forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, და კარის სათვალთვალო ე.წ. "გლაზოკი"
nnn_lll
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 542
წევრი No.: 229995
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 18:53  #55198640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alonso
პირადი ცხოვრების უფლების დამცველობის თვალსაზრისით ამერიკის სამაგალითო ვარიანტად წარმოჩენა არასწორი იქნებოდა...
თუ
QUOTE
არანაირ მონაცემების დამუშავებას და შენახვას ჩემი სისტემა არ ახდენს.

მაშინ არ ექცევი კანონის რეგულირების სფეროში.
akkai
liverpool


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37083
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 22:46  #55199481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაღაც საინტერესო დასასრული უნდა ქონდეს ამ ისტორიას smile.gif


--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!

ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
alonso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18801
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 4 Sep 2019, 00:06  #55199810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nnn_lll
QUOTE
მაშინ არ ექცევი კანონის რეგულირების სფეროში.

ხო,ზუსტად ეგ მინდოდა რომ დაგეწერა, მადლობა. smile.gif
და კიდევ ერთი:
QUOTE
2.დ) მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

ამ განმარტებას კიდვ არაუშავს, იქიდან გამომდინარე, რომ გამოყოფილია მონაცემების შენახვა/დამუშავება.
მე ვხელმძღვანელობდი ამით:
http://csb.gov.ge/uploads/8585.pdf

მუხლი 13. საცხოვრებელი შენობის ვიდეო თვალთვალი 1. საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებისათვის აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება დასაშვებია მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის . 3. საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი . მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგ ი დაუშვებელია . 4. ვიდეო თვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

რადგანაც აქ საუბარია ზოგადად ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე. ორზე მეტი კომპონენტი კი (კამერა, ვიდეომონიტორი) უკვე სისტემაა და ამ განმარტებიდან გამომდინარე კანონდამრღვევად გამოვდივარ.


samuraisxmali

QUOTE
მოკლედ კამერა თუ აღმოგიჩინეს ან ვინმემ გიჩივლა, ჯარიმას დაგიწერენ.

კარგი, ვთქვათ ვიღაც ნაძირალამ (ვთქვათ გაზის ინკასატორმა) ნახა ჩემი კამერა და მიჩივლა.
შემდეგ რა ხდება? ჯარიმის გამოწერამდე ჯერ საჭიროა ფაქტის გადამოწმება და დადასტურება. გარე მხრიდან ეს შეუძლებელი, (იმიტომ რომ არაფრით განსხვავდება გლაზოკისგან), ანუ საჭიროა ბინაში შესვლა და ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება.
ბინაში ნებით არავის შევუშვებ!
ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ პოლიციის მიერ ბინაში შესვლა კანონიერია მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე სსკ-ს ფარგლებში. ეს ქეისი კი ეხება სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ კოდექსს.
მოკლედ ასეთი მტკიცებულებებით ვერანაირ ჯარიმას ვერ დამიწერენ. თუ რამე მეშლება იუზერი nnn_lll შეგვისწორებს




--------------------
Tell Alonzo I wanna make a deal
alonso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18801
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 5 Sep 2019, 20:20  #55207948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nnn_lll
მოდი ცოტა წინ წავიწიოთ ამ თემაში.
როგორც ადრე თავად აღნიშნე თუ სისტემა არ ახდენს მონაცემების შენახვა და დამუშავებას ის უკვე აღარ ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში.

შესანიშნავია.
გადავიდეთ შენახვაზე.

მაქვს ავტომატური ვიდეოჩამწერი მოწყობილობა რომელიც იწყებს ვიდეო ჩაწერას ბინის შესასვლელთან დამონტაჟებულ ზარის ღილაკზე დაჭერისას და წყვეტს ჩაწერას 5 წუთის შემდეგ. ავღნიშნოთ, რომ ამის მიზანია ვიცოდე ვინ იყო ჩემთან დღის განმავლობაში მოსული.

დავაფიქსიროთ, რომ ამ შემთხვევაში ვიდეოჩაწერის ინიციატორია ის ადამიანი ვინც დააჭირა თითი ღილაკზე და ამ მომენტში ის სრულად აცნობიერებს რომ სათვალთვალოს მეორე მხრიდან მას შეიძლება ვიღაც უყურებდეს და ამით მისი არანაირი უფლება არ ილახება, ხომ ასეა?
ვთქვათ ამ მომენტში ბინაში არ ვიმყოფებოდი, შემდეგ დავბრუნდი და ვნახე ჩაწერილი ვიდეომასალა.

ისმის კითხვა:
სად არის აქ კანონდარღვევა?

თუ რეალურ დროში ამ ადამიანზე ვიდეოდაკვირვება (თვალთვალი) აღარ ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში (ანუ ვთავისუფლდები იურიდიული პასუხისმგებლობისგან) რატომ უნდა მოექცეს თუ ჩაწერილ მასალას ვნახავ მაგალითად 4 საათის შემდეგ?



This post has been edited by alonso on 5 Sep 2019, 20:32
samuraisxmali
მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2169
წევრი No.: 77512
რეგისტრ.: 7-December 08

გამოგზავნილია: 7 Sep 2019, 13:21  #55215394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alonso
შუაში კი არა თავშია. მე გითხარი როგორცაა, შენ რაც გინდა ის ქენი. თუ გიჩივლეს უეჭველი დაგაჯარიმებენ.
alonso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18801
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 7 Sep 2019, 14:29  #55215635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
samuraisxmali
QUOTE
თუ გიჩივლეს უეჭველი დაგაჯარიმებენ.

რამდენჯერ უნდა დაწერო ერთი და იგივე?

რამე კონკრეტული არგუმენტი გაქვს იმის საწინააღმდეგოდ რაც დავწერე?

როგორც ვატყობ საერთოდ ვერ გაიგე რაზეა ეს თემა.

ზემოთ ავღნიშნე, რომ მაინტერესებს იურისტების აზრი.

შენ კი ისეთივე იურისტი ხარ როგორც მე კოსმონავტი biggrin.gif

არაა ეს ისე მარტივი საკითხი როგორც შენ გგონია, ასე რომ გაიარე რა...



This post has been edited by alonso on 7 Sep 2019, 15:10
nnn_lll
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 542
წევრი No.: 229995
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 8 Sep 2019, 00:32  #55217941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alonso

QUOTE
მაქვს ავტომატური ვიდეოჩამწერი მოწყობილობა რომელიც იწყებს ვიდეო ჩაწერას ბინის შესასვლელთან დამონტაჟებულ ზარის ღილაკზე დაჭერისას და წყვეტს ჩაწერას 5 წუთის შემდეგ. ავღნიშნოთ, რომ ამის მიზანია ვიცოდე ვინ იყო ჩემთან დღის განმავლობაში მოსული.

დავაფიქსიროთ, რომ ამ შემთხვევაში ვიდეოჩაწერის ინიციატორია ის ადამიანი ვინც დააჭირა თითი ღილაკზე და ამ მომენტში ის სრულად აცნობიერებს რომ სათვალთვალოს მეორე მხრიდან მას შეიძლება ვიღაც უყურებდეს და ამით მისი არანაირი უფლება არ ილახება, ხომ ასეა?
ვთქვათ ამ მომენტში ბინაში არ ვიმყოფებოდი, შემდეგ დავბრუნდი და ვნახე ჩაწერილი ვიდეომასალა.

ისმის კითხვა:
სად არის აქ კანონდარღვევა?

პრინციპში, თუ იცის და თანახმაა აქ არ დაირღვევა მისი უფლება, მაგრამ სამწუხაროდ არაა ადმინისტრაციული სამართალი მით უმეტეს ქართული ისეთი აკურატული, როგორც სისხლი, სადაც შენი მსჯელობა სავსებით რელევანტური იქნებოდა. თუმცა, უფლებების პერსპექტივიდან მოგყვები მაგ მსჯელობაში, ვერ ვხედავ დარღვევას.
QUOTE
თუ რეალურ დროში ამ ადამიანზე ვიდეოდაკვირვება (თვალთვალი) აღარ ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში (ანუ ვთავისუფლდები იურიდიული პასუხისმგებლობისგან) რატომ უნდა მოექცეს თუ ჩაწერილ მასალას ვნახავ მაგალითად 4 საათის შემდეგ?

რეალურ დროში მონიტორინგზე რომ ამბობ, ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ რა არის სწორი და რა არასწორი, რა იქნებოდა გამართლებული ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, და სად მივანიჭოთ თავისუფლებას პრივილეგია. კანონის თანახმად, ინსპექტორს არც მაგ შემთხვევაშიც არ გაუჭირდება შენი დაჯარიმება და უპრობლემოდ დაგისაბუთებს. თუმცა, მე ვფიქრობ რომ არასწორია/
რაც შეეხება 4 საათის მერე ნახვას, აქ უკვე ცალსახად გვაქვს მონაცემების შეგროვება, გამოყენება, რითიც შეიძლება შეილახოს პირის უფლება/
თუ რატომ შეიძლება შეილახოს ეს ვრცელი საკითხია და ასე პრინციპის დონეზე რთული იქნება უნიფიცირებული აზრის ჩამოყალიბება ყველა მსგავს შემთხვევაზე.
alonso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18801
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2019, 10:01  #55218667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nnn_lll
მადლობა პასუხებისთვის.
ცხადია უკვე მიხვდი როგორია ჩემი ტაქტიკა ამ თემაში, აპროქსიმაციულად ვუახლოვდები ამ თემის კულმინაციას: 24/7-ზე ჩაწერა გლაზოკში ჩადგმული კამერით.
QUOTE
კანონის თანახმად, ინსპექტორს არც მაგ შემთხვევაშიც არ გაუჭირდება შენი დაჯარიმება

ეს შესაძლებელი იქნება ერთადერთ შემთხვევაში: თუ მე თავად გავავრცელებ ჩანაწერს რითაც დავადასტურებ უკანონო ჩაწერის ფაქტს! ყველა დანარჩენ შემთხვევაში საჭიროა მტკიცებულება, მტკიცებულება კი იმყოფება ჩემს პირად სივრცეში, რომლის შელახვის უფლებაც ინსპექტორს არ აქვს!
ჩნდება კითხვა: რა აზრი აქვს კანონს რომლის სრულად აღსრულების მექანიზმი არ არსებობს - თეორიულიც კი, რადგან ეს დაკავშირებულია ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებების დარღვევასთან.


ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა წინააღმდეგობა მოიხსნება თუ მას განვიხილათ სრულიად სხვა ჭრილში.
ჩემი პოზიცია ასეთია:

1.კარის სათვალთვალოთი დაკვირვება ესაა კლასიკური ფორმა დაკანონებული ფარული თვალთვალის!

ასეთი თვალთვალი დაკანონებულია იმიტომ რომ სივრცე რომელიც გარე მხრიდან ესაზღვრება კარს არის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანი ზონა ამ ბინის მფლობელისთვის, (სათვალთვალოს გარეშე შეიძლება ვიღაც ჩაგისაფრდეს და კარის გაღების მომენტში ძალადობრივი გზით შემოიჭრას საცხოვრებელში) ანუ აქ ინდივიდის უსაფრთხოების საკითხი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე საჯარო სივრცეში ვინმეს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი.

2.რადგანაც საცხოვრებლის შესასვლელთან ისედაცაა დაკანონებული თვალთვალი (ყველა ხედავს რომ კარში სათვალთვალოა ჩადგმული) არანაირი საჭიროება არ უნდა არსებობდეს დამატებით გაფრთხილების (გამაფრთხილებელი სტიკერების მიკვრის და ა.შ.)

3.იურიდიული თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს რა ტექნოლოგიური მეთოდებით ხორციელდება კანონიერი ფარული თვალთვალი, იქნება ეს ოპტიკური თუ ოპტო-ელექტრონული. (ვიდეოკამერა) შესაბამისად კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული ყველა ასეთი მეთოდით მიღებული ვიდეოჩანაწერებიც.

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის მუხლი 13. საცხოვრებელი შენობის ვიდეო თვალთვალი-ის ყველა პუნქტი უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე რომელიც არ ხვდება საცხოვრებლის კარის სათვალთვალოს ხედვის არეში.

მაგალითისათვის ვინმემ რომ მოინდომოს შესასვლელი კარისგან მოშორებულ ბეტონის კედელში ბოროსკოპის (იგივე გლაზოკია მილიმეტრის ზომის ობიექტივით, ოღონდ დიდი სისქის კედელზე გათვლილი) ჩადგმა ეს უკვე ნამდვილად უკანონო ფარული თვალთვალი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობა არ არის ვიდეოკამერა და ფორმალურად კანონი ამ საკითხს არ არეგულირებს.


* * *
რეზიუმეს სახით მინდა დავაფიქსირო, რომ ყველა სახის თვალთვალის იურიდიულად დაკანონება კარიდან 3-5 მ-ის რადიუსში (რეალიზებული ამ კარის მფლობელის მიერ) იქნებოდა სავსებით გამართლებული პირად უსაფრთხოებასა და პერსონალური მონაცემების დაცვას შორის ბალანსის კუთხით. საინტერესოა როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში.

This post has been edited by alonso on 8 Sep 2019, 10:40
samuraisxmali
მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2169
წევრი No.: 77512
რეგისტრ.: 7-December 08

გამოგზავნილია: 9 Sep 2019, 12:24  #55223495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alonso
მე იურისტიც ვარ და პერსონალურ მონაცემებზეც ვმუშაობ (დაცვაზე). შენ კოსმონავტი ნამდვილად არ იქნები. წავიდა ეს თემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან.
alonso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18801
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 10 Sep 2019, 09:16  #55227122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
*******************************************************************************************************************************************************
samuraisxmali
lol.gif facepalm.gif

This post has been edited by alonso on 10 Sep 2019, 09:25
SONATA25
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 48
წევრი No.: 252126
რეგისტრ.: 12-August 19

გამოგზავნილია: 10 Sep 2019, 09:52  #55227212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტიპები რაზე მსჯელობენ, რა გლაზოკი, მიშას დროს ოფიციალურად იყო კამერები დაყენებული საძინებლებში... ვაი ვაო, უსაქმური კაცი მახათას............. იყრიდაო
alonso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 434
წევრი No.: 18801
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 12 Sep 2019, 20:15  #55239122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
samuraisxmali
რა ქენი მიაწოდე ამ თემის ლინკი ინსპექტორს?
თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებია დაბეჯითებით გირჩევ გააკეთო ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ.
QUOTE
შენ ისეთ რაღაცას იძახი რომ ადამინისთვის თვალით შეხედვა და ტელეფონის კამერის მიშვერა ერთი და იგივეა თითქოს, რაც აფსურდია.

დიახ, ერთი და იგივეა, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირობის გათვალისწინებით!
ეს რომ ნამდვილად ასეა მე დავამტკიცებ ელემენტარული ლოგიკით.

დაუშვათ სათვალთვალო გლაზოკით ვნახე, რომ ვიღაცეები ორალური სექსით არიან დაკავებული ჩემი ბინის კართან.
ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ ამ შემთხვევაში მათი პერსონალური მონაცემების არანაირი ხელყოფა არ ხდება.

მეორე შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ ვნახე ზუსტად იგივე სცენა ჩაწერილი DVR-ზე,
ოღონდ ყურადღება! ნახვის შემდეგ ეს მასალა წავშალე!

ხომ ამტკიცებ იურისტი ვარ და პერსონალური მონაცემების დაცვაზე ვმუშაობო?
გაქვს შანსი ეს დაამტკიცო, დაფიქრდი და მიპასუხე:
იურიდიული თვალსაზრისით რა სხვაობაა ამ ორ ფაქტს შორის?
ანუ გარკვეული დაყოვნებით ვნახე ის მასალა, რისი ნახვაც ისედაც შემეძლო ოპტიკური სათვალთვალოთი ბინაში რომ ვყოფილიყავი იმ დროს როცა ეს ამბავი ხდებოდა. კონკრეტულად სად ჩანს აქ ვინმეს პერსონალური მონაცემების დაცვის ხელყოფის ფაქტი?

მათი პერსონალური მონაცემების დაცვა შეილახებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩაწერილ მასალას გამოვიყენებდი არამართლზომიერად! (მაგალითად ავტვირთავდი იუთუბზე, დავუძახებდი მეგობრებს და ვაყურებინებდი და ა.შ.)

შესაბამისად დასჯადი და კანონსაწინააღმდეგო უნდა იყოს ჩაწერილი მასალის არამართლზომიერად გამოყენება (გავრცელება) და არა თავად ჩაწერა!
ამაზეა სწორედ ეს თემა!

ეს იმას გავს კანონით აკრძალო ჩაქუჩის გამოყენება იმის გამო, რომ ჩაქუჩით შესაძლებელია ვინმესთვის თავის გახეთქვა.



This post has been edited by alonso on 12 Sep 2019, 20:16
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0293 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]