Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ზურგის ტკივილი


Posted by: BeKuS 11 Aug 2005, 14:36
არაფერი არ დამკარებია რომ მტკენოდა
გუშინ ამტკივდა საღამოს 10 ზე და ეხლაც საშინლად მტკივა
ხერხემალის მიდამოებში
კაცო თავის ტკივილი გამიგია , ყურის, კბილის, ფეხის, ხელის, მუცლის, თვალის, ყველაფრის ტკივილი გამიგია ზურგი რა ჯანდაბაა...
პენსიონერივით დავდივარ 21 წლის ბიჭი smile.gif

შეიძლება გამიცივდა თუ რა ჯანდაბა ეტაკა ნეტა?

Posted by: daitio 11 Aug 2005, 14:44
რადიკულიტია!!!! ........................

Posted by: shotaflex 11 Aug 2005, 22:16
daitio
რა დროს რადიკულიტია 21 წლის ასაკში. შენ რა ქართველი ექიმივით ბაზრობ? biggrin.gif

Posted by: daitio 11 Aug 2005, 22:35
რადიკულიტმა ასაკი არ იცის..smile.gif)
ნევროპათოლოგს ეჩვენე..

Posted by: Int3lig3nt 11 Aug 2005, 22:47
BeKuS
shotaflex
დაუჯერეთ ამ კაცს yes.gif
მე დავუჯერე და ფრიად კმაყოფილი ვარ smile.gif.

Posted by: BeKuS 12 Aug 2005, 10:27
ეგ ხომ უკურნებელი სენია? ზუგის ამპუტაცია უნდა გამიკეთონ ხო? smile.gif

დღეს კიდე მტკივაააა მაგრამ იმდენად აღარ

daitio
QUOTE
ნევროპათოლოგს ეჩვენე..

პათოლოგების მეშინიაsmile.gif, დღესაც თუ არ გამიარა მერე ვეჩვენები

Int3lig3nt
შენც ეგრე დაგემართა?

Posted by: Archer 12 Aug 2005, 11:03
BeKuS
სად გტკივა, რადიკულიტმა წელის არეში იცის

Posted by: BeKuS 12 Aug 2005, 12:00
Archer
აი ხერხელმალის ჩაყოლებაზე, ბეჭიდან დაწყებული 20 სანტიმეტი ქვემოთ

Posted by: BeKuS 12 Aug 2005, 12:05
აი ამ ადგილას, ისე ეხლა დავუკვირდი რომ მანდ არის ზუსტად რაღაც კუნთი და ალბათ ეგ კუნთია რომ ახურებს
მე კი დამტანჯა რა წესიერად ვერც დავდივარ ვერც ვზივარ

Posted by: daitio 12 Aug 2005, 12:25
თუ არ გაგსინჯე ვერაფერს გეტყვი.. კუნთი არ იქნება.. ხერხემლის პრობლემას უფრო ჰგავს..
PM

Posted by: BeKuS 12 Aug 2005, 14:09
daitio
აი სად დამენძრააა
ხვალ თუ კიდევ არ გამიარა მერე მომიწევს.... sad.gif
ხო მარა არაფერი არ შემხებია ზურგზე და თან უცებ ამტკივდა
შენ ექიმი ხარ?

Posted by: SPC 13 Aug 2005, 00:19
ოსტეოქონდროზი? ???? 303030303030303030

Posted by: daitio 13 Aug 2005, 00:21
BeKuS
კი.. თუ კიდევ შეგაწუხა, დამიPM-ე და მოდი..

Posted by: BeKuS 13 Aug 2005, 20:56
daitio
თითქმის გადამიარა ოდნავ მტკივა უკვე

მადლობა დახმარებისატვის smile.gif

Posted by: მ.დ.უ 13 Aug 2005, 21:08
BeKuS
კომპიუტერთან ხომ არ გიწევს დიდი ხნით ჯდომა?

Posted by: BeKuS 15 Aug 2005, 10:57
mxolod_debilebs_ukvardebat
არა, ხანდახან მიწევს ხოლმე .... კომპიუტერიდან ადგომაsmile.gif
სულ მაგასთან ვზივარ, რატომ მეკითხები? spy.gif
ისე გადამიარა უკვე ოდნავ ვგრძნობ რაღაცას

Posted by: Lotosi 17 Aug 2005, 02:09
daitio

გასაგებია, რომ რადიკულიტი, იშეაზი და ნერვის ანთების მსგავსი საშინელებები გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით და მაინც . . . რა არის ამის ძირითადი მიზეზი?

ისიც გასაგებია, რომ ეს ინდივიდულურია, მაგრამ მაინტერესებს ტრამვის გარდა სხვა მიზეზები smile.gif

Posted by: BeKuS 17 Aug 2005, 17:40
Lotosi
მემგონი ჩემს შემთხვევაში ალბათ სკვაზნიაკში ვიჯექი + ვინტილატორი +კონდიციონერი და კუნთი გამიცივდა შეიძლებაsmile.gif

Posted by: Lotosi 18 Aug 2005, 23:51
BeKuS
QUOTE
ალბათ სკვაზნიაკში ვიჯექი + ვინტილატორი +კონდიციონერი და კუნთი გამიცივდა შეიძლება


"სკვაზნიაკი",ანუ ორპირი და კონდიციონერი არაფერ შუაშია. ეგ მხოლოდ სხეულში უკვე არსებული პრობლემების პროვოცირებას იწვევს. უხერხული მოძრაობა, გაციება, სიმძიმის აწევა და წონის მომატებაც კი შეიძლება იყოს იმის საბაბი, რომ წელი გაგიკავდეს ან კუნთი გაგიცივდეს, როგორც შენ ამბობ, მაგარამ სინამდვილეში მიზეზი სულ სხვაა. ეს ძირითადად ძვლის ქსოვილის სტუქტუტაზეა დამოკიდებული.

Posted by: lobja 19 Aug 2005, 00:45
მდაა.. მეც ეგრე ამტკივდა ეხლაც მტკივა თითქოს მჩხვლეტსო და ვითომ რადიკულიტია? ჰმმ ... მამა მეუბნება არ არიო აბა თქვენ რას მეტყვით სხვა რამე არ შეიძლება იყოს ! ან არასწორი ჯდომის გამო ან რამე ?

პ.ს მამა ექიმია ლოლ

Posted by: Lotosi 19 Aug 2005, 00:59
lobja
QUOTE
პ.ს მამა ექიმია ლოლ


lol.gif

მამაჩემი ექიმი არ არის, ფიზიოლოგია, მაგრამ ისიც ანალოგიურად მეუბნებოდა არაფერი არ არისო. smile.gif
მოკლედ, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები უყურადღებოდ არ დატოვო და ნევროპათოლოგთან მიდი.
ისე, რა ადგილას გაწუხებს, მუდამ თუ დრო და დრო?

Posted by: nikusha_23 20 Aug 2005, 01:02
2-ჯერ მტკიოდა ზურგი ერთხელ გამიცივდა მეორეთ გულის პერანგში სითხე ჩამიდგა ოპერაციის მერე
ეჭვი მაქვს გაგიცივდა..... კუნთი

Posted by: Trulala 17 Feb 2006, 21:37
კარგა ხანია, არაერთი წელია უკვე ზამთარში მცირე დატვირთვებზეც საშინლად მტკივდება მხრებსა და კისერს შორის მალები. რისი ბრალია არ ვიცი, ვინმე კარგ ექიმს ხომ არ მირჩევდით ამ სფეროში, ვის მივმართო, დამისვას დიაგნოზი და მირჩიოს მასაჟები მჭირდება, სპეციალური ვარჯიშები თუ რა.

Posted by: ტანკე 17 Feb 2006, 21:41
QUOTE
მხრებსა და კისერს შორის მალები

??
QUOTE
ვინმე კარგ ექიმს ხომ არ მირჩევდით ამ სფეროში, ვის მივმართო, დამისვას დიაგნოზი და მირჩიოს მასაჟები მჭირდება, სპეციალური ვარჯიშები თუ რა.

გააჩნია რისი ბრალია.სპორტული მედიცინის კათედრაზე ასულიყავი აბა რესპუბლიკურში,იქ გეტყვიან მათთან უნდა იმკურნალო თუ არა.

Posted by: Antigone 17 Feb 2006, 21:44
Trulala
უმოძრაობისა და მუდმივად კომპიუტერთან ჯდომის wink.gif
მართალია, სანდლერს ბევრი ლანძღავს, მაგრამ მე მიშველა smile.gif

Posted by: Trulala 17 Feb 2006, 23:29
Antigone
ეგ რაღაა?
__________________

Posted by: Antigone 17 Feb 2006, 23:35
Trulala
givi.gif givi.gif givi.gif
რაღაა კი არა, ვიღაა
ექიმია, ნევროპათოლოგი. ვაკის ”ლეჩკომბინატი”.
მე ნუ მენდობი, დაველოდოთ, სხვები რას გირჩევენ smile.gif

Posted by: tikusha 17 Feb 2006, 23:38
ეგ პრობლემა მეც მაწუხებს, თჲმცა ვიცი რისი ბრალიცაა, მუდმივად კომპიუტერთან ჯდომა და დაძაბულობა

Posted by: Trulala 18 Feb 2006, 09:52
ჰმმმ...
მაშინ ექიმთან ფულის ყრას მგონი ჯობია კარგ სავარძელზე დავაგროვო ფული, რომ კომპთან ჯდომისას ხელხემალი არ დაიღალოს.Antigone
ლეჩკომბინატის ექიმები სხვა ექიმებთან შედარებით 2ჯერ მეტს იღებენ.

Posted by: kuna 18 Feb 2006, 17:06
QUOTE
ლეჩკომბინატის ექიმები სხვა ექიმებთან შედარებით 2ჯერ მეტს იღებენ.

არ გეთანხმები!
რომელ ლეჩკომბინატზეა საუბარი?

Posted by: ტანკე 18 Feb 2006, 17:10
kuna
QUOTE
არ გეთანხმები! რომელ ლეჩკომბინატზეა საუბარი?

მემგონი ვაკის

Posted by: kuna 18 Feb 2006, 19:19
QUOTE
მემგონი ვაკის

მაშინ ფასებზე Trulalaს ვეთანხმები.


Posted by: Link 18 Feb 2006, 21:45
კარგი სავარძელი კი არა, საერთოდ კომპი უნდა გადააგდო

Posted by: Trulala 18 Feb 2006, 22:49
kuna
QUOTE
არ გეთანხმები!
რომელ ლეჩკომბინატზეა საუბარი?

ხო ვაკეზე ვამბობ.

Posted by: kuna 19 Feb 2006, 01:07
Trulala
ხოდა გეთანხმები,კატასტროფა ფასებია!

Posted by: SnowFlakes 19 Feb 2006, 05:28


ნაკლებად მიეძალე მარილიანს.

ერთი მუხლის ტკივილი ვიცი ხოლმე,ზატო პროგნოზს ვიგებ 2 დღით ადრე biggrin.gif

Posted by: StepRecords 20 Feb 2006, 19:31
აი წეღან დავპოსტე თემა ტაიჯი ჩჟუანიო და ეგეთებიო - მაგრა შველისო, და არ იცით რამე?

Posted by: N.G. 21 Feb 2006, 15:48
Trulala
ეგ იმისი ბრალია კომპიუტერთან რომ ზიხარ დიდ ხანს და თანაც მოშვებული, მგონი უმეტესობას აწუხებს მსგავსი პრობლემები დღეს smile.gif
მე გირჩევდი რეზო გერმანიშვილს ნევროპათოლოგია, არამიანცშია, ძირითადი მიმღები კორპუსი რომელიცაა იქ მესამე სართულზე. თუ გაქვს გადაღებული სურათი ხერხემალზე მიუტანე და გეტყვის, თან გაგსინჯავს, თუ გჭირდება ჰომეოპათი გაგაგზავნის თუ არა და რაც საჭიროა იმას გეტყვის. ზოგიერთი ექიმივით სამ ტონა წამალს არ დაგინიშნავს. ანალოგიური ტკივილები მქონდა მეც წელი და მარჯვენა ბეჭის ტკივილი. ცურვაა ყველაზე კარგი გამოსავალი თუ დრო გაქვს და იცი.

Posted by: naia 16 Jul 2006, 14:14
მოკლედ, შარშან ცუდად დავეცი და მგონი ხერხემალი დავიზიანე. ტკივილები დამრჩა და ექიმთან მივედი, იმან კიდევ რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები გამომიწერა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ტკივილებიც გამიქრა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ექიმმა მხოლოდ გამიყუჩა ტკივილები და ახლა პერიოდულად მახსენებს თავსsad.gif 2 კვირის წინ კი საერთოდ ლოგინად ჩამაგდო. ერთ დილით გავიღვიძე და საწოლიდან ვეღარ წამოვდექი. ყოველი მოძრაობა აუტანელ ტკივილს მანიჭებდა წელის მიდამოში. ფეხზე ადგომა და წამოჯდომა წარმოუდგენელ ოცნებად მეჩვენებოდა. რამდენიმე-დღიანი გაშეშებული წოლისა და ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღების შემდეგ წამოდგომა შევძელი. ტკივილმა ნელ-ნელა იკლო მაგრამ არ გამქრალა.

ორი დღის წინ კი იგივე გამეორდა. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. იქნებ რამე მირჩიოთ... თავი ინვალიდი მგონიაsad.gif ან იქნებ კარგი სპეციალისტი ან კლინიკა იცოდეთ სადმე...

Posted by: ბაჩუკი 16 Jul 2006, 14:24
კარგი ნევროლოგი ან ნეიროქირურგი,მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა.

Posted by: naia 16 Jul 2006, 15:45
bachuki84
QUOTE
რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა.

მაგას სად აკეთებენ?

Posted by: radiology 16 Jul 2006, 15:53
თოდუაშია ყველაზე კარგი...ფასები არ იკითხო...

Posted by: ბაჩუკი 16 Jul 2006, 16:10
თოდუაში 400 ლარამდე ჯდება,თუ არ ვცდები, სამაგიეროდ უახლესი აპარატურა აქვთ.
ალბათ ტატიშვილის ცენტრშიც კეთდება,მარა არა მგონია პასებში დიდი სხვაობა იყოს.
თუმცა ჯერ ჯობია კარგი ნევროლოგი ან ნეიროქირურგი იპოვო.

Posted by: radiology 16 Jul 2006, 16:13
QUOTE
ალბათ ტატიშვილის ცენტრშიც კეთდება

ტატიშვილში არ კეთდება,მე როგორც ვიცი....

Posted by: წრიპა 16 Jul 2006, 16:19
naia
ჯობია ჯერ ნევროპათოლოგთან მიხვიდე და იმან გადაწყვიტოს გჭირდება თუ არა რეზონანსული ტომოგრაფია.

შენ თუ არიცი შემიძლია გირჩიო ვინმე კარგი ნევროპათოლოგი

Posted by: roo 16 Jul 2006, 17:40
დიაგნოზს უფრო რო ან CT-თ გეტყვიან ან MRI-ით (დაახლოებით 250 ლარი ღირს MRI)

ყოველშემთხვევაში ნევროლოგსაც უნდა ეჩვენო და ორთოპედს
საუკეთესო ნევროლოგი/ნეიროქირურგი: გოგლიკა მაღალაშვილი (იმედია ამაზე არავინ არ შემედავება)

კარგი ორთოპედ-ვერტებროლოგი: ზაზა აზმაიფარაშვილი და (სახელი არ მახსოვს): ალბოროვი, ორივე ღუდუშაურში.

ეს რაც შეეხება ექიმებს, და რაც სუფთა სპორტულ-სამედიცინო ინტერესს ეხება:

როგორ დაეცი? როგორი ტკივილები გაქვს? მოძრაობაზე გტკივა? როდის უფრო გტკივა როცა ზიხარ თუ როცა ფეხზე დგახარ? როცა წევხარ გტკივა თუ საგრძნობლად კლებულობს?
ტკივილის გადაცემა ხო არ გაქვს სადმე (მაგალითად ზურგიდან ფეხში)? თუ კი სად? და ზუსტად როგორ?

ექიმთან რომ იყავი, ზუსტად რა დიაგნოზი დაგისვა? გაიკეთე თუ არა რაიმე გამოკლვევა? მაგალითად ზურგის რენტგენი? თუ კი რა პასუხი დაგიწერა რენტგენოლოგმა?

და ბოლოს რა წამლებს სხვავ ტკივილგამაყუჩებელს? ინიექციეებს იკეთებ თუ აბებს?

Posted by: ბაჩუკი 16 Jul 2006, 18:06
თუ რო-გრაფიას და იამეერ-ს გაიკეთებს კტ საჭირო აღარ იქნება.

Posted by: mika9 16 Jul 2006, 18:43
MRI რატომ სთავაზობთ ვერ ვხვდები....

Posted by: ბაჩუკი 16 Jul 2006, 18:45
მალთაშორისი დისკოების ვიზუალიზაციის შეუდარებელი მეთოდია
* * *
QUOTE
საუკეთესო ნევროლოგი/ნეიროქირურგი: გოგლიკა მაღალაშვილი (იმედია ამაზე არავინ არ შემედავება)

იასნია

Posted by: LUNATIKI 10 Apr 2010, 20:44
მოკლედ ბოლო 1-2 კვირა იქნება ზურგზე, მარჯვენა მხარეს სადღაც ფილტვთან ან ფილტვის ადგილას დღის განმავლობაში, ხანდახან მოძრაობაზე, ხანდახან სუნთქვაზე, ხანდახან უბრალოდ ესე წამომტკივდება წამიერად და მაშინვე გაივლის, ვგრძნობ რომ რაღაც წამტკივდება ხოლმე და ეგრევე წამიერად გადის ტკივილი, ა ეხლა ვწერ და ეხლაც ეგრეა ... სიგარეტს ვეწევი ბლომად და ფილტვების კიბო ხომ არ ავიკიდე ? cry.gif

ხო კიდე, ყოველდღე ვიძინებ დილის 5 დან 6 საათამდე. ამ დროზე ვწვები დასაძინებლად.

აი ამ ადგილას მტკივა

user posted image

Posted by: d_tsabo 10 Apr 2010, 20:50
QUOTE (LUNATIKI @ 10 Apr 2010, 20:44 )
მოკლედ ბოლო 1-2 კვირა იქნება ზურგზე, მარჯვენა მხარეს სადღაც ფილტვთან ან ფილტვის ადგილას დღის განმავლობაში, ხანდახან მოძრაობაზე, ხანდახან სუნთქვაზე, ხანდახან უბრალოდ ესე წამომტკივდება წამიერად და მაშინვე გაივლის, ვგრძნობ რომ რაღაც წამტკივდება ხოლმე და ეგრევე წამიერად გადის ტკივილი, ა ეხლა ვწერ და ეხლაც ეგრეა ... სიგარეტს ვეწევი ბლომად და ფილტვების კიბო ხომ არ ავიკიდე ? cry.gif

ხო კიდე, ყოველდღე ვიძინებ დილის 5 დან 6 საათამდე. ამ დროზე ვწვები დასაძინებლად.

აი ამ ადგილას მტკივა

user posted image

მხატვრობის ნიჭი გაქვს მაგარი კიბო არა ის კიდე გაგიცივდა უკან ნერვი lol.gif lol.gif და ეგ არის

Posted by: MAIN KAMPF 10 Apr 2010, 20:54
ნახატი მომეწონა, შეგეძლო არ დაგეხატა ისე მივხვდებოდით. სავარაუდოდ გაგიცივდაც ის ადგილი.მიიღე ასპირინი ერთი აბი დღეში ერთხელ 5 დღე.

Posted by: LUNATIKI 10 Apr 2010, 21:03
MAIN KAMPF
სიგარეტის ბრალი არ არის??? დღეში 1 პაჭკამდე ვეწევი sad.gif

უეჭველი მასე იქნება? რადა ხანდახან იგივე ორგრანიზმის სხვადასხვა წერტილებზე მარტყამს ხოლმე, ოღონდ ეს იშვიათად sad.gif


Posted by: Thandrus 10 Apr 2010, 22:17
არსებობს ზურგის ტკივილზე თემა - ამას მივუერთებ.


Posted by: LUNATIKI 11 Apr 2010, 00:44
Thandrus
ზურგი კი არა ფილტვია ეგგგ

ამას აქ რა უნდაააააა


sad.gif

Posted by: Thandrus 11 Apr 2010, 02:30
LUNATIKI

ხომ ზურგის არეში გტკივა, ხოდა იყოს აქ... როგორც წინად გითხრეს, ალბათ მართლაც ნერვთანაა გარდამავალი პრობლემა yes.gif

Posted by: Workgroup 11 Apr 2010, 20:28
მოგესალმებით........22 წლის ასაკში ხერხემლის შუა ადგილის მიდამოებში , მუდმივი დაღლილობის და თითქოს წელში უნდა გადატყე,ამის შეგრძნება რისი ბრალი შEიძლება იყოს???

Posted by: daitio 12 Apr 2010, 13:57
Workgroup
ბევრი რამის..
პირველ რიგში კატე ან იამეერი გადაიღე დიაგონოსტიკის მიზნით

Posted by: Lilith 12 Apr 2010, 23:13
daitio
თქვენ რა სპეციალობის ბრძანდებით? smile.gif

Posted by: daitio 13 Apr 2010, 10:27
Lilith
ქირურგი.. ოღონდ ომამდეsmile.gif)

Posted by: Workgroup 13 Apr 2010, 16:11
daitio
მადლობა რომ გამომეხმაურეთ smile.gif))//ხომ ვერ მეტყვით ეგ რა პროცედურებია?? smile.gif)

Posted by: revolutie 13 Apr 2010, 16:17
BeKuS
ე ბიჭი სად დაიკარგა, როგორ არის ნეტავ?"

naia
QUOTE
მაგრამ, როგორც ჩანს, ექიმმა მხოლოდ გამიყუჩა ტკივილები და ახლა პერიოდულად მახსენებს თავს 2 კვირის წინ კი საერთოდ ლოგინად ჩამაგდო. ერთ დილით გავიღვიძე და საწოლიდან ვეღარ წამოვდექი. ყოველი მოძრაობა აუტანელ ტკივილს მანიჭებდა წელის მიდამოში. ფეხზე ადგომა და წამოჯდომა წარმოუდგენელ ოცნებად მეჩვენებოდა. რამდენიმე-დღიანი გაშეშებული წოლისა და ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღების შემდეგ წამოდგომა შევძელი. ტკივილმა ნელ-ნელა იკლო მაგრამ არ გამქრალა.

ორი დღის წინ კი იგივე გამეორდა. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. იქნებ რამე მირჩიოთ... თავი ინვალიდი მგონია ან იქნებ კარგი სპეციალისტი ან კლინიკა იცოდეთ სადმე...

ეხლა როგორ ხარ?


Posted by: daitio 13 Apr 2010, 16:54
Workgroup
დიაგონოსტიკაა ჩვეულებრივი

Posted by: Workgroup 13 Apr 2010, 17:25
daitio
ოკ,..იმედია რაღაც საშინელება არ მჭირს : )...მადლობა კიდევ ერთხელ

Posted by: daitio 13 Apr 2010, 18:43
Workgroup
იმედია.. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.
რომ გადაიღებ, დაასკანერე დასკვნა, მანახე და შევეცდები გირჩიო რამე

Posted by: LUNATIKI 22 Apr 2010, 11:03
მოკლედ....

ზურგის მიდამოებში მტკივა რაღაც, აი ცოტას რომ დავიხრები ეგრევე მტკივდებავზივარ და მაწუხებს ხანდახან, გავიმართები წელში და მტკივდებასავით... ეს ტკივილი ზოგჯერ წინაც გულის და მარჯვენა მკერდის მიდამოებშიც გადმოინაცვლებს, ზურგზე კი ხან მარცხნივ მტკივა ხან მარჯვნივ...

ადრე ცოტას მაწუხებდა, ეხლა თან გაციებული ვარ და უფრო შემაწუხა...


კომპიუტერთან მიწევს მთელი დღე თითქმის ჯდომა + კარები ღიიააა ან ოდნავ ან მობრდღიალებულია...


რას დავაბრალო? რაა არის ეს იქნებ მიშველოთ....



ხოოო ნერვებს რაც შეეხება კარგათ არ მაქვს...

Posted by: gochino80 22 Apr 2010, 12:26
LUNATIKI
მეც შენსავით ვარ ზურგი მტკივა საშინლად. შენსავით კომპიუტერთან მიწევს ჯდომა თან ღია კარებთან ვზივარ ხოლმე. როგორც იტყვიან ყველა პრობლემა ზურგიდან და ნერვებიდან მოდის. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ამ კომპიუტერმა ხო მთლად მოსპო ზურგი

Posted by: LUNATIKI 22 Apr 2010, 14:46
gochino80
ნუ ეხლა ჩემს შემთხვევაში მთლად საშინლად არ არის, მაგრამ მაწუხებს რა ...


ჯო სიარულში კი არ მტკივა, ჩვეულებრივად ვარ, პროსტა 1 ადგილზე დგომისას წამომაწუხებს და ჯდომისას მაწუხებს ხშირად sad.gif

Posted by: Workgroup 22 Apr 2010, 20:28
მე-8 საავადმყოფოში კარგი ნევროპათოლოგი მირჩიეთ რა ....თუ არის ასეთი საერთოდ რათქმაუნდა smile.gif))))

Posted by: E N J I 22 Apr 2010, 20:56
მეც მტკივა დიდხანს თუ ვზივარ ან ვდგავარ
ეს ბუნებრივი მოვლენაა მგონი საგანგაშო არაფერია

Posted by: pvm 1 May 2010, 23:16
BeKuS
[quote]აი ამ ადგილას, ისე ეხლა დავუკვირდი რომ მანდ არის ზუსტად რაღაც კუნთი და ალბათ ეგ კუნთია რომ ახურებს
მე კი დამტანჯა რა წესიერად ვერც დავდივარ ვერც ვზივარ

მიმაგრებული სურათი [/quote\
ჰაჰაჰააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: dato_dato 2 May 2010, 21:36
daitio
მეც საშინლად მაქვს ეგ ტკივილი
10 დღის წინ ვითომ ჩამისწორეს 2-3 მალას შორის დისკი წელი აღარ მტკივა მარა ფეხი მტკივა მაგრა მარცხენა და ცერა თითის გარდა ყველა გაბუჟებული მაქვს, მიჭირს სიარული....
მრი სად გადავირო ხარისხიანი?

Posted by: daitio 2 May 2010, 22:01
dato_dato
მაგრად ჩაუსწორებიათsmile.gif დაანებეთ ამ მასაჟისტ-ექიმბაშებს თავი.
თოდუაში ან რესპუბლიკურში. ან სანზონაში 8 საავადმყოფოსთან

Posted by: dato_dato 2 May 2010, 22:04
daitio
QUOTE
მაგრად ჩაუსწორებიათ დაანებეთ ამ მასაჟისტ-ექიმბაშებს თავი.

მაგას კი მივხვდი მარა გვიანია მგონი sad.gif

QUOTE
თოდუაში ან რესპუბლიკურში. ან სანზონაში 8 საავადმყოფოსთან

ეგენი კიდე ეგრევე ოპერაციას კივიან, მე კიდე მაგას არ გავიკეთებ ცოცხალი თავით, ახალგაზრდა ვარ და ინვალიდობა არ მინდა......
არადა 7 წლის წინ ჩამისწორა და ვიყავი იდეალურად, ეხლა რა მეტაკა არ ვიცი რა......

Posted by: daitio 2 May 2010, 22:42
dato_dato
ქირურგებთან არც გექნება შეხება, რადიოლოგები გადაგიღებენ.
გადაიღე აუცილებლად, გირჩევ და მომწერე შედეგი

Posted by: dato_dato 2 May 2010, 22:44
კარგით ხვალე მოგწერთ აუცილებლად
* * *
თოდუაში ვარ ჩაწერილი 16:30 მრ დიაგნოსტიკაზე............. sad.gif ვნახოთ რა იქნება..............
* * *
daitio
მოკლედ გადავიღე ის რაღაც ელექტრო მაგნიტური და დასკვნა ხვალ იქნებაო, ზეპირად კი მითხრეს და მაჩვენეს კიდეც:
მე-5 მალის დისკის თიაქარი 8 მმ
და მე-6-სი 5 მმ.
მერე ვკითხე ამოვარდნილია თუ თიაქარია მეთქი? მიპასუხეს ამოვარდნილია და ეგ ნიშნავს რო თიაქარიაო და ეგ როგორ? თიაქარი ხომ გრიჟაა, წანაზარდი?
ეხლა რა ვქნა ვისთან მირჩევთ მისვლას? ოპერაცია არ მინდა უკიდურეს სემთხვევამდე...... sad.gif

Posted by: BumbleBee :)) 4 May 2010, 01:20
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: daitio 4 May 2010, 06:35
QUOTE (dato_dato @ 2 May 2010, 21:44 )
მოკლედ გადავიღე ის რაღაც ელექტრო მაგნიტური და დასკვნა ხვალ იქნებაო, ზეპირად კი მითხრეს და მაჩვენეს კიდეც:
მე-5 მალის დისკის თიაქარი 8 მმ
და მე-6-სი 5 მმ.
მერე ვკითხე ამოვარდნილია თუ თიაქარია მეთქი? მიპასუხეს ამოვარდნილია და ეგ ნიშნავს რო თიაქარიაო და ეგ როგორ? თიაქარი ხომ გრიჟაა, წანაზარდი?
ეხლა რა ვქნა ვისთან მირჩევთ მისვლას? ოპერაცია არ მინდა უკიდურეს სემთხვევამდე...... sad.gif


http://medportal.ge/index.php?act=declfull&Id=3440&catId=128]
http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1629:drx9000tm-&catid=21:2008-10-13-11-42-06&Itemid=57

ბოლო თაობის ტრაქციული კომპიუტერული აპარატია

http://www.radikal.ru

Posted by: dato_dato 4 May 2010, 18:33
QUOTE
http://medportal.ge/index.php?act=declfull&Id=3440&catId=128] http://www.mkurnali.ge/index.php?option=co...42-06&Itemid=57

ბოლო თაობის ტრაქციული კომპიუტერული აპარატია

ძაან საინტერესოა, ხვალვე მივალ, ნეტა რა ღირს მაგით მკურნალობა???
* * *
და ვინმე თუ იცით მაგით განკურნებული?

Posted by: daitio 5 May 2010, 06:48
QUOTE (dato_dato @ 4 May 2010, 17:33 )
და ვინმე თუ იცით მაგით განკურნებული?

კი, საკმაოდ ბევრი, საკუთარი ოჯახის წევრის ჩათვლით.
ამ ეტაპზე ეს აპარატი ოპერაციის საუკეთესო ალტერნატივა
ყველას სჯობია დაგუგლო DRX 9000 და უცხოური გამოხმაურებები ნახო.

Posted by: dato_dato 5 May 2010, 17:35
daitio
QUOTE
ყველას სჯობია დაგუგლო DRX 9000 და უცხოური გამოხმაურებები ნახო

უცხოური გამოხმაურებებიც ვნახე და დღეს იქ მყოფ პაციენტებსაც გავესაუბრე
გამოხმაურებები კარგიც აქვს და ცუდიც ამერიკაში გამოძიებაც კი დაუწყიათ თარლლითობის ფაქტზე, მარა ყველგან წერიაა რომ მანდ მომუშავე ექიმებმა უნდა განსაზღვრონ ხარ თუ არა მაგათი პაციენტი
როგორც ქართველებს გვჩვევია გამოგვიჩნდნენ საერთო ახლობლები და მითხრეს: 70-80% უნდა განიკურნოო, რო გითხრათ 100% აფერისტები გამოვალთო და არ გეტყვითო
გადავწყვიტე ვსინჯო თან უკვე ტატიშვილში ჰომეოპატურ პრეპარატებს მიკეთებენ და მაგის ფონზე უკეთესი შედეგი უნდა გვქონდესო
უკეთესობა უკვე მაქვს კიდეც სიმართლე რო ვთქვა ბლოკადების მერე მთავარია შენარჩუნდეს და ფეხში ძალა დაბრუნდეს...

Posted by: daitio 5 May 2010, 22:53
dato_dato
+ 100%
მართალია. მთლიანად ექიმი საზღვრავს. ვინაიდან მოურჩენელი პაციენტი მათთვის იმიჯის შელახვის ტოლფასია, ხელს არ კიდებენ ისეთ პაციენტებს, რომლებზეც აზრი არ აქვს პროცედურის ჩატარებას.
თან კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი ვასო პეტრიაშვილია, პირდაპირი და ალალი კახელი, ტყუილი რომ გამორიცხულია ისეთიwink.gif))

Posted by: dato_dato 6 May 2010, 00:31
QUOTE
თან კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი ვასო პეტრიაშვილია, პირდაპირი და ალალი კახელი, ტყუილი რომ გამორიცხულია ისეთიwink.gif))

მაგასთან გავიარე ზუსტად კონსულტაცია........
ფეხში ჩვეული ძალა ნეტა როდის დამიბრუნდება?

Posted by: dato_dato 7 May 2010, 18:01
ვაკეში ტატიშვილში დავდივარ უკვე მე-4 სეანსია ირაკლი ძიძიგურთან მიკეთებს აკუპუნქტურას და ჰომეოპატიურ საშუალებებს ფეხზე დავდექი და ტკივილები აღარ მაქვს, ნეტა მიშველის????? smile.gif
* * *
ტრაუმელი+დისკუს კომპოზიტუმი+ლიმფოზიდუმი თუ რაღაცა და ანოდინს მიკეთებს ხერხემალთან კუნტში
ეხლა ისეთი სტატია წავიკითხე ჰომეოპათიურ საშვალებებზე რო შემეშინდა......

Posted by: Diana_Dea 7 May 2010, 21:05
ხერხემლის ჩაყოლებაზე ერთ ერთ მალაზე რაღაც ძვლოვანი წანაზარდი გამოჩნდა სკამზე მიყუდებისას მაწუხებს, მაგრად შემეშინდა, რა შეიძლება იყოს? მირჩიეთ რა ვქნა? ვითომ ფრთები მეზრდება? biggrin.gif მართლა იქნებ დამეხმაროთ რა არის და რით შეიძლება იყოს გამოწვეული?

Posted by: Deiko 10 May 2010, 16:27
პეკინის 5–ში არის რაღაცა კლინიკა "ხერხემალი" – ხომ არ იცით რაიმე ამ კლინიკის შესახებ?
დედაჩემს აწუხებს ზურგი ძალიან – მალთასორისი თიაქარიც აქვს, დისკოზიც და რავი კიდევ რა... სულ ტკივა ზურგი და ძალიან მალე იღლება. ვიფიქრე ამ კლინიკაში მივიყვანთქო, მაგრამ არ ვიცი რამდენად სანდოა. ან მირჩიეთ სხვაგან სად წავიყვანო – სწორი დიაგნოზი რომ დაუსვან და შეძლებისდაგვარად უმკურნალონ???
user.gif

Posted by: dato_dato 15 May 2010, 16:20
მოკლედ ტატიშვილში ვიარე ირაკლი ძიძიგურთან, ნემსებით და კიდე ჩინური ნემსებით (აკუპუნქტურა) დამაყენა ფეხზე სწორედ ვდგავარ მარა ცოტა ფეხი მტკივა, წელი არარ, ორშაბათიდან მივდივარ სპორტის სასახლესთან რო არის დაჭიმვების დანადგარი, რაც აქ მირჩიეს....... ვნახოთ შედეგი რა იქნება, მპირდებიან ოპერაციას გადარჩებიო და ვნახოთ, შედეგს დავწერ.....

Posted by: zaziki 7 Jul 2010, 11:07
QUOTE
პეკინის 5–ში არის რაღაცა კლინიკა "ხერხემალი" – ხომ არ იცით რაიმე ამ კლინიკის შესახებ?


ბავშვის მიყვანა მინდა და მეც ძალლიან მაინტერესებს,
მაგათი ტელეფონის ნომერი ან საიტის მისამართი იქნებ მოგვაწოდოს ვინმემ....

უკვე გავიგე ტელ. ნომრები - 143397, 890915197

Posted by: maromar 24 Nov 2010, 00:30
ვაა რა საჭირბოროტო თემა ვნახე სრულიად შემთხვევით smile.gif

მოკლედ დიდი ხანია, ბავშვობიდან მაწუხებს ზურგის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია დაღლილობასთან, დიდხან მოკუზულ მდგომარეობაში ჯდომასთან. შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს ზურგი მეწვის, ზურგზე ხელს რომ ვიდებ, საშინლად მაქვს ხოლმე გაცხელებული.. ისადა სასწაულად მსიამოვნებს ხოლმე ამ დროს ზურგზე მასაჟები smile.gif

მოკლედ, მე თვითონ ამ ყველაფერს ვაბრალებ დაძაბულობას და გადაღლილობას და ასეც არის, დასვენებული როცა ვარ მაშინ არ მტკივა ხოლმე, ასე რომ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ვიცი, რომ თავისით გაივლის smile.gif

და რა მაინტერესებს, კარგს ვაკეთებ, რომ ექიმს არ ვაკითხავ? მართლა უმნიშვნელო პრობლემაა და არ ღირს?
პასუხისთვის წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: maromar 28 Nov 2010, 17:30
პასუხს ველოდები, აღარ მიპასუხებთ? user.gif

Posted by: tanamshromeli 28 Nov 2010, 19:22
ზუსტად მონიშნული ადგილი მტკივა და ლეჩკომბინატში დავდივარ ვარჯიშებზე, სამწუხაროდ აბიტურიენტი ვარ და კვირაში ერთხელ მისვლაზე მეტი არ შემიძლია რაც არ უნდა იყოს წესით საკმარისი მაგრამ ტკივილი ნელ-ნელა მიყუჩდება..

ისე კიფოზი და სქოლიოზი მაქვს

Posted by: lolipop1 2 Jan 2011, 19:40
. გამარჯობათ მოკლედ ადრე კალათბურთზე დავდიოდი და ფეხი გადამიბრუნდა მერე ექიმა ნაღძობიაო და რაღაც მაზები მომცა, ახლა დრო და დრო თავს მახსენებს ხოლმეთ რა ვქნა მირჩიეთ რამე?

Posted by: 365 5 Jan 2011, 19:41
გამარჯობათ, მოკლედ მარილებმა შეიძლება ხერხემლის ტკივილი და თვალებს ქვემოთ დასიება გამოიწვიოს?

Posted by: SamaraT 7 Jan 2011, 13:15
maromar
რა თქმა უნდა, უნდა მიხედო, თორემ შეიძლება სერიოზულ პრობლემებში გაეხვე. მიდი ექიმთან, ნებისმიერ კლინიკაში (მე არ ვიცი რომელია საუკეთესო) გადაიხადე 20 თუ 30 თუ რაც ღირს იმდენი ლარი კონსულტაციისთვის და გირჩევს ყველაფერს smile.gif დიდი ხანია რაღაც გაწუხებს და რა კითხვა უნდა, სანამ სერიოზულად არ შეგაწუხებს, მაგას ხომ არ ელოდები smile.gif წარმატებები

Posted by: e34 24 Jan 2011, 05:34
მოკლედ, ძალიან გასაგებ ენაზე აგიხსნით და თქვენგანაც გამიხარდებოდა გასაგები და პრაქტიკული რჩევა.
წელი მიკავდება და მტკივა ჩალაღაჯები lol.gif . ეს დამემართა ფიზიკური დატვირთვის მერე. "ჩალაღაჯები" შემთხვევით არ მოვიხსენიე, ზუსტად მაგ კუნთზე მაქვს საუბარი. არ ვიცი ლათინურად როგორაა, თორემ დავწერდი. სხვა რამე - ძვლები, ხრტილები, დისკი, ნერვები გამორიცხულია. ეს დანამდვილებით ვიცი. არ მაქვს არანაირი ტკივილების გადაცემები, გაელვებები, ეპიცენტრები და ა.შ.
პირველი რაც მაინტერესებს, ეს რომელია, რადიკულიტი თუ ის მეორე (იშეაზი, თუ სწორად გამოვთქვი)?
რა არის გამომწვევი? იმიტომ რომ მე მინდა უფრო მასშტაბურად მივუდგე ამ საქმეს და არა ისე რომ ერთხელ ჩავიწყნარო. არის ორგანიზმში რამე მიკროელემენტების ნაკლებობის ბრალი? ან იქნებ სხვა რამე ფაქტორი მოქმედებს?

რჩევა რომ ექიმს მივმართო მეც ვიცი. უბრალოდ მინდა რომ ექიმთან მომზადებული მივიდე და არა ჰარიფულად. ერთხელ გამოუვალ სიტუაციში ეგრე რომ მივედი ექიმთან ყელში გაჩხერილი თევზის ფხის ამოსაღებად, ზონდი გამაყლაპა და კუჭს დაუწყო თვალიერება. მოკლედ თავისას მიაღწია, სულ ლათინური სიტყვები წერა ფურცლებზე და აქვე სასიდან პინცეტით ფხის ამოღება 160 ლარი დამისვა.

წინასწარ მადლობა გულისხმიერებისათვის.

Posted by: VAZI 24 Jan 2011, 19:09
e34
ექიმთან თუ მიდიხარ და არ ენდობი უკვე პეტკაჩა შენი საქმე.


ჩალაღაჯი - რა მაგარი პერსიული სიტყვაა. wow.gif



QUOTE
"ჩალაღაჯები" შემთხვევით არ მოვიხსენიე, ზუსტად მაგ კუნთზე მაქვს საუბარი. არ ვიცი ლათინურად როგორაა,


lol.gif ჩალაღაჯები - trunk muscle OF other core muscles.

აუუ, ჩალარაჯის მწვადები რა იქნება, მამენტ სუკის მწვადებისც დაგლიჯავდა, მნია, მნია, მნია...

Posted by: e34 3 Feb 2011, 07:00
მდაა, trunk muscle OF other core muscles კი არადა, ტკივილი ქვევით ჩავიდა და მიმაჯაჭვა ლოგინს. 5 წუთი ვწვალობ რომ მეორე გვერდზე გადავბრუნდე. აწი ძაანაც რომ მინდოდეს ექიმთან მაინც ვერ წავალ. cry.gif

Posted by: vato3 4 Feb 2011, 12:59
QUOTE
რა დროს რადიკულიტია 21 წლის ასაკში. შენ რა ქართველი ექიმივით ბაზრობ?


* * *
QUOTE
გამარჯობათ, მოკლედ მარილებმა შეიძლება ხერხემლის ტკივილი და თვალებს ქვემოთ დასიება გამოიწვიოს?


Posted by: 365 4 Feb 2011, 13:16
vato3


თემას რომ ამოაყვინთინეთ კარგია, მაგრამ პასუხს ვინ გაგვცემს?

Posted by: e34 22 Feb 2011, 03:25
მოკლედ არც რადიკულიტი და არც იშიაზი. როგორც იქნა ცოტა ხნით წამოვდექი ფეხზე და წავედი რენტგენი გადავიღე.
სულ არაა რამე სამედიცინო განათლება საჭირო, ჩემ სურათს რომ შეხედავ. იქვე რენტგენოლოგმაც აღნიშნა რომ ქვედა მალები ფუძესთან დამჯდარია და იმდენად რომ პირველი (ან ბოლო) მალა ცალ მხარეს მენჯის ძვალს ებჯინება და ეგაა რომ ბოლო მომიღო.
რას მირჩევთ, ვინ ექიმთან მივიდე? არა მგონია რომ ნევროპათოლოგმა უკვე რამე შეძლოს. ნუთუ ხეიბარი უნდა დავრჩე?


Posted by: იმპერატორი 26 Feb 2011, 00:36
QUOTE
რენტგენოლოგმაც აღნიშნა რომ ქვედა მალები ფუძესთან დამჯდარია და იმდენად რომ პირველი (ან ბოლო) მალა ცალ მხარეს მენჯის ძვალს ებჯინება.
რას მირჩევთ,


Thvith dachimvebi unda gaaketho ,,Iliopsoas" kunthebis

Posted by: paata1966 27 Feb 2011, 03:39
თუ იცით დამეხმარეთ...დიდი პრობლემის წინაშე დამაყენეს ვაი ექიმებმა . ხერხემალზე თიაქარის ოპერაციის დროს ლ4 და ლ5 მალებზე შეიტანეს ინფექცია ,პაციენტი ტკივილებისგან ფეხზე ვეღარ დგება . ინფექციონისტის დანიშნულებით ვმკურნალობ უკვე 50 დღეა ინტრავენური გადასხმებით. (ანტიბიოტიკებით) როე ძალიან ნელა იწევს დაბლა , არა და ამდენი ანტიბიოტიკებისაც ძალიან მეშინია . თუ ვინმე მართლა ჭკვიანი ექიმი გეგულებათ , ( არა სახელს და სტატუს ამოფარებული იდიოტები ) მირჩიეთ..სერიოზული კონსულტაცია მჭირდება

Posted by: იმპერატორი 27 Feb 2011, 18:42
QUOTE
ხერხემალზე თიაქარის ოპერაციის დროს ლ4 და ლ5 მალებზე შეიტანეს ინფექცია ,პაციენტი ტკივილებისგან ფეხზე ვეღარ დგება .



Charevamde dgeboda phekhze?



QUOTE
ინფექციონისტის დანიშნულებით ვმკურნალობ უკვე 50 დღეა ინტრავენური გადასხმებით. (ანტიბიოტიკებით)



Kidev ramdeni unda ishkhapunoo?




QUOTE
თუ ვინმე მართლა ჭკვიანი ექიმი გეგულებათ


Erthi jer shen dagvisakhele im eqimbashis sakheli vints mag dgheshi chagagdo da mere shens kithkhvas gavtsem pasukhs...




wink.gif

Posted by: paata1966 23 Mar 2011, 23:53
Mადლობა რომ დაინტერესდით ჩემი პრობლემით. ჩXოვრებაში არაფერი არ სტკენია . Oრი შვილის დედა თავის ფეხით მივიყვანე თოდუაში ჭელიშვილთან (შვილთან) .ოპერაციის დასრულების შემდეგ უკვე პალატაში 2 საათის მერე დაეწყო ტკივილები ნაოპერაციევის მოპირდაპირე მხარეს. Mენჯი ტკივილისაგან IხრებOდე ხან ერთ მხარეს და ხან მეორე მხარეს. Aრც ოპერაციის დროს და არც შემდეგ ანტიბიოტიკი არ გადაუსხიათ რომ ინფექცია არ განვითAრებულიყო. თKივილებით გამოგვწერეს საავადმყოფოან . Oრ კვირაში ისე დამძიმდა მდგომარეობა რომ მე თვითონ მივიყვანე და მრტ გადაუღე. ჭელიშვილის პასუხი იყო.......მე ყველაპერი კარგად გავაკეთე სხვა არ ვიცი რა ტკივაო. (მაგარი ექიმის პასუხია არა?) ამ სურათიდან გამომდინარე სხვა ექიმები მეუბნებოდნენ რომ აშKარად დისციტი იკო გამოხატული..... Mივაკითხე მაგალაშVილს მაგრამ მისთვის რატომღაც მიშVნელოვანი აღმოჩNდა არა პაციენტის მდგომარეობა არამედ ..მე როგორც კ ლ ი ე ნ ტ ი რატომ აღMოვჩNდი თოდუას კლინიკაში. შემდგომ აღმოვჩნდი ნერვოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ შაქარაშვილთან ,რომელმაც დამიდასტურა რომ ხერხემალზე იყო დისციტი მაგრამ რატომღაც დანიშნა მკურნალობა არა ანტიბიოტიკით არამედ ტებანტინით და ფსიქოტროპული გამაყუჩებლთ ( ეს რათქმაუნდა მერე დავადგინე ) . თოდუას კლინიკაში შედგა კონსილიუმი სადაც დააგინეს და დამეთანხმენ რომ იყო დისციტი მაგრამ ახალ მრტ-ზე გამოჩნდა რომ ოქტომბრიდან დეკემბრამდე ანთება გადასული იყო ლ4 და ლ5 მალებზე. Dავიწყე მკურნალობა ანტიბიოტიკებით (ვენაში გადასხმები) . 42 ერთეულიდან როე ჩამოვიდა 25 , ცოტა იკლო ტკივილებმა ......იანვრიდან მარტის დასაწყისამდე მივღწიე 16 ერთეულს ....ფეხზე წამოვაყენე და უკვე განკურნებას ვფიქრობდი , მაგრამ ექიმის მითითებით , რადგან ნორმასთან ახლოს ვიკავი , შევწყვიტე გადასხმები. შედეგმაც არ დააკოვნა და როე ავარდა ისევ 25 ნიშნულზე და საათობრივად დაიწყო დამძიმება მდგომარეობის ...უკვე ვეღარ დგებოდა ფეხზე. Aხლა განვაახლე გადასხმები დალაცინი 900 ერთეული დადა
* * *
( ინექცია) და აველოქსი 400 ( გადასხმა) . ძლივს ჩAმოვედი როე 20 ერთეულზე და ტკივილებიც ცოტა
შემცირდა . 90 დღე ანტიბიოტიკებს უსხამ და დასასრული კიდე არ ჩAნს ... თუ რამეს მირჩEვთ ?

Posted by: paata1966 2 Apr 2011, 21:43
ისევ არავის არ აქვს სურვილი დამეხმაროს ?

Posted by: paata1966 20 Apr 2011, 20:06
დიდი მადლობა ფორუმელებს ასე გულთან რომ მიიტანეთ ჩემი გასაჭირი.................................................

Posted by: freecooler 28 May 2011, 18:20
ზურგის ტკივილის დროს რა მაზი შეიძლება გამოვიყენოთ? ტკივილი უეცრად განვითარდა თითქოს უმიზეზოდ...კისრიდან ჩამოყოლებული მთელს ზურგზე აღინიშნება ტკივილი

Posted by: kiss sky 28 May 2011, 21:48
freecooler

კარგია თუ დაწვები, სითბოც გჭირდება. რაც შეეხება მალამოს, შეგიძლია შეიზილო "ფასტუმ გელი" ან ინდომეტაცინის მალამო. smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)