forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (79) « პირველი ... 76 77 [78] 79   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გადასახადები FAQ, მხოლოდ ამ თემაში
devid5
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 114
წევრი No.: 226168
რეგისტრ.: 19-November 16

გამოგზავნილია: 21 May 2018, 14:34  #52753249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
pytgon
მადლობა დახმარებისთვის
SoullessMachine
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 228771
რეგისტრ.: 3-February 17

გამოგზავნილია: 29 Aug 2018, 23:53  #53339355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმემ ხომ არ იცით, მინა-ბამბის შემოტანის შემთხვევაში იმპორტის გადასახადს დღგ ემატება? გაყიდვის მერე დღგ როა გადასახდელი ეგ ვიცი, თვითონ საბაჟოზე თუ იმპორტის გადასახადი 12%-ია, დღგ-ს ხარჯზე 32%-მდე თუ ადის?
qondara
თვით მე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1146
წევრი No.: 122967
რეგისტრ.: 26-October 10

გამოგზავნილია: 27 Sep 2018, 18:16  #53499873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
სსკ-ის 168 მუხლის გადასახადისგან გათავისუფლება 2 პუნქტის ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის მომსახურების გაწევა: ლ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა;

როგორ ფიქრობთ ეხება ეს კერძო საცურაო აუზს?


--------------------
ცოფიანი კანფეტების ახალი პარტია მივიღე
AnGurb25
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 9
წევრი No.: 239662
რეგისტრ.: 12-January 18

გამოგზავნილია: 11 Nov 2018, 10:33  #53758519      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არვიცი სდ უნდა დავსვა ეს კითხვა, მოგზაურებშიც დავსვი და აქაც დავსვამ. დარღვეული მაქვს თურქეთის უვიზო სამი თვის ნაცვლად ერთი წელი აქ ვარ, ეხლა მინდა წამოსვლა, უნდა წმოვიდე თვითმფრინავით რადგან ფეხმძიმედ ვარ და ავტობისით ვერ ვიმგზავრებ,თორემ სარფის საზღვრის ამბები ვიცი რა და როგორ იქნება იქ. რაც შეეხება ეხლ აეროპორტს, აქაც მკითხავენ როგორც სარფში დეპორტი ჩამირტყან თუ ჯარიმა თუ პირდაპირ დამადეპორტებენ? დეპორტი არ მინდა ჯარიმის გადახდა მინდა.. და კიდევ შორი ქალაქიდან მოვდივარ სტამბულის გავლით იქნება ფრენა და შიდა ფრენისასვე გაირკვევა ეგ ამბები თუ აქედან ჩვეულებრივად ჩავფრინდები სტამბულში და მერე იქ გაირკვევა?
pipojan
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 163
წევრი No.: 226341
რეგისტრ.: 24-November 16

გამოგზავნილია: 16 Nov 2018, 22:24  #53789150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
qondara
სპორტის წრეებს ეხება ეგ გათავისუფლება, მაგ. ცეკვის ანსამბლი, რამე სპორტული გუნდი, აუზზე თუ წყალბურთელებისთვის ან რავი მოცურავეებისთვის დაქირავებული თუ გყავს ტრენერი რომელიც ამზადებს მომხმარებლებს კონკრეტულ სპორტში, აქდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-თი, მაგრამ თუ პროსტა აბონიმენტებს ყიდი ვინც პროსტა საცურაოდ დადის, ეგ არარის გათავისუფლებული. ორივე სახის საქმიანობა თუ გექნება გაიმიჯნება ოპერაციები, და პირველ შემთხვევას როგორც გათავისუფლებულს ისე დაადეკლარირებ.


--------------------
All's well, that ends well =)
qondara
თვით მე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1146
წევრი No.: 122967
რეგისტრ.: 26-October 10

გამოგზავნილია: 19 Nov 2018, 15:13  #53802378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
pipojan

სერთიფიცირებული ტრენერები (ინსტრუქტორები) მყავს და ბავშვებს ასწავლიან ცურვას, ვინც კარგად ცურავს შეჯიბრებზეც გაყავთ.
mindo90
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 292
წევრი No.: 245756
რეგისტრ.: 1-October 18

გამოგზავნილია: 27 Jan 2019, 21:20  #54132898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი კითხვა მაქვს....ვალების განულებასთან დაკაბშირებით.....ჯერ განულდა ყველა თუ ეტაპობრივად ხდება ეს.....ვალი.გე ზე კიდე ჩანს მიმდინარე ვალდებულებები......
tata_tato
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 94276
რეგისტრ.: 23-June 09

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 22:08  #54254486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, იქნებ ვინმემ იცოდეს ზუსტად და დამეხმაროთ. 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის შემთხვევაში რომ არ მოხდეს დეკლარირება, შემოსავლების სამსახური დამაჯარიმებს?
ზოგადად პრაქტიკა როგორია, რამდენად მოწმდება მსგავსი შემოსავლები? ან დეკლარირების დროს ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის მაგივრად სხვა თანხა რომ
დავაფიქსირო მსგავსი ფაქტების გადამოწმება თუ ხდება. ყიდვის დროს ძალიან მცირე თანხა იყო მითითებული ხელშეკრულებაში, მაგრამ გაყიდვის დროს ზუსტი თანხის ჩაწერა გახდა საჭირო და რეალურად არარსებულ შემოსავალზე მიწევს გადასახადის გადახდა. ეხლა ხელშეკრულებაში თანხას ვეღარ ჩავასწორებ.
flameboy
SSD powered!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 890
წევრი No.: 106803
რეგისტრ.: 7-December 09

გამოგზავნილია: 11 Apr 2019, 01:39  #54493954      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ საზღვარგარეთიდან (უცხოური კომპანიისგან) ჩამერიცხა მომსახურეობის საფასური ბანკის ანგარიშზე და უნდა გადავიხადო რამე???


--------------------
____
ახალციხის პიურე მოზილე ჟღვანტ თან ფანჯარაში გადაძვერ გადმოძვერი
მერე ულტრასონიკპორტალურ ფანჯარაში პიურის ჭყლეტვის ჩემპზე გადაძვერი და შრეკის ჰალილუიაჰჰჰ იმღერე
______________________________

black is always elegant კი არა გადააბრუნე ვერ ხედავ მიიწვა
Top-Gun
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4745
წევრი No.: 81815
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 11 Apr 2019, 10:07  #54494426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
flameboy
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის 1 ნაწილის "ფ" ქვეპუნქტის მიხედვით:
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;

შემოსავალი საქართველოში არსებული წყაროდან არის თუ არა მიღებული განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლით:
ლინკი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043...publication=146

შესაბამისად, რომ დაადგინო გიწევს რაიმეს გადახდა თუ არა, უნდა ნახო შენი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი განეკუთვნება თუ არა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულს, ანუ უნდა შეამოწმო 104-ე მუხლი. თუ არ ჩაჯდება 104-ე მუხლში და ამასთან ხარ საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, მაშინ შენი შემოსავალი გათავისუფლდება და არ მოგიწევს გადასახადის გადახდა.

პ.ს. მხოლოდ იმიტომ, რომ საზღვარგარეთიდან ჩაგერიცხა თანხა არ ნიშნავს რომ არ არის საქართველოს წყაროდან მიღებული, ამიტომ კარგად უნდა ინახოს 104-ე მუხლი.


--------------------
+
pilo772
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12954
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 5 May 2019, 20:34  #54611341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეიგი გუშინ საქართველოს ფოსტით მივიღე წერილი შემოსავლების სამსახურიდან. მე პირადად დწერილიდან ვერაფერი ვერ გავიგე, მიტითებული არაა რაზეა საუბარი, რა უნდა გადავიხადო თუ საერტოდ რა ხდება ჩემს თავს.
წერილის შინაარსი ესაა, სიტყვასიტყვით, ორტოგრაფიული შეცდომების გათვალისწინებით!
QUOTE
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე სააფუძველზე თქვენი ნებისმიერი სხის ქონებაზე წარმოშობილი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია არაუგვიანეს შეტყობინების მიღების მომდევნოდღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის უფლება.
შეტყობინების გასაჩივრებ შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წერილობითი საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით

ადამიანურად გთხოვთ, გადამითარგმენთ ეს ქართულად...

აქვე დავამატებ! არ მაქვს აღებული არანაირი სესხი არც ერთი ბანკიდან, არ მაქვს ჩადებული არანაირი ქონება არანაირ ტავდებში არავისთვის, არ ჩავმდგარვარ თვდებში არც ერთი თეთრის გამოტანაზე არავის მიმართ. და საერთოდაც ვცხოვრობ სესხების და ეგეთების გარეშე.
აქვე არ მაქვს ძვირად ღირებული ქონებაც. სოფლად ჩემზე არის დარეგისტრირებული 40 მეასედი სასოფლო სამეურნეო მიწა და ასევე 3 მესაკუთრე ვართ მამის დანატოვარ სახლკარზე და მიწის ნაკვეთზე. რომლის ყველას ერთად აღებული (ჩემი წილიანად) ფასი არ აღემატება 20 000 ლარს.
მყავს 98 წლიანი სუბარუ ფორესტერი!!!!!

ხო და ამიხსენით გთხოვთ რა ხდება ჩემს თავს? რა დავაშავე?
ამ წერილის საიდენტიფიკაციო ნომერია 777777777


--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
GHOST91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 129
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 5 Jun 2019, 10:24  #54763353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (pilo772 @ 5 May 2019, 20:34 )
ესეიგი გუშინ საქართველოს ფოსტით მივიღე წერილი შემოსავლების სამსახურიდან. მე პირადად დწერილიდან ვერაფერი ვერ გავიგე, მიტითებული არაა რაზეა საუბარი, რა უნდა გადავიხადო თუ საერტოდ რა ხდება ჩემს თავს.
წერილის შინაარსი ესაა, სიტყვასიტყვით, ორტოგრაფიული შეცდომების გათვალისწინებით!
QUOTE
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე სააფუძველზე თქვენი ნებისმიერი სხის ქონებაზე წარმოშობილი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია არაუგვიანეს შეტყობინების მიღების მომდევნოდღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის უფლება.
შეტყობინების გასაჩივრებ შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წერილობითი საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით

ადამიანურად გთხოვთ, გადამითარგმენთ ეს ქართულად...

აქვე დავამატებ! არ მაქვს აღებული არანაირი სესხი არც ერთი ბანკიდან, არ მაქვს ჩადებული არანაირი ქონება არანაირ ტავდებში არავისთვის, არ ჩავმდგარვარ თვდებში არც ერთი თეთრის გამოტანაზე არავის მიმართ. და საერთოდაც ვცხოვრობ სესხების და ეგეთების გარეშე.
აქვე არ მაქვს ძვირად ღირებული ქონებაც. სოფლად ჩემზე არის დარეგისტრირებული 40 მეასედი სასოფლო სამეურნეო მიწა და ასევე 3 მესაკუთრე ვართ მამის დანატოვარ სახლკარზე და მიწის ნაკვეთზე. რომლის ყველას ერთად აღებული (ჩემი წილიანად) ფასი არ აღემატება 20 000 ლარს.
მყავს 98 წლიანი სუბარუ ფორესტერი!!!!!

ხო და ამიხსენით გთხოვთ რა ხდება ჩემს თავს? რა დავაშავე?
ამ წერილის საიდენტიფიკაციო ნომერია 777777777

დარეკეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე 032 2 29 92 99 ან მიმარტეთ შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებს


--------------------
ვაი დამარცხებულთ!
progresi
LAWYER


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8481
წევრი No.: 28503
რეგისტრ.: 17-January 07

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 15:54  #54793859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pilo772
გადასახადი გაქვს გადასახდელი და გადაუხდელობის გამო წარმოიშვა უზრუნველყოფა


* * *
flameboy
ანუ თუ სამუშაო შეუსრულე როგორც დასაქმებულმა მაშინ იმ კომპანიამ უნდა გადაიხადოს შენი თანხის 20 %
თუ როგორც მეწარმემ მაშინ გააჩნია მომსახურეობის სახეს და ტიპს
* * *
tata_tato
ანუ თუ გადაამოწმეს თავისთავად დაგაჯარიმებენ. ზოგადად აქამდე არ ეცალათ მაგის გადამოწმებისათვის. მე არ გამიგია ვინმე მაგაზე დაეჯარიმებიოთ
DoomDev
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 335
წევრი No.: 251370
რეგისტრ.: 30-June 19

გამოგზავნილია: 6 Jul 2019, 18:29  #54929623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა. მაინტერესებს ონლაინ აზარტულ თამაშებს ცალკე ლიცენზია ხომ არ სჭირდება? ზოგადად გადავხედე აზარტულ თამაშებზე ლიცენზიების ფასებს
და კონკრეტულად ონლაინ თამაშებზე რამე დამატებითი გადასახადები ხომ არ არის?


--------------------
[ 46, 124, 46].map(x => String.fromCharCode(x)).join("")
GHOST91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 129
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 13:25  #54995964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (DoomDev @ 6 Jul 2019, 18:29 )
გამარჯობა. მაინტერესებს ონლაინ აზარტულ თამაშებს ცალკე ლიცენზია ხომ არ სჭირდება? ზოგადად გადავხედე აზარტულ თამაშებზე ლიცენზიების ფასებს
და კონკრეტულად ონლაინ თამაშებზე რამე დამატებითი გადასახადები ხომ არ არის?

აღნიშნული თაობაზედ დამატებით დაუკავშირდით შემოსავლების სამსახურს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (79) « პირველი ... 76 77 [78] 79  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0320 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]