#21257800 · 24 Aug 2010, 16:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე გამიგია. ოჯახში შემორჩენილი გვქონდა რომან "ლელოს" I ნაწილი (მეორე, მე მგონი, არც დაუწერია). ბავშვობაში ვკითხულობდი ხოლმე. ჩაის მკრეფავებზეა. მთავარი გმირები არიან ციცინო ( სოციალისტურ შეჯიბრში გაიმარჯვებს, 200 კილო ჩაის მოკრეფს ერთ დღეში) და მისი შეყვარებული ქიშვარდი, ასევე მშრომელი გლეხი. არის იქ გადმონაშთიც, უსაქმური ახალგაზრდა. მოკლედ, ყველაფერი - სოცრეალიზმის კანონების მიხედვით. ამას 60-იან წლებში ვკითხულობდი და მშობლებისგან მახსოვს, როგორ დარჩა საზღვარგარეთ. ამბობდნენ, არაფერი აგენტი არ ყოფილა, უბრალოდ, შეეშინდაო (მგონი, რაღაც "ზედმეტი" თქვა). მისი ოჯახი ახლაც ცხოვრობს თბილისში. ერთმანეთს ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელ სახლში ვხვდებოდით. რამდენიმე წლის წინ მისი შვილიშვილი - ქეთი ჭეიშვილი დაიღუპა ავარიაში. საწყალი, ძალიან კარგი გოგო იყო...
|