ფილმის სიუჟეტი შედგება სიყვარულის სამი ისტორიისგან, რომლებიც განვითარდებიან სამ სხვადასხვა ქალაქში: ნიუ-იორკში, პარიზში და რომში.
რეჟისორი: პოლ ჰეგისი
როლებში: ლიამ ნისონი, ოლივია უაილდი, მარია ბელო, მილა კუნისი, კიმ ბესინჯერი, მიშელ მალეგა, ედრიან ბროუდი
ძაან საინტერესო ფილმი აღმოჩნდა
ადრე ზედაპირულად მქონდა ნანახი და უბრალო დრამა მეგონა
მოკლედ რა მგონია რო გავიგე და რა ვერა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ესეიგი ვფიქრობ რომ ეს 3ვე ქალი ერთი ქალია და ამ მოსაზრებას ადასტურებს ფილმის ბოლო ეპიზოდი როცა ლიამ ნისონი მისდევს ოლივიას (და სხვებს)
ერთი ქალია ანუ ეს ყველა 1) მილა კუნისი რომელიც ამერიკაშია 2) ქალი რომელიც რომშია და 3) ოლივია ვაილდი, რომელიც საფრანგეთშია
მილა კუნისს ადანაშაულებენ შვილზე ძალადობაში, რომში ქალი ცდილობს შვილის გამოსყიდვას (?), და ოლივია, რომელიც მამამისთან იწვა
ესეიგი რა ვერ გავიგე და რაც მაინტერესებს
ერთი ის რომ ჯერ ეს მილა კუნისი საფრანგეთში და ლიამ ნისონის სასტუმროში როგორ აღმოჩნდა
მერე ის რომ ოლივია როცა წავა იმ მოხუც კაცთან და მეორე დილას რომ დაბრუნდა, ურეკავს ის ტიპი და ბოლოს როცა საუბარს მორჩება "ნახვამდის მამაო" თუ რაღაც ეგრე ამბობს, ანუ მამად მოიხსენიებს. და ბოლო ეპიზოდში როცა ლიამ ნისონი მის ცოლს კიმ ბესინჯერს ესაუბრება, ეკითხება თუ იცის მამამისი როა ის კაციო და არაო... აი ეს მაინტერესებს
მერე კიდე იმ დღიურიდან რა გაიგო ეგრე რო გაბრაზდა? თუ იქამდე იცოდა რომ მამამისი იყო ის...?
კიდევ მაინტერესებს ის რომ ედრიან ბროუდის გმირს აშკარად მოუკვდა შვილი და ცოლი ადანაშაულებდა მის სიკვდილში. სავარაუდოდ აუზში დაიხრჩო, მაგრამ ასევე ლიამ ნისონი კიმ ბესინჯერთან საუბრის დროს ახსენებს აუზს და ეუბნება კარგია რომ ისევ ცურავო... და სავარაუდოდ ლიამ ნისონსაც დაღუპული ყავს შვილი. ანუ...?
და ბოლო გაურკვეველი საკითხი, ბოლო ეპიზოდში კიმ ბესინჯერის და ლიამ ნისონის საუბრის დროს ლიამ ნისონი ეუბნება რაღაც ზარის შესახებ რომ ეს საქმიანი ზარი არ იყო, კიმი ეკითხება ვინ დაურეკა და ამაზე არ პასუხობს.
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!