ,,ელექტრომწყემსის" შესახებ, ვეტყვი, რომ ჩვენ "ელექტრომწყემსს" უკვე "ვასაქმებთ", ანუ ინსტრუქტორები ჯოგის საბალახო ტერიტორიას წვრილი ელექტროგამტარი თოკებით საზღვრავენ, რათა მას პირუტყვი არ გადასცდეს. როცა მონიშნულ ტერიტორიაზე ჯოგი ბალახს სრულად მოძოვს, სხვა ადგილზე გადაგვყავს. ორ კვირაში კი ძველ საძოვარზე დაბრუნებულებს ნორჩი ბალახი გვხვდება ამოსული.

მალე ხორცის წარმოებას დავიწყებთ. არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ უცხოეთიდან შემოტანილ გაყინულ ხორცზე ჯანმრთელი, ხარისხიანი და გემრიელი ჩვენი პროდუქტია. პირუტყვს ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებზე ვზრდით. გარდა ამისა, ეკოლოგიურად სუფთა სხვა საკვებსაც ვაჭმევთ - დღეში 1-1,5 კილოგრამ ხორბალს, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ.

...მოგვიანებით ბატონმა როსტომმა შვეიცარიელი ფერმერი გამაცნო, რომელიც ფერმაში საქმის წარმოებას აკვირდება. მე მას ვკითხე, როგორ მოხდა, რომ უძველესი სამეურნეო კულტურის ქვეყანაში ქართველ მეურნეებს ევროპელმა ფერმერებმა აჯობეს.

- რატომ გიკვირთ? ჩვენთან არეულობა ასეული წლები არ მომხდარა. თქვენთან კი ხალხი ცოტა რომ დაწყნარდება, რაღაცის კეთებას დაიწყებს, ახალი დამპყრობელი შემოდის და გაკეთებულს ანადგურებს. ასეთ პირობებში პირუტყვის ჯიშის გამოყვანასა და ყველის ახალ სახეობებზე ვერ იზრუნებ. არასტაბილურმა გარემომ ბევრ რამეზე ხელი აგაღებინათ და პირუტყვის მოვლაშიც ბევრ რამეს ვერ ითვალისწინებთ.

- მაგალითად, რას?
- თუ ჯანმრთელი პირუტყვის გაზრდა გვინდა, სწორად უნდა ვკვებოთ. თუ ხბოს დედის რძეს მოვაკლებთ, არც მეწველად ივარგებს და არც სახორცედ.

შვეიცარიაში პირუტყვს საათობრივად ვკვებავთ და შედეგიც გვაქვს. გარდა ამისა, პირუტყვი მაშინაც ჩიავდება, როცა უშობელი ნაადრევად მაკდება; აუცილებელია პირუტყვის ჯანმრთელობის მუდმივი მეთვალყურეობა. თქვენს ქვეყანაში ეკოლოგიური პირობები კარგია, მაგრამ დროდადრო მაინც საჭიროა პირუტყვისთვის ვიტამინების მიცემა...
აი, სწორედ ასეთ გამოცდილებას ვუზიარებთ აქაურ სპეციალისტებს. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.

Posted by: ucxo777 30 Sep 2014, 17:12
ushuaia
არ ვხუმრობ, გუშინ ვიყიდე 4 ცალი 300 ებში.
350 და 400 ც გადავიხდი გააჩნია ხბოს


Posted by: M43DL0 1 Oct 2014, 20:29
chegesto
თუ მოიპოვე ეგ გეგმა იქნებ გადმომიგზავნო

ან ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ ბიზნეს გეგმა?

Posted by: gurjii 2 Oct 2014, 19:03
აბა ბიჭები დამეხმარეთ. 4 000 ლარით რა საქმის წამოწყება შეიძლება მირჩიეთ. მადლობა წინასწარ დახამრებისათვის

Posted by: Hawley 15 Oct 2014, 18:46
ვყიდი ყვითელ სიმინდს, ტაროიანის ფასი 30 თეთრი. დუშეთში ბაზალეთის ტბასთან

Posted by: shuma89 15 Oct 2014, 22:01
gurjii

მეცხვარეობა კარგი იდეაა თუ საძოვარი გექნება, მაგ თანხაში 20 დედა ცხვარი შეგიძლია შეიძინო, იმერული ტელეფას ჯიშის, ბატკნებზე იმუშავებ, დღეში ლარი რჩება თითო დედა ცხვრისგან ბატკნების ამბავში, მატყლი კიდე სხვა საქმეა.

მე ეს იდეა მომწონს, სხვებიც გირჩევენ ალბათ რამეს.



Posted by: ucxo777 15 Oct 2014, 22:27
Hawley
გამომშრალია კარგად? ამერიკულია თუ აქაური ჯიში?

Posted by: Hawley 16 Oct 2014, 20:39
ucxo777
აქაურია, კი გამომშრალია, ჩვეულებრივი ხმელი სიმინდია, გუშინ ავიღე.

Posted by: shotiko066599 30 Oct 2014, 10:05
გამარჯობათ , ბაგურ კვებისთვის მოზვრები Mინდა ვიყიდო და Mინიმუმ რა წონები Uნდა იყვნენ ამ საქმეს რო Gამოადგნენ, რამდენხანს უნდა შევინახო და დაახლოვებით ერთცალზე რამდენი ლარის საკვები დამეხარჯება ბაზრის ფასებით რო ვიანგარიშოთ , თუ ვინმემ იცით Mითხარით წინასწარ მადლობ

Posted by: leqso333 31 Oct 2014, 14:31
ბიზნეს გეგმა არავის არ გაქვთ??? რამენაირათ რო მომაწოდოთ დიდად მადლობელი დავრჩები..

Posted by: ushuaia 1 Nov 2014, 01:27
leqso333
მაგს ვერ იშოვი აქ.......არავინ მოგცემს........

რუსულად არის ინტერნეტში მოიძიე.......

Posted by: leqso333 1 Nov 2014, 13:13
რჩევა მჭირდება იქნებ დამეხმაროთ... მოკლედ ვართ 3 მეგობარი და ბანკიდან გვიინდა დაახლოებით 15 ათასი ლარის გამოტანა 5 წლიანი ვადით.. ერთ ერთი ჩვენი მეგობარი ცხოვრობს კახეთში კონკრეტულად ლაგოდეხში (დაახლოებით აზზრზეა ამ საქმის )... ვფიქრობთ შევიძინოთ 10 მოზვერი გავასუქოთ (დაახლოებით 1 წელი გვეყოლება) და შემდეგ გავყიდოთ.. რაც შეეხება კვებას ჩვენი მეგობარის ახლობელს აქვს 330 ჰექტარი ლაგოდეხთან ახლოს და გვითხრა არ არის პრობლემა საძოვარზე გაშვებისო... ხო თან გვინდა ლაგოდეხში ბინის ქირაობა რო ჩვენვე მივხედოთ ძროხებს... ეხა კითვები 1. თქვენი აზრით დაახლოებით რამდენ ხაში დავფარავთ სესხს? 2. რომელი ჯობს ბაგურ კვებაზე თუ საძოვარზე გაშვებული? 3თუ გადავწყვიტეთ და გავუშვით საძოვარზე კიდევ რა დამატებითი საკვებია საჭირო? 4. რეალიზაციის პრობლემა ხო არ შეიქმნება?? 5. ღიირს გარისკვა?? ზოგადად ვიცი რო კარგი საქმეა მაგრრამ ეს სესხი მაფიქრებს... იქნებ მიმპასუხოთ...
* * *
და კიდევ როდიდან შეიძლება ძროხის საკვების :ჭარხლის, სმინდის, ქერის და იონჯას დათესვა ????.. მადლობა წინასწაარ..)))
* * *
შემოდგომაზე რა შეიძლება დაითესოს?? დრო რო არ დავკარგო..

Posted by: asbalo 1 Nov 2014, 23:46
Zaan bevri kitxvebi gaqvs leqso, cudi ar aris rom gainteresebs, sariskoa aseti codnit sesxis ageba, kvelaferi fuli girs, mat shoris er droc, me ar daviwyebdi shen adgilze, chemi saxsrebit gavaketebdi ufro cota mashtabit, gamochndeba ra gamodis, rogor ewyobit 3 megobari saqmeshi ertmanets da ase shemdeg, kvelaferi riskia, fuli dasabrunebeli.

Posted by: leqso333 2 Nov 2014, 11:51
დაახლოებით რომ გამოვთვალე 2 წელშივე შევძლებ მაგ სესხის გადახდას... უბრალოდ საკუთარი საკვები არ გამაჩნია (ქერი.სიმინდი იონჯა და აშ..) თორემ თავიდანვე მერძეულს გავაკეთებდი...

Posted by: daviti007 3 Nov 2014, 16:48
სესხით ამ საქმის გაკეთებას არ გირჩევთ

Posted by: leqso333 3 Nov 2014, 18:23
ფიქრობ რო ვერ შევძლებ 4 წელში აE\ღებული სესხის გადახდას?

Posted by: sham 3 Nov 2014, 18:38
leqso333

სესხს რა %-ში იღებთ და გადახდის რა გრაფიკს გაძლევენ ?

კიდევ იმაზეც კარგად დაფიქრდით რამდენად შეძლებთ იქ ცხოვრბას საქონლის მოვლას.


Posted by: leqso333 3 Nov 2014, 19:22
ხო ესეიგი სესხს რაც შეეხება მეოთხე წელს მიწევს აღებული სესხის გადახდა + 8%.... და რაც შეეხება ცხოვრებას ვფიქრობ სჯობს სახლი ვიქირავო ფერმასან ახლოს... ეს არის ჩემი მოსაზრება .... როგორ ფიქრობთ????
* * *
ხო ესეიგი სესხს რაც შეეხება მეოთხე წელს მიწევს აღებული სესხის გადახდა + 8%.... და რაც შეეხება ცხოვრებას ვფიქრობ სჯობს სახლი ვიქირავო ფერმასან ახლოს... ეს არის ჩემი მოსაზრება .... როგორ ფიქრობთ????

Posted by: ushuaia 3 Nov 2014, 21:10
პრესი გაძვირდა.................ცუდიაა...............................

Posted by: leqso333 4 Nov 2014, 16:38
ushuaia იქნებ წინა კითხვებზე მიპასუხო??

Posted by: sham 4 Nov 2014, 17:12
leqso333
QUOTE
ხო ესეიგი სესხს რაც შეეხება მეოთხე წელს მიწევს აღებული სესხის გადახდა + 8%.


ანუ წლიურ 8%-ში იღებ, თუ 4 წლის შემდეგ გამოტანილ თანხას დამატებული თანხის 8% ?

ორივე შემთხვევაში კარგი ვარიანტია, მეორე შემთხვვა განსაკუთრებით კარგი. სად აკეთებ მსგავს სესხს იქნებ დაწერო ...

Posted by: leqso333 4 Nov 2014, 17:24
4 წლის შემდეგ გამოტანილ თანხას დამატებული 8%... ესე მითხრაეს ხვალ ან ზეგ გავალ ბანკში და გავარკვევ მემგონი ლიბერთი ბანკშია აგრო სესხი.... sham იქნებ მიფფფასუხო წინა კკითვებზეე??

Posted by: sham 4 Nov 2014, 18:57
leqso333

უშუალოდ მცხოველეობაში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, სახლის ქირაობას რაც შეეხება არ მგონია რამე დიდი ფასი ქონდეს ლაგოდეხში სახლის ქირაობას და რა თქმა უნდა ჯობია ბიზნესთან ახლოს იყოთ.


QUOTE
4 წლის შემდეგ გამოტანილ თანხას დამატებული 8%...


ეს თუ რეალობაა და ჩვენს გაპარტახებულ ქვეყანაში ნამდვილად გაცემენ თანხებს მსგავს პროცნტში, არც დავფიქრდებოდი ისე ავიღებდი !

Posted by: leqso333 4 Nov 2014, 20:16
sham მართალი ხარ მეგობარო მეც წგრე ვფიქრობ.. ))

Posted by: daviti007 10 Nov 2014, 18:04
8 პროცენტში წელიწადში არავინ მოგცემს და მითუმეტეს 4 წელიწადში !!! ტყუილად ნუ იქმნით არარეალურ ილუზიებს .

Posted by: roxdesigner 6 Dec 2014, 20:11
სენაკში რომ ფერმაა მაგათი კოორდინატები ხომ არ გაქვთ?

Posted by: ushuaia 7 Dec 2014, 00:08
მეც მაინტერესებს....................................................სენაკის ფერმა.............

Posted by: asbalo 7 Dec 2014, 20:32
Raa mag fermashi maseti saintereso?

Posted by: brutal_88 10 Dec 2014, 13:03
პატარა ყველის საწარმოს გაკეთება სად ჯობია თქვენი აზრით, თბილისში რეალიზაციის ადგილამდე მიტანა ადვილია, თუ სოფელში სადაც რძის ჩაბარება უფრო ადვილია?

Posted by: safety 24 Dec 2014, 12:56
brutal_88
QUOTE
თუ სოფელში სადაც რძის ჩაბარება უფრო ადვილია?

მემგონი სოფელში ჯობია. რადგან თბილისთან ახლოს მაინც იდეაში ყველაფერი ძვირია. უბრალოდ დაანგარიშების მომენტია მტავარი
თბილიშტან ახლოს ყველაფერი ძვირია. ხოლო გაყიდი კიდეც პროდუქტს დიდი ბაზარია

ხოლო სოფლად კი იაფია ყველაფერი და ერთი ჯერი თვეშI დაგჭირდება პროდუქტის ჩატანა თბილისამდე

მე სოფელს ვამჯობინებდი.

ეგ კი არა , ახლა აქტიურად ვფიქრობ რომ . მოვიშIო პარტნიორი . მოვაგროვო ფული .

და აწყობილ ბიზზნეში შევიდე.
ანუ არსებულ ბიზნეს დავუმატო ჩემი ჩადებული თანხა და მოდენიზება განვახორციელო ამ საქმისა.

სადღაც 20 ძროხა რომ დაამატო + ინვენტარი და ძირითადად რძის ჩაბარებაზე გადახვიდე ადმინი . რავი ვნახოთ

Posted by: leqso333 24 Dec 2014, 14:58
[b]brutal_88[/b რა გადაწყვიტე სად აპირებ გაკეთებასსაწარმოს????
* * *
[b]brutal_88[/b რა გადაწყვიტე სად აპირებ გაკეთებასსაწარმოს????

Posted by: lado1977 1 Jan 2015, 01:12
გილოცავთ ყველას 2015 წელს, დაესწარით მრავალს

Posted by: maglivi2011 1 Jan 2015, 13:50
გილოცავთ ფერმერებო up.gif

Posted by: ushuaia 1 Jan 2015, 14:23
გილოცააავთ........................................................................

Posted by: safety 5 Jan 2015, 12:10
http://mypartner.ge/index.php?newsid=470


მაქვს მოქმედი ბიზნესი კერძოდ ნოვაციურ და პერსპექტიულ პროდუქციაზე ევროპის საუკეთესო კომპანიასთან მაქვს ექკლუზივი კავკასიის სამივე ქვეყანაზე სოფლის მეურნეობის პროდუქციას ეხება 35 პროცენტიან მარჟაზე ვმუშაობ საჭიროა 75 000 ლარი და პარტნიორს ჩავსვავ 50 პროცენტიან წილში არის სტაბილური და ზრდადი ბიზნესი


Posted by: ჩაკრულო 5 Jan 2015, 23:40
QUOTE (safety @ 24 Dec 2014, 12:56 )
brutal_88
QUOTE
თუ სოფელში სადაც რძის ჩაბარება უფრო ადვილია?

მემგონი სოფელში ჯობია. რადგან თბილისთან ახლოს მაინც იდეაში ყველაფერი ძვირია. უბრალოდ დაანგარიშების მომენტია მტავარი
თბილიშტან ახლოს ყველაფერი ძვირია. ხოლო გაყიდი კიდეც პროდუქტს დიდი ბაზარია

ხოლო სოფლად კი იაფია ყველაფერი და ერთი ჯერი თვეშI დაგჭირდება პროდუქტის ჩატანა თბილისამდე

მე სოფელს ვამჯობინებდი.

ეგ კი არა , ახლა აქტიურად ვფიქრობ რომ . მოვიშIო პარტნიორი . მოვაგროვო ფული .

და აწყობილ ბიზზნეში შევიდე.
ანუ არსებულ ბიზნეს დავუმატო ჩემი ჩადებული თანხა და მოდენიზება განვახორციელო ამ საქმისა.

სადღაც 20 ძროხა რომ დაამატო + ინვენტარი და ძირითადად რძის ჩაბარებაზე გადახვიდე ადმინი . რავი ვნახოთ

და გამოცდილება გაქვთ მაგ სფეროსთან ურთიერთობის?

Posted by: zaoff 1 Feb 2015, 16:11
გამარჯობათ,ეხლა რა მაინტერესებს, ხბოების ფერმა მინდა გავაკეთო.ადგილი უნდა ვიყიდო და რამდენი ჰექტარი დამჭირდება? ავაშენო სადგომი და საჩმელი დავთესო?

Posted by: Goreli-Gogia 6 Feb 2015, 19:50

მოგესალმებით

ბევრს აინტერესებდა ხორცის წარმოება, კერძოდ ბაგური მოზვრების თემა და თუ კიდეა ვინმე დაინტერესებული შემიძლია დეტალებში გავშალო მთელი საწარმოო პროცესი და ვუპასუხო ყველა კითხვას

Posted by: cfc 8 Feb 2015, 15:02
მოგესალმებით, მაქვს შენობა მაგრამ არასაკმარისი მიწა ფერმისთვის, და აქ წავიკითხე რომ არსებობს მეთოდი- ფიდროპონიკა, ვინმეს გამოგიცდიათ? ამართლებს?
მადლობა წინასწარ

Posted by: safety 25 Feb 2015, 22:17
თბილისში, სოფ. გლდანში, შენდება ხორცპროდუქტების ქარხანა, ISO სერთიფიკატის დონეზე. წარმადობა 1.5 ტ\დღეში. პროდუქცია – მხოლოჟ უმაღლესი ხარისხის, ძეხვეული, სოსისი, კუპატი და ა.შ. ჩემი საკუთარი ანალოგიური ქარხანა უკვე ფუნქციონირებს. გვყავს მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი. მინიმალური, სუფთა მოგება, საამქროს ორი თვის მუშაობის შემდეგ, გაუტოლდება 3000$–ს დღეში (შესაბამისად ლარში). პარტნიორს ვთავაზობ 50%–ს. ჩადებული თანხის დაბრუნებამდე ( 7–8 თვე ) პარტნიორი მიიღებს 70%–ს. შემდნგ – 50\50.
ჩადებული თანხა უკვე უზრუნველყოფილი იქნება ჩემ მიერ. ანუ პარტნიორს საკუთრებაში გაუფორმდება მიწის ნაკვეთი, ჩემივე მამულის ტერიტორიაზე, ფართით 2 600 კვ.მ., რომელიც, ღირებულებით, აღემატება ჩადებულ თანხას. სხვა სიტყვებით, მიწის ნაკვეთი გადაეცემა საჩუქრად.

ძალიან მომგებიანი ინვესტიციაა

http://mypartner.ge/index.php?newsid=530

Posted by: uuuu72 8 Mar 2015, 17:35
გორში,კასპში,მცხეთაში, თბილისში რძეს სადმე იბარებენ?

Posted by: odontos1 13 Mar 2015, 05:09
საქართველოში არსებული ტყავის გადამამუშავებელ ქარხნის შესახებ რა იცით და მინი-ქარხანა თუ ივარგებს ამ საქმეში?

Posted by: gogla001 26 Mar 2015, 14:24
გამარჯობათ ხომ არ იცით რა ღირს ხელოვნური განაყოფიერება და საკონტაქტო იმფორმაცია ვინც აკეთბს???

Posted by: naroza-91 31 Mar 2015, 03:46
ფერმის ყიდვა თუ ვინმეს გინდათ მომწერეთ ემპში

Posted by: bidzu 31 Mar 2015, 11:44
QUOTE (naroza-91 @ 31 Mar 2015, 03:46 )
ფერმის ყიდვა თუ ვინმეს გინდათ მომწერეთ ემპში

რამდენ სულიანი ფერმაა? fig.gif fig.gif

Posted by: shuma89 31 Mar 2015, 13:38
მე მაქვს ცხვრის ბიზნესზე ბიზნესგეგმა, გრანტი მოვიგე მაგ ბიზნესგეგმით, მაგრამ არასწულია, ანუ სრულფასოვანი არ არის, ისეთი დაწესებულება იყო სადაც ეს წარვადგინე რო სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსებას არც კი ფიქრობდნენ, მაგრამ მოეწონათ მაგრად და დამიფინანსეს. თუ ვინმეს უნდა ელ ფოსტაზე გავუგზავნი. აქ ატვირთვა არც ვიცი და დროც არ მაქვს მაგის ჩალიჩის, მერე თქვენ ატვირთეთ თვითOნ.

Posted by: bidzu 31 Mar 2015, 13:54
QUOTE (shuma89 @ 31 Mar 2015, 13:38 )
მე მაქვს ცხვრის ბიზნესზე ბიზნესგეგმა, გრანტი მოვიგე მაგ ბიზნესგეგმით, მაგრამ არასწულია, ანუ სრულფასოვანი არ არის, ისეთი დაწესებულება იყო სადაც ეს წარვადგინე რო სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსებას არც კი ფიქრობდნენ, მაგრამ მოეწონათ მაგრად და დამიფინანსეს. თუ ვინმეს უნდა ელ ფოსტაზე გავუგზავნი. აქ ატვირთვა არც ვიცი და დროც არ მაქვს მაგის ჩალიჩის, მერე თქვენ ატვირთეთ თვითOნ.

გამომიგზავნე რა თუ შეიძლება yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: shuma89 31 Mar 2015, 13:55
სად გამოგიგზავნო, ელ ფოსტა მაინც მოგეწერა smile.gif

Posted by: bidzu 31 Mar 2015, 13:58
QUOTE (shuma89 @ 31 Mar 2015, 13:55 )
სად გამოგიგზავნო, ელ ფოსტა მაინც მოგეწერა smile.gif

მაიცა პირადში მოგწერ yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: naroza-91 31 Mar 2015, 14:49
QUOTE 200 სუილი შეიძლება მოთავსდეს

Posted by: გობალა 31 Mar 2015, 17:18
კოპტონი (მზესუმზირიას რომ დაწურავენ, დარჩენილ დაპრესილ ჩენჩოს და გულებს ქვია) ღორის გარდა რა საქონელს შეიძლება რომ ვაჭამოთ?

ფრინველზე მგონი არაა შეზღუდვა ხო?

Posted by: levani169 31 Mar 2015, 19:42
QUOTE
კოპტონი (მზესუმზირიას რომ დაწურავენ, დარჩენილ დაპრესილ ჩენჩოს და გულებს ქვია) ღორის გარდა რა საქონელს შეიძლება რომ ვაჭამოთ?

ფრინველზე მგონი არაა შეზღუდვა ხო?


პირიქით რეკომენდირებულია!

Posted by: uuuu72 5 Apr 2015, 15:18
იყიდება გორის რაიონში თბილისიდან 75 კმ ზე 1 თვე ნახევრის ფური ხბო 591 94 11 28.

Posted by: saniko 22 Apr 2015, 17:53
გამარჯობათ ხალხო ვინმე ხომ ვერ მირჩევთ რაიმე ფირმებს საქართველოში ან კერძო პირს ვინც დამეხმარება ჰიდროფონიკური სათბურის გაკეთებაში ან ვინმეს გამოცდილება თუ აქვს ამ მეთოდით ბალახის მოყვანის მესაქონლეობის ფერმისათვის

Posted by: zaoff 21 Jun 2015, 13:40
გეგმა არ გაქვთ?ძროხის ფერმისთვის?

Posted by: spana84 23 Jun 2015, 21:44
saniko
QUOTE
გამარჯობათ ხალხო ვინმე ხომ ვერ მირჩევთ რაიმე ფირმებს საქართველოში ან კერძო პირს ვინც დამეხმარება ჰიდროფონიკური სათბურის გაკეთებაში ან ვინმეს გამოცდილება თუ აქვს ამ მეთოდით ბალახის მოყვანის მესაქონლეობის ფერმისათვის

მე მაქვს გამოცდილება ამ ტიპის სათბურის გაკეთებაში და შემიძLია დაგეხმარო.

Posted by: shotiko066599 24 Jun 2015, 10:41
გორში იონჯის პრესი თუ ვინმეს უნდა, 599.066.599

Posted by: ჩაკრულო 9 Jul 2015, 19:32
QUOTE (shuma89 @ 31 Mar 2015, 13:38 )
მე მაქვს ცხვრის ბიზნესზე ბიზნესგეგმა, გრანტი მოვიგე მაგ ბიზნესგეგმით, მაგრამ არასწულია, ანუ სრულფასოვანი არ არის, ისეთი დაწესებულება იყო სადაც ეს წარვადგინე რო სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსებას არც კი ფიქრობდნენ, მაგრამ მოეწონათ მაგრად და დამიფინანსეს. თუ ვინმეს უნდა ელ ფოსტაზე გავუგზავნი. აქ ატვირთვა არც ვიცი და დროც არ მაქვს მაგის ჩალიჩის, მერე თქვენ ატვირთეთ თვითOნ.

მაიტა მანახვე აბა smile.gif

chakrulo@gmail.com

fig.gif

Posted by: ramini19852 10 Jul 2015, 01:19
ჩაკრულო
თU გადმოგიგზავნა გამიზიარე smile.gif მითხარი და მეილს მოგწერ, მეც მივწერე და ჯერ არ უპასუხია.

Posted by: ushuaia 10 Jul 2015, 10:29
|თხა გადისო მაგრად სამეგრელოში..........................

Posted by: shuma89 10 Jul 2015, 10:50
დღეს გამოგიგზავნით>
სახლშI მივალ დაა . . .

არავინ დამიტოვებია უყურადღებოდ.

ყველას გავუგზავნე, თქვენ ორი დამრჩით smile.gif


Posted by: ramini19852 10 Jul 2015, 12:49
shuma89
მადლობა წინასწარ

Posted by: sham 10 Jul 2015, 13:13
shuma89

მეც გამომიგზავნე , გადავავლებ თვალს.
QUOTE
მადლობა წინასწარ


Posted by: ucxo777 10 Jul 2015, 13:27
shuma89
იქნებ ჩემთანაც გამოუშვა, დიდი მადლობელი დაგრჩებიsmile.gif
* * *
ფერმერებო ერთი რამე მინდა გკითხოთ, მარილით ვინმეს ხომ არ მოგეწამლათ საქონელი? ჩემთან 5 ადამიანს მოეწამლა და 6 სულმა ვერ გადაიტანა და გადააგდეს, მათ შორის მეც მაგრამ დიდი ვაი ვაგლახით გადავარჩიენე. მსგავსი რამე თუ გაგიგიათ მაინც?

Posted by: ჩაკრულო 12 Jul 2015, 14:08
QUOTE (ramini19852 @ 10 Jul 2015, 01:19 )
ჩაკრულო
თU გადმოგიგზავნა გამიზიარე smile.gif მითხარი და მეილს მოგწერ, მეც მივწერე და ჯერ არ უპასუხია.

ჯერ არსით ხმა არსით ძახილი smile.gif

fig.gif fig.gif fig.gif fig.gif fig.gif

Posted by: ucxo777 16 Jul 2015, 17:30
ra unedurebaa saqonlis fasi ase ratom daeca xom araferi icit an am shemodgomit an zamtarshi tu mainc aiwevs? tqveni prognozi maintereaebs

Posted by: sowRon 16 Jul 2015, 22:45
QUOTE
ra unedurebaa saqonlis fasi ase ratom daeca xom araferi icit an am shemodgomit an zamtarshi tu mainc aiwevs? tqveni prognozi maintereaebs

თათრებს უკრაინიდან გაყავთ საქონელი, იქედან იაფი უჯდებათ უფრო.... აქ ამიტომ დაიწია ფასმა..... შემოდგომით და ზამთარში კიდევ უფრო იკლებს როგორც წესი

Posted by: Vano52 16 Jul 2015, 22:55
ucxo777
სახორცეები დაიაფდა მეწველი და მოზარდი დაძვირდა ჩემთან..

Posted by: asbalo 18 Jul 2015, 02:16
Gavyide 175 kg mozvevi 800 larad, zalian msuqani iyo, 16 tvis.

Posted by: Vano52 18 Jul 2015, 12:06
asbalo
ცოცხალი წონა ხო? არაა იაფი მარა 3 თვის რძის ხბო 600 ლარად გავყიდე 2 თვის უკანbiggrin.gif

Posted by: asbalo 18 Jul 2015, 18:35
Ramdeni kg iyo? 1 kg ramdeni gamovida?

Posted by: ჩაკრულო 19 Jul 2015, 02:11
ვიყიდი დასაკლავ საქონელს, მოზვრებს და დეკეულებს, გამოუშვით აბა ფასი smile.gif

Posted by: Vano52 19 Jul 2015, 12:39
asbalo
50*55 კგ ხორცი ქონდა 12 ლიტრიანზე მყავდა მიშვებული
* * *
ჩაკრულო
რა წონიდან ზევით გაწყობს?? 60 სული მყავს 35 4-7 თვისებია 30-50 კგ აქვთ და 25 დეკეულია 70კგ აქვთ საშუალოდ

Posted by: ucxo777 20 Jul 2015, 15:42
sowRon
გაზაფრხულზე მანც არ აიწევს რომ კაცმა ეხლა არ გადაყაროს და გაზაფხულამდე რო შევინახოთ ღირს თუ უფრო ვიზარალებთ?Vano52
სახორცეები მყავს მე sad.gif
ჩაკრულო
ჩემთან ყიდის ერთ დიდი ხარს და ერთ მაგარ ხბოს თუ დაგაინტერესებს პმ

Posted by: numberone 20 Jul 2015, 23:22
10 ნორმალურად მეწველ ძროხაზე დაახლოებით რა მოგებააქ დღიურად?? ანუ კილო ყველი ჩასაბარებეელი ფასი რა არის?? და კიდევ მაინტერესებს 24 საათის განმავლობაში 2 ჯერ იწველება??? მადლობა წინასწარ პასუხისთვის...))

Posted by: Vano52 21 Jul 2015, 08:41
numberone
წველადობა წლიურად იანგარიშება + კი 2ჯერ იწველება.



ზარალის მეტი არაფერი დაგჩება თუ კარგად არ იცი ეგ საქმე

Posted by: sham 21 Jul 2015, 11:08
Vano52
QUOTE
ზარალის მეტი არაფერი დაგჩება თუ კარგად არ იცი ეგ საქმე


კარგად ცოდნაში რა იგულისხმება ?

მე ვფიქრობ რომ პირველი ნაბიჯი კარგი ჯიშის საქონლის არჩევვაა, შემდეგ რეგულარული ვეტერინალური კონტროლი და ყველა საჭირო პროცედურის დაცვა ამ კუთხით. და ნორმალურად და სრულფასოვნად გამოკვება. საკვების ყიდვა და შენახვა იმ პერიოდში, როცა ის ყველაზე იაფია. მეტი რა ცოდნა ჭირდება ?

Posted by: Vano52 21 Jul 2015, 18:25
sham
ცოდნაში ზუსტად ეგ ვიგულისხმეbiggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 28 Jul 2015, 00:17
Vano52
ucxo777
იზვინიწე რებიატა,
დიდი ხანია აღარ შემოვულვარ აქ.

მე მინდა საქონელი 120-160 კილომდე რო ტუშა გამოვიდეს, ასევე დიდი საქონელს ვიყიდი, საფარშესაც. თუ გყავთ პირადში მოიწერეთ

* * *
sham
რა გაქვს აბა საკვებ ბაზად მომზადებული? smile.gif

საქონლის პროდუქტიულობაში 80% მდე უჭირავს სწორედ კვებას, 17% მდე ჯიშის პრდოქტიულობას და დანარჩენი მოვალა შენახვის პირობებს. ეს პრაქტიკულ-თეორიული რჩევებია wink.gif

ამიტომ პირველ რიგში სწორ კვებაზე იზრუნე, არავითარ შემთხვევაში მხოლოდ კორმა და თივა!!! სველი საკვების გარეშე 10-15 ლიტრას ვერ გაცდები, ისიც მაქსიმუმ 2 თვის მანძილზე!!! ეს კი სისულელეა და თავიდანვე გაწირავ თAვს ზარალისთვის

ბექა

Posted by: sham 28 Jul 2015, 13:26
ჩაკრულო
QUOTE
რა გაქვს აბა საკვებ ბაზად მომზადებული?


მე არ მაქვს ფერმა, ისე მაინტერესებდა , სამომავლოდ smile.gif

QUOTE
ამიტომ პირველ რიგში სწორ კვებაზე იზრუნე, არავითარ შემთხვევაში მხოლოდ კორმა და თივა!!! სველი საკვების გარეშე 10-15 ლიტრას ვერ გაცდები, ისიც მაქსიმუმ 2 თვის მანძილზე!!! ეს კი სისულელეა და თავიდანვე გაწირავ თAვს ზარალისთვის

up.gif
მშვენიერი რჩევაა, სველ საკვებში ალბათ საქონლის ჭარხალი იგულისხმება ხომ ?

Posted by: ibo 30 Jul 2015, 15:28
ჩაკრულო
QUOTE
მიტომ პირველ რიგში სწორ კვებაზე იზრუნე, არავითარ შემთხვევაში მხოლოდ კორმა და თივა!!! სველი საკვების გარეშე 10-15 ლიტრას ვერ გაცდები, ისიც მაქსიმუმ 2 თვის მანძილზე!!! ეს კი სისულელეა და თავიდანვე გაწირავ თAვს ზარალისთვის

ზარალზე როცაა საუბარი ძალიან მიკვირს...
სოფელში რომ ვიყოლიო 10-20-30 ძროხა, გავუშვა ნახირში და მოიწველოს 8-10 ლიტრა (=ერთ ძროხაზე მინ. 8-10 ლარი დღეში=10 ძროხიდან თვეში 2400-3000 ლარი) მაგედან 1 ძროხის მოწველაში რომ გადავიხადო თვეში 50 ლარი, რჩება 10 ძროხიდან თვეში 2300-2500 ლარი. ყოველთვის რომ არ იწველება გასაგებია, მაგრამ იმ რძეს ნამატის (რომელიც სწრაფად იზრდება ბევრი მოვლის გარეშე) გაყიდვიდან შემოსული თანხა ჩაანაცვლებს.

რა იმდენი ხარჯი უნდა გქონდეს წამლებზე რომ წაგება ნახო? ძროხები დაგეხოცოსო არ მითხრა, მაგისგან ისინიც არ არიან დაზღვეულები ვინც მშრალ სველ და მოხრაკულ-მოხარშულებს აჭმევს თავის ძროხებს...

ჰყავდა ბებიაჩემს ძროხა და არ მახსოვს ძროხის/ძროხების გამო რამეზე დაეჩივლოს. მაგ ლოგიკით სოფლელებმა ძროხა აღარ უნდა იყოლიონ.

Posted by: ჩაკრულო 31 Jul 2015, 01:30
sham
სველ საკვებში პირველ რიგში იგულისხმება სილოსი, სენაჟი ან თუნდაც ახლად გათიბული ბალახის (უკეთესია იონჯა) ნედლად დაპრესილი (ცელოფნებში).

ibo
მაგ ლოგიკით ნუ წახვალ! დამიჯერე! ოდნავ მეტი პრაქტიკა, თუნდაც 2-3 ძროხით დაიწყე, რო წააგებ და იზარალებ მერე მიხვდები რო მე მართლაი ვარ, მითუმეტეს რომ მაგ 10 ძროხიდან, შენ თვეში მინიმუმ 4-5 ლარი უნდა გქონდეს შემოსავალი და არა 2-3 ათასი თუ იმას გააკეთებ რასაც მე ვიძახი smile.gif)

Posted by: asbalo 2 Aug 2015, 02:01
Ibo, zaan martivad msjelob, tu saqmes daiwyeb, darwmundebi.

Posted by: ucxo777 2 Aug 2015, 13:06
მეგობრებო მყავს 29 სულამდე მოზვრები წლინახევრის, იდეალურები ბაგურზე დასაბმელად , და თუ ვინმეს ნომრები იცით ვინც ასეთ საქონელს ყიდულობს იქნებ მომწეროთ მათი საკონტაქტო ნომრები ან თუ რამეა დამიკავშირდნენ ამ ნომზე: 551 087626 მადლობა წინასწარ
* * *
ibo
მართალს გეუბნებიან ჯერ 2 3 ით დაიწყე,ცოტა პრაქტიკას დააგროვებ და მერე გაზარდე რაოდენობა ამის და მიხედვით. 20 30 ძროხის მოვლა იოლი საქმე არ გეოგონოს მითუმეტეს დამწყები ფერმერისთვისsmile.gif

Posted by: ibo 10 Aug 2015, 19:53
ჩაკრულო
asbalo
ucxo777
მადლობა პასუხებისთვის, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ გავალ ზარალზე თუ ისე მოვიქცევი როგორც ზემოთ აღვწერე smile.gif

ის გასაგებია რომ პრაქტიკისთვის 2-3 ძროხის ყოლა უკეთესია, ნაკლები რისკის გამო. smile.gif

Posted by: Vano52 11 Aug 2015, 00:09
ibo

მოდი ასე ვიანგარიშოთ 1 წლის ხარჯი

1 ძროხა წველადობა 17 ლიტრი საუკეთესო მოვლა საკვებით 3000 ლიტრი

ძროხის ფასი 2000,ლ

მწყემსი მომვლელი წლიურად 200ლ

დამატებითი საკვები კორმა სველი საკვები.მარილ ვიტამინები და ა.შ 500 ლ

ზამთრის კვება 700ლ

ამხელა ფასის ხარჯები იმიტომ რო 15 ლიტრიანს სხვა კვება უნდა ვიდრე 5 ლიტრიანს

ახლა დავთვალოთ ხარჯი გაქ 1400 ლ ძროხის პროცენტული ფასით 1500 ლარი


მოგება გაქ 3000 ლიტრი რძე და 1 ხბო რომელიც დალევს 1.5 თვის 300 ლიტრს

დაგჩა ხბო 400 ლარის ღირებულების და 2700 ლიტრი რძე 2700=1900 ლ + 400ლ=2300 ლ ესეც საუკეთესო ვარიანტში

2300 ლარს - ხარჯების 1500 ლ= 800 ლ მოგება 1 ძროხაზე


თეორიულად ასეა


ახლა პრაქტიკული გეგმა

მოიყვან ძროხას 2000 ლარად და რადგან კარგ ძროხას არავინ ყიდის მოიწველის მაქსიმუმ 10 ლიტრს ისიც 3-4 თვე მერე დავა 6-7 ლიტრზე ნაბარევი ან რამე ამდაგვარი თუ შეხვდა და რადგან მაგას პროფილაქტიკა ვერ შველის 100% ვერ შეატყობ რადგან არ გაქ პრაქტიკა რამაც შეიძლება 1 კვირაში მოკლას ძროხა ან გააშროს და სხვა ათასი ხათაბალა ემართება საქონელს ვაფშე მაგარი უბედური რამეა ძროხა.


ჩემი 3 წლიანი სტატისტიკით პირადი და მეზობლების დაკვირვებით წლიურად. 20 ძროხიდან 1 და 20 ხბოდან 3 კვდება

უცოდინრის ხელში ბევრად მეტი
ჩემთან ყავდა ერთს ათამდე ძროხა და 25 მოზარდი აზრზე არ იყო მოვლის ზამთარში სველში ყავდა საქონელი დააავადა ფილტვებზე და ჩლიქები დაულპო 7 სული რაც ვიცი ზამთარში მოუკვდა და სადღაც 10 სულამდე ნაბარევის გართულებისგან დაეხოცა შემოდგომამდე
არ წამლიდა სადგომს და ერთხელ გადატანილზე ისევ ემართებოდათ ნაბარევი
ცუდი პირობების გამო ძროხები გაუბერწდა და მოზარდი ვერ გაასუქა და წავიდა მაგარ ზარალში.


1 ძროხა იყიდე 2-3 ხბო და რამდენიმე თვე მოუარე თუ მოგების შეატყე რამე მერე მოამატე





Posted by: ibo 11 Aug 2015, 08:05
Vano52
QUOTE
დაგჩა ხბო 400 ლარის ღირებულების და 2700 ლიტრი რძე 2700=1900 ლ + 400ლ=2300 ლ ესეც საუკეთესო ვარიანტში

2700ლიტრი=1900 ლარი??? spy.gif
მასე ბარემ ერთი ლიტრი 10 თეთრად ვიანგარიშოთ და ეგრევე ზარალზე გავალ biggrin.gif
ეს ხუმრობიტ რა თქმა უნდა, მარა ერთი ლიტრი რძე 1 ლარი არ ღირს სულ მინიმუმი? მაწონი ნახევარ ლიტრიანი ბანკით 1.2 გირს და რძე 1 ლიტრი 70 თეთრი ძალიან მეიაფება...

QUOTE
ძროხის ფასი 2000,ლ


ამან 20 ლიტრა არ უნდა მოიწველოს? როგორც მახსოვს ფასები ეგრე იყო, ლიტრიანობას 2 ნულს მიუწერდი და ეგ იყო ძროხის ფასი.

ცოტა ურთიერთ-გამომრიცხავი აზრები წერია, თუ იმდენ ფულს ვიხდი სველ საჭმელზე და მინერალებზე მაშინ 5 ლიტრაზე რატომ უნდა ჩამოვიდეს... და თუ ძროხის მომვლელს ვუხდი ფულს უცოდინარს ხომ არ ავიყვან, ისეთს ავიყვან ვისაც თავადაც ჰყავს ძროხები

Posted by: Vano52 11 Aug 2015, 08:25
ibo
70 თეთრი მაქსიმუმია რძის რეალური ფასისbiggrin.gif
შენ გგონია 10 ძროხის მაწონს გააკეთებ და გაყიდი? რძეს 70 თეთრად იბარებენ ქარხნები

20 ლიტრიან ძროხას 3000 ლარად ან იყიდი ან ვერა გაძვირდა მეწველი კაი ხანია

თუ კვება ექნება არ დაიკლებს წველადობას მე დავწერე თუ არ ივარგებს ძროხა მაშინ დაიკლებს და მაგ შემთხვევაში ჭამას არ აქ მნიშვნელობა

მწყემსს სუ კიდია შენი საქონელი პირადი გამოცდილებით გეუბნები და აქ თუ ყავს ვინმეს მომვლელი დამეთანხმება. თუ თითონ არ მიხედე საქონელს სხვის იმედზე ნუ იქნები


Posted by: ჩაკრულო 13 Aug 2015, 19:11
ibo
მასეთი, ანუ შიდა შენახვის პირობებში მიღებული რძე 0.6-0.65 ლარი დაგიჯდება თუ ყველაფერს ყიდუობ, თუ შენ აწარმოებ ტუნდაც სილოსს მაშინ იქნება ასე 0.4-0.45 ლარი თვითღირებულება, ასე იანგარიშე smile.gif ასე რომ თუ ყიდულობ და 60 თეთრი რძე გიჯდება, ჰა მაქსიმუმ რძე ჩააბარო 70 -75 თეთრად, ასე რომ შენ გასაზღვრე smile.gif ნერვებს კი არ გიშლი და გატორმუზებ, პირიქით თუ რამე შემიძლია დაეეხმარები კაცო, მაგრამ ცუდი მხრიდან გაჩვენებ ამ ყველაფერს რომ ჩპ არ მოგივიდეს, პირიქით თქო თუ რამეში შემიძლია (და საკმაოდ შემიძლია დაგეხმარო) დაგეხმარები!!! რაც მეტი ფერმერი იქნება საქართველოში ეგ ჩემი სურვილია

http://www.radiotavisupleba.ge/content/liberty-diaries-beka-gonashvili/27123421.html

Posted by: zaoff 29 Sep 2015, 00:37
raxdeba permebshi rat chavarda tema.xboebis yidva gayidvaze ra azris xart ari momgebiani?

Posted by: Vano52 29 Sep 2015, 12:01
zaoff
ყიდვა გაყიდვა არა.
ყიდვა ცოტა გაზდა და გაყიდვა მომგებიანია

Posted by: zaoff 30 Sep 2015, 19:30
Vano52

ხო გაზრდა. მე არვიცი როდის ჯობია,შეგიძლია მითხრა რომელ თვეში ჯობია ყიდვა და მერე გაყიდვა?ნაცნობი აკეთებდა შემოდგომით ყიდულობდა გაზაფხულზე ყიდად მერე.

Posted by: Vano52 30 Sep 2015, 21:20
zaoff
ზამთრის საკვები ანუ იონჯა ან თივა თუ საკუთარი გაქ
ახლა უნდა იყიდო 300-350 ლარიანები მამლები და მუქი ფერისები
გამოაზამთრო და გაყიდო მარტ აპრილში თუ ნაყიდი საკვებით აპირებ გამოზამთრებას ძვირი დაჯდება და ბევრი არაფერი დაგჩება


ან იყიდო აპრილში ასეთივე ხბოები და გაყიდო ნოემბრისთვის ამას ის + აქ რომ შენახვა უხარჯოა და ფასნამატი სუფთა მოგება

Posted by: SoSeLa 1 Oct 2015, 23:57
ვინმეს ევროპიდან საქონელი ხომ არ ჩამოგიყვანიათ?

Posted by: SoSeLa 14 Oct 2015, 22:23
გამარჯობათ
ვინმეს თუ გაქვთ დაანგარიშებული ფერმის მშენებლობა,ბეტონით ჯობია თუ სენდვიჩ პანელით?

Posted by: tamazi1111 6 Nov 2015, 20:21

QUOTE
მე მაქვს გამოცდილება ამ ტიპის სათბურის გაკეთებაში და შემიძLია დაგეხმარო.


მეც ძალიან მაინტერესებს ამ ტიპის სათბურის გაკეტება და გთხოვთ შემეხმიანოთ.

Posted by: tamazi1111 9 Nov 2015, 21:05
ვყიდი ფერმას ძალიან იაფად,სასწრაფოდ

Posted by: SoSeLa 9 Nov 2015, 22:08
tamazi1111
ახალი აშენებული მაქვს ფერმა wink.gif

Posted by: tamazi1111 10 Nov 2015, 22:29
SoSeLa
მწვანე მასის(ჰიდროპონიკის)წარმოებაზე რას იტყვი??სადმე თუ აქვთ გაკეთებული რომ ვნახო, თურქულები ძაან ძვირი გირს
* * *
SoSeLa
ფერმა თუ ააშენე რა ჯიშის საქონელი იყიდე?

Posted by: SoSeLa 10 Nov 2015, 23:47
tamazi1111
საკმაოდ ძვირი ჯდება ჰიდროპონიკა, ადრე ვფიქრობდი მაგის აშენება მოწყობას მაგრამ, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს სილოსი და სენაჟი არის ყველაზე კარგი და ყველაზე იაფი, თურქული ნაცნობს აქვს და 48 ათასი დოლარი ღირს ისიც აჩუქეს დაფინანსებით თორე არ ღირსო ყიდვაო.
კი ფერმა ამჯერად ავაშენე, საქონლის შემოყვანა მინდა თუ ვერ შემოვიყვანე და აქ ხელოვნურად განაყოფიერი შვიცის და წაბლის ნაჯვარი საქონელი უნდა ვიყიდო, საჯიშე ბუღა ვიყიდე სიმენტალი ავსტრიული, დიდ იმედებს ვამყარებ მაგ ბუღაზე.

Posted by: ucxo777 11 Nov 2015, 12:14
ყური მოვკარი საზღვრები გაიხსნა და თათრები შემოვიდნენო, რამდენად მართალია ეს??

Posted by: shuma89 11 Nov 2015, 15:37
ზესტაფონსა და ქუთაისს შორის სოფელში მაქვს 8 ჰექტარი ნაკვეთი. 3 არის შემოღობილი. ამ ნაკვეთზე მყავს ცხვარი, დანარჩენი 4.8 ჰექტარი არის 500-700 მეტრში, ერთიანი ფართობია, 200 მეტრი სიგრძის 240 სიგანის. საჭიროა შემოღობვა, დახვნა და იონჯის დათესვა.
იონჯა 5-6 წელი მუშაობს, აქედან გამომდინარე შემოღობვის ხარჯის მხოლოდ ერთი მესამედი გავა საერთო ხარჯებში, ამ 5-6 წლის გათვალისწინებით ასე ვთქვათ ცვეთა, დანარჩენ ხარჯს, რაც ღობეს სჭირდება გადავიხდი ჩემი წილი მოგებიდან, პლიუს საერთო მოგებიდან გავისტუმრებთ საერთო ხარჯებს რათქმაუნდა.
საჭიროა 6-8 ათასი ლარის ჩადება.
პირველ წელს ვვაარაუდობ 4000 ლარ მოგებას, აქედან 2000 ლარი თქვენი წილი მოგება იქნება და მეორე 2000 ლარი გადმოგეცემათ შემოღობვის ხარჯის გაწევის გამო, მეორე წელს საჭოროა მცირე ხარჯები, მხოლოდ მორწყვაზე და ათიბვა ტრანსპორტირებაზე, სავარაუდო მოგება 6000 ლარი. თქვენი წილი 3000 ამას დამატებული დარჩენილი ვალი შემოღობვიდან.
ერთადერთი მუდმივი ხარჯი ბალახის ამოსვლის შემდეგ მის ბოლო, ანუ შემოდგომის გათიბვამდე იქნება დამხმარე პერსონალისათვის, რომელმაც დღეში სამჯერ მაინც უნდა გაიაროს და შეამოწმოს პირუტყვი ხომ არ შევიდა, ან ხომ არ გააფუჭა ღობე, კამეჩები არიან უზარმაზარები და ცხენებიც, გადაამოწმებს დღეში სამჯერ მაინც, ამას ხელფასად გადავუხდით 50-100 ლარს ალბათ უფრო 50 smile.gif


ვინც დაინტერესდება პმ მომწეროს და ნომრებსაც გავცვლუთ და დეტალურ ინფორმაციებსაც.

ხარჯების შემცირება შესაძლებელია თუ შემოღობვაზე თავად ვიმუშავებთ, მაქსიმუმ 5 დღის სამუშაო იქნება 4-6 კააცისთვის.

Posted by: tamazi1111 11 Nov 2015, 19:50
SoSeLa
მე როგორც ვიცი თურქული 25000$ გირს, ჩინური 12000$ ჯდება,ვნახე ჩინურ საიტებზე,აქ რომ ეგ ააწყო 5-6 ათას$ არ ვფიქრობ რომ გადაცდება,500კგ მწვანე მასა რომ მიიღო დღეში მგონი კარგი იქნება,მეც არ ვიცი გავყიდო ეს ფერმა თუ დავიტოვო,მარტო ვერ გავქაჩავ,არადა ძალიან მაინტერესებს რა გამოვა,მეწველი მინდოდა მაგრამ საკმაოდ დიდ თანხებზე მიდის,ბაგურზე ბუღები ხომ არ შევიყვანო,მაგას ვფიქრობ,58 მეწველ ძროხაზეა გამზადებული.ნახევარი ფერმა,ნახევარში კი საწყობად გამოდგება..
* * *
SoSeLa
ჰიდროპონიკისტვის ცალკე შენობაც არის 100კვ.მ,მანდ რომ დატვირთო 1ტონა მწვანე მასასაც მოიკვან
* * *
SoSeLa
მწვანე მასა ხომ წველადობას მაგრად ზრდის?? ბუღებზედაც მგონი კარგი შედეგი უნდა ქონდეს,
* * *
SoSeLa
სასომხეტიდან დეკეულების შემოყვანა შეიძლებაო მაგრამ 2700$ მიტხრეს ცალი,ძაან მეძვირება

Posted by: SoSeLa 11 Nov 2015, 21:01
tamazi1111
მეგობარო ფერმა და საწყობი ერთად არ შეიძლება, პროდუქტი ამიაკს აითვისებს რომელიც არ არის სასარგებლო ცხოველისთვის. იცი რაშია საქმე ეგ მწვანე მასა ვერ ცვლის მთლად ბალახს, სილოს ან სენაჟს. მეც ადრე ვფიქრობდი გავაკეთო 250კვ ჰიდროპონიკა თქო მაგრამ ჯერ მარტო დენი წყალი და მთავარი რაცაა მარცვალი ჯდება ძვირი. მე ევროსტანდარტით ავაშენე 45-50 ძროხისთვის.
რაც შეეხება წველადობის გაზრდას მაგას უფრო ჭარხალი და სილოსი ან სენაჟი ზრდის, კი რაღაც დონით ამატებინებს მაგრამ გრანდიოზულად დიდ რაოდენობას არა.
ადრე სომხეთიდან გადმოყვანილი ხბოები ვიყიდე და სომხეთში არის ერთმა მილიონერმა თავის ძმას გააკეთებინა და უცხოეთიდან შვიცები შემოიყვანეს და აი მაგათგან არის შანსი რომ შემოიყვანო დეკეულები. მე კონტაქტი დავმყარე ბევრ ევროპულ კომპანია-ფერმასთან. სტანდარტული ფასია 2200-2700 ევრო. ტრანსპორტი ჯდება 17500 ევრო ერთი მანქანის რომელშიც 30-40 ორსული დეკეული ეტევა.

Posted by: tamazi1111 11 Nov 2015, 21:39
SoSeLa
მაგდენის თავი არ მექნება,ალბათ ისევ გაყიდვაზე ვიფიქრებ,1000 კვ.მ ია ფერმა,ორ ნაწილად არის გაყოპილი,მეორე ნაწილსჰი მაქვს ტუკები,100 კვადრატი დამხმარე შენობაა,ყველაპერში გამოდგება,ტერიტორია შემოკრულია,ევროსტანდარტით არ ვიცი როგორია მაგრამ ყველაფერი კარგადაა გაკეთებული,35000$ ში მინიმუმი ალბათ უნდა გავყიდო,რაც დახარჯული მაქვს,მაგარი იაფია..ადგილიც კარგია ,ბოლნისთანაა,იქნებ ვინმეს უნდოდეს..

Posted by: SoSeLa 11 Nov 2015, 22:07
tamazi1111
ძალიან სამწუხაროა რომ ვერ ახერებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს

Posted by: shuma89 12 Nov 2015, 00:21
QUOTE (shuma89 @ 11 Nov 2015, 15:37 )
ზესტაფონსა და ქუთაისს შორის სოფელში მაქვს 8 ჰექტარი ნაკვეთი. 3 არის შემოღობილი. ამ ნაკვეთზე მყავს ცხვარი, დანარჩენი 4.8 ჰექტარი არის 500-700 მეტრში, ერთიანი ფართობია, 200 მეტრი სიგრძის 240 სიგანის. საჭიროა შემოღობვა, დახვნა და იონჯის დათესვა.
იონჯა 5-6 წელი მუშაობს, აქედან გამომდინარე შემოღობვის ხარჯის მხოლოდ ერთი მესამედი გავა საერთო ხარჯებში, ამ 5-6 წლის გათვალისწინებით ასე ვთქვათ ცვეთა, დანარჩენ ხარჯს, რაც ღობეს სჭირდება გადავიხდი ჩემი წილი მოგებიდან, პლიუს საერთო მოგებიდან გავისტუმრებთ საერთო ხარჯებს რათქმაუნდა.
საჭიროა 6-8 ათასი ლარის ჩადება.
პირველ წელს ვვაარაუდობ 4000 ლარ მოგებას, აქედან 2000 ლარი თქვენი წილი მოგება იქნება და მეორე 2000 ლარი გადმოგეცემათ შემოღობვის ხარჯის გაწევის გამო, მეორე წელს საჭოროა მცირე ხარჯები, მხოლოდ მორწყვაზე და ათიბვა ტრანსპორტირებაზე, სავარაუდო მოგება 6000 ლარი. თქვენი წილი 3000 ამას დამატებული დარჩენილი ვალი შემოღობვიდან.
ერთადერთი მუდმივი ხარჯი ბალახის ამოსვლის შემდეგ მის ბოლო, ანუ შემოდგომის გათიბვამდე იქნება დამხმარე პერსონალისათვის, რომელმაც დღეში სამჯერ მაინც უნდა გაიაროს და შეამოწმოს პირუტყვი ხომ არ შევიდა, ან ხომ არ გააფუჭა ღობე, კამეჩები არიან უზარმაზარები და ცხენებიც, გადაამოწმებს დღეში სამჯერ მაინც, ამას ხელფასად გადავუხდით 50-100 ლარს ალბათ უფრო 50 smile.gif


ვინც დაინტერესდება პმ მომწეროს და ნომრებსაც გავცვლუთ და დეტალურ ინფორმაციებსაც.

ხარჯების შემცირება შესაძლებელია თუ შემოღობვაზე თავად ვიმუშავებთ, მაქსიმუმ 5 დღის სამუშაო იქნება 4-6 კააცისთვის.

იიიიიი
იიიიიი
იიიიიი
იიიიიი
იიიიიი
იიიიიი
* * *
QUOTE (shuma89 @ 11 Nov 2015, 15:37 )
ზესტაფონსა და ქუთაისს შორის სოფელში მაქვს 8 ჰექტარი ნაკვეთი. 3 არის შემოღობილი. ამ ნაკვეთზე მყავს ცხვარი, დანარჩენი 4.8 ჰექტარი არის 500-700 მეტრში, ერთიანი ფართობია, 200 მეტრი სიგრძის 240 სიგანის. საჭიროა შემოღობვა, დახვნა და იონჯის დათესვა.
იონჯა 5-6 წელი მუშაობს, აქედან გამომდინარე შემოღობვის ხარჯის მხოლოდ ერთი მესამედი გავა საერთო ხარჯებში, ამ 5-6 წლის გათვალისწინებით ასე ვთქვათ ცვეთა, დანარჩენ ხარჯს, რაც ღობეს სჭირდება გადავიხდი ჩემი წილი მოგებიდან, პლიუს საერთო მოგებიდან გავისტუმრებთ საერთო ხარჯებს რათქმაუნდა.
საჭიროა 6-8 ათასი ლარის ჩადება.
პირველ წელს ვვაარაუდობ 4000 ლარ მოგებას, აქედან 2000 ლარი თქვენი წილი მოგება იქნება და მეორე 2000 ლარი გადმოგეცემათ შემოღობვის ხარჯის გაწევის გამო, მეორე წელს საჭოროა მცირე ხარჯები, მხოლოდ მორწყვაზე და ათიბვა ტრანსპორტირებაზე, სავარაუდო მოგება 6000 ლარი. თქვენი წილი 3000 ამას დამატებული დარჩენილი ვალი შემოღობვიდან.
ერთადერთი მუდმივი ხარჯი ბალახის ამოსვლის შემდეგ მის ბოლო, ანუ შემოდგომის გათიბვამდე იქნება დამხმარე პერსონალისათვის, რომელმაც დღეში სამჯერ მაინც უნდა გაიაროს და შეამოწმოს პირუტყვი ხომ არ შევიდა, ან ხომ არ გააფუჭა ღობე, კამეჩები არიან უზარმაზარები და ცხენებიც, გადაამოწმებს დღეში სამჯერ მაინც, ამას ხელფასად გადავუხდით 50-100 ლარს ალბათ უფრო 50 smile.gif


ვინც დაინტერესდება პმ მომწეროს და ნომრებსაც გავცვლუთ და დეტალურ ინფორმაციებსაც.

ხარჯების შემცირება შესაძლებელია თუ შემოღობვაზე თავად ვიმუშავებთ, მაქსიმუმ 5 დღის სამუშაო იქნება 4-6 კააცისთვის.

იიიიიი
იიიიიი
იიიიიი
იიიიიი
იიიიიი
იიიიიი

Posted by: tamazi1111 13 Nov 2015, 19:47
ვყიდი თივის პრესს,ტუკებს..6000 ცალი ,დამიკავშირდით599507279

Posted by: shuma89 14 Nov 2015, 23:41
QUOTE (tamazi1111 @ 13 Nov 2015, 19:47 )
ვყიდი თივის პრესს,ტუკებს..6000 ცალი ,დამიკავშირდით599507279

ის მაინც დაგეწერა სად არის ტერიტორიულად ეგ პრესები, ეგრე ვინ რა უნდა გაიგოს, და ფასიც მიგეწერა, საცალო და საბითუმო, ლოგიკურად როცა განცხადებას აკეთებ ეს ხომ მარკეტინგული სვლაა, მარკეტინგულად კიდევ ფასის და ადგილმდებარეობის მითითება ამ შემთხვევაში ეფექტურობას გაზრდის.


აუ რა ჩამოვარაკრაკეეე biggrin.gif

მაინც რას შვება მაღლივის დიპლომი biggrin.gif


წარმატებები გაყიდვაში.

Posted by: tamazi1111 16 Nov 2015, 21:29
shuma89
ვისაც თივის პრესი აინტერესებს ტელეფონის ნომერი არის მითითებული,დარეკვა რა პრობლემაა??smile.gif) ისე ჯანდარაზეა თივა,კარგი ხარისხია,4 ლარში გავატნევ ამ დგეებში თუ ცაიგებენ,2 კვირაში ფასი აიწევს,ზამთარში მაგარი ძვირი იქნება,ახლავე ეტყობა...თანხა მეჩქარება თორემ ერთ თვეში დავიწყებდი გაყიდვას..599507279

Posted by: xose-xose 11 Dec 2015, 18:51
QUOTE
თუ ყველა პირობას იდეალურად დავიცავთ 7 დღეში მზადაა რომ მივართვათ საქონელს საკვებად. ფართს რაც შეეხება 30-35 კვადრატი ფართი სჭირდება. 1 კვადრატულ მეტრზე ითესება 1 კილო ქერი და 20 კილომდე მწვანე მასა ამოდის.


გამარჯობათ ყველას, ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ჰიდროპონიკით, მეც ვცადე და 1 კილო ქერით მაგდენი ვერ მოიყვანე, მაგრამ მაინც კარგი პერსპექტივაა ჩემი აზრით, იქნებ ამოვწიოთ ეს თემა და ყველმ გააზიაროთ თქვენი გამოცდილება რა სტიმულატორებს ან სასუქს ახმართ ბალახს ერთი კვირის ციკლის განმავლობაში. ყველას წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: miniinvest 11 Dec 2015, 21:36
xose-xose
QUOTE
მეც ვცადე და 1 კილო ქერით მაგდენი ვერ მოიყვანე

და რამდენი მოიყვანე, თუ საიდუმლო არ არის? მეც ძალიან მაინტერესებს ეს სფერო

Posted by: xose-xose 11 Dec 2015, 23:27
არა ძმაო საიდუმლო არ არის,7-8 კილომდე ავიდა ერთ კვირაში, თუმცა ტენიანობაზე, სინათლეზე და კიდევ რაღაცეებზე ვერ დავიცავი ყველა სტანდარტი, თორემ დარწმუნებული ვარ მეტიც მოვიდოდა. ეხლაც ვაპირებ ისევ ცდებ და მაინტერესებს სხვების გამოცდილებაც.
პ.ს. სიმინდი და ხორბალიც ვცადე მაგრამ ყველაზე აღმოცენებით მაინც ქერი ჯობია

Posted by: miniinvest 12 Dec 2015, 10:40
xose-xose
QUOTE
ეხლაც ვაპირებ ისევ ცდებ და მაინტერესებს სხვების გამოცდილებაც.

წარმატებები

Posted by: xose-xose 12 Dec 2015, 13:33
QUOTE
წარმატებები


მადლობა.
პ.ს. ისე ველოდები ამ თემაზე აქტიურობას და ვნახოთ რა გამოვა.განსაკუთრებით spana84-ის გამოცდილება მაინტერესებს მაგრამ ჯერ არ გამოხმაურებია.

Posted by: SoSeLa 12 Dec 2015, 14:41
xose-xose
ისე და სტანდარტულად გათვალისწინებულია 20-25 კილო, ნაცნობს აქ თურქული ფირმის ჰიდროპონიკის ბოქსი და ძვირი ჯდება მაინცო. ეს დაგჭირდება ისეთ ადგილას სადაც მიწის დეფიციტია, თუ მაგალითად კახეთში აკეთებ ფერმას მაშინ იქ აზრი არ აქ იმიტომ რომ სილოსზე და სენაჟზე იაფი არაფერი არაა. მე მინდოდა 250კვ.მეტრზე გამეკეთებინა მაგრამ ადვილიც არაა და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შენობაში უნდა იყოს ვინტილაცია, ასევე გამათბობელი და ვენტილატორები 2-4 ცალი, წვეთოვანი წყლის სისტემა უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად და ასევე უმეტესობა მაინც ულტრა იისფერ ნათურებს აყენებს.

Posted by: xose-xose 12 Dec 2015, 15:48
QUOTE
ისე და სტანდარტულად გათვალისწინებულია 20-25 კილო, ნაცნობს აქ თურქული ფირმის ჰიდროპონიკის ბოქსი და ძვირი ჯდება მაინცო. ეს დაგჭირდება ისეთ ადგილას სადაც მიწის დეფიციტია, თუ მაგალითად კახეთში აკეთებ ფერმას მაშინ იქ აზრი არ აქ იმიტომ რომ სილოსზე და სენაჟზე იაფი არაფერი არაა. მე მინდოდა 250კვ.მეტრზე გამეკეთებინა მაგრამ ადვილიც არაა და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შენობაში უნდა იყოს ვინტილაცია, ასევე გამათბობელი და ვენტილატორები 2-4 ცალი, წვეთოვანი წყლის სისტემა უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად და ასევე უმეტესობა მაინც ულტრა იისფერ ნათურებს აყენებს.


მე რაც წამიკიტხავს და მინახია მსოფლიოში 1 კილოგრამი მარცვლიდან საშუალოდ 8-10 კილოგრამ მწვანე მასას იღებენ, მითუმეტეს ახმარენ სასუქებს, გამაღვივებელ სტიმულატორებს და ვიტამინებს. მე კი ჩვეულებრივი საცხოვრებელ პირობებში ჩავატარე ცდები.ზუსტ სტანდარტებში რა თქმა უნდა უკეთესად მოვა. მე ვთვლი რომ ძალიან რენტაბელურია მაინც როცა გაკვს საკუთარი ქერი და არ გაქვს საძოვარი, მითუმეტეს ზამთრის პირობებში. მიწაც რომ გქონდეს ჯობია თუნდაც იონჯისთვის გამოიყენო ან სხვა კულტურებისთვის და შეაშველებ მწვანე მასას. თანაც არ მოგიწევს საქონლის ტარება საძოვარზე და აქეტ იქეთ, თანაც ზაფხულში ჰიდროპონიკისთვის არც გათბობის ხარჯი გექნება და არც შუქის, ეზოში მზის გულზე კარგი თაროები, მწერების ბადე და დანამვა ხშირად, მოცულობაც სხვადასხვაა რა თქმა უნდა ძროხების მიხედვით, თუმცა საოჯახო ფერმისთვისაც არ უნდა იYოს ძნელი.ასე აკთებენ ბევრ თბილ ქვეყანაში. თანაც აიცილებთ ნახირში სხვა ძროხებთან კონტაქტს და სხვა პრობლემებს.ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ბევრი ნიუანსებიც შეიძლება ახლდეს.
პ.ს. ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ბალახის ბუმია აგრეთვე ევროპაში ადამიანებისთვის, კაფეებში ბალახს წურავენ და კოქტეილს სვავენ ცოცხალი ვიტამინების მისაღებად, ზოგს სამზარეულოშიც კი უთესია თაროებზე, ამის ბევრი მასალა მოიპოვება ინტერნეტში,ასე რომ მწვანე ბალახი მარტო მეცხოველეობისთვის კი არა ადამიანებისთვისაც ძალიან აქტუალური ხდება alk.gif givi.gif
* * *
კიდევ იმის თქმა მინდოდა რომ ჰიდროპონიკის აპარატები ძვირი ჯდება და ისევ ჯობია თვითონ მოახერხო შენობაში ან სათბურში პირობების მოწყობა რაც შედარებით იაფი დაჯდება. აი კარგი მაგალითია როგორც ერთმა გლეხმა მოახერხა წალენჯიხაში სულ მარტივად, მთავარი ხარჯი მაინც ზამთარში გათბობა იქნება და რაც შეიძლება ეკონომიური უნდა იYოს. აი ჩვენთAნ რომ ბიო ენერგიაზე მუშაობა განვითAრებული იყოს მცირე ფერმებშიც კი , მაშინ კიდევ უფრო გაადვილდებოდა საქმე, ფერმა მეტ წილად თვითონ ამუშავებდა თავის. არიან აქ ფორუმში ადამიანები ვინც სცადეს თვითონ მოეწყოთ სათბურები ჰიდროპონკისთვის მაგრამ ჯერჯერობით დუმან, ველოდები უფრო გააქტიურებას.

Posted by: SoSeLa 12 Dec 2015, 16:11
xose-xose
არა კილოგრამზე არ მითქვამს თვითონ დაფაზე რამდენიც არის სტანდარტულად იქიდან wink.gif ბევრ რამეში ნამდვილად გეთანხმები მაგრამ დამიჯერე ეგ მწვანე მასა ვერ ცვლის ნედლ ბალახს sad.gif ხო მე შენობის აშენება მინდოდა და ჩემით გაკეთება და რომ გადავთვალე 30 ათასი დოლარის ამბავია 250კვ.მ როცა ბოქსი რომელიც 500კილოს რომ გაძლევს დღეში 48ათასი დოლარი ღირს biggrin.gif, აი წალენჯიხაში და კერძოდ სამეგრელოში რომ ბალახი მოდის ისეთი საქართველოს მაშტაბით არსად არ მოდის თან მთელი ზაფხული როდესაც შუა ზაფხულში გადამწვარია აღმოსავლეთში sad.gif შეიძლება მზის ენერგიით გაათბო ანდა თვითონ ფერმა თუ გაგაჩნია ნაკელი გამოიყენო და ისე გაათბო, ასევე სამეგრელოში თხილის ნაჭუჭი არის კარგი რამ.

Posted by: xose-xose 12 Dec 2015, 17:39
გეთანხმები, მაგრამ ზამთარში წალენჯიხაშიც წაადგება ჩემი აზრით ნებისმიერ გლეხს მწვანე ბალახი. ახალი შენობის ასენება ყოველთვის ძვირია, ამიტომ მე უფრო ვიგულისხმე ძველი შენობის გამოყენება.ისე მარტივი სტილის პატარა სათბურზე რას ფიქრობ? არ მგონია შენობაზე ძვირი დაჯდეს, მითუმეტეს ისეთ ადგილებში სადაც ზამთარშიც მაინცდამაინც არ სჭირდება გადბობა, მგონი დასავლეთ საქართველოშიც არის ადგილები სადაც ზამთრის უმეტეს ნაწილში არ ათბობენ სათბურებს გარდა მზისა. ნუ კიდევ ვიმეორებ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მომწონს რომ ცოტა გააქტიურდა საუბარი.
მართალი ხარ, შუა ზაფხულში აღმოსავლეთში საძოვარი რომ გადაიხრუკება ბარში, ჭირს მერე მწვანე ბალახი და მაგაზეც შეიძლება მგონი შეშველება.თუმცა ზამთარში სულ რომ ბევრი მწვანე ბალახი მოიYვანო ხმელი ბალახიც უნდა და კიდევ ბევრი რამეც არ აწყენს.მაგრამ მაინც მომწონს იდეა, მითუმეტეს ბარის სოფლებისთვის სადაც არ არის ბევრი საძოვარი.

Posted by: SoSeLa 12 Dec 2015, 19:52
xose-xose
ხო არ ვიცი მეგობარო, ესე ლაპარაკი ადვილია მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს ბევრი პრობლემა იჩენს თავს, ხო სათბური ისე არ მინახავს იმიტომ რომ მაგას უფრო დახურული შენობა უნდა ვიდრე ესე პლასტიკატით გადაკრული სათბური. ეგ შეგიძია გააკეთო როგორც ვთქვათ ჩინური სათბური, იღებ 3-4 მეტრაზე მიწას და აკეთებ ერთ დიდ მიწის კედელს და გაამაგრებ და შემდეგ მაგ კედელის წინ პარალელურად ბოძებს დააყენებ და გააკეთებ სათბურს საკმაოდ კარგი მომგებიანია იმიტომ რომ გათბობა სულ არ ჭირდება, მთელი დილის მანძილზე მოაგროვებს სითბოს ის მიწის კედელი და საღამოს შემობინდების დროს ამ სათბურს ზემოდან გადააფენ მუქ სქელ
"პლიონკას" და მთელი დღე და ღამე სითბოა მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება მაქსიმუმ 1000კვ.მ. რაც ძალიან მაგარია მაგისთვის, სხვათაშორის არავის არ უცდია მაგის ჰიდროპონიკად გამოყენება უფრო ბაღჩეულისთვის იყენებენ. 250კვ.მ რომ გამოვთვალე 100 ძროხას(ჯიშიანს,ევროპულს) გამოკვებავ ყოველდღე. მაგრამ რამდენად ივარგებს არ ვიცი sad.gif მაგასთან ერთად მე დაგეგმილი მაქ ერთ ჯიშიან კარგ მეწველ ძროხაზე რა საკვები რა დოზით მივცე. გჭირდება ეგ მწვანე ბალახი + იონჯა ან ესპარსეტი მაგრამ იონჯა უკეთესია მაინც ან სუდანური ბალახი რომელიც ორივეს ჯობია, ცოტა თივა + "კარმავოი" ჭარხალი + ცოტა ჩალა (დაკუწული უნდა იყოს დაასხავ მდუღარე წყალს ისე რომ დაიფაროს, გააჩერებ 3-4საათი და შემდეგ დაუმატებ 20-25გრამი მარილი + 1.5კგ ქატო და უნდა გამოვიდეს სქელი ფაფის მაგვარი მასა) + მარცვლის ექსტრუდერი (ეს არის დანადგარი რომელიც მარცვალს აფუებს, მაღალი ორთქლის და წნევის მეშვეობით და გამოდის ბურბუშელა) თუ ეს აპარატი არ გაქ მაშინ უნდა დაფქვა მსხვილ ფრაქციაზე სიმინდი -თუ გაქ საშუალება ტაროიანად + ქერი + შვრია და სოიო ან კოპტონი (სიმინდი 50%, ქერი 30%, შვრია10% და სოიო ან კოპტონი 10%) ეს ნაფქვავი ძროხას უნდა მიცე ლიტრაჟობით ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს თორე დაემართება აცედოზი (მონელების პრობლემა) ესეთ კორმას თუ 10ლიტრას იწველება აძლევა 2კილოს მაგ კორმას და 2კგ ქატოს, მერე ყოველ ლიტრაზე 200გრამი კორმი შეიძლება დაამატო, 20ლიტრას თუ იწველება 4კილო უნდა მიცე ეს კორმი და 2კგ ქატო, მეტი უკვე არა. სილოსი და სენაჟი რაც ყველაზე მთავარია, მაგრამ ეს უნდა მიცე იმ ძროხას რომელიც 18ლიტრა და მეტს იწველება. შეიძლება ასევე კარტოფილის ჭმევა 20ლიტრაზე ერთი 15 კილო. მოკლედ 20 ლიტრაზე 15 კილოს აჭმევ ჭარხალს, სილოს ან სენაჟს, კარტოფილს, ჰიდროპონიკა 15-25კგ.
ესეიგი ცეცხლი მომეკიდა თითებზე biggrin.gif

Posted by: xose-xose 12 Dec 2015, 20:26
ყოჩაღ ძმაო, შენ უკვე მაგრად ჩამოყალიბებული გქონია ყველაფერი და წარმატებას გისურვებ, ეგ არის წოტა რთული მენიუ კი ჩამოარაკრაკე, მაგრამ კარგი კი უნდა იყოს up.gif
რაც შეეხება ჩინურ სათბურს პირველად გავიგე და საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს rolleyes.gif

Posted by: SoSeLa 12 Dec 2015, 20:43
xose-xose
გაიხარე, სამომავლოდ ვგეგმავ უფრო biggrin.gif , ჩვენი ფერმა თუ რაღაც რომ გადიოდა პირველ არხზე იქ იყო გადაცემა მაგაზე და მოძებნე არ ინანებ wink.gif

Posted by: tabika1979 25 Dec 2015, 15:30
მოგესალმებით გულანთებულო ფორუმელებო!
სულ მაინტერესებდა ფერმის თემა, მითუმეტეს მეცხოველეობის ფერმის. გუშინ საღამოს აღმოვჩნდი ამ თემის დასაწყისში და დილის შვიდის ნახევრამდე თვალი არ მომიხუჭავს, მაგრამ ბოლომდე მხოლოდ დღეს დილით მოვახერხე წამეკითხა...
ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, როგორც ჩვეულებრივმა ქართველმა. არ მეგონა ამდენი პროფესიონალი, გულანთებული და დაუზარელი ადამიანი თუ იყო აქ. ყველას წარმატებას გისურვებთ. მეც ვუერთდები ჩვენს ხალხურ გამონათქვამს: "ძალა ერთობაშია", რისი თანამედროვე, ნათელი მაგალითია ეს ფორუმი და კონკრეტულად ეს თემა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
მეც მაინტერესებს სოფლის მეურნეობა და ფერმა. დრო და დრო მეც დავსვამ შეკითხვებს.
წარმატებები ფერმერებო, მომავალო ფერმერებო თუ უბრალო გულშემატკივრებო. ღმერთმა დაგლოცოთ!

Posted by: iko-iko 25 Dec 2015, 19:34
tabika1979
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფორუმზე. დაუშვი შეკითხვები შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ

Posted by: tabika1979 30 Dec 2015, 01:58
მოგესალმებით ფორუმელებო!
გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!

რაც შეეხება შეკითხვებს. ამ თემაში ბევრი საკითხი კარგადაა განხილული, მაგრამ შეიძლება ბევრი საკითხის უფრო საფუძვლიანად განხილვაც. მითუმეტეს ისეთი ხალხისათვის ვისავ არ გააჩნია არანაირი გამოცდილება და პროფესიული შეხება მეცხოველეობასთან.

საინტერესოა საქონლის ჯიშებზე უფრო მეტი ინფორმაცია(შეიძლება ცალკე თემის გაკეთებაც), მაგ: მერძეული ჯიშებიდან რომელი ჯიშებია ჩვენი ბარისა და მთის კლიმატისთვის ოპტიმალური.(გადაცემა ვნახე სადაც ფერმერი ამბობს, რომ ახალქალაქისათვის "შვიცის" და "სიმენტალის" ჯიშებია სასურველი). ასევე ვინმეს თუ აქვს გამოცდილება არა მარტო რძის რაოდენობის დათვლისა ჯიშების მიხედვით, არამედ "საყველე" ჯიშები რომლებია. რამდენადაც მე წავიკითხე ყველის რაოდენობა მხოლოდ რძის ცხიმიანობაზე არაა დამოკიდებული, არამედ ცილის რაოდენობაზეც.
მიმაჩნია, რომ მესაქონლე ფერმერის მიერ მიღებული საბოლოო პროდუქტი მხოლოდ რძე არ უნდა იყოს. რძიდან მოგეხსენებათ უამრავი ცხიმისა და ცილების შემცველი პროდუქტების მიღება შეიძლება.
ია ასეთი რამ მსმენია კიდევ: "თუ 1 კგ ყველის დამზადებას შვეიცარული და ჰოლანდიური ჯიშის ძროხის 10 ლიტრი რძე ჭირდება, ჩვენი ადგილობრივი ჯიშების (კვარაცხელია, კავკასიური წაბლა და ხევსურული) "რძის 4–6 ლიტრია საჭირო.
მოკლედ არ ვიცი რამდენად ჩამოვაყალიბე რაც მაინტერესებდა, მაგრამ გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია დაწეროთ სხვადასხვა ჯიშების ქართულ მთა-ბარში მომრავლების რეალური ასპექტები(ხელოვნური განაყოფიერების შესახებ მეც წავიკითხე და ვეთანხმები ჩვენი ჯიშების ხელოვნურ განაყოფიერებას და ამ გზით უცხოური ჯიშების ადგილბრივ გარემო პირობებთან ნელ–ნელა ინტეგრაციის მეთოდს). ასევე ვინმემ თუ იცის არა მარტო წველადობის რაოდენობა ლაქტაციის პერიოდში, არამედ ცხიმიანობისა და ცილოვნობის მონაცემები რაც რძის სვა პროდუქტების რაოდენობასა და ხარისხზე მოქმედებს.
აგრეთვე ამბობენ, რომ სხვადასხვა ტიპის საკვებისა და რაოდენობის გამოყენებისას რძისა და მისგან დამზადებულ პროდუქტთა გემოვნური(გემური) თვისებები იცვლება.

პ.ს. ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა ზოგადად ჯიშებზე: ჰოლშტეინის, შვიცის, სიმენტალის, ჯერსის, აირშერულის, კავკასიური წაბლასა და ველის წითელზე. სამწუხაროდ მათი წველადობის, ცხიმიანობისა და ცილოვნობის მონაცემები განსხვავდება სხვა და სხვა ინტერნეტ რესურსებში.

Posted by: ჩაკრულო 1 Jan 2016, 22:53
tabika1979
QUOTE
პ.ს. ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა ზოგადად ჯიშებზე: ჰოლშტეინის, შვიცის, სიმენტალის, ჯერსის, აირშერულის, კავკასიური წაბლასა და ველის წითელზე. სამწუხაროდ მათი წველადობის, ცხიმიანობისა და ცილოვნობის მონაცემები განსხვავდება სხვა და სხვა ინტერნეტ რესურსებში.

დამოკიდებულია იმაზეც თუ რას ჭამს საქონელი wink.gif
QUOTE
ია ასეთი რამ მსმენია კიდევ: "თუ 1 კგ ყველის დამზადებას შვეიცარული და ჰოლანდიური ჯიშის ძროხის 10 ლიტრი რძე ჭირდება, ჩვენი ადგილობრივი ჯიშების (კვარაცხელია, კავკასიური წაბლა და ხევსურული) "რძის 4–6 ლიტრია საჭირო.

კატასტროფულად არასწორი მიდგომაა smile.gif)

Posted by: tabika1979 2 Jan 2016, 14:02
ვიცი, საკვებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ზუსტად ეგ არის საინტერესო, რომ ყველის მწარმოებელმა ფერმერმა რა საკვები უნდა აჭამოს საქონელს. ამბობენ სილოსით მკვებავი საქონლის რძეს მომჟაო გემო დასდევსო.
რუსული გადაცემა ვნახე, სადაც კარტოფილსაც აჭმევენ ძროხას მარა შეზღუდული რაოდენობით, იგივე - რძის გემოზე კარტოფილის ზემოქმედების გამო.

Posted by: Mainstream111 2 Jan 2016, 21:12
iko-iko
QUOTE
აუცილებლად დანერგეთ ხელოვნური დათესლვა შესაბამისი ჯიშებით

მე ჩAვუტარე ერთხელ ეგ ხელოვნური დათესვლა და არც ერთმა არ მოიგო 1 წელიწადი გამოტოვა საქონელმა და 10 ძროხიდან 4 აღარ იმაკა და მომიწია დაკვლა 500 კგიანი საქონლის. ყველაზე კარგი ბუღით მაკებაა თუ რაღAც კატასტროფული ზომების არაა ბუღა. ბუნებრივზე უკეთEსს ადამიანი ვერასდროს შექმნის. ცუდად არ გამიგოთ მაგრამ ბუნებამ დედალ მამალი იმიტომ შექმნა ყველაფერი რომ ეგრე იყო საჭირო. ტორემ ადგებოდა და შპრიცებს შEქმნიდა მაშინ.

ხო რაც შეეხება ბაგურ კვებას გასაგებია რომ უფრო მეტს იწველება მაგრამ ხარჯიც ხომ მეტი აქვს? აი მაგალითად ავიღოთ შვიცის ჯიშის ძროხა და იწველება სიტყვაზე 15 ლიტრას მინდორში გაშვებული. აი ბაგურად რომ აჭAმო რამდენს მოიწველება? და ეს ნამატი რასაც ბაგური კვება მომცემს დამიფარავს კი იმის ხარჯებს რაც მე ამ საკვების დათEსვაში და მოყვანაში უნდა დავხარჯო? ამოვიღებ კი მე ამ დანახარჯს?

Posted by: tabika1979 2 Jan 2016, 22:53
QUOTE (Mainstream111 @ 2 Jan 2016, 21:12 )
iko-iko
QUOTE
აუცილებლად დანერგეთ ხელოვნური დათესლვა შესაბამისი ჯიშებით

მე ჩAვუტარე ერთხელ ეგ ხელოვნური დათესვლა და არც ერთმა არ მოიგო 1 წელიწადი გამოტოვა საქონელმა და 10 ძროხიდან 4 აღარ იმაკა და მომიწია დაკვლა 500 კგიანი საქონლის. ყველაზე კარგი ბუღით მაკებაა თუ რაღAც კატასტროფული ზომების არაა ბუღა. ბუნებრივზე უკეთEსს ადამიანი ვერასდროს შექმნის. ცუდად არ გამიგოთ მაგრამ ბუნებამ დედალ მამალი იმიტომ შექმნა ყველაფერი რომ ეგრე იყო საჭირო. ტორემ ადგებოდა და შპრიცებს შEქმნიდა მაშინ.

ეტყობა სპეციალისტი არ გივარგოდათ. ალბათ თქვენი საქონლის რეპროდუქციული სისტემა დააზიანა.
ისე რა თქმა უნდა ბუნებრივი ჯობია ყველაფერი, მაგრამ ძვირი ჯდება პირდაპირ ჯიშიანი საქონლის შემოყვანა, ამიტომაც სარგებლობენ ასეთი ხელოვნური განაყოფიერებით, რომელსაც რა თქმა უნდა გარჯვეულ პროცენტში თავისი გართულებები ექნება.

Posted by: Mainstream111 2 Jan 2016, 23:33
tabika1979
არადა ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი იყო ზუსტადაც რომ თEლეთის მეურნეობიდან წამოღებული თEსლით და იქაური სპეციალისტით.

QUOTE
ამიტომაც სარგებლობენ ასეთი ხელოვნური განაყოფიერებით

ხო მაგრამ საქონელი თუ უჯიშო გყავს ესეიგი ზომაში პატარაა და რომ ადგები და დიდი ზომის საქონლის სპერმას რომ შეასხავ შეიზლება იმხელა ხბო ჰყავდეს მუცელში რომ ვერ დაბადოს. მოკლედ არ ვიცი მაგრამ მე რაც მქონია შეხება მაგრად არ გაამართლა და ბევრისგან გამიგია რომ მაგათთანაც არ გაამართლა და საქონელს დაუზიანა რეპროდუქციული ორგანოები.

და რაც შეეხება მეორე საკითხს ბაგურ კვებას აი მაინტერესებს კი გასაგებია რომ საქონელი მეტს იწველება მაგრამ რამდენით მეტს? აი მაგალითად ავიროთ შვიცსის ჯიშის ძროხა რომელიც სიტყვაზე მინდორში ბალახობისას იწველება 10 ლიტრს საშუალოდ მთEლი ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში. ხოდა ბაგურ კვებაზე რომ გადავიყვანო იგივე ძროხა რამდენს მომცემს რძეს? და რაც მომცემს ნამატს ის ამოიღებს იმ ხარჯებს რასაც მე ამ ბაგური კვების დროს მექნება? იგივე დამუშაბება ტერიტორიის დათესვა მოყვანა იქ ტექნიკის შენახვა პლიუს დამატებით პერსონალის შენახვა? გასაგებია რომ ჰოლანდიური ჯიშის ძროხები რომლებიც ზომაში 600-700 კგ არიან და 50 ლიტრს იწველებიან იმათ მინდორში ვერ გაიყვან მაგრამ ადგილობრივი ჯიშის ძროხებზე რამდენად გამართლებულია? მოგვცემს კი იმხელა რძინს ნამატს რომ ღირდეს ბაგურ კვებაზე გადაყვანა? და იმ უცხოური ჯისის საქონლის ყიდვაც რამდენად ღირს? იგივე შვიცის ჯიშის? მაგალითად მე ახალქალაქიდან რომ ჩამომყავდა ძროხები 10 ძრიხიდან 4 მიკვდეობიდა რადგან ქვემოქართლის კლიმატს ვერ ეგუებოდა და ის გადარჩენილი 6 ძროხა 1-2 წლის მერე გადიოდა აკლიმატიზაციას და წარმოიდგინეთ ეხლა ალპური ზონიდან ჩამოყვანილი შვიცი რამდენად შეეგუება აქაურ კლიმატს? მე რამდენადაც ვიცი და გამიგია თელეთის მეურნეობიდან მამაჩემიც იყო მისული და ელაპარაკა იქაურებს არ არიან დიდად კმაყოფილები. ძაან ბევრი მოვლა ჭირდება და იმენა იქაური კორმა. და მოკლედ რასაც მოელოდნენ ის შედეგი ვერ მიიღეს რა.

Posted by: tabika1979 3 Jan 2016, 02:02
QUOTE (Mainstream111 @ 2 Jan 2016, 23:33 )
tabika1979
არადა ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი იყო ზუსტადაც რომ თEლეთის მეურნეობიდან წამოღებული თEსლით და იქაური სპეციალისტით.

ფაქტია, რომ რაგაც იაღლიში მოუვიდა.
რაც შეეხება პატარა ზომის საქონლის - დიდი ზომის საჯიშეთი განაყოფიერებისას ნაყოფის დიდი ზომის გამო საქონლის მშობიარობის პრობლემებს. ეგ ყველას ექმნება, მაგრამ ალბათ უნდა ეცადო გასანაყოფიერებელი საქონელი არ იყოს ძაან პატარა ზომის. მაგ: ხევსურული ჯიშის ძროხა ჰოლშტინის(ჰოლშტეინის) სპერმით ალბათ არ უნდა გაანაყოფიერო.
მსგავსი პრობლემები რაჭაში სოფელ შარდომეთის მესაქონლეობის ფერმასაც შეექმნა: http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/22907-ratcul-shveicariuli-q5-varskvlavianiq-ferma.html?lang=ka-GE&add=1 მაგრამ გადალახეს წინააღმდეგობები.

Posted by: Mainstream111 3 Jan 2016, 09:00
tabika1979
მე მაინც მგონია რომ თავიდან ადგილობრივი ჯიშებით უნდა დაიწყო და მერე შენი ჯიში გამოიყვანო. და როდესაც გამოცდილებას მიიღებ მერე გადახვიდე მსგავს ექსპერიმენტებზე. მე მაგალითად 10 წელიწადია საქონელი მყავს და ალბათ ამ ხნის განმავლობაში 30 სული საქონელი მომიკვდა ათასი მიზეზის გამო. ვეტერინარებმა არავის ეწყინოს მაგრამ არაფერი არ იციან. აი სუფთა მკითხავები არიან. არ ვიცი თბილისსი რა ხდება მაგრამ ქვემოქართლში ასეა. ამიტომ შენვე უნდა გაერკვიო ყველაფერში.

Posted by: tabika1979 3 Jan 2016, 15:43
QUOTE (Mainstream111 @ 3 Jan 2016, 09:00 )
tabika1979
მე მაინც მგონია რომ თავიდან ადგილობრივი ჯიშებით უნდა დაიწყო და მერე შენი ჯიში გამოიყვანო. და როდესაც გამოცდილებას მიიღებ მერე გადახვიდე მსგავს ექსპერიმენტებზე. მე მაგალითად 10 წელიწადია საქონელი მყავს და ალბათ ამ ხნის განმავლობაში 30 სული საქონელი მომიკვდა ათასი მიზეზის გამო. ვეტერინარებმა არავის ეწყინოს მაგრამ არაფერი არ იციან. აი სუფთა მკითხავები არიან. არ ვიცი თბილისსი რა ხდება მაგრამ ქვემოქართლში ასეა. ამიტომ შენვე უნდა გაერკვიო ყველაფერში.

გეთანხმები, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ საკუთარი გამოცდილება ყველაზე ღირებულია.

Posted by: iko-iko 3 Jan 2016, 20:50
Mainstream111
QUOTE
მე ჩAვუტარე ერთხელ ეგ ხელოვნური დათესვლა და არც ერთმა არ მოიგო 1 წელიწადი გამოტოვა საქონელმა და 10 ძროხიდან 4 აღარ იმაკა და მომიწია დაკვლა 500 კგიანი საქონლის. ყველაზე კარგი ბუღით მაკებაა თუ რაღAც კატასტროფული ზომების არაა ბუღა. ბუნებრივზე უკეთEსს ადამიანი ვერასდროს შექმნის. ცუდად არ გამიგოთ მაგრამ ბუნებამ დედალ მამალი იმიტომ შექმნა ყველაფერი რომ ეგრე იყო საჭირო. ტორემ ადგებოდა და შპრიცებს შEქმნიდა მაშინ.

მაგ ხელოვნურ დათესვლას იყენებს მთელი მსოფლიო და გამართლებულია ეს ერთი.
თუ არცერთმა არ იმაკა მაშინ 21 დღეში ისევ უნდა მოსულიყვნენ ახურებაში და . . . მთელმა საქონელმა ერთი წელი როგორ გამოტოვა ვერ მესმის ეს ორი
იმ ოთხი ძროხის დაკვლას გემკურნალა და გემაკებინა და აქვე გეტყვი როდესაც 10 ძროხიდან 4 გრჩება ბერწი პრობლემა შენსავე ტექნოლოგიაში უნდა მოგეძებნა. ეს სამი
ყველაზე კარგი ბუღით მაკება არაა მითუმეტეს საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებების თავიდან აცლიების მიზნნით. სხვათაშორის მათ შორის ისეთი ინფექციების რომლებიც სწორედ რეპროდუქციაზე ურტყავს. ეს ოთხი
და ბოლოს მეხუთე - ცუდად არ გამიგო მაგრამ ღმერთმა ძროხა რომ შექმნა ის შექმნა ბუნებაში თავისთვის და მაშინ საერთოდ არ უნდა ჩავერიოთ ადამიანები ცხოველების საქმეში, გავუშვათ ველებზე და თუ საჭიროა თვითონ დაგვიტოვებენ თითოოროლა ჭიქა რძეს wink.gif
QUOTE
ხო რაც შეეხება ბაგურ კვებას გასაგებია რომ უფრო მეტს იწველება მაგრამ ხარჯიც ხომ მეტი აქვს? აი მაგალითად ავიღოთ შვიცის ჯიშის ძროხა და იწველება სიტყვაზე 15 ლიტრას მინდორში გაშვებული. აი ბაგურად რომ აჭAმო რამდენს მოიწველება? და ეს ნამატი რასაც ბაგური კვება მომცემს დამიფარავს კი იმის ხარჯებს რაც მე ამ საკვების დათEსვაში და მოყვანაში უნდა დავხარჯო? ამოვიღებ კი მე ამ დანახარჯს?

აქ მთავარი ფაქტორია წარმოების ეფექტურობა ჩემო კარგო. სამწუხაროა როდესაც მესაქონლეობას გინდა ხელი მიჰყო და ასეთი კითხვები გიჩნდება, ძალიან სამწუხაროა.



Posted by: Mainstream111 3 Jan 2016, 21:04
iko-iko
4 ჯერ ჩამოვიყვანე ის ვითომ პროფესორი და არ იმაკეს თვითონაც უკვირდა. ზუსტად თელეთის მეურნეობიდან დავათრევდი და რა ვქნა biggrin.gif ვეტერინარმაც ვერაფერი უშველა და არაერთი მყავდა მოყვანილი. 21 დღეშიც ახურდა და 4 ჯერაც ახურდა მაგრამ არ დაიკავა სპერმა

QUOTE
აქ მთავარი ფაქტორია წარმოების ეფექტურობა ჩემო კარგო. სამწუხაროა როდესაც მესაქონლეობას გინდა ხელი მიჰყო და ასეთი კითხვები გიჩნდება, ძალიან სამწუხაროა.

გასაგებია ეს ყველაფერი რომ წარმოების ეფექტურობაა მთავარი. მართლა მაქვს ამის გამოცდილება ბოლო ბოლო 10 წელიწადია ჩემი ხელით ვუვლი საქონელს და რაღAცა მეც მესმის. მაგრამ როდესაც მყავს 10 სული მეწველი ძროხა ნუ არც თუ ისე ცუდი ჯიშის მთლად 30 ლიტრიანი შვიცი არაა მაგრამ 15 ლიტრას მინდორში ბალახობისას იწველება ყველაზე ცუდი რომელიც მყავს ხოდა ეხლა მე რომ ავდგე და ჰიდრონიკის სათბური ავაწყო და ამ 20 ძროხის მოვლაზე 10 კაცი ვიქირავო და ეს ყველაფერი ვუკეთო სილოსიც ეს ჰიდრონიკით ბალახი მოვიყვანო და მომცეს ნამატი 3-4 ლიტრა ხომ არ იქნება გამართლებული? ზუსტად ამას ვგულისხმობ მე.
QUOTE
თვითონ დაგვიტოვებენ თითოოროლა ჭიქა რძეს

ცუდად არც თქვენ გამიგოთ მაგრამ მირჩევნია 1 ჩიქა რძე მქონდეს და ფული არ დამეხარჯოს ვიდრე ორი ჭიქის რძის გამო 10 ლარი დავხარჯო მეორე ჭიქის მიღებაზე. ამიტომ ვკითხულობ ადგილობრივ ჯშებზე რამდენად გამართლებულია ასეტი სერიოზული მეურნეობის ქონა? გასაგებია რომ შვიცი რომელიც 30 ლიტრას იწველება ამ ბაგური კვებით ბევრს მოუმატებს და ამოიღებს ამ დანახარჯს მაგრამ ადგილობრივი ჯიშოს ძროხა რომელიც 20 ლიტრამდე იწველება დღეში რამდენად დაფარავს ამ ხარჯსთქო ეს ვიკითხე მეტი ხომ არაფერი? biggrin.gif თქვენ კიდე არასწორად გაიგეთ და მეჩხუბებით biggrin.gif განა ჯიბრში გიდგებით უბრალოდ მაინტერესებს.

პ.ს სხვათაშორის ბუღით დამაკებულზე არანაირი პრობლემა არ შემქმნია და ეხლა ისეთი თაობა მომდის რომ ცოცხალი წონა 500 კგზე მეტია და წველითაც ბევრს იწველება. უბრალოდ ზოგ შემთხვევაში ჯობია არ ჩავერიოთ დედა ბუნების საქმეში და კარგ შპრიცს კარგი ბუღა ვიყლიოთ ჯობია.

Posted by: iko-iko 3 Jan 2016, 21:21
QUOTE
მე მაინც მგონია რომ თავიდან ადგილობრივი ჯიშებით უნდა დაიწყო და მერე შენი ჯიში გამოიყვანო. და როდესაც გამოცდილებას მიიღებ მერე გადახვიდე მსგავს ექსპერიმენტებზე. მე მაგალითად 10 წელიწადია საქონელი მყავს და ალბათ ამ ხნის განმავლობაში 30 სული საქონელი მომიკვდა ათასი მიზეზის გამო. ვეტერინარებმა არავის ეწყინოს მაგრამ არაფერი არ იციან. აი სუფთა მკითხავები არიან. არ ვიცი თბილისსი რა ხდება მაგრამ ქვემოქართლში ასეა. ამიტომ შენვე უნდა გაერკვიო ყველაფერში.

facepalm.gif საკუთარი ჯიშის გამოყვანას რას ეძახი? ცხონებულმა ნესტორ გოცირიძემ სომეხ და აზერბაიჯანელ მეცნიერებთან ერთად ათეულობით წლები დაუთმო წაბლა კავკასიურის შექმნას, ზოგიერთი ჯიშის მიღებაში არაერთი ასეული წელიც კი იხარჯება და შენ გინდა ასე საწარმოო მიზნებისთვის ისე სვხათაშორის შენი ჯიშის შექმნა?

10 წელია საქონელი გყავს და შენთვითონ იძახი რო 30 სული მოგიკვდა, არ გიფიქრია და ანალიზი არ გაგიკეთებია ამ მიზეზების დადგენა გამოსწორებისთვის? ასე უბრალოდ საქონელი არ კვდება და გამოუსწორებელ შეცდომების და მიზეზების მერე ადამიანების გადარჩენაც კი ძნელია და აბრალებ რო ვეტერინარების უცოდინრობის გამო დაგეხოცა საქონელი. ანუ რაც რამე მოგიკვდება ყველა ვეტექიმის ბრალია? ძალიან ცუდი მიდგომა გაქვს, ვეტერინარი მეცხოველეობაში არის მეორე და მესამე ხარისხოვანი, პირველი არის სწორი ტექნოლოგია. ტექნოლოგია რომელიც არ მიიყვანს საქონელს სიკვდილის პირას დანარჩენი არის კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებები. დავაკონკრეტებ ანუ ის ღონისძიებები რომელიც მიმართულია იმ მიზეზების აღმოფხვრისთვის რომელი მიზეზითაც შეიძლება მოკვდეს ფაქიზო. აბა რო მიიყვან საქონელს იმ ზომამდე რო უკვე დავარდა, პარეზი აქვს, ჰემოსპორიდიოზი აქვს, რეტიკულოპერიკარდიტი აქვს და ა.შ. მერე ვეტექიმი ან გადაარჩენს ძროხას ან ვერა. და ძალიან გთხოვ სპეციალისტებს კი ნუ აბრალებ რო ძროხა მოგიკვდა, შენს თავს დააბრალე რადგან ან არ გაგიკეთებია ან დაგვიანებით გაგიკეთებია პრევენციული ღონისძიებები.
* * *
Mainstream111
ძალიან ბევრი მცირე და არამარტო მცირე ფერმერი ვიცი რომელიც მხოლოდ ხელოვნური დათესლვით უბერავენ და რაღა შენთან ხდება ანომალიები. შენი ნებაა რას იზავ მაგრამ არასწორად უდგები საქმეს თუ რათქმაუნდა გინდა საქმესთან მიდგომა. რომ არ გდომოდა რატო სცადე? ესეიგი გინდოდა და რომ არ გამოგივიდა ხელი ჩაიქნიე და იძახი რომ არ ვარგა და არაა საჭირო ჩარევა და ასე შემდეგ.

QUOTE
ცუდად არც თქვენ გამიგოთ მაგრამ მირჩევნია 1 ჩიქა რძე მქონდეს და ფული არ დამეხარჯოს ვიდრე ორი ჭიქის რძის გამო 10 ლარი დავხარჯო მეორე ჭიქის მიღებაზე

ეგეც შენი ნებაა მაშინ რაღატო კითხულობ ამართლებს თუ არა? გაუშვი საქონელი გარეთ და რასაც მოგიტანს მოგიტანოს. უბრალოდ აქ თემაა მესაქონლეობაზე და ბევრი დაინტერესებული ადამიანი შემოდის და არ მინდა რომ მცდარი აზრი ჩაიდონ თავში

Posted by: Mainstream111 3 Jan 2016, 21:40
iko-iko
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
და სადმე ვახსენე რომ ვეტერინარის ბრალი იყო რომ მომიკვდა? და ვეტერინარმა არ უნდა მითხრას რა ღონისძიებები უნდა ჩAვუტარო საქონელს რომ არ მომიკვდეს? 15 წლის ბიჭს რომელსაც ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს საქონელი ჰყავს და ყველი ფაქიზოს სიკვდილი მის საჭმელზე აისახება არ უნდა უთხრა რა და როგორ გააკეთოს? მე მამაჩემი და ჩემი ძმა ვუვლიდით . არავითარი გამოცდილება არ გვქონდა აქამდე და არც ინტერნეტი იყო 10 წლის უკან ისეთ დონეზე როგორც ეხლაა და არც მე მქონდა საშუალება რომ კომპიუტერი მქონოდა. ხოდა აბა ინ უნდა გამიწიოს კონსულტაცია თუ არა ვეტერინარმა? ძროხა რომ არ ჭAმს არც სიცხე რომ არ აქვს დორბლი მოსდის და თვალები წითელი აქვს და გონზე ვერაა და რომ გეუბნება პასტერელოზიაო როდესაც ნუშისებრი ჯირკვლები საერთოდ არ აქვს გასიებული და გადასხმას და ანტიბიოტიკს როცა გინიშნავს კიდე ვეტერინარს არ დავაბრალო?

და როდესაც არ დამაკდა 5 ცდის მერე საქონელი ხელოვნური განაყოფიერებით იმ ვითომ პროფესორს არ უნდა დავაბრალო? საქონელი რომ გამიფუჭა? არადა მაქამდე ბუღით მშვენივრად მაკდებოდნენ და არაფერი არ ჭირდათ. 40 ჰექტარი იზოლირებული ტერიტორიაა არც ძაღლები არიან და არც სხვა საქონელი რომ რაიმე გადაედოთ.

რას შემომიტიეთ ვერ ვხვდები? დავსვი კითხვა რომ რამდენად რენტაბელურია ჩემნაირი ფერმერისთვის რომესაც 10 მეწველი საქონელი ჰყავს საშუალოდ 1.5 ტონა რძე რომ აქვს წელიწადში იმისთვის ბაგურზე გადაყვანა მივიღებ რომ ისეთ ნამატს რძისას რომ ხარჯები დამიფაროს?

და საკუთარი ჯიშის გამოყვანას იმას ვეძახი რომ სელექცია აწარმოო და ჩემსავით როცა თავიდან 200 კილოიანი ძროხები მყავდა ეხლა 500 კილოიანები არიან.

QUOTE
10 წელია საქონელი გყავს და შენთვითონ იძახი რო 30 სული მოგიკვდა, არ გიფიქრია და ანალიზი არ გაგიკეთებია ამ მიზეზების დადგენა გამოსწორებისთვის?

როცა წესიერი ვეტერინარი არაა და ვერ გეუბნება რისგან მოკვდა საქონელი და ელემენტარულად სიმპტომები არ იცის ქვემოქართლის ერთ ერთმა წამყვანმა ვეტერინარმა რა დასკვნები უნდა გამოვიტანო ან როგორ? როცა მიზეზი არ ვიცი სიკვდილის?
QUOTE
რომ არ გდომოდა რატო სცადე?

ფული დამჭიდა და ბუღა გავყიდე და მე ვერ დავამაკებდი ნაღდად biggrin.gif

არამარტო მე მარნეულის და გარდაბნის თათრობასაც იგივე დაემართა რაც მე

QUOTE
ადამიანი შემოდის და არ მინდა რომ მცდარი აზრი ჩაიდონ თავში

ხოდა მეც იმიტომ დავპოსტე რომ გავუზიარე მეც ჩემი გამოცდილება. ხომ უნდა გაგოს ადამიანმა საწინაარმდეგოც? ტქვენთან გაამართლა ჩემთან არა. ხოდა ეხლა ვინც წაიკითხავს აწონ დაწონოს და დასკვნა თვიტონ გამოიტანოს არ ჯობიოა?

და ბაგურ კვებაზე მეც მაინტერესებს და იმიტომ ვიკითხე დანახარჯს ამოვიღებ ჩემს შემთხვევაშითქო? 10 მეწველი საქონელი რომ ბაგურზე გადავიყვანო 15 ლიტრიანი საქონელი რამდენი მექნება ნამატითქო იდეალური პირობები რომ შევუქმნა და ეს ნამატი რძე ამ გაწეულ ხარჯებს დამიფარასთქო კითხვას ვსვამ და თქვენ იქით მეჩხუბებით.

Posted by: iko-iko 3 Jan 2016, 22:02
Mainstream111
QUOTE
რას შემომიტიეთ ვერ ვხვდები?

არ შემოგიტიეთ ბატონო, ისეთ რაღაცეებზე დებთ თავს რაც არასწორია და სხვა რომელსაც იგივე თემა აინტერესებს და შემოვა ფორუმზე არ მინდა რო არასწორი ინფორმაცია წაიღოს და არ მინდა რომ არასწორი წარმოდგენა შეექმნას ზოგადად თემაზე, თორე შენი გადასაწყვეტია კონსერვატიული მესაქონლეობა გექნება თუ ინტენსიური და მაღალპროდუქტიული.

რაც შეეხება
QUOTE
როცა წესიერი ვეტერინარი არაა და ვერ გეუბნება რისგან მოკვდა საქონელი და ელემენტარულად სიმპტომები არ იცის ქვემოქართლის ერთ ერთმა წამყვანმა ვეტერინარმა რა დასკვნები უნდა გამოვიტანო ან როგორ?
აქ გეტყვი რომ მცოდნე უნდა მოიყვანო და არა ტიტულიანი ვეტექიმი smile.gif ისიც ვიცი ვიზეა ლაპარაკი

Posted by: Mainstream111 3 Jan 2016, 22:08
iko-iko
რა ვქნა მცოდნე ერთი ჩემი თათარი ახლობელია რომელსაც საქონელი ჩამოჰყავს ჩემთვის დანარჩენზე მეტი მე ვისწავლე უკვე. ქვემოქართლის მასშტაბით ვერ ვნახე ვერავინს მცოდნე ვერც ტიტულიანი და ვერც უტიტულო. ყველა მყავდა მოყვანილი და მაგათი გადარჩენილი საქონელი მე არ მინახავს. მე დავმუღამდი ისე რომ მომაკვდავი ძროხა შემოვატრიალე პირიდან დუჟი რომ მოსდიოდა და აგონიაში რომ იყო

უბრალოდ მართლა მაინტერესებს. გასაგებია რომ დიდი მეურნეობისას და 30 ლიტრიანი საქონელი როცა გყავს განართლებულია ბაგური კვება. მაგრამ მე მყავს 10 სული მეწველი. ხოდა სანამ გამიხდება 50 მანამდე როგორ გადავიყვანო ბაგურზეთქო? ხარჯი ერთიდაიგივე მექნება თუგინდა 50 მყავდეს და თუგინდა 1 სული. ტრაქტორი საყიდელი გამიხდება სასათბურე მეურნეობა გასაკეთEბელი ხალხი ასაყვანი რომ მოუარონ დათEსილ კულტურას ხოდა მაინტერესებს ამოვიღებ თუ არა ამ დანახარსთქო? თორემ ბაგური კვება რომ უკეთEსია ეგ მეც ვიცი მაგრამ რამდენად რენტბელურია 10 სულზე და თან 15 ლიტრიანებზე ეგ მაინტერესებს

Posted by: iko-iko 3 Jan 2016, 22:13
QUOTE
და ბაგურ კვებაზე მეც მაინტერესებს და იმიტომ ვიკითხე დანახარჯს ამოვიღებ ჩემს შემთხვევაშითქო? 10 მეწველი საქონელი რომ ბაგურზე გადავიყვანო 15 ლიტრიანი საქონელი რამდენი მექნება ნამატითქო იდეალური პირობები რომ შევუქმნა და ეს ნამატი რძე ამ გაწეულ ხარჯებს დამიფარასთქო კითხვას ვსვამ და თქვენ იქით მეჩხუბებით

არ გეჩხუბები თუ კითხულობ ჩემ პოსტებს ყოველთვის ვცემ პასუხს სწორად დასმულ კითხვებს, რაღაცა მეც გამეგება ამ სფეროში.

ბაგური კვება ყოველთვის გამართლებულია მაგრამ 10 ძროხისთვის ძალიან ძნელი მოსაგვარებელია ამიტომ ზედმეტი სირთულეები უნდა დაითვალო. დამიწერე რა საშუალებები გაქვს, მიწა რამდენი გაქვს, ირწყვება არ ირწყვება, სილოსის ჩადების საშუალება თუ გაქვს და ა.შ. მე შეგიფასებ სიტუაციიდან გამომდინარე. არ მოგატყუებ და გეტყვი რელაურად გიღირს თუ არა.

Posted by: Mainstream111 3 Jan 2016, 22:16
iko-iko
მოკლედ არის 30-35 ჰექტარი მიწა. მტკვრის პირია. ანუ ნესტიანი ნიადაგია სადღაც 2-3 მეტრის სიღრმეზზე სულ წყალი დგას. მაქვს ტბა. მორყვით მთელი ტერიტორია არ ირწყვება მაგრამ ვაპირებ რომ მოვრწყა მთელი ტერიტორია ფრქვევანებით. ნიადაგი ნორმალურია სიმინდი მოდის ცოტა მარილიანია მაგრამ მოვლის შემთხვევაში ყველაფერი იხარებს.

QUOTE
ბაგური კვება ყოველთვის გამართლებულია მაგრამ 10 ძროხისთვის ძალიან ძნელი მოსაგვარებელია ამიტომ ზედმეტი სირთულეები უნდა დაითვალო

ხოდა მეც მაგას ვამბობ თორემ 50 სული რომ გახდება მეწველი და პლიუს ნამატი რომ ეყოლება მერე რომ ბაგურზე უნდა გადავიყვანო და თან შვიცით ჩAვანაცვლო ეგეც ვიცი biggrin.gif

Posted by: iko-iko 3 Jan 2016, 22:39
Mainstream111
მაშინ გიღირს! პარკოსანი დათესე რომელიმე, იონჯა, სამყურა ან ესპარცეტი. ეს მოქცემს საშუალებას, რომ წლის დიდ პერიოდში ნედლი ბალახი გექნება ასევე თივა არ გექნება საყიდელი. ამავე კულტურის ხარჯზე სენაჟის დამზადება შეგიძლია მაღალყუათიანია და წვნიანია. ეს ყველაფერი ტექნიკის გარეშე არ გამოვა მაგრამ სანამ დიდი ტექნიკა გეყოლება მანამდე სასენაჟე და სათივე თიბვები ასევე გადაზიდვები დაქირავებული ტექნიკით მოგიწევს ხოლო ყოველდღიური მწვანე მასის მოთიბვა მოგიწევს ხელით ან მცირე მოტოტექნიკით სათიბელათი. ეხლა დავთვალოთ რა რამდენი დაგიჯდება და შევადაროთ ნაყიდი თივა, მწვანე მასის კომპენსაციაზე დახარჯული კონცენტრატი და ა.შ.

სასათბურე მეურნეობის აშენებას გირჩევდი სასილოსე ტრანშეა ააგო სადაც სილოსს ან სენაჟს ჩადებ. ეგეც შენი მუდმივი მწვანე მასა. შენს შემთვხევაში სათბური გაუმართლებელი იქნებოდა იმიტომ რომ საკმარისი ფართობები გაქვს საიმისოდ რომ თივა მთელი ზაფხულის მწვანე მასა და სილოსი მუდმივად გქონდეს.

Posted by: Mainstream111 3 Jan 2016, 23:22
iko-iko
ანუ როგორც წინა გვერდებიდან ამოვიკითხე საქონელს ზამთარში ჭირდება
1 ტუკი იონჯა
15 კგ ჭAრხალი ან კარტოფილი
15 კგ სილოსი
8-10 კგ კონცენტრატი. ხოდა ეს ფულში ყველაზე იაფად რომ იყიდო სეზონზე გამოდის ასე

1 ტუკი იონჯა 4 ლარი
15 კგ ჭარხალი არ ვიცი რა ღირს
15 კგ სილოსი 40 თეთრად რომ იანგარიშო კილოგრამი სიმინდი 6 ლარი
10 კგ კონცენტრატი ქატო 30 თეთრად ვიანგარიშოთ- 3 ლარი

ნუ ეს გასაგებია რომ შვიცის რაციონია მაგრამ არც მე მყავს ზომაში ნაკლები ძროხები გამოდის 13 ლარი ჭარხლის გარეშე. ნუ ჭAრხლიანად სადღAც 18 ლარი ხო? ხოდა 30 ლიტრს რომ იწველება შვიცი დავუშვათ ალპურ ზონაში რომ აბალახო მთაში ველად რამდენს მოიწველება? მე მაქვს 30 ლიტრი რძე სადღAც 25 ლარი და აქედან 18 ლარი მიმდის ჭამაში. ეს ყველაფერი მე რომ მოვიყვანო 18 ლარის მაგივრად რამდენი დამიჯდება? ჰა ყველაზე კარგ შემთხვევაში 12 ლარი ხო? პლიუს მომსახურე პერსონალის ხელფასი და აცრები. მე ეს დავწერე შვიცის ჯიშზე და მე მყავს საქონელი რომელიც 18 ლიტრას სულ არ იწველება და როგორ გავწიო ამხელა ხარჯი? biggrin.gif მითუმეტეს მე ვერ მოვიყვან ჯერ ჯერობით ამდენ რამეს.

ანუ ამით იმის გარკვევა მინდა რამდენად გამართლებულია ადგილობრივ ჯიშებზე ბაგური კვება. გასაგებია რომ შვიცზე და მაღალი პროდუქტიულობის საქონელზე გამართლებულია რადგან ამოიღებს ამ თანხას და მოგებაშიც გავალ მაგრამ ქართული ჯიშის საქონელზე რამდენად რენტაბელურია? თან ისიც გასათვალისწინებელია რომ ამითი ცხოვრებას არ ვაპირებ. მშენებელი ვარ პროფესიით და ჩემი სფეროთი მოღვაწეობას ვაპირებ და ეს საქონელი ნატურალური პროდუქტისთვის მინდა და მაქვს დიდი ტერიტორია და საცოდაობაა მოცდენა. ხოდა ამიტომ ვარჩევ ოპტიმალურ ვარიანტს. რომ საკუთარი თავი შეინახოს და პატარა მოგება დამიტოვოს. ამ 10 წლის განმავლობაში რაშიც დავრწმუნდი არის ის რომ სოფლის მეურნეობით მილიონერი ვერ გახდები მითუმეტე საქართველოში რადგან პატარა ბაზარია და საზღვარგარეთ პროდუქციის გატანა სისულელეა რადგან სომხეთში აზრბაიჯანსი თურქეთსი და მითუმეტეს რუსეთში იმხელა ფერმები აქვთ რაც საქართველოში ჯამში აღებული არ ეყოლებათ იმდენი ძროხა. biggrin.gif ხოდა მინდა აქაურობას მოვარგო რომ ნაკლები დანახარჯებით და წვალებით საკუთარი ოჯახისთვის მივიღო ნატურალური პროდუქტი და მინიმალური შემოსავალი. ერთადერთი პლიუსი რაც სოფლის მეურნებოსი ბიზნეს აქვს ეს სტაბილურობაა ანუ სულ გაიყიდება პროდუქცია როდესაც შეიძლება სახლი ვერ გაყიდო. სხვა მხრივ ძაან დიდი წვალება და დრო უნდა მითუმეტეს ჩვენ ქვეყანაში სადაც თანამედროვე სოფლის მეურნეობის ტენდენციები ძაან ძნელად ინერგება. მამაჩემი იყო მაგ თელეთის ფერმაში უნდოდა ერთი პერიოდი ყიდვა მაქედან საქონლის მაგრამ რომ დაელაპარაკა იქაურ პერსონალს ხარჯები ძაან დიდი ჰქონდათ. ანუ ის მოლოდინი რასაც ელოდნენ არ გაუმართლდათ. ანუ ძაან დიდი ხარჯები ჰქონდათ და თან ვერ შEეგუა კარგად აქაურ კლიმატს ეგ საქონელი. ნუ არ ვიცი ეხლა რა ხდება მაგრამ მამაჩემი რომ იყო ასე უთხრე იქაურებმა და თავს ნაღდად ვერ დავდებ.

Posted by: iko-iko 3 Jan 2016, 23:47
Mainstream111
ებიჭო თუ არ გინდა რო ბაგურზე გადაიყვანო საქონელი გეთქვა თავიდანვე biggrin.gif

აი აქაც არასწორი გათვლა გაქვს. საქონლის რაციონი ითვლება პროდუქტიულობაზე და არა შვიცის 30 ლიტრიანი ძროხის მაგალითზე. საშუალოდ 1 კგ რძეზე საკვები კონვერსია შეადგენს 1.2-1.4 საკვებ ერთეულს, ამაზე მეტის უნარი თუ აღარა აქვს საქონელს მეტი აღარ უნდა აჭამო. წინა გვერდებში განწველვის მეთოდზე მაქვს საუბარი თუ გადახედავ იოლად გაიგებ რასაც ნიშნავს.

ხოდა თუ ტუკი და სილოსი საყიდელი გაქვს და ამაზე გაქვს გათვლილი ბაგური კვება მაშინ შეეშვი არც იფიქრო. ჯობია მშენებლობას ჩაუჯექი კარგად და ყველის საკმარის რძეს ყოველთვის მოგიტანს ძროხა wink.gif
biggrin.gif
QUOTE
ამ 10 წლის განმავლობაში რაშიც დავრწმუნდი არის ის რომ სოფლის მეურნეობით მილიონერი ვერ გახდები

biggrin.gif კარგია რომ მიხვდი, მართალია გვიან მაგრამ მაინც smile.gif

Posted by: Mainstream111 4 Jan 2016, 00:20
iko-iko
QUOTE
მართალია გვიან მაგრამ მაინც

ეს თავიდანვე ვიცოდი უბრალოდ სხვა გზა არ იყო თორემ არც ვაპირებდი დაწყებას.

QUOTE
ხოდა თუ ტუკი და სილოსი საყიდელი გაქვს და ამაზე გაქვს გათვლილი ბაგური კვება მაშინ შეეშვი არც იფიქრო

ხოდა მოყვანა რა ჯდება ეგ მაინტერესებს. ჩემით რომ მოვიყვანო ეგ ყველაფერი რა ხარჯები მექნებათქო და ეს რამდენ პროცენტიან მატებას მომცემს იალაღზე გაშვებული საქონლის წველასთან მიმართEბაში. დავუშვათ იალაღზე თუ იწველებიან 10 ლიტრას და ბაგურ კვებაზე მოიწველეს 15 ლიტრა ანუ ნამატი მაქვს 5 ლიტრა რძე. ანუ 4 ლარი ხო? მე რომ ამ ბაგური კვების საკმარისი საკვები მოვიყვანო დამიჯდება სულზე 4 ლარზე მეტითქო ეგ მაინტერესებს სხვა კი არაფერი biggrin.gif ვიცი რომ უფრო დაზუსტებული მონაცემები უნდა მაგრამ ძაან უხეში გათვლებით მაინტერესებს.

QUOTE
ჯობია მშენებლობას ჩაუჯექი კარგად და ყველის საკმარის რძეს ყოველთვის მოგიტანს ძროხა

მშენებლობას კი ვარ ჩამჯდარი მაგრამ მე სულ ვერ მოვახერხებ მიხედვას და ხომ უნდა ავიყვანო მწველავი? ხოდა მინდა რომ ამ საქონელმა საკუთარი თავი შეინახოს და დამიტოვოს საკვებად პროდუქტი. ეს მაქვს მინიმალური მოთხოვნა ხოდა ცოტა შემოსავალსაც თუ დამიტოვებს მთლად უკეთEსი. ოჯახისთვის 10 სულიც მეყოფა მაგრამ მე რომ მწველავი და მომვლელი ავიყვანო პლიუს საკვები ვიყიდო უკვე აღარ მიღირს შენახვა. ხოდა მინდა ოპტიმალირი რაოდენობის ყოლა რომ საკუთარი თავი შეინახოს. მომვლელის ხელფასი აცრები საკვები და ოჯახისთვის რომ დამიტოვოს პროდუქტი. ხოდა ამისთვის ვარჩევ ოპტიმალურს ვარიანტს. თორემ აგრობიზნესი რომ მომგებიანი არაა ეგ ბავშვმაც იცის რადგან მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფო რომ აიღო სულ დოტაციაზე ჰყავს სოფლის მეურნებოდა და სულ უწევს წახალისება ამ დარგის. შეღAვათEბის დაწესება. დაბალპროცენტიანი კრედიტები. სუფსიდიების გამოყოფა. აბა მომგებიანი რომ იყოს გიჟენი ხომ არ არიან ასეთი შეღAვათEბი გაუწიონ. მომგებიანო ვიძახი მძიმე მრეწველობასთან და მშენებლობასთან მიმართებაში ტორემ 10 000 სულიანი რანჩო რომ მქონდეს ეგრე კი არის მომგებიანო და კი გახდება კაცი მილიონერი biggrin.gif

Posted by: tabika1979 4 Jan 2016, 01:22
მოგესალმებით კიდევ ერთხელ.
ვკითხულობ ამას ყველაფერს ისეთი კაცის პოზიციიდან, რომელსაც კომბინირებული მეურნეობის გაკეთება უნდა. დღეს თუ არა, ხვალ და ზეგ მაინც.
საინტერესოა შემდეგი:
1. რა ჯდება სასილოსე ბუნკერის აშენება? ან როგორ შენდება? და ჩვეულებრივ(ბუნკერის აშენებაში) გამოუცდელ ხელოსანს თუ შეუძლია აშენება?
2. 1 ჰა-ზე სასილოსედ რომელი კულტურის(კულტურების) მოყვანაა რეკომენდებული? როგორც მერძევე, ასევე სახორცე ჯიშებისათვის. ხარჯი ადვილი დასათვლელი იქნება, თუ გვეცოდინება რა რაოდენობა მოვა და რა კულტურა? სათესური რამდენია საჭირო? დამზადებას რამდენი ხანი შჭირდება(მინიმუმ 1 თვე, რამდენადაც ვიცი) .. და ა. შ.
3. წინა გვერდებზე წერია, რომ 1 საქონელს მინიმუმ 1 ჰა მიწაზე მოყვანილი პროდუქტი(მარცვლეული, სასილოსე კულტურა, ტურნეფსი, იონჯა და ა.შ.) სჭირდება. ეს გასაგებია, მაგრამ მხოლოდ სილოსი 1 ჰა-ზე მოყვანილი რამდენ საქონელს ეყოფა? თუნდაც ჯიშიანს?

იგივე კითხვები სენაჟზეც მაქვს.
უკაცრავად თუ ძალიან არაკომპეტენტურია ჩემი კითხვები. წინასწარ კი მადლობას გიხდით.

Posted by: tabika1979 5 Jan 2016, 13:01
სალამი ფერმერებო, მომავალო ფერმერებო და უბრალოდ მესაქონლეობით დაინტერესებულო ადამიანებო.
ინტერნეტში გადავაწყვი ორ სხვადასხვა სახელმძღვანელოს. რუსულ ენაზეა ორივე.

Posted by: tabika1979 5 Jan 2016, 13:06
აი ესეც მეორე სახელმძღვანელოს სურათი. კითვის დასმაც არ ჭირდება ორივე ძალიან მაგარია.

* * *
world - ის ფაილში მაქ გადმოწერლი ორივე. აი ლინკებიც, ონლაინშიც კი შეგიძლიათ წაიკითხოთ. თან არა მარტო რუსულად, ინგლისურადაც.
ლინკები:

http://bizplan-uz.ru/learning/course/index.php?COURSE_ID=1&TYPE=Y

http://bizplan-uz.ru/learning/course/index.php?COURSE_ID=4&TYPE=Y

აბა წარმატებები...

Posted by: tabika1979 6 Jan 2016, 12:51
კიდევ ერთი სასარგებლო რესურსი. თანაც წინა პოსტებში ითხოვდა ვიგაც დაჟინებით.
ზრდასრული რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონის დადგენის ცხრილი

ფერმერისთვის ხშირად საჭირო ხდება რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონის განსაზღვრა, სათანადო სასწორი კი ყველას არ მოეპოვება, მისი არსებობის შემთხვევაშიც, თუ სასწორი სპეციალურად არ არის მოწყობილი (მაგალითად გალიით) პრობლემებს ვაწყდებით.

ასეთი შემთხვევებისთვის უპრიანია გამოვიყენოთ, საქონლის ცოცხალი წონის (მიახლოებითი) დადგენის მეთოდი, განაზომების საფუძველზე.

ზრდასრული რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონის დასადგენად ვიღებთ ორ განაზომს, ტანის ირიბ სიგრძეს ვზომავთ მკერდი ძვლიდან კუკუხოს უმაღლეს წერტილამდე, გულმკერდი შემოწერილობას კი ბეჭის (წინა კიდურების) უკან, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ამ ორი განზომილების გადაკვეთაზე ცხრილში მოცემულია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონა.

http://agrokavkaz.ge/dargebi/mecxoveleoba/zrdasruli-rqosani-pirutqhvis-tsotskhali-tsonis-dadgenis-tskhrili.html

Posted by: tabika1979 6 Jan 2016, 12:55
მეორე სურათი სულ გამომრჩა. იმედია გამოგადგებათ. წარმატებები...

Posted by: mamachemi 11 Jan 2016, 15:49
მოგესალმებით,
ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

ცოტა ბევრი უნდა დავწერო და იმედია რამოდენიმე ისეთ რჩევას მომცემთ რაც ამ თემაში არ წერია.

ეხლა საქმეზე გადავალ. ადრე ვფიქრობდი ამ მიმართულბით წასვლას. ამ თემის გადამკიდე კიდე დღედაღამეა ამაზე ვფიქრობ. თქვენი ნაწერებიდან და ჩემი გამოუცდელობიდან გამომდინარე მიმართულებად ავირჩიე მეხორცეობა. (პრაქტიკაში გამოჩნდება მერე მზად ვარ თუ არა სერიოზულად მივყო ხელი და გადავიდე მერძევეობაზეც).

მეხორცეობა დავყავი 3 ეტაპად სიძნელეების მიხედვით, შესაბამისად დაწყებას ვაპირებ I ეტაპით:

I. ძუძუს აცილებული ხბოების ყიდვა მარტი/აპრილის დასაწყისში და გვიან შემოდგომაზე გაყიდვა.
II. მსგავსი ხბოების ყიდვა შემოდგომაზე, გამოზამთრება და გაზაფხულზე გაყიდვა.
III. ამ ორის კომბინირებული ვარიანტი(ფაქტრიურად უწყვეტი ციკლი, რომელიც წინა ორზე დიდ ენერგიას მოითხოვს).

კითხვა/პასუხის რეჟიმში მინდა დავაზუსტო რამოდენიმე დეტალი (ხბოების რაოდენობა ყველა ეტაპზე საშუალოდ იქნება 100):


1. ხბოების შესაძენ ფასს ვვარაუდობ საშუალოდ 350 ლარს. არის ეს ოპტიმალური ვარიანტი თუ საშუალო ფასად ავიღო 500? (აქ ფასებიდან გამომდინარე ხბოების წონაზე მაქვს აქცენტი, ანუ საშუალოდ რომელი უფრო მეტ მატებას მომცემს წონაში. ვაპირებ როგორც სოფლებში ასევე ბაზრებში დავლას და საორიენტაციო ფასებს მერე დავადგენ).
2. შეძენისას მჭირდება ვეტერინარი + მცოდნე ადამიანი ვინც ამარჩევინებს და შემიმოწმებს საქონელს. რამდენად ხდება ასეთი ხბოების ვეტერინარის მიერ შემოწმება? და რამდენ ხანში იძლევა ვეტერინარი ყველანაირი საჭირო აცრის არსებობა/არარსებობის და მიმდინარე დაავადების დიაგნოზს? ვინმეს ხომ არ ჰყავს ნაცნობი, რომელიც ასეთ საქმეში დამეხმარება? და თუ ჰყავს რა იქნება მისი საორიენტაციო ღირებულება? (თანხაზე მოვრიგდებით თუ შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა როგორც მე ვგეგმავ).
3. ვაპირებ დავიქირავო მწყემსი, რომელსაც გადავუხდი თვეში 1 სულზე 15 ლარს და გავუშვა საძოვარზე 6-7 თვე. სად ხდება ესეთი წმეყმსების დაქირავება და რამდენად სანდოები არიან ისინი? რომელი საძოვრებია ასეთ ვარიანტში ყველაზე ოპტიმალური? თვეში ვგეგმავ მინიმუმ 4-5 ვიზიტს, ხოლო ვეტერინარით 1 ვიზიტს. არის თუ არა საჭირო ვეტერინარის თვეში 1ხელ ვიზიტი? ცოტაა თუ ხშირია? რამდენია % ალბათობა ძროხის დაკარგვის ან სიკვდილიანობის?
4. ამის პარალელურად შევისყიდი 1-2ჰა მიწას შემდგომში 30ჰამდე გაზრდის პერსპექტივით. ავაშენებ ხბოების მოსაცდელ ფერმას. საორეინტაციოდ ვვარაუდობ 15000 ლარს. ასევე საჭირო საკვების შესანახ სათავსოებს.
5. საძოვრიდან ჩამოყვანის შემდეგ ვაპირებ ხბოების 1-1.5 თვე ბაგაზე დაბმას და მათი გაძლიერებული კვების რეჟიმში გადაყვანას. ამის შემდეგ კი მათ რეალიზაციას.

I ეტაპის I ციკლის გასვლის შემდეგ, ანუ შემდეგ გაზაფხულამდე თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც იგეგმებოდა ვაპირებ 10 ჰა მიწის მიმატებას, საჭირო საკვების დათესვა/მოყვანას, ხბოების რაოდენობის ზრდას და ბიოდანადგარისთვის ნელნელა მზადებას.

პირველადი ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე ბიზნესში იქნება 4 მეწილე, რომელზეც თანაბრად გადანაწილდება სხვადასხვა პასუხისმგებლობები.


Posted by: ramini19852 11 Jan 2016, 17:13
ამ ბიზნესში გამოცდილება არ მაქვს მაგრამ ვიცნობდი ადამიანებს რომლებიც ამას დიდი ხანია აკეთებდნენ და დიდი მომგებიანი ვერ არის ეგ, დაახლოვებიტ ეგეთი თემა ძაან გავრცელებულია კასპის რაიონში

Posted by: Vano52 11 Jan 2016, 19:57
პირველი და უდიდესი შეცდომაა ახალ აცილებული ხბოების ყიდვა და გინდაც 3 თვისების რადგან ამ ასაკის ხბო სწრაფად იყრის ტანს 6 თვემდე და გასუქებას ვერ მოახერხებ. რომც აჭამო იმდენი რო სახორცე დასაკლავ კონდიციამდე მოახერხო გასუქება თავის თვითღირებულებასაც ვერ დაფარავ,

იყიდე 5 თვიდან ზევით პირველ რიგში გასაღების ბაზარი შეისწავლე არ იყო იმის იმედად კლიენტი თითონ მოვაო, დაიდე კალკულატორი და იანგარიშე რა დაგიჯდება თეორიულად 10,ხბო მოყვანით დაწყებული გაყიდვამდე, იანგარიშე რა ჯდება კილო ხორცი და რამდენად შეძლებ გაყიდვას.



საქმეს გაგიმარტივებ და გეტყვი ჩემი გამოცდილებით 6-8 თვეში ჩვეულებრივი სოფლის ხბო დაახლოებით 250-300 ლარს იმატებს მარცვლეულის და ზედმეტი კვების გარეშე კორმაზე დაყენებული მეტს იმატებს მარა ხარჯიც მეტი აქ, ცალში მე 6-8 თვეში 200 დან 300 ლარამდე მოგება მაქ უფასო სადზოვრით და მოვლით

Posted by: mamachemi 11 Jan 2016, 21:29
Vano52

მადლობა გამოხმაურებისათვის. ძუძუზე ახალ აცილებულ ხბოს ზრდაზე არ ვიცოდი და ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩემთვის. გასაღები ბაზრის შესწავლა ნამდვილად მომიწევს. უმაგისოდ ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებ.

კალკულაციას რაც შეეხება თეორიულად დავწერ ბაგაზე დაბმამდე რომ გავყიდო რა მოგება შეიძლება მქონდეს და თუ სადმე ვცდები იქნება ჩამისწორო:
1.ცოცხალი წონის ყიდვა საშუალოდ 5 ლარი. საშუალოდ 80 კილოიანების ყიდვის შემთხვევაში გამოდის 400 ლარი+ ვეტერინარის/ტრანსპორტირების ხარჯი 50 ლარი 1 სულზე+ 6 თვე მწყემსი 90 ლარი. ხარჯი რომ დავამრგვალოთ გაუთვალისწინებელი მოვლენებით გამოდის 600 ლარი 1 სულზე.
2. როგორც ვიცი და იმედია არ ვცდები დღეში ხბოს ნამატი უნდა იყოს მინ 500 გრამი. 6 თვეზე ნამატი იქნება 90კგ, რაც მის წონას ჯამში 170მდე გაზრდის. ჩასაბარებელი წონა რომ ავიღო ყველაზე ცოტა 4 ლარი. გამოდის 680 ლარი. ანუ მოგება 1 სულზე 80 ლარი, რაც ჩემთვის საწყის ეტაპზე + გამოუცდელისთვის სრულიად მისაღებია. პრაქტიკა დახვეწავს შემდეგ ყველაფერს.


პ.ს. დანარჩენ კითხვებზე პასუხები თუ გექნებათ დიდად მადლობელი დაგრჩებით

Posted by: ucxo777 20 Jan 2016, 20:01
მარნეულის ბაზარი რა და რა დღეებშია და რამდენი ხანი გრძელდება? იქნებ იცოდეთ

Posted by: SPLIYVI 21 Jan 2016, 12:27
მესაჭიროება ფერმები ბიზნესის წარმოების მიზნით
არის ადგილი რომელიც არის ამოსაქოქი.
არის დიდი მაღაზია კარგი ბრუნვით wink.gif
მაქვს + 90 კვადრატი ხორცეულის მაღაზიისთვის
აქ ლაპარაკია ყველანაირ ხორცზე
+ იქვე დამზადდეს ხორცისგან ხალადეცი და ა.შ... იტოგში პოლნი ნავაროტკით რომ გაკეთდეს.
20 მეტრში არის ბაზრის ხორცის სექცია სადაც არის საღორე
(ნუ ადგილი არის ბაზრის ტერიტორია)


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამომეხმაუროთ და დეტალებზე შემდეგ დავილაპარაკებთ

Posted by: shuma89 24 Jan 2016, 18:07
SPLIYVI

იმერული ცხვრის ხორცი თუ დაგაინტერესებს შემეხმიანე, ოღონდ თავიდანვე დავწერ, რომ აქაური ბატკნის ხორცი 15 ლარამდე ადგილზევე დაჯდება დაკლული და გამზადებული ბატკანი, დიდი ცხვრის კი ალბათ 10 ლარში, ვიცი, რომ სადღაც თბილისიდან კახეთის მიმართულებით 8 ლარშიც მზადდება, უფრო სწორად გამიგონია რამდენიმე ადამიანისგან, მაგრამ იმერული ცხვრის ხორცი, როგორც იმერული ყველი, ალბათ მეტად დასაფასებელია რიავიი . . .

კიდევ მექნება აპრილის ბოლოდან იხვის ხორცი, კილოგრამი 6 ლარში.


მოკლედ ესეც ჩემი იმერული ფერმიდან შესაძლებელი მოსაწოდებელი პროდუქცია სავარაუდო ფასებით smile.gif

Posted by: ჩერქეზა 5 Feb 2016, 22:35
QUOTE (ucxo777 @ 20 Jan 2016, 20:01 )
მარნეულის ბაზარი რა და რა დღეებშია და რამდენი ხანი გრძელდება? იქნებ იცოდეთ

კვირას დილით უნდა მიხვიდე, ესე 6 სათზე იქ უნდა იყო, მაგრამ თუ რამის ყიდვას აპირებ არ გირჩევ .

Posted by: ucxo777 6 Feb 2016, 18:56
QUOTE
კვირას დილით უნდა მიხვიდე, ესე 6 სათზე იქ უნდა იყო, მაგრამ თუ რამის ყიდვას აპირებ არ გირჩევ .

და რამდენ ხანში იშლება ბაზარი ანუ რამდენ ხანს გრძელდება? რატო არ მირჩევ? გაზაფხულზე მინდა შავი მოზვრების ყიდვა დიდი პარტიის და და მევთქვი დიდი ბაზარია და ბევრს ავკრეფთქო პატარ პატარა ბაზრებში სიარულს

Posted by: ჩერქეზა 6 Feb 2016, 19:53
QUOTE (ucxo777 @ 6 Feb 2016, 18:56 )
QUOTE
კვირას დილით უნდა მიხვიდე, ესე 6 სათზე იქ უნდა იყო, მაგრამ თუ რამის ყიდვას აპირებ არ გირჩევ .

და რამდენ ხანში იშლება ბაზარი ანუ რამდენ ხანს გრძელდება? რატო არ მირჩევ? გაზაფხულზე მინდა შავი მოზვრების ყიდვა დიდი პარტიის და და მევთქვი დიდი ბაზარია და ბევრს ავკრეფთქო პატარ პატარა ბაზრებში სიარულს

ხალხს გაჩნია ესე განსაზღვრული საათები არ აქვს რაც მეტი ხალხია მით უფრო დიდხანს გრძელდება , იმიტო არ გირჩევ რო დიდი ბაზარია და გადამყიდველიც ბევრია. პირველი ხელიდან ვერ იყიდი თითქმის სუ გადამყიდველი ყიდულობს რაც კაი საქონელაი და ძვირი გამოდის მერე ყველა უმატებს რაგაც რო დარჩეთ , გაზაფხულზე გაძვირდება საქონელი როგორც მარტი დაიწყება ფასი დაედება ეხლა იაფია ჯობია ეხლა იყიდო, გაზაფხულს ნუ ელოდები .

Posted by: ucxo777 7 Feb 2016, 12:40
100 130 ცოცხალი წონის მიახლოებით ხო არ იცი რამდენში იყიდება? 400 450 ლარი მაქვს გათვლილი და მარტის ბოლოსკენ ამ ფასში ნორმალურ მოზვრებს ვერ ვიყიდი? რავიცი შარშან ამ დროსაც ვიყიდე და მერე ზოგო გაზაფხულზე და გაწი გამოწი 50 ლარით იყო გაძვირებული აქეთ და 50 ლარის საჭმელს კი შეჭამენ იქამდე რა აზრი აქვს

Posted by: ჩერქეზა 7 Feb 2016, 14:12
QUOTE (ucxo777 @ 7 Feb 2016, 12:40 )
100 130 ცოცხალი წონის მიახლოებით ხო არ იცი რამდენში იყიდება? 400 450 ლარი მაქვს გათვლილი და მარტის ბოლოსკენ ამ ფასში ნორმალურ მოზვრებს ვერ ვიყიდი? რავიცი შარშან ამ დროსაც ვიყიდე და მერე ზოგო გაზაფხულზე და გაწი გამოწი 50 ლარით იყო გაძვირებული აქეთ და 50 ლარის საჭმელს კი შეჭამენ იქამდე რა აზრი აქვს

დღეს ვიყავი და მაგ წონის პირუტყვის ფასს ესე 600 ლარიდან იწყებნენ რავი დძან სიძვირე იყო, სიმართლე გითხრა ბევრი არც შევაჭრებივარ ვინმეს სხვა მიზნით ვიყავი და შესაბამისად .ნუ ეხა შენ კაი მამაპაპურად თუ აჭმევ იგივე დაგიჯდება მართალი ხარ , მარა ეკონომიურად თუ აჭმევ არ დაგიჯდება იგივე . როგორც გავიგე შენ შავი სუპერი მოზვრები გინდა ეხლა ეგეთებს იშვიათია ერთიანად გადაწყდე ხოდა შენ რო მარტის ბოლოსკენ ჩალიჩს დაიწყებ ფასიც იზრდება და იზრდება . ერთიანად თუ იყიდე და ჭრელა - ჭრულებიც მიაყოლე მაშინ უფროიაფადაც ნახავ .

Posted by: Vano52 7 Feb 2016, 14:48
მაიმარკეტზე ვყიდი 15 ხბოს გადახედეთ მსურველებმა,,,


მარნეულში იაფობააო მითხრეს და მომატყუეს??? biggrin.gif

Posted by: ucxo777 7 Feb 2016, 15:36
ჩერქეზა

რაამბავია 600 ლარი,მაგდენი თუ მივეცი მაშინ მაგათთვის მიწვალია, შავი საქონელი მინდა რა გაყიდვაც მერე ადვილია ვიდრე ჭრელა ჭრული საქონლის. მემგონი ისევ ამ წვრილი ბაზრებიდან წამოვრიფო ჯობს

Posted by: ჩერქეზა 7 Feb 2016, 17:41
ucxo777
ერთ კვირას შენთითონ მიდი ნახე სიტუაცია მაგ ბაზარზეც და ადგილზე უკეთესად განსაზღვარ როგორ გიღირს , პირადად ჩემი გამოცდილებით პატარა ბაზარზე უფრო უკეთესი ვარიანტებია ხოლმე. საშუალება თუ გაქ კიდე საერთოდ ჯობია ფერმაზე მიხვიდე და იქ იყოდო ეგრე ბაზართან შედარებით კიდე უფროიაფად იყიდი .

Vano52
გააჩნია შენ როგორი საქონელი გყავს, კაის კაი ფასები ადევს smile.gif

Posted by: datunia93 7 Feb 2016, 17:52
ძალიან საინტერესო თემაა, ჩავინიშნავ და წავიკითხავ

Posted by: DUDEGIVBEND 8 Feb 2016, 22:09
დავფიქსირდები მეც. საინტერესო თემაა მომავლისთვის ვაპირებ საქონლის მოშენებას. ჯერჯერობით ღორების მოშენებით ვარ დაკავებული :

Posted by: davita74 9 Feb 2016, 01:52
DUDEGIVBEND
QUOTE
დავფიქსირდები მეც. საინტერესო თემაა მომავლისთვის ვაპირებ საქონლის მოშენებას. ჯერჯერობით ღორების მოშენებით ვარ დაკავებული :


რომელი ჯიშის ღორები გყავთ??? ალბად ძირითადად სახორცე ჯიშები გეყოლებათ და გოჭებს თუ ყიდით ? მოსაშენებლად მინდა და იმიტომ გეკითხებით

Posted by: DUDEGIVBEND 9 Feb 2016, 11:51
davita74
ბევრი არამყავს სულ 2 თვის წინ წამოვიწყე ეს საქმე. 3 გოჭი ვიყიდე და სახორცედ მინდა გავზარდო. ლანდრასის ჯიშთანაა ნაჯვარი ნუ რავი ძაან დიდებიც არ არიან

Posted by: ucxo777 9 Feb 2016, 13:53
ღორს ვყიდი იქნებ ვინმეს უნდოდეს http://www.mymarket.ge/ka/product/view/8871632/

ფერმები სად არის ხომ ვერ მეტყვით ნორმალური ჯიშის საქონელი რომ ყავდეთ?

Posted by: ჩერქეზა 9 Feb 2016, 21:37
ucxo777
ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და წალკის რაიონებში უნდა მოიძიო, კარგი საქონელი მანდ ყავთ იაფიც არი შედარებით და ჯიშიანებიც არიან ნუ ძირითადათ სულ კავკასიური წაბლები ყავთ და . ბაზარიც არი ახალციხეში პირადად მე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ როგორც გავიგე მარნეულის ბაზართან შედარებით იაფი ბაზარი არიო. ორი წლის წინ დეკეულები ჩამომიყვანეს მაქედან და კმაყოფილი ვარ ძალიან smile.gif.

Posted by: ucxo777 15 Feb 2016, 20:21
ჩერქეზა
ხო შარშან გვიან შემოდგომით ვიყავი ახალციხის ბაზარში, მეც მეგონა იაფი იყო საქონელი მაგრამ პიქით უფრო ძვირს აფასებდნენ, 3 მოზვერი წამოვიყვანე აქამდე ჩამოვედი და რამე მაინც წავიყვანოტქო და წამოვედი:დ ეხლა რა ხდება ნეტავ საინტერესოა.

Posted by: shalva777 17 Feb 2016, 11:26
გამარჯობათ

ვეძებ მსხვილფეხა საქონლის გამყიდველს, ვისაც ჰყავს გასაყიდად დიდ ოდენობის, ხომ ვერ მიმასწავლით ან მომცემთ საკონტაქტო მისამართს. წინასწარ უღრმესი მადლობა

პატივისცემით შალვა ჩხეტია

Posted by: magnatichi 20 Feb 2016, 15:32
გამარჯობა მეგობრებო, გადაწყვეტილი მაქვს შერეული მეურნეობით დავკავდე, კერძოდ მეფრინველეობა და მესაქონლეობა, თავდაპირველად ათი მეწველი ძროხის შეძენას ვაპირებ, აგრეთვე უნდა დავთესო იონჯა და აბაშური ყვითელი სიმინდი, მაინტერესებს 10 ძროხას კარგი კვების პირობებში რამდენი ჰა ჭირდება იონჯის და სიმინდის მოსაყვანად რომ მთელი წელი უზრუნველყოფილი იყოს კარგი საკვებით. ამის მიხედვით მოვახდენ კალკულაციას ძროხების გაზრდილ რაოდენობაზე. აქცენტი მაქვს საკუთარი მოსავლით გამოკვებაზე.
წინასწარ მადლობა პასუხისთვის. <3

Posted by: asbalo 20 Feb 2016, 20:03
ითვლება რომ 1 ჰექტარი საძოვარი ჭირდება 1 სულს, თუმცა ჯიშს გააჩნია, მარტო სიმინდი არ იკმარებს დამატებით საკვებად, ბევრად უფრო რთულია მაგ საქმე.

Posted by: choche 23 Feb 2016, 23:27
გამარჯობათ , კითხვა მაქვს და წინასწარ დიდი მადლობა ... დავუშვათ მაქვს 3 ჰექტარი სახნავ სათესი მიწა რომელიც ირწყობა, რამდენადაა შესაძლებელი დავიწყო მესაქონლეობა , თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მიმდიბარე ტერიტორიაზე არის საძოვრებიც , რამდენად შესაძლებელია ან რამდენი სულის შენახვა შემიძლია ჩემი საკვებით თუ ამ 3 ჰექტარს გამოვიყენებ ზამთრის საკვებად ? იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ

Posted by: SoSeLa 23 Feb 2016, 23:38
choche
არ ვიცი სხვა რას გეტყვის მაგრამ საქონელი მარტო ბალახზე ვერ გეყოლება. დაგჭირდება სიმინდი ქერი ჭარხალი და იონჯა, ამდენის მოყვანას მაგ 3ჰა ზე ვერ მოახერხებ. სიმინდი არის მარტო როგორც პროტეინი, რძესთან დიდად არ არის დაკავშირებული.

Posted by: choche 23 Feb 2016, 23:59
რას მირჩევ ? უბრალოდ სურვილი მაქვს 5 სული დზროხა მყავდეს ჩემი საკვებით, წაბლა ჯიშის

Posted by: SoSeLa 24 Feb 2016, 00:10
choche
მაშინ წესით გეყოფა წაბლა-შვიცის ნაჯვარი იყიდე უფრო მეტს იწველება და მეტად სტაბილურია.

Posted by: choche 24 Feb 2016, 00:18
მითხარი რა დავთესო , რო უზრუნველყოფილი იყოს საკვებით, და თან რო მეყოს 5 სულზე?

Posted by: SoSeLa 24 Feb 2016, 00:40
choche
იცი როგორ ქენი 3 ჰა ესე გაანაწილე 0.5ჰა სიმინდი, 0.5 კარმავოი ჭარხალი , 1ჰა იონდა და 1ჰა ქერი. ასევე იმ ადგიალს სადაც მოდის მაგრად ბალახი დაამზადე თივა ისე რომ თითო სულზე მთელი წლის განმავლობაში 120-130ტუკი გამოვიდეს. იონჯა პირველ წელს არ მოთიბო იყიდე იტალიური ან კანადური თუ მორწყავ 4ჯერ გათიბავ, მაგრამ დაიმახსოვრე პირველ წელს დათესე შვრიასთან ერთად, შვრია ეხმარება გაღვივებაში და დააცადე დაჩკნობა და თესლის ჩაყრა მიწაში და სადგაც აგვისტო-სექტემბრის ბოლოს გათიბოს ერთად და დააქმუცმაცე რომ მთლიანად შეჭამოს თორე მართო რბილს შეჭამს და უხეშს დატოვებს. სიმინდი დათესე პიონერი ფრანგული ჯიში მოდის ბარაქიანად.

Posted by: choche 24 Feb 2016, 01:16
დიდი მადლობა , პერიოდულად შეგეხმიანებიტ

Posted by: SoSeLa 24 Feb 2016, 01:29
choche
არაფრის, კი ბატონო

Posted by: ucxo777 25 Feb 2016, 23:05
Saqonlis bazrebi yvela kviras aris agmosavletshi? Tu sxva dgeebshic aris da normaluri bazaria momweret dge da adgilmdebareoba ra

Posted by: shuma89 25 Feb 2016, 23:20
ვინმეს აინტერესებს ისეთი ვარიანტი, რომ იმერეთში, კერძოდ ქუთაისსა და ზესტაფონს შორის ერთერთ სოფელში 5 ჰექტარი მიწის ფართობზე რაიმე კულტურა რომ გაშენდეს მისი ხარჯებით და გამზადებული 5 ჰექტრიდან 2 ჰექტარი რომ მიიღოს ეგრევე, გადავუფორმებ, თხილი, შავი ქლიავი, იაპონური ხურმა, ამ სამიდან ერთერთი იქნება მგონი კარგი ვარიანტი, მიწის ანალიზი გავაკეთებინე ადგილობრივ სოფლის მეურნეობის განყოფილებას, როგორც მსმენია მაქსიმუმ 5%-იანი სხვაობა მოგცესო ანალიზის ამბავში სხვა უფრო გამოცდილ ლაბორატორიებთან შედარებით.


მოკლედ გაშენდება რომელიმე კულტურა, შემოიღობება ფართობი, 200X250 ზომისაა და ამ ფართOბიდან 2 ჰექტარს მიიღებს პირად საკუთრებაში, ასევე შესაძლებელია მოლაპარაკება მისი კუთვნილი ფართობის მოვლაპატრონობის ვარიანტშI მოსავლის ვთქვათ 20%-ის ფასად.

მე ვფიქრობ რომ 1 ჰექტარი თხილი, ერთიც ქლიავი და ერთიც იაპონური ხურმა გაკეთდეს დანარჩენ ორზე თქვენ გადაწყვიტეთ, მე მოვუვლი, შემოღობვაზე შრომა ჩემი იყოს, დარგვაზეც, დანარჩენი ხარჯები გაიწევა თქვენს მიერ, მე კი საფასურად მოგცემთ ჩემი ფიზიკური ძალის გამოყენებით გამზადებულ 2 ჰექტარ განაშენიანებულ ფართობს თქვენი სურვილის მიხედვით ამორჩეული კულტურით.

ვისაც დააინტერესოს პმ შემეხმიანოს, ან ტელეფონზე 593 41 10 56


ხო კიდე ერთი, სარწყავი პრობლემა არ არის ამ ზაფხულზ გავჭერი ჭა ჩემი ხელით და 2 მეტრის მერე წყალი შემოვიდა, ამჟამად ჭა არის 2.8 მეტრი მეტის გაჭრა ვერ მოხერხდა, წყლის სიუხვისა და ჩემი გამოუცდელობის გათვალისწინებით, პირველი ცდა იყო ჭის გაჭრის დააა . . .
მოკლედ წყალი არ იქნება პრობლემა სარწყავი კულტურა თU გაშენდება.

კარგად მოდის ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, კიტრი პომიდორი მთელი სოფელი ამ კულტურებით ცხოვრობს, მაგრამ მე რაღაც ახალი მინდა, მრავალფეროვანი smile.gif


Posted by: kakige 26 Feb 2016, 16:59
shuma89
გამარჯობა, მემგონი 5ჰა ზე ნებისმიერი ჯიშის ხეხილის ჩაყრას და შემოღობვას , ცოტა ფული არ უნდა, 5ჰა რომ შემოღობო და გააშენიანო რამით 2ჰას იყიდის ადამიანი თავისუფლად მაგ ფასად გააშენიანებს და მემგონი მოგებაშიც იქნება, ასერომ საწყისი თვითონ უნდა დაიწყო ან გაყიდო პირდაპირ 2ჰა, ამ შეთავაზებით არაფერი გამოვა ჩემი აზრით

Posted by: shuma89 26 Feb 2016, 17:41
თხილის დარგვას შემოღობვას და ასე შემდეგ ჭირდება დაახლოებით 15 000 ლარი მთელ ფართობზე.

ანუ 5 ჰექტარზე 3-3 ათასი თითოზე.

ჩემს მიწაზე გაწევს ხარჯს 9 000 ლარს კაცი, და იღებს 2 ჰექტარს, ამ მიდამოებში მიწის ფასი 50 თეთრია კვადრატული, ანუ 5000 ლარი ჰექტარი.
გამოდის რომ 10 000 ლარის მიწას მიიღებს 9 0000 ლარში, ეს უხეში გათვლებით.


kakige

ახლაც იმ აზრზე ხარ?

რავიციი . . .
მე ჯერ ვფიქრობ და მერე ვამბობ, ალბათ შენ სხვანაირად იქცევი smile.gif


Posted by: kakige 26 Feb 2016, 21:42
shuma89
მაშინ გაყიდე 2 ჰექტარი რატომ მიდიხარ წაგებაზე? მთლად ეგრეც არ იქნება wink.gif ან მყიდველი არავინ არის

Posted by: ucxo777 26 Feb 2016, 22:26
მარნეულის ბაზარში ხომ არავინ ყოფილხართ 100 130 ცოცხალ წონიანი მოზვრებს რამდენს აფასებდნენ?
* * *
shuma89
მართალს გეუბნება ეს კაციkakige საზიარო ბიზნეს და თავის ტკივილს არ ჯობია ის 2 ჰ გაყიდო და ის 3ჰ ამ ფულით გააკეთო შენ?

* * *
QUOTE
9 0000 ლარში,

მგონ აქ 9000 უნდა ყოფილიყო:დ

Posted by: choche 26 Feb 2016, 22:43
იე რომელი უკეტესია იონჯა რო აჩამო თუ ჩვეულებრივი თივა ?

Posted by: ucxo777 26 Feb 2016, 22:58
choche
იონჯა


--------------------------

Posted by: SoSeLa 27 Feb 2016, 00:42
სხვათაშორის იონჯასავით კარგია ესპარსეტი

Posted by: 5nizza 6 Mar 2016, 20:33
ხელოვნურ განაყოპიერებას საგარეჯოში ვინ აკეთებს კარგად ვინმემ თუ იცის დაწერეთ .

Posted by: pointeristi 15 Mar 2016, 22:36
ხელოვნურ განაყოფიერებას აკეთებს აკაკი ღვინიაშვილი საგარეჯოში) 595137913

Posted by: ucxo777 13 May 2016, 21:42
Mcodne xalxo, Es mozveri romel jishs gavs xom ar icit? Shveicariuliao da martalia tu matyurbs?
* * *

* * *
http://www.radikal.ru

Posted by: kaxaberski66 15 May 2016, 00:22
QUOTE

ucxo777

კავკასიური წაბლას ჯიშს გავს, რომლის ჯიშად ჩამოყალიბებაშიც ლომის წილი მიუძღვის შვეიცარულ შვიცს.

Posted by: spana84 16 May 2016, 23:50
ucxo777


შვეიცარიული არა მაგრამ ჯისი ნაჯვარი კია. ეს არის თუ სახელი სწორად მახსოვს კავკასიური წაბლა და ეს ჯიში გამოყვანილია სწორედ შვეიცარიული საქონლის (სვის ბრაუნი) შეჯვარებით ადგილობრივ ჯიშებთან.

Posted by: ucxo777 18 May 2016, 08:53
kaxaberski66
spana84
Gaixaret bijebo, madloba

Posted by: GiorgiG83 17 Aug 2016, 00:09
ხარებს ვინმე ხომ არ ყიდით?
უცებ და ერთბაშად ამბავში - ვყიდულობ
არანაირი დაკვლა, ბოინი და ამბები

Posted by: asbalo 17 Aug 2016, 13:34
გიორგი, ზემო იმერეთში ბევრი ყიდის, აქედან წაიყვან?

Posted by: amigo84 4 Oct 2016, 23:48
გამარჯობათ,სიმინდი ან ხორბალი თუ ვინმეს გინდათ,რუსეთიდან შემოგვაქვს და კაი ფასად მოგცემთ.პმ_ში მომწერეთ ვისაც დაგაინტერეს

Posted by: Rachvelo90 15 Oct 2016, 12:56
რამდენად რენტაბელურია ამჟამად მესაქონლეობა? მე მინდა წამოვიწყო და ვერ გადამიწყვეტია. არაფერი არ მაქვს. მჭირდება მიწა (ბალახისა და ფერმის ასაშენებლად) მინიმუმ 20 ჰექტარი, ასვე ფერმის აშენებეა 60 სულზე, და საქონლის შეძენა, ძირითადად ხბოებს ვფიქროებ თავიდან. რა დამიჯდება ეს ყველაფერი და მიწას სად ვიყიდი ყველაზე იაფად? 20 ჰექტარი სარწყავი მიწა რომ იყოს, როგორაა ჰექტარზე ფასები?

Posted by: moonlight 15 Oct 2016, 23:20
აქ მცოდნე ადამიანს ეცოდინება - საქონლის სუნი რამდენად მავნეა?
ანუ ბოსლიდან გამომავალი სუნი რომელიც 30-40 მეტრის რადიუსით მიაქვს ქარს
...ჯანმრთელობისთვის რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ?

Posted by: spana84 17 Oct 2016, 01:21
moonlight
სუნი მავნე არაა შემაწუხებელია უბრალოდ. აი სადგომი თუ არ ნიავდება იქ კია მავნე გაზები, რომელიც მავნებელია საქონლისთვისაც და ადამიანისთვისაც. ესაა ჩემი კომენტარი (კოხორას აქცენტით) smile.gif

Posted by: kaxaberski66 18 Oct 2016, 11:56
Rachvelo90
მესაქონლეობა მოგებაზე გასვლას იწყებს 3-5 წლის შემდეგ.
ჯაფა უდიდესი, მოგება ძალიან გვიან,
კაცი უნდა იყო მართლაც ძალიან საქონლის მოყვარული, რომ იმშრომას გაუძლო და ხელები არ ჩამოქცვივდეს.
თუ გამოცდილება არ გაქვს და ყველაფერს ნულიდან იწყებ, გირჩევ არ დაიწყო, მერე უკან გამოცვლა ძალიან ძნელია, გაყიდვა რომ დაგჭირდეს შუა საქმეში მდგომს, დახარჯული თანხის 20% მეტს ვერ აიღებ.
ისე კი, თუ რაიმე რჩევა დაგჭირდეს ამ საქმესთან დაკავშირებით, მე თითქმის ყველანაირ კონსულტაციას გაგიწევ უშურველად.
დანარჩენი, ღმერთმაც და კაცმაც ხელი მოგიმართოს.

Posted by: saperavitv 18 Oct 2016, 14:50
იქნებ დაგეხმროთ ჩვენი გადაცემები smile.gif

https://youtu.be/QoVruuyXoVc

https://youtu.be/fzPx7LLXJQI

https://youtu.be/sYaciSrmRKc

Posted by: kaxaberski66 19 Oct 2016, 23:24
saperavitv
არ მიყურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სასარგებლო რჩევები უხვად იქნება.

Posted by: giorgi180 29 Oct 2016, 17:24
უმაღლესი ხარისხის ხორცის ჩაბარება მაქსიმუმ რამდენადაა ეხლა შესაძლებელი და სად (ბოინში დაკლულის რა თქმა უნდა) ვინმემ თუ იცის დამიწერეთ რა

Posted by: hulk06 31 Oct 2016, 23:53
ფიქსს. მინდა დიდი რანჩო მარა არააა ჯერრ.....
* * *
gamarjoba kai xalxs. mezoblus dzroxas tanze uchndeba mucukebi mteli tani dayrili aq. xom af icit vinmem ra daavadaebaa da vadamdebi tua.

Posted by: ucxo777 8 Nov 2016, 15:13
მეგობრებო თქვენი რჩევა მჭირდება, წლინახევრის მოზარდ მოზვრებისთვის მინდა დაღერღილი მარცვალი ვაჭამო გაზაფხულისთვის ნორმალურ ჯანზე რო იყვნენ ხოდა როგორ ჯობია თაროუანი სიმინდი, შვრია და ქატო ვაჭამო თუ რა ფორმულას მირჩევთ, მაგალითად ტაროიანს ჯობია თუ პირდაპირ მარცალი ვიყიდო და დაუფა თუ როგორ მოვიქცე? Bაგურ კვებაზე არ გადამყამს უბრალოდ როწონაც აკრიფონ ცოტა და მთლად მარტო ბალახზე არ იყვნენ.

Posted by: gig55 11 Nov 2016, 20:31
წაბლა ჯიშის მოზვრები სად იყიდება პატარები ან რა ფასი აქვს ხომ არ იცით ვინმემ

Posted by: vano22 11 Nov 2016, 20:52
gig55 4-5 თვისები 350-400 ლარი მარნეულში

* * *
ucxo777 ორივე მაქ ნაცადი და ჯობია ტაროიანი დაუფქვა და ცოტა ქერთან ერთად აჭამო. მარცვალ სიმინდს კი ჭამს მაგრამ ძაან მძიმე საჭმელია ამოცოხნაშიც უჭირს და კუჭს უშლის რაც ტაროიანის ჭმევისას იშვიათად ხდება.


hulk06 ფოტო დადე. მარა რასაც ვფიქრობ თუ ისაა ბინძური და ჩახუთული სადგომის ბრალია განსაკუთრებით თუ ყელზე და ზურგზე თუ აქ მოდებული

Posted by: gig55 11 Nov 2016, 21:07
[b]vano22[/bგასაგებია მადლობა ეს ჯიში დაახლოებით რამდენი კილო იზრდება მაქსიმლურ კვებაზე თუ ავიყვანთ და თუ ღირს მისი გაზრდა]

Posted by: vano22 11 Nov 2016, 21:29
gig55 ნაღდი წაბლა 700 კილომდეც მინახია მაგრამ ხარჯი იმდენი აქ რომ საწარმოოდ არ ღირს მასე გაზრდა. ოპტიმალური წონაა 100-120 კილო ხორცი ანუ ეხლა 4 თვის რო იყიდო გაისად ამ დროს დადებს მაგ წონას. წლებია მაგ საქმეში ვარ და თუ ყველაფერში ხარჯი გადის ანუ თუ ზამთრის საჭმელი მწყემსი და სადგომი შენი არაა და თუ არც ვეტერინარია გესმის ცოტა მაინც და სულ არ გაქვს პრაქტიკული ცოდნა ჯობია ნახო ვინმე მცოდნე და დაგიანგარიშოს ყველაფერი და შემდეგ გადაწყვეტ გიღირს თუ არა საქმის დაწყება (მახსოვს შარშან იყო თუ ამ გაზაფხულზე დაიანგარიშეს აქ ბიჭებმა და წინა გვერდებზე იქნება).

თუ სადგომი და ზამთრის საკვები შენი გაქ ასევე გაქ მცირე პრაქტიკა და მწყემსიც სანდო და იაფიანი გყავს მაშინ საკმაოდ ტოვებს მოგებას. დახარჯული თანხის თითქმის 70% მოგება რჩება

Posted by: gig55 11 Nov 2016, 21:39
vano22
მწყენსობაც უნდა შევძლო ზამთარში გამოკვებაც აბაა შენ ისე როგორ აკეთებ. ამას რამდენხანს აჩერებ 4 5 თვისას რომ ყიდულობ რომ უფრო დატოვოს მოგება

Posted by: vano22 11 Nov 2016, 22:02
gig55 ძირითადად ადრე გაზაფხულზე ვყიდულობ ზამთრამდე კაპიკი არ მეხარჯება მიზერულ აუცილებელ ხარჯებს თუ არ ჩავთვლით. ვიმარაგებ პრესს 2 ლარი მიჯდება მარცვლეულიც ჩემი მაქ და იონჯაც + ჩალის პრესს ვიგროვებ 1000-1500ს და ზამთარში ვყიდი ლარი მიჯდება დაფარებიანად და 3 ლარად ვყიდი რითიც იონჯას ვყიდულობ და 2 ლარი გამომდის მერე ზამთრის პირზე ვყიდი ნაწილ საქონელს და ნაწილს ვაზამთრებ და მარტ აპრილში ვყიდი. მე საქონელი უკვე ხუთი თითივით ვიცი და ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მეთოდით შენახვისას მჩება მოზარდში ფული მთავარია სწორად აკეთო საქმე
და მოგებას აუცილებლად მიიღებ

Posted by: gig55 11 Nov 2016, 22:14
vano22
ჰოო მთავარია სწორად უნდა მიყვე ნორმანული მოგება რომ დაგიტოვოს რამდენი სული უნდა დააბა შენ რამდენს ზრდი ხოლმე და მარცვლეულს რასა აჭმევ ზოგი პრემექსსაც აჭმევს მალე რომ გაიზარდოს

Posted by: vano22 11 Nov 2016, 22:37
gig55 წელს დავისვენე საქონლისგან და ღორებზე გადავედი ისე კი ყველაზე მეტი 45 მყავდა საძოვარზე და ზამთარში 20ს სტაბილურად ვინახავდი. ფული იყოს და რაც მეტს გაზდი მით უკეთესი.

საჭმელს რაც შეეხება ჯერ მთავარი რაცაა ჯამთელი და ზრდის მეტი პოტენციალის მქონე საქონელი უნდა აარჩიო ამის გარეშე არაფერს აქ აზრი. პრემიქსი რათქმაუნდა საუკეთესოა მაგრამ ძვირია და არ ღირს. ყველაზე კარგი შედეგი რამაც მომცა ესენია იონჯის პრესი + ტაროიანი სიმინდი ქერში და ხორბალში არეული დამატებული ვიტაპლასტინის კალციუმით და ფოსფორით შიგადა შიგ კოფტონით პროტეინის გამო და წყალში ხსნადი ვიტამინი ინტროვიტ ა და ჩიკტონიკი რამაც მაგრად დააჩქარა ზრდა და საკვების სრულად ათვისება. + პატარ პატარა სტიმულატორები ტეტრავეტლა რკინის შემცველები და ანტიბიოტიკი ბიცილინ 5. კი იტყვი ეგ ხორცი აღარ იჭმევაო მარა მე ვჭამე და ჯერ ცოცხალი ვარbiggrin.gif

Posted by: gig55 11 Nov 2016, 23:12
vano22
ისე ეს საქმე მაგრა მაინტერესებს ღორზე რატო გადადი ეს უფრო მომგებიანი არაა

Posted by: vano22 11 Nov 2016, 23:43
gig55 ორივე საქმეს ვაპირებ და ბიუჯეტი აღარ მეყო ამიტომ ვამჯობინე დროებით ძვირიანი საქმე გამეჩერებინა და მთელი დრო ღორებისთვის დამეთმო. ღორი საქონელზე ბევრად მომგებიანია სწრაფად მრავლდება და თან ნაკლებ საწვალებელია. მეორე მიზეზი ის იყო რომ მომბეზრდა. კაცმა რო გითხრას ას ლარს მოგცემ თითო ახტომაშიო თავიდან სუ ხალისით იხტუნავებ მაგრამ მერე მაინც მოგბეზრდება და ერთი შენიცა და შენი ასი ლარისაცო ეტყვი და შეეშვები. ასე მომივიდა მეც ფსიქოლოგიურად დავიღალე სუ ერთი და იგივე საქმით ამიტო წელს ვისვენებ და გაზაფხულიდან ისევ მოვიყვან

Posted by: gig55 11 Nov 2016, 23:51
vano22
ჰოო კარგია წარმატებას გისურვებ. შენ საქმიანობაში შენ სადაური კაცი ხარ?
* * *
vano22
ერთ სულს რამდენად ყიდიიდი ამ ერთი წლის მოზარდს აქვს ნორმანული ფასი

Posted by: vano22 12 Nov 2016, 09:38
gig55გაიხარე. ახმეტა თუ გაგიგია მაქედან ვარ. გაზაფხულზე ნაყიდს საზამთროდ 600-800 ლარებში ვყიდი საშუალოდ და გაზაფხულზე ნაყიდს მეორე გაზაფხულზე 1200-1300 ლარად. მთავარია ჭამა არ მოაკლო და ჯიში იყოს კარგი. ერთი რაც ბოლო წლებში შეიცვალა დეკეულები მოზვრებზე ადვილად იყიდება

Posted by: gig55 12 Nov 2016, 09:44
vano22
ახმეტა გამიგონია კახეთს ეკუთვნის ჰო ეგ მხარე

Posted by: asbalo 12 Nov 2016, 23:47
დასავლეთში კვანძოვანი დერმატიტი გავრცელდა, საქონელი იხოცებიან თუ დროზე არ მიხედე, მუწუკები უჩნდება კისერზე, ზურგზე, სავარაუდოდ hulk06 მაგას გულისხმობს.

Posted by: vano22 13 Nov 2016, 22:05
asbalo
ეგ იგივეა კაცმა იკითხოს მუწუკები მაქო და შენ უთხრა კიბოა ასიანიო.

კვანძოვანი დერმატიტი მარტო მუწუკებით არ ვლინდება და თუ უკვე მასე აშკარად ეტყობა მუწუკები მაშინ დაწყლულებული დორბლიანი და ნახევრად მკვდარი იქნება უკვეbiggrin.gif ნუ სურათის გარეშე ვერაფერს ვიტყვითbiggrin.gif

ესაა დერმატიტი და მუწუკები ამასთან ძაან ლაითი შეფასებაა lol.gif gigi.gif

Posted by: ucxo777 14 Nov 2016, 22:41
vano22

ცოტა ადრე მაინც მენახა შენი პოსტი, უკვე ვიყიდე ტონა ნახევარი სიმინდის მარცვალი:/ტონა ნახევარი ქერი და სადღაც 2 ტონაmდე შვრია მაქვს. ერთი ერთზე დაფქვილი რომ შეურიო არ იქნება ცუდი ხომ წონამატისთვის, რას იტყვი? კიდევ რა დანამატებდს და ვიტამინებს მირჩევ?

Posted by: beerrn 15 Nov 2016, 14:19
მეგობრებო ესეიგი ესეთი გეგმა მავქს იანვრისთვის 10 ხბოს ყიდვა და როგორც მაქვს ინფო ახლობლისგან უნდა გავუშვათ ეს ხბოები 3 თვით მწყესებთან ერთად და 3 თვის შემდეგ გაყიდვა, რაც 3 მაგ მოგებას იძლევაო, ნუ ამყველფერს ვაკეთებ ახლობელთან ერთად და იმან დეტალურად იცის ეს ყველაერი, ამგრამ მაინტერესებს რამდენად გაყიდვადია ეს გაზრდილი ხბოები, ან თუ გაქთ ინფო რა ღირს ხბოები კაი ჯიშიანები საკაიფოდ რო იზრდებიან, ან სახლში დაბმა და 3 თვე კარგად დასუქება უფრო კარგია თუ როგორც ვთქვი გაშვება ზემოთ მთებიკსენ

Posted by: ucxo777 15 Nov 2016, 16:33
beerrn
მთაში რომ გაუშვებ და მერე ჩამოიყვან და ბაგურზე დააბავ 3 თვე მაშინ უნდა ხორცად ჩააბარო და კარგ მოგებას ნახავ თუ ყველაფერი მუგთა გაქვს ანუ არც მწყემსში ფულს არ გადაიხდი და საკვებიც შენი გექნება. რისკებიც გაითვალისწინე შეიძლება მგელმა შეგიჭამოს ან ავად გახდეს და დროულად თუ არ გაუკეთე წამალი მოკვდეს ან ფასები დაეცეს.
Bკაი ჯიშიანები 1 თვის 500 600 რომელიც შენ არ გამოგადგება რძეს ჭამენ. Aდგილობრივები იყიდე თუ კარგი საქონელი თუ ყავთ ან ბაზარში წადი მცოდნე ადამიანთან ერთად და აგარჩევინებს კარგებს. Aჩემსკენ 350 500 ლარამდე ღირს, წელს ძალიან ძვირია საქონელი შარშან კი ძალიან იაფი იყო, ბაზარია და ხან ისეა ხაან ასე.

Posted by: vano22 15 Nov 2016, 16:58
ucxo777
თუ აურევ ეგეც კარგი გამოვა ქერი დაამსუბუქებს სიმინდს. ვიტამინები ყველა კარგია გააჩნია რა მდგომარეობაშია შენი საქონელი და რა ვიტამინის დამატებას საჭიროებს.

ინტროვიტ ა. ეს 1 ლიტრიანი ბოთლით 25 ლარი ღირს და ტონა წყალში იხსნება. ანუ გრამი ლიტრაში და თუ თვეში 10 დღე გადაბმულათ ამ ვიტამინიან წყალს დაალევინებ კარგი იქნება. რკინის ვიტამინი და ბიცილინ 5 თავისთავათ ოღონდ სინჯის გარეშე არ გაუკეთო და შინაგან გარეგან პარაზიტებზე და სოკოვნებზე დაამუშავე მეტი რავი შენც არ გესწავლება საქონელიbiggrin.gif

beerrn 3 თვეში გაიზარდონ რა ბამბუკი კი არააbiggrin.gif გაბოლებს ეგ ახლობელი ჯერ ერთი იანვარში თოვლებია და ძაან ძნელად და ძვირად შეიძლება ხბოების შოვნა მერე მეორეც იანვარ თებერვალ მარტში ბაგაზე უნდა ებას და ბაგურზე თუ უნდა გყავდეს სად მწყემსებში უშვებ? და მესამეც იანვარში რასაც იყიდი და რა ფასიც აპრილამდე დაგიჯდება იმ ფასად მარტში ორჯერ დიდებს იყიდი... დაივიწყე ეგ იდეა 3 თვეში 10 ხბოდან ნაშოვნი ფული და ისიც 2 ზე გატეხილიbiggrin.gif

Posted by: giorgi180 15 Nov 2016, 17:08
vano22
ისე ეხლა რო იყიდოს კაცმა 350-400 ლარიანები და საკაიფოდ მიაყაროს, თუნდაც პრემიქსები აპრილისთვის 100 კილომდე ხორცს ვერ აწევენ?

Posted by: vano22 15 Nov 2016, 17:17
giorgi180 თუ ჯანიანი ხბო იქნება ხუთი თვის ჩაბმული კორმავოი იმხელა გახდება რო 130 კილოებს აცდებიან. მაგრამ ხარჯია მთავარი ანუ რა დაგიჯდება მასე პრემიქსი რო მიაყარო. პრემიქსებს ჯობია სიმინდ ქერ ხორბალზე ჩააბა და 100 კილოს მაინც გაასწორებენ

Posted by: beerrn 15 Nov 2016, 22:37
მე ეს ყეალფერი მითხრა მოკლედ და აქ ვიკითხე მაგიტომ დეტალურად საარაუდოდ სხვანაირად იქნება კიდეც, გასაგებია უცხო 777 ყველაფერი ანუ ჯერ ადრეა ასე ყიდვა გაშვება, მაგრამ დაბმა და ადგილზე ჭამა გასკდომამდე არ აწყენთ :დ სად შეიძლება კარგი ჯიშიანის ყიდვა რომელ მხარეში

Posted by: Gаntenbein 18 Nov 2016, 21:58
მჭირდება დიდი რაოდენობის ყველი ყოველკვირეულად

დაახლოებით 2 ტონა, მარა თუ არაა მაგდენის საშუალება ნაკლებიც იყოს არაა პრობლემა და რამდენიმე ფერმიდან ავაგროვებ

ყველი უნდა იყოს მოუხდელი და უმარილო
მოკლედ კარგი ხარისხის სახაჭაპურე :დ

თუნდაც მარტო 100 კილო ვისაც შეუძლია ისიც დამეკონტაქტოს

Posted by: hulk06 19 Nov 2016, 22:03
vano22
ვეცდები გადავაღებიო პატრონს.

asablo
აჰა მაგაზე ვამბობ ზუსტად... დაიხოცა საქონელი

Posted by: hulk06 6 Dec 2016, 01:03
რა ხდება ამ სფეროში. რატომ დუმხართ ფერმერებო...

Posted by: memberii 5 Jan 2017, 19:20
გამარჯობა,
ასეთი კითხვა მაქვს: დაფქულ სიმინდს ან კორმას ან სხვა მსგავს საკვებს რომ ადუღებენ (ხარშავენ) და ისე აჭმევენ,მაგას რა აზრი აქვს? რას უწყობს ხელს? მაგალითად,ჩემი საქონელი ჩვეულებრივად ჭამს მოუდუღებლადაც და რამე უპირატესობა აქვს მოდუღებულს?

Posted by: vano22 5 Jan 2017, 19:45
memberii
ფუვდება მოდუღებული და უფრო ბევრი ხდება. ასევე ადვილი მოსანელებელია და უკეთ ითვისებს ორგანიზმი.. ერთ-ორს მოუდუღებ მაგრამ ბევრი თუ გყავს მშრალად ჯობია აჭამო..

ისე საქონელს მაინც მშრალად ჯობია აჭამო ნელ ნელა ჭამს და არ ხდება ფაშვის გადავსება და საჭმლის წიგნარაში ჩაქვავება.. ჩემ მეზობელს ღორისთვის მოდუღებული ფაფა შეუჭამა ძროხამ და იმ საღამოსვე დავარდა გადააგდო თავი და მოკვდა. ვეტერინარმა რო გაჭრა ფაშვის გადავსებით მოკვდა ვერ მოინელაო. სიფრთხილე უნდა საქონლის მარცვლეულით კვებას

Posted by: memberii 6 Jan 2017, 00:50
QUOTE (vano22 @ 5 Jan 2017, 19:45 )
memberii
ფუვდება მოდუღებული და უფრო ბევრი ხდება. ასევე ადვილი მოსანელებელია და უკეთ ითვისებს ორგანიზმი..

მარტო ეს უპირატესობებია მეგობარო? ხომ არგაქვს ინფორმაცია,წველადობაზე თუ რამე გავლენას ახდენს მოდუღებული საკვები?

ხო კიდე მაგალითს რაც შეეხება,ალბათ ცხელი აჭამა შენმა მეზობელმა,თორე მე ვისაც ვესაუბრე ,ასე მითხრა 12 წელია ასე ვაჭმევ მოდუღებულსო და არაფერი პრობლემა არ მქონიაო.

მე უბრალოდ იმის დაზუსტება მინდა,რამე მნიშვნელოვანი უპირატესობა თუ აქვს,თორე ისე რატომ მოვუდუღო,მოდუღებაც ხომ ხარჯია(დენი ან გაზი).

გარდა ამისა,მოდუღების დროს ის სასარგებლო ნივთიერებები ხომ იკარგება ზოგიერთი,მე ზუსტად არ ვიცი და თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია დაწერეთ არ დაიზაროთ
* * *



Posted by: vano22 6 Jan 2017, 10:40
memberii
წველადობას ზრდის რათქმაუნდა.. მეწველ საქონელზე სილოსი და წვნიანი საკვები წარხალი და მისთანებია რეკომენდირებული.

წველადობის გაზრდა თუ გინდა არსებობს საფუარა სოკო სპეციალურად საქონლისთვის. ვეტ აფთიაქებში იყიდება. ერთ კოვზს აჭმევ როშში არეულს და 5+1 1.5 ლიტრს იმატებს ეგრევე..

ცხელი არ უჭმევია. მცოხნავი საქონელი წებოვან ბლანტ მასას ძნელად ინელებს ამიტო ცოტ ცოტათი უნდა მიაჩვიო აუცილებლად თორემ თავიდანვე თუ მიაყრი ძღომაზე შეიძლება მოკვდეს.. მქონია პრაქტიკაში ერთ ჭამაზე 5 კილო ფქვილი უჭამია მოზვერს და მერე მთელი კვირა შხამას ნაყენებს და ინგლისურ მარილს ვასმევდით რო გაეწმინდა კუჭი..



მეწველ საქონელს უნდა აჭამო წვნიანი საკვები და სახორცეს მშრალი. სახორცე წვნიანზე არ სუქდება

Posted by: memberii 6 Jan 2017, 14:25
QUOTE (vano22 @ 6 Jan 2017, 10:40 )
memberii
წველადობის გაზრდა თუ გინდა არსებობს საფუარა სოკო სპეციალურად საქონლისთვის. ვეტ აფთიაქებში იყიდება. ერთ კოვზს აჭმევ როშში არეულს და 5+1 1.5 ლიტრს იმატებს ეგრევე..

ცხელი არ უჭმევია. მცოხნავი საქონელი წებოვან ბლანტ მასას ძნელად ინელებს ამიტო ცოტ ცოტათი უნდა მიაჩვიო აუცილებლად თორემ თავიდანვე თუ მიაყრი ძღომაზე შეიძლება მოკვდეს.. მქონია პრაქტიკაში ერთ ჭამაზე 5 კილო ფქვილი უჭამია მოზვერს და მერე მთელი კვირა შხამას ნაყენებს და ინგლისურ მარილს ვასმევდით რო გაეწმინდა კუჭი..

მადლობა vano22 ,
მე მაინტერესებს უშუალოდ ამ მოდუღებულზე რამდენს მოიმატებს,დავაკვრდები ერთი 10 დღე, 5 კილოს არა, მაგრამ 2-ს დილას და 2-ს საღამოს მოვადუღებ და ისე მივცემ...

ჭარხალს კი ვაჭმევ და სეზონურად კიდე ხილს და რაც იქნება... სილოსი არ მაქვს,მაგრამ თივის პრესი მაქვს და კი იწველება 12-14 ლიტრს,თან რამე განსაკუთრებული ჯიში არაა,არც ნაჯვარი და რამე....

Posted by: vano22 7 Jan 2017, 15:46
memberii
12-14 ს თუ იწველება ჩათვალე მაგარი ჯიშიანი ძროხა გყოლია.
სავარაუდოდ 2 ლიტრი ნამატი უნდა მოგცეს 10 ლიტრზე..

შედეგები გაგვაგებინე რა რაც მეტი წარმატებული სიახლე იქნება უფრო წაგვადგება ამ საქმით დაინტერესებულ ხალხს.

მოდუღებული კოფტონი და საფუარა სოკო 10+3 ლიტრს მატებს. მაგრამ დღეში 4კგ მარცვლეული 2 ლარისაა და 3 ლიტრი მაინც უნდა მოიმატოს პლიუსში რომ გავიდეს.
ნუ ერთადერთი გამოსავალი შენი ძროხის მსგავსი კარგი 12-15 ლიტრიანი ძროხების ყოლაა თორემ ამ ძველ ქართულ ჯიშებს სუ მუჭით რომ ატენო 5-7 ლიტრს ვერ ცდებიან.

შირაქში ვნახე ქვემო ქედში სოფლის ნობათის ფერმა 30 ლიტრიანი ძროხები ყავთ ქარელში ვიყავი და იქაც 20 ლიტრიანი ჰოლშტეინები ყავდათ. აი მასეთი ჯიშის ხარები უნდა დაურიგონ სოფლის ნახირებს და გადახალისდეს ჩვენი საქონლის ჯიშიც თორემ აჭარაში რო კვარაცხელიას ჯიშის საქონელია თხას და ძროხას ვერ ვარჩევდი ისეთები იყო და რა მოგება უნდა ნახოს კაცმა მაგის ყოლით არ მესმის

Posted by: memberii 7 Jan 2017, 19:28
QUOTE (vano22 @ 7 Jan 2017, 15:46 )
memberii
12-14 ს თუ იწველება ჩათვალე მაგარი ჯიშიანი ძროხა გყოლია.
სავარაუდოდ 2 ლიტრი ნამატი უნდა მოგცეს 10 ლიტრზე..

შედეგები გაგვაგებინე რა რაც მეტი წარმატებული სიახლე იქნება უფრო წაგვადგება ამ საქმით დაინტერესებულ ხალხს.

მოდუღებული კოფტონი და საფუარა სოკო 10+3 ლიტრს მატებს. მაგრამ დღეში 4კგ მარცვლეული 2 ლარისაა და 3 ლიტრი მაინც უნდა მოიმატოს პლიუსში რომ გავიდეს.
ნუ ერთადერთი გამოსავალი შენი ძროხის მსგავსი კარგი 12-15 ლიტრიანი ძროხების ყოლაა თორემ ამ ძველ ქართულ ჯიშებს სუ მუჭით რომ ატენო 5-7 ლიტრს ვერ ცდებიან.

შირაქში ვნახე ქვემო ქედში სოფლის ნობათის ფერმა 30 ლიტრიანი ძროხები ყავთ ქარელში ვიყავი და იქაც 20 ლიტრიანი ჰოლშტეინები ყავდათ. აი მასეთი ჯიშის ხარები უნდა დაურიგონ სოფლის ნახირებს და გადახალისდეს ჩვენი საქონლის ჯიშიც თორემ აჭარაში რო კვარაცხელიას ჯიშის საქონელია თხას და ძროხას ვერ ვარჩევდი ისეთები იყო და რა მოგება უნდა ნახოს კაცმა მაგის ყოლით არ მესმის

არა,არ მგონია რომ კარგი ჯიშია,12-14 ლიტრი არ არი კარგი შედეგი,18-20-ს რომ იწველებოდეს,მაშინ არაუშავს,4 კილოს ისე ვაჭმევდი მოიდუღებლად+თივა(პრესი)+ჭარხალი+სეზონურად საკვები(ვაშლი,მსხალი,სხვადასხვა ხილი) და ამ ყველაფერს + საძოვრის ბალახი,რასაც თვითონ ჭამს,საძოვარზე ნამდვილად ვერ დავიჩივლებ იდეალური ბალახია და ამ ყველაფრის შედეგია 12-14 ლიტრი,ცოტაა მემგონი,ნამდვილად ცოტაა...
საფუარა სოკოს არ ვურევ,ისე მაინტერესებს რას იზავს...
სხვათა შორის,ჩემიც ჩვეულებრივად გლეხისგან ვიყიდე და ასე მითხრა მაშინ,მარტო საძოვრის ბალახით 8-10 იწველებაო,მერე მე დავუმატე ეს სიმინდი და ხორბალი + ჭარხალი+ თივა და კი ავიდა 12-14ზე. მეტი მართლა არ მოუწველია და ვნახო აბა ამ მოდუღებულმა რა ქნას.. შედეგებს დავდებ აუცილებლად ...

აჭარაში ვნახე მეც ერთხელ ერთ ოჯახში ვიყავი და არ ვიცი რა ჯიში იყო,მაგრამ კაცმა მითხრა,ქართულიაო და 20 ლიტს სულ იწველებაო,კარგადაც აჭმევდა... დასავლეთში ძირითადად ცოტას იწველებიან,მაგრამ ვიცი ხალხი,კარგად რომ აჭმევს და შედეგიც აქვს..

მე ვფიქრობ,მეპატრონის ბრალია,თუ არ აჭამე,რას მოგცემს,,20 სულიან ნახირს გაუშვებენ 5 ჰექტარზე და ამათ გონიათ,ტონას მოიწველის...
მოვლა+კვება და ალბათ 20% გენეტიკა და კარგი შედეგი იქნება

ეგ ჰოლშტეინები კიდე მართლა მაგარია,ფერმაში ვიყავი ერთხელ და თვალები დამრჩა ჯიქანზე gigi.gif

Posted by: vano22 7 Jan 2017, 20:14
მართალი ხარ ჭმევა არ უნდათ და რო გაშრება მერე ძროხას აბრალებენ. დილაობით გზებზე ისეთი ნახირები მხვდება მეცოდება ხოლმე ცარელა ძვალი და ტყავიღა არიან ხოლმე ნაზამთრი სოფლის საქონელი.

ჩემი სოფლის ვეტერინარს 3 ძროხა ყავს 18-20 ლიტრიანები ისეთები არიან სუ ბზინავენ მზეზე. ადრე ვკითხე რატო არ ამატებ მეთქი და რამდენის მოვლაც მეხალისება იმდენი მყავსო კაცი რო საქმეს ძალის ძალათ აკეთებს იმ საქმიდან ხეირს ვერ ნახავსო.

Posted by: memberii 7 Jan 2017, 20:23
QUOTE (vano22 @ 7 Jan 2017, 20:14 )
კაცი რო საქმეს ძალის ძალათ აკეთებს იმ საქმიდან ხეირს ვერ ნახავსო.

yes.gif yes.gif yes.gif
100% გეთანხმები, კიდე ზომა უნდა იცოდეს კაცმა და საქმის სიყვარული...

Posted by: cuba2 11 Jan 2017, 01:21
იქნებ ვინმემ იცოდეთ კამეჩის რძის დიდი რაოდენობა სისტემატიურად მჭირდება და სადმე თბილისთან ახლომდება სოფელში ხოარ არის დიდი ფერმა

Posted by: spana84 11 Jan 2017, 03:43
vano22
კარგი ჯიშის ხარების დარიგებას ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს. ეს ჩია და პატარა ტანის საქონელი შიენი აზრით გაუძლებს 20-22 კილოიანი ხბოს მაკეობას და მითუმეტეს მშობიარობას? რომ აღარაფერი ვთქვათ შეჯვარებაზე. ჰოლშტეინის ბუღამ პატარა ტანის საქონელი შეიძლება წელში გატეხოს შეჯვარებისას. ასე რომ არაა ეგრე ადვილი ეგ საქმე დამიჯერე. კომპლექსური მიდგომაა საჭირო და ბევრი დრო. არაა მესაქონლეობა ის დარგი წლების მანძილზე დანგრეული 5 წელიწადში ააყვავო.

კვებას რაც შეეხება უგულებელყოფილია საქართველოში და თითქმის დავიწყებული სილოსით კვება. ყველაზე იაფი და ყველაზე ყუათიანი საკვებია. მისი თვითღირებულება საშუალოდ 2-3 თეთრში ეტევა თუ მიწა საკუთარი აქვს ფერმერს. დასილოსების კიდევ უამრავი მეთოდი და საშუალება არსებობს. ხმელ თივაზე და 2 კილო სიმინდ-ქერზე რა უნდა მოგცეს საქონელმა? უფრო სწორედ საიდან უნდა მოგცეს? იმ ჰოლშტეინს 30 ლიტრი რო უწერია პროდუქტიუოობა 30-35 კილო წვნიან საკვებს (სილოსი, იონჯა, სამყურა და ასე შემდეგ) ჭამს დღეში, 7-10 კილო უხეშ საკვებს და 4-6 კილო "კომბიკორმს". აჭამე აბა ჰოლშტინურს ისე, როგორც სოფლებში აჭმევენ და რძეს მოგცემს კი არა გაძვრება სული.

ასე რომ საკვები ბაზის გარეშე მესაქონლეობაზე ხელის მოკიდება არ ღირს. ევროპაში ითვლიან ასე: 0.6 ჰექტარი ერთ სულ საქონელზე, რომ მთელი საკვები ბაზა თავად ფერმერმა მოიყვანოს და არაფერი იყიდოს. არ გამოდის ხმელი ბალახით და სამადლოდ მიგდებული 2 კილო სიმინდით მესაქონლეობა რაც არ უნდა კარგი ჯიში გყავდეს.

* * *
cuba2
კამეჩი თან დიდი რაოდენობით ყველაზე ახლოს თბილისთან სამეგრელოში უნდა ეძებო. შეიძლება ვინმეს 2-3 ცალი ყავს აღმოსავლეთში მაგრამ რავი მე კამეჩი მეგრული ვიცი.

Posted by: vano22 11 Jan 2017, 10:47
spana84 მართალი ხარ მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს საქმე?? გვყავს სოფლის ნახირში შვიცის ჯიშის ხარი 5-8 წელი იქნება მართალია ზარმაცია და ადგილობრივი ჯიშის ბუღის დახმარების გარეშე არ შეუძლია უზრუნველყოს მთელი ნახირის განაყოფიერება მაგრამ სოფელი კმაყოფილია მისი მუშაობითbiggrin.gif

აჩენენ.. ჩემთან ბევრმა გააკეთა ხელოვნური განაყოფიერება შვიცის და ჰოლშტეინის ჯიშისგან. თავიდან იმხელა არ ჩნდება რასაც ნამდვილი ჰოლშტეინი აჩენს რადგან დედის გენეტიკაც ირევა მასში მაგრამ მერე ძაან სწრაფად იზრდება და ხარისხით დიდად არ ჩამოუვარდება ჰოლშტეინს.
0.6 ჰა რას ეყოფა ერთ ძროხას მითუმეტეს მაღალ პროდუქტიულს???


Posted by: datunia93 11 Jan 2017, 12:35
vano22

გადავიკითხე ბოლო რამოდენიმე გვერდი. ყოჩაღ ძმაო შენ რო არ გეზარება შრომა და ფულის ა შემოსავალის შრომის შედეგად მიღება.



ეხლა რა მაინტერესებს, მყიდველები ძირითადად ვინები არიან ხოლმე, ან სად ახორციელებ ზამთრისპირზე ან გამოზაფხულზე საქონლის რეალიზაციას? სიტყვაზე დასავლეთ საქართველოში კარგი პირობებია საქონლის მოვლისთვის, მწვანე საფარი თითქმის მთელი წელია, ზამთარი შედარეით თბილი იცის და დაავადებებიც ნაკლებად არის ხოლმე გავრცელებული, მაგრამ 20 და 30 ცალი 2 წლიანი მოზვერის გაყიდვა ალბათ პრობლემური იქნება ადგილობრივ ბაზარზე

Posted by: spana84 11 Jan 2017, 13:23
QUOTE (vano22 @ 11 Jan 2017, 10:47 )
spana84 მართალი ხარ მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს საქმე?? გვყავს სოფლის ნახირში შვიცის ჯიშის ხარი 5-8 წელი იქნება მართალია ზარმაცია და ადგილობრივი ჯიშის ბუღის დახმარების გარეშე არ შეუძლია უზრუნველყოს მთელი ნახირის განაყოფიერება მაგრამ სოფელი კმაყოფილია მისი მუშაობითbiggrin.gif

აჩენენ.. ჩემთან ბევრმა გააკეთა ხელოვნური განაყოფიერება შვიცის და ჰოლშტეინის ჯიშისგან. თავიდან იმხელა არ ჩნდება რასაც ნამდვილი ჰოლშტეინი აჩენს რადგან დედის გენეტიკაც ირევა მასში მაგრამ მერე ძაან სწრაფად იზრდება და ხარისხით დიდად არ ჩამოუვარდება ჰოლშტეინს.
0.6 ჰა რას ეყოფა ერთ ძროხას მითუმეტეს მაღალ პროდუქტიულს???

სრულიად საკმარისია, როგორც ამათ აქვთ აწყობილი სისტემა 0.6 ჰა. ძალიან მაღალპროდუქტიული კულტურები მოყავთ. ერთ ჰექტარზე სასილოსე სიმინდი 60-70 ტონა მწვანე დასასილოსებელი მასა მოჰყავთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი წელი, რომ სილოსი ჭამოს ყოველ დღე ერთ სულს დაახლოებით 7 ტონა სილოსი სჭირდება ეს დაახლოებით 10 სულის საკმარისი საკვებია მთელი წლის მანძილზე. ასევე ხორბალიც და ქერიც ძალიან მაღალპროდუქტიულია. ხორბლის თავთავს პირველად რომ შევხედე ვიფიქრე მეჩვენებათქო იმხელა თავთავები აქვს. 5 დან 7 ტონამდე მოსავალს იღებენ ექტარზე. იტალიური იონჯა კიდევ მგონი საქართველოშიც ცნობილია და ბევრი თესავს. შედარებით თბილ რეგიონებში 4-5 ჯერ ითიბება იონჯა. პლიუს მოჰყავთ თეთრი ჭარხლის მაგვარია რაღაც სახელი არ ვიცი ზუსტად და ამბობენ 170 ტონამდე მოდის ერთ ჰექტარზეო. კაი 20 კილოიანი ნესვებივითაა რო იღებენ მიწიდან smile.gif ასე რომ სულაც არაა შეუძლებელი 0.6 ჰექტრით ერთი სულის გამოკვება. მთავარია სწორად დაგეგმო ცხოველის რაციონი და ისე გაანაწილო მიწა რომ ყველა საკვები საჭირო რაოდენობით მოიყვანო. მე ლაციოს ზონაში ვცხოვრობ და აქ პრაქტიკულად არ მინახავს საძოვარზე გაშვებული საქონელი. ყველა ბაგურ კვებაზეა და პატარა სასეორნო ტერიტორიები აქვთ ფერმებთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქონლის ხორცის ფასი სუპერმარკეტებში 4 ევროდან იწყება კილო, ადვილი მისახვედრია რაც არის ამ ხორცის თვითღირებულება.

Posted by: cuba2 11 Jan 2017, 16:59
QUOTE
კამეჩი თან დიდი რაოდენობით ყველაზე ახლოს თბილისთან სამეგრელოში უნდა ეძებო. შეიძლება ვინმეს 2-3 ცალი ყავს აღმოსავლეთში მაგრამ რავი მე კამეჩი მეგრული ვიცი.

მეგრული კამეჩი რას ქვია ვერ გავიგე

Posted by: spana84 11 Jan 2017, 17:32
cuba2

ადამიანმა უძველესი დროიდან მოაშინაურა ინდური კამეჩი, რომელიც გავრცელდა სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ევროპაში. მოშინაურებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში. მსხვილი, ღონიერი, დიდტანიანი ცხოველია. სიმაღლე მინდაოში 130 სმ. ცოცხალი მასა ფურკამეჩისა 450 კგ, ზოგჯერ 600 კგ აღწევს, კუროკამეჩისა 700 კგ. კამეჩებს მეურნეობაში 20-30 წლამდე იყენებენ სარძეო ცხოველად, ზოგჯერ მუშადაც. ფურკამეჩის ნაყოფიერება 100%-ს აღწევს. კამეჩებს უმთავრესად აშენებენ ცხელ კლიმატურ პირობებში, მდინარეების, არხებისა და სხვა წყალსატევების მახლობლად. იკვებება უხეში მცენარეული საკვებით (ისლი, ლაქაში, ლერწამი). კამეჩების ძირითადი პროდუქციაა რძე, ხორცი, ტყავი (კავკასიური კამეჩი). კამეჩი კარგად უძლებს დაავადებებს - ჰერმოსპორიდიოზს, ჯილეხს, თურქულს, ბრუცელოზსა და სხვა.


მდინარეების, არხების და წყალსატევების მახლობლადო. თან სიცივეს და რთულ კლიმატს ცუდათ იტანს და ამიტომაც ძირითადად გურია-სამეგრელოს დაბალ ზონებში ყავთ. შეიძლება არის სადმე მაგრამ მე აღმოსავლეთში კამეჩი არ მინახავს.

Posted by: vano22 11 Jan 2017, 18:44
spana84 ძალიან კარგია ამ თემაში რომ შემოგვიერთდი. უცხოური ცოდნა გამოცდილება ძალიან საინტერესოა ჩვენთვის,
ადრე ვცადე სიმინდის სილოსის გაკეთება მაგრამ კომპოსტი გამომივიდაbiggrin.gif საქონლის ჭარხალი ჩვენთან 50 ტონა მოდის სასილოსე სიმინდი მაქსიმუმ 30 ტონა. ნუ დიდ ჭაობში ვართ და მაგ დონემდე ასვლას 20-30 წელი მაინც მოვუნდებით ისიც მთავრობის ხელშეწყობის შემთხვევაში რაც ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებაა ჩვენთვის..

ამიტომ ჯერ პირველ ნაბიჯად ჯიშების გაუმჯობესება კარგი იქნება ხოლო შემდეგ კვებასაც მივხედავთ და ხორცის თვითღირებულებასაც დავწევთ 4-4.5 ლარამდე. აგერ დიუროკის ჯიშის ღორები მყავს და 400 ლარის საკვებით 120 კგ ხორცი ვაწარმოე როცა უბრალო რუსულა იგივე კვებით 70 კგ ს ვერ აცდებოდა. ჯიშია რა ჯერ მთავარი




datunia93 გაიხარე. სოფელში არაა მეტი გზა და რას ვიზამ, გულს თუ დაუდებს კაცი შემოსავალიც საკმარი ექნება სოფ.მეურნეობიდან და საკუთარი შრომით და წვალებით ნაშოვნ ფულს სუ სხვა ფასი აქვს.


დასავლეთში არ ვიცი მაგრამ კახეთში ძაან ადვილია საქონლის გაყიდვა. ვაჭრები დადიან სატვირთოებით სოფელ სოფელ და დატაცებაზე არიან სადაც რამე გასაყიდს იპოვიან მიყავთ. თუ საქმე დიდ პარტიას ეხება არის საქონლის საკმაოდ დიდი ბაზრები სადაც აზერები და თათრები "ჩალიჩობენ" მაგალითად იორმუღანლოს ბაზარი სადაც 20-30 კი არა 50 ხარიც რომ ჩაიყვანო რეალურ ფასში ბაზრის დაწყებამდე დაგტაცებენ სუმთელს. ასევე ბოლნისის და მარნეულის ბაზრები.. რავი საქონლის გაყიდვა სადმე ჭირდეს არ მგონია და თუ იცით ასეთი ადგილი მიმასწავლეთ და სეზონზე 200 სულამდე შემიძლია წამოვიყვანო თუ იაფად იქნება.

Posted by: spana84 12 Jan 2017, 20:34
vano22

რაც არ უნდა კარგი ჯიში გყავდეს საკვები ბაზის გარეშე ის ჯიშიც თხასავით მოიწველის მეგობარო. 2500 ევრო ღირს მანდ ევროპიდან ჩაყვანილი საქონელი, რომელიც საშუალოდ 25-30 ლიტრს იწველება მაგრამ კვების, საცხოვრებელი პირობების, სწორი ვეტერინარიის შემთხვევაში. თუ ეს ყველაფერი არ გა1ვს ჩათვალე, რომ 1 თვეში გაძვრება სული.

ეხლა მოსავალს რაც შეეხება. არის მაგალითად საქართველოში სიმინდის ჯიშები, რომელიც ძალიან ბევრ სასილოსე მასას იძლევა. მაგალითად "აჯამეთის თეთრი" და აბაშის ყვითელი. თუ სწირად მახსოვს 60 ტონა და მეტია მათი მოსავლიანობა ჰექტარზე. მაგრამ გაითვალისწინე, რომ სწორად ნაწარმოები აგროსამუშაოების შ3მთხვევაში. სასილოსე სიმინდის მოყვანა საქართველოში გონიათ რო გაირბენს ერთს ტრაქტორი, დათესავ და მორჩა აღებამდე არაფერი აღარ უნდა. სასილოსედ მოყვანასაც ჩვეულებრივ უნდა სასუქიც, კულტივაციაც, მორწყვაც და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გარეშე არც აჯამეთის თეთრი მოგცემს 20 ტონაზე მეტს. როკფელერმა თქვა ერთხელ მე არც ისე მდიდარი ვარ, რომ იაფი გადავიხადოო. იაფად საქმე არ კეთდება.

Posted by: Alex92 21 Jan 2017, 09:00
სალამი მშრომელ ხალხს smile.gif ეს თემა სულ წაკითხული მაქვს და ბევრი რამეც გავიგე,საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი რო გაზაფხულზე ვიყიდო მოზვრები,პირდაპირ მთაში გავუშვა (რაჭაში) და შემოდგომით გავყიდო. Vano 22 ყველაზე პრაქტიკული რჩევები შენ გაქვს ამ თემაზე და ერთ კაცსაც ურჩიე, ჩემი სახით smile.gif ვიცი რო უკვე დამოუკიდებლად კარგად უნდა ჭამდნენ,ჯანზეც უნდა იყვნენ მარა უფრო კონკრეტულად რა ასაკის, წონის მოზვრები ვიყიდო ამ საქმისთვის?

Posted by: vano22 21 Jan 2017, 10:54
Alex92
smile.gif მანდ 2 ვარიანტია. ან ყიდულობ 4-5 თვისებს საშუალოდ 70-80 კგ წონისებს ბევრს და თვითონ დაგყავს საძოვარზე და სადგომიც იქვე გაქ.

ან ყიდულობ 1 წლიანებს და უშვებ ფასიან ნახირში.

მე პირველ ვარიანტს ვამჯობინებ რადგან ვთქვათ 10 000 ლარით ნაყიდ ხბოებს 20 000+ გაყიდი და დიდებს პროცენტულად 1-1 ში ნამატი არ აქვთ.

პატარების ყიდვას ის პლიუსიც აქ რომ შეგიძლია შემოდგომაზე 3 თვიან ბაგურზე დააბა და უფრო მეტი დაგრჩება. წლიანი კი რო მოატარო მთაში და მერე დააბა ბაგურზე იმდენს ვერც იმატებს და ბევრი ჭამაც უნდათ.

ხო კიდევ წაბლა და ნაცარა ფერის ყველაზე კარგად ფასობს გაყიდვაში. შავი მაგათ მერე. მთავარი კი მაინც ხორცია გინდ მწვანე ძროხა იყოს ხორცით ფასდება მაინცsmile.gif

რო იყიდი ნაბარევზე ააცრევინე ვეტერინარს და ტილზე დაამუშავე სპეც პუდრით თორემ ნაბარევი ერთი უცბად კლავს თუ დროზე არ მიუსწარი და შეუჩვეველი თვალისთვის ძნელი შესამჩნევია როდის ეწყება ნაბარევი (ბეწვის აშლა უმადობა და თვალების ჩაყვითლება ახასიათებს) ასევე საშიშია ზამთრის ტილი მრავლდება სასწაული სისწრაფით და მოშორება თითქმის შეუძლებელია სველი წესით დამუშავებით ამიტო სპეც პუდრებია მაგისი.. ჭიჭინაზე აცრაც უნდა და ჭიაზეც თანმიმდევრულადsmile.gif

Posted by: kodu 21 Jan 2017, 11:25
უმაღლესი ხარისხის სიმინდის სილოსი 25 კგ-იან ვაკუუმ შეფუთვებში.
ფასი: 8 ლარი დღგ-ს ჩათვლით

მისამართი: ზუგდიდი, სოფ.დარჩელი.
საკონტაქტო: 598 898 821 ; 599 51 51 94


https://www.mymarket.ge/ka/product/view/10387304/

Posted by: vano22 21 Jan 2017, 11:29
spana84
კი ეგ ჯიშები ვიცი რაცაა აქვე ყავთ შპს დორანს მაგ ჯიშის საქონელი ერთი რაც მიკვირს ისაა რომ ზამთარში დღე და ღამე ღია ტიპის სადგომში ყავთ აქ კი ხან ისეთი ქარი და სიცივეა ფშავის ჯიშის ბანჯგვლიანი ძროხები იბუზებიან და კანკალებენ და ის მიკვირს რანაირად იტანენ ასეთ სიცივეს ან ნამატზე არ მოქმედებს ან წველადობაზე -10 გრადუსიანი ქარი რო დაუბერავს??

ეგ სილოსი არც ისე იოლი საწარმოებელია. ვთქვათ 5 ძროხა მყავს და მიწაც მაქ აქ არც დამქუცმაცებელი კომბაინებია და არც სხვა საჭირო ტექნიკა მითუმეტეს არც ცოდნა რო სწორად გავაკეთოთ სილოსი და არ ჩაგვილპეს.
ჩვეულებრივი გლეხისთვის როდის გახდება ხელმისაწვდომი ეგ ტექნიკა ვინ იცის. სილოსი კი არა ჩალის პრესს ვყიდი და მეწველი საქონლისთვის წაიღო გუშინ აქაურმა 100 ცალი როგორმე გაზაფხულამდე უნდა გავატანინო და ბალახზე რო გავა მერე ნაშველიაქოbiggrin.gif

Posted by: Alex92 22 Jan 2017, 01:48

გაიხარე ძმაო,გასაგებია. ერთიც მითხარი და მოგეშვები smile.gif) 4-5 თვისები მთაში,ნახირთან ერთად ვერ გაქაჩავენ ხო? სადგომი ღია ცის ქვეშ ივარგებს თუ შენობა ჭირდება? როგორც წესი,აგვისტიშიც კი მაგრად ცივა ჩვენთან,ესეც გასათვალისიწინებელია ალბათ მაგ ასაკის მოზვრებისთვის

Posted by: spana84 22 Jan 2017, 02:04
vano22

იტალიის მაღალმთიან რეგიონებშიც ეგრე ღია ტიპის სადგომებში ყავთ საქონელი და ეგ მეც მიკვირს მაგრამ ეტყობა უძლებს. საქონლისთვის სადგომში ამიაკის დაგროვება უფრო ცუდი შედეგით მთავრდება საერთოდ ვიდრე სიცივე. სანიტარიის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტემპერატურის კონტროლიო ასე მიპასუხეს რომ ვიკითხე.

სილოსს რაც შეეხება და მის დამზადებას 5 სულისთვის რომ გეყოს მაგდენის დაქუცმაცება კუსტარული დანადგარითაც შეძლება რა პრობლემაა? ქვედა ორი ფოთოლი რო გაუხმება სიმინდს მაშინ უნდა მოჭრა თავის ტაროიანა, დააქუცმაცო და ცელოფანში შეინახო. არაფერი განსაკუთრებული დამზადება არ სჭირდება. მარილს თუ დაამატებ უკეთესია, თუმცა მარილის გარეშეც ასილოსებს ბევრი. ცელოფნიდან ჰაერის გამოტუმბვა ჩვეულებრივი მტვერსასრუტითაცაა შესაძლებელი. ცელოფნის ხარჯიც ერთჯერადია. თუ სქელ ცელოფნის პარკებს იყიდი რამდენიმე წელი გეყოფა. დასაქუცმაცებელს რაც შეეხება ელიავაზე გავაკეთებინე 7 წლის წინ და დღემდე მუშაობს უპრობლემოდ. 1 ჰექტარზე მოსული სიმინდის მოჭრას და დასილოსებას 3 კაცი 3-4 დღეში ამთავრებს თუ ამინდმა და სიზარმაცემ არ შეუშალათ ხელი.

Posted by: REVERS 22 Jan 2017, 10:44
spana84

ანუ სიმინდს ნედლს ჭრი აქუცმაცებ, ამარილებ და ინახავ ცელოფანში ხო ?

რამდენიხანი ? და ჰაერი რამდენხანში ერთხელ უნდა ამოტუმბო ?

Posted by: vano22 22 Jan 2017, 12:58
Alex92
უმჯობესია თუ ცალკე ნახირად ატარებ. დიდები ძაან ბევრს დადიან და პატარებს ტყუილად ეხარჯებათ ენერგია. თან დაჩაგრავენ ნახირში და შეიძლება გადაგიგდონ სადმე ხრამში.

სიცივეს გააჩნია. უმჯობესია შენობა მაგრამ ნახევრად ღია ტიპის ანუ სახურავით და 3 მხრიდან დახურული თუნდაც ბრეზენტით ან ცელოფნით და აღმოსავლეთით ღია მხარით გაკეთებულ საზაფხულო სადგომშიც მშვენივრად გრძნობენ თავს. მთავარია ზედ არ აწვიმდეთ და ტალახში არ ეძინოთ სხვა არაფერი დაჭირდებათ.


spana84
ამიაკი კი საშიშია მაგრამ დახურულ სადგომებს ხო აქ ვენტილაცია და რატო დაგროვდება? მითუმეტეს თუ კანალიზაცია კარგადაა გაყვანილი და შარდი მომენტალურად გადის ფერმიდან და ნაკელიც 2 ჯერ გააქვთ? ზაფხულში მეც კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ დახურულ ფერმაში საქონლის ჩახუთვის მაგრამ ზამთარში რავი...

ერთი ვცდი კიდე ამ ზაფხულს.. იონჯის სილოსი არ გამოვა?? ძაან სწრაფად კი იგროვებს გაზებს. ან თავთავიანი მწვანე ხორბლის?


Posted by: kaxaberski66 22 Jan 2017, 16:44
vano22
იონჯისგანაც და თავთავიანი ხორბლისგანაც გამოვა სენაჟი და არა სილოსი,

Posted by: spana84 22 Jan 2017, 18:51
QUOTE (REVERS @ 22 Jan 2017, 10:44 )
spana84

ანუ სიმინდს ნედლს ჭრი აქუცმაცებ, ამარილებ და ინახავ ცელოფანში ხო ?

რამდენიხანი ? და ჰაერი რამდენხანში ერთხელ უნდა ამოტუმბო ?

დიახ ნედლს, ქვედა ორი ფოთოლი რომ გახმება მაშინ ჭრი. სწორედ მაგ დროს აქვს იდეალური ტენიანობა. ჭრი 1-2 სანტიმეტრზე იდეალურ შემთხვევაში და ტუმბავ ცელოფნიდან ჰაერს მტვერსასრუტით. რაც უფრო ცოტა ჰაერი დარჩება ცელოფანში მით უკეთესი. დასილოსება გულისხმობს ანაერობულ, ანუ უჟანგბადო დუღილს. საშუალოდ 40 დღეში სილოსი მზადა. კარგ სილოსს მწნილის სუნი აქვს. არ უნდა იყოს დაობებული, არ უნდა ყარდეს და არ უნდა გაშავდეს. ჰაერის ამოტუმბვა ერთხელ ჭირდება ჩაყრის დროს. კარგად შენახული სილოსი 3-4 წელიც ძლებს მაგრამ უმჯობესია თუ ერთ წელზე დიდ ხანს არ შევინახავთ.
* * *
vano22
იონჯის სილოსზე ვერაფერს გეტყვი. მინახავს შერეულს რომ აკეთებენ სენაჟს. იონჯა და სამყურაა იდეალური მიქსი სასენაჟეთ. სილოსში იდეალური ნაზავია სიკინდი, სოიო და მზესუმზირა. თუმცა მარტო სიმინდის სილოსის წარმოებაზეა მთელი ევროპა და სოიოს და მზესუმზირას კონცენტრირებული საკვებით აძლევენ.

Posted by: Alex92 22 Jan 2017, 20:28
გასაგებია,დიდი მადლობა. წარმატებებს და დიდ მეურნეობას გისურვებთ smile.gif

Posted by: მაკუნამაკო 24 Jan 2017, 19:03
მოგესალმებით!!
ხომ ვერ მეტყვით თხის ყველი თუ იწარმოება სადმე ან თხის რძეს თუ იბარებს ვინმე?

მადლობა წინასწარ

Posted by: ucxo777 26 Jan 2017, 22:16
salami megibrebo. ra mainteresebs, somxuri shvicis mozardebi tu gyoliat vinmes gasazrdelad? Ramdenad priblemurebi an araproblemurebi arian an wonamati tu kargi aqvt aqaur saqoneltan shedarebit? Zafxuli minda movataro da shemmodgomit bagurebze davaba

Posted by: ibo 29 Jan 2017, 03:10
საღამომშვიდობის,

ძროხები რითი ჩამოყავთ ევროპიდან? კონტეინერით და თვითმფრინავით ალბათ ვერ გამოუშვებენ და მანქანით მინ. 3 დღე-ღამე გზაში არ უჭირთ?
არიან კომპანიები ასეთ გადაზიდვებს რომ აგვარებდნენ?

Posted by: ucxo777 29 Jan 2017, 17:28
ibo
Mymarket.ge ze udevt gancxadeba visac chamoyavt eg jishiani saqoneli, shen fuls ixdi marto, zogs dage chamoyvanili yavt da aqve yidiaan. Me rogorc vici gemebit chamoyavto zustad ver getyvi

Posted by: USAsucks 29 Jan 2017, 23:03
ბუღების დაზრდა მინდა.
ვფიქრობ,ზაფხულში და შემოდგომაზე ცოტ-ცოტას მივცემ დანამატს,აი ზამთარში კი უფრო მეტს.
დანამატში რას ვგულისხმობ-მსხვილ ფრაქციად დაფქვული სიმინდი,ქერი და ხორბალი გადარეული.
ძირითადი საკვები მაინც თივა იქნება.


წონის ასაკრეფად მინდა ეს რო მივცე და უფრო იაფი,ოღონდ არაქიმიური დანამატი არსებობს,იგივე ეფექტით?

Posted by: ibo 30 Jan 2017, 16:34
ucxo777
მადლობა, ვერ ვპოულობ და თუ შეგიძლია ლინკიც დამიდე რა smile.gif

Posted by: ucxo777 30 Jan 2017, 20:02

https://www.mymarket.ge/ka/product/view/10397458/


* * *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10386107/
* * *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10384091/
* * *
ibo

Esenia rac vnaxe.
* * *
USAsucks

Bugebis wonamatistvis aramgonia marcvalze uketesi rame iyos.

_--------------------_

Chemi bugebi davyide mindoda patara mozardebis yidva 70 100 kiloianebis da iseti fasebi aqvs kinagam jkudan shevishale, tu sharshan 300 350 larebshi yidulobda kaci exla 600 700 larebi girs. Ra xdeba tqvensken aseti zviria mozardi saqoneli tqventanac? I

Posted by: USAsucks 30 Jan 2017, 21:19
ucxo777
მეც თავიდან ხბოების ყიდვა მინდა და ვფიქრობ,საკვებთან ერთად მივცე ცოტა ვიტამინი-რკინა და მარილი ბევრი,რომ წყალი სვას და გაუუმჯობესდეს საკვების მონელების პროცესი.
და თქვენსკენ საით,ეგეთი ძვირი საითაა ხბო?

https://www.mymarket.ge/ka/product/view/10386134/
რამდენად ჩამოჰყავთ ამათ ეს ჯიშები,ხომ არ იცით?
დარეკვას აქვს აზრი?

Posted by: ucxo777 30 Jan 2017, 22:37
USAsucks me dushetishi vcxovrob da axlo saqinlis bazrebtan yvelgan igive mdgomareobaa, gayavt sazgvargaret mozvrebi ramac gamoiwvisa saqonlis fasis zrda. Meshinia imis rom axlac niorivit ar moxdes iyido gadaxado zviri da mere fasebi daeces, mainc bazariaa da zust prognozs ver gaaketeb.

Kviras marneulshi minda wasvla da ukve xmebi momdis rom zaaalian sizvireo, vnaxot.
* * *
Egeti saqoneli dagvxataavda gansakutrebit is shavebi angusebs ezaxian mgoni, shavi feri uyvart tatrebs:d magattan ar damirekia magram 2 an 3 atas evroze naklebi aramgonia iyos. Ai pirveli linki rom davde imattan davreke da 3 dgea rac chamoviyvaneto holshteinebi da 2000 dolario.

Shriftistvis bodishs vixdi telefonit var shemosuli
* * *
USAsucks
Ertbashad bevri marili ar misce, ajame cota da xshirad. Qvamarili mtlad uketesia. Adre chveulebriv sufris marils vajmevdi da ertxelac lamis momikvda mozveri bevri jama da vegar inelebda, 1 kvira vmkurnalobdi, chwms garshemo 2 adamianisas igive daemarta orives moukvda, zogi izaxis marili iyo mowamlulio ravi, amis mere qvamarili daude da rloknian mshvenivrad

Posted by: USAsucks 31 Jan 2017, 02:58
ucxo777
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.

ესეიგი მეც ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ...
დავაკვირდები რა,რავუყო აბა(((ისიც ძაან ძვირია.ადგილზე რო აწარმოებდნენ და ხბოებს ყიდიდნენ,შეიძლება უფრო იაფი ყოფილიყო.


20-10-ზე მინდა ფერმის აშენება და სახურავს რას მირჩევთ?სადღაც 280 კვადრატი გამოდის გადასახური.თავის კოჭებიან,ამწყობიანად (მე მაგას ხელს არ მოვკიდებ) რა დაჯდება?
ახალი შეიფერი კაი ძვირი ღირს...

Posted by: REVERS 31 Jan 2017, 09:15
USAsucks
QUOTE
20-10-ზე მინდა ფერმის აშენება და სახურავს რას მირჩევთ?სადღაც 280 კვადრატი გამოდის გადასახური.თავის კოჭებიან,ამწყობიანად (მე მაგას ხელს არ მოვკიდებ) რა დაჯდება?
ახალი შეიფერი კაი ძვირი ღირს..


კითხვაზე კითხვას მივამატებ მეც

დასაბმელი მოზვერის ადგილი, სიგრძე სიგანე რამდენი უნდა იყოს ?

Posted by: gig55 31 Jan 2017, 12:35
გამარჯობათ რომელი ჯიში გამოირჩევა მერძეულობით რომელიც საქართველოს პირობებს ეგუება

Posted by: ucxo777 31 Jan 2017, 16:15
USAsucks
Fermis asheneba ra jdeba nagdad ar vici,magram meorad shipers tu iyidi ufro iafshi gamoxval. gig55
Shvicebi arian yvelaze kargebi mgoni romelic chvens pirobebs egueba
_----------

Axalcixis bazarshi xom ar yofilxart vinme am dgeebsgi, ra fasebia daweret vinmem?

Posted by: REVERS 31 Jan 2017, 17:48
ucxo777
QUOTE
დასაბმელი მოზვერის ადგილი, სიგრძე სიგანე რამდენი უნდა იყოს ?


QUOTE
Shvicebi arian yvelaze kargebi mgoni romelic chvens pirobebs egueba


სად შეიძლება ამ ჯიშის ყიდვა და რა ეღირება დაახლოებით ძროხა ?

და კიდე რა მაინტერესებს მოზვერი რო იყოს შვიცის ჯიშის და ჩვენს საქონელთან შევაჯვარო რამე შედეგს მივიღებ ?

მაქვს შანსი ერთი სულის გაცვლის მაგ შიშზე და მაინტერესებს რომელი მირჩევნია დეკეული თუ მოზვერი ?

Posted by: ucxo777 31 Jan 2017, 21:14
REVERS
Teletis fermashi yavt da mgoni sxva did fermebsac an unda chamiyvano, fasi zustaad ar vici magram mgoni 2000 dan zevit.

Tu zroxebi gyavs bevri shens adgilas bugas moviyvandi da shეmdeg im zroxebidan naxevrad jishian namats miigebdi romlebic saxorcedac da wveladobitac taviant dedebze bevrad magrwbi iqnebian mere kidev imatac gadaaxalisebdi da bolos magari jishis saqoneli geyoleboda yvela mxriv

Posted by: REVERS 31 Jan 2017, 23:28
ucxo777
QUOTE
Tu zroxebi gyavs bevri shens adgilas bugas moviyvandi da shეmdeg im zroxebidan naxevrad jishian namats miigebdi romlebic saxorcedac da wveladobitac taviant dedebze bevrad magrwbi iqnebian mere kidev imatac gadaaxalisebdi da bolos magari jishis saqoneli geyoleboda yvela mxriv


კი ძროხები მყავს

პატარა საქონელს თავიდანვე არ ვაჩერებდით და კარგი დიდი ძროხები არიან, მარა ისეთი ვერა როგორიც ეგ შვიცები არიან

ამ ახალწლებზე 2 წლიან მოზვერში რაც ავიღე ერთწლიანში აიღო მაგ ძროხების პატრონმა smile.gif

წველითაც ორჯელ მეტს იწველება მაგისი საქონელი

Posted by: USAsucks 1 Feb 2017, 03:11
QUOTE (REVERS @ 31 Jan 2017, 06:15 )
USAsucks
QUOTE
20-10-ზე მინდა ფერმის აშენება და სახურავს რას მირჩევთ?სადღაც 280 კვადრატი გამოდის გადასახური.თავის კოჭებიან,ამწყობიანად (მე მაგას ხელს არ მოვკიდებ) რა დაჯდება?
ახალი შეიფერი კაი ძვირი ღირს..


კითხვაზე კითხვას მივამატებ მეც

დასაბმელი მოზვერის ადგილი, სიგრძე სიგანე რამდენი უნდა იყოს ?

მე 2.20მ გათვლილი,მემგონი ნორმალურია.
სიგანეში მაქსიმუმ 1.5მ,ეს მემგონი გადამეტებულია ძალიან.

Posted by: ucxo777 1 Feb 2017, 13:09
REVERS
Ki namdvilad masea rac kacma ori weli unda uaros 1 wlisebs gayidi im faasshi tu metshi araa. Ert videos vuyure vigac qalis ferma iyo patara xborebi momyavs alanias an teletis fermidano vzrdi da bugebad vushvebo, namatze rigebi maqvso.

Simentalic magari jishia isic mexorceul merzeulia da chven pirobebistvinac kaiao es jishic magrad momwons

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2017, 13:37
REVERS
თუ ხალასი შვიცია, წამოიყვანე მოზვერი.
ერთი დეკეული ერთია და მოზვერი გაგიმრავლებს თავისნაირებს.

Posted by: REVERS 1 Feb 2017, 17:33
kaxaberski66
QUOTE
თუ ხალასი შვიცია, წამოიყვანე მოზვერი.
ერთი დეკეული ერთია და მოზვერი გაგიმრავლებს თავისნაირებს.


ეგრე ვიზავ და რა მაინტერესებს დეკეული რო მოვიყვანო და ჩემ მოზვერთან შეჯვარდეს მაგ შემთხვევაში ვერ გამოვა კარგი ჯიშის ხბო ?

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2017, 18:50
REVERS
იმ დეკეულის საჯიშე თვისებები მაღალი იქნება ვიდრე შენი მოზვრის. შეჯვარების შემდეგ მიიღებ ხბოს, რომლის საჯიშე მაჩვენებლები დედასთან შედარებით იქნება გაუარესებული შენი მოზვერის გამო. ხოლო პირიქითა შემთხვევაში იქნება გაუმჯობესებული მაღალი ხარისხის ნაყიდი ბუღის გამო.
არ ვიცი გასაგებად ავხსენი თუ არა.

Posted by: REVERS 1 Feb 2017, 19:06
kaxaberski66
QUOTE
არ ვიცი გასაგებად ავხსენი თუ არა.


კი გასაგებად ახსენი

ყოველი შემდეგი თაომა დაქვეითებული საჯიშის თვისებებით იქნება და საბოლოოდ ახლანდელი ჯიშს ძროხების დონე გახდება smile.gif

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2017, 19:23
სწორად გაგიგია.
საერთოდ, ჯიშის გაუმჯობესება ხდება მამრის ხაზით. კარგი ფური რომ გააჩენს მოზვერს, მას გადასცემს გენეტიკურ თვისებებსაც და ამ კარგი მოზვერით შეგვიძლია გავანაყოფიეროთ სხვა ფურები და მივიღოთ კარგი ხარისხის ხბორები.
კარგი ფური რომ გააჩნს დეკეულს მასაც გადასცემს გენეტიკურ თვისებებს, მაგრამ მერე ის დეკეული თუ არ განაყოფიერდა მასზე უკეთესი ბუღით, შედეგს დავკარგავთ.

Posted by: Hawley 1 Feb 2017, 20:08
გამარჯობა, მთელს თემას ვერ გადავიკითხავ და რძეს აბარებთ აქედან ვინმე? სად და რამდენად იბარებენ?

Posted by: REVERS 1 Feb 2017, 22:38
Hawley
QUOTE
გამარჯობა, მთელს თემას ვერ გადავიკითხავ და რძეს აბარებთ აქედან ვინმე? სად და რამდენად იბარებენ?


რა რაოდენობა გაქვს ხოლმე ?

ჩემს სამეზობლოში ტაციაობა არის რძეზე და მაწონზე, ამიტომ არასოდეს არ მიჩალიჩია ჩაბარების ვარიანტები

ერთი ვიცი რო დიდი რაოდენოდა მარნეულიდან მოაქვს ტელეტში კაცს და ასე 80 თეთრიდან 1 ლარამდე იხდის



Posted by: vano22 5 Feb 2017, 10:37
აზერები გაიხსნა.. გადის საქონელი შუშუნით ორმაგ ფასებში.. გიხაროდეთ ვისაც გყავთ და ვინც ყიდვას აპირებდით გისამძიმრებთ....

Posted by: kaxaberski66 5 Feb 2017, 12:32
თუ ვინმე თქვენი საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებას აპირებთ მერძეული ხაზით, გაანაყოფიერეთ ჯერსის ჯიშის ბუღის სპერმით. ჩემი რჩევაა ვინც რძის წარმოებით ხართ დაინტერესებულები.

Posted by: memberii 5 Feb 2017, 14:10
QUOTE (kaxaberski66 @ 5 Feb 2017, 12:32 )
თუ ვინმე თქვენი საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებას აპირებთ მერძეული ხაზით, გაანაყოფიერეთ ჯერსის ჯიშის ბუღის სპერმით. ჩემი რჩევაა ვინც რძის წარმოებით ხართ დაინტერესებულები.

რა უპირატესობაა შეგიძლია გვითხრა? პირადი გამოცდილებით ამბობ თუ ისე,თეორიულად? დაბალტანიანი ჯიშისთვის გამოდგება?

Posted by: kaxaberski66 5 Feb 2017, 22:17
memberii
ჯერსის ჯიშთან მე შეხება არ მქონია, მაგრამ მაგ ჯიშთან დაკავშირებით არის საკმაოდ დიდი ინფორმაცია ინტერნეტში. ბევრის წაკითხვის, შესწავლის და შეჯერების შემდეგ მივედი ამ დასკვნამდე.
შემოგთავაზებთ იმ დადებითს, რაც ამ ჯიშს გააჩნია სხვა- მსოფლიოში არსებულ მერძეულ ჯიშებთან შედარებით.
წველადობა-საშუალოდ 4500-5500 ლ.1 ლაქტაციის განმავლობაში. ფურების დიდი რაოდენობის წველადობა 8000-10000ლიტრია. ცალკეული ფურების წველადობა 12000ლ. აღემატება.
ცხიმიანიბა-საშუალო მაჩვენებელი 5%. ხშირად 7% აღწევს.
ფურების საშუალო წონა საუკეთესო პირობებისას- 400-450კგ.
ხბორები დაბადებისას წონით 25-28კგ.
ეს მონაცემები იმას ნიშნავს რომ, მას წონიდან გამომდინარე არ ჭირდება ისეთი რაოდენობით კბება როგორც ჰოლშტეინს, შვიცს ან სემენტალს. ჰოლშტეინის ერთი ფურის რაციონით შეგიძლია გამოკვებო 1.7 ფური ჯერსის ფური. საკვები ხარისხით ორივეს საუკეთესო ჭირდება.
ჯერსის ცხიმიანობა ორჯერ აღემატება ჰოლშტინისას. ასევე აღემატება რძეში ცილის შემცველობითაც.
დაბადებისას ხბო მოცულობით და წონით არის პატარა, ეს კი იმას ნიშნავს რომ, თქვენი დასმული შეკითხვიდან გამომდინარე გამოდგება დაბალტანიანი ჯიშისთვის რადგან ადგილობრივი ჯიშები არ გადაჰყვებიან მშობიარობას.
უარყოფითი თვისება- არიან ცოტა ქსუები.

Posted by: memberii 5 Feb 2017, 23:53
QUOTE (kaxaberski66 @ 5 Feb 2017, 22:17 )
memberii
ჯერსის ჯიშთან მე შეხება არ მქონია, მაგრამ მაგ ჯიშთან დაკავშირებით არის საკმაოდ დიდი ინფორმაცია ინტერნეტში. ბევრის წაკითხვის, შესწავლის და შეჯერების შემდეგ მივედი ამ დასკვნამდე.
შემოგთავაზებთ იმ დადებითს, რაც ამ ჯიშს გააჩნია სხვა- მსოფლიოში არსებულ მერძეულ ჯიშებთან შედარებით.
წველადობა-საშუალოდ 4500-5500 ლ.1 ლაქტაციის განმავლობაში. ფურების დიდი რაოდენობის წველადობა 8000-10000ლიტრია. ცალკეული ფურების წველადობა 12000ლ. აღემატება.
ცხიმიანიბა-საშუალო მაჩვენებელი 5%. ხშირად 7% აღწევს.
ფურების საშუალო წონა საუკეთესო პირობებისას- 400-450კგ.
ხბორები დაბადებისას წონით 25-28კგ.
ეს მონაცემები იმას ნიშნავს რომ, მას წონიდან გამომდინარე არ ჭირდება ისეთი რაოდენობით კბება როგორც ჰოლშტეინს, შვიცს ან სემენტალს. ჰოლშტეინის ერთი ფურის რაციონით შეგიძლია გამოკვებო 1.7 ფური ჯერსის ფური. საკვები ხარისხით ორივეს საუკეთესო ჭირდება.
ჯერსის ცხიმიანობა ორჯერ აღემატება ჰოლშტინისას. ასევე აღემატება რძეში ცილის შემცველობითაც.
დაბადებისას ხბო მოცულობით და წონით არის პატარა, ეს კი იმას ნიშნავს რომ, თქვენი დასმული შეკითხვიდან გამომდინარე გამოდგება დაბალტანიანი ჯიშისთვის რადგან ადგილობრივი ჯიშები არ გადაჰყვებიან მშობიარობას.
უარყოფითი თვისება- არიან ცოტა ქსუები.

გასაგებია მაგრამ,მე უფრო პრაქტიკული გამოცდილება მაინტერესებს..... აი ვინც გაანაყოფიერა ადგილობრივი ჯიში ჯერსის სპერმით...რა შედეგი აქვს და ასე შემდეგ... საქართველოს პირობებში როგორ ივარგა რა...
P.S. უარყოფითი თვისება ვერ გავიგე... gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: kaxaberski66 6 Feb 2017, 09:47
ჯერ ისედაც ეს სერვისი ახალია ჩვენთან და აქედან გამომდინარე ვინც ჯერსის სპერმით გაანაყოფიერა, ხბო მიიღო გაზარდა და ფურად აქცია არავინ არ იქნება ალბათ. აქ უფრო შვიცს ანიჭებენ უპირატესობას.
უარყოფითი-ეს ჯიში უნდო და მფრთხალია, ადვილად არ გენდობა. შვიცთან მიხვალ და ხელს გადაუსვავ, დაფხან. ჯერსი ნაკლებად გაძლევს მაგის საშუალებას.

Posted by: ucxo777 6 Feb 2017, 12:48
QUOTE
გიხაროდეთ ვისაც გყავთ და ვინც ყიდვას აპირებდით გისამძიმრებთ....

ro gavyide mixaroda biggrin.gif magram exla yidva rom minda raga vqna agar vici. Exla ro zvirebi misces kacma vitom es fasebi shenarchundeba tu daecema shemodgomit ras fiqrob vano? Faqtiurad gaixveta saqoneli

Posted by: memberii 6 Feb 2017, 13:04
QUOTE (kaxaberski66 @ 6 Feb 2017, 09:47 )
ჯერ ისედაც ეს სერვისი ახალია ჩვენთან და აქედან გამომდინარე ვინც ჯერსის სპერმით გაანაყოფიერა, ხბო მიიღო გაზარდა და ფურად აქცია არავინ არ იქნება ალბათ. აქ უფრო შვიცს ანიჭებენ უპირატესობას.
უარყოფითი-ეს ჯიში უნდო და მფრთხალია, ადვილად არ გენდობა. შვიცთან მიხვალ და ხელს გადაუსვავ, დაფხან. ჯერსი ნაკლებად გაძლევს მაგის საშუალებას.

kaxaberski66
გეთანხმები,ძირითადად შვიცებია , ჯერსის სპერმით განაყოფიერებული მეც არ მინახავს და მაგიტომ მაინტერესებდა...

ucxo777
რა ფასში გაყიდე თუ საიდუმლო არაა.... რამდენად მოიმატა ფასებმა დაახლოებით ხომ ვერ მეტყვი

Posted by: ucxo777 6 Feb 2017, 14:02
memberii
1200 ebshi tito, 80 dan haha 95 mde ar iqnebodnen sashvalod sufta wona. Sul 15 suli. 2 3 tvis win viyida aqedan 2 suli 700 ebshi da exla 1200 ebshi gavyide tan amanac marneulshi waiyvana. Katastrofuladaa gazvirwbuli saqoneli mitumetes marneulshi gushin viyavi da iq xo cecxli ukidia

Posted by: memberii 6 Feb 2017, 14:15
QUOTE (ucxo777 @ 6 Feb 2017, 14:02 )
memberii
1200 ebshi tito, 80 dan haha 95 mde ar iqnebodnen sashvalod sufta wona. Sul 15 suli. 2 3 tvis win viyida aqedan 2 suli 700 ebshi da exla 1200 ebshi gavyide tan amanac marneulshi waiyvana. Katastrofuladaa gazvirwbuli saqoneli mitumetes marneulshi gushin viyavi da iq xo cecxli ukidia

ძალიან გაძვირებულა მართლა,ეგეთ ფასებს ნამდვილად არ ველოდი... დავიჯერო ასეთი რაოდენობით გაყავთ ქვეყნიდაან? რძის პროდუქტიც გაძვირდება ალბათ მალე...

Posted by: vano22 6 Feb 2017, 14:20
ucxo777


უფრო გაძვირდება თუ არ დაუკეტეს აზერებს.. აზერებს ვინ ჩივის თურქებსაც გაყავთ.. აი დოლარს რაც დაემართა ზუსტად ისე მოსდის საქონელს. მაგრად ითამაშებს ფასები წელს.

Posted by: ucxo777 6 Feb 2017, 15:59
Tan imasac ro amboben kidev ufro gazvirdebao. Tu kidev gazvirda mgoni xalxi xorcs marto siznarshi naxavs.

Posted by: shuma89 6 Feb 2017, 16:49
იყიდება ორი მიწის ნაკვეთი, ერთი შემოღობილი, შენობით, ჭით და შენობით, მეორე შემოუღობავი. 3 და 4 ჰექტრიანები.

https://www.myhome.ge/ka/product?id=7554354


https://www.myhome.ge/ka/product?id=7554297


Posted by: ucxo777 7 Feb 2017, 22:20
Megobrebo axalcixis bazari romel dges aris exla xo ar icit? An ra fasebia?

Posted by: giorgi180 9 Feb 2017, 21:38
ღორის ხორცის ფასი თუ გაიზრდება საინტერესეოა

Posted by: gia1970 10 Feb 2017, 01:13
QUOTE
ღორის ხორცის ფასი თუ გაიზრდება საინტერესეოა

ჩემის აზრით არ გაიზრდება
ღორის ხორცს არ მოიხმარენ ისინი ვის გამოც საქონლის ხორცი გაძვირდა

Posted by: vano22 10 Feb 2017, 10:16
თუ საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდება მაშინ შედარებით იაფ ღორის ხორცზე მოთხოვნა გაიზრდება რაც ავტომატურად გააძვირებს ღორის ხორცსაც..

ucxo777 ორშაბათობითაა

არ გირჩევ წასვლას ბაზარი კი არა მუზეუმია ისეთი ფასები აქ ვერაფერს იყიდი და უნდა ათვალიერო მარტო

Posted by: giorgi180 10 Feb 2017, 12:47
ასე თუ ისე შემცვლელია ღორის ხორცი და მემგონი რო ცოტა აიწევს ფასი. გაზაფხულზე როგორ იქნება საქონლი საქმე ნეტა კიდე გაძვირდება

Posted by: ucxo777 10 Feb 2017, 20:41
vano22
Ras atamasheneb am bazars, xan xutshabatsaa xan shabats axla orshvabats yofila. Tqvan ra erti dge da iyos im dgisit sul.
Mokled yvelgan igive mdgomareoba yofila azri ar aqvs mashin aamxela gzaze mand chamosvlas ra.

Posted by: vano22 10 Feb 2017, 22:57
ucxo777
რავი ბაზარი ვიცი მე კვირას. ესეიგი ახალციხე ორშაბათს, ბოლნისთან სამშაბათს, საზანო მგონი ოთხშაბათს, ლაგოდეხი ხუთშაბათს, იორმუღალო პარასკევს, კაბალი კვირას, ყოველ დღეა ბაზრობები რაbiggrin.gif

Posted by: Rachvelo90 12 Feb 2017, 15:47
QUOTE (vano22 @ 10 Feb 2017, 22:57 )
ucxo777
რავი ბაზარი ვიცი მე კვირას. ესეიგი ახალციხე ორშაბათს, ბოლნისთან სამშაბათს, საზანო მგონი ოთხშაბათს, ლაგოდეხი ხუთშაბათს, იორმუღალო პარასკევს, კაბალი კვირას, ყოველ დღეა ბაზრობები რაbiggrin.gif

როგორც ჩანს შენ ერკვევი ამ სფეროში და კარგი ადამიანი ჩანხარ, ეხმარები ხალხს. მინდა მეწველ საქაონელზე გკითხო საქართველოში რომელი ამართლებს რომ შევიძინო. პატარა ფერმის გაკეთებას ვფიქრობ და რამდენი სულით დავიწყო, ან აქცენტი რაზე გავაკეთო იქნებ მირჩიო? ფინასებში საშუალოდ ვარ, მიწის ყიდვაც მინდა და ფერმის აშენებაც, ანუ ნულიდან მინდა დავიწყო ასე ვთქვათ.

Posted by: vano22 12 Feb 2017, 22:09
Rachvelo90
გაიხარე. აქ ვინც რა ვიცით ყველა ვეხმარებით ერთმანეთს..

პრაქტიკა გაქ საქონლის ყოლის?? ყველაზე მთავარი რაცაა არის საკვები ბაზა.. ზაფხულში არის საკმარი ბალახი მინდორში? თუ არა მოგიწევს მთაში გაშვება.. ასევე სადგომი უნდა კაპიტალური და სანდო და ყოჩაღი მომვლელი. სულადობის რაოდენობა შენზეა დამოკიდებული თუ რამდენი თანხის დაბანდებას აპირებ 5კ 10კ 100კ?

რაიონების და შენახვის ტიპის მიხედვით სხვადასხვა ჯიშები ამართლებს ამიტომ ჯერ ჯობია გვითხრა საწყისი კაპიტალი რა გაქ, სად აპირებ ამ საქმის გაკეთებას და რა მიმართულებით აპირებ მუშაობას

Posted by: gig55 15 Feb 2017, 14:21
გამარჯობათ მერძეულობით რომელი ჯიში გამოირჩევა რომელიც უძლევს ჩვენ გარემო პირობებს?

Posted by: ucxo777 15 Feb 2017, 14:57
vano22
Shen kak minimum soplis meurneobis ministi unda iyo mashin ki gveshvelebida.

Megobrebo xom aar icit bruceliosze analizs sad aketeben zroxebi ro iyidos kacma da rame jiriani ar shemogvtenot?

Posted by: vano22 15 Feb 2017, 18:46
gig55 კავკასიური წაბლა 15+ ლიტრი. იმუნიტეტიც კარგი აქ და საძოვრებზე ტარებასაც იტანს.

შვიციც კარგია მაგრამ ეგ უფრო მეხორცული ჯიშია.



ucxo777 კარგი იქნებოდა პრადო და რამეbiggrin.gif მცოდნეები თავს არ იწუხებენ აქ შემოსვლაზე და ისევ პრაქტიკიდან გამომდინარე ვცდილობ რჩევის მიცემას.. ნებისმიერმა აგრონომმა ათასჯერ მეტი იცის მაგრამ რა ხეირი.

ბრუცელოზზე ახმეტაში აკეთებენ მაგრამ შენიდან შორია.. მეწველი არაფრით არ იყიდო ანალიზის გარეშე სასტიკადაა მოდებული ბრუცელოზი

Posted by: gig55 15 Feb 2017, 21:50
vano22
გასაგებია სად ყიდიან წაბლას ჯიშის საქონელს თუ ღირს ხბოს ყიდვა ან რა ფასები აქვს დიდებს და პატარებს?

Posted by: vano22 16 Feb 2017, 00:14
gig55
ხბოები მარნეულში ახალციხესა და იორმუღალოში იშოვება ახლანდელი ფასით 500 ლარიდან ზევით,
ძროხებიც მაგ ბაზრებშია ნაღდი წაბლა ამ კვირას 2200 ში გაიყიდა ბაზარზე, როგორც პატრონი ამბობდა 20 ს იწველისო, მე ვფიქრობ 15-17 ს მოიწველიდა,

Posted by: kaxaberski66 16 Feb 2017, 09:48
შეიძლება სისხლის ანალიზი აუღო და იყიდო ისეთი საქონელი რომელსაც არ ექნება ბრუცელიოზი, მაგრამ დაავადდეს ახალი პატრონის ხელში თუ ნახირში დადის.
ბრუცელიოზი გადამდები დაავადებაა რომელიც გადადის ნერწყვით. ერთ მინდორში ჯამრთელი და ავადმყოფი საქონლის ბალახობისას და ერთი წყლის რეზერვუარიდან წყლის დალევისას, არის საშიშროება დაავადების ერთიდან მეორეზე გადადების.

Posted by: vano22 16 Feb 2017, 11:04
kaxaberski66
შენთან თუ დაავადდა ეგ სხვაა და დაავადებულს რომ მოგასყიდებენ ეგ სხვა.. ისე კი იცრება ნაბარევზე დეკეულები და საწყის სტადიაზე იკურნება კიდეც..

უფრო ბუღისგან გადადის ისიც იშვიათ შემთხვევაში თორემ ერთი ძროხა აღარ იქნებოდა ახლა ჯამთელი..

Posted by: gig55 16 Feb 2017, 12:17
vano22
გასაგებია ის თუ იცი წველადობა რამდენი თვე მიყვება წაბლას ჯიშს ამდენი რომ ღირს

Posted by: gia1970 16 Feb 2017, 12:41
კვარაცხელიას ჯიშის ძროხები თუ გაგიგიათ?
ბავშვობაში მახსოვს,სამეგრელოში ბიძაჩემს ყავდა მაგ ჯიშის ძროხები.
დილით და საღამოს თითო ვედროს იწველიდნენ.
ემალის ვედროები იყო,თუ არ მეშლება 7 თუ 8 ლიტრიანები.

Posted by: vano22 16 Feb 2017, 13:31
gig55

ლამის მოგებამდეც იწველის ცოტ ცოტას მაგრამ 2 თვით ადრე მაინც უნდა გააშრო.

15-18 ლიტრიანებში 2000-2500 თუ გეძვირება აბა შვიცს და ჯერსის სულ ვერ შეწვდები.

აი ის ძროხები კი 1000-1200 ლარებად რო იყიდება რო გახიო ჭამით 7-8 ლიტრს თუ აცდეს რაც გინდა მითხარი მერე..



Posted by: gig55 16 Feb 2017, 17:43
vano22
როგორც ამბობ ამდრნს თუ იწველის ფასიც შესაბამისი აქვს

Posted by: vano22 16 Feb 2017, 17:47
gig55 ინტენსიურ ბაგურ კვებაზე 25 ლიტრზეც ადის უპრობლემოდ..

Posted by: gig55 16 Feb 2017, 18:40
vano22
წაბლას ჯიში ადის 25 ზე რა საკვები უნდა აჭამო ბაგურზე კვებას თავის რაციონი აქვს რა რამდენი უნდა აჭამო

Posted by: vano22 16 Feb 2017, 18:55
gig55
კი წაბლას ჯიშის. კვების რაციონებზე ქართველ პროფესორებსაც აქვთ დაწერილი სახელმძღვანელო და გუგლშიც ბლომადაა. აქ ფიზიკურად ვერ დავწერ

Posted by: gig55 16 Feb 2017, 21:00
vano22
სახელმძღვანელო როგორ მოვძებნო ინტერნეტში?

Posted by: spana84 17 Feb 2017, 02:11
QUOTE (gig55 @ 16 Feb 2017, 18:40 )
vano22
წაბლას ჯიში ადის 25 ზე რა საკვები უნდა აჭამო ბაგურზე კვებას თავის რაციონი აქვს რა რამდენი უნდა აჭამო

სილოსი/სენაჟი, თივა და კონცენტრირებული საკვები. ესაა ძირითადი საკვები ბაზა ბაგური კვებისთვის. დოზები და რაოდენობა სეზონის, მაკეობა/წველადობის და ა.შ. მიხედვით. არის ჰიდროპონიკის ვარიანტიც, მაგრამ სილოს/სენაჟზე ძვირი ჯდება.

Posted by: vano22 17 Feb 2017, 10:50
spana84
ჰიდროპონიკა არ მგონია ჩვენ პირობებში მომგებიანი იყოს.. ეგრედ წოდებულ 0 იონჯის პრესს 30 სმ გათიბულს ეგ ვერ აჯობებს..

gig55 მე მეწველების ბაგურ კვებაზე არ მაქ დიდი გამოცდილება უმეტესად მთაბარობა მიმაჩნია ოპტიმალურ ვარიანტად და მაკეობას თუ აკონტროლებ საგაზაფხულოდ მოაგებინე და მოიხსნება ეგ პრობლემა. გუგლში ნახე რუსულად დიდი ინფორმაციაა.. აგერ სპანა ჩემზე გარკვეული ჩანს ამ საქმეში და მე პასს

Posted by: gig55 17 Feb 2017, 10:52
spana84
სილოსი როგორ კეთდება კონცენტრირებულ საკვებში რას გულისხმობ ?

Posted by: spana84 17 Feb 2017, 18:32
vano22
იონჯის თივისი და ჰიდროპონიკის ჯეჯილის შედარება არ გამოგადგება. ერთი მშრალი უხეში საკვებია და მეორე წვნიანი. მეწველი (და არა მარტო მეწველი) საქონლისთვის კი წვნიანჯ საკვები შეუცვლელია და სწირედ წვნიანი საკვების არქონის გამოა ზამთარში რომ წველადობა 2 ჯერ და მეტჯერ მცირდება. მხოლოდ მშრალ საკვებზე გამოზამთრება საქონლის ორგანიზმისთვის პრაქტიკულად გადარჩენისთვის ბრძოლაა და რა პროდუქტიულობაზეა საუბარი? იდეალური რაციონია უხეში, სველი და კონცენტრირებული საკვები ერთად და შედეგსაც იძლევა.

gig55


სილოსის დამზადების ბევრი მეთოდი არსებობს. საპეციალური სასილოსე შენობები, სასილოსე ორმოები, კასრები 200 ლიტრიანი, 50 კილოიანი ცელოფნის ტომრები, სპეციალური ტექნიკაა ბევრი სილოსის დასაფასოებელი და რავი მილიონი საშუალებაა. მთავარი საიდუმლო კი სილოსის დამზადების არის დაქუცმაცებული სასილოსე მასის ანაერობულ, ანუ უჰაერო სივრცეში შენახვა. რაც უფრო ნაკლებია ჰაერი სილოსში, მით უკეთესი ხარისხისაა სილოსი. ეს მოკლედ და ვრცლად თუ დაინტერესედები არ მაქვს აკადემიური განათლება მაგ კუთხით მაგრამ გამოცდილება შემიძლია გაგიზიარო.

Posted by: boxora17 17 Feb 2017, 19:06
spana84 Vrclad dawere rogor mzaddeba silosi ojaxur pirobebshi

Posted by: vano22 17 Feb 2017, 22:24
spana84
რაც მაგის მოყვანა ჯდება ისევ წველადობა შემცირდეს ჯობია..

ისედაც მინიმალურ მოგებაზე მუშაობენ რძის მწარმოებლები და ამიტომ გაზაფხულზე აგებინებენ საქონელს და შემოდგომამდე კარგად წველიან..

ჰიდროპონიკას რაც შეეხება ყვარელთან 300 სულიანი ჰოლშტეინების ფერმაა და მშვენივრად იწველებიან მშრალ კვებაზეც წინა კვირას ვიყავი მანდ და დიდი მრგვალი პრესები ქონდათ და იმას აჭმევდნენ. რათ მინდა რძე თუ ლიტრი ლარზე მეტი მეთვითონ დამიჯდებაsad.gif

Posted by: kaxaberski66 17 Feb 2017, 23:58
vano22
ბრუცელიოზზე იყო საუბარი და ალბათ ნაბარევი შემთხვევით დაწერე.
რა თქმა უნდა, ჯობია რომ ჯანმრთელი იყიდო და შენთანაც არ დაავადდეს. ამის ალბათ 100% გარანტია არის ბაგური კვება და ხელოვნური განაყოფიერება.
QUOTE
უფრო ბუღისგან გადადის

spana84
QUOTE
საქონლისთვის კი წვნიანი საკვები შეუცვლელია და სწირედ წვნიანი საკვების არქონის გამოა ზამთარში რომ წველადობა 2 ჯერ და მეტჯერ მცირდება.

მართალს ამბობს ეს ბატონი. თუ ფერმერს უზრუნველყოფილი აქვს საკვები ბაზა, წველადობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიკლოს. ზამთარში ისევე უნდა იწველებოდეს საქონელი როგორც ზაფხულში.
* * *
vano22
მშვენივრად წველაში რამდენი იგულისხმება?
ჩემმა სულით ცხონებულმა ძმამ, ერთ წელიწადს გათიბა შემოსული თავთავიანი ხორბალი და დაპრესა ზაფხულში. ზამთარში იანვრის ნახევარში მის ფერმაში მოიგო ორმა ფურმა რომელთაც ამ თავთავიანი პრესით კვებავდა, თითოეული ფური არანაკლებ 20ლ. იწველებოდა. რომ ჰქონოდა წვნიანი საკვებიც, მაგალითად საქონლის საკვები ჭარხალი, ბევრად მეტს მოიწველიდნენ იანვარ თებერვალშიც კი.

Posted by: vano22 18 Feb 2017, 14:11
kaxaberski66
ხო ბრუცელოზზე დავწერე.. ჩემსას აქ ნაბარევი და ალბათ ამაზე ფიქრში დამეწერა ეგ სიტყვაsmile.gif

რა დაცვაზეა ლაპარაკი როცა 2 ბუღას ნახირში 100% ვიცი რომ ბრუცელოზი აქ და ვერაფრით შევაგნებინე პატრონს რომ მოაშოროს ის ბუღები.

ზამთარ ზაფხულ ერთნაირი წველადობა არაა ძნელი მისაღწევი მაგრამ მასე მიღებული რძის ნამატის თვითღირებულება რამდენი იქნება??
ელემენტარულად ქერი. სიმინდი. კოფტონი. ჭარხალი. სილოსი. იცი რა თანხებზე ავა? ჰიდროპონიკა კი მთლად ასტრალშია ჩვენი რეალობისგან.

კალორაჟით და ათვისებადი მშრალი ნივთიერებით იონჯა ჯობია თავთავიან კულტურებს. ჰიდროპონიკას კი სერიოზული კონკურენტი ყავს იონჯის სახით რადგან ჩვეულებრივი სათბურის პირობებში იონჯა იდიალურად იზრდება ზამთარშიც კი და თვითღირებულებაც ბევრად ნაკლები აქ. არ აქ მნიშვნელობა 5 ლიტრს მოიწველის ძროხა თუ 50 ლიტრს რადგან ის ხუთი ლიტრი რძე თუ მე 3 ლარი დამიჯდება და შენ 50 ლიტრი 50 ლარი დაგიჯდება მოგება მე უფრო მექნება იმ 5 ლიტრით ვიდრე შენ 50 ლიტრით ამიტომ მთავარია ვიანგარიშოთ რა ჯდება 1 ლიტრი რძე ამა თუ იმ მეთოდით კვებისას

Posted by: spana84 18 Feb 2017, 18:18
QUOTE (vano22 @ 17 Feb 2017, 22:24 )
spana84
რაც მაგის მოყვანა ჯდება ისევ წველადობა შემცირდეს ჯობია..

ისედაც მინიმალურ მოგებაზე მუშაობენ რძის მწარმოებლები და ამიტომ გაზაფხულზე აგებინებენ საქონელს და შემოდგომამდე კარგად წველიან..

ჰიდროპონიკას რაც შეეხება ყვარელთან 300 სულიანი ჰოლშტეინების ფერმაა და მშვენივრად იწველებიან მშრალ კვებაზეც წინა კვირას ვიყავი მანდ და დიდი მრგვალი პრესები ქონდათ და იმას აჭმევდნენ. რათ მინდა რძე თუ ლიტრი ლარზე მეტი მეთვითონ დამიჯდებაsad.gif

სილოსის თვითღირებულება ქართულ რეალობაში 1-2 თეთრია კილოგრამზე. საშუალოდ 13-15 კილოგრამს ჭამს ფური დღეში და მინიმუმ 30 პროცენტით ზრდის პროდუქტიულობას. ახლა დავთვალოთ. მშრალი საკვებით თუ იქველება ძროხა ვთქვათ 10 ლიტრს, დავუმატებთ 30 თეთრის სილოსს და მოიწველის 13 ლიტრს რა გამოდის? 1 ლარი დამიჯდა ლიტრა რძე? ეს მხოლოდ უხეში გათვლაა და 10 ლიტრას რო იწველება დღეში ის საქონელჯ ჩამოსაწერია. 20 -25 ლიტრია ჯიშიანი საქონლის ქველადობა ნორმალური. პირადაფ მაქვს ნანახი ფერმა იტალიაში 35 ლიტრია წველადობა და 20 ზე თუ ჩამოვიდა ფული ეგრევე სასაკლაოზე მიდისო. თუ შენ 6-7 ლიტრა წველას ანგარიშობ მაშიმ ამ საკვები ბაზის შექმნა მარტალი ხარ წაგებაა მაგრამ მე მყავდა კავკასიური წაბლა საქართველოში ფერმაში და 20 ლიტრს თავისუფლად იწველებოდა.

Posted by: vano22 18 Feb 2017, 18:39
spana84
5 სიტყვაზე ვთქვი, კავკასიური წაბლა და ნაცარა ძროხები მთაბარობისას 15 დან ზევით იწველიან ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე,

ესეიგი 1 ჰექტარზე სასილოსე კულტურის თესლი, დათესვა, მოვლა, აღება, დამუშავება, შენახვა, მარტო 300-600 ლარი ჯდება??? აბა თავიდან გადაიანგარიშე რაღაც არაა მასე


Posted by: kaxaberski66 18 Feb 2017, 22:05
vano22
spana84
მესაქონლეობაში ჩახედული ხალხი ხართ და ამიტომ წინასწარ მინდა ვთქვა. თუ ჩემს აზრს გამოვთქვავ და ის იქნება განსხვავებული თქვენი აზრისგან, არ იფიქროთ რომ თქვენს საწინააღმდეგოდ ვწერ, ან და ვინმეს რამეს ვუმტკიცებ ამ ფორუმზე. არა, ეს უბრალოდ ჩემი აზრია და სხვა არაფერი.
სილოსის დამზადება ნამდვილად დაჯდება 2თეთრზე მეტი. ფერმერის შესაძლებლობიდან გამომდინარე 7 დან ალბათ 20 თეთრამდე. იქიდან გამომდინარე ტექნიკა ფერმერისაა თუ ნაქირავები ჰყავს, პლიუს მოსავლის როგორი რაოდენობის მწვანე მასის მოყვანა შესძლო მაგრამ, ის სიკეთე რასაც მაღალი ხარისხის სილოსი იძლევა, ღირს იმად რაც დაუჯდება.
საქონლის მომთაბარეობას მხოლოდ ის აზრი აქვს რომ მოსავლელად იოლია გასადევარზე გაყვანისას და გაარიდებ ზაფხულის სიცხეს საქონელს და აგყავს მთაში სადაც არის მწვანე ბალახი.
აი მეწველი საქონელისთვის უკეთესია იყოს ბაგურ კვებაზე თუ გაქვს საკვები ბაზა.
ასე საქონლის შენახვა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე მომთაბარეობა მაგრამ, რძის წარმოებისთვის ასე სჯობს.

Posted by: gig55 18 Feb 2017, 22:12
vano22
ყვარელში რომ ფერმაა მეპატრონის ნომერი თუ იცი დაწერე

Posted by: spana84 19 Feb 2017, 00:17
vano22
მე სამი წელია საქართველოში აღარ ვარ და დღევანდელი ფასები არ ვიცი, მაგრამ სამი წლის წინ 1000 ლარამდე დამიჯდა ერთი ჰეტრის დახვნა, დათესვა, კულტივაცია სიმინდის. აჯამეთის თეთრი არის საუკეთესო ქართულ ჯიშებში სასილოსეთ და აბაშურ ყვითელსაც აქებენ. 50 დან 65 ტონამდე სასილოსე მასის მიღებაა შესაძლებელი ერთ ჰექტარზე და ეხლა თავად დათვალე რამდენი გამოვა კილოგრამის ფასი. მე პირადად ცელოფნის ტომრებში მქონდა სილოსი გაკეთებული და რათქმაუნდა ეს დამატებითი ხარჯია, მაგრამ თუ კარგი ხარისხის ტომრებს იყიდი რამოდენიმე წელი თავისუფლად გამოიყენებ. ვერ ვხვდები რატომ გგონია სილოსის დამზადება კოლოსალურ ხარჯებთან ფდაკავშირებული. მეწველი საქონლის მთაბარობა ჩემთვის პირადად უაზრობაა. თანამედროვე მესაქონლეობა ბაგურ კვებაზეა გადასული მთელ მსოფლიოში და ნეტა რატომ? მე ვაჭმევდი სილოსს, ჭარხალს, იონჯის ტუკებს და ქერი-სიმინდის ღერღილს. პლიუს წყალი იმდენი რამდენიც უნდა სარწყულებლებიდან. კავკასიური წაბლა 25 ლიტრამდე ადიოდა. 25 ლარის რძეს რომ მოგცემს ფური 10 ლარის საჭმელიც, რომ ჭამოს არ არის ალალი? შეიძლება ვინმეს ურჩევნია 2 ლარის საკვებით 10 ლიტრი რძის მიღება მაგრამ თუ გინდა კარგ შედეგზე გახვიდე საკვებში ფულის ეკონომია მგონი უაზრობაა.

Posted by: vano22 19 Feb 2017, 12:00
kaxaberski66
აქ მასე შარიანი რომ იყოს ვინმე აგერ სპანა ახლა თოფით უნდა დამდევდეს მოსაკლავადbiggrin.gif მარა ხომ ხედავ კამათში და განსხვავებულ აზრში იბადება ჭეშმარიტება.. მე არცკი ვფიქრობ რომ სპანაზე მეტი ვიცი ამ საქმეში მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვცდილობ შევეწინააღმდეგო კონტრ არგუმენტებით და იმედია საბოლოოდ მივალთ ჭეშმარიტებამდეbiggrin.gif

ბაგური კვება რომ ჯობია ამაზე არ ვკამათობ რადგან შვიცი და ჰოლშტეინი ვერც ივლის საძოვარზე მაგრამ კავკასიური წაბლა იდიალურად ეგუება ასეთ პირობებს ამიტომ მიმაჩნია რომ როდესაც ბალახი (საუკეთესო უფასო საკვები) ბლომადაა მაშინ ბაგურზე ყოლა წამგებიანია რადგან შეუძლებელია ბაგურ კვებაზე თვეში 20 ლარი აკმარო ერთ სულს. ზამთარში კი ბატონო დააბი ბაგურზე და აჭამე სილოს სენაჟი მაგრამ გაზაფხულზე ამოსცხე წიხლი და გააგდე მთაშიbiggrin.gif წველადობაში კი ზაფხულში ბაგაზე დაბმულს რაც გინდა აჭამო მთაში დღეში სამჯერ ამოცოხნილ (მესაქონლე მიხვდება 3 ამოცოხნა რაცაა) ძროხას ვერც რაოდენობით და ვერც ხარისხით ვერ აჯობებსsmile.gif

spana84
გავალ ეხლა შუადღის შემოვლაზე და მერე მოგწერsmile.gif


* * *
gig55
არა დასათვალიერებლად ძლივს შემიშვეს ნომერი საიდან მექნებაsmile.gif

spana84
კახეთში ვარ და არაა აქ სამაგისო ტექნიკური ბაზა..

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ რომ ლაპარაკი მაქ კავკასიურ წაბლა და ნაცარა ჯიშის საქონელზე და არა შვიცებზე ჰოლშტეინებზე სიმენტალებზე და ასეთ სუფთა ჯიშებზე რომელებიც 100% ბაგურ კვებას მოითხოვს. კავკასიურ წაბლას კი თავისუფლად შეუძლია რომ როცა მწვანე ბალახია დღისით საძოვარზე იაროს და ღამით დამატებით საკვებად ვაჭამოთ სილოსი რა პრობლემაა..

30 ტონაა რეალური მოსავლიანობა საშუალო პირობებში და ყველაზე დიდი პრობლემაა მწვანე მასის ასაღები და დამქუცმაცებელი აგრეგატების არ ქონა.

ბაგურ კვებაში მარტო სილოსი ხომ არაა სხვა სახის საკვებიც ჭირდება და არც თუ ისე ცოტა. მე პირადად არა სილოსი არამედ სილოსის და იმ დანარჩენი საკვების ფასის ერთობლიობა მაეჭვებს რომ ხარჯი ლიტრ რძეზე 70 თეთრს ასცდება

Posted by: kaxaberski66 19 Feb 2017, 14:30
vano22
თუ ახლოს გაქვს საძოვარი ძალიან კარგი, და თუ საქონელი ფერმიდან საძოვრამდე და უკან 5კმ ზე მეტს გადის, მაღალ პროდუქტიულ საქონლის წველადობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
საქონელი როდესაც მინდორშია გაშვებული, გარდა იმისა რომ იქ მისვლაში და უკან დაბრუნებაში ჰკარგავს დროს, ასევე მინდორში გადაადგილებაში და ბალახის შერჩევაშიც კარგავს დროს. ძროხა არ ჭამს ყველა ბალახს რომელიც ცხვირწინ დახვდება, არჩევს ბალახდგარიდან უფრო ნორჩს და ყუათიანს, მაგალითად პარკოსნებს ამჯობინებს თავთავიანებს. გათიბულში კი ამას ვერ ახერხებს და ყველას ჭამს.
ისიც გასათვალისწინებელია რომ მეწველმა საქონელმა და მოზარდმა ერთად არ უნდა იაროს. მოზარდი მალე კმაყოფილდება და წვება ამოსაცოხნად, ეს კი დანარჩენებისთვის გადამდებია და სხვებიც ჩერდებიან და წყვეტენ ჭამას
ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაც მხოლოდ კავკასიურ წაბლასთან არის დაკავშირებული, პლიუს თითო სული შავ-ჭრელი და ლატვიური წაბლა.

Posted by: spana84 19 Feb 2017, 16:23
vano22
მე კონკრტულ ფერმერს რა ტექნიკაზე მიუწვდება ხელი ეს არ მიგულისხმია. მე ვთქვი რეალური ფასებით სილოსის წარმოება რა ჯდება. სილოსის გარდა სხვა საკვებს რაც შეეხება მაგ თემაზეც მგონი მცდარი წარმოდგენა გაქვს. ზაფხულში ბალახს რო ჭამს ფური მას მეტი არანაირი დამატებითი საკვები არ უნდა მისცე? ცდები. კონცენტრირებული საკვები ყველა სეზონზე ეძლევა საქონელს რაც არ უნდა ბევრი მწვანე ბალახი ჭამოს. სილოსი და სენაჟი თანამედროვე მესაქონლეობაში ითვლება მხოლოდდამხოლოდ მწვანე ბალახის ჩამნაცვლებლად. ვერანაირი ხასხასა ბალახი ვერ შეცვლის კონცენტრირებულ საკვებს. თანაც საძოვრებზე გაშვებასაც აქვს თავისი მინუსები: ენერგიის ხარჯვა, უკონტროლო მაკეობა, სხვადასხვა ასაკის საქონლის დროს პრობლემები (რაც უკვე დაიწერა ზედა პოსტში), დაავადებები და ასე შემდეგ. მე არ ვამტკიცებ რომ საძოვრები ცუდია და ასე შემდეგ. საძოვრები მაშინაა კარგი, როცა შენია, კულტურულია (ანუ სხვადასხვა კულტურაა დათესილი. იონჯა, სამყურა და ასე შემდეგ), დაყოფილია ზონებად და ძოვება კონტროლდება. ასეთ შემთხვევაში გამართლებულია. ეხლა შენ მითხარი რაც მე დავწერე ასეთ საძოვარზე გყავს საქონელი? საბჭოთა კავშირის დროს პერიოდულად ხდებოდა საძორვების განახლება (უფროსებისგან ვიცი თორე მაგ ასაკის არ ვარ smile.gif ) კონტროლდებოდა კონკრეტული ფართობის საძოვრებზე საქონლის რაოდენობა და ასე შემდეგ. 30 წელია მსგავსი აღარაფერი ხდება, ჯიში დაძველდა საქონლის, ფერმერებს შესაბამისი ცოდნა არ აქვთ და კიდე ბევრი პრობლემაა. ამიტომაცაა, რომ რძის დეფიციტია ქვეყანაში. ზაფხულში 15 ლიტრს იწველება წაბლაო. წესით წაბლა მოგებამდე 1-1.5 თვე უნდა გაშრეს დანარჩენი პერიოდი უნდა იწველოს. თუ მას კარგ საკვებ ბაზას შეუქმნი თავისუფლად ავა 20 ლიტრზე და 10 თვე წელიწადში მოგცემს მაგდენ რძეს თუ საკვებს მიაწვდი. რატომ გგონია რომ წამგებიანი იქნება? 15 ლიტრს წველი 3-4 თვე წელიწადში და მერე დასდევ 5-7 ლიტრზე, როცა შეგიძლია 10 თვე 20 ლიტრი მიიღო. ელემენტარული არითმეტიკაა ეს და სხვა არაფერი. პაპიროსის ფულათ ნაშოვნი მწყემსით მესაქონლეობა არ გამოდის.

Posted by: vano22 19 Feb 2017, 22:23
kaxaberski66
spana84

ძალიან კარგი მაგრამ მთაში 3 ჯერ რომ იცოხნის საქონელი და ერბოსავით რძეს იწველის ამას რა ვუყოთ? მილიონიან ფერმებს არ ვეხები აი ერთ გლეხს ყავს 20 კარგი მეწველი ძროხა აი იმან რა უნდა გააკეთოს რომ მეტი მოგება მიიღოს?
სილოსი კი ბატონო ამაში დამარწმუნეთ რომ იაფი ჯდება და წველადობას მატებს. ასე თუ ისე რამენაირად მოახერხებს გლეხი სილოსის წარმოებას და მოდით ვიანგარიშოთ.

15 კგ სილოსი =2.25ლ ასე ჯდება რეალურად.

5 კგ კორმა =3ლ
თივა (იონჯა) 20კგ =3ლ
ბოსტნეულ ძირხვენები 5კგ=1.5ლ

გამოვიდა 9.5 ლარი დღეში.
მოიწველა 25 ლიტრი.
1 ლიტრი დაჯდა 38 თეთრი.
გასაყიდი ფასი 80თ.

მოგება 10.5 ლარი.


ახლა მობალახეზე.
ნახირი თვეში 20 ლარი.

დღეში 65 თეთრი.
სილოსი 10კგ =1.5 ლარი
კორმა 5კგ=3 ლ

დაჯდა 5 ლარი.
მოიწველა 15 ლიტრი
12 ლ. დარჩა 7 ლარი..
.


სილოსი რომ ჩავრთოთ რაციონში და ბალახზეც ვატაროთ არ იქნება ცუდი.. სრულად ბაგურ კვებაზე გადასვლა მაშინ როცა მინდვრად უფასო საკვები გვაქ უაზრობაა ოჯახური ფერმებისთვის.
ამიტომ ჯობია დღისით ვაბალახოთ და ღამე სილოსი და კორმა ვაჭამოთ

Posted by: spana84 20 Feb 2017, 01:17
QUOTE (vano22 @ 19 Feb 2017, 22:23 )
kaxaberski66
spana84

ძალიან კარგი მაგრამ მთაში 3 ჯერ რომ იცოხნის საქონელი და ერბოსავით რძეს იწველის ამას რა ვუყოთ? მილიონიან ფერმებს არ ვეხები აი ერთ გლეხს ყავს 20 კარგი მეწველი ძროხა აი იმან რა უნდა გააკეთოს რომ მეტი მოგება მიიღოს?
სილოსი კი ბატონო ამაში დამარწმუნეთ რომ იაფი ჯდება და წველადობას მატებს. ასე თუ ისე რამენაირად მოახერხებს გლეხი სილოსის წარმოებას და მოდით ვიანგარიშოთ.

15 კგ სილოსი =2.25ლ ასე ჯდება რეალურად.

5 კგ კორმა =3ლ
თივა (იონჯა) 20კგ =3ლ
ბოსტნეულ ძირხვენები 5კგ=1.5ლ

გამოვიდა 9.5 ლარი დღეში.
მოიწველა 25 ლიტრი.
1 ლიტრი დაჯდა 38 თეთრი.
გასაყიდი ფასი 80თ.

მოგება 10.5 ლარი.


ახლა მობალახეზე.
ნახირი თვეში 20 ლარი.

დღეში 65 თეთრი.
სილოსი 10კგ =1.5 ლარი
კორმა 5კგ=3 ლ

დაჯდა 5 ლარი.
მოიწველა 15 ლიტრი
12 ლ. დარჩა 7 ლარი..
.


სილოსი რომ ჩავრთოთ რაციონში და ბალახზეც ვატაროთ არ იქნება ცუდი.. სრულად ბაგურ კვებაზე გადასვლა მაშინ როცა მინდვრად უფასო საკვები გვაქ უაზრობაა ოჯახური ფერმებისთვის.
ამიტომ ჯობია დღისით ვაბალახოთ და ღამე სილოსი და კორმა ვაჭამოთ

შენ ეხლა შერეულ კვებაზე საუბრობ. არც ეგაა ურიგო. უბრალოდ თუ საქონელს სადგომიდან საძოვრამდე 2-3 კილომეტრზე მეტი უწევს სიარული მაგ შემთხვევაში რავი ჩემთვის გაუმართლებელია. დიდი ფერმები როგორც წესი საძოვრების ნაცვლად იონჯას, სამყურას და კოინდარს თესავენ და მოთიბული მიაქვთ საქონელთან. სწორედ იმის გამო, რომ საქონელს სადგომიდან საძოვრამდე ბევრი სიარული არ მოუწიოს.

პატარა საოჯახო მეურნეობას რაც შეეხება გეთანხმები რთულია ძალიან უფულო ფერმერისთვის საქმის დაწყება და აწყობა. ნორმალური სახელმწიფო ამ კუთხით უნდა ცდიოობდეს ზუსტად ხელჯ შეაშველოს ფერმერს და არა "დარგე ჩარხალი" და "დაამჟავე კომბოსტო" პროგრამებით.

პირადად მე კიდევ თუ დავუბრუნდები მესაქონლეობას (და ეჭვი მაქვს დავუბრუნდები) აუცილებლად ბაგურ კვებაზე გავთვლი. შეიძლება ჩვენი სხვადასხვა შეხედულება სხვადასხვა რეგიონის მაგალითის გამოცაა. მე იმერეთში მაქვს მიწა და მცირემიწიანი სოფელია. არაა ბევრი საძოვრები და ამის გამოც ბაგური კვება იდეალურია იმ სოფლისთვის.

Posted by: kaxaberski66 20 Feb 2017, 09:43
vano22
მე არ ვარ საქონლის მინდორში გაშვების წინააღმდეგი. მინდორს გააჩნია. არ გინახია მინდორი ხელის გულივით რომ არის მაგრამ საქონელს მაინც უშვებენ?
თუ საძოვარი კულტურულია, კარგიც არის საქონლისთვის მოციონი. ჩლიქები შეუნარჩუნდება და სისხლის მიმოქცევისთვისაც საუკეთესო საშუალებაა.
ყველაფერს აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც. შეჯერებისას უნდა ავირჩიოთ ის ვარიანტი სადაც არის მეტი დადებითი შენი პირობებისთვის.
QUOTE
15 კგ სილოსი =2.25ლ ასე ჯდება რეალურად.

5 კგ კორმა =3ლ
თივა (იონჯა) 20კგ =3ლ
ბოსტნეულ ძირხვენები 5კგ=1.5ლ

რაციონში ჯობია შეამცირო თივის რაოდენობა და გაზარდო კორმის რაოდენობა. კორმა 5 კგ კი არა 7-10კგ.ც შეგიძლია მისცე ოღონდ პორციებად 2-3კგ. მაშინ ნახეთ წველა როგორი იქნება.

Posted by: REVERS 20 Feb 2017, 09:59
vano22
spana84

შვიცის 6 თვის მოზვერს მაძლევენ და რა მაინტერესებს, თქვენი საუბრებიდან გამომდინარე როგორც მივხვდი შვიცის ჯიშები ბაგურები არიან

უბრალო ჯიშებთაბ შეჯვარებული შვიცის ჯიშის შთამომავალი რომელი კვებისკენ იქნება მიდრეკილი ?

ბაგურისაკენ თუ საძოვრისაკენ ?

Posted by: vano22 20 Feb 2017, 11:27
REVERS თუ ნახირში ბუღად გინდა ჯიშის გასაუმჯობესებლად ძაან კარგადაც ივარგებს. უბრალო ჯიშების და შვიცის ნაჯვარი გამოვა კავკასიური წაბლას მსგავსი. საძოვარზეც თავისუფლად ივლის და ბაგურზეც კარგი ნამატი ექნება. ერთი ეგაა ძაან ზარმაცია შვიცის ბუღა. გვყავდა ნახირში და წინ კი არ დადიოდა უკან დასდევდა საქონელს. ყველა სხვა ბუღა უნდა მოაშორო თორემ არ დააცდიან საქმის კეთებასsmile.gif

Posted by: REVERS 20 Feb 2017, 11:38
vano22
QUOTE
თუ ნახირში ბუღად გინდა ჯიშის გასაუმჯობესებლად ძაან კარგადაც ივარგებს. უბრალო ჯიშების და შვიცის ნაჯვარი გამოვა კავკასიური წაბლას მსგავსი. საძოვარზეც თავისუფლად ივლის და ბაგურზეც კარგი ნამატი ექნება. ერთი ეგაა ძაან ზარმაცია შვიცის ბუღა. გვყავდა ნახირში და წინ კი არ დადიოდა უკან დასდევდა საქონელს. ყველა სხვა ბუღა უნდა მოაშორო თორემ არ დააცდიან საქმის კეთებას


გასაგებია მადლობა

Posted by: gig55 20 Feb 2017, 12:10
spana84
ნედლი მასა უნდა შეინახო დახურულ სივრცეში

Posted by: vano22 20 Feb 2017, 13:29
spana84 ზუსტად ეგაა პრობლემა რომ მთავრობა არაფრის მომცემ პროგრამებში მილიონებს ყრის.

აგერ თხილი. არის ბაზარი და იქმნება პროდუქციაც. განა არ შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის და სტანდარტების რძის და ხორცის წარმოება?! მაგრამ არაა საამისო ბაზარი. წინა ზაფხულს 50 თეთრამდე დავარდა რძის ფასი და ხორცს 7 ლარად ვერ ვაბარებდი. ამ ფასებში და ასეთ მცირე მოგების მარჟაზე შეუძლებელია თავისი სახსრებით მეურნეობის განვითარება.



kaxaberski66 ხელის გულივით კი არა თუ დამიჯერებ ამ ზამთარს სოფლის ნახირები არ გაჩერებულა. მარტო თოვლი არ იდოს და წარღვნა არ მოდიოდეს სულ დაყავთ მინდორში. აბა დეკემბერ იანვარში რა უნდა საქონელს მინდორში? ერთი კია ფეხს გაშლის მაგრამ რომ მოვა სახლში და არც სახლში აჭმევენ ნორმალურად მიუყრიან ნახევარ პრეს იაფად ნაყიდ დამწვარ თივას იმ მიზეზით რომ მინდორში რაც ჭამა ეყოფაო ეგ უკვე განათლების კი არა საერთოდ აზროვნების პრობლემაცაა.

ჩემთან ყველა საქონელს მისდევს და ასე თუ ისე ვხედავ ვინ როგორ უვლის საქონელს და ასე მოვლას სუ არ იყოლიონ ჯობია.

10 კგ ძაან ბევრია ფიზიკურად ვერ შეჭამს მაგდენს. თუ შეჭამა და მეორე მესამე დღეს აუცილებლად ჩამოვა მაქსიმუმ 5 კგ მდე.

Posted by: kaxaberski66 20 Feb 2017, 13:50
vano22
მე 10კგ.ს ჯიშიან საქონელზე ვამბობ რომელსაც ნედლი ბალახი ან მაღალი ხარისხის სილოსი აქვს შეუზღუდავად.
10ლ რომ იწველება უნდა მისცე ყოველ ლიტრ მონაწველ რძეზე 200-250გრ.კორმა თუ მოლმატა წველაში ყოველ მომატებულ ლიტრაზე უმატებ 250გრ.კორმას. თუ ავიდა 18 20ლ ზე. აძლევ ყკვე ყოველ მონაწველ ლიტრზე 300გრ. და ასე შემდეგ კიდევ უმატებ და აძლევ 350გრ.კორმას ყოველ ლიტრზე.
30ლს რომ მოიწველის იმას აძლევ უკვე 10კგ. კორმას.
თან ეს კორმა უნდა იყოს დაბალანსებული პროტეინებით და სხვადასხვა მიკროელემენტებით.
მაგ. 10ლს რომ იწველის, მის კორმას სხვა შემცველობა უნდა ჰქონდეს პროტეინის, 20 ზე და30ზე სხვა.

Posted by: vano22 20 Feb 2017, 14:04
kaxaberski66
გრანულირებული კორმა ყველანაირად დაბალანსებული 30% პროტეინით 1 კგ 1.3 ლარი ჯდება.

10კგ მეტისმეტია გორში სახორცედ დაბმულ სიმენტალებს 5 კილოს აჭმევდნენ და მეწველი 10 კილოზე რავიცი...

Posted by: REVERS 20 Feb 2017, 14:38
kaxaberski66
QUOTE
მაგ. 10ლს რომ იწველის, მის კორმას სხვა შემცველობა უნდა ჰქონდეს პროტეინის, 20 ზე და30ზე სხვა.


შეგიძლია შემცველობები დააკონკრეტო ?

vano22
QUOTE
გრანულირებული კორმა ყველანაირად დაბალანსებული 30% პროტეინით 1 კგ 1.3 ლარი ჯდება.


გრანულირებული სპეციალურად საქონლისთვის არის რამე ?

ბოცვრები მყავს და მაგათთვის რო ვყიდულოფ გრანულებს, იქ არ მინახია საქონლისთვის რო რამე ცალკე ყოფილიყო,

რო ვიკითხო ალბათ ეცოდინებათ და ადგილობრივი უნდა ვეძებო თუ შემოტანილი ? შემოტანილი რომელი ქვეყნიდან ჯობია ?

ეს დეტალები ხო არ იცი შემთხვევით ?





Posted by: vano22 20 Feb 2017, 16:14
REVERS
კი თურქეთიდან და ჰოლანდიიდან შემოდის. ჰოლანდიურები უფრო ძვირია და ალბათ ჯობია თურქულებს.

ქართული ჯეოფედის გრანული იყო და არ ვიცი კიდე თუ აწარმოებენ. ღორის კურდღლის და საქონლის გრანული ქონდათ


Posted by: spana84 20 Feb 2017, 16:29
vano22
10 კილოგრამი კონცენტრირებული ჩემი აზრით მართლა ბევრია. არ ვიცი შეიძლება ვინმე იყენებს, მაგრამ მე პირადად არ გამიგია. ქართველი ფრმერის პრობლემა ისიცაა, რომ კატასტროფულად მაღალი ფასებია საქონლის საკვებზე. თივიდან დაწყებული კომბინირებულით დამთავრებული და თუ ფერმერი თავადვე არ აწარმოებს საკვებს მაშინ რძის წარმოება აზრს კარგავს.

Posted by: vano22 20 Feb 2017, 17:41
spana84
ყველას იოლი ფული უნდა და მაგიტომ.

უკრაინულ პრემიქსში. 60% სიმინდი 20%ხორბალი 10% მზესუმზირა 5% სოიო და 5% დაუდგენელი ნივთიერება სავარაუდოდ ძვლის და თევზის ფქვილი და ვიტამინები იყო არეული და 25კგ 55 ლარი ღირდა. იგივე შემადგენლობას სეზონზე მაქსიმუმ 20 ლარად დავამზადებ და ვინც ყიდულობს და გონია პრემიქსს ვაჭმევო ცოდო არაა?

Posted by: spana84 20 Feb 2017, 22:24
vano22
მართალი ხარ. ერთ წელიწადში გამდიდრება და ჩადებული ფულის უკან დაბრუნება უნდა ყველას. იტალიის მაგალითს გეტყვი. ყველა საკვები რომ იყიდო და არაფერი შენ თვითონ არ მიიყვანო მოგებაზე მაინც გადიხარ რძის წარმოების შემთხვევაში. საქართველოში ეგ წარმოუდგენელია. იონჯა სამი წლის წინ 8 ლარი დამიფასეს 20 კილოიანი პრესი (17 კილოიანი იყო ყველაზე დიდი) ზამთრის პირზე. სილოსის გაყიდვის განცხადება ვნახე 25 კილოიანი 8 ლარიო. მაქსიმუმია, რაც არ უნდა კარგი ცელოფანი და ასე შემდეგ იყიდო თავის შეფუთვით და ამბებით 2 ლარი დაჯდეს 25 კილოიანი და 400 პროცენტით მეტს აფასებენ. 20000 ლირა ღირს თურქეთში სილოსის ტომრებში დასაფასოებელი მანქანა, და ერთ წელიწადში უნდათ მგონი მაგ ფულის ამოღება. ამ პირობებში საკვების ყიდვით რძის წარმოება უტოპიაა.

Posted by: ibo 20 Feb 2017, 22:53
spana84
QUOTE
20000 ლირა ღირს თურქეთში სილოსის ტომრებში დასაფასოებელი მანქანა,

ეს ინტერნეტში ნახე? ინგლისურად რა ქვია მაგ მანქანას?

Posted by: spana84 20 Feb 2017, 23:07
http://www.fetihmakine.com/silaj-paketleme-makinasi

https://m.youtube.com/watch?v=-DPBBqgJy1A

იმდენად მარტივი რამეა ნებისმიერ მოხერხებულ "სვარშიკს" შეუძლია მაგის აწყობა. მაქსიმუმ 5000 ლარი დაგიჯდეს სტაციონარული რომ ააწყო. ნამ ფასად შეიძლება მთლად ნავაროჩენი ვერ იყოს მაგრამ ამ ფასად აწყობილი მანქანა დღეში 20 ჰექტარს დაასილოსებს.

Posted by: kaxaberski66 21 Feb 2017, 00:37
REVERS
ცოტა თავისუფალი დრო მექნება და შემცველობასაც დავაკონკრეტებ.
თითოეული სახის საკვების ყუათიანობის კოეფიციენტს პროტეინის შემცველობას და თუ როგორ უნდა შევადგინოთ რაციონი და რის გათვალისწინებაა საჭირო რაციონის შედგენისას მაგასაც დავწერ.

Posted by: REVERS 22 Feb 2017, 00:05
kaxaberski66
QUOTE
ცოტა თავისუფალი დრო მექნება და შემცველობასაც დავაკონკრეტებ.
თითოეული სახის საკვების ყუათიანობის კოეფიციენტს პროტეინის შემცველობას და თუ როგორ უნდა შევადგინოთ რაციონი და რის გათვალისწინებაა საჭირო რაციონის შედგენისას მაგასაც დავწერ.


კარგს იზავ თუ არ დაიზარებ და ყველაფერს დეტალურად დაწერ

ვაპირებ სამომავლოდ ნელნელა ბაგურზე გადავერთო და გამომადგება



Posted by: REVERS 23 Feb 2017, 10:38
აქ უფრო მეტი არის საუბარი მეწველ საქონელზე და ცოტა სახორცე საქონელზეც რო დაიწეროს კარგი იქნება

მე მყავს ხოლმე ყოველ წელს მოზარდები და მათი ბაგური კვება რა პრინციპით უნდა მოხდეს, რო კარგი ზრდა ქონდეს და ხორციც არ დაეწუნებოდეს ?

Posted by: spana84 23 Feb 2017, 14:57
მეხორცულ ჯიშზე ვერაფერს გეტყვი კონკრეტულს.. არ მა1ვს გამოცდილება, მაგრამ კვების რაციონი იგივეა უბრალოდ ნირმებია განსხვავებული მერძეულის და მეხორცულის კვებაში.

Posted by: ucxo777 23 Feb 2017, 15:40
REVERS
Mec yovel wels patarebs vyidulobdi vzrdidi da vyididi, exla davabi 5 suli mozveri bagurze arasodes damibia da minda vcado ra gamova, baguritvis unda aarchio da kargebi daaba radgan wonashic kargad moimateben. Dgeshi vajmev 4 5 kilos erti ertze areul xorbal siminds da qers, vnaxot ra gamova.

Posted by: REVERS 23 Feb 2017, 15:56
ucxo777

რამდენი ხანია რაც დააბი ?

QUOTE
geshi vajmev 4 5 kilos erti ertze areul xorbal siminds da qers, vnaxot ra gamova.


სხვა საკვებს არ აძლევ ? თივას მაგალითად

Posted by: samkhara 23 Feb 2017, 15:58
მეგობრებო,

სად სჯობს ძროხის ყიდვა?

Posted by: ucxo777 23 Feb 2017, 17:06
REVERS
Jer kvira naxevaria rac davabi, xo tiva aucilebwlia radgan amoicoxnos, dilit kormas rom uyri ro shejamen mere tiva unda dauyaro mere shuagisac tivas sagamos korma da mere isev tiva.
* * *
Wyali sul unda qondet tu amis sashualeba ar aris xshirad unda daalevino

Posted by: REVERS 23 Feb 2017, 17:40
ucxo777
QUOTE
Jer kvira naxevaria rac davabi, xo tiva aucilebwlia radgan amoicoxnos, dilit kormas rom uyri ro shejamen mere tiva unda dauyaro mere shuagisac tivas sagamos korma da mere isev tiva.
* * *
Wyali sul unda qondet tu amis sashualeba ar aris xshirad unda daalevino


რამხელები დააბი ? თავიდანვე 5 კილოგრამ კორმას აძლევ დღეში ?

თუ ნელნელა უნდა გაუზარდო ?

Posted by: ucxo777 23 Feb 2017, 18:28
REVERS
80 dan 110 kilomde iqnebodnen sufta xorci. Ertbashad egreve ar sheizleba dauyaro nel nela unda sheachvio tore mere aisuyaven da agar shechamen, 1 kvirashi ukve miechvivnen eseni da ukve uyri tavian normas

Posted by: giorgi180 1 Mar 2017, 21:53
რა ხდება ისევ ტაციაობაა საქონელზე..???

Posted by: vano22 1 Mar 2017, 23:36
giorgi180 ცოცხალი წონა 6 ლარი. 100 კგ ხორციდან ზევით კი

Posted by: giorgi180 3 Mar 2017, 11:46
vano22
ვითომ შენარჩუნდება ეგ ფასი?? ქუვეითში და ირანში გადისო და რავი თან ძაან შემცირდა და წესით აღარ უნდა დაიკლოს ხო, ანუ ეხლა რო იყიდოს კაცმა შედარებით ძვირად მემგონი აღარ დააკლდება შემოდგომა ზამთრისთვის. ისე 11ში იღებდნენ ბოინები, ფეხზე ვინც გაყიდა თვალზომით იმათ ბევრად მეტიც გამოგვივიდაო

Posted by: kaxaberski66 3 Mar 2017, 15:16
ესეიგი, მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ხედვა მერძეული მესაქონლეობის შესახებ.
არ ვიცი როგორ დავიწყო მაგრამ, ვფიქრობ ნელ-ნელა აზრები თვითონ დაეწყობა წერისას.
მინდა გითხრათ რომ, მესაქონლეობის წამყვან ქვეყნებში მეცნიერული მიდგომაა ყველა ასპექტში.მაგ. კომპიუტერული პროგრამებით ადგენენ საკვებ რაციონს, სადაც გათვალისწინებული არის როგორც საქონლის ასაკი, ისე მისი წონა, ლაქტაციის პერიოდი, თუ როგორი შემცველობის რძე უნდა მიიღონ ცხიმის და ცილის შემცველობით, დღიური წონამატის დადგენით.
საქონლის შენახვის ძირითადად სამი სახის მეთოდი არის გავრცელებული.
1- ბაგური რომელიც იყოფა ორ ქვეტიპად. დაბმული ან აშვებული
2- შერეული, სადაც საქონელი დღის ნაწილს ატარებს საძოვარზე ნაწილს ბაგურად.
3-ჯოგურად, საქონელი არის მუდმივად აშვებული. საძოვარზე ბალახობის შემდეგ სადგომშიც თავისუფლად გადაადგილდებიან.
საქართველოში სამივე მეთოდით ხდება საქონლის შენახვა + დამატებით არის მომთაბარეობა.
ძირითადად, მეთოდები განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად ბაგურზე ჰყავთ საქონელი იმ ფერმერებს, რომელთაც ჰყავთ მაღალპროდუქტიული საქონელი და აწარმოებენ ნედლ რძეს.
მეთოდი დამოკიდებულია ასევე იმაზე აქვს თუ არა საკუთრებაში ფერმერს მიწა, როგორც სახნავი ასევე საძოვარი და სათიბი. ასევე რა მანძილზე მდებარეობს ეს მიწა საქონლის სადგომიდან. ეკონომიურად მომგებიანია თუ არა საქონლის ნახირად ტარება. აქედან გამომდინარე არჩევს მესაქონლე შენახვის მეთოდს.
რძის წარმოებისთვის უკეთესია ბაგურად შენახვა, რადგან ამ მეთოდისას ფერმერს შეუძლია გააკონტროლოს საქონლის მიერ შეჭმული საკვების შემადგენლობა, კალორიულობა, რაოდენობა, ხარისხი.
ასევე ფერმერს შეუძლია დაგეგმოს საქონლის დამაკების გრაფიკი, იმის მიხედვით თუ წელიწადის რომელი დროსთვის უნდა მაქსიმალური წველადობა. ამ დროს გამოირიცხება არასასურველი ბუღისგან საქონლის გადევნა, ასევე მოზარდი დეკეულის ნაადრევად გადევნა, რაც იწვევს ნაადრევად გადევნილი დეკეულის ზრდაში შეფერხებას და წველადობის კლებას როგორც პირველი მოგებისას, ასევე შემდგომი წლების ლაქტაციისასაც.
საერთოდ, დეკეულის წონა უნდა შეადგენდეს, თავისი ჯიშის სქონლითვის დამახასიათებელი წონის 70% . და ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი განაყოფიერება, რომ მან შესძლოს ხბოს მოგების შემდეგ თავისი წველადობის პოტენციალის გამოვლენა.მაკე დეკეულს უნდა მიეცეს ჩვეულებრივთან შედარებით 2-3 საკვები ერთეულით მეტი საკვების მიცემა, რომ დაარულოს თვითონ ზრდა და ასევე კარგად განვითარდეს ხბოც მუცლად ყოფნისას.
ბაგური კვების დროს საკვვებიდან მიღებულ ენერგიას მთლიანად მოიხმარს რძის საწარმოებლად, ხოლო მინდვრად ძოვებისას, ენერგიის ნაწილი იხარჯება საქონლის სადგომიდან საძოვრამდე მისვლაში და უკან დაბრუნებაში. ასევე მინდორში გადაადგილების დროს საკვების ძებნისას.
გასათვალისწინებელია რომ, საქონელი ჭამისას ბალახდგარში არსებულ ყველა ბალახს არ ჭამს, არამედ არჩევს უფრო ყუათიან და პროტეინებით მდიდარ ბალახს, ხოლო დანარჩენს ტოვებს. მი ნდორში ძოვისას მაღალპროდუქტიული საქონელი შეჭამს საუკეთესო ბალახდგარში 50კგ ბალახს, ხოლო ბაგაზე დაყრისას 80კგ ს. და მეტსაც. აქედან გამომდინარე მოიწველის მეტსაც.
ბაგაზე კვების ორი ქვეტიპიდან, უპირატესობა ეძლევა აშვებულ ქვეტიპს. ამ დროს საქონელი არ არის დაბმული, არამედ სადგომის ტერიტორიაზე გადაადგილდება თავისუფლად. საკვებთან და წყალთან წვდომა აქვს როცა მოუნდება, აშვებული უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ვიდრე დაბმული. მაგალითად, გვინახია რომ საქონელი იფხანს ენით ფეხით, ან რაიმე მყარ საგანძე ქექებით. დაბმული ფხანისას უფრო შეზღუდულია, რაც მოქმედებს მის ნერვულ სისტემაზე, ცდილობს მოფხანას და ამ დროს წყვეტს რძის წარმოქმნას.
ჰაერის ტემპერატურა სადგომში თუ 25 გრადუსზე მეტია, წაქონელი ვარდება სტრესულ მდგომარეობაში და კლებულობს წველადობაში.
საერთოდ საქონლის მოვლა, სისუფთავე, ჰაერის ტემპერატურა, კვების რეჟიმი, თუ რომელ საათებში მიეწოდება დღე-ღამის განმავლობაში საკვები, ძალიან მოქმედებს წველის რაოდენობაზე.
აშვებულად საქონლის ბაგურზე ყოფნა მოითხოვს შენობის მეტ ფართს, ვიდრე დაბმისას.
დანარჩენს კვებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ მოგვიანებით.

Posted by: REVERS 3 Mar 2017, 21:27
kaxaberski66
QUOTE
ესეიგი, მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ხედვა მერძეული მესაქონლეობის შესახებ.
არ ვიცი როგორ დავიწყო მაგრამ, ვფიქრობ ნელ-ნელა აზრები თვითონ დაეწყობა წერისას.
მინდა გითხრათ რომ, მესაქონლეობის წამყვან ქვეყნებში მეცნიერული მიდგომაა ყველა ასპექტში.მაგ. კომპიუტერული პროგრამებით ადგენენ საკვებ რაციონს, სადაც გათვალისწინებული არის როგორც საქონლის ასაკი, ისე მისი წონა, ლაქტაციის პერიოდი, თუ როგორი შემცველობის რძე უნდა მიიღონ ცხიმის და ცილის შემცველობით, დღიური წონამატის დადგენით.
საქონლის შენახვის ძირითადად სამი სახის მეთოდი არის გავრცელებული.
1- ბაგური რომელიც იყოფა ორ ქვეტიპად. დაბმული ან აშვებული
2- შერეული, სადაც საქონელი დღის ნაწილს ატარებს საძოვარზე ნაწილს ბაგურად.
3-ჯოგურად, საქონელი არის მუდმივად აშვებული. საძოვარზე ბალახობის შემდეგ სადგომშიც თავისუფლად გადაადგილდებიან.
საქართველოში სამივე მეთოდით ხდება საქონლის შენახვა + დამატებით არის მომთაბარეობა.
ძირითადად, მეთოდები განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად ბაგურზე ჰყავთ საქონელი იმ ფერმერებს, რომელთაც ჰყავთ მაღალპროდუქტიული საქონელი და აწარმოებენ ნედლ რძეს.
მეთოდი დამოკიდებულია ასევე იმაზე აქვს თუ არა საკუთრებაში ფერმერს მიწა, როგორც სახნავი ასევე საძოვარი და სათიბი. ასევე რა მანძილზე მდებარეობს ეს მიწა საქონლის სადგომიდან. ეკონომიურად მომგებიანია თუ არა საქონლის ნახირად ტარება. აქედან გამომდინარე არჩევს მესაქონლე შენახვის მეთოდს.
რძის წარმოებისთვის უკეთესია ბაგურად შენახვა, რადგან ამ მეთოდისას ფერმერს შეუძლია გააკონტროლოს საქონლის მიერ შეჭმული საკვების შემადგენლობა, კალორიულობა, რაოდენობა, ხარისხი.
ასევე ფერმერს შეუძლია დაგეგმოს საქონლის დამაკების გრაფიკი, იმის მიხედვით თუ წელიწადის რომელი დროსთვის უნდა მაქსიმალური წველადობა. ამ დროს გამოირიცხება არასასურველი ბუღისგან საქონლის გადევნა, ასევე მოზარდი დეკეულის ნაადრევად გადევნა, რაც იწვევს ნაადრევად გადევნილი დეკეულის ზრდაში შეფერხებას და წველადობის კლებას როგორც პირველი მოგებისას, ასევე შემდგომი წლების ლაქტაციისასაც.
საერთოდ, დეკეულის წონა უნდა შეადგენდეს, თავისი ჯიშის სქონლითვის დამახასიათებელი წონის 70% . და ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი განაყოფიერება, რომ მან შესძლოს ხბოს მოგების შემდეგ თავისი წველადობის პოტენციალის გამოვლენა.მაკე დეკეულს უნდა მიეცეს ჩვეულებრივთან შედარებით 2-3 საკვები ერთეულით მეტი საკვების მიცემა, რომ დაარულოს თვითონ ზრდა და ასევე კარგად განვითარდეს ხბოც მუცლად ყოფნისას.
ბაგური კვების დროს საკვვებიდან მიღებულ ენერგიას მთლიანად მოიხმარს რძის საწარმოებლად, ხოლო მინდვრად ძოვებისას, ენერგიის ნაწილი იხარჯება საქონლის სადგომიდან საძოვრამდე მისვლაში და უკან დაბრუნებაში. ასევე მინდორში გადაადგილების დროს საკვების ძებნისას.
გასათვალისწინებელია რომ, საქონელი ჭამისას ბალახდგარში არსებულ ყველა ბალახს არ ჭამს, არამედ არჩევს უფრო ყუათიან და პროტეინებით მდიდარ ბალახს, ხოლო დანარჩენს ტოვებს. მი ნდორში ძოვისას მაღალპროდუქტიული საქონელი შეჭამს საუკეთესო ბალახდგარში 50კგ ბალახს, ხოლო ბაგაზე დაყრისას 80კგ ს. და მეტსაც. აქედან გამომდინარე მოიწველის მეტსაც.
ბაგაზე კვების ორი ქვეტიპიდან, უპირატესობა ეძლევა აშვებულ ქვეტიპს. ამ დროს საქონელი არ არის დაბმული, არამედ სადგომის ტერიტორიაზე გადაადგილდება თავისუფლად. საკვებთან და წყალთან წვდომა აქვს როცა მოუნდება, აშვებული უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ვიდრე დაბმული. მაგალითად, გვინახია რომ საქონელი იფხანს ენით ფეხით, ან რაიმე მყარ საგანძე ქექებით. დაბმული ფხანისას უფრო შეზღუდულია, რაც მოქმედებს მის ნერვულ სისტემაზე, ცდილობს მოფხანას და ამ დროს წყვეტს რძის წარმოქმნას.
ჰაერის ტემპერატურა სადგომში თუ 25 გრადუსზე მეტია, წაქონელი ვარდება სტრესულ მდგომარეობაში და კლებულობს წველადობაში.
საერთოდ საქონლის მოვლა, სისუფთავე, ჰაერის ტემპერატურა, კვების რეჟიმი, თუ რომელ საათებში მიეწოდება დღე-ღამის განმავლობაში საკვები, ძალიან მოქმედებს წველის რაოდენობაზე.
აშვებულად საქონლის ბაგურზე ყოფნა მოითხოვს შენობის მეტ ფართს, ვიდრე დაბმისას.
დანარჩენს კვებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ მოგვიანებით.



up.gif

Posted by: ibo 4 Mar 2017, 00:16
kaxaberski66
მადლობა ინფოსთვის

QUOTE
მაკე დეკეულს უნდა მიეცეს ჩვეულებრივთან შედარებით 2-3 საკვები ერთეულით მეტი საკვები

ეს ცოტა ვერ გავიგე, რამდენია ეს 2-3 საკვები ერთეული? 2/10-3/10 (ანუ 20-30%), 2/100-3/100 (ანუ 2-3%) თუ რა საზომ ერთეულზეა საუბარი?

QUOTE
მინდორში ძოვისას მაღალპროდუქტიული საქონელი შეჭამს საუკეთესო ბალახდგარში 50კგ ბალახს, ხოლო ბაგაზე დაყრისას 80კგ ს. და მეტსაც

მართლა ამდენს ჭამს ერთი მეწველი ძროხა თუ პირობითად დაწერე ეგ რიცხვები?

QUOTE
რომელ საათებში მიეწოდება დღე-ღამის განმავლობაში საკვები

საღამოს ნახირიდან რომ მოვიდოდნენ ძროხები ბებიაჩემი თივას უყრიდა ერთხელ და დილამდე ყოფნიდათ. ანუ ერთხელ დაყრა სადღაც 8 საათი ყოფნიდათ. დღისით სიტყვაზე 6 - 14 - და 22 საათზე რომ დაეყაროთ საკვები საკმარისი არ არის?

Posted by: kaxaberski66 4 Mar 2017, 10:23
ibo
1კგ შვრია არის ერთი საკვები ერთეული. 2.5კგ კარგი თივა მწვანედ გამშრალი არის 1 სე. 5კგ ნედლი ბალახი არის 1სე.
სე-ზე ცალკე ვისაუბრებ, თუ რომელ საკვებს რა ღირებულებები აქვს.
მართლა ჭამს, ზოგადად და პირობითად არაფერი დამიწერია, ოღონდ
QUOTE
მაღალპროდუქტიული

QUOTE
დღისით სიტყვაზე 6 - 14 - და 22 საათზე რომ დაეყაროთ საკვები საკმარისი არ არის?

საკმარისი არის. საქონელი განსაკუთრებით ხალისით ჭამს დილის 4დან 12მდე და საღამოს 4დან 12მდე.

Posted by: ucxo777 10 Mar 2017, 20:28
Megobrebo ragac xmebi momivida fasebi daecao ramdenad martalia?

Posted by: vano22 10 Mar 2017, 20:59
ucxo777

ტყუილია

...........

Posted by: ucxo777 10 Mar 2017, 21:02
vano22
Kargia biggrin.gif

--------------

Posted by: kaxaberski66 21 Mar 2017, 11:45
როგორ შევარჩიოთ ყიდვისას კარგი მეწველი ძროხა?
გარეგნული შეფასებით რა თქმა უნდა ზუსტად ვერ განსაზღვრავ საქონლის პროდუქტიულობას, მაგრამ შესაძლებელია ამოვიცნოთ კარგი მეწველი საქონელი.
საქონელი გარეგნულად უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელად, ხალისიანად და ენერგიულად.
მეხორცული საქონლის ფორმა მიემსგავსება მართკუთხედს, ხოლო მერძეულის წაგრძელებულ სამკუთხედს. მერძეულის ტანის უკანა ნაწილი რაც უფრო განიერია უკეთესია მშობიარობისას.
მერძეულ საქონელს უნდა ჰქონდეს დიდი მუცელი, რაც მიუთითებს რომ, საქონელს შეუძლია დიდი რაოდენობით მოცულობითი საკვების მიღება. მუცელი კი უნდა ჰქონდეს დიდი მაგრამ არა დავარდნილი.
მუსკულატურა უნდა ჰქონდეს სუსტად განვითარებული, არ უნდა წააგავდეს ბუღას. ამავე დროს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ძვლოვანი სისტემა. ასეთ საქონელს აქვს კარგად განვითარებული ფილტვები და კუჭნაწლავი, რაც აუცილებელია დიდი რაოდენობით რძის მოსაწველად.
მკერდი უნდა ჰქონდეს ღრმა და ფართო, კარგი იქნება თუ მკერდი ჩასცდება ფეხის სახრელებს. ნეკნებს შორის დაშორება რაც მეტია უკეთესია. ხერხემლის მიმართ ნეკნები უნდა იყოს განლაგებული არა პერპენდიკულარულად არამედ დახრილი კუთხით. ასეთი ნეკნის განლაგება მიუთითებს დიდ და კარგად განვითარებულ ფილტვებზე.
თავი უნდა იყოს მსუბუქი და წაგრძელებული, არ უნდა წააგავდეს ბუღის თავს. ტყავი უნდა იყოს თხელი და ელასტიური, კისერზე პატარ-პატარა ნაკეცებით. მინდაო არ უნდა იყოს წამწვეტებული. კარგია ზევიდან დახედვისას, მინდაოდან ხერხემალი წელისკენ მიმართული თუ არის გრძელი და სწორხაზოვანი. არ უნდა იყოს არც ჩავარდნილი და არც ამოზნექილი.
ფეხები უნდა იყოს მძლავრი და კარგად განვითარებული რომ, შეძლოს გადაადგილება საკვების მოსაპოვებლად. სუსტად განვითარებული ფეხებით უჯრო ხშირად წვენან.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯიქანის ფორმას და მოცულობას.
არსებობს სამი სახის ჯიქანი.1 ვანისებრი. 2 ჯამისებრი. 3 თხისებრი.
ამ სამიდან საუკეთესო არის ვანისებრი, ასეთ ჯიქანს მუცელთან აქვს უფრო დიდი გარშემოწერილობა, ანუ მოცულობა. ჯიქანი არ უნდა იყოს დაფარული უხეში და ხშირი ბალანით, უფრო პირიქით თხელი თივთიკივით ბალანი უნდა იყოს, მცირე რაოდენობით. სარძევე მილები(ვენები) მუცელზე უნდა იყოს კარგად გამოხატული, თუ არის მიხრილ-მოხრილი და არა სწორხაზოვანი უკეთესია, ეს მიუთითებს უნარზე, დიდი რაოდენობით გამოიმუშაოს რძე. 1ლ რძის გამომუშავებისთვის ჯიქანში უნდა გაიაროს 500ლ სისხლმა, ამისთვის არის საჭირო მსხვილი სარძევე ვენები.
ჯიქანის ოთხივე მეოთხედი უნდა იყოს კარგად განვითარებული. ჯამისებრ ჯიქანზე ზოგჯერ გვხვდება წინა მეოთხედების სუსტად განვითარება, გვერდიდან შეხედვისას ჯიქანს აქვს სამკუთხა ფორმა, ასეთ ჯიქანს ეწოდება თხისებრი.
ძუძუები უნდა იყოს ცილინდრული ან კონუსისებრი. განლაგებულნი უნდა იყვნენ ერთმანეთისგან შორიშორს.პატარა ძუძუები მოუხერხებელია წველისთვის, ხოლო ძალიან დიდი ძუძუები შეიძლება მიგვანიშნებდეს წველისას ძუძუს სიმაგრეზე, საიდანაც გაძნელებულია რძის გამოწველა.
ძროხის ყიდვისას უნდა ვიცოდეთ მისი წლოვანება, უნდა იყოს ჯანმრთელი. თვალები უნდა ჰქონდეს ხალისიანი და არა ჩაცვივნილი, არ უნდა ახველებდეს. ბეწვი უნდა ჰქონდეს ბზინვარე, შეხებისას რბილი. ავადმყოფს აქვს უხეში და აბურძგნილი.
ჯიქანზე ხელის შეხებისას ტყავი უნდა იყოს რბილი და ელასტიური, არ უნდა ჰქონდეს კვანძები და სიმაგრეები.
ძუძუებზე არ უნდა ჰქონდეს ნახეთქები, ნაკაწრები, მეჭეჭები. ოთხივე ძუძუდან უნდა იწველებოდეს, არ უდა ჰქონდეს გაუქმებული ჯიქანის არც ერთი მეოთხედი. არ უნდა ჰქონდეს მასტიტი. წინა ძუძუები უნდა იწველებოდეს უკანა ძუძუებიდან მონაწველის 70% რძეს.
გისურვებთ წარმატებებს თქვენთვის სასურველი ძროხის შერჩევაში.

Posted by: ibo 23 Mar 2017, 00:34
kaxaberski66
გაიხარე კაი კაცი ხარ რომ არ გეზარება წერა და ცოდნის გაზიარება

Posted by: kaxaberski66 23 Mar 2017, 09:45
ibo
ვინმეს თუ გამოადგება, არ დამეზარება.

Posted by: DaduDaduDadu 4 Apr 2017, 01:16
gamarjobat

dainteresebuli vart shevidzinot mamali dzroxebi 800 - 1200 suli (max 18 tvis)
tu vinmes gayidva unda ramdeni sulic ar unda yavdes saqartveos nebismier kutxeshi, mzad vart molaparakebistvis da tanamshromlobistvis

557999199 damireket nebismier dros

didi madloba da warmatebebi

Posted by: vixn 4 Apr 2017, 21:25
kaxaberski66
კარგ ინფოს ფლობ, კარგია რომ გვიზიარებ. მადლობა.

Posted by: kaxaberski66 5 Apr 2017, 00:51
vixn
QUOTE
კარგ ინფოს ფლობ, კარგია რომ გვიზიარებ. მადლობა.

არაფრის, ნატავ ვინმემ გამოიყენოს საქონლის შერჩევისას, იმიტომ დავწერე. ძალიან ძნელია როდესაც საქონელს იყიდი როგორც მერძეულს და არ გამოგადგება.
ეხლა მეორეც არის, ეს რომ გაიზეპირო კიდეც, გამოუცდელი ადამიანისთვის შეუცდომლად კარგი მეწველი საქონლის ამოცნობა მაინც ძალიან რთულია, მაგრამ იმ საქონელს, ორი-სამი ნიშანიც რომ აღმოაჩნდეს ზემოთ აღწერილი მერძეულის ნიშნებისა, ჩათვალეთ რომ უკვე ახლოს იქნება სწორ შერჩევასთან.
ყველას გამოგდგომოდეთ ვისაც გჭირდაბათ.

Posted by: kaxaberski66 13 Apr 2017, 00:27
საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ღორების თემაში საქონლის მშობიარობის შესახებ. გადმოვინაცვლოთ მესაქონლეობის თემაში.
ეხლა შევედი ყოუთუბზე და რას ვხედავ, არის ვიდეო ,,როგორ მშობიარობს ძროხა,,. მესაქონლეებო ნახეთ საინტერესოა.
მოუფიქრებიათ საინტერესო ინსტრუმენტი საკმაოდ გრძელი ტარით, რომელსაც მიაბჯენ ძროხას უკნიდან მეჯებსა და კუბაჩაზე. ხბოს შებმული აქვს ორივე ფეხზე თოკები. ამ თოკებს ამაგრებენ ამ ინტრუმენტზე და აი როგორც ევაკუატორზე ამაგრებენ მანქანას დაქაჩავენ დამაგრებისას, ისე გამოქაჩეს ხბო და ამშობიარეს.

Posted by: kakuna123 22 May 2017, 15:04
Ra rogor angarishoben am etapze 1 litr rzes??

Posted by: kaxaberski66 23 May 2017, 00:03
kakuna123
მე, შენგან დასმული კითხვისგან, ვერ გავიგე თუ რა გაინტერესებს. უფრო გასაგებად ჩამოაყალიბე კითხვის შინაარსი.

Posted by: kakuna123 23 May 2017, 00:25

მეწველი ძროხის შეძენის შემთხვევაში 1 ლიტრ რძეს რა ფასში ანგარიშობენ?


Posted by: kaxaberski66 23 May 2017, 08:36
kakuna123
ხო, ეხლა გავიგე. პირობითად 100 ლარად.

Posted by: kakuna123 23 May 2017, 10:29
kaxaberski66
მოკლედ 1 კვირის წინ 1000 ლარად ვიყიდე ძროხა რომელსაც მოყვა 2 თვის ხბო, გამყიდველმა რომლისგანაც ვიყიდე მითხრა, რომ დასალევს ვერ ვალევინებ და მხოლოდ ბალახობით 6 ლიტრ რძეს იწველისო, ეს ხბო არის ძროხის მე-3 ხბო, მე იმ იმედათ რო მაქვს კარგი საბალახო ჩიხი და + დასალევს მივცემდი და 8 ლიტრამდე ავიყვანდი ვიყიდე, ძროხა არის საშუალო ტანის, თვინიერი, მოკლედ ყველანაირად ნორმალური ძროხაა... დილით შავი ფქვილი + ქატოს ცხელ წყალში გაკეთებულს ვალევინებ, შემდეგ ჩიხში ვუშვებ საღამოს 2 საათი ხელზე (ანუ ბაწრით ვაბალახებ თან თავზე ვადგევარ) ვაბალახებ, შემდეგ ბოსელში ამომყავს და ისევ შავი წქვილი +ქატო დასალევს ვალევინებ და აღმოსავლეთის იუონჯის ბალახს ვუყრი პირის ბაგაში, მაგრამ ჯამში 4.5 ლიტრზე მეტი ვერ მოვაწველინე, (პატრონს დავურეკე და ავუხსენი სიტვაცია და 1 კვირა ცადე კიდე ეტყობბა ვერ შეიჩვიე და მოიმატებსო) ... არადა კარგი თვინიერი ძროხაა ერთს არ გაექანება მოწველის დროს, და კარგი მჭამელიც არის...

რა მინდა გკითხოთ იცი? თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა ან თუ გაგიგონიათ და თუ არის იმის შანსი რო წველაში მოიმატოს?
კიდე რა დამატებითი შეიძლება რო მივცე იქნებ რო მოვამატებინოო? თუ სჯობს რომ დავუბრუნო და ახალი ძროხის ძებნას შევუდგე?
თქვენი რჩევა ძროხის შერჩევასთან დაკავშირებით გუშინ ვნახე, თორე ადრე რო მენახა შედარებით სხვანაირად შევარცევდი ძროხას..

Posted by: kaxaberski66 23 May 2017, 16:46
kakuna123
QUOTE
რა მინდა გკითხოთ იცი? თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა ან თუ გაგიგონიათ და თუ არის იმის შანსი რო წველაში მოიმატოს?

მომატების შანსი არის, მაგრამ 4 ლიტრიდან 14ზე რომ ავიდეს, პრაქტიკულად არა. თეორიულად კი.
ძროხისთვის სტრესული მდგომარეობაა როდესაც პატრონს და ადგილმდებარეობას იცვლის. ახალი პატრონის მიჩვევას დრო უნდა, ერთი თვე მაინც. ეს ძროხა იმავე პატრონის ეზოში სხვა ვინმეს რომ მოეწველა, იმასაც არ მისცემდა იმდენ რძეს, რამდენსაც მის ყოფილ მწველავს მისცემდა.
QUOTE
დილით შავი ფქვილი + ქატოს ცხელ წყალში გაკეთებულს ვალევინებ, შემდეგ ჩიხში ვუშვებ საღამოს 2 საათი ხელზე (ანუ ბაწრით ვაბალახებ თან თავზე ვადგევარ) ვაბალახებ, შემდეგ ბოსელში ამომყავს და ისევ შავი წქვილი +ქატო დასალევს ვალევინებ და აღმოსავლეთის იუონჯის ბალახს ვუყრი პირის ბაგაში, მაგრამ ჯამში 4.5 ლიტრზე მეტი ვერ მოვაწველინე, (პატრონს

ძროხა საძოვარზე რამდენ კილო ბალახს ჭამს და იონჯას რამდენ კილოს უყრი არ იცი. სავარაუდოდ უნდა დაადგინო შეჭმული ბალახის წონა.40კგ ზე ნაკლები არ უნდა შეჭამოს. მერე ეს შავი ფქვილი და ქატო დასალევად რამდენია არ იცი. შავი ფქვილი საერთოდ არ მისცე. ქატო აჭამე არა თხევადი, არამედ ჩვეულებრივ დასალევ წჭალში აფშრუკული. ისეთი რომ, მუჭში რომ აიღებ და აწეული ხელიდან ჩამოყრი, მტვერივით არ წაიღოს ნიავმა.ქატო მიეცი 2კგ დილით წველამდე და საღამოთაც 2კგ. მერეც თუ არ მოიმატა წველაში დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ.
საერთოდ, ვინც ძროხას ყიდლობს, უნდა შეარჩიოს დიდი ტანის ძროხა და არა პატარა და საშუალო. ასევე ამ ძროხის წველადობა უნდა ინახოს პატრონის ეზოში, სანამ იყიდი და წამოიყვან.

Posted by: vano22 23 May 2017, 17:35
kakuna123
თუ შეგიძლია ფოტო დადე ვიზუალურად შეეტყობა რის შემძლეცაა ეგ ძროხა..


.kaxaberski66
შავი ფქვილის მაგივრათ კოფტონი რომ ჩასვას ხო ჯობია

Posted by: kakuna123 23 May 2017, 22:17
vano22
ხვალ დავდებ აუცილებლად ფოტოს smile.gif

Posted by: vano22 23 May 2017, 22:41
kakuna123
2 დადე ერთი გვერდიდან მ და ერთი თავის რქები რომ ჩანდეს ახლოდან....

Posted by: kaxaberski66 24 May 2017, 00:00
vano22
QUOTE
შავი ფქვილის მაგივრათ კოფტონი რომ ჩასვას ხო ჯობია

ვანო, კოპტონი პროტეინის წყაროა. ეგ ძროხა კი ჯერჯერობით ისე ცოტას იწველება რომ, მასზე კოპტონზე ხარჯის გაწევა აფსუსია.
მაღალი წველადობის დროს კოპტონი აუცილებელია. 10-12ლიტრამდე ქატო საკმარისია. ქატოს ხორბალთან, ქერთან და სიმინდთან შედარებით, პროტეინი მთელი25% მეტი აქვს.

Posted by: vano22 24 May 2017, 01:28
kaxaberski66 შავ ფქვილზე ვერ შეგეკამათები საერთოდ არ მიჭმევია მეწველისთვის და ძვირიც ჯდება აი
ქატო საერთოდ რამე ათვისებადს შეიცავს? ძროხისთვის 4-5 თუნდაც 6 ლიტრი ძალიან ცოტაა და მაგ წველადობაზე საერთოდ არ აქ არანაირი ხარჯის გაწევას აზრი 1 პრესი იონჯა და 2 კილო მარცვალი რომ აჭამოს უკვე ლარი დაუჯდება ლიტრი რძე.. ერთი ის შეიძლება რომ თუნდაც ერთი კვირა მაქსიმალურად დატვირთოს ძროხა და იმას მაინც გაიგებს რეალურად თუ შეუძლია ძროხას მეტის მოწველა...

კოფტონის და ქატოს შედარება ადრეც გავაკეთე და კიდე დავწერ. ქატო ღირს 8 ლარი. არის 17_18 კილო. ამ ფასში მოდის 4 ფილა კოფტონი. თითო ჭამაზე ძროხა ჭამს მინიმუმ 1 კილო ქატოს ან მეოთხედ ნატეხ დამდუღრულ კოფტონს გამოდის რომ ერთ ფასში მოდის 18 პორცია ქატო ან 16 პორცია კოფტონი. შენ უფრო გეცოდინება მეოთხედი პორცია კოფტონი ხომ მეტ შედეგს მიცემს ვიდრე 1 კილო ქატო? ჩემი აზრით კოფტონი აჯობებს

Posted by: kaxaberski66 24 May 2017, 08:36
vano22
QUOTE
. ერთი ის შეიძლება რომ თუნდაც ერთი კვირა მაქსიმალურად დატვირთოს ძროხა და იმას მაინც გაიგებს რეალურად თუ შეუძლია ძროხას მეტის მოწველა...

ვანო, აქ უნდა ჩატარდეს ცდა. მოიმატებს თუ არა ძროხა წველაში. მეტი არაფერი.
1კგ ქატო შეიცავს 0.7 საკვებ ერთეულს და100-105გრ.პროტეინს.
1კგ კოპტონი 1 საკვებ ერთეულს და 300-350გრ პროტეინს
ქატო თუ შენი გაქვს კარგია, თუ ყიდლობ რათქმა უნდა ჯობია იყიდო სხვადასხვა მარცვლეული კოპტონთან ერთად, დააბალანსო საჭიროების მიხედვით, დაფქვა და აჭამო. როგორც შენ წერ, თუ 1კგ ქატოს ფასი გამოდის 0.45 თეთრი. ახლოსაც არ უნდა გაეკარო. ქატოს ყიდვა კარგია თუ ღირს 0.15-0.18 თეთრი.

Posted by: vano22 24 May 2017, 09:53
kaxaberski66
შენ ეტყობა ბაზებში იღებ ქატოს დიდი რაოდენობით და იაფი გამოგდის მე მაღაზიაში უნდა ვიყიდო მეშოკობით სხვა შანსი არ მაქ აქეთ მარტო ერთი წისქვილია რომელიც ხარისხობრივად არჩევს ფქვილს და ვინც ფქვავს ქატოც ყველას თვითონ მიაქ. თან რამხელა სხვაობა აქ ამ წისქვილის ქატოს და ქარხნულ ქატოს რომ ვნახე გამიკვირდა ფქვილივით იყო და ძაან გემრიელი.

Posted by: kaxaberski66 24 May 2017, 12:08
[b]vano22[/b
ადრეც დავწერე, 20 წელია დავანებე თავი მესაქონლეობა-მეღორეობას. ბოლოს 7-8წლის წინ,ცოლის ძმასთან სოფელში გავზარდე რამდენიმე ღორი და მაშინ თბილისში წისქვილში ვყიდლობდი ქატოს 18-20 თეთრად. მას შემდეგ ვიცი რომ ფასი გაიზარდა, მაგრამ თუ ქატოს ფასი მარცვლეულის ფასს გაუტოლდა არ ვიცოდი.

Posted by: vano22 24 May 2017, 13:18
kaxaberski66
კი მარცვლეულის ფასზე დაჯდა ქატოც. თან ეს ის ქატო აღარაა რაც ადრე იყო. არ ვიცი რას უშვებიან მაგრამ ნავლია ცარელა.

Posted by: kaxaberski66 24 May 2017, 13:37
vano22
QUOTE
თან ეს ის ქატო აღარაა რაც ადრე იყო

მართალი ხარ. ადრე სოფლის წისქვილებში დაფქული ქატო, ბევრად სჯობდა წისქვილკომბინატებში დაფქულს. საქონლისთვის უფრო სასარგებლო იყო. სოფლის წისქვილებში გამოდიოდა ორი ფრაქცია,. ფქვილი და ქატო. წისქვილკომბინატები რომ ფქვავენ, ქატოს შემადგენლობაში არის ძირითადად მარცვლის ქერქი, ანუ გარსი. შიგთავსისგან კი გამოდის 1,2,3 ხარისხის ფქვილები. შესაბამისად ქატოში აღარ არის ფქვილის ნაწილები. შესაბამისად ხარისხიც დაბალი აქვს.

Posted by: kakuna123 24 May 2017, 19:41
kaxaberski66
vano22
მე გურიაში ვცხოვრობ, აქ ვყიდულობ გულისტანის ქარხნის წამოებულ ქატოს, 20 კილოგრამიანი 11 ლარი, და შავი ფქვილი ზუსტად არ ვიცი ვისი წარმოებულია 33 კილოგრამიანი 25 ლარი, კოპტონი არ ვიცი რა არის და შეგიძლიათ ამიხსნათ რო ვიკითხო ბაზარშიი?

კიდევ რა დამავიწყდა რო დამეწერა მაშინ, რო წამოვიყვანე მეორე დღეს ზმუოდა, დახტოდა და წავიყვანე კუროსთან.. შეიძლება რო დამაკებამ წველის მოკლება გამოიწვიოს? და თუ კი რამდენი ხნით? მე ჯერ ახალდაწყებული მაქვს ძროხის მოვლა და ეხლა ვსწავლობ და თქვენ როგოც გამოცდილებს იმიტო გისმევთ ამდენ შეკითხვებს, ბოდიშით თუ შეგაწუხებთ...

Posted by: vano22 24 May 2017, 20:28
kakuna123
11 ლარი რა ამბავია კახეთში 8-9 ში ყრია ქატო შენ ძაან ბევრს იხდი საკვებში.. შავ ფქვილს ყიდულობ 75 თეთრად მაშინ როცა თვითონ ხორბალს იყიდი 50 თეთრად და ქატოს მაგივრად კი იგივე ფასში კოპტონი მოგივა.

.. კოპტონი არის მზესუმზირის დაწურვის და ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი მასა ანუ ზეთ გამოცლილი დაპრესილი მზესუმზირაა მრგვალი სინის ფორმის ან ოთხკუთხედი. კოპტონს ეტყვი და თითონ მიხვდებიან რა. გუგლში კოპტონის ფოტო ვერ ვნახე აზრზე ხარbiggrin.gif

მაკების გავლენაზე წველადობასთან დაკავშირებით kaxaberski66 უფრო კვალიფიციურ პასუხს გაგცემს მე მაგდენი არ ვიცი. ერთი ის ვიცი რომ გაჩენიდან მალევე მაკობს ძროხა და ახურების პერიოდში საჭმელს არ ჭამს და მოუსვენრადაა რაც აუცილებლად აისახება წველადობაზე მაგრამ თუ იმაკა და კარგადაც ჭამს არ იქნება მაგის ბრალი. ფოტოები ხომ არ გადაგიღია? ძაან დიდ ინფორმაციას მოგვცემდა თუნდაც 1 ფოტო

Posted by: kakuna123 24 May 2017, 22:00
vano22
1 სურათი გადავუღე და როგორ ავტვირტო? smile.gif

Posted by: vano22 24 May 2017, 22:39
kakuna123
1000 კილობაიტზე დიდი თუ არაა შენი პოსტი დაარედაქტირე და იქიდან ატვირთავ

Posted by: kaxaberski66 24 May 2017, 22:52
kakuna123
არ შეგიწუხებივართ. თუ რამე იცის აქ ვინმემ, არ დაგამადლის და ცოდნას გაგიზიარებს. მე ფორუმი ამისთვის მაინტერესებს და არა ერთმანეთის ლანძღვაგინებაშეურაცხყოფისთვის.
ეხლა თემასთან დაკავშირებით.
ძროხა გაჩენიდან 21-23დღეს ახურდება, ანუ ისევ დამაკება უნდა. აი ამ 2 დღის განმავლობაში მოუსვენრობს და ნაკლებს ჭამს. აქედან გამომდინარე ნაკლებსაც მოიწველის. უშუალოდ მაკეობას, პირველი 2-3 თვის განმავლობაში, წველადობის კლებასთან კავშირი არ აქვს. 3 თვის შემდეგ წველადობაში ნელნელა კლებულობს. ფური ემზადება ახალი ხბოს გაჩენისთვის.
დამაკებიდან 9 თვის შემდეგ ხბოს გააჩენს.
ფურმა უნდა იწველოს 300-305 დღე. დამაკება ისე უნდა დაგეგმოთ რომ, 305 დღის ლაქტაციის შემდეგ 60 დღე წველისგან დაისვენოს, აღიდგინოს ენერგია, შეივსოს ორგანიზმი საჭირო მინერალებით, რომ გააჩინოს ჯანმრთელი ხბო. ხბო მუცილში ყოფნის 9 თვიდან, განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება ბოლო ორი თვე. შვიდი თვის ხბო მუცელში ყოფნისას იწონის დაახლოებით 5კგ ს. ხოლო მუცელში კარგად განვითარებული ახალდაბადებული 9თვის ხბო იწონის 30კგ საც და მეტსაც.

Posted by: kakuna123 24 May 2017, 23:37
http://www.picz.ge/img/s2/1705/25/5/5228b373d2cb.jpg
* * *
kaxaberski66 vano22
მადლობა გაიხარეეთ
ცუდი სურათი ავტვირთე მაგრამ რაცაა შეაფასეთ აბა


Posted by: vano22 25 May 2017, 00:00
kakuna123
მესამეზე არაა ეგ 100% მეხუთე მეექვსეზე მაინცაა სულ ცოტა.. კაი ნაკვები და მოვლილი ჩანს როგორც ზემოთ აღნიშნე არც შენ აკლებ მზრუნველობას.. მაგ ძროხისთვის 5 ლიტრი არაფერი არაა 8_10 მდე უნდა ავიდეს წესით..


წველის დროს ამჩნევ რომ იპარავდეს რძეს? ზურგის აზნექა ან ცურის აწურვა ხომ არ შეგიმჩნევია? დაბალანსებული კვებით და მცირე ქიმიური ჩარევით არის შანსი სასურველ წველადობას მიაღწიოს..

ხბოს ისევ აწოვებ თუ ახალ აცილებულია?..


დღის სინათლეზე და გვერდიდან რომ გადაგეღო უფრო გამოჩნდებოდა

Posted by: kakuna123 25 May 2017, 00:51
ხბოს 2 ჯერ ვაწოვებ, ჯერ სულ თავიდან და მერე შუა წველაში რო აღარ მაძლევს მივუშვებ ხბოს ჩამოუშვებს რძეს და მერე ისევ მაძლევს, კი ვამჩნევ რო იპარავს და უტოვებს ხბოს..
ხვალ დღის სინათლეზე გადავურებ და დავდებ კიდევ... 8 ლიტრზე ამაყვანინა და 10 აღარ ვამბობ ამ ეტაპზე, რა ქიმიური ჩარევა შეიძლება? კოპტონს გავიკითხავ ბაზარში და იმედია იქნება.. მესამე ხბოა ეგრე მითხრა და რავიციიი თუ მომატყვილა დაა... არადა 5-6 ხბოებზე რო იყო ძროხები ეგენი მაგიტო დავიწუნე, შევხედავ კიდევ რამოდენიმე დღეს, მე მაქსიმალურად ვცემ პატივს როგორც შეიძლება და თუ არადა დავურეკავ პატრონს

Posted by: vano22 25 May 2017, 11:41
kakuna123
მაშინ ვერ გაიგებ რამდენს იწველის რადგან ძროხამ რო იცის ბოჩოლამ რო უნდა მოწოვოს შენ ყველა ვარიანტში დაგიმალავს რძეს..

ძროხა ყველაზე კარგია მესამე მოგების. ამიტომ ვინც ყიდის ყველა მაგას იძახის მესამეზეაო ან მეოთხეზეო.. ასაკის გაგება კბილების და რქების ასევე საერთო შეხედულების მიხედვით უნდა განსაზღვრო და არა პატრონის თქმით


წველადობის გასაზრდელათ იყიდება სპეციალური დროჟი (საფუარა სოკო) მე მაქ გამოცდილი და შესამჩნევად ზრდის წველადობას.

Posted by: kakuna123 25 May 2017, 12:26
vano22
რა ვიკითხო ვეტაფთიაქში? და ფქვილში შევურიო? კბილების და რქებით როგორ მივხდე მითხარი აბა და დავაკვირდები, რქებს კარგად გადავუღებ სურათს და საღამოს დავდებ,
დღეს რო დავიწყე წველა და რძე დაუმთავრდა მერე მივუშვი ხბო მოამოცა და მერე ისევ ჩამოვწველე, მანამდე მოწველამდეც ვამოცებიებდი,

Posted by: vano22 25 May 2017, 14:48
kakuna123
კი ფქვილში ერევა
ზუსტი სახელი არ მახსოვს გაგირკვევ დღეს ხვალ და მოგწერ. რომ უთხრა წველის მოსამატებელი დროჟიო კი მიხვდებიან...

რქებზე ზოლებით ლაქტაციები ითვლება და კბილების შემოწმებას ცოდნა უნდა თორემ მოგაკვნეტს თითებსbiggrin.gif. მე და ბევრი მესაქონლეც ვიზუალურად ვიგებთ ასაკს რადგან როგორც ადამიანს ასევე ძროხას სახეზე და ტანზე ეტყობა რა ასაკისაცაა და ამის აღწერა ცოტა ძნელია. ბევრ საქონელთან თუ გექნება შეხება შენც ისწავლი ამას.

ჯერ ბოჩოლას მოაწოვე და შენ მერე მოწველე თორემ შეიძლება მშიერი დატოვო ხბო.. ან წინები აჭამე და უკანები წველე

Posted by: kaxaberski66 18 Jun 2017, 22:26
kakuna123
სად დაიარგე კაცო. ამდენი რჩევა მოგეცით. რა შედეგი მიიღე, არ უნდა გვითხრა?
საერთოდ ზოგადადაც. აქ უსაქმური ხალხი, ვისაც რჩევის მიცემა შეუძლია, არ არის. პატივი ვცეთ ერთმანეთს და გამონახეთ საიმისო დრო, რომ ორიდე სიტყვით გაგვაგებინოთ, თუ რა შედეგი მოგიტანათ იმ რჩევამ, რომელიც მოგცეს. თუ არ გამოგიყენებიათ რეკომენდირებული რჩევები ისიც დაწერეთ. აქ ბევრი წაიკითხავს ამ ყველაფერს, ვისაც შეიძლება იგივე გასაჭირი ჰქონდეს და ვინმესგან მიღებული შედეგი ანდა უშედეგობა მაგალითად გამოიყენოს.

Posted by: kakuna123 20 Jun 2017, 11:20
kaxaberski66
გაუმარჯოს, ისე ხშირად ვერ შემოვდივარ და მაგიტო ვერ დავწერე აქ, ვანომ საფუარი მირჩია, ოზურგეთში ვერ ვიშოვე და შემდეგ ახლობელმა გამიყო ცოტა და საკვებში ვურევ, და ვნახოთ როგორ შედეგს მოიტანს, 5,5-6 ლიტრაზე ძვლივს ძლიობით ავიყვანე როგორც იქნა, მაქსიმალურად ვკვებავ რაც შემიძლია, ოღონდ ღამე ნაყიდ იონჯას რო ვუყრი არ ჭამა და მერე ნედლი ბალახი მივეცი, მეპატრონეს ველაპარაკე და დაბრუნებით არ დავუბრუნე და თანხა დავაბრუნებინე ცოტა... 1 თვის მაკეა ეხლა, რამენი თვის უნდა იყოს რო ვეტექიმი მოვიყვანო და გასინჯოს რო ნამდვილად მაკეა რო არ შევცდეთ?? ფურთან რო მყავდა იქედან მე-6 დღეს ქონდა ნიშანი მაკობის, მაგრამ მაინც რო 100% დავრწმუნდე ვეტექიმს გადავამოწმებინებ... არ იფიქროთ რო თქვენს რჩევებს არ ვითვალისწინებდე, უბრალოდ ხშირად ვერ შემოვდივარ...

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2017, 01:10
kakuna123
ასე შე კაცო, შემოიხედე. შენზე ნაკლებად დაკავებული ხალხი არ გეგონოს აქ. ეს პოლიტ. განყოფილება არ არის.
QUOTE
ნაყიდ იონჯას რო ვუყრი არ ჭამა და მერე ნედლი ბალახი მივეცი

რაღაცაშია საქმე. იონჯა ისეთი კულტურაა, ნაყიდი კი არა რაც არ უნდა იყოს, ყველა სახის ბალახის ჭამას უნდა შეეშვას და იონჯა ჭამოს. იონჯა ბალახოვან კულტურებში პარკოსანი მცენარეა. ეხლა შორს წამიყვანს ამაზე საუბარი. მესაქონლეობის თემაში ერთხელ დავიქადნე, რომ უნდა დამეწერა ყველა საკვები კულტურების ენერგეტიკული ღირებულებები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხე. შეიძლება იმ იონჯაზე ძალზე დიდი რაოდენობით არის სასუქი მიცემული და იმიტომ არ ჭამს.
რამოდენიმე წერილის წინ vano22 აღნიშნა, რომ მინდორში სადაც კი საქონელს მოუსაქმია, ყველგან ბალახი განსაკუთრებულად მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ საქონელი არ ჭამს. იმიტომ რომ იქ გადაჭარბებულად არის ნაკელისგან დაგროვებული სასუქი.
აქ რომ წერენ გლეხი უცოდინარიაო, სწორია. მაგრამ ფერმერს, უცოდინრობა არ შეეფერება. დღევანდელი ინტერნეტი სწავლის საშუალებას იძლევა ბოლოს და ბოლოს.
აი ისეთ საძოვარს სადაც საქონლის ძოვებისას გროვდება ნაკელი. ახალი ბალახის ამოსვლამდე უნდა დაიფარცხოს, რომ ფარცხმა გამხმარი ნაკელი დაშალოს და წვრილ ნაწილებად გაშალოს მიწაში. დაფარცხვისას ბალახის ფესვები წყდება და ღიზიანდება. რის შედეგადაც ბალახი უფრო ხშირი ამოდის. კულტურული ბალახდგარის შექმნაც კიდევ ერთი მეცნიერებაა, რაც სერიოზულად საქმეს შეჭიდებულმა მესაქონლემ უნდა იცოდეს.
kakuna123
შენი ძროხა მეწველად არ ივარგებს. ეს სურათზეც გამოჩნდა. ფორმები არ აქვს მაღალპროდუქტიული საქონლის, მაგრამ გული არ გაიტეხო. სწავლა სიკვდილამდეა.

Posted by: REVERS 21 Jun 2017, 08:45
ახლა რა ფასებში იყიდება მოზვრები ?

გასაყიდი მყავს და ასე 200 კილომდე იქნება

2 წლის არის

ახალწლამდე მინდოდა მოცდა მარა ვერ ხერხდება sad.gif

ნორმალურ ფასად მინდა რო გაიყიდოს და მაინტერესებს რამდენი უნდა დავაფასო ?

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2017, 09:03
REVERS
ეხლა საქონელი ძვირია. ცოცხალი წონა 6ლარი მაინც იქნება.

Posted by: kakuna123 21 Jun 2017, 10:35
kaxaberski66
1 თვე და 1 კვირაა რაც მყავს ეს ძროხა, და პირველად რო მოვიყვანე ერთი 2-3 დღე ჩვეულებრივად ჭამდა იონჯას მაგრამ მერე შეეშვა, ეს ბალახი მაქვს ნაყიდი ერთი 8-9 თვე იქნება, წინა ხბოს ვუყიდე მაგრამ ის გავყიდე შემდეგ, და შეიძლება რო მაგიტო არ ჭამდეს რო მაინც ასე ვთქვათ შარშანელი გამოდის..??
ეს რო ვიყიდე მეორე თუ მესამე დღეს ვნახე შენი პოსტი როგორ შევარჩიოთ მეწველი ძროხა, ეგ ცოტა ადრე რო მენახა უფრო სხვანაირად შევარჩევდი, მაგრამ არაუშავს ამ ეტაპზე იყოს, თან მაკეთ არის და ხბოს რო დაბადებს მერე აუცილებლად გავყიდი...
და რა მაინტერესებს კიდევ, რამდენი თვის მაკე უნდა იყოს ძროხა რო ვეტექიმი მოვიყვანო და 100% დავრწმუნდე რო ნამდვილად მაკეა?

Posted by: vano22 21 Jun 2017, 11:03
kaxaberski66 შენი ცოდნის და პრაქტიკის პატრონი უფერმოდ როგორ ძლებ? წამო სოფელში წამოჭიმე ერთი დიდი ფერმა და მოამრავლე საქონელი.. ადრე რა სიტუაციაც იყო აღარაა დღეს ისე. კაი ფული რჩება მცოდნე კაცის ხელშიsmile.gif


kakuna123 ეხლა ერთ რამეს გეტყვი და მე თუ ცუდად ჩამოვაყალიბე აზრი იმედია b]kaxaberski66[/b] დამეხმარება..

ესეიგი ძროხა რო აჩენს ხბოს მაშინვე უნდა მოაწოვონ ბოჩოლას და რასაც ვერ მოწოვს ბოლომდე უნდა გამოწველონ ხელით და შემდეგ ყოველ მოწოვებაზე დარჩენილი რძე ბოლომდე უნდა გამოიწველოს ხბოს აცილებამდე. შემდეგ წველა ზუსტად განსაზღვრულ დროებში უნდა მოხდეს და არა მოდი დღეს 5 ზე მოვწველი და ხვალ 9 ზეო ასე არ გამოვა. საღამოთი ძროხა საძოვრიდან მოსვლისთანავე არ უნდა მოწველო რადგან დაძაბული აქ სხეული და 1 საათში რომ დაისვენებს და მოდუნდება მერე უნდა მოწველო.

შენი ძროხის პატრონმა შეიძლება პირველივე დღეებში და შეიძლება კვირებშიც მარტო ხბოს აწოვა და დარჩენილი რძე არ ჩამოწველა რაც წველადობის შემცირების ერთერთი მთავარი მიზეზი გახდა რასაც შემდეგ მოგებამდე ვეღარ გამოასწორებ..

Posted by: kakuna123 21 Jun 2017, 11:23
vano22
როცა ხბოს მოიყვანს აუცილებლად გავითვალისწინებ მაგ რჩევებს, გაიხარე, მოწველის დროს რაც შეეხება სულ ვცდილობ რო ერთი და იგივე დროს მოვწველო, საღამოსაც როცა ვაბავ მიახლოებით 1 საათიანი შუალედის შემდეგ ვწველი...
რამოდენიმე დღის წინ ძროხის პატრონს დავურეკე და ავუხსენი სიტვაცია რო როგორი პირობითაც გამატანა რო 6 ლიტს იწველიდა, ვერ მოვაწველინე, თან აქაც ავღნიშნე მაშინ რო მითხრა დასალევს ვერ ვაძლევო, მე დასალევიც მივეცი და მაქსიმალურად ვკვებავ რაც შეიძლება, ამ კაცმა მითხრა რო საერთოდ ძროხამ იცისო რო ხბოს მოგებიდან 3 თვეში წველის დაგდებაო, თან ახალი დამაკებული არისო, მე ვუთხარი ყიდვის დროს ეგრე არ შევთანხმებულვართთქო და თან როცა ძროხა მაკდება ასე მითხრეს თქო რო 4-5 დღე თუ მოიკლებს წველას მაქსიმუმ თქო.. ერთი სიტყვით ეს კაცი ეცადა რო ყველანაირად თავი ემართლებინა, მე ვუთხარი ძროხის დაბრუნებას არ გთხოვ, მაგრამ თქვენც კი ხვდებით რო ეს 1000 ლარიანი ძროხა არ არის თქო და 100 ლარი დავაბრუნებინე... 3 თვემდე ხბო მოყვა, ეხლა 4 თვისაა, და რამდენ თვემდე შეიძლება რო ვაწოვო ძუძუ??? თან მაკე როა მეცოდება.. თან რა ჩვევა აქვს იცით ამ ხბოს, რძეს რო ჭამს მიუხედავად იმისა რო აძლევს დედამისი ეს მაინც ურტყამს თავს ჯიქანზე და ახალი მაკე კი არის მაგრამ რამე ცუდს ხოარ გამოიწვევს ძროხაზე?

ნეტა გურიაში ცხოვრობდეთ ვანო და კახაბერ უფრო ხშირი კონტაქტი მექნებოდა თქვენთან და ძროხის შერჩევაშიც უფრო დამეხმარებოდიით...

Posted by: REVERS 21 Jun 2017, 12:02
kaxaberski66
QUOTE
ეხლა საქონელი ძვირია. ცოცხალი წონა 6ლარი მაინც იქნება.


200 კილოიან მოზვერში 1200 ლარი ?

ამ ფასში ვიყიდი მე რო მომინდეს ?





Posted by: vano22 21 Jun 2017, 12:12
kakuna123
3 თვის ხბო კი იქნება ეხლა 500 ლარიანი თუ არა 400 ლარიანი 100% და 500 ლარად რომ ძროხა დაგრჩეს ნაჩუქარია.

შეგიძლია ნელ ნელა ააცილო უკვე წესით კი 2 თვის მერე აღარ აწოვებენ ხბოს თუ რაღაც განსაკუთრებული გეგმები არ აქვთ ამ ხბოსთან დაკავშირებით რადგან ცერებს უფუჭებ ძროხას დიდი ხბო. თავის ამოკვრას რაც შეეხება ეგ ხბოს ჩვევაა და გენეტიკაში აქ მაგრამ საშვილოსნო მაღლაცაა და ცოტა შიგნითაც ისეთი რა უნდა ურჩილოს რომ საშვილოსნომდე ავიდეს რავიცი.
* * *
REVERS
ხორცი 9_10 ლარია ჩემთან ოფტავოი ფასი. კორმავოი 200 კილოიანს 140 კილო რომ გამოუვიდეს 1300-1400 ლარია ჩასაბარებელი ფასი. საცალოდ 12 ლარი ღირს ხორცი

Posted by: REVERS 21 Jun 2017, 12:32
vano22
QUOTE
ხორცი 9_10 ლარია ჩემთან ოფტავოი ფასი. კორმავოი 200 კილოიანს 140 კილო რომ გამოუვიდეს 1300-1400 ლარია ჩასაბარებელი ფასი. საცალოდ 12 ლარი ღირს ხორცი


ცოტაა

სოფლად შეიძლება ნორმალურია, მარა თბილისისათვის ცოტაა

გარდაბნის თათრები მოდიან ხოლმე საყიდლათ და 1500 ლარს ჯერ კიდე სუსტად რო იყო მაშინ იძლეოდნენ

თან შავი არის ფერით და რატომღაც ეტანებიან შავ მოზვრებს

ერთი წონის შავსა და სხვა ფერის მოზვერში, 200 ლარის სხვაობას იხდიან



Posted by: vano22 21 Jun 2017, 12:45
REVERS
ხო სოფლის ფასები გითხარი ქალაქში მეტს იხდიან. შენი ფასით 10.7_11 ლარი გამოდის ხორცის ფასი.

შავი მოზვერი ჩემთანაც ძაან ფასობს პატარა ხბოებს შავი თუა ცოცხალ წონას 10 ლარში ყიდულობენ აზერები

Posted by: Komponent 21 Jun 2017, 20:28
2 წლის დეკეული მყავს. კისერზე გაუჩნდა 4 მმ დიამეტრის ხელა კვანძები (მუწუკები, საკმაოდ ბევრი) და უჩირქდება.
ჯანზე კარგად არის, მგელივით.
ვეჩათავე ვეტერინარიის დეპარტამენტს, მითხრეს რომ მოვლენ და შეამოწმებენო. მართლაც მოვიდნენ, მერე წერილი გამომიგზავნეს და ასე გადავთარგმნე.
ეპიდემიურ დაავადებაზე შევამოწმეთ და არ არისო, შეგიძლიათ უმკურნალოთო. ჰოდა როგორ ვუმკურნალო არაფერი უთქვიათ. ეტყობა არ იციან.
ვინმემ რამე ხომ არ იცით, ამასთან დაკავშირებით?

Posted by: vano22 21 Jun 2017, 20:51
Komponent
კვანძოვან დერმატიტს გავს. ფოტო დადე აბა

Posted by: Komponent 21 Jun 2017, 22:18
vano22
სავარაუდოდ რამდენიმე დღეში მოვახერხებ გადაღებას.
ისე, იმ ვეტერინარიის ხალხს, ნოდულუროვან დერმატიტზე ჰქონდათ ეჭვი მაგრამ, სიცხე არ აქვსო და სუსტად არ არისო. შეიძლება დასაწყისია ჯერ. უბრლოდ ხელი მოუსვეს და სურათი გადაუღეს.

ჰოდა, მაგ კვანძოვან დერმატიტს შველის რამე?
მადლობა.

Posted by: vano22 21 Jun 2017, 22:50
Komponent
დიდი ხანია რაც ჩირქოვანი გამონაყარი შეამჩნიე? ეგ თუ მართლა კვანძოვანი დერმატიტია უსიცხო ფორმებიც არსებობს და თუ დასუსტებამდე მივიდა საქმე მერე ვეღარც გადაარჩენ სასწრაფოდ უნდა დაუწყო სხვა და სხვა ჯგუფის ძლიერი ანტიბიოტიკებით მკურნალობა თორემ დავარდება და მოკვდება. ვეღარ ვიხსენებ ვის მაგრამ ვიღაცის ძროხას ჭირდა ამ თემაში კვანძოვანი დერმატიტი და იმედია დაწერს როგორ უმკურნალა..

სასწრაფოდ მიიყვანე ვეტექიმი და დაუწყე მკურნალობა.

http://georgiandairy.org/ka/post/ra-unda-vitsodet-nodularuli-kvandzovani-dermatitis-shesakheb

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2017, 00:21
vano22
QUOTE
ესეიგი ძროხა რო აჩენს ხბოს მაშინვე უნდა მოაწოვონ ბოჩოლას და რასაც ვერ მოწოვს ბოლომდე უნდა გამოწველონ ხელით და შემდეგ ყოველ მოწოვებაზე დარჩენილი რძე ბოლომდე უნდა გამოიწველოს ხბოს აცილებამდე. შემდეგ წველა ზუსტად განსაზღვრულ დროებში უნდა მოხდეს და არა მოდი დღეს 5 ზე მოვწველი და ხვალ 9 ზეო ასე არ გამოვა. საღამოთი ძროხა საძოვრიდან მოსვლისთანავე არ უნდა მოწველო რადგან დაძაბული აქ სხეული და 1 საათში რომ დაისვენებს და მოდუნდება მერე უნდა მოწველო.

შენი ძროხის პატრონმა შეიძლება პირველივე დღეებში და შეიძლება კვირებშიც მარტო ხბოს აწოვა და დარჩენილი რძე არ ჩამოწველა რაც წველადობის შემცირების ერთერთი მთავარი მიზეზი გახდა რასაც შემდეგ მოგებამდე ვეღარ გამოასწორებ

ყველაფერს სწორად ამბობ, მაგრამ ვფიქრობ იქ ცდები, რომ პირველ დღებში და კვირებში არ ჩამოწველა. არ ჩამოწველა კი არა, რაც რძე ჰქონდა ალბათ სულ წველიდა და ხბოსაც თითქმის არაფერს უტოვდა. მაინც რძე ცოტა იყო და ამიტომ გაყიდა.
* * *
kakuna123
QUOTE
ეხლა 4 თვისაა, და რამდენ თვემდე შეიძლება რო ვაწოვო ძუძუ??? თან მაკე როა მეცოდება.. თან რა ჩვევა აქვს იცით ამ ხბოს, რძეს რო ჭამს მიუხედავად იმისა რო აძლევს დედამისი ეს მაინც ურტყამს თავს ჯიქანზე და ახალი მაკე კი არის მაგრამ რამე ცუდს ხოარ გამოიწვევს ძროხაზე?

თუ რძის დიდი ინტერესი არ გაქვს და ხბო გინდა კარგი იყოს და ძვირად გაყიდო, ხბო არც ააცილო და სულ ხბომ მოწოვოს. 8-10 თვისას, ძროხა რომ იყიდე იმ ფასში გაყიდი. აი დედამისს ცხვირს რომ ურტყავს ძუძუებში, მაგით ძროხას არაფერი მოუვა, მაგრამ თუ ძუძუში რძე აღარ აქვს და ხბო დიდხან წოვს, შეიძლება ძუძუები დაუსკდეს.

REVERS
მე სავარაუდო ფასი დავწერე. თბილისში ვცხოვრობ და აბა 100% როგორ ვთქვა?
ჩემი აზრით, 200კგ-იან მოზვერს სუფთა ხორცი ექნება მაქსიმუმ 110-115 კგ. მეტი არ ექნება რადგანაც განსაკუთრებულად მეხორცული ჯიშის საქონელი არ იქნება.

Posted by: kakuna123 22 Jun 2017, 01:05
kaxaberski66
vano22
ხბო გასაყიდად არ მინდა, მინდა რო მოვასუქო და მერე საახალწლოდ რო დავკლა სახლისთვის, ბავშვები მყავს და ნაყიდ ხორცს მირჩევნია.. ძუძუში რძე ქონდა და მაინც ურტყამდა თავს, სპეციალურად შევამოწმე რო ურტყამდა, თუ აქვს რძე თქო...

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2017, 01:17
kakuna123
ძუძუში რძე თუ აქვს, შვილს აუცილებლად მისცემს. თავის მირტყმა დედაზე წოვების აუცილებელი წესია. სხვისი ძროხა და ხბო ნახე წოვებისას და იგივეს აკეთებს.
მე ის გითხარი, რომ უნდა მიხვდე როდის აღარ აქვს დედას რძე და ხბო მაინც ღეჭავს ძუძუს. ამ შემთხვევაში შეიძლება ძუძუები ძროხას დაუსკდეს და სამკურნალებელი გაგიხდეს. თუ რამე ვერ გაიგე, შემეკითხე.
* * *
ხო ჩავამატებ. მაგ თავის მირტყმას კახეთში სადაც მე ვცხოვრობ ვეძახით მოგერებას. ანუ ხბომ მოუგერა. ამის შემდეგ დედა რძეს გამოუშვებს და ხბო დაიწყებს წოვას ხარბად და ხანგრძლივად კუდის ქიცინით რამდენიმე წამი. ხბო რძეს უცებ გამოწოვს და რძე რომ გათავდება აი მაშინ იწყებს განმეორებით და შეუბრალებლად და ხშირ-ხშირად ცხვირის ტრყმას ჯიქანში. აი ამ დროს დედას რძე უკვე აღარ აქვს და მოაცილე ხბო.

Posted by: Levcorp 22 Jun 2017, 05:00
გამარჯობათ ფორუმელებს ინვესტიციას ვახორციელებ სოფლის მეურნეობაში კერძოდ საქონელი მინდა შევიძინო და ყველზე ვიმუშაო მაქვს თანხა და ვიპოვე holsteinis da plekvis najvari მაგრამ ეს ნაჯვარი იყიდება სომხეთში და აქ თუ შევძლებ ყიდვას ესენი იწველებიან 20-25 ლიტრს. და ფას სომხეთში ღირს ლარებში რო დავწერო 2700 ლარი ღირს და აქ თუ იცით რა ფასი აქვთ ან სხვა შემცვლელი რომელი ჯიშებია საქართველოში 20 ლიტრამდე რო მომცემს რძეს . მადლობა აბა გავააქტიუროდ ფორუმის ეს თემა !!!

Posted by: kakuna123 22 Jun 2017, 10:27
kaxaberski66
მადლობა გავითვალისწინებ...

Posted by: Komponent 22 Jun 2017, 11:04
vano22
დიდი მადლობა. იმათ როგორ მომიდუნეს ყურდღება, არაფერი არააო.
ძალიან გავს კვანძოვან დერმატიტს. იმათ კიდევ ველაპარაკე და არ იქნებაო, სხვებსაც გადაედებოდა სადგომშიო. სხვა რაღაც კანის დაავადებააო. ანტიბიოტიკი დანიშნეს მაინც, უნდა უშველოსო.

Posted by: vano22 22 Jun 2017, 11:45
kaxaberski66
ეგ ძროხა პირველზე მეორეზე ან მაქსიმუმ მესამეზე რომ იყოს მეც მასე ვიფიქრებდი მაგრამ ცუდ მეწველ ძროხას მაგდენი წელი რატომ გაიჩერებდნენ? არც ფშაურ ხევსურულა არაა და არც კვარაცხელიას ჯიშის არაა რომ ვთქვა მეტის მოწველის შანსი არ აქ თქო მაგრამ დიდი ტანის ძროხა ჩანს ველის წითელის გადმონაშთი და 8_10 ლიტრი უნდა შეძლოს წესით
* * *
Komponent
გადაედებოდა რას ქვია გრიპი კი არაა ერთ დღეში გადაედოთ.. სიტყვაზე რომ თქვეს არაა დერმატიტიო და გადაედოთ სხვებსაც აგებენ პასუხს თავიაანთ უპასუხისმგებლო ქმედებაზე? ჯილეხიც კი არ გადადის მასე 100% ანი ალბათობით მთელ ნახირზე და მაგათ თუ ჯერ ეპიდემიის კერის შექმნა უნდათ რომ მერე ფულები მოტეხონ ბიუჯეტიდან ეგ სხვა საქმეა.


Levcorp იანგარიშე გასავალ შემოსავალი? 2700 იაფია მაგ წველადობისთვის და შემოყვანიანათ რა ჯდება?

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2017, 13:24
vano22
მაგ საქონელზე დროის დაკარგვა შერჩება მხოლოდ. კაცი ერთ ძროხას რომ ყიდულობს, რძე უნდა მიიღოს ზედ რომ გადაჰყვება. პოტენციურად მეწველი ძროხა არაფერში ჭირდება.

Posted by: kakuna123 22 Jun 2017, 14:02
vano22
kaxaberski66
მე მითხრა მისმა პატრონმა რო 2 მეწველი ძროხა + 1 წლიანი 2 დეკნა და 2 ჩვილი ხბო მყავსო და მაგიტო ვყიდი ვერ ვპატრონობ ამდენსო, მეც ვითომ კარგმა გამოცდილმა ერთი შეხედვით მომეწონა ძროხა (გამოუცდელობას რა ვუთხარი) და წამოვიყვანე, ეხლა დამაკდა და მეცოდება მოშორება და შევხედავ სადღაც 7-8 თვის მაკე რო იქნება ან მაშინ ვეცდები გავყიდო ან კიდე ხბოს რო მოიგებს მაშინ..
არადა კარგი მჭამელი ძროხაა, და ამდენს რო ჭამს და შედეგი არ აქვს ნორმალური ნერვებზე ვიშლებიი sad.gif sad.gif

Posted by: vano22 22 Jun 2017, 14:24
kaxaberski66
ეგ რათქმაუნდა მასეა ერთიდან ერთი კი არა 100 სულიანი ფერმებიც კი გამოწუნვას უკეთებენ მასეთ საქონელს.. მაგრამ რა უნდა ჭირდეს მაგხელა ძროხას რომ ყველაზე აქტიურ ფაზაში 5 ლ მოიწველოს?

kakuna123

8 თვის მაკის გაყიდვა რაღა წესია ბარემ გააჩინოს და 2 თვის ხბოსაც კარგ ფასში გაყიდი და ძროხასაც და ორივეს ფასში კი მოგივა სხვა უფრო უკეთესი ძროხა

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2017, 16:12
მოგებულს სხვა მასე იყიდის როგორც მაგან იყიდა სიტყვაზე ნდობით?

Posted by: vano22 22 Jun 2017, 16:20
kaxaberski66

რა ფასსაც ამბობს მაგ ფასში სახორცედაც იყიდიან რძე ვისღა დააინტერესებსsmile.gif + ხბოს ფული 400-450 ლარი

ბაზარზე ისეთი ფასი დაედო საქონელს ლამისაა მოზარდი მოზვრები ცოცხალი წონა კილო 10 ლარი გახდეს.

Posted by: kaxaberski66 23 Jun 2017, 01:13
Levcorp
QUOTE
holsteinis da plekvis najvari

ჰოლშტეინი ვიცი როგორი საქონელიც არის, მაგრამ რომელ ჯიშთან არის შეჯვარებული ეგ ვერ გავიგე.
QUOTE
ეს ნაჯვარი იყიდება სომხეთში და აქ თუ შევძლებ ყიდვას ესენი იწველებიან 20-25 ლიტრს.

ასეთ საქონელს რომელიც 20-25 ლიტრს იწველის, სომხეთიდან არავინ გამოგატანს და ვერც აქ იყიდი. საერთოდაც ეს ლიტრაჟობით წველა იცით რას ნიშნავს? ისრაელში სტანდარტულად საშუალო ფური იწველის 10000-12000 ლიტრ რძეს. რომ მოიყვანოს საქართველოში ვინმემ ასეთი ძროხა, იცით რამდენს მოიწველება აქ? 10 ლიტრას დღეში. მეტს ვერა. სამი თვის შემდეგ კი მოკვდება. შეიძლება ცოტა ადრეც.
ეხლა შევეცდები ავხსნა საიდან გამომდინარეობს რძის წველადობა. ზოგადად ყველამ იცის რომ ჭამიდან. იტყვიან ხოლმე, ძროხას რძე ენაზე აქვს მიმაგრებულიო.
თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ არსებობს როგორც ვიცით მერძეული, მეხორცულ-მერძეული და მეხორცული საქონლის ჯიშები. შეჭმულ საკვებს ძროხა რომ გადაამუშავებს, მერძეულები გადაამუშავებენ დაახლოებით 70% რძედ და30% ხორცად. მეხორცულები პირიქით.
ძროხას შეუძლია დღე-ღამეში შეჭამოს თავისი ცოცხალი წონის 3% საკვების მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით. ხოლო მაღალპროდუქტიულ მეწველ საქონელს თავისი წონის 3.5% მშრალი ნივთიერების ტოლი საკვების შეჭმა.
თუ ძროხა იწონის 350კგ ს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეჭამოს 10.5 კგ მშრალი ნივთიერების შემადგენლობის საკვები.
ეხლა რას ნიშნავს ეს მშრალი ნივთიერება.
ყველა საკვები შეიცავს წყალს და მშრალ მასას. მაგალითად. ბალახს თუ გავთიბავთ 100კგ ს. რომლის შემადგენლობაშიც გათიბვისას არის 45% მშრალი ნივთიერება და დანარჩენი წყალი. თივად გაშრობის შემდეგ მისი მასა იქნება 35-38 კგ. რომლის მასაშიც შემადგენლობა იქნება 13-15% წყალი და დანარჩენი მშრალი ნივთიერება.
მარცვლეულს რომელსაც ვიყენებთ საქონლის საკვებადაც და საფქვავადაც, შეიცავს 12% წყალს და 88% მშრალ ნივთიერებას.
თუ 350კგ. იანმა საქონელმა დღე ღამეში შეჭამა 15 კგ. თივა. მაშასადამე მას შეუჭამია15*0.86=12.9 მშრალ ნივთიერება. მაშასადამე ეს 350კგ ძროხა ვერ შეჭამს 15 კგ თივას. ის შეჭამს დაახლოებით 12-13 კგ თივას და თუ ერთი კგ. თივის ყუათიანობა არის 0.45საკვები ერთეული, ძროხა მოიწველის 12კგ თივა გამრავლებული 0.45 საკვებ ერთეულზე =5.4 საკვებ ერთეულს. ეს კი იმას ნიშნავს რომ, ამ 5.4 საკვები ერთეულიდან რადგანაც ძროხის წონა არის 350კგ. 3.5 საკ ერთ. ჭირდება ძროხას არსებობისთვის, ხოლო დარჩენილი 2.9 სა. ერთ. დან მოიწველის 2.9* 2= 5.8 ანუ 6 ლიტრამდე რძეს.
მარცვლეულის ყუათიანობა მერყეობს 1დან1.37 საკ. ერთეულამდე. ავიღოთ საშუალოდ მარცვლეულის ნაზავის 1.15საკ. ერთ.
იგივე ძროხა შეჭამს მაქსიმუმ 10.5 კგ მშრალ ნივთიერებას. ეხლა ეს რაოდენობა გადავანაწილოთ თივასა და მარცვლეულის ნაზავის ნაფქვავს შორის.
დავუშვათ შევაჭამეთ 8 კგ თივა. ამ თივის მშრალი მასა =8*0.84=6.72კგ მშრალ ნივთიერებას. ამ 8 კგ. თივის ყუათიანობა იქნება8*0.45=3.6 ს.ე.
10.5კგ მშრალ ნივთიერებას გამოვაკლოთ უკვე შეჭმული თივის მშრალი ნივთიერება.10.5-6.72=3.78.
ესე იგი ძროხას კიდევ შეუძლია შეჭამოს 3.78 კგ მშრალი ნივთიერება.
ეხლა ეს 3.78 კგ. გადავანაწილოთ მარცვლეულძე და მივიღებთ რომ 3.78/0.88ზე. ერთი კილოგრამი მარცვლეულის შემცველ მშრალ ნივთიერებაზე=4.29.
ესე იგი შეჭმული თივის გარდა კიდევ შეუძლია შეჭამოს მარცვლეული წონით 4.29კგ. ამ მასის მარცვლეულის ყუათიანობა გამოვა 4.29*1.15=4.93 ს.ე.
ჯამში გამოდის რომ ძროხამ მიიღო3.6თივის+4.93მარცვლეულის ს.ე=8.5 ს.ე.
8.5ს.ე. გამოვაკლოთ არსებობისთვის საჭირო 3.5ს.ე. დარჩება 5ს.ე. აქედან გამომდინარე ეს ძროხა მოიწველის 5ს.ე.*2=10 ანუ 10 ლიტრა რძეს.
აი როგორ შეიცვალა ძროხისგან შეჭმული ერთიდა იგივე რაოდენობის მშრალი ნივთიერებიდან ოღონდ სხვადასხვა საკვებიდან წველადობა. პირველ შემთხვევაში მარტო თივიდან მოიწველა 6 ლ. ტძე. მეორე შემთხვევაში თივა+ნაღერღი მარცვლეული ანუ კორმა, 10 ლ. რძე.
ეხლა დაითვალეთ რა წონის უნდა იყოს ძროხა და რა რაოდენობის მშრალი ნივთიერება უნდა შეჭამოს და რა სახის საკვებს მისცემთ რომ 20-25 ლიტრი რძე მოგცეთ. შესძლებთ იმ ძროხის ასე კვებას? თორემ იქ სადღაც რომ იწველება, თქვენს შემთხვევასთან არაფერ შუაში არ არის.
თუ ამ ყველაფერმა დაგაინტერესათ მაგრამ ვერ გაიგეთ, შემეკითხეთ. არ მეზარება აგიხსნით.

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 09:50
kaxaberski66
ანუ წველლადობა მეწველის მასაზეა დამოკდებული?
თუ წონით პატარაა მეწველი რაც არ უნდა კარგად ვკვებოთ ბევრს მანც ვერ მოიწველის ხომ?

Posted by: vano22 23 Jun 2017, 10:28
gia1970
ერთი ჯეჯგვი ძროხა გვყავდა ადრე ოჯახში. ხევსურკა იყო სხვა ძროხებს შუა წელამდე ძლივს წვდებოდა მაგრამ იწველიდა 7_8 ლიტრს მაწონი გამოდიოდა კარაქივით უნდა გადაგესვა პურზე რძე 3 ადუღება მოხდის მერეც კი იკეთებდა ნაღებს. მე იმისი გაშრობა არ მინახია ძლივ ძლიობით აშრობდა ხოლმე დედაჩემი ზაფხულში ყველას ძროხა 4-5 ლიტრაზე რომ ჩამოვარდებოდა ხოლმე ეს ისევ გაძეძგილი ცურით მოდიოდა ხოლმე..

მე რაც ვიცი წველა გენეტიკაზეა დამოკიდებული შეიძლება მთასავით ძროხა 5 ლიტრიანი იყოს და თხასავით კი 10 ლიტრიანი. ორ ერთნაირ მერძეული ჯიშის ძროხაში კი რა თქმა უნდა დიდი ტანის მეტს მოიწველის.


gia1970. სამწუხაროდ მე მასეთი ფორმულების და გაანგარიშებების აზრზე არ ვარ
user.gif

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 10:38
vano22
საინტერესო რამ დაწერა კახაბერმა და ათვლა ძროხის წონიდან იწყება
იმიტომ დავსვი ეგ კითხვა

Posted by: kaxaberski66 23 Jun 2017, 11:09

გასაგებად თუ დავწერე და რამე გაიგეთ?
gia1970
QUOTE
ორ ერთნაირ მერძეული ჯიშის ძროხაში კი რა თქმა უნდა დიდი ტანის მეტს მოიწველის.

ტანის სიდიდეზე რომ არ იყოს წველა, ეს ნავაროჩენნი ევროპელ- ამერიკელ-ებრაელები იმდენს იზამდნენ, რომ საქონელს ჯუჯებად აქცევდნენ, რომ ცოტა ეჭამათ და რძე კი თავისი წონის მოეწველათ.
წველის რაოდენობა კომპლექსური შედეგებისგან მიიღება.
საქონლის ჯიშობრივობა+საქონლის წონა+კვება+მოვლის პირობები და ასე შემდეგ.

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 11:42
kaxaberski66
ტემპერატურული რეჟიმი ბაგური კვების შემთხვევაში როგორი უნდა ჰქონდეს საქონელს?
* * *
QUOTE
ტანის სიდიდეზე რომ არ იყოს წველა, ეს ნავაროჩენნი ევროპელ- ამერიკელ-ებრაელები იმდენს იზამდნენ, რომ საქონელს ჯუჯებად აქცევდნენ, რომ ცოტა ეჭამათ და რძე კი თავისი წონის მოეწველათ.

თან მრავალსართულიან დაბალჭერიან სადგოკმებს აუშენებდნენ lol.gif

Posted by: kaxaberski66 23 Jun 2017, 12:07
gia1970
სადგომებში უნდა იყოს კარგი ვინტილაცია. თუ ვინტილაცია არ იქნება ფერმაში ჩახუთულობა იქნება.

Posted by: Komponent 25 Jun 2017, 21:04
ასეთი სურათია, კისერი ამოვჭერი თორემ დიდი იყო და არ იტვირთებოდა. ანტიბიოტიკს ვუკეთებთ და კრეოლინით უნდა მოვბანოთ ხოლმე.

Posted by: vano22 25 Jun 2017, 22:06
Komponent
90% დერმატიტია. რა ჯგუფის ანტიბიოტიკები დაუნიშნეს?


კრეოლინი კარგია მოუხდება. ძირითადი კერები შეგიძლია 1-1 გაზავებული არყით დაუზილო დილა საღამოს ტყავის შეხურებამდე 4-5 დღე ეყოფა

Posted by: Komponent 26 Jun 2017, 12:11
vano22
მათ არ ჯერათ რომ კვანძოვანი დერმატიტია. მაინც რომ არ მოვეშვი დაუნიშნეს penstrep-400, 24 საათში ერთხელ 20 მილილიტრი, 5დღე. კვანძოვან დერმატიტზე კიდე სხვა ანტიბიოტიკებს ვახმართო. როდესაც კვანძოვანი დერმატიტია 2-3 დღეში მკურნალობა თუ არ დავუწყეთ კვდებაო. ჩემსას კი აქ 2 თვე მაინც უკვე. თუმცა ამდენი არ ჰქონდა თავიდან.

Posted by: Mateo Falcone 26 Jun 2017, 12:16
არის აქ ვინმე ვინც მეწველ ან მეხორცეებს მწვანე ბალახს აჭმევდეთ ზამთარში?

აი ასეთს



როგორი პროპორციით აჭმევთ და როგორ?

Posted by: vano22 26 Jun 2017, 12:50
Komponent
სხვადასხვა ფორმებია დერმატიტის ზოგს უცებ კლავს ზოგს ნელ ნელა ზოგიც თავისით რჩება ხოლმე.

მწვავე ფორმა 1 კვირამდე კლავს.


საერთოდ დერმატიტი დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევით და შენ ძროხას თუ ლაბორატორიული დასკვნით არ დაუდგინდა დერმატიტი მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ ეთქვათ რომ ეგ არაა დერმატიტი ხოლო ასე ჰაერზე თქმა რომ დერმატიტი აქამდე მოკლავდა ესეიგი ეგ არ არისო მე პირადად დიდ შეცდომად მიმაჩნია. მასე აგერ მე თვითონ შარშან გაზაფხულზე მივედი მწვავე ხველით და სისუსტით ახმეტის საავადმყოფოში 1 გადასხმა გამიკეთეს და გამომიშვეს ვირუსია გაგივლისო იმ ღამესვე თელავის რეანიმაციულმა გამაქანა ორმხრივი გართულებული ფილტვების ანთების და გულის უკმარისობის დიაგნოზითsmile.gif

Posted by: Komponent 27 Jun 2017, 10:05
vano22
ფილტვების ანთებას და გულის უკმარისობას თუ ვერ ხვდებიან, რაღა სავადმყოფოა ეგ? მოსასმენი როა, ფონეიდოსკოპი ჰქვია მგონი, მაგით ხვდებიან მაგას. მე იმერეთში ვარ.
ვეტერინარიიდან ერთხელ იყვნენ, კიდევ უნდა მოვიდეთო მაგრამ აღარ მოვიდენ. ეს წამალიც ტელეფონით დაუნიშნეს. მე იმას ვფიქრობ კიდე არ უნდოდეს ანტიბიოტიკები. როცა ანტიბიოტიკით მკურნალობ სრული დანიშნულება უნდა გაუკეთო. ასე ვიცი.
ცოტა თუ გაუკეთე შეიძლება იმუნიტეტი გამოიმუშაოს დაავადების გამომწვევმა მიკრობმა.
ამ კუთხით ბაქტერიოფაგებზე იყო რეკლამა ტელევიზიით, ფაგი კონკრეტულ მიკრობს ანადგურებსო. საერთოდ საინტერესოა ეგ ფაგებისა და ვეტერინარის ხალხი თუ თანამშრომლობენ რამეში.
ამბობენ მორჩებაო და ვნახთ.

Posted by: vano22 27 Jun 2017, 11:57
Komponent
საავადმყოფო კი არა სასაკლაოა არაფრის აზრზე არ არიან. დიაბეტიან ქალს აწეულ შაქარზე ჩვეულებრივი გლუკოზა გადაუსხეს ინსულინიანი კი არა და ვეღარ გაატანა დილამდე იმ საწყალმაsad.gif


შენ ძროხას როგორც ჩანს შედარებით იოლი ფორმა აქ და მალე მორჩება პირის ღრუ და თვალის ლორწოვანი ხომ წესრიგში აქ? უმიზეზო ცრემლ დენა და დორბლიანობა ხომ არ შეგიმჩნევია?. ანტიბიოტიკების სრული კურსი 5-7 დღიანია პენსტრეპ 400 კი მართლა ძალიან ძლიერი და ფართო სპექტრში მოქმედი ანტიბიოტიკია და მაგასთან ერთად სხვა ანტიბიოტიკების გამოყენება არ შეიძლება
* * *
გუგლში არის მონაცემები ბაქტერიოფაგების ვეტერინარიაში გამოყენებაზე. ჩვენთან ვეტერინარია კი არა მედიცინა და მეცნიერება არის შუა საუკუნეებში ჩარჩენილიsad.gif

* * *
Mateo Falcone
50 თეთრი ღირს რძე და ეგ რო აჭამო რა გამოვა

Posted by: Mateo Falcone 27 Jun 2017, 19:12
vano22
QUOTE
50 თეთრი ღირს რძე და ეგ რო აჭამო რა გამოვა

ზამთარში.

ნუ ეხლა ქართულ ძროხას 100 ლიტრას რო იწველება წელიწადში აზრი არა აქვს....

1 კილო თესლის ფასი ჯდება ფაქტიურად 10/12 კილო მწვანე ბალახი. (სიმინდი, ხორბალი, ქერი)


ძაან ადვილი და იაფია თვითონ კონსტრუქცია, სისტემა და მოვლა, სათბურიც ძალიან პატარა უნდა. ხარჯი - თესლია.

Posted by: vano22 27 Jun 2017, 22:54
Mateo Falcone
აბა ის 20 000$ ანი სათბურები რაღატო შემოყარეს თუ იაფად და კუსტარულადაც შეიძლებოდა მაგის წარმოება?

Posted by: Mateo Falcone 28 Jun 2017, 02:19
vano22
QUOTE
აბა ის 20 000$ ანი სათბურები რაღატო შემოყარეს თუ იაფად და კუსტარულადაც შეიძლებოდა მაგის წარმოება?

არ ვიცი რომელზე ამბობ. ალბათ დიდ წარმადობაზე იყო ლაპარაკი.

ფული რომ მქონდეს მეც დავდგავდი პოლიკარბონატის სათბურს მარა...


სათბურის მთავარი ხარჯი არის თესლი და გათბობა. მაგრამ ვინაიდან ამ ბალახის სათბურს დიდი ფართობი არ სჭირდება, გათბობის ხარჯიც ნაკლებია.

სასუქი მაგას არ უნდა, არც ნიადაგი, არც ნიადაგის შემცვლელი, ერთ კვადრატზე 50/60 კილოს მოიყვან 2 კვირაში, უფრო მეტსაც.

უხეშად რომ იანგარიშო, 14 კვადრატულ სათბურზე დღიურად გაქვს უწყვეტად 50 კილო ბალახი, ანუ 3 ძროხის სააჭმელი.

სათბური უნდა ჩვეულებრივი, უმარტივესი თაროებით და ჯამებით. ერთი განსხვავება მორწყვის ავტომატიზაციაა და ეგეც წვეთოვანზე იაფი ჯდება. პლუს გაგრილებასაც ეგ ცვლის

საკვები ნივთიერების დამზადება კიდევ სახლის პირობებში შეიძლება, არავითარ შხამქიმიკატებს ეგ არ შეიცავს, სტანდარტული ნიადაგის შემცველობის მინერალებია.

და გათბობაც ჩვეულებრივი, ნებისმიერი სათბურის გათბობა.

Posted by: Levcorp 28 Jun 2017, 03:34
ფორუმელები ვეძებ ძროხის ჯიშს რომელიც მომცემს დღეში 20 ლიტრამდე რძეს + - 3 ლიტრა ან 5 ფული მაქვს 3800 ლარი სად ვიყიდო ან რა ჯიშია ვინმე ხო არ ყიდით ?

Posted by: kaxaberski66 28 Jun 2017, 09:50
Mateo Falcone
QUOTE
14 კვადრატულ სათბურზე დღიურად გაქვს უწყვეტად 50 კილო ბალახი, ანუ 3 ძროხის სააჭმელი.

ძროხა რომელიც იწველის მწვანე ბალახზე 15ლ. რძეს, უნდა შეჭამოს 60კგ. ბალახი.
* * *
Levcorp
ძალიან რთული ამოცანა გქონია გადასაწყვეტი. მასეთ საქონელს დაეძებს მთელი საქართველოს მესაქონლეები.
ჯიშები კი შემდეგია.
ჰოლშტეინი, შვიცი, კავკასიური წაბლა. ეს რომლებიც საქართველოში არსებობს.

Posted by: gia1970 28 Jun 2017, 10:40
kaxaberski66
კვარაცხელიას ჯიში თუ გაგიგონია
და თუა დღევანდელობაში შემორჩენილი?

Posted by: vano22 28 Jun 2017, 10:41
Mateo Falcone
საინტერესო რამეა

"საკვები ნივთიერების დამზადება კიდევ სახლის პირობებში შეიძლება, არავითარ შხამქიმიკატებს ეგ არ შეიცავს, სტანდარტული ნიადაგის შემცველობის მინერალებია"

ეს თემა ცოტა ვრცლად რომ გაშალო შეიძლება?



kaxaberski66 60 კილო მწვანე ბალახს მოინელებს რო? ჩაუხურდება და გაფშეკავს ფეხებსbiggrin.gif.



Levcorp
მარნეული ახალციხე კასპი. ამ რაიონებში იშოვება ჯიშიანი ძროხები

Posted by: ghost471 28 Jun 2017, 12:25
Gamarjobat fermerebo smile.gif marneuleli vachrebis saqonelze ra azris xart? Savsea mymarket.ge magati gancxadebebit

Posted by: kaxaberski66 28 Jun 2017, 13:32
gia1970
QUOTE
კვარაცხელიას ჯიში თუ გაგიგონია
და თუა დღევანდელობაში შემორჩენილი?

გამიგია. ტიბაანში ჰყავდათ საჯიშე ბუღა კვარაცხელიას ჯიშისა. როცა ბუღა არის, ესეიგი ფურებიც იქნებიან სადმე.

Posted by: Mateo Falcone 28 Jun 2017, 21:52
kaxaberski66
QUOTE
ძროხა რომელიც იწველის მწვანე ბალახზე 15ლ. რძეს, უნდა შეჭამოს 60კგ. ბალახი.

no.gif
როგორც ვიცი 100 % საკვები არ შეიძლება იყოს არც მერძევესთვის და არც მეხორცესთვის. 100 კილოზე დაახლოებით ორ-სამ კილომდე აჭმევენ, პლუს კორმა და სხვა მშრალი საჭმელი. პირადი გამოცდილება არ მქონია. როგორც ვხვდები წილობრივად ცვლის კორმასაც და თივასაც. წველადობას უმატებს 10/15% წერენ.

მოკლედ როგორც ჩანს ჩიტი ბრდღვნად არ ღირს smile.gif

Posted by: vano22 28 Jun 2017, 22:13
ghost471
ვაჭარი არასდროს არ ყიდის კარგ საქონელს რადგან ვაჭარს არავინ მიყიდის კარგ საქონელს იმიტომ რომ კაცი თუ კარგ საქონელს ყიდის იმას ან მეზობელი იყიდის ან ახლობელი

Posted by: ghost471 28 Jun 2017, 22:38
vano22
როგორც ვიცი სასომხეთიდან შემოყავთ და მოწველაზე გარანტია ვართო. ვუთხარი სამჯერ მოვწველითქო და არაა პრობლემაო(ვიცი რო ორი დგე არ წველიან ხოლმე და მაგიტომ)

Posted by: kaxaberski66 29 Jun 2017, 00:01
როგორ გგონიათ, ძროხები სასომხეთში რძეს ფსავენ? თუ სომხეთში ძროხის ყიდვას აპირებთ, უნდა წახვიდე სომხეთში და ადგილზე ნახო ძროხები თუ რამდენს იწველებიან სამი წველის განმავლობაში. თუ მართლა იწველებიან 20 ლ. ს და მეტს, რითი და როგორ კვებავენ მათ. შენც შეძლებ თუ ვერა ისევე კვებას?
მერე, საიდანაც ძროხების წამოყვანას აპირებ, რა დონეზეა ზღვის დონიდან და რა დონეზეა ზღვის დონიდან ის ადგილი სადაც უნდა მიიყვანო.
ერთი სიტყვით, ასე მარტივი არ არის ეს ყველაფერი.

Posted by: vano22 29 Jun 2017, 09:27
kaxaberski66
ჩემთან ფერმაში ჰოლშტეინები დაეხოცათ ზუსტად აკლიმატიზაციის შეუგუებლობის გამოsad.gif

ghost471
ვეტერინარი წაიყოლე აარჩიე ძროხა და წველადობაზეც შეამოწმე მთავარია ბებერი ან ბრაკი არ იყოს თორემ საუკეთესოს თუ ვერა ერთ ჩვეულებრივ კარგ ძროხას კი აარჩევთ როგორმე

Posted by: ghost471 29 Jun 2017, 09:51
Sauketesos evropis fermashi ver iyidi im martivi mizezis gamo ro sauketesos aravin gamogatans. Rasac iq achmeven da rac wesia is unda achamo. Yvelaze didi problema adgilmdebareobis shecvlaa. Iyides axloblebma da 6-7 litrit naklebs iwvelian.

Posted by: kaxaberski66 30 Jun 2017, 00:19
ghost471
QUOTE
Iyides axloblebma da 6-7 litrit naklebs iwvelian

ჩვეულებრივი ამბავია.
აი როგორ პირობებშიც იქ არიან შენ თუ უკეთეს მოვლის პირობებში ჩააყენებ, მეტს მოიწველის. ძროხა ცოცხალი არსებაა და აქვს შეგრძნება უკეთესის და უარესის.
* * *
QUOTE
vano22

QUOTE
ჩემთან ფერმაში ჰოლშტეინები დაეხოცათ ზუსტად აკლიმატიზაციის შეუგუებლობის გამო

ვერ გავიგე, როგორ შენთან ფერმაში? საამხანაგო ფერმა გაქვთ?

Posted by: vano22 30 Jun 2017, 23:17
kaxaberski66
ჩემთან ახლოსაა ეგ ფერმა და მოკლეთ დავწერეbiggrin.gif

შარშან ზაფხულში ჩამოიყვანა კიდევ ერთმა მოცადმა 10 ცალი სიმენტალი და ეხლა გავიგე დაუყიდიათ უკვე.
ვერ უვლიდნენ სათანადოდ ალბათ თორემ აგერ ყვარელში და ქედში 300 სულიანი ფერმებია ერთი სოფლის ნობათის და ის მეორე არ ვიცი ვისია მაგრამ მშვენივრად უვლიან და კაი ფულსაც ატრიალებენ.

არც ფასი არ აქ 3.5-4 ლარში იბარებენ ახალ ყველს და ღირს რო ამ ფასზე მუშაობა? მართალია ზამთრის კვების და მწყემსის ხარჯს ბოჩოლით ფარავს მაგრამ მაინც მეცოტავება

Posted by: kaxaberski66 1 Jul 2017, 00:50
vano22
QUOTE
კიდევ ერთმა მოცადმა 10 ცალი სიმენტალი და ეხლა გავიგე დაუყიდიათ უკვე.

მოცადმა ვერ გავიგე რას ნიშნავს.
სიმენტალი ძალიან კარგი ჯიშია, კომპლექსურია როგორც შვიცი.მერძეულ- მეხორცულიც არის და მეხორცულიც. ერთი მინუსი აქვს. ძალიან დიდი ხბორები იბადებიან წონით და მშობიარობა უჭირთ.
QUOTE
ვერ უვლიდნენ სათანადოდ ალბათ თორემ

პრობლემა სწორედ მოვლაშია. სანამ არ შევეშვებით მონღოლ-სელჩუკურად საქონლის შენახვას(ველურად თავისი პირით) და არ გადავალთ კულტურულ მეურნეობებზე, მესაქონლეობას არაფერი არ ეშველება. ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოყავს.

QUOTE
არც ფასი არ აქ 3.5-4 ლარში იბარებენ ახალ ყველს და ღირს რო ამ ფასზე მუშაობა?

არ ღირს. მე რომ წერილებს ვწერ ჩემი ფერმერობის დროინდელს მაშინ იყო ეგ ფასი. 1992-96 წლებში. ვინც 3.5-4 ლარში ყიდის, მისი მარტო ძროხის ფსელი და ნეხვი იქნება.
მე ეხლაც ყველთან მაქვს საქმე. შენს კითხვაზე რომელიც რამდენიმე დღის წინ დამისვი,vano22



kaxaberski66
მომთაბარეობისას ამოყვანილ ყველსაც აქ ეგ პრობლემა? ზაფხულამდე მთაში ადიან და იქ უკვე გრილა შედარებით. ბაგური კვებისასაც შეიძლება ფერმის მოჩრდილება. ბარში 99% ი ახალ ყველს აბარებს მარშუტკებს თბილისის სახაჭაპურეებისათვის და მაინც და მაინც დიდი არჩევანი არცაა და პირადად მე თუშურ ცხვრის ყველს ვყიდულობ ყოველთვის. ეს ძროხის ყველი ვერაა რაღაც გემრიელი ან ცარელა მარილია ხოლმე ან მართლა მწკლარტე გემო დაჰკრავს. მაღაზიის სულგუნსაც ვერ დავუჭირე მუღამი. შენ რომელი ყველი მიგაჩნია საქართველოში N1 ად?
ეტყობა ჩემს პასუხს ყურადღება არ მიაქციე. ნომერ პირველი ქარხნის ყველი ხარისხით ჩემი ყველია, რომელსაც წარმატებით ვყიდით 8.5-9 ლარში. გააჩნია რაოდენობას.

Posted by: vano22 1 Jul 2017, 07:50
kaxaberski66
მოცადს ჩვენში ისეთ ადამიანს ეძახიან ვინც ცოდნის მიუხედავად ხან ერთ საქმეს აკეთებს ხან მეორეს და ბოლოს ყველაფერს რომ მიაგდებს და ისევ სხვა საქმეს იწყებს..

იმ ფერმიდან ერთი ჩემმა ახლობელმა იყიდა სახლში აჭმევს და 18 ლიტრს იწველის მარტო ბალახზე და როშზეო.

8_9 ლარი? საუკეთესოს თუ აკეთებ კი გადაგიხდიან მაგრამ ჩვეულებრივ ახალ ყველს აგერ ბაზარზე მანქანები ყოველ კვირა ტონობით იბარებენ 4 ლარში.. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო ყველს აბარებენ მაგრამ ჩვეულებრივი ოჯახური ფერმები აბარებენ ასე თუ ისე ნორმალური ხარისხის ყველს. სახაჭაპურეებს კი სულ კიდიათ ყველი ერქვას მარტო და იაფი იყოს მეტი არაფერი აინტერესებთ ვისაც სხვა მიზნით უნდა ახალი ყველი ის გადაიხდის კარგში მეტს მაგრამ მე ბაზარზე 9 ლარიანი ოფტავოი მყიდველი არ მინახია

Posted by: Mateo Falcone 1 Jul 2017, 12:30
vano22
QUOTE
როშზეო

ეგ რა არის?

Posted by: vano22 1 Jul 2017, 12:45
Mateo Falcone დაროშილი მარცვლეული.. მეწისქვილეს რომ ეტყვი დამიროშეო მსხვილად ფქვავს რომ მცოხნავმა საქონელმა კარგად მოინელოს.

Posted by: Levcorp 1 Jul 2017, 18:50
ფორუმელებო ვერსად ვერ ვიპოვე თემა სადაც საუბარია ხბოების შეძენაზე და 1 წლის შემდეგ გაყიდვა ანუ მოგება რჩება 800 ლარამდეო მართალია ?

Posted by: vano22 1 Jul 2017, 20:25
Levcorp
არა
.......................

Posted by: kaxaberski66 1 Jul 2017, 21:51
vano22
QUOTE

8_9 ლარი? საუკეთესოს თუ აკეთებ კი გადაგიხდიან

საუკეთესოს რა თქმა უნდა. აბა ისე ვინ გადამიხდის მაგ ფასს როცა ყველით არის გაჯერებული ბაზარი წელიწადის ამ დროს.

Posted by: gia1970 3 Jul 2017, 11:24
kaxaberski66
რძეს ყიდულობთ თუ საკუთარი გაქვთ?

Posted by: kaxaberski66 3 Jul 2017, 12:03
gia1970
ვყიდულობთ. საკუთარი რძე ერთი ლიტრიც არ გვაქვს.

Posted by: gia1970 3 Jul 2017, 12:25
kaxaberski66
QUOTE
ვყიდულობთ. საკუთარი რძე ერთი ლიტრიც არ გვაქვს.

რთული საქმეა რძის ყიდვა ასე მგონია მე

ვუშენებ ფერმას მთაში, მიმყავს ფერმამდე გზა, ვყიდულობ ტრაქტორს თუ რაცაა, რომ თიბავს, ცელით რომ არ თიბონ
პირობა ასეთია
გინდა ერთმა გინდა ათმა, უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 200 სული მეწველი და მიხედოს მაგ საქმეს
თუ იქნება ამის მსურველი ერთი ან თუნდაც ათი შეამხანაგებული კაცი?

Posted by: Levcorp 4 Jul 2017, 04:15
ფორუმელებო ვერსად ვერ ვიპოვე თემა სადაც საუბარია ხბოების შეძენაზე და 1 წლის შემდეგ გაყიდვა ანუ მოგება რჩება 800 ლარამდეო მართალია ?

Posted by: ghost471 4 Jul 2017, 11:12
800 dzalian bevria. Davushvat tveshi 10 kilo sufta xorci moimata ert welshi gamova 120 kilo+sawyisi rac daiwye is wona. Ert welshi zamtarshi 100 presi ro sheachamo da balaxi shen dapreso 1,5 lari mainc dagijdeba + marcvali welshi daaxloebit 350-400 laris. Iseti ro iyido romelsac 30 kilo xorci gamouva 500 laramde dagijdeba savaraudot. Exla shekribe 150 kilo xorci gaqvs romelsac abareb 10 larshi gamogdis 1500 lari.1500-500-350-150=500. Chemi azrit es maximumia rac sheidzleba datovos. Am gatvlebshi arc mwyemsis fuli shevida da arc medikamentebis.

Posted by: Levcorp 4 Jul 2017, 15:06
გაიხარე მადლობა ამ ანალიზისთვის , მე კი ასე ვფიქრობ ბაგურზე უნდა მყავდეს მწყემსი არ დაჩირდება რაც შეეხება საკვებს დიდი რაოდენობით მაქვს იონჯა და მხოლოდ სხვა საკვებისთვის შეიძლება დამჟირდეს 300 ლარამდე და ეგააა აცრების და ასე შემდეგ მიზერული თანხებია ..... ამიტომ დავწერე 800 ლარი მოგება

Posted by: ghost471 4 Jul 2017, 16:35
Levcorp
სხვა თვალითაც შეხედე, მწყემსი არ გჭირდება მარა შენ საკუთარ დროს კარგავ, ბალახის ყიდვა არ გჭირდება მარა ეგ ბალახი რო ცჰმევის მაგივრად გაყიდო უწვალებელი ფულია. აქედან გამომდინარე გადახედე გიღიირს რო შენ მიხედო საქონელს


Posted by: Levcorp 4 Jul 2017, 16:43
კი მიხირს რადგან 50-60 ხბო რო გავზარდო თვეში 1000 ლარს ვიშოვი და მაგ ფულს როგორ ვიშოვი სხვაგან ?
15 000 $ მიჭირავს ხელში ბოსლის აშენება 50 ხბოსთვის ან 60 სთვის შევზლებ ამ ფულით და 60 ხბოსაც ვიყიდი

Posted by: vano22 4 Jul 2017, 17:00
Levcorp აბა კახაბერს კითხე რას გირჩევს..


50 ხბოს ეხუმრები? იცი რამდენს ჭამენ? ხბო კი ბატონო მაგრამ 50 ცალ 1 წლის საქონელს გგონია ნათიბი ბალახით გააძღობ და მოუვლი? ამ მიდგომით მოგება გამორიცხულია.. ხბოების ბაგურზე გაზრდას ძაან დიდი ცოდნა და ფული ჭირდება.

15 000$ არ ეყოფა ნულიდან დაწყებას და 50 ხბოს გაზრდას

Posted by: ghost471 4 Jul 2017, 17:48
Levcorp
არ აჩქარდე, მეღორეობას რო ვიწყებდი 1 დასაყრელი ღორით დავიწყე და ნელნელა გავზარდე. თუ ეგ საქმე არ იცი და ეგრევე 50 სულით იწყებ დზაან გაგიჭირდება ტა დამხმარეს გარეშე არარეალურია ჩემი აზრით. სახსრებიც არასაკმარისი მიმაჩნია. ყველაზე იაფი პიკაჟებიც რო დააწყო მაინც კაი მაყუთს წაიღებს მშენებლობა. კარგად აწონდაწონე და გაუთვალისწინებელი ხარჯიც მიაწერე. + თუ ზაფხულშიაც ბაგურზე გეყოლება წარმოიდგინე რა რაოდენობის ბალახი დაგჭირდება

Posted by: Levcorp 5 Jul 2017, 02:03
მოკლედ თვქენი ცომენტარები რო წავიკითხე თითქოს გადავრჩი ისეთი შეგრძნება დამრჩა ამიტომ ასე მარტივად როგორც მე ვუყურებ დიდი სისულელეა უკვე ვფიქრობ ამ საქმის დაწყებას და ამ 15 000 $ ნაგავში გადაყრაა მადლობა თითოეულს დახმარებისთვის აი რატოა ფორუმი კარგი არცერთს გიცნობთ და დიდი მონაწილეობა მიიხეთ ამ ტანხის რაციონალურად გამოყენებაში აუცილებლად გავითვალისწინებ ....

Posted by: ghost471 5 Jul 2017, 07:39
Levcorp
მეგობარო სუ ყველაფერს რო თავი დავანებოთ წარმოიდგინე 1 სულს დღეში რამდენი კილო ბალახი, რამდენი კილო კორმა, და რამდენი ლიტრი წყალი უნდა. წყალს ავტომატურს გააკეთებ მარა დღეში 5 კილო კორმა რო მისცე ცალს და 10 კილო ბალახი ეს ციფრები გაამრავლე 50-ზე და წარმოიდგინე ამ ყველაფერმა შენს ხელში უნდა გაიაროს. + ნეხვი. 50 სულის ნეხვი გაიტანე სჰენ მარტო სადგომიდან smile.gif

Posted by: vano22 5 Jul 2017, 09:00
Levcorp
მე ვზრდი ხბოებს ყოველ წელს და მაგათი პლიუსი ისაა რომ თავისი პირით იზრდებიან საძოვარზე და შენ რომ ბაგურზე გაზარდო 1 წლისა თითო 1200 ლარი მაინც დაგიჯდება.

Posted by: gia1970 7 Jul 2017, 14:21
kaxaberski66
ერთი ასეთი ამბავი გამიგონია
ერთ სოფელში ერთ მეტად თავისებურ კაცს
ყავს მსხვილფეხა საქონელი იმდენი რომ თვითონაც არ იცის
ეს საქონელი გაშვებული ყავს ტყეში ველურად, მხოლოდ რამოდენიმეს თუ წველის
ეს ტყეში გაშვებულები ზამთარ ზაფხულ ღია ცის ქვეშ არიან
როგორც ამბობენ ხბოები იმხელები არიან რომა იმხელები ვერ დაიჯერებ რომ ხბოა
ივარგებს თუ არა ეგ საქონელი საჯიშედ?

Posted by: kaxaberski66 7 Jul 2017, 15:01
gia1970
როცა ხბორები დედაზე არიან მიშვებულები და თავის ნებაზე წოვენ, მართლაც 6-7 თვის ხბო 1 წლისებს ჰგვანან.
მაგრამ ამან ჯიშიანობაში შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ჯიში არის, რაღაც განსაკუთრებული თვისებების, ან შეფერილობის გამომხატველი ან კიდევ რომელიღაც ნიშნისა, რომლითაც ესა თუ ის საქონელი 90% ერთმანეთს ჰგავს.
ისე კი ფასეული ჯიშის საქონელს ეგრე ტყეში სამგლედ არავინ გაუშვებს.
* * *
მასეთი წესით გაზრდილ საქონლის ხორცს, მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს. ამას ნამდვილად ვერ დაუკარგავ.

Posted by: gia1970 7 Jul 2017, 15:19
kaxaberski66
QUOTE
ისე კი ფასეული ჯიშის საქონელს ეგრე ტყეში სამგლედ არავინ გაუშვებს.

ძაან უცნაური კაცია როგორც გამიგია
ფული თუ ჩაიგდო საქონელს ყიდულობს ოღონდ კარგს და უშვებს
ცოცხალი თავით არ მოგყიდის
რაც საქონელი ყავსო რომ გაყიდოსო მილიონერი იქნებაო
მაგრამ სახლში ბეტონის იატაკი აქვსო
სულ ტყეშიაო
სანადიროდაც კი წასულა სასტავი მაგ საქონელზე
ძაან დიდები და სწრაფები არიანო
მორტყმით მოვარტყით მაგრამ ვერ კი მოვინადირეთო
თან საშიშიია თითონ არ გაგეჩითოს ტყეში თორემ დაგიშვებს ეგრევე თოფს, რო დაინახოს მის საქონელზე ნადიირობ
20-30 შეიძლება მეტი წელიცაა რაც ეგ კაცი ეგრე ცხოვრობს
ამდენ ხანში მაგ ველურებში წესით კაი ჯიში უნდა ჩამოყალიბებულიყო
ეგ რო ყველა მეწველს წველიდესო მარტო მაგით იქნებოდა მიილიონერიო

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 01:22
gia1970
ის კი არის შეიძლება უცნაური კაცი მაგრამ, ვინც ეგ ამბავი მოგიყვა საქონლის შესახებ, ისენი არიან საქონელში დილეტანტები.
ჩემო გია, ჯიშის ჩამოყალიბება ასე იოლად ტყეში არ ხდება. ველურ ბუნებაში ჯიშის ჩამოყალიბებას ათასობით წლები ჭირდება. ხოლო კულტურულად მეცნიერების უდიდესი შრომის შედეგად 50 და ხშირად მეტი წელიც.
მაგალითად, ველურ ბუნებაში კავკასიის მთებში ჩამოყალიბდა ორი სახეობის ჯიხვი. აღმოსავლურ კავკასიური და დასავლურ კავკასიური. რადგან არსებობს ორი სახეობა, ესეიგი ისეინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან რაღაცით. მათ რომ ბუნებაში ერთმანეთთან ფიზიკური შეხება ჰქონოდათ, იქნებოდა ერთი ჯიში და არა ორი. ამას დასჭირდა ათასწლეულები.
ეხლა როგორ ხდება მეცნიერების მიერ.
მათ დასახული აქვთ მიზანი რომ მიიღონ რაიმე ანდა რომელიმე ნიშანთვისებით სხვებისგან გამორჩეული საქონელი. ავიღოთ მერძეულობის მხრივ, რადგან მე ეს ვიცი.
მიზანი დავუშვათ არის რომ რომელიმე ქვეყნის ერთ-ერთი კუთხისთვის უნდა გამოიყვანონ, იმ კუთხის ბუნება პირობებისთვის შესაფერისი შემგუებლობით გამორჩეული, თან მაღალ პროდუქტიული ჯიში.
აუცილებლად ფურები უნდა იყვნენ ადგილობრივი ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები. ხოლო სპერმა მაღალპროდუქტიული მსოფლიოს საუკეთესო ჯიშებიდან ერთ-ერთის. მიიღებენ რაღაც შედეგს. ის შედეგი უნდა გამოიცადოს. ანუ გაიზარდოს ხბო, იქცეს ძროხად და 3-4 მოგების შემდეგ ჩანს თუ რა შედეგი გვაქვს.
ვთქვათ ქართული მთაგორიანი პირობებისთვის სუსტი მუხლი და ჩლიქი აქვთ. ფურებს გაანაყოფიერებენ ისეთი ჯიშის ბუღის სპერმით, რომელ ჯიშსაც არ უჭირს მთიან რელიეფზე მოძრაობა. შემდეგ მიღებულ და გაზრდილ ფურებს, რომლებმაც იმშობიარეს 3-4 ჯერ, ისევ ანაყოფიერებენ ადგილობრივი ჯიშის საუკეთესო ბუღების სპერმით, რათა არ დაიკარგოს ადგილობრივი საქონლის ფასეული ნიშან თვისებები. გარემოპირობებისადმი შემგუებლობა.
ასე შემდეგ, ახალი ჯიშის მიღებაში შეიძლება 5-6 ჯიშის სახეობამ მიიღოს მონაწილეობა.
როდესაც მიიღებენ უკვე ახალ ჯიშს. იქ უკვე იწყება შიდა სამუშაოები რძის წველის სისწრაფეზე, ძუძუს სირბილეზე, ექსტერიერზე და ინტერიერზე და ასე შემდეგ. ეს უკვე საქონლის შერჩევა გადარჩევით ხდება.
აბა ტყეში ნებაზე მიშვებული საქონლიდან რა ჯიში უნდა გამოვიდეს?
ჩემმა ცხონებულმა ძმამ სწორედ ჯიშის გაუმჯობესებას შესწირა სიცოცხლე.

Posted by: Komponent 12 Jul 2017, 16:50
ჩემ დეკეულს დაეჩუტა კვანძები. დრო რომ გავა მთლიანად გაუქრებაო, ასე მითხრეს.

Posted by: vano22 30 Aug 2017, 15:38
Komponent
დაძირულა ეს თემა.. კარგია რომ მოურჩა რითი უმკურნალე თუ დაწერ კარგი იქნება. იქნებ სხვებსაც გამოადგეს პრაქტიკული რჩევა.


kaxaberski66
შენ კარგად ერკვევი საქონელში და მოდი ურჩიე ამ კაცს როგორ მოიქცეს


gig55
გამარჯობა მრავალ შემოდგომას და კარგ დღეებს დაესწარით საქონელთან დაკავშირებით მაინტერესებს თუ რომელი ჯიშია მერძეული რომელიც ჩვენ გარემო პირობებს უძლებს საცდელად მინდა ვიყიდო ორი სული დავაკვირდები რას იზამენ ხბოების ყიდვას ვფიქრობ რას მირჩევთ?

მაინტერესებს ყველაფერი ნუ რა ჯერჯერობით ასე რომ ვთქვათ ძალიან მცირე ადგილი მაქვს 4 ჰექტარი მინდა რომ დავაკვირდე მსმენია რომ წაბლა ჯიში უფრო ეგუება ჩვენ გარემო პურობებს ვიდრე სხვა ნეტავ რა ღირს წაბლა ჯიშის ხბიები მერძეულს ავირჩევდი

როგორც მსმენია წაბლა ჯიში უფრო შეგუებულია ჩვენ პირობებს რა ფასი აქვს ნეტა წაბლა ჯიშის ხბოებს

Posted by: kaxaberski66 30 Aug 2017, 23:09
vano22
ვერ გავიგე.
QUOTE
gig55
გამარჯობა მრავალ შემოდგომას და კარგ დღეებს დაესწარით საქონელთან დაკავშირებით მაინტერესებს თუ რომელი ჯიშია მერძეული რომელიც ჩვენ გარემო პირობებს უძლებს საცდელად მინდა ვიყიდო ორი სული დავაკვირდები რას იზამენ ხბოების ყიდვას ვფიქრობ რას მირჩევთ?

მაინტერესებს ყველაფერი ნუ რა ჯერჯერობით ასე რომ ვთქვათ ძალიან მცირე ადგილი მაქვს 4 ჰექტარი მინდა რომ დავაკვირდე მსმენია რომ წაბლა ჯიში უფრო ეგუება ჩვენ გარემო პურობებს ვიდრე სხვა ნეტავ რა ღირს წაბლა ჯიშის ხბიები მერძეულს ავირჩევდი

როგორც მსმენია წაბლა ჯიში უფრო შეგუებულია ჩვენ პირობებს რა ფასი აქვს ნეტა წაბლა ჯიშის ხბოებს

ეს წერილი სად ნახე, თორემ რაც ვიცი და შემიძლია ვურჩევ რა თქმა უნდა.

Posted by: gig55 30 Aug 2017, 23:51
kaxaberski66
მე დავწერე და რომელი ჯობია იქნებ მირჩიოთ მადლობელი დაგრჩებით

Posted by: kaxaberski66 31 Aug 2017, 00:19
gig55
ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
კი. კავკასიური წაბლა ადგილობრივი ჯიშია და მას შეჩვევა არც სჭირდება.
QUOTE
საცდელად მინდა ვიყიდო ორი სული დავაკვირდები რას იზამენ ხბოების ყიდვას ვფიქრობ რას მირჩევთ?

შენ თუ ეს ორი ხბო გინდა რომ ფურებად გაზარდო, ალბათ შესცდები. იმიტომ რომ, გამოუცდელი კაცი ვერ აარჩევ ისეთ ხბოს, რომ მეწველ ძროხად გამოგადგეს.
ახლა იმიტომ რომ, შენ მოფერებით გაზარდო და მერე იმისთვის რისთვისაც გინდოდა არ გამოგადგნენ, ცოდო იქნები ძალიან.
მე გირჩევ რომ, იყიდო ახალგაზრდა მეწველი ძროხები. თუმცა ასეთებიც ძნელი საყიდია, რადგან კარგი საქონელი როგორც წესი გასაყიდათ არ გამოჰყავთ, თუ გაჭირვება არ აქვთ რაიმენაირი ოჯახში. მაგრამ მაინც შესაძლებელია თუ ყოველ ბაზრობის დღეს ივლი საყიდლად.
სიტყვაზე არ უნდა ენდო. თუ გეტყვის რომ, დავუშვათ 15ლიტრს იწველისო, შენ თუ ასეთი წველადობის ძროხა გაწყობს და ფასშიც თანხმდებით, უთხარი რომ თანახმა ხარ. ოღონდ ამ ფურის სამჯერადი წველა უნდა ნახო შენი თვალით.
დაესწარი სამ წველას მიჯრით. თუ მართლა მოიწველა იმდენი რაც გითხრა, მაშინ იყიდე. თუ პირველ წველაზე კარგად მოიწველა და ჯამში სამი წველიდან ვერა, მაშინ არ იყიდო.

Posted by: gig55 31 Aug 2017, 08:51
kaxaberski66
რომ დაუკვირდები წაგებაში მაინც არ მოვალ გაიზდებიან თუ არ გამოდგა მეწველ ფურად გავყიდი შესაბამის თანხას ავიღებ ოღონდ ჩემი ინტერესი წყალში ჩაიყრება 3 ან 4 წელი უნდა ზარდო! კი რთული საყიდელია ძეოხა სიტყვაზე ვერ ენდობი კაცს ძროხის ყიდვა მოძულებული მაქვს ყოველ ბაზრობაზე მაინც ვერ ვივლი დრო არ მაქვს. თქვენ არ ყიდით? ხბოებს ორი სული მინდა

Posted by: kaxaberski66 31 Aug 2017, 09:03
gig55
მე მეკითხები თუ ზოგადად კითხულობ?
QUOTE
რომ დაუკვირდები წაგებაში მაინც არ მოვალ გაიზდებიან თუ არ გამოდგა მეწველ ფურად გავყიდი შესაბამის თანხას ავიღებ ოღონდ ჩემი ინტერესი წყალში ჩაიყრება 3 ან 4 წელი უნდა ზარდო!

აუცილებლად წაგებაში ხარ. 3-4 წელი ექსპერიმენტი უკვე წაგებაა. მასე თუ გინდა მაშინ მოზვრები გაზარდე და გაყიდე.

Posted by: gig55 31 Aug 2017, 12:45
kaxaberski66
მერძეულის ვარიანტი მაინტერესებს . მიწაც არ მაქვს დიდი და აზრი არ ექნება მოზვრების გაზრდას პირიქით წაგებაში მოვალ თუ ყველაფერი იყიდე რა მოგებას დატოვებს ჯერ შორს ვარ მაგისგან მიწებს თუ შევიძენ მერე დავფიქრდები რა როგორ აჯობებს
* * *
kaxaberski66
2 სულმა რა წაგება უნდა მომცეს არ ვგულისხმობ მთელი ფერმის ყიდვას იმდენი ვიცი რომ თუ კაცი საქმეში არ ხარ ჩახედული დიდზე არ უნდა გადადგა ნაბიჯი ყველა საქმეს თავის ცოდნა უნდა დიდ საქმეზე წასვლა უკვე გარისკვაა ჯობია დაიწყო მცირედით თუ გამოვა გამოვა თუ არადა გამოიხურავ კარებს ამ საქმიდან და უკან აღარ გავიხედავ:დ

Posted by: ghost471 31 Aug 2017, 13:53
[b]gig55
თუ იმაზე ფიქრობ რო მეხორცულებს უფრო მეტი ჭამა უნდათ ვიდრე მეწველ საქონელს ცდები მეგობარო.

Posted by: kaxaberski66 31 Aug 2017, 15:07
gig55
წაგებული იქ ხარ რომ, მეწველ ძროხებად ზრდიდი და ვაი თუა არ გამოგადგნენ. ფურის რომელიც კარგად ვერ იწველის, გაყიდვაც ხათაბალაა.

Posted by: gig55 31 Aug 2017, 17:41
ghost471
ჭამა ორივეს შესაბამისი უნდა მეწველსაც და მეხორცულსაც არაფელი გამიფიქრებია ისეთი რომ ჭამა არ უნდა
* * *
kaxaberski66
მოდი ასე ვთქვათ ვრისკავ მაგრამ სად ვიყიდი წაბლა ჯიშის საქონელს ეგრე თუ ვიფიქრე ნებისმიერი საქმე ვერაფერს გავაკეთებ ყველა საქმეს აქვს დადებითი და უარყოფითი საქმეები ადამიანი კი უნდა მიეძალო ცხოვრებას თორე ცხოვრება არ მოგეძალება შენbiggrin.gif

Posted by: vano22 1 Sep 2017, 17:59
gig55
სწორად გირჩია. ხბოს ყიდვა საძროხედ ზაან რისკიანია.

სულ რამდენიმე წლის ამბავია.. ბიძაჩემმა იყიდა ბაზარზე ხბო და გაზარდა ძროხად. გაიზარდა კარგი მეწველი და თვინიერი ძროხა გააჩინა ხბო ეს ხბო დედის ზუსტი ასლი იყო და ბიძაჩემმა დაიტოვა საყოლად გავზრდიო.

გაიზარდა ეს ხბო იმაკა და ხბო რომ გააჩინა აღმოჩნდა რომ 2 ცერის დვრილი შეხორცებულები ქონია პატარაობიდანვე და რძე ვერ გამოდიოდა. მოიყვანეს ვეტერინარი, გაუჩვრიტა ეს დვრილები და ჩაუყენა კათეტერები. ამ პროცედურამ ისე გაამწარა ძროხა რომ აღარც ხბო მიიკარა და აღარც პატრონი. 2 კვირაში გამოუღეს ეს კათეტერები მაგრამ ისევ შეუხორცდა დვრილები და წყალში გადაეყარა ბიძაჩემს იმ ძროხის გაზრდაში ჩადებული შრომა.. ეს შეიძლება 10 000 ში 1 ს დაემართოს მაგრამ ის ერთი ბიძაჩემი აღმოჩნდა.



2 ხბოს გამო აქეთ იქეთ სირბილი არ ღირს და ნურც ბაზარზე იყიდი ხბოს რადგან არ იცი რა დედის შვილია, შეიძლება სულაც ფშაურას ხბო მოგყიდონ შვიცის სახელით და არც ოჯახის დაფიცება შეეხათრებათ ისე არიან გაქნილები.

კარგი ხბოები თუ გინდა ბაზარზე ნუ დაიწყებ ძებნას. გაიკითხე ახლომახლო ჯიშიანი საქონლის ფერმები და მათგან იყიდე ხბო დედასაც იქვე ნახავ და გარკვეული წარმოდგენაც შეგექმნება ხბოს მომავალზე.

ისიც გასათვალისწინებელია რომ ფერმერი ცუდ მეწველს არ იყოლიებს, რაც გარკვეულ წილად გარანტიაცაა ხბოს გამოდგომაზე.

ჯიშებს რაც შეეხება შვიცი. კავკასიური წაბლა. ველისწითელი. ჯერსისთან ნაჯვარი შვიცი ან კავკასიური წაბლაც კარგია. ასევე სიმენტალთან ნაჯვარი ველისწითელიც მაგარი ძროხა გამოდის..


ხბოს არჩევისას დააკვირდი არა ხბოს სიმაღლეს არამედ სიგანეს ასევე ფეხებს მსხვილი ფეხები უნდა ქონდეს და გამართული სწორად დადგმული ჩლიქები (ჩლიქი ვითომ პატარა წვრილმანია მაგრამ თუ დაცერავებულად უდგას ჩლიქები და ჩლიქის შუა ცენტრიდან წვივის ძვლის თავი აშკარად ჩლიქის უკანა მხრისკენაა მიმართული ასეთი ხბო რომ გაიზრდება და დამძიმდება ნელ ნელა უფრო ბრტყლად დაიწყებს ჩლიქის დადგმას და ბოლოს ისე ბრტყლად დადგავს რომ უკან დამატებითი ჩლიქებიც კი მიწაზე ედგმევა რაც სიარულს გარკვეული დროის შემდეგ ძალიან გაურთულებს.

შემდეგ დააკვირდი ცურს. უნდა ქონდეს 4 კარგად განვითარებული ცერი და სხვებთან შედარებით დიდი ცური. ხასიეთით კარგი ხბო აარჩიე თორემ გაგამწარებს.

Posted by: gig55 2 Sep 2017, 09:39
vano22
ვიცი სარისკოა მაგრამ ორი სულის ყიდვა არ გამაკოტრებს. რაღა მეც გამოვდგები მეათიაათასე ჩემსკენ არ მეგულება უფროსწორად არ ვიცი.დასავლეთში სადაა კარგი ფერმა
* * *
გამოცდილი ადამიანების რჩევას ვითვალისწინებ ყოველთვის ძროხის ყიდვაც რისკთანა დაკავშირებული თუ ადამიანი უცოდინარია ამ.საქმეში მე ინტერესი მამოძრავებს და მაგიტოც შემოგეჭერით თემაში უაზროთ თუ ვისაუბრო არ დამძინოთ საქმის გამოუცდელ კაცს ყოჩელთვის სხვა შეხედულევა აქვს იმ საქმის მიმართ რომელიც არ იცის ესე ვარ მეც ამ სიტუაციაში:დ

Posted by: vano22 2 Sep 2017, 13:54
gig55 დასავლეთში არ ვიცი მაგრამ ქართლ კახეთში თითქმის ყველა სოფელშია მერძეული მიმართულების ერთი ფერმა მაინც ვისაც ნამდვილად ყავს კარგი საქონელი და მანდ რომ გაიკითხო როგორ არ იქნება ახლომახლო რამე ნორმალური საქონელიsmile.gif.


კახეთიდან თუ რამე ხელშეწყობა შემიძლია აგერ ვარ აქ ნამდვილად არ ჭირს ჯიშიანი საქონლის შოვნა.. აი დასავლეთიდან რა საქონელიც ჩამოყავთ ჩვენ ბაზრებზე იმ საქონელთან კახეთის საქონელი ათი თავით მაღლა დგას..

Posted by: gig55 2 Sep 2017, 15:01
vano22
გაიხარე ესეიგი თქჩენი იმედი მექნება აქეთ თუ ვერ ვნახე ხეირიანი , დასავლეთიდაბ რატო ჩამოჰყავთ მანდ ტუ ბაზარს გულისხმობ?

Posted by: vano22 2 Sep 2017, 15:56
gig55
კი პრობლემა არაა.

დასავლეთში იაფია საქონელი ჩვენთან შედარებით და მაგ ფასის სხვაობაზე ვაჭრები მაგრად ხეირობენ. ერთი ეგაა რომ მარტო დილეტანტები ყიდულობენ მაგ დასავლეთურ საქონელს. არც ზრდა უვარგათ არც წველადობა არც ხორცის გემო. ერთი ეგაა მაგარი სიცოცხლისუნარიანი საქონელია თხასავით დაძვრება და ყველაფერს ჭამსsmile.gif

Posted by: levani169 2 Sep 2017, 18:40
gig55
vano22
ჩემსკენ აქვთ ახალი ფერმა,შვიცები ჰყავთ ჩამოყვანილი და სამი თვის ხბოებს 1000-1200 ლარში უბერავენ ხოლმე.

Posted by: vano22 2 Sep 2017, 18:46
levani169
არაა ძვირი თუ იმ 3 თვიდან 1.5-2 თვე მაინც აწოვებენ.. ჩვეულებრივი ძროხის ხბო გაყიდა ახლახანს მეზობელმა თითქმის 600 ლარში. 570 ში გაატანა თათრებს 2 თვე 12 ლიტრიან ძროხაზე იყო მიშვებული თავის ნებაზე ჭამდა რამდენიც შეეძლო

Posted by: gig55 2 Sep 2017, 19:02
levani169
ტერიტორიულად სადაა ფერმა?
* * *
vano22
შვიცი ეგუება გარემო პირობებს საძოვრებს ვგულისხმობ, დასავლეთში ნამდვილად როგორც შენ აღნიშნე ყველაფერს ეგუება აქეთ პირუტყვი მხოლოდ ეგ აქ დადებითი დანარჩენი ყველაფერი უარყოფითია ვაჭრები გაქნილები არიან სოფელ სოფელ დადიან და ტაცობიააა საქონლის:დ:დ
* * *
vano22
შვიცი ეგუება გარემო პირობებს საძოვრებს ვგულისხმობ, დასავლეთში ნამდვილად როგორც შენ აღნიშნე ყველაფერს ეგუება აქეთ პირუტყვი მხოლოდ ეგ აქ დადებითი დანარჩენი ყველაფერი უარყოფითია ვაჭრები გაქნილები არიან სოფელ სოფელ დადიან და ტაცობიააა საქონლის:დ:დ

Posted by: vano22 2 Sep 2017, 19:53
gig55
შვიცი ერთ ერთი ყველაზე დიდ ტანიანი ჯიშია და შენ თუ ნახირში ტარებას აპირებ არ გამოგადგება ეგ ჯიში. ვფიქრობ ბაგურზეც და საძოვარზეც ჯერსი აჯობებს

Posted by: gig55 2 Sep 2017, 20:31
vano22
გააჩნია როგორს ვიყიდი თუ შვიცი ვიყიდე დავაყენებ ბაგურზე ჯერსის ჯიშს რა მონაცემები აქვს ეგ მგონი ინგლისური ჯიშია

Posted by: vano22 2 Sep 2017, 21:59
gig55

http://zoohoz.ru/korovi-i-biki/poroda/dzhersi-6246/


ეს ნახე.


გუგლში და იუთუბზე უამრავი ინფოა ამ ჯიშზე. კახეთში და ქართლში კარგად იგვარა სხვაგან ვერ გეტყვი

Posted by: levani169 2 Sep 2017, 22:14
gig55
ყვარლის რაიონში,ალაზნის პირას.თუ გსურს ტელეფონის ნომერს გაგიგებ და დაელაპარაკე მენეჯერს?

Posted by: gig55 2 Sep 2017, 23:11
levani169
კარგი დაველაპარაკები თუ მოახერხებ ნომრის გაგებას

Posted by: kaxaberski66 2 Sep 2017, 23:53
საერთოდ კარგი საქონლის მყოლი ფერმერები საფურე ხბორებს არ ყიდიან. თუ გაყიდეს, ყველაზე დაბალი მეწველობის ფურის შვილს გაყიდიან, მაგრამ მათი ასეთი ხბოც კი აჯობებს სადღაც ვიღაცისგან ნაყიდ ხბოს.
საქართველოში შედარებით სხვა რეგიონობზე უკეთესი საქონელი ჰყავთ ნინოწმინდა, ახალქალაქი, წალკა, დმანისი, ბოლნისი. ლაპარაკი მაქვს ადგილობრივ ქართული წარმომავლობის კავკასიურ წაბლებზე. ოღონდ მაინდან საქონელს თუ იყიდით, ზაფხულში პიროპლაზმოზმა( ნაბარევმა) რომ არ დაგიხოცოთ საქონელი, ვეტექიმის მუდმივი ყურადღება სჭირდება.

Posted by: gig55 3 Sep 2017, 07:53
kaxaberski66
რატო დაავადებულია საქონელი ერთ ხბორს როგორ ვერ ვიშოვი ვერსად :დ

Posted by: kaxaberski66 3 Sep 2017, 10:32
gig55
QUOTE
რატო დაავადებულია საქონელი ერთ ხბორს როგორ ვერ ვიშოვი ვერსად :დ

დაავადებული არ არის. ალპურ ზონაში ნაბარევის გამომწვევი ტკიპა არ არის. შესაბამისად მათ ორგანიზმს იმუნიტეტი არ აქვთ ნაბარევზე. თვითონ სიტყვა ნაბარევი გეუბნება რომ ბარის ავადმყოფობაა. შესაბამისად მთის საქონელი ბარში რომ ჩამოგყავს, აქ ტკიპა რომ უკბენს ავადდებიან. თუ გამოცდილი თვალი არ გაქვს და ვერ შეატყვე ავადმყოფობა, 3 დღეში მოკვდება საქონელი.
დმანისის და ბოლნისის საქონელს უნდა ჰქონდეს შედარებით იმუნიტეტი.

Posted by: gig55 3 Sep 2017, 11:56
kaxaberski66გასაგებია ცოდნა ნამდვილად უნდა

* * *
vano22
ჯერსის ჯიშია ჰო ვიდეოებში საძოვრებზეც ჩანს

Posted by: ჩაკრულო 3 Sep 2017, 13:37
ჯერსი კაი რამეა, არ მესმის ეს ხალხი რასაა შავჭრელზე და შვიცზე მისეული

Posted by: gig55 3 Sep 2017, 13:57

ჩაკრულო
დასავლეთში თუ ჰყავთ მაგ ჯიში სადმე

Posted by: ჩაკრულო 3 Sep 2017, 19:40
gig55
საქართველოს დასავლეთზე ამბობ თუ ველურ დასავლეთზე?

Posted by: gig55 3 Sep 2017, 22:29
ჩაკრულო
საქართველოს ვგულისხმობ

Posted by: ჩაკრულო 4 Sep 2017, 16:53
gig55
საქართველოში სუფთა სისხს ვერ იშოვი,
რამე ჯერს ნარევი კი ბატონო, ბევრია მასეთი, მაგრამ გადაგვარებულია იმათში ჯერსი უკვე.

ხელოვნურ განაყოფიერბეით თუ გააკეთებ, სპერმა ჩამომაქვს ირლანდიიდან და შემიძლია მოგცე, დაჟე სქესს შერჩეულებიც wink.gif
gigi.gif

Posted by: SoSeLa 4 Sep 2017, 18:03
გააჩნია რაზე გინდა მუშაობა, ჯერსის ნარკლები ხორც ზრდა აქვს ვიდრე შვიცს, ჩემი აზრით ყველაზე იდეალური სიმენტალია

Posted by: ჩაკრულო 4 Sep 2017, 19:18
SoSeLa
სიმენტალი მეხორცულია, უფრო ფლექვია მერძეულისკენ წაყვანილი

Posted by: levani169 4 Sep 2017, 21:20
gig55
არ დამვიწყებია ტელეფონის გაგება,გავარკვევ აუცილებლად.

Posted by: kaxaberski66 5 Sep 2017, 09:45
ჩაკრულო
QUOTE
უფრო ფლექვია მერძეულისკენ წაყვანილი

ფლექვი რა არის?

Posted by: ჩაკრულო 5 Sep 2017, 18:56
kaxaberski66
სიმენტალის ავსტიული ვარიანტი wink.gif)

Posted by: kaxaberski66 5 Sep 2017, 22:29
ჩაკრულო
მადლობა. ნამდვილად არ ვიცოდი. მეგონა წერისას რომელიღაც ასობგერა გამოგრჩა ან და რომელიღაცა ასო შეცდომით დაწერე.
მეცხვარეობასთან ძალიან დაკავშირებული ხომ არ ხარ?

Posted by: ჩაკრულო 6 Sep 2017, 01:50
kaxaberski66
დასტურ ლამარი

Posted by: modest lawyer 6 Sep 2017, 15:04
გეგულებათ ვინმე მერძეული ფერმის ბიზნეს გეგმა რომ დაგვიწეროს?

საქართველოს სინამდვილის გათვალისწინებით და რეალური. სასურველია ჰქონდეს ასეთი გეგმის პრაქტიკაში რეალიზების მაგალითი, ანუ ვიღაცას დაუწერეს და ეს ფერმა მუშაობს.

ბუნებრივია თანხას გადავიხდით თუ მოვრიგდებით.

Posted by: ჩაკრულო 6 Sep 2017, 23:57
modest lawyer
უუუფsmile.gif)

10000 სულიანი ფერმის ბიზნეს გეგმის დაწერა მომიწია 3 წლის წინsmile.gif დიდი პროექტი იყო ძალიან

Posted by: kaxaberski66 7 Sep 2017, 01:47
ჩაკრულო
QUOTE
10000 სულიანი ფერმის ბიზნეს გეგმის დაწერა მომიწია 3 წლის წინ დიდი პროექტი იყო ძალიან

საქართველოსთვის იყო?
მაგ რაოდენობის საქონელი წნორის კომპლექს თუ ჰყავდა.
QUOTE
გეგულებათ ვინმე მერძეული ფერმის ბიზნეს გეგმა რომ დაგვიწეროს?

ჩემთვის ერთი რამე გაუგებარია. თუ არ იცნობ მაგ დარგის სპეციფიკას შიგნიდან და მხოლოდ ფული გჭირდებათ ბანკიდან ერთია და მეორეა. თუ იცნობ, გუგლში ნახავ ბიზნეს გეგმის დაწერის დროს რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება.
მე 100 სულიანის მერძეულის დავწერე 6-7 წლის წინ.

Posted by: ჩაკრულო 7 Sep 2017, 08:06
kaxaberski66
კი, საქართველოსთვის იყო, ძაან მაგარი პროექი იყო

Posted by: kaxaberski66 7 Sep 2017, 10:00
ჩაკრულო
განსახორციელებლად თუ იყო, არ ვიცი მაგ რაოდენობის საქონლის გამოკვებისთვის თავისუფალი სარწყავი მიწები სად არის.
თუ ზოგადად პროექტი უნდა გაკეთებულიყო და მაგ საქმისთვის ფული იყო გამოყოფილი-ეს სხვა საქმეა.

Posted by: ჩაკრულო 7 Sep 2017, 10:54
kaxaberski66
არაwink.gif იყო იყო და არის კიდეც სამაგისო ტერიტორია wink.gif

Posted by: SoSeLa 8 Sep 2017, 14:04
ჩაკრულო
პროექტი კი დაწერე მარა განახორციელეს რო? რავი მე სიმენტალი მყავდა ბუღად ძალიან მაგარი ჯიშია, კი ფლექვი ბევრად მეტს იწველის მაგრამ სიმენტალიც საკმაოდ საკმარისია საქართველოსთვის.
ნატურალური ქართული რძე ადგილბრივი ბაზრის 20%საც კი არ ავსებს, სუ ფხვნილზე და პალმის კარაქზე მუშაობს ხალს, პფფ :@
ამიტომ გვინდა მეტი საქონელი. ისე მქონდა შეხება კომპანიასთან ვისაც ჩამოყავს საქონელი და 2500 ევრო ძალიან ძვირია. ჰოლანდიაში ველაპარაკე ერთი ფერმის წარმომადგენელს და იმან მითხრა აქ 1500 ში იყიდიო უბრალოდ ვეტ-ჯგუფი რომ მოყვება გზაში, თვითონ მანქანა და კარანტინი აჯენს ძვირსო ((
კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, ჯობია ჩამოიყვანო უშობელი (heifer) სადღაც 1100-1300 ევრო ცალი. უკეთესია შენ გამოზარდო და სანამ მაკეობას დაიწყებს ადგილობრივ ბალახს და ჰავას მიჩვეული იქნება რაც კარგია თვითონ ხბოსთვის.

Posted by: ჩაკრულო 8 Sep 2017, 17:27
SoSeLa
არ განხორციელდა, ვიღაც ვიღაცეები ჩაერივნენ ცუდად wink.gif და აბსურდული პროექტები დადეს, საბოლოოდ ვერცერთი განხორციელდა და 80 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია წავიდა სახლში wink.gif


Posted by: ibo 10 Sep 2017, 20:57
QUOTE
ნატურალური ქართული რძე ადგილბრივი ბაზრის 20%საც კი არ ავსებს, სუ ფხვნილზე და პალმის კარაქზე მუშაობს

მერე კიდე გამოეთრევა გირჩელი ჯაფარიძე და სოფელი უნდა დაიცალოს ტყუილად ვაკეთებთ აქცენტს სოფლის მეურნეობაზეო...
აკრძალონ საერთოდ რძის ფხვნილის შემოტანა ან თუ შემოტანას არ აკრძალავენ, გაყიდონ როგორც თეთრი ხსნარი სიტყვა რძეს ხმარების უფლება არ ჰქონდეთ საერთოს და ვნახავთ მერე როგორი მომგებიანი იქნება მესაქონლეობა... ჩვენ რძის ფხვნილს არამგონია ვაწარმოებდეთ, ვამდიდრებთ თურქებს ან სხვა ქვეყნებს და ამავდროულად ქართველ გლეხს საქმეს ვუსპობთ...

Posted by: SoSeLa 10 Sep 2017, 21:59
ჩაკრულო
აი, სანამ ამ ჩარევებს და პროვინციალიზმს არ მოვკლავთ ასე უკან უკან ვიქნებით (((
ibo
რძის ფხვნილი შემოდის უფრო ინდოეთიდან, აწერია რომ რძის ფხვნილით არის გაკეთებული. საქმე იმაშია რომ ნატურალური რძე უფრო იაფი გამოდის მომხმარებლისთვის ვიდრე რძის ფხვნილი მაგრამ ისეთ ადამიანები რომლებიც რეაგირებენ როგორც ცხვრები, მიჩვეულნი არიან იყიდონ ერთი და იგივე პროდუქტი, არიან ისეთები ვინც არ დაინტერესებულან რას ღებულობენ. სწორედ ასეთი მომხმარებლის ხარჯზე მდიდრდება Fake მწარმოებელი. მეორეს მხრივ მცირე ფერმებს არ აქვს საშუალება გააკეთონ თავისი წარმოება, ლაბოლატორია და ა.შ სწორედ ესეც ხელს უწყობს ამ რძის ფხვნილის გაყიდვას.

Posted by: kaxaberski66 11 Sep 2017, 01:48
ეს თემა ჩემთვის ფასეულია და გული მწყდება ხოლმე როცა აქ სიწყნარეა.
ჩემს სოფელში საკმაოდ ბევრი ფერმები იყო როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა მესაქონლეობის. ასევე მეღორეობის და ერთი მეფრინველეობის ფერმაც იყო. ყველა ფერმას რა თქმა უნდა თავისი ძაღლები ჰყავდათ რომლებითაც ამაყობდნენ.
განსაკუთრებულად მეცხვარეობის ფერმები გამოირჩეოდნენ კარგი და გონიერი ძაღლებით.
6 წლის რომ ვიყავი, ერთი ლეკვი მეც მაჩუქეს მეცხვარეებმა ცხვარი მთიდან ბარში რომ ჩამოვიდა. მაგრამ ეხლა სხვა რამეს ვწერ.
როგორც უკვე დავწერე, ამაყობდნენ თავიანთი ძაღლებით და სხვადასხვა ამბებსაც ყვებოდნენ. ზოგ ძაღლზე იტყოდნენ- უცხო კაცზე ძალიან იწევენ მაგრამ ნადირზე არ ვარგაო. ზოგი პირიქით იყო, ნადირზე ან უცხო ძაღლზე ავდებოდნენ, მაგრამ უცხო კაცი თუ მივიდოდა ფერმაში, თითქოს ვერც ამჩნევდნენ.
მწყემსები ხშირად გადადიოდნენ ერთმანეთთან რაიმე საქმეზე და ძაღლებიც მიჰყვებოდნენ მათ. ორი სხვადასხვა ფერმის ძაღლი რომ შეხვდებოდა ერთმანეთს, უეჭველი მათ შორის ჩხუბიც ხდებოდა. ძოგჯერ ისეთიც რომ ვეღარ ააგლეჯავდი ძაღლებს ერთმანეთისგან.
ალბათ ისედაც ხდებოდა რომ, შეგნებულად აჩხუბებდნენ ერთმანეთთან, რომ თავისი ძაღლის უპირატესობა დაემტკიცებინათ.
ერთ ფერმაში თურმე ღამ-ღამობით ცხვარი იკარგებოდა. ღამის მორიგეობაც კი ჩამოაგდეს, რომ როგორმე მიზეზი ეპოვათ ცხვრების დაკარგვისა. თურმე იქვე ფარეხთან წვებოდნენ ნაბადში გახვეულები, მაგრამ სწორედ იმ ღამით არაფერი ხდებოდა. თუ მორიგეობას ჩააგდებდნენ, ცხვარი იკარგებოდა.
მერე თურმე ფარეხს ზედ მიაშენეს პატარა ოთახი რომელიც პალატკებით და ტოლით ყოფილა გადაფარებული და კედელიც ასეთივე ჰქონია. ამ პალატკაში ერთგან გამოუჭრიათ სათვალთვალო და იქიდან აკონტროლებენ თურმე თუ რა ხდება ღამე და რატომ იკარგებიან ცხვრები.
თურმე მისულა დათვი გათენებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე. დამდგარა ორ ფეხზე, დადის და რაღაცას ბუტბუტებს. თან თათებით იღებს რაღაცეებს . ფიჩხებს, დაჭრილი შეშის ნაჭრებს და გადააქვს აქეთ იქით ვითომ საქმეს აკეთებს. მერე გადასულა ფარეხში ისევ ორ ფეხზე. დადის ცხვრებს შორის ბუტბუტით და ცხვრის ზურგზე თათის გადასმით ამოწმებდა ცხვრის სიმსუქნეს. ყარაულში მყოფი კაცი თურმე კაი ხანი უყურებდა გაკვირვებული. ბოლოს დაუყვირა და ძაღლები წამოიშალნენ და დაიწყეს ყეფა. დათვი კი დინჯად აგრძელებს თავის საქმეს.
მეცხვარეს აუღია თოფი და გადავიდა ცხვრის ბაკში, ძაღლებიც შეჰყოლიან და ეცნენ დათვს. დაიწყეს ჩხუბი და ტრიალი აქეთ იქით. დომინანტი ძაღლი რომელიც იყო, ის პირისპირ მისულა. დანარჩენები აქეთ-იქიდან და უკნიდან უტევენ, მაგრამ დათვი ისე სწრაფად ტრიალებდა, რომ ძაღლები ვერაფერს აკლებდნენ.
დათვმა მოახერხა და დაიჭირა ის დომინანტი ძაღლი. ამოუჩრია ერთი თათით იღლიაში როგორც ბავშვი და მეორე გაშლილი თათით დაუწყია ძაღლის ცემა.
ბოლოს გადაუგდია ცოცხალ-მკვდარი ძაღლი გადასულა ბაკიდან და წასულა.
ძაღლის პატრონი ამბობდა ძაღლი გამიფუჭაო. მას შემდეგ იმ ძაღლს ნადირზე აღარ გაუწევია. სხვა დანარჩენში კარგი ყოფილა.

Posted by: KasperRiters 11 Sep 2017, 02:15
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დათვიც ეგა ყოფილა! შეშებს აწყობს, ცხვრებს ფერხორცს უსინჯავს, ავყია ძაღლს ტაკიძე მოსცხებს...

ეგ დათვი უნდა მოეშინაურებინა ფერმის პატრონს. დროთა განმავლობაში კაი დიასახლისი-მეურნე დადგებოდა biggrin.gif




Posted by: ibo 11 Sep 2017, 22:47
SoSeLa
QUOTE
რძის ფხვნილი შემოდის უფრო ინდოეთიდან, აწერია რომ რძის ფხვნილით არის გაკეთებული. საქმე იმაშია რომ ნატურალური რძე უფრო იაფი გამოდის მომხმარებლისთვის ვიდრე რძის ფხვნილი მაგრამ ისეთ ადამიანები რომლებიც რეაგირებენ როგორც ცხვრები, მიჩვეულნი არიან იყიდონ ერთი და იგივე პროდუქტი, არიან ისეთები ვინც არ დაინტერესებულან რას ღებულობენ. სწორედ ასეთი მომხმარებლის ხარჯზე მდიდრდება Fake მწარმოებელი. მეორეს მხრივ მცირე ფერმებს არ აქვს საშუალება გააკეთონ თავისი წარმოება, ლაბოლატორია და ა.შ სწორედ ესეც ხელს უწყობს ამ რძის ფხვნილის გაყიდვას.

ინდური ხარისხის რძის ფხვნილი წარმომიდგენია რა იქნება facepalm.gif
აუკრძალოს სიტყვა რძის ხმარება ნაწარმის სახელში და უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ხალხი რას ჭამს. ცოტა საგანმანათლებლო რეკლამებიც არ აწყენდა საქმეს, სერიალების დროს რომ აუხსნან ხალხს რას მიაქციონ ყურადღება და რატომ უნდა იყიდონ მარტო ქართული სოფლის ნაწარმი. მარა მაგ რძის ფხვნილის იმპორტიორიც პოლიტიკოსებთან იქნება ჩახუტებული.
* * *
kaxaberski66
მსგავსი ისტორია ბიძაჩემს აქვს მოყოლილი biggrin.gif წარმოშობით მთიული ვარ და მამაჩემი და ბიძაჩემი ცხვარში დადიოდნენ ხოლმე ახალგაზრდობაში პაპაჩემთან ერთად ან როცა ენაცვლებოდნენ. ერთხელ ბიძაჩემს გაღვიძებია ღამით და ორ ფეხზე დამდგარი დათვი დაუნახავს, წყნარად მოაბიჯებდა ფშვიტინით და იღლიაში დიდი ტოტი ჰქონდა ამოდებულიო biggrin.gif
დათვს რა უჭირს, ერთი ცხვარი მიჰყავს ეგეც თუ ძაღლებმა არ გააბრუნეს მანამდე. მგლები ყოფილან საზიზღრები, ერთმა მგელმა შეიძლება 5 ცხვარს გამოღადროს ყელი თუ ფარაში შეძრომამდე არ გაუგეს ძაღლებმა.

Posted by: kaxaberski66 12 Sep 2017, 00:46
ibo
5 ცხვარს კი არა, თუ ფეხი არაფერმა შეუშალა რამდენი ცხვარიც არის ფარაში, ყველას დაგლეჯს.

Posted by: SoSeLa 12 Sep 2017, 02:48
ibo
თქვენ თვითონვე უპასუხეთ თქვენვე საკითხსვე. პოლიტიკოსები ან მათი ნათესავები სადაც %-ები განაწილებულია და რაც მეტს გაყიდიან მით მეტი შეხვდებათ. იმდეი მაქვს დანარჩენი საზოგადოება შექმნის ისეთ არეას მათ ირგვლივ რომ მათი არა სასარგებლო პროდუქტი დაულპებათ დახლებზე.
kaxaberski66
გეთანხმები, ცხელი სისხლი უყვართ და შეიძლება სულ არ შეჭამოს არც ერთი მაგრამ ყველა მოკლას. სამეგრელოშიაო მგლების შემოტევაო იმედია დაწყნარდა სიტუაცია

Posted by: Don_Bandolero 19 Sep 2017, 19:30
მოგესალმებით, ჩემმა მეგობარმა მთხოვა საწველი აპარატის მოძიება. ხომ ვერ დამაკვალიანებთ სად შეიძლება ვიყიდო?

caucasus genetics-ზე გავიგე და ხვალ ვაპირებ მათთან შეხმიანებას. იქნებ სხვა კომპანიაც იცოდეთ.

მადლობა წინასწარ

Posted by: ghost471 20 Sep 2017, 00:48
Don_Bandolero
https://www.mymarket.ge/ka/search/?Geo=on&Keyword=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98+%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1&CatID=0&LocID=0
აქ ნახე

Posted by: kaxaberski66 20 Sep 2017, 01:26
Don_Bandolero
ნათლუხში ბაზართან მარშუტკების სადგური რომ არის, იმის უკან 2 სართულიანი შენობა დგას. უკნიდან აქვს შესასვლელი. ზარი დააზარე კარებს გაგიხსნიან და კიბეებით ახვალ 2 სართულზე. იქ იყიდება საწველი აპარატები.
ამასთან ერთად ვეტერინარული წამლები და ფერმერებისთვის ყველანაირი საჭირო დანადგარები და ხელსაწყოები. როგორც მე ვფიქრობ სხვებთან შედარებით კომპეტენტურები არიან.
ჩემი ძმა დადიოდა მანდ თავისი ფერმის საჭიროებისთვის.

Posted by: Don_Bandolero 20 Sep 2017, 10:40
ghost471
kaxaberski66

მადლობა დიდი

Posted by: soso_1986 10 Oct 2017, 17:00
მეგობრებო გამარჯობათ, თუ ვინმეს გაქვთ დაახლოებით 50-100 სული საქონლისთვის ბიზნეს გეგმა გთხოვთ შემეხმიანოთ

Posted by: ucxo777 11 Oct 2017, 21:41
მეგობრებო ხმები მომივიდა რომ დაიკეტა საზგვრწბი და საქონელი აგარ გადისო,რაც გამოიწვევს ფასის დაცემასო და მართალია თუ უბრალოდ ჭორია? რა მდგომარეობა თქვენსკენ ფერმერებო?

Posted by: vano22 11 Oct 2017, 21:44
ucxo777
არ დაკეტილა. უბრალოდ აღარ გროვდება პარტიები და გაჩერდნენ ცოტა ხნით.. მთიდან როგორცკი ჩამოვა საქონელი ისევ დაიწყება გაყვანა

Posted by: kaxaberski66 12 Oct 2017, 01:49
თუ რამე გადის საზღვარგარეთ ქართული, ეს კარგია.
ხალხი საქონელს მოამრავლებს და შემოსავალი ექნებათ.
საქონლის მომრავლებისას, რაოდენობაც იქნება ტვირთის, ანუ პარტიის, ანუ გრუზის შესაგროვებლად.

Posted by: vixn 12 Oct 2017, 02:41
kaxaberski66
ლარი რაც უფრო დასუსტდება, ექსპორტი მით მეტი იქნება, სხვაგვარად ჩვენ კონკურენციის თავი ჯერ არ გვაქვს, იაფი ხარისხიანი არაფერი გამოგვდის.

Posted by: vano22 12 Oct 2017, 11:06
vixn
ჩინელებზე და თურქებზე უკეთესს მაინც გავაკეთებთ რომ მოვინდომოთ..


ჩამოთვლას აღარ დავიწყებ მაგრამ უამრავი ნაწილი თუ წვრილმანი დეტალი ჩინური ან თურქული რაც მიყიდია ან საერთოდ ბრაკი გამომდგარა და გამოუყენებლად გადამიგდია ან იმის მეათედი არ უმუშავია რაც მეორად ორიგინალ ნაწილს...


პორშინ კალიცო ვიყიდე ამას წინ დრუჟბისთვის და დაქოქვისთანავე პორშინმა კოლიცოები მაღლა ამოყარა და ცილინდრიც გამიფუჭა.. მარშუტკაზე თურქული კალოდკები დავაყენე და ისეთი მწარე სუნი აქ რომ ცხელდება ლამის გავიგუდო მანქანაში და ეგეც რომ არა დნება და სამუხრუჭე მანძილს ერთი ათად ზრდის.. ეხლა მაგათი წარმოება რკინაც რომ ნაგავია საკვები რაღა იქნება წარმომიდგენია

Posted by: kakuna123 13 Oct 2017, 20:30
გამარჯობათ, ადრე აქ ხშირად შემოვიოდი ეხლა ვეღარ ვახერხებ შემოსვლას, მაინტერესებს ხბო არის 7 თვის და როგორ შეიზლება რო ძუძუს დავანებებინო თავი? ვიფიქე აღარ ვაჭმევ თქო და ძროხამ რძე არ მომცა, გთხოვთ მირჩიოთ გამოცდილებმაა

Posted by: vixn 13 Oct 2017, 21:43
vano22
ვანო მერე ვინ დაგაძალა რომ იყიდე? გეყიდა ქართული.

Posted by: vano22 14 Oct 2017, 10:27
vixn
ქართული ფიზიკურად არ არსებობსbiggrin.gif.


kakuna123

რთული იქნება.

Posted by: vixn 14 Oct 2017, 15:38
vano22
მაგას არ ვჩივი მეც? არაა და როდის იქნება არავინ იცის.

Posted by: vano22 14 Oct 2017, 15:51
vixn
ოფფი კია მაგრამ მთელ ქვეყანაში დადიან მარშუტკები და მეორად პლასმასს და ცელოფანს იბარებენ. მერე ეს ცელოფანი და პლასმასი გადის თურქეთში და იქ მზადდება პლასმასის ჭურჭელი და შლანგები რასაც ისევ ჩვენვე ვყიდულობთ ათჯერ ძვირად.. ნუ სასაცილოა ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა.. კი არი რამდენიმე ცეხი რომელიც გადაამუშავებს ამ მეორად მასალას და უშვებს პლასმასის ნაწარმს მაგრამ 90% უცხოეთში გადის... არადა რა უნდა პლასმასის გადამუშავებას ყველაზე იოლი და იაფი საქმეა

Posted by: ucxo777 14 Oct 2017, 16:43
vano22
ძალიან კარგი მაგრამ იმის მეშინია ეხლა ამხელა ფასები რომ გადაიხადოს კაცმა და უცებ ჩაკეტონ საზღვრები ტყილი წვალება გამოვა biggrin.gif

რაც შეეხება თქვენს საუბარს დავეთანხმები ვანოს, ბევრი ხარისხიანი რამის წარმოება შეუძლია ჩვენს ქვეყანას და საკმაოდ მაღალი ხარისხის,მაგრამ ერთ ადგილს არ იწუხებენ რომ მიხედონ ამ გასაცოდავებულ საქართველოს

Posted by: vano22 14 Oct 2017, 18:10
ucxo777

არა ეხლა არაფერი არ იყიდო. საზამთროდ მოიაფდება და მერე იყიდე. არჩევანიც და ხარისხიც ბევრად კარგი იქნება

Posted by: თენგო 15 Oct 2017, 12:30
ბიზნეს გეგმა ხო არ გაქვთ იქნებ მომცეთ

Posted by: vano22 15 Oct 2017, 13:52
თენგო
რა ბიზნეს გეგმა? საქონელზე გეგმები გეგმებად რჩება. რეალობა კი სულ სხვაა

Posted by: თენგო 16 Oct 2017, 08:01
QUOTE (vano22 @ 15 Oct 2017, 13:52 )
თენგო
რა ბიზნეს გეგმა? საქონელზე გეგმები გეგმებად რჩება. რეალობა კი სულ სხვაა

მართალი ხარ მეგობარო უბრალოდ აწარმოე საქართველოში მჭირდება წარსადგენად

Posted by: vixn 16 Oct 2017, 10:21
თენგო
კიდევ არის მაგ პროგრამა? დაიხურა როგორც ვიცი.

Posted by: თენგო 17 Oct 2017, 08:14
QUOTE (vixn @ 16 Oct 2017, 10:21 )
თენგო
კიდევ არის მაგ პროგრამა? დაიხურა როგორც ვიცი.

გაზაფხულიდან იწყება

Posted by: dvt333 17 Oct 2017, 17:17
თენგო
და იქნება მეცხოველეობაზე იაფი კრედიტები?

Posted by: თენგო 18 Oct 2017, 07:55
QUOTE (dvt333 @ 17 Oct 2017, 17:17 )
თენგო
და იქნება მეცხოველეობაზე იაფი კრედიტები?

უნდა იყოს წესით გააჩნია როგორ ჩამოაყალიბებ აზრს ბიზნეს გეგმა გჭირდება

Posted by: dvt333 18 Oct 2017, 10:50
თენგო
ბიზნეს გეგმაა არაა დიდი პრობლემა მარა მეეჭვება მიმართულება დააფინანსონ. ახალი მოსული რო იყო ოცნება კი გაიცა ბლომად იაფი სესხები

Posted by: kakuna123 30 Oct 2017, 19:59
dvt333
Magas tu dapinanseba qvia isetebs azlevdnen 1 % sesxebs milioni ro qondat shemosavali..

Posted by: Mariamiika 19 Nov 2017, 23:04
გამარჯობა მეგობრებო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება თუ ვინმეს გაქვთ ბიზნეს გეგმა გთხოვთ გადმომიგზავნოთ სასწრაფოდ მჭირდება, არ ვარ საქართველოში და სასწრაფოდ მჭირდება

Posted by: kaxaberski66 20 Nov 2017, 02:22
Mariamiika
დაწერე რაში და რისთვის დაგჭირდა ასე სასწრაფოდ. ნუ მოგერიდება. შეიძლება ვინმე კიდევაც დაგეხმაროს.

Posted by: Mariamiika 20 Nov 2017, 21:12
საფრანგეთში ვიმყოფები და ახლა ვაპირებ დაბრუნებას აქ გვიფინანსებენ 6000 ევრომდე ბიზნეს, გვინდა ვიყიდოთ 10 მოზვერი დაახლოებიტ 7-8 თვის და 1 წელი გავზარდოთ შემდეგ გავყიდოთ, ბაგურ კვებაზე გბინდა გაზრდა, ნახევარი გექტარი მიწა და რომ ავაშენოთ ბოსელი

* * *
ნახევარი გექტარი მიწა გვაქვს და მანდ გვინდა ავაშენოთ ბოსელი, პატარა ფერმა გვინდა რომ გავაკეთოთ დასაწყისისთვის ძალიან მადლობელი დაგრჩებით თუ ვინმე დამეხმარება

Posted by: vano22 20 Nov 2017, 21:33
kaxaberski66
შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა?sad.gif


Mariamiika
სად მოდიხარ დარჩი მანდ.
.

დარჩი კი არა და ჩვენც წაგვიყვანე რააbiggrin.gif

Posted by: kaxaberski66 20 Nov 2017, 23:31
vano22
შენ უთხარი.
მე ვერაფერი ვერ გავიგე იქიდან რაც დაწერა.
QUOTE
საფრანგეთში ვიმყოფები და ახლა ვაპირებ დაბრუნებას აქ გვიფინანსებენ 6000 ევრომდე ბიზნეს

ვერ გავიგე. იქ აფინანსებენ აქეთ წამოსასვლელი კაცის ბიზნესს?
საერთოდ, სასვენი ნიშნების გარეშე დაწერილი ტექსტებიდან, აზრი ძნელად გამომაქვს.

Posted by: Mariamiika 21 Nov 2017, 01:10
საფრანგეთში არის ასეთჯ ორგანიზაცია, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში აფინანსებს ბიზნეს,უბრალოდ ძალიან ცოტა დრომაქვს, თუ გაქვთ ბიზნეს გეგმა რომ გადავხედო ფორმას ადვილად რომ დავწერო ძალიან დამეხმარებით
* * *
თუ გაქვთ ბიზნეს გეგმა გადდმომიგზავნეთ და გადავაკეთებ
* * *
არ მინდა ეს შანსი დავკარგო და ისე დავბრუნდე უკან

Posted by: kaxaberski66 21 Nov 2017, 01:33
Mariamiika
Caucasus Medical Network
ამ საიტზე ნახე. ძებნაში ჩაწერე ბიზნეს გეგმის სტრუქტურა და გუგლიც მოქცემს.

Posted by: levani169 21 Nov 2017, 01:37
Mariamiika
QUOTE
გვიფინანსებენ 6000 ევრომდე ბიზნეს, გვინდა ვიყიდოთ 10 მოზვერი დაახლოებიტ 7-8 თვის და 1 წელი გავზარდოთ შემდეგ გავყიდოთ, ბაგურ კვებაზე გბინდა გაზრდა, ნახევარი გექტარი მიწა და რომ ავაშენოთ ბოსელი

ჰოო,იქითა წელს მილიონერი ხარ ფაქტიურად...ნუუ,თითქმის! biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 21 Nov 2017, 01:42
Mariamiika
http://bizideebi.blogspot.com/2010/09/blog-post_995.htm
www.lari.ge/menu/33-biznesgegma/6-biznesgegma.htm
bizideebi.blogspot.com/2010/09/blog-post_995.html
www.bpa.ge/book/book04.pdf
მე ვფიქრობ, თუ მესაქონლეობის საკითხებში ჩახედული ხარ, უნდა მოახერხო შენით დაწერა.

Posted by: kautokeino 24 Nov 2017, 18:01
საინტერესოა რატომ არ შემოყავთ მეხორცული ჯიშის საქონელი. ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს საქონლის ხორცზე და მეხორცულების ფერმა საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა. დანახარჯები საკმაოდ სჭირდება, თუმცა მერძეულს თუ არ აღემატება, არც ჩამოუვარდება რენტაბელობით, და კონკურენციაც ნაკლებია..

Posted by: vano22 24 Nov 2017, 22:26
kautokeino
პირდაპირ ხორცის შემოტანა ურჩევნიათ

Posted by: ucxo777 26 Nov 2017, 15:33
მეგობრებო ზაფხულში მოზვრების მთაში გაშვებას ვგეგმავ დასულზე რამდენ იღებენ მწყემსები ხომ არ იცით? ისეთი ადამიანს მინდა ჩავაბარო რომ ნორმალურად მიხედავს და არა ისე რო გაყრის და ან მოვლენ საგამოს ცოცხლები ან არა

Posted by: vixn 27 Nov 2017, 00:09
ucxo777
ზემო იმერეთში 30.ლარი იყო 3 თვე, კარგად იმატებენ.

Posted by: ucxo777 27 Nov 2017, 11:19
vixn
ანუ თვეში 30 ლარს იხდიდნენ?თუ სწორად გავიგე

Posted by: vixn 27 Nov 2017, 19:04
ucxo777
კი მასეა, თვეში 30 ლარი, გაძვირდა, 20 იყო შარშან.

Posted by: iko-iko 28 Nov 2017, 08:13
kautokeino
მეხორცულები როგორ არ შემოყავთ მარა საკმაოდ ძვირი ჯდება ხორცის თვითღირებულება, საქართველოში ხორცის ხარისხს ჯერ არავინ ვუყურებთ იმიტომ, რომ ამის საშვალება არაგვაქვს, მე პირადად ისევ ტრადიციული მესაქონლეობიდან მიღებული საქონლის ხორცს ვყიდულობ, არ მაქვს იმის ფუფუნება ჯერ რო ფაქიზი სასტეიკე და მაღალხარისხიანი ხორცი ვიყიდო რომლის ფასიც 20 ლარს სცდება.

ამიტომაც სუფთა მეხორცულ მიმართულებას ძალიან უჭირს, პრაქტიკულად ტრადიციულ მესაქონლეობას ჯერ ვერ უწევენ კონკურენციას. ალბათ მაგის დროც მოვა როცა უკვე სეპარირდება რომელი ხორცი წავიდეს გადამუშავებაში და რომელი ნედლად მოხმარებაში. დღეს ჩვენ ჯერ ნაღვაწ 9 ლაქტაცია გამოვლილ საქონლის ხორცს დახლზე ვაწონებინებთ თავს.

არ დამიწყოთ ეხლა ესეც ძროხაა და ისიცო, ინტენსიურ ხორცის წარმოებაზე მაქვს საუბარი.

Posted by: daviti007 29 Nov 2017, 12:21
გამარჯობა მშრომელებს. ვინმეს ხომ არ გყავთ მოზვერი სუფთა ხორცი რომ გამოვიდეს 50-60 კილო. და ფასი რა იქნება?

თბილისი ან თბილისის შემოგარენი smile.gif

Posted by: ucxo777 29 Nov 2017, 16:39
vixn
20 სულს თვეში 600 ლარი უწევს,ძვირია ნამდვილად.15, 20 ლარს ვვარაუდობდი მე.საქონლის ფასმა რომ აიწია ალბათ ამიტომ გააძვირეს

Posted by: daviti007 29 Nov 2017, 18:49
არავის გყავთ რა ხდება ?? smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: vixn 29 Nov 2017, 22:15
ucxo777
შეიძლება 20 დაც მოურიგდე, მე ერთ ორ ხბოს ვატან მთაში, შემოდგომაზე ვკლავ ხორცისთვის, ოჯახს რომ ეყოს ზამთარში. 20 მოზვერი სხვაა, 400 ლარი კარგი ხელფასია სოფლისთვის, არ იტყვიან უარს, ნამდვილად.

Posted by: ucxo777 29 Nov 2017, 22:35
vixn
გასაგებია და კიდევ რა მაინტერესებს, ვთქვათ ნადირმა გააფუჭა ან დაიკარგა უგზოუკლოდ ან დავადება ნაბარევი ვთქვათ აიკიდა და დროულად არ მიხედეს და მოკვდა ,ამ შემთხვევებზე იღებენ პასუხისმგებლობას რომ რასაც ჩააბარებ უკლებლივ დაგიბრუნებენ ან რაც დაიკარგება აგინაზღაურებენ?

Posted by: marituna 29 Nov 2017, 23:23
ucxo777
ქართლში 20 თუ 25 ლარი ღირდა შარშან.. 100 მივეცი ერთ სულზე, არ მახსოვს რამდენი თვე ჰყავდათ :/ წამლებიც ვუყიდე ჭიის..
და კი ვალდებულებას იღებდნენ..

Posted by: dvt333 1 Dec 2017, 19:26
ucxo777
QUOTE
გასაგებია და კიდევ რა მაინტერესებს, ვთქვათ ნადირმა გააფუჭა ან დაიკარგა უგზოუკლოდ ან დავადება ნაბარევი ვთქვათ აიკიდა და დროულად არ მიხედეს და მოკვდა ,ამ შემთხვევებზე იღებენ პასუხისმგებლობას რომ რასაც ჩააბარებ უკლებლივ დაგიბრუნებენ ან რაც დაიკარგება აგინაზღაურებენ?

არაფერზეც არ იღებენ პასუხისმგელობას, და ძაან დიდი რისკია მითუმეტეს თუ ნაცნობი და სანდო არ გყავ ვინმე, არავინ მოგცემს იმის პირობას რო გიზღავს. და საერთოდ არავინ არ მოუვლის შესნას ისე როგორც თავისას.

Posted by: vixn 1 Dec 2017, 23:09
ucxo777
ვერ გეტყვი, ისე ნადირმა დაუგლიჯა 3 სული და აუნაზღაურეს.

Posted by: tazo1996 3 Dec 2017, 12:21
გამარჯობათ. მაინტერესებს 1წლის ხბო რამდენ კილოგრამს მოიმატებს ერთ წელიწადში. ჩვეულებრივი ქართული ჯიშის ხბოზე მაქვს საუბარი. გურიის მაგალითზე მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამით ბიზნესის დაწყება. გაზაფხულისთვის რომ შევიძინო დაახლოებით 50 ხბო, საძოვრების პრობლემა არ არის ჩემთან არც სადგომის და მოვლის პრობლემა მექნება, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. თუ ვინმე ერკვევით მესაქონლეობაში მითხარით რისი პრობლემა შეიძლება მქონდეს ამ იდეის განხორციელებისას? და რაც მთავარია რამდენად რეალურია? იქნება თუ არა მომგებიანი ერთი წლით ამ იდეის განხორციელება?

Posted by: vano22 3 Dec 2017, 20:07
tazo1996


თუ გამოცდილება არ გაქ იპოვე მცოდნე ადამიანი და მასთან ერთად წამოიწყე საქმე, 50 სული ცოტა არაა, პირველ რიგში სათანადო სადგომი და კვალიფიციური ვეტერინარი დაგჭირდება.. მობალახე საქონელი განსაკუთრებით მოზარდი საქონლის ნახირი ისეთი რამეა რომ დილით საძოვარზე გარეკილს საღამოს უკან რამდენს მოიყვან ჯანმრთელს ვერ გაიგებ.

ნაბარევი, გაბერვა, ჩლიქების და თვალების დაზიანებები, სისხლზე გასვლა და ათასი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოჩნდება რისი უყურადღებოდ დატოვებაც 2-3 დღეში საქონლის დაცემით მთავრდება.. სათითაო სულს უნდა დააკვირდე მთელი დღე, შეისწავლო მათი ხასიეთი, ნაკლოვანებები ასე ვთქვათ ფუნას რომ დაინახავ იმასაც კი უნდა ცნობდე რომელმა ქნა ამ 50 დან.. ლოკატორივით უნდა ეძებო და დააკვირდე მინდორში ფუნებს რომ კუჭ ნაწლავის ანთება და სხვა მნიშვნელოვანი დაავადებები არ გამოგეპაროს.. ტკიპზე სისტემატიურად უნდა დაამუშავო და საღამოს სახლში მოსულებს სათითაოდ ფერდი უნდა შეუმოწმო რომ ყველა ნაჭამია თუ არა გაიგო, თუ რომელიმე მშიერი იქნება ესეიგი რაღაც პრობლემა აქ და მეორე დღეს სახლში უნდა დატოვო დასაკვირვებლად.. მოკლედ ხათაბალა საქმეა რა მომატებით 1х1 ში იმატებს ამას ხარჯები და სავარაუდოდ დაცემული 5 სული გამოაკელი (საუკეთესო ვარიანტში) და ეგაა რა..

Posted by: kaxaberski66 3 Dec 2017, 21:19
tazo1996
კარგი ჯიშის 1წლის მოზარდი, გაზაფხულიდან შემოდგომამდე სანამ საძოივარზე საკმარისი რაოდენობით ბალახი არის, დღეში მოიმატებს 300-500გრამს დამატებითი კვების გარეშე.

Posted by: tazo1996 4 Dec 2017, 11:01
გამოცდილი ადამიანი მყავს მამაჩემი. ვეტერინარული განათლება არაქვს მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე ერკვევა ძალიან ბევრ რამეში. გურიაში ხშირია დაავადება ,,პეპელა" მაგრამ არ არის რთული დაავადება და წინასწარ წამალს თუ მიაღებინებ არექნება საქონელს პრობლემა.
* * *
მოკლედ 300გრამი რომ იანგარიშო 7თვეზე 60კგ გამოდის და 60კილოგრამს გურიის ჯიშის ხბოები ვერმოიმატებს ჩემი აზრით. მე ვფიქრობ 30 40კგ

Posted by: kaxaberski66 4 Dec 2017, 11:56
tazo1996
გურიის და სამეგრელოს ჯიშის ძროხები ნამდვილად ვერ მოიმატებენ.

Posted by: tazo1996 4 Dec 2017, 12:38
კი ვიცი ნამდვილად ასეა მაგრამ სხვა ჯიშის საქონელს ხშირად პრობლემები ექმნება გურიაში. ამიტომ ვფიქრობ კლიმატს შეჩვეული საქონელი აჯობებს ისევ

Posted by: vano22 4 Dec 2017, 13:14
tazo1996
7 თვეში 60 კილო ცოცხალი წონამატი არის კატასტროფული ზარალი. 30 კგ ხორცი გამოდისsad.gif

Posted by: kaxaberski66 5 Dec 2017, 00:45
tazo1996
რა სახის პრობლემები ექმნება?

Posted by: tazo1996 5 Dec 2017, 12:39
სხვადასხვა დაავადებები ემართება. თან ჩემ მხარეში ჭაობიანი საძოვრებია და ჭაობს როგორც ვიცი ყველა ჯიშის საქონელი ვერ იტანს

Posted by: tazo1996 7 Dec 2017, 20:54
ცოცხალი წონის ნახევარი გამოდის სუფთა ხორციი?

Posted by: vano22 7 Dec 2017, 22:50
tazo1996 მობალახესი კი.. კორმავოი 70% ზე ადის.

Posted by: tazo1996 8 Dec 2017, 02:10
ანუ ბაგურზეც რომ გყავს კორმავოი ეგაა?

Posted by: vano22 8 Dec 2017, 10:14
tazo1996 კი ეგაა.. მარცვლეულზე კარგად იმატებს მაგრამ ძვირი ჯდება

Posted by: tazo1996 8 Dec 2017, 10:16
მე ბაგურზე არმეყოლება მხოლოდ საძოვარზე და ღამით სადგომზე.

Posted by: vano22 8 Dec 2017, 10:39
tazo1996
სერიოზულ საქმეს აპირებ და კარგად დაფიქრდი რომელი თვიდან რომელ თვემდეა შენთან კარგი ბალახი. მერე რომელ თვეში შეგიძლია იაფად ყიდვა და როდისაა გასაყიდად კარგი დრო. ჩემთან მაგალითად თებერვალ მარტში 500 ლარად რასაც იყიდი სექტემბრის ბოლოს იმას გაზრდილსაც ვეღარ გაყიდი 500 ლარად იმიტომ რომ სექტემბერში ყველაზე იაფია საქონელი და თებერვალ მარტში ყველაზე ძვირი.. ეცადე ყიდვაში მოიგო

Posted by: kaxaberski66 8 Dec 2017, 11:49
tazo1996
QUOTE
ცოცხალი წონის ნახევარი გამოდის სუფთა ხორციი?

საქონელს გააჩნია.
მეგრული, გურული, აჭარული, ხევსურული საქონელი ნახევარი ვერ გამოვა.
ნახევარი გამოდის კავკასიური წაბლები და მათთან ნაჯვარი საქონელი. ისიც საშუალოზე მაღალი შეხორცებით და სახარეები.
vano22
არ მიწყინო მაგრამ, რაც არ უნდა გაასუქო, 70% ვერ ავა. მაქსიმუმ 60% დადოს 100 დან 5-6 მა.

Posted by: tazo1996 8 Dec 2017, 15:17
ყიდვა მინდა აპრილში და ოქტომბრის ბოლოსთვის დავიწყებ გაყიდვას. სერიოზული საქმეა ნამდვილად და ყველაფერზე ვფიქრობ. ვაითუ არმოიმატონ საერთოდ. 6თვე თუ 50სულმა 3000 4000ვერდატოვა ყველაზე მცირეე მაშინ მოგება არექნება ამ საქმეს.

Posted by: vano22 8 Dec 2017, 15:45
kaxaberski66

მასე ცოტა სხვაობაა კორმავოისა და ბალახზე ღიპგაბერილს შორის? რავიცი რავიცი....



tazo1996 3000? biggrin.gif მაგდენი სუ პირველად რომ მყავდა 12 მა დატოვა ერთ სეზონზე.

აპრილში კი გინდა ყიდვა მაგრამ 50 ს მოგროვებას რა დრო დაჭირდება? თეორიულად აპრილის ბოლომდე რომ იყიდო 2 თვე გონში ვერ ჩააგდებ 2 თვის მერე გვალვებია მერე შემოდგომა და რას მოასწრებენ?

ჯობია თივა თუ გაქ და თბილი სადგომი თებერვლიდანვე დაიწყო მოგროვება 2 თვე თივაზე და ცოტა როშზე კარგად მოჯანიანდებიან და სეზონს გამართული საქონლით დაიწყებ და ბევრად სწრაფადაც მოიმატებენ

Posted by: kaxaberski66 8 Dec 2017, 16:25
vano22
QUOTE
მასე ცოტა სხვაობაა კორმავოისა და ბალახზე ღიპგაბერილს შორის? რავიცი რავიცი....

ცოტა სხვაობა არ არის. გარდა იმისა რომ წონით მეტი გამოდის, კორმაზე გაზრდილის ხორცზე მოთხოვნილებაც დიდია და მისი ხორცი უფრო ძვირად ფასობს.
ესე იგი წონაშიც და ფასშიც ჭარბობს ბალახზე გაზრდილთან შედარებით.

Posted by: tazo1996 8 Dec 2017, 19:43
ეგ 12რამდენი თვე გყავდა დაახლოებით
* * *
ეგ 12რამდენი თვე გყავდა დაახლოებით

Posted by: vano22 8 Dec 2017, 20:58
tazo1996 7-8 თვე. აჭარული საქონელი იყო ურძეოდ გაზრდილი. მაშინ არ ვიცოდი კარგების არჩევა თორემ იმეებს ნამდვილად არ ვიყიდდიbiggrin.gif

* * *
kaxaberski66

ვერ შეგედავები ზუსტად არ ვიცი, მე გორში მყავს ახლობელი და მან ასე მითხრა, ალბათ წაიტრაბახა...


პირადად ჩემი გაზრდილი ფეხზე არასდროს ამიწონია რომ გამეგო რამდენი % ხორცი ქონდა, ყოველთვის მარტო ხორცს ვწონი ხოლმე...

Posted by: tazo1996 8 Dec 2017, 21:09
აჭარაში მემგონი არარი ძვირი საქონელი.

Posted by: vano22 8 Dec 2017, 21:39
tazo1996
იაფია მაგრამ უზარდელებია. 3-5 დღისებს რძეს აღარ ასმევენ შრატზე გადაყავთ და იჩაგრებიან

Posted by: REVERS 11 Dec 2017, 01:30
ვინმეს თუ შეგხვედრიათ ან იცით

ამ თვეში უნდა მოიგოს ძროხამ და მუცელზე რაღაც წყალგროვა აქვს მთელ სიგრძეზე

რამე წამალი ან მაზი თუ რა უნდა ?

Posted by: vano22 11 Dec 2017, 18:02
REVERS
ფოტო??

......................

Posted by: REVERS 11 Dec 2017, 20:18
vano22

მამაჩემი სურათების გადაღებისგან შორს არის smile.gif

მე არ მინახია, რო ვნახავ გადავუღებ

ფოტოს გარეშე რამე დასკვნის გამოტანა ვერ მოხერხდება ?

Posted by: vano22 11 Dec 2017, 21:41
REVERS
ვერ ვხვდები წყალგროვა რას უნდა ნიშნავდეს.. კახაბერს თუ ეცოდინება მასე აღწერით თორემ მე ფოტოს გარეშე ვერ ვხვდები რა შეიძლება ჭირდეს. ზოგიერთი ჯიშის ძროხებს მშობიარობის შემდეგ მუცლის ქვეშ სიგრძეზე წარმოექმნებათ კანის დიდი ჩამოწელილი ზოლი რაც გამოწვეულია მაკეობის დროს გაწელილი ტყავის უეცარი მოშვებით. ამ ტყავის ნაოჭის გასწორებას 1-2 თვე უნდა ხოლმე მაგრამ მოუგებელს ისედაც დაჭიმული აქ ტყავი და კიდევ მთელ სიგრძეზე რაღაც წყალგროვა რა უნდა იყოს ნამდვილად არ ვიცი.. თიაქარი რომ იყოს პატარა ადგილზე გამობერავდა სხვას ფოტოს გარეშე ვერაფერს ვფიქრობ

Posted by: REVERS 11 Dec 2017, 22:06
vano22

ხვალ გადავუღებ და დავდებ

Posted by: kaxaberski66 11 Dec 2017, 23:50
vano22
QUOTE
. ზოგიერთი ჯიშის ძროხებს მშობიარობის შემდეგ მუცლის ქვეშ სიგრძეზე წარმოექმნებათ კანის დიდი ჩამოწელილი ზოლი

აი ეგ უნდა იყოს.

Posted by: REVERS 12 Dec 2017, 08:29
kaxaberski66

მშობიარობამდეც შეიძლება რო წარმოექმნეს ?

Posted by: giogiokakheli 12 Dec 2017, 15:57
REVERS
ჩემსას ქონდა იმიტომ რომ ურძეო იყო ანუ თავის დროზე თავისი ტანი რაც უნდა დაეკავა არ ეჭირა,ანუ თავის დროზე კარგად ნაკვები არ იყო და კანი გაეზარდა და ჩამოეწელა,ახლა ჩემს ხელში რაც არის კარგად გამოვკვებე და გაქრა

Posted by: vano22 12 Dec 2017, 18:37
kaxaberski66
მაკეობის ბოლო თვეშიაო და ამ დროს ბუშტივით ხოა გაბერილი ძროხა და ტყავის ზედმეტი ნაოჭი რავიცი ძნელი წარმოსადგენია.

REVERS
გადაუღე გადაუღე მეც მაინტერესებს რა ჭირს... მარტო ცურის სიახლოვეს რომ ქონდეს სარძევე ჯირკვლების გააქტიურებას მივაწერდი მაგრამ (მთელ სიგრძეზე) მაეჭვებს

Posted by: REVERS 12 Dec 2017, 21:31
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ეს სურათებიც რაც მოვახერხე რო გადამეღო

ხელის შეხებით უფრო იგრძნობა რო წამობერილი ადგილი სითხით არის სავსე

სურათში რამდენად შეამჩნევთ არ ვიცი

Posted by: kaxaberski66 12 Dec 2017, 23:15
REVERS
ახლოს მიდი და ხელით მთელ სიგრძეზე გასინჯე. ვენაა თუ სარძევე მილი.
ერთ ადგილზე უფრო მეტად არის თუ მთელ სიგრძეზე ერთნაირად.
ხელის შეხებით სტკივა თუ არ სტკივა. თუ სტკივა გაგეცლება, ან კუდს, ან წიხლს გაისვრის თუ ძალიან სტკივა.
მე დარწმუნებული ვარ რომ არაფერიც არ აქვს.

Posted by: vano22 13 Dec 2017, 09:17
REVERS
არცერთი დაავადების სიმპტომებში არ ჯდება ეგ წარმონაქმნი.. თეორიულად მშობიარობასთან დაკავშირებული ცვლილება უნდა იყოს.. მუცლის მაგ ნაწილში ცურისკენ მიმავალი ვენის და სისხლძარღვების მეტი არაფერია ისინიც ცოტა გვერდზე არიან, მუცლის ფარი რომ იყოს დაზიანებული ბევრად გამოკვეთილი იქნებოდა ეგ ზოლი...

ორი ვარიანტია ან ვეტერინარს უნდა შეამოწმებინო ან ხბოს რომ მოიგებს მერე 1-2 თვე დაუცადო და თუ არ გაიწოვა ეგ სითხე ან თუ გაუარესდა მდგომარეობა მერე აჩვენო ვეტექიმს..


რა კარგი გოჭები არიან ფოტოზეsmile.gif ჩემები კი ბრუდერის ქვეშ მყავს და მაინც ცივათfacepalm.gif

Posted by: kaxaberski66 13 Dec 2017, 11:57
vano22
ეგ გოჭები ვისები არიან. სხვადასხვა ჯიშისები არიან?

Posted by: vano22 13 Dec 2017, 17:34
kaxaberski66
წითელი დიუროკისაა ეგ ერთიღა დამრჩა და ახლობელს ვუნახავ 30 კგ ა. თეთრები იორკშირისებია 16 გააჩინა და სხვადასხვა წონისები არიან ნახევარი აშკარად დიდები გააჩინა სხვებზე. კერატი დიუროკია და მაგიტო აქვთ სიჭრელე

Posted by: REVERS 13 Dec 2017, 18:33
kaxaberski66
vano22

ამ საღამოსკენ თავისით გასკდა და სისხლი წამოუვიდა

ცოტა წამოუვიდაო ვერ იტყვი კაცი, მარა დაიჩუტა შებერილობა

ჭამით ჭამს ძროხა და რავიცი დავაკვირდები კიდე ცოტახანი

Posted by: vano22 13 Dec 2017, 19:08
REVERS
ერიჰაა არტერია ხო არ აქ დაზიანებული?? გომურში შედი და პოლი დაათვარიელე კარგად, ლურსმანი ხომ არაა სადმე ამოჩრილი.. როგორც ჩანს სისხლძარღვი აქ გახეთქილი და სისხლის წნევამ გამობერა ტყავი.. ვეტერინარს აჩვენე არაფერი დაემართოს ძროხას

Posted by: REVERS 13 Dec 2017, 21:36
vano22

ლურსმანი არამგონია მარა ერთი ძროხა არის ყველას ერჩოლება

შეიძლება იმან ამოკრა რქა და დაუზიანა

მარა რატო თავიდანვე არ გამოსდიოდა სისხლი და უგროვდებოდა ?



Posted by: vano22 13 Dec 2017, 23:00
REVERS შინაგანი სისხლდენა ექნებოდა თუ კარგად დააკვირდები და მოძებნი შეიძლება იპოვო გამომწვევი დაზიანება როგორც თქვი თავისით გასკდაო, შეიძლება სწორედ დაზიანებულ დასუსტებულ ადგილას გასკდა ტყავი თორემ ასე იოლად ნამდვილად არ იხევა ძროხის ტყავი.


არის მეორე ვარიანტიც, შეიძლება მინდორში ამოსაცოხნად დაწვა და იმ ადგილას ეგდო რამე წვეტიანი მჭრელი საგანი და სანამ მინდვრიდან დაბრუნდა შეიკრა პირი ტყავის ზედაპირზე შემხმარი სისხლით და ტყავის ქვეშ წავიდა სისხლდენა. ვენის დასაზიანებლად ლურსმანზე წვრილი საგნის შერჭობაც კი საკმარისია რაც გარედან ძნელია შეამჩნიო, ტკიპის ნაკბენზე დიდ კვალს არც დატოვებდა.

Posted by: REVERS 14 Dec 2017, 17:53
შეუჩერდა სისხლდენა გუშინ საღამოსვე და შებერილი ადგილიც ჩაუცხრა

ტყავიც ვნახე სადაც აქვს გახეული, რქით არის ალბათ თორე ასე მოზრდილა ნახვრეტი არ ექნებოდა smile.gif

Posted by: vano22 14 Dec 2017, 18:06
REVERS
კარგია თუ დაუცხრა. პერეკისით ჩამობანე და რამე ანტისეპტიკური მალამო წაუსვი თუნდაც თურმანიძე ან ლეომიკოლი. მაგიტოა საჭირო პატარაობაშივე რქების ამოწვა რომ ასეთი შემთხვევები არ ხდებოდეს.. ჩემთან ადრე პატრონი წამოიგო რქებზე ძროხამ..

შენ ძროხასაც რქები არ აქ და დაჩაგრული ეყოლებათ ნახირში.

Posted by: REVERS 14 Dec 2017, 20:07
vano22
QUOTE
შენ ძროხასაც რქები არ აქ და დაჩაგრული ეყოლებათ ნახირში.


ხო დაშვებული რქები აქვს და წინააღმდეგობას საერტოდ ვერ უწევს smile.gif



Posted by: vano22 14 Dec 2017, 22:44
REVERS
ვიკინგების მუზარადი გაუკეთე კამეჩის რქებით მაგარი ვიდი ექნებაbiggrin.gif სადღაც ვნახე ხარს ქონდა გაკეთებული და მოუძღოდა ნახირს ამაყად.. მგონი დმანისის მიდამოებში ვნახე

Posted by: REVERS 14 Dec 2017, 23:06
vano22
QUOTE
ვიკინგების მუზარადი გაუკეთე კამეჩის რქებით მაგარი ვიდი ექნება სადღაც ვნახე ხარს ქონდა გაკეთებული და მოუძღოდა ნახირს ამაყად.. მგონი დმანისის მიდამოებში ვნახე


დაიცა ჯერ მოიგოს ამ ცოდვიშვილმა

თუ კარგად მოიქცევა შეიძლება რქებსაც გამოკრას ხელი smile.gif



Posted by: vano22 15 Dec 2017, 00:00
REVERS

აღარ გაუშვა ნახირში არ გაუმიზეზდეს თან ზოგჯერ ადრე იგებს ზოგჯერ ცოტას გადააცდენს ხოლმე და ამ სიცივეში მინდორში გაჩენას ისევ სახლში აჭამო ჯობია.

ბიძაჩემის ძროხამ მოიგო გუშინ მინდორში. მეც და მწყემსიც მთელი კვირა ვეუბნებოდით დატოვე სახლში, დატოვე სახლში მაგრამ არ დაგვიჯერა. კიდევ კარგი მზიანი თბილი დღე იყო და ხბოც მალევე წამოიყვანა მანქანით თორემ გაუცივდებოდა.


ფოტოზე მარცხენა თვალიდან ცრემლი მოსდის თუ მე ვხედავ ცუდად?

Posted by: REVERS 15 Dec 2017, 00:11
vano22
QUOTE
ფოტოზე მარცხენა თვალიდან ცრემლი მოსდის თუ მე ვხედავ ცუდად?


სერიოზულ ნაომარს გავს, თვალზეც აქვს მოხვედრილი

ეს არ ვიცი ან მწყემსის ამბავია ან იმ შეტაკებაში დაემართა ეგეც

ისე ერთ დროს კი მოუვიდა ორივე ამბავი

Posted by: vano22 15 Dec 2017, 00:20
REVERS ძროხის ამბავი იქნება. შეიძლება მეორე მხრიდან ურქინა და ეგ შეშინებული მარცხნივ ჯაგებს ან რამეს ეცა.. მწყემსს მეტი დარდი არააქ ძროხებს სდიოს გასაშველებლად. თვალში ტეტრაციკლინის 1% ანი თვალის მალამო წაუსვი უცებ მოურჩენს. თუ ძაან გიჟი პატრონი არ ყავს იმ ძროხას მიდი აუხსენი მდგომარეობა და ნაჟოვკით წააჭრის რქის წვერებს.

Posted by: REVERS 15 Dec 2017, 02:05
vano22
QUOTE
თუ ძაან გიჟი პატრონი არ ყავს იმ ძროხას მიდი აუხსენი მდგომარეობა და ნაჟოვკით წააჭრის რქის წვერებს.


ზუსტად ვიცი რო შეგნებული პატრონი ყავს ძროხას smile.gif ჩემები არიან

12 სული მეწველი მყავს

ამ ურჩ ბოქსიორს ჯერ ერთი ხბო ყავს მოგებული, ახლა მეორეზეა ახალგაზრდაა, მაგრამ ყველას ერევა

მოუწევს მართლა რქის წაჭრა, ან თუ მეორე ხბოზე წველას არ მოუმატა, სხვა ძროხით ჩანაცვლება smile.gif

Posted by: ibllis93 15 Dec 2017, 05:04
smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gifwink.gifკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკკნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ

Posted by: vano22 15 Dec 2017, 10:56
REVERS კარგია. მე მეგონა სხვისმა ძროხამ ურქინაbiggrin.gif

. ბრუცელოზიანი ხარი ყავს ერთს ჩემთან და ნახირიდან ჯერ ხო ძლივს გავაგდებინეთ და ეხლა უფასო ნახირის პონტში დაყავს. გამოაგდებს დილით ამ ხარს სახლიდან და ისიც როგორც მიჩვეულია მისდევს ნახირს, პატრონი იძახის მე რა შუაში ვარო არადა რამდენ ძროხას გააფუჭებს ეს ხარი. გაყიდვაზე კი სიტყვის გაგონება არ უნდა და არი დაკა დაკა ყოველ დილითbiggrin.gif

მეორეზე კი არა მეორიდან მესამე მოგებაზეც კი მოიმატებს წველას.. ეხლა ისეთი პერიოდია ძნელია ძროხას კარგი წველადობა მოთხოვო, გაზაფხულზე მოიმატებს მაგრამ ზამთარში ძაან კარგად უნდა კვებო რომ სარძევე ჯირკვლებმა გაზაფხულამდე აქტიურობა არ შეამცირონ

Posted by: REVERS 15 Dec 2017, 15:25
vano22
QUOTE
ეხლა ისეთი პერიოდია ძნელია ძროხას კარგი წველადობა მოთხოვო, გაზაფხულზე მოიმატებს მაგრამ ზამთარში ძაან კარგად უნდა კვებო რომ სარძევე ჯირკვლებმა გაზაფხულამდე აქტიურობა არ შეამცირონ


კარგი კვების რაციონი რა არის შეგიძლია დაწერო ?

მაინტერესებს მეწველ ძროხაზე რა თანხა უნდა გავთვალო ზამთრისათვის

რძეს და მაწონს სახლიდან ვყიდით და ზამთრის პერიოდში ვერ ვაკმაყოფილებ მსურველების მოთხოვნას sad.gif

Posted by: vano22 15 Dec 2017, 17:56
REVERS რავი ჩვენ სოფლურ პირობებში კარგი თივის პრესი, ნული იონჯის პრესი და დილა საღამოს თითო ჯამი როში დამდუღვრულ კოპტონთან ერთად კარგ კვებად ითვლება..

პროფესიონალური რაციონი თუ გაინტერესებს kaxaberski66 ს უწერია სადღაც წინა გვერდებზე

Posted by: vano22 24 Dec 2017, 13:57
gig55

ეს უჯიშოს ეტალონია
user posted image


ეს ჯიშიანის.. 3 თვის ხბო თუ გაძვალტყავებულია, წვრილი ფეხებით, ამოზნექილი ზურგით, ვიწრო მენჯითა და გულმკერდით ხელი არ მოკიდო.

Posted by: gig55 24 Dec 2017, 16:59
vano22
განსხვავება აქვს კი ნამდვილად მაგრამ მაინც ძნელად მეჩვენება შერჩევა

Posted by: vano22 24 Dec 2017, 17:06
gig55
მაშინ ვინმე გაიყოლე ვეტერინარი ან უბრალოდ მაგ საქმის მცოდნეsmile.gif

Posted by: gig55 24 Dec 2017, 21:54
[b]vano22[
უფალმა კარგად გვამყოფოს მაგ საქმესაც მოუხერხდება შეხედულისამებრ

Posted by: kakuna123 9 Jan 2018, 00:00
kaxaberski66
vano22
გამარჯობაათ, მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარიით... 2-3 კარგი ჯიშიანი ხბოების ყიდვა მინდა და რას მივაქციო ყურაღება ყიდვის დროს?

Posted by: kaxaberski66 9 Jan 2018, 13:17
kakuna123
62 გვერდზე წაიკითხე ჩემი წერილი.

Posted by: kakuna123 9 Jan 2018, 21:49
kaxaberski66
გაიხარეე, დიდი მადლობაა... ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ, თქვენს ცოდნას რო გვიზიარებთ

Posted by: kaxaberski66 10 Jan 2018, 00:58
kakuna123
ცოდნა დამალული არაფრის მაქნისია. თუ რამე კაცმა იცის და სხვაზე გადაცემის გარეშე საფლავში წაიღებს შეგნებულად, ცოდვა თუ არა დანაშაული მაინც არის.
იმ ჩემს რჩევას ყიდვისას ვინც გაითვალისწინებს, 80% კარგი ნაყიდობა გამოუვა.

Posted by: Rachvelo90 11 Jan 2018, 20:58
QUOTE (vano22 @ 24 Dec 2017, 17:06 )
gig55
მაშინ ვინმე გაიყოლე ვეტერინარი ან უბრალოდ მაგ საქმის მცოდნეsmile.gif

გამარჯობათ მეგობრებო, დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ თემას და ვეცნობი ინფორმაციებს. მოკლედ მინდა ჩემი დანაზოგი ამ საქმეში ჩავდო და აი ასეთი გეგმა მაქვს გაგაცნობთ. ვანო პირადად შენც მოგწერე, რადგან ძალიან აქტიური ხარ და გესმის ეს საქმე ვიცი ცუდ რჩევას არ მომცემ. მინდა 20 ჰექტრამდე მიწა ვიყიდო, რომელსაც წყალი ექნება და ფერმა ჩავდგა. დაახლოებით 10 ჰექტარზე იონჯა დავთესო, რომ ზამთრისთვის ჰქონდეთ საკვები საქონელს, დანარჩენი საძოვარი და სიმინდი ან ჭარხალი რომ დავთესო. თავიდან 15 ძროხის ყიდვას ვფიქრობ, ასვეე მარტივი რძის საწველი აპარატის და ყველი რომ გავაკეთო იმ რძით და ყველი გავყიდო. 12 ლიტრიც რომ მოიწველოს ძროხამ დღეში 12*15=180 ლიტრი. ამ რძიდან 22 კილო ყველი მაინც ამოვა და სადღაც 150 ლარისაა დღეში. შრატს გოჭებს ვაჭმევ. მინდ ასევე 20 დედალი გოჭი ვიყიდო და გავზარდო, დავაყრევინო. ასე ნელნელა ვზარდო ფერმა და 50 ან 60 მეწველზეც ავიყვანო მაგრამ ეს სამომავლოდ. მოკლედ თავიდან მინდა თქვენი რჩევა, ვანო რას მირჩევ ცუდი აზრია ეს? სადაა ამ საქმეში რისკები და რა დამიჯდება თუნდაც დასაწყისისთვის მიწის ყიდვა, ინვეტარი, ფერმის აშენება და ამ 15 სულის ყიდვა ლარებში? ყოველდღე ვფიქრობ ღირს თუ არა ამის გაკეთება და რამდენად გამომივა ეს.
* * *
QUOTE (vano22 @ 14 Dec 2017, 22:44 )
REVERS
ვიკინგების მუზარადი გაუკეთე კამეჩის რქებით მაგარი ვიდი ექნებაbiggrin.gif სადღაც ვნახე ხარს ქონდა გაკეთებული და მოუძღოდა ნახირს ამაყად.. მგონი დმანისის მიდამოებში ვნახე

გამარჯობათ მეგობრებო, დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ თემას და ვეცნობი ინფორმაციებს. მოკლედ მინდა ჩემი დანაზოგი ამ საქმეში ჩავდო და აი ასეთი გეგმა მაქვს გაგაცნობთ. ვანო პირადად შენც მოგწერე, რადგან ძალიან აქტიური ხარ და გესმის ეს საქმე ვიცი ცუდ რჩევას არ მომცემ. მინდა 20 ჰექტრამდე მიწა ვიყიდო, რომელსაც წყალი ექნება და ფერმა ჩავდგა. დაახლოებით 10 ჰექტარზე იონჯა დავთესო, რომ ზამთრისთვის ჰქონდეთ საკვები საქონელს, დანარჩენი საძოვარი და სიმინდი ან ჭარხალი რომ დავთესო. თავიდან 15 ძროხის ყიდვას ვფიქრობ, ასვეე მარტივი რძის საწველი აპარატის და ყველი რომ გავაკეთო იმ რძით და ყველი გავყიდო. 12 ლიტრიც რომ მოიწველოს ძროხამ დღეში 12*15=180 ლიტრი. ამ რძიდან 22 კილო ყველი მაინც ამოვა და სადღაც 150 ლარისაა დღეში. შრატს გოჭებს ვაჭმევ. მინდ ასევე 20 დედალი გოჭი ვიყიდო და გავზარდო, დავაყრევინო. ასე ნელნელა ვზარდო ფერმა და 50 ან 60 მეწველზეც ავიყვანო მაგრამ ეს სამომავლოდ. მოკლედ თავიდან მინდა თქვენი რჩევა, ვანო რას მირჩევ ცუდი აზრია ეს? სადაა ამ საქმეში რისკები და რა დამიჯდება თუნდაც დასაწყისისთვის მიწის ყიდვა, ინვეტარი, ფერმის აშენება და ამ 15 სულის ყიდვა ლარებში? ყოველდღე ვფიქრობ ღირს თუ არა ამის გაკეთება და რამდენად გამომივა ეს..

Posted by: vano22 12 Jan 2018, 19:36
Rachvelo90 ძაან ოპტიმისტურად ხარ განწყობილი. კახაბერის ისტორიები რომ წაგეკითხა რისკებზე დაგაფიქრებდა. პირველ რიგში ჭარხლის დათესვა დაივიწყე კილო 15 თეთრად ყრია და მოყვანა მაგაზე მეტი ჯდება.. სიმინდის დათესვაც არაა მთლად კარგი აზრი რადგან ეგეც ძაან რისკიანი საქმეა და ჯობია სეზონზე იაფად იყიდო..

მიწის ყიდვას რომელ რაიონში აპირებ? ალბათ ისიც იცი რომ საცხოვრებლად იქ გადაბარგება მოგიწევს და მზად ხარ ამისთვის?

20 ჰექტარს თუ იყიდი იონჯის დათესვა საუკეთესო ვარიანტია ოღონდ აქაური უხარისხო თესლი არაფრით არ დათესო. დანარჩენ ფართზე ხორბლის ან ქერის თესვა ჯობია სიმინდის თესვას, მოსავლელადაც იოლია და მოსავლიანობაც თითქმის ერთნაირი აქვს (თუ დასავლეთში არ ყიდულობ მიწას). სარწყავი მიწის საძოვრად მოცდენა ცოდოა. მიწა ისეთ ადგილას იყიდე სადაც ახლომახლო ტყე და საძოვარი იქნება სადაც შეძლებ ნახირის ტარებას.

წველადობას რაც შეეხება 12 ლიტრი არაფერს ნიშნავს. წველადობა უნდა იანგარიშო წლიურად ხბოს მოგებიდან მოგებამდე. თეორიულად დღიური 12 ლიტრი რომ გაასწოროს 18 ლიტრიანი ძროხა უნდა იყოს. 20 დედალი გოჭი ძაან ბევრია 1 გოჭის გაზრდა მეორე დაყრამდე 1000 ლარზე მეტი ჯდება და თუ კარგად არ გათვლი ხარჯებს შეიძლება ფულში მანამდე გაიჭედო სანამ მოსავლის აღებამდე მიხვალ.


თეორიულად ძალიან კარგი აზრია და კარგ მოგებასაც დატოვებს მასეთი მეურნეობა მთავარია ყველაფერი სწორად დაგეგმო და გააკეთო.


ამ ყველაფრის ღირებულება საკმაოდ დიდია. შენ რა თანხას ვარაუდობ?

Posted by: Rachvelo90 13 Jan 2018, 13:12
QUOTE (vano22 @ 12 Jan 2018, 19:36 )
Rachvelo90 ძაან ოპტიმისტურად ხარ განწყობილი. კახაბერის ისტორიები რომ წაგეკითხა რისკებზე დაგაფიქრებდა. პირველ რიგში ჭარხლის დათესვა დაივიწყე კილო 15 თეთრად ყრია და მოყვანა მაგაზე მეტი ჯდება.. სიმინდის დათესვაც არაა მთლად კარგი აზრი რადგან ეგეც ძაან რისკიანი საქმეა და ჯობია სეზონზე იაფად იყიდო..

მიწის ყიდვას რომელ რაიონში აპირებ? ალბათ ისიც იცი რომ საცხოვრებლად იქ გადაბარგება მოგიწევს და მზად ხარ ამისთვის?

20 ჰექტარს თუ იყიდი იონჯის დათესვა საუკეთესო ვარიანტია ოღონდ აქაური უხარისხო თესლი არაფრით არ დათესო. დანარჩენ ფართზე ხორბლის ან ქერის თესვა ჯობია სიმინდის თესვას, მოსავლელადაც იოლია და მოსავლიანობაც თითქმის ერთნაირი აქვს (თუ დასავლეთში არ ყიდულობ მიწას). სარწყავი მიწის საძოვრად მოცდენა ცოდოა. მიწა ისეთ ადგილას იყიდე სადაც ახლომახლო ტყე და საძოვარი იქნება სადაც შეძლებ ნახირის ტარებას.

წველადობას რაც შეეხება 12 ლიტრი არაფერს ნიშნავს. წველადობა უნდა იანგარიშო წლიურად ხბოს მოგებიდან მოგებამდე. თეორიულად დღიური 12 ლიტრი რომ გაასწოროს 18 ლიტრიანი ძროხა უნდა იყოს. 20 დედალი გოჭი ძაან ბევრია 1 გოჭის გაზრდა მეორე დაყრამდე 1000 ლარზე მეტი ჯდება და თუ კარგად არ გათვლი ხარჯებს შეიძლება ფულში მანამდე გაიჭედო სანამ მოსავლის აღებამდე მიხვალ.


თეორიულად ძალიან კარგი აზრია და კარგ მოგებასაც დატოვებს მასეთი მეურნეობა მთავარია ყველაფერი სწორად დაგეგმო და გააკეთო.


ამ ყველაფრის ღირებულება საკმაოდ დიდია. შენ რა თანხას ვარაუდობ?

გაიხარე პასუხისთვის. ჯერჯერობით იდეის დონეზე მაქვს და ამის განსახორიელებლად პირველ რიგში მინდა მიწა, მაგრამ ინტერნეტში რაც ვნახე სასწაული ფასები ადევს. საგარაეჯოს ან მცხეთის, კასპის რაიონებში მინდა. ამ სამ რაიონში, რომ თბილისთან ახლოს ვიყო და პროდუქცია მარტივად ჩავიტანო იქ. ხომ არ იცით მიწა ცოტა იაფად სად და როგორ უნდა ვიყიდო? სოფლის გამგეობებში მივიდე და ვკითხო სად აქვთ ადგილი რომ მომყიდონ? ასეთი რაღაც აღმოვაჩინე, რომ ვიღაც ტიპები ირეგისტრირებენ 80 და 100 ჰექტარ მიწებს და მერე მამასისხლად 200 000 დოლარებად ყიდიან, როგორ ირეგისტრირებენ აი ეგ მაინტერესებს. შენ ერკვევი ვანო? რომ მივიდე გამგეობაში და ვუთხრა, ვაპირებ ინვესტიციას, შეიძლება ხალხიც დავასაქმო და მინდა მიწის ყიდვა, იქნებ იაფად გამომივიდეს იქ. ინვესტიციას რაც შეეხება ჯერჯერობით არ ვიცი, ასე ძნელია თქმა, რადგან მიწა რა დამიჯდება არ ვიცი, აი მიწა რომ მქონდეს მერე უკვე დავთვლიდი ფერმის, საქონლის ხარჯებს და ასე შემდეგ. საქონელს რაც შეეხება ალბათ 10 მდე სულს კარგ ქართულს ვიყიდი და მინდა რამდენიმე, სამი ცალი მაინც ჰოლშტეინის ვიყიდო და ნელნელა მოვამრავლო.

Posted by: vixn 13 Jan 2018, 15:08
Rachvelo90
ჩემი აზრით ჯერ თეორიული ცოდნა გჭირდება, მერე პრაქტიკული გამოცდილება, შემდეგ კარგი გათვლა. ადრეა შენთვის ამ საქმის შეჭიდება, წყენის გარეშე.

Posted by: vano22 13 Jan 2018, 15:23
Rachvelo90
გამგეობების ბალანსზე არის საძოვრები, დაჭაობებული მიწები, ფერდობები და სხვა დაბალი ფასეულობის მიწები. კარგი მიწა სარწყავში და თან 20 ჰა არ მგონია რომელიმე სოფელში სახ. ბალანსზე იყოს.

რასაც შენ სასწაულ ფასებს ეძახი ეგ ცოტა გაბერილი ფასებია მაგრამ იმის იმედი არ გქონდეს რომ მაგხელა სარწყავ მიწას იაფად იყიდი.

ჯერ პირველ რიგში უნდა გაარკვიო სად უფრო კარგი მიწებია შემდეგ მოიძიო სასურველ ფასში სასურველი ნაკვეთი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მეურნეობის გამართვაზე ფიქრი.. შედი maps.napr.gov.ge ზე მონიშნე საკადასტრო ფენა. მონიშნე სატელიტური ხედი და გადახედე იქნებ ცოტა შეამცირო ძებნის არეალი.

10 ძროხა და 50 ძროხა თუ გინდა იყიდე 5 ჰა მიწა საძოვართან და მდინარესთან ახლო. ჩადგი ფერმა გააშენე ვაზი, თხილი, კაკალი და იშრომე შენ გემოზე.

20ჰა სარწყავიო რომ ამბობ მე მაქ 5 ჰა სარწყავი და წამოდი მორწყე რა ბიჭი ხარbiggrin.gif 20 ჰა სულ ალაზნის გვერდზე რომ გქონდეს, იდიალურ შემთხვევაში მდინარის დონეზე დაბლა, უნდა დაყო 5 ჰა ზონებად და ჯვარედინად გაჭრა არხები. მერე ეს 5-5 ჰა უნდა დაყო. თითო თითო ჰა დ და გაიყვანო შედარებით პატარა არხები მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიწის სარწყავად ჩათვლა. მიწის შერჩევისას გაითვალისწინე ასევე სარწყავი წყლის დებეტი თორემ შეიძლება მდინარე ჩამოუდიოდეს ნაკვეთს მაგრამ ეს მდინარე გვალვაში ძაან იკლებდეს და შეიძლება გაზაფხულზე ილტოს ხელა მდინარე აგვისტოში 2 ჰა ს მოსარწყავად არ გეყოს.

სიმართლე გითხრა 200კ$ თუ არ გაქ ცოტა შეამცირე მაშტაბები

Posted by: levani169 13 Jan 2018, 21:06
vano22
QUOTE
მე მაქ 5 ჰა სარწყავი და წამოდი მორწყე რა ბიჭი ხარbiggrin.gif 20 ჰა სულ ალაზნის გვერდზე რომ გქონდეს, იდიალურ შემთხვევაში მდინარის დონეზე დაბლა, უნდა დაყო 5 ჰა ზონებად და ჯვარედინად გაჭრა არხები. მერე ეს 5-5 ჰა უნდა დაყო. თითო თითო ჰა დ და გაიყვანო შედარებით პატარა არხები მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიწის სარწყავად ჩათვლა. მიწის შერჩევისას გაითვალისწინე ასევე სარწყავი წყლის დებეტი თორემ შეიძლება მდინარე ჩამოუდიოდეს ნაკვეთს მაგრამ ეს მდინარე გვალვაში ძაან იკლებდეს და შეიძლება გაზაფხულზე ილტოს ხელა მდინარე აგვისტოში 2 ჰა ს მოსარწყავად არ გეყოს.

ეხლა ქალბატონი მილედი წაიკითხავს და უფასო ლექციასაც ჩაგიტარებს თუ რაოდენ ზარმაცი ხარ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 02:24
...........................................................

Posted by: Nat_asha 15 Jan 2018, 09:59
Rachvelo90
მიწის სიმბოლურ ფასად 1 ლარადაც შეგიძლია სახელმწიფოსგან მიიღო. აქვთ თავიანთი პირობები. პირობები კი ასეთია: მიწის ღირებულებაზე 10-ჯერ მეტ ინვესტიციას თუ ჩადებ, ამმ მიწას უფასოდ მოგცემენ, ანუ თუ მიწა ღირს 10 000 შენ უნდა 100 000 ინვესტიცია ჩადო და ამ შემთხვევაში ამ მიწას 1 ლარად მოგცემენ. თავიდან გგონია რომ მაგარია, მაგრამ რეალურად ხვდები რომ ძალიან იდიოტური პირობაა. თან ფასები უნდა ნახო რა ფასები უდევთ. ფაქტიურად ისეა მოწყობილი რომ ძალიან ბევრი ფული უნდა გქონდეს თუ გინდა რომ მიწა გაჩუქონ. უნდა იყო ივანიშვილი, პარლამენტარი ან მსგავსი ვინმე. თითონ ივანიშვილმა ამ გზით 100 ჰექტარი მიიღო ვენახისთვის, გარდა მაგისა ღარიბაშვილების საგვარეულოებმა მაგ კანონით მიიღეს ჰექტრობით მარნეულში სათბურებიანი ნაკვეთები და ა.შ. მოკლედ ნამდვილად გლეხისთვის ამ მთავრობას აქვს 1 პროექტი და ამ პროექტს ქვია "მკიდიხარ" biggrin.gif დანარჩენი ჩემი რჩევა თუ გინდა გამგეობაში კი არ მიხვიდე, ადექი და საკადასტრო რუკაზე ნახე დაურეგისტრირებელი ნაკვეთები. მერე გაარკვე ქონების მართვის სააგენტოში ვის საკუთრებაში ირიცხება, ეკუთვნის თუ არა სახელმწიფოს. თუ სახელმწიფოს ეკუთვნის შეგაქვს განაცხადი ამ მიწის შესყიდვაზე და ცხადდება აუქციონი. შეაფასებენ ამ ნაკვეთს და დაიდება მისი საწყისი ღირებულება და აუქციონზე გაქვს შესაძლებლობა შეიძინო. აი ლინკსაც დავდებ ამ აუქციონის საიტისას და გადახედე, იჯარით და გასაყიდადაც არის მიწები და შეგიძლია გადაავლო თვალი.
https://www.eauction.ge/Home/Search/W3sia2V5IjoiQ2F0ZWdvcnlJRCIsInZhbHVlIjoiOTcifV0=/1
* * *
levani169
QUOTE
ეხლა ქალბატონი მილედი წაიკითხავს და უფასო ლექციასაც ჩაგიტარებს თუ რაოდენ ზარმაცი ხარ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: REVERS 23 Jan 2018, 21:53
წლინახევრის მოზვერს უკანა ფეხები ეკეცება სიარულისას და ჭამასაც მოუკლო

ხშირად წვება და საკუთარ თავს არ გავს smile.gif

ამ საკითხში მამაჩემს მეტი ესმის და სიმპტომების მიხედვით ნაბარევის 2 ნემსი გაუკეთა ერთი კვირის განმავლობაში

არ უშველა და ახლა აპირებს ბიცილინის გაკეთებას

სწორ წამლებს უკეთებს ? დიაგნოზში ხო არ ცდება ?

ჩლიქებზე არაფერი აქვს და არც სხვა რამე ნიშნები შეიმჩნევა

Posted by: ucxo777 25 Jan 2018, 21:13
REVERS
თუ ნაბარევი იყო და დაგვიანებული მკურნალობა ჩაუტარა, 1 კვირაში უნდა მომკვდარიყო. მანდ სხვა ამბავია ალბათ,რა არ ვიცი მაგრამ ნაბარევი არაა ჩემი აზრით. ორჯერ დავუგვიანე მე ნაბარევზე, გვიან შევატყვე და სისხლზე რომ გავიდა შარდში მოკვდა მესამე მეოთხე დღეს,თან მაგ დროს საშინელ სუნს უშვებს

Posted by: kaxaberski66 25 Jan 2018, 22:03
ucxo777
REVERS
ნაბარევის ანუ ლეპტოსპიროზის გამომწვევი არის ერთად-ერთი მიზეზი. მინდვრის ტკიპა.
ამ პერიოდში ნაბარევი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ზამთარში ტკიპა ფუნქციონირებას წყვეტს, მაგრამ არ კვდება.
თუ ფერმაში თუ ბოსელში თბილა, მაშინ ტკიპასაც შეუძლია გამოცოცხლება.
REVERS მოზვერს უკანა ფეხების და მუცელს შორის შეუცურე ხელი, ასევე მუცელზე მოუსვი ხელი. კარგად და ყურადღებით გასინჯე. თუ ჰყავს ტკიპა უნდა იპოვო და ხელითვე მოაშორო, მერე ფეხით გასრისო. ეს პროცედურა საშიში არ არის.
მეორე ვარიანტიც არის თუ ხელით ვერ გააცლი. ვეტ აფთიაქში იკითხე ტკიპას საწინააღმდეგოდ შესაწამლი წამალი და შეწამლე.

Posted by: ucxo777 26 Jan 2018, 12:59
kaxaberski66
კი ვიცი რომ მთავარი მიზეზი ნქბარევის არის ტკიპა,მაგრამ ამ ზამთარში რავიცი რავიცი

-----------

მოზქრდ მოზვრებზე დასავლეთისკენ რა ხდება რა ფასები აქვს ხომ არავინ იცით? ამ კვირას ვიყავი ჩემსკენ ბაზარში და 70 80 კილოანები 700 ლარიო გამაგიჟეს sad.gif თან ისეთი მოზარდები რომ არც მოგეწონებოდა

Posted by: kaxaberski66 26 Jan 2018, 15:39
ucxo777
კონკრეტულად რევერსას მოზვრის შემთხვეა არის თუ არა დაკავშირებული ნაბარევთან არ ვიცი.
ჩემს ფერმაში თავის დროზე ზამთარში გვქონდა ნაბარევის შემთხვევა.
ზამთარში არ აქვს სწრაფი მიმდინარეობა.

Posted by: REVERS 26 Jan 2018, 18:10
kaxaberski66
ucxo777

ნაბარევი არ აღმოჩნდა

სახსრები აქვს გაციებული და ნემსებს ნელნელა გამოყავს მდგომარეობიდან

კარგათ ჭამს უკვე

ოქსტრას ვუკეთებთ, რამე სხვა უკეთესი ხო არ იცით ?

Posted by: ucxo777 27 Jan 2018, 11:37
kaxaberski66
მე ზამთარში არ მქონია ეგ შემთხვევა,კარგია რომ გვითხარი.დავიმახსოვრებ[
b]REVERS[/b]
ეგ წამალი ნამდვილად კარგია მეც ხშირად ვიყენებ მოზვერი თუ ცუდათ მყავს. უკეთეს შემცვლელი კი არ ვიცი თუ არის და რომელია, ალბათ ვეტერინარს უფრო უკეთესად ეცოდინება მაგრამ თუ უშველა რაღათ გინდა სხვა წამალი
* * *
kaxaberski66
მე ზამთარში არ მქონია ეგ შემთხვევა,კარგია რომ გვითხარი.დავიმახსოვრებ[
b]REVERS[/b]
ეგ წამალი ნამდვილად კარგია მეც ხშირად ვიყენებ მოზვერი თუ ცუდათ მყავს. უკეთეს შემცვლელი კი არ ვიცი თუ არის და რომელია, ალბათ ვეტერინარს უფრო უკეთესად ეცოდინება მაგრამ თუ უშველა რაღათ გინდა სხვა წამალი

Posted by: gig55 28 Jan 2018, 21:57
გამარჯობათ ბიჭებო როგორა ხართ ბაგური კვების შესახებ მაინტერესებს კვების რაციონი თუ რა ნორნებია საჭირო

Posted by: kaxaberski66 29 Jan 2018, 10:12
https://www.youtube.com/watch?v=A5WBVOzKoIw
Brielmaier Motormäher Duo 6m in 112% Hangneigung !!
ეს ნახეთ აბა ფერმერებო იქნებ მოგეწონოთ?
gig55
რაციონი უნდა შედგეს საქონლის ფაქტიური და პოტენციური წველადობის, ასევე ჯიშიდან გამომდინარე.
დაწერე აბა როგორი საქონელი გყავს. რამდენს იწველიან, რამდენი გინდა რომ მოიწველონ, ასევე საქონელი საშუალოდ რამდენს იწონის ცოცხალ წონას. ესეც მნიშვნელოვანია.

Posted by: gig55 30 Jan 2018, 00:40
kaxaberski66
გაიხარეთ მეწველი არ მიგულისხმია ხარები მყავს 400 კილოს იწონიან მინდა რომ ერთი თვე ან მეტი ბაგურზე დავაბა რომ წონა მალე აიკრიფონ თუ კარგად ვკვებავ 500 მივლენ მაგრამ ერთ თვეში არა კვების რაციონი მაინტერესებს

Posted by: ucxo777 30 Jan 2018, 11:08
gig55
მე ბაგურ მოზვრებს 1 მეშოკ სიმინდს,ხორბალს და ქერს ვურევდი თანაბრად და იმას ვაჭმევდი, მშვენივრად მოიმატეს თითქმის 3 თვეში

Posted by: gig55 30 Jan 2018, 19:28
ucxo777
კარგია რა რაოდენობას აჭმევდი ?

Posted by: ucxo777 30 Jan 2018, 20:39
gig55
4 5 კგს დღეში,გააჩნია რამხელა იყო.ცოტ ცოტას ვჭმევდი 1 კვირა რომ მიჩვეულიყვნენ და მერე მოუმატე. ცოტახანში აისუყეს და 2 3 დღე ძალიან ცოტას ჩამდნენ მერე მოუმატეს ჩვეულებრივად ჭამას

Posted by: gig55 30 Jan 2018, 21:10
ucxo777
ჩემს ბიჭევს მადა მშვენიერი აქვს არაფელს დაიწუნებენ:დ
* * *
ucxo777
5 კილოს ერთ იჯრაზე აჭმევდი მშრალს თუ სველს?

Posted by: ucxo777 30 Jan 2018, 23:01
gig55
დღეში ვაჭმევდი 4 5 კგს. დილით 2.5 საღამოს 2.5 კგს ანუ დღეში 5. ეს ყველაფერი უნდა დაუყარო მშრალად. დაფქვავ, აურევ და დაუყრი. დამიჯერე თავიდან კი მგლებივით შეჭამენ მაგრამ მერე აისუყებიან და არ შეგეშინდეს. რო მიეჩვევიან კარგად მერე ყოველ დღე კარგად შეჭამენ

ხო კიდევ,წყალი თუ სულ ედგმებათ და როცა მოუნდებათ მაშინ დალევენ მთლად უკეთესი თუ არა და ხშირად დაალევინეხოლმე

Posted by: gig55 31 Jan 2018, 05:22
ucxo777
კარგი გასაგებია ისე სიმართლე გითხრა მშრალად არასდროს მიჭმევია საქონლისთვის რამე არ დამართოს ამიტომაც ჭირდებათ ალბათ წყალი

Posted by: ucxo777 31 Jan 2018, 10:03
gig55
ყველა მშრალად აჭმევს ბაგიურზე როცა ყავთ დაბმული, წყალი უმთავრესია,არ მოაკლო. მეც არასოდეს არ მყავდა დაბმული და შარშან დავაბი 7 მოზვერი საცდელად. ფაქტია რომ გაამართლა და რაღაც მოგებაც დამიტოვა.აბა გიჟები ხომ არ არიან ეს თათრები 100 ბით სულს რომ აბავენ გასასუქებლად

Posted by: gig55 31 Jan 2018, 22:04
ucxo777
გასაგებია მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: dzamia123 4 Feb 2018, 23:55
მოგესალმებით ვარ დაინტერესებული ვაწაარმოო ფერმა 20 სულ საქონელზე ( ყველი, სულგუნი, რძე ) ამ მიზნით.
ვარ 38 წლის არ ვარ ზარმაცი მიყვარს შრომა მყავს ოჯახი მეუღლე და სამი შვილი ორი ბიჭი ერთი გოგო ბიჭებმა სკოლა დაამთავრეს კარგად მომეხმარებიან მშობლებიც გვერდით მიდგას ერთი სიტყვით საოჯახო ტიპის ბიზნესი. მაქვს სოფელში გექტარ ნახევარი ნაკვეტი თავისი სახლით ერთ ეზოში ქალაქიდან 35 კილომეტრზე რაც შეეხება თანხას ვაპირებ გავყიფო ბინა და გადავიდე სოფლად მთა მაქვს ახლოში შემიძლია სეზონზე იქ ავიყვანო საქონელი დანარჩენი პერიოდი ბაგური კვება რას მირჩევთ მჭირდება რჩება დარიგება მადლობთ წინასწარ
* * *
ასევე მაქვს ცოტაოდენი გამოცდილება პირუტყვთან დეიდაშვილს დავყვებოდი 2 სეზონი მთაზე როგორ საქონელს მირჩევთ და რატიპის შენობა დამჭირდება მადლობთ წინასწარ

Posted by: shuma89 5 Feb 2018, 00:58
საქონლის ფერმა არა მაგრამ მინდა 3-4 მოზარდი ვიყიდო, ნებისმიერი სქესის წავა მგონი, საბოლოო ჯამში ერთი მინდა დავკლა და გავუშვა მაცივრებში ზოგსაც დავამარილებ ალბათ, 2-3 მინდა გასაყიდად შემოდგომაზე, მაგრამ ისეთი ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ კიდეც გამოვაზამთრო და გავაგრძელო ზრდა. მოკლედ რის მიხედვით ავარჩიო იქნებ მირჩიოს ვინმემ?
ამ თემაში ეწერა მგონი და გადავატრიალე ვერ ვიპოვე რომელ გვერდზე იყო, შეიძლება სხვა თემაში იყო და ვერ ვნახე თითქმის მსგავს კიტხვაზე იყოს ძალიან ჩამოყალიბებული პასუხი. ან თუ არ დაგეზარებათ და მირჩევტ რის მიხედვით ავარჩიო მოზარდი კარგი იქნება.
წონა რამდენიანის ყიდვა აჯობებს ბალახის გარდა რით ვკვებო.
ეზო ექნება 3 ჰექტარი, 3-4 ჩემი იქნება და 3-4 კიდევ ბიძაჩემის ახლაც იქ არიან biggrin.gif ბარემ ჩემებსაც მივამატებ smile.gif

შენობა აქვთ ნორმალური, არ შეცივდებათ არ დაცხებათ. წყალი აქვთ, ჩრდილი მხოლოდ შენობისა sad.gif
დაბლობია, წვიმებში საკმაოდ ნესტიანი ადგილია, ადგილობრივი გამომადგება შორიდან მოყვანილი ნაკლებად სეეგუება მგონი შეცვლილ გარემოს.

Posted by: brutal_88 5 Feb 2018, 03:28
ბაკურიანთან ახლოს მაქვს 5 000 კვადრატი მიწა, წყალი, შუქი არის.
ვფიქრობ 10 სული კარგი მერძევე ჯიშის საქონლის შეძენას.

ამ საქმით გამდიდრებას არ ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ჰობივით მექნება. მომავალში კი ტურისტულ საქმიანობას მივაბამ, რეგიონი ამის საშვალებას იძლევა.

როგორ ფიქრობთ, ბაგური კვებისთვის ხაშურიდან, ქარელიდან საკვების ამოტანა ძვირი დაჯდება? ზაფხულში რათქმაუნდა ალპურ საძოვრებზე მეყოლებიან.
რომელ ჯიშს მირჩევდით, შვიცი?
დიდი ძროხები მინდა, ბარაქიანი, ჩვენი წაბლისფერი ძროხა არა.

Posted by: kaxaberski66 5 Feb 2018, 11:15
dzamia123
პირველ რიგში, სიკეთე შენს გამოჩენას.
QUOTE
ვარ დაინტერესებული ვაწაარმოო ფერმა 20 სულ საქონელზე ( ყველი, სულგუნი, რძე ) ამ მიზნით.

დაინტერესება კარგია და 20 სული მეწველი ძროხა უკვე სერიოზულად მისადგომი საქმეა.
QUOTE
მაქვს სოფელში გექტარ ნახევარი ნაკვეტი თავისი სახლით ერთ ეზოში ქალაქიდან 35 კილომეტრზე

ეს კარგია ომ ახლოს ყოფილხარ ქალაქთან. 20სულის გამოკვებას ყველანაირი საკვები შენ რომ მოიყვანო და დაამზადო, სჭირდება 20 ჰექტარი სარწყავი სახნავი მიწა. თუ არა და მოგიწევს ყველანაირი საკვების ყიდვა. გასწვდები?
QUOTE
ვაპირებ გავყიფო ბინა და გადავიდე სოფლად

რა ვიცი. გამოუცდელმა კაცმა ბინა გაყიდოს და საქონელი იყიდოს, არ მიმაჩნია გამართლებულად. ძალიან დაფიქრება გმართებს. ბინის გაყიდვით მაგ საქმის დაწყებას არ გირჩევ. თუ გვერდზე ცოტა ფული მოგეპოვება, იმით იყიდე რამოდენიმე ძროხა და საქმე გაჩვენებს ერთი ორ წელში ბინა გაჰყიდო თუ არა.
QUOTE
სევე მაქვს ცოტაოდენი გამოცდილება პირუტყვთან დეიდაშვილს დავყვებოდი 2 სეზონი მთაზე როგორ საქონელს მირჩევთ და რატიპის შენობა დამჭირდება

შენი გამოცდილება მესაქონლეობაში ნულთან მიახლოებული ყოფილა.
* * *
shuma89
QUOTE
მოკლედ რის მიხედვით ავარჩიო იქნებ მირჩიოს ვინმემ?

თუ გასამრავლებლად არ გინდა და ბოლოს ყასბებს უნდა მიჰყიდო, იყიდე სახარეები.
შეხედულებით უნდა იყვნენ ძვალმსხვილნი, ფართო ბეჭიანი, ზურგ განიერი. მკერდი უნდა ჩამოდიოდეს წინა ფეხების სახრელების, ანუ მუხლების ქვევით.
იყიდე შავი ან ყავისფერი. ღია ფერის ან წითელი არ იყიდო
QUOTE
წონა რამდენიანის ყიდვა აჯობებს ბალახის გარდა რით ვკვებო.

რადგან ერთს დაკვლას უპირებ ოჯახისთვის, შენ თვითონ გათვალე რამდენი კილო ხორცი გინდა რომ გამოგივიდეს. რამდენს მოერევი.
თუ ხორცსავსე მოზარდი 100 კგ ს იწონის, 50% მეტი ხორცი არ ექნება.
მოზარდებმა კარგი ჭამა 5-6 თვიდან იციან, მატებაც კარგი აქვთ კარგი კვებისას. 5-6 თვის სახარე იქნება 100კგ.
მოზვერს სხვაგვარი კვება უნდა და დეკეულს სხვაგვარი.
ვინც დეკეულს ზრდით მომავალ ფურად, უნდა კვებოთ ისეთი საკვებით, რომელიც არის მოცულობითი, იმისთვის რომ ფაშვი გაუდიდდეს და ბევრი საკვების შეჭმა შეძლოს როდესაც ხბოს მოიგებს. ბევრის შეჭმისას რძეც ბევრი ექნება.
სახორცე მოზვერს პირიქით სჭირდება. მოცულობითი საკვები(მწვანე ბალახი, სილოსი,სენაჟი) შეზღუდული რაოდენობით უნდა მიეცეს რომ ფაშვი ნამეტანი არ გაუდიდდეს. სამაგიეროდ მარცვლოვანი მაღალკალორიული საკვებით უნდა ჰკვებოთ(ქერი, ხორბალი,სიმინდი, ქატო, შვრია,კოპტონი)
ასთნაირად გაზრდილ მოზვერს, სუფთა ხორცის პროცენტული გამოსავალი გამოსდის მაღალი.
QUOTE
ადგილობრივი გამომადგება შორიდან მოყვანილი ნაკლებად სეეგუება მგონი შეცვლილ გარემოს.

ღა თქმა უნდა ადგილობრივი აჯობებს გარემოს შეგუების მიხედვით, მაგრამ როგორი ადგილობრივია იმას გააჩნია. ზოგს რამდენიც გინდა აჭამო( მაგალითად აჭარულებს,ზოგადად დასავლეთის საქონელს) შედეგს არ იძლევა. ვანოს ენით ვიტყვი. მაინც დაგვაჯული დარჩება. biggrin.gif
* * *
brutal_88
QUOTE
ბაკურიანთან ახლოს მაქვს 5 000 კვადრატი მიწა, წყალი, შუქი არის.
ვფიქრობ 10 სული კარგი მერძევე ჯიშის საქონლის შეძენას.

თუ შენ მაგ 5000 მიწით გამოკვებას ფიქრობ 10 სულისას, არ გამოვა. ხოლო ეზოთ და ინფრასტრუქტურისთვის საკმარისზე მეტიც არის.
QUOTE
ვფიქრობ 10 სული კარგი მერძევე ჯიშის საქონლის შეძენას.

ამ საქმით გამდიდრებას არ ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ჰობივით მექნება. მომავალში კი ტურისტულ საქმიანობას მივაბამ, რეგიონი ამის საშვალებას იძლევა.

QUOTE
როგორ ფიქრობთ, ბაგური კვებისთვის ხაშურიდან, ქარელიდან საკვების ამოტანა ძვირი დაჯდება? ზაფხულში რათქმაუნდა ალპურ საძოვრებზე მეყოლებიან.
რომელ ჯიშს მირჩევდით, შვიცი?
დიდი ძროხები მინდა, ბარაქიანი, ჩვენი წაბლისფერი ძროხა არა.

ბაკურიანი მთაგორიანი ადგილია და კარგი საზაფხულო საძოვრებიც არის.
აი დიდიძროხები ბარაქიანები მაგ მთიან ფედობებზე ვერ ივლიან. კულტურული შვიცი, რომელიც არის გენეტიკურად ბაგურად გაზრდილ გამოყვანილი და რომლის წონაც 600 კგ და მეიც არის, უნდა იყოს ბაგურზე. ხოლო თუ შემოიყვან შვეიცარიის, ავსტრიის, გერმანიის ალპურ ზონაში ჩვეულებრივი გლეხი ფერმერებისგან ნაყიდს, მაშინ ივარგებენ.
ხოდა თუ მასეთი მაღალპროდუქტიული საქონლის ყოლა გინდა, საქმეს სერიოზულად მიუდექი და ჰობი გვედზე გადადე, თორემ ტურისტები სანამ შენთან მოვლენ, ძროხა აღარ გეყოლება. მასეთ საქონელს სერიოზულად მიდგომა სჭირდება როგორც ვეტერინარული, ისე ზოოტექნიკური მხრიდან.
რაც უფრო მაღალპროდუქტიულია საქონელი, მით უფრო მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ. მაღალი პროდუქტიულობის დროს საქონლის იმუნიტეტს არ სცალია დაავადებასთან შესაჭიდებლად. ის რძეს წარმოქმნის. შენ კი უნდა ყველაფერი გააკეთო რომ დაავდება არ შეხვდეს.

Posted by: dzamia123 9 Feb 2018, 09:25
kaxaberski66 მოგესალმებით პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ბინას არ ვყიდი , ვაქირავებ + მშობლების პემსია უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ამ ცოდნის გაზიარებისთვის რაკარგი იქნებოდა ჩემს შემთხვევაში თქვენი თანადგომა მე პირდაპირ საქმეს გავაკეთებდი იმის ფიქრი არ მომიწევდა რა დროს რა უნდა ვაკეტო რაც შეეხება საქონლის შეძენას 20 სული რავი აბა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული ტუ როგორ ვიშრომებთ რამდენ საკვებს მოვიპოვებთ შემოდგომამდე და მერე განვსაზღვრავ 20 ვიყიდო თუ 10 . ეს ის საქმე არის რომელიც ძალიან მიყვარს რომ წარმოვიდგენ მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ვიშრომოტ სიხარულით ცრემლი მომდის საქართველო ჩემთვის ჩემი სოფლიდან იწყება. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე რომ ხელოსანი კაცი ვარ 0-იდან შემძლია ყველაფრის კეთება საქმეც ბლომად მაქვს ვირივით ვმუშაობ ნაშრომს კი ვერსად ვხედავ ქალაქს დიდი ხარჯი აქვს დრო და დრო კითხვები მექნებაა გთხოვთ ნუ დამზარდებით

Posted by: kaxaberski66 9 Feb 2018, 10:16
dzamia123
QUOTE
რაკარგი იქნებოდა ჩემს შემთხვევაში თქვენი თანადგომა მე პირდაპირ საქმეს გავაკეთებდი იმის ფიქრი არ მომიწევდა რა დროს რა უნდა ვაკეტო

კაცო, კონსულტაციაზე არასდროს დაგზარდები არც შენ და არც სხვას. ნეტავ ის ცოდნა რაც დამიგოვდა წლების განმავლობაში, ვინმემ სიკეთით გამოიყენოს.
QUOTE
. ეს ის საქმე არის რომელიც ძალიან მიყვარს რომ წარმოვიდგენ მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ვიშრომოტ სიხარულით ცრემლი მომდის საქართველო ჩემთვის ჩემი სოფლიდან იწყება.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ვინც არ დაიზარებს და გულით უდგება საქმეს, კიდეც ყველაფერი გამოსდის ადრე თუ გვიან.
მკითხე რაც გაინტერესებს. მე თუ ვერ გაგცემ პასუხს, აქ ხალხი არის რომლებიც დაგაკვალიანებენ.

Posted by: shuma89 9 Feb 2018, 10:44
kaxaberski66
დიდ მადლობა რჩევებისთვის გაიხარე კარგო ადამიანო.

პ..ს
ოქროს სიტყვებია
QUOTE
საქართველო ჩემთვის ჩემი სოფლიდან იწყება.

Posted by: dzamia123 9 Feb 2018, 15:35
kaxaberski66
იემდს ვიტოვებ ღვთის მადლით ყუველაფერი კარგად იქნება თუ ვერ მოგწერო არ გეწყინოს სოფელში გადასვლასთან დაკავშირებით დაკავებული ვარ. მადლობთ მხარდაჭერისათვის

Posted by: kaxaberski66 9 Feb 2018, 16:44
dzamia123
QUOTE
სოფელში გადასვლასთან დაკავშირებით დაკავებული ვარ.

აბა შენ იცი. წარმატებებს გისურვებ.
დრო და დრო დაწერე საქმიანობასთან დაკავშირებით.

Posted by: simoni19 20 Feb 2018, 15:28
გამარჯობა, მესაქონლეობის დაწყებას ვაპირებ, თავიდან ვფიქრობ მოზარდები შევიძინო და გავზარდო და თქვენი დახმარება მჭირდება, ხბორები შევიძინო თუ უფრო მოზარდები რომლის გაზრდა დამიჯდება უფრო იაფი და ვინმე ხომ არ იცით რომ ყიდდეს ჯიშიან საქონელს?

Posted by: ghost471 20 Feb 2018, 15:41
brutal_88
10 suli mewvelis movla araa xumroba same bagurat tu geyoleba sul shignit jdoma mogiwevs. Magalproduqtiul saqonels dgeshi 30 kilo sakvebi mainc dachirdeba ert suls da 15 kilo nakeli mainc eqneba jamshi 45 kilo gamova 10 sulze 450-500 kiloa shen warmoidgine 500 kilos xelshi gatareba mogiwevs yovel dge sakvebis shetanisa da nexvis gamotanis saxit. + wvela da rdzis dabinaveba calke. Kargad dafiqrdi sanam mag saqmes sheechidebi. 10 suli xumroba saqme araa. Mesaqonleobashi didi codna ara maqvs gori ro iyos yvelafers agixsnidi mara aq xalxia vinc dakqvebulia mesaqonleobit da uket getyvian.

Posted by: kaxaberski66 20 Feb 2018, 22:22
simoni19
QUOTE
გამარჯობა, მესაქონლეობის დაწყებას ვაპირებ, თავიდან ვფიქრობ მოზარდები შევიძინო და გავზარდო და თქვენი დახმარება მჭირდება, ხბორები შევიძინო თუ უფრო მოზარდები რომლის გაზრდა დამიჯდება უფრო იაფი და ვინმე ხომ არ იცით რომ ყიდდეს ჯიშიან საქონელს?

ვყიდი ევროპიდან ჩამოყვანილი ფლექვი სიმენტალის ... - AGRO.ge
agro.ge/index.php?m=1218&pid=9361
მესაქონლეობის დაწყებაში ხელი გაგმართვოდეს.
ამ თემის და ,,საოჯახო მეურნეობა სოფელში დასახლება,, თემის წინა გვერდები წაიკითხე თუ დრო გაქვს და შენს კითხვებზე ბევრ პასუხებს იპოვი.

Posted by: dzamia123 27 Feb 2018, 19:41
Kaxaberski66.მოგესალმებით როგორც იქნა დავბინავდი სოფლად. შევიძინე ერთი სული მეწველი ტყუპები მოყვა გოგო-ბიჭი კარგი ჭრელი ძროხაა. 1.600. ამოდის ყველი. პატრონმა სოიო,ქერი, და პურის კაკალს ვუფქვავდიო 1 კილოგრამსო და ერთი კონა ჩალა დილა-საღამოს, მე ჩემი ჭკუით 1.500. დალევნება დაუწყე და თივაზე გადავიყვანე, ხბოებს თითქმის არ ვუტოვებ ჭადის ფქვილს ვუფაფავ წაქში თივასაც უხრაშუნებენ ცოცა-ცოტას,1.5 თვის არიან,რამე უკეთესს ხომ არ მირჩევდით.ასევე დაბევებული მყავს F1.გამოყვანილი ჯიშის გოჭები 8 სული, ბინაც კაპიტალური გაუკეთე ერთ კვირაში მოვიყვანყენ სახლში მშრალ საკვებზე მინდა გავზარდო რამე გამოცდილებას ხომ ვერ გამიზიარებდით'კაკრას ორი ნეზვია სანაშენოთ დავიტოვებ ასე მაქვს ჩაფიქრებული.რაც შეეხება სოფელს აქ მართლაც სულ სხვანაირად თენდება უფრო დიდი სიყვარული არის ხალხში შემორჩენილი, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. კიდევ დავწერ დრო და დრო. მადლობთ წინასწარ ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

Posted by: kaxaberski66 27 Feb 2018, 23:20
dzamia123
მიხარია რომ კარგად მოეწყვე და კმაყოფილი ხარ.
შენი ნაწერიდან რაღაც ვერ გავიგე.
QUOTE
1.600. ამოდის ყველი.

რა იგულისხმე, 10 ლიტრიდან ამოდის 1კილო და ექვსასი? მაგდენი თუ ამოდის კარგია.
QUOTE
მე ჩემი ჭკუით 1.500. დალევნება დაუწყე და თივაზე გადავიყვანე,

პატრონმა როგორი რაციონიც გითხრა იმას ალევინებ თხლად წყალში გახსნილს? კარგი თივა სიმინდის ჩალას ჯობია.
QUOTE
ხბოებს თითქმის არ ვუტოვებ ჭადის ფქვილს ვუფაფავ წაქში

თუ ეგ ხბოები შენთვის გინდა, რძის გარეშე დაგეჩაგრებიან. რძეს ვერაფერი ვერ შესცვლის მასეთი პატარებისთვის სამი თვის ჩათვლით მაინც.
QUOTE
F1.გამოყვანილი ჯიშის გოჭები 8 სული, ბინაც კაპიტალური გაუკეთე ერთ კვირაში მოვიყვანყენ სახლში მშრალ საკვებზე მინდა გავზარდო რამე გამოცდილებას ხომ ვერ გამიზიარებდით'კაკრას ორი ნეზვია სანაშენოთ დავიტოვებ ასე მაქვს ჩაფიქრებული.

ღორებთან დაკავშირებით აქ ბევრნი არიან, რომლებიც თავიაანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ. მშრალად რატომ? სალაფავად აჭამე, მშრალს დაფანტავენ და დანაკარგი გექნება.

Posted by: dzamia123 28 Feb 2018, 21:51
Kaxaberski66.მოგესალმებით. 8 ლიტრიდან ამოდის კარგად ჩამომწდარი 1.კილო და 500 გურამი. დიახ იგივე რაციონს ვაძლევ ოღონდ 500 გრამი დაუმატე კომბინირებლი, ერთი კილო და 500 გრამი გამოდის საერთო ჯამში 15 ლიტრ წყალში ვუდუღებ თხელი არის კი. რაც შეეხება ხბოებს უშობელი ჩემთვის მინდა, 1 ძუძუს დაუტოვებ სულ არაფერს აჯობებს, მოზვერი კი კარგად მინდა მოვასუქო ოღონდ რძის გარეშე, რა შეიძლება მივცე, დატოვებას არ ვაპირებ.

Posted by: kaxaberski66 1 Mar 2018, 12:11
dzamia123
QUOTE
მოზვერი კი კარგად მინდა მოვასუქო ოღონდ რძის გარეშე, რა შეიძლება მივცე, დატოვებას არ ვაპირებ.

პირველი სამი თვე რძე აუცილებლად უნდა. რძეს ვერაფერი ვერ შეცვლის.
თუ თავიდან დაიჩაგრა და ზრდა შეანელა, მერე ძნელია რამით აანაზღაუროს.

Posted by: ibo 5 Mar 2018, 18:32
Nat_asha
QUOTE
მერე გაარკვე ქონების მართვის სააგენტოში ვის საკუთრებაში ირიცხება, ეკუთვნის თუ არა სახელმწიფოს

რეესტრის საკადასტრო ფენაზე თუ არ არის დატანილი, ავტომატურად სახელმწიფოსი არ არის?

Rachvelo90
QUOTE
გაიხარე პასუხისთვის. ჯერჯერობით იდეის დონეზე მაქვს და ამის განსახორიელებლად პირველ რიგში მინდა მიწა, მაგრამ ინტერნეტში რაც ვნახე სასწაული ფასები ადევს. საგარაეჯოს ან მცხეთის, კასპის რაიონებში მინდა. ამ სამ რაიონში, რომ თბილისთან ახლოს ვიყო და პროდუქცია მარტივად ჩავიტანო იქ. ხომ არ იცით მიწა ცოტა იაფად სად და როგორ უნდა ვიყიდო? სოფლის გამგეობებში მივიდე და ვკითხო სად აქვთ ადგილი რომ მომყიდონ? ასეთი რაღაც აღმოვაჩინე, რომ ვიღაც ტიპები ირეგისტრირებენ 80 და 100 ჰექტარ მიწებს და მერე მამასისხლად 200 000 დოლარებად ყიდიან, როგორ ირეგისტრირებენ აი ეგ მაინტერესებს. შენ ერკვევი ვანო? რომ მივიდე გამგეობაში და ვუთხრა, ვაპირებ ინვესტიციას, შეიძლება ხალხიც დავასაქმო და მინდა მიწის ყიდვა, იქნებ იაფად გამომივიდეს იქ. ინვესტიციას რაც შეეხება ჯერჯერობით არ ვიცი, ასე ძნელია თქმა, რადგან მიწა რა დამიჯდება არ ვიცი, აი მიწა რომ მქონდეს მერე უკვე დავთვლიდი ფერმის, საქონლის ხარჯებს და ასე შემდეგ. საქონელს რაც შეეხება ალბათ 10 მდე სულს კარგ ქართულს ვიყიდი და მინდა რამდენიმე, სამი ცალი მაინც ჰოლშტეინის ვიყიდო და ნელნელა მოვამრავლო.

დიდი ხანია დათრეული აქვთ კარგი მიწები. ჩემ სოფელში სოფლის დეპუტატმა (რაიონულ გამგეობაში) 2015 წელს 50 ჰექტარი იყიდა ვითომ 500 ლარად. შენ სახელმწიფოსგან ვერ იყიდი მიწას რამდენადაც ვიცი, შეჩერებულია გაყიდვები.
როგორც ვხვდები ახალი ხარ მაგ საქმეში და თავიდან არ გინდა იჯარით აიღო მიწა? ერთი ჰექტარი ჯდება წელიწადში 100-დან 300 ლარამდე დაახლოებით. ანუ 20 ჰექტარზე წელიწადში სადღაც 6000 ლარამდე გექნება გადასახდელი. 15 წლით შეგიძლია გააფორმო იჯარა. ანუ იყიდი ფერმის ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სიტყვაზე ნახევარ ჰექტარს, რომელიც თავზე გადაგივა და დანარჩენი საქმიანობისთვის აიღებ იჯარით. მეტი ფული დაგრჩება სატრიალოდ და ნაკლები ფინანსური რისკები.

Posted by: otana 12 Mar 2018, 18:37
მოგესალმებით მეგობრები , პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში .. მინდა შემოგთავაზოთ სიახლე ამერიკულ ვიტამინებზე დამზადებული პრემიქსი,. გვაქვს საწარმო , ასე ვთქვათ საოჯახი ბიზნესი და ვამზადებთ ქათმის ,ღორის, ძროხის ,ინდაურის,იხვის,მწყერის საკვებ დანამატებს ე.წ. პრემიქსს.. თამამად ვიტყვი საქართველოში ყველაზე იაფად. ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ, აბსოლუტურად მცენარეული და ჯანსაღი საკვები, არაანაირი ძვალ ხორცი ან ჩინური მინარევები, ამერიკული სტანდარტებით დამზადებული. საქონლის მზა საკვების ფასი 0.95

Posted by: kaxaberski66 13 Mar 2018, 22:01
otana
წარმატებებს გისურვებ. მესაქონლეები არ არიან აქტიურები. თუ საქონელი ცუდად გაუხდათ, მაშინ შემოდიან. დანარჩენი საინტერესო მათგან არაფერი არ მოდის. რაც ჩემთვის ძალიან საწყენია.
მეღორეებს მიაწექი. ძალიან აქტიური ხალხია. ღორები პოდიუმზე დაჰყავთ და ფოტოსესიებს უმართავენ.

Posted by: otana 14 Mar 2018, 10:05
QUOTE (kaxaberski66 @ 13 Mar 2018, 22:01 )
otana
წარმატებებს გისურვებ. მესაქონლეები არ არიან აქტიურები. თუ საქონელი ცუდად გაუხდათ, მაშინ შემოდიან. დანარჩენი საინტერესო მათგან არაფერი არ მოდის. რაც ჩემთვის ძალიან საწყენია.
მეღორეებს მიაწექი. ძალიან აქტიური ხალხია. ღორები პოდიუმზე დაჰყავთ და ფოტოსესიებს უმართავენ.

biggrin.gif გაიხარე, ხო ღორი და ქათამი უფრო ხადავოია

Posted by: ჩაკრულო 15 Mar 2018, 15:05
kaxaberski66
QUOTE
ძალიან აქტიური ხალხია. ღორები პოდიუმზე დაჰყავთ და ფოტოსესიებს უმართავენ.

user posted image

ანცი გოჭი biggrin.gif


Posted by: kaxaberski66 15 Mar 2018, 16:51
ხომ ვთქვი. აგერ ჩაკრულო მ რა კარგი სურათი დადო პოდიუმის.
ჩემს დროს არ იყო ასეთი ტელეფონები და ვერ გადავიღე საქონელის საინტერესო სურათები.
მაგალითად, როცა ნახირი ისვენებს, როგორ დგენან ერთად 3თაობა ძროხების ერთად, სხვებისგან ოდნავ განცალკევებით. ბებია, მისი ორი შვილი, უკვე ფურები და ამ ფურების შვილები.

Posted by: vano22 15 Mar 2018, 23:32
kaxaberski66
მე ნახირისგან განცალკევებით, პურის საჭმელად დამსხდარ მწყემსებთან მიწოლილი ხარი მყავს ნანახი. ერთ ლუკმას მწყემსი ჭამდა ერთს ხარს აჭმევდაsmile.gif

Posted by: kaxaberski66 16 Mar 2018, 10:16
vano22
ხოდა მაგას ვამბობ. ბევრი საინტერესო ფოტოს გადაღება შეიძლებოდა საქონელზე.

Posted by: ჩაკრულო 16 Mar 2018, 10:22
user posted image

პირადი ფოტო არქივიდან 2016 წელი, უელსი
smile.gif

Posted by: kaxaberski66 16 Mar 2018, 11:05
ჩაკრულო
გამარჯობა შენი. კარგი ფოტოა.
ზებუები არიან?

Posted by: vixn 16 Mar 2018, 12:38
ბიზონი ან ზუბრია სავარაუდოდ, ჩვენებურად ტური.

Posted by: Nat_asha 17 Mar 2018, 16:06
http://danida.apma.ge/guest/terms
აი ახალგაზრდებო რეგიონებში იქნე ვინმე დაინტერესდეს

Posted by: gio7654321 10 Apr 2018, 07:09
მოგესალმებით მცოდნე ხალხო, რამდენიმე კითხვა მაქ და თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ.

რა აზრის ხართ ჰიდროპონიკით საქონლის კვებაზე? ვიდეოები რაც ვნახე საქონელი მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ჭამს მაგ ბალახს. ეგ რა ბალახია რაც მანდ მოყავთ და თუ შეიძლება სხვადასხვა კულტურების მოყვანა მაგ სისტემით და თუ მაგ ბალახს აჭმევ ძროხას მთლიანად ეგ რო აჭამო თავიდან ბოლომდე მთელი წლის განმავლობაში შეიძლება? როდესაც ბაგურ კვებაზე გყავს საქონელი. მგონი მთლად ჯამრთელი საკვები არ უნდა იყოს და კიდევ ერთი კითხვა მაქ 84-ივე გვერდი წაკითხული მაქ და იუზერმა იკო_იკომ ახსენა სელის ორმო, რას ნიშნავს ეგ სელის ორმო?
* * *
iko-iko

თუ შეიძლება რო ამიხსნათ რას ნიშნავს სელის ორმო წინა გვერდებზე ახსენეთ ადრე და შეადარეთ ჰიდროპონიკას. მადლობა წინასწარ
* * *
და სელი რა არის საერთოდ ეგეც მითხრათ იქნებ ძაან ისეთ კიტხვებს კი ვსვავ მაგრამ biggrin.gif მაინტერესებს ეგ საკითხი

Posted by: BioIka 10 Apr 2018, 11:42
ჩაკრულო
სათვალის გარეშე დადე აბა სურათი, მგონი ტელევიზორში მყავხარ ნანახი biggrin.gif ინდოელ ფერმერებზე გააკეთე კომენტარი, მიწა არ უნდა იყიდებოდეს იჯარით უნდა გაიცემოდესო თუ სწორად მახსოვს

Posted by: ჩაკრულო 10 Apr 2018, 17:04
QUOTE (BioIka @ 10 Apr 2018, 11:42 )
ჩაკრულო
სათვალის გარეშე დადე აბა სურათი, მგონი ტელევიზორში მყავხარ ნანახი biggrin.gif ინდოელ ფერმერებზე გააკეთე კომენტარი, მიწა არ უნდა იყიდებოდეს იჯარით უნდა გაიცემოდესო თუ სწორად მახსოვს

lol.gif lol.gif lol.gif

რაღა დაგიმალო და ეგა ვარ კი ბატონო smile.gif

ნუ ასე მიმაჩნია რომ ჯობია მყარი და გრძელვადიანი იჯარა მისცე ფერმერს, ვიდრე აყიდინო და მერე ვეღარ აკონტროლო ის ამას იყენებს თუ უბრალოდ უგდია და არაფერს არ აკეთებს ზედ, ელოდება ძვირად როდის გაყიდის.

ქვეყნას დამუშავებული მიწები სჭირდება. მათ შორის გინდაც ინდოელი იყოს და ამუშავებდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას რამე ახალი ტექნოლოგია შემოაქვს, და ცოდნა, თორე ისე როგორც ახლა არ შამოსულები და ჩხირკედელაობენ რაღაცას, აქეთ მე მეკითხებიან რა როდის და როგორ დათესონ, მაგეთებენი სულ არ მჭირდება მე!

old.gif

Posted by: BioIka 11 Apr 2018, 00:50
ჩაკრულო
QUOTE
რაღა დაგიმალო და ეგა ვარ კი ბატონო

ნუ ასე მიმაჩნია რომ ჯობია მყარი და გრძელვადიანი იჯარა მისცე ფერმერს, ვიდრე აყიდინო და მერე ვეღარ აკონტროლო ის ამას იყენებს თუ უბრალოდ უგდია და არაფერს არ აკეთებს ზედ, ელოდება ძვირად როდის გაყიდის.

ქვეყნას დამუშავებული მიწები სჭირდება. მათ შორის გინდაც ინდოელი იყოს და ამუშავებდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას რამე ახალი ტექნოლოგია შემოაქვს, და ცოდნა, თორე ისე როგორც ახლა არ შამოსულები და ჩხირკედელაობენ რაღაცას, აქეთ მე მეკითხებიან რა როდის და როგორ დათესონ, მაგეთებენი სულ არ მჭირდება მე!


გიცანი biggrin.gif
კი გეთანხმები მაგ აზრზე ვარ მეც, ზუსტად იგივე მიზეზით. ათიათასობით ჰექტარი დაუმუშავებელია და ვისაც დამუშავების შნო და სურვილი აქვს მიწა არ აქვს, ძვირია და მაგიტომ. უფასოდ მისცენ იჯარით ვინც დაამუშავებს, სულ ნუ გადაახდევინებენ თანხას ოღონდ არ გაყიდონ up.gif
ინდოელებზე ცოდნის გამო არ მაქვს პრობლემა, მე უფრო მუშა ხელის გამო არ მომწონს ეგ სიტუაცია. რად მინდა ინვესტორი, რომელიც მუშა ხელის იმპორტსაც გააკეთებს, ადგილობრივ მოსახლეობას არ დაასაქმებს და ის შემოყოლილი მუშა ხელი ფულს თავიანთ ოჯახებში გააგზავნიან. არ ვარ წინააღმდეგი დაამუშავონ მიწა იჯარით, ოღონდ მუშა ხელი მარტო ადგილობრივი იყოს smile.gif ჰო და კიდე ექსპერიმენტები რაღაც ქიმიური პრეპარატებით არ ატარებინონ...

Posted by: sandroia 11 Apr 2018, 13:08
QUOTE
ჰო და კიდე ექსპერიმენტები რაღაც ქიმიური პრეპარატებით არ ატარებინონ...

რაღაც ვიდეოებს ვუყურე ციმბირში ჩინელებს აქვთ სათბურები და ძალიან საშიში ქიმიკატებით ძაალიან დიდ მოსავალს იღებენო
ეს არ უნდა მოხდეს ჩვენთან

მაგრამ დარწმუნებული ვარ ბაზარში ეხლა რა კიტრი/პამიდორიც იყიდება იგივე შხამ-ქიმიკატებითაა გაშღენთილი

Posted by: memberii 11 Apr 2018, 13:45
გამარჯობა მეგობრებო,
თუ გაქვთ ინფორმაცია,ყვითელი სიმინდი საკვები ღირებულებით სჯობს თეთრ სიმინდს?

Posted by: gio7654321 11 Apr 2018, 14:31
memberii
სჯობსო როგორც ვიცი თან ორჯერო მასე ამბობენ გლეხები


ჩემ კითხვებს არავინ უპასუხებს?

Posted by: vano22 11 Apr 2018, 19:08
gio7654321
ჰიდროპონიკა ძაან ძვირი ჯდება და ხარჯებს ვერ გაგისწორებს. განვიხილეთ ადრე აქ ეს თემა.

Posted by: ushuaia 17 Apr 2018, 17:32
ჯიშიანი მეწველი საქონელი სად იყიდება რას მირჩევთ ?

Posted by: ghost471 17 Apr 2018, 21:37
ushuaia
ჯიშიანი მეწველი საქონელი უნდა ჩამოიყვანო აქ ვერ იშოვი.
gio7654321
რატო ხართ დაინტერესებული ჰიდროპონიკით როცა სილოსი არანაკლებია და ბევრად ნაკლები ჯდება. კილო 2 თეთრი დაახლოებით

Posted by: ushuaia 18 Apr 2018, 00:15
ghost471
სენკაში არისო ჰოლშტეინის ფერმა, მანდ ყიდიან ნეტავ<>??

Posted by: vano22 18 Apr 2018, 00:53
შეეშვით სუფთა ჯიშებს. ძალიან რთული მოსავლელებია. აგერ კახაბერი წერდა კიდეც აქაურ კლიმატში სოფლის პირობებში ისევ ჩვენებურ ჯიშთან შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდები ჯობნის. წველადობა მცირედით მცირდება მაგრამ ამტანობა ერთი ათად მეტი აქვთ..

ბევრს ვიცნობ ვინც ცადა სუფთა ჯიშების ყოლა და არავისთან არ გაამართლა. ზოგთან წველადობა ქონდათ ძაან მცირე და ზოგთანაც დაავადდნენ. 1 ჰოლშტეინს ისევ 2 ჰოლშტეინის და წაბლას ნაჯვარი ჯობია.

Posted by: ghost471 18 Apr 2018, 01:10
ushuaia
არის კიი მარა რამდენად ყიდიან არ ვიცი. რომც ყიდიდნენ მართლა სანაშენეს არ გაყიდიან. ყოველ შემთხვევაში მე არ გავყიდიდი. ბევრი ფერმაა სადაც ყაავთ სუფთა ჯიშები მარა ფურებს არ ყიდიან.
vano22
ნახირში სატარებლად არ გამოდგებიან ვანო მარა სახლის პირობებში პრობლემა არაა. წველადობა იმიტო უმცირდებათ რო არ აჭმევენ სათანადოთ. მარტო ბალახზე ჩვენებური თხა-ძროხა მეტს ოიწველის ვიდრე ჰოლშტეინი. ჯერ მოვლა უნდა ვისწავლოთ და მერე ჯიშები გავიჩინოთ თუ გვინდა რო არ ვიზარალოთ.

Posted by: vano22 18 Apr 2018, 01:34
ghost471


QUOTE
ჯერ მოვლა უნდა ვისწავლოთ და მერე ჯიშები გავიჩინოთ თუ გვინდა რო არ ვიზარალოთ.


up.gif აი ეგაა ზუსტად ჩვენი პრობლემაsmile.gif საკმაოდ ფულიანმა ხალხმა მოიყვანა ეგ ჯიშები და ამიტომ ვერ ვიტყვი რომ უფულობის გამო ვერ მოუარეს. უბრალოდ იმდენი ხლაფორთი უნდა რომ მე პირადად ხელს არ მოვკიდებდი

Posted by: kaxaberski66 18 Apr 2018, 10:14
ushuaia
QUOTE
სენკაში არისო ჰოლშტეინის ფერმა, მანდ ყიდიან ნეტავ<>??

მე როგორც გამიგია, საფურე დეკეულებს არ ყიდიან. გამობრაკულ ფურებს ალბათ გაყიდიან.
ჰოლშტეინი კარგია მათთვის,ვისაც რძის დიდი რაოდენობა ჭირდება დაბეჭდილი რძის ჩამოსასხმელად, იოგურტის და კეფირის დასამზადებლად. ვისაც ყველის წარმოება გინდათ ჰოლშტეინი არ უნდა გაიკაროთ.
QUOTE
აგერ კახაბერი წერდა კიდეც აქაურ კლიმატში სოფლის პირობებში ისევ ჩვენებურ ჯიშთან შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდები ჯობნის.

კი ჯობნის ჯანმრთელობით და სიცოცხლის უნარიანობით. წველით ჩამორჩება. ერთი 3-4 თაობის განმავლობაში თუ სულ ხელოვნურად გაანაყოფიერებ მაღალი ხარისხის სპერმით, მიიღებ თითქმის სუფთა ჯიშს, რომელიც ისევე ბრწყინვალედ იქნება მისადაგებული ადგილობრივი კლიმატისთვის და წველითაც გაუტოლდება უცხოურებს. ოღონდ ეს ყველაფერი წაიღებს 10-12 წელს და უდიდეს შრომას და ნერვებს. ახალგაზრდა კაცი მაგ დროისთვის თითქმის სიბერეში შევა .biggrin.gif
QUOTE
ჯერ მოვლა უნდა ვისწავლოთ და მერე ჯიშები გავიჩინოთ თუ გვინდა რო არ ვიზარალოთ.

მართალია. მაგრამ მოვლა კიდევ როგორი უნდა!
უხეშ მაგალითს მოვიყვან.
ყველის წარმოებაში გვინდა მივიღოთ HAССPI ს სტანდარტი. ქარხანაში გვაქვს უცხოეთიდან შემოტანილი დანადგარები. შენობის კედლები სულ კაფელშია, იატაკი ბეტონის მოციკლოვკებით, დუში და სან უზელი კაფელ-მეტლახში ხელების დაბერვით გასამშრალებელით, დანადგარები ყველა უჟანგი მეტალის. ყველის შესანახი ბასეინები ბეტონის როგორც საბჭოთა დროს იყო. ადმინისტრააციის ოთახიც ასევე კეთილმოწყობილი. ადმინისტრაციული ოთახი და სან. კუთხე ყველის საწარმოდან სამ მეტრშია. ცხელი წყალი ცივი წყალი რა თქმა უნდა გვაქვს.
მოვიყვანეთ ამ ჰასპის ექსპერტები და ეს რა გაგიკეთებიათო.

ამ ბასეინებში ყველს ვერ შეინახავთ. ეს უნდა დაანგრიოთ და უჟანგი მეტალის ვანები დადგათო. სან. კუთხე და ადმინისტრაციაც შიგნით საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იყოსო. გასახდელები, ტუალეტი, დუში ქალებისთვის ცალკე და კაცებისთვის ცალკე უნდა იყოსო. გასახდელებიც კაცების და ქალების რა თქმა უნდა ცალკ-ცალკე, შიგნით ყველა პერსონისთვის 2 წყვილი კარადით. გარეთა ტანსაცმლისთვის ცალკე და უნიფორმისთვი ცალკე. სასდილო ოთახი უნდა იყოსო. რძის ბიდონების სარეცხი ოთახები ფერმიდან მოსული ცალკე უნდა იყოს და დაცლილი ბიდონების ცალკეო. უნდა ჯურნალებს აწარმოებდეთო.
1. რეცხვა დეზინფექციის განრიგი.
2 რეცხვა დეზინფექციის ჟურნალი.
3 ტუალეტების, ხელსაბანების, გასახდელების დასუფთავების და რეცხვა-დეზინფექციის ჟურნალი.
4 პროდუქტთან შეხებაში მყოფი ზედაპირებიდა და სანიტარული ტანსაცმლიდან ჩამონარეცხის აღების განრიგის ჟურნალი.
5 ჩამონარეცხის ლაბორატორიული შემოწმების ჟურნალი.
6 მავნებლების კონტროლის გეგმა.
7 მავნებლების ინსპექტირების ჟურნალი.
8 პერსონალის ჯანმრთელობის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი.
9 პერსონალის მიერ ქცევის წესების დარღვევის ჟურნალი.
10ტემპერატურის და ფარდობითი ტენიანობის კონტროლის ჟურნალი.
11 მანქანა დანადგარების და ელექტრო მოწყობილობების ნუსხა და ტექ მომსახურების გეგმა.
12 ამ დანადგარების და მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების განხორციელების ჟურნალი.
13 ამ დანადგარების ავარიული სარემონო სამუშაოების განხორციელების ჟურნალი.
14 ნედლეულის მიღების ჟურნალი.
15 სარეცხი საშუალებების და სადეზინფექციო საშუალებების ჩამონათვალის და ხმარების ჟურნალი.
და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
როგორ მოგწონთ?
საქონელთანაც ზუსტად ასეა. იქ თავისი ათასნაირი მოთხოვნილებებია. ამ ყველაფერს თუ შეასრულებენ კვების წესის ჩათვლით, ჩვენთან შეიძლება მეტი მოიწველონ ვიდრე იქ სადაც იყვნენ.
საუბედუროდ ვერ ვასრულებთ ხოლმე მოთხოვნებს.

Posted by: merabc 26 Apr 2018, 01:05
gio7654321
QUOTE
რა აზრის ხართ ჰიდროპონიკით საქონლის კვებაზე?

სახათაბალო საქმეა
QUOTE
ვიდეოები რაც ვნახე საქონელი მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ჭამს მაგ ბალახს.

დიდი სიამოვნებით ჭამენ
QUOTE
ეგ რა ბალახია

ჯეჯილია ჩვეულებრივი, ხორბლის ან ქერის.
QUOTE
თუ შეიძლება სხვადასხვა კულტურების მოყვანა მაგ სისტემით

ნუ რა ვიცი, მწვანილი შეიძლება ალბათ, მაგრამ უგემური იქნება ჩემი აზრით
QUOTE
თუ მაგ ბალახს აჭმევ ძროხას მთლიანად ეგ რო აჭამო თავიდან ბოლომდე მთელი წლის განმავლობაში შეიძლება?

მთელი წლის განმავლობაშიც შეიძლება, მაგრამ თუ საძოვრები გაქვს რატომ უნდა აჭამო? ჰიდროფონიკის ბალახი არაა სეთი ნოყიერი როგორც მინდვრის ბალახი
QUOTE
როდესაც ბაგურ კვებაზე გყავს საქონელი.

პრინციპში შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მაგ ბალახზე ძვირი დაგიჯდება, სხვა რაღაცეებიც უნდა დაამატო
QUOTE
მგონი მთლად ჯამრთელი საკვები არ უნდა იყოს

ნუ სილოსზე და თივაზე ჯანმრთელი არის
* * *
ushuaia
QUOTE
სენკაში არისო ჰოლშტეინის ფერმა, მანდ ყიდიან ნეტავ<>??

ალბათ ალანიას ფერმას გულისხმობთ. დაიხურა ეგ ფერმა
* * *
vano22
QUOTE
შეეშვით სუფთა ჯიშებს. ძალიან რთული მოსავლელებია.

რთულია, მაგრამ დაუძლეველია არაფერია. საჭიროა ცოდნა და ამ ცოდნის მიღების შესაძლებლობა დღეს საქართველოში არსებობს
QUOTE
ბევრს ვიცნობ ვინც ცადა სუფთა ჯიშების ყოლა და არავისთან არ გაამართლა.

როგორც ყოველთვის იმის გამო, რომ მუმზადებელი იყვნენ და ცოდნა არ ჰქონდათ. ზოგს ასწავლიან, მაგრამ ჯიუტად მაინც სხვანაირად აკეთებენ. პროექტის ფარგლებში შეგვითავაზებია სრულიად უფასოდ სწავლება საზღვარგარეთ და სურვილიც არ გამოთქვეს. მერე სხვებს უმტკიცებენ, რომ ინტენსიური ფერმა არაა მომგებიანი
QUOTE
საკმაოდ ფულიანმა ხალხმა მოიყვანა ეგ ჯიშები და ამიტომ ვერ ვიტყვი რომ უფულობის გამო ვერ მოუარეს.

ხშირად ისე ხდება, რომ ამ ფულის დახარჯვა ენანებათ სათანადოდ მოსავლელად. ინვესტიცია მართლაც ძალიან დიდი სჭირდება
QUOTE
ზოგთან წველადობა ქონდათ ძაან მცირე და ზოგთანაც დაავადდნენ.

მცირე წველადობის მიზეზია როგორც წესი დაავადებები, დაავადებების კი არასათანადო კვება

Posted by: moonlight 26 Apr 2018, 03:23
გთხოვთ მიპასუხოთ.
მეზობლის ფერმიდან უსიამოვნო სუნი მოდის . მიზეზი ისაა რომ ზამთარში არ წმენდს ნაკელისგან, (ეს მგონი ძროხებისთვისვეა ცუდი). იმ მიზეზით რომ სიცივეში დაიხოცებიანო. ანუ ნაკელის საშვალებით სითბოს ინარჩუნებს.
რამდენად სწორად იქცევა ? სხვა ალტერნატივა თუ არსებობს უფრო სუფთა და გამართლებული?
ასევე, თუ იცით, სად იშოვება რაღაც ნივთიერება ,ღორების ფერმებში იხმარებაო ნახერხში ურევენ და სუნს აქრობს...

Posted by: merabc 26 Apr 2018, 11:15
moonlight
QUOTE
მეზობლის ფერმიდან უსიამოვნო სუნი მოდის . მიზეზი ისაა რომ ზამთარში არ წმენდს ნაკელისგან, (ეს მგონი ძროხებისთვისვეა ცუდი). იმ მიზეზით რომ სიცივეში დაიხოცებიანო. ანუ ნაკელის საშვალებით სითბოს ინარჩუნებს.
რამდენად სწორად იქცევა ?

ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და დამკვიდრებული მითი. ძროხას არ უჭირს სიცივე მინუს 25 გრადუსამდე. მთავარია დაცული იყოს ქარტისგან და სისველისგან. რადგან ასეთ შემთხვევაში სიცივის შეგრძნება იზრდება.
ძროხისთვის სწორედ საზიანოა უჟანგბადობა, ამიაკის სუნი, უსინათლობა.
ბევრი ფერმა დღეს საერთოდ კედლების გარეშე კეთდება, მათ შორის საქართველოშიც.

Posted by: kaxaberski66 26 Apr 2018, 13:14
merabc
QUOTE
ალბათ ალანიას ფერმას გულისხმობთ. დაიხურა ეგ ფერმა

წარმატებული ფერმერები იყვნენ. რატომ დაიხურა?

Posted by: merabc 26 Apr 2018, 15:12
kaxaberski66
QUOTE
წარმატებული ფერმერები იყვნენ. რატომ დაიხურა?

არ ივნენ წარმატებული. ისევ და ისევ ცუდი მენეჯმენტის გამო მოხდა ყველაფერი.

Posted by: vano22 26 Apr 2018, 15:43
kaxaberski66
ჩემი მეღორეობის "ფერმა" ც ვვეჭვობ მალე დაიხურებაsad.gif
* * *
QUOTE (merabc @ 26 Apr 2018, 01:05 )

vano22
QUOTE
შეეშვით სუფთა ჯიშებს. ძალიან რთული მოსავლელებია.

რთულია, მაგრამ დაუძლეველია არაფერია. საჭიროა ცოდნა და ამ ცოდნის მიღების შესაძლებლობა დღეს საქართველოში არსებობს
QUOTE
ბევრს ვიცნობ ვინც ცადა სუფთა ჯიშების ყოლა და არავისთან არ გაამართლა.

როგორც ყოველთვის იმის გამო, რომ მუმზადებელი იყვნენ და ცოდნა არ ჰქონდათ. ზოგს ასწავლიან, მაგრამ ჯიუტად მაინც სხვანაირად აკეთებენ. პროექტის ფარგლებში შეგვითავაზებია სრულიად უფასოდ სწავლება საზღვარგარეთ და სურვილიც არ გამოთქვეს. მერე სხვებს უმტკიცებენ, რომ ინტენსიური ფერმა არაა მომგებიანი

ინტენსიურ ფერმას და სუფთა ჯიშების შენახვას რეალურად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი ჭირდება რასაც ჩვეულებრივი ქართველი ფერმერი ვერ გაწვდება. მითუმეტეს მაშინ როცა ყველს 4 ლარად იბარებენsad.gif რძეს კი 70 თეთრად.

Posted by: ჩაკრულო 26 Apr 2018, 16:31
user posted image

ნაპირა მე ვარ, კი არადა აბა ეს რა ჯიშია? wink.gif

Posted by: kaxaberski66 26 Apr 2018, 17:15
ჩაკრულო
ალბათ შავჭრელ-შვიცი biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 26 Apr 2018, 19:13
user posted image

საქართველოში პირველი ბელგიური ლურჯი wink.gif Belgium Blue
ხელოვნური განაყოფიერებითაა მიღებული wink.gif

Posted by: kaxaberski66 26 Apr 2018, 19:16
ჩაკრულო
სად არის, ვისია,ვინ გაანაყოფიერა და დედა რა ჯიშისაა გაგვაცანი.

Posted by: ჩაკრულო 26 Apr 2018, 19:29
kaxaberski66
სოფელ ზემო ქედში დაიბადა 29 დეკემბერს,
ტექნიკოსია აქაური ბიჭი: გიორგი ამირიძე
დედა ჩვეულებრივი, ადგილობრივი ძროხა, მაგრამ შედარებით კარგ ტანზე მყოფი, მაგიტო გაირისკა ეს ჯიში და სხვათაშორის მშობიარობა არ გაჭირვებია საერთოდ.
სპერმა მე შემომაქვს ხოლმე ირლანდიიდან: Dovea Genetics კომპანიისგან https://www.doveagenetics.ie

ამ 2 კვირის წინ კიდევ ერთი დაიბადა სამთაწყაროში, ის ჯერ ვერ მოვახერხე რომ მენახულებინა smile.gif

user posted image

Posted by: kaxaberski66 26 Apr 2018, 19:44
ჩაკრულო
QUOTE
სპერმა მე შემომაქვს ხოლმე ირლანდიიდან: Dovea Genetics კომპანიისგან

ყოჩაღი ახალგაზრდა კაცი ხარ.
აბა მაგ ბელგიური ლურჯის დახასიათებაც მოგვაწოდე. საინტერესოა.
გვითხარი მაგ ჯიშის წველადობა, ცილები ცხიმები. პლიუს მინუსები.

Posted by: merabc 26 Apr 2018, 21:25
ჩაკრულო
QUOTE
სპერმა მე შემომაქვს ხოლმე ირლანდიიდან: Dovea Genetics კომპანიისგან https://www.doveagenetics.ie

სტაბილურად შემოგაქვთ?

Posted by: ghost471 27 Apr 2018, 00:07
kaxaberski66
მაგისი დანიშნულება ჩიჩიააა ძია smile.gif მერძეულათ არ იყენებენ.

Posted by: ჩაკრულო 27 Apr 2018, 12:24
QUOTE (kaxaberski66 @ 26 Apr 2018, 19:44 )
ჩაკრულო
QUOTE
სპერმა მე შემომაქვს ხოლმე ირლანდიიდან: Dovea Genetics კომპანიისგან

ყოჩაღი ახალგაზრდა კაცი ხარ.
აბა მაგ ბელგიური ლურჯის დახასიათებაც მოგვაწოდე. საინტერესოა.
გვითხარი მაგ ჯიშის წველადობა, ცილები ცხიმები. პლიუს მინუსები.

ძიავ ეგ მეხორცული ჯიშია smile.gif https://www.doveagenetics.ie/products/beef/imperial-de-lecluse


Posted by: kaxaberski66 27 Apr 2018, 12:34
ჩაკრულო
კულტურისტია თუ საქონელი?
სიმაღლეში დაბალი ჩანს. ალბათ ხორცის გამოსავლიანობა აქვს მაღალი.

Posted by: vano22 27 Apr 2018, 14:18
ჩაკრულო მაგ ჯიშის საკვების რაციონი შეგიძლია მოგვაწოდო? ეჭვი მაქ 40% პროტეინზე მაინც ზის

Posted by: ჩაკრულო 27 Apr 2018, 15:46
merabc
QUOTE
სტაბილურად შემოგაქვთ?

კი კაცო მარაა, 2013 დან ყოველწელს მომაქვს ხოლმე

vano22
არანაირი 40%
და მაგის კორმას ვამზადებ უკვე და ვაჭმევთ კიდეც, ქისტაურში 100 სული მიირთმევს უკვე wink.gif


Posted by: vano22 27 Apr 2018, 18:56
ჩაკრულო
მოდი ცალკე გააკეთე თემა და ჩამოწერე რა რას საქმიანობ და რა სერვისებს სთავაზობ ხალხს. აგერ სულ არ ვიცოდი ეგ ამბავი და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ არ ვიცი... ღორის განაყოფიერებაზე არაფერია წინსვლა?

Posted by: ჩაკრულო 28 Apr 2018, 11:51
vano22
ეეჰsmile.gif იმდენ რამეს ვაკეთებ ძმისავ ხან მეც გამიკვირდება ხოლმე, მაგრამ კაი მაგას აქვს რაც მეტს გააკეთებ, ახალს, უცხოს და ინოვაციურს. არ მიყვარს იმის კეთება რასაც სხვა უკვე აკეთებს! ან თუ აკეთებს მაგრამ ცუდად და მე უკეთესი შემიძლია იქაც ვხედვა ჩემს ადგილს. შედეგებს ასე თუ ისე კი ხედავ შენს ფერმაში.

ღორის განაყოფიერებაზე 1 წელი დაცდა მოგვიწევს დაახლოებით, სანამ ჩემი ცენტრი შევა ექსპლუატაციაში, სამწუხაროდ სხვა ხარისხიან მომწოდებელს ბაზარზე ვეტ ვხედავ და ეგ არაა კარგი.

Posted by: memberii 28 Apr 2018, 23:23
სალამი მეგობრებო,ხომ არ გაქვთ ინფორმაცია,როგორ შეიძლება დავადგინო ძროხის მაკეობა მარტივად? რაიმე ტესტი არის? პირველ ხბოზეა თან..წესით 7 თვის უნდა იყოს თუ არის მაკედ... მუცელი რაიმე განსაკუთრებულად არ ეტყობა,ჯიქანი ცოტათი დაუშვა დაბლა...

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2018, 10:25
memberii
თუ 7 თვისაა, ესეიგი ხბო უკვე მოძრაობს კარგად. მშიერზე მარჯვენა მხრიდან მუცელზე მიაწექი, ხბოს რომ შეეხები, უნდა ამოძრავდეს.

Posted by: memberii 29 Apr 2018, 11:14
QUOTE (kaxaberski66 @ 29 Apr 2018, 10:25 )
memberii
თუ 7 თვისაა, ესეიგი ხბო უკვე მოძრაობს კარგად. მშიერზე მარჯვენა მხრიდან მუცელზე მიაწექი, ხბოს რომ შეეხები, უნდა ამოძრავდეს.


მადლობა,დავაკვირდები აბა... რატომღაც ვფიქრობ,რომ უფრო დიდი მუცელი უნდა ჰქონდეს და არ აქვს... სხვა რა საშუალებაა რომ დავადგინო? არადა 7 თვისას კი უნდა ეტყობოდეს კარგად..

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2018, 13:09
memberii
შვიდი თვისას არ ექნება დიდი მუცელი.
სწორედ 7 თვის შემდეგ იზრდება ინტენსიურად ხბო. ბოლო ორ თვეში. ეხლა შეიძლება კარგად ვერც შეატყო.
სხვა საშუალებაც არსებობს. ვეტექიმმა უნდა გასინჟოს უკანა ტანიდან ხელთათმანიანი ხელის შეყოფით.

Posted by: merabc 29 Apr 2018, 13:45
memberii
QUOTE
სალამი მეგობრებო,ხომ არ გაქვთ ინფორმაცია,როგორ შეიძლება დავადგინო ძროხის მაკეობა მარტივად? რაიმე ტესტი არის? პირველ ხბოზეა თან..წესით 7 თვის უნდა იყოს თუ არის მაკედ...

ძროხის მაკეობის რაც შეიძლება სწრაფად დადგენას დიდი ნიშვნელობა აქვს. ყველა ადრეული დადგენა (1 თვეში) შესაძლებელია ულტრაბგერითი აპარატით (პორტატულით) ან სისხლის ანალიზით. 2 თვეში შესაძლებელია საშვილოსნოში ხელით მოსინჯვით. ორივე მანიპულაციას კვალიფიციური ვეტერინარი ან ლაბორატორია სჭირდება.
საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ძალიან ცოტა ვეტერინარს აქვს ეგეთი აპარატი და არც ის ვიცი ზუსტად, ჩვენთან შეუძლიათ თუ არა ლაბორატორიებს დაადგინონ ეს სისხლით.
QUOTE
თუ 7 თვისაა, ესეიგი ხბო უკვე მოძრაობს კარგად. მშიერზე მარჯვენა მხრიდან მუცელზე მიაწექი, ხბოს რომ შეეხები, უნდა ამოძრავდეს.

ნუ თუ განაყოფიერებიდან 7 თვის შემდეგ კიდევ არკვევ მაკეა თუ არა ძროხა, ოო ვერ ააწყობ ეგრე საქმეს. არ არის ეს სერიოზული მიდგომა საქმისადმი.

Posted by: vano22 29 Apr 2018, 14:02
memberii მე ღორებს ვასინჯვინებ ხოლმე მაკეობაზე. ზემოთ როგორც გითხრეს პორტატული ეხოსკოპიის აპარატები აქვთ ვეტექიმებს და ეკრანზე ჩანს ნაყოფიsmile.gif


გვერდში მიაწექი გაშლილი ხელისგულით და დაუცადე რაიმე მოძრაობას.. .




ჩაკრულო
როგორ ახერხებ ამდენი საქმის ერთად კეთებასsmile.gif დავიცდი მეტი რა გზაა სანამ ფერმაში გადავალ და სანამ ღორებს მოვამრავლებ კი გამართავ შენ მაგ საქმესაცbiggrin.gif.

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2018, 14:18
გამოცდილი მესაქონლე ადვილად მიხვდება განაყოფიერების მერე დარჩა თუ არ ძროხა მაკედ.
სამი კვირის გასვლის შემდეგ, განმეორებით აღარ უნდა ახურდეს.
არსებობს ახურების ნიშნებიც.მაგალითად.
აღგზნებადობა, ზედმეტად ბღავილი, ძროხებზე შეხტომა, ჭამისას უმადოდ ჭამა, თუ მეწველია, წველაში მოკლება.

Posted by: merabc 29 Apr 2018, 14:54
kaxaberski66
QUOTE
გამოცდილი მესაქონლე ადვილად მიხვდება განაყოფიერების მერე დარჩა თუ არ ძროხა მაკედ.
სამი კვირის გასვლის შემდეგ, განმეორებით აღარ უნდა ახურდეს.

კახა ეს ნაწილობრივ არის მართალი, რადგან შესაძლებელია მაკედ მყოფმა საქნელმაც გამოამჟღავნოს ახურების ნიშნები და ამ დროს განაყოფიერება, ნაყოფს დაღუპავს. ან შესაძლებელია პირიქით, არ იყოს მაკედ და არც გამოამჟღავნოს ახურება, ჩვენ კი ამიტომ მაკედ მყოფი გვეგონოს. ამიტომ სხვა მეთოდები მაკეობის დადგენის უფრო სასარგებლოა.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ბაგური შენახვის მეთოდით მყოფი საქონელი, რომელიც მუდმივად ბეტონზეა, ჰაერის, მზის და ქორფა ბალახის ნაკლებობას განიცდის, ნაკლებად ამჟღავნებს ახურების მკვეთრ ნიშნებს. ამიტომ შესაძლებელია გამოგვეპაროს.

Posted by: memberii 29 Apr 2018, 15:00
QUOTE (merabc @ 29 Apr 2018, 13:45 )

ნუ თუ განაყოფიერებიდან 7 თვის შემდეგ კიდევ არკვევ მაკეა თუ არა ძროხა, ოო ვერ ააწყობ ეგრე საქმეს. არ არის ეს სერიოზული მიდგომა საქმისადმი.


დამწყები ვართქო რომ გითხრა,მოგატყუებ,ადრეც მყოლია და მეტნაკლებად რაღაც გამეგება,მაგრამ ახლა დავეჭვდი რატომღაც,უფრო დიდი ცური და მუცელი უნდა ჰქონდეს,ეგრე მგონია...
ბიზნესი და რამე დიდი წარმოება არ მაქვს,უბრალოდ საოჯახო მეურნეობა მაქვს,მხოლოდ ოჯახისთვის,აქამდე არაფერი შემიმჩნევია,მაგრამ გუშინ ახურების ნიშნები შევამჩნიე და კი დამაეჭვა...ბღაოდა და დახტოდა აქეთ-იქით უაზროდ,ეს 7 თვე რომ მსგავსი არაფერი უქნია...

სხვა რა გზაა,დაველოდები ეს 2 თვე...
* * *
QUOTE (merabc @ 29 Apr 2018, 14:54 )
შესაძლებელია მაკედ მყოფმა საქნელმაც გამოამჟღავნოს ახურების ნიშნები და ამ დროს განაყოფიერება, ნაყოფს დაღუპავს. ან შესაძლებელია პირიქით, არ იყოს მაკედ და არც გამოამჟღავნოს ახურება, ჩვენ კი ამიტომ მაკედ მყოფი გვეგონოს. ამიტომ სხვა მეთოდები მაკეობის დადგენის უფრო სასარგებლოა.


აი ეს მაინტერესებდა ზუსტად,ანუ შეიძლება რომ მაკედ მყოფმაც გამოავლინოს ახურების ნიშნები? დაგრილების მერე არაფერი შემიმჩნევია 7 თვე და მაგიტომ ვიფიქრე ალბათ არ არის მაკედ-თქო.ბაგურზე არ მყავს,სულ საბალახოდ არის გაშვებული.

Posted by: merabc 29 Apr 2018, 15:42
memberii
ასეთ კითხვებზე უფრო პროფესიონალურად აქ გიპასუხებენ: http://georgiandairy.org/ka
გადადი "ტექნოლოგიები" - მერე "ექსპერტების მიერ ონლაინ კონსულტაცია"

Posted by: memberii 29 Apr 2018, 16:45
merabc
მადლობა ინფორმაციისთვის,კარგი საიტია

Posted by: ჩაკრულო 27 May 2018, 17:48
http://farmers.ge/mozver-show-1-epizodi/

ვინძლო დაგაინტერესოთ gigi.gif

Posted by: kaxaberski66 3 Jun 2018, 23:21
დაახლოებით 10-12 წლის წინ დავწერე ბიზნეს გეგმა ვესაქონლეობის ფერმაზე მერძეული მიმართულებით.
მივიტანე სოფლის მეურნეობის სამინისტროში განსახილველად. შეძლების და გვარად მჭირდებოდა მათი თანადგომა და ვიყავი ამ გეგმის განმახორციელებელი.
სამინისტროს მხრიდან რეაქცია იყო ნოლი. ზედაც არ მომხედეს. კარისკაცი შენობის შიგნით არ მიშვებდა.
დიდი კამათის შემდეგ შემიშვეს მაგრამ რად გინდა?
ეხლა ვიპოვე ეს გეგმა. აქ ყველაფერი არის ჩემი გონებიდან, ცოდნიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე დაწერილი.
ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ, მე განათლებით არ ვარ მესაქონლეობის დარგის წარმომადგენელი და ამიტომ ამ გეგმაში, პროფესიულად განათლებული ადამიანისთვის ალბათ ბევრი რამე ცუდად დაწერილ დაანგარიშებული იქნება.
ფერმის ნახაზიც ჩემი დახაზულია. ასეთი ტიპის ფერმა გამოიყენება საქონლის დაუბმელი წესით არსებობისთვის.
გეგმაში მოყვანილი დაანგარიშებები არის ჩემეული ვარიანტისთვის გამოსაყენებელი. სხვისი გეგმა სხვანაირად დაითვლება.
დაანგარიშება გაკეთებულია მაშინდელი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. დღეს სხვა ფასებია ყველაფერზე და შესაბამისად ჩემივე გეგმის განხორციელება სხვა თანხის დაჯდებოდა.
თუ ვინმეს რამეში გამოგადგებათ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.
თუ გამოგადგებათ და წარმატებას მიაღწევთ, დაწერეთ. მე თქვენგან არაფერი მინდა. უბრალოდ გამიხარდება.
ახლა კი ვეცდები ავტვირთო ჩემი ბიზნეს გეგმა.
ჩემი მცდელობის მიუხედავად ვერ ავტვირთე.

Posted by: ladusha2 4 Jun 2018, 16:28
kaxaberski66

გამომიგზავნე მეილზე გადავხედავ : ltdkale@gmail.com

Posted by: shuma89 4 Jun 2018, 17:55
Files.ge ან upload.ge ამათზე სცადე.
ან მეილზე გამომიგზავნე და მე მოვახერხებ რამეს.
Shuma89shuma@gmail.com
* * *
Linkz.ge ვნახე ამწუთას, ამაზე ატვირთე და ლინკი დააკოპირე დაპოსტე და ეგაა.

Posted by: kaxaberski66 5 Jun 2018, 00:12
ladusha2
QUOTE
გამომიგზავნე მეილზე გადავხედავ : ltdkale@gmail.com

shuma89
QUOTE
ან მეილზე გამომიგზავნე და მე მოვახერხებ რამეს.

ჯერ მე შევეცდები დადებას. მინდა რომ, ერთმა და ორმა კი არ გადახედოს, ყველას ჰქონდეს წაკითხვის საშუალება. თუ ვერ მოვახერხე, მერე გადმოგიგზავნით.
17 გვერდი მაქვს პდფ ფორმატში დაფაილებული და მიდევს დეკსტოპზე ერთი ფოლდერით.
შევდივარ სურათის დამატებაში და ვერ ვდებ. მასწავლეთ როგორ დავდო.

Posted by: BioIka 5 Jun 2018, 00:30
kaxaberski66
QUOTE
ჯერ მე შევეცდები დადებას. მინდა რომ, ერთმა და ორმა კი არ გადახედოს, ყველას ჰქონდეს წაკითხვის საშუალება.

up.gif

მემგონი ვიცი როგორც არის ფაილის დამაეტბა,

ქვემოთ ორი ღილაკია, ერთი რომლითაც ამატებ პოსტს და მეორე რომლითაც წინასწარ ნახულობ როგორი იქნება შენი პოსტი და შეგიძლია მანდ ჩაამატო რაღაცეები.
მაგ წინასწარ ნახვაზე რომ გადახვალ, ქვემოთ სანამ მაგ პოსტს დაამატებდე გაქვს ერთი ღილაკი "ფაილის დამატება".
მაგას რომ დააჭერ, შეძლებ ამოირჩიო ფაილი და დაპოსტო smile.gif ოღონდ 1 მეგაბაიტზე მეტი არ უნდა იყოს 1000კ აქვს ლიმიტი.

Posted by: shuma89 5 Jun 2018, 00:33
QUOTE (kaxaberski66 @ 5 Jun 2018, 00:12 )
ladusha2
QUOTE
გამომიგზავნე მეილზე გადავხედავ : ltdkale@gmail.com

shuma89
QUOTE
ან მეილზე გამომიგზავნე და მე მოვახერხებ რამეს.

ჯერ მე შევეცდები დადებას. მინდა რომ, ერთმა და ორმა კი არ გადახედოს, ყველას ჰქონდეს წაკითხვის საშუალება. თუ ვერ მოვახერხე, მერე გადმოგიგზავნით.
17 გვერდი მაქვს პდფ ფორმატში დაფაილებული და მიდევს დეკსტოპზე ერთი ფოლდერით.
შევდივარ სურათის დამატებაში და ვერ ვდებ. მასწავლეთ როგორ დავდო.

kaxaberski66
აი დანომრილია და მიხვდები ალბათ
linkz.ge საიტზე

Posted by: kaxaberski66 5 Jun 2018, 00:48
shuma89
კი მივხვდი. გუშინ პროცესორი შევჩვალე სადაც ატვირთული მაქვს ფაილები.
ხვალ ისევ იმას ჩავაყენებ და ავტვირთავ.

Posted by: ჩაკრულო 5 Jun 2018, 01:26
user posted image

აბა გამოა რამე?smile.gif
kaxaberski66

Posted by: kaxaberski66 5 Jun 2018, 08:29
ჩაკრულო
გამოა.
სულ კავკასიური წაბლებია. მაგათ თავისი წესი აქვთ სუქების.

Posted by: ჩაკრულო 6 Jun 2018, 01:19
kaxaberski66
მაგ ფერმაში ვაფშე არ არიან დაბმულები


Posted by: kaxaberski66 6 Jun 2018, 13:30
ჩაკრულო
მე არ ვამბობ დაბმულები არიან.
* * *
shuma89
მე ვერაფრით ვერ დავდე. ხო და შენ გადმოგიგზავნე მეილზე. ნახე და დადე.

Posted by: merabc 9 Jun 2018, 01:18
ჩაკრულო
QUOTE
აბა გამოა რამე?

1. კისრის შემზღუდავი მილი წინ წამოსწიე 30 სანტიმეტრით. ასეთ შემთხვევაში ძროხები ადვილად მისწვდებიან შორს დაყრილ საკვებს, საკვების მისაწვდენად მუდმივად წინ ქაჩვის გამო არ ექნებათ სტრესი და კისრის მიდამოში მილზე ძლიერი ხახუნის გამო დაზიანებები არ ექნებათ. თან შენც საკვების ხშირად ახლოს მიხვეტის საჭიროება არ გექნება.

2. რგორც სურათიდან ვვარაუდობ, საკვები მაგიდა ძროხის დგომის სიმაღლეზე გაქვს, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საკვების მაგიდა ძროხის დგომის ზედაპირიდან 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე უნდა იყოს, არც მეტი და არც ნაკლები. თორემ საკვების გადამუშავების პრობლემა ექნებათ. (ასეთ დროს ნერწყვის გამოყოფა ფერხდება).

3. ძალიან წვეტიანი რქები აქვთ, ერთმანეთს დააზიანებენ. ან მოჭერი რქები, ლითონის სეციალური ტროსით (ეს უსისხლო ოპერაციაა), ან გისოსებივით გააკეთე ზღუდე წინ, სადაც ვერტიკალურ მილებს შორის დაშორება 35 სანტიმეტრი იქნება. ამ შემთხვევაში ზედა ჰორიზონტალური მილის აწევაც შეგეძლება და კისერს არ დაუზიანებს.
* * *
4. დააქცუცმაცე ეგ თივა, უფრო ბევრს შეჭამენ, კარგადაც მოინელებენ და ნარჩენებიც ნაკლები გქნება

Posted by: kaxaberski66 9 Jun 2018, 16:00

QUOTE
2. რგორც სურათიდან ვვარაუდობ, საკვები მაგიდა ძროხის დგომის სიმაღლეზე გაქვს, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საკვების მაგიდა ძროხის დგომის ზედაპირიდან 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე უნდა იყოს, არც მეტი და არც ნაკლები. თორემ საკვების გადამუშავების პრობლემა ექნებათ. (ასეთ დროს ნერწყვის გამოყოფა ფერხდება).

საკვებური იმიტომ უნდა იყოს მაღლა რომ, როგორც ბუნებრივი ბალახი არის მიწის ზემოთ ძოვებისას.

Posted by: BioIka 10 Jun 2018, 01:22
shuma89
დადე რა აქაც მეგობარო, სხვებიც ველოდებით მაგ გეგმას...

merabc
QUOTE
1. კისრის შემზღუდავი მილი წინ წამოსწიე 30 სანტიმეტრით. ასეთ შემთხვევაში ძროხები ადვილად მისწვდებიან შორს დაყრილ საკვებს, საკვების მისაწვდენად მუდმივად წინ ქაჩვის გამო არ ექნებათ სტრესი და კისრის მიდამოში მილზე ძლიერი ხახუნის გამო დაზიანებები არ ექნებათ. თან შენც საკვების ხშირად ახლოს მიხვეტის საჭიროება არ გექნება.

2. რგორც სურათიდან ვვარაუდობ, საკვები მაგიდა ძროხის დგომის სიმაღლეზე გაქვს, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საკვების მაგიდა ძროხის დგომის ზედაპირიდან 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე უნდა იყოს, არც მეტი და არც ნაკლები. თორემ საკვების გადამუშავების პრობლემა ექნებათ. (ასეთ დროს ნერწყვის გამოყოფა ფერხდება).

3. ძალიან წვეტიანი რქები აქვთ, ერთმანეთს დააზიანებენ. ან მოჭერი რქები, ლითონის სეციალური ტროსით (ეს უსისხლო ოპერაციაა), ან გისოსებივით გააკეთე ზღუდე წინ, სადაც ვერტიკალურ მილებს შორის დაშორება 35 სანტიმეტრი იქნება. ამ შემთხვევაში ზედა ჰორიზონტალური მილის აწევაც შეგეძლება და კისერს არ დაუზიანებს.
* * *
4. დააქცუცმაცე ეგ თივა, უფრო ბევრს შეჭამენ, კარგადაც მოინელებენ და ნარჩენებიც ნაკლები გქნება

ასეთი დეტალები სადმე წაიკითხე თუ პირადი გამოცდილებიდან იცი? (პირად გამოცდილებაში მოზვრებთან ერთად თივის ჭამას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა biggrin.gif )
* * *
kaxaberski66
მეგობარო თუ არ დაგეზარება მეც გამომიგზავნე მაილზე რა, თორე არ ვიცი ეგ ფორუმელი როდის შემოვა და დადებს თუ არა მაგ გეგმას
აი ესაა ჩემი მაილის მისამართი: irakli.nazghaidze@gmail.com

Posted by: kaxaberski66 10 Jun 2018, 23:27
BioIka
რა ვიცი, ხომ მშვიდობა აქვს შუმას?. მე მგონის მას შემდეგ აღარც შემოსულა.
არ არის პრობლემა, ოღონდ რამეში წაგადგეს და გადმოგიგზავნი.
შენ კი იქნებ მოახერხო და დადო ფორუმზე რომ, ვისაც სჭირდება და აინტერესებს ყველამ ნახოს.
* * *
BioIka
აი ამ წუთას გადმოგიგზავნე. პირველი გვერდი არის გვერდი სკანპდფ ნომრის გარეშე. მერე მიყოლებით, პირველიდან ზევით.
პირველი გვერდი, ორივე ფაილში არის ჩაგდებული.

Posted by: BioIka 10 Jun 2018, 23:46
kaxaberski66
QUOTE
რა ვიცი, ხომ მშვიდობა აქვს შუმას?. მე მგონის მას შემდეგ აღარც შემოსულა.
არ არის პრობლემა, ოღონდ რამეში წაგადგეს და გადმოგიგზავნი.
შენ კი იქნებ მოახერხო და დადო ფორუმზე რომ, ვისაც სჭირდება და აინტერესებს ყველამ ნახოს.
* * *
BioIka
აი ამ წუთას გადმოგიგზავნე. პირველი გვერდი არის გვერდი სკანპდფ ნომრის გარეშე. მერე მიყოლებით, პირველიდან ზევით.
პირველი გვერდი, ორივე ფაილში არის ჩაგდებული.

ძალიან დიდი მადლობა, ეხლავე დავალაგებ აქაც smile.gif

Posted by: BioIka 10 Jun 2018, 23:54
1 მეგაბაიტზე მეტის მიბმა არ შეიძლება ამიტომ 6 ნაწილად ვაბავ:
ეს პირველი ნაწილი

Posted by: BioIka 10 Jun 2018, 23:56
1 მეგაბაიტზე მეტის მიბმა არ შეიძლება ამიტომ 6 ნაწილად ვაბავ:
ეს მეორე ნაწილი

Posted by: BioIka 10 Jun 2018, 23:59
1 მეგაბაიტზე მეტის მიბმა არ შეიძლება ამიტომ 6 ნაწილად ვაბავ:
ეს მესამე ნაწილი

Posted by: BioIka 11 Jun 2018, 00:01
1 მეგაბაიტზე მეტის მიბმა არ შეიძლება ამიტომ 6 ნაწილად ვაბავ:
ეს მეოთხე ნაწილი

Posted by: BioIka 11 Jun 2018, 00:06
1 მეგაბაიტზე მეტის მიბმა არ შეიძლება ამიტომ 6 ნაწილად ვაბავ:
ეს მეხუთე ნაწილი

Posted by: BioIka 11 Jun 2018, 00:11
1 მეგაბაიტზე მეტის მიბმა არ შეიძლება ამიტომ 6 ნაწილად ვაბავ:
ესეც ბოლო, მეექვსე ნაწილი

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა კახაბერს!

Posted by: kaxaberski66 11 Jun 2018, 00:52
BioIka
QUOTE
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა კახაბერს!

არაფრის.
თუ კითხვები დაგებადებათ, გიპასუხებთ.

Posted by: BioIka 11 Jun 2018, 15:30
kaxaberski66
QUOTE
თუ კითხვები დაგებადებათ, გიპასუხებთ.

მადლობა კახაბერ, აუცილებლად გკითხავ რაღაცეებს. განსაკუთრებით ფერმის გეგმაზე ცოტა გაუგებარია სად რა არის smile.gif
ოღონდ სანამ მაგამდე მივალ, სხვა ნაწილზე ვწერ ეხლა და იქნებ შენ იცოდე და მოკლედ მიპასუხო, კახური ღორი წელიწადში ერთხელ იგებს თუ ორჯერ. ყველგან წერია ერთ მოგებაზე 6-8 ან 5-7 გოჭს იგებსო მარა რამდენ თვეში ერთხელ იგებს ვერსად ვიპოვე. კიდე რამდენი თვისაა ზრდასრული დედალი ღორი, რომელსაც მაკეობა შეუძლია? მეღორეობაშიც დავდებ ამ შეკითხვას.

Posted by: kaxaberski66 11 Jun 2018, 23:52
BioIka
ყველა ღორი წელიწადში ორჯერ იგებს. პატრონი სჭირდება რომ, თავის დროზე გოჭები მოაცილოს და კერატთან მიუშვას.
შენ აგროკავკასიის სტატიები გეცოდინება და იქიდან იცი ეგ მონაცემები.
მანდ ყველაფერი სწორია, მაგრამ ეგ წონამატი და ზრდასრული ღორის ზომები არის ენდემური ჯიშისთვის.
თუ შეაჯვარებ მაგალითად უკრაინულ-რუსულაზე, მიიღებ ნაჯვარს რომელსაც აქვს ქართულას ქცევა-ნიშან-თვისებები და გაუმჯობესებული წონამატი.
ოღონდ ისენი აღარ იქნებიან სუფთა კახური ჯიშისანი.
ფერმის გეგმაზეც ყველაფერს აგიხსნი სად რა არის და რა რას ნიშნავს.

Posted by: gobisha 12 Jun 2018, 16:12
ერთი ქათამი კვირის განმავლობაში რამდენჯერ დებს კვერცს ??



ბიობიოს აქ აქ ფერმები ? აუ რამდენი ცხოველი უნდა გყავდეს რომ ცალკე ფილედ ცალკე ისე ამარაგო

Posted by: BioIka 12 Jun 2018, 18:10
kaxaberski66
QUOTE
ყველა ღორი წელიწადში ორჯერ იგებს. პატრონი სჭირდება რომ, თავის დროზე გოჭები მოაცილოს და კერატთან მიუშვას.შენ აგროკავკასიის სტატიები გეცოდინება და იქიდან იცი ეგ მონაცემები.მანდ ყველაფერი სწორია, მაგრამ ეგ წონამატი და ზრდასრული ღორის ზომები არის ენდემური ჯიშისთვის.თუ შეაჯვარებ მაგალითად უკრაინულ-რუსულაზე, მიიღებ ნაჯვარს რომელსაც აქვს ქართულას ქცევა-ნიშან-თვისებები და გაუმჯობესებული წონამატი. ოღონდ ისენი აღარ იქნებიან სუფთა კახური ჯიშისანი.ფერმის გეგმაზეც ყველაფერს აგიხსნი სად რა არის და რა რას ნიშნავს.

გასაგებია smile.gif
ფერმის გეგმამ ტვინი გადამიღალა იმდენი დეტალები იყო და ცოტა ხნით გვერდზე გადავდე smile.gif

ჯერ სხვა კითხვები მაქვს smile.gif
66 გვერდზე დევს შენი პოსტი ძროხების წველაზე და საკვებ ერთეულებზე.
https://forum.ge/?showtopic=34171921&view=findpost&p=50823037
მაგის მიხედვით გამოვითვალე ერთ სულ კავკასიურ წაბლას მარტო თივით კვების შემთხვევაში რამდენი თივა/ჰექტარი მიწა ჭირდება და თუ შეგიძლია შემიმოწმე რა, შეცდომა რომ არ მომივიდეს.

ძროხის წონა არის 450 კგ. მაშასადამე საჭიროებს 4,5 საკვებ ერთეულს რძის გამომუშავების გარეშე. ანუ გამოდის რომ დღეში წაბლას დასჭირდება 4,5/0,45=10 კგ თივა (თივის 0.45 ყუათიანობის შემთხვევაში), რაც არის წელიწადში 3650 კილო თივა.
ეს ჯიში იწველება დაახლ. 3500 ლიტრ რძეს ლაქტაციაზე, რისთვისაც საჭირო იქნება 3500/2=1750 საკვები ერთეული. ანუ თივაში რომ გადავიყვანოთ 1750/0,45=3888 კგ თივა მთელი წლის განმავლობაში.
ანუ 3500 კგ წველადობის წაბლას ერთი წლის განმავლობაში დასჭირდება დაახლოებით 7500 კგ თივა.

ერთერთი რეპორტის მიხედვით საქართველოში ერთ ჰექტარზე თივის მოსავლიანობა საშუალოდ არის 4500 კგ. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მარტო თივაზე და ბაგურად გვეყოლება ზემოთ აღწერილი ძროხა, დაგვჭირდება ერთ სულზე 1.68 ჰექტარი სათიბი.

ჯერ ეს გამოთვლები თუა სწორი ეგ მითხარი.

კიდევ რამოდენიმე შეკითხვა მაქვს:

1) ეს ძროხები იძლევიან ლაქტაციაზე 3500 ლიტრ რძეს და როგორც მახსოვს ეს ლაქტაცია გრძელდება დაახლ. 300 დღე და დანარჩენ 65 დღის განმავლობაში არ იწველებიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იმ პერიოდში, როდესაც ძროხა არ იწველება, მარტო 10 კგ თივა /4,5 საკვები ერთეული სჭირდება (ანუ თავის გამოსაკვებად მარტო)?

2) გაზაფხული/ზაფხული/შემოდგომა (დავუშვათ 7 თვე აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით) საძოვარზე თუ ივლიან, რამდენ საკვებ ერთეულს მიიღებენ დღისით საძოვარზე საშუალოდ? ეს იმისთვის მაინტერესებს, რომ ზაფხულში დღიურად საჭირო თივის რაოდენობა განვსაზღვრო ერთ სულ მეწველზე.

3) არ ვიცი რამდენად გეცოდინება, რამდენია ჩვეულებრივი გათიბული ბალახის ყუათიანობა. ანუ კულტურული საძოვარი რომ არ მოეწყოს და მთაში გაითიბოს (კულტურულ საძოვარში იმას ვგულისხმობ სხვა თემაში რომ დამიწერე დადისკვაზე და საძოვრის გაკეთილშობილებაზე)

4) ზღვის დონიდან 1300-2000 მეტრამდე ბალახი რომელი თვიდან არის საკმარისი საძოვრად? გამიგია გვიან კი მოდის ბალახი მარა თოვლი რახან დევს კარგია და მალე ამოდის და ხარისხიანიო, არ ვიცი რამდენად მართალია.

მოგაყარე კითხვები biggrin.gif



Posted by: kaxaberski66 12 Jun 2018, 23:18
BioIka
QUOTE
ძროხის წონა არის 450 კგ. მაშასადამე საჭიროებს 4,5 საკვებ ერთეულს რძის გამომუშავების გარეშე. ანუ გამოდის რომ დღეში წაბლას დასჭირდება 4,5/0,45=10 კგ თივა (თივის 0.45 ყუათიანობის შემთხვევაში), რაც არის წელიწადში 3650 კილო თივა.
ეს ჯიში იწველება დაახლ. 3500 ლიტრ რძეს ლაქტაციაზე, რისთვისაც საჭირო იქნება 3500/2=1750 საკვები ერთეული. ანუ თივაში რომ გადავიყვანოთ 1750/0,45=3888 კგ თივა მთელი წლის განმავლობაში.
ანუ 3500 კგ წველადობის წაბლას ერთი წლის განმავლობაში დასჭირდება დაახლოებით 7500 კგ თივა.

მოგესალმები.
ნამდვილად სწორად გამოგითვლია. ერთად ერთი ის არის რომ, 7500კგ თივა არის 6450კგ მშრალი ნივთიერება. ამრაოდენობის მშრალი ნივთიერება რომ გავყოთ 365 დღეზე, მივიღებთ რომ ძროხამ უნდა შეჭამოს 17.7 კგ მშრალი ნივთიერება, რასაც 450 კგ-იანი ფური ვერ შესძლებს. რადგან მას შეუძლია შეჭამოს 4.5*3=13.5 კგ მშრალი ნივთიერება.
QUOTE
1) ეს ძროხები იძლევიან ლაქტაციაზე 3500 ლიტრ რძეს და როგორც მახსოვს ეს ლაქტაცია გრძელდება დაახლ. 300 დღე და დანარჩენ 65 დღის განმავლობაში არ იწველებიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იმ პერიოდში, როდესაც ძროხა არ იწველება, მარტო 10 კგ თივა /4,5 საკვები ერთეული სჭირდება (ანუ თავის გამოსაკვებად მარტო)?

არ არის მასე. ძროხას მშრალობის პერიოდში აჭმევენ, მოგების შემდეგ დაგეგმილი წველადობის სიდიდის მიხედვით.
http://www.activestudy.info/kormlenie-stelnyx-suxostojnyx-korov/
აი აქ შედი და ყურადღებით წაიკითხე თუ რას ნიშნავს და როგორ უნდა იკვებოს მაკე ძროხა, მისი წონის და დაგეგმილი წველადობის მიხედვით.
QUOTE
2) გაზაფხული/ზაფხული/შემოდგომა (დავუშვათ 7 თვე აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით) საძოვარზე თუ ივლიან, რამდენ საკვებ ერთეულს მიიღებენ დღისით საძოვარზე საშუალოდ? ეს იმისთვის მაინტერესებს, რომ ზაფხულში დღიურად საჭირო თივის რაოდენობა განვსაზღვრო ერთ სულ მეწველზე.

ეგ ერთბაშად ბევრ რამეზეა დამოკიდებული. გააჩნია თუ როგორი მოსავლიანია საძოვარი. ბუნებრივი ბალახია საძოვარზე რომელიც ერთ ვეგეტაციას გაივლის წელიწადში ერთხელ, თუ ნათესი ბალახია, სადაც გაძოვების შემდეგ რამოდენიმეჯერ მოდის ბალახი.
საძოვარი ირწყვება თუ არა. თუ ირწყვება, და ნაკვეთმონაცვლეობითაც გააძოვებ, მაშინ ბალახი მართლაც 7 თვე გექნება. ხოლო ურწყავში მაქსიმუმ 3 თვე და მოსავლიანობით სარწყავთან შედარებით საუკეთესო შემთხვევაში 25%.
როგორ შორს მდებარეობს საძოვარი ფერმიდან და რამდენი საათი და დღის როგორი ხანგრძლივობით იმყოფება საქონელი საძოვარზე.
რა სიმაღლის არის ბალახი. 10სმ ზე დაბალი ბალახის შეჭმა უჭირს საქონელს და 20 სმ ზე მაღალისაც.
საქონლისთვის დასალევი წყალი რა მანძილზეა საძოვრიდან.
კიდევ ბევრი ნიუანსი არსებობს საქონლის საძოვარზე ძოვების.
ძოვების სწორად დაგეგმვისას, საქონელმა შეიძლება მინდორში შეჭამოს 70 კგ ბალახი, ხოლო ცუდად დაგეგმვისას იმავე საძოვარზე შეჭამოს 25 კგ ბალახი.
წინა წერილში იმიტომ დავწერე რომ, პროფესიონალურად პრაქტიკის მიღებისთვის კაცს 3 თვე არ ეყოფა. მასეთ მოკლე დროში მთლად საქმის უცოდინარი კაცი ბევრს ვერაფერს ისწავლის. მარტო საქონლის ძოვება ხომ არ არის საქონლის მოვლა. ძოვება ერთ ერთი ასპექტია.
QUOTE
3) არ ვიცი რამდენად გეცოდინება, რამდენია ჩვეულებრივი გათიბული ბალახის ყუათიანობა. ანუ კულტურული საძოვარი რომ არ მოეწყოს და მთაში გაითიბოს (კულტურულ საძოვარში იმას ვგულისხმობ სხვა თემაში რომ დამიწერე დადისკვაზე და საძოვრის გაკეთილშობილებაზე)

რა თქმა უნდა ვიცი.
წინაზეც დავწერე. დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის თივის მიღება, საჭირო მანქანა დანადგარების გარეშე შეუძლებელია.
ჩვენთან ხალხი როცა ტრადიციულად თიბავს ბალახს, უკვე ძალზედ დაგვიანებულია, რადგან ის ბალახი უკვე გადაბერებულია და მისგან მაღალი ხარისხის თივა ვერაფრით ვერ გამოვა.
თუ ბალახი გათიბულია, პარკოსნები ყვავილობისას და თავთავიანები თავთავში, მერე გადააბრუნეს დროულად და მალე გამოაშრეს და დროულად აიღეს მინდვრიდან ისე რომ, ბალახი წვიმისგან არ დასველდა და თანაც ისე არ გადაახმეს რომ ფოთლები გასცვივნოდა და მოახერხეს ბალახის მწვანედ გახმობა, მაშინ 1 კგ თივას ექნება ყუათიანობა დაახლოებით 0.45-0.5 საკვები ერთეული.
თუ ვერ დაიცვეს ზევით აღწერილი ნორმები და ბალახმა დაამთავრა ყვავილობა და მერე გათიბეს და ასე შემდეგ, თანაც თუ გათიბული მასა მინდორში წვიმისგან დასველდა, მერე გააშრეს და აიღეს, 1 კგ ასეთი თივის ყუათიანობა იქნება 0.3-0.4. გააჩნია გაშრობისას რომელი წესი დაირღვევა და როგორი დოზით.
QUOTE

4) ზღვის დონიდან 1300-2000 მეტრამდე ბალახი რომელი თვიდან არის საკმარისი საძოვრად? გამიგია გვიან კი მოდის ბალახი მარა თოვლი რახან დევს კარგია და მალე ამოდის და ხარისხიანიო, არ ვიცი რამდენად მართალია.

1300მეტრზე მაისის დასაწყისიდან უკვე შეიძლება ძოვება. 2000მეტრზე მაისის შუა თვიდან.
QUOTE
მოგაყარე კითხვები

მე მაგისგან არ ვწუხდები. უფრო პირიქით, ერთი სული მაქვს რაც ვიცი და ვერ ვიყენებ ვინმეს ვასწავლო. იქნებ მან მაინც გამოიყენოს.
შენ არ დაგეზაროს და დაწერე სრულად და გასაგებად გიპასუხე თუ ვერა კითხვებზე?

Posted by: BioIka 13 Jun 2018, 13:56
kaxaberski66
QUOTE
ნამდვილად სწორად გამოგითვლია. ერთად ერთი ის არის რომ, 7500კგ თივა არის 6450კგ მშრალი ნივთიერება. ამრაოდენობის მშრალი ნივთიერება რომ გავყოთ 365 დღეზე, მივიღებთ რომ ძროხამ უნდა შეჭამოს 17.7 კგ მშრალი ნივთიერება, რასაც 450 კგ-იანი ფური ვერ შესძლებს. რადგან მას შეუძლია შეჭამოს 4.5*3=13.5 კგ მშრალი ნივთიერება.

ანუ გამოდის რომ კავკასიური წაბლა უმაღლესი თივით კვების პირობებშიც კი (როცა ყუათიანობა 0.45-ს შეადგენს), ვერ მომცემს წლიურად 3500 ლიტრ რძეს თუ მარტო თივაზე მეყოლება?
რომ დავიანგარიშოთ:
დღეში ჭამს მარტო 13,5 კგ მშრალ ნივთიერებას, რაც არის 13,5/0,85=16 კგ თივა (თივაში დაახლოებით 85% მშრალი ნივთიერება რომ ვიანგარიშოთ და 15% წყალი)
ეს 16 კგ თივა არის 16X0,45=7,2 საკვები ერთეული, საიდანაც ფური მოიხმარს 4,5სე-ს თავისთვის და გარდაქმნის დანარჩენ 2,7სე-ს რძედ... ანუ დღიურად მოიწველის 2,7*2=5,4 ლიტრ რძეს
305 დღიან ლაქტაციის პერიოდის შემთხვევაში მივიღებთ წლიურად დაახლოებით 1650 ლიტრ რძეს.
ასე გამოდის მარტო თივით კვების პირობებში?

QUOTE
არ არის მასე. ძროხას მშრალობის პერიოდში აჭმევენ, მოგების შემდეგ დაგეგმილი წველადობის სიდიდის მიხედვით.
http://www.activestudy.info/kormlenie-stel...ostojnyx-korov/
აი აქ შედი და ყურადღებით წაიკითხე თუ რას ნიშნავს და როგორ უნდა იკვებოს მაკე ძროხა, მისი წონის და დაგეგმილი წველადობის მიხედვით.

გადავხედავ ერთი სახლში, ბევრი დეტალები კი არის ისე და მაგის გარჩევაზე დამჭირდება ერთი-ორი საათი. რუსული მიჭირს ცოტა, მიუჩვეველი ვარ, იქნებ გერმანულად ან ინგლისურად ვიპოვო იგივე ინფორმაცია

QUOTE
ეგ ერთბაშად ბევრ რამეზეა დამოკიდებული. გააჩნია თუ როგორი მოსავლიანია საძოვარი. ბუნებრივი ბალახია საძოვარზე რომელიც ერთ ვეგეტაციას გაივლის წელიწადში ერთხელ,  თუ ნათესი ბალახია, სადაც გაძოვების შემდეგ რამოდენიმეჯერ მოდის ბალახი. საძოვარი ირწყვება თუ არა. თუ ირწყვება, და ნაკვეთმონაცვლეობითაც გააძოვებ, მაშინ ბალახი მართლაც 7 თვე გექნება. ხოლო ურწყავში მაქსიმუმ 3 თვე და მოსავლიანობით სარწყავთან შედარებით  საუკეთესო შემთხვევაში 25%.როგორ შორს  მდებარეობს საძოვარი ფერმიდან და რამდენი საათი და დღის როგორი ხანგრძლივობით იმყოფება საქონელი საძოვარზე.რა სიმაღლის არის ბალახი. 10სმ ზე დაბალი ბალახის შეჭმა უჭირს საქონელს და 20 სმ ზე მაღალისაც.საქონლისთვის დასალევი წყალი რა მანძილზეა საძოვრიდან.კიდევ ბევრი ნიუანსი არსებობს საქონლის საძოვარზე ძოვების.ძოვების სწორად დაგეგმვისას, საქონელმა შეიძლება მინდორში შეჭამოს 70 კგ ბალახი, ხოლო ცუდად დაგეგმვისას იმავე საძოვარზე შეჭამოს 25 კგ ბალახი.წინა წერილში იმიტომ დავწერე რომ, პროფესიონალურად პრაქტიკის მიღებისთვის კაცს 3 თვე არ ეყოფა. მასეთ მოკლე დროში მთლად საქმის უცოდინარი კაცი ბევრს ვერაფერს ისწავლის. მარტო საქონლის ძოვება ხომ არ არის საქონლის მოვლა. ძოვება ერთ ერთი ასპექტია.

დაახლოებით უნდა შევიყვანო ეს რიცხვი პროქტის გეგმაში და ამ მონაცემებით ხომ ვერ მეტყვი რამდენ ბალახს მოძოვენ?
- ბუნებრივი ერთწლიანი ბალახი რომ ავიღოთ მთიან რეგიონში
- ურწყავი მარა ნალექიანობა საშუალოზე მაღალი ანუ ბუნებრივი რწყვით (მაისი 117 მმ, ივნისი 110 მმ, ივლისი 80 მმ, აგვისტო 71 მმ), თანაც ტყის პირი საძოვრები ანუ უფრო ნესტიანი მიწა სავარაუდოდ
- მონაცვლეობა შესაძლებელია რადგან საკმაოდ თავისუფალი ადგილებია სიახლოვეს
- მანძილი საძოვრამდე ძირითადად 2კმ-ზე ნაკლები, დამატება თუ დაჭირდა მაქსიმუმ 4 კმ ალბათ კიდე
- საძოვარზე ყოფნის დრო დღეში დაახლ. 12-14 საათი

კულტურული საძოვრის მოწყობაც შეიძლება პრინციპში, მაგრამ მაგამდე სანამ მივალთ დაახლოებით უნდა დავითვალო რამდენი თივა დაგვჭირდება და რამდენი ჰექტარი საძოვარი/სათიბი.


QUOTE
რა თქმა უნდა ვიცი. წინაზეც დავწერე. დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის თივის მიღება, საჭირო მანქანა დანადგარების გარეშე შეუძლებელია.ჩვენთან ხალხი როცა ტრადიციულად თიბავს ბალახს, უკვე ძალზედ დაგვიანებულია, რადგან ის ბალახი უკვე გადაბერებულია და მისგან მაღალი ხარისხის თივა ვერაფრით ვერ გამოვა.თუ ბალახი გათიბულია, პარკოსნები ყვავილობისას და თავთავიანები თავთავში, მერე გადააბრუნეს დროულად და მალე გამოაშრეს და დროულად აიღეს მინდვრიდან ისე რომ, ბალახი წვიმისგან არ დასველდა და თანაც ისე არ გადაახმეს რომ ფოთლები გასცვივნოდა და მოახერხეს ბალახის მწვანედ გახმობა, მაშინ 1 კგ თივას ექნება ყუათიანობა დაახლოებით 0.45-0.5  საკვები ერთეული. თუ ვერ დაიცვეს ზევით აღწერილი ნორმები და ბალახმა დაამთავრა ყვავილობა და მერე გათიბეს და ასე შემდეგ, თანაც თუ გათიბული მასა მინდორში წვიმისგან დასველდა, მერე გააშრეს და აიღეს, 1 კგ ასეთი თივის ყუათიანობა იქნება 0.3-0.4. გააჩნია გაშრობისას რომელი წესი დაირღვევა და როგორი დოზით.

მართალი ხარ კახაბერ, გუშინ რაღაცეები წავიკითხე თივის მიღებაზე და ზუსტად ეგ ეწერა, ისეთ დროს უნდა გაითიბოს რომ თივას გადახუნებული მწვანე ფერი ქჰონდესო და ფოთლებიც არ დაცვივდესო.
დაახლოებით რა პერიოდი შეიძლება გვქონდეს გასათიბად+გასაშრობად+დასაბინავებლად? სიტყვაზე თუ 30 ტონა თივა გვჭირდება გამოსაზამთრებლად, რამდენი დღე/კვირა გვაქვს მაგ თივის ასაღებად?

QUOTE
მე მაგისგან არ ვწუხდები. უფრო პირიქით, ერთი სული მაქვს რაც ვიცი და ვერ ვიყენებ ვინმეს ვასწავლო. იქნებ მან მაინც გამოიყენოს.

smile.gif კარგი კაცი ხარ

QUOTE
შენ არ დაგეზაროს და დაწერე სრულად და გასაგებად გიპასუხე თუ ვერა კითხვებზე?

ყველაფერზე ძალიანაც გასაგებად მპასუხობ up.gif

Posted by: kaxaberski66 14 Jun 2018, 00:27
BioIka

QUOTE
ანუ გამოდის რომ კავკასიური წაბლა უმაღლესი თივით კვების პირობებშიც კი (როცა ყუათიანობა 0.45-ს შეადგენს), ვერ მომცემს წლიურად 3500 ლიტრ რძეს თუ მარტო თივაზე მეყოლება?
რომ დავიანგარიშოთ:
დღეში ჭამს მარტო 13,5 კგ მშრალ ნივთიერებას, რაც არის 13,5/0,85=16 კგ თივა (თივაში დაახლოებით 85% მშრალი ნივთიერება რომ ვიანგარიშოთ და 15% წყალი)
ეს 16 კგ თივა არის 16X0,45=7,2 საკვები ერთეული, საიდანაც ფური მოიხმარს 4,5სე-ს თავისთვის და გარდაქმნის დანარჩენ 2,7სე-ს რძედ... ანუ დღიურად მოიწველის 2,7*2=5,4 ლიტრ რძეს
305 დღიან ლაქტაციის პერიოდის შემთხვევაში მივიღებთ წლიურად დაახლოებით 1650 ლიტრ რძეს.
ასე გამოდის მარტო თივით კვების პირობებში?

საშუალო სტატისტიკურად ზუსტად მასე გამოდის.
აქ არის ერთი მაგრამ, თვითონ ფურის გენეტიკური მერძევეობა, შეიძლება ჩოტა მეტიც მოიწველოს და ავიდეს 2000 ლიტრზე.
მთავარი კი ის არის რომ, მაგ რაოდენობის თივას ვერ შეჭამს, ერთიდა იგივე საჭმელი ძალზე მოსაწყენია.
QUOTE
დაახლოებით უნდა შევიყვანო ეს რიცხვი პროქტის გეგმაში და ამ მონაცემებით ხომ ვერ მეტყვი რამდენ ბალახს მოძოვენ?
- ბუნებრივი ერთწლიანი ბალახი რომ ავიღოთ მთიან რეგიონში
- ურწყავი მარა ნალექიანობა საშუალოზე მაღალი ანუ ბუნებრივი რწყვით (მაისი 117 მმ, ივნისი 110 მმ, ივლისი 80 მმ, აგვისტო 71 მმ), თანაც ტყის პირი საძოვრები ანუ უფრო ნესტიანი მიწა სავარაუდოდ
- მონაცვლეობა შესაძლებელია რადგან საკმაოდ თავისუფალი ადგილებია სიახლოვეს
- მანძილი საძოვრამდე ძირითადად 2კმ-ზე ნაკლები, დამატება თუ დაჭირდა მაქსიმუმ 4 კმ ალბათ კიდე
- საძოვარზე ყოფნის დრო დღეში დაახლ. 12-14 საათი

აი კარგ პირობებში, 40-50კგ ს მოძოვენ.
QUOTE
მართალი ხარ კახაბერ, გუშინ რაღაცეები წავიკითხე თივის მიღებაზე და ზუსტად ეგ ეწერა, ისეთ დროს უნდა გაითიბოს რომ თივას გადახუნებული მწვანე ფერი ქჰონდესო და ფოთლებიც არ დაცვივდესო.
დაახლოებით რა პერიოდი შეიძლება გვქონდეს გასათიბად+გასაშრობად+დასაბინავებლად? სიტყვაზე თუ 30 ტონა თივა გვჭირდება გამოსაზამთრებლად, რამდენი დღე/კვირა გვაქვს მაგ თივის ასაღებად?

არ ვიცი როგორ მოგმართო და ამიტომ ბიოლკათი მოგმართავ.
ეგ ყველაფერი ჩემი მოგონილი არ არის და იმიტომ წერია იგივე რაც მე დავწერე.
თიბვის დრო შეიძლება იყოს მაგრამ ვერ გათიბო, რადგანაც ბუნება არ გაძლევს საშუალებას.
მაგალითად როგორც ახლა. ყოველ დღე წვიმს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ გათიბული ბალახი დაგისველდება. ან და მითუმეტეს უკვე დატუკული.
დასველებას ისევ დაგვიანებით გათიბვა სჯობია.
რომ დასველდება, მერე მზე ზედა მხარეს გააშრობს, ხოლო ქვედას ვერა თუ ბალახის დიდი მასა იყო სათიბი, იმიტომ რომ ნათიბი სქლად დევს მიწაზე, მიწა კი სველია და ქვევიდან ნათიბი ბალახი იწყებს დაობებას.
ამიტომ უნდა ეცადო რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოასწრო გათიბვა, გაშრობა, დაპრესვა და გატანა. თუ არამდგრადი ამინდებია, იმდენი უნდა გათიბო რის გაშრობასაც, დაპრესვას და გატანასაც მოასწრებ იმ სუტკის განმავლობაში.
ბალახი რომ დასველდება, ყველანაირი საჭირო მიკროელემენტები გამოირეცხება წყლისგან ბალახიდან. ამის შემდეგ თივის ყუათიანობა იქნება 0,3-0,35.
ყველაზე მძიმე პროცესი სწორედ თივის დამზადებაა. აბა კორმას რა უნდა. დაჰყრი მარცვლეულს საწყობში და მერე აჭმევ.
30 ტონა თივა გამოდის დაახლოებით 10 ჰექტრის ნათიბიდან.
ეხლა რამდენხანში მოასწრებ მაგ სამუშაოების ჩატარებას, უკვე კაცის მარიფათზე, საჭირო ტეხნიკის არსებობაზე, მუშახელის და ფულის რაოდენობაზე არის დამოკიდებული.
QUOTE

ყველაფერზე ძალიანაც გასაგებად მპასუხობ

ხოდა ძალიანაც კარგი თუ გასაგებად გპასუხობ. დღეს რომ შენ გაინტერესებს, ვიღაცა შეიძლება 5 წლის შემდეგ დაინტერესდეს ამ თემით და იმიტომ მაინტერესებს გასაგებად ვწერ თუ არა.

Posted by: Nat_asha 14 Jun 2018, 10:26
BioIka
მეც გადავიკითხე ბიზნესგეგმა და რაღაცეებს გეტყვი smile.gif
მაგალითად ხელფასები რომ გიწერია პირველ წელს მწველავი 300 ლარი. ძროხა დილასაღამოს ხომ უნდა მოიწველოს? 20 ძროხას 1 მოგიწველის თან 300 ლარად? იყიდება საწველი აპარატები და როდესაც 100 ძროხის ყოლას აპირებ უნდა შეიძინო ეგ საწველი. მწყემსი 300 ლარი გიწერია და დამიჯერე 500 ლარიდან ზემოთ იწყება ფასები და 500 ლარზეც არ მიდის გამიგია რომ უჭირთ მოძებნა. მაგ საკითხებს უნდა გადახედო ჩემი აზრით. მაღაზიებთან კონტრაქტით უნდა მიაწოდო რძე ან მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, გეტყვი რომ პასტელიზატორის გარეშე რძეს ვერ გაყიდი ასეთ მაღაზიებზე. ამისი აპარატის ყიდვა თუ არ ვცდები 10 000 ლარიდან იწყება. ამის გარდა ვერ ვნახე ხელფასი რომელსაც აძლევ იმ ადამიანს რომელიც ამ რძის პასტელიზაციას, ხაჭოდ, კარაქად თუ ყველად ამოყვანას ახორციელებს. პირველივე წელს ყიდი ყველს მაგრამ ამისი მწარმოებლის ხელფასი არ არის და ყველი საიდან მოდის? გარდა ამისა შენ უნდა შექმნა რძის საწარმო, რისი აშენებაც თავისთავად გამოოვებული გაქვს. სადაც მოახდენ ამ ყველაფრის გადამუშავება. ეტიკეტირებაც ცალკე ხარჯებია. მოკლედ ეს ნაწილი გამოგრჩა მგონი პირველ რიგში უნდა მოეწყოს ცხოველების სადგომი. ამის გარდა მოსასვენებელი ან რამე შენობა ფერმაში სადაც ადამიანები იქნებიან, და რძის გადამამუშავებელი საწარმო. ამის გარდა ყველის ამოყვანის ტექნოლოგია ცალკე პროფესიაა და მაგაზეც დაბალი თანხები გიწერია. ყველის ამოყვანას ცოდნა უნდა თორემ არ ივარგებს. გარდა ამისა, როდესაც შენ ყველს ყიდიდა მოგებას ითვლი, არასწორედ ითვლი. მისის თვითღირებულება ითვლება ზედნადები ხარჯების ჩათვლით. ანუ ყველი 1 კილოგრამი არ გიჯდება მარტო რძე, მასში შესული უნდა იყოს მის მიერ მოხმარებული ყველა ხარჯი , მათ შორის ძირითადი მასალა, ანუ რძე, მაგრამ აი მივყვეთ. ყველის ამოყვანას სჭირდება : რძე, კვეთი, ტემპერატურა(რაც თავისმხრივ ელექტროენერგიის ან სხვა ხარჯთან არის დაკავშირებული) აგრეთვე ამომყვანი. სჯობს რომ ყველის ტექნოლოგისხელფასი ამოყვანილი ყველის ოდენობით დაითვალო და არა ფიქსირებულად. ამის შემდეგ შენ გჭირდება მარილიც და ყველის შესანახში კიდევ დამატებით ფართი და იმ ფართში შესაბამისი ტემპერატურა, რაც აგრეთვე ხარჯებს უკავშირდება. ტრანსპორტირების ხარჯებიც, რომელიც ადგილამდე მიტანას დასჭირდება. ამის შემდეგ შენი ყველის თვითღირებულება შეიცვლება, შენი ხარჯები მოიმატებს და მოგება მოიკლებს.
* * *
მიწის ყიდვას გირჩევნია 10 წლიანი იჯარით აიღო რაც ბევრად იაფი დაგიჯდება დასაწყისისთვის
* * *
ფინანსური ბიზნესგეგმა ექსელში გირჩევნია, სადაც ავტომატურად დაათვლევინებ ყველა ხარჯს და მოგებას და ნათლად გამოჩნდება ფინანსური შედეგი.

Posted by: BioIka 14 Jun 2018, 16:08
kaxaberski66
QUOTE
საშუალო სტატისტიკურად ზუსტად მასე გამოდის.
აქ არის ერთი მაგრამ, თვითონ ფურის გენეტიკური მერძევეობა, შეიძლება ჩოტა მეტიც მოიწველოს და ავიდეს 2000 ლიტრზე.
მთავარი კი ის არის რომ, მაგ რაოდენობის თივას ვერ შეჭამს, ერთიდა იგივე საჭმელი ძალზე მოსაწყენია.

მართალი ხარ ამაშიც, გუშინ ვეძებდი ინფორმაციას და სტატისტიკის სამსახურის გვერდზე აღმოვაჩინე
user posted image
QUOTE
აი კარგ პირობებში, 40-50კგ ს მოძოვენ.

გასაგებია, ასე შევიტან მაშინ გამოთვლებში

QUOTE
არ ვიცი როგორ მოგმართო და ამიტომ ბიოლკათი მოგმართავ.

ბიოლკა რა არის კაცო, რუსულ სახელს გავს biggrin.gif
აბა თუ გამოიცნობ სახელს, წინა გვერდიდან ჩემს მოწერილ ტექსტს დაგიციტირებ biggrin.gif
QUOTE
kaxaberski66
მეგობარო თუ არ დაგეზარება მეც გამომიგზავნე მაილზე რა, თორე არ ვიცი ეგ ფორუმელი როდის შემოვა და დადებს თუ არა მაგ გეგმასაი
ესაა ჩემი მაილის მისამართი: irakli.nazghaidze@gmail.com



QUOTE
ეგ ყველაფერი ჩემი მოგონილი არ არის და იმიტომ წერია იგივე რაც მე დავწერე.თიბვის დრო შეიძლება იყოს მაგრამ ვერ გათიბო, რადგანაც ბუნება არ გაძლევს საშუალებას.მაგალითად როგორც ახლა. ყოველ დღე წვიმს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ გათიბული ბალახი დაგისველდება. ან და მითუმეტეს უკვე დატუკული.დასველებას ისევ დაგვიანებით გათიბვა სჯობია.რომ დასველდება, მერე მზე ზედა მხარეს გააშრობს, ხოლო ქვედას ვერა თუ ბალახის დიდი მასა იყო სათიბი, იმიტომ რომ ნათიბი სქლად დევს მიწაზე, მიწა კი სველია და ქვევიდან ნათიბი ბალახი იწყებს დაობებას.ამიტომ უნდა ეცადო რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოასწრო გათიბვა, გაშრობა, დაპრესვა და გატანა.  თუ არამდგრადი ამინდებია, იმდენი უნდა გათიბო რის გაშრობასაც, დაპრესვას და გატანასაც მოასწრებ იმ სუტკის განმავლობაში.ბალახი რომ დასველდება, ყველანაირი საჭირო მიკროელემენტები გამოირეცხება წყლისგან ბალახიდან. ამის შემდეგ თივის ყუათიანობა იქნება 0,3-0,35.ყველაზე მძიმე პროცესი სწორედ თივის დამზადებაა. აბა კორმას რა უნდა. დაჰყრი მარცვლეულს საწყობში და მერე აჭმევ.30 ტონა თივა გამოდის  დაახლოებით 10 ჰექტრის ნათიბიდან.ეხლა რამდენხანში მოასწრებ მაგ სამუშაოების ჩატარებას, უკვე კაცის მარიფათზე, საჭირო ტეხნიკის არსებობაზე, მუშახელის და  ფულის რაოდენობაზე არის დამოკიდებული.

კარგი, 3 სცენარისთვის დავითვლი მაშინ საჭირო თივის რაოდენობას და პროდუქტიულობას.
მუშა ხელის პრობლემა არა მგონია იყოს, რამდენადაც მოხალისეები უხვად გვეყოლება ასე მგონია, მითუმეტეს სოციალური მეურნეობა უნდა იყოს. საქართველოდანაც გვეყოლება და არის კიდე ერთი ორგანიზაცია World Wide Opportunities on Organic Farms ან მოკლედ WWOOF სადაც მოხალისეების ნახვა შეიძლება smile.gif

QUOTE
ხოდა ძალიანაც კარგი თუ გასაგებად გპასუხობ. დღეს რომ შენ გაინტერესებს, ვიღაცა შეიძლება 5 წლის შემდეგ დაინტერესდეს ამ თემით და იმიტომ მაინტერესებს გასაგებად ვწერ თუ არა.

ჰოდა მეც ამ თემაზე ერთი კარგი სტატია ვიპოვე ქართულად სათიბ-საძოვრებზე და იდოს აქაც, მომავალში ვინც წაიკითხავს იმისთვის smile.gif
pdf ფაილი ძალიან დიდია ამიტომ ინტერნეტ ბმულს დავდებ
http://environment.cenn.org/app/uploads/2016/10/Pastures-management-K.compressed.pdf
* * *
Nat_asha
QUOTE
მეც გადავიკითხე ბიზნესგეგმა და რაღაცეებს გეტყვი მაგალითად ხელფასები რომ გიწერია პირველ წელს მწველავი 300 ლარი. ძროხა დილასაღამოს ხომ უნდა მოიწველოს?  20 ძროხას 1 მოგიწველის თან 300 ლარად?  იყიდება საწველი აპარატები და როდესაც 100 ძროხის ყოლას აპირებ უნდა შეიძინო ეგ საწველი.  მწყემსი 300 ლარი გიწერია და დამიჯერე 500 ლარიდან ზემოთ იწყება ფასები და 500 ლარზეც არ მიდის გამიგია რომ უჭირთ მოძებნა. მაგ საკითხებს უნდა გადახედო ჩემი აზრით. მაღაზიებთან კონტრაქტით უნდა მიაწოდო რძე ან მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, გეტყვი რომ პასტელიზატორის გარეშე რძეს ვერ გაყიდი ასეთ მაღაზიებზე. ამისი აპარატის ყიდვა თუ არ ვცდები 10 000 ლარიდან იწყება. ამის გარდა ვერ ვნახე ხელფასი რომელსაც აძლევ იმ ადამიანს რომელიც ამ რძის პასტელიზაციას, ხაჭოდ, კარაქად თუ ყველად ამოყვანას ახორციელებს. პირველივე წელს ყიდი ყველს მაგრამ ამისი მწარმოებლის ხელფასი არ არის და ყველი საიდან მოდის?  გარდა ამისა შენ უნდა შექმნა რძის საწარმო, რისი აშენებაც თავისთავად გამოოვებული გაქვს. სადაც მოახდენ ამ ყველაფრის გადამუშავება. ეტიკეტირებაც  ცალკე ხარჯებია. მოკლედ ეს ნაწილი გამოგრჩა მგონი  პირველ რიგში უნდა მოეწყოს ცხოველების სადგომი. ამის გარდა მოსასვენებელი ან რამე შენობა ფერმაში სადაც ადამიანები იქნებიან, და  რძის გადამამუშავებელი საწარმო. ამის გარდა ყველის ამოყვანის ტექნოლოგია ცალკე პროფესიაა და მაგაზეც დაბალი თანხები გიწერია. ყველის ამოყვანას ცოდნა უნდა  თორემ არ ივარგებს. გარდა ამისა, როდესაც შენ ყველს ყიდიდა მოგებას ითვლი, არასწორედ ითვლი. მისის თვითღირებულება ითვლება ზედნადები ხარჯების ჩათვლით. ანუ ყველი 1 კილოგრამი არ გიჯდება მარტო რძე, მასში შესული უნდა იყოს მის მიერ მოხმარებული ყველა ხარჯი , მათ შორის ძირითადი მასალა, ანუ რძე, მაგრამ აი მივყვეთ. ყველის ამოყვანას სჭირდება : რძე, კვეთი, ტემპერატურა(რაც თავისმხრივ ელექტროენერგიის ან სხვა ხარჯთან არის დაკავშირებული) აგრეთვე  ამომყვანი.  სჯობს რომ ყველის ტექნოლოგისხელფასი ამოყვანილი ყველის ოდენობით დაითვალო და არა ფიქსირებულად. ამის შემდეგ შენ გჭირდება მარილიც და ყველის შესანახში კიდევ დამატებით ფართი და იმ ფართში შესაბამისი ტემპერატურა, რაც აგრეთვე ხარჯებს უკავშირდება. ტრანსპორტირების ხარჯებიც, რომელიც ადგილამდე მიტანას დასჭირდება. ამის შემდეგ შენი ყველის თვითღირებულება შეიცვლება, შენი ხარჯები მოიმატებს და მოგება მოიკლებს.

არაა ნატა ეს ჩემი ბიზნეს გეგმა, კახაბერისაა და თან უკვე საკმაოდ ძველი smile.gif მაგიტომაა ხელფასები ასეთი დაბალი wink.gif

QUOTE
მიწის ყიდვას გირჩევნია 10 წლიანი იჯარით აიღო რაც ბევრად იაფი დაგიჯდება დასაწყისისთვის

მიწა ნაყიდი მაქვს უკვე 7,5 ჰექტარი მეურნეობისთვის, სათიბ/საძოვარ/სახნავ მიწას კიდე იჯარით ავიღებთ რამდენიც საჭირო იქნება. 15 წლიანი იჯარით არის შესაძლებელი მიწის აღება.

QUOTE
ფინანსური ბიზნესგეგმა ექსელში გირჩევნია, სადაც ავტომატურად დაათვლევინებ ყველა ხარჯს და მოგებას და ნათლად გამოჩნდება ფინანსური შედეგი.

დიახ დიახ, მასე ვაპირებ smile.gif

Posted by: Nat_asha 14 Jun 2018, 16:45
BioIka
ვაიმე მეც გამიკვირდა ხელფასები ძალიან აცდენილი იყო რეალობას biggrin.gif წინა გვერდი აღარ წამიკითხავს და მეგონა შენი ატვირთული რომ იყო , გეგმაც შენი იყო biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 14 Jun 2018, 22:06
Nat_asha
QUOTE
მეც გადავიკითხე ბიზნესგეგმა და რაღაცეებს გეტყვი მაგალითად ხელფასები რომ გიწერია პირველ წელს მწველავი 300 ლარი. ძროხა დილასაღამოს ხომ უნდა მოიწველოს?  20 ძროხას 1 მოგიწველის თან 300 ლარად?  იყიდება საწველი აპარატები და როდესაც 100 ძროხის ყოლას აპირებ უნდა შეიძინო ეგ საწველი.  მწყემსი 300 ლარი გიწერია და დამიჯერე 500 ლარიდან ზემოთ იწყება ფასები და 500 ლარზეც არ მიდის გამიგია რომ უჭირთ მოძებნა. მაგ საკითხებს უნდა გადახედო ჩემი აზრით. მაღაზიებთან კონტრაქტით უნდა მიაწოდო რძე ან მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, გეტყვი რომ პასტელიზატორის გარეშე რძეს ვერ გაყიდი ასეთ მაღაზიებზე. ამისი აპარატის ყიდვა თუ არ ვცდები 10 000 ლარიდან იწყება. ამის გარდა ვერ ვნახე ხელფასი რომელსაც აძლევ იმ ადამიანს რომელიც ამ რძის პასტელიზაციას, ხაჭოდ, კარაქად თუ ყველად ამოყვანას ახორციელებს. პირველივე წელს ყიდი ყველს მაგრამ ამისი მწარმოებლის ხელფასი არ არის და ყველი საიდან მოდის?  გარდა ამისა შენ უნდა შექმნა რძის საწარმო, რისი აშენებაც თავისთავად გამოოვებული გაქვს. სადაც მოახდენ ამ ყველაფრის გადამუშავება. ეტიკეტირებაც  ცალკე ხარჯებია. მოკლედ ეს ნაწილი გამოგრჩა მგონი  პირველ რიგში უნდა მოეწყოს ცხოველების სადგომი. ამის გარდა მოსასვენებელი ან რამე შენობა ფერმაში სადაც ადამიანები იქნებიან, და  რძის გადამამუშავებელი საწარმო. ამის გარდა ყველის ამოყვანის ტექნოლოგია ცალკე პროფესიაა და მაგაზეც დაბალი თანხები გიწერია. ყველის ამოყვანას ცოდნა უნდა  თორემ არ ივარგებს. გარდა ამისა, როდესაც შენ ყველს ყიდიდა მოგებას ითვლი, არასწორედ ითვლი. მისის თვითღირებულება ითვლება ზედნადები ხარჯების ჩათვლით. ანუ ყველი 1 კილოგრამი არ გიჯდება მარტო რძე, მასში შესული უნდა იყოს მის მიერ მოხმარებული ყველა ხარჯი , მათ შორის ძირითადი მასალა, ანუ რძე, მაგრამ აი მივყვეთ. ყველის ამოყვანას სჭირდება : რძე, კვეთი, ტემპერატურა(რაც თავისმხრივ ელექტროენერგიის ან სხვა ხარჯთან არის დაკავშირებული) აგრეთვე  ამომყვანი.  სჯობს რომ ყველის ტექნოლოგისხელფასი ამოყვანილი ყველის ოდენობით დაითვალო და არა ფიქსირებულად. ამის შემდეგ შენ გჭირდება მარილიც და ყველის შესანახში კიდევ დამატებით ფართი და იმ ფართში შესაბამისი ტემპერატურა, რაც აგრეთვე ხარჯებს უკავშირდება. ტრანსპორტირების ხარჯებიც, რომელიც ადგილამდე მიტანას დასჭირდება. ამის შემდეგ შენი ყველის თვითღირებულება შეიცვლება, შენი ხარჯები მოიმატებს და მოგება მოიკლებს.


ეს ბიზნეს გეგმა როცა დავწერე, მაშინ როგორი მოთხოვნებიც იყო ყველისწარმოებაზე, ისე დავწერე. იქ ეტიკეტირებაზეც მქონდა საუბარი, რაც მაშინ არ მოითხოვებოდა.
სანამ ბიზნეს გეგმას დავდებდი, იქ შესავალი გავაკეთე თუ როდის არის დაწერილი.
და რომ ფასები შეიცვალა ყველაფერზე და ამიტომ თუ ვინმე გააკეთებს ბიზნეს გეგმას, მას ახლიდან ექნება დასათვლელი ხარჯები.
აქ ბევრჯერ იყო თხოვნა, თუ ვინმეს ქონდა ბიზნეს გეგმა, იქნებ მომაწოდოთო. თან თითქმის ყველას თავისთვის უნდოდა. ალბათ სხვას კონკურენცია რომ არ გაეწია.
მე ჩემს დაწერილს ვეღარ ვპოულობდი. ბოლოს ვიპოვე და დავდე ისეთი, როგორიც დავწერე მაშინ.
ეხლა რაღაცის მცოდნე კაცი, თავისთვის გამოიყენებს. სადღაც შეასწურებს, ჩაამატებს, რამე ახალ ტექნოლოგიას ჩაამატებს და მიიღებს იმას რაც უნდა.
სხვათაშორის პასტერიზატორი 1 ტონიანი ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ და 20000 ლარზე მეტი დაჯდა.
ხელფასებმა კი მოიმატა, მაგრამ, ძირითადი სამუშაოების გათვლებისას, მაგალითად გათიბვა დაპრესვის და საჭირო სალიარკის ხარჯები ბევრად არ გაიზრდებოდა.

Posted by: ghost471 16 Jun 2018, 12:33
გამარჯობათ ხალხო ფორუმის "ბლუდნი სინ ვერნულსია'' biggrin.gif მოკლეთ საქონლის ყიდვას ვაპირებ მეწველის. ამ თემაში გამოუცდელი ვარ. რაც რამე მყოლია ყოველთვის მაღალპროდუქტიულ ჯიშებს ვანიჭებ უპირატესობას და საქონელში ესეთ ''დევიზს'' წავაწყდი ერთი ჯიშიანის მოვლას და ყოლას 2 უჯიშო ჯობიაო'' თქვენი აზრი მაინტერესებს. დევიზს ამყარებენ იმით რო ორი ნამატია და რაც იმ ერთმა უნდა ჭამოს ორს შეინახავო. P.S. მე მაინც მაღალპროდუქტიულისკენ ვიხრები.

Posted by: kaxaberski66 16 Jun 2018, 12:42
ghost471
QUOTE

გამარჯობათ ხალხო ფორუმის "ბლუდნი სინ ვერნულსია''  მოკლეთ საქონლის ყიდვას ვაპირებ მეწველის. ამ თემაში გამოუცდელი ვარ. რაც რამე მყოლია ყოველთვის მაღალპროდუქტიულ ჯიშებს ვანიჭებ უპირატესობას

გაგიმარჯოს, ხოდა ნუ დაიკარგები.
თუ იყიდი, მაღალპროდუქტიული უნდა იყიდო. იმ ვიღაცის სულელურ დევიზს ყურადღება არ მიაქციო.
ერთი სული ხუთის ოდენას რომ მოიწველის, ნეხვიც ერთის გექნება გადასაყრელი. იმ ვიღაცამ ხუთის გადაყაროს.
მაგრამ ერთი ეგ არის, სად უნდა იყიდო მაღალპროდუქტიული საქონელი, როცა საქართველოს სინამდვილეში არ არის.

Posted by: merabc 17 Jun 2018, 01:26
BioIka
QUOTE
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იმ პერიოდში, როდესაც ძროხა არ იწველება, მარტო 10 კგ თივა /4,5 საკვები ერთეული სჭირდება (ანუ თავის გამოსაკვებად მარტო)?

ძროხას მშრალდ ყოფნისას საჭმელი სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი თავისვის, არამედ მუცლად მყოფი თავისი ნაყოფისთვის, რომელიც ამ პერიოდში (2 თვის განმავლობაში) დაბადებისას თავისი წონის 70%-ს იზრდება. ყველაზე კარგი საკვებია ამ დროს ხარისხიანი თივა. ბოლო 20 დღეს დაამატებთ სილოსს, ან თუ შეამჩნევთ რომ გახდა მანამდეც.
ძროხა ასეთ დროს არც მსუქანი უნდა იყოს და არც გამხდარი. ორივე პრობლემაა. თან ზედმეტმა პროტეინებმა ასეთ დროს შესაძლებელია ხბოც ძალიან გაზარდოს მუცელში, რაც გართულებულ მშობიარობას გამოიწვევს.
10 კგ თივა ცოტაა. დაააკლებ მშრალობისას საკვებს, ათმაგად წააგებ შემდეგ.
QUOTE
გუშინ რაღაცეები წავიკითხე თივის მიღებაზე და ზუსტად ეგ ეწერა, ისეთ დროს უნდა გაითიბოს რომ თივას გადახუნებული მწვანე ფერი ქჰონდესო და ფოთლებიც არ დაცვივდესო.

ბალახი უნდა მოითობოს ბუტონიზაციამდე. თუ აცლით გაზრდას, რომ უფრო მეტი თივა ქონდეთ, თავს იტყუებთ, გექნებათ კარგად ამოვსებული ძროხის კუჭი, მაგრამ ცოტა რძე.

* * *
ghost471
QUOTE
საქონელში ესეთ ''დევიზს'' წავაწყდი ერთი ჯიშიანის მოვლას და ყოლას 2 უჯიშო ჯობიაო'' თქვენი აზრი მაინტერესებს. დევიზს ამყარებენ იმით რო ორი ნამატია და რაც იმ ერთმა უნდა ჭამოს ორს შეინახავო.

რას ნიშნავს ორი ნამატი? კარგად განმართეთ და გიპასუხებთ.

Posted by: ghost471 17 Jun 2018, 02:19
kaxaberski66
საქაქრთველოში ''20'' ლიტრინი საქონელი ითქმება მაღალპროდუქტიულად მაგეებს ვგულისხმობ მეეც ძია.
merabc
რას ნიშნავს მეგობარო და ორი ხბო ეყოლება ორ ძროხასო და ეგაა ორი ნამატი.

Posted by: merabc 17 Jun 2018, 18:58
ghost471
QUOTE
რას ნიშნავს მეგობარო და ორი ხბო ეყოლება ორ ძროხასო და ეგაა ორი ნამატი.

გასაგებია.
ეგეთი "ნამატი" 100 ლარი ღირს, შეგიძლია იყიდო და მაგის გამო ორი უვარგისი ძროხა ინახო ნამდვილად არ ღირს.

QUOTE
საქაქრთველოში ''20'' ლიტრინი საქონელი ითქმება მაღალპროდუქტიულად მაგეებს ვგულისხმობ მეეც ძია.

ეს ძალიან პირობითი რაოდენობაა. როდესაც ამბობენ 20 ლიტრ წველადობას, გულისხმობენ რამდენს წველიან წველადობის პირკზე და არ მიუთითებენ რამდენ ხანს გრძელდება ეგ პიკი ან რამდენ ხანს გრძელდება ლაქტაცია მთლიანად, რა დონეზე ეცემა შემდეგ წველადობა და რამდენია ამ პიკამდე.
უფრო ინფორმაციულია მონაცემი, თუ რამდენს იწველება ძროხა წლიურად ანუ ლაქტაციის განმავლობაში (სტანდარტულად 305 დღე). შემდეგ ეს წლიური შეგიძლია გაყო 305-ზე და მიიღებ საშუალო დღიურ წველადობას. დამიჯერე ასეთ შემთხვევაში ამ 20 ლიტრის მაგივრად 10 ლიტრსაც ვერ მიიღებ.
QUOTE
თუ იყიდი, მაღალპროდუქტიული უნდა იყიდო. იმ ვიღაცის სულელურ დევიზს ყურადღება არ მიაქციო.
ერთი სული ხუთის ოდენას რომ მოიწველის, ნეხვიც ერთის გექნება გადასაყრელი. იმ ვიღაცამ ხუთის გადაყაროს.

მარტო ნეხვზეც არაა, ორ ძროხას ორჯერ მეტი სივრცე სჭირდება, ორჯერ მეტი მოვლა-ყურადღება, ორჯერ მეტი დრო (და ხარჯიც) წველისას, ორჯერ მეტი ვეტერინარული ხარჯები, ორჯერ მეტი განაყოფიერების ხარჯები (ამ ხარჯებში დროც გაითვალისწინეთ, ისიც ფულია).
* * *
QUOTE
ესეთ ''დევიზს'' წავაწყდი ერთი ჯიშიანის მოვლას და ყოლას 2 უჯიშო ჯობიაო

ნამდვილად სჯობია თუ:
1. არ გაქვს ცოდნა ამ სფეროში
2. არ გაქვს საოპერაციო ხარჯების დაფარვის საშუალება
3. არ გაქვს მართვის უნარი
ამოტომ ეს იმათი დევიზია, ვისაც ეს სამი არ გააჩნია და მართლებიც არიან. თუ გაქვს, მაშინ ცალსახად მოგების მხრივ მაღალპროდუქციული ჯობია.

პ.ს. აქ მეოთხე პუნქტად დამატება შეიძლება, "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს", ანუ გასწავლიან რაღაცას, არ იჯერებ და ჯიუტად მაინც შენებურს აწვები. როგორც წესი ასე ხდება.

Posted by: kaxaberski66 17 Jun 2018, 22:37
ghost471
QUOTE

საქაქრთველოში ''20'' ლიტრინი საქონელი ითქმება მაღალპროდუქტიულად მაგეებს ვგულისხმობ მეეც ძია.

მაგ20 ლიტრიან ძროხას შენ არავინ მოგყიდის.
მასეთ ძროხებს იმ შემთხვევაში ყიდიან პატრონი რომ გარდაეცვლება და სხვა ვერ უვლის. ან და კიდევ რაღაც მიზეზი აქვთ, მაგალითად ადამიანი საოპერაციო და სხვა რამ რეალურად გაყიდვადი არაფერი გააჩნიათ.
ყველა დაიფაროს ღმერთმა ასეთი შემთხვევებისგან.
მეორეც არის, კარგა დიდი დრო დაგჭირდება მასეთი ძროხების საყიდლად.
პიკზე რომ 20 ლიტრას იწველის, გაამრავლე 180-200 დღეზე და ის იქნება მისი ლაქტაციის რაოდენობა თუ კარგად მოუვლის პატრონი.

Posted by: ghost471 17 Jun 2018, 23:23
merabc
100 ლარად ნამდვილად ვერ იყიდი 300+ ღირს ჩვილი ხბოები.
ძროხის პროდუქტიულობა ვიცი როგორც ითვლება უბრალოდ საქართველოში ესეა გავრცელებული და ვინაიდან ''მრჩევლების'' ენით ვლაპარაკობდი მაგიტო დავწერე ეგრე მარა ბრჭყალებშიც მაგიტო ჩავსვი.
მესაქონლეობაში ჩემი ცოდნა მხოლოდ თეორიულია(მეღორეობის დარგში ვარ)
kaxaberski66
ბევრს ვერ ვყიდულობ ძია მეღორეობა რო დავიწყე ერთი ღორით დავიწყე აჩქარება არ მიყვარს ამ საქმესაც ერთით ან ორი სულით დავიწყებ მეტით არა. შოვნით ვიშოვი ახლობელმა იყიდა ეხლახანს და კიდე ყავთ გასაყიდები.
მოკლეთ ჩემ სიტუაციას აგიხსნით და თქვენ მირჩიეთ. მააქვს სამსახური მარა სულ ამ საქმისკენ ვიწევ ღორები, ბოცვრები და ფრინველები მყაავს და ძროხაც მინდა ერთი ან ორი სახლისთვის საწყის ეტაპზე რო დავამუღამო და სამომავლოთ საქმის სახეს მივცემ. მომვლელი სახლსჰი მამაჩემია და რასაც ყოველდღიური მოვლა ქვია ის მოუვლის. ძაან დილეტანტურად ვწერ და რატოა რ ვიცი არც ესეთი დილეტანტი ვარ ძიამ კი იცის biggrin.gif მაინც ტქვენი რჩევა მჭირდება ვიყიდო სანახირე საქონელი თუ ნორმალური პროდუქტიულობის საქონელი?

Posted by: kaxaberski66 17 Jun 2018, 23:54
ghost471
QUOTE
მაინც ტქვენი რჩევა მჭირდება ვიყიდო სანახირე საქონელი თუ ნორმალური პროდუქტიულობის საქონელი?

მე უკვე გირჩიე. სანახირე საქონელს რასაც ეძახი, სულ რომ არ იყიდო ის ჯობია.
ძროხის მუღამი იცი რაშია?
აი გემივით ძროხა რომ დგას საკვებურთან, სუფთა, მოვლილი, რომ იტყვიან მისი ნაბანი წყალიც რომ შეიძლება დალიოს კაცმა.
საკვებურში უყრია კარგი, ნორჩი ახლადმოთიბული ბალახი, ძროხა ნება ნება ჭამს ამ ქორფა ბალახს.
ამ დროს მწველავი მიუჯდება მოსაწველად.
ჯერ ჩამოჰბანს, გაუსუფთავებს ძუძუებს მტვრისგან. მერე გაუმშრალებს და დაიწყებს წველას.
ძროხაც მინდობით აძლევს მწველავს რძეს და იწველება იმდენს რომ მწველავს დაღლის წველისგან.
ბოლოს მწველავი ავსებს ემალიონის ვედრას. დგება. გადასწურავს სუფთა მარლაში ვედრაში აქაფებულ რძეს და ისევ მიუჯდება მოსაწველად.
ერთი ნახევარ ვედრას კიდევ მოსწველის და დაამთავრებს წველას.
ადგება მწველავი, მადლობის ნიშნად ხელს გადაუსვავს ზურგზე ძროხას, შუბლზე მოჰფხანს და წავა ახალმოწველილი რძის დასამუშავებლად.
აბა ეხლა მითხარი, კატასავით ძროხა რომ გყავს და ერთ მოწველაზე 3 ანდა 4 ლიტრს ძლივს იწველის, რა მუღამი აქვს ასეთი ძროხის ყოლას?
სჯობია რომ სულ არ იყიდო ასეთი ძროხა.
ეს არის ჩემი რჩევა.

Posted by: BioIka 17 Jun 2018, 23:55
merabc
QUOTE
ძროხას მშრალდ ყოფნისას საჭმელი სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი თავისვის, არამედ მუცლად მყოფი თავისი ნაყოფისთვის, რომელიც ამ პერიოდში (2 თვის განმავლობაში) დაბადებისას თავისი წონის 70%-ს იზრდება. ყველაზე კარგი საკვებია ამ დროს ხარისხიანი თივა. ბოლო 20 დღეს დაამატებთ სილოსს, ან თუ შეამჩნევთ რომ გახდა მანამდეც.
ძროხა ასეთ დროს არც მსუქანი უნდა იყოს და არც გამხდარი. ორივე პრობლემაა. თან ზედმეტმა პროტეინებმა ასეთ დროს შესაძლებელია ხბოც ძალიან გაზარდოს მუცელში, რაც გართულებულ მშობიარობას გამოიწვევს.
10 კგ თივა ცოტაა. დაააკლებ მშრალობისას საკვებს, ათმაგად წააგებ შემდეგ.

მარტო თივაზე უნდა იყვნენ, სილოსი და მსგავსი დამატებითი საკვები როგორც მინიმუმ თავიდან მაინც გამორიცხულია (სანამ საკუთარი საკვები ბაზა არ გვექნება). თივას არ დავაკლებთ, რამდენსაც შეჭამს იმდენს მივცემთ smile.gif
QUOTE
ბალახი უნდა მოითობოს ბუტონიზაციამდე. თუ აცლით გაზრდას, რომ უფრო მეტი თივა ქონდეთ, თავს იტყუებთ, გექნებათ კარგად ამოვსებული ძროხის კუჭი, მაგრამ ცოტა რძე.

კი, კახაბერმაც ეგ თქვა ვადები უნდა დაიცვა თივის აღებაზეო. მადლობა რჩევისთვის, მაგ ფაქტორსაც მივაქცევთ აუცილებლად ყურადღებას smile.gif

Posted by: ghost471 18 Jun 2018, 00:33
kaxaberski66
გაიხარე ძია ისე კოხტათ დახატე რო გადაწყვეტილება მიღებულია biggrin.gif

Posted by: merabc 18 Jun 2018, 00:57
ghost471
QUOTE
100 ლარად ნამდვილად ვერ იყიდი 300+ ღირს ჩვილი ხბოები.

შესაძლებელია, მაგრამ ბევრი მეჩვენება 25 კილოიანი ჭირიანი დაბალპროდუქტიული ხბოსთვის.
BioIka
QUOTE
თივას არ დავაკლებთ, რამდენსაც შეჭამს იმდენს მივცემთ

შეცდომაა. არ კითხულობ ყურადღებით ჩემს პოსტებსsmile.gif
მშრალს მოზომილად უნდა მისცე. მაღალპროდუქტიულისთვის დღეში სადღაც 12 კგ მშრალი ნივთიერების სახით (ანუ ეს სადღაც 14 კგ თივაა).

Posted by: BioIka 18 Jun 2018, 01:40
merabc
QUOTE
შეცდომაა. არ კითხულობ ყურადღებით ჩემს პოსტებს
მშრალს მოზომილად უნდა მისცე.

რაშია შეცდომა? მშრალად ყოფნის პერიოდში ძროხას ხბოსთვისაც სჭირდება საკვები და ამიტომ სილოსს უმატებენ ხოლმე. ჩვენ სილოსი არ გვექნება მარა სამაგიეროდ თივას მივცემთ იმდენს რამდენსაც შეჭამს. როგორც მე მივხვდი მშრალ საჭმელს ბევრს ვერ შეჭამს და თივით ვერც გასუქდება ძაან, ისე რომ ხბოს გაჩენაზე პრობლემა შეიქმნას.
ანუ შეცდომა იმაშია რომ შეიძლება თივამაც გაასუქოს ძროხა და ხბო მუცელში?

QUOTE
მაღალპროდუქტიულისთვის დღეში სადღაც 12 კგ მშრალი ნივთიერების სახით (ანუ ეს სადღაც 14 კგ თივაა).

მაღალპროდუქტიულში რას გულისხმობ? 14 კგ თივა წაბლას უნდა, სიმენტალებს სადღაც 20-22 კგ აჭმევენ როგორც ვიცი, მარტო თივაზე სადაც ჰყავთ smile.gif

Posted by: LSF 18 Jun 2018, 02:19
გაუმარჯოს ბიჭებო,ვინც ერკვევით ეგება მირჩიოთ ჰოლანდიიდან ჩამოყვანა ძროხების რამდენად გამართლებუილია და თუ იცით ვის ჩამოყავს? სომხეთიდანაც ჩამოყავტ შვიცებიო და ვინმეს რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

Posted by: merabc 19 Jun 2018, 19:38
BioIka
QUOTE
ანუ შეცდომა იმაშია რომ შეიძლება თივამაც გაასუქოს ძროხა და ხბო მუცელში?

QUOTE
მაღალპროდუქტიულში რას გულისხმობ? 14 კგ თივა წაბლას უნდა, სიმენტალებს სადღაც 20-22 კგ აჭმევენ როგორც ვიცი, მარტო თივაზე სადაც ჰყავთ

მაღალპროდუქტიულში ვგულისხმობ დიდ ძროხას სადღაც 500 კილოზე ზემოთ.
მშრალ ძროხას დღეში უნდა მისცე საკვები ულუფა 1200 გრამი პროტეინით, რაც დაახლოებით 12 კილოგრამ თივაშია. (ზემოთ შემეშალა 10 კგ უნდა მისცე მშრალი ნივთირების სახით).
თივა უნდა იყოს მდელოს ბალახის ან მარცვლოვნების. იონჯის თივა არაა რეკომენდებული.
მარტო თივა უნდა აჭამო მშრალობის პერიოდის პირველ 40 დღეს, ბოლო 20 დღეს სილოსიც მიახმარო, რომ არ გახდეს.
QUOTE
14 კგ თივა წაბლას უნდა, სიმენტალებს სადღაც 20-22 კგ აჭმევენ როგორც ვიცი, მარტო თივაზე სადაც ჰყავთ

თუ ეს მშრალ ძროხაზეა, არასწორია, თუ მეწველზე, მარტო თივით ძალიან ცოტა რძეს მიიღებ და უფრო ძვირიც ჯდება სილოსთან შედარებით.
* * *
LSF
QUOTE
გაუმარჯოს ბიჭებო,ვინც ერკვევით ეგება მირჩიოთ ჰოლანდიიდან ჩამოყვანა ძროხების რამდენად გამართლებუილია და თუ იცით ვის ჩამოყავს? სომხეთიდანაც ჩამოყავტ შვიცებიო და ვინმეს რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

მიმართე და გაიყოლე სპეციალისტი. ნამდვილად არ გირჩევ ამის გარეშე ძროხის ყიდვას. ისე ჰოლანდია არაა ცუდი ვარიანტი, თუმცა ბევრი სხვა ალტერნატივა არსებობს.

Posted by: LSF 20 Jun 2018, 01:35
QUOTE (merabc @ 19 Jun 2018, 19:38 )
BioIka
QUOTE
ანუ შეცდომა იმაშია რომ შეიძლება თივამაც გაასუქოს ძროხა და ხბო მუცელში?

QUOTE
მაღალპროდუქტიულში რას გულისხმობ? 14 კგ თივა წაბლას უნდა, სიმენტალებს სადღაც 20-22 კგ აჭმევენ როგორც ვიცი, მარტო თივაზე სადაც ჰყავთ

მაღალპროდუქტიულში ვგულისხმობ დიდ ძროხას სადღაც 500 კილოზე ზემოთ.
მშრალ ძროხას დღეში უნდა მისცე საკვები ულუფა 1200 გრამი პროტეინით, რაც დაახლოებით 12 კილოგრამ თივაშია. (ზემოთ შემეშალა 10 კგ უნდა მისცე მშრალი ნივთირების სახით).
თივა უნდა იყოს მდელოს ბალახის ან მარცვლოვნების. იონჯის თივა არაა რეკომენდებული.
მარტო თივა უნდა აჭამო მშრალობის პერიოდის პირველ 40 დღეს, ბოლო 20 დღეს სილოსიც მიახმარო, რომ არ გახდეს.
QUOTE
14 კგ თივა წაბლას უნდა, სიმენტალებს სადღაც 20-22 კგ აჭმევენ როგორც ვიცი, მარტო თივაზე სადაც ჰყავთ

თუ ეს მშრალ ძროხაზეა, არასწორია, თუ მეწველზე, მარტო თივით ძალიან ცოტა რძეს მიიღებ და უფრო ძვირიც ჯდება სილოსთან შედარებით.
* * *
LSF
QUOTE
გაუმარჯოს ბიჭებო,ვინც ერკვევით ეგება მირჩიოთ ჰოლანდიიდან ჩამოყვანა ძროხების რამდენად გამართლებუილია და თუ იცით ვის ჩამოყავს? სომხეთიდანაც ჩამოყავტ შვიცებიო და ვინმეს რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

მიმართე და გაიყოლე სპეციალისტი. ნამდვილად არ გირჩევ ამის გარეშე ძროხის ყიდვას. ისე ჰოლანდია არაა ცუდი ვარიანტი, თუმცა ბევრი სხვა ალტერნატივა არსებობს.

კიდე სხვა რა ალტერნატივა არსებობს არ დაიზარო კაცურად მირჩიე თუ კარგად ერკვევი

Posted by: merabc 20 Jun 2018, 07:45
LSF
QUOTE
კიდე სხვა რა ალტერნატივა არსებობს

ესტონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი (შედარებით იაფია, ოღონდ მაიმუნობენ და არჩევის საშუალებას არ გაძლევენ), ლიტვა, გერმანია და ავსტრია, კარგი საქონელი ჰყავთ, ოღონდ შედარებით ძვირია. აქედან ჩამოყავთ ძირითადად.

Posted by: BioIka 20 Jun 2018, 10:26
merabc
QUOTE
მაღალპროდუქტიულში ვგულისხმობ დიდ ძროხას სადღაც 500 კილოზე ზემოთ.

მერძეულზე ვსაუბრობთ ხო? წაბლაც აღწევს ზოგჯერ მაგ წონას მარა მონაწველი სიტყვაზე ჯერსის ჯიშზე(რომელიც წონაში შედარებით ნაკლებია) ბევრად ნაკლებს იწველის.
QUOTE
მშრალ ძროხას დღეში უნდა მისცე საკვები ულუფა 1200 გრამი პროტეინით, რაც დაახლოებით 12 კილოგრამ თივაშია. (ზემოთ შემეშალა 10 კგ უნდა მისცე მშრალი ნივთირების სახით).

აჰა გასაგებია, დაახლოებით ასე გამოდის კახაბერის ფორმულებითაც

QUOTE
მარტო თივა უნდა აჭამო მშრალობის პერიოდის პირველ 40 დღეს, ბოლო 20 დღეს სილოსიც მიახმარო, რომ არ გახდეს

არის ევროპაში ერთერთი მიმართულება, სადაც მარტო თივას აჭმევენ და რავი გაცილებით ჯანმრთელი ძროხები არიანო. მონაწველი ცოტა ნაკლები აქვთ მარა სამაგიეროდ რძეს ყიდიან უფრო ძვირად, თან ვეტერინარიც ძალიან იშვიათად გვჭირდებაო. მარტო თივა რომ ვაძლიო იმ 20 დღის განმავლობაში რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, გარდა იმისა რომ შეიძლება გახდეს ძროხა? გახდომა დიდი პრობლემაა?

QUOTE
თივა უნდა იყოს მდელოს ბალახის ან მარცვლოვნების. იონჯის თივა არაა რეკომენდებული.

სულ მდელოს ბალახი იქნება, იონჯა არ ვიცი ჯერ რამდენად შესაძლებელია და ღირს თუ არა. ისე რატო არაა რეკომენდირებული?

QUOTE
თუ ეს მშრალ ძროხაზეა, არასწორია, თუ მეწველზე, მარტო თივით ძალიან ცოტა რძეს მიიღებ და უფრო ძვირიც ჯდება სილოსთან შედარებით.

უფრო ძვირი პირობითია, ერთ ჰექტარზე ითიბება 4 ტონა თივა და სათიბის იჯარით აღება ერთი ჰექტრისა ჯდება სადღაც 200 ლარი მგონი, ანუ კილო თივა 5 თეთრი გამოდის smile.gif მუშახელს არ ვანგარიშობ და ტრანსპორტი კიდე მამაპაპურად იქნება ცხენებით ან თოვლში (მამაჩემს მთიულეთში ზამთარში ჩამოჰქონდა ხოლმე მთებიდან თივა, მოაჯდებოდნენ და მოსრიალებდნენ smile.gif )

QUOTE
აქედან ჩამოყავთ ძირითადად.

მეგობარო ხო არ იცი რა ჯდება ერთი ძროხების და თხების ჩამოყვანა და რა procesebiს gavლაა საჭირო? regulaციების ლინკი SegiZlia damidო magasTan dakavSirებით?

Posted by: Nat_asha 20 Jun 2018, 12:51
მოკლედ მეგობრებო იგეგმება ქართული წარმოების რძის და რძის ნაწარმის დღგ-სგან სრულიად განთავისუფლება smile.gif იმედია ეს ხელს შეუწყობს ამ პროდუქციის რეალიზაციას.

Posted by: BioIka 20 Jun 2018, 17:21
Nat_asha
QUOTE
მოკლედ მეგობრებო იგეგმება ქართული წარმოების რძის და რძის ნაწარმის დღგ-სგან სრულიად განთავისუფლება   იმედია ეს ხელს შეუწყობს ამ პროდუქციის რეალიზაციას.

up.gif
როგორც იქნა მოუვიდა თავში ვიღაცას კარგი და საჭირო საქმის იდეა
* * *
kaxaberski66
merabc
პირველი 5 წლის პროდუქციის გეგმა შევადგინე და როცა გეცლებათ გადახედეთ და შემისწორეთ რა

გამოთვლებში გამოყენებულია შემდეგი დაშვებები:
1) საშუალო წლიური წველადობა 1 სულ ძროხაზე 3200 ლიტრი
2) პირველ ლაქტაციაზე მარტო 60%ის ანუ 1920 ლიტრის წველადობა; მეორე ლაქტაციაზე 80% ანუ 2560 ლიტრის წველადობა; მესამე და მომდევნო ლაქტაციაზე 100% ანუ 3200 ლიტრი წველადობა
3) ერთ ძროხაზე წელიწადში 1 ნამატი (მკვდრადშობილი, ინვალიდი და ა.შ. არ გამითვალისწინებია)
4) ორიდან სამ წლამდე ასაკის ხარის წონა 600 კილო, ერთიდან ორ წლამდე მოზვერის წონა 320 კილო, ორივე შემთხვევაში ხორცის გამოსავალი 55%
5) დასაკლავად გამოიყენება მხოლოდ მამალი ხბოები მეორე წელში, ხარი ან ბებერი ძროხა 7 წელზე მეტი ასაკის
user posted image
წელში

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2018, 00:22
ზოგადად ჩემი უფასო რჩევა იქნება ყველასთვის.
ამ საქმეში გამოუცდელები მოერიდეთ უცხოეთიდან და განსაკუთრებით ჰოლანდიიდან საქონლის შემოყვანას.
თორემ ერთ წელიწადში საქონლის მესამედი აღარ გეყოლებათ. დაგეხოცებათ. ხოლო სამ წელიწადში თქვენი საქონლის სულადობიდან თითქმის აღარაფერი დარჩება და აღმოჩნდებით ფინანსურად კატასტროფულ მდგომარეობაში.
BioIka
QUOTE
3) ერთ ძროხაზე წელიწადში 1 ნამატი (მკვდრადშობილი, ინვალიდი და ა.შ. არ გამითვალისწინებია)

აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. 100% ნამატი არ არსებობს. მითუმეტეს თუ საქონელი მაღალპროდუქტიულია.
QUOTE
5) დასაკლავად გამოიყენება მხოლოდ მამალი ხბოები მეორე წელში, ხარი ან ბებერი ძროხა 7 წელზე მეტი ასაკის

მამალ ხბოებს მესაქონლეობის დარგში სახარეები ჰქვია.
თუ გეგმას წერ, შესაბამისად ტერმინოლოგიაც გამართული უნდა იყოს.
სახარე რა თქმა უნდა დაიკვლება. აი 7 წლის ფური თუ ჯანმრთელია, რძეს კარგად იძლევა და ყველა ძუძუც საღი აქვს და არ აქვს გაფუჭებული მასტიტისგან, რატომ უნდა მოიშორო?
7 წლის ფური, 5 ნაყოლია და იგე ასაკიანად ვერ ჩაითვლება. მითუმეტეს ჩვენს პირობებში და თანაც კავკასიური წაბლა.
რძის პროდუქციის გრაფაში ეგ ციფრები რას ნიშნავენ ვერ გავიგე, განმიმარტე უკეთესად.
* * *
merabc
QUOTE
თივა უნდა იყოს მდელოს ბალახის ან მარცვლოვნების. იონჯის თივა არაა რეკომენდებული.

მდელოს ბალახის და მარცვლოვნების კარგ თივას არაფერი დაეწუნება, მაგრამ იონჯის თივას რა დაეწუნება განგვიმარტე.

Posted by: ghost471 21 Jun 2018, 00:44
kaxaberski66
Megoreobashi 10% sikvdilianoba kai machvenebelia gochebshi da mesaqonleobashi rogoraa saqme dzia?
Kide erti shekitxva, dzia mewvelis yidvas vapirebtqo davposte da saqme saqmeze ro midgeba shedzleeb suratis meshveobit fo mirchio. Ramodenime sulia da unda avarchio. Skypeti an facebookit ro gamovgzavno auratebi rchevas shedzleeb dzia?

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2018, 01:11
ghost471
QUOTE
Megoreobashi 10% sikvdilianoba kai machvenebelia gochebshi da mesaqonleobashi rogoraa saqme dzia?

მესაქონლეობაში როგორი მცოდნე პატრონიც ყავთ, საქმეც ისე იქნება.
უდანაკარგოდ დადოლება შეუძლებელია, მაგრამ ვინ რამდენ ხბოს მიიღებს ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
95 ხბო რომ მიიღო ძალიან კარგია, მაგრამ მერე რამდენს გაზრდი იქიდან ისიც მნიშვნელოვანია.
QUOTE
Kide erti shekitxva, dzia mewvelis yidvas vapirebtqo davposte da saqme saqmeze ro midgeba shedzleeb suratis meshveobit fo mirchio. Ramodenime sulia da unda avarchio. Skypeti an facebookit ro gamovgzavno auratebi rchevas shedzleeb dzia?

შევეცდები რჩევა მოგცე. 100 თო ვერა, 90% სიზუსტით.
მე მგონია ამ თემაში მაქვს დაწერილიმეწველი ფური როგორი უნდა იყოს შესახედავად. რძიანი საქონლის ნიშნები ჩამოვთვალე სადღაც მე 60 გვერდთან ახლოს. არ დაგეზაროს მოძებნე და წაიკითხე. მაგრად გამოგადგება. აი შპარგალკასავით იქონიე არჩევის დროს.
ან მესაქონლეობის ფერმაში და ან საოჯახო მეურნეობა სოფელში დასაქმების თემაში დავწერე.

Posted by: merabc 21 Jun 2018, 01:12
BioIka
QUOTE
მარტო თივა რომ ვაძლიო იმ 20 დღის განმავლობაში რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, გარდა იმისა რომ შეიძლება გახდეს ძროხა? გახდომა დიდი პრობლემაა?

გახდომაა ძირითადი პრობლემა, ნუ თუ არ თვლი პრობლემად იმას, რომ რძე არ გექნება, მეტი არაფერი პრობლემა არაა.
QUOTE
იონჯა არ ვიცი ჯერ რამდენად შესაძლებელია და ღირს თუ არა. ისე რატო არაა რეკომენდირებული?

იმიტომ რომ პროტეინი ბევრია შიგ. შენ კი ისეთი საკვები უნდა მისცე, ფაშვი ამოგივსოს (რომ მაჭიკის ამობრუნება არ მოხდეს) და პროტეინი ნაკლები იყოს შიგ (რომ ხბო ძალიან არ გაგეზარდოს და არ გადასუქდეს საქონელი). თან ონჯაში ბევი კალციულმია, რააც შეიძლება მშობიარობისშემდგომი პარეზი გამოიწვიოს. თუმცა ეს ყველაფერი უმათავრესად მაღალპროდუქტულ ჰოლშტეინებს ეხებათ.
QUOTE
ერთ ჰექტარზე ითიბება 4 ტონა თივა

ძალიან ოპტიმისტური გათვლაა.
QUOTE
სათიბის იჯარით აღება ერთი ჰექტრისა ჯდება სადღაც 200 ლარი მგონი, ანუ კილო თივა 5 თეთრი გამოდის  მუშახელს არ ვანგარიშობ და ტრანსპორტი კიდე მამაპაპურად იქნება ცხენებით

ჰო მაგრამ ვინ გაგითიბავს ჰექტრბს უფასოდ?
QUOTE
მეგობარო ხო არ იცი რა ჯდება ერთი ძროხების და თხების ჩამოყვანა და რა procesebiს gavლაა საჭირო? regulaციების ლინკი SegiZlia damidო magasTan dakavSirებით?

დავწერე ზემოთ: სხვადასხვა ჯიშის, ქვეყნის და მონაცემების მიხედვით, 1850 ევროდან 2400 ევრომდე. არაფერი განსაკუთრებული რეგულაციები არა არის თუ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოგყავს.

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 01:47
kaxaberski66
QUOTE
აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. 100% ნამატი არ არსებობს. მითუმეტეს თუ საქონელი მაღალპროდუქტიულია.

ცოტა სხვა გვარადაა საქმე, მანამდე ტექსტში საუბარი მაქვს ჰინთერველდერ ძროხებზე, რომლებიც არიან ტანად შედარებით პატარები (400 კგ ძროხა, 900 კგ ხარი) და გამოირჩევიან მაღალი ვიტალობით, შემგუებლობით, ადვილად მშობიარობით და ზოგადად ყველაზე დიდ ხანს ცოცხლობენ. გერმანულენოვან ევროპაშია გავრცელებული მარა ითვლება დაბალ პროდუქტიულად რადგან 3200-3500 ლიტრს იწველებიან. ჰო და კიდე რაც მთავარია, ამ ძროხებს აქვთ კუჭის მოგრძო ფორმა თუ სწორად მივხვდი, რის გამოც თივას ბევრად უკეთესად გადაამუშავებენ. ამიტომ ამ ძროხების მესამედი ბიო წარმოებაში ჰყავთ. ჰოდა ეს შესავალი რატომ გავაკეთე, რამდენად ჯანმთელიც არის იმდენად ნაკლებად კვდებიან მათი ხბოები. შვეიცარიაში ჩატარებული სტატისტიკის მიხედვით 120 დღემდე ამ ძროხის ხბოს სიკვდილის ალბათობა არის 3,21%.
ჰოდა ეხლა ერთი ხბო რომ გამომეკლო, ეგ იქნებოდა დაახლოებით 6,25%, ანუ ორჯერ მეტი ალბათობა იმისი რომ ხბო მოკვდება. ნახევარ ხბოს კიდე ვერ გამოვაკლებდი. ჰოდა მაგიტომ აღარ გავითვალისწინე.
რახან შენ აუცილებლად თვლი მაგის გათვალისწინებას, ყოველ მეორე წელს გამოვაკლებ 1 ხბოს და დაჯდება დაახლოებით სწორი ალბათობა რა.
შენიშვნა მიღებულია და გავასწორებ, მადლობა smile.gif

QUOTE
მამალ ხბოებს მესაქონლეობის დარგში სახარეები ჰქვია.
თუ გეგმას წერ, შესაბამისად ტერმინოლოგიაც გამართული უნდა იყოს.

გერმანულიდან სიტყვა-სიტყვით გადავთარგმნე და ეგრე დაჯდა biggrin.gif რა თქმა უნდა სახარე ქვია და დაწერას რომ მოვრჩები მერე დავუვლი ყველა დეტალს და სინტაქსს გავასწორებ smile.gif

QUOTE
სახარე რა თქმა უნდა დაიკვლება. აი 7 წლის ფური თუ ჯანმრთელია, რძეს კარგად იძლევა და ყველა ძუძუც საღი აქვს და არ აქვს გაფუჭებული მასტიტისგან, რატომ უნდა მოიშორო?

წავიკითხე მაგ ჯიშის საქონელი საშუალოდ 7,8 წელი ცოცხლობსო და სანამ არ ჩამაკვდება იქამდე რომ არ ვწველო 7 წელი ვიანგარიშე smile.gif ანუ ჯამში სადღაც 5 მოგებას ასწრებს საშუალოდ. (25-30 თვის ასაკში აქვს პირველი მაკეობის პერიოდი)
თუ კარგი ძროხა იქნება რა თქმა უნდა არ მოვიშორებთ smile.gif

QUOTE
7 წლის ფური, 5 ნაყოლია და იგე ასაკიანად ვერ ჩაითვლება. მითუმეტეს ჩვენს პირობებში და თანაც კავკასიური წაბლა.

არაა კავკასიური წაბლა smile.gif მაგას როგორც მივხვდი მარტო თივით 2000 ლიტრზე მეტს ვერ მოვაწველინებ smile.gif ჰოდა მაგიტომ სხვა ჯიშებზე გავაკეთე აქცენტი და ეგ როგორც ბოლო ვარიანტი ისე შემოვიტოვე smile.gif
ჩვენს პირობებში უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ ძროხები?

QUOTE
რძის პროდუქციის გრაფაში ეგ ციფრები რას ნიშნავენ ვერ გავიგე, განმიმარტე უკეთესად.

რას ნიშნავენ და ლაქტაციაზე ჯამურ მონაწველს smile.gif

პირველ სვეტში გვაქვს პერიოდი სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით 6 თვე. აქედან 2 თვე იქნება დამშრალი და დანარჩენ 4 თვეს მოიწველიან.
წლიური მონაწველი 3200 ლიტრი გავამრავლე ჯერ პირველი ლაქტაციის პროდუქტიულობაზე ანუ 60%-ზე და მივიღეთ თითო ძროხის პირველი ლაქტაციის წველადობა 1920 ლიტრი. რახან მთელი ლაქტაცია არ არის და პირველი პერიოდი სექტემბრიდან იწყება და თებერვალში მთავრდება გვექნება 6 თვე საიდანაც 2 თვე დამშრალნი არიან. ანუ რჩება 4 თვე მოწველისთვის და მაგ 4 თვეში ერთი ძროხა მოიწველის დაახლოებით 1920/12*4=640 ლიტრი
სულ გვყავს 16 ძროხა და საერთო ჯამური მონაწველი მაგ პერიოდში გამოდის 640*16=10.240 რაც პირველ სვეტშია დაჯამებული.

მეორე სვეტში შემდეგი პერიოდია მოცემული, რომელიც უკვე სრული პერიოდია და მთლიან ლაქტაციას მოიცავს მშობიარობასთან ერთად.
1 ლაქტაციაზე მყოფი ძროხები არიან ამ პერიოდში უკვე მეორე ლაქტაციაზე და არიან 80%ით პროდუქტიულები. ანუ ერთი სული იწველის 3200 * 0.8=2560 ლიტრს
16 სული მეწველი მოიწველის 40960 ლიტრს. ეგეც მეორე სვეტის ბოლოში წერია.

მესამე სვეტში მესამე ლაქტაცია ანუ სრული 100% პროდუქტიულობა, რაც ნიშნავს 3200 ლიტრ რძეს თითო მეწველზე. ჯამში ვიღებთ მესამე პერიოდში 51200 ლიტრ რძეს.

მეოთხე პერიოდში გვყავს 16 ძროხა მე-4 ლაქტაციაზე და ასევე 8 ძროხა პირველ ლაქტაციაზე (ეს ის ძროხებია რომლებიც პირველი პერიოდის ბოლოს გაჩნდნენ)
ანუ გვექნება ისევ 51200 ლიტრი რძე 16 სული ზრდასრული ძროხიდან და 8*60%*3200=15,360 ლიტრი ანუ ორივე ერთად 66560 ლიტრი

მეხუთე პერიოდში გვყავს 16 ძროხა მე-5 ლაქტაციაზე, 8 ძროხა მეორე ლაქტაციაზე და კიდე დამატებული 8 ძროხა პირველ ლაქტაციაზე ანუ ჯამში
16*3200*100%+8*3200*80%+8*3200*60%=51200+20480+15360=87040


პირველ ცხრილში გვაქვს სულადობა როგორ მრავლდება, მანდ დავუშვი რომ ხბოების 50% საფურეებია და 50% სახარე.
მეორე ცხრილში მაქვს დასაკლავი საქონლის რაოდენობა
მესამეში რძის პროდუქცია და ბოლოში ხორცის გამოსავალი მეორე ცხრილში დაკლული საქონლიდან

იმედი მაქვს მოვაბი თავი და გასაგებად ავხსენი smile.gif

Posted by: ghost471 21 Jun 2018, 01:49
Shen ro gaqvs agwerili tvali gadavavlo ki ara zepirad vici dzia, magram marto teoria araferia xo ici tu tvali ar gaqvs kacs michveuli verafers gaigeb. Skolis periodshi erti klaseli ari chemi didad IQ ver daikvexnis da gverdze mjdomisgan iwerda da araferi ro ar gaegeboda ras iwerda miayola da arabuli damwerlobis principit gadawera . mec egre ar momivides magis meshinia biggrin.gif
Eseigi 10% zarali mesaqonleobashic normaluria.

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 02:17
merabc
QUOTE
გახდომაა ძირითადი პრობლემა, ნუ თუ არ თვლი პრობლემად იმას, რომ რძე არ გექნება, მეტი არაფერი პრობლემა არაა.

ანუ რაც არ უნდა ბევრი თივა ვაჭამო მაინც გახდება? ევროპაში მარტო თივაზე ვისაც ჰყავს საქონელი ისინი რას შვებიან მაგ დროს ხო არ იცი?

QUOTE
იმიტომ რომ პროტეინი ბევრია შიგ. შენ კი ისეთი საკვები უნდა მისცე, ფაშვი ამოგივსოს (რომ მაჭიკის ამობრუნება არ მოხდეს) და პროტეინი ნაკლები იყოს შიგ (რომ ხბო ძალიან არ გაგეზარდოს და არ გადასუქდეს საქონელი). თან ონჯაში ბევი კალციულმია, რააც შეიძლება მშობიარობისშემდგომი პარეზი გამოიწვიოს. თუმცა ეს ყველაფერი უმათავრესად მაღალპროდუქტულ ჰოლშტეინებს ეხებათ.

ოკ გასაგებია, პროტეინები ზრდის ხბოს მუცელში და შეიძლება ძროხა გადაყვეს მშობიარობას. ეს მარტო პირველ მოგებაზეა თუ მომდევნოებზეც?

QUOTE
ძალიან ოპტიმისტური გათვლაა.

http://georgien.ahk.de/fileadmin/ahk_georgien/Publikation/DWV_-_Georgien_Kompakt_Landwirtschaft__August_2013.pdf
ამ რეპორტიდან გადმოვიღე, მე7 გვერდზე რომ არის ცხრილი ბოლო ორი ხაზი "HEU" რომ წერია არის თივა. საშუალოდ მაგ წლების განმავლობაში დაახლოებით 4 ტონა გამოდის.
რამდენი თივის აღება შეიძლება ერთი ჰექტრიდან შენი გამოცდილებით?

QUOTE
ჰო მაგრამ ვინ გაგითიბავს ჰექტრბს უფასოდ?

იქნება ხალხი smile.gif

QUOTE
დავწერე ზემოთ: სხვადასხვა ჯიშის, ქვეყნის და მონაცემების მიხედვით, 1850 ევროდან 2400 ევრომდე. არაფერი განსაკუთრებული რეგულაციები არა არის თუ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოგყავს.

აპრილამდე პოსტები რაც იდო ჩავიკითხე ეხლა და ვერ ვიპოვე, შეიძლება გამომეპარა... მე როგორც მახსოვს შენ ძროხების ყიდვიანად ჩამოყვანაზე წერდი თუ მეშლება? მე მარტო ჩამოყვანას ვგულისხმობ, ანუ მე რომ აქ ვიყიდო და საქართველოში გავგზავნო მაგას გეკითხები. კიდე რაღაც, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩამოყვანა, თუ მშრალად ყოფნის პერიოდში მარტო? მგზავრობა 4-5 დღე მაინც გაიწელება სავარაუდოდ და ლაქტაციისას ვინ მოწველის შუა გზაში? თხის ჩამოყვანის ფასებიც ხომ არ იცი შემთხვევით (აქაც მარტო ლოჯისტიკის ხარჯი მაინტერესებს).

ghost471
QUOTE
Shen ro gaqvs agwerili tvali gadavavlo ki ara zepirad vici dzia, magram marto teoria araferia xo ici tu tvali ar gaqvs kacs michveuli verafers gaigeb. Skolis periodshi erti klaseli ari chemi didad IQ ver daikvexnis da gverdze mjdomisgan iwerda da araferi ro ar gaegeboda ras iwerda miayola da arabuli damwerlobis principit gadawera . mec egre ar momivides magis meshinia
Eseigi 10% zarali mesaqonleobashic normaluria.

ჯიშების მიხედვითაა, ერთერთ შვეიცარიულ სტატისტიკაში ეს წერია
user posted image

პირველი სვეტი არის დასახელება, მეორე სვეტი დაბადებიდან 2 დღის ვადაში სიკვდილიანობა, მესამე 2-7 დღის ვადაში, მეოთხე 7-28 დღის ვადაში, მეხუთე 28-120 დღის ვადაში და ბოლო ჯამური დაბადებიდან 120 დღის განმავლობაში რამდენი პროცენტი კვდება.
როგორც კახაბერმა დაგიწერა ზემოთ 5 პროცენტამდე ადის სიკვდილიანობა, ოღონდ ეს კარგი მოვლის და მცოდნე ვეტერის პირობებში (შვეიცარიაში ასე იქნება სავარაუდოდ)

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2018, 11:28
BioIka
QUOTE

ცოტა სხვა გვარადაა საქმე, მანამდე ტექსტში საუბარი მაქვს ჰინთერველდერ ძროხებზე

ირაკლი, ალბათ დაიჯერებ რომ თითქმის ყველა წამყვანი ჯიშების სახელები ვიცი და გამიგია. ჰინთერველდერული არც ვიცი და არც გამიგია.
ეს იქნება რომელიმე ადგილმდებარეობიდან დარქმეული სახელი, სადაც გამოიყვანეს ჯიში.
შენ წერ რომ კუჭი აქვთ წაგრძელებულიო. მაგათ შეიძლება სხვა ნიშანთვისებებიც ჰქონდეთ განსხვავებული.
საქართველოში ეგ საქონელი არავის ჰყოლია. შენ რომ 16 სული იყიდო და აქაურ გარემო პირობებთან ვერ შეეგუონ?
მე ყველას ვურჩევდი, აქაური საქონლით დაიწყონ და გაანაყოფიერონ უცხოური სპერმით.
რაღაც შედეგზე გასვლა დაიგვიანებს სამი ოთხი წლით მაგრამ, სამაგიეროდ გეყოლებათ აქაური დედების ნაშობი იქაური საქონელი. რომელსაც ადაპტაცია არ დასჭირვებიათ.
წველადობის შესახებ ყველაფერი გავიგე.
მერაბმა თვითონვე დააკონკრეტა რომ იონჯის თივის მაღალი პროტეინებით მაკე საქონლის კვება ძირითადად უარყოფითად ჰოლშტინებზე მოქმედებსო.
საერთოდ კი თივას თუ იყიდი ორი სახის უნდა იყიდო, იონჯაც და მთის, აი შენ რომ გაქვს ადგილი, მასეთი მაღალი ზონიდან.
QUOTE
პირველი სვეტი არის დასახელება, მეორე სვეტი დაბადებიდან 2 დღის ვადაში სიკვდილიანობა, მესამე 2-7 დღის ვადაში, მეოთხე 7-28 დღის ვადაში, მეხუთე 28-120 დღის ვადაში და ბოლო ჯამური დაბადებიდან 120 დღის განმავლობაში რამდენი პროცენტი კვდება.
როგორც კახაბერმა დაგიწერა ზემოთ 5 პროცენტამდე ადის სიკვდილიანობა, ოღონდ ეს კარგი მოვლის და მცოდნე ვეტერის პირობებში (შვეიცარიაში ასე იქნება სავარაუდოდ)

შვეიცარიაში რომ 5% კვდება, ჩვენთან როგორ იქნება საქმე?
ghost471
ის ჩემი ნაწერი ამობეჭდე და თან წაიღე რომ ადგილზე წაიკითხო და გამოგადგეს. ყიდვისას შეიძლება რაღაც ვერ გაიხსენო.
ეხლა ერთიც არის. იქ რაც წერია, ერთბაშად ყველაფერი ვერ ექნება ერთ საქონელს. 3-4 ნიშანი უკვე რაღაც შთაბეჭდილებას ქმნის.
თუ მეწველს ყიდლობ, სჯობია წველისას ნახო სამჯერ მოწველისას.
სანამ წახვალ საყიდლად, ის ჩემი ნაწერი გადმოაკოპირე და ვიმსჯელოთ თუ რაზე გაამახვილო ძირითადი ყურადღება შერჩევისას. სურათებიც გადმომიგზავნე .


Posted by: Nat_asha 21 Jun 2018, 12:13
BioIka
აი ზუსტად იმის თქმას ვაპირებდი რაც კახაბერსკიმ გითხრა. შენ ამბობ რომ ეგ ჯიშია განსაკუთრებულიო, მაგრამ არანაირი გარანტია არ გაქვს რომ ეგ ჯიში ადაპტაციას გაივლის და გაძლებს საქართველოში. უცხოეთიდან საქონლის შემოყვანა ძირითადად სარისკო იმიტომ არის რომ არ იცი და არ არსებობს გარანტიები რომ რაცარუნდა კარგი და ჯანმრთელი ჩამოიყვანო ადაპტაციას გაივლის. დანაკარგი დიდია ხოლმე და ამიტომ ერიდება ყველა ჩამოყვანას. თუ დიდი ჯიშის საქონელი გინდა, შეგიძლია იყიდო ჰოლშტეინის ხარი და გააუმჯობესო შენი საქონელი, თუმცა ადგილობრივ ჯიშთან ჰოლშტეინი რომ შეაჯვარო დიდი ალბათობით ვერ გააჩენს დიდი ზომის გამო. შვიცის ხარი შეგიძლია იყოლიო და ა.შ.
არ ვიცი უკვე გითხარი თუ არა, მაგრამ რაღაც მაინც არ მგონია რომ მარტო თივაზე ყავდეთ საქონელი. სილოსს აუცილებლად მისცემენ, ალბათ უბრალოდ მშრალ კვებაზე ყავთ. მარტო მშრალი თივით ჩემი აზრით ვერ გაძლებს დიდი ხანი და გამოიფიტება ორგანიზმი. ვიტამინები თუ ვერ მიიღო ძალიან დაიჩაგრება და მაინცდამაინც დაბალ მეწველობაზე რატომ აკეთებ აქცენტს? მასეთი დაბალმეწველი ჯიშები ქართული ადგილობრივებიც ხომ გვყავს? კარგად თუ კვებავ კი უკეთესადაც მოიწველიან. წვნიანი საკვები აუცილებელი საქონლისთვის ჩემი აზრით, გინდაც მოსასუქებლად და გინდაც მეწველობისთვის. მარტო თივისმჭამელმა ძროხამ რა ხბო უნდა მოიგოს ვერ ვხვდები sad.gif
არასდროს არ მყოლია ძროხა და ნამდვილად ვერ გამვდგები მრჩევლად , უბრალოდ ჩემს აზრებს გამოვთქვამ.. მე მაგალითად შენს ადგილას ასეთ როდენობას გამოუცდელობის გამო არ დავიწყებდი. შენ ფიქრობ რომ მოვამზადებ რამდენიმესო, მაგრამ ასეთ საქმეს რომ კიდებ ხელს შენც პირადა უნდად გქონდეს პრაქტიკული გამოცდილება ჩემი აზრით. 5 სული მეწველი რომ იყოლიო და 2-3 წელი შენ პირადა იყო ჩართული ამაში და გენახა რეალურად უკეთესად შეადგენდი ბიზნესგეგმასაც, ბევრად რეალურად გათვლიდი ზარალის რისკებსაც. მომგებასაც ბევრად რეალურად დაითვლიდი, ნახავდი რა პრობლემებია, სად არის პრობლემა, მოვლაში გაყიდვაში, გამრავლებაში თუ საით უნდა იმუშაო. მოკლედ საქონელსაც და ბაზარსაც მოსინჯავდი და ამის შემდეგ შენი გეგმა შეიცვლებოდა ჩემი აზრით...

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 13:57
kaxaberski66
Nat_asha
ლოგიკური გადაბმა რომ გამომივიდეს მოდი აქედან დავიწყებ:
QUOTE
არ ვიცი უკვე გითხარი თუ არა, მაგრამ რაღაც მაინც არ მგონია რომ მარტო თივაზე ყავდეთ საქონელი. სილოსს აუცილებლად მისცემენ, ალბათ უბრალოდ მშრალ კვებაზე ყავთ. მარტო მშრალი თივით ჩემი აზრით ვერ გაძლებს დიდი ხანი და გამოიფიტება ორგანიზმი. ვიტამინები თუ ვერ მიიღო ძალიან დაიჩაგრება

აი ამ ბმულზე შეგიძლია ნახო ინფორმაცია
https://www.kaeserebellen.com/hay-milk/quality-of-hay-milk/
"In summer the cows graze on pastures, in winter they are fed only with hay and cereals. The cows definitely do not find any silage-feed (such as fermented grass or maize) in their feeding troughs."
ანუ ზაფხულში საძოვარი, ზამთარში მხოლოდ თივა და არანაირი სილოსი.
ბევრი არაა ასეთი საწარმოები, 3%ზე ნაკლებია ევროპაში ამ ხარისხის რძის პროდუქცია.

ეხლა იმ ჰინთერველდერ ძროხაზე რატომ შევაჩერე არჩევანი.
როგორც დაწერე და კახაბერმაც არაერთხელ დაწერა რჩევა უკეთესია ადგილობრივი ძროხებით დაწყება და გაუმჯობესება. პრობლემა იმაშია რომ სტატისტიკის სამსახურის გვერდზე საშუალო წველადობა ადგილობრივი ჯიშებისა არის 1650 ლიტრი. ანუ რაც არ უნდა ჯიშიანი ადგილობრივი საქონელი მყავდეს, მარტო თივით 2000 ლიტრზე მეტს ალბათ ვერ მოიწველის. პლიუს ამას, გამიგია რომ ადგილობრივი ჯიშების საწველი აპარატით მოწველა პრობლემებთანაა დაკავშირებული არაერთგვაროანი ცურის თითების გამო და ემართებათ ხოლმე რაღაც დაავადებები (მასტიტი ქვია მგონი). თუ ასე მოხდა ხელით მოწველა 16 ძროხისა დიდ დროს და ენერგიას წაიღებს.

ეს ჰინთერვალდერ ძროხები ამიტომ ავარჩიე. პირველ რიგში როგორც ახასიათებენ არიან ძალიან ჯანმთელი ძროხები და ადვილად ეგუებიან რთულ პირობებს. რეგიონები სადაც ეგ ძროხები ჰყავთ და საიდანაც ეგ ჯიში მოდის, ბუნებრივი პირობებით ძალიან ჰგვანან იმ ადგილს სადაც ფერმა იქნება. თვითონ სახელიც მასეთი აქვს პირდაპირ რომ გადავთარგმნოთ ჰინთერველდერ "ტყის უკანა"-ს ნიშნავს. მაგისი ცოტა დიდი ვარიანტის ძროხებია ვორდერველდერები "ტყის წინა" იგივე ნიშან თვისებებით, უბრალოდ ცოტა დიდები არიან და მეტს იწველიან.
ანუ ერთერთი მთავარი კრიტერიუმი რატომაც ამ ძროხაზე შევჩერდი, იყო ის, რომ არიან ადვილად შეგუებადები და ვიფიქრე საქართველოშიც მსგავს ბუნებრივ პირობებს ადვილად შეეგუებოდნენ. ასევე არიან ძალიან ჯანმთელები, მოქნილები და შეუძლიათ ციცაბოებზე ძოვა. ევროპულ რასებში ყველაზე დიდ ხანს ესენი ცოცხლობენ. ადვილად მშობიარობენ რაზეც წინა გვერდზე დადებული შვეიცარიული სტატისტიკაც მოწმობს. ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა 12 დღემდე ამ ძროხებს აქვთ (3,21% ბოლო სვეტში).
შემიძლია ამ ძროხებზე დავდო ინფორმაცია მარა რაც ვნახე სულ გერმანულად არის და არ ვიცი რამდენად შეძლებთ თარგმნას და გაგებას. კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ კუჭის მოგრძო ფორმის გამო, სხვა ძროხებთან შედარებით ბევრად ადვილად გადაამუშავებენ თივას და მეტ რძეს გამოიმუშავებენ მარტო თივაზე. 400კგ-იანი საქონლისთის მარტო თივაზე 3200-3500 ლიტრის მონაწველი ლაქტაციაზე მგონი ძალიან კარგი შედეგია.

QUOTE
შენ ფიქრობ რომ მოვამზადებ რამდენიმესო, მაგრამ ასეთ საქმეს რომ კიდებ ხელს შენც პირადა უნდად გქონდეს პრაქტიკული გამოცდილება ჩემი აზრით. 5 სული მეწველი რომ იყოლიო და 2-3 წელი შენ პირადა იყო ჩართული ამაში და გენახა რეალურად უკეთესად შეადგენდი ბიზნესგეგმასაც, ბევრად რეალურად გათვლიდი ზარალის რისკებსაც.

2020-ის აპრილში მინდა დაწყება და არ მაქვს ამდენი დრო ნატა. თან მე თვითონ ვერ ვიქნები სრულად ჩართული სამსახურის გამო. მე 6 დან მაქსიმუმ 12 თვემდე შევძლებ მათთან ყოფნას თავიდან, მერე უკვე თავად უნდა მიხედონ და მე მარკეტინგში/გასაღებაში და ორგანიზაციულ საკითხებში დავეხმარები + ფინანსურად თუ რამე ცუდად წავა. მარტო 5 ძროხა რომ ვიყოლიოთ თავიდან უფრო გაგვიჭირდება ალბათ, იმიტომ რომ 6 ახალგაზრდას შენახვა ხო უნდა და მოტივაცია ხო უნდათ. იმ რაღაც ორგანიზაციას რომ დავაფუძნებ, იმედი მაქვს რომ ვნახავ ვინმეს ვინც გაწევრიანდება და უფასოდ ან დაბალი ხელფასის სანაცვლოდ დაეხმარება ამ ახალგაზრდებს რჩევებით მაინც. ნუ ცალკე ვეტერინარიც ხო გვეყოლება დაქირავებული და თავიდან ორ კვირაში ერთხელ ავიყვანთ ხოლმე, რომ შეხედოს ძროხებს. პატარა ცვილებაზეც მაშინვე მიმართავენ ხოლმე. ბოლო-ბოლო ყოველ 3 დღეში ერთხელ კამერითაც შეიძლება შევახედოთ ხოლმე 2 კვირა თუ დიდი დროა. ასე ზარალი ალბათ აღარ გვექნება, ან თუ იქნება ძალიან ცოტა. მოგებას რაც შეეხება, თავიდან მთავარია ფიქსირებული ხელფასების დიდი ნაწილი მაინც დაფაროს შემოსავალმა. მომავალში როგორც ჩემს თემაშიც დავწერე, რასაც გამოიმუშავებენ მოგების 70-80% მაინც თავად დარჩებათ მოტივაციისთვის და დანარჩენი ორგანიზაციაში წავა ახალი ბინების აშენებისთვის და სხვა ახალგაზრდების წამოყვანისთვის.

kaxaberski66
QUOTE
წველადობის შესახებ ყველაფერი გავიგე.

იმის გარდა რომ მკვდრად-შობილი ხბოები გავითვალისწინო, კიდე რამე შესწორებებს ხომ ვერ შეიტან?
მაგ. 60% პროდუქტიულობა პირველ ლაქტაციაზე, 80% მეორეზე და 100% მესამეზე ნორმალურია?
გუშინ ვფიქრობდი კიდე და ხბოები რომ შეჭამენ რძეს ეგეც უნდა გავითვალისწინო, რადგან მანდ რასაც ვითვლი გასაყიდად ნაწარმოები რძის ოდენობაა.

QUOTE
შვეიცარიაში რომ 5% კვდება, ჩვენთან როგორ იქნება საქმე?

ჩვენთან სავარაუდოდ უფრო მეტი დაიხოცება. შენ გეწერა 95% ძალიან კარგი შედეგიაო, მაგ შედეგს შვეიცარიელები აღწევენ საშუალოდ როგორც ჩანს (4,81% არის სიკვდილიანობა 100 ათას ძროხაზე შედგენილი სტატისტიკით, ანუ 95,19% იანი შედეგი აქვთ)


QUOTE
ირაკლი, ალბათ დაიჯერებ რომ თითქმის ყველა წამყვანი ჯიშების სახელები ვიცი და გამიგია. ჰინთერველდერული არც ვიცი და არც გამიგია.

არაა წამყვანი ჯიში და იმიტომ smile.gif
მაგეებს იყენებენ ხშირად ბუნების გასაუმჯობესებლად (ბუჩქნარი რომ არ გაჩნდეს ტყისპირა მინდვრებზე). ევროპაში 3200-3500 ლიტრი ცოტა მონაწველად ითვლება და მაგიტომ არ უღირთ, მარა საქართველოს კვალობაზე ძალიანაც კარგია 3200 ლიტრი smile.gif
წამყვან ჯიშებში ბიო წარმოება თუ 3%ს აღწევს, ეს ძროხები ვისაც ჰყავთ 30%მდე ბიოწარმოებაზეა გადასული, ამ ძროხების ზემოთ დაწერილი პოზიტიური ნიშან-თვისებების გამო.
ჰო კიდე, წითელ წიგნში არიან შეტანილები და მაგეების ყოლაზე გერმანიის ერთერთი ბუნდესლანდი ყოველწლიურად 70-170 ევრომდე იხდის ერთ სულზე smile.gif ჩვენ არ გადაგვიხდიან მარა როგორც სოციალური საწარმოს შეიძლება იაფად მოგვცენ ძროხები ან გვაჩუქონ კიდეც.

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2018, 14:24
BioIka
QUOTE
ადგილობრივი საქონელი მყავდეს, მარტო თივით 2000 ლიტრზე მეტს ალბათ ვერ მოიწველის.

მარტო თივით ვერ მოიწველის მაგრამ კორმით და სწორი კვებით 5000 საც მოიწველის.

QUOTE
მაგ. 60% პროდუქტიულობა პირველ ლაქტაციაზე, 80% მეორეზე და 100% მესამეზე ნორმალურია?

ეს სწორია და ასეა. ისე კი პირველ ლაქტაციაზე 70% ითვლიან.
QUOTE
გუშინ ვფიქრობდი კიდე და ხბოები რომ შეჭამენ რძეს ეგეც უნდა გავითვალისწინო, რადგან მანდ რასაც ვითვლი გასაყიდად ნაწარმოები რძის ოდენობაა.

ეგეც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. აბა ხბო ჰაერზე ხომ არ გაიზრდება.
ისიც უნდა დაადგინო რამდენი თვე დასჭირდება ხბოს რძე და რა რაოდენობის.

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 14:59
kaxaberski66
QUOTE
მარტო თივით ვერ მოიწველის მაგრამ კორმით და სწორი კვებით 5000 საც მოიწველის

ამიტომ შევჩერდი ნახსენები რასის ძროხებზე smile.gif მაგათ არ ჭირდებათ კორმით კვება და ისე იწველიან 3200-3500 ლიტრს smile.gif
აი ერთი ოდნავ განსხვავებული რასის ძროხების ბიო-ფერმის მაგალითი:
user posted image
შვეიცარიული 2018 წლის სტატიიდანაა გერმანულად, მთავარ მონაცემებს დავწერ რა წერია.
ესეიგი ამ წყვილს აქვთ ბიო-ფერმა 900-1000 მეტრზე ზღვის დონიდან და საძოვრებით 1450-2160 ნიშნულამდე. მუშაობენ თავად და ამ ბიჭის მოხუცი მშობლები ეხმარებიან. ზაფხულში მთებში აჰყავთ საძოვარზე და ზამთარში ადგილზე თივით კვებავენ, საერთოდ არანაირი კონცენტრირებული საკვები smile.gif
მოკლედ აქვთ შემდენი მონაცემები:

ფართობი: 18,5 ჰა
ძროხები: 14 ცალი
ხარი: 1 ცალი
მოზვრები და სახარეები გასაზრდელად: 8 ცალი

ანუ ჯამში 23 ცალი თავისი საქონელი (ზაფხულში სხვისი ძროხებიც დაყავთ ხოლმე საძოვარზე)

ძროხის ჯიშია პატარა ტანის სიმენტალურები. ტანის ზომებით და მონაცემებით წააგვანან ჩემს მიერ ნახსენებ ჰინთერველდერებს, მაგრამ იწველებიან უფრო მეტს და ცოცხლობენ საშუალოდ ერთი წლით უფრო ნაკლებს. ესეც პატარა ტანის ორმხრივი მიმართულების ძროხაა, არიან ძლიერები და ამტანები. იგებენ 12 თვეში ერთხელ და პირველი მოგება 25-29 თვის ასაკში.

საშუალო წველადობა: 5000 კგ
ცხიმიანობა: 3,8%
ცილები: 3%

ასეთი ტიპის წარმოების პირობებში, საძოვრები ირგვლივ საკმარისადაა, სახნავი არ დაგვჭირდება ბიო-კორმის მისაღებად და მივიღებთ ოპტიმალური ვარიანტს მაღალი წველადობით, მარტო თივით კვებით და ნაკლები ტექნიკის ყიდვის საჭიროებით.

ერთი რაღაც, წინა პოსტებში რომ დავწერე 8 წელი ცოცხლობენ მეთქი მგონი არასწორი იყო, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი არა მგონი წველის ხანგრძლივობა იგულისხმება. პირდაპირ რომ გადავთარგმნო "გამოყენების ხანგრძლივობა" გამოდის. ამ სტატიაში ნახსენებ პატარა სიემტალურებს აქვთ 7 წლიანი გამოყენების ხანგრძლივობა.


QUOTE
ეს სწორია და ასეა. ისე კი პირველ ლაქტაციაზე 70% ითვლიან.QUOTE

აჰა გასაგებია, მაშინ 70-85-100 პროცენტს შევიტან ხო?
100%ს მესამე ლაქტაციაზე აღწევენ უკვე თუ მეოთხეზე. იდეაში 70-80-90-100იც შემიძლია შევიტანო თუ მეოთხე ლაქტაციაზე კიდე იზრდება მონაწველი.


QUOTE
ეგეც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. აბა ხბო ჰაერზე ხომ არ გაიზრდება.ისიც უნდა დაადგინო რამდენი თვე დასჭირდება ხბოს რძე და რა რაოდენობის.

მაგასაც აუცილებლად გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: Nat_asha 21 Jun 2018, 15:05
BioIka
წავიკითხე რაც დამილინკე და მარტო თივით კი არა თივით და მარცვლეულით იკვებებაო. და ეგ უკვე ცვლის მდგომარეობას. ესეიგი ან გეწერა და მე არ წამიკითხავს და ან არ დაგიწერია biggrin.gif მეგონა მარტო თივა უნდა ეჭამა და გავოცდი. მარცვლეული თავისთავად უკვე მოუმატებს რძიანობას და ეგაა. მარტო თივით მოკვდება ძროხა ან ძალიან გაძვალტყავდება ჩემის აზრით.
* * *
ზამთარშ აქაურ ძროხების უმეტესობასაც არავინ აჭმევს აბა სენაჟს და დამატებით საკვებებს. მე მეგონა რომ მარტო თივაზე უნდა ყოფილიყვნენ და მაგიტომ შემეპარა ეჭვი biggrin.gif მე მაპატიეთ ჩემი უვიცობა biggrin.gif

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 15:07
ჰო კიდე რაღაც, მარტო ამ საქონელს არ უვლიან ეს წყვილი მშობლებთან ერთად, კიდე რაღაც ალპების ღორები და ქათმებიც ჰყოლიათ ოღონდ რაოდენობა არ წერია რამდენი.
რას აღარ გაიგებ რა, ღორები დაყავთ ალპებში და ძოვენ თურმე ბალახს biggrin.gif თან ძალიან ბედნიერები არიანო და მიწაზე და მცენარეებზე პოზიტიური გავლენაც აქვთო smile.gifuser posted image
https://www.schweizerbauer.ch/tiere/schweine/alp-schweine-haben-positive-effekte-37318.html

* * *
Nat_asha
QUOTE
წავიკითხე რაც დამილინკე და მარტო თივით კი არა თივით და მარცვლეულით იკვებებაო. და ეგ უკვე ცვლის მდგომარეობას. ესეიგი ან გეწერა და მე არ წამიკითხავს და ან არ დაგიწერია  მეგონა მარტო თივა უნდა ეჭამა და გავოცდი. მარცვლეული თავისთავად უკვე მოუმატებს რძიანობას და ეგაა. მარტო თივით მოკვდება ძროხა ან ძალიან გაძვალტყავდება ჩემის აზრით.  * * * ზამთარშ აქაურ ძროხების უმეტესობასაც არავინ აჭმევს აბა სენაჟს და დამატებით საკვებებს. მე მეგონა რომ მარტო თივაზე უნდა ყოფილიყვნენ და მაგიტომ შემეპარა ეჭვი  მე მაპატიეთ ჩემი უვიცობა 

სად წერია მარცვლეული? შენ კი არა შეიძლება მე გამომეპარა biggrin.gif

Posted by: Nat_asha 21 Jun 2018, 15:10
QUOTE (BioIka @ 21 Jun 2018, 15:07 )
ჰო კიდე რაღაც, მარტო ამ საქონელს არ უვლიან ეს წყვილი მშობლებთან ერთად, კიდე რაღაც ალპების ღორები და ქათმებიც ჰყოლიათ ოღონდ რაოდენობა არ წერია რამდენი.
რას აღარ გაიგებ რა, ღორები დაყავთ ალპებში და ძოვენ თურმე ბალახს biggrin.gif თან ძალიან ბედნიერები არიანო და მიწაზე და მცენარეებზე პოზიტიური გავლენაც აქვთო smile.gifuser posted image
https://www.schweizerbauer.ch/tiere/schweine/alp-schweine-haben-positive-effekte-37318.html

* * *
Nat_asha
QUOTE
წავიკითხე რაც დამილინკე და მარტო თივით კი არა თივით და მარცვლეულით იკვებებაო. და ეგ უკვე ცვლის მდგომარეობას. ესეიგი ან გეწერა და მე არ წამიკითხავს და ან არ დაგიწერია  მეგონა მარტო თივა უნდა ეჭამა და გავოცდი. მარცვლეული თავისთავად უკვე მოუმატებს რძიანობას და ეგაა. მარტო თივით მოკვდება ძროხა ან ძალიან გაძვალტყავდება ჩემის აზრით.   * * * ზამთარშ აქაურ ძროხების უმეტესობასაც არავინ აჭმევს აბა სენაჟს და დამატებით საკვებებს. მე მეგონა რომ მარტო თივაზე უნდა ყოფილიყვნენ და მაგიტომ შემეპარა ეჭვი   მე მაპატიეთ ჩემი უვიცობა 

სად წერია მარცვლეული? შენ კი არა შეიძლება მე გამომეპარა biggrin.gif

აუ ღრუტუნები ძალიან საყვარლები არიან, მიყვარს. მყავდა ერთი ღრუტუ ბავშვობაში და მართლა პოზიტიურები არიან ^_^

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 15:12
უი უი ეხლა ვნახე cereals მარცვლეული ყოფილა biggrin.gif
შემდეგ წინა სტატია რომ დავდე მაგეებს უწერიათ არანაირი კომბინირებულიო და ეგ მარცვლეულს გამორიცხავს თუ მარცვლეული კომბინირებულში არ გადის? დამატებით საკვებს არ ვყიდულობთო ისიც უწერიათ.

Posted by: Nat_asha 21 Jun 2018, 15:12
QUOTE
"In summer the cows graze on pastures, in winter they are fed only with hay and cereals. The cows definitely do not find any silage-feed (such as fermented grass or maize) in their feeding troughs."

fed only with hay and cereals. cereals-მარცვლეულია ქართულად

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 15:14
Nat_asha
QUOTE
აუ ღრუტუნები ძალიან საყვარლები არიან, მიყვარს. მყავდა ერთი ღრუტუ ბავშვობაში და მართლა პოზიტიურები არიან ^_^

მე ავლაბარში მყავდა კორპუსში მე3 სართულზე, აივანზე 2-3 თვე ერთი გოჭი biggrin.gif მერე რო გაიზარდა სოფელში წავიყვანეთ biggrin.gif

Posted by: Nat_asha 21 Jun 2018, 15:15
BioIka
არა კომბინირებული საკვები სხვა რამეა . მარცვლეული კი შედის კომბინირებულში. მაგრამ მე მაინც გირჩევდი რომ მარტო თივით მოკვდება საქონელი და ზაფხულში რეაბილიტაცია დასჭირდება და რამე ქერი ან რამე მარცვლეული უნდა უეჭველად. სილოსი და სენაჟი რომ არ მისცე არაფერი არ მოუვათ, მაგასაც თუ დაუმატებ უფრო უკეთ მოიწველებიან. არადა 1 კგ სენაჟი შენ თითონ რომ აწარმოო1.5-2 თეთრი დაგიჯდება და სილოსი 20-25 თეთრი ღირს ხოლმე. ამ ფასნამატს კიდევ მონაწველით ამოიღებ
* * *
QUOTE (BioIka @ 21 Jun 2018, 15:14 )
Nat_asha
QUOTE
აუ ღრუტუნები ძალიან საყვარლები არიან, მიყვარს. მყავდა ერთი ღრუტუ ბავშვობაში და მართლა პოზიტიურები არიან ^_^

მე ავლაბარში მყავდა კორპუსში მე3 სართულზე, აივანზე 2-3 თვე ერთი გოჭი biggrin.gif მერე რო გაიზარდა სოფელში წავიყვანეთ biggrin.gif

ეჰ ჩემი ღრუტუს წითელი ქარი დაემართა sad.gif

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 15:18
Nat_asha
QUOTE
არა კომბინირებული საკვები სხვა რამეა .

აჰა ოკ
QUOTE
არადა 1 კგ სენაჟი შენ თითონ რომ აწარმოო1.5-2 თეთრი დაგიჯდება და სილოსი 20-25 თეთრი ღირს ხოლმე. ამ ფასნამატს კიდევ მონაწველით ამოიღებ

ბიო სენაჟიც?
სენაჟისთვის წინა გვერდებზე რომ ეწერა ჰიდროპონიკა თუ რაღაც ეგ არ წავა მომავალში? ანუ სიტყვაზე, ბიო მარცვალი ექნებათ და გავზრდით მაგისგან ბიო ჯეჯილს და აჭმევენ ძროხებს

Posted by: Nat_asha 21 Jun 2018, 15:27
BioIka
ბიოსენაჟი არ ვიცი უკვე ეგ არავის გაუკეთებია აქ და შესაბამისად არარსებობს მაგისი ფასი როგორცასეთი დათვლილი რომ იყოს. ჰიბრიდი ჯიშის სიმინდი მოყავთ ხოლმე რომ ბევრი დაისხას და ბიო უკვე აღარ ვიცი რა დაჯდება.
ჰიდროპონიკას კი აქტიურად იყენებენ ბიოწარმოებაში სხვათაშორის. მე კი ვიცი ისეთი ფერმები სადაც მხოლოდ ჰიდროონიკაზე და მარცვლეულზე ყავთ და ისე ზრდიან. სხვათაშორის მაგ ჰიდროპონიკას კარგად ჭამენ თხები, აქთმები, კურდღლები, ღორები და კიდევ სხვა რა დარჩა ნეტა? biggrin.gif ისე არ გიფიქრია შენს ფერმაში იხვების მოშენებაზეც? biggrin.gif ეგეც კარგი რამეა smile.gif

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 15:40
Nat_asha
QUOTE
ბიოსენაჟი არ ვიცი უკვე ეგ არავის გაუკეთებია აქ და შესაბამისად არარსებობს მაგისი ფასი როგორცასეთი დათვლილი რომ იყოს.  ჰიბრიდი ჯიშის სიმინდი მოყავთ ხოლმე რომ ბევრი დაისხას და ბიო უკვე აღარ ვიცი რა დაჯდება.ჰიდროპონიკას კი აქტიურად იყენებენ ბიოწარმოებაში სხვათაშორის. მე კი ვიცი ისეთი ფერმები სადაც მხოლოდ ჰიდროონიკაზე და მარცვლეულზე ყავთ და ისე ზრდიან. სხვათაშორის მაგ ჰიდროპონიკას კარგად ჭამენ თხები, აქთმები, კურდღლები, ღორები და კიდევ სხვა რა დარჩა ნეტა?  ისე არ გიფიქრია შენს ფერმაში იხვების მოშენებაზეც?    ეგეც კარგი რამეა 

კარგი, მაშინ ეხლა მარცვლეულ კულტურებში უნდა გავერკვე ცოტა, რამდენი მოდის ჰექტარზე ყველანაირი დანამატების გარეშე. აგროკავკასიის გვერდზე ყველგან წერია რა სასუქების შეტანაა საჭირო და ბიო-ხორბალზე როგორაა საქმე არ ვიცი. ერთი ახალგაზრდა კაცი მყავს ფეისბუქზე დამეგობრებული, რუისპირში აქვს ბიოდინამიური მეურნეობა და წითელი დოლიც მოჰყავს. მაგას ვკითხავ აბა ერთი რას მეტყვის smile.gif
ზაფხულში ჰიდროპონიკის აზრს სიმართლე რომ გითხრა ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ბევრი საძოვრებია და სხვადასხვა ბალახში ალბათ ბევრად მეტი და მრავალფეროვანი ვიტამინებიც იქნება. თან როცა იძოვება მინდვრები ძალიან კარგია მცენარეებისთვისაც როგორც მივხვდი.
იხვებიც შეიძლება კი მარა ამდენი რამე 6 ბიჭს გაუჭირდება ალბათ. იმ თემაში რომ მომწერე თხებს მიაწექით ძროხების მაგივრადო მაგაზეც ბევრი ვიფიქრე. ძროხები მაინც მინდა, იმიტომ რომ მის ნაწარმზე დიდი მოთხოვნაა, მარა თხები ადვილი მოსავლელები იქნებიან ნაკვეთის უკან დიდი ტყის გამო და შეიძლება რაოდენობის გაზრდა. ისე თხების აკლიმატიზაციაც ისეთივე სარისკოა როგორც ძროხების? ერთი ჯიში ვნახე მთის თხების, ზაანური თხებისგან განსხვავებით განსაკუთრებული უნარი აქვთ, იმდენ რძეს გამოიმუშავებენ რომ თავიანთვის საჭირო ენერგიას არაფერი დააკლდეს (ეს ზაანურები ბოლომდე იწურებიან რაც არ უნდა რთულ პირობებში იყვნენ და რთულ პირობებს ვერ უძლებენ თურმე). დიდად განსხვავებული წველადობა არ აქვთ თან, ზაანურები თუ 1 ტონას იწველიან, ესენი 700-750 ლიტრს, თან გარეკვა გამორეკვას, მთებს და რთულ პირობებს მიჩვეულები არიან. ქართული ჯიშის თხები 200-250 ლიტრს იწველიან ლაქტაციაზე მგონი ხო?

Posted by: Nat_asha 21 Jun 2018, 16:06
BioIka
ჰიდროფონიკის აზრი არის სადგომში ყოლა და საძოვრების გარეშე წვნნიანი ბალახით კვება. მაგით დაციულია ბევრი დაავადებისგან და საძოვრებზე რომ ენერგიას ხარჯავს ეგეც აკლდება. მოკლედ გააჩნია რა სტრატეგიას აირჩევ. ეგ შენზეა უკვე დამოკიდებული. საძოვრები არ ააქვთ ევროპის ბევრ ქვეყანაში იმხელა რომ მაგდენ ძროხას აძოვონ, თან იქ მიწის გადასახადიც ხომ არის და ამიტომ ურჩევნიათ მხოლოდ ფერმა ქონდეთ და მიწაზე მარცვლეული და სხვა რამე მოიყვანონ.
რაც შეეხება თხებს, ძაანურები აქ ყავთ მაგრამ მაგათაც ადაპტაცია დასჭირდაც. შენ რასაც იძახი ეგეთი ჯიშის თხა არ ვიცი არ გამიგია, მაგრამ შეგიძლია ქართული და ძაანური ჯიში შეაჯვარო და რამდენიმე წელში რაღაც მაგ ვარიანტს გამოიყვან, ქართული გამძლეობა და კლდეზე ფხოტილაი და ძაანურის წველადობისკენ მიდრეკილი. ნებისმიერ ცხოველს რომ შემოიყვან ადაპტაცია დასჭირდება აუცილებლად, ყველა ქვეყანა სხვადასხვა კლიმატურ სარტყელშია და რაცარუნდა მიახლოებითი პირობები იყოს, მაინც ადაპტაცია სჭირდება. გარანტიას ვერავინ მოგცემს. ჩამოყვანა ძვირი დაგიჯდება და მითუმეტეს რომ დაგეხოცოს ძალიან ცუდი იქნება. თიანეთის ახალი გზა რომ გაიყვანეს, მანდ თბილისიდან დაახლოებით 40 წუთის სავალზე ეკლესია რომ არის ფუძნარის ეკლესია, მანდ ყავს თხები ვიღაცას. ვისი არ ვიცი. სულ 2 სახლი დგას და ან ორივესია ან ერთისია. მოკლედ ძალიან ლამაზები არიან. არ ვიცი რა ჯიშია, ძაანური არაა და არც ქართულია. დაახლოებიტ 20-25 -იანი ჯოგი იქნება. სულ ვხედავ ხოლმე რამდენჯერაც გავივლი და გამოვივლი. ტყეში დადიან და მწყემს ყავთ 2 მეცხვარის ჯიშის ძაღლი. ერთი თავში მიდის მეორე ბოლოში. როცა ჭამენ ესენი წამოწვებიან და ესე თავისუფლად არიან. ესენიც იმიტომ დაყვებიან რომ ცხოველმა არ შეჭამოს, თორემ თხა ძალიან ჭკვიანი არსებაა. მე მყავდა და ვიცი. ქართული ჯიში ძალიან ცანცარაა უბრალოდ თორემ ძაღლივით ყველაფერს იმახსოვრებს. მამალი თხები არ მიყვარს, ჩაკეტილი გვყავდა ძალიან აგრესიული იყო და მერე დავკალით. წარმოიდგინ რამდენად მომგებიანია თხა, რომ ზამტარშიც თუ არ მოთოვა თავის საჭმელს იპოვნის და ზაფხულში სულ თავისუფალია. მე გეტყვი ჩემს მაგალითს. ქართული თხა გვყავდა. ბალახის და ნეკერის გარდა არაფერს არ ვაჭმევდით და მარილს კიდევ. ქერი ან მარცვლეული არ გვიჭმევია და დილით 1 ლიტრს და საღამოს 1 ლიტრს იწველიდა. არაფრისგან მემგონი ძალიან კარგი შედეგია. დანახარჯი 0 გვქონდა და იმ ძაანურს მაგალითად კარგი კვებაც უნდა. აუცილებლად მარცვლეული თორემ დაემსგავსება ქართულ ჯიშს და. მე მაგალითად სასტარტო თანხა არ მაქვს თორემ თხას, კურდღელს, ქათამს და იხვს მოვაშენებდი. საქონელს და ღორს მეორე ეტაპზე მხოლოდ. ეგ უკვე მძიმე მეურნეობაა. სჯობს მსუბუქით დაიწყო..
ეხლა მე დავიწყე უკვე საკურდღლეები და კურდღლის მოსინჯვა მინდა...

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2018, 17:07
BioIka
მე როგორც მახსოვს შენ ძროხების ყიდვიანად ჩამოყვანაზე წერდი თუ მეშლება? მე მარტო ჩამოყვანას ვგულისხმობ, ანუ მე რომ აქ ვიყიდო და საქართველოში გავგზავნო მაგას გეკითხები. კიდე რაღაც, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩამოყვანა, თუ მშრალად ყოფნის პერიოდში მარტო? მგზავრობა 4-5 დღე მაინც გაიწელება სავარაუდოდ და ლაქტაციისას ვინ მოწველის შუა გზაში? თხის ჩამოყვანის ფასებიც ხომ არ იცი შემთხვევით (აქაც მარტო ლოჯისტიკის ხარჯი მაინტერესებს).
საქონლის ყიდვიანად წერდა მაგ ფასს.
საქონელი უნდა იყიდო 6-7 თვიანი მაკეობის უშობელები და არამც და არამც მეწველი. რა გზაში წველა კაცო.
100%ს მესამე ლაქტაციაზე აღწევენ უკვე თუ მეოთხეზე. იდეაში 70-80-90-100იც შემიძლია შევიტანო თუ მეოთხე ლაქტაციაზე კიდე იზრდება მონაწველი.
ზოგიერთი ძროხა წველის პიკს მე 5 ლაქტაციაზე აღწევს. ეგ ყველაფერი ინდივიდუალურია. საერთოდ ითვლება რომ საქონელი ძირითადად მატულობს პირველ სამ ლაქტაციაში.
შენ რომელი საქონლის სურათიც დასდე, ეგ საქონელი მე ვიცი სახელის გარეშე.
ხშირად ვუყურებ ხოლმე იუთუბში გართობის და სიამოვნების მიზნით შვეიცარიის და ალპებში საქონლის გადარეკვას, ძოვება-შენახვას და იქ ვნახულობ მაგ საქონელს. მართლაც ძალიან ჯანმრთელი და გამძლე მთის საქონელია და ჩვენთანაც ალბათ ივარგებს, მაგრამ კონცეტრატი მაგათაც უნდათ.
ირაკლი, მოიძიე ხალხი ვისაც უშუალოდ ჰყავს ეგ საქონელი და გამოჰკითხე შენახვის წესი, ზნე-ჩვეულებები, კვების წესი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით კარგად გაერკვიე.
მე მაინც არ მომწონს შენი მარკეტინგული მიდგომა.
ეგ ისე გამოდის, კაცმა ფეხბურთის გუნდი შექმნას და მწვრთნელი ცხრა მთას იქით იყოს.
იმ საქმეში ჩაუხედავ ახალგაზრდებს, ადგილზე სჭირდებათ ძალზე გამოცდილი და მცოდნე კაცი, იმისთვის რომ საქმე წინ წავიდეს, თორემ შენც ამოგიწყდება ეგ საქონელი.
ზოგიერთი დაავადებაა, ელვისებურად ვითარდება. სანამ ისენი აზრზე მოვლენ საქონელი აღარ იქნება.
ერთი სიტყვით, მაგარი დაფიქრება გმართებს.
მერე კიდევ ეგ ღორები, ქათმები და თხები რომ ჰყავთ. ეგ ხალხი მაგ პირობებში დაიბადა გაიზარდა და იციან ერთი მეორეს როგორ შეუხამონ და როგორ მოუარონ.
შენ ვინ გეყოლება მასეთი?
მოდი, ჯერ ერთ საქმეს მიხედე და დააყენე ცალ ფეხზე მაინც და მერე მეორეზე ისე გადადი.

Posted by: BioIka 21 Jun 2018, 20:04
kaxaberski66
QUOTE
საქონლის ყიდვიანად წერდა მაგ ფასს. საქონელი უნდა იყიდო 6-7 თვიანი მაკეობის უშობელები და არამც და არამც მეწველი. რა გზაში წველა კაცო.100%ს მესამე ლაქტაციაზე აღწევენ უკვე თუ მეოთხეზე. იდეაში 70-80-90-100იც შემიძლია შევიტანო თუ მეოთხე ლაქტაციაზე კიდე იზრდება მონაწველი.ზოგიერთი ძროხა წველის პიკს მე 5 ლაქტაციაზე აღწევს. ეგ ყველაფერი ინდივიდუალურია. საერთოდ ითვლება რომ საქონელი ძირითადად მატულობს პირველ სამ ლაქტაციაში.

აჰა გასაგებია smile.gif

QUOTE
შენ რომელი საქონლის სურათიც დასდე, ეგ საქონელი მე ვიცი სახელის გარეშე.ხშირად ვუყურებ ხოლმე იუთუბში გართობის და სიამოვნების მიზნით შვეიცარიის და ალპებში საქონლის გადარეკვას, ძოვება-შენახვას და იქ ვნახულობ მაგ საქონელს. მართლაც ძალიან ჯანმრთელი და გამძლე მთის საქონელია და ჩვენთანაც ალბათ ივარგებს, მაგრამ კონცეტრატი მაგათაც უნდათ.ირაკლი, მოიძიე ხალხი ვისაც უშუალოდ ჰყავს ეგ საქონელი და გამოჰკითხე შენახვის წესი, ზნე-ჩვეულებები, კვების წესი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით კარგად გაერკვიე.

მაგ ძროხების გასამრავლებელი სპეციალური გაერთიანებები არის და იმათ შემიძლია პრინციპში, მარა რავი რაც ინტერნეტში წავიკითხე იმაზე მეტს რას მეტყვიან. კარგი, მივწერ აბა ერთი თუ მიპასუხებენ და რას მიპასუხებენ.

QUOTE
მე მაინც არ მომწონს შენი მარკეტინგული მიდგომა. ეგ ისე გამოდის, კაცმა ფეხბურთის გუნდი შექმნას და მწვრთნელი ცხრა მთას იქით იყოს.იმ საქმეში ჩაუხედავ ახალგაზრდებს, ადგილზე სჭირდებათ ძალზე გამოცდილი და მცოდნე კაცი, იმისთვის რომ საქმე წინ წავიდეს, თორემ შენც ამოგიწყდება ეგ საქონელი.
ზოგიერთი დაავადებაა, ელვისებურად ვითარდება. სანამ ისენი აზრზე მოვლენ საქონელი აღარ იქნება.

მასეთი კაცი რომ ავიყვანო სამსახურში, კასპის რაიონში, რამდენი ხელფასი უნდა ვუხადო დაახლოებით? ეჭვი მაქვს მაგარი სპეციალისტები ძალიან მაღალ ხელფასს მოითხოვენ და საბოლოოდ იმ ახალგაზრდების კი არა ამ სპეციალისტის დასაქმება გამომივა და იმ ახალგაზრდების მუშებად ყოფნა. მთელი დღე და ყოველ დღე იქ დაჭირდება ყოფნა? იქაურმა ვეტერინარმა კვირაში ორჯერ რომ დახედოს ძროხებს საკმარისად იქნება რისკები დაზღვეული? მეც რომ იქ ვიყო, მაინც მარტო ფიზიკურად უნდა ვიმუშაო, გამოცდილება არც მე მაქვს. მაქსიმუმ თეორიულად მოვიძიო ინფორმაცია და წავიკითხო.
ეგ დაავადებები დროულად ჩატარებული აცრების პირობებშიც შეიძლება დაემართოთ? არ არსებობს მაგეების წინააღმდეგ აცრა?
გამოცდილი ხალხი რაზე ატყობს, რომ დაავადდა ძროხა? საჭმელს თუ არ ჭამს, ახველებს და მასეთ შესამჩნევ სიმპტომებზე პრინციპში მაშინვე დაუკავშირდებიან ვეტერინარს. ნუ მანამდე გავატარებთ პრაქტიკულ და თეორიულ კურსს. სიტყვაზე 3 მათგანს რომ ჰქონდეს სხვა და სხვა ფერმებში ნახევარ წლიანი გამოცდილება (შეიძლება 9 თვიანი ან 1 წლიანიც გამოვიდეს) ვერ შეატყობს ძროხას რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს?
არის სადმე ძროხის დაავადებები ჩამოწერილი, რომლებიც საქართველოში ემართებათ ხოლმე?
წაბლები თუ ვიყიდეთ ბევრად ნაკლები იქნება დაავადებების რისკი? რავი ბებიაჩემმა ეხლა რომ ვუფიქრდები ბევრი არაფერი იცოდა ძროხებზე, თივას უყრიდა და წველიდა და არ მახსოვს ძროხებს რამე დაჰმართნოდათ. თან მთელი სოფლის საქონელი ერთად დადიოდა ნახირში. ერთხელ იყო მარტო შემთხვევა ძროხა არ ჭამდა და პირზე რაღაც გამონაზარდები ჰქონია, სოფლელი თვითნასწავლი ვეტერინარი მოვიდა, მაკრატლით მოაჭრა ის რაღაც გამონაზარდები, მერე მგონი ნახევარი ბოთლი არყით მობანა, ნახევარიც თავად დალია და ეგ იყო biggrin.gif
ოღონდ წაბლები არ ჰყავდა ბებიაჩემს, მთის ძროხები ჰყავდა და 2 ძროხა ერთ მოწველაზე 4-5 ლიტრას იწველიდა ალბათ (ერთ 8 ლიტრიან სათლს ვერ ავსებდა მახსოვს)
QUOTE
მერე კიდევ ეგ ღორები, ქათმები და თხები რომ ჰყავთ. ეგ ხალხი მაგ პირობებში დაიბადა გაიზარდა და იციან ერთი მეორეს როგორ შეუხამონ და როგორ მოუარონ.შენ ვინ გეყოლება მასეთი?მოდი, ჯერ ერთ საქმეს მიხედე და დააყენე ცალ ფეხზე მაინც და მერე მეორეზე ისე გადადი.

ღორები კახური ჯიშის მაგიტომ მინდა ბევრი რამე რომ არ დაჭირდეთ. საღამოს დაუყრიან საჭმელს და ეგაა რა. თხები და ქათმები იმიტომ დავამატე რომ მაინც 6 იქნებიან და საქმე ექნებათ მეთქი. თუ 6-ით არ დავიწყებთ და 4 ახალგაზრდით დავიწყებ, აღარ დავუმატებ თხებს.

მოსავლელად თხა უფრო მარტივია თუ ძროხა? ავადმყოფობის მხრივ როგორაა? ივლისში ჩამოვდივარ 3 კვირით, 1 კვირა მაქვს მარტო დაკავებული და 2 კვირა თავისუფალი ვარ პრინციპში. ნაკვეთშიც ავალ და იქაურებსაც დაველაპარაკები, საქონელზე რა დაავადებები უჩნდებათ ხოლმე. იქნებ ცხავერში და გოსტიბეში ვინმე მცოდნეც ვნახო, ან ახალციხეში მაინც იყოს მასეთი ვინმე. ნაკვეთში ჰუმუსის ფენის გაზომვაც მინდა და მიწის ანალიზის გაკეთებაც.
კავთისხევში აქვს ვიღაცას მესაქონლეობის ფერმა (გადაცემა რომ არის ფერმა იქ აჩვენეს ერთხელ), ეგ სოფელიც მაგეთაა და იქნებ მაგათაც დაველაპარაკო.

Posted by: ku123 21 Jun 2018, 20:27
კახური ჯიშის ღორები ბევრს არ ჭამენ მგონი ხო? მაგას აქებენ ეხლა ძალიან

Posted by: ghost471 21 Jun 2018, 21:23
Nat_asha
ფერმაში სადაც ვმუშაობდი ვეტ ექიმ-მენეჯერათ 60 დედა ღორი იყო 4 კერატი 70 დასაკლავი და 105 გოჭი და ბოლო თვეს 27 ცალმა დაყარა კიდე მე იმათში პოზიტივი ვერ დავინახე ეტყობა მე ვარ ძალიან ნეგატიური biggrin.gif ( ხუმრობაა არ მიწყინო)
kaxaberski66
გავითვალისწინებ ძია და შენი იმედიც მექნება smile.gif

BioIka
მეგობარო თუ სხვის იმედზე აპირებ ფერმის გაკეთებას ეხლავე შეეშვი ჩემი რჩევა იქნება. საწყის ეტაპზე ყველაფერს ერთად ნუ მოეჭიდებითორე 100% ვიცი რო ზარალს ნახავ. დაიწყე ერთი სახეობით ისიც მცირე მასშტაბით, ჯერ ერთი ცოტას მოვლა ადვილია და მეორე ზარალის შემთხვევაში ძალიან არ იზარალებ. კახური ჯიშის ღორი მარტო იმ შემთხვევაშია კაი თუ ამთაბარებ შინაურ პირობებში იმის შენახვა ზარალია. წლის ღორს 70 კილო ხორცი რო გამოუვა თუ მუქთა საჭმელს არ ჭამს ზარალია! ჰიდროპონიკა რათ გინდა როცა სილოსი 2 თეთრი ჯდება და ყუათიანობა მეტი აქვს. კახაბერსკი ჩემზე უკეთ გეტყვის.

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2018, 00:58
BioIka
QUOTE
მასეთი კაცი რომ ავიყვანო სამსახურში, კასპის რაიონში, რამდენი ხელფასი უნდა ვუხადო დაახლოებით? ეჭვი მაქვს მაგარი სპეციალისტები ძალიან მაღალ ხელფასს მოითხოვენ და საბოლოოდ იმ ახალგაზრდების კი არა ამ სპეციალისტის დასაქმება გამომივა და იმ ახალგაზრდების მუშებად ყოფნა. მთელი დღე და ყოველ დღე იქ დაჭირდება ყოფნა?

მამაჩერმი იყო ვეტექიმი. მაშინ ცოდნის უმაღლესიშეფასება 5 ანი და იყო ვეტექიმობაში 5 ოსანი.
წარმოიდგინე, ახალქალაქში ნაყიდი საქონელი 1800 მეტრზე ზღვის დონიდან, ჩამოვიყვანეთ ქიზიყში 200 მეტრზე ზღვის დონიდან და არც ერთი საქონელი არ მოგვკდომია. მაგრამ თავზე ედგა ერთი წელი რომ ლეპტოსპიროზი არ გასჩენოდა.
ვცრიდით რა თქმა უნდა ყველა დაავადებაზე.
მაგრამ საქონელს მარტო ვეტერინარია არ ჰყოფნის რომ კარგი სანაშენე ხბო მოგცეს. მერე ეს ხბო, გაზარდო კარგ სანაშენე საქონლად და ბევრი რძე მოგცეს.
აქ უკვე სხვა სწავლა განათლებაა საჭირო. რასაც ჰქვია ზოოტექნიკა.
ერთი სიტყვით, კაცი რომ ამ საქმეს მოეჭიდება, ყველაფერი უნდა ისწავლოს. ვიჯექი და მამაჩემის რუსულ ქართული ბიბლიოთეკიდან ვსწავლობდი ზოოტექნიკას. ვეტერინარი მყავდა და არ მჭირდებოდა ვეტერინარიის შესწავლა.
ინტერნეტში ზღვა მასალა არის ყველაფერზე.მეც ასე დავჯექი და ვისწავლე.
უკვე ფერმიდან წამოსულუი ვიყავი როცა მე ეს ცოდნა ინტერნეტიდან შევიძინე მაგრამ, მე 5 წლიანი გამოცდილება მქონდა საქონელთან უწყვეტი კონტაქტისა ყველა დონეზე.
ხბოს დაბადება, გამოზრდა, შეჯვარება, ისევ ხბოს დაბადება უკვე ძროხიდან და ასე შემდეგ ბევრ ექსტრემალურ შემთხვევებში.
ამიტომ როცა პრაქტიკის შემდეგ თეორიულ ცოდნას დავეწაფე, უცებ მივხვდი სად და რაში ვუშვებდით შეცდომებს კვების მხრივ,თორემ ვეტერინარიაში კარგად გვქონდა საქმე.
მე ჩემი გამოცდილება და ექსტრემალური სიტუაციები ავღწერე თემაში საოჯახო მეურნეობა სოფელში დასახლება. თუ დროს გამონახავ წაიკითხე და ბევრმა რამემ იქიდან შეიძლება დაგაინტერესოს.
ასე რომ ერთი ასეთი კაცის ყოლა გადაწონონის 5 ის უმეცრებულ ფაცი-ფუცს.
იმასაც გეტყვი რომ, ზოგადად 10 უცოდინარი კაციდან, რომელიც ჩაერთვება ამ საქმიანობაში, 8 დასწყევლის მესაქონლებას და ახლოს აღარასოდეს გაეკარება, ხოლო 2 კაცი ისე დაავადდება საქონლის სიყვარულით, რომ სულ რომ პრეზიდენტ-პრემიერი გახდეს, ოცნებად ექნება სიბერეში თავისი პატარა ფერმა ქონდეს.
ეხლა გატყობ შენც რაღაც ეგეთი სენი გაქვს შეყრილი. მე გისურვებ მაგ სენისგან გაუნკურვებას.
შენისთანა და ვანო და ნატასთანა შემართებულ ხალხს შეუძლია რაღაც გააკეთონ, კიდევ აგერghost471ი. კიდევ გამოჩნდება ხალხი და ჩვენს ქვეყანაშიც უკეთესობისკენ წავა საქმე
მე კი ჩემის მხრივ, რაც ვიცი არ დამეზარება გასწავლოთ, თუ სადმე შეცდომას დავუშვებ ბოდიშს მოვიხდი. არ შემრცხვება ჩემი შეცდომის აღიარების და შეძლების და გვარად შეიძლება ისიც გირჩიოთ როგორ შეიძლება იმ შეცდომის გამოსწორება.
ეხლა საქმეს დავუბრუნდეთ.

QUOTE
იქაურმა ვეტერინარმა კვირაში ორჯერ რომ დახედოს ძროხებს საკმარისად იქნება რისკები დაზღვეული?

კი იქნება რისკები დაზღვეული, იქ თუ საქონლის მცოდნე კაცი იქნება. რომელიც შეატყობს რომ, დავუშვათ აი ეს ნიშა ძროხა რაღაც ვერ არის კარგად.
QUOTE
ეგ დაავადებები დროულად ჩატარებული აცრების პირობებშიც შეიძლება დაემართოთ? არ არსებობს მაგეების წინააღმდეგ აცრა?

რა თქმა უნდა ყველა დაავადებაზე არსებობს ვაქცინაცია, თუ ყველა აცრებს დროულად გააკეთებთ ჩანაწერებით ჟურნალში, არც არაფერი გამოგრჩებათ. ოღონდ მანდაც საჭიროა ის ადამიანი რომელსაც ეგ საქმე დაევალება.
QUOTE
გამოცდილი ხალხი რაზე ატყობს, რომ დაავადდა ძროხა? საჭმელს თუ არ ჭამს, ახველებს და მასეთ შესამჩნევ სიმპტომებზე პრინციპში მაშინვე დაუკავშირდებიან ვეტერინარს. ნუ მანამდე გავატარებთ პრაქტიკულ და თეორიულ კურსს. სიტყვაზე 3 მათგანს რომ ჰქონდეს სხვა და სხვა ფერმებში ნახევარ წლიანი გამოცდილება (შეიძლება 9 თვიანი ან 1 წლიანიც გამოვიდეს) ვერ შეატყობს ძროხას რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს?

კაცო, მეც მაგას არ გეუბნები რომ პრაქტიკული და თეორიული კურსი 3 თვიანი არ ჰყოფნის?
ძროხას ისევე როგორც ადამიანს, დგომაზე და თვალებში ეტყობა ჯანმრთელად არის თუ არა.
QUOTE
არის სადმე ძროხის დაავადებები ჩამოწერილი, რომლებიც საქართველოში ემართებათ ხოლმე?

კი.არის და მაგას როცა დაგჭირდება ნახავ.
QUOTE
წაბლები თუ ვიყიდეთ ბევრად ნაკლები იქნება დაავადებების რისკი? რავი ბებიაჩემმა ეხლა რომ ვუფიქრდები ბევრი არაფერი იცოდა ძროხებზე, თივას უყრიდა და წველიდა და არ მახსოვს ძროხებს რამე დაჰმართნოდათ. თან მთელი სოფლის საქონელი ერთად დადიოდა ნახირში. ერთხელ იყო მარტო შემთხვევა ძროხა არ ჭამდა და პირზე რაღაც გამონაზარდები ჰქონია, სოფლელი თვითნასწავლი ვეტერინარი მოვიდა, მაკრატლით მოაჭრა ის რაღაც გამონაზარდები, მერე მგონი ნახევარი ბოთლი არყით მობანა, ნახევარიც თავად დალია და ეგ იყო 
ოღონდ წაბლები არ ჰყავდა ბებიაჩემს, მთის ძროხები ჰყავდა და 2 ძროხა ერთ მოწველაზე 4-5 ლიტრას იწველიდა ალბათ (ერთ 8 ლიტრიან სათლს ვერ ავსებდა მახსოვს)
QUOTE

ხოდა ის ვიღაცა რომელმაც ნახევარი ბოთლი არაყი დალია, სწორედ იმიტომ მოიყვანეს რომ, სხვაზე მეტი იცოდა.
ასეთი კაცი გჭირდება შენ არყის გარეშე. რომელმაც ძროხის სუნთქვაც კი იცის.
ზოგჯერ ძროხა რომ ისვენებს შუა ღამის 3-4 საათზე, გათიშულს სძინავს გაშოტილს და უმოძრაოს. აი პირდაპირ მკვდარი გეგონება. ბევრჯერ მივსულვარ და ძილიდან გამომიფხიზლებია რომ გამეგო ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
ეხ, იმდენი რამეა მანდ სასწავლი, მთელი მეცნიერებაა. მაგას 5 წელი უნივერსიტეტში სწავლობენ და მას შემდეგ კიდევ ბევრია სასწავლი.
QUOTE
ნაკვეთშიც ავალ და იქაურებსაც დაველაპარაკები, საქონელზე რა დაავადებები უჩნდებათ ხოლმე. იქნებ ცხავერში და გოსტიბეში ვინმე მცოდნეც ვნახო, ან ახალციხეში მაინც იყოს მასეთი ვინმე. ნაკვეთში ჰუმუსის ფენის გაზომვაც მინდა და მიწის ანალიზის გაკეთებაც.

ახალციხეში ნამდვილად ნახავ მცოდნე ხალხს, თუ შორი არ არის შენგან.
ghost471
QUOTE
გავითვალისწინებ ძია და შენი იმედიც მექნება

მე აუცილებლად დაგეხმარები მაგ საქმეში. რჩევებსაც მოგცემ და თუ კონკრეტულ დღეზე შევთანხმდებით, წაგყვები კიდეც ასარჩევად.

Posted by: Nat_asha 22 Jun 2018, 09:57
BioIka
მეც ვეთანხმები რომ სხვის იმედად ფერმას მომავალი არ ექნება და განწირული იქნება. ისევე როგორც ძიძის გაზრდილი ბავშვი ვერ იქნება კარგი აღზრდილი. შენი ფერმა მალევე დაიშლება და მოგებას და თავის შენახვას კი არა დიდ ზარალს დაგიტოვებს. ეს ვიცი მე პრაქტიკიდან. საკუთარი პრაქტიკიდან არა ოღონდ, სხვისი პრაქტიკიდან და ნურავინ ნუ იფიქრებს რომ მე უკეთ გავაკეთებო. უკეთ გაკეთება არის იქ ყოფნა. რატომ უნდა ისწავლო საკუთარ შეცდომებზე თუ კი შეგიძლია სხვის შეცდომებზე ისწავლო. ვერანაირი ძვირადღირებული თანამშრომელი ვერ იქნება შენი ფერმის წარმატების მომტანი. ვერანაირი წახალისებით ვერ შეძლებ ადამიანის ისეთ დონეზე დაინტერესებას, რომ პატიოსნად იშომოს. შეიძება პირველი თვე შემართებით იყოს, მაგრამ მერე მობეზრდება და დაიკიდებს. იფიქრებს რომ მოგებას კი დავკარგავ მაგრამ დასაკარგიც არაფერი მაქვსო და ასე ჩაფლავდება საქმე. ეგრე შორიდან ფერმა კი არა საქათმე ვერ იმუშავებს smile.gif პირადად შენ და შენი ოჯახი უნდა იყოს ფერმის ღერძი. უკვე აწყობილი ფერმა სხვა თემაა. მასე შორიდან შეგიძლია დააკვირდე 5 წლის მერე და მაშინაც კი შეატყობ რომ შესუსტდება მეურნეობა, თუმცა მერე უკვე ყველაფერი გეცოდინება შენს ფერმაზე და ადვილია გამოსწორება. ბარი რომ კარგად მართო , დამლაგებლადაც უნდა იყო ნამუშევარი ბარში, მიმტანადაც და ბარმენადაც , იმიტომ რომ ზუსტად იცოდე ვის სად შეუძლია წაყრუება, ვის სად აქვს შავი ხვრელი. ვინ სად მოგპარავს .ფერმა კიდევ უფრო რთულად არის ჩემი აზრით. თანამშრომლების გარდა უნდა იცოდე შენი საქონელი, მოსავალი და ა.შ.
ვფიქრობ შენ თითონ უნდა იყო იმ 6 მოხალისე ახალგაზრდაში პირველ რიგში, რომელიც შესასწავლად გინდა გაგზავნო და ამუშაო დასაწყისში. ვიცი ეხლა რომ იტყვი რომ დრო არ გაქვს, მაგრამ რეალობა ესსაა. უნდა აირჩიო ან ფერმა, ან სამსახური. ...
ნუ გადაწყვეტ რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლო თუ კი ამისი მაგალითები სხვებმა უკვე გვაჩვენეს. ან გადაეშვეი სრულიად მეურნეობაში , ან შეეშვი. მე ვაპირებ რომ დავანებო სამსახურს თავი და მთლიანად დავკავდე ამ საქმიანობით. მაგრამ ჯერ ამისი საშუალება არ მაქვს. ამიტომ წყნარად ვარ. როცა ამ იპოთეკას გავისტუმრებ მერე აუცილებლად დავანებებ თავს biggrin.gif biggrin.gif

ghost471
ოო თქვენ ფერმაში დამწყვდეულები გყავთ და მარტო ჭამენ და გოჭებს აყრევინებთ და მე კიდევ ეზოში კოხტად თავის ჭკუაზე მონავარდე , ძაღლთან მოთამაშე გოჭზე გიყვები biggrin.gif biggrin.gif მასეთი გოჭი კი არა არავინ იქნება პოზიტიური biggrin.gif

Posted by: ghost471 22 Jun 2018, 14:07
Nat_asha
იმდენად პოზიტიური იყო რო ეზოსაც არ თხრიდაა? მე როცა სახლში მყავდა ღორები გამომექცნენ და მთელი ეზო მოხნეს biggrin.gif

Posted by: Nat_asha 22 Jun 2018, 15:16
ghost471
აუ არა მახსოვს, ალბათ თხრიდა, მაგრამ ეზოს ისეთ ნაწილში გვყავდა რომ გასაფუჭებელი არაფერი იყო და დაღრუტუნობდა თავისთვის. ლეკვი და ეგ გოჭი ერთად მოვიყვანეთ და დაძმაკაცდნენ. ამ ლეკვს დრუნჩით აგორავებდა ხოლმე. მერე რომ დაემართა წიტელი ქარი , დაკლეს და ჩემი ძაღლი იჯდა და ტიროდა sad.gif ისე ცოტას ვაწვალებდით ღრუტუს, მე და ჩემი ძმა ვცდილობდით ზედ შემოჯდომას და ის გვიგერიებდა. ეჰ რა კარგი იყო biggrin.gif ეხლანდელი ბავშვები ალბათ მაგარ ბანძად ჩაგვთვლიდნენ biggrin.gif

Posted by: BioIka 22 Jun 2018, 15:18
Nat_asha
წინა გვერდზე შენი პოსტი ეხლა ვნახე
QUOTE
  ქერი ან მარცვლეული არ გვიჭმევია და დილით 1 ლიტრს და საღამოს 1 ლიტრს იწველიდა

ანუ ქართული თხა დღეში 2 ლიტრს და თვეში 500 ლიტრზე მეტს იწველის?

ku123
QUOTE
კახური ჯიშის ღორები ბევრს არ ჭამენ მგონი ხო?  მაგას აქებენ ეხლა ძალიან 

კახურ ღორებს ის უპირატესობა აქვთ, რომ ტყეში გყავს გაშვებული და თავად პოულობენ საკვების დიდ ნაწილს, საღამოზე გიხდება მარტო ცოტა კორმის დაყრა, რომ ბინაზე მოსვლა ისწავლონ. მცირე ნამატის გამო არ ღირს სხვა ღორებივით დამწყვდევა და ბინაზე კვება.

ghost471
QUOTE
მეგობარო თუ სხვის იმედზე აპირებ ფერმის გაკეთებას ეხლავე შეეშვი ჩემი რჩევა იქნება. საწყის ეტაპზე ყველაფერს ერთად ნუ მოეჭიდებითორე 100% ვიცი რო ზარალს ნახავ. დაიწყე ერთი სახეობით ისიც მცირე მასშტაბით, ჯერ ერთი ცოტას მოვლა ადვილია და მეორე ზარალის შემთხვევაში ძალიან არ იზარალებ. კახური ჯიშის ღორი მარტო იმ შემთხვევაშია კაი თუ ამთაბარებ შინაურ პირობებში იმის შენახვა ზარალია. წლის ღორს 70 კილო ხორცი რო გამოუვა თუ მუქთა საჭმელს არ ჭამს ზარალია! ჰიდროპონიკა რათ გინდა როცა სილოსი 2 თეთრი ჯდება და ყუათიანობა მეტი აქვს. კახაბერსკი ჩემზე უკეთ გეტყვის. 

მეგობარო, სხვის იმედზე ყოფნას არ ვაპირებ. ფერმას მე ავაშენებ მარა, ვინც იცხოვრებს იმათი იქნება ფაქტიურად, იმიტომ რომ მოგების უდიდესი ნაწილი მათ დარჩებათ და დანარჩენიც ისევ იმ პატარა სოფელს თუ ფერმას მოხმარდება სადაც თავად იცხოვრებენ. არა მგონია, რომ ახალგაზრდას ვისაც არც სახლი აქვს და არც სამსახური, სახლს და საქმეს აძლევ ანუ ნორმალურად ცხოვრების და ოჯახის შექმნის/რჩენის საშუალებას და იმან ფეხზე დაიკიდოს, იმიტომ რომ მისი არ არის. ფეხზე ხომ იმიტომ იკიდებენ რომ მათ არ ეკუთვნით ფერმა? ჰოდა ამათ შემთხვევაში ფაქტიურად მათი იქნება ეგ ფერმა, უბრალოდ ოფიციალურად იქნეა ერთი ორგანიზაციის/კოოპერატივის სახელზე, სადაც თავად იქნებიან გაწევრიანებული. ვერ ვხვდები რა განსხვავებაა, სოფლის კოოპერატივებს რომ აფუძნებენ ეხლა იმათ და ჩემ მოდელს შორის.

kaxaberski66
QUOTE
მე ჩემი გამოცდილება და ექსტრემალური სიტუაციები ავღწერე თემაში საოჯახო მეურნეობა სოფელში დასახლება. თუ დროს გამონახავ წაიკითხე და ბევრმა რამემ იქიდან შეიძლება დაგაინტერესოს.

გადავხედავ აბა თემას

QUOTE
ასე რომ ერთი ასეთი კაცის ყოლა გადაწონონის 5 ის უმეცრებულ ფაცი-ფუცს.

ცოდნის გაღრმავებას რაც შეეხება, მაგაში რა თქმა უნდა მეც დავეხმარები. ინტერნეტში ვიპოვი სტატიებს შევაჯამებ და აუცილებელს ვასწავლი.
მაგ 5 უმეცარი კაცისთვის კეთდება ეგ ფერმა და თუ ერთი კაცი ავიყვანე მაგის მაგივრად რიღასთვის ვაკეთებ მაშინ, ჩვეულებრივი ბიზნესი გამოდის და ფულის კეთება. მე კიდე მაგისთვის არ მინდა ეგ ფერმა. კარგი, ვეცდები მაშინ ერთი მასეთი კაცის ნახვასაც იქვე ახლოში, რომ პირველი წლის განმავლობაში მაინც თავზე ედგეს ახალგაზრდებს, რომ რამე ცუდად არ გააკეთონ.

QUOTE
ეხლა გატყობ შენც რაღაც ეგეთი სენი გაქვს შეყრილი. მე გისურვებ მაგ სენისგან გაუნკურვებას.შენისთანა და ვანო და ნატასთანა შემართებულ ხალხს შეუძლია რაღაც გააკეთონ, კიდევ აგე

არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ყველანაირ სამსახურში მიმუშავია საქართველოდან მოყოლებული, ისეთი სამუშაოც მქონია საქართველოში რომ უტყდებათ, მტვირთავიც ვყოფილვარ, სტაიანშიკიც, მრეცხავიც და სხვა ბევრი. ეხლა გერმანიის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაში ვმუშაობ ასოცირებულ დირექტორად, აგვისტოდან ვაის პრეზიდენტი მერქმევა. არ ვიცი სად უნდა ვიმუშაო კიდე და რა პოზიციაზე რომ ჩავთვალო რაღაცა გავაკეთე მეთქი, ხელფასზე აღარ ვსაუბრობ. ეხლა დიდი სიცარიელის გრძნობა მაქვს, მივიდვარ სამსახურში, ვმუსაობ და მოვდივარ, მეტი არაფერი. საინტერესო ცხოვრება მაქვს მეთქი ვერ ვიტყვი. ჰოდა მაგ სენისაგანაც თუ გავიკურნე მერე საერთოდ აღარ ვიცი რისი გაკეთება შემიძლია რომ ვთქვა, საინტერესოდ ვიცხოვრეთქო და რაღაც სასარგებლო გავაკეთე მეთქი... ამ პროექტზე ვფიქრობ უკვე წლებია, ჯერ სანამ უცხოეთში წავიდოდი საქართველოში მქონდა ეგ ფიქრები, ერთი ფერმის გაკეთების სადაც ბევრნი ერთად ვიცხოვრებდით. მერე მივხვდი რომ ახალგაზრდებს მარტო ერთი ოთახი და სამსახური არ ეყოფათ და თავიანტი სახლები უნდათ რომ ოჯახი და მომავალი შექმნან. ცოტა თვალი რომ გავახილე და ინტერნეტიდან ინფორმაცია მივიღე საბოლოოდ ამ ტიპის პროექტზე ჩამოვყალიბდი, ეკო-სოფელი პატარა ეკო-სახლებით და ეკო-წარმოებით. სოფლისთვის ადგილს წლები ვეძებდი, ჯერ გურჯაანში ჭერემი რომ არის სოფელი მაგეთ ვათვალიერებდი, მშობლები გავაგზავნე ნაკვეთის სანახავად. არც გზა ვარგოდა და არც თვითონ ნაკვეთი, პლიუს ამას შორიც იყო თბილისიდან და ყველაფერი ერთად უკვე ძალიან ბევრი იყო. მერე როგორც იქნა, ეს ადგილი ვიპოვე გასაყიდად, აქაც მშობლები გავუშვი ჯერ კიდევ მაშინ სანამ გზას გააკეთებდნენ, მამაჩემმა არ ვარგაო ძაან ცუდი გზააო. მარა ისე მომწონდა ერთი წლის მერე ჩამოსული რომ ვიყავი კიდე წავედი და ზამთარში ვნახე, ჰოდა გავიგე გზის გაყვანას აპირებენო და აღარც მიფიქრია და მიწის ანალიზები მიტარებია ეგრევე ვიყიდე. წლებია უკვე ამაზე ვფიქრობ დილიდან ჩაძინებამდე. ჰოდა ასე უბრალოდ მაგისგან ვერ განვიკურნები და არც მინდა რომ განვიკურნო.

QUOTE
მე კი ჩემის მხრივ, რაც ვიცი არ დამეზარება გასწავლოთ, თუ სადმე შეცდომას დავუშვებ ბოდიშს მოვიხდი. არ შემრცხვება ჩემი შეცდომის აღიარების და შეძლების და გვარად შეიძლება ისიც გირჩიოთ როგორ შეიძლება იმ შეცდომის გამოსწორება

ვიცი და ვხედავ რომ არ იზარებ და ძალიან კარგ საქმესაც აკეთებ smile.gif იქნებ ერთი შენნაირი დაუზარელი კაცი ვიპოვო იქვე ახლოში და ისიც ჩავრთო საქმეში, თუ საკმარისად ვერ მოვამზადე ახალგაზრდები smile.gif

QUOTE
კი იქნება რისკები დაზღვეული, იქ თუ საქონლის მცოდნე კაცი იქნება. რომელიც შეატყობს რომ, დავუშვათ აი ეს ნიშა ძროხა რაღაც ვერ არის კარგად

იქ თუ იქნებაში რას გულისხმობ? კვირაში ორი საღამო რომ ამოვიდეს და დახედოს ძროხებს საკმარისი იქნება თუ საძოვარზე უნდა გაყვეს და მთელი დღის განმავლობაში დააკვირდეს?

QUOTE
რა თქმა უნდა ყველა დაავადებაზე არსებობს ვაქცინაცია, თუ ყველა აცრებს დროულად გააკეთებთ ჩანაწერებით ჟურნალში, არც არაფერი გამოგრჩებათ. ოღონდ მანდაც საჭიროა ის ადამიანი რომელსაც ეგ საქმე დაევალება.

ვაქცინაცია, ჟურნალების წარმოება, კონტროლი და ორგანიზაციული საკითხები უმაღლეს დონეზე იქნება გაკეთებული. ყველა ახალგაზრდას ეცოდინება რომ გაიღვიძებს მომდევნო დღეს რეები აქვს და რა მიმდევრობით გასაკეთებელი.

QUOTE
კაცო, მეც მაგას არ გეუბნები რომ პრაქტიკული და თეორიული კურსი 3 თვიანი არ ჰყოფნის?ძროხას ისევე როგორც ადამიანს, დგომაზე და თვალებში ეტყობა ჯანმრთელად არის თუ არა.

კარგი 3 თვე შეიძლება ძალიან ცოტაა, რა დრო ჭირდება მინიმუმ ადამიანს პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად თეორიულ კურსთან ერთად. სიტყვაზე კვირაში ერთი დღე თეორიული კურსი და დანარჩენი პრაქტიკა, ან 2 დღე თეორიული და დანარჩენი პრაქტიკა?

QUOTE
კი.არის და მაგას როცა დაგჭირდება ნახავ.

ეს ხუთი დაავადებაა ძირითადად? ამ დაავადებების ამოცნობა თუ შეუძლია ადამიანს, შეიძლება თავიდან ძროხების მოვლა ვანდოთ?
http://agrokavkaz.ge/dargebi/mecxoveleoba/mskhvilphekha-rqosani-pirutqhvis-daavadebatha-prophilaqtika-da-mkurnaloba.html
ამ აგროკავკასიაზე ვარ გადასული, ძირითადი ინფორმაციები მაგედან მაქვს და მერე ცოტას ვიღრმავებ, ინტერნეტში თუ რამეს ვიპოვი.

QUOTE
ხოდა ის ვიღაცა რომელმაც ნახევარი ბოთლი არაყი დალია, სწორედ იმიტომ მოიყვანეს რომ, სხვაზე მეტი იცოდა.

სხვაზე მეტი კი არა მაგის მეტი არავინ იყო biggrin.gif ვასო ერქვა და ვასუტიას ეძახდა ბებიაჩემი biggrin.gif

QUOTE
ეხ, იმდენი რამეა მანდ სასწავლი, მთელი მეცნიერებაა. მაგას 5 წელი უნივერსიტეტში სწავლობენ და მას შემდეგ კიდევ ბევრია სასწავლი.

ეხ, მასე სწავლა სიბერემდეო მარა, მეცნიენმუშაკები ხომ არ უნდა გავხადო ის ახალგაზრდები, უბრალოდ იმდენი ცოდნა უნდა ჰქონდეთ რომ ძროხები და ამით თავიანთი თავები ირჩინონ smile.gif

QUOTE
ახალციხეში ნამდვილად ნახავ მცოდნე ხალხს, თუ შორი არ არის შენგან.

5 კმიც არ იქნება ალბათ, ახალციხის მერე არის ცხავერი და მაგის მიწებს ეკუთვნის ეს ადგილიც. უბრალოდ ამაღლებულზეა ცოტა ეს ადგილი.
ვიკითხავ ერთი მესაქონლეობის ფერმა თუ აქვს იქ ვინმეს, ან ადრე თუ ჰქონდა.


Nat_asha
QUOTE
ვფიქრობ შენ თითონ უნდა იყო იმ 6 მოხალისე ახალგაზრდაში პირველ რიგში, რომელიც შესასწავლად გინდა გაგზავნო და ამუშაო დასაწყისში. ვიცი ეხლა რომ იტყვი რომ დრო არ გაქვს, მაგრამ რეალობა ესსაა. უნდა აირჩიო ან ფერმა, ან სამსახური. ... 

მარტო დროზე არაა, მე თუ სამსახური ვნახე საქართველოში და მაგ ფერმის გაკეთების მერე დავრჩი მანდ, შაბათ კვირას იმათთან ვიქნები ხოლმე, მარა თუ ვერ ვნახე ისევ უცხოეთში მომიწევს ოჯახთან ერთად წასვლა და ვერანაირად ვერ ვიქნები მათთან ერთად. მთლიანად სამსახურზე თავის დანებება არ გამოვა, ოჯახი და მშობლები მეყოლებიან შესანახი. ეგ შესანახი თანხა თუ მე წავიღე ფერმიდან იმ ახალგაზრდებს რაღა დარჩებათ. ჩემი ხელფასის მქონე ადამიანის მარტო ფერმაში მუშაობა არის რესურსის ანუ ხელფასის უაზროდ დაკარგვა.

QUOTE
პირადად შენ და შენი ოჯახი უნდა იყოს ფერმის ღერძი.

ეს ხომ მაშინ არის ასე, როცა ჩემთვის ვმუშაობ ხო? როცა ის ახალგაზრდები თავისთვის იმუშავებენ, ხო ისინი უნდა იყვნენ თავიანტი ოჯახით მომავალში ამ ფერმის ღერძი. ვერ ვხვდები რატომ არ უნდა იმუშაონ მოტივირებულად თუ თავად დარჩებათ ფიქრსირებული ხელფასი და დანარჩენი მოგების უდიდესი ნაწილი. ხალხი ბანკის ვალებს იღებს და იმითი იწყებს საქმეს, და მაგის პროცენტების და ძირი თანხის გასტუმრება მოგების იმ 20-30%ზე ბევრად მეტია რაც ამ ახალგაზრდებმა უნდა დათმონ. თუ იმ ხალხს შეუძლია ბანკის ვალით საქმეს მოტივირებულად მიუდგნენ ამათ რატომ არ შეეძლებათ?

QUOTE
ოო თქვენ ფერმაში დამწყვდეულები გყავთ და მარტო ჭამენ და გოჭებს აყრევინებთ და მე კიდევ ეზოში კოხტად თავის ჭკუაზე მონავარდე , ძაღლთან მოთამაშე გოჭზე გიყვები    მასეთი გოჭი კი არა არავინ იქნება პოზიტიური 

დაახლოებით იგივე დავწერე და წავშალე ეხლა, დაგიწერია უკვე biggrin.gif სად თავისუფალი არსება და სად კიდე გამომწყვდეული.

ghost471
QUOTE
იმდენად პოზიტიური იყო რო ეზოსაც არ თხრიდაა? მე როცა სახლში მყავდა ღორები გამომექცნენ და მთელი ეზო მოხნეს

ამიტომ ყოფილა კარგი ღორების ტყეში გაშვება, მიწას აფხვიერებენ და კარგ საქმეს აკეთებენ, ბუნებაზე ზრუნავენ smile.gif ღორებისთვის ბუნებაზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენი ეზო, ამაზე მეტი პოზიტივი რა გინდა biggrin.gif

Posted by: Nat_asha 22 Jun 2018, 15:51
BioIka
QUOTE
ანუ ქართული თხა დღეში 2 ლიტრს და თვეში 500 ლიტრზე მეტს იწველის?


თვეში რომ გიწერია მექანიკურად შეგეშალა და წელს გულისხმობ ალბათ ხომ? ასე მტელი წელი არ იწველება მთლად. მაგრამ დაახლოებით 400 ლიტრს მოიწველება ქართულიც თუ კარგად ჭამს. ჩემი თხა იწველებოდა მასე და იყო ჭიათურაში ჩემი მეთხევე მეზობლისგან ნაყიდი თეთრი ცანცარა თხა, რომელიც კახეთში წავიყვანეთ. ყველაფერს კოხტად ჭამდა, ვაზსაც ვაჭმევდით, ოღონდ უწამლის ანასხლავებს და კიდევ ეზოს ბოლოში ძველი საღორის ადგილას გაველურებული ვაზი იყო გასული მთელ სიგრძე და იმას ვუკრეფდით ზაფხულში და ზამთარში თივა და ნეკერით. ქვამარილი ედო სულ და წყალი. ქერი და მარცვალი ნაღდად არ გვიჭმევია. ასე რომ ზაფხულობით რძე და მაწონი გვქონდა და დაჟე ვყიდდით ხოლმე მაწონს. ნუთელას ბანკაში ვასხამდით და ძროხის ნახევარ ლიტრიანი მაწვნის ფასად ვყიდდით და ნაყინს ვყიდულობდიტ მახსოვს biggrin.gif
ამიტომ თუ ფერმაში გადავალ უეჭველად თხები მეყოლება, თან ნაკლებად ავადდებიან და ქალისთვის საქონელზე უკეთესი თხაა, სისუფთავეც მეტი აქვს, და მოკლედ მე მომწონს. ზოგი ამბობს სუნი აქვს თხის რძეს და ყველასო. ყველი არასდროს გაგვიკეთებია, მაგრამ რძეს და მაწონს არც სუნი და არც ცუდი გემო არ ქონია. პირიქით, მე მიყვარდა თხის რძეც და მაწონიც. ჯერ მარტო თეთრი იყო ბევრად და მერე გემრიელიც იყო და რავიცი აბა..

შენ რასაც ფიქრობ ესეიგი ცოტა სხვა რამეს აკეთებ მაშინ. ესეიგი შენ უნდა სექმნა არასამთავრობო NGO ორგანიზაცია, რომელიც მოიპოვებს გრანტს და გასცემს გრანტს ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ არც სახლი და არც სახსრები იმმისთვის რომ მოიწყონ ცხოვრება. მე ვერ ცავწვდი უფრო ზუსტად შენი მიზანი რა არის_ გააკეთო ფერმა თუ დაეხმარო უსახლკარო-უქონელებს. შეიძლება მე ვერ ვიგებ ზუსტად რა გინდა. მე რა აზრიც გამოვიტანე ისაა, რომ შენ არ იქნები ადგილზე და ვერ მიაქცევ ყურადღებას, შესაბამისად შენი როლი იმით იწყება და მთავრდება რომ შენ ეხმარები ფინანსურად რარაც ჯგუფს და თან ეუბნები რომ მოგცემ ამ ფინანსებს იმ შემთხვევაში თუ კი იმ გეგმას განახორციელებ რაც მე მინდა ზუსტადო. ანუ აი ვერ ჩავწვდი ზუსტად და აბა მითხარი რომ კარგად გავიგო. მოგება არ გინდა და მაგიტომ არ ჩაერიო არასწორი მიდგომაა. შენ თუ არ გინდა ვიღაცამ ხომ უნდა მიიღოს მოგება?
* * *
ხო კახეთში ჩაბრუნებული პური იციან თუ იცით მაგას ახრაშუნებდა კარგად კიდევ biggrin.gif

Posted by: BioIka 22 Jun 2018, 16:29
Nat_asha
QUOTE
შენ რასაც ფიქრობ ესეიგი ცოტა სხვა რამეს აკეთებ მაშინ. ესეიგი შენ უნდა სექმნა არასამთავრობო NGO ორგანიზაცია, რომელიც მოიპოვებს გრანტს და გასცემს გრანტს ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ არც სახლი და არც სახსრები იმმისთვის რომ მოიწყონ ცხოვრება. მე ვერ ცავწვდი უფრო ზუსტად შენი მიზანი რა არის_ გააკეთო ფერმა თუ დაეხმარო უსახლკარო-უქონელებს.  შეიძლება მე ვერ ვიგებ ზუსტად რა გინდა. მე რა აზრიც გამოვიტანე ისაა, რომ შენ არ იქნები ადგილზე და ვერ მიაქცევ ყურადღებას, შესაბამისად შენი როლი იმით იწყება და მთავრდება რომ შენ ეხმარები ფინანსურად რარაც ჯგუფს და თან ეუბნები რომ მოგცემ ამ ფინანსებს იმ შემთხვევაში თუ კი იმ გეგმას განახორციელებ რაც მე მინდა ზუსტადო.  ანუ აი ვერ ჩავწვდი ზუსტად და აბა მითხარი რომ კარგად გავიგო. მოგება არ გინდა და მაგიტომ არ ჩაერიო არასწორი მიდგომაა. შენ თუ არ გინდა ვიღაცამ ხომ უნდა მიიღოს მოგება?

ამაზე არ ვწერდი, იმიტომ რომ თემა თვითონ მესაქონლეობაზეა და ეს თემა ცოტა აცდენილია, მარა რახან კიდე გაჩნდა შეკითხვა დავწერ.
მოკლედ იდეაში დაახლოებით ის მაქვს რაც შენ დაწერე, არ ვიცი NGO იქნება თუ რაღაც სხვა ფორმა, უბრალოდ ორგანიზაცია იქნება სადაც იქნებიან გაწევრიანებული ეს ახალგაზრდები და პროექტის ირგვლივ ჩართული ხალხი, მათ შორის მეც.
თავიდან აირჩევა ეგ ახალგაზრდები, უფრო რეგიონების საოჯახო სახლებიდან (ბავშვთა სახლები რითიც ჩაანაცვლეს), რომლებსაც ექნებათ სურტვილი სოფელში ცხოვრების და მუშაობის. დავიწყებთ 6 ახალგაზრდით (ფინანსებზეა დამოკიდებული რამდენის შეგროვებას შევძლებ და რამდენს დამეხმარებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, ერთთან კონტაქტი მაქვს GIZ რომ ქვია). მოგება რაც დარჩება საქმიანობიდან მაგის ნაწილი წავა ორგანიზაციაში, რომელიც მოხმარდება სოფლის გაფართოვებას გალამაზებას და რაც მთავარია ახალი ახალგაზრდების დასამატებლად.
გაუკეთდება ამ ეკო სოფელს რეკლამა ფეისბუქით და სხვა საშუალებებით და გაიყიდება პროდუქტი თბილისში. ეს ნაწილი უკვე დაწერილი მაქვს კაი ხანია მარა ქართულად თარგმნას ვერ მოვაბი თავი და მოკლედ დავწერ რა და როგორ. მოკლედ კლიენტების რამოდენიმე სეგმენტზე მაქვს გათვლა რომელიც 2 ჯგუფად შეიძლება დაიყოს: B2B (ბიზნეს თუ ბიზნეს) ჯგუფ-ში იქნება 3 სეგმენტი 1) კერძო საბავშვო ბაღები, რომლებსაც ეკოპროდუქტით რეკლამის გაკეთება სურთ 2) სასტუმრო&რესტორნები რომლებსაც ასევე სურთ რეკლამის გაკეთება კარგი ხარისხის ხორც-რძის პროდუქტებით 3) საოჯახო სახლები როგორებიდანაც ეს ახალგაზრდები მოდიან (ანუ სახლემწიფო ხომ ფარავს ამ საოჯახო სახლებში ბავშვების კვების ფულს, ჰოდა ამ ახალგაზრდების ნაწარმოები პროდუქტი რომ იყიდონ და ამით მომავალში თავიანთ აღსაზრდელებს დაეხმარონ სოფელში სახლის და ხელფასის მიღებაში). მეორე ჯგუფი არის B2C (ბიზნეს თუ კონსუმერს) და შეიცავს ორ სეგმენტს 1) მშობლები რომლებსაც მაღალი პროდუქტი უნდათ თავიანთი შვილებისთვის და მზად არიან მეტი გადაიხადონ (მაგ როგორც შენ) და 2) ხალხი რომლებსაც უნდათ საოჯახო სახლებიდან წამოსული ახალგაზრდების დახმარება
მოკლედ ამ ფორმით ვფიქრობ რომ პროდუქტის გასაღებაზე პრობლემა არ გვექნება საბაზროზე მაღალ ფასადაც კი და მოგება საკმაოდ იქნება თუ ფეხზე არ დაიკიდებენ ეს ახალგაზრდები საქმეს.
მომავალში ცოლებს რომ მოიყვანენ (როგორც წესი ისევ ბავშვთა სახლგამოვლილები მოჰყავთ ხოლმე ასეთ ახალგაზრდებს ცოლად) დაემატება აგროტურიზმი და აშენდება პატარა ქოხები დასასვენებლად, პლიუს კარვის გასაშლელი ადგილი გაკეთდება და იქვე საშხაპეთი და ტუალეტებით ისე როგორც ევროპაშია, ცხენებით სასეირნოთ და ა.შ. თბილისთან სიახლოვის და კარგი ბუნების გამო, მგონია რომ ამ საქმესაც ექნება მომავალი. ოღონდ ეს ჯერ ძაან მომავლის თემაა და ფერმის საქმეში არ მინდა ჯერ ავურიო.

ჩემი როლი იქნება მომავალში დამატებითი ფინანსების გამონახვა გასაფართოვებლად, გასაღებაში დახმარება, სიტყვაზე სპეციალისტების მიყვანა და ტრეინინგების ჩატარება, სოფლის გაზრდა საჭირო რო იქნება და ახალი სახლები ასაშენებლად მოხალისეების მონახვა და მიყვანა, ბავშვები რომ ეყოლებათ და დიდ სახლში გადასვლა დასჭირდებათ იმ შედარებით დიდი სახლების აშენება (ეკო სახლის აშენებას 4 კაცი მაინც უნდა ესენი რომ ფერმის საქმეს გამოაკლდნენ არ გამოვა), როცა იქ ვიქნები რა თქმა უნდა ნეხვის გატანაში დახმარება და თივის ჩამოტანაში და ა.შ. ჩემ მეუღლეს ტურიზმი აქვს დამთავრებული და მომავალში ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება, ევროპაში არის გავრცელებული აგროტურიზმი და ფერმერები ამით კარგ ფულს შოულობენ. ვინმემ ხომ უნდა განათავსოს განცხადებები ინტერნეტში, ინფორმაცია ხომ უნდა მიაწოდოს, ტელეფონზე და ემაილზე უპასუხოს. მარტო მე და ჩემი მეუღლე არ ვიქნებით რა თქმა უნდა, ეხლა ჩემი ძმა მეხმარება ნახაზების შედგენაში და ისიც იქნება გაწევრიანებული, მომავალში ტექნიკური რაღაცეები საჭირო თუ იქნება ის მიხედავს. კიდე იმედი მაქვს რომ გამოჩნდებიან ხალხი ვისაც სურვილი ექნება რაღაც საინტერესო საქმე აკეთონ უსასყიდლოდ და გაწევრიანდებიან ისინიც. სტუდენტებს შეეძლებათ გაწევრიანდნენ და რაც ისწავლეს იმ ახალგაზრდებს ასწავლონ, ვისაც მარკეტინგი აქვს ნასწავლი მარკეტინგში დაეხმარონ და ა.შ.
მოგება არ მინდა და მაგიტომ არ ჩავერევიო არ ვამბობ, ჩავერევი რა თქმა უნდა, ყველაფრის უბრალოდ ჩუქებას არ ვაპირებ იმიტომ ვაკეთებ რომ რაღაც საინტერესოს კეთება მინდა სამსახურის პარალელურად (ევროპაში ბევრია ასეთი ორგანიზაციები, უბრალოდ საქართველოში მინდა გავაკეთო). მოგებასაც თავად მიიღებენ, ოღონდ მთლიანად არა, ნაწილით საოჯახო სახლებიდან მომავალში წამოსული ბავშვებისთვის აშენდება სახლები, ისე როგორც თავიდან ამათთვის აშენდა, ან პურის საცხობი გაკეთდება და წითელი დოლით პური გამოცხვება და საქმიანობა გაფართოვდება. გადავთარგმნი აქამდე რაც დავწერე როცა მოვიცლი და განახებ თუ სურვილი გექნება. ჯერ გერმანულად მინდოდა დამემრგვალებინა მთლიანი პროექტის ტექსტი და მერე მეთარგმნა რომ ორმაგი ცვლილებების გაკეთებამ არ მომიწიოს

Posted by: Nat_asha 22 Jun 2018, 16:50
BioIka
მაშინ შენ არასწორი გზით მიდიხარ და შენ თუ საგრანტო პროგრამას წერ , მაგ შემთხვევაში შენ უნდა დაწერო სულ სხვა ტიპის გეგმა, ხოლო ვინც უნდა ეს გრანტი მიიღოს ანუ მომხმარებელმა უნდა დწეროს მეურნეობის გეგმა და ეგ შენ კი არ უნდა დაუწერო რასაც აქ კითხულობ და არკვევ, არამედ თითონ უნდა აირჩიოს სფერო. იქნება ის თავის თავს მეღორეობაში ხედავს, ან სულაც მეფრინველეობაში, ან საერთოდ კარტოფილის მოყვანა უნდა. შენ უნდა დაწერო ესეიგი ბიზნესგეგმა იმის შესახებ თუ რა კატეგორიის ხალხს აპირებ დაეხმარო და რამიზნით, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა და თვითდასაქმება მოახდინონ.
შენ მიიღე სიტყვაზე 1 მლნ-იანი გრანტსი, რის შემდეგაც შენ მიიღებ საგრანტო განაცხადებს, ბიზნეს გეგმებს და შენ გექნება გაწერილი ბიუჯეტი სხვადასხვა მეურნეობაზე სხვადასხვა ოდენობით და დააფინანსებ მათ იმ სფეროში რა სფეროშც მათ მოსწონთ საქმიანობა. თუ დამაკმაყოფილებელი იქნება მათი იდეა. გრანტის იდეა საერთოდ ისაა რომ მან განვითარება ჰპოვოს. ანუ გრანტს რომ ჩადებენ არავინ უკან არ გთხოვს, მაგრამ გრანტს ვფიქრობ არავინ მოგცემს შენ თუ ეტყვი რომ მე მინდა ფერმის გაკეთება და მოვიყვან უსახლკაროებს ან ინვალიდებს, რომლებმაც არაფერი იციან და მეც არ მცალია რომ მივხედო და არც პრაქტიკული გამოცდილება. 1 წელი ვაპირებ მოვამზადო 1 წელი და მერე ვნახოთო. მაშინ აქვე გეტყვი რომ სჯობს ჯერ შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც მოიზიდავს გრანტებ ასეთი ბავშვებისთვის შეისწავლონ მეურნეობა. ეს პროგრამა მინიმუმ 4 წლიანი უნდა იყოს. უპატრონოთა თავშესაფარში ბავშვებმა ზოგმა წერა-კითხვაც არ იცის. ასეთს მაგალითად ვეტერიანრიას ძნელად შეასწავლი, რადგან ლიტერატურას ვერ წაიკითხავს ფიზიკურად. ამიტომ ჯერ ეს ორგანიზაცია მოამზადებს ბაზას, შემდეგ მეორე გრანტს მოიზიდავ უკვე უშუალოდ მეურნეობის დასაწყებად და ესენი უკვე რალურად განსაზღვრავენნ რა შეუძიათ.
არ მინდა გაწყენინო მაგრამ ეგ იდეა კრახისთვის არის განწირული თავიდანვე იმიტომ რომ ასე ადვილი არაა ის რაც შენ გგონია რომ ადვილია..
გარდა ამისა მე ვფიქრობ რომ ეხლა შენ ცდილობ შენი სურვილი სხვისი ხელით განახორციელო, ანუ პირობად აყენებ მაინცდამაინც მესაქონლეობას. იქნებ ვიღაცამ სხვა რამეში ბევრად დიდი მოგება ნახოს და თითონაც შემოგწიროს გრანტი რომ მერე სხვასაც დაეხმაროს შენი ორგანიზაცია? ცოტა ჩახლართულია ეგ ყველაფერი მოკლედ

* * *
BioIka
თითონ პირადად თავშესაფრის ბავშვებთან გქონია ისე ურთიერთობა?
ძალიან რთულია მაგ სეგმენტთან მუშაობა, რადგან საბაზისო ცოდნა არ გააჩნიათ უმეტესობას და ზოგს კი სურვილიც არ ააქვს რომ ისწავლოს.

Posted by: BioIka 22 Jun 2018, 17:21
Nat_asha
QUOTE
მაშინ შენ არასწორი გზით მიდიხარ და შენ თუ საგრანტო პროგრამას წერ , მაგ შემთხვევაში შენ უნდა დაწერო სულ სხვა ტიპის გეგმა, ხოლო ვინც უნდა ეს გრანტი მიიღოს ანუ მომხმარებელმა უნდა დწეროს მეურნეობის გეგმა და ეგ შენ კი არ უნდა დაუწერო რასაც აქ კითხულობ და არკვევ, არამედ თითონ უნდა აირჩიოს სფერო. იქნება ის თავის თავს მეღორეობაში ხედავს, ან სულაც მეფრინველეობაში, ან საერთოდ კარტოფილის მოყვანა უნდა. შენ უნდა დაწერო ესეიგი ბიზნესგეგმა იმის შესახებ თუ რა კატეგორიის ხალხს აპირებ დაეხმარო და რამიზნით, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა და თვითდასაქმება მოახდინონ.

რა კატეგორიის ხალხისთვის იქნება ეგ ფერმა და რა მიზნით დაწერილი მაქვს. თავად თუ დაწერეს ბიზნესგეგმა იქ სადაც თავს ხედავენ, მაშინ დააგზავნიან ტავად იმ ორგანიზაციებში და მე რაღაში ვჭირდები smile.gif ყველასთვის ხომ არ კეთდება ეგ ფერმა, კეთდება მარტო იმათთვის ვისაც ეგ საქმე აინტერესებს, ამიტომ ასარჩევიც არაფერია.

QUOTE
შენ მიიღე სიტყვაზე 1 მლნ-იანი გრანტსი, რის შემდეგაც შენ მიიღებ საგრანტო განაცხადებს, ბიზნეს გეგმებს და შენ გექნება გაწერილი ბიუჯეტი სხვადასხვა მეურნეობაზე სხვადასხვა ოდენობით და დააფინანსებ მათ იმ სფეროში რა სფეროშც მათ მოსწონთ საქმიანობა.

ვინ დაუწერს იმ ახალგაზრდებს საგრანტო განაცხადებს, ბიზნეს გეგმებს და ა.შ. თან მე ყველაფერი არც ვიცი და არც მაინტერესებს, ეს ნაკვეთი კონკრეტული მიზნისთვის ვიყიდე და ზუსტად მაგის გაკეთება მინდა. 2 წლის წინ ვუყურე გადაცემას, ნატახტარი ასაქმებს ამ ბავშვების ნაწილს თავისთან მუშებად. მეეჭვება რომელიმე ახალგაზრდის ოცნება იყოს ერთი ოთახში რამოდენიმე სხვა ახალგაზრდასთან ერთად ცხოვრება და ლუდის ქვაბების ხარშვა ან ლუდის ყუთების ტვირთვა.

QUOTE
გრანტის იდეა საერთოდ ისაა რომ მან განვითარება ჰპოვოს.

განვითარებას არ ჰპოვებს როცა გაიზრდება სოფელი და მომავალში სხვა ახალგაზრდებსაც შეეძლებათ წამოსვლა, ვისაც სოფლის მეურნეობა აინტერესებთ? გრანტი თუ არ იქნება ჩემი სახსრებით რასაც შევძლებ იმას გავაკეთებ, ეს გრანტის იდეა საერთოდ ჩემს უფროსს მოუვიდა, ნაცნობი მყავს GIZ-ში და მაგათ შეუძლიათ ალბათ წაგეხმარონო. ერთი პროექტი ზუსტად ვიცი რომ დააფინანსეს, სადაც ინვალიდები მუშაობენ და ხის სათამაშოებს აკეთებენ. თან ეს საწარმო კერძოა რამდენადაც მივხვდი და ამ ხალხს მარტო ხელფასები რჩებათ. მე რისი გაკეთებაც მინდა მაგ მიმართულებით ამ ორგანიზაციასაც და სხვა მის მსგავსებსაც ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, დანიიდან, შვედეთიდან და ა.შ. სხვადასხვა პროექტები აქვთ. ანუ სოფლის მოსახლეობის დახმარება, ბუნებრივი პირობების გაუმჯობესება, სოფლის წარმოების დახმარება, მშიერი ბავშვების დახმარება და ა.შ. ეს პროექტი ბევრ მათ მიმართულებაში ჯდება და შეიძლება გაუჩნდეთ ინტერესი. მარა როგორც ვთქვი, თავიდან ამ გრანტებზე და ორგანიზაციებზე საერთოდ არ მიფიქრია, ეგ მერე მითხრა ჩემმა უფროსმა და როგორც დამატებითი ფინანსირების წყარო ისე მაქვს, გამოვა გამოვა არ გამოვა და რასაც შევძლებ მე თვითონ გავაკეთებ.

QUOTE
უპატრონოთა თავშესაფარში ბავშვებმა ზოგმა წერა-კითხვაც არ იცის.  ასეთს მაგალითად ვეტერიანრიას ძნელად შეასწავლი, რადგან ლიტერატურას ვერ წაიკითხავს ფიზიკურად.

ეგ ძველ ბავშვთა სახლებში იყო, საოჯახო ტიპის სახლებზე გადასვლის მერე ბევრად გაუმჯობესდა სიტუაცია. თუ მაინც მაგისთანა ახალგაზრდები იქნენ, ვეტერინარიის სწავლა არც არის აუცილებელი, ძროხის მოვლა ისწავლოს პრაქტიკულად ეგეც ეყოფა და ვეტერინარს დავიქირავებთ.

QUOTE
არ მინდა გაწყენინო მაგრამ ეგ იდეა კრახისთვის არის განწირული თავიდანვე იმიტომ რომ ასე ადვილი არაა ის რაც შენ გგონია რომ ადვილია.. 

კარგი, იმედი ბოლოს კვდება და მეც ბოლომდე იმედიანად ვიქნები smile.gif

QUOTE
გარდა ამისა მე ვფიქრობ რომ ეხლა შენ ცდილობ შენი სურვილი სხვისი ხელით განახორციელო, ანუ პირობად აყენებ მაინცდამაინც მესაქონლეობას.

ვერ გავიგე ეს ცოტა, 2000 მდე ახალგაზრდაა ამ საოჯახო სახლებში, რომლებიც 18 წლის მერე მიდიან და არც სახლი აქვთ და არც სამსახური. სახელმწიფო არაფერს აკეთებს. ეს არის სახალხო დამცველის ძველი რეპორტი რაც მქონდა
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3374.pdf
37 გვერდს გადახედე რა წერია დამოუკიდებელ ცხოვრებისთვის მომზადებაში

ამასაც მიაქციე ყურადღება:
"ბენეფიციარების უმრავლესობა პროფესიული განათლების მიღების სურვილს გამოხატავს. მათ სწავლის მიმართ ინტერესი არა აქვთ, რადგან სურთ, რაც შეიძლება დროულად გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი და დამოუკიდებელ ცხოვრებას მომზადებული შეხვდნენ."

ეს კიდე 2018 წლისა, ეხლა აღმოვაჩინე როცა დავგუგლე, იგივე პრობლემები რჩება და სამწუხაროდ დიდი ხანი დარჩება
https://1tv.ge/news/sakhalkho-damcveli-mtavrobas-mouwodebs-saojakho-tipis-sakhlebis-beneficiarebi-srulwlovanebis-shemdeg-satanado-momsakhurebit-uzrunvelyos/



ეხლა ამ ახალგაზრდებიდან 6 რომ ამოვარჩიო, ვისაც სოფლის მეურნეობაში მუშაობის სურვილი აქვს და იმ სოფელში დავასაქმო, ჩემი სურვილების სხვისი ხელით განხორციელება არის? პირობას მესაქონლეობას იმიტომ ვაყენებ რომ ყველაფერი მე არ ვიცი და არც ყველაფრის ინტერესი მაქვს. ჰოდა ვისთანაც იქნება ინტერესთა თანხვედრა ისინი მიმყავს ხო, ძალით ხომ არავის მივათრევ.
QUOTE
იქნებ ვიღაცამ სხვა რამეში ბევრად დიდი მოგება ნახოს და თითონაც შემოგწიროს გრანტი რომ მერე სხვასაც დაეხმაროს შენი ორგანიზაცია?

კი ბატონო ნახოს მარა მე ყველას ყველაფერში ხომ ვერ დავეხმარები? შენ მეუბნები დიდი გრანტი და ყველას დახმარებაო, მე კიდე არც მაგისი გამოცდილება მაქვს, არც ცოდნა და არც იმედი. არის მასეთი ორგანიზაციები, უტარებენ მაგ ბავშვების ნაწილს ტრეინინგებს როგორ უნდა სამსახურის პოვნა სივის შევსება და ა.შ. მარა შედეგი რა იქნება? ქვეყანაში სადაც ნეპოტიზმი მეფობს და ყველგან ნაცნობობით აყავთ ხალხი, რაღაც ტრეინინგებით იპოვიან საოჯახო ტიპის სახლებიდან წამოსულები, რომელთაც არავინ არ ჰყავთ? არ ვიცი შეიძლება მასე იყოს, მარა მე არ მაქვს იმედი ამ დიდი გრანტების და დიდი საქმეების, პატარა კარგად დაგეგმილი საქმის იმედი უფრო მაქვს.
* * *
ამიტომ არ მინდოდა ამ მიზნებზე და განზრახვებზე წერა, სულ სხვა მიმართულება მიიღო თემამ...

Posted by: Nat_asha 22 Jun 2018, 17:51
BioIka
QUOTE
რა კატეგორიის ხალხისთვის იქნება ეგ ფერმა და რა მიზნით დაწერილი მაქვს. თავად თუ დაწერეს ბიზნესგეგმა იქ სადაც თავს ხედავენ, მაშინ დააგზავნიან ტავად იმ ორგანიზაციებში და მე რაღაში ვჭირდები smile.gif ყველასთვის ხომ არ კეთდება ეგ ფერმა, კეთდება მარტო იმათთვის ვისაც ეგ საქმე აინტერესებს, ამიტომ ასარჩევიც არაფერია.



QUOTE
ვინ დაუწერს იმ ახალგაზრდებს საგრანტო განაცხადებს, ბიზნეს გეგმებს და ა.შ. თან მე ყველაფერი არც ვიცი და არც მაინტერესებს, ეს ნაკვეთი კონკრეტული მიზნისთვის ვიყიდე და ზუსტად მაგის გაკეთება მინდა. 2 წლის წინ ვუყურე გადაცემას, ნატახტარი ასაქმებს ამ ბავშვების ნაწილს თავისთან მუშებად. მეეჭვება რომელიმე ახალგაზრდის ოცნება იყოს ერთი ოთახში რამოდენიმე სხვა ახალგაზრდასთან ერთად ცხოვრება და ლუდის ქვაბების ხარშვა ან ლუდის ყუთების ტვირთვა.

მაშინ მაგ მიდგომით გრანტს არავინ არ მოგცემს. საგრანტო კონკურსები ნახე და მიხვდები რასაც გეუბნები. 2 არასამთავრობო ორგანიზაციასთან მაქვს ურთიერთობა გარკვეულ დონეზე და ჩართული ვარ ერთ-ერთ საგრანტო პროგრამაში, სწორედ შშმ პირების დასაქმების პროგრამაზე მაქვს საუბარი. დაახლოებით იგივე ხდება თავშესაფრის ბავშვებზე.
ასე ადვილი არ გეგონოს გრანტის მიღება, თუ ვინმე გაძლევს ისე ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მაგას როგორც იტყვი მაშინვე დაემშვიდობე გრანტს რაც ეხლა თქვი smile.gif
გრანტს პირდაპირ მაგხელა თანხას არავინ არ იძლევა, სწორედ ამიტომ იქმნება ორგანიზაციები, რომლებიც თავად წარადგენენ ბიზნესგეგმას, არა იმას რასაც შენ ეხლა წერ უშუალოდ მეურნეობაზე კი არა , არამედ მიზნობრიობაზე უნდა წარადგინო ბიზნესგეგმა და მაგით მოიპვო გრანტი. დამიჯერე ვიცი რასაც გეუბნები. ფინანსდება ორგანიზაცია და მერე აფინანსებს ეს ორგანიზაცია ბენეფიციარებს. ასე არ ხდება რომ მე ვწერ და ჩემ ჭკუაზე უნდა იყოსო. შენ შეგიძლია ჩარჩოები დააწესო, ასე დაჩარჩიებულს კი ნაკლები შანსი აქვს პრაქტიკიდან გეუბნები. უბრალოდ წყალში ჩაგეყრება შრომა ამდენი წერა და გამორკვევა. მართლა ჯობია რომ ჯერ საგრანტო კკონკურსი მოძებნო და ისე შეადგინე ეგ გეგმა, თორემ არარეალური დამფინანსებლისთვის ადგენ გეგმას ასე გამოდის.
წამატებას გისურვებ. არ გეწყინოს, უბრალოდ კამათში ჩავერთვე რადგანაც არ მინდა ტყუილად იმედები გაგიცრუვდეს

Posted by: BioIka 22 Jun 2018, 18:05
Nat_asha
QUOTE
არარეალური დამფინანსებლისთვის ადგენ გეგმას ასე გამოდის. 

არ ვფიქრობ ასე, როგორც ზემოთ ვთქვი ამათზე საერთოდ არ მიფიქრია თავიდან. სულ რაღაც 2 წლის წინ მითხრეს ეგ იდეა და ვცდი ჩემგან რა მიდის.

QUOTE
უბრალოდ წყალში ჩაგეყრება შრომა ამდენი წერა და გამორკვევა.

წყალში არ ჩამეყრება, მე რასაც გავაკეთებ იმისთვის მაინც ხომ დამჭირდება გეგმის შედგენა. უბრალოდ მასშტაბები შეიცვლება, მეტი არაფერი.

QUOTE
წამატებას გისურვებ

მადლობა

Posted by: ghost471 23 Jun 2018, 09:44
Nat_asha
Shen etyoba goris pozitiurad amotxril qerq shemoclili xeebi ar ginaxavs biggrin.gif

Posted by: romka 2 Jul 2018, 20:51
გამარჯობათ მეგობრებო ჩემ ნაცნობის ძროხა გასივდა ერთიანად და ფეხზე ვეღარ დგება რას შეეძლო გამოეწვია ეს გასივეობა

Posted by: Nat_asha 3 Jul 2018, 10:24
ghost471
ნუ თუ სხვა ვერაფერი ნახეს რა ექნათ? biggrin.gif

Posted by: vano22 5 Jul 2018, 23:32
romka პასუხი უკვე დაგვიანებული მგონიამაგრამ. გველის ნაკბენს. ობობის ნაკბენს. ალერგიას. თირკმლების ფუნქციის მოშლას შხამიანი ბალახის მიზეზით და ა.შ.. მასეთ შემთხვევებში სასწრაფოდ უკეთდებათ ანტიალერგიული პრეპარატები და შარდმდენები. ყველა ვარიანტში ვეტექიმს უნდა აჩვენოთ

* * *
QUOTE (kaxaberski66 @ 22 Jun 2018, 00:58 )
BioIka
QUOTE
მასეთი კაცი რომ ავიყვანო სამსახურში, კასპის რაიონში, რამდენი ხელფასი უნდა ვუხადო დაახლოებით? ეჭვი მაქვს მაგარი სპეციალისტები ძალიან მაღალ ხელფასს მოითხოვენ და საბოლოოდ იმ ახალგაზრდების კი არა ამ სპეციალისტის დასაქმება გამომივა და იმ ახალგაზრდების მუშებად ყოფნა. მთელი დღე და ყოველ დღე იქ დაჭირდება ყოფნა?

მამაჩერმი იყო ვეტექიმი. მაშინ ცოდნის უმაღლესიშეფასება 5 ანი და იყო ვეტექიმობაში 5 ოსანი.
წარმოიდგინე, ახალქალაქში ნაყიდი საქონელი 1800 მეტრზე ზღვის დონიდან, ჩამოვიყვანეთ ქიზიყში 200 მეტრზე ზღვის დონიდან და არც ერთი საქონელი არ მოგვკდომია. მაგრამ თავზე ედგა ერთი წელი რომ ლეპტოსპიროზი არ გასჩენოდა.
ვცრიდით რა თქმა უნდა ყველა დაავადებაზე.
მაგრამ საქონელს მარტო ვეტერინარია არ ჰყოფნის რომ კარგი სანაშენე ხბო მოგცეს. მერე ეს ხბო, გაზარდო კარგ სანაშენე საქონლად და ბევრი რძე მოგცეს.
აქ უკვე სხვა სწავლა განათლებაა საჭირო. რასაც ჰქვია ზოოტექნიკა.
ერთი სიტყვით, კაცი რომ ამ საქმეს მოეჭიდება, ყველაფერი უნდა ისწავლოს. ვიჯექი და მამაჩემის რუსულ ქართული ბიბლიოთეკიდან ვსწავლობდი ზოოტექნიკას. ვეტერინარი მყავდა და არ მჭირდებოდა ვეტერინარიის შესწავლა.
ინტერნეტში ზღვა მასალა არის ყველაფერზე.მეც ასე დავჯექი და ვისწავლე.
უკვე ფერმიდან წამოსულუი ვიყავი როცა მე ეს ცოდნა ინტერნეტიდან შევიძინე მაგრამ, მე 5 წლიანი გამოცდილება მქონდა საქონელთან უწყვეტი კონტაქტისა ყველა დონეზე.
ხბოს დაბადება, გამოზრდა, შეჯვარება, ისევ ხბოს დაბადება უკვე ძროხიდან და ასე შემდეგ ბევრ ექსტრემალურ შემთხვევებში.
ამიტომ როცა პრაქტიკის შემდეგ თეორიულ ცოდნას დავეწაფე, უცებ მივხვდი სად და რაში ვუშვებდით შეცდომებს კვების მხრივ,თორემ ვეტერინარიაში კარგად გვქონდა საქმე.
მე ჩემი გამოცდილება და ექსტრემალური სიტუაციები ავღწერე თემაში საოჯახო მეურნეობა სოფელში დასახლება. თუ დროს გამონახავ წაიკითხე და ბევრმა რამემ იქიდან შეიძლება დაგაინტერესოს.
ასე რომ ერთი ასეთი კაცის ყოლა გადაწონონის 5 ის უმეცრებულ ფაცი-ფუცს.
იმასაც გეტყვი რომ, ზოგადად 10 უცოდინარი კაციდან, რომელიც ჩაერთვება ამ საქმიანობაში, 8 დასწყევლის მესაქონლებას და ახლოს აღარასოდეს გაეკარება, ხოლო 2 კაცი ისე დაავადდება საქონლის სიყვარულით, რომ სულ რომ პრეზიდენტ-პრემიერი გახდეს, ოცნებად ექნება სიბერეში თავისი პატარა ფერმა ქონდეს.
ეხლა გატყობ შენც რაღაც ეგეთი სენი გაქვს შეყრილი. მე გისურვებ მაგ სენისგან გაუნკურვებას.
შენისთანა და ვანო და ნატასთანა შემართებულ ხალხს შეუძლია რაღაც გააკეთონ, კიდევ აგერghost471ი. კიდევ გამოჩნდება ხალხი და ჩვენს ქვეყანაშიც უკეთესობისკენ წავა საქმე
მე კი ჩემის მხრივ, რაც ვიცი არ დამეზარება გასწავლოთ, თუ სადმე შეცდომას დავუშვებ ბოდიშს მოვიხდი. არ შემრცხვება ჩემი შეცდომის აღიარების და შეძლების და გვარად შეიძლება ისიც გირჩიოთ როგორ შეიძლება იმ შეცდომის გამოსწორება.
ეხლა საქმეს დავუბრუნდეთ.

QUOTE
იქაურმა ვეტერინარმა კვირაში ორჯერ რომ დახედოს ძროხებს საკმარისად იქნება რისკები დაზღვეული?

კი იქნება რისკები დაზღვეული, იქ თუ საქონლის მცოდნე კაცი იქნება. რომელიც შეატყობს რომ, დავუშვათ აი ეს ნიშა ძროხა რაღაც ვერ არის კარგად.
QUOTE
ეგ დაავადებები დროულად ჩატარებული აცრების პირობებშიც შეიძლება დაემართოთ? არ არსებობს მაგეების წინააღმდეგ აცრა?

რა თქმა უნდა ყველა დაავადებაზე არსებობს ვაქცინაცია, თუ ყველა აცრებს დროულად გააკეთებთ ჩანაწერებით ჟურნალში, არც არაფერი გამოგრჩებათ. ოღონდ მანდაც საჭიროა ის ადამიანი რომელსაც ეგ საქმე დაევალება.
QUOTE
გამოცდილი ხალხი რაზე ატყობს, რომ დაავადდა ძროხა? საჭმელს თუ არ ჭამს, ახველებს და მასეთ შესამჩნევ სიმპტომებზე პრინციპში მაშინვე დაუკავშირდებიან ვეტერინარს. ნუ მანამდე გავატარებთ პრაქტიკულ და თეორიულ კურსს. სიტყვაზე 3 მათგანს რომ ჰქონდეს სხვა და სხვა ფერმებში ნახევარ წლიანი გამოცდილება (შეიძლება 9 თვიანი ან 1 წლიანიც გამოვიდეს) ვერ შეატყობს ძროხას რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს?

კაცო, მეც მაგას არ გეუბნები რომ პრაქტიკული და თეორიული კურსი 3 თვიანი არ ჰყოფნის?
ძროხას ისევე როგორც ადამიანს, დგომაზე და თვალებში ეტყობა ჯანმრთელად არის თუ არა.
QUOTE
არის სადმე ძროხის დაავადებები ჩამოწერილი, რომლებიც საქართველოში ემართებათ ხოლმე?

კი.არის და მაგას როცა დაგჭირდება ნახავ.
QUOTE
წაბლები თუ ვიყიდეთ ბევრად ნაკლები იქნება დაავადებების რისკი? რავი ბებიაჩემმა ეხლა რომ ვუფიქრდები ბევრი არაფერი იცოდა ძროხებზე, თივას უყრიდა და წველიდა და არ მახსოვს ძროხებს რამე დაჰმართნოდათ. თან მთელი სოფლის საქონელი ერთად დადიოდა ნახირში. ერთხელ იყო მარტო შემთხვევა ძროხა არ ჭამდა და პირზე რაღაც გამონაზარდები ჰქონია, სოფლელი თვითნასწავლი ვეტერინარი მოვიდა, მაკრატლით მოაჭრა ის რაღაც გამონაზარდები, მერე მგონი ნახევარი ბოთლი არყით მობანა, ნახევარიც თავად დალია და ეგ იყო 
ოღონდ წაბლები არ ჰყავდა ბებიაჩემს, მთის ძროხები ჰყავდა და 2 ძროხა ერთ მოწველაზე 4-5 ლიტრას იწველიდა ალბათ (ერთ 8 ლიტრიან სათლს ვერ ავსებდა მახსოვს)
QUOTE

ხოდა ის ვიღაცა რომელმაც ნახევარი ბოთლი არაყი დალია, სწორედ იმიტომ მოიყვანეს რომ, სხვაზე მეტი იცოდა.
ასეთი კაცი გჭირდება შენ არყის გარეშე. რომელმაც ძროხის სუნთქვაც კი იცის.
ზოგჯერ ძროხა რომ ისვენებს შუა ღამის 3-4 საათზე, გათიშულს სძინავს გაშოტილს და უმოძრაოს. აი პირდაპირ მკვდარი გეგონება. ბევრჯერ მივსულვარ და ძილიდან გამომიფხიზლებია რომ გამეგო ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
ეხ, იმდენი რამეა მანდ სასწავლი, მთელი მეცნიერებაა. მაგას 5 წელი უნივერსიტეტში სწავლობენ და მას შემდეგ კიდევ ბევრია სასწავლი.
QUOTE
ნაკვეთშიც ავალ და იქაურებსაც დაველაპარაკები, საქონელზე რა დაავადებები უჩნდებათ ხოლმე. იქნებ ცხავერში და გოსტიბეში ვინმე მცოდნეც ვნახო, ან ახალციხეში მაინც იყოს მასეთი ვინმე. ნაკვეთში ჰუმუსის ფენის გაზომვაც მინდა და მიწის ანალიზის გაკეთებაც.

ახალციხეში ნამდვილად ნახავ მცოდნე ხალხს, თუ შორი არ არის შენგან.
ghost471
QUOTE
გავითვალისწინებ ძია და შენი იმედიც მექნება

მე აუცილებლად დაგეხმარები მაგ საქმეში. რჩევებსაც მოგცემ და თუ კონკრეტულ დღეზე შევთანხმდებით, წაგყვები კიდეც ასარჩევად.

რა ცუდია ერთი ადამიანის ცოდნის დაკოპირება და მეორე ადამიანის ტვინში ჩატენვა რომ ვერ ხერხდება რამდენ დამწყებს და უკვე ფერმერ ადამიანს საქმის სპეციალისტად აქცევდა შენი პრაქტიკული ცოდნა...


ადრე ხბო გამიხდა ცუდად და ვეტექიმმა მომცა წამალი და მითხრა კუნთში გაუკეთეო. დიდის ამბით 5 წუთიანი ძებნით ამოვარჩიე ბარკალზე ყველაზე მსხვილი კუნთი და ქირურგიული სიზუსტით შევუშვი შიგ წამალი. მოკლედ 1 თვე იმ ფეხს ვეღარ აბიჯებდა ისე დავაკოჭლეsmile.gif მარტო თეორია 10 წელიც რომ ისწავლოს კაცმა იმას 1 წლის პრაქტიკოსი ჯობნის ათი თავითsmile.gif

Posted by: kaxaberski66 7 Jul 2018, 22:05
vano22
QUOTE
რა ცუდია ერთი ადამიანის ცოდნის დაკოპირება და მეორე ადამიანის ტვინში ჩატენვა რომ ვერ ხერხდება რამდენ დამწყებს და უკვე ფერმერ ადამიანს საქმის სპეციალისტად აქცევდა შენი პრაქტიკული ცოდნა...

ვანო, პრაქტიკულ-თეორიულის ნაზავი.. მარტო პრაქტიკული დაგტოვებს მეჯოგედ. თანამედროვე მიღწევების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გადატანაა აუცილებელი.
ფილმი არის ახალი არკადიადა. თბილისისი ერთ-ერთ ახალ უბანში სართულებზე ძროხას რომ ინახავენ კახელი და გურული. კახალი ძალზედ გამოცდილი და საქონლის მცოდნე კაცია. ამ წუთში გადის ტელევიზორში ეგ ფილმი. ისე ვარ მეც.
QUOTE
ადრე ხბო გამიხდა ცუდად და ვეტექიმმა მომცა წამალი და მითხრა კუნთში გაუკეთეო. დიდის ამბით 5 წუთიანი ძებნით ამოვარჩიე ბარკალზე ყველაზე მსხვილი კუნთი და ქირურგიული სიზუსტით შევუშვი შიგ წამალი. მოკლედ 1 თვე იმ ფეხს ვეღარ აბიჯებდა ისე დავაკოჭლე მარტო თეორია 10 წელიც რომ ისწავლოს კაცმა იმას 1 წლის პრაქტიკოსი ჯობნის ათი თავით

კარგად გამაცინე.
მოდით ეხლა ცოტა განვიტვირთოთ და ამას მოვუსმინოთ.
https://www.youtube.com/watch?v=cWGE9Gi0bB0&list=RD-EzURpTF5c8&index=7

Posted by: merabc 8 Jul 2018, 13:56
მოგესაალმებით.
გადავხედე თემას. აქ უფრო მეტი უშინაარსო ბელეტრისტიკაა ვიდრე კონკრეტული კითხვა და მასზე კონკრეტული კომპეტენტური პასუხი.
დასვით მოკლედ შეკითხვა და შევედები კონკრეტულად გიპასუხოთ ჩემი ცოდნა-კომპეტენცის ფარგლებში.
მანამდე ზოგადად დავწერ დამწყებთათვის:
1. მაღალპროდუქტილი ძროხის მოვლა-შენახვა რადიკალურად განსხვავდება ადგილობრივი ჯიშის ძროხის ტრადიციული მეთოდით შენახვისგან.
2. ეს ინვესტიცია ძალიან დიდი რისკათანაა დაკავშირებული, ამიტომ სათანადო ცოდნის და მომზადების გარეშე ამძროხების შემოყვანა არ ღირს.
3. თანამედროვე ინტენსიური მეთოდით ფერმის მართვა დიდ ინვესტიციებთანაა და კავშირებული.

უფრო კონკრეტული შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ აქ:
http://georgiandairy.org

Posted by: vano22 8 Jul 2018, 16:03
kaxaberski66
ყველაფერს ისწავლი. ყველაფერ სიახლეს დანერგავ თუ კაცს ჯიბე გიწყობს ხელს მაგრამ 100.000+ მაინც უნდა მაგ ახალი ჯიშების ფერმის ამუშავებას და ორი მაგდენი ნაწარმის ისე გადამუშავებას რომ რძის სარეალიზაციო ფასი 40 თეთრი არ გამოვიდესsmile.gif მაგდენი ფული ვისაც აქვს კიდე ის არც საქონელს არ მოკიდებს ხელს წავა და ქალაქში იჩალიჩებს რამეს.. აგერ მოვიყვანე ახალი ჯიშის ღორები. გავზარდე გავამრავლე მაგრამ რად გინდა? 6 ლარს არ მაძლევენ ხორცში.. ..

ეგ ფილმი ნანახი მაქვს და დასასრული არ მომწონს ჯობდა სხვანაირად დაემთავრებინათ

Posted by: merabc 9 Jul 2018, 00:21
vano22
QUOTE
100.000+ მაინც უნდა მაგ ახალი ჯიშების ფერმის ამუშავებას

არასაკმარისი თანხაა ინტენსიური მაღალპროდუქტიული საქონლის ფერმისთვის
QUOTE
რძის სარეალიზაციო ფასი 40 თეთრი არ გამოვიდეს

40 თეთრი ყველაზე მინიმუმია რაც შესაძლებელია რძეში გადაგიხადონ. თუ წარმოებული რძეს საერთო რაოდენობა აჭარბებს 200 ლიტრს დღიურად რძის სარეალიზაციო ფასი გაცილებით მეტი გექნებათ, თუ არასეზონურია წარმოება ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, ხარისხის გარანტიისთვის ფასს კიდევ მოგიმატებენ.
QUOTE
მაგდენი ფული ვისაც აქვს კიდე ის არც საქონელს არ მოკიდებს ხელს წავა და ქალაქში იჩალიჩებს რამეს

მოგება საკმაოდ კარგია, თუ კარგ მენეჯმენტს აწარმოებთ. თუმცა დიდ ზარალამდე 1 ნაბიჯია, თუ მართვა არასათანადო იქნება

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2018, 09:47
merabc
QUOTE
მოგესაალმებით.
გადავხედე თემას. აქ უფრო მეტი უშინაარსო ბელეტრისტიკაა ვიდრე კონკრეტული კითხვა და მასზე კონკრეტული კომპეტენტური პასუხი.
დასვით მოკლედ შეკითხვა და შევედები კონკრეტულად გიპასუხოთ ჩემი ცოდნა-კომპეტენცის ფარგლებში.

თავს არავინ შეიწუხებს კითხვების დასმით.
კითხვები მაშინ უჩნდება ხალხს, თუ საქონელი ავად გაუხდათ. ტექნოლოგიებზე და შენახვის წესზე, ასევე სწორ დაბალანსებულ კვებაზე, კითხვა არ აქვთ.
გაიქცევიან და გამზადებულ კორმას იყიდიან. მერე რამდენი უნდა აჭამონ, რატომ უნდა აჭამონ, ეგ აღარ იციან. იგივე კორმა 95% სიზუსტით თვითონაც შეუძლიათ დაამზადონ.
vano22
QUOTE
ყველაფერს ისწავლი. ყველაფერ სიახლეს დანერგავ თუ კაცს ჯიბე გიწყობს ხელს მაგრამ 100.000+ მაინც უნდა მაგ ახალი ჯიშების ფერმის ამუშავებას

დავანებოთ თავი ახალ ჯიშებს. მე ყოველთვის ყველას ვურჩევ რომ, სათანადო ცოდნის გარეშე, არ შემოიყვანონ უცხოური ჯიშები, ტორემ ლეშის გროვად ექცევათ.
ვიღაცას ხომ უკვე ჰყავს თუნდაც ორი სამი ფური სახლისთვის. რატომ არ შეიძლება ამ სამი ფურის ახალი მეთოდებით კვება და მოვლა?
მაინც და მაინც ყოველ სისხამ დილით 10 კმ ზე უნდა გაუშვას საძოვარზე და იქიდან მოსული დასიცხული ძროხა უნდა მოწველონ 2 ან 3 ლიტრა?
ამ დროს შეიძლება სულაც არ გაუშვა ნახირში და სახლში გამოკვებო ნედლი ბალახით თუ დათესავ იონჯას, ერთი ორი კილო კარგი თივა და კორმა დათვლით ნაწველიდან და ლაქტაციის პერიოდიდან გამომდინარე და მიიღებ 5 ჯერ მეტ რძეს.
არა. არ უნდათ.

Posted by: Nat_asha 9 Jul 2018, 10:05
kaxaberski66
ვითომ გაჭირვებას მიაწერენ ხოლმე. ჩემი თანამშრომელი გამახსენდა, ბაზრობაზე წავა ხოლმე და იყიდის 30-35 ლარად ფეხსაცმელს, მაღაზიაში ძვირი ღირსო და მაგდენი არ მაქვსო. 2-3 თვეში ისევ საყიდელი აქვს. მე კიდევ მივდივარ მაღაზიაში და 100 ლარამდე ვაძლევ კარგი ხარისხის ფეხსაცმელში და ფასდაკლებებზე 50 ლარადაც მიყიდია. ეხლა მაგალითად ზამთრისთვის 40 ლარად ვიყიდე. მე ეს ჩემი ნაყიდი 3 სეზონი მყოფნის ხოლმე და არც წყალი შემდის და ვერც ვცვეთავ უბრალოდ მბეზრდება ხოლმე. ანუ ლოგიკა ისაა რომ არცისეთი მდიდარი ვარ რომ იაფფასიანი ფეხსაცმელი ვიყიდო. კარგი საქონელი ბაზრობაზეც ძვირი ღირს და მაღაზიაშიც. ლოგიკა ისაა რომ მისი ხარჯები ჩემსას რეალურად ბევრად აჭარბებს, თანაც სად ქუსლი მოსტყდება და წვიმაში წყალი შეუვა არ იცის. მე კი მშვიდად ვარ. ეს "მესაქონლეებიც" ეგრე არიან. ბრჭყალებში განზრახ დავწერე. თითონ არაფრის მიცემა არ უნდათ საქონლისთვის და ცოტას რომ იწველება მის ჯიშს აბრალებენ biggrin.gif ეს რათქმაუნდა განათლებას ეხება, გაუნათლებლობა და თანაც სურვილის არქონა რომ განათლდნენ. როდესაც ფერმერს სთავაზობ ნებისმიერ დარგში სწორ მეთოდს პასუხი მზად ააქვთ, დაიცა რაა ეს პროფესორები ხართ ვითომ , ჩვენ უკეთ ვიცით მტელი ცხოვრებაა ძროხა მყავს ან მიწას ვამუშავებ და შენ მასწავლი? biggrin.gif ხარჯის გამართლება არ იციან. 3 ძროხის ყოლას 1 იყოლიე არ ჯობია და კარგად კვებე, იგივე რძეს მიიღებ , მარა 3 უკეთ ჟღერს ალბათ . თუ კი ძროხა დღეში 3 ლარი გიჯდება და 2 ლიტრს იწველის, არ ჯობია 6 დაახარჯო და 8 მოიწველოს? ამ შემთხვევაში ხომ ხარჯი გამართლებულია? 2 იმდენი ხარჯია მაგრამ 3-4 იმდენი მატება .ამას არავინ არ ფიქრობს.

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2018, 11:55
Nat_asha
QUOTE
როდესაც ფერმერს სთავაზობ ნებისმიერ დარგში სწორ მეთოდს პასუხი მზად ააქვთ, დაიცა რაა ეს პროფესორები ხართ ვითომ , ჩვენ უკეთ ვიცით მტელი ცხოვრებაა ძროხა მყავს ან მიწას ვამუშავებ და შენ მასწავლი?

აი ესაა სწორედ. სწავლა ახალის ეზარებათ.

Posted by: vano22 9 Jul 2018, 13:20
merabc პირველ რიგში სათანადო ლაბორატორიები სანამ არ შეიქმნება რომ დაავადების სწრაფი გამოვლენა და სათანადო მკურნალობა დროულად მოესწროს მანამ სულ იქნება დიდი ზარალის რისკი. აგერ შარშანწინ რაც ახალციხე მარნეულში საქონელი გაწყდა მიზეზიც კი ვერ გაიგეს რისგან იხოცებოდნენ. ვეტერინარები კი გვყავს მაგრამ ვარაუდზე მკურნალობა ვერაა ყოველთვის წარმატებული..


ეხლა ახალი ყველი 4 ლარი ღირს. 1 კილოს 10 ლიტრი რძე ხო უნდა? აბა 40 თეთრად გაყიდული რძე რა მოგებას დატოვებს? ამ სანტეს და სოფლის ნობათს რომ ვუყუროთ არაჟანს და მაწონს ოქროს ფასად ყიდიან და მაგით გადიან მოგებაზე თორემ მე ვიცი რა მოგებასაც ნახავდნენ 40-50 თეთრად რომ ყიდიდნენ რძეს..



kaxaberski66 მაგდენს ფიქრობენ რო? ეხლა მთლად აჭარული ან ხევსურ-ფშავლურების ყოლაც არაა სწორი მაგრამ აგერ სომხეთიდან შემოდის მშვენიერი საქონელი 20-25 ლიტრიანები და მაგათაც კი ტყე ღრე დაატარებენ ჩვენი ფერმერები და მერე ჰავას ვერ შეეგუა 10 ლიტრზე დავიდაო წუწუნებენ. მინდვრისა ჩემგან არაფერი გესწავლება და არაკულტურულ საძოვარზე ფერმის სიახლოვეს ძოვებით არაფერი არ გამოდის ჰა ჰა აპრილი მაისი და ივნისი არის იმდენი ბალახი რომ საქონელი კარგად დაძღეს და მერე დაყიალობენ მთელი წელი მშივრები.. პრინციპში ვერც გაამტყუნებ ვერავის არ აქ ფასი ამ ჩვენ ნაწარმს და აღარ ახარჯებენ ზედმეტ ფულს. მარტო ნახირში ტარება 15 ლარი ჯდება და მასე კი გადიან პატარა მოგებაზე სულ 5 ლიტრიც რომ წველონ. ბოლო 2-3 წელია ძაან აქტიურად ვითარდება მეცხოველეობა მარტო ჩემ სიახლოვეს 5 ახალი ფერმა ამუშავდა ზოგი ბაგურზე აჭმევს ზოგს საძოვარზე დაყავს და უკვე საქმე იქამდე მიდის რომ ფიზიკურად აღარ ყოფნით ბუნებრივი საძოვრები და ვფიქრობ ერთ 10 წელში ყველა ნორმალური ფერმა ბაგურ კვებაზე და საკუთარ კულტურულ საძოვრებზე გადავა.

Posted by: Nat_asha 9 Jul 2018, 13:36
vano22
QUOTE
merabc პირველ რიგში სათანადო ლაბორატორიები სანამ არ შეიქმნება რომ დაავადების სწრაფი გამოვლენა და სათანადო მკურნალობა დროულად მოესწროს მანამ სულ იქნება დიდი ზარალის რისკი. აგერ შარშანწინ რაც ახალციხე მარნეულში საქონელი გაწყდა მიზეზიც კი ვერ გაიგეს რისგან იხოცებოდნენ. ვეტერინარები კი გვყავს მაგრამ ვარაუდზე მკურნალობა ვერაა ყოველთვის წარმატებული..

ეჰ ვანო დიაგნოზს ადამიანებსაც აღარ უსვამენ არატუ საქონელს. ვარაუდით მკურნალობენ. ვეტერინარიაში სერიოზული პრობლემებია და სახელმწიფო ხელს არც უწყობს რომ განვითარდეს. მაგალითად უფასო ადგილები არ ააქვთ ვეტერინარიის ფაკულტეტზე ელემენტარულად რომ წაახალისოს და მოტივირებული გახადოს. ერთი გაფიქრება ვიფიქრე რომ სასოფლოს ყურისძირში ვცხოვრობ და ხომ არ ჩავაბაროთქო და ამიტომ ინფორმაციას გავეცანი. მოკლედ სწავლა 3200 ლარია 1 კურსის ღირებულება. გრანტი სულ 100 %-იანიც რომ აიღო მაინც არ გყოფნის. გარდა ამისა ადგილობრივი უფასო ადგილები არ ააქვთ. მე მაგალითად გრანტი უკვე აღებული მაქვს და მეორედ სარგებლობის უფლება არ მაქვს, ამიტომაც საინტერესო იქნებოდა ჩემთვის უფასო ადგილებს თუ შემომთავაზებდნენ აუცილებლად ვცდიდი. მემგონი პრიორიტეტი უნდა იყოს ეს თემა და საერთოდაც უფასო უნდა გახადონ და სუბსიდირება გაუკეთონ 10 წლიანი ვადით მაინც რომ გახდეს პოპულარული ეს სპეციალობა და ამგვარი ქმედებებით ხელი შეეწყოს მცირე ფერმერსაც, რადგანაც პროფესიონალი ვეტექიმის არსებობა ძალიან ბევრ ხარჯებს და რისკებს ამცირებს..
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი არცერთს არ გააჩნია მსგავსი ფაკულტეტი. ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს სახელმწიფო ხელშესაწყობად. .

Posted by: vano22 9 Jul 2018, 19:06
Nat_asha

მარტო ვეტერინარია? იმის ცოდნა არაა ხალხში მიწა როდის უნდა დამუშავდეს. როდის დაითესოს და სასუქი როდის შევიდეს. აპრილში მოხნულ მიწაზე მაისის ბოლოს რომ თესავენ სიმინდს მერე მიწას აბრალებენ მოუსავლიანიაო.. ვისთანაც ამ თემაზე მისაუბრია ყველას ვუჩიჩინებ ნუ თესავთ ამ ბაზარში ნაყიდ გაურკვეველი ჯიშის მარცვალს წადით სერტიფიცირებული ჯიში ჩამოიტანეთ და დათესეთ მეთქი მაგრამ ვინ მიჯერებს? ერთი საცოდაობაა ჩემთან მიწებს რომ გადახედო ისეთი ყანებია გეგონება თავისით ამოვიდა ველურადოsad.gif

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2018, 22:42
vano22
QUOTE
აგერ სომხეთიდან შემოდის მშვენიერი საქონელი 20-25 ლიტრიანები

შენ იცი ვისაც ყავს სომხური ძროხები?
QUOTE
ერთ 10 წელში ყველა ნორმალური ფერმა ბაგურ კვებაზე და საკუთარ კულტურულ საძოვრებზე გადავა.

კი გადავა. სხვა ნაირად საქონლის ყოლას აზრი არ აქვს.
QUOTE
მარტო ჩემ სიახლოვეს 5 ახალი ფერმა ამუშავდა

ვანო , რომელი საქონელი ყავთ მათ?

Nat_asha
QUOTE
მე მაგალითად გრანტი უკვე აღებული მაქვს და მეორედ სარგებლობის უფლება არ მაქვს, ამიტომაც საინტერესო იქნებოდა ჩემთვის უფასო ადგილებს თუ შემომთავაზებდნენ აუცილებლად ვცდიდი. მემგონი პრიორიტეტი უნდა იყოს ეს თემა და საერთოდაც უფასო უნდა გახადონ და სუბსიდირება გაუკეთონ 10 წლიანი ვადით მაინც რომ გახდეს პოპულარული ეს სპეციალობა და ამგვარი ქმედებებით ხელი შეეწყოს მცირე ფერმერსაც, რადგანაც პროფესიონალი ვეტექიმის არსებობა ძალიან ბევრ ხარჯებს და რისკებს ამცირებს..

მართალი ხარ. წახალისებული უნდა იყოს სასოფლო ფაკულტეტები.
რაც მე ვიცი, თავი დავანებოთ თურქეთს სადაც სოფლის მეურნეობა სახელმწიფოსგან სუბსიდირდება. ფინეთშიც ასევე სუბსიდირდება და ევროპის ძლიერ განვითარებული ქვეყნების დიდ უმრავლესობაშიც.
ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჯერ ერთი პრესტიჟულია ძლიერი სოფლის მეურნეობა, სადაც ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან მაგალითად სტატისტიკური ფურის საშუალო წველადობაში და მეორეც, ჩვენ შეგიქქმნით ყველანაირ პირობებს, ოღონდაც მშივრებს ნუ დაგვხოცავთო.
მე გული იმაზე მწყდება რომ ჩემი ოჯახი, რომელმაც შექმნა მეურნეობა იმ გაუსაძლის წლებში, ჩემი ძმის გარდაცვალების გამო ყველაფერი დამთავრდა. გარდაცვალებისას 100 სულზე მეტი საქონელი ჰყავდა და 300 სული დედა ცხვარიც.

Posted by: vano22 10 Jul 2018, 16:34
kaxaberski66
მარნეულელ კაცს ჩამოყავს ნაღდი შვიცები ოღონდ მოგებულებია და ხბოებიანად ყიდის ხოლმე. მაგ ხუთი ფერმიდან ორი ჩვეულებრივი ქართული ჯიშებით აწარმოებს რძეს და სამი სახორცედ ზრდის მშრალებს. ჯიშიან საქონელს აღარ ეკარებიან რაც იმას მოვლა ჭირდება იმის ფასად ჩვენებურს ხუთს გაზრდი

Posted by: ghost471 10 Jul 2018, 19:50
vano22
ვანო შინაურს ჩამოყავს ვინმეს თუ mymarket.ge-ზე ნახე?

Posted by: vano22 10 Jul 2018, 20:14
ghost471 არა რა ახლობელი. იორმუღანლოს ბაზარზე ყიდის ხოლმე.

Posted by: ghost471 11 Jul 2018, 07:44
vano22
Mymarketic savsea egeti saqonlit.

Posted by: kaxaberski66 11 Jul 2018, 09:35
vano22
QUOTE

მარნეულელ კაცს ჩამოყავს ნაღდი შვიცები ოღონდ მოგებულებია და ხბოებიანად ყიდის ხოლმე

დიდი ალბათობით სომხეთში გამობრაკული საქონელი იქნება.
აბა წარმოიდგინე. საქონელს განბაჟება უნდა. განბაჟებული საქონლის ფასი მაღალია და აქ როგორ უნდა გაყიდოს?.

Posted by: merabc 11 Jul 2018, 13:02
მოგესალმებით.
30 აგვისტოდან 5 დღის განმავლობაში ტარდება ტრეინინგები მერძეული ფერმის მართვის სხვადასხვა საკითხებზე, ვეტერინარია, კვება, ფერმის კონსტრუქციები, ბიოწარმოება მერძევეობაში და სხვა. ატარებენ უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან. შეგისძლიათ დაესწროთ ყველა დღეს, შეგიძლია თემის მიხედვით ზოგიერთ დღეს.

წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე: georgiandairy.org. აქვეა პროგრამა მითითებით, თუ რომელ დღეს რა თემა იქნება და ვინ ჩაატარებს ტრეინინგს. უნდა მიუთითოთ, რომელ დღეს გსურთ დასწრება.

მსურველებმა იძქარეთ, რეგისტრაცია 13 ივლისამდეა.

Posted by: White88 11 Jul 2018, 15:46
გამარჯობა,საქართველოს პირობებში რომელია საუკეთესო სარძევე ჯიში რომლის ხბოს შოვნასაც შეძლებს ადამიანი საქართველოში?

Posted by: kaxaberski66 11 Jul 2018, 15:53
merabc
ძალიან კარგი და საჭირო სწავლებაა ყველა მიმართულებით.
მაგრამ, აქაური ხალხიდან არ მგონია ვინმე მოვიდეს.
მე აუცილებლად დავრეგისტრირდები და მოვალ.
შეიძლება პაბერეჟნამ მოწვევაც გამომიგზავნოს.
* * *
White88
საუკეთესო და კარგი ბევრია მაგრამ, შოვნით იშოვი კავკასიური წაბლას ხბოებს.
ოღონდ ხალას ჯიშს ვერა, რადგანაც ხალასად მოშენება აღარ მიმდინარეობს.

Posted by: merabc 11 Jul 2018, 18:28
kaxaberski66
QUOTE
მე აუცილებლად დავრეგისტრირდები და მოვალ.
შეიძლება პაბერეჟნამ მოწვევაც გამომიგზავნოს.

მოსაწვევს არ არიგებენ, უნდა დარეგისტრირდეთ.
ადგილები შეზღუდულია, მსურველებმა იჩქარეთ.

Posted by: ghost471 11 Jul 2018, 22:47
vano22
Fasi ra aqvs vano xboianat?

Posted by: dvt333 12 Jul 2018, 20:36
vano22
ghost471
kaxaberski66
თქვნგან მაინტერესებს ეხლა თუ ღირს პატრა მოზვრების ყიდვა, მთაში ვერ ავიყვან, საკმაოდ ცხელ ადგილზე უნდა მყავდეს თუმცა წყალი და ბალახი ბლომადაა,
ასევე ხორბლის ნამჯა მაქ და რამდენად იქნება გამოსადეგი?

Posted by: vano22 12 Jul 2018, 21:30
dvt333

მე არ გირჩევ. შემოდგომისთვის იყიდე რომ აგრილდება. ასე სექტემბრიდან.


ghost471 3500 დან ზევითsmile.gif მე მომეწონა კარგები იყვნენ.


kaxaberski66 არ ვიცი არჩევა უნდა და ამოირჩევა მაქედანაც. ხო არის შემთხვევა რომ ფერმები იხურება და პადრიატ ყიდიან ხოლმე იაფად ყველაფერს და იქნებ ამათაც მასე მოყავთ?

Posted by: kaxaberski66 13 Jul 2018, 10:10
dvt333
QUOTE
ასევე ხორბლის ნამჯა მაქ და რამდენად იქნება გამოსადეგი?

ხორბლის ნამჯა არიის ყველაზე დაბალ კალორიული. მას ჯობია ქერის და შვრიის ნამჯა. ასევე სიმინდის ჩალა.
ზოგადად მოზარდისთვის არ არის კარგი ხორბლის ნამჯა. არ იძლევა ტან-ხორცის ზრდისთვის საჭირო შედეეგს.
საქონლისთვის ქვეშ საგებად არის იდეალური, რადგან ნამჯას შეუძლია დიდი რაოდენობით სისველის შეწოვა.
vano22
QUOTE
არჩევა უნდა და ამოირჩევა მაქედანაც. ხო არის შემთხვევა რომ ფერმები იხურება და პადრიატ ყიდიან ხოლმე იაფად ყველაფერს და იქნებ ამათაც მასე მოყავთ?

ვანო, ეხლა სომხეთში ფერმები იხურება და ქართველები ყიდლობენ საქონელს?
სომხეთში მესაქონლეობა ბევრად უკეთესად არის განვითარებული ვიდრე ჩვენთან.
ეს იქიდანაც ჩანს რომ, იქ შენარჩუნებულია კავკასიური წაბლა როგორც ჯიში, ხოლო ჩვენთან განადგურებულია. თუ იქ იყიდება, თვითონვე იყიდიან კარგს.


Posted by: vano22 14 Jul 2018, 00:05
kaxaberski66 აბა არ ყოფილა საშველი? ევროპიდან რომ შემოყავთ იქ უფრო არაა განვითარებული? გამოდის რომ აქ რაც შემოდის შვიციდან დაწყებული სიმენტალით დამთავრებული სულ დაბრაკული საქონელია?

Posted by: kaxaberski66 14 Jul 2018, 01:00
vano22
მე ჩემი თვალით მინახია გარდაბნის რაიონში სოფელ გამარჯვებაში შემოყვანილი დაბრაკული საქონელი, რომელიც სანაშენედ ვარგოდა,.
ხომ გესმის. ხბოს წარმოებისთვის კარგია. საწველად არ ვარგა.
არ მინდა გამოვიდე ყველაფრის მცოდნესავით. მეწველი უნდა შემოწმდეს არა მარტო ნაწველის რაოდენობაზე, არამედ ცურის ფორმაზე და ძუძუების ფორმაზე და სიგრძეზე.
ზოგი ძროხის ძუძუს სიგრძე და დიამეტრი არ გამოდგება აგრეგატით წველისთვის.
QUOTE
ევროპიდან რომ შემოყავთ იქ უფრო არაა განვითარებული? გამოდის რომ აქ რაც შემოდის შვიციდან დაწყებული სიმენტალით დამთავრებული სულ დაბრაკული საქონელია?

იქაც მოგატყუებენ თუ შეგატყვეს რომ დილეტანტი ხარ. დედამიწაზე სამოთხე არ არსებობს. ევროპაში ზოგიერთ ქვეყანაში არჩევის საშუალებას რომ მოგცემენ, სწორი არჩევანი უკვე შენზეა.
თუ გინდა რომ ბევრი წამოიყვანო, ირჩევ ტანით პატარებს და ასაკის შესაბამისად განუვითარებლებს, და უკვე უდიდესი შეცდომაა.
თუ სწორად ირჩევ, 1 ან 2 სულით ნაკლებს იყიდი, მაგრამ კარგებს.
მე რომ შპარგალკა დავდე აქ, იმით იხელმძღვანელეთ და არ შეცდებით.

Posted by: merabc 14 Jul 2018, 01:18
vano22
QUOTE
გამოდის რომ აქ რაც შემოდის შვიციდან დაწყებული სიმენტალით დამთავრებული სულ დაბრაკული საქონელია?

რეალობა ისაა, რომ კარგი ძროხის დეკეულს არავინ მოგყიდის, თავდ სჭირდებათ. შემდგომ მისი გაუმჯობესება თქვენზეა დამოკიდებული. ოღონდ ესეც სწორად უნდა გაკეთდეს. არასწორად შერჩეული სპერმით შესაძლებელია პირიქით გააუარესო ძროხის და ნახირის გენეტიკა.

აქ კარგი სურათები და ვიდეოები იდება, შეგიძლია იხილოთ:
https://www.facebook.com/pg/GeoDairyAssociation/videos/?ref=page_internal

Posted by: kaxaberski66 14 Jul 2018, 01:18
ეხლა კი ვფიქრობ კარგი მოსასმენი იქნება თქვენთვის. ცოტა ტვინები დავასვენოთ.
https://www.youtube.com/watch?v=lt-udg9zQSE&list=RDTFjmvfRvjTc&index=5

Posted by: ghost471 14 Jul 2018, 01:27
vano22
აბა რაავანო ჭკვიანი კაცი ხარ და შენ რო ღორები გყავდა რაც საუკეთესო სადედე გოჭი იყო იმას გაყიდიდი ფული რო არ გაგჭირვეებოდაა? იმათ ფული არ უჭირთ და არ გაყიდიან საუკეთესოს. უბრალოდ იმათი დაბრაკული საქონელი აქ ''სუპერია'' და მაგიტომაც ჩამოგვყავს

Posted by: kaxaberski66 14 Jul 2018, 01:51
merabc
მერაბ ძალიან კარგ თემებს გვთავაზობ. იმედი მაქვს ჩაკრულოც შემოიხედავს ამ თემაში და მხარს აგვიბავს.
ერთი ეგ არის ვისაც ავადმყოფურად აინტერესებს მესაქონლეობის თემა, ნანახი აქვს ისრაელში ყველაზე უფრო წარმატებულ ქვეყანაში მერძევეობაში, როგორ ეფერებიან ფურებს სამ ლაქტაციაში და მერე აღარ ვარგენან საწველად.
იმიტომ რომ ყველაფერს აქვს რესურსი. ადამიანს, რკინას, მანქანას. ასევე მეწველ ფურს.
ლაქტაციაზე 15000 ლიტრ რძეს რომ მოწველიან, მერე ის ძროხები გამოუსადერეგები ხდებიან აგრეგატით წველისთვის. იმიტომ რომ ძუძუები უკვე მიწაზე უდევთ. იქ კი ხელით არავინ და ვერავინ მოწველის. იმიტომ რომ ყველაფერი დროში გაწერილია.
სულ იმას ვამბობ. სანაშენე საქონლის წარმოებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს სპეციალისტების სახით და როგორც ისრაელში შექმნეს ბაზა სანაშენა ბუღებისგან და მიიღეს ადგილობრივი საქონლისგან შთამომავლობა და ამის შემდეგ დაიწყეს გადარჩევა უკეთისისა როგორც ბუღის, ისე ფურის. ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც.
მე ვიცი რომ ახალქალაქის სოფელ კოთელიაში ერთი 10 წლის წინ, ერთ-ერთ ფერმეერთან დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თანამშრომლობა. ფურები გაანაყოფიერეს ხელოვნურად. შედეგი მიიღეს კარგი, მაგრამ გაგრძელება აღარ ყოფილა.

* * *
ghost471
საქონლის ყიდვას როდის აპირებ? წამოგყვები ყველგან დაგეგმილ წასვლაზე.
მაგრამ შენ ეს ღორის მოვლა არ გეგონოს.
თუ გრძნობ რომ შეგიძლია შეეჭიდო ამ ურთულესს, მაგრამ სწორად დაგეგმილ საქმეს, წარმატებაც გექნება.
იმასაც გეტყვი რომ, თუ რძის გადამუშავებას აპირებ ოფიციალურად, დიდი დანახარჯების გაწევა მოგიწევს. წარმადობიდან გამომდინარე 50000 ლარი მინიმუმი.
იატაკვეშეთში, იცურავე. ახლონ არავინ მოვა სანამ სერიოზულზე პრეტენზიას არ განაცხადებ.

* * *

დაბინძურების და მავნებლების დაგროვების წყარო არ იყოს, არ ხდებოდეს წყლის დაგუბება.
ნედლეულის მიმღებთან მისასვლელი, პერსონალის მისასვლელი და პროდუქციის გაცემის გზა უნდა
იყოს ისეთი, რომელსაც ექნება დახრა, დრენაჟი და მიერთებული იქნება კანალიზაციის სისტემას, რათა
შესაძლებელი იყო.
თავად შენობა, არის აშენებული სპეციალურად ყველის საწარმოსთვის, თუმცა სამწუხაროდ არის
არასწორად დაგეგმარებული. ნედლეულის მიღებისას არ არსებობს ბუფერული ზონა. მიმღები
განთავსებულია მზა პროდუქციის საწყობის კარის გვერდით, რაც ჯვარედინი დაბინძურების
საფრთხეს წარმოქმნის (არსებული მდგომარეობა მოცემული ნახაზზე ქვემოთ). უნდა მოეწყოს მიმღები
ისე, რომ არ შეიქმნას სურსათის უვნებლობის საფრთხე. მიმღების კარი იღება უშუალოდ გარეთ, რაც
მიუღებელია და უნდა არსებობდეს ბუფერი და განცალკევებით. სასურველი პროექტის მოცემულია
ნახაზზე ქვემოთ.
პერსონალს აქვს ცალკე შესასვლელი, სადაც განთავსებულია ტუალეტი და საშხაპე, რომელიც
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური სავენტილაციო სისტემით. არსებობს გასახდელები,
პერსონალის კარადებით. არსებობს მცირე ლაბორატორია და დამხმარე სათავსო, რომლებიც
სათანადოდ უნდა მოეწყოს და დაიტვირთოს. მაგალითად მოეწყოს შესაფუთი მასალის საწყობი.
ლაბორატორიის გვერდით არსებობს ფანჯარა, რომელიც უმჯობესია, რომ ამოშენდეს და ამ ფართის
გამოყენება შესაძლებელია დასალაგებელი ინვენტარის განსანთავსებლად. სასურველი ნახაზი
მოცემულია ქვემოთ.
არ არის ერთმანეთისაგან გამიჯნული მიღება, დასაწყობება, რეცხვა, დამუშავება, შეფუთვა.
სასურველია მიმღები მოეწყოს ცალკე, ხოლო ყველის ფორმების სამრეცხაო უნდა მოეწყოს ისე, რომ
მინიმალური იყოს გაშხეფება, ანუ დამონტაჟდეს დიდი უჟანგავი ნიჟარა. ხოლო რძის მოსატანი
კასრებისათვის შესაძლებელია სამრეცხაო მოეწყოს გარეთ, უვნებლობის მოთხოვნების საკითხების
გათვალისწინებით.
საბოლოო პროდუქტის შენახვა და გაცემა უნდა მოხდეს ჰიგიენის წესების დაცვით. შესანახ ფართში
კედელები, ჭერი და იატაკი უნდა იყოს გული, ადვილად რეცხვადი, არატოქსიკური. პლასტიკატი არ
არის სათანადო მასალა ყველის საწარმოსათვის, რადგან მის უკან ადვილად ხდება ნესტის დაგროვება
და შემდგომში არსებობს სურსათის დაბინძურების შესაძლებლობა.
გაცემის ეტაპისათვის არის ცალკე კარი საწყობიდან, რომელიც პირდაპირ იღება ავტოფარეხსა და
საქვაბესთან. მას არ აქვს თვითჩამკეტი მექანიზმი, თუნდაც სილიკონის ფარდა. აქვს გადახურვა, მაგრამ
გაცემის პროცესი საფრთხეს უქმნის სურსათის უვნებლობას და საწარმოს ჰიგიენურ მდგომარეობას.
შესაბამისად გაცემა უნდა მოხდეს იზოლირებულად, საქვაბე უნდა გაიმიჯნოს, ხოლო გაცემის კარე
აღიჭურვოს ჩამკეტით და სილიკონის ფარდით.
10
არ არის მოწყობილი შესაფუთი მასალის საწყობი, რისთვისაც შესაძლებელია არსებული დამხმარე
ოთახის გამოყენება.
არ არის გამოყოფილი სივრცე ან კარადა სადაც მოხდება დასალაგებელი ინვენტარის შენახვა, რომელიც
შესაძლებელია მოეწყოს ლაბორატორიასთან, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზზე.
გადამუშავების ზონაში შესვლა ხდება ისე, რომ არ არის მოწყობილი დეზობარიერები, აუცილებელია
მათი განთავსება პერსონალის შესასვლელის, ნედლეულის მისაღებისა და მზა საწყობის შესასვლელის
მხრიდან.
კომპანიაში არსებული დანადგარები და ლითონის დეტალები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში,
ჟანგისა და კოროზიის გარეშე, შეღებილი არატოქსიკური, სურსათისათვის დასაშვები საღებავით.
კომპანია რძის გადასაქაჩად გამოიყენებს შავ „შლანგებს“, რაც არ არის სურსათისათვის დასაშვები,
ისინი უნდა შეიცვალოს გამჭვირვალე, „პიშევოი“ შლანგებით ან უმჯობესია უჟანგავი .
ამ ეტაპზე კომპანიაში არ ჩატარებულა დერატიზაციისა და დეზინსექციის სამუშაოები. ეს ძალიან
მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად.
კომპანია შემოწმებულ იქნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და მიიღო შემდეგი სახის
მითითებები და მათი გამოსწორებისათვის გონივრული ვადა.
საწარმოს დაგეგმარებასთან და სანიმუშო ჰიგიენისა და მენეჯმენტის პრაქტიკასთან დაკავშირებული
რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ.
რეკომენდაცია
ტერიტორია სრულად უნდა შემოიღობოს, რათა დაცულ იქნას უცხო პირებისა და ცხოველების
შეღწევისაგან. არ უნდა დაიშვებოდნენ უცხო პირები ნებართვის გარეშე.
მოპირკეთდეს, რათა იყოს გლუვი და ადვილად რეცხვადი, მოეწყოს დრენაჟები. არ უნდა ხდებოდეს
წყლისა და ნარჩენების დაგროვება. ეს ხელს უწყობს მავნებლების მოზიდვასა და დაბუდებას.
ტერიტორია მოსახერხებელი უნდა იყოს მყარი და თხევადი ნარჩენების გასატანად. ნარჩენების
შესაგროვებლად უნდა მოეწყოს სპეციალური მოედანი, სასურველია სამი მხრიდან შემოღობილი და
გადახურული. რეცხვადი იატაკითა და სათანადო მისასვლელი გზით.
ნედლეულისა და პროდუქციის გადასაზიდი ტრანსპორტის გარეცხვის შემთხვევაში სასურველია
მოეწყოს სამრეცხაო ბოქსი, დაცული ნარეცხი წყლის გაშხეფებისაგან, მიყვანილი დრენაჟის სისტემით.
სასურველია კომპანიამ უზრუნველყოს, რომ ტერიტორიას ჰქონდეს ორი შესასვლელი. ერთი
ნედლეულის მისაღებად, ხოლო მეორე მზა პროდუქციის გასაცემად. ან ეს პროცესები დროში იყოს
გამიჯნული.
11
საწარმოს შენობა და ოთახები
რეკომენდაცია
აუცილებელია სათანადოდ უნდა დაგეგმარდეს ნედლეულის მიღებისა და წარმოებაში გადაცემის
ეტაპი. მოეწყოს ბუფერული ზონები, დერეფნები (მაგალითი მოცემულია ნახაზზე). ამ ეტაპზე რისკის
ქვეშ დგება გადამუშავების ფართის დაცულობა. ყველა გარეთა კარის თავზე უნდა მოეწყოს 1,5-2
მეტრიანი გადახურვა ნალექებისგან დასაცავად.
დამონტაჟდეს ტუალეტსა და საწარმოს ვენტილაცია. პერსონალის სუფთა ზონაში უნდა ხვდებოდეს
სანგამტარის გავლით. არ არის გათვალისწინებული პერსონალის უნიფორმის სამრეცხაო,
დასალაგებელი ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების სათავსოები, შესაფუთი მასალისა და
ეტიკეტების საწყობი.
შენობა უნდა იყოს კაპიტალური, შესაძლებელი უნდა იყოს მისი შემოვლა ყველა მხრიდან და
აუცილებლობის შემთხვევაში შეკეთება. კედლები უნდა იყოს მყარი, ბზარების და ნაპრალების გარეშე,
სახურავი კარგ მდგომარეობაში. ყველა შესასვლელი კარები შენარჩუნებული დაკეტილ
მდგომარეობაში, გადახურული. სასურველია ამისათვის დამონტაჟდეს თვითჩამკეტები.
ყველა მასალა, რომელიც გამოყენებული იქნება სარემონტო სამუშაოებისათვის განხილულ უნდა იქნას
სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკის მოთხოვნების კუთხით ანუ უნდა იყოს: ადვილად გასაწმენდი,
საჭიროების შემთხვევაში იძლეოდეს დეზინფექციის საშუალებას, იყოს წყალგაუმტარი, შეწოვის
უნარის არ მქონე, დამზადებული არატოქსიკური მასალისაგან. (ამის დასტურად შეძენისას უნდა
მოხდეს სათანადო დოკუმენტაციის მოთხოვნა). ასევე სოკოს, ობის გაჩენის თავიდან აცილებისათვის
სასურველია ყველა ზედაპირი დამუშავდეს სათანადო ქიმიური საშუალებებით. კედლების, იატაკისა
და ჭერის შეერთების კუთხეები უნდა იყოს მომრგვალებული, რაც ხელს უწყობს კარგად რეცხვას.
თუმცა რეცხვის პროცედურა უნდა ტარდებოდეს ადეკვატურად, დატრენინგებული პერსონალის მიერ.
გარედან შემოსასვლელი კარები არ უნდა იღებოდეს პირდაპირ საწარმო ოთახში, უნდა არსებობდეს
გარდამავალი ზონები, დამატებითი კარებები, ტიხრები, სილიკონის ფარდა და ა.შ. კაფელი არ უნდა
იყოს დამტვრეული, ყველა ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და მთლიანი, რათა არ ხდებოდეს ჭუჭყის და
მავნე ორგანიზმების დაგროვება.
სუფთა ზონა (საწარმოს საპროცესო საამქრო) იზოლირებული უნდა იყოს ბინძური ადგილებისაგან
(სამრეცხაო, სან-კვანძი და ა. შ.).
საწარმოს სუფთა ზონაში შეუძლია შესვლა მხოლოდ ავტორიზებულ (დაშვებულ) პერსონალს
შესაბამისი უნიფორმით და ჰიგიენური პროცედურების გავლით.
წარმოებისათვის განკუთვნილი სივრცეები (საწარმოო ხაზები) ისე უნდა იყოს მოწყობილი,
რომ თავიდან იქნას აცილებული ამ სივრცეებს შორის ჯვარედინი დაბინძურება.
პროდუქციის იატაკსა და კედელთან შეხება შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნას
აცილებული. უნდა არსებობდეს გრაფიკული ნახაზი (საწარმოში შესასვლელში, კედელზე)
პერსონალის, ნედლეულის, მზა პროდუქტის გაცემის, ნარჩენების გატანის, გასარეცხი
კონტეინერების მოძრაობის მიმართულებების მინიშნებით, რაც ადასტურებს ჯვარედინი
კონტამინაციის არარსებობას საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესებში.
დაფასოებული და დაუფასოებელი პროდუქტი ერთმანეთისაგან განცალკევებულად უნდა
ინახებოდეს.
12
უცხო პირები არ დაიშვებიან საწარმოს სუფთა ზონებში!
სუფთა ზონის შესასვლელთან დეზოხალიჩის გავლა, ხელების დაბანა-დეზინფიცირება
აუცილებელია. ყოველ სათავსოში ან ყოველ 150 მ2
-ზე უნდა იყოს ერთი ხელსაბანი.
თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ:
 იატაკი სუფთაა, არ შეინიშნება გუბეები;
 არსებობს სადრენაჟო არხები ჩამავალი წყლებისთვის, რომლებიც ადვილად ირეცხება
და კარგი გადინება აქვს. არხების ზედაპირი სწორად არის შერჩეული და სუფთაა.
 სარეცხი რეზინის მილები (ან კერხერის დანადგარი) კარგ მდგომარეობაშია -
კრონშტეინით და ჩამკეტი პისტოლეტით.
 ყველა სათავსოში არსებობს დასუფთავება-დეზინფექციის გრაფიკი და ჩანაწერები
კეთდება სამუშაოს შესრულებისა და მისი კონტროლის შესახებ.
 საწარმოს დანადგარებზე ნადებები და კოროზიული ადგილები არ არის.
ვიზუალურად უნდა დასტურდებოდეს, რომ:
 სათავსოების კუთხეებში და სველ ზონებში ჭუჭყი და ჩაშავებული ადგილები არ
შეინიშნება. კედლის და იატაკის გადაბმის ადგილები მომრგვალებულია და კუთხეები
მაქსიმალურად შემცირებულია.
 ფანჯრის რაფები დახრილია 450
-ით.
 ჭერი მყარია და გლუვი, ადვილად გასარეცხი.
 ნაგვის კონტეინერებში/ვედროებში ჩაფენილია ცელოფანი და ივსება 2/3-მდე. შემდეგ
გააქვთ თავმოკრული დიდ კონტეინერში.
 ყველა სათავსოში (საწყობი, საწარმო) დგას ფერით იდენტიფიცირებული ნარჩენების
კონტეინერი გამოუყენებელი ნარჩენების და ძირს დაგდებული პროდუქტისთვის,
რომელიც საჭირო პერიოდულობით იცლება.
უნდა არსებობდეს საკმარისი ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაცია, რათა ნედლეული და პროდუქტი
დაცული იქნეს დაობებისა და ლპობისაგან. საწყობებში უნდა კონტროლდებოდეს და აღირიცხებოდეს
ტემპერატურა და ტენიანობა, რომელიც დააკმაყოფილებს პროდუქციის მიმართ მოთხოვნებს. თუ
გამოიყენება მექანიკური ვენტილაცია, ვენტილატორები, აუცილებელია მწერების დამცავი ბადით
უნდა იყოს აღჭურვილი.
პირადი მინის ნივთების: ყავის ჭურჭლის, ბოთლის, ქილის შეტანა საწარმოში პერსონალის მიერ უნდა
იყოს აკრძალული და კონტროლირებული!
იატაკი
ერთიანი, ადვილად რეცხვადი, შეერთების ადგილების გარეშე, დახრით ტრაპისკენ, ბზარების,
ამოტეხილი ადგილების გარეშე, ადვილად უნდა შრებოდეს, სადეზინფექციო ხსნარებს უნდა
უძლებდეს, კედლებს გლუვად, მომრგვალებულად (და არა კუთხით) უნდა უერთდებოდეს.
გადაბმის ადგილი იატაკსა და კედელს შორის მომრგვალებული უნდა იყოს (დაახლ. ბოთლის ძირის
რადიუსით. იატაკის საფარი უნდა იყოს წყალგაუმტარი, არ უნდა სხლტებოდეს და ადვილად უნდა
შეიძლებოდეს მისი გასუფთავება და დეზინფიცირება. როგორც წესი, ამ პირობებს მყარი ბეტონის
13
იატაკი („მოზაიკა“) და ფილები ასრულებენ. საუკეთესო გადაწყვეტაა იყოს ბეტონის იატაკი ლატექსეპოქსიდური
დაფარვით, გლუვი ზედაპირით. მოსაპირკეთებელ მასალას უნდა ჰქონდეს დაშვება
სურსათის წარმოებაში გამოყენებისათვის.
კედელი
გლუვი, ადვილად რეცხვადი, შეწოვის უნარის არმქონე, არატოქსიკური მასალისაგან დამზადებული.
მისაღებია: კაფელის ფილები (გლუვი გადაბმის ადგილებით), „სენდვიჩ“ პანელები, რეცხვადი,
სურსათის საწარმოსათვის განკუთვნილი საღებავით შეღებილი.
გამძლე და მდგრადი უნდა იყოს ქიმიური დეზინფექტანტების მიმართ. კედლებთან და იატაკთან
მომრგვალებული. არ იჟღინთებოდეს და სწრაფად შრებოდეს, ბზარების, ღრეჩოების, ამონატეხების
გარეშე.
კარი და ფანჯრები
უნდა იყოს უჟანგავი ან გალვანიზირებული ფოლადის, ან ხელოვნური მასალისგან. კარები უნდა იყოს
თვითდამკეტი. მეტალოპლასტმასის მასალისაგან დამზადებული კარები დაშვებულია. კოროზიული
ანჯამების, სახელურების გარეშე.
ხის მასალა არ შეიძლება სუფთა ზონების კარებისა და ფანჯრებისათვის.
ჭერი
ღია ფერის და სწორი უნდა იყოს. არ უნდა იქმნებოდეს კონდენსატი. მყარი და ადვილად სარეცხი,
ერთიანი, გადაბმების გარეშე.
ვიზუალურად არ უნდა ჩანდეს:
 კუთხეებში ჭუჭყი;
 დაობებული, დალაქავებული, ადგილები.
დაკიდებული კონსტრუქციები დამონტაჟებული უნდა იყოს იმგვარად, რომ არ მოხდეს სურსათის
დაბინძურება კონდენსატით. სულგუნის და/ან ნადუღის სახარშის თავზე, სადაც ინტენსიურად არის
ორთქლი ცალკე უნდა მოეწყოს გამწოვი.
წყალმომარაგება და კანალიზაცია
რეკომენდაცია
წყალი უნდა შემოწმდეს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. წყლის
ლაბორატორიული ანალიზი აკრედიტებულ ლაბორატორიაში უნდა კეთდებოდეს 6 თვეში ერთხელ
მაინც. ადგილზე უნდა არსებობდეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შიდა ხელსაბანები, საწარმოს დრენაჟები, გარე პერიმეტრი, მიერთებული უნდა იყოს საკანალიზაციო
სისტემასთან და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემის სათანადო დაცულობა და მოვლა.
14
მოთხოვნები საგნების, აღჭურვილობისა და მოწყობილობების მიმართ
რეკომენდაცია
აღჭურვილობა უნდა იყოს ქარხნული და/ან სურსათთან შეხებისათვის დასაშვები მასალების.
პერსონალმა უნდა დაიცვას სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა. განსაზღვროს დანადგარების რეცხვის
სისტემა, რეცხვის/დეზინფექციის, სიხშირისა და მეთოდების გათვალისწინებით. მოსარეცხი
„შლანგები“ უნდა განთავსდეს კრონშტეინებზე და აღიჭურვოს ჩამკეტი „პისტოლეტით“. სრულად
შეზღუდოს ხის გამოყენება.
კომპანიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უჟანგავი თაროები ინვენტარის შესანახად. აუცილებელია
პლასტმასის პალეტების შეძენა ან დამზადება ნედლეულისა და მზა პროდუქციის სათანადოდ
დასაწყობებისათვის.
კომპანიას განთავსებული უნდა ჰქონდეს პლასტმასის თერმომეტრები და ფსიქრომეტრები არსებული
რეჟიმების კონტროლისათვის.
საერთაშორისო სტანდარტისა და სურსათის უვნებლობის სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნების
შესაბამისად, კომპანიაში არსებული მანქანა-დანადგარები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და
გაზომვის უტყუარობისათვის პერიოდულად გადიოდეს კალიბრაციას. საზომი საშუალებების
დაკალიბრების მომსახურების მიღება შესაძლებელია აკრედიტებულ მეტროლოგიურ სამსახურში.
მათი ჩამონათვალის მოძიება შესაძლებელია აკრედიტაციის ცენტრის საიტზე www. gac.gov.ge.
მაგალითად შპს მეტროლოგი www.metrology.ge.
მოთხოვნები სურსათის მიმართ
რეკომენდაცია
უნდა განისაზღვროს შემავალი კონტროლის პარამეტრები. ეს პროცესი უნდა აღიწეროს
დოკუმენტურად და სპეციფიკაციებში.
საწარმო უნდა აღიჭურვოს სათანადო საშუალებებით, რათა მოახდინოს მიღებული ნედლეულის
შემოწმება და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები. სულ ცოტა პარტიის რაოდენობა, მოწოდების თარიღი
და დრო, მომწოდებლის ვინაობა, ორგანოლეპტიკური (ფერი, სუნი, გემო) შემოწმების შედეგები, ასევე
სხვა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები.
პერსონალს გააზრებული უნდა ჰქონდეს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე შესაძლო საფრთხეები
და შესაბამისად დაიცვას: ტემპერატურული, დროითი რეჟიმები, ჰიგიენის წესები.
კომპანიამ ასევე უნდა აკონტროლოს შესაბოლი მასალა და შებოლვის პროცესი, რათა არ წარმოიქმნას
ქიმიური საფრთხე.
დასაწყობება - როგორც ნედლეულის, ასევე საბოლოო პროდუქტის უნდა მოხდეს ჰიგიენის
მოთხოვნების დაცვით. შესაძლებელი უნდა იყოს ვადის კონტროლი, დასაწყობება ხელს უნდა
უწყობდეს მიკვლევადობის პროცესს.
ასევე უნდა შეიქმნას საბოლოო პროდუქტის სტანდარტი ყველა პროდუქტისათვის, სათანადო ეტიკეტი.
უნდა არსებობდეს ჩანაწერები წარმოებული სურსათის შესახებ, მისი მიწოდების თაობაზე სრული
ინფორმაციით.
15
პერიოდულად საჭიროა პროდუქციის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გაკონტროლება.
ლაბორატორია აკრედიტებული უნდა იყოს სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მიხედვით.
კომპანიამ პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნული კანონმდებლობის
მოთხოვნა.
„ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს სრული, გასაგები, შესამჩნევი,
ადვილად წასაკითხი. დაუშვებელია წარწერის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით. ეტიკეტი
შეფუთულ ერთეულს ადვილად არ უნდა სცილდებოდეს. სურსათის დასახელება და შემადგენლობა
განთავსებული უნდა იყოს გამოსაჩენ ადგილას. გამოყენებული ინგრედიენტების ჩამონათვალი
მოცემული უნდა იყოს შესაბამისი სათაურით - "შემადგენლობა". სურსათის ეტიკეტზე განთავსებული
ინფორმაცია უნდა მოიცავდს სურსათის დასახელებას, ინგრედიენტების ჩამონათვალსა
და დამზადების თარიღს.
თუ სურსათში გამოყენებული იქნება საკვებდანამატი, სავალდებულოა მისი "შემადგენლობაში"
მითითება. ხოლო არომატიზატორის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ტიპის -
"ბუნებრივი", "ხელოვნური", "ბუნებრივის იდენტური" მითითება. სურსათის ეტიკეტზე ინფორმაცია
უნდა განთავსდეს ქართულ ენაზე.
დაწვრილებით ეს მოცემულია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11
დეკემბერის ბრძანებაში N 2–231 „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების
დამტკიცების შესახებ“.
ტარა, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის დაფასოებისათვის დამზადებული უნდა იყოს ისეთ
საწარმოში, სადაც უზრუნველყოფილია უვნებლობის მოთხოვნები, ტარას თან უნდა ახლდეს
უვნებლობის დამადასტურებელი საბუთი ან ნიშანდება. ეს ხელს შეუწყობს ეროვნული
კანონმდებლობის დაკმაყოფილებას, გაზრდის პროდუქტის საიმედოობას და უვნებლობას. უვნებელი,
ბრენდირებული, სათანადოდ შეფუთული პროდუქტი ადვილად მოიპოვებს ნდობას და გაზრდის მის
მოთხოვნილებას მსხვილი მაღაზიებისა და ქსელებისაგან.
მავნებლებთან ბრძოლის საშუალებები და მეთოდები
რეკომენდაცია
საწარმო დაცულ უნდა იყოს მავნებლების შეღწევისაგან გარედან, ფანჯრებიდან, კარებიდან. კომპანიამ
უნდა განათავსოს ბადეები ყველა ფანჯარაზე, უზრუნველყოს ყველა კარის დაკეტილ მგომარეობაში
ყოფნა, აუცილებლობის შემთხვევაში სილიკონის ფარდები. ჭერში, კედლებში, იატაკში არ უნდა იყოს
ღიობები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მავნებლების შემოღწევა. უნდა განთავსდეს მექანიკური
საშუალებები შიდა პერიმეტრზე - ლამპები, სათაგურები.
უნდა არსებობდეს საწარმოს დეზინსექცია-დერატიზაციის წლიური გეგმა და ხელშეკრულება (უნდა
იყოს ადგილზე) იმ ფირმასთან, ვინც ამ სამუშაოებს ჩაატარებს. გეგმას უნდა ახლდეს საწარმოს
სათავსოების გეგმა - ნახაზი სადერატიზაციო ყუთების ადგილების მინიშნებით (ღია წესით ქიმიკატის
დადება აკრძალულია) და ჩანაწერების ჟურნალით, სადაც ეს სამუშაოები რეგისტრირდება.
სადერატიზაციო საშუალების გამოყენება ხდება მხოლოდ კომპეტენტური პირის მიერ. ქიმიკატი ან
მექანიკური საშუალება თავსდება დახურულ ყუთებში. მისი გაბნევა არ ხდება. დაშვება სურსათის
მწარმოებელი ორგანიზაციისთვის უნდა არსებობდეს დოკუმენტის სახით. ინფორმაცია
გამოყენებული ქიმიური საშუალების, აქტიური ნივთიერების, დოზის, გამოყენებაზე პასუხისმგებელი
პირის, ამ ნივთიერების გამოყენების დაშვების და რეგისტრაციის შესახებ უნდა იყოს ჩანაწერებში.
16
გამოყენებული ქიმიკატის სერტიფიკატი და დაშვება კვების პროდუქტების წარმოებაში მისი
გამოყენების შესახებ აუცილებელი მოთხოვნაა.
ნარჩენები
რეკომენდაცია
საწარმოო ნარჩენების მართვის პროგრამის მიხედვით უნდა განისაზღვროს ნარჩენის კლასიფიკაცია და
საწარმოდან გატანის ინსტრუქცია.
კომპანიის პროდუქტის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი, წარმოადგენს მასალას
შემდგომი გამოყენებისათვის ცხოველის საკვებად. შესაბამისად, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს ამ
ნარჩენების შეგროვებისა და გატანის გეგმა.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისათვის უნდა გამოიყენებოდეს თავდახურული, ჰერმეტული
ჭურჭელი, რომელიც იქნება ადვილად რეცხვადი და საწარმოს ექნება სათანადო პროცედურა რეცხვის
სიხშირისა და მეთოდების გათვალისწინებით. ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს ნაგვის კონტეინერებში
ჩაფენილი პოლიეთილენის სპეციალური პარკებით, მისი 2/3 შევსებისთანავე. გატანამდე უნდა
ხდებოდეს ცელოფანის თავის მოკვრა და ისე გატანა. მზა პროდუქტის გატანის დროს დაუშვებელია
ნარჩენების მოძრაობა ღია წესით.
ვიზუალური უნდა დასტურდებოდეს - ნარჩენების კონტეინერები არ არის გადავსებული,
ნარჩენებისთვის გამოყენებული კონტეინერების ფერი არის წინასწარ დადგენილი/განსაზღვრული, ან
აქვს წარწერა -„ნარჩენები“.
კომპანიას გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ნარჩენების მართვის კომპანიასთან.
ნარჩენები უნდა გროვდებოდეს შესაბამისად: საყოფაცხოვრებო, საწარმოო, ცხოველური, სახიფათო და
ა.შ. საქართველოში ძალაში შევიდა ნარჩენების მართვის კოდექსი. კომპანია სრულად უნდა ფლობდეს
ინფორმაციას ამ კუთხით არსებულ კანონმდებლობაზე და ნარჩენები მართოს შესაბამისად.
მოთხოვნა სადეზინფექციო საშუალებებისა და რეცხვა-დეზინფექციის მიმართ
რეკომენდაცია
საწარმომ უნდა შეიძინოს და გამოიყენოს საკმარისი რაოდენობა დასასუფთავებელი ინვენტარი,
ადვილად რეცხვადი, პლასტმასის, ფერების მიხედვით იდენტიფიცირებული სხვადასხვა
დანიშნულებისამებრ. მოაწყოს მათი შესანახი სათავსო ან კარადა. ასევე უნდა გამოიყენოს მხოლოდ
სურსათის საწარმოებში დასაშვები ქიმიური საშუალებები. დასუფთავების საშუალებები უნდა იყოს
სუფთა, გარეცხილი, დეზინფიცირებული, მშრალი, ინახებოდეს კედელზე დაკიდებულ
მდგომარეობაში, საწარმოდან ცალკე სათავსოში, იზოლირებული პროდუქტისაგან. სწორად შერჩეული
მასალისაგან, არაკოროზიული, ფერით მარკირებული. ხის ცოცხი არ დაიშვება სუფთა ზონაში,
მოსახვეტად გამოიყენება ჯაგრისი, რომელიც ხშირად უნდა იცვალოს.
საწარმოში მოეწყოს ადგილი ან ოთახი, რათა სათანადოდ ინახებოდეს ინვენტარი და სითხეები. მათი
მოხმარება უნდა იყოს აღრიცხული. დალაგების პროცედურის ჩანაწერები უნდა კეთდებოდეს
რუტინულად.
სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს ცალკე სათავსოში, რომელიც
პასუხისმგებელი პირის მიერ ჩაკეტილი და კონტროლირებულია.
17
შერჩეული და გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებებისათვის უნდა არსებობდეს ჩამონათვალი
და სპეციფიკაციები. დოკუმენტირება ყველა გეგმიური და არაგეგმიური გამოყენების შემთხვევებისა
არის აუცილებელი.
ადამიანისთვის ტოქსიკური დეზინფექტანტის გამოყენებისას საჭიროებისამებრ (MSDS) უნდა
იხმარებოდეს დამცავი აღჭურვილობა: ხელთათმანი, სათვალე, რესპირატორი და სხვა.
სადეზინფექციო ხსნარის დამზადების წესი უნდა იყოს ადგილზე, სადაც ეს ხსნარი მზადდება
პერსონალის მიერ. არ უნდა შეინიშნებოდეს ორიგინალური შეფუთვიდან ქიმიკატის სხვა ტარაში
(ქილა, ბოთლი) გადატანილი რაიმე ინგრედიენტი/მასალა, რომელსაც არ აქვს საჭირო მინიშნება.
ქიმიკატის ცარიელი ტარა ცალკე უნდა გროვდებოდეს და გადიოდეს წარმოებიდან სპეციალური
წესების დაცვით. მისი ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს აღკვეთილი.
მოთხოვნები სურსათის ტრანსპორტირებისადმი
რეკომენდაცია
კომპანიის უნდა ჰყავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები ნედლეულისა და მზა პროდუქციისათვის.
ის უნდა იყოს რეცხვადი, პროდუქტის უვნებლობისათვის შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნების
საშუალებას იძლეოდეს.
უნდა ხდებოდეს სურსათის გადასაზიდი საშუალების რეცხვისა და დეზინფექციის სამუშაოები,
სათანადო საშუალებებით, ასევე მათი აღრიცხვა. ტრანსპორტი არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა
დანიშნულებისათვის.
მოთხოვნები პერსონალის პირადი ჰიგიენის მიმართ
რეკომენდაცია
აუცილებელია, ტუალეტი და საშხაპე იყოს სათანადო მდგომარეობაში, თავისი სავენტილაციო
სისტემით.
პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს და მუდმივად უნდა ატარებდეს სათანადო ტანსაცმელს,
ფეხსაცმელსა და თავსაბურავს.
აუცილებელია პერსონალმა გაიაროს სამედიცინო შემოწმება ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა
ეპიდემიური ჰეპატიტი, ტუბერკულიოზი, ასევე უნდა კონტროლდებოდეს ისეთი დაავადებების
სიმპტომები, როგორიცაა: დიარეა, პირღებინება, მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ჭრილობები,
ჩირქოვანი გამონადენი, დერმატოლოგიური პრობლემები, ყურიდან/თვალიდან, ცხვირიდან
გამონადენი. ყოველდღიურად ტარდებოდეს ჯანმრთელობის აღრიცხვა.
საწარმო აღჭურვილი უნდა იყოს პირველადი დახმარების საშუალებებით, ჭრილობების დამუშავებისა
და დაცვისათვის („სანტავიკი“, წყალბადის ზეჟანგი, ერთჯერადი ხელთათმანი).
პერსონალის სუფთა ზონის ტანსაცმელით ზონიდან გამოსვლა და ბინძურ ზონაში (ტუალეტი, ეზო,
საწყობი) მოძრაობა აკრძალულია. სუფთა ზონის გამოსასვლელში საკიდზე უნდა დარჩეს პერსონალის
სუფთა ზონის უნიფორმა (ხალათი, თავსაფარი/ქუდი). ხელის დაბანის საშუალებები უნდა იყოს ყველა
საჭირო ადგილას.
18
სასურველია, სუფთა ზონის პერსონალის უნიფორმა იყოს ფერის მიხედვით შერჩეული, რაც
ამარტივებს სუფთა ზონის პერსონალის სწორი მოძრაობის კონტროლს.
სასურველია პერსონალის უნიფორმების რეცხვა მოხდეს ადგილზე. პერსონალის უნიფორმების
სახლში გატანება გასარეცხად არ შეიძლება.
სუფთა ზონის პერსონალის ტანსაცმელი ყოველდღე უნდა სუფთავდებოდეს.
უნდა ტარდებოდეს სათანადო სწავლებები: პირად ჰიგიენასა და ქცევის წესებზე, შრომის
უსაფრთხოებაზე, ქიმიკატების გამოყენებაზე და სხვა. ეს ყველაფერი დოკუმენტირებული უნდა იყოს.
შესასვლელში ვიზიტორისთვის აუცილებელია პროდუქტის დაბინძურებისაგან დამცავი ტანსაცმელის
არსებობა და მისი სწორად გამოყენება (ერთჯერადი ხალათი, ბახილი, ქუდი).
ჩანაწერები
ამ ეტაპზე კომპანია არ აწარმოებს ეროვნული კანონმდებლობისა და სანიმუშო მენეჯმენტის პრაქტიკის
მოთხოვნის შესაბამის ჩანაწერებს.
რეკომენდაცია
აუცილებელია შემუშავდეს და დაინერგოს კომპანიაზე მორგებული ჩანაწერების სისტემა პერსონალის
ჯანმრთელობის კონტროლის, ტემპერატურული რეჟიმების კონტროლის, რეცხვა-დეზინფექციის,
მავნებლებთან ბრძოლის, ნედლეულისა და საბო<

Posted by: merabc 14 Jul 2018, 12:40
kaxaberski66
QUOTE
მე ვიცი რომ ახალქალაქის სოფელ კოთელიაში ერთი 10 წლის წინ, ერთ-ერთ ფერმეერთან დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თანამშრომლობა. ფურები გაანაყოფიერეს ხელოვნურად. შედეგი მიიღეს კარგი, მაგრამ გაგრძელება აღარ ყოფილა.

ვიცი. შვიცების შემოყვანის პროგრამა იყო. პროექტის მხრიდან ჩართული ვიყავი განაყოფიერების საკითხში. ერთერთი პირველები ვიყავით ვინც ხელოვნურ განაყოფიერებას აკეთებდა.
ყველაფერი ცუდად დამთავრდა.
არვის არ ვქონდა საკმარისი ცოდნა, არც სამინისტროს, არც პროექტს, არც ფერმერს, როგორ მოგვეხდინა იმპორტირება საქონლის, როგორ მოგვეარა და აკლიმატიზაცია გაეარა საქონელს, როგორ მოგვეხდინა სწორად ხელოვნური განაყოფიერება. ნაწილი საქონელის დაიღუპა, განაყოფიერების მაჩენებელი დაბალი იყო. ყველა ერთმანეთს ვაბრალიდით.
მიზეზი კი ცოდნის არარსებობა იყო.

Posted by: ladusha2 14 Jul 2018, 15:35
merabc
მერე ბარემ ერთი სპეციალისტიც ჩამოეყვანა სამინისტროს ამ პროექტისთვის. პირველად რო აკეთებდით, ხომ უნდა დაგარიგოს გამოცდილმა ადამიანმა ?

Posted by: merabc 14 Jul 2018, 23:45
ladusha2
QUOTE
მერე ბარემ ერთი სპეციალისტიც ჩამოეყვანა სამინისტროს ამ პროექტისთვის. პირველად რო აკეთებდით, ხომ უნდა დაგარიგოს გამოცდილმა ადამიანმა ?

მე არ ვიყავი სამინისტროს წარმომადგენელი, მე ცალკე პროექტში ვმუშაობდი, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებაზე მუშაობდა.
ასე მარტივად ვერ იტყვი, კომპლექსური საკითხია, რა თქმა უნდა სამინისტრო უნდა ხარჯავდეს ფულს სპეციალისტების მოსაწვევად, მაგრამ მაინც არ ექნება ეფექტი. ამის მთავრი მიზეზი ისაა, რომ ფერმერს ვერ შეაგნებინებ ვერაფერს.

Posted by: kaxaberski66 15 Jul 2018, 00:37
merabc
QUOTE
ამის მთავრი მიზეზი ისაა, რომ ფერმერს ვერ შეაგნებინებ ვერაფერს.

მთლად მასე არ არის. უნდა გააგებინო რომ შენ მისთვის საჭირო საქმეს აკეთებ და შეიგნებს.
ერთი ეგაა, სულ გონია რომ ფულს არაფერში ახარჯინებენ.

Posted by: ghost471 15 Jul 2018, 01:57
kaxaberski66
ძია 10 სული კი არ უნდა ვიყიდო, 1 სული მინდა რო ვცადო ღორებიც ეგრე 1 სულით დავიწყე საქონელსაც 1 სულს ვიყიდი და ვნახავ რამდენი შემიძლია. არ მგონია რო ვერ გავქაჩო თუ სენ წამეხმარები თეორიულად.

Posted by: merabc 15 Jul 2018, 12:59
kaxaberski66
QUOTE
მთლად მასე არ არის. უნდა გააგებინო რომ შენ მისთვის საჭირო საქმეს აკეთებ და შეიგნებს.
ერთი ეგაა, სულ გონია რომ ფულს არაფერში ახარჯინებენ.

მეოე მომენი ისაა, რომ ვერ რისკავს ფულის ჩადებას

Posted by: tazo1996 15 Jul 2018, 13:08
გამარჯობა ხალხო.
თუ იცით ვინმემ რამდენად შეიძლება ვიყიდო 1-2 თვის ხბოები. ძუძუდან ახალი მოცილებილები? და სად არის ყველაზე იაფი(რომელ რეგიონში)?

Posted by: ucxo777 15 Jul 2018, 16:45
მეგობრეო კორმავოი საქონეს,ხორბალი, სიმინდი,ქერი და კოპტონი რა პროცენტულობით ერევა ერთმანეთში?

Posted by: kaxaberski66 15 Jul 2018, 19:00
ucxo777
1% მარილი
18% სიმინდი
20% ხორბალი
45% ქერი
15% კოპტონი
1% პრემიქსი

Posted by: ucxo777 15 Jul 2018, 21:58
kaxaberski66
გაიხარე,მადლობა

Posted by: ku123 15 Jul 2018, 22:18
QUOTE
ზოგი ძროხის ძუძუს სიგრძე და დიამეტრი არ გამოდგება აგრეგატით წველისთვის.

როგორ უნდა გავარჩიოთ ივარგებს თუ არაააააა?

Posted by: kaxaberski66 15 Jul 2018, 23:28
ku123
ზოგ ძროხას იმდენად მსხვილი და გრძელი ძუძუს ცერები აქვს რომ აგრეგატი არ ეცმევა ძუძუზე.

Posted by: merabc 16 Jul 2018, 01:13
ucxo777
QUOTE
ეგობრეო კორმავოი საქონეს,ხორბალი, სიმინდი,ქერი და კოპტონი რა პროცენტულობით ერევა ერთმანეთში?

შეკითხვა არასწორია.
კომბინირებული საკვებით შენ უნდა დააბალანსო ძროხისთვის (უფრო სწორად რძის წარმებისთვის) საჭირო პროტეინები და ენერგია.
ქერში, შვრიაში და ხორბალში ადვილად შლადი პროტეინები და ნახშირწყლებია, რაც ნიშნავს რომ ადვილად მონელებას უწყობს ხელს, მაგრამ რაღაც რაოდენობაზე ზემოთ საქონელს ჯანმრთელობას აზიანებს.
სიმინდი ძნელად მონელებადია, მაგრამ სამაგიეროდ შეგიძლია ბევრი აჭამო, ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
სიმინდი ჯობია წმინდად დაფქვა, ხოლო დანარჩენი მარცვლეული ჯობია დაიღერღოს.
მოკლედ აი ასეთი გათვლებით მიიღწევა 40 და 45 ლიტრის წველადობა. ამის გათვლებს კარგი სპეციალისტი სჭირდება, ვერც ფორუმით და ვერც წიგნებით მოკლე დროში ამას ვერ ისწავლი.

რაც შეგიძლიათ თავად გააკეთოთ, ეს არის დააკვირდეთ ძროხას. ყოველ ჯერზე ამატეთ 1 კილო კომბინირებული საკვები და მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში დააკვირდით. თუ კომბინირებული საკვების მომატებით წველადობა მატულობს, შეგიძლია კიდევ დაამატოთ. თუ რაღაც ეტაპზე რძე აღარ მატულობს და ძროხა სუქდება, ესეიგი ძროხის გენეტიკა მეტი კომბინირებული საკვების დამატების საშუალებას არ იძლევა.
* * *
QUOTE
ზოგ ძროხას იმდენად მსხვილი და გრძელი ძუძუს ცერები აქვს რომ აგრეგატი არ ეცმევა ძუძუზე.

არა მხოლოდ დიამეტრი და სიგრძეა პრობლემა მანქანური წველისთვის, პრობლემა შეიძლება შექმნას ცურის არასწორმა ფორმამ, როდესაც წინა მეოთხედებუ უფრო ჩამოწეული აქვს ვიდრე უკანა მეოთხედები.

Posted by: kaxaberski66 16 Jul 2018, 08:48

ucxo777
მეგობრეო კორმავოი საქონეს,ხორბალი, სიმინდი,ქერი და კოპტონი რა პროცენტულობით ერევა ერთმანეთში?


merabc
QUOTE
კომბინირებული საკვებით შენ უნდა დააბალანსო ძროხისთვის (უფრო სწორად რძის წარმებისთვის) საჭირო პროტეინები და ენერგია.

QUOTE

რაც შეგიძლიათ თავად გააკეთოთ, ეს არის დააკვირდეთ ძროხას. ყოველ ჯერზე ამატეთ 1 კილო კომბინირებული საკვები და მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში დააკვირდით. თუ კომბინირებული საკვების მომატებით წველადობა მატულობს



QUOTE
არა მხოლოდ დიამეტრი და სიგრძეა პრობლემა მანქანური წველისთვის, პრობლემა შეიძლება შექმნას ცურის არასწორმა ფორმამ, როდესაც წინა მეოთხედებუ უფრო ჩამოწეული აქვს ვიდრე უკანა მეოთხედები.

მართალი ხარ,თხისებრი ჯიქანის შემთხვევაში, როდესაც წინა მეოთხედები კარგად არის განვითარებული და უკანა მეოთხედები განუვითარებლებია.

Posted by: ucxo777 16 Jul 2018, 10:06
merabc
მოზვრების ბაგურზე დაბმას ვგულისხმობდი,ძროხები არა. ბაგურ ბუღებს დაბალანსებული საკვები რომ ქონდეთ და წონამატის შედარებით კარგი,ეს მაინტერესებდა

Posted by: ჩაკრულო 16 Jul 2018, 11:08
ვისაც გაქვთ ინტერესი ამ მიმართულების smile.gif

http://farmers.ge/mozver-show-4-epizodi/

Posted by: kaxaberski66 17 Jul 2018, 10:10
ჩაკრულო
ბექა, რამდენი ღირს 1კგ. საკვები? რომელზეც ქისტაურში საქონელი იკვებებოდა.

Posted by: kaxaberski66 19 Jul 2018, 03:58
ეხლა კი ინდაურები, გოჭუნები და ყველა ადამიანის გაზრდილი ფრინველ-საქონელი მადასაც წაუღია.
მოვუსმინოთ და განვიტვირთოთ.
https://www.youtube.com/watch?v=_FrOQC-zEog&index=2&list=RDTFjmvfRvjTc

Posted by: davita1985 19 Jul 2018, 18:07
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ახალ დაავადებასთან დაკავშირებით რომელიც ბუზების მეშვეობით ვრცელდება, გუშინ მელაპარაკა ახლობელი და საშინლად განერვიულებული იყო მასიურად იხოცება საქონელი ვაქცინას ვითხოვთ და ჯერ არ არის შემოტანილიო

Posted by: vixn 20 Jul 2018, 22:28
davita1985
მოდიფიცირებული დერმატიტი, ინკურნება მშვენივრად თუ დროზე მიხედავთ, ვაქნინაცია ჩატარებულია ძირითადად, თუმცა დაავადების კერები კიდევ შეინიშნება.

Posted by: merabc 21 Jul 2018, 00:43
QUOTE
მოდიფიცირებული დერმატიტი

ნოდულარული ანუ კვანძოვანი დერმატიტი

რა უნდა ვიცოდეთ ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტის შესახებ
http://georgiandairy.org/ka/post/ra-unda-vitsodet-nodularuli-kvandzovani-dermatitis-shesakheb

Posted by: davita1985 21 Jul 2018, 08:52
vixn
QUOTE
ვაქნინაცია ჩატარებულია ძირითადად



სად ჩატარდა ვაქცინაცია ხალხი ელოდება ვაქცინას და ჯერ არ არის შემოტანალიო, გუშინ გუდამაყრიდან იყვნენ ჩამოსულები ვაქცინაზე და პსავარაუდოდ მომავალ კვირას შემოიტანენ ვაქცინასო ეგეთი პასუხი გასცეს....

Posted by: ku123 21 Jul 2018, 09:50
საკონტაქტო ნომერი გამოართვი რა მერე დაგვჭირდება ყველას რომ დავუკავშირდეთ

Posted by: ucxo777 21 Jul 2018, 11:21
მაგ დაავადებას როგორი სიმპტომები აქვს იქნებ ჩამოწეროთ? ან რა დაავადებაა და სად შმოიტანენ რო ვიყიდოთ?ერთი მოზვერი მყავს ცუდად, ყელი დაუსივდა სულ და როგორც აქაური შუშუტი ვეტერინარი მეუბნება ღოკიაო, ეს დაავადება იკურნება საერთოდ? კოფეინი და ოქსიჯელი გაუკეთეო
* * *
QUOTE
საკონტაქტო ნომერი გამოართვი რა მერე დაგვჭირდება ყველას რომ დავუკავშირდეთ

ხო რა იქნებ ნომერს თუ გაიგებთ დაწერთ აქ,გამოგვადგება ყველას

Posted by: vixn 21 Jul 2018, 22:38
davita1985
საჩხერე- ჭიათურაში 17 ათასი სული აიცრა, მთავარი ვეტერინარის თქმით.

Posted by: ჩაკრულო 25 Jul 2018, 10:33
kaxaberski66
კილოგრამი ღირს 0.90 ლარი ადგილზე ჩატანით ქისტაურში smile.gif

Posted by: ucxo777 26 Jul 2018, 10:11
მეგობრებო ვაქცინა შემოვიდა ამ რაღაც ახალი დაავადების ხომ არ იცით? თუ იცით ვინმემ რომ იყიდებოდეს უკვე სადმე დაწერეთ რა.

Posted by: ucxo777 28 Jul 2018, 10:25
ვაქცინა უკვე შემოსულია და იცრება საქონელი.

Posted by: kaxaberski66 28 Jul 2018, 14:43
https://www.youtube.com/watch?v=gxvLERmQsCM

Posted by: tigvi 20 Aug 2018, 12:25
სალამი. ძროხებს გაუჩდა იქააქ ჯირყვლებივით (შარიკებივით) კანქვეშ. ახალი დავადებაა აცრა ჩატარდა ერთითვისწინ ამდავადებაზე მაგრამ მაინცშეხვდა საქონლებს. თუვინმემ იცით რაწამლები უნდამივაღებიო როგანიკურნოს მასტავლეთ. პენსტრეპი-400 მომცეს ვეტაფთიაქში და მესამეთ უკეთებ დღეს, ამ ანტიბიოტიკზეც რასმეტყვით

Posted by: kautokeino 21 Aug 2018, 14:21
საინტრესოა, მთაში რომ აიყვანო მოზვრები გაზაფხულზე, ალპურ ზონაში ნაირნაირი ბალახით, ოქტომბერში ჩამოიყვანო ბარში და ბაგური კვებით მიიყვანო ახალ წლამდე ანუ გაყიდვამდე, თუ გაუძლებს საქონელი სიმაღლის ცვლილებებს და მთებიდან უცებ ბარში დაბმულ მდგომარეობას როგორ შეეგუება.

მთაში იგულისხმება, ვთქვათ, სვანეთის სათიბები, კაციშვილი აღარ დადის ზევით. და ბარში, მაგალითად კახეთში არსებული ფერმებიდან რომელიმე.

ან ასამდე სული მოზვერის ყიდვა მარტივია ჩვენთან? იშოვება?

Posted by: kaxaberski66 21 Aug 2018, 23:28
kautokeino
QUOTE

ან ასამდე სული მოზვერის ყიდვა მარტივია ჩვენთან? იშოვება?

კახეთში ყიდვა მარტივი არ არის, ჯავახეთში წალკა-ახალქალაქ-ნინოწმინდის რაიონებსი და მითუმეტეს ამ უკანასკნელში მარტივია. უბრალოდ უნდა იარო სოფელ-სოფელ და კარდაკარ.
მთის საქონელი ზაფხულსი თუ მთაში გეყოლება და ნოემბრისკენ წაიყვან კახეთში და დააბავ, მშვენივრად გაუძლებენ.
* * *
/www.youtube.com/watch?v=9HxHJBqVFoY
აბა ეს ნახეთ.
ევროპაში საქონლის ალპურ მთაში გადაყვანისას, როგორი სახალხო ზეიმი იმართება.
დიდი და პატარა როგორი სიხარულით იღებს მონაწილეობას.
მერე შეადარეთ ჩვენსას, სადაც საქონელს სათოფეზე არ ეკარებიან, ეშინიათ სუნი არ აუვიდეთ. ბირჟა უფრო მნიშვნელოვანია.

Posted by: mebuu 3 Sep 2018, 17:23
გამარჯობათ.. ვინმეს თუ გაქვთ ბალახის სათბური? ანუ ბალახის ინტესიური წარმოება ჰიდროფონიკის მეთოდით? ფერმა მაქვს და ვფიქრობ რომ კარგი შედეგი უნდა მიცეს საქონელს და შედარებით ეკონომიასაც გააკეთებს. თუ ვინმე აწარმოებთ გთხოვთ დაწეროთ შედეგები
* * *
გამარჯობათ.. ვინმეს თუ გაქვთ ბალახის სათბური? ანუ ბალახის ინტესიური წარმოება ჰიდროფონიკის მეთოდით? ფერმა მაქვს და ვფიქრობ რომ კარგი შედეგი უნდა მიცეს საქონელს და შედარებით ეკონომიასაც გააკეთებს. თუ ვინმე აწარმოებთ გთხოვთ დაწეროთ შედეგები

Posted by: vano22 4 Sep 2018, 23:59
tigvi ეგ კარგი წამალია მაგრამ დააკვირდი მდგომარეობა თუ არ უმჯობესდება სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებიც დაჭირდება. ტემპერატურა უკონტროლე დილა საღამოს. 41 ს თუ აცდება დამწევი გაუკეთე. რა გახდა ეს დერმატიტი მოედო მთელ ქვეყანას..



mebuu და აზრი მაგ წარმოების? ეკონომია კი არა ძალიან ძვირი ჯდება და არც შესაბამის შედეგს არ მოგცემს. მაგას ისევ სილოსი ჯობია.

Posted by: mebuu 5 Sep 2018, 00:06
vano22 აზრი ისრომ სულ მწვანე ნედლი ბალახით შეგიძლია გამოკვებო საქონელი.. რაც რძის წველადობის მომატებაში და ხარისხში კარგია. ასევე საქონლის სიცოცხლისუნარიანობაში და იმუნიტეტში. გაშრობა აღარ ხდება თუ ხდება ცოტახნით. და რაც მთვარია იაფი ჯდება

Posted by: vano22 5 Sep 2018, 00:13

mebuu ეგ თემა კაი ხნის წინ გავიარეთ აქ. თემა აღარ მახსოვს თორემ დაგილინკავდი.. ანუ 1 კგ მაგ ბალახის ხარჯი აჭარბებს მაგ ერთი კგ ბალახით მიღებულ სიკეთეს.

* * *
თუ ძროხებს გინდა ასიამოვნო გემრიელი საკვებ.დანამატით კი ბატონო მაგრამ წველადობის მოსამატებლად დღეში 10კგ მდე უნდა აჭამო ერთ სულს და 10 ძროხაზე დღეში 100 კილო მწვანე მასის სათბურში ხელოვნური გათბობისა და განათების პირობებში წარმოებამ ისეთი რა ნამატი უნდა მოგცეს რომ ეს ხარჯები გადაფაროს?

Posted by: mebuu 5 Sep 2018, 00:35
vano22
1 კილო ქერს დღეს 53 თეთრად ვყიდულობ და მიიღება 7-8 კილო ნელი ბალახი .. 30 სული მყავს ამჟამად მეწველი და ვფიქრობ რომ 7-8 კილო ვაჭამო დღეში ერთ საქონელს დილით და შემდეგ გავუშვა 20 ჰექტარ მიწაზე სადაც ბალახი ძალიან ცუდ დღეში არის. ვფიქრობ რომ 2-3 ლიტრით მოიმატებს ერთი ძროხა .. დანახარჯი კი იქნება 60 -65 თეთრამდე

Posted by: vano22 5 Sep 2018, 00:46
mebuu
ცდას წინ რა უდგას? ცოტა დათესე და ერთ სულზე ცადე თუ დანახარჯები რძის ნამატზე ნაკლები იქნება შემდეგ გაზარდე წარმოება. დღეში 200 კგ მწვანე მასის მიღებას საკმაოდ დიდი სათბური კი დაჭირდება.. სად გყავს საქონელი რომ საძოვარს იწუნებ? ასეთი წვიმიანი და ბალახიანი წელი არ მახსოვს სათიბადაა ჩემთან საძოვარზე ბალახი...

Posted by: mebuu 5 Sep 2018, 00:57
vano22
რაც უფრო ბევრს დათესავ ხარჯი უფრო ნაკლები გამოვა ... იმერეთი ვარციხე ბალახის საშინელი მდგომარეობაა

Posted by: kaxaberski66 5 Sep 2018, 01:54
QUOTE
1 კილო ქერს დღეს 53 თეთრად ვყიდულობ და მიიღება 7-8 კილო ნელი ბალახი .. 30 სული მყავს ამჟამად მეწველი და ვფიქრობ რომ 7-8 კილო ვაჭამო დღეში ერთ საქონელს დილით და შემდეგ გავუშვა 20 ჰექტარ მიწაზე სადაც ბალახი ძალიან ცუდ დღეში არის. ვფიქრობ რომ 2-3 ლიტრით მოიმატებს ერთი ძროხა .. დანახარჯი კი იქნება 60 -65 თეთრამდე

მინდოდა დამეწერა მაგრამ გადავიფიქრე.
მერე, ფხიზელზე დავწერ.

Posted by: ghost471 5 Sep 2018, 09:26
mebuu
Silosze iafi veranairad ver dajdeba da arc silosze meti kvebiti girebuleba eqneba. Silosis warmoeba tu kargat moxode 2-3 tetri dagijdeba kilo. Hidroponikis xarji mxolod tesli araa gatboba ginda ganateba + dro da energia. Moklet dzia(kaxaberski) moiclis da "gaaiasnebs" uceb yvelafers smile.gif

Posted by: kaxaberski66 5 Sep 2018, 11:51
mebuu
მოკლედ გეტყვი. აიღე 1 კილო და დათესე საცდელად. ნახავ გამოვა თუ არა იმდენი, რასაც შენ ამბობ.
ჩემზე წინ აგერ ვანოსაც უთქვია სცადეო.
გამორიცხულია 7-8 კილო მიიღო. თან ნორჩი უნდა აჭამო და არა დაპურებული.
შენ ის დაწერე რას აჭმევ და რამდენს აჭმევ მეწველ საქონელს და იქნებ ბუნებრივ კვებაზე უფრო დაგეხმაროთ რჩევებით.
არც სილოსის ჩადებაა იოლი. გამართული ინფრასტრუქტურა და საჭირო ტექნიკა უნდა გყავდეს.
სილოსი ან საკვები ჭარხალი თუ იყიდება სადმე, ყიდვა სჯობია.

Posted by: gig55 12 Sep 2018, 06:49
kaxaberski66
ჯერსის ჯიში შედარებით პატარაა,როგორც ვიცი მერძეული ჯიშია. შვიცი რომ დაბადოს საშუალოდ რამდენი კილო უნდა იყოს ძროხა?
* * *
kaxaberski66
ვფიქრობ რომ ჯერსის და შვიცის ნაჯვარი კარგი ჯიშის გამოვა

Posted by: kaxaberski66 16 Sep 2018, 17:46
gig55
ეს დღეები არ მეცალა და ვერ შემოვედი ფორუმზე.
კი. ჯერსის ხბოები დაბადებისას 20-25 კილოები არიან და ამიტომ ფურს მშობიარობის პრობლემა არ ექმნება.
ხბოს კი მერე სწრაფი ზრდა აქვს და განაყოფიერებისთვის სიმწიფეს ყველა სხვა ჯიშთან შედარებით ადრე აღწევს.
14 თვის დეკეული, ცოცხალი წონით 70% აღწევს ზრდასრული ჯერსის წონისას. რაც საკმარისია განაყოფიერებისთვის.
შვიცი 18-20 თვის არის 70% ზრდასრული შვიცისას და ხბოები წონით 35-40 კილოები იბადებიან.
ამიტომ ფურებს ხშირად უჭირთ მშობიარობა.
ადგილობრივი ჯიშის ფური შვიცის სპერმით განაყოფიერებისთვის, 370-400 კილო მაინც რომ იყოს კარგი იქნება.
სიმენტალის ჯიშის დეკეულები 22-24 თვისები აღწევენ განაყოფიერებისთვის საჭირო წონას.
თუ დეკეულს, ჯიშისთვის დამახასიეთებელი 70 % თვის არ აქვს მიღწეული და უფრო პატარა ასაკში და წონის განაყოფიერდა, ხბოს მოგების შემდეგ იმდენს ვეღარასოდეს მოიწველის, რაც რომ უნდა მოეწველა.

Posted by: ghost471 18 Sep 2018, 18:21
ხალხნო და ჯამაათნო სასუქათ მინდა ტანების დაყენება. ვინმეს დათვლილი ხო არ გაქვთ რა ჯდება ერთი სულის კვება, რამდენი ხანი უნდა გებას და რა რჩება დაახლოებით?
საქონელში დილეტანტი ვარ მარა ცდა მინდა.

Posted by: kaxaberski66 19 Sep 2018, 00:31
ghost471
უხეშად რომ გითხრა, 10გოჭიან დედა ღორს რომ უნდა კორმა მშრალად წონაში გამოხატული, იმდენი უნდა ტანასაც, პლიუს 2-3 კილო თივა.

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 00:36
QUOTE (kaxaberski66)
უხეშად რომ გითხრა, 10გოჭიან დედა ღორს რომ უნდა კორმა მშრალად წონაში გამოხატული, იმდენი უნდა ტანასაც, პლიუს 2-3 კილო თივა.


9-10 კილომდე თივას ურჩევენ ხოლმე როგორც წესი smile.gif არადა ბევრი მგონია

2-3 კილოც კი ბევრია yes.gif

Posted by: ghost471 19 Sep 2018, 02:56
kaxaberski66
Uxeshad ara dzia dawvrilebit mainteresebs smile.gif boloshi ra xdeba, gamodis ramee? biggrin.gif

Posted by: ladusha2 20 Sep 2018, 13:33
მოგესალმებით მეგობრებო/ფერმერებოsmile.gif

მაინტერესებს საქონლის და ღორის ფეხების რაოდენობის შეგროვება როგორ შეილება ან სად მაგალითად 20-25 ტონა ? ან გაყინული თუ მოიძებნება საქართველოში რაც მეეჭვება(შემოტანილი რომ არიყოს , ადგილზე რო აკეთებდეს ვინმე საქართველოში)? ძალიან დამეხმარებით !

Posted by: yamaha xjr1200 20 Sep 2018, 14:04
გამარჯობათ.მაინტეტესებს ბაქტერია რომელიც შეყავთ ფერმაში მოახერხოს საგნებზე.თუა ეფექტური.რა პლიუს მინუსები აქ და საქონლის ფერმაში ან ღორის ფერმაში თუ იყენებთ ვინმე.მადლობა წინასწარ

Posted by: gig55 22 Sep 2018, 09:30
kaxaberski66
70% რამდენი კილოა საშუალოდ? სიმენტალის ჯიშზე რას მეტყვი სხვას ეგუება ჩვენს გარემო პირობებს ეს მერძეულია თუ მეხორცული?

Posted by: kaxaberski66 22 Sep 2018, 09:53
gig55
სიმენტალი კომპლექსური ჯიშია. კარგ მერძეულ თვისებებთან ერთად კარგ მეხორცულ თვისებებსაც ავლენს.
კარგად ეგუება ყველანაირ გარემოს.
სიმენტალის ფურის საშუალო წონა არის 600კგ.
დეკეული განაყოფიერებისას უნდა იყოს 420 კგ.

Posted by: yamaha xjr1200 23 Sep 2018, 09:55
გამარჯობათ.ბედ ბაქტერიის შესახებ მაინტერესებს.თუ იყენებთ ვინმე?დადებითი და უარყოფითი თვისებები?ღიირს მაგაში ფულის ყრა?მადლობა წინასწარ

Posted by: severuss 23 Sep 2018, 13:36
მოგესალმებით smile.gif

მეყველეობის დარგში ხომ არ იცით ვინმე ვინც ტრენინგებს ატარებს?

Posted by: gig55 23 Sep 2018, 19:04
kaxaberski66
გასაგებია 600 კილო ფურის კარგი მიღწევაა, მაგალითად არის 420 ნაკლები რა უარყოფითი მხარეები აქვს?

Posted by: kaxaberski66 23 Sep 2018, 22:14
gig55
QUOTE
მაგალითად არის 420 ნაკლები რა უარყოფითი მხარეები აქვს?

განაყოფიერების შემდეგ დეკეული განაგრძობს ზრდას და ამავე დროს მუცელში ზრდის ხბოსაც, რისთვისაც ესაჭიროები ბალანსირებული კვება იმ გათვლით რომ ზრდის დასრულების პერიოდში რაც გრძელდება 5 წლამდე, ფური იყოს და შეესაბამებოდეს ჯიშისთვის დამახასიათებელ ზომებს და წონას.
თუ ვერ მიაღწია სტანდარტულ ზომა-წონას, ვერ მოიწველის შესაბამისად იმ რაოდენობის რძესაც.

Posted by: ghost471 25 Sep 2018, 21:09
kaxaberski66
ძია ''20 ლიტრიანებს'' რო ვეძახით ეგეთი საქონელისგან ლაქტაციაზე რა რაოდენობის რძეს უნდა ველოდო 3000-3500 ლიტრიი?

Posted by: kaxaberski66 26 Sep 2018, 00:31
ghost471
QUOTE

ძია ''20 ლიტრიანებს'' რო ვეძახით ეგეთი საქონელისგან ლაქტაციაზე რა რაოდენობის რძეს უნდა ველოდო 3000-3500 ლიტრიი?

ეს დამოკიდებულია როგორც თვითონ ფურზე , ისე მის კვებაზედ.
მაგალითად არიან ფურები, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ავლენენ კარგ მერძეულ თვისებებს, მაგრამ დაახლოებით ორითვის შემდეგ იწყებენ წველაში კლებას თითქოს უმიზეზოდ.
აქ ერთი მომენტია ის რომ, ფური ამ ხნის განმავლობაში რძეს იძლეოდა თავისი ორგანიზმის ხარჯზე, როცა კვება არ ჰქონდა სათანადო.
მეორე მომენტია კვებაც აქვს მაგრამ, მაინც იკლებს. ასეთი ფურები სანაშენედ არ ვარგენან.
არსებობენ ფურები ,,კროსმენები,, და არსებობენ ,,სტაიერები,,
ეხლა კი დაკვირვების და დათვლის შედეგს გეტყვი.
ცუდათ არ გამიგოთ და 20ლიტრიანი ფური, კვების მხრივ დილეტანტი პატრონის ხელში მოიწველის 20 გამრავლებული 150-200დღეზე.= 3000-3600ლიტრს.
კვების ხელოვნების მცოდნეს ხელში 20გამრავლებული 200-225 დღე= 4000-4500 ლიტრს.
ნახე როგორი დიდი დიაპაზონია წველადობის?
იგივე ფური რომელიც 20 ლიტრს იძლევა, შეიძლება პოტენციურად 30 ლიტრაც მოიწველოს და პატრონს რომ გონია ეგ არის მაქსიმუმი, შეიძლება 6000 ლიტრსაც გაეთამაშოს.
ამისთვის კი ისევ ბალანსირებული კვების ცოდნაა საჭირო.
მე რამოდენიმეჯერ დავწერე ამ თემასთან დაკავშირებით.

Posted by: ghost471 26 Sep 2018, 11:12
kaxaberski66
რა ცუდათ უნდა გაგიგო ძია, რომ ვთვლი ჩემზე მეტი იცი მაგიტომაც გეკითხები. wink.gif ვიცი ძია შენს პოსტებს განსაკუთრებული ყურადღებით ვკითხულობ smile.gif ეხლა ერთი ეს კროსმენები და სტაიერები გვითხარი რა არი? biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 26 Sep 2018, 20:12
ეგ ტერმინები მესაქონლეობაში არ იხმარება. უბრალოდ მე ვხმარობ.
მორბენლებს მოკლე დისტნციაზე, სპრინტერები ჰქვიათ.
საშუალო დისტანციაზე- კროსმენები. გრძელზე მორბენლებს კი სტაიერებს უწოდებენ.
ხოდა მეც სტაიერს ვეძახი იმ ფურებს, რომლებიც ლაქტაციის ბოლომდე სტაბილურად იძლევიან რძეს.

Posted by: ghost471 26 Sep 2018, 22:22
kaxaberski66
ეხლა გასაგებია smile.gif

Posted by: gig55 27 Sep 2018, 08:00
kaxaberski66
გასაგებია ნამდვილად საქმე, რომ გამოვიდეს ყველა ზომები უნდა დაიცვა

Posted by: elpaso77 20 Oct 2018, 21:51
მოგესალმებით ყველას კეთილო ხალხნო.
მოკლედ გადავწყვიტე წავიდე სოფლად და დავიწყო მესაქონლეობა მომავალი თებერვლიდან, არავარ ცუდი პროფესიის მაგრამ ყოველთვის მქონდა სურვილი მქონოდა ჩემი პატარა ბიზნესი თუ კერძო საწარმო, ვყოფილიყავი მცირე მეწარმე მაინც.
სამტრედიაში ვაპირებ ფერმას, საწყისად 8-9 მეწველ საქონელის, ამჟამად მაქვს 4ჰ ( თუ რამე დანარჩენს იჯარით ავიღე) პარალელურად არის დამატებით დიდი საძოვრები რადგან არის დაბა და შედარებით იძლევა დამტებით საძოვრების საშვალებას რიონის და არამარტო რიონის მდინარის სანაპიროები. ზამთარში ბაგა ხოლო დანარჩენი სეზონები საძოვრებზე.
მინდა მივიღო თქვენგა რჩევები რადგან დამეხმარება კიდევ უკეთ საქმისადმი სტიმულირებაშიც და გაცნობიერებაშიც.
მაქვს 10 სული ძროხის სადგომი, თავის მომარაგების განყოფილებით, სადაც წყლით, დენით, განიავების სისტემით არის აღჭურვილი.
არ მესაჭიროება მწველავი და დანარჩენი რძის პროდუქტების წარმოებისათვის დამატებით მუშა ხელი.
ერთადერთი პირვეელ ეტაპზე მწყემსი პარარელურად მეც რომელიც შედარებით იაფია ვიდრე მაღალ მთიან სხვა რაიონებში თავის იმ დაზღვევით რომ არ მოხდება ჩემი საქონლის შეჯვარება სხვა ჯიშთან დ.ა.შ
გამომდინარე რომ საქონელი მეყოლება როგორც საძოვრებზე ზამთარში კი ბაგაზე რომელ ჯიშებს მირჩევთ???
კი რათმაუნდა სუფთა ჯიშები ჯერ იშვიათია, შემდეგ უფრო რთულია მოვლა და მისი იმუნიტეტი დაბალია, ამიტომ ალბათ ვფიქრობ ქართულ ჯიშებთან ნაჯვარი იყოს.
კვებას რაც შეეხება მაქვს ჩალა, სათბურში მწვანე ბალახი 100 კვადრატზე ხელოვნურად. ვაპირებ დამატებით გავაშენო საქონლის საჭმელი ჭარხალი და იონჯა.
გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

მირჩევნია საქართველოში დავრჩე დავიწყო და თუნდაც არ გამომივიდეს ვიდრე იმიგრაციაში ვიყო წლები.



Posted by: kaxaberski66 21 Oct 2018, 16:36
elpaso77
სანამ რაიმე რჩევას მოგცემდეს ვინმე, ზოგადად დაწერე რას საქმიანობ დღეს.
იქნებ არც ღირდეს შენთვის სოფელში გადასახლება და თუნდაც შენი საყვარელი საქმის ნოლიდან დაწყება.

Posted by: elpaso77 21 Oct 2018, 18:54
kaxaberski66
სასტუმროს მართვა მენეჯმენტი 12 წლიანი გამოცდილება სრული იერარქიული საფეხური გავიარე ... მაქვს ბათუმში 5* სასტუმროებში დიდი კონტაქტი აგრეთვე რესტორნებში.. არის მოთხოვნა რძის ყველა ნაწარმზე ... ხორცზე ფრინველზე და სალათის სხვადასხ სახეობებზე..

Posted by: kaxaberski66 22 Oct 2018, 09:29
elpaso77
იმის შემდეგ რაც შენ დაწერე შენი ბეგრაუნდის შესახებ. აბა რა გირჩიო?
გეტყობა ხალხი მოგწყინდა და შენთვის განმარტოებას აპირებ, ნერვებს გაფრთხილება უნდა.


შენ თუ პარალელურად აპირებ მესაქონლეობას, არ გამოგივა სავარაუდოდ.
ხოლო თუ არსებობის საშუალებად გინდა, გიჯობს დაეტიო იმ სასტუმრო-რესტორნებში, სადაც მუშაობ.
ბოდიში ცოტა ასეთი ხისტი პასუხისთვის.

Posted by: elpaso77 22 Oct 2018, 10:36
მობეზრებით უფრო მეტად მომბეზრდა ფინანსურად დამიკიდებულება სხვა კომპანიებზე. მთელი ცხოვრება ასე ხომ არ უნდა იყო კაცი, როდის დაგირიცხავს ვიღაც კომპანიები ხელფას. პარარელურად რაც შეეხება არა არ ვაპირებ. მთლიანად მინდა მე თვითონ ვიყო და ვაკეთო. შეხება მქონია მთელი ბავშვობა მთლად უცხოც არაა მესაქონლეობა და ასე პირდაპირ მომინდათქოც არა უბრალოდ ვხედავ ამ სფეროთი უფრო ოჯახის გაძლიერებას დასაქმებასაც.
რჩევას რაც შეეხება უფრო საქონლის ჯიშებში დამეხმარეთ მიმდა 10-13 ლიტრიანი საქონელი დაახლოებით ანუ ქართულთან რომ იყვეს რომელიმე ნაჯვარი ასეთებით თუ შეიძლება რომ პარარელურად საძოვრებზე ვიყოლიო.

ჩემს მიგრაციას რაც შეეხება დაბრუნების შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება გაგრძელება პროფესიის ამიტომ არ მეშინია დროებით ან სრულიად შეჩედების

Posted by: kaxaberski66 23 Oct 2018, 01:22
elpaso77
QUOTE

მობეზრებით უფრო მეტად მომბეზრდა ფინანსურად დამიკიდებულება სხვა კომპანიებზე. მთელი ცხოვრება ასე ხომ არ უნდა იყო კაცი, როდის დაგირიცხავს ვიღაც კომპანიები ხელფას

კი. სხვაზე აღარ იქნები დამოკიდებული. რძის ნაწარმის გაყიდვის შემდეგ, ფული რა თქმა უნდა შენი იქნება მაგრამ, შენ ვერ მოიხმარ.
რატომ იცი? ის ფული ძროხას სჭირდება შენზე წინ.
თუ შენ მოიხმარე, საქმე უკან წავა.
მე პირადად, დღესაც ოცნებად მაქვს ზუსტად მაგხელა ფერმის ქონა.
ამ დროს მქონდა ხუთჯერ მაგაზე დიდი და იქიდანაც არ იყო შემოსავალი საკმარისი ერთი ოჯახისთვის.
ღამე ისე არ ვიძინებ რომ იუთუბში შვეიცარიელების, ავსტრიელების, ნორვეგიელების და რა ვიცი კიდევ რომელი ფერმერების გამოცდილებას რომ არ ვუყურო.
10 სულიანი გამართული ფერმა, ჩემი დღევანდელი შემოსავლის 20 % საც ვერ მომცემს მაგრამ, მენატრება მაინც.
იმიტომ რომ გენეტიკით და სულით სოფლელი ვარ, მეურნე ვარ.
შენც შეიძლება იგივე გემართება.
QUOTE
რჩევას რაც შეეხება უფრო საქონლის ჯიშებში დამეხმარეთ მიმდა 10-13 ლიტრიანი საქონელი დაახლოებით ანუ ქართულთან რომ იყვეს რომელიმე ნაჯვარი ასეთებით თუ შეიძლება რომ პარარელურად საძოვრებზე ვიყოლიო.

ქართულთან ნაჯვარ სხვა ჯიშის ხარისხიან საქონელს ვერ იყიდი.
შენ უნდა იყიდო ქართული და ხელოვნური განაყოფიერების გზით მიიღო უკეთესი ნაჯვარი.
მერე მასეთ საქონელს საძოვარზეც იყოლიებ და ბაგურზეც.
შენ ის მითხარი, ხელოვნურ ბალახზე რომ წერ, როგორი საშუალებით იღებ მაგ ხელოვნურ ბალახს.
ისე კი, ზუსტად შენისთანა საქონლის მოყვარულ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ მესაქონლეობის ფეხზე დაყენება.
თუ დაიწყებ მაგ საქმეს, წარმატებებს გისურვებ.

Posted by: BioIka 23 Oct 2018, 14:48
elpaso77
სასტუმროს მენეჯმენტში თუ მუშაობდი 12 წელი და რესტორნებთანაც გაქვს კონტაქტები, გასაღება პრობლემა არ იქნება შენთვის და ეგ უკვე ნახევარი საქმეა. უბრალოდ ბათუმიდან სამტრედიამდე 2 საათის გზა არის, წინ და უკან ბენზინი დაგჭირდება ერთი 30 ლიტრი, რაც თუ სწორად მახსოვს 75 ლარია. 8-9 მეწველი საქონლის მონაწველი 100 ლიტრი გამოდის დღეში, კვირაში 700 ლიტრი. თუ მარტო რძის პროდუქტებზე იმუშავებ, კვირაში 2 რეისი რომ გააკეთო მარტო ბენზინი დაახლ. 20 თეთრით გიძვირებს პროდუქტს (კონკურენციაში შეიძლება გაგიჭირდეს). ცალკე კიდე მანქანის შენახვის ხარჯები (მარტო ბენზინი ხო არაა, ზეთი, შეკეთება და რავი იმდენი რამეა). ამიტომ ქათმებიც რომ იყოლიო კარგი იქნება, დიდ დროს ეგ არ წაგართმევს და თავდაპირველი დაბალი ინვესტიციიდან კარგ მოგებასაც დაგიტოვებს (სიტყვაზე 100 კვერცხმდებელი რომ გყავდეს და 2 დღეში ერთ კვერცხს დებდნენ საშუალოდ, კვირაში 350 კვერცხი გამოგივა 30 თეთრზე 105 ლარია).
კიდე დამატებით და ალბათ მთავარი პლიუსი რაცაა, რახან გასაღების ბაზარი პრობლემა არაა შენთვის, იქნებ იქაურებს დაელაპარაკო და იმათგანაც ჩაიბარო პროდუქტი. თან მადლს იზავ ხალხს დაეხმარები და თანაც შენც იხეირებ. მითუმეტეს სასტუმროს მენეჯმენტში თუ გაქვს ნამუშევარი, მაგ საქმის ორგანიზება პრობლემა არ უნდა იყოს შენთვის და ადვილად გაართმევ თავს smile.gif
5 ვარსკვლავიან სასტუმროს შეიძლება ბიოპროდუქტი უნდოდეს და შენი ძროხებით ბიოზე შეგიძლია იმუშაო, სხვისგან ჩაბარებული პროდუქტი კიდე რესტორნებს მიაწოდო. სასტუმროს რომ არ უნდოდეს ეგ ბიო როგორც განმასხვავებელი ნიშანი ისე გექნება, რის გამოც შედარებით მაღალი ფასითაც ადვილად გაუწევ სხვა მწარმოებლებს კონკურენციას.

კარგ გზას დადგომიხარ და წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: elpaso77 23 Oct 2018, 16:39
BioIka
მოგესალმები
ბათუმში მიწოდებასთან დაკავშირებით სრულიად მართალი ხარ, მაგრამ ესეც გავთვალე უკვე მე მაქვს საშვალება იმისა რომ სასტუმროდან მოთხოვნას გზავნილივით ვატან მარშუტს 10-15ლ სანამ ბათუმში დავიწყებ რათქმაუნდა ქუთაისი ერთ ერთი დიდი მომხმარებელია რაც მართლა არ ჭირს გასაღება ... უფრო კონკრეტულად რა ფასებია როგორც რძე ყველის სხვადასხვა სახეობები ჩავალ ახლო მომავალში და თავად ვნახო მინდა...
რაც შეეხება ფერმერობას აქამდე უნახავი და სრულიად უცხო არაა იქ ყველა მცირმე ფერმერობას უმეტესობა ეწევაა მეც ჯერ მცირედით მინდა დავიწყო. და რაც მტავარია არ ვიწყებ სესხის სახით.. უბრალოდ მინდა მცირე კარგი მეწარმე ვიყოო არ მასვენებს ეს შინაგანი ბუნება... მითუმეტეს ცალკე დამატებით კიდევ არის სოფლის განვითარებსი პატარა გეგმები კენკრის მოშენების სტიმულიტ ესენიც აქვტ ახლობლებს წელს ვნახავ რას მიირებენ და მეც პარალელურად ვიქონიებ ..

Posted by: kaxaberski66 25 Oct 2018, 22:56
BioIka
გამარჯობა. როგორ არის შენი პროექტის საქმე?

Posted by: BioIka 26 Oct 2018, 17:55
kaxaberski66
QUOTE
გამარჯობა. როგორ არის შენი პროექტის საქმე?

მადლობა კახაბერ, ძველებურად ანუ ისევ 2020-თვისაა გეგმაში. ამ ეტაპზე ისევ სწავლაზე და ინფორმაციის მოძიებაზე ვარ.
წელს ზაფხულში ვიყავი ასული და იქაურებიც გავიცანი, ძალიან მომეწონა კარგი ხალხია. ძალიან ცოტანი არიან, მარა კარგი ხალხი. საუბარზე ეტყობათ გააფერისტებულები არ არიან. შემდეგ ზაფხულს ჩამოვალ გეოლოგის ასაყვანად, მშენებლობის და ტყით სარგებლობის უფლების ასსაღებად და კიდე ელექტროგაყვანილობის შეყვანაზე. ტყით სარგებლობაზე კი მითხრეს იქაურებმა არაა პრობლემა თუ გასაყიდად არ გინდა არავინ არაფერს გეტყვისო მარა ოფიციალურად მირჩევნია მაინც, შარის თავი არ მაქვს. კიდე რაღაც საკითხები მექნება გასარკვევი რომ 2020ის გაზაფხულზე დრო აღარ დავკარგო. შეიძლება საძირკველიც გავჭრა და გავამზადო. ადგილის დაპროექტებაში ცოტა ცვლილებები შევიტანე, გზას მოვაშორე სახლები და სადგომი ეგრე 100-150 მეტრით. მანქანები რომ დადიოდნენ გზასთან მტვერი დგებოდა და ერთმა იქაურმაც მირჩია. რა ვიცი გზას როდის დაამთავრებენ და ცხვირწინ მტვერი არ იქნება სასიამოვნო.
გზის მშენებლობა შეჩერებულა და ეგ მეწყინა ძალიან, კომპანიამ ვერ შეასრულა ბოლომდე ვალდებულებები და სხვა ტენდერი გამოაცხადესო. სანამ ეგენი ახალ კომპანიას იპოვიან და მერე ის გზას დაამთავრებს ვირი ხეზე ავა. ისე სადამდეც მიყვანილია ეგეც კარგია უკვე, 1 კილომეტრი იქნება ჩემს ნაკვეთამდე დარჩენილი.
ნაკვეთი ეხლა საძოვარივითაა, ერთ დღეს რომ ავედი ძროხები ძოვდნენ, 2 კამეჩიც დავინახე და ცოტა გამიკვირდა, კამეჩებს ხომ წყალში წოლა უყვართ და მაგხელა მდინარე ახლოში არსადაა კამეჩი რომ ჩაეტიოს.
ორივეჯერ მეუღლესთან ერთად ვიყავი ასული ივლისში და თბილისი რომ იწვოდა იქ ძალიან სასიამოვნო გრილი ნიავი იყო smile.gif ჩემს ქალს ისე მოსწონს თუ დენი, ცხელი წყალი და კომფორტი იქნება სიამოვნებით ვიცხოვრებდი მუდმივად აქო biggrin.gif ანუ იდეაში შეიძლება აშენების მერე კაი ხანი დავრჩეთ ჩვენც იქ მერე და პრობლემა არ იყოს. უცხოურ ორგანიზაციებზეც გავარკვიე რაღაცეები და იმედიანად ვარ, ძროხებიც უჩუქებიათ კონკრეტული მეურნეობებისთვის, სათიბებიც, აღჭურვილობა და რავი ბევრი რამ კიდე. მზის პანელებით რომ დამაფინანსონ როცა ავაშენებ ძალიან მაგარი იქნება.
ისე ვარ უკვე ვეღარ ვითმენ, სულ მაგაზე ვფიქრობ და ერთი სული მაქვს ეს წელიწადნახევარი როდის გავა.

Posted by: Rachvelo90 27 Oct 2018, 18:38
გამარჯობათ მეგობრებო. რა ღირს ამჯამად 1 კგ ყველი? საბითუმოდ ჩაბარების ფასს ვკითხულობ.

Posted by: kaxaberski66 27 Oct 2018, 22:28
BioIka
QUOTE
გზას მოვაშორე სახლები და სადგომი ეგრე 100-150 მეტრით

ჩვენთანაც არის კანონი, თუ რამდენი მეტრით უნდა იყოს ფერმა დაშორებული გზიდან.
ცენტრალური გზიდან 300 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.
QUOTE
ჩემს ქალს ისე მოსწონს თუ დენი, ცხელი წყალი და კომფორტი იქნება სიამოვნებით ვიცხოვრებდი მუდმივად აქო

შენ რომ სურათები დასდე, მაშინ დაგიწერე რომ, ისეთი კარგი ადგილია რომ სასტუმრო ააშენე მეთქი.
მეც ძალიან მომეწონა მდებარეობა და პეიზაჟი.

Posted by: Nat_asha 28 Oct 2018, 01:04
BioIka
QUOTE
ჩემს ქალს ისე მოსწონს თუ დენი, ცხელი წყალი და კომფორტი იქნება სიამოვნებით ვიცხოვრებდი მუდმივად აქო  ანუ იდეაში შეიძლება აშენების მერე კაი ხანი დავრჩეთ ჩვენც იქ მერე და პრობლემა არ იყოს. უცხოურ ორგანიზაციებზეც გავარკვიე რაღაცეები და იმედიანად ვარ, ძროხებიც უჩუქებიათ კონკრეტული მეურნეობებისთვის, სათიბებიც, აღჭურვილობა და რავი ბევრი რამ კიდე. მზის პანელებით რომ დამაფინანსონ როცა ავაშენებ ძალიან მაგარი იქნება.
ისე ვარ უკვე ვეღარ ვითმენ, სულ მაგაზე ვფიქრობ და ერთი სული მაქვს ეს წელიწადნახევარი როდის გავა.

ჯობია დასახლდეთ თუ პირობებს შეიქნით, მეც მინდა მასე დასახლება, ოღონდ ეხლა პაპუასივით ვერ ვიცხოვრებ და მინიმალური კომფორტი, რაშიც ვგულისხმობ აუცილებელ კომუნიკაცეიბს: ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი) აგრეთვე არასოფლური ტიპის ვანა-ტუალეტი biggrin.gif კუხნა და ერთი საძინებელი. მე სასახლე არ მინდა, მაგრამ ეს რაც დავწერე უნდა მქონდეს biggrin.gif ამიტომაც ვერ ვახერხებ ქალაქიდან გადასახლებას. ამ ყველაფერს როცა მოვუყრი თავს, მერე ვიზამ მაგას და გადავსახლდები. გრანტებზე გირჩევ საქართველოს ბანკს აქვს ასეთი პროექტი "სიცოცხლის ხე" დაახლოებით იმ სტილში აქვთ გრანტები რაზეც ადრე საუბრობდი, ოღონდ მაქსიმალური დაფინანსება 50 000 იყო წელს და მომოვალ წელს არ ვიცი რამდენი იქნება.
https://tree.ge/ აი ლინკი გადახედე თუ გინდა

Posted by: Rachvelo90 28 Oct 2018, 11:44
გამარჯობათ მეგობრებო. რა ღირს ამჯამად 1 კგ ყველი? საბითუმოდ ჩაბარების ფასს ვკითხულობ.

Posted by: BioIka 28 Oct 2018, 14:15
kaxaberski66
QUOTE
ჩვენთანაც არის კანონი, თუ რამდენი მეტრით უნდა იყოს ფერმა დაშორებული გზიდან.
ცენტრალური გზიდან 300 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.

ეს ალბათ დიდ ფერმებზეა ხო? ჩვენ ხო როგორც საშინაო მეურნეობა ეგრე უნდა გვქონდეს, არა მგონია რამე პრობლემა იყოს. აბა 350 მეტრია სულ ნაკვეთი და ბოლოში მოგვიწევდა სადგომის აშენება.
QUOTE
შენ რომ სურათები დასდე, მაშინ დაგიწერე რომ, ისეთი კარგი ადგილია რომ სასტუმრო ააშენე მეთქი.
მეც ძალიან მომეწონა მდებარეობა და პეიზაჟი.

სასტუმრო არა მარა პატარა თიხის სახლებს ავაშენებთ მომავალში აგროტურისტებისთვის smile.gif აი ასე გამოიყურება, "cob house"-ს ეძახიან და ძალიან მარტივი და იაფი ასაშენებელია, პლიუს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელი
user posted image


Nat_asha
QUOTE
ჯობია დასახლდეთ თუ პირობებს შეიქნით, მეც მინდა მასე დასახლება, ოღონდ ეხლა პაპუასივით ვერ ვიცხოვრებ და მინიმალური კომფორტი, რაშიც ვგულისხმობ აუცილებელ კომუნიკაცეიბს: ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი) აგრეთვე არასოფლური ტიპის ვანა-ტუალეტი  კუხნა და ერთი საძინებელი. მე სასახლე არ მინდა, მაგრამ ეს რაც დავწერე უნდა მქონდეს  ამიტომაც ვერ ვახერხებ ქალაქიდან გადასახლებას. ამ ყველაფერს როცა მოვუყრი თავს, მერე ვიზამ მაგას და გადავსახლდები. გრანტებზე გირჩევ საქართველოს ბანკს აქვს ასეთი პროექტი "სიცოცხლის ხე" დაახლოებით იმ სტილში აქვთ გრანტები რაზეც ადრე საუბრობდი, ოღონდ მაქსიმალური დაფინანსება 50 000 იყო წელს და მომოვალ წელს არ ვიცი რამდენი იქნება.
https://tree.ge/ აი ლინკი გადახედე თუ გინდა

ერთი წელი და შეიძლება ორი წელიც გამოვიდეს ეგ მარა გრძელვადიანში გაგვიჭირდება სამსახურის გარეშე ყოფნა. იქ თუ ვიცხოვრებთ მეც ისეთივე ხელფასი უნდა მქონდეს როგორც სხვა იქ მაცხოვრებლებს. 18 წლის ახალგაზრდებს 1000 ლარი თვეში ეყოფათ და შეგროვებასაც შეძლებენ, მე კიდე 1000 ლარად ოჯახს ვერ შევინახავ, მე და ჩემ ცოლშვილს კი გვეყოფა მარა მშობლებიც ხომ მყავს და ბაბო, იმათაც მიხედვა ხომ დაჭირდება მომავალში. ყველაზე მაგარი იქნება თუ ინტერნეტიდან სამსახური ვნახე რამე, ან ორშაბათს დილით პირდაპირ სამსახურში ვიარო ხოლმე და პარასკევს 5 საათზე ისევ ავიდე. ვნახოთ რა, მეც სიამოვნებით ვიქნებოდი მუდმივად იქ მარა მეეჭვება რომ გამოვიდეს ეგ. კომფორტს ისედაც ვაპირებდი, ცენტრალურ გათბობას გავაკეთებ შეშაზე, პლიუს ბიოგაზის დანადგარიც მარტივი გასაკეთებელია ჩემი ძმაკაცის მამამ ამიხსნა და დამეხმარება, ქარხნების დანადგარები აქვს აწყობილი და იცის საქმე, ნუ წყალიც თავისთავად smile.gif სამზარეულო საერთო იქნება ყველასთვის, ერთად მეტი დრო რომ გაატარონ და ცალცალკე არ აკეთონ საჭმელი. შენ რომელ სოფელში გინდა გადასახლება?ზემოთ რომ დავწერე cob house, მაგ ტექნოლოგიით ძალიან მარტივად აიშენებ პატარა სახლს, მეგობრებს დაიხმარებ და 2 თვეში პატარა ლამაზი და ჯანმრთელი სახლი გექნება smile.gif
* * *
Rachvelo90
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო. რა ღირს ამჯამად 1 კგ ყველი? საბითუმოდ ჩაბარების ფასს ვკითხულობ.

ფასები ალბათ სხვადასხვა იქნება, იმის მიხედვით თუ რა ყველს ამზადებ და რამდენი რძე ჭირდება .
http://georgiandairy.org/ka/average-milk-price
აქ დევს რძის საბითუმო ფასი, შეხედე რამდენი რძე სჭირდება შენთვის საინტერესო ყველს და გადაამრავლე რძის ფასზე, დაახლოებით ეგ იქნება ფასი.

Posted by: Rachvelo90 28 Oct 2018, 16:17
ანუ რა გამოდის 1 კგ ყველი ახლა 8 ლარია ჩაბარების ფასი? და ყველაზე იაფი ზაფხულში 5 ლარი?

Posted by: BioIka 28 Oct 2018, 18:55
Rachvelo90
მეგობარო მე არ ვარ ყველის სპეციალისტი, თუ 1 კგ ყველის დამზადებისთცის 8 ლიტრი რძეა საჭირო და საბითუმო რძის ფასი დაახლ. 1 ლარია როგორც მაგ ლინკზეა ნაჩვენები, დაახლოებით 8 ლარი უნდა იყოს ამ ყველის ფასი (შეიძლება ცოტა მეტი, ყველის დამზადებასაც ხო დრო და ენერგია უნდა)...
ზაფხულში ძროხები მეტს იწველებიან ვიდრე ზამთარში და თავისთავად როგორც რძე ისე რძის ნაწარმი ზაფხულში უფრო იაფი იქნება. თუ ნაღები მოხდილი აქვს და მერეა გაკეთებული ყველი, ცოტა იაფი იქნება, იმიტომ რომ იმ ნაღებს კარაქად გაყიდიან.
ისეთ რაღაცას კითხულობ მანქანა რა ღირს ბაზარზეო, ბევრი დეტალებია ყველის თემაზეც. ანა მიქაძე მოძებნე თუ გინდა ფეისბუქზე და ჰკითხე, ყველების პროფესორია ეგ და თან როგორც ვიცი არც რჩევებზე იცის დაზარება.

Posted by: Nat_asha 29 Oct 2018, 13:39
Rachvelo90
მე კიდევ გავიგე რომ რაღაცა ფხვნილი იშოვება, რომელსაც აფერისტი მეყველეები შოულობენ და 3 ლიტრიდან ამოყავთ 1 კგ ყველი ამ ფხვნილის დახმარებით biggrin.gif biggrin.gif აფერისტობა ინ ექშენ როგორც იტყვიან. არადა როგორ მეზიზღება ეს აფერისტობები, განსაკუთრებით ასეთ საკითხში, როცა ადამიანი გაჭირვებულია და ბავშვისთვის ყიდულობს ყველს და ამ დროს რაღაცა ნაგვობას ყიდულობს და სარგებლის ნაცვლად შეიძ₾ება ბავშვს რამე სიმსივნური რისკის ქვეშ დააყენოს 2-3 ლარის გამო ადამიანს სიცოცხლის ფასად უსვამენ. გამამაძაღლდა ადამიანი სასტიკად.

Posted by: elpaso77 29 Oct 2018, 18:56
ცოტა საკვირველია მაგრამ ფხვნილის და ყველაფრის გარეშე 5 ლიტრიდან ამოყავთ 1კგ ყველი თუ მეტი ცხიმი ქონდა რძეს 4 ლიტრიდან და 8ლტ რძე წყალია კიმაგრაამ?

Posted by: BioIka 30 Oct 2018, 19:41
elpaso77
QUOTE
ცოტა საკვირველია მაგრამ ფხვნილის და ყველაფრის გარეშე 5 ლიტრიდან ამოყავთ 1კგ ყველი თუ მეტი ცხიმი ქონდა რძეს 4 ლიტრიდან და 8ლტ რძე წყალია კიმაგრაამ?

ყველს გააჩნია მეგობარო smile.gif ზოგიერთ ალპურ ყველს მაგალითად ემენტალურს 13 ლიტრი რძე უნდა 1 კილოზე.
ჭყინტ ყველს რა თქმა უნდა ნაკლები რძე დასჭირდება, იმიტომ რომ შიგნით ბევრი სითხეა რაც წონას მატებს.
სულგუნს ორჯერ მეტი რძე სჭირდება ვიდრე ჭყინტ ყველს, მაგიტომ არა მგონია 4 ან 5 ლიტრი რძიდან 1 კილო სულგუნი ამოიყვანო.

Posted by: Nat_asha 30 Oct 2018, 20:20
elpaso77
არ ვიცი, მე ყველი არასდროს არ ამომიყვანია და თავს ვერ გამოვიდებ, მაგრამ მცოდნეებისგან გამიგია რომ 7 ლიტრი მაინც უნდა 1 კგ ყველის ამოყვანასო. და ფხვნილი რომ ნაღდად არსებობს ეგ ვიცი და საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია. მე პირადად 5 წელია ყველს არ ვყიდულობ. ნათესავს ვაგზავნინებ ოჯახიდან. ალალ ბიძაშვილს ხონიდან. ვიცი რასაც აკეთებს და რძე გასდის და გემოზე ისეთია, ხაჭაპურებიც ისეთები ამოდის რომ სხვაგან რომ მიწევს ხოლმე ეგრევე ვხვდები არის თუ არა ნამდვილი..

Posted by: elpaso77 31 Oct 2018, 13:43
BioIka
მე რომ 5-4 ლიტრა რძიდან იმერული ყველი 1 კგ ამომყავს ეს ფაქტი მაქვს და სულგუნზე რათქმაუნდა მეტი მჭირდება.
* * *
Nat_asha
სამწუხაროდ რათქმაუნდა არის ფხვნილი რძის აზავებენ და ლიტრაჟობას ზრდიან

Posted by: kaxaberski66 31 Oct 2018, 19:12
4-5 ლიტრიდან ყველის ამოყვანა არ ვიცი რამდენად შესაზლებელია მაგრამ, ყველის ამოყვანას ცოდნა უნდა.
ერთი და იმავე რძიდან ზოგი 6 ლიტრიდან ამოიყვანს და ზოგი 10 დან.
წლის პერიოდსაც გააჩნია, ზამთარში ყველის ამოყვანას ნაკლები რძე უნდა, ვიდრე ზაფხულში.

Posted by: kaxaberski66 1 Nov 2018, 23:15
ეხლა სტატიას დავდებ ,, საქართველოს რძის ბიზნესიდან,, სადაც ისრაელი რომელიც არის აბსოლუტური ლიდერი რძის მონაწველიდან ერთ ფურზე გადაანგარიშებით.
ამ სტატიაში იკვეთება რომ, ისრაელი ცდილობს რძის ფასი შეამციროს ისე რომ ფერმერები არ დაზარალდნენ. ანუ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის დახმარებით.
რამდენიმე ხნის წინ ჩემს პატარა სიტუაციურ ანალიზში დავწერე რომ განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობა არის სახელმწიფო დოტაციაზედ.
ჩვენთან რა ხდება?
კარგი იქნება თუ office@georgiandairy.org იუზერი merabc(თუ სწორად დავწერე მისი სახელი) შემოვა და გვეტყვის თუ რა ხდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში.
http://georgiandairy.org/ka/post/israelis-merdzeveobis-sektorshi-reporma-gankhortsieldeba


Posted by: mebuu 3 Nov 2018, 14:37
გამარჯობათ.. ბაგურ კვებაზე თუ გყავს ვინმეს ხბოები გაგვიზიარეთ გამოდილება . მემყავს 15 სული 120 კილოიანები და ვფიქობ ბაგურზე.. რას აჭმევთვ რამდენს რამდენი ხნით და მოგება როგორი გაქვთ?

Posted by: bavaria87 4 Jan 2019, 17:37
QUOTE (BioIka @ 21 Jun 2018, 20:04 )
kaxaberski66
QUOTE
საქონლის ყიდვიანად წერდა მაგ ფასს. საქონელი უნდა იყიდო 6-7 თვიანი მაკეობის უშობელები და არამც და არამც მეწველი. რა გზაში წველა კაცო.100%ს მესამე ლაქტაციაზე აღწევენ უკვე თუ მეოთხეზე. იდეაში 70-80-90-100იც შემიძლია შევიტანო თუ მეოთხე ლაქტაციაზე კიდე იზრდება მონაწველი.ზოგიერთი ძროხა წველის პიკს მე 5 ლაქტაციაზე აღწევს. ეგ ყველაფერი ინდივიდუალურია. საერთოდ ითვლება რომ საქონელი ძირითადად მატულობს პირველ სამ ლაქტაციაში.

აჰა გასაგებია smile.gif

QUOTE
შენ რომელი საქონლის სურათიც დასდე, ეგ საქონელი მე ვიცი სახელის გარეშე.ხშირად ვუყურებ ხოლმე იუთუბში გართობის და სიამოვნების მიზნით შვეიცარიის და ალპებში საქონლის გადარეკვას, ძოვება-შენახვას და იქ ვნახულობ მაგ საქონელს. მართლაც ძალიან ჯანმრთელი და გამძლე მთის საქონელია და ჩვენთანაც ალბათ ივარგებს, მაგრამ კონცეტრატი მაგათაც უნდათ.ირაკლი, მოიძიე ხალხი ვისაც უშუალოდ ჰყავს ეგ საქონელი და გამოჰკითხე შენახვის წესი, ზნე-ჩვეულებები, კვების წესი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით კარგად გაერკვიე.

მაგ ძროხების გასამრავლებელი სპეციალური გაერთიანებები არის და იმათ შემიძლია პრინციპში, მარა რავი რაც ინტერნეტში წავიკითხე იმაზე მეტს რას მეტყვიან. კარგი, მივწერ აბა ერთი თუ მიპასუხებენ და რას მიპასუხებენ.

QUOTE
მე მაინც არ მომწონს შენი მარკეტინგული მიდგომა. ეგ ისე გამოდის, კაცმა ფეხბურთის გუნდი შექმნას და მწვრთნელი ცხრა მთას იქით იყოს.იმ საქმეში ჩაუხედავ ახალგაზრდებს, ადგილზე სჭირდებათ ძალზე გამოცდილი და მცოდნე კაცი, იმისთვის რომ საქმე წინ წავიდეს, თორემ შენც ამოგიწყდება ეგ საქონელი.
ზოგიერთი დაავადებაა, ელვისებურად ვითარდება. სანამ ისენი აზრზე მოვლენ საქონელი აღარ იქნება.

მასეთი კაცი რომ ავიყვანო სამსახურში, კასპის რაიონში, რამდენი ხელფასი უნდა ვუხადო დაახლოებით? ეჭვი მაქვს მაგარი სპეციალისტები ძალიან მაღალ ხელფასს მოითხოვენ და საბოლოოდ იმ ახალგაზრდების კი არა ამ სპეციალისტის დასაქმება გამომივა და იმ ახალგაზრდების მუშებად ყოფნა. მთელი დღე და ყოველ დღე იქ დაჭირდება ყოფნა? იქაურმა ვეტერინარმა კვირაში ორჯერ რომ დახედოს ძროხებს საკმარისად იქნება რისკები დაზღვეული? მეც რომ იქ ვიყო, მაინც მარტო ფიზიკურად უნდა ვიმუშაო, გამოცდილება არც მე მაქვს. მაქსიმუმ თეორიულად მოვიძიო ინფორმაცია და წავიკითხო.
ეგ დაავადებები დროულად ჩატარებული აცრების პირობებშიც შეიძლება დაემართოთ? არ არსებობს მაგეების წინააღმდეგ აცრა?
გამოცდილი ხალხი რაზე ატყობს, რომ დაავადდა ძროხა? საჭმელს თუ არ ჭამს, ახველებს და მასეთ შესამჩნევ სიმპტომებზე პრინციპში მაშინვე დაუკავშირდებიან ვეტერინარს. ნუ მანამდე გავატარებთ პრაქტიკულ და თეორიულ კურსს. სიტყვაზე 3 მათგანს რომ ჰქონდეს სხვა და სხვა ფერმებში ნახევარ წლიანი გამოცდილება (შეიძლება 9 თვიანი ან 1 წლიანიც გამოვიდეს) ვერ შეატყობს ძროხას რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს?
არის სადმე ძროხის დაავადებები ჩამოწერილი, რომლებიც საქართველოში ემართებათ ხოლმე?
წაბლები თუ ვიყიდეთ ბევრად ნაკლები იქნება დაავადებების რისკი? რავი ბებიაჩემმა ეხლა რომ ვუფიქრდები ბევრი არაფერი იცოდა ძროხებზე, თივას უყრიდა და წველიდა და არ მახსოვს ძროხებს რამე დაჰმართნოდათ. თან მთელი სოფლის საქონელი ერთად დადიოდა ნახირში. ერთხელ იყო მარტო შემთხვევა ძროხა არ ჭამდა და პირზე რაღაც გამონაზარდები ჰქონია, სოფლელი თვითნასწავლი ვეტერინარი მოვიდა, მაკრატლით მოაჭრა ის რაღაც გამონაზარდები, მერე მგონი ნახევარი ბოთლი არყით მობანა, ნახევარიც თავად დალია და ეგ იყო biggrin.gif
ოღონდ წაბლები არ ჰყავდა ბებიაჩემს, მთის ძროხები ჰყავდა და 2 ძროხა ერთ მოწველაზე 4-5 ლიტრას იწველიდა ალბათ (ერთ 8 ლიტრიან სათლს ვერ ავსებდა მახსოვს)
QUOTE
მერე კიდევ ეგ ღორები, ქათმები და თხები რომ ჰყავთ. ეგ ხალხი მაგ პირობებში დაიბადა გაიზარდა და იციან ერთი მეორეს როგორ შეუხამონ და როგორ მოუარონ.შენ ვინ გეყოლება მასეთი?მოდი, ჯერ ერთ საქმეს მიხედე და დააყენე ცალ ფეხზე მაინც და მერე მეორეზე ისე გადადი.

ღორები კახური ჯიშის მაგიტომ მინდა ბევრი რამე რომ არ დაჭირდეთ. საღამოს დაუყრიან საჭმელს და ეგაა რა. თხები და ქათმები იმიტომ დავამატე რომ მაინც 6 იქნებიან და საქმე ექნებათ მეთქი. თუ 6-ით არ დავიწყებთ და 4 ახალგაზრდით დავიწყებ, აღარ დავუმატებ თხებს.

მოსავლელად თხა უფრო მარტივია თუ ძროხა? ავადმყოფობის მხრივ როგორაა? ივლისში ჩამოვდივარ 3 კვირით, 1 კვირა მაქვს მარტო დაკავებული და 2 კვირა თავისუფალი ვარ პრინციპში. ნაკვეთშიც ავალ და იქაურებსაც დაველაპარაკები, საქონელზე რა დაავადებები უჩნდებათ ხოლმე. იქნებ ცხავერში და გოსტიბეში ვინმე მცოდნეც ვნახო, ან ახალციხეში მაინც იყოს მასეთი ვინმე. ნაკვეთში ჰუმუსის ფენის გაზომვაც მინდა და მიწის ანალიზის გაკეთებაც.
კავთისხევში აქვს ვიღაცას მესაქონლეობის ფერმა (გადაცემა რომ არის ფერმა იქ აჩვენეს ერთხელ), ეგ სოფელიც მაგეთაა და იქნებ მაგათაც დაველაპარაკო.

შენს პოსტებს გადავხედე და გამიხარდა, რომ ასეთი მონდომებული ხარ, სამშობლოში ჩამოსვლა გინდა და შენი თანხის თუ ენერგიის აქ ჩადება და ქვეყნისთვის გამოყენება. რაღაც პარალელები გავავლე ჩემს მიმართაც, რადგან მეც შენსავით საზღვარგარეთ ვარ და მსგავსი გეგმები მაქვს სამომავლოდ, ფერმის აშენება და მესაქონლეობაში ჩაბმა, მაგრამ უფრო მცირე მაშტაბით, ანუ პატარა ფერმა რომ მქონდეს. შენს გეგმებს გადავხედე და ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ჩადებას აპირებ, მაგდენი მე არც კი დამესიზმრება lol.gif სადაც აპირებ ფერმის გაკეთებას, ასე თუ ისე ვიცნობ მაგ ადგილებს, ზაფხულში გრილა, კაი ადგილებია, მაგრამ ოქტომბიდან აპრილამდე ზამთარი მანდ და უმეტესად თოვლი (გოსტიბეში). მე კავთისხეველი ვარ, რამდენჯერმე ვარ მანდ ასული. თუმცა ბოლო 4 წელია საქართველოში აღარ ვარ და ცოტა მოვწყდი იქ სიტუაციას.

Posted by: tazo1996 23 Jan 2019, 22:29
მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება, მინდა შევიძინო 5-6 თვიდან 1 წლამდე საქონელი. სქესს არ აქვს მნიშვნელობა. დასავლეთში ვარ ამიტომ ადგილობრივი ჯიში მირჩევნია გარემოს ადვილად შეეგუება. ასევე შევიძენ ზაქებს ამავე ასაკისას. თუ ვინმეს გეგულებათ დასავლეთში ისეთი ფერმა ან ოჯახი ვინც გაყიდის რამდენიმეს ერთდროულად შემატყობინეთ. ველოდები გამოხმაურებას.

Posted by: topcha 16 Feb 2019, 14:56
საინტერესოთემაა.,...........................................................

Posted by: topcha 19 Feb 2019, 17:08
გამარჯობა ფერმერებო და არა მარტო.
მოკლედ ვაპირებ 10 სული ძროხის ჰოლშტეინის ჩამოყვანას. რძეზე მინდა ვამუშაო და სად იბარებენ ხომ ვერ მეტყვით? თბილისიც მაწყობს მაგრამ ქართლში თუ იცით სადმე?

Posted by: ushuaia 19 Feb 2019, 22:43
topcha
სანტეს დაუკავშირდი და მოვლენ და თვითონ წაიღებენ ,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: ertoba 20 Feb 2019, 08:41
QUOTE (topcha @ 19 Feb 2019, 17:08 )
გამარჯობა ფერმერებო და არა მარტო.
მოკლედ ვაპირებ 10 სული ძროხის ჰოლშტეინის ჩამოყვანას. რძეზე მინდა ვამუშაო და სად იბარებენ ხომ ვერ მეტყვით? თბილისიც მაწყობს მაგრამ ქართლში თუ იცით სადმე?

Daaxloebit ra tanxa jdeba 1 mozardis chamoyvana? Da saqartveloshi tu sheizleba aghnishnuli jishis yidva sadme?

Posted by: ladusha2 20 Feb 2019, 12:02
მეგობრებო სასაკლაო რომ გაკეთო რარი საჭირო შეგილიათ დეტალურად რომ დაწეროთ, ვინც იცის. მადლობა წინასწარ

Posted by: topcha 21 Feb 2019, 11:02
ertoba აქ ვერ ვნახე კარგი ჰოლშტეინი. ვინც ყიდის დაბრაკულს ყიდის. თან მე აგროსესხით მინდა ყიდვა და უეჭველი იმპორტირებბული უნდა იყოს.
ფასს რაც შეეხება 2140 ევრო ჯდება უშობელა რომელიც ორ თვეში მოიგებს.

* * *
ushuaia
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,.....................................

Posted by: shuma89 21 Feb 2019, 17:56
topcha
მაკე უშობელისტრანსპორტირება ვის გაუგია.
ეგრე ორ თვეში მოსაგები?

Posted by: topcha 25 Feb 2019, 11:42
shuma89
მასე მეუბნებიან იმპორტიორ კომპანიაში და ვის გაუგია არ ვიცი.

Posted by: stst.. 16 Mar 2019, 23:06
ხალხნო, კონბინირებულ სკავებზე ფერმის აწყობა როგორია?აი მინახავს ფერმები დაჯე რძეს იბარებენ ხო და მერე ყველს აკეთებენ მოგებაზე გადიან საკაიფოდ.
ხოდა ბარემ ის რძეც შენ რო აწარმოო და იყიდო კომბინირებული საკვები. რძეს რო იბარებენ 80 თეტრად და იქიდნა ყველს აკეთებენ მოგება რჩებათ
ამ კომბინირებულზე მუშაობით რძე ლოგიკურად 80 თეთრზე იაფი ხო უნდა დაგიდჯეს?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: topcha 17 Mar 2019, 12:03
QUOTE
ხალხნო, კონბინირებულ სკავებზე ფერმის აწყობა როგორია?აი მინახავს ფერმები დაჯე რძეს იბარებენ ხო და მერე ყველს აკეთებენ მოგებაზე გადიან საკაიფოდ.
ხოდა ბარემ ის რძეც შენ რო აწარმოო და იყიდო კომბინირებული საკვები. რძეს რო იბარებენ 80 თეტრად და იქიდნა ყველს აკეთებენ მოგება რჩებათ
ამ კომბინირებულზე მუშაობით რძე ლოგიკურად 80 თეთრზე იაფი ხო უნდა დაგიდჯეს?

რძეზეთუ გინდა მუშაობა კომბინირებული საკვები არ გამოგადგება. მწვანე მასა გინდა უეჭველი

Posted by: kaxaberski66 17 Mar 2019, 22:29
stst..
QUOTE
ხალხნო, კონბინირებულ სკავებზე ფერმის აწყობა როგორია?აი მინახავს ფერმები დაჯე რძეს იბარებენ ხო და მერე ყველს აკეთებენ მოგებაზე გადიან საკაიფოდ.
ხოდა ბარემ ის რძეც შენ რო აწარმოო და იყიდო კომბინირებული საკვები. რძეს რო იბარებენ 80 თეტრად და იქიდნა ყველს აკეთებენ მოგება რჩებათ
ამ კომბინირებულზე მუშაობით რძე ლოგიკურად 80 თეთრზე იაფი ხო უნდა დაგიდჯეს?

კარგი იქნება. ოღონდ ეგ არის რომ მარტო კომბინირებული საკვების მიცემა საქონელზე არ შეიძლება.
კომბინირებული საკვები შეიძლება შეადგენდეს ულუფის კალორიულობის მაქსიმუმ 60% დანარჩენი უნდა იყოს ბალახი, სილოსი, სენაჟი, კარტოფილი, საქონლის ჭარხალი, თივა და ასე შემდეგ.
ეხლა ერთი ახალი პრობლემა არის რძის გადამუშავებაში.
რძის გადამამუშავებელი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ ნორმებს. რაც გამოიხატება კრიტიკული წერტილების მიკვლევადობაში.
ანუ საწარმო უნდა იყოს ჰასპის სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, რომ ყველის გაყიდვა არ გაგიჭირდეს ბრენდირებულ ობიექტებზე.
სხვა მხრივ, ბაზრებზე და ბაზრობებზე დღესაც ჩვეულებრივ გაყიდი ლაბორატორიულად შეუმოწმებელ ყველს.

Posted by: ilo_elo 24 Mar 2019, 11:55
გამარჯობა, ჯიპიეს ტრეკერი მინდა საქონლისთვის, ხო არ გეგულებათ რამე?

Posted by: ჩაკრულო 31 Mar 2019, 16:42
user posted image

გამარჯობა, აბა როგორა ხართ მეგობრებო? smile.gif
როგორია აბა ეს ყმაწვილი? smile.gif

Posted by: kaxaberski66 31 Mar 2019, 20:15
ჩაკრულო
მშვენიერია.
ალბათ იქნება 2 წლამდე და არანაკლებ 400 კგ ის.
რა ჯიშისაა? სანაშენეა თუ სახორცე?

Posted by: kaki96_ 4 May 2019, 04:39
topcha
QUOTE
ertoba აქ ვერ ვნახე კარგი ჰოლშტეინი. ვინც ყიდის დაბრაკულს ყიდის. თან მე აგროსესხით მინდა ყიდვა და უეჭველი იმპორტირებბული უნდა იყოს.
ფასს რაც შეეხება 2140 ევრო ჯდება უშობელა რომელიც ორ თვეში მოიგებს.


თუ აქამდე ფერმასთან და საქონელთან სერიოზული შეხება არ გქონია , არ გირჩევ პირდაპირ მაგ ჰოლშტეინებით დაწყებას.
ფაქიზი საქონელია და ადაპტაციაც უჭირს, თუ იწველის არანორმალურადაც ჭამს კიდეც. თან უბრალო ბალახითაც უჭირს ,ბალახი საკმაოდ ყუათიანი უნდა იყოს .

მე აქ ვიყიდე უშობელებიც და 3 და 4 წლიანები ვითომ საქონლის კარგად მცოდნესთან ერთად მაგრამ რამოდენიმე თვეში ისევ გაყიდვა და ხორცად ჩაბარება მოგვიწია.
მზად არ აღმოვჩნდით ეგეთი საქონლის საყოლად.
მაგის მერე მერძეულებისკენ არც გამიხედია,მეხორცული მოზვრების ჩამოყვანა ვფიქრობ რუსეთიდან და უკრაინიდან. სპეც გადასაყვანი მანქანაც მაგისთვის შევიძინეთ


საიდან აპირებ ჩამოყვანას?

2140 ევრო ტრანსპორტირებით?

Posted by: kaxaberski66 4 May 2019, 09:23
QUOTE
მე აქ ვიყიდე უშობელებიც და 3 და 4 წლიანები ვითომ საქონლის კარგად მცოდნესთან ერთად მაგრამ რამოდენიმე თვეში ისევ გაყიდვა და ხორცად ჩაბარება მოგვიწია.

მართლაც ძალიან ძნელია მათი კვება იმ სტანდარტებით, რომ საქონელმა მერძეული პოტენციალი გამოავლინოს.
მათ აუცილებლად სჭირდებათ დღეში 35-40 კგ ძალიან მაღალი ხარისხის სილოსი.
სილოსის ორმოდან ამოღებასაც ცოდნა უნდა რომ ამოღებისას არ გაგიფუჭდეს.
35-40 ლიტრი და მეტი რომ მოიწველოს დღეში სჭირდებათ 12-18 კგ კომბინირებული საკვები.
აგრეთვე დამატებით მინერალური დამამატები.
თივა სულ 2 კილოც ჰყოფნით ამოსაცოხნად.
მაგ ჰოლშტეინის შემოყვანას, მე ვარჩევდი სიმენტალს, ფლექვს, ჯერსის.
ჯერსი ტანად შედარებით პატარა ჯიშია.400-450 კგს იწონის და შედარებით ნაკლები რაოდენობის საკვებით იწველება დიდი რაოდენობით რძეს მაღალი ცხიმიანობით.

Posted by: kaki96_ 5 May 2019, 01:21
kaxaberski66

თუ მარტო თივაზე ამყოფე და რაიმე ყუათიანი არ დაუმატე ამხელა საქონელი ვარდება ეგრევე და ეგ თუ წამოწვა მოგჭამა ჭირი.
მერე მშობიარობაც ხო გაძნელებული აქვთ,იმხელა ხბოებს ბადებენ რო უჭირთ ძაან

Posted by: kaxaberski66 6 May 2019, 00:47
kaki96_
QUOTE
თუ მარტო თივაზე ამყოფე და რაიმე ყუათიანი არ დაუმატე ამხელა საქონელი ვარდება ეგრევე და ეგ თუ წამოწვა მოგჭამა ჭირი.

მარტო თივაზე მეწველს ვერ ამყოფებ. მართალს ამბობ. თუ დაეცა შიმშილისგან, მერე ტრაკიდანაც რომ ჩააყარო, ვეღარ წამოაყენებ. უეჭველი მოკვდება.
მშობიარობის გართულება აქვს ძირითადად სიმენტალს და ფლექვს. ცოტა ვიწრო მენჯი აქვს და მაგ მიზეზით.
ჰოლშტეინ ფრიზების და სიმენტალ-ფლექვის ხბორები 40-45 კილოები იბადებიან.

Posted by: kaki96_ 13 May 2019, 02:55
kaxaberski66

ერთი ჰოლშტეინის უშობელი მყავდა დაკიდებული ტალზე მთელი 10 დღე თუ მეტი არა.ნელნელა ვუშვებდი თოკებს სანამ ახალშობილივით ტვითონ არ დადგა ფეხზე. ფაქტიურად თავიდან დაიბადა
biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 13 May 2019, 22:25
kaki96_
QUOTE
ერთი ჰოლშტეინის უშობელი მყავდა დაკიდებული ტალზე

რა დონეზე აშიმშილე უშობელა რომ დავარდა?

Posted by: kaki96_ 14 May 2019, 02:36
kaxaberski66
QUOTE
რა დონეზე აშიმშილე უშობელა რომ დავარდა?


მთლად შიმშილის ბრალიც არ იყო ალბათ.მაგ წელს საშინელი ზამთარიც დაერთო ,გვერდით მდინარე ჩამოდის და იქ ჩადიოდნენ წყალზე ხოლმე.მოყინულზე დაეცა კიდეც

მთავარი ის არი რო კაცი თუ ადგილზე არა ხარ და სხვის იმედზე დარჩები , ეგრეც ხდება ხოლმე

Posted by: kaxaberski66 14 May 2019, 22:06
kaki96_
QUOTE
მთავარი ის არი რო კაცი თუ ადგილზე არა ხარ და სხვის იმედზე დარჩები , ეგრეც ხდება ხოლმე

აქ 100% ხარ.
საერთოდ ჰოლშტეინი კარგად უძლებს სიცივეს მინუს 10 გრადუსს და მეტსაც. ოღონდ უნდა ჰქონდეთ მუცელი სავსე ხარისხიანი საკვებით.
სიარულით კი, მდინარეზე ჩასვლა ზამთარში კი არა, პარკეტზეც ვერ დადიან.
ეგენი ერთ ადგილზე უნდა იყვნენ და დაყრით აჭამო. ბალახის მოძოვა არ იციან ნორმალურად.
თუ ხარისხიან და მინერალებით დაბალანსებულ საკვებს აძლევ, რძის გამომყოფი ,,სტანოკია,,.

Posted by: kaki96_ 15 May 2019, 03:13
kaxaberski66
QUOTE
თუ ხარისხიან და მინერალებით დაბალანსებულ საკვებს აძლევ, რძის გამომყოფი ,,სტანოკია,,.


yes.gif

მინი ქარხანაა გადამუშავენა - გამომუშავების ფუნქციით biggrin.gif

Posted by: topcha 17 May 2019, 18:29
გამარჯობა ფორუმელებო. მაინტერესებს ღორის ხორცს სად შეიძლება გავუწიო რეალიზაცია. ვგულისხმობ, ბოინში რომ მეთვითონ დავკლა და ხორცი ჩავაბარო სადმე. ვაჭრები 4.5 ლ. მეუბნებიან ცოცხალ წონაში და იაფი მგონია. გთხოვთ მიპასუხოთ თუ გაქვთ გამოცდილება.

Posted by: kaxaberski66 17 May 2019, 23:24
topcha
დღეისს მდგომარეობით მე გამოცდილება არ მაქვს.

Posted by: topcha 18 May 2019, 02:12
QUOTE
თუ აქამდე ფერმასთან და საქონელთან სერიოზული შეხება არ გქონია , არ გირჩევ პირდაპირ მაგ ჰოლშტეინებით დაწყებას.
ფაქიზი საქონელია და ადაპტაციაც უჭირს, თუ იწველის არანორმალურადაც ჭამს კიდეც. თან უბრალო ბალახითაც უჭირს ,ბალახი საკმაოდ ყუათიანი უნდა იყოს .

მე აქ ვიყიდე უშობელებიც და 3 და 4 წლიანები ვითომ საქონლის კარგად მცოდნესთან ერთად მაგრამ რამოდენიმე თვეში ისევ გაყიდვა და ხორცად ჩაბარება მოგვიწია.
მზად არ აღმოვჩნდით ეგეთი საქონლის საყოლად.
მაგის მერე მერძეულებისკენ არც გამიხედია,მეხორცული მოზვრების ჩამოყვანა ვფიქრობ რუსეთიდან და უკრაინიდან. სპეც გადასაყვანი მანქანაც მაგისთვის შევიძინეთ


საიდან აპირებ ჩამოყვანას?

2140 ევრო ტრანსპორტირებით?

This post has been edited by kaki96_ on 4 May 2019, 04:41

დიდი მადლობა მეგობარო. კარგი ადამიანი ხარ ასეთი რჩევები რომ მომეცი, ამას ბევრი არ გააკეთებს.ნამდვილად კარგი თვისებაა და ფორუმელისთვის ზუსტი მოვალეობა. ძროხების ჩამოყვანა ჯერ-ჯერობით ვერ შევძელი მაგრამ ღორებზე გეტყვით. დაახლოებით 10 ნიუანსია რაც რომ გამეთვალისწინებინა ბევრად მეტი მოგება მექნებოდა და ეხლა უკეთ ვიქნებოდი. მე ეხლა ყველას გავუზიარებ რაც ვიცი, რომ სხვასაც არ დაემართოს ის რაც მე დამემართა. ძროხების ჩამოყვანას თუ შევძლებ მაგ ჯიშს ნაღდად არ ჩამოვიყვან. მაგის მენიუს რომ გავეცანი წარმოდგენა შემეცვალა


Posted by: kaxaberski66 19 May 2019, 01:28
topcha
QUOTE
ღორებზე გეტყვით. დაახლოებით 10 ნიუანსია რაც რომ გამეთვალისწინებინა ბევრად მეტი მოგება მექნებოდა და ეხლა უკეთ ვიქნებოდი. მე ეხლა ყველას გავუზიარებ რაც ვიცი, რომ სხვასაც არ დაემართოს ის რაც მე დამემართა

ფორუმი ზუსტად მაგისთვის არის რომ, გამოცდილება გაგვიზიარო.
დაწერე რაც შეგემთხვა და სადაც შეცდომა დაუშვი. წამკითხველი წაიკითხავს და შეძლების და გვარად გაითვალისწინებს.

Posted by: kaki96_ 19 May 2019, 02:06
topcha
QUOTE
დიდი მადლობა მეგობარო. კარგი ადამიანი ხარ ასეთი რჩევები რომ მომეცი, ამას ბევრი არ გააკეთებს.ნამდვილად კარგი თვისებაა და ფორუმელისთვის ზუსტი მოვალეობა. ძროხების ჩამოყვანა ჯერ-ჯერობით ვერ შევძელი მაგრამ ღორებზე გეტყვით. დაახლოებით 10 ნიუანსია რაც რომ გამეთვალისწინებინა ბევრად მეტი მოგება მექნებოდა და ეხლა უკეთ ვიქნებოდი. მე ეხლა ყველას გავუზიარებ რაც ვიცი, რომ სხვასაც არ დაემართოს ის რაც მე დამემართა. ძროხების ჩამოყვანას თუ შევძლებ მაგ ჯიშს ნაღდად არ ჩამოვიყვან. მაგის მენიუს რომ გავეცანი წარმოდგენა შემეცვალა


არაფრის მეგობარო,როგორც შეგვიძლია ისე უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.
აბა ერთი ღორებზეც გვითხარი რა ხდება?
შარშან 5-6 პარტია ჰიბრიდები შემოვიყვანე უკრაინიდან
* * *
topcha
QUOTE
გამარჯობა ფორუმელებო. მაინტერესებს ღორის ხორცს სად შეიძლება გავუწიო რეალიზაცია. ვგულისხმობ, ბოინში რომ მეთვითონ დავკლა და ხორცი ჩავაბარო სადმე. ვაჭრები 4.5 ლ. მეუბნებიან ცოცხალ წონაში და იაფი მგონია. გთხოვთ მიპასუხოთ თუ გაქვთ გამოცდილება.


ალბათ ადგილობრივ ღორს გულისხმობ.შენ შვითონ რო დაკლა რას ფიქრობ ხორცის რა პროცენტი გამოგივა
7 ლარის ფარგლებში იქნება ალბათ ადგილობრივი ხორცის ფასი.2-3 ლარით იაფია ხოლმე შემოყვანილთან შედარებით
ფასი თითქმის ყველგან ერთნაირია,ცოტა მეტი შეიძლება რესტორნებში იყოს.
იკითხე ბაზრებში და დიდუბეში აგლაძეზე სამაცივრე საბითუმო მაღაზიებია

Posted by: topcha 26 May 2019, 12:54
QUOTE

ალბათ ადგილობრივ ღორს გულისხმობ.

არა მეგობარო, ადგილობრივს არ ვგულისხმობ. საბეკონე ჯიში მყავს იორქშირი.

Posted by: kaxaberski66 14 Jul 2019, 22:45
კურდღელზე მეთერთმეტე თემა რომ გაიხსნება და მესაქონლეობაზე პირველს ვერ გავცდით, ქვეყანასაც დარხეული იმიტომ აქვს.

Posted by: topcha 14 Jul 2019, 23:29
გამარჯობა ფერმერებო. ერთი კითხვა მაქვს და თუ იცით, გთხოვთ მიპასუხოთ.
მესაქონლეობის ბაზრობა კახეთში თუ არის, სად არის და რომელ დღეებში იმართება?

მადლობა წინასწარ.

Posted by: kaxaberski66 15 Jul 2019, 09:41
topcha
ბოდბისხევში კვირაობით არის.
კაბალზე მე მგონის პარასკევს და კვირას.

Posted by: topcha 28 Jul 2019, 19:55
kaxaberski66
დიდი მადლობა პასუხისთვის.
ვეწვევი აუცილებლად.

Posted by: kaxaberski66 30 Jul 2019, 09:51
topcha
კარგი საქონლის არჩევანი ძალზედ მწირია.
უთენია უნდა მიხვიდე თუ ყიდვას აპირებ და ორი საათის განმავლობაში თუ ვინმეს გაყიდვა უნდა, მოიყვანენ.
მე მგონის ველისციხეშიც არის საქონლის ბაზრობა.

Posted by: memberii 3 Aug 2019, 21:54
სალამი მეგობრებო,

ყველს აქვს ვარდისფერი გული და რისი ბრალი შეიძლება იყოს? რომ გაჭრი, ძალიან ღია ვარდისფერია და მერე მუქდება თანდათან. თან რაც ყველაზე უცნაურია, კვირის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ ერთ თავ ყველს ჰქონდეს ასეთი შეფერილობა, სხვები ჩვეულებრივია...


user posted image

Posted by: s1mpsOnA 4 Aug 2019, 19:17
მოგესალმებით,
დაინტერესებული ვარ 15-20 სულიანი ფერმის გაკეთებით
მაქვს თბილისთან ახლოს მიწა სადაც ვაპირებ შენობის აშენებას, პირველ ეტაპზე 20 სულს ვფიქრობ ბაგურ კვებაზე რომ მყავდეს
მაინტერესებს რა ასაკის საქონლის ყიდვა ჯობს ხბოსი თუ უფრო მოზრდილის? სახორცედ რომ გავზარდო?

Posted by: kaxaberski66 5 Aug 2019, 01:32
memberii
ძროხას ექნებოდა მასტიტი ძალიან დიდი ალბათობით.s1mpsOnA
s1mpsOnA
შენ სერიოზული კონსულტაცია გჭირდება.
უფრო მეტი დაწერე შენი გეგმების შესახებ და ღჩევებსაც მოგცემთ.
გამოცდილება გაქვს თუ არა თუნდაც ერთ სულ საქონელთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. დაწერე და გზაც გამოჩნდება.

Posted by: s1mpsOnA 5 Aug 2019, 01:45
kaxaberski66
მადლობა გამოხმაურებისთვის
მაქვს საკმაოდ კარგი ტერიტორია ფერმისთვის, ვფიქრობ კაპიტალური შენობის აშენებას სადგომისთვის
პრობლემა მექნება საკვები, რადგან არ მაქვს სხვა ტერიტორია სოფელში სადაც მოვიყვან სიმინდს ქერს და ა.შ.
თუმცა არის შესაძლებლობა იჯარით ავიღო და ისე მოვიყვანო საკვები
ასევე გაზაფხულზე გავაყოლო მთაში რამდენიმე თვით (საკვების დაზოგვის მიზნით)
ამ შემთზვევაში რომელი ვიყიდო არ ვიცი ხბო თუ უფრო მოზრდილი
ასევე მაინტერესებს ჩემი პირობებიდან გამომდინარე რა პრობლემებს წავაწყდები და პირველ ეტქპზე მომიწევს საკვების ყიდვა
ჭარხალი და კარტოფილიც რო წავახმარო და შედარებით ნაკლები დანახარჯებით რომ გამოვკვებო
თუ იქნება მომგებიანი თუნდაც სხვის მიწაზე მოყვანილი საკვებით გამოკვება პრაქტიკაში როგორ გქონიათ მსგავსი შემთხვევა smile.gif

Posted by: kaxaberski66 6 Aug 2019, 00:21
s1mpsOnA
წავიკითხე პასუხი.
ძალიან დაღლილი ვარ და რომ მოვიცლი გიპასუხებ შეძლების და გვარად.

Posted by: memberii 6 Aug 2019, 22:32
QUOTE (kaxaberski66 @ 5 Aug 2019, 01:32 )
memberii
ძროხას ექნებოდა მასტიტი ძალიან დიდი ალბათობით.

მადლობა გამოხმაურებისთვის,
მასტიტის ვარიანტიც განვიხილეთ, მაგრამ ვერ ვხვდები, მხოლოდ ერთ გამოწველაზე ჰქონდა მასტიტი და მერე არა? ყველა ყველი ასეთი უნდა იყოს წესით და კვირაში ან 2 კვირაში შეიძლება ერთი შეგვხვედროდა ასეთი(ყველს არ ვყიდი, მხოლოდ საკუთარი კვებისთვის ვაწარმოებთ).
რაიმე ტესტი არსებობს თუ იცით, მასტიტზე შემოწმების? აი, სახლის პირობებში რომ ჩავატაროთ

Posted by: s1mpsOnA 7 Aug 2019, 00:18
QUOTE (kaxaberski66 @ 6 Aug 2019, 00:21 )
s1mpsOnA
წავიკითხე პასუხი.
ძალიან დაღლილი ვარ და რომ მოვიცლი გიპასუხებ შეძლების და გვარად.

მადლობა, ველი პასუხს

Posted by: kaxaberski66 7 Aug 2019, 00:54
s1mpsOnA
QUOTE

მაქვს საკმაოდ კარგი ტერიტორია ფერმისთვის, ვფიქრობ კაპიტალური შენობის აშენებას სადგომისთვის

თუ მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი რომ მესაქონლეობას გაჰყვე, ააშენე. მაგრამ კაპიტალური შენობის აშენებაში, მარტო შენობის სიმტკიცე არ კმარა.
დღეს არის სხვა მოთხოვნები შენობის მიმართ რომ ფუნქციონალურად გამართულად ჩაითვალოს.
ტყუილად ფულს ნუ გადაჰყრი, უბრალოდ მამაპაპური წესით მსხვილ კედლიანი შენობის ასაშენებლად.

QUOTE
მაქვს საკმაოდ კარგი ტერიტორია ფერმისთვის

კარგში რას გულიხმობ? ფართს თუ მდებარეობას?
დაწერე აბა როგორი მდებარეობა აქვს ტერიტორიას. სოფლის თავშია თუ ბოლოში?
სოფლიდან შეიძლება მოშორებულიც იყოს. ახლოს რა შენობებია, გზები, ნათესულობა, მდინარე, მთა , ტყე და ასე შემდეგ.
QUOTE
პრობლემა მექნება საკვები, რადგან არ მაქვს სხვა ტერიტორია სოფელში სადაც მოვიყვან სიმინდს ქერს და ა.შ.
თუმცა არის შესაძლებლობა იჯარით ავიღო და ისე მოვიყვანო საკვები

უსერიოზულესი პრობლემა გქონია.
მესაქონლეობისთვის პირველი არის საკვები ბაზის შექმნა. ეს თუ მოგვარებული გაქვს, ერთი საქონელს ზურგზე არ აწვიმდეს და ორპირი ქარი არ იყოს და თუ გინდა შენობას ზამთარში კედლებიც არ ჰქონდეს.
ნაქირავებ მიწაშიც რა თქმა უნდა შეიძლება საკვების მოყვანა, მაგრამ პროდუქციას ანუ რძეს ისე გიძვირებს რომ ისედაც მცირე შემოსავლიან საქმეში, მინიმალურ მოგებას თუ დაგიტოვებს.
დანარჩენზეც გიპასუხებ, ოღონდ ხვალ რომ მოვიცლი.

Posted by: iko-iko 7 Aug 2019, 13:07
memberii
მასტიყი არაა გამორიცხული რადგან არასწორ მიკროფლორას უკავშირდება ეგ ყველის ფერი. ვეტაფთიაქებში უნდა მოიკითხო მასტიტის ტესტი, ხანდახან კლინიკურად არ ეტყობა ძროხას და აქვს.

მეორე ვარიანტია რიგ შემთხვევებში ირღვევა რძის ჰიგიენა და შესაბამისად არასწორი მიკროფლორით იღებ ასეთ შედეგს.

Posted by: memberii 7 Aug 2019, 22:44
QUOTE (iko-iko @ 7 Aug 2019, 13:07 )
memberii
მასტიყი არაა გამორიცხული რადგან არასწორ მიკროფლორას უკავშირდება ეგ ყველის ფერი. ვეტაფთიაქებში უნდა მოიკითხო მასტიტის ტესტი, ხანდახან კლინიკურად არ ეტყობა ძროხას და აქვს.

მეორე ვარიანტია რიგ შემთხვევებში ირღვევა რძის ჰიგიენა და შესაბამისად არასწორი მიკროფლორით იღებ ასეთ შედეგს.

მადლობა!

Posted by: s1mpsOnA 8 Aug 2019, 00:29
kaxaberski66
შენობა გასაკეთებელია და უნდა აშენდეს ფიცარი იქჯევა თუ ბლოკი გასაკეთებელია, დღეის მდგომარეობით დაწყურებით უნდა გაკეთდეს და როგორც მინიმუმ, ამ საკითხშიც მივიღებდი რჩევებს

ქალაქთან ახლოსაა ტერიტორია, სახლიც მაქვს იქ და ტერიტორიაც 2000კვმ ზე დიდია, რაც საშუალებას მომცემს კარგად გავანაწილო ტერიტორია


პირველ ეტაპზე ვფიქრობ მხოლოდ მეხურცული მიმართულებით ვიმუშაო, არის ვარიანტი რომ იჯარით ავიღო გარკვეული ტერიტორია, თუმცა მიწის დამუშავებაც არ ჯდება იაფი, მოხვნა-დათესვა და ა.შ. უტოლდება ყოდვის ფასს
რამდენად რეალურია რომ საკვების ყიდვის შემთხვევაში დატოვოს მოგება

Posted by: komento 8 Aug 2019, 04:40

QUOTE (iko-iko @ 7 Aug 2019, 13:07 )
memberii
მასტიყი არაა გამორიცხული რადგან არასწორ მიკროფლორას უკავშირდება ეგ ყველის ფერი. ვეტაფთიაქებში უნდა მოიკითხო მასტიტის ტესტი, ხანდახან კლინიკურად არ ეტყობა ძროხას და აქვს.

მეორე ვარიანტია რიგ შემთხვევებში ირღვევა რძის ჰიგიენა და შესაბამისად არასწორი მიკროფლორით იღებ ასეთ შედეგს.


როგორ იკურნება?

Posted by: iko-iko 8 Aug 2019, 11:41
komento
QUOTE
როგორ იკურნება?

აღმოჩენის შემთხვევაში იმ წილში რომელშიც არის მასტიტის ნიშნები ცურთითიდან შეყავთ სპეციალური პრეპარატი, კათეტერიანი შპრიცებით იყიდება ცურში შესაყვანი პრეპარატები.

თუ რთული და გავრცობილი მასტიტია, გამაგრებებით, რძის კონსისტენციის ცვლილებით და ჩირქოვანი გამონადენით მაშინ ყოველი წველის მერე სპეციალური გამორეცხვები და მასაჟებია საჭირე და ყოველი ასეტი პროცედურის მერე ისევ პრეპარატის შეყვანა და ჩატოვება შემდგომ მოწველამდე და ასე სანამ არ გამოჯანმრთელდება.

Posted by: ladusha2 8 Aug 2019, 12:24
s1mpsOnA

აგერ არის ტერიტორია , აშენებული და გამზადებულია. თავიდან თუ დაგჭირდა გაკეთე საცდელად , და მერე საქმეს თუ ააწყობს წადი და დაიწყე შენთან მშენებლობა. (My opinion)
https://www.myhome.ge/ka/product?id=9501432

Posted by: kaki96_ 9 Aug 2019, 01:58

s1mpsOnA


საკვები ბაზის ამბავს სანამ არ დაალაგებ ,თანაც 90 % ალბათობით ,მანამდე არც იფიქრო საქონელზე

მართალი გიტთრეს დღეისათვის კაპიტალური შენობები აღარ არი სტანდარტი

ეგრეთწოდებული ნავესი,ორპირი ქარის არ არსებობა და ძირს გაშლილი ჩალა ან ნამჯა ბაქტერიებით



user posted image


user posted image




Posted by: kaxaberski66 10 Aug 2019, 00:45
s1mpsOnA
QUOTE

შენობა გასაკეთებელია და უნდა აშენდეს ფიცარი იქჯევა თუ ბლოკი გასაკეთებელია, დღეის მდგომარეობით დაწყურებით უნდა გაკეთდეს და როგორც მინიმუმ, ამ საკითხშიც მივიღებდი რჩევებს

თუ ფულადი სახსრები გაქვს, სჯობია შენობა ერთხელ გააკეთო ისე რომ გადაკეთება არ დასჭირდეს.
თუ არა და დასაწყისისთვის ფიცრისაც შეიძლება. მთავარია ზედ არ აწვიმდეს. ხოლო ქარისას შეეძლოთ რომელიმე კუთხის პოვა, სადაც არ უბერავს. ოღონდ ასეთ შემთხვევაში საქონელი დაუბმელი უნდა იყოს.
დაწყურება მარტივი მოსაგვარებელია.
თუ ტერიტორიაზე წყალი არის, მაშინ ჩვეულებრივი მილით შეგყავს შენობაში, დგავ ვანას სადაც დამონტაჟებული გაქვს უნიტაზის მექანიზმი თავისი პაპლავოკით, რპომელიც რაღაც დონეზე ზევით წყალს არ გაუშვებს რომ ვანიდან არ გადმოვიდეს.
დალევს საქონელი წყალს, პაპლავოკი დაიწევს და ავსებისას ისევ იმ დონეზე დააყენებს წყალს.
QUOTE

ქალაქთან ახლოსაა ტერიტორია, სახლიც მაქვს იქ და ტერიტორიაც 2000კვმ ზე დიდია, რაც საშუალებას მომცემს კარგად გავანაწილო ტერიტორია

ეგ ფართი საკმარისია დასაწყისისთვის. შენობები ისე უნდა განალაგო რომ, გათვალისწინებული გქონდეს ქარი საიდან საით უბერავს. ისე უნდა განალაგო რომ ნაკელის სუნი საცხოვრებელს არ უბერავდეს.
უნდა გაითვალისწინო წვიმის მიმართულებაც რომ ფერმის და საცხოვრებლის კარს არ ასხავდეს.
თუ მეზობლები გყვენან ახლოს ისიც გაითვალისწინე რომ ნაკელის სუნით არ დაახრჩო.
QUOTE

პირველ ეტაპზე ვფიქრობ მხოლოდ მეხურცული მიმართულებით ვიმუშაო

ჩვენთან ნამდვილი მეხორცული ჯიშის საქონელი არ არსებობს. უნდა გქონდეს კარგი გამოცდილება მაგ საქმეში რომ, ისეთი მოზარდი იყიდო, რომელიც კარგად მოიმატებს.
მეხორცულში თითქმის ნახევარი წელი ფული უნდა აბანდო რომ მერე შემოსავალი ნახო.
მერძეული კი ყიდვის დღიდან შემოსავალს გაძლევს თუ მეწველები იყიდე.
ზევით იკითხე, კართოფილი და ჭარხალი რომ წავახმაროვო.
ორივე ძალიან კარგი საკვებია როგორც მერძეულისთვის, ისე მეხორცულისთვის.
ოღონდ უნდა იცოდე ნორმა, თუ რამდენის მიცემა შეიძლება.
ყოველ 100 კილოზე 5კგ ზე მეტი არ უნდა მისცე ჭარხალი, ხოლო კარტოფილი 3კგ.
ისიც იკითხე, ხბო ვიყიდო თუ უფრო მოზრდილიო.
უფრო მოზრდილი, უფრო სწრაფად მოგცემს შედეგს, ხოლო ხბო ჯერ უნდა მოზარდო რომ სუქებაზე დააყენო.
QUOTE
რამდენად რეალურია რომ საკვების ყიდვის შემთხვევაში დატოვოს მოგება

თუ მოვლით შენ უვლი და მუშახელში ფულს არ იხდი. თან თუ იცი როგორ უნდა ჰკვებო საქონელი სწორად ნორმების შესაბამისად მეტნაკლებად დაბალანსებულად, მაშინ ნაყიდი საკვებითაც დაგრჩება მოგება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში იზარალებ.
წარმატებებს გისურვებ. თუ რაიმე კითხვა გაქვს დასვი გიპასუხებ. შეიძლება ცოტა დაგვიანებით მაგრამ გიპასუხებ.

Posted by: s1mpsOnA 12 Aug 2019, 22:59
ladusha2
kaki96_
kaxaberski66
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

ღორის შემთხვევაშიც იგივეა?

Posted by: kaxaberski66 13 Aug 2019, 01:16
s1mpsOnA
QUOTE
ღორის შემთხვევაშიც იგივეა?

რას გულისხმობ?

Posted by: merabc 5 Sep 2019, 11:49
s1mpsOnA
QUOTE
მაქვს საკმაოდ კარგი ტერიტორია ფერმისთვის, ვფიქრობ კაპიტალური შენობის აშენებას სადგომისთვის

აი ეს წაიკითხე. და ვაბშე აქ ბევრი საინტერესო ინფორმაციაა
როგორ დავაარსოთ მერძეული მეურნეობა
http://georgiandairy.org/ka/post/rogor-davaarsot-merdzeuli-meurneoba

Posted by: s1mpsOnA 5 Sep 2019, 18:09
QUOTE (merabc @ 5 Sep 2019, 11:49 )
s1mpsOnA
QUOTE
მაქვს საკმაოდ კარგი ტერიტორია ფერმისთვის, ვფიქრობ კაპიტალური შენობის აშენებას სადგომისთვის

აი ეს წაიკითხე. და ვაბშე აქ ბევრი საინტერესო ინფორმაციაა
როგორ დავაარსოთ მერძეული მეურნეობა
http://georgiandairy.org/ka/post/rogor-davaarsot-merdzeuli-meurneoba

madloba gaდავიკითხავ აუცილებლად,

Posted by: s1mpsOnA 8 Sep 2019, 02:23
QUOTE (merabc @ 5 Sep 2019, 11:49 )
s1mpsOnA
QUOTE
მაქვს საკმაოდ კარგი ტერიტორია ფერმისთვის, ვფიქრობ კაპიტალური შენობის აშენებას სადგომისთვის

აი ეს წაიკითხე. და ვაბშე აქ ბევრი საინტერესო ინფორმაციაა
როგორ დავაარსოთ მერძეული მეურნეობა
http://georgiandairy.org/ka/post/rogor-davaarsot-merdzeuli-meurneoba

ძალიან საინტერესო და სასარგებლო სტატია იყო, თუ მოგეპოვებათ სხვა მსგავსი გამოკადგება ძალიან

Posted by: merabc 3 Oct 2019, 19:25
s1mpsOnA
QUOTE
თუ მოგეპოვებათ სხვა მსგავსი გამოკადგება ძალიან

აი ინფორმაცია თუ საწველი სისტემის შესყიდვას აპირებთ.
http://georgiandairy.org/ka/post/satsveli-sistemebi-da-mati-shercheva

კონკრეტულად რა საკითხი გაინტერესებთ?

Posted by: iko-iko 10 Oct 2019, 16:03
ტუკი რამდენს იწონის სტანდარტულად ხალხო, თუ ვინმეს აგიწონიათ პლიზ მითხარით

Posted by: თორნიკე- 10 Oct 2019, 19:06
სტანდარტული იონჯა 80 სმ- 18 -22 კგ. თივა 12-15 . ხორბლის ქერის ნამჯა 6-10. ასევე გასათვალისწინებელია დასატუკი მცენარის ტენიანობა.ნედლი იონჯა მაგალითად 40 კილოც გამოდის მაგრამ დასაწყობებული ობდება ან ლპება.

Posted by: iko-iko 11 Oct 2019, 11:27
თორნიკე-
გაიხარე, დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

Posted by: s1mpsOnA 22 Oct 2019, 02:08
მოზვრების დაბმაზე რას ფიქროვთ?
რამდენად მომგებიანია? ნუტრიმაქსის პრემიწსს და სიმინდს რო აჭმევენ

Posted by: თორნიკე- 22 Oct 2019, 09:15
როგორც ვიცი აბავენ შემოდგომაზე .ჩემი აზრით უკეთესია მთიდან ჩამოსული ან კარგად მოვლილი ცოცხალი წონით150 კილოდან ზევით.პატარის ბაგურზე დაბმა ჩემი აზრით არარის მომგებიანი მოზვერი უნდა იყოს მეხორცული ჯიშის მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ასეთი ჯიშები არ არის ამიტომ შერჩევისას ყურადღება მივაქციოთ ფერს ტანს თავის ფორმას ფეხებს. ჩემი აზრით საუკეთესოა ქვემო ქართლსა და ჯავახეთში გავრცელებული ჯიშები.რაც შეეხება კვებას.ამ საკითხში ვერ ვერკვევი და მეც მივღებ რჩევებს პრაქტიკოსი მეცხოველეებისგან.



Posted by: merabc 23 Oct 2019, 20:19
s1mpsOnA
QUOTE
მოზვრების დაბმაზე რას ფიქროვთ?
რამდენად მომგებიანია? ნუტრიმაქსის პრემიწსს და სიმინდს რო აჭმევენ

დააბალანსოთ უნდა საკვები. ასე ბრმად კომბინირებული საკვების შესყიდვა და მიცემა შედეგს არ გამოიღებს, ხარჯები გადააჭარბებს შემოსავალს. საკვების დაბალანსებას და რაციონის შედგენას კი სპეციალისტი სჭირდება. კარგი სპეციალისტები კი საქართველოში პრაქტიკულად არაა.
მნიშვნელობა აქვს ჯიშებსაც, მეხორცული ჯიშები სწრაფად მატულობს წონაში, ანუ წონამატი მეტი აქვს. ამიტომ ასეთი ჯიშის სპერმით უნდა გაანაყოფიეროთ ძროხა და კარგ შთამომავლობას მიიღებთ.
თორნიკე-
QUOTE
მოზვერი უნდა იყოს მეხორცული ჯიშის მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ასეთი ჯიშები არ არის

გაჩნდა აგერ-იგერ. მაგრამ ცოტაა. ხბოებს ძვირად ჰყიდიან, რაც ნაკლებ რენტაბელურს ხდის ამ ბიზნესს. გამოსავალი ისევ ხელოვნური განაყოფიერებაა.
შეიძლება მერძეული და მეხორცული ბიზნესის შეთავსებაც. უბრალოდ კვლავწარმოება უნდა დაგეგმოთ და მართოთ. გამოიყენოთ სქესობრივად გადარჩეული სპერმა.

მოუსმინეთ ამ ვიდეოს:
http://georgiandairy.org/ka/post/merdzeuli-mimartulebis-mozvrebis-sukeba-martsvleulit

Posted by: თორნიკე- 23 Oct 2019, 21:01
ძალიან კარგი იდეაა ხელოვნური განაყოფიერება.მართალია გრძელვადიანი მაგრამ მომგებიანი. ჯიშების შეცვლის გარეშე ქართულ მეცხოველეობას მომავალი არ ააქვს. ადგილობრივი ჯიშები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. მაგრამ ამ ყველაფერს სერიოზული ფინანსები უნდა და შესაბამისი სპეციალისტები და არა ისეთი ვეტერინარები თვალის დაზიანებისას შაქრის ჩაყრას რომ გირჩევენ .მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული რამდენიმე ხელშემწყობი პროგრამისა ჩვეულებრივი ფერმერისათვის მაინც მიუწვდომელია თანამედროვე ტექნოლოგიები განათლება და ფინანსები რაც მთავარია გასაღების ბაზარი რომელიც დააფასებს მი


ს ნაშრომს ეს ცალკე თემაა როცა იმპორტირებული დაბალი ხარისხის ამ შემთხვევაში ხორცპროდუქტები ძირავს ადგილობრივ ისედაც მომაკვდავ წარმოებას.

Posted by: kaxaberski66 24 Oct 2019, 01:36
QUOTE

მოზვერი უნდა იყოს მეხორცული ჯიშის მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ასეთი ჯიშები არ არის

QUOTE
გაჩნდა აგერ-იგერ. მაგრამ ცოტაა. ხბოებს ძვირად ჰყიდიან, რაც ნაკლებ რენტაბელურს ხდის ამ ბიზნესს. გამოსავალი ისევ ხელოვნური განაყოფიერებაა.
შეიძლება მერძეული და მეხორცული ბიზნესის შეთავსებაც. უბრალოდ კვლავწარმოება უნდა დაგეგმოთ და მართოთ. გამოიყენოთ სქესობრივად გადარჩეული სპერმა.

QUOTE

ძალიან კარგი იდეაა ხელოვნური განაყოფიერება.მართალია გრძელვადიანი მაგრამ მომგებიანი. ჯიშების შეცვლის გარეშე ქართულ მეცხოველეობას მომავალი არ ააქვს.

ეხლა იცით რას ვიტყვი. ეგ ხელოვნური განაყოფიერებაც და კვლავ წარმოებაც. კიდევ მერძეული და მეხორცულის შეთევსებაც და კიდევ სხვა რამ რასაც მოიფიქრებთ, უაზრო და წყალში გადაყრილი შრომაა.
აბა დაითვალეთ. გყავთ დაუშვათ 10 სული ფური. 10 ვე იგებს დავუშვათ ყოველ წელს.
აქედან საშუალოდ 5 იქნება სახარე და 5 საფურე.
კვლავწარმოებისთვის და ჯიშის გაუმჯობესებისთვის იმ 10ფურიდან გამოდგება მხოლოდ სამი და მაქსიმუმ ოთხი ფურის ნაშიერი.
ამ სამი ოთხი ფურის ნაშიერი, საფურე ანუ დედალი იქნება 1 ან 3 ხბო.
ეხლა დაითველეთ რამდენი წელი სჭირდება რომ ეს საშუალოდ 2ხბო გაიზარდოს და მოგცეს გაუმჯობესებული შთამომავლობა და მერე იქიდანაც გადარჩეულებმა კიდევ მოგცეს უკეთესი შთამომავლობა.
იმ საქონლის პატრონი მაგ საქმეს რომ დაიწყებს, ჯერ ცოდნა სჭირდება მინიმუმ ისეთი შენ რომ გაქვს
QUOTE
merabc
თავზე რომ გახვევია პროფესიონალები და მერეც არ არის ეგ საკმარისი. ფურები უნდა გყავდეს მაგ აღწარმოებისთვის შესაფერისი და სპერმა უტყუარად ჯანმრთელი და ნამდვილად ჯიშისთვის შესაფერისი. პლიუს ვეტექიმები პროფესიონალები, რომლებსაც ცოდნა აქვთ საქონლის მაკეობა მშობიერობის ჩამთავრების.
მეორეც. 30 წისა რომ შეება მაგ საქმეს ყველანაირი ცოდნით აღჭურვილი, 10 სულიდან 10 წელში 20 სულამდე ან ახვალ და ან ვერა.
ესე იგი 40 წლისა რაღაც შედეგს კი ნახავ მაგრამ. ვიღაც მეზობელი ყოვლად საქმის უცოდინარი მიიღებს ნაცნობობით გრანტს და შემოიყვანს ერთბაშად 100 სულ ფურს, რომელიც შენს საქონელს ბევრად აღემატებიან წონითაც, წველადობითაც.
რაშიც შენ აჯობებ, ეგ არის გარემოსთან შენი საქონლის ადაპტაციით. რაც შემოყვანილ საქონელს არ ექნება და შეიძლება ნახევარი დაიხოცოს.
თუ სახელმწიფოში ძლიერთ ამა ქვეყნისას უნდათ კერძოდ მესაქონლეობის განვითარება,ერთად ერთი გამოსავალი არის რომ, მოძებნონ ფერმერები რომლებიც არიან დაინტერესებულები ამ საქმით.
ასწავლონ თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები როგორც საქონლის შენახვის ისე კვების მხრივ. რასაც რამოდენიმე წელი დასჭირდება საზღვარგარეთული პრაქტიკის ჩათვლით.
მერე სახელმწიფომ აუშენოთ შესაფერისი ფერმები და ჩამოუყვანონ შესაფერისი საქონელი. და თითქმის სამუდამოდ ასეთი ფერმერები სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს დოტაციაზე. იმიტომ რომ საბაზრო ფასებით შეიძლება რძე ისე გაძვირდეს რომ, ვეღარ იყიდოთ. აგერ ნახეთ რა ღირს ყველი.
დოტაციაზე არიან მთელს მსოფლიოში მესაქონლეები. იმიტომ რომ მათ უფრო ცხოვრების იოლი გზები არ გამონახონ და ძროხის ნეხვის ხვეტვას არ დაანებონ თავი. რაც სხვათა შორის არსად არ ეხალისებათ დაბალი შემოსავლის შემთხვევაში.
სხვანაირად ერთი კერძო ფერმერი ვერაფერს ვერ გახდება.
თუ ვინმეს გაქვთ საწინააღმდეგო აზრი, ველი თქვენეულ არგუმენტებს.

Posted by: თორნიკე- 24 Oct 2019, 19:13
გეთანხმებით იმ საკითხში რომ სელექცია ჯიშების გამოყვანა გლეხს არ შეუძლია დროის და ფინანსების გამო.მაგრამ როგორც პოსტში ავღნიშნე ახალი ჯიშების და ტექნოლოგიების გარეშე ქართველი გლეხი და ქართული სოფელი უკვე დიდი ხანია დავინახე რო წინ ვერ წავა.ეს საკითხი კი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს.ჩემი რამდენიმე წლიანი გამოცდილებით კი კარგად დავინახე რამდენათ აინტერესებთ ზევით არამხოლოდ სოფლის მეურნეობა ასევე სოფლის ახალგაზრდობაც.რომელსაც სოფლად არანაირი პერსპექტივა არ ააქვს .პლანი სასმელი. სიგარეტი. ახალი არაფერია იმაში რო განსაკუთრებით საზღვრისპირა და მაღალმთიანი სოფლები იცლება ახალგაზრდებისგან. ცოტა თემას გადავუხვიე. მეცხოველეობის განვიტარებისთვის საქარ თველოში რაც რამდენიმეწელია ვაკვირდები საწიროა თანამედროვე განათლება და იაფი ფული რასაც ზოგიერთები გვპირდებოდნენ. რამდენიმე წელი ვიმუშავე კრედიტით მოზარდ საქონელზე მაგრამ მხოლოდ ბანკისთვის და პურის ფულზე.როგორც აღნიშნეთ ნაცნობობით გრანტების მიმღებების და ერთეული გამონაკლისების გარდა ვერ სარგებლობს მოტივირებულიახალგაზრდობა. დღეს მაგალითად დილის 6 დან საღამოს 6 ამდე ვიმუშავე ფიზიკურად რათქმაუნდა 30ლარად. ჩემი რჩევა იქნება გაასწრონ აქედან ვისაც შეუძლია ჯერ კიდე და ახალგაზდაა და მომავლის უპერსპექტივო ლოდინს საზღვარგარეთ იცხოვრონ და იმუშაონ. თუარადა მიყვნენ სოფელის ცხივრებას და გარკვეულ წლებში მიხვდებიან რასაც და რატომაც ვწერ.

Posted by: kaxaberski66 24 Oct 2019, 22:40
2020 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილ თანხას სეკვესტრი გაუკეთეს. რა სოფლის მეურნეობის განვითარება?
აგერ გლეხობას ყურძენი გადასაყრელი გაუხადეს.
რატომ? იმდენი მოგვყავს რომ ბაზარი გავაჯერეთ?
არანაირი პროდუქტი არ გვაქვს ჩვენი 30% მაინც რომ ვაკმაყოფილებდეთ ქვეყნის მოთხოვნებს და ყურძენით გავაჯერეთ.
საქმე იმაშია რომ, ნებისმიერ რესტორანში ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება ფალსიფიცირებული. სადაც ყურძნის წვენის არაფერი არ აქვს.
ნაღდი ღვინო არ უნდათ. ნაღდი ძვირია. წყალი იაფი.
აბა დაიწყოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნების შემოწმება და დააჯარიმოს ფალსიფიცირებული ღვინის აღმოჩენის შემთხვევაში . ნახავთ თუ არ გაჩნდეს მოთხოვნა როგორც ყურძენზე ისე ნაღდ ღვინოზე.
არ აფასებენ სახელმწიფოს მეთაურები ქართული წარმოშობის პროდუქციას და იმიტომაც იცლება სოფლები.
ახალი ტექნოლოგიები თავის თავად არაფერს ნიშნავს, თუ არ იცი მისი გამოყენება პრაქტიკაში.
ვინ უნდა ასწავლოს ფერმერს ეს ახალი ტექნოლოგია?
სად ისწავლოს? ვინ შემოიტანოს ტექნოლოგიები.
სოფლებში ჯერ კიდევ ინტერნეტის მოხმარება არ იცის ფერმერმა.თოხით და ბარით შრომობენ.
არ აქვთ დრო კომპიუტერის მოხმარების სწავლისა.
ამ ყველაფერზე, სახელმწიფომ უნდა მოამზადოს კადრი, რომელთაც მერე მიავლენს მასიურად რაიონებში და ჩაატარებენ სემინარებს უშუალოდ სოფლებში და ასწავლიან ხალხს ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წესს.
სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ვიტრიალებთ წრეზე კიდევ 50 წელიწადი.

Posted by: თორნიკე- 25 Oct 2019, 08:36
სამწუხაროდ 50 წელი ლოდინი არ შემიძლია ამიტომ გადავწყვიტე ქვეყნიდან წასვლა. down1.gif down1.gif down1.gif

Posted by: თორნიკე- 26 Oct 2019, 11:44
დღეს თბილისში ძროხების გამოფენა ტარდება.სადაც ჩვენი რაიონიც იქნება წარმოდგენილი . პოლიტიკის განყში. იყო თემა ამაზე. თუ ვინმე აქაური მოხვდით იქნებ სურათები დადოთ. ასეთგამოფენას მეც დავესწრრებოდი .კარგია ასეთი პროექტები. სხვადასხვა დარგის მეურნეების შედეგების საზოგადოებისთვის დაერთმანეთისთვისწარდგენა ინფორმაციის და ცოდნის გაზიარება.იუთუბზე ვნახე იმ დღეს იყო ამერიკაში ღორების .ძროხების გამოფენები .ასევე ტრაქტორისტების სახალისო შეჯიბრები. ხო შეიძლება ჩვენ სოფლებშიც ჩატარდეს ხოლმე თუნდაც მცირემაშტაბიანი მსგავსი გამოფენები და სახალისო აქტივობები რაც მნახველს და ტურისტს მოიზიდავდა სოფელში. მარა ვის ადარდებს სოფელი

Posted by: kaxaberski66 27 Oct 2019, 22:28
საქონლის გამოფენა ყოფილა და merabc გვიტხარი რამე რა ხდებოდა.
სიუჟეტი დადე გადაღებული.საინტერესოა ნამდვილად.

Posted by: s1mpsOnA 28 Oct 2019, 19:09
აგრო დაფინანსებისთვის რა ტიპის ბიზნეს გეგმაა საჭირო?
გაავთ მსგავსი გამოცდილება ვინმეს

Posted by: GDN 28 Oct 2019, 21:16
QUOTE
როგორც ვიცი აბავენ შემოდგომაზე

უგემურია ბაგური საქონლის ხორცი გასაყიდი ვიდი კიაქვს.

Posted by: თორნიკე- 31 Oct 2019, 19:49
QUOTE (GDN @ 28 Oct 2019, 21:16 )
QUOTE
როგორც ვიცი აბავენ შემოდგომაზე

უგემურია ბაგური საქონლის ხორცი გასაყიდი ვიდი კიაქვს.

იმპორტირებული ხორცი ყველამ ვიცით რაც არი.ბაგურს გემოს უცვლის სადგომის ანტისანიტარია და ასევე ზოგიერთი ზრდის სტიმულატორი საკვებდანამატები.

Posted by: merabc 31 Oct 2019, 20:33
kaxaberski66
QUOTE
საქონლის გამოფენა ყოფილა და merabc გვიტხარი რამე რა ხდებოდა.
სიუჟეტი დადე გადაღებული.საინტერესოა ნამდვილად.

http://georgiandairy.org/ka/post/sakartveloshi-pirveli-mesakonleobis-ekspo-gaimarta?fbclid=IwAR00awS7tNb5NinpZtCqOOOrQRmV6FB51x3G1_ISv1Ge4mZvJR5dgdL4Bhg
ძირითადად სამი ჯიში იყო ჰოლშტეინები, შვიცები და მეგრული წაბლა. პრიზები დაურიგეს გამარჯვებულ ძროხებს.

Posted by: memberii 1 Nov 2019, 22:27
ეს ძროხა რა ჯიშია ხომ ვერ მეტყვით?



user posted image

Posted by: gia1970 1 Nov 2019, 23:58
merabc
კვარაცხელიას ჯიშის ძროხები არ იყო?

Posted by: kaxaberski66 2 Nov 2019, 18:04
memberii
შვიცია.
QUOTE
ჰოლშტეინები, შვიცები და მეგრული წაბლა.

QUOTE
კვარაცხელიას ჯიშის ძროხები არ იყო?

მე მეგრული წაბლა არ გამიგია. აი კვარაცხელიას ჯიშის საქონელი კი არის როგორც ვიცი შინდისფერ წითელი.

Posted by: levanius7 2 Nov 2019, 20:51
-------------------------------------------------

Posted by: memberii 3 Nov 2019, 18:44
QUOTE (kaxaberski66 @ 2 Nov 2019, 18:04 )
memberii
შვიცია

რამხელააა

Posted by: kaxaberski66 4 Nov 2019, 00:28
memberii
ფურები საშუალოდ 550-600 კგ-ს იწონიან.

Posted by: merabc 16 Nov 2019, 12:13
QUOTE
სტანდარტული იონჯა 80 სმ- 18 -22 კგ. თივა 12-15 . ხორბლის ქერის ნამჯა 6-10. ასევე გასათვალისწინებელია დასატუკი მცენარის ტენიანობა.ნედლი იონჯა მაგალითად 40 კილოც გამოდის მაგრამ დასაწყობებული ობდება ან ლპება.

არსებობს ხორბლის ან ქერის თივაც (არა ნამჯა, ანუ როდესაც ის აღებულია მარცვლის მწიფობამდე მარცვლიანად და ძალიან ხარისხიანი თივაა). ასეთი ტუკი უფრო მძიმეა 18-20 კილო (80 სმ).

Posted by: shuma89 16 Nov 2019, 13:20
სალამი ხალხს.
მეცხოველეობაში ვინც ხართ კარგად გარკვეული, მაინტერესებს რამდენიმე საკითხი.

დრაბილკაში რო დაიფქვას სოიო თავის ძირებიანად და ნაყოფიანად, რამდენად კარგია გასასუქებელი მოზვრებისთვის და მეწველი საქონლისთვის? ჩვენებური ადგილობრივი ჯიშები მაქვს მხედველობაში.
ასევე ჩალა, თავის ღეროებიანად რო დაიფქვას და წყალში შერეული სახით მიეცეს ან მშრალად ისევე როგორც სოიოს ვარიანტი, დადრაბილკებული წვრილმარცვლოვან მასამდე.

საქონლის ჭარხალი, ტურნეფსს ეძახიან მგონი, ეგ რა სახით უნდა მიეცეს გასასუქებლად განკუთვნილ, სახორცედ გასაყიდ საქონელს და ასევე მეწველისთვის რამდენად კარგია.

Posted by: თორნიკე- 16 Nov 2019, 19:27
QUOTE (merabc @ 16 Nov 2019, 12:13 )
QUOTE
სტანდარტული იონჯა 80 სმ- 18 -22 კგ. თივა 12-15 . ხორბლის ქერის ნამჯა 6-10. ასევე გასათვალისწინებელია დასატუკი მცენარის ტენიანობა.ნედლი იონჯა მაგალითად 40 კილოც გამოდის მაგრამ დასაწყობებული ობდება ან ლპება.

არსებობს ხორბლის ან ქერის თივაც (არა ნამჯა, ანუ როდესაც ის აღებულია მარცვლის მწიფობამდე მარცვლიანად და ძალიან ხარისხიანი თივაა). ასეთი ტუკი უფრო მძიმეა 18-20 კილო (80 სმ).

ხარისხიანიც და ძვირიც... old.gif მრპ ს კვების საკითხებში დიდათ ვერ ვერკვევი ვიცი რო წარხალი კარგია მეწველისთვის .

Posted by: kaxaberski66 17 Nov 2019, 23:52
shuma89
QUOTE

დრაბილკაში რო დაიფქვას სოიო თავის ძირებიანად და ნაყოფიანად, რამდენად კარგია გასასუქებელი მოზვრებისთვის და მეწველი საქონლისთვის? ჩვენებური ადგილობრივი ჯიშები მაქვს მხედველობაში.
ასევე ჩალა, თავის ღეროებიანად რო დაიფქვას და წყალში შერეული სახით მიეცეს ან მშრალად ისევე როგორც სოიოს ვარიანტი, დადრაბილკებული წვრილმარცვლოვან მასამდე.

დაფქული ყველაფერი კარგია საქონლის თვის რადგან მარტივად ითვისებს, მაგრამ სოიო თავის ძირებიანად აყიდება ასე?
ადგილობრივი საქონლისთვის შემოტანილი სოიო ძვირი ფუფუნება მგონია.
შეგიძლია მზესუმზირის კოპტონით სრულფასოვნად ჩაანაცვლო სოიო. ოღონდ ორივე შემთხვევაში უნდა იცოდე თუ რა რაოდენობით უნდა მისცე.
ზედმეტის მიცემის შემთხვევაში, საქონელს ავნებს. ხოლო ნაკლების მიცემის შემთხვევაში საჭირო შედეგს ვერ მიიღებ.
QUOTE
საქონლის ჭარხალი, ტურნეფსს ეძახიან მგონი, ეგ რა სახით უნდა მიეცეს გასასუქებლად განკუთვნილ, სახორცედ გასაყიდ საქონელს და ასევე მეწველისთვის რამდენად კარგია.

საქონლის ჭარხალი და ტურნეპსი სხვადასხვა კულტურაა.
მეწველისთვის ძალიან კარგია. ცოცხალი მასის ყოველ 100 კგ ზე 3-5 კგ უნდა მისცე. რა თქმა უნდა სხვა საკვებიც აუცილებელია. მაგალითად თივა, კორმა და ა.შ.

Posted by: shuma89 18 Nov 2019, 10:50
QUOTE
მაგრამ სოიო თავის ძირებიანად აყიდება ასე?

ნაკვეთები მაქვს ბლომად, 8 ჰექტრამდე, დავამუშავებ კულტივატორით თოხის ნაცვლად და მერე ავთხრი ან მოვჭრი და დავფქვავ მშრალს, ცოტა შენახვა მაშინებს, მარცვლიანად დაფქული მეშოკებში არ გაფუჭდესთქო.საქონლის ჭარხალსი და ტურნეფსი ერთიდაიგივე მეგონა იმერეთში ასე ეძახიან, რა სახით შეიძლება საქობლისთვის მიცემა, ეგეც დრაბილკაში თუ როგორ?

Posted by: kaxaberski66 19 Nov 2019, 00:24
shuma89
QUOTE
რა სახით შეიძლება საქობლისთვის მიცემა, ეგეც დრაბილკაში თუ როგორ?

საქონლის ჭარხალი უნდა გაასაუფთაო მიწისგან.
თუ იმ ზომისაა რომ, საქონელს შეუძლია პირის მოკიდება, თვითონ დააქუცმაცებს და შეჭამს.
თუ დიდი ზომისაა, მაშინ უნდა დასჭრა იმ ზომაზე რომ საქონელმა მოახერხოს ყბაში მარტივად შეტანა.
საერთოდ საქონელი დაქუცმაცებულს, დადრაბილკებულს, დაფშვნილს და დაღერღილს ბევრად უკეთესად გადაამუშავებს და ითვისებს, ვიდრე ბუნებრივ მდომარეობაში შეჭმულს.
სწრაფადაც ჭამს და ამოცოხნისთვის და გადამუშავებისთვის ბევრად მეტი დრო რჩება, ვიდრე ბუნებრივად ჭამის შემდეგ.
ისე ცნობისთვის. ჭარხალი, სარწყავ ნაკვეთში სწორად და თავის დროზე ჩატარებული აგროტექნიკური სამუშაოების შედეგად, ჰექტარზე 100 ტონაც მოდის.

Posted by: memberii 28 Nov 2019, 20:00
სალამი,

ძროხის ხელოვნური განაყოფიერება რა ჯდება? მერძეული მაინტერესებს. რა უარყოფითი მხარე აქვს ასეთ განაყოფიერებას?

Posted by: თორნიკე- 28 Nov 2019, 22:27
ზროხის და ღორის ხელოვნურ განაყოფიერებას აკეთებს კავკასიის გენეტიკა. ფასები არვიცი no.gif უარყოფითი ალბათ დიდი ნაყოფი.. ან შეიძლებაარ იმაკოს ამიტო უნდა ეხო გადაუღო რო დარწმუნდე... სამაგიეროთ ჯიში უკეთესი აქვთ ასეთ.ხბოებს ადგილობრივ საქონელთან შედარებით.ასევე ნაკლებია ბრუცელოზის და სხვა იმფექციების. გავრცელება..

Posted by: merabc 29 Nov 2019, 01:59
memberii
QUOTE
ძროხის ხელოვნური განაყოფიერება რა ჯდება? მერძეული მაინტერესებს.

სპერმა სადღაც 20-30 ლარი ღირს. დამთესლავ ოპერატორი სადღაც 30-40 ლარს აიღებს. შედეგად 50-60 ლარი დაგიჯდება.
QUOTE
რა უარყოფითი მხარე აქვს ასეთ განაყოფიერებას?

რადგნ უარყოფითს კითხულობ, ესეიგი დადებითი იცი უკვე.
ერთი უარყოფითი ისაა, რომ პატარა ძროხის განაყოფიერებას უნდა ერიდო, რადგან რთული მშობიარობა შეიძლება ჰქონდეს მაღალპროდუქტიული ჯიშის დიდი ნაყოფის გამო. ჯიშიც ანუ სპერმაც ისეთი უნდა შეარჩიო, რომ პატარა ნაყოფი/ხბო ჰქონდეს.
მთავარი უარყოფითი მხარე კი პროდუქტიული დათესვლის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ბუნებრივ შეჯვარებასთან შედარებით.
QUOTE
ზროხის და ღორის ხელოვნურ განაყოფიერებას აკეთებს კავკასიის გენეტიკა.

კავკასიის გენეტიკა სპერმას ჰყიდის. განაყოფიერება კი სხვამაც (არა მაგათმა წარმომადგენელმა) შეიძლება გაგიკეთოს. აგროქიზიყიც აკეთებს.

Posted by: ჯარჯი 30 Nov 2019, 04:26
ვინმემ ხომ არ იცით რა პროცედურებია საჭირო მსხვილფეხა საქონლის შემოსაყვანად. საზღვარი, ვეტერინარული საბუთები გადასახადები ყველაფერი მაინტერესებს.
ზოგიერთი განცხადება ძალიან საინტერესოა გერმანული და ავსტრიული. დავაკვირდი რომ უფრო ხშირად მცირე ფერმერები 5 და მეტი წლის საქონელს ყიდიან მაგრამ არამგონია პრობლემა იყოს ახალგაზრდას ყიდვაც. ჩამოყვანა რა დაჯდება აი ეგ არის საკითხავი.
სადღაც კი იქნება ყველა ეს ინფორმაცია მაგრამ იმდენი დრო არ მაქვს რომ ვეძებო და ვარკვიო და თუ იცით ზოგადად მაინც რომ შემექმნას წარმოდგენა ძალიან მადლობელი ვიქნები smile.gif

https://www.landwirt.com/Kleinanzeigen/angebote-Rindermarkt,10.html

https://www.deine-tierwelt.de/kleinanzeigen/kuehe-c89382/q-verkauf%20meiner/?page=2


აი ეს 20 ლიტრას იწველება, 2014ში არის დაბადებული
https://www.landwirt.com/ez/index.php/kleinanzeigen/anfrage/1228450

Posted by: memberii 30 Nov 2019, 12:41
merabc

თორნიკე-

მადლობა


------------

Posted by: merabc 30 Nov 2019, 13:07
ჯარჯი
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით რა პროცედურებია საჭირო მსხვილფეხა საქონლის შემოსაყვანად. საზღვარი, ვეტერინარული საბუთები გადასახადები ყველაფერი მაინტერესებს.

არ არის რთული პროცედურები თუ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოგყავს. სხვა ქვეყნებიდან (უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია და ა.შ. უფრო რთულია და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული). არის აქ ადამიანები და კომპანიები ვინც მუშაობს შემოყვანაზე და დაგაკვალიანებს. ყველა საბუთსაც თვით აგვარებენ.
უნდა მოამზადო საკარენტინე ადგილი სადაც შემოყვანილი საქონელი სხვა საქონლისგან განცალკევებული უნდა იყოს.
QUOTE
ზოგიერთი განცხადება ძალიან საინტერესოა გერმანული და ავსტრიული. დავაკვირდი რომ უფრო ხშირად მცირე ფერმერები 5 და მეტი წლის საქონელს ყიდიან

5 წელზე მეტი ასაკის საქონელი დასაკლავად იყიდება და იმიტომაა იაფი შედარებით.
QUOTE
მაგრამ არამგონია პრობლემა იყოს ახალგაზრდას ყიდვაც.

ნახირის სარემონტოდ ანუ ჩასანაცვლებლად იყოდება უშობელი მაკე დეკეულები სადღაც 20-30 თვის ასაკის (5-7 თვის მაკე).
QUOTE
ჩამოყვანა რა დაჯდება აი ეგ არის საკითხავი.

გააჩნია ჯშს და საქონელს. მეხორცული უფრო ძვირია. მერძეულები იწყება 1850 ევროდან და ადის 2500 ევრომდე. ამაში შედის აბსოლუტურად ყველა ხარჯი ტრანსპორტირებიანად.
QUOTE
სადღაც კი იქნება ყველა ეს ინფორმაცია მაგრამ იმდენი დრო არ მაქვს რომ ვეძებო და ვარკვიო და თუ იცით ზოგადად მაინც რომ შემექმნას წარმოდგენა ძალიან მადლობელი ვიქნები

დასვი კონკრეტული კითხვა და გიპასუხებ.
QUOTE
აი ეს 20 ლიტრას იწველება, 2014ში არის დაბადებული

2014 წელს დაბადებული უკვე ჩამოსაწერია ანუ გამოსაწუნებელი. მაღალპროდუქტიული საქონელი მალე გამოდის მწყობრიდან და დიდხანს შენახვა არ ღირს. სადღაც 3-5 ლაქტაცია. შესაძლებელია ამის გახანგძლივება 1-3 წლით თუ ცოტას აწველინებ.

Posted by: s1mpsOnA 1 Dec 2019, 19:24
მარცვალის ფასი წელს სეზონზე რა იყო ხომ არ იცით?
ქერი შვრია ხორბალი სიმინდი

Posted by: თორნიკე- 2 Dec 2019, 19:36
ეხლა მაგას რა მნიშვნელობა აქ. ქერი ხორბალი იყო 45 50. სიმინდი. და შვრია არვიცი ახლა 65 70 ია საშუალოდ..

Posted by: ჯარჯი 3 Dec 2019, 20:59
merabc

QUOTE
დასვი კონკრეტული კითხვა და გიპასუხებ.


დიდი მადლობა
QUOTE
მაღალპროდუქტიული საქონელი მალე გამოდის მწყობრიდან და დიდხანს შენახვა არ ღირს. სადღაც 3-5 ლაქტაცია. შესაძლებელია ამის გახანგძლივება 1-3 წლით თუ ცოტას აწველინებ.


ანუ თუ სწორად მივხვდი 3-5 ლაქტაცია კიდევ 3-5 წელია ხომ? და თან პროდუქტიულობა კლებულობს? გამრავლების უნარი რამდენ ხანს უნარჩუნდება?
და მგონი ჯობია რომ პირდაპირ დავსვა კითხვა რენტაბელურობაზე რა ასაკის და რამდენი პირუტყვის ჩამოყვანა არის ფინანსურად მომგებიანი ? და რა რისკები არსებობს რომ პირუტყვი კარგად ვერ შეეგუება აქაურ კლიმატურ და სხვა პირობებს?
და კიდევ ვისგან ჯობია შესყიდვა? ეს ჯერჯერობით მხოლოდ მეწველ პირუტყვზე მაინტერესებს smile.gif


Posted by: თორნიკე- 3 Dec 2019, 22:32
ერთი რა მაინტერესებს ეს 2000 ევროიანი უშობელი ხარჯებს რამდენ წელში ფარავს დამოგებას როდის იძლევა და საშუალოთ რამდენს.

Posted by: merabc 7 Dec 2019, 20:31
ჯარჯი
QUOTE
ანუ თუ სწორად მივხვდი 3-5 ლაქტაცია კიდევ 3-5 წელია ხომ?

თითქმის. რადგან ლაქტაცია კლასიკურად 305 დღე უნდა იყოს და მოგებებს შორის პერიოდი ერთი წელი, ანუ 365 დღე. მაგრამ მაღალპროდუქტიულში ეს ზოგჯერ გრძელდება 400 დღემდე.
ამერიკაში მაგალითად ლატაციების საშუალო რაოდენობა 3.5-ია.
ანუ 2 წლისას პირველი მოგება აქვთ, მერე 3 ან 4 წელს აწველინებენ და მერე ახდენ ჩანაცვლებას.
QUOTE
და თან პროდუქტიულობა კლებულობს? გამრავლების უნარი რამდენ ხანს უნარჩუნდება?

ამის შემდეგ კლებულობს პოდუქტიულობაც, კლებულობს რძეში ცხიმიანობა, იკლებს დაავადებების მიმართ ამტანობაც. გამრავლების უნარის დაცემა, ანუ რეპროდუქციული პრობლემები გამოწუნების ერთერთი მთავრი მიზეზია.
QUOTE
რა რისკები არსებობს რომ პირუტყვი კარგად ვერ შეეგუება აქაურ კლიმატურ და სხვა პირობებს?

თუ სათანადოდ გამოკვებვათ ვიტამინებისა და მინერალების დამატებით პრობლემები არ იქნება. ამის ცოდნა უკვე არსებობს საქართველოში და გაგიზიარებენ გამოცდილებას.
მზად უნდა იყოთ ცამოყვანისას, თუ ჯერ ჩამოიყვანთ და მერე დაიწყებთ ფიქრს რა აჭამოთ, პრობლემები იქნება და მაგარ შარში გაყოფთ თავს.
თორნიკე-
ჯარჯი
QUOTE
და მგონი ჯობია რომ პირდაპირ დავსვა კითხვა რენტაბელურობაზე რა ასაკის და რამდენი პირუტყვის ჩამოყვანა არის ფინანსურად მომგებიანი ?

QUOTE
ერთი რა მაინტერესებს ეს 2000 ევროიანი უშობელი ხარჯებს რამდენ წელში ფარავს დამოგებას როდის იძლევა და საშუალოთ რამდენს.

რთულია ამის თქმა. ჩვენთან რძის ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ მოგებიდან ზარალამდე ერთი ნაბიჯია. ყველაფერი დამკიდებულია თქვენს მენეჯერულ უნარზე, ცოდნაზე და ფინანსურ შესაძლებლობებზე.
QUOTE
და კიდევ ვისგან ჯობია შესყიდვა? ეს ჯერჯერობით მხოლოდ მეწველ პირუტყვზე მაინტერესებს

ჯერ უნდა გადაწყვიტოთ რომელი ჯიშია თქვენთვის უკეთესი. ის რომ ჰოლშტეინი ყველაზე მეტს იწველება არ ნიშნავს, რომ თქვენ ყველაზე მეტ მოგებას მოგიტანთ. მერე უნდა გადაწყვიტოთ რომელი ქვეყნიდან. კარგია თუ გაიყოლებთ ვეტერინარს ვინც ერკვევა.
მესმის ეს არაა კონკრეტული პასუხები, მაგრამ მე არ მაქვს უფლება ვინმეს რეკლამა გავუწიო აქ ადგილზე მითუმეტეს. შუამავალი ფირმის შერჩევაზე უფრო თქვენზეა დამოკიდებული რამდენად კარგ საქონელს ჩამოიყვანთ.

Posted by: ჯარჯი 8 Dec 2019, 09:24
merabc
მადლობა სრულიად ამომწურავია პასუხები smile.gif
ერთადერთხელ შევნიშნე ფურა უცხოური ტრანზიტული ნომრებით რომელიც მსხვფ.პირუტყვის გადასაყვანად იყო მოწყობილი და ამ მხრივ საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა გადამზიდავებზე . ვის და რა ფასებში ჩამოყავს? ეს დეტალები მნიშვნელოვანია ბოტასი ხო არ არის ინტერნეტით რომ გამოვიწერო და მერე მკითხონ "რა გამოიწერე და რა ჩამოგივიდაო "
biggrin.gif
მაინტერესებს ვინმე ვინც ჩამოიყვანა და თუ საიდუმლო არ არის გამოცდილებასაც გამიზიარებს ალბათ

Posted by: merabc 8 Dec 2019, 18:55
ჯარჯი
QUOTE
ერთადერთხელ შევნიშნე ფურა უცხოური ტრანზიტული ნომრებით რომელიც მსხვფ.პირუტყვის გადასაყვანად იყო მოწყობილი და ამ მხრივ საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა გადამზიდავებზე

ერთ ფურაზე ეტევა 32 სული. შეიძლება კიდევ ერთი ჩააკვეტო, მაგრამ ძროხები შევიწრივდებიან. ნაკლების ჩამოყვანისას ტრანსპორტირების ფასი ერთ სულზე მატულობს. ამიტომ ვინმეს შეუამხანაგდეთ უნდა, რომ ფურა მთლიანდა შეივსოს.
არ ღირს ფასებზე გამოკიდება. ნაკლები ფასი ხარისხზე კომპრომისს ნიშნავს.
QUOTE
ვის და რა ფასებში ჩამოყავს? ეს დეტალები მნიშვნელოვანია ბოტასი ხო არ არის ინტერნეტით რომ გამოვიწერო და მერე მკითხონ "რა გამოიწერე და რა ჩამოგივიდაო "

ფასები უფრო დამოკიდებულია საზღვარგარეთ მომწოდებელზე. ადგილობრივი შუამავლები საკომისიოს იღებენ.
ჰოლშტეინები რატომღაც ნაკლები ღირს იწყება 1850 ევროდან და ადის 2300 ევრომდე ყველაფრიანად.
სიმენტალები, ფლექკვები (ეს იგივე სიმენტალის გერმაულ-ავსტრიული ვარიანტია), მონტბილიარდები და შვიცები, საშუალოდ 2300-2400 ევრო.

Posted by: shuma89 14 Dec 2019, 17:00
ვინმეს ხო არ გამოუცდია გაზაფხულზე ნაყიდი 60-80 კილოიანი მოზარდი შემოდგომაზე რა წონამდე შეიძლება ავიდეს? რამე დამარებით საკვებიც რო მიაშველო საღამოობით, 3 ჰექტარი შემოღობილი ნაკვეთი შუაზე რო გავუყო და თითო კვირით შევიშვა ხოლმე თითოეულ ნაწილში, მეორე ნაწილს ზაფხულის პერიოდში ღამით მოვრწყაცვ ხოლმე ბალახი რო ადვილად გაიზარდოს.
საშინლად გაიზარდა ხორცის ფასი და ვეცდები ავყვე ფეხის ხმას smile.gif

60 კვადრატი შენობაც მაქვს, ვფიქრობ არ უნდა იყოს ცუდი აზრი, აბა გამოუშვით რჩევები.

Posted by: თორნიკე- 14 Dec 2019, 18:41
QUOTE (shuma89 @ 14 Dec 2019, 17:00 )
ვინმეს ხო არ გამოუცდია გაზაფხულზე ნაყიდი 60-80 კილოიანი მოზარდი შემოდგომაზე რა წონამდე შეიძლება ავიდეს? რამე დამარებით საკვებიც რო მიაშველო საღამოობით, 3 ჰექტარი შემოღობილი ნაკვეთი შუაზე რო გავუყო და თითო კვირით შევიშვა ხოლმე თითოეულ ნაწილში, მეორე ნაწილს ზაფხულის პერიოდში ღამით მოვრწყაცვ ხოლმე ბალახი რო ადვილად გაიზარდოს.
საშინლად გაიზარდა ხორცის ფასი და ვეცდები ავყვე ფეხის ხმას smile.gif

60 კვადრატი შენობაც მაქვს, ვფიქრობ არ უნდა იყოს ცუდი აზრი, აბა გამოუშვით რჩევები.

ასეთი მოზარდი საშუალოდ 120 კილოს მიახწევს. მოვლას გააჩნია გაზაფხულზე გააგდო და შემოდგომაზე გაყიდო ეგრე არარი. დამუშავება უნდა გეგმიური ზოგი იხოცება კიდეც. რისკიანი საქმეა. დიდი მნიშვნელობააქ ჯიშსაც. და საძოვარს. ასევე დამატებით კვებას. კომბ. საკვებით.ზოგი გამოაზამთრებს და მეორე გაზაფხულზე ყიდის. ანუ ბაგურზე აბავენ.

Posted by: topcha 4 Feb 2020, 20:28
გამარჯობა ფორუმელებო. წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.

მოკლედ, მინდა ვცადო მოზვრების გაზრდა, ბაგური კვებით. ვიცი რომ თივას და ე.წ. ქატოს (ქერი, სიმინდი,ხორბალი, ქატო.) აჭმევენ. მაგრამ გაგებული მაქვს ე.წ. პრემიქსითაც შეიძლება გაზრდა. მარცვალ სიმინდთან ერთად რომ აძლევენ. კვების ეს მეთოდი მაინტერესებს, მინუსები და პლიუსები. თუ არ შეწუხდებით იქნებ დაწეროთ. ბიზნესის თვალსაზრისით რომელი მეთოდი სჯობს? ჩემი არაფერი მაქვს არც მარცვალი და არც თივა, ყველაფერი საყიდელი მაქვს. გთხოვთ არ გაატაროთ, აქ ისეთები მაქვს წაკითხული იმედი მაქვს მეც სწორად დამაკვალიანებთ.

Posted by: kaxaberski66 4 Feb 2020, 22:54
topcha
ხელი მოგემართოს.
კითხვა უნდა დაგისვა. გქონია შეხება საქონელთან თუ ექსპერიმენტის გაკეთებას აპირებ?

Posted by: topcha 5 Feb 2020, 01:00
QUOTE (kaxaberski66 @ 4 Feb 2020, 22:54 )
topcha
ხელი მოგემართოს.
კითხვა უნდა დაგისვა. გქონია შეხება საქონელთან თუ ექსპერიმენტის გაკეთებას აპირებ?

მოგესალმები კახაბერ. ბაგურზე არ მაქვს გამოცდილება, ისე როგორც სოფელში გაზრდილს მქონია შეხება. ყოველთვოს გვყავდა საქონელი და მოვლაც არ არის უცხო ჩემთვის

Posted by: kaxaberski66 5 Feb 2020, 11:43
topcha
ხოო. უკვე კარგია.
აქ ხშირად ისეთი გამოუცდელი ხალხი აპირებს სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგში ბიზნესის დაწყებას რომ გაგიკვირდება.
პირადი ჩემი გამოცდილება სუქებაზე დაყენებაში არ მაქვს, მაგრამ ბევრი გამიგია და წამიკითხია.
თუ გინდა რომ კარგი შედეგი მიიღო, 150კგ მაინც უნდა იყოს მოზვერი რომ სუქებაზე დააყენო.
თივა უნდა იყიდო კარგი ხარისხის.უნდა იყოს კარგი მწვანე. გინდა ბალახის და გინდა იონჯის ხელით უნდა გასინჯო.
უნდა ხელი შეჰყო რამოდენიმე პრესში და ბღუჯა გამოიღო. რო დახედავ მწვანე იყოს და ფოთლიანი. მარტო ღეროები თუ არის არ ვარგა.
ორი ხელით რომ გადაგრეხავ არ უნდა დაიმტვრას. უნდა იგრიხებოდეს.
მარცვალი იყიდე აუცილებლად კარგი ხარისხის. ქერი და ხორბალი. სიმინდი არ გინდა და არც ქატო.
ქერი და ხორბალი ერთმანეთში გადაურია თანაბრად.მერე უკვე გადარეული მასიდან აიღე 90კგ.დაამატე 10კგ კოპტონი და ეს100კგ დაღერღე.
ამ 100კილოში უნდა გაურიო 1კგ სუფრის მარილი.
ამის შემდეგ საკვები უკვე მზედ გაქვს.
ეხლა კვებე შემდეგ ნაირად.
თივა და სუფთა წყალი ოთახის ტემპერატურის მუდმივად უნდა ჰქონდეს.
უნდა იცოდე საქონლის წონა. დავუშვათ 150კგ არის.
ეს გამზადებული კორმა ესაჭიროება დღეში 2 კგ.
გაყავი ეს 2 კგ სამ ნაწილად და დღეში სამჯერ მიეცი. დავუშვათ დილით 6 ზე, შუადღისას 2-3ზე და ღამე 10ზე.
თუ ჭამისას ეფანტებათ თბილი წყლით დაანესტიანე.
შუადღის ჭამის შემდეგ და დილით სანამ კორმას დაუყრი საკვებური ამოუსუფთავე იმ ჩხირებისგან რომელიც რჩება თივის ჭამის შემდეგ.
საკვებურში აუცილებლად ჩადე ქვა მარილი.
დასუფთავებით დღეში ორჯერ დაასუფთავე, დილით და შუადღის შემდეგ.
თუ დაბმული გყავს დღეში ერთხელ ერთი საათით აუშვი რომ გაიარ გამოიაროს, ფეხი გაშალოს, თუ ეფხანება გაეხახუნოს რამეს და დაიფხანოს.
ისე ჯობია რომ სულ აშვებული იყოს.
სადგომში უნდა იყოს სუფთა ჰაერი, შარდის სუნი არ უნდა იგრძნობოდეს.
ყოველი თვის შემდეგ 0.300 დან 0.500 გრამამდე კორმა დაუმატე. მეტი არ დაუმატო.
რა დარჩა კიდევ? მგონი მეტი არაფერი. ერთი 5-6 თვე მაინც გყავდეს სუქებაზე. თუ მეტი გეყოლება უკეთესი.
ბოლოს დაკალი და მითხარი სად გაიყიდება ხორცი, რომ მივიდე და ვიყიდო.

Posted by: topcha 5 Feb 2020, 15:32
QUOTE
თუ გინდა რომ კარგი შედეგი მიიღო, 150კგ მაინც უნდა იყოს მოზვერი რომ სუქებაზე დააყენო

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. კი მასე ვფიქრობ მეც. მაგაზე ნაკლები წონა ზრდაში მიდის და არ სუქდება, ეგ ვიცი.
ანუ თქვენ არც განიხილავთ პრემიქსით გაზდას. ისე კი მითხრეს ხორცი არ იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოსო და მაგიტომ დავწერე მინუსი რა აქვს მეთქი. ესეიგი არ ღირს პრემიქსი.
ეხლა მეორე საკითხი. ვაჭარმა რომ არ წაიყვანოს და მე თვითონ დავკლა ბოინში და ხორცი ჩავაბარო მეტად ჩაბარების მიზნით, რამდენად დიდი რისკია და თუ მირჩევთ როგორ გავაკეთო?
P.S. შენობა უკვე ავაშენე, გადახურვა დამრჩა და მარტიდან ალბათ დავაბამ სავარაუდოდ 20ცალს. სად ჯობია ყიდვა რომელ რეგიონშია კარგი ჯიშები. ბაზრობაზე ვფიქრობ ყიდვას?კარდაკარ ვერ მოვძებნი მაგას საკუთარი მანქანა სჭირდება. ბოდბე, მარნეული, ახალქალაქი, კორბოული თუ მუხრანი? ეგ ბაზობები ვიცი მე.

Posted by: თორნიკე- 5 Feb 2020, 17:22
QUOTE (topcha @ 5 Feb 2020, 15:32 )
QUOTE
თუ გინდა რომ კარგი შედეგი მიიღო, 150კგ მაინც უნდა იყოს მოზვერი რომ სუქებაზე დააყენო

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. კი მასე ვფიქრობ მეც. მაგაზე ნაკლები წონა ზრდაში მიდის და არ სუქდება, ეგ ვიცი.
ანუ თქვენ არც განიხილავთ პრემიქსით გაზდას. ისე კი მითხრეს ხორცი არ იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოსო და მაგიტომ დავწერე მინუსი რა აქვს მეთქი. ესეიგი არ ღირს პრემიქსი.
ეხლა მეორე საკითხი. ვაჭარმა რომ არ წაიყვანოს და მე თვითონ დავკლა ბოინში და ხორცი ჩავაბარო მეტად ჩაბარების მიზნით, რამდენად დიდი რისკია და თუ მირჩევთ როგორ გავაკეთო?
P.S. შენობა უკვე ავაშენე, გადახურვა დამრჩა და მარტიდან ალბათ დავაბამ სავარაუდოდ 20ცალს. სად ჯობია ყიდვა რომელ რეგიონშია კარგი ჯიშები. ბაზრობაზე ვფიქრობ ყიდვას?კარდაკარ ვერ მოვძებნი მაგას საკუთარი მანქანა სჭირდება. ბოდბე, მარნეული, ახალქალაქი, კორბოული თუ მუხრანი? ეგ ბაზობები ვიცი მე.

გაზაფხულზე დაბმას არ გირჩევ . მიზეზები მაგდროს ყველაზე ძვირია საქონელიც მარცვალიც და ტუკიც. ჯობს საკვები სეზონზე მოიმარაგო და შემოდგომაზე დააყენო ბაგურზე. დაბმა აუცილებელი არაა. ასევე საქონელი შეძენისთანავე დაამუშავე რო კვებამ შედეგი მოგცეს წონამატში. ხო საქონელი აუცილებლად მამალი და არავითარ შემთხვევაში წითელი იარ იყიდო .
* * *
ეწ. პრემიქსს თანამედროვე ფერმები ყველა იყენებს .ასევე სხვადასხვა სტიმულატორებსაც.

Posted by: topcha 5 Feb 2020, 18:50
QUOTE
არავითარ შემთხვევაში წითელი იარ იყიდო .

წითელი რატომ არა? ფერი რა შუაშია იქნებ ეგეც მითხრათ? შავს რომ ანიჭებენ უპირატესობას ეგ ვიცი, მაგრამ რატომ? ეგ არ ვიცი.

Posted by: kaxaberski66 5 Feb 2020, 19:12
თორნიკე მართალს გეუბნება.
QUOTE

გაზაფხულზე დაბმას არ გირჩევ . მიზეზები მაგდროს ყველაზე ძვირია საქონელიც მარცვალიც და ტუკიც. ჯობს საკვები სეზონზე მოიმარაგო და შემოდგომაზე დააყენო ბაგურზე.

დღეში ერთ სულს რამდენი კორმა უნდა მისცე და ყოველთვე რამდენი უნდა მოუმატო უკვე დაგიწერე. მარცვლის რაოდენობა დაითვალე რამდენი დაგჭირდება და იყიდე იმდენი და კიდევ მეტი. ერთბაშად რომ ვერ გაყიდო.
თივა იანგარიშე დღეში ერთ სულზე 5 დასაწყისისთვის და ერთი ორი თვის შემდეგ 7 კილო.
წითელი იმიტომ არა რომ, საქართველოში წითელი საშუალოდ ჯიშიანიც კი არ არსებობს.
შავი და ყავისფერები იყიდე. შვიცის ფერები.
შენ რომ დაჰკლა, ძალიან დიდი შანსია რომ ვერ გაყიდო.
ივნის-ივლისში რომ იყიდო და ახალი წლის დღეებში გაჰყიდო, მოგებული დარჩები.
სადაც იყიდი ჰკითხე სადაური საქონელია. ახალქალაქის ან წალკა-ბოგდანოვკის არისო თუ გითხრეს, ყოველ 20 დღეში ერთხელ მოგიწევს ნაბარევზე აცრა.

Posted by: merabc 5 Feb 2020, 20:00
topcha
QUOTE
წითელი რატომ არა? ფერი რა შუაშია იქნებ ეგეც მითხრათ? შავს რომ ანიჭებენ უპირატესობას ეგ ვიცი, მაგრამ რატომ? ეგ არ ვიცი.

როდესაც საქონელი შავია, ეს ნიშნავს რომ მის გენეტიკაში ანგუსური ჯიში ურევია და ეს წონაში სწრაფი მატების და საკვების მოხმარების ეფექტიანობის გარანტიაა.

Posted by: topcha 5 Feb 2020, 20:08
QUOTE
როდესაც საქონელი შავია, ეს ნიშნავს რომ მის გენეტიკაში ანგუსური ჯიში ურევია და ეს წონაში სწრაფი მატების და საკვების მოხმარების ეფექტიანობის გარანტიაა.

გაიხარე, დიდი მადლობა. თუ რამე დამაინტარესებს გკითხავ აუცილებლად. წარმატებები საქმიანობაში. ღმერთი გფარავდეს კეთილო ადამიანო.

Posted by: merabc 5 Feb 2020, 20:12
QUOTE (topcha @ 5 Feb 2020, 20:08 )
QUOTE
როდესაც საქონელი შავია, ეს ნიშნავს რომ მის გენეტიკაში ანგუსური ჯიში ურევია და ეს წონაში სწრაფი მატების და საკვების მოხმარების ეფექტიანობის გარანტიაა.

გაიხარე, დიდი მადლობა. თუ რამე დამაინტარესებს გკითხავ აუცილებლად. წარმატებები საქმიანობაში. ღმერთი გფარავდეს კეთილო ადამიანო.

topcha
QUOTE
მოკლედ, მინდა ვცადო მოზვრების გაზრდა, ბაგური კვებით. ვიცი რომ თივას და ე.წ. ქატოს (ქერი, სიმინდი,ხორბალი, ქატო.) აჭმევენ. მაგრამ გაგებული მაქვს ე.წ. პრემიქსითაც შეიძლება გაზრდა.

თვითონ სიტყვა "პრემიქსი" ცოტა დამაბნეველია. კლასიკურად ეს ვიტამინებისა და მინერალების ნაკრებია რაც საქონელს პროდუქტიულობის ზრდას და სწრაფ განვითარებას ხელს უწყობს. ზოგჯერ მას უწოდებენ ისეთ ნარევსაც სადაც ემატება პროტეინის და ენერგიის წყაროც, მარცვლეულის ნაღერღი და მაღალპროტეინული კომპონენტებიც ე.წ. შროტები. რუსულად БМВД (белково минерально витаминные добавки). ქართულად არ ვიცი.
თუ გინდა შედეგი მიიღო ის უნდა გამოიყენო.

Posted by: topcha 5 Feb 2020, 22:28
QUOTE
თვითონ სიტყვა "პრემიქსი" ცოტა დამაბნეველია. კლასიკურად ეს ვიტამინებისა და მინერალების ნაკრებია რაც საქონელს პროდუქტიულობის ზრდას და სწრაფ განვითარებას ხელს უწყობს. ზოგჯერ მას უწოდებენ ისეთ ნარევსაც სადაც ემატება პროტეინის და ენერგიის წყაროც, მარცვლეულის ნაღერღი და მაღალპროტეინული კომპონენტებიც ე.წ. შროტები. რუსულად БМВД (белково минерально витаминные добавки). ქართულად არ ვიცი.
თუ გინდა შედეგი მიიღო ის უნდა გამოიყენო.

კი ვიცი, კომბინირებული საკვები რომ ჰქვია, მაგრამ ზოგადად პრემიქსს ეძახიან და მეც ამიტომ დავწერე ე.წ. პრემიქსი.

ანუ თქვენ მირჩევთ რომ კომბინირებული საკვებით გამოვკვებო?! კახაბერსკიმ გამოცდილი მეთოდი შემოვთავაზა და ვაფასებ ამ მეთოდს, მაგრამ რადგან გაზაფხულიდან ვგეგმავ დაწყებას, მაგ დროს კი მარცვალიც და თივაც ძვირია.ამის გამო ვიფიქრე კომბინირებულით ვცადო რადგან ეს საკვები ყოველთვის ერთი ფასი ღირს და არ თამაშობს ფასი. ხოდა თუ ყოველთვის ერთი ფასი აქვს და კარგი შედეგიც აქვს რატომ არ უნდა ვცადო ეგ საკვები. ისიც არ მინდა N რაოდენობა ვაჭამო და ბოლოს არაფერი დამრჩეს. აი ეს მაინტერესებს გამოცდილი და მცოდნე ხალხისგან ვისაც რჩევის მიცემა არ ეზარება და ვისაც გამოცდილი აქვს უკვე ეს მეთოდი. დიდი მადლობა ჩემი კითხვის დაინტარესებითვის.
* * *
თორნიკე-
QUOTE
ასევე საქონელი შეძენისთანავე დაამუშავე რო კვებამ შედეგი მოგცეს წონამატში.

მე უკვე დავწერე, რომ ამ სფეროში გამოცდილება კი მაქვს მაგრამ ბიზნესის დონეზე არა. დამუშავებაშI რას გულისხმობ მეგობარო იქნებ ამიხსნა?!
* * *
kaxaberski66
QUOTE
სადაც იყიდი ჰკითხე სადაური საქონელია. ახალქალაქის ან წალკა-ბოგდანოვკის არისო თუ გითხრეს, ყოველ 20 დღეში ერთხელ მოგიწევს ნაბარევზე აცრა.

მაპატიე უვიცობა, მაგრამ, ეს ნაბარევი რას ნიშნავს რამე დაავადებაა ისეთი რაც მაგ რეგიონშია და სხვაგან არა? უბრალოდ მაინტერესებს სხვა რეგიონის საქონელს თუ დაჭირდება ეგ აცრა. მაპატიეთ ყველაფერი მაინტერესებს, ვეტერინარის გულგრილობით, რომ არ დავზარალდე

Posted by: kaxaberski66 5 Feb 2020, 23:15
topcha
QUOTE
მაპატიე უვიცობა

ნუ ფიქრობ რომ აქ მე ყველაფერი ვიცი .
მე ერთი უვიცი ადამიანი ვარ ისე როგორც შენ და სხვა დანარჩენებიც.
მერე მეორეც. არ გეგონოს რომ მე ტვირთად მაწვება პასუხის გაცემა.
უფრო პირიქით. ერთი სული მაქვს ვინმემ კითხვა დასვას იმის შესახებ, რაც მე ვიცი და აუცილებლად პასუხს გავცემ როგორც კი დროს გამოვნახავ.
ერთი სიტყვით კარგი მოსწავლესავით ვარ, ხელი სულ ზევით რომ აქვს აწეული მასწავლებელო მე მკითხეო.
QUOTE
ეს ნაბარევი რას ნიშნავს რამე დაავადებაა ისეთი რაც მაგ რეგიონშია და სხვაგან არა?

პირიქით. იმ რეგიონში არ არის და ბარში არის.
მთაში 1200 მეტრის ზევით არ არსებობს ჩვეულებრივი ტკიპა, რომელიც ბარში გვხვდება ყველა ზონაში.
ტკიპა მინდორში ბინადრობს და ბალახიდან გადადის საქონელზე. ათეულობით შეაცოცდება ფეხებზე, მუცელზე, ყელზე და კბენს და სისხლს წოვს.
სისხლის გამოწოვისას ეტყობა კანში უშვებს რაღაც ნივთიერებას, რაც საქონელში იწვევს დაავადებას, რომელსაც მედიცინის ენაზე ლეპტოსპიროზი ჰქვია.
ხოლო ხალხურ ენაზე ნაბარევი ჰქვია, რადგანაც ეგ დაავადება მხოლოდ ბარში გვხვდება.
პროფილაქტიკის მიზნით რომ დახოცო საქონლის სხეულზე ეგ ტკიპები, უნდა 10-15 დღეში ერთხელ შეწამლო აბარატით საქონელი.
მაგალითად ერთ ამპულა კარატეს გახსნი 10ლ წყალში და საქონელს კარგად დაასხავ ყველგან. ფეხებიდან , მუცლიდან, ძუძუებიდან ყელ-თავამდე. არსებობს სხვა მედიკამენტებიც კარატეს გარდა.
ან უნდა ასცრა როგორც ზევით დაგიწერე.

Posted by: topcha 6 Feb 2020, 01:21
მადა ჭამაში მოდისო და მეც გამეხსნა კითხვების მადა. თუ არსებობს ციფრები, დაახლოებით რამდენ კილოზე ადის 150-170კგ მოზვერი ამ კვებით? 6 თვის განმავლობაში. უფრო სწორად რა მაინტერესებს, დავაბი მოზვერი 150კგ. შავი ან ყავისფერი, ვაჭამე ზუსტად ისე როგორც მირჩევ და იმდენ ხანს რამდენსაც მირჩევ ანუ 6თვე, დაახლოებით რა მასაზე უნდა ავიდეს 6 თვის მერე? რა თქმა უნდა მესმის ამას ვერავინ მეტყვის ზუსტად, მანდ ჯიში უმთავრესია მაგრამ საშუალო მაჩვენებელი მაინტერესებს. მე ღორების ფერმა მაქვს და ვიცი რა კვებით რამდენზე ადის. ხოდა საქონელზე მაინტერესებს ეგ საშუალო წონა. პარტნიორთან ერთად ვფიქრობ მოზვრების ყოლას და გათვლა მინდა საორკაცო არის 20-25ცალი მოზვერი? მინდა გავთვალო რა მოგებას უნდა ველოდო ბოლოს და თუ არ ღირს მარტო გავაკეთებ და ცოტას დავაბამ.

Posted by: kaxaberski66 6 Feb 2020, 14:48
თავში გითხარი რომ მე მაგის გამოცდილება არ მაქვს მაგრამ, გამომდინარე რომ ვიცი თეორიულად ჩვენი ჯიშების შესაძლებლობები, 80% სიზუსტით გეტყვი.
კავკასიური წაბლას მოზვერი გაზაფხულ- ზაფხულის დროს კარგ ბალახიან საძოვარზე ძოვისას დღეში 0.6-0.8 კგ-ს მატულობს
იგივეს მოიმატებს ბაგურზეც.
შენ შეგიძლია კორმა მეტიც მისცე, 2 კგს ნაცვლად 3 კგ, ოღონდ ნელ-ნელა მოუმატო და სამამდე აიყვანე. მერე ჩვეულებრივ თვეში 0.3-0.5 კგ მოუმატე.
არიან ისეთებიც, რომლებიც დღეში 1.5კგ-ს იმატებენ.

Posted by: ჩაკრულო 22 Mar 2020, 22:57
აბა რა ხდება აქა?

ავშენდით სოფლის მეურნეები?

Posted by: kaxaberski66 23 Mar 2020, 00:03
ჩაკრულო
შენ გაგახარებს ღმერთი.
მადლობა რომ ეს თემა ამოსწიე.
QUOTE
ავშენდით სოფლის მეურნეები?

ჩვენთან როდისმე აშენებული ყოფილა მეურნე?
მეურნეს ისიც ეყოფა, შედარებით სუფთა ჰაერს რო სუნთქავს.

Posted by: ჩაკრულო 23 Mar 2020, 00:37
QUOTE (kaxaberski66 @ 23 Mar 2020, 00:03 )
ჩაკრულო
შენ გაგახარებს ღმერთი.
მადლობა რომ ეს თემა ამოსწიე.
QUOTE
ავშენდით სოფლის მეურნეები?

ჩვენთან როდისმე აშენებული ყოფილა მეურნე?
მეურნეს ისიც ეყოფა, შედარებით სუფთა ჰაერს რო სუნთქავს.

რათა მაგრე პესიმისტურად? smile.gif)

Posted by: kaxaberski66 23 Mar 2020, 00:41
ჩაკრულო
რა ვიცი აბა. პესიმისტურად არა, უფრო ჩვენი რეალობიდან გამომდინარე.

Posted by: ჩაკრულო 23 Mar 2020, 10:39
QUOTE (kaxaberski66 @ 23 Mar 2020, 00:41 )
ჩაკრულო
რა ვიცი აბა. პესიმისტურად არა, უფრო ჩვენი რეალობიდან გამომდინარე.

ეს კორონა მოვიშოროთ და ყველაფერი კარგად იქნება yes.gif

Posted by: Mtsare 3 Apr 2020, 01:39
დადეთ ეგ გეგმა ან შეინახეთ შუშაბანდებში ვაზაში და ზემოდან ვარდები დაადეთ

Posted by: kaxaberski66 3 Apr 2020, 01:56
Mtsare
Mtsare
რომელი გეგმა? თქვი და მოგცემენ.
შენ დალოცვილო, პირველი წერილი დასწერე და უკვე გვსაყვედურობ რომ რაღაცა ვიცით და არ ვწერთ.
შენ დაინტერესებულხარ? გიძებნია ამ თემებში? არა რა თქმა უნდა.
გამზადებული გინდა რა თქმა უნდა.
ერთ შენს დაწერილ წერილს კიდევ შევხედავ და დანარჩენი ჩემი სათქმელი მას შემდეგ იქნება.
რა ვერ გაიგეს დედამიწა ბრუნავს და სუნთქავს.

Posted by: Kobalty 4 Apr 2020, 23:55
kaxaberski66
1.
QUOTE
კავკასიური წაბლას მოზვერი გაზაფხულ- ზაფხულის დროს კარგ ბალახიან საძოვარზე ძოვისას დღეში 0.6-0.8 კგ-ს მატულობს

ანუ თუ გაზაფხულზე 150კგ-იანს იყიდი და ვთქვათ 5 თვე (მაისი-სექტემბერი) კარგ საძოვარზე გეყოლება + ის კორმა = საშუალოდ 105კგ-ს მოიმატებს?
თუ ეს კალკულაცია სწორია?
ეს წონები ხო ცოცხალ წონაზეა საუბარი?

2. ანგუსის ხბოები ან მოზვრები თუ იყიდება ჩვენთან ადგილზე, თუ კი - სად და რა ფასებში დაახლოებით?
რადგან ესეთი მეხორცული ჯიშია ანგუსი, მაგის მოშენება არ სჯობს ამ ჩვენს გაძვალტყავებულ ენდემურ ჯიშებს?

Posted by: kaxaberski66 5 Apr 2020, 09:56
Kobalty
QUOTE

ანუ თუ გაზაფხულზე 150კგ-იანს იყიდი და ვთქვათ 5 თვე (მაისი-სექტემბერი) კარგ საძოვარზე გეყოლება + ის კორმა = საშუალოდ 105კგ-ს მოიმატებს?
თუ ეს კალკულაცია სწორია?
ეს წონები ხო ცოცხალ წონაზეა საუბარი?

კი. ცოცხალ წონაზეა საუბარი.
QUOTE
. ანგუსის ხბოები ან მოზვრები თუ იყიდება ჩვენთან ადგილზე, თუ კი - სად და რა ფასებში დაახლოებით?
რადგან ესეთი მეხორცული ჯიშია ანგუსი, მაგის მოშენება არ სჯობს ამ ჩვენს გაძვალტყავებულ ენდემურ ჯიშებს?

ანგუსების ჯიში საქართველოში არ არის.
ანგუსი მეხორცული ჯიშია და რა თქმა უნდა სჯობს ჩვენს ჯიშებს მეხორცული მიმართულებით. მერძეული მიმართულებით არა.

Posted by: Kobalty 5 Apr 2020, 19:09
kaxaberski66
QUOTE
კი.

მაშინ, ეს კალკულაცია თუა მიახლოებით სწორი: 100კგ ნამატი. ეს დაახლოებით 50კგ ხორცი ხოა. ჩააბარე ვთქვათ 13 ლარად.
გამოდის 650 ლარის დარიცცხული მოგება. საიდანაც გაქვს უამრავი ხარჯი ამ პერიოდში ხო? ვთქვათ 300 ლარი საშუალოდ.
რა გამოდის, 350 ლარის მოგება გრჩება სუფთად 6 თვეში ცალ სულზე?
თუ ეს ასეა, მიზერი თანხაა და არც ღირს რისკად.
მიახლოებით თუა სწორი ეს ყველაფერი?

QUOTE
ანგუსების ჯიში საქართველოში არ არის.

არის 1 ფერმა მარტყოფში.
ნუ შემოყვანაც შეიძლება უპრობლემოდ.
მარა ციფრებში როგორაა ამის შენახვის ხარჯი, ხო არ იცი?
თან ამას ხო სუ თივა უნდა, ეს ხო არ დადის საძოვარზე..

Posted by: merabc 6 Apr 2020, 12:03
https://www.youtube.com/channel/UCJTOBduyeucU7PGBJVkoeKA
აქ დაიდება მალე კარგი სასწავლო ვიდეოები მესაქონლეობაზე ქართულად. საბსკრაიბი გაუკეთეთ.
ანუ წითელიკნოპკა რომაა subscribe იმაზე დააწკაპუნეთ და შეტყობინება მოგივათ როდესაც ახალი ვიდეო დაიდება
* * *
Kobalty
QUOTE
არის 1 ფერმა მარტყოფში

საგურამოშიცაა

Posted by: Kobalty 6 Apr 2020, 17:13
merabc
საკონტაქტო რამე ხო არ იცი?

Posted by: kaxaberski66 6 Apr 2020, 21:50
Kobalty
QUOTE
რა გამოდის, 350 ლარის მოგება გრჩება სუფთად 6 თვეში ცალ სულზე?
თუ ეს ასეა, მიზერი თანხაა და არც ღირს რისკად.
მიახლოებით თუა სწორი ეს ყველაფერი?

აბა რა გეგონა? მოგება რჩებათ ვაჭრებს, ვინც იყიდა, მერე დაკლა და გაყიდა.
ხვალ ისევ იყიდა, ისევ გაყიდა.

Posted by: Kobalty 6 Apr 2020, 22:41
kaxaberski66
გასაგებია, მადლობა..

Posted by: shuma89 6 Apr 2020, 23:47
QUOTE (kaxaberski66 @ 6 Apr 2020, 21:50 )
Kobalty
QUOTE
რა გამოდის, 350 ლარის მოგება გრჩება სუფთად 6 თვეში ცალ სულზე?
თუ ეს ასეა, მიზერი თანხაა და არც ღირს რისკად.
მიახლოებით თუა სწორი ეს ყველაფერი?

აბა რა გეგონა? მოგება რჩებათ ვაჭრებს, ვინც იყიდა, მერე დაკლა და გაყიდა.
ხვალ ისევ იყიდა, ისევ გაყიდა.

სულ გავიძახი, სოფელი მანამ იქნება ცარიელი, სანამ არ გააკონტროლებენ ვაჭრობის ამბავს, აი ურურე, სოფლიდან ახალგაზრდამ ჩამოიყვანა გასაყიდად მთელი წლის ნაზარდი საქონელი, გაყიდა კაპიკებში, დარჩა 100 ლარი მოგება და იქვე შეხედა, რომ ვაჭარმა იმ საქონლის გაყიდვაზე 300 ლარი მოგება ნახა, ამას ერთხელ ნახავს მეორედ და მერე დაიწყებს ვაჭრობას თვითონვე, წამოვა სოფლიდან და ვაჭრობს, რა გამოვიდა, მიატოვა სოფელი და აღარ დაბრუნდება, ესაა და ეს.
მერე გაიძახიან გავაძლიეროთ სპფელიო, გააკონტროლე ვაჭრობა დაავალდებულე ვაჭარი რომ ყიდვა-გაყიდვაზე სხვადასხვა საქმიანობაში მაქსიმუმი მოგების პროცენტი უნდა დაუწესო, საქმიანობაზე რომ წარმოებაში 10% რჩება მოგება ჩადებული ფულის, იმის ყიდვა-გაყიდვაზე ვაჭარს მაქსიმუმი 5% უნდა დაუწესო, ვაჭრობის მუღამი დაიკარგება, დარჩება 10 ვაჭარი 100-ის ნაცვლად და ისინი იმუშავებენ კლიენტიც ბევრი ეყოლებათ და დანარჩენი, სოფლიდან გამოხიზნული ვაჭრები სოფელს დაუბრუნდებიან და რასაც ვაჭრობაზე მოგებას ნახულობდნენ იმაზე მეტს სოფელში იგივე საქონლის გაზრდაზე ნახავს მოგებას.
ჭირი იქა ლხინი აქა smile.gif
მგონი რეალობასთან ახლოსაა ეს ამბავი. მაგრამ განხორციელება რამდენდ ადვილია არ ვიცი.

Posted by: Kobalty 7 Apr 2020, 13:49
shuma89
ვერ გააკონტროლებ და ვერ დაუწესებ მოგების ლიმიტს.
კაპიტალიზმია..
რჩება 300%-იანი მოგება, ზნაჩიტ სწორად იქცევა, სწორად გეგმავს და რჩება.
გამზრდელმა თუ რამე ვერ გათვალა, ეგ ვაჭრის ბრალი არაა და მაგის გამო შეზღუდვა სისულელეა და არასამართლიანია..

Posted by: SkitterZ 9 Apr 2020, 02:36
თავი მკვლელები არ გგონიათ ხოლმე ?

Posted by: shuma89 9 Apr 2020, 03:08
QUOTE
ვერ გააკონტროლებ და ვერ დაუწესებ მოგების ლიმიტს

მაშინ შევქმნი სახემწიფო დაწესებულებას, ჩავიბარებ მაგალითად ყველს საბაზრო ფასზე 10-15% იაფად და გავყიდი საბაზრო ფასად, სოფლიდან სავაჭროდ გამოქცეულ კაცს შეეცვლება ვაჭრობის სურვილი, წარმოებაში მეტი რო რჩება და დაუბრუნდება სოფელს.
აი მაგალითად ყველის ფასი არის 8 ლარი, ამ დროს 7-ზე მეტს არ იხდის ვაჭარი, ცოტას წონაში იტყუება და იტოვებს კილოზე 1.5 ლარს, სახელმწიფო დაწესებულებამ რო ჩაიბაროს 7.5-შI და 8-შI გაყიდოს დასაქმებულთა ხელფასებსაც ეყოფა, გლეხი კიდევ 6.5-ის ნაცვლად 7.5 ლარს აიღებს.
ეს მაგალითისთვის მოვიყვანე, შეიძლება ციფრებშI ვცდებოდე, მაგრამ რაღაც მაინც რო უნდა გაკეთდეს სოფლის წასახალისებლად ფაქტია.
მწარმოებელზე მეტი ვაჭარი როა ეგ ანგრევს ეკონომიკას ზუსტად.

Posted by: Kobalty 9 Apr 2020, 12:47
shuma89
ესეა ეს ცხოვრება მოწყობილი, ვიღაც უფრო მოხერხებულია და მეტს შოულობს, ვოღაც ნაკლებად და სჯერდება მიზერს..
ყველას ვერ გაათანაბრებ, ყველა ეგეთ დისბალანსს ვერ გაასწორებს სახელმწიფო ხელით და ძალით..
სახელმწიფოს რაც ევალება, იმას ვერ აკეთებს წესივრად, დამატებით ცხვირს მიყოფს ყველაფერში და მკარნახობს რა და როგორ ვაკეთო, თითქოს მომვლელი და კონსულტანტი მჭირდებოდეს..
სახელმწიფო კეთილი დიდი ძია ნუ გგვგონია, რომელიც უნდა მოვიდეს და ყველაფერი, ყველა მხარის სასიკეთოდ დაგვირეგულიროს.
ჩვენი გზა და ცხოვრება, ჩვენი დასაგეგმი და აღსასრულებელია, სახელმწიფოს იმედზე არიფები და სუსტები არიან, პირდაპირ რო ვთქვათ.

Posted by: ჩაკრულო 9 Apr 2020, 16:20
5 აპრილს მქონდა ჩართვა 5 საათზე. ვიდეო გაკვეთილი გავაკეთეთ ხოდა რავიცი, ეს კი მეორე ვიდეოა, ანუ ფერმაში რაც გავაგრძელეთ. პირველი ნაწილი არის ფეისბუქის გვერდძე

ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ, კითხვების შემთხვევაში მომმართეთ არაა პრობლემა smile.gif

ეს ვიდეოს პირველი ნაწილი:
https://www.facebook.com/AgroQiziki/videos/516350035729300/

ესეც მეორე ნაწილი:
https://www.youtube.com/watch?v=h14roUs__rg&list=PL897AD3F05E93CA40&index=21&t=940s

Posted by: Kobalty 9 Apr 2020, 19:11
ჩაკრულო
მცოდნე კაცი ხარ და.. ანგუსის ხბოებს ან დეკეულებს თუ ვიყიდი აქან რუსეთში?
თუ გამყიდველის მონაცემებსაც მეტყვი, მთლად კანფეტ..

Posted by: kaxaberski66 9 Apr 2020, 23:24
ჩაკრულო
QUOTE
ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ

იუთუბზე სრულად ვნახე. ფეისბუქზე ადგილ-ადგილ.
მართლაც კარგი საქონელი გყავს.
საქონელს მართლაც არ სჭირდება თბილი ბინა. მეწველსაც კი. მთავარია მაძღარი იყოს, ზამთარში ზედ არ აწვიმდეს და ქარის დროს ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ პირდაპირ ქარს მოერიდონ.
ერთი ეგ არის, როცა ცივა საჭმლის ზედმეტი რაოდენობა იხარჯება.
* * *
ბექა, უკრაინიდან ჩამოყვანილებს ზურგი დაეჟეჟა და ოპერაცია გავუკეთეთო რომ ამბობ, როგორ გაუკეთე?
დაჟეჟილ ხორცს რა გაუკეთე?

Posted by: ჩაკრულო 9 Apr 2020, 23:31
Kobalty
QUOTE
მცოდნე კაცი ხარ და.. ანგუსის ხბოებს ან დეკეულებს თუ ვიყიდი აქან რუსეთში?


აქ ვერ იყიდი
რუსეთში და უკრაინაში არ გირჩევ, აფერისტები არიან და მაგათ არ ყავთ ანგუსები გასაყიდი, თავად შეყავთ...

მომბაძე და ხელოვნური განაყოფიერებით აკეთე, ადგილობრივ დედაზე ანგუსები უპრობლემოდ იბადებიან ვაფშე

kaxaberski66
არაა პრობლემა ზამთარი საერთოდ.
საკვებში რაციონში პატარა ცვლილებას ვაკეთებ და ეგაა, თუმცა ამ ახალი ზამთრისთვის სერიოზულად ვემზადები, რამდენიმე ცდა უნდა ჩავატარო wink.gif მათ შორის თბილი წყლის მიწოების უზრუნველყოფა
* * *
kaxaberski66
QUOTE
ბექა, უკრაინიდან ჩამოყვანილებს ზურგი დაეჟეჟა და ოპერაცია გავუკეთეთო რომ ამბობ, როგორ გაუკეთე?
დაჟეჟილ ხორცს რა გაუკეთე?

აბცესი განვითარდა,
ჩირქი იყო, არაა ესთეტიური თორე დავდებდი smile.gif
მაგ პერიოდში ბევრი დავკარგე, დაახლოებით 70 კილო დაიკლეს

Posted by: kaxaberski66 9 Apr 2020, 23:44
ჩვენთან აგრონომების და ზოოტექნიკოსების არ არსებობის გამო, სწორად კვების არ ცოდნაა მთავარი და არა კაპიტალური ფერმის არ ქონა.
* * *
ჩაკრულო
ერთგან რომ საუბრობ გენეტიკაზე და გასაზრდელი საქონლის სწორად შერჩევაზე, მოზარდის არასწორი შერჩევაა ზუსტად მიზეზი რომ, საქონელი იმ შედეგს ვერ იძლევა რაც უნდა მისცეს.
ერთი ვიდეო გაკვეთილი გააკეთე, შერჩევისას რომელ ვიზუალურ მხარეზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
დაუშვათ ის რომ მოზვრებს მკერდი უნდა ჰქონდეთ ღრმად დაშვებული, თავის ფორმაზე, ზურგის და გავის მოყვანილობაზე და ასე შემდეგ.
იმაზე რომ მეხორცული ჯიშის საქონლის ფორმა უნდა იყოს მართკუთხა, ხოლო მერძეულის სამკუთხა.
სწორად შერჩევის გარეშე გადაყრილი გამოდის საკვებში დახარჯული ფული.

Posted by: daniretaxe 12 Apr 2020, 07:52
ძროხის სპერმას ვერ გამოვიწერ? რამდენად შესაძლებელია და რა პირობები უნდა იყოს დაცული რომ არგაფუჭდეს. ან საქართველოში სად იყიდებ?

Posted by: kaxaberski66 12 Apr 2020, 07:58
aniretaxe
რომ არ გაფუჭდეს იგი არის მოთავსებული სპეციალურ ჭურჭელში, სადაც არის მინუს 160გრადუს ტემპერატურაზე.
რომელ რეგიონში გჭირდება? აგერ ზედა წერილში
QUOTE
ჩაკრულო
რომ არის მას აქვს. კავკასიურ გენეტიკას სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში.
სხვა რაიონებშიც არის.

Posted by: daniretaxe 12 Apr 2020, 16:46
QUOTE (kaxaberski66 @ 12 Apr 2020, 07:58 )
aniretaxe
რომ არ გაფუჭდეს იგი არის მოთავსებული სპეციალურ ჭურჭელში, სადაც არის მინუს 160გრადუს ტემპერატურაზე.
რომელ რეგიონში გჭირდება? აგერ ზედა წერილში ~

საიდან გამოვიწერო საიტს ვერ მეტყვით ან სად არის საქართველოში მაღაზია, სადაც არჩევანი იქნება? კახეთში მინდა

Posted by: kaxaberski66 12 Apr 2020, 17:11
aniretaxe
შენ თუ გამოწერა გინდა, მაგაზეც ჩაკრულო დაგაკვალიანებს.
მაგრამ ერთი და ორი დოზის გამოწერას აზრი არ აქვს. მერე იმ სპერმის სწორად შეყვანას უნდა სპეციალისტი და ისევ მაგ ჩაკრულოს ან კავკასიურ გენეტიკას უნდა მიმართო ორივე კახეთშია. ერთი სიღნაღის რაიონში და მეორე დედოფლისწყაროში.
ეს თუ შენთვის შორია იქნება თელავისკენაც.

Posted by: ჩაკრულო 12 Apr 2020, 23:09
kaxaberski66
გუშინდელ ლაივზე ვისაუბრეთ საძოვრულ შენავაზე, საინტერესო გამოვიდა. დავდებ მალე ჩანაწერსაც.

გენეტიკაზე ჩემი აზრით ცალკე უნდა გავაკეთო

aniretaxe
გამოწერა ნაკლებად, რადგან 1-2 ის ტრანსპორტირება უაზრობაა ტუ შემოტანა გინდა, მინიმუმ 2000 ცალი მომაქვს ხოლმე.


Posted by: kaxaberski66 13 Apr 2020, 01:34
ჩაკრულო
QUOTE
გუშინდელ ლაივზე ვისაუბრეთ საძოვრულ შენავაზე, საინტერესო გამოვიდა. დავდებ მალე ჩანაწერსაც.

დადე, დადე. მოვისმენ და ჩემს აზრსაც გეტყვი.
ახალი არაფერი მექნება სათქმელი უბრალოდ თემას ხომ უნდა წამოვედო.
ალბათ საძოვარ ნაკვეთზე, ნაკვეთმონაცვლეობაზე იქნება საუბარი. საძოვრის ბალახდგარზე და შემადგენლობაზე. ნაკვეთის მოვლაზე რომ კორდი არ გაფუჭდეს და ნაირბალახიდან სასარგებლო ბალახები არ ამოვარდეს.
ნაკვეთის ფართიდან გამომდინარე, მაძოვარი საქონლით დატვირთვაზე და ასე შემდეგ.
აიავნანასავით არის ეგ ჩემთვის. ასაკში შევდივარ, თორემ გული მეუბნება, ერთი კიდევ დავუბრუნდე ფერმერობას. ძმის სულსაც გავახარებდი.

QUOTE
გენეტიკაზე ჩემი აზრით ცალკე უნდა გავაკეთო

აუცილებლად. მთავარი გენეტიკაა. საქონლის სწორად შერჩევაა.
მართალია პატარებში ნაკლებად ჩანს რაღაც განმასხვავებელი ნიშნები მაგრამ, არის რაღაც ხაზები, რომელსაც მცოდნე ადამიანი დაინახავს.
მე სოფლის მეურნეობის თემაში საკმაოდ მაქვს დაწერილი მერძეული საქონლის შერჩევაზე, მაგრამ არაფერი მეხორცულზე.

Posted by: gio7654321 13 Apr 2020, 21:34
სალამი მცოდნე ხალხო,

რამდენიმე კითხვა მაქ თქვეთან smile.gif

ჟერსის ჯიშის ძროხებზე თუ გაგიგიათ რამე ან გქონიათ შეხება?
არის საქართველოში და როგორი ჯიშია? გაამართლებს ჩვენ პირობებში?
რაც ვნახე ინტერნეტში რძეს აქებენ მაღალი ხარისხის რძეს იძლევაო.

Posted by: daniretaxe 13 Apr 2020, 22:06
QUOTE (ჩაკრულო @ 12 Apr 2020, 23:09 )


aniretaxe
გამოწერა ნაკლებად, რადგან 1-2 ის ტრანსპორტირება უაზრობაა ტუ შემოტანა გინდა, მინიმუმ 2000 ცალი მომაქვს ხოლმე.

ანუ პატარა ფერმა მაქვს ასე 25 სულამდე. მინდა რამდენიმე განსხვავებული ჯიშის მეწველი ძროხა. შვეცები და წაბლა ძროხები მყავს. ანუ არის სხავ ჯიშის ძროხების არჩევანი? რა ღირს და რა არის საჭირო ამისთვის? თელავში ვარ

Posted by: kaxaberski66 13 Apr 2020, 23:39
gio7654321
QUOTE
სალამი მცოდნე ხალხო,

რამდენიმე კითხვა მაქ თქვეთან

ჟერსის ჯიშის ძროხებზე თუ გაგიგიათ რამე ან გქონიათ შეხება?
არის საქართველოში და როგორი ჯიშია? გაამართლებს ჩვენ პირობებში?
რაც ვნახე ინტერნეტში რძეს აქებენ მაღალი ხარისხის რძეს იძლევაო.

გაგემარჯვოს.
მე პირადად არ მგონია რომ ხალასი ჯიშის სახით არსებობდეს.(გარდა აჭარისა. იქ ერთ-ერთ ფერმერს ჰყავს პროგრამით შემოყვანილი)
უფრო ვრცლად ჩაკრულოს ეცოდინება, იმიტომ რომ შეხება აქვს ძალიან ბევრ ფერმერთან.
რაც შეეხება რძეს, მასეთი ნოყიერი და კარგი რძე არცერთ ჯიშს არ აქვს.
კარაქი გამოდის ორჯერ ბევრი და ასევე ყველიც.
ჩვენს პირობებშიც გაამართლებს. კვება ნაკლები უნდა ვიდრე სხვა ნებისმიერ პოპულარულ ჯიშებს და მათზე ნაკლებს არ იწველის.
aniretaxe
QUOTE
ანუ პატარა ფერმა მაქვს ასე 25 სულამდე. მინდა რამდენიმე განსხვავებული ჯიშის მეწველი ძროხა. შვეცები და წაბლა ძროხები მყავს. ანუ არის სხავ ჯიშის ძროხების არჩევანი? რა ღირს და რა არის საჭირო ამისთვის? თელავში ვარ

ვფიქრობ ჩაკრულო ისევ შემოვა და კომპეტენტურ პასუხს გაგცემს თუ ვის შეუძლია თელავისკენ ხელოვნური დათესვლის სამსახური გასწიოს.
ნამდვილად ღირს რომ შენი ძროხები გაანაყოფიერო ჯერსის სპერმით თუ მერძევეობის მიმართულებით მიდიხარ.
თუ მეხორცული ან მერძეულ მეხორცული მიმართულება გინდა, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯერსი მიაკარო ახლოს.
წარმატებას გისურვებთ.

Posted by: merabc 14 Apr 2020, 21:22
gio7654321
QUOTE
ჟერსის ჯიშის ძროხებზე თუ გაგიგიათ რამე ან გქონიათ შეხება?
არის საქართველოში და როგორი ჯიშია? გაამართლებს ჩვენ პირობებში?
რაც ვნახე ინტერნეტში რძეს აქებენ მაღალი ხარისხის რძეს იძლევაო.

ტანად შედარებით პატარა ძროხა სხვა სუფთა ჯიშის ძროხებისგან განსხვავებით, უფრო მთისთვის გამოსადექი, თუმცა ამერიკაში ბაგურზეც ჰყავდათ. მაღალი წველადობა არ აქვს, მაგრამ მისი ტანისთვის საკმაოდ კარგად იწველება თუ აჭამე და ძალიან მაღალი ცხიმიანობის რძე აქვს.
აჭარაში დაარიგეს სუფთა ჯიშის ჯერსები რამდენიმე წლის წინ, იქნებ რომელიმემ გაყიდოს.
aniretaxe
QUOTE
ანუ არის სხავ ჯიშის ძროხების არჩევანი? რა ღირს და რა არის საჭირო ამისთვის? თელავში ვარ

არის ძროხის სპერმის ადგილობრივი მომწოდებლები და გამნაყოფიერებლები. ნებისმიერი ჯიშის ძროხის სპერმას მოგაწვდიან. მოიკითხე.
Kobalty
ნახე პიემი

Posted by: gio7654321 15 Apr 2020, 21:00
kaxaberski66
merabc

პირველ რიგში მადლობა ყურადღებისთვის.

ფერმა მაქ გამზადებული და ხალასი ჯიშის შემოყვანას ვფიქრობ, სპერმით განაყოფიერება ცოტა ხანგრძლივი პროცედურაა და ალბათ მთლად ისეთი პროდუქტიულობა ვერ ექნება როგორც სუფთა სისხლის ჯერსის.

ეს ჯერსი არის ინგლისური ჯიში რასაც გავეცანი ინტერნეტში ინფორმაციას 2008 წლამდე ქვეყნიდან გაყვანა აკრძალული იყო საერთოდ. სავარაუდოთ ნესტიანი ჰავა ეყვარება ინგლისში ხო ნესტია, საქართველოშიც კაი ნესტიანი ჰავაა. წესით უნდა შეეგუოს ჩვენ კლიმატს სწორი კვების პირობებში.

კვებასთან დაკავშირებით მაქ რამდენიმე კითხვა.
როგორ ჯობია ამ საქონლის გამოკვება ბაგურად თუ საძოვარი ჭირდება?
ბაგურად კვების პირობებში როგორი უნდა იყოს ულუფა რო სრულფასოვნად დაკმაყოფილდეს ძროხა?
ასეთი ჯიშის საქონელი თუ გყავს ბაგურ კვებაზე რა რაოდენობის მიწის ნაკვეთი უნდა იანგარიშო ერთ სულზე საკვების მოსაყვანად? სიტყვაზე 10ჰაზე რო დათესო ქერი, სიმინდი და სიტყვაზე ხორბალი ეყოფა 10 სულ ძროხას მთელი წლის განმავლობაში?

Posted by: kaxaberski66 16 Apr 2020, 00:31
merabc
QUOTE
მაღალი წველადობა არ აქვს, მაგრამ მისი ტანისთვის საკმაოდ კარგად იწველება თუ აჭამე და ძალიან მაღალი ცხიმიანობის რძე აქვს.

400 კილო წონის საქონელი რომ 6000 ლიტრზე მეტს მოიწველის 6% ცხიმიანობით, მეტი რა უნდა მოსთხოვო?
ეს იგივეა, როგორც ჰოლშტეინმა მოიწველოს 10000 ლიტრა თავისი ყველა ავადმყოფური სისუსტეებით.
ჰოლშტეინი სამი, ჰა ხუთი მოგების შემდეგ თვითონ მოკვდება. ჯერსი კი 10ჯერაც იმშობიარებს უპრობლემოდ.
gio7654321
QUOTE
როგორ ჯობია ამ საქონლის გამოკვება ბაგურად თუ საძოვარი ჭირდება?

კომბინირებულად ჯობია. თუ ახლოს გაქვს საძოვარი, აძოვე, საღამოს ბაგაზე აჭამე.
QUOTE
ბაგურად კვების პირობებში როგორი უნდა იყოს ულუფა რო სრულფასოვნად დაკმაყოფილდეს ძროხა?

ეგ განსაკუთრებული გათვლაა, ორი სიტყვით რომ გითხრა ასეა.
ძროხას რა საჭმელსაც აჭმევ, უნდა იცოდე იმ საკვების შემადგენლობა. ერთ კილოგრამ საკვებს თუ რამდენი აქვს მონელებადი პროტეინი, ცხიმი, ცილა, უჯრედანა, რაც მთავარია ის საკვები რომელსაც აძლევ, 1 კგ რამდენ საკვებ ერთეულს შეიცავს და რამდენია მასში მშრალი ნივთიერება.
მერე ეს ყველაფერი ჯამდება ყველა სახეობის საკვებისა რომელსაც აჭმევ.
თუ დაუშვათ პროტეინი აკლია, უმატებ ისეთ საკვებს სადაც მაღალია პროტეინის შემცველობა, თუ მეტია აუცილებლად მოაკლებ.
ეს პროტეინი კიდევ ითვლება იქიდან გამომდინარე, თუ რამდენს იწველება ძროხა.
ერთი სიტყვით მთელი მეცნიერებაა. არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამები კვებისთვის.

QUOTE
ასეთი ჯიშის საქონელი თუ გყავს ბაგურ კვებაზე რა რაოდენობის მიწის ნაკვეთი უნდა იანგარიშო ერთ სულზე საკვების მოსაყვანად? სიტყვაზე 10ჰაზე რო დათესო ქერი, სიმინდი და სიტყვაზე ხორბალი ეყოფა 10 სულ ძროხას მთელი წლის განმავლობაში?

ეგ იმაზეა დამოკიდებული, ტუ როგორი ნაყოფიერია მიწის ნაკვეთი და ირწყვება თუ არა.
მაღალი აგრო ტექნიკური დამუშავების შემთხვევაში, მაგ ჯერსის 0.5 ჰა ეყოფა. ჰოლშტეინს 1 ჰექტარი უნდა.

Posted by: merabc 18 Apr 2020, 02:34
gio7654321
QUOTE
ეს ჯერსი არის ინგლისური ჯიში რასაც გავეცანი ინტერნეტში ინფორმაციას 2008 წლამდე ქვეყნიდან გაყვანა აკრძალული იყო საერთოდ.

დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს, მაგრამ არა მგონი ეგ სწორი ინფორმაცია იყოს, რადგან 2004 წელს პროექტით შემოიყვანა მაგ ჯიშის ძროხა ვიღაცამ.
თუ მაინდამაინც მაგ ჯიშის ძროხა გაინტერესებს, გეტყვი, ეს ჯიში კუნძულ ჯერსიდან მოდის, სადაც ამ ჯიშის საქონლის ასოციაციაა შექმნილი, რომელიც დაინტერესებულია ამ ჯისის მსოფლიოში პოპულარიზაციით და ეხმარება სხვებს შეღავათიან ფასში შესყიდვაში. იყვნენ წარმომადგენლები საქართველოში საქონლის გამოფენაზე.
QUOTE
როგორ ჯობია ამ საქონლის გამოკვება ბაგურად თუ საძოვარი ჭირდება?

ჯერსი კარგად უძლებს საძოვარზე ძოვებას. თუ კარგ საძოვარზე წვდომა გაქვს მაგას რა ჯობია, უფასო და ბუნებრივად დაბალანსებული საკვები გექნება ძროხისთვის. მაგრამ თუ 5 კილომეტრზე აპირებ ყოველდღე ატარო იქით-აქეთ 2000 ევროიანი ძროხა გადამხმარ საძოვარზე, არაა კაი იდეა.
QUOTE
ბაგურად კვების პირობებში როგორი უნდა იყოს ულუფა რო სრულფასოვნად დაკმაყოფილდეს ძროხა?

ამას ვერავინ ვერ გეტყვის ორი სიტყვით. ამ პროექტმა გააკეთა მარტივი რაციონის გათვლის კომპიუტერული პროგრამა - Land O’Lakes Venture 37 პროექტი – ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL). ნახე ინტერნეტში და დაუკავშირდი. გამოგიგზავნიან.
თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არაა, რაღაც კომპონენტების ზედმეტად მიცემა არ შეიძლება თორემ დააავადებ საქონელს.

Posted by: kopalla 20 Apr 2020, 16:17
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ყველას ბრწყინვალე დღესასწაულს.
აქა მშვიდობა, ძალიან საინტერეო თემაა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას რომ არ იშურებთ დროს და თქვენს ასეთ დიდ ცოდნას და გამოცდილებას აქ აზიარებთ, მერწმუნეთ ეს დიდი შეღავათია ამ საქმეში არმცოდნე ადამიანისთვის. მე დავინტერესდი ამ თემით, არ დავიზარე და მთლიანი თემა წავიკითხე (მართალია 3 დღემდე დამჭირდა smile.gif თუმცა ვთვლი რომ ღირდა, მითუმეტეს ამ კორონას გამო გარკვეული დრო გამომინთავისუფლდა) ბევრი საინტერესო ნიუანსი დავაკოპირე და შევინახე ცალკე ფაილად, მათ შორის "შპარგალკაც" საქონლის არშევისას რომელიც სხვაგან ინტერნეტში ვერსად ვნახე smile.gif
ვნახე ჩაკრულოს ვიდეო ტრეინინგები და ასევე ქართული ერთი-ორი საიტი რომელზეც ძალზედ საინტერესო და უამრავი ინფორმაცია არის მოცემული საქართველოში დამწყებ და არამხოლოდ დამწყებ ფერმერთათვის.
მოკლედ რომ ვთქვათ 1 კვირიანი ინტენსიური ონლაინ განათლების მეტი ამ სფეროში არაფერი გამაჩნია smile.gif და ძალიან ნუ გამკიცხავთ smile.gif
ვერსად ვნახე ისეთი გამართული ფერმა როგორსაც ევროპის ფერმებში ვხედავ. მხედველობაში მაქვს ინტენსიური ბაგური ტიპის მერძეული ფერმა, ერთადერთი რომელიც მიახლოებული იყო მათთან ეს ვნახე სენაკის ფერმა, თუმცა აქ ერთმა დაწერა რომ დაიხურნენ მაგრამ ვერ ვხვდები რა შეიძლება ყოფილიყო მაგის მიზეზი და თუ ვინმემ იცით გთხოვთ დაწეროთ.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, შევადგინე გარკვეული ცხრილი და მინდა გამოცდილმა ხალხმა შეხედოთ და შენიშვნები მითხრათ, რის შედეგადაც მოვახდენ მის დახვეწას და რეალურთან მიახლოებულ სახის მიცემას.
ცხრილში მოცემულია ინტენსიური ბაგური ტიპის ფერმაში ფურების გამრავლების გრაფიკი.
პირობითად პირველი წელი დაწყებულია 10 მაკე ფურის რაოდენობით,
გათვალისწინებულია ხბოს სიკვდილიანობის საშუალო 5%
ხელოვნური სქესის მიხედვითი დაგრილება, რომელზეც ვიანგარიშე 90%-იანი სქესის სიზუსტზე
სახარეებს არ ვიღებ მხედველობაში, ანუ ფერმა მთლიანად ორიენტირებულია ფურებზე და მათი ხელოვნური დაგრილებით გამრავლებაზე.
ამ გრაფიკში არ განიხილება ფინანსური რენტაბელურბა, უბრალოდ მაინტერესებს 10 ფურით 10 წელიწადში, საუკეთესო პირობების შექმნით (როგორც საკვები ისე გარემო) რამდენ სულ ფურს და საფურეს მივიღებდი და მივიღე 331 სული.
თუშეიძლება შემისწორეთ თუ რომელიმე მონაცემი არასწორია და რეალობას აცდენილია

user posted image

* * *
დიდი ხანია ეს ადამიანი არ შემოსულა და ვინმემ იცით თუ განახორციელა პროექტი?
ვბალეშიკობ შორიდან..

BioIka
QUOTE
ისევ 2020-თვისაა გეგმაში. ამ ეტაპზე ისევ სწავლაზე და ინფორმაციის მოძიებაზე ვარ.


Posted by: kaxaberski66 20 Apr 2020, 19:36
kopalla
QUOTE
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, შევადგინე გარკვეული ცხრილი და მინდა გამოცდილმა ხალხმა შეხედოთ და შენიშვნები მითხრათ,

ჭეშმარიტად აღდგა.
10 ფურიდან წელიწადში უნდა ივარაუდო 5 საფურე ხბო და 5 სახარე, და არა 8-9 საფურე ხბო.
გაითვალისწინე რომ საფურე ხბო რომ დაიბადება, მან 27 თვისამ უნდა მოგცეს ხბო.
პირველად რომ ეყოლება ხბო და ის თუ საფურეა, არ არის კარგი გასამრავლებლად. მეორე და შემდეგი კარგია.

Posted by: kopalla 20 Apr 2020, 19:47
kaxaberski66
QUOTE
10 ფურიდან წელიწადში უნდა ივარაუდო 5 საფურე ხბო და 5 სახარე, და არა 8-9 საფურე ხბო.

კი, მაგრამ ხომ არსებობს სქესს შერჩეულ (90% საფურე) სპერმით განაყოფიერება,,

Posted by: kaxaberski66 20 Apr 2020, 21:40
kopalla
QUOTE

კი, მაგრამ ხომ არსებობს სქესს შერჩეულ (90% საფურე) სპერმით განაყოფიერება,,

კი.არსებობს ხელოვნური განაყოფიერებისას. მაგაში მართალი ხარ.

Posted by: kopalla 20 Apr 2020, 23:58
kaxaberski66
მადლობა პასუხისთვის.
QUOTE
პირველად რომ ეყოლება ხბო და ის თუ საფურეა, არ არის კარგი გასამრავლებლად. მეორე და შემდეგი კარგია.

გასაგებია. ესეიგი საკმაოდ მოიკებს ფურების გამრავლების რაოდენობა ცხრილში. თუმცა საინტერესოა ამ შემთხვევაში რატომ აკეთებენ უშობელი მაკე ფურების იმპორტს? პირველ ლაქტაციაზე როგორც ვიცი წველაც ნაკლებიაქვს ქურს, ამ შემთხვევაში არ ჯობია მეორე ან თუნდაც მესამე მაკეობის პერიოდში მოხდეს ფურის იმპორტი?

Posted by: kaxaberski66 21 Apr 2020, 09:49
kopalla
QUOTE

გასაგებია. ესეიგი საკმაოდ მოიკებს ფურების გამრავლების რაოდენობა ცხრილში. თუმცა საინტერესოა ამ შემთხვევაში რატომ აკეთებენ უშობელი მაკე ფურების იმპორტს? პირველ ლაქტაციაზე როგორც ვიცი წველაც ნაკლებიაქვს ქურს, ამ შემთხვევაში არ ჯობია მეორე ან თუნდაც მესამე მაკეობის პერიოდში მოხდეს ფურის იმპორტი?

ფურების რაოდენობა რა თქმა უნდა მოიკლებს. შენ არ გაგითვილისწინებია სიკვდილიანობაც.
უშობელები მოყავთ რამოდენიმე მიზეზით.
პირველი რომ რაც ახალგაზრდას ჩამოიყვან, მით სწრაფად ეგუება ადგილობრივ პირობებს.
ბოჩოლები რომ შემოიყვანო, თითქმის არც კი დასჭირდებათ აკლიმატიზაციის გავლა. მაგრამ მათ გამოზრდაში დაიკარგება დრო და ფულადი სახსრები ისე რომ მთელი ორწელიწად ნახევარი შემოსავალი ნოლი გექნება.
მეორე. მეწველ ფურის ორგანიზმს აქვს რძის მოცემის თავისი რესურსი. ჩვენთან ძირითადად შემოჰყავთ ჰოლშტეინი. საიდანაც მოჰყავთ მათი ლაქტაციის წლები შეადგენს მაქსიმუმ 5 წელს. მერე პირველი ლაქტაციის ფურით ანაცვლებენ.
შენ რომ მესამე ლაქტაციის ფური მოიყვანო, აკლიმატიზაციას თავი რომ დავანებოთ, გამოდის რომ იმას იქ მოუწველია უკვე რაც უნდა მოეწველა და შენ იქიდან წამოიყვანე ჩონჩხი.
მესამე. როდესაც შენთან იწყებს პირველად წველას და შემდეგში შენს ხელში გაივლის შემდეგი ლაქტაციებიც, უკვე იცი თუ რა შედეგი დადო ამა თუ იმ ფურმა და უკვე სელექციისას, ამრავლებ იმ ფურების შვილებს, რომლებმაც კარგი შედეგი აჩვენეს არა მარტო წველაში, არამედ კიდევ სხვა მრავალ კომპონენტში.
ფურის ავ-კარგიანობა მარტო მონაწველი რძის რაოდენობით არ განისაზღვრება.

Posted by: kopalla 22 Apr 2020, 00:09
kaxaberski66
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

Posted by: merabc 25 Apr 2020, 00:48
kopalla
QUOTE
ვერსად ვნახე ისეთი გამართული ფერმა როგორსაც ევროპის ფერმებში ვხედავ. მხედველობაში მაქვს ინტენსიური ბაგური ტიპის მერძეული ფერმა,

უკვე ბევრია საქრთველოში.
QUOTE
ერთადერთი რომელიც მიახლოებული იყო მათთან ეს ვნახე სენაკის ფერმა, თუმცა აქ ერთმა დაწერა რომ დაიხურნენ მაგრამ ვერ ვხვდები რა შეიძლება ყოფილიყო მაგის მიზეზი და თუ ვინმემ იცით გთხოვთ დაწეროთ.

არაეფექტური მენეჯმენტი და კიდევ რაღაც-რაღაცეები.
QUOTE
ხელოვნური სქესის მიხედვითი დაგრილება, რომელზეც ვიანგარიშე 90%-იანი სქესის სიზუსტზე

არაა ეგრე მარტივი. სქესობრივად გადარჩეული სპერმა ძვირია უფრო და თან უფრო სუსტია, ამიტომ პროდუქციული ჩასახვის ნაკლები მაჩვენებელი აქვს. ამიტომ გარისკვა ღირს მხოლოდ უშობლებზე და მაქსიმუმ მეორე ლაქტახციის ძროხაზე. (პირველსავე ცდაზე ჩასახვის შანსი ასეთ ახალგაზრდა საქონელში ბევრად უფრო მეტია)
QUOTE
ამ გრაფიკში არ განიხილება ფინანსური რენტაბელურბა, უბრალოდ მაინტერესებს 10 ფურით 10 წელიწადში, საუკეთესო პირობების შექმნით (როგორც საკვები ისე გარემო) რამდენ სულ ფურს და საფურეს მივიღებდი და მივიღე 331 სული.

არაფერი რთული ამაში არაა. ჰოლშტეინის სქესობრივი მომწიფება ხდება 12-15 თვის ასაკში, თუ კარგად მოუვლი მოზარდეულს. თუ არ მოუვლი ან გვიან მომწიფდება, ან სულაც არ მომწიფდება. ამას დაუმატე 9 თვე და ესეც შენი ნამატი 21-24 თვის ასაკში.
შემგომ მოგებებს შორის ინტერვალი კლასიკურად 365 დღე უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ასე ვერ ხდება (ან არ ხდება, რადგან მენეჯმეტს ასე აწყობს) და დაახლოებით საშუალოდ 400 Dრე გამოდის. შენც ეს ციფრი აიღე საორიენტაციოდ.
kopalla
QUOTE
საინტერესოა ამ შემთხვევაში რატომ აკეთებენ უშობელი მაკე ფურების იმპორტს? პირველ ლაქტაციაზე როგორც ვიცი წველაც ნაკლებიაქვს ქურს, ამ შემთხვევაში არ ჯობია მეორე ან თუნდაც მესამე მაკეობის პერიოდში მოხდეს ფურის იმპორტი?

რა არის ამაში მიუხვედრელი. ჯერ ერთი უშობელი იაფია ვიდრე მეორე და მესამე ლაქტაციის ძროხა. მეორეც, მესამე ლაქტაციის ძროხა რისთვის ჩამოგყავს? რომ ერთ წელიწადი წველო და მერე სასაკლაოში ჩააბარო? ვერ გემსახურებიან ეს ძროხები დიდხანს, ადრე გამოდიან წყობიდან. გინდა, რომ თან დღეში 40 ლიტრი აწველინო ძროხას და თან ქართული ძროხასავით 20 წელი წველო? ეგრე სადააbiggrin.gif
თან როგორც ზემოთ ვახსენე წლებთან ერთად ძროხას რეპროდუქციული პრობლემები ემატება.

პ.ს. ამ ლინკზე ძალიან კარგი ვიდეოები დაიდება მალე ქართულად, საბსკრაიბი გაუკეთე. აზრზე მოხვალ რა არის მერძეული ფერმის წარმატების საიდუმლო.
https://www.youtube.com/channel/UCJTOBduyeucU7PGBJVkoeKA

Posted by: ჩაკრულო 26 Apr 2020, 12:33
რამდენსა სწერთ კაცო smile.gif) ვეღარ მოგდევთ smile.gif) კარგიაა რაც კარგია კარგიაა smile.gif)


Posted by: shuma89 26 Apr 2020, 23:12
ელექტრო ღობე გიცდიათ?
რამდენად ეფექტურია?
არის თუ არა სანდო ნაკვეთის შესაღობად, ზაფხულზე რო გარეთ მინდორი გადახმება და შეღობილში აბიბინებული ყანა იქნება რამდენად დაიჭერს ჯიუტ მშიერ საქონელს ცხვარს ცხენს შეიძლება კამეჩსაც.

Posted by: ჩაკრულო 28 Apr 2020, 12:03
QUOTE (shuma89 @ 26 Apr 2020, 23:12 )
ელექტრო ღობე გიცდიათ?
რამდენად ეფექტურია?
არის თუ არა სანდო ნაკვეთის შესაღობად, ზაფხულზე რო გარეთ მინდორი გადახმება და შეღობილში აბიბინებული ყანა იქნება რამდენად დაიჭერს ჯიუტ მშიერ საქონელს ცხვარს ცხენს შეიძლება კამეჩსაც.

დაჭერით პრობლემა არაა, დამიჯერე smile.gif

მთავარია მგელი თუ შევარდა შიგააა cry.gif lol.gif

Posted by: kopalla 28 Apr 2020, 18:04
merabc
მადლობა პასუხებისთვის

...და ფურებში სიკვდილიანობა რამდენი პროცენტია საშუალოდ? მერძეული ტიპის საქონლისთვის, მაგალითად ჰოლშტეინისთვის. რამდენი პროცენტი აღწევს სიტყვაზე მეხუთე ლაქტაციამდე?

Posted by: merabc 28 Apr 2020, 23:58
kopalla
QUOTE
და ფურებში სიკვდილიანობა რამდენი პროცენტია საშუალოდ? მერძეული ტიპის საქონლისთვის, მაგალითად ჰოლშტეინისთვის. რამდენი პროცენტი აღწევს სიტყვაზე მეხუთე ლაქტაციამდე?

ძაან რთულ კითხვას სვამbiggrin.gif
საერთოდ როდესაც ამდენ ძროხას სხვადასხვა ფერმიდან შემოყვანისლს ერთად შეყრი, სხვადასხვა მიკრფლორით, ერთმანეთს ათას რაღაცას დაავადებას შეყრიან და პირველად სიკვდილიანობა დიდი გექნება. მერე იმუნიტეტს სულ მეტს და მეტს შეიძენენ, მითუმეს აქ დაბადებულები.
გააჩნია რამდენს წველი, რაც მეტს წველი მით უფრო მალე გამოდის წყობიდან. მაგრამ არსებობს მეორე მომენტიც, თუ ჰოლშტეინი ცოტას აწველინებ (7000 ლიტრზე ნაკლებს) ესეიგი აშიმშილებ და ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი. ეგ ქართული ძროხა არაა, აიტანოს შიმშილი.

არ ვიცი სტატისტიკურად რამდენი პროცენტი რამდენ ხანს ძლებს, მაგრამ საშუალოდ ევროპაში ჰოლშტეინინს პროდუქციული სიცოცლის ხანგძლივობა 4 წელი, რაც 2.5 ლაქტაციაა.
longevity ჰქვია მაგას და დაგუგლე თუ ინგლისური იცი, სადღაც ეგ სატატისტიკა აუცილებლად იქნება.

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2020, 00:16
QUOTE

არ ვიცი სტატისტიკურად რამდენი პროცენტი რამდენ ხანს ძლებს, მაგრამ საშუალოდ ევროპაში ჰოლშტეინინს პროდუქციული სიცოცლის ხანგძლივობა 4 წელი, რაც 2.5 ლაქტაციაა.

ჰა. როგორ მოგწონთ?
იყიდო ძროხა 7000 ლარად და ოთხ წელიწადში უნდა მოკტეს.
70% შანსია რომ იმავე წელს მოკტეს რომ ჩამოიყვან.
მე თუ რამე დამეჯერება, ეგ საქონელი არც უნდა იყიდო საქართველოსთვის.
იმიტომ რომ, ეგ ავანტიურა წააგავს იმას რომ, ვირის ტაჭკის მართვიდან ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე გადაჯდე შვეულმფრენის საჭესთან.
არც სიმენტალ-ფლექვის ყიდვა ივარგებს გამოუცდელი კაცისთვის. 700-800 კილოიან საქონელს ვერ გააძღობთ და რძესაც არ მოგცემთ. დიდი სანსია ისიც მოგიკვდეთ.
იყიდეთ 400 კილოიანი ჯერსი, ავსტრიიდან პინცგაუერი, ტიროლური გრაუვიეჰი ანუ ტიროლის სერი საქონელი.
შეგრჩებათ კიდეც და რძესაც ბლომად მოგცემთ გემრიელს.
merabc
რძის ფესტივალი რომ გექნებათ, ან მსგავსი ღონისძიება, დამპატიჟებ?

Posted by: kopalla 29 Apr 2020, 13:45
merabc
QUOTE
არ ვიცი სტატისტიკურად რამდენი პროცენტი რამდენ ხანს ძლებს, მაგრამ საშუალოდ ევროპაში ჰოლშტეინინს პროდუქციული სიცოცლის ხანგძლივობა 4 წელი, რაც 2.5 ლაქტაციაა.


kaxaberski66
QUOTE
იყიდო ძროხა 7000 ლარად და ოთხ წელიწადში უნდა მოკტეს.
70% შანსია რომ იმავე წელს მოკტეს რომ ჩამოიყვან.


მართლაც რომ უაზრო ჩანს, ყოველშემთხვევაში დამწყები ფერმერისთვის ნამდვილად. სავარაუდოდ გამოცდილ და ძლიერ ფერმაში უღირთ, თორე სულელები ხოარ არიან... smile.gif



* * *
მცირე სტატისტიკური მონაცემები:
user posted image
user posted image
user posted image

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს თუ დავეყრდნობით გამოდის რომ საშინელი მდგომარეობაშია მერძეული მიმართულება, ერთადერთი დადებითი რაც აქ ჩანს არის ის რომ საშუალო წველადობა დადებითი დინამიკით გამოისახება, მაგრამ 1486 ლიტრი წელიწადში (2018წ. მონაცემი) მაინც კატასტროფულად დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2020, 14:49
kopalla
კი. მერძეულ მესაქონლეობაში ფსკერზე ვართ.
გეთანხმები წველადობის ზრდის დადებით დინამიკაში, მაგრამ ზრდა გამოიხატება თითოეულ მეწველ ფურზე 0,2-0,3 ლიტრ რძეში.
ასე რომ, წინსვლა 0 ს ცოტა აღემატება.

Posted by: merabc 29 Apr 2020, 16:11
kaxaberski66
QUOTE
ჰა. როგორ მოგწონთ?
იყიდო ძროხა 7000 ლარად და ოთხ წელიწადში უნდა მოკტეს.
70% შანსია რომ იმავე წელს მოკტეს რომ ჩამოიყვან.
მე თუ რამე დამეჯერება, ეგ საქონელი არც უნდა იყიდო საქართველოსთვის

არის ლოგიკა ამაში. 7000 ლიტრს ნებისმიერ ჯიშს მაწველინებ. უბრალოდ ჰოლშტეინს პოტენციალი აქვს 14-15 ტონა მოაწველინო. მაგრამ ამას ბევრი რამ სჭირდება, ფული, მენეჯმენტი, ცოდნა.
QUOTE
რძის ფესტივალი რომ გექნებათ, ან მსგავსი ღონისძიება, დამპატიჟებ?

კი ბატონოsmile.gif
QUOTE
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს თუ დავეყრდნობით გამოდის რომ საშინელი მდგომარეობაშია მერძეული მიმართულება, ერთადერთი დადებითი რაც აქ ჩანს არის ის რომ საშუალო წველადობა დადებითი დინამიკით გამოისახება, მაგრამ 1486 ლიტრი წელიწადში (2018წ. მონაცემი)

ეს ზრდაც ძირითადად მარალპროდუქტიული ჯიშები ფერმების მომრავლებამ გამოიწვია და მასიურად ძვირადღირებული კონცენტრატების გამოყენებამ. არადა კონცენტრატებით მიღებული რძე ძალიან ძვირია. რძე უმთავრესად იაფ უხეშ საკვებს უნდა მიაღებინო. (70%-მდე). კონცენტრატების ფართოდ გამოყენება გჭირდება მაშინ, როდესაც ძალიან მაღალი წველადობა გსურს (ჩვენი მერკებით თუნდაც).

Posted by: brutal_88 29 Apr 2020, 19:07
საქართველოს რეგიონების მიხედვით არის სადმე სტატისტიკა როგორია წველადობა?
რომელ რეგიონებში ჯობია მერძეული ფერმის წამოწყება?

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2020, 22:10
merabc
QUOTE
ჰა. როგორ მოგწონთ?
იყიდო ძროხა 7000 ლარად და ოთხ წელიწადში უნდა მოკტეს.
70% შანსია რომ იმავე წელს მოკტეს რომ ჩამოიყვან.
მე თუ რამე დამეჯერება, ეგ საქონელი არც უნდა იყიდო საქართველოსთვის

არის ლოგიკა ამაში. 7000 ლიტრს ნებისმიერ ჯიშს მაწველინებ. უბრალოდ ჰოლშტეინს პოტენციალი აქვს 14-15 ტონა მოაწველინო. მაგრამ ამას ბევრი რამ სჭირდება, ფული, მენეჯმენტი, ცოდნა.

ჩვენთან 70000 ლიტრის მოცემას მხოლოდ პოტენციის დონეზე მოახდენს ჩამოყვანილი ჰოლშტეინი პირველივე ლაქტაციაში განწველის დროს. მერე თვე-ნახევარში შეიძლება ძვალი არ დარჩეს ჰოლშტეინისგან.
ამით რაც დავწერე, ჰოლშტეინს არ ვიწუნებ. უნდა გქონდეს მისთვის საკვების დამზადებისთვის მიწა, საკვების მაღალი ხარისხით დამზადების ცოდნა, ანუ ძველებური საბჭოური ზოოტექნოლოგიის ცოდნა არ ჰყოფნის 7000 მოწველას.ამისთვის შენახვის წესიც შესაცვლელია. პლიუს შენახვის პირობები და ისევ ცოდნა. კიდევ და ყველაზე მთავარი, სელხოზ ტექნიკა რითიც ეს ყველა საჭირო ოპერაციები უნდა შეასრულო.
ამას ვიღაც მესაქონლე როგორ ისწავლის?
არც შვეიცარია-ავსტრიაში დაჰყოლიათ მუცლიდან. უნდა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაატაროს სემინარები ფერმერებისთვის საკვების წარმოების და დამზდადება -შენახვის მიმართულებით. თან დააფინანსოს კიდეც ის ფერმერები, რომლებიც შესძლებენ რაოდენობრივად შექმნან რძის მარაგები.
კიდევ გავიმეორებ, გამეორებას იმიტომ ვამბობ რომ, ბევრჯერ დამიწერია. ისრაელმა შეჰქმნა თავისი ჰოლშტინის განსაკუთრებული პოპულაცია.
განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში რომ, არ იყიდეს ფურები ჰოლანდიიდან, არამედ იყიდეს სპერმე და ამ სპერმით გაანაყოფიერეს ეგრეთ წოდებული სირიული ფურები. ანუ ადგილობრივი საქონელი.
ამ ყველაფრის თავი იყო ისრაელის მთავრობა და მეხუთე თაობაში უკვე დაეწივნენ ჰოლანდიელებს წველის რაოდენობაში.
დღეს ისრაელელი ფური ჰოლანდიელს უსწრებს 1.5 ჯერ.
merabc
QUOTE
რძის ფესტივალი რომ გექნებათ, ან მსგავსი ღონისძიება, დამპატიჟებ?

კი ბატონო
QUOTE

მერაბ, შენ უკვე არა ერთხელ მიმიწვიე მე იმ რძის კავკასიურ ფორუმებზე და მოვედი კიდეც და ვიყავი თქვენთან ერტად.
დიდი მადლობა იმ უკვე მოწვევისთვის. კიდევ ველი მოწვევას.
მინდა გითხრა რომ, ჩემი საქმიანობაც მაგ სექტორს მოიცავს.

Posted by: kopalla 29 Apr 2020, 23:11
brutal_88
QUOTE
საქართველოს რეგიონების მიხედვით არის სადმე სტატისტიკა როგორია წველადობა?

user posted image

QUOTE
რომელ რეგიონებში ჯობია მერძეული ფერმის წამოწყება?

რაც შეეხება ამ კითხვას, არამგონია სტატისტიკის მიხედვით ხწორი იყოს ამის შერჩევა.
აქ არიან გამოცდილი ხალხი და გირჩევენ

* * *
თუმცაღა არამგონია მაგ კითხვაზე გადაჭრილი პასუხი არსებობდეს. კონკრეტულად თუ დაწერ დაწვრილებით ინფორმაციას (ფურის ჯიშს, ფერმის ტიპს, რძეს ყიდი თუ თავას ამუშავებ...) რას და როგორ აპირებ იმის მიხედვით შეიძლება ვინმემ გირჩიოს რამე

Posted by: brutal_88 29 Apr 2020, 23:58
kopalla
QUOTE
რაც შეეხება ამ კითხვას, არამგონია სტატისტიკის მიხედვით ხწორი იყოს ამის შერჩევა.

საქართველოს პირობებში ალბათ ეს სტატისტიკა ბევრს არაფერს ამბობს, შეიძლება ქვემო ქართლში ერთი ორი თანამედროვე ფერმა იყოს და ამან იმოქმედოს სტატისტიკაზე, არადა რეალურად ბუნებრივ-კლიმატური პირობები რძის წარმოებისთვის იმერეთში ან სამეგრელოში უკეთესი იყოს.


QUOTE
თუმცაღა არამგონია მაგ კითხვაზე გადაჭრილი პასუხი არსებობდეს. კონკრეტულად თუ დაწერ დაწვრილებით ინფორმაციას (ფურის ჯიშს, ფერმის ტიპს, რძეს ყიდი თუ თავას ამუშავებ...) რას და როგორ აპირებ იმის მიხედვით შეიძლება ვინმემ გირჩიოს რამე

ჯერ მიწის ძებნის პროცესში ვარ და მერე უფრო კონკრეტულად ჩამოვყალიბდები. ჩემი აზრით საქართველოს პირობებში იდეალური ვარიანტია საქონელი გყავდეს ზღვის დონიდან 700-1000 მეტრზე აღმოსავლეთში, 500-1200 მეტრი დასავლეთში. ხოლო დასამუშავებელი მიწა დაბლობზე. მგონი სიცხე ერთ ერთი მთავარი მიზეზია იმისა რომ საქართველოში წველადობა დაბალია. +10+18 გრადუსი არის იდეალური ძროხისთვის. მარნეულში და გარდაბანში რომ აშენებნ ფერმებს, ეგ ტემპერატურა იქ როგორ უნდა შეუქმნა მაისიდან-ოქტომბრამდე?

Posted by: kaxaberski66 30 Apr 2020, 00:25
brutal_88
QUOTE

საქართველოს პირობებში ალბათ ეს სტატისტიკა ბევრს არაფერს ამბობს, შეიძლება ქვემო ქართლში ერთი ორი თანამედროვე ფერმა იყოს და ამან იმოქმედოს სტატისტიკაზე, არადა რეალურად ბუნებრივ-კლიმატური პირობები რძის წარმოებისთვის იმერეთში ან სამეგრელოში უკეთესი იყოს.

რძის წარმოება კონვვეირივით არის. უნდა გქონდეს სახნავი და ამავე დროს სარწყავი მიწა. სადაც მოიყვან იმ კულტურებს, რომელიც ესაჭიროება საქონელს მაღალი, სტატისტიკურად ევროპული და შენთვის საამაყო წველადობისთვის.
ისე კი, სამეგრელო-გურია -იმერეთის ზღვის დონიდან დაბალ ზონაში, უკეთესი პირობებია საქონლის ბუნებრივად, საძოვარზე შენახვის და მეტი რძის მოწველისთვის.
თითქმის 9 თვე მწვანეა ბალახი.

Posted by: brutal_88 30 Apr 2020, 00:39
kaxaberski66
QUOTE
ისე კი, სამეგრელო-გურია -იმერეთის ზღვის დონიდან დაბალ ზონაში, უკეთესი პირობებია საქონლის ბუნებრივად, საძოვარზე შენახვის და მეტი რძის მოწველისთვის.
თითქმის 9 თვე მწვანეა ბალახი.

მეც მაგ მხრისკენ ვიხრები, კოლხეთის დაბლობი სულ მწვანეა ფაქტიურად, ზაფხულიც შედარებით გრილია, ზამთარიც თბილი, ახალ ზელანდიასთან მიხლოვებული პირობებია. მაგრამ ზაფხულში ტენიან ჰაერს და მაღალ ტემპერატურას როგორ გადაიტანენ ევროპული მაღალპროდუტიული ჯიშები, ჰოლშტინი მაგალითად?

აქვს აზრი თვითონ ფერმის შედარებით მაღლა განთავსებას? ბაღდათის რაიონში ვნახე კარგი ვარიანტი, სახნავი მიწა კოლხეთის დაბლობზეა ზღვის დონიდან 100 მეტრი, სადღაც 20 კილომეტრში ხეობის შიგნით კი მიწა ფერმისთვის, სადაც ტემპერატურა 5 გრადუსით დაბალია ზაფხულში. თუ ჯობია ყველაფერი ერთ კომპლექსში მოაქციო?

Posted by: kaxaberski66 30 Apr 2020, 01:12
brutal_88
QUOTE
მაღალ ტემპერატურას როგორ გადაიტანენ ევროპული მაღალპროდუტიული ჯიშები, ჰოლშტინი მაგალითად?

ჰოლშტეინი თოჯინაა. არ უნდა იაროს, არ უნდა დასცხეს, შეცივებით მინუს 5 გრადუსამდე პრობლემა არ აქვს, ოღონდ საჭმელი ცოტა მეტი დასჭირდება.
სულ მშრალში უნდა იყოს(ეს პირობა ყველა ჯიშის საქონლისთვის კარგია) თორემ ჩლიქები დაუავადდება და მოკტება. biggrin.gif
QUOTE
აქვს აზრი თვითონ ფერმის შედარებით მაღლა განთავსებას?

ფერმის განთავსებას ნებისმიერ სიმაღლეზე და გრძედ-განედზე აქვს აზრი.
მთავარია შენ გქონდეს მათთვის სათანადოდ გამოკვების საშუალება.
გამოკვება შენი მოყვანილი საკვების პირობებში, რძის ფასი ნაკლები გექნება და მოგება მეტი.
ნაყიდი საკვებით, შეიძლება რძის თვითღირებულებაც ვერ დაფარო. თუ არა და შედით ინგლისური ასოებით დაწერილ საიტზე ,,გეორგიან დაირი,, და იქ ნახავთ რა ღირს საზღვარგარეთ ნაყიდი საკვებით საქარტველოში ჰოლშტეინის გამოკვება.
QUOTE
სახნავი მიწა კოლხეთის დაბლობზეა ზღვის დონიდან 100 მეტრი, სადღაც 20 კილომეტრში ხეობის შიგნით კი მიწა ფერმისთვის, სადაც ტემპერატურა 5 გრადუსით დაბალია ზაფხულში. თუ ჯობია ყველაფერი ერთ კომპლექსში მოაქციო?

თუ ინტენსიური მეურნეობის გაკეთება გინდა 20კილომეტრი შორია, მაგრამ მაგასაც არა უშავრს მიწა თუ შენია და ტექნიკაც გყავს საკვების მოყვანის, გათიბვა-გაშრობის და გადმოზიდისთვის.
თუ ქართული ტრადიციული წესით უნდა იმოქმედო, 20 კი არა გინდა 40 კილომეტრიც იყოს.
თუ ჩემს ნათქვამ-დაწერილში რამე ვერ გაიგე, შემეკითხე და უფრო დაწვრილებით დავწერ.

Posted by: kopalla 30 Apr 2020, 11:10
kaxaberski66
brutal_88
რას ფიქრობთ თიანეთის მიდამოებზე? 1100-1200 მ. ზღვის დონიდან. ტემპერატურაც შედარებით დაბალია, თბილისიდანაც შორს არარის, საზაფხულო საძოვრებიც ახლოსაა თუ ქართული ტრადიციული მეთოდით უნდა ფერმის გაკეთება ვინმეს.


* * *

brutal_88
http://georgiandairy.org/ka/post/rogor-davaarsot-merdzeuli-meurneoba
აი ეს საიტია რაც kaxaberski66 გითხრა, აქ კარგად წერია ყველაფერი, ეს სტატიაც საინტერესოა და სხვა ბევრი რამეა კიდევ მაგ საიტზე

Posted by: brutal_88 30 Apr 2020, 13:28
kaxaberski66
QUOTE
თუ ჩემს ნათქვამ-დაწერილში რამე ვერ გაიგე, შემეკითხე და უფრო დაწვრილებით დავწერ.

იცი რა მაინტერესებს, გაქვს 50 ჰექტარი მიწა და გყავს 50-60 მეწველი, ანუ შეგიძლია შენი რესურსით გამოკვებო ძროხა. როგორ უნდა გაანაწილო მიწა კულტურებს შორის, ანუ სიმინდი რამდენ პროცნეტზე უნდა დათესო, ხორბალი რამდენზე, იონჯა რამდენზე. ინტენსიური ფერმის შემტხვევაში მხოლოდ გასასეირნებლად გამოგყავს ძროხა, თუ საძოვარიც უნდა დაიტოვო?

kopalla
QUOTE
რას ფიქრობთ თიანეთის მიდამოებზე? 1100-1200 მ. ზღვის დონიდან.

თბილისთან ახლომდებარე ტერიტორიებზე თიანეთი იდეალურია, მაგრამ მიწის ფასს რასაც გადავხედე მანდ უფრო სადაჩედ და სამშენებლოდ ყიდიან მიწებს. საბადურის ტყეს რომ გადახვალ და დიდ ველზე გადიხარ, მაგაზე მაქვს საუბარი. ძვირია მიწა სოფლის მეურნეობისთვის.

http://georgiandairy.org/ka/post/rogor-dav...zeuli-meurneoba

კარგი რესურსია, გადავხედავ.

Posted by: kopalla 30 Apr 2020, 19:33
brutal_88
QUOTE
საბადურის ტყეს რომ გადახვალ და დიდ ველზე გადიხარ

არა ეგ ადგილი არა, მანდ ძვირია, აი მაგ ადგილსაც რომ გადახვალ დაბა თიანეთში, ახლოს რომ სოფლებია მანდ ვამბობ

Posted by: merabc 30 Apr 2020, 21:36
brutal_88
QUOTE
+10+18 გრადუსი არის იდეალური ძროხისთვის.

ძროხისთვის იდეალურია +5 - +21. ამის ქვემოთ ბევრად უკეთ იტანს, ვიდრე ამის ზემოთ. ანუ სიცხე ბევრად უფრ უჭირს ვიდრე სიცივე. kopalla
QUOTE
რას ფიქრობთ თიანეთის მიდამოებზე? 1100-1200 მ.

კარგია ძროხისთვის. ისევე როგორც დმანისი.

Posted by: brutal_88 30 Apr 2020, 23:40
kopalla
QUOTE
არა ეგ ადგილი არა, მანდ ძვირია, აი მაგ ადგილსაც რომ გადახვალ დაბა თიანეთში, ახლოს რომ სოფლებია მანდ ვამბობ

ჟებოტა ვახე და იქაც სადაჩე ფასებია (

merabc
QUOTE
კარგია ძროხისთვის. ისევე როგორც დმანისი.

ბაღდათის რაიონზე რას იტყვი?

Posted by: kaxaberski66 1 May 2020, 00:47
brutal_88
QUOTE

იცი რა მაინტერესებს, გაქვს 50 ჰექტარი მიწა და გყავს 50-60 მეწველი, ანუ შეგიძლია შენი რესურსით გამოკვებო ძროხა. როგორ უნდა გაანაწილო მიწა კულტურებს შორის, ანუ სიმინდი რამდენ პროცნეტზე უნდა დათესო, ხორბალი რამდენზე, იონჯა რამდენზე. ინტენსიური ფერმის შემტხვევაში მხოლოდ გასასეირნებლად გამოგყავს ძროხა, თუ საძოვარიც უნდა დაიტოვო?

პირველი ის არის რომ, ყველაფერს შენ ვერ მოიყვან.
მაგალითად, მოიყვანე სიმინდიც და ქერ-ხორბალიც. დავუშვათ იონჯაც. კომბინირებული საკვებიც შენ უნდა დაამზადო და ამდროს გჭირდება აუცილებლად მზესუმზირის კოპტონი.
მზესუმზირაც შენ უნდა მოიყვანო?
მიწა ისე უნდა გაანაწილო რომ, რასაც ყიდვისას და ტრანსპორტირებისას დიდი ხარჯი მიაქვს და არა რენტაბელურია ყიდვა, ის უნდა მოიყვანო.
დანარჩენი კომპონენტები იყიდო.
თუ მიწის ფართი და მანქანა იარაღები გაძლევენ საშუალებას, ჯობია ყველაფერი მოიყვანო. რამდენი რა გჭირდება, ადვილად დათვლადია.
ინტენსიური ფერმის შემთხვევაში, გააჩნია რომელი ჯიშის საქონელი გყავს.
იმასაც გააჩნია საქონელი სად ნაყიდი გყავს და რა პირობებში არიან გაზრდილები.
დამიჯერე. არის საქონელი რომელიც მინდორში საბალახოდ არასოდეს გასულა და თავისი პირით ბალახი არასოდეს მოუძოვიათ.
იმათ მხოლოდ გათიბული და მათ წინ დაყრილი ბალახის ჭამა იციან.
ჰოლშტეინის მინდორში გაშვებას, იმისთვის რომ გაძღეს და რძე მოგცეს, არასწორია.
მოციონისთვის კარგია.
შვიციც ინტენსიური ფერმებიდან ნაყიდი თუ გყავს, იმათაც უჭირთ სიარული.
სიმენტალი, ფლექვი, ჯერსი, შვიცი ოღონდ კერძო ხალხის, პინცჰაუერი, ტიროლური სერი.
აი ამ ჯიშის საქონელი თუ გყავს, კარგად ბალახობენ და მიწაც უნდა დაიტოვო საბალახოდ თუ ფერმასთან ახლოს გაქვს და გარეკვა-მორეკვა პრობლემა თუ არ არის.
ოღონდ ის საძოვარი მიწა უნდა გქონდეს დათესილი კულტურული ბალახნარევით, თან ირწყვებოდეს და აძოვებდე ნაკვეთ მონაცვლეობით.
სხვა შემთხვევაში მიწის საძოვრად დატოვებას აზრი არ აქვს. სჯობია ისიც მოხნა და საქონლისთვის მოსავალი მოიყვანო.
ისევ გეტყვი რომ, რამე თუ კარგად ვერ ავხსენი, დაწერე და არ დამეზარება, უფრო გარკვევით დავწერ.
brutal_88
QUOTE

კარგი რესურსია, გადავხედავ.

ეგ საიტი არის merabc სი. ეს კაცი პროფია მაგ საქმის. თუ რამე გაინტერესებს შეეკითხეთ.

Posted by: merabc 1 May 2020, 13:32
kaxaberski66
QUOTE
ეგ საიტი არის merabc სი

კახა ფაო-ს პროექტისაა ეს საიტი და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის.
brutal_88
QUOTE
ბაღდათის რაიონზე რას იტყვი?

როდესაც ტენიანობა მაღალია, სიცხეც მეტად უჭირს ძროხას და სიცივეც. ამიტომ მთლად იდეალური ბაღდათი არაა, მაგრამ შეიძლება მანდ გაკეთებაც. სიცხე გაუჭირდება ალბათ ზაფხულში და ვენტილატორები დაგჭირდება.
QUOTE
იცი რა მაინტერესებს, გაქვს 50 ჰექტარი მიწა და გყავს 50-60 მეწველი, ანუ შეგიძლია შენი რესურსით გამოკვებო ძროხა. როგორ უნდა გაანაწილო მიწა კულტურებს შორის, ანუ სიმინდი რამდენ პროცნეტზე უნდა დათესო, ხორბალი რამდენზე, იონჯა რამდენზე.

ეცადე რძის 70-80 % მიიღო უხეში საკვებით, კერძოდ სხვადახვა სახის სილოსით, სიმინდის, მარცვლეულის მწვანე მასის, იონჯის. მარტო ერთი სახის სილოსი არ შეიძლება. დანარჩენი კი მარცვლეულით, ხორბალი, სიმინდი, ქერი, ტრიტიკალი. ასეთი პროპორციით რძის თვითღირებულება შეგიმცირდება.
მშრალ ნივთიერებაზე უნდა გადაიანგარიშო ყველაფერი. 1 კგ მშრალი ნივთიერებიდან საშუალოდ 1,4-1,5 რძეს მიიღებ. სილოსში დაახლოებით 33% მშრალი ნივთიერებაა, მარცვლეულში 90%. ჰოდა ამის მიხედვით გაიანგარიშე.
QUOTE
ინტენსიური ფერმის შემტხვევაში მხოლოდ გასასეირნებლად გამოგყავს ძროხა, თუ საძოვარიც უნდა დაიტოვო?

თუ ახლოს საძოვრის საშუალება გაქვს მაგას რა ჯობია, უფასო კარგი საკვები გექნება პირველ რიგში მშრალებისვის და მოზარდებისთვის. გააჩნია რომელი ძროხა გყავს, ჰოლშტეინებს უჭირთ საძოვარზე გასვლა, სხვები შეიძლება. მაგრამ თუ 50 ძროხა გყავს და 50 ჰექტარი მიწა გაქვს მანდ საძოვრისთვის ადგილი აღარ დაგრჩება.
სასეირნო მოედანი კაია (თუმცა ყველა არ აკეთებს) და დიდი ტერიტორია არ უნდა, ალბათ მინიმუმ სადღაც 10-15 მ2 ერთ ძროხაზე. ძროხას სჭირდება სუფთა ჰაერი და მზე, რბილი მიწა, მოძრაობა, დე ვიტამინი და რაღაცეები ჰო ხვდები. თან ღამე შეგიძლია გარეთ გაუშვა და უფრო სიგრილეში იქნებიან.

Posted by: brutal_88 1 May 2020, 13:55
kaxaberski66
merabc
დიდი მადლობა, თქვენი სატატიაც წავიკითხე და ბევრ რუსულ და ინგლისურ სტატიებზე უფრო ინფორმატიულია ქართველი ფერმერისთვის.

Posted by: merabc 1 May 2020, 14:06
brutal_88
50 ჰექტარიც არის და 50 ჰექტარიც. როგორი მიწაა, თუ ირწყვება, რა ტექნოლოგიებს იყენებ, რამდენად ინტენსიურად აწარმოებ.
ჩემი გამოცდილებით, 1 ჰექტრიდან შეიძლება 15 ტონა სიმინდის სასილოსე მასა მიიღო ან 70 ტონა. ჰო ხედავ რამხელა სხვაობაა.
1 კგ მსრალი ნივთიერებიდან 1,5 ლიტრი რძის მიღებაც პირობითია, შეიძლება 1,1 ან 1,2 მიიღო. აქ საკვების დაბალანსებას და ხარისხს გააჩნია. არ უნდა მისდიო საკვების რაოდენობას, ხარსხზე უნდა გქონდეს აქცენტი, თორემ საკვებში ნაკლებად იქნება სასარგებლო ნივთიერებები და ნაკლებად მონელებადი იქნება, შეგეგად მიიღებ ბევრ საკვებს, ბევრ ფუნას და ნაკლებ რძეს. ანუ საკვები ტრანზიტად გაივლის ძროხის კუჭში და რძის წარმოქმნაზე არ იმუშავებს.

მთავარის დაწერა დამავიწყდა, მაღალპროდუქტიული ძროხა საშუალოდ 20 კგ საკვებს ჭამს მშრალ ნივთიერების სახით. საორიენტაციოდ ეს ციფრი უნდა გქონდეს. ნუ მაქსიმუმ 4 კილო შეიძლება ჩაატიო კიდევ რაღაც ტენოლოგიებით, მაგრამ აქცენტი საკვების კონვერსიაზე უნდა გქონდეს, ანუ მეტი რძე მიიღო 1 კგ მშრალი ნივთიერებიდან.
* * *
QUOTE
თქვენი სატატიაც წავიკითხე და ბევრ რუსულ და ინგლისურ სტატიებზე უფრო ინფორმატიულია ქართველი ფერმერისთვის.

მადლობა, რაღაცეები მინდა დაავამატო შიგ. თუ შენიშვნები იქნება გამომადგება, იმის მიხედვით დავამატებ.

Posted by: kaxaberski66 1 May 2020, 21:59
QUOTE
merabc
ეცადე რძის 70-80 % მიიღო უხეში საკვებით, კერძოდ სხვადახვა სახის სილოსით, სიმინდის, მარცვლეულის მწვანე მასის, იონჯის.

მერაბ, ეგ ყველაფერი წვნიან საკვებში გადის. უხეში საკვები არის ყველა სახეობის ნამჯა, თივა და ნორჩი ხის ტოტები.
უხეში საკვებით გამორიცხულია სერიოზულ დონეზე მოიწველოს ძროხამ.
70-80% ნორჩი მწვანე მასით, სადაც მშრალი ნივთიერება იქნება 15დან 20% დე და დანარჩენი კომბინირებული საკვებით მიიღებ მაღალ წველადობას გაზაფხულიდან სანამდეც გექნება მასეთი პროცენტული შემადგენლობის მწვანე მასა.
ზამთარში სილოსით და უხეში საკვებით, გამორიცხულია მიიღო 70% სასურველი წველის.
მითუმეტეს ჰოლშტეინმა რომ გამოამჟღავნოს წველადობის სრული პოტენციალი, განწველისას 50% მაინც უნდა ჰქონდეს დაბალანსებული კომბინირებული საკვები.
ერთიც კიდევ.
მაღალი ხარისხის მერძეული საქონელი, რამდენ 100 კილოსაც იწონის, სჭირდება იმდენი საკვები ერთეული არსებობისთვის.
მაგალითად, თუ ძროხა იწონის 500 კგს და არის წველისთვის ოპტიმალურ შეხორცებაში , მაშინ 5 საკვები ერთეული (დაარა მშრალი ნივთიერება) სჭირდება არსებობისთვის. იმის ზევით, ყოველი ერთი საკვები ერთეულით, მოიწველის უეჭველი ორ ლიტრ რძეს. განწველისას კი შეიძლება 2.5 ლიტრსაც
ზოგადად მშრალი ნივთიერება კი არ იძლევა რძეს, არამედ იმ მშრალ ნივთიერებაში არსებული კვებითი ღირებულება, რომელიც დაბალანსებული იქნება ძირითადად პროტეინის შემცველობით.
მაგალითად, ერთი კილოგრამი კარგი ხარისხის თივა და ერთი კილოგრამი ქერიც შეიცავენ საშუალოდ 0.85% მშრალ ნივთიერებას. ანუ მშრალი ნივთიერება ერთნაირი სიდიდის აქვთ.
ის ერთი კილოგრამი თივა შეიცავს 0.48 საკვებ ერთეულს და იძლევა გაჭირვებით 1 ლიტრ რძეს, როგორც ზევით დავწერე არსებობისთვის საჭირო საკვები ერთეულის ზევით მიღებულიდან.
ხოლო ერთი კგ ქერი შეიცავს 1.2 საკვებ ერთეულს, რაც გვაძლევს 2 ლიტრ რძეს მაინც მინიმუმ.
ეგ თივა თორემ, თუ 1 კგ ნამჯის, იმავე 0.85 % მშრალ ნივთიერებაში არსებულ საკვებ ერთეულს დავითვლით, რომელიც შეადგენს 1 კილოში 0.2 საკვებ ერთეულს, მივიღებთ 200გრამ რძეს.


* * *
საქონელს შეუძლია შეჭამოს დღეში თავისი წონის 2.5% დან 4%დე მშრალი ნივთიერება.
გააჩნია ჯიშს, პოტენციური წველადობის უნარს და ლაქტაციის პერიოდს.
თუ 500კგ იან საქონელს შენ შეაჭმევ მხოლოდ თივას, ის შეჭამს დაახლოებით 15 კგ თივას მშრალი ნივთიერებით, რაც უდრის 18კგ თივას.
ყოველი კგ მაღალი ხარისხის თივა შეიცავს 0.48კგ საკვებ ერთეულს. 18 კგ თივას კი ექნება 18*0.48 ზე რაც უდრის 8,64 საკვებ ერთეულს.
ამ 8.64 საკვები ერთეულიდან, 500 კგ ძროხას სჭირდება 5 საკვები ერთეული, ხოლო დარჩენილი 3.64 ს.ე. დან მოიწველის 3.64*2=7.28 ლიტრ რძეს.
თუ შეაჭმევ სიტყვაზე 9კგ თივას და 9კგ ქერს, მაშინ შეჭამს 4.32 ს.ე. ს თივიდან და 10.8 ს.ე.ს ქერიდან რაც ჯამურად გამოდის 4.32+10.8=15.12 საკვები ერთეული.
თუ ამას გამოვაკლებთ არსებობისთვის საჭირო 5 ს.ე.ს დარჩება 10.12 ს.ე.
10.2 ს.ე გამრავლებული 2 ზე =20.4 ლიტრ რძეს.
აი ასე გამოიყურება მათემატიკურად ეს და არის ნამდვილი.

Posted by: merabc 2 May 2020, 00:29
kaxaberski66
QUOTE
მერაბ, ეგ ყველაფერი წვნიან საკვებში გადის. უხეში საკვები არის ყველა სახეობის ნამჯა, თივა და ნორჩი ხის ტოტები.
უხეში საკვებით გამორიცხულია სერიოზულ დონეზე მოიწველოს ძროხამ.
70-80% ნორჩი მწვანე მასით, სადაც მშრალი ნივთიერება იქნება 15დან 20% დე და დანარჩენი კომბინირებული საკვებით მიიღებ მაღალ წველადობას გაზაფხულიდან სანამდეც გექნება მასეთი პროცენტული შემადგენლობის მწვანე მასა.
ზამთარში სილოსით და უხეში საკვებით, გამორიცხულია მიიღო 70% სასურველი წველის.

ჰო კახა სილოსს ვგულისხმობდი, წვნიან საკვებს. აქ ტერმინების ამბავია, ზოგჯერ უხეშ საკვებს სილოსსაც უწოდებენ.
რაც შეხება თივას ან ნამჯას, თანამედროვე ფერმები როგორც წესი ძალიან ცოტას მოიხმარენ, სადღან 0.5-1 კილოს ერთ ძროხაზე, რომ საკვებში უჯრედანას დონე ასწიოს, რათა ძროხამ იცოხნოს.
თუმცა საფრანგეთში ვნახე თივაზე და კონცენტატებზე ჰყავდათ ზამთარში და საკმაოდ მაღალი შედეგიც ჰქონდათ.

კონცენრატების შემცველობა რთული საკითხია, სადღაც 8-9 ათასი ტონის შემდეგაა მიზანშეწონილი 50%-მდე მოიხმარო, რადგან ამაზე მეტს კონცენტრატების მაღალი შემცველობის გარეშე ვერ მიიღებ. 50%-ზე მეტი საშიშია, რადგან ჯანმრთელობას ურტყამს.
ისრაელში 70%-მდეც იყენებდნენ, რადგან იქ მწვანე მასა ცოტაა, მაგრამ იქ ძალიან ძლიერი კვების სპეციალსტები ჰყავთ და ისინი თვლიან ათას რაღაცას საკვებში, რომ ცხოველი არ დაავადდეს. ყველაფერი ეს საკვების რთული ლაბორატორული ანალიზის საფუძველზე ხდება, რასაც ჩვენტთან ლაბორატორიები ვერ აკეთებენ. თავისით არცერთი ფემერი არ იღებს გადაწყვეტილებას რა აჭამოს ძროხას.

Posted by: simohaya 2 May 2020, 13:15
სად იბარებენ ხორცს და ყველს თბილიში? და რამდენად იბარებენ? უფრო ყველი მაინტერსებს იმერულ ყველს რამდენად იბარებენ და სად?

Posted by: kaxaberski66 2 May 2020, 14:58
simohaya
მაღაზიებს მიაწოდე.

Posted by: simohaya 2 May 2020, 15:26
kaxaberski66
QUOTE
მაღაზიებს მიაწოდე.

უმეტესობას არ იბარებს....დღეში 100 კილომდე ყველს ვინ ჩაიბარებს....

დასავლეთიდან მომაქვს და ამაზე ნაკლებად ვერ წამოვიღებ...წაგებაში წავალ

Posted by: kaxaberski66 2 May 2020, 20:29
simohaya
ჩაიბარებენ. ცოტა მეტი სიარული უნდა. იმედი არ უნდა დაკარგო, ფასი კონკურენტუნარიანი უნდა გქონდეს და ჩაიბარებენ.

Posted by: ჩაკრულო 2 May 2020, 22:25
QUOTE (kaxaberski66 @ 29 Apr 2020, 00:16 )
QUOTE

არ ვიცი სტატისტიკურად რამდენი პროცენტი რამდენ ხანს ძლებს, მაგრამ საშუალოდ ევროპაში ჰოლშტეინინს პროდუქციული სიცოცლის ხანგძლივობა 4 წელი, რაც 2.5 ლაქტაციაა.

ჰა. როგორ მოგწონთ?
იყიდო ძროხა 7000 ლარად და ოთხ წელიწადში უნდა მოკტეს.
70% შანსია რომ იმავე წელს მოკტეს რომ ჩამოიყვან.
მე თუ რამე დამეჯერება, ეგ საქონელი არც უნდა იყიდო საქართველოსთვის.
იმიტომ რომ, ეგ ავანტიურა წააგავს იმას რომ, ვირის ტაჭკის მართვიდან ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე გადაჯდე შვეულმფრენის საჭესთან.
არც სიმენტალ-ფლექვის ყიდვა ივარგებს გამოუცდელი კაცისთვის. 700-800 კილოიან საქონელს ვერ გააძღობთ და რძესაც არ მოგცემთ. დიდი სანსია ისიც მოგიკვდეთ.
იყიდეთ 400 კილოიანი ჯერსი, ავსტრიიდან პინცგაუერი, ტიროლური გრაუვიეჰი ანუ ტიროლის სერი საქონელი.
შეგრჩებათ კიდეც და რძესაც ბლომად მოგცემთ გემრიელს.
merabc
რძის ფესტივალი რომ გექნებათ, ან მსგავსი ღონისძიება, დამპატიჟებ?

ევროპაში არ არის მასე!

ეგ არის ისრაელში, სადაც დღეში 3 ჯერ იწველება, ტოესტ 8 საათში ერთხელ და საშუალო ფერმის მონაწველი არის 11400 დან 12500 ლიტრამდე. საკუთარი თვალით მაქვს ამ ფერმების მონაცემები smile.gif მყავს მეგობარიც (კიბუცი) რომელიც აპირებს ამ წელს საშუალო წველა 14500 ლიტრზე აწიოს (მოკლედ გიჟია ტიპი რაა) აი იქ არის მაქსიმუმ 2.5 ლაქტაცია

რაც შეეხება ევროპას საშუალოდ 4-5 ლაქტაციას ინახავენ. ევროპის საშუალო წველა დაახლოებით 9000-11000 ლიტრია.

ასე რომ არასწორია ეგ old.gif

ზატო ჩვენები არიან 25-30 წელს რო მიატანენ ხოლმე, ზატო იწველიან 3-4 ლიტრას სტაბილურად facepalm.gif
* * *
brutal_88
QUOTE
რომელ რეგიონებში ჯობია მერძეული ფერმის წამოწყება?

იქ სადაც ახლოშია სარწყავი მიწები სილოსის საწარმოებლად smile.gif ყველაზე ღირებულება ტევადი არის სილოსი

ახლა რომ სილოსს ყიდულობენ ხოლმე 0.35 ლარად/ კგ-ს და უხარიათ სრული აბსურდია. არ უნდა ჯდებოდეს 0.1 ზე მეტი.

რატო?

იმიტომ რომ დღეში სილოსი უნდა ჭამოს 20 კილოგრამი და ნაყიდით გამოდის 7 ლარი დღიური ხარჯი და ახლოში მოყვანილით 2 ლარი, ანუ სხვაობაა 5 ლარია და უხეშად დავთვალოთ ეგ 365 დღეზე და ეგე ეგაა ძალიან მარტივი ახსნა smile.gif


Posted by: kaxaberski66 2 May 2020, 22:49
ჩაკრულო
QUOTE

QUOTE (kaxaberski66 @ 29 Apr 2020, 00:16 )
QUOTE

არ ვიცი სტატისტიკურად რამდენი პროცენტი რამდენ ხანს ძლებს, მაგრამ საშუალოდ ევროპაში ჰოლშტეინინს პროდუქციული სიცოცლის ხანგძლივობა 4 წელი, რაც 2.5 ლაქტაციაა.

ჰა. როგორ მოგწონთ?
იყიდო ძროხა 7000 ლარად და ოთხ წელიწადში უნდა მოკტეს.
70% შანსია რომ იმავე წელს მოკტეს რომ ჩამოიყვან.
მე თუ რამე დამეჯერება, ეგ საქონელი არც უნდა იყიდო საქართველოსთვის.
იმიტომ რომ, ეგ ავანტიურა წააგავს იმას რომ, ვირის ტაჭკის მართვიდან ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე გადაჯდე შვეულმფრენის საჭესთან.
არც სიმენტალ-ფლექვის ყიდვა ივარგებს გამოუცდელი კაცისთვის. 700-800 კილოიან საქონელს ვერ გააძღობთ და რძესაც არ მოგცემთ. დიდი სანსია ისიც მოგიკვდეთ.
იყიდეთ 400 კილოიანი ჯერსი, ავსტრიიდან პინცგაუერი, ტიროლური გრაუვიეჰი ანუ ტიროლის სერი საქონელი.
შეგრჩებათ კიდეც და რძესაც ბლომად მოგცემთ გემრიელს.
merabc
რძის ფესტივალი რომ გექნებათ, ან მსგავსი ღონისძიება, დამპატიჟებ?

ევროპაში არ არის მასე!

ეგ არის ისრაელში, სადაც დღეში 3 ჯერ იწველება, ტოესტ 8 საათში ერთხელ და საშუალო ფერმის მონაწველი არის 11400 დან 12500 ლიტრამდე. საკუთარი თვალით მაქვს ამ ფერმების მონაცემები  მყავს მეგობარიც (კიბუცი) რომელიც აპირებს ამ წელს საშუალო წველა 14500 ლიტრზე აწიოს (მოკლედ გიჟია ტიპი რაა) აი იქ არის მაქსიმუმ 2.5 ლაქტაცია

რაც შეეხება ევროპას საშუალოდ 4-5 ლაქტაციას ინახავენ. ევროპის საშუალო წველა დაახლოებით 9000-11000 ლიტრია.

ასე რომ არასწორია ეგ

რა არ არის სწორი?
ის რომ 7000 იანი ჰოლშტეინის სიკვდილი, დიდი ალბათობით დადგება ჩვენთან გამოუცდელი ფერმერის ხელში?

Posted by: levanius7 2 May 2020, 23:11
-------------------------------------------------------------

Posted by: simohaya 3 May 2020, 10:44
kaxaberski66
QUOTE
ჩაიბარებენ. ცოტა მეტი სიარული უნდა. იმედი არ უნდა დაკარგო, ფასი კონკურენტუნარიანი უნდა გქონდეს და ჩაიბარებენ.

ორი ნაბიჯი, ნიკორა ამათ თუმივაკითხავ, თორემ წვრილი მაღაზიები არამგონია ჩაიბარონ.....


Posted by: edo_157 14 May 2020, 10:28
იყიდება ნატურალური ძროხის რძე! ძროხები იწველებიან სოფელ დიდ კლდეისში (წალკასთან). ფასი - 1 ლიტრი 3 ლარი ადგილზე. რძე გვაქვს დიდი რაოდენობით. დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით - 595158413, ედგარი. user posted image

Posted by: kaxaberski66 14 May 2020, 10:51
edo_157
ფასი - 1 ლიტრი 3 ლარი ადგილზე.

აბა მითხარი, მაგ ფასიანი რძისგან რისი დამზადება შეიძლება ისე რომ, მერე გაყიდვისას წარმოქმნილი ფასი, შეესაბამებოდეს საბაზრო ღირებულებას.

Posted by: giogiokakheli 19 May 2020, 16:35
მე მაქვს 1 ლიტრი 1.5 ლარად, შემიძლია ადგილზე მიტანაც ტრანსპორტირების ხარჯის დამატებით

Posted by: kaxaberski66 19 May 2020, 23:55
giogiokakheli
რამდენი ლიტრი გაქვს და სად გაქვს?
დავუშვათ 10კილომეტრში გაქვს მისატანი, ტრანსპორტირებისას რამდენს უანგარიშებ კლიენტს?

Posted by: C17H19NO3 25 May 2020, 20:32
ვეძებ შვეცური ჯიშის ძროხებს, სასურველია 17-20 ლიტრის ფური..

მივიღებ რჩევებს სხვა ჯიშებზეც


Posted by: komate 1 Jun 2020, 19:38
სალამი თანაფორუმელები,
დავიწყე მესაქონლეობა... უფრო სწორედ მეცხოველეობა, მინდა რაღაც ასაკამდე წონამდე მივიყვანო და მერე დავკლა და გავყიდო.. მერძევეობა არ მინდა... ეხლა მყავს 20 რქოსანი პირუტყვი მათ შორის 15 მოზვერი ხბორი თუ როგორც ქვია და 5 ხბო...
900 გრამამდე იმატებდნენ და ვეტ ექიმის რჩევით სკავები დანამატები მივუმატე რასაც ვაძლევდი ხოდა კითხვა მაქვს რადგან ახალი ვარ მაინტერესებს ვინმე ხო არ გავქთ დღიური რაციონები ქართულ ენაზე??
ძირითადად ინტერნეტში არტიკლები დევს ქართულად მხოლოდ მეწველებზე და გექნებათ რაიმე მაგდაგვარი დიდი სიამოვნებით მივიღებ რჩევებს

Posted by: kaxaberski66 2 Jun 2020, 01:12
komate
ამ თემებში ნახავ იუზერ ჩაკრულოს. მაგაზე კარგად არავინ იცის სუქების წესი და პროცესი.
მაგრამ ძალიან იშვიათად შემოდის.
GEORGIAN DAIRY ზე შედი და იქაც ბევრ საინტერესო რამეს ნახავ შენთვის.
მეც მაქ რაღაცეები ნაწერი კვებასთან დაკავშირებით.
წარმატებებს გისურვებ აგროფორუმელების სახელით.

Posted by: vOn3Cic4 2 Jun 2020, 03:42
QUOTE (komate @ 1 Jun 2020, 19:38 )
სალამი თანაფორუმელები,
დავიწყე მესაქონლეობა... უფრო სწორედ მეცხოველეობა, მინდა რაღაც ასაკამდე წონამდე მივიყვანო და მერე დავკლა და გავყიდო.. მერძევეობა არ მინდა... ეხლა მყავს 20 რქოსანი პირუტყვი მათ შორის 15 მოზვერი ხბორი თუ როგორც ქვია და 5 ხბო...
900 გრამამდე იმატებდნენ და ვეტ ექიმის რჩევით სკავები დანამატები მივუმატე რასაც ვაძლევდი ხოდა კითხვა მაქვს რადგან ახალი ვარ მაინტერესებს ვინმე ხო არ გავქთ დღიური რაციონები ქართულ ენაზე??
ძირითადად ინტერნეტში არტიკლები დევს ქართულად მხოლოდ მეწველებზე და გექნებათ რაიმე მაგდაგვარი დიდი სიამოვნებით მივიღებ რჩევებს

წარმატებებს გისურვებთ.
ინფორმაციით მე ვერ დაგეხმარებით სამწუხაროდ, მაგრამ ჟინი და მონდომება ჩანს თქვენს წერილში და მხოლოდ წარმატებას გისურვებთ.

ისე, ძალიან საინტერესო იქნება, თუნდაც თქვენთვის ყოველკვირეული დღიური რომ აწარმოოთ. არის ხოლმე, გამოცდილებას აღწერა უხდება და არა უბრალოდ თავში დამახსოვრება

Posted by: merabc 3 Jun 2020, 15:04
C17H19NO3
QUOTE
ვეძებ შვეცური ჯიშის ძროხებს, სასურველია 17-20 ლიტრის ფური..

17 და 18 ლიტრს ნებისმიერ ძროხს მოაწველინებ, უბრალოდ კარგად გააძღე. ნუ გაქვთ ილუზიები, რომ არსებობს ძროხა, რომელსაც არ აჭმევ და ბევრ ლიტრ რძეს მოგცემს.
ეგ გენეტკა, რაციონების დაბალანსება, და პირობები ამის მერეა საჭირო.

Posted by: kaxaberski66 4 Jun 2020, 00:14
QUOTE
17 და 18 ლიტრს ნებისმიერ ძროხს მოაწველინებ, უბრალოდ კარგად გააძღე. ნუ გაქვთ ილუზიები, რომ არსებობს ძროხა, რომელსაც არ აჭმევ და ბევრ ლიტრ რძეს მოგცემს.
ეგ გენეტკა, რაციონების დაბალანსება, და პირობები ამის მერეა საჭირო.

ნამდვილად ასეა.
ერთმა კაცმა გადაწყვიტა რომ, ვირი საჭმელის ჭამას უნდა გადააჩვიოს.
ყოველდღიურად ულუფას უმცირებდა და ბოლოს აღარაფერს აჭმევდა. ერთ კვირაში ვირი მოკვდა
კავმა მოიჩივლა, ვახ ამის დედა ვატირე. ვირი ჭამას ძლივს გადავაჩვიე და მაინც და მაინც ეხლა მოკვდაო.

Posted by: Kitamin 4 Jun 2020, 12:05
გამარჯობა,
გამოცდილი ხალხი ჩანხართ და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ დამაკვალიანოთ.

1.1 მეწველ საქონელს დამატებით რა უნდა აჭამო რომ მოიმატოს წველაში? როგორც ვიცი ქერი კარგია, მაგრამ ზოგი იძახის წყალში უნდა გაუხსნაო, ზოგი პირდაპირ აძლევს და რა განსხვავებაა? და ადგილობრივ ჯიშს დაახლოებით რამდენი კგ. ესაჭიროება დღეში რომ წველა მოიმატოს?(აქ მატებაში ვგულისხმობ მინიმუმ 5-6 ლიტრას რომ ღირდეს ჭამა, ოღონდ საქონელი საძოვარზე რომ იყოს ძირითადად და არა ბაგურზე, ანუ მაინტერესებს რა შეიძლება აჭამო დილით საძოვარზე წასვლამდე და საღამოთი რომ წველა მოიმატოს).

1.2 აქვე პატარა კითხვა, როცა ქერს ხსნი წყალში დაახლოებით რა პროპორცია უნდა დაიცვა? წყალი თბილი უნდა იყოს თუ არა? შესაძლებელია რომ მარტო დაუსველო ქერი და ისე მისცე საქონელს? როგორც ვიცი როცა ქერს ასველებ მერე რაღაც პროცესები მიდის და ფუვდება და ეგრევე რომ მისცე საქონელს ხომ არ ავნებს?(როგორც ვიცი შეიძლება გაიბეროს საქონელი ) დაახლოებით რამდენი საათი აჯობებს რომ დავაცადოთ?

2. ქერის გარდა კიდევ რა შეიძლება რომ აჭამო? საქონლის ჭარხალი? აქვს რაიმე შედეგი მის ჭამას? ქერი ჯობია თუ საქონლის ჭარხალი? თუ ორივე ერთად? რა პროპორციის აჯობებს?

3. ამბობენ ქერს, მზესუმზირას და კიდევ რაღაცეებს ურევენო და ამის შესახებ სად შეიძლება ინფორმაციის მოძიება დეტალურად რომ სახლის პირობებში დამზადდეს?

4. მაგალითად ავიღოთ ადგილობრივი საქონელი, რომელიც არის დაახლოებით 400 კგ. ვთქვათ სახლში დილა-საღამოს ვაჭამეთ საჭმელი 3 კგ ქერი. დაახლოებით რამდენი საათი უნდა იყოს საძოვარზე, მინიმუმ რომ კარგად გაძღეს საქონელი და წველა მოიმატოს? საქონლის "დაყრას" რომ ეძახიან, დაახლოებით რამდენჯერ უნდა დაეყაროს საქონელი საძოვარზე?( ანუ რამდენჯერ უნდა გაძღეს და ამოიცოხნოს რომ ვთქვათ რომ ამდენი საათი საძოვარზე ყოფნა საკმარისია საქონლისთვის. წყალი რომ აუცილებელია გასაგებია, ეგ არაა პრობლემა, როცა უნდა მაშინ დალევენ- დაახლოებით 3 ჯერ დღეში ასე სვამენ) .

5. რა სახის ბალახი ბერავს საქონელს? რაიმე ქიმიური შემადგენლობაა? როგორ მოვიქცეთ გაბერვის შემთხვევაში? როგორც ვიცი ძროხის იმუნიტეტი ებრძვის ასეთ დროს და იძახიან რომ თუ ძოვა დაიწყო, ამოიცოხნა და კუჭში გავიდა არაფერი დაემართებაო, მაგრამ მაინტერესებს თუ გართულდა ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ საველე პირობებში? რაიმე ხალხური მეთოდი არ არსებობს?


პს. მგონი ამ ეტაპზე ბევრი კითხვა გამომივიდა და საკმარისია, იმედია დიდად არ შეგაწუხებთ. მადლობა.



Posted by: kaxaberski66 4 Jun 2020, 23:52
Kitamin
კეთილი იყოს შენი შემობრძანება.
სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები დასვი. ეგ ყველაფერი თუ არ იცი, სასურველი რაოდენობის რძეს ვერ მიიღებ.
თუ ვინმე გიპასუხებს კარგი იქნება. თუ არა, მაშინ მე როგორც მეცლება, შემოვალ და ყველა კითხვასთან დაკავშირებით გიპასუხებ ამომწურავად.
კვირის ბოლომდე გიპასუხებ.

Posted by: leonid4s 5 Jun 2020, 07:46
გამარჯობა,
მაქვს ფერმა და ვერ ვამუშავებ რა. დახმარება მჭირდება.
მყავს 20 მეწველი ძროხა. ხბოებიანად ერთ წველაზე 30 ლიტრამდე იწველებიან (მაქსიმუმ) დილა საღამოს.
მთელი დღე საძოვარზე არიან.
რამე მეწველი ჯიში თუ იცით რომ ვიყიდო, ესენი გავყიდო და დავამატებ იმათ ვიყიდი. სად და როგორ გავარკვიო? არაფრის აზრზე არ ვარ ახალი ვარ ამ საქმეში.
სად მოვიძიო ჯიშები

Posted by: Kitamin 5 Jun 2020, 22:20
kaxaberski66
გაიხარე

leonid4s
ხბოებიანად წველაში რას გულისხმობ? ხბო დღეში დაახლოებით 6 ლიტრას ხო მაინც ჭამს, ამას 3*20+30=90 ლიტრა დილით და 90 საღამოთი ასეთი წველა გაქ? 180 ლიტრა 20 ძროხაზე საშუალოდ 9 ლიტრა გამოგდის ძროხაზე და მარტო საძოვარზე თუ ეს შედეგი მოგცა კაია, დანარჩენი დამატებით უნდა აჭამო და გაგეზრდება წველა.

რაც შეეხება უკეთესი ჯიშის ყიდავს, მე არ გირჩევ თუ დიდი რესურსები არ გაქ. ისევ ადგილობრივი ჯიშით გირჩევ საქმის გაგრძელებას. იმათ დიდი ყურადღება და თანხები სჭირდება და თუ ახალი ხარ ამ საქმეში მითუმეტეს არ გირჩევ ე.წ. ჯიშიანი საქონლის ჩამოყვანას/ყიდვას.

რაც შეეხება დამატებით კვებას აგერ kaxaberski66-ის პასუხს ველოდები და წაიკითხე შენც. რამდენიმე დღეში მოგვწერს.

Posted by: merabc 6 Jun 2020, 01:22
Kitamin
QUOTE
.1 მეწველ საქონელს დამატებით რა უნდა აჭამო რომ მოიმატოს წველაში?

დამატებით აჭამო რომ მოიწველოს რას გულისხმობ? დღეში საშუალოდ ერთ სულზე გადაახტი 20 ლიტრს? თუ გადაახტი გირჩევ რამს, თუ არადა აშიმშილებ ესეიგი და რა უნდა გირჩიოთ?
QUOTE
როგორც ვიცი ქერი კარგია, მაგრამ ზოგი იძახის წყალში უნდა გაუხსნაო, ზოგი პირდაპირ აძლევს და რა განსხვავებაა?

დიდი განსხვავება არაა თუ ცალკე აძლევ და არა საკვებნარევში. მაგრამ უკეთ შეჭამენ, ანუ მეტს შეჭამენ მთლიანობაში უხეშ საკვებიანად.
QUOTE
და ადგილობრივ ჯიშს დაახლოებით რამდენი კგ. ესაჭიროება დღეში რომ წველა მოიმატოს? აქ მატებაში ვგულისხმობ მინიმუმ 5-6 ლიტრას რომ ღირდეს ჭამა, ოღონდ საქონელი საძოვარზე რომ იყოს ძირითადად და არა ბაგურზე

საერთოდ კონცენტრატებით რძის ქაჩვა წამგებიანია, რძეს აძვირებს. მაგას ჯობის იფიქრე საძოვრების გაუმჯობესებაზე, ელექტრომწყემსზე, საძოვარმონაცვლეობაზე, ხარისხიანი თივის დამატებაზე. ამ ლიმიტს რომ ამოწურავ მერე ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, სიმინდი. რაც მეტი სახის მარცვოვანს აურევ ერთმანეთში უკეთესია. ხორბალი ყველას ჯობია, მაგრამ გვალცვას ვერ უძლებს, ჭვავი ყველაზე უარესია, მარა ყველაზე კარგად უძლებს გვალვას. ამიტომ ეს ორი შეაჯვარეს და გამოიყვანეს ტრიტიკალი, რომელშიც საკვები ნივთიერებები ოპტიმალურადაა და გვალვასაც კარგად უძლებს. მინიმუმ სიმინდის და რომელიმე სხვა მარცვლოვანის არევა აუცილებელია,. აქ ამდენს ვერ დაგიწერ რატომ. სიმინდი კარგად დაფქვი, დანარჩენები დაღერღე.
QUOTE
ქერი ჯობია თუ საქონლის ჭარხალი?

სხვადასხვა რაღაცაა. ქერი ენერგიის წყაროა, ჭარხალი უჯრედანას. ორივე სჭირდება. მაგრამ თუ მაინდამაინც არჩევანზეა საქმე საძოვარზე გყავს უჯრედანას ისედაც მიიღებს ბალახის სახით, ამიტომ ალბათ ქერი.
QUOTE
ამბობენ ქერს, მზესუმზირას და კიდევ რაღაცეებს ურევენო და ამის შესახებ სად შეიძლება ინფორმაციის მოძიება დეტალურად რომ სახლის პირობებში დამზადდეს?

მზეზუმზირის შროტს ამატებენ, რომელიც მაღალი რაოდენობით პროტეინის წყაროა. ძვირია ეგ. ასეთ რარაცეებზე მერე უნდა იფიქრო 25 ლიტრს თუ გინდა გადასცდე.
QUOTE
მაგალითად ავიღოთ ადგილობრივი საქონელი, რომელიც არის დაახლოებით 400 კგ. ვთქვათ სახლში დილა-საღამოს ვაჭამეთ საჭმელი 3 კგ ქერი. დაახლოებით რამდენი საათი უნდა იყოს საძოვარზე, მინიმუმ რომ კარგად გაძღეს საქონელი და წველა მოიმატოს?

ვერავინ გეტყვის მაგას. თუ საძოვარზე ბალახი არაა, თუ გინდა 24 საათი გყავდეს. ბალახდგარს გააჩნია.
QUOTE
რა სახის ბალახი ბერავს საქონელს?

სამყურა, ნედლი იონჯა. ტიმპანია ჰქვია მაგას. ნახე გუგლში

Posted by: leonid4s 6 Jun 2020, 06:33
QUOTE (Kitamin @ 5 Jun 2020, 22:20 )
kaxaberski66
გაიხარე

leonid4s
ხბოებიანად წველაში რას გულისხმობ? ხბო დღეში დაახლოებით 6 ლიტრას ხო მაინც ჭამს, ამას  3*20+30=90 ლიტრა დილით და 90 საღამოთი ასეთი წველა გაქ? 180 ლიტრა 20 ძროხაზე საშუალოდ 9 ლიტრა გამოგდის ძროხაზე და მარტო საძოვარზე თუ ეს შედეგი მოგცა კაია, დანარჩენი დამატებით უნდა აჭამო და გაგეზრდება წველა.

რაც შეეხება უკეთესი ჯიშის ყიდავს, მე არ გირჩევ თუ დიდი რესურსები არ გაქ. ისევ ადგილობრივი ჯიშით გირჩევ საქმის გაგრძელებას. იმათ დიდი ყურადღება და თანხები სჭირდება და თუ ახალი ხარ ამ საქმეში მითუმეტეს არ გირჩევ ე.წ. ჯიშიანი საქონლის ჩამოყვანას/ყიდვას.

რაც შეეხება დამატებით კვებას აგერ kaxaberski66-ის პასუხს ველოდები და წაიკითხე შენც. რამდენიმე დღეში მოგვწერს.

არაა 30 ლიტრას იწველებიან ერთ წველაზე. დღეში 60 ლიტრას.
180 ლიტრას ან 90ათს მაინს რომ იწველებოდნენ დღეში რა მიჭირს.
დღეში 60 ლიტრი 20 ძროხაზე

Posted by: sham 6 Jun 2020, 09:10
QUOTE
დღეში 60 ლიტრი 20 ძროხაზე

იქნებ თხა არის და ძროხის ვიდზეა ? boli.gif

Posted by: leonid4s 6 Jun 2020, 11:15
ან მაგრად მპარავენ, მარა როგორ მპარავენ ვერ ვხვდები, დილა საღამოს იქ ვარ smile.gif

Posted by: kaxaberski66 6 Jun 2020, 11:22
leonid4s
კარგ და ჯიშიან საქონელს არავინ გაყიდის იოლად.
ბაზარზე თუ ძროხას იყიდი, თვალით შეფასება უნდა იცოდე. შენ კი ამბობ გამოუცდელი ვარო.
ეხლა პირველ რიგში დეტალურად აღწერე სად აბალახებ, რა მანძილზე დადის საქონელი საძოვრამდე და უკან.
გადაიღე რამოდენიმე სურათი საძოვრის და გვაჩვენე რომ ვნახო და შევაფასო საძოვარზე ბალახდგარის ხარისხი და რაოდენობა.
დანარჩენი მერე.
* * *
ყოველ 10 დღეში ერთხელ ჩაატარე საკონტროლო წველა.
მაგ დროს საქონელი შენ უნდა მოწველო.
თათრები გეყოლებიან და შეიძლება გპარავენ კიდეც.
ხბოს როგორ აჭმევ. ძუძუზე თუ ვედრიდან ან ბოთლიდან? და რამდენს ასმევ ხბოს დღეში.

Posted by: merabc 6 Jun 2020, 11:40
leonid4s
QUOTE
დღეში 60 ლიტრი 20 ძროხაზე

რას აჭმევ და რამდენს აჭმევ,
რაღაც ხდება, თორემ 3 ლიტრი რძის მიღებას მაქსიმუმ 4 კილო თივა სჭირდება (ყველაზე ცუდ შემთხვევაში) მეტი არაფერი.
მითხარი და იქნებ მივხდე.

Posted by: Kitamin 6 Jun 2020, 19:12
merabc გაუმარჯოს,

QUOTE

დამატებით აჭამო რომ მოიწველოს რას გულისხმობ? დღეში საშუალოდ ერთ სულზე გადაახტი 20 ლიტრს? თუ გადაახტი გირჩევ რამს, თუ არადა აშიმშილებ ესეიგი და რა უნდა გირჩიოთ?

20 ლიტრას რომ საქონელი მაძლევდეს ასეთ კითხვებს ხომ არ დავსვამდი?
ჩვეულებრივი ადგილობრივი საქონელია, არაფერი განსაკუთრებული არც წაბლა და არაფერი, უბრალო საქონელი სოფლებში რომ ჰყავთ, სახლისთვის.
რაც შეეხება შიმშილს - არა.თითქმის არასდროს აქვთ კუჭი ცარიელი, ღამით შეიძლება ცოტა ხნით როცა სძინავთ, მაგრამ დილით ადრიანად იწყებენ ჭამას, ჯერ ქერის, ხოლო შემდგომ საძოვარზე გამყავს. მარტო ბალახზე არც ერთი საქონელი არ იძლევა 20 ლიტრა რძეს, მითუმეტეს ადგილობრივი. ჯერ ერთი არ ეყოფა მთელი დღე საძოვარზე ძოვებაც რომ იმდენი ძოვოს რომ 20 ლიტრა დაუგროვდეს. და მეორეც საძოვარზე ბალახი ყოველთვის ერთნაირად ყუათიანი არაა, შესაბამისად ხან ისე მოიწველის და ხან ასე. მაგრამ არა 20 ლიტრას. დაახლოებით 10-12 ლიტრას ალბათ. თან ჩვენებს ჯიქანი პატარა აქვთ და არა იმ ჯიშიანი ძროხების ხელა.


QUOTE

დიდი განსხვავება არაა თუ ცალკე აძლევ და არა საკვებნარევში. მაგრამ უკეთ შეჭამენ, ანუ მეტს შეჭამენ მთლიანობაში უხეშ საკვებიანად.

ეს კარგად ვერ გავიგე, ანუ როცა წყალში ხსნი უფრო კარგად ჭამენ? თუმცაღა ხო შეიძლება რომ მშრალად გადავურიოთ ქერი სიმინდი და სხვადასხვა მარცვლეული და ისე მშრალად ვაჭამოთ? ანუ ერთადერთი მინუსი რაც დავინახეთ მშრალად ჭამისას ისაა, რომ ზოგჯერ ეპნევათ ხოლმე, ამიტომ ცოტას ვუსველებთ ხოლმე რომ შეიკრას ნარევი და იყოს ერთგვაროვანი მასასავით.
ანუ მე მაინტერესებს ახდენს თუ არა წველაზე გავლენას საკვებს როგორი სახით მივცემთ საქონელს. - როგორც გავიგე არა. მადლობა ეს მაინტერესებდა სწორედ.

QUOTE

საერთოდ კონცენტრატებით რძის ქაჩვა წამგებიანია, რძეს აძვირებს. მაგას ჯობის იფიქრე საძოვრების გაუმჯობესებაზე, ელექტრომწყემსზე, საძოვარმონაცვლეობაზე, ხარისხიანი თივის დამატებაზე. ამ ლიმიტს რომ ამოწურავ მერე ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, სიმინდი. რაც მეტი სახის მარცვოვანს აურევ ერთმანეთში უკეთესია.  ხორბალი ყველას ჯობია, მაგრამ გვალცვას ვერ უძლებს, ჭვავი ყველაზე უარესია, მარა ყველაზე კარგად უძლებს გვალვას. ამიტომ ეს ორი შეაჯვარეს და გამოიყვანეს ტრიტიკალი, რომელშიც საკვები ნივთიერებები ოპტიმალურადაა და გვალვასაც კარგად უძლებს. მინიმუმ სიმინდის და რომელიმე სხვა მარცვლოვანის არევა აუცილებელია,. აქ ამდენს ვერ დაგიწერ რატომ. სიმინდი კარგად დაფქვი, დანარჩენები დაღერღე.

1. საძოვარი არის ის რასაც ბუნება გვაძლევს და არც საკუთარი საძოვარი მაქვს რომ მონაცვლეობით ვაძოვო ხოლმე, ამას დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება, რასაც მე ვერ გავწვდები(ალბათ 99.99% სოფელში მცხოვრებიც. თუ მილიონერი არაა, და თუ მილიონერია აქ რაღა უნდა?).

2. ზოგადად ჩვენსკენ, ბუნებრივად ბალახი არის დაახლობით აპრილიდან-სექტემბრამდე, აქედან მაისში მოდის უკვე ბალახი კარგად, ივნისში-პურდება, და ივლის -აგვისტო-სექტემბერი უკვე მიილევა ხოლმე. ანუ ზოგადად რასაც ბალახის ყუათიანობას ეძახიან, ძირითადად დაპურების დროსაა ხოლმე ყველაზე ყუათიანი და ივლის-აგვისტოშიც, ანუ სოფელში წველა მაისი-სექტემბრამდე აქვთ ხოლმე კარგი, შემდგომ იკლებს, ეს ბუნებრივად ასეა და ამას ვერ შევცვლით.
ამიტომ ვცდილობ რომ რაიმე დამატებით ვაჭამო რომ წველა მოემატოს და საქონელი კარგად მყავდეს.

3. ანუ სიმინდი კარგად დაფქვილი და ქერი დაღერღილი? და რაიმე ინფორმაციაა არაა თუ რა პროპორციით უნდა აერიოს? ხომ აქვთ ფერმები და იქ ცდებს არ ატარებენ? ჩვენთან არ მგონია ვინმემ ჩაატაროს მარა უცხოელებზე მაინტერესებს.


QUOTE
სხვადასხვა რაღაცაა. ქერი ენერგიის წყაროა, ჭარხალი უჯრედანას. ორივე სჭირდება. მაგრამ თუ მაინდამაინც არჩევანზეა საქმე საძოვარზე გყავს უჯრედანას ისედაც მიიღებს ბალახის სახით, ამიტომ ალბათ ქერი. 


აჰა გასაგებია, ანუ ჭარხალი არის უჯრედანა და ზამთარში რომ თივას ვაჭმევთ იქ იმდენი უჯრედანა ვეღარ იქნება და მაგიტომ აჭემევენ ხოლმე ჭარხალს ზამთარში? თუ მთელი წლის განმავლობაში აჭმევენ ჭარხალს? ვინც ჭარხალს იყენებს ძროხების რაციონში ხომ არ იცი როგორ აკეთებენ? რაა ოპტიმალური ვარაინტი ვაჭამოთ თუ არა, და თუ ხო როდის და რა რაოდენობით? თუ ჯობია მაგ ფასად რაიმე უკეთესი ვიყიდოთ და ის ვაჭამოთ? ან მზესუმზირის შროტი ან რაიმე...

QUOTE

მზეზუმზირის შროტს ამატებენ, რომელიც მაღალი რაოდენობით პროტეინის წყაროა. ძვირია ეგ. ასეთ რარაცეებზე მერე უნდა იფიქრო 25 ლიტრს თუ გინდა გადასცდე.


25 ლიტრა? biggrin.gif მაგის ილუზია არც მაქ ადგილობრივ საქონელზე, ჩემი გათვლებით 15 ლიტრა რომ მომცეს თავდაპირველად და შემდეგ ჩამოვიდეს ანუ დაახლოებით 2.5-3 ტონა რძე რომ მომცეს საქონელმა კარგი იქნება. მეტს ადგილობრივ საქონელს ნამდვილად ვერ მოვთხოვ თან ბაგურზეც არ მინდა, არ მაქვს ბაგურზე შენახვის საშუალება.


QUOTE

ვერავინ გეტყვის მაგას. თუ საძოვარზე ბალახი არაა, თუ გინდა 24 საათი გყავდეს. ბალახდგარს გააჩნია.

ზოგადად როცა საქონელს ჯუჭი ევსება შემდეგ იწყებს ამოცოხნას რომ გადაამუშაოს და ახალი ბალახი შეჭამოს. მესმის ეგ და მაგიტომ ვიკითხე რომ მაინტერესებს როგორ მივხვდე საზოვარზე ყოფნა საკმარისია თუ არა? მაგალითად 9 საათი საკმარისია? 12 საათი? მეტი?
მაგალითად თუ საქონელი არის 400 კგ. ის შეჭამს დაახლოებით 2.5% თავისი მასის = 10 კგ ხომ ასეა? აქედან 3 კგ ქერი რომ ვაჭამოთ ის დანარჩენი 7 კგ მშრალი მასა რომ შეჭამოს, რა თქმა უნდა ივნისში უფრო მალე შეჭამს, რადგან ბალახი მეტია და ყუათიანი, ვიდრე სექტემბერში, თუ ივნისში 3 საათში დაეყრებიან, სექტემბერში შეიძლება 4-5 საათში დაეყარონ, ამიტომ მაინტერესებს რომ დაახლოებით რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვს იმ ფერმების შესახებ რომლებსაც საქონელი საძოვარზე ყავთ. ისინი როგორ ანგარიშობენ, დაახლოებით რამდენი საათი ჰყავთ ხოლმე გარეთ? საძოვარზე? ანუ რამდენჯერ ეყრებიან მათთან რომ ვთქვათ რომ საქონელი მშიერი არ მოვიდა სახლში და იმდენი შეჭამა რაც მისი პოტენციალი იყო.


QUOTE

სამყურა, ნედლი იონჯა. ტიმპანია ჰქვია მაგას. ნახე გუგლში


გაიხარე, ვნახავ აბა, და რაიმე მეთოდი არ იცი საველე პირობებში რომ გამოიყენოს კაცმა საქონლის გაბერვის დროს?

პს. ვიცი ცოტა ბევრი კითხვებია, მარა მაინტერესებს და რა ვქნა biggrin.gif, თუ რამეა მხოლოდ ძირითადებზე იქნებ მაინც მიპასუხო.

leonid4s
ვა 3 ლიტრა ცოტაა. რამდენი წლის საქონელი გყავს? წყალს დღეში რამდენჯერ სვამენ? სოფლის ნახირში დადის თუ პირადად გყავს დაქირავებული მენახირე?
ახლა ბალახი უკვე პურდება და წესით 3 ლიტრა არ უნდა მოგცეს საქონელმა, როდის მოიგო? დაშრობის პერიოდი ხომ არ აქვთ ყველას? რავი აბა 1 საქონელი გამოარჩიე და მარტო იმას მიეცი 1-2 კგ ქერი დილა-საღამოს თუ მოიმატა წველამ ესეიგი საკვებს ვერ იღებენ საკმარისს, და მაგ პირობებში აუცილებლად დაგჭირდება დამატებით კვება თუ გინდა რომ წველა გაიუმჯობესო. თუ მატება არ ჰქონდა ან მწველავები გპარავენ ან საქონელია დაავადებული, უფრო მცოდნეები შემოვლენ და გეტვიან ალბათ უკეთ.

Posted by: leonid4s 6 Jun 2020, 19:50
QUOTE (Kitamin @ 6 Jun 2020, 19:12 )
merabc გაუმარჯოს,

QUOTE

დამატებით აჭამო რომ მოიწველოს რას გულისხმობ? დღეში საშუალოდ ერთ სულზე გადაახტი 20 ლიტრს? თუ გადაახტი გირჩევ რამს, თუ არადა აშიმშილებ ესეიგი და რა უნდა გირჩიოთ?

20 ლიტრას რომ საქონელი მაძლევდეს ასეთ კითხვებს ხომ არ დავსვამდი?
ჩვეულებრივი ადგილობრივი საქონელია, არაფერი განსაკუთრებული არც წაბლა და არაფერი, უბრალო საქონელი სოფლებში რომ ჰყავთ, სახლისთვის.
რაც შეეხება შიმშილს - არა.თითქმის არასდროს აქვთ კუჭი ცარიელი, ღამით შეიძლება ცოტა ხნით როცა სძინავთ, მაგრამ დილით ადრიანად იწყებენ ჭამას, ჯერ ქერის, ხოლო შემდგომ საძოვარზე გამყავს. მარტო ბალახზე არც ერთი საქონელი არ იძლევა 20 ლიტრა რძეს, მითუმეტეს ადგილობრივი. ჯერ ერთი არ ეყოფა მთელი დღე საძოვარზე ძოვებაც რომ იმდენი ძოვოს რომ 20 ლიტრა დაუგროვდეს. და მეორეც საძოვარზე ბალახი ყოველთვის ერთნაირად ყუათიანი არაა, შესაბამისად ხან ისე მოიწველის და ხან ასე. მაგრამ არა 20 ლიტრას. დაახლოებით 10-12 ლიტრას ალბათ. თან ჩვენებს ჯიქანი პატარა აქვთ და არა იმ ჯიშიანი ძროხების ხელა.


QUOTE

დიდი განსხვავება არაა თუ ცალკე აძლევ და არა საკვებნარევში. მაგრამ უკეთ შეჭამენ, ანუ მეტს შეჭამენ მთლიანობაში უხეშ საკვებიანად.

ეს კარგად ვერ გავიგე, ანუ როცა წყალში ხსნი უფრო კარგად ჭამენ? თუმცაღა ხო შეიძლება რომ მშრალად გადავურიოთ ქერი სიმინდი და სხვადასხვა მარცვლეული და ისე მშრალად ვაჭამოთ? ანუ ერთადერთი მინუსი რაც დავინახეთ მშრალად ჭამისას ისაა, რომ ზოგჯერ ეპნევათ ხოლმე, ამიტომ ცოტას ვუსველებთ ხოლმე რომ შეიკრას ნარევი და იყოს ერთგვაროვანი მასასავით.
ანუ მე მაინტერესებს ახდენს თუ არა წველაზე გავლენას საკვებს როგორი სახით მივცემთ საქონელს. - როგორც გავიგე არა. მადლობა ეს მაინტერესებდა სწორედ.

QUOTE

საერთოდ კონცენტრატებით რძის ქაჩვა წამგებიანია, რძეს აძვირებს. მაგას ჯობის იფიქრე საძოვრების გაუმჯობესებაზე, ელექტრომწყემსზე, საძოვარმონაცვლეობაზე, ხარისხიანი თივის დამატებაზე. ამ ლიმიტს რომ ამოწურავ მერე ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, სიმინდი. რაც მეტი სახის მარცვოვანს აურევ ერთმანეთში უკეთესია.  ხორბალი ყველას ჯობია, მაგრამ გვალცვას ვერ უძლებს, ჭვავი ყველაზე უარესია, მარა ყველაზე კარგად უძლებს გვალვას. ამიტომ ეს ორი შეაჯვარეს და გამოიყვანეს ტრიტიკალი, რომელშიც საკვები ნივთიერებები ოპტიმალურადაა და გვალვასაც კარგად უძლებს. მინიმუმ სიმინდის და რომელიმე სხვა მარცვლოვანის არევა აუცილებელია,. აქ ამდენს ვერ დაგიწერ რატომ. სიმინდი კარგად დაფქვი, დანარჩენები დაღერღე.

1. საძოვარი არის ის რასაც ბუნება გვაძლევს და არც საკუთარი საძოვარი მაქვს რომ მონაცვლეობით ვაძოვო ხოლმე, ამას დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება, რასაც მე ვერ გავწვდები(ალბათ 99.99% სოფელში მცხოვრებიც. თუ მილიონერი არაა, და თუ მილიონერია აქ რაღა უნდა?).

2. ზოგადად ჩვენსკენ, ბუნებრივად ბალახი არის დაახლობით აპრილიდან-სექტემბრამდე, აქედან მაისში მოდის უკვე ბალახი კარგად, ივნისში-პურდება, და ივლის -აგვისტო-სექტემბერი უკვე მიილევა ხოლმე. ანუ ზოგადად რასაც ბალახის ყუათიანობას ეძახიან, ძირითადად დაპურების დროსაა ხოლმე ყველაზე ყუათიანი და ივლის-აგვისტოშიც, ანუ სოფელში წველა მაისი-სექტემბრამდე აქვთ ხოლმე კარგი, შემდგომ იკლებს, ეს ბუნებრივად ასეა და ამას ვერ შევცვლით.
ამიტომ ვცდილობ რომ რაიმე დამატებით ვაჭამო რომ წველა მოემატოს და საქონელი კარგად მყავდეს.

3. ანუ სიმინდი კარგად დაფქვილი და ქერი დაღერღილი? და რაიმე ინფორმაციაა არაა თუ რა პროპორციით უნდა აერიოს? ხომ აქვთ ფერმები და იქ ცდებს არ ატარებენ? ჩვენთან არ მგონია ვინმემ ჩაატაროს მარა უცხოელებზე მაინტერესებს.


QUOTE
სხვადასხვა რაღაცაა. ქერი ენერგიის წყაროა, ჭარხალი უჯრედანას. ორივე სჭირდება. მაგრამ თუ მაინდამაინც არჩევანზეა საქმე საძოვარზე გყავს უჯრედანას ისედაც მიიღებს ბალახის სახით, ამიტომ ალბათ ქერი. 


აჰა გასაგებია, ანუ ჭარხალი არის უჯრედანა და ზამთარში რომ თივას ვაჭმევთ იქ იმდენი უჯრედანა ვეღარ იქნება და მაგიტომ აჭემევენ ხოლმე ჭარხალს ზამთარში? თუ მთელი წლის განმავლობაში აჭმევენ ჭარხალს? ვინც ჭარხალს იყენებს ძროხების რაციონში ხომ არ იცი როგორ აკეთებენ? რაა ოპტიმალური ვარაინტი ვაჭამოთ თუ არა, და თუ ხო როდის და რა რაოდენობით? თუ ჯობია მაგ ფასად რაიმე უკეთესი ვიყიდოთ და ის ვაჭამოთ? ან მზესუმზირის შროტი ან რაიმე...

QUOTE

მზეზუმზირის შროტს ამატებენ, რომელიც მაღალი რაოდენობით პროტეინის წყაროა. ძვირია ეგ. ასეთ რარაცეებზე მერე უნდა იფიქრო 25 ლიტრს თუ გინდა გადასცდე.


25 ლიტრა? biggrin.gif მაგის ილუზია არც მაქ ადგილობრივ საქონელზე, ჩემი გათვლებით 15 ლიტრა რომ მომცეს თავდაპირველად და შემდეგ ჩამოვიდეს ანუ დაახლოებით 2.5-3 ტონა რძე რომ მომცეს საქონელმა კარგი იქნება. მეტს ადგილობრივ საქონელს ნამდვილად ვერ მოვთხოვ თან ბაგურზეც არ მინდა, არ მაქვს ბაგურზე შენახვის საშუალება.


QUOTE

ვერავინ გეტყვის მაგას. თუ საძოვარზე ბალახი არაა, თუ გინდა 24 საათი გყავდეს. ბალახდგარს გააჩნია.

ზოგადად როცა საქონელს ჯუჭი ევსება შემდეგ იწყებს ამოცოხნას რომ გადაამუშაოს და ახალი ბალახი შეჭამოს. მესმის ეგ და მაგიტომ ვიკითხე რომ მაინტერესებს როგორ მივხვდე საზოვარზე ყოფნა საკმარისია თუ არა? მაგალითად 9 საათი საკმარისია? 12 საათი? მეტი?
მაგალითად თუ საქონელი არის 400 კგ. ის შეჭამს დაახლოებით 2.5% თავისი მასის = 10 კგ ხომ ასეა? აქედან 3 კგ ქერი რომ ვაჭამოთ ის დანარჩენი 7 კგ მშრალი მასა რომ შეჭამოს, რა თქმა უნდა ივნისში უფრო მალე შეჭამს, რადგან ბალახი მეტია და ყუათიანი, ვიდრე სექტემბერში, თუ ივნისში 3 საათში დაეყრებიან, სექტემბერში შეიძლება 4-5 საათში დაეყარონ, ამიტომ მაინტერესებს რომ დაახლოებით რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვს იმ ფერმების შესახებ რომლებსაც საქონელი საძოვარზე ყავთ. ისინი როგორ ანგარიშობენ, დაახლოებით რამდენი საათი ჰყავთ ხოლმე გარეთ? საძოვარზე? ანუ რამდენჯერ ეყრებიან მათთან რომ ვთქვათ რომ საქონელი მშიერი არ მოვიდა სახლში და იმდენი შეჭამა რაც მისი პოტენციალი იყო.


QUOTE

სამყურა, ნედლი იონჯა. ტიმპანია ჰქვია მაგას. ნახე გუგლში


გაიხარე, ვნახავ აბა, და რაიმე მეთოდი არ იცი საველე პირობებში რომ გამოიყენოს კაცმა საქონლის გაბერვის დროს?

პს. ვიცი ცოტა ბევრი კითხვებია, მარა მაინტერესებს და რა ვქნა biggrin.gif, თუ რამეა მხოლოდ ძირითადებზე იქნებ მაინც მიპასუხო.

leonid4s
ვა 3 ლიტრა ცოტაა. რამდენი წლის საქონელი გყავს? წყალს დღეში რამდენჯერ სვამენ? სოფლის ნახირში დადის თუ პირადად გყავს დაქირავებული მენახირე?
ახლა ბალახი უკვე პურდება და წესით 3 ლიტრა არ უნდა მოგცეს საქონელმა, როდის მოიგო? დაშრობის პერიოდი ხომ არ აქვთ ყველას? რავი აბა 1 საქონელი გამოარჩიე და მარტო იმას მიეცი 1-2 კგ ქერი დილა-საღამოს თუ მოიმატა წველამ ესეიგი საკვებს ვერ იღებენ საკმარისს, და მაგ პირობებში აუცილებლად დაგჭირდება დამატებით კვება თუ გინდა რომ წველა გაიუმჯობესო. თუ მატება არ ჰქონდა ან მწველავები გპარავენ ან საქონელია დაავადებული, უფრო მცოდნეები შემოვლენ და გეტვიან ალბათ უკეთ.

დილის 7 დან ღამის 7 მდე არიან საძოვარზე, ჩემი მიწა მაქვს, მეტი არაფერი.
ასაკები არცერთის არ ვიცი, ჩათვალე ფერმა გაჩუქეს თავისი საქონლით ისე ვარ ახლა მე. არაფერი არ ვიცი უბრალოდ მაქვს, ფერმა, მიწა და საქონელი მყავს. რასაც იქით აქეთ დავდივარ და გამოვიმუშავებ ნახევარს ბენზინში ვხარჯავ იქით აქეთ სიარულში.
მწყემსები და მუშები მყავს თავიანთი საქონლით რო ფული არ ვუხადო..
და ეს როგორაა რო ფული რო ვუხადო რამდენი უნდა ვუხადო რაში და რანაირად ეგ მაინტერესებს კიდე.
ძაან ბევრი რამის ცოდნა მჭირდება არაფერი არ ვიცი smile.gif
აქ იმედია გავიგებ რამეს თორე ცუდ დღეში ვარ

Posted by: Kitamin 6 Jun 2020, 20:44
<bleonid4s</b>
ერთი მთავარი რჩევა რაც ამ საქმეში გამოგადგება ისაა რომ არასოდეს დაინანო ფული საქონლისთვის. მიეჩვიე ფულის გადახდას და გაღებას, თუნდაც მოგება ნაკლები დაგიტოვოს. მაგრამ დახარჯე მხოლოდ რაციონალურად.

პირველ რიგში მე შენს ადგილას მწველავს ავიყვანდი და საწველ აპარატს ვუყიდიდი, თუ ჯერ არ გაქვს. თუ საწველი აპარატით მოწველის მწველავი, ცოტას გადაუხდი-300 დაახლოებით ან შეიძლება ნაკლებიც. ისე მგონი ხელით წველა 1 სული 20 თუ 30 ლარი ღირს ერთი თვე, მაგრამ ადგილსაც გააჩნია.

და ასევე მენახირეს ავიყვანდი და სხვებს გავუშვებდი ნაკვეთიდან, მენახირე მაქსიმუმ 500-600 ლარი დაგიჯდეს 1 კაცი. და 20 სულს 1 კაცი ჰყოფნის. ამიტომ 600 + 300 ლარი მინიმუმ მაინც გექნება გასავალი. მაგრამ ეს არის აუცილებელი ხარჯები, რომლებსაც ვერ გაექცევი.

აუცილებლად დააკვირდი რომ დილით, შუადღისით და საღამოთი წყალზე მიიყვანოს საქონელი, შეიძლება ზოგმა არ დალიოს მაგრამ როცა ცხელა, თუ წყალს არ სვამენ ნაკლებს ჭამენ, შეიძლება დაეყაროს 3 საათით საქონელი მაგრამ ეგ იმიტომ დაეყრება რომ ცხელა და არა იმიტომ რომ ამოიცოხნოს, ამიტომ წყალი უმნიშვნელოვანესია.

რადგან მარტო საძოვარზე გყავს წველა გექნება რამდენიმე თვე კიდევ. მაქსუმიმ სექტემბრის ჩათვლით უნდა ივარაუდო. და ეს გაითვალისწინე აუცილებლად როცა რაიმეს დაგეგმავ.

დამატებით აჭამე მინიმუმ ქერი და სიმინდი(2/1 პროპორციით, მე ასე ვიცი, მაგრამ პასუხს ველოდები, უფრო მცოდნეები არიან აქ და მაინტერესებს მეც როგორ ჯობია გაუმჯობესება.)

და იმედია რძის რეალიზაციას თავად აკეთებ, თორე ისე ჩაბარებით შედეგი არ გექნება. ტერიტორიულად სადაა ეგ ადგილი? რომელიმე ქალაქთან ახლოსაა?

დამატებითი კვება მაქსიმუმ 3 ლარი დაგიჯდეს 1 სული 1 დღე ეს იქნება 90 ლარი თვეში 1 სული და ანუ 1800 ლარი 20 სული 1 თვე, ეს იმ შემთხვევაში თუ ძალიან ძვირს გადაიხდი, მაგრამ ახლა 1 თვეში მოსავალს აიღებენ და უფრო იაფში გამოხვალ თუ დაიმარაგებ და ერთიანად იყიდი. შეიძლება 600-700 ლარიც(1 თვის მარაგი) გეყოს თუ ადგილზე იყიდი საკვებს. ანუ 1800 ესაა ის ფასი როგორც ძვირიან მაღაზიებში ყიდიან ქერს და სიმინდს. მაგრამ ისე 40 -35 თეთრშიც შეიძლება ადგილზე შოვნა, ან უფრო იაფად რუსეთიდან შემოტანა. და შესაბამისად ხარჯებიც ნაკლები გექნება.

ანუ მაქსიმუმ 900+1800 = 2700 ლარი გქონდეს გასავლი ყოველ თვე. და თითომ მინიმუმ 5 ლიტრა რომ მოგცეს დღეში 1 თვეში მოგცემს 150 ლიტრას 1 ცალი, 10 ცალი 1.5 ტონას და 20 ცალი 3 ტონას. 3 ტონა რძე 1.50 ლარად რომ გაყიდო(ესაა დღეს მინიმალური ფასი, მარა ქალაქსაც გააჩნია თბილისში 2 ლარად თავისუფლად გაყიდი და მეტადაც). 4500 ლარი გამოდის -2700 = 1800 ლარი, ტრანსპორტის ხარჯიც მაქსიმუმ 500 ლარი აიღე, და მინიმუმ 1000 ლარი დაგრჩება(1300), ეს ყველაზე უარეს შემთხვევაში. მაგრამ შენთვითონ უნდა გაყიდო და არა გადამყიდველებს მიყიდო.

და ასევე უნდა გაითვალისწინო რომ ეს წველა შეიძლება სექტემბრამდე გაგყვეს ანუ კიდევ 4 თვე და ასევე უკვე უნდა დაიწყო ზამთრისთვის საკვების მომზადება, ანუ წელს ნუ ელი რომ მაგ ფერმიდან რაიმე შემოსავალი დაგრჩება, პირიქით, წელს ხარჯები გექნება და თან ბევრი, მარტო ზამთრისთვის მოგიწევს 1 სულზე 70 თივის ტუკის "შოვნა" ასევე პატარა ხბოებისთვის საკვების წინასწარ მომზადება.

ასევე მოგებისას ვეტერინარის ადგილზე მიყვანა, რადგან შენ არ იცი როგორ უნდა მოგება და ა.შ.

თუ მოინდომებ გამოგივა. არ გაუშვა ეს შანსი.. მიუხედავად იმისა რომ შორიდან ბევრი საქმე ჩანს, ძნელი არცერთი არაა, მთავარი მონდომებაა. წარმატებები.

პს. ასევე 1 კაციც დაგჭირდება ვინც ნაკელს გაიტანს სადგომიდან ყოველ დილით, დღეში 1.5 საათის საქმე იქნება ალბათ., მაქვს 2 საათის თუ ნელია ან რამე. და რავი ალბათ 150-200 ლარში გამოხვალ გააჩნია ვის როგორ მოელაპრაკები. ესაა ყველა საქმე მუშებს რომ გააკეთებინო და შენ რეალიზაციაზე გადახვიდე მარტო, რაც ყველაზე სწორი გზაა ჩემი აზრით.

Posted by: merabc 6 Jun 2020, 21:28
Kitamin
თეორიულად, იმისთვის, რომ 400 კილოიანმა ძროხამ მოგცეს 20 ლიტრი, უნდა შეაჭამო 14 კილო საკვები მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით. ყველაფერი მშრალ ნივთიერებაზე იანგარიშე. წყალი რამდენია ამ საკვებში, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს.

ამ 14 კილოდან 20-30% მიეცი კონცენტრატების სახით, სიმინდი და შემდეგ ან ქერი, ან ხორბალი, ან შვრია, ან ჭვავი. (დაგილაგე ყუათიანობის მიხედვით). ანუ გამოდის მაქსიმუმ 4.2 კილო მარცვლეული მშრალი ნივთიერების სახით, რაც ფიზიკური წონის სახით 4.6 კილოა (რაგან მარცვლეულში მშრალი ნივთიერება 90%-ია). ამაზე მეტი არ გინდა, ეს ძვირიც იქნება და რისკიცაა, როდესაც 50%-ს უახლოვდები.

ახლა შემადგენლობა ამ კონცენტრატების. სიმინდი აიღე მაქსიმუმ 40%, ხოლო სხვა მარცვლეული 60%.

ანუ დავადგინეთ მაქსიმუმ 4.6 კილო მარცვლეული ფიზიკური წონით (საიდანაც 40% სიმინდია, 60 პროცენტი სხვა მარცვლეული).

დაგრჩა მისაცემი ძროხისთვის 9.8 კილო მოცულობითი საკვები (ბალახი, თივა, სილოსი) მშრალი ნივთიერების სახით ამ 14 კგ მთლიანიდან. თუ გაითვალისწინებ, რომ ნედლ ბალახში საშუალოდ 15% მშრალი ნივთიერებაა (10-20%), გამოდის, რომ შენმა ძროხამ უნდა შეჭამოს 65 კილო ბალახი ფიზიკური წონის სახით დღეში. რასაც 1. ვერც მოასწრებს 2. ვერ შეჭამს, რადგან ფიზიკურად საძოვარზე ბალახი არაა, 3. ფიზიკურად არ ჩაეტევა, რადგან თხის ხელაა და 4. არ შეჭამს, რადგან ზაფხულში გაგყავს ტრიალ მინდორზე და 40 გრადუსში მზის ქვეშ არავინ არაა ჭამის ხასიათზე, მათ შორის ძროხაც.
და მეხუთეც, ძროხამ 1 კილო მშრალ ნივთიერება საკვებზე 5 ლიტრი უნდა დალიოს ზაფხულში, ანუ 14 კილოზე 70 ლიტრი დღეში, რასაც შენ ვერ უზრუნველყოფ. რძე კიდე 88% წყალია და ამ წყალს ჰაერიდან ვერ აიღებს.

მოკლედ ვერ შეაჭამე ეს 9.6 კილო მოცულობითი საკვები (ანუ 64 კილო ფიზიკური წონის ბალახი) მშრალი სახით საძოვარზე , მაგრამ ვერც იმას ითვლი რამდენი შეჭამეს. მაშინ რომ დაბრუნდებიან საძროხეში, დაუყარე თივა, მაგალითად 5 კილო (რაც მშრალი ნივთიერების სახით 4 კილოა, რადგან თივაში 80%-აი მშრალი ნივთიერება დაახლოებით) და დააკვირდი თუ შეჭამენ. შესაძლებელია ქორფა ბალახის მერე დაიწუნონ, მაშინ დაგრჩენია ერთი, დააქუცმაცო და აურიო კომბინირებულთან და მაშინ იკადრებენ ჭამას. ან აჭამო საძოვარზე გასვლამდე, როდესაც მშიერები არიან.

თივა მეორეს მხრივაც არის კარგი. ქორფა ბალახში უჯრედანა არასაკმარისია, რომელმაც საკვების სახით მიცემული ენერგია უნდა დააბალანსოს, შენ კი მარცვლეულის სახით ბევრ ენერგიას აძლევ და ამას კიდევ ემატება ბალახის შაქრის სახით მიცემული ენერგია, რომლის შემცველბაც მზეზე იზრდება ბალახში. ამან შეიძლება აციდოზის პრობლემა შეგიქმნას. ამიტომ თივიაში უჯრედანა ბევრია და ამისგან დაგიცავს.

მოკლედ ითვალე რა ყველაფერი, რამდენს ჭამენ, რამდენია ნარჩენები, რამდენია წველადობა. ასე ზეპირად ვერავინ ვერაფერს ვერ გირჩევს.

პ.ს. რაც შეეხება კთხვას, რამდენ ხანს უნდა აძოვო. საერთოდ ძროხას შეუძლია 5 კგ მშრალი ნივთიერება ბალახი შეჭამოს 3 საათში კარგი ბალახის კორდის შემთხვევაში, მაგრამ თუ ბალახი ფიზიკურად არაა, რას შეჭამს.

Posted by: kaxaberski66 7 Jun 2020, 01:01
Kitamin
მერაბი მცოდნე კაცია და დაიმახსოვრე რასაც დაწერს.
მერაბ ჩემო, აი მშრალ ნივთიერებაზე გათვლას ვერ მოახდენენ იმიტომ რომ, მაგას დიიიდი პრაქტიკაც კი არ გყოფნის.
მაგისთვის აგრონომიული ცოდნაა საჭირო.
სხვათა შორის, თითქმის ყველა საკვების, უხეშის, წვნიანის, კომბინირებულის თუ კონცენტრატის, ყველასი ყუათიანობის, და პროტეინ-ცილის და კიდევ სხვა გათვლები მაქვს დაწერილი როგორც ამ თემაში, ისე საოჟახო მეურნეობაში და მეღორეობაშიც.
თუ დრო გექნებათ ჩემი წერილები წაიკითხეთ.
QUOTE
ჩვეულებრივი ადგილობრივი საქონელია, არაფერი განსაკუთრებული არც წაბლა და არაფერი, უბრალო საქონელი სოფლებში რომ ჰყავთ, სახლისთვის.

მასეთი საქონლისგან შესაძლებელია მიიღო როგორცქვევით დაწერე შენ თვითონ
QUOTE
ჩემი გათვლებით 15 ლიტრა რომ მომცეს თავდაპირველად და შემდეგ ჩამოვიდეს ანუ დაახლოებით 2.5-3 ტონა რძე რომ მომცეს საქონელმა კარგი იქნება.

ეგ ასე გამოითვლება. თუ სოფლის ძროხამ შინაურ პირობებში მოგცა უმაღლესი ნაწველი 15 ლიტრი, მაშინ ეს უნდა გაამრავლო 180 დღეზე საშუალოდ და დაახლოებით მოგცემს მაგდენ რძეს, თუ შენ გაქვს ცოდნა კვების ხელოვნების მიმართულებით.
ინტენსიურ ფერმებში დღიური უმაღლესი ნაწველი უნდა გაამრავლო 225 დღეზე და მოგცემს იმდენ ნაწველს.

QUOTE
რაც შეეხება შიმშილს - არა.თითქმის არასდროს აქვთ კუჭი ცარიელი,

შენ როგორ ფიქრობ. ადამიანი დანაყრდა დავუშვათ მშრალი პურით და ზედ მიაყოლა ხახვი ან ნიორი, მუცელი არ აქვს ცარიელი და შიმშილსაც ვეღარ გრძნობს და დაიძინა.
მეორე ადამიანმა მიირთვა ხაშლამა, მწვადი, ლობიო და სხვა ყუათიანი საჭმელები და მასაც შიმშილის გრძნობა არ აქვს და დაიძინა.
მათ ერთნაირი რაოდენობის საკვები ერტეულები მიიღეს?
ასეა საქონელიც. ფაშვი კი აქვს სავსე მაგრამ, გააჩნია როგორი ღირებული საკვებით.
QUOTE
. მარტო ბალახზე არც ერთი საქონელი არ იძლევა 20 ლიტრა რძეს, მითუმეტეს ადგილობრივი. ჯერ ერთი არ ეყოფა მთელი დღე საძოვარზე ძოვებაც რომ იმდენი ძოვოს რომ 20 ლიტრა დაუგროვდეს. და მეორეც საძოვარზე ბალახი ყოველთვის ერთნაირად ყუათიანი არაა, შესაბამისად ხან ისე მოიწველის და ხან ასე. მაგრამ არა 20 ლიტრას. დაახლოებით 10-12 ლიტრას ალბათ. თან ჩვენებს ჯიქანი პატარა აქვთ და არა იმ ჯიშიანი ძროხების ხელა.

20 ლიტრს მოიწველიან კარგი და ჯიქანსრული სარძევე ვენებიანი ძროხები სანამ ბალახი დაპურდება. სანამ ბალახი როგორც ყოფაში იტყვიან, დაპურდება.
დიდი შეცდომაა როცა ამბობენ რომ ბალახი დაპურდა და ბევრს მოიწველის. პირიქით. როგორც კი ბალახი პურდება, იქ უჯრედანა მატულობს და პროტეინი კლებულობს.
ეს კი იმას ნიშნავს რომ, რძის რაოდენობა უეჭველი დაიკლებს, ცხიმმა შეიძლება ცოტა მოიმატოს, სამაგიეროდ რძის შემადგენლობაში ცილა მოიკლებს და ყველიც იმდენი აღარ გამოვა.
ყველაზე მაღალ ხარისხიანი ბალახდგარი არის როდესაც ბალახის სიმაღლე არის 15-25 სანტიმეტრი ძირიდან მის წვერომდე და არის ხშირი. ძროხა ბალახს პირს რომ მოკიდებს, უნდა გამოიტანოს იქიდან ბღუჟა და არა რამოდენიმე ბეწვი ბალახი.
QUOTE

ეს კარგად ვერ გავიგე, ანუ როცა წყალში ხსნი უფრო კარგად ჭამენ? თუმცაღა ხო შეიძლება რომ მშრალად გადავურიოთ ქერი სიმინდი და სხვადასხვა მარცვლეული და ისე მშრალად ვაჭამოთ? ანუ ერთადერთი მინუსი რაც დავინახეთ მშრალად ჭამისას ისაა, რომ ზოგჯერ ეპნევათ ხოლმე, ამიტომ ცოტას ვუსველებთ ხოლმე რომ შეიკრას ნარევი და იყოს ერთგვაროვანი მასასავით.
ანუ მე მაინტერესებს ახდენს თუ არა წველაზე გავლენას საკვებს როგორი სახით მივცემთ საქონელს.

მინუსი სწორად დაგინახია. მინუსი არის მშრალად ჭამისას დაბნევა. მაგრამ სველი არ უნდა აჭამო. უნდა იყოს აფშრუკული. ანუ ოდნავ ნოტიო რომ იოლად არ დაიფანტოს ჭამისას.
სიმინდი ყოველთვის ძვირია და დაბალ მერძეულ ძროხებს არც უნდა მისცე. თან სიმინდის გადამუშავებისას ძროხა ისე სრულად ვერ გადაამუშავებს ვიდრე ქერს.
თუ აძლევ მარცვლეულს, სჯობია იყოს კომბინირებული. ანუ რამოდენიმე სახის მარცვლეული.
ერთ კილო კომბინირებულ საკვებში მარცვლეულების პროცენტული შემადგენლობა იცვლება ძროხის წველისას რძის მოცემის რაოდენობასთან ერთად.
თუ დავუშვათ დაბალწველადობისას პროტეინის რაოდენობა 1 კგ საკვებზე 100 გრამი საკმარისია, 20 ლიტრის წველისას, პროტეინის რაოდენობა 1 კგ საკვებსი უნდა შეადგენდეს 112 გრამს. უფრო მეტი წველისას კიდევ უფრო მეტს.
15 ლიტრის წველისას ჩვეულებრივი სოფლის წისქვილებში დაფქული ფქვილის ქატოც საკმარისია. ყოველ ნაწველ ლიტრაზე მიეცით 150-200გრამი ქატო.
თუ წველადობა ასცდა 15 ლიტრს, მაშინ უკვე საჭიროა გააკეთოთ კომბინირებული საკვები.
მე ეხლა გრუბად დავწერ. მაღალ წველით ლიტრაჟობასაც არ გავითვალისწინებ, იმიტომ რომ არ გყავთ ისეთი საქონელი რომელსაც 4-5 სახის მარცვლეულის კომბინაცია სჭირდებოდეს.
15 ლიტრის ზევით თუ საქონელი მინდორში ბალახობს კარგ ბალახდგარში, რომელსაც აქვს ბალახის ფოთლის სიგრძე 15-25 სანტიმეტრი და ბალახდგარი ხშირია და საქონელი ახერხებს რაოდენობრივად 35-40 კგ სმოპოვებას თავისი პირით, მიეცით კომბინირებული საკვები ასეთი შემადგენლობით.
1 კგ საკვებში უნდა შედიოდეს990 გრამი ქერი, 100გრამი მზესუმზირის კოპტონი და 10გრამი სუფრის მარილი. და 15 ლიტრზე ზევით მონაწველზე მიეცით 150 200გრამი.
20ლიტრის ზევით ყოველ ლიტრ მონაწველ რძეზე 200-250გრამი.
ქერიც და კოპტონიც უნდა იყოს კარგად და წმინდათ დაღერღილი და არა დამტვრეული, თორემ საქონელი კარგად ვერ გადაამუშავებს და შედეგიც ნაკლები იქნება.

QUOTE

აჰა გასაგებია, ანუ ჭარხალი არის უჯრედანა და ზამთარში რომ თივას ვაჭმევთ იქ იმდენი უჯრედანა ვეღარ იქნება და მაგიტომ აჭემევენ ხოლმე ჭარხალს ზამთარში? თუ მთელი წლის განმავლობაში აჭმევენ ჭარხალს? ვინც ჭარხალს იყენებს ძროხების რაციონში ხომ არ იცი როგორ აკეთებენ? რაა ოპტიმალური ვარაინტი ვაჭამოთ თუ არა, და თუ ხო როდის და რა რაოდენობით? თუ ჯობია მაგ ფასად რაიმე უკეთესი ვიყიდოთ და ის ვაჭამოთ? ან მზესუმზირის შროტი ან რაიმე...

საკვები ჭარხალი არის უებარი წამალი მაშინ, როცა მწვანე ბალახი არ არის.
ჭარხლის შემადგენლობაში 90%დე არის წყალი. ამდენად მას შეუძლია გაზარდოს მოთხოვნილება სხვა უფრო მშრალ საკვებზე.
მაგალითად თივაზე, კორმაზე.
ჭარხალი შეგიძლია მისცე საქონლის წონის 3-5% ანუ 300კილოინს დღეში მიეცი 10კილომდე ჭარხალი, მაგრამ ამის სემდეგ უეწველი კარგი ხარისხის თივა და კორმა. წველაც კარგი გექნება.
QUOTE

მაგალითად თუ საქონელი არის 400 კგ. ის შეჭამს დაახლოებით 2.5% ცოცხალი წონის ყოველ 100 კგ ზე თავისი მასის = 10 კგ ხომ ასეა?

შეჭამს 10 კგ მშრალ მასას და არა იმ სახით როგორიც შეჭამა.
მაგალითად მარცვლეულში და თივაში არის საშუალოდ 85% მშრალი ნივთიერება და 15% წყალი .
ანუ ძროხა შეჭამს თავისი წონის2.5 % მშრალ ნივთიერებას რაც რეალურ მასაში გამოისახება ასე 4*2.5 =10 და ეს გაყოფილი 0.85ზე ანუ მარცვლეულის და თივის მშრალი მასისი შემადგენლობაზე და = 11.76 კგ. დაუშვათ თივას.
და საერთოდაც ეს არის მეცნიერება და არა უბრალოდ ძროხა და ძროხის პატრონი.
სწორად გამიგეთ. ერთი და იგივე ძროხამ შეიძლება ერთი პატრონის ხელში ვერაფერი მოიწველოს და მეორეს ხელში გულს ახარებდეს.
ძვირიანი და მაღალი წველადობის ძროხების ყიდვაში, გამოგივათ ფულის გადაყრა და შეიძლება 2 წელში ყველა დაგეხოცოთ, რადგან მათ კვებაც და ვეტერინარიაც შესაბამისი სჭირდებათ.
გაიწაფეთ ადგილობრივში და მერე თანდათანობით მაგისი დროც მოვა.
ყველაფერს ერთად ვერ დავწერ. მოდით თქვენ არ დაიზაროთ და წაიკითხეთ დრო და დრო ის თემები რომელიც ზევით მოვიხსენიე და იქ ყველაფერი მიწერია საქონლის ყიდვისას შერჩევიდან და რავიცი, იქამდე რაც თქვენ ყველას გაინტერესებთ.
ბოდიშით თუ იმდენი ვწერე რომ კითხვით დაგღალეთ. მე კი უეჭველი ვუპასუხებ თქვენს კითხვებს. ანუ ყველას კითხვებს.

Posted by: SkitterZ 7 Jun 2020, 03:28
ნუ მოკლავთ ცხოველებს cry.gif

Posted by: daniretaxe 9 Jun 2020, 10:37
არის რამე საშუალება რითიც შეიძლება ძროხას ბუზი არ მიეკაროს?

Posted by: Kitamin 9 Jun 2020, 14:24
merabc, kaxaberski66

გაიხარეთ უღრმესი მადლობა, გავარკვიე უკვე დაახლოებით როგორ უნდა.

რამდენიმე დეტალის დაზუსტება მაინტერესებს.

როცა იძახით რომ ყოველ 1 კგ-ში 10 გრამი სუფრის მარილი, ეს ყოველთვის აუცილებელია, მიუხედავად იმისა ქვამარილი როცა უდევს? ამ დროს წყალს უფრო მეტს დალევს ხო თავისთავად?

და კიდევ, როცა არაყს ხდიან ქერისგან და რჩება ე.წ. "ნაქაჯი", მასში საკვები ერთეული რა რაოდენობით რჩება ყოველ 1 კგ-ზე? მარტო მოზარდებსა და ბუღებს მივცეთ, თუ მეწველ საქონელზეც შეიძლება? და დაახლოებით რამდენიმ კგ "ნაქაჯი" იქნება 1 კგ ქერში არსებული საკვები ერთეულის ტოლი? და რამდენის მიცემაა რეკომენდირებული დაახლოებით 1 მეწველ საქონელზე იმ კომბინირებული საკვების გარდა, დამატებით რომ მიეცეს.

გაიხარეთ გადავხედავ თქვენს დაწერილს აუცილებლად.

პ.ს. ბოდიში ცოტა დამიგვიანდა პასუხის მოწერა. და კიდევ, იქნებ იცოდეთ რაიმე ხერხი საქონელი როცა გაიბერება საველე პირობებში რითი დავეხმაროთ?
პ.პ.ს დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, გაიხარეთ.

Posted by: kaxaberski66 10 Jun 2020, 00:45
aniretaxe

არის რამე საშუალება რითიც შეიძლება ძროხას ბუზი არ მიეკაროს?
კი. არის. კვირაში ერთხელ საქონელიც და მის გარეშემო ტერიტორია და სადგომიც შეწამლე მაგალითად პრეპარატი კარატეთი(თუ კიდევ არსებობს ასეთი პრეპარატი)
თუ არა და ვეტ აფთიაქებში იკითხე ზუსტად ასე, ბუზი და სხვა მავნე მწერები რომ დახოცო.
საქონელი უნდა შეწამლო კარგად. არა მარტო ზევიდან გადასხმით, არამედ ქვევიდანაც ჯიქანზე, მუცელზე და ფეხებ ქვეშ. ასე ვთქვათ იღლიებში.
მერე რამოდენიმე საათის შემდეგ ჯიქანი და ძუძუს ცერები უნდა კარგად მობანო.
Kitamin

QUOTE

გაიხარეთ უღრმესი მადლობა, გავარკვიე უკვე დაახლოებით როგორ უნდა.

არაფერს. არ დაგზარდები იმაზე რაც ვიცი.
QUOTE

როცა იძახით რომ ყოველ 1 კგ-ში 10 გრამი სუფრის მარილი, ეს ყოველთვის აუცილებელია, მიუხედავად იმისა ქვამარილი როცა უდევს? ამ დროს წყალს უფრო მეტს დალევს ხო თავისთავად?

ქვამარილი კარგია რომ უდევს. გააჩნია კორმას რამდენს აჭმევ. თუ 4-5 კილოს აჭმევ, უნდა მარილი დამატებით. თუ 1-2 კილოს, მაშინ ქვა მარილიც შეიძლება რომ ეყოს, მაგრამ, მარილიანს უფრო გემრიელად ჭამს და წყალსაც მეტს სვამს, რაც აუცილებელია რძის წარმოებისთვის.
QUOTE

და კიდევ, როცა არაყს ხდიან ქერისგან და რჩება ე.წ. "ნაქაჯი", მასში საკვები ერთეული რა რაოდენობით რჩება ყოველ 1 კგ-ზე? მარტო მოზარდებსა და ბუღებს მივცეთ, თუ მეწველ საქონელზეც შეიძლება? და დაახლოებით რამდენიმ კგ "ნაქაჯი" იქნება 1 კგ ქერში არსებული საკვები ერთეულის ტოლი? და რამდენის მიცემაა რეკომენდირებული დაახლოებით 1 მეწველ საქონელზე იმ კომბინირებული საკვების გარდა, დამატებით რომ მიეცეს.

ეგ ძალიან კარგი საჭმელია ყველა ასაკის საქონლისთვის.საშუალოდ 5 კგ იქნება 1 კგ ქერის ტოლი ყუათით. მეწველ საქონელს 10 კგ ზე მეტი არ მისცე დღის განმავლობაში.
საქონელს როცა აჭმევ ბევრ სხვადასხვა სახის საჭმელს, უფრო ხალისით ჭამს და მეტსაც იწველის. ერთი სახის საჭმელი საქონელსაც მოსწყინდება.
QUOTE

პ.ს. ბოდიში ცოტა დამიგვიანდა პასუხის მოწერა. და კიდევ, იქნებ იცოდეთ რაიმე ხერხი საქონელი როცა გაიბერება საველე პირობებში რითი დავეხმაროთ?

ჯერ ეცადე რომ არ გაბერო. იონჯაში, ვარდისფერ სამყურაში, ძიძოში და სხვა პარკსნებიან მინდორში, დილით ადრე ნამიანზე და მით უმეტეს ნაწვიმარზე არ გაიყვანო საძოვრად.აცადე შეაშრეს სისველე და მერე გაიყვანე.
მაინც თუ გაიბერა, არსებობს ასეთი საშუალება, რომელსაც ტროაქარი ჰქვია.
არის წვეტიანი ატვიორტკასავით, რომელსაც აქვს გარედან ქარქაში და ტარი.
გაბერილ ადგილზედ, ანუ მარჯვენა ფერდს ზემოთ უნდა დაჰკრა ძლიერად. ისე რომ ტყავი გაიჩვრიტოს და ტარამდე ჩავიდეს ქარქაშიანად.
მერე ამ ქარქაშიდან იმ ატვიორტკის მსგავს ამოაცლი და ქარქაშს შიგ ჩაუტოვებ და იმ ღარში ამოდის ის გაზები.

Posted by: leonid4s 10 Jun 2020, 18:22
გამარჯობა ისევ,
115 გვერდის შემდეგ წავიკითხე ყველაფერი.
ჩემს მდგომაროებას აგიხსნით მოკლედ. 18 წლის ვარ, დამრჩა ფერმა, საქონელი და მიწა.
საქონელი 100 სულამდე მყავს (რამდენი როგორ რანაირად არ ვიცი.. მეწველია 20 ერთი ეგ ვიცი)
მე საერთოდ შეხება არ მქონია ამ საქმესთან, მამაჩემი ამუშავებდა და ისიც კარგად ვერა.. გარდაიცვალა და ახლა მე მიწევს ყველაფრის კეთება.
თუ დამეხმარებით, რა და როგორ ვქნა მადლობელი დაგრჩებით.
მაინტერესებს შემდეგი რაღაცები:
1. დღეში რამდენჯერ უნდა გამოკვებო საქონელი? აი დილას მაგალითად 8 ზე საძოვრად გადიან და 8 ზე საღამოს შემოდიან, დილას გასვლამდე უნდა აჭამო თუ მხოლოდ საღამოს?
2. რა უნდა ვაჭამო? ნარევიო თუ რაღაც ვერ გავიგე რა შევურიო და როგორ? დეტალურად რომ მითხრათ ეს ქერის წყალში გარევას და ასეთებს მოვკარი თვალი და ვერ გავიგე, ერთ სულზე როგორ და რანაირად.. მარილზეც წავიკითხე ქვამარილი რამდენ ძროხაზე რამდენი უნდა ვიყიდო?
3. ძროხის აპარატით ჩამოწველა რამეს აფუჭებს? მაგალითად ძროხას ან რა უნდა იცოდეს მწველავმა აპარატის გამოყენებისას? ან მოდელს თუ გააჩნია რომელ მოდელს მირჩევთ?
კიდევ რა ინფორმაციას შემომთავაზებთ რო გავითვალისწინო და გამოვიყენო?
---
ასევე შემიძლია რძის მიწოდება დღეის მდგომარეობით დღეში 45-65 ლიტრამდე. ტრანსპორტირება 10 კილომეტრზე 2 ლარი.
ზემოთ კითხვებზე პასუხს თუ მივიღებ და წარმოებას გავზრდი მეტის მიწოდება შემეძლება..
---
ასევე ინვენტარი სად შევიძინო და რა დამჭირდება? რძის გადასაზიდი ბალონი მაგალითად ან ფილტრის მაგვარი თუ სჭირდება რამე ჭურჭელში ჩასხმისას რომ გაიწუროს?
---
დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის.
* * *
QUOTE (Kitamin @ 6 Jun 2020, 20:44 )
<bleonid4s</b>
ერთი მთავარი რჩევა რაც ამ საქმეში გამოგადგება ისაა რომ არასოდეს დაინანო ფული საქონლისთვის. მიეჩვიე ფულის გადახდას და გაღებას, თუნდაც მოგება ნაკლები დაგიტოვოს. მაგრამ დახარჯე მხოლოდ რაციონალურად.

პირველ რიგში მე შენს ადგილას მწველავს ავიყვანდი და საწველ აპარატს ვუყიდიდი, თუ ჯერ არ გაქვს. თუ საწველი აპარატით მოწველის მწველავი, ცოტას გადაუხდი-300 დაახლოებით ან შეიძლება ნაკლებიც. ისე მგონი ხელით წველა 1 სული 20 თუ 30 ლარი ღირს ერთი თვე, მაგრამ ადგილსაც გააჩნია.

და ასევე მენახირეს ავიყვანდი და სხვებს გავუშვებდი ნაკვეთიდან, მენახირე მაქსიმუმ 500-600 ლარი დაგიჯდეს 1 კაცი. და 20 სულს 1 კაცი ჰყოფნის. ამიტომ 600 + 300 ლარი მინიმუმ მაინც გექნება გასავალი. მაგრამ ეს არის აუცილებელი ხარჯები, რომლებსაც ვერ გაექცევი.

აუცილებლად დააკვირდი რომ დილით, შუადღისით და საღამოთი წყალზე მიიყვანოს საქონელი, შეიძლება ზოგმა არ დალიოს მაგრამ როცა ცხელა, თუ წყალს არ სვამენ ნაკლებს ჭამენ, შეიძლება დაეყაროს 3 საათით საქონელი მაგრამ ეგ იმიტომ დაეყრება რომ ცხელა და არა იმიტომ რომ ამოიცოხნოს, ამიტომ წყალი უმნიშვნელოვანესია.

რადგან მარტო საძოვარზე გყავს წველა გექნება რამდენიმე თვე კიდევ. მაქსუმიმ სექტემბრის ჩათვლით უნდა ივარაუდო. და ეს გაითვალისწინე აუცილებლად როცა რაიმეს დაგეგმავ.

დამატებით აჭამე მინიმუმ ქერი და სიმინდი(2/1 პროპორციით, მე ასე ვიცი, მაგრამ პასუხს ველოდები, უფრო მცოდნეები არიან აქ და მაინტერესებს მეც როგორ ჯობია გაუმჯობესება.)

და იმედია რძის რეალიზაციას თავად აკეთებ, თორე ისე ჩაბარებით შედეგი არ გექნება. ტერიტორიულად სადაა ეგ ადგილი? რომელიმე ქალაქთან ახლოსაა?

დამატებითი კვება მაქსიმუმ 3 ლარი დაგიჯდეს 1 სული 1 დღე ეს იქნება 90 ლარი თვეში 1 სული და ანუ 1800 ლარი 20 სული 1 თვე, ეს იმ შემთხვევაში თუ ძალიან ძვირს გადაიხდი, მაგრამ ახლა 1 თვეში მოსავალს აიღებენ და უფრო იაფში გამოხვალ თუ დაიმარაგებ და ერთიანად იყიდი. შეიძლება 600-700 ლარიც(1 თვის მარაგი) გეყოს თუ ადგილზე იყიდი საკვებს. ანუ 1800 ესაა ის ფასი როგორც ძვირიან მაღაზიებში ყიდიან ქერს და სიმინდს. მაგრამ ისე 40 -35 თეთრშიც შეიძლება ადგილზე შოვნა, ან უფრო იაფად რუსეთიდან შემოტანა. და შესაბამისად ხარჯებიც ნაკლები გექნება.

ანუ მაქსიმუმ 900+1800 = 2700 ლარი გქონდეს გასავლი ყოველ თვე. და თითომ მინიმუმ 5 ლიტრა რომ მოგცეს დღეში 1 თვეში მოგცემს 150 ლიტრას 1 ცალი, 10 ცალი 1.5 ტონას და 20 ცალი 3 ტონას. 3 ტონა რძე 1.50 ლარად რომ გაყიდო(ესაა დღეს მინიმალური ფასი, მარა ქალაქსაც გააჩნია თბილისში 2 ლარად თავისუფლად გაყიდი და მეტადაც). 4500 ლარი გამოდის -2700 = 1800 ლარი, ტრანსპორტის ხარჯიც მაქსიმუმ 500 ლარი აიღე, და მინიმუმ 1000 ლარი დაგრჩება(1300), ეს ყველაზე უარეს შემთხვევაში. მაგრამ შენთვითონ უნდა გაყიდო და არა გადამყიდველებს მიყიდო.

და ასევე უნდა გაითვალისწინო რომ ეს წველა შეიძლება სექტემბრამდე გაგყვეს ანუ კიდევ 4 თვე და ასევე უკვე უნდა დაიწყო ზამთრისთვის საკვების მომზადება, ანუ წელს ნუ ელი რომ მაგ ფერმიდან რაიმე შემოსავალი დაგრჩება, პირიქით, წელს ხარჯები გექნება და თან ბევრი, მარტო ზამთრისთვის მოგიწევს 1 სულზე 70 თივის ტუკის "შოვნა" ასევე პატარა ხბოებისთვის საკვების წინასწარ მომზადება.

ასევე მოგებისას ვეტერინარის ადგილზე მიყვანა, რადგან შენ არ იცი როგორ უნდა მოგება და ა.შ.

თუ მოინდომებ გამოგივა. არ გაუშვა ეს შანსი.. მიუხედავად იმისა რომ შორიდან ბევრი საქმე ჩანს, ძნელი არცერთი არაა, მთავარი მონდომებაა. წარმატებები.

პს. ასევე 1 კაციც დაგჭირდება ვინც ნაკელს გაიტანს სადგომიდან ყოველ დილით, დღეში 1.5 საათის საქმე იქნება ალბათ., მაქვს 2 საათის თუ ნელია ან რამე. და რავი ალბათ 150-200 ლარში გამოხვალ გააჩნია ვის როგორ მოელაპრაკები. ესაა ყველა საქმე მუშებს რომ გააკეთებინო და შენ რეალიზაციაზე გადახვიდე მარტო, რაც ყველაზე სწორი გზაა ჩემი აზრით.

დიდი მადლობა ამ ინფოსთვის,
ფერმა დასახლებულ პუნქტთან 1 კილომეტრშია, საძოვარი ფერმიდან 100-200 მეტრში 80ჰა.

მუშებს უფრო ნაკლები ანაზღაურებით ვიშოვი ჩემი აზრით ამ ადგილას.
და ახლა ვიწყებ მიწის მორწყვას უნდა დავთიბო და შევინახავ ზამთრისთვის არ გავყიდი საერთოდ.
კიდე რა მაინტერესებს..
ზამთარში იწველება ძროხა სათანადოდ რომ აჭამო? ;დ
ან ყველა ძროხა იწველება საერთოდ თუ ხბო უნდა ყავდეს?
* * *
QUOTE (kaxaberski66 @ 19 May 2020, 23:55 )
giogiokakheli
რამდენი ლიტრი გაქვს და სად გაქვს?
დავუშვათ 10კილომეტრში გაქვს მისატანი, ტრანსპორტირებისას რამდენს უანგარიშებ კლიენტს?

მე მოგაწვდი თუ გინდა. 1.5 ლარი ლიტრი, 10 კილომეტრზე 2 ლარი.
დღეში 45-60 ლიტრი შემიძლია. (აქ რომ დამეხმარებიან და რჩევებს მომცემენ როგორ გავზარდო წარმოება მერე მეტს შევძლებ)


--
სულგუნს ვაწარმოებდით და წაგებააა ძალიან დიდი ჩემ შემთხვევაში.. 8-9 ლარი ღირს ჩაბარება და რაც გაკეთებაში რძე იხარჯება პირდაპირ რძის გაყიდვა მირჩევნია.

Posted by: Kitamin 10 Jun 2020, 22:28
kaxaberski66
გაიხარე, მადლობა ინფორმაციისთვის.
ისე დილით ნამიანზე გაიბერა რამდენჯერმე, რამდენიმე საქონელი მაგრამ თავისით გადაუარა, იცოხნიდნენ, და ჭამდნენ და თან კუჭშიც გავიდნენ და მე როგორც ვიცი თუ ესენი დაიწყეს/ ერთ-ერთი მაინც ე.ი. იმუნიტეტი ებრძვის და გადარჩებაო.

leonid4s.
გაგიმარჯოს.

სამწუხაროა შენი ამბავი. წარმატებები.

1. მეწველ საქონელს დამატებით აჭამე(1 დღის განმავლობაში) დაახლოებით 3 კგ-მდე ქერი და სიმინდი ერთად არეული 2/1 პროპორციით, შეგიძლია ერთიანად ან ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს მისცე. ასევე წაიკითხე kaxaberski66 და merabc-ს მოწერილი წინა გვედზე, მომწერეს და შეგიძლია სხვა მარცვლეულითაც ჩაანაცვლო ან დაამატო სხვადასხვა სახეობის საჭმელი.
მე ასე გირჩევ რომ სანამ მოწველი მანამდე აჭამო, ან თუ აპარატით წველი, მოწველის დროს აჭამო. ამ დროს ყურადღებას გადაიტანენ, მაგრამ ზოგჯერ საქონელი შეიძლება უფრო გაგიჟდეს ჭამის დროს, ამიტომ ეს შენთვითონ უნდა დაადგინო როდის უკეთ მოგიხერხდება. შემდგომ რომ მოწველი საქონელს შეგიძლია უკვე საბალახოთ გაიყვანო, და საღამოთი როცა მოვა საქონელი კიდევ აჭამო წველის დროს ან მანამდე/მის შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა.

რაც შეეხება საძოვარზე გაყვანას, ახლა შეიძლება 11-12 საათი და მეტიც გყავდეს, მაგრამ მერე როცა დღე დაიკლებს 9, 8 და 7 საათიც შეიძლება გყავდეს გარეთ. დღის ხანგრძლივობაზეა, ძირითადად დამოკიდებული, ხო და კიდევ თუ აჭმევ დილით, იმ დროს აჭამე რომ საქონელი მაძღარი არ გავიდეს საძოვარზე, თორე უბრალოდ ივლის და გაერთოებიან და არ მოძოვენ(წაიკიკნებიან ცოტას), სანამ არ გადაამუშავებენ.

2. ქვამარილი აუცილებლად უნდა ჰქონდეს თითოეულ საქონელს ბაგაში ცალ-ცალკე ან შუაში ჩაუდგი, რომ მიწვდნენ. როცა მოუნდებათ მაშინ ალოკავენ. ცოტა დიდი ნატეხები იყოს, ისე აარჩიე ან თვითონ დაუტეხე.

3. ზოგადად თუ კარგი აპარატია არა, მთელი ფერმები საწველი აპარატით წველიან. მოდელზე ვერაფერს გირჩევ. შემოვლენ სხვები და მოგწერენ ალბათ. სად ჯობია რომ იყიდო და როგორი და ა.შ.

4. არის რძის ე.წ. გამაგრილებელი სადაც ინახავენ რძეს მოწველის შემდგომ რომ არ გაფუჭდეს. სახელი არ ვიცი ზუსტად რა ჰქვია, იქნებ სხვებმა იცოდნენ და გეტყვიან.

5. კი ზამთარშიც მოიწველის. ძროხა მოგების მომენტიდან იძლევა რძეს, თავდაპირველად ბევრს და შემდგომ იკლებს ბუნებრივად და როცა უკვე ხბოს მოგების პერიოდი მოახლოვდება, დაახლოებით 2 თვით ადრე აშრობენ საქონელს, აღარ წველიან. ხოლო თუ ძროხა ბერწად დაგირჩა(ანუ არ დარჩა) შეგიძლია არ შეწყვიტო ჩამოწველა და გააგრძელო, მართალია იმდენს აღარ მოგცემს მაგრამ 2-3 ლიტრას აიღებ, თან თუ აჭმევ მოიმატებს კიდევაც და შემდგომ ჩვეულებრივ რასაც იძლეოდა იმ წველაზეც ახვალ, ან მიუახლოვდები მაინც, თუ აჭმევ. მაგრამ შეეცადე რომ ბერწად არ დაგირჩეს საქონელი, თორე წაგებაზე წახვალ, მინიმუმ ხბოთი და წველასაც იმდენზე მაინც ვერ აიყვან რა.

6. ასევე გაითვალისწინე რომ როცა ხბოებს მოიგებენ, დაახლოებით 1 კვირა მიეცი დედის რძე, შემდგომ კი ფხვნილი მიეცი და იმით გაზარდე, და ძროხის რძე კიდევ გაყიდე, თორე ისე წაგებაში იქნება.

7. საკვები აუცილებლად დაიმარაგე სეზონზე, მაშინ როცა იაფია. ან/და თუ გაქვს შესაძლებლობა რუსეთიდან შემოიტანე და იაფად გამოხვალ.

8. ხო კიდევ აუცილებლად აწარმოე დღიური, როდის რომელმა საქონელმა იმაკა, როდის უნდა მოიგოს და ა.შ. ასევე გადააკონტროლე რომ ხელმეორედ არ ახურდეს რადგან თუ გამოგრჩა მერე შეიძლება ბერწად დაგირჩეს. ასევე სხვა საქონლებს როდის უწევთ მოგება, როდის იმაკეს, როდის რა აცრა გაიკეთეს, რა წამალი მიეცი, და. ა.შ.( ზოგჯერ მაკეობიდან გარკვეული ხნის განმავლობაში, დახლოებით 21 დღე არ შეიძლება აცრა ჭიაზე და ა.შ., ამიტომ ვეტერინარს/ ვინც აცრის იმას მიეცი ინფორმაციები საქონლის შესახებ რომ გააკონტროლოს.).


წარმატებები. შემოვლენ სხვები და უფრო დაწვრილებით გიპასუხებენ.

Posted by: shuma89 10 Jun 2020, 23:38
მოკლედ, რჩევა მჭირდება.
მაქვს ასეთი სიტუაცია, ნაკვეთი მაქვს 3 ჰექტარი შემოღობილი, შენობით (ცხოველების სადგომი) კიდევ შემოუღობავი 4.5 ჰექტრიანი.
ძმაკაცი მთავაზობს საერთო საქმის დაწყებას ამ ტერიტორიაზე, შვილის ნათლიაა წლებია ვძმაკაცობთ, ისეთი საქმე არ მინდა რომ რაღაც განხეთქილებამდე მივიდეს საქმე, მეცხოველეობას, კერძოდ საქონლის მოშენებაზე გვაქვს საუბარი ყველის წარმოების მიზნით.
ის ცხოვრობს თბილისში, მე იმერეთში, ფაქტიურად საქმე მარტომ უნდა ვაკეთო, საცხოვრებლად ნამდვილად არ გადმოვა ნამდვილად ვიცი.
საერთო საქმის დაწყება, როგორიც არ უნდა იყოს მოგების გადანაწილება, მაინც იმ დონეზე მივა ჩემი აზრით, წლების განმავლობაშI მხოლოდ მე რო ვირბენ ყველა საქმეზე და ფიზიკურად ყველაფერი ჩემს კისერზე გადავა რათქმაუნდა მოგების წილის გზავნა უკვე ყელში ამოვა, საქმე წინ წავა გაფართოვდება და საქმეც მოიმატებს, შემოსავალიც, მაგრამ ხო გესმით ადამიანური ფაქტორია, მარტო მე რო ვიმუშავებ და მთელი ცხოვრება წილს ვუგზავნი კაცს, გინდა არ გინდა მაინც მოხდება უსიამოვნება.
ამ ფაქტს როგორ შეიძლება ავარიდო თავი, ისე რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღო მოლაპარაკებების შედეგად.
ისიც ისეთ სიტუაციაშია, დაშლილებში წილს ყიდის გადავიღალე სულ შრომითო და მაინც არაფერი მიჩანს გაკეთებულიო, ხოდა სადღაც მანდ გავეხვევი მეც ეგეთ სიტუაციაში, რა შეიძლება მოვძებნო გამოსავალი იქნებ მირჩიოთ.
როგორ შეიძლება მოხერხდეს და რა კომპრომისებზე შეიძLება წავიდეთ თითოეული მხარე ასეთ დისტანციაზე საქმის კეთების ამბავში.
200 კილომეტრია ჩემიდან თბილისამდე, ის იქაა მე იმერეთში, ჩემი სახლიდან 25 კილომეტრშია ნაკვეთი დედულში, მე უნდა ვირბინო ყველაფერზე, ეს ასე იქნება, აბა 200 კილ.ომეტრში ხო ვერ ჩამოვცა კაცი.

Posted by: Kitamin 11 Jun 2020, 00:05
shuma89
გაგიმარჯოს.

პირველ რიგში არ გირჩევ საერთო საქმის დაწყებას ვინმესთან ერთად. ჯერ ერთი რომ რისკია ყველა საქმე და ურთიერთობა დაგეძაბებათ. მე არ გირჩევ. თან თუ ნათესავია მითუმეტეს

მაგრამ თუ მაინც რაიმე გინდათ, იმან რომ ფული ატრიალოს და შენც რომ მოგება ნახო


ყველაზე კარგი გამოსავალია გასესხოს ფული და დაგაცადოს, ანუ იმან გააპროცენტოს, ხოლო შენ საქმე აკეთო, დაახლოებით წელიწადში 10-15%-ად რომ მოგცეს შენც გაწყობს და მასაც. + გადახდაზეც შეთანხმდებით ერთიანად(შემოდგომაზე, გაზაფხულზე, 2-3 ნაწილად და ა.შ) და არა ყოველთვიურად. შეიძლება უფრო მეტიც გადაუხადო და ა.შ. ეგ უკვე მოლაპარაკებაზეა, თანხის რაოდენობაზე, დროზე და ა.შ.

მაგრამ თუ ასეთი სახის მიცემა არ გინდათ, შეგიძლიათ შემდეგი სქემა ატრიალოთ, თუმცაღა პრინციპი იგივეა, უბრალოდ შეფუთულია რა :

შეიძლება ფული იმან ჩადოს და შემდგომ როცა ის ჩადებული თანხის 2-3X თანხას ამოიღებს შემდგომ შენ დაგრჩება ეგ საქონელი/საქმე. ანუ შეიძლება 1-2 წელი მისთვის იმუშავო, თუმცა შენი სტიმული ის იქნება რომ 2 წლის მერე საქონელი/საქმე შენ დაგრჩება, მოტივაციაც გექნება და მასაც ეცოდინება რომ 2 წელიწადში 2-3 X ინვესტიციას მიიღებს ან 1.5 X რავი ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

თუმცაღა აქ იმის დაზღვევა ისაა, რომ თუ ვერ ამოიღო ფული საქონელი/საქმე გაიყიდება და ის მაინც მიიღებს თავისას(ან ნაწილს მაინც) მაგრამ შენი რისკი მეტია, თუმცაღა ვფიქრობ მიუხედავად ამისა, ეს უკეთესი ვარიანტია როცა ფული არ გაქ და საქმის კეთება შეგიძლია.

წარმატებები.

Posted by: kaxaberski66 11 Jun 2020, 00:43
leonid4s
QUOTE
ჩემს მდგომაროებას აგიხსნით მოკლედ. 18 წლის ვარ, დამრჩა ფერმა, საქონელი და მიწა.

რთულ მდგომარეობაში ყოფილხარ მაგრამ არა გამოუვალში.
პირველი იმას გეტყვი ნათელი დადგომოდეს მამაშენს. ახალგაზრდა კაცი წასულა ამ ქვეყნიდან და ის ნათელში იყოს, შენ ჯანმაგრად და გონმაგრად.
ნურაფრის ნუ შეგეშინდება. ეხლა ამ ამბავს გაუმაგრდი და მომავალში ლომი იქნები.
საქმის მიმართ რაც დაგაინტერესებს, ყველაფერზე გიპასუხებ. მადლობა Kitaminს გამხნევებისთვის.
ერთი ეგ არის, უცებ ვერ გიპასუხებ, მაგრამ დაძინებამდე დროს გამოვნახავ და გიპასუხებ.
დავიწყოთ.

QUOTE

1. დღეში რამდენჯერ უნდა გამოკვებო საქონელი? აი დილას მაგალითად 8 ზე საძოვრად გადიან და 8 ზე საღამოს შემოდიან, დილას გასვლამდე უნდა აჭამო თუ მხოლოდ საღამოს?

საქონელს საჭმელი წესით სულ უნდა ჰქონდეს. რომ რაღაც რაოდენობის საჭმელს შეჭამს, მერე იწყებს მის გადამუშავებას. ამ დროს იცოხნის. შეიძლება იწვეს და შეიძლება დგომელამაც იცოხნოს.
გადამუშავების შემდეგ ისევ იწყებს ჭამას.
ძირითადად ღამის 11 საათის შემდეგ ისიც ისვენებს დილის 5 საათამდე. იძინებს კიდეც მაგ საათებში.
რომ გაიღვიძებს უკვე შია. თუ ცოტა ოდენი თივა ეყრება ბაგაში, თუნდაც ერთი ბღუჯა, ისიც დიდი საქმეა.
საქონელი ცოცხალი არსებაა, მას მოთხოვნილება აქვს საჭმელზე და როცა ჭამა მოუნდება და არ აქვს თუნდაც ერთი ლუკმა საჭმელი, ნერვიულობას იწყებს და რძის გამომუშავებას წყვეტს.
ანუ შენს კითხვასთან დაკავშირებით. თუ იმის საშუალება გაქვს რომ საღამოსიმდენი დაუყარო რომ დილით საძოვარზე გასვლამდე ერთი ბღუჯა ბალახი ან თივა შეჭამოს, ძალიან კარგი იქნება.
თან საძოვარზე გაბერვითაც არ გაიბერება.
QUOTE
2. რა უნდა ვაჭამო? ნარევიო თუ რაღაც ვერ გავიგე რა შევურიო და როგორ? დეტალურად რომ მითხრათ ეს ქერის წყალში გარევას და ასეთებს მოვკარი თვალი და ვერ გავიგე, ერთ სულზე როგორ და რანაირად.. მარილზეც წავიკითხე ქვამარილი რამდენ ძროხაზე რამდენი უნდა ვიყიდო?

ქვამარილზე Kitaminმა გიპასუხა. ქერი წყალში კი არ უნდა გაურიო, უნდა დაღერღო. არის დანადგარი რომელიც ქერს თითქმის ფქვავს. თუ არ იცი იკითხე შენს გარეშემო უფროს ხალხში და გეტყვიან სად და როგორ ხდება ქერის დაღერღვა.
თუ ისე ცოტას იწველიან როგორც შენ ამბობ, დაღერღილ ქერს არაფრის დამატება არ უნდა თუ 10 ლიტრს მაინც იწველიან, მაშინ ყოველ კილო გამზადებულ საჭმელში 950გრამი ქერი იყოს და 50გრამი მზესუმზირის კოპტონი ქერთან ერთად დაღერღვისას შეყოლებული. მერე ეს ქერ-კოპტონის არეული მასა წყალში არ გაურიო. უბრალოდ დაანესტიანე ისე რომ ერთი მეტრის სიმაღლიდან რომ ჩამოყარო, ნიავმა მტვერივით არ წაიღოს.


QUOTE
3. ძროხის აპარატით ჩამოწველა რამეს აფუჭებს? მაგალითად ძროხას ან რა უნდა იცოდეს მწველავმა აპარატის გამოყენებისას? ან მოდელს თუ გააჩნია რომელ მოდელს მირჩევთ?
კიდევ რა ინფორმაციას შემომთავაზებთ რო გავითვალისწინო და გამოვიყენო?

არაფერს არ აფუჭებს. პირიქით კარგი არი. უბრალოდ ადამიანი იქ უნდა იყოს რომ, რძე თუ გაუთავდა, ტყუილად არ ქაჩოს ძუძუები. არ არის კარგი ძროხისთვის. მოდელი რომელი კარგია და რომელი არა არც მე ვიცი. ევროპულები რომ კარგი იქნება, მაგას თქმა არ უნდა.
QUOTE
ასევე ინვენტარი სად შევიძინო და რა დამჭირდება? რძის გადასაზიდი ბალონი მაგალითად ან ფილტრის მაგვარი თუ სჭირდება რამე ჭურჭელში ჩასხმისას რომ გაიწუროს?

ინვენტარი ნამდვილად იაფი არ ღირს. რა ღაც პერიოდი რაც გაქვს თუ იმით გაიტან თავს კარგი იქნება. თუ არა და მაიმარკეტზე მოძებნე და თითქმის ყველაფერს იშოვი.
თუ არა და დაწერე რა გჭირდება და გირჩევ რამეს.
QUOTE
კიდე რა მაინტერესებს..
ზამთარში იწველება ძროხა სათანადოდ რომ აჭამო? ;დ
ან ყველა ძროხა იწველება საერთოდ თუ ხბო უნდა ყავდეს?
* * *

ზამთარში თუ სათანადო საჭმელი აქვს ძროხას, იმდენივე უნდა მოიწველოს რამდენიც ზაფხულში.
სამწუხაროდ ამას ჩვენი მესაქონლეები ვერ ახერხებენ და ამის მიზეზი ძალიან დიდად კომპლექსურია. ამას აქვს არა ერთი მიზეზი, არამედ ათეულობით.
QUOTE
მე მოგაწვდი თუ გინდა. 1.5 ლარი ლიტრი, 10 კილომეტრზე 2 ლარი.
დღეში 45-60 ლიტრი შემიძლია. (აქ რომ დამეხმარებიან და რჩევებს მომცემენ როგორ გავზარდო წარმოება მერე მეტს შევძლებ)


--
სულგუნს ვაწარმოებდით და წაგებააა ძალიან დიდი ჩემ შემთხვევაში.. 8-9 ლარი ღირს ჩაბარება და რაც გაკეთებაში რძე იხარჯება პირდაპირ რძის გაყიდვა მირჩევნია.

აი ნახე რას ამბობ. სულგუნის წარმოება წაგებააო. იმიტომ რომ ბევრი რძე უნდა და ჩაბარება 8-9 ლარი ღირს.
ის ვინც შენგან 1.5 ლარად რძეს იყიდის და სულგუნს გააკეთებს, იმისთვის მოგება იქნება?
დაითვალე აბა იმას შენგან ნაყიდი რძისგან რამდენი დაუჯდება სულგუნის ამოყვანა და მერე როგორ ფასში უნდა გაყიდოს?
წარმატებას გისურვებ და შენი გულშემატკივარი ვარ მესაქონლეობის საქმეში.

Posted by: leonid4s 11 Jun 2020, 17:15
QUOTE (kaxaberski66 @ 11 Jun 2020, 00:43 )
leonid4s
QUOTE
ჩემს მდგომაროებას აგიხსნით მოკლედ. 18 წლის ვარ, დამრჩა ფერმა, საქონელი და მიწა.

რთულ მდგომარეობაში ყოფილხარ მაგრამ არა გამოუვალში.
პირველი იმას გეტყვი ნათელი დადგომოდეს მამაშენს. ახალგაზრდა კაცი წასულა ამ ქვეყნიდან და ის ნათელში იყოს, შენ ჯანმაგრად და გონმაგრად.
ნურაფრის ნუ შეგეშინდება. ეხლა ამ ამბავს გაუმაგრდი და მომავალში ლომი იქნები.
საქმის მიმართ რაც დაგაინტერესებს, ყველაფერზე გიპასუხებ. მადლობა Kitaminს გამხნევებისთვის.
ერთი ეგ არის, უცებ ვერ გიპასუხებ, მაგრამ დაძინებამდე დროს გამოვნახავ და გიპასუხებ.
დავიწყოთ.

QUOTE

1. დღეში რამდენჯერ უნდა გამოკვებო საქონელი? აი დილას მაგალითად 8 ზე საძოვრად გადიან და 8 ზე საღამოს შემოდიან, დილას გასვლამდე უნდა აჭამო თუ მხოლოდ საღამოს?

საქონელს საჭმელი წესით სულ უნდა ჰქონდეს. რომ რაღაც რაოდენობის საჭმელს შეჭამს, მერე იწყებს მის გადამუშავებას. ამ დროს იცოხნის. შეიძლება იწვეს და შეიძლება დგომელამაც იცოხნოს.
გადამუშავების შემდეგ ისევ იწყებს ჭამას.
ძირითადად ღამის 11 საათის შემდეგ ისიც ისვენებს დილის 5 საათამდე. იძინებს კიდეც მაგ საათებში.
რომ გაიღვიძებს უკვე შია. თუ ცოტა ოდენი თივა ეყრება ბაგაში, თუნდაც ერთი ბღუჯა, ისიც დიდი საქმეა.
საქონელი ცოცხალი არსებაა, მას მოთხოვნილება აქვს საჭმელზე და როცა ჭამა მოუნდება და არ აქვს თუნდაც ერთი ლუკმა საჭმელი, ნერვიულობას იწყებს და რძის გამომუშავებას წყვეტს.
ანუ შენს კითხვასთან დაკავშირებით. თუ იმის საშუალება გაქვს რომ საღამოსიმდენი დაუყარო რომ დილით საძოვარზე გასვლამდე ერთი ბღუჯა ბალახი ან თივა შეჭამოს, ძალიან კარგი იქნება.
თან საძოვარზე გაბერვითაც არ გაიბერება.
QUOTE
2. რა უნდა ვაჭამო? ნარევიო თუ რაღაც ვერ გავიგე რა შევურიო და როგორ? დეტალურად რომ მითხრათ ეს ქერის წყალში გარევას და ასეთებს მოვკარი თვალი და ვერ გავიგე, ერთ სულზე როგორ და რანაირად.. მარილზეც წავიკითხე ქვამარილი რამდენ ძროხაზე რამდენი უნდა ვიყიდო?

ქვამარილზე Kitaminმა გიპასუხა. ქერი წყალში კი არ უნდა გაურიო, უნდა დაღერღო. არის დანადგარი რომელიც ქერს თითქმის ფქვავს. თუ არ იცი იკითხე შენს გარეშემო უფროს ხალხში და გეტყვიან სად და როგორ ხდება ქერის დაღერღვა.
თუ ისე ცოტას იწველიან როგორც შენ ამბობ, დაღერღილ ქერს არაფრის დამატება არ უნდა თუ 10 ლიტრს მაინც იწველიან, მაშინ ყოველ კილო გამზადებულ საჭმელში 950გრამი ქერი იყოს და 50გრამი მზესუმზირის კოპტონი ქერთან ერთად დაღერღვისას შეყოლებული. მერე ეს ქერ-კოპტონის არეული მასა წყალში არ გაურიო. უბრალოდ დაანესტიანე ისე რომ ერთი მეტრის სიმაღლიდან რომ ჩამოყარო, ნიავმა მტვერივით არ წაიღოს.


QUOTE
3. ძროხის აპარატით ჩამოწველა რამეს აფუჭებს? მაგალითად ძროხას ან რა უნდა იცოდეს მწველავმა აპარატის გამოყენებისას? ან მოდელს თუ გააჩნია რომელ მოდელს მირჩევთ?
კიდევ რა ინფორმაციას შემომთავაზებთ რო გავითვალისწინო და გამოვიყენო?

არაფერს არ აფუჭებს. პირიქით კარგი არი. უბრალოდ ადამიანი იქ უნდა იყოს რომ, რძე თუ გაუთავდა, ტყუილად არ ქაჩოს ძუძუები. არ არის კარგი ძროხისთვის. მოდელი რომელი კარგია და რომელი არა არც მე ვიცი. ევროპულები რომ კარგი იქნება, მაგას თქმა არ უნდა.
QUOTE
ასევე ინვენტარი სად შევიძინო და რა დამჭირდება? რძის გადასაზიდი ბალონი მაგალითად ან ფილტრის მაგვარი თუ სჭირდება რამე ჭურჭელში ჩასხმისას რომ გაიწუროს?

ინვენტარი ნამდვილად იაფი არ ღირს. რა ღაც პერიოდი რაც გაქვს თუ იმით გაიტან თავს კარგი იქნება. თუ არა და მაიმარკეტზე მოძებნე და თითქმის ყველაფერს იშოვი.
თუ არა და დაწერე რა გჭირდება და გირჩევ რამეს.
QUOTE
კიდე რა მაინტერესებს..
ზამთარში იწველება ძროხა სათანადოდ რომ აჭამო? ;დ
ან ყველა ძროხა იწველება საერთოდ თუ ხბო უნდა ყავდეს?
* * *

ზამთარში თუ სათანადო საჭმელი აქვს ძროხას, იმდენივე უნდა მოიწველოს რამდენიც ზაფხულში.
სამწუხაროდ ამას ჩვენი მესაქონლეები ვერ ახერხებენ და ამის მიზეზი ძალიან დიდად კომპლექსურია. ამას აქვს არა ერთი მიზეზი, არამედ ათეულობით.
QUOTE
მე მოგაწვდი თუ გინდა. 1.5 ლარი ლიტრი, 10 კილომეტრზე 2 ლარი.
დღეში 45-60 ლიტრი შემიძლია. (აქ რომ დამეხმარებიან და რჩევებს მომცემენ როგორ გავზარდო წარმოება მერე მეტს შევძლებ)


--
სულგუნს ვაწარმოებდით და წაგებააა ძალიან დიდი ჩემ შემთხვევაში.. 8-9 ლარი ღირს ჩაბარება და რაც გაკეთებაში რძე იხარჯება პირდაპირ რძის გაყიდვა მირჩევნია.

აი ნახე რას ამბობ. სულგუნის წარმოება წაგებააო. იმიტომ რომ ბევრი რძე უნდა და ჩაბარება 8-9 ლარი ღირს.
ის ვინც შენგან 1.5 ლარად რძეს იყიდის და სულგუნს გააკეთებს, იმისთვის მოგება იქნება?
დაითვალე აბა იმას შენგან ნაყიდი რძისგან რამდენი დაუჯდება სულგუნის ამოყვანა და მერე როგორ ფასში უნდა გაყიდოს?
წარმატებას გისურვებ და შენი გულშემატკივარი ვარ მესაქონლეობის საქმეში.

არა ათ ლიტრს არანაირად არ იწველიან.. ცოტას იწველიან რა 60 ლიტრამდე გამომდის დილა საღამოს ჯამში 20 მეწველი ძროხიდან..
ქერს და რაც საჭიროა მაგ ნაზავს გავაკეთებ რამდენიც უნდა იმდენს მივცემ, ქვამარილსაც ვიყიდი დავუდებ და ვნახოთ რა შედეგს მომცემს.

რძეს და ფასს რაც შეეხება, არ ვიცი ეგეც ნორმალურად, ვიფიქრე სხვა ტექნოლოგიებით და სხვა რამით აკეთებენ, აქ ოჯახში კეთდება და მაქსიმალურად ცხიმიანია რასაც საქონელი იძლევა მთლიანად მიდის სულგუნში..

ფასი ასე ვიცოდი რომ ღირდა, ახლა რა ფასია?

Posted by: kaxaberski66 12 Jun 2020, 01:15
leonid4s
პირველი მინდა გითხრა რომ, ჩემი შვილის ასაკის ხარ და ამხელა საქმეს შეჭიდებული. ყველანაირად ვეცდები რომ წაგადგეს ჩემი რჩევები.
QUOTE

არა ათ ლიტრს არანაირად არ იწველიან.. ცოტას იწველიან რა 60 ლიტრამდე გამომდის დილა საღამოს ჯამში 20 მეწველი ძროხიდან..

ეს მართლაც საკვირველია. რაც გითხარი გააკეთე. გადაუღე იმ საძოვარს სხვადასხვა ადგილზე სურათები და დადე აქ რომ დავინახოთ როგორ მინდორში ბალახობს შენი საქონელი.
QUOTE
ქერს და რაც საჭიროა მაგ ნაზავს გავაკეთებ რამდენიც უნდა იმდენს მივცემ, ქვამარილსაც ვიყიდი დავუდებ და ვნახოთ რა შედეგს მომცემს.

შედეგი უცებ არ მოდის. მაგასაც დრო სჭირდება.
ამ დროის ფაქტორს ავხსნი ასე უცნაურად.
მაგალითად, შენ დაიწყე შტანგაზე ვარჯიში და დღეს ასწიე 30კილოგრამის შტანგა.
ხვალიდან მოყოლებული მიზანმიმართულად ვარჯიშობ შედეგის გაუმჯობესებაზედ. ეს ერთ დღეში შეიზლება არ გამოგივიდეს, მაგრამ ერთი კვირის ვარჯიშის შემდეგ უეჭველი ასწევ იმაზე მეტს რაც უკვე ასწიე.
თუ გინდა სცადე და დარწმუნდები ამ ჭეშმარიტებაში.
ამის შემდეგ რეგულარული ვარჯიშისას სულ უმატებ და უმატებ სიმძიმეს.
ასევეა ძროხაც. დღეს 200 გრამით მეტს მოიწველის. რომელიც შენ შეიძლება ვერც კი შეატყო თუ არ არწყე ნაწველი.
ხვალ კიდევ მოიმატებს ცოტას კვების გამო და ასე შემდეგ საქონელი ეჩვევა რომ, მეტი რძე უნდა გამოიმუშაოს.
QUOTE

რძეს და ფასს რაც შეეხება, არ ვიცი ეგეც ნორმალურად, ვიფიქრე სხვა ტექნოლოგიებით და სხვა რამით აკეთებენ,

კი სხვა რამეებითაც აკეთებენ მაგრამ, ჩვენ ხომ რძეზე ვსაუბრობთ?

QUOTE

ფასი ასე ვიცოდი რომ ღირდა, ახლა რა ფასია?

შენ საქართველოს სად და რომელ კუთხეში ცხოვრობ?
რძის ფასი ყველგან შეიძლება სხვადასხვა იყოს მაგრამ, განსხვავება მაქსიმუმ 10 თეთრში იყოს.
დღეს რძის ფასი 1 ლარზე მეტი არსად არ იქნება.

Posted by: Kitamin 12 Jun 2020, 01:45
kaxaberski66
არა 1.5 ლარად იყიდება ყველაზე მინიმუმ. ეგ შენ რასაც ამბობ არის ჩაბარება რაიმე მინი საწარმოში ან ვაჭრებთან/მაღაზიებში, რომლებიც შემდგომ უკვე ყიდიან თვითონ.

როცა ასე აბარებ ყოველთვის წაგებაზე იქნები, ზოგჯერ შეიძლება 70-80თ გამოგივიდეს რძე ან ნაკლებიც კი, ამიტომ თავად უნდა დაიწყო ხალხის მოძებნა და რძის გაყიდვა ან მაღაზიის მოძებნა და შედარებით მაღალ ფასად ჩაბარება.

როგორც მივხვდი თავადაც მასე აკეთებს და ყველაზე კარგი ვარიანტი ეგაა. რადგან ზოგადად რასაც ფერმერი/გლეხი იღებს თავისი შრომით, ვაჭრები მხოლოდ გაყიდვით იღებენ მინიმუმ 50-100-% მოგებას ყოველ ლიტრზე/პროდუქტზე. არ აქვს მნიშვნელობა, ზოგჯერ ეს რძეა, ხორცი ან რაიმე სხვა პროდუქტი. ბალი, ვაშლი, ყველაფერი რა.

ახლა 1 ლარად რძის გაყიდვა ვერანაირად ვერ მოხერხდება, რადგან წარმოება ძვირი ჯდება, თან ლარიც აღარ ფასობს, 1 ლარად ვერაფერს ვერ იყიდი. ამიტომ არავის უღირს რომ ლარად გაყიდოს, წაგებაში იქნება. ამიტომ მინიმუმი ახლა 1.50 ია. ნუ თუ რა თქმა უნდა ტონობით რძეზე არაა საუბარი, რომელიც თუ მალე არ გაყიდე/გამოიყენე უბრალოდ გაგიფუჭდება.


Posted by: leonid4s 12 Jun 2020, 09:45
kaxaberski66
QUOTE
რაც გითხარი გააკეთე. გადაუღე იმ საძოვარს სხვადასხვა ადგილზე სურათები და დადე აქ რომ დავინახოთ როგორ მინდორში ბალახობს შენი საქონელი.


ეს მიწის ფოტოები და მიწიდან ფერმაც ჩანს სად არის.. სადღაც 100-200 მეტრი მაქსიმუმ.
http://imgur.com/gallery/lBkiqnX - http://imgur.com/gallery/lBkiqnX

QUOTE

პირველი მინდა გითხრა რომ, ჩემი შვილის ასაკის ხარ და ამხელა საქმეს შეჭიდებული. ყველანაირად ვეცდები რომ წაგადგეს ჩემი რჩევები.


ძალაინ დიდი მადლობა

QUOTE
შენ საქართველოს სად და რომელ კუთხეში ცხოვრობ?
რძის ფასი ყველგან შეიძლება სხვადასხვა იყოს მაგრამ, განსხვავება მაქსიმუმ 10 თეთრში იყოს.
დღეს რძის ფასი 1 ლარზე მეტი არსად არ იქნება.


მე გარდაბნის რაიონში ვცხოვრობ, ქვემო ქართლში. მე ლარიც მაწყობს რძის ლიტრის ფასი ამ შემთხვევაში smile.gif

Posted by: kaxaberski66 13 Jun 2020, 00:26
leonid4s
QUOTE
ეს მიწის ფოტოები და მიწიდან ფერმაც ჩანს სად არის.. სადღაც 100-200 მეტრი მაქსიმუმ.

პირველზე და მესამე ფოტოზე კარგად ჩანს რომ თავთავიანი ბალახია. საკმაოდ ხშირიც მაგრამ მე მგონია რომ ეგ არის ტაგვის ყანას რომ ეძახიან, ის ბალახი.
თავიდან კარგი შეფოთლილია და მერე რომ დაპურდება, ასე თავთავი ამოსდის, რომელიც ნასკში და ფეხსაცმელსიც კი ერჭმევა.
ეგ ბალახი ეხლა უკვე შეყვითლებული იქნება ალბათ.
სწორს ვამბობ თუ არა დაწერე და ბალახზე მერე გავაგრძელოთ საუბარი.
ძროხებსაც გადაუღე სურათები მოწველამდე და დადე ის სურათებიც.
Kitamin
QUOTE
არა 1.5 ლარად იყიდება ყველაზე მინიმუმ. ეგ შენ რასაც ამბობ არის ჩაბარება რაიმე მინი საწარმოში

კი საწარმოში ჩაბარებას ვამბობ.

Posted by: leonid4s 13 Jun 2020, 08:41
QUOTE (kaxaberski66 @ 13 Jun 2020, 00:26 )
leonid4s
QUOTE
ეს მიწის ფოტოები და მიწიდან ფერმაც ჩანს სად არის.. სადღაც 100-200 მეტრი მაქსიმუმ.

პირველზე და მესამე ფოტოზე კარგად ჩანს რომ თავთავიანი ბალახია. საკმაოდ ხშირიც მაგრამ მე მგონია რომ ეგ არის ტაგვის ყანას რომ ეძახიან, ის ბალახი.
თავიდან კარგი შეფოთლილია და მერე რომ დაპურდება, ასე თავთავი ამოსდის, რომელიც ნასკში და ფეხსაცმელსიც კი ერჭმევა.
ეგ ბალახი ეხლა უკვე შეყვითლებული იქნება ალბათ.
სწორს ვამბობ თუ არა დაწერე და ბალახზე მერე გავაგრძელოთ საუბარი.
ძროხებსაც გადაუღე სურათები მოწველამდე და დადე ის სურათებიც.
Kitamin
QUOTE
არა 1.5 ლარად იყიდება ყველაზე მინიმუმ. ეგ შენ რასაც ამბობ არის ჩაბარება რაიმე მინი საწარმოში

კი საწარმოში ჩაბარებას ვამბობ.

შეყვითლებული არაა მწვანეა, კი ეგრე ერჭობა ეგ ბალახი. დღეს ან ხვალ გადავუღებ.
სად ჩავაბარო ვერ მეტყვი? რამე საწარმო რო დავეკონტაქტო ან ნებისმიერი ვინმე

Posted by: daniretaxe 13 Jun 2020, 09:53
რამე საშუალება არის რომ ბუღა დავაწყნაროთ? ძალიან აგრესიულია ადამიანების მიმართ

Posted by: kaxaberski66 13 Jun 2020, 11:42
aniretaxe
დაკალით სანამ ვინმე არ შეუწირია.
რაც არ უნდა ფასეული იყოს დაკალით და სხვა იყიდეთ.

Posted by: Robizon_Kruzo 13 Jun 2020, 17:10
ცოტა უცნაური კითხვა მაქვს.. ადგილობრივი ჯიშის ძრეხებისთვის მერძეული მიმართულების განვითარებისთვის ყველაზე გამართლებული არისო ჯერსი. ხოდა ნუ ფიზიკური მონაცემებით დიდად არ განსხვავდება ადგილობრივისგან.. რა უპირატესობები აქვს ხელოვნურ განაყოფიერებას ასეთი ბუღის ყოლისგან? ნუ გასაგებია რომ კვება უნდა და რაღაც პერიოდის შემდგომ ცვლა მოუწევს და ხარჯები იზრდება. მაგრამ იგივე პრინციპით შეიძლება დონორი იყოს smile.gif

Posted by: levanius7 16 Jun 2020, 00:34
Robizon_Kruzo
QUOTE
ოტა უცნაური კითხვა მაქვს.. ადგილობრივი ჯიშის ძრეხებისთვის მერძეული მიმართულების განვითარებისთვის ყველაზე გამართლებული არისო ჯერსი. ხოდა ნუ ფიზიკური მონაცემებით დიდად არ განსხვავდება ადგილობრივისგან.. რა უპირატესობები აქვს ხელოვნურ განაყოფიერებას ასეთი ბუღის ყოლისგან? ნუ გასაგებია რომ კვება უნდა და რაღაც პერიოდის შემდგომ ცვლა მოუწევს და ხარჯები იზრდება. მაგრამ იგივე პრინციპით შეიძლება დონორი იყოს

მერძული მიმართულების საქონელი ნიშნავს, რომ რასაც აჭმევ რძედ გადააქცევს და არა ჩასუქდება გოჭივით. ესაა მერძული საქონლის გენეტიკის უპირატესობა.
ჯერსის უპირატესობა ასევე მაღალი ცხიმიანობაა.

Posted by: merabc 16 Jun 2020, 00:54
leonid4s
QUOTE
1. დღეში რამდენჯერ უნდა გამოკვებო საქონელი? აი დილას მაგალითად 8 ზე საძოვრად გადიან და 8 ზე საღამოს შემოდიან, დილას გასვლამდე უნდა აჭამო თუ მხოლოდ საღამოს?

როდესაც ბაგაში არიან სულ უნდა ეყაროს საჭმელი.
QUOTE
2. რა უნდა ვაჭამო? ნარევიო თუ რაღაც ვერ გავიგე რა შევურიო და როგორ?

საკვებნარევი ნიშნავს რაციონს რომელშიც ყველა კომპონენტები რაც გაქვს, სილოსი, თივა (დაჭრილი), კონცენტრატები (მარცვლეული, შროტები, მინერალები) არეულია ერთმანეთში, მაგრამ ამას ვერ იზამ თუ მიქსერი არ გაქვს, ამიტომ ცალკე მოგიცევს მიცემა. აი თივა ან სილოსი, უხეში საკვები, სულ უნდა ეყაროს. რაც შეეხება კონცენტრატებს, რავი მიეცი როცა გინდა.
თივა დააქუცმაცე სპეციალური დამჭრელით 5-6 სანტიმეტზე, უკეთაც შეჭამს და კარგათაც მოინელებს. არ ღირს ეგ ძაან ძვირი და ღირს მაგაში ფულის მიცემა.
QUOTE
ძროხის აპარატით ჩამოწველა რამეს აფუჭებს? მაგალითად ძროხას ან რა უნდა იცოდეს მწველავმა აპარატის გამოყენებისას?

პატარა აპარატები, უხეშებია დიდ საწველ დარბაზებთან შედარებით. სიფრთილე უნდა, მშრალზე რომ არ იწველოს, მასტიტს დამართებს. დარბაზში ავტომატურად ძვრება წველის დასრულებისას. კიდევ აშრობს ცურისთითებს, ნახეთქები უჩნდება და ღორის ქონს უსვამენ ხოლმე უმარილოს. კიდევ არის სხვა საშუალებებიც.
QUOTE
ასევე ინვენტარი სად შევიძინო და რა დამჭირდება?

კავკასიის გენეტიკაშია ბევრი რაღაცეები. ნახე გოგლში ტელეფონი
მომწერე პირადში შენი ნომერი, სახელი გვარი. ტრეინინგებს ვატარებთ ხოლმე და დაგპატიჯებთ
Kitamin
QUOTE
როცა იძახით რომ ყოველ 1 კგ-ში 10 გრამი სუფრის მარილი, ეს ყოველთვის აუცილებელია, მიუხედავად იმისა ქვამარილი როცა უდევს? ამ დროს წყალს უფრო მეტს დალევს ხო თავისთავად?

მარილი საჭიროა მინერალია ძროხისთვის. მარილს საკვებში ხშირად იმიტომ ამატებენ ქვამარილის მაგივრად, რომ ლოკვაზე ნაკლები დრო დახარჯოს და წამას მეტი დრო მოანდომოს. ისე ბევრი მარილი ძროხას არ ავნებს, უფრო მეტ წყალს დალევს და გამოირეცხავს ზედმეტ მარილს, ოღონდ წყალი არ უნდა იყოს ბუნებრივად მარილიანი.
QUOTE
და კიდევ, როცა არაყს ხდიან ქერისგან და რჩება ე.წ. "ნაქაჯი", მასში საკვები ერთეული რა რაოდენობით რჩება ყოველ 1 კგ-ზე? მარტო მოზარდებსა და ბუღებს მივცეთ, თუ მეწველ საქონელზეც შეიძლება?

კაი რაღაცაა ეგ, მაგრამ ბევრია შიგ წყალი. რა მოზარდი და ბუღა, თუ გაქვს საშუალება მიეცი, მარა მეწველებისთვის იყენებენ პირველ რიგში

Posted by: Robizon_Kruzo 16 Jun 2020, 01:10
რა უპირატესობები აქვს ხელოვნურ განაყოფიერებას ჯერსის ბუღის ყოლისგან?
ანუ ღირს ჯერსის ბურღის ყოლა?
რომელი უფრო გამართლებულია?

Posted by: kaxaberski66 16 Jun 2020, 01:32
Robizon_Kruzo
QUOTE
რა უპირატესობები აქვს ხელოვნურ განაყოფიერებას ჯერსის ბუღის ყოლისგან?
ანუ ღირს ჯერსის ბურღის ყოლა?
რომელი უფრო გამართლებულია?

ჩვენს პირობებში თუ გეყოლება ბუღა, სჯობია. რადგანაც ბუღისგან განაყოფიერება უფრო რეალურია ვიდრე ხელოვნური განაყოფიერება.

Posted by: giogiokakheli 17 Jun 2020, 05:17
kaxaberski66
150 ლიტრი მაქვს დღეში მინიმუმ , საგარეჯოში , ადგილზე 1.5 ლარი და 50კმ -ს მაშტაბით 2 ლარად წავუღებ თუ ყოველდღიურად აიღებს და ანგარიშსწორებაც ყოველდღიური იქნება

Posted by: kaxaberski66 17 Jun 2020, 13:08
giogiokakheli
მე პირადად არ მჭირდება მაგრამ, ამჟამად რას უშვრები, როგორ ყიდი?

Posted by: merabc 18 Jun 2020, 01:07
Robizon_Kruzo
QUOTE
რა უპირატესობები აქვს ხელოვნურ განაყოფიერებას ჯერსის ბუღის ყოლისგან?
ანუ ღირს ჯერსის ბურღის ყოლა?

ჯერსი იმდენს ვერ იწველება როგორც სხვა მაღალპროდუქტიული ჯიშები, მაგრამ გამძლეა და საკვების კონვერსიის მაჩვენებელი აქვს მაღალი, ანუ1 კგ საკვებიდან (მშრალი ნივთიერებაზ გადათვლით) ყველაზე მეტ რძეს იძლევა. თან ყველაზე მეტი ცხიმიანობით

Posted by: kaxaberski66 18 Jun 2020, 19:25
giogiokakheli
მე პირადად არ მჭირდება მაგრამ, ამჟამად რას უშვრები, როგორ ყიდი?

Posted by: shuma89 18 Jun 2020, 21:42
სალამი ყველას, თივის პრესების ზომები ხო არ იცით? 40x50x100 სანტიმეტრი? თუ მეშლება რამე?

Posted by: kaxaberski66 18 Jun 2020, 23:00
shuma89
[quote]სალამი ყველას, თივის პრესების ზომები ხო არ იცით? 40x50x100 სანტიმეტრი? თუ მეშლება რამე?
სიგანე 40 სიმაღლე 30 სიგრძე მერყეობს 80 დან მეტრამდე. გააჩნია ვინ პრესავს და რისთვის. გასაყიდად თუ თავისთვის.

Posted by: shuma89 18 Jun 2020, 23:30
kaxaberski66
გასაყიდად მინდა 4.5 ჰექტარზე გავუშვა იონჯა, სარწყავის საშუალებაც მაქვს, მაინტერესებს რა სახით ირწყვება იონჯა ზოგადად, მოტბორვით თუ ფრქვევანები უნდა და ისე უნდა მოირწყას ზემოდან დაწვიმებით?

Posted by: giogiokakheli 19 Jun 2020, 01:59
kaxaberski66
350 ლიტრა მაქვს ყოველდღიურად ,200 ლიტრაზე მიდიან და თვითონ მიაქვთ რძე 1.50ად , ეს 150 ლიტრა რძიდან ვაკეთებთ ყველს და მაწონს ,ყველს 8 ლარად ვაბარებ და მაწონს ადგილობრივ მაღაზიაში ვაბარებ, შრატს ვიტოვებ და ღერღილში ვურევ ღორებისთვის

Posted by: daniretaxe 19 Jun 2020, 19:56
user posted image ვვარაუდობ რომ ბოჩოლას გველმა უკბინა. როგორ უნდა მოვიქცე?

Posted by: kaxaberski66 19 Jun 2020, 23:59
aniretaxe
QUOTE
ვვარაუდობ რომ ბოჩოლას გველმა უკბინა. როგორ უნდა მოვიქცე?

არა მგონია. გველის ნაკბენი ჩანგალ ჩარჭმულივით კვალს დატოვებდა. აბა კარგად გაუსინჯე.
giogiokakheli[
ისეთ ფასში მიაქვთ შენი რძე რომ გასაკვირია ჩემმა მზემ.
რას ამზადებენ შენი რძისგან ხომ არ იცი?[b]shuma89

QUOTE

გასაყიდად მინდა 4.5 ჰექტარზე გავუშვა იონჯა, სარწყავის საშუალებაც მაქვს, მაინტერესებს რა სახით ირწყვება იონჯა ზოგადად, მოტბორვით თუ ფრქვევანები უნდა და ისე უნდა მოირწყას ზემოდან დაწვიმებით?

ყველა სახით ირწყვება იონჯა. მინდორში წყლის ჩაყენებას იტანს და დაწვიმებაზე ფული რატომ უნდა დახარჯო თუ სარწყავი არხის წყალს მიუყენებ?

Posted by: giogiokakheli 20 Jun 2020, 01:56
kaxaberski66
ძვირია თუ რას გულისხმობ?
რძეს ყიდიან ჩვეულებრივ

Posted by: kaxaberski66 20 Jun 2020, 12:26
giogiokakheli
QUOTE
ძვირია თუ რას გულისხმობ?

ღვინის არ იყოს ძვირი კი არა იაფიც არის მაგრამ, ცხოვრებისეულ რეალობაში მაგ ფასად ნაყიდი რძე რომ გადაამუსაო და რომელიმე რძის პროდუქტი დაამზადო, ისეთი თვითღირებულება გამოგივა რომ ვეღარ გაჰყიდი.
მაგალითად 1,5 ლარად რომ რძე იყიდო და დაამზადო ყველი, დაგიჯდება 12 ლარი საწარმოო ხარჯების გარეშე.

Posted by: giogiokakheli 25 Jun 2020, 02:27
რძე ნებისმიერ შემთხვევაში რომ გადაამუშაო და მაწონი ან თუმდაც ყველი გააკეთო უფრო წამგებიანია ვიდრე მხოლოდ რძე გაყიდო, როცა ყოველდღიურად ამ რაოდენობის რძე და ყველი გაქვს ვერ დადგები ყოველდღიურად და ვერ გაყიდი 10-12 ლარებში

Posted by: marituna 26 Jun 2020, 01:20
გამარჯობა.

ხბოს ხომ არ ყიდით? 3-5 ცალი მინდა.

Posted by: leonid4s 29 Jun 2020, 07:43
QUOTE (giogiokakheli @ 19 Jun 2020, 01:59 )
kaxaberski66
350 ლიტრა მაქვს ყოველდღიურად ,200 ლიტრაზე მიდიან და თვითონ მიაქვთ რძე 1.50ად , ეს 150 ლიტრა რძიდან ვაკეთებთ ყველს და მაწონს ,ყველს 8 ლარად ვაბარებ და მაწონს ადგილობრივ მაღაზიაში ვაბარებ, შრატს ვიტოვებ და ღერღილში ვურევ ღორებისთვის

სად და ვის მიაქვს ამ ფასად? მეც რომ მივცე ყოველ დღიურად ერთი 50 ლიტრი მაინც არ გამოვა?

Posted by: Kaxab 14 Jul 2020, 20:06
ძროხის მასტიტი ყოფილა რთული დაავადება. შეიძლება ვერც აღმოაჩინო ადვილად და ვერც უმკურნალო ბოლომდე.
საზღვარგარეთ, როგორც ვიცი ტესტები იყიდება. და თვითონვე შეუძლია შეამოწმოს ადამიანმა.
თუ იცით,
ჩვენთან რა მდგომარეობაა ამ კუთხით
და როგორ მკურნალობენ მასტიტს? რა პროცედურებია?

Posted by: merabc 16 Jul 2020, 09:03
Kaxab
მასტიტების ბევრი ფორმა არსებობს, ბევრი ამღვძრელია, ბაქტერიები ანუ. ზოგი მარტივად რჩება, უბრალოდ ხშირ-ხშირი ჩამოწველით, ზოგს ანტიბიოტიკებით მკურნალობა სჭირდება. მწვავე ფორმებ შესაძლებელია ვეღარც მორჩეს.
არებობს ფარული და კლინიკური მასტიტები. კლინიკურს შეამჩნევ რძეში თეთრი ფიფქხების, კოშტების არსებობით. ფარულს კალიფორნია ტესტი სჭირდება. აქაც იყიდება.
საერთოდ სჯობს ბევრად პრევენცია, ვიდრე მკურნალობა. ცურის დამუშავება ხსნარით, ჰიგიენა და ა.შ.

Posted by: Kaxab 16 Jul 2020, 12:47
merabc
მადლობა, ანტიბიოტიკი მირჩიეს კი. პენსტრეპ-400, 3ჯერ ან 5 ჯერ გაუკეთეო. მაგრამ რამდენ ხანში და რა დოზა. არ ვიცი და უნდა მოვნახო ინტერნეტში მაგ წამლის ინსტრუქცია.
ცური უმაგრდება ხოლმე და მერე, მეორე დღეს შედედებული რძესავით მოყვება კოლტები და ცური შესიებულივით აქვს, მერე გაუვლის თავისით და გარკვეული დროის შემდეგ ისევ. ერთხელ სისხლის წვეთებიც შენიშნეს.

გადასხმა კიდევ კარგი ნატრისო, მაგრამ მაგას ვეტექიმის მიყვანა უნდა.
ანუ გამოდის რომ კლინიკური მასტიტი აქვს?

ალბათ უშველის ეს პენსტრეპი

Posted by: merabc 17 Jul 2020, 16:25
Kaxab
წესით უნდა აკეთებდე ლაბორატორიულ ანალიზს (არსებობს ადგილზე გასაკეთებელი ანალიზის საშუალებებიც), არკვევდე რომელი აღმძვრელისგანაა გამოწვეული მასტიტი და იმის მიხედვით უნდა იქცეოდე, რადგან ზოგიერთ მასტიტს საერთოდ არ სჭირდება ანტიბიოტიკი, ზოგიერთს კი სხვადასხვა ანტიბიოტიკი არჩენს.

Posted by: Kaxab 17 Jul 2020, 18:53
merabc
მადლობა,
რავი, რას მოვახერხებ. ან სად იყიდება ადგილზე ანალიზის ტესტები?
ან რა წამალი უნდა?
ერთ სტატიას ვკითხულობდი, ძალიან ბევრი ბაქტერია აქვსო ძროხასო ცურში, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი. რთული თემაა როგორც ვატყობ.
ახლა უკვე მოვიტანე პენსტრეპ-400 და მაზი Fისტოსეპტი და დღეს ხვალ დავუწყებთ.
მაგრამ ახლა ისედაც გაუარა, მაგრამ ქრონიკულიაო და იქნებ ეს ქრონიკული მოვურჩინოთ.
* * *
და კუნთში გაკეთება როგორ უნდა? კისერზე უნდა დავარჭოთ ნემსი ბოლომდე ტუ ბარძაყზე?

Posted by: NorthWest 19 Jul 2020, 21:23
მეგობრებო, მაინტერესებს ჯერსის საქონლის ყიდვა სად შეიძლება და როგორ გავიგო ჯერსი არის თუ ჩვეულებრივი? და რა ღირს დაახლოებით?

Posted by: kaxaberski66 20 Jul 2020, 10:14
NorthWest
ჯერსის საქართველოში ვერ იყიდი.
ჯიშების ცნობა უნდა იცოდე. ღირებულებაზეც ვერაფერს გეტყვი, რადგან არ არის.

Posted by: NorthWest 21 Jul 2020, 23:03
რა ჯიშის ყიდვაა რენტაბელური/შესაძლებელი ამ მომენტისთვის საქართველოში? და რა ღირს დაახლოებით კარგი მეწველი ძროხა?
მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: leonid4s 22 Jul 2020, 16:04
ისევ მოგესალმებით, რას ფიქრობთ ჰოლშტეინის ჯიშზე და საქართველოში ღირს თუ არა მათი მოშენება?
რაღაც სტატიებს წავაწყდი, ვიდეოებსაც. ყავთ საქართველოში, მაგრამ აქ რაც წავიკითხე რომ ქართულ ჯიშს შეგიძლია მოაწველინო 20 ლიტრიო ესენი 10 ლიტრს იწველებიან.. და რაღაც ვერ გავერკვიე http://georgiandairy.org/ka/post/tanamedrove-permis-mplobeli-giorgi-kalatozishvili-sakhelmtsiposgan-dakhmarebas-itkhovs
სხვა რას იტყვით ამ ჯიშზე?

Posted by: kaxaberski66 23 Jul 2020, 13:56
NorthWest
კიდევ ერთხელ ვიტყვი.
იმ პირობებისთვის, როგორი პირობებიც აქვთ ჩვენს მეცხოველეებს, მაღალი გენეტიკური პოტენციალის მქონე საქონლის ყიდვა არის გადაყრილი ფული.
ჯერ უნდა ისწავლოთ კარგად მათი მოვლის დაკვების წესი და მხოლოდ შემდგომ იყიდოთ შესაბამისი საქონელი.

Posted by: laveraki 19 Aug 2020, 23:49
გამარჯობათ . დამწყები ვარ. მაინტერესებს საქონლის კვების თავისებურებები.
კერძოდ უხეში საკვების სახეობები და ყუათიანობა. კონცეტრატები ასე თუ ისე ვიცი.
მაგ. საქონლის მეხორცეულად ბაგაზე კვების დროს ზამთარში კონცეტრატების გარდა რომელი უხეში საკვების მიწოდება შეიძლება? შეიძლება სილოსი და კონცეტრატები მხოლოდ?

Posted by: kaxaberski66 24 Aug 2020, 10:29
laveraki
თუ დროს გამონახავ, ნახე ჩემი ნაწერები შარშანდელი და იმის წინდელი.
ორ თემაში მაქვს დაწერილი. მესაქონლეობის ფერმასი და საოჯახო მეურნეობა სოფელში დასახლებაში.
QUOTE
კერძოდ უხეში საკვების სახეობები და ყუათიანობა. კონცეტრატები ასე თუ ისე ვიცი.


Posted by: INKOINKO 8 May 2021, 10:59
როცა ვხედავთ რომ საქონელს ტკიპები აზის, როგორ უნდა მოვაშოროთ სწორად და უსაფრთხოდ ? ინტერნეტით ქართულად ვეძება მაგრამ ვერაფერი მოვიძიე ამის შესახებ. ადამიანს როგორ მოვაშოროთ ასე თუ ისე წერია რაღაცეები, მაგრამ საქონელს როგორ მოვაშოროთ ეფექტურად, სწორად და უსაფრთხოდ ? დამეხმარეთ რა სასწრაფოდ.

Posted by: levani169 8 May 2021, 11:21
INKOINKO
უნდა შეწამლოთ ბიტოქსის და კრეოლინის წყალხსნარით ............ სასწრაფოდ.

Posted by: oneman 23 May 2021, 21:25
საქონლის ტილის წამალი, რომელია კარგი?

Posted by: merabc 3 Jun 2021, 14:44
ამ დღეებში ჩატარდება ტრეინინგები კახეთში, ქვემო ქართლში და შიდა ქართლში თემაზე როგორ ავაშენოთ თანმედროვე ფერმა. ტრეინინგები თანმედროვე ფერმებში ჩატარდება. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველები შემეხმიანეთ.

1. 21.06.2021 - კახეთი, დედოფლიწყარო, (ცენტრიდან 3 კმ დაშორებით)

2. 29.06.2021 -თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ფშაველი

3. 2.07.2021 - კახეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბე

4. 9.07.2021 - ქვემო ქართლი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. კუმისი

5. 14.07.2021 - შიდა ქართლი, ქარელი


Posted by: mixR 3 Jul 2021, 04:01
გამარჯობა, ჰოლშტეინის ჯიშის საქონლის შეძენა სად შემიძლია საქართველოში? ან შემოყვანა რამდენად არის შესაძლებელი და რა გზებით? საუბარი მაქვს დაახლოებით 20-30 ძროხაზე პირველი ეტაპისთვის.

Posted by: kaxaberski66 4 Jul 2021, 13:29
mixR
შენი წერილის წინ წერილის დამწერ მერაბ ც ს დაუკავშირდი და დაგაკვალიანებს.

Posted by: ghelekva 8 Sep 2021, 11:33
გამარჯობათ რა ღირს ცოცხალი წონა ეხლა საქონლის??

Posted by: shuma89 14 Sep 2021, 20:59
იყიდება ყანა
ჩალა პლიუს ბალახი. ფუჩეჩი ზედვე იქნება დატოვებული, ტაროს ვარჩევ ზედვე და ვტოვებ ფუჩეჩს.
ყანაშ არ არის მყრალი ამბროზია, არც კალამი არც ბირკა და მსგავსი სარეველები, არის წმინდა ბალახი.
მისამართი ზესტაფონის რაიონი სოფელი აჯამეთი, ბეტონის გზა მიდის ნაკვეთამდე. ნაკვეთის ფართობი ჯამში 2.5 ჰექტარი ნათესი 1.8 ჰექტარია.
მთლიანი ფასი 2500 ლარი. ნებისმიერი ფორმით აპრესეთ თავად და წაიღეთ.
ან 20 კილოიანი პრესის სახით ფასი 4 ლარი
საშუალოდ გამოვა 650 პრესი
სრულად წაღების შემთხვევაში ფასზე შეიძლება დალაპარაკება.
ასევე შესაძლებლია ნაწილი წაიღოთ, ნაწილის აპრესვის ფულს აქეთ გადაგიხდით.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: oneman 17 Oct 2021, 14:03
ხიხინები (ცუდი სუნთქვა) რომ აქვს საქონელს, მახსოვს რომ რაღაც ერთი ნევსი უნდა, მაგრამ რა ნევსია არ ვიცი sad.gif ხომ ვერ გამახსენებთ?

Posted by: kaxaberski66 19 Oct 2021, 22:31
oneman
ბიცილინ 5 გაურჭე კუბაჩაში. ბიცილინი ვადიანი იყოს.

Posted by: oneman 19 Oct 2021, 23:27
kaxaberski66
QUOTE
ბიცილინ 5 გაურჭე კუბაჩაში. ბიცილინი ვადიანი იყოს. გაურჭე კუბაჩაში. ბიცილინი ვადიანი იყოს.

მადლობელი, მაგრამ კარგად ვერ გავიგე რა მითხარი. smile.gif
QUOTE
ბიცილინ 5

ალბათ წამალს ჰქვია, ასე. ბიცილინი კი გამიგია მაგრამ, 5 პირველად.

და ეს წამალი ვადიანი უნდა იყოს,_ეს გავიგე.

კუბაჩა რაღაა? smile.gif კუნთი?
კისერში გამიკეთებია და ბარძაყში, კუბაჩა რაა?

Posted by: levani169 20 Oct 2021, 01:13
oneman
კუდუსუნი
QUOTE

ალბათ წამალს ჰქვია, ასე. ბიცილინი კი გამიგია მაგრამ, 5 პირველად.

კი ბატონო,5 დღე სჭირდება შეთვისებას,არის 3-იც.

Posted by: oneman 20 Oct 2021, 10:07
levani169
გასაგებია. მადლობა

Posted by: kaxaberski66 20 Oct 2021, 15:31
oneman
ლევანიმ სწორი მოგწერა.

Posted by: ghelekva 29 Oct 2021, 23:16
რა ღირს საქონლის სუფთა წონა? კარგი ბუღა მყავს და გავყიდოოო

Posted by: moonlight 15 Nov 2021, 18:20
Ერთი კითხვა საძოვრების თაობაზე. Ადგილი ,მიწა,სადაც ათწლეულებია საძოვრად გამოიყენება ივარგებს თუ არა რაიმე ხეხილის მოსაყვანად?

Posted by: TUZI_MAQCIA 26 Nov 2021, 22:25
გამარჯობა 40-60 კ ლარში ივარგებს ფერმა???

Posted by: kaxaberski66 28 Nov 2021, 14:50
moonlight
QUOTE
Ერთი კითხვა საძოვრების თაობაზე. Ადგილი ,მიწა,სადაც ათწლეულებია საძოვრად გამოიყენება ივარგებს თუ არა რაიმე ხეხილის მოსაყვანად?

ზოგადად თუ ნიადაგი კარგია, ივარგებს.
TUZI_MAQCIA
QUOTE
გამარჯობა 40-60 კ ლარში ივარგებს ფერმა???

ივარგებს.

Posted by: ჯიმი ლევი 26 Dec 2021, 07:26
ახალი თემა გახსენით და პირველ პოსტში ამ პოსტის ლინკიც ჩასვით.
ამას მერე დავხურავ.

Posted by: niko0099 11 Jan 2022, 00:00
გამარჯობათ. ესტონური წითელი ძროხა რამდენად გამომდგარია იმერეთის პირობებში? რძე-ყველი ოჯახისთვის? 2000 ლარად უშობელი როგორი ფასია?

Posted by: kaxaberski66 13 Jan 2022, 19:59
niko0099
ლატვიური წაბლა იყო საქართველოში და ვეტერინარების ყურადღების ქვეშ შეეგუა ქართულ პირობებს.
ესტონურიც ალბათ შეეგუება. სწორად აკლიმატიზაციის გატარებაა საჭირო.
QUOTE
2000 ლარად უშობელი როგორი ფასია?

ხარისხიანი საქონლისთვის ძალიან კარგი ფასია.

Posted by: levani169 14 Jan 2022, 01:37
ჯიმი ლევი
QUOTE
ახალი თემა გახსენით და პირველ პოსტში ამ პოსტის ლინკიც ჩასვით.

ჩიჟი-ბიჟი საქონლის ახალი ხორცით არ გნებავთ?(სატურნას თანამეინახეობით)

Posted by: dachunia2007 21 Jun 2022, 23:43
მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის ზომები როგორია?

Posted by: Kaxab 10 Dec 2022, 09:38
როცა მაკე იყო ჩემი ძროხა და არ იწველებოდა, ძუძუ დაუჩირქდა და კანის ნაფლეთები მოყვებოდა კიდე. მერე მოვარჩინე მგონი.
ახლა წვლა უწევს და იმ ძუძუში არ გამოდის რძე. ძუძუს მაღლა, გასივებულივით აქვს ჯიქანი. რამე წამალი უნდა?

Posted by: levani169 10 Dec 2022, 15:03
QUOTE
ძუძუს მაღლა, გასივებულივით აქვს ჯიქანი. რამე წამალი უნდა?

გამოცდილი ვეტერინარი სასწრაფოდ

Posted by: Kaxab 10 Dec 2022, 21:46
levani169
მადლობა...........................................

Posted by: kaxaberski66 19 Jan 2023, 00:02
Kaxab
QUOTE
როცა მაკე იყო ჩემი ძროხა და არ იწველებოდა, ძუძუ დაუჩირქდა და კანის ნაფლეთები მოყვებოდა კიდე. მერე მოვარჩინე მგონი.
ახლა წვლა უწევს და იმ ძუძუში არ გამოდის რძე. ძუძუს მაღლა, გასივებულივით აქვს ჯიქანი. რამე წამალი უნდა?

ეგ ძროხა იმ ძუძუდან ვეღარასოდეს მოიწველის. მასტიტი შარშან ჰქონია და მაშინაც ძნელად რომ რამე გეშველათ და ეხლა მითუმეტეს.

Posted by: shuma89 23 Feb 2023, 00:58
მერძევეობის ხელშოწყობის პროგრამაში მზის ელექტროსადგურისთვის გრანტი თუ ვინმემ მოიგეთ შემეხმიანეთ, შეკითხვები მაქვს, მადლობა წინასწარ.

Posted by: Qetevan199811 17 Jan 2024, 23:24
user posted imageuser posted image

გლდანში ქერჩის ქუჩაზე გაიხსნა ძალიან მაგარი მაღაზია ხორცის, ვინც მოხვდებით აქეთ ესტურმეთ დამიჯერეთ არდარჩებით უკმაყოფილო! ხორცის სახლის ლოკაციას ჩავაგდებ ლინკად!

https://maps.app.goo.gl/nHZCcA5tEd8T4mSu5

Posted by: shuma89 22 Jan 2024, 20:51
იმერეთში ხო არავის დააინტერესებს საერთო საქმიანობა მესაქონლეობის ფერმის ამბავი? ნაკვეთი მაქვს ზესტაფონის რაიონში 7 ჰექტრამდე სოფელ აჯამეთში, შენობაც მაქვს ოღონდ არც ისე დიდი, 3 ჰექტარი შემოღობილია, დენი გაზი საცხოვრებელი პირობები პლიუს სადგომი 50 კვადრატი.


საქმეში ჩადებული ფულის შესაბამისი ოდენობის ნაკვეთი თაიდანვე გადაფორმდება მოწილეზე და მომავალშიც დარჩება თქვენს საკუთრებაში რათქმაუნდა, თუ ისევ საერთო საქმის გაგრძელებას არ მოვინდომებთ ცალკეც შეძლებთ გაგრძელებას.

საძოვრები დიდია, დაახლოებით 150 ჰექტრიანი ორი საძოვარია.

Posted by: GEORGEXIII 7 Feb 2024, 17:54
ბრაზილიური ძროხები რომ არის 100ლიტრიანები, ეგენი რატომ არ ჩამოგვყავს?

Posted by: GEORGEXIII 16 Feb 2024, 23:01
https://www.facebook.com/share/v/R3p5jrmo17N5XAZV/?mibextid=w8EBqM

ა ძმაო ძროხა თუ გყავს ამაზე ნაკლები არ უნდა გყავდეს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)