Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია


Posted by: srt-8 31 May 2008, 11:51
აქ ვისაუბროთ თბილისი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაზე... smile.gif

ოფიციალური საიტი: http://www.conservatoire.edu.ge/



გრიბოედოვის ქ. 8.
0108 თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (+995 32) 999 144
ფაქსი: (+995 32) 987187
ელ-ფოსტა: info@conservatoire.edu.ge

Posted by: loza 2 Jun 2008, 21:31
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე კონსერვი ავირჩიე ბებერი...

Posted by: srt-8 3 Jun 2008, 18:27
loza
საფორტეპიანოზე მისაღების პროგრამა ხო არ იცი?
ძირითადად თეორიული ნაწილი მაინტერესებს baby.gif

Posted by: srt-8 23 Jun 2008, 17:54
QUOTE (srt-8 @ 3 Jun 2008, 18:27 )
loza
საფორტეპიანოზე მისაღების პროგრამა ხო არ იცი?
ძირითადად თეორიული ნაწილი მაინტერესებს baby.gif

help.gif help.gif

----------------------------

Posted by: Jazz-GIO-Classic 29 Jun 2008, 17:33

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელია. იგი 1917 წლის 1 მაისს დაარსდა. წლების მანძილზე კონსერვატორია ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. როგორც არქიტექტურული ძეგლი კონსერვატორიის შენობა, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
წლების განმავლობაში თბილისის კონსერვატორიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქართველი და რუსი მუსიკოსები, მათ შორის ნიკოლაი ნიკოლაევი (1917-1918), ალექსანდრ ჩერეპნინი (1919-1922), მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი (1924-1925), ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლები: ზაქარია ფალიაშვილი (1918-1919; 1922-1923; 1930-1931), დიმიტრი არაყიშვილი (1926-1929); გამოჩენილი კომპოზიტორები: გრიგოლ კილაძე (1938-1940; 1940-1941; 1944-1951), შალვა მშველიძე (1940), ვანო გოკიელი (1941-1943), იონა ტუსკია (1952-1962), ოთარ თაქთაქიშვილი (1962-1964), სულხან ცინცაძე (1965-1984), ნოდარ გაბუნია (1984-2000). ამჟამად კონსერვატორიას სათავეში უდგას ცნობილი მუსიკოსი, პიანისტი და საზოგადო მოღვაწე მანანა დოიჯაშვილი (2000).


თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე. 1891 წელს ანტონ რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო თანხების შეგროვება კოსერვატორიის შენობის ასაგებად. შეგროვილი თანხით და შემოწირულობებით (რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებს სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილებს) აიგო სასწავლებლის შენობა (არქიტექტორი ალ. შიმკევიჩი), რომელიც 1917 წელს გადაეცა კონსერვატორიას.
მეცენატთა თანადგომის შედეგად, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად რეკონსტრუირებულია კონსერვატორიის დიდი (500 ადგილი) და მცირე (200 ადგილი) საკონცერტო დარბაზები; კამერული (80 ადგილი), საოპერო სტუდიის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზები; საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ფონოტეკა და ხმის ჩამწერი სტუდიები. კონსერვატორია უძველესი ბიბლიოთეკის მფლობელია; ხოლო მისი ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია და ნივთები მუზეუმ-კაბინეტშია დაცულია.


კონსერვატორიის პირველ პედაგოგებს შორის იყვნენ ლისტის, ვენიავსკის, მარმონტელის, ჩაიკოვსკის, მოშელესის, კულაუს მოწაფეები, ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები რ. და ი. ლევინები, გ. ნეიჰაუზი, ფ. კესნერი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ვრონსკი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ვ. ვილშაუ, კ. მინიარი, ე. გუზიკოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ლა სკალას ყოფილი სოლისტი ე. ბროჯი, პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პროფესორ-მასწავლებლების მიერ აღზრდილი ქართველი მუსიკოსები: კომპოზიტორები ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, და პიანისტები - ა. თულაშვილი და ა. ვირსალაძე, მევიოლინეები - ლ. იაშვილი და ლ. შიუკაშვილი, მომღერლები - დ. ანდღულაძე, ა. ინაშვილი, დირიჟორები - ო. დიმიტრიადი, ე. მიქელაძე, მუსიკისმცოდნეები - შ. ასლანიშვილი, ვ. დონაძე, გ. ჩხიკვაძე, პ. ხუჭუა და სხვ.


თავისი არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი,მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ. დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი და სხვ.
1995 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორია გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე. 2005 წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არის კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის წევრი. ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმანათლებლო, კრედიტებისა და შეფასების საერთაშორისო სისტემას.

Posted by: Jazz-GIO-Classic 29 Jun 2008, 17:38
ძველი კონსერვატორიაააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: loza 29 Jun 2008, 21:02
აი ამ ფოტოს გულისთვის სტიპენდიის ღირსი ხარ, მაგრამ არ ჯობდა, ჩვენი განყოფილების გალერეაში დაგედო ???

Posted by: Jazz-GIO-Classic 30 Jun 2008, 17:37
აბა სტიპენდია 100$.................................................

Posted by: Jazz-GIO-Classic 30 Jun 2008, 17:42
............................................................................................................... givi.gif

Posted by: srt-8 2 Jul 2008, 15:28
QUOTE (srt-8 @ 23 Jun 2008, 17:54 )
QUOTE (srt-8 @ 3 Jun 2008, 18:27 )
loza
საფორტეპიანოზე მისაღების პროგრამა ხო არ იცი?
ძირითადად თეორიული ნაწილი მაინტერესებს baby.gif

help.gif help.gif

----------------------------

არავის შეგიძლიათ გამიგოთ? user.gif

Posted by: loza 4 Jul 2008, 20:51
ახლა დაიწყება ცხელი დღეები კონსერვში.
srt-8
მიბრძანდი კონსერვში, ადი მესამეზე დეკანატთან, იქვე კედელზე გაკრული დაფები მოათვალიერე, ან შეიხედე დეკანატში და ჰკითხე რომელიმე მადამ ბეჰემოთს.

Posted by: loza 9 Jul 2008, 10:36
აბა, გამოვტყდით, ვის აქვს ყველაზე ცხელი დღე 10 ივლისს როგორც ამბობენ, 10-ში კონსერვის შენობა დაიკეტება და ხალხს გამოცდამდე ნახევარი საათით ადრე შეიყვანენ სიის ამოკითხვით. პირველი ასო, რაც ამოვიდა, როგორც ვიცით, არის ასო "ბ" (ამ ასოს ამომღებს გაუხმა ხელი ) და ბ-დან იწყება შიმშილი. რაც შეეხება ნიშნებს, არავითარი ფამილარობა - ეგრევე დაკვრის დამთავრებისთანავე ახარებენ სტუდენტს და კონსერვიდან გარეთ, მშობლებთან და ბალელშჩიკებთან გამოსატან ჯვარსაც აჰკიდებენ. კომისიის შემადგენლობაც უკვე გაბაზრებულია (გიზის მოსწავლემ გააბაზრა). მისასალმებელია, რომ ნანა ხუბუტია სიაშია და ნინო ჟვანია და ცირა ქამუშაძე დაესწრებიან, თუმცა არა როგორც კომისიის წევრები. ერთადერთი, რაც ვერ გავიგე ისაა, რა უნდა კომისიაში ბეჟან ნამგლაძეს. ვაფშემც ამ კაცის როლი თუ ფუნქციაც მაინცდამაინც არ გვესმის კონსერვატორიის აღმშენებლობისა და ყოველდღიური მაჯისცემის ჭრილში. ხო, ამ საკითხში მართლა არა ვარ მარტო

აბა, ვაბარებთ ვინმე წელს მაგისტროსის და კურაპალატის წოდების მოსაპოვებლად ???

Posted by: MaShiko-MuSicology 11 Jul 2008, 20:21
QUOTE
აბა, ვაბარებთ ვინმე წელს

ჩავაბარეეეეეეჰ rolleyes.gif

Posted by: Jazz-GIO-Classic 12 Jul 2008, 15:09
როდის მთავრდება ეგ ცხელი დღეები??????????

Posted by: Fitzcarraldo 12 Jul 2008, 20:05
Jazz-GIO-Classic
QUOTE
როდის მთავრდება ეგ ცხელი დღეები??????????


დღეს დამთავრდა

Posted by: loza 13 Jul 2008, 23:06
დამთავრდა და მაგათი დედებიც ყ76908764750983740859უ4უიოეჰჯკ76409857უ84ჯტუირპჰნეფგპ098ეყ76უ4ი3ჰჯ54კლ53.
ნანა ხუბუტიას გარდა ყველას დედებს ეხება. გიზის განსაკუთრებით.

Posted by: MementoMori 4 Sep 2008, 03:44
ხალხო ცნობისათვის კონსერვატორიის საიტი გატეხილია და შედით და ნახავთ რაც დაგხვდებათ www.conservatoire.ge
იქნებ მიხედოს ამას ვინმემ!!!!! სირცხვილია!
თუ მანანას დაურეკო???? არ ყავს არ საიტს პატრონი ?????

Posted by: loza 4 Sep 2008, 22:20
სრული სიმართლე წერია.
ოღონდ კონსერვის დახავსებული და დაობებული ხალხიც უნდა ეწეროს მანდ, თენგიზის თამადობით.

Posted by: srt-8 10 Oct 2008, 01:00
მისაღემი გამოცდები დაახლოებით როდისაა ხომ არ იცით?

------------------

Posted by: palindromi-x 10 Oct 2008, 17:34
loza
ფორუმის ბარონის ტიტულივინ მოგანიჭა?თუ თვითმარქვია ბარონი ხარ,ანიქნებ ბარონიკი არა, თავად ბაირონი?

Posted by: inana 10 Oct 2008, 18:06
palindromi-x
თქვენს მახვილგონიერებას საზღვარი არა აქვს.

Posted by: palindromi-x 10 Oct 2008, 18:10
inana
ქებამ შემარცხვინა მე, რამეთუ იდუმალ მისურვია იგი.......

Posted by: srt-8 16 Oct 2008, 00:20
ვინმე ფორუმელი აბარებს წელს კონსერვატორიაში? biggrin.gif

Posted by: palindromi-x 14 Jan 2009, 13:35
რა ხდება ახალი კონსერვში??ნუთუ არაფერი და ყველაფერი ისევ ისეთი თეთრია და ერთფეროვანი?sad.gif

Posted by: junka 23 Apr 2009, 01:39
გამარჯობათ!
მინდა შევეხო იმ თემას, რომელიც, ვფიქრობ, უინტერესო არ უნდა იყოს ოპერის მოყვარულთათვის; განსაკუთრებით კი -- იმათთვის, ვისთვისაც უმნიშვნელო არ არის ოპერის მომღერლების როგორც ვოკალური, ასევე სამსახიობო დონე.
ოპერის სტაჟიან მოყვარულთ, კარგად ახსოვთ ის დიდი როლი, რომელსაც კონსერვატორიის საოპერო სტუდია -- ათწლეულების მანძილზე ასრულებდა თბილისის ოპერის თეატრის ჯეროვანი კადრებით მომარაგების საქმეში.
70-80-იან წლებში (და უფრო ადრეც), საოპერო სტუდიაში, მართლაც მშვენიერი სპექტაკლები იდგმებოდა. იქნებ გახსოვთ კიდეც ვინმეს, მაგ.: ,,ტრავიატა'', სადაც არაჩვეულებრივი იყო ცაცა ნამორაძე, ან თუნდაც - ,,ფაუსტი'', სადაც ასევე ძალიან კრგი იყო ტარიელ ჭიჭინაძე. იქ ასევე მინახავს: ,,იოლანტა'', ,,ევგენი ონეგინი'', ,,ალეკო'', ,,სევილიელი დალაქი'', ,,სიყვარულის ნექტარი'', ,,ფიგაროს ქორწინება'', ,,დაისი'' და ა. შ.
სხვათა შორის, თვით პაატა ბურჭულაძის კარიერა, რომელიც თურმე ასეთი წარმატებული უნდა ყოფილიყო, როგორც მე მახსოვს, სწორედ საოპერო სტუდიაში დადგმული ,,ფაუსტით'' დაიწყო.
აი ასეთი რეპერტუარი ჰქონდა საოპერო სტუდიას, რომელიც ახლა, როგორც მე გავიგე, აღარ არსებობს... ძალიან დასანანია.

ისე, ნეტა ვინმეს თუ ადარდებს კონსერვატორიაში ან თეატრში ეს საკითხი?!




Posted by: დათიკო 23 Apr 2009, 01:53
junka
QUOTE
როგორც მე გავიგე, აღარ არსებობს...

როგორ არ არსებობს?!
ეხლახანს თაქთაქიშვილის პირველი სიყვარული ითამაშეს დიდში.
ნუ როგორ, ეგ სხვა საქმეა, მარა რომ არსებობს - ფაქტია smile.gif

Posted by: junka 23 Apr 2009, 02:24
QUOTE
როგორ არ არსებობს?!


დავაზუსტებ ჩემს აზრს: აღარ არსებობს -- არსებითად; ანუ -- აღარ არსებობს, როგორც საოპერო სტუდია. არსებობს, მხოლოდ, როგორც საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღარ ეკუთვნის კონსერვატორიის საოპერო კათედრას; არადა, თავის დროზე, სწორედ საოპერო კათედრისთვის ააგეს, რათა, ეს დარბაზი კათედრის განკარგულებაში ყოფილიყო და მომავალ მომღერლებს კონსერვატორიაშივე მიეღოთ სათანადო გამოცდილება -- მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, გაცხოველებული შემოქმედებითი პროცესი მიმდინარობდა. ახლა კი, წელიწადში ერთადერთხელ თუ მოიღებენ წყალობას და საოპერო კათედრას სპექტაკლის დადგმის უფლებას მისცემენ; მისცემენ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ და მხოლოდ -- დადგმის უფლებას. მომზადებით კი, სპექტაკლი -- სულ სხვაგან მზადდება. ასე რომ, საოპერო სტუდია არსებითად, აღარ არსებობს...

Posted by: Charles IX 23 Apr 2009, 10:12
junka
არსებობს თემა კონსერვატორიის შესახებ - ვაერთიანებ.

Posted by: JOKONDA 23 Apr 2009, 15:35
junka
საინტერესოა მოსაზრება იმის თაობაზე ,რომ საოპერო სტუდიას უნდა ქონდეს განკარგულებაში დიდი დარბაზი,თუმცა მე ,ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ კადრს სტუდენტებში,რომელთა მონაწილეობითაც მთელი სეზონი გავა სპექტაკლები.
სამწუხაროა,რომ მივტირით ძველს...

Posted by: palindromi-x 24 Apr 2009, 13:48
junka
JOKONDA
საოპერო სტუდია იმ სახით, რა სახითაც ალბათ შორეულ 70-80-ანებში არსებობდა, უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საერთოდ კი განაგრძობს არსებობას. სტუდიას სოლისტებიც ყავს (ანუ კონსერვის თანამშრომლები, რომლების სპექტაკლში მონაწილეობისთვის ღებულობენ ხელფასს), დირიჟორებიც (თუმცა ალბათ ეს სიტყვა მხოლობით რიცხვში უნდა დამეწერა და შეიძლებოდა ასევე დამეწერა გვარიsmile.gif), კონცერტმაისტერები (რომლებიც ნამდვილად მუხლჩაუხრელდ მუშაობენ) და დირექტორიც (რომლის ფუნქცია პირდად ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც არსებობს ტაკიძეsmile.gif). არიან სტუდენტები, რომლებმაც წინდაწინ იციან, რომგაისად, გარდამაისად იმღერებენ ამა თუ იმ სპექტაკლში ამა თუ იმ პარტიას (არა, ისინი წინასწარმეტყველური ნიჭით არ არიან დაჯილდოვებული, მათ ამას თავისი ვოკალის პედაგოგები ეუბნებიან და წინდაწინ ამზადებინებენ იმ პარტიებს) და არიან სტუდენტები, რომლებიც მხოლოდ გამოცდისთვის ამზადებენ პარტიას, რადგან ასეთ სიტუაციაში აზრი არ აქვს მათთვის იმაზე ფიქრს, რომ "ეღირსებათ" საოპერო სტუდიის სპექტაკლებში მონაწილეობის მიღება!

Posted by: djbachi 19 May 2009, 22:01
ინგა ბარამიძე უაღრესად დიდი პროფესიონალია...მაგ ქალზე სიტყვა არ თქვას ვინმემ თორემ პრობლემები შეექმნება.

ძალიან დიდი პიროვნებაცადაა,იშვიათი ადამიანი.

Posted by: ნინა 20 May 2009, 19:55
ეხლა ცოტა სხვაგან გადაგიყვანთ...
QUOTE
თავისი ვოკალის პედაგოგები ეუბნებიან და წინდაწინ ამზადებინებენ იმ პარტიებს

არცერთი სიმღერის ტექსტის შინაარსი არ იცის არცერთმა მანდ ...
მთავარ სიტყვებზე და მიზანსცენებზე ლაპარაკი არააა...
შინაარსიც არ იციან იმ სპექტაკლების რასაც ეჭიდავებიან...
შმორავს ძალიან ჩვენი კონსერვი რაცხა ამ ბოლო დროს... სხვა კათედრებზეც ნამეტნავს შმორავს...
ერთი ხელის თითები საკმარისია იმ ადამიანების ჩამოსათვლელად ვინც დღეს ღირებული მუსიკოსია მანდ...

Posted by: better late than never 20 May 2009, 20:44
კონსერავატორიის საიტი, წინა თვეებისა და წლებისაგან განსხვავებით აქტიურად ახლდება, და კონსერვატორიაში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე მოვლენების გასაგებად ესტუმრეტ ოფიციალურ საიტს

www.conservatoire.edu.ge

Posted by: palindromi-x 20 May 2009, 21:21
QUOTE
ერთი ხელის თითები საკმარისია იმ ადამიანების ჩამოსათვლელად ვინც დღეს ღირებული მუსიკოსია მანდ...

ნინა
ჩამოთვალე!!! (საინტერესოა) biggrin.gif wink.gif

Posted by: ნინა 21 May 2009, 00:16
QUOTE
კონსერავატორიის საიტი, წინა თვეებისა და წლებისაგან განსხვავებით აქტიურად ახლდება, და კონსერვატორიაში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე მოვლენების გასაგებად ესტუმრეტ ოფიციალურ საიტს

better late than never
საიტი კი არა მაგათი ტვინები უნდა განახლდეს
biggrin.gif


palindromi-x
QUOTE
ჩამოთვალე!!! (საინტერესოა)

მე მარტო ორი ადამიანის დასახელება შემიძლია biggrin.gif
შალვა მოსიძე და ქეთევან ბოლაშვილი...

Posted by: srt-8 21 May 2009, 11:34
ნინა
ხუბუტია არა? baby.gif

----------------------

Posted by: ნინა 21 May 2009, 23:20
srt-8
არ ვიცი რა გიპასუხო...

ყველას უფლება აქვს თავისი რჩეული ყავდეს smile.gif

Posted by: palindromi-x 22 May 2009, 15:16
ნინა
შენ ყველას იცნობ? ესეთი დასკვნების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა კონს-ის ყველა თანამშრომელს იცნობ პროფესიული თვალსაზრისიდან გამომდინარე

Posted by: lizi95 22 May 2009, 19:23
QUOTE
საიტი კი არა მაგათი ტვინები უნდა განახლდეს

ჩაგეთვალა......... +1

Posted by: ნინა 22 May 2009, 22:31
palindromi-x
QUOTE
შენ ყველას იცნობ? ესეთი დასკვნების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა კონს-ის ყველა თანამშრომელს იცნობ პროფესიული თვალსაზრისიდან გამომდინარე


ჩამოთვალე შენი ფავორიტები, კონსერვატორიის პედაგოგების და მერე გაგცემ შენს კითხვაზე პასუხს

Posted by: palindromi-x 22 May 2009, 23:09
ნინა
უბრალოდ მე იმის თქმა მიდოდა, რომ არ შეიძლება შენ იცნობდე ყველას, ვინც იქ ასწავლის. და თუკი ვინმეს აზრს იზიარებ სიმპატია-ანტიპატიის მხრივ, ეს უკვე თავს მოხვეული აზრია და არა საკუთარი. დავიჯერო 2-ზე მეტი არაა??

Posted by: ნინა 23 May 2009, 22:44
palindromi-x
რა განერვიულებს?
ჩემს აზრს თავზე გახვევ და ამითი მიგანიშნებ საუკეთესო ადამიანებს და პროფესიონალებს თავისი საქმის!

შენ თუ გინდა ნუ დამიჯერებ, ეგ შენი საქმეა
სხვას კი შეუძლია გაითვალისწინოს ის რაც დავწერე
ასე!

Posted by: Dive 24 May 2009, 11:51
რექტორისთვის ხომ არ გისმენიათ მუზას პირდაპირ ეთერში?

Posted by: ნინა 24 May 2009, 21:13
ლია დოლიძე არსებობდა ასეთი ლექტორი კონსერვატორიის სივრცეში...
აი ეს იყო უსერიოზულესი ადამიანი და თავისი საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანი.
მთელი კონსერვატორია ესწრებოდა მის ლექციებს დიდი ინტერესი იყო მის გარშემო
ნადიაც ძალიან კარგი სპეციალისტია თავისი საქმის და რაც მთავარია ერთგული smile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 24 May 2009, 22:37
ნინა

არ გეჩვენებათ, რომ ყველას ერთ ტაფაში წვავთ?
კონსერვი ამ ბოლო დროს კი არა დიდი ხანია "შმორავს", მაგრამ მუსიკოსები მაინც მოიძებნებიან მასში.
წინასწარ გეტყვით, რომ ქეთი ბოლაშვილი ჩემი ხელმძღვანელია და თქვენზე არანაკლებ მაღალი აზრისა ვარ მასზე. მაგრამ იქ ასევე არიან თამაზ ბათიაშვილი, ნანა ხუბუტია, ნინა ჟვანია, ზურა ნადარეიშვილი, თემო ბაკურაძე და კიდევ შეიძლება გავაგრძელო...
შეგიძლიათ მათზეც თქვათ რომ არ არიან მუსიკოსები?

QUOTE
სხვას კი შეუძლია გაითვალისწინოს ის რაც დავწერე
ასე!

ვერ დაგეთანხმებით, ყველამ თვითონ უნდა შეიქმნას საკუთარი აზრი.


Posted by: palindromi-x 25 May 2009, 11:04
QUOTE
და კიდევ შეიძლება გავაგრძელო...

MaShiko-MuSicology
არადა საინტერესოა ამ სამი წერტილის მიღმა რა გვარები იმალება/
კიდევ კარგი, თორემ ორზე მეტი არააო და გამისკდა ლამის გული

Posted by: ნინა 26 May 2009, 22:26
MaShiko-MuSicology
QUOTE
წინასწარ გეტყვით, რომ ქეთი ბოლაშვილი ჩემი ხელმძღვანელია და თქვენზე არანაკლებ მაღალი აზრისა ვარ მასზე.

იყავი მერე, ძალიან კარგი...
რაღაცა ძალიან გაღიზიანებული ინტონაციით წერთ... და ზოგადად მუსიკოლოგები კობრაჩაყლაპულებივით ხართ, მეტნაკლებად ყველა და ამას თუ გააკონტროლებთ გაცილებით მაღალი აზრი შეგექმნებათ ყველა მოვლენის მიმართ...

smile.gif

ნუ ბრაზუნობ, ეგ ცუდია, ცალსახად ცუდი!
* * *
palindromi-x
მგონია რომ წელს აბარებ, ისე გაინტერესებს იქაურობა.
ასეა?

Posted by: palindromi-x 26 May 2009, 23:01
ნინა
არა, ძვირფასო - განათლება უკვე მივიღე

Posted by: MaShiko-MuSicology 27 May 2009, 13:13
ნინა
smile.gif smile.gif
აი, ხომ ხედავთ, კითხვაზე არ მიპასუხეთ და ამის ნაცვლად მუსიკოლოგებს გადაწვდითsmile.gif
ძალიან არა, მაგრამ ცოტა მართლა გავღიზიანდი, უფრო სწორედ, თქვენი იმ პოსტის კატეგორიულობა გადმომედო, რომელზეც გიპასუხეთ...
კობრას რაც შეეხება, ისიც გეცოდინებათ, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში მისი შხამი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკურნალო საშუალებაა მსოფლიოში.
თავის დროზე საჭირო იყო თუ არა,მუსიკოლოგებს სულ თაფლი და შაქარი რომ სცვიოდათ,ამის ერთ-ერთი შედეგი ესეცაა, ვიღაც-ვიღაცეებისგან მარტო ლეგენდები რომ დარჩა, სულს შეუბერავ და, მტვრის გარდა არაფერია...
QUOTE
ნუ ბრაზუნობ, ეგ ცუდია, ცალსახად ცუდი!


არ ვბრაზუნობsmile.gifsmile.gifsmile.gif (მომეწონა ეგ ფრაზაsmile.gifsmile.gif)

ცალსახოვნება კი ყველაფერში ცალსახად ცუდია
smile.gif

Posted by: ნინა 27 May 2009, 14:52
MaShiko-MuSicology
QUOTE
აი, ხომ ხედავთ, კითხვაზე არ მიპასუხეთ და

რომელ კითხვაზე არ გიპასუხე, ტაფის შესახებ რომ იყო?
QUOTE
სწორად გამოყენების შემთხვევაში მისი შხამი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკურნალო საშუალებაა

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მაგის სამკურნალო თვისებებს.
ისე, სტუდენტ მუსიკოლოგებს (და მერე უკვე ნასწავლებს) წესიერი განათლების მიღების გარდა არაფერი სჭირდებათ არც თაფლი სჭირდებათ და არც შხამი, ვინაიდან ჭეშმარიტი განათლება არის ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება - ცალსახად
QUOTE
ცალსახოვნება კი ყველაფერში ცალსახად ცუდია

ამაში კი ძალიან ცდები, ვინაიდან ცალსახად უნდა გწამდეს ღმერთის, გიყვარდეს მოყვასი მაინც (თუ მტერს ვერ შეიყვარებ) და ცოტა იუმორის გრძნობაც არ უნდა გტოვებდეს, ხანდახან მაინც ...

გადაწვდომა გადმოწვდომა არის კონსერვატორიაში გამეფებული ტონალობა, რომელიც ისევე ჟღერს, როგორც შემცირებული სეპტაკორდი ორმაგი ალტერაციით და ამ მდგომარეობაში ყოფნა და აზროვნება ცოტა რთულია მანდ მყოფებისათვის, მითუმეთტეს სწორი აზროვნება. ეს ყველაფერი არის შედეგი იმ უმეცარი მდგომარეობისა რომელის სუფევს კონსერვატორიაში. მანდ მთელი სისტემაა შესაცვლელ და არანაკლებ რთულია მაგის გაკეთება ვიდრე ჩვენი ქვეყნის სხვა პრობლემები
ახალი, პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანთა ტვინებია საჭირო კონსერვატორიაში, ვინაიდან რეალურად გარეთ სხვა დროა და კონსერვატორიაში კი იმი იქით არიან ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო, ძალიან დაბალი დონეა, ძალიან...
მე ძალიან მეცოდებიან ის ნიჭიერი მუსიკოსები, რომლებიც მიდიან თავიანთი ნიჭიერებით ამთავრებენ ამ უმაგლესს და აღმოჩნდებიან ხოლმე არაფრით ხელში. თუმცა ძალიან შეუპოვარ ადამიანებზე არ მაქვს საუბარი, რომლებიც ბოლომდე ქაჩავენ ყველაფერს და აღწევენ მათთვის სასურველ შედეგებს

Posted by: palindromi-x 27 May 2009, 19:00
ნინა
მართალია პოსტი ჩემთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჯერ კიდევ ძალიან ნორჩი ხარ და შენი ასაკის გადმოსახედიდან მსჯელობ

Posted by: better late than never 27 May 2009, 21:33
ცოტა დაგვიანებული პოსტია, მაგრამ ტუ პროფესიონალიზმზე და ფანატიკურობაზე ვისაუბრეთ მაშინ დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძეზე ფანატიკოსი ადამიანი საკუტარი პროფესიისა ჩემი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე არ შემხვედრია. როგორც თქვით ყველა თავის ვარიანტს გვთავაზობს.....

MaShiko-MuSicology-ს მიერ ჩამოთვლილ მუსიკოსებს კი სრულად ვეთანხმები და კიდევ დაგავიწყდა რეზო კიკნაძე, ( მიუხედავად ოფიციალური სტატუსისა) biggrin.gif smile.gif

Posted by: Charles IX 28 May 2009, 00:54
better late than never
QUOTE
დაგავიწყდა რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე რა შუაშია? სად თბილისის კონსერვატორია და სად ლიუბეკი?

Posted by: დათიკო 28 May 2009, 01:40
palindromi-x
QUOTE
ჯერ კიდევ ძალიან ნორჩი ხარ და შენი ასაკის გადმოსახედიდან მსჯელობ

ვა რა კომპლიმენტია ნინა lol.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 28 May 2009, 13:37
ნინა

[quote]რომელ კითხვაზე არ გიპასუხე, ტაფის შესახებ რომ იყო?[/quote]
არა, ერთ ტაფაში წვა რიტორიკული კითხვა იყო, მეორე კითხვა, კი, რომელიც არ დაინახეთ ან მასზე პასუხის გაცემა "ცალსახად" არ ისურვეთ, აი, ესაა:

თამაზ ბათიაშვილი, ნანა ხუბუტია, ნინა ჟვანია, ზურა ნადარეიშვილი, თემო ბაკურაძე და კიდევ შეიძლება გავაგრძელო...
შეგიძლიათ მათზეც თქვათ რომ არ არიან მუსიკოსები?

[quote]QUOTEსწორად გამოყენების შემთხვევაში მისი შხამი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკურნალო საშუალებაა

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მაგის სამკურნალო თვისებებს.[/quote]
თქვენი ვერ ხედვა მის არარსებობას სულაც არ ნიშნავს.


[quote]ვინაიდან ჭეშმარიტი განათლება არის ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. quote]
ნამდვილად, მაგრამ ვაი, რომ ასეთი კეთილგანწყობილება არ ჩანს თქვენს პოსტებში, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ კეთილგანწყობაზე ვსაუბრობ და არ ვეხები თქვენს განათლებას...



[quote]ცოტა იუმორის გრძნობაც არ უნდა გტოვებდეს, ხანდახან მაინც ...

გადაწვდომა გადმოწვდომა არის კონსერვატორიაში გამეფებული ტონალობა, რომელიც ისევე ჟღერს, როგორც შემცირებული სეპტაკორდი ორმაგი ალტერაციით და ამ მდგომარეობაში ყოფნა და აზროვნება ცოტა რთულია მანდ მყოფებისათვის, მითუმეთტეს სწორი აზროვნება. ეს ყველაფერი არის შედეგი იმ უმეცარი მდგომარეობისა რომელის სუფევს კონსერვატორიაში. მანდ მთელი სისტემაა შესაცვლელ და არანაკლებ რთულია მაგის გაკეთება ვიდრე ჩვენი ქვეყნის სხვა პრობლემები ახალი, პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანთა ტვინებია საჭირო კონსერვატორიაში, ვინაიდან რეალურად გარეთ სხვა დროა და კონსერვატორიაში კი იმი იქით არიან ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო, ძალიან დაბალი დონეა, ძალიან... მე ძალიან მეცოდებიან ის ნიჭიერი მუსიკოსები, რომლებიც მიდიან თავიანთი ნიჭიერებით ამთავრებენ ამ უმაგლესს და აღმოჩნდებიან ხოლმე არაფრით ხელში. თუმცა ძალიან შეუპოვარ ადამიანებზე არ მაქვს საუბარი, რომლებიც ბოლომდე ქაჩავენ ყველაფერს და აღწევენ მათთვის სასურველ შედეგებს [/quote]


რაღაც პირადული წყენის ტონები მესმის... ცუდია, ძალიან ცუდი, ღმერთზე როცა მელაპარაკებით, მიტევებას და მეორე ლოყასაც ნუ დაივიწყებთ.

აქ მე ვწყვეტ დისკუსიას, აზრს ვერა ვხედავ, ერთია, როცა ვინმე ავადაა (ამ შემთხვევაში, რა - კონსერვატორია), კი არ ლანძღავენ, ავად რატომ ხარო, ცდილობენ, როგორც შეუძლიათ მიეშველონ,

თუ უ ყ ვ ა რ თ, ცხადია.

Posted by: palindromi-x 28 May 2009, 14:11
MaShiko-MuSicology
QUOTE
თამაზ ბათიაშვილი, ნანა ხუბუტია, ნინა ჟვანია, ზურა ნადარეიშვილი, თემო ბაკურაძე და კიდევ შეიძლება გავაგრძელო...

მე კი კვლავ ამ სამი წერტილის მიღმა დამალულ გვარ-სახელებს ველი

Posted by: inana 28 May 2009, 21:05
QUOTE
რაღაც პირადული წყენის ტონები მესმის... ცუდია, ძალიან ცუდი, ღმერთზე როცა მელაპარაკებით, მიტევებას და მეორე ლოყასაც ნუ დაივიწყებთ.

მე არაფრით მეხება, მაგრამ აი ეს სიტყვები რაღა შუაში იყო. ცოტა უხერხულია, ჯერ დაასკვნა, რომ ადამიანის მიერ გამოთქმული კრიტიკა შესაძლოა, ,,პირადული წყენიდან'' გამომდინარეობდეს, და მერე მიტევებაზე და მეორე ლოყაზეც დაუწყო ლაპარაკი. მოძღვრის ფუნქციებში ნუ შევიჭრებით. ეს თავისუფალი აზრის გამოთქმის ადგილია. რადგან გამოითქმება კრიტიკა, ე.ი. თუნდაც ერთ ადამიანს, რომელიც კარგად იცნობს იქაურობას, აქვს რაღაც საფუძველი, ასე იფიქროს. სულ არ არის აუცილებელი, წყენა ალაპარაკებდეს.

Posted by: ნინა 29 May 2009, 18:29
inana
მადლობა თანადგომისათვის, ვინაიდან ცოტა უხერხული რეპლიკები მივიღე და შემრცხვა კიდეც ცოტა, რომ ასეთი გაბრაზება დავიმსახურე...

MaShiko-MuSicology

[quote]თამაზ ბათიაშვილი, ნანა ხუბუტია, ნინა ჟვანია, ზურა ნადარეიშვილი, თემო ბაკურაძე და კიდევ შეიძლება გავაგრძელო...
მუსიკოსები არიან...
მაგრამ მათ არ შეუძლიათ, რომ გამოცვალონ კონსერვატორიის გარემო და და რის გამო ვერ შველიან ეს ადამიანები კონსერვატორიაში არსებულ სავალალო დონეს? სად არიან ამ ადამინების კარგი სტუდენტები? მე ვერ ვხედავ მათ შედეგებს საკონცერტო დარბაზებში და სხვადასხვა სივრცეებში?...
იყო კარგი მუსიკოსი ეს არ ნიშნავს იყო ადამიანი, რომელმაც შეიძლება განაპირობოს მომავალი მუსიკოსების ბედი.
მე ვიცი შალვა მოსიძის რეალური შედეგები, თუნდაც გორი გუნდში (დიდებიც და პატარებიც) და მე ვიცი ქეთინო ბოლაშვილის სტუდენტები. დევილ არუთინოვი გამომრჩა ძალიან დიდ პატივს ვცემ...

[quote]რაღაც პირადული წყენის ტონები მესმის... ცუდია, ძალიან ცუდი, ღმერთზე როცა მელაპარაკებით, მიტევებას და მეორე ლოყასაც ნუ დაივიწყებთ. [/quote]
მგონი ვიღაცაში გეშლები...
მე ნინო ჯანჯღავა ვარ, კომპოზიტორი და თუ რამე იცი ჩემს შესახებ ისეთი, რომ ჩემი მეორე ლოყა იყოს საჭირო ნამდვილად საინტერესოა ვიცოდე რა ხდება ჩემს თავს საამისო biggrin.gif
[quote]აქ მე ვწყვეტ დისკუსიას, აზრს ვერა ვხედავ, ერთია, როცა ვინმე ავადაა (ამ შემთხვევაში, რა - კონსერვატორია), კი არ ლანძღავენ, ავად რატომ ხარო, ცდილობენ, როგორც შეუძლიათ მიეშველონ,[/quote]
დისკუსიის შეწყვეტა რა არის რო?
ჩემგან რას ითხოვთ ახალი მოდელი დავდო კონსერვატორიის? ამას ითხოვთ?


[quote]ახალი, პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანთა ტვინებია საჭირო კონსერვატორიაში, ვინაიდან რეალურად გარეთ სხვა დროა და კონსერვატორიაში კი იმი იქით არიან ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო, ძალიან დაბალი დონეა, ძალიან...[/quote]
და როგორც ვხედავთ ფაქტის აღიარებაც კი საშინელ რეაქციას იწვევს.
ეგრეა, ჯერ არის არსებული სიტუაციის ანალიზი და მერე გამოსწორების გზების ძიება და თანმიმდევრული მოქმედება

Posted by: better late than never 29 May 2009, 23:00
QUOTE
თამაზ ბათიაშვილი, ნანა ხუბუტია, ნინა ჟვანია, ზურა ნადარეიშვილი, თემო ბაკურაძე და კიდევ შეიძლება გავაგრძელო...

(იმედია სიაში მხოლდო შემსრულებლები არ იგულისხმება და ზოგადად კონსერვატორიის სტაფი შედის)


ია პაატაშვილი, მანანა კორძაია smile.gif

Posted by: palindromi-x 29 May 2009, 23:41
იცით რაშია ჩვენი "ბრალი"? - იგნორირება გვიყვარს ადამიანების - თუნდაც ფორუმზე, თუნდაც ცხოვრებაში ან კონს-ში. იგნორირება კი ბოღმისა და აგრესიის მაჩვენებელია. აგერ უკვე მერამდენე პოსტს მიიგნორებენ, თუნდაც მაშიკო-მუსიკოლოგი, ამას არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ სიტუაციაში, მე ზოგადად ვმსჯელობ.
თუნდაც ის, რომ ფორუმელი ვინმე ნინა თვლის, რომ მხოლოდ 2 მუსიკოსი ყოლია (თურმე) საქართველოს- ეს მარაზმია! არ შეიძლება უბრალოდ ასეთი მსჯელობა, რადგან არასწორი მიდგომაა საგნისადმი. ეს რა თქმა უნდა IMHO.

Posted by: better late than never 30 May 2009, 00:39

სამიწერტილი და ცისანა ტატიშვილი, ლადო ათანელი, ზურაბ სოტკილავა (მე მგონი კონსერვატორიას გავცდი smile.gif))))

QUOTE
რეზო კიკნაძე რა შუაშია? სად თბილისის კონსერვატორია და სად ლიუბეკი?


ზუსტადაც კავშირშია smile.gif. რეზო კიკნაძე კვლავაც კონსერვატორიის სტუდენტია. დოქტორანტურის smile.gif)))) და ამავე დროს მოწვეული პედაგოგი smile.gif)))

Posted by: Dive 30 May 2009, 12:56
იგნორირებასთან დაკავშირებით palindromi-x-ის თქმის არ იყოს, ჩემს პოსტს რატომღაც არავინ გამოეხმაურა. თქვენ ალბათ ერთმანეთს იცნობთ და თუ მე შედარებით უცხო ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს პოსტს თითქოს არც უარსებიაsmile.gif
ვიკითხე რექტორს თუ უსმინეთ რადიო მუზას ეთერში, გარკვეულ პარალელებს ავლებდა თბილისისა და ვენის კონსერვატორიებს შორის და მეც დამაინტერესა რას ფიქრობენ ამ სისტემაში ჩახედული, ამ შემთხვევაში აქ მოსაუბრე ადამიანები.

Posted by: MARCIA 30 May 2009, 12:59
მაპატიეთ, მე არ ვარ არც ახლანდელი, არც ყოფილი და არც მომავალი კონსერვატორიელი, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად ვარ ხოლმე მანდ, და როგორღაც გავერკვიე რა ხდება, ამიტომ გავბედე ჩაგერთოთ. საკმე იმაშია, რომ მაშიკო-მუსიკოლოგის ჩამოთვლილი მუსიკოსების სტუდენტები, თუნდაც ნანა ხუბუტიასი, ნამდვილად არიან ხოლმე სცენაზე და პირადად მე დიდ სიამოვნებასაც მანიჭებენ, ასევე გუშინწინ ვიყავი კომპოზიტორების კონცერტზე და ნადარეიშვილის და ბაკურაძის სტუდენტების საკმაოდ იმედისმომცემი ბავშვები მოვისმინე, მერე ეს ბავშვები რომ იზრდებიან და ვინც წარმატებულია, ტოვებს ქვეყანას, ეს ჩემი აზრით კონსერვატორიის ბრალი კი არაა, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არსებული დამოკიდებულებით კულტურის მიმართ. კონსერვატორია რაც არ უნდა ეცადოს, ამას ჯერ ვერ შეცვლის.
რა კულტურის პოლიტიკა, ერთმანეთის აზრების პატივისცემა ვერ გვისწავლია ხალხს...
მაპატიეთ თუ შეიძლება

Posted by: MaShiko-MuSicology 30 May 2009, 19:00
palindromi-x
ძააალიან დიდი ბოდიში, ოღონდ გულწრფელად, იგნორირება არც მიფიქრია, სამწუხაროდ როგორც ჩანს ასე გამომივიდა, ჩემდაუნებურად... მართლა ძალიან ვწუხვარ. თქვენს კითხვაზე მეტნაკლებად უკვე გიპასუხათ better late than never-მა, კიდევ დავამატებდი ე. არაქელოვს, კ. ვარდელს, თუნდაც გულიკო კარიაულს, რომლის სტუდენტი ანი კვასხვაძე ასე მოეწონათ ვაგნერის საღამოზე...
ასე, რომ არც ისე ცუდად გვაქვს საქმე, ასე არ გგონიათ?

better late than never
თუ მოწვეულებსაც მოვიშველიებთ, სოსო ბარდანაშვილი როგორ დაგავიწყდა?
smile.gif
* * *
MARCIA
რაკი ასეა, მე ნინო ჟვანიასაც დავამატებ, რომელიც რამდენიმე წელი გერმანიაში სწავლობდა, შტოკჰაუზენთან უკრავდა, და მიუხედავად იმისა, რომ უეჭველად შეეძლო გადასარევი კარიერის გაკეთება, დაბრუნდა და კონსერვატორიაში ასწავლის და თანაც მხოლოდ პიანისტებს არა.შედეგად, ყოველწლიურად ძალიან საინტერესო კონცერტებს აკეთებს ხოლმე, როგორ შეიძლება ეს არ დაინახო...

Posted by: palindromi-x 30 May 2009, 19:24
MaShiko-MuSicology
QUOTE
ასე, რომ არც ისე ცუდად გვაქვს საქმე, ასე არ გგონიათ?

მე ჩამონათვალები არც მიყვარს, სიმართლე გითხრათ- რადგანაც აუცილებლად ვიღაც გამოგრჩება, რაც არ უნდა დიდი ხანი იცნობდე სფეროს, მაინც არ გეცოდინება ყ ვ ე ლ ა ! ამიტომ ჩამონათვალი არაა გამართლებული. და თუ მაინც ასახელებ გვარებს, აუცილებლად უნდა დაურთო შემდეგ, რომ სხვებს არ იცნობ. არ შეიძლება ასე კატეგორიული იყო შეფასებაში და ამტკიცო სუბიქტური თვალსაზრისი.ამას ზოგადად ვწერ.
QUOTE
მიუხედავად იმისა, რომ უეჭველად შეეძლო გადასარევი კარიერის გაკეთება, დაბრუნდა და კონსერვატორიაში ასწავლის

არ ვიცნობ ვინაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ეგეთი პატრიოტიზმი ჩვენში კარგა ხანია გადავარდა. არა მგონია რაიმე სხვა გარეპირობები და გარემოებები რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ მშობლიური კონსერვატორიის კედლებში დაბრუნების სურვილმა გადასძლია მნიშვნელოვანი კარიერის გაკეთების შანსს!

Posted by: MARCIA 30 May 2009, 19:37
palindromi-x
აუ, რა ურწმუნო თომობაა, ადამიანებოოო...
ცოტა მზის სხივი შემოუშვით თქვენთან რააა
smile.gif

Posted by: palindromi-x 30 May 2009, 19:39
MARCIA
თქვენ ვინ მოგმართათ, გეთაყვა?

Posted by: MARCIA 30 May 2009, 19:47
ბოდიში
sad.gif
მეგონა აზრის გამოთქმა შემეძლო.
რავიცი, თავისუფალიაო და...

Posted by: palindromi-x 30 May 2009, 19:49
MARCIA
აზრის გამოთქმა ერთია და იარლიყების მიწებება სხვა

Posted by: Dive 31 May 2009, 00:19
მადლობელი ვარ ჩემს პოსტთან დაკავშირებით აზრის გაზიარებისათვისsmile.gif
რა გაეწყობა, ფორუმს მიღმა პირადად ვეცდები ვინმესთან დალაპარაკებას.

Posted by: ნინა 31 May 2009, 01:39
ყველას მოგმართავთ!
აი, რაც აქ ხდება ამ ეტაპზე ეს არის პატარა მოდელი იმისა რა დაძაბულობაც არის კონსერვატორიაში, ურთიერთობები პედაგოგებს შორის და სტუდენტებს შორისაც. ერთეული ნიჭიერი ხალხის ყოლა არ ნიშნავს არაფერს, როცა ვსაუბრობთ ზოგადად კონსერვატორიის ორგანიზმზე.
ჰოდა რომ გამომეკიდეთ ორ ადამიანზე მე პირველად დავწერე რომ ერთი ხელის თითები ეყოფა მეთქი მარა ეს იქით იყოს ... უიმე ....
MaShiko-MuSicology
მართალია თქვენ შეწყვიტეთ ჩემთან საუბარი მაგრამ მე ჯერ არ დამიმთავრებია და სხვათაშორის ჩემი კითხვაც პასუხგაუცემელი დაგრჩათ ''ლოყის'' შესახებ და იქნებ იკადროთ და განმიმარტოთ... თორე ლოყა შენც გექნება, ნამდვილად biggrin.gif არა?!
იმას რასაც თქვენ კარგს უწოდებთ, რეალურად კარგია სხვა სუსტი სტუდენტების ფონზე, მაგრამ ზოგადად მუსიკალური ხელოვნების გადასახედიდან საკმაოდ მიუღებელია
და თუ ძალიან გაინტერესებთ რეალურად რა მდგომარეობაა კონსერვატორიაში განათლების მხრივ შესაძლოა მცირე ტესტირება ჩატარდეს სტუდენტებშიც და პედაგოგებშიც, რაც ნათელს მოჰფენს იმას თუ რა დონე მიგაჩნიათ კარგად.

მაგრამ ნახეთ ჩვენი ორკესტრები რა დღეშია ან ოპერის, ან ეროვნული... ხალხს გამა ვერ დაუკრია სუფთად.
კაპელაში ზოგიერთი იმისთანა დგას, რომ იქ ნამდვილად არ უნდა იყვნენ და ეს იცით რატომ? იმიტომ, რომ არ არის იმდენი კარგად ნასწავლი მუსიკოსი რომ ეს სიტუაციები იყოს მოწესრიგებული.
დღეს ველაპარაკე ერთ დირიჟორს, რომელმაც შარშან დაამთავრა კონსერვატორია და ნახეთ აბა რას იძახის ეს ადამიანი... როგორ წინააღმდეგობებშია ... შარშან ყოფილა ბელა ბარტოკის საგუნდო მუსიკის ფესტივალზე და ნახა როგორი იყო კარგი მომზადების მუსიკოსი. ესტონეთი აიღე თუ გინდა და შეადარეთ ამისი უნარი თუ გაქვთ და მერე იძახე ეს კარგია ის კარგია...

ჩეჩმაში თუ ზიხარ და ხანდახან ნიავი დაუბერავს მართლა კარგია

ნუ მაბრაზებთ! მე არავის ცუდი არ მითქვამს და არც ვაპირებ.
რეალობის ასახვა კი ყველას არ შეუძლია, ზოგს რისი ეშინია და ზოგს რისი ერიდება ადვილი მისახვედრია ადამინების სისუსტეები...

და როდესაც ქვეყანაში არ არსებობს, ელემენტარულად წესიერი ორკესტრი ნუ მესაუბრები იმაზე, რომ კონსერვატორია მოწოდების სიმაღლეზეა

გადარჩენის გზები, კი ბატონო, ვეძიოთ და რაღაცა გამოჩნდება
მაგრა ამ ეტაპზე თავებს ნუ მოიტყუებთ

Posted by: MaShiko-MuSicology 1 Jun 2009, 18:58
ნინა
საერთოდ, არ ვაპირებდი "საუბრის" გაგრძელებას, მაგრამ რაკი ასე აღშფოთებულ-შეშფოთებულხართ, გაუგებრობის და ეჭვების თავიდან ასაცილებლად, იყოს ნება თქვენი.

მგონი ვიღაცაში გეშლები...
მე ნინო ჯანჯღავა ვარ, კომპოზიტორი და თუ რამე იცი ჩემს შესახებ ისეთი, რომ ჩემი მეორე ლოყა იყოს საჭირო ნამდვილად საინტერესოა ვიცოდე რა ხდება ჩემს თავს საამისო biggrin.gif



ამაზე მეკითხებით არა?
არავისში მეშლებით, იმიტომ, რომ მაშინაც და ახლაც ჩემთვის ფორუმელი ნინა ბრძანდებით და მორჩა. ასე, რომ წარმოდგენა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს, "რა ხდება თქვენს თავსს საამისო". ისევე, როგორც თქვენ მომიწოდეთ "ცალსახად უნდა...." და ა.შ, თქვენი უკიდურესად გაღიზიანებული ტექსტებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე მოგიწოდეთ მეც. ესაა და ეს, დამშვიდდით, გეთაყვა და ნუ გაბრაზდებით, აკი თვითონ მითხარით, ნუ ბრაზუნობ, ეს ცალსახად ცუდიაო?

QUOTE
მე არავის ცუდი არ მითქვამს და არც ვაპირებ.

კიდევ კარგად გადახედეთ თქვენს პოსტებს... ძალიან კარგადაც ვხედავ, მესმის და რაღაც უნარებიც გამაჩნია, ოღონდ, თქვენგან განსხვავებით, ვცდილობ(თ) იმ ძალებით ვებრძოლო(თ) არსებულ ნაკლოვანებებს, რაც ჯერჯერობით გაგვაჩნია.
აუგის თქმა თუ წერა ყველაზე იოლია... ეს მარტო თქვენ არ გეხებათ, ზოგადადაც ვამბობ, და არამარტო ფორუმის მასშტაბით. გარემოების ანალიზი კი სულ სხვა რამედ მესახება, უკაცრავად...
და ბოლოს, მოდით, პატივი ვცეთ სხვებსაც და თქვენის ნებართვით ბოლოსდაბოლოს შევწყვიტოთ ეს უაზრო დისკუსია, მე პატივს ვცემ თქვენს აზრებს, მაგრამ არ ვიზიარებ.

Posted by: ნინა 2 Jun 2009, 01:21
MaShiko-MuSicology
QUOTE
მე პატივს ვცემ თქვენს აზრებს, მაგრამ არ ვიზიარებ

ეს მხოლოდ ჩემი აზრები არაა, ეს არის ძალიან ბევრი, თავად კონსრვატორიის პედაგოგთა და სტუდენტთა აზრი. ისე იღებთ თქვენს თავზე ყველაფერს თითქოს კონსერვატორიის რექტორი იყო, თუმცა მანანას რაც შეეძლო გააკეთა და საერთოდ ვინც რას აკეთებს ის შეუძლიათ ზუსტად smile.gif

სხვათა შორის დიდი ხანია ჩაფიქრებული მაქვს, რომ შემდეგი რადიოფესტივალი დავუთმო კონსერვატორიის პრობლემებს, სადაც კონსერვატორიის წამყვანი პედაგოგები და სტუდენტები ისაუბრებენ თავიანთ სურვილებზე, იმ სურვილებზე რისი გამოსწორებაც უნდათ კონსერვატორიაში და სავარაუდოდ ამას სექტემბრიდანვე შევუდგები. სათაური ასეთი მინდა რომ იყოს „ჩვენი საყვარელი კონსერვატორია“, იმიტომ რომ ეს ადგილი ყველა წარმატებულ მუსიკოსს უყვარ და უხარია იქ მისვლა
ახლა კი, ამ ეტაპზე ხუთშაბათობით 13 საათზე და კვირას 11 საათზე (იგივე გადაცემა გამეორებით) მოისმინე რადიო მუზას ეთერით და დაუჭირე მხარი ახალგაზრდა შემსრულებლებს ოღონდ იმ შემთხვევაში შეძლებ ამას თუ ხარ მაგთისა და ბალის აბონენტი.
იმის გარდა რომ კეთდება პროპაგანდა მოსწავლეებისათვის იმისა, რომ ჩააბარონ სამუსიკო სკოლებში ასევე ნომერზე 1838 მოდის წერილები იმის შესახე თუ რომელი მოსწავლე-შემსრულებელი მოეწონათ
ამითი გამოვავლენთ მსმენელის სიმპატიას და დავჯილდოვებთ კიდეც

ფორუმელი ნინა ვარ, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს ვისი ლოყა გეგონა ჩემი ლოყა და საერთოდ სიტყვა ლოყას მუსიკოლოგი როგორ უნდა ხმარობდეს, არ არის ეს ის სიტყვა, რომელიც მუსიკოლოგის ლექსიკონში უნდა შედიოდეს. არა ვარ მართალი?

http://forum.ge/?f=94&showtopic=33918437

Posted by: palindromi-x 2 Jun 2009, 13:22
QUOTE
სიტყვა ლოყას მუსიკოლოგი როგორ უნდა ხმარობდეს

ღაწვი - სულ სხვაა!

Posted by: ნინა 2 Jun 2009, 17:03
palindromi-x
QUOTE
ღაწვი - სულ სხვაა!

ეგ არის ის, რასაც ეს თემა ეძებდა!



givi.gif wink.gif

Posted by: zgarbi 8 Jun 2009, 17:24
გამარჯობა ყველას
დიდი სირცხვილი კონსერვატორიას და მათ ხელმძღვანელობას იმისათვის ,რომ სახელმწიფო კვარტეტმა თავისი კონცერტები მემანიშვილის დანგრეულ დარბაზში გამართა.

ისე ვინმემ იცის ამის მიზეზი, რატომ გამართეს იქ და არა კონსერვატორიაში?

Posted by: palindromi-x 8 Jun 2009, 20:38
zgarbi
რა აზრი აქვს, სად გაიმართა, შენ ის თქვი, როგორი იყო

Posted by: zgarbi 8 Jun 2009, 20:59
palindromi-x
ჩემთვის აქვს თუ არა აქვს მაგას მართლა არაფერი მნიშვლელობა არ აქვს, მაგრამ ამ დონის კონცერტი , ასეთი მუსიკოსებით ელემენტალურად სისუფთავეში მაინც უნდა ჩატარდეს
არა?

Posted by: palindromi-x 8 Jun 2009, 21:02
zgarbi
თქვენთვის კონსერვატორიის სივრცე მხოლოდ სისუფთავესთან ასოციირდება?

Posted by: ნინა 8 Jun 2009, 22:30
palindromi-x
QUOTE
თქვენთვის კონსერვატორიის სივრცე მხოლოდ სისუფთავესთან ასოციირდება?

ჩემთვის კონსერვატორიის დარბაზები კულტურის კერის სიმბოლოა, რომელმაც ეს სტატუსი დიდი ხანია დაკარგა. მას ხშირად მდარე ხარისხის კონცერტებისათვისაც კი აქირავებენ ამ ბოლო დროს, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ფული აიღონ.
არა ერთხელ შევსწრებივარ სიტუაციას ბასით და ბარაბნით შეკმაზულს
მართლა ძალიან კარგი ფესტივალი ჩაატარა კვარტეტმა და ძალიან მიუხედავ დარბაზში...

Posted by: palindromi-x 8 Jun 2009, 23:09
ნინა
სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არაა განებივრებული გარემონტებული, სათანადო აკუსტიკის მქონე დარბაზებით და ის, რომ კონს-ში არის რამდენიმე დარბაზი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ - ძალიან კარგია. თუმცა იმ გარემოში მართლაცდა არაა იშვიათობა მდარე მუსიკის მოსმენა, რადგან დარბაზი კი არ ქმნის მუსიკას, არამედ თავად მუსიკოსი და მოგეხსენებათ ერთი ფაქტი შესანიშნავი ბანის შალაპინის ცხოვრებიდან, როცა მან ძაღლისთვის იმღერა იმაზე მიუთითებს, რომ ნიჭიერი მუსიკოსისთვის კედლებს და გარემოს აქვს ალბათ ზოგადო ესთეტიკური მნიშვნელობა, მაგრამ მუსიკას, რომელსაც ის ქმნის, ხელს არ უშლის გაუევრორემონტებელი დარბაზი - კარგი გარემო თანამ\ედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ატრიბუტია, რაც სამწუხაროდ ჩვენთან კომფორტად ითვლება და "უკვირთ"

Posted by: zgarbi 9 Jun 2009, 00:34
palindromi-x
QUOTE
თქვენთვის კონსერვატორიის სივრცე მხოლოდ სისუფთავესთან ასოციირდება?

biggrin.gif

რამოდენიმე წლის წინ ლაიბციგში ვიყავი ფესტივალზე, საქარტველოს დღეები იყო და მუსიკა , კინო , მხატვრობა იყო წარმოდგენილი.კინო მიმოხილვას უძღვებოდა გოგი გვახარია და ქართული ფილმის ჩვენება და მის შესახებ შეხვედრები გაიმართა ერთ კინო დარბაზში , რომელიც იყო ომის დროს დანგრეული ( 1941- 1945) და ასევე დატოვებული, მაგრამ სიბინძურის შეგრძნება არავის გასჩენია იქ. ყველაფერი იყო შერწყმული ხელოვნებასთან.


Posted by: fergusonscottie 9 Jun 2009, 02:50
zgarbi
QUOTE
რამოდენიმე წლის წინ ლაიბციგში ვიყავი


ალბათ ლაიფციგი იგულისხმეთ smile.gif

Posted by: ნინა 10 Jun 2009, 21:10
palindromi-x
ფესტივალი მართლა კარგი გამოვიდა და ეგ მაგისათვსი ცხადია ხელი დარბაზს არ შეუშლია ამაზე არც არის აქ ლაპარაკი. თემა ეხება კონსერვატორია და გამოითქმება წუხილი იმაძე რომ კონსერვატორია დღეს დაკავებულია დარბაზების ბიზნესით და არა კულტურის კერის გაღვივებით.
ეს ძაიან ცუდია
მე თვითონ ძალიან ბევრჯერ შევსწრებივარ იმ სიტუაციებს თუ როგორ აკონტროლებს შიდა თანხებს რექტორი და ეს ამაზრზენია... sad.gif ამითი რექტორი საერთოდ არ უნდა იყოს დაკავებილი და ეტყობა კიდეც სიტუაციას
რომელ აბიტურიენტსაც კი მიუწვდება ხელი იმაზე რომ უცხოეთში მიიღოს განათლება ყველა მიდის და უწევთ ისეთებსაც წასვლა, რომლებიც ძალინა განიცდიან და კარგად ვერ იტანენ უცხოეთში ცხოვრებას
აბა მოდით ამაზეც ვისაუბროთ

და კიდევ, ეხლა ეს რექტორი მიდის და იძახიან რომ მანანა ანდრიაძემ უნდა შეცვალოს დოიჯაო და რა აზრია ამაში...
უნდა მოვიდნენ ახალგაზრდები და ცოტა ოდნავ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც გაიზრებენ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე სტუდენტების ''დაბოლება'' ნოდარ მამისაშვილის ლექციებით უკვე აღარ შეიძლება, რომ გაუნათლებელი რუსიკო წურწუმია ტონს არ უნდა იძლეოდეს თავისი აშლილი კამერტონით და მივყვე კიდევ? თუ ვინმე კიდევ ფიქრობს ჩემსავით, რომელსაც ასევე ჩემსავით საკუთარი აზრის გამოთქმის არ ეშინია

დაწერეთ და აღწერეთ ვითარება და გამეცით აქ ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები დასაბუთებული და იცით ყველაძე საშინელი რა არის ძალიან ბევრი კონსერვატორიის თანამშრომელი ასე ფიქრობს, მაგრამ ერიდებათ მამისაშვილის, წურწუმიასი და არ ერიდებათ იმ სტუდენტების, რომლებიც (და სხვათაშორის მათი უმეტესი ნაწილი), რომლებიც იქ ცოდნის მისაღებად მიდიან
* * *
ამ წამს გავიგე რუსიკო წურწუმიას დაუტოვებია კონსერვატორია...
მიზეზი არ ვიცი biggrin.gif

Posted by: palindromi-x 10 Jun 2009, 22:21
ნინა
QUOTE
ამ წამს გავიგე რუსიკო წურწუმიას დაუტოვებია კონსერვატორია... მიზეზი არ ვიცი

ალბათ შენი მესიჯი წაიკითხა და ესაა მიზეზი biggrin.gif wink.gif
QUOTE
და კიდევ, ეხლა ეს რექტორი მიდის და იძახიან რომ მანანა ანდრიაძემ უნდა შეცვალოს დოიჯაო და რა აზრია ამაში...

აბა ვინ უნდა შეცვალოს , სხვა კანდიდატურა არის? baby.gif
QUOTE
უნდა მოვიდნენ ახალგაზრდები და ცოტა ოდნავ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები

ასეთებს თქვენ პირადად იცნობთ? და თუ იცნობთ ვინ არიან ისინი?

Posted by: ნინა 11 Jun 2009, 14:08
palindromi-x
QUOTE
ალბათ შენი მესიჯი წაიკითხა და ესაა მიზეზი  

მეც მაგისი ეჭვი მაქვს biggrin.gif
დანარჩენებმაც წაიკითხონ რა...
QUOTE
ასეთებს თქვენ პირადად იცნობთ? და თუ იცნობთ ვინ არიან ისინი?

ამისათვის საჭირონი არიან თავდადებული ადამინები მაგალითად ნინო მამრაძე, ეხლა ვინც არის ყოფილი ნიჭიერთა ათწლედის დირექტორი
იგივე ადამიანები, რომლებიც ათწლედში მუშაობენ მაგალითად ბათიაშვილი და ვარდელი გაცილებით უფრო პრუდუქტიულები იქ არიან ვიდრე კონსერვატორიაში
აბა სასწავლებელი სადაც დოდო რუხაძე ასწავლის იქ რამეზე შეიძლება საუბარი
გინახიათ დოდო რუხაძის განათლება?
თუნდაც ლეილა მარუაშვილი....
ესენი უნდა იოდე, რომ აიჭრა ისე როგორც მე ვიჭრები მაგათ ხსენებაზე, იმიტომ რომ ჩემთვის სულერთი არ არის კონსერვატორიის როლი საზოგადოების განვითარებაში....

Posted by: palindromi-x 11 Jun 2009, 19:31
QUOTE
აბა სასწავლებელი სადაც დოდო რუხაძე ასწავლის იქ რამეზე შეიძლება საუბარი

რაღა დოდოს მიახტით?!
QUOTE
ესენი უნდა იოდე, რომ აიჭრა ისე როგორც მე ვიჭრები მაგათ ხსენებაზე,

ფრთხილად!!!

და თვითონ კონს-ის სივრცეში არავინაა ნუთუ? იქნებ თქვენ?....(თუმცა არ ვიცი ვინ ბრძანდებით)
wink.gif

Posted by: zgarbi 11 Jun 2009, 20:39
მე ვფიქრობ უნდა გაიხსნას მეორე კონსერვატორია და ბუნებრივი გადარჩევის წესით მოხდეს ყველაფერი.

ძლიერმა და სწავლულმა უნდა იმარჯვოს უმეცარზე და უნიჭოზე.

Posted by: better late than never 12 Jun 2009, 15:39
ძალიან გთხოვთ კონსერვატორიის შიდა სტრუქტურაში გაურკვეველი ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება მოდერატორის მხრიდან შენიშნულ იქნას.

განათლებულ რუსუდან წურწუმიას ჯერჯერობით კონსევატორია არ დაუტოვებია და არც უახლოეს მომავალში აპირებს.
ზოგადად თავი შეიკავეთ მსაგვსი არაკორექტული გამონათქვამებისაგან გთხოვთ. smile.gif

Posted by: P_s_y_c_h_e 12 Jun 2009, 18:07
QUOTE
ამ წამს გავიგე რუსიკო წურწუმიას დაუტოვებია კონსერვატორია...


არადა, გუშინწინ იღიმოდა ალა-ფურშეტზე...

QUOTE
მე ვფიქრობ უნდა გაიხსნას მეორე კონსერვატორია და ბუნებრივი გადარჩევის წესით მოხდეს ყველაფერი


მეორე კონსერვატორია უკვე გახსნილია "თვით" მანანა დოიჯაშვილის მიერ - "ბედის ირონიააააა"

სასწავლებელები დახურა და იმ შენობაში (სასწავლებლის ბიუჯეტზე) გახსნა მეორე კონსერვატორია(ფასიანი)+ სამუსიკო ათწლედი
არადა, იმავე შენობაში 1 სამუსიკო სკოლაა... ორი სამუსიკო სკოლა რამდენად რელურია ერთ შენობაში?

Posted by: palindromi-x 12 Jun 2009, 19:01
QUOTE
გახსნა მეორე კონსერვატორია(ფასიანი)

P_s_y_c_h_e
ოფიციალურად რა სტატუსით?

Posted by: ნინა 12 Jun 2009, 19:16
better late than never
QUOTE
ძალიან გთხოვთ კონსერვატორიის შიდა სტრუქტურაში გაურკვეველი ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება მოდერატორის მხრიდან შენიშნულ იქნას.

განათლებულ რუსუდან წურწუმიას ჯერჯერობით კონსევატორია არ დაუტოვებია და არც უახლოეს მომავალში აპირებს.
ზოგადად თავი შეიკავეთ მსაგვსი არაკორექტული გამონათქვამებისაგან გთხოვთ.


ეგეც ობამაა რა... biggrin.gif დიდი რევოლუციაა ეხლა ეგ თუ დატოვებს იქურობას, თან მარტო მაგისი წასლა-მოსლით არ გამოიცვლება ამინდი

QUOTE
და თვითონ კონს-ის სივრცეში არავინაა ნუთუ? იქნებ თქვენ?....(თუმცა არ ვიცი ვინ ბრძანდებით)

არიან როგორ არა, საკმაოდ არიან და რაგაცა უნდა მოხდეს ისეთი რომ მათ შეძლონ თავიანთი პოზიციების გამყარება.

ჩემკს თავს ამ შემთხვევაში უკეთ ოპოზიციაში ვხედავ, რომელიც არ დაიშურებს შენიშვნების მიცემას, სამწუხაროდ ამხელა გამოცდილება მე არ მაქვს, რომ ასეთი დიდი რაღაც ავიღო ჩემს თავზე

ამ ეტაპზე მხოლოდ აზრების გამოთქმა შემიძლია smile.gif

Posted by: palindromi-x 12 Jun 2009, 19:26
QUOTE
ჩემკს თავს ამ შემთხვევაში უკეთ ოპოზიციაში ვხედავ, რომელიც არ დაიშურებს შენიშვნების მიცემას

ნინა
რატო მაინცდამაინც ოპოზიციაში? იქნებ პოზიციაში მაინც? და იქნებ სულაც შენიშვნები არც დაჭირდეთ, ისეთი "მაგრები" იყვნენ?

Posted by: P_s_y_c_h_e 12 Jun 2009, 22:54
palindromi-x
QUOTE
ოფიციალურად რა სტატუსით?


აი ეგ არ გეკითხა და ....

მოკლედ, სტატუსი: უ მ ა ღ ლ ე ს ი პ რ ო ფ ე ს ი უ ლ ი პ რ ო გ რ ა მ ე ბ ი

ეხლა თავად გაარკვიეთ და ეძიეთ ჭეშმარიტება კლასიკურ მუსიკასა და პროფესიულ პროგრამებს შორის

Posted by: palindromi-x 12 Jun 2009, 23:36
P_s_y_c_h_e
დიდი ხანია რაც არსებობს ეს "პროგრამები"? და რა იცით მათ შესახებ უფრო ვრცლად თუ შეძლებთ რომ დაწეროთ

Posted by: better late than never 13 Jun 2009, 00:39
QUOTE
ეგეც ობამაა რა...დიდი რევოლუციაა ეხლა ეგ თუ დატოვებს იქურობას, თან მარტო მაგისი წასლა-მოსლით არ გამოიცვლება ამინდი


ე ს თქვენი სურვილია ალბათ, თუმცა ის ხშირად რეალობას არ შეესაბამება, ხოლო სურვილების ასეთი გამოხატვა შესაძლოა ვინმესათვის შეცდომაში შემყვანი იყოს. smile.gif

Posted by: P_s_y_c_h_e 13 Jun 2009, 00:40
ე.ი. გეცოდინებათ, რომ 2 წელია არსებობს და კონსერვატორიის შენობაშია განთავსებული..

ეხლა კი ფრთებს გაშლის ფართოდ და ჩუბინაშვილზე გადავა,სადაც სამი სამუსიკო სასწავლებლისგან გაერთიანებული სამუსიკო კოლეჯი შეიქმნა.

იანვრიდან კი ეს სამუსკო კოლეჯი ამ "უმაღლეს პრგრამებს" შეეწირა .

პრ.პრგრ-ში კი გამოცადდა კონკურსი, სადაც ერთ ფაკულტეტზე მხოლოდ და მხოლოდ თითო-თითო ვაკანსიაა


Posted by: palindromi-x 13 Jun 2009, 01:01
P_s_y_c_h_e
არ მესმის, რას ემსახურება აღნიშნული "პროგრამა", თუ არსებობს კონსერვატორია, რაღა საჭიროა ეს "პროგრამა" ?

Posted by: P_s_y_c_h_e 13 Jun 2009, 01:25
palindromi-x
ქ-ნ მანანას შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ უმრავლესობის აზრით, კონსერვატორიაში რექტორობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ისევ რექტორი იქნება.
ვფიქრობ ეს უმღლ.პროფ,პროგრამები დროებითია და მალე დაიხურება...
დარჩება შენობა, სადაც სერიოზული სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.. აბა, ეკონომიკურ კრიზისში ხომ არ უნდა მოვიწყინოთ?!

Posted by: ნინა 13 Jun 2009, 02:42
palindromi-x
QUOTE
რატო მაინცდამაინც ოპოზიციაში? იქნებ პოზიციაში მაინც? და იქნებ სულაც შენიშვნები არც დაჭირდეთ, ისეთი "მაგრები" იყვნენ?

მანდ პოზიციაში ყოფნა ჩემი სურვილი არ იქნება არასდროს. მოწოდებით პედაგოგი უნდა იყო რომ ეს ნაბიჯი გადადგა, მე ეგ საქმე კარგად არ გამომდის და არ ვარ დარქმუნებული რომ როდესმე შევძლებ...

ნეტავ იყვნენ მაგრები მეც ეგ მინდა.

better late than never
QUOTE
ე ს თქვენი სურვილია ალბათ, თუმცა ის ხშირად რეალობას არ შეესაბამება, ხოლო სურვილების ასეთი გამოხატვა შესაძლოა ვინმესათვის შეცდომაში შემყვანი იყოს

სურვილები იქით იყოს და მაგისი სახელი და გვარი რაღა მოსატანია საერთოდ, ეგ არის საშინელება რომ ამ უშინაარსო ხალხს ძალაუფლება აქვთ და პრეტენზიები რომ ასწავლონ სხვებს და არა რა ... არააააააა .

მე ასე არ მინდა!
ყველას აქვს საკუთარი აზრისა და სურვილის გამოთქმის უფლება, რამდენადაც არარეალური შეიძლება ის მოეჩვენოს მავას და მავანს და ამ უფლებას ვერავინ ვერავის ვერ წაართმევს

ანგრე ანტრე თუ გინდა

Posted by: srt-8 21 Jun 2009, 23:29
კონსერვატორიაში ვინც მუშაობთ იქნებ იყოთ საქმის კურსში

ბაკალავერიატის მისაღებ გამოცდებზე ორ წელს ერთიდაიგივე პროგრამის დაკვრა შეიძლება?

Posted by: ნინა 4 Jul 2009, 22:47
რა ხდება კონსერვატორიაში?
რაღაცა ძალიან ჩაეშვა თემა...


Posted by: palindromi-x 4 Jul 2009, 22:53
ნინა
ალბათ არდადეგები დაიწყო biggrin.gif wink.gif

Posted by: palindromi-x 20 May 2010, 00:22
კონსერვატორიაზე გადაცემას თუ უყურეთ საზოგადოებრივ არხზე და მოგეწონათ თუ არა - მგონი მხოლოდ I ნაწილი იყო ჯერ, ალბათ მეორე მომდევნო კვირაში იქნება

Posted by: winamp 20 May 2010, 12:24
QUOTE
palindromi-x

მაგარი გადაცემა იყო ძალიან, ნეტა კიდე გაუშვან ეგეთი გადაცემები. საიტზე ხო არ დაუდევთ ვიდეო კიდე ვუყურებდი სიამოვნებით.

Posted by: დათიკო 21 May 2010, 19:20
palindromi-x
არ მინახავს და რასთან დაკავშირებით იყო საუბარი?

Posted by: palindromi-x 21 May 2010, 20:32
დათიკო
ძირითადად კონსერვატორიის დაარსების შესახებ ისაუბრეს (ისტორიული მიმოხილვა)... ჩართული იყო (იმჰო სავსებით უადგილოდ) სტუდენტების შემოქმედების ფრაგმენტები, ერთი სიტყვით ჩემთვის არ იყო საინტერესოდ მოწოდებული, მეორე ნაწილი არ ვიცი , ისიც არ ვიცი იყო თუ აწი უნდა იყოს

Posted by: palindromi-x 2 Jun 2010, 23:09
ესესაა დამთავრდა მე-2 ნაწილი დოკუმენტური ფილმისა კონსერვატორიის შესახებ. ძალიან უგემოვნოდ გაკეთებული, არაპროფესიულად და ძალიან გულნაკლული დამტოვა თუნდაც ინფორმაციის სიმწირის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ უაზროდ იყო ჩაფიქრებული და განხორციელებული, მომიტევებენ ალბათ ფილმის შემქმნელები sad.gif

Posted by: pekineli 4 Jun 2010, 09:32
ყოველდღე მანდ ავლისას დავდგები ხოლმე და ვუსმენ მუსიკას,, გიჟივით ვდგავარ და ვუსმენ smile.gif არა ისე ზოგჯერ საშინლად მღერიან ხოლმე biggrin.gif

Posted by: unknown lady 4 Jun 2010, 12:24
pekineli
QUOTE
ყოველდღე მანდ ავლისას დავდგები ხოლმე და ვუსმენ მუსიკას,, გიჟივით ვდგავარ და ვუსმენ smile.gif არა ისე ზოგჯერ საშინლად მღერიან ხოლმე biggrin.gif



შენა დაა

ბარემ შედი შიიგნით biggrin.gif
უკეთესად მოისმენ

Posted by: pekineli 4 Jun 2010, 16:05
unknown lady
არა უზენასე სასმართლოში ვაგვიანებ ხოლმე სად მცალია მაგისატვის biggrin.gif ყოველ დილას 10 ზე დარჭობლი უნდა ვიყო ადგილზე biggrin.gif

Posted by: palindromi-x 4 Jun 2010, 16:09
pekineli
QUOTE
ყოველ დილას 10 ზე დარჭობლი უნდა ვიყო ადგილზე

განსაკუთრებით მონდომებული სტუდენტები იქ 8–დანაც არიან, ასე რომ wink.gif

Posted by: Walkman123 4 Jun 2010, 16:58
pekineli

QUOTE
ყოველდღე მანდ ავლისას დავდგები ხოლმე და ვუსმენ მუსიკას,, გიჟივით ვდგავარ და ვუსმენარა ისე ზოგჯერ საშინლად მღერიან ხოლმე


მეც რო გავივლი ხოლმე იქ, ვჩერდები და ვუსმენ ყოველთვის. მაინც სასიამოვნოა აქეთ ვიოლინო, იქიტ ფორტეპიანო იქით ვიღაც გაკივის givi.gif

Posted by: pekineli 4 Jun 2010, 17:56
palindromi-x
QUOTE
განსაკუთრებით მონდომებული სტუდენტები იქ 8–დანაც არიან, ასე რომ wink.gif

ო ეხლა მაგის გამო მოვიკლო ძილიიი biggrin.gif
QUOTE
ვიოლინო, იქიტ ფორტეპიანო იქით ვიღაც გაკივის givi.gif

ისე მამიდაჩემი ასწაცვლიდა კონსერვატორიაში და ერთმანეთს ძაან ვუშლიდით ხოლმე ხელს ძაფხულშიო biggrin.gif ვირაცა გაკივის და შენ აქ კონცენტაციას ვერ ახდენ მაგრა ტეხავს sad.gif ამიტომ ფანჯარა უნდა დაიხუროს და კონდენციონერებით უზრუნველყონ ბაიები biggrin.gif

Posted by: Walkman123 4 Jun 2010, 19:10
QUOTE
ისე მამიდაჩემი ასწაცვლიდა კონსერვატორიაში

თურმე საიდან უყვარს ამას შოპენი smile.gif

Posted by: palindromi-x 4 Jun 2010, 19:42
pekineli
QUOTE
კონდენციონერებით უზრუნველყონ ბაიები 

კონდენციონერები შთანთქავს ხმას??? biggrin.gif

Posted by: pekineli 4 Jun 2010, 22:20
Walkman123
QUOTE
თურმე საიდან უყვარს ამას შოპენი smile.gif

არა მარტო ეგ არა smile.gif ვარშავის კონსერვატორიაში სწავლობდა სადაც შოპენის კულტი იყო biggrin.gif
palindromi-x
QUOTE
კონდენციონერები შთანთქავს ხმას??? biggrin.gif

არა, აბა ცოტა კიდევ დაძაბე გონება.....

Posted by: Walkman123 4 Jun 2010, 23:22
QUOTE
არა მარტო ეგ არავარშავის კონსერვატორიაში სწავლობდა სადაც შოპენის კულტი იყო

smile.gif ეჰ, მეც მინდა ესეთი ნათესავი smile.gif

QUOTE
კონდენციონერები შთანთქავს ხმას??? biggrin.gif


არა, აბა ცოტა კიდევ დაძაბე გონება.....


რაღაც ფორმაში ვერ არის დღესsmile.gif))))))))))

Posted by: pekineli 4 Jun 2010, 23:28
Walkman123
QUOTE
რაღაც ფორმაში ვერ არის დღესsmile.gif))))))))))

ნუ მაშინ განვუმარტავ-კონსერვატორიაში კონდენციონერები რომ იქნება დახურავენ იმ ფანჯრებს და ხმა აღარ გავა სხვა ოთახებში-აუდიტორიებში ... biggrin.gif

Posted by: palindromi-x 4 Jun 2010, 23:31
pekineli
Walkman123
რა ცუდად ხართ ინფორმირებული კონს-ის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ sad.gif

Posted by: Walkman123 4 Jun 2010, 23:43
palindromi-x
ეჰ, რა გასაკვირია, მე გარედან ვიცნობ კონსს მხოლოდ.


* * *
პეკინელი კი იქნება უფრო შეხედული givi.gif

Posted by: pekineli 4 Jun 2010, 23:47
palindromi-x
მშვენივრად ვარ ინფორმირებული, სპეციალური კარები რომ აქვს აუდიტორიებს იმისთვის კი არ აქვს კარი რომ დახურო და ფანჯარა ღია დატოვო... ხო თუმცა შენ გგონია რომ ხმის ჩასახშობად კონდენციონერს იყენებენ.
სხვათაშორის მთელი ბავშვობა ათარბეგოვზე მაქვს გატარებული და კონსერვატორიის ხშირი სტუმარიც ვიყავი რადგან ჩემი ოჯახის წევრი მუშაობდა მანდ, ხოდა ყველა თემაში არ შეიძლება პრაფესორობა...

Posted by: Walkman123 4 Jun 2010, 23:52
QUOTE
სხვათაშორის მთელი ბავშვობა ათარბეგოვზე მაქვს გატარებული და კონსერვატორიის ხშირი სტუმარიც ვიყავი რადგან ჩემი ოჯახის წევრი მუშაობდა მანდ, ხოდა ყველა თემაში არ შეიძლება პრაფესორობა...


არ შეარგო ახლა შენ არაფერი smile.gif)))))

ავატარად ვინც გყავს მაგასავით ფიცხი ხარ შენც smile.gif

Posted by: pekineli 5 Jun 2010, 00:00
Walkman123
QUOTE
ავატარად ვინც გყავს მაგასავით ფიცხი ხარ შენც smile.gif

სხვათაშორის კი biggrin.gif

Posted by: DORABELLA 10 Jun 2011, 23:56
ხალხო, გამარკვიეთ თუ შეიძლება...
ვოკალისტებთან მაქვს ასეთ შეკითხვა: მაინტერესებს, ვოკალში მეცადინეობა რა ჯდება?
მაგალითად, კონსერვატორიის პედაგოგები რამდენად ამეცადინებენ?
კონცერტმაისტერებიც ასევე, რამდენი ჯდება მათთან გაკვეთილი?

მიქეს გულიკო კარიაული და ხომ ვერ მეტყოდით, როგორი პედაგოგია? რამდენად ამეცადინებს?

ან ვის მირჩევდით კიდევ?

Posted by: palindromi-x 11 Jun 2011, 00:12
DORABELLA
QUOTE
მიქეს გულიკო კარიაული და ხომ ვერ მეტყოდით, როგორი პედაგოგია? რამდენად ამეცადინებს?

პედაგოგი კარგია, არა ერთი კარგი სტუდენტი აღუზრდია

თანხაზე ვერაფერს გეტყვი, თან ეს მგონი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია

Posted by: DORABELLA 11 Jun 2011, 00:19
palindromi-x
მადლობთ
QUOTE
თანხაზე ვერაფერს გეტყვი, თან ეს მგონი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია

არადა, ფასები მაინტერესებს ყველაზე მეტად.
თუ შეიძლება დამიზუსტედ, ამ შემთხვევაში ინდივიდუალური რას ნიშნავს?

Posted by: palindromi-x 11 Jun 2011, 00:24
DORABELLA
მონაცემი, მიზანი, ხანგრძლივობა და ა.შ.

Posted by: DORABELLA 11 Jun 2011, 00:28
palindromi-x
გასაგებია, გმადლობთ კიდევ ერთხელ.

Posted by: federeri-prima 17 Jun 2011, 13:31
QUOTE
ხალხო, გამარკვიეთ თუ შეიძლება...
ვოკალისტებთან მაქვს ასეთ შეკითხვა: მაინტერესებს, ვოკალში მეცადინეობა რა ჯდება?
მაგალითად, კონსერვატორიის პედაგოგები რამდენად ამეცადინებენ?
კონცერტმაისტერებიც ასევე, რამდენი ჯდება მათთან გაკვეთილი?

QUOTE
არადა, ფასები მაინტერესებს ყველაზე მეტად.
თუ შეიძლება დამიზუსტედ, ამ შემთხვევაში ინდივიდუალური რას ნიშნავს?

რა ხმა გაკვს გენაცვალე დაცერე და მერე გიპასუხებ ვინ ღირს რომ აირჩიო პედაგოგად
* * *
ერთი საათი მეცადინეობა ლარი ოცად შემიძლია გაგიხერხო... givi.gif war.gif

Posted by: DORABELLA 17 Jun 2011, 22:03
federeri-prima
QUOTE
რა ხმა გაკვს გენაცვალე დაცერე და მერე გიპასუხებ ვინ ღირს რომ აირჩიო პედაგოგად

მეცო-სოპრანო, ოღონდ ჩემს ნათესავს და არა მე wink.gif

Posted by: lovely girl 17 Jun 2011, 23:57
სოპრანო მაქვს მე, ლირიული..smile.gif 4 წელი ვმღეროდი ერთთან..აღარ მინდა მაგასთან მისვლა..ვის მირჩევთ? ნულიდან არ ვიწყებ..მირჩიეთ ვინმე კარგი და თანხაც მითხარით,ნუ დაახლოებით, მოსმენის შემდეგ ალბათ ზუსტად მეტყვის..smile.gif

Posted by: federeri-prima 18 Jun 2011, 08:28
რა გითხრა გენაცვალე აბა,ტუ ერთთან მგეროდი და აგარ გინდა იკ მისვლა მოდი კონსერვატორიასჰი და მოგისმენ და მერე გეტყვი ვინ უნდა აირჩიო....მომწერე ტუ გინდა და მერე ვისაუბროთ...მე არ მაკვს დრო თორე გამეცადინებდი, boli.gif

Posted by: palindromi-x 23 Jun 2011, 11:49
federeri-prima
QUOTE
მე არ მაკვს დრო თორე გამეცადინებდი

თქვენ რა ხმებთან მუშაობთ და სად ასწავლით?

Posted by: 15steps 23 Jun 2011, 13:59
მაინტერესებს ვოკალისტები ვინც გვიან დაიწყო სწავლა და რამე გამოუვიდათ?

Posted by: palindromi-x 23 Jun 2011, 14:25
15steps
გვიანში რა ასაკს გულისხმობთ? საერთოდ ვოკალი გვიანი პროფესიაა (ასე იყო ადრე, ვიდრე ახალ-ახალი ტენდენციები დამკვიდრდებოიდა მსოფლიო საოპერო სცენებზე).

Posted by: 15steps 23 Jun 2011, 14:56
palindromi-x
აი მაგალითად 28 წლისამ რომ ჩააბაროს და დაიიწყოს ამ ასაკშიsmile.gif)
მე ვარ აქ მთავარ როლში და იმიტომ მაინტერეებსsmile.gif)
biggrin.gif

Posted by: palindromi-x 23 Jun 2011, 15:04
15steps
თუ კარგი მონაცემები გაქვს, პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ბიჭი ხარ, მითუმეტეს -ბიჭებისთვის თუ არ ვცდები 30 წლამდეა კონსში ჩასაბარებელი ასაკი

Posted by: 15steps 23 Jun 2011, 15:19
palindromi-x
მოკლედ თუ თავს არ შეგაწყენჩემს პატარა ისტორიას მოვყვები;
მე არასდროს არ მიოცნებია ოპერის მომღერლობაზე უბრალოდ ხმა მაწუხებდაbiggrin.gif ხოლმე და მისწრაფებები მქონდა, ჩემთვის ვმღეროდი და მეგობრებს ვაცინებდიsmile.gif)) ერთ მშვენიერ დღესაც ისეთ წრეში მოვხვდი ვისაც უშუალოდ კავშირი ქონდა მუსიკასთან და გუგუშვილს გამასინჯა, ნუ გუგუშვილმა აქამდე რატომ არ მოხვედიო, და ერთი გზა შემომთავაზა რომ თუ დავჯდებოდი 17 წლის ბავშვებთან ერთად და ვისწავლიდი, რადგან არ მაქვს დამთავრებული 7 წლედი და ნოტებიც არ ვიცი:
მოკლედ ერთ კვირაში ნიჭიერთა ათწლედში მისაღებ გამოცდებზე მივედი და გამოცდა ჩავაბარე უფასოში მოვხვდი და სექტემბერში სწავლა მეწყებაsmile.gif))თან ფსიქოლოგიურად ცოტა მიჭირს ამ სიახლესთან შეგუება,ყველაფერი უცბად რომ მოხდა..
დაბნეულიც ვარ , მაგრამ საბოლოო ჯამში მაინტერესებს თუ როგორ შევძლებ,
მადლობთ ყურადღებისთვის biggrin.gif

Posted by: palindromi-x 23 Jun 2011, 15:27
15steps
ასეთი გზა ბევრს აქვს გავლილი და ბევრი გაივლის კიდევ, "გასატეხი" აქ არაფერია , მომავლისთვის ზრუნავ, როცა დიდი მომღერალი გახდები შენს მაგალითს სხვებს მოუყვანენ და სხვა ნიჭიერი და ოდნავ "დაგვიანებული" მომღერლობის მსურველები აღარ დაიმორცხვებენ -ჩვენთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვების აზრი smile.gif
წარმატებები(შენ ტენორი იქნები უეჭველი) smile.gif)

Posted by: 15steps 23 Jun 2011, 15:32
palindromi-x
მადლობთ კეთილი სურვილებისთვის, ჩემთის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა,
QUOTE
შენ ტენორი იქნები უეჭველი) )

გოგო ვარ და მითხრეს რომ ხმა სოპრანო მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია როგორი სოპრანო მეც არ ვიციsmile.gif))
თქვენგან ბევრს ვსწავლობ სანამ იქ დამეწყება სწავლა აქ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ამოვიკითხე..

რამე სახელმძღვანელოს თუ მირჩევდით, ნოტები დამწყებთათვის, ამ ზაფხულს გადავიკითხავდი რომ ცოტა აზრზე ვიყო იქ რომ მივალ: war.gif

Posted by: weisenhaus 23 Jun 2011, 15:59
ისე, თუ იცით კაცს ხმა რა ასაკში აქვს უკვე ბოლომდე ჩამოყალიბებული? 20 წლის საოპერო მომღერალი კაცი ან თუნდაც 25-ის პირადად მე არსად მინახავს.

Posted by: Charles IX 23 Jun 2011, 20:11
weisenhaus
QUOTE
20 წლის საოპერო მომღერალი კაცი ან თუნდაც 25-ის პირადად მე არსად მინახავს.

ნახვით არც მე მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ტიტა რუფომ 21 წლის ასაკში იმღერა იაგოს პარტია ლა სკალაში...


Posted by: palindromi-x 23 Jun 2011, 22:04



weisenhaus
QUOTE
ისე, თუ იცით კაცს ხმა რა ასაკში აქვს უკვე ბოლომდე ჩამოყალიბებული? 20 წლის საოპერო მომღერალი კაცი ან თუნდაც 25-ის პირადად მე არსად მინახავს.

არსებობს, მითუმეტეს დღეს გაახალგაზრდავდა ძალიან საოპერო ხელოვნების დარგი, მაგრამ ფიზიოლოგიიდან თუ გამოვალთ და არა გარეგნული ესთეტიკური მხარეებიდან(სწორედ რის გამოც მოხდა დარგის "გაახალგაზრდავება"), ხმა ყალიბდება უფრო გვიან, ვიდრე 20-25 წელია, განსაკუთრებით ეს შეეხება დაბალ ხმებს (როგორც მამაკაცის, ასევე ქალის), 30-40 წლის ასაკში მაგალითად ბანი გაცილებით უკეთ იმღერებს, ვიდრე 20-25 წლისა, თუ რათქმა უნდა სწორად მრერის და არა ისე, რომ ხმა დაკარგოს.
მაინც, დავამატებდი, უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - სწორი სიმღერა! (რაც არაა იოლი)
პატივისცემით, თქვენი პალინდრომიsmile.gif

15steps
არაფერი არ გინდა, სანოტო სისტემა შეისწავლე მხოლოდ, დანარჩენს იქვე გასწავლიან, ვოკალისტებისთვის არაა რთული პროგრამა, ყველაფერს დაძლევ თუ მოინდომებ smile.gif

Posted by: 15steps 23 Jun 2011, 22:38
palindromi-x
ok smile.gif











































.

Posted by: weisenhaus 24 Jun 2011, 01:45
Charles IX
QUOTE
ნახვით არც მე მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ტიტა რუფომ 21 წლის ასაკში იმღერა იაგოს პარტია ლა სკალაში...

ხო, შეიძლება იმღერა, მაგრამ ხმა არ იქნებოდა ჩამოყალიბებული ჯერ, ერთი 15 წლის შემდეგ უკეთესი ხმა ექნებოდა ბევრად.

palindromi-x
QUOTE
ხმა ყალიბდება უფრო გვიან, ვიდრე 20-25 წელია, განსაკუთრებით ეს შეეხება დაბალ ხმებს (როგორც მამაკაცის, ასევე ქალის), 30-40 წლის ასაკში მაგალითად ბანი გაცილებით უკეთ იმღერებს, ვიდრე 20-25 წლისა, თუ რათქმა უნდა სწორად მრერის და არა ისე, რომ ხმა დაკარგოს.

პირადად მე არ მინახავს თუნდაც 25 წლის ბარიტონი ან ბანი ოპერაში მღეროდეს smile.gif, დაახლოებით 30 წლიდან იწყებენ სიმღერას, ისე, მანამდე რას აკეთებენ საინტერესოა, ვთქვათ 18 წლიდან ვამუშავებ ხმას, მინიმუმ 10 წელი მომიწევს თავი ვირჩინო სხვა პროფესიით, და შემდეგ მომღერალი ან გამოვალ ან ვერა, მოკლედ, დიდი რისკია რა, შეიძლება ყველაფერი წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს და ადამიანს იმედები გაუცრუვდეს, იმის გარანტია მაინც უდნა გქონდეს, რომ კაპელაში ჩაგსვავენ და ხელაფსი გექნება, უცხოურზე მაქვს საუბარი ოღონდ, საქართველოში სოლისტობაც არ მინდა biggrin.gif.
QUOTE
მაინც, დავამატებდი, უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - სწორი სიმღერა! (რაც არაა იოლი)

სწორად რომ იმღერო ალბათ მუსიკაც კარგად უნდა გესმოდეს, რაც ბევრ მომღერალს სამწუხაროდ არ ესმის smile.gif, იგივე ბურჭულაძე თუნდაც, პაპსა ოპერებისა და არიების მეტს ვერაფერს ვერ მღერის, თვითონაც თქვა არ მესმის 20-ე საუკუნის კომპოზიტორების მუსიკაო.

Posted by: lovely girl 24 Jun 2011, 02:56
მე მაინტერესებს სწორი სუნთქვის შესახებ თუ არსებობს რაიმე სახელმძღვანელო , თუნდაც ნეტში.. მჭირდება ძალიან;თუ მიმითითებდით რაიმეს მადლობელი დაგრჩებოდით...სწორ სუნთქვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამეთანხმებით ალბათ;

Posted by: palindromi-x 24 Jun 2011, 11:27
lovely girl
ეგრე მხოლოდ სწორ სუნთქვაზე არა მგონია რაიმე იყოს, იმიტომ რომ სუნთქვა სიმღერასთან ერთად განიხილება და არა ცალკე, შეიძლება ერთი თავი იყოს მიძღვნილი, მაგრამ მთელი სახელმძღვანელო არა მგონია



QUOTE
იმის გარანტია მაინც უდნა გქონდეს, რომ კაპელაში ჩაგსვავენ და ხელაფსი გექნება

weisenhaus
როცა მომღერლობაზე ოცნებობ, იქ კაპელაში დადგომა იცი რო იგივე ვერშემგრარობას ნიშნავს?
მომღერლისთვის ხელფასი და კაპელა მეორეხარისხოვანია, პირველ რიგში მას აინტერესებს სცენა და თვითრეალიზაცია

Posted by: MaShiko-MuSicology 24 Jun 2011, 19:37
15steps
დაწყება სულაც არაა გვიანი და თან პატარებთან შედარებით ის უპირატესობა გაქვთ, რომ იცით რა გინდათ და უცებ აიღებთ ყველაფერსsmile.gif

რაკი სუფთა ფურცლიდან იწყებთ, თქვენი ნებართვით, გირჩევდით წიგნს, რომელიც ნოდარ გაბუნიამ თარგმნა, როცა ამერიკაში მუშაობდა და კომპლექსურად შეიცავს თითქმის ყველაფერს, ელემენტარული სანოტო ანბანიდან დაწყებული ჰარმონიის, და პოლიფონიის და სტილის საკითხებით დამთავრებული, გადახედეთ ამ ზაფხულს, და თუ მთლიანადაც აითვისებთ, ჩათვალეთ, რომ საკმაო ცოდნა და გამოცდილება დააგროვეთsmile.gif თან, სავარჯიშოებიც ახლავს. მოკლედ, შეგიძლიათ კონსერვატორიაში იკითხოთ, ბენვარდის და უაიტის "მუსიკა თეორისას და სინამდვილეში", ოთხტომეული.

Posted by: 15steps 24 Jun 2011, 21:34
MaShiko-MuSicology
QUOTE
ის უპირატესობა გაქვთ, რომ იცით რა გინდათ და უცებ აიღებთ ყველაფერს

იმედი მაქვს smile.gif

,
QUOTE
მოკლედ, შეგიძლიათ კონსერვატორიაში იკითხოთ, ბენვარდის და უაიტის "მუსიკა თეორისას და სინამდვილეში", ოთხტომეული.

ეს წიგნი ჩვეულებრივ სხვა ბიბლიოტეკებში არ იქნება ალბათ ხო?

Posted by: MaShiko-MuSicology 24 Jun 2011, 22:22
15steps
QUOTE
ეს წიგნი ჩვეულებრივ სხვა ბიბლიოტეკებში არ იქნება ალბათ ხო?


არა მგონიაsad.gif

არადა, ადრე იმდენი იყო, ჩუქნიდნენ კიდეც სტუდენტებს.. იქნებ ნაცნობი სტუდებტი გყავთ, რომ მან გამოიტანოს?

Posted by: lovely girl 25 Jun 2011, 00:35
მოკლედ, მე ესეთი პრობლემა მაქვს, უფრო საკუთარ თავთან,; ბავშვობიდან მუსიკით ვიყავი დაკავებული, 5 წლიდან, ჯერ პიანისტი გავხდი მერე ვოკალისტი, ;11 წელი ფორტეპიანო ვისწავლე და 4 წელი ვოკალი; ჩემი ხმაც მოსწონდათ პედაგოგებს, მაგრამ კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდებზე ვერ ვაჩვენე საკუთარი თავი სათანადოდ და ვერ მოვხვდი. გაბრაზებულმა და არც ვიცი ვისზე , ან ზედმეტმა სიამაყემ( რას ქვია ჩავიჭერი ?), ხელი ამაღებინა მომღერლის პროფესიაზე - მეგონა სამუდამოდ, ;ეხლა სხვა რაღაცით ვარ დაკავებული, მალე 25 ის ვხდები მაგრამ თავიდან მაინც ვერ ამოვიგდე ბავშვობის ოცნება და საოცრად, საოცრად მენატრება სიმღერა; თუმცა ამავე დროს ვფიქრობ გვიანია კიდევ ერთხელ ვცადო,ამიტომაც ვარ საკუთარ თავთან ბრძოლაში და ვკარგავ დროსsad.gif მირჩიეთ რამე ძალიან გთხოვთ, მეგონა სწორი გადაწვეტილება იყო სიმღერისთვის თავის დანებება, მაგრამ ის არ მანებებს თავსsad.gif(((

Posted by: weisenhaus 25 Jun 2011, 01:37
palindromi-x
QUOTE
მომღერლისთვის ხელფასი და კაპელა მეორეხარისხოვანია

შემდგარი მომღერლისთვის შეიძლება მეორეხარისხოვანია, მაგრამ თუ სოლისტი ვერ დადგები, მაინც კარგია კაპელაში სიმღერა, ყველა მომღერალი ვერ გახდება ვინც კონსერვატორიაში ისწავლის, ათასიდან ერთი თუ გამოვა, ეგეც ასეთუისე ნორმალური, თორემ დღეს დიდი მომღერალი 5 კაციც არ იქნება მსოფლიოში smile.gif.

lovely girl
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, ვოკალში გათვითცნობიერებულ ადამიანს უნდა მოასმენინო ხმა, ის მოგცემს რჩევას რა უნდა ქნა მომავალშიsmile.gif.

Posted by: lovely girl 25 Jun 2011, 02:03
QUOTE
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, ვოკალში გათვითცნობიერებულ ადამიანს უნდა მოასმენინო ხმა, ის მოგცემს რჩევას რა უნდა ქნა მომავალში

ვის მირჩევ შენsmile.gif

Posted by: weisenhaus 25 Jun 2011, 02:46
lovely girl
სამწუხაროდ არ ვიცნობ ეგეთს არავის, არ მაქვს კონსერვატორიასთან შეხება. ისე, პირველრიგში საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეს, თუ ფიქრობ რომ კარგად მღერი ესეიგი რაღაც გამოგივა, დიდი შემოწმება იმას არც ჭირდება, რომ თავადვე მიხვდე როგორ მღერი smile.gif, ნუ ეს ჩემი აზრია მხოლოდ.

ამ ლინკზე არის საოპერო მინუსები ყველანაირი ხმისთვის - http://intoclassics.net/news/2010-06-19-16879 (მხოლოდ ორკესტრია მომღერლის ხმის გარეშე), ძირითადად ცნობილი არიების მინუსებია, შეგიძლიათ გადმოწეროთ და წაივარჯიშოთ biggrin.gif.

Posted by: palindromi-x 25 Jun 2011, 12:41
lovely girl
QUOTE
მოკლედ, მე ესეთი პრობლემა მაქვს, უფრო საკუთარ თავთან,; ბავშვობიდან მუსიკით ვიყავი დაკავებული, 5 წლიდან, ჯერ პიანისტი გავხდი მერე ვოკალისტი, ;11 წელი ფორტეპიანო ვისწავლე და 4 წელი ვოკალი; ჩემი ხმაც მოსწონდათ პედაგოგებს, მაგრამ კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდებზე ვერ ვაჩვენე საკუთარი თავი სათანადოდ და ვერ მოვხვდი. გაბრაზებულმა და არც ვიცი ვისზე , ან ზედმეტმა სიამაყემ( რას ქვია ჩავიჭერი ?), ხელი ამაღებინა მომღერლის პროფესიაზე - მეგონა სამუდამოდ, ;ეხლა სხვა რაღაცით ვარ დაკავებული, მალე 25 ის ვხდები მაგრამ თავიდან მაინც ვერ ამოვიგდე ბავშვობის ოცნება და საოცრად, საოცრად მენატრება სიმღერა; თუმცა ამავე დროს ვფიქრობ გვიანია კიდევ ერთხელ ვცადო,ამიტომაც ვარ საკუთარ თავთან ბრძოლაში და ვკარგავ დროს მირჩიეთ რამე ძალიან გთხოვთ, მეგონა სწორი გადაწვეტილება იყო სიმღერისთვის თავის დანებება, მაგრამ ის არ მანებებს თავს(((

თუ გაითვალისწინებ, რომ მომღერლობა ურთულესი გზაა, იმასაც, რომ კატორღული შრომა სჭირდება, იმასაც, რომ ბედმა თუ არ გაგიღიმა ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წყალში ჩაგეყაროს, იმას, რომ თუ ძალიან მაგარი არ გახდი ფინანსურადაც პრობლემები გექნება, და მიუხედავად ამისა, მაინც გკლავს მომღერლობის ჟინი -უნდა გააგრძელო, სხვა გზა არ გაქვს!

Posted by: federeri-prima 26 Jun 2011, 01:12
QUOTE
პირადად მე არ მინახავს თუნდაც 25 წლის ბარიტონი ან ბანი ოპერაში მღეროდეს , დაახლოებით 30 წლიდან იწყებენ სიმღერას

არსებობს გენაცვალე,შალიაპიმონი 25 წლისა რამფისს მღეროდა პეტერბურგში,ასევე ბურჭულაძეც,21 მეფისტოფელს,საკარტველოშიი კიდევ ბევრია პრეცედენტი 25 წლის ბანის საოპერო სცენაზე დგომისა და საკმაოდ წარმატებული სიმღერისა... wow.gif

Posted by: 15steps 26 Jun 2011, 11:11
ვინ იცის გოგოსთვის კონსერვატორიაში ჩაბარების ასაკი სადამდეა?
და თუ აქცევენ წლოვანებას ყურადღებას მისაღებ გამოცდებზე?

Posted by: palindromi-x 26 Jun 2011, 19:43
15steps
თუ არ ვცდები, 28 წელი

Posted by: federeri-prima 27 Jun 2011, 11:55
ადელინა პატის მონაცემები თუ აქვს მაშინ შეგიძლია 40 სამაც ჩააბარო lol.gif

Posted by: DORABELLA 27 Jun 2011, 12:02
federeri-prima
10 დღის წინ დავწერე პასუხი თქვენს ამ კითხვაზე:
QUOTE
რა ხმა გაკვს გენაცვალე დაცერე და მერე გიპასუხებ ვინ ღირს რომ აირჩიო პედაგოგად

და თუ შეძლებთ იქნებ მირჩიოთ. ძალიან მჭირდება.
ფასებსაც თუ მიახლოებით მაინც გამიგებდით, დიდათ მადლობელი ვიქნებოდი თქვენი

Posted by: DORABELLA 29 Jun 2011, 23:34
ვერავინ ვერაფერს მეტყვით?
ნუთუ არავინ იცით?
cry.gif
ძალიან მჭირდება, თუ შეიძლება.

Posted by: palindromi-x 29 Jun 2011, 23:42
DORABELLA
ფასები განისაზღვრება იმის მიხედვით, რა მონაცემები გაქვთ და რა გინდათ -ჩაბარება, გართობა თუ ხმის დამუშავება , რათა განაგრძოთ სიმღერა სახლის პირობებში, გამომდინარე აქედან განისაზღვრება, გჭირდებათ მხოლოდ ვოკალის პედაგოგი თუ ვოკალის პედაგოგი პლუს კონცერტმაისტერი )დამატებითი ანაზღაურებით)

ამიტომ ეს საკითხი ვირტუალში ვერ გადაწყდება, უნდა ნახოთ პედაგოგი ლაივში და მოასმენინოთ თავი (ანუ ხმა)

Posted by: DORABELLA 30 Jun 2011, 00:32
palindromi-x
გმადლობთ.
საქმე იმაშია, რომ ჩემთვის არ მინდა.
ადამიანი ვისაც აინტერესებს -- ჩემი ახლობელია, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს.
მას აქვს მუსიკალური განათლება და გამოცდილებაც სცენაზე დგომის, სპექტაკლებში სიმღერის.
აპირებს ჩამოსვლას. დაახლოებით სექტემბრის ბოლომდე გეგმავს დარჩენას. ძალიან უნდა რომ აქაც იმეცადინოს...
სულ ეს არის.
ხმა: მეცო-სოპრანო
ასაკი: 27წ.

Posted by: palindromi-x 30 Jun 2011, 00:45
DORABELLA
აქაც თავისი "გრადაციაა" - ფორმაში ყოფნა თუ უნდა მხოლოდ, გამღერებები და ა.შ. უფრო იაფი ეღირება, ვიდრე რომელიმე პარტიის შესწავლა, თან ამ უკანასკნელშიც არის თავისი საფეხურები - რა სირთულის პარტია უნდა, ტექსტთან ერთად თუ უკვე ტექსტი იცის და მხოლოდ ვოკალურად უნდა დახვეწა და ა.შ. აქ ძალიან ბევრი ნიუანსია და ჩემი აზრით, ვირტუალურად შეუძლებელია რაიმეს გარკვევა

Posted by: unknown lady 5 Jul 2011, 15:53
ვინმეს ბლუტნერის პიანინო თუ გინდათ


მომწერეთ დამატებითი ინფორმაციისთვის
ყიდვა-გაყიდვაში გავხსენი თემა და აქაც ვწერ

Posted by: ნინა 14 Jul 2011, 20:44
lovely girl
QUOTE
ვის მირჩევ შენ

მე გირჩევ გულიკო კარიაულთან მიხვიდე. ძალიან მაღალი დორნის პროფესიონალია და კარგი ადამიანი smile.gif

Posted by: palindromi-x 14 Jul 2011, 21:17
ნინა
ისე კარიაული დღეს მოწინავე პედაგოგთა შორის მგონი პირველ ადგილზეა კონსში. საინტერესოა მეორე და მესამე (საპრიზო biggrin.gif ) ადგილებზე ვინ იგულისხმევა?
;მართლასაინტერესოა:

Posted by: lovely girl 18 Jul 2011, 23:03
მე მივედი და მითხრა არ მაქვს დრო და არ ვიყვან მოსწავლეებსო..რა თქმა უნდა მომატყუა..ვისთანაც დავდიოდი ადრე,იმასთან არ უნდა ურთერთობის გაფუჭება..გული დამწყდა,მართლა..

Posted by: Ruska6 21 Jul 2011, 18:09
მიყვარს ჩემი კონსერვატორია!!!!!!!!!!!!!!! სწავლა როდის იწყებაა?

Posted by: ნინა 17 Aug 2011, 14:39
palindromi-x
QUOTE
ისე კარიაული დღეს მოწინავე პედაგოგთა შორის მგონი პირველ ადგილზეა კონსში. საინტერესოა მეორე და მესამე (საპრიზო  ) ადგილებზე ვინ იგულისხმევა?
;მართლასაინტერესოა:

დანარჩენები ყველანი პირველ ადგილზე იგულისხმებიან სხვადასხვა გაგების მიხედვით smile.gif))

Posted by: palindromi-x 17 Aug 2011, 15:11
ნინა
საინტერესოა რა "გაგების მიხადვით"

:ჰაჰა:

Posted by: kolia84 17 Aug 2011, 17:02
ლეილა სარალოვას ხომ არ იცნობთ ვინმე? smile.gif

Posted by: Ruska6 21 Aug 2011, 01:10
nikoloz__16
კი მე ვიცი მე-2 მუსიკალურში ასწავლიდა და ასწავლის მგონი კიდეც.

Posted by: kolia84 21 Aug 2011, 11:20
Ruska6
ძლიერი სპეციალისტია?

Posted by: Ruska6 22 Aug 2011, 00:11
nikoloz__16
მე2 მუსიკალურში მაგისი მოსწავლეები საუკეთესოები იყვნენ

Posted by: palindromi-x 1 Oct 2011, 20:36
კონსერვატორიაში რექტორის არჩევნებია დაგეგმილიო , რა ინფო გაქვთ ამის შესახებ?

Posted by: nacarqeqiaisback 1 Oct 2011, 22:09
palindromi-x
QUOTE
კონსერვატორიაში რექტორის არჩევნებია დაგეგმილიო , რა ინფო გაქვთ ამის შესახებ?


ჯეოსტარში გამარჯვებულს დანიშნავენო რექტორად, მარინა ბერიძეს ასე უთქვამს

Posted by: palindromi-x 1 Oct 2011, 22:17
nacarqeqiaisback
ახალ წლამდე მოხდება მაი ამბავი, ცრუ ინფო გაქვს

Posted by: Ruska6 1 Oct 2011, 22:35
ოქტომბერშია არჩევნები მე როგორც ვიცი

Posted by: palindromi-x 1 Oct 2011, 23:29
Ruska6
კანდიდატურები თუა ცნობილი?

Posted by: Ruska6 4 Oct 2011, 21:51
მე 1 ვიცი და სავარაუდოდ ის იქნება)))))

Posted by: palindromi-x 4 Oct 2011, 21:53
Ruska6
QUOTE
მე 1 ვიცი და სავარაუდოდ ის იქნება)))))

ჩვენც გვინდა ვიცოდეთ!:)

Posted by: palindromi-x 9 Oct 2011, 21:15
http://ghn.ge/news-51872.html



sad.gif((

Posted by: badrijan 27 Oct 2011, 10:43
გუშინ ვინ იყო მცირე დარბაზში კონცერტზე smile.gif მოხიბლული ვარ რა საყვარელი პიანისტი იყო smile.gif

Posted by: nacarqeqiaisback 27 Oct 2011, 13:45
badrijan
QUOTE
მოხიბლული ვარ რა საყვარელი პიანისტი იყო


რენესასნიდან გადმოსულიუ ბიჭი იყო smile.gif)))

Posted by: pekineli 27 Oct 2011, 15:23
nacarqeqiaisback
QUOTE
რენესასნიდან გადმოსულიუ ბიჭი იყო smile.gif)))

რენესანსიდან რატომ smile.gif))) ჩემს თანამშრომელს გავდა მაგრად smile.gif))
მე მომეწონა კარგად დაუკრა, მაგრმ მაინცდამაინც შოპენზე ქონდა ხარვეზები.
საერთო ჯამში ძალიან კარგად დაუკრა ნასიამოვნები დავრჩი.
რა კარგი როიალია თან ეგ მცირე დარბაზის sad.gif
* * *
nacarqeqiaisback
შეგიძლია მითხრა ბახის რა ნაწარმოები იყო პირველი?

Posted by: MaShiko-MuSicology 3 Nov 2011, 01:02
palindromi-x

QUOTE
http://ghn.ge/news-51872.html


"რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში კონცერტმეისტერი ვაჟა ჩაჩავა გულის ოპერაციის შემდეგ, 79 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

რია ნოვოსტის!

უხხ!!! mad.gif

აქაურებს ეძინათ!?!

მე რა გვიან გავბრაზდი რაჭველივით

Posted by: nacarqeqiaisback 3 Nov 2011, 01:27
pekineli
QUOTE
შეგიძლია მითხრა ბახის რა ნაწარმოები იყო პირველი?


არ ვყოფილვარ, ეგ ბიჭი თელავის ფესტივალიდან ვიცი, მაგან რა უდნა დაუკრას, მოწუწუნულ კანფეტს გავს
მაჯები სულ არ უვარგა, სინქრონულად აკორდი ვერ აუღია.

ბახის რა დაუკრა არ ვიცი, მესამე პარტიტიდან ხო არ დაუკრა რამე?

Posted by: spliyvi1 29 Feb 2012, 23:09
http://www.conservatoire.edu.ge/index.php?Id_leng=geo&Id_pg=01

Posted by: palindromi-x 20 Jul 2012, 16:57
ამ თემას მთლად დაუყვინია, რა იყო, არაფერი არ ხდება თუ იმდენად ბევრი ხდება, რომ რა აუვა მაგის დაწერას? :

Posted by: Ruska6 22 Jul 2012, 22:24
კონსერვში? ისევ ისეა ყველაფერი... პრინციპში... ერთადერთი ცვლილებაა... მე დავამთავრე biggrin.gif:D:D:D და წელს მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე მიღება არ ყოფილა biggrin.gif დანარჩენის წერა მეზარება ძლიერ

Posted by: palindromi-x 22 Jul 2012, 22:34
Ruska6
QUOTE
. მე დავამთავრე

გილოცავ smile.gif)
QUOTE
წელს მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე მიღება არ ყოფილა

რატო, იმდენი თეორეტიკოსი თუ მუსიკოლოგია, ვეღარ ავუდივართ?
ისე, სად საქმდებიან მუსიკის თეორისს ფაკულტეტდამთავრებულები?

Posted by: palindromi-x 1 Sep 2012, 15:17
კონსერვის ზაფხულის სკოლაზე რა გსმენიათ? მასტერკლასები იწყებაო დღეიდან და ვინმე თუ აპირებთ წასვლას?

Posted by: MaShiko-MuSicology 3 Sep 2012, 19:08
palindromi-x
მასტერკლასები დაიწყო და გაგრძელდება ექვსამდე.

აი ცხრილიც. ამბობებ, რომ ძალიან საინტერესოა, მე ვერ შევდივარ, სამსახურის გამოsad.gif

Posted by: palindromi-x 3 Sep 2012, 21:04
MaShiko-MuSicology
თავისუფალი დასწრებაა თუ ზაფხულის სკოლაში ვინც ჩააბარა თუ როგორცაა იმას აქვს დასწრების უფლება მხოლოდ, თუ იცით?

Posted by: akosta 4 Sep 2012, 02:35
ისე თუ იცით კონსერვატორიაში ჩაბარება რა ჯდება ანუ გადასახადი რამდენია ?

Posted by: Ruska6 4 Sep 2012, 20:41
akosta
ჩვეულებრივ სტანდარტულია ფასი. 2500 ლარი წელიწადში

Posted by: palindromi-x 5 Sep 2012, 21:18
კონსერვში არჩევნები ტარდებაო და რატO? ახლახანს არ აირჩიეს რეზო კიკნაძე? chups.gif

Posted by: palindromi-x 16 Sep 2012, 11:52
ვინა აირჩიეს კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე? ახალია ვინმე თუ დარჩა რეზო კიკნაძე?

Posted by: Ruska6 16 Sep 2012, 23:40
palindromi-x
პარასკევს რეზო იყო და..

Posted by: palindromi-x 16 Sep 2012, 23:49
Ruska6
პარასკევს არ იყო არჩევნები?

Posted by: MaShiko-MuSicology 17 Sep 2012, 00:29
კი, მარტის ცნობილი ამბების მერე მოვალეობის შემსრულებელი იყო, ისევე, როგორც სამხატვროს და თეატრალურის რექტორები

Posted by: palindromi-x 17 Sep 2012, 00:41
MaShiko-MuSicology
გასაგებია, ანუ სუფთა ფორმალური პროცედურა იყო არჩევნები, ასე გამოდის

Posted by: MaShiko-MuSicology 17 Sep 2012, 21:19
palindromi-x
QUOTE
ასე გამოდის


yes.gif

ერთადერთი კანდიდატი იყო

Posted by: palindromi-x 5 Oct 2012, 22:21
ე.ი. ვცდილობ მთელი "კლასიკური მუსიკის" ამოქაჩვას, სადღა არ დავპოსტე და ამ ხალხს არც პენდერეცკი უნდა როგორც ჩანს და არც სტრავინსკი. სტუდენტები მაინც რას შვრებიან, თუ იმათაც არ უნდათ მუსიკა?

Posted by: Ruska6 6 Oct 2012, 18:15
palindromi-x
ყველას მაგრა კიდია.... მაგარი დაღუპული ხალხი ვართ... მართლა....

Posted by: palindromi-x 13 Oct 2012, 21:51
Ruska6
QUOTE
ყველას მაგრა კიდია.... მაგარი დაღუპული ხალხი ვართ... მართლა....

სტუდენტი ხარ?

Posted by: MaShiko-MuSicology 13 Oct 2012, 23:02
palindromi-x
QUOTE
ე.ი. ვცდილობ მთელი "კლასიკური მუსიკის" ამოქაჩვას, სადღა არ დავპოსტე და ამ ხალხს არც პენდერეცკი უნდა როგორც ჩანს და არც სტრავინსკი. სტუდენტები მაინც რას შვრებიან, თუ იმათაც არ უნდათ მუსიკა?


არ მიკვირს, ამ დღეებში ვიღას ეცალა, ყველა პოლიტგანყში იჯდა, მეც მათ შორის cry.gif



Ruska6
შენ? გკიდია?

Posted by: palindromi-x 13 Oct 2012, 23:27
MaShiko-MuSicology
აქ მანამდეც ჩამკვდარი იყო...არადა მახსოვს, ადრეულ წლებში რასაც ქვია ქუხდა აქაურობა...პოსტები პოსტებზე, სიახლეები....ეჰ...მოგონებად იქცა აქტიური "კლასიკური მუსიკის" განყოფილება...ლამაზ მოგონებად...

Posted by: MaShiko-MuSicology 13 Oct 2012, 23:48
palindromi-x

ნუ გიკვირთsmile.gif რა მდგომარეობაშიცაა ქვეყნის კულტურა, თუნდაც კონსერვატორია, იმ მდგომარეობაშია განყოფილებაც. რომ არ მოიწყინოთ ერთი ახლადგამომცხვარი ბლოგის მისამართს დავლინკავ, მერე გადავინაცვლოთ კრიტიკის თემაში და... smile.gif)
http://musicalgeorgia.blogspot.com/search?updated-min=2012-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2013-01-01T00:00:00-08:00&max-results=6

ვოცნებობ საქართველოში წესიერი კრიტიკის არსებობაზე sad.gif

Posted by: palindromi-x 14 Oct 2012, 00:07
MaShiko-MuSicology
კონსერვატორიაში, როგორც მე ვიცი, არ უნდა იყოს მთლად ჩამკვდარი მდგომარეობა, თან ახალი რექტორი თვითონაც ხშირად გამოდის ხოლმე კონცერტებზე, უცხოელებიც ჩამოდიან... მოკლედ , გარედან არ ჩანს ცუდად ეს ყველაფერი, თუმცა შიგნიდან როგორაა ,ნამდვილად ვერ გეტყვით.
ბლოგს რაც შეეხება, ალბათ თქვენია. ცოტა წვიკითხე, გავაგრძელებ მერე კითხვას და წარმატებები!

Posted by: MaShiko-MuSicology 14 Oct 2012, 00:13
palindromi-x
QUOTE
კონსერვატორიაში, როგორც მე ვიცი, არ უნდა იყოს მთლად ჩამკვდარი მდგომარეობა, თან ახალი რექტორი თვითონაც ხშირად გამოდის ხოლმე კონცერტებზე, უცხოელებიც ჩამოდიან... მოკლედ , გარედან არ ჩანს ცუდად ეს ყველაფერი, თუმცა შიგნიდან როგორაა ,ნამდვილად ვერ გეტყვით.



მართალია. ახლა - კი, როცა სუნთქვა შესაძლებლი გახდა კონსერვატორიაში, მაგრამ იმას, რაც ამდენი ხანი კვდებოდა, ასე უცებ ვერ გააცოცხლებ... თაობები გაიზარდნენ ყოვლად არაშემოქმედებით ატმოსფეროში..

QUOTE
ბლოგს რაც შეეხება, ალბათ თქვენია. ცოტა წვიკითხე, გავაგრძელებ მერე კითხვას და წარმატებები!

არაsmile.gif არ არის ჩემიsmile.gif უბრალოდ თვალს ვადევნებ

Posted by: palindromi-x 6 Feb 2013, 22:31
MaShiko-MuSicology
QUOTE
თაობები გაიზარდნენ ყოვლად არაშემოქმედებით ატმოსფეროში..

რას გულისხმობ??
კონკრეტულად რომელ თაობებს გულისხმობ, შედარებით ახალგაზრდებს თუ
უკვე ღვაწლმოსილებს?

Posted by: weisenhaus 7 Feb 2013, 01:24
palindromi-x
რექტორთან დაახლოებული ადამიანია და აქებს დღევანდელ სისტემას. biggrin.gif
რეალურად კი - ყველაზე ცუდი დრო უდგას თბილისის კონსერვატორიას.

Posted by: palindromi-x 7 Feb 2013, 01:30
weisenhaus
QUOTE
რექტორთან დაახლოებული ადამიანია და აქებს დღევანდელ სისტემას.
რეალურად კი - ყველაზე ცუდი დრო უდგას თბილისის კონსერვატორიას.

ჰოო?
რა მხრივ? ჯაზის განყოფილება ხოა წამოწეული ანუ პირველ პლანზე? სხვა რა ხდება ისეთი?

Posted by: weisenhaus 7 Feb 2013, 01:46
palindromi-x
QUOTE
რა მხრივ? ჯაზის განყოფილება ხოა წამოწეული ანუ პირველ პლანზე? სხვა რა ხდება ისეთი?

არაფერი რომ არ ხდება, მაგაშია საქმე. ვინმე გამოზარდეს ცოტათი ცნობილი მაინც ბოლო 10 წლის განმავლობაში? smile.gif

Posted by: Special_1 12 Feb 2013, 19:40
QUOTE
ვინმე გამოზარდეს ცოტათი ცნობილი მაინც ბოლო 10 წლის განმავლობაში?

თამარ ლიჩელი...

Posted by: weisenhaus 13 Feb 2013, 04:23
QUOTE (Special_1 @ 12 Feb 2013, 19:40 )
QUOTE
ვინმე გამოზარდეს ცოტათი ცნობილი მაინც ბოლო 10 წლის განმავლობაში?

თამარ ლიჩელი...

პირველად მესმის ეს სახელი და გვარი. რამდენადაა ცნობილი? იცნობენ მსოფლიოში?
პიანისტია, მომღერალია თუ ვინაა? smile.gif

Posted by: Special_1 13 Feb 2013, 14:57
QUOTE
პირველად მესმის ეს სახელი და გვარი. რამდენადაა ცნობილი? იცნობენ მსოფლიოში?
პიანისტია, მომღერალია თუ ვინაა?

პიანისტია აქაც იცნობენ და საზღვარგარეთაც

Posted by: djbachi 9 Mar 2013, 23:56
Rest in peace გიზი ამირეჯიბი

https://www.youtube.com/watch?v=oHjhPVc7hTE

Posted by: gogoshvili94 10 Mar 2013, 00:24
djbachi
QUOTE
Rest in peace გიზი ამირეჯიბი

QUOTE
Rest in peace

spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: ^CarpeDiem^ 24 May 2013, 22:46
QUOTE
ვინმე გამოზარდეს ცოტათი ცნობილი მაინც ბოლო 10 წლის განმავლობაში?


ხატია ბუნიათიშვილი smile.gif

Posted by: palindromi-x 5 Jun 2013, 22:14
ეს თემა კი არა და მთელი განყოფილება სდუმს . არა და ერთ დროს აქ პოსტები პოსტებზე იყო
:ნოსტალგიისსმაილი:

Posted by: ProgressiveRock 12 Jun 2013, 09:37
ისა ვინმემ ხომ არ იცით კომპოზიციაზე მისაღები გამოცდის პროგრამა ? sad.gif

Posted by: ნინა 14 Jun 2016, 00:33
2009 წელს ძალიან აქტიურად გამიცია ყველა კითხვაზე პასუხი. ახლა იგივე პრობლემებია, მგონი ოდნავ დამძიმებული კიდევ და ხმას აღარ ვიღებ
ეს ძალიან ცუდია
ცალსახად

ახლა მხოლოდ საქმე smile.gif

Posted by: JSB14BSJ 7 Jul 2016, 22:21
weisenhaus
QUOTE
პიანისტია, მომღერალია თუ ვინაა?

biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ გამოზრდას რო ვერ გასცდნენ, იმიტომ მიდიან შორს ამდენი ხანი და კიდე უფრო შორსაც წავლენ.
facepalm.gif

Posted by: Beka1992 26 Jan 2018, 02:19
ხალხნო როგორც ვხედავ ეს თემა ძაან ჩამკვდარია მარა მაინც ვიკითხავ smile.gif შეილება თქვათ ვერ არის თავის მატორზეო მარა მუსიკის სწავლა მინდა ძალიან რამე მირჩიეთ 25 წლის ვარ და სტუდენტი ტურიზმის ფაკულტეტის რატო არ ვიცი ოღონდ sad.gif თუ შემიძლია გადასვლა კონსერვატორიაში და ღირს თუ არა?

(ძალიან მიყვარს ფილმების ეპიკური მუსიკა)

Posted by: Charles IX 26 Jan 2018, 13:17
Beka1992
QUOTE
თუ შემიძლია გადასვლა კონსერვატორიაში

საშუალო მუსიკალური განათლება თუ გაქვს მიღებული, მაშინ კი...

Posted by: germont 26 Jan 2018, 20:21
QUOTE (Beka1992 @ 26 Jan 2018, 02:19 )
ხალხნო როგორც ვხედავ ეს თემა ძაან ჩამკვდარია მარა მაინც ვიკითხავ smile.gif შეილება თქვათ ვერ არის თავის მატორზეო მარა მუსიკის სწავლა მინდა ძალიან რამე მირჩიეთ 25 წლის ვარ და სტუდენტი ტურიზმის ფაკულტეტის რატო არ ვიცი ოღონდ sad.gif თუ შემიძლია გადასვლა კონსერვატორიაში და ღირს თუ არა?

(ძალიან მიყვარს ფილმების ეპიკური მუსიკა)

ნუ გააჩნია რა ფაკულტეტზე გინდა, მერე უნდა მოემზადო თეორიაში ძალიან კარგად მობილობაზე არ ვიცი დაგჭირდება თუ არა მაგრამ მაინც აუცილებელია, თან თეორიული კურსებიც სპეციალობიდან გამომდინარე უნდა გაიარო.

Posted by: pekineli 18 Apr 2018, 14:46
QUOTE (JSB14BSJ @ 7 Jul 2016, 22:21 )
weisenhaus
QUOTE
პიანისტია, მომღერალია თუ ვინაა?

biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ გამოზრდას რო ვერ გასცდნენ, იმიტომ მიდიან შორს ამდენი ხანი და კიდე უფრო შორსაც წავლენ.
facepalm.gif

gigi.gif
ჰაჰა, ზუსტად.
ჩაქვავებული აზრნოვნების სავანეა...


ნინო ჟვანიაა მანდ ერთადერთი ნოვატორი. ძალიან კარგი გოგოა.
დეკანია პიანისტების.


რეზო კიკნაძეც კაი ტიპი იყო. პროსტა მემგონი ძალიან ცალფეხზე ეკიდა ყველაფერი. ვერ მართავდა საერთოდ. იყო თავისთვის.

ახლა ვინაა რექტორი არვიცი

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 9 Oct 2018, 13:54
არ ვიცი სად დამედო
ჯიგრები


Posted by: _XuCo_ 19 Oct 2018, 12:56
https://tkt.ge/ka/event/safortepiano-musikis-koncerti-158441

შემთხვევით ვინმე ხომ არ ყიდით ბილეთებს?

Posted by: marrybregga 20 Nov 2018, 17:22
მეგობრებო გამარჯობათ, მოკლედ მაინტერესებს კონსერვატორიაში ვოკალურზე ჩასაბარებლად რა უნდა გავაკეთო ,ვისთან მივიდე, არანაირი ინფო არ მაქვს და იქნებ მომწეროთ და დამაკვალიანოთ , გმადლობთ წინასწარ <3

Posted by: JOKONDA 23 Oct 2022, 23:02
რა დანიშნულება აქვს ფორუმს, როცა არსებობს ფეისბუქი? იკითხა მან და ჩაიქნია ხელი. ხელი უეცრად კლავიატურას მოხვდა და ეს პოსტი გამოცხვა.რომელ თემაში იყო არც დაკვირვებია , ყველა თემა ერთ მდგომარეობაში იყო მაინც...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)