მურაკამი-ვერასდროს ვუთანაგრძნობ მაგის გმირებს. რაც წამიკითხავს სულ ცხოვრების სიცარიელე აწუხებთ. დალოცვილო, თუ ეგეთი დალხინებული ხარ რომ მოწყენილობისგან თავს იკლავ, ცოტა გაიხედ-გამოიხედე, რამდენი გაჭირვებულია, პატარა ხელი წაახმარე ვინმეს და ცხოვრებაც შეივსება
პრევოს მანონ ლესკო-ტიპი რო საკუთარი შეყვარებულის სუტენიორია და თან თავს გაცოდებენ თავისი ტანჯული სიყვარულით, ეგაა მარაზმი. ამეშალა ნერვები და მალევე მოვისროლე
ნუ, კოელიო და ბარნოვი წერია უკვე ზემოთ. ერთი თითქოს რაღაცის გამხელას აპირებს და მაგ იმედით გადიხარ ბოლომდე, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგებ რაშია საქმე, მაგრამ ბოლოს გატუტუცებული რჩები. მეორე კი ძაან არქაული და გადაჩუქურთმებულია.
და შარლ დე კოსტერი რატომ უნდა შედიოდეს საბავშვო ბიბლიოთეკაში, ან საერთოდ ბიბლიოთეკაში