zviadcardioმოგესალმებით,
თქვენთან რიგში ჩაწერა ფაქტიურად შეუძლებელია....
ისიც არ მინდა თქვნთან რიგში მყოფი, სერიოზული დამხარების საჭიროების მქონე ადამიანებს დრო წავართვა...
მოკლედ ბოლო რამდენიმე წელია დისკომფორტის შეგრძნება გულის არეში მაწუხებს და პერიოდულად, განსკუთრებით გაზაფხულზე - არითმიებიც (დიაგნოზში ჰიპოთირეოზი მაქვს, მედიკამენტური კონტროლით ვარეგულირებთ - 50მკგ-იანი თიროქსინით) . 3- იოდ წლის უკან, გავიკეთე (არ ვიცი რამდენად სრულფასოვანი) კვლევა, ჰოლტერი, ეკგ, ექოსკოპია, სადაც მაჩვენებლები თთქოს ნორმაში იყო (განდევნის ფრაქცია 58%)... კვლევებით საყურადღებო არაფერი გამოვლენილა. ბოლო პერიოდში მაწუხებს თავბრუსხვევები, თავის ტკივილები (უფრო ჰორმონალურ ცვლილებებს ვუკავშირებ) და გამოხატული პმს სინდრომი გულის არითმიით (ასაკი 41წ). ამას წინათ სიე შემაწუხებელი არითმია მქონდა, სასწრაფოს გამოვუძახე. გადამიღო ეკგ და საყურადღებოა მითხრა. იქნებ 2 სიტყვით მითხრათ, რამდენად სასწრაფოდ ვარ გამოსაკვლევი.
მადლობა წინასწარ....