Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ფაქტის დადგენა


Posted by: d2d4 16 Apr 2021, 18:54
გამარჯობა, მემგონი სწორ ადგილას გავხსენი თემა.
ატესტატის განახლება დამჭირდა, იუსტიციაში მითხრეს რომ ეს ატესტატი (2006 წელს გაცემული) არის ძველი, არ აქვს ბრძანების ნომერი და მიმემართა განათლების სამინისტროსთვის, სამინისტროში დავრეკე და მითხრეს რომ ატესტატის განახლებისთვის მჭირდებოდა ცნობა და მიმემართა სკოლისთვის, მივედი სკოლაში, დამაწერინეს განცხადება.
რამდენიმე დღეში აღმოჩნდა რომ სკოლის დოკუმენტში რის საფუძველზეც უნდა მოეცათ ცნობა განათლების სამინისტროში წარსადგენად, არ წერია სრულად ჩემი სახელი და გვარი, წერია მხოლოდ სახელი და გვარის პირველი ასო. (პირობითად გიორგი გიორგაძის ნაცვლად რომ ეწეროს გიორგაძე გ.)
დღეს სკოლაში მითხრეს რომ ისინი ვერ დაადასტურებენ იმას რომ გიორგაძე გ მე ვარ და უნდა მივმართო სასამართლოს, რათა დადგინდეს რომ გიორგაძე გ მე ვარ და ნამდვილად დავამთავრე სკოლა.
მაინტერესებს დაახლოვებით რა დრო დაჭირდება ამ პროცესს, დროში შეზღუდული ვარ, გრინ კარტა მოვიგე და ალბათ 1-2 თვე მექნება ამისთვის დრო.


Posted by: Правовед 17 Apr 2021, 12:22
d2d4
შეკითხვა როგორც გსურთ ისე დასვით, ამაში ვერავინ შემოგედავებათ!

კარგი იქნებოდა, ეს "მითხრეს" მიუთითოთ ზუსტად ისევე, იმავე სიტყვებით, როგორც ოფიციალურ პასუხებშია ჩაწერილი. დამიჯერეთ, ის ენა უფრო გასაგებია იურისტის თვის, ვიდრე თქვენი გადმოცემა.
იქნებ ამ "ლოდინის" (რაშიც თქვენი შეკითხვა მდგომარეობს) ალტერნატივა გამოიძებნოს კიდეც.

ჩხუბს ნუ ატეხავთ - რჩევის სახით მოგაწოდეთ.

უფლება, დაწეროთ ის, რაც გინდათ, უპირობოდ გეკუთვნით!!!

Posted by: d2d4 17 Apr 2021, 14:32
Правовед
მადლობა გამოხმაურებისთვის, წერილობითი პასუხი მოვითხოვე სკოლიდან, რომ მოვა დავწერ.

Posted by: d2d4 7 May 2021, 00:21
დღეს მომივიდა წერილი.

გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N *** საჯარო სკოლის არქივში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქ თბილისის N *** საშუალო სკოლის დირექტორის 1995 წლის 4 სექტემბრის N1 ბრძანების საფუძველზე , გიორგი გიორგაძე ჩაირიცხა აღნიშნული სკოლის პირველ კლასში და 2005-06 სასწავლო წელს მასზე გაცემულია საშუალო სკოლის ატესტატი.
რაც შეეხება თქვენ მიერ სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებას, ქალაქ თბილისის N *** საშუალო სკოლის დირექტორის 2006 წლის 5 ივნისის N 22 ბრძანებაში, არ არის სრულყოფილად ასახული თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელის მხოლოდ ინიციალი იკითხება: გიორგაძე გ. ), რის გამოც ვერ ვადასტურებთ თქვენ მიერ სრული საშუალო განათლების მიღების ფაქტს და მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავცეთ თქვენ მიერ მოთხოვნილი სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ცნობა.
* * *
ეს წერილი კი განათლების სამინისტრომ მომწერა

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113 ბრძანებით დამტკიცებული "ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის" მე-7 მუხლის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს. საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ;

გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.

Posted by: Правовед 7 May 2021, 15:43
d2d4
განათლების სამინისტრომ ივარჯიშა მჭერმეტყველებაში! ეს აკიდებული აქვს ქართველ ჩინოსნებს და აღარ ჩავეძიები თქვენ რა შეეკითხეთ. თუ კონკრეტული მოთხოვნა არ გქონდათ წაყენებული და "ცნობისმოყვარე" განცხადებით მიმართეთ, პრინციპში, გაჯობეს - მიეცით საშუალება და იმიტომ!
ეხლა მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლში ატესტატის მოთხოვნით. სკოლის წერილის ასლიც ჩააბარეთ. 35 ლარი დაგიჯდებათ. სამწუხაროა, რომ დაგაჯერეს და ამ "მითხრეს" დაემორჩილეთ, რომ დარეგისტრირებული თქვენი განცხადება უკვე არ არის წარმოებაში.

უარი თუ გითხრეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვით, ის როგორც უფლებამოსილი ორგანო, გამოსცემს ადმინისტრაციული აქტს გიორგი გიორგაძის სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, ან მიიღებთ უარს!

უარის გასაჩივრებაც შესაძლებელია სასამართლოში, ეს თქვენს თავდაჯერებულობაზეა დამოკიდებული!

სამწუხაროდ ეს არის ხარკი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, როგორც თქვენი სკოლის კრეტინი დირექტორის გამო, ასევე იმ "იუსტიციაში მითხრეს" დამყოლი ასევე კრეტინი ოპერატორის გამო - განცხადება, ყველაფრისდა მიუხედავად, უნდა ჩაგებარებინათ!

დაიმახსოვრეთ! უწყებებში, დიდ კომპანიებში, მსხვილ დაწესებულებებში, სახელმწიფო სერვისების მომწოდებლებში, ბანკებში, კლინიკებში და მსგ. ნუ ელით რაიმე თანაგრძობას, დახმარებას - ქვეყანა არის იმდენად გახრწნილი, თავიდან მოშორების მცდელობა არის იმპერატივი. გაგიმართლათ, რომ ხართ "გრინ კარტა" მოგებული ახალგაზრდა და აღარ გექნებად მყრალ და უგვანო გარემოში ყოფნის იძულება!

Posted by: d2d4 7 May 2021, 18:13
QUOTE (Правовед)
ეხლა მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლში ატესტატის მოთხოვნით. სკოლის წერილის ასლიც ჩააბარეთ. 35 ლარი დაგიჯდებათ. სამწუხაროა, რომ დაგაჯერეს და ამ "მითხრეს" დაემორჩილეთ, რომ დარეგისტრირებული თქვენი განცხადება უკვე არ არის წარმოებაში.

იუსტიციაშიც ჩაბარებული მაქვს 35 ლარიც გადავიხადე, მაგასაც ველოდები პარალელურად.

Posted by: Правовед 7 May 2021, 21:37
d2d4
სამწუხაროდ, მიუთითოთ ქრონოლოგიურად დაწყობილი და ლოგიკურად გამართული გარემოებები, ეს მხოლოდ შეკითხვის ავტორის სურვილზეა დამოკიდებული. თუ მოკლებული ვარ გარემოებების სრულად გაცნობას, თქვენ თუ არ მოიხსენიეთ, ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით აღვიქვამ.
ნუ მაქსიმუმ ალბათობებს გავსდიო - მე ვერ გაიძულებთ დაწვრილებითი ინფირმაციის მოწოდებას.

Posted by: otherrr 19 May 2021, 15:40
თუ უარი მოგივათ სრული ზოგადი განათლების ფაქტის აღიარება დაგჭირდებათ სასამართლოს გზით...
დეტალებით თუ დაინტერესდებით პმ

Posted by: gig@@@ 23 Jan 2023, 07:59
ადესტატზე მეც მაენტერესებს

დავკარგე ადესტატი

სკოლა დავამთავრე 20 წლის წინ 2003 წელს

დღეს მჭირდება ადესტატი რომელიც გაცემულია 2003 წელს

მაგრამ სკოლა რომელიც დავამთავრე დღეს აღარ არსებობს გაუქმებულია ( სააკაშვილის დროს მინიმუმ 10 სკოლა დაიხურა გაუქმდა თბილისში მაშინდელი განათლების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას დროს 2007 - 2008 წლებში )

სკოლის დირექტორი უკვე პენსიაშია გასული ან ვაბშემდაც გარდაცვლილია ასევე მასწავლებლების უმეტესობა

ვერ ამტკიცებ რომ ამ და ამ სკოლაში სწავლობდი რა უნდა ქნას ადამიანმა ? სააქიოში ჩააკითხოს დირექტორს ? biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)