» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შესაძლებელია, თუმცა ჩაი ისე მიყვარს, სუფთა on being conditioned a la Pavlov-ით რომ ავხსნათ უკვე სასიამოვნო სტიმულთან ასოცირდება შენთან ,,კამათი".
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
чего то не хватает-ს კატეგორიაში გამყავს ხოლმე, წიგნების თაროს რომ ვუყურებ.
ჩემი ერთ-ერთი ლექტორის საყვარელი მწერალია,მისი ხათრით და მასთან საკამათოდ წავიკითხე პელევინის წიგნები. საერთო შთაბეჭდილება ჩემიც იგივეა. ,,generation п" და ,,Чапаев и Пустота" არ იყო ცუდი. თუმცა პელევინის იდენტობას განაპირობებს 90-იანი წლები, დღეს კი ცდილობს აბსტრაჰირდეს იმ 90-იანებისგან მაგრამ ბოლო რომანებიც იმას ამტკიცებს რომ ეს, მაინცდამაინც, კარგად არ გამოსდის. პატარა ნარიტევბის წერა უკეთ გამოსდის ვიდრე დიდ თემებთან შეჭიდება, თითქოს თავის სტილს ეძებს მაგრამ საბოლოო ჯამში ავანგარდული აჯაფსანდალი გამოსდის, რომელიც რაღაცით სხვა თანამედროვე ავტორების (ბეგბედერი, უელბეკი და ა.შ.) რიმეიქს მოგვაგონებს, ოღონც რუსული აქცენტით, послевкусие.
პრინციპში ,,generation п" მომწონს მგონი, მასთან ყველაზე მეტად, თითქოს ისეთი წიგნია ყველა პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებმა კონტენტ creator-მა რომ უნდა წაიკითხოს. ის მომენტი მომწონს, ,,პარლამენტისთვის" რომ ეძებს სლოგანს და ბოლოს წააწერს ,,И дым Отечества нам сладок и приятен!". გენიალური სლოგანია სიგარეტისთვის. თან აბსურდული რუსული ბაზრისთვის. პრინციპში, მგონი ეგაა ჩემთვის პელევინის მთელი შემოქმედება. მოგონებები საბჭოთა თუ ახლანდელ რუსეთზე, რომელიც თითქოს ჩემთვის ძალიან ახლოა, მაგრამ რეალურად, მაინც შორეულია. თან ავანგარდული
ვენედიქტ ეროფეევი, ბარემ ჩამოვუაროთ პოსტსაბჭოთა სივრცეს.