mapshnikმიზანს გააჩნია
თუ მალე გინდა, რომ კუნთი გაიზარდოს
მალე ვგულისხმობ ორ და სამ თვეს
შესამჩნევად რომ გაიზარდოს
მაშინ დიდი რაოდენობით ცილოვანი საკვები გჭირდება
ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ნორმალურ რეჟიმში
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა საშუალოდ 1.5 გრამი სხეულის ყოველ კილოგრამზე
ანუ თუ ხარ 70 კილო, დაგჭირდება, უხეშად რომ ვთქვათ, 100-110 გრამი ცილა
თუ ზრდას არ უმიზნებ კუნთების, უბრალოდ გინდა, რომ გამკვრივდეს და გამოიკვეთოს
იმდენი უნდა მიიღო, რომ კუნთმა პირიქით, დაპატარავება არ დაიწყოს
ზედმეტი ვარჯიში პირიქით "შლის" კუნთოვან ქსოვილს
ზომიერად ივარჯიშე, ოღონდ სწორად
ინსტრუქტორს კითხე, როგორ გააკეთო და რა
ყოველდღიური რაციონი ამეებით შეავსე ზომიერად:
კარგად მოხარშული კვერცხი,
ხაჭო, ყველი, რძე,
თევზი, ლობიო, ოსპი, მიწისთხილი
ბრინჯი, ჰერკულესი
ხილ-ბოსტნეული აუცილებლად, მარტო ცილები არაა საკმარისი
ვიტამინები გინდა
და ა.შ.
და ჯანმრთელიც იქნები
არსად წაგივა ეგ კუნთები
This post has been edited by tranka on 19 Jun 2018, 22:49