#52775327 · 25 May 2018, 01:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის კლავიატურის ენის შეცვლა კლავიშებით Alt+Shift მოუხერხებელია. ერთდროულად ორი კლავიშის დაჭერა მიწევს. თან ხანდახან კლავიატურის შეცვლის მერე ტექსტზე დაკლიკებაა საჭირო, რომ ისევ გავაგრძელო ბეჭდვა. ალბად ბევრს აწუხებს ეს პრობლემა. ალტერნატივა, რასაც ვინდოუსი გვთავაზობს, გაუმართლებელია. არც Caps Lock ის გაუქმება მაწყობს და არც ~ ის.
ამ დროს რა კარგი იქნებოდა ეს ფუნქცია რომელიმე უსარგებლო კლავიშს რომ დაევალოს. კერძოდ, Scroll Lock ს. თან ამ კლავიშს ინდიკაციაც აქვს. ქართულზე ანთებული იქნება, ინგლისურზე ჩამქრალი. ან პირიქით. პროგრამისტებო, იქნებ მოიფიქროთ რაიმე საშუალება; ან რეესტრში ცვლილების შეტანა ან პატარა პროგრამა, რომ ეს იდეა განხორციელდეს?
--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
|