ცხოველები თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ბოლო დროს ძაან მაწუხებს ეგ საკითხი. პრინციპში სუ მაწუხებდა.
ჩემი აზრით ყველაზე ურბანული ცხოველი კატაა. კატის მოშორება ურბანული სივრცეებიდან გაუმართლებელია და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, იმიტო რო კატა საკმაოდ მოქნილი ცხოველია, შეუძლია ქუჩაში გადაადგილებაც, მწვანე სივრცეებშიც კარგად გრძნობს თავს, ხეზე ასვლაც შეუძლია და სარდაფებში მოკალათებაც, სახურავებზე ასვლაც და ა.შ. ასე რომ ურბანული სივრცეები მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
მეორე მიზეზი, თუ რატომ მიმაჩნია კატა ყველაზე ურბანულ ცხოველად, არის ის რომ კატა მონადირეა, შეუძლია მღრღნელების და ფრინველების მონადირებაც და საკუთარი თავის გატანა.
კატის ამოღება ურბანული სივრციდან არც კი შეიძლება, რადგან ამ ქალაქს მღრღნელები გადაჭამენ, კატა კი ამ ურბანულ ეკოსისტემას ერთგვარად აბალანსებს. მღრღნელები ყველა ქალაქის დიდი პრობლემაა, მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში ეპიდემიებიც კი გამოუწვევია ამ ფაქტს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეც კი შეუწირავს. ასე რომ კატები ქალაქში საჭიროა
ნიუ-იორკში ვირთხების პრობლემა დღესაც უმწვავესია, ქალაქს დღემდე უჭირს გაუმკლავდეს მილიონობით ვირთხას (32 000 000 ვირთხა)
ახლა რაც შეეხება ძაღლს. ძაღლი ბევრად უფრო საცოდავად გამოიყურება ურბანულ სივრცეში. არ არის მოქნილი და არ შეუძლია კატასავით ხეებზე ასვლა, სარდაფებში ან სახურავებზე ძრომიალი, არ მიუწვდება ხელი სივრცეებზე. მხოლოდ ეზოებში, ქუჩებში, პარკებში და სკვერებში შეუძლია ბინადრობა და გადაადგილება.
ძაღლს ქალაქის პირობებში არ შეუძლია საკვების მოპოვება, ნადირობა ან რამე. მისი მაქსიმუმია ნაგავში ქექვა და ნაგვის ჭამა, ასევე კეთილი ადამიანების მიერ მიწოდებული მწირი საკვების მიღება.
ძაღლი არის დამბინძურებელი ქალაქის (ცხადია, ქუჩის ძაღლებზე ვსაუბრობ და არა შინაურ ცხოველებზე), მისი შარდის და განავლის სუნადაა აყროლებული ეს ჩვენი საწყალი ქალაქი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ტროტუარებზე, ქვაფენილებზე, სკვერებში ძაღლის განავალს, რაც უკიდურესად უსიამოვნო და დამამცირებელია ნორმალური ადამიანური ცხოვრებისათვის, მით უმეტეს ტურისტების თვალში საშინლად ჩანს.
ტურისტების უმრავლესება უჩივის თბილისში ქუჩის ძაღლების პრობლემას, ყველა უკმაყოფილოა ამით. თბილისზე ბევრ კარგს ლაპარაკობენ (საკვები, ხალხი, ძეგლები) და თუ უარყოფითი აქვთ სათქმელი, პირველ რიგში ესაა ქუჩის ძაღლების პრობლემა და ამას უამრავი ტურისტი ძალიან ხაზგასმით ამბობს.
შემდეგი არგუმენტი, თუ რატოა ძაღლი თბილისის (და ნებისმიერი ქალაქისთვის) შეუფერებელი, ისაა რომ კატისგან განსხვავებით ძაღლი აკუსტიკური დამაბინძურებელიცა, მთელი ღამე ისმის ყეფა, ღრენა, ჩხუბი, რაც საშინლად დამთრგუნველი და გამაღიზიანებელია.
კიდევ არის ერთი ფაქტორი: ველოსიპედები და მოპედები. თანამედროვე ქალაქი ორიენტირებულია საზ. ტრანსპორტზე, ველოებზე და სხვა ორბორბლიანებზე და ფეხით მოსიარულეებზე. ყველამ ვიცით რა რეაქცია აქვთ ძაღლებს ველოებზე და მოპედებზე, ქმნიან უკიდურეს საფრთხეს და ჩემი თვალითაც ბევრჯერ მაქვს ნანახი თუ როგორ შეიქმნა ძაღლების გამო უკიდურესად სახიფათო საავარიო სიტუაცია (მაგალითად მოპედს რო გაკიდებიან ძაღლები აგრესიული ყეფით და მოპედის მძღოლი რო ცდილობდა მათ მოგერიებას და საჭეს ვეღარ იმორჩილებდა).
თბილისში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ველოები, მოპედები და მოტოები, რაც ძალიან მისასალმებელია და მგონი ყველა თანამედროვე ქალაქი ამისკენაა ორიენტირებული, აკეთებენ ველობილიკებს, ცდილობენ ეკო ტრანსპორტი ასტიმულირონ და ამით ცოტა მაინც შეამცირონ ეკოლოგიის პრობლემა და საცობები (ორი უდიდესი გამოწვევა თანამედროვე ქალაქებისთვის). ხოდა ამ დროს თბილისი ჩარჩენილია რაღაც სიველურეში და ველოთი რო გახვალ ეგრევე ძაღლების ხროვა ზედ გაქვს აკიდებული
ძაან სამარცხვინო და სახიფათოა.
ამიტომ ძაღლი მიმაჩნია ყველაზე არაურბანულ ცხოველად, რომელიც ამოღებულ უნდა იქნას ურბანული სივრცეებიდან.
აქ ძირითადად როგორი განხილვებია იცით? ვინც ძაღლებს აპროტესტებს ქალაქში, იძახის მე ვერ ვიტან ძაღლებს და მოაშორეთო
ხოლო ვინც ეთანხმება ძაღლების არსებობას ქუჩებში (მე მიკვირს, მაგრამ ასეთებიც არსებობენ და საკმაოდ აგრესიულებიც არიან
) ისინი იძახიან მე მიყვარს ძაღლები და უნდა იყვნენ ქალაქშიო. მე ინფლანტილურად მიმაჩნია ორივე პოზიცია. მე მაქვს ასეთი შეხედულება (ჩემი სუბიექტური): მე მიყვარს ძაღლები და ამიტომ ისინი უნდა იყვნენ არა ქუჩაში, არამედ სახლებში ან თავშესაფრებში, სადაც ექნებათ საკვები, ჯანმრთელობა ექნებათ დაცული და არ მოუწევთ ქუჩაში ტანჯვაში სიბინძურეში ნაგავში ბინადრობა და მოქალაქეებისთვის უდიდესი დისკომფორტის და ხიფათის გამოწვევა.