1) ფასი უნდა იყოს კარგი - ერთი ჰოსტინგი იყო 3 ლარად იძლეოდა
ნუ მერე ის მოხდა რაც ყველა იაფ ჰოსტინგს მოუვა, უბრალოდ გაფუჭდა. ხალხს ხან რისთვის უთიშავდნენ ჰოსტინგს და ხანაც რისთვის. მე ტესტად ვიყიდე ჰოსტინგი მეთქვი ვნახავ როგორია თქო და მხოლოდ იმიტომ დამიხურეს, რომ თურმე დომენში სიტყვა "ტესტ" არ უნდა ეწეროს. ნუ საპპორტი აშკარად ადგილზე იფიქრებდა მიზეზებს თუ რატო გაითიშა ჰოსტინგი, აშკარად ან ვერ აუდიოდნენ ხალხს ან იმდენად ცოტა ფული შესდიოდათ, რომ ვეღარ გაქაჩეს. მოკლედ ნუ შეამცირებთ ფასს მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი იშოვოთ. თუ ჰოსტნოდე 1GB-ში ითხოვს ხუთ ლარს (მაგალითად რათქმაუნდა) მაშინ თქვენ 5 ლარად გაყიდეთ 2 GB, თქვენი რა მიდის.
2) 100% აპთაიმი ვერ გექნებათ და ნურც ნურავის შეპირდებით. არაუშავს თუ რამე ისე არ იქნება როგორც უნდა იყოს, მთავარია უაზრო შეცდომა აღიაროთ, და მომხმარებლები დაარწმუნოთ რომ ყველაფერი გამოსწორდება. ერთი იმელით მაინც.
3) გთხოვთ 24/7 საპპორტი გააკეთეთ. აშკარად საშინელებაა როცა გპირდებიან 24/7 საპორტს სანამ იყიდი პაკეტს და შემდეგ როცა მიწერ გეუბნებიან რომ ბილეთი გახსენი და იქ გიპასუხებენო. იმ ბილეთის პასუხს კი შეიძლება საათები დააგვიანდეს.
მოკელდ ამას თუ იზამთ შეიძლება 1 წელი რო გავა შემოგიერთდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ ჰოსტინგებს არ ვენდობი.
წარმატებები