1991ში სტრასბურგში ვიყავი სამი თვე პირველად მოვხვდი საზღვარგარეთ ამდენი ხნით, მანამდე თითო კვირა რაღაც კონფერენციებზე მიწევდა
ჰოდა ახლობელმა მთხოვა დრო გექნება მანდ მარსის ქარხანაა შეიარე ნიმუშებს გამოგატანენო
შევიარე ხო ვიცით მზად გვაქვს ეხლავეო
და რას ვხედავ მოაქვთ უშველებელი ყუთი
ნუ რა მექნა წავიღე
ხუთი დღე ვათრიე მთელი ევროპა შემოვატარე, ფული რო არ მქონდა ხან ავტობუსით ვიარე ხან მატარებლით
ბოლო მატარებელი იყო ერევანი-თბილისი პლაცკარტი ზამთარში ჩალეწილი ფანჯრებით ტუალეტთან ახლოს ვერ მიხვიდოდი ისე ყარდა
თბილისში ჩამოვედი დილის 4 საათზე ვურეკავ ვაგზლის ავტომატიდან მამაჩემს ჰოდა გელას ეხლა ვერ ვეტყვი მანქანას ვერ გამოვაყვანიებ საშიშიაო
გაგანია პუტჩები იყო
მომიწია ლოდინი აბა ამ ყუთს სად ვათრევდი ფეხით
აი ასე ჩამოაღწია თბილისში მარსების პირველმა პარტიამ
იმის მერე მეჯავრება მარსიც და სნიკერსიც
ბაუნტი მაგრა მევასება ბაუნტები არ ერია იმ ყუთში