Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ვიზალიბერალიზაცია


Posted by: fuckingbunny 11 Feb 2017, 20:31
გამარჯობა,ვიზის გახსნისას წასვლა მინდა 3 თვით,მაინტერესებს რომელი ქვეყანა ჯობია ლევად რო იმუშაო(რო იყოს სამუშაოები)და ნაკლები კონტროლი რო იყოს ყველაზე კარგი ქვეყანა რომელია?შვედეთში როგორი სიტუაციაა იცით?

Posted by: სიმბა 11 Feb 2017, 20:48
ყველა ტირის სადაც არიან არ ვარგა არ ვარგაო და თუ არ ვარგა იქ რაღა უნდათ

Posted by: fuckingbunny 11 Feb 2017, 20:53
ხო მართალია ბევრი ტირის მაგრამ საქართველოს გაგონებაც არ უნდათ,ჩემ შემთხვევაში 3თვე მინდა ვიყო თან ვიმუშავო თან ვიცხოვრო და არ ვიცი რომელი ქვეყანა ჯობია

Posted by: mariolusi 11 Feb 2017, 20:57
რომელი ქვეყნის ენაც კარგად იცი და მეტი მომხმარე სადაც გყავს რომ სამუშაო გაშოვნინონ
იქ უნდა წახვიდე

Posted by: სიმბა 11 Feb 2017, 20:58
მეც ეგრე ვარ წასვლა მინდა და ვფიქრობ სად

Posted by: fuckingbunny 11 Feb 2017, 21:03
ხო ზუსტად ეგ არ ვიცი,ინგლისური ვიცი კარგად,რუსულიც საშუალო დონეზე

Posted by: DORO 11 Feb 2017, 21:14
fuckingbunny
QUOTE
ინგლისური ვიცი კარგად

დაგუგლე ვაკანსიები ,პირობები ,მოთხოვნა ,ხალხი რას ამბობს ადგილობრივები ,ემიგრანტები ..
შვედური გერმანული პოლონური ბელგიური საიტები ,პრესა ფორუმები გადაიკითხე
ბერლინის რესტორნებში შეიძლება ჭურჭლის მრეცხავად ადვილად იპოვო დროებითი სამუშაო
არსებობებ ხალხი კიდიათ ლეგალური ხარ საბუთიანი ხარ თუ არალეგალი მოგცემენ რაღაც პატარა სამუშაოს
არის ხალხი იმენა ეზიზღებათ უცხოელი ვინც გინდა იყავი
ძებნა უნდა რა

Posted by: fuckingbunny 11 Feb 2017, 21:21
ხო გერმანია კარგია მაგრამ ყველა მანდ ჩადის და მაგიტო არ მინდა გაფუჭებული აქვთ სახელი,რამე ცოტა უფრო წყნარი ქვეყანა ჯობია ჩემი აზრით

Posted by: ქართლოსი 3 Mar 2017, 19:41
fuckingbunny
https://jobs.fwi.co.uk/jobs/


============================================================================

http://########.##/cat.php?cat=22

Posted by: peoplez 3 Mar 2017, 20:01
მალტაში მივდივარ და ჩამოდის თუ გინდა შენც ინგლისური ჭრის.

Posted by: cuore 3 Mar 2017, 20:11
პრავად არ ვარგა ევროპა სამუშაოდ მითუმეტეს ლევად smile.gif
......................................................

Posted by: ARN1994 5 Mar 2017, 21:35
რომელი რიცხვიდან შეგვეძლება უვიზოდ წასვლა? 28-29 მარტიდან?

Posted by: will smith 5 Mar 2017, 22:20
საბუთებიან ხალხს უჭირს სამუშაო რო იპოვოს დალევად რაზე უნდა იმუშაო.ჭურჭლის რეცხვით ვერაფერს იშოვი

Posted by: Belakor 6 Mar 2017, 02:50
ARN1994
თვის ბოლოდან.

fuckingbunny
ევროკავშირში არსად , ავსტრალიაში არ აჩმახებენ და სტაბილური სამსახურებიცარის რუსულიც გადგება .


Posted by: ARN1994 8 Mar 2017, 11:59
http://www.interpressnews.ge/ge/politika/422111-saqarthvelos-moqalaqeebisthvis-uvizo-rezhimze-mighebuli-gadatsyvetileba-evrokavshiris-oficialur-zhurnalshi-dghes-gamoqveyndeba.html

დღეს გამოაქვეყნებენ ჟურნალში და 20 დღეში, ანუ 28 მარტიდან სეგვეძლება უვიზოდ წასვლა. გილოცავთ!

Posted by: spichuka 11 Mar 2017, 17:14
ვინც უკვე წასულია და ვიზალიბერალიზაციამდე აიღო ვიზა იმათ რა ბედი ელით?? ძმაკაცს ჩაურტყეს თებერვლის 21 რიცხვში ჰოლანდიის ვიზა და 3 ში ჩამოდის.. 40 დღიანი ჩაურტყეს დაახლოებით რა და ახლა 3 ში რომ ჩამოვა რა სიტუაციაში იქნება? ეგ 1 თვე გამოაკლდება იმ უვიზოდ დაშვებულ 3 თვეს თუ ახლიდან დაეწყება ათვლა? კიდევ მაინტერესებს ისევ წასვლას რამდენ ხანში შეძლებს ჩამოსვლის დღიდან ??

Posted by: diego19 11 Mar 2017, 17:34
კაია ვიზალიბერალიზაცია......................................
* * *
სჰსჰაჰ ჯაჯჯაჯაჯა ჰქჯქჯჯქ ჯააჯრკესჯ აუ როგორ არა ნნNამ აჰან

Posted by: ვივიანა 11 Mar 2017, 19:33
spichuka
180 დღეში 90 დღე შეგვიძლია დავრჩეთ. 90 დღეს გამოაკლოს რამდენ ხანსაც იყო. დარჩენილი Dღეები შეეძლება იმ 180 დღეში.
მეორე დღესვე შეიძლება წასვლა, მთავარია Eს 180-90 დღე არ იყოს დარAვეული.

Posted by: Hilarious 11 Mar 2017, 21:00
ვივიანა
ეგ 90 დღე რო წერია იმას კი არ ნიშნავს გადაბმულად მართლა 90 დღე იყოთ .



ყველას ეხება ახა ხამებივით ნუ შეესევით მოიქეცით ევროპულად ანუ ადამიანურად ნუ გაიბანძებთ თავებს და ქვეყანას .


Posted by: ვივიანა 11 Mar 2017, 21:21
Hilarious
კანონით "მართლა" 90 დღე შეიძლება ყოფნა, უბრალოდ მეორედ მესაზღვრე რამდენად დაიჯერებს ტურისტულად მაგდენიხნით ყოფნას Eსაა პრობლემა.

Posted by: nodara95 11 Mar 2017, 22:41
QUOTE (ვივიანა @ 11 Mar 2017, 21:21 )
Hilarious
კანონით "მართლა" 90 დღე შეიძლება ყოფნა, უბრალოდ მეორედ მესაზღვრე რამდენად დაიჯერებს ტურისტულად მაგდენიხნით ყოფნას Eსაა პრობლემა.

რატომ არ უნდა დაიჯეროს თუ კარგი განზრახვით შედიხარ ისევ? თუნდაც ტურისტის სტატუსით? ( ესეიგი სამაიმუნოდ აპირებ დაბრუნებას )

90 დღე შეგიძლია მიყოლებით გაატარო ან დაყო როგორც მოგეპრიანება ეგრე.

თუ გექნება ყველა საბუთი წესრიგში კაციშვილი არაფერს არ გეტყვის, მითუმეტეს უსაფუძვლოდ არ გამოგაგდებენ.

გარკვევით წერია - მუშაობის უფლება არ გვაქვს მოკლევადიანი ვიზებით. რამომდენიმე პოსტი წავიკითხე მუშაობაზე.

მ უ შ ა ო ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ა რ გ ვ ა ქ ვ ს ! რატომ არ უნდა ზოგიერთს შეუშვას ეს ყურში?!

წადი გადამზადება გაიარე ამ 3 თვეში რამე ხელობით და მერე შეიძლება მეორე ჩასვლაზე სულ დაგიტოვონ პატიოსნად. რა უბედურებაა რატომ ვეძებთ მუდამ არალეგალურ გზებს?!

Posted by: ვივიანა 11 Mar 2017, 23:16
nodara95
ეჭვი შეიქმნება იმაზე როდესაც 3 თვით ხარ წასული, ბევრად მეტს გამოჰკითხავენ ადამიანს და ლოგიკურიცაა.
თუ ეხლა ვინემ მილიონერი არაა.
ტყუილად წერ რომ არ გვაქვს უფლება, იციან მაგრამ ხალხს მაინც უნდა.


Posted by: nodara95 12 Mar 2017, 14:22
საბუთები თუ წესრიგში გაქ დაგისვას კითხვები, მერე რა?! მე ვერ ვხედავ პრობლემას.

ერთია ბევრი ქვეყანა უკვე აღარ იღებს აზულიანტებს. შენი პოლიტიკური დევნა და ჰომოფობიაც აღარ აინტერესებთ.

ხოდა ჩვენი მხარეც ძალიან მკაცრად გააკონტროლებს ასეთ მასას.

Posted by: banker 14 Mar 2017, 10:51
გამარჯობათ,
მარტის ბოლოდან, როდესაც ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება და ვიზები აღარ დაგვჭირდება, ნიშნავს რომ პირდაპირ აეროპორტში მივალთ? ასეა?
რასაკვირველია ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, ფული, დაზღვევა, ყველაფერი წესრიგში გვექნება.

ანუ მინდა დავაზუსტო, პირდაპირ აეროპორტში მივალთ, თუ შესაბამის საკონსულოში ან სადმე მაინც უნდა მივიდეთ და ფორმალურად დავფიქსირდეთ რომ მივდივართ სამოგზაუროდ?

Posted by: ARN1994 14 Mar 2017, 11:55
banker
საელჩოში რაც უნდა შეგეტანა იმ საბუთებით მიდიხარ პირდაპირ აეროპორტში. საელჩო აღარაა საჭირო.

Posted by: bermuxa-1 15 Mar 2017, 10:24
QUOTE

საელჩოში რაც უნდა შეგეტანა იმ საბუთებით მიდიხარ პირდაპირ აეროპორტში. საელჩო აღარაა საჭირო.

რაც არ იცი ნუ ეუბნები სხვას და ნუ შეგყავს შეცდომაში,,,

QUOTE
გამარჯობათ,
მარტის ბოლოდან, როდესაც ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება და ვიზები აღარ დაგვჭირდება, ნიშნავს რომ პირდაპირ აეროპორტში მივალთ? ასეა?
რასაკვირველია ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, ფული, დაზღვევა, ყველაფერი წესრიგში გვექნება.

ანუ მინდა დავაზუსტო, პირდაპირ აეროპორტში მივალთ, თუ შესაბამის საკონსულოში ან სადმე მაინც უნდა მივიდეთ და ფორმალურად დავფიქსირდეთ რომ მივდივართ სამოგზაუროდ?

დაზღვევა, ჯავშანი, ბილ და სასტ ,, ფული თაისთავად,,,
შეიძლება არც შეგიმოწმონ მაგრამ აუცილებლად უნდა გქონდეს ეს ყველაფერი,,

თუ სტუმრად მიდიხარ რაღაცაები შეიცვლება

Posted by: klasikosi 17 Mar 2017, 03:11
ყველას ვეკითხები და არავინ არაფერი არ იცის___მაქვს იტალიის დეპორტი, მხოლოდ იტალიის და შევძლებ თუ არა სხვა, მაგალითად ესპანეთში შესვლას?

არა მაინც შევალ, მაგრამ ვკითხულობ რა დდდ...

და კიდე სამუშაოდ არალეგალურად ყველაზე მაგარი თუ ვინმე გყავთ პორტუგალიაა, არავითარი შვედეთი და ეგეთები. ჭირდებათ პორტუგალიაში მუშახელი ალიან, განსაკუთრებით სოფლებში, მაგრამ რთული სამუშაოებია, ვენახებია, ყანებია, ტრაქტორი თუ იცი ძალიან მაგარია. ნუ 50 ევროს გამოიმუშავებ დღეში, აი რთველზე კი 70-80 ევრომდეც ადიხარ დღეში, მაგრამ პატრონი გინდა რა....


Posted by: Universe24 17 Mar 2017, 12:46
klasikosi
QUOTE
ყველას ვეკითხები და არავინ არაფერი არ იცის___მაქვს იტალიის დეპორტი, მხოლოდ იტალიის და შევძლებ თუ არა სხვა, მაგალითად ესპანეთში შესვლას?

გააჩნია დეპორტის მიზეზსს.

გააჩნია გაქვს თუ არა შესვლის აკრძალვა ან დამატებითი სანქცია.


Posted by: mariolusi 17 Mar 2017, 13:02
QUOTE
ყველას ვეკითხები და არავინ არაფერი არ იცის___მაქვს იტალიის დეპორტი, მხოლოდ იტალიის და შევძლებ თუ არა სხვა, მაგალითად ესპანეთში შესვლას?


სავარაუდოდ შენგენის დეპორტი გექნება მარტო იტალიამ რომ მოგცეს აკრძალვა მასე არ გამიგია

იუსტიციაში განაცხადე პასპორტი დავკარგეთკო და მერე გვარი შეიცვალე 45 დღე უნდა გვარის შეცვლას რომ დაჩქარო 350ლ

შვეიცარიის დეპორტი ქონდა პირდაპირ ციხიდან დადეპორტეს გვარი შეიცვალა ლიტვამ ვიზა მისცა აქ და მერე შეუშვა კიდევაც საზღვარზე



Posted by: klasikosi 17 Mar 2017, 19:52
Universe24
დეპორტის მიზეზი არავითარი კრიმინალი, ცუდად გავები მილანში ავტობანზე გამაჩერეს მანქანით ვმოძრაობდი, მანქანის საბუთები მწყობრშიიყო, მართვის მოწმობაც მქონდა, მაგრამ ვიზას ქონდა ვადა გასული, ნუ წამიყვანს და დამადეპორტეს პირდაპირ....


mariolusi
არა ძმა მარტო იტალიის აკრძალვა მაქვს, არარის შენგენის დეპორტი ადვოკატიც მყავდა აყვანილი, თორემ ფული რომ არ მქონოდა 15 წლიანს მირტყამდენ, მერე 3ზე შეიკერენ. ეგ უეჭველი ვიცი რომ მხოლოდ იტალიისმაქვს...

და ეგ მაინტერესებს სხვა ქვეყანა თუგამიხურებს რორამეთქო....

Posted by: subterranean 19 Mar 2017, 22:14
ჯერ არ გახსნილა და არალეგალურ გზებს ეძებთ უკვე, სგ. თქვენნაირების გამო თუ დააწესეს ისევ ვიზები, კი ვიქნებით ღირსი, მაგრამ ვინც მართლა სამოგზაუროდ და პატიოსანი მიზნით მიდის, იმან რა დააშავა?

Posted by: ლუკატარ 22 Mar 2017, 16:24
ხალხო, ასეთი რამე მითხრეს, გერმანია უვიზოდ არ შეგიშვებს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე შენგენში ნამყოფი არ ხარო. რამდენად მართალია?

Posted by: cuore 22 Mar 2017, 16:33
ლუკატარ
ტყუილია
............................................................................

Posted by: ლუკატარ 22 Mar 2017, 16:50
cuore
http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/de/05/Visumangelegenheiten/Visumfreiheit__GEO.html#topic27
QUOTE
c)       Keine Eintragung zur Einreiseverweigerung im Schengener Informationssystem (SIS);



ასეთი რამე უწერიათ და :/ ანუ ეს იმაზეა, თუ ოდესმე არ შეგიშვეს მანამდე

Posted by: Miria 23 Mar 2017, 03:39
ლუკატარ
QUOTE
  Keine Eintragung zur Einreiseverweigerung im Schengener Informationssystem (SIS);

ქართულად დაწერე.

პ.ს.
მეც გადავიკითხე მათი გვერდი ქართულად უვიზო რჟიმთან დაკავშირებით.
მინიმუმ 2 რაღაც მტკნარი სიცრუე უწერიათ.
ხალხს აბოლებენ თავის ჭკუაში.
იძიოტი, ბლინ.

Posted by: cuore 23 Mar 2017, 09:20
ლუკატარ
თუ მძიმე დანაშაულისთვის ხარ დეპორტირებული არ შეგიშვებენ
ხოლო თუ საერთოდ არ ხარ შენგენის ზონაში ნამყოფი რა უფლება აქვთ არ შეგიშვან

Posted by: Jorik 25 Mar 2017, 11:52
გერმანიას ვინ კითხავს, შენგენის ზონაა და კეთილი ინებონ და ადემორჩილონ

Posted by: Miria 26 Mar 2017, 23:28
ვინც წახვალთ უვიზო რეჟიმის დროს - აქ დაწერეთ გამოცდილბააა

jump.gif

Posted by: zura_071 27 Mar 2017, 13:03
ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმას საქართველო აკისრებს მოქალაქეს? თუ როგორაა?
როგორც გუშინ მოვკარი ყური საზღვარზე სპეციალურ ამთვლელებს აყენებენ რომელიც აფიქსირებს პიროვნების გასვლას და ითვლის დროს მის დაბრუნებამდე smile.gif

Posted by: bidzu 27 Mar 2017, 13:19
დეპორტს ვადა რო გაუვა მაინც შეიძლება რაღაც პრობლება შეუქმან საზღვარზე?

Posted by: Hahman 27 Mar 2017, 15:40
QUOTE (bidzu @ 27 Mar 2017, 13:19 )
დეპორტს ვადა რო გაუვა მაინც შეიძლება რაღაც პრობლება შეუქმან საზღვარზე?

დეპორტის მიღების შემდეგ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ყოველთვის არასასურველი სტუმარი იქნები მათთვის. გააჩნია ვინ შეგხვდება, შარის მოდება ადვილადაა შესაძლებელი.

Posted by: L0GAN 27 Mar 2017, 15:41
ლტოლვილად ჩაბარებას არავის გირჩევთ რადგან არავინ ჩაგიბარებთ და გამოგაძევებენ რაც ნიშნავს 5 წელ დეპორტზე უარესს ფაქტიურად ევროკავშირში არასოდეს შეგიშვებენ

ხო კიდე რა უნდა მეთქვა ეხლა ნუ მიაწყდებით თქვენ როგორც იცით ხოლმე ცოტა ადამიანურად მოიქეცით მხეცურად არ შეცვივდეთ და კაჩაობა არ დაიწყოთ რადგან უვიზო გაქვთ შეუძლია მესაზღვრე ოფიცერს არ შეგიშვან ქვეყანაში და ეს იგივეა ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში აღარ შეგიშვებენ ხოდა ფრთხილად იყავით ნუ შეირცხვენთ თავს და ქვეყანას ველური საქციელით


bidzu
დეპორტი ძაან ცუდი რაღაცაა ანუ დოკუმენტურად 5 წელი უწერიათ მარა შეიძლება აღარასოდეს შეგიშვან რადგან მესაზღვრის ბაზაში მაინც რჩები და მიზეზიც წერია რაზე გამოგადეპორტეს ხოდა მოერიდეთ დარღვევებს მითუმეტეს ეხლა როცა უვიზოა

Posted by: Miria 29 Mar 2017, 05:23
ჩასულებმა დაწერეთ,რაა
smile.gif
......

Posted by: vaho 29 Mar 2017, 10:15
QUOTE
რა უნდა მეთქვა ეხლა ნუ მიაწყდებით თქვენ როგორც იცით ხოლმე


ავიარეისების რიცხვი არ იზრდება და როგორ უნდა მივაწყდეთ.

რა რაოდენობაც მიდიოდა აქამდე, იგივე წავა ან პლუს 10%

Posted by: Miria 29 Mar 2017, 19:24
vaho
QUOTE
რა რაოდენობაც მიდიოდა აქამდე, იგივე წავა ან პლუს 10%

მხოლოდ +10% იქნება ის ხალხი ვინც სახლებს გაყიდის და ისე წავა?
smile.gif

Posted by: Miria 31 Mar 2017, 04:24
ჰა.
არ წახვედით არავინ?
დაწერეთ გამოცდილება და შთაბეჭდილებები უვიზო მიმოსვლის.

Posted by: etonk 31 Mar 2017, 09:34
chemebi wavidnen gushin chaprindnen dortmundshi pirdapirinreisit.mtliani tvitmprinavi sheushves ise zedac ar sheuxedavt aravistvis..pasportebi mokripes 96 dgianebi chaartyes da warmatebebio.ar ikvnen arasdros namyopebi turketshic ki

Posted by: konkretula 31 Mar 2017, 10:39
მე გუშინ წინ აღმოვაჩინე რომ ჩემი პასპორტი არაა ბიომეტრიული, არადა 3-ში მივდივარ იტალიაში.. დაჩქარებული წესით კი ვიღებ დღეს მაგრამ მთლა უვიზო პასპორტი მემგონი საეჭვო იქნება არა? თავი დაზღვევის მიზნით ძველი პასპორტიც უნდა წავიღო სადაც შენგენიც მაქ და სხვა ვიზებიც :/

ვერ ვხვდები რა სხვაობაა ბიომეტრიულსა და ძველს შორის?

Posted by: etonk 31 Mar 2017, 11:11

konkretula
როგორც მე გავიგე ბიომეტრიულით წამებში პოულობენ ადამიანზე ყველაფერს.სად დაუდგავს ფეხი და აი საერთოდ ყველაფერსო და იმიტო არი მთავარი მოთხოვნაო..ანუ ჩაბარებაზე რო მიაწვებიან ხალხი ეგრევე ამოუგდებენ ყველაფერს და დაჩქარებული წესით ეტყვიან უარს..ისე კი ძველ პასპორტში ვიზა თუ გქონდა მაინც გადახვიდოდი.ვიზების ქონას დდო მნიშვნელობა არ აქვს,, ცარიელი პასპორტებით წავიდა ნახევარი დორტმუნდს რეისი გუშინ მარა არავისთვის არაფერი უთქვიათ..

Posted by: L0GAN 1 Apr 2017, 00:22
etonk
ცარიელი პასპორტებით და ბიომეტრიულებით .

უიზოდ ბიომეტრიული პასპორტის გარეშე არ შეგიშვებს EU მაგ შემთხვეავში VISA -ა საჭირო smile.gif


konkretula
QUOTE
ვერ ვხვდები რა სხვაობაა ბიომეტრიულსა და ძველს შორის?

ის განსხვავებაა, ბიომეტრიული სურათია ანუ ელექტრონული და მაპსპორტს ახლავს შენი ანაბეჭდები ძველ პასპორტს არ აქვს და ელექტრონულადაც ვერ ჭრის ანუ როგორც ახალი ID ბარათია ისევე აქვს პასპორტს ელექტრონულად ყველაფერი

Posted by: bigmaster 1 Apr 2017, 01:42
QUOTE (etonk @ 31 Mar 2017, 09:34 )
chemebi wavidnen gushin chaprindnen dortmundshi pirdapirinreisit.mtliani tvitmprinavi sheushves ise zedac ar sheuxedavt aravistvis..pasportebi mokripes 96 dgianebi chaartyes da warmatebebio.ar ikvnen arasdros namyopebi turketshic ki

up.gif up.gif ძაან მაგარია

Posted by: konkretula 1 Apr 2017, 18:37
etonk
თუ ყველაფერს აგდებს მააშინ ისიც იქნება იმედია შენგენის ზონაში რო ვარ ნამყოფი და სხვა მოგზაურობებიც მაქ ყველანაირი დარღვევის გარეშე.

L0GAN
QUOTE
ის განსხვავებაა, ბიომეტრიული სურათია ანუ ელექტრონული და მაპსპორტს ახლავს შენი ანაბეჭდები ძველ პასპორტს არ აქვს და ელექტრონულადაც ვერ ჭრის ანუ როგორც ახალი ID ბარათია ისევე აქვს პასპორტს ელექტრონულად ყველაფერი

ხო ანაბეჭდებზე მეც ვიფიქრე ალბათ ეგაა მთავარი ამ შემთხვევაში

Posted by: medea13 1 Apr 2017, 18:38
ახლა მხოლოდ ბიომეტრული პასპორტები გაიცემა ხო?

Posted by: etonk 1 Apr 2017, 21:22
ხალხო ვინმემ დაწერეთ რა უვიზოდ შესულები რომელიმე ქვეყანაში თუ ჩაიბარეს...

Posted by: lamasia88 2 Apr 2017, 01:50
ვინმემ იცით იმ ქართველების ამბავი როგორ იქნება ვინც კანონამდე იყვენენ ვიზით ჩასულები და შემდეგ დარჩენილები ?
საბერძნეთში მყავს ახლობელი ვიზალიბერალიზაციამდე ჩავიდა ვიზით შემდეგ დარჩა, ეხლა აიღო საბუთი საბერძნეთში ცხოვრების უფლებით იქ კეთდება მასეთი საბუთები და ადვოკატს უთქვამს
შენგენის ყველა ქვეყანაშე შეძლბ შენი ბიომეტრიული პასპორტით გასვლას აქედან, მხოლოდ უკან საბერძნეთში შემოსვლისას ჯარიმის გადახდა მოგიწევს 300 ევროსიო რო ვიზიტ იყავი და შემდეგ ვადაზე მეტით დარჩიო.
ეს რაც მე დავწერე ასე? იცით ვინმემ ? ანუ თავისი ბიომეტრიულით ევროპაში ყველგან შეძლებს გადასვლას? მიუხედავათ იმის, რომ ამ კანონამდე ევროპაში იყო და დარვეულიაქ ვიზის პირობები ? არ დაიზაროტ ვისაც გაქვთ ინფოები smile.gif)

Posted by: Miria 2 Apr 2017, 04:00
etonk
QUOTE
ხალხო ვინმემ დაწერეთ რა უვიზოდ შესულები რომელიმე ქვეყანაში თუ ჩაიბარეს...

ხ ა ლ ხ ო ო ო ო!
რით ვეღარ გაიგეთ...

ამ ვიზალიბერალიზაციით ევროპის ყველა ქვეყანამ აღიარა საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყანად.
ანუ, შენ , იქ ჩასული, რაც არ უნდა ფეხებში ჩაუვარდე და იტირო და სახე იხოკო და თმა გაიწეწო - ასე და ასე გამოვიქეცი ჩემი ქვეყნიდან, 1. ომია ან 2. მშივრები ვართ - სამუშაოები არ არის, ან 3. პოლიტიკურად მდევნიან და შემიფარეთ...
(ანუ რაღაც მიზეზი ხომ უნდა თქვა რის გამოც მოგიწია საქართველოს დატოვება..)
არანაირად არ დაგტოვებენ.
იმავე დღეს დაგსვამენ იმავე თვითმფრინავზე (თუ იქნება ადგილები, თუ არა და შემდეგ რეისზე საქართველოსკენ) და მოგარჭობენ (თუ კარგი ბედი გაქვს) 5 წლიან დეპორტს.
თუ არ გაქვს კარგი ბედი - სამუდამო დეპორტს და პანღურით გამოგიშვებენ შენს სამშობლო საქართველოშიიიი-ოოოოო.

გეიგე?

chups.gif



medea13
QUOTE
ახლა მხოლოდ ბიომეტრული პასპორტები გაიცემა ხო?

2012 წლის 1 იანვრის შემდეგ მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა (რამდენადაც მახსოვს თარიღი).

Posted by: etonk 2 Apr 2017, 10:32
Miria თუ სამ თვიანი ვიზა მაქვს ეგრევე რანაირად ჩამსვავენ თვითმფრინავში და გამომიშვებენ? რადგან ჩაბარების სურვილი გამოვთქვი ?? რა სისულელეა..და მეორეც ეგრევე ბიომეტრიული პასპორტით გპოულობენ და 2012 წლის შემდეგ თუ მარტო ეგ პასპორტები გაიცემა მაშინ ხომ არავინ აღარ უნდა ჩაებარებინათ?არადა ბლომად არსებობს ეგეთი ხალხი...მესამე..ისრაელში რამოდენიმე თვის უკან შევიდნენ ახლობლები ბიომეტრიული პასპორტით და იმ დღესვე აიღეს პოლიტიკურად დევნილის სტატუსი...რაღაც არარეალურს იძახი..თანაც კანონში წერია იმ შემთხვვაში ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი თუ უვიზოდ შესულების ნახევარზე მეტი გამოთქვავს ჩაბარების სურვილს,იქ არ წერია რო არ აქვთ აბარების უფლება..რაც შეეხება პოლიტიკურად დევნას ეს კიდევ არსებობს დღედღეობით...რუსთავი ორის ყურებაზე იბარებენ ხალხს პროკურატურაში და წლობით უსმენენ და რას მეუბნები ეხლა შენ smile.gif

Posted by: ვივიანა 2 Apr 2017, 10:35
etonk
ჩაბარებასთან ბიომეტრიული პასპორტი რა შუაშია ?
ან ევროპა და ისრაელი რა შუაშია ?
შეჩერების მექანიზმის ამოქმედება რა შუაშია ?

Posted by: etonk 2 Apr 2017, 11:09
ვივიანა
ბიომეტრიული პასპორტით წამებშ იგებენ საიდან ხარ როდის გადმოკვეთე საზღვარი რატო და აი ვაფშე მთელ ინფოს...ჩაბარების დროს უმეტესად ხალხი ყრის პასპორტს და იგონებენ რაღაც ზღაპრებს,ეხლა ეგ არ გაჭრის და მაგ შუაშია,,ევროპა და ისრაელი იმ შუაშია რო ორივესთან უვიზო გვაქვს და ორივესთან ბიომეტრიული პასპორტებით ჩავდივართ და ზოგი ბარდება...შეჩერების მექანიზმზე კი იყო ლაპარაკი ამოქმედდება მაშინ თუ უვიზოდ შესულთა ნახევარზე მეტი თავშესაფარს მოითხოვს


Posted by: xaxiashvili 4 Apr 2017, 00:08
დავუშვათ მაქვს ბილეთის ჯავშანი ორივე გზის,წავედი თვითმფრინავით,იქედან შემეცვალა გეგმები და უკან ვბრუნდები არა თვითმფრინავით არამედ ავტობუსით ან მანქანით.რა ხდება მაგ დროს საზღვარზე?

Posted by: Miria 4 Apr 2017, 04:12
xaxiashvili
QUOTE
რა ხდება მაგ დროს საზღვარზე?

რომელ საზღვარზე?
ჩვენი?
მათი - საიდანაც გამოდიხარ?

წამოსვლაზე რა პრობლემა უნდა იყოს.
მათ ქვეყანას ტოვებ, კი არ შედიხარ smile.gif

Posted by: bigmaster 4 Apr 2017, 13:01
QUOTE (etonk @ 1 Apr 2017, 21:22 )
ხალხო ვინმემ დაწერეთ რა უვიზოდ შესულები რომელიმე ქვეყანაში თუ ჩაიბარეს...

ეს ჩაბარება რა აიკვიატა ამ ხალხმა lol.gif ამხელა სივრცე იხსნება ამდენი შესაძლებლობები და ამათი ფანტაზია ჩაბარებას ვერ გასცდა . ვიცი აქ ჩაბარებულები როგორც არიან 300 ევროს აძლევენ და დადიან ტრაკგამოხეულები სანამ საბოლოოდ უარს ეტყვიან biggrin.gif

Posted by: IKIN 4 Apr 2017, 13:36
თავშესაფრის მოთხოვნა ყველას შეუძლია მაგრამ, იციან რომ საქართველოში უკვე იშვიათია ადამიანს საფრთხე ემუქრებოდეს. ვინც ნამდვილად ასეთ დღეშია ფორუმზე პოსტვას არ დაიწყებს - დამამტკიცებელ დოკუმენტებს წარადგენს და განიხილავენ. ტყუილი არც იფიქროთ - ძალიან გაგიჭირდებათ... შემდეგ კი დეპორტი გელით.

Posted by: Forevera 4 Apr 2017, 15:04
გამარჯობათ, რაღაც მაინტერესებს, ანუ ვთქვათ წავედი გერმანიაში, იმ 90 დღის განმავლობაში შემიძლია გერმანიიდან შემდეგ სხვა ქვეყანაში გადავიდე? ან მთელი ევროპა მოვიარო ამ პერიოდში? თუ კონკრეტულად მხოლოდ 1 ქვეყანაში შემიძლია ყოფნა სადაც ჩავალ პირველად?

Posted by: wrangler7 4 Apr 2017, 15:33
Forevera
90 დღე უნდა იყო მთლიანად ევროპაში,ის დღეები თუ გინდა გაანაწილე სხვა ქვეყნებზე

Posted by: LazyButterfly 4 Apr 2017, 15:34
Forevera

90 დღიან ვადას არ გადააცილო და სადაც გინდა იქ გადადი, შენგენის მასშტაბით.

Posted by: ALL-IN 4 Apr 2017, 15:40
xaxiashvili
QUOTE
დავუშვათ მაქვს ბილეთის ჯავშანი ორივე გზის,წავედი თვითმფრინავით,იქედან შემეცვალა გეგმები და უკან ვბრუნდები არა თვითმფრინავით არამედ ავტობუსით ან მანქანით.რა ხდება მაგ დროს საზღვარზე?


არაფერი ჩვეულებრივად ჩამოხვალ და დაფიქსირდება რომ დატოვე ეუროზონა

Posted by: Forevera 4 Apr 2017, 20:32
wrangler7
LazyButterfly
გაიხარეთ, დიდი მადლობაა

ბარემ კიდევ ერთ რამეს გკითხავთ, ანუ ბიძაჩემი ცხოვრობს გერმანიაში, აქვს ბინა და კარგი ანაზღაურება და მეპატიჯება თავისთან, ამ შემთხვევაში მაიც მჭირდება სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო თანხის ქონა ბალანსზე? ზაფხულში მანქანით აპირებს ესპანეთსი წასვლას და იქაც გავყვები ბარემ))

Posted by: LOLZ 4 Apr 2017, 21:05
ეს სტატიაც იდოს აქ - https://bpn.ge/finansebi/32943-yvela-saiti-romelic-evropashi-iafi-mogzaurobisthvis-gtcirdebath.html?lang=ka-GE

Posted by: gougeon 4 Apr 2017, 22:01
QUOTE
ეს სტატიაც იდოს აქ - ყველა საიტი, რომელიც ევროპაში იაფი მოგზაურობისთვის გჭირდებათ

6.ძირითად შემთხვევებში, სეზონურ ვაკანსიებზე არ მოითხოვება სამუშაო ვიზა.
მტყუანს ######)))


Posted by: ძამა 4 Apr 2017, 23:21
QUOTE
ეს სტატიაც იდოს აქ - ყველა საიტი, რომელიც ევროპაში იაფი მოგზაურობისთვის გჭირდებათ



აი მაგალითად ნორვეგიას რო გადავხედე მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეებზე იყო ნებადართული,,,
QUOTE
ძირითად შემთხვევებში, სეზონურ ვაკანსიებზე არ მოითხოვება სამუშაო ვიზა.
მტყუანს ######)))

ევროპელებს სამუშაო უფლება ისედაც აქვთ ,
რაღაცას იბოლებიან lol.gif

Posted by: LOLZ 5 Apr 2017, 00:06
ძამა

gougeon

მანდ დევს ზოგადი საიტები და დაინტერესებულმა ადამიანმა კი უნდა მოძებნოს თავისით დეტალური ინფორმაცია. ეგ სტატია საორიენტაციოდაა კარგი. დანარჩენი უკვე მონდომების საქმეა.


Posted by: Yin&Yang 5 Apr 2017, 00:34
etonk
ჩაბარებით ისევ ჩაიბარებენ როგორც იყო, მაგრამ ლტოლვილად არ აღიარებენ მაინც , ფაქტიურად აზრი არ აქვს ამ აზულს . თუ აქვთ წაღებული რაღაც საბუთები რომ დევნიდნენ, მოკლედ რაღაც დოკუმენტები ვიდოები,ფოტოები უნდა ჰქონდეს. მეორე ვარიანტია ძალიან მძიმე ავადმყოფი ვინცაა. ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე უმკურნალებენ ან რაღაცას უშველიან.
უკვე კარგა ხანია ქართველები ვერ იღებენ სტატუსს. ასაჩივრებენ,წელავენ დროს მაგრამ ბოლოს მაინც უარია.
ნუ თუ წასულია მაგისთვის, ჩაბარდეს და ბედს მიენდოს. სხვა გზა მაინც არაფერი დარჩენია ალბათ.
* * *
bigmaster
QUOTE
ამხელა სივრცე იხსნება ამდენი შესაძლებლობები

და რა მაინც ? მუშაობის უფლებას არ გაძლევენ თუ ექიმი,მაგარი ინჟინერი ან კომპიუტერის სპეცი არ ხარ. რა საშუალებებია ვთქვათ 40 წლის მასწავლებლისთვის, ან 30 წლის საშუალო განათლების ადამიანისთვის ? არაფერი. შავად თუ ნახავენ რამეს.

Posted by: LazyButterfly 5 Apr 2017, 11:00
Forevera

არაფრის.

კითხვას რაც შეეხება, რამდენადაც ვიცი, უნდა გამოგზავნოს მოწვევა, რომელშიც ეწერება, რომ შენი იქ ყოფნის ხარჯებს იღებს თავად. ნუ, ყოველ შემთხვევაში ასე იყო სავიზო განაცხადის შემთხვევაში და საზღვარზეც ასე იქნება იმჰო.

სასტუმროს ჯავშანი კი ნამდვილად არ გჭირდება, ლეგალურად ცხოვრობს ბიძაშენი როგორც მივხვდი და ამიტომ ეს გამოგადგება: "ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ნათესავთან/მეგობართან დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ თან უნდა იქონიოს მიმღები პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი და საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.)"

http://netgazeti.ge/news/181177/ აქაა ბევრი პასუხი.
* * *
უი, აი, პირველ კითხვაზეც ყოფილა:

იმ შემთხვევაში, თუ მოწვევის წერილში მითითებულია, რომ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე თქვენი განთავსების ხარჯებს ფარავს მომწვევი მხარე, თან უნდა იქონიოთ მათი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხევაში თუ მოქალაქე მიემგზავრება თავისი ხარჯებით, უნდა წარადგინოს თავისი ფინანსური დოკუმენტები.

Posted by: Forevera 5 Apr 2017, 12:22
LazyButterfly
გაიხარე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: vasilich 5 Apr 2017, 20:54
ვიზა ლიბელარიზაციის მერე რომ ჩადიხარ ევროპაში ანაბეჭდებს კიდევ იღებენ აეროპორტში შესვლისას რომ იღებდნენ?

ვისაც რა ინფორმაცია გაქვტ გტხოვთ მომწერეთ წინასწარ მადლობა

პატ. ვასილიჩი

Posted by: Damageplan 5 Apr 2017, 21:16
ეხლა ვიყავი ერთ-ერთ ტურისტულში და
ალდაგიდან იყვნენო (სადაზღვეოდან) და ტიპს 2 უარი ქონდა და უკან გამოაბრუნესო sad.gif არ ვიცი მაგის გამო თუ სხვა მიზეზის გამო.
მეც ორი უარი მაქვს დედაღორი გერმანიის და საფრანგეთის საკონსულოებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა, მაინც "უკანაი არაი დაბრუნდებია შენაი" facepalm.gif მიზეზით...
მოკლედ..
პასპორტი არის "სუფთა" ვიცი რომ ბაზაში მაინც ექნებათ ჩემი უარი, მაგრამ იმოქმედებს?

Posted by: vasilich 5 Apr 2017, 21:18
არაფერი გამოხვალ ჩვეულებრივათ და გიფუჩდება ბილეთი სამალიოტის და ბილეთის ფულს კარგავ)))
* * *
Damageplan
უარი პრობლემა არაა თუ უარი ევროპაში დარღვევების გამო არ უტხრეს.

Posted by: Damageplan 5 Apr 2017, 21:25
vasilich
საერთოდ არანაირი დარღვევა არ მაქვს.
პოლიციასაც კი არ ვყავარ გაჩერებული biggrin.gif
ერთადერთი იყო გზაზე გადასვლის გამო 3 ლარით დამაჯარიმეს 7 წლის წინ
აუ, გაიხარე! დავმშვიდდი ცოტა

Posted by: GERCI 5 Apr 2017, 23:22
გამარჯობათ, გამოცდილი ხალხის რჩევა მჭირდება, ვარ ესპანეთში ჩამოსული იტალიის ვიზით შარშან, ვიზას ვადა გასული აქვს, მინდა ჩასვლა დუბლინში და მერე საქართველოში, რომ ვიყიდო ორივე ბილეთი ბარსელნას აეროპორტი გამატარებს? დუბლინში აეროპორტიდან არც გამიშვებენ და არც გასვლას არ ვაპირბ, უბრალოდ ესე მჭირდება რა. მადლობა წინასწარ.

Posted by: ძამა 6 Apr 2017, 00:36
Damageplan
არ ვიცი დამთხვევა იყო თუ არა მაგრამ მასე ადრე (დანაჯარიმები 2011-ში) შარშან წინ არ შეუშვეს ვიზით და ახლა ორ აპრილს თურქეთიდან შევიდა ავტობუსით უპრობლემოდ გრეციაში,,,
შეიძლება ხუთ წელიწადში გაუუქმდა ეგ ( საზღვრის უკანონო შესვლაზე ის 500 ევროიანი) ჯარიმა და მაგ პონტში შეუშვეს ან იქნებ სხვა ვარიანტიც იყოს ,,,
მე ადრეც (ლიბერალიზაციის ძალაში შესვლამდე) დავსვი ეგ კითხვა ბევრჯერ , უმრავლესობა რო ამბობდა და აეროპორტიდან უკან გამოგვაბრუნებენ(ისრაელს ადარებდნენ) და ასე შემდეგ იქნებ სახმელეთო საზღვრები უფრო ნაკლებად პრეტენზიულები იყვნენ თქო,, მაგრამ არავინ არ მიპსუხა,,

კითხვა გამიჩნდა იქედან გამომდინარე რო მეც ჯარიმა მქონდა საბერძნეთის (მეც შეპარული ვიყავი მაგრამ 2 წელიწადში ოფიციალურად, )ვიზით როდესაც ავტობუსით მივადექი საბერძნეთის საზღვარს ჯარიმა საერთოდ არ უხსენებიათ,,, შემიშვენ ეგრევე,,,,
ან ვერ დაინახენ ან არ ჩანა,(უფრო არ გამოჩნდა , თორე როგორ ვერ ნახავდნენ) ნუ ზუსტად არ ვიცი მოკლედ რა, მაგრამ ფაქტია რო აეროპორტიდან იგივე პრობლემით ვერ შევიდა...
საკონსულოს კიდე ვერაფერი გავუგე, ჩემ ძმას (სახელმწიფო ანსამბლის მომღერალია) ნახეარი მსოფლიო აქვს შემოვლილი, მაშინ როდესაც ერთი დეცი ჯარიმა არ ჰქონია არასდროს არსად, თან სტაბილური ხელფასი და ა.შ, და ამავდროულად მე ყოფილ კოკინო კარტიანს (500 ევროიანი დანაჯარიმები) და მე მომცენ ვიზა და იმას არაsmile.gifsmile.gifsmile.gif
უარზე გაუკვირდა ჩემ ძმას (ახალი პასპორტი დაემთხვა მაგ მომენტში და ვიზები არ იყო ბუნებრივია პასპორტში ) და კითხა რატო უარიო?????
დარღვევა არ მაქვს არსად და თან ათენში 3-4 წლის წინ ვიყავიო,, მერე ისინიც დაინტერესდნენ და გაუკვიდათ რატო ეგრე მარტივად არ გამოჩნდა შენი მონაცემები თუ ესეაო რა,,,,
ნუ გგერმანიის ვიზით მაინც წავიდა მერე მაგრამ რას გაუგებ ამ კონსულებს,,,
ნუ არ ვიცი, არ ვიცი



Posted by: Damageplan 6 Apr 2017, 06:12
ძამა
მადლობა პასუხისთვის. მომეცა იმედი აწი
ნუ კონსულები და საკონსულოები რო ღორები და საღორეებია აქ, მაგას ყველა ხედავს.
უფრო მესაზღვრის ხასიათს გააჩნია, მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს, ისიც რატო აიტკიებს აუტკივარ თავს და უმიზეზოდ რატო დაგიწყებს გატრაკებას.

Posted by: amerieli 6 Apr 2017, 12:42
კონსულტაცია და საბუთების მოწესრიგება ევროპაში წამსვლელთათვის: https://www.mymarket.ge/ka/product/view/10597671/

Posted by: filewarez 7 Apr 2017, 01:05
სამოგზაურო დაზღვევაზე მაქვს კითხვა?

რამდენი დღითაც მივდივარ იმდენი დღით უნდა ავიღო დაზღვევა თუ რამე საჭიროა პლიუს დღეების თემაში?

Posted by: GEORGIA007 7 Apr 2017, 13:04
Damageplan
QUOTE
უფრო მესაზღვრის ხასიათს გააჩნია, მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს, ისიც რატო აიტკიებს აუტკივარ თავს და უმიზეზოდ რატო დაგიწყებს გატრაკებას.

გრეცია ვიზიანებზეც ატრაკებდნენ შეშვებაზე და ახლა რა ხდება ასე უშვებენ ყველას? biggrin.gif

Posted by: lelukaa 7 Apr 2017, 13:15
filewarez
მე ვიზის ხანგრძლივობის მიზედვით ვიღებ ხოლმე ზუსტად, არცერთი დღით მეტს smile.gif
ნუ ბილეთების მიხედვით აიღებ რა

Posted by: Miria 7 Apr 2017, 22:06
GERCI
თუ დუბლინში ჩაფრენასა და დუბლინიდან გაფრენას შორის მხოლოდ რამოდენიმე საათი იქნება სხვაობა - წესით პრობლემა არ უნდა შეგიქმნან. ეტყვი დუბლინში მაქვს ტრანზიტი თქო.

Posted by: ძამა 7 Apr 2017, 22:46

და დაუშვათ ვნახეთ ასეთი რეისი, სტამბული ან კივეი, დუბლინის ან ბრიტანეთის პერესიატკით და რომელიმე ევროპული ქალაქი, ამიშვებენ ტრაპზე თქო???

ნიუჟელი არავის გაგიგიათ ეგ ბოლო წლები ასეთი კომბინაცია??? ათასჯერ დავსვი ეგ კითხვა და ვერავინ ვერ მპასუხობს, ბილეთების ყიდვა და ტყულა ფულის გადაგდებაც მაგარი ტეხავს,
ადრე ხდებოდა სტამბული, პრიბალტიკა კიევი და რჩებოდნენ მერე იქ ევროპაში

Posted by: giat 7 Apr 2017, 22:50
ძამა
ეგ დამოკიდებულია შენს ფინანსებზე თუ საათობრივი სხვაიბა ტრანზიტულ ფრენაზე რამოდენიმე საათია

Posted by: ძამა 7 Apr 2017, 23:02
QUOTE
ეგ დამოკიდებულია შენს ფინანსებზე თუ საათობრივი სხვაიბა ტრანზიტულ ფრენაზე რამოდენიმე საათია

აქ მთავარია ტრაპზე აგიშვან, ვიზა არ გაქვს რა შუაშია ფინანსები????
რა პრობლემაა საათობრივი რო????? 5 წუთი იყოს და ესეც კმარა

Posted by: Miria 7 Apr 2017, 23:07
ძამა
ვერ გავიგე კონკრეტულად რა გინდა.
გინდა რომ ისე აიღო ბილეთი რომ დუბლინში მოგიწიოს გადაჯდომა და იმ გადაჯდომის დროს ირლანდიაში "შეიპარო" უვიზოდ?
რაცხა ასეთი?
ნორმალურად თქვი რა გინდა და თუ ვიცით პასუხი - გეტყვით.
* * *
GERCI
ძამა
GEORGIA007
fo-ru-me-li
ეს 4 ნიკი ეკუთვნის ერთი და იგივე ადამიანს.
+ პირად მიმოწერაში გინება მომწერა - რატომ ყველგან შენ პოსტავო.

არ შეიძლება მოდერმა რამე მოუხერხოს ასეთ უზრდელებს?

Posted by: ძამა 7 Apr 2017, 23:57
QUOTE

ვერ გავიგე კონკრეტულად რა გინდა.
გინდა რომ ისე აიღო ბილეთი რომ დუბლინში მოგიწიოს გადაჯდომა და იმ გადაჯდომის დროს ირლანდიაში "შეიპარო" უვიზოდ?
რაცხა ასეთი?
ნორმალურად თქვი რა გინდა და თუ ვიცით პასუხი - გეტყვით.

ხო დარჩენის პონტში , რათ უნდა მაგას ასე დაკონკრეტება, ძნელი მისახვედრი იყო??? biggrin.gif

QUOTE
GERCI
ძამა
GEORGIA007
fo-ru-me-li
ეს 4 ნიკი ეკუთვნის ერთი და იგივე ადამიანს.
+ პირად მიმოწერაში გინება მომწერა - რატომ ყველგან შენ პოსტავო.

ახლა მე უკვე მჯერა ქალური ინტუიციის და ქალური ლოგიკის lol.gif

QUOTE

არ შეიძლება მოდერმა რამე მოუხერხოს ასეთ უზრდელებს?

აქაც ნეპოტიზმია wink.gif

Posted by: GERCI 8 Apr 2017, 03:33
Miria
სიცხის საზმი გაქვს სახლში, შევაგინო მყუანს?

Posted by: GEORGIA007 8 Apr 2017, 09:21
QUOTE
ეს 4 ნიკი ეკუთვნის ერთი და იგივე ადამიანს.
+ პირად მიმოწერაში გინება მომწერა - რატომ ყველგან შენ პოსტავო.

არ შეიძლება მოდერმა რამე მოუხერხოს ასეთ უზრდელებს?

აქაა საერთოდ მოდერაცია? იგივე რომ ვთხოვო მოდერს არ გამოვა?? ეს უიზერი აშკარად უზრდელობს, ზედმედებში გადადის და შარს ეძებს!
ჩემი რჩევაა წადი სხვაგან ეძებე ბიძიკო, მისამართი შეგეშალა აშკარად! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Miria 8 Apr 2017, 11:07
28 მარტის მერე ვინც ჩახვედით ევროპის ქვეყნებში - დაწერეთ გამოცდილება აქაური და იქაური პასპორტ კონტროლის.

ყველას კარგ მგზავრობას გისურვებთ.


Posted by: ioannis 8 Apr 2017, 11:10
გიიიილოოოოცააააააავთთთთთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Yin&Yang 8 Apr 2017, 13:59
Miria
QUOTE
28 მარტის მერე ვინც ჩახვედით ევროპის ქვეყნებში - დაწერეთ გამოცდილება აქაური და იქაური პასპორტ კონტროლის.

3000 ადამიანი გავიდა ამ პერიოდში და მხოლოდ 10 არ შეუშვესო, ( ოფიციალური ინფოა ). ისიც საბუთების არ ქონის გამო. არანაირი პრობლემაა არაა მოკლედ. გექნება პასპრტი, სადაც უნდა იცხოვრო ის კოორდინატები ( სასტუმრო ან ჯერძო პირის ), რამდენი დღეც მიდიხარ იმდენჯერ 50 ევრო, საბანკი ამონაწერიც რომ იყოს რამ, ისიც წავა . არ ამოწმებენ ასე ზუსტადო. სამგზავრო დაზღვევა.
ადვილად შეუშვეს ხალხი. მაგრამ ჯობია ახლა წახვიდე მალე, მერე რამე არ გაამკაცრონ.

Posted by: bigmaster 8 Apr 2017, 14:13
Am vigacas magari asxia mgoni lol.gif

Posted by: Jorik 8 Apr 2017, 15:12
რა ხდება ბოლო ბოლო, არის ახალი ამბები, როგორ გულაობენ ჩვენები?
დაბრკოლებას ხომ არ ქვიქმნიან?

Posted by: ძამა 8 Apr 2017, 15:40

Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2122
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 14 Dec 2016, 03:38 #49483734 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძამა
QUOTE
ანუ რა, კურდღელის პონტი არ არი ყოველშემთხვევაში

ნუ, კურდღლის პონტი შეიძლება შენი აზრით არ არის, მაგრამ სხვისი აზრით - არის
wink.gif
რას გაუგებ
smile.gif
Miria biggrin.gif biggrin.gif lol.gif ბაჭია გყავს გვერდით?????
ქალური ბედნიერების ამბავია,,,,
აი რა დროს ამჟღავნებ ჯანმრთელი ვიტამინი X-ის ფუნქციის ნაკლებობასbiggrin.gif
(ჩემი ბაჭია)
lol.gif givi.gif sa.gif
გენაცვალე აზროვნებაში მამაკაცურად2kiss.gif wink.gif
GERCI
GEORGIA007
fo-ru-me-li,,
რატო ვართ ერთი???? იქნებ თქვენ თქვათ, გაგვიბრაზდა ჩევნი კვანტარამერა,,,

Posted by: GERCI 8 Apr 2017, 17:56
აშკარად რაღაც გაუგებრობაა, +სისხლის სამართლის დანაშაული lol.gif (ცილისწამება საჯაროდ)

Posted by: Miria 15 Apr 2017, 13:24
არ მოგწყინდა სხვადასხვა პროფილებში შესვლა-გასვლა და სხვადასხვა პროფილებიდან პოსტვა?
წადი, საქმე ნახე რამე, გააკეთე.
ნუ მაოფებინებ თემას.
+ფორუმზე პოსტვას ისწავლე მათლიან პროფილს რომ აკოპირებ.

* * *
Yin&Yang
ხო, 1 კვირაში ვაპირებ და დავწერ "შედეგს".
ერთი გოგო ჩავიდა ეხლა იტალიაში და გააჩერეს, არ უშვებდნენ.
და მერე ტელ ნომერი მისცა იმისი ვისთანაც მიდიოდა და ვინც გარეთ ელოდებოდა (მგონი ოჯახის ვიზით იმყოფება ის დამხვედრი იტალიაში) და ის დაელაპარაკა და მერე შეუშვეს იტალიაში.
მესაზღვრეს უთქვამს ტელ-ზე საუბრისას - რატომ მოწვევა არ გაუგზავნეო შენს სტუმარსო.
არა და რა მოწვევა... მსგავსს არაფერს ამბობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური მოწვევის ქონის შესახებ.
ალბათ მესაზღვრეს გააჩნია რამდენად რქიანია
smile.gif

Posted by: filewarez 15 Apr 2017, 14:31
Miria

მოწევვაზე როგორ არ საუბრობენ?
სასტუმროს ჯავშანი თუ არ გაქვს მაშინ გინდა საბუთი სადაც ეწერება სად მიდიხარ რომელ ქუჩაზე თუ სად და მერე უნდა იყოს მითითებული სახელი გვარი ვისთანაც რჩებით.

Posted by: misha2005 15 Apr 2017, 21:08
ხალხო, ჯიპიაის ელექტრონული სამოგზაურო დაზღვევით ხომ არ გისარგებლიათ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ?

Posted by: Miria 15 Apr 2017, 22:32
filewarez
ეხლა კიდევ გადავხედე ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდს.
დამატებულია რაღაცეები რაც ადრე არ ეწერა:
"მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:

დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი".
ასევე წერია:

"ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი".


წყარო:
http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx

მგონი ის ''საგარანტიო წერილი'' ქვევით უნდა ჩაეწერათ, ''ნათესავების და მეგობრების მონახულების'' განყოფილებაში.
პირველად რომ დაწერეს საბუთების სია - რა საბუთები შეიძლება მოითხოვოს მესაზღვრემ - არ ეწერა ''მასპინძლის საგარანტიო წერილი''.
* * *
misha2005
QUOTE
ჯიპიაის ელექტრონული სამოგზაურო დაზღვევით

ელექტრონული?
ანუ?

Posted by: misha2005 15 Apr 2017, 22:59
მეილზე გიგზავნიან. mygpi.ge





---------------

Posted by: filewarez 16 Apr 2017, 13:51
Miria

"ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი".


აქ მერე ზუსტად ეგ იგულისხმება რომ მოწვევა არის საჭირო.

Posted by: Miria 3 May 2017, 22:12
filewarez
ნუ გადამრიე.
კომკრეტულად რომელ წინადადებაში იგულისხმება მოწვევა?
რას ამბობ?

Posted by: filewarez 3 May 2017, 22:22
Miria

"მოწვევა"-ში ვგულისხმობ რას, რომ თუ სასტუმროს ჯავშანი არ გაქვს ამ შემთხვევაში თან უნდა გქონდეს საბუთი დასტური ან რამე მსგავსი სადაც ეწერება თუ სად რჩები თუ მეგობართან ამ შემთხვევაში მეგობრის სახლის მისამართი რომელიც ლეგალურად ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე.

ახლა ციყავა უვიზოდ და ერთადერთი რაც საზვარზე მოითხოვეს ჩემი მხრიდან იყო ეგ, თუ ვისთან ვრჩებოდი

Posted by: Miria 3 May 2017, 22:24
Yin&Yang
მოკლედ, ჩამოვედი გერმანიაში.

ამჯერად ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა რომ ერთად მივსულიყავით მესაზღვრესთან smile.gif
(წინა ჩასვლაზე - ჯერ მე მივედი, და ჩემს მერე ჩემი ქმარი).
ერთად მიაწოდა ჩვენი ორივეს პასპორტები (ამჯერად გავრი უკვე შეცვლილი მქონდა, ჩემი ქმრის გვარით ვიყავი , ახალი პასპორტი)
და მაინც ვფიქრობდი - რამე შარის ამბავი რომ იყოს (ცარიელი პასპორტის გამო) - ყოველი შემთხვევისთვის ჩანთაში მედო ჩემი 2 ძველი პასპორტი biggrin.gif
მაგრამ არაფერი პრობლემა არ იყო.
ჩვეული მეგობრული ''ჰაი-ჰუი''-თი მიგვიღო ჰოლანდიელმა მესაზღვრემ (წინაზეც ამსტერდამით ჩავედი).
სად მიდიხართო, გვკითხა... სახლშიო - ვუთხარით.
შენც აქ ცხოვრობო?
ხანდახან მეთქი smile.gif
ჩემმა ქმარმა უთხრა - ოჯახის ვიზა ჯერ არ გაგვიკეთებია და ოფიციალურად ჯერ არ ცხოვრობსო აქ.
რამდენი ხანი რჩებაო.
1 კვირაში უკან ბრუნდებაო, უთხრა.
ბილეთსაც გაჩვენებო თუ გინდაო.
მაგდენად არ შეგაწუხებთო smile.gif
ჩაგვირტყა შტამპები და გამოგვიშვა smile.gif

ძალიან მომწონს ამსტერდამელი/ჰოლანდიელი მესაზღვრეები smile.gif
სულ კარგ ხასიათზე არიან , ღიმილით გესაუბრებიან, ხალისიანად (არ დააბრალოთ ახლა ეს პოზიტივი მარიხუანას კაიფს smile.gif )
smile.gif

* * *
filewarez
QUOTE
ახლა ვიყავა უვიზოდ და ერთადერთი რაც საზვარზე მოითხოვეს ჩემი მხრიდან იყო ეგ, თუ ვისთან ვრჩებოდი

და რა აჩვენე დამადასტურებელ საბუთად?

Posted by: filewarez 4 May 2017, 18:39
Miria

საბუთი სადაც ეწერა მისამართი თუ სად ვრჩებოდი ეგეც არ მოუთხოვიათ ძალიან დიდი რამით უვრალოდ მე თვითონ მივეცი დაზღვევის მიზნით

Posted by: Miria 5 May 2017, 03:03
filewarez
შენით არაფერი არ უნდა მისცე.
არ უყვართ მესაზღვრეებს დაუსმელ კითხვებზე პასუხის გაცემა.
მოითხოვა?
აჩვენე.
არ მოითხოვა?
იყავი შენთვის და დაელოდე როდის ჩაგირტყავს შტამპს.

smile.gif

filewarez
QUOTE
ახლაც ვიყავი უვიზოდ და ერთადერთი რაც საზვარზე მოითხოვეს ჩემი მხრიდან იყო ეგ, თუ ვისთან ვრჩებოდი

QUOTE
ეგეც არ მოუთხოვიათ ძალიან დიდი რამით

ჩამოყალიბდი ახლა - მოგთხოვეს თუ არ მოგთხოვეს?

smile.gif

Posted by: Forevera 7 May 2017, 21:26
გამარჯობათ, მაინტერესებს ვთქვათ გერმანიაში თუ წავედი ტურისტულით იქ რო მანქანა ვიყიდო და მანქანით წამოვიდე უკან ვერა? მაგაზე არის შეზღუდვა?

Posted by: Mychaw 9 Jun 2017, 16:37
QUOTE (filewarez @ 4 May 2017, 18:39 )
Miria

საბუთი სადაც ეწერა მისამართი თუ სად ვრჩებოდი ეგეც არ მოუთხოვიათ ძალიან დიდი რამით უვრალოდ მე თვითონ მივეცი დაზღვევის მიზნით

ხომ ვერ მეტყვი რა ტიპის საბუთია?
ვერ ვხვდები კონკრეტულად რა საბუთზეა საუბარი და საიდან გავაკეთო :/

Posted by: BaMo 7 Jul 2017, 16:28
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი: (+995 32) 2 94 50 50;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: consulinfo@mfa.gov.ge

დარეკეთ და გაგარკვევენ რაც გაინტერესებთ.


Posted by: bigmaster 7 Jul 2017, 16:56
QUOTE (Forevera @ 7 May 2017, 21:26 )
გამარჯობათ, მაინტერესებს ვთქვათ გერმანიაში თუ წავედი ტურისტულით იქ რო მანქანა ვიყიდო და მანქანით წამოვიდე უკან ვერა? მაგაზე არის შეზღუდვა?

არანაირი პრობლემა არ იქნება, პირიქით ზუსტად მსგავსი ვიზიტებისთვის გაიხსნა უვიიზო. მანც ნახე ჩამონათვალი რა უნდა აჩვენო მესაზღვრეს საბუთი

Posted by: Ar-Pharazôn 29 Jul 2017, 03:12
მეგობრებო

ხორვატია არ არის შენგენი, მაგრამ ზოგან მიწერს რომ ვიზა არ უნდაო და ზოგან - კიო

როგორაა საქმე?

Posted by: ნათია 5 Sep 2017, 14:51
Ar-Pharazôn
არ გვჭირდება, შენგენის კანდიდატი ქვეყანაა და იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც შენგენს.

Posted by: system32 9 Sep 2017, 01:48
QUOTE (Ar-Pharazôn @ 29 Jul 2017, 03:12 )
მეგობრებო

ხორვატია არ არის შენგენი, მაგრამ ზოგან მიწერს რომ ვიზა არ უნდაო და ზოგან - კიო

როგორაა საქმე?

2 თვის წინ ვიყავი ხორვატიაში
ვიზა არაა საჭირო. იგივე სიტუაციაა რაც ევროპაში შესვლაზე

Posted by: Werner Voss 11 Sep 2017, 23:18
პასპორტში (ბიომეტრიულია) ერთი შენგენის ვიზა მაქვს და ერთი ბრიტანეთის უარი, 3-4 წლის წინანდელი ორივე, ხოდა მივდივარ ეხლა 10 დღით ევროპაში და მაგ ბრიტანეთის უარის გამო, ან პასპორტში ბოლო 4 წელი სრული სიცარიელე როა მაგის გამო ღირს გამოცვლა, აქცევენ ესეთ რამეებს ყურადღებას უვიზოს მერე?

Posted by: Miria 17 Sep 2017, 00:03
Werner Voss
არ მგონია რამე ყურადღება მიაქციონ ბრიტანეთის უარს.
1 გასვლა რომ გაქვს შენგენში/ევროპაში - ეგ უკვე დიდი პლიუსია.

Posted by: sterviatnitsa 21 Sep 2017, 12:57
მესაზღვრეს რომ ეუბნები 3 კვირით დარჩენას და შეიძლება მომიწიოს ორი თვეც დარჩენა და რა ხდება ასეთ შემთხვევაში, ეს დარღვევაა?

Posted by: menina55 22 Sep 2017, 12:06
ერთი კითხვა მაქვს და ბარემ აქ დავწერ

მივდივარ საზღვარგარეთ კურსებზე ენის , თავისუფალი დრო ბევრი მექნება და ამიტომ მინდა ჩემი და წავიყვანო რომელიც არასრულწლოვანია 14წლისააა. რა საბუთები დაჭირდება? ჩვეულებრივ ტურისტულად უნდა წამოვიდეს ?
მიპასუხეთ ვრცლად გთხოოოოოოვთ

Posted by: თამროთამარა 1 Oct 2017, 00:25
sterviatnitsa
არა.
ოფიციალურად რამდენი დღე დარჩენის უფლებაც გაქ იმას თუ გადააცილე ისაა დარღვევა.

Posted by: subterranean 1 Oct 2017, 00:39
QUOTE (menina55 @ 22 Sep 2017, 12:06 )
ერთი კითხვა მაქვს და ბარემ აქ დავწერ

მივდივარ საზღვარგარეთ კურსებზე ენის , თავისუფალი დრო ბევრი მექნება და ამიტომ მინდა ჩემი და წავიყვანო რომელიც არასრულწლოვანია 14წლისააა. რა საბუთები დაჭირდება? ჩვეულებრივ ტურისტულად უნდა წამოვიდეს ?
მიპასუხეთ ვრცლად გთხოოოოოოვთ

ზოგადად რაცაა საჭირო, ანუ უკან დასაბრუნებელი ბილეთი, დაზღვევა, საცხოვრებლის და ფინანსური უზრუნველყოფა, და პლიუს, რადგან არასრულწლოვანია, ორივე მშობლის ნოტარიული მინდობილობა შენზე.

Posted by: GEORGIA007 18 Oct 2017, 11:25
დაიწყეს არალეგალი ქართველების დადეპორტება ევროპიდან
Грузинских нелегалов возвращают из Европы на родину
16 Октябрь 2017

Поделиться
29
Смотреть комментарии
Распечатать
В нескольких европейских странах одновременно проведена операция по выявлению и возвращению на родину грузинских нелегалов, которые попытались воспользоваться безвизовым режимом с ЕС, чтобы остаться жить и трудоустроиться в Европе.

Из Германии и Греции возвращены на родину 63 гражданина Грузии. За процедурой возвращения наблюдали сотрудники аппарата народного защитника Грузии (уполномоченного по правам человека). Все расходы по возвращению нелегалов берет на себя грузинское государство. Таковы условия Соглашения о реадмиссии, ставшего неотъемлемой частью договора о безвизовом режиме между Грузией и ЕС.

Со времени отмены виз со странами Евросоюза около 3 тысяч граждан Грузии не вернулись на родину в обговоренные соглашением сроки и став, таким образом, нелегалами.

Офис народного защитника Грузии распространил подробный отчет об участии сотрудников аппарата омбудсмена в процессе возвращения на родину 63 грузинских граждан, уличенных европейскими службами в незаконном проживании в странах ЕС. Большинство из них выехали в государства Шенгенской зоны после введения безвизового режима.

На этот раз массовая депортация осуществлена из аэропортов Ганновера (Германия) и Афин, столицы Греции. Сотрудники аппарата народного защитника отмечают, что с грузинскими нелегалами власти европейских государств обходились милосердно – не применяли силу и спецсредства, нормально кормили, предоставили большую территорию для проживания перед депортацией, разрешали курить и говорить по телефону с родными.

Весь процесс координировало Агентство по организации оперативного сотрудничества на внешних границах государств – членов ЕС (FRONTEX).

Судя по всему, это первая широкомасштабная операция по выявлению и возвращению на родину грузинских нелегалов, которые пытаются трудоустроиться или остаться жить в европейских государствах.

В процессе переговоров о безвизовом режиме ряд государств ЕС объявили Грузию "безопасной страной", уменьшив тем самым шанс на получение политического убежища грузинскими гражданами. Причем в тбилисских СМИ, со ссылкой на правительственные источники, распространяются сведения, что по договоренности с Брюсселем правительство Грузии обязуется активно участвовать в рассмотрении каждого отдельного случая запроса на политическое убежище и по возможности убедить заявителя отказаться от прошения, а затем и вернуть домой.

Posted by: lilu777 22 Oct 2017, 12:57
როცა გადაჯდომა გიწევს ევროპის ქვეყანაში, აეროპორტიდან რომ გახვიდე რა პროცედურებია
საქართველოს მოქალაქისთვის და რამდენი დრო გეხარჯება გასვლა გამოსვლაში ?

Posted by: celtics 22 Oct 2017, 15:53
lilu777
რამდენ ხანს გიწევს მოცდა,გასვლა რომ გიღირს?

Posted by: lilu777 26 Oct 2017, 17:47
celtics

6 საათი არ ღირს?

Posted by: celtics 26 Oct 2017, 20:00
lilu777
გააჩნია სადაა აეროპორტი,რომელ ქალაქში და რა მანძილია ქალაქიდან....

სტოკჰოლმის ერთ ერთი აეროპორტიდან არ ღირს მაგალითად,3 საათიუნდა მინიმუმ ორივე გზას,სტამბულშიც გიოკცენის თუ ვიღაცის აეროპორტია,ეგეც საკმაოდ შორსაა

შენ სად აპირებ?

Posted by: GEORGIA007 19 Nov 2017, 12:17
რუმინეთიდან უნგრეთში გადასვლისას რა საბუთებს ითხოვენ ქართველებისგან ? ჩვეულებრივად სასაზღვრო კონტროლია? მაგალითად ავსტრიაში გადასვლა თუ შემეძლება ან ჩეხეთში? რა საბუთები დამჭირდება წარსადგენად უნგრეთის საზღვარზე?

Posted by: WiSpEr 8 Dec 2017, 05:16
მაინტერესებს არსებული ორ წლიანი ვიზის გასვლის შემთხვევაში, ავტომატურად მოქმედებს 90 დღიანი უვიზო თუ უკან დაბრუნებაა აუცილებელი

Posted by: marimari11 8 Dec 2017, 05:49
WiSpEr
უკან დაბრუნებაა აუცილებელი

Posted by: Miria 8 Dec 2017, 09:12
GEORGIA007
რუსული წყარო როდიდან გახდა სანდო?
drug.gif
* * *
celtics
QUOTE
სტამბულშიც გიოკცენის თუ ვიღაცის აეროპორტია

საბიჰა გოქჩენი-ს აეროპორტი.

Posted by: timshemexe 14 Dec 2017, 09:00
ხალხო რამდენი უნდა მედოს ბარათზე საფრანგეთში რომ წავიდე

Posted by: juli_26 18 Dec 2017, 18:31
23-27 მაისს ვიყავი პოლონეთში, 27 ოქტომბერს წავედი იტალიაში და ახლაც იქ ვარ და 90 დღის დათვლისას ის პოლონეთის 5 დღე უნდა მივათვალო თუ არა? მაისის მერე 3 თვეზე მეტი რომაა გასული, ახალი ათვლა ხო 27 ოქტომბრიდან იწყება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)