შენც არ გცოდნია თუ რა და როგორ იყო.
ისე, გაკვირვებული ვარ, თქვენ არ ცხოვრობდით იმავე ქვეყანაში რაშიც მე? თუ მოვლენებს არ ადევნებდით თვალს. ასე ამნეზია და აქ მახსოვს, აქ არ მახსოვს ამბავი, რავიცი, რავიცი...
აი ნამდვილი ისტორია:
"რუსთავი 2"-ის დაარსების ისტორია და პირველი დავა, რომელიც ბევრმა არ იცისრეზონანსი - იაგო ნაცვლიშვილი - 10.08.2015
არ ცხრება ვნებათაღელვა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარასკევს ტელეკომპანიის წილებსა და ქონებას ყადაღა დაედო, მეწილეებს ეკრძალებათ ტელეკომპანიის სახელით რაიმე ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში რაიმე ცვლილების შეტანა... სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო.
"მთელმა კვირამ" გადახედა "რუსთავი 2"-ის ისტორიას. ტელეკომპანიას ქონებრივი დავა პრაქტიკულად მისი დაარსების დღიდანვე აქვს. მის მიმართ ინტერესს არაერთი პირი გამოხატავდა და გამოხატავს დღესაც. არხის დაბრუნებისთვის დავას აპირებდა აწ-გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილიც, რომელმაც ტელეკომპანიის განვითარებაში თავისი კვალი დატოვა.
თუმცა ამბები "რუსთავი 2"-ის დაფუძნებაზე იშვიათად გასცდენია კიწმარიშვილისა და მისი კომპანიონების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სახელებს, არადა, მანამდე არხთან დაკავშირებით კიდევ ერთი დავა არსებობდა.
"რუსთავი 2"-ის დაბადება "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ ფიქრია ჩიხრაძის და მისი მეგობრების, თედო ისაკაძისა და ნიკო ნიკოლოზიშვილის სახელსაც უკავშირდება. როგორც ფიქრია ჩიხრაძე გვიყვება, მაშინ უნივერსიტეტის ყოფილი პრესკლუბელები თბილისში უკვე ფლობდნენ ტელეკომპანია "თამარიონს", რომელსაც ეთერში გასვლის პრობლემები შეექმნა. პარალელურად ტელეკომპანია "გამა%"-ს ფლობდნენ კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე, რომელიც მხოლოდ რუსთავში მაუწყებლობდა.
მხარეებს შორის შედგა მოლაპარაკება და ასე შეიქმნა "რუსთავი 2". თუმცა მალე ჩიხრაძე და მისი მეგობრები მოტყუებულები აღმოჩნდნენ. კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე მათ დაპირებული 50%-იანი წილის ნაცვლად მხოლოდ 25%-ს სთავაზობდნენ. საქმე სასამართლოში წავიდა, ჩიხრაძე და მისი მეგობრები სამწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ დამარცხდნენ და ბრძოლა შეწყვიტეს. ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ამ დავაში კიწმარიშვილსა და მის მეგობრებს "მოქკავშირის" მაშინდელი ლიდერი, ზურაბ ჟვანია უმაგრებდა ზურგს.
კიწმარიშვილ-აქიმიძე-დვალიდან ხალვაშამდე
ამის შემდეგ ტელეკომპანიის წილები თანაბრად განაწილდა კიწმარიშვილზე, აქიმიძეზე და დვალზე.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი ეროვნულ-სავაჭრო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. რამდენიმე თვეში კი არხის დირექტორი და 10%-ის მფლობელი ნიკა ტაბატაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხდება. ტაბატაძეს სამივე მეწილემ 3.33% დაუთმო.
ამ დროს იწყება არხის გაკოტრება, აქიმიძის და დვალის განცხადებით, ამაში კიწმარიშვილი მონაწილეობდა. "ნაცმოძრაობა" მათ წილების დათმობას სთხოვდა. "რუსთავი 2"-ის მფლობელების ხშირ-ხშირი ცვლა ამ პერიოდიდან იწყება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2004 წლის 16 ივნისს პაატა კარსანიძემ 100-100 ათასი დოლარის სანაცვლოდ შეიძინა აქიმიძისა და დვალის 30-30%-იანი წილები. მეორე დღეს კი მან წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 200 000 დოლარად გადაუფორმა. ქიბარ ხალვაშის კომპანია "პანორამამ" შეიძინა ეროსი კიწმარიშვილის წილიც 50 000 დოლარად და ნიკა ტაბატაძის 10%-იც სიმბოლურ თანხად - 200 ლარად. ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო.
ცხრება ვნებათაღელვა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარასკევს ტელეკომპანიის წილებსა და ქონებას ყადაღა დაედო, მეწილეებს ეკრძალებათ ტელეკომპანიის სახელით რაიმე ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში რაიმე ცვლილების შეტანა... სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო.
"მთელმა კვირამ" გადახედა "რუსთავი 2"-ის ისტორიას. ტელეკომპანიას ქონებრივი დავა პრაქტიკულად მისი დაარსების დღიდანვე აქვს. მის მიმართ ინტერესს არაერთი პირი გამოხატავდა და გამოხატავს დღესაც. არხის დაბრუნებისთვის დავას აპირებდა აწ-გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილიც, რომელმაც ტელეკომპანიის განვითარებაში თავისი კვალი დატოვა.
თუმცა ამბები "რუსთავი 2"-ის დაფუძნებაზე იშვიათად გასცდენია კიწმარიშვილისა და მისი კომპანიონების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სახელებს, არადა, მანამდე არხთან დაკავშირებით კიდევ ერთი დავა არსებობდა.
"რუსთავი 2"-ის დაბადება "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ ფიქრია ჩიხრაძის და მისი მეგობრების, თედო ისაკაძისა და ნიკო ნიკოლოზიშვილის სახელსაც უკავშირდება. როგორც ფიქრია ჩიხრაძე გვიყვება, მაშინ უნივერსიტეტის ყოფილი პრესკლუბელები თბილისში უკვე ფლობდნენ ტელეკომპანია "თამარიონს", რომელსაც ეთერში გასვლის პრობლემები შეექმნა. პარალელურად ტელეკომპანია "გამა%"-ს ფლობდნენ კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე, რომელიც მხოლოდ რუსთავში მაუწყებლობდა.
მხარეებს შორის შედგა მოლაპარაკება და ასე შეიქმნა "რუსთავი 2". თუმცა მალე ჩიხრაძე და მისი მეგობრები მოტყუებულები აღმოჩნდნენ. კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე მათ დაპირებული 50%-იანი წილის ნაცვლად მხოლოდ 25%-ს სთავაზობდნენ. საქმე სასამართლოში წავიდა, ჩიხრაძე და მისი მეგობრები სამწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ დამარცხდნენ და ბრძოლა შეწყვიტეს. ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ამ დავაში კიწმარიშვილსა და მის მეგობრებს "მოქკავშირის" მაშინდელი ლიდერი, ზურაბ ჟვანია უმაგრებდა ზურგს.
კიწმარიშვილ-აქიმიძე-დვალიდან ხალვაშამდე
ამის შემდეგ ტელეკომპანიის წილები თანაბრად განაწილდა კიწმარიშვილზე, აქიმიძეზე და დვალზე.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი ეროვნულ-სავაჭრო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. რამდენიმე თვეში კი არხის დირექტორი და 10%-ის მფლობელი ნიკა ტაბატაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხდება. ტაბატაძეს სამივე მეწილემ 3.33% დაუთმო.
ამ დროს იწყება არხის გაკოტრება, აქიმიძის და დვალის განცხადებით, ამაში კიწმარიშვილი მონაწილეობდა. "ნაცმოძრაობა" მათ წილების დათმობას სთხოვდა. "რუსთავი 2"-ის მფლობელების ხშირ-ხშირი ცვლა ამ პერიოდიდან იწყება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2004 წლის 16 ივნისს პაატა კარსანიძემ 100-100 ათასი დოლარის სანაცვლოდ შეიძინა აქიმიძისა და დვალის 30-30%-იანი წილები. მეორე დღეს კი მან წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 200 000 დოლარად გადაუფორმა. ქიბარ ხალვაშის კომპანია "პანორამამ" შეიძინა ეროსი კიწმარიშვილის წილიც 50 000 დოლარად და ნიკა ტაბატაძის 10%-იც სიმბოლურ თანხად - 200 ლარად. ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო.
ხალვაში-ოფშორები-ყარამანიშვილები2006 წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილის კარიერის დაღმასვლა დაიწყო, მის მეგობარ ქიბარ ხალვაშს წილი დაათმობინეს, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ოფშორულ კომპანიებზე განაწილდა. ხალვაში ამბობს, რომ ეს არნახული წნეხის შედეგად მოხდა.
2011 წელს პარლამენტმა ოფშორული კომპანიების მიერ მაუწყებლების ფლობა აკრძალა და ტელევიზიებსა და რადიოებს ბენეფიციარი მფლობელების გამჟღავნება მოსთხოვა. ცვლილებები ძალაში 2012 წლის დასაწყისში შევიდა, ცოტა ხნით ადრე კი ოფშორულ კომპანიებზე გაფორმებული წილები ლევან ყარამანიშვილმა და გიორგი გეგეშიძემ შეიძინეს.
ამჟამად არხის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი. ტელეკომპანია "საქართველოს" მეწილეები ასევე ძმები ყარამანიშვილები არიან. 60% ლევან ყარამანიშვილის საკუთრებაშია, ხოლო 40%-ს გიორგი ყარამანიშვილი ფლობს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, ერთხელ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გიორგი ყარამანიშვილი მისი მეგობარია.
პირველი დავა სასამართლოშიროგორ დაარსდა "რუსთავი 2", როგორ დარჩნენ მოტყუებულები ფიქრია ჩიხრაძე და მისი მეგობრები და ბრძოლის რა პერიპეტიები გადაიტანეს, ამ თემაზე ფიქრია ჩიხრაძეს ვესაუბრეთ.
ფიქრია ჩიხრაძე: ეს ამბავი 1994 წელს დაიწყო. მაშინ რუსთავში მაუწყებლობდა პატარა საკაბელო ტელევიზია "გამა%", რომელსაც პრობლემები შეექმნა მაშინდელ ხელისუფლებასთან. ამ ტელეკომპანიის დამფუძნებლები ჩვენი მეგობრები იყვნენ - ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და ეროსი კიწმარიშვილი. მათ დახმარება გვთხოვეს მე და ჩემს ორ მეგობარს, თედო ისაკაძესა და ნიკო ნიკოლოზიშვილს. მაშინ ჩვენ უნივერსიტეტის ყოფილი პრესკლუბელები ვიყავით - ეროვნული მოძრაობიდან მოსული ჯგუფი. ჩვენ ასევე გვქონდა პირველი ყოველდღიური გაზეთი "ივერია ექსპრესი". პარალელურად გვქონდა ტელეკომპანია "თამარიონი", რომელიც იმ პერიოდში გაჩერებული იყო, მიზეზი იყო ის, რომ დაიწვა გადამცემი ანძა. გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ ის დაიწვა მაშინდელი უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის დაკვეთით.
მაშინ ამ საქმეში ჩართული იყო ჩვენი მეგობარი გია ყარყარაშვილიც, რომელმაც პირადად გვთხოვა, რომ ეს საქმე უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა და გვეზრუნა ტელევიზიის ხელმეორედ ამუშავებისთვის. მაშინ ტელევიზიას ჰქონდა მთავარი სიმდიდრე - გადამცემი და მე-12 მეტრული სიხშირე. ციფრული მაუწყებლობის ფონზე ეს ალბათ თქვენთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაშინ ამის გარეშე მთელ საქართველოზე მაუწყებლობა შეუძლებელი იყო. მე-12 მეტრული სიხშირე მაშინ სულ სამ ტელევიზიას ჰქონდა: სახელმწიფო ტელევიზიას, რუსეთის ტელევიზიასა და ჩვენს არხს.
"მთელი კვირა": ლიცენზია გქონდათ?ფ.ჩ: ლიცენზიაც გვქონდა. სწორედ ამ ლიცენზიას უკავშირდება შემდგომი პერიპეტიები. ჩვენი მეგობრების ტელევიზია რუსთავში მაუწყებლობდა. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ მაუწყებლობა თბილისშიც გავრცელებულიყო. როდესაც ამ პროცესში მათ ვეხმარებოდით და პარალელურად ჩვენი ტელევიზიის ხელმეორედ ამუშავებაზე ვმუშაობდით, ასეთი იდეა გაჩნდა, რომ ამ ორ ჯგუფს ერთობლივად დაგვეარსებინა ახალი ტელევიზია.
მაშინ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ერთობლივი იურიდიული ჯგუფი, თუმცაღა სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ვგეგმავდით ტელევიზიის მიმართულებას, სამაუწყებლო ბადეზე ვმუშაობდით, ვმართავდით მოლაპარაკებებს ჟურნალისტებთან.
"თამარაიონის" ლიცენზიას ვადა გასდიოდა და ამ სახელწოდებით მაუწყებლობა აღარ შეგვეძლო. საქმე ის იყო, რომ კანონი ითხოვდა უწყვეტ მაუწყებლობას, ჩვენ კი ანძის აფეთქების შემდეგ ეთერში არ ვიყავით, ამიტომ "თამარიონის" ლიცენზია გადავუფორმეთ "რუსთავი 2"-ის ჯგუფს, რომელსაც მაშინ "გამა%" ერქვა.
"მ.კ": მაშინ "გამა%"-ს მაუწყებლობის ლიცენზია არ ჰქონდა?ფ.ჩ: ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ რუსთავის მასშტაბით. ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, მათი სიგნალი თბილისამდე ვერ აღწევდა. მაშინ ჩვენ ლიცენზია გადავუფორმეთ მათ და სხვა იურიდიული პირი, რომელიც ამ კომპანიასთან იქნებოდა დაკავშირებული, არ არსებობდა.
მოლაპარაკება გვქონდა, რომ კომპანია თანაბარ საწყისებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, რაც გულისხმობდა იმას, რომ წილის 50% ექნებოდათ მათ, 50% კი ჩვენ. როდესაც დაინახეს, რომ უკვე ლიცენზიაც და მე-12 მეტრული სიხშირეც მათ ხელში იყო, ჩვენთან შეუთანხმებლად დაიწყეს ეთერში გასვლაზე ზრუნვა. შეიცვალა პირობებიც, გვითხრეს, რომ საკონტროლო პაკეტი ექნებოდათ მათ და ჩვენ მხოლოდ 25%-ს გვთავაზობდნენ. რასაც არ დავთანხმდით.
"მ.კ": როდესაც ლიცენზია და სიხშირე გადაეცით, მაშინ იურიდიულად არ გააფორმეთ, რომ თანაბარი უფლებები უნდა გქონოდათ?ფ.ჩ: იურიდიულად არაფერი არ გაგვიფორმებია. ეს იყო მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, სადაც ჩვენ საერთოდ არ ვფიგურირებდით.
ვერ შევთანხმდით კომპანიის წილზე, ამიტომ საქმე გადავიდა სასამართლოში. სასამართლო დავა 1995 წელს დაიწყო. სასამართლო დავა მოვიგეთ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ უზენაეს სასამართლოში წავაგეთ და საქალაქო სასამართლოში დააბრუნეს საქმე, სადაც ასევე წავაგეთ. სხვათა შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მინდია უგრეხელიძე იყო. შემდეგ მეუბნებოდა, შენ რომ წერილი მომწერე, სადაც ახსნილი იყო ყველა ეს დეტალი, დღესაც შენახული მაქვსო.
ჩვენ ეს საქმე წავაგეთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით. ტელევიზია გავიდა ეთერში, რომელსაც ხელისუფლება ებრძოდა. რუსთავში როდესაც მაუწყებლობდნენ, მაშინაც ებრძოდნენ და თბილისში რომ დაიწყეს მაუწყებლობა, მაშინ მის მიმართ ბრძოლა გაორმაგდა.
"მ.კ": ანუ საზოგადოების მხრიდან ეს აღქმული იყო იმგვარად, რომ თქვენ მაშინდელი ხელისუფლების თამაშს თამაშობდით?ფ.ჩ: რუსთავში მათ ებრძოდა ლევან მამალაძის ჯგუფი. თან მოხდა ისე, რომ ჩემი მეგობარი თედო ისაკაძე მაშინ ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, შემდეგ მე გავხდი პარლამენტის წევრი და ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ეს გამოიყენეს და საქმე წარმოაჩინეს ისე, რომ თითქოს ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ ვაწარმოებდით. თან მათ ეხმარებოდა ზურაბ ჟვანია.
"მ.კ": ჟვანია რა ფორმით იყო ჩართული?ფ.ჩ: ჟვანია მაშინ "მოქკავშირის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მე ჟვანიასთან ვმეგობრობდი და როდესაც ხელისუფლებისგან წამოვიდა პრობლემები, მაშინ ბრძოლა ყველამ ერთად გადავიტანეთ. მაშინ ჟვანიას ველაპარაკებოდი ამ თემაზე და ზურასთან მქონდა პრეტენზია, რომ თქვენი გუნდის წევრები ერევიან ტელევიზიის საქმეებში-მეთქი. შევარდნაძესთანაც კი მომიწია მისვლა ამ თემაზე სალაპარაკოდ. მე ვშუამავლობდი ჩემს ყოფილ მეგობრებს ჟვანიასთან და ხელისუფლებასთან, მაგრამ საბოლოოდ როდესაც მოინდომეს ტელევიზიის ხელში ჩაგდება, დაუმეგობრდნენ მას, ვინც მათ ებრძოდა. გვაქვს ეჭვი იმაზეც, რომ ბოლო ინსტანციის სასამართლოში საქმე ხელისუფლების დახმარებით მოიგეს.
"მ.კ": როდესაც სასამართლო წააგეთ, ბრძოლა შეწყვიტეთ?ფ.ჩ: ეს პროცესი გრძელდებოდა სამი წელი. ამის შემდეგ ბრძოლა აღარ დაგვიწყია. მითუმეტეს ტელევიზია ამუშავდა სრულად, მოაწესრიგეს იურიდიული მხარე.
"რუსთავი 2"-ს ასეთი ბედი დაჰყვა. ტელეკომპანია ხელიდან ხელში გადადიოდა. დღევანდელი ამბებიც ამაზე მეტყველებს. მასზე უამრავ ადამიანს აქვს პრეტენზია, წესით, არხზე პრეტენზია პირველ რიგში მე და ჩემს მეგობრებს უნდა გვქონდეს.
სხვათა შორის, ეროსი გარდაცვალებამდე ამაზე ხშირად მესაუბრებოდა ხოლმე. მას ჰქონდა სურვილი, რომ არხის დაბრუნებისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩართულიყო. ამაზე ვეუბნებოდი, რომ თუ ამ სამართლებრივი პროცესის იმედი გაქვს, ეს პროცესი ბუნებრივად ჩვენამდე უნდა მოვიდეს-მეთქი. მთავაზობდა ძალების გაერთიანებას და ერთობლივი ძალებით ბრძოლის დაწყებას.
მაგრამ მე ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ტელევიზია არ არის ჩვეულებრივი უძრავი ქონების სახეობა, რაზეც ყოფილ მფლობელს შეუძლია პრეტენზიის გამოხატვა სამემკვიდრეო წილზე. ტელეკომპანიას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა მაშინ, რომელ პერიოდზეც მე გიყვებოდით, შემდეგ მან შეიძინა თავისი განვითარების გზა, სტილი, ბიოგრაფია, ინტელექტუალური რესურსი. მემკვიდრეობის თვალსაზრისით დღევანდელ "რუსთავი 2"-თან მე არაფერი არ მაკავშირებს. მხოლოდ პოლიტიკური თამაშების გამო ხდება ასეთი რამ. მე აღარ გამჩენია სურვილი, რომ სამართლიანობის აღსადგენად დამეწყო ბრძოლა. დღეს რაც ხდება ამ ტელეკომპანიის გარშემო, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლების სურვილითა და წაქეზებით ხდება.
იმის მიუხედავად, რომ მეც შეიძლება ბევრი პრეტენზია მქონდეს ამ ტელევიზიის მიმართ, მაინც ვთვლი, რომ "რუსთავი 2" მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. თუ ეს ტელეკომპანია არ იარსებებს იმ ფორმით, როგორითაც არსებობს, მაშინ დავემსგავსებით პუტინის რუსეთს, სადაც ყველა ტელეარხი ერთ ხმაზე ლაპარაკობს და განსხვავებული აზრის მოსმენა ძალზედ მცირე დოზით არის შესაძლებელი.
"მ.კ": მაინც უნდა გკითხოთ. თუ დვალი და აქიმიძე ჩაერთვებიან ამ პროცესში, მაშინ აპირებთ თუ არა, რომ თქვენც თქვენი სიტყვა თქვათ?ფ.ჩ: როდესაც ეროსის ჰქონდა ტელეკომპანიის დაბრუნების სურვილი, მაშინაც არ მითქვამს დასტური იმაზე, რომ დავიწყებდი მისი დაბრუნებისთვის ბრძოლას. თუ ტელევიზია გააჩერეს და, ეთერში ვეღარ გავიდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. თუ ეს მოხდა მერე დაველაპარაკები ჩემს მეგობრებს, მოვისმენ მათ მოსაზრებებს და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მაგრამ გამოვრიცხავ იმას, რომ ტელევიზიის გაჩერების პროცესში რაიმე მონაწილეობა მივიღო.
ჩვენ ჯარჯი აქიმიძესთან და დავით დვალთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. სურვილის შემთხვევაში მკითხველს მათ პოზიციასაც გავაცნობთ.
აი წყაროც, მავანს ჩემი მოგონილი რომ არ ეგონოს:
http://resonancedaily.com/index.php?id_rub...HStGTihY2zR1JDE