Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > შტეფან ცვაიგი


Posted by: miss_pepsi 18 Jul 2009, 02:23
შტეფან ცვაიგი.... 28.11.1881-23.02.1942

ნუ აი უმაგრესი ავსტრიელი მწერალი,კრიტიკოსი, მრავალი ბელეტრიზირებული ბიოგრაფიის ავტორი...
დაიბადა ვენაში...

პირველი კრებულია "ვერცხლის სიმები" და "ადრეული გვირგვინები"...

განსაკუთრებული არაფერი მე თუ მკითხავთ... ლექსებს ძირითადად წერდა ჰოფმანსტალისა და რილკეს გავლენით...

ვისაც ფსიქოლოგიზმიზ "გატენილი" მოთხრობები მოგწონთ შესანიშნაი არჩევანი იქნებოდა ბატონ შტეფანის "მწველი საიდუმლო"...

ტრაგედიებიდან- "სახლი ზღვასთან... დრამა თუ მოგწონთ,განსაკუთრებულია- "იერემია"

ყველაზე მეტად მისი ნოველებია ცნობილი,მათ მას მსოფლიო აღიარება მოუტანეს: "ამოკი" და "კაცობრიობის ვარსკვლავიერი საათები"


აქვს უზომოდ მაგარი ბელეტრიზებული ბიოგრაფიები: "მარია ანტუანეტა" "მაგელანი" "სამი ოსტატი" (სადაც საუბარია ბალზაკზე,დიკენსსა და დოსტოევსკზე) და კიდე სხვა მრავალი...


ჩემი აზრით ძალიან სასიამოვნო წასაკიტხია მისი შემოქმედებანი biggrin.gif

რას იტყვით... user.gif

Posted by: Anchxli 18 Jul 2009, 23:22
''მოუთმენლობა გულისა''_ ეს მომწონს მე. ასეთი მოუსვენარმოუთმენელთავგაუწირავები ვართ user.gif

Posted by: Unico 19 Jul 2009, 20:26
ვა.... user.gif


"მოუთმენლობა გულისა", "ფანტასტიკური ღამე", ამბავი ტყუპი დისა თუ როგორც ქვია და ა.შ.

QUOTE
ვისაც ფსიქოლოგიზმიზ "გატენილი"

მე მომწონს... კარგად გამოსდის.. დამაჯერებლად და რაც მთავარია ჩემთვის რეალისტურია

Posted by: V~V_nosferatu_V~V 19 Jul 2009, 21:16
მაგელანი წავიითხე რამდენიმე წლის წინ..

Posted by: masho_masho 19 Jul 2009, 21:18
მწველი საიდუმლო მომწონს განსაკუთრებით,ცვაიგის ნოველები მაქვს წაკითხული............
უცნობი ქალის წერილზე არ ვგიჟდები რატომღაც

Posted by: miss_pepsi 19 Jul 2009, 23:26
Unico


გუდ ჩოის http://smiles.myweb.ge


Posted by: zmaneba_avi 20 Jul 2009, 13:59
მისი ყველა მოთხრობა მომწონს რაც წავიკითხე მაგრამ რომანი რამდენჯერმე დავიწყე და თავი დავანებე


don't know why rolleyes.gif

Posted by: ნიკუშა_მარქსი 20 Jul 2009, 14:19
ჟოზეფ ფუშე ერთ-ერთი საუკეთესო იყო რაც კი ბავშობაში წამიკითხავს, მახსოვს თუ როგორ ვიყავი აღრფთოვანებული...


Posted by: chixuaxua 23 Jul 2009, 22:32
რატომღაც ვერ წარმომიდგენია ცვაიგი ზრდასრულმა ადამიანმა სერიოზულად იკითხოს
ჩემთვის ცვაიგი გადატეხის ასაკში მყოფი გოგონას მწერალია, ვინც უცნობი ქალის წერილებზე იტირებს და ამოკი შეაძრწუნებს smile.gif
თუმცა შეიძლება ვცდები და მე მივუდექი ზედაპირულად ჰერრ შტეფანს tongue.gif
არადა მოსაბეზრებელია ყველა მოთხრობის ერთნაირად დაწყება: სადღაც მივდიოდი შემხვდა კაცი და მიამბო ეს....
გემზე მოვხვდი და მომიყვეს ეს....
სანატორიუმში ქალმა გამანდო ეს....
biggrin.gif

Posted by: monte cristo2009 27 Jul 2009, 22:26
გარდატეხის თუ ზრდასრულის ასაკი არ ვიცი მე.. ცვაიგისნაირები იშვიათად იბადებიან.

საერთოდ ჩემი გაგებით როდესაც სხვას აკრიტიკებ, მასზე უკეთესი თუ არა ალტერნატავა მაინც უნდა შემოგვთავაზო.. wink.gif

ესეც საინტერესოა:

”გველის პერანგის” წინასიტყვაობა
სტეფან ცვაიგი
თარგმანი გერმანულიდან - ნათია მიქელაძე
გამომცემლობა ”დიდერიხი” – იენა, 1928 წ.

ჩვენი ევროპული და საერთოდ მთელი ცივილიზებული სამყარო შეუფერხებლად ემორჩილება
უნიფიკაციისა და გათანაბრების კანონს. ზნე – ჩვეულებანი და ეროვნული სამოსელი, ადათ – წესები და
ხალხური ცეკვები თანდათანობით ქრებიან ან, სამუზეუმო ნიმუშის მსგავსად, ხელოვნურად არსებობენ,
როგორც ისტორიული კურიოზები. ევროპა ერთ ნაციონალურ იერს იღებს და თანამედროვე ქუჩაზე
იქნებ ვეღარც კი ვიგრძნოთ, თუ რომელ განედზეა იგი. ასე ძლიერ იქნა უნიფორმიზებული საგნობრივი
ფორმები და მასთან ერთად, ფარულად, სულიერიც, ოდესღაც ძლიერად რომ გამოსახავდნენ ეროვნულ
ხასიათს.
ცვლილებებისა და მრავალგვაროვნებისადმი ცნობისმოყვარეობით გამსჭვალული გონიერი
ადამიანის წადილი მსოფლიოს ამ გარეგანი ერთფეროვნების წინააღმდეგ ილაშქ2რებს, და რაც უფრო
ფეხს იკიდებს ერთიანი ცივილიზაცია, მით უფრო ფართოდ შლის ფრთებს ეს წადილი. მას იზიდავს არა
მეზობელი ქვეყნების კულტურა, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს, არამედ ეგზოტიკური. ჩვენს წინაშე
იბადება ლიტერატურა, რომლის გმირები და სიუჟეტები უცხო მხარეებიდან, ტროპიკული და
ანტარქტიკული ქვეყნებიდანაა ნასესხები. ეს სამყაროები, ცხადია, უმთავრესად დანახულია მსოფლიოს
ქვეყნებში მოგზაურობისას: გემთსადგომიდან, ანდა სწრაფი მატარებლის ფანჯრებიდან. აქ მარტოოდენ
შეფერადებული, გარეგნული სახე მოჩანს ამ ქვეყნებისა. ასეთ ლიტერატურულ რეპორტაჟებს იშვიათად
შემოაქვთ უცხო ერების ჭეშმარიტი ესენცია, მათი პირვანდელი სურნელება. კიდევ უფრო იშვიათად კი –
მათი სულიერი განწყობილება. ამის შესაგრძნობად და გამოსახატავად საჭიროა ღრმა კავშირი, სისხლით
მონათესაობა და შეუკავებელი აღფრთოვანება, რომელიც სამშობლოს სიყვარულის ელემენტარული
გრძნობითაა გამოწვეული. მხატვრულ ლიტერატურაში ჭეშმარიტი ეგზოტიკის გადმოცემა მხოლოდ
იქაურ, თავის ხალხთან სულიერად შეზრდილ მწერალს ძალუძს.
ამ ბოლო დროს, ერების ერთმანეთისადმი დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობის გაზრდის
წყალობით, რასაც პირველმა მსოფლიო ომმა უფრო ხელი შეუწყო, ვიდრე დააბრკოლა. ამ მხრივ ბევრი
რამ შეგვემატა. ესკიმოსები, იაპონელები და ჩინელები თავიანთ კულტურაზე გვიამბობენ. თაგორისა და
განდის მეშვეობით თანამედროვე, ძალზე ცოცხალი ინდოეთი დავინახეთ. ახლა კი გრიგოლ რობაქიძის
ამ რომანით, ვფიქრობ, პირველად, ჩვენს წინაშე წარმოდგა უცნობი ერი – ქართველები. ეს ძველისძველი
ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში. თავისდა საბედნიეროდ არ
მოქცეულა თურქული თუ სპარსული გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხალხი
ნაყოფიერად შერეულა მასში. ეს ერი დედამიწის ერთ – ერთ ყველაზე შესანიშნავ გარემოშია ჩარგული,
სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია
ჩვენთვის, ევროპელებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ წიგნიდან შევიტყვე, თუ რაოდენ მდიდარია
ეს ერი მისტიკური ძალებით, რა სავსეა ჰეროიზმით, და ამავე დროს რაოდენ გატაცებულია თანამედროვე
იდეებით. ამ წიგნით ახალგაზრდა ავტორმა ჩვენცა და თავის სამშობლოსაც დიდი სარგებლობა მოუტანა.
ახლა, მისი აღწერის მეშვეობით, ჩვენი ცნობისმოყვარეობისსულიერ სფეროში სრულიად ახალი და
საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოსდგა, რამეთუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა, რომელიმე ერი
მხოლოდ მაშინ არსებობს ნამდვილად, როდესაც თავის აღწერას და თავისი თავის შესახებ მოყოლას
იწყებს.
ამ წიგნის შესავალშიც, ისევე, როგორც ყველა იმ ნაწარმოებში, სადაც ლიტერატურა ახალ სახეს
ღებულობს, არის რაღაც ქაოტური. ძველისძველი ბალადებიდან და დაკარგული ლეგენდებიდან
ამოკრეფილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში.
ისინი ხანდახან გვაფრთხილებენ, რომ სპარსული საგმირო სიმღერები და აღმოსავლეთის აღვირახსნილი
რომანტიკა გაზვიადებულია. შემდეგ ისევ თანამედროვეობის შუქი გამოანათებს. ჩვენ ხან ალექსანდრეს
ქუჩაზე სწრაფად მიმავალ საბჭოების მანქანებს ვხედავთ, ხანაც ბოდლერის ციტატებს ვხვდებით. ძველი
და ახალი სამყარო, მაგიური და რეალური სფეროები, უჩვეულოდ, ჩვენთვის არაბუნებრივად ირევიან
ერთმანეთში. და მხოლოდ მათ ასეთ შერწყმას ძალუძს ამ ეპიკური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი,
ხშირად არაბუნებრივი პოეტურობის გამართლება. მაგრამ რაოდენ მხურვალე ცეცხლი იფრქვევა ამ
აღწერებიდან! ხანდახან გწადია რომელიმე გვერდი ამოჭრა და ლექსად დაწერო, თუმცა ისინი უკვე
ლექსებია. ზოგიერთი თავი კი გინდა იმ მეზღაპრემ წაგიკითხოს, უკვე ცივილიზებული აღმოსავლეთის
ბაზარზე (თუმცა ახლა იშვიათად) მაინც კიდევ რომ გვხვდება. ყოველ ფურცელზე სრულიად უცხო
მშვენიერებით აღწერილ ცეცხლოვან, ბალადურ მომენტებს ვხვდებით. და მართალია, გრძნობა ზუსტად
ვერ ასხვავებს. თუ ვის უნდა უმადლოდეს ამ ეგზოტიკურ, ვარდის ზეთივით და ჰაშიშივით
დამათრობელ სურნელებას, – მწერალ რობაქიძესა თუ თვით ქართველებს, – ის მაინც სიამოვნებით
ექცევა ამ ახლებური სტილის გავლენის ქვეშ. მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა, ბედნიერად
გამინათა ჰორიზონტი ეგზოტიკისაკენ და შემაგრძნობინა კიდევ ერთი უცხო სახეობა ეპიკური პოეზიისა.
მას შემდეგ, რაც ეს არაჩვეულებრივი, ყოველგვარ კატეგორიას დაუქვემდებარებელი წიგნი წავიკითხე,
ფანტაზიას უფრო და უფრო მეტად იზიდავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებულიტაშკენტი
და თბილისი, – ქარავნებისა და ბაზრების სამყარო. ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს,
რომ ჩვენს მატერიალიზებულ, სულ უფრო და უფრო განსწავლულ და მეცნიერულ სამყაროში მითოსის
შემოქმედებითი არსებობა ისევ და ისევ გრძელდება.


Posted by: გიზო 30 Jul 2009, 14:51
ახლა ვკითხულობ ცვაიგის ნოველებს. "მწველი საიდუმლო", "ამოკი", "შიში" - ძალიან მომეწონა და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჰუმანური და სენტიმენტალური მოთხრობები აქვს, თან მარტივი ენით წერს.

Posted by: chelsey 31 Jul 2009, 12:26
QUOTE (chixuaxua @ 23 Jul 2009, 22:32 )
რატომღაც ვერ წარმომიდგენია ცვაიგი ზრდასრულმა ადამიანმა სერიოზულად იკითხოს
ჩემთვის ცვაიგი გადატეხის ასაკში მყოფი გოგონას მწერალია, ვინც უცნობი ქალის წერილებზე იტირებს და ამოკი შეაძრწუნებს smile.gif
თუმცა შეიძლება ვცდები და მე მივუდექი ზედაპირულად ჰერრ შტეფანს tongue.gif
არადა მოსაბეზრებელია ყველა მოთხრობის ერთნაირად დაწყება: სადღაც მივდიოდი შემხვდა კაცი და მიამბო ეს....
გემზე მოვხვდი და მომიყვეს ეს....
სანატორიუმში ქალმა გამანდო ეს....
biggrin.gif

დასტურ smile.gif

ბევრი ვერაფერი მომცა, ალბათ ცოტა პატარა ასაკის რომ ვიყავი მაშინ უნდა წამეკითხა და ამაღელვებდა smile.gif

Posted by: Mkvdari_Mgeli 31 Jul 2009, 12:29
უსაქმურობესაგანჰ "нетерпения сердца" წაუეკეთხეჰ drug.gif

Posted by: ფაშისტი 31 Jul 2009, 19:42
Mkvdari_Mgeli
მე კიდევ ჟოსეფ ფუშე ....

Posted by: Solveig 31 Jul 2009, 20:00
chixuaxua
QUOTE
რატომღაც ვერ წარმომიდგენია ცვაიგი ზრდასრულმა ადამიანმა სერიოზულად იკითხოს

მხოლოდ ინტერესის გულისათვის-ანუ, ვთქვათ, ნეტავ ახლა როგორ აღვიქვამო.

ანუ, მეც იმას ვგულისხმობ, რომ სადღაც 12-16 წლის ასაკში უდნა წაიკითხო პირველად. ბიოგრაფიებსაც ვგულისხმობ ამაში.


Posted by: Johnnie Walker 1 Aug 2009, 11:40
Solveig
QUOTE
სადღაც 12-16 წლის ასაკში უდნა წაიკითხო პირველად. ბიოგრაფიებსაც ვგულისხმობ ამაში.

yes.gif yes.gif
კი, "აღმზრდელობითი" ფუნქცია ნამდვილად აქვს.

ბრაზილიური სერიალებით გამოშტერებას "უცნობი ქალის წერილის" კითხვა სჯობს, ფაქტია.

მთლად უკეთესი, თუ წაიკითხავს "მარია სტიუარტს", და მთლად გადასარევი - "მენდელ-ბუკინისტსაც" თუ დააყოლებს smile.gif

ეგ და რემარკი დაახლოებით ერთ ფუნქციას ასრულებენ. ვიტყოდი, ჰემინგუეიც-თქო, მაგრამ აქაური ჰემისტები შემჭამენ, ამიტომ არ ვამბობ gigi.gif

Posted by: minerva 1 Aug 2009, 17:13
QUOTE
სადღაც 12-16 წლის ასაკში უდნა წაიკითხო პირველად. ბიოგრაფიებსაც ვგულისხმობ ამაში.

გეთანხმები, ცვაიგის ეტაპი მაგ ასაკში უნდა განვლო smile.gif)
უცნობი ქალის წერილი იყო ამასწინათ რადიოში და განცხრომით ვუსმინე, ახალგაზრდობა გამახსენდა biggrin.gif
ისე, მე მისი სხვა ნოველები უფრო მომწონდა, შახნოველა მაგალითად..
არ ვიცი რატო, მარა შტეფან ცვაიგთან დაკავშირებით სულ მიჩნდება შეგრძნება, რომ უფრო მეტს გრძნობდა, ვიდრე ამის გადმოცემას ახერხებდა.

Johnnie Walker
QUOTE
ეგ და რემარკი დაახლოებით ერთ ფუნქციას ასრულებენ. ვიტყოდი, ჰემინგუეიც-თქო, მაგრამ აქაური ჰემისტები შემჭამენ, ამიტომ არ ვამბობ

მაგას მივაყოლოთ მაშინ გი დე მოპასანი, ზოლა, სომერსეტ მოემი და სხვანი.. ჰემისტებზე ვერ გეტყვი, მაგრამ მე პირადად ჰემინგუეიზე უფრო გეთანხმები, ვიდრე რემარკზე biggrin.gif. რემარკს ცოტა უფრო სხვანაირად აღვიქვამ, თუმცა მის აღმზრდელობით ფუნქციაში ეჭვის შეტანა უაზრობაა..

პ.ს. კაი შტეფან ცვაიგი გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს ამ შტეფან ცვაიგზე რას ფიქრობთ? gigi.gif


რაა ლიტერატურა მუსიკის გარეშე? smile.gif))

Posted by: Ocelot 1 Aug 2009, 17:48
ზნაჩიტ ბევრი რამ გავმაზე იმით რო არაფერი წამიკითხვას ამ ლიტერატურის ალმადოვარის? biggrin.gif თუ ეს ჯეკ ლონდონის ბრატია? biggrin.gif

Posted by: minerva 1 Aug 2009, 18:15
Ocelot
QUOTE
თუ ეს ჯეკ ლონდონის ბრატია?

lol.gif lol.gif
დიახ, სულ ბრატები არიან ეგენი ყველა biggrin.gif

Posted by: SkitterZ 1 Aug 2009, 21:18
უცნობი ქალის წერილები წავიკითხე 14 წლის ასაკში.

Posted by: leviaxelf 1 Aug 2009, 21:29
სად ვიყიდო მაგის წიგნი მითხარით რა.. ან სად იყიდება ის მაინც......
ნახმარ . უხმარი .

Posted by: Plessi pike 1 Aug 2009, 22:47
Ocelot
QUOTE
ზნაჩიტ ბევრი რამ გავმაზე იმით რო არაფერი წამიკითხვას ამ ლიტერატურის ალმადოვარის? biggrin.gif თუ ეს ჯეკ ლონდონის ბრატია?

ჩემად რომ ვიღებდე გიპასუხებდი ძალიან მწარედ, ალმადოვარისეულად maxati.gif
არანაირად არ არის ჯეკ ლონდონის ბრატი tongue.gif (ნუ, დაგიჯერე რაც თქვი, ისიც დამიფასე baby.gif )

Posted by: Johnnie Walker 2 Aug 2009, 19:27
leviaxelf
QUOTE
სად ვიყიდო მაგის წიგნი მითხარით რა

ქუჩის ბუკინისტები დაიარე smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Aug 2009, 20:12
ცვაიგის ყველა სატირალ ნოველაზე მეტად ,, საჭადრაკო ნოველა" მიყვარს... ,, უცნობი ქალის წერილს" ახლა რა წამაკითხებს? biggrin.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 2 Aug 2009, 22:59
QUOTE
16 წლის ასაკში უდნა წაიკითხო პირველად

ამ ასაკში წავიკითხე სწორედ და იმდენი ვიცინე, ცრემლები მომდიოდა. განსაკუთრებით "უცნობი ქალის წერილზე". biggrin.gif

Posted by: unknown lady 4 Aug 2009, 00:59

QUOTE
,, საჭადრაკო ნოველა"


ღრმა ბავშვობიდან მახსოვს biggrin.gif

მაგრამ რაზე იყო ბუნდოვნად მაგონდება

მოკლედ ახლა ვერაფრით ვეღარ წავიკითხავ ცვაიგს

უცნობი ქალის წერილს ადრე მუღამი ვერ დავუჭირე, ქალის ცხოვრების 24 საათი მომეწონა

როდის წავიკითხე აღარ მახსოვს.

ისე რაც მომეწონება დაუსრულებლად ვკითხულობ , ამას აღარ მივბრუნებივარ

Posted by: Rivaldino 4 Aug 2009, 01:22

:საჭადრაკო ნოველა" და ჟოზეფ ფუშე" მახსოვს კარგად

Posted by: MISS-EgoIsTe 4 Aug 2009, 18:28
სტეფან ცვაიგის მიყვარს წამი ვატერლოოსთან chups.gif

ჟამთა სვლის წამი ვატერლოოსთან ( სტეფან ცვაიგი)

ბედი ძლიერისა და მამაცისაკენ ილტვის , წლების მანძილზე ყურმოჭრილ მონად უხდება ცალკეულ პიროვნებებს:კეისარს,ალექსანდრეს,ნაპ�
��
��ლეონს; უყვარს სტიქიური სულის ადამიანები,რომლებიც თვით მას-შეუცნობელ სტიქიას ჰგვანან.მაგრამ ზოგჯერ,საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ,ახირებული ვნებათაღელვით ატაცებული სულ უბრალო პატარა მოკვდავს მიეახლება.ზოგჯერ-და ეს კაცობრიობის ისტორიის უსაკვირველესი წუთებია-ბედის ძაფიერთადერთი მთრთოლვარე წამით არარაობის ხელში აღმოჩნდება გამომწყვდეული.ეს ადამიანები ყოველთვის თრთოლვას განიცდიან შიშისაგან,და არა ბედნიერებას.თრთიან სწორედ იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო,რომელმაც მათ მსოფლიოს საგმირო ასპარეზისაკენ უნდა გაუკაფონ გზა,და აკანკალებულნი თითქმის ყოველთვის ხელიდან უშვებენ კარზე მომდგარ ბედნიერებას.იშვიათია,რომ რომელიმემ მთელი ძალღონით აიტაცოს შესაძლებლობა და მასთან ერთად თავისი თავიც ზეაიმაღლოს.რადგანაც მხოლოდ ერთი წამით თუ ჩაუვარდება ხოლმე ხელში უბრალო მოკვდავს დიადი საქმე.და ვინც ამ ერთ წამს ვერ შეიფერებს,მისთვის იგი სამუდამოდ დაკარგულია

Posted by: michael_ 9 Sep 2009, 13:11
QUOTE (chixuaxua @ 23 Jul 2009, 22:32 )
რატომღაც ვერ წარმომიდგენია ცვაიგი ზრდასრულმა ადამიანმა სერიოზულად იკითხოს
ჩემთვის ცვაიგი გადატეხის ასაკში მყოფი გოგონას მწერალია, ვინც უცნობი ქალის წერილებზე იტირებს და ამოკი შეაძრწუნებს smile.gif
თუმცა შეიძლება ვცდები და მე მივუდექი ზედაპირულად ჰერრ შტეფანს tongue.gif
არადა მოსაბეზრებელია ყველა მოთხრობის ერთნაირად დაწყება: სადღაც მივდიოდი შემხვდა კაცი და მიამბო ეს....
გემზე მოვხვდი და მომიყვეს ეს....
სანატორიუმში ქალმა გამანდო ეს....
biggrin.gif

ცვაიგის ბევრი არაფერი წაგიკითხავს და ალბათ იმიტომ ამბობ მასე..

ცვაიგი მარტო "უცნობი ქალის წერილი" და "ქალის ცხოვრების 24 საათი" არაა,


Posted by: Miss tata 9 Sep 2009, 20:01
michael_
QUOTE
ცვაიგის ბევრი არაფერი წაგიკითხავს და ალბათ იმიტომ ამბობ მასე..

ცვაიგი მარტო "უცნობი ქალის წერილი" და "ქალის ცხოვრების 24 საათი" არაა,


ცვაიგი არის ერთ-ერთი ყველაზე ერთფეროვანი მწერალი(ჩემთვის) , რომელსაც რომ მომკლა ვეღარ წავიკითხავ..
ვერ ვიტან მის ღლარჭნილ ენას...და მგონია რომ ეს მხოლოდ 14-15წლის ასაკში უნდა მოქმედებდეს ისიც უნაზესი და უფაქიზესი გრძნობის გულუბრყვილო ადამიანებზე..
Ocelot

QUOTE
ლიტერატურის ალმადოვარის?


+100

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: michael_ 9 Sep 2009, 22:39
QUOTE (Miss tata @ 9 Sep 2009, 20:01 )
michael_
QUOTE
ცვაიგის ბევრი არაფერი წაგიკითხავს და ალბათ იმიტომ ამბობ მასე..

ცვაიგი მარტო "უცნობი ქალის წერილი" და "ქალის ცხოვრების 24 საათი" არაა,


ცვაიგი არის ერთ-ერთი ყველაზე ერთფეროვანი მწერალი(ჩემთვის) , რომელსაც რომ მომკლა ვეღარ წავიკითხავ..
ვერ ვიტან მის ღლარჭნილ ენას...და მგონია რომ ეს მხოლოდ 14-15წლის ასაკში უნდა მოქმედებდეს ისიც უნაზესი და უფაქიზესი გრძნობის გულუბრყვილო ადამიანებზე..
Ocelot

QUOTE
ლიტერატურის ალმადოვარის?


+100

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

რა გაქვს წაკითხული გარდა უცნობი ქალის წერილისა? biggrin.gif


Posted by: Miss tata 9 Sep 2009, 23:04
michael_
საკამოდ ბევრი იმსითვის რომ დასკვნების გამოტანა შევძლო.. მარტო ერთი ნაწამოებით არ ვასკვნი არაფერს

Posted by: chixuaxua 9 Sep 2009, 23:40
michael_

მაქვს ძალიან ბევრი ნოველა წაკითხული ცვაიგის, მარტო მაგ ორით არ შემოვიფარგლე შენ წარმოიდგინე tongue.gif
რომელია აბა ისეთი განსხვავებული და საუკეთესო, რომელმაც უნდა შემძრას? მითხარი და აუცილებალდ გავეცნობი smile.gif

Miss tata
QUOTE
მგონია რომ ეს მხოლოდ 14-15წლის ასაკში უნდა მოქმედებდეს ისიც უნაზესი და უფაქიზესი გრძნობის გულუბრყვილო ადამიანებზე..


+1 biggrin.gif

Posted by: michael_ 10 Sep 2009, 10:51
chixuaxua

შეგძრას არ ვიცი მარა (რომ შეგძრას ეგეთი მწერალი არაა gigi.gif )
"მარიამ სტიუარტი" საკმაოდ კარგი ბიოგრაფიული რომანია
აგრეთვე შესანიშნავია ცვაიგის დიდი აღმოჩენების შესახებ დაწერილი "მაგელანი" "ამერიგო" "უკვდავების ხიზანი" "ბრძოლა სამხრეთ პოლუსისათვის"
ეს არის დიდი აღმოჩენების შესახებ დაწერილი შესანიშნავი დოკუმენტური მასალა (მხატვრული თხრობის სტილით) რომელიც ზღვა ინფორმაციას შეიცავს მთლიანად იმ ეპოქაზე, რელიგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ სიტუაციაზე.. საკმაოდ საინტერესოცაა წასაკითხად,
სხვა საკითხია რამდენად გაინეტერესებს თავად ასეთი თემები

არაა მართებული როცა ასეთ დიდ მწერალს და დიდ ადამიანს ერთი ხელის მოსმით გადაუსვამენ ხოლმე ხაზს, მარტო ნოველებით ნუ იმსჯელებთ

Posted by: DJ*S_WIFE 10 Sep 2009, 19:48
მიყვარს ეგ კაცი ძალიან. კარგი წასაკითხი მოთხრობებია.. მაგრამ მის რომანს ვერ დავუდე გული.


აშკარად კარგად ერკვევა ქალის ფიქრებში და აზრებში.

უცნობი ქალის წერილმა შემაშფოთა, ეს კაცმა როგორ დაწერათქო user.gif user.gif

Posted by: goga_g 4 Dec 2009, 15:52
ნიკუშა_მარქსი
QUOTE
ჟოზეფ ფუშე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

+10000
ყველაზე ძლიერი ნაწარმოებად ვთვლი ცვაიგის შემოქმედებაში (ფუშეს სიყვარულის გამო თუ სუბიექტური ვარ,მამიტევეთ biggrin.gif )
ყველაფერს ჯობია (მხატვრული და არა მარტო მხატვრული თვალსაზრისით) რაც კი ოდესმე ფუშეზე დაწერილა

DJ*S_WIFE
QUOTE
უცნობი ქალის წერილმა შემაშფოთა, ეს კაცმა როგორ დაწერათქო

თუ გაითვალისწინებ, რომ პიდარასტობდა და უფრო ბევრი იყო მასში ქალური ვიდრე კაცური მაშინ , აღარ გაგიკვირდება.

Posted by: kriketi-1985 5 Dec 2009, 12:39
ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერალი, მახსოვს პირველად რომ წავიკითხე ,,უცნობი ქალის წერილი'' ცხარე ცრემლით ვიტირე, წლების მერე ხელახლა წაკითხვისას იგივე განცდა არ დამუფლებია.... ნეტა აღარ წამეკითხა მეორედ, ის ემოცია დამრჩენოდა სამუდამოდsad.gif
რაღაცები მაქვს წაკითხული, აქედან ,,ფანტასტიკური ღამე'' და ,,24საათი ქალის ცხოვრებიდან'' დამამახსოვრდა, დანარჩენის არ მაგონდება სახელები.

Posted by: infra-red3 5 Dec 2009, 22:20
ქალის ბუნება იცოდა მაგ კაცმა და რაც იცოდა წერდა.....ამოკით შეპყრობილი მომეწონა თავის დროზე, შიშიც კაი იყოო....მარია სტუარტმა დამხანცა რატომღაც vis.gif
Miss tata
QUOTE
ცვაიგი არის ერთ-ერთი ყველაზე ერთფეროვანი მწერალი(ჩემთვის) , რომელსაც რომ მომკლა ვეღარ წავიკითხავ..
ვერ ვიტან მის ღლარჭნილ ენას...და მგონია რომ ეს მხოლოდ 14-15წლის ასაკში უნდა მოქმედებდეს ისიც უნაზესი და უფაქიზესი გრძნობის გულუბრყვილო ადამიანებზე..

აუფ რამდენი ვიტირეე თავის დროზე ....lol.gif
ახლაც ტკბილად მახსენდება biggrin.gif

Posted by: Miss tata 5 Dec 2009, 23:02
QUOTE
აუფ რამდენი ვიტირეე თავის დროზე ....
ახლაც ტკბილად მახსენდება

user.gif user.gif

Posted by: innuendo7 6 Dec 2009, 11:53
ქალის ფსიქოლოგიაში, ვფიქრობ, მართლა კარგად ერკვეოდა.
"ამოკი" შედევრთა შორის შედევრიაsmile.gif

Posted by: Miss tata 6 Dec 2009, 11:54
არადა ყველაზე მეტად "Aმოკზე " ვიცინე .... user.gif არ მინდა ვინმეს ვაწყენინო,.. იცით ნუ წერს, კარგია... მე არ მომწონს უბრალოდ smile.gif

Posted by: innuendo7 6 Dec 2009, 11:57
Miss tata


დაბოლილი ბრძანდებოდით ალბათsmile.gif
ცუდად არ გამოგოთ. გემოვნებაზე არ კამათობენ. თქვენსას პატივს ვცემsmile.gif))

Posted by: Miss tata 6 Dec 2009, 12:03
QUOTE
უდად არ გამოგოთ. გემოვნებაზე არ კამათობენ. თქვენსას პატივს ვცემ))

მეც ასევე smile.gif

Posted by: pleita 6 Dec 2009, 18:12
QUOTE
შტეფან ცვაიგი
love.gif
სამწუხაროდ მხოლოდ მოთხრობები მაქვს წაკითხული და ისიც ერთი ამოსუნთქვით love.gif

Posted by: Bruno Dumont 7 Dec 2009, 23:54
QUOTE
სამწუხაროდ მხოლოდ მოთხრობები მაქვს წაკითხული და ისიც ერთი ამოსუნთქვით

მეც და ძალიან მომწონს განსაკუთრებით შიში რომელსაც აშკარად ვერ დასამებ რომ გულუბრყვილო 14-15 წლის ხალხზე მოქმედებს biggrin.gif:D:D:D:

Posted by: Miss tata 8 Dec 2009, 00:50
QUOTE
შიში

ეგ არ მაქვს წაკითხული და ვთვლი რაც წვაიკითხე მეყო biggrin.gif
მე იქიდან გამომდინარე გამოვიტანე დასკვნა რაც წვაიკითხე... შეიძლება მანდ სხვა შტეფანი წერს არ ვიცი არ ვიცი user.gif

Posted by: დადა 8 Dec 2009, 00:59
სახლში მაქვს ნოველების კრებული.
კრებულში ასევე შედის რომანი
"მოუთმენლობა გულისა" - აი ეს არის სერიოზული.

მიყვარს ცვაიგი..

როგორც აქებდნენ,
არ მომეწონა "უცნობი ქალის წერილი",
ის რაც გადმოსცა მწერალმა, გასაგებია და მისაღები,
მაგრამ თვითონ რაზეც ააგო, არ მომეწონა.

ასეთი შტერი მწერალი არ მინახავს,
ქალი ორჯერ გაჟიმოს.. და არ დაამახსოვრდეს lol.gif

კიდევ,
განსაკუთრებით ვუსვავ ხაზს ერთ მომენტს,
როდესაც ქალი ამბობს, რომ "ბოზობა" დაიწყო,
ამ დროს კი არ უნდოდა რომ სხვას გაჰყოლოდა ცოლად,
მიუხედავად იმისა რომ მშვენიერი ცხოვრება ექნებოდა,
ღალატად მიაჩნდა givi.gif

არის კიდევ ბევრი რამ,
რაც არ მომეწონა.. რომ დავამთავრე კითხვა, ვიფიქრე,
რამ გააგიჟა ეს ხალხი მეთქი. ისეთი შთაბეჭდილებები ვიხილე
წაკითხვამდე, მეთქი აუF და ეს არის რაც არის.

Posted by: Bruno Dumont 8 Dec 2009, 21:50
QUOTE
ასეთი შტერი მწერალი არ მინახავს, ქალი ორჯერ გაჟიმოს.. და არ დაამახსოვრდეს

თან რა ქალი ყოფილა ვიდზე ლამაზი და რამე biggrin.gif:D:D:D

Posted by: დადა 8 Dec 2009, 23:47
Bruno Dumont

ჰო,
ძალიან ლამაზი ვიყავიო..

ვერ წარმომიდგენია უბრალოდ, ჯერ "ქალიშვილი" გაჟიმო,
მერე კიდევ ზრდასრული ქალი.. და ვერ იცნო.

როგორც არ უნდა შეიცვალოს,
ვიცნობ.


Posted by: glurjidze 7 Jan 2010, 22:49
ეგ რაღაც ქალების მწერალია, სულ ქალებზე წერს

Posted by: goga_g 11 Jan 2010, 02:36
QUOTE
ეგ რაღაც ქალების მწერალია, სულ ქალებზე წერს

ხოო ქალების მაჩალკა იყო მაგი.

შეგიძლია ჩამოთვალო ცვაიგის რამდენი რომანი იცი და რამდენი ბიოგრაფიული ნაწარმოები?
და რომელი წაგიკითხია.

Posted by: qeti-qetusia 11 Jan 2010, 17:12
QUOTE
რატომღაც ვერ წარმომიდგენია ცვაიგი ზრდასრულმა ადამიანმა სერიოზულად იკითხოს
ჩემთვის ცვაიგი გადატეხის ასაკში მყოფი გოგონას მწერალია, ვინც უცნობი ქალის წერილებზე იტირებს და ამოკი შეაძრწუნებს
თუმცა შეიძლება ვცდები და მე მივუდექი ზედაპირულად ჰერრ შტეფანს
არადა მოსაბეზრებელია ყველა მოთხრობის ერთნაირად დაწყება: სადღაც მივდიოდი შემხვდა კაცი და მიამბო ეს....
გემზე მოვხვდი და მომიყვეს ეს....
სანატორიუმში ქალმა გამანდო ეს....



აჰაა

ბასამ არ ნახოს ეს თემა , ჯანიკაშვილმა biggrin.gif

კაით რაა
გაიარა ცვაიგმა, 15 წლამდე, მერე აღარ...


Posted by: didi zombi 11 Jan 2010, 22:47
რატომ ვისზე ნაკლები ცვაიგი?ჩამოყაჭეთ?
თუ თქვენთვის რაც უფრო ძნელად გასაგები და ჩახლართულია უკეთესია?კი მარტივად გასაგებად წერს მაგრამ ძაან ღრმად.ცვაიგი მარტო სათავგადასავლო რომანების მწერალი არ არი .

Posted by: goga_g 13 Jan 2010, 03:16
qeti-qetusia
QUOTE
კაით რაა
გაიარა ცვაიგმა, 15 წლამდე, მერე აღარ

drug.gif
რატო?

Posted by: Miss tata 13 Jan 2010, 12:53
goga_g
QUOTE
drug.gif რატო?

იმიტომ რომ გაზრდისას ცოტა ჭკვიანდები biggrin.gif
:ენის გამოყოფის და გაქცევის სმაილი:


Posted by: goga_g 13 Jan 2010, 21:39
Miss tata
QUOTE
:ენის გამოყოფის და გაქცევის სმაილი:

უუტ შე უკვე გაზრდილო და ჭკვიანო შენაა... biggrin.gif





Posted by: Miss tata 13 Jan 2010, 22:32
goga_g
QUOTE
უუტ შე უკვე გაზრდილო და ჭკვიანო შენაა...

http://elar.ge/

Posted by: M_A_K_I 13 Jan 2010, 22:38
მეც მიყვარდა ........ცვაიგი,ბავშვობაში smile.gif

Posted by: miss_pepsi 15 Jan 2010, 02:56
QUOTE
18 Jul 2009


აი როდის ვწერდი რომ ვაააი რა მუაგარია..

ნუ რამდენიმე თვე გავიდა და... ვამბობ რომ უბრალოდ კაია.. მეორეჯერ არც მოგინდება წაკითხვა.. და ეგ კი არა შეიძლება არც დაგამახსოვრდეს..


ვაიმე ნუთუ ასე შევიცვალე :| 5 თვე არცაა გასული... ვააა.. ჩემივე თავის მიკვირს.. აღვშფოთდი biggrin.gif

Posted by: goga_g 15 Jan 2010, 03:15
miss_pepsi
QUOTE
მეორეჯერ არც მოგინდება წაკითხვა

რატო?მე ფუშე ერთი 3ჯერ მაქვს წაკითხული და კიდე წავიკითხავ, ვოოტ.

Posted by: miss_pepsi 15 Jan 2010, 03:26
goga_g
QUOTE
რატო?მე ფუშე ერთი 3ჯერ მაქვს წაკითხული და კიდე წავიკითხავ, ვოოტ.


აი არ ვიცი.. ამ 5 თვის განმავლობაში იმდენად სხვა ჩეეემთვის საინტერესო რაღაცეები წავიკითხე, ვისწავლე რომ აღტაცებას ცვაიგი ჩემში აღარ იწვევს.. ნუჰ იმედია თუ დავუბრუნდები ისევ, მის სხვა ნაწარმოებებს აუცილებლად სიამოვნბას მივირებ.. მარა რავი.. :|

Posted by: goga_g 15 Jan 2010, 12:13
miss_pepsi
QUOTE
აღტაცებას ცვაიგი ჩემში აღარ იწვევს

ნუ ეგაც შეიძლება, შთაბეჭდილებები შეგეცვალა. რაც უფრო მეტს წაიკითხავ უფრო მეტს მიხვდები რა რა არის და შეფასების უნარიც გაგეზრდება. wink.gif
QUOTE
ნუჰ იმედია თუ დავუბრუნდები ისევ, მის სხვა ნაწარმოებებს აუცილებლად სიამოვნბას მივირებ

ალბათ.
მე პირადად მიმაჩნია , რომ რომანიზირებულ ბიოგრაფიებში ცვაიგი ერთ ერთი ყველაზე ძლიერია დაა მაგის ცალკე რომანების რა გითხრა....რომანები ჩემთვისაც ერთხელ წასაკითხია. wink.gif

Posted by: miss_pepsi 3 Feb 2010, 21:09
goga_g
QUOTE
ნუ ეგაც შეიძლება, შთაბეჭდილებები შეგეცვალა. რაც უფრო მეტს წაიკითხავ უფრო მეტს მიხვდები რა რა არის და შეფასების უნარიც გაგეზრდება.


ჰო..

QUOTE
.რომანები ჩემთვისაც ერთხელ წასაკითხია.


ვისთვის როგორ.. biggrin.gif

Posted by: Rosemarys baby 30 Apr 2010, 00:51
ჰო, ბავშვობაში მიყვარდა.
მერე მომწონდა.
ახლა უბრალოდ აღარ ვიცი, როგორია.

ზედმეტადსენტიმენტალურია. მით უმეტეს - გერმანელისთვის.

Posted by: Bruno Dumont 30 Apr 2010, 13:44
საჭადრაკო ნოველა თუ რაღაც ეგეთი რო აქვს მომწონს კარგია
QUOTE
ზედმეტადსენტიმენტალურია. მით უმეტეს - გერმანელისთვის

ესეც მართალია

Posted by: pantazia-0 30 Apr 2010, 13:56
დაახლოებით 15-16 წლის ასაკში წავიკითხე მეც და მახსოვს ვერ ავიტანე სასტიკად biggrin.gif, ძალიან აღშფოთებული დავრჩი ამ მწერლით, რადგან თითქმის ყველა ნაწარმოებში საშინლად დამცირებულია ქალი, სულელ, უნებისყოფო, უთავმოყვარეო ბატებად ყავს გამოყვანილი ქალები. მარტო "საჭადრაკო ნოველის" გამო "ვერ ვაპატიე" ცვაიგს ეს აგდებული დამოკიდებულება ქალების მიმართ, ჰოდა ასე გაბუტული ვარ ამ ასაკშიც smile.gif

Posted by: corpse clown 9 May 2010, 20:16
უფრო ნოველები მაქვს მისი წაკითხული და ძალიან მომწონს.. უცნობი ქალის წერილში გადმოცემულია ძალიან ძლიერი გრძნობა.. love.gif

Posted by: Franca 11 May 2010, 00:42
სასიამოვნო საკითხავია ზედმეტად მეოცნებე ადამიანებისთვის, ისიც პატარა ასაკში 14-15, მე მაგ დროს წავიკითხე მოუთმენლობა გულისა და უცნობი ქალის წერილიც, რომელზეც ამბობდნენ მაგარიაო და საერთოდ არ მომეწონა, იმ პირველს კიდევ არაუშავდა..(კარგად ისე არცერთი არ მახსოვს , წაიკითხე, დახურე და დაივიწყეაsmile.gif)))
ეხლა მაგას ვერაფრით ვერ წავიკითხავ..ბანალურ სიყვარულის ისტორიად მეჩვენება და მეტი აარფერი.

Posted by: EMOziko 11 May 2010, 00:47
თავიდან რომ წავიკითხე მისი პირველი ნოველა, გავიფიქრე ალბათ თვითონ გადახდა ეს ამბავი თავზე თორემ ასე კარგად ვერ გადმოცემდა იმ ადამიანების გრძნობებს და განცდებსთქო, მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო და ეს კაცი დიიდი ფსიქოლოგი იყო და ძალიან კარგად ერკვეოდა ადამიანებში. მახსოვს დღე და ღამე ვკითხულობდი მისი ნოველების კრებულს, თავისი რომანითურთ smile.gif ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე smile.gif

Posted by: domina333 14 Aug 2010, 14:49
Anchxli
QUOTE
ასეთი მოუსვენარმოუთმენელთავგაუწირავები ვართ

ვართ yes.gif yes.gif

Posted by: gochaj 15 Aug 2010, 17:38
Bruno Dumont
QUOTE
საჭადრაკო ნოველა თუ რაღაც ეგეთი რო აქვს მომწონს კარგია


ეგ მაგარი რამეა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუ არ ვცდები სათაურია "მოჭადრაკე", სადაც ციხიდან გამოსული (გვარი არ მახსოვს), რომელმაც საკანში, შემთხვევით მოპოვებული საჭადრაკო ეტიუდებით ისწავლა ჭადრაკი და ამარცხებს სახელგანთქმულ ჩენტოვიჩს. ერთ მხარეზეა გენია, ფანტაზია, მეორეზე - პროფესიონალი, მაგრამ გონებაშეზღუდული. ცვეიგმა ერთმანეთს შეადარა ნაპოლეონის გენია და კუტუზოვი და, რა თქმა უნდა, რუსულ საბჭოურ პირველ გამოცემაში ეს შედარება ამოიღეს. ახლა არ ვიცი როგორაა ეს მათთან.
ისე კი, ძალზე სიტყვაუხვია ცვეიგი და დამღლელი. არა ვგიჟდები მსაზე

Posted by: margusha 15 Aug 2010, 17:46
corpse clown
QUOTE
უცნობი ქალის წერილში გადმოცემულია ძალიან ძლიერი გრძნობა..


ძლიერი გრძნობა არა, მაჩვის ჩანახი. უყალბესი მოთხრობაა

Posted by: *WTF* 15 Aug 2010, 18:34

QUOTE
შტეფან ცვაიგი

კარგად/ტკბილად მახსოვს smile.gif

chixuaxua


QUOTE
ცვაიგი გადატეხის ასაკში მყოფი გოგონას მწერალია,

პრინციპში ამ პერიოდში წავიკითხე, შეიძლება ცოტა ადრეც და მერე კიდევ ერთხელ გადავიკითხე მისი რაღაც-რაღაცეები

Posted by: Alice_In_Wonderland 26 Aug 2010, 12:35
უცნობი ქალის წერილი რამდენჯერმე მაქვს წაკითხული, ერთხელ ჩემთვის და დანარჩენი მეგობრებისთვის: )
რამდენჯერაც წავიკითხე - იმდენჯერ ვიტირე
ძალით: )
აბა, ყველა ტიროდა და შემრცხვა მე უცრემლოდ წამეკითხა sad.gif

Posted by: samiii 26 Aug 2010, 22:55
უცნობი ქალის წერილი, 24 საათი ქალის ცხოვრებიდან,საჭადრაკო ნოველა,მწველი საიდუმლო, და კიდე ერთი ოღონდ სახელი არ მახსენდება . ვფიქრობ ძალიან კარგად იცნობდა ადამიანთა ფსიქოლოგიას და ადვილად შეეძლო გადმოეცა მათი გძნობები , განსაკუთრებით ქალების . სამწუხაროა რომ თავი მოიკლა , მაგრამ თვითონვე გადაწყვეტილი ჰქონდა ბიბლიურ ასაკს რომ მივაღწევ თავი უნდა მოვიკლაო user.gif

Posted by: E madame 15 Nov 2010, 15:18
მისი შემოქმედება როგორც მე მახსოვს თუ არ ვცდები დაყოფილია კატეგორიებად ასაკისდამიხედვით და წიგნებსაც შესაფერისი ასაკისთვის სხვადასხვა ფერი აქვს... ზოგადად მე შორეულ წარსულში როცა გავეცანი ძალიან მომეწონა მსუბუქი წასაკითხი ფსიქოლოგიურად საინტერესო ტიპაჟებით ნუ ჩემთვის პირადად... დღეს ნამდვილად აღარ ვაპირებ ისევ გადაკითხვას არც სურვილი მიჩნდება თავისდროზე როცა დამაინტერესა წავიკითხე და მყოფნის რაც არ წამიკითხავს კიდე სიამოვნებით გავეცნობი... მაგალითად ეხლა ვეძებ მის "სამი ოსტატი" მგონი ესე ქვია ბალზაკზე და მის პერსონაჟებზეა შიგ საუბარი როგორც ვიცი მაინტერესებს და მინდა გავეცნო თუ ვინმეს გეგულებათ სადმე ეგებ მითხრათ sad.gif

Posted by: Le fou 16 Nov 2010, 13:45
margusha
QUOTE

QUOTE
უცნობი ქალის წერილში გადმოცემულია ძალიან ძლიერი გრძნობა..


ძლიერი გრძნობა არა, მაჩვის ჩანახი. უყალბესი მოთხრობაა

+10000
gigi.gif

Posted by: maromar 16 Nov 2010, 14:24
QUOTE
სადღაც 12-16 წლის ასაკში უდნა წაიკითხო პირველად.

მეც მაგ ასაკში მაქვს წაკითხული ცვაიგი, მახსოვს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე smile.gif განსაკუთრებით დამამახსოვრდა "საჭადრაკო ნოველა", "უცნობი ქალის წერილი" და "მოუთმენლობა გულისა" smile.gif კიდევ სხვებიც ბევრი მაქვს წაკითხული, მაგრამ აღარ მახსოვს საერთოდ user.gif მარიამ სტიუარტიდან საერთოდ აღარაფერი მახსოვს user.gif ეტყობა თავის დროზე ვერ მოახდინა იმდენად დიდი შთაბეჭდილება ჩემზე boli.gif

Posted by: Nirvana11 12 Dec 2010, 21:57
ცვაიგის ,,საჭდრაკო ნოველა'' არ მოგწონთ?
chups.gif

Posted by: nino20 19 Dec 2010, 21:47
კი,ძალიან მომწონს... სხვათა შორის ცვაიგის შედევრადაც კი მიიჩნევენ...

Posted by: innuendo7 20 Dec 2010, 08:39
ამოკს მაინც არაფერი შეედრებაsmile.gif
...........

Posted by: Nirvana11 20 Dec 2010, 18:02
nino20

QUOTE
კი,ძალიან მომწონს... სხვათა შორის ცვაიგის შედევრადაც კი მიიჩნევენ...

ქვეტექსტიც კარგად იკითხება...


Posted by: ji9ko0 21 Dec 2010, 06:51
,, შიში ,, მომწონს ნამეტნავად

Posted by: shuma89 3 Jan 2011, 13:30
ცვაიგის ელ ვერსია არ გეგულებათ ხალხნოოო?

სახლიდან ვერ გავდივარ და იქნებ ელ ვერსია გამიჩითოთ.

ნოველები მინდა უფრო.

Posted by: innuendo7 3 Jan 2011, 13:44
shuma89

შედით ელექტრონული წიგნების თემაში.
smile.gif

Posted by: shuma89 3 Jan 2011, 13:49
სად არის მერე ცვაიგი ეგ ვერ დავამუღამე ეგ არის smile.gif

იქნებ დამილინკოთ რააა . . .
მადლობა წინასწარ.


Posted by: innuendo7 3 Jan 2011, 13:51
http://forum.ge/?showtopic=34199563&st=225&hl=

აქ იკითხეთ და დაგაკვალიანებენsmile.gif

Posted by: Juvetifozi 3 Jan 2011, 13:53
ამოკი მაგრად მომწონს yes.gif

Posted by: shuma89 3 Jan 2011, 15:37
იქ არავინ გამომეხმაურა და იქნებ კარგი ნაწარმოები მირჩიოთ ცვაიგის?

Posted by: Le fou 3 Jan 2011, 21:01
shuma89
QUOTE
იქნებ კარგი ნაწარმოები მირჩიოთ ცვაიგის?

არ აქვს biggrin.gif biggrin.gif
აქვს შედარების ასატანი და აუტანელი ნაწარმოებები.. ისიც მკითხველის ასაკზეა დამოკიდებული boli.gif

Posted by: sophie marceau1 4 Jan 2011, 00:02
QUOTE
shuma89QUOTE
იქნებ კარგი ნაწარმოები მირჩიოთ ცვაიგის?


არ აქვს

აქვს
QUOTE
შიში

QUOTE
,,საჭდრაკო ნოველა'

დალშე რაც წამიკითხავს ან რეგვენობაა ან სენტიმენტალური რეგვენობა biggrin.gif

Posted by: Le fou 4 Jan 2011, 00:26
sophie marceau1
QUOTE

QUOTE
,,საჭდრაკო ნოველა'

არ წამიკითხავს , მაგრამ რაც წავიკითხე
QUOTE
ან რეგვენობაა ან სენტიმენტალური რეგვენობა
ამიტომაც ამდენი ღლარჭნილი რეგვენობის შემქმნელზე გამიჭირდა წარმომედგინა, რომ რაიმე კარგი ექნებოდა gigi.gif

Posted by: Bacci 4 Jan 2011, 04:15
QUOTE
ან რეგვენობაა ან სენტიმენტალური რეგვენობა

+
QUOTE
ღლარჭნილი რეგვენობის

რა კაია რო შემოვიხედე აქ : ))))

Posted by: shuma89 6 Jan 2011, 22:09
წავიკითხე უცნობი ქალის წერილი და რო ვთვა რო აღფრთოვანბული დავრჩითქო ეგრეც არაა, არის რაა . . წაიკითხავს კაცი . ..
უბრალოდ რო მორჩები არ იტყვი ტყუილად დავკარგე დროო მეტი არაფერი, დიდი არაფერი ყოფილა.

ერთი მაქვს კიდევ პატარა ნაწარმოებია რაღაც უცნაური სახელი ქვია და იმას გადავიკითხავ თუ ეგეც არ მომეწონა სულ დავიკიდებ ცვაიგის წიგნებს smile.gif

ისე კარგი მწერალი შეგიძლიათ მირჩიოთ ადვილი საშოვნელი რო იყოს წიგნები და დიდი ნოველები არ მინდა ერთი შეტევით თუ არ წავიკითხე მერე გაგრძელება მეზარება ხლომე და ასე 100 გვერდიანი რო იყოს მაშინ მჟნა უფრო დიდები ერთ დაჯდომაზე წასაკითხად მეტისმეტია ჩემთვის და . . biggrin.gif

Posted by: Nirvana11 6 Jan 2011, 23:12
Le fou
QUOTE
ღლარჭნილი

ამ ტერმინს ვერ განგვიმარტავთ? gigi.gif

Posted by: Le fou 7 Jan 2011, 00:14
Nirvana11
QUOTE

QUOTE
ღლარჭნილი

ამ ტერმინს ვერ განგვიმარტავთ?


ვერა, ეგ უნდა შეიგრძნო biggrin.gif

Posted by: Nirvana11 7 Jan 2011, 00:38

Le fou
შეგრძნების გზები მაინც გვაჩვენეთ ჩვენ _ უბრალო მოკვდავთ biggrin.gif
პ.ს კეთილო ადამიანებო იქნებ გამაგებინოთ რატომ არის
QUOTE
,,საჭდრაკო ნოველა'

QUOTE
რეგვენობაა ან სენტიმენტალური რეგვენობა
?
tom.gif

Posted by: mtersasruti 7 Jan 2011, 00:44
QUOTE
ცვაიგის ბევრი არაფერი წაგიკითხავს და ალბათ იმიტომ ამბობ მასე..

ცვაიგი მარტო "უცნობი ქალის წერილი" და "ქალის ცხოვრების 24 საათი" არაა,

ეს უნდა დამეწერა.
ცვაიგზე ძალით გულაცრუებული ხალხი პოსტავს თუ იმდენად მაღალ მწერლობას ეზიარნენ,რომ ცვაიგის წაკითხვა აღარ უღირთ?
drug.gif

Posted by: Le fou 7 Jan 2011, 01:02
QUOTE
ცვაიგზე ძალით გულაცრუებული ხალხი პოსტავს თუ იმდენად მაღალ მწერლობას ეზიარნენ,რომ ცვაიგის წაკითხვა აღარ უღირთ?



givi.gif
Nirvana11
QUOTE
,საჭდრაკო ნოველა'

არ წამიკითხავს , ვერაფერს ვიტყვი)
QUOTE
შეგრძნების გზები მაინც გვაჩვენეთ ჩვენ _ უბრალო მოკვდავთ

რომელი ფროიდი მე მნახე biggrin.gif

Posted by: Nirvana11 7 Jan 2011, 01:08
Le fou
QUOTE
რომელი ფროიდი მე მნახე

რავიცი ფროიდი მეგონეთ ვიფიქრე მაგ ნიკით თუ პოსტავდა
biggrin.gif

Posted by: Le fou 7 Jan 2011, 01:25
Nirvana11
კურტი და ზიგმუნდი დაძმობილდნენ
http://smajliki.ru/smilie-25181703.html biggrin.gif

Posted by: pretty 7 Jan 2011, 01:27
"მოუთმენლობა გულისა"_ დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას იმდროინდელი შთაბეჭდილება tongue.gif მეტი არც არაფერი წამიკითხავს.

Posted by: Nirvana11 7 Jan 2011, 01:39
Le fou
QUOTE
კურტი და ზიგმუნდი დაძმობილდნენ

და საიქიოდან/ჯოჯოხეთიდან პოსტავენ fig.gif

Posted by: NNina 7 Jan 2011, 01:43
ნუ წავიკითეხე ერთი ორი დ ა მწერლის ხასიათი არ მომეწონა.სტილი.
..

გერმნულად არ წამიკიტხავს და არ ვიცი ვისი ბრალია.მთარგმნელის თუ ამ კაცის,მაგრამ მე პირადად.."არა ბატონო"
არ მოეწონა.

Posted by: Le fou 7 Jan 2011, 01:52
Nirvana11
QUOTE
და საიქიოდან/ჯოჯოხეთიდან პოსტავენ

ხო აბა, თან ჯოჯოხეთში "ეშმაკის მანქანები" ძალიან უყვართ, ყველას თავისი ლეპტოპი აქვს ^^

Posted by: sophie marceau1 7 Jan 2011, 02:43
Le fou
QUOTE
Nirvana11
კურტი და ზიგმუნდი დაძმობილდნენ

კურტისგან ხელი აიღეთ მოკვდავნო biggrin.gif biggrin.gif
Nirvana11
QUOTE
,,საჭდრაკო ნოველა'

QUOTE
რეგვენობაა ან სენტიმენტალური რეგვენობა

?

თუ კონტექსტს დააკვირდები ეწერა რო საჭადრაკო ნოველის და რაღაცისგარდა(ჩ.ა.) რეგვენობაა ყველაო biggrin.gif


Posted by: mtersasruti 7 Jan 2011, 03:23
Le fou
QUOTE
არ წამიკითხავს , ვერაფერს ვიტყვი)

წაიკითხე.
ზედმეტად კარგია.ჩემთვის ყველაზე ძლიერი ნოველაა. yes.gif

Posted by: Le fou 7 Jan 2011, 03:32
sophie marceau1
QUOTE
კურტისგან ხელი აიღეთ მოკვდავნო

მაგ მხრივ შენთან ვარ , რილაქს boli.gif

mtersasruti
შევეცდები გავითვალისწინო smile.gif))

Posted by: mtersasruti 7 Jan 2011, 03:47
Le fou
ერთადერთი ნოველაა,სადაც ქალზე არ საუბრობს.

"უხილავი კოლექცია"-ც საკმაოდ ძლიერია.

ყევლაზე სუსტი "24 საათის ქალის ცხოვრებიდან" და "უცნობი ქალის დღიურები" და ა.შ. -ია და გული მწყდება,რომ ზოგი ამის იქით არ იხედება და ცუდი მწერლის იარლიყს აწებებს.

იდეალურად რომელი წერს? ცუდი არცაა ეგ ნოველები,უბრალოდ გაფეტიშებულ სიყვარულზე საუბრობს და ეს არ მსიმაოვნებს.
ბევრ შეყვარებულ მდედრს შეიძლება ესიამოვნოს კიდეც. ზოგს თუ არ გიყვართ ცრემლების ღვრა აქვს ბატონო უსერიოზულესი სხვა ნოველები და იკითხეთ.
მწერალს შეეშვით.


და ბოდიშით ,ერთ არა ამ ტემის პოსტს დავწერ.
გურამ ფანჯიკიძის თემა რატომაა დახურული?

Posted by: sophie marceau1 7 Jan 2011, 03:52
mtersasruti
QUOTE
"უხილავი კოლექცია"-ც საკმაოდ ძლიერია.

უი ეგ გამომრჩა ,მომწონს,ცოტა წაისენტიმენტალურებს(ტრადიციულად biggrin.gif),მარა მაინც მომწონს smile.gif
QUOTE
და ბოდიშით ,ერთ არა ამ ტემის პოსტს დავწერ.
გურამ ფანჯიკიძის თემა რატომაა დახურული?

მაქს ფრიშის თემაში დაწერე,შენი რა მიდის,იქაც ფანჯიკიძეზე საუბრობენ biggrin.gif
პ.ს ესაა მისი თემა smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33609284&st=180&hl=%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98

Posted by: Le fou 7 Jan 2011, 03:55
sophie marceau1
QUOTE
მაქს ფრიშის თემაში დაწერე,შენი რა მიდის,იქაც ფანჯიკიძეზე საუბრობენ

გულს ნუ მტკეეეენ http://www.SmileS.ge

Posted by: sophie marceau1 7 Jan 2011, 03:59
Le fou
არ გაინტერესებს ოცელოტა ვის მხარეს დადგება ფანჯიკიძის თუ ფრიშის biggrin.gif?

Posted by: Le fou 7 Jan 2011, 04:03
sophie marceau1
QUOTE
არ გაინტერესებს ოცელოტა ვის მხარეს დადგება ფანჯიკიძის თუ ფრიშის

იმედია ფრიშის, მაგას Hომო ფაბერი მოსწონს როგორც მახსოვს biggrin.gif


Posted by: sophie marceau1 7 Jan 2011, 04:07
Le fou
მეც ფრიშისკენ ვარ როგორც მწერალისკენ,მაგრა როგორც ქართული ლიტერატურის მოტრფიალე ფანჯიკიძე ფორევერ biggrin.gif
ეს ნახე რა ,ცოტას გაერთობი biggrin.gif
http://forum.ge/?showtopic=34144098&view=findpost&p=23333358
ერთი გვერდით წინაც წადი ბარემ biggrin.gif
პ.ს რო არ გავაოფო,ცვაიგის რომანი რო წავიკითხე,მოუთმენლობა გულისა,ორი კვირა ყურის ანტება და სიცხეები ქონდა,არ ვიცი რომანმა იმოქმედა თუ სხვა რამემ მარა მაინც biggrin.gif

Posted by: mtersasruti 7 Jan 2011, 04:19
sophie marceau1
გმადლობ,მაგრამ ნეტა არც მენახა. : D
სამი გვერდი წავიკითხე და ერთი აზრი მიტრიალებს თავში,რომელსაც აქ ვერ/არ დავწერ.
აქამდე დაბლაგვება ვის გაუგონია კაცო. sad.gif

Posted by: Nirvana11 7 Jan 2011, 13:05
sophie marceau1
QUOTE
კურტისგან ხელი აიღეთ მოკვდავნო

არადა ჩემი ნიკნეიმი კურტ კობეინს და ჯგუფ ,,ნირვანას" საერთოდ არ უკავშირდება biggrin.gif
QUOTE
თუ კონტექსტს დააკვირდები ეწერა რო საჭადრაკო ნოველის და რაღაცისგარდა(ჩ.ა.) რეგვენობაა ყველაო

მართალი ხარ ეხლა დავაკვირდი user.gif
mtersasruti
QUOTE
წაიკითხე.
ზედმეტად კარგია.ჩემთვის ყველაზე ძლიერი ნოველაა.

თან თუ ჭადრაკი გიყვარს ხო საერთოდ დიდ სიამოვნებას განიჭებს

Posted by: shuma89 7 Jan 2011, 20:52
ამოკი წავიკითხე და მომეწონა მემგონი smile.gif
არ ყოფილა ისე ცუდი როგორც აქაურები ამბობთ smile.gif
და მარიამ სტიუარტი მაქვს კიდევ და ღირს დაწყება?

Posted by: Johnnie Walker 7 Jan 2011, 20:58
shuma89
QUOTE
მარიამ სტიუარტი მაქვს კიდევ და ღირს დაწყება?

yes.gif კი, რავი, მე მახსოვს, რომ როცა ვკითხულობდი, ვერ მოვწყდი smile.gif

Posted by: shuma89 8 Jan 2011, 16:45
აჰააა გავიტვალისწინებ smile.gif

დავიწყებ როგორც კი გამოცდებს მოვრჩები smile.gif


Posted by: Advocatus Diaboli 8 Jan 2011, 16:48
QUOTE
არ ყოფილა ისე ცუდი როგორც აქაურები ამბობთ

რას ერჩით კაცო ცვაიგს ? givi.gif

Posted by: miss_pepsi 31 Jan 2011, 17:56
დღეეეეეეეეეს ვიყიდე უცნობი ქალის წერილი, რომელიც არ მქონდა.. 'რეიტინგის' აქციით ორ ლარად ვიყიდე და გახარებული მოვცუნცულდი სახლში..

ისევ წავიკითხავ და ვიცი ისევ მომეწონა, ისევ შემიყვარდება.. და საერთოდ ჰუჰ <3

Posted by: be happy 31 Jan 2011, 18:01
miss_pepsi
QUOTE
'რეიტინგის' აქციით

სად იყიდე მეც მინდაა user.gif ბავშვობაში წავიკითხე და კარგად აღარ მახსოვს :დ

Posted by: არწივი9 31 Jan 2011, 18:03
QUOTE
შტეფან ცვაიგი

"მაგელანია" საუკეთესო smile.gif

Posted by: miss_pepsi 31 Jan 2011, 18:06
be happy
მეც ეგრე, სწორედ ამიტომ ვიყიდე..
რავი, ჩემთან ქვემოთ კიოსკში biggrin.gif ხვალაც ექნებათ ალბათ ნებისმიერ ადგილას სადაც ჟურნალებს ყიდიან.. (აი ვიცი დინამოზე გამოფენილი აქვთ ხოლმე ჟურნალები წიგნებითურთ.. smile.gif თან ძალიან ნორმალური ხარისხია, ისეთ პონტში biggrin.gif

Posted by: be happy 31 Jan 2011, 18:10
miss_pepsi
QUOTE
მეც ეგრე, სწორედ ამიტომ ვიყიდე.. რავი, ჩემთან ქვემოთ კიოსკში biggrin.gif ხვალაც ექნებათ ალბათ ნებისმიერ ადგილას სადაც ჟურნალებს ყიდიან.. (აი ვიცი დინამოზე გამოფენილი აქვთ ხოლმე ჟურნალები წიგნებითურთ.. smile.gif თან ძალიან ნორმალური ხარისხია, ისეთ პონტში biggrin.gif

ხო ვნახავ ერთი და გავიხსენეებ love.gif ხარისხს არ აქვს მნიშვნ. მთავარია იკითხებოდეს :დ თან 2 ლარი როცა ღირსsmile.gif)

Posted by: miss_pepsi 31 Jan 2011, 18:39
be happy
კი კი, ძალიან მაგარი ფასი აქვს.. ჟურნალთან ერთად 3ღირს.. შემდეგ გამოდის პროსპერ მერიმე, დოსტოევსკი და აკუტაგავა <3

Posted by: lars von trier 31 Jan 2011, 20:40
QUOTE
როსპერ მერიმე, დოსტოევსკი და აკუტაგავა

რა უბედურებაა,მე რეებიც მაქვს მაინცდამაინც მაგას უშვებენ.
აი დოსტოევსკის ვიყიდი თუ თეთრი ღამეები არ იქნება,მძაგს biggrin.gif.

Posted by: natia-ameli 2 Feb 2011, 20:49
ეხლა მათხოვა ინგლისურის მასწავლებელმა კაი სქელტანიანი და მმმ, jump.gif jump.gif

ჩემმა მამიდაშვილმა გუშინ წაიკითხა ''უცნობი ქალის წერილი'' და აღფრთოვანებულია ეხლა biggrin.gif

Posted by: marimari 12 Mar 2011, 23:37
მეც ზალიან მომწონს მისი ნაწარმოებები , მარტალია თინეიჯერობის ასაკში წავიკითხე, მაგრამ მაინც მიყვარს ეს მწერალი ზალიან

Posted by: shuma89 13 Mar 2011, 03:43
QUOTE (miss_pepsi @ 31 Jan 2011, 18:39 )
be happy
კი კი, ძალიან მაგარი ფასი აქვს.. ჟურნალთან ერთად 3ღირს.. შემდეგ გამოდის პროსპერ მერიმე, დოსტოევსკი და აკუტაგავა <3

დოსტოევსკის რა გამოვა და როდის ხო არ იცი?

ან საიტი ხო აქვთ მაგას და იქ არ ეწერება?
საიტი დამილინკე თU იი რაა . . .
შეყვარებული აფანატებს დოსტოევსკის ნაწარმოებებზე და ვუყიდი გავახარებ, ახლა ეშმაკნი ვაჩუქე დოსტოევსკის და ისე გაეხარდა ლამის ყურებით დაიწყო სიარული biggrin.gif

Posted by: 200000 13 Mar 2011, 08:56
QUOTE
კი კი, ძალიან მაგარი ფასი აქვს.. ჟურნალთან ერთად 3ღირს.. შემდეგ გამოდის პროსპერ მერიმე, დოსტოევსკი და აკუტაგავა <3

ა , მეც მაქვს ეგ, ისე 4 ლარი ღირს ( მე ეგრე ვიყიდე ეგ და ჰემინგუეი ) .

Posted by: qeti-qetusia 13 Mar 2011, 12:26
sad.gif


.........................................................................................

Posted by: grindelvaldi 13 Mar 2011, 12:59
მაგელანი და ფუშეა ყველაზე მაგარი smile.gif

Posted by: gegelidzeebi 13 Mar 2011, 16:58
შტეფან ცვეიგი ამოუწურავი თემაა. სამწუხაროა, რომ ასე მალე დასრულდა.

Posted by: barsiko 16 Mar 2011, 16:18
იმდენი ამოუწურავი თემაა, ყველა მწერალი ამოუწურავი არ არის?

Posted by: marimari 16 Mar 2011, 21:51
QUOTE
ყველა მწერალი ამოუწურავი არ არის?

ვერ დაგეთანხმები

Posted by: shuma89 17 Mar 2011, 00:29
აუ მითხარით რაა ვინმემ თუ იცით როდის გამოდის დოსტოევსკი და რომელი ნაწარმოები გამოვა თუ იცით.

Posted by: Lost-ele 3 Feb 2012, 15:47
ინტერნეტში ვერ ვნახავ ქართულ ვერსიას?

Posted by: elee 2 Mar 2012, 03:51
QUOTE
მოუთმენლობა გულისა

მახსოვს როცა წავიკითხე იმდენად იმოქმედა, შემაძრწუნა...

ერთი გვერდიც კი მქონდა ამოჩემებული და ხშირად ვკითხულობდი, ეჰ რა დრო იყო

Posted by: Mako Subladze 19 Jun 2012, 11:13
QUOTE
შტეფან ცვაიგი

QUOTE
მოუთმენლობა გულისა

ინტერნეტში დევს? მინდა თავიდან გადავიკითხო.

Posted by: PET 28 Jul 2012, 13:42
ახლა წავიკითხე მოუთმენლობა გულისა და ძაან მომეწონა.

უბრალოდ, რატომ ჰქვია ასე რომანს? ოდნავ დავიბენი. რამდენიმე ვარიანტი მაქვს.

მითხარით თქვენი აზრი რა : ((

Posted by: Antonio Montana 28 Jul 2012, 20:32
QUOTE
მოუთმენლობა გულისა

ყველაზე გასხმა წიგნია რაც ცხოვრებაში წამიკითხავს
ოფიცერი მიდის დავარდნილ გოგოსთან და მოდი გეცეკვებიო , გოგო გამოხედავს შიგ ხო არ გაქო და ეს ოფიცერიც ეწევა ღერს ღერზე და ფიქრობს რატო გამომხედა ეგრეო

პ.ს. ბოლოში ის გოგო თავს მოიკლავს ვისაც არ გაქვთ წანაკითხი yes.gif

Posted by: shushana 28 Jul 2012, 22:37
QUOTE
შტეფან ცვაიგი


უძლიერესია love.gif


QUOTE
უცნობი ქალის წერილზე არ ვგიჟდები რატომღაც


არც მე smile.gif პერსონაჟი ქალი მეზიზღება საერთოდ biggrin.gif

Posted by: PET 28 Jul 2012, 23:05
"მოუთმენლობა გულისას"რა მივაყოლო - ნოველები თუ მარიამ სტიუარტი?

მომეწონა ძაან ეს რომანი, მაგრამ სათაურის კარგად არ მესმის.

მოუთმენლობა გულისა ერთგვარი თანაგრძნობა ხომ არაა ედიტისადმი, რომლის დროსაც ცდილობ მას გაუხალისო ცხოვრება და მალ-მალე, სწრაფ-სწრაფად გამოჯანმრთელობაში შეუწყო ხელი. რის დროსაც (იმ მთავარი პერსონაჟი) არ ისვენებდა და ამ თანაგრძნობით განმსჭვაული ედიტთან დადიოდა, რათა გაეხალისებინა ცხოვრება.

თქვენც ასე ხომ არ ფიქრობთ? ;დ
გამიზიარეთ აზრი, თორემ დავიღალე biggrin.gif

Posted by: shushana 28 Jul 2012, 23:12
PET123


QUOTE
უთმენლობა გულისა ერთგვარი თანაგრძნობა ხომ არაა ედიტისადმი, რომლის დროსაც ცდილობ მას გაუხალისო ცხოვრება და მალ-მალე, სწრაფ-სწრაფად გამოჯანმრთელობაში შეუწყო ხელი. რის დროსაც (იმ მთავარი პერსონაჟი) არ ისვენებდა და ამ თანაგრძნობით განმსჭვაული ედიტთან დადიოდა, რათა გაეხალისებინა ცხოვრება.

QUOTE
უთმენლობა გულისა ერთგვარი თანაგრძნობა ხომ არაა ედიტისადმი, რომლის დროსაც ცდილობ მას გაუხალისო ცხოვრება და მალ-მალე, სწრაფ-სწრაფად გამოჯანმრთელობაში შეუწყო ხელი. რის დროსაც (იმ მთავარი პერსონაჟი) არ ისვენებდა და ამ თანაგრძნობით განმსჭვაული ედიტთან დადიოდა, რათა გაეხალისებინა ცხოვრება.



კარგად აქვს ახსნილი, რაც არის მოუთმენლობა გულისა smile.gif ანუ ზედაპირული, არაჭეშმარიტი (რეებს ვიძახი biggrin.gif სხვა ვერაფერი მოვიფიქრე) თანაგრძნობა, რომელსაც ხშირად ზიანი უფრო მოაქვს ვიდრე არგი smile.gif))

Posted by: PET 28 Jul 2012, 23:18
shushana
ხოდა როგორია ეგ არაჭეშმარიტი თანაგრძნობა?

გასაგებია, რომ ზიანი მოაქვს, ეს ვიცი, მაგრამ თვითონვე ეს თანაგრძნობა ამიხსენი.

წინასიტყვაობაში ასეთი რამ ეწერა:
"..სულმოკლე და სენტიმენტალური, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით გამოწვეული სიმძიმისგან."

ანუ რაღაცნაირად ცდილობ გათავისუფლდე ამ სიმძიმისაგან, მაგრამ ამისთვის საჭიროა უბედურს დაეხმარო. და მოუთმენლობა ალბათ იმაში გამოიხატება, რომ ამ სიმძიმის გულიდან მოშორება აუცილებელია, გადაუდებელია და ცდილობ იმ ადამიანისადმი, რომელიც, ზუსტადაც, ასეთი სიმძიმითაა სავსე, ისეთი თანაგრძნობით განიმსჭვალო, რომ თავისი საწუხარი დაავიწყო.

მაგრამ ხო, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თანაგრძნობის ასეთ "დიდ დოზას", ანუ მოუთმენლობა გულისას, როდესაც მთლიანად ამ სიმძიმისაგან გათავისუფლებაზე ფიქრობ, დიდი ზიანი მოაქვს ბოლო ჟამს.

ძაან ცუდად გამომივიდა, მაგრამ რაღაც დავწერე ;დ

Posted by: shushana 28 Jul 2012, 23:28
PET123

დიდი ექსპერტი არ ვარ, მაგრამ, მე როგორც გავიგე ისე აგიხსნი. მოკლედ, როცა ვინმეს გულით, ნამდვილად უთანაგრძნობ, ცდილობ, მისი პრობლემა გადაწყვიტო, ხოლო მოუთმენლობა გულისა, არის ის შემთხვევა, როცა უცებ შეგებრალა და რამე ზედაპირულ გამოსავალს პოულობ რომ საკუთარი სინდისი დაიმშვიდო და მერე დაივიწყო, ანუ რეალურად გაურბიხარ სხვის პრობლემას smile.gif

Posted by: PET 28 Jul 2012, 23:38
shushana
ნუ, რავი, მეც ეგრე ვფიქრობ.

ცდილობ მალევე მოიშორო მისი პრობლემა, (გულიც მოუთმენელია biggrin.gif ), რომ სინდისი დაიმშვიდო და, რასაკვირველია, ამისთვის საჭიროა , როგორც უკვე აღვნიშნე, რომ თავისი საწუხარი დაავიწყო.

გმადლობთ, რომ დაწერეთ თქვენი აზრი.

და, ვგონებ, ჩვენი აზრები მკვეთრად განსხვავებული მაინც არაა ერთმანეთისაგან.

Posted by: არწივი9 28 Jul 2012, 23:48
QUOTE
შტეფან ცვაიგი

"მაგელანი", "ამერიგო" და ამ თემებზე დაწერილი თხზულებები რომლებიც ამ წიგნშია შესული:
http://postimage.org/
ყველა მაგარია smile.gif

Posted by: Onise_ok 29 Jul 2012, 12:59
Moutmenloba gulisa vnaxe taroshi. Wavikitxav mere, rigshi chavayene...

Posted by: BELLA-DONNA 29 Jul 2012, 14:30
PET123
QUOTE
უბრალოდ, რატომ ჰქვია ასე რომანს? ოდნავ დავიბენი. რამდენიმე ვარიანტი მაქვს.


,,ორნაირი თანაგრძნობა არსებობს: პირველი - სულმოკლე და სენტიმენტალური, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით გამოწვეული სიმძიმისგან. ეს თანაგრძნობა კი არა, სხვისი უბედურებისგან ინსტინქტური თავდაცვაა. მეორე - ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური, მაგრამ ქმედითი თანაგრძნობაა, რომელმაც იცის, რა უნდა და მზადაა ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და მას შემდეგაც კი...“

P.S. მთავარმა პერსონაჟმა გამოიჩინა მოუთმენლობა გულისა...

Posted by: Nnino 1 Aug 2012, 22:55
ჩემის მოკლე ჭკუით, თავად ედითისნაირი ძალად მაცხონეები სწორედაც რომ გაგაქცევენ, თან ისე, რომ აქეთ გამოგიყვანენ დამნაშავეს,

საწყალი ჰოფმილერის ბრალი იყო ედითის ავადმყოფობა? გინდა სენტიმენტალური დაარქვით, გინდა - სულმოკლე, მაგრამ უთანაგრძნო ისე, როგორც შეძლო. მარტოს არ ტოვებდა, ახალისებდა, ახარებდა.

არა, გინდა თუ არა, თავიც უნდა შემომწიროო...

და ბოლოს, მთელი სიცოცხლე რომ ჩაემწარებინა ჰოფმილერისთვის და ქრონიკულად დამნაშავედ ეგრძნობინებინა თავი, ადგა და თავი მოიკლა. ამის მერე, ვინმე დამაჯერებს, რომ მართლა უყვარდა ტონი? თუ გიყვარს, ზიანი აღარ კი არა, ვეღარ უნდა მიაყენო. მამენტ გულისამრევია ედითის საქციელი.

როცა ხვდები, რომ უადგილო ადგილას ტოპაობ, გეყოს ვაჟკაცობა და გამოტოპე ან, თუ მაინცადამაინც არ გეზარება, ჩაიხრჩე შიგ, მაგრამ სხვას მაინც ნუ ჩაითრევ. ბიჯოს!

Posted by: -Alex- 1 Aug 2012, 23:32
სათაურები ზუსტად არ მახსოვს.
2 დაზე არის ერთი ტყუპები ქვია მემგონი
და
2 ძმაძე უფრო ძმის თვალები ქვია მემგონი

ეგენი აქვს კარგი დანარჩენები არ მომეწონა. ტან საზეიმო წერის სტილი გამორჩეული იყო.

Posted by: shushana 2 Aug 2012, 23:58
QUOTE
საწყალი ჰოფმილერის ბრალი იყო ედითის ავადმყოფობა? გინდა სენტიმენტალური დაარქვით, გინდა - სულმოკლე, მაგრამ უთანაგრძნო ისე, როგორც შეძლო. მარტოს არ ტოვებდა, ახალისებდა, ახარებდა.



იცი რა მომენტია, მე შეიძლება ძალია მჭირდებოდეს, მინდოდეს ვიღაცის სიყვარული, ვიღაცასთან ერთად ყოფნა, მაგრამ არა აძალადევი, არ უნდა, მითხრას, მეტკინოს ბატონო, მეწყინოს, გავმწარდე, მაგრამ მირჩევნია. ნუ ამიგებს ოცნების კოშკებს smile.gif მერე ნანგრევებზე ფეხი რომ არ წამოვკრა.

Posted by: shemoreva 5 Aug 2012, 22:30
არ გადამიკითხია არც ერთი პოსტიი ... და არც თემა უბრალოდ ერთადერთი ნაწარმოები რომელმაც დამანგრია Uცნობი ქალის წერილი იყოოო... ასეთი მე ჯერ არაფერი წამიკითხავსს

Posted by: shushana 5 Aug 2012, 22:34
QUOTE
Uცნობი ქალის წერილი


არ მიყვარს smile.gif) ქალურ თავმოყვარეობას მილახავს, მეზიზღება ასეთი ქალები biggrin.gif მეგობარი მყავს მაგ ქალის პროტოტიპი biggrin.gif ნერვს მიშლის უსაზღვროდ

Posted by: shemoreva 5 Aug 2012, 22:47
shushana
smile.gif ვაფასებ შენს აზრსს...

Posted by: Nnino 5 Aug 2012, 22:52
shushana

ტონი, უბრალოდ, მიჰყვა... სიბრალულმა დაღუპა. არადა, შენი თქმის არ იყოს, უფრო დიდ გათელვად მიმაჩნია, ვიღაც სიბრალულის გამო იყოს ჩემთან ნაძალადევად, ვიდრე ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადგეს და წავიდეს. წავიდეს, ბატონო...

თავისი თვითმკვლელობით საბოლოოდ მოიჭრა თავი... smile.gif არავის არ ვაგრძნობინებდი, როგორ გამიჭირდებოდა ტონის გარეშე. დაჟე სანამ დაახვევდა, მე თავად გავუშვებდი ნა &&&.

კიდევ ერთია, ედითს მართლა რომ ჰყცარებოდა ტონი, გაიმეტებდა საკუთარი თავისთვის? გასაგებია, რომ ეგონა, გაივლიდა, მაგრამ ჯერ გადახტი, შე ოხერო და "ოპა" მერე დაიძახე... smile.gif))

ნუ, ედითი ერთი განებივრებული ეგოისტკა იყო და მეტი არაფერი. მაგრად მიშლის ნერვებს ეგ ნაწარმოები... smile.gif

Posted by: shushana 6 Aug 2012, 00:00
Nnino
QUOTE
ტონი, უბრალოდ, მიჰყვა... სიბრალულმა დაღუპა. არადა, შენი თქმის არ იყოს, უფრო დიდ გათელვად მიმაჩნია, ვიღაც სიბრალულის გამო იყოს ჩემთან ნაძალადევად, ვიდრე ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადგეს და წავიდეს. წავიდეს, ბატონო...


smile.gif ჰო


QUOTE
თავისი თვითმკვლელობით საბოლოოდ მოიჭრა თავი...  არავის არ ვაგრძნობინებდი, როგორ გამიჭირდებოდა ტონის გარეშე. დაჟე სანამ დაახვევდა, მე თავად გავუშვებდი ნა &&&.


თავის მოკვლა ნამეტანია მართლაც, მაგრამ აი მოუთმელობას გულისას, ვითომ რომ უნდათ არ გატკინონ - ხშირად უარეს შედეგს იძლევა, ვიდრე სიმართლე.



Posted by: alexandra91 25 Feb 2013, 18:21
ე.ი. მალე მოვრჩები სწიოპას სტიუარტს smile.gif ოღონდ მარიამი რამ ათარგმნინათ ვერ ვხვდები რა sad.gif ან ელისაბედი sad.gif მერი და ელიზაბეტი ვერ ჟღერს? sad.gif არ შეაწუხეს გული ამ სახელების თარგმნით.... დავით კოპერფილდიო ესაო ისაო .... biggrin.gif მოკლედ ამის კიდე რამე ბიოგრაფიული თარგმნილი გვაქვს?

Posted by: Moby-Dick 26 Feb 2013, 00:27
alexandra91
კი არის. ის სტეფან ცვაიგის სახელით არის ოღონდ გამოცემული biggrin.gif
წიგნში შესულია: ფანტასტიკური ღამე - სტეფან ცვაიგი მოგვითხრობს თავის თავზე, თუ როგორ გარდაისახა ერთ ღამეში, სხვა ადამიანად.
ამავე წიგნშია: დოსტოევსკის ბიოგრაფია. ჩარლზ დიკენსისაც თუ სწორად მახსოვს.
და რაც ყველაზე მთავარია: ჟამთა სვლის წამი ვატერლოსთან - დაახლოებით 20 გვერდიანი მოთხრობაა, მაგრამ ყველას ერთად აღებულს ჯობს რაც მაგ წიგნშია. მარიამ სტუარტსაც ეგ პატარა მოთხრობა ჯობს კიდე.
ვახ ალექსანდრა, შენ დანახვაზე ფეხბურთი გამახსენდაbiggrin.gif ტოტენჰემის თამაში გამომრჩა კინაღამ

Posted by: alexandra91 26 Feb 2013, 01:24
Moby-Dick
    მარია ანტუანეტას შანსი არ მაქვს ანუ? ეგ მაინტერესებდა უფრო თუ იყო smile.gif ვატერლოო საინტერესო იქნება ისე smile.gif თუ მოვიძიე ვნახავ მერე smile.gif
      ტოტენჰემს რაც შეეხება ჯერ-ჯერობით აგებს smile.gif და მე გრინსთრითელებისკენ ვარ დღეს smile.gif თუმცა რა იცი რა ხდება smile.gif

      Posted by: TetGiorgsson 26 Feb 2013, 23:41
      QUOTE
      "სამი ოსტატი" (სადაც საუბარია ბალზაკზე,დიკენსსა და დოსტოევსკზე) და კიდე სხვა მრავალი...

      ნიჩშეზე და კიდევ ორ ფილოსოფოსზე (ერთი შოპენჰაუერია მგონი :|არ მხსოვს) რომ აქვს ბალეტრისტული ბიოგრაფია დაწერილი რა სახელი ქვია ხომ ვერ გამახსენებთ. ან სადმე ბიბლიოთეკაში მოიძებნება ქართულად?

      Posted by: Moby-Dick 28 Feb 2013, 01:32
      alexandra91

      QUOTE
      მარია ანტუანეტას შანსი არ მაქვს ანუ?

      ეს უკვე აღარ ვიცი. ვატერლო წაიკითხე აუცილებლად. წამში წაიკითხავ და გაგისწორდება.
      და 3 მარტს, ჭვარტლიანი მეთოფეებისკენ იყავი აუცილებლად biggrin.gif

      Posted by: alexandra91 28 Feb 2013, 19:31
      Moby-Dick
        QUOTE
        ეს უკვე აღარ ვიცი. ვატერლო წაიკითხე აუცილებლად. წამში წაიკითხავ და გაგისწორდება.


        მართლა? smile.gif ძალიან კარგი smile.gif მერე რომ მივალ ვიკითხავ ბიბლიოთეკაში smile.gif მაგრამ ანტუანეტა მიიინდა smile.gif


        QUOTE
        და 3 მარტს, ჭვარტლიანი მეთოფეებისკენ იყავი აუცილებლად
          ნამდვილად biggrin.gif არსენალი ბევრად მირჩევნია smile.gif wink.gif

          Posted by: Artanjelo 28 Feb 2013, 21:07
          ცვაიგის მგონი ყველაფერი მაქვს წაკითხული მაგრამ მარტო უცნობი ქალის წერილი მახსოვს საინტერესო მოტხრობა იმენა ქალის გულშემატკივარი ხდები მაგრამ საერთო ჯამშI მაინც არ მომწონს ეს უტოპიური მოთხრობები.


          Posted by: nina1992 20 Sep 2013, 21:16
          უცნობი ქალის წერილები დავიწყე დღეს და მთელი ეს მოთხრობა ასე იტანჯება ეს საცოდავი?
          რაღაცნაიარად არ მოვიდა გულთან ახლოს არც ერთი სიტყვა...




          ვნახოთ ბოლომდე რომ ჩავალ.

          Posted by: ratomac aRa 21 Sep 2013, 15:39
          QUOTE
          ვნახოთ ბოლომდე რომ ჩავალ.


          რა ჩასვლა მაგას უნდა ძაან დიდია? biggrin.gif


          ვორდში მეგდო და უცებ გავიარე

          Posted by: nina1992 21 Sep 2013, 15:45
          ratomac aRa
          QUOTE
          რა ჩასვლა მაგას უნდა ძაან დიდია?

          საპარიკმახეროში სანამ თმას ვიღებავდი 10-12 გვერდი გავიარე მხოლოდ
          biggrin.gif:D


          Posted by: levani---1 21 Sep 2013, 17:13
          Artanjelo
          niana

          საჭადრაო ნოველა წაიკითხეთ უძლიერესია და კოლექციონერი კიდე აი მართლა მაგარია რა

          Posted by: ratomac aRa 21 Sep 2013, 18:59


          QUOTE
          საპარიკმახეროში სანამ თმას ვიღებავდი


          givi.gif

          Posted by: Nirvana11 21 Sep 2013, 20:41
          levani---1
          QUOTE
          საჭადრაო ნოველა

          ჩემი ერთ-ერAთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებია მხატვრულ ლიტერატურაში. ძალიან მაგარია აი ძალიან, რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და ყოველ წაკითხვაზე მოაქვს და მოაქვს.

          ბუკინისტი მენდელიც მაგარია. მოკლედ მაგარი კაცია ამხანაგი შტეფანი.

          მარიამ სტიუარტი ღლეობაა.

          Posted by: shushana 21 Sep 2013, 21:15
          QUOTE
          საჭადრაო ნოველა



          QUOTE
          ძალიან მაგარია აი ძალიან, რ


          საშინლად რეალისტური. მთლიანად გრძნობ.

          Posted by: Nirvana11 21 Sep 2013, 21:51
          shushana
          QUOTE
          საშინლად რეალისტური. მთლიანად გრძნობ.

          ერთ-ერთი ვერსიით მოჭადრაკეები გერმანიის და ევროპის ალეგორიაა, ანუ გაუთლელი ხეპრე მაგრამ დისციპლინირებული მოჭადრაკე (გერმანია) ამარცხებს განათლებულ ჭკვიან მაგრამ სუსტი ნერვების მქონე მოჭადრაკეს (ევროპას).

          Posted by: shushana 21 Sep 2013, 21:54
          Nirvana11
          QUOTE
          ერთ-ერთი ვერსიით მოჭადრაკეები გერმანიის და ევროპის ალეგორიაა, ანუ გაუთლელი ხეპრე მაგრამ დისციპლინირებული მოჭადრაკე (გერმანია) ამარცხებს განათლებულ ჭკვიან მაგრამ სუსტი ნერვების მქონე მოჭადრაკეს (ევროპას).



          არ ვიცი მე ეგ ვერსია smile.gif და არც გამჩენია რამე მსგავსი მოსაზრება. smile.gif

          Posted by: nina1992 22 Sep 2013, 14:37
          ღმერთო ჩემო ამას ეძახით ნამდვილ სიყვარულს???
          biggrin.gif
          biggrin.gif
          biggrin.gif
          ბევრს დაუწერია აქ....


          ეს ქალი არის ავადმყოფი, ფსიქოპატი..შესაძლოა სულაც იგონებდა ამ ყველაფერს და მისი წარმოსახვის ნაყოფია.


          მოკლედ, არ მომეწონა no.gif

          Posted by: ალექსანდრა91 22 Sep 2013, 20:24
          ლიტ. პალიტრა რომ უშვებს ცვაიგის მოთხრობებს იცით რომელი მოთხრობები იქნება შესული? მაინტერესებს

          Posted by: shushana 23 Sep 2013, 00:47
          QUOTE
          ცვაიგის მგონი ყველაფერი მაქვს წაკითხული მაგრამ მარტო უცნობი ქალის წერილი მახსოვს საინტერესო მოტხრობა იმენა ქალის გულშემატკივარი ხდები


          მე ეგ ალი მაღიზიანებს და რეალურ ცხოვრებაშიც ვერ ვიტან მის პროტოტიპებს smile.gif ეგ სიყვარული არაა biggrin.gif ფსიქოლოგიური გადახრაა biggrin.gif

          Posted by: mishoji 6 Jan 2016, 01:37
          უცნობი ქალის წერილმა დიდი გავლენა ვერ მოახდინა ჩემზე და ქალის ცხოვრების 24 საათი ეხლა წავიკითხე და ძალიან მაგარი იყო smile.gif წასაკითხადაც უფრო სასიამოვნო იყო ჩემთვის ვიდრე უცნობი ქალის წერილი

          Posted by: ვივიანა 6 Jan 2016, 01:39
          უცნობი ქალის წერილები- თინეიჯერული მგონია

          ამ მწერალს რაღაც მოზრდილებისთვის ვერ აღვიქვავ და ჩემშია პრობლემა ?

          Posted by: George Best :) 6 Jan 2016, 03:13
          QUOTE
          ამ მწერალს რაღაც მოზრდილებისთვის ვერ აღვიქვავ და ჩემშია პრობლემა ?

          არა

          Posted by: mishoji 10 Jan 2016, 23:54
          ფანტასტიკური ღამის, ლეპორელას, ზაფხულის ნოველის წაკითხვას მირჩევთ?? ეგ სამიღა დამრჩა წასაკითხსი

          Posted by: marimari11 10 Jan 2016, 23:55
          mishkaji
          დაამთავრე ბარემ :დ ზაფხულის ნოველა კაია ლეპორელა აღარ მახსოვს საერთოდ და ის მესამე არ ვიცი

          Posted by: mishoji 11 Jan 2016, 00:04
          QUOTE (marimari11 @ 10 Jan 2016, 23:55 )
          mishkaji
          დაამთავრე ბარემ :დ ზაფხულის ნოველა კაია ლეპორელა აღარ მახსოვს საერთოდ და ის მესამე არ ვიცი

          სიყვარული ჟამიანობის დროს და სიბრმავე მიდევს და ვჩქარობ სკოლა სანამ დამეწყება რომელიმე მაინც დავამთავრო :დ უხილავი კოლექცია არ დამევასა, მეთქი კიდე ქალებზე იქნება რამე და მუღამში ვიყავი შესული :დ

          Posted by: marimari11 11 Jan 2016, 00:08
          mishkaji
          სკოლის დროსაც წაიკითხე ნელ ნელა.სიბრმავეს რომ ჩაუჯდე 5 დღეში კი უნდა მორჩე.მარკესიც მგონი მაგხელაა.
          უხილავი კოლექცია ძაან კაია smile.gif))

          Posted by: mishoji 11 Jan 2016, 00:16
          QUOTE (marimari11 @ 11 Jan 2016, 00:08 )
          mishkaji
          სკოლის დროსაც წაიკითხე ნელ ნელა.სიბრმავეს რომ ჩაუჯდე 5 დღეში კი უნდა მორჩე.მარკესიც მგონი მაგხელაა.
          უხილავი კოლექცია ძაან კაია smile.gif))

          ემოცია არ მოდის :დ აი ქალის ცხოვრების 24 საათი მომეწონა ყველაზე მეტად, წაკითხვისასაც კარგად ვისიამოვნე smile.gif)

          Posted by: zigfried 11 Jan 2016, 09:40
          ბავშვობიდან დღემდე #1 მწერალია ჩემთვის უცხოელებში <3

          საჭადრაკო ნოველა love.gif

          Posted by: mishoji 12 Jan 2016, 00:50
          ეხლა მოვრჩი ფანტასრიკურ ღამეს. კარგი იყო love.gif

          Posted by: Eeescadaaa 12 Jan 2016, 01:28
          სკოლში ძალიან მომწონდა, სიმძაფრე, ხელწერრა ყველაფერი, მერე თითქოს ძალიან პროგნოზირებადი გახდა
          ნუ ეს უცნობი ქალის წერილები დიდად არც მაშინ მომწონა
          ახლა ალბათ ვერ წავიკითხავ

          Posted by: Onyx′ 12 Jan 2016, 01:34
          მიყვარს ცვაიგის სენტიმენტები love.gif

          QUOTE
          ფანტასრიკურ ღამე

          ეს ყველაზე მაგარია პატარა მოთხრობებიდან

          ამოკიც
          უცნობი ქალის წერილიც
          ქალის ცხოვრების 24 საათი
          Burning Secret
          საჭადრაკო ნოველაც კარგია, მაგრამ ვერ ხვდები რატოა ეს წიგნი ცვაიგის ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოთხრობა, ამაზე ბევრად კარგები აქვს

          Beware of Pity-ს ვინახავ ზაფხულისთვის

          Posted by: mishoji 12 Jan 2016, 01:59
          მოუთმენლობა გულისა ამაზე რას იტყვით??

          Posted by: Eeescadaaa 12 Jan 2016, 02:01
          QUOTE (mishkaji @ 12 Jan 2016, 01:59 )
          მოუთმენლობა გულისა ამაზე რას იტყვით??

          მოთხრობები თუ მოგწონს ეგაც მოგეწონება ალბათ, მაგათ სტილშია
          თავის დროზე მომეწონა

          Posted by: mishoji 12 Jan 2016, 02:09
          QUOTE (Eeescadaaa @ 12 Jan 2016, 02:01 )
          QUOTE (mishkaji @ 12 Jan 2016, 01:59 )
          მოუთმენლობა გულისა ამაზე რას იტყვით??

          მოთხრობები თუ მოგწონს ეგაც მოგეწონება ალბათ, მაგათ სტილშია
          თავის დროზე მომეწონა

          მოთხრობები დიდიად არ მომეწონა, ქალის ცხოვრების 24 საათი მომეწონა (დიდად არა) და ძაან მომეწონა ფანტასტიკური ღამე. 6 თუ 7 წავიკითხე სულ

          Posted by: Eeescadaaa 12 Jan 2016, 02:11
          QUOTE (mishkaji @ 12 Jan 2016, 02:09 )
          QUOTE (Eeescadaaa @ 12 Jan 2016, 02:01 )
          QUOTE (mishkaji @ 12 Jan 2016, 01:59 )
          მოუთმენლობა გულისა ამაზე რას იტყვით??

          მოთხრობები თუ მოგწონს ეგაც მოგეწონება ალბათ, მაგათ სტილშია
          თავის დროზე მომეწონა

          მოთხრობები დიდიად არ მომეწონა, ქალის ცხოვრების 24 საათი მომეწონა (დიდად არა) და ძაან მომეწონა ფანტასტიკური ღამე. 6 თუ 7 წავიკითხე სულ

          სამწუხაროდ ეგ არ მაქვს წაკითხული, მაშინ ალბათ არც ეს მოგეწონება user.gif

          Posted by: mishoji 12 Jan 2016, 02:14
          QUOTE (Eeescadaaa @ 12 Jan 2016, 02:11 )
          QUOTE (mishkaji @ 12 Jan 2016, 02:09 )
          QUOTE (Eeescadaaa @ 12 Jan 2016, 02:01 )
          QUOTE (mishkaji @ 12 Jan 2016, 01:59 )
          მოუთმენლობა გულისა ამაზე რას იტყვით??

          მოთხრობები თუ მოგწონს ეგაც მოგეწონება ალბათ, მაგათ სტილშია
          თავის დროზე მომეწონა

          მოთხრობები დიდიად არ მომეწონა, ქალის ცხოვრების 24 საათი მომეწონა (დიდად არა) და ძაან მომეწონა ფანტასტიკური ღამე. 6 თუ 7 წავიკითხე სულ

          სამწუხაროდ ეგ არ მაქვს წაკითხული, მაშინ ალბათ არც ეს მოგეწონება user.gif

          რამე სხვა დიდი ნაწარმოები ხო არ იცი ცვაიგის კაი რომ იყოს რათქმაუნდა? მაინც რაღაცნაირსდ მომეწონა ეს მწერალი... სტიუარტს თითქოს არ აქებენ დიდად

          Posted by: Eeescadaaa 12 Jan 2016, 17:59

          mishkaji

          დიდები მხოლოდ ეს მოუთმენლობა გულისა და მარიამ სტიუარტი მაქვს წაკითხული
          და დიდად არც მე მომეწონა სტიუარტი rolleyes.gif

          Posted by: mishoji 13 Jan 2016, 23:46
          ზაფხულის ნოველაში რა ასრი დევს?? მითხარიღ ვინმემ
          ალბათ იმიტომ ვერ გავიგე რო უინყერესოდ ვკითხულობდი

          Posted by: Onyx′ 14 Jan 2016, 21:17
          QUOTE
          დიდები მხოლოდ ეს მოუთმენლობა გულისა და მარიამ სტიუარტი მაქვს წაკითხული

          მეტი არც აქვს

          mishkaji
          QUOTE
          ზაფხულის ნოველაში რა ასრი დევს?? მითხარიღ ვინმემ

          ეგ რომელია, მოხუცი რო სწერს ჩუმად პატარა გოგოს სასიყვარულო წერილებს ?

          Posted by: mishoji 14 Jan 2016, 21:22
          QUOTE (Onyx′ @ 14 Jan 2016, 21:17 )
          QUOTE
          დიდები მხოლოდ ეს მოუთმენლობა გულისა და მარიამ სტიუარტი მაქვს წაკითხული

          მეტი არც აქვს

          mishkaji
          QUOTE
          ზაფხულის ნოველაში რა ასრი დევს?? მითხარიღ ვინმემ

          ეგ რომელია, მოხუცი რო სწერს ჩუმად პატარა გოგოს სასიყვარულო წერილებს ?

          კიი yes.gif

          Posted by: Onyx′ 14 Jan 2016, 21:24
          mishkaji
          მერე რა განსაკუთრებულ აზრს ეძებ 5 გვერდიან მოთხრობაში biggrin.gif

          ვითომ ბავშვს უსწორდებდა, არადა უფრო თავის ახალგაზრდობას და სენტიმენტებს იხსენებდა მაგ წერილების წერით

          Posted by: mishoji 15 Jan 2016, 01:10
          QUOTE (Onyx′ @ 14 Jan 2016, 21:24 )
          mishkaji
          მერე რა განსაკუთრებულ აზრს ეძებ 5 გვერდიან მოთხრობაში biggrin.gif

          ვითომ ბავშვს უსწორდებდა, არადა უფრო თავის ახალგაზრდობას და სენტიმენტებს იხსენებდა მაგ წერილების წერით

          gasagebia smile.gif) sibrmave daviwye magis mere rogorc iqna

          Posted by: kostaia 31 Aug 2018, 15:42
          ხომ ვერ მიმასწავლით სად ვიშოვო შტეფან ცვაიგის მაგელანი?

          Posted by: zigfried 31 Aug 2018, 15:48
          მაგრად მიყვარს ბატონი შტეფანი love.gif

          Posted by: DATOIA 31 Jan 2021, 22:31
          "მოუთმენლობა გულისა" - წავიკითხე პირველად ამის ნაწარმოებებიდან და მაგრად დამევასა.

          ეგრევე ჩამითრია და ვეღარ მოვწყდი - მალევე ჩავამთავრე..

          საერთოდ ეს 18-19 საუკუნის ვაიბები მაგრად მითრევს ყოველთვის gigi.gif და ესეც არ ყოფილა გამონაკლისი, იშვიათად რომ გული ამიცრუვდეს კითხვისას..

          პროტაგონისტი მთლად სტავროგინი არა ან მიშკინი, მისი ცოდვები ბევრად უფრო ფაქიზი და სუსტია ამხელა მსხვერპლის გასაღებად და მთლად ეგეთი იდიოტიც არ არის gigi.gif, მაგრამ როგორც რასკოლნიკოვი იტყოდა
          სად ნაპოლეონი და სად ცხვრები, პლიუს ამას სწორედ ეს სიახლოვე რეალურ ადამიანებთან და ნაკლები სურეალიზმი დოსტოევსკისგან განსხვავებით აძლევს ამ ნაწარმოებს თავის ხიბლს, ეი კითხვისას შეგიძლია თქვა - i can relate, რასაც იმათზე ვერ იტყვი..
          შესაბამისად ესეც მაქეთკენ მიდიოდა - დეპეშა რომ დროულად მისულიყო.. მეორეს მხრივ კარგად აქვს დაჭერილი სხვაობა ნამდვილ და ზედაპირულ თანაგრძნობას შორის, სადაც ზღვარი აუცილებლად მსხვერპლზე გადის და სხვანაირად არც შეიძლება იყოს.

          თუმცა ეს ებრაელი კომოვიოაჟერიც დიდად არ დამევასა რა მაინც - სუფთა NAZI პროპაგანდა ვოლპეიპერიდან გადმოვარდნილი ტიპია და ამ საწყალსაც ითრევენ ბოლომდე, ცხადია ის გოგო სხვანაირად
          უყურებს მაგრამ ეს ჩათლახი თავიდანვე მატერიალურად ზომავს ყველაფერს და მიუხედავად ე.წ ფერისცვალებისა უბედურების გამო და მეტაფიზიკის გაღმერთებისა, შანსი არა რომ დავიწყებოდა
          ადამიანებისა და შესაძლებლობების მატერიალისტურად შეფასების ჩვევა, ამიტომ რაღაც პონტში გულის ამრევიცაა...

          ბოლო-ბოლო რა შესცეს ამ ტიპს, ყოველ მისვლაზე ექაჩებოდნენ კიდევ მოდიო და ბოლოს უკვე ბეჭედიც დაასვეს თითზე.. ხოდა ამანაც "აქ კლე არავინ არისო", ეგრე გამოუვიდა - მაგრამ მერე ისევ თავისმა სისუსტემ სძლია კინაღამ..
          თუმცა მეორეს მხრივ ესეც რას იპრანჟებოდა 7-8 მილიონი რჩებოდა ქეშად და სადაც ერთხელ და ორჯერ ჩაუზასა gigi.gif იქ მესამედ და მეოთხედაც.. მაგრამ იქ მერე ძმაკაცები რას იტყვიან, ხალხი რას იტყვის და ა.შ სწორედ რეალური ემოციებია ყველაზე კარგი ამ წიგნში..

          ბექგრაუნდს კარგად მიჰყვება წინა საუკუნის დასაწყისის ჩრდილო ევროპული დამოკიდებულებები ებრაელებისადმი და რაც არ უნდა გაატრაკონ ვიღაცეებმა და ნაციონალ-სოციალისტებს დააბრალონ ან პირდაპირ ჰიტლერს, ფაქტია რომ ჰოლოკოსტი იყო კოლექტიური სურვილი და არა ინდივიდუალური, რასაც იმ პერიოდის ხელოვნება სარკესავით გვაჩვენებს..

          მოკლედ სადღაც ეს თემებია და ყველას ვურჩევ გადაიკითხოს, კარგ დროს გაატარებს კითხვისას.. boli.gif

          Posted by: dongabo 31 Jan 2021, 23:04
          ადრე მაქვს წაკითხული მარიამ სტიუარტი და მაგელანი. სტიუარტი უფრო მომეწონა . თავად მაგელანის გმირით დიდად ვერ მოვიხიბლე.
          კიდევ ბევრი პატარა მოთხრობები იყო. სათაურები აღარ მახსოვს. ერთ-ერთს მგონი ამოკი თუ რაღაც ამდაგვარი იყო.
          საჭადრაკო ნოველა - ესაც გამახსენდა

          Posted by: კადა 31 Jan 2021, 23:05
          საოცრად კარგი მწერალი და საინტერესო მთხრობელი.

          Posted by: George_Best 3 Feb 2021, 04:40
          QUOTE
          "მოუთმენლობა გულისა" - წავიკითხე პირველად ამის ნაწარმოებებიდან და მაგრად დამევასა.

          ორ დღეში მაქვს წაკითხული,თუ სწორად მახსოვს ხუთასი გვერდია,მეათე ან მეცხრე კლასში წავიკითხე და რო მოვრჩი მთელი ღამე ყური მტკიოდა და ეგ დედა#####ული ლავ სთორი მესისზმრებოდა,თუ სწორად მახსოვს ვაბშე,რარაც სტრანად მთავრდება ან გოგო იკლავს თავს ან ბიჭი,ან რომელიღაცას ეტყვნება დედა,ოღონდ რაღაც ბოროტად და ყურის ტკივილი ხო ძაან დედა#####ული რამეა და ორი დღე კიდე რო კითხულობ ამხელა რამეს და აი რო გითრევს და ეგ ხო გესიზმრება და აი ყურის ტკივილი რო გაქვს სიზმარში და ამათი ტკივილები,ცვეტში მაგის მერე აღარ წამიკითხავს არაფერი მაგის,არადა საჭადრაკო ნოველა და მოთხრობები აკრგი აქვს და მიტოვებული ქალის წერილი და ვაბშე თესლად ყვება ქალებზე პროსტა მაგის სახეის გაგონებაზე სუ ყური მტკივდება

          Posted by: ალექსანდრა91 3 Feb 2021, 16:09
          George_Best
          საიდან რას აკავშირებ ჩემი არ იყოს :დ
          ეგ მოუთმენლობა გულისა არ მაქვს წაკითხული და რაც წამიკითხავს მწყრალად ვარ ცვაიგზე. უცნობი ქალის წერილი და პატარა მოთხრობები არცერთი მომეწონა და რაღაც დამაინტერესეთ ამაზე და ვცდი ალბათ )))
          თან უცნობი ქალის წერილი რომ მინდოდა წამეკითხა პატარა ვიყავი და მახსოვს ბიბლიოთეკარმა ქალმა არ გამომატანა. რომ დაინახა მეორე ბიბლიოთეკარმა გოგომ ეს წიგნი გამომიტანა და უნდა წამეღო, გამოუხტა ეს და არაფრით არ გაატანო, ახლა არ უნდა წაიკითხოსო facepalm.gif lol.gif ცხვირწინ ამაცალეს წიგნი ფაქტობრივად. რაღაც სხვა გამომატანეს არც მახსოვს რა და იმის მერე სულ მაინტერესებდა რა ეწერა ასეთი 12 წლის ბავშვს რო შემირყვნიდა ფსიქიკას :დ .
          მგონი 5 წლის წინ წავიკითხე და ... არც არაფერი. არ მომეწონა user.gif
          აა უი მერი სტიუარტი მომეწონა. მგონი ბიოგრაფისტობა კარგად გამოსდის.

          Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
          © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)