#56517103 · 7 Jul 2020, 15:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, Feedc-ს საინტერესო შემოთავაზებას წავაწყდი და გიზიარებთ ტექსტს უცვლელად:
"დღესდღეობით ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ არ ვიცით რამდენად სანდოა ის წყაროები, საიდანაც ინფორმაციას ვიღებთ. Feedc-ის მიზანია რომ საჭირო რესურსითა და პირობებით უზრუნველყოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც სურვილი და მოტივაცია აქვს, რომ გამოხატოს აზრი და ხმა მიაწვდინოს ადგილობრივ საზოგადოებას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საგრანტო პროექტი, რომელიც ყველას მისცემს თანაბარ შესაძლებლობას გადადგას ნაბიჯები, რათა ჩანაფიქრი აქციოს რეალობად. იმისთვის, რომ გახდეთ მონაწილე, საჭიროა მოიწონოთ Feedc-ს Facebook (@Feedc) გვერდი, ჩამოტვირთოთ Feedc-ის აპლიკაცია და შექმნათ პროფილი ელ. ფოსტით. პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია თითოეული ამ ნაბიჯის გავლა. პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად. პირველი ეტაპი იწყება 10 ივლისს და გრძელდება 16 ივლისის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, შექმენით და გამოაქვეყნეთ სტატია შემდეგ თემებზე: 1. ბიზნესი 2. პოლიტიკა/საერთაშორისო ურთიერთოები 3. ხელოვნება (კინემატოგრაფია/მუსიკა/თეატრი/ოპერა/ა.შ) 4. ლიტერატურა 5. მეცნიერება 6. ტექნოლოგიები 7. სპორტი/ფიტნესი 8. მოგზაურობა 9. ეკოლოგია 10. კულინარია 11. მოდა/სილამაზის ინდუსტრია შეგიძლიათ სტატიას ნებისმიერი სახე მისცეთ, მთავარია მისი შინაარსი წარმოდგენილ თემებს შეესაბამებოდეს. ნაშრომი უნდა იყოს არანაკლებ 200 და არაუმეტეს 1000 სიტყვისა და თანდართული უნდა ჰქონდეს ვიზუალური მასალა ფოტოს ან ვიდეოს სახით. სტატიის დასრულებისას, აუცილებლად მიუთითეთ ჰეშთეგი #FeedcGrant, მონიშნეთ Feedc-ის ოფიციალური გვერდი (@Feedc) და სტატია ატვირთეთ აპლიკაციაზე. მეორე ეტაპზე გადასვლას განაპირობებს პოსტზე უნიკალური მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამური რაოდენობა. 17 ივლისს გამოქვეყნდება 50 მონაწილის სია, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე. 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა უნდა დაწერონ და ატვირთონ ახალი სტატია. 25 ივლისს გამოქვეყნდება სამი გამარჯვებულის ვინაობა, რაც განისაზღვრება იგივე პრინციპით - პოსტზე მოწონების, კომენტარებისა და გაზიარების ჯამური რაოდენობით. მესამე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 1000 ლარიან გრანტს, მეორე ადგილზე მყოფი მონწილე მიიღებს 2000 ლარიან გრანტს, ხოლო პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 3000 ლარს"
This post has been edited by zentuka on 7 Jul 2020, 15:53
|