გავარჩიოთ?
მე ვერ დაგეთანხმები. სულ არ ჩანდა მაგუაიერი აჭრილი. საკმაოდ კარგად თამაშობდა მიუხედავად იმისა რომ 7-1 წააგო მეორე სესია. არაფერი ანორმალური არ გაუკეთებია. რაც ააცილა, თითქმის ყველა ბურთი მეტნაკლებად აცილებადი იყო. ერთი სამჯერ მაინც, მოგებამდე მიყვანილ ფრეიმებში, kick-ის გამო გამოსვლა ვერ გააკეთა. ეგ კიდე რა მაგის ბრალია. ვარდისფერს რაც შეეხება, ეს ვარდისფერი იყო უმარტივესი?
ეს ვარდისფერი, სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად, თავისითვე, არც თუ ისე ადვილი ბურთია. მაგას დაუმატე ის სირთულე რომ რესტით თამაშობდა, პლიუს ის, რომ ორივე ბურთი სჭირდებოდა და შავზე გამოსვლა იყო გასაკეთებელი. მაგ პოზიციიდან შავზე გასვლა წყნარი დარტყმით არ გამოდიოდა და მაგიტომ ითამაშა ტოპ-სპინით ძლიერ დარტყმაზე. ერთი სიტყვით საკმაოდ აცილებადი ბურთი იყო.
მთლიანობაში ზეწოლას რომ განიცდიდა ეგ ფაქტია, მაგრამ მასეთ ზეწოლას მეტნაკლებად ყველა მოთამაშე განიცდის, განსაკუთრებით crucible-ში და განსაკუთრებით რონის წინააღმდეგ, მითუმეტეს თუ პირადი შეხვედრების ბალანსი ძალიან ნეგატიურია, მაგრამ ის "აჭრა" რაც ბოლო პერიოდში ახასიათებს მაგუაიერს, და რაც ძირითადად საკუთარი თამაშით უკმაყოფილების გამო ემართება, დღეს მემგონი საერთოდ არ ეტყობოდა.
თავის მხრივ, რონიმ ითამაშა სასწაულად. მართალია არ ბრწყინავდა სენჩური ბრეიქებით, მაგრამ ძალიან მაგრად იბრძოლა და რამდენიმე ძალიან რთული და ძალიან აცილებადი ბურთები ითამაშა გადამწყვეტ მომენტებში.
აი ეს ქლირენსი, მე-11 ფრეიმში
აქ მეგონა, წითელს ჩააგდებდა, თეთრს ოდნავ უკან აქაჩავდა და, შემდეგ დარტყმაზე,ძალიან სასტიკ სნუკერს ჩაუსვავდა შავის უკან. ეჭვი არ მეპარება თითქმის ყველა მოთამაშე მასე მოიქცეოდა, იმის გათვალისწინებით რომ აგებდა და თამაშის ისე გაგრძელება როგორც რონიმ გააგრძელა, ძალიან სარისკო იყო.
რატო იყო სნუკერის ჩასმა პოზიციურად მომგებიანი? ჯერ ერთი, ბორტზე მიდებულ ბურთზე, შორიდან safety-ს თამაში ისედაც ძნელია. სნუკერიდან მითუმეტეს. ძალიან დიდი შანსი იქნებოდა ყვითელი შეტევაზე დარჩენილიყო და თან უკეთეს პოზიციაზე. მერე მეორე, თუ არ ირჩევ დაცვას, ე.ი. ირჩევ შეტევას და გიწევს შავიდან ყვითელზე ურთულესი გამოსვლის გაკეთება, ორი ან სამი ბორტით
თან ისეთი კუთხით უნდა გამოხვიდე რო ჩაგდებაც შეიძლებოდეს და მწვანეზე გასვლაც. ფაქტიურად იდეალური გამოსვლაა საჭირო მაგრამ არც მანდ მთავრდება სირთულეები და ხელითაც რო დადო ქიუბოლი, არც მაშინ გაქვს ქლირენსი გარანტირებული
რონის ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან უშიშარი. ნამდვილი მეომარივით იბრძოლა
This post has been edited by Mike Wazowski on 23 Apr 2018, 04:22