#56628520 · 31 Jul 2020, 15:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვცხოვრობ ძველ კორპუსში , რომლის ყველა სადარბაზოს აქვს ჩასასვლელი პირველივე სართულიდან .ამ ჩასასვლელში არის სარდაფები , იგივე 'პადვლები' . ყველას ყავს პატრონი როგორც წესი , თუმცა ჩემს სადარბაზოში რამდენიმე არის მიტოვებული , ისე რომ ზოგს არც კარი აქვს და შიგნითაც ხარახურები არის მიყრილ-მოყრილი . ერთი მასეთი 'პადვალი' მომეწონა . ალბათ იმ ბინის პატრონი , რომელსაც ეკუთვნოდა ეს სარდაფი , დიდი ხნის წინ გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად , მანდ დარჩენილ ხარახურებსაც მტვერი ადევს და კარიც არ აქვს შესასვლელს . კითხვა : როგორ შემიძლია მივისაკუთრო ეს სარდაფი? ჩემ გემოზე რომ მოვაწყო , ჩამოვკიდო კარი , შიგნითაც მოვაწესრიგო , დენი გავიყვანო და ა.შ , პრობლემები შეიქმნება დიდი ალბათობით . ვისთან შემიძლია ამის გარკვევა?
|