ladylike90 იანებში უპატარევესი როცა ვიყავი
აფხაზეთიდან (სვანეთით) დევნილმა ოჯახმა, ჩვენმა ნათესავებმა, ჩამოიყვანეს პუდელი
რამოდენიმე თვე ჩვენთან ცხოვრობდნენ და მერე სახლი იყიდეს და გადავიდნენ
ძაღლს ერქვა ჩაპა, როცა ეს ჩაპა მომშორდა დადიოდა მოწყენილი და საჭმელს არ ჭამდა თურმე
უჭკვიანესი იყო, შეეძლო რომ არ დაწოლილიყო და ისე დაეძინა , ასე მიეჩვია გზაში, ძაან სევდიანი სანახავი იყო ამ დროს.
პატრონი მიხვდა რომ მე ვენატრებოდი და გამოუშვა ჩვენთან, ჩემთან ერთად ეძინა თვეები ლოგინში და ვუვლიდით რაღაც საოცრად.
ერთხელაც სასეირნოდ პარკში გადავყავდი დედაჩემს, და ჩაპაც ჩვენთან ერთად იყო, უეცრად გამოვარდა მანქანა ძალიან დიდი სისწრაფით და წამებში მოასწრო დედაჩემმა ჩემი გადარჩენა, მაგრამ ჩაპა მომიკლა თვალწინ.
ძალიან დიდი ტრავმა მივიღე, თვეზე მეტი ჩემი ოთახიდან არ გამოვდიოდი და სულ ვტიროდი, ძაან მენატრებოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ არ მომიყვანეს სხვა ლეკვი მაშინ, ზუსტად ანალოგიურად ფიქრობდა დედაჩემიც , შევძლებდი თუ არა შეყვარებას სხვა ცხოველისას და მოვუვლიდი თუ არა სათანადოდო, ეჭვი ეპარებოდა ამაში და ამიტომ ვერ გადაწყვიტა. ახლა ამბობს რომ უნდა მომეყვანა მაშინო.
მას მერე ეს შიში არ გამნელებია, რომ თუ ცხოველს მოვიყვან, მის სიკვდილს ვერ გადავიტან და შესაბამისად მას მერე ჩემს სახლში ჩემი საკუთარი ძაღლი არ მყოლია.
სულ ცოტა ხნით მყავდა კანე კორსო მაგრამ ვაჩუქეთ მეგობარს და აგარაკზე ჰყავს.
მოკლედ ამხელა ისტორია, რატომ მოვყევი, თუ გიყვარს ცხოველები და იცი რომ მათ გარეშე გაგიჭირდება, ჯობია აიყვანო ახლავე, რაც დრო გავა უფრო და უფრო გაგიჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღება. და საბოლოოდ არც მოიყვან.
* * *
sanfolადამიანებთან კომუნიკაციას როგორ ამყარებდი?
წარმოუდგენელია ტელეფონის გარეშე, სოც. ქსელები კიდევ ჰო