გამარჯობა.
სამწუხაროდ, მე ვერ ვნახე ქართული ენის მეტყველების სინთეზატორი კარგი ხარისხით, ამიტომ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ვცადოთ ახალი სინთეზატორის შექმნა.
ჩვენ გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობა ვცადოთ ამ პროექტის წამოწყება, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვიძიეთ თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული ქართული ენის კორპუსის აუდიო ჩანაწერები, ამიტომ გვინდა გამოვაცხადოთ კასტინგი ქალის ხმაზე, რომელიც ჩვენს ტექსტს ჩაწერს აუდიო ფორმატში რა თქმა უნდა გარკვეული ანაზღაურებით, რომელიც კოლაბორაციის დროს გაირკვევა.
გთხოვთ, გაავრცელოთ ეს წერილი და მონაწილეებს გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე
a.kapanadze@tts-solutions.ge
ან დაგვიკავშირდეთ facebook-ის მეშვეობით
https://www.facebook.com/archil.kapanadze.547წერილში გთხოვთ დაწეროთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, რომ შევძლოთ დაკავშირება. ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში, სატესტო აუდიო ფაილი თქვენი ხმით.
იმედი გვაქვს, ერთად გამოგვივა კარგის საქმის გაკეთება, რომლითაც იქნება შესაძლებლობა ქართული ტექსტის გახმოვანების.
This post has been edited by givibalakhashvili on 22 Nov 2019, 15:40