არქიტექტურის საიტზე ვნახე:
http://tas.ge/?p=publicpage&documentId=15201722 სექტემბერს მიუღიათ მშენებლობის ნებართვა
* * *
მარჯანიშვილის ქუჩაზე განსხვავებული Mcdonald’s-ი გაიხსნა
15:29 10-10-2013
მარჯანიშვილის ქუჩაზე განსხვავებული Mcdonald’s-ი გაიხსნა 10 ოქტომბერს, მარჯანიშვილის მოედანზე Mcdonald’s-ის განახლებული რესტორანი გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში Mcdonald’s-ის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ და გენერალურმა დირექტორმა - თენგიზ კაპანაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რემოდელინგის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და თბილისს კიდევ ერთი განსხვავებული ტიპის Mcdonald’s-ის რესტორანი დაემატა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე და ვთვლით, რომ ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მომხმარებელს კმაყოფილებისათვის კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის ინვენტარი, დახვეწილი დიზაინი, სიმყუდროვე და სიახლე სჭირდება. ასევე, არ გვავიწყდება სოციალური პასუხისმგებლობაც და ამიტომ, დღესვე, განახლებულ შენობაში გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ვუმასპინძლეთ და გავახარეთ საგანგებოდ მათთვის მომზადებული გასართობი პროგრამით და გემრიელობებით,“ - განაცხადა მაკდონალდსის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.
სამუშაო პროცესს ევროპული კომპანიები ერთობლივად უძღვებოდნენ: პროექტი და ინტერიერის დიზაინი, ფრანგულ კომპანიას „Archange Atelier“-ს ეკუთვნის, ექსტერიერისა და ინტერიერის გარდა, რესტორანში მოხდა სამზარეულო დანადგარების განახლება და აღიჭურვა გერმანული კომპანია „Franke“-ს ტექნიკით. აღსრულების პროცესს კი ავსტრიული კომპანია „Schloffer“-ი და მათშორის ქართული სამშენებლო კომპანია „L&A“ კურირებდნენ.
„შეგვიძლია ვიამაყოთ იმითაც, რომ საქართველო გათამამებულია ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური Macdonald’s-ის შენობებით. თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე და ბათუმში მდებარე რესტორნები, მსოფლიოს მასშტაბით Mcdonald’s-ის 20 ყველაზე გამორჩეულ შენობას შორის არის დასახელებული.“ - განაცხადა Mcdonald’s-ის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ. მისივე თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ 15 რესტორნის აშენება, რაც მაკდონალდსის საერთო ბრუნვას 100 მილიონამდე გაზრდის. „უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ახალი რესტორნის გახსნას სანზონაში, გლდანში, ნაძალადევში და მარნეულში. მარნეულში მაკდონალდსის ობიექტის აშენება, ბათუმის მსგავსად სოკართან ერთად იგეგმება. აღნიშნული პროექტებით დაახლოებით 2 ათას ადამიანს დავასაქმებთ,“ - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა.
ინვესტიციები და ბიუჯეტში შენატანები:
• ბიუჯეტში შენატანი მაკდონალდსის სისტემის მიერ: 33,749,279 lari
• სულ ინვესტიეციები: - 18,477,387
• მარჯანიშვილის რემოდელინგი - 2,053,841.99
• დასაქმებულთა რაოდენობა: 508 ახალგაზრდა , საშუალო ასაკი 23 წელი.
Mcdonald’s-ი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, მსოფლიოს 119 ქვეყანაში Mcdonalds’ის 33,000-ზე მეტი რესტორანი, ყოველდღიურად დაახლოებით 68,000,000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში Mcdonald’s-ის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 6 ფილიალი აქვს- ოთხი თბილისში, ერთი ქუთაისსა და ბათუმში.