forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კაპიტალიზმი
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 715
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2019, 17:17  #55325278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ფული თუ არ გაქვს უნდა მოკვდე - ასეთია კაპიტალიზმის ბუნება.

გააჩნია საიდან უყურებ.

ის ყველაფერი რაც კომფორტისთვის ან თუნდაც არ-სიკვდილისთვის გვჭირდება, ჰაერიდან არ მოდის.

ხორბალი თავისით არ ითესება, იმკება, ირჩევა, იფქვება და ცხვება ქვის ღუმელში. წყალი თავისით არ იტუმბება, იფილტრება და იქლორება. დ.ა.შ.

კაპიტალიზმის ბუნება უფრო იმაშია, რომ მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ საშოდან გამოგჭინთა, სხვა ვალდებული არ არის შეგინახოს.

ხოდა ჩემი აზრით აქვს მნიშვნელობა როგორ აღიქვამ სისტემას. "ფული როცა არ გაქვს უნდა მოკვდე" სისტემაში ცხოვრება *ლეობაა ნამდვილად, მაგრამ აი "არავის ჩემი არაფერი მართებს და თუ რამე მჭირდება უნდა მოვიპოვო" სისტემას შედარებით არაუშავს.
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 02:44  #55327460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოჩანა

სერიოზული გადაწყვეტილებაა წინგადადგმული ნაბიჯია თავისუფლებისკენ wink.gif
მე ეხლა კი ისევ მონა ვარ cry.gif მაგრამ მახსენდება როცა ოდესმე თავისუფალი ხელოსანი ვიყავი და სიამაყით ვივსები ხოლმე ...მაინც ფულზე გავიყიდე არ მშიოდა არ მწყუროდა არ მციოდა არ მცხელოდა და ვიყავი ბეძნიერათ ჩემი თავის და ხან ერტი და ხან ორი დამხმარის უმფროსი biggrin.gif yes.gif

თუმცა როგორც ამბობენ ჩვენს ქუცაზეც ჩამოივლის მელიტოპოლის მატარებელიოოოო bis.gif


--------------------
არ ვარ ბატონო მონადირე ჯარჯი


[არსებული მოცემულობიდან]

ჯიმი ჯიმირანო მერე ტომი ტომირანო
დოჩანა
რიგითი მოქალაქე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2016
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 13:54  #55328745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
ხელოსანი ალბათ არ ვიქნები, ბეჭდური და ონლაინ მედიის რეპორტიორის კურსი ავირჩიე.
არ ვიცი როდის უნდა ჩავაბარო გამოცდა ერთი უნდა დავრეკო.
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 6 Oct 2019, 01:26  #55334553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოჩანა
QUOTE
ხელოსანი ალბათ არ ვიქნები, ბეჭდური და ონლაინ მედიის რეპორტიორის კურსი ავირჩიე.
არ ვიცი როდის უნდა ჩავაბარო გამოცდა ერთი უნდა დავრეკო.


ეგ სიახლეა არც ვიცოდი ყველაზე ოფისური რასაც ასწავლიდნენ -ოფისმენეჯერის პროფესია იყო და სააფთიაქო საქმე ფარმაციის მიმარტულებით.
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19247
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 8 Oct 2019, 03:01  #55342691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
QUOTE
მაინც ფულზე გავიყიდე არ მშიოდა არ მწყუროდა არ მციოდა არ მცხელოდა და ვიყავი ბეძნიერათ 

ისე ყველას იმდენი ეძლევა რამდენიც სჭირდება თავისი სულიერი განვითარებისთვის, ხოდა ნათქვამია დაკმაყოფილდი იმ მცირედით რაც გეძლევაო…
როცა ნამეტანს ითხოვ მაშინ ბედნიერებიდან იკლებ იმ ნაწილს, რამდენადაც ზედმეტი გაქვს იმდენად ნაკლებად ბედნიერი ხარ, აი მიზეზი…


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 8 Oct 2019, 04:39  #55342747      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist


QUOTE
ისე ყველას იმდენი ეძლევა რამდენიც სჭირდება თავისი სულიერი განვითარებისთვის, ხოდა ნათქვამია დაკმაყოფილდი იმ მცირედით რაც გეძლევაო…


რეალში უკეთესად ხდება ვიდრე შენ აღწერე...მოინდომებ და არ დაგეკარგება მეტად მოინდომებ და უფრო მეტი არ დაგეკარგება.
სამსახური განსაზღვრული ვალდებულებებია ტავისი ნორმირებული 8 საატიანი სამუშაო დროით და ა.შ როცა შენტვის მუშაობ მთავარია ვადებში ჩაეტიო და დღეში 8 საათი იმუშავე თუ 12 ეგ კლიენტს ნაკლებად ადარდებს...მგონი სხვადასხვა პლანეტების ორბიტებიდან ვუყურებთ დედამიწას wink.gif
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19247
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 01:28  #55346383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
QUOTE
რეალში უკეთესად ხდება ვიდრე შენ აღწერე...მოინდომებ და არ დაგეკარგება მეტად მოინდომებ და უფრო მეტი არ დაგეკარგება.

რა თქმა უნდა თუ მოინდომებ და სულიერად მაინც განივითარებ თავს მიუხედავად ფულის გადამეტებით ქონისა, მაგას რა სჯობია, მაგრამ ძალიან აფერხებს და უფრო მეტი მონდომებაა საჭირო..
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 17:46  #55348797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
სულიერი განვითარება არ არსებობს ცარიელი სიტყვებია როგორც ფილოსოფიური ისე მართლმადიდებლური თვალსაზრისით.განვითარება მორალური და შემცნებითი კი. სულიერი განვითარება ისეთივე მოგონილი "ტერმინია" როგორც "სულით ავადმყოფი" ... უაზრო გამოთქმაა "სულით ავადმყოფიც" მაგრამ გარკვეული მნიშვნელობით გამოიყენება და არავინ არ აქცევს ყურადღებას თვითონ ამ ორი სიტყვის ერთმანეთთან აფსურდულ კავშირში ყოფნას.
biggrin.gif
"სულერი განვითარება"-ც აფსოლიტურად შეუთავსებელი სიტყვებია ერთიან კონტექსტში თუმცა მაინც არსებობს პრაქტიკულ სლააპარაკო ლექსიკონებში.
ცნობიერების განვითარებაზე სხვა აზრის ვარ თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.


და მაინც სიმდაბლე მგონია ნებისმიერი კონტექსტით სულიერი განვითარებისკენ მოწოდება მაშინ როცა ეს მოწოდება გარკვეულწილად საკუთარი უპირატესობის გამოხატვისთვის სჭირდება ინდივიდს. შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?
wink.gif

This post has been edited by ჯარჯი on 9 Oct 2019, 17:56
s-n-r
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1414
წევრი No.: 140028
რეგისტრ.: 6-December 11

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 21:11  #55349558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
როგორ ეგუებით ამ ველურ კაპიტალისტურ წყობას?
ფული თუ არ გაქვს უნდა მოკვდე - ასეთია კაპიტალიზმის ბუნება.

როგორ უმკლავდებით იმ სტრესს , რომელსაც ყოველდღიურად ლუკმა პურის ფულის და სარჩო საბადებლის მოპოვებისთვის ბრძოლაში ღებულობთ?


ვფიქრობ მთავარი საკითხი ის არის, რომ ხშირად ადამიანს თავად ვერ გაურკვევია რისი კეთება სურს ყველაზე მეტად, რა არის მისი დანიშნულება ამ ქვეყანაზე.
აი მატერიალური მხარე საერთოდ გვერდზე რომ გადავდოთ ან ჩავთვალოთ შეუზღუდავი თანხებია ხელმისაწვდომი - რას მოიმოქმედებდი, რას შესწირავდი თავს?
მე პირადად არ მაქვს საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე.

ამის შემდეგ ალბათ რისკისადმი მეტისმეტი მგრძნობელობა მოდის. მშობელმა ის გირჩია, სამეგობრომ სხვა რჩევა მოგცა, ლექტორმა თავისი აზრი მოგახვია და ა.შ.
აი თუნდაც ამ ფორუმზე ან სხვა სოც. ქსელებში რამდენჯერ მიფიქრია, რომ ამა თუ იმ ადამიანთან ერთად სიამოვნებით დავიწყებდი ერთობლივ ბიზნესს.
მაგრამ ვერა, მეშინია, ვერ ვბედავ, ნდობა არ მაქვს, კომპლექსიანი ვარ და ა.შ.
არადა ბევრი წარმატებული ბიზნესი ვიცი, რომლებიც ჩემი სუბიექტური აზრით საერთოდ არ იმსახურებენ უბრალო არსებობასაც კი.
მაგრამ გაბედეს, მოასწრეს და გაუმართლაც კიდეც (ცხადია ყველას არა).
რავი, ვფიქრობ ფულის გამომუშავების კუთხით კი არა, რაც მართლა გაინტერესებს, იმ თვალსაზრისით უნდა მიუდგე კაპიტალიზმს, მატერიალური კეთილდღეობა ასე ვთქვათ, თანმდევი ეფექტია.
თორემ ვინმე სრულიად ახალგაზრდამ რაღაც ახალი ტექნოლოგიის გამოგონებით შეიძლება უცებ მილიარდები იშოვოს, მასეთებს არც უნდა შეადარო თავი.
ხოლო თუ არც მთლად დალხინებული ცხოვრება გაქვს, ზომიერების ფარგლებში, ჯობია რისკებმა არ შეგაშინოს, არ იზარმაცო და სცადო, რადგან ახლანდელზე ბევრად უარესი ვერც მოხდება.
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19247
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 21:43  #55349715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
QUOTE
გამოთქმაა "სულით ავადმყოფიც" მაგრამ გარკვეული მნიშვნელობით გამოიყენება და არავინ არ აქცევს ყურადღებას თვითონ ამ ორი სიტყვის ერთმანეთთან აფსურდულ კავშირში ყოფნას.

მაგაში გეთანხმები სული ავად არ ხდება, მაგრამ სული შესაძლოა შეფერხდეს და ამან გამოიწვიოს ფიზიკური ავადმყოფობა…
ხოლო რაც შეეხება სულიერ განვითარებას, ადამიანის უნარები ვითარდება ამ დროს და ეს უნარები განაპირობებს სულის სიდიდეს ანუ სულის განვითარება ხდება… აი მიზეზი და სხვაობა ამ ორ საკითხს
შორის, შენ შეგიძლია ცნობიერების განვითარებაზე ილაპარაკო, მაგრამ საბოლოო ჯამში სული ვითარდება, ეს სული დაატარებს იმ უნარებს… მაგალითად დაბადებიდანვე ზოგ ადამიანს აქვს ნიჭი ზოგს
კი არა, თანაც ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპებიც კი განსხვავდებიან ამ ამბავში, ასე რომ აქ გენეტიკასთან არ გვაქვს საქმე არამედ სულთან რომელიც სხეულში მოდის და აღემატება სხვა სულს…
QUOTE
და მაინც სიმდაბლე მგონია ნებისმიერი კონტექსტით სულიერი განვითარებისკენ მოწოდება მაშინ როცა ეს მოწოდება
გარკვეულწილად საკუთარი უპირატესობის გამოხატვისთვის სჭირდება ინდივიდს. შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? 

არაა, მასე სულის განვითარება არის საბოლოო მიზანი როგორც ზემოთ ავრნიშნე, შენ შეიძლება კომპლექსი გქონდეს ასეთი გამონათვამის მიმართ
და უპირატესობის წარმოჩენად მიგაჩნდეს, მაგრამ ეს ინდივიდუალურია, ვის როგორ ესმის და ვინ როგორ განიცდის …
* * *
QUOTE
სულიერი განვითარება არ არსებობს ცარიელი სიტყვებია როგორც ფილოსოფიური ისე მართლმადიდებლური თვალსაზრისით.

ფილოსოფიური თუ მართლმადიდებლური თვალსაზრისით შესაძლოა რომ ცარიელი სიტყვები იყოს, მაგრამ სულთმეტყველების თვალსაზრისით
არაა ცარიელი სიტყვები…
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 21:47  #55349739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
QUOTE
არაა, მასე სულის განვითარება არის საბოლოო მიზანი როგორც ზემოთ ავრნიშნე, შენ შეიძლება კომპლექსი გქონდეს ასეთი გამონათვამის მიმართ
და უპირატესობის წარმოჩენად მიგაჩნდეს, მაგრამ ეს ინდივიდუალურია, ვის როგორ ესმის და ვინ როგორ განიცდის …


სრულიად ზოგადად გკითხე. შეგეძლო ძალიან მარტივად დამთანხმებოდი ან უარგეყო.
თუმცა სულიერებაზე აქცენტის გაკეთება კაპიტალიზმის თემაში ძალიან პროლეტარულ პოზიციაში გაყენებს და ვფიქრობ რომ ამ პირობებში ეგ პოზიცია წამგებიანია მთლიანობაში.
biggrin.gif

შახმატს თამაშობ? smile.gif
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19247
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 21:50  #55349751      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
QUOTE
შახმატს თამაშობ?

დიახ ჭადრაკს ხშირად ვთამაშობ თითქმის ყოველ დღე,

ინტერნეტში ვეთამაშები ხოლმე უცნობებს…

* * *
QUOTE
სრულიად ზოგადად გკითხე. შეგეძლო ძალიან მარტივად დამთანხმებოდი ან უარგეყო.

შენ დასაბუთებით და მაგალითითაც დასვი შეკითხვა, ხოდა მეც შესაბამისად გიპასუხე, დასაბუთებული პასუხი არ სჯობია ? ისე უარყოფას…

* * *
QUOTE
ვფიქრობ რომ ამ პირობებში ეგ პოზიცია წამგებიანია მთლიანობაში.

შენ ის დაგავიწყდა რომ პოლიტიკის განყოფილებაში არ ვიმყოფებით, არამედ ფსიქოლოგიაში… მე წაგება მოგებაზე არ ვაგებ ჩემს პოზიციას..
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2267
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 9 Oct 2019, 22:02  #55349788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist

არ ვიცი მოძღვარი მგონიხარ ან პედაგოგი გამოვიცანი? smile.gif
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19247
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 11 Oct 2019, 00:43  #55354077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
QUOTE
არ ვიცი მოძღვარი მგონიხარ ან პედაგოგი გამოვიცანი?

არა მხატვარი ვარ… smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0217 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]