საბერძნეთი
ჩვეულებრივი ანგარიში + სადებეტო ბარათი
ინტერნეტ და მობაილ ბანკი = უფასო
თანხის განაღდება ბანკომატიდან = უფასო
ბარათის მინიმალური დაზღვევა წელიწადში = 30 ევრო თუმცა შეგიძლია საერთოდ არ დააზღვიო
ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გაგზავნა თანხის = უფასო
ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე გაგზავნა თანხის = 1.20 ევრო
ანგარიშიდან სხვა ნებისმიერი ევროკავშირის ბანკში თანხის გადაგზავნა = 1.20 ევრო
ანგარიშიდან საქართველოს ნებისმიერ ბანკში თანხის ჩარიცხვა = 17.00 ევრო
ჩვეულებრივი ნაკრების საფასური = 0.60 ცენტი (1 თვეა რაც გადასახადი დააწესეს, აქამდე ესეც უფასო იყო)
პაკეტები = ჩვეულებრივი 0.60 ცენტი | სილვერი 1.50 | გოლდი 3.75 | პლატინიუმი 10.00
სამუშაო გრაფიკი
) = შაბათი და კვირა ყველა ბანკი დაკეტილია. სამუშაო დღეებში 08:00-დან 14:00 საათამდე. აეროპორტები და 24 საათიანი მომსახურეობები არაა.
სხვადასხვა მომსახურეობები თანხის შეტანა გამოტანა გადაგზავნა გადმოგზავნის გარდა მოქმედებს ჩაწერა. თუ არ ჩაეწერე ან ზარით ან ონლაინ არ მიგიღებენ, ნუ თუ კეთილი არ აღმოჩნდა ვინმე )))
თუ გოლდ ან პლატინიუმ ნაკრები არ გაქ ნაყიდი მაშინ სმს-ების მოსვლა გამოტანა შეტანა ჩარიცხვა გადარიცხვაზე ღირს თვეში 1 ევრო. თუმცა რასაც დავაკვირდი არც არავის აქვს სმს შეტყობინება ჩართული
ბანკომატი ბევრია თუმცა გაცილებით ნაკლები ვიდრე საქარველოში. ყველა მაღაზიასთან და აფთიქ სუპერმარკეტ ჰიპერმარკეთებთან გამორიცხულია ბანკომატები. ვერ ნახავ.
ჩასარიცხი აპარატები არ არსებობს, ნახავ მხოლოდ ფილიალებში. თანხის შესატანი აპარატები კი ბანკომატზეა მიმაგრებული მაგრამ არა ყველაზე.
ანგრიშის გახსნა მხოლოდ ჩაწერით (ონლაინაც გახსნი მაგრამ ევროკავშირის რეზიდენტი უნდა იყო) და მხოლოდ რეზიდენტი ან მოქალაქე. მესამე ქვეყნის მოქალაქე ვერ გახსნის თუ ბინადრობის ნებართვა არ აქვს.
ნებისმიერ შენს თანხის შეტანა გამოტანა გადახდა და ა.შ აკონტროლებს საგადასახადო. ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს შენი მონაცემები + ფინანსები
კომუნალურების გადახდის საკომისიო - ბანკს გააჩნია (ზოგან უფასოა ზოგან 0.25 ცენტია ზოგან 0.60 ცენტია)
მობილურზე ჩარიცხვა - არ არსებობს ონლაინ ბანკიდან
პ.ს ინტერნეტ მობაილ ბანკის დიზაინი, სერვისები ონლაინ, მომსახურეობა ფილიალში საქართველო 100 თავით წინაა.
იტალიასთან საბერძნეთთან და ესპანეთთან შედარებით ნუ რაც მე ვიცი. დღემდე ამ ქვეყნებში რამდენიმე ბანკში შეიძლება ცოცხალი რიგი დაგხვდეთ და რამდენიმე ბანკში ქაღალდის ნოემრი არ არსებობს, პლიუს ოპერატორების ნაკლებობა, პლიუს შეიძლება კრუასანს და ყავას მიირთმევდეს ოპერატორი და თან გემსახურებოდეს. ან იქით სხვა ოპერატორთან იჯდეს ყავას სვამდეს და სანამ არ დალევს მაქამდე გალოდინოს არა და უყურებ და ხედავ რომ ცალია მაგრამ არა უნდა დალიოს ))))
პლიუს ბანკომატები ჩასარიცხი აპარატები თვითონ ფილიალები გაცილებით მეტია საქართველოში.
ონლაინ ჩათი ხომ არ არსებობს ამ ქვეყნებში, არსებობს თუმცა რაც არ უნდა მიწერო, ელემენტარული რო მიწერო რამდენია საკომისიო გადასახადი ელექტოენერგიაზე ეგრევე რობოტებივით ფილიალის ნოემრს გაძლევენ აქ დარეკეო, რა ჩემ ფეხებად გინდა მაშინ ჩათი.
24 საათიანი ხომ არაფერი არაა ამ ქვეყნებში, ბანკზე ზედმეტია საუბარი. მოკლედ კიდე ათასი დეტალია. ნუ გადასახადებით, საკომისიოებით, %ბით გვჯობია ევროპა გაცილებით ნაკლებია გადასახდელი, თუმცა დანარჩენის მხრივ 100 თავით წინ ვართ )))) ნუ ბანკებს ვგულისხმობ )
This post has been edited by TiPouPote on 22 Mar 2024, 20:18