#57235269 · 30 Nov 2020, 19:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კი, სოფელში მაგის მეტი რა მინახავს. კიდევ კარგი გერმანიაში არ ცხოვრობთ თორემ თითო კრაზანის მოკვლაში 5 და ბუდის მოსპობაში 50000 ევრო "აირტყავდით". იქ კრაზანები სასარგებლო მწერებად მიიჩნევიან და არიან კიდევაც. ეკო ბალანსს უწყობენ ხელს, ანადგურებენ რა სხვადასხვა მავნებლებს. ზოგადად, კრაზანა არ არის აგრესიული მწერი და იკბინება მხოლოდ თავდაცვის მიზნით ან თუ ბუდეს ემუქრება რამე. შედარებისთვის, ბზიკს და ფუტკარს უფრო ძლიერი შხამი აქვს, ვიდრე კრაზანას. აქვე ვიტყვი, რომ ბუდის ახლოს კრაზანის მოკვლა არ არის რეკომენდირებული, რადგან თავდასხმისას ან მისი მოკვლისას ის გამოყოფს "განგაშის ფერომონს", რაზეც რეაგირებენ ბუდეში მყოფი სხვა კრაზანები. ვინაიდან ჩვენთან გერმანული კანონმდებლობა ჯერ არ არის, შეგვიძლია მოვიშოროთ, ოღონდ აუცილებლობის შემთხვევაში. და თუ მაინცდამაინც ეს აუცილებელი მომენტი დადგა, არსებობს მრავალი სახის ინსექტიციდი: სითხე, ჟელე, ფხვნილი, გასაზავებელი, უკვე გაზავებული და მბოლავი.
--------------------
Comp_E X P E R T I (დინჯი წესელი). ნაციონალი, მაგრამ არა ნაც. პარტიიდან!
29 წელი IT სფეროში.
ძნელი საყურებელია, როგორ ურეცხავენ ტვინს ახალგაზრდა თაობას, თუნდაც სკოლებში და არამარტო...
|