კაროჩე ბევრგან ვიყავი ტოკრებთან და ვერცერთი ვერ დამეხმარა. ბოლოს ისევ ჩემი გაკეთებული გალოვკა ავიღე, ჩამოვაცვი დაჩიკზე. გარშემო სიმაგრისთვის ჩამოვაცვი დიდი ხამუტი და კარგად დავჭიმე რო მოშვების დროს პირი აღარ გაეხსნა. მოეშვა
მოვუშვი და ჩავხედე ბანკას. სიბნელე იყო
მერე ჩავანათე ტელეფონით და მაინც სიბნელე იყო
კაროჩე არ იდო კატალიზატორი...
წვრილი არმატურის ნაჭერი მთლიანი კატალიზატორის სიგრძეზე ჩავატარე რო გამეგო შიგნით რა ხდებოდა. ტრუბაც კი არ ჩაუკერებიათ შიგნით კატალიზატორის ადგილას. როგორც ჩანს კალექტორი მოხსნეს და ქვევიდან ჩამოყარეს კატალიზატორი. სვარკები არსად არ ეტყობა.
ხან რო იწევს და ხან არა მაგისი ბრალი იქნება უეჭველი. მე ვფიქრობდი ხო არ ჩადნა კატალიზატორი თქო ან ხო არ ჩაიშალა მეთქი. თურმე სადღაა კატალიზატორი. პირველი ლამბდა კაი ფერზე იყო ნამუშევარი.
კატალიზატორის ფული არ მაქ ამ ეტაპზე. მატყუარები უნდა ვცადო. რამე იაფი ვარიანტი აქ რო იყიდებოდეს ბაზრობებზე არ იცით?
P.S.
ვინმეს თუ აქ სურვილი გაგიცვლით ამ გალოვკას რამე საინტერესოში ან საჭიროში. ცუდი გალოვკა არაა. ჩემ მანქანაზე არ წავიდა უბრალოდ.
* * *
* * *
2-ცალი სვეჩის პერეხადნიკით შეიძლება თურმე მატყუარის გაკეთება. 5-6 ლარი ეღირება 2-ცალი პერეხადნიკი. 1-ცალი უნდა ჩაიხვრიტოს მსხვილი სვერლოთი რო კატალიზატორის დაჩიკის წვერი ჩაეტიოს. ქვევიდან ჩვეულებრივი პერეხადნიკი უნდა დაეჭიროს. იმ პერეხადნიკის ცხვირზე კიდე შაიბა დადუღდება წვრილ ნახვრეტიანი. წესით ადგილიც დარჩება რო რამე ჩაიტენოს დაჩიკის წვერსა და შაიბას შორის შიგნიდან რო კატალიზატორის ქონის ეფექტი იყოს.
მაგის დაყენებას ვაპირებ კატალიზატორის მერე დაჩიკი როა იმ ადგილას. ჩეკს არ ანთებს ეს ოხერი. მარა იქნებ ეს გაწევის თემა მომიგვაროს. ხან ეწევა, ხან არა. ვფიქრობ მაგის ბრალია. დიაგნოსტიკით რო ვუყურებ ძაან კრივოი გრაფიკია მეორე დაჩიკის, რაც დაუშვებელია ძრავის სწორი მუშაობისთვის.
არავის ეგონოს რო მეორე დაჩიკი სმესის კორექციაზე მოქმედებას არ ახდენს.