forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (40) « პირველი ... 38 39 [40]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> > არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? IV
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3263
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 19 May 2019, 07:23  #54678774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gugaGve

არ არის დროის მიღმა მოვლენები. კაცი (ქრისტე) ამბობდა ღმერთმა მომცაო. ესეგი მართლა მისცა და სანამ მისცემდა ღმერთი, არ ჰქონდა მიცემული რაც მიეცა.
აძლევენ მას ვისაც არ აქვს! გინდ დროის მიღმაობა დაარწვით და გინდ დროის გადაღმა. wink.gif

lasha kakauridze

სახარება არ ასწავლის იმას რასაც შენ და შენი ეკლესია ამბობს. თქვენ ანაწევრებთ ქრისტეს, სახარება კი არ ანაწევრებს.
ქრისტეს ერთი ბუნება ქონდა სახარების თანახმათ — ადამიანური ბუნება. იცი რატო? იმიტო რო ქრისტე იყო ადამიანი — კაცი! როგორც დაწერა კიდეც მოციქულმა პავლემ გარკვევით:

“რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე”.

არცერთ მის მოწაფეს ან მოციქულს ერთხელაც არ უხსენებია მართმადიდებელი ეკლესიის მოგინილი სწავლება ქრისტეს ორი ბუნების შესახეფ, ანუ “ადამიანური და ღთვთაებრივი ბუნების მქონე ქრისტე”. თქვენ შექმნილი გყავთ სხვა ქრისტე, რომელსაც არ იცნობს ბიბლია! old.gif


--------------------
მეც ქრისტიანი ვარ (nodarie) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
Thats
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 876
წევრი No.: 207110
რეგისტრ.: 1-September 15

გამოგზავნილია: 19 May 2019, 13:14  #54679778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gugaGve
QUOTE
ბლეაად ?

ბლეად კი არა იმდენად აბსურდებს ბაზრობ რო შენი თანამოძმეც შეწუხდა და შენიშვნა მოგცა.
QUOTE
ერთი ღმერთია. სამივე ჰიპოსტაზი ძე ღმერთში იყო.

ანუ სამივე ჰიპოსტასზე აღსრულდა განკაცება? შეგიძლია მოიყვანო ამის დამადასტურებელი ან ბიბლიიდან ან რომელიმე წმინდა მამის ნაშრომიდან სადაც
საუბარი იყოს განკაცებაზე რომელიც აღსრულდა არა მხოლოდ ძეზე, არამედ სამივე გვამოვნებაზე.
QUOTE
ძე ღმერთს გადმოაბარა მამამ ადამიანთა ბედი და იმიტო მოვიდა ძე და არაა მამა

ამაზეა საუბარი. თუ ერთ მოქმედი, ერთ მნებელი და საერთოდ როგორც მართმადიდებლური სწავლება გვამცნობს სამების წიაღში მყოფნი არა ბუნებითდ არიან მხოლოდ ერთნი არამედ გვამოვნებითაცო, მაშინ რანაირად გამოდის ჰიპოსტასური ერთობა როდესაც ძე მოვიდა და მამა არა? თან ზედა პოსტში იძახი რომ მამაც და სულიწმინდა მასთან იყოო ახლა მპასუხობ ძე მოვიდა მამა არაო lol.gif
QUOTE
მამის სიტყვები იგივე ქრისტეს სიტყვებია ბიბლიის მიხედვით

ეს არ ნიშნავს რომ ამ ორ პირს შორის არსებობს თანასწორობა და ჰიპოსტასური იგივეობრიობა. მამა არც ძეა და მით უფრო არც სულიწმინდა. გამიჯნულია ეს სამი მკაფიოდ ბიბლიაში ერთმანეთისგან.
QUOTE
ქრისტე მამის სადიდებლადაა მამა ქრისტეს სადიდებლად ეს გაიაზრეთ

მაგრამ რატომღაც ყველა გადაწყვეტილებას მამა იღებს და მერე ესენი ასრულებენ. პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჰიპოსტასური ერთების მოძღვრება ბიბლიასთან. გარდა ამისა დამასკელი წერს შემდეგს: "ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, - თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. და თუ არ აქვს მამას რაიმე, არ აქვს იგი არც ძეს, არც სულს; მამის გამო, ესე იგი, მამის არსებობის გამო არსებობს ძე და სული; მამის გამო აქვთ ძეს და სულს ყოველივვ, რაც აქვთ, ესე იგი, - იმის გამო, რომ მამას აქვს ეს ყოველივე"
"
ფაქტია რომ მამა არ არის ძე, ძე არ არის მამა და სულიწმინდა არ არის ძე. ყველა სხვადასხვა ჰიპოსტასია და ამ სამიდან უპირატესი არის მამა. ბიბლიაშიც კი არსად წერია რომ სულიწმინდა კი არ მოავლენს მამას არამედ მამა მოავლენს სულიწმინდას, ან მამა სთხოვს სულიწმინდას, ან მამა სთხოვს ძეს დახმარებას და თხოვნას რატო მიატოვა. არამედ ძე იმყოფება მუდმივი თხოვნისა და ხვეწნის რეჟიმში. რაც თავისთავად მეტყველებს ძისა და სულიწმინდის არა მამა ჰიპოტასთან თანასწორობაზე არამედ უთანასწორობაზე.
QUOTE
დროის მიღმა მოვლენებია და მაგიტო ვერ ვიტყვი ქრისტე ქმბობს მომცაო მაგრამ დროის მიღმა მისცა სადაც არც წასულია არც აწმყო და არც მომავალი მოგეხსენება ღმერთი მატერია არაა

აქაც მამის უპირატესობა. მამამ მისცა და არა მამას მისცეს. მამა იძლევა, მამა მოავლენს, მამა აგზავნის, მამით აქვთ სიცოცხლე და არსებობა და ა.შ.
* * *
QUOTE
კი ბატონო სამივე ეცვა როგორ და როცა ჟამი მოვიდა ქრისტეს სიკვდილისა ჯერ მამა და სულიწმინდა გავიდა და შემდეგ ძე ღმერთი მაგრამ ქრისტეს როგორც ჰიპოსტაზის სული რჩება მიწაზე

წყარო მოიყვანე აბა ამის რო სამივე ჰიპოსტაზი ეცვა და მერე ჯერ მამა და სულიწმნდა გავიდა და შემდეგ უკვე ძე ღმერთი
ჯერ ესერთი ასე ცალცალკე როგორ გავიდოდნე როცა ჰიპოსტაზებს შორის არსებობს განუყოფლობა ანუ ვერ განყოფ, ვერ დაანაწევრებ, წმინდა მამები საუბრობენ ჰიპოსტაზურ ერთობაზეც გარდა ბუნებითობისა და არსისა. ეს განასხვავებს სწორედ ღვთაებრივ პირს ადამიანური პირისგან. სადაც გვაქვს ერთი ადამიანური ბუნება მაგრამ ამ ბუნების გამომხატველი უამრავი პირია და თან განსხვავებული. ჰიპოსტასებს შორის კიდევ არანაირი განსხვავება არ არისო. შენ კიდე სიმაღლის მიხედვით დააყენე და ისე გაიყვანე სათითაოდ. lol.gif ველოდები აბა ვინ რომელი წმინდანი ან თეოლოგი საუბრობს რომ ჯერ ის გავიდა მერე ისო და ბოლოს ძეც გაყვაო lol.gif
* * *
QUOTE
ჯვარზე როგორც უფალი ღმერთი გაეკრა რადგან სულიწმინდაც და მამაც ძესთან იყვნენ.

ღმერთი რანაირად ევნო ჯვარზე როცა ღმერთი არის უვნებო და ხელშეუხებელი ამიხსენი აბა?


"ამრიგად, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი - დაუსაბამო, შეუქმნელი, უშობელი, წარუწყმედელი, უკვდავი, საუკუნო, უსასრულო, გარეშეუწერელი, შემოუსაზღვრელი, უსასრულოდ ძლიერი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, წარუდინებელი, უვნებო"


წმ. ნიკოდომოსი ამბობს საპირისპიროს: "უფალი ევნო ჯვარზე, რათა გაენადგურებინა ცოდვა"

რომელი მიჰაქარავს ვინც იძახის რო უვნებოა თუ ვინც ამბობს რო ვნებულია lol.gif

This post has been edited by Thats on 19 May 2019, 13:23
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9026
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 20 May 2019, 00:37  #54683444      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაისი
QUOTE
სახარება არ ასწავლის იმას რასაც შენ და შენი ეკლესია ამბობს. თქვენ ანაწევრებთ ქრისტეს, სახარება კი არ ანაწევრებს.



როგორ შეგიძლიათ ადამიანი სახარებას კითხულობდეს და ღმერთად არ აღიარებდეს ....პატარა საბაბსაც კი არ გიტოვებს რომ ის დიდ მასწავლებლად ან წინასწარმეტყველი უწოდო .....მისი წაკითხვისას ორ ვარიანტს გიტოვებს ... ან დიდ სულელურ წიგნად უნდა ჩათვალო (რაც ათეისტებში ვხედავთ) ან დაუჯერო მაგ წიგნს და ქრისტე ღმერთად აღიარო....სხვა ალტერნატიულ საშუალებას არ გაძლევს ეს წიგნი და დაანებე თავი ხომ ხედავ შენ თავთან ძალადობ

აი როცა კითხულობ ახალ აღთქმას და მის სიდიადეზე, ყველგან მყოფობაზე, მამის და ძის ერთობაზე, და სხვა უამრავ მის ღვთაებრივ თვისებებს რომ კითხულობ აი ოდნავ მაინც არ გაგიელვებს იმის ეჭვი რომ იქნებ მართლა ღმერთია ქრისტე?


--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3263
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 20 May 2019, 01:05  #54683590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha kakauridze

საერთოთ არაა მასე როგორც შენ გგონია. შენ ისე კითხულოფ სახარებას რო მასში სამება ამოიკითხო და გგონია სხვებმაც შენნაირათ უნდა გაიგონ ეგ "დიდებული" წიგნი. facepalm.gif

არაა ორი ქრისტე სახარებაში არა. ტყუილათ ფართხალეფ. gigi.gif
drehzahlbegrenzer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 151
წევრი No.: 240842
რეგისტრ.: 20-February 18

გამოგზავნილია: 20 May 2019, 02:38  #54683917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ იყო, არ არის და არც იქნება.


უბრალო ადამიანი იყო, როგორც ჩვენ ყველა ვართ.
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3263
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 20 May 2019, 07:53  #54684225      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (lasha kakauridze @ 18 May 2019, 14:25 )
დაისი
QUOTE
რას ნიშნავს სიტყვები "ღმერთმა სიცოცხლე მისცა ძეს თავის თავში"?


ქრისტეს ადამიანურ ბუნებას მიეცა სიცოცხლე თავის თავში .....

ჯერ კარგად გაიაზრე რას ნიშნავს სიცოცხლე თავის თავში ....მაგრამ არ გაწყობს მაგის გააზრება

lasha kakauridze

მე გკითხეთ რას ნიშნავს სიტყვები "ღმერთმა სიცოცხლე მისცა ძეს თავის თავში"? შენ კიდე მპასუხოფ ჯერ კარგათ გაიაზრე რას ნისნავსო. დაწერე რას ნიშნავს და მერე გამოხატე უკმაყოფილება იმაზე კარგათ გავიაზრე თუ ცუდათ. gigi.gif
Agares
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 106
წევრი No.: 245744
რეგისტრ.: 30-September 18

გამოგზავნილია: 20 May 2019, 10:01  #54684596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Thats
QUOTE
აშკარად იკვეთება მამის უპირატესობა და აღმატებულობა ორივე ჰიპოსტასზე.

მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხზე არ დავობს, მამაა მიზეზი ძის შობისა და სულიწმიდის გამომავლობისა.
gugaGve
მამა ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი არ განკაცებულა, განკაცდა მხოლოდ ძე ღმერთი, მხოლოდ მან შეიძინა ადამიანური ბუნება და მხოლოდ მისი ადამიანური ბუნება ევნო, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა. ღვთაებრივი ბუნება უვნებოა.
Thats
QUOTE
ეს არ ნიშნავს რომ ამ ორ პირს შორის არსებობს თანასწორობა და ჰიპოსტასური იგივეობრიობა.

ჰიპოსტასური იგივეობა არ არის წინააღმდეგ შემთხვევაში ერთს მამა არ ერქმეოდა და მეორეს ძე, მაგრამ არსობრივი იგივეობა და თანასწორობა არის, როგორც წმინდა წერილი გვამცნობს:
თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე.
ფილიპელთა 2:5

პ.ს ღვთის მცნების "4. მოიხსენე დღე იგი შაბათთაჲ და წმიდა-ყავ იგი: ექუს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა." გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ ღმერთს.

მამამ დაადგინა ეს მცნება, ძე აუქმებს, ეხლა მშვინვიერი გონებით განვსაჯოთ ძე დიდია მამაზე? აი ასე უდგებიან საკითხს იეჰოვას მოწმეები მშვინვიერად, იმან წარმოგზავნა ე.ი დიდია წარმოგზავნილზე და წარმოგზავნილმა, რომ წარმომგზავნელის მცნება გააუქმა?
* * *
QUOTE
კი ბატონო სამივე ეცვა როგორ და როცა ჟამი მოვიდა ქრისტეს სიკვდილისა ჯერ მამა და სულიწმინდა გავიდა და შემდეგ ძე ღმერთი მაგრამ ქრისტეს როგორც ჰიპოსტაზის სული რჩება მიწაზე

რაღაც ახალ, აქნობამდე უცნობ, სახიფათო ერესთან გვაქვს საქმე.
ვინ სად გავიდა და გამოვიდა?
მამა ძეში ჰიპოსტასური სახით კი არა სულის მეშვეობით იყო და ძეც მამაში ზუსტად სულით ერთობით.
მამა ჩემშია და მე მამაში იმას კი არ ნიშნავს, რომ იჰვჰ იესოში ჰიპოსტასურად შევიდა ან პირიქით, არამედ სულით მყოფადობდა. ისევე როგორც მყოფადობს სხვა ნებისმიერ დანარჩენში.


--------------------
nomen mihi legio est
Thats
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 876
წევრი No.: 207110
რეგისტრ.: 1-September 15

გამოგზავნილია: 20 May 2019, 10:35  #54684774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Agares
QUOTE
ვინ სად გავიდა და გამოვიდა?

lol.gif lol.gif

* * *
იეჰოვას მოწმეები, ნაწილი XXXI (post #54630738)
ეს რო ვინმეს დასცინებს lol.gif facepalm.gif
ჯერ ხო ლაშა კაკაურიძემ უთხრა რეებს ბაზრობო მსგავსი არაფერი დაუწერიათ და უსწავლებიათ წმინდანებს და ახლა აგარესმა უთხრა აზრზე არ ხარ და რასაც იძახი უკვე ერესი და მკრეხელობააო lol.gif
* * *
QUOTE
ბლეაად ?

რა ბლეად უკვე ორმა შენიანმა მოგცა შენიშვნა. შენს ადგილზე მაგრად გამიტყდებოდა და ნიკს გავაუქებდი.
Agares
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 106
წევრი No.: 245744
რეგისტრ.: 30-September 18

გამოგზავნილია: 20 May 2019, 11:01  #54684921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Thats
QUOTE
უკვე ორმა შენიანმა

მე არავისიანი არ ვარ.
უბრალოდ ვიზიარებ ქრისტეს მიერ დაფუძნებულ სამოციქულო ეკლესიის სწავლებას და რაც ამ სწავლებას ეწინააღმდეგება იმას არა. აი სულ ეს არის.
Thats
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 876
წევრი No.: 207110
რეგისტრ.: 1-September 15

გამოგზავნილია: 20 May 2019, 11:10  #54684980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Agares
QUOTE
მე არავისიანი არ ვარ.
უბრალოდ ვიზიარებ ქრისტეს მიერ დაფუძნებულ სამოციქულო ეკლესიის სწავლებას და რაც ამ სწავლებას ეწინააღმდეგება იმას არა.

მაგ პონტში მოგიხსენიათ შენ და კაკაურიძე მისიანებად. იდეაში ისიც იზიარებს მაგრამ არ ესმის. თორემ შენ და ლაშა უფრო ჭკვიანები და გარკვეულები ხართ. გუგაგვეს როგორ შეგადარებთ givi.gif
atmismuraba
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 84
წევრი No.: 195603
რეგისტრ.: 23-December 14

გამოგზავნილია: 20 May 2019, 11:12  #54684993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

* * *
QUOTE
უბრალოდ ვიზიარებ ქრისტეს მიერ დაფუძნებულ სამოციქულო ეკლესიის სწავლებას და რაც ამ სწავლებას ეწინააღმდეგება იმას არა. აი სულ ეს არის.


ქრისტეს მიერ თუ საეკლესიო კრებებზე დამსწრე ადამიანების მიერ?

This post has been edited by atmismuraba on 20 May 2019, 11:13
Agares
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 106
წევრი No.: 245744
რეგისტრ.: 30-September 18

გამოგზავნილია: 20 May 2019, 11:51  #54685250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
atmismuraba
QUOTE
ქრისტეს მიერ თუ საეკლესიო კრებებზე დამსწრე ადამიანების მიერ?

საეკლესიო კრებებზე დამსწრე ადამიანების უმრავლესობა იყო და არის სწორედ ქრისტეს სამოციქულო ეკლესია, ვინაიდან უწყვეტ სულიერ და მენტალურ კავშირში არიან ქრისტესთანაც და პირველი ეკლესიის წევრ წმინდათა დასთანაც.

Thats
QUOTE
მაგ პონტში მოგიხსენიათ შენ და კაკაურიძე მისიანებად.

მე ჯერ არ ვარ ორთოდოქსი ქრისტეანი, ანუ ევქარისტულ კავშირში არ ვიმყოფები ამ ეკლესიასთან და არც მონათლული ვარ მართლმადიდებლური წესით, თუმცა ვიზიარებ ამ ეკლესიის სწავლებას, ვთვლი რომ აბსოლიტური და არა ნაწილობრივი ჭეშმარიტების მპყრობელია. ზოროასტრიზმის მიმდევარი გახლდით წარსულში.
Thats
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 876
წევრი No.: 207110
რეგისტრ.: 1-September 15

გამოგზავნილია: 20 May 2019, 11:57  #54685289      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

...........................................................
საინტერესო დებატებია..
atmismuraba
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 84
წევრი No.: 195603
რეგისტრ.: 23-December 14

გამოგზავნილია: 20 May 2019, 12:02  #54685323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვინაიდან უწყვეტ სულიერ და მენტალურ კავშირში არიან ქრისტესთანაც და პირველი ეკლესიის წევრ წმინდათა დასთანაც


ამის დამადასტურებელი გვაქვს რაიმე?
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: Agares
Topic Options Pages: (40) « პირველი ... 38 39 [40]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0275 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]