n-i-c-kZ-ownerFаulknere36m3GoldenSky√‼‼VσÜ¥და სხვანი...
მოგესალმებით ახალ თემაში
როგორ ხართ ხალხნი???
ხომ ხართ ჯანზე???
მოკლედ, წუხელ ღამის 1 საათზედ მოულოდნელად მომიწია ქალაქისკენ წამოსვლა.
ლოჭინიდან შემოვლითი გზიდან დევეშვი ხიზანიშვილზედ, ბელიაშვილიდან კი ავაჭერი ლუბლიანაზედ.
03 საათსა და 45 მინუტზედ , ასტრა პარკის ჩასახვევიდან ნელა ვმოძრაობდი (ეტყობა საეჭვოდ ნელა), იაშვილის კლინიკის შესასვლელს ვეძებდი, მაინც გავცდი და....
ცვეტამუზიკიანმა შკოდამ: "გააჩერეო"- გამომძახა უკნიდან.
ოფიციალური გაცნობის რიტუალის მემრე მივაწოდე საბუთები.
თან მივაყოლე იაშვილი სად არის-თქო???
"ბავშვი გყავს მანქანაშიო"-ეგრევე მკითხა.
დასტურის შემდეგ , მაინც გადაგამოწმებო და გააძრო აპარატი.
მეც ელდარა შოშიტაიშვილის დასტის მეზურნესავით დავბერე ლაყუჩები და შავუბერე.
ძაან ვეცადე "ჩემო კაკლის მურაბა"-ს მელოდია გამამსვლოდა მარა, აპარატმა ერთი ამაიწკმუტუნა და მგონი მზეზე ნადები , ბენზინიანი პლასტმასის 5 ლიტრიანივით გაიბერა
კაი , კაი გეყოფაო!!!- გამამტაცა
ახლაო მანქანა მოაბრუნე და გამომყევიო.
ეეე, მერე ღერძულა-თქო,
შენ , მოაბრუნე მაგ ღერძულას არაფერი მოუვაო.
ჩაწეული ფანჯრიდან ხელით მიმანიშნა შესახვევზე, ორჯერ დავატიტინე მადლობის ნიშნადა.
მანქანა იქ დავტოვე კლინიკის პარკინგზე. რასაც თქვენ , აქანა წერთ თბილისში მოძრაობაზე, რა შამამაყოფინებდა ბამპერს ქალაქში .....
თავად კი ვარკეთილში ვზივარ და თქვენს სახეზე ღიმილის მოსაგვრელად ვიღვწვი
ჯერ-ჯერობით ესაა